ვაჟა ფშაველა

17
ვვვვ-ვვვვვვვ ვვვვვვვვვვვვ ვვვვვვვვვვვვ, ,,ვვვვვვვ ვვვვვვვ აააააა“_ ვვვვ -ვვვვვვვვ ვვვვვვვვვვვვ ვვვვვვვ ვვვვვვვვ ვვვვ-ვვვვვვვ, ვვვვვვ ვვვვვვვვვ ვვვვვვვვ, ვვვვვვვვვვვვ ვვვვვვვ ვვვვვ ვვვვვვვვ ვვვ ვვვვვ ვვ ვვვვვ ვვვვვვ ,,ვვვვვვვვ ვვვვვ ვვვ, ვვვ ვვვვვვვვ ვვვვვვვვვვ.”

Upload: gtsitsino

Post on 13-Apr-2017

143 views

Category:

Education


4 download

TRANSCRIPT

Page 1: ვაჟა  ფშაველა

ვაჟა-ფშაველა

მოგესალმებით წარმოგიდგენთ, ,,ქართული პოეზიის არწივს“_ვაჟა -ფშაველას პრეზენტაციის მიზანია გაგაცნოთ ვაჟა-ფშაველა, როგორც ბუმბერაზი ადამიანი, რომლისთვისაც ყველაზე მეტად ღირებული იყო ხალხი და მასზე ზრუნვა ,,ბედნიერი მაშინ ვარ, რომ ვიტანჯვი სხვისთვისა.”

Page 2: ვაჟა  ფშაველა

.

ფშავში, მდინარე ჩარგლურას ნაპირას დგას პატარა ქვითკირის სახლი, სწორედ ამ სახლში, 1861 წლის 14 ივლისს დაიბადა ლუკა რაზიკაშვილი

Page 3: ვაჟა  ფშაველა

ვაჟა-ფშაველას ფსევდონიმები:

ვაჟა-ფშაველა პეტერბურგში შეარქვა თუშმა მეგობარმა დიმიტრი ცისკარიშვილმა. მან იცოდა, რომ „ვაჟა“ ფშავ-ხევსურეთში ბიჭს ვაჟკაცს ნიშნავს. დიმიტრი ხან ვაჟას ეძახდა ხან ფშაველას. მერე შეაერთა და ვაჟა ფშაველა დაუძახა. სახელი ვაჟა ვაჟამდე არ არსებობდა.

,,მწარია"; ,,ჟულიკა გოგოჭური"; ,,ფშაველა ვეფხვაიძე"; ,,ველაფშა"; ,,ვ–აფ–ლა'.

Page 4: ვაჟა  ფშაველა

მეც იმათ ჯოგიდანა ვარ, ვინც სიღარიბით შობილა.

ვაჟას მამა იშვიათი ნიჭის პატრონი, მჭევრმეტყველი, ცნობისმოყვარე და მწიგნობარი კაცი ყოფილა. მამამ ჩაუნერგა შვილებს წიგნის სიყვარული, უამბობდა დავით აღმაშენებელზე, ქართველ და უცხოელ გმირებზე, აყვარებდა „ვეფხისტყაოსანს“ და სახელოვან თანამედროვეთა - ილიასა და აკაკის ქმნილებებს.

ქართველი პოეტი. 8 წლამდე ჩარგალში იზრდებოდა მამის, თვითნასწავლი სოფლის მღვდლის პავლეს, და ბარბარე (გულქან) ფხიკელაშვილის წვრილშვილიან ოჯახში. სწავლობდა თელავის სასულიერო სასწავლებელში. 1877 – 1879 წლებში – თბილისის სამასწავლებლო ინსტიტუტთან არსებულ ორკლასიან სამოქალაქო სასწავლებელში. 1883 – 1884 წლებში პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის თავისუფალი მსმენელი იყო. ხელმოკლეობის გამო დატოვა უნივერსიტეტი და დაბრუნდა სამშობლოში

Page 5: ვაჟა  ფშაველა

გოდერძი ჩოხელი ვაჟას შესახებ

''ვაჟა-ფშაველა -კაცი, რომელსაც შეეძლო მდინარეში გადაეგდო ანკესი, დაეჭირა ორაგული, გამოეხსნა, მისთვის გულში ეკოცნა და ისევ მდინარეში გაეშვა''

Page 6: ვაჟა  ფშაველა

ქვეყნის სარგო და ფიქრით გამსჭვალულს ავი მე არა ჩამიდენია

ავი რა უნდა ჩაედინა კაცს, რომელიც თავისი სიღარიბისა და გაჭირვების მიუხედავად, მუდამ ხალხის საკითილდღეოდ ზრუნავდა.

