ББК - dspace.nplg.gov.gedspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/130170/3/anastasia_cigni_i.pdf6...

903

Upload: others

Post on 25-Feb-2020

11 views

Category:

Documents


1 download

TRANSCRIPT

  • ББК 84.Р7 М41

    Авторские права на данную книгу охраняются Законом РФ «Об

    авторском праве и смеженных правах» от 09.07.93г. № 5351-1 в редакции федкрального закона 19.07.95г. №110-фз (ст.48.49) Кодексом РСФСР об административных правонарушениях (ст.1504), а также Уголовным Кодексом РФ(ст.146). Любое использование, воспроизведение материалов и илюстрации из книги возможно лишь с писменного согласия владельцев авторских прав. МЕГРЕ В.Н.; М41 АНАСТАСИЯ-СПБ: «ИЗДАТЕЛЬСТВО «ДИЛЯ» 2003,-384ст. серия «Звенящие кедры России» © В.Н.МЕГРЕ, 2000 © «ДИЛЯ» 2000 © Оформление «издательство ДИЛЯ» 2000

    ISBN 5-8174-0071-5

  • ვლადიმირ მეგრე

    anastasia

    ვვარსებობ მათთვის, ვისთვისაც ვვარსებობ

    თბილისი 2014 წ.

  • ეს წიგნი მოგვითხრობს არაჩვეულებრივ ქალზე, რომელიც სულისა და სხეულის განკურნების უნარ-ნიჭს ჰფლობს.

    ანასტასიას მტკიცებით, ტექსტში ჩადებულია ასო-ბგერათა შეთანაწყობა და სიტყვათა კომბინაციები, რომლბიც კეთილისმჰყოფელ გავლანას ახდენს ადამიანზე. ამ გავლენის შეგრძნება შეიძლება კითხვის დროს, როცა სმენაზე ზეგავლენას არ ახდენს ხელოვნური საგნებისა და მექანიზმებისგან გამოცემუ-ლი ხმები.

    ბუნებრივი ჟღერადობის ბგერები,- ჩიტების გალობა, წვიმის ხმაური, ხეებზე ფოთლების შრიალი,- ხელს უწყობს ადამიანზე დადებით ზემოქმე-დებას. გამოვიდა ათივე წიგნის ქართული თარგმანი: წიგნი I „ანასტასია“ წიგნი II „მოგუგუნე კედრები“ წიგნი III „სიყვარულის სივრცე“ წიგნი IV „თანაქმნადობა“ წიგნი V „ვინ ვართ ჩვენ?“ წიგნი VI „საგვარეულო წიგნი“ წიგნი VII „სიცოცხლის ენერგია“ წიგნი VIII-1 „ახალი ცივილიზაცია“ წიგნი VIII-2 „სიყვარულის რიტუალი“– „ ახალი ცივილიზაცია“ წიგნი X „ანასტა“ გამომცემელი: ციური გარუჩავა მთარგმნელები: ციური გარუჩავა, მალხაზ რაზმაძე, ვაჟა ძიგუა რედაქტორები: ლია ლომთაძე, კომპიუტერული ციური გარუჩავა უზრუნველჰყოფა: ლალი ყარყარაშვილი © ქართული თარგმანი „ანასტასია“ © ქართული თარგმანის „ანასტასიას" ელექტრონული ვერსია

    I S B N 9 7 8 – 9 9 4 1 – 0 – 4 4 3 7 – 3 (ორივ ე ტომი ს ) I S B N 9 7 8 – 9 9 4 1 – 0 – 4 4 3 8 – 0 ( პ ირ ვ ელი ტომი ს )

  • 5

    რატომ უნდა წ აი კითხოს ქ ართველმა „ ა ნ ა სტასი ა “

    იმიტომ, რომ უძველესი ერია; იმიტომ, რომ ათასწლეულებს ითვლის მისი ყოფა; იმიტომ, რომ უყვარს ლაღი და თავისუფალი ცხოვრება; იმიტომ, რომ ინდივიდია და გამორჩეულობა ახარებს; იმიტომ, რომ უყვარს ოჯახი, შვილები, მეგობრები და სამშობლო; იმიტომ, რომ ანასტასიას ცხოვრების ნირისა და შეხედულებების გაცნობის შემდეგ, ყოველი ადამიანი ვინც გააცნობიერებს ვლადიმირ მეგრეს მიერ დაწერილი წიგნებიდან გადმოსულ სიბრძნეს,- ნების-მიერ ასაკში და უმოკლეს დროში აუცილებლად მოიპოვებს პირველ რიგში ბედნიერებას თავისთვის, შემდეგ კი ოჯახისთვის, შვილების-თვის და სამშობლოსთვის; ჩემი მიზანი კი, მარტივია:- ვთარგმნე იმიტომ, რომ მშობლიურ ენაზე უფრო იოლად და სწრაფად წაიკითხოთ და თავადვე მიჰყვეთ გუ-ლისხმისჰყოფას, ხოლო იმ ადამიანებისთვის, ვინც ამ წიგნების გამო-საცემად თქვენდამი დიდი სიყვარულით დაშვრა,- მათთვის ბედნი-ერების მომგვრელი იქნება თქვენი სიხარული, რომელიც ამ წიგნის წაკითხვის შემდეგ დაგეუფლებათ. პატივისცემით, ციური გარუჩავა გამომცემელი, მთარგმნელი 23.02.2010 თბილისი, აბანოთუბანი ტელ: 593 327 096; E-mail: [email protected] Skype: MEGRELY წიგნის სპონსორები: არჩილ ჩიქოვანი,ირინე გოდერძიშვილი, ზაზა ხუბუა, დათო დოლუაშვილი, ჯიმი შალიკაშვილი

  • 6

    ზაზა ხუბუა დაბადებული 1977 წ. 8 ნოემბერს. დაამთავრა ახალაბასთუმნის 1 საშუალო სკოლა-ინტერნატი. ქ. ზუგდიდის უმაღლესი სასწავლებლის საფინანსო-საბანკო საქმიანობის ფაკულტეტი. მენეჯერი. ანასტასიას ფილოსოფიის ქართულ ენაზე თარგმანის გამოცემის ხელშემწყობი, დამფინანსებელი, პროფესიით მეფუტკრე, დასავლეთ საქართველოს მკვიდრი სოფელ შამგონადან. დედა ფრევალინა ბერულავა,ექიმი, მამა ვახტანგ ხუბუა, ინჟინერი. სამშობლო საქართველოს, თავისი თანასოფლელებისა და ქართველი ერის გულწრფელი მოყვარული. სრულიად საქართველოს კეთილდღეობის მოსურნე. მართლმადიდებელი ქრისტიანი. ზუგდიდი, შამგონა 593 10 53 20 დათო დოლუაშვილი გამომცემლობა „დანის“ მფლობელი. დაამთავრა თბილისის 101-ე სკოლა. ფიზიკულტურის ინსტიტუტი. არის სპორტის ოსტატი ფარიკაობაში. დაამთავრა ინსტიტუტის საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტი. იურისტი. დაოჯახებული. ჰყავს მეუღლე,- ხათუნა ყაულაშვილი და ორი შვილი,- ნინო და გიორგი. ანასტასიას ფილოსოფიის ქართული თარგმანის გამოცემის უანგარო ხელშემწყობი, დამფინანსებელი. გულანთებული ქართველი. წარმოშობით ქართლიდან. ძირძველი თბილისელი. სრულიად საქართველოს და ქართველი ხალხის მოსიყვარულე. მართლმადიდებელი ქრისტიანი.

