საჯარო მოხელეთა ატესტაციისა და...

18
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება საჯარო მოხელეთა ატესტაციისა და კონკურსის მონიტორინგის II შუალედური ანგარიში საანგარიშო პერიოდი: ოქტომბერი, 2014 წელი - თებერვალი, 2015 წელი 12 თებერვალი, 2015 წელი თბილისი ანგარიშის გამოცემა შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს“ (USAID) დაფინანსებით. ანგარიშში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებასდა შესაძლოა, არ გამოხატავდეს USAID-ის, ამერიკელი ხალხის ან ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის შეხედულებებს. 1

Upload: manila-terrence-parker

Post on 03-Feb-2016

100 views

Category:

Documents


0 download

DESCRIPTION

საჯარო მოხელეთა ატესტაციისა და კონკურსის პროცესის შუალედული შეფასება -12 თებერვალი

TRANSCRIPT

Page 1: საჯარო მოხელეთა ატესტაციისა და კონკურსის პროცესის შუალედული შეფასება

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება

საჯარო მოხელეთა ატესტაციისა და კონკურსის

მონიტორინგის II შუალედური ანგარიში

საანგარიშო პერიოდი: ოქტომბერი, 2014 წელი - თებერვალი, 2015 წელი

12 თებერვალი, 2015 წელი

თბილისი

ანგარიშის გამოცემა შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით „ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს“ (USAID) დაფინანსებით. ანგარიშში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ”სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებას” და შესაძლოა, არ

გამოხატავდეს USAID-ის, ამერიკელი ხალხის ან ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის შეხედულებებს.

1

Page 2: საჯარო მოხელეთა ატესტაციისა და კონკურსის პროცესის შუალედული შეფასება

2014 წლის 26 ივნისს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილების თანახმად 1, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში დასაქმებულ თანამშრომელთა ატესტაციების და კონკურსების ტესტირების ეტაპი 2015 წლის 1 ივლისამდე უნდა ჩატარდეს. ატესტაციის მიზანია ადგილობრივ თვითმმართველობებში მოქმედი თანამშრომლების პროფესიული უნარ-ჩვევების შეფასება, ხოლო კონკურსები წარმოადგენს ვაკანტურ თანამდებობეზე ახალი კადრების აყვანის მექანიზმს. საჯარო მოხელეთა ატესტაციას და კონკურსს ატარებს შესაბამისი დაწესებულების საკონკურსო-საატესტაციო კომისია. ტესტირების ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს საქართველოს გამოცდებისა და შეფასების ეროვნული ცენტრი და იუსტიციის სასწავლო ცენტრი.

მეთოდოლოგია

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საზოგადოება 2014 წლის ოქტომბრიდან აკვირდება საჯარო მოხელეთა ატესტაციისა და კონკურსების პროცესს მთელი საქართველოს მასშტაბით. ორგანიზაციის 73 დამკვირვებელი მონიტორინგს ერთგვაროვანი მეთოდოლოგიისა და კითხვარების საფუძველზე ახორციელებს

ამ დროისთვის, „სამართლიანი არჩევნები“ დააკვირდა ტესტირების პროცესს ყველა თვითმმართველ ერთეულში, ხოლო გასაუბრების პროცესს 48 მუნიციპალიტეტსა და თვითმმართველ ქალაქში. ანგარიშში წარმოდგენლია ატესტაციისა და კონკურსის პროცესზე დაკვირვების შედეგად გამოვლენილი ძირითადი ტენდენციები და დაფიქსირებული დარღვევები.

რაც შეეხება კონკურსის შედეგების შეფასებას, დღეის მდგომარეობით „სამართლიან არჩევნებს“ გამოითხოვილი აქვს ინფორმაცია ყველა იმ თვითმმართველი ერთეულიდან, სადაც დასრულდა კადრების დანიშვნის პროცესი. თუმცა, ვინაიდან აღნიშნული ინფორმაცია ორგანიზაციას ყველა მუნიციპალიტეტიდან არ მიუღია, შესაბამისად, ჩვენს მიერ კონკურსის შედეგებთან დაკავშირებული შეფასებები არ არის სრულყოფილი და არ ასახავს ტენდენციას მთელი საქართველოს მასშტაბით.

ამასთან, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ დაწესებული შეზღუდვების გამო, ორგანიზაცია 14 თვითმმართველ ერთეულში სრულად ან საერთოდ ვერ დააკვირდა გასაუბრებებს. აღსანიშნავია ისიც, რომ გადაწყვეტილებების მიღების პროცესზე დაკვირვების შესაძლებლობა არცერთ თვითმმართველ ერთეულში არ მოგვეცა. შესაბამისად, ჩვენს მიერ მოძიებული ინფორმაცია ეყრდნობა მხოლოდ ადგილზე კონკურსანტებთან გასაუბრების პროცესის დაკვირვებას და თვითმმართველი ერთეულებიდან მიღებულ წერილობით ინფორმაციას კონკურსის შედეგების თაობაზე.

ტესტირების მიმდინარეობა

ტექნიკური ხარვეზები და ტენდენციები ტესტირების პროცესში

ატესტაციის და კონკურსის ერთ-ერთ ეტაპს წარმოადგენს საჯარო მოხელეთა ტესტირება. „სამართლიანი არჩევნები“ ტესტირების პროცესს ყველა თვითმმართველ ერთეულში დააკვირდა. ტესტირების ორგანიზებას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი და იუსტიციის სასწავლო ცენტრი ახორციელებდა.

დამკვირვებლების ინფორმაციით, ტესტირება ძირითადად კარგად იყო ორგანიზებული, ადგილი ჰქონდა მცირე ტექნიკურ ხარვეზებს, რაც გამოიხატა ცალკეულ შემთხვევებში ელექტროენერგიის გათიშვით, ინტერნეტის დაბალი სიხშირით, ტესტირების ოთახებში არასათანადო პირობებით,

1 იხილეთ საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის 1344 მუხლი: https://matsne.gov.ge/ka/document/view/28312

2

Page 3: საჯარო მოხელეთა ატესტაციისა და კონკურსის პროცესის შუალედული შეფასება

რამდენიმე ადგილას ტესტირების შესახებ მონაწილეთა დაგვიანებით ინფორმირებითა და ტესტირების დაგვიანებით დაწყებით. თუმცა, რადგანაც აღნიშნულ ხარვეზებს მასიური ხასიათი არ ჰქონია და ხშირ შემთხვევაში მალევე აღმოიფხვრა, შესაბამისად, ტესტირების შედეგზე ზეგავლენა არ მოუხდენია.

ტესტირების მონაწილეების გამოკითხვის შედეგად უმეტესობამ აღნიშნა, რომ ტესტები იყო რთული ან მეტ-ნაკლებად რთული და ზოგ თვითმმართველ ერთეულში დაწესებული მინიმალური ზღვარი - მაღალი.

კონკურსანტთა მიერ საპრეტენზიო კომისიებში წარდგენილი საჩივრები ძირითადად ეხებოდა ტესტების შინაარსობრივ მხარეს ან შედეგებს. საჩივრების უმრავლესობა არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მონაწილეებისთვის არ იყო დეტალურად განმარტებული საჩივრის დაწერის და წარდგენის ინსტრუქცია წინასწარ, რაც შემდგომში, საჩივრის შედგენისას, კონკურსანტებს უქმნიდა გარკვეულ პრობლემებს. „სამართლიანი არჩევნების“ რეკომენდაციით, რიგ შემთხვევებში აღნიშნული ხარვეზი შემდგომში გამოსწორდა.

მონაწილეთა ინფორმაციით, ცალკეულ შემთხვევებში მათ მიერ ტესტირებაზე მიღებული ქულები არ ემთხვეოდა შემდგომში ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ქულებს. თუმცა ამის დამტკიცება შეუძლებელი აღმოჩნდა, რადგან მონაწილეს ტესტირების დასრულების შემდეგ არ ეძლეოდა რაიმე სახის დამადასტურებელი საბუთი, რითაც შეძლებდა პასუხების სისწორის გადამოწმებას და დამამტკიცებელ დოკუმენტად გამოყენებას.

გასაუბრების მიმდინარეობა

როგორც უკვე აღინიშნა, ტესტირების პროცესის გარდა, „სამართლიანი არჩევნები“ აკვირდება ატესტაციისა და კონკურსების გასაუბრების პროცესს მთელი საქართველოს მასშტაბით. დღეისათვის, ორგანიზაცია გასაუბრებებს დააკვირდა 49 მუნიციპალიტეტში. კერძოდ, აჭარის 6 მუნიციპალიტეტში, შიდა-ქართლის 3 2 მუნიციპალიტეტში, კახეთის 6 მუნიციპალიტეტში 3, სამცხე-ჯავახეთის 4 მუნიციპალიტეტში 4, იმერეთის 11 მუნიციპალიტეტში 5, სამეგრელო ზემო-სვანეთის 6 მუნიციპალიტეტში 6, რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთის 5 მუნიციპალიტეტში 7, ქვემო-ქართლის 4 მუნიციპალიტეტში 8, მცხეთა მთიანეთის 3 მუნიციპალიტეტში 9 და ქალაქ თბილისში.

„სამართლიანი არჩევნების“დამკვირვებლების მიერ მოწოდებული ინფორმაციით, იქ სადაც მოგვეცა გასაუბრებების ეტაპზე დაკვირვების შესაძლებლობა, პროცესი უმეტესწილად მიმდინარეობდა ორგანიზებულად, მონაწილეებს თითქმის თანაბრად ეთმობოდათ დრო და კითხვებიც ერთნაირი შინარსისა და სირთულის იყო. კომისიაც ძირითადად პოზიტიურად იყო განწყობილი კონკურსანტების მიმართ. თუმცა, 8 თვითმმართველ ერთეულში 10, ადგილი ჰქონდა კომისიის მხრიდან არასათანადო შეკითხვების დასმის, კონკურსანტთა პოლიტიკური და გენდერული ნიშნით უთანასწორო მიდგომას და ზეწოლის შემთხვევებს.

2 კასპი,ხაშური, გორი; 3 გურჯაანი, სიღნაღი, დედოფლისწყარო, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა; 4 ადიგენი, ახალქალაქი, ბორჯომი, ნინოწმინდა; 5 ქალაქ ქუთაისი, ხარაგაული, საჩხერე, ჭიათურა, ზესტაფონი, ბაღდათი, ვანი, სამტრედია, ხონი, ტყიბული, წყალტუბო; 6 მესტია, აბაშა, სენაკი, მარტვილი, ზუგდიდი; 7 ონი, ამბროლაური, ქალაქი ამბროლაური, ცაგერი, ლენტეხი; 8 გარდაბანი, დმანისი, თეთრიწყარო, წალკა;

9 თიანეთი, მცხეთა, დუშეთი; 10 ხულოს, ცაგერის, გარდაბნის, კასპის, ქედის, გორის, ახმეტის, თბილისის მუნიციპალიტეტები.