1882 წელს სკოლის მასწავლებლად გაანაწილეს თიანეთის მაზრაში. ფშავ-ხევსურეთში მაშინ იშვიათი იყო ნასწავლი კაცი. სკოლის შენობა 3

ოთახიანი იყო ერთში გაკვეთილები ტარდებოდა, მეორეში შორი სოფლებიდან მოყვანილი ბავშვები სწავლობდნენ, მესამეში მასწავლებლები. ვაჟა გაკვეთილების შემდეგაც თავს დასტრიალებდა ბავშვებს. უკითხავდა კლასგარეშე საკითხავ წიგნებს იბრძოდა სკოლის ინტერსებისთვის ექომაგებოდა გლეხებს. თხოვნით მიმართა წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას და სკოლისათვის გააგზავნინა წიგნები. „ბუნების კარი“ და „დედა ენა“.

Page 7: ვაჟა  ფშაველა

.ავსა და კარგსა კაცისასროდი ივიწყებს სოფელი. ვაჟა მუხლჩაუხრელად შრომობს,

რომ ცოლ-შვილი არჩინოს, ხნავს, თესავს, მკის, თიბავს, ნადირობს, დავა აქვს მჟავე წყალთან დაკავშირებით (ახლა რომ ვაჟას წყალს უწოდებენ) და ბოლოს ხალხის სასარგებლოდ წყვეტს საკითხს.

Page 8: ვაჟა  ფშაველა

საწყალთ საწყლობა რომ მესმის,იმათ ვარამზე ვწუწუნებ;არცროს უსაქმო არა ვარ,მუდამ ვკოწიწობ, ვჩუჩუნებ.

შირაქის ველი ადრე დაუსახლებელი ყოფილა. XIX საუკუნის დასაწყისში ვაჟა-ფშაველამ მთიდან ჩამოასახლა ხალხი,რათა ეს ნაყოფიერი მიწები , რომლებიც ,,პურის ბეღლად” იწოდებოდა, ურჯულოებს არ დარჩენოდათ.ასე გაჩნდა მთიულების სამი სოფელი: ზემო ქედი,არიხილოსკალო და ქვემო ქედი.

Page 9: ვაჟა  ფშაველა

ცოტა მაქვს, ცოტას ვჯერდები,ბეჩავთაც გავუზიარებ!სიკეთისათვის სიკეთეს არავის დავუგვიანებ

ვაჟა-ფშაველას ერთადერთი ჩოხა ჰქონდა, რომელიც მწერალთა კავშირის წევრებმა საჩუქრად გადასცეს. ერთხელ, ვაჟას მეზობელი გარდაეცვალა, მეზობლებს კი არ ჰქონდათ შესაძლებლობა, რომ იგი ჩაცმული დაემარხათ, სწორედ ამიტომ შიშველს უპირებდნენ დამარხვას. ვაჟამ ეს რომ გაიგო თქვა: "ქრისტიან კაცს შიშველს ხომ არ დავმარხავთო"? და მეზობლის ბავშვს თავისი ერთადერთი ჩოხა გაატანა...

ვაჟა ძალიან ამაყი და ,,ჯენტლმენი” იყო, მაგრამ ფშავში იძულებული იყო ,,ჩამოგლეჯილ-ჩამოწეწილსაც” ევლო და ზოგჯერ წვერი ქვაზე ალესილი ,,ჯაყვა დანითაც კი გაუპარსავს”, ბევრჯელ ყოფილა შემთხვევა, როცა დედაქალაქში ჩასვლა უნდოდა და უსახსრობის გამო ვერ ჩასულა,.

