პრეზენტაცია საკონფერენციო...

23
ნნნნნ ნნნნნნნნნ ნნნნნ ნნნნნნნნნნნნნნნ ნნნნნ ნნნნნნ ნნნნნნნნნ ნნნნნნნნნ ნნნნნნნნნნნნ [email protected] ვვვვვვვვვ ვვვვვვვვ ნნნნნნნნნნნნნ ნნნნნ ნნნნნნნნ ნნნნნნნნნნნ

Upload: -

Post on 05-Aug-2015

32 views

Category:

Documents


1 download

TRANSCRIPT

Page 1: პრეზენტაცია საკონფერენციო მოხსენებისთვის

ნათია კურტანიძეგორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვეშის დაწყებითი საფეხურის მასწავლებელი

[email protected]

ვისაუბროთ ქართულად

მასწავლებელთა მეორე ეროვნული კონფერენცია

Page 2: პრეზენტაცია საკონფერენციო მოხსენებისთვის

პროექტის აქტუალობა:*ბავშვები საუბარში ხშირად ხმარობენ სხვა

ენებიდან ( ძირითადად რუსულიდან) შემოსულ ბარბარიზმებსა და ჟარგონებს. ასეთივე საუბარი ესმით მოზარდებისა და უფროსებისგანაც. ჩვენი მშობლიური ენა საკმაოდაა დაბინძურებული ბარბარიზმებით.

*მეტყველების დამახინჯება იწყება ადრეულ სასკოლო პერიოდში და შემდგომ ,,თინეიჯერულ” ასაკში, მაშინ როცა ყალიბდება ცნობიერება და კულტურა.

*ქართული ენის სიწმინდეზე ზრუნვა ყოველი ჩვენგანის პირდაპირი მოვალეობაა.

* ამის ერთ-ერთი აუცილებელი წინაპირობა კი არის ის, რომ მოსწავლეები თავიდანვე შევაჩვიოთ გამართული ქართულით საუბარს და თვითონაც შეძლონ აღნიშნულ პრობლემასთან ბრძოლა.

Page 3: პრეზენტაცია საკონფერენციო მოხსენებისთვის

პროექტის მიზანი:

*მოსწავლეებმა გააცნობიერონ ქართული ენის უნიკალურობა და მისი ადგილი მსოფლიოს უძველეს ენათა შორის.

* დააკვირდნენ მის მდიდარ ლექსიკას, ჰარმონიულობასა და ტკბილხმოვანებას.

*გაუმდიდრდეთ ლექსიკური მარაგი.

*მიიღონ ცოდნა ბარბარიზმებისა და ჟარგონების რაობაზე. გაიაზრონ საფრთხე, რომელსაც ისინი ენას უქმნიან.

*იგრძნონ პასუხისმგებლობა, რომელიც თვითოეულ ჩვენგანს გვეკისრება მშობლიური ენის სიწმინდის დაცვის საქმეში.

*ერთად დავამკვიდროთ სკოლაში ბარბარიზმების აღმოფხვრისათვის ხელშემწყობის სტრატეგიები.

* ჩამოუყალიბდეთ სწორი ქართულით მეტყველების, კომუნიკაციის, პრეზენტაციისა და კვლევის უნარები.

Page 4: პრეზენტაცია საკონფერენციო მოხსენებისთვის

განხორციელებული ღონისძიებები:

* ბავშვებს ვესაუბრე ქართული ენის სიწმინდის მნიშვნელობაზე, ბარბარიზმებისა და ჟარგონების რაობაზე.

* მივაწოდე ინფორმაცია იმის შესახებ,თუ რა იყო წინაპირობა,რამ გამოიწვია ჩვენი მშობლიური ენის ასე ძლიერ დაბინძურება ,განსაკუთრებით რუსული ენიდან შემოსული ბარბარიზმებითა და ჟარგონებით. 

* გამოვკვეთე პრობლემა,რომელიც მათ მეტყველებაშია. .

