ნინო კალანდია - "ბორჯომი"

19
კომპანია „ბორჯომის“ web მარკეტინგული სტრატეგია 2011 ავტორი: ნინო კალანდია

Upload: ncib

Post on 28-Jul-2015

703 views

Category:

Documents


1 download

DESCRIPTION

კომპანია „ბორჯომის“ web მარკეტინგული სტრატეგია 2011ავტორი: ნინო კალანდიაNCIB-ის კონკურსი WEB MARKETING!

TRANSCRIPT

Page 1: ნინო კალანდია - "ბორჯომი"

კომპანია „ბორჯომის“ web მარკეტინგული სტრატეგია 2011

ავტორი: ნინო კალანდია

Page 2: ნინო კალანდია - "ბორჯომი"

კომპანია „ბორჯომი“

„...არსებობის მანძილზე კომპანია „ბორჯომმა“ განვითარების

სამი ეტაპი გამოიარა. პირველი ეტაპი რუსეთის იმპერიას

უკავშირდება, როდესაც მინერალური წყლის ხელახალი

აღმოჩენა მოხდა და როცა დაიწყო „ბორჯომის“ განვითარება,

მეორე ეტაპი – კომუნისტური ეპოქა იყო, როცა საბჭოთა

ჰიდროგეოლოგების მიერ მოხდა საბადოს საფუძვლიანი

შესწავლა და წარმოების მაჩვენებელმაც პიკს მიაღწია. მაშინ

400 მილიონი ბოთლის წარმოება ხდებოდა, რაც იმ

დროისთვის, გამაოგნებელი ტრიუმფი გახლდათ. მესამე

პერიოდი მეოცე საუკუნის 90-იან წლებში დაიწყო და დღემდე

გრძელდება. ამ პერიოდის განმავლობაში, კომპანიამ არაერთი

კრიზისი გამოიარა. 1994 წლისათვის “ბორჯომის” ბოთლის

წარმოება 5 მილიონ ბოთლამდე დაეცა, სწორედ ამ დროს

დაფუძნდა „ბორჯომის“ კომპანია. კომპანიის

ხელმძღვანელობამ მალევე შეძლო „ბორჯომის“ გადარჩენა და

კრიზისიდან გამოყვანა. 2006 წელს უმიზეზოდ „ბორჯომი“

რუსეთის ბაზარზე აიკრძალა,. სირთულეების მიუხედავად „IDS

ბორჯომი საქართველომ“ კრიზისის დაძლევა და იმ შედეგების

მიღწევა შეძლო რაც რუსეთის ბაზარზე ყოფნის დროს ჰქონდა.

შემდეგ იყო მსოფლიო კრიზისი, სწორედ ამ დროს გაჩნდა

ახალი ბოთლის შექმნის იდეა. 2010 წელი „ბორჯომის“

ბრენდის ისტორიაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი იყო.

„ბორჯომი“ მომხმარებლის წინაშე ახალი შეფუთვით წარსდგა.

„ბორჯომის“ ახალი ბოთლის გამოჩენამ მომხმარებელში

დადებითი ემოციები გამოიწვია. დღეს ბორჯომი მსოფლიოს

30–ზე მეტ ქვეყანაში წარმატებით იყიდება, – აღნიშნავს

კომპანია ბორჯომის წარმომადგენელი.

Page 3: ნინო კალანდია - "ბორჯომი"

web–მარკეტინგული სტრატეგია და მისი მნიშვნელობა

ვებ მარკეტინგის უპირატესობა ტრადიციულ მედიასთან შედარებით იმაში მდგომარეობს,

რომ იგი ინტერნეტ მომხმარებლისთვის ნებისმიერ ადგილას და დროს არის ხელმისაწვდომი,

შესაბამისად, web–მარკეტინგის მეშვეობით, კომპანიის პროდუქტი და სერვისი შესაძლოა

ინტერნეტ სივრცის საშუალებით, მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში იქნას წარმოდგენილი.

ყოველდღიურად ინტერნეტ–აუდიტორია იზრდება, ხოლო არსებული ტექნოლოგიები იძლევა

იმის საშუალებას, რომ ინტერნეტ რეკლამა ქსელში ნებისმიერი მასშტაბით და ნებისმიერი

სამიზნე ჯგუფისთვის აწარმოო.