Page 10: ვაჟა  ფშაველა

ვაჟა-ფშაველა პოლიტიკაში ქალების შესახებ

დღეს რომ მაღალ ბიუროკრატიულ წრეებში, გავლენიან ადგილებზე მინისტრებისა და სხვა, დედაკაცები იყვნენ საჭირო რეფორმებს მალე ვეღირსებოდით. დედაკაცები ამდენს სიჯიუტეს არ გამოიჩენდნენ, როგორსაც დღეს იჩენენ მაღალი სფეროს მაღალნი პირნი_ისინი ხომ მამაკაცები არიან _ ”კაი ბიჭობად”, “გულ-მაგრობად” არ გაასაღებდნენ თავიანთ სიჯიუტეს, ვინაიდგან დედაკაცნი უფრო ლმობიერნი, გრძნობიერნი არიან და დღევანდელი ცხოვრება ყველაზე მეტად რას მოითხოვს, თუ გარდა ერთის გრძნობისა, რომელსაც ეწოდება შებრალება, შეწყნარება.

მენატრება, რომ დედაკაცს მიეცეს ისეთივე უფლება, რაც მამაკაცს, როგორც სწავლაში, ისე სამსახურში…

საჭიროა გაქვავებული გული მამაკაცისა გაათბოს დედაკაცის ხმამ და მისი რწმენა, რომ მამაკაცი ვარ, მე ადვილად არ უნდა გავტყდე, არ უნდა მოვიხადო ქედი ხალხის მოთხოვნილების წინაშე, რათა სილაჩრე არავინ დამწამოსო, უნდა მოათავსოს კეთილგონიერების ფარგალში იმავე დედაკაცის ხმამ

Page 11: ვაჟა  ფშაველა

პირნათლად მივალ საფლავში,მტკიცედ დავიცევ პირობა.

 მძიმე ფიზიკურმა შრომამ , დაძაბულმა საზოგადოებრივ-ლიტერატურულმა მოღვაწეობამ ვაჟას ჯანმრთელობა შეარყია.

თბილისში, სიკვდილის სარეცელზე მიჯაჭვული ვაჟა იძულებულია თავისი ოჯახის მარჩენალ სათიბებსა და წისქვილზე იფიქროს.

მაგრამ არც ახლა ავიწყდება საქვეყნო საერთო საქმე და ქართველ საზოგადოებას , რომელსაც ამ დროს გაცხოველებული კამათი ჰქონდა სამაჰმადიანო საქართველოს მიმართ, უბარებს:,, დღესდღეობით ქარტველ მაჰმადიანებს ყველაზე მეტად სჭირდებათ მორალური თანაგრძნობა და ნივთიერი მხარდაჭერა “

1915 წლის გაზაფხულზე თბილისში სამკურნალოდ

ჩამოსულა. ოდნავ მოიკეთა და 23 მაისს

სიტყვაკაზმული საზოგადოების სახელით,

ლიტერატურული საღამო მოუწყვეს. იმ საღამოზე

მიურთმევიათ დაფნის გვირგვინი წარწერით:

“ქართული პოეზიის არწივს””.  მუხთალმა სენმა ვაჟას თავი მაინც არ ანება.

მიუხედავად ექმითა მცდელობისა, ვეღარ უშველეს

და დიდი პოეტი 1915 წლის 27 ივლისს

გარდაიცვალა ქალაქ თბილისში, დღევანდელი

ჩვენი უნივერსიტეტის შენობაში მოწყობილ

ლაზარეთში. ვაჟამ სიკვდილის წინ მინდვრის

ყვავილები მოითხოვა, ექიმებმა სურვილი

აუსრულეს და ყვავილებით ხელში დალია სული.

Page 12: ვაჟა  ფშაველა

დავძრახე ქვეყნის ორგული და შეურაცხვყავ ფლიდობა;სიმაძღრე სიმშილზე ვცვალე,ფუფუნებაზე – მწირობა.

