გაკვეთილი № 31

4
გაკვეთილი N 31 თემა N3 და 4 – ის შემაჯამებელი სამუშაო. 1. ჩამოაყალიბეთ პერიოდულობის კანონი და შეეცადეთ მის ახსნას თქვენი სიტყვებით. 2. რას ეწოდება პერიოდი, რამდენ პერიოდს შეიცავს ელემენტთა პერიოდულ სისტემა, რომელი პერიოდია მცირე, დიდი და დაუმთავრებელი? რამდენი ელემენტია თითოეულ პერიოდში? 3. რას ეწოდება ჯგუფი? როგორი ელემენტებია გაერთიანებული ჯგუფებში და ქვეჯგუფებში? მოიყვანეთ მაგალითები. 4. როგორ იცვლება ელემენტის მეტალური ბუნება პერიოდებში მარცხნიდან მარჯვნივ? მთავარ ქვეჯგუფებში ზემოდან ქვემოთ? მოიყვანეთ მაგალითები. 5. ელემენტთა პერიოდულ სისტემაში მდებარეობის მიხედვით დაახასიათეთ ელემენტები: ა) p ბ) Sr გ) I (მიუთითეთ რიგობრივი ნიმერი, პერიოდი, ჯგუფი, ქვეჯგუფი, მაქსიმალური ვალენტობა, შესაბამისი ოქსიდის და წყალბადნაერთის ფორმულები). 6. ჩაწერეთ ყველა შესაძლო ხერხით ელემენტთა პერიოდულ სისტემის II და III პერიოდის ელემენტების ელექტრონული გარსების აღნაგობა. თემა N 4. ძირითადი დებულებები 1. ატომი შედგება დადებითად დამუხტული ატომგულისა (ბირთვი) და უარყოფითად დამუხტული ელქტრონული გარსისაგან. 2ატომგული შეიცავს პროტონებსა და ნეიტრონებს, ელქტრონული გარსი_ ელექტრონებს. ატომი ელექტრონეიტრალურია.

Upload: datiko43

Post on 10-Jun-2015

1.378 views

Category:

Education


0 download

DESCRIPTION

http://qimia.blogspot.comკურსის ავტორები: მერაბ ჯელია, გიორგი მახარაძე, ნუნუ ჯავახიშვილი.

TRANSCRIPT

Page 1: გაკვეთილი № 31

გაკვეთილი N 31

თემა N3 და 4 – ის შემაჯამებელი სამუშაო.

1. ჩამოაყალიბეთ პერიოდულობის კანონი და შეეცადეთ მის ახსნას თქვენი

სიტყვებით.

2. რას ეწოდება პერიოდი, რამდენ პერიოდს შეიცავს ელემენტთა პერიოდულ

სისტემა, რომელი პერიოდია მცირე, დიდი და დაუმთავრებელი? რამდენი

ელემენტია თითოეულ პერიოდში?

3. რას ეწოდება ჯგუფი? როგორი ელემენტებია გაერთიანებული ჯგუფებში და

ქვეჯგუფებში? მოიყვანეთ მაგალითები.

4. როგორ იცვლება ელემენტის მეტალური ბუნება პერიოდებში მარცხნიდან

მარჯვნივ? მთავარ ქვეჯგუფებში ზემოდან ქვემოთ? მოიყვანეთ მაგალითები.

5. ელემენტთა პერიოდულ სისტემაში მდებარეობის მიხედვით დაახასიათეთ

ელემენტები: ა) p ბ) Sr გ) I (მიუთითეთ რიგობრივი ნიმერი, პერიოდი,

ჯგუფი, ქვეჯგუფი, მაქსიმალური ვალენტობა, შესაბამისი ოქსიდის და

წყალბადნაერთის ფორმულები).

6. ჩაწერეთ ყველა შესაძლო ხერხით ელემენტთა პერიოდულ სისტემის II და III

პერიოდის ელემენტების ელექტრონული გარსების აღნაგობა.

თემა N 4. ძირითადი დებულებები

1. ატომი შედგება დადებითად დამუხტული ატომგულისა (ბირთვი)

და უარყოფითად დამუხტული ელქტრონული გარსისაგან.

2ატომგული შეიცავს პროტონებსა და ნეიტრონებს, ელქტრონული

გარსი_ ელექტრონებს. ატომი ელექტრონეიტრალურია.

Page 2: გაკვეთილი № 31

3.ატომგულში პროტონების რაოდენობა განაპირობებს ატომგულის

მუხტის სიდიდეს, ხოლო პროტონებისა და ნეიტრონების საერთო

რაოდენობა_ატომგულის მასას. ატომგულის მასა პრაქტიკულად

ატომის მასის ტოლია, რადგან ელქტრონული გარსის მასა ძალიან

მცირეა ატომგულის მასასთან შედარებით.

4. ერთნაირი ატომგულის მასის მქონე ატომთა ერთობლიობას

ქიმიური ელემენტი ეწოდება. ნებისმიერი ელემენტის ატომგულის

მუხტის სიდიდე (ატომგულში პროტონების რაოდენობა)

რიცხობრივად ემთხვევა ამავე ელემენტის რიგობრივ ნომერს

ელემენტთა პერიოდულ სისტემაში.

5. ერთიდაიგივე ელემენტის ატომებს, რომლებსაც განსხვავებული

მასები აქვთ, იზოტოპები ეწოდებათ. იზოტოპების ატომგულები

პროტონების ერთნაირ და ნეიტრონების განსხვავებულ რაოდენობას

შეიცავენ.

