,, leli~ - muse technologiesleliblog.weebly.com/uploads/1/3/3/1/13312007/_____2006-2011_.pdf ·...

24
,, leli~ 2006 _ 2011 mis: lagodexi, sof. leliani. ელ_ფოსტა: [email protected] საიტი: www.leli.ge

Upload: others

Post on 24-May-2020

3 views

Category:

Documents


0 download

TRANSCRIPT

Page 1: ,, leli~ - Muse TECHNOLOGIESleliblog.weebly.com/uploads/1/3/3/1/13312007/_____2006-2011_.pdf · რომელიც სკოლის შენობაშია განთავსებუ–

,, leli~

M2006 _ 2011

mis: lagodexi, sof. leliani.

ელ_ფოსტა: [email protected] საიტი: www.leli.ge

Page 2: ,, leli~ - Muse TECHNOLOGIESleliblog.weebly.com/uploads/1/3/3/1/13312007/_____2006-2011_.pdf · რომელიც სკოლის შენობაშია განთავსებუ–

,,ლელიანის თემის ისტორია” სოფელი ლელიანი მდებარეობს კახეთში, მდინარე ალაზნის მარცხენა

სანაპიროზე. იგი დაარსდა 1905 წელს ილია ჭავჭავაძისა და აკაკი წერეთლის

თაოსნობით ისტორიული ჰერეთის მიწა–წყალზე. ამჟამად ლაგოდეხის

მუნიციპალიტეტის შემადგენლობაში შემავალი თემია. იგი მდებარეობს ზღვის

დონიდან 260 მეტრზე, რაიონული ცენტრიდან დაშორებულია 29 კილომეტრით.

აქაურ ჭაობებში გავრცელებული იყო მცენარე _ ,,ლელი", იგი ჭაობის მრავალწლო–

ვანი ბალახოვანი მცენარეა, ლელიანი კი ლელით დაფარული ადგილია. ამ

ადგილზე ახლად გაშენებულ სოფელსაც ლელიანი დაერქვა. მართალია, ლელიანს

საუკუნოვანი ისტორია აქვს, თუმც აქ ჯერ კიდევ VI საუკუნეში იყო დასახლება.

სოფელში არსებულ ისტორიულ ძეგლებს შორის ყველაზე მნიშვნელოვანი წმ.

თევდორე ტირონის სახელობის ეკლესიაა. ტაძარი სოფლის სასაფლაოზეა და იგი

XI _ XII საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლია. ასევე მნიშვნელოვანი

ძეგლია გვიანი შუასაუკუნეების იოანე ნათლისმცემლის სახელობის პატარა,

დარბაზული ეკლესია, რომელიც სოფლის განაპირას (აბაშისწილის) ვენახებში

დგას. საშენ მასალად გამოყენებულია რიყის ქვა და აგური, მისი რესტავრაცია

მოხდა 2010 წელს. ასევე აღმოჩენილია მნიშვნელოვანი და ღირებული არქეოლოგი–

ური მასალები, კერძოდ ე.წ "ლელიანის განძი", ეს არის 171 ცალი ქუფური და

სასანური მონეტები.

სოფელ ლელიანს 2005 წელს დაარსებიდან ერთი საუკუნე შეუსრულდა, ამ

თარიღთან დაკავშირებით გაიმართა სადღესასწულო ღონისძიებები და დაარსდა

ლელიანის ეთნოგრაფიული მუზეუმი.. რომელიც სკოლის შენობაშია განთავსებუ–

ლი. სოფელში არის ორი ბაგა-ბაღი, კულტურის სახლი, ამბულატორია, საჯარო

სკოლა და სხვადასხვა სავაჭრო ობიექტი. სოფელში ჯერ კიდევ მეფის რუსეთის

დროიდან არსებობდა დაწყებითი სკოლა, რომელიც შემდეგ საშუალო სკოლად

გადაკეთდა. 1974 წელს სკოლა დაიწვა, რის გამოც აუცილებელი გახდა შენობის

დამწვარი ნაწილის დანგრევა და ახლის აშენება. დარჩენილ ძველ ნაწილში დაზია–

ნებული ჭერის გამო საკლასო ოთახებში მდგომარეობა 2004 წლისთვის მკვეთრად

გაუარესდა. წვიმის წყალი კლასებში ჩამოდიოდა, აზიანებდა ოთახებს და ხელს

უშლიდა სასწავლო პროცესს. ამ პრობლემის მოსაგვარებლად სოფელში პირველად

შეიქმნა საინიციატივო ჯგუფი, რომელმაც შეადგინა სკოლის ძველი შენობის სახუ–

რავის შეცვლის პროექტი და პასუხისმგებლობა აიღო ორგანიზაციებ–

ის ,,სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ფონდის“ და ,,საქართველოს

სამოქალაქო განვითარების ასოციაციის“ ფინანსური მხარდაჭერის შემთხვევაში

დამატებით თანხას თანადაფინანსების სახით სოფელში ააგროვებდა.

საინიციატივო ჯგუფი პროექტის ფარგლებში შეისყიდიდდა საჭირო მასალებს და

საკუთარი ძალებით შეასრულებდა სარემონტო სამუშაოებს. თანადაფინანსების

აგროვების შემდგომ პროექტი დაფინანსდა და სოფლის ახალგაზრდების დიდი

მონდომებით მოხდა სკოლის ძველი შენობა ახალი სახურავით გადაიხურა. 2

Page 3: ,, leli~ - Muse TECHNOLOGIESleliblog.weebly.com/uploads/1/3/3/1/13312007/_____2006-2011_.pdf · რომელიც სკოლის შენობაშია განთავსებუ–

2006 წლiს გაზაფხულზე დონორ ორგანიზაციე-

ბთან შეხვედრის დროს ,,ლელის” განახლებუ-

ლმა საინიციატივო ჯგუფმა შესარჩვევ ეტაპზე

დაგეგმა და განახორციელა სოფ. ლელიანის

ცენტრის დასუფთავების აქცია. აქცია წარმატე-

ბით განხორციელდა, მასში მონაწილეობa

სოფლის ასამდე ახალგაზრდამ მიიღო. დასუ-

ფთავდა სოფლის ცენტრი და მისი მიმდებარე

ტერიტორია. ამით დონორ ორგანიზაციებს

სოფლის ახალგაზრდებისადმი ნდობა გაუღრმა-

ვდათ, ისინი დარწმუნდნენ რომ მათ შეუძლიათ

ერთმუშტად შეკვრა და უფრო მეტი სასარგებლო საქმის გაკეთება სოფლის

განვითარებისთვის.

,,ლელის” საინიციატივო ჯგუფმა 2006 წლის მაისში ,საქართველოს

სტრატეგიული კვლევების და განვითა- რების ფონდთან” და ,,სამოქალაქო

განვითარების ასოციაცია- სთან” ერთად შეიმუშავა სათემო ახალგაზრდუ- ლი

ცენტრის ,,ლელის” ჩამოყალიება და მისი განვითარების გრძელვადიანი გეგმა,

რომლის მიზანი ,,თემის განვითარება და თემთაშორისი

ურთიერთობების ხელშეწყობაა”. ამ მიზნის მისაღწევად საინიციატივო ჯგუფმა 2006

წeლსვე წარადგინა პროექტი , ,საქართველოს

სტრატეგიული კვლევების და განვითარების ფონდში”.

რომლის ფარგლებში დაუფინანსდა ელემენტარული

საოფისე პირობების შექმნა და ტექნიკით აღჭურვა

(კომპიუტერი, პრინტერი, ავეჯი და სხვადასხვა

აქსესუარები). საინიციატივო ჯგუფს საოფისე ფართი ლაგოდეხის

მუნიციპალიტეტმა სოფ. ლელიანის №1 საბავშვო ბაგა–ბაღში დროებითი

სარგებლობის უფლებით გადასცა. პროექტის განხორციელების შედეგად ,,ლელის”

საინიციატივო ჯგუფს 2006 წლის ბოლოს სოფელში უკვე ჰქონდა ადგილი სადაც

უფრო ორგანიზებულად შეძლებდნენ როგორც სოფლისთვის სასარგებლო

საქმიანობების განხორციელებას, ისე საკუთარი უნარ-ჩვევის განვითარებას. 2007

წელს საინიციატივო ჯგუფის 11 დამფუძნებლის მიერ სათემო ცენტრი ,,ლელი”

ჩამოყალიბდა როგორც იურიდიული პირი სათემო ორგანიზაცია ,,ლელის”

სახელწოდებით. მას შემდეგ ორგანიზაცია მუდმივად ვითარდება და სხვადასხვა

პროექტების განხორციელების შედეგად ოფისი აღიჭურვა თანამედროვე

ტექნიკით, გაუმჯობესდა და შეიქმნა კომფორტული სამუშაო გარემო.

არასამთავრობო და სამთავრობო ორგანიზაციების ფინანსური და

ინტელექტუალური მხარდაჭერით ორგანიზაციამ ლაგოდეხის

მუნიციპალიტეტის შვიდ სოფელში ოცდათხუთმეტი პროექტი

და ას ხუთზე მეტია აქცია-ღონისძიება განახორციელა. ხუთი

წლის მანძილზე განხორციელებულ საქმიანობებში სამი

ათასზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. 3

Page 4: ,, leli~ - Muse TECHNOLOGIESleliblog.weebly.com/uploads/1/3/3/1/13312007/_____2006-2011_.pdf · რომელიც სკოლის შენობაშია განთავსებუ–

,,ლელის” სტრატეგიული მიზანი _ კახეთის მოსახლეობაში, კერძოდ ქალებისა და ახალგაზრდების არაფორმალური

განათლებისა და მათი შესაძლებლობების რეალიზაციის ხელშეწყობით

გაიზარდოს სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფების საზოგადოებაში ინტეგრაციის

ხარისხი და ამაღლდეს საზოგადოების სამოქალაქო ცნობიერება.

