2017 წლის 1 დეკემბერს თბილისში ... · 2020-01-14 ·...

78
1 2017 წლის 1 დეკემბერს თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი დანაშაულის შედეგად ორი ახალგაზრდის მკვლელობის საქმის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნა და რეკომენდაციები თბილისი, 2018 წლის 5 სექტემბერი

Upload: others

Post on 03-Jul-2020

3 views

Category:

Documents


0 download

TRANSCRIPT

Page 1: 2017 წლის 1 დეკემბერს თბილისში ... · 2020-01-14 · თბილისი, 2018 წლის 5 სექტემბერი. 2 ... 27

1

2017 წლის 1 დეკემბერს თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი დანაშაულის

შედეგად ორი ახალგაზრდის მკვლელობის საქმის შემსწავლელი საქართველოს

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის

დასკვნა და რეკომენდაციები

თბილისი, 2018 წლის 5 სექტემბერი

Page 2: 2017 წლის 1 დეკემბერს თბილისში ... · 2020-01-14 · თბილისი, 2018 წლის 5 სექტემბერი. 2 ... 27

2

სარჩევი

თავი 1. დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა და საქმიანობა .............................. 5

თავი 2. საგამოძიებო კომისიის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ......... 10

2.1. რა მოხდა 2017 წლის 1 დეკემბერს ხორავას ქუჩაზე ..................................................... 10

2.2. გამოძიების პროცესი და მასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ასპექტები ........... 18

თავი 3. კომისიის მიერ შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურის

საქმიანობაში გამოვლენილი დარღვევები .................................................................. 24

3.2. მირზა სუბელიანის, მისი ოჯახის წევრებისა და ნათესავების მიმართ გამოკვეთილი

აშკარა მიკერძოება გამოძიებისას ........................................................................................ 24 3.1.1. მირზა სუბელიანის შვილის, ა.ს.-ს მიმართ გამოძიებამ არ ჩაატარა, ან დაგვიანებით

ჩაატარა მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებები .............................................................................. 24 3.1.2. მირზა სუბელიანის შვილის დეიდაშვილის, მ.კ.-ს მიმართ გამოძიებამ არ ჩაატარა, ან

დაგვიანებით ჩაატარა მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებები; ასევე, არ გადაამოწმა

დანაშაულში მისი მონაწილეობის ვერსია ........................................................................................... 25 3.1.3. მ.კ.-სთვის დავით სარალიძის ჯგუფური მკვლელობის ბრალდების წაუყენებლობა ........ 26 3.1.4. მ.კ.-სთვის ბრალის წაუყენებლობა ცრუ ჩვენების მიცემის გამო ............................................ 27 3.1.5. მირზა სუბელიანის მიმართ გამოძიებამ არ ჩაატარა მთელი რიგი საგამოძიებო

მოქმედებები ............................................................................................................................................. 27 3.1.6. გამოძიებამ არ გამოკითხა მირზა სუბელიანის მეუღლე, თეა კაკუბავა, და ცოლისდა -

ლელა კაკუბავა.......................................................................................................................................... 28

3.2. შემთხვევის ძირითადი ადგილისა და მეორე ადგილის არასათანადო დათვალიერება,

შესაბამისი მტკიცებულებების განადგურება, ან არმოპოვება ............................................ 29

3.3. გარე სამეთვალყურეო კამერების ჩანაწერების ამოღებასა და დათვალიერებასთან

დაკავშირებული დარღვევები ............................................................................................. 29

3.4. დარღვევები კომუნიკაციის ტექნიკური საშუალებებიდან მტკიცებულებათა

მოპოვებისას ......................................................................................................................... 31

3.5. თვითმხილველთა დაკითხვასთან დაკავშირებული დარღვევები .............................. 31

3.6. საცხოვრებელი ბინების ჩხრეკა-ამოღებასთან დაკავშირებული დარღვევები ............. 32

3.7. გამოძიების არდაწყება გ.მ.-ს დაჭრის ფაქტზე .............................................................. 33

3.8. დ.ღ.-ს მიმართ მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებების ჩაუტარებლობა ................. 33

3.9. დავით სარალიძის მკვლელობაში გ.მ.-ს მონაწილეობის ვერსიის დაუმუშავებლობა . 34

3.10. საქმესთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი დამატებითი გარემოებები................... 35

თავი 4. უსაფრთხოება სკოლებში ................................................................................ 36

4.1. გაზრდილი აგრესიული ფონი - მოსწავლეებს შორის სიტყვიერი და ფიზიკური

შეურაცხყოფა, ჩაგვრა/ბულინგი, იარაღის ტარება, სკოლიდან გაპარვა, გაკვეთილების

ჩაშლა. ................................................................................................................................... 36

4.2. 51-ე საჯარო და 1-ლი ექსპერიმენტული სკოლების ადმინისტრაციისა და

მანდატურების როლი .......................................................................................................... 41

Page 3: 2017 წლის 1 დეკემბერს თბილისში ... · 2020-01-14 · თბილისი, 2018 წლის 5 სექტემბერი. 2 ... 27

3

4.3. განათლების სამინისტროს რეაგირება ......................................................................... 43

4.4. ბავშვთა რეფერირების პროცედურა - შსს-ს როლი ....................................................... 44

თავი 5. კომისიის რეკომენდაციები ............................................................................. 46

5.1. პროკურატურისა და შსს-ს მხრიდან განსახორციელებელი ქმედებები ....................... 46

5.2. პროკურატურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამდებობის პირთა

პასუხისმგებლობა საგამოძიებო პროცესში ჩადენილი დარღვევების გამო ....................... 52

5.3. განათლების სამინისტროსა და სკოლების თანამდებობის პირთა პასუხისმგებლობის

საკითხი ................................................................................................................................ 60

5.4. სკოლის უსაფრთხოების გასაუმჯობესებელი ღონისძიებები ...................................... 61

5.5. საკანონმდებლო ცვლილებები ...................................................................................... 62

დანართი 1 .................................................................................................................... 73

დანართი 2 (დახურული) ............................................................................................. 74

დანართი 3 .................................................................................................................... 75

დანართი 4 (დახურული) ............................................................................................. 78

Page 4: 2017 წლის 1 დეკემბერს თბილისში ... · 2020-01-14 · თბილისი, 2018 წლის 5 სექტემბერი. 2 ... 27

4

2017 წლის 1 დეკემბერს თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი დანაშაულის

შედეგად ორი ახალგაზრდის მკვლელობის საქმის შემსწავლელი საქართველოს

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრები:

სერგი კაპანაძე (კომისიის თავმჯდომარე) - ფრაქცია „ევროპული საქართველო -

მოძრაობა თავისუფლებისთვის“

ანრი ოხანაშვილი (კომისიის თავმჯდომარის მოადგილე), „ქართული ოცნება“

ოთარ კახიძე (კომისიის მდივანი), „ევროპული საქართველო“

არჩილ თალაკვაძე, „ქართული ოცნება“

მამუკა მდინარაძე, „ქართული ოცნება“

სოფიო კილაძე, „ქართული ოცნება“

ეკა ბესელია, „ქართული ოცნება“

დიმიტრი ცქიტიშვილი, „ქართული ოცნება“

ირაკლი აბესაძე, „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“

ირმა ნადირაშვილი, „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“

ხათუნა გოგორიშვილი - ფრაქცია „ევროპული საქართველო - მოძრაობა

თავისუფლებისთვის“;

გიორგი ბოკერია, „ევროპული საქართველო“

ელენე ხოშტარია, „ევროპული საქართველო“

სერგო რატიანი - „ევროპული საქართველო“;

მამუკა ჩიქოვანი - „ევროპული საქართველო - რეგიონები“;

ადა მარშანია - „საქართველოს პატრიოტები“ (კომისია დატოვა 2018 წლის 13

ივნისს)

სალომე ზურაბიშვილი - უფრაქციო (კომისია დატოვა 2018 წლის 8 აგვისტოს)

Page 5: 2017 წლის 1 დეკემბერს თბილისში ... · 2020-01-14 · თბილისი, 2018 წლის 5 სექტემბერი. 2 ... 27

5

თავი 1. დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა და

საქმიანობა

2017 წლის 1 დეკემბერს თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოხდა ჩხუბი

არასრულწლოვნებს შორის, რის შედეგადაც ერთი მოზარდი, ლევან

დადუნაშვილი, იმავე დღეს გარდაიცვალა, ხოლო მეორე მოზარდი, დავით

სარალიძე - 2 დეკემბერს. ლევან დადუნაშვილს მიაყენეს ორი ჭრილობა, დავით

სარალიძეს კი - 12. 2 და 4 დეკემბერს დააკავეს ორი არასრულწლოვანი - გ.ბ. და გ.ჯ.

2018 წლის 31 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ დაადგინა, რომ გ.ბ.-

მ ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით

გათვალისწინებული დანაშაული (ლევან დადუნაშვილის მკვლელობა) და

სასჯელის საბოლოო სახედ განესაზღვრა 10 წლით და 6 თვით თავისუფლების

აღკვეთა; სასამართლომ ბრალდებული გ.ჯ.-ც დამნაშავედ ცნო საქართველოს სსკ-

ის 19,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (დავით სარალიძის

მკვლელობის მცდელობა); სასჯელის საბოლოო სახედ მას განესაზღვრა 9 წლითა

და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა. სასამართლოს განაჩენის შედეგად,

დაუდგენელი დარჩა, ვინ მიაყენა დავით სარალიძეს სასიკვდილო ჭრილობები,

რადგან გ.ბ. დავით სარალიძის მკვლელობის ნაწილში გამართლდა, ხოლო გ.ჯ.-ს

მიერ დავით სარალიძისთვის სასიკვდილო ჭრილობის მიყენება არ დადასტურდა.

2018 წლის 6 ივნისს საქართველოს პარლამენტმა შექმნა “2017 წლის 1

დეკემბერს თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი დანაშაულის შედეგად ორი

ახალგაზრდის მკვლელობის საქმის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის

დროებითი საგამოძიებო კომისია”. ამ კომისიის შექმნის აუცილებლობა დადგა მას

შემდეგ, რაც 2017 წლის 1 დეკემბერს ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის

გამოძიების ობიექტურობისადმი გაჩნდა უნდობლობა - როგორც უშუალოდ

დაზარალებულების (მოკლული დავით სარალიძის მამის, ზაზა სარალიძის), ისე

ფართო საზოგადოების მხრიდან. პროცესის მიმართ უნდობლობა კიდევ უფრო

გამყარდა და ფართო საზოგადოებრივ მღელვარებაში გადაიზარდა 2018 წლის 31

მაისს, როდესაც ცნობილი გახდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის

სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლის, ეკა არეშიძის გადაწყვეტილება.

აღნიშნული გადაწყვეტილებით, ფაქტობრივად, არ დადასტურდა პროკურატურის

ვერსია არასრულწლოვანი დავით სარალიძის მკვლელის ვინაობაზე.

“2017 წლის 1 დეკემბერს თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი

დანაშაულის შედეგად ორი ახალგაზრდის მკვლელობის შემსწავლელი

საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია” შეიქმნა ფრაქცია

„ევროპული საქართველოს“ წევრის, ელენე ხოშტარიას მიმართვის საფუძველზე.

კერძოდ, იგი ჩამოყალიბდა N2452-რს დადგენილებით, რიგგარეშე სხდომაზე,

საქართველოს კონსტიტუციის 56-ე მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს

პარლამენტის რეგლამენტის 56-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 57-ე მუხლის 1-ლი და მე-

3 პუნქტებისა და 59-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად. ამავე სხდომაზე, N2451-

რს დადგენილებით, კომისიის თავმჯდომარედ პარლამენტმა აირჩია სერგი

კაპანაძე, ფრაქციის „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“

Page 6: 2017 წლის 1 დეკემბერს თბილისში ... · 2020-01-14 · თბილისი, 2018 წლის 5 სექტემბერი. 2 ... 27

6

წევრი. კომისიის 17-წევრიან შემადგენლობაში კვოტები, საქართველოს

პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, პროპორციულად განაწილდა

საპარლამენტო ფრაქციებსა და დამოუკიდებელ დეპუტატს შორის. თუმცა, მას

შემდეგ, რაც ფრაქცია „ნაციონალურმა მოძრაობამ“ კომისიის მუშაობაში

მონაწილეობაზე უარი თქვა და ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ მისთვის

გამოყოფილი კვოტა სრულად ვერ აითვისა, კომისია, საბოლოოდ, ასეთი

შემადგენლობით ჩამოყალიბდა: სერგი კაპანაძე (კომისიის თავმჯდომარე) -

ფრაქცია „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“; არჩილ

თალაკვაძე, ანრი ოხანაშვილი (კომისიის თავმჯდომარის მოადგილე), მამუკა

მდინარაძე, სოფიო კილაძე, ეკა ბესელია, დიმიტრი ცქიტიშვილი - ფრაქცია

„ქართული ოცნება“; ირაკლი აბესაძე, ირმა ნადირაშვილი, ხათუნა გოგორიშვილი -

ფრაქცია „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“; გიორგი

ბოკერია, ოთარ კახიძე (კომისიის მდივანი), ელენე ხოშტარია, სერგო რატიანი -

ფრაქცია „ევროპული საქართველო“; მამუკა ჩიქოვანი - ფრაქცია „ევროპული

საქართველო - რეგიონები“; ადა მარშანია - ფრაქცია „საქართველოს პატრიოტები“;

სალომე ზურაბიშვილი - პარლამენტის წევრი, რომელიც არ არის გაერთიანებული

არც ერთ ფრაქციაში. ადა მარშანიამ კომისია დატოვა 13 ივნისს ზეპირი

განცხადების საფუძველზე, ხოლო სალომე ზურაბიშვილმა - 8 აგვისტოს კომისიის

თავმჯდომარისათვის წერილობითი მიმართვის საფუძველზე.

დროებითმა საგამოძიებო კომისიამ შრომითი ხელშეკრულებით დაიქირავა

4 ექსპერტი და 4 ადმინისტრაციული თანამშრომელი (ინფორმაცია

ადმინისტრაციული საქმიანობისა და ბიუჯეტის შესახებ მოცემულია დანართ 1-ში).

კომისიის პირველი სხდომა, რომელიც საორგანიზაციო გახლდათ,

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით გაიმართა 2018 წლის 8

ივნისს. კომისიამ აირჩია თავმჯდომარის მოადგილე - ანრი ოხანაშვილი (ფრაქცია

„ქართული ოცნება“) და მდივანი - ოთარ კახიძე (ფრაქცია „ევროპული

საქართველო“). ამავე სხდომაზე კომისიის თავმჯდომარემ წარმოადგინა კომისიის

დებულება, რომელიც, ორი ტექნიკური შესწორების გათვალისწინებით, ერთხმად

დამტკიცდა. ამ დებულებისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის

შესაბამისად, კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ყველა დოკუმენტი,

სხდომებისა და გამოკითხვების ოქმები (ვიდეო თუ აუდიო სახით), სხდომებზე

მიღებულ გადაწყვეტილებათა ამონაწერები, გამოსაკითხ და გამოკითხულ პირთა

სია, ასევე, კომისიის მუშაობასთან დაკავშირებული ყველა სხვა სიახლე,

გათვალისწინებული საქართველოს კანონმდებლობით, განთავსდებოდა

პარლამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე, კომისიისთვის შექმნილ განყოფილებაში

(http://parliament.ge/ge/saparlamento-saqmianoba/komisiebi-da-sabchoebi-8/fact-

finding-commission). გადაწყვეტილების შესაბამისად, კომისიის ყოველი სამუშაო

დღის ბოლოს აღნიშნულ მისამართზე ინფორმაციის განახლებით, კომისიამ

უზრუნველყო მუშაობის გამჭვირვალობა და ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა

ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის. კომისიის 2018 წლის 13 ივნისის

სხდომაზე დამტკიცდა გამოსაკითხ პირთა არასრული სია და შეიქმნა ორი სამუშაო

ჯგუფი, რომელთაც მიეცათ უფლებამოსილება, გამოეკითხათ მოწმეები,

Page 7: 2017 წლის 1 დეკემბერს თბილისში ... · 2020-01-14 · თბილისი, 2018 წლის 5 სექტემბერი. 2 ... 27

7

არასრულწლოვნები და საპატიმრო დაწესებულებებში მყოფი პირები, მათ შორის,

არასრულწლოვანი მსჯავრდებულები. თითოეული სამუშაო ჯგუფი კომისიის 3

წევრისაგან დაკომპლექტდა.

საგამოძიებო კომისიის შექმნისთანავე, 2018 წლის 7 ივნისს, კომისიის

შეუფერხებელი მუშაობის მიზნით, მისმა თავმჯდომარემ წერილობით მიმართა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს, საქართველოს მთავარი პროკურორის

მოვალეობის შემსრულებელს და თბილისის საქალაქო სასამართლოს

თავმჯდომარეს, რათა უმოკლეს ვადებში სრულად მიეწოდებინათ ხორავას ქუჩაზე

მომხდარი დანაშულის გამოძიებასთან დაკავშირებული ყველა სახის მასალა,

არსებული მათ უწყებებში. 2018 წლის 11 ივნისს კომისიამ შინაგან საქმეთა

სამინისტროსგან მიიღო საქმის მასალების 10, ხოლო თბილისის საქალაქო

სასამართლოსგან - 26 ტომი. საქართველოს მთავარი პროკურორის მოვალეობის

შემსრულებლის მიერ კომისიის თავმჯდომარისთვის გამოგზავნილ წერილში კი

აღნიშნული იყო, რომ იმ ეტაპისთვის საქმის მასალები მათი უწყებიდან

გადაგზავნილი გახლდათ თბილისის საქალაქო სასამართლოსა და შინაგან საქმეთა

სამინისტროში. ამავე წერილით, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად,

მთავარი პროკურორის მოვალეობის შემსრულებელმა შინაგან საქმეთა

სამინისტროსა და თბილისის საქალაქო სასამართლოს ნებართვა მისცა, რომ

ზემოხსენებულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებული მასალა

მიეწოდებინათ საპარლამენტო საგამოძიებო კომისიისთვის. მოგვიანებით, 2018

წლის 22 ივნისს, საგამოძიებო კომისიამ შინაგან საქმეთა სამინისტროსგან

დამატებით მიიღო საქმის მასალების 3 ტომი. კომისიის 2018 წლის 27 ივნისისა და

13 ივლისის წერილების პასუხად, შსს-მ უარი განაცხადა დამატებითი მასალების

მოწოდებაზე, თუკი კომისიის წევრები არ დადებდნენ მიღებული დოკუმენტების

გაუთქმელობის პირობას. ამ დათქმით მასალების მიღებაზე კომისიამ უარი

განაცხადა. შესაბამისად, 22 ივნისის შემდეგ დამატებითი მასალები შსს-დან

კომისიას აღარ მიუღია.

კომისიის მუშაობის ფარგლებში, დამატებითი მასალის გამოთხოვის,

ინფორმაციის დაზუსტებისა და საგამოძიებო პროცესთან დაკავშირებულ სხვა

მონაცემთა მიღების მიზნით, კომისიის თავმჯდომარემ 100-ზე მეტი წერილობითი

მიმართვა, მოთხოვნა და შეკითხვა გაგზავნა შემდეგ უწყებებში: საქართველოს

შინაგან საქმეთა სამინისტრო; მთავარი პროკურატურა; თბილისის საქალაქო

სასამართლო; ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის

ეროვნული ბიურო; განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის

სამინისტრო; იუსტიციის სამინისტრო; სპეციალური პენიტენციური

დეპარტამენტი; 51-ე საჯარო სკოლა; 1-ლი ექსპერიმენტული სკოლა; საქართველოს

პარლამენტის აპარატი და სხვა.

საქმის მასალების გამოთხოვისა და შესწავლის პარალელურად,

ოფიციალური გამოკითხვების დაწყებამდე, კომისიის თავმჯდომარის

ინიციატივით რამდენიმე შეხვედრა შედგა უშუალოდ დაზარალებულ ოჯახებთან

- კერძოდ, დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილს მშობლებსა და ოჯახების

ადვოკატებთან - მათი მოსაზრებებისა და პრეტენზიების გასაცნობად. ამასთან,

კომისიის თავმჯდომარის ინიციატივით, პირველ საორგანიზაციო სხდომამდე და

Page 8: 2017 წლის 1 დეკემბერს თბილისში ... · 2020-01-14 · თბილისი, 2018 წლის 5 სექტემბერი. 2 ... 27

8

შემდგომ, შეხვედრები გაიმართა საქართველოს სახალხო დამცველთანაც - როგორც

მოსაზრებების გასაცნობად, ასევე, თხოვნით, რომ მას მონიტორინგი

განეხორციელებინა კომისიის მუშაობაზე. ორჯერ შედგა შეხვედრა არასამთავრობო

სექტორის წარმომადგენლებთან: პირველ ეტაპზე, 2018 წლის 7 ივნისს, კომისიის

თამჯდომარემ და მდივანმა მათ წარუდგინეს თავიანთი ხედვა კომისიის მუშაობის

სტრატეგიის შესახებ და მოისმინეს მოსაზრებები; მეორე შეხვედრისას კი, 2018

წლის 30 ივნისს, კომისიაში ჩართული ყველა ჯგუფისა თუ დაინტერესებული

პირის მონაწილეობით, არასამთავრობო ორგანიზაციებმა მიიღეს ინფორმაცია

კომისიის მუშაობის პირველი ეტაპსა და გამოწვევებზე. კომისიამ არასამთავრობო

სექტორს გააცნო თავისი შუალედური რეკომენდაციებიც.

მუშაობის პირველ ეტაპზე კომისიამ დახმარებისათვის მიმართა ამერიკის

ეროვნულ დემოკრატიულ ინსტიტუტს (National Democratic Institute), რომელმაც

2018 წლის 28 ივნისიდან 6 ივლისამდე კომისიისთვის კონსულტაციის გასაწევად

გამოგზავნა ილინოისის შტატის საოლქო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე

ბლანშ ფეიველი. მოსამართლე ბლანშმა კომისიის წევრებს გაუზიარა საკუთარი

გამოცდილება საგამოძიებო კომისიების საქმიანობასა და არასრულწლოვანთა

სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებით. საერთაშორისო ექსპერტის

ჩართულობამ პოზიტიური როლი ითამაშა კომისიის სხდომების უფრო

ეფექტიანად წარმართვაში.

კომისიამ საქმიანობის დასაწყისში მიიღო გადაწყვეტილება,

არასრულწლოვანთა გამოკითხვისას გაეთვალისწინებინა გაეროს ბავშვთა ფონდის

(UNICEF) რეკომენდაცია და გამოცდილება: ერთი მხრივ, კომისიის წევრებს

ტრენინგი გაევლოთ არასრულწლოვანთა დაკითხვის მეთოდოლოგიაში, მეორე

მხრივ კი დაექირავებინა შესაბამისი ექსპერტი, რომელიც წარმართავდა ახსნა-

განმარტებათა მიღების პროცესს. კომისიის წევრებისთვის ტრენინგი ჩაატარა

ა.(ა).ი.პ. „საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდის“ ექსპერტმა,

ფსიქოლოგმა ქეთევან თავართქილაძემ, რომელიც კომისიამ ასევე დაიქირავა

არასრულწლოვანთა გამოკითხვების ჩასატარებლად. გამოკითხვის პროცესში

ფსიქოლოგი იყენებდა "ბავშვის ჯანმრთელობისა და ადამიანის განვითარების

ნაციონალური ინსტიტუტის (აშშ) NICHD-ის დაკითხვის/გამოკითხვის

სტრუქტურირებული პროტოკოლით“ გათვალისწინებულ წესებს. გამოკითხვების

დაწყებამდე კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ არასრულწლოვანი პირები

მუშაობის პროცესში მოეხსენიებინა ინიციალებით, რათა არ მომხდარიყო მათი

საჯაროდ იდენტიფიცირება (დახურული დანართი 2).

კომისიის მუშაობის ფარგლებში სულ გამოიკითხა 79 პირი (დანართი 3). რამდენიმე მოწმის გამოკითხვა საჭირო გახდა განმეორებით. გამოკითხულთა

შორის იყო 31 არასრულწლოვანი, 2 მსჯავრდებული და 5 ბრალდებული.

გამოკითხვებისა და კომისიის სხდომების ხანგრძლივობამ, როგორც საქართველოს

პარლამენტში, ისე „საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდსა“ და

სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ჯამურად, 180 საათს გადააჭარბა

(დახურული დანართი 4 - გამოკითხულ პირთა სტენოგრამები). კომისიის წევრები

გაეცნენ საქმის მასალების 39 ტომს და დამატებით გამოთხოვილ ინფორმაციას

(მთლიანობაში 10,400 გვერდზე მეტი).

Page 9: 2017 წლის 1 დეკემბერს თბილისში ... · 2020-01-14 · თბილისი, 2018 წლის 5 სექტემბერი. 2 ... 27

9

დროებითმა საგამოძიებო კომისიამ მუშაობის დასაწყისში, 2018 წლის 30

ივნისს, გამოსცა ორი რეკომენდაცია. ისინი ეყრდნობოდა შინაგან საქმეთა

სამინისტროდან და სასამართლოდან მიღებულ საქმის მასალებს, ასევე, შსს-სა და

პროკურატურის პასუხისმგებელი თანამდებობის პირების - კახაბერ სირაძისა და

ზვიად ფხაკაძის ახსნა-განმარტებებს.

კომისიამ პირველი რეკომენდაცია მისცა შინაგან საქმეთა სამინისტროს:

დაუყოვნებლივ დაწყებულიყო გამოძიება ხორავას ქუჩაზე მომხდარი ჩხუბის ერთ-

ერთი მონაწილის, გ.მ.-ს ცივი იარაღით დაჭრის ფაქტზე; ასევე, გამოყოფილიყო

ცალკე საქმე და გაეტარებინათ შესაბამისი ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო

ღონისძიებები დანაშაულის ჩამდენი პირის იდენტიფიცირებისათვის. კომისიის

მეორე რეკომენდაცია მიემართებოდა საქართველოს მთავარ პროკურატურას:

დაწყებულიყო სისხლისსამართლებრივი დევნა ხორავას ქუჩაზე მომხდარი ჩხუბის

ერთ-ერთი მონაწილის, მ.კ.-ს მიმართ, არასრულწლოვანი დავით სარალიძის

ჯგუფურად მკვლელობის ფაქტზე (დანაშაული, გათვალისწინებული

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” და

“ე” ქვეპუნქტებით).

ეს რეკომენდაციები კომისიის მუშაობის პერიოდში არ შეუსრულებიათ

შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს პროკურატურას. როგორც

კომისიასთან შეხვედრაზე განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა 2018 წლის 3

აგვისტოს, სამინისტრო ელოდება დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნასა და

რეკომენდაციებს და მხოლოდ შემდეგ აპირებს მათზე რეაგირებას.

Page 10: 2017 წლის 1 დეკემბერს თბილისში ... · 2020-01-14 · თბილისი, 2018 წლის 5 სექტემბერი. 2 ... 27

10

თავი 2. საგამოძიებო კომისიის მიერ დადგენილი

ფაქტობრივი გარემოებები

იმის გასარკვევად, რეალურად რა მოხდა ხორავას ქუჩაზე და როგორ

წარიმართა ამ ფაქტთან დაკავშირებული გამოძიება, კომისიამ, მოწმეთა ახსნა-

განმარტებების მოსმენისა და საქმის მასალების სრულად გაცნობის შედეგად,

დაადგინა კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებები. იგი შედგება ორი ნაწილისგან:

(1) ხორავას ქუჩა N4-ში მომხდარი მკვლელობები და იმ დღეს განვითარებული

მოვლენები; (2) გამოძიების პროცესი და მასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი

ასპექტები. კომისია დადგენილად მიიჩნევს ისეთ ფაქტობრივ გარემოებას,

რომელიც დასტურდება მტკიცებულებათა ერთობლიობით.

2.1. რა მოხდა 2017 წლის 1 დეკემბერს ხორავას ქუჩაზე

2017 წლის 1 დეკემბერს, დილის საათებში, თბილისის 51-ე საჯარო სკოლის

საპირფარეშოში მოხდა სიტყვიერი შელაპარაკება მე-9 კლასელ თ.ჩ.-სა და მე-11

კლასელ დ.ნ.-ს შორის. ამ შელაპარაკებისას საპირფარეშოში ასევე იმყოფებოდა მე-9

კლასელი ა.ს. და მე-11 კლასელი დ.ღ. უთანხმოების მიზეზი იყო ის, რომ დ.ღ.-ს

თან ჰქონდა სათამაშო პისტოლეტი, რომლითაც პლასტმასის ბურთულა ესროლა

ერთ-ერთ მე-9 კლასელს. სიტყვიერი შელაპარაკების შემდეგ დ.ნ.-მ უთხრა თ.ჩ.-ს,

რომ საპირფარეშოში „ჩააყოფინებდა თავს“. კომისიის ხელთ არსებული

ინფორმაციით, დაპირისპირებისას დავით სარალიძის საპირფარეშოში ყოფნა არ

დასტურდება.