კომპანიის ვებ მარკეტინგი შემდეგი აქტივობების გათვალისწინებით ხორციელდება:

სრულყოფილი და ფუნქციური ვებ–გვერდი

კონტექსტური რეკლამა საძიებო ქსელში

ბანერული რეკლამა ქსელში

ვიდეორეკლამა

რეკლამა სოციალურ ქსელში

იმეილ მარკეტინგი – ელექტრონული შეტყობინება სამიზნე აუდიტორიის

წარმომადგენლებთან

ამასთან, საჭიროა ვიხელმძღვანელოთ მარკეტინგულ კომუნიკაციებში შემსყიდველის

ქცევის მარტივი მოდელის – AIDA–ს წესით. მოდელი მდგომარეობს შემდეგში:

ყურადღება_ინტერესი_სურვილი_მოქმედება. კომპონენტთა ურთიერთგადაჯაჭვულობაში

პროდუქტი იქცევს შემსყიდველის ყურადღებას, ჩნდება ინტერესი, შემდგომ სურვილი და

სრულდება მოქმედებით, რაც ითვალისწინებს პროდუქტის ყიდვას.

შემსყიდველის მყიდველობითი ქცევა შეიძლება განხორციელდეს შემდეგი

თანმიმდევრობით:

საჭიროებათა ამოცნობა

ყიდვის წინარე მოქმედებები ან ძიების პროცესი

შეფასება და ყიდვის გადაწყვეტილება

ყიდვის და ხარჯი

ყიდვის შემდგომი შეფასება

კომპანია ბორჯომს ესაჭიროება აწარმოოს საკუთარი პროდუქციის გაყიდვა,

მომხმარებლამდე ინფორმაციის მიტანა, უფასოდ ან დაბალ, მისთვის მისაღებ ფასად. ამასთან

ერთად, მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია თავისუფლად მიუწვდებოდეს ხელი ონლაინ

რესურსებზე; შექმნას შვილობილი (ფილიალი) სისტემები და საკუთარი ფილიალები ონლაინ

სისტემაში.

Page 4: ნინო კალანდია - "ბორჯომი"

აღნიშნული ვებ –სტრატეგიის პრიორიტეტებია:

მომსახურებისა და პროდუქტის შესახებ სრული ინფორმაციის მიწოდების

შესაძლებლობა, განსხვავებით ტრადიციული მედიისაგან, სადაც სარეკლამო დრო

მკაცრად განსაზღვრულია;

რეკლამა ინტერნეტში მუშაობს 24 საათი და ფარავს უფრო მეტ სივრცეს;

სარეკლამო ინფორმაციის ოპერატიულად შეცვლის შესაძლებლობა;

ინტერნეტ რეკლამა გაცილებით იაფია, ვიდრე ტრადიციულ მედიაში;

ამგვარად, web მარკეტინგის საფუძველზე აღნიშნული სტრატეგია, სამოქმედო გეგმის

მიხედვით, მთელს წელს მოიცავს და მისი პოზიციონირების თვალსაზრისით ონლაინ

სივრცეს არ ცდება. კონკრეტული ვებ მარკეტინგის სტრატეგიული ორიენტაცია მიმართული

იქნება იმისკენ, რომ იგი არ იქნება ონლაინ სივრცეში სტატიკურ ვებ საიტზე დამოკიდებული,

იგი გაიშლება „აბლაბუდას ქსელის“ პრინციპით და მოიცავს ფართო ონლაინ სივრცეს, თავად

ვებ გვერდების, სოციალური ქსელების, ფორუმების, ონლაინ საძიებო სისტემებისა და ონლაინ

რეკლამირების თვალსაზრისით, რომლის შესაძლებლობასაც შეუზღუდავი ონლაინ სივრცე

ნამდვილად იძლევა.

ვებ–სივრცის კომუნიკაციური აუდიტი

კომპანიის ოფიციალურ ვებ–გვერდზე http://www.borjomi.ge/ შესვლისთანავე

უკმარისობის გრძნობა დაგრჩებათ, თუ რატომ, ამისათვის რამოდენიმე კონკრეტული მიზეზი

არსებობს: http://www.borjomi.ge/ ზე ყველაფერი სტატიკურია, მიუხედავად იმისა რომ ძალიან

მნიშვნელოვანია ბოთლზე და მის შიგთავსზე ყურადღების გამახვილება. ამის მისაღწევად

აუცილებელია მოძრავი ეფექტის მიღება.