ორგანიზაციის სტრატეგიული ამოცანები

მოსახლეობისათვის, განსაკუთრებით ქალებისა და ახალგაზრდები– სათვის

შეიქმნას ინფორმაციის და არაფორმალური განათლების მიღების

შესაძლებლობები, უკეთ გააცნობიერონ ცხოვრების ჯანსაღი წესის

მნიშვნელობა.

შეიქმნას ხელშემწყობი გარემო ეთნიკური უმცირესობების წარმომადგე–

ნელი ჯგუფების საზოგადოებაში ინტეგრირებისთვის.

ორგანიზაციაში განხორციელებული საქმიანობების მიხედვით არსებული

მიმართულებები: თემის წინაშე არსებული პრობლემების გამოვლენა და მათი გადაჭრის

ხელშეწყობა

თემში ქალთა ინტერესთა კვლევა, მათ საჭიროებებზე და უფლებებზე ზრუნვა

თემის მოზარდი და ახალგაზრდა თაობის შემოქმედებითი და ფიზიკური

პოტენციალის გამოვლენა და განვითარების ხელშეწყობა.

თემის მოსახლეობის ინფორმირება და განათლება

,,ლელის” მიერ საქმიანობის ხუთი წლის მანძილზე არაერთი სასიკეთო პროექტი

და ღონისძიება განხორციელდა როგორც ლელიანის თემის მოსახლეობისთვის,

ისე ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებში მცხოვრებთათვის. ამჟამად

ორგანიზაციის ძირითად სამიზნე ჯგუფს შეადგენენ მოზარდები, ახალგაზრდები,

ქალები და კახეთში მცხოვრები ეთნიკური ჯგუფები.

,,სტრატეგიული კვლევების და განვითარების ფონდის” მიერ ჩატარებულმა

კვლევამ აჩვენა, რომ ორგანიზაციის საქმიანობის ცნობადობა საკმაოდ მაღალია.

,,ლელი” თანამშრომლობს სოფლის მოსახლეობასთან, ლაგოდეხის მუნიციპალი-

ტეტთან, საქართველოში მოქმედ ფონდებთან და ორგანიზაციებთან.

ორგანიზაციაში სოფლის ახალგაზრდებისთვის არის ადგილი, სადაც შუძლიათ

შეძლებისდაგვარად გამოავლინონ საკუთარი უნარ–ჩვევები და განვითარდნენ

როგორც ფიზიკური, ისე ინტელექტუალური თვალსაზრისით. ამისათვის

ორგანიზაცია მუდმივად ახორციელებს სხვადასხვა ტიპის

პროექტებს, ტრენინგებს, სემინარებს, აქციებს და ღონისძიებებს.

4

2006 -2012 წლებში ორგანიზაციის მიერ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისთვის განხორციელდა 36 მიკრო და დიდი პროექტი, 120 -ზე მეტი დასუფთავების აქცია, სპორტული, კულტურული და ინტელექტუალური ღონისძიება. მათი უმრავლესობა ,,ლელის” ხლმძღვანელების და სოფლის ახალგაზრდების მოხალისეობრივი საქმიანობით განხორციელდა.

Page 5: ,, leli~ - Muse TECHNOLOGIESleliblog.weebly.com/uploads/1/3/3/1/13312007/_____2006-2011_.pdf · რომელიც სკოლის შენობაშია განთავსებუ–

1. მიმართულება: თემის წინაშე არსებული პრობლემების გამოვლენა და მათი

გადაჭრის ხელშეწყობა:

პროექტი ,,ლელიანი ჭაობის გარეშე“.

სოფელ ლელიანისთვის უდიდეს პრობლემას

წარმოადგენს საკარმიდამო ნაკვეთებში არსებული

დატბორილი ნიადაგები (მცირე ჭაობები), რაც

გაზაფხულის წვიმების შემდეგ განსაკუთრებით

შეიმჩნევა და საგაზაფხულო სამუშაოების

შესრულებაში ხელს უშლის მოსახლეობას. ამ

პრობლემის მოსაგვარებლად ,,ლელი“ 2007 წლიდან

ახორციელებს სხვადასხვა პროექტს. პირველი

მასშტაბური პროექტი იყო “ლელიანი ჭაობის გარეშე“. პროექტი ,,სტრატეგიული

კვლევების და განვითარების ფონდმა” დააფინანსა და მის ფარგლებში სოფ.

ლელიანის სხვადასხვა უბანში გაიჭრა ოთხი საწრეტი არხი, რომლის საერთო

სიგრძე 2000 მეტრს შეადგენდა. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტმა კი ამ პროექტის

ფარგლებში თანადაფინანსების სახით ვალდებულება აიღო გაეწმინდა და

ბოლომდე გაეჭრა სოფ. ლელიანში (შუაპლანზე) არსებული სადრენაჟე არხი,

რომლის სიღრმე სამი მეტრია, სიგრძე კი თითქმის ორი კილომეტრი.

მუნიციპალიტეტმა აღებული ვალდებულება შეასრულა, აღნიშნული სადრენაჟე

არხი ბოლომდე გაჭრა და ამოწმინდა.

პროექტი ,,ნანატრი სკვერი“. 2007 წლის ივლისში, ლელიანის ცენტრში,

მემორიალის ტერიტორიაზე განხორციელდა

პროექტი ,,ნანატრი სკვერი“. პროექტის

ფარგლებში შეკეთდა ,,დიდების მემორიალის“

ჩამონგრეული ღობე და დამონტაჟდა სკამები.

სამწუხაროდ 2010 წელს სადრენაჟო არხის გაჭრის

გამო ღობის დემონტაჟი მოხდა და აღარ შეკეთდა.

დასუფთავების აქციები. ,,ლელი” მოხალისე ახალგაზრდებთან ერთად ,

ყოველ წელს გეგმავს და ახორციელებს დასუფთავების

აქციებს სოფლის მნიშვნელოვან ადგილებზე,

როგორიცაა: თევდორე ტირონის სახელობის ეკლესია,

აბაშისწილის ვენახებში მდებარე იოვანე

ნათლისმცემლის სახელობის ეკლესია, მემორიალის

ეზო და სხვ.

ახალგაზრდები ენთუზიაზმით ასუფთავებენ აღნი-

შნულ ტერიტორიებს, მაგრამ დანაგვიანების

პრობლემა მუდმივად იქნება, სანამ არ

მოეწყობა ნაგავსაყრელები და სოფლის

ყველა მოსახლე არ გაითავისებს საკუთარი

სოფლის სისუფთავის მნიშვნელობას.

5

Page 6: ,, leli~ - Muse TECHNOLOGIESleliblog.weebly.com/uploads/1/3/3/1/13312007/_____2006-2011_.pdf · რომელიც სკოლის შენობაშია განთავსებუ–

პროექტი ,,ნაგავი სანაგვეში” 2008 წლის მარტში ,,ლელი”-ს მიერ განხორციელდა პროექტი ,,ნაგავი სანაგვეში”.

პროექტის ფარგლებში დამზადდა სამოცდაათი ნაგვის ურნა და დამონტაჟდა

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ოთხი სოფლის ლელიანის, აფენის, გიორგეთის და

არეშფერნის ცენტრალურ ადგილებში, მაღაზიებთან და ადმინისტრაციულ

შენობებთან. სანაგვე ურნების დაცლაზე

პასუხისგებლობა თავად მაღაზიების და

ადმინისტრაციული შენობების პასუხი-

სგებელმა პირებმა აიღეს. სანაგვე ურნე-

ბზე გაკეთდა სხვადასხვა სახის წარწე- რა,

,,ნაგავს უნდა თურმე ურნა“, ,,ნაგავი

სანაგვეში“, ,,ნაგავს რა უნდა ქუჩაში ის

უნდა იყოს ურნაში“და სხვა.

პროექტის ფარგლებში ოთხივე სოფე-

ლში დაიგეგმა ერთობლივი დასუფთა-

ვების აქცია, მასში მონაწილეობა მიიღო

ოთხივე სოფლის ორასზე მეტმა ახალგა-

ზრდამ. პროექტი განხორციელდა ,,საქართველოს სტრატეგიული კვლევების და

განვითარების ფონდის“დაფინანსებით და მისი ბიუჯეტი შეადგენდა 2000 ლარს.

პროექტი ,,გავულამაზოთ ბავშვებს ცხოვრება“ სათემო ორგანიზაცია ,,ლელის“

მიერ განხორციელდა 2008 წლის აგვისტოს

თვეში. ლელიანის #1 საბავშვო ბაგა–ბაღის

ეზოში შეკეთდა და შეიღება სათამაშო

ატრაქციონები. ხელოსნის მიერ დამზადდა,

ეზოში დამონტაჟდა და შეიღება ათი ახალი

სკამი.

პროექტი საქართველოს ,,სტრატეგიული

კვლევების და განვითარების ფონდის“

დაფინანსებით განხორციელდა, მისი

ბიუჯეტი შეადგენდა 627 ლარს.