    გამომცემლობა „დანი” თბილისი, წერეთლის 112

    2 34 31 03

  • 7

    anastasia

    წიგნი პირველი

  • 8

    mogugune kedari ე 1994 წლის გაზაფხულზე, ციმბირის მდინარე ობზე, ჩემს მიერ დაქირავებული სამი თბომავლით, ნოვოსიბირსკიდან სალეხარ-

    დამდე და უკან,-ოთხთვიანი ექსპედიცია მოვაწყვე. ჩვენ 3500 კილო-მეტრზე უნდა გვევლო და ექსპედიციის მიზანიც,- შორეული ციმბირის რეგიონებთან ეკონომოკური ურთიერთობის დამყარება და მოგვარება იყო.

    ექსპედიციას,- „სავაჭრო ქარავანი“ ერქვა. სამგზავრო თბომავლებს შორის ყველაზე დიდი,- „პატრის ლუმუმბა“ იყო. (დასავლეთ ციმბირის სამდინარო ნაოსნობაში თბომავლებს ასეთი საინტერესო სახელ-წოდებები აქვთ:- „მარია ულიანოვა“, „პატრის ლუმუმბა“, „მიხაილ კალი-ნინი“... თითქოს სხვა ისტორიული პიროვნებები არც არსებულა). დიდ თბომავალ „პატრის ლუმუმბაზე“,- ქარავნის შტაბი და, ასევე ციმბირის მეწარმეთა პროდუქციის გამოფენა-მაღაზია იყო განთავსებული.

    ქარავანს, როგორც ვთქვი ჩრდილოეთით დიდი დასახლებული პუნქტებისკენ: ტომსკი, ნიჟნევარტოვსკი, ხანტი-მანსიისკი, სალეხარდი-სამნახევარი ათასი კილომეტრი ჰქონდა გასავლელი. ასევე ციმბირის პატარ-პატარა დასახლებებიც, სადაც დატვირთული გემით შესვლა მხოლოდ ნავიგაციის მოკლე პერიოდში,- წყალუხვობისას თუ არის შესაძლებელი.

    დღისით,- ქარავნის ხომალდები დასახლებული პუნქტების ნავმი-სადგომებთან ჩერდებოდნენ. ჩვენ ვვაჭრობდით და თან სამომავლო ეკონომიკურ ურთიერთობებზე ვაწარმოებდით მოლაპარაკებას. გადაად-გილებას კი, როგორც წესი, ღამით ვახდენდით. თუ მეტეოპირობები მდინარეზე მოძრაობის საშუალებას არ გვაძლევდა, ავდრიან დღეებში საშტაბო თბომავალს უახლოესი ნავსადგურის პუნქტს მივაყენებდით და ადგილობრივი ახალგაზრდობისთვის გასართობ საღამოებს ვმართავდით. ამდაგვარი ღონისძიებები იქ,- იშვიათობაა. კლუბებმა და კულტურის სახლებმა თავიანთი დრო საბოლოოდ მოჭამეს. ჰოდა, კულტურული ღონისძიებებიც ლამის აღარ იმართება.

    ზოგჯერ, მთელი დღის განმავლობაში, გზაზე ერთი, პატარა და-სახლებაც კი აღარ გვხვდებოდა. ამ ადგილებში მდინარეს,- მრავალ კილომეტრზე გაწელილ ერთადერთ სატრანსპორტო არტერიას,- ორივე მხრიდან უკაცრიელი ტაიგა მიუყვებოდა. მაშინ რას ვიფიქრებდი, რომ სადღაც აქ, ისეთი შეხვედრა მელოდებოდა, რომელიც მთლიანად შეცვლიდა მთელს ჩემს ცხოვრებას.

    ერთხელაც, როცა უკვე უკან, ნოვოსიბირსკისკენ გვეჭირა კურსი,- გა-

    m

  • 9

    ნკარგულება გავეცი საშტაბო თბომავალი რამოდენიმე პატარა ქოხით დასახლებულ სოფელთან მიგვეყენებინა, რათა გემის ეკიპაჟს ცოტა ხნით ფეხი მიწაზე დაედგა, ხოლო იქაურ მაცხოვრებლებს ჩვენგან სხვადასხვა პროდუქტი ან საქონელი შეეძინა, ჩვენ კი მათგან ტაიგის ველური მიწის ნაყოფი და თევზი იაფად შეგვეძინა. ცოტა არ იყოს, უცნაური თხოვნით, ორი მოხუცი (ჩავთვალე, რომ ბერიკაცები ამ სოფლიდან უნდა ყოფილიყ-ვნენ) მომადგა. უფროსი,- გრძელწვერიანი ჭაღარა ბერიკაცი იყო, რომელ-იც მხოლოდ დუმდა. ლაპარაკობდა მეორე,- შედარებით უმცროსი. ის, მთხოვდა მიმეცა ორმოცდაათი კაცი (ეკიპაჟში სულ სამოცდახუთი კაცი მყავდა), რომელთაც ტაიგაში გემის სადგომიდან ოცდახუთი კილომეტრ-ის სავალზე წაიყვანდნენ. ჩემი ხალხი, როგორც თავად ამიხსნეს, მოგუ-გუნე კედარის მოსაჭრელად სჭირდებოდათ. ეკიპაჟს, გარდა ამისა, ორმო-ცი მეტრის სიმაღლის კედარი ნაწილ-ნაწილ უნდა დაეხერხა და თბომა-ვალზე ხელით ჩამოეზიდა. აუცილებლად მთლიანად უნდა ჩამოგვეზი-და, მერე ეს ნაწილები კიდევ უფრო პატარა ნაკუწებად დაგვეჭრა, თითო ნაჭერი ჩვენთვის დაგვეტოვებინა და დანარჩენი ყველა იმ ახლობელისა და ნაცნობ-მეგობრისათვის დაგვერიგებინა, ვინც მის საჩუქრად მიღებას მოისურვებდა. მოხუცი ირწმუნებოდა, რომ ეს კედარი უბრალო რამ არ არის. თოკზე ჩამოცმული კედარის ნაჭერი გულზე უნდა დაიკიდო. თან-აც ბალახზე ფეხშიშველმა მდგარმა უნდა დაიკიდო და მარცხენა ხელის გულით შიშველ მკერდზე მაგრად მიიკრა. სულ რაღაც ერთ წუთში კედა-რიდან წამოსული სასიამოვნო სითბო შეიგრძნობა და სხეულს მსუბუქი ჟრუანტელი დაუვლის. დრო და დრო, როცა სურვილი გაგიჩნდება, კე-დარის ნაჭერის ის მხარე, რომელიც სხეულს არ ეხება, თითის წვერებით უნდა აპრიალო (ხეხო) ისე, რომ ცერა თითები უკანა მხრიდან მიაბჯინო. ბერიკაცი დაბეჯითებით ამტკიცებდა:- სამი თვის მერე, ადამიანი, რომე-ლიც მოგუგუნე კედარის ნაჭრის მფლობელი იქნებოდა, გაცილებით უკ-ეთ იგრძნობდა თავს და უამრავი დაავადებისგანაც განიკურნებოდა.

    – შიდსისგანაც კი?- ვიკითხე მე და თან მოკლედ მოვუყევი ამ სენის შესახებ, რაც კი პრესიდან იყო ჩემთვის ცნობილი.

    ბერიკაცმა მტკიცედ მიპასუხა: – ნებისმიერი სენისგან!.. თუმცა ეს, მისი აზრით, იოლი რამ იყო. ბევრად მნიშვნელოვანი კი

    ისაა, რომ ამ ნივთის მფლობელი ადამიანი უფრო კეთილი, იღბლიანი, ტალანტური ხდება.

