,,ბოშები” გაკვეთლის გეგმა

6
სსსსსსსს სსსსსსსსსს სსსსს სსსსსს სსსსს სს სსსსსსსსსსსს 1. პპპპპპპპ პპპპ პპპპპპპპპ, 2. პპპპპპპპპპ პპპპ პპპპპ პპპპპპპპ ,,პპპპპპ” 3. პპპპპპპპპ პპპპპპპპ პპ პპპპპ პპპპპპ VIII -პ 4. პპპპპპპპპპ პპპპპპპპპ 27 5. პპპპპპპპპპ პპპპპპ პპ პპპპპპპპპპპპპპპ პპპპპპპ პპპპპპპპპპპ პპპპპპპპპპპპ პპპპპპ პპპპპპპპპ - პპპპ პპპ-პპპპპპპპპპ, პპპპპპპპპპ პპპპპპპპპ პპპპპპპპპპპპპ, პპპპპპპპპპ პპპპპპპპ პპპპპპპ პპპპპპპპ, პპპპპპპპპპ პპპპპპ პპპპპპპპპპპპ პპპპპპპ პპპპპპპპპპპ, პპპპპპპპპ პპპპპპპპპპპპპ პპპპპპპპპპპპ; პპპპპპპპპპპ პპპპპპპპპპ, პპპპპპპპპ პპპპპპპპპპ პპპპპპპ პპპპპპპპპპპპ. სსსსსსსსსსსსსსს სსსსსსს: პპპპპპპპპპპ პპპპპპპპ პპ პპპპპპპპპპ; პპპპპპპ პპპპპპპპ; პპპპპპპპპპპპპ პპპპპ; პპპპპპპპპპპპპპპპ პპპპპპ პპ პპპპპპპპპპ; პპპპპ-პპპპ პპპპპპპპპ პპ პპპპპპპ Power Point-პპ პპპპპპპპპპპ; პპპპპპ პპპპპპპ- პპპპპპპპპპპპპ; პპპპპპპპპპპპპპ- პპპპპპპპპპ პპპპ-პპპპპპპ; პპპპპპპპპპპპ, პპპპპპპპპპპპპპპ. 6. პ პ პ-პპ პპპპპპპპპ პპპპპპპპ/პპპპპპპპპპპ პპპპპპპპპპპ: სსსსსსსსსსსსსსს სსსს. VIII. 1. სსსსსსსსს სსსსსსს სსსსსსსსს სსსსსსსსსს სსსსსსსსს სსსსსსს სს სსსსსსსს სსსსსსსსსსსს სსსსსსსსსს სსსსსსსსსს სსსსსს. პპპპპპპპ პპპპპპპპ პპპპპპპპპპპპპ პპპპპპპპ პპ პპპპპპპპპპპპპპპ პპპპპპპპპ პპპპპ პპპპპპპპპპ; სსსს. VIII. 2. სსსსსსსსს სსსსსსს სსსსსსსს სსსსსსსსს სსსსსსს სს სსსს სსსსსსსს სსსსსსსსსსსსს სსსსსსსსს სს სსსსსსსსსს სსსსსსსსსსსსსსს. პპპპპპპპპპპ: სსსსსს სსსს. VIII. 9. სსსსსსსსს სსსსსსს სსსსსსს სსსსსს სსსსსსსსსს სსსსსსსსსსსს სსსსსსსსსს. პპპპპპპპ პპპპპპპპპ პპპპპპპპპპ პპპპპპპპპპპ პპპპპპპპპ (პპპპპპპპპპპპ პპპპპპპპპპპ პპპპპპპპპპპპპპ, პპპპპპპპპპპპ);

Upload: mziaegiashvili

Post on 16-Jun-2015

1.191 views

Category:

Education


0 download

TRANSCRIPT

Page 1: ,,ბოშები”   გაკვეთლის გეგმა

სამოდელო გაკვეთილის გეგმა ქართულ ენასა და ლიტერატურაში

1. პედაგოგი მზია ეგიაშვილი,

2. გაკვეთილის თემა ნოდარ დუმბაძის ,,ბოშები”3. სწავლების საფეხური და

კლასისაბაზოVIII -ბ

4. მოსწავლეთა რაოდენობა 275. გაკვეთილის მიზანი და

განსავითარებელი უნარები

მოსწავლეები გამოიკვლევენ ბოშათა ცხოვრებას - მათს წეს-ჩვეულებებს, ტრადიციებს მხატვრული ნაწარმოებების, ინტერნეტში არსებული მასალის მიხედვით, აუდიტორიის წინაშე წარმოადგენენ თავიანთ თვალსაზრისს, მსჯელობას განამტკიცებენ არგუმენტებით; გააფორმებენ რეფერატებს, რომლებშიც გამოკვლეულ მასალას განათავსებენ. განსავითარებელი უნარები:

ინფორმაციის მოპოვება და ორგანიზება; კვლევის ჩატარება; შემოქმედებითი უნარი; თვალსაჩინოებების შექმნა და გამოყენება; სლაიდ-შოუს მომზადება და ჩვენება Power Point-ის

გამოყენებით; ჯგუფში მუშაობა- თანამშრომლობა; პრეზენტაციისას- ორატორობის უნარ-ჩვევები; თვითშეფასება, ურთიერთშეფასება.