სიტყვიერი შელაპარაკების შემდეგ დ.ნ.-მ უთხრა თ.ჩ.-ს, რომ შეხვდებოდა

გაკვეთილების დასრულებისას. თ.ჩ.-მ ამის შესახებ აცნობა ა.ს.-ს, რომელსაც არ

სურდა გაკვეთილების დასრულების შემდეგ მე-11 კლასელებთან მარტო შეხვედრა

და გადაწყვიტა, დაკავშირებოდა თავის დეიდაშვილს, მ.კ.-ს, 61-ე საჯარო სკოლის

მე-12 კლასის მოსწავლეს. ა.ს.-მ სოციალური ქსელის - „ინსტაგრამის“ მეშვეობით

მისწერა მ.კ.-ს საპირფარეშოში მომხდარი ინციდენტის თაობაზე (შინარსი უცნობია,

რადგან გამოძიებამ არ ამოიღო მიმოწერა და არ შეამოწმა ჩხუბის მონაწილე

მოზარდებს შორის კომუნიკაცია, რომელიც ძირითადად სოციალური ქსელებით

მიმდინარეობდა). მ.კ., რომელიც ამ დროს იმყოფებოდა შინ, ასევე სოციალური

ქსელის „ფეისბუქის“ მეშვეობით დაუკავშირდა თავის მეგობარ გ.ჯ.-ს და სთხოვა

მისვლა 51-ე სკოლასთან. გ.ჯ.-მ, თავის მხრივ, „ფეისბუქითვე“ მისწერა გ.მ.-ს,

რომელიც ამ დროს აცდენდა სკოლას და იყო თავის მეგობარ ა.დ.-სთან ერთად სხვა

მეგობრის - თ.ქ.-ს. სახლში. გ.ჯ. ამ დროს იმყოფებოდა შინ, ხოლო გ.ბ. და გ.ი. კი –

1-ელ ექსპერიმენტულ სკოლაში, საიდანაც ისინი წავიდნენ პეკინის ქუჩაზე, მ.კ.-

სთან შესახვედრად. ბუკიას ბაღის ტერიტორიიდან ოთხივე მოზარდი ტაქსით

გაემგზავრა 51-ე სკოლისკენ, სადაც მათ შეუერთდათ გ.მ. და ა.დ. 51-ე სკოლასთან

13:30-13:40 დროის მონაკვეთში მივიდა 6 მოზარდი: მ.კ., გ.ჯ., გ.ბ., გ.მ., ა.დ. და გ.ი.

Page 11: 2017 წლის 1 დეკემბერს თბილისში ... · 2020-01-14 · თბილისი, 2018 წლის 5 სექტემბერი. 2 ... 27

11

კომისიის მიერ მიღებული ახსნა-განმარტებების მიხედვით, 51-ე სკოლის წინ

მ.კ.-მ მეგობრებს უთხრა, რომ თან ჰქონდა „ტარი“ და აჩვენა გარკვეული საგანი,

რომელსაც შეიძლება ჰქონოდა მჭრელი პირი.

სურათი 2.1: მ.კ. აჩვენებს 51-ე სკოლის წინ შეკრებილ მეგობრებს გ.ი.-ს, გ.ბ.-ს და გ.ჯ.-ს რაღაც ნივთს, რომელიც თან აქვს. ეს ნივთი აღწერილია, როგორც „ტარი“

გაკვეთილების დასრულების შემდეგ, 51-ე სკოლიდან გამოვიდნენ მე-9

კლასელები თ.ჩ. და ა.ს., რომლებმაც მ.კ.-ს და დანარჩენ მოზარდებს მოუთხრეს

ინციდენტის შესახებ. ამ დროს სკოლის გარეთ შეიკრიბნენ სხვა 51-ე სკოლელებიც.

მე-9 კლასელთა მხარეს იყვნენ მათი მეგობრები თ.ბ. და ს.ფ-ც. სკოლის წინ მისულ

ექვსეულს ასევე შეხვდა 51-ე სკოლის მოსწავლე თ.ნ., რომელიც იყო როგორც მ.კ.-ს

და გ.ჯ.-ს ნაცნობი, ისე საპირფარეშოს ინციდენტში მონაწილე მე-11 კლასელების -

დ.ნ.-სა და დ.ღ.-ს ახლობელი. თ.ნ.-მ უთხრა მოზარდებს, რომ შეარიგებდა მათ,

რადგან ორივე მხარესთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა.

ამის შემდეგ, „საქმის გასარჩევად“, მოზარდების დიდი ჯგუფი

(დაახლოებით, 30-35 მოსწავლე) გაემართა სკოლის უკან, ბაქრაძის ქუჩაზე მდებარე

Page 12: 2017 წლის 1 დეკემბერს თბილისში ... · 2020-01-14 · თბილისი, 2018 წლის 5 სექტემბერი. 2 ... 27

12

ე.წ. „ნანგრევებთან“, სადაც, როგორც კომისიამ დაადგინა, ხშირად იმართება

„გარჩევებიც“ და, ზოგჯერ, ჩხუბებიც.

სურათი 2.2: მოზარდების დიდი ჯგუფი მიემართება 51-ე სკოლიდან საქმის გასარჩევად. კადრები აღებულია 51- სკოლის გარე მეთვალყურეობის კამერიდან.

„ნანგრევებთან“ მისულმა მოზარდებმა, რაკი ბევრნი იყვნენ, გადაწყვიტეს

სხვა ადგილისკენ წასვლა. მოსწავლეებს თ.ნ.-მ და სხვა მოზარდებმა უთხრეს, რომ

ამდენი არ წამოსულიყვნენ. შესაბამისად, მათი ნაწილი დაბრუნდა სკოლაში,

ნაწილმა კი გზა განაგრძო ხორავას ქუჩა N4-სკენ, სადაც არის შიდა ეზო. იგი

მდებარეობს ხორავას, ტატიშვილისა და თარხნიშვილის ქუჩებზე გამავალ

საცხოვრებელ კორპუსებს შორის. ეს ტერიტორია ცნობილი იყო 51-ე სკოლის

მოსწავლეებისთვის, რადგან მის მახლობლად ხშირად ყიდულობდნენ საკვებს,

ასევე, მიდიოდნენ სიგარეტის მოსაწევად.

საბოლოოდ, ხორავას N 4-ისკენ გაემართნენ: მ.კ., გ.ჯ., გ.ბ., გ.მ., ა.დ., გ.ი., ა.ს.,

თ.ჩ., თ.ბ., ს.ფ. (მე-9 კლასელებისა და მისული 6 მოზარდის მხარე, სულ 10

ადამიანი) და დ.ნ., დ.ღ., დავით სარალიძე, თ.ნ., დ.შ., გ.მ.2, ი.ნ., ლ.ს., ლ.ბ., გ.ჯ.2 და

ლევან დადუნაშვილი (51-ე სკოლის მე-11 კლასელები, სულ 11 ადამიანი). ხორავას

ქუჩისკენ წავიდნენ 21-ე სკოლის მოსწავლეებიც: ი.ჯ., ზ.ტ., ლ.ნ. და ლ.ე, რომლებიც

51-ე სკოლის წინ შეხვდნენ თავიანთ ნაცნობებს - გ.ი.-სა და გ.ბ.-ს.

ხორავას N4-ის ეზოში შესვლის შემდეგ, თავდაპირველად ფარდულის

მიმდებარედ განლაგდა ამ მოზარდების მხოლოდ მცირე ჯგუფი - თ.ჩ., ა.ს., მ.კ. და

გ.ჯ. – 51-ე სკოლის მე-9 კლასელებისა და მისული მოზარდების მხრიდან; და დ.ნ.,

დ.ღ., დ.შ., თ.ნ. და დავით სარალიძე - ამავე სკოლის მე-11 კლასელებისგან.

Page 13: 2017 წლის 1 დეკემბერს თბილისში ... · 2020-01-14 · თბილისი, 2018 წლის 5 სექტემბერი. 2 ... 27

13

სურათი 2.3: ფარდულის მიმდებარე ტერიტორია, სადაც ჯერ საქმის გარჩევა მიდიოდა, შემდეგ კი დაიწყო ჩხუბი.

დანარჩენი მოზარდები იმყოფებოდნენ ამ ჯგუფის უკან, ხორავას N4-ის

ეზოში და შესასვლელ თაღთან. პირველ ეტაპზე თ.ნ. ცდილობდა, შეერიგებინა

მოზარდები, თუმცა მ.კ.-მ განაახლა საქმის გარჩევა, რის შემდეგაც საუბარი დაიძაბა

დავით სარალიძესა და გ.ჯ.-ს შორის. რაღაც მომენტში გ.ჯ. ხელით შეეხო დავით

სარალიძეს. საპასუხოდ, მან სიგარეტის ნამწვი ესროლა გ.ჯ.-ს, რის შემდეგაც გ.ჯ.-მ

შეაგინა დავით სარალიძეს და დაიწყო ჩხუბი. დ.ღ.-მ დაარტყა გ.ჯ.-ს, ხოლო დავით

სარალიძე სხეულით დაეჯახა გ.ჯ.-ს და ფარდულში შეაგდო, სადაც მოჩხუბრებს

შეჰყვნენ მ.კ. და დ.ღ.

ეზოს ბოლოში, თაღთან მყოფი გ.ბ., ა.დ., გ.მ. და გ.ი. თავიდან არ

მონაწილეობდნენ ეზოში მიმდინარე საუბარში, თუმცა ჩხუბის დაწყებისას

შეუერთდნენ თავიანთ მეგობრებს. ეზოში ასევე იყვნენ 51-ე სკოლის მე-11

კლასელები - ი.ნ., ლ.ს., ლ.ბ., გ.ჯ.2, და გ.მ.2. მათ გარკვეული დროის შემდეგ

შეუერთდა ლევან დადუნაშვილიც.

ჩხუბის ყველა დეტალის სრულად აღდგენა ამ ეტაპზე შეუძლებელია

განსხვავებული ჩვენებებისა და გასული დროის გამო, თუმცა რამდენიმე ეპიზოდი

კომისიას დადგენილად მიაჩნია, კერძოდ:

- დავით სარალიძემ შებოჭვის მსგავსი ილეთით შეაგდო გ.ჯ. ფარდულში. გ.ჯ.

მას მოქცეული ჰყავდა მოხრილ მდგომარეობაში და ზემოდან იჭერდა ხელებით.

ასეთ მდგომარეობაში გ.ჯ.-მ ამოიღო დანა და მუცლის ღრუსა და გულ-მკერდის

არეში ჭრილობები მიაყენა სარალიძეს, რის შემდეგაც დანა დაუვარდა;

Page 14: 2017 წლის 1 დეკემბერს თბილისში ... · 2020-01-14 · თბილისი, 2018 წლის 5 სექტემბერი. 2 ... 27

14

სურათი 2.4: ხორავას ქუჩა N 4-ის ეზოში მდებარე ფარდული

- ფარდულში ასევე იმყოფებოდა მ.კ., რომელმაც, როგორც კომისიამ

დაადგინა, ჩხუბის დაწყებისას ხელი ჩაიყო ჯიბეში. ამის მერე მას ხელში ჰქონდა

საგანი, ზემოაღნიშნული ე.წ. „ტარი“, რომელსაც ურტყამდა დავით სარალიძეს,

შემდეგ კი სახელოში მალავდა;

სურათი 2.5: გ.ბ.-ს დანა სურათი 2.6: გ.ჯ.-ს დანა

Page 15: 2017 წლის 1 დეკემბერს თბილისში ... · 2020-01-14 · თბილისი, 2018 წლის 5 სექტემბერი. 2 ... 27

15

სურათი 2.7: „ტარი“, რომელიც ჰქონდა მ.კ.-ს (ესკიზი კომისიას დაუხატა ერთ-ერთმა გამოკითხულმა მოწმემ)

- ფარდულში დავით სარალიძეს ეხმარებოდა დ.ღ., რომელიც შემდეგ

გადაერთო ეზოში მიმდინარე ჩხუბზე;

- ფარდულში ასევე იმყოფებოდა გ.მ., რომელიც დავით სარალიძესთან ჩხუბის

დროს დაიჭრა ზურგის არეში.1 გ.მ.-ს უშუალო ფიზიკური შეხება ჰქონდა დავით

სარალიძესთან - მის ტანსაცმელსა და ფეხსაცმელზე აღმოჩნდა სარალიძის

სისხლი;2

- გ.ბ.-ს ფიზიკური შეხება დავით სარალიძესთან გამოძიების მიერ

მოპოვებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით არ დასტურდება;

- მას შემდეგ, რაც მოზარდებმა დაინახეს მძიმედ დაჭრილი დავით სარალიძე

(რომელსაც 12 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული), გაიქცნენ ხორავას ქუჩის

მიმართულებით. გაქცევისას თაღთან მოხდა დაპირისპირება გ.ბ.-სა და ლევან

დადუნაშვილს შორის, რომლის დროსაც გ.ბ.-მ მუცლის ღრუსა და გულ-მკერდის

არეში ჭრილობები მიაყენა ლევან დადუნაშვილს;

- ხორავას ქუჩა N4-ის ეზოში, ფარდულსა და თაღთან მომხდარი

დაპირისპირების გარდა, ჩხუბი მიმდინარეობდა ამ ტერიტორიის სხვადასხვა

ლოკაციაზე. მასში 51-ე სკოლის მე-11 კლასელების მხრიდან მონაწილეობდნენ:

დ.ღ., დ.ნ., დ.შ., თ.ნ., ი.ნ., ლ.ს., გ.მ.2, გ.ჯ.2 და ლ.ბ., ხოლო ამავე სკოლის მე-9

1 კომისიის რეკომენდაციის მიუხედავად, საგამოძიებო ორგანოებს დღემდე არ დაუდგენიათ ამ

დანაშაულის ჩამდენი პირი, თუმცა კი არსებობს ჩვენება, რომ მას ეცვა მწვანე ქურთუკი და ჰქონდ

ხუჭუჭა თმა. ეს აღწერილობა ემთხვევა დ.ღ.-ს ჩაცმულობასა და ვარცხნილობას, ასევე დ.ღ.-ს

ფარდულში ყოფნის ფაქტობრივ გარემოებას. 2 გამოძიებას არ დაუმუშავებია ვერსია, რომელიც გაარკვევდა გ.მ.-ს როლს დავით სარალიძის

ჯგუფურ მკვლელობაში, თუმცა კი არსებობს ჩვენება, რომ მას ხელში ეჭირა რაღაც საგანი.

Page 16: 2017 წლის 1 დეკემბერს თბილისში ... · 2020-01-14 · თბილისი, 2018 წლის 5 სექტემბერი. 2 ... 27

16

კლასელებისა და მათ დასახმარებლად მისული უფროსკლასელების მხრიდან - ა.ს.,

თ.ჩ., ს.ფ., თ.ბ., გ.ბ., ა.დ., გ.მ., და გ.ი.

ეზოში მომხდარ ჩხუბს ჰყავდა ათეულობით თვითმხილველი. მას თან

ახლდა ლანძღვა-გინება, მანქანებზე სირბილი და ფიზიკური დაპირისპირება, მათ

შორის, სხვადასხვა საგნისა და ცივი იარაღის გამოყენებით. მოზარდებს

ადგილობრივი მცხოვრებნი მოუწოდებდნენ ჩხუბის შეწყვეტისაკენ. უხეშად

დაირღვა საზოგადოებრივი წესრიგი.

სურათი 2.8: ხორავას ქუჩა N 4-ის ეზოში შემავალი თაღი, რომლის გავლითაც მოზარდები შევიდნენ ეზოში და შემდეგ დატოვეს იგი.

კონფლიქტის ბოლო ეპიზოდში თაღის შესასვლელში ასევე იმყოფებოდნენ

ი.ჯ., ლ.ე., ლ.ნ. და ზ.ტ., რომლებიც ეზოდან მოზარდების პირველი ნაწილის

გაქცევისთანავე გარბიან.

ჩხუბის შემდეგ ეზო მოზარდებმა სხვადასხვა თანმიმდევრობით დატოვეს.

პირველები გადიან თ.ნ და დ.შ., რომლებიც კვეთენ ხორავას ქუჩას და სწრაფი

ნაბიჯით მიემართებიან თარხნიშვილისა და ხორავას ქუჩების კუთხისკენ. მათ

მალევე სირბილით მიჰყვნენ ლ.ე., ლ.ნ., ზ.ტ., ი.ჯ., გ.ი., გ.ბ., გ.მ., ა.დ., გ.ჯ., ა.ს., ს.ფ.,

თ.ბ., თ.ჩ., და მ.კ., რომლებიც გაიქცნენ ხორავას ქუჩით და აუხვიეს სვანიძის ქუჩაზე,

სადაც ცოტა ხნით შეჩერდნენ. ამ დროს მათ ჩამოშორდნენ თ.ჩ., თ.ბ., ს.ფ. და ა.ს.

სვანიძის ქუჩით მოზარდები ავიდნენ გუდაურის ქუჩაზე. იქ ზ.ტ. დაეხმარა გ.მ.-ს

ზურგის გაწმენდაში, საიდანაც სდიოდა სისხლი ჩხუბისას მიყენებული

ჭრილობიდან. იქვე გ.ჯ.-მ აღნიშნა, რომ დანა დაუვარდა შემთხვევის ადგილზე.

მოზარდებს შორის ბევრი იყო სისხლიანი: ა.დ.-ს სისხლი სდიოდა ხელებიდან, გ.მ.-

ს ტანსაცმელი და ფეხსაცმელი ჰქონდა დასვრილი სისხლით, გ.ი.-ს - ფეხსაცმელი,

გ.ბ.-ს - ხელები, ხოლო გ.ჯ.-ს - თავი და ტანსაცმელი.

გუდაურის ქუჩაზე მოზარდებს გამოეყო მ.კ., რომელმაც სისხლიანი დანა

გამოართვა გ.ბ.-ს და წავიდა წყლის საყიდლად იქვე მდებარე მაღაზიისკენ. მას თან

წაჰყვა ზ.ტ. დანარჩენი მოზარდები ჯანაშიას ქუჩის გავლით ჩავიდნენ ხორავას

ქუჩაზე და გაემართნენ ხორავას N 26-ში მდებარე ონკანიანი ეზოსკენ.

Page 17: 2017 წლის 1 დეკემბერს თბილისში ... · 2020-01-14 · თბილისი, 2018 წლის 5 სექტემბერი. 2 ... 27

17

სურათი 2.9: მოზარდების გაქცევის მარშრუტი ხორავას ქუჩა N4-დან ონკანიანი ეზოს მიმართულებით (ხორავას ქუჩა N4 - სვანიძის ქუჩა - გუდაურის ქუჩა - ჯანაშიას ქუჩა - ხორავას ქუჩა N26). წითლად აღნიშნული კამერები გამოძიებას არ ამოუღია.

მას შემდეგ, რაც მ.კ.-მ იყიდა წყალი, ის და ზ.ტ. ასევე გაემართნენ ხორავას N

26-ში მდებარე ეზოსკენ. გზაში მათ შეხვდნენ ლ.ჯ., ზ.მ. და ი.კ., რომელსაც ჩხუბის

შემდეგ დახმარების სათხოვნელად დაურეკა გ.ჯ.-მ. შესაბამისად, მ.კ., ზ.ტ., ლ.ჯ.,

ზ.მ. და ი.კ. ერთად მივიდნენ ხორავას N 26-ში და შეუერთდნენ დანარჩენ

მოზარდებს. ეზოში გ.ჯ.-მ ონკანზე დაიბანა სისხლიანი თავი. იქ მისულმა მ.კ.-მ

დანა დაუბრუნა გ.ბ.-ს. კომისიამ დაადგინა, რომ ონკანიან ეზოში მ.კ.-ს ხელში

ეჭირა ნივთი, ე.წ. „ტარი“, რომელიც აჩვენა თავის მეგობრებს და უთხრა, რომ ამ

საგანს ურტყამდა დავით სარალიძეს. ეზოში შეკრებილი მოზარდები

აღელვებულები იყვნენ და განიხილავდნენ ჩხუბის დეტალებს. გ.ჯ. ნერვიულობდა,

რადგან დანა დარჩა შემთხვევის ადგილზე, ხოლო მ.კ. ამბობდა, რომ სარალიძე

ძალიან დიდი იყო და „ვერ დააგდო“. ონკანიანი ეზოდან მ.კ.-მ დაურეკა თავის ძმას,

ლუკა კალანდიას, და სთხოვა მისვლა დასახმარებლად.

Page 18: 2017 წლის 1 დეკემბერს თბილისში ... · 2020-01-14 · თბილისი, 2018 წლის 5 სექტემბერი. 2 ... 27

18

სურათი 2.10: ონკანიანი ეზო, სადაც ხორავას ქუჩა N4-დან გაქცეულმა მოზარდებმა გარეცხეს იარაღები და ჩამოიბანეს სისხლი.

ხორავას N 26-დან ტაქსით წავიდნენ შინ გ.მ., გ.ბ., გ.ი., ა.დ. და ლ.ნ. მალევე

ხორავას და პეტრიაშვილის კვეთაზე მივიდნენ მ.კ.-ს მამა თენგიზ კალანდია, ძმა -

ლუკა კალანდია, და მამის მეგობარი გიორგი თურქია, რომლებმაც კალანდიების

სახლში წაიყვანეს გ.ჯ. და მ.კ.

2.2. გამოძიების პროცესი და მასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი

ასპექტები

კომისიამ საქმის მასალების გაცნობისა და გამოძახებულ პირთა მხრიდან

ახსნა-განმარტებების მოსმენის შედეგად დაასკვნა, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარ

ფაქტთან დაკავშირებით, საწყის ეტაპზე ინტენსიურად დაიწყო საგამოძიებო

მოქმედებები, ოპერატიულად მოხდა ჩხუბის ფიგურანტთა იდენტიფიცირება,

მაგრამ საქმეში ა.ს.-ს მამის, მირზა სუბელიანის გამოჩენის შემდეგ გამოძიება

წარიმართა ტენდენციურად, იმ განზრახვით, რომ პასუხისმგებლობა მომხდარ

მკვლელობებზე დაკისრებოდათ მხოლოდ გ.ჯ.-სა და გ.ბ.-ს, ამასთან, დაფარულიყო

მ.კ.-სა და სხვა ფიგურანტების როლი დავით სარალიძის მკვლელობაში.

Page 19: 2017 წლის 1 დეკემბერს თბილისში ... · 2020-01-14 · თბილისი, 2018 წლის 5 სექტემბერი. 2 ... 27

19

კომისიამ აღნიშნული დასკვნა გამოიტანა შემდეგი ფაქტობრივი

გარემოებებიდან გამომდინარე:

- 2017 წლის 1 დეკემბერს, 14:00-იდან 15:00 სთ-მდე, პოლიციაში არაერთი

შეტყობინება შევიდა ხორავას ქუჩაზე მომხდარი დანაშაულის შესახებ. ადგილზე

გავიდნენ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები, რომლებმაც

სასიკვდილოდ დაჭრილი ლევან დადუნაშვილი და დავით სარალიძე გადაიყვანეს

საავადმყოფოში. ლევან დადუნაშვილი გარდაიცვალა საავადმყოფოში მიყვანამდე,

ხოლო დავით სარალიძე - 2 დეკემბერს, შპს. „აკად. ნ. ყიფშიძის სახელობის

ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში“ გაწეული სამედიცინო დახმარების

მიუხედავად;

- შემთხვევის ადგილას გამოცხადდნენ საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები,

გამომძიებლები და კრიმინალისტები. შემოისაზღვრა შემთხვევის ადგილი, დაიწყო

საგამოძიებო მოქმედებები. საქმის მწარმოებელ გამომძიებლად განისაზღვრა

ირაკლი ფიფია, ხოლო გამოძიებაზე საპროცესო ზედამხედველად - ზვიად ფხაკაძე;

- ჩხუბის შემდეგ მ.კ. და გ.ჯ. თენგიზ და ლუკა კალანდიებმა წაიყვანეს

სახლში, სადაც აგრეთვე მივიდნენ მირზა სუბელიანი, მისი მეუღლე - თეა კაკუბავა

და არასრულწლოვანი შვილი - ა.ს. მათ დაფარეს და არ შეატყობინეს პოლიციას

განსაკუთრებით მძიმე დანაშაული. ლუკა კალანდიამ დამალა სისხლიანი

ტანსაცმელი, მოზარდების მობილური ტელეფონები და სიმბარათები, რის

შემდეგაც მ.კ. და გ.ჯ. წეროვანში გადამალეს „სიტუაციის გარკვევამდე“ (ლუკა და

თენგიზ კალანდიების განცხადებით). ამ მოვლენებს ესწრებოდა მირზა სუბელიანი;

- ამის მერე მირზა სუბელიანი წავიდა თბილისის პროკურატურაში, სადაც

შეხვდა თბილისის პროკურორს, მიხეილ შაყულაშვილს, და ესაუბრა მომხდარის

შესახებ. აღსანიშნავია, რომ მირზა სუბელიანმა ამ შეხვედრის თაობაზე კომისიას

ინფორმაცია დაუმალა. შაყულაშვილის განცხადებით, მირზა სუბელიანი იყო

დაბნეული, არ იცოდა, როგორ ემოქმედა და მას რჩევის საკითხავად შეხვდა;

- თბილისის პროკურორი დაუკავშირდა მთავარ პროკურორს, ირაკლი

შოთაძეს, და აცნობა მირზა სუბელიანის ვიზიტის შესახებ;

- 19:00 სთ-სთვის პოლიციაში მივიდა მირზა სუბელიანი, რომელმაც მიიყვანა

თავისი შვილი ა.ს. 19:40-იდან 21:45 სთ-მდე მიმდინარეობდა სუბელიანის შვილის

დაკითხვა;

- იმავე საღამოს პოლიცია მივიდა კალანდიების სახლში და ლუკა და თენგიზ

კალანდიები წაიყვანეს რჩეულიშვილის ქუჩაზე, პოლიციის განყოფილებაში

გამოსაკითხად (შესაბამისი ოქმები საქმის მასალებში არ დევს). კალანდიებმა

მოატყუეს პოლიცია და არ უთხრეს მ.კ.-ს ადგილსამყოფელის შესახებ, „რადგან არ

იცოდნენ, როგორ მოქცეულიყვნენ იმ მომენტში“;

Page 20: 2017 წლის 1 დეკემბერს თბილისში ... · 2020-01-14 · თბილისი, 2018 წლის 5 სექტემბერი. 2 ... 27

20

- 1 დეკემბერს, გვიან საღამოს, გამოკითხვიდან დაბრუნებულ თენგიზ და

ლუკა კალანდიებთან მივიდა ასევე პოლიციის განყოფილებიდან წამოსული მირზა

სუბელიანი. მათ ისაუბრეს მომხდარ დანაშაულსა და გეგმებზე. მალევე

წეროვანიდან ჩამოიყვანეს მ.კ., რომელიც თენგიზ კალანდიამ წაიყვანა პოლიციაში.

საგულისხმოა, რომ ამ შეხვედრის შესახებ მირზა სუბელიანმა კომისიას

ინფორმაცია დაუმალა;

- მირზა სუბელიანის პოლიციაში მისვლამდე გამოძიება ინტენსიურად

მიმდინარეობდა. საქმის მასალების მიხედვით, დღის განმავლობაში დაიკითხნენ

თვითმხილველი მოწმეები დიანა ბოლოთაშვილი (17:15-19:30), ა.ბ. (17:35-19:30) და

თამარ გოცირიძე (18:20-19:20). 19:40 სთ-ზე დაიწყო მირზა სუბელიანთან ერთად

მისული ა.ს.-ს გამოკითხვა, რის შემდეგაც, საგამოძიებო უწყების მიერ

თვითმხილველი მოწმეების დაკითხვა 15 დღით შეწყდა. სწორედ ამ მომენტიდან

წარიმართა სისხლის სამართლის საქმის გამოძიება ტენდენციურად.

აშკარად იკვეთება, რომ საგამოძიებო უწყებები ცდილობდნენ, მიეჩქმალათ

მირზა სუბელიანის მონაწილეობა დანაშაულის დაფარვა/შეუტყობინებლობასა და

მტკიცებულებათა განადგურებაში. ასევე, მათ არ ჩაატარეს საგამოძიებო

მოქმედებები, რომლებსაც შეიძლება დანაშაულის ჩადენაში ემხილებინა მ.კ., ა.ს. და

სხვა ფიგურანტები;

- 3 დეკემბერს თენგიზ და ლუკა კალანდიებმა გამოძიებას მისცეს ჩვენებები,

რომლებშიც ისაუბრეს მათ სახლსა და ეზოში მტკიცებულებათა განადგურებასა და

დანაშაულის დაფარვა/შეუტყობინებლობაზე. ორივემ დააფიქსირა, რომ ამ დროს

მათთან იმყოფებოდა მირზა სუბელიანი;

- თბილისის პროკურორისა და მთავარი პროკურორისთვის 1

დეკემბრიდანვე ცნობილი იყო, რომ მირზა სუბელიანი ყოყმანობდა გამოძიებასთან

თანამშრომლობაზე. სწორედ ეს ფაქტი უნდა გამხდარიყო დაინტერესების

საფუძველი მათი მხრიდან. თუმცა, 3 დეკემბერს ლუკა და თენგიზ კალანდიებისგან

ჩვენებების მიღების შემდეგ, საგამოძიებო ორგანოები უკვე აშკარად ვალდებულნი

იყვნენ, დაეკითხათ მირზა სუბელიანი;

- გამოძიების მიერ მოპოვებული მტკიცებულებებით დგინდება, რომ

ფარდულში ჩხუბისას დავით სარალიძესთან ფიზიკური შეხება, გ.ჯ.-ს გარდა,

ჰქონდათ მ.კ.-ს (ჩხუბის დაწყებიდან დასრულებამდე) და გ.მ-ს (ეპიზოდურად);

- მ.კ.-ს მიმართ გამოძიების პირველივე დღეებში არ ჩატარდა მთელი რიგი

საგამოძიებო ღონისძიებები, კერძოდ: არ ამოიღეს მისი მიმოწერა ა.ს.-სა და გ.ჯ.-

სთან, არ გაჩხრიკეს მისი სახლი ცივი იარაღის მოსაძებნად, არ ამოიღეს მისი

სისხლიანი ტანსაცმელი, არ ჩაატარეს ფარული საგამოძიებო მოქმედებები, არ

შეამოწმეს მისი გადაადგილების ამსახველი კამერის ჩანაწერები, არასრულად

ჩაატარეს საგამოძიებო ექსპერიმენტი და ა.შ. (ეს დარღვევები დეტალურად

მიმოხილულია შემდეგ თავში);

Page 21: 2017 წლის 1 დეკემბერს თბილისში ... · 2020-01-14 · თბილისი, 2018 წლის 5 სექტემბერი. 2 ... 27

21

- გ.ბ.-ს ფიზიკურ კონტაქტზე დავით სარალიძესთან მიუთითებს

ერთადერთი მოწმე - მ.კ. გამოძიებამ ფარულად ჩაწერა გ.ბ.-სა და გამომძიებლის ე.წ.