    ჩვენი ციმბირული ტაიგის კედრის სამკურნალო თვისებების შესახებ ცოტაოდენი რამ მეც ვიცოდი, მაგრამ, მას თუ ადამიანის გრძნობებსა და უნარზე შეეძლო ზემოქმედება,- ეს მაშინ სრულიად წარმოუდგენლად

  • 10

    მეჩვენებოდა. ამიტომაც ვიფიქრე:- „ალბათ, მოხუცებს ფულის გაკეთება თუ უნდათ ჩემგან. ამ,- თავად როგორც თვლიან, არაჩვეულებრივი კედა-რის წყალობით?“ და, გადავწყვიტე მათთვის ამეხსნა, რომ „დიდ სამყარო-ში“ სამკაულებად ქალები ოქროსა და ვერცხლის საიუველირო ნაკეთობ-ებს ატარებენ. და, რაღაც ხის ნაჭერში ფულს არავინ გადაიხდიდა, ამიტ-ომ მეც, ვერანაირ ხარჯს ვერ გავწევდი.

    – ატარებენ,- იყო პასუხი,- რამეთუ არ იციან, რომ ოქრო,- მტვერია ამ კედარის ერთ ნაჭერთან შედარებით, მაგრამ ჩვენ მასში საფასურს არ ვი-თხოვთ, დამატებით მშრალი სოკოს მოცემაც შეგვიძლია, სანაცვლოდ არ-აფერი გვჭირდება...

    მათ ჭაღარას პატივი ვეცი და აღარ შევეკამათე, მხოლოდ ვუთხარი: – რა ვიცი, იქნებ ვინმემ მოინდომოს კიდეც თქვენი კედარის ნაჭრის

    ტარება... იმ შემთხვევაში, თუ ხეზე ჭრის ოსტატი ხელს შეავლებს და მის-გან რაიმე წარმოუდგენლად ლამაზს შეჰქმნის...

    მაგრამ მოხუცმა ამაზე მიპასუხა: – შეიძლება ამოკვეთო, მაგრამ გაპრიალება სჯობს. ბევრად უკეთე-

    სია, თუ თავად, საკუთარი თითებით, როცა სული ინებებს ამას,- გააპრია-ლებ და კედარიც, შესაბამისად გარეგნულად ლამაზი იქნება.

    შედარებით ჭარმაგმა მოხუცმა აჩქარებით ჯერ თავისი ძველი ქურ-თუკი შეიხსნა, მერე პერანგის საყელო გახსნა და გულსაკიდი მიჩვენა. ამ-ობურცული რგოლი თუ ოვალი დავინახე. სხვადასხვა ფერი ირეოდა ერ-თმანეთში,- იისფერი, მეწამული, ჟღალი. ხის შუა შრეები ნაკლებად აღიქ-მებოდა და ერთიან აუხსნელ სურათს ჰქმნიდა. ხელოვნების ნიმუშების შემფასებლად ვერ გამოვდგები, თუმცა არა ერთხელ ვყოფილვარ სურა-თების გალერეაში. მსოფლიო შედევრებს ჩემში განსაკუთრებული ემოცი-ები არასოდეს გამოუწვევიათ, მაგრამ იმან, რაც მოხუცს გულზე ეკიდა, ბევრად უფრო მეტი განცდა აღმიძრა, ვიდრე ტრეტიაკოვსკის გალერეის მონახულებისას მქონია. მოხუცს ვკითხე:

    – მაინც რამდენი წელი აპრიალებთ ამ თქვენს კედარის ნაჭერს? – ოთხმოცდაცამეტი, - მიპასუხა მოხუცმა. – კი მაგრამ, რამდენი წლის ხართ? – ასცხრამეტის… – მაშინ არ დავიჯერე. მოხუცს სამოცდათხუთმეტ წელზე მეტს არ

    მისცემდი. არ უგრძვნია, თუ არაფრად ჩააგდო ჩემი ეჭვები, ბერიკაცმა მღელვარედ დაიწყო ჩემი დარწმუნება, რომ სხვისი კედარის ნაჭერიც, ოღონდ საკუ თარი ხელის თითებით გაპრიალებული, სამი წლის მერე ზუსტად ასევე ლამაზი გახდება. მერე უფრო და უფრო გალამაზდება, გა-ნსაკუთრებით ქალების ხელში. მისი მფლობელის სხეული ისეთი სასია-

  • 11

    მოვნო, მადლიანი არომატის ფრქვევას დაიწყებს, რომელსაც ადამიანის მიერ ხელოვნურად შექმნილი ვერანაირი სურნელი ვერ შეედრება!

    მოხუცებისგან მართლაც ძალზედ სასიამოვნო სუნი მოდიოდა; მე აშკარად ვიგრძენი ეს სუნი, მიუხედავად იმისა, რომ ვეწევი და ალბათ, როგორც ყველა მწეველისა არ იყოს,- ჩემი ყნოსვაც შედარებით დაქვეით-ებულია.

    და, კიდევ ერთი უცნაური რამ... უცნობთა მეტყველებაში ისეთი ფრაზები შევამჩნიე, როგორიც შო-

    რეული, ღრმა ციმბირის ბინადართათვისაც კი უჩვეულოა. ზოგიერთი მათგანი ახლაც მახსოვს, თავისი ინტონაციებითაც კი. მოხუცი ამბობდა:

    – ღმერთმა კედარი შეჰქმნა, როგორც კოსმოსის ენერგიის დამაგრო-ვებელი...

    სიყვარულის მდგომარეობაში მყოფი ადამიანი ასხივებს. ეს სხივი ადამიანის თავზე მავალ პლანეტებზე მყისიერად ირეკლება,- კვლავ დე-დამიწას აღწევს და ყოველ ცოცხალს სიცოცხლეს აძლევს...

    ერთ-ერთ ამ პლანეტათაგან მზესაც კი არ ძალუძს ამ გამოსხივების სრული სპექტრის ასახვა...

    კოსმოსში ადამიანის მხოლოდ ნათლის გამოსხივება მიდის და კოს-მოსიდან მხოლოდ მადლის გამოსხივება ბრუნდება. ბნელ სხივს არ ძალ-უძს აღმა სვლა და დედამიწის სიღრმეში ხვდება, იგი მის წიაღში ირეკ-ლება და ზედაპირზე ვულკანთა ამოფრქვევით, მიწისძვრებით და ომებ-ით ბრუნდება...

    არეკლილი ბნელი გამოსხივების უმაღლეს მიღწევას წარმოადგენს ადამიანზე ამ სხივებით ზემოქმედება, რომლებიც უშუალოდ მასში აღვი-ვებს მისივე ბოროტ ზრახვებს...

    კედარი ხუთას ორმოცდაათი წელიწადი ცოცხლობს. თავისი მი-ლიონობით წიწვით იგი დღისით თუ ღამით მიიზიდავს და საკუთარ თავში იგროვებს ნათლის ენერგიას, ამ ენერგიის სრულ სპექტრს. კედარ-ის სიცოცხლის მანძილზე მის თავზე ყველა ციური სხეული მიმოდის, რომლებიც ასახავენ ამ ნათლის ენერგიის ანარეკლს...

    კედარის ამ პაწაწინა ნაჭერშიც კი, ადამიანისთვის მადლმოსილების მიმცემი ენერგია გაცილებით მეტია, ვინემ მთელს დედამიწაზე არსებულ ერთად აღებულ ხელოვნურ ენერგეტიკულ დანადგარებში.

    კედარი, ადამიანიდან წამოსულ ენერგიას კოსმოსის გავლით იღებს, იმარხავს მას და საჭიროების შემთხვევაში გასცემს. გასცემს მაშინ, როცა მისი ნაკლებობაა კოსმოსში,- შესაბამისად ადამიანში, დედამიწაზე არსე-ბულ ყოველ მცენარესა თუ ცოცოხალ არსებაში...

