web viewთავი-8. გრაფიკული. ობიექტები....

44
თთთთ-8 თთთთთთთთთ თთთთთთთთთ თთთთთთთ თთთთთთთთ თთთთთ თთთთთთთთ თთთთთთ: 1. ნნნნნნნ ნნნნნნნნ ნნ ნნნნნნნნ 2. ნნნნნნნნნნ ნნ ნნნნნნნნნ ნნნნნნნ 3. ნნნნნნნნნნ ნნნნნნ ნნ ნნნნნნნნნნნ 4. ნნნნნნნნნნნნ 5. ნნნნნნნნ ნნნნნნნნნნ 6. SmartART-ნნ ნნნნნნნნ 7. WordART-ნნ ნნნნნნ 8. ნნნნნნნნნნნნ 9. ნნნნნნნნნ OLE 10. ნნნნნნნნ 11. ნნნნნნნნნ ნნნნნნნნ, ნნნ ნნნნნნნ ნნნნნნნნ ნნნნნნნ ნნნნნნნნნნნ ნნნნნნ ნნნნნნნნნნნ, ნნნნნნ ნნნნნნნნნნ ნნნნნნნნნნნ ნნნნ ნნნნნ ნნნნნნნნ ნნნნნნნნნნნ ნნნნნნნნ ნნნნნნნნ ნნნნნ. ნნნნნ ნნნნნნნნ ნნნნნნნნნნნ ნნ ნნნნნნნნნ ნნნნნნნნნნნნნ, ნნნნნნ ნნნნნნნნ ნნნნნნნნნნ ნნნნნნნ (ნნნნნნნნნ, ნნნნნნნნნნნნნ ნნნნნნნნნნ, ნნნნნნნნ, ნნნნნნნნნნნნ). ნნნნნნნნნ ნნნნნნნნნ ნნნნნნნნ ნნნნნნნნ ნნნნნნნ ნნნნნნნნ Excel-ნნ, ნნნნნ ნნნნნნნნ ნნნნნნნნნ ნნნნ ნნნნნნნნნნ ნნნნნნნნნნ. ნნნნნნნნ, ნნნნნნნ ნნნნნნნნნნ ნნნნნნნნნნ ნნნნნნნ “ნნნნნნნნნნ” ნნნნნნნნნნ, ნნნნნნნნნნნ ნნნნნ ნნნნნნნნნნნ ნნნნნნნნნნ ნნნნნნნნნნნ ნნნნნნნნნნნნ. ნნნნნნნნნნ ნნნნნნნნ ნნნნნნნ ნნნნნნნნნნ ნნნნნნნ, ნნნნნ, ნნნნნ ნნ ნნნნ. ნნნნნნნნ ნნნნნნ ნნნნნნნნნნნნ ნნნნნნ, ნნნნნნნნნ ნნნნნნნნნნ ნნნნნნნნნნნ, ნნნნნ ნნნნნნნნნნნნნ ნნ ნნნნნნნნნნნნნ ნნნნნნნნნნ ნნნნნნნნნ ნნნნ. თთთთთთ თთთთთთთ თთთთთთთთ თთთთთთთთთთ ნნნნნნნნ ნნნნნნნნ ნნნნ ნნნ ნნნნნ: ნნნნნნნნნნნ ნნ ნნნნნნნნნ. Excel-ნნ ნნნნნნნ ნნნნნნნნ ნნნნნნნნ ნნნნნნნნ “ნნნნნნ” ნნნნნნნნნნნ ნნ ნნნნნნნნნ ნნნნნნნნ, ნნნნნ ნნნნნნნნ ნნნნნნნნ ნნნნნნნნნ ნნნნნნნნ ნნნნნნნნნნნნნნ ნნნნნნნნნნ, ნნნნნნნნ ნნნნ ნნნნნნნნნნ. ნნნნნნნნნნ ნნნ ნნ ნნ ნნნნნნნნნნ ნნნნნნნნნნ ნნნნნნნნნნნნ (ნნნნნნნნნნნნ, ნნნნნნნნნნნნ ნნ ნნნნნნნნნ) Excel-ნნ ნნნნნნნნნნ ნნნნნნნ ნნნნნნ ნნნნ ნნნნნნნნნნნნნ. თთ თთთთ თთთთთთთთთთთ თთთთთთთთთთთთ? ნნნნნნნნნნნ ნნნნნნნნნნნნ ნნნნნნნ ნნნნნნნნნნნნნნ ნნნნნნნნნნნნ ნნნნნნნნნნ ნნნნნნნნ (ნნნნნნნნნნ, ნნნნნნნნნნნნ “picture element” _ ნნნნნნნნნნნნნ ნნნნნნნნ). ნნნნნნნნნნნ, ნნნნნნნნნ, ნნნნნნ ნნნნნნნნ ნნნნნნ ნნნნნნნნ ნნნნნნ “ნნნნნნნნნ” ნნნნნნნნნნნ ნნნნნნნნნნნნ ნნნნნნნნნნნ ნნ ნნნნნნნნ ნნნნნნნ.

Upload: dangthuy

Post on 01-Feb-2018

227 views

Category:

Documents


7 download

TRANSCRIPT

თავი-8

გრაფიკული ობიექტები სამუშაო ლისტებზე

თავის ძირითადი თემები:

1. ნახატის დამატება და მომართვა2. ნახატებისა და ფიგურების სტილები3. ობიექტების დადება და მოწესრიგება4. ავტოფიგურები5. კლიპების ბიბლიოთეკა6. SmartART-ის ნახატები7. WordART-ის ტექსტი8. ჰიპერბმულები9. ობიექტები OLE10. მაგალითი11. დასკვნები

უეჭველია, რომ სამუშაო ფურცელის მთავარი შემადგენელი ნაწილი მონაცემებია, მაგრამ არანაკლები მნიშვნელობა აქვს ასევე საბოლოოდ გაფორმებული სამუშაოს გარეგნულ სახეს. გარდა შრიფტული გაფორმებისა და უჯრედების ფორმატირებისა, ლისტზე შეიძლება გამოიყენოთ გრაფიკა (ემბლემები, ორგანიზაციული დიაგრამები, ნახატები, ფოტოსურათები). გრაფიკული ობიექტები შეიძლება შეიქმნას უშუალოდ პროგრამა Excel-ში, ასევე შეიძლება დაინერგოს სხვა დანართების ფაილებიდან. მართალია, გრაფიკა ნამუშევრის გაფორმების ყველაზე “პოპულარული” საშუალებაა, საინტერესოა ასევე მულტიმედიის ობიექტების გამოყენების შესაძლებლობა. დოკუმენტში შეიძლება ჩაირთოს ანიმაციური გრაფიკა, ვიდეო, აუდიო და სხვა. შეიძლება გვერდი ინტერაქტიული გახდეს, გრაფიკული ობიექტების გამოყენებით, ასევე ჰიპერბმულების ან ღილაკებისთვის მაკროსების მინიჭების გზით.

ზოგადი ცნობები გრაფიკულ ობიექტებზე

ნახატები შეიძლება იყოს ორი ტიპის: წერტილოვანი ან ვექტორული. Excel-ის სამუშაო ლისტებში შეიძლება დაემატოს “გარეშე” წერტილოვანი და ვექტორული ნახატები, ასევე შეიძლება შეიქმნას ვექტორული ნახატები ინსტრუმენტების დახმარებით, რომლებიც არის პროგრამაში. ნახატებთან ამა თუ იმ მოქმედების შესრულების შესაძლებლობა (ფორმატირების, რედაქტირების ან მომართვის) Excel-ის პროგრამაში ნახატის ტიპთან არის დაკავშირებული.

რა არის წერტილოვანი გამოსახულება?

წერტილოვანი გამოსახულება იქმნება თანმიმდევრულად განთავსებული წერტილების ნაკრებით (პიქსელებით, ინგლისურიდან “picture element” _ გამოსახულების ელემენტი). ანალოგიურად, მაგალითად, ნახატი შეიძლება შედგეს ქაღალდის ლისტზე “უჯრედებად” განლაგებული შეფერადებული კვადრატებით ან მოზაიკის ფილებით. წერტილოვან გამოსახულებებს იღებენ ციფრული ფოტოკამერების დახმარებით, გამოსახულებების სკანირების ან ფოტოგრაფირების გზით. იშვიათად მათ უშუალოდ ხატავენ პროგრამული საშუალებებით წერტილოვან გრაფიკულ რედაქტორებში (როგორებიცაა Paint ან Abode Photoshop). თუ თანდათანობით გაზრდით წერტილოვანი გამოსახულების ზომას, მაშინ გარკვეული მომენტიდან ის დაიწყებს თავისი სიმკვეთრის დაკარგვას, ცალკეული წერტილები “გადაიქცევა” ფერად კვადრატებად, თვით გამოსახულება კი მოზაიკური გახდება. ამიტომ ამბობენ, რომ წერტილოვანი ნახატები “არ მასშტაბირდება”, მომხმარებლები კი ცდილობენ მიიღონ

გამოსახულებები, რომლებიც შედგება წერტილების დიდი რაოდენობისგან, ეს კი იმას ნიშნავს, რომ მოზაიკად გარდაქმნის მომენტი მათთვის უფრო “გვიან” დგება. ამავდროულად, სამწუხაროდ, მნიშვნელოვნად იზრდება გამოსახულების ფაილის მოცულობა. 

წერტილოვანი გამოსახულების თითოეული წერტილი, რომელიც თავისი კოორდინატით განისაზღვრება ნახატზე, ინახავს ინფორმაციას ფერსა და სიმკვეთრეზე, რომლითაც ის გამოდის ეკრანზე. სიმკვეთრის, კონტრასტულობისა და ფერადი შუქჩრდილის პარამეტრები დოკუმენტებში ასასახ წერტილოვან გამოსახულებებს შეიძლება მოემართოთ ტელევიზორის ეკრანის რეგულირების მსგავსად. ასევე შეიძლება “გარდაიქმნას” თვალსაჩინო წერტილოვანი გამოსახულება შავ-თეთრად, ნაცრისფერის შუქჩრდილებად, ნეგატივად, დაემატოს გამჭვირვალე უბნები და მათთან შესრულდეს ბევრი სხვა გარდაქმნა. ზოგიერთი მომართვა ხელმისაწვდომია გამოსახულების “მიმღებ” პროგრამაში, მაგრამ რიგი სხვა კორექტირებებისთვის გამოსახულება უნდა დამუშავდეს წერტილოვან გრაფიკულ რედაქტორში. სულ უფრო ხშირად წერტილოვანი ნახატების შესანახად გამოიყენება ფაილების ფორმატები BMP, PNG, JPG, GIF ან TIFF.

ნახატების შეკუმშვა

ფორმალური თვალსაზრისით წერტილოვანი გამოსახულების ფაილი, რომელიც შეიცავს ნულებისა და ერთიანების თანმიმდევრულობას, ხშირად შეიცავს მათ განმეორებად ჯაჭვებს (მაგალითად, როდესაც მეზობელ პიქსელებს ერთნაირი ფერი აქვთ). ასეთი ჯაჭვები შეიძლება იქნას ჩაწერილი უფრო კომპაქტური ფორმით (მაგალითად, თვით ჯაჭვი და მისი განმეორების რაოდენობა). თუ ფაილი ამგვარადაა შეკუმშული, მაშინ ეკრანზე მის გამოტანამდე მასში ინფორმაცია უნდა იყოს “გახსნილი”. ფაილების ზოგიერთი ფორმატი ითვალისწინებს ნახატის ავტომატურ შეკუმშვას მისი შენახვისას და, პირიქით _ გაშლას ასახვის დროს. არსებობს შეკუმშვის რამდენიმე ნაცნობი ალგორითმი (RLE, LZW, JPEG, CCITT), ჩვეულებრივ, ფაილების წერტილოვან ფორმატებში გამოსაყენებელი. შეკუმშვის ალგორითმებმა შეიძლება იმუშაოს “დანაკარგების გარეშე” და გრაფიკული ინფორმაციის ნაწილობრივი დაკარგვით.

რა არის ვექტორული გამოსახულება?

ვექტორული ნახატები იქმნება პირდაპირი და მრუდი ხაზებისგან, მართკუთხედებისგან, წრეებისგან, ოვალებისგან და სხვა სტანდარტული გეომეტრიული ფიგურებისგან (ობიექტებისგან). სტანდარტულ ფიგურებს თავისი პარამეტრები აქვს: კონტურის ხაზის სისქე, ტიპი და ფერი, შიდა უბნის შეფერვა, ხაზოვანი ზომები. მათთან შეიძლება იქნას გამოყენებული სპეციალური ეფექტები (ჩრდილი, ნათება, მოცულობა და სხვა). გარდა ამისა, ნახატზე ფიგურები შეიძლება იქნას განთავსებული იმგვარად, რომ მთლიანად ან ნაწილობრივ ფარავდნენ ერთმანეთს. სტანდარტული ფიგურების ნაკრები მითითებული პარამეტრებითა და საზიარო ადგილმდებარეობითა და ურთიერთდადებებით ვექტორულ ნახატს ქმნის. ვექტორული ნახატის ზომების ნებისმიერი ცვლილებისას კომპიუტერი ხაზებსა და ფიგურებს თავიდან ხაზავს იმგვარად, რომ ინახება მათი საწყისი სიმკვეთრე და პერსპექტივა. ვექტორული ნახატები ინახება იმ პროგრამების ფორმატებში, რომლებიც მათ შესაქმნელად იყო გამოყენებული. სხვა პროგრამებმა შეიძლება გახსნან და ასახონ ვექტორული ნახატების ფაილები, მაგრამ ამა თუ იმ შეზღუდვით. ვექტორული ნახატების ფაილებისთვის ყველაზე მეტად გავრცელებულია შემდეგი ფორმატები: WMF, EMF, PPT, PDF, EPS, CDR, CDT, CMX და სხვა.

ფაილების ხელმისაწვდომი ფორმატები

Excel-ის სამუშაო ფურცელში”პირდაპირ” ან სპეციალური გრაფიკული ფილტრის “გავლით” შეიძლება ჩაისვას გამოსახულება მრავალი გავრცელებული ფორმატის ფაილებიდან. ფილტრები არ არის საჭირო შემდეგი ფორმატებისთვის: EMF, JPG, PNG, BMP, RLE, DIB, GIF, WMF. სხვა ფორმატების ფაილების ჩასასმელად შეიძლება დაგჭირდეთ შესაბამისი ფილტრის დაყენება (ამისათვის გამოიყენება Excel-ის დაყენების პროგრამის არჩევითი რეჟიმი).

გრაფიკული ფილტრის დაყენების დროსაც კი პროგრამა Excel-ს შეუძლია არც დაუჭიროს მხარი ნახატების ზოგიერთ პარამეტრს (ეს განსაკუთრებით ეხება ვექტორულ გრაფიკებს). მაგალითად, გრაფიკულ ფილტრს პროგრამა CorelDRAW-ს ფაილებისთვის შემდეგი შეზღუდვები აქვს: ფიგურების ტექსტურული ფონები და PostScript-ის ტიპის ფონები იცვლება ერთგვაროვანი ნაცრისფერით, გრადიენტული ფონები იყოფა ერთტონიან ზოლებად, არ არის ლინზის ეფექტები, ფიგურული ჭრა, ვექტორული ფონი, წერტილოვანი ნახატების ბრუნვა და სხვა. 