2008 წლის აგვისტოს ომის დროს , ლელის“ და სოფლის ახალგაზრდების

თაოსნობით დევნილი მოსახლეობის დასახმარებლად სოფელში აგროვდა ჰუმანი–

ტარული ტვირთი. ,,ფონდი ტასოს” დაფინანსე–

ბით ადგილობრივ ბაზრებშიც მოხდა საკვები

პროდუქტის შეძენა და ,,ღია საზოგადოება

საქართველოს” ფინანსური მხარდაჭერით მოხდა ამ

ტვირთების თბილისში მყოფ დევნილებთან

ტრანსპორტირება.

აგროვილი და შეძენილი პროდუქტის დახარი–

სხებაში აქტიურად იყო ჩართული ორგანიზა– ციის

ოფისის მეზობლად მცხოვრები მოსახლეობა.

6

Page 7: ,, leli~ - Muse TECHNOLOGIESleliblog.weebly.com/uploads/1/3/3/1/13312007/_____2006-2011_.pdf · რომელიც სკოლის შენობაშია განთავსებუ–

პროექტი ,,ბავშვები სუფთა გარემოში“.

2009 წლის სექტემბერში სათემო ორგანიზა-

ცია ,,ლელის” მიერ ლელიანის #1 საბავშვო ბაგა-

ბაღში განხორციელდა პროექტი ,,ბავშვები

სუფთა გარემოში“. პროექტის ფარგლებში

საბავშვო ბაგა-ბაღში მთლიანად შეიცვალა

მოხმარებული წყლის საკანალიზაციო სისტემა.

გამოიცვალა და დამონტაჟდა ახალი უნიტაზე–

ბი, შეიცვალა ონკანები, დაიდგა სამზარეულო

კარადები.

პროექტი ,,სტრატეგიული კვლევების და განვითარების ფონდმა” 697 ლარით,

ლაგოდეხის მუინიციპალიტეტმა კი 360 ლარით დააფინანსა.

პროექტი ,,უსაფრთხო და ლამაზი გარემო ბავშვებს” 2010 წლის მარტის თვეში

განხორციელდა. პროექ-

ტი 1927 ლარით ლაგო-

დეხის მუნიციპალიტე-

ტის გამგეობის მიერ

დაფინანსდა. ,,სტრატე-

გიული კვლევების და

განვითარების ფონდის“

მიერ დაფინანსდა 696

ლარით, თანადაფინა-

ნსებით კი 274 ლარი,

მცირედი წვლილი ბავშვების მშობლებმა და სოფლის მოსახლეობამ გაიღო .

პროექტის ფარგლებში სოფ. ლელიანის #1

საბავშვო ბაგა-ბაღში შეკეთდა შენობის

დაზიანებული სახურავი, თუნუქის ფურცლით

შეიცვალა 80 მეტრი ხის დაზიანებული

გადაბმულობის ქუდი. დაქირავებული ხელო-

სნების და ,,ლელის” მოხალისე ახალგაზრდე-

ბის დახმარებით კოსმეტიკური რემონტი

გაუკეთდა საბავშვო ბაღის მოქმედი ორი

ჯგუფის ოთხ ოთახს და მისაღებს. ბავშვები-

სთვის და პედაგოგებისთვის მოხდა სათამაშო-

ების, სამუშაო მასალების და საბავშვო წიგნე-

ბის შეძენა, რომელიც რემონტის დასრულების

შემდგომ პროექტის პრეზენტაციაზე გადაეცათ

საჩუქრად.

პროექტის პრეზენტაციას დაესწრო იმ

ფონდის წარმომადგენელი რომელმაც

დააფინანსა პროექტი.

7

Page 8: ,, leli~ - Muse TECHNOLOGIESleliblog.weebly.com/uploads/1/3/3/1/13312007/_____2006-2011_.pdf · რომელიც სკოლის შენობაშია განთავსებუ–

პროექტი “კეთილმოწყობილი ბაღი უკეთესი მომავლისათვის“ 2010 წლის

მარტის თვეში ,,ლელის” მიერ ლელიანის #2 საბავშვო ბაღში განხორციელდა.

საბავშვო ბაღში წვიმის დროს ჩამოდიოდა წყალი

და პროექტის ფარგლებში შეკეთდა სახურავი.

ჯგუფის ორ ოთახში დაზიანებულ იატაკს

გამოეცვალა საყრდენი ბოძები, გამაგრდა იატაკი

და ოთხ ოთახში გაკეთდა კოსმეტიკური რემონტი.

ბაღს გადაეცა სამზარეულო ინვენტარი,

პირსაბანები, სამუშაო მასალები, სათამაშოები და

წიგნები.

პროექტის

დაფინანსება

მოხდა “სტრატეგიული კვლევების და განვითა–

რების ფონდის“, ლაგოდეხის მუნიციპალიტე–

ტის, “სკოლამდელი აღზრდის ცენტრის“ და

ლელიანის თემის მიერ. პროექტის ბიუჯეტი

შეადგენდა 3400 ლარს.

აღსანიშნავია, რომ პროექტის წარმატებით

განხორციელებაში ფზიკური და მატერიალური

თვალსაზრისით დიდი წვლილი შეიტანეს,

როგორც ბაღის აღმზრდელმა პედაგოგებმა, ისე აღსაზრდელების მშობლებმა.

პროექტი ,,მუსიკა და ჰარმონიული გარემო“

2010 წლის ოქტომბრის თვეში ,,ლელის“ მიერ

განხორციელდა სოფ. ლელიანის #1 საბავშვო ბაგა-

ბაღის შენობაში არსებულ მუსიკალურ სკოლაში.

სამუსიკო სკოლაში საწვლობს ოცდათორმეტი

მოსწავლე და დასაქმებულია ხუთი პედაგოგი.

პროექტის განხორციელებამდე საკლასო ოთახებში

არსებული იატაკი იმდენად იყო დაზიანებული,

სასწავლო ინსტრუმენტი და სკამი არ იდგმებოდა.

პროექტის განხორციელების შედეგად კოსმეტიკური

რემონტი გაუკეთდა ორ

საკლასო ოთახს, მცირე ბიუჯეტის გამო ნამტვრევი

მეტლახით დაიგო იატაკი. ლაგოდეხის ,,სამუსიკო

სკოლების გაერთინებამ” ფანჯრებისთვის შეიძინა

მინები. პროექტი დააფინანსა ,,სტრატეგიული

კვლევების და განვითარების ფონდმა“ (691 ლარი),

სამუსიკო სკოლის პედაგოგებმა და მოსწავლეების

მშობლებმა (200 ლარი). პროექტის წარმატებით

განხორციელებისთვის განსაკუთრებულ მადლობას

ვუხდით სამუსიკო სკოლის პედაგოგებს.

8

Page 9: ,, leli~ - Muse TECHNOLOGIESleliblog.weebly.com/uploads/1/3/3/1/13312007/_____2006-2011_.pdf · რომელიც სკოლის შენობაშია განთავსებუ–

პროექტი ,,სუფთა გარემო“

ორგანიზაციამ 2010 წლის დეკემბერში განახორციელა

პროექტი ,,სუფთა გარემო“, რომლის ფარგლებშიც მოხდა

ორგანიზაციაში არსებული საპირფარეშოს და ხელსაბანის

რემონტი. პროექტი დააფინანსა ,,ლელის“ ამერიკელი

მოხალისის კამრან ბეიკმოჰამედის მამამ, ალან

ბეიკმოჰამედმა. სარემონტო სამუშაოები ორგანიზაციის

მოხალისეებმა ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე,

მოხალისეობრივად განახორციელეს და მათ უდიდეს

მადლობას ვუხდით.

პროექტი ,,დავრგათ ხე ჩვენი მომავლისათის“

2010 წლის ოქტომბერში ორგანიზაციამ განახორციელა პროექტი ,,დავრგათ ხე

ჩვენი მომავლისათვის“. პროექტის ფარგლებში

სოფელში დაირგა 130 ძირი კიპარისის ნერგი.

ნერგები დაირგო სკოლის, საბავშო ბაღის და

ადმინისტრაციული ტერიტორიული ორგანოს

ეზოში, სოფლის ცენტრში და სხვადასხვა უბანში.

ნერგები დაირგა ისეთ ადგილებში, სადაც ახლოს არ

გადის ელექტროგაყვანილობის ხაზები. ნერგის

დარგვის მსურველი ბევრი იყო, მაგრამ

ორგანიზაციამ პროექტის დაბალი ბიუჯეტის გამო

ვერ შეძლო უფრო მეტი რაოდენობის ნერგის შეძენა

და დარგვა. კიპარისის ნერგები იყიდება სოფ. საქობოში, სოფ. გურგენიანში და

სოფ. კართუბანში. მცირედი თანხის აგროვების და ნერგების დარგვის შემთხვევაში

ყველა უბანი შეძლებს გაამწვანოს და გაალამაზოს საკუთარი სოფელი, მაგრამ

სამწუხაროა ის ფაქტი რომ მოსახლეობიდან და დაწესებულებების მხრიდან,

პროექტის ფარგლებში დარგულ ხეებსაც კი არ მიექცა სათანადო ყურადღება და

დიდი ნაწილი დაზიანდა შინაური ცხოველებისაგან.

