მელია და თხა

1

Click here to load reader

Upload: nino-mania

Post on 15-Apr-2017

99 views

Category:

Education


3 download

TRANSCRIPT

Page 1: მელია და თხა

47

მელია და თხა(ზღაპარი)

მელია მინდორზე მიდიოდა. მაღლა ყვავზე დარჩა თვალი და ჭაში ჩავარდა. მის ბედად ჭაში ცოტა წყალი იდგა. მართალია, ვერ დაიხრჩობოდა, მაგრამ ამოსვლასაც ვერ ახერხებდა. იდგა წყალში მელია და წუხდა.

ერთიც ვნახოთ, მოდის ბაკაბუკით თხა და ბატონ კაცურად მოაბიჯებს. თხამ გადაუხვია გზას და ჩაიხედა. დაინახა მელია და ჩასძახა:

- მანდ რას აკეთებ, მელიავ?- ვისვენებ, ჩემო გვრიტო! - ტკბილად ამოსძახა მელამ. -

მანდ მაღლა ცხელა და ამიტომ აქ ჩამოვხტი. უჰ, რა მშვენიერი სიგრილეა აქ, რომ იცოდე. ცივი წყალი რამდენიც გინდა, იმდენია!

თხას დიდი ხანია წყურვილით პირი უშრებოდა.- წყალი მართლა კარგია? - ჰკითხა თხამ.- მშვენიერი, - უპასუხა მელამ, - ჩამოხტი, ორივე დავეტევით.გაბრიყვდა თხა და ჩახტა ჭაში.- დახე, ამ უგნურს, ჩამოხტომაც ვერ მოახერხა, სულ

ერთიანად გამზუნზლა! - წყენით თქვა მელამ, ზურგზე შეახტა თხას, ზურგიდან რქებზე მოექცა, რქებიდან მაღლა ახტა და ტყისაკენ მოკურცხლა.

დარჩა ჭაში სულელი თხა, შიმშილით კინაღამ სული ამოსძვრა. ბოლოს ძლივს მიაგნეს, მოსჭიდეს რქებზე ხელი და ამოიყვანეს.