თორნიკე ერისთავი - გაკვეთილის გეგმა

6
იიიიიიიიიიიიი იიიიიიიიი იიიიიი იიიიიიიიიიიი იი იიიიიიიიი 1. იიიიიიიიიიიიი იიიიიიი იი იიიიიიიიიი იიიიიიი იიიიიიიიიი-იიიი იიიიიიიიი, იიიიიიი - იიიი იიიიიიიი 2. იიიიიიიიიი იიიი იიიიიიი იიიიიიიიიი- იიიიი იიიიიიიი იიიიი ,,იიიიიიი იიიიიიიი” I იიიი იიიიიიი- იიიიი იიიიიიი. იიიიიიიი-იიი- იიიიიიიიი იიიიიიი იიიიიიიიიი 3. იიიიიიიიი იიიიიიიი იი იიიიი იიიიიი VII იიიიი 4. .იიიიიიიიიი იიიიიიიიი 32. იიი იიიიი 1- იიიი იიიიიიიი 5. იიიიიიიიიი იიიიიიი იი იიიიიიიიიიიიიიი იიიიიიი იიიიიიი იიი .:იიიიიიიიიიი იიიიიიიიიი იიიიიიიიი იიიიიი იიიი; იიიიიიიიიი, იიიიი იიიიიიი იიიიიიიიი იიიიი იი იიიიიიი იიიიიიიიიი იიიიიიიი იიიიიი იიიიიიი იიიიიიიიიიი; იიიიიიიიიი იიიიიი იიიიიიიიიიიი იიიიიიი იიიიიიიიიიი; იიიიიიიიი იიიიიიიიიიიიი იიიიიიიიიიიი; იიიიიიიი : იიიიიიი იიიიიიიი- იიიიიიიიიიიიი, იიი იიიიიი იიიიიიიი იიიიიიიიიიიიიიი იიიიიიიიიიი იი იიიიიი; იიიიიიიი იიიიი იიიიიიიიი იიიიიიიიიი; იიიიიიიიიი იიიიიი იიიიიიი იიიიიიიიიი იიიიიიი იიიიიიიიიიიი იიიიიიიიიი; იიიიიიი იიიიიიიიი იიიიიიიიიი; იიიიიიი: იიიიიიიიიიი იიიიიიიი იიიიიიიიიიი იიიიიიი იი იიიიიიიიი იიიიიიიიი იიიიიიიი იიიიიიიიი; იიიიიიიი იიიიიიიიიიი იიიიიიიიიი იიიიიიი, იიიიიიიი-იიიიიიიიიიიი იიიიიიი იი იიიიიიიიიიი იიიიიიიიიი იიიიიიიიიი იიიიიი, იიიიიიიი იიიიიიიიი იიიიიიიიიი იიიიიიიი იიიიიიიიიიიიი იიიიიიი იიიიიიიიი. იიიიიიიიიიიიიიი იიიიიიი: იიიიი იი იიიიიიიი იიიიიიიიიი; იიიიიიიიი იი იიიიიიიიიი იიიიიიიიიიიიი; იიიიიიიიიიიიიიიი იიიიიი იი იიიიიიიიიი; იიიიი-იიიი იიიიიიიიი იი იიიიიიი Power Point-იი იიიიიიიიიიი;

Upload: mziaegiashvili

Post on 25-May-2015

3.909 views

Category:

Education


3 download

TRANSCRIPT

Page 1: თორნიკე ერისთავი - გაკვეთილის გეგმა

ინტეგრირებული გაკვეთილი

ქართულ ლიტერატურასა და ისტორიაში

1. ინტეგრირებული საგნები და პედაგოგები

ქართული ლიტერატურა-მზია ეგიაშვილი, ისტორია - ნინო ნადირაძე

2. გაკვეთილის თემა ქართული ლიტერატურა- აკაკი წერეთლის პოემა ,,თორნიკე ერისთავი” I კარიისტორია- მეათე საუკუნე. ბიზანტია-ტაო-კლარჯეთის სამეფოს ურთირეთობა