*ვაჩვენე ჩემ მიერ სპეციალურად შექმნილი სლაიდშოუ,სადაც ზოგიერთი ბარბარიზმის ქათული შესატყვისებია ფოტოებითურთ.

*მოეწყო დისკუსია,ვისაუბრეთ იმაზე,თუ რა შეიძლება გავაკეთოთ ამ პრობლემასთან საბრძოლველად.

Page 5: პრეზენტაცია საკონფერენციო მოხსენებისთვის

:  ფორმატზე დავხატე ,,მოლოდინების ხე",რომელზეც ბავშვებმა მიაკრეს ფერად წებოვან ფურცლებზე დაწერილი მათი მოლოდინები, რაც ჰქონდათ პროექტის მიმართ მის დასაწყისში.

Page 6: პრეზენტაცია საკონფერენციო მოხსენებისთვის

დავაარსეთ ,,ქართული ენის მოყვარულთა და ნორჩ დამცველთა კლუბი“, შევარჩიეთ დევიზი-,,რა ენა წახდეს, ერიც დაეცეს“.

Page 7: პრეზენტაცია საკონფერენციო მოხსენებისთვის

კლუბის დაბადების დღესვე უამრავი მოსწავლე შემოგვიერთდა უფროსი კლასებიდან.

მათ სურვილი გამოთქვეს და ჩაერთნენ კლუბის საქმიანობაში. პატარებსაც ეხმარებიან.

 კლუბის საშუალო საფეხურის წევრებმა დაამზადეს ფლაერები მოწოდებებით-,,შემოგვიერთდით ქართული ენის სიწმინდისთვის ბრძოლაში“. გაავრცელეს მთელ სკოლაში.

Page 8: პრეზენტაცია საკონფერენციო მოხსენებისთვის

მოსწავლეებმა მოიძიეს ცნობები ქართული ენის შესახებ, კერძოდ, რა ადგილი აქვს მას მსოფლიოს უძველეს ენათა შორის. შემდეგ კლასში მოხდა პრეზენტაცია, განხილვა.

Page 9: პრეზენტაცია საკონფერენციო მოხსენებისთვის

 მე-3 და მე-4 კლ.მოსწავლეებმა სკოლის ეზოში,კედელზე, ფერადი ცარცებით გააკეთეს წარწერები: ,,ვისაუბროთ ქართულად“,  ,,რა ენა წახდეს, ერიც დაეცეს“.

Page 10: პრეზენტაცია საკონფერენციო მოხსენებისთვის

მოსწავლეები დაიყვნენ ჯგუფებად. ჩაატარეს კვლევა, ჩაწერეს ინტერვიუები, დააკვირდნენ საუბრებს, ქუჩის განცხადებებს და აბრებს. უფროსი ასაკის მოსწავლეები დააკვირდნენ სოც, ქსელებში დამკვიდრებულ მიმართვებს, ჟარგონებს.

Page 11: პრეზენტაცია საკონფერენციო მოხსენებისთვის

დავამზადეთ საუბრებში ყველაზე ხშირად ხმარებული ბარბარიზმების ლექსიკონები, რომლებიც ბავშვებმა გაავრცელეს სოფლში, ახლობლებსა და სამეზობლოში.

Page 12: პრეზენტაცია საკონფერენციო მოხსენებისთვის

მთელი პროექტის განმავლობაში ბავშვები აკონტროლებენ საკუთარ და ერთმანეთის მეტყველებას.მათ ლამაზი,ფერადი ყუთი გააკეთეს, ვისაც წამოსცდება ,,აკრძალული“ სიტყვა, მის სახელს წერენ ფერად ბარათზე და აგდებენ ყუთში.შედეგები ითვლება პერიოდულად. ვისი სახელიც ყველაზე იშვიათად,ან საერთოდ არ მოხვდება ყუთში, მათი ფოტოები იფინება დერეფანში სტენდზე.

Page 13: პრეზენტაცია საკონფერენციო მოხსენებისთვის

დედაედაენის დღესთან დაკავშირებით გავედით სკოლიდან და ჩვენ მიერ დამზადებული პლაკატებითა და ფლაერებით მოვაწყეთ ერთობლივი აქცია-მსვლელობა.

