დროის აღრიცხვის სისტემები

24

Click here to load reader

Upload: lela-arbolishvili

Post on 14-Jan-2017

1.132 views

Category:

Education


2 download

TRANSCRIPT

Page 1: დროის აღრიცხვის სისტემები

დროის აღრიცხვის სისტემები

ქრონოლოგია

საათი კალენდარი

წელთაღრიცხვის სისტემები

Page 2: დროის აღრიცხვის სისტემები

დრო

დრო —მარადიული უსასრულობაა, მატერიის არსებობის ერთ-ერთი ძირითადი ფორმა, სამყარო კი დროში ცვალებადი მატერია, რომელიც მოვლენების კანონზომიერი მონაცვლეობით გამოიხატება.

მიუხედავად ამისა, ადამიანმა დროის პირობითი დაყოფა და მისი გაზომვა საჭიროებებიდან გამომდინარე მაინც მოახერხა.

Page 3: დროის აღრიცხვის სისტემები

ქრონოლოგია დროის შემსწავლელ მეცნიერებას _ ქრონოლოგია

[ბერძ. chronos დრო და logos მოძღვრება] ეწოდება.

საათი, კალენდარი და წელთაღრიცხვა (ერა) დროის აღრიცხვის სისტემებია.

ქრონოლოგია საათებს, წუთებს, წამებს, სეკუნდებს საათის მეშვეობით აღრიცხავს (ზომავს); დღებს, კვირეებს, თვეებს და წელს _ კალენდრის, ხოლო საუკუნეს და ათასწლეულებს ერის (წელღაღრიცხვის) მეშვეობით.

Page 4: დროის აღრიცხვის სისტემები

საათი

დროის აღრიცხვის სისტემებს საფუძვლად დაედო ციურ სხეულთა მოძრაობით განპირობებული მოვლემნები.

დღე ადამიანმა ცაზე მზის მოძრაობის მიხედვით დაანაწილა და მისი საზომი ხელსაწყო _ საათიც გამოიგონა.

Page 5: დროის აღრიცხვის სისტემები

მზის საათი პირველი მოწყობილობა, რომლის საშუალებით ადამიანმა შეძლო დროის გაზომვა, იყო მზის საათი ძვ. წ. III ათასწლეულში. მზის საათს ჰქონდა ვერტიკალური და ჰორიზონტალური დანაყოფებიანი წრე-ციფებრლატი . დღის განმავლობაში მზის ჩრდილი ეცემოდა ციფერბლატს და წრეზე მოძრაობდა. ასე იგებდნენ დროს დღის განმავლობაში.

Page 6: დროის აღრიცხვის სისტემები

გნომონი მერიდიანის მიმართ

ჰორიზონტალურ სადგამზე ვერტიკალურად ჩარჭობილი ჯოხი იგივე _ გნომონი მზის სიმაღლეს და მდგომარეობას მიუთითებდა, რომლის ჩრდილის სიგრძით და მიმართულების მიხედვით, ადვილად განსაზღვრავდნენ დროს. შუადღეს შეესაბამებოდა ჩრდილის უმოკლესი სიგრძე.

მზის საათი პეკინში. გნომონი ამ შემთხვევაში ლითონის

ისარია.

Page 7: დროის აღრიცხვის სისტემები

მზის ასეთ საათებს ძველი ბერძნები და რომაელები

იყენებდნენ

სვეტიცხოვლის მზის საათის სქემა

შუა საუკუნეებში უმარტივესი საათის

დანიშნულებას ასრულებდა გნომონი.

Page 8: დროის აღრიცხვის სისტემები

ობელისკი

როგორც ფიქრობენ, გნომონის ფუნქცია პირველად ობელისკს

უნდა შეესრულებინა, რომელთაც მზის ტაძრების შესასვლელში დგამდნენ, რადგან დროის დათვლა

მხოლოდ ქურუმებს შეეძლოთ.

Page 9: დროის აღრიცხვის სისტემები

ანალემა

მზის საათის მფლობელებმა კარგად იციან, რომ წელიწადის განმავლობაში მზე ცაზე ”რვიანს” შემოწერს. ამ წირს ანალემა (მზის საათის ზოდიაქური წრე) ეწოდება და მას მზის საათის ციფერბლატზე გამოსახავენ, რომ ცის სფეროზე მზის არათანაბარი მოძაობით გამოწვეული მზისმიერი დროის შესწორება (ე.წ. დროის განტოლება) გაითვალისწინონ. ძველ დროში ანალემას გლობუსებზეც გამოსახავდნენ, მაგრამ დროის განსაზღვრის თანამედროვე მეთოდები ამის საჭიროებას აღარ მოითხოვენ.

