16-22 იანვარი, 2012

3
- 1 - Website: ei-lat.ge facebook: Liberal Academy Tbilisi YouTube: Liberal Academy flickr: Liberal Academy Tbilisi slideshare: EI LAT Email: [email protected] Telephone: (+995) 32 293 11 28 Fax: (+995) 32 293 11 28 16-22 იანვარი, 2012 ქართულ პრესაში ევროპისა და ევროკავშირის თემის ყოველკვირეული მიმოხილვა გაზეთი „რეზონანსი“ აქვეყნებს სტატიას სათაურით „ამერიკამ ნაბუკოს მშენებლობასთან დაკავშირებით ხელი ჩაიქნია“, სადაც ვკითხულობთ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპეციალური წარმომადგენელის ევროპისა და აზიის ენერგეტიკულ საკითხებში რიჩარდ მორნინგსტარის მოსაზრებას „ნაბუკოს“ პროექტითან დაკავშირებით: ფინანსებისა და დროის თვალსაზრისით, პროექტის რეალიზება სულ უფრო რთულდება. ამ დროისთვის „ნაბუკოს დაფინანსების მოცულობა თითქმის გაორმაგდა და 7,9 მილიარდი დოლარიდან 15 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა“. აზერბაიჯანში აშშ-ის ელჩის მეთიუ ბრაიზას განცხადებით, „ნაბუკო“ თურქეთი-საბერძნეთი -იტალია და ტრანსადრიატიკული პროექტები პერსპექტიულია; ბრაიზას თქმით, ასევე მნიშვნელოვანია სამხრეთ დერეფნის პროექტის რეალიზაცია. ქართველი ექსპერტები აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მიიჩნევენ, რომ გაზსადენის ოთხივე არსებული პროექტის რეალიზების შემთხვევაში საქართველო გარკვეული ოდენობის ბუნებრივ აირს მიიღებს, თუმცა „ნაბუკოს“ პროექტის განხორციელება საქართველოსთვის ყველაზე მომგებიანი იქნება.

Upload: ei-lat

Post on 21-May-2015

834 views

Category:

Education


12 download

DESCRIPTION

ქართულ პრესაში ევროპისა და ევროკავშირის თემის ყოველკვირეული მიმოხილვა

TRANSCRIPT

- 1 -

Website: ei-lat.ge facebook: Liberal Academy Tbilisi YouTube: Liberal Academy flickr: Liberal Academy Tbilisi slideshare: EI LAT

Email: [email protected] Telephone: (+995) 32 293 11 28 Fax: (+995) 32 293 11 28

16-22 იანვარი, 2012 ქართულ პრესაში ევროპისა და ევროკავშირის თემის ყოველკვირეული მიმოხილვა

გაზეთი „რეზონანსი“ აქვეყნებს სტატიას სათაურით „ამერიკამ ნაბუკოს მშენებლობასთან დაკავშირებით ხელი ჩაიქნია“, სადაც ვკითხულობთ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპეციალური წარმომადგენელის ევროპისა და აზიის ენერგეტიკულ საკითხებში რიჩარდ მორნინგსტარის მოსაზრებას „ნაბუკოს“ პროექტითან დაკავშირებით: „ფინანსებისა და დროის თვალსაზრისით, პროექტის რეალიზება სულ უფრო რთულდება. ამ დროისთვის „ნაბუკოს დაფინანსების მოცულობა თითქმის გაორმაგდა და 7,9 მილიარდი დოლარიდან 15 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა“.

აზერბაიჯანში აშშ-ის ელჩის მეთიუ ბრაიზას განცხადებით, „ნაბუკო“ თურქეთი-საბერძნეთი -იტალია და ტრანსადრიატიკული პროექტები პერსპექტიულია; ბრაიზას თქმით, ასევე მნიშვნელოვანია სამხრეთ დერეფნის პროექტის რეალიზაცია. ქართველი ექსპერტები აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მიიჩნევენ, რომ გაზსადენის ოთხივე არსებული პროექტის რეალიზების შემთხვევაში საქართველო გარკვეული ოდენობის ბუნებრივ აირს მიიღებს, თუმცა „ნაბუკოს“ პროექტის განხორციელება საქართველოსთვის ყველაზე მომგებიანი იქნება.

- 2 -

„საქართველო ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმებისთვის ემზადება“ - ამ სათაურის ქვეშ აქვეყნებს სტატიას „რეზონანსი“, რომელიც ეხმაურება საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობის თემაზე „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის“ მიერ ჩატარებულ კვლევას, რომლის თანახმადაც გამოკითხულთა 88%-ის აზრით საქართველო ევროკავშირის წევრი უნდა გახდეს. რაც შეეხება უშუალოდ საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობას, აღნიშნულმა კვლევამ ცალსახად აჩვენა, რომ საქართველოში ინტერესი და სურვილი ევროკავშირთან ინტეგრაციის გაძლიერებისა სულ უფრო იზრდება.