გასაუბრება, რომელშიც გ.ბ.-მ ილაპარაკა ლევან დადუნაშვილისთვის ორჯერ

დანის მოქნევის შესახებ, მაგრამ არაფერი უთქვამს დავით სარალიძესთან რაიმე

სახის ფიზიკურ კონტაქტზე. ამ გასაუბრების შემდეგ პროკურატურამ დააკავა გ.ბ.

და 3 დეკემბერს ბრალი წარუდგინა ლევან დადუნაშვილის მკვლელობისათვის;

- დავით სარალიძის მკვლელობის საფუძვლით, 3 დეკემბერს

პროკურატურამ დაუსწრებლად წარუდგინა ბრალი გ.ჯ.-ს, რომელსაც,

დადგენილების მიხედვით, 12 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული დავით

სარალიძისთვის. 4 დეკემბერს გ.ჯ. პოლიციას ჩაბარდა და ის დააკავეს;

- გამოძიებამ გ.ჯ.-ს დანა შემთხვევის ადგილიდან ამოიღო, გ.ბ.-ს დანა კი -

საგამოძიებო ექსპერიმენტის შედეგად. ეს დანა გ.ბ.-მ გადასცა გ.ი.-ს, რომელმაც

დანაშაულის იარაღი თავისი ჯიბიდან ამოღებულ ქაღალდის ხელსახოცში გაახვია.

აღსანიშნავია, რომ გ.ი.-ს, ხორავას N4-ში მომხდარი შემთხვევიდან გამომდინარე,

ფეხსაცმელზე ჰქონდა სისხლი, მაგრამ გამოძიებას არ ამოუღია მისი ტანსაცმელი

და ფეხსაცმელი. შესაბამისად, არ გაურკვევია ამ სისხლის წარმომავლობაც;

- პროკურატურას არც კი გადაუმოწმებია დავით სარალიძესთან ფიზიკურ

კონტაქტში მყოფი მ.კ.-ს ან/და გ.მ.-ს მხრიდან ცივი იარაღის ფლობისა და

გამოყენების ფაქტი; ასევე, არ ჩაუტარებია შესაბამისი ჩხრეკა-ამოღების

საგამოძიებო მოქმედებები. იგი დაკმაყოფილდა დანაშაულის ორი სავარაუდო

იარაღით და ისინი ექსპერტიზაზე გაგზავნა;

- 26 დეკემბერს პროკურატურის მიერ მიღებული ექსპერტიზის დასკვნის

თანახმად, გ.ბ.-ს დანაზე დაფიქსირდა ლევან დადუნაშვილის სისხლი, მაგრამ არც

დანაზე და არც მის ტანსაცმელზე არ აღმოჩნდა დავით სარალიძის სისხლი. ამ

უკანასკნელის ბიოლოგიური პროფილი ნაპოვნია მხოლოდ გ.ი.-ს კუთვნილ

ხელსახოცზე, თუმცა ექსპერტიზამ ვერ დაადგინა, რომ ეს იყო სისხლის კვალი;

- ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით აგრეთვე დადგინდა, რომ გ.ჯ.-ს

დანაზე იყო დავით სარალიძის სისხლი, მაგრამ ამ დანით არ იყო მიყენებული 12-

ივე ჭრილობა დავით სარალიძის სხეულზე, მათ შორის, ბარძაყის არტერიის

სასიკვდილო დაზიანება;

- ნაცვლად იმისა, რომ პროკურატურას 26 დეკემბერს მაინც დაეწყო მუშაობა

დავით სარალიძესთან ფიზიკურ კონტაქტში მყოფი მ.კ.-სა და გ.მ.-ს მკვლელობაში

მონაწილეობის ვერსიებზე, მათ გამოიტანეს ბრალის ახალი დადგენილებები და

ლევან დადუნაშვილის მკვლელობაში ბრალდებულ გ.ბ.-ს დაუმატეს დავით

სარალიძის მკვლელობის ბრალდებაც. აღნიშნული ნაბიჯი გადადგეს იმ ფონზე,

როდესაც ექსპერტიზის დასკვნით, პრაქტიკულად, მიღებული ჰქონდათ გ.ბ.-ს

გამამართლებელი მტკიცებულებები;

- აღსანიშნავია, რომ 27 დეკემბრის მდგომარეობით, როდესაც

პროკურატურამ გ.ბ.-ს წარუდგინა სარალიძის ჯგუფურად მკვლელობის

Page 22: 2017 წლის 1 დეკემბერს თბილისში ... · 2020-01-14 · თბილისი, 2018 წლის 5 სექტემბერი. 2 ... 27

22

ბრალდება, მათ უკვე ხელთ ჰქონდათ მ.კ.-ს მამხილებელ მტკიცებულებათა

ერთობლიობა;

- კერძოდ, დაკითხული მოწმეების, მათ შორის, თავად მ.კ.-ს ჩვენებებით

დასტურდებოდა, რომ კონფლიქტის დაწყებიდან დასრულებამდე დავით

სარალიძეს ეჩხუბებოდა მ.კ. იგი იჭერდა და ურტყამდა მსხვერპლს მაშინ, როდესაც

მას მრავლობით სასიკვდილო დაზიანებებს აყენებდნენ. ამ ყველაფერს, ისევ მ.კ.-ს

ჩვენებების მიხედვით, იგი თავად ხედავდა;

- 24 იანვარს საქმის მწარმოებელმა გამომძიებელმა ირაკლი ფიფიამ

დაათვალიერა ვიდეოკამერის ჩანაწერი, სადაც აღბეჭდილია 2017 წლის 1

დეკემბერს კალანდიების ეზოში მიმდინარე მოვლენები - მტკიცებულებათა

განადგურება და დანაშაულის დაფარვა/შეუტყობინებლობა. აღნიშნული მასალის

დათვალიერებისას ეზოში თენგიზ კალანდიასთან ერთად მყოფი მირზა

სუბელიანი გამომძიებელმა ფიფიამ ოქმში მოიხსენია, როგორც „უცნობი მამაკაცი“.

საგულისხმოა, რომ მირზა სუბელიანი არაერთხელ იმყოფებოდა პოლიციის

განყოფილებაში, ხოლო გამომძიებელ ფიფიას რეგულარული სატელეფონო

კავშირი ჰქონდა მასთან. მიუხედავად ამისა, მან დათვალიერების ოქმში მაინც არ

დააფიქსირა დანაშაულის ადგილას მყოფი სუბელიანი.

მეტიც, გამომძიებელი არც კი შეეცადა სუბელიანის ვინაობის გარკვევას. ეს

ისედაც დაფიქსირებული იყო თენგიზ და ლუკა კალანდიების 3 დეკემბრის

დაკითხვის ოქმებით, ან მარტივად დადგინდებოდა მათი ხელახალი დაკითხვის

მეშვეობით;

- ის, რომ დანაშაულში მ.კ.-ს როლის დადგენით გამოძიება

დაინტერესებული არ გახლდათ, ასევე გამოჩნდა 17 თებერვალს სამაუწყებლო

კომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში გასულ სიუჟეტზე რეაგირებით. სატელევიზიო

სიუჟეტი შეიცავდა დაზარალებული ზაზა სარალიძისა და არასრულწლოვნების -

დ.ღ.-სა და დ.ნ.-ს საუბრის ფარულ ჩანაწერს. ჩანაწერში დ.ღ. საუბრობდა ძალიან

მნიშვნელოვან ახალ გარემოებაზე. კერძოდ, იგი ამბობდა, რომ ეზოში ჩხუბის

დაწყებისთანავე მ.კ.-მ ჯიბეში ჩაიყო ხელი. ეს ინფორმაცია უნდა გამხდარიყო

საკვანძო მტკიცებულება მ.კ.-ს მკვლელობაში მონაწილეობის ვერსიაზე სამუშაოდ,

რადგან ჩხუბის დაწყებისას ჯიბეში ხელის ჩაყოფა შესაძლოა მიუთითებდეს ცივი

იარაღის, ან რაიმე სხვა საგნის ამოღების განზრახვაზე;

- 2018 წლის 14 მარტს სასამართლოში დაიკითხა არასრულწლოვანი მოწმე

დ.ღ., რომელიც მანამდე იმყოფებოდა პროკურატურაში. შეხვედრისას დ.ღ.-მ

უთხრა პროკურორ ზვიად ფხაკაძეს, რომ მ.კ.-მ ჩხუბის დაწყებისას ჯიბეში ხელი

ჩაიყო, თუმცა, დ.ღ.-ს განმარტებით, ფხაკაძემ მას მიუთითა, რომ აღნიშნული

დეტალი არ იყო მნიშვნელოვანი. შედეგად, დ.ღ.-ს სასამართლოში არ უსაუბრია ამ

თემაზე და არც პროკურორს დაუსვამს შესაბამისი კითხვა;

- 2018 წლის 30 მარტს დ.ღ. დამატებით დაკითხეს პროკურატურაში

„რუსთავი 2“-ის სიუჟეტის შესახებ, თუმცა მისთვის ერთი კითხვაც კი არ დაუსვამთ

Page 23: 2017 წლის 1 დეკემბერს თბილისში ... · 2020-01-14 · თბილისი, 2018 წლის 5 სექტემბერი. 2 ... 27

23

ჩხუბის დაწყებისას მ.კ.-ს მიერ ჯიბეში ხელის ჩაყოფასთან დაკავშირებით, რაც

სიუჟეტის ერთ-ერთი საკვანძო ეპიზოდია;

- გამოძიების მასალებით დადგინდა, რომ ჩხუბის დაწყებისთანავე

ფარდულში სარალიძესთან ფიზიკური კონტაქტი ჰქონდათ მ.კ.-სა და გ.ჯ.-ს, ხოლო

გ.ბ., გ.მ. და სხვები იდგნენ თაღთან, ფარდულიდან მოშორებით. მიუხედავად ამისა,

პროკურატურის ვერსიით, ჩხუბის დასაწყისში გ.ბ. იმყოფებოდა ფარდულში და

ჭრილობებს აყენებდა დავით სარალიძეს, ხოლო მ.კ. იდგა ფარდულიდან 8-9

მეტრში. ხაზგასასმელია, რომ მ.კ.-ს ჩვენების გარდა, არ არსებობს ამის

დამადასტურებელი არცერთი სხვა მტკიცებულება.

ეს კიდევ ერთხელ ცხადად მიუთითებს პროკურატურის მოტივაციაზე -

მიეჩქმალათ მ.კ.-ს როლი დავით სარალიძის ჯგუფურ მკვლელობაში და იგი

ჩაენაცვლებინათ გ.ბ.-ით, ვისაც ისედაც უმტკიცდებოდა ლევან დადუნაშვილის

მკვლელობა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ არ გაითვალისწინა პროკურატურის

დაუსაბუთებელი ვერსია, გ.ბ. გაამტყუნა მხოლოდ ლევან დადუნაშვილის

მკვლელობაში, რაც მას მტკიცებულებათა ერთობლიობით უდასტურდებოდა,

ხოლო დავით სარალიძის მკვლელობის ნაწილში იგი გაამართლა მ.კ.-ს ჩვენებათა

არასანდოობისა და სხვა მტკიცებულებათა არარსებობის გამო.

პროკურატურამ განაჩენი გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოში და კვლავ

ცდილობს დავით სარალიძის ჯგუფური მკვლელობის ბრალდებაში გაამტყუნოს

გ.ბ. მას დღესაც არ წარუდგენია მ.კ.-ს მიმართ ბრალდება დავით სარალიძის

ჯგუფური მკვლელობის შესახებ.

Page 24: 2017 წლის 1 დეკემბერს თბილისში ... · 2020-01-14 · თბილისი, 2018 წლის 5 სექტემბერი. 2 ... 27

24

თავი 3. კომისიის მიერ შინაგან საქმეთა სამინისტროსა და

პროკურატურის საქმიანობაში გამოვლენილი დარღვევები

საქმის მასალების შესწავლის, ასევე, პროკურატურისა და შინაგან საქმეთა

სამინისტროს წარმომადგენელთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შედეგად,

კომისიამ დაადგინა მრავალი მნიშვნელოვანი დარღვევა, რაც ცხადყოფს

გამოძიების ტენდენციურად წარმართვის განზრახვას საგამოძიებო ორგანოების

მხრიდან.

3.2. მირზა სუბელიანის, მისი ოჯახის წევრებისა და ნათესავების

მიმართ გამოკვეთილი აშკარა მიკერძოება გამოძიებისას

ხორავას ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიიდან მალევე საზოგადოებისთვის

ცნობილი გახდა, რომ საქმის გარჩევასა და ჩხუბში ფიგურირებდნენ

პროკურატურის მაღალჩინოსნის, მირზა სუბელიანის შვილი ა.ს. და მისი

დეიდაშვილი მ.კ.

კომისიამ შეისწავლა მირზა სუბელიანის ჩარევის კვალი გამოძიების

პროცესში. ამ მიზნით, მან გამოიკვლია სუბელიანის შვილისა და მისი

დეიდაშვილის მიმართ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები. ინფორმაციის

გაანალიზების შედეგად, გამოიკვეთა მნიშვნელოვანი გარემოებები.

3.1.1. მირზა სუბელიანის შვილის, ა.ს.-ს მიმართ გამოძიებამ არ ჩაატარა, ან

დაგვიანებით ჩაატარა მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებები

- არ აიღო ანაწმენდები და ფრჩხილის ნიმუშები;3

- არ ჩაატარა საგამოძიებო ექსპერიმენტი;

- არ გაჩხრიკა მისი საცხოვრებელი ბინა;

- ა.ს.-ს მობილური ტელეფონი ამოიღო დაკითხვიდან 15 დღის შემდეგ,

როდესაც ყველა ინფორმაცია უკვე წაშლილი იყო;

3 ფრჩხილის ნიმუში შეიძლება შეიცავდეს როგორც სისხლისა და ბიოლოგიური მასალის კვალს, ისე

ტანსაცმლის ბოჭკოს.

Page 25: 2017 წლის 1 დეკემბერს თბილისში ... · 2020-01-14 · თბილისი, 2018 წლის 5 სექტემბერი. 2 ... 27

25

- არ ამოიღო ა.ს.-სა და მ.კ.-ს მიმოწერა სოციალურ ქსელში, რომლის

მეშვეობითაც გამოძიება დაადგენდა დანაშაულის მოტივს, განზრახვასა და

ორგანიზების დეტალებს;

- არ ამოიღო ა.ს.-ს ზურგჩანთა და შავი ფერის ქურთუკი;

- არ ჩაატარა არცერთი ფარული საგამოძიებო ღონისძიება, მათ შორის,

ტელეფონის მიყურადება.

3.1.2. მირზა სუბელიანის შვილის დეიდაშვილის, მ.კ.-ს მიმართ გამოძიებამ

არ ჩაატარა, ან დაგვიანებით ჩაატარა მთელი რიგი საგამოძიებო

მოქმედებები; ასევე, არ გადაამოწმა დანაშაულში მისი მონაწილეობის

ვერსია

გამოძიებისთვის 1 დეკემბერს უკვე ცნობილი გახლდათ, რომ მ.კ. იყო

ჩხუბის ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტი, რომელმაც დეიდაშვილის, ა.ს.-ს

დასახმარებლად 51-ე სკოლასთან მიიყვანა მეგობრები; მან ასევე იცოდა, რომ მ.კ. 1

დეკემბერს მომხდარი ჩხუბის შემდეგ მიიმალა და აშკარად მოიტყუა 2 დეკემბერს

მიცემულ ჩვენებაში. მიუხედავად ამისა, საგამოძიებო უწყებას მის მიმართ არ

ჩაუტარებია მთელი რიგი მნიშვნელოვანი მოქმედებები:

- არ ამოიღო მ.კ.-ს ტანსაცმელი (მაისური და ქურთუკი), თუმცა კი

გამოძიებას ჰქონდა ინფორმაცია, რომ მისი მაისური იყო სისხლიანი. აღსანიშნავია,

რომ თავად მ.კ.-მ და მისმა ძმამ, ლუკა კალანდიამ კომისიასთან გასაუბრებისას

განაცხადეს, რომ ეს ტანსაცმელი დღესაც მათ სახლში ინახება;

- არ ამოიღო მ.კ.-ს კომპიუტერი და არ შეამოწმა მისი მიმოწერა სოციალური

ქსელებით („ინსტაგრამი“ და „ფეისბუქი“) - ერთი მხრივ, ა.ს.-სთან და, მეორე მხრივ,

გ.ჯ.-სთან. ამ მიმოწერით, გამოძიება დაადგენდა დანაშაულის მოტივს,

განზრახვასა და ორგანიზების დეტალებს;

- არ ჩაატარა არცერთი ფარული საგამოძიებო ღონისძიება, მათ შორის,

ტელეფონის მიყურადება;

- არ გაჩხრიკა მისი საცხოვრებელი სახლი;

- არ ჩაწერა ფარულად მ.კ.-ს გამოკითხვა, განსხვავებით გ.მ.-ს, ა.დ.-სა და

გ.ბ.-სგან, მიუხედავად იმისა, რომ მ.კ. პირველ დღეს მიიმალა, ხოლო პირველივე

გამოკითხვისას პოლიციას ცრუ ინფორმაცია მიაწოდა; ამასთან, მ.კ., განსხვავებით

საქმის სხვა ფიგურანტებისგან, ჩხუბის დროს პრაქტიკულად სულ ფარდულში

Page 26: 2017 წლის 1 დეკემბერს თბილისში ... · 2020-01-14 · თბილისი, 2018 წლის 5 სექტემბერი. 2 ... 27

26

იმყოფებოდა და უშუალოდ შეესწრო დავით სარალიძის სასიკვდილოდ დაჭრის

ფაქტს;

- მიკერძოებულად და დაგვიანებით ჩაატარა საგამოძიებო ექსპერიმენტი

მ.კ.-ს მონაწილეობით. კერძოდ:

ა) არ გამოიკითხა მოზარდების განლაგება ფარდულში დავით სარალიძის

მკვლელობისას, მაშინ, როდესაც გამოძიებისთვის ცნობილი იყო, რომ მ.კ.

ჩხუბის დასაწყისიდან დასასრულამდე იმყოფებოდა ფარდულში;

ბ) არ გაარკვია მ.კ.-სა და სხვა მოზარდების გაქცევის სრული მარშრუტი.

შესაბამისად, არ ამოიღო სვანიძის, გუდაურისა და ჯანაშიას ქუჩებზე

მდებარე გარე მეთვალყურეობის კამერების ჩანაწერები;

გ) არ დააზუსტა მაღაზია, რომელშიც მ.კ.-მ იყიდა წყალი. შესაბამისად, არ

დაუდგენია მაღაზიის გამყიდველის ვინაობა და არ გამოუკითხავს იგი.

- არ დაკითხა გამოძიებისთვის ცნობილი ყველა მოწმე, რომლებიც

ფლობდნენ მნიშვნელოვან ინფორმაციას მ.კ.-ს შესახებ;

- პროკურატურამ დაიყოლია ერთ-ერთი მოწმე4, სასამართლოსთვის არ

მიეწოდებინა ინფორმაცია, რომ მ.კ.-მ ჩხუბის დაწყებისას ხელი ჩაიყო ჯიბეში;

მ.კ.-ს სასარგებლოდ გამოძიების მიკერძოებას კიდევ უფრო ცხადად

წარმოაჩენს პროკურატურის მოქმედება. კერძოდ, შსს-მ გამოძიებით დაადგინა,

რომ ჩხუბის დაწყების მომენტში, როდესაც დავით სარალიძე დაეჯახა გ.ჯ.-ს და

შეაგდო ფარდულში, მას შეჰყვნენ მ.კ., და დ.ღ. ეს დასტურდება ჩვენებათა

ერთობლიობით. მიუხედავად ამისა, საქმის პროკურორი ზვიად ფხაკაძე

სასამართლოში და კომისიასთან შეხვედრაზე ავითარებდა ვერსიას, რომ მ.კ.-მ

ჩხუბის დაწყების შემდეგ 8-9 მეტრის (სასამართლოში ამბობდა 6-7 მეტრს)

მოშორებიდან დაინახა, როგორ მიაყენა გ.ბ.-მ დანით ჭრილობები დავით

სარალიძეს. პროკურატურის ვერსია ფარდულიდან ამ მანძილზე მ.კ.-ს ყოფნის

შესახებ ეყრდნობა მხოლოდ მ.კ.-ს ჩვენებას და სრულად ეწინააღმდეგება სხვა

მოწმეთა ჩვენებებს.

3.1.3. მ.კ.-სთვის დავით სარალიძის ჯგუფური მკვლელობის ბრალდების

წაუყენებლობა

პროკურატურა მთელი საქმის განმავლობაში იცავდა ვერსიას, რომ მ.კ.-მ

დაინახა, როგორ ურტყამდა გ.ბ. დანას დავით სარალიძეს. შემდეგ თვითონ მივიდა

4 ეს ინფორმაცია კომისიას მიაწოდა თავად მოწმემ (დ.ღ.-მ)

Page 27: 2017 წლის 1 დეკემბერს თბილისში ... · 2020-01-14 · თბილისი, 2018 წლის 5 სექტემბერი. 2 ... 27

27

დაჭრილ მოზარდთან, მუშტებით სცემდა მას და ცდილობდა დამორჩილებას.

პარალელურად, ან ამის შემდეგ, მან დაინახა, როგორ ურტყამდა დავით სარალიძეს

დანას მსჯავრდებული გ.ჯ. პროკურორმა ზვიად ფხაკაძემ მ.კ.-ს ეს მოქმედება

კომისიის სხდომაზე წარმოაჩინა, როგორც გაშველების მცდელობა, რაც სრული

აბსურდია.

მტკიცებულებათა ერთობლიობით - ექვსი მოწმის პირდაპირი ჩვენება, გ.ბ.-

სთან ფარულად ჩაწერილი გასაუბრება, თავად მ.კ.-სა და მისი ძმის ჩვენება,

რომელთაც, თავის მხრივ, ეყრდნობა პროკურატურა დასკვნით სიტყვაში - აშკარად

იკვეთება მ.კ.-ს ქმედებებში დანაშაულის ნიშნები. კერძოდ: პირი, რომელიც ხედავს,

რომ ადამიანს დანებით აყენებენ მრავლობით დაზიანებებს მუცელსა და გულ-

მკერდში, ის კი ამ დროს ხელით იჭერს და მუშტებს ურტყამს (პროკურატურის

ვერსიით) მსხვერპლს სახესა და ლავიწის არეში, თავისი აქტიური ქმედებით ხდება

განზრახ ჯგუფური მკვლელობის მონაწილე.

საქმის პროკურორის, ზვიად ფხაკაძის მიერ კომისიისთვის მიცემული ახსნა-

განმარტება, თითქოს მ.კ.-ს ამოძრავებდა გ.ჯ.-ს დახმარების განზრახვა, პირდაპირ

ეწინააღმდეგება პროკურატურის დასკვნით სიტყვაში სასამართლოს წინაშე

გამოხატულ პოზიციას. ამ პოზიციის მიხედვით, გ.ჯ. არ იმყოფება აუცილებელი

მოგერიების მდგომარეობაში. იგი განზრახ მოკვლის მიზნით, დანით აყენებს

ჭრილობებს დავით სარალიძეს. ამას ხედავს და ჩვენებებით ადასტურებს მ.კ.,

რომელიც ამ დროს იჭერს და ურტყამს მსხვერპლს. შესაბამისად, იგი აქტიურად

ეხმარება პირს, რომელსაც მკვლელობის განზრახვა აქვს.

3.1.4. მ.კ.-სთვის ბრალის წაუყენებლობა ცრუ ჩვენების მიცემის გამო

2 და 3 დეკემბერს, გამოკითხვისას, მ.კ.-მ პოლიციას მიაწოდა აშკარად

ურთიერთსაწინააღმდეგო და ცრუ ინფორმაცია; 2017 წლის 11 აპრილს

სასამართლო სხდომაზე მან ძირეულად შეცვალა გამოძიებისთვის მანამდე

მიცემული ჩვენებები,13 აპრილს კი ეს ჩვენებები ისევ დაადასტურა. აღნიშნული

ფაქტები არ გამხდარა იმის საფუძველი, რომ შსს-ს გამოძიება დაეწყო მ.კ.-ს მიმართ,

ხოლო პროკურატურას ბრალი წარედგინა ცრუ ჩვენების მიცემის გამო.

3.1.5. მირზა სუბელიანის მიმართ გამოძიებამ არ ჩაატარა მთელი რიგი

საგამოძიებო მოქმედებები

მირზა სუბელიანის მიმართ არ ჩატარდა მთელი რიგი საგამოძიებო

მოქმედებები, კერძოდ:

- გამოძიებამ 2018 წლის ივნისამდე არ დაკითხა იგი;

- არ ამოიღო მისი მობილური ტელეფონი (ტელეფონები);

Page 28: 2017 წლის 1 დეკემბერს თბილისში ... · 2020-01-14 · თბილისი, 2018 წლის 5 სექტემბერი. 2 ... 27

28

- ასევე არ ამოიღო მირზა სუბელიანის კუთვნილი ნომრიდან

(ნომრებიდან) დეტალური ინფორმაცია სატელეფონო ზარების შესახებ.

მირზა სუბელიანის სატელეფონო ზარებით დგინდება, რომ მას

რეგულარული კავშირი ჰქონდა როგორც საქმის გამომძიებელ ფიფიასთან, ისე

მოწმე მ.კ.-სთან 2018 წლის 11-13 აპრილს. სატელეფონო ზარების დეტალური

ამონაწერი შსს-მ ამოიღო მხოლოდ მას შემდეგ, რაც 2018 წლის 18 ივნისს ეს

ინფორმაცია მოითხოვა დროებითმა საგამოძიებო კომისიამ.

აუცილებლად ცალკე გამოსაყოფია პეკინის ქუჩა N3-ში მდებარე

კალანდიების საცხოვრებელ კორპუსთან დამონტაჟებული გარე სამეთვალყურეო

კამერის მონაცემები და გამოძიების მხრიდან მირზა სუბელიანის დაფარვა

დათვალიერების ოქმში. აღნიშნული კამერით დაფიქსირებულია

მტკიცებულებათა განადგურების, აგრეთვე, მ.კ.-სა და გ.ჯ.-ს გადამალვის ფაქტები.

კამერის მონაცემებით დგინდება, რომ 15:37 სთ-ზე მირზა სუბელიანი ფეხით

შედის კორპუსის ეზოში, თუმცა გამოძიებას მისი გადაადგილება 2018 წლის 24

იანვრის დათვალიერების ოქმში დაფიქსირებული საერთოდ არ აქვს. 15:59 სთ-ზე

მირზა სუბელიანი და თენგიზ კალანდია ფეხით გამოდიან კორპუსის ეზოდან.

შესაბამისად, 15:37-იდან 15:59 სთ-მდე მირზა სუბელიანი დანაშაულის

დაფარვისკენ მიმართული ყველა უკანონო ქმედების თვითმხილველი გახლდათ,

კამერის დათვალიერების ოქმში კი გამომძიებელმა ირაკლი ფიფიამ ის მოიხსენია,

როგორც „უცნობი მამაკაცი“.

3.1.6. გამოძიებამ არ გამოკითხა მირზა სუბელიანის მეუღლე, თეა კაკუბავა,

და ცოლისდა - ლელა კაკუბავა

მირზა სუბელიანის მეუღლე საქმის კურსში იყო ხორავას ქუჩაზე მომხდარი

ჩხუბის დეტალების შესახებ. ის კალანდიების სახლში იმყოფებოდა, როდესაც

დაიგეგმა იქ მყოფი გ.ჯ.-სა და მ.კ.-ს გადამალვა, აგრეთვე, განადგურდა

მტკიცებულებები. მიუხედავად ამისა, თეა კაკუბავა გამოძიებას არ დაუკითხავს.

საგულისხმოა, რომ მსჯავრდებულ გ.ჯ.-ს მიერ სასამართლოზე მიცემული ჩვენების

თანახმად, თეა კაკუბავა დარდობდა, რომ სამართალდამცველები ნახავდნენ

“ტელეფონის დარეკილებსა” და “მინაწერებს“; შესაბამისად, დაიჭერდნენ მის

შვილს, ა.ს.-სა და დისშვილს - მ.კ.-ს.

ასევე არ დაკითხულა იმავე პერიოდში სახლში მყოფი მ.კ.-ს დედა - ლელა

კაკუბავა.

Page 29: 2017 წლის 1 დეკემბერს თბილისში ... · 2020-01-14 · თბილისი, 2018 წლის 5 სექტემბერი. 2 ... 27

29

3.2. შემთხვევის ძირითადი ადგილისა და მეორე ადგილის

არასათანადო დათვალიერება, შესაბამისი მტკიცებულებების

განადგურება, ან არმოპოვება

კომისიას მიაჩნია, რომ შემთხვევის ძირითადი ადგილის უხარისხო

დათვალიერებამ და მეორე ადგილის დაუთვალიერებლობამ უარყოფითი გავლენა

მოახდინა გამოძიების მიმდინარეობაზე.

შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმში აღწერილი და დადგენილი არ

არის ძირითადი შემთხვევის ადგილის - ფარდულის ზუსტი სიმაღლე, სიგანე და

სიღრმე. ამასთან, გამოძიებამ არ შეინახა და არ დაიცვა ფარდული, რომლის

დემონტაჟის გამო გართულდა საგამოძიებო ექსპერიმენტების სრულფასოვნად

ჩატარება და დანაშაულის ჩადენის სრული სურათის აღდგენა.

ყურადსაღებია, რომ გამოძიებას არ დაუთვალიერებია შემთხვევის მეორე

ადგილი (ონკანიანი ეზო), მდებარე პეტრიაშვილის N18/ხორავას N26-ში, სადაც

ხორავას N4-იდან გამოქცეული მოზარდები შეიკრიბნენ, ისაუბრეს მომხდარის

შესახებ, გარეცხეს დანა და ჩამოიბანეს სისხლი. ამ საქმისათვის მნიშვნელოვან

ადგილზე არ გაუყვანიათ ექსპერტ-კრიმინალისტები, არ აუღიათ ნიმუშები და არ

დაუკითხავთ პეტრიაშვილის N18/ხორავას N26-ის არცერთი მცხოვრები.

3.3. გარე სამეთვალყურეო კამერების ჩანაწერების ამოღებასა და

დათვალიერებასთან დაკავშირებული დარღვევები

გამოძიებას არ ამოუღია შემდეგი კამერების ჩანაწერები:

- ხორავას N4/ტატიშვილის N17-ში მდებარე მაღაზიის კამერა,

რომლის ჩანაწერიც ინახება 12 დღის განმავლობაში. ამ ჩანაწერებით

გამოჩნდებოდა ხორავას N4-ის ეზოში შემავალ მოზარდთა ვინაობა;

- თარხნიშვილის N21-ში არსებული სადარბაზოს კამერა,

რომელზეც გამოჩნდებოდა დანაშაულის ჩადენის შემდეგ ჩხუბში

მონაწილე პირების გაქცევა;

- ჯანაშიას N16/18 სადარბაზოს კამერა, რომელზეც გამოჩნდებოდა

გ.ჯ.-ს, გ.ბ.-ს, მ.კ.-ს, გ.ი.-ს, ა.დ.-ს, გ.მ.-სა და მათი თანმხლები პირების

გადაადგილება შემთხვევის ძირითადი ადგილიდან მეორე

ადგილამდე;

Page 30: 2017 წლის 1 დეკემბერს თბილისში ... · 2020-01-14 · თბილისი, 2018 წლის 5 სექტემბერი. 2 ... 27

30

- სვანიძის N4-ში არსებული კამერა, რომელზეც გამოჩნდებოდა

გ.ჯ.-ს, გ.ბ.-ს, მ.კ.-ს, გ.ი.-ს, ა.დ.-ს, გ.მ.-ს, ა.ს.-ს, თ.ჩ.-ს, ს.ფ.-ს, თ.ბ.-სა და

მათი თანმხლები პირების გაქცევის ეპიზოდი;

- ზანდუკელის ქუჩაზე მდებარე „კოფეინის“ კამერა, რომელზეც

გამოჩნდებოდა შემთხვევის ადგილიდან გაქცეული დ.ღ.-ს

გადაადგილება და შეხვედრა მის მეგობრებთან.

კომისიამ მნიშვნელოვანი დარღვევები დააფიქსირა გამოძიების მიერ

კამერების ჩანაწერთა დათვალიერების პროცესში:

- გამოძიებამ დაათვალიერა 51-ე სკოლის წინ მდებარე აფთიაქის

კამერის ჩანაწერი, მაგრამ შესაბამის ოქმში არ დააფიქსირა

მნიშვნელოვანი გარემოება, კერძოდ, მ.კ.-ს მიერ რაღაც საგნის ჩვენება

თავისი მეგობრებისთვის. შესაბამისად, გამოძიებამ არ ჩაატარა ამ

ფაქტის გამოსაკვლევად საჭირო საგამოძიებო მოქმედებები. ეს

გარემოება გამოიკვლია კომისიამ და დაადგინა, რომ ხსენებული

ნივთი იყო „ტარი“, რომელსაც შეიძლება ჰქონოდა მჭრელი პირი;

- თარხნიშვილის ქუჩა N13-ში მდებარე შპს „კოფე-ბინის“ გარე

სამეთვალყურეო კამერის ჩანაწერში ჩანს, რომ მკვლელობის შემდგომ

მსჯავრდებულების მხარეს მყოფი 10 მოზარდი გარბის 14:06:18-სთ-

დან 14:06:44-სთ-მდე შუალედში. გამოძიებამ არ დაადგინა ყველა

მათგანის ვინაობა. აღსანიშნავია, რომ კომისიამ შეძლო ამ

მოზარდების იდენტიფიცირება, რისთვისაც საჭირო გახდა სხვა

კამერების ჩანაწერთა გაანალიზება და გამოსახულებების შედარება;

- გამოძიების მიერ შპს „სუფთა სახლის“ კამერაზე არ იყვნენ

იდენტიფიცირებულნი მოზარდ ი.ჯ.-ს მეგობრები, რომლებიც

შემდგომი გამოძიების პროცესში არ დაკითხულან;

- შპს „სანშაინის“ კუთვნილი გარე სამეთვალყურეო კამერების

ჩანაწერები 2018 წლის 24 იანვარს დაათვალიერა საქმის

მწარმოებელმა გამომძიებელმა ირაკლი ფიფიამ. დათვალიერების

ოქმში მან არ დააფიქსირა კალანდიების საცხოვრებელი კორპუსის

ეზოში შემავალი მირზა სუბელიანი, ხოლო როცა ეს უკანასკნელი

თენგიზ კალანდიასთან ერთად გამოდიოდა ეზოდან, მიუთითა, რომ

იყო „უცნობი მამაკაცი“.

გარე სამეთვალყურეო კამერების ჩანაწერების ამოღებასა და

დათვალიერებასთან დაკავშირებული დარღვევების გამო: ა) დროულად არ

დადგინდა ჩხუბში მონაწილე პირთა ვინაობა; ბ) არ გადამოწმდა გამოკითხვებით

Page 31: 2017 წლის 1 დეკემბერს თბილისში ... · 2020-01-14 · თბილისი, 2018 წლის 5 სექტემბერი. 2 ... 27

31

მიღებული ინფორმაციის ნამდვილობა; გ) საქმეზე არ დაფიქსირდა დამატებითი

მტკიცებულებები.

ეს ყოველივე გახლავთ საგამოძიებო პროცესის მიკერძოებით ჩატარების

მორიგი მაგალითი, რამაც სერიოზული გავლენა იქონია სიმართლის დადგენაზე.

3.4. დარღვევები კომუნიკაციის ტექნიკური საშუალებებიდან

მტკიცებულებათა მოპოვებისას

გამოძიებამ არ ამოიღო ა.ს-სა და მ.კ.-ს, მ.კ.-სა და გ.ჯ.-ს, გ.ჯ.-სა და გ.მ.-ს, გ.ჯ.-

სა და გ.ბ.-ს მიმოწერა, რაც უმნიშვნელოვანესი მტკიცებულება იყო 51-ე სკოლასთან

მისული მოზარდების ჯგუფის განზრახვის დასადგენად. აღსანიშნავია, რომ

არცერთ ეტაპზე გამოძიება არ დაინტერესებულა ამ მიმოწერით და არ შეუმოწმებია

ფიგურანტთა ტექნიკური საშუალებები.

გამოძიებამ დაგვიანებით ამოიღო ა.ს.-ს, გ.მ.-ს, ა.დ.-ს, თ.ჩ.-ს, დ.შ.-ს, ს.ფ.-ს,

დ.ნ.-ს და ი.ნ.-ს მობილური ტელეფონები, გ.ბ.-ს, დ.ღ.-ს, გ.მ.2-ის, ლ.ს.-ს, ლ.ბ.-ს,

გ.ჯ.2-ისა და თ.ქ.-ს ტექნიკური საშუალებები კი საერთოდ არ ამოუღია.

აღსანიშნავია, რომ გამოძიებას არც კი უცდია „ფეისბუქთან“ დაკავშირება

წაშლილი მიმოწერის აღდგენის მიზნით და ამ ინფორმაციის ოფიციალურად

გამოთხოვა შესაბამისი საერთაშორისო პრაქტიკის მიხედვით. ეს დაადასტურა

შინაგან საქმეთა მინისტრმა კომისიისთვის ახსნა-განმარტების მიცემისას.

გამოძიების ზედამხედველმა პროკურორმა ზვიად ფხაკაძემ ტექნიკური

საშუალებების ამოუღებლობის მიზეზად კომისიას დაუსახელა მოზარდების

სატელეფონო კომუნიკაციის ფარული მიყურადება, რაც არ არის კომისიისთვის

დამაჯერებელი არგუმენტი იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ამგვარი ფარული

საგამოძიებო მოქმედებები მოზარდების მიმართ არ ჩატარებულა.

აღსანიშნავია, რომ გამოძიების პირველ ეტაპზე შერჩევით განხორციელდა

მხოლოდ გ.ბ.-ს, ა.დ.-სა და გ.მ.-სთან გასაუბრების ფარულად ჩაწერა, ხოლო საქმის

სასამართლოში წარმართვამდე არ ჩატარებულა არცერთი სხვა ფარული

საგამოძიებო მოქმედება.

3.5. თვითმხილველთა დაკითხვასთან დაკავშირებული დარღვევები

შემთხვევის ადგილი - ხორავას ქუჩა N4-ის შიდა ეზო - მდებარეობს ხორავას

N4-ის, ტატიშვილის N17-N19-ისა და თარხნიშვილის N14-ის მრავალბინიან

საცხოვრებელ სახლებს შორის. მომხდარი ჩხუბის ათეულობით

თვითმხილველთაგან, საქმის მასალების მიხედვით, 1 დეკემბერს დაიკითხა სამი

Page 32: 2017 წლის 1 დეკემბერს თბილისში ... · 2020-01-14 · თბილისი, 2018 წლის 5 სექტემბერი. 2 ... 27

32

პირი: დიანა ბოლოთაშვილი, თამარ გოცირიძე და ა.ბ. საქმეში მირზა სუბელიანის

გამოჩენისთანავე, თვითმხილველთა დაკითხვები 2017 წლის 1 დეკემბერს წყდება

და გრძელდება მხოლოდ 18 დეკემბერს. მათი ნაწილი გამოძიებამ საერთოდ არ

დაკითხა.

2017 წლის 4-დან 14 დეკემბრამდე (10 დღით) საქმეში შეწყდა

არასრულწლოვანთა დაკითხვებიც. ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტი,

საპირფარეშოს ინციდენტისა და ფარდულის ჩხუბის მონაწილე დ.ღ. დაიკითხა 14

დეკემბერს, ხოლო მისი მეგობარი, ასევე საპირფარეშოს ინციდენტში მონაწილე

დ.ნ. - 21 დეკემბერს.

თვითმხილველებისა და საქმის ფიგურანტების დაგვიანებულმა

დაკითხვებმა მნიშვნელოვნად უარყოფითი გავლენა იქონია დანაშაულის ჩადენის

სრული სურათის აღდგენასა და სიმართლის დადგენაზე.

გამოძიების მიერ 31 მაისამდე საერთოდ არ დაკითხულა რამდენიმე

არასრულწლოვანი, მიუხედავად იმისა, რომ მათ ჰქონდათ გამოძიებისთვის

მნიშვნელოვანი საკვანძო ინფორმაცია.

კომისიამ დაადგინა, რომ მოწმეთა ნაწილი, მათ შორის, არასრულწლოვნები,

პოლიციაში დაკითხეს, თუმცა საქმის მასალებში არ დევს შესაბამისი დოკუმენტები

- არც სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თანახმად შედგენილი

გამოკითხვა/დაკითხვის და არც პოლიციის შესახებ კანონის მიხედვით5

შედგენილი გასაუბრების ოქმები.

3.6. საცხოვრებელი ბინების ჩხრეკა-ამოღებასთან დაკავშირებული

დარღვევები

ჩხუბში მონაწილე 25-ზე მეტ მოზარდს შორის გაჩხრეკილია მხოლოდ 5-ის

(თ.ნ., დ.ნ., დ.ღ., გ.ბ., და გ.ჯ.) საცხოვრებელი ბინა.

გამოძიებისთვის ცნობილი იყო, რომ ფარდულში ჩხუბისას დავით

სარალიძესთან ფიზიკური შეხება ჰქონდათ მ.კ.-სა და გ.მ-ს. გარდაცვლილს

მიყენებული ჰქონდა 12 ჭრილობა, ხოლო მასთან კონტაქტში მყოფ მოზარდებს

ტანსაცმელი ჰქონდათ სისხლიანი. მიუხედავად ამისა, გამოძიებამ არ გაჩხრიკა

5 პოლიციის შესახებ კანონის შესაბამისად მოწმეებთან გასაუბრება სათანადო ოქმების გარეშე

დაადასტურა კომისიის სხდომაზე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა, შალვა

ბედოიძემ;

Page 33: 2017 წლის 1 დეკემბერს თბილისში ... · 2020-01-14 · თბილისი, 2018 წლის 5 სექტემბერი. 2 ... 27

33

არცერთი მათგანის სახლი6 ცივი იარაღის მოსაძებნად. მ.კ.-ს შემთხვევაში,

გამოძიებას არ ამოუღია მისი სისხლიანი ტანსაცმელი.

გ.ბ.-ს ფარული ჩანაწერითა და დეტექტივების სამმართველოს პირველი

განყოფილების უფროსის, კახა სირაძის პატაკით, გამოძიება ფლობდა

ინფორმაციას, რომ ჩხუბში დანა შეიძლება გამოეყენებინა დ.ღ-ს. მიუხედავად

ამისა, 2017 წლის 2 დეკემბერს გამომძიებელს მისი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკა არ

ჩაუტარებია. გამოძიება დაკმაყოფილდა მხოლოდ ნებაყოფლობით წარმოდგენილი

ტანსაცმლის ამოღებით.

ჩხუბში მონაწილე არასრულწლოვნებს შორის გამოძიებას არ ამოუღია გ.ი.-ს

სისხლიანი ფეხსაცმელი და არ გადაუმოწმებია ა.დ.-ს ტანსაცმელსა თუ

ფეხსაცმელზე სისხლის კვალის არსებობა. გამოძიებამ ასევე არ გაჩხრიკა ა.ს.-ს

სახლი და არ ამოიღო მისი ქურთუკი და ზურგჩანთა.

ზემოაღნიშნული დარღვევები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ გამოძიება

მიმდინარეობდა ტენდენციურად და არ იყო მიმართული საქმის გარემოებების

სრულფასოვნად დადგენისაკენ.

3.7. გამოძიების არდაწყება გ.მ.-ს დაჭრის ფაქტზე

2017 წლის 2 დეკემბერს დაიკითხა გ.მ., რომელმაც განაცხადა, რომ ჩხუბის

დროს მას ზურგის არეში მიაყენეს დაზიანება (კერძოდ, გულმკერდის უკან,

ხერხემლის ხაზიდან 1.5 სმ-ით მარცხნივ, დაახლოებით, მე-8-9 ნეკნების

მიმდებარედ). მიუხედავად იმისა, რომ ეს ინფორმაცია მყისიერად გახდა ცნობილი

გამოძიებისთვის, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა დაინიშნა მხოლოდ 12

დეკემბერს, ასევე, არ დაიწყო გამოძიება გ.მ.-ს ჯანმრთელობის დაზიანების

ფაქტთან დაკავშირებით და არ ჩატარდა შესაბამისი მოქმედებები დამნაშავის

გამოსავლენად.

3.8. დ.ღ.-ს მიმართ მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებების

ჩაუტარებლობა

მიუხედავად იმისა, რომ დ.ღ. იყო ხორავას ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიის

უმნიშვნელოვანესი ფიგურანტი, მისი პირველი გამოკითხვის ოქმი საქმეში

თარიღდება 14 დეკემბრით. კომისიამ დაადგინა, რომ 1 დეკემბერს დ.ღ. გამოკითხეს

პოლიციის განყოფილებაში, თუმცა უცნობია ამ გამოკითხვის შინაარსი, ვინაიდან

საქმეში არ ფიგურირებს შესაბამისი ოქმი.

6 გ.მ.-ს შემთხვევაში უნდა გაჩხრეკილიყო მისი მეგობრის, თ.ქ.-ს სახლი, სადაც გ.მ. იმყოფებოდა 1

დეკემბერს დილის საათებში და დაბრუნდა ხორავას ქუჩაზე მომხდარი ჩხუბის შემდეგ.

Page 34: 2017 წლის 1 დეკემბერს თბილისში ... · 2020-01-14 · თბილისი, 2018 წლის 5 სექტემბერი. 2 ... 27

34

2 დეკემბერს გამოძიებას ჰქონდა ინფორმაცია, რომ გ.მ. შეიძლება დაეჭრა

აღწერილობით დ.ღ.-ს მსგავს პირს. მიუხედავად ამისა, გამოძიებამ არ

განახორციელა შესაბამისი მოქმედებები, კერძოდ:

- 2017 წლის 2 დეკემბერს, ოპერატიული ინფორმაციის მიუხედავად, არ

გაჩხრიკა დ.ღ.-ს სახლი დანის მოსაძებნად;

- არ ჩაატარა დ.ღ.-ს ამოცნობის პროცედურა სხვა ფიგურანტების მეშვეობით;

- დ.ღ.-ს 14 დეკემბრამდე არ აუღო ანაწმენდები და ფრჩხილების ნიმუში;

- არ განახორციელა დ.ღ.-ს მიმართ ფარული საგამოძიებო მოქმედებები;

- არ ჩაატარა საგამოძიებო ექსპერიმენტი დ.ღ.-ს მონაწილეობით.

ყურადსაღებია, რომ გამოძიებას საქმის სასამართლოში წარმართვამდე არ

დაუკითხავს დ.ღ.-ს მეგობარი მოზარდები, რომლებიც მისგან ფლობდნენ

მნიშვნელოვან ინფორმაციას, მათ შორის, ჩხუბის დაწყებისას მ.კ.-ს მიერ ჯიბეში

ხელის ჩაყოფაზე. ამ ფაქტის ირგვლივ არ დაუკითხავთ არც თავად დ.ღ., ხოლო

სასამართლო პროცესამდე პროკურორმა ფხაკაძემ ამ ინფორმაციას უმნიშვნელო

უწოდა.7

3.9. დავით სარალიძის მკვლელობაში გ.მ.-ს მონაწილეობის ვერსიის

დაუმუშავებლობა

მოწმეთა ჩვენებებით გამოძიებას პირველივე დღეებში ჰქონდა ინფორმაცია,

რომ ფარდულში დავით სარალიძესთან უშუალო შეხება ჰქონდა სულ რამდენიმე

პირს, მათ შორის გ.მ-ს. გამოძიებისთვის ასევე ცნობილი გახლდათ, რომ გ.მ.-ს

ტანსაცმელზე შეიძლება ყოფილიყო სისხლი. აქედან გამომდინარე, აუცილებლად

უნდა დამუშავებულიყო ვერსია, რომელიც დაადგენდა, მონაწილეობდა თუ არა გ.მ.

დავით სარალიძის ჯგუფურ მკვლელობაში.

აშკარაა, რომ გამოძიებას არ ჩაუტარებია სათანადო საგამოძიებო

მოქმედებები, რომლებიც დაადასტურებდა ან გამორიცხავდა ამ ვერსიას, კერძოდ;

ა) არ გაჩხრიკეს გ.მ.-ს საცხოვრებელი ბინა;

ბ) არ ამოიღეს მისი ფეხსაცმელი;

7 დ.ღ.-ს ახსნა-განმარტების თანახმად.

Page 35: 2017 წლის 1 დეკემბერს თბილისში ... · 2020-01-14 · თბილისი, 2018 წლის 5 სექტემბერი. 2 ... 27

35

გ) არ გაჩხრიკეს თ.ქ.-ს საცხოვრებელი ბინა, სადაც გაირეცხა გ.მ.-ს სისხლიანი

ტანსაცმელი;

ე) გ.მ.-ს საგამოძიებო ექსპერიმენტი ჩაატარეს არასრულყოფილად - არ

დაადგინეს ხორავას ქუჩა N4-იდან გაქცევის მარშრუტი და არ მიიყვანეს გ.მ.

ხორავას N26-ში;

ვ) გ.მ.-ს მობილური ტელეფონი არ ამოიღეს 21 დეკემბრამდე, ამოღების

შემდეგ კი მასში საქმისთვის საჭირო მტკიცებულებები აღარ იყო;

ზ) არ განახორციელეს გ.მ.-ს ფარული სატელეფონო მიყურადება;

თ) არ ამოიღეს გ.მ.-სა და თ.ქ.-ს კომპიუტერები;

ი) არ ამოიღეს გ.მ.-ს კომუნიკაცია მესამე პირებთან, მათ შორის, არც გ.ჯ.-სა

და გ.მ.-ს 1 დეკემბრის მიმოწერა საქმის გასარჩევად წასვლამდე.

3.10. საქმესთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი დამატებითი

გარემოებები

შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურის მიერ აშკარად

არაობიექტურად ჩატარებული გამოძიების შედეგად, სისხლის სამართლის საქმის

სასამართლოში გადაგზავნილ მასალებში არ დაფიქსირდა დავით სარალიძის

მკვლელობასთან დაკავშირებული საკვანძო გარემოება.

კერძოდ, საგამოძიებო კომისიამ მტკიცებულებების მიხედვით დაადგინა,

რომ დავით სარალიძის მკვლელობაში პროკურატურის მხრიდან აქამდე

დაუდგენელ ფიგურანტს, მ.კ.-ს, ხელში ეჭირა ნივთი, რომელსაც ფარდულში

ჩხუბის დროს ურტყამდა დავით სარალიძეს. კომისიამ დამატებით გაარკვია, რომ

ეს საგანი მ.კ.-მ:

- ჩხუბამდე აჩვენა 51-ე სკოლის წინ შეკრებილ მეგობრებს;

- ჩხუბის შემდეგ აჩვენა ხორავას N 26-ში შეკრებილ მეგობრებს და აღნიშნა,

რომ ამ საგანს ურტყამდა დავით სარალიძეს.

Page 36: 2017 წლის 1 დეკემბერს თბილისში ... · 2020-01-14 · თბილისი, 2018 წლის 5 სექტემბერი. 2 ... 27

36

მოწმეთაგან ახსნა-განმარტებების მიღების პროცესში კომისიამ მოიპოვა

აღნიშნული საგნის ესკიზი, თუმცა დანამდვილებით ვერ დგინდება, ჰქონდა თუ

არა მ.კ.-ს ნივთს - “ტარს” - მჭრელი პირი.8

აღსანიშნავია, რომ საქმის მასალებში აღმოჩნდა ვიდეოჩანაწერი, რომელშიც

ფიქსირდება, როგორ აჩვენებს მ.კ. თავის მეგობრებს ამ საგანს. ეს ჩანაწერი

გამოძიებისთვის საწყის ეტაპზევე იყო ხელმისაწვდომი, თუმცა კომისიის

შექმნამდე გამოძიებას და პროკურატურას არ დაუფიქსირებია ეს მნიშვნელოვანი

საკვანძო დეტალი. მათ ასევე არ გამოუკითხავთ შესაბამისი მოწმეები და არ

უმუშავიათ დავით სარალიძის მკვლელობაში მ.კ.-ს მონაწილეობის ვერსიაზე, რაც

გამოძიების აშკარა მიკერძოებაზე მიუთითებს.

მ.კ.-ს მხრიდან გარკვეული საგნის ფლობა და ჩხუბისას მისი გამოყენება

კიდევ უფრო ამყარებს კომისიის შუალედურ რეკომენდაციას, მ.კ.-ს მიმართ

დაწყებულიყო სისხლისსამართლებრივი დევნა არასრულწლოვანი დავით

სარალიძის განზრახ ჯგუფური მკვლელობის ბრალდებით (დანაშაული,

გათვალისწინებული სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის 2-ე ნაწილის

“ბ” და “ე” ქვეპუნქტებით).

თავი 4. უსაფრთხოება სკოლებში

კომისიამ მუშაობის შედეგად შეისწავლა უსაფრთხოების მდგომარეობა 51-ე

საჯარო და 1-ელ ექსპერიმენტულ სკოლებში, მოსწავლეებს შორის ინციდენტების

მიზეზები, ასევე, მათზე რეაგირება, და დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი

გარემოებები:

4.1. გაზრდილი აგრესიული ფონი - მოსწავლეებს შორის სიტყვიერი

და ფიზიკური შეურაცხყოფა, ჩაგვრა/ბულინგი, იარაღის ტარება,

სკოლიდან გაპარვა, გაკვეთილების ჩაშლა.

საგამოძიებო კომისიის მუშაობის ფარგლებში, ასევე, გამოძიების მასალების

შესწავლით, ირკვევა, რომ 2017 წლის 1-ლ დეკემბერს მომხდარ ტრაგედიას წინ

უძღოდა:

- სკოლაში სასწავლო პროცესის დროს ჩაგვრის/ბულინგის საფუძველზე

განვითარებული კონფლიქტი მე-11 და მე-9 კლასელებს შორის. კერძოდ,

შესვენებაზე სკოლის საპირფარეშოში თ.ჩ.-სა და ა.ს.-ს ჩაგვრა/ბულინგი მე-

11 კლასელების, დ.ღ.-სა და დ.ნ-ს მხრიდან , რის გამოც მოხდა შელაპარაკება;

8 აღნიშნულთან დაკავშირებით, საქმეში მოიპოვება მხოლოდ ერთი მოწმის ჩვენება.

Page 37: 2017 წლის 1 დეკემბერს თბილისში ... · 2020-01-14 · თბილისი, 2018 წლის 5 სექტემბერი. 2 ... 27

37

- კონფლიქტური სიტუაცია გაგრძელდა დერეფანში, ერთი მხრივ, დ.ღ.-სა

და ა.ს.-ს და, მეორე მხრივ, დ.ნ.-სა და თ.ჩ.-ს შორის. შელაპარაკებაში

მონაწილეობდა დავით სარალიძეც. ინციდენტი ამით არ ამოწურულა.

მოსწავლეები (დ.ნ. და თ.ჩ.) შეთანხმდნენ, რომ გაკვეთილების შემდეგ

შეხვდებოდნენ და გააგრძელებდნენ საქმის გარჩევას;

- ა.ს. დაუკავშირდა თავის მე-12 კლასელ დეიდაშვილს, მ.კ.-ს, და სთხოვა

დახმარება;

- სასწავლო პროცესის დამთავრებამდე, 13:40 სთ-სთვის, სკოლასთან

შეიკრიბნენ ა.ს-ს დეიდაშვილი მ.კ. და მისი მეგობრები (გ.ჯ., გ.ბ., გ.მ., ა.დ. და

გ.ი.), თ.ჩ., ა.ს. და მათი მე-9 კლასელი მეგობრები ს.ფ. და თ.ბ., ასევე, დ.ღ.-სა

და დ.ნ.-ს მე-11 კლასელი მეგობრები. სკოლის წინ თავი მოიყარა,

დაახლოებით, 30-35-მა მოსწავლემ, რომლებიც საქმის გასარჩევად წავიდნენ

ბაქრაძის ქუჩისკენ.

სურათი 4.1. 13:52 სთ, 51-ე სკოლასთან შეკრებილი მოზარდები მიემართებიან საქმის

გასარჩევად ბაქრაძის ქუჩისკენ.

საგამოძიებო კომისიისთვის სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების

მანდატურის სამსახურიდან მოწოდებული მასალებიდან ირკვევა, რომ ფაქტორები,

რომლებიც ხორავას ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიის წინაპირობა გახდა, სისტემური

და მზარდი პრობლემაა. კომისიამ გააანალიზა სტატისტიკა, რომელიც ადასტურებს

სკოლებში უსაფრთხოების კუთხით არსებულ სერიოზულ პრობლემებს. ამ

ანალიზის შედეგად დგინდება, რომ:

1. ქვეყნის მასშტაბით საგრძნობლად მომატებულია მოსწავლეებს შორის

სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტები:

- 2015-16 ს.წ. - 2582 შემთხვევა; 2016-17 ს.წ. – 2538; 2017-18 ს.წ - 3673.

მოსწავლეებს შორის სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის

სტატისტიკა გაზრდილია კონფლიქტში მონაწილე მოზარდების

სკოლებშიც. კერძოდ:

Page 38: 2017 წლის 1 დეკემბერს თბილისში ... · 2020-01-14 · თბილისი, 2018 წლის 5 სექტემბერი. 2 ... 27

38

ა) 51-ე საჯარო სკოლა: 2015-16 ს.წ. - 77 შემთხვევა; 2016-17 ს.წ. - 92; 2017-

18 ს.წ - 139;

ბ) 1-ლი ექსპერიმენტული სკოლა: 2015-16 ს.წ. - 13 შემთხვევა; 2016-17 ს.წ.

- 31; 2017-18 ს.წ - 62;

გ) 61-ე საჯარო სკოლა: 2015-16 ს.წ. – 4 შემთხვევა; 2016-17 ს.წ. - 4; 2017-18

ს.წ - 2.

61-ე სკოლის დაბალი სტატისტიკა ამოვარდნილია საერთო ეროვნული

სტატისტიკიდან და შეიძლება მეტყველებდეს ადმინისტრირების

პრობლემებზე სკოლაში დარღვევათა რეგისტრაციის კუთხით.