3

Page 4: საჯარო მოხელეთა ატესტაციისა და კონკურსის პროცესის შუალედული შეფასება

დაბრკოლებები დაკვირვების განხორციელების პროცესში

გასაუბრების ეტაპზე, 49 თვითმმართველი ერთეულიდან „სამართლიან არჩევნებს“ სრულად ან ნაწილობრივ შეეზღუდა დაკვირვების განხორციელების შესაძლებლობა 14 თვითმმართველ ერთეულში. 5-მა თვითმმართველმა ერთეულმა 11 მოგვცა პროცესზე დაკვირვების საშუალება, თუმცა გარკვეული შეზღუდვებით. 9 თვითმმართველმა ერთეულმა 12 კი უარი გვითხრა მიმდინარე თუ დაგეგმილ გასაუბრების ეტაპის დაკვირვებაზე.

ქ. თბილისის მერიაში, ატესტაციის გასაუბრებაზე დასწრების მსურველ სამი ორგანიზაციის წარმომადგენლებს 13 შეზღუდულად, მხოლოდ თითო კომისიის საქმიანობაზე დასწრების უფლება მოგვცეს. თუმცა კონკურსის გასაუბრების ეტაპზე თბილისის მერიაში, აღნიშნულ შეზღუდვას ადგილი არ ჰქონია.

გასაუბრების პროცესზე შეზღუდვებით დაკვირვების უფლება მოგვცეს ქალაქ ქუთაისის მერიის, გორის მერიის, თელავის მერიის, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საჯარო მოსამსახურეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიებმა, სადაც გასაუბრებებზე დასწრების უფლება მხოლოდ კონკურსანტის თანხმობის შემთხვევაში გვქონდა.

ლანჩხუთის საკონკურსო-საატესტაციო კომისია გამგეობისა და საკრებულოს გასაუბრებებზე ორგანიზაციისთვის დასწრების შეზღუდვის არგუმენტად კომისიის სახელზე შესულ კონკურსანტთა განცხადებებს ასახელებდა, რომლებიც უარს აცხადებდნენ მათ გასაუბრებაზე გარეშე პირების დასწრებაზე. თუმცა, იქვე ორგანიზაციისათვის გამოგზავნილ ოფიციალურ წერილში აღნიშნულია, რომ კომისია გაითვალისწინებს იმ კონკურსანტთა ინტერესებსაც, რომლებიც კომისიას საწინააღმდეგო მოთხოვნით მიმართავენ. მიუხედავად ასეთი გადაწყვეტილებისა, გასაუბრების მეორე დღეს გამგებელთან, რომელიც საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარეა, ხელმეორედ დაკავშირებისას უშუალოდ მისი დახმარებით მოხერხდა, რომ ,,სამართლიანი არჩევნების“ წარმომადგენელი მხოლოდ ერთი დღით დასწრებოდა გასაუბრებებს.

ქალაქ ოზურგეთის მერიის, რუსთავის მერიის, ახალციხის, ოზურგეთის, ასპინძის,ქარელის, თელავის, თერჯოლის და საგარეჯოს მუნიციპალიტეტების ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიების გადაწყვეტილებით „სამართლიან არჩევნებს“ გასაუბრებებზე დასწრების უფლება საერთოდ არ მიეცა. გასაუბრებებზე არდაშვების ძირითად მიზეზად დასახელდა ის გარემოება, რომ აღნიშნული პროცესი ყველაზე რთული ეტაპია კონკურსანტებისთვის და შესაძლოა გარე პირის დასწრებამ მოახდინოს ფსიქოლოგიური ზეწოლა კონკურსანტზე და ნეგატიურად აისახოს შედეგზე. ამასთან, ერთ-ერთ არგუმენტს წარმოადგენდა ის ფაქტორიც, რომ კომისიის შემადგენლობაში უკვე იყო არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელი.

რუსთავის მერიის განმარტებით, ატესტაციის გასაუბრების ეტაპისთვის მათ უკვე შერჩეული ჰყავთ სხვა სადამკვირვებლო 14 ორგანიზაცია, რომელიც დააკვირდება პროცესს.

აღსანიშნავია თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგეობაში დაფიქსირებული შემთხვევა. გარდა იმისა, რომ თერჯოლის გამგეობაში დამკვირვებელს არ მისცეს გასაუბრებაზე დაკვირვების უფლება, მისივე ინფორმაციით, დამკვირვებლის მიმართ ადგილი ჰქონდა არაკორექტულ მიდგომას და სიტყვიერ მუქარას შენობაში მყოფი არაუფლებამოსილი პირებისგან, რომლებიც საატესტაციო-საკონკურსო კომისიის წევრებს არ წარმოადგენენ. კერძოდ, გამგეობის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსმა ბესარიონ სოფრომაძემ, ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა ელისო ჟორჟოლიანმა და საკრებულოს წევრებმა გია ლილუაშვილმა და ალექსნდრე ზალკანიანმა

11 თბილისის მერია, ქუთაისის მერია, გორის მერია, თელავის მერია, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი; 12 ოზურგეთის მერია, რუსთავის მერია, ახალციხის, ოზურგეთის, ასპინძის, ქარელის, თელავის, თერჯოლის, საგარეჯოს მუნიციპალიტეტები; 13 სამართლიანი არჩევნები; საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო; საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია; 14 საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია.

4

Page 5: საჯარო მოხელეთა ატესტაციისა და კონკურსის პროცესის შუალედული შეფასება

რამდენჯერმე არაკორექტულად მიმართეს დამკვირვებელს, შენობის დატოვება მოსთხოვეს და დაემუქრნენ, რომ შენობის არდატოვების შემთხვევაში, გამოიძახებდნენ სამართალდამცავებს.

აღსანიშნავია, რომ დამკვირვებელი არ იმყოფებოდა გასაუბრების ოთახში, არამედ მუნიციპალტიტეტის შენობაში და საატესტაციო-საკონკურსო კომისიისაგან ითხოვდა ოფიციალურ ახსნა-განმარტებას იმის შესახებ, თუ რატომ არ აძლევენ გასაუბრებაზე დასწრების ნებართვას და აღნიშნა, რომ პასუხის მიღების შემდეგ დატოვებდა შენობას.

გასაუბრებებზე დასწრების უფლება არ მისცეს არც თერჯოლის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელს, რომელმაც ერთი დღით ადრე მიმართა საატესტაციო-საკონკურსო კომისიას აღნიშნული ნებართვის მისაღებად. მისივე განცხადებით, თერჯოლის საატესტაციო-საკონკურსო კომისია პრაქტიკულად კომისიის თავმჯდომარისგან დამოუკიდებლად ფუნქციონირებს და მას განაგებენ არაუფლებამოსილი პირები.

ვთვლით, რომ თერჯოლის საკონკურსო-საატესტაციო კომისიის გადაწყვეტილება, ისევე როგორც სხვა მუნიციპალიტეტების შემთხვევებში, სადაც შეგვიზღუდეს დაკვირვების უფლება, არაობიექტურია და უსაფუძვლო. მითუმეტეს მაშინ, როდესაც ორგანიზაციას უკვე მიღებული ჰქონდა თანხმობა თერჯოლაში მიმდინარე ატესტაციებისა და კონკურსების ნებისმიერ ეტაპზე მონიტორინგის განსახორციელებლად. ამასთან, მიგვაჩნია, რომ არაუფლებამოსილ პირებს არ აქვთ უფლება ჩაერიონ ატესტაციისა და კონკურსების პროცესთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღების პროცესში და მოახდინონ ზეწოლა დამკვირვებლებზე.

ამასთან ვთვლით, რომ კომისიების მიერ დასახელებული მიზეზები, რის გამოც სადამკვირვებლო ორგანიზაციებს შეეზღუდათ დაკვირვების უფლება მოკლებულია ყოველგვარ საფუძველს. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 32-ე მუხლის თანახმად, საკონკურსო-საატესტაციო კომისიის, როგორც კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანოს, სხდომა არის საჯარო და კონკურსისა და ატესტაციის პროცედურასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტები, საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სხდომის ოქმები და კონკურსის შედეგები ხელმისაწვდომია ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის 15.

„სამართლიან არჩევენებს“ მიაჩნია, რომ სრულყოფილ დაკვირვებაზე დაუსაბუთებელი უარი სერიოზულ ეჭვებს აჩენს ამ პროცესის სამართლიანობისა და გამჭვირვალობის კუთხით და ქმნის ვარაუდს, რომ შესაძლებელია გადაწყვეტილების მიღების ეტაპზე კომისიამ ობიექტური გადაწყვეტილებები არ მიიღოს.

კომისიის მხრიდან კონკურსანტებისადმი პოლიტიკური ნიშნით მიკერძოებული დამოკიდებულების შემთხვევები გასაუბრებისას

„სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლების ინფორმაციით, გასაუბრების მსვლელობისას 5 მუნიციპალიტეტში დაფიქსირდა კომისიის მხრიდან კონკურსანტებისათვის პოლიტიკური ხასიათის მიმართვების, არასათანადო შეკითხვების დასმისა და კონკურსანტებისადმი მიკერძოების შემთხვევები.

ცაგერის მუნიციპალიტეტის გასაუბრებებზე შეინიშნებოდა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის რამდენიმე წევრის მიკერძოებულობა კონკურსანტების მიმართ. კერძოდ, საკონკურსო-საატესტაციო კომისიის წევრები - დ.ღ., ბ.ნ. და ი.ქ. გასაუბრებისას არაერთგვაროვან მიდგომასა და დამოკიდებულებას ავლენდნენ კონკურსატებისადმი, რაც გამოიხატა იმაში, რომ ისინი ერთიდაიგივე ვაკანსიაზე წარდგენილ კანდიდატებს ერთნაირი სირთულის კითხვებს არ უსვამდნენ. გარდა ამისა, ზოგიერთ კონკურსანტს დაუსვეს შეკითხვები მათი წარსული პოლიტიკური საქმიანობის შესახებ. კითხვის შინაარსი მდგომარეობდა იმაში, თუ რამდენად ეთანხმებოდნენ წინა ხელისუფლების პოლიტიკას და უწევდნენ თუ არა მათ საქმიანობას რაიმე წინააღმდეგობას.

15 ამასთან, იხილეთ საჯარო დაწესებულებებში კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების პრაქტიკული სახელმძღვანელოს გვ.10-11 http://csb.gov.ge/uploads/giz2014-ge-konkursi-atestacia-sajaro-samsaxurshi.pdf

5

Page 6: საჯარო მოხელეთა ატესტაციისა და კონკურსის პროცესის შუალედული შეფასება

გარდაბნის მუნიციპალიტეტში დაფიქსირდა გასაუბრების არასათანადოდ ჩატარებისა და კონკურსანტებისადმი მიკერძოების შემთხვევები. კერძოდ, კონკურსანტ გ.ჯ.-ს განაცხადი შეტანილი ჰქონდა ორ ვაკანტურ პოზიციაზე. კონკურსანტი გამგებლის წარმომადგენლის პოზიციაზე საერთოდ არ დაიბარეს, ხოლო ადმინისტრაციული სამსახურის წარმომადგენლების კოორდინაციის განყოფილების უფროსის თანამდებობაზე მას გასაუბრება ფაქტიურად არ ჩატარებია. კონკურსანტს ტესტირებაში მიღებული ქონდა მაღალი - 51 ქულა. გასაუბრებაზე კომისიამ მას მხოლოდ ერთი შეკითხვა დაუსვა იმის შესახებ, თუ რამდენი ქულა ჰქონდა მიღებული ტესტირებაში. აღნიშნულ თანამდებობაზე კომისიამ მოქმედი დროებით მოვალეობის შემსრულებელი დანიშნა, რომლის ტესტირების ქულა მნიშვნელოვნად ნაკლებია გ.ჯ.-ს ტესტირების ქულაზე. კონკურსანტის ინფორმაციით, მან მიმართა საკონკურსო-საატესტაციო კომისიას და მოითხოვა ახსნა-განმარტება, თუ რა კრიტერიუმით მოხდა მისი შეფასება გასაუბრებაზე, თუმცა კომისიამ უარი განუცხადა პასუხის გაცემაზე.