ამჟამად ვებ გვერდის სტრუქტურა, საკმაოდ მარტივია და მრავალრიცხოვანი

კატეგორიებით არ გამოირჩევა. საიტზე არსებული კატეგორიები კი ასეთია:

Page 5: ნინო კალანდია - "ბორჯომი"

წყალი ბორჯომის ხეობიდან ქვეკატეგორიებით:

კატეგორია ბუნების ძალა, სამი ქვეკატეგორიით

Page 6: ნინო კალანდია - "ბორჯომი"

კატეგორია ბორჯომის ისტორია

საძიებო სისტემების აუდიტი – google, yahoo, yandex და yutoube

ბრენდი საკმაოდ კარგად არის წარმოდგენილი გუგლის საძიებო ქსელში, თუმცა

ხარვეზები აქაც შეინიშნება. ბორჯომის სასმელ წყალს წინ კურორტ ბორჯომის საძიებო

ბმულები უსწრებს, კერძოდ, ვიკიპედიაზე პირველი სამეული ასე გამოიყურება:

Page 7: ნინო კალანდია - "ბორჯომი"

ბორჯომის მინერალური წყლის ვიკიპედიას გვერდი განახლებას საჭიროებს.

პრობლემას ვაწყდებით მაშინაც, როცა google-ში ბორჯომის სასმელი წყლის

სურათების მოძიება გვსურს. მისი პირდაპირი კონკურენტისგან (ნაბეღლავი) განსხვავებით,

google-ში მაშინვე არ აგდებს ბორჯომის ბოთლის სურათებს, საძიებო პროგრამაში პირველ

რიგში ბორჯომის კურორტის სურათებს ვაწყდებით. შესაბამისად, საჭიროა, რაც შეიძლება

მეტი ბორჯომის წყლის სურათის განთავსება სხვადასხვა ვებ–გევრდზე და შესაბამისი თაგებისა

და საკვანძო სიტყვების მითითება. დახვეწილი სისტემამ უზრუნველყოს პირველივე ცდაზე

ბორჯომის წყლის წინა პლანზე წამოწევას. ამ კუთხით ჩატარებული აქტიური ინლაინ კამპანია

მთლიანად აღმოფხვრის არსებულ პრობლემას.

როგორ არის ბორჯომის მთავარი კონკურენტი წარმოდგენილი ვებ–სივრცეში

საძიებო სისტემაში google.ge გარკვეული სახის ინფორმაცია ბორჯომის

კონკურენტებზეც მოიპოვება. ვიკიპედიაში მოცემულია მინერალური წყლების შემდეგი

ჩამონათვალი: ავადჰარა, ზვარე, მიტარბი, ნაბეღლავი, საირმე, სქური

http://ka.wikipedia.org/wiki, რომელთაგანაც ყველაზე სოლიდურ კონკურენტად ნაბეღლავი

წარმოგვიდგება. თავად ნაბეღლავის შესახებ კი, ონლაინ სივრცეში სხვა სახის ინფორმაცია,

რომელიც მნიშვნელოვნად შეიძლება ჩაითვალოს, არ არსებობს. ბრენდის საიტი რომლის მისამართია http://www.healthywater.ge/ რეკონსტუქციის

პროცესშია. სოციალურ ქსელ ფეისბუქში შეხვდებით ნაბეღლავის გვერდს

http://www.facebook.com/pages/Nabeghlavi - რომელსაც ჰყავს 930 ლაიქერი. პროფილი მშრალი

და ზედაპირულია. ასევე ქართულ ფორუმებზე (forum.ge და answers.ge) კითხვა–პასუხის რეჟიმში

ნაბეღლავის შესახებ წარმოდგენილია რამდენიმე მოსაზრება, რომელიც მნიშვნელოვან

აქტივობად ვერ ჩაითვლება.

Page 8: ნინო კალანდია - "ბორჯომი"

სოციალური ქსელის ანალიზი

დღეისათვის ფეისბუქი წარმოადგენს ყველაზე მასშტაბურ სოციალური ქსელს ონლაინ

სივრცეში, რომელიც აქტიურად გამოიყენება ინტერნეტ რეკლამირებისათვის. სოციალურ

ქსელში კომპანია ბორჯომის აუდიტის დროს შემდეგი სურათი იხატება:

http://www.facebook.com/borjomi - 121 ლაიქერი, არავითარი ინფორმაცია...

http://www.facebook.com/pages/Marinas-Guesthouse-in-Borjomi/107291049323825 - მარინას გესთჰაუსი

ბორჯომში

http://www.facebook.com/profile.php?id=100001559845360&sk=info – ბორჯომის კულტურის

სამსახური 107 მეგობარი, მწირი და არაფრისმთქმელი ფოტოები

http://www.facebook.com/profile.php?id=100001618504501 – პროფილის ავტორი ცხოვრობს

ლონდონში, წარმოშობით ბორჯომიდან, ყავს 205 მეგობარი. გვერდი არ არის აქტიური, მხოლოდ

დამეგობრებული ადამიანების სიით შემოიფარგლება.

http://www.facebook.com/profile.php?id=100002183900248 მამრობითი სქესის ბორჯომი. ყავს 209