ვაჟა ფშაველას შემოქმედებაში მკაცრადაა გამოხატული ადამიანის დანიშნულება. ვაჟამ ქარლი ენის დაღარიბებისა და გაშრეტის ეპოქაში მოვიდა ქართულ მწერლობაში

მოვიდა და თან მოიტანა ახალი ძლიერი ტალღა ხალხური მეტყველებისა. მე-20 საუკუნის დასაწყისში, როდესაც რუსეთის იმპერიაში მოქცეული ჩვენი ქვეყნისათვის

გაძნელდა ენისა და ეროვნული კულტურის შენარჩუნება. ვაჟამ გახსნა ახალი საუნჯე ხალხის ხსოვნაში დაგროვილი მითოსისა, ახალი მოტივებით გაამდიდრა ქართული პოეზია.

 მან ქართულ პოეზიაში შემოიყვანა ახალი გმირი, რომლის უკომპრომისო ბუნებას, შინაგან სიმრთელეს, დაუშოშმინებლობასა და შეუპოვრობას თითქოს გარემომცველი ბუნების სტიქიური ძალები ასაზრდოებს, ამასთან, სულის სიღრმეში იგი ატარებს დიდ ფიქრს კაცობრიობის ხვედრისა და დანიშნულების შესახებ. ადამიანის ხვედრი ტრაგიკულია, მაგრამ ვაჟა-ფშაველას გმირები ადამიანური ღირსების მაღალი შეგნებით ეგებებიან ბედისწერის განაჩენს

Page 13: ვაჟა  ფშაველა

სიმაძღრე სიმშილზე ვცვალე,ფუფუნებაზე – მწირობა.

ნაჯაფსა და ვალმოხდილ სახელიან კაცს ჰგავს ვაჟას „ხმელი წიფელი“ ყველაფერი წარმავალია და მისი დროც წავიდა, მაგრმ თუ სიკვდილი უწერია ისიც ისეთივე ვაჟკაცური იქნება როგორიც სიცოცხლე ჰქონდა „ათას ცოცხალსა ბევრჯელა სჯობს ერთი მკვდარია.“

Page 14: ვაჟა  ფშაველა

ღმერთო, სამშობლო მიცოცხლე! –მძინარიც იმას ვდუდუნებ;

პოეტი მზადაა მისმა ცეცხლმოკიდებულმა გულმა და ფიქრით ტანჯულმა გონებამ არასდროს დაისვენოს. სიხარული და ბედნიერება ჰპოვოს ტანჯვაში. ის ღმერთს მუდმივ მაღვიძარებას და მოყვასისათვის თავგანწირვის უნარს შესთხოვთ. პოეტს სიკეთით ბოროტების, ძალადობის დაძლევა გაუხდია თავის „წმინდა ხელობად“.„ბალახი ვიყო სათიბი, არა მწადიან ცელობა, ცხვრადვე მამყოფე ისევა, ოღონდ ამშორდეს მგელობა.“

Page 15: ვაჟა  ფშაველა

აი, ვინაა კაი ყმა, მოსაგონარი ქებითა!

მაცხოვარმა თავისი სიკვდილით დათრგუნა სიკვდილი და მოუტანა კაცობრიობას მარადიული სიცოცხლე, უდიდესი განახლება აღდგომის სახით, როგორც უფალმა დაღვარა თავისი სისხდლი ჯვარცმისას, ისევე წვიმაც თავისი ოფლით რწყავს გარემოს, სწორედ ამიტომ ნატრობს ვაჟა წვიმად გადაქცევას, რაგდან ამით პორტს სიკვდილის დამარცხება, გამხმარი კორდის ამწვანება, მცენარეების გახარება და სიცოცხლის შეწირვა უნდა მარადიულობისათვის.

„თოვლად ქცეულსა გულშია ცეცხლად იმედი მრჩებოდა, რომ ისევ ჩემი სიკვდილი სიცოცხლედ გადიქცეოდა.“

Page 16: ვაჟა  ფშაველა

არ მიბობღია დაბლა, ქვემძრომად, მაღლა დავფრინავ, როგორც გავაზი

Page 17: ვაჟა  ფშაველა

გმადლობთ, ყურადღებისათვის!.