ორგანიზაციამ წლების განმავლობაში ურთიერთობა დაამყარა და თანამშრომლობს ფონდებთან , ორგანიზაციებთნ , ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან და ხელმძღვანელობასთან. მათ შორის არიან ,,სტრატეგიული კვლევების და განვითარების ფონდი“, საქართველოს სამოქალაქო განვითარების ასოციაცია” ,,მშვიდობის კორპუსი საქართველოში“, ,,ფონდი ტასო”, ,,ფონდი ღია საზოგადოება საქართველო“, ,,ქალთა ფონდი საქართველოში“, ,,პარტნიორები საქართველო“, ,,სამოქალაქო ინსტიტუციონალიზმის განვითარების ფონდი“, ,,ბავშვთა და მოზარდთა განვითარების ფონდი“, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობა, ლაგოდეხის ,,სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური“ და ის ადამიანები რომლებმაც თავისი წვლილი გაიღეს ორგანიზაციის განვითარებისთვის.

9

Page 10: ,, leli~ - Muse TECHNOLOGIESleliblog.weebly.com/uploads/1/3/3/1/13312007/_____2006-2011_.pdf · რომელიც სკოლის შენობაშია განთავსებუ–

პროექტი ,,მივხედოთ თორემ მოგვაკითხავენ“ 2010 წლის ნოემბერში

განხორციელდა. პროექტის ფარგლებში რკინა

–ბეტონის ბოძით და მავთულბადით შეიღობა

ქვემო რუსისწილის სასაფლაოს ტერიტორია.

სასაფლაოს ღობის შეკეთებაში მოსახლეობამ

შეიტანა როგორც ფინანსური ისე მატერია–

ლური წვლილი. პროექტი ,,სტრატეგიული

კვლევების და განვითარების ფონდმა“ 700

ლარით დააფინანსა, მოსახლეობამ კი

პროექტის განხორციელებისთვის თანადაფი–

ნანსების სახით 1200 ლარი გაიღო.

პროექტი ,,ტკბილი საქმე“ 2011 წლის ივნისის თვეში განახორციელა ,,ლელმა“ და

დააფინანსა ,,მშვიდობის კორპუსმა საქართველოში“. პროექტის ფარგლებში

ორგანიზაციამ ცამეტი ოჯახი ფუტკრის სკა, მისი მოვლისთვის საჭირო მასალები

და ინვენტარი შეიძინა.

პროექტის მიზანი იყო არა მარტო

ფუტკრის ოჯახების შეძენა-გამრავლება და

ამით ორგანიზაციის დამხმარე სამეწარმეო

საქმიანობის წამოწყება, არამედ სოფლის

ახალგაზრდებისათვის ფუტკრის მოვლის

უნარ–ჩვევის სწავლება. 2011 წლის 27 ივნისს

მოვიწვიეთ პროფესორი თეიმურაზ ღოღობე –

რიძე და ორგანიზაციის ოფისში დამწყები

მეფუტკრეობის განვითარებით დაინტერესე–

ბული ოცამდე ადამიანისთვის ჩატარდა

სემინარი თანამედროვე საშუალებების

გამოყენებით მეფუტკრეობის განვითრებაზე.

წარმატებულმა პროექტმა გადაგვაწყვეტინა ფუტკრის მეურნეობის განვითარება

და 2011 წლის დეკემბრის თვეში ,,საქართველოს სტრატეგიული კვლევების და

განვითარების ფონდის” სამეწარმეო საქმიანობის წამოწყებაზე გამოცხადებულ

საგრანტო კონკურსზე წარვადგინეთ პროექტი ,,სოციალური საწარმო ლელის

განვითარებისათვის“. პროექტი დაფინანსდა და დეკემბრის ბოლოს დავიწყეთ მისი

განხორციელება. პროექტის ფარგლებში შევიძენთ ოც ოჯახ ფუტკარს, ციბრუტს,

ინვენტარს და სკების გადასაადგილებელ კონტეინერს. დავასაქმებთ მომვლელს და

ვიზრუნებთ ფუტკრის მეურნეობის განვითარებაზე. მიღებული შემოსავალი კი

მოხმარდება ორგანიზაციის სოციალურ მიზნებს.

,,ლელი” მადლობას უხდის ყველა მოხალისეს ვინც ამ წლების განმავლობაში თავისი წვლილი შეიტანა ორგანიზაციის მიერ დაგეგმილი საქმიანობების განხორციელებაში ....

10

Page 11: ,, leli~ - Muse TECHNOLOGIESleliblog.weebly.com/uploads/1/3/3/1/13312007/_____2006-2011_.pdf · რომელიც სკოლის შენობაშია განთავსებუ–

2. მიმართულება: თემში ქალთა ინტერესთა კვლევა, მათ საჭიროებებზე და

უფლებებზე ზრუნვა.

ორგანიზაცია ,,ლელი“ საქმიანობის დაწყებიდანვე აქტიურად მუშაობს ქალთა

მიმართულებით და არაერთი პროექტი, ტრენინგი და ღონისძიება განახორციელა.

ორგანიზაციის პირველი პროექტი ამ მიმართულებით ,,ქალი და თემში ბიზნეს-

გარემო“ იყო. რომლის მიზანი სოფლის ქალებისთვის პროექტის წერის და მცირე

ბიზნესის მართვის სწავლება იყო.

პროექტის ფარგლებში შედგა ქალთა საინიციატივო

ჯგუფები, მოხდა პროექტის წერის სწავლება და

შემდგომ მომზადდა პროექტები. პროექტები

წარადგინეს ,,ფონდ ტასოში“ და ორი პროექტი

დაფინანსდა. ერთი პროექტის ფარგლებში

სოფ. ლელიანში სალონი გაიხსნა, მეორე

პროექტის ფარგლებში ხელსაქმის კურსები

განხორციელდა. თვითოეული პროექტის

ბიუჯეტი შეადგენდა 1000 $ და მისი

მართვისთვის პროექტების ხელმძღვანელებმა

ტრენინგ ცენტრ ctc-ში გაიარეს ტრენინგ კურსი ,,მცირე

ბიზნესის მართვა“.

პროექტი ,,ქალთა სან-განათლება დაავადება ოსტოპოროზის პრევენციის

მიზნით” 2009-2010 წელს განახორციელა ,,ლელმა“. პროექტის ფარგლებში

ქალებისთვის და ახალგაზრდებისთვის მოხდა დაავადება ოსტეოპოროზის შესახებ

ინფორმირება და მისი პრევენციის გზების სწავლება.

დაავადება ოსტეოპოროზის და მისი პრევენციის გზების შესახებ სემინარებს

ექიმი მანანა ლობჟანიძე გაუძღვა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ოთხ

სოფელში ლელიანში, აფენში, კართუბანში და ჰერეთისკარში განხორციელდა.

სემინარების მიმდინარეობის დროს ექიმი ოსტეოპოროზით დაავადებულ

ადამიანებს ადგილზე უწევდა კონსულტაციას. პროექტის ფარგლებში ამ

დაავადების პრევენციისთვის მომზადდა და მოსახლეობაში გავრცელდა 1500

საინფორმაციო ფურცელი, 350 კედლის კალენდარი და 50 პლაკატი.

პროექტის ფარგლებში სათემო ორგანიზაცია ,,ლელის“ ოფისში დაიდგა და

დამონტაჟდა ექვსი სხვადასხვა ტიპის სავარჯიშო ტრენაჟორი, სადაც ერთი წლის

11

Page 12: ,, leli~ - Muse TECHNOLOGIESleliblog.weebly.com/uploads/1/3/3/1/13312007/_____2006-2011_.pdf · რომელიც სკოლის შენობაშია განთავსებუ–

განმავლობაში რეგულარულად ფუნქციონირებდა გამაჯანსაღებელი ცენტრი და

აქტიურად ვარჯიშობდნენ ქალთა ჯგუფები. ორგანიზაციაში მსურველებისთვის

ისევ ფუნქციონირებს გამაჯანსაღებელი ცენტრი და დღეისათვის მხოლოდ

სოფლის ახალგაზრდები ვარჯიშობენ.

ამავე პროექტის ფარგლებში დაფინანსდა, გადამზადდა და კვალიფიკაცია

აიმაღლა სოფ. ლელიანში მცხოვრებმა მასაჟისტმა ეკა ნადირაშვილმა. მან

თბილისში გაიარა და შეისწავლა მასაჟის უახლესი ტექნიკები, დაბრუნდა საკმაოდ

კვალიფიცირებულ სპეციალისტად და ოსტეოპოროზით დაავადებულ ოცამდე

ქალს უფასოდ მოემსახურა.

სათემო ორგანიზაცია ,,ლელს“ პროექტის განხორციელებაში ფინანსური

მხარდაჭერა გაუწია ,,სრატეგიული კვლევების და განვითარების ფონდმა“,

,,ფონდი ტასოm“ და ,,ქალთა ფონდმა საქართველოში“. პროექტის ბიუჯეტი

შეადგენდა 7243 ლარს და ეს თანხა მოხმარდა, ქალებისათვის გამართულ ლექცია-

სემინარებს, კალენდრის და საინფორმაციო ფურცლების დამზადებას.

ტრენაჟორების შეძენას, სატრენაჟორო დარბაზის მოწყობას და მასაჟისტიs

თბილისში თანამედროვე სტანდარტებით გადამზადებას.