გამოსახულებების, კლიპების, ტექსტისა და ობიექტების ჩასმა

გამოსახულებებისა და კლიპების, ასევე მხატვრული ტექსტის, ტექსტური ბლოკებისა და სხვა ობიექტების ჩასასმელად, Excel-ის სამუშაო ლისტში გამოიყენება ინსტრუმენტები ლენტის ჩანართ Insert-ჩასმის განყოფილებებისა Illustrations-ილუსტრაციები და Text-ტექსტი (ნახ. 8.1):

ნახ. 8.1. ინსტრუმენტები გამოსახულებების, კლიპების, ტექსტისა და სხვა ობიექტების დასამატებლად სამუშაო ლისტთან

ფაილიდან ნახატის დასამატებლად, დააწკაპუნეთ ღილაკზე Picture-ნახატი, რომელიც ხსნის დიალოგურ ფანჯარას Insert Picture-ნახატის ჩასმა. აირჩიეთ ფაილი, მერე კი დააწკაპუნეთ ჩასმის ან ფაილთან კავშირის დაყენების ბრძანებას.კლიპების ჩასასმელად (ნახატების, ფილმების, ხმებისა და ფოტოების) გამოიყენება ღილაკი Clip Art-კლიპი, რომელიც ხსნის კლიპების ორგანიზატორის პანელს (ამოცანების უბანს) _ Office 2007-ის პროგრამების ზოგად საშუალებას. ვექტორული ფიგურების ჩასასმელად, როგორებიცაა მართკუთხედები, წრეები, ისრები, ხაზები, ბლოკ-სქემების ელემენტები და სქოლიოები, გამოიყენება ღილაკი Shapes-ფიგურები. ის ხსნის ფიგურების გალერეას. აირჩიეთ მასში ნიმუში, რათა მისით “აღჭურვოთ” მიმანიშნებელი, მერე კი სამუშაო ლისტზე მოხაზეთ გაბარიტული ჩარჩო, რომელშიც ჩაისმება ფიგურა.SmartArt-ის კოლექციიდან გრაფიკული ობიექტის ჩასასმელად, უნდა დააწკაპუნოთ ღილაკს SmartArt. ამის შემდეგ გაიხსნება დიალოგური ფანჯარა SmartArt-ის ნახატის არჩევა. იპოვეთ მასში ნიმუში (აქ თავმოყრილია სქემების, სიების, პროცესების, ციკლების, იერარქიის, კავშირების, მატრიცებისა და პირამიდების ინტერაქტიული ვარიანტები) და დააწკაპუნეთ ღილაკზე OK, რათა ასახოთ ის სამუშაო ლისტზე. შემდეგ შესაძლებელი იქნება მისი მომართვა. 

ობიექტთან ჰიპერბმულის დასამატებლად, მონიშნეთ ის, მერე კი დააწკაპუნეთ ღილაკს Hyperlink-ჰიპერბმული. გაჩნდება დიალოგური ფანჯარა. მასში აუცილებელი იქნება იმ ფაილის მისამართის მითითება, რომელთანაც განხორციელდება გადასვლა, ლისტზე განთავსებული ობიექტის არჩევისას. მხატვრული ტექსტის ჩასასმელად გამოიყენება ღილაკი WordArt. ის ხსნის მხატვრული ტექსტის ნიმუშების გალერეას. დააწკაპუნეთ შესაფერის ნიმუშზე, რათა ასახოთ ის სამუშაო ლისტზე. შემდეგ შესაძლებელი იქნება მისი მომართვა. 

მარტივი ტექსტის ბლოკის ჩასასმელად (ეს ტექსტური კონტეინერია, რომელიც ტექსტურ აბზაცებს შეიცავს), დააწკაპუნეთ ღილაკზე Signature Line-წარწერა. ამის მერე გადაიტანეთ მიმანიშნებელი სამუშაო ლისტზე, რათა მოხაზოთ ტექსტის ჩარჩო და შეიყვანეთ (ან დააკოპირეთ) მასში ტექსტი. შემდეგ ტექსტური ბლოკის მომართვა იქნება შესაძლებელი. OLEობიექტების შესაქმნელად და ჩასასმელად გამოიყენება ღილაკი Object-ობიექტი. ის ხსნის დიალოგურ ფანჯარას Objects-ობიექტის ჩასმა, რომელშიც შეიძლება აირჩიოთ ობიექტის ტიპი ან ფაილი, მერე კი ჩასვათ ის ან დაადგინოთ მასთან კავშირი. ფაილი შეიძლება ჩაისვას ნიშნის სახით.

წერტილოვანი გამოსახულების დამატება

წერტილოვანი გამოსახულების დასამატებლად დააწკაპუნეთ სამუშაო ლისტზე იმ ადგილას, სადაც აუცილებელი იქნება მისი ჩასმა, მერე კი დააჭირეთ ღილაკს Picture-ნახატი, რომელიც მდებარეობს ლენტის ჩანართ Insert-ჩასმის განყოფილებაში Illustrations-ილუსტრაციები. გაიხსნება დიალოგური ფანჯარა Insert Picture-ნახატის ჩასმა (ნახ. 8.2). იპოვეთ და მონიშნეთ მასში საჭირო ფაილი, მერე კი დააწკაპუნეთ ღილაკს Insert-ჩასმა. ან გახსენით ღილაკ Insert-ჩასმის მენიუ და აირჩიეთ მასში ბრძანება Link to File-კავშირი ან Insert and Link-ჩასმა და დაკავშირება. მონიშნული ნახატი გაჩნდება სამუშაო ლისტზე.

ნახ. 8.2. დიალოგური ფანჯარა Insert Picture-ნახატის ჩასმა (ზემოთ) და გამოსახულებები, რომლებიც დამატებულია სამუშაო ლისტზე (ქვემოთ)

რამდენიმე ნახატის დამატება

რამდენიმე ნახატის დასამატებლად, თანმიმდევრულად დააწკაპუნეთ მათზე, კლავიშ Ctrl-ის შეყოვნებით, მერე კი დააჭირეთ ღილაკს ჩასმა. 

ნახატის შეკავშირებული ფაილი

ნახატების შეკავშირებული ფაილები ინახება სამუშაო ფურცელისგან განცალკევებულად, რაც მის ზომას ამცირებს. გარდა ამისა, ისინი შეიძლება იქნას შეცვლილი სამუშაო წიგნში ფაილი-წყაროს შეცვლისას. შეკავშირებული ნახატები შეიძლება იქნას მომართული ზუსტად ისევე, როგორც ჩასმულები.

ნახატის მომართვა და რედაქტირება

სამუშაო წიგნზე ჩასმულ გამოსახულებასთან ერთად ლენტაზე ჩნდება “ახალი” ჩანართი Format (Picture Tools)-ფორმატი (ნახატებთან მუშაობა), რომელიც შეიცავს საშუალებებს მის მოსამართად (ნახ. 8.3). ჩანართი ასევე ჩნდება მაშინ, როდესაც სამუშაოდ მონიშნულია წერტილოვანი გამოსახულება. 

ნახატის შემოჭრა

შემოჭრის დროს ნახატის თვალსაჩინო ნაწილიდან გაუქმდება მისი ნაპირები (ვერტიკალის ან ჰორიზონტალის მიხედვით). შემოჭრის ოპერაცია დაბრუნებადია. მისი შესრულების შემდეგ შეიძლება აღდგეს ნახატის საწყისი ზომები, ანუ ნახატის ფაილიდან ისინი არ წაიშლება. შემოჭრის ინსტრუმენტის გამოყენების გზით ასევე შეიძლება გაიზარდოს ნახატის ზომა, მასთან მინდვრების დამატებით. გამოსახულების შემოჭრისთვის:

ნახ. 8.3. ჩანართი Format (Picture Tools)-ფორმატი (ნახატთან მუშაობა)

1. მონიშნეთ ნახატი სამუშაო ლისტზე.

ლენტის ჩანართ Format (Picture Tools)-ფორმატის (ნახატთან მუშაობა) განყოფილებაში Size-ზომა დააწკაპუნეთ ღილაკს Crop-შემოჭრა. მიმანიშნებელი თავის სახეს შეიცვლის. ასევე შეიცვლება მარკერების სახე, რომლებიც ნახატის ჩარჩოზეა განთავსებული (ნახ. 8.4).

ნახ. 8.4. თაგვის მიმანიშნებელი და გამოსახულების მარკერები ინსტრუმენტ Crop-შემოჭრის არჩევის შემდეგ

2. შეასრულეთ შემდეგიდან ერთი მოქმედება:

• ერთი მხარის შემოსაჭრელად, მიმანიშნებელი დააყენეთ მარკერზე, რომელიც მდებარეობს ჩარჩოს შესაბამისი მხარის შუაში, მერე კი გადაიტანეთ ის ნახატის შიგნით (ნახ. 8.5).

ნახ. 8.5. გამოსახულების ზედა ნაწიბურის შემოჭრა

• ორი მომიჯნავე მხარის შემოსაჭრელად, კუთხოვანი მარკერი გადაიტანეთ.

თანაბარზომიერად რომ შემოჭრათ ორი საწინააღმდეგო მხარე, კლავიშ Ctrl-ის შეყოვნებით, გადაიტანეთ ნახატის ცენტრთან შემოჭრის მარკერი, რომელიც ერთ-ერთი მხარის შუაშია განთავსებული. თანაბარზომიერად რომ შემოჭრათ ერთდროულად ოთხივე მხარე, კლავიშ Ctrl-ის შეყოვნებით, ნახატის ცენტრთან გადაიტანეთ შემოჭრის ერთ-ერთი კუთხოვანი მარკერი.ნახატი რომ შემოჭრათ ზუსტ ზომებამდე, შემდეგი მოიმოქმედეთ: ლენტის ჩანართ Format (Picture Tools)-ფორმატის (ნახატებთან მუშაობა) განყოფილების Size-ზომა ქვედა მარჯვენა კუთხეში დააწკაპუნეთ ღილაკს ქვემოთკენ მიმართული ისრით. გაიხსნება დიალოგური ფანჯარა Size and Properties-ზომა და თვისება (იხ. ნახ. 8.13). გადადით დიალოგური ფანჯრის Size and Properties-ზომა და თვისება ჩანართზე Size-ზომა.სექციაში Croup-შემოჭრა შეიყვანეთ შემოჭრის ზუსტი მნიშვნელები მინდვრებში Left-მარცხნივ, Right-მარჯვნივ, Top-ზემოთ და Bottom-ქვემოთ. დააწკაპუნეთ ღილაკზე დახურვა, რათა ეკრანიდან გააქროთ დიალოგური ფანჯარა.

შემოჭრილი ნაწიბურების წაშლა ფაილის შენახვის დროს

ზომის შესამცირებლად, რომელსაც იკავებს ნახატი სამუშაო წიგნში, შეიძლება წაშალოთ შემოჭრილი ნაწიბურები მისი ფაილიდან. ამისათვის ლენტის ჩანართ Format (Picture Tools)-ფორმატის (ნახატებთან მუშაობა) განყოფილებაში Adjust-შეცვლა დააწკაპუნეთ ღილაკს Compress Pictures-ნახატის შეკუმშვა, მერე კი ამავე სახელწოდების დიალოგურ ფანჯარაში, რომელიც ამის შემდეგ გაიხსნება, დააწკაპუნეთ ღილაკს Options-პარამეტრები. გაიხსნება შეკუმშვის პარამეტრების დიალოგური ფანჯარა. შეამოწმეთ, რომ ამ ფანჯარაში პარამეტრისთვის Delete cropped areas of pictures -ნახატების შემოჭრილი უბნების წაშლა მომართული იყოს ალამი. დააწკაპუნეთ ღილაკს გახსნილ დიალოგურ ფანჯრებში. სამუშაო წიგნის ფაილების შენახვისას, გამოსახულების ნაწიბურები წაიშლება.

გამოსახულების შემოჭრის გაუქმება

ნახატის შემოჭრის გასაუქმებლად დააწკაპუნეთ ღილაკს Reset Pictures -ნახატის პარამეტრების ჩამოშვება ლენტის ჩანართ Format (Picture Tools)-ფორმატის (ნახატებთან მუშაობა) განყოფილებაში Adjust-შეცვლა. შემოჭრა წაიშლება თქვენ მიერ გაკეთებულ სხვა მომართვებთან ერთად. მხოლოდ შემოჭრის გასაუქმებლად, ის “სხვა მხარეს” უნდა განახორციელოთ.

სიმკვეთრისა და კონტრასტულობის მომართვა

ნახატის სიმკვეთრე და კონტრასტულობა, რომელიც აისახება სამუშაო ლისტზე, შეიძლება მოიმართოს. ეს შემდეგნაირად ხორციელდება:

1. მონიშნეთ ნახატი, რომლის სიმკვეთრე ან კონტრასტულობა უნდა რეგულირდეს. ლენტის ჩანართ Format (Picture Tools)-ფორმატის (ნახატთან მუშაობა) განყოფილებაში Adjust-შეცვლა დააწკაპუნეთ ღილაკზე Brightness-სიმკვეთრე ან Contrast-კონტრასტულობა. აისახება შესაბამისი მომართვის მენიუ თქვენ მიერ არჩეული პარამეტრის გაზრდისა და შემცირების ფიქსირებული დონეებით (ნახ. 8.6 ზემოთ). 2. აირჩიეთ სიმკვეთრის ან კონტრასტულობის მომატების (ან შემცირების) დონეები. როდესაც მიმანიშნებელს დააყენებთ ბრძანებაზე, ნახატი შეიცვლება. დააწკაპუნეთ ბრძანებაზე, რათა გამოიყენოთ კორექტირება და მენიუ დახუროთ. ზუსტი მომართვის განსახორციელებლად აირჩიეთ ბრძანება Picture Corrections Options-ნახატის მომართვის პარამეტრები, რომელიც მდებარეობს მენიუს ქვედა ნაწილში. გაიხსნება ნახატის პარამეტრების მომართვის დიალოგური ფანჯარა (იხ. ნახ. 8.6 მარჯვნივ), რომელშიც მცოცები Brightness-სიმკვეთრე ან Contrast-კონტრასტულობა საჭირო მხარეს გადააჩოჩეთ ან შეიყვანეთ მნიშვნელები მცოცების გვერდით განთავსებულ მინდვრებში.