Page 10: დროის აღრიცხვის სისტემები

წყლის საათი (კლეპსიდრა)

მოიგონეს ძველ ეგვიპტეში ჩვ.წ–მდე II ათასწლეულში.

ეგვიპტელებისა და ასირიელ–ბაბილონელების გამოგონება

წარმოადგენს წყლის ჭურჭელს, წყლის ნაკადების

მეშვეობით დროის შუალედების გასასინჯად

Page 11: დროის აღრიცხვის სისტემები

წყლისა და ქვიშის საათები

Page 12: დროის აღრიცხვის სისტემები

მექანიკური საათი

პრაღის (ჩეხეთი) ცნობილი საათი, ის უჩვენებს წელს, თვეს, დღეს, საათს.

მზისა და მთვარის ჩასვლა ამოსვლის დროს და სხვა.

ლონდონის

ბიგ-ბე

ნი

Page 13: დროის აღრიცხვის სისტემები

ელექტრონული საათი

Apple-ის პირველი სმარტ საათი

Page 14: დროის აღრიცხვის სისტემები

კალენდარი დღეები, კვირეები, წლები ადამიანმა ერთ სიბრტყეში

სქემის სახით მოაქცია და მას კალენდარი უწოდა. ძველ რომში სოფლად და ქალაქად, ქურუმების

მითითებით, დადიოდნენ სპეციალური პირები- მაუწყებლები, ისინი მოსახლეობას ახალი თვის დადგომას წამოძახილით ამცნობდნენ. სიტყვა _ წამოძახილი, გამოცხადება, ლათინურად ჟღერს როგორც “კალეო”. ამ სიტყვას მაუწყებლები მხოლოდ თვის პირველ დღეს აცხადებდნენ. ამიტომ ყოველი თვის პირველ დღეს რომაელებმა ”კალენდები” უწოდეს. სიტყვა კალენდა კი საფუძვლად დაედო სიტყვა კალენდარს.

Page 15: დროის აღრიცხვის სისტემები

უძველესი კალენდრები

ეგვიპტური 365

დღიანი მზის ბაბილონური 3

54

დღიანი მთვარ

ის

იუდეველთა 384-386 დღიანიმთვარე-მზის

Page 16: დროის აღრიცხვის სისტემები

იულიუსის და გრიგორიანული კალენდარი

იულიუს კეისარიძვ.წ. 54 წელი

პაპი გრიგოლ XIII

1582 წელი

იულიუსმა ალექსანდრიელ ასტრონომს _ სოსიგენეს შეუკვეთა

კალენდრის შექმნა, რომელიც იულიუსის კალენდრის სახელით გახდა

ცნობილი. XVI საუკუნის II ნახევარში , პაპმა

გრიგოლ XIII, მათემატიკოს ლუიჯი

ლილიოს დახმარებით , იულიუსის კალენდრის რეფორმა გაატარა და

იულიუსის კალენდარი 13 დღით შეასწორა. მას

გრიგორიანული კალენდარი ეწოდა.

Page 17: დროის აღრიცხვის სისტემები

ასტროლოგიური კალენდარი

სვეტიცხოვლის სამხრეთ კედლის ფრესკა (XVII ს.)წრეზე გამოსახულია გზა, რომელსაც გადის მზე 12

თანავარსკვლავედის გავლით.

ქართული წარმართული კალენდარი

ზოდიაქოს წრე.

Page 18: დროის აღრიცხვის სისტემები

1794 წლის საფრანგეთის რევოლუციის კალენდარი

ამ კალენდარმა მხოლოდ 13 წელი (1792-1805წწ.) იარსება.

თვეები კვირეების ნაცვლად 10 დღიანი დეკადებისგან შედგებოდა.

ამერიკის კონტინენტზე ევროპელთა გამოჩენამდე სარგებლობდნენ

კალენდრით, რომელიც სრულიად განსხვავებული ტიპის კალენდარი იყო

მაიას ტომის კალენდარი

Page 19: დროის აღრიცხვის სისტემები

I. აპნისი II. სარწყუნისიIII. მირკანიIV. იგრიკაV. ვარდობისთვეVI. თიბათვეVII. მკათათვეVIII. მარიამობისთვეIX. ენკენისთვეX. ღვინობისთვეXI. გიორგობისთვეXII. ქრისტეშობისთვე

თვეების ძველქართული სახელწოდებები

Page 20: დროის აღრიცხვის სისტემები

კალენდარი დღეს

უძველეს დროში საქართველოში მთვარის კალენდრითხელმძღვანელობდნენ. 325 წელს ნიკეის მსოფლიო საეკლესიო კრებაზე იულიუსის კალენდარი ცნეს სავალდებულოდ მთელს საქრისტიანო სამყაროში. 1918 წელს პირველი რესპუბლიკის დროს საქართველოში გრიგორიანული კალენდარი შემოვიდა. თუმცა, დღესაც რელიგიური დღესასწაულები კვლავ იულიუსის კალენდრის მიხედვით აღინიშნება. რეფორმამდე და რეფორმის შემდგომ არსებულ 13 _ დღიან განსხვავებას გამოხატავენ სიტყვებით: ”ძველი სტილით” ან ”ახალი სტილით”.