„სამართლიანი არჩევნების“ კოორდინატორის ინფორმაციით, გარდაბნის მუნიციპალიტეტში კომისიის მხრიდან ადგილი ჰქონდა მიკერძოების შემთხვევებს გამგეობაში მოქმედი თანამშრომლების მიმართ. საკონკურსო-საატესტაციო კომისიამ ოთხ კონკურსანტს, რომლებიც წარმოადგენდნენ დროებით მოვალეობის შემსრულებლებს გამგეობაში და იმავე პოზიციებზე ჰქონდათ წარდგენილი განაცხადები, ფაქტიურად არ ჩაუტარა გასაუბრებები. გამგებელმა რეკომენდაცია გაუწია აღნიშნულ კონკურსანტებს, რის შედეგადაც კომისიამ პროფესიული კითხვების დასმის გარეშე შეაფასა და გამოავლინა გამარჯვებულებად.

ხულოს მუნიციპალიტეტში გასაუბრებაზე გამოყენებული იქნა პოლიტიკური ხასიათის რეპლიკა. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის ერთ-ერთმა წევრმა, რომელიც ამჟამად ხულოს რესურს ცენტრის ხელმძღვანელია, კონკრეტულ შენობასთან დაკავშირებით კონკურსანტს რეპლიკის სახით უთხრა, რომ აღნიშნული შენობა ,,შენ და შენმა მთავრობამ გაყიდეთო“. კონკურსანტი წინა მოწვევის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი იყო „ნაციონალური მოძრაობიდან“. კომისიის თავმჯდომარემ შენიშვნა მისცა კომისიის წევრს და აღნიშნა, რომ გასაუბრებაზე მსგავსი პოლიტიკური ხასიათის რეპლიკების გამოთქმა არ არის დაშვებული.

ახმეტის მუნიციპალიტეტის გასაუბრებაზე კონკურსანტს პოლიტიკური ხასიათის შეკითხვა დაუსვეს. ახმეტის თვითმმართველი ერთეულის კომისიის წევრმა ა.მ.-მ ერთ-ერთ კონკურსანტს მისი წარსული პოლიტიკური კუთვნილების შესახებ დაუსვა შეკითხვები. კონკურსანტი ახმეტის მუნიციპალიტეტის წინა მოწვევის საკრებულოს დეპუტატი იყო „ნაციონალური მოძრაობიდან.“

პოლიტიკური ნიშნით კადრების დანიშვნის შემთხვევები კასპის მუნიციპალიტეტში

„სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლის ინფორმაციით, კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის სპეციალისტებად აიყვანეს ოთხი ისეთი კანდიდატი, რომლებმაც ჩვენი შეფასებით, ვერ გაიარეს გასაუბრება წარმატებით, რადგან, ფაქტიურად კომისიის მიერ დასმულ ვერც ერთ შეკითხვას ვერ გასცეს პასუხი. ორგანიზაციის წარმომადგენლის ინფორმაციით, აღნიშნული პირების დანიშვნა პოლიტიკური ნიშნით განხორციელდა. ოთხივე კონკურსანტი წარმოადგენს პარტია „ქართულ ოცნებას“.

პოლიტიკური ნიშნით ზეწოლა პარტია თავისუფალი-დემოკრატების წევრებზე გორის მუნიციპალიტეტში

მმართველი კოალიციის დატოვების შემდგომ, თავისუფალი-დემოკრატების ინფორმაციით, კოალიციური დაპირისპირება აისახა მიმდინარე საჯარო მოხელეთა ატესტაციებისა და კონკურსების პროცესზე. თავისუფალი-დემოკრატების გორის ორგანიზაციის თავმჯდომარისა და პარლამენტის დეპუტატის, თამაზ შიოშვილის განცხადებით, გორის მუნიციპალიტეტში მათ საკრებულოს დეპუტატებსა და მხარდამჭერებზე, რომლებიც ადგილობრივ თვითმმართველობებში არიან

6

Page 7: საჯარო მოხელეთა ატესტაციისა და კონკურსის პროცესის შუალედული შეფასება

დასაქმებულნი, სუს-ის რაიონული ხელმძღვანელის და გუბერნატორის მხრიდან მიმდინარეობდა ზეწოლა და იყო შეთავაზებები, რომ დაეტოვებინათ პარტია და შესაბამისად, შეენარჩუნებინათ სამუშაო ადგილები თვითმმართველობის ორგანოებში. მაგალითისთვის, მათი პარტიის ორმა წევრმა, რომელთაც დატოვეს პარტია და „ქართულ ოცნებაში“ გადავიდნენ, შეინარჩუნეს გორის მერიაში სამსახურის უფროსების პოზიციები.

2014 წლის 19 ნოემბერს, პარტიის ერთ-ერთი წევრის ი.გ.-ს ინფორმაციით, რომელიც გორის მერიაში ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურში სოციალური უზრუნველყოფის განყოფილების უფროსად მუშაობდა, ტესტირების გავლის შემდეგ დაიბარა გუბერნატორმა - ზურაბ რუსიშვილმა და შესთავაზა მათ გუნდში გადასვლა, წინააღმდეგ შემთხვევაში განუცხადა, რომ მას სამსახურში ვერ აიყვანდნენ. ი.გ.-ს უარის შემდეგ ვაკანტურ ადგილზე სხვა პიროვნება დანიშნეს.

თავისუფალი-დემოკრატების ინფორმაციით, ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულებმა, რომლებიც ასევე თავისუფალი-დემოკრატების წევრები არიან, არ მიიღეს მონაწილეობა გამოცხადებულ კონკურსებში, ვინაიდან წინასწარი ინფორმაციით და განწყობით იცოდნენ, რომ მათ პარტიული ნიშნის გამო არ დანიშნავდნენ ვაკანტურ ადგილებზე.

პოლიტიკური ნიშნით ზეწოლა რესპუბლიკური პარტიის წევრებზე ახმეტის მუნიციპალიტეტში

2015 წლის 4 თებერვალს რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარემ ხათუნა სამნიძემ გამართა პრესკონფერენცია, სადაც ისაუბრა მათი პარტიის წევრების პოლიტიკური ნიშნით ზეწოლის ფაქტებზე თბილისის, ქუთაისისა და ახმეტის მუნიციპალიტეტებში. კერძოდ, პარტიის თავმჯდომარე საუბრობს მის თანაგუნდელებზე განხორციელებულ ზეწოლაზე და პარტია „ქართულ ოცნებაში“ გადაბირების მცდელობაზე მათი დასაქმების სანაცვლოდ.

ვინაიდან , „სამართლიან არჩევნებს“ შეეზღუდა დაკვირვების შესაძლებლობა ქუთაისისა და თბილისის ატესტაციების გასაუბრების პროცესზე, შესაბამისად ორგანიზაცია ვერ ახდენს იდენტიფიცირებას იმისა ჰქონდა თუ არა რესპუბლიკური პარტიის წევრებზე პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციას ადგილი.

რაც შეეხება ახმეტის მუნიციპალიტეტში ჩატარებული კონკურსს, „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელი დაესწრო რესპუბლიკური პარტიის ხუთი წევრის გასაუბრებას. აქედან, ჩვენი შეფასებით, გამგეობის საინფორმაციო, საზოგადოებასთან ურთიერთობის, ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების მთავარი სპეციალისტის პოზიციაზე რესპუბლიკური პარტიის წევრმა ნ.ქ.-მ უკეთესად წარმოაჩინა თავი გასუბრებაზე, ვიდრე გამარჯვებულმა კონკურსანტმა. ამასთან, ნ.ქ.-სგან განსხვავებით გამარჯვებულ კონკურსანტს არანაირი პროფესიული გამოცდილება არ გააჩნია. „სამართლიანი არჩევნების“ შეფასებით, გამგებლის წარმომადგენლის და საკრებულოს აპარატის საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის მთავარი სპეციალისტის პოზიციებზე, რესპუბლიკური პარტიის ორმა კონკუსრანტმა დ.ს-მ და ნ.ბ.-მ და გამარჯვებულმა კონკურსანტებმა თანაბრად წარმოაჩინეს თავი გასაუბრების ეტაპზე.

სოფელ ხალაწნის თვითმმართველ ერთეულში წარმომადგენლის და ადმინისტრაციული სამსახურის გენდერის საკითხებში მთავარი სპეციალისტის პოზიციებზე, ჩვენი შეფასებით, გამარჯვებულმა კონკურსანტებმა უფრო წარმატებულად გაირეს გასაუბრება , ვიდრე რესპუბლიკური პარტიის წევრებმა ლ.ბ.-მ. და ა.კ.-მ.

გამომდინარე იქიდან, რომ „სამართლიანი არჩევნები“ არ ესწრება კომისიის მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღების პროცესს, ჩვენთვის უცნობია, თუ რა კრიტერიუმებით იხელმძღვანელა კომისიამ გამარჯვებული კადრების გამოვლენისას.

7

Page 8: საჯარო მოხელეთა ატესტაციისა და კონკურსის პროცესის შუალედული შეფასება

კონკურსანტთა გენდერული ნიშნით დისკრიმინაცია ქედის მუნიციპალიტეტში

დისკრიმინაციული დამოკიდებულება გენდერული თვალსაზრისით დაფიქსირდა ქედის თვითმმართველ ერთეულში. როდესაც თემის რწმუნებულობის ან ზედამხედველობის საკითხებში წამყვანი სპეციალისტის პოზიციაზე კონკურსანტი იყო მდედრობითი სქესის წარმომადგენელი, ერთ-ერთი კომისიის წევრის მიერ ხდებოდა ხაზგასმა იმისა, რომ ვინაიდან კონკურსანტი ქალია, მას გაუჭირდება აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობა. ზოგადად, გასუბრებისას თავიდანვე იგრძნობოდა კომისიის მხრიდან ქალებისადმი გარკვეულ პოზიციებზე არათანაბარი დამოკიდებულება.