პროექტი ,,ქალთა გაძლიერება თემის განვითარებისათვის“ სათემო ორგანიზა-

ცია ,,ლელის“ მიერ 2010–2011 წლის განმავლობაში ,,ფონდ ტასოს“ და ,,სამოქალაქო

ინსტიტუციონალიზმის განვითარების ფონდის“ დაფინანსებით განხორციელდა.

აღნიშნული პროექტი სამ ეტაპად მიმდინარეობდა და სხვადასხვა სახის

საქმიანობებს და ღონისძიებებს

მოიცავდა.

პროექტის პირველ ეტაპზე ლაგოდეხის

მუნიციპალიტეტის ექვს სოფელში

ლელიანში, აფენში, კართუბანში,

შრომაში, მსხალგორში და ჰერეთისკარში

მცხოვრებმა 60-მა ქალმა, ორგანიზაციის

ოფისში 2010 წლის ივნისის და 2011 წლის

თებერვლის თვეში გაიარა სამი სახის

ტრენინგი თემებზე ,,ოჯახური ძალადობა

და კანონი“, ქალი და ლიდერობა“

,,სტარატეგიული კვლევებისა და განვითარების ფონდს“ და ,,საქართველოს სამოქალაქო განვითარების ასოციაციას“ მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით ,,ლელის“ ჯერ საინიციატივო ჯგუფის, შემდგომ კი ორგანიზაციად ჩამოყალიბება-განვითარებაში . პროგრამის ,,ადგილობრივი დემოკრატიის განვითარება“ ფარგლებში ორგა- ნიზაციაში შეიქმნა ტექნიკურ-მატერიალური ბაზა და გაიზარდა ინტელექტუალური შესაძლებლობები. ორგანიზაციის მართვის უნარ-ჩვევის გასაუმჯობესებლად ,,ლელის“ წევრები დაესწრნენ მათ მიერ ორგანიზებულ ათი ტიპის ტრენინგ-სემინარს და მათივე დაფინანსებით განახორციელეს ჩვიდმეტი პროექტი და პროგრამული საქმიანობა.

12

Page 13: ,, leli~ - Muse TECHNOLOGIESleliblog.weebly.com/uploads/1/3/3/1/13312007/_____2006-2011_.pdf · რომელიც სკოლის შენობაშია განთავსებუ–

პროექტში ჩართულმა სამოცივე ქალმა

საკუთარ სოფლებში გაიარა კომპიუტერის

შემსწავლელი კურსი და მიიღო ელემენტა

რული ტექნიკური უნარ-ჩვევა. შეისწავლეს

საოფისე პროგრამები და გადაეცათ შესაბა–

მისი სერთიფიკატი. სამიზნე სოფლებში

პროექტის მიმდინარეობას ადგილობრივი

კოორდინატორები უძღვებოდნენ და აღნი–

შნული პროექტის ფარგლებში მიღებული

უნარ–ჩვევით და გაცემული სერთიფიკატის დახმარებით

ოთხი ადამიანი დასაქმდა.

პროექტის განხორციელების მეორე ეტაპზე

ადგილობრივმა კოორდინატორებმა სოფლის

ექიმების დახმარებით სოციალურად დაუ–

ცველი ოჯახების წარმომადგენლებიდან

ოცდაათქალიანი სამიზნე ჯგუფები შეარჩი–

ეს. 2010 წლის აგვისტოში და 2011 წლის

მარტში ახალციხიდან მოწვეული მეან-

გინეკოლოგი ექიმების ხელშეწყობით პროე–

ქტში ჩართულ სოფლებში მცხოვრები სოცი–

ალურად დაუცველი ოჯახების წარმომა–

დგენელი ორასორმოცი ქალისთვის განახო–

რციელა უფასო ექოსკოპიური გამოკვლევა და მეან-გინეკოლოგიური

კონსულტაცია. ქალთა უმრავლესობა სასწრაფო მკურნალობას საჭიროებდა და მათ

მდგომარეობის შესაბამისი დანიშნულებაც მიიღეს.

პროექტის განხორციელების მესამე ეტაპზე 2010 წლის 7 აგვისტოს გაიმართა

მრავალფეროვნების ფესტივალი. ფესტივალში მონაწილეობა ლაგოდეხის და

ყვარლის მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა ორასზე

მეტმა სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფის წარმომადგე-

ნელმა მიიღო. მრავალფეროვნების ფესტივალი პირველად 2009 წლის 7 აგვისტოს თივში, ,,ფონდი ტასოს” ინიციატივით და ფინა -ნსური მხარდაჭერით გაიმართა. მას შემდგომ ფესტივალი ყოვლწლიურად იმართება სხვადასხვა ადგილას.

13

Page 14: ,, leli~ - Muse TECHNOLOGIESleliblog.weebly.com/uploads/1/3/3/1/13312007/_____2006-2011_.pdf · რომელიც სკოლის შენობაშია განთავსებუ–

პროექტი ,,ქალი და განათლება”.

2011 წლის ზაფხულში ,,სამოქალაქო ინსტიტუციო–

ნალიზმის განვითარების ფონდის” დაფინანსებით

ორგანიზაციის მიერ კიდევ ერთი ქალთა პროექტი

განხორციელდა.

პროექტის სამიზნე ჯგუფს 2011 სასწავლო წელს

პირველ კლასში მიმსვლელი მოსწავლეები და მათი

დედები წარმოადგენდნენ. სასწავლო წლის დასაწყი–

სში პირველ კლასელ მოსწავლეეებს ,,ნოთბუქები”

გადაეცათ საჩუქრად და ,,ლელის” მიზანი იყო

სასწავლო წლის დაწყებამდე ამ ბავშვების

დედებისთვის განევითარებინა კომპიუტერული უნარ

–ჩვევა და მომზადებული შეხვედროდნენ შვილების

თანამედროვე სწავლების მეთოდებს.

შერჩეული სამიზნე ჯგუფის ქალებისთვის

პროექტის პირველ ეტაპზე განხორციელდა

კომპიუტერული უნარ–ჩვევის შემსწავლელი კურსი

და სერთიფიკატის მიღების მსურველებმა ჩააბარეს

სასერთიფიკატო გამოცდა. პროექტის მეორე ეტაპზე

ორგანიზაციის ოფისში განხორციელდა კულინარიუ-

ლი გაკვეთილები, სადაც მსურველებმა შეისწავლეს

ტორტის მომზადება და ადგილზე, სოფელშივე მოხდა

მისი რეალიზაცია. მიღებული შემოსავლით

სოციალურად დაუცველი ოჯახების შვიდი

მოსწავლისთვის მოხდა სასკოლო საჩუქრების შეძენა

და გადაცემა სასწავლო წლის დასაწყისში.

ორგანიზაციის მიერ სოფლის სხვადასხვა ასაკის

ქალებისთვის კულტურული და გამახალისებელი

ღონისძიებები უკვე მეხუთე წელია იგეგმება და

ხორციელდება.

14

Page 15: ,, leli~ - Muse TECHNOLOGIESleliblog.weebly.com/uploads/1/3/3/1/13312007/_____2006-2011_.pdf · რომელიც სკოლის შენობაშია განთავსებუ–

3. მიმართულება: თემის მოზარდი და ახალგაზრდა თაობის შემოქმედებითი და

ფიზიკური პოტენციალის გამოვლენა და განვითარების ხელშეწყობა.

ორგანიზაციას ამ მიმართულებით სხვადასხვა ასაკის ახალგაზრდებისთვის

არაერთი პროექტი, სპორტული, ინტელექტუალური და კულტურული ღონისძიება

აქვს განხორციელებული.

პროექტი ,,ანტინარკოლოგიური მარათონი” 2008 წლის 8 მაისს სათემო

ორგანიზაციამ ახალგაზრდების ინიცია-

ტივით, ,,საქართველოს სამოქალაქო

განვითარების ასოციაციის” და ლაგოდე-

ხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დაფინანსებით განახორციელა. მარათო-

ნში მონაწილეობა მიიღო ლელიანის,

აფენის, არეშფერნის და გიორგეთის

საჯარო სკოლების ასამდე მოსწავლემ.

მარათონმა სტარტი აიღო აფენის N1

საჯარო სკოლიდან და ლელიანის საჯარო

სკოლასთან დასრულდა (5 კილომეტრი).

პირველ, მეორე და მესამე ადგილზე

გასული გოგონები და ვაჟები ფასიანი

საჩუქრებით დაჯილდოვდნენ. გარბენის შემდგომ სიმბოლურად დაიწვა

ერთჯერადი შპრიცები, გავრცელდა ნარკოტიკზე და ალკოჰოლზე

დამოკიდებულების საწინააღმდეგო ლიტერატურა.

სათემო ორგანიზაცია ,,ლელმა” 2009 წლის მაისის და 2010 წლის აგვისტოს

თვეში განახორციელა პროექტი ,,ტოლერანტობა და მრავალფეროვნება

ახალგაზრდულ ურთიერთობებში”.

პროექტის ფარგლებში ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ხუთ სოფელში

ლელიანში, აფენში, ბოლქვში, არეშფერანში და კაბალში მცხოვრები სამი ეროვნების

ოთხმოცდაათზე მეტი ქართველი, ოსი და აზერბაიჯანელი ახალგაზრდა გაეცნო და

დაუმეგობრდა ერთმანეთს. პროექტები განხორციელდა ,,სტრატეგიული კვლევების

და განვითარების ფონდის” და ,,მშვიდობის კორპუსი საქართველოში“ ფინანსური

მხარდაჭერით. პროექტები მიმდინარეობდა სამ ეტაპად.