მეგობარი

http://www.facebook.com/profile.php?id=100001566215700 პროფილი 98 მეგობრით

Page 9: ნინო კალანდია - "ბორჯომი"

http://www.facebook.com/pages/Borjomi/147234535335807?sk=photos გვერდი კონკრეტულად

ბორჯომის ხეობაზე, ყავს მხოლოდ 21 ლაიქერი.

http://www.facebook.com/BorjomiLietuva კომპანიის ლიტვის ფილიალი – ყავს 5000 ზე მეტი

ლაიქერი.

http://www.facebook.com/pages/%E1%83%91%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%AF%E1%83%9D%E1%83%

9B%E1%83%98%E1%83%A1-

%E1%83%AC%E1%83%A7%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98/37763084639

9?ref=ts&sk=wall – აღნიშნული გვერდის ბოლო აქტივობა ფეიქბუქში გაწევრიანებით შემოიფარგლება და

ყავს 108 ლაიქერი

http://www.facebook.com/BorjomiEesti 3805 ლაიქერი კვლავ ლიტვური წარმოშობის პროფილს

http://www.facebook.com/BorjomiLatvija - ამჯერად ლატვია, უფრო ნაკლები, 20000–მდე ლაიქერით

http://www.facebook.com/pages/IDS-Borjomi-Tbilisi/101138276638690 გვერდი 3 ლაიქერით,

არააქტიური პროფილი

http://www.facebook.com/pages/IDS-Borjomi-International/114031345309236 - კიდევ ერთი გვერდი,

რომელიც მზადების პროცესშია

Page 10: ნინო კალანდია - "ბორჯომი"

ყველა არსებული გვერდის საფუძვლიანად შესწავლის შემდეგ აღმოჩნდა, რომ არცერთი

მათგანი არ არის ქმედითი და აქტიური, რომელიც კომპანიის საქმიანობას, მის აქტივობებს და

გეგმებს ასახავს. აქედან გამომდინარე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ფეისბუქის ყველა

შესაძლებლობა შესაბამისად არ არის ათვისებული და ის არ გამოიყენება კომპანიის

პიარისათვის. უნდა შეიქმნას ერთი საიმიჯო გვერდი, რომელიც იქნება ქმედითი, მოქნილი და

ინფორმაციული. ანალიზის შედეგად დავინახე, რომ კომპანიის სახელით უკვე რამდენიმე

მსგავსი გვერდია გახსნილი, თუმცა როგორც უკვე აღვნიშნე ყველა მათგანი უმოქმედოა. თავად

ბორჯომის მისამართი (იუზერნეიმი) უკვე არის შექმნილი საიმიჯო გვერდი, რაც ნიშნავს იმას,

რომ მსგავსი სახელით კომპანია ბორჯომი ვეღარ დარეგისტრირდება, თუმცა შესაძლოა

გამოვიყენოთ კომპანიის სრული სახელწოდება და გვერდი შევქმნათ შემდეგი მისამართით:

www.facebook.com/IDS-borjomi, 25 ლაიქერის მოპოვების შემდეგ ჩვენ შევძლებთ აღნიშნული

სახელწოდება ავიღოთ გვერდისათვის, რის შემდეგაც ბეიჯს მოვიპოვებთ და ფეისბუქის

რეკლამის გამოყენებასაც შევძლებთ.

Page 11: ნინო კალანდია - "ბორჯომი"

ფოკუს ჯგუფის შედეგები და სითბური კვლევის იდეის გაწერა

მომხმარებლის დამოკიდებულების საკვლევად ჩატარდა ფოკუს ჯგუფი სამი სხვადასხვა

კატეგორიის მომხმარებელთან. კვლევის მიზანი იყო მომხმარებლის დამოკიდებულების დადგენა

ბრენდის მიმართ. მონაწილეები შერჩეულნი იყვნენ ასაკობრივი და გენდერული ნიშნით, რომლებიც

სხვადასხვა მინერალურ წყალს ანიჭებენ უპირატესობას.

ფოკუს ჯგუფები აღნიშნული საორიენტაციო კითხვარის მიხედვით ჩატარდა:

1. რომელ მინერალურ წყალს გაიხსენებდით; გრაფიკის შედგენა – რომელ

პოზიციაზეა ბორჯომი და მისი კონკურენტები;

2. რატომ ხართ აღნიშნული მინერალური წყლის მომხმარებელი?

3. ასოციაცია. (ღირებულება, ვიზუალი, ტერმინები); კონკურენტის ასოციაცია

4. ბორჯომის პერსონიფიკაცია – სქესი, ასაკი, როგორია, პროფესია, სად მუშაობს,

ზოგადი დახასიათება;

5. რა სახის აქტივობები გახსოვთ? რომელი კონკრეტული რეკლამა ან სლოგანი?