  • 12

    არსებობს, მაგრამ ძალზე იშვიათობაა, კედარი, რომელიც აგროვებს, მაგრამ ენერგიის მარაგს არ გასცემს. საკუთარი სიცოცხლის ხუთასი წლის-შემდეგ ისინი გუგუნს იწყებენ. ასე ისინი საკუთარი ჩუმი გუგუნით საუბ-რობენ. ამ ფორმით ნიშანს იძლევიან, რომ ადამიანებმა აიღონ ისინი, მოჭრ-ან, რათა დაგროვილი ენერგია გამოიყენონ დედამიწაზე. ასე და ამგვარად ივედრება იგი საკუთარი გუგუნით... სამი წელი ივედრება... თუკი არ შეე-ხება ცოცხალ ადამიანებს, სამი წლის შემდეგ კოსმოსის მეშვეობით დაგრო-ვილი ენერგიის გაცემის შესაძლებლობა წართმეული, ჰკარგავს უშუალოდ ადამიანზე ამ ენერგიის გადაცემის შესაძლებლობას. მაშინ კედარი იწყებს ენერგიის თავის თავში ჩაწვას და ეს მისი მტანჯველი ჩაწვა-მოკვდინების პროცესი ოცდაშვიდი წლის განმავლობაში გრძელდება...

    ახლახანს აღმოვაჩინეთ ასეთი კედარი. გავარკვიეთ, რომ იგი, უკვე ორი წელია გუგუნებს. ჩუმად გვიხმობს. ძალიან ჩუმად. იქნებ ცდილობს, მეტი ხნით გაწელოს ვედრების პროცესი, მაგრამ მას მხოლოდ წელიწადი-ღა დარჩა. საჭიროა მისი მოჭრა და ადამიანებისათვის მისი დარიგება...

    მოხუცი დიდხანს ლაპარაკობდა და მეც რატომღაც ვუსმენდი მას. უცნაური მხცოვანი ციმბირელის ხმაში ხან მშვიდი თავდაჯერებულობა ჟღერდა და ხან უეცარი მღელვარება. მღელვარების ჟამს ისე, თითქოს რომელიღაც მუსიკალურ ინსტრუმენტზე უკრავსო, თითის წვერების სწრაფი მოძრაობით საკუთარი კედარის ნაჭერს აპრიალებდა

    სანაპიროზე ციოდა, მდინარიდან შემოდგომის ქარი უბერავდა. ცივი ქარი მოხუცს ჭაღარა თმებს უწეწავდა. ძველი ქურთუკი და პერანგი არც კი შეუკრავს, ის კვლავ და კვლავ გამალებით აპრიალებდა გაღეღილ გუ-ლზე ჩამიკიდებულ კედარის ნაჭერს და მისი სრული მნიშვნელოვნების ახსნას ლამობდა.

    თბომავლიდან, ჩემი ფირმის თანამშრომელი ლიდია პეტროვნა ნა-პირზე ჩამოვიდა. თქვა, რომ ხომალდზე უკვე ყველა ადგილზეა, გასასვ-ლელად მზად არიან და მე მელოდებიან, თუ როდის დავამთავრებ საუბ-არს. მოხუცებს დავემშვიდობე და სწრაფად ავედი თბომავალზე. მათი თხოვნის შესრულებას ორი მიზეზის გამო ვერ შევძლებდი:- თბომავლის შეფერხება,- ისიც სამი დღით,- დიდ ზარალში ჩაგვაგდებდა. ბერიკაცთა ნათქვამი კი მაშინ, მათ გადაჭარბებულ ცრურწმენას მივაწერე.

    მეორე დილით, თათბირის დროს, უეცრად შევნიშნე, რომ ლიდია პეტროვნა გულზე ჩამოკიდებულ კედარის ნაჭერს ატრიალებდა ხელში. მოგვიანებით კი მიამბო:- როცა მე თბომავლისაკენ გამოვემართე, თავად ცოტა ხნით ნაპირზე შეყოვნებულა. დაუნახავს მოხუცი, რომელიც მანამ-დე მესაუბრებოდა, როგორი დაბნეული მიყურებდა ხან მე და ხან თავის უფროს მეგობარს და გაოგნებული მოთქვამდა:

  • 13

    – ეს როგორ? რატომ ვერ შეიგნეს? სულ არ შემიძლია მათ ენაზე საუ-ბარი... ვერ დავარწმუნე... ვერ შევძელი! არაფერი გამომივიდა! არაფერი... რატომ? მითხარი მამა.

    უფროსმა შვილს ხელი მხარზე მოჰხვია და უპასუხა: – ვერ იყავი დამაჯერებელი, შვილო, მათ ვერაფერი შეიგნეს. – როცა მე, უკვე თბომავალზე ამოვდიოდი,- განაგრძობდა ლიდია

    პეტროვნა,- მოხუცმა, რომელიც შენ გესაუბრებოდა, უეცრად მოირბინა ჩემთან, გემის ტრაპიდან ჩამომიყვანა, ბალახზე დამაყენა, ჯიბიდან სწრა-ფად ამოიღო თოკზე აცმული კედარის ეს ნაჭერი და გულზე დამკიდა. ჩემი და თავისი ხელის გულებით მკერდზე მომაჭდო. ტანში ჟრუანტელ-მა დამიარა. ეს ყოველივე ისე სწრაფად მოხდა, რომ სიტყვის თქმაც ვერ მოვახერხე. ტრაპზე ამოვდიოდი და ის კი უკნიდან მომძახოდა:- „კეთილი მგზავრობა! ბედნიერებას გისურვებთ! მომავალ წელს ჩამოდ-ით აქ. გთხოვთ! კარგად იყავით, ადამიანებო. ჩვენ თქვენ დაგელოდებით! კეთილი მგზავრობა!“.

    როცა თბომავალი ნაპირს დაშორდა, მოხუცი კიდევ დიდხანს გვიქ-ნევდა ხელს, მერე კი, ბალახზე მოწყვეტით ჩამოჯდა. ჭოგრიტით გავხე-დე მათ. დავინახე:- მოხუცი, რომელიც შენ გესაუბრებოდა, ბალახზე იჯ-და, მხრები უცახცახებდა... ის კი, უფროსი, გრძელწვერა, მისკენ დახრი-ლიყო და თავზე უალერსებდა.

    * * *

    კომერციულმა საზრუნავმა, საბუღალტრო ანგარიშებმა, ნაოსნობის დასრულებასთან დაკავშირებულმა ბანკეტმა ციმბირელი მოხუცები გა-დამავიწყეს.

    ნოვოსიბირსკისაკენ მომავალ გზაზე,- რაღაცნაირი მწვავე ტკივილი ვიგრძენი. დიაგნოზიც დამისვეს:- თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული და ხერხემლის მკერდის ნაწილის ოსტეოქონდროზი.

    საავადმყოფოს კომფორტული პალატის მყუდროებამ ყოველდღიურ გაწამაწიებს ჩამომაშორა. ერთ ადამიანზე გამიზნული პალატა-ლუქსი სა-შუალებას მაძლევდა მშვიდად გადამეხედა ოთხთვიანი ექსპედიციის შე-დეგებისთვის და სამომავლო ბიზნეს-გეგმებზე მეზრუნა. მაგრამ გონება თითქოს ყველა მოვლენას მაშორებდა და წინა პლანზე მოხუცები და მა-თი ნათქვამი გამოჰქონდა.

    საავადმყოფოში, ჩემი თხოვნით, კედარის შესახებ ყველა ხელმისაწვ-დომი ლიტერატურა მოჰქონდათ. წაკითხულისა და მათგან გააგონილის თანხვედრას უფრო და უფრო აღფრთოვანებაში მოვყავდი და მოხუცთა

  • 14

    ნათქვამის დაჯერებას ვიწყებდი. რაღაც სიმართლე მათ სიტყვებში მაინც იყო, ან იქნებ სულაც ყველაფერი მთლიანად იყო სიმართლე?!