კონკურსნატის მხრიდან ფარული ვიდეო გადაღება და კომისიის მიერ მის მიმართ განხორციელებული ზეწოლა თბილისის საკრებულოს გასაუბრებაზე

2015 წლის 29 იანვარს თბილისის საკრებულოს საჯარო მოხელეთა ვაკანტურ თანამდებობაზე გამოცხადებული კონკურსის ფარგლებში მიმდინარე გასაუბრებისას, დაფიქსირდა ზეწოლის ფაქტი ერთ-ერთ კონკურსანტზე კომისიის წევრების მხრიდან. კონკურსანტი კ.ბ. მისივე გასაუბრების ფარულ ჩაწერას ახორციელებდა, რაც კომისიის წევრებმა შენიშნეს და გასაუბრება შეწყვიტეს. გასაუბრების დასრულების შემდეგ, მას კომისიის რამდენიმე წევრი უკან გაჰყვა და უხეში ფორმებით აღნიშნული ჩანაწერის დაბრუნება მოსთხოვა. კონკურსანტის მიმართ კომისიის წევრების მხრიდან ადგილი ჰქონდა სიტყვიერ შეურაცხყოფას. კომისიამ ასევე საპატრულო პოლიცია გამოიძახა.

„სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელი არ შესწრებია ზეწოლის ფაქტს, თუმცა ინციდენტიდან რამდენიმე წუთში შეძლო კონკურსანტთან გასაუბრება , რათა გაერკვია მოხდა თუ არა მის მიმართ რაიმე სახის ზეწოლა. კონკურსანტმა აღნიშნა, რომ მასზე არანაირ ზეწოლას ადგილი არ ჰქონია. თუმცა, მოგვიანებით გავრცელებული ვიდეო-ჩანაწერიდან ვლინდება, რომ კომისიის წევრმა მას მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და ფიზიკური ანგარიშსწორებით დაემუქრა. ვიდეო-ჩანაწერში ასევე ჩანს კომისიის ერთ-ერთი წევრი, რომელიც სატელეფონო საუბრისას აღნიშნავს, რომ კომისიაც იწერდა გასაუბრების პროცესს. „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლის ინფორმაციით, კონკურსანტები არ იყვნენ ინფორმირებული გასაუბრების პროცესის ვიდეო-ჩაწერის შესახებ.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, დაუშვებელია ფარული ვიდეო ჩანაწერის განხორციელება იმ შემთხვევაში, თუ არ არსებობს სუბიექტის თანხმობა. თუმცა, სუბიექტის თანხმობა აუცილებელი არ არის, თუკი ჩანაწერი პირის სასიცოცხლო ან კანონიერი ინტერესების დასაცავად კეთდება. შესაბამისად, ვთვლით, რომ ჩანაწერის ავტორს ეკისრება მოვალეობა სათანადოდ დაასაბუთოს რა ინტერესის დაცვას და რა კონკრეტულ მიზანს ემსახურებოდა მისი მხრიდან აღნიშნული ჩანაწერის გაკეთება.

მიუხედავად იმისა, ჰქონდა თუ არა კანონდარღვევას ადგილი კონკურსანტის მხრიდან, ცალსახად მიუღებელია კომისიის წევრების მიერ განხორციელებული ზეწოლა-მუქარა და სიტყვიერი შეურაცხყოფა, რასაც ადგილი კონკრეტული კონკურსანტის მიმართ ჰქონდა. მიგვაჩნია, რომ აღნიშნული ფაქტის გამო კომისიის წევრების შესაბამისი პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს.

8

Page 9: საჯარო მოხელეთა ატესტაციისა და კონკურსის პროცესის შუალედული შეფასება

სამართლიანი არჩევნების მიერ კონკურსანტების შერჩევის პროცესის შეფასება

„სამართლიანი არჩევნები“ აქტიურად მუშაობს კონკურსის საბოლოო შედეგების, კერძოდ, ვაკანტურ პოზიციებზე დანიშნული კონკურსანტების შესახებ ინფორმაციის მოძიებაზე საკონკურსო-საატესტაციო კომისიებიდან და თვითმმართველი ერთეულებიდან, რათა მოახდინოს შედარებითი ანალიზი, თუ რამდენად ობიექტურია კომისია გასაუბრებების შეფასებებსა და საბოლოო გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. თუმცა, ვინაიდან აღნიშნული ინფორმაცია ორგანიზაციას ყველა მუნიციპალიტეტიდან არ მიუღია, შესაბამისად, ჩვენს მიერ კონკურსის შედეგებთან დაკავშირებული შეფასებები არ არის საბოლოო და სრულყოფილი. ამ ეტაპზე, ჩვენს მიერ მოპოვებული და დამუშავებული ინფორმაციის საფუძველზე, წარმოგინდგენთ კადრების შერჩევის პროცესის შეფასებას აჭარა-გურიის, კერძოდ, ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის და საკრებულოს, ქედის, ხულოს, შუახევის, ხელვაჩაურის და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებში. რაც შეეხება ქობულეთის მუნიციპალიტეტს, ორგანიზაციამ შეაფასა ის კონკურსანტები, რომლებმაც გამოთქვეს პრეტენზიები და კომისიის გადაწყვეტილება არაობიექტურად მიიჩნიეს.

გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ გასაუბრების მიმდინარეობისას ,,სამართლიანი არჩევნები“ კონკურსანტის დონის შეფასებას ახორციელებდა წინასწარ შემუშავებული ერთგვაროვანი მეთოდოლოგიის მეშვეობით, მაგრამ კომისიის მიერ ქულების შეჯამებას და შედეგების გამოვლენას ორგანიზაცია არ ესწრებოდა დაწესებული შეზღუდვების გამო. შესაბამისად, ორგანიზაციის შეფასება, ძირითადად, ეფუძნება იმას, თუ რამდენად კარგად წარმოაჩინა კონკურსანტმა გასაუბრებაზე საკუთარი თავი, რამდენ შეკითხვას უპასუხა, რამდენად სწორად სცემდა კითხვებზე პასუხებს და რამდენად ერკვეოდა საჯარო მოხელისათვის საჭირო მნიშვნელოვან საკითხებში.

დღეისათვის არსებული ინფორმაციის საფუძველზე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მოცემულ ექვს თვითმმართველ ერთეულში, სადაც ორგანიზაციამ მოახდინა კადრების შერჩევის ანალიზი, კომისიის მხრიდან გასაუბრებების შეფასებები და გამარჯვებულების გამოვლენა ძირითადად ობიექტურად განხორციელდა. თუმცა, ვთვლით, რომ 26 ვაკანტურ პოზიციაზე კომისიას უკეთესი გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა ჰქონდა. ჩვენი დაკვირვების შედეგად, ქობულეთის მუნიციპალიტეტში ხუთი შემთხვევიდან, კომისიამ ობიექტურად გამოავლინა გამარჯვებულები სამ პოზიციაზე, ხოლო ორ შემთხვევაში, ვთვლით, რომ კომისიის გადაწყვეტილება არ იყო სამართლიანი.

სამართლიანი არჩევნების მიერ კონკურსანტების შერჩევის პროცესის შეფასება ბათუმის მერიაში

ქალაქ ბათუმის საჯარო კონკურსის შედეგების მიხედვით, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერს 47 პოზიციაზე დასანიშნად წარედგინა მოქმედი თანამშრომლები, რომელთა უმრავლესობა დანიშნული იყო მერიაში დროებით მოვალეობის შემსრულებლებლად იგივე პოზიციებზე, ან სხვა პოზიცებზე, ხოლო 28 პოზიციაზე კონკურსის შედეგად გამოვლინდა ახალი კადრები. ბათუმის მერიაში „სამართლიანი არჩევნები“ გასაუბრების პროცესს სრულად დააკვირდა. ორგანიზაციას მიაჩნია, რომ კანდიდატების შეფასებებსა და გამარჯვებულების გამოვლენის პროცესში კომისია უმეტესწილად ობიექტური იყო, თუმცა, ჩვენი შეფასებით, 12 პოზიციაზე კომისიას უკეთესი გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა ჰქონდა.

ბათუმის მერიის მიერ ვაკანტურად გამოცხადებული 98 პოზიციიდან კონკურსი ჩაშლილად გამოცხადდა 23 პოზიციაზე. მნიშვნელოვანია, რომ კონკურსი ჩაშლილად გამოცხადდა 16 ისეთ პოზიციაზე, რომლებიც მოქმედმა თანამშრომლებმა მეორე ეტაპზე - ტესტირებაზე ვერ გადალახეს. აღნიშნული პოზიციებიდან, გასაუბრებებიდან გამომდინარე, ვფიქრობთ, კომისიას კონკურსანტებს შორის არჩევანის ალტერნატივა მხოლოდ ორ პოზიციაზე ჰქონდა. კერძოდ, მერიის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის პოზიციაზე და შიდა აუდიტის სამსახურის მთავარი სპეციალისტის პირველ

9

Page 10: საჯარო მოხელეთა ატესტაციისა და კონკურსის პროცესის შუალედული შეფასება

კატეგორიაზე. ამ უკანასკნელზე, ერთ-ერთმა კონკურსანტმა ზ.უ.-მ საუკეთესოდ წარმოაჩინა თავი გასაუბრებაზე, თუმცა კომისიის მიერ გასაუბრების ეტაპი შეფასებულია 1,79 ქულით და მითითებულია, რომ გასაუბრების ეტაპი ვერ გადალახა. ჩაშლილად გამოცხადებული დანარჩენი 21 პოზიციდან 4 პოზიციაზე კონკურსანტი საერთოდ არ იყო გასაუბრების ეტაპზე. 17 პოზიციაზე კი წარმოდგენილი კანდიდატები ჩვენს მიერ არ შეფასდნენ დადებითად და შესაბამისად, მივესალმებით იმ ფაქტს, რომ კომისიამ ამ პოზიციებზე კონკურსი ჩაშლილად გამოაცხადა.

ჩვენი შეფასებით, ბათუმის მერიის რამდენიმე პოზიციაზე კომისიას არ უნდა დაესახელებინა გამარჯვებულად ისეთი კონკურსანტები, რომლებმაც, გასაუბრებებზე საკმაოდ სუსტად წარმოაჩინეს თავი:

ზედამხედველობის სამსახურის უფროსის მოადგილის პოზიციაზე გამარჯვებულად გამოცხადდა ახალი კადრი დ. ქ. , რომელსაც ტესტირებაზე საკმაოდ მაღალი 49 ქულა აქვს მიღებული. თუმცა გასაუბრებაზე თავის შესაძლებლობების შესაბამისად წარმოჩენა ვერ შეძლო. მართალია, სხვა ალტერნატივა კომისიას არ ჰქონდა, მაგრამ რამდენადაც სამასახურის უფროსის მოადგილეობა მნიშვნელოვანი პოზიციაა, ვფიქრობთ კომისიას უფრო მაღალი შეფასების კრიტერიუმი უნდა გამოეყენებინა გასაუბრების შედეგების შეფასებისას და აღნიშნულ პოზიციაზე კონკურსი ჩაშლილად გამოეცხადებინა.