6. სად უფრო ხშირად აწყდებით ინფორმაციას ბორჯომის შესახებ? სად

ისურვებდით ბორჯომის რეკლამის ნახვას?

7. რეკლამა ინტერნეტ სივრცეში?

8. საუბარი ბორჯომის ვებ-გვერდის შესახებ?

9. სად და როგორ არის წარმოდგენილი სოციალური ქსელში?

10. საუბარი ლოგოზე?

11. საუბარი ახალ ბოთლზე და სლოგანზე;

12. უკვე წამოსული ასოციაციების მიხედვით პროექციული ტექნიკა: ბორჯომი ეს

არის...

Page 12: ნინო კალანდია - "ბორჯომი"

ძირითადი მიგნებები

რესპონდენტთა უმრავლესობა არის მინერალური წყლის ნაბეღლავისა და ბორჯომის

მომხმარებელი, თუმცა უპირატესობას ჩვეულებრივ გამაგრილებელი სასმელის

თვალსაზრისით ანიჭებენ ნაბეღლავს, ხოლო ბორჯომს უფრო მეტად სამკურნალო

დანიშნულებით მოიხმარენ.

ცნობადობის მიხედვით დღეს ბაზარზე არსებული მინერალური წყლის ბრენდები შემდეგ

პოზიციებზე გადანაწილდნენ: 1. ბორჯომი 2. ნაბეღლავი 3. ლიკანი 4. საირმის წყალი. მეტი

დასახელება არ ახსენდებათ. პრიორიტეტულობის პრინციპი განისაზღვრა შემდეგი

არგუმენტებით: ბორჯომი – პირველია, საამაყო და ტრადიციულია ქართველებისთვის,

ექსპორტირდება საერთაშორისო ბაზარზე.

გემოს მიხედვით უპირატესობას ანიჭებენ ნაბეღლავს, რადგან მიაჩნიათ, რომ ნაბეღლავი

უფრო მსუბუქი დასალევია, ხოლო ბორჯომს მკვეთრი და სპეციფიური (სოდის) გემოთი

გამოარჩევენ.

ბორჯომი მომხმარებელში იწვევს შემდეგ ასოციაციებს: ბორჯომის პარკი, ბორჯომის ცივი

და ყინულებიანი ბოთლი, რეკლამის მუსიკა (ნიაზ დიასამიძე და 33ა “ბორჯომი,

ბორჯომი”).

ბორჯომის პერსონიფიკაცია: 45 წლის მამაკაცი, დაბადებული გაზაფხულზე ან

შემოდგომაზე, არის დაოჯახებული და ოჯახზე მზრუნველი. ჰყავს მეუღლე და ორი შვილი,

მუშაობს გარემოს დაცვის სამინისტროში, აცვია მკაცრად, კონსერვატიულად,

ტრადიციულად და მოწესრიგებულად, მუქ ფერებში. გატაცებულია თევზაობით, უყვარს

კითხვა და ბუნებაში გასვლა. უარყოფითი თვისებებია: ამპარტავნება და ამბიციურობა.

ბორჯომის ღირებულებებზე საუბრისას გამოიკვეთა შემდეგი ძირითადი ღირებულებები,

რომლებიც დალაგდა პრიორიტეტულობის პრინციპით: 1. ქართული (ეროვნული) 2. ძველი

(ბრენდის ხანდაზმულობა და ისტორია) 3. სამკურნალო თვისებები 4. ეკოლოგიურად

სუფთა წარმოების, მინის ბოთლი.

მომხმარებელი კარგად იცნობს ბორჯომის ძველ ბოთლს, მაგრამ ნაკლებად იცნობენ

ბოთლის ახალ ვიზუალს, პრაქტიკულობის გამო მოსწონთ ბოთლის ხრახნიანი თავსახური.

რაც შეეხება ბორჯომის ლოგოს, მას შემდეგი ვიზუალური მახასიათებლებით იცნობენ:

ირემი, ჩანჩქერი, მთები, მაგრამ მიზეზი იმისა, თუ რატომ არის ეს ვიზუალური ნიშნები

აღნიშნული ბორჯომის ლოგოზე, არ იციან.

მომხმარებელს ბორჯომი რეალურ სივრცეში ძირითადად ხვდება: ოფიციალურ

შეხვედრებზე, კონფერენციებზე და სხვადასხვა სახის ღონისძიებებზე. ხოლო ვირტუალურ

და რეალურ სივრცეში რეკლამების სახით ბანერებზე, ტელევიზიით და ინტერნეტ

სივრცეში მცირე მასშტაბით ან არ ახსოვთ. უფრო ადვილად იხსენებენ კონკურენტი

ბრენდის – ნაბეღლავის სატელევიზიო რეკლამას (სლოგანით – მართლა ნაბეღლავი ჯობია).