ნახ. 8.6. ბრძანებები სიმკვეთრისა და კონტრასტულობის დონის მოსამატებლად (შესამცირებლად) (მარცხნივ და შუაში), ასევე ნახატის თვისებების დიალოგური ფანჯარა, რომელშიც ეს პარამეტრი შეიძლება ზუსტად მომართოთ (მარჯვნივ)

გამჭვირვალე ფერი ნახატის ერთ-ერთი ფერის ნაცვლად

ნახატის ერთ-ერთი ფერი შეიძლება გამჭვირვალე გახდეს. ეს შეიძლება გამოგადგეთ ერთი ნახატის მეორეზე დასადებად, გამოსახულების ფონის “წასაშლელად” ან რაიმე ელემენტის მოსანიშნად. ფერი რომ გამჭვირვალე გახდეს, უნდა დააწკაპუნოთ ღილაკზე Recolor-გადაღებვა ლენტის ჩანართ Format (Picture Tools)-ფორმატის (ნახატებთან მუშაობა) განყოფილებაში Adjust-შეცვლა, გახსნილ მენიუში კი აირჩიოთ ბრძანება Set Transparenr Color-გამჭვირვალე ფერის დაყენება. შემდეგ დააწკაპუნეთ ნახატის ან გამოსახულების უბანზე, რომელიც იმ ფერით არის შეღებილი, რომელიც უნდა გამჭვირვალე გახდეს (ნახ. 8.7). ღილაკი Set Transparenr Color-გამჭვირვალე ფერის დაყენება ხელმისაწვდომია მხოლოდ წერტილოვან ნახატებთან მუშაობის დროს, ასევე ზოგიერთი კლიპისთვის.

ნახ. 8.7. გამჭვირვალე ფერის მითითება ნახატის ერთ-ერთი ფერისთვის

ნახატების სტილები

ნახატებისთვის შეიძლება გამოიყენოთ Excel-ში არსებული სტილები (რომლებიც შეიცავენ ნახატის ფორმას, ფერსა და გაფორმებას, ჩრდილის დამატებას, პერსპექტივასა და სხვა ეფექტებს). სტილები გამოიყენება გალერეის მეშვეობით, რომელიც იხსნება ღილაკით More-დამატებითი პარამეტრები ლენტის ჩანართ Format (Picture Tools)-ფორმატის (ნახატებთან მუშაობა) განყოფილებაში Picture Styles-ნახატების სტილები. უბრალოდ გახსენით გალერეა და დააწკაპუნეთ სტილის ნიმუშზე _ ის მაშინვე იქნება გამოყენებული მონიშნულ ნახატთან (ნახ. 8.8). სტილის გასაუქმებლად შეასრულეთ ბრძანება Reset Pictures-ნახატის პარამეტრების ჩამოშვება ლენტის ჩანართ Format (Picture Tools)-ფორმატის (ნახატებთან მუშაობა) განყოფილებაში Adjust-შეცვლა.

ნახ. 8.8 ნახატი გაფორმებულია სხვადასხვა სტილის გამოყენებით

ასევე შეიძლება გამოიყენოთ სტილის ცალკეული “შემადგენლები” როგორც ნახატთან მის გამოყენებამდე, ისე “სუფთა” ნახატზე. დააწკაპუნეთ ერთ-ერთ ღილაკზე Pictures Shapes-ნახატის ფორმა, Picture Border-ნახატის საზღვარი ან Picture Effects-ეფექტები ნახატისთვის ლენტის ჩანართ Format (Picture Tools)-ფორმატის (ნახატებთან მუშაობა) განყოფილებაში Picture Styles-ნახატების სტილები. გაიხსნება შესაბამისი გალერეა, რომელშიც შეგიძლიათ აირჩიოთ ნიმუში მის გამოსაყენებლად. ნიმუშები შეიძლება ერთმანეთზე “დაიდოს” (ნახ. 8.9), თქვენთვის ნახატის გაფორმების პრაქტიკულად “უსაზღვრო” შესაძლებლობების მონიჭებით.

ნახ. 8.9. ნახატთან სტილის ცალკეული “შემადგენლების” გამოყენება: ფორმის (მარცხნივ), საზღვრების (ცენტრში) და ეფექტების (მარჯვნივ)

ნახატის ფორმატი

ღილაკი ქვემოთკენ მიმართული ისრით ლენტის ჩანართ Format (Picture Tools)-ფორმატის (ნახატებთან მუშაობა) განყოფილებაში Picture Styles-ნახატების სტილები, ხსნის დიალოგურ ფანჯარას Format Picture-ნახატის ფორმატი. მასში არის რამდენიმე განყოფილება (ჩანართი) ფონის, ხაზის ტიპისა და ფერის, ჩრდილის, მოცულობითი ფიგურის ფორმატისა და მობრუნების,

ასევე ნახატის სიმკვეთრისა და კონტრასტულობის მოსამართად. ყველა პარამეტრი მიეთითება მართვის ელემენტების მეშვეობით (გადამრთველების, მცოცების, სიების), ანუ რამდენადმე უფრო “ზუსტად” და უფრო ფართო საზღვრებში (ნახ. 8.10), ვიდრე გალერეის მეშვეობით.

ნახ. 8.10. დიალოგური ფანჯარა Format Picture-ნახატის ფორმატი

ნახატის ფაილის ზომის შემცირების შესახებ

ხანდახან დოკუმენტში ჩასმულმა ნახატმა შეიძლება მნიშვნელოვნად გაზარდოს დოკუმენტის ფაილის ზომა. მყარ დისკზე ადგილის ეკონომიისთვის და ჩატვირთვის დროის შესამცირებლად, შეიძლება შემცირდეს ნახატის გადაწყვეტა, გამოიყენოთ შეკუმშვა ხარისხის დაუკარგავად და წაშალოთ არასაჭირო მონაცემები, მაგალითად ნახატის ნაწილები.ნახატებიანი სამუშაო წიგნის მოცულობის შესამცირებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი მეთოდები:

• ნახატის შეკუმშვა. იხილეთ შენიშვნა “ნახატის შეკუმშვა” განყოფილებაში “რა არის წერტილოვანი გამოსახულება?”, ასევე განყოფილება “ნახატის გადაწყვეტის მომართვა” ამ თავში ქვემოთ. • შემოჭრილი ნაწიბურების წაშლა. იხილეთ შენიშვნა “შემოჭრილი ნაწიბურების წაშლა ფაილის შენახვის დროს” ამ თავის განყოფილებაში “ნახატის შემოჭრა”. • ნახატის შეკავშირების გამოყენება მისი დანერგვის ნაცვლად. იხილეთ შენიშვნა “ნახატის შეკავშირებული ფაილი” ამ თავის განყოფილებაში “წერტილოვანი გამოსახულების დამატება”.

ნახატის გადაწყვეტის მომართვა

გადაწყვეტა განსაზღვრავს კომპიუტერის ეკრანზე ან პრინტერზე საწარმოებელი გამოსახულების ან ტექსტის სიზუსტესა და დეტალიზაციას. რაც მეტია გადაწყვეტის მნიშვნელი, მით უფრო მკვეთრია ნახატი და მით უფრო წვრილი დეტალების დანახვა შეიძლება მასზე.

1. დააწკაპუნეთ ნახატს სამუშაო ლისტზე, რომ ის მონიშნოთ.ლენტის ჩანართ Format (Picture Tools)-ფორმატის (ნახატებთან მუშაობა) განყოფილებაში Adjust-შეცვლა დააწკაპუნეთ ღილაკზე Compress Pictures-ნახატების შეკუმშვა. გაიხსნება დიალოგური ფანჯარა Compress Pictures-ნახატის შეკუმშვა (ნახ. 8.11).

ნახ. 8.11. დიალოგური ფანჯრები, რომლებშიც მოიმართება ნახატების გადაწყვეტა

მხოლოდ მონიშნული ნახატის გადაწყვეტის შესაცვლელად (და არა ყველა ნახატისა დოკუმენტში), დააყენეთ ალამი Apply to selectes pictures only-მხოლოდ მონიშნულ ნახატებთან გამოყენება.დააწკაპუნეთ ღილაკზე Options-პარამეტრები, მერე კი გახსნილ დიალოგურ ფანჯარაში Compression Settings-შეკუმშვის პარამეტრები მიუთითეთ გადამრთველებს საჭირო გადაწყვეტა სექციაში Target output-გამოყვანის ხარისხი (იხ. ნახ. 8.11 ქვემოთ), რომელიც ემსახურება ნახატის ბეჭდვას, მის ეკრანზე გადახედვას ან ელექტრონული ფოსტით გადაგზავნას. დააწკაპუნეთ ღილაკზე OK ორივე გახსნილ ფანჯარაში

ზომების შეცვლა, ობიექტების გადაადგილება და ერთმანეთზე დადება

სამუშაო ლისტზე ჩასმული ობიექტები (ნახატები, წარწერები, ფიგურები, WordArt, კლიპები, SmartArt-ის ობიექტები) შეიძლება გადაადგილდეს და მასშტაბირდეს. ასევე შეიძლება იმართოს ამ ობიექტების ერთმანეთზე დადება. ამ მოქმედებების სხვადასხვა ტიპის ობიექტებთან შესასრულებლად, გამოიყენება ერთნაირი ილეთები.თუ ობიექტს მონიშნავთ მიმანიშნებლის დაწკაპუნებით, მის ირგვლივ გაჩნდება ჩარჩო (ის გამოიყენება ობიექტის გადასატანად (ნახ. 8.12 ზემოთ). ყურადღება მიაქციეთ მიმანიშნებლის ფორმის შეცვლას ჩარჩოს ხაზზე მისი დაყენებისას. ჩარჩოზე აისახება ზომების შეცვლის წრიული და კვადრატული მარკერები (ყურადღება მიაქციეთ მიმანიშნებლის ფორმის შეცვლას ზომის შეცვლის მარკერზე მისი დაყენებისას, ნახ. 8.12 მარცხნივ). ჩარჩოს ოდნავ ზემოთ განთავსებულია

მობრუნების მარკერი (მწვანე “წრე”). ის გამოიყენება ობიექტის მოსაბრუნებლად (ასევე მიმანიშნებლის გადატანის მეთოდით, ნახ. 8.12 მარჯვნივ).

ნახ. 8.12. გადაადგილება, ზომის შეცვლა და ნახატის ხელით მობრუნება

ობიექტების გადაადგილება

ობიექტის (ობიექტების) გადასაადგილებლად მონიშნეთ ის (რამდენიმე ობიექტის მოსანიშნად, მათზე თანმიმდევრულად დააწკაპუნეთ კლავიშ Shift-ის შეყოვნებით), მერე კი შეასრულეთ შემდეგიდან ერთ-ერთი მოქმედება:

1. გადაიტანეთ ობიექტი (ობიექტები) ახალ ადგილას, თაგვის მარცხენა ღილაკის შეყოვნებით.ობიექტი რომ მკაცრად ჰორიზონტალურად ან ვერტიკალურად გადაადგილდეს, მისი გადაადგილების დროს შეაყოვნეთ კლავიში Shift. ობიექტის დასაკოპირებლად, გადაადგილების დროს შეაყოვნეთ კლავიში Ctrl.2. კონტექსტური მენიუდან რომ ამოირჩიოთ ობიექტის გადაადგილება ან კოპირება, ის თაგვის მარჯვენა ღილაკით გადაიტანეთ.

მონიშნული ობიექტის გადასაადგილებლად შეიძლება გამოიყენოთ ისრებიანი კლავიშები. ამ დროს, თუ შეაყოვნებთ კლავიშ Ctrl-ს, ობიექტი გადაადგილდება ნაბიჯებით “პიქსელებზე”, ხოლო თუ ამას არ გააკეთებთ _ ბადის ხაზებზე (უჯრედებზე).

ობიექტების ზომების შეცვლა

ზომის მარტივი შეცვლა ნახატს შეკუმშავს ან ჭიმავს სხვა ობიექტებთან მიმართებაში, რომლებიც სამუშაო ლისტზეა განთავსებული. გამოსახულების ზომის შეცვლა რამდენიმე მეთოდით არის შესაძლებელი.

• “ხელით”. დააწკაპუნეთ ნახატზე, რომ მონიშნოთ. ზომის ან ზომების გასაზრდელად ან

შესამცირებლად ზომის შეცვლის მარკერი გადაიტანეთ (იხ. ნახ. 8.12 მარცხნიდან ქვემოთ) ცენტრიდან ან ცენტრისკენ (გადატანის დროს კლავიშ Ctrl-ის შეყოვნებით, თქვენ ინარჩუნებთ ნახატის ცენტრის მდებარეობას, ხოლო კლავიშ Shift-ის შეყოვნებითვ _ მისი პროპორციები იქნება შენარჩუნებული). ანალოგიურად შეიძლება მობრუნდეს ნახატი, თუ გამოიყენებთ მობრუნების მარკერს (მწვანე “წრეს”). კუთხეებზე მობრუნება, ჯერადით 15 მობრუნების კუთხის ნაბიჯი რომ 15-ს უდრიდეს, მობრუნების მარკერის გადატანისას შეაყოვნეთ კლავიში . • “ზუსტად ზომების მიხედვით”. მონიშნეთ ნახატი და ლენტის ჩანართების Format (Picture Tools)-ფორმატი (ნახატებთან მუშაობა) ან Format (Drawing Tools)-ფორმატი (ხატვის საშუალებები) განყოფილებებში Size-ზომა დაადგინეთ ზუსტი მნიშვნელები მინდვრებში მრიცხველებისა Shape Width-ფიგურის სიგანე და Shape Height-ფიგურის სიმაღლე.• “ზომების პროპორციული შეცვლით”. ლენტის ჩანართების Format (Picture Tools)-ფორმატი (ნახატებთან მუშაობა) ან Format (Drawing Tools)-ფორმატი (ხატვის საშუალებები) განყოფილებებში Size-ზომა დააწკაპუნეთ ღილაკს ქვემოთკენ მიმართული ისრით. გაიხსნება დიალოგური ფანჯარა Size and Properties-ზომა და თვისებები. ჩანართ Size-ზომის სექციაში Scale-მასშტაბი დააყენეთ შესაბამისი პარამეტრები (ნახ. 8.13).

რამდენიმე ობიექტის ერთნაირი ზომა

რამდენიმე ობიექტისთვის ერთი და იგივე სიმაღლისა და სიგანის დასადგენად მონიშნეთ ეს ობიექტები, მერე კი სექციაში Size-ზომა შეიყვანეთ შესაბამისი ზომები მინდვრებში Height-სიმაღლე და Width-სიგანე.

ნახ. 8.13. დიალოგური ფანჯარა Size and Properties-ზომა და თვისებებიობიექტების მოწესრიგებაობიექტების მოწესრიგების ბრძანებები თავმოყრილია ლენტის ჩანართების Format (Picture Tools)-

ფორმატი (ნახატებთან მუშაობა) ან Format (Drawing Tools)-ფორმატი (ხატვის ინსტრუმენტები) განყოფილებებში Arrange-მოწესრიგება (ნახ. 8.14).

ნახ. 8.14. მართვის ელემენტები გრაფიკული ობიექტების მოწესრიგებისთვის

• ღილაკი Bring to Front-წინა პლანზე ხსნის მენიუს, რომელიც შედგება ორი ბრძანებისგან (Bring Front-წინა პლანზე და Bring to Forward-წინ გადმოადგილება). მათ შორის პირველი ობიექტს ყველა დანარჩენის ზემოდან გადააადგილებს, მეორე კი _ “დამკვირვებელთან” ერთი დონით ახლოს (ნახ. 8.15).