შიდა აუდიტის სამსახურის მთავარი სპეციალისტის II კატეგორიაში გამარჯვებულებად გამოვლინდა ორი მოქმედი თანამშრომელი/მოვალეობის შემსრულებელი - ბ. დ. და რ. ძ., რომლებიც ჩვენს მიერ დამაკმაყოფილებლად არიან შეფასებულები. მართალია, აღნიშნულ კონკურსანტებს ტესტირებებში ქულების საკმაოდ კარგი მაჩვენებელი აქვთ (ბ. დ. – 48 ქულა, რ. ძ. – 44 ქულა) და გასაუბრებიდან გამომდინარე კომისიას უკეთესის ალტერნატივა არ ჰქონდა. თუმცა, ვთვლით რომ ამ შემთხვევაში, კომისიის მიერ კონკურსანტთა გასაუბრების დონის შეფასების არათანმიმდევრულ მიდგომას ჰქონდა ადგილი, ვინაიდან ამ პოზიციებზე საშუალო დონის კონკურსანტები გამოცხადდნენ გამარჯვებულებად, იმ დროს როდესაც შიდა აუდიტის პირველ კატეგორიაზე კომისიას არჩევანის გაკეთების უფრო მეტი საშუალება ჰქონდა და კონკურსი ამ პოზიციაზე ჩაშლილად გამოაცხადა.

შიდა აუდიტის სამსახურის წამყვანი სპეციალისტის პოზიციაზე გამარჯვებულად გამოვლინდა ამ პოზიციაზე მოქმედი დროებით მოვალეობის შემსრულებელი, რომელმაც ჩვენგან საკმაოდ დაბალი შეფასება მიიღო გასაუბრებაზე. აღნიშნულ კონკურსანტს ს. გ.-ს ტესტირებაში მიღებული აქვს 41 ქულა, კომისიას ჰქონდა გასაუბრებიდან გამომდინარე შედარებით უკეთესის შერჩევის საშუალება სხვა კონკურსანტის (ხ.ს.) სახით, რომელსაც ტესტირებაზე უფრო მაღალი - 51 ქულა აქვს მიღებული და ამასთან, ჩვენი შეფასებით, გასაუბრებაზეც უკეთესად წარმოაჩინა თავი.

კეთილმოწყობის სამსახურის საქალაქო ინფრასტრუქტურის განყოფილების მთავარი სპეციალისტი III კატეგორიაში ერთ პოზიციაზე და ზედამხედველობის სამსახურის სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის განყოფილების მთავარი სპეციალისტი II კატეგორიაში ორ პოზიციაზე გამარჯვებულად გამოვლინდა ახალი კადრები, რომლებმაც ჩვენი შეფასებით, გასაუბრება წარმატებით ვერ გაიარეს. მიუხედავად იმისა, რომ შერჩეულმა კონკურსანტებიდან ორმა საკმაოდ მაღალი ქულები მიიღეს ტესტირებაზე, ვთვლით, რომ გასაუბრებაზე სუსტად წარმოაჩინეს საკუთარი თავი. ვინაიდან კომისიას ამ პოზიციებზე სხვა ალტერნატივა არ ქონდა, კონკურსი ჩაშლილად უნდა გამოეცხადებინა.

არქიტეტქურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის ქალაქგეგმარებისა და ურბანული განვითარების განყოფილების მთავარი სპეციალისტის პოზიციებზე II და III კატეგორიებში (II კატეგორიაზე მოქმედი/მოვალეობის შემსრულებელი ნ. ბ. და III კატეგორიაზე ახალი თანამშრომელი ს. ბ.) გამარჯვებულებად გამოვლენილნი არიან გასაუბრებაზე ჩვენს მიერ ცუდად შეფასებული კონკურსანტები. ორივე კონკურსანტს ტესტირებაზე მიღებული აქვს 41 ქულა და ვთვლით, რომ კომისიამ გასაუბრებაზე არაშესაბამისად მაღალი ქულები მიანიჭა და შედეგად გამარჯვებულებად გამოავლინა. აღნიშნულ პოზიციებზე სხვა კონკურსანტები გასაუბრებაზე არ გამოცხადებულან, შესაბამისად სხვა ალტერნატივა კომისიას არ ჰქონდა. თუმცა, ჩვენი აზრით, ამ პოზიციებზეც კონკურსი ჩაშლილად უნდა გამოცხადებულიყო.

10

Page 11: საჯარო მოხელეთა ატესტაციისა და კონკურსის პროცესის შუალედული შეფასება

კომისიის მიერ მერის წარმომადგენელად ბაგრატიონის ადმინისტრაციულ ერთეულში და მერის წარმომადგენლის თანაშემწედ ბონი-გოროდოკის ადმინისტრაციულ ერთეულში გამარჯვებულად შეირჩა ორი ახალი კადრი, რომლებიც ჩვენს მიერ არადამაკმაყოფილებლად შეფასდნენ გასაუბრებაზე. ვინაიდან კომისიას აღნიშნულ პოზიციებზე არჩევანის საშუალება არ ჰქონდა, ვთვლით, რომ კონკურსი ჩაშლილად უნდა გამოცხადებულიყო.

კონკურსის საბოლოო შედეგებთან დაკავშირებით საკონკურსო-საატესტაციო კომისიაში შევიდა 3 საჩივარი. მომჩივან კონკურსანტებს განაცხადი რამდენიმე პოზიციაზე ჰქონდათ წარდგენილი და შესაბამისად რამდენიმე პოზიციაზე გაიარეს გასაუბრება. თუმცა, ისინი აპროტესტებდნენ კონკრეტული პოზიციის შედეგებს, სადაც თვლიდნენ რომ უკეთესად წარმოაჩინეს გასაუბრებაზე თავი. სამი საჩივრიდან კომისიის მხრიდან არცერთი არ დაკმაყოფილებულა. ორგანიზაცია ესწრებოდა სამივე კონკურსანტის გასაუბრებას და კონკურსანტებთან მიმართებაში ჩვენი შეფასებები ემთხვევა კომისიის შეფასებებს.

სამართლიანი არჩევნების მიერ კონკურსანტების შერჩევის პროცესის შეფასება ბათუმის საკრებულოში

ბათუმის საკრებულოს მიერ ვაკანტურად გამოცხადებული 13 პოზიციიდან კონკურსი ჩაშლილად გამოცხადდა 2 პოზიციაზე, რადგან კომისიას არჩევანის ალტერნატივა არ ქონდა. კონკურსის შედეგად გამარჯვებულებად გამოცხადდა 4 მოქმედი დროებით მოვალეობის შემსრულებელი, ხოლო 7 ახალი კადრი, რომლებიც არ მუშაობდნენ მანამდე საკრებულოში. „სამართლიანი არჩევნები“ ბათუმის საკრებულოში ვაკანტურ პოზიციებზე გამოცხადებული კონკურსის გასაუბრების ეტაპს სრულად დააკვირდა. აქვე უნდა აღინიშნოს ის გარემოება, რომ საკონკურსო-საატესტაციო კომისია პროფესიული ხასიათის შეკითხვებს ნაკლებად იყენებდა გასაუბრებისას, შესაბამისად ჩვენთვის რთული აღმოჩნდა კონკურსანტების კვალიფიკაციის სრულყოფილად შეფასება. თუმცა, ვთვლით, რომ გასაუბრებიდან გამომდინარე 2 პოზიციაზე კომისიას ჰქონდა უკეთესი არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა.

საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწის და აპარატის შესყიდვებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილების უფროსის პოზიციებზე გასაუბრების ეტაპზე რამდენიმე კონკურსანტმა უკეთესად წარმოაჩინა თავი, თუმცა რადგანაც გამარჯვებულებს ტესტირებებში მაღალი ქულები ჰქონდათ, ჯამური ქულებით გამაჯვებულებად ისინი გამოცხადდნენ.

სამართლიანი არჩევნების მიერ კონკურსანტების შერჩევის პროცესის შეფასება ხულოს მუნიციპალიტეტში

ხულოს მუნიციპალიტეტში კონკურსი გამოცხადდა გამგეობაში 44, ხოლო საკრებულოში - 2 პოზიციაზე. გასაუბრების შედეგად კონკურსის საბოლოო შედეგების მიხედვით საკრებულოში შეივსო ორივე ვაკანტური პოზიცია, ხოლო გამგეობაში - 33. კონკურსი ჩაშლილად გამოცხადდა გამგეობაში 11 პოზიციაზე. „სამართლიანი არჩევნები“ ხულოს მუნიციპალიტეტში 157 გასაუბრებიდან 120 გასაუბრებას დაესწრო. ჩვენი შეფასებით, კომისიის მიერ მართებულად იქნა მიღებული გადაწყვეტილება რამდენიმე პოზიციაზე კონკურსის ჩაშლილად გამოცხადების შესახებ და იქ, სადაც დავაკვირდით გასაუბრებებს, კომისიამ უმეტეს შემთხვევაში კადრების შერჩევა ობიექტურად განახორციელა. თუმცა, „სამართლიანი არჩევნები“ კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას 4 პოზიციაზე არ ეთანხმება.

მიგვაჩნია, რომ კომისიამ არაობიექტური გადაწყვეტილება მიიღო დიდაჭარის თემში წარმომადგენლის პოზიციაზე კონკურსის ჩაშლილად გამოცხადების თაობაზე. აღნიშნულ პოზიციაზე იყო კონკურსანტი ა. ხ., რომელსაც ტესტირებაზე მიღებული აქვს 41 ქულა და გასაუბრებაზეც თავი კარგად წარმოაჩინა. შესაბამისად ვთვლით, რომ კომისას ჰქონდა გამარჯვებულის გამოვლენის

11

Page 12: საჯარო მოხელეთა ატესტაციისა და კონკურსის პროცესის შუალედული შეფასება

საშუალება. გამგებლის თანაშემწედ იურიდიულ საკითხებში და რიყეთის თემში, გამგებლის წარმომადგენლის პოზიციებზე დაინიშნენ კადრები, რომლებმაც, ჩვენი შეფასებით, ვერ გაიარეს გასაუბრება წარმატებით. ამ პოზიციებზე კომისიას არჩევანის საშუალება არ ქონდა, რადგან სხვა კონკურსანტები გასაუბრებაზე არ გამოცხადნენ. ჩვენი აზრით, კომისიას შეეძლო აღნიშნულ პოზიციებზე თავიდან გამოეცხადებინა კონკურსი.

აღსანიშნავია, ხულოს მუნიციპალიტეტში ერთ-ერთი კონკურსანტის ა.ტ.-ს მიერ გამოთქმული პრეტენზიები კონკურსის პროცესის მიმდინარეობის შესახებ. ამ ფაქტთან დაკავშირებით გავიდა სიუჟეტი TV25-ზე და ვებგვერდზე www.batumelebi.ge მისი ავტორობით გამოქვეყნდა წერილი „ღია წერილი ხულოს გამგებელს“. კონკურსანტს რამდენიმე ვაკანსიაზე ჰქონდა განაცხადი შეტანილი ხულოს მუნიციპალიტეტში. „სამართლიანი არჩევნები“ მის გასაუბრებას სამ პოზიციაზე აკვირდებოდა. კონკურსანტ - ა.ტ.-ს ტესტირებაზე მაღალი - 53 ქულა აქვს მიღებული, მაგრამ ვფიქრობთ, რომ ორ პოზიციაზე კომისიას ჰქონდა უკეთესი არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა და შესაბამისად, კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება აღნიშნულ პოზიციებზე კადრების შერჩევისას იყო ობიექტური, ხოლო მესამე - გამგებლის წარმომადგენლის პოზიციაზე ა.ტ.-მ გამარჯვებული კანდიდატის თანაბარად წარმოაჩინა თავი, თუმცა მას ტესტირებაში უკეთესი ქულები ჰქონდა ვიდრე გამარჯვებულ კანდიდატს. ამიტომ მიგვაჩნია, რომ კომისიას შეეძლო ა.ტ-ს სასარგებლოდ მიეღო გადაწყვეტილება.

