მასწ.პროფ.განვითარების ფორმები და...

18
სკოლის მასწავლებლებისთვის პრეზენტაცია მოამზადა თამარ ენუქიშვილმა

Upload: enuqishvili

Post on 17-Jan-2017

707 views

Category:

Education


12 download

TRANSCRIPT

Page 1: მასწ.პროფ.განვითარების ფორმები და თვითშეფასების მეთოდები

სკოლის მასწავლებლებისთვის პრეზენტაცია მოამზადა თამარ ენუქიშვილმა

Page 2: მასწ.პროფ.განვითარების ფორმები და თვითშეფასების მეთოდები

რა არის თვითშეფასება?

Page 3: მასწ.პროფ.განვითარების ფორმები და თვითშეფასების მეთოდები

თვითშეფასება არის განმავითარებელი შეფასების ტიპი, რომლის დროსაც მასწავლებელი აკეთებს რეფლექსიას, აფასებს თავისივე მუშაობს პროცესს, წინასწარ განსაზღვრული სტანდარტის/კრიტერიუმების შესრულების ხარისხს. იგი აკეთებს თავისი ძლიერი და სუსტი მხარეების იდენტიფიცირებას და მუშაობის პროცესში ცვლილებები სწორედ რეფლექსიისა და ანალიზის საფუძველზე შეაქვს.

Page 4: მასწ.პროფ.განვითარების ფორმები და თვითშეფასების მეთოდები

რა დანიშნულება აქვს თვითშეფასებას?

თვითშეფასების პროცესი მასწავლებლის პროფესიული და პიროვნული განვითარების ნაწილია; თვითშეფასება საკუთარი წინსვლის შემოწმების, გაზომვის, ასევე საჭიროებაზე მორგებული პროფესიული განვითარების გეგმის შემუშავების საშუალებას იძლევა;

Page 5: მასწ.პროფ.განვითარების ფორმები და თვითშეფასების მეთოდები

სასწავლო პროცესის შემდგომი დაგეგმვა მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ პედაგოგი აღიარებს თავისი პრაქტიკის გასაუმჯობესებელ მიმართულებებს, სუსტ მხარეებს; თვითშეფასება ზრდის მასწავლებლის პასუხისმგებლობასა და დამოუკიდებლობას; თვითშეფასების, როგორც პროცესი, ისე შედეგი მასწავლებელს „თავს საკუთარი მუშაობის პროცესის წარმმართველად“ აგრძნობინებს; თვითშეფასება ორიენტირებულია პროფესიული პარტნიორების ძიებისკენ, რომლებთან ერთადაც მასწავლებლები დაძლევენ სიძნელეებს;

Page 6: მასწ.პროფ.განვითარების ფორმები და თვითშეფასების მეთოდები

თვითშეფასება აძლიერებს შეფასების განმავითარებელ ფუნქციას; თვითშეფასება მასწავლებელს მთელი სიცოცხლის განმავლობაში შემსწავლელად აქცევს; თვითშეფასების პროცესი ეხმარება პედაგოგს არა მარტო ხილული პრობლემების მოგვარებაში. მისი დახმარებით მასწავლებელი აღმოაჩენს და გადაჭრის ისეთ პრობლემებსაც, რომელთა არსებობაც არც კი ჰქონდა გაცნობიერებული თვითშეფასებამდე;

Page 7: მასწ.პროფ.განვითარების ფორმები და თვითშეფასების მეთოდები

თვითშეფასების ინსტრუმენტად „კრიტიკული მეგობრის“ ინსტიტუტის გამოყენებისას კოლეგები ერთმანეთს ეხმარებიან სუსტი მხარეების აღმოჩენასა და მათი დაძლევის გზების ძიებაში. მასწავლებელი, რომელიც ხედავს კოლეგის გასაუმჯობესებელ მიმართულებებს, შეიძლება აღმოაჩინოს, რომ ესა თუ ის კონკრეტული მიმართულება მისთვისაც არ წარმოადგენს ძლიერ მხარეს. ძლიერი მხარეები კი დამკვირებელ მასწავლებელს გადააქვს საკუთარ პრაქტიკაში და იგი მისთვის ხდება ბიძგი, მეტად ჩაუღრმავ დეს ამა თუ იმ საკითხს, რაც ხელს უწყობს მის პროფესიულ ზრდას.

Page 8: მასწ.პროფ.განვითარების ფორმები და თვითშეფასების მეთოდები

კოლეგის შეფასება მას ასევე უვითარებს შეფასების უნარს; თვითშეფასების გამოყენება ამაღლებს მასწავლებლის თვითეფექტურობის განცდას; თვითშეფასება ხელს უწყობს მასწავლებლის რეფლექსური უნარების განვითარებას; რეფლექსია მასწავლებელს ეხმარება უწყვეტ პროფესიულ ზრდაში, ესაა შესაძლებლობა, განავითაროს პრაქტიკაზე დაფუძნებული თეორია, აქციოს თეორია პრაქტიკად.

Page 9: მასწ.პროფ.განვითარების ფორმები და თვითშეფასების მეთოდები

მასწავლებლის საქმიანობის თვითშეფასების რა მეთოდები არსებობს?