3. სწავლების საფეხური და კლასი

საბაზოVII კლასი

4. .მოსწავლეთა რაოდენობა

32. მათ შორის 1- სსსმ მოსწავლე

5. გაკვეთილის მიზნები და განსავითარებელი უნარები

ქართული ლიტ.:მოსწავლეები გაეცნობიან ისტორიული პოემის არსს; იმსჯელებენ, როგორ ერწყმის ერთმანეთს ფაქტი და მწერლის გამონაგონი ისტორიულ თემაზე შეთხზულ ნაწარმოებში; აუდიტორიის წინაშე წარმოადგენენ თავიანთ თვალსაზრისს; მსჯელობას განამტკიცებენ არგუმენტებით; შეძლებენ: ტექსტის გააზრება- გააანალიზებას, მათ მიმართ საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვასა და ახსნას; საკუთარი აზრის წერილობით გამოხატვას; სამეტყველო ქცევის შეცვლას სხვადასხვა განცდის გამომხატველი ინტონაციით; საკლასო დისკუსიის წარმართვას; ისტორია: მოსწავლეები შეძლებენ დააკავშირონ ფაქტები და მოვლენები შესაბამის ისტორიულ ეპოქებთან; შეძლებენ განსაზღვრონ სხვადასხვა ქვეყნის, ისტორიულ-ეთნოგრაფიული მხარისა და გეოგრაფიული ობიექტების მდებარეობა რუკაზე, შეძლებენ მსჯელობას პოლიტიკური მოღვაწის მნიშვნელობაზე ქვეყნის ისტორიაში.განსავითარებელი უნარები:

დროსა და სივრცეში ორიენტაცია; ფაქტებისა და მოვლენების ინტერპრეტაცია; თვალსაჩინოებების შექმნა და გამოყენება; სლაიდ-შოუს მომზადება და ჩვენება Power Point-ის

გამოყენებით; ინფორმაციის მოპოვება და ორგანიზება; პრობლემის გააზრება დასხვადასხვა საკითხებს

შორის კავშირების დადგენა; შემოქმედებითი უნარი; ჯგუფში მუშაობა- თანამშრომლობა; პრეზენტაციისას- ორატორობის უნარ-ჩვევები; თვითშეფასება, ურთიერთშეფასება.

6. ე ს გ-ით მისაღწევი ქართ.VII.3. მოსწავლეს შეუძლია სამეტყველო ქცევის

Page 2: თორნიკე ერისთავი - გაკვეთილის გეგმა

შედეგები/ინდიკატორები

შეცვლა საკომუნიკაციო ამოცანისა და აუდიტორიის გათვალისწინებით.*ამა თუ იმ სიტუაციის გათამაშებისას წარმოთქვამს ერთსა და იმავე რეპლიკას სხვადასხვა (სიხარულის, გაბრაზების, სიამაყის, მოწყენილობის) განცდის გამომხატველი ინტონაციით.ქართ.VII.4.მოსწავლე მონაწილეობს საკლასო და სასკოლო დისკუსიებში*ჯგუფთან ერთად ამზადებს სადისკუსიო გამოსვლას: დამოუკიდებლად დაამუშავებს საკითხს, შეუთანხმებს ჯგუფის წევრებს; *საუბრისას შემოიფარგლება კონკრეტული თემით და თავს არიდებს ზოგად საკითხებზე მსჯელობას.ქართ.VII.7. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის მხატვრული და არამხატვრული ტექსტების გააზრება- გააანალიზება, მათ მიმართ საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა და ახსნა.*გამოაქვს დასკვნები მთლიანი ტექსტის ან მისი მონაკვეთის საფუძველზე;*ახასიათებს პერსონაჟს მისი გარეგნული ნიშნების, ქცევისა და მეტყველების მიხედვით;ქართ.VII.11. მოსწავლეს შეუძლია წერილობითი ტექსტების შექმნა სხვადასხვა მიზნით.*წერს თხრობითი ხასიათის ტექსტებს, მაგალითად: რეალურ ან გამოგონილ ისტორიას მისთვის საინტერესო თემებზე, ლიტერატურული ნაწარმოების ან მის მიერ გამოგონილი პერსონაჟის თავგადასავალს.ისტორია. VII.1. მოსწავლეს შეუძლია დააკავშიროს ფაქტები და მოვლენები შესაბამის ისტორიულ ეპოქებთან*ასახელებს საუკუნესა და ათასწლეულს, რომელსაც კონკრეტუ-ლი თარიღი მიეკუთვნება;ისტორია. VII.2. მოსწავლეს შეუძლია განსაზღვროს სხვადასხვა ქვეყნის, ისტორიულ-ეთნოგრაფიული მხარისა და გეოგრაფიული ობიექტების მდებარეობა რუკაზე.*შესაბამისი ეპოქის ისტორიულ რუკაზე შემოხაზავს ცალკეული სახელმწიფოების საზღვრებს და აჩვენებს მათ უმნიშვნელოვანეს კულტურულ-პოლიტიკურ ცენტრებს.*რუკის დახმარებით მსჯელობს მსოფლიო ისტორიის ძირითად მოვლენებზე.ისტორია. VII.3. მოსწავლეს შეუძლია იმსჯელოს პოლიტიკური მოღვაწის მნიშვნელობაზე ქვეყნის ისტორიაში.*მოიპოვებს ინფორმაციას (სახელმძღვანელოსა და დამატებითი ბეჭდური მასალის /ელექტრო მასალის საშუალებით) ერთ-ერთი პოლიტიკური მოღვაწის