ნახ. 8.15. წინა პლანზე კომპიუტერი (მარცხნივ) და მართკუთხედი ნახევრად გამჭვირვალე ფონით (მარჯვნივ)

ობიექტების გადაფარვა ხატვის დროს ძალიან ხშირად გამოიყენება სხვადასხვა მხატვრული ეფექტის შესაქმნელად.

• ღილაკი Send to Back-უკანა პლანზე ხსნის მენიუს, რომელიც ორი ბრძანებისგან შედგება (Send to Back-უკანა პლანზე და Send Backward-უკან გადაადგილება). მათ შორის პირველი ობიექტს ყველა დანარჩენის უკან ანაცვლებს, მეორე კი _ “დამკვირვებლისგან” ერთი დონით შორს. • ღილაკი Selection Pane-მონიშვნის უბანი ხსნის პანელს (ამოცანების უბანს) Selection and Visibility-მონიშვნა და ხილვადობა, რომელშიც სამუშაო ლისტზე არსებული ყველა გრაფიკული ობიექტი წარმოდგენილია თავისი სახელწოდებებით სიის სახით. ობიექტების სიაში განლაგების მიმდევრობა შეესაბამება მათ განლაგებას “შრეებად”. ამ სიაში შეიძლება მათ ადგილები გაუცვალოთ, მათი ურთიერთგანლაგების (გადაფარვის) შეცვლით, ასევე გამორთოთ მათი

“ხილვადობა” სამუშაო ლისტზე, მიმანიშნებლის დაწკაპუნებით ობიექტების სახელწოდებების მარჯვნივ “თვალის” სახის ნიშნის მოხსნითა და დაყენებით (ნახ. 8.16).

ნახ. 8.16. პანელი Selection and Visibility-მონიშვნა და ხილვადობა

• ღილაკი Align-სწორება ხსნის მონიშნული ობიექტების სწორების მენიუს. ბრძანებების უმრავლესობა, რომლებიც მასშია თავმოყრილი, ხელმისაწვდომია ერთდროულად რამდენიმე ობიექტის მონიშვნისას (იხ. ნახ. 8.14). ამ ბრძანებების მეშვეობით შეიძლება გასწორდეს ობიექტები ხაზის გასწვრივ, ობიექტებს შორის მანძილი თანაბარი გახდეს (ობიექტები განაწილდეს) და სხვა. • ღილაკი Group-დაჯგუფება ხსნის მენიუს, რომელშიც არის ბრძანებები ობიექტების დასაჯგუფებლად. დაჯგუფებული ობიექტები იმგვარად “უკავშირდება ერთმანეთს”, რომ მათთან მუშაობა შეიძლებოდეს, როგორც ერთიან ობიექტთან. მათ ერთიანი გაბარიტული ჩარჩო უჩნდება მარკერებით (ნახ. 8.17). ისინი შეიძლება ერთად გადაადგილდეს, მობრუნდეს, კოპირდეს და ზომები შეეცვალოს. ობიექტების ჯგუფი შეიძლება ნებისმიერ დროს განჯგუფდეს, მერე კი ისევ თავიდან დაჯგუფდეს.

ნახ. 8.17. დაჯგუფებული ობიექტები

დაჯგუფებული ობიექტების პარამეტრების შეცვლა

შეიძლება ერთდროულად შეიცვალოს ყველა იმ ობიექტის მომართვის პარამეტრები, რომლებიც ჯგუფში შედიან. მაგალითად, შეიცვალოს ფონის ფერი, დაემატოს ჩრდილი ან რაიმე სხვა ეფექტი. მონიშნული ჯგუფის შიგნით ობიექტზე განმეორებითი დაწკაპუნებით შეიძლება მოინიშნოს ეს ობიექტი და მასთან გამოყენებულ იქნას საჭირო პარამეტრი წინასწარი განჯგუფების გარეშე. ასევე შეიძლება შეიქმნას ჯგუფები ჯგუფების შიგნით, რაც დაგეხმარებათ რთული გრაფიკული ობიექტების შექმნისას.

• , ობიექტის ასარეკლად ჰორიზონტალურ ან ვერტიკალურ ხაზთან მიმართებაში. ასევე არის ბრძანება დიალოგური ფანჯრის გასახსნელად, რომელშიც მობრუნების კუთხე შეიძლება მიეთითოს მაღალი სიზუსტით.ღილაკი Rotate-მობრუნება ხსნის მენიუს, რომელშიც არის ბრძანებები ობიექტის მოსაბრუნებლად კუთხეებზე, ჯერადით 90 

კლიპების დამატება

კლიპების საპოვნელად და დასამატებლად (ნახატების, ხმების, ანიმაციის ან ფილმის) გამოიყენება კლიპების ორგანიზატორი, რომელიც იხსნება ცალკე პანელის სახით (ამოცანების უბნის) ღილაკ Clip Art-კლიპის მეშვეობით, რომელიც მდებარეობს ლენტის ჩანართ Insert-ჩასმის განყოფილებაში Illustration-ილუსტრაციები (ნახ. 8.18).

ნახ. 8.18. კლიპების ორგანიზატორის პანელი

სამუშაო ლისტზე კლიპის დასამატებლად დააწკაპუნეთ მასში იმ ადგილას, სადაც უნდა იყოს განთავსებული, მერე კი: ლენტის ჩანართ Insert-ჩასმის განყოფილებაში Illustration-ილუსტრაციები დააწკაპუნეთ ღილაკზე Clip Art-კლიპი. გაიხსნება კლიპების ორგანიზატორის პანელი.

კლიპების ორგანიზატორის პანელის მინდორში Search for-პოვნა მიუთითეთ ფაილის სახელი ან საკვანძო სიტყვა ძიებისთვის.

საკვანძო სიტყვები

კლიპის ფაილებთან ორგანიზატორის მეშვეობით დაამატეთ საკვანძო სიტყვები (იხ. ნახ. 8.20). ისინი მნიშვნელოვნად დაგეხმარებიან კლიპების ძიებისას. მაგალითად, ფოტოსურათთან, რომელიც თქვენი ნათესავის ავთოს ქორწილშია გადაღებული, შეიძლება დაამატოთ ასეთი საკვანძო სიტყვები: “ავთო”, “ქორწილი”, “ზეიმი”, “ნათესავები” და ა.შ.

ძიების უბნის დასავიწროვებლად (ფაილები უფრო სწრაფად მოიძებნება) მიუთითეთ პარამეტრები მინდვრებში სიებით Search in-გადახედვა (აქ მიეთითება კლიპების ორგანიზატორის საქაღალდეები) და Results Should be-ობიექტების ძიება (აქ მიეთითება ფაილების ტიპი).დააწკაპუნეთ ღილაკს Go-ძიება. ძიების დასრულებისას შედეგები აისახება პანელის ცენტრალურ ნაწილში (იხ. ნახ. 8.18).

1. თაგვის მარცხენა ღილაკით დააწკაპუნეთ კლიპზე, რათა ის დოკუმენტს დაემატოს (ნახ. 8.19).

ნახ. 8.19. სამუშაო ლისტს დაემატა ხმოვანი ფაილი

თუ საჭიროა კლიპების კოლექციის გადახედვა და მასში ცვლილებების შეტანა, დააწკაპუნეთ ორგანიზატორის პანელის ქვედა ნაწილში ბმულზე Organize clips-კლიპების მოწესრიგება. ეკრანზე გაჩნდება მთავარი ფანჯარა Microsoft Clip Organizer-კლიპების ორგანიზატორი (Microsoft). მასში მენიუს ბრძანებებისა და ინსტრუმენტების პანელის ღილაკების მეშვეობით შესაძლებელი იქნება იმ კლიპების გადახედვა, რომლებიც არის თქვენი კომპიუტერის საქაღალდეებში, მათი ორგანიზება თქვენთვის მოსახერხებელი მეთოდით, დაემატოს ახალი კლიპები და ა.შ. (ნახ. 820).

მაგალითად, შეგიძლიათ შექმნათ კოლექცია (საქაღალდე), რომელიც აერთიანებს ყველაზე ხშირად გამოყენებად ნახატებს ან სხვა ფაილებს, ან ჩართოთ ავტომატური დამატებისა და კომპიუტერის მყარ დისკზე მულტიმედია ფაილების სტრუქტურირების რეჟიმი.

 ნახ. 8.20. ფანჯარა Microsoft Clip Organizer-klipebis organizatori (Microsoft).

ნახატების კოლექცია ინტერნეტში

თუ არის ინტერნეტთან აქტიური მიერთება, ძიების შედეგებში შეიძლება ჩაირთოს კვანძის Microsoft Office Online-ის ჩართვა. ამისათვის დააწკაპუნეთ ბმულზე კლიპები Office Online-ის ვებ-კვანძზე კლიპების ორგანიზატორის პანელში.

ავტოფიგურების დამატება

Microsoft Office 2007-ის პროგრამების გრაფიკული რედაქტორი საშუალებას იძლევა შეიქმნას ვექტორული ნახატი-ობიექტები უშუალოდ პროგრამაში, რომლიდანაც იქნა გამოძახებული, მათ შორის Excel-შიც. ახალი რედაქტორი მნიშვნელოვნად განსხვავდება რედაქტორებისგან, რომლებიც პროგრამების წინა ვერსიებში იყო. მისი შესაძლებლობები მნიშვნელოვნად იქნა გაფართოებული, მასში მუშაობა კი მნიშვნელოვნად უფრო იოლი და კომფორტული გახდა. რა თქმა უნდა, მისი შესაძლებლობები ახლაც “ვერ აღწევენ” მაგალითად, ისეთი გრაფიკული “მონსტრის” შესაძლებლობებამდე, როგორიცაა CorelDRAW, მაგრამ სამუშაო ლისტების გრაფიკული გაფორმების ამოცანების უმრავლესობის შესასრულებლად ის სავსებით საკმარისია. სამუშაო ლისტზე რაიმე ფიგურის დასამატებლად, საკმარისია აირჩიოთ ის ავტფიგურების ნიმუშების გალერეაში (ნახ. 8.21 ზემოთ), დააწკაპუნოთ (ან მიმანიშნებლით გადაიტანოთ) სამუშაო ლისტზე, მერე კი მომართოთ მისი პარამეტრები ლენტის ჩანართის Format (Drawing Tools)-ფორმატი (ხატვის ინსტრუმენტები) მართვის ელემენტების დახმარებით (ნახ. 8.21 ქვემოთ), რომელიც ჩნდება ეკრანზე ვექტორული გრაფიკის ობიექტის მონიშვნისას.

კლავიშების Shift და Ctrl-ის გამოყენება

მიმანიშნებლის გადატანით ფიგურების ხტვისას, შეიძლება გამოიყენოთ კლავიშები Shift და Ctrl. პირველი მათგანი მიუთითებს ფიგურის დახატვას, რომლის მონიშვნის ჩარჩოს კვადრატის ფორმა აქვს (ანუ წრეწირების, კვადრატების და სხვა სიმეტრიული ფიგურების), მეორე კი _ “ცენტრიდან” ხატვას (წერტილი, საიდანაც იწყება გადაადგილება, ფიგურის ცენტრი იქნება).

ნახ. 8.21. ავტოფიგურების გალერეა (ზემოთ) და ლენტის ჩანართი Format (Drawing Tools)-ფორმატი (ხატვის ინსტრუმენტები) (ქვემოთ)

ავტოფიგურების გალერეაში ნიმუშები თავმოყრილია განყოფილებების მიხედვით: Recently Esed Shapes-ბოლოს გამოყენებული ფიგურები, Lines-ხაზები, Rectangles-მართკუთხედები, Basic Shapes-ძირითადი ფიგურები, Block Arrows-ფიგურული ისრები, Equation Shapes--ფიგურები ფორმულებისთვის, Flowchart-ბლოკ-სქემა, Stars and Banners-ვარსკვლავები და ლენტები და Callouts-სქოლიოები.

მონიშნულ დახატულ ფიგურებს ისეთივე ჩარჩო და ზომების შეცვლისა და მობრუნების მარკერები აქვთ, როგორც სხვა ობიექტებს. მაგრამ ზოგიერთ ავტოფიგურას აქვს დამატებითი მარკერები მათი ფორმის მოსამართად. ამ მარკერებს პატარა ყვითელი “რომბების” ფორმა აქვთ და შეიძლება იმყოფებოდნენ ავტოფიგურების სხვადასხვა ადგილას (მისი ფორმიდან გამომდინარე). მაგალითად, “ზემოთ აზნექილ ისარს” _ ის სამი აქვს, ხოლო “მართკუთხედს ორი მოკვეთილი მეზობელი კუთხით” _ ორი (ნახ. 8.22). ეს მარკერები მიმანიშნებლით გადაიტანეთ, რომ ავტოფიგურის ფორმა შეცვალოთ.

ნახ. 8.22. “ზემოთ ამოზნექილი ისარი” (მარცხნივ) და “მართკუთხედი ორი მოკვეთილი მეზობელი კუთხით” (მარჯვნივ): საწყისი სახით შექმნის შემდეგ (ზემოთ) და მომართვის მარკერების გადატანით ფორმის შეცვლის შემდეგ (ქვემოთ)

ზოგიერთი ფიგურის დახატვის თავისებურებები

ზოგიერთი ავტოფიგურა ხატვის ან მომართვის სპეციფიკურ ილეთებს მოითხოვს.

ხაზები

-ში.თუ აირჩევთ ნიმუშებს Line-ხაზი, Arrow-ისარი და Double Arrow-ორმხრივი ისარი საკმარისია უბრალოდ დააწკაპუნოთ სამუშაო ლისტზე, რათა მასზე დახატოთ ხაზის მონაკვეთი. მას ექნება

ორი მარკერი (მონაკვეთის ბოლოებზე), რომელთა გადატანით შესაძლებელი იქნება ბოლოების მდებარეობის შეცვლა, ანუ მონაკვეთის სიგრძისა და დახრის. მითითებული სიგრძის მონაკვეთი შეიძლება ასევე “დაიხატოს” მიმანიშნებლის გადატანით. თუ ისრის (ან ხაზის) დახატვის დროს დააყოვნებთ კლავიშს Shift, მისი დახრის კუთხე შეიცვლება “ნაბიჯით” 45

ნიმუშები Elbow Connector-შემაერთებელი ხაზი შვერილით, Elbow Arrow Connector-შვერილი ისრით და Elbow Double-Arrow Connector-შვერილი ორი ისრით ასევე იძლევიან გარკვეული ფორმისა და ზომის ნიმუშებს, რომლებიც შეიძლება მოიმართოს მიმანიშნებლით. დამატებით მათ აქვთ ფორმის მომართვის მარკერი, რომელსაც შეუძლია მნიშვნელოვნად შეცვალოს ტეხილი შემაერთებელი ხაზის ფორმა, ისე, რომ თქვენ “აგაცილებთ” აუცილებლობას, ის რამდენიმე პირდაპირი მონაკვეთისგან “დააკონსტრუიროთ” (ნახ. 8.23). ამ ხაზებს არ აქვს მობრუნების მარკერები, ამიტომ მათი მობრუნება შეიძლება მხოლოდ დიალოგური ფანჯრის Size and Properties-ზომა და თვისებების დახმარებით. ანალოგიურად შეიძლება მოიმართოს Curved Connector-მომრგვალებული შემაერთებელი ხაზი, Curved Arrow Connector-მომრგვალებული ხაზი ისრით და Curved Double-Arrow Connector-მომრგვალებული ხაზი ორი ისრით.