სამართლიანი არჩევნების მიერ კონკურსანტების შერჩევის პროცესის შეფასება შუახევის მუნიციპალიტეტში

შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობაში კონკურსი 17 ვაკანსიაზე გამოცხადდა, ხოლო საკრებულოში - 3 ვაკანსიაზე. კონკურსი ჩაშლილად გამოცხადდა გამგეობაში 4 პოზიციაზე, საკრებულოში - 1 პოზიციაზე. „სამართლიანი არჩევნები“ შუახევის მუნიციპალიტეტში 39 გასაუბრებიდან 31-ს - დააკვირდა. ჩვენი შეფასებით, კადრების შერჩევისას კომისიები ძირითადად ობიექტურ გადაწყვეტილებებს იღებდა. თუმცა, მიგვაჩნია, რომ შუახევის მუნიციპალიტეტში არასწორ მიდგომას ჰქონდა ადგილი კონკურსის შედეგების გასაჩივრების პროცესთან დაკავშირებით.

გასაუბრების ეტაპთან დაკავშირებით საპრეტენზიო კომისიებში შევიდა 3 საჩივარი, მათ შორის ორი საჩივარი, ერთი საკრებულოს და მეორე გამგეობის შედეგთან დაკავშირებით, არ დაკმაყოფილდა. რაც შეეხება მესამე საჩივარს, კონკურსანტი რ.ბ. იურიდიული და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების მთავარი სპეციალიტის პოზიციაზე ასაჩივრებდა გასაუბრების შედეგებს. აღნიშნული საჩივარი კომისიამ დააკმაყოფილა. მომჩივანს, რომელსაც მანამდე 9,26 ქულა ქონდა, ქულები დაუმატეს და გამარჯვებულად 9,54 ქულით გამოავლინეს რ. ბ. და არა ნ. ა., რომელიც კომიის სხდომის ოქმის მიხედვით 9,49 ქულით იყო შეფასებული და შესაბამისად გამარჯვებულად ითვლებოდა.

როგორც გამგეობის იურისტმა აღნიშნა, კომისიას გასაუბრებების დასრულების შემდეგ გამარჯვებულების გამოვლენის გადაწყვეტილება არ მიუღია. კომისიამ ჯერ კონკურსანტთა გასაუბრების და ჯამური ქულები გამოაქვეყნა, სადაც მითითებული არ იყო ვინ იყვნენ გამარჯვებულები და გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ გასაჩივრების შესახებ მიღებული გადაწყვეტილებების გათვალისწინებით მიიღო გადაწყვეტილება გამარჯვებულთა გამოვლენის შესახებ.

მიგვაჩნია, რომ ასეთი მიდგომა ეწინააღმდეგება კანონმდებლობით განსაზღვრულ ნორმებს და კონკურსანტებს რეალურად ართმევს კომისიის გადაწყვეტილების გასაჩივრების საშუალებას. საჯარო სამსახურის შესახებ კანონის თანახმად, კომისიამ თითოეულ კანდიდატს უნდა აცნობოს მის მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილების შესახებ. აღნიშნული გულისხმობს არა მხოლოდ მიღებული ქულების შესახებ კანდიდატისთვის ინფორმაციის მიწოდებას, არამედ ასევე ინფორმაციას იმის შესახებ, კომისიის გადაწყვეტილებით რა პოზიცია დაიკავა ან ვერ დაიკავა კანდიდატმა. შესაბამისად, კანდიდატს შესაძლებლობა უნდა მიეცეს გაასაჩივროს როგორც მის მიერ მიღებული ქულები, ასევე კომისიის მიერ მის მიმართ გამოტანილი საბოლოო გადაწყვეტილება. შუახევის საკონკურსო-საატესტაციო კომისიამ კი კანდიდატებს რეალურად არ მისცა აღნიშნულის გასაჩივრების საშუალება.

12

Page 13: საჯარო მოხელეთა ატესტაციისა და კონკურსის პროცესის შუალედული შეფასება

ვთვლით, რომ რადგან შეცდომა კომისიის მხრიდან იქნა დაშვებული, იმ კანდიდატებს ვისაც გასაჩივრების მოთხოვნა აქვთ, ამ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა მიეცეთ ამის საშუალება ვადების გასვლის შემდეგაც.

სამართლიანი არჩევნების მიერ კონკურსანტების შერჩევის პროცესის შეფასება ქედის მუნიციპალიტეტში

ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და საკრებულოს აპარატში კონკურსი გამოცხადა გამგეობაში - 27 პოზიციაზე, საკრებულოს აპარატში - 4 პოზიციაზე. კონკურსის საბოლოო შედეგების მიხედვით ყველა პოზიციაზე გამოვლინდა გამარჯვებული. „სამართლიანი არჩევნები“ გასაუბრების ეტაპს ქედის მუნიციპალიტეტში სრულად დააკვირდა. ორგანიზაციის შეფასებით, კადრების შერჩევის პროცესი ძირითადად ობიექტურად განხორციელდა. თუმცა, 2 პოზიციაზე კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება,ჩვენი შეფასებით, არ იყო მართებული.

განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმის, ახალგაზრდულ საკითხთა და ძეგლთა დაცვის სამსახურის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილებაში სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საკითხებში მთავარი სპეციალისტის პოზიციაზე, ვებ-გვერდზე განთავსებული შედეგების ცხრილის მიხედვით, გამარჯვებულად გამოვლენილი იყო კონკურსანტი მ. ბ. . 2015 წლის 5 იანვარს კონკურსანტს დაუკავშირდნენ კომისიიდან და აცნობეს, რომ მის პოზიციაზე გამარჯვებული არის სხვა პიროვნება - მ.მ.. როგორც გაირკვა, მ.ბ. კონკურენტ მ.მ.-ს საკონკურსო საპრეტენზიო კომისიაში შეტანილი ჰქონდა საჩივარი იმ საფუძვლით, რომ მის მიერ გამოთხოვილი ოქმის მიხედვით ჯამური ქულებით იმარჯვებდა თავად - მ.მ. , მაშინ როდესაც მუნიციპალიტეტის ვებ-გვერდზე ატვირთული ცხრილის მიხედვით მ.ბ.-ს აქვს - 13,2 ქულა, მ.მ.-ს კი - 13 ქულა. აღსანიშნავია, რომ ტესტირებაში ორივე კონკურსანტს თანაბარი (43) ქულა ჰქონდა მიღებული.

მ.მ.-ს საჩივარი საპრეტენზიო კომისიამ დააკმაყოფილა და რეკომენდაციით მიმართა საკონკურსო საატესტაციო კომისიას, რომ გამარჯვებულად ეღიარებინათ მ.მ. საკონკურსო საატესტაციო კომისამაც დააკმაყოფილა საჩივარი და გამარჯვებულად გამოავლინა მ.მ. და არა ვებ-გვერდზე განთავსებული შედეგების მიხედვით მაღალი ქულის მქონე მ.ბ. .

კომისია „სამართლიანი არჩევნების“ კოორდინატორთან პირად საუბრებში აცხადებდა, რომ ქულების დაჯამებისას შეცდომა მოუვიდათ მ.ბ.-ს სასარგებლოდ და სხდომის ოქმის მიხედვით და ქულების ხელახალი დაჯამებით აღმოაჩინეს, რომ მ.მ. ერთი ქულით უსწრებდა ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული შედეგების მიხედვით გამარჯვებულ მ.ბ.-ს, შესაბამისად გამარჯვებულადაც კომისიამ მ.მ. გამოავლინა.

აღნიშნულ პოზიციაზე გასაუბრება გაიარა ხუთმა კონკურსანტმა. მათ შორის თავდაპირველად გამარჯვებულად გამოცხადებულმა კონკურსანტმა მ.ბ.-,მ , „სამართლიანი არჩევნების“ შეფასებით, ყველაზე უკეთესად წარმოაჩინა თავი გასაუბრებაზე.

ქონების საკითხებში ეკონომიკური განვითარების სამსახურის ქონების მართვის განყოფილების მთავარი სპეციალისტის პოზიციაზე გასაუბრებაზე გავიდა 4 კონკურსანტი, მათ შორის ამ პოზიციაზე დასაქმებული დროებით მოვალეობის შემსრულებელიც გ.წ. კომისიამ მოვალეობის შემსრულებელს გასაუბრებისას განუცხადა, რომ როგორც ძველი თანამშრომლისგან, უფრო მეტი მოლოდინი ჰქონდათ მისგან. ამ პოზიციაზე, ჩვენი აზრით, საუკეთესოდ წარმოაჩინა თავი და კომისიის მოწონებაც დაიმსახურა კონკურსანტმა ს.ჩ-მ, რომელიც არ წარმოადგენდა თვითმმართველობაში დასაქმებულ პირს. მიუხედავად იმისა, რომ კონკურსანტ გ.წ.-ს გასაუბრებაზე მიღებული აქვს უფრო დაბალი - 45 ქულა, ვიდრე ს.ჩ.-ს - 50 ქულა, საბოლოო შედეგის მიხედვით, ამ პოზიციაზე კომისიამ გამარჯვებულად გამოაცხადა, მოქმედი თანამშრომელი/მოვალეობის შემსრულებელი.

13

Page 14: საჯარო მოხელეთა ატესტაციისა და კონკურსის პროცესის შუალედული შეფასება

სამართლიანი არჩევნების მიერ კონკურსანტების შერჩევის პროცესის შეფასება ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში

„სამართლიანი არჩევენები“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ჩატარებული კონკურსის 578 გასაუბრებიდან 139 გასაუბრებას დააკვირდა. ჩვენი შეფასებით, კომისიამ ობიექტური გადაწყვეტილებები მიიღო და სამართლიანად გამოავლინა გამარჯვებული კონკურსანტები.

ამასთან, აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ვაკანტურ პოზიციაზე კონკურსანტების დანიშვნასთან დაკავშირებით გამოვლენილ პრობლემურ საკითხზე „სამართლიანი არჩევნების“ რეაგირებამ შედეგი გამოიღო.

კერძოდ, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საქმის წარმოებისა და საორგანიზაციო საკითხებში მთავარი სპეციალისტის პოზიციაზე კომისიის მიერ ტესტირებისა და გასაუბრების შედეგად ჯამურად მაღალი - 11,4 ქულით შეფასებული კონკურსანტის ნაცვლად საკრებულოს თავმჯდომარე ჯუმბერ ბერიძე აღნიშნულ პოზიციაზე გეგმავდა დაენიშნა უფრო ნაკლები - 10,8 ქულით შეფასებული კონკურსანტი. მიზეზად საკრებულოს თამჯდომარემ დაასახელა ქულებს შორის უმნიშვნელო სხვაობა და კონკურსანტის ოთხწლიანი სამუშაო გამოცდილება.