Page 3: თორნიკე ერისთავი - გაკვეთილის გეგმა

შესახებ და წერს თემას, რომელშიც საუბრობს მისი მოღვაწეობის როგორც დადებით, ისე უარყოფით მხარეებზე. *მასწავლებლის დახმარებით თანაკლასელებთან ერთად ებმება როლურ თამაშში და მსჯელობს საკლასო დადგმაში გადმოცემული ისტორიული ფაქტების შესახებ.

7. წინასწარი ცოდნა ქართული ლიტერატურა -მოსწავლეები იცნობენ ისტორიულ თემაზე შექმნილ მხატვრულ ნაწარმოებებს, უნახავთ ამ თემატიკაზე გადაღებული ფილმები.ისტორია: -მოსწავლეებმა იციან საქართველოს დაშლა სამეფო სამთავროებად, დავით მესამე კურაპალატის საგარეო პოლიტიკა.საქართველოს მეზობელი სახელმწიფოები X საუკუნეში და მათთან ურთიერთობა.ისტ-ი: მოსწავლეებმა იციან ინტერნატში როგორ მოიძიონ საჭირო მასალა. იციან სლაიდ-შოუს მომზადება და ჩვენება Power Point-ის გამოყენებით.

8. შეფასება განმავითარებელი- მასწავლებლის დაკვირვება მოსწავლეთა მუშაობის პროცესზე, ქცევაზე, აქტიურობაზე.

9. საგანმანათლებლო რესურსები და გამოყენებული ლიტერატურა

ტექნიკა- ინსტრუმენტები: კომპიუტერი, პროექტორი, ციფრული ფოტოაპარატი,ციფრული ვიდეოკამერა, DVD დისკი; გამოყენებული მასალა: საქართველოს რუკა, მსოფლიო პოლიტიკური რუკა, ფორმატები, მარკერები, ჭიკარტები, ცარცი, დაფა;ინფორმაციული წყაროები: მშობლიური ლიტერატურა VII კლასის სახელმძღვანელო. ავტორ-შემადგენელნი: ვახტანგ როდონაია (ჯგუფის ხელმძღვანელი), ნინო ნაკუდაშვილი, ავთანდილ არაბული, მარინე ხუციშვილი.გამომცემლობა ,,სწავლანი” 2008წ.ისტორიაVII კლასის სახელმძღვანელო. ავტორ-შემადგენელნი:ელენე მეძმარიაშვილი, მურმან პაპაშვილი, რუსუდან დაუშვილი,თეიმურაზ პაპასკირი, ლიანა გიორგობიანი.გამომცემლობა ,, კლიო“.

10.

გაკვეთილის მსვლელობა/საკლასო მენეჯმენტი და დრო

გაკვეთილის ხანგრძლივობა 90 წთ.(გაკვეთილის თემა და სასწავლო მიზნები

დაფიქსირებულია ფორმატზე და გაკრულია თვალსაჩინო ადგილას)

კლასში მოსწავლეები გადანაწილებული არიან 5 ჯგუფად. თითო ჯგუფში არის 6-7 მოსწავლე. A ფაზა (გამოწვევა) (მოსწავლეების მოტივაციის ამაღლება) 3წთ. ქართ. პედაგოგი.

Page 4: თორნიკე ერისთავი - გაკვეთილის გეგმა

შეკითხვები კლასს: თუ იციან, რა არის პოემა, თუ იცნობენ თორნიკე ერისთავს, როგორც ისტორიულ პიროვნებას, რომელ საუკუნეში მოღვაწეობდა, რომელი მეფის დროს და ა. შ. ეს დაფიქსირდება დაფაზე გონებრივი რუკის დახმარებით. კითხვა: სსსმ მოსწავლესთან - ვინ დაწერა პოემა ,, თორნიკე ერისთავი“აქტივობა 1. ისტორია. ჯგუფური მუშაობა- მოსწავლეებს ურიგდებათ ბარათები. მოსწავლეები ჯგუფებში განიხილავენ ბარათებს, რუკაზე მოძებნიან ბარათის ტექსტის შესაბამის ტერიტორიებს და მიაკრავენ შესაბამის ჭრილს.(5წთ) 1. კახეთი. 2.ჰერეთი.3. ეგრის-აფხაზეთი 4. ტაო-კლარჯეთი (სსსმ მოსწავლე აჩვენებს რუკაზე ტაო-კლარჯეთის სამთავროს) 5. ბიზანტია დაასაბუთებენ არგუმენტირებულად(10 წთ)