ნახ. 8.23. შემაერთებელი ხაზის ვარიანტები “შვერილი ორი ისრით”

შემაერთებელი ხაზები ემსახურება სხვა ფიგურებს შორის განთავსებას. ორი ფიგურის შესაერთებლად, აუცილებელია აირჩიოთ შემაერთებელი ხაზის ერთ-ერთი ნიმუში, მერე კი მიმანიშნებელი ერთ-ერთ ფიგურასთან მიიტანოთ. მის ჩარჩოზე გაჩნდება წითელი მარკერები, აღმნიშვნელი იმ წერტილებისა, რომლებთანაც შეიძლება “მიემაგროს” ხაზი. დააწკაპუნეთ ერთ-ერთ მარკერზე, მერე კი გადადით სხვა ფიგურასთან და დააწკაპუნეთ მეორე “წითელ” მარკერზე (ნახ. 8.24). შემაერთებელი ხაზი დააკავშირებს ფიგურებს, მარკერები კი მის ბოლოებზე ფერს შეიცვლიან წითლად. “წითელი” მარკერები ნებისმიერ მომენტში შეიძლება გადაიტანოთ ფიგურაზე მიმაგრების სხვა წერტილებთან. ობიექტების გადაადგილებისას ხაზი მათთან ერთად გადაადგილდება, ხოლო თუ ეს აუცილებელია, თავის ფორმას იცვლის.

ნახ. 8.24. შემაერთებელი ხაზი ობიექტებს შორის

ნიმუში Curve-მრუდი გამოიყენება მრუდის დასახატად, რომელიც მითითებულ წერტილებზე გადის. გალერეაში მისი არჩევის შემდეგ, ჯერ დააწკაპუნეთ იმ ადგილას, სადაც მრუდი უნდა დაიწყოს, რის შემდეგაც თაგვის მიმანიშნებელი გადაიტანეთ, იმ წერტილებში დაწკაპუნებით, სადაც უნდა იყოს სიმრუდეები (მიმანიშნებელი გადაიტანეთ, რომ სეგმენტის სიმრუდე მომართოთ). მრუდის დასახურად და ხატვის დასასრულებლად, დააწკაპუნეთ მისი საწყისი წერტილის ახლოს (ნახ. 8.25 მარცხნივ). ხატვა რომ დაასრულოთ შეუკრავი მრუდით, ორმაგი დაწკაპუნება განახორციელეთ (ნახ. 8.25 მარჯვნივ). ამ ტიპის ხაზს (და ქვემოთ აღწერილებს) აქვს მონიშვნის ჩარჩო და მობრუნების მარკერი.

ნახ. 8.25. დახატული მრუდები: შეკრული (მარცხნივ) და შეუკრავი (მარჯვნივ)

ნიმუში Freform-თავისუფალი ფორმა ემსახურება ნებისმიერი ფორმის შეკრული და შეუკრავი კონტურების ხატვას. მრუდი იხატება მიმანიშნებლის უბრალო გადატანით. საყრდენი წერტილის დასადგენად, თაგვის მარცხენა ღილაკით უნდა დააწკაპუნოთ, ხოლო სწორხაზოვანი სეგმენტის დასახატად _ დააწკაპუნოთ ორჯერ და ა.შ. ხატვა ორჯერადი დაწკაპუნებით მთავრდება.ნიმუში Scribble- დახატული მრუდი მომხმარებელს აძლევს საშუალებას დახატოს Excel-ის სამუშაო ლისტზე, როგორც “ფანქრით ქაღალდზე”. პროგრამა Excel თვით განათავსებს საყრდენ წერტილებს (კვანძებს) ასეთ მრუდზე.

ხაზის რედაქტირება “კვანძების მიხედვით”

დახატული ხაზები და ფიგურები შეიძლება რედაქტირდეს “კვანძების მიხედვით” მათი ფორმების ზუსტი მომართვისთვის. საკვანძო წერტილების რედაქტირების რეჟიმში გადასასვლელად, მონიშნეთ ხაზი, მერე კი ლენტის ჩანართ Format (Drawing Tools)-ფორმატის (ხატვის ინსტრუმენტები) განყოფილებაში Insert Shapes-ფიგურების ჩასმა დააწკაპუნეთ ღილაკზე Edit Shape-ფიგურის შეცვლა, რათა გახსნათ მისი მენიუ, რომელშიც აირჩევთ ბრძანებას Edit Points-კვანძების შეცვლის დაწყება (ნახ. 8.26 ზემოთ). ამის შემდეგ ხაზებზე აისახება საკვანძო წერტილები (შავი ფერის _ ისინი ყოფენ სეგმენტებს, რომელთაგანაც შედგება მრუდი. სეგმენტების მომართვა შეიძლება განხორციელდეს კვანძების გადაადგილებით და მათი შემხები მონაკვეთების შეცვლით (თეთრი წერტილები), კვანძების ტიპის შეცვლით, კვანძების დამატებითა და წაშლით, ასევე სხვა ბრძანებების დახმარებით, რომლებიც არის მონიშნული წერტილის კონტექსტურ მენიუში (ნახ. 8.26 მარჯვნივ).

“ხაზების მიხედვით” ვექტორული ნახატების შესაქმნელად და რედაქტირებისთვის მოსახერხებელია პროფესიონალური გრაფიკული რედაქტორების გამოყენება (მაგალითად), მერე კი მზა გამოსახულების იმპორტირება პროგრამა -ში.

ნახ. 8.26. ხაზების რედაქტირება “კვანძების მიხედვით”

ფიგურების ხაზებად გარდაქმნა

ნებისმიერი ფიგურა შეიძლება გარდაიქმნას ხაზად (ან დაჯგუფებული ხაზების ნაკრებად), რომელიც შემდეგ შესაძლებელი იქნება რედაქტირდეს “წერტილების მიხედვით”. ამისათვის ლენტის ჩანართ Format (Drawing Tools)-ფორმატის (ხატვის ინსტრუმენტები) განყოფილებაში Insert Shapes-ფიგურის ჩასმა დააწკაპუნეთ ღილაკს Edit Shape-ფიგურის შეცვლა, რათა გახსნათ მისი მენიუ, რომელშიც აირჩიეთ ბრძანება Convert to Freeform-ნახევარხაზად გარდაქმნა. შემდეგ ხაზთან შეგიძლიათ ისე იმუშაოთ, როგორც ეს იყო აღწერილი წინამდებარე განყოფილებაში (ნახ. 8.27).

ნახ. 8.27. ფიგურების ხაზებად გარდაქმნა მათი რედაქტირებისთვის

ობიექტის შეკავშირება უჯრედების ბადესთან

გულისხმობის მიხედვით გრაფიკული ობიექტების პოზიციები და ზომები უკავშირდება იმ უჯრედების პოზიციებსა და ზომებს, რომლების სიახლოვესაც არიან ისინი განთავსებულნი. მაგალითად, თუ უჯრედის წინ, რომელთანაც დაკავშირებულია ობიექტი, სამ სტრიქონს დაამატებთ, ობიექტი გადაინაცვლებს გვერდით უჯრედებთან ერთად. რაც შეეხება ზომებს, სტრიქონის სიმაღლის ან სვეტის სიგანის შეცვლისას შესაბამისად იცვლება ასევე ობიექტის ზომები. შეგიძლით გააუქმოთ ობიექტის ზომებისა და მდგომარეობის კავშირი უჯრედების ზომებთან და მდგომარეობასთან. ამისათვის დააწკაპუნეთ ობიექტზე თაგვის მარჯვენა ღილაკით და აირჩიეთ კონტექსტურ მენიუში ბრძანება Size and Properties-ზომა და თვისებები. გაიხსნება ამავე სახელწოდების ფანჯარა, რომელშიც გადადით ჩანართზე Properties-თვისებები (ნახ. 8.28), სადაც დააყენეთ გადამრთველი Object positioning-ობიექტის ფონთან მიბმა ერთ-ერთ მდგომარეობაში:

ნახ. 8.28. დიალოგური ფანჯარა Size and Properties-ზომა და თვისებები

Move or size cell-ობიექტის გადაადგილება და შეცვლა უჯრედებთან ერთად (ეს მდგომარეობა გულისხმობის მიხედვით არის დადგენილი);Move But don’t size with cell-გადაადგილდეს, ოღონდ არ შეიცვალოს ზომები, რათა გაუქმდეს

ობიექტის ზომის დამოკიდებულება იმ უჯრედების ზომებზე, რომლებზეც ის არის განთავსებული, მაგრამ ამავდროულად შენარჩუნდეს ობიექტის პოზიციის დამოკიდებულება უჯრედის პოზიციაზე;Don’t move or size with cell-არ გადაადგილდეს და არ შეიცვალოს ზომები, რათა არც ობიექტის მდგომარეობა და არც ზომა არ იყოს დამოკიდებული სამუშაო ფურცელის უჯრედებზე.

ტექსტი ფიგურის შიგნით

ბრტყელი ფიგურების შიგნით შეიძლება იქნას განთავსებული ტექსტი. ტექსტი ფიგურის შიგნით მისი ნაწილია, მისი ერთ-ერთი თვისება. ამიტომ ფიგურის მობრუნების ან არეკვლისას ტექსტი აირეკლება ან მობრუნდება მასთან ერთად. ფიგურაში ტექსტის დასამატებლად, უბრალოდ მონიშნეთ ფიგურა და კლავიატურის დახმარებით აკრიფეთ ტექსტი (ნახ. 8.29). ტექსტი ფიგურის შიგნით WordArt-ის მხატვრული ტექსტია, ამიტომ მის მოსამართად გამოიყენება მხატვრული ტექსტის მომართვის საშუალებები (ნახ. 8. 30), რომლებიც დაწვრილებით არის აღწერილი განყოფილებაში “WordArt-ის ტექსტის დამატება”, ამ თავში ქვემოთ. დამატებით შეგიძლიათ შეასრულოთ ტექსტთან შემდეგი მოქმედებები:

ნახ. 8.29. ტექსტი, რომელიც ფიგურების შიგნით არის განთავსებული

ნახ. 8.30. მხატვრული ტექსტი ფიგურის შიგნით

• ტექსტის სწორების მითითება ფიგურის შიგნით ჰორიზონტალურად და ვერტიკალურად;• ტექსტის ვერტიკალური ან ჰორიზონტალური მიმართულების მითითება;• ტექსტის განთავსება სვეტებში;• მინდვრების შეცვლა ტექსტსა და ფიგურის ნაპირებს შორის;• ფიგურის ზომების მორგება ტექსტის ზომასთან.

ეს ხორციელდება ფიგურის მომართვის დიალოგური ფანჯრის განყოფილების Text Box-წარწერის მეშვეობით (ნახ. 8.31). ამ ფანჯრის გასახსნელად, აირჩიეთ ფიგურის კონტექსტურ მენიუში ბრძანება Format text Effects-ფიგურის ფორმატი.

ნახ. 8.31. ფიგურის მომართვის დიალოგური ფანჯარა

ფიგურების სტილები

ფიგურების სტილები საშუალებას იძლევიან, “ერთი დაწკაპუნებით” მიანიჭონ მონიშნულ ფიგურას (ფიგურებს) შეთანხმებული და მხატვრულად დასრულებული სახე. ფიგურის სტილი _ ეს არის ფორმატირების სხვადასხვა ვარიანტის ნაკრები, რომლებიც აისახება ნიმუშების სახით პროგრამაში ჩასმულ გალერეებში. სტილის ნიმუშზე თაგვის მიმანიშნებლის დაყენებისას, უშუალოდ ფიგურაზე შეიძლება დაინახოთ, როგორ შეცვლის მოცემული სტილი მას. სტილის გამოყენების შემდეგ ფიგურა შეიძლება მომართოთ ხელით, მისი ფონის ფერისა და ტიპის, მისი კონტურებისა და ეფექტების შეცვლით, ან მისი სხვა ფიგურით შეცვლით (ფორმის შეცვლით).

სტილების გალერეა იხსნება ღილაკის More-დამატებითი პარამეტრების მეშვეობით ლენტის ჩანართ Format (Drawing Tools)-ფორმატის (ხატვის საშუალებები) განყოფილებაში Shape Styles-ფიგურების სტილები. უბრალოდ გახსენით გალერეა (ნახ. 8.32) და დააწკაპუნეთ სტილის ნიმუშზე _ ის მაშინვე იქნება გამოყენებული მონიშნულ ობიექტთან. ყურადღება მიაქციეთ, რომ გალერეის ნიმუშების სტრიქონებში არის სტილები სხვადასხვა საზღვრით, სვეტებში კი _ ფერთა სხვადასხვა გამით. ქვემენიუში Other Theme Fills-თემის სხვა ფონები დამატებულია ნიმუშები გრადაციული ფონებით.

ნახ. 8.32. ფიგურების სტილების გალერეა

სტილის ცალკეული პარამეტრები (ფიგურების ფონი და კონტურები, ასევე ეფექტები) შეიძლება დაემატოს “საკუთარი” გალერეის მეშვეობით (ნახ. 8.33), რომლებიც იხსნება ღილაკებით Shape Fill-ფიგურის ფონი, Shape Outline-ფიგურის კონტური და Shape Effects-ეფექტები ფიგურებისთვის, რომლებიც ასევე მდებარეობს ლენტის ჩანართ Format (Drawing Tools)-ფორმატის (ხატვის საშუალებები) განყოფილებაში Shape Styles-ფიგურების სტილები. სტილების ცალკეული პარამეტრები შეიძლება დაედოს უკვე გამოყენებულ სტილს.

ფონების ტიპები

ფონების ტიპებს შორის, რომლებიც შეგიძლიათ გამოიყენოთ, არის გრადაციული და ტექსტური ფონები. ტექსტურების სახით შეიძლება იქნას გამოყენებული სხვადასხვა ზედაპირის წერტილოვანი გამოსახულებები, ასევე ნახატები ნებისმიერი იმ ფაილიდან, რომელიც არის თქვენს კომპუტერში (ნახ. 8.34). თუ ფონის სახით ემატება წერტილოვანი ნახატი, ის ასევე შეიძლება მოიმართოს ლენტის ჩანართ Format (Drawing Tools)-ფორმატის (ნახატებთან მუშაობა) ინსტრუმენტების მეშვეობით, რომელიც ჩნდება ეკრანზე.