2. ბოლო წლებში ასევე საგრძნობლად არის მომატებული სკოლებში

აკრძალული ნივთების9 მოხმარება. კერძოდ:

- 2015-16 ს.წ. – 1806 შემთხვევა; 2016-17 ს.წ. - 1866; 2017-18 ს.წ - 2452.

აკრძალული ნივთების მოხმარების სტატისტიკა გაზრდილია

კონფლიქტში მონაწილე მოზარდების სკოლებშიც. კერძოდ:

ა) 51-ე საჯარო სკოლა: 2015-16 ს.წ. – 3 შემთხვევა; 2016-17 ს.წ. - 35; 2017-18

ს.წ - 32;

ბ) 1-ლი ექსპერიმენტული სკოლა: 2015-16 ს.წ. – 18 შემთხვევა; 2016-17 ს.წ.

- 28; 2017-18 ს.წ - 43;

გ) 61-ე საჯარო სკოლა: 2015-16 ს.წ. – 0 შემთხვევა; 2016-17 ს.წ. - 1; 2017-18

ს.წ - 9.

61-ე სკოლის დაბალი სტატისტიკა ამოვარდნილია საერთო ეროვნული

სტატისტიკიდან და შეიძლება მეტყველებდეს ადმინისტრირების

პრობლემებზე სკოლაში დარღვევათა რეგისტრაციის კუთხით.

3. ყურადსაღებია მაღალი რისკის შემცველი საგნების (დანა, ბასრი ან

მჩხვლეტავი საგანი და სხვა) სტატისტიკა.

- 2015-16 ს.წ. – 187 შემთხვევა; 2016-2017 ს.წ. – 177; 2017-2018 – 176.

საინტერესოა მაღალი რისკის შემცველი საგნების ამოღების სტატისტიკა

კონფლიქტში მონაწილე მოზარდების სკოლებში. კერძოდ:

ა) 51-ე საჯარო სკოლა: 2015-16 ს.წ. – 0 შემთხვევა; 2016-17 ს.წ. - 4; 2017-18

ს.წ - 2;

ბ) 1-ლი ექსპერიმენტული სკოლა: 2015-16 ს.წ. – 1 შემთხვევა; 2016-17 ს.წ.

- 5; 2017-18 ს.წ - 1;

9 აკრძალულ ნივთებში შედის თამბაქო, სანთებელა, ასანთი, ბანქო და სხვა.

Page 39: 2017 წლის 1 დეკემბერს თბილისში ... · 2020-01-14 · თბილისი, 2018 წლის 5 სექტემბერი. 2 ... 27

39

გ) 61-ე საჯარო სკოლა: 2015-16 ს.წ. – 0 შემთხვევა; 2016-17 ს.წ. - 0; 2017-18

ს.წ - 0.

სამივე სკოლაში ასეთი დაბალი სტატისტიკა, განსაკუთრებით, წლის

განმავლობაში 0 შემთხვევის დაფიქსირება, შეიძლება მიუთითებდეს

ადმინისტრირების პრობლემებზე სკოლებში დარღვევათა

რეგისტრაციის კუთხით.

4. ბოლო წლებში საგანგაშოდ ზრდადია მოსწავლეთა სკოლიდან გაპარვისა

და გაკვეთილების ჩაშლის სტატისტიკა, როგორც ქვეყნის მასშტაბით, ისე

კონფლიქტში მონაწილე მოზარდების სკოლებში. კერძოდ:

- სკოლიდან გაპარვა ქვეყნის მასშტაბით: 2015-16 ს.წ - 8403 შემთხვევა;

2016-17 ს.წ - 8951; 2017-18 ს.წ. -10838.

დრამატულად გაზრდილია სკოლიდან გაპარვა კონფლიქტში მონაწილე

მოზარდების სკოლებშიც. კერძოდ:

(ა) 51-ე საჯარო სკოლა - 2015-16 ს.წ - 82 შემთხვევა; 2016-17 ს.წ - 81; 2017-

18 ს.წ. - 116;

(ბ) 1-ლი ექსპერიმენტული სკოლა - 2015-16 ს.წ - 124 შემთხვევა; 2016-17

ს.წ - 186; 2017-18 ს.წ. – 289;

გ) 61-ე საჯარო სკოლა - 2015-16 ს.წ. – 59 შემთხვევა; 2016-17 ს.წ. - 11; 2017-

18 ს.წ - 14.

5. ასევე საგანგაშოდ მოიმატა მოსწავლეების მიერ გაკვეთილის ჩაშლამ, ან

ჩაშლის მცდელობამ ქვეყნის მასშტაბით. გაკვეთილის ჩაშლის

თითოეული შემთხვევა გულისხმობს არა მხოლოდ სასწავლო პროცესის

შეწყვეტას, არამედ პედაგოგს, კლასსა და მოსწავლეს/მოსწავლეებს შორის

კონფლიქტის წარმოშობას, რაც აუარესებს უსაფრთხო კლიმატს სასკოლო

საზოგადოებაში. ეს სტატისტიკა ასეთია:

- 2015-16 ს.წ. – 4495 შემთხვევა; 2016-17 ს.წ. - 4853; 2017-18 ს.წ - 6553.

გაკვეთილის ჩაშლა ან ჩაშლის მცდელობა, ქვეყნის მასშტაბით არსებულ

საშუალო სტატისტიკასთან შედარებით, ძალიან მაღალია კონფლიქტში

მონაწილე მოზარდების სკოლებშიც. კერძოდ:

(ა) 51-ე საჯარო სკოლა: 2015-16 ს.წ - 87 შემთხვევა; 2016-17 ს.წ -107; 2017-

18 ს.წ. -143;

(ბ) 1-ლი ექსპერიმენტული სკოლა - 2015-16 ს.წ - 42 შემთხვევა; 2016-17 ს.წ

-129; 2017-18 ს.წ. -185.

გ) 61-ე საჯარო სკოლა: 2015-16 ს.წ. – 14 შემთხვევა; 2016-17 ს.წ. - 17; 2017-

18 ს.წ - 13.

Page 40: 2017 წლის 1 დეკემბერს თბილისში ... · 2020-01-14 · თბილისი, 2018 წლის 5 სექტემბერი. 2 ... 27

40

61-ე სკოლის დაბალი სტატისტიკა ამოვარდნილია საერთო ეროვნული

სტატისტიკიდან და შეიძლება მეტყველებდეს ადმინისტრირების

პრობლემებზე სკოლაში დარღვევათა რეგისტრაციის კუთხით.

აღსანიშნავია, რომ ყველა სკოლისთვის ცნობილი გახლდათ ინციდენტში

მონაწილე მოსწავლეებში გაზრდილი აგრესიული ფონის შესახებ. კერძოდ, მ.კ.-ს,

ა.ს.-ს, დ.ღ.-სა და დ.ნ.-ს მიმართ დისციპლინური გადაცდომებისთვის სხვადასხვა

დროს გამოყენებული იყო შესაბამისი სახდელები, თუმცა სკოლას არ გაუტარებია

დამატებითი პრევენციული ღონისძიებები არასასურველი ქცევის გამოსწორებისა

და მოზარდის პოზიტიური განვითარებისათვის. აგრეთვე, აღსანიშნავია, რომ

ინციდენტში მონაწილე მოსწავლეები - თ.ჩ. და ს.ფ. - ადრეც ფიგურირებდნენ

სკოლაში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებაში.

ინციდენტებზე არასათანადო რეაგირება მოსწავლეებში ქმნიდა

დაუსჯელობის განცდას, რაც შეიძლება გამხდარიყო მათი აგრესიის კონკრეტული

ქმედებით გამოვლენის მიზეზი. ნიშანდობლივია, რომ საპირფარეშოში მომხდარი

შემთხვევის მონაწილე 4 მოსწავლეს არაერთი დისციპლინური გადაცდომა ჰქონდა

ჩადენილი 2017 წელს. კერძოდ:

ა.ს. - გაკვეთილის ჩაშლა; მოსწავლეების არაერთგზის ფიზიკური

შეურაცხყოფა;

დ.ნ. - საგაკვეთილო პროცესის არაერთგზის თვითნებური მიტოვება;

არაერთგზის არაეთიკური ქმედება; გაკვეთილის ჩაშლა;

დ.ღ. - გაკვეთილის არაერთგზის თვითნებური მიტოვება; მოსწავლის

ფიზიკური შეურაცხყოფა;

თ.ჩ. - მოსწავლის ფიზიკური შეურაცხყოფა; არაეთიკური ქმედება.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და

ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებისგან მოწოდებული ინფორმაციით

დასტურდება, რომ საჯარო სკოლებში გახშირებულია ისეთი გადაცდომები,

როგორიცაა: გაკვეთილის ჩაშლა, სკოლიდან გაპარვა, გაკვეთილის თვითნებურად

მიტოვება, დაგვიანება, ფულის გამოძალვა, არაეთიკური ქცევა, მასწავლებლის

შეურაცხყოფა, ჩაგვრა/ბულინგი, ფიზიკური დაპირისპირება, აკრძალული საგნების

ტარება. ამ გადაცდომებზე გამოყენებულ სახდელებს - სიტყვიერი გაფრთხილება,

შენიშვნა, საყვედური, სასტიკი საყვედური, ან სკოლიდან 3-9 დღით დათხოვნა -

ფორმალური დატვირთვა აქვს და არ შეიძლება ჩაითვალოს პრევენციულ ზომებად.

შესწავლილი ინფორმაციით ნათელია, რომ 2017 წლის 1-ელ დეკემბერს 51-ე

სკოლაში დაფიქსირებული ყველა ის პრობლემური ქცევა, რომლებიც ხორავას

ქუჩის ტრაგედიას უძღოდა წინ, არ არის გამონაკლისი და დღევანდელი სასკოლო

სისტემის სერიოზული გამოწვევაა.

Page 41: 2017 წლის 1 დეკემბერს თბილისში ... · 2020-01-14 · თბილისი, 2018 წლის 5 სექტემბერი. 2 ... 27

41

4.2. 51-ე საჯარო და 1-ლი ექსპერიმენტული სკოლების

ადმინისტრაციისა და მანდატურების როლი

ხორავას ქუჩის ტრაგედია განვითარებას იწყებს სკოლიდან, კერძოდ,

სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას.

51-ე სკოლის საპირფარეშოში მომხდარი ინციდენტი სკოლის

ადმინისტრაციისა და მანდატურების ყურადღების მიღმა დარჩა. მანდატურებს

ასევე გამოეპარათ დავით სარალიძის, დ.ღ.-სა და ა.ს.-ს დაძაბული საუბარი სკოლის

დერეფანში, მაგრამ ერთ-ერთმა მანდატურმა - ანა გუშარაშვილმა - დააფიქსირა

დ.ნ.-სა და თ.ჩ-ს შორის კონფლიქტი.

მანდატურმა ეს ფაქტი შეატყობინა სკოლის დირექტორის მოადგილეს,

თინათინ ყენიას, რომელმაც დაიბარა როგორც თ.ჩ., ისე დ.ნ. და გაესაუბრა მათ

კონფლიქტის თაობაზე.

აღსანიშნავია, რომ გაკვეთილების დასრულების შემდეგ, 13:50 სთ-ზე,

თინათინ ყენიამ სკოლის აივნიდან შეამჩნია ბაქრაძის ქუჩის მიმართულებით

მოძრავ მოსწავლეთა დიდი ჯგუფი, მათ შორის, ინციდენტში მონაწილე თ.ჩ. და

დ.ნ., ასევე, დავით სარალიძე, დ.ღ., თ.ჩ., ს.ფ. და 5-6 უცხო მოზარდი, „სავარაუდოდ,

სხვა სკოლის მოსწავლეები“. თინათინ ყენიამ აღნიშნულზე რეაგირება სთხოვა

მანდატურ ანა გუშარაშვილს, ვინც, თავის მხრივ, დაურეკა მანდატურ თეიმურაზ

ზადიშვილს. ამ უკანასკნელმა, მანდატურ გიორგი მელიქიძესთან ერთად, ვერ

აღმოაჩინა კონფლიქტური სიტუაცია, რაც მათ ანა გუშარაშვილს აცნობეს.

სურათი 4.2. 13:51 სთ, მოზარდები მიემართებიან „საქმის გასარჩევად“ ბაქრაძის

ქუჩისკენ (ხედი სკოლის აივნიდან).

Page 42: 2017 წლის 1 დეკემბერს თბილისში ... · 2020-01-14 · თბილისი, 2018 წლის 5 სექტემბერი. 2 ... 27

42

საგულისხმოა, რომ სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის

სამსახურის უფროსის N17 ბრძანების საწინააღმდეგოდ, არცერთი მანდატური არ

აკონტროლებდა სკოლის პერიმეტრს, არც უშუალოდ და არც სათვალთვალო

კამერების მეშვეობით. ამის გამო მათ უყურადღებოდ დარჩათ სასწავლო პროცესის

შემდგომ სკოლის წინ ათეულობით მოსწავლის შეკრება და ჯგუფური

გადაადგილება.

სურათი 4.3. 13:50 სთ, მოზარდების შეკრება 51-ე სკოლასთან; შეკრების ადგილის

წინ არის მანდატურის ოთახი.

იმის გათვალისწინებით, რომ თინათინ ყენიამ იცოდა მოსწავლეებს შორის

კონფლიქტის, ზოგადად, ამ მოსწავლეთა პრობლემური ქცევისა და სკოლასთან

უცხო მოზარდების მოსვლის შესახებ, ადეკვატურად უნდა შეეფასებინა ვითარება

და მეტი ყურადღება გამოეჩინა შემდგომი დაპირისპირების თავიდან

ასაცილებლად. მანდატურებს მეტი ძალისხმევის გაღება ევალებოდათ, როგორც

სკოლის პერიმეტრის კონტროლისთვის, ისე დირექტორის მოადგილისგან

მიღებული ინფორმაციის გადასამოწმებლად და მოსწავლეთა დიდი ჯგუფის

აღმოსაჩენად.

ხაზგასასმელია, რომ არც დირექტორის მოადგილემ და არც მანდატურებმა

არ შეატყობინეს პოლიციას აშკარა კონფლიქტური მდგომარეობის თაობაზე.

ასევე, სკოლის ადმინისტრაციას არ გამოუკვლევია 1-ლი დეკემბრის

მოვლენები, არ უმსჯელია შესაძლო გადაცდომებზე და ასეთი შემთხვევების

პრევენციულ ღონისძიებებზე. მეტიც, ხორავას ტრაგედიიდან ერთი კვირის შემდეგ,

51-ე საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს სხდომაზე სკოლის დირექტორმა

უგულებელყო სკოლაში უსაფრთხოების თვალსაზრისით არსებული პრობლემები

და განაცხადა: ,,სკოლაში სასწავლო პროცესი მიმდინარეობს შეუფერხებლად,

მასწავლებლებმა და მოსწავლეებმა იციან თავიანთი მოვალეობები და კარგად

ართმევენ თავს. მოსწავლეებმა იციან სკოლაში ქცევის წესები. მათ იციან, რა

შედეგები მოჰყვება გაკვეთილის თვითნებურად გაცდენას ან სხვა დისციპლინურ

გადაცდომას. მაღალია მოსწავლეთა უსაფრთხოების ხარისხი. კერძოდ, დილის 9

Page 43: 2017 წლის 1 დეკემბერს თბილისში ... · 2020-01-14 · თბილისი, 2018 წლის 5 სექტემბერი. 2 ... 27

43

საათზე, მოსწავლეთა და თანამშრომელთა შემოსვლის შემდგომ, იკეტება სკოლის

ცენტრალური კარი, რომელიც კონტროლდება პასუხისმგებელი პირის მიერ”.

აღსანიშნავია, რომ მოკვლევა არც 1-ელ ექსპერიმენტულსა და 61-ე სკოლებში

ჩატარებულა.

4.3. განათლების სამინისტროს რეაგირება

კომისიისთვის მიწოდებული ინფორმაციით დგინდება, რომ ხორავას ქუჩის

ტრაგედიაში სკოლების როლთან დაკავშირებით სამინისტროს შიდა აუდიტის

დეპარტამენტსა და სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის

სამსახურის მონიტორინგის სამმართველოში 2018 წლის ივლისამდე არ

შეუსწავლიათ 51-ე საჯარო და 1-ლი ექსპერიმენტული სკოლების თანამშრომელთა

ქმედებების კანონიერება. ამის მიზეზად სამინისტრომ დაასახელა საქმესთან

დაკავშირებულ პირთა ხელწერილების არსებობა გაუთქმელობის შესახებ და

ჩათვალა, რომ ,,გამოძიების საქმიანობაში რაიმე ფორმით ჩარევა და პარალელურად

აქტიური ქმედებების განხორციელება არ იქნებოდა მიზანშეწონილი და შესაძლოა

ხელი შეეშალა გამოძიების მიმდინარეობისა და საქმეზე ჭეშმარიტების

დადგენისათვის.” თუმცა, კომისიას მიაჩნია, რომ სისხლის სამართლის საქმეზე

გამოძიების წარმოება არ აბრკოლებს პარალელურ რეჟიმში სკოლის

ადმინისტრაციისა და მანდატურების ქმედებათა შესწავლას. ეს ხელს შეუწყობდა

მსგავსი ინციდენტების შემდგომ პრევენციას.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს არცერთ

სამსახურს არ ამოუღია სკოლების შიდა პერიმეტრზე დამონტაჟებული კამერებით

1-ელ დეკემბერს გადაღებული მასალა, რომელიც მნიშვნელოვანი იქნებოდა

ინციდენტისა და პასუხისმგებელი პირების რეაგირების შესასწავლად.

გარდა ამისა, პირველი ახსნა-განმარტებითი ბარათები მანდატურის

სამსახურის შესაბამისმა სამმართველომ მოიპოვა ტრაგედიიდან 4 თვის

დაგვიანებით, რითაც, სავარაუდოდ, დაიკარგა ფაქტის დეტალების უშუალო

შემსწრეთაგან გახსენების შესაძლებლობა. ნიშანდობლივია, რომ ისედაც

დაგვიანებით მოპოვებული ინფორმაცია განათლების, მეცნიერების, კულტურისა

და სპორტის სამინისტროს რეაგირებისთვის გადაეცა 4 თვის შემდეგ, ანუ,

საბოლოო ჯამში, ტრაგედიიდან მე-8 თვეს - მას მერე, რაც კომისიამ

სამინისტროსგან გამოითხოვა მოკვლევასთან დაკავშირებული ინფორმაცია.

ეს ფაქტები მიუთითებს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და

სპორტის სამინისტროს მიერ საკუთარი მოვალეობის არაჯეროვან შესრულებაზე,

ასევე, სკოლის ადმინისტრაციისა და მანდატურების მხრიდან ჩადენილ

დარღვევათა მიჩქმალვაზე.

Page 44: 2017 წლის 1 დეკემბერს თბილისში ... · 2020-01-14 · თბილისი, 2018 წლის 5 სექტემბერი. 2 ... 27

44

4.4. ბავშვთა რეფერირების პროცედურა - შსს-ს როლი

სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის მიერ

ნაწარმოები სტატისტიკით, ასევე, სკოლის ადმინისტრაციისა და მანდატურების

მიერ შედგენილი დოკუმენტაციით დასტურდება, რომ გარკვეული კატეგორიის

დარღვევები, ცნობის სახით, სავალდებულოდ მიეწოდება თბილისის პოლიციის

არასრულწლოვანთა განყოფილებას. აღსანიშნავია, რომ სკოლაში მაღალი რისკის

საგნების (დანა, ბასრი ან მჩხვლეტავი საგანი და სხვა) აღმოჩენა და მოსწავლეებს

შორის სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტები შედის

არასრულწლოვანთა განყოფილებისათვის მისაწოდებელი სავალდებულო

ინფორმაციის ნუსხაში.

ამასთან, ამ ტიპის დარღვევები ქმნის საფუძვლიან ეჭვს რეფერირების10

პროცედურებისათვის და საჭიროებს ბავშვზე ძალადობასთან დაკავშირებული

გადაუდებელი შემთხვევების ადგილზე გადამოწმებას წინასწარ განსაზღვრული

ყველა დაწესებულებისა და ორგანოს მხრიდან, მათ შორის, შინაგან საქმეთა

სამინისტროსგან. შსს-ს ევალება ბავშვზე ძალადობის საფუძვლიანი ეჭვის

გადამოწმება და შემთხვევის მართვა - რეფერირების პროცედურებით დადგენილი

კომპეტენციების ფარგლებში და შესაბამისი შიდა ინსტრუქციების მიხედვით.11

შინაგან საქმეთა სამინისტროდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე,

ირკვევა, რომ საქართველოს მასშტაბით, სამინისტროს სხვადასხვა

ტერიტორიულმა დანაყოფმა 2017 წლის განმავლობაში საგანმანათლებლო

დაწესებულების მანდატურთაგან მიიღო 252 შეტყობინება, ხოლო 2018 წლის 7

თვეში - 295. ამავე წერილით, მათზე რეაგირებად განხილულია ის, რომ ნაწილზე

გამოძიება დაიწყო, ნაწილზე - ადმინისტრაციული საქმისწარმოება, ზოგიერთ

შემთხვევაში კი, დანაშაულის ან/და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა

ნიშნების არარსებობის გამო, შეტყობინებაზე რეაგირება სცილდებოდა

სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებს.

კომისიამ, მიუხედავად მოთხოვნისა, 2 კვირის განმავლობაში ვერ მიიღო

პასუხი, რა ღონისძიებები გაატარა არასრულწლოვანთა განყოფილებამ

საქართველოს მასშტაბით 2017-2018 წლებში მიღებულ შეტყობინებებზე.

10 რეფერირების პროცედურა გულისხმობს სკოლის მხრიდან ინფორმაციის გადამისამართებას სხვა

შესაბამის უწყებაში შემდგომი რეაგირების მიზნით (მაგ.: შინაგან საქმეთა სამინისტრო, სოციალური

აგენტი, ფსიქოლოგიური სამსახური და ა.შ.); 11 საქართველოს მთავრობის დადგენილება №437 (2016 წლის 12 სექტემბერი) -,,ბავშვთა დაცვის

მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურების დამტკიცების თაობაზე", მუხლი 6, ბავშვზე

ძალადობის შემთხვევის გამოვლენა.

Page 45: 2017 წლის 1 დეკემბერს თბილისში ... · 2020-01-14 · თბილისი, 2018 წლის 5 სექტემბერი. 2 ... 27

45

თბილისის ოცდაათამდე საჯარო სკოლის მოქმედ დირექტორთან

გასაუბრებით დგინდება, რომ პრევენციული ღონისძიებების გრძელვადიანი

სამოქმედო გეგმა შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სკოლებს შორის არ

სრულდება.

დასტურდება, რომ არ არსებობს სკოლებსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს

შორის კოორდინირებული თანამშრომლობის სამოქმედო გეგმა და სტრატეგია. შსს

უგულებელყოფს და არ ასრულებს მთავრობის დადგენილებას ,,ბავშვთა დაცვის

მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურების დამტკიცების თაობაზე”.

Page 46: 2017 წლის 1 დეკემბერს თბილისში ... · 2020-01-14 · თბილისი, 2018 წლის 5 სექტემბერი. 2 ... 27

46

თავი 5. კომისიის რეკომენდაციები

კომისიამ ჩატარებული სამუშაოს ფარგლებში შეიმუშავა რეკომენდაციები 5

მიმართულებით: (1) პროკურატურისა და შსს-ს მხრიდან განსახორციელებელი

ქმედებები; (2) საქართველოს პროკურატურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს

თანამდებობის პირთა პასუხისმგებლობა საგამოძიებო პროცესში ჩადენილი

დარღვევების გამო; (3) განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის

სამინისტროსა და სკოლების თანამდებობის პირთა პასუხისმგებლობა; (4) სკოლის

უსაფრთხოების გასაუმჯობესებელი ღონისძიებები; (5) საკანონმდებლო

ცვლილებები.

კომისიას მიაჩნია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა და

მთავარმა პროკურორმა დასკვნის მიღებიდან ერთი თვის ვადაში უნდა

წარუდგინონ პარლამენტს ქვემოთ მოყვანილ რეკომენდაციათა შესრულების

ანგარიში.

5.1. პროკურატურისა და შსს-ს მხრიდან განსახორციელებელი

ქმედებები

რეკომენდაცია 1: მ.კ.-ს მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება

განზრახ ჯგუფური მკვლელობის ფაქტზე (დანაშაული გათვალისწინებული

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ”

და “ე” ქვეპუნქტებით)

კომისია საქმის მასალებზე, აგრეთვე შსს-სა და პროკურატურის

პასუხისმგებელ თანამდებობის პირთა მხრიდან მიღებულ ახსნა-განმარტებებზე

დაყრდნობით, რეკომენდაციით მიმართავს საქართველოს მთავარ პროკურატურას,

მ.კ.-ს მიმართ დაიწყოს სისხლისსამართლებრივი დევნა არასრულწლოვანი დავით

სარალიძის ჯგუფური მკვლელობის ბრალდებით (დანაშაული,

გათვალისწინებული სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის

“ბ” და “ე” ქვეპუნქტებით).

აღნიშნული რეკომენდაცია კომისიამ გასცა 2018 წლის 30 ივნისს. მას შემდეგ

მან გამოავლინა დამატებითი მტკიცებულებები, რითაც კიდევ უფრო გამყარდა

საფუძვლები მ.კ.-ს სისხლისსამართლებრივი დევნისათვის.

გამოძიების ეტაპზე მოპოვებული მტკიცებულებების გარდა, კომისიამ

დაადგინა, რომ მ.კ.-მ 51-ე სკოლელებთან საქმის გასარჩევად წაიღო ამ ეტაპზე

დაუდგენელი საგანი, რომელიც გამოიყენა დავით სარალიძის წინააღმდეგ

Page 47: 2017 წლის 1 დეკემბერს თბილისში ... · 2020-01-14 · თბილისი, 2018 წლის 5 სექტემბერი. 2 ... 27

47

ფარდულში ჩხუბისას. ეს ახალი გარემოება დამატებით ასაბუთებს მ.კ.-ს

განზრახვას დავით სარალიძის ჯგუფური მკვლელობის ნაწილში.

მტკიცებულებათა ერთობლიობით დასტურდება, რომ აღნიშნული საგანი

მ.კ.-მ აჩვენა 51-ე სკოლის წინ მისულ მეგობრებს, შემდეგ გამოიყენა დავით

სარალიძის წინააღმდეგ ფარდულში ჩხუბისას, ჩხუბის მერე კვლავ აჩვენა

მეგობრებს და მიუთითა, რომ ამ საგანს ურტყამდა დავით სარალიძეს.

აღსანიშნავია, რომ მოწმეთაგან ახსნა-განმარტებების მიღებისას კომისიამ მოიპოვა

მისი ესკიზი. ასევე, საქმის მასალებში ფიგურირებს ვიდეოჩანაწერი, რომელშიც

ფიქსირდება, როგორ აჩვენებს მ.კ. თავის მეგობრებს ამ ნივთს.

მ.კ.-ს მხრიდან გარკვეული საგნის ფლობა და ჩხუბის დროს მისი გამოყენება

კიდევ უფრო ამყარებს კომისიის შუალედურ რეკომენდაციას, მ.კ.-ს მიმართ

დაწყებულიყო სისხლისსამართლებრივი დევნა არასრულწლოვანი დავით

სარალიძის განზრახ ჯგუფური მკვლელობის ბრალდებით (დანაშაული,

გათვალისწინებული სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის 2-ე ნაწილის

“ბ” და “ე” ქვეპუნქტებით).

კომისიის შეფასებით, პირი, რომელიც ხედავს, რომ ადამიანს დანებით

აყენებენ მრავლობით ჭრილობებს მუცელსა და გულ-მკერდში, ის კი ამ დროს

ხელით იჭერს და გარკვეულ საგანს ურტყამს მსხვერპლს, თავისი აქტიური

ქმედებით სჩადის განზრახ ჯგუფურ მკვლელობას.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისია მიიჩნევს, რომ

პროკურატურამ დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს მ.კ.-ს სისხლისსამართლებრივი

დევნა არასრულწლოვანი დავით სარალიძის განზრახ ჯგუფური მკვლელობის

ფაქტზე (დანაშაული, გათვალისწინებული სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე

მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” და “ე” ქვეპუნქტებით).

სისხლისსამართლებრივი დევნისა და გამოძიების ფარგლებში უნდა

დადგინდეს ჯგუფური დანაშაულის სახე - ეს იყო წინასწარ შეთანხმებით მოქმედი

ჯგუფი, თუ შეთანხმების გარეშე მოქმედი ორი ან მეტი ამსრულებელი.

რეკომენდაცია 2: გამოძიების დაწყება მირზა სუბელიანის ქმედებებზე

საზოგადოებაში პირველივე დღეებიდან გაჩნდა ეჭვი, რომ 2017 წლის 1

დეკემბერს მომხდარი ორი არასრულწოვნის მკვლელობის გამოძიება შეიძლება

მიკერძოებულად წარმართულიყო, რადგან მომხდარ ჩხუბში მონაწილეობდა

საქართველოს პროკურატურის მაღალი თანამდებობის პირის, მირზა სუბელიანის

შვილი.