6. იზოტოპების უდიდესი ნაწილი მდგრადია. ზოგიერთი იზოტოპის

ბირთვიდან კი ამოიფრქვევიან , და ნაწილაკები, რის შედეგადაც

სხვა ელემენტის ატომები წარმოიქმნება. ამ მოვლენას

რადიოაქტივობა ეწოდება, ხოლო გარდაქმნას ბირთვული რეაქცია.

7. ატომგულის გარშემო მოძრაობენ (ბრუნავენ) ელექტრონები.

ელექტრონულ გარსში ელექტრონების რაოდენობა ემთხვევა

პროტონების რაოდენობას ატომგულში. ელექტრონები ატომგულის

გარშემო შრეებს წარმოქმნიან. ატომგულიდან ერთნაირი მანძილით

დაშორებულ ელექტრონებს ენერგიის ერთნაირი მარაგი აქვთ, ამიტომ

ელექტრონულ შრეებს ენერგეტიკულ დონეებსაც უწოდებენ.

ენერგეტიკული დონეები ინომრებიან ატომგულიდან. რეალურად

შეიმჩნევა შვიდი ენერგეტიკული დონე.

Page 3: გაკვეთილი № 31

8. ენერგეტიკულ დონეზე ელექტრონების მაქსიმალური რაოდენობა

გამოითვლება ფორმულით: Z=2n2 სადაც Z დონეზე ელექტრონების

მაქსიმალური რაოდენობაა, n დონის ნომერია.

ამასთანავე ენერგეტიკულ დონეზე ელექტრონების მაქსიმალური

რაოდენობა 32-ს არ აღემატება, ხოლო გარე შრეზე 1-დან 8

ელექტრონამდე შეიძლება მოთავსდეს.

9. ნებისმიერი ელემენტის ატომისათვის ენერგეტიკული დონეების

რაოდენობა რიცხობრივად ემთხვევა იმ პერიოდის ნომერს,

რომელშიც ეს ელემენტია მოთავსებული. I პერიოდის ელემენტებს

პირველ შრეზე 1 ან 2 ელექტრონი აქვთ. II პერიოდის ელემენტებს

პირველ შრეზე 2 ელექტრონი აქვთ, მეორეზე კი ელექტრონების

რაოდენობა თანდათან იზრდება 1-დან 8-მდე. III პერიოდის

ელემენტებს პირველ შრეზე 2 ელექტრონი აქვთ, მეორეზე_8,

მესამეზე კი ელექტრონების რაოდენობა თანდათან იზრდება 1-დან 8-

მდე.

10. ზედაპირს რომელზეც ელექტრონის მოხვედრის ალბათობა

მაქსიმალურია _ ორბიტალი ეწოდება. ნებისმიერ ორბიტალზე

შეიძლება მოთავსდეს ერთი_ (გაუწყვილებელი), ან ორი

(გაწყვილებული) ელექტრონი. გაწყვილებულ ელექტრონებს

საკუთარი ღერძის გარშემო მოძრაობის საწინააღმდეგო მიმართულება

აქვთ.

11. პირველი ენერგეტიკული დონე სფეროს ფორმის მქონე ერთი

ორბიტალისაგან (s-ორბიტალი) შედგება, რომელზეც 1 ან 2

ელექტრონი შეიძლება მოთავსდეს. მეორე ენერგეტიკულ დონეზე

პირველ დონესთან შედარებით უფრო დიდი რადიუსის სფეროს

ფორმის მქონე ერთი ორბიტალისაგან (s-ორბიტალი) და სამი

Page 4: გაკვეთილი № 31

ურთიერთპერპენდიკულარულად განლაგებული სივრცითი რვიანის

ფორმის ორბიტალისაგან (p-ორბიტალი) შედგება. ამ ორბიტალებზე 6

ელექტრონი შეიძლება მოთავსდეს. რადგან ამ დონის s-ორბიტალზე

მოთავსებულ ელექტრონს p-ორბიტალზე

მოთავსებულ ელექტრონზე უფრო დაბალი ენერგიის მარაგი აქვს,

ამიტომ ვამბობთ, რომ მეორე ენერგეტიკული დონე ორი (s და p)

ქვედონისაგან შედგება. მესამე ენერგეტიკულ დონეზე გარდა s და p

ქვედონეებისა, რომლებიც შესაბამისად 1 და 3 ორბიტალისაგან

შედგება, ჩნდება ახალი, ხუთი ორბიტალის შემცველი d- ქვედონე.

მეოთხე ენერგეტიკულ დონეზე გარდა s, p და d ქვედონეებისა,

რომლებიც შესაბამისად 1, 3 და 5 ორბიტალისაგან შედგება, ჩნდება

ახალი, შვიდი ორბიტალის შემცველი f- ქვედონე.

d და f ორბიტალების ფორმებს არ განვიხილავთ.

12.ელექტრონული გარსის აღნაგობის ჩაწერა შესაძლებელია

“ქვანტური უჯრედების მეთოდით”. ამ მეთოდის შესაბამისად

თითოეულ ორბიტალს შეესაბამება უჯრა, რომელშიც ჩაიხაზება

ისარი თუ ორბიტალზე გაუწყვილებელი ელექტრონია, და

ანტიპარალელური ისრები თუ ორბიტალზე გაწყვილებელი

ელექტრონებია.

13. ენერგეტიკული ქვედონეების შევსების რიგი “უმცირესი ენერგიის

პრინციპის” შესაბამისად ხორციელდება. ელექტრონი იკავებს

ადგილს იმ ორბიტალზე სადაც მას მინამალური ენერგიის მარაგი

ექნება. ამასთანავე ჯერ ქვედონეზე ივსება ყველა ორბიტალ და

მხოლოდ შემდეგ ხდება ელექტრონების გაწყვილება.