ნახ. 8.33 ამ გალერეების მეშვეობით შეიძლება დაემატოს ფიგურას ფონი, კონტური ან ეფექტები

ნახ. 8.34. ობიექტის ტექსტურული ფონები

ნახატის ფორმატი

ღილაკი ქვემოთკენ მიმართული ისრით ლენტის ჩანართ Format (Drawing Tools)-ფორმატის (ხატვის საშუალებები) განყოფილებაში Shape Styles-ფიგურების სტილები ხსნის დიალოგურ ფანჯარას Format Shape-ნახატის ფორმატი. მასში არის რამდენიმე განყოფილება (ჩანართი) ფონის მოსამართად, ხაზის ტიპისა და ფერის, ჩრდილის, ფორმატისა და მოცულობითი ფიგურის მობრუნების, ასევე განყოფილებები Picture-ნახატი და Text Box-წარწერა. ყველა პარამეტრი მიეთითება მართვის ელემენტების მეშვეობით (გადამრთველების, მცოცების, სიების), ანუ რამდენადმე უფრო “ზუსტად” და უფრო ფართო ფარგლებში (ნახ. 8.35), ვიდრე გალერეის მეშვეობით

SmartArt-ის ნახატების დამატება

SmartArt-ის ნახატები პირველად გაჩნდა Microsoft Office 2007-ის პროგრამების ახალ ვერსიებში (Word, Excel, PowerPoint, ასევე Outlook) და ემსახურება მონაცემთა უფრო თვალსაჩინო წარმოდგენას (ძირითადად, ტექსტურების, ისეთების, როგორებიცაა ცნობების ჩამონათვალი, ნაბიჯები ან პროცესების ან წარმოებების ეტაპები, კავშირები ნაწილებს შორის და ა.შ.). ისინი

იქმნება მთელი რიგი სპეციალურად შემუშავებული (და მხატვრულად გაფორმებული) მაკეტების საფუძველზე. უშუალოდ მონაცემებთან, რომლებიც ელექტრონულ ცხრილშია (Excel-ის დიაგრამების განსხვავებით), ისინი არ არის დაკავშირებული. SmartArt-ის ნახატები, ჩვეულებრივ, შედგება რამდენიმე (ერთმანეთში დაკავშირებული) დამოუკიდებელი ობიექტისგან, რომლებიც “მოცულობით” ჩარჩოშია მოთავსებული.

ნახ. 8.35. დიალოგური ფანჯარა Format Shape-ნახატის ფორმატი

SmartArt-ის ნახატების დამატება სამუშაო ლისტზე ძალიან იოლია _ ისინი იქმნება მიმანიშნებლის სულ რამდენჯერმე დაწკაპუნებით. კიდევ გარკვეული დრო იქნება დაკარგული ნახატის მომართვასა და მის ფორმატირებაზე.

SmartArt-ის ნახატის შესაქმნელად, ლენტის ჩანართ Insert-ჩასმის განყოფილებაში Illustration-ილუსტრაციები დააწკაპუნეთ ღილაკზე SmartArt. გაიხსნება დიალოგური ფანჯარა SmartArt-ის ნახატის არჩევა, რომლის ცენტრალურ ნაწილში აირჩიეთ ნიმუში, და დააწკაპუნეთ ღილაკს OK (ნახ. 8.36).

ნახ. 8.36. დიალოგური ფანჯარა -ის ნახატის არჩევა და სამუშაო ლისტზე ჩასმული ნახატი

დიალოგურ ფანჯარაში SmartArt-ის ნახატის არჩევა მაკეტები განთავსებულია თემატურ განყოფილებებში:

• განყოფილება list-სია შეიცავს მაკეტის 24 ნიმუშს. სიები ემსახურება მონაცემთა ასახვას, რომლებიც არ არის ერთმანეთთან დაკავშირებული რაიმე თანმიმდევრულობით. • განყოფილება Process-პროცესი შეიცავს 32 ნიმუშს. პროცესები ყველაზე უკეთ მიესადაგება პროცედურების ეტაპების ან დროითი შკალით დაკავშირებული მონაცემების წარმოებას.• განყოფილება Cycle-ციკლი შეიცავს 14 ნიმუშს. ისინი ემსახურება უწყვეტი ან პერიოდულად განმეორებადი პროცედურების ასახვას. • განყოფილება Hierarchy-იერარქია შეიცავს მაკეტების 7 ნიმუშს. ეს მაკეტები წარმოადგენენ ორგანიზაციული დიაგრამის ან გადაწყვეტილებების ხის მოდელებს.• განყოფილება Relationship-კავშირი შეიცავს 31 ნიმუშს. ისინი ემსახურებიან კავშირების ილუსტრირებას.• განყოფილება Matrix-მატრიცა შეიცავს 3 ნიმუშს. მათი მეშვეობით შეიძლება აისახოს ნაწილების კავშირი ერთ მთლიანობაში.• განყოფილება Pyramid-პირამიდა შეიცავს 4 ნიმუშს, რომლებიც ემსახურებიან პროპორციულობის მიმართების გამოხატვას, სადაც მთლიანის კომპონენტები “ვიწროვდება” ზემოდან ქვემოთ ან ქვემოდან ზემოთ.

მაკეტების აღწერა

პროგრამა Excel-ის საცნობარო სისტემაში შეგიძლიათ იპოვოთ ყველა მაკეტის დაწვრილებითი აღწერა. მაგალითად, მაკეტს “ექვსეულები”, რომელიც ნაჩვენებია ნახ. 8.36.-ზე, შემდეგი აღწერა აქვს: “ემსახურება იდეების ურთიერთკავშირების ასახვას. 1-ელი დონის ტექსტის სამი პირველი სტრიქონიდან თითოეული შეესაბამება ცალკე ექვსეულს, მე-2 დონის ტექსტის შესბამისი სტრიქონები კი აისახება მართკუთხედებში ექვსეულების გვერდით. გამოუყენებელი ტექსტი არ აისახება, მაგრამ ხელმისაწვდომი ხდება მაკეტის შეცვლისას”.

SmartArt-ის ნახატის შექმნამდე აუცილებლად უნდა განსაზღვროთ და აირჩიოთ მაკეტის გარკვეული ტიპი, რომელიც ყველაზე უკეთ შეეფერება თქვენი მონაცემების ასახვას. მაგრამ რაკი მაკეტების შეცვლა იოლია მუშაობის პროცესში, შესაძლებელი იქნება მოსინჯოთ რამდენიმე ვარიანტი და ექსპერიმენტულად შეარჩიოთ ყველაზე შესაფერისი. მაკეტის შეცვლისას ტექსტის დიდი ნაწილი და სხვა შემადგენლის _ ფერი, სტილები, ეფექტები და ტექსტის ფორმატირება _

ავტომატურად გადაიტანება ახალ მაკეტში. თუმცა ზოგიერთი მაკეტი შეიცავს ფიგურების შეზღუდულ რაოდენობას და მათთან გადასვლამ შეიძლება გამოიწვიოს უკვე შეყვანილი მონაცემების დანაკარგი (უკან დაბრუნებას შეძლებთ, თუ დააწკაპუნებთ ღილაკს Undo-გაუქმება სწრაფი მიწვდომის პანელში).

SmartArt-ის ნახატებთან სამუშაოდ ლენტაზე ჩნდება ორი ახალი ჩანართი: Design (SmartArt Tools)-კონსტრუქტორი (SmartArt-ის ნახატებთან მუშაობა) და Format (SmartArt Tools)-ფორმატი (SmartArt-ის ნახატებთან მუშაობა). პირველი მათგანი ემსახურება მაკეტის შეცვლას, მისი სტრუქტურის მომართვას, ელემენტების დამატებასა და წაშლას, სტილების გამოყენებას ერთდროულად SmartArt-ის მთლიან ნახატთან და სხვა. მეორე ჩანართის მართვის ელემენტების მეშვეობით შეიძლება მოიმართოს მაკეტის ცალკეული (მონიშნული) ელემენტები: შეიცვალოს ფიგურების ზომები და ფორმა, გამოყენებულ იქნას სტილები მაკეტის ცალკეულ ელემენტებთან (ფიგურებთან), მოიმართოს WordArt-ის წარწერების ტექსტი, დაჯგუფდეს და მოწესრიგდეს ფიგურები და სხვა.

შენაცვლებადი ტექსტი

თავდაპირველად მაკეტის ელემენტების (ფიგურების) შიგნით და პანელში Type your text here-შეიყვანეთ ტექსტი აისახება წარწერის შენაცვლებადი ტექსტი: [Text]-[ტექსტი] (იხ. ნახ. 8.36 მარცხნივ ქვემოთ). ამ ტექსტის ნაცვლად მომხმარებელმა უნდა შეიყვანოს საკუთარი შინაარსი. გაითვალისწინეთ, რომ თუ მას არ ჩაანაცვლებთ, ბეჭდვაზე ის არ გამოვა. ასევე ის, რომ ფიგურები, რომლებიც შენაცვლებად ტექსტში შედიან, ყოველთვის აისახება და იბეჭდება, სანამ ისინი არ წაიშლება.

წარწერები მაკეტში შეიძლება შეიყვანოთ სამიდან ერთი მეთოდით:

დააწკაპუნეთ SmartArt-იის ნახატის მაკეტის ელემენტის (ფიგურის) შიგნით, მერე კი შეიყვანეთ ტექსტი კლავიატურის მეშვეობით. აუცილებლობის შემთხვევაში გახსენით პანელი Type your text here-შეიყვანეთ ტექსტი, ორისრიან მარკერზე დაწკაპუნებით ნახატის ჩარჩოს მარცხენა გვერდითა მხარეს. დააწკაპუნეთ შენაცვლებად ტექსტზე [Text]- [ტექსტი] სტრიქონში, რომელიც შეესაბამება თქვენთვის საჭირო მაკეტის ელემენტს, მერე კი შეიყვანეთ ტექსტი კლავიატურიდან.

გაცვლის ბუფერში დააკოპირეთ ტექსტი, მერე კი ჩასვით ის, შენაცვლებად ტექსტზე [Text]-[ტექსტი] თაგვის მარჯვენა ღილაკით დაწკაპუნებით პანელში Type your text here-შეიყვანე ტექსტი, და აირჩიეთ კონტექსტურ მენიუში ბრძანება Paste-ჩასმა.

ნახატის სტრუქტურის მომართვა

SmartArt-ის ნახატის ტიპის ან მისი მაკეტის შესაცვლელად: მონიშნეთ SmartArt-ის ნახატი, რომლის ტიპის შეცვლა აუცილებელია. მაკეტის შესაცვლელად, ლენტის ჩანართ Design (SmartArt Tools)-კონსტრუქტორის (SmartArt-ის ნახატებთან მუშაობა) განყოფილებაში Layouts-მაკეტები დააწკაპუნეთ მაკეტის ნიმუშზე ან დააჭირეთ ღილაკს More-დამატებითი პარამეტრები (განყოფილების ქვედა მარჯვენა კუთხეში), რათა გახსნათ მაკეტების გალერეა, და აირჩიეთ მასში მაკეტის ნიმუში.

ნახატის ტიპის შესაცვლელად ლენტის ჩანართ Design (SmartArt Tools)-კონსტრუქტორის (SmartArt-ის ნახატებთან მუშაობა) განყოფილებაში Layouts-მაკეტები დააწკაპუნეთ ღილაკზე More-დამატებითი პარამეტრები (განყოფილების ქვედა მარჯვენა კუთხეში), მერე კი აირჩიეთ ბრძანება More Layouts-სხვა მაკეტები მაკეტების გალერეის ქვედა ნაწილში (ნახ. 8.37). გაიხსნება დიალოგური ფანჯარა SmartArt-ის ნახატის არჩევა, რომელშიც აირჩიეთ მაკეტის ახალი ტიპი და მაკეტი, მერე კი დააწკაპუნეთ ღილაკზე OK.

1. ნახატი შეიცვლება, ადრე შეყვანილი ცნობები კი გადაიტანება ახალ მაკეტში.

მაკეტის სტრუქტურის შეცვლა

ხანდახან შეიძლება დაგჭირდეთ SmartArt-ის ნახატში ცალკეული ფიგურების დამატება და წაშლა, რათა მომართოთ მაკეტის სტრუქტურა კონკრეტული მონაცემების მიხედვით. მაგალითად, მაკეტში მარტივი პროცესი (ტიპი პროცესი) გულისხმობით აისახება სამი ფიგურა (ნახ. 8.37), ხოლო ილუსტრაციისთვის თქვენ შეიძლება დაგჭირდეთ მხოლოდ ორი მათგანი, ან პირიქით, ხუთი ფიგურა.

ნახ. 8.37. მაკეტების გალერეა

ნახ. 8.38. ლენტის ჩანართ Design (SmartArt Tools)-კონსტრუქტორის (SmartArt-ის ნახატებთან მუშაობა) განყოფილება Create Graphic-შექმნა ფიგურის წასაშლელად ის უნდა მოინიშნოს (მიმანიშნებლით დაწკაპუნებით), მერე კი დააჭიროთ კლავიშს Delete. ფიგურის დასამატებლად, საჭიროა გამოიყენოთ ღილაკ Add Shape-ფიგურის დამატების მენიუ, რომელიც მდებარეობს ლენტის ჩანართ Design (SmartArt Tools)-კონსტრუქტორის (SmartArt-ის ნახატებთან მუშაობა) განყოფილებაში Create Graphic-ნახატის შექმნა. მონიშნეთ ფიგურა ნახატზე და ერთ-ერთი ბრძანება შეასრულეთ. მაგალითად, ბრძანება Add Shape .....-ფიგურის დამატება ...-მდე ამატებს ახალ ფიგურას მონიშვნამდე და ა.შ. ფიგურების დამატების ან წაშლის და ტექსტის რედაქტირების მიხედვით, ფიგურების განლაგება და ტექსტის რაოდენობა ამ ფიგურების შიგნით განახლდება ავტომატურად, საწყის დიზაინთან და SmartArt-ის მაკეტის საზღვრებთან მორგებით.ლენტის ჩანართ Design (SmartArt Tools)-კონსტრუქტორის (SmartArt-ის ნახატებთან მუშაობა) განყოფილების Create Graphic-ნახატის შექმნა ბრძანებები ემსახურება შემდეგი მოქმედებების შესრულებას:

• ბრძანება Add Bullet-მარკერის დამატება ამატებს მარკირებულ სიას SmartArt-ის ნახატთან. ეს ბრძანება ხელმისაწვდომია იმ შემთხვევაში, თუ მაკეტი მარკირებულ სიებს უჭერს მხარს. • ბრძანება Right to Left-მარცხნიდან მარჯვნივ ცვლის SmartArt-ის ნახატის მიმართულებას (მარცხნიდან მარჯვნივ ან მარჯვნიდან მარცხნივ) საწინააღმდეგოზე. • ღილაკი Layout-მაკეტი ხსნის მენიუს, რომლის ბრძანებები ცვლიან ტოტებს მონიშნული ფიგურისთვის (ნახ. 8.39). ის ხელმისაწვდომია ორგანიზაციული დიაგრამის მაკეტისთვის კატეგორიიდან Hierarchy-იერარქია.

