ალექსანდრე მაკედონელი - ლაშა

9
აააააააააა აააა

Upload: lasha-merebashvili

Post on 12-Nov-2014

1.190 views

Category:

Education


11 download

DESCRIPTION

 

TRANSCRIPT

Page 1: ალექსანდრე მაკედონელი -  ლაშა

ალექსანდრე დიდი

Page 2: ალექსანდრე მაკედონელი -  ლაშა

ადრეული ცხოვრებაალექსანდრე დაიბადა ძვ.წ. 356

წელს მაკედონიის სამეფოს დედაქალაქ პელაში. ის იყო

მაკედონიის მეფის ფილიპე II-ის და მისი მეოთხე ცოლის, ეპირის მეფის, პტოლემაიოსის ასულის, დედოფალ ოლიმპიადას შვილი. როდესაც ალექსანდრე 10 წლის

იყო, ფილიპეს ერთმა თესალიელმა ვაჭარმა მიჰგვარა

ცხენი. მისი მოთვინიერება ვერავინ შესძლო და ამიტომ

ფილიპე მის დაბრუნებას აპირებდა. ამ დროს

ალექსანდრემაც სცადა ბედი და ცხენი მოათვინიერა.

Page 3: ალექსანდრე მაკედონელი -  ლაშა

განათლებაბავშვობაში ალექსანდრე

განებივრებული იყო აღმზრდელებით, თუმცა მის აღზრდას განსაკუთრებულ

ყურადღებას აქცევდნენ ლეონიდასი და ლისიმაქოსი.

ფილიპე ამას არ დასჯერდა და ალექსანდრეს მასწავლებლად მოიწვია პლატონის მოსწავლე

არისტოტელე, რომელიც იმ დროის ყველაზე განათლებულ პიროვნებად

ითვლებოდა. არისტოტელეც დათანხმდა. ცნობილია, რომ

არისტოტელეს საპატივცემულოდ ფილიპემ თავიდან ააშენა მის მიერვე დანგრეული სტაგირე, არისტოტელეს მშობლიური

ქალაქი.

Page 4: ალექსანდრე მაკედონელი -  ლაშა

სამხედრო კარიერაროდესაც ალექსანდრე 16 წლის

იყო, ფილიპე ბიზანტიონის ასაღებად გაეშურა და

მაკედონიის რეგენტად თავისი შვილი დატოვა. ალექსანდრეს ეს დრო ფუჭად არ დაუკარგავს. მან შეუტია მედების ტომს და აიღო მათი მთავარი ქალაქი. შემდეგ

იქიდან გაყარა მოსახლენი და მის ადგილას დააარსა ახალი

კოლონია, ალექსანდროპოლისი.

ფილიპემ დაბრუნების შემდეგ ალექსანდრე გაგზავნა სამხრეთ

თრაკიაში, აჯანყების ჩასახშობად. ბერძნული ქალაქის

პერინთუსის წინააღმდეგ ბრძოლაში ალექსანდრემ

მამამისი სიკვდილს გადაარჩინა.

Page 5: ალექსანდრე მაკედონელი -  ლაშა

ალექანდრეს გამეფებაძვ.წ. 336 ფილიპეს სიკვდილის შემდეგ ტახტი მისმა 20 წლის

შვილმა ალექსანდრემ დაიკავა. გამეფებისთანავე ალექსანდრემ დაიწყო თავისი ჯარის თითქმის

მუდმივი წვრთნა, რადგან აჯანყებები მოსალოდნელი იყო.

ბერძნულმა პოლისებმა კორინთო კონგრესი გააუქმეს. ამას

ალექსანდრეს მოქმედება მოჰყვა. თავისი არმიით ის თესალიაში

შევიდა. ალექსანდრემ კორინთოს კონგრესი თავიდან მოიწვია, რომელსაც თითქმის ყველა

ბერძნული პოლისი შეუერთდა, სპარტის გამოკლებით.

ალექსანდრე კონგრესის ჰეგემონად გამოცხადდა.

Page 6: ალექსანდრე მაკედონელი -  ლაშა

“გავგამელას ბრძოლა”გავგამელას ბრძოლა ძვ.წ. 331 გაიმართა ალექსანდრე

დიდსა და დარიოს III-ს შორის . დარიოსს შეეკრიბა საუკეთესო კავალერია. მან

აგრეთვე გამოიყვანა საბრძოლო ეტლები და 15

ინდური საბრძოლო სპილო. მაკედონელებმა ეშმაკურ

ხერხს მიმართეს. მათ უკან დამხმარე რაზმი მოყვებოდათ და

ცდილობდნენ სპარსელები მოეტყუებინათ. ბრძოლა

მაკედონელების ბრწყინვალე გამარჯვებითა და

აქემენიდთა იმპერიის დაცემით დამთავრდა.

Page 7: ალექსანდრე მაკედონელი -  ლაშა

იმპერია

Page 8: ალექსანდრე მაკედონელი -  ლაშა

ძვ.წ. 323 წელს ალექსანდრე ციებ-ცხელებით გარდაიცვალა. თუმცა ფიქრობნენ, რომ ის

მოკლეს. მისი სიკვდილის შემდეგ, სამეფო 34 ნაწილად გაიყო . საბოლოოდ კი იმპერია

დაიშალა.

გარდაცვალება

Page 9: ალექსანდრე მაკედონელი -  ლაშა

გმადლობთ ყურადღებისთვის!