Page 10: მასწ.პროფ.განვითარების ფორმები და თვითშეფასების მეთოდები

წინასწარ შემუშავებულ კრიტერიუმებზე დაყრდნობით თვითშეფასების კითხვარით საკუთარი პედაგოგიური პრაქტიკის შეფასება; გაკვეთილის თუ სხვა სასწავლო აქტივობის აუდიო და/ან ვიდეოჩანაწერის გაკეთება და შემდეგ წინასწარ შემუშავებულ კრიტერიუმებზე დაყრდნობით მათი ანალიზი; მოსწავლეთა და მშობელთა უკუკავშირი ინტერვიუს, ფოკუს-ჯგუფის, ანკეტირების და სხვ. გზით და მიღებული შედეგების ანალიზი;

Page 11: მასწ.პროფ.განვითარების ფორმები და თვითშეფასების მეთოდები

„კრიტიკული მეგობრის ინსტიტუტი“; სკოლის დირექციისგან მიღებული უკუკავშირი, რომელიც შეიძლება პედაგოგმა პერიოდულად მიიღოს ჩატარებული გაკვეთილის ან სასწავლო აქტივობის შემდეგ სასწავლო წლის განმავლობაში; პროფესიული პორტფოლიოს ანალიზი; წერილობითი ბლოგი/ჩანაწერების დღიური.

Page 12: მასწ.პროფ.განვითარების ფორმები და თვითშეფასების მეთოდები

პროფესიული განვითარების ფორმები

Page 13: მასწ.პროფ.განვითარების ფორმები და თვითშეფასების მეთოდები

პროფესიული განვითარების მოდელები/ღონისძიებები:

პროფესიულ კონფერენციაზე დასწრება; სამუშაო შეხვედრები(ე,წ.უორქშოფებში) მონაწილეობა; სხვა პედაგოგის მენტორობის ქვეშ ყოფნა; სხვა მასწავლებლის მენტორობა(“ქოუჩინგი”); პედაგოგების მიერ ურთიერთსწავლება; კოლეგებისტვის სამუშაო შეხვედრების ჩატარება; მოსწავლეთა შესახებ მონაცემების შეგროვება და ანალიზი; პრაქტიკის კვლევა; კვლევაში მონაწილეობა; ექსპერტთან კონსულტაცია;

Page 14: მასწ.პროფ.განვითარების ფორმები და თვითშეფასების მეთოდები

“კრიტიკული მეგობრის” ინსტიტუტი-სხვა მასწავლებლების გაკვეთილებზე დასწრება,დაკვირვება და ეფექტური უკუკავშირის მიცემა; საკუთარ გაკვეთილზე კოლეგების მიწვევა და მატი გამოხმაურების ანალიზი; ტრენინგი/სემინარსი მონაწილეობა; სასწავლო გეგმის/ების შედგენა; საკითხის დამოუკიდებლად შესწავლა; ელექტრონული მიმოწერა საკითხის პრეზენტატორთან; პროფესიულ ორგანიზაციაში გაწევრიანება; თვითრეფლექსიის ჟურნალის წარმოება;

Page 15: მასწ.პროფ.განვითარების ფორმები და თვითშეფასების მეთოდები

წიგნის განხილვაში მონაწილეობა; გაკვეთილების ერთობლივი დაგეგმვა; კონფერენციაზე მოხსენების გაკეთება; პროფესიული ჟურნალებისა და წიგნების გაცნობა; ეფექტური პრაქტიკის შესახებ პროფესიული ლიტერატურის მიმოხილვა; საზაფხულო კურსებში მონაწილეობა; დისტანციური პროფესიული განვითარების ღონისძიებებში მონაწილეობა;საუნივერსიტეტო კურსის მოსმენა; აუდიო პრეზენტაციების მოსმენა;

Page 16: მასწ.პროფ.განვითარების ფორმები და თვითშეფასების მეთოდები

საკუთარი გაკვეთილის ვიდეოჩანაწერის ანალიზი და შეფასება; სამოდელო გაკვეთილის ჩატარება; სტატიების დაწერა; სასწავლო რესურსების შექმნა; პრეზენტაციები და დისკუსიები მრავალრიცხოვან პროფესიულ ჯგუფებში; თანმდევი სესიები და საქმიანობები ახალი იდეების წარმატებული დანერგვისათვის; დაკვირვება/შეფასება; განვითარება/გაუმჯობესების პროცესებსი მონაწილეობა; სასწავლო ჯგუფებში მონაწილეობა;

Page 17: მასწ.პროფ.განვითარების ფორმები და თვითშეფასების მეთოდები

დაასრულეთ ფრაზა: „როდესაც მუშაობას დავიწყებ მასწავლებელთა თვითშეფასების კითხვარსა და პროფესიული განვითარების სამოქმედო გეგმაზე, ამ პრეზენტაციიდან გამახსენდება...“

Page 18: მასწ.პროფ.განვითარების ფორმები და თვითშეფასების მეთოდები

გამოყენებული რესურსები: 1. მასწავლებლის თვითშეფასების კითხვები –

რეკომენდაცია 2. მასწავლებელთა თვითშეფასების კითხვარი და

პროფესიული განვითარების სამოქმედო გეგმა. საკითხავი მასალა. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი 2015