15

Page 16: ,, leli~ - Muse TECHNOLOGIESleliblog.weebly.com/uploads/1/3/3/1/13312007/_____2006-2011_.pdf · რომელიც სკოლის შენობაშია განთავსებუ–

პროექტის პირველ ეტაპზე ახალგაზდებისთვის

ხორციელდებოდა ტრენინგები და სემინარები

თემებზე ,,გუნდური მუშაობა და ლიდერობა”

და ,,ტოლერანტობა და მრავალფეროვნება”.

აღნიშნულ ტრენინგ-სემინარებს დაქირავებული

ტრენერი უძღვებოდა და ორგანიზაციის ოფისში და

ბუნებაში, ნინოწმინდის ხეობაში ხორციელდე

ბოდა.

პროექტის მეორე ეტაპზე ახალგაზრდებისთვის

ეწყობოდა კულტურული და კულინარიული

ფესტივალი, სადაც ქართველი, აზერბაიჯანელი და

ოსი ახალგაზრდების მიერ ადგილზე ხდებოდა

ტრადიციული კულინარიული კერძების მომზა

დება-დაგემოვნება და ფოლკლორის წარდგენა.

პროექტის მესამე ეტაპზე საქართველოში

მცხოვრები სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფის

ახალგაზრდებისთვის განხორციელდა ექსკურსიები

თბილისში, მცხეთაში, დავით-გარეჯში, სიღნაღში

და თელავში. ახალგაზრდები ექსკურსიებზე

გაეცვნენ საქართველოს ისტორიის წარსულს და

აწმყოს, რელიგიურ კულტურას და ტრადიციებს.

ექსკურსიები და ლაშქრობები ,,ლელი“ დაარსების დღიდან ექსკურსია-ლაშქრობებს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში გეგმავს და ახორციელებს, რის შედეგადაც ახალგაზრდებმა ნახეს, ვარძია, ზარზმა, საფარა, დავით-გარეჯი, გერგეთის სამება, ელიას მთა, ალავერდი, გრემი და სხვ. კულტურულ-ისტორიული ძეგლები. ექსკურსიაზე ხდება იმ მოხალისე ახალგაზრდე– ბის მიწვევა რომლებიც მთელი წლის განმავლო– ბაში აქტიურად ერთვებიან ორგანიზაციის მიერ დაგეგმილ სხვადასხვა ღონისძიებებსა და აქციებში. ექსკურსიების და ლაშქრობების დაფინანსება ხდება როგორც ორგანიზაციის პროექტის ფარგლებში, ისე ახალგაზრდების მიერ.

16

Page 17: ,, leli~ - Muse TECHNOLOGIESleliblog.weebly.com/uploads/1/3/3/1/13312007/_____2006-2011_.pdf · რომელიც სკოლის შენობაშია განთავსებუ–

საქართველოში საქმიანობს ,,კონსულტაციისა

და ტრენინგის ცენტრი” ctc. ტრენინგ-ცენტრის

უშუალო ინიციატივით 2010 წლის ივლისის

თვეში ,,ლელის” ოფისში ოცმა ახალაგზრდამ

უფასოდ გაიარა პიროვნული განვითარების

ათდღიანი კურსი. ტრენინგ-კურსი მოიცავდა

ისეთ თემებს როგორიცაა: კომუნიკაცია, პრეზე-

ნტაცია, CV-ის, განცხადების, ბიზნეს-გეგმის

მომზადება, გასაუბრებაზე გასვლის ტექნიკები და სხვ. ტრენინგების დასრულების

შემდგომ მონაწილეებს გადაეცათ შესაბამისი სერთიფიკატი.

პროექტი ,,პიროვნული განვითარება ახალგაზრდებისთვის” ,,ფონდ ღია

საზოგადოება საქართველოს” ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა. პროე-

ქტის სამიზნე ჯგუფს სოციალურად დაუცველი ოჯახების ქართველი, ოსი და

აზერბაიჯანელი ახალგაზრდები წარმოადგე-

ნდნენ. ისინი ვინც ოჯახური სოციალური

მდგომარეობის გამო უმაღლესი განათლების

მიღმა დარჩა და არ ჰქონდა საშუალება

ელემენტარული არაფორმალური სახის უნარ

-ჩვევა მიეღო.

2010 წლის დეკემბრის თვეში მათთვის

ჩატარდა ტრენინგი თემებზე ,,ლიდერობა და

გუნდური მუშაობა” და ,,მრავალფეროვნების

მართვა”. პროექტის მონაწილე ახალგაზრდე-

ბი ჩაერთვნენ პროექტში ,,დავრგათ ხე ჩვენი

მომავლისათვის”.

დეკემბრის ბოლოს კი ახალგაზრდები-

სთვის ჩატარდა საახალწლო კარნავალი,

რომელშიც მონაწილეობა ასამდე ქართველმა,

ოსმა და აზერბაიჯანელმა ახალაგზრდამ

მიიღო.

2011 წლის იანვარ-თებერვლის თვეში

სამიზნე ჯგუფებისთვის მოეწყო კომპიუტე -

რული უნარ-ჩვევის შემსწავლელი ორთვიანი

სასწავლო კურსი და ათ დღიანი

პიროვნული განვითარების ტრენინგ -

კურსი.

პროექტის დასასრულს ახალგაზრდები-

სთვის განხორციელდა ექსკურსია კახეთში

და სამცხე-ჯავახეთში. პროექტის ფარგლებში

ოთხმოცმა ქართველმა, ოსმა და

აზერბაიჯანელმა ახალგაზრდამ გაიცნო და

დაუმეგობრდა ერთმანეთს. 17

Page 18: ,, leli~ - Muse TECHNOLOGIESleliblog.weebly.com/uploads/1/3/3/1/13312007/_____2006-2011_.pdf · რომელიც სკოლის შენობაშია განთავსებუ–

ორგანიზაციაში ამჟმად ხორციელდება

პროექტი ,,ლიდერი ახალგაზრდები სოფელში”

2011 წლის ივნისში დაიწყო. პროექტი

მიმდინარეობს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის

ხუთ სოფელში ლელიანში, აფენში,

არეშფერანში, გიორგეთში და კაბალში. მასში

ჩართულია 16 დან 26 წლამდე ასაკის 12

ლიდერი და 150-ზე მეტი მოხალისე ახალგა–

ზრდა. პროექტის საწყის ეტაპზე პროექტის

მიზნების გასაცნობად დაიგეგმა სამიზნე

სოფლების ახალგაზრდულ ჯგუფებთან შეხვე–

დრა. ამ შეხვედრებზე ახალგაზრდულმა ჯგუფებმა აიღეს პასუხისგებლობა საკუთარ

სოფლებში რაიმე აქციის მოწყობაზე.

აქციების მიზანი იყო როგორც ახალგაზრდების მიერ

საკუთარ სოფელზე ზრუნვის სწავლება, აგრეთვე

დაკვირვება, თუ რომელი ჯგუფი რა მონდომებით და

თანმიმდევრობით განახორციელებდა საკუთარ

ინიციატივას, რათა სწორად შერჩეულიყო ის სამიზნე

ჯგუფები, რომელთა ჩართვაც მოხდებოდა პროექტის

მიმდინარეობაში.

ყველა სამიზნე ჯგუფის ახალგაზრდებმა

დასუფთავების აქცია დაგეგმა და 9 ივლისს ხუთივე

სოფელში ერთობლივად განახორციელა. აქციის

დასრულების შემდგომ სოფლებში ახალგაზრდების მიერ გამოვლინდა ორი ლიდერი

(გოგონა და ბიჭი). სულ შეირჩა თორმეტი ახალგაზრდა, რომლებმაც ორგანიზება გაუწიეს

დასუფთავების აქციას. აქციაში ჩაერთო საქართველოს მწვანეთა მოძრაობა და ახალგაზრდებს თავად დაურიგა

აქციისთვის საჭირო აქსესუარები: ხელთათმანები, ნაგვის ტომრები და მაისურები, რამაც

აქცია უფრო ორგანიზებული და მასშტაბური გახადა.

პროექტის მეორე ეტაპზე, ივლისის თვეში აქციის შედეგად გამოვლენილი თორმეტივე

ლიდერი ახალგაზრდა წაიყვანეს რაჭაში, სოფ. ჭიორაში.

ჭიორაში ახალგაზრდები თორმეტი დღის განმავლობაში ცხოვრობდნენ ბანაკის ტიპის

ცხოვრებით. დილა იწყებოდა ვარჯიშით, შემდგომ ხორციელდებოდა ტრენინგები

18

Page 19: ,, leli~ - Muse TECHNOLOGIESleliblog.weebly.com/uploads/1/3/3/1/13312007/_____2006-2011_.pdf · რომელიც სკოლის შენობაშია განთავსებუ–

ლიდერობაზე, გუნდურ მუშაობაზე, კომუნიკაციაზე, პროექტის

წერაზე და მათთვის საინტერესო თემებზე. დღის ბოლო

დატვირთული იყო სპორტული და კულტურული

ღონისძიებებით.