Page 21: დროის აღრიცხვის სისტემები

წელთაღრიცხვის სისტემები (ერა)

ერა _ [aera-საწყის ციფრს, ათვლის წერტილს ნიშნავს] . ძველ რომში შეიქმნა და ab exordio regni Augusti ( ”დასაბამიდან ავგუსტუსის გამეფებისა ”) წინადადების აბრევიატურას უნდა წარმოადგენდეს.

წელთაღრიცხვის საწყისად სხვადასხვა მნიშვნელოვანი თარიღი მიიჩნეოდა. მსოფლიოში დაახლოებით 200 ერაა ცნობილი. ძველი ეგვიპტელები წელთაღრიცხვას ფარაონთა დინასტიების მიხედვით ითვლიდნენ, ბაბილონური ერა მეფე ნაბონასარის გამეფებიდან (ძვ.წ. 747წ.) იწყებოდა. ბერძნული _ პირველი ოლიმპიადის ჩატარებიდან (ძვ.წ. 776წ.), ხოლო რომაული რომის დაარსების თარიღიდან (ძვ.წ. 753წ.) და ასე შემდეგ.

Page 22: დროის აღრიცხვის სისტემები

ქრისტიანული (Common) ერა

ქრისტიანული ერა_ დროის ათვლის სისტემა ქრისტეს დაბადებიდან, იტალიელმა სწავლულმა ბერმა დიონისე მცირემ შემოიღო VI საუკუნეში 525 წელს, მაშინ როცა რომში დიოკლეტიანეს ერით ხელმძღვანელობდნენ და 241 წელი იდგა, (იმპერატორ დიოკლეტიანეს ერა მისი გამეფებიდან ახ. წ. 284 წლიდან აითველებოდა). საეკლესიო დოკუმენტებში ქრისტიანული ერა პირველად VIII საუკუნის I ნახევრიდან (742წ.) ფიქსირდება. საყოველთაოდ კი ეს წელთაღრიცხვა XVსაუკუნიდან იქცა.

დღეს მსოფლიოში წელთაღრიცხვის სხვადასხვა სისტემები არსებობენ : ბუდისტური(ძვ.წ.544წ.), ისლამური (ჰიჯრა 622წ.), ჩინური, იუდეური. თუმცა მთელს მსოფლიოში ძირითადად ქრისტიანული ერაა გავრცელებული, ამიტომ ქრისტიანული წელთაღრიცხვის აღსანიშნად ე.წ. საერთო ერასაც (Common Era) ხმარობენ.

Page 23: დროის აღრიცხვის სისტემები

ქრისტეშობამდე -200-100-40-20-10-9-8-7-6-

5-4-3-2-1

ქორონიკონიანუ დიდ ინდიქტიონი

ქართულ ისტოიულ ძეგლებში ძირითადად არის 3 ერა: „დასაბამითგან ქვეყნისა“, „ქორონიკონი“ და „ქრისტესით“. ქორონიკონი _ 532 წლიან (”მთვარისა და მზის წრეთა” 19 X 28 ნამრავლი) მოქცევას ემყარება, რომელიც ბერმა დიონისემ ქრისტიანული წელთაღრიცხვის ათვლის საფუძვლად აიღო. საქართველოში ქორონიკონი VIII საუკუნიდან (XIII მოქცევის საწყისი თარიღი 781 წელია.) გავრცელდა , რომელიც პონტოს ერასთან (ძვ.წ.284წ) შეათანხმეს. კაცობრიობის ისტორიის დასაწყისად კი მიჩნეული იყო 5604 წლიანი„დასაბამითგანი“, რომელიც ასევე 532 წლიან ციკლს ემყარებოდა. ქრისტესშობიდგანის შემოღების შემდეგ დადგა საკითხი, თუ როგორ გამოეთვალათ, მისი წინარე ხნის მოვლენები და სქემამ ასეთი სახე მიიღო:ქრისტეშობიდან

1-2-3-4-5-6-7-8-9-10-20-40-100-200-

Page 24: დროის აღრიცხვის სისტემები

გმადლობთ ყურადღებისთვის !

ლელა არბოლიშვილი