6. ე ს გ-ით მისაღწევი შედეგები/ინდიკატორები

მიმართულება: ზეპირმეტყველება ქართ. VIII. 1. მოსწავლეს შეუძლია კონკრეტულ

საკითხებზე მსჯელობის მოსმენა და საკუთარი თვალსაზრისის წარმოდგენა აუდიტორიის წინაშე.

მსჯელობს სათანადო არგუმენტაციის მოხმობით და თანამიმდევრულად ავითარებს თავის მოსაზრებას;

ქართ. VIII. 2. მოსწავლეს შეუძლია ორატორის გამოსვლის მოსმენა და მისი შეფასება საკომუნიკაციო ამოცანისა და აუდიტორიის გათვალისწინებით.

მიმართულება: კითხვაქართ. VIII. 9. მოსწავლეს შეუძლია კითხვის მიზნის

შესაბამისი სტრატეგიების გამოყენება. აზუსტებს ტექსტებში მოწოდებული ინფორმაციის

სანდოობას (გადაამოწმებს ინფორმაციას ენციკლოპედიაში, ლექსიკონებში);

მიმართულება: წერა

ქართ. VIII. 10. მოსწავლეს შეუძლია წერილობით გადმოსცეს საკუთარი თვალსაზრისი, იმსჯელოს კონკრეტულ საკითხზე სათანადო არგუმენტების მოხმობით.

ფაქტებზე, სტატისტიკურ მონაცემებზე, სხვადასხვა წყაროზე (ენციკლოპედია, ლექსიკონები, ბეჭდვითი და

Page 2: ,,ბოშები”   გაკვეთლის გეგმა

ელექტრონული საინფორმაციო საშუალებები) დაყრდნობით განსაზღვრავს პრობლემას, წერილობით აყალიბებს მოსაზრებას, შეარჩევს ამ მოსაზრების განმამტკიცებელ არგუმენტებს;

7. წინასწარი ცოდნა მოსწავლეები იცნობენ ბოშათა ცხოვრებას ნოდარ დუმბაძის მოთხრობის ,,ბოშების” მიხედვით. მოსწავლეებმა იციან ინტერნატში როგორ მოიძიონ საჭირო მასალა. იციან სლაიდ-შოუს მომზადება და ჩვენება Power Point-ის გამოყენებით. იციან კვლევის მეთოდები, იციან რეფერატების გაფორმება.

8. შეფასება განმავითარებელი- მასწავლებლის დაკვირვება მოსწავლეთა მუშაობის პროცესზე, ქცევაზე, აქტიურობაზე.განმსაზღვრელი- მოხდება მოსწავლეთა თვითშეფასება და ჯგუფური მუშაობის შეფასება მოცემული რუბრიკების საშუალებით.

9. საგანმანათლებლო რესურსები და გამოყენებული ლიტერატურა

ტექნიკა- ინსტრუმენტები: კომპიუტერი, პროექტორი, ციფრული ფოტოაპარატი,ციფრული ვიდეოკამერა, DVD დისკი; ინფორმაციული წყაროები: მშობლიური ლიტერატურა VIII კლასის სახელმძღვანელო. ავტორ-შემადგენელნი: ვახტანგ როდონაია (ჯგუფის ხელმძღვანელი), ნინო ნაკუდაშვილი, ავთანდილ არაბული, მარინე ხუციშვილი.გამომცემლობა ,,სწავლანი” 2008წ.ინტერნეტი.

10.

გაკვეთილის მსვლელობა/საკლასო მენეჯმენტი და დრო

გაკვეთილის ხანგრძლივობა 45 წთ.(გაკვეთილის თემა დაფიქსირებულია ფორმატზე და გაკრულია თვალსაჩინო ადგილას , სასწავლო მიზნები ნაჩვენებია მონიტორზე)კლასში მოსწავლეები გადანაწილებული არიან 5 ჯგუფად. თითო ჯგუფში იქნება 5-6 მოსწავლე.

A ფაზა (გამოწვევა) მოსწავლეების მოტივაციის ამაღლება კითხვა-პასუხის მეთოდით. 3წთ. აქტივობა1. მოსწავლეებმა წარმოადგინეს ბოშათა ცხოვრების შესახებ წინა გაკვეთილზე შევსებული სქემა: ,,ვიცი, მინდა ვიცოდე, გავიგე”, (მათ მხოლოდ 2 გრაფა: ,,ვიცი და მინდა ვიცოდე” ჰქონდათ შევსებული.) 5წთ.აქტივობა 2.ჯგუფები მოემზადებიან, გააკეთონ თავიანთი მოძიებული მასალების პრეზენტაციები ბოშების შესახებ. 2წთ.