Page 14: პრეზენტაცია საკონფერენციო მოხსენებისთვის

ენის პატარა დამცველები

Page 15: პრეზენტაცია საკონფერენციო მოხსენებისთვის

:ბავშვებმა ფლაერები მთელ სოფელში გაავრცელეს, თან ყველას მოუწოდებდნენ -ქართულად ვისაუბროთო...

Page 16: პრეზენტაცია საკონფერენციო მოხსენებისთვის

გამოვუშვით კედლის გაზეთები: ,,ენაი ესე შემკული და კურთხეული’’, ,,ენა დედაა ერისა“, ,,ენის დაცვა სამშობლოს დაცვაა“.

Page 17: პრეზენტაცია საკონფერენციო მოხსენებისთვის

სტუმრად გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში

Page 18: პრეზენტაცია საკონფერენციო მოხსენებისთვის

ბავშვება ინტერესით მოისმინეს პროფესორ-მასწავლებლების მიერ ჩატარებული ლექცია ქართული ენის დაცვის მნიშვნელობაზე.

Page 19: პრეზენტაცია საკონფერენციო მოხსენებისთვის

წამოსვლა აღარ უნდოდათ

Page 20: პრეზენტაცია საკონფერენციო მოხსენებისთვის

შედეგები:

*მოსწავლეებმა გააცნობიერეს პრობლემა,რომელსაც ბარბარიზმები და ჟარგონები უქმნიან ქართულ ენას;

* გაიაზრეს თვითოეული ჩვენგანის როლი ენის დაცვის საქმეში.

* ეჩვევიან (ცდილობენ) გამართული, სუფთა ქართულით მეტყველებას.

* იმდიდრებენ ლექსიკურ მარაგს, ეცნობიან ქართველი მწერლების შემოქმედებას, გააბამენ საქმიან ურთიერთობებს სხვა სკოლებთან.

*ეჩვევიან გუნდურ მუშაობასა და საკუთარი საქმიანობის სხვებისთვის გაზიარებას.

*უვითარდებათ საკომუნიკაციო, საპრეზენტაციო და კვლევითი უნარები.

*დაამზადეს ლექსიკონები, კედლის გაზეთები, ფლაერები და პლაკატები.შეიქმნა პროექტის ბლოგი.

Page 21: პრეზენტაცია საკონფერენციო მოხსენებისთვის

ჩვენი პროექტი გრძელდება. დაგეგმილია:

*სკოლების დამეგობრება ერთობლივი აქცია-ღონისძიებების დაგეგმვისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით;

*მოეწყობა ,,მრგვალი მაგიდა“ დამეგობრებულ სკოლებში აღნ. პრობლემაზე სასაუბროდ;

*გადავიღებთ ვიდეორგოლს ენის დაცვის მოწოდებებით;

*სკოლაში მოეწყობა მასტერკლასიც,რომელზეც მოწვეული იქნება ცნობილი პიროვნება,ის თავისუფალ,მეგობრულ გარემოში ესაუბრება მოსწავლეებს ენის სიწმინდის დაცვის აუცილებლობასა და მნიშვნელობაზე.

*კლუბში გაგრძელდება ქართველ მწერალთა შემოქმდებითი კვირეულები და პოეზიის საღამოები და ა.შ.

Page 22: პრეზენტაცია საკონფერენციო მოხსენებისთვის

აუცილებლად მივაღწევთ შედეგს...საოკუპაციო ზოლთან მიმდებარე სოფლის პატარა სკოლაში,პატარა ქართველების მიერ განხორციელებული პროექტი ენის სიწმინდის დაცვის საქმეში თავის სიტყვას იტყვის...ჩვენ გვჯერა ამის...

Page 23: პრეზენტაცია საკონფერენციო მოხსენებისთვის

გმადლობთ ყურადღებისთვის.

მომავალ შეხვედრამდე...