აღნიშნული ფაქტით დაინტერესდა და სიუჟეტი მოამზადა რეგიონულმა ტელეარხმა 25-მა, რომელსაც ერთვოდა ,,სამართლიანი არჩევნების“ პოზიცია. ორგანიზაციის შეფასებით, საკრებულოს თავმჯდომარეს ჰქონდა კანონიერი უფლება თავად მიეღო საბოლოო გადაწყვეტილება აღნიშნული პირის დანიშვნის შესახებ. თუმცა, კონკურსის პრინციპებიდან გამომდინარე, თანამდებობაზე დანიშვნისას უპირატესობა უნდა მიენიჭოს უმაღლესი ქულების მქონე კონკურსანტებს.

„სამართლიანი არჩევნების“ განცხადების შემდეგ საკრებულოს თავმჯდომარემ გადაწყვეტილება შეცვალა და საკრებულოს აპარატის საქმის წარმოებისა და საორგანიზაციო საკითხებში მთავარი სპეციალისტის პოზიციაზე კონკურსის შედეგად მაღალი ქულის მქონე კონკურსანტი დაინიშნა.

მიგვაჩნია, რომ თვითმმართველობაში მიმდინარე საკადრო ცვლილებებისას არასამთავრობო სექტორის რეკომენდაციების გათვალისწინება პოზიტიური მოვლენაა, რაც ხელს უწყობს პროცესის სამართლიანად და გამჭვირვალედ წარმართვას.

სამართლიანი არჩევნების მიერ კონკურსანტების შერჩევის პროცესის შეფასება ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში კონკურსი გამოცხადდა 67 ვაკანტურ პოზიციაზე, ხოლო საკრებულოში - 7 ვაკანტურ პოზიციაზე. კონკურსის შედეგად ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობაში შეივსო - 65 ვაკანტური ადგილი, ხოლო საკრებულოში - 6. კონკურსი ჩაშლილად გამოცხადდა - 3 პოზიციაზე, მათ შორის გამგეობაში - 2 პოზიციაზე, საკრებულოში - 1 პოზიციაზე. „სამართლიანი არჩევნები“ 106 გასაუბრებიდან 94 გასაუბრებას დააკვირდა. ჩვენი შეფასებით, კომისიამ ძირითადად ობიექტურად გამოავლინა გამარჯვებული კონკურსანტები. თუმცა, ხუთ პოზიციაზე, ვთვლით, რომ გასაუბრებიდან გამომდინარე, კომისიას უკეთესი არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა ჰქონდა.

გამგებლის წარმომადგენლის სამ პოზიციაზე, ასევე ადმინისტრაციული სამსახურის იურიდიული განყოფილების უფროსის და ქონების მართვისა და ზედამხედველობის სამსახურის უფროსის პოზიციებზე, კონკურსანტები, რომლებმაც, ჩვენი შეფასებით, საუკეთესოდ წარმოაჩინეს თავი გასაუბრებაზე გამარჯვებულებად არ გამოცხადებულან. აღნიშნულ პოზიციებზე გამარჯვებულებად ჩვენს მიერ გასაუბრებებზე საშუალოდ შეფასებული კონკურსანტები გამოვლინდნენ.

14

Page 15: საჯარო მოხელეთა ატესტაციისა და კონკურსის პროცესის შუალედული შეფასება

სამართლიანი არჩევნების მიერ ქობულეთის მუნიციპალიტეტში კომისიის გადაწყვეტილებების შეფასება იმ კონკურსანტებთან მიმართებაში, რომლებმაც გამოთქვეს პრეტენზიები

ქობულეთის მუნიციპალიტეტში კონკურსი გამოცდახდდა გამგეობაში - 101, ხოლო საკრებულოში - 4 ვაკანსიაზე. მათგან კონკურსის შედეგად გამარჯვებული გამოვლინდა გამგეობა-საკრებულოში 63 პოზიციაზე, ხოლო კონკურსი ჩაშლილად გამოცხადდა გამგეობაში 42 პოზიციაზე. „სამართლიანი არჩევნები“ ქობულეთის მუნიციპალიტეტში ჩატარებული 358 გასაუბრებიდან 205 გასაუბრებას დაესწრო. რაც შეეხება, ქობულეთის მუნიციპილატეტში კადრების შერჩევის პროცესის საბოლოო შეფასებას, ორგანიზაციამ გააკეთა შეფასება იმ კონკურსანტებისა, რომლებმაც გამოთქვეს პრეტენზიები და კომისიის გადაწყვეტილება უსამართლოდ მიიჩნიეს. თუმცა, კონკურსის შედეგების საბოლოო შეფასებები არ არის სრულყოფილი და არ ასახავს ქობულეთის მუნიციპალიტეტის კონკურსის მთლიან სურათს და აღნიშნული ინფორმაცია დამუშავების პროცესშია. ჩვენი დაკვირვების შედეგად, ქობულეთის მუნიციპალიტეტში ხუთი შემთხვევიდან, კომისიამ ობიექტურად გამოავლინა გამარჯვებულები სამ პოზიციაზე, ხოლო ორ შემთხვევაში, ვთვლით, რომ კომისიის გადაწყვეტილება არ იყო სამართლიანი.

სოციალურ ქსელში ერთ-ერთმა კონკურსანტმა ს.ა.-მ, რომელიც კონკურსის შედეგად გამარჯვებულად არ გამოვლინდა, გაავრცელა პრეტენზიები გამგეობის რამდენიმე პოზიციაზე კონკურსში ნეპოტიზმის ნიშნებით გამარჯვებულთა გამოვლენის თაობაზე. სოციალურ სივრცეში გავრცელებული ნეპოტიზმის განცხადების ავტორის ს.ა.-ს გასაუბრებას ,,სამართლიანი არჩევნები“ ესწრებოდა ორ პოზიციაზე, რომელთაგანაც ერთ-ერთზე ვთვლით, რომ კომისიამ სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო და ობიექტურად შეარჩია ის კონკურსანტი, რომლმაც ჩვენი შეფასებითაც უკეთ წარმოაჩინეს თავი, ვიდრე კონკურსანტმა ს.ა.-მ. ხოლო მეორე - მუხაესტატეს ადმინისტრაციულ თემში გამგებლის წარმომადგენელის პოზიციაზე, სადაც გასაუბრებას გადიოდა ოთხი კონკურსანტი, მათგან ორი კონკურსანტი უკეთესად შეფასდა, ვიდრე ს.ა.. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი აზრით, კომისიას არჩევანის ალტერნატივა ჰქონდა კონკურსი მაინც ჩაშლილად გამოაცხადა.

გამარჯვებულის უსამართლოდ გამოვლენის შესახებ გამოთქვა პრეტენზია მედიასთან მიცემულ კომენტარში ერთ-ერთმა კონკურსანტმა ლ. ს.-მ. „სამართლიანი არჩევნები“ ამ კონკურსანტის გასაუბრებას ესწრებოდა სამ პოზიციაზე (კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის კულტურის განყოფილების, ასევე სამსახუსის განათლების განყოფილების უფროსის და ამავე სამსახურის განათლების განყოფილების უფროსის და განათლების განყოფილების მთავარი სპეციალისტის პოზიციებზე). ჩვენი შეფასებით, სამივე პოზიციაზე მასზე უკეთესი შედეგი აჩვენეს კონკურსანტებმა, რომელებიც კომისიამ გამარჯვებულებად გამოვლინა. შესაბამისად, ვთვლით, რომ კონკურსანტ ლ.ს.-ს პრეტენზია უსაფუძვლოა.

კონკურსანტ ს. ზ.-ს გასაუბრებას, რომელმაც ასევე გამოთქვა პრეტენზიები მედია საშუალებით კონკურსის შედეგებთან დაკავშირებით და აცხადებდა, რომ მისი შერჩევა არ მოხდა პოლიტიკური კუთვნილების (კონკურსანტი პარტია ,,თავისუფალი დემოკრატების“ წევრია) გამო. „სამართლიანი არჩევნები“ ესწრებოდა კონკურსანტის გასაუბრებას ორ პოზიციაზე. მათგან გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის ახალგაზრდობისა და გენდერული თანასწორობის განყოფილების უფროსის პოზიციაზე ვთვლით, რომ გამარჯვებულმა კონკურსანტმა უკეთესად წარმოაჩინა თავი და კომისიამ სწორი გადაწყვეტილება მიიღო. რაც შეეება მეორე - კულტურის საკითხებში გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის კულტურის განყოფილების მთავარი სპეციალიტი პოზიციას, ს. ზ. -მ გასაუბრებისას უკეთესი შედეგი აჩვენა, ვიდრე კონკურსანტმა მ.ც.-მ, რომელიც კომისიის მიერ გამარჯვებულად დასახელდა. შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ ამ შემთხვევაში კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ იყო ობიექტური.

რაც შეეხება კონკურსანტ ს.ა.-ს მიერ სოციალურ ქსელში დასახელებულ სხვა პოზიციებს, „სამართლიანი არჩევნები“ არ ესწრებოდა ამ პოზიციებზე დანიშნული პირების გასაუბრებებს და

15

Page 16: საჯარო მოხელეთა ატესტაციისა და კონკურსის პროცესის შუალედული შეფასება

შესაბამისად, ვერ აკეთებს შეფასებას იმისა, ჰქონდა თუ არა ადგილი „ნეპოტიზმს“ ამ პოზიციებზე კადრების შერჩევისას.

კადრების დანიშვნისას გამოვლენილი ხარვეზი ხონის მუნიციპალიტეტში

„სამართლიანი არჩევნების“ დაკვირვებით, ხონის გამგეობის საჯარო მოხელეთა ვაკანტურ თანამდებობაზე გამოცხადებულ კონკურსის ფარგლებში ადგილი ჰქონდა კომისიის დაუდევრობას.

ტესტირებისა და გასაუბრების შემდეგ კომისიამ გამოავლინა ერთ-ერთ პოზიციაზე გამარჯვებულად კონკურსანტი - ნ.მ.. მას დაუკავშირდნენ, აცნობეს აღნიშნულის შესახებ და სამსახურშიც დაიბარეს. პირველ სამუშაო დღეს განუცხადეს, რომ მისი დანიშვნის შესახებ ბრძანებას დღის ბოლოს გადასცემდნენ. თუმცა, დღის ბოლოს გაირკვა, რომ აღნიშნულ პოზიციაზე მასზე მეტი ქულები სხვა კონკურსანტმა დააგროვა და შესაბამისად შეცდომით მოხდა ნ.მ.-ს გამოძახება. როგორც „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელმა გაარკვია, მართლაც გამარჯვებულმა კონკურსანტმა მ.კ.-მ სამი ქულით მეტი დააგროვა და გამოცხადებულ პოზიციაზეც ის დაინიშნა.

კონკურსანტების შედეგების გამოქვეყნებასთან დაკავშირებული ხარვეზები ქედისა და ხულოს მუნიციპალიტეტებში

ქედის მუნიციპალიტეტში კონკურსანტის საბოლოო ქულებთან დაკავშირებით დაფიქსირდა სხვაობები კომისიის სხდომის ოქმსა და ვებ-გვერდზე განთავსებულ ინფორმაციას შორის.