B ფაზა (შინაარსის რეალიზება)აქტივობა 3. ნამუშევრების პრეზენტაცია. 25წთ. ანუ თითოეულ ჯგუფს დაეთმობა 5წთ. ჯგუფები პრეზენტაციას აკეთებენ სლაიდ-შოუს ჩვენებით Power Point-ის გამოყენებით.1-ლი ჯგუფი: ბოშათა ისტორია; მე-2 ჯგუფი: ბოშების საცხოვრებელი გარემო, საქმიანობა და მათი უცხოური სახელწოდებები; მე-3 ჯგუფი: ფოლკლორი,ენა და ენის წარმოშობა;

Page 3: ,,ბოშები”   გაკვეთლის გეგმა

მე-4 ჯგუფი: ტრადიციები, ქორწილი, რელიგია და რწმენა- წარმოდგენები; მე-5 ჯგუფი: ნაციონალური სიმბოლოები, ჩაცმულობა, ბოშების წარსულის გადმონაშთები, ბოშათა ცხოვრება დღეს. C ფაზა (გამთლიანება)აქტივობა 4.მოსწავლეები ავსებენ სქემის მესამე გრაფას ,,გავიგე” და წარმოადგენენ; იყენებენ წინასწარ დარიგებულ შეფასების რუბრიკებს და აკეთებენ თვითშეფასებასა და ჯგუფების მუშაობის შეფასებას. 10წთ.

გაკვეთილის ჩატარების თარიღი: 27.04.2013წ.

დანართი

(შეფასების რუბრიკები)

მოსწავლეთა თვითშეფასება

გამოიყენეთ ქვემოთ მოცემულ ცხრილში წარმოდგენილი შეკითხვები, რათა შეამოწმოთ, რამდენად აკმაყოფილებენ სასწავლო მიზნებს თქვენ მიერ შერჩეული საკითხები.

თემა შეკითხვები კომენტარები

ტექნოლოგიების ინტეგრაცია

ჩანს თუ არა, რომ გესმით მნიშვნელოვანი ცნებები იმდენად ღრმად, რომ გაავლოთ აზრობრივად გამართული კავშირები? რა როლი აქვს ტექნოლოგიების გამოყენებას ამ კავშირების გაბმაში?

რამდენად გეხმარებათ ტექნოლოგიები ანალიზში, შეფასებაში, თეორიების ჩამოყალიბებაში და ინფორმაციის სინთეზში?

ტექნოლოგიების გამოყენება გეხმარებათ თუ არა გახდეთ უფრო პროდუქტიულები და შემოქმედებითები?

რის გაკეთებას ან ხარისხიანად გაკეთებას ვერ შეძლებთ

Page 4: ,,ბოშები”   გაკვეთლის გეგმა

თემა შეკითხვები კომენტარები

ტექნოლოგიების გარეშე იმ დავალებებიდან, რომლებიც მნიშვნელოვანია აკადემიური შედეგების მისაღწევად?

სწავლის პროცესი

თქვენი დავალება არის თუ არა ღირებული და წარმომადგენლობითი რეალური ცხოვრებისეული სიტუაციების კუთხით?

რომელი სტანდარტები და სასწავლო ამოცანები სრულდება? ჩანს თუ არა, რომ ღრმად გესმით მნიშვნელოვანი ცნებები მოცემული თემიდან?

რომელი უნარ-ჩვევები, ორიგინალური აზროვნების სახეები, დისციპლინებს შორის მაკავშირებელი ცნებები ჩანს თქვენს ცოდნაში?

შეფასების ფორმაში ინტეგრირებულია თუ არა არსებითი და თემატური შეკითხვები, რამდენად აზრიანად და დეტალურადაა ისინი წარმოდგენილი?

ჯგუფური მუშაობის შეფასების სქემა

  ქულები

პირობასთან შესაბამისობა  

იცავენ დროის ლიმიტს 0 - 1

იცავენ პირობის შინაარსობრივ მოთხოვნებს 0 - 0, 5 - 1

კომუნიკაციურ ი უნარ-ჩვევები  

გასაგებად პასუხობენ 0 – 1

ენობრივი უნარ-ჩვევები  

იყენებენ მართებულ ენობრივ-გრამატიკულ ფორმებსა და ენობრივ კონსტრუქციებს

0 - 2

ჯგუფში თანამშრომლობა  

Page 5: ,,ბოშები”   გაკვეთლის გეგმა

გადანაწილებული აქვთ მოვალეობები, აქვთ ერთმანეთის მოსმენის უნარი, შეუძლიათ თანამშრომლობა

0-1-1,5-2

გაკვეთილზე ჩართულობა 0-1

ისტ_ის ეფექტურად გამოყენება 0-1

მოძიებული ინფორმაციის დავალებასთან შესაბამისობა

0-1

ქულათა მაქსიმალური რაოდენობაა  10  

(ქულები მრგვალდება მთელის სიზუსტით)