ნახ. 8.39. ღილაკ Layout-მაკეტის მენიუ

• ბრძანება Promote-დონის მომატება ზრდის მონიშნული მარკერის ან ფიგურის დონეს.• ბრძანება Demote-დონის დაკლება ამცირებს მონიშნული მარკერის ან ფიგურის დონეს.• ბრძანება Text Pane-ტექსტის უბანი ასახავს ან ფარავს პანელს Type your text here-შეიყვანეთ ტექსტი.

SmartArt-ის ნახატის სტილები

SmartArt-ის ნახატის სტილი წარმოადგენს ფორმატირების სპეციალურად შერჩეული პარამეტრების შეთანხმებას _ ხაზების, ჩარჩოების, ფონების, ასევე სამგანზომილებიანი ეფექტების (მაგალთიად, ჩრდილების, პერსპექტივისა და ნათების), რომლების გამოყენებაც შეიძლება ნახატის ფიგურებთან. ფერები, შრიფტები და მათი ეფექტები ნახატის სტილში არ შედის. მათ “ადებენ” გამოყენებულ სტილზე ფერადი თემების მეშვეობით.ნახატთან ერთ-ერთი სტილის ან თემის გამოსაყენებლად:

1. მონიშნეთ ნახატი სამუშაო ლისტზე. ლენტის ჩანართის Design (SmartArt Tools)-კონსტრუქტორი (SmartArt-ის ნახატებთან მუშაობა) განყოფილებაში SmartArt Styles- SmartArt ის სტილები აირჩიეთ საჭირო სტილი ან დააწკაპუნეთ ღილაკს More-დამატებითი პარამეტრები (განყოფილების ქვედა მარჯვენა კუთხეში), რათა გახსნათ სტილების გალერეა (ნახ. 8.40 ქვევით) და დააწკაპუნეთ სტილების ერთ-ერთ ნიმუშზე გალერეაში.

ლენტის ჩანართის Design (SmartArt Tools)-კონსტრუქტორი (SmartArt-ის ნახატებთან მუშაობა) განყოფილებაში SmartArt Styles- SmartArt ის სტილები დააწკაპუნეთ ღილაკზე Change Colors- ფერების შეცვლა, რათა გახსნათ ფერადი თემების გალერეა, მერე კი აირჩიეთ მასში ნიმუში (ნახ. 8.40 ზევით).

ნახ. 8.40. SmartArt-ის ნახატების სტილების გალერეა (ქვევით) და ნახატების ფერადი თემების გალერეა (ზევით)

თუ მიმანიშნებელს დააყოვნებთ ნებისმიერი ამ გალერეის ნიმუშზე, შეიძლება დაინახოთ, როგორ შეცვლის სტილი ან ფერადი თემა SmartArt-ის ნახატის ელემენტს.

SmartArt-ის ნახატში შეტანილი ცვლილებების გაუქმება

რათა გააუქმოთ SmartArt-ის ნახატში შეტანილი ფორმატირების მომართვები, დააწკაპუნეთ ლენტის ჩანართის Design (SmartArt Tools)-კონსტრუქტორი (SmartArt-ის ნახატებთან მუშაობა) განყოფილებაში Reset-აღდგენ ღილაკზე Reset Graphic-ნახატის აღდგენა.

SmartArt-ის ნახატების ფორმატირება

ლენტის ჩანართზე Format (SmartArt Tools)-ფორმატი (SmartArt-ის ნახატებთან მუშაობა) განთავსდება მართვის ელემენტები ნახატის ცალკეული ფიგურებისა და ტექსტის ფორმატირებისთვის. ცალკეული ფიგურის ფორმატირებისთვის (მართკუთხედის, ისრის, წრის, სექტორის და ა.შ.), საკმარისია ის წინასწარ მოინიშნოს (შეიძლება მოინიშნოს ერდროულად რამდენიმე ფიგურა, რათა მათთან ერთნაირი ფორმატირება იქნას გამოყენებული). იგივე ეხება ტექსტსაც. თუ მონიშნულია ნახატის ჩარჩო, მომართვის ინსტრუმენტები იმოქმედებენ ნახატის მთელ უბანზე. თუ მონიშვნის რომელიმე მდგომარეობაში მართვის ელემენტების გამოყენება არ შეიძლება, მაშინ ლენტის ჩანართზე Format (SmartArt Tools)-ფორმატი (SmartArt-ის ნახატებთან მუშაობა) ისინი მიუწვდომელი იქნება.

SmartArt-ის ნახატის ტექსტის ფორმატირება

SmartArt-ის ნახატის ტექსტი მიეკუთვნება WordArt-ის ობიექტებს. უფრო დაწვრილებით მხატვრული ტექსტის ფორმატირების შესახებ იხ. განყოფილება “WordArt-ის ტექსტის დამატება” ამ თავში ქვემოთ.

ნახატის ფიგურების მონიშვნა

ფიგურის მოსანიშნად მასზე უნდა დააწკაპუნოთ მიმანიშნებლით. რამდენიმე ფიგურის მოსანიშნად, მათზე უნდა დააწკაპუნოთ კლავიშ Ctrl-ის შეყოვნებით. ყველა ფიგურის მოსანიშნად, უნდა მონიშნოთ ერთი ფიგურა, მერე კი დააჭიროთ კლავიშთა შეთანხმებას Ctrl+A. ნახატის მთლიანად მოსანიშნად უნდა დააწკაპუნოთ მის ჩარჩოზე ან თავისუფალ ადგილას ნახატის ჩარჩოს შიგნით.

ფიგურების ფორმატირება

SmartArt-ის ნახატის ფიგურებთან შეგიძლიათ შემდეგი მოიმოქმედოთ:

• გაფორმების სტილი გამოიყენოთ;• მომართოთ ფიგურების ფონი და შემოფარგვლა;• გამოიყენოთ მოცულობითი ეფექტები;• შეცვალოთ მათი ფორმა (ამისათვის ავტოფიგურები გამოიყენოთ);• შეცვალოთ და მომართოთ ზომები;• მოაბრუნოთ;• მოაწესრიგოთ.

ჩამოთვლილი მოქმედებების უმეტესობა სრულდება ზუსტად ისევე, როგორც ავტოფიგურებთან მუშაობისას (იხ. განყოფილება “ზომების შეცვლა, ობიექტების გადაადგილება და ერთმანეთზე დადება” და “ავტოფიგურების დამატება” ამ თავში ზემოთ). მართვის ორიგინალური ელემენტი ფიგურების შესაცვლელად არის ღილაკები და პალიტრა, რომლებიც ხელმისაწვდომია ლენტის ჩანართ Format (SmartArt Tools)-ფორმატის (SmartArt-ის ნახატებთან მუშაობა) განყოფილებაში Shapes- ფიგურები (ნახ. 8.41):

ნახ. 8.41. ლენტის ჩანართ Format (SmartArt Tools)-ფორმატის (SmartArt-ის ნახატებთან მუშაობა) განყოფილება Shapes- ფიგურები

• ღილაკი Edit in 2-D-ორგანზომილებიანი რედაქტირება მუშაობს როგორც გამომრთველი. მასზე დაჭერისას SmartArt-ის მონიშნული მოცულობითი ნახატი გადადის ორგანზომილებიან რეჟიმში, რომელშიც შეიძლება შეიცვალოს ზომები და გადაადგილდეს ფიგურები. ეს ღილაკი ხელმისაწვდომია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ნახატთან გამოყენებულია მოცულობითი ეფექტები. • ღილაკები Larger-მსხვილად და Smaller-წვრილად ცვლიან მონიშნული ფიგურების ზომებს ნახატზე სხვა ფიგურებთან მიმართებაში.• ღილაკი Change Shape-ფიგურის შეცვლა ხსნის ავტოფიგურების გალერეას, რომლის მეშვეობითაც შეგიძლიათ შეცვალოთ ნახატის ნებისმიერი ფიგურის ფორმა (ნახ. 8.42).

ნახ. 8.42. ფიგურები SmartArt-ის ნახატზე შეიცვალა ავტოფიგურების გალერეის მეშვეობით

ნახატის ჩარჩოს ფორმატირება

ნახატს შეგიძლიათ დაამატოთ ჩარჩო და ფონი. ამისათვის შეგიძლიათ გამოიყენოთ კონტექსტური მენიუ, რომელშიც უნდა აირჩიოთ ბრძანება Format Object-ობიექტის ფორმატი. ის ხსნის ფორმატირების დიალოგურ ფანჯარას, რომელშიც შეიძლება მომართოთ ფონი (მთლიანი, გრადაციული ან ნახატით), ჩარჩოს ხაზის ფერი და ტიპი, ჩრდილი და მოცულობითი ეფექტები (ნახ. 8.43). ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ ფიგურის ფონებისა და კონტურების პალიტრა, ასევე ეფექტები, რომლებიც იხსნება ღილაკებით ლენტის ჩანართ Format (SmartArt Tools)-ფორმატის (SmartArt-ის ნახატებთან მუშაობა) განყოფილებაში Shape Styles-ფიგურების სტილი.

ნახ. 8.43. SmartArt-ის ნახატთან დამატებულ იქნა გრადაციული ფონი, ჩარჩო და ჩრდილი

WordArt-ის ტექსტის დამატება

WordArt-ის ობიექტი _ ეს არის მხატვრული ტექსტი (ნახ. 8.44), რომელიც გამოიყენება “ლამაზი” სათაურებისა და წარწერების შესაქმნელად. მხატვრულ ტექსტთან შეიძლება გამოიყენოთ ისეთი ეფექტები, როგორიცაა ფონი და ასოების კონტური, სტრიქონის ფორმა, ჩრდილი, დახრა, მობრუნება, დაჭიმულობა და სხვა. ჩამოთვლილი მოქმედებების უმრავლესობა სრულდება ზუსტად ისე, როგორც ავტოფიგურებთან მუშაობისას (იხ. განყოფილებები “ობიექტების ზომების,

გადაადგილებისა და ერთმანეთზე დადების შეცვლა” და “ავტოფიგურების დამატება” ამ თავში ზემოთ).

ნახ. 8.44. სამუშაო ლისტზე მხატვრული ტექსტის დამატება

ტექსტი WordArt-ის ობიექტებში არ გადაიტანება, მაგრამ მასთან შეიძლება იქნას გამოყენებული შრიფტისა და აბზაცის პარამეტრები (ზომა, მოხაზულობა, სახეცვლილება, კიდეკანი, ინტერვალი და სხვა). ის თავსდება ჩარჩოში, რომელიც ასევე შეიძლება ფორმატირდეს. მხატვრულ ტექსტთან და მის ჩარჩოსთან შეიძლება იქნას გამოყენებული სტილები. WordArt-ის ტექსტი შეიძლება იქნას დამატებული სამუშაო ლისტზე როგორც ცალკე ობიექტი, ანუ “ლამაზი” წარწერის სახით, და კიდევ შეიძლება იქნას ჩასმული ავტოფიგურის ან ფიგურის შიგნით, რომელიც SmartArt-ის ნახატის შემდაგნელობაში შედის. ყველა შემთხვევაში მათი მომართვის პარამეტრები და საშუალებები WordArt-ის ტექსტისთვის ერთნაირია.

WordArt-ის ტექსტის დასამატებლად: დააწკაპუნეთ ღილაკს WordArt ლენტის ჩანართ Insert-ჩასმის განყოფილებაში Text-ტექსტი.

1. გაიხსნება ტექსტის სტილების ნიმუშების გალერეა. მასში დააწკაპუნეთ ნიმუშზე, რომლითაც უნდა გაფორმდეს ტექსტი (ნახ. 8.44 ზემოთ). 2. სამუშაო ლისტზე გაჩნდება ჩარჩო ფორმალური ტექსტით “წარწერის ტექსტი”.3. კლავიატურის მეშვეობით აკრიფეთ წარწერის ტექსტი. ის შეცვლის ფორმალურ ტექსტს წარწერაში (ნახ. 8.44 ქვემოთ). როდესაც ტექსტი აკრეფილი იქნება, მიმანიშნებლით დააწკაპუნეთ ტექსტის ჩარჩოს “გარეთ”, რათა მისგან მოხსნათ მონიშვნა (ან დააჭირეთ კლავიშს Esc, რათა ტექსტის ჩარჩო მონიშნული დატოვოთ).

WordArt-ის ტექსტის რედაქტირება

თუ დააწკაპუნებთ მიმანიშნებლით WordArt-ის ტექსტზე, მის ირგვლივ გაჩნდება პუნქტირული ჩარჩო, რომელიც მოწმობს ტექსტის რედაქტირების რეჟიმში გადასვლას. ამ მდგომარეობაში შეგიძლიათ შესწორება შეიტანოთ ტექსტში, მონიშნოთ ცალკეული სიმბოლოები მიმანიშნებლის გადატანით (ნახ. 8.45). ამ რეჟიმში ხელმისაწვდომია ასევე ფორმატირების მცირე პანელი და შრიფტისა და აბზაცის მოსამართი დიალოგური ფანჯრები.

ნახ. 8.45. სიმბოლოები შეიძლება ცალ-ცალკე დაფორმატდეს

WordArt-ის ობიექტების ფორმატირება და სტილები

ტექსტის შრიფტისა და აბზაცების ფორმატირებისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ დიალოგური ფანჯრები Font-შრიფტი და Paragraph-აბზაცი, რომლებიც იხსნება მისი კონტექსტური მენიუდან (ნახ. 8.46).

ნახ. 8.46. დიალოგური ფანჯრები Font-შრიფტი და Paragraph-აბზაცი

ხოლო WordArt-ის ობიექტთან ორიგინალური სტილის გამოსაყენებლად:

მონიშნეთ WordArt-ის ობიექტი, ასევე, აუცილებლობის შემთხვევაში, მონიშნეთ სიმბოლოები, რომლების დაფორმატებაც არის საჭირო.გახსენით WordArt-ის სტილების გალერეა, ღილაკ More-ექსპრეს-სტილებზე დაწკაპუნებით ლენტის ჩანართ Format (Drawing Tools)-ფორმატის (ხატვის საშუალებები) განყოფილებაში WordArt Styles-WordArt ის სტილები.

მთელი ტექსტის ფორმატირებისთვის ერთ-ერთ ნიმუშზე დააწკაპუნეთ სტილების გალერეის განყოფილებაში Applies to All Text in the Shape-გამოყენებადია ფიგურაში მთელ ტექსტთან (ნახ. 8.47).

ნახ. 8.47. WordArt-ის ობიექტების სტილების გალერეა

მონიშნული სიმბოლოების ფორმატირებისთვის დააწკაპუნეთ ერთ-ერთ ნიმუშზე სტილების გალერეის განყოფილებაში Applies to Selected Text-გამოყენებადია მონიშნულ ტექსტთან (იხ. ნახ. 8.45 და 8.47).

სტილების გაუქმება

WordArt-ის ობიექტის ფორმატირების გასაუქმებლად აირჩიეთ ბრძანება WordArt-ის ფორმატირების გასუფთავება, რომელიც მდებარეობს სტილების გალერეის ქვედა ნაწილში.