    ხალხური მედიცინის წიგნებში ბევრია კედარის მარგებლობაზე ნა-თქვამი. აღნიშნულია, რომ ყველაფერი,- წიწვებიდან დაწყებული და ქერ-ქით დამთავრებული მაღალეფექტური სამკურნალო თვისებებით გამოი-რჩევა. ციმბირის კედარის ხის მასალა ლამაზია და მისი გამოყენება წარ-მატებით შეუძლიათ ხეზე მხატვრულად ჭრის ოსტატებს. მისგან ამზადე-ბენ ავეჯს და მუსიკალური ინსტრუმენტებისათვის რეზონანსულ ფირ-ფიტებს. კედარის წიწვი, იოლად აუსნებოვებს ძლიერი ფიტოციდური უნარის გამო,- ფილტრავს გარემომცველ ჰაერს. კედარის ხეს დამახასია-თებელი, ძალიან სასიამოვნო, მალამოს მსგავსი სუნი აქვს. სახლში სადაც კედარის ხის ნაჭერი დევს, ქინქლა ვერ ჩერდება.

    სამეცნიერო პოპულარულ ლიტერატურაში ასევე ხაზგასმულია, რომ იმ კედარის ხარისხობრივი მაჩვენებლები, რომელიც ჩრდილოეთ რაიონებში ხარობს, ბევრად უფრო მაღალია, ვიდრე სამხრეთული ჯიშის კედარი.

    ჯერ კიდევ 1792 წელს აკადემიკოსი პ.ს. პალლასი წერდა, რომ ციმბი-რის კედარის ნაყოფი ეფექტურად გამოიყენება მამაკაცური პოტენციის აღსადგენად, მხნეობის მოსამატებლად; იგი მნიშვნელოვნად აძლიერებს ორგანიზმის ამტანუნარიანობას და ეხმარება მას, წინ აღუდგეს მრავალ დაავადებას.

    კედართან, პირდაპირ თუ ირიბად დაკავშირებული,- ისტორიულ ფენომენთა მთელი რიგი წყება არსებობს. აი, ერთ-ერთი მათგანი.

    ნახევრად გაუნათლებელი ხეპრე გრეგორი რასპუტინი,- ციმბირის ყრუ სოფლიდან, იმ მხარიდან იყო, სადაც ციმბირის კედარი ხარობს. 1907 წელს რუსეთის დედაქალაქში ორმოცდაათი წლის ასაკში მოხვედ-რილი რასპუტინი თავისი წინასწარმეტყველებით საიმპერატორო ოჯახ-საც კი აღაფრთოვანებს და მეფის კარზე ფრიად მიღებული პირი ხდება და არც თუ ჯაბან, გამორჩეულ ძალას ფლობდა. როდესაც გრეგორ რას-პუტინს კლავდნენ, თვითმხილველელბი გაოგნებულები იყვნენ, რადგან ტყვიებისგან ნაფლეთებად ქცეული მისი სხეული კვლავ სიცოცოხლეს განაგრძობდა. იქნებ და საქმეც ისაა, რომ ის კედარის მხარეში გაიზარდა და კედარის წიპწიპოთი (გირჩის მარცვლები) იყო ნაკვები?

    აი, როგორ აღწერდნენ იმდროინდელი ჟურნალისტები მის ანატო-მიას:

    „ორმოცდაათი წლის ასაკში ნაშუადღევს იწყებდა თავაწყვეტილ ღრეობას და ღამის ოთხ საათამდე აგრძელებდა; ავხორცობის და ლოთო-ბის შემდეგ პირდაპირ ეკლესიაში მიდიოდა და ფეხზე მდგომი დილის

  • 15

    რვა საათამდე ლოცულობდა; სახლში გრიშკა ჩაის თუ მოსვამდა და, თი-თქოს არაფერიო, ორ საათამდე მომსვლელებს იღებდა; მერე მოჰკრებდა ქალებს და აბანოში მიდიოდა, აბანოდან კი,- პირდაპირ ქალაქგარეთა რე-სტორანში, სადაც წინა ღამეს იმეორებდა. ვერც ერთი ნორმალური ადა-მიანი ამდაგვარი რეჟიმის ატანას ვერ შესძლებდა“.

    დღემდე დაუმარცხებელი, ახლანდელი მსოფლიო და ოლომპიურ თამაშებში ჭიდაობაში მრავალგზის ჩემპიონი ალექსანდრ კარელინიც ციმბირელია. ისიც იმ ადგილებიდანაა, სადაც ჭარბად ხარობს ციმბირის კედარი. ეს უძლეველი კაციც კედარის ნაყოფით იკვებება. ვითომ შემთხ-ვევითობაა?

    მე, მხოლოდ ის ფაქტები მომყავს, რომელთა ამოკითხვა ადვილად შე-იძლება სამეცნიერო-პოპულარულ ლიტერატურაში ან რომელთა დადას-ტურებაც მოწმეებს შეუძლიათ. ერთ-ერთი მოწმე ახლა ლიდია პეტროვნა-ცაა, რომელმაც მოხუცისგან ძღვნად მოგუგუნე კედარის ნაჭერი მიიღო. ეს ქალბატონი ოცდათექვსმეტი წლისაა, გათხოვილი, ორი შვილის დედა. ფირმის თანამშრომლები, რომლებსაც მასთან კონტაქტი აქვთ, მასში აშკარა ცვლილებებს ხედავენ. ის, უფრო კეთილგანწყობილი გახდა, უფრო ხშირ-ად იღიმება. ლიდია პეტროვნას ქმარს კარგად ვიცნობ და მისგან ვიცი, რომ მათ ოჯახში ბოლო პერიოდში ბევრად უფრო მეტმა ურთიერთგაგებამ და-ისადგურა. ცოლი თითქოს უფრო გაახალგაზრდავდა და ქმარშიც უფრო მეტ გრძნობას, მოწიწებას და იქნებ მეტ სიყვარულსაც კი იწვევს.

    და, მაინც, ნებისმიერი მრავალრიცხოვანი ფაქტი თუ მტკიცებულება არაფერია ყველაზე მთავართან შედარებით, რომლის გაცნობაც თქვენ თავადვე შეგიძლიათ და რომლის მერეც ჩემშიც აღარ დარჩენილა ორჭო-ფობის იოტისოდენა კვალიც კი,- ეს არის ბიბლია. ძველ აღთქმაში მოსეს მესამე წიგნში (ლევ.14,4) უფალი ასწავლის, როგორ განკურნოს ადამიანე-ბი და უფრო მეტიც გააუსნებოვნოს საცხოვრისი... კედარის მეშვეობით როცა სხვადასხვა წყაროებიდან მოძიებულ ფაქტებსა და ცნობებს ერთმა-ნეთს ვუსადაგებდი, ისეთი სურათი იქმნებოდა, რომ მასთან შედარებით ჩვენთვის აქამდე ნაცნობი ქვეყნიერების სასწაულები აღარაფერი იყო. ყველა დიადი საიდუმლოება, ადამიანთა გონებას რომ აფორიაქებს, უცებ დააკნინა მოგუგუნე კედარის იდუმალებამ. ახლა უკვე ეჭვიც აღარ მეპა-რებოდა მის არსებობაში. პრეისტორიის უძველესმა ვედურმა და სამეც-ნიერო-პოპულარულმა ლიტერატურამ გააქრო ეჭვები.

    კედარი ორმოცდაორჯერაა ნახსენები ბიბლიაში, ასევე ძველ აღ-თქმაში. ბიბლიურმა მოსემ, ვინაც სჯულის ფიცარი უბოძა კაცობრიობას, ალბათ, ბევრად უფრო მეტი იცოდა მის შესახებ, ვიდრე ძველ აღთქმაში სწერია.