„გასული წლის ბოლოს იქნა გადაწყვეტილება მიღებული, რომ საქართველოსთან და მოლდოვასთან დაიწყოს მოლაპარაკებები თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმებაზე და, სავარაუდოდ, წელს უკვე შესაძლებებლი იქნება ამ შეთანხმების გაფორმება“. - აცხადებს ქართველი ექსპერტი ვასილ ჭყოიძე .

სტატიაში ასევე საუბარია 4 რეკომენდაციაზე, რომელიც ევროკავშირმა ამ ეტაპზე მისცა საქართველოს და რომელთა შესრულება გარკვეულ დროსთანაა დაკავშირებული. აქედან გამომდინარე, საქართველოს გარკვეული ვალდებულებების შესრულება მოუწევს, რათა „გახდეს ევროკავშირის პარტნიორი და არა მხოლოდ დახმარების მიმღები“. - განმარტავენ ქართველი ექსპერტები.

გაზეთ „რეზონანსში“ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანამხმად ევროკავშირის დელეგაციის პროექტის მენეჯერის, დოქტორ ოლივერ რაისნერის თქმით საქართველოს თურქეთზე ადრე ევროკავშირში გაწევრიანება გაუჭირდება. „პირადად ჩემი აზრით, მანამდე, სანამ ევრკავშირში არ მიიღებენ თურქეთს, საქართველოსთვის გაწევრიანება რთული იქნება, რადგან თურქეთი უკვე დიდი ხანია, ასოცირებული წევრის სტატუსით სარგებლობს და ამ რეგიონში მასზე ადრე სხვა რომ გაწევრიანდეს, ვფიქრობ, ევროკავშირის მხრიდან არ გამოვა“. - აცხადებს რაისნერი.

ამ კვირის „24 საათში“ გამოქვეყნდა სტატია სათაურით „მერკოზის მოწინააღმდეგეებს ჩეხეთი შეემატა“, სადაც ვკითხულობთ : „ ევროპაში კრიზისის გადაჭრის ყველაზე მნიშვნელოვანი მონაწილე საერთაშორისო სავალუტო ფონდი (სსფ) საკუთარი რეზერვების 1 ტრილიონი დოლარის გაზრდის ინიციატივით გამოვიდა. გაზრდილი კაპიტალი გლობალური ეკონომიკის შედეგების შესაძლო გაუარესებასთან ბრძოლას მოხმარდება“.

როგორც დეკემბერში ევროპის ქვეყნები შეთანხმდნენ, ევროზონის გადასარჩენად საერთაშორისო სავალუტო ფონდში 150 მილიარდი ევრო უნდა გადაერიცხათ მაშინ, როცა ჩეხეთმა გადაწყვიტა ევროპის ვალის კრიზისთან ბრძოლის მიზნით საერთაშორისო სავალუტო ფონდში თავისი დამატებითი ფინანსური შენატანი შეამციროს.

- 3 -

„გაზპრომი ევროპელებს ფასდაკლებულ გაზს მიაწვდის“ - შემდეგი სათაურის ქვეშ აქვეყნებს სტატიას გაზეთი „24 საათი“, სადაც ვკითხულობთ: „გაზპრომ ექსპორტის“ გენერალური დირექტორის ალექსანდრე მედვედევის განცხადებას: „გაზპრომ ექსპორტმა“ რამდენიმე ევროპულ კომპანიასთან გამართული მოლაპარაკებების შედეგად მიაღწია შეთანხმებას და ხელი მოაწერა მოქმედ ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანას, რაც გაზის ფასის გარკვეულ კორექტირებას ითვალისწინებს“. ევროპის რიგი ქვეყნებისთვის ასეთი „შეღავათის“ მიუხედავად რუსეთი არ თმობს თავის ინტერესს უკრაინის გაზსადენის მიმართ და ამ სტრატეგიულ ობიექტზე ერთპიროვნული კონტოლის დამყარებას ითხოვს.

„24 საათში“ გამოქვეყნებული სტატიიდან „ევროპის ბირჟები სტანდარტ & პუურსის გამო მწვანე ზონაში გადავიდნენ“ ირკვევა, რომ ფრას პრესის ინფორმაციით „სტანდარტ & პუურსმა“ ევროზონას ორი უდიდესი, მიზანმიმართული დარტყმა მიაყენა - სააგენტომ ევროპის ფინანსური სტაბილურობის ფონდის რეიტინგი ერთი ნიშნულით შეამცირა.

„სააგენტოს ექპერტების განმარტებით, ამ ეტაპზე ფონდის კრედიტორები ევროობლიგაციის ანუ ამ ფასიანი ქაღალდის გადახდის უუნარონი არიან. ახლა ფონდი ვალდებულია ნაკლები ფინანსები დახარჯოს ევროზონის პრობლემური ქვეყნების

მხარდასაჭერად, ან კიდევ დამატებითი ფინანსური სახსრები მოითხოვოს იმ ქვეყნებისგან, რომლებიც დღემდე უმაღლეს საკრედიტო რეიტინგებს ინარუნებენ“.-აღნიშნულია სტატიაში.