ტექსტის ფონი, კონტურები და ანიმაცია

თუ მხატვრული ჩანაფიქრის რეალიზაციისთვის თქვენთვის საკმარისია პროგრამაში არსებული ტექსტის სტილები, შეგიძლიათ მომართოთ ასოების ფონი და შემოფარგვლა “ხელით”. ასევე შეიძლება დაემატოს ტექსტს ეფექტები (ანიმაცია). ამისათვის უნდა გამოიყენოთ გალერეები, რომლებიც იხსნება ღილაკებით Text File-ტექსტის ფონი, Text Outline-ტექსტის კონტური და Effects-ეფექტი (იხ. ნახ. 8.47), ან დიალოგური ფანჯარა Format Text Effects-ეფექტის პარამეტრები, რომელიც იხსნება ღილაკით Format Text Effects-ეფექტის პარამეტრები (განყოფილება WordArt-ის სტილების ქვედა მარჯვენა კუთხეში).

ფონებისა და კონტურების გალერეები არ განსხვავდება გალერეებისგან, რომლებიც გამოიყენება ვექტორული ნახატებისა და ფიგურების მოსამართად (იხ. განყოფილება “ნახატების სტილები” ამ თავში ზემოთ და ნახ. 8.9). ხოლო ეფექტების გალერეაში არის ორიგინალური განყოფილება _ Transform-გარდაქმნა (ნახ. 8.48), რომელიც საშუალებას იძლევა შეიცვალოს ტექსტის სტრიქონის ფორმა ტრაექტორიის მიხედვით ან მისი გამრუდების გზით.

ნახ. 8.48. ეფექტების გალერეა ტექსტის გარდასაქმნელი განყოფილებებით

WordArt-ის გარდაქმნილ ტექსტს უჩნდება დამატებითი მარკერები იისფერი რომბების სახით. ამ მარკერების გადაადგილებით შეიძლება შეიცვალოს ტექსტური სტრიქონის გამრუდების ხარისხი (ნახ. 8.49).

ჰიპერბმულების დამატება

ჰიპერბმული არის ბმული დოკუმენტში, რომელზე დაწკაპუნებითაც იხსნება სხვა გვერდი ან ფაილი. როდესაც მომხმარებელი აწკაპუნებს ჰიპერბმულზე, ობიექტი, რომელზეც ის მიანიშნებს (მისი ტიპის მიხედვით) იხსნება პროგრამა-მიმომხილველში ან ამოქმედდება. მაგალითად, ჰიპერბმული ინტერნეტის გვერდზე ხსნის ამ გვერდს მიმომხილველში, ხოლო ჰიპერბმული ვიდეო-ფაილზე _ ხსნის ამ ფაილს უნივერსალურ დამკვრელში. მიმანიშნებლის ობიექტზე დაყენებისას, რომელიც არის ჰიპერბმული, მიმანიშნებელი “ხელის” სახეს მიიღებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ტექსტზე ან ნახატზე, რომელზეც ის არის მიტანილი, შეიძლება დაწკაპუნება.

ნახ. 8.49. გარდაქმნილი ტექსტი

ჰიპერბმული Excel-ის სამუშაო ლისტზე შეიძლება დაემატოს ტექსტის სახით (ნახ. 8.50), ასევე დაენიშნოს ღილაკებს, ნახატებს ან ნახატის ნაწილებს. ეს ხდება ერთ დიალოგურ ფანჯარაში

Insert Hyperlink-ჰიპერბმულის ჩასმა (ნახ. 8.51), ხოლო ობიექტი, რომელსაც ემატება ჰიპერბმული, მიეთითება მონიშვნით დიალოგური ფანჯრის გახსნამდე.

ნახ. 8.50. ჰიპერბმული ტექსტის სახით სამუშაო ლისტზე

ჰიპერბმულის დასამატებლად:

1. მონიშნეთ უჯრედი, ღილაკი, ნახატი ან ნახატის ნაწილი.ლენტის ჩანართ Inert-ჩასმის განყოფილებაში Hyperlink-ბმულები დააწკაპუნეთ ღილაკზე ჰიპერბმული, რათა გახსნათ დიალოგური ფანჯარა Insert Hyperlink-ჰიპერბმულის ჩასმა.

ნახ. 8.51. დიალოგური ფანჯარა Insert Hyperlink-ჰიპერბმულის ჩასმა

სიაში Link to-შეკავშირება აირჩიეთ დოკუმენტის ტიპი, რომელთანაც განახორციელებს მიმართვას ჰიპერბმული: ფაილი, ვებ-გვერდი, გარკვეული ადგილი მიმდინარე დოკუმენტში (სამუშაო ფურცელი, უჯრედთა დიაპაზონი, დიაპაზონის სახელი), ახალი დოკუმენტი (რომელიც იქნება შექმნილი) ან ელექტრონული ფოსტის შეტყობინება (რომელიც იქნება შექმნილი). თქვენ მიერ გაკეთებული არჩევანის მიხედვით შეიცვლება ფანჯრის ცენტრალური ნაწილი, მართვის ელემენტების ასახვით, რომლებიც მომართვას შეესაბამება. მაგალითად, თუ აირჩევთ ვარიანტს Place in This Document-(დაკავშირება) დოკუმენტში ადგილთან, აისახება მინდვრები, რომლებშიც შეიძლება მიუთითოთ დიაპაზონების სახელები და სამუშაო ლისტები ან უჯრედთა მისამართები. თუ საჭიროა ჰიპერბმულში მოკარნახის შეყვანა, დააწკაპუნეთ ღილაკზე ScreeTip-მოკარნახე, მერე კი შეიყვანეთ ტექსტი დიალოგურ ფანჯარაში ScreeTip Text-მოკარნახე ჰიპერბმულისთვის.

2. შეავსეთ სხვა მინდვრები, თქვენ მიერ არჩეული ვარიანტის მიხედვით.დააწკაპუნეთ ღილაკს OK, რათა დაამატოთ ჰიპერბმული სამუშაო ფურცელის ობიექტთან (ნახ. 8.52).

ნახ. 8.52. ჰიპერბმული დამატებულია ღილაკთან და ნახატთან

ჰიპერბმულის შეცვლა, გადაადგილება და კოპირება

ჰიპერბმულის შესაცვლელად, თაგვის მარჯვენა ღილაკით დააწკაპუნეთ ობიექტზე და აირჩიეთ კონტექსტურ მენიუში ბრძანება Edit Hyperlink-ჰიპერბმულის შეცვლა, მერე კი შესაბამისი კორექტირებები გააკეთეთ დიალოგურ ფანჯარაში Edit Hyperlink-ჰიპერბმულის შეცვლა, რომელიც ფანჯრის Insert Hyperlink-ჰიპერბმულის ჩასმის ანალოგიურია. ჰიპერბმულის გადასაადგილებლად ან ჰიპერბმულის კოპირებისთვის გამოიყენეთ გაცვლის ბუფერი და ობიექტის კონტექსტური მენიუს ბრძანებები.

OLEობიექტების დამატება

შეკავშირებული ან დანერგილი ობიექტები საშუალებას სამუშაო წიგნში იძლევა აისახოს ობიექტი და რედაქტირდეს ის იმ პროგრამაში, რომელშიც იქნა შექმნილი. ამ ტიპის ობიექტები შეიძლება აისახებოდეს თავისი “საწყისი” სახით ან ნიშნის სახით, რომლის მეშვეობითაც ობიექტი შეიძლება იქნას გახსნილი (ნახ. 8.53).

ნახ. 8.53. დაკავშირებული (Microsoft Word Document) და დანერგილი (Microsoft Equation 3.0) ობიექტები, რომლებიც აისახება ნიშნის სახით (მარცხნივ) და დოკუმენტის სახით (მარჯვნივ)

შეკავშირება თუ დანეგრვა?

რით განსხვავდება შეკავშირება დანერგვისგან? ორივე შემთხვევაში შეგიძლიათ ობიექტის რედაქტირება. მაგრამ დანერგვისას ის მხოლოდ კონკრეტული სამუშაო წიგნის კუთვნილება იქნება, შეკავშირების დროს კი, ყოველ ჯერზე იმპორტირდება, როდესაც მას მიმართავთ. დანერგილ ობიექტებს შეუძლიათ მნიშვნელოვნად გაზარდონ ფაილის მოცულობა. შეკავშირებული დოკუმენტები Excel-ში “ტოვებენ” მხოლოდ ბმულს თავის მისამართზე, იქ, სადაც ისინი არიან ან იქნებიან განთავსებულნი. შეკავშირებულ დოკუმენტებთან ვინმემ შეიძლება “წაიმუშავოს” თქვენი არყოფნისას, ის შეცვალოს ან სხვა საქაღალდეშიც კი გადაიტანოს. მაშინ დოკუმენტი არა მხოლოდ “დაზიანდება”, სამუშაო წიგნთან მისი კავშირიც კი შეიძლება დაირღვას. რა უნდა აირჩიოთ, ეს კონკრეტულ სიტუაციაზეა დამოკიდებული.

OLEობიექტების კორექტული ასახვა

OLEობიექტის სახით დანერგილი ყველა ფაილი როდი აისახება მართებულად სამუშაო ფურცელზე. კორექტული ასახვისთვის სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფაა საჭირო, რომელიც შეიცავს კომპონენტებს (მათ “OLEსერვერები” ეწოდება) შესაბამისი ფორმატებისთვის. Office 2007-ში OLEსერვერები აქვთ Microsoft Office-ის პროგრამების დოკუმენტებს, გრაფიკულ ფორმატებს .bmp და .dib, ხოლო სხვა ფორმატის ფაილებისთვის, მაგალითად, .tiff და .gif _ ისინი არ არის. ამიტომ სამუშაო ფურცელზემათთვის ასახული იქნება ნიშანი ან წარწერა ფაილის სახელით, და არა ნახატი (ნახ. 8.54). მიუხედავად ამისა, ასეთი ობიექტი შეიძლება გაიხსნას “მშობლიურ” პროგრამაში თაგვის მიმანიშნებლის ორმაგი დაწკაპუნებით. “მშობლიური” ის პროგრამაა, რომლისთვისაც ის დარეგისტრირებულია Windows-ში.

ნახ. 8.54. ობიექტის ასახვა, რომლისთვისაც არ არის სერვერი

ახალი ან არსებული (ფაილში შენახული) ობიექტის ჩასასმელად (დასაკავშირებლად), დააწკაპუნეთ ღილაკზე Object-ობიექტი ლენტის ჩანართ Data-ჩასმა განყოფილებაში Text-ტექსტი. გაიხსნება დიალოგური ფანჯარა Object-ჩასმა (ნახ. 8.55).

ნახ. 8.55. დიალოგური ფანჯარა Object-ობიექტი

თუ საჭიროა ახალი ობიექტის შექმნა, წინა პლანზე გადმოიტანეთ ჩანართი Create New-ახალი და სიაში Object type-ობიექტის ტიპი აირჩიეთ შესაქმნელი ობიექტის ტიპი. დააყენეთ ალამი პარამეტრისთვის Display as icon-ნიშნის სახით, თუ გსურთ, რომ სამუშაო ლისტზე ობიექტი აისახებოდეს ნიშნის სახით, რომელიც ფაილს წარმოადგენს. ქვემოთ დაინახავთ ამ ნიშანს, ასევე ღილაკს Change icon-ნიშნის შეცვლა, რომელზე დაწკაპუნებითაც შეგიძლიათ აირჩიოთ ახალი ნიშანი და შეცვალოთ მის ქვეშ წარწერა. დააწკაპუნეთ ღილაკს OK. გაიხსნება პროგრამა, რომელშიც შეგიძლიათ მაშინვე დაიწყოთ ახალი დოკუმენტის შექმნა. მისი დახურვისთანავე დაინახავთ ობიექტს სამუშაო ლისტზე (იხ. ნახ. 8.53).

თუ ობიექტი უკვე არსებობს, შეიძლება ის როგორც დაინერგოს, ისე შეიქმნას მასთან კავშირი. ობიექტების ჩასმისა და დანერგვის დიალოგურ ფანჯარაში (იხ. ნახ. 8.55) გამოიტანეთ წინა პლანზე ჩანართი Create from file-ფაილიდან. თუ საჭიროა ობიექტთან კავშირის დადგენა, დააყენეთ ალამი პარამეტრისთვის Link to file-ფაილთან კავშირი, და დააწკაპუნეთ ღილაკს Browse-მიმოხილვა, რათა იპოვოთ ობიექტის ფაილი. დააწკაპუნეთ ღილაკს OK და შეკავშირებული ან დანერგილი ობიექტი სამუშაო ლისტზე გამოჩნდება (იხ. ნახ. 8.53).

ზოგიერთ დანართში (ძირითადად, Microsoft Office-ის პროგრამებში) არსებული საშუალების _ OLEმექანიზმის მეშვეობით არსებული დოკუმენტის ნაწილის შეკავშირების გამოყენებით, სამუშაო ლისტზე შეიძლება დადგინდეს კავშირი დოკუმენტის ნაწილთან, მაგალითად, Word-ის დოკუმენტის ფრაგმენტთან. შეიძლება ასევე დაინერგოს დოკუმენტის ნაწილი. ამისათვის უნდა გახსნათ პროგრამა, რომელშიც რედაქტირდება ობიექტი, მონიშნოთ დოკუმენტის ნაწილი და კონტექსტურ მენიუში შეასრულოთ ბრძანება Copy-კოპირება. ამის მერე, დანართი გახსნილი დატოვეთ, გადადით Excel-ში და თაგვის მარჯვენა ღილაკით დააწკაპუნეთ სამუშაო ლისტზე, რის

შემდეგაც კონტექსტურ მენიუში შეასრულეთ ბრძანება Paste Special-სპეციალური ჩასმა. დიალოგურ ფანჯარაში Paste Special-სპეციალური ჩასმა აირჩიეთ ფორმატი და დააწკაპუნეთ ღილაკს OK. დიალოგური ფანჯარა დაიხურება, ხოლო ობიექტი დაინერგება.დანერგილი ობიექტები შეიძლება გარდაიქმნას (სხვა ტიპად ან ფორმატად). ამისათვის OLEობიექტის კონტექსტურ მენიუში უნდა აირჩიოთ ბრძანება ობიექტი ობიექტის ტიპი > გარდაქმნა.

გაიხსნება დიალოგური ფანჯარა ობიექტის ტიპის გარდაქმნა (ნახ. 8.56), სადაც შეიძლება იყოს გარდაქმნის სულ რამდენიმე ვარიანტი. თუ ისინი არის, შესაფერისი აირჩიეთ და დააწკაპუნეთ ღილაკს OK. ობიექტი გარდაიქმნება სამუშაო წიგნის შიგნით ან გარდაიქმნება ყოველ ჯერზე მისი გახსნისას. დიალოგურ ფანჯარაში გარდაქმნა შეიძლება ასევე დაადგინოთ ან გააუქმოთ დოკუმენტის გამოტანა ნიშნის სახით.

ნახ. 8.56. დიალოგური ფანჯარა Convert-ობიექტის ტიპის გარდაქმნა