Page 13: ნინო კალანდია - "ბორჯომი"

მომხმარებელი ყველაზე ხშირად სარგებლობს შემდეგი პოპულარული საიტებით:

google.com, facebook.com, youtube.com, myvideo.ge, yahoo.com, top.ge, forum.ge, jobs.ge,

აღნიშნულ საიტებზე კი მომხმარებლებს ბორჯომის რეკლამა თითქმის არ უნახავთ, ან არ

ახსოვთ, ამ უკანასკნელს კი მიაწერენ იმ მიზეზს, რომ ბორჯომის რეკლამა არ არის

დასამახსოვრებელი, ზოგჯერ იციან რეკლამის შინაარსი, მაგრამ არ იციან, რომ ეს რეკლამა

ბორჯომს უკავშირდება.

ბორჯომი თავის მომხმარებელს ყველაზე ადვილად იპოვის: ტელევიზორთან, ინტერნეტ

სივრცეში, და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში.

მომხმარებლის თვალსაზრისით ბორჯომი ეს არის: უძველესი, ეროვნული, სამკურნალო

მინერალური წყალი.

ფოკუს ჯგუფის ანალიზის საფუძველზე გამოკვეთა, რომ ბორჯომის მომხმარებელი

განიცდის ინფორმაციის ნაკლებობას რეალურ სივრცეში, ხოლო ვირტუალურ სივრცეში

მდგომარეობა სავალალოა. ბორჯომი ცნობადია იმიტომ, რომ ბაზარზე დიდი ხანია

დამკვიდრდა, აღინიშნება უკმაყოფილება სიახლეების არარსებობის გამო, რომელიც ბორჯომის

სიძველესა და ტრადიციულობას ნოვატორულ იერს შესძენდა.

Page 14: ნინო კალანდია - "ბორჯომი"

კომპანია ბორჯომის WEB–მარკეტინგის ფარგლებში

დაგეგმილი ღონისძიებები

I

კომპანია ბორჯომის ვებ საიტის განვითარებისა და აქტივაციის გეგმა

ვინაიდან http://www.borjomi.ge/–ზე ყველაფერი სტატიკურია, ძალიან მნიშვნელოვანია

ბოთლზე და მის შიგთავსზე ყურადღების გამახვილება. ამის მისაღწევად აუცილებელია

მოძრავი ეფექტის დამატება, მაგალითად: წყლის წვეთის მოძრაობით, მზის ანარეკლის

ბრწყინვალებით და სხვ. ამასთან ერთად აუდიო ეფექტის მისაღწევად, სასურველია

საიტზე შესვლისას ავტომატურად ირთვებოდეს ბუნების ამსახველი ხმები, რომლის

გამოსართავი ღილაკის აღმოჩენაც საიტის ვიზიტორს ნამდვილად არ გაუჭირდება.

გასათვალისწინებელია უკვე

არსებული ვებ–გვერდის მენიუ,

რომელიც ასევე კორექტირებას

საჭიროებს: მარტივად არის

შესაძლებელი მენიუს პრომო

გვერდზე გამოტანა, რათა

ვიზიტორმა საიტის

ჩატვირთვისას, სანამ ვებ გვერდი

თავფურცელზე გადავა, არ

დაკარგოს დრო. თუ ძირითადი

მენიუ საიტის პრომო გვერდზე

გადმოვა, ვიზიტორს უმოკლეს

დროში შეეძლება სასურველ

კატეგორიაზე გადასვლა.

სასურველია პრომო გვერდზევე

იყოს წარმოდგენილი კონტაქტის

ფორმა, საიდანაც მსურველებს

პირდაპირ შეტყობინების

გაგზავნა შეეძლებათ, ეს

უზრუნველყოფს ეფექტურ

უკუკავშირს.

Page 15: ნინო კალანდია - "ბორჯომი"

II

სოციალურ ქსელში (ფეისბუქი) საიმიჯო გვერდის შექმნა

საჭიროა სოციალურ ქსელში საიმიჯო გვერდის შექმნა, რომელიც იქნება ქმედითი, მოქნილი და

ინფორმაციული. გვერდზე განთავსდება ინფორმაცია კომპანიის შესახებ, ყველა აქტივობა,

რომელსაც კომპანია ახორციელებს, ასევე დაგეგმილი სიახლეები და პროექტების მოკლე

ანონსები. მრავალფეროვანი ფოტოგალერეა, რომელიც ასახავს კომპანიის ისტორიას და მის

საქმიანობას. ამასთან, საიმიჯო გვერდი უნდა იყოს ყოველთვის აქტიური და სხვადასხვა

სიახლეებით მიიზიდოს მომხმარებელი, იქნება ეს საინტერესო ვიდეო თუ ფოტო მასალა,

დაგეგმილი პროექტები თუ კონკურსები მომხმარებლისათვის, რომელიც ყოველთვის კარგად

მუშაობს სოციალურ ქსელში.