Page 48: 2017 წლის 1 დეკემბერს თბილისში ... · 2020-01-14 · თბილისი, 2018 წლის 5 სექტემბერი. 2 ... 27

48

პროკურატურის ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის

უფროსის მოადგილემ, მირზა სუბელიანმა მთავარ პროკურორს სამსახურიდან

გათავისუფლების შესახებ განცხადებით მიმართა 2017 წლის 4 დეკემბერს და

საზოგადოებაში არსებული ეჭვების საპასუხოდ განაცხადა, რომ სწორედ ამიტომ

გადადგა თანამდებობიდან. კერძოდ, მან აღნიშნა: ,,იმის მიუხედვად, რომ ჩემი

შვილი ამ საქმეში მოწმეა, რადგან არ მინდა ჩრდილი მიადგეს გამოძიების

ობიექტურობას, რაც, უპირველეს ყოვლისა, ჩემი ოჯახის ინტერესებშია, მე

მივმართავ საქართველოს მთავარ პროკურორს განცხადებით სამსახურიდან

გათავისუფლების შესახებ. იმედი მაქვს, რომ ამ გადაწყვეტილების შემდეგ მაინც

დაასრულებენ სპეკულაციებს და საგამოძიებო ორგანოს ნორმალურ გარემოში

ექნება შესაძლებლობა, დაადგინოს ჭეშმარიტება.“

მიუხედავად ზემოაღნიშნული საჯარო განცხადებისა, მირზა სუბელიანმა

თავის დროზე ჯერ საზოგადოებას, ხოლო შემდგომ საგამოძიებო კომისიას

დაუმალა, რომ პირველივე დღეს შეხვდა თბილისის პროკურორს და გამოძიების

მსვლელობისას რეგულარული კავშირი ჰქონდა საგამოძიებო ორგანოს

წარმომადგენლებთან. აქვე, ხაზი უნდა გაესვას, რომ მირზა სუბელიანის მიერ

კომისიისთვის მიცემული ახსნა-განმარტება ხშირ შემთხვევაში აშკარად

ეწინააღმდეგება სხვა პირთა ახსნა-განმარტებებსა და საქმის მასალებით დადგენილ

ფაქტებს.

ეს ყოველივე შეიცავს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული

ცრუ ახსნა-განმარტების მიცემის ნიშნებს (სსკ 350-ე მუხლი) და, ამავდროულად,

ადასტურებს აუცილებლობას, ჩატარდეს გამოძიება მირზა სუბელიანის მხრიდან

სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების (332-ე მუხლი),

გამოსაკითხ პირსა და მოწმეზე ზემოქმედების (372-ე მუხლი), ან გამოძიებისთვის

ხელის შეშლის (364-ე მუხლი) შესაძლო ფაქტების დასადგენად. კერძოდ:

ა) 2018 წლის 23 ივლისს საგამოძიებო კომისიის სხდომაზე თბილისის

ყოფილმა პროკურომა მიხეილ შაყულაშვილმა კომისიას მიაწოდა ფასეული

ინფორმაცია, რომ 2017 წლის 1 დეკემბერს დანაშაულის ჩადენიდან მალევე, მას

დაუკავშირდა მირზა სუბელიანი და სთხოვა შეხვედრა. ის იყო დაბნეული და რჩევა

ჰკითხა პროკურორს, თუ რა გაეკეთებინა. ხაზგასასმელია, რომ პროკურატურის

რომელიმე თანამდებობის პირთან შეხვედრა კომისიის წინაშე კატეგორიულად

უარყო მირზა სუბელიანმა 2018 წლის 22 ივლისს. ეს ურთიერთგამომრიცხავი ახსნა-

განმარტებები შეიცავს სისხლის სამართლის კოდექსის 350-ე მუხლით

გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს (საქართველოს პარლამენტის

დროებითი საგამოძიებო კომისიისთვის ცრუ ახსნა-განმარტების მიცემა).

ამავდროულად, ის ეჭვქვეშ აყენებს ამ შეხვედრის რეალურ მიზანს და შედეგებს.

შესაბამისად, საჭიროა, გამოიძიონ მირზა სუბელიანისა და სამართალდამცველი

ორგანოების წარმომადგენელთა მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად

გამოყენება გამოძიების არაობიექტურად წარმართვის მიზნით.

Page 49: 2017 წლის 1 დეკემბერს თბილისში ... · 2020-01-14 · თბილისი, 2018 წლის 5 სექტემბერი. 2 ... 27

49

ბ) მირზა სუბელიანმა ასევე დაუმალა კომისიას, რომ ჰქონდა ურთიერთობა

საქმის უშუალო გამომძიებელთან, ირაკლი ფიფიასთან. ამ უკანასკნელმაც

საგამოძიებო კომისიისთვის ოფიციალური ახსნა-განმარტების მიცემისას უარყო,

რომ იცნობდა მირზა სუბელიანს. მიუხედავად ასეთი განცხადებებისა, საქმის

მასალებით დასტურდება, რომ მირზა სუბელიანს 2017 წლის დეკემბერში ჰქონდა

რეგულარული სატელეფონო კავშირი ირაკლი ფიფიასთან.

გ) 2018 წლის 22 ივლისს, საგამოძიებო კომისიისთვის ახსნა-განმარტების

მიცემისას, თენგიზ კალანდიამ განაცხადა, რომ 2017 წლის 1 დეკემბერს ახალი

დაბინდებული იყო, როდესაც ის და მისი შვილი ლუკა კალანდია პოლიციამ

წაიყვანა განყოფილებაში ვერაზე, სევასტოპოლის ქუჩაზე. იქიდან დაბრუნების

შემდეგ, გვიან საღამოს, მასთან სახლში მივიდა მირზა სუბელიანი, რომელიც

დიდხანს იმყოფებოდა კალანდიებთან, მათ შორის, წეროვნიდან მ. კ.-ს

ჩამოსვლამდეც. აღსანიშნავია, რომ 1 დეკემბრის გვიან საღამოს თენგიზ კალანდიას

ნახვა თავის ახსნა-განმარტებაში კატეგორიულად გამორიცხა მირზა სუბელიანმა.

დ) თენგიზ კალანდიას განცხადებით, 1 დეკემბერს მ.კ.-ს სახლში

დაბრუნების შემდეგ, შვილი თვითონ წაიყვანა პოლიციაში, თაბუკაშვილის ქუჩაზე.

კომისიის წევრების შეკითხვაზე, რატომ წაიყვანა შვილი თაბუკაშვილის ქუჩაზე,

თუკი თავად პოლიციის განყოფილებაში „სევასტოპოლზე“ იმყოფებოდა, მან

განმარტა, რომ, სავარაუდოდ, ასე უთხრა მირზა სუბელიანმა, სხვა შემთხვევაში ის

შვილს წაიყვანდა იქ, სადაც თვითონ იყო ნამყოფი. ეს ფაქტიც ადასტურებს, რომ

მირზა სუბელიანისთვის, შესაძლოა, წინასწარ იყო ცნობილი, რომელ

განყოფილებაში ელოდნენ მ.კ-ს დასაკითხად. შესაბამისად, ეს შეიძლება

ამტკიცებდეს მის უკანონო კომუნიკაციასაც სამართალდამცველი ორგანოების

წარმომადგენლებთან. ასეთ ვარაუდს აძლიერებს ის ფაქტიც, რომ აღნიშნულ

ეპიზოდთან დაკავშირებით, მირზა სუბელიანმა ცალსახად საწინააღმდეგო

განმარტება მისცა კომისიას და საერთოდ უარყო 1 დეკემბერს გვიან საღამოს

თენგიზ კალანდიასთან შეხვედრის ფაქტი.

ე) 2018 წლის 17 ივლისს, ოფიციალური ახსნა-განმარტების მიცემისას, მერაბ

მორჩაძემ (იგი დაკავებულია მოწმეზე ზემოქმედების მუხლით მიმდინარე

გამოძიების ფარგლებში) განაცხადა, რომ 2018 წლის 11 აპრილის სასამართლო

სხდომის შემდეგ, რომელზეც მოწმე მ.კ.-მ შეცვალა გამოძიების პროცესში

მიცემული ჩვენება, მას დაუკავშირდა მირზა სუბელიანი და ისინი შეხვდნენ

ერთმანეთს 2018 წლის 12 აპრილის საღამოს. შეხვედრისას მათ ისაუბრეს მომხდარ

დანაშაულსა და მიმდინარე გამოძიებაზე. მირზა სუბელიანი მიიჩნევდა, რომ მის

მიერ წარმართულ პროცესს ხელს უშლიდა მორჩაძე. აღსანიშნავია, რომ მირზა

სუბელიანმა ეს შეხვედრაც კატეგორიულად უარყო, რაც აშკარად შეიცავს, სულ

მცირე, ცრუ ახსნა-განმარტების ნიშნებს.

ვ) 11 აპრილს სასამართლო სხდომაზე გამოძიების პროცესში მიცემული

ჩვენების შეცვლის შემდეგ, მ.კ. შინიდან წავიდა მირზა სუბელიანის სახლში და იქ

Page 50: 2017 წლის 1 დეკემბერს თბილისში ... · 2020-01-14 · თბილისი, 2018 წლის 5 სექტემბერი. 2 ... 27

50

იმყოფებოდა 13 აპრილსაც, ანუ იმ დღეს, როდესაც სასამართლო სხდომაზე მ.კ.-მ

მეორედ შეცვალა ჩვენება და გაიმეორა ის, რაც მანამდე გამოძიების პროცესში

ჰქონდა ნათქვამი. მიუხედავად იმისა, რომ მ.კ. იმყოფებოდა მირზა სუბელიანის

სახლში, კომისიისთვის მიცემული ახსნა-განმარტებებისას ორივემ

კატეგორიულად უარყო ერთმანეთთან რაიმე კონტაქტი და საუბარი მომხდარზე, ან

სამომავლო გეგმებზე. ამ დროს სატელეფონო ამონაწერით დასტურდება, რომ

მირზა სუბელიანს 12 აპრილს რეგულარული კავშირი ჰქონდა მ.კ.-სთან (ჯამში -13-

ჯერ). ნათელია, რომ ორივე მათგანმა კომისიას მისცა ცრუ ახსნა-განმარტება.

იქიდან გამომდინარე, რომ ორივე მხარე კატეგორიულად უარყოფს ამ ფაქტს,

დასადგენია, რა შინაარსის საუბარი ჰქონდათ მათ ერთმანეთში და ხომ არ ახდენდა

მირზა სუბელიანი მოწმეზე ზემოქმედებას.

ზ) როგორც ამ დასკვნის მე-3 თავშია აღწერილი, მთელი რიგი საგამოძიებო

მოქმედებები არ ჩატარდა - ან არასრულყოფილად ჩატარდა - სწორედ მირზა

სუბელიანის, მისი შვილისა და მეუღლის დისშვილის მიმართ. პროკურატურის

ყოფილი მაღალჩინოსნის მიერ კომისიისთვის მიცემული, სავარაუდოდ, ცრუ

განმარტებები მთელ რიგ მნიშვნელოვან შეხვედრებსა და ფაქტებზე, ამყარებს

მოსაზრებას, რომ გამოძიების ტენდენციურობა მირზა სუბელიანისა და მისი

ოჯახის წევრების მიმართ უკავშირდება სწორედ მის სამსახურებრივ

მდგომარეობას, ასევე, ახლო ურთიერთობებს ხელისუფლებისა და

სამართალდამცველი ორგანოების წარმომადგენლებთან.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აუცილებელია, დაიწყოს გამოძიება

მირზა სუბელიანის ქმედებებში დანაშაულის ნიშნების არსებობის ფაქტზე,

კერძოდ: საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიისთვის

ცრუ ახსნა-განმარტების მიცემა (350-ე მუხლი); სამსახურებრივი

უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება (332-ე მუხლი); გამოსაკითხ პირზე,

მოწმეზე, დაზარალებულზე, ექსპერტზე ან თარჯიმანზე ზემოქმედება (372-ე

მუხლი); გამოძიებისთვის ხელის შეშლა (364-ე მუხლი).

რეკომენდაცია 3: მოწმეთა მიმართ გამოძიების დაწყება ცრუ ჩვენებისა და ცრუ

ახსნა-განმარტების მიცემის ფაქტზე

კომისიამ შეისწავლა მ.კ.-ს ჩვენებები სასამართლოში, აგრეთვე

კომისიისთვის მიცემული ახსნა-განმარტებები, და მიიჩნევს, რომ შესაძლოა მ.კ.-მ

სასამართლოს და კომისიას ცრუ ინფორმაცია მიაწოდა მისი პოლიციაში

დაკითხვის, მირზა სუბელიანთან კომუნიკაციის, აგრეთვე, ჩხუბისას გარკვეული

საგნის გამოყენების თაობაზე. კერძოდ:

ა) 2 დეკემბერს, პოლიციაში გამოკითხვისას, მ.კ.-მ გამოძიებას განზრახ

არასწორი ინფორმაცია მიაწოდა მის ადგილსამყოფელსა და მოქმედებებზე 1

დეკემბერს, ჩხუბის შემდეგ;

Page 51: 2017 წლის 1 დეკემბერს თბილისში ... · 2020-01-14 · თბილისი, 2018 წლის 5 სექტემბერი. 2 ... 27

51

ბ) 2018 წლის 13 აპრილს მ.კ.-მ სასამართლოში განაცხადა, რომ 11 აპრილის

შემდეგ, ანუ მას მერე, რაც სასამართლოში შეცვალა ჩვენება, არ ჰქონია კომუნიკაცია

მირზა სუბელიანთან. იგივე დაუდასტურა მ.კ.-მ კომისიას. ამ დროს სატელეფონო

ამონაწერით დასტურდება მირზა სუბელიანის რეგულარული კავშირი მ.კ.-სთან 12

აპრილს, ხოლო 12-13 აპრილს ის მირზა სუბელიანის სახლში იმყოფებოდა;

გ) მ.კ.-მ სასამართლოზე - ასევე, კომისიისთვის ახსნა-განმარტების მიცემისას

- დამალა, რომ ჩხუბის დროს თან ჰქონდა რაიმე საგანი და იყენებდა მას. კომისიის

მიერ გამოვლენილი მტკიცებულებებით საწინააღმდეგო დასტურდება: მ.კ.-ს თან

ჰქონდა გარკვეული ნივთი, სავარაუდოდ, ე.წ. „ტარი“, რომელიც ჩხუბის

დაწყებამდე და მის შემდეგ აჩვენა მეგობრებს, ფარდულში კი დავით სარალიძის

წინააღმდეგ გამოიყენა.

შესაბამისად, კომისია მიიჩნევს, რომ უნდა დაიწყოს გამოძიება მ.კ.-ს მიერ

შესაძლო ცრუ ჩვენებისა და ცრუ ახსნა-განმარტების მიცემის ფაქტებზე

(დანაშაულები, გათვალისწინებული სსკ-ის 350-ე და 370-ე მუხლებით).

ასევე, საქმეში ფიგურირებს თვითმხილველი ნიკოლოზ იორდანაშვილი (ე.წ.

წითელი მანქანის მძღოლი), რომელიც ჩხუბის დაწყების პირველი წუთიდან

ბოლომდე იმყოფებოდა ხორავას ქუჩა N4-ში. მიუხედავად იმისა, რომ მისი მანქანის

წინ მიმდინარეობდა ჩხუბი და ის ყველაფერს ხედავდა, მან არც გამოძიებას და არც

კომისიას არ მიაწოდა ინფორმაცია ჩხუბის არცერთ დეტალზე. მისი ჩვენებები

აშკარად ეწინააღმდეგება სხვა თვითმხილველთა ჩვენებებს. კომისიას მიაჩნია, რომ

ნიკოლოზ იორდანაშვილის მიერ მიწოდებული ინფორმაცია შეიცავს ცრუ

ჩვენების, აგრეთვე, ცრუ ახსნა-განმარტების ნიშნებს. შესაბამისად, კომისია

საჭიროდ თვლის მის მიმართ გამოძიების დაწყებას სსკ-ის 350-ე და 370-ე

მუხლებით.

რეკომენდაცია 4: გამოძიების დაწყება წეროვნიდან გ.ჯ.-ს წაყვანისას

დანაშაულის დაფარვისა და შეუტყობინებლობის ფაქტზე

საგამოძიებო კომისიისთვის უცნობია, ვინ გადამალა მსჯავრდებული გ.ჯ.

2017 წლის 1 დეკემბრის საღამოდან 4 დეკემბერს პოლიციაში გამოცხადებამდე.

კომისიას მიაჩნია, რომ დანაშაულის დაფარვისა და შეუტყობინებლობის ფაქტზე

მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, დასადგენია იმ პირთა ვინაობა, რომლებიც

მალავდნენ გ.ჯ.-ს დროის ამ მონაკვეთში. აღსანიშნავია, რომ გ.ჯ.-ს ბიძა ივანე

ნაკაიძე ამ ფაქტთან დაკავშირებით დაიბარეს შინაგან საქმეთა სამინისტროში,

სადაც შეხვდა მინისტრს და მის პირველ მოადგილეს. ეს მან დაუდასტურა

საგამოძიებო კომისიას. გ.ჯ. პოლიციაში მიიყვანეს სწორედ ამ შეხვედრის შემდეგ.

რეკომენდაცია 5: გამოძიების დაწყება გ.მ.-ს დაჭრის ფაქტზე

Page 52: 2017 წლის 1 დეკემბერს თბილისში ... · 2020-01-14 · თბილისი, 2018 წლის 5 სექტემბერი. 2 ... 27

52

საგამოძიებო კომისიისთვის კვლავ ძალაშია რეკომენდაცია, რომელიც

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის გაიცა 2018 წლის 30 ივნისს.

კერძოდ, კომისია მიიჩნევს, რომ დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს გამოძიება გ.მ.-ს

ცივი იარაღით დაჭრის ფაქტზე, ხოლო შსს-მ, არსებული მტკიცებულებებიდან

გამომდინარე, თვითონ განსაზღვროს შესაბამისი კვალიფიკაცია - დანაშაული

ჯანმრთელობის, ან სიცოცხლის წინააღმდეგ. ასევე, შსს-მ უნდა გაატაროს

შესაბამისი ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებები დანაშაულის

ჩამდენი პირის იდენტიფიცირებისა და პასუხისგებაში მიცემისათვის.

5.2. პროკურატურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს

თანამდებობის პირთა პასუხისმგებლობა საგამოძიებო პროცესში

ჩადენილი დარღვევების გამო

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 მუხლით

გათვალისწინებული ვალდებულება სახელმწიფოს მიერ სიცოცხლის დაცვის

შესახებ, გულისხმობს, რომ ადამიანების მკვლელობის შემთხვევაში უნდა

ჩატარდეს ეფექტიანი ოფიციალური გამოძიება. ეფექტიანი იმ გაგებით, რომ

შესაძლებელი იყოს ფაქტების დადგენა და პასუხისმგებელ პირთა გამოვლენა და

დასჯა. ხელისუფლების ორგანოებმა უნდა მიიღონ ყველა საჭირო ზომა

კონკრეტულ შემთხვევასთან დაკავშირებული მტკიცებულებების, მათ შორის,

თვითმხილველთა ჩვენებებისა და ნივთმტკიცებების მოსაპოვებლად.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ამბობს, რომ გამოძიების

დასკვნები უნდა ეყრდნობოდეს ყველა შესაბამისი ფაქტის ამომწურავ, ობიექტურ

და მიუკერძოებელ ანალიზს. ნებისმიერი ხარვეზი, რომელიც ხელს უშლის

გამოძიების მიერ საქმის გარემოების დადგენასა თუ პასუხისმგებელი პირის

გამოვლენას, ვერ აკმაყოფილებს ეფექტიანობის მოთხოვნას. მაგალითად, საქმეში

„ცინცაბაძე საქართველოს წინააღმდეგ“12 სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ

“ახალი ინფორმაციის მიღების შემდეგ, სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტი,

ცინცაბაძის სიკვდილის საქმეზე ახალი და უფრო მრავალმხრივი გამოძიების

დაწყების მაგივრად, შემოიფარგლა მხოლოდ ვ.თ.-შვილისა და ზ.ლ.-იანის მოკლე

დაკითხვით მოწმის სახით. მეტიც, ნაცვლად იმისა, ამ ორი ადამიანის მიმართ

სიფრთხილე გამოეჩინათ და საქმის ნორმალური მიმდინარეობისას მთავარ

ეჭვმიტანილებად დასახელებულიყვნენ, საგამოძიებო ორგანომ, უბრალოდ, მიიღო

მათი ჩვენებები. მან ასევე არ შეამოწმა ვერსია, რომ ციხის უფროსი, ა.ლ.-იანი იყო

ერთ-ერთი ეჭვმიტანილის, ზ.ლ.-იანის ნათესავი. ამ ფაქტის დადგენა ასევე

გამოავლენდა ამ ორ პირს შორის შეთანხმების ფაქტს. ზემოაღნიშნულიდან და სხვა

გარემოებებიდან გამომდინარე, საქმეზე „ცინცაბაძე საქართველოს წინააღმდეგ“

სასამართლომ დაადგინა, რომ გამოძიება არ იყო დამოუკიდებელი, ობიექტური და

12 საქმე „ცინცაბაძე საქართველოს წინააღმდეგ“ (საჩივარი №35403/06);

Page 53: 2017 წლის 1 დეკემბერს თბილისში ... · 2020-01-14 · თბილისი, 2018 წლის 5 სექტემბერი. 2 ... 27

53

ეფექტიანი და დაირღვა ევროპული კონვენციის მე-2 მუხლით გათვალისწინებული

სიცოცხლის უფლება.

ანალოგიურად, საქმეში „ავსარი თურქეთის წინააღმდეგ“13, სადაც ასევე

განიხილებოდა სიცოცხლის უფლების დარღვევა, სახელმწიფომ ჯგუფური

მკვლელობისთვის პასუხისგებაში მისცა 6 პირი, თუმცა მოკლულის ოჯახი და

საქმის სხვა ფიგურანტები აცხადებდნენ, რომ საქმეში მე-7 ადამიანიც

ფიგურირებდა, მაგრამ გამოძიებამ ვერ დაადგინა მისი ვინაობა და როლი

დანაშაულში. პროკურატურა არ აღიარებდა ამ ფაქტს, ანდა აღნიშნულ საკითხთან

დაკავშირებული რაიმე სახის საგამოძიებო მოქმედებათა ჩატარების საჭიროებას.

საქმის სასამართლოში წარდგენის შემდეგ, ეს პროცედურები იყო ფორმალური და

ზერელე. ზემოაღნიშნულიდან და სხვა გარემოებებიდან გამომდინარე, ადამიანის

უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ამ საქმეშიც დაადგინა ევროპული

კონვენციის მე-2 მუხლის დარღვევა.

რეკომენდაცია 6: რეაგირება სისხლის სამართლის საქმის გამოძიებაზე

პასუხისმგებელი მოხელეების/თანამდებობის პირების მიერ ჩადენილ

დარღვევებზე

საქმის მასალების გაცნობისა და გამოძახებულ პირთა მხრიდან ახსნა-

განმარტებების მოსმენის შედეგად, კომისიამ დაასკვნა, რომ ხორავას ქუჩაზე

მომხდარ მკვლელობებზე საწყისი ეტაპისათვის ინტენსიურად დაიწყო

საგამოძიებო მოქმედებები, ოპერატიულად მოხდა მთავარი ფიგურანტების

იდენტიფიცირება, მაგრამ საქმეში მირზა სუბელიანის გამოჩენის შემდეგ გამოძიება

ტენდენციურად წარიმართა გ.ჯ.-სა და გ.ბ.-ს მიმართ, რათა დაფარულიყო მ.კ.-ს

როლი და არ დაემუშავებინათ სხვა ფიგურანტთა მონაწილეობის ვერსია. კომისიის

დასკვნის მე-3 თავში აღწერილია მთელი რიგი დარღვევები, რომლებიც

მიუთითებს გამოძიების ტენდენციურობაზე.

კომისია ადგენს, რომ წინამდებარე დასკვნის მე-3 თავში აღწერილ

დარღვევებზე, თავიანთი მოქმედებით ან/და უმოქმედობით, პასუხისმგებლობა

ეკისრებათ შემდეგ მოხელეებს/თანამდებობის პირებს:

- ირაკლი ფიფია (საქმის მწარმოებელი გამომძიებელი) - დარღვევები 3.1.1,

3.1.2, 3.1.5, 3.1.6, 3.2, 3.3, 3.4, 3.5, 3.6, 3.8, 3.9, 3.10;

- ზვიად ფხაკაძე (საქმის ზედამხედველი პროკურორი) - დარღვევები 3.1.1,

3.1.2, 3.1.3, 3.1.4, 3.1.5, 3.1.6, 3.2, 3.3, 3.4, 3.5, 3.6, 3.7, 3.8, 3.9, 3.10;

13 საქმე „ავსარი თურქეთის წინააღმდეგ“ (საჩივარი№ 25657/94).

Page 54: 2017 წლის 1 დეკემბერს თბილისში ... · 2020-01-14 · თბილისი, 2018 წლის 5 სექტემბერი. 2 ... 27

54

- კახა სირაძე (შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების

სამმართველოს 1-ლი განყოფილების უფროსი) - დარღვევები 3.1.1, 3.1.2,

3.1.5, 3.1.6, 3.2, 3.3, 3.4, 3.5, 3.6, 3.8, 3.9, 3.10;

- იოსებ სიგუა (შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტანტის დეტექტივების

სამმართველოს უფროსი) - დარღვევები 3.1.1, 3.1.2, 3.1.5, 3.1.6, 3.2, 3.3, 3.4, 3.5,

3.6, 3.8, 3.9, 3.10. იოსებ სიგუამ უარი განაცხადა დროებითი საგამოძიებო

კომისიის სხდომაზე მეორედ გამოცხადებასთან დაკავშირებით და

წარმოადგინა სამედიცინო ცნობა. დროებითი საგამოძიებო კომისია

მიიჩნევს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ

უნდა დაიწყოს გამოძიება თბილისის პოლიციის დეპარტამენტის

დეტექტივების სამმართველოს უფროსის, იოსებ სიგუას მხრიდან

საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობისა (სსკ მუხლი 349) და

ყალბი დოკუმენტის სავარაუდო დამზადება-გამოყენების (სსკ მუხლი 362)

შესაძლო ფაქტებზე;

- შალვა ბედოიძე (შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი) -

დარღვევები 3.1.1, 3.1.2, 3.1.5, 3.1.6, 3.2, 3.3, 3.4, 3.5, 3.6, 3.8, 3.9, 3.10;

- გიორგი გაბოძე (მთავარი პროკურატურის დეპარტამენტის უფროსი და

თბილისის პროკურორის ყოფილი მოადგილე) - დარღვევები 3.1.1, 3.1.2,

3.1.3, 3.1.4, 3.1.5, 3.1.6, 3.2, 3.3, 3.4, 3.5, 3.6, 3.7, 3.8, 3.9, 3.10;

- მიხეილ შაყულაშვილი (მთავარი პროკურატურის დეპარტამენტის უფროსი

და თბილისის ყოფილი პროკურორი) - დარღვევები 3.1.1, 3.1.2, 3.1.3, 3.1.4,

3.1.5, 3.1.6, 3.2, 3.3, 3.4, 3.5, 3.6, 3.7, 3.8, 3.9, 3.10;

- კონსტანტინე სირაძე (თბილისის პროკურორის მოადგილე) - დარღვევები

3.1.2, 3.1.3, 3.1.4, 3.1.5, 3.1.6, 3.7, 3.10;

- მალხაზ კაპანაძე (თბილისის პროკურორი) - დარღვევები 3.1.2, 3.1.3, 3.1.4,

3.1.5, 3.1.6, 3.7, 3.10;

- გიორგი გაბიტაშვილი (მთავარი პროკურორის მოადგილე) - დარღვევები

3.1.1, 3.1.2, 3.1.3, 3.1.4, 3.1.5, 3.1.6, 3.2, 3.3, 3.4, 3.5, 3.6, 3.7, 3.8, 3.9, 3.10.

კომისია მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნულ დარღვევებში იკვეთება სისხლის

სამართლის კოდექსის შემდეგი მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულთა

ნიშნები:

ა) გამოძიებისთვის ხელის შეშლა - საქმის ყოველმხრივი, სრული და

ობიექტური გამოძიებისთვის ხელის შეშლის მიზნით, პროკურორის ან

Page 55: 2017 წლის 1 დეკემბერს თბილისში ... · 2020-01-14 · თბილისი, 2018 წლის 5 სექტემბერი. 2 ... 27

55

გამომძიებლის საქმიანობაში უკანონოდ ჩარევა, ჩადენილი სამსახურებრივი

მდგომარეობის გამოყენებით (სსკ მუხლი 364);

ბ) მტკიცებულების განადგურება სისხლის სამართლის საქმეზე (სსკ

მუხლი 368);

გ) გამოსაკითხი პირის ან მოწმის დაყოლიება ცრუ ინფორმაციის

მიწოდებისთვის ან ცრუ ჩვენების მიცემისთვის, ან მიწოდებული

ინცორმაციის, ან მიცემული ჩვენების შეცვლისათვის (სსკ მუხლი 372);

დ) სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება

საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ, თავისთვის, ან სხვისთვის რაიმე

გამორჩენის, ან უპირატესობის მისაღებად, რამაც ფიზიკური ან

იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების, ან სახელმწიფოს კანონიერი

ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია (სსკ მუხლი 332);

ე) სამსახურებრივი გულგრილობა - მოხელის მიერ თავისი

სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი

შესრულება მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რამაც

ფიზიკური ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების, ან

სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია (სსკ

მუხლი 342).

კომისია მიიჩნევს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს და პროკურატურის

ზემოაღნიშნული მოხელეების/თანამდებობის პირების ქმედებებში იკვეთება

სამსახურებრივი გულგრილობის ნიშნები. ირაკლი ფიფიასა და ზვიად ფხაკაძის

ქმედებებში დამატებით ჩნდება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად

გამოყენების, მტკიცებულების განადგურებისა და გამოძიებისთვის ხელის შეშლის

ნიშნები, ხოლო ზვიად ფხაკაძის შემთხვევაში - მოწმის ცრუ ჩვენებაზე

დაყოლიების ნიშნები.