სექტემბრის თვეში ლიდერ ახალგაზრდებს ახალგა-

ზრდულ ჯგუფებთან ერთად ჩაუტარდათ სემინარები

პროექტის შედგენა განხორციელებაზე, რის შემდგომაც

პროექტის ფარგლებშივე, ამ ახალგაზრდული ჯგუფები-

სთვის ორ ეტაპად, ოქტომბერში და დეკემბერში გამოცხა-

დდა მცირე საგრანტო კონკურსი 200$-ის ფარგლებში.

ხუთივე სოფლის ახალგაზრდულმა ჯგუფებმა შეისწავლეს

ელექტრონული ფოსტით სარგებლობა. მომზადებული

პროექტების წარდგენა ხდებოდა ელექტრონულად.

საგრანტო განაცხადებს განიხილავდა პროექტის

ფარგლებში შემდგარი კომისია, მათთან იგზავნებოდა

განაცხადები და გამარჯვებულ პროექტებს ელექტრონული

შეფასებით ავლენდა ჟიური.

ახალგაზრდულმა ჯგუფებმა სულ მოამზადეს ათი მინი-

პროექტი და კომისიის მიერ დაფინანსდა ექვსი. დაფინანსე-

ბული მინი-პროექტების საერთო ბიუჯეტი შეადგენდა

1200$-ს. პროექტებით დაგეგმილი საქმიანობები ახალგა –

ზრდებმა განახორციელეს დამოუკიდებლად.

განხორციელებული მინი-პროექტები: სოფ. გიორგეთი _ ,,მომავლის პარკი”, გიორგეთის

კულტურის სახლის ეზოში დამონტაჟდა სკამები.

სოფ. განჯალა _ ,,სუფთა და ლამაზი გარემო სკოლაში“,

სკოლის ეზოში დაიდგა ნაგვის ურნები და დამონტაჟდა

სკამები.

სოფ. არეშფერანი _ ,,მეგობრული სპარტაკიადა“, მოხდა

სპორტული ინვენტარის შეძენა და ექვსი სოფლის

ახალგაზრდებისთვის სპორტის სხვადასხვა სახეობაში

ჩატარდა სპარტაკიადა.

სოფ. ლელიანი _ ,,პატარა მოდელები და ხელმარჯვე

გოგონები“ , ახალგაზრდებმა ბაღის ბავშვებისთვის შეკერეს

საზეიმო კოსტიუმები და მოაწყვეს პოდიუმი.

სოფ. აფენი _ ,,საახალწლო კარნავალი“, ჩაერთო სოფ. აფენის ახალგაზრდობა,

განხორციელდა ინტელექტუალური კონკურსი, პოეზიის საღამო და კარნავალი.

სოფ. ლელიანი _ ,,მხიარული ფერები”, კულტურული ღონისძიება, ჩაერთო რამდენიმე

სოფლის ახალგაზრდობა.

გარდა ზემოთ აღნიშნული საქმიანობებისა პროექტის ფარგლებში ახალგაზრდებისთვის

ხორციელდებოდა სპორტული, კულტურული და ინტელექტუალური ღონისძიებები. მოეწყო

ექსკურსიები პარლამენტში და სხვადასხვა სამინისტროებში, მოეწყო დისკუსიები მათთვის

საინტერესო თემებზე და პრეზენტაციები პროექტის მიმდინარეობაზე.

პროექტი დააფინანსა ფონდმა ,,ღია საზოგადოება საქართველომ” და ორგანიზაციის

საქმიანობის შემაჯამებელი საინფორმაციო ბუკლეტის გამოცემა აღნიშნული პროექტის

ფარგლებში განხორციელდა.

19

Page 20: ,, leli~ - Muse TECHNOLOGIESleliblog.weebly.com/uploads/1/3/3/1/13312007/_____2006-2011_.pdf · რომელიც სკოლის შენობაშია განთავსებუ–

2010-2011 წლებში ,,ლელის”

ხელშეწყობით ორგანიზაციის ექვსმა

მოხალისე ახალგაზრდამ

,,სკაუტების” ბანაკში დაისვენა. ახალგა-

ზრდები შეირჩა ორგანიზაციაში მათი

აქტიური საქმიანობის მიხედვით.

მართალია, ბევრი ახალგაზრდა იმსახუ-

რებდა ბანაკში დასვენებას, მაგრამ

ბანაკში წამსვლელთა რაოდენობა

შეზღუდული იყო. შეგახსენებთ, რომ

კახეთის რეგიონიდან სკაუტების ბანაკში

მხოლოდ ,,ლელის“ მოხალისეებმა დაისვენეს .

,,ლელი“ დიდ ყურადღებას უთმობს ინტელექტუალური კონკურსების

გამართვას. ახალგაზრდების მხრიდან არის დიდი სურვილი მსგავსი შეჯიბრების

ხშირი გამართვისა და ჩვენი მოხალისეებიც აქტიურად ერთვებიან როგორც

დაგეგმვის, ისე განხორციელების პროცესში. 2006-2011 წლებში სხვადასხვა

ასაკობრივ ჯგუფებში გამართულია 35-ზე მეტი

კონკურსი. ამ კონკურსებში მონაწილეობას

ლელიანის ყველა უბნის, თითქმის ყველა თაობის

წარმომადგენელი ღებულობს და იმართება არა

მხოლოდ ლელიანის მოსახლეობისთვის, არამედ

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სხვა სოფლების

და მთლიანი კახეთის მასშტაბით.

კონკურსებში I , II და III ადგილზე გასულ

გუნდებს გადაეცემა ფასიანი საჩუქრები. აგრეთვე

ჯილდოვდება კონკურსის ყველაზე ინტელექტუ-

ალი მონაწილე.

აღნიშნულ საქმიანობაში ორგანიზაციას ფასიანი საჩუქრებით ლაგოდეხ-

ის ,,სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური” ეხმარება.

,,ლელს” 2012 წლის განმავლობაშიც დაგეგმილი აქვს არაერთი მსგავსი ტიპის

ინტელექტუალური ღონისძიება, რომლის ფინანსური მხარდაჭერისთვის

ლაგოდეხის ,,სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურმა” 2012 წლის

ბიუჯეტში 1000 ლარი გაითვალისწინა.

სკაუტების

ბანაკი

20

Page 21: ,, leli~ - Muse TECHNOLOGIESleliblog.weebly.com/uploads/1/3/3/1/13312007/_____2006-2011_.pdf · რომელიც სკოლის შენობაშია განთავსებუ–

2009 წელს ორგანიზაციული შესაძლებლობების გაზრდის მიზნით ,,ლელის”

ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა მოეწვიათ ამერიკელი ბიზნეს მოხალისე და

საქართველოში მოქმედ ამერიკულ ორგანიზაციაში ,,მშვიდობის კორპუსი

საქართველოში” წარადგინა განაცხადი. განაცხადზე დადებითი პასუხი

ორგანიზაციამ ერთ წელიწადში მიიღო და 2010

წლის 9 ივლისიდან ,,ლელში” საქმიანობს

ამერიკელი მოხალისე კამრან ბეიკმოჰამედი.

კამრანმა სამ თვეში შეძლო ქართული ენის

შესწავლა და ორგანიზაციის თანამშრომლებთან

ერთად აქტიურად მუშაობს პროექტების შედგე-

ნაზე და შესაბამისი ფინანსური რესურსის

მოძიებაზე. მისი დახმარებით არაქართული

ფონდებიდან

ოთხი პროექტის საგრანტო თანხის მოძიება–

მიღება განხორციე– ლდა, რითაც გაუმჯობესდა

ორგანიზაციის ტექნიკურ-მატერიალური

შესაძლებლობები. მსუ რველ ახალგაზრდებს

ეხმარება ინგლისური ენის ცოდნის გაღრმავებასა

და სხვადასხვა სასარგე– ბლო უნარ-ჩვევის

გაძლიერებაში.

კამრანი ორგანიზაციის თანამშრომლებთან

ერთად ,,მშვიდობის კორპუსი საქართველოში“

მიერ დაგეგმილ ტრენინგებს ესწრება და

ეუფლება ორგანიზაციის მართვის მნიშვენელოვან დამატებით უნარ-ჩვევებს.

ტრენინგები და სემინარები

ყოველი ორგანიზაციის წარმატება მეტწილად დამოკიდებულია თანამშრომლების

და მოხალისეების მოტივაციასა და სამუშაო უნარ-ჩვევებზე. ამიტომ ,,ლელის“

თანამშრომლები და მოხალისეები მუდმივად იგზავნებიან ისეთი ორგანიზა–

ციების მიერ გამოცხადებულ ტრენინგ-სემინარებზე, როგორიცაა ,,სტრატეგიული

კვლევებისა და განვითარების ფონდი“, ,,ფონდი ღია საზოგადოება საქართველო“,

,,მშვიდობის კორპუსი საქართველოში“, ,,პარტნიორები საქართველო”, ,,კონსულტა

– ციისა და ტრენინგის ცენტრი“ ,,ფონდი ტასო” და სხვა.

ტრენინგ–სემინარები ხორციელდება ისეთ თემებზე როგორებიცაა ,,პროექტის

შედგენა და მართვა“, ,,პროექტის ფინანსური მართვა“ ,,ფონდების მოძიება“,

21

Page 22: ,, leli~ - Muse TECHNOLOGIESleliblog.weebly.com/uploads/1/3/3/1/13312007/_____2006-2011_.pdf · რომელიც სკოლის შენობაშია განთავსებუ–

,,კომუნიკაცია და პრეზენტაცია“, ,,ჯანსაღი

ცხოვრების წესი“, ,,ტოლერანტობა და მრავალფე

- როვნება“, ,,ლიდერობა და გუნდური მუშაობა”

და სხვა. ორგანიზაციის ხელმძღვანელებმა ნანა

ნერსეზაშვილმა, გელა თედეევმა და მოხალისე-

ებმა ოცდახუთზე მეტ სხვადასხვა თემაზე

გაიარეს ტრენინგები და სემინარები.