აქტივობა 2 ქართ. მოსწავლე ზეპირად კითხულობს პოემა ,,თორნიკე ერისთავიდან“ შესავალს– (2წთ)აქტივობა 3 ისტორია. მონიტორზე გამოდის საქართველოს დამოუკიდებლობის გერბი (1918-1921), მასწავლებელი აკეთებს პრეზენტაციას- ,, შვიდ სამთავროს მოგვაგონებს” - (2წთ)აქტივობა 4. ქართ. მონიტორზე ნაჩვენებია დავალება: თითოეულმა ჯგუფმა დახატოს ჯგუფის ერთ-ერთი წევრის ორივე ხელი. ერთი ხელის თითებს დააწერონ, რა გაიგეს პოემა,,თორნიკე ერისთავიდან” მნიშვნელოვანი საქართველოს ისტორიული წარსულის შესახებ. მეორე ხელის თითებზე-რა თვისებებით წარმოჩნდა პოემის მთავარი გმირი. ქართულის მასწავლებელი ჯგუფებს ავალებს, იმუშაონ ფორმატებზე და წარმოადგინონ დავალება.(2წთ.)აქტივობა 5.ჯგუფები მუშაობენ. (10 წთ.) (სსსმ მოსწავლე ერთ-ერთ ჯგუფში ზის) აქტივობა 6. ნამუშევრების პრეზენტაცია.(10წთ.) B ფაზა (შინაარსის რეალიზება)აქტივობა 6. მოსწავლეთა ჯგუფები აკეთებენ წინასწარ მომზადებულ პრეზენტაციებს. I ჯგ- ისტ, Power Point-თორნიკე ერისთავი როგორც ისტორიული პირი (2წთ)II ჯგ ისტ., Power Point - დავით დიდი- აღმოსავლეთის კურაპალატი(2წთ)III ჯგ. ისტ. Power Point - ბასილი -ბიზანტიის იმპერატორი(2წთ)IV-V ჯგ ქართ. გზამკვლევის პრეზენტაცია: ტაო-კლარჯეთი -ათონის ივერთა მონასტერი.(4 წთ)გამამთლიანებელი კითხვა - პოემაში, საქართველოს რომელ კუთხესთან ჰქონდა ურთიერთობა ბიზანტიას?

Page 5: თორნიკე ერისთავი - გაკვეთილის გეგმა

(2წთ)აქტივობა 7.ქართულის მასწავლებელი ჯგუფებს უსახელებს ეპიზოდებს 1-ლი კარის მიხედვით, სთხოვს მათ გაინაწილონ როლები და წარმოადგინონ (4 წთ.)

აქტივობა 8. ჯგუფები ასრულებენ როლური თამაშის აქტივობას (10წთ.) (სსსმ მოსწავლეც ჩართულია ამ აქტივობაში) C ფაზა (გამთლიანება)დისკუსია- მსჯელობა:რატომ მიმართავს აკაკი წერეთელი ისტორიულ წარსულს? (10 წთ)აქტივობა 9.(3, 2, 1) მოსწავლეებს ევალებათ წერილობით ჩამოაყალიბონ: 3 საკითხი, რომლებიც მოეწონათ გაკვეთილზე; 2 საკითხი, რომელიც არ მოეწონათ გაკვეთილზე;1 საკითხი, რომელსაც შეცვლიდნენ. (აქ ხდება თვითშეფასებაც და ურთიერთშეფასებაც) ნაწერები გამოიფინება თვალსაჩინო ადგილას- გალერეაში. (8წთ.) ყველას მიეცემა საშუალება, გაკვეთილის დამთავრების შემდეგ იმოგზაუროს ,,გალერეაში”. საშინაო დავალება: რა როლს ასრულებს ისტორიული ნაწარმოები ჩვენს ცხოვრებაში (თავისუფალი თემა) (2წთ.)

11.

გაკვ. ჩატარების თარიღი:

22 თებერვალი, 2013 წელი.