კომისია რეკომენდაციით მიმართავს საქართველოს მთავარ პროკურორს,

დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება სსკ-ის ზემოთ ჩამოთვლილი მუხლებით

გათვალისწინებულ დანაშაულთა ნიშნებზე, რომლებიც გამოკვეთილია

წინამდებარე დასკვნის მე-3 თავში იდენტიფიცირებულ დარღვევებში.

ჩამოთვლილი დანაშაულების სრული, ობიექტური და ყოველმხრივი

გამოძიების ინტერესებიდან, აგრეთვე, თანამდებობრივი პასუხისმგებლობიდან

გამომდინარე, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია, ზემოაღნიშნულმა ყველა პირმა

დატოვოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურის რიგები.

Page 56: 2017 წლის 1 დეკემბერს თბილისში ... · 2020-01-14 · თბილისი, 2018 წლის 5 სექტემბერი. 2 ... 27

56

კომისია დამატებით მიიჩნევს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროსა და

მთავარი პროკურატურის გენერალურმა ინსპექციებმა უნდა შეისწავლონ საქმეში

მონაწილე გამომძიებლის ბექა ხუფენიასა და საგამოძიებო ჯგუფის სხვა წევრების,

ასევე, პროკურორების - იმედა გუგუშვილისა და მარიკა გოგოხიას საქმიანობა და

დაადგინონ, რამდენად იკვეთება მათ მუშაობაში სამოხელეო დანაშაულის ნიშნები.

რეკომენდაცია 7: გამოძიების დაწყება ყოფილი მთავარი პროკურორის ირაკლი

შოთაძის ქმედებებზე

ყოფილი მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის ქმედებებში იკვეთება:

(1)სამსახურებრივი გულგრილობის ნიშნები, რაც გამოიხატა მისი სამსახურებრივი

ვერტიკალის ქვეშ მოქმედი პროკურორების არაჯეროვან კონტროლში; და

(2)სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ნიშნები,

გამოხატული მირზა სუბელიანისა და მისი ოჯახის წევრების მიმართ გამოძიების

ტენდენციურობაში.

ამის საფუძველს გვაძლევს ის გარემოება, რომ მთავარი პროკურორი მირზა

სუბელიანის საქმეში მონაწილეობის თაობაზე ინფორმირებული იყო გამოძიების

დაწყებისთანავე. მან იცოდა, რომ მირზა სუბელიანი ჭოჭმანობდა

გადაწყვეტილების მიღებას, თუმცა გამოძიებისთვის არ დაუვალებია მისი

დაკითხვა და მის მიმართ საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება. ამგვარი დავალება

შოთაძეს არც მაშინ გაუცია, როცა მოწმეების ჩვენებით დადასტურდა, რომ

დანაშაულის ჩადენისას მირზა სუბელიანი კალანდიების ეზოში იმყოფებოდა, და

არც ამ კადრების მასმედიით გავრცელების შემდეგ.

ნიშანდობლივია, რომ ირაკლი შოთაძეს რეგულარულად ახსენებდნენ საქმის

მნიშვნელოვან გარემოებებს და იგი საქმის კურსში იყო საკვანძო დეტალების

შესახებ. კომისიისთვის ახსნა-განმარტების მიცემისას მან დაადასტურა, რომ

პროკურატურის ქვემდგომ პირებს დაავალა ყველა აუცილებელი მოქმედების

განხორციელება დამნაშავის გამოსავლენად. კომისიის წევრების შეკითხვას,

მიიჩნევდა თუ არა თავის დავალებას შესრულებულად, მე-3 თავში აღწერილი

დარღვევების მიუხედავად, მან მაინც დადებითი პასუხი გასცა და თქვა, რომ ყველა

აუცილებელი მოქმედება ჩატარდა.

ცალკე აღნიშვნის ღირსია ირაკლი შოთაძის საჯარო განცხადება 31 მაისს,

რომლითაც, საზოგადოების განზრახ შეცდომაში შეყვანის მიზნით, ექსპერტიზის

დასკვნის საწინააღმდეგოდ, იგი მიუთითებდა, რომ გ.ბ.-ს დანაზე აღმოჩნდა დავით

სარალიძის სისხლი.

ამასთან, კომისია საეჭვო გარემოებად მიიჩნევს იმ შიდა მოკვლევისა და

გამოძიების საკითხს, რომელიც უკავშირდება საქართველოს ყოფილი პრემიერ-

მინისტრის, ივანე მერაბიშვილის უკანონოდ გაყვანას ციხიდან. ივანე

Page 57: 2017 წლის 1 დეკემბერს თბილისში ... · 2020-01-14 · თბილისი, 2018 წლის 5 სექტემბერი. 2 ... 27

57

მერაბიშვილმა 2013 წლის დეკემბერში განაცხადა, რომ სასჯელაღსრულების მე-9

დაწესებულებიდან გაყვანისას მასზე ზეწოლა განახორციელეს ყოფილმა მთავარმა

პროკურორმა ოთარ ფარცხალაძემ და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის

ყოფილმა უფროსმა დიმიტრი დარბაისელმა. აღნიშნული ფაქტი გამოიკვლია

სასჯელაღსრულების სამინისტროს (მინისტრი - სოზარ სუბარი) გენერალურმა

ინსპექციამ, რომელსაც იმ დროისათვის ხელმძღვანელობდა მირზა სუბელიანი.

მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ მერაბიშვილი არ გაუყვანიათ ციხიდან,

ხოლო შესაბამისი კამერების ჩანაწერები უკვე წაშლილი იყო. ადამიანის უფლებათა

ევროპულმა სასამართლომ 2016 წლის ივნისში მიიღო გადაწყვეტილება,

რომლითაც დადგინდა, რომ მერაბიშვილი ციხიდან გაიყვანეს, რის გამოც დაირღვა

ევროპული კონვენციის მე-18 მუხლი, მე-5 მუხლთან ერთად. აღნიშნული

გადაწყვეტილების შემდეგ, მთავარმა პროკურატურამ, რომელსაც

ხელმძღვანელობდა ირაკლი შოთაძე (მირზა სუბელიანი უკვე პროკურატურაშია

გადასული), ჩაატარა გამოძიება, რომლითაც მერაბიშვილის ციხიდან გაყვანა კვლავ

არ დასტურდებოდა. 2017 წლის ნოემბერში ადამიანის უფლებათა ევროპული

სასამართლოს დიდმა პალატამ გამოიტანა საბოლოო გადაწყვეტილება და

პროკურატურის დასკვნის საპირისპიროდ დაადგინა, რომ მერაბიშვილი ციხიდან

გაიყვანეს.

კომისია მიიჩნევს, რომ გამოძიებამ ასევე უნდა გაარკვიოს, რა მოტივ(ებ)ი

ამოძრავებდა ყოფილ მთავარ პროკურორ ირაკლი შოთაძეს მირზა

სუბელიანისთვის დახმარების გაწევისას:

ა) კოლეგიალური ურთიერთობიდან გამომდინარე პირადი მეგობრული

დამოკიდებულება;

ბ) მირზა სუბელიანის ნათესაური ურთიერთობა მთავრობის წევრთან -

სოზარ სუბართან;

გ) სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება ივანე

მერაბიშვილის ციხიდან გაყვანის მოკვლევისა და გამოძიების პროცესში ოთარ

ფარცხალაძისთვის ხელის დასაფარებლად.

რეკომენდაცია 8: შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას პოლიტიკური

პასუხისმგებლობის საკითხი

2017 წლის 4 დეკემბერს მომხდარი მკვლელობებიდან 3 დღეში შინაგან

საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ გააკეთა განცხადება:

,,დანაშაულში მონაწილე ყველა ფიგურა დადგენილი და დაკავებულია. ამ

ეტაპზე სამძებრო ღონისძიებები აღარ მიმდინარეობს“.

Page 58: 2017 წლის 1 დეკემბერს თბილისში ... · 2020-01-14 · თბილისი, 2018 წლის 5 სექტემბერი. 2 ... 27

58

ეს განცხადება გაკეთდა მაშინ, როდესაც საგამოძიებო მოქმედებების

აბსოლუტური უმრავლესობა საერთოდ არ იყო ჩატარებული. ჯერ კიდევ არ

გახლდათ გამოკითხული ჩხუბში მონაწილე არასრულწოვანთა და

თვითმხილველთა დიდი ნაწილი, არ იდო შესაბამისი ექსპერტიზების პასუხები,

არ იყო ამოღებული და შესწავლილი გარე სათვალთვალო კამერების ჩანაწერები,

სატელეფონო ამონაწერები, ჩხუბში მონაწილეების ტელეფონები, კომპიუტერული

ტექნიკა და ა.შ.

შესაბამისად, გაურკვეველია, რომელ კონკრეტულ ინფორმაციაზე

დაყრდნობით გააკეთა ნაჩქარევი განცხადება მინისტრმა (გამოძიების

სრულყოფილად წარმართვაზე პასუხისმგებელი უწყების პოლიტიკურმა

ხელმძღვანელმა), რომ მომხდარ მკვლელობებში მონაწილე ყველა ფიგურა იყო

დადგენილი და დაკავებული. ნათელია, რომ უწყების მთავარი ხელმძღვანელი

პირის მიერ ასეთი რამის მტკიცება ზემოქმედებას ახდენს საგამოძიებო

ორგანოებზე, ასევე, უშუალოდ მის ქვემდგომებზე, რომლებიც წარმართავენ

გამოძიებას და მსგავს განცხადებას ერთგვარ მითითებად მიიჩნევენ.

საქმის გამოძიების მსვლელობაც მკაფიოდ ადასტურებს, რომ მინისტრის

ასეთი განცხადების შემდეგ, შსს-ს გამომძიებლებმა, როგორც ამ დასკვნაშია

აღწერილი, არ ჩაატარეს სათანადო საგამოძიებო მოქმედებები სხვა შესაძლო

ვერსიებისა და ფიგურანტების მონაწილეობის შესასწავლად მომხდარ

მკვლელობებში. მაგალითად, საგამოძიებო კომისიის მიერ გამოკითხული ორი

არასრულწოვანი (რომლებიც მხოლოდ 2018 წლის ივნისში დაიბარეს საგამოძიებო

უწყებაში) იხსენებს ჩხუბში მონაწილე კიდევ ერთ არასრულწლოვანთან

დაკავშირებულ კონკრეტულ გარემოებებს, რომლებიც გამოძიებისთვის უნდა

ყოფილიყო მომხდარი მკვლელობების კიდევ ერთი ვერსია. თუმცა, ეს პირები,

მიუხედავად იმისა, რომ მათი ვინაობა და საქმესთან შეხება შსს-თვის ცნობილი

გახლდათ, არ გამოუკითხავთ. შესაბამისად, გამოძიებამ ძალიან დიდი დრო

დაკარგა ამ ვერსიის გადასამოწმებლად საჭირო საგამოძიებო მოქმედებების

ჩასატარებლად.

კომისიისთვის ახსნა-განმარტების მიცემისას, შინაგან საქმეთა მინისტრმა

განაცხადა, რომ ზემოაღნიშნული განცხადების გაკეთებისას იგულისხმა საქმის

ყველა ძირითადი ფიგურანტის გამოვლენა და გამოძიება უნდა გაგრძელებულიყო

სხვა შესაძლო ფიგურანტების დასადგენადაც. კომისიისთვის გაუგებარია, რას

ნიშნავს „ძირითადი მონაწილე“, თუკი კიდევ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი

მკვლელობაში თანამონაწილე სხვა პირის/პირების არსებობის შესახებ.

ეს საქმე თავიდანვე მოექცა საჯარო ყურადღების ცენტრში და გაცხადდა

საფუძვლიანი ეჭვი, რომ იგი არაობიექტურად წარიმართებოდა მასში

პროკურატურის მაღალჩინოსნის, მირზა სუბელიანის შვილის მონაწილეობის გამო,

თუმცა გიორგი გახარიამ კომისიას განუცხადა, რომ მისთვის არ იყო ცნობილი

Page 59: 2017 წლის 1 დეკემბერს თბილისში ... · 2020-01-14 · თბილისი, 2018 წლის 5 სექტემბერი. 2 ... 27

59

გამოძიების პირველ ეტაპზე ჩაუტარებელი, ანდა არასრულყოფილად თუ

შერჩევით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ.

ფაქტია, გამოძიების მიმდინარეობისას მინისტრს არც ერთხელ არ

გადაუმოწმებია - მათ შორის, არც შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური

ინსპექციის მეშვეობით - ის საჯარო პრეტენზიები გამოძიების არასწორად

წარმართვის შესახებ, რომლებიც დადასტურდა ამ კომისიის დასკვნით.

დაზარალებული მხარისა და საზოგადოების საჯარო პრეტენზიებზე დროული

რეაგირებით, შინაგან საქმეთა მინისტრი უზრუნველყოფდა გამოძიების

სრულყოფილად და ობიექტურად წარმართვას პირველივე ეტაპზე.

ცალსახაა, რომ მინისტრი პასუხისმგებელია 4 დეკემბრის ნაჩქარევ და

დაუსაბუთებელ განცხადებაზე, რომლითაც მან, ფაქტობრივად, მითითება მისცა

საგამოძიებო ორგანოს თანამშრომლებს, აღარ გამოეკვეთათ ახალი ვერსიები და

ფიგურანტები. ასევე, მინისტრს, ხელმძღვანელობს რა სამინისტროს და მისი

სტრუქტურული ერთეულების მიერ თავიანთი მოვალეობების შესრულებას,

თანამდებობრივად პირდაპირი პასუხისმგებლობა ეკისრება გამოძიებისას

დაშვებულ სერიოზულ დარღვევებსა და მათ მიმართ გულგრილ

დამოკიდებულებაზე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, უნდა დადგეს შინაგან საქმეთა

მინისტრის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხიც და მან უნდა დატოვოს

დაკავებული თანამდებობა.

რეკომენდაცია 9: იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის პოლიტიკური

პასუხისმგებლობის საკითხი

2018 წლის 31 მაისს ყოფილი მთავარი პროკურორის გადადგომის შემდეგ,

იუსტიციის მინისტრმა გააკეთა საჯარო განცხადება, რომელშიც გამოხატა მთავარი

პროკურორის მხარდაჭერა და მიიჩნია, რომ მას არ უნდა დაეტოვებინა დაკავებული

თანამდებობა.

კომისიის სხდომაზე იუსტიციის მინისტრმა დაადასტურა, რომ ის კვლავაც

ამ აზრზე რჩება. მისი თქმით, მართალია, არსებობს უამრავი პასუხგაუცემელი

კითხვა და ჩაუტარებელი საგამოძიებო მოქმედება, რომლებიც დეტალურად არის

მიმოხილული ამ დასკვნაში, თუმცა იგი დღესაც მიიჩნევს, რომ ყოფილმა მთავარმა

პროკურორმა უსამართლოდ დატოვა თანამდებობა.

კომისიის აზრით, ასეთი შეფასება პოლიტიკური ფიგურისგან, რომელიც

პასუხისმგებელია მთავარი პროკურორის შერჩევაზე, ნიშნავს ყველა იმ

დარღვევაზე ხელის დაფარებას, რომლებიც გამოავლინა დროებითმა საგამოძიებო

კომისიამ.

Page 60: 2017 წლის 1 დეკემბერს თბილისში ... · 2020-01-14 · თბილისი, 2018 წლის 5 სექტემბერი. 2 ... 27

60

აღსანიშნავია, რომ თეა წულუკიანმა, კომისიისთვის ახსნა-განმარტების

მიცემის შემდგომ, საჯაროდ დაადანაშაულა ის მტკიცებულებათა გარეშე

არასრულწლოვნების დევნაში. მისი თქმით, „საგამოძიებო კომისიის

უმრავლესობა“ ვერ გაუშვებს „ბავშვებს მტკიცებულებების გარეშე ციხეში“. ამ

განცხადებით მან, პრაქტიკულად, საქმის ფიგურანტ არასრულწლოვნებს მიმართა,

რომ საგამოძიებო კომისიის რეკომენდაციების მიუხედავად, მათ პასუხისმგებლობა

არ დაეკისრებოდათ.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ უნდა დადგეს

თეა წულუკიანის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხიც.

5.3. განათლების სამინისტროსა და სკოლების თანამდებობის პირთა

პასუხისმგებლობის საკითხი

დროებითი საგამოძიებო კომისიის მიერ დასკვნის მე-4 თავში აღწერილი

მნიშვნელოვანი დარღვევები მიუთითებს სკოლის ადმინისტრაციაში, მანდატურის

სამსახურსა და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის

სამინისტროში არსებულ სერიოზულ პრობლემებზე, რომლებიც მნიშვნელოვნად

ასუსტებს სკოლის უსაფრთხოებას. აქედან გამომდინარე, კომისია გასცემს შემდეგ

რეკომენდაციებს:

რეკომენდაცია 10: განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის

მინისტრმა განიხილოს შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსის

თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხი;

რეკომენდაცია 11: განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის

სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტმა განიხილოს მანდატურის

სამსახურისა და ამ სამსახურზე მონიტორინგის სამმართველოს უფროსების

თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხი;

რეკომენდაცია 12: სსიპ გალაკტიონ ტაბიძის სახელობის თბილისის N51

საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭომ განიხილოს სკოლის დირექტორის, მანანა

თურქაძისა და მისი მოადგილის, თინათინ ყენიას თანამდებობრივი

პასუხისმგებლობის საკითხი;

რეკომენდაცია 13: სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის

სამსახურის მონიტორინგის სამმართველომ განიხილოს 2017 წლის 1

დეკემბერს 51-ე საჯარო სკოლის მანდატურების - ანა გუშარაშვილის,

თეიმურაზ ზადიშვილის და გიორგი მელიქიძის დისციპლინური

პასუხისმგებლობის საკითხი, ხოლო მათ ქმედებებში სამსახურებრივი

გულგრილობის ნიშნების დადგენის შემთხვევაში, მიმართოს საქართველოს

პროკურატურას შემდგომი რეაგირებისათვის;

Page 61: 2017 წლის 1 დეკემბერს თბილისში ... · 2020-01-14 · თბილისი, 2018 წლის 5 სექტემბერი. 2 ... 27

61

რეკომენდაცია 14: სსიპ თბილისის 1-ლი ექსპერიმენტული სკოლის სამეურვეო

საბჭომ განიხილოს სკოლის დირექტორის ხათუნა ბარაბაძის დისციპლინური

პასუხისმგებლობის საკითხი.

5.4. სკოლის უსაფრთხოების გასაუმჯობესებელი ღონისძიებები

ხორავას ქუჩაზე მომხდარმა ტრაგედიამ ნათლად აჩვენა, რომ სკოლებში

უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად მნიშვნელოვანი რეფორმებია გასატარებელი.

შესაბამისად, კომისია მიიჩნევს, რომ უნდა გადაიდგას ნაბიჯები საკანონმდებლო

ჩარჩოს გასაუმჯობესებლად.

რეკომენდაცია 15: საქართველოს ორგანულ კანონში ,,ზოგადი განათლების

შესახებ” შევიდეს ცვლილებები სკოლის დირექტორის სტატუსსა და

უფლებამოსილებასთან დაკავშირებით:

ა) სკოლაში უსაფრთხო პროცესის წარმართვაზე განისაზღვროს

დირექტორის პერსონალური პასუხისმგებლობა;

ბ) სკოლის დირექტორს მიენიჭოს უფლება, საფუძვლიანი დასაბუთების

შემთხვევაში, აცილება მისცეს ასარჩევად წარდგენილ მანდატურის

კანდიდატურას;

გ) სკოლის დირექტორს მიეცეს უფლება, გაანაწილოს ფუნქციები

მანდატურებს შორის და მისცეს მათ შესაბამისი დავალებები, რომელთა

შეუსრულებლობის შემთხვევაშიც ამ სამსახურის წინაშე დააყენებს მანდატურის

დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხს;

დ) სკოლის სამეურვეო საბჭოს მიენიჭოს უფლება, დროებით შეუჩეროს

დირექტორს უფლებამოსილება.

რეკომენდაცია 16: საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და

სპორტის სამინისტრომ გაატაროს შემდეგი ღონისძიებები:

ა) შეიმუშაოს სტრატეგიული და სამოქმედო გეგმა ზოგადსაგანმანათლებლო

სივრცეში ანტიბულინგური პროგრამის დანერგვის, განხორციელებისა და

მონიტორინგის შესახებ; ამასთან, ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვროს ამ

პროგრამის განხორციელების დეტალები, ხელი შეუწყოს და წაახალისოს სასკოლო

მედიაციის პროგრამა;

ბ) შეიმუშაოს სამოქმედო გეგმა სრული ზოგადი განათლების მისაღებად

საჯარო სკოლის სამსაფეხურიანი სწავლების სივრციდან საშუალო საფეხურის

გამოყოფის შესახებ;

Page 62: 2017 წლის 1 დეკემბერს თბილისში ... · 2020-01-14 · თბილისი, 2018 წლის 5 სექტემბერი. 2 ... 27

62

გ) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სასწავლო საფეხურები ისე

განალაგოს, რომ სასწავლო პროცესში განსხვავებული საფეხურის მოსწავლეთა

პერსონალური მოხმარების სივრცისთვის გამოიყოს ცალკე შენობა/ფლიგელი,

სამოძრაო კიბე, საპირფარეშო, სასადილო ოთახი, სპორტული დარბაზი;

დ) შსს-სთან ერთად შეიმუშაოს სკოლის უსაფრთხოების ერთიანი

კონცეფცია მოსწავლის ქცევის შეფასებისა და პრევენციული ღონისძიებების

დაგეგმვის მიზნით; ასევე, მოამზადოს შესაბამისი გზამკვლევი საქართველოს

მთავრობის №437 დადგენილების - ,,ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის

(რეფერირების) პროცედურების დამტკიცების თაობაზე" (2016 წლის 12

სექტემბერი) - ეფექტიანად შესასრულებლად;

ე) დაავალოს საჯარო სკოლებს, შექმნან უსაფრთხოების დაცვის დოკუმენტი,

რომელშიც, უსაფრთხოების კომპონენტების გარდა, ზუსტად იქნება გაწერილი

კონკრეტული სკოლისათვის ეფექტიანი პროცედურები და მექნიზმები;

ვ) დეტალურად გაიწეროს პროცედურა, როგორ უნდა მართოს სკოლამ

კრიზისული შემთხვევები, რა სახით იმოქმედოს ბავშვებს შორის კონფლიქტის

გამწვავებისას, ასევე, ძალადობის გამოვლენისა და ქცევითი/ემოციური

სირთულეების შემთხვევაში.

5.5. საკანონმდებლო ცვლილებები

რეკომენდაცია 17: დაზარალებულს მიეცეს უფლება, მიიღოს სისხლის

სამართლის საქმის მასალები სრულად და შეზღუდვების გარეშე

სისხლის სამართლის პროცესის მიმდინარეობისას დაზარალებულის

უფლებების უკეთ განხორციელება კომპლექსურ შესწავლასა და გადახედვას

საჭიროებს. ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ცვლილებების გატარებამდე,

შესაძლებელია გაიზარდოს დაზარალებულის უფლება, შეუფერხებლად და

სრულად მიიღოს სისხლის სამართლის საქმის მასალათა ასლები, თუკი ეს არ

ეწინააღმდეგება გამოძიების ინტერესებს. გასათვალისწინებელია, რომ სისხლის

სამართლის საქმეების სირთულიდან და სპეციფიკურობიდან გამომდინარე,

როგორც წესი, მასალების მოცულობა საკმაოდ დიდია და ხშირ შემთხვევაში

რამდენიმე ათეულ ტომს შეადგენს. ამის გამო, დაზარალებული საპროცესო

კოდექსით მინიჭებულ მასალების გაცნობის უფლებას ვერ იყენებს ეფექტიანად.

შესაბამისად, ეს პროცედურა უფრო ფორმალურია, ვიდრე შედეგზე

ორიენტირებული.

საგამოძიებო კომისიის 2018 წლის 22 ივნისის სხდომაზე ზაზა სარალიძის

ადვოკატმა ნესტან ლონდარიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ გარდაცვლილი დავით

Page 63: 2017 წლის 1 დეკემბერს თბილისში ... · 2020-01-14 · თბილისი, 2018 წლის 5 სექტემბერი. 2 ... 27

63

სარალიძის ოჯახს საქმის მასალების სრულყოფილად გაცნობა-შესწავლის

შესაძლებლობა, ფაქტობრივად, არ ჰქონია.

დაზარალებულმა, ერთი მხრივ, არ უნდა ჩაანაცვლოს ბრალდების მხარე,

სახელმწიფო, თუმცა, მეორე მხრივ, გარანტირებული უნდა ჰქონდეს

შესაძლებლობა, ხელი შეუწყოს ამ პროცესში სახელმწიფოს ფუნქციის

გამართულად შესრულებას. მან უნდა შეეძლოს ყველა საჭირო ინფორმაციის

მიწოდება, რომელსაც ფლობს და ობიექტურად შეუძლია დანაშაულის გახსნაზე

გავლენის მოხდენა. ამასთან, იგი აღჭურვილი უნდა იყოს საკმარისი გარანტიებით,

გამორიცხოს ბრალდების მხარის (სახელმწიფოს) გულგრილობის, დაუდევრობის,

არაკომპეტენტურობის, შეცდომისა თუ კანონდარღვევის შედეგად საქმეზე

არასწორი, უსამართლო გადაწყვეტილების მიღების შესაძლო რისკები.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ უნდა

გაიზარდოს დაზარალებულის უფლებები და მისი ჩართულობის ხარისხი სისხლის

სამართლის საქმის წარმოების პროცესში, რათა ჰქონდეს სრულყოფილი

ინფორმაცია თავისი საქმის გამოძიებაზე, შეძლოს საქმეზე სწორი და სამართლიანი

გადაწყვეტილების მიღების ინტერესის დაკმაყოფილება და დროული რეაგირება

სამართალდამცველთა შესაძლო თვითნებობასა და არასწორ მოქმედებებზე

გამოძიების პროცესში.

რეკომენდაცია 18: შესაძლებელი გახდეს პატიმარ არასრულწლოვანთა

სისხლის სამართლის საქმეზე წინასასამართლო სხდომის გამართვის 40-

დღიანი ვადის გახანგრძლივება

მოქმედი კანონმდებლობით, პატიმარ არასრულწლოვანთა სისხლის

სამართლის საქმეზე წინასასამართლო სხდომის გამართვის 40-დღიანი ვადის

გაგრძელების შესაძლებლობა არ არსებობს, საქმის სირთულის, კომპლექსურობისა

თუ სხვა ლეგიტიმური გარემოებების მიუხედავად.

კომისია მიიჩნევს, რომ სრულწლოვანთა პროცესისგან განსხვავებული

მცირე ვადის დადგენა მიზანშეწონილია, თუმცა კანონი უნდა იძლეოდეს მისი

გაგრძელების საშუალებას - გონივრულ ფარგლებში და არასრულწლოვნის

საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, ერთჯერადად, 20 დღის ვადით,

მხარის შუამდგომლობის საფუძველზე და მოსამართლის გადაწყვეტილებით.

რეკომენდაცია 19: ცივი იარაღის (დანის) რეგულაციების გამკაცრება

მოქმედი კანონმდებლობით, ცივი იარაღის ტარებისთვის პასუხისმგებლობა

განსაზღვრულია ადამინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით. კერძოდ,

1811 მუხლის შესაბამისად, ცივი იარაღის ტარებისთვის განსაზღვრულია ჯარიმა

200 ლარის ოდენობით, ხოლო 1 წლის განმავლობაში იმავე ქმედების ჩადენისთვის

Page 64: 2017 წლის 1 დეკემბერს თბილისში ... · 2020-01-14 · თბილისი, 2018 წლის 5 სექტემბერი. 2 ... 27

64

- 1000 ლარის ოდენობით. ამავე კოდექსის 1822 მუხლი ადგენს პასუხისმგებლობას

არასრულწოვნისთვის ცივი იარაღის მიყიდვაზე, რისთვისაც განსაზღვრულია

ჯარიმა 300 ოდენობით, ხოლო 1 წლის განმავლობაში იმავე ქმედების ჩადენისთვის

- 500 ლარის ოდენობით.

სისხლის სამართლის კოდექსის 2381 მუხლით, დასჯადია ცივი იარაღის

ტარება, ჩადენილი განმეორებით, ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის

მიერ. თუ პირი (მათ შორის, არასრულწლოვანი) მესამედ დააკავეს ცივი იარაღით

ტარებისთვის, დგება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა, რისთვისაც

გათვალისწინებულია ჯარიმა ან შინაპატიმრობა ექვსი თვიდან ორ წლამდე, ან/და

თავისუფლების აღკვეთა ექვს თვემდე ვადით. პირდაპირი სისხლისამართლებრივი

პასუხისმგებლობა გათვალისწინებულია მხოლოდ ნარკოტიკების მოხმარების გამო

ადმინისტრაციულსახდელდადებული, განზრახ ნაკლებად მძიმე, მძიმე, ან

განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის ნასამართლევი პირის მიერ ცივი იარაღის

ტარებისთვის. შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური სტატისტიკის

თანახმად, ამ მუხლით 2016 წელს რეგისტრირებული იყო 271 დანაშაული, 2017

წელს - 325, ხოლო 2018 წლის ივლისის ჩათვლით - 244.