  • 16

    ჩვენ მივეჩვიეთ იმას, რომ ბუნებაში არსებობს მცენარეები, რომელთ-აც ადამიანის განკურნება შეუძლიათ. კედარის სამკურნალო თვისებებს ადასტურებენ სამეცნიერო-პოპულარული წერილები; ისეთი სერიოზუ-ლი და ავტორიტეტული მკვლევარები, როგორიცაა აკადემიკოსი პ.ს. პა-ლლასი. და, ყუველივე ეს ძველ აღთქმაში ნათქვამს ემთხვევა.

    ახლა კი ყურადღება! ძველი აღთქმა მიანიშნებს კედარზე, მხოლოდ კედარზე და არა სხვა

    რომელიმე ხეზე. იმის შესახებ ხომ არ ამბობს ძველი აღთქმა, რომ კედარი ყველაზე ძლიერი სამკურნალო საშუალებაა მათ შორის, რაც არსებობს ბუნებაში? რა არის ეს? წამალთა კომპლექსი? მაგრამ, როგორ უნდა ვისარ-გებლოთ მისით? და, ეს უცნაური მოხუცებიც ყველა კედართა შორის, რატომ გამოჰყოფდნენ მხოლოდ მოგუგუნე კედარს?

    თუმცა, ჯერ ეს ყველაფერი არ არის. არანაკლებ განუსაზღვრელ იდ-უმალებრივ მოვლენაზე მეტყველებს ძველი აღთქმის შემდეგი სიუჟეტი:- მეფე სოლომონმა კედარისგან ტაძარი ააგო. ლიბანიდან კედარი* რომ მო-ეწოდებინა სხვა მეფეს,- ხირამს, ამის საფასურად თავისი სამეფოს ოცი ქა-ლაქი მისცა. წარმოუდგენელია! რაღაც სამშენებლო მასალაში ნაბოძებია ოცი ქალაქი! ჰო, მართლა, სოლომონს კიდევ ერთი სამსახური გაუწიეს. მეფის თხოვნით ის ხალხი შეირჩა, ვინც... „ლიბანის კედარის ხეების ჭრის უნარის მქონენი იყვნენ“.

    როგორი ხალხი იყო ეს? რა იცოდნენ მათ? გამიგია, რომ შორეულ მიყრუებულ სოფლებში არიან ჭარმაგი ადა-

    მიანები,- მშენებლობისთვის სპეციალურ ხეებს როგორღაც რომ არჩევენ. მაგრამ მაშინ, ორიათას წელიწადზე მეტი ხნის წინ, ყველას შეეძლო ეს სცოდნოდა. თუმცაღა, განსაკუთრებული ცოდნის ადამიანები გახდნენ საჭირო. ტაძარი აიგო. დაიწყო მსახურება და... „ვეღარ შესძლეს მღვდლე-ბმა იქ დგომა და მსახურების გაწევა ღრუბლის გამო“...

    რა ღრუბელია ეს? როგორ და საიდან დაივანა მან უფლის სახლში? რას წარმოადგენდა იგი? ენერგიას? სულს? რა მოვლენა იყო ეს და რა კავ-შირი შეიძლება ჰქონოდა მას კედართან?

    ბერიკაცები მოგუგუნე კედარზე საუბრობდნენ, როგორც რაღაცნაი-რი ენერგიის დამგროვებელზე.

    რომელი კედარია უფრო ძლიერი:- ლიბანისა თუ ციმბირის?

    * საქართველოში ლიბანის კედარია გავრცელებული. ც.გ.

  • 17

    აკადემიკოსი პალლასი ამბობდა, რომ სამკურნალო თვისებები იზრ-დება იმის მიხედვით, ტყე-ტუნდრის ზღვარს რამდენად უახლოვდება მცენარის განაშენიანება. ე.ი. ციმბირის კედარია ძლიერი.

    ბიბლიაში ნათქვამია:- „... მათი ნაყოფით შეიცანით“, ე.ი. კვლავ ციმ-ბირის კედარი!

    ნუთუ არავის მიუქცევია ყურადღება ყოველივე ამისთვის? ან ფაქტე-ბის თანხვედრა არ უცდია?

    ძველი აღთქმა, გასული საუკუნისა და თანამედროვე მეცნიერება,- ერთი აზრისანი არიან კედართან მიმართებაში.

    ელენა ივანეს ასული რერიხი თავის წიგნში „ცოცხალი ეთიკა“ წერს:- „ჯერ კიდევ უძველესი ხორასანის რიტუალებში, მეფედ კურთხევისას კედარის ფისით სავსე თასი გამოჰქონდათ. ასევე დრუიდებთანაც კედარ-ის ფისით სავსე თასია,- და მას სიცოცხლის თასი ეწოდებოდა.* მხოლოდ მოგვიანებით,- სულის შეცნობის დაკარგვისას იგი სისხლით შეიცვალა. ზოროასტრის ცეცხლი წარმოიქმნა ფისის თასში დაწვის შედეგად “.

    მაშ, ბოლოს და ბოლოს, კედარის, მისი თვისებებისა და დანიშნულე-ბის შესახებ, ჩვენი წინაპრების ცოდნიდან რაღა არის შემონაული და რამ მოაღწია ჩვენამდე?

    ნუთუ არაფერმა? რა იციან მის შესახებ ციმბირელმა მოხუცებმა? უეცრად, მეხსიერებაში ამომიტივტივდა ერთი დიდიხნის დროინდე-

    ლი სიტუაცია, რომელიც მაშინ არაფრად ჩავაგდე, ახლა კი ტანში გამცრა... გარდაქმნის პერიოდში,- როგორც ციმბირის მეწარმეთა ასოციაციის

    პრეზიდენტს, ნოვოსიბირსკის საოლქო აღმასრულებელი კომიტეტიდან მე, დამირეკეს (მაშინ ჯერ კიდევ არსებობდა აღმასრულებელი და პარტი-ული კომიტეტები), მთხოვეს, ერთი უცხოელი, მსხვილი ბიზნესმენის შე-ხვედრას დავსწრებოდი. მას, მაშინდელი მთავრობისაგან წონიანი სარე-კომენდაციო წერილი ჰქონდა. შეხვედრას რამდენიმე მეწარმე და საოლ-ქო კომიტეტის თანამშრომელი ესწრებოდა.

    გარეგნულად უცხოელი ბიზნესმენი ჩვენთვის უჩვეულო, აღმოსავ-ლური ტიპის, კარგა გაქნილი ვინმე სჩანდა. თავზე ჩალმა ეხურა, თითებ-ზე ძვირფასი ბეჭდები აესხა...

    ვსაუბრობდით, როგორც მიღებული იყო, სხვადასხვა მიმართულებ-ით ურთიერთ თანამშრომლობის შესაძლებლბებზე. სხვათა შორის, ერთი რამეც სთქვა:- „ჩვენ შეგვიძლია თქვენგან კედარის წიპწიპო შევიძინო-თო“. ამ სიტყვებისას, ის თითქოს დაიძაბა და მახვილი თვალით შეეცადა, დამსწრე საზოგადოების რეაქციას მიმხვდარიყო. კარგად დამამახსოვრ-

  • 18

    და ეს ფაქტი, რადგან ცოტა არ იყოს, გამაკვირვა მისმა ამგვარმა უეცარმა სახეცვლილებამ.

    ოფიციალური შეხვედრის შემდეგ უკვე მისმა თანმხლებმა თარჯიმა-ნმა,- მოსკოველმა ქალბატონმა მითხრა, რომ უცხოელს ჩემთან საუბარი სურდა.

    ბიზნესმენის კონფიდეციალური წინადადებით, თუკი კედარის წიპ-წიპოს აუცილებლად საღი პარტიების მიწოდებას მოვაგვარებდი, გარდა ოფიციალური საფასურისა, პირადად მე, მაღალი პროცენტული დანამა-ტი მერგებოდა.