Page 16: ნინო კალანდია - "ბორჯომი"

III

ელექტრონული კორპორატიული ჟურნალი

ელექტრონული კორპორატიული ჟურნალი, ეს

არის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი

პერსონალის მართვისათვის. ასეთი ტიპის

გამოცემები იყოფა ორ ჯგუფად: ბეჭდური და

ელექტრონული. კორპორატიული ჟურნალის

პრიორიტეტებია:

მნიშვნელოვან როლს ასრულებს

მომხმარებლის ლოიალურობის გაძლიერებაში;

იზიდავს მეტ მომხმარებელს;

ფლობს და ავრცელებს ინფორმაციას

კომპანიის ისტორიისა და განვითარების

შესახებ, ეს იქნება თანამშრომლების

პორტრეტები და მიღწევები, პროფესიული

ზრდა, წარმატების ფორმულა, ვრცელი და

საინტერესო წერილებით წარმოდგენილი სიახლეები, ასევე სარეკლამო სტატიები, ნიუსები

საინტერესო ფაქტებისა და მოვლენების შესახებ.

მიმზიდველი და საინტერესო

დიზაინის შემუშავება

უზრუნველყოფს აღნიშნული

ჟურნალის წარმატებას,

რადგანაც ჟურნალის

მხოლოდ ციფრული ვერსია

შესაძლოა მოსაწყენი და

არაკითხვადი აღმოჩნდეს.

შედეგად ჟურნალის

მკითხველი იმოგზაურებს

ბორჯომთან ერთად ონლაინ

სივრცეში.

http://volkswagen-das.ru/

Page 17: ნინო კალანდია - "ბორჯომი"

პირველი ნომერი აუცილებლად მიმოიხილავს ბორჯომის ისტორიას და მისი განვითარების

ეტაპებს, ჟურნალის დიზაინიც პირველი ნომრის თემის შესაბამისი იქნება. მკითხველი თითოეული

მნიშვნელოვანი ნივთის, სურათის ან დანადგარის ქვეშ შესაბამის სტატიას აღმოაჩენს.

ფოტოზე ასახულია თაროებზე განლაგებული წიგნები,

თითოეული მათგანი გარკვეულ ინფორმაციას ინახავს.

აღნიშნული ჟურნალი მსგავს სახეს მიიღებს, თუმცა

კონკრეტულ თაროს კომპანიის თბილისის ოფისის ოთახი,

ქარხნის ტერიტორია, ბორჯომის პარკი, ან მასშტაბური

პროექტის ვიზუალი შეცვლის. აღნიშნული დიზაინი

მკითხველის დაინტერესებას გამოიწვევს და ინფორმაციის

გაცნობისკენ უბიძგებს.

კომპანიის, მისი განვითარების და მოღვაწეობის შესახებ

ინფორმაციის ეფექტიანი და სწორი მიწოდება კრეატიული

სტატიებისა და ვიზუალის მეშვეობით დააინტერესებს

კომპანიის თანამშრომლებს, მომხმარებლებს, პარტნიორებსა

და ინფორმაციის გავრცელების პოტენციურ წყაროებს.

IV

wallpapers – ების კონკურსი

სოციალურ ქსელში გვერდის გააქტიურებისათვის სასურველია დაიგეგმოს

სხვადასხვა სახის კონკურსები, სადაც ბორჯომის ინტერესებიდან გამომდინარე დაიდება

კონკრეტული დავალებები. მაგალითად: გამოცხადდეს კონკურსი მოყვარული

დიზაინერებისთვის ბორჯომის ხეობისა და ბორჯომის ბრენდის სურათების (wallpapers)

შესაქმნელად. საინტერესო ნაშრომების ავტორები დასაჩუქრდნენ ბორჯომის ბოთლის ფორმის

მეხსიერების ფლეშ ბარათებით. გამარჯვებული გამოვლინდება ვიზიტორთა ხმების რაოდენობის

მიხედვით. კონკურსი გამოიწვევს ვებ – გვერდზე აქტივობის ზრდას, გამარჯვებული ნაშრომების

მონიტორზე ფონად დაყენება კი, ნებისმიერ მსურველს უფასოდ შეეძლება, რაც ბრენდისთვის

დამატებითი სარეკლამო აქცია იქნება.