ორგანიზაციების მიერ დაგეგმილ ტრენინგე–

ბზე შეზღუდული რაოდენობით, კონკურსის

საფუძველზე ხდება ტრენინგზე დამსწრეთა

მიწვევა. ამიტომ შეუძლებელია ყველა მსურველი მოხალისის ტრენინგებზე

გაგზავნა და ხშირად ორგანიზაციის მიერ განხორციელებულ პროექტებში ხდება

ისეთი ტრენინგ–კურსების დაგეგმვა, რომელიც მოთხოვნადია, საჭიროა სოფლის

ახალგაზრდების გასააქტიურებლად და უნარ–ჩვევის გასაძლიერებლად.

2008 -2011 წლებში ,,ლელის“ მიერ დაგეგმილ ტრენინგებს დაესწრო ლაგოდეხის

მუნიციპალიტეტის სოფლების 400–ზე მეტი ახალგაზრდა. ორგანიზაციაში მიმდი–

ნარე ტრენინგ–კურსების შესახებ ინფორმაცია ვრცელდება მოსახლეობაში და

ტრენინგებს უმეტესად ესწრებიან ის ახალგაზრდები, რომელთაც აქვთ ინტერესი

კონკრეტული თემისადმი და იმ დროისათვის არიან ორგანიზაციის აქტიური

მოხალისეები.

ორგანიზაციაში ამჟამად მიმდინარეობს ტრენინგ–კურსი თემაზე ,,ფოტოგრაფი–

ის ტექნიკები”. დასწრება ნებისმიერი მსურველისთვის უფასოა და შესაძლებელი.

სპორტული ღონისძიებები.

,,ლელი“ სოფლის მოსახლეობის სხვადასხვა

ასაკის ადამიანებისთვის მათი ინტერესების გათვა–

ლისწინებით მუდმივად გეგმავს და ახორციელებს

პირველობებს ნარდში, ჭადრაკში, მხიარულ

შეჯიბრებებსა და სპორტის სხვა სახეობებში.

გამარჯვებულები ჯილდოვდებიან გარდამავალი

თასებით და სიგელებით, ასევე ფასიანი საჩუქრებით.

სპორტული აქტივობებისთვის ფასიან საჩუქრებს ლაგოდეხის ,,სპორტისა

და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური” აფინანსებს.

22

Page 23: ,, leli~ - Muse TECHNOLOGIESleliblog.weebly.com/uploads/1/3/3/1/13312007/_____2006-2011_.pdf · რომელიც სკოლის შენობაშია განთავსებუ–

კულტურული ღონისძიებები.

სოფელ ლელიანში და მის მიმდებარე

სოფლებში ბევრი ახალგაზრდა კარგად მღერის,

ცეკვავს, ხატავს და სხვადასხვა საინტერესო

უნარ-ჩვევას ფლობს. ,,ლელი“ კი დაარსების

დღიდან ამ ახალგაზრდების გააქტიურება-

განვითარებაზე და ორგანიზაციის საქმიანო-

ბაში ჩართვაზე ზრუნავს.

2006 წლიდან დღემდე ,,ლელის”

ხელშეწყობით ორგანიზაციის მოხალისეების

მიერ, სხვადასხვა ასაკის ადამიანებისთვის ყოველწლიურად იგეგმება და

ხორციელდება ისეთი კულტურული

ღონისძიებები, როგორიცაა საახალწლო

კარნავალი, სარვამარტო ღონისძი- ება,

კონცერტი, ფესტივალი და სხვა აქტივობები.

ამჟამად ორგანიზაციის ოფისში ლელიანის

ნიჭიერი ახალგაზრდების მიერ ჩამოყალიბებუ-

ლი ჯგუფი ,,ლელის მუსიკოსები” მეცადინეობენ

და მარტის თვეში სოფლის კულტურის სახლში

კონცერტს გეგმავენ. ,ლელი” ხელს უწყობს ამ

ახალგაზრდებს, უთმობს ფართს ორგანიზაციის

ოფისში და შეძლებისდაგვარად უზრუნველყოფს

მუსიკალური ტექნიკით. დაჰყავს ფესტივლებზე

და აცნობს საზოგადოებას. 2011 წლის

ბოლოს ,,ბავშვთა და ახალგაზრდობის ფონდის”

დაფინანსებით შეიძინა თანამედროვე

მუსიკალური აპარატურა, რაც მეტ სტიმულს

მისცემს მუსიკალური ჯგუფის განვითარებას და

მსმენელის წინაშე ღირსეულად წარდგენას. ამ

წლების განმავლობაში ახალგაზრდებმა მონაწილეობა მიიღეს ფესტივალში თივში,

ზინობიანში, ლელიანში, ჰერეთისკარსა და ნუკრიანში.

გარდა ,,ლელის მუსიკოსებისა”, სოფლის სხვა ნიჭიერ ახალგაზრდებს შეუძლიათ

გააქტიურდნენ და 2012 წლიდან ჩაერთონ ორგანიზაციის მიერ დაგეგმილ

კულტურულ ღონისძიებებში.

23

Page 24: ,, leli~ - Muse TECHNOLOGIESleliblog.weebly.com/uploads/1/3/3/1/13312007/_____2006-2011_.pdf · რომელიც სკოლის შენობაშია განთავსებუ–

რა არის არასამთავრობო (საზოგადოებრივი) ორგანიზაცია?

საზოგადოებრივი ორგანიზაცია ეს არის პირთა ჯგუფი, რომელიც საქმიანობს

სახელმწიფოს ან სხვა გარე ჩარევისგან/კონტროლისგან დამოუკიდებლად, რომელსაც

გააჩნია საკუთარი მიზნები და ხედვები, იგი მიმართულია შეასრულოს ის

საქმიანობები, რომლებიც ცვლილებას/სარგებელს მოუტანს გარკვეულ სოფელს, თემს,

საქმიანობის სფეროს, ან ადამიანთა ჯგუფს .

არასამთავრობო (საზოგადოებრივი) ორგანიზაცია შეიძლება მუშაობდეს ერთ ან

რამდენიმე მიმართულებით, ესენია მაგალითად: ადამიანის უფლებები, ჯანდაცვა,

სურსათი, გარემოს დაცვა, მოხუცებულები, ახალგაზრდები, ბავშვები და მათი

უფლებები, განათლება, კონფლიქტის აცილება, სამოქალაქო საზოგადოების, თემის

განვითარება, თემში სოფლის მეურნეობის განვითარება და სხვა.

საქართველოს ყველა მოქალაქეს თუკი მას აქვს სურვილი და ორგანიზაციის

მართვისთვის შესაბამისი უნარ-ჩვევა, შეუძლია შექმნას არასამთავრობო ორგანიზაცია და

იმუშაოს ზემოთ აღნიშნული, მისთვის საინტერესო ერთი ან რამდენიმე მიმართულებით.

ორგანიზაციას უნდა ჰქონდეს მისიის აღწერა და შინაგანაწესი, რომელშიც სრულად

იქნება გაწერილი საქმიანობის ზუსტი მექანიზმები. ეს დოკუმენტები მტკიცდება

ორგანიზაციის მმართველობის კოლეგიალური ორგანოს მიერ.

დღესდღეობით სახელმწიფოს მიერ გამარტივებულია ორგანიზაციის დაფუძნების

შესაძლებლობა. ამისათვის საჭიროა ორი ან მეტი ადამიანის ინიციავიტა, წესდების

მომზადება და საჯარო რეესტრში რეგისტრაციისთვის საჭირო დოკუმენტების წარდგენა,

რის შემდგომაც ორგანიზაციის დარეგისტრირება ხდება ორ სამუშაო დღეში.

2006 წლიდან 2012 წლამდე ,,ლელის” საქმიანობით უამრავი ადამიანი და

ორგანიზაცია დაინტერესებულა. ,,ლელს” ამ წლების განმავლობაში სტუმრობდნენ

საქართველოში მოქმედი ორგანიზაციები და ის ადამიანები ვისაც აინტერესებდა

ორგანიზაციის საქმიანობა, რათა თავადაც ეზრუნათ მსგავსი სათემო ცენტრების

ჩამოყალიბება და შემდგომში მოსახლეობის ინიციატივების მხარდაჭერა.

,,ლელს” აგრეთვე სტუმრობდნენ გერმანიაში, ჰოლანდიაში, პოლონეთში, ამერიკაში,

აზერბაიჯანში და სომხეთში მოქმედი ორგანიზაციები. ისინი ადგილზე ეცნობოდნენ

ორგანიზაციის მიერ განხორციელებულ საქმიანობებს და საუბრობდნენ თემის

განვითარების კუთხით მათ გამოცდილებაზე.

,,ლელის” პირველი

საინიციატივო ჯგუფი

საინფორმაციო

გამოცემა მომზადდა

პროექტის ,,ლიდერი

ახალგაზრდები

სოფელში”

ფარგლებში

პროექტის

ფინანსური

მხარდამჭერია

,,ფონდი ღია

საზოგადოება

საქართველო”