    პროდუქცია თურქეთში უნდა გაგზავნილიყო. იქ, ისინი კედარის ნა-ყოფისგან რაღაცნაირ ზეთს ხდიდნენ. ვუთხარი, რომ ვიფიქრებ მეთქი.

    ჩემთვის კი, გადავწყვიტე გამეგო, რა ზეთი იყო ეს და გავიგე კიდეც... ლონდონის ბირჟაზე, რომელიც მსოფლიო ფასების ეტალონადაა მი-

    ჩნეული, კედარის წიპწიპოს ზეთი... ერთი კილოგრამი,- ხუთას დოლა-რამდე ფასობს! ჩვენთან გარიგებით კი,- ერთ კილოგრამ წიპწიპოში თუ-რქები ორ-სამ დოლარს გადაიხდიდნენ.

    ჩემს ერთ ნაცნობ მეწარმეს დავუკავშირდი პოლონეთში და ვთხოვე, ან პირდაპირ მომხმარებელზე გავეყვანე, ან იქნებ ზეთის წარმოების ტექ-ნოლოგია გაერკვია.

    ერთი თვის მერე მიპასუხა:- „პირდაპირი კავშირი შეუძლებელია. ვერც ტექნოლოგიის დადგენა მოხერხდა. და, საერთოდ, ამ შენს საკითხე-ბში დასავლეთის ისეთი ძალებია ჩართული, რომ უმჯობესია, ნუ შეეხე-ბი და საერთოდ, დაივიწყეო“.

    მაშინ ავდექი და ჩემს კარგ ნაცნობს, ჩვენი ნოვოსიბირსკის სამომხმა-რებლო კოოპერაციის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელს, კონსტანტ-ინ რაკუნოვს მივაკითხე. ვიყიდე წიპწიპო, დავაფინანსე მისგან ზეთის მიღების წარმოება და ამ ინსტიტუტის ლაბორატორიაში ას კილოგრამამ-დე კედარის ზეთი გამოვახდევინე.

    გარდა ამისა, სპეციალური ხალხი ავიყვანე, რომლებმაც არქივებში შემდეგი რამ აღმოაჩინეს:

    რევილუციამდეც და რევოლუციის შემდგომაც, ჯერ კიდევ ცოტა ხანს, ციმბირში არსებობდა ორგანიზაცია სახელწოდებით,- „ციმბირელი კოოპერატორი“. ეს ორგანიზაცია ზოგადად ზეთით ვაჭრობდა და მათ შორის, კედარის ზეთითაც. მათ საკმაოდ მდიდარი წარმომადგენლები ჰყავდათ ჰარბინში, ლონდონსა და ნიუ-იორკში. დასავლეთის ბანკებშიც საკმაოდ დიდი ფული ჰქონდათ. რევოლუციის მერე კი, ორგანიზაცია დაიშალა და მისი წევრების უმეტესობა ემიგრაციაში წავიდა.

    ბოლშევიკური მთავრობის წევრი,- კრასინი ამ ორგანიზაციის ხელ-

  • 19

    მძღვანელს შეხვდა და სთხოვა,- რუსეთში დაბრუნებულიყო, მაგრამ „ციმბირელი კოოპერატორის“ თავმა უპასუხა, რომ ის რუსეთს მის ფარგ-ლებს გარეთ უფრო დაეხმარებოდა.

    საარქივო მასალებში ნათქვამია, რომ ტაიგის სოფლების უმეტესობა-ში კედარის ზეთი ხის პრესების საშუალებით მზადდებოდა (მხოლოდ ხის!). ზეთის მაღალ ხარისხს განაპირობებდა მოსავლის აღების პერიოდი და წიპწიპოს გადამუშავების სწორი ფორმა. იმისი დადგენა, თუ რა დროა ეს, ვერც არქივებში და ვერც ინსტიტუტში ვერ მოხერხდა. საიდუმლო დაკარგულია. არადა, ამ ზეთს თავისი სამკურნალო თვისებების მიხედვ-ით, ანალოგი არ გააჩნია. იქნებ საიდუმლო ვინმეს,- ემიგრაციაში თავშე-ფარებულს გაჰყვა? როგორ აიხსნას ის, რომ ყველაზე ძლიერი სამკურნა-ლო თვისებების მქონე კედარი ციმბირში ხარობს, მისი ნაყოფისგან ზეთ-ის წარმოების დანადგარი კი თურქეთშია, სადაც ამგვარი ჯიშის ხე საერ-თოდ არ იზრდება?

    დასავლეთის რა ძალებზე მელაპარაკებოდა ვარშაველი მეწარმე? ვი-თომ რატომ არ შეიძლება ამ საკითხთან შეხება? ამ ძალებს ხომ არ გააქვთ ჩვენი ციმბირული ტაიგიდან წარმოუდგენელი თვისებების მქონე სამკუ-რნალო პროექტი? რატომ ხდება ასე, რომ აგერ, სახლში გვაქვს სასწაულ-თმომქმედი სიმდიდრე,-ასწლეულობითა და ათასწლეულობით დასაბუ-თებული და ჩვენ კი დასავლეთიდან შემოტანილი მილიონ, იქნებ მილი-არდ დოლარებად ღირებული წამლებით სულელებივით ვიყორავთ მუ-ცლებს? რატომ ვკარგავთ ჩვენი წინაპრების ცოდნას? თანაც, ორიათას წე-ლზე მეტი ხნის წინანდელ უჩვეულო სიტუაციაზე ვიღა ჩივის? რა უხი-ლავი ძალები ცდილობენ ასე გულდაგულ წაშალონ ჩვენი გონებიდან ჩვენივე უახლოესი წინაპრების გამოცდილება? და, თანაც, ნუ ეჩრებიო, თითქოს,- ჩვენ არაფერ შუაში ვიყოთ?! ცდილობენ, წაშალონ... ახერხებენ კიდეც და ეგ არის! სიბრაზემ ლამის დამანგრია. თითქოს განგებ, აგერ ბა-ტონო, აფთიაქში კედარის ზეთი იყიდება,- საზღვარგარეთ შეფუთული. ვიყიდე ერთი ცალი ოცდაათგრამიან შუშაში და დავაგემოვნე. ზეთი, ვფიქრობ, ორიოდე წვეთი თუ იქნებოდა მასში, დანარჩენი კი,- რაღაც მი-ნარევი იყო. ეს ზეთი რას მივიდოდა იმასთან, რომელიც ჩვენ გამოვხად-ეთ ინსტიტუტში. არადა, ეს მინარევი ორი წვეთი ორმოცდაათი ათასი რუბლი ღირდა! კაცო, უცხოეთში რომ არ ვყიდულობდეთ და ჩვენ თავად ვყიდდეთ, არა სჯობს?! მარტო ამ ზეთის წყალობით მთელი ციმბირი უზრუნველად იცხოვრებდა! მაინც როგორ მოვახერხეთ, რომ სადღაც გა-ვაბნიეთ წინაპართა ტექნოლოგია?! ახლა ვვიშვიშებთ, ღარიბად ვცხოვ-რობთო... ვიფიქრე, რადაც არ უნდა დამიჯდეს, რაღაცას მაინც მივაგნებ

  • 20

    მეთქი. მე თვითონ ავაწყობ ზეთის წარმოებას. დაე, ჩემი ფირმა გამდიდ-რდეს მეთქი.