ხულოს მუნიციპალიტეტში, კონკურსანტმა, რომელმაც პირველი და მეორე ეტაპები გადალახა, გასაუბრებაზე არ იქნა დაშვებული, იმ მიზეზით, რომ ვებ-გვერდზე არასწორი ინფომაცია იქნა განთავსებული მისი ქულების შესახებ და სატელეფონო ტექსტური შეტყობინებაც არასწორად იქნა გაგზავნილი. თავად კონკურსანტის აქტიურობის შედეგად, ის გასაუბრებების ბოლო დღეს დაიბარეს.

ძირითადი დასკვნები

ტესტირების პროცესი

„სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლების ინფორმაციით, ატესტაციისა და კონკურსების ტესტირების პროცესი ძირითადად კარგად იყო ორგანიზებული. რიგ შემთხვევებში დაფიქსირდა ტექნიკური ხარვეზები, რომლებსაც ზეგავლენა არ მოუხდენია ტესტირების შედეგზე.

მონაწილეთა გამოკითხვის შედეგად უმრავლესობამ აღნიშნა, რომ ტესტები იყო რთული ან მეტ-ნაკლებად რთული და ზოგიერთ თვითმმართველ ერთეულში დაწესებული მინიმალური ზღვარი - მაღალი.

კონკურსანტთა მიერ საპრეტენზიო კომისიებში წარდგენილი საჩივრები ძირითადად ეხებოდა ტესტების შინაარსობრივ მხარეს ან შედეგებს. საჩივრების უმრავლესობა არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.

მონაწილეთა ინფორმაციით, ცალკეულ შემთხვევებში მათ მიერ მიღებული ქულები არ ემთხვეოდა შემდგომში ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ქულებს. თუმცა, ამის დამტკიცება შეუძლებელი აღმოჩნდა, რადგან მონაწილეს ტესტირების დასრულების შემდეგ არ ეძლეოდა რაიმე სახის დამადასტურებელი საბუთი, რითაც შეძლებდა პასუხების სისწორის გადამოწმებას და დამამტკიცებელ დოკუმენტად გამოყენებას.

16

Page 17: საჯარო მოხელეთა ატესტაციისა და კონკურსის პროცესის შუალედული შეფასება

გასაუბრების და კადრების შერჩევის პროცესი

„სამართლიანი არჩევნები“ ატესტაცია-კონკურსების გასაუბრებებს 48 მუნიციპალიტეტში დააკვირდა. დამკვირვებლების მიერ მოწოდებული ინფორმაციით, იქ სადაც მოგვეცა გასაუბრებების ეტაპზე დაკვირვების შესაძლებლობა, პროცესი უმეტესწილად მიმდინარეობდა ორგანიზებულად, მონაწილეებს თითქმის თანაბრად ეთმობოდათ დრო და კითხვებიც ერთნაირი შინარსისა და სირთულის იყო. კომისიაც ძირითადად პოზიტიურად იყო განწყობილი კონკურსანტების მიმართ. თუმცა, 8 თვითმმართველ ერთეულში (ხულო, ცაგერი, გარდაბნი, კასპი, ქედა, გორი, ახმეტა, თბილისი), გასაუბრებების დროს, ადგილი ჰქონდა კომისიის წევრების თუ სხვა თანამდებობის პირების მხრიდან კონკურსანტთა მიმართ მიკერძოებას და პოლიტიკური და გენდერული ნიშნით დისკრიმინაციისა და ზეწოლის ფაქტებს . „სამართლიანი არჩევნები“ მიიჩნევს, რომ კონკურსებისა და ატესტაციების პროცესის გამჭვირვალობისა და ობიექტურობის შეფასების მიზნით, ზემო-აღნიშნული ფაქტები საჭიროებს სიღრმისეულ გამოძიებას და რეაგირებას შესაბამისი უწყებების მხრიდან.

„სამართლიანი არჩევნების“ შეფასებით, აჭარა-გურიის ექვს მუნიციპალიტეტში იქ სადაც ორგანიზაციას მიეცა კადრების შერჩევის პროცესის შედარებითი ანალიზის გაკეთების შესაძლებლობა, გამოვლინდა, რომ ძირითადად კომისიის მხრიდან გასაუბრებების შეფასებები და კადრების შერჩევა განხორციელდა ობიექტურად. თუმცა, ვთვლით, რომ აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში 26 ვაკანტურ პოზიციაზე კომისიას ჰქონდა უკეთესი გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა. ამასთან, ორგანიზაციამ შეაფასა თუ რამდენად ობიექტური და სამართლიანი იყო ქობულეთის მუნიციპალიტეტის კომისიის გადაწყვეტილებები იმ კონკურსანტების მიმართ, რომელთაც გამოთქვეს პრეტენზიები და კომისია არაობიექტურობაში დაადანაშაულეს. ჩვენი დაკვირვების შედეგად, ქობულეთის მუნიციპალიტეტში ხუთი შემთხვევიდან, კომისიამ ობიექტურად გამოავლინა გამარჯვებულები სამ პოზიციაზე, ხოლო ორ შემთხვევაში, ვთვლით, რომ კომისიის გადაწყვეტილება არ იყო სამართლიანი.

გასაუბრების ეტაპზე, 49 თვითმმართველი ერთეულიდან „სამართლიან არჩევნებს“ სრულად ან ნაწილობრივ შეეზღუდა დაკვირვების განხორციელების შესაძლებლობა 14 თვითმმართველ ერთეულში. 5-მა თვითმმართველმა ერთეულმა 16 მოგვცა პროცესზე დაკვირვების საშუალება, თუმცა გარკვეული შეზღუდვებით. 9 თვითმმართველმა ერთეულმა 17 კი უარი გვითხრა მიმდინარე თუ დაგეგმილ გასაუბრების ეტაპის დაკვირვებაზე. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ გადაწყვეტილებების მიღების პროცესზე დაკვირვების შესაძლებლობა არც ერთ თვითმმართველ ერთეულში არ მოგვეცა. ამასთან, გასაუბრების ეტაპის დაკვირვების შესაძლებლობის შეზღუდვასთან ერთად, ადგილი ჰქონდა არაუფლებამოსილი პირების მხრიდან „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელზე ზეწოლის ფაქტს თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგეობაში. მიგვაჩნია, რომ კომისიების მიერ დასახელებული მიზეზები, რის გამოც სადამკვირვებლო ორგანიზაციებს შეეზღუდათ დაკვირვების უფლება მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს.

მიგვაჩნია, რომ თვითმმართველობაში მიმდინარე საკადრო ცვლილებებისას არასამთავრობო სექტორის რეკომენდაციების გათვალისწინება, რასაც ადგილი ჰქონდა ხელვაჩაურის გამგეობაში, პოზიტიური მოვლენაა, რაც ხელს უწყობს პროცესის სამართლიანად და გამჭვირვალედ წარმართვას.

„სამართლიანი არჩევნები“ განაგრძობს დაკვირვებას საჯარო მოხელეთა ატესტაცია-კონკურსების პროცესზე და ეტაპობრივად მოახდენს საზოგადოების ინფორმირებას პროცესის მიმდინარეობის, გამოვლენილი ტენდენციების და დაფიქსირებული დარღვევების შესახებ.

16 თბილისის მერია, ქუთაისის მერია, გორის მერია, თელავის მერია, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი. 17 ოზურგეთის მერია, რუსთავის მერია, ახალციხის, ოზურგეთის, ასპინძის, ქარელის, თელავის, თერჯოლის, საგარეჯოს მუნიციპალიტეტები;

17

Page 18: საჯარო მოხელეთა ატესტაციისა და კონკურსის პროცესის შუალედული შეფასება

რეკომენდაციები

1. მიგვაჩნია, რომ ტესტირების გამსვლელი ზღვარი, რომელიც ზოგიერთ ერთეულში 75%-ს წარმოადგენს, გაუმართლებლად მაღალი ბარიერია თვითმმართველი ორგანოების მოხელეთა შესარჩევად: • ერთის მხრივ, არ უნდა მოხდეს ბარიერის დიფერენცირება თვითმმართველი ორგანოების

მიხედვით და ნორმატიული აქტით უნდა განისაზღვროს ერთგვაროვანი ზღვარი ყველა თვითმმართველი ერთეულისთვის.

• მეორეს მხრივ, უნდა მოხდეს განსხვავებული ბარიერის შემოღება მოხელის იერარქიული

მდგომარეობის გათვალისწინებით. საშუალო და დაბალი თანამდებობის მოხელეთათვის ბარიერი არ უნდა აღემატებოდეს 50%-ს, ხოლო მაღალი თანამდებობის პირებისთვის 60%-ს;

2. ტესტირების შემდეგ მონაწილეს უნდა დარჩეს დამადასტურებელი დოკუმენტი, რითაც შემდგომში შეძლებს ტესტის სისწორისა და შედეგების გადამოწმებას;

3. ვფიქრობთ, რომ მოხელეთა შეფასება უნდა მოხდეს კომპლექსურად, მათი გამოცდილებისა და სპეციალიზაციის გათვალისწინებით: • მნიშვნელოვანია შერჩევის პროცესში მხედველობაში იქნას მიღებული კადრის

გამოცდილება და წარსული საქმიანობა, რადგან ერთი გამოცდის შედეგად, მხოლოდ ტესტირების ქულების მიხედვით, არ მოხდეს ისეთი კადრების გათავისუფლება, რომლებიც კარგად იცნობენ სამსახურის სპეციფიკას და ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში წარმატებით ასრულებენ თავიანთ მოვალეობებს.

• ასევე, მნიშვნელოვანია ტესტირების პროცესში თითოეული კადრის სპეციალიზაციის გათვალისწინება. აღსანიშნავია, რომ თვითმმართველ მოხელეთა გარკვეული რაოდენობა ყოველდღიური საქმიანობის წარმატებულად და მაღალკვალიფიციურად განხორციელებისათვის სრულებით არ ეყრდნობა იმ სამართლებრივი საკითხების ამომწურავად ცოდნას, რაც ტესტების ძირითად ნაწილს შეადგენს. მიგვაჩნია, რომ მაღალკვალიფიციური კადრების შერჩევის ძირითადი კრიტერიუმი პროფესიული ნიშნით უნდა განისაზღვროს, ხოლო სამართლებრივი საკითხები და უნარ-ჩვევები ტესტების მხოლოდ მცირე ნაწილს მოიცავდეს;

4. გასაუბრება ყველა კონკურსანტისათვის თანაბარ პირობებში უნდა მიმდინარეობდეს და კომისიის მხრიდან გამოყენებულ იქნას ერთგვაროვანი მიდგომა, მიუხედავად კონკურსანტების პოლიტიკური კუთვნილებისა და სქესისა. მოვუწოდებთ, შესაბამის უწყებებს დროულად და ეფექტურად გამოიძიონ სავარაუდო ზეწოლის ფაქტები; 5. განსაკუთრებით საპასუხისმგებლო და მაღალ პოზიციებზე, არჩევანის ალტერნატივის არ არსებობის შემთხვევაში, სასურველია კონკურსი ამ პოზიციებზე თავიდან გამოცხადდეს; 6. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებმა უნდა მისცენ ყველა დაინტერესებულ მხარეს მოხელეთა ატესტაციისა და კონკურსის პროცესებზე სრულფასოვანი დაკვირვების საშუალება, რათა კითხვის ნიშნის ქვეშ არ დადგეს ატესტაციებისა და კონკურსების პროცესის სამართლიანობა.

18