Page 18: ნინო კალანდია - "ბორჯომი"

V

ვირტუალური ტური ბორჯომის ქარხანაში

იდეის მიხედვით უნდა შეიქმნას ბორჯომის საწარმოო ქარხნის სამგანზომილებიანი

მოდელი, რომელიც ქარხნის ზუსტი ასლი იქნება, კედლებზე ჩამოკიდებული სურათებისა და

მანქანა – დანადგარების ჩათვლით. ნებისმიერ მსურველს შეეძლება დაათვალიეროს ბორჯომის

ქარხანა, რეალურობის მაქსიმალური განცდით. დამატებითი ფუნქციის სახით შეიძლება

რეკონსტრუირდეს ხმაური, რომელიც ქარხანაში მომუშავე დანადგარებს ახასიათებთ. აღნიშნული

ვებ–ტური ოფიციალურ გვერდს მიებმება და მისის მომხმარებლისთვის გაცნობა სოციალური

ქსელის დახმარებით მოხდება.

VI

ვირტუალური ფლეშ თამაში

მარკეტინგულად გამართლებულია სათავგადასავლო ფლეშ თამაშის შექმნა ბორჯომისთვის,

კონკრეტული სცენარით. მაგ.: მარკეტინგის დამწყები სპეციალისტი ბორჯომის თბილისის ოფისში

იდეით მიდის, ადგილზე ის სცემს ინტელექტუალურ კითხვებზე პასუხს, შემდგომ იწყებს

კარიერულ სვლას და ასრულებს პრაქტიკულ დავალებებს თამაშის სახით.

VII

ინტერნეტ აუქციონი

შექმნას ბორჯომის საიუბილეო ჩამოსხმა, რომელიც ინტერნეტ აუქციონის გზით გაიყიდება.

რეკლამა ვებ–სივრცეში

ბანერები

ბანერი ეს არის აქტიური სურათი, სტატიკური ან მულტიპლიკაციური, რომელიც მზადდება

მომხმარებლის წარმოდგენების მიხედვით, ეს არის ერთგვარი სარეკლამო ფარი, რომელიც

შეგვიძლია შევადაროთ ავტოსტრადაზე გარე ბანერის განთავსებას. ბანერებზე აუცილებელია

ვიზუალური სახით ხაზი გაესვას ვულკანს, ბორჯომის ვულკანური წარმოშობიდან გამომდინარე.

ასევე, საჭიროა ვიდეოს ასატვირთ საიტებზე, ვიდეოს ჩვენებამდე, გავიდეს ბორჯომის მცირე

სარეკლამო რგოლები, პოზიტიური ვიდეოების დაწყებამდე. ამის რეგულირება კატეგორიებში

ნაწილების მიხედვით შეიძლება.

Page 19: ნინო კალანდია - "ბორჯომი"

ბრეიქები

ბრეიქი ბანერის მსგავსი ეფექტის მქონეა, თუმცა მომხმარებელზე მოძრავი ეფექტი, ხმა და

კონკრეტული იმიჯის დანახვა მეტად დადებითად მოქმედებს. აღნიშნული რეკლამა

დამახსოვრების ხანგრძლივი ეფექტით გამოირჩევა.

youtubechanell

ამავე ხაზის განსავითარებლად, კარგი იქნება თუ შეიქმნება youtubechanell, სადაც აიტვირთება

ბორჯომის ისტორიის ამსახველი ფილმები, სარეკლამო რგოლები, საქველმოქმედო აქციები და პიარ

კამპანიები.

რეკლამა ფეისბუქზე

ფეისბუქის რეკლამისთვის შესაძლებელია ბრენდის მომხმარებელთა სეგმენტის განსაზღვრა.

18–დან 64 წლამდე (ფეისბუქი თავად განსაზღვრავს ამ უკანასკნელ უმაღლეს ასაკს) მომხმარებელი

საქართველოში 514.740 ათასია, თითოეული მათგანი იხილავს კომპანიის რეკლამას ფეისბუქზე,

დღიური გადასახადი შეადგენს 50 დოლარს, ხოლო უვადო – 350 დოლარს.

მოსალოდნელი შედეგები

სრულად ათვისებული ვირტუალური ბაზარი

ვებ გვერდზე მომხმარებელთა გაზრდილი რაოდენობა

ბრენდზე ამაღლებული ცნობადობა

უკუკავშირი

პროდუქტზე მოთხოვნის ზრდა

გაფართოებული სეგმენტი

ინფორმირებული მომხმარებელი