    გადავწყვიტე, მხოლოდ საშტაბო თბომავალ „პატრის ლუმუმბათი“ ხელახლა მომეწყო ექსპედიცია მდინარე ობზე ჩრდილოეთისკენ. ხომალ-დის ტრიუმები სხვადასხვა საქონლით დავტვირთე და კინოდარბაზი მა-ღაზიად ვაქციე. სამსახურში სხვა ხალხი ავიყვანე. საკუთარი ფირმიდან არავინ მომიწვევია და სანამ ამ საქმეს ვუტრიალებდი, ფინანსური მდგომა-რეობაც გავიუარესე. ნოვოსიბირსკიდან გასვლის ორი კვირის თავზე დაც-ვიდან შემატყობინეს, რომ მოგუგუნე კედარის თაობაზე ლაპარაკისთვის მოუკრავთ ყური. მათი აზრით, ახალ აყვანილ თანამშრომლებში რამდენი-მე კაცი, მსუბუქად რომ ვთქვათ, უცნაურად იქცეოდა. ეკიპაჟის შემადგენ-ლობიდან სათითაოდ ვიძახებდი ხალხს და ვესაუბრებოდი იმ ლაშქრობის შესახებ, რომელიც ტაიგაში გველოდა. ზოგიერთი თანახმა იყო, უფასოდ წამოსულიყო. ზოგი კი დიდ გასამრჯელოს ითხოვდა, რადგანაც სამუშაო პირობები, წინასწარი შეთანმებით, მოსალოდნელ ოპერაციას არ ითვალის-წინებდა. ერთი საქმეა კომფორტულ პირობებში თბომავალზე ყოფნა და სულ სხვაა ტაიგაში ოცდახუთ კილომეტრზე ფეხით სიარული და ტვირთ-ის ზურგით თრევა. იმ დროისთვის ჩემი ფინანსური შესაძლებლობებიც კრიტიკულ ზღვრამდე დავიდა. ვგეგმავდი კედარის გაყიდვას. თუმცა მო-ხუცებმა მითხრეს, რომ იგი საჩუქრად უნდა დარიგებულიყო. ზოგადად კი, კედარი იმდენად არ მაინტერესებდა, რამდენადაც მისგან ზეთის გამო-ყვანის საიდუმლო. საერთოდ მინდოდა ხელში ჩამეგდო ყველა ის ინფორ-მაცია, რაც კი კედართან იყო დაკავშირებული.

    დაცვის მეშვეობით თანდათან დავრწმუნდი, რომ მითვალთვალებ-დნენ, მითუმეტეს მაშინ, როცა ნაპირზე ჩამოვდიოდი. ზუსტად არ ვიცო-დი რა იყო თვალთვალის მიზანი, ან ვინ იდგა მოთვალთვალეთა უკან?! ვიფიქრე, ვიფიქრე რა მექნა და გადავწყვიტე, შეცდომა რომ არ დამეშვა, საჭირო იყო ცბიერად მოვქცეულვიყავი და ყველა ერთბაშად გამებითუ-რებინა.

    Sexvedra სე, რომ არავისთვის არაფერი ამიხსნია, საშტაბო თბომავალი იმ ად-გილის შორიახლოს შევაჩერებინე, სადაც ბერიკაცებთან შეხვედრამ

    გასულ წელს მომიწია. პატარა კატარღით დასახლებისკენ მარტო გავეშუ-რე. თბომავლის კაპიტანს კი ვუბრძანე, რომ გზა კომერციული მარშრუტ-ით განეგრძო.

    იმედი მქონდა, ადგილობრივი მოსახლეობის დახმარებით მოვძებ-

    i

  • 21

    ნიდი ბერიკაცებს, საკუთარი თვალით ვნახავდი მოგუგუნე კედარს და თბომავალზე მისი ჩამოტანის ყველაზე იაფ საშუალებას გავარკვევდი. კა-ტარღა ქვას მივაბი და გადავწყვიტე, ახლომდებარე სახლთან მივსული-ყავი, მაგრამ ფერდობზე, მარტო მდგომი ქალი შევნიშნე და მისკენ გავე-მართე.

    ქალს ძველმანი ქურთუკი, გრძელი ქვედაბოლო და მაღალყელიანი რეზინის ბოტები ეცვა, ზუსტად ისეთი, ღრმა ციმბირში მაცხოვრებელი ქალები რომ დადიან ხოლმე გაზაფხულსა და შემოდგომაზე. თავსაფარი ისე ჰქონდა გაკრული, რომ არც შუბლი და არც კისერი არ უჩანდა. ამი-ტომაც ქალის ასაკს ძნელად თუ გაარკვევდი. მივესალმე და იმ ორ მოხუ-ცზე ვუამბე, შარშან რომ ამ ადგილებში შევხვდი.

    – შენ, ვლადიმირ, შარშან ჩემი ბაბუა და პაპუ ( ბაბუის მამა) გესაუბ-რა,- მიპასუხა ქალმა.

    გამიკვირდა,- ხმა ახალგაზრდული ჰქონდა, დიქცია ძალიან გამოკ-ვეთილი, პირდაპირ „შენობით“ საუბარზე გადავიდა და სახელითაც მომ-მართა. მე კი, იმ მოხუცების სახელები კი არა, საერთოდ თავად გავეცან-ით თუ არა ერთმანეთს, ისიც არ მახსოვდა:- „ალბათ, ერთმანეთი გავიცა-ნით, რაღაი ქალმა ჩემი სახელიც იცის“. ჩემთვის ვიფიქრე ჰოდა მეც,- „შენობით“ ურთიერთობაზე გადავედი და ვკითხე:

    – შენ რაღა გქვია? – ანასტასია,- მიპასუხა ქალმა და ხელი ისეთი ფორმით გამომიწოდა,

    თითქოს უნდა ვმთხვეოდი მას. ჯუბასა და ბოტებში ჩაცმული, უკაცრიელ ადგილას მცხოვრები სო-

    ფლელი ქალისაგან,- მაღალი წრის ქალბატონისთვის დამახასიათებელმა ამ ხელის მოძრაობამ ღიმილი მომგვარა. მეც ხელი ჩამოვართვი. თუმცაღა ცხადია,- ხელზე კოცნის გარეშე. ანასტასია ოდნავ შეცბა, მერე გაიღიმა და ტაიგაში მიმიწვია იქითკენ,- სადაც მისი ოჯახი ცხოვრობდა.

    – ოღონდ ტაიგაში, ოცდახუთი კილომეტრის გზა გვაქვს გასავლელი. ხომ არ გაშინებს მანძილი?

    – კაცმა რომ სთქვას, რა თქმა უნდა, ცოტა შორი კია... მოგუგუნე კედ-არს მაჩვენებ?

    – გაჩვენებ. – მის შესახებ თუ ყველაფერი იცი,- მიამბობ? – გიამბობ, რაც ვიცი. – აბა, მაშ, წავედით. გზად ანასტასია მიყვებოდა, რომ მისი წინაპრების გადმოცემით, მა-

    თი ოჯახი, მთელი მათი მოდგამა, თაობიდან თაობამდე ათასწლეულე-ბია კედარის ტყეში ცხოვრობენ. ჩვენი ცივილიზებული სამყაროს ადამი-

  • 22

    ანებთან უშუალო კონტაქტი ძალზედ იშვიათად აქვთ. საკუთარ, მუდმივ სამკვიდრებელ ტერიტორიაზე ხალხს არ ხვდებიან. მხოლოდ მაშინ ხვდებიან, როცა სოფლებში თავად ჩამოდიან:- ვითომ როგორც მონადი-რეები, ან ვითომ უცხო სოფლელები. თავად ანასტასია ორ ქალაქშია ნამ-ყოფი,- ტომსკსა და მოსკოვში. ისიც თითო-თითო დღით. ისე, რომ იქ, ღა-მეც კი არ გაუთევია. ისიც, მხოლოდ იმიტომ, რომ სურდა საკუთარი თვა-ლით ეხილა, თავის წარმოდგენებში რამდენად სწო