კომისიას მიაჩნია, რომ მოქმედი კანონმდებლობა მნიშვნელოვან

ცვლილებებს საჭიროებს. პირველ რიგში, უნდა დაზუსტდეს ცივი იარაღის

დეფინიცია, ასევე, განისაზღვროს იმ ნივთების ჩამონათვალი და აღწერილობა,

რომლებიც მიეკუთვნება აღნიშნულ კატეგორიას და რომელთა მიყიდვაც უნდა

აიკრძალოს არასრულწლოვნებზე. ძალიან უმნიშვნელოა ამ მხრივ

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული

სანქციები და შეუძლებელია, ისინი პრევენციული იყოს. შესაბამისად, სანქციები

უნდა გამკაცრდეს, განსაკუთრებით, არასრულწლოვნებისთვის ცივი იარაღის

მიყიდვის ნაწილში. აუცილებელია გამკაცრდეს ადმინისტრირებაც ამ

მიმართულებით. ასევე მიზანშეწონილად მიგვაჩნია, ცივი იარაღის ტარების

მუხლის განმეორებით დარღვევა გახდეს სისხლის სამართლის დანაშაული.

რეკომენდაცია 20: დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის დახვეწა

კომისიამ დაადგინა, რომ გამოძიების პროცესში ჩართულ

სამართალდამცველ ორგანოთა (შსს, პროკურატურა) წარმომადგენლების

საქმიანობაში გამოიკვეთა არაერთი დანაშაულის ნიშანი: სამსახურებრივი

უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება; სამსახურებრივი გულგრილობა;

მტკიცებულების განადგურება სისხლის სამართლის საქმეზე; გამოსაკითხი პირის

ან მოწმის დაყოლიება ცრუ ინფორმაციის მიწოდებასა ან ცრუ ჩვენების მიცემაზე,

ან მიწოდებული ინფორმაციისა და მიცემული ჩვენების შეცვლაზე;

სამართალწარმოების განხორციელებისთვის, გამოძიებისთვის ან დაცვისთვის

ხელის შეშლა. არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ გამოძიების პროცესში

შესაძლო სისხლისსამართლებრივი დარღვევები ჩადენილია შინაგან საქმეთა

Page 65: 2017 წლის 1 დეკემბერს თბილისში ... · 2020-01-14 · თბილისი, 2018 წლის 5 სექტემბერი. 2 ... 27

65

სამინისტროსა და პროკურატურის სხვადასხვა თანამდებობის პირთა უშუალო

ჩართულობით, მითითებით და თანხმობით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ამ დანაშაულთა ეფექტიანი და

მიუკერძოებელი გამოძიება ამავე ორგანოების მიერ სერიოზული კითხვის ნიშნის

ქვეშ დგას. არადა, ეს გამოძიება კრიტიკულად მნიშვნელოვანია სამართალდამცველ

სისტემაში მსგავსი შემთხვევების პრევენციისა და, რაც მთავარია,

სამართალდამცველი ორგანოების მიმართ საზოგადოების ნდობის

აღდგენისათვის, რომელიც მნიშვნელოვნად დააზიანა სწორედ ამ საქმეზე და ამ

სისტემაში დარღვევებით წარმართულმა გამოძიებამ.

მიმდინარე წელს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი „სახელმწიფო

ინსპექტორის შესახებ,“ რომლითაც განისაზღვრა მისი უფლებამოსილებები

სამართალდამცველ ორგანოთა წარმომადგენლების მიერ ჩადენილი დანაშაულის

გამოძიებაში. სამწუხაროდ, სახელმწიფო ინსპექტორის კომპეტენცია

შემოფარგლულია მხოლოდ სამართალდამცველი ორგანოს წარმომადგენლის მიერ

ჩადენილი გარკვეული კატეგორიის დანაშაულებით ადამიანის უფლებებისა და

თავისუფლებების წინააღმდეგ (იგი ვრცელდება ა. საქართველოს სისხლის

სამართლის კოდექსის 1441−1443 მუხლებით, 332-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“

ქვეპუნქტებით, 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით, 335-ე

მუხლით ან/და 378-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულებზე,

თუ ისინი ჩადენილია სამართალდამცველი ორგანოს წარმომადგენლის, აგრეთვე,

მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ; ბ. სამართალდამცველი ორგანოს

წარმომადგენლის, მოხელის, ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ ჩადენილ სხვა

დანაშაულზე, რომელმაც გამოიწვია პირის სიცოცხლის მოსპობა და რომლის

ჩადენის დროს ეს პირი იმყოფებოდა დროებითი მოთავსების იზოლატორში, ან

პენიტენციურ დაწესებულებაში, ანდა ნებისმიერ სხვა ადგილას, სადაც

სამართალდამცველი ორგანოს წარმომადგენლის, მოხელის ან მასთან

გათანაბრებული პირის მიერ, თავისი ნების საწინააღმდეგოდ, აკრძალული ჰქონდა

ადგილსამყოფლის დატოვება, ანდა აღნიშნული პირი სხვაგვარად იმყოფებოდა

სახელმწიფოს ეფექტიანი კონტროლის ქვეშ).

შესაბამისად, დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი ისეთი

დანაშაულების გამოსაძიებლად, რომლებიც ჩადენილია სამსახურებრივი

უფლებამოსილებების შესრულებისას და მიმართულია საქმის სრულყოფილად და

ობიექტურად გამოძიების წინააღმდეგ, არ არსებობს. მაგალითად: სამოხელეო

დანაშაულები - სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება (332-ე

მუხლი), სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება (333-ე მუხლი),

სამსახურებრივი გულგრილობა (342-ე მუხლი); დანაშაულები მტკიცებულების

მოპოვების საპროცესო წესის წინააღმდეგ - მტკიცებულებების განადგურება (368-ე

მუხლი), სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულებების ფალსიფიკაცია (3691-ე

მუხლი), ზემოქმედება გამოსაკითხ პირზე, მოწმეზე, დაზარალებულზე, ექსპერტზე

ან თარჯიმანზე (372-ე მუხლი), სამართალწარმოების განხორციელებისთვის,

Page 66: 2017 წლის 1 დეკემბერს თბილისში ... · 2020-01-14 · თბილისი, 2018 წლის 5 სექტემბერი. 2 ... 27

66

გამოძიებისთვის ან დაცვის განხორციელებისთვის ხელის შეშლა (364-ე მუხლი) და

სხვა.

ევროპული პარტნიორობა კორუფციის წინააღმდეგ (EPAC), პოლიციაზე

ზედამხედველობის პრინციპებში (დამტკიცებულია 2011 წლის ნოემბერში)14

მიუთითებს, რომ პოლიციაში კანონიერების პრინციპის განსამტკიცებლად და

პოლიციის მიმართ საზოგადოების მაღალი ნდობის უზრუნველსაყოფად, მასზე

ზედამხედველობის ორგანო უნდა იყოს საკმარისად დამოუკიდებელი, არ იყოს

აღმასრულებელი ხელისუფლების ნაწილი და პირდაპირ იყოს პარლამენტთან

ანგარიშვალდებული (მუხლი 2.2.1). იქვე საკვანძო პრინციპად მითითებულია, რომ

იგი საკმარისად უნდა გამოეყოს საპოლიციო სისტემას. სწორედ ასეთი

დამოუკიდებელი ორგანო უნდა იძიებდეს სამართალდამცველ ორგანოებში

ჩადენილ ნებისმიერ დანაშაულს (მუხლი 2.1.1). ხაზგასასმელია, რომ საქართველო

ამ ორგანიზაციის წევრია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია გაიზარდოს

სახელმწიფო ინსპექტორის უფლებამოსილება, ის გახდეს უფრო ეფექტიანი

მექანიზმი და მოიცავდეს სამართალდამცველ ორგანოთა წარმომადგენლების მიერ

სისხლის სამართლის საქმის გამოძიებისას ჩადენილ დანაშაულებსაც,

რომლებითაც უხეშად ირღვევა გამოძიების ყოველმხრივ, სრულად და

ობიექტურად წარმართვის ვალდებულება. ეს ამ კონკრეტულ საქმეზეც

შესაძლებელს გახდის სამართალდამცველ ორგანოებში ჩადენილი სავარაუდო

დანაშაულების ობიექტურ და მიუკერძოებელ გამოძიებას.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ასეთ საქმეებზე სისხლისსამართლებრივი

დევნა და სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერა აწარმოოს სპეციალურმა ad hoc

პროკურორმა, რომელიც არ იქნება პროკურატურის თანამშრომელი.

რეკომენდაცია 21: სისხლის სამართლის პოლიტიკის გამკაცრება ცრუ ჩვენების

მიცემასა და ცრუ დასმენაზე

კომისია მიიჩნევს, რომ საქართველოს მთავარმა პროკურატურამ უნდა

გაამკაცროს სისხლის სამართლის პოლიტიკა დანაშაულებზე, რომლებიც

უკავშირდება სასამართლო ორგანოების საქმიანობას, მტკიცებულებათა მოპოვების

საპროცესო წესს, დანაშაულის დროულად აღკვეთასა და გახსნას (სსკ თავები XLI,

XLII, XLIII).

14 https://www.epac-eacn.org/downloads/recommendations/doc_view/2-police-oversight-principles

Page 67: 2017 წლის 1 დეკემბერს თბილისში ... · 2020-01-14 · თბილისი, 2018 წლის 5 სექტემბერი. 2 ... 27

67

ამ მიზნით, სისხლის სამართლის პოლიტიკის სახელმძღვანელო

პრინციპების როგორც ზოგად, ისე კერძო ნაწილებში უნდა გაიწეროს შესაბამისი

მითითებები პროკურორებისთვის.

კომისია მიიჩნევს, რომ სისხლის სამართლის პოლიტიკის სახელმძღვანელო

პრინციპების ფორმირებისას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს

სასამართლოს წინაშე მოწმის, ან ბრალდებულის მხრიდან ცრუ ჩვენების მიცემის

საკითხს. ადამიანს აქვს უფლება, არ მისცეს ჩვენება საკუთარი თავის წინააღმდეგ.

დუმილის უფლება, ან კონკრეტულ კითხვაზე პასუხის გაცემაზე უარი საკუთარი

თავის ინკრიმინირებისგან დაცვის მიზნით, კონსტიტუციით დაცული სფეროა,

მაგრამ ეს არ გულისხმობს ცრუ ინფორმაციის მიწოდების უფლებას.

მნიშვნელოვანია ამ კუთხით პრაქტიკის შეცვლა.

რეკომენდაცია 22: საგამოძიებო უწყებების მიერ ჩვენებების აუდიო და ვიდეო

ჩაწერა და სტენოგრამირება

საგამოძიებო კომისიამ არაერთი ხარვეზი გამოავლინა გამოკითხვისა და

დაკითხვის ოქმებთან მიმართებით. ხშირია შემთხვევები, როდესაც არ ჩანს, რა

კითხვებს უსვამს გამომძიებელი მოწმეს, ან ზუსტად რა სიტყვებსა და შეფასებებს

იყენებს მოწმე. მაგალითად, ამ საქმეში არის ორი განსხვავებული ადამიანის ჩვენება

(მოწმეები ლ.ბ. და გ.ჯ.2), რომელთა გამოკითხვის ოქმები სიტყვა-სიტყვით

ემთხვევა ერთმანეთს. შეუძლებელია, ორ განსხვავებულ ადამიანს იდენტური

სიტყვებით და შეფასებებით აღეწერა ჩხუბის ფაქტი და თავისი როლი მასში. ეს

მაგალითი მეტყველებს, რომ გამომძიებელი უპასუხისმგებლოდ მიუდგა საკუთარ

საქმეს და უბრალოდ გადაწერა ჩვენებები.

შესაბამისად, კომისია მიიჩნევს, რომ გამოძიების პროცესში ჩატარებულ

გამოკითხვათა ოქმები და მოწმეთა ჩვენებები მომავალში უნდა შედგეს აუდიო-

ვიდეო ჩანაწრების სახით. საგამოძიებო უწყებებს უნდა მიეცეს გონივრული დრო,

რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით გადავიდნენ გამოკითხვათა ოქმების აუდიო და

ვიდეო ფორმატით შედგენაზე.

რეკომენდაცია 23: პროკურორის ვალდებულება, რომ იურიდიულ საკითხთა

კომიტეტის ფარგლებსა და დახურულ ფორმატში მიაწოდოს ინფორმაცია

პარლამენტის წევრებს სისხლის სამართლის კონკრეტულ საქმეებზე

საგამოძიებო კომისია მიიჩნევს, რომ გასაძლიერებელია მთავარი

პროკურატურის საქმიანობაზე საპარლამენტო კონტროლის მექანიზმები. დღეს

მოქმედი კანონმდებლობით, პარლამენტი უფლებამოსილია, მოითხოვოს მთავარი

პროკურორის ინფორმაციის მოსმენა, თუმცა არ არის გაწერილი აღნიშნული

ვალდებულების არსი.

Page 68: 2017 წლის 1 დეკემბერს თბილისში ... · 2020-01-14 · თბილისი, 2018 წლის 5 სექტემბერი. 2 ... 27

68

კომისია მიიჩნევს, რომ შესაქმნელია კონკრეტული ქმედითი მექანიზმი,

რომელიც საშუალებას მისცემს პარლამენტის წევრებს, ეფექტიანი

ზედამხედველობა გაუწიონ პროკურატურის მუშაობას, იმგვარად, რომ არ

დაზიანდეს სისხლის სამართლის საქმისწარმოებასთან დაკავშირებული

სპეციფიკური ინტერესები.

კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია პარლამენტის იურიდიულ საკითხთა

კომიტეტის ფარგლებში საგანგებო ნდობის ჯგუფის ფორმირება, რომელიც

კანონით დადგენილი პერიოდულობით, გეგმურ და რიგგარეშე სხდომებზე,

დახურულ ფორმატში მოიწვევს მთავარ პროკურორს, გაეცნობა შესაბამის მასალებს

და მოისმენს ინფორმაციას, როგორც პროკურატურის საქმიანობაზე, ისე მაღალი

საზოგადოებრივი ინტერესის მქონე სისხლის სამართლის საქმეებზე.

ამასთან, მთავარ პროკურორს უნდა ეკისრებოდეს წელიწადში ორჯერ

გამოცხადება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე და ინფორმაციის წარდგენა

პროკურატურის საქმიანობის შესახებ.

რეკომენდაცია 24: საგამოძიებო პროცესის რეგლამენტირება და საგამოძიებო

სანიშნეების შექმნა

საგამოძიებო კომისიის მუშაობამ აჩვენა, რომ გამოძიების პროცესი

საჭიროებს მკაცრ რეგლამენტირებას. შესაქმნელია ე.წ. საგამოძიებო სანიშნეები

(investigative checklists), სადაც დეტალურად გაიწერება ყოველი ძირითადი

დანაშაულის გამოძიებისას ჩასატარებელ საგამოძიებო მოქმედებათა ნუსხა და

ჩატარების წესი. ამგვარად, მინიმუმამდე შემცირდება ჩავარდნები, რომლებიც

უკავშირდება შემთხვევის ადგილის არასათანადოდ დათვალიერებას, მოწმეების

არდაკითხვას, ან სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედების ჩაუტარებლობას.

რეკომენდაცია 25: ფარული ჩაწერის პრაქტიკის უკანონობა

საგამოძიებო კომისიამ დააფიქსირა არასრულწლოვან მოწმეთა ე.წ. ფარული

ჩაწერის შემთხვევები, როდესაც გამომძიებლები მათ ესაუბრებიან თავიანთ

სამუშაო ოთახებში, ხოლო შეხვედრა ფარულად იწერება აუდიო-ვიდეო სახით.

გადაღებული მასალა, შესაბამის კრებსთან ერთად, თან ერთვის სისხლის

სამართლის საქმეს მტკიცებულებად და პროკურატურა იყენებს ბრალდებულის

წინააღმდეგ.

კომისია მიიჩნევს, რომ აღნიშნული პრაქტიკა გამოსაკითხი პირის/მოწმის

პროცესუალური უფლების დარღვევაა, რადგან პირს აქვს უფლება, არ მისცეს

ინფორმაცია ან ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას. ამ უფლების

განმარტების გარეშე, მოწმის ფაქტობრივი დაკითხვა გამომძიებლის მიერ და მისი

Page 69: 2017 წლის 1 დეკემბერს თბილისში ... · 2020-01-14 · თბილისი, 2018 წლის 5 სექტემბერი. 2 ... 27

69

ფარულად ჩაწერის პრაქტიკა აზრს უკარგავს საკუთარი თავის ინკრიმინირებისგან

დაცვის ფუნდამენტურ უფლებას.

შესაბამისად, კომისია მიიჩნევს, რომ მოწმის უფლებათა გვერდის ავლის

ამგვარი შესაძლებლობა საჭიროებს ახლებურ საკანონმდებლო რეგლამენტაციას

სისხლის სამართლის პროცესში.

რეკომენდაცია 26: მთავარი პროკურორის არჩევის წესის შეცვლა

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობების გამოძიებამ აჩვენა, რა მძიმე

ვითარებაა პროკურატურაში. რა თქმა უნდა, საპარლამენტო საგამოძიებო კომისია

ვერასდროს ჩაანაცვლებს მუდმივმოქმედ სამართალდამცველ უწყებებს, რომელთა

პასუხისმგებლობაც გახლავთ სისხლის სამართლის პოლიტიკის გატარება

ქვეყანაში. ამიტომ, დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და კომპეტენტური

პროკურატურის არსებობა ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია სახელმწიფოსთვის.

ამ ვითარებაში უაღრესად საგულისხმოა მთავარი პროკურორის არჩევის სწორი

მოდელის განსაზღვრა.

ჩვენ დღეს გვაქვს მთავარი პროკურორის არჩევის მოდელი, რომელიც

თითქოს გვთავაზობს უწყების დამოუკიდებლობის გარანტიებს, მაგრამ

სინამდვილეში სრულ ფორმალობად წარმოაჩენს ამ პროცესს.

შესაბამისად, ჩვენ გვყავს ფორმალურად დამოუკიდებელი, მაგრამ

სინამდვილეში ხელისუფლებისგან კონტროლირებადი მთავარი პროკურორი,

რომელიც არ არის ანგარიშვალდებული არც პარლამენტის და არც საზოგადოების

წინაშე.

კომისიას მიაჩნია, რომ მთავარი პროკურორის შერჩევის პროცესი უნდა

ითვალისწინებდეს ფართო პოლიტიკურ კონსენსუსს, როგორც ამას გვირჩევს

ვენეციის კომისია, ან იყოს ფორმალურადაც ხელისუფლების დაქვემდებარებაში,

რათა ნათელი გახდეს მმართველი ძალის პოლიტიკური პასუხისმგებლობა და არ

გვქონდეს ფსევდოდამოუკიდებლობის ბურუსში გახვეული, ჩაკეტილი უწყება,

რომელიც მუდმივად იქნება სხვადასხვა კრიზისის წყარო.

რეკომენდაცია 27: დროებით საგამოძიებო კომისიაში საპარლამენტო

უმცირესობა უნდა იყოს უმრავლესობაში და კომისიის თავმჯდომარე

შეირჩეს უმცირესობიდან

იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს პარლამენტს აქვს დროებითი

საგამოძიებო კომისიების შექმნის მხოლოდ მწირი პრაქტიკა და „2017 წლის 1

დეკემბერს თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი დანაშაულის შედეგად ორი

ახალგაზრდის მკვლელობის საქმის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის

Page 70: 2017 წლის 1 დეკემბერს თბილისში ... · 2020-01-14 · თბილისი, 2018 წლის 5 სექტემბერი. 2 ... 27

70

დროებითი საგამოძიებო კომისია“ არის ერთ-ერთი პირველი შემთხვევა, როდესაც

მსგავსი საგამოძიებო კომისია რეალურად შეიქმნა და იმუშავა, მნიშვნელოვნად

მიგვაჩნია საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში შესაბამისი ცვლილებების

შეტანა, რათა მომავალში ასეთი კომისიების საქმიანობა იყოს უფრო ეფექტიანი.

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში დღეს არსებული ჩანაწერით,

“დროებით საგამოძიებო კომისიაში უმრავლესობის წარმომადგენლობა არ უნდა

აღემატებოდეს კომისიის წევრთა რაოდენობის ნახევარს.“ ამგვარი ჩანაწერი იძლევა

საშუალებას, რომ საპარლამენტო უმრავლესობამ დამოუკიდებელი, ან ე.წ.

„დამოუკიდებელი“ უფრაქციო დეპუტატების ხარჯზე მიიღოს უმრავლესობა

დროებით საგამოძიებო კომისიაში; ასევე, შეინარჩუნოს კომისიის

თავმჯდომარეობა.

უმრავლესობის მხრიდან დროებითი საგამოძიებო კომისიის

მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად, უნდა გაკეთდეს უფრო მკაფიო

საკანონმდებლო ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც (ა) „დროებით საგამოძიებო

კომისიაში საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლობა უნდა აღემატებოდეს

კომისიის წევრთა რაოდენობის ნახევარს“; და (ბ) დროებითი საგამოძიებო კომისიის

თავმჯდომარე იყოს უმცირესობიდან/ოპოზიციიდან.

რეკომენდაცია 28: კომისიას უნდა შეეძლოს თავისი მუშაობის ვადის

გახანგრძლივება ერთი თვით, თუკი ამ გადაწყვეტილებას მხარს უჭერს

კომისიის სიითი შემადგენლობის უმრავლესობა

დღეს არსებული საკანონმდებლო ჩანაწერით, დროებითი საგამოძიებო

კომისიის უფლებამოსილების ვადას განსაზღვრავს პარლამენტი: ამგვარი კომისია

შეიძლება შეიქმნას არაუმეტეს 3 თვით, მისი უფლებამოსილების ვადა კი

პარლამენტმა გააგრძელოს თითო თვით.

დროებით საგამოძიებო კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ მომავალში

თვითონ კომისიას ჰქონდეს უფლებამოსილება, ერთჯერადად გაიხანგრძლივოს

უფლებამოსილება ერთი თვით, თუკი ამ გადაწყვეტილებას მხარს დაუჭერს

კომისიის სიითი შემადგენლობის უმრავლესობა.

რეკომენდაცია 29: დროებითი საგამოძიებო კომისიის წინააღმდეგ ჩადენილი

დანაშაულები გაუთანაბრდეს საგამოძიებო უწყებების წინააღმდეგ ჩადენილ

დანაშაულებს

კომისია მიიჩნევს, რომ საგამოძიებო კომისიისთვის ახსნა-განმარტების

მიცემაზე უარის თქმა, აგრეთვე, ცრუ ახსნა-განმარტების მიცემა (სსკ მუხლები 349-

350), სამართლებრივი შედეგებით უნდა გაუთანაბრდეს სისხლის სამართლის

საქმეში მოწმის მხრიდან ჩვენების მიცემაზე უარის თქმას და ცრუ ჩვენების მიცემას

Page 71: 2017 წლის 1 დეკემბერს თბილისში ... · 2020-01-14 · თბილისი, 2018 წლის 5 სექტემბერი. 2 ... 27

71

(სსკ მუხლები 370-371). კომისია აგრეთვე მიიჩნევს, რომ აუცილებელია

საგამოძიებო კომისიის წევრზე ზემოქმედების კრიმინალიზაცია, რაც დღემდე

დაურეგულირებელია.

რეკომენდაცია 30: სისხლის სამართლის საქმეზე მასალების გაცნობის წესის

დაზუსტება

დღეს არსებული საკანონმდებლო ჩანაწერით, „დროებითი საგამოძიებო

კომისია უფლებამოსილია, წერილობით მოითხოვოს და, საქართველოს მთავარი

პროკურორის ნებართვით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო

კოდექსით დადგენილი წესით, ადგილზე გაეცნოს სისხლის სამართლის საქმეს,

აგრეთვე გამოძიების არდაწყების შესახებ არსებულ მასალებს, თუ კომისიას

მიაჩნია, რომ აღნიშნულ საქმეში ან მასალებში მოიპოვება მის მიერ განსახილველი

საკითხის გამოკვლევისათვის საჭირო მონაცემები.“ ეს ჩანაწერი შეიძლება

განიმარტოს, როგორც კომისიის წევრების უფლება, მივიდნენ შსს-ში ან

პროკურატურაში და ადგილზე გაეცნონ სისხლის სამართლის საქმის მასალებს.

ხორავას ქუჩის საქმეზე შექმნილი კომისიის სამუშაო პრაქტიკამ აჩვენა, რომ

შეუძლებელია სისხლის სამართლის მასალების გაცნობა პარლამენტს გარეთ.

შესაბამისად, როგორც კომისიის წევრების, ისე შინაგან საქმეთა სამინისტროს,

პროკურატურისა და სასამართლოს მიერ ეს ჩანაწერი ინტერპრეტირებულია,

როგორც კომისიის უფლება, სამუშაო ადგილზე გაეცნონ მასალებს.

მნიშვნელოვანია, რომ ეს განმარტება, მომავალში გაურკვევლობის თავიდან

ასაცილებლად, ნათლად ჩამოყალიბდეს პარლამენტის რეგლამენტის ახალ

რედაქციაში.

აქვე აღსანიშნავია, რომ კომისიის მუშაობის ბოლო ეტაპზე შეიქმნა

პრობლემა შსს-სგან მასალების მიღებაზე კომისიის წევრების მხრიდან

გაუთქმელობის ხელწერილის დადების გარეშე. პარლამენტის რეგლამენტში ღიად

უნდა განიმარტოს, რომ კომისიის მუშაობის ფარგლებში მისი წევრები

უფლებამოსილნი არიან, მიიღონ ნებისმიერი მასალა, რომელიც ეხება საქმეს, და

მათ არ უნდა ეკისრებოდეთ გაუთქმელობის ვალდებულება.

რეკომენდაცია 31: საგამოძიებო კომისიის სხდომების შეთავსება კომიტეტისა

და პლენარულ სხდომებთან

საგამოძიებო კომისიის მუშაობამ ცალსახად გამოაჩინა, რომ საქმის

დროულად, მოკლე ვადაში და სრულყოფილად შესწავლის მიზნით, აუცილებელია

საგამოძიებო კომისიის სხდომების ინტენსიურ რეჟიმში წარმართვა.

საგამოძიებო კომისიის დროებითობა (განსხვავებით, მაგალითად,

პარლამენტის კომიტეტებისგან) და მისი საქმიანობის მოკლე ვადით შემოფარგვლა

კიდევ უფრო მნიშვნელოვანს ხდის მისი წევრებისთვის შესაძლებლობის მიცემას,

Page 72: 2017 წლის 1 დეკემბერს თბილისში ... · 2020-01-14 · თბილისი, 2018 წლის 5 სექტემბერი. 2 ... 27

72

კომისიის უფლებამოსილების განმავლობაში მაქსიმალურად კონცენტრირდნენ

თავიანთი ვალდებულებების შესრულებასა და საქმის შესწავლაზე.

საშემოდგომო ან/და საგაზაფხულო სესიის მიმდინარეობისას,

საპარლამენტო საქმიანობის დატვირთული გრაფიკის (კომიტეტის სხდომები,

პლენარული სესიები) გამო, საგამოძიებო კომისიის სხდომების ჩატარება

საქმისთვის საჭირო რაოდენობითა და ხანგრძლივობით ხშირად შეუძლებელია,

რადგან ეს პარლამენტის წევრისთვის კომიტეტის, ან პლენარული სხდომის

არასაპატიო მიზეზით გაცდენას ნიშნავს. კერძოდ, საქართველოს პარლამენტის

რეგლამენტის 133-ე მუხლის თანახმად, პარლამენტის წევრის მიერ პლენარული და

კომიტეტის სხდომების გაცდენის საპატიო მიზეზად განსაზღვრულია

ავადმყოფობა, ოჯახური მდგომარეობა და სამსახურებრივი მივლინება.

შესაბამისად, საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ყოფნა და მის მუშაობაში

ჩართულობა პარლამენტის წევს არ ეთვლება საპატიოდ კომიტეტის ან პლენარული

სხდომის გაცდენისას.

ერთი მხრივ, საგამოძიებო კომისიის ფუნქციების მნიშვნელობისა და, მეორე

მხრივ, მისი საქმიანობის მოკლე ვადით შემოფარგვლის გათვალისწინებით,

აუცილებელია, საგამოძიებო კომისიის სხდომებში მონაწილეობა პარლამენტის

წევრს ჩაეთვალოს კომიტეტის ან/და პლენარული სხდომის გაცდენის საპატიო

მიზეზად.

რეკომენდაცია 32. შინაგან საქმეთა მინისტრისა და მთავარი პროკურორის

პასუხისმგებლობა კომისიის რეკომენდაციების შესრულებაზე

საქართველოს პარლამენტმა, კომისიის მიერ დასკვნის მიღებიდან

არაუგვიანეს ერთი თვის ვადაში, მოუსმინოს მოქმედ შინაგან საქმეთა მინისტრსა

და მთავარ პროკურორს კომისიის რეკომენდაციათა შესრულებასა და ხორავას

ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის გამოძიების მიმდინარეობაზე.

Page 73: 2017 წლის 1 დეკემბერს თბილისში ... · 2020-01-14 · თბილისი, 2018 წლის 5 სექტემბერი. 2 ... 27

73

დანართი 1

„2017 წლის 1 დეკემბერს თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი დანაშაულის

შედეგად ორი ახალგაზრდის მკვლელობის ფაქტის შემსწავლელი დროებითი

საგამოძიებო კომისია“-ის აპარატი და გაწეული ხარჯები

კომისიის წევრებისთვის კონსულტაციის გაწევის, ექსპერტული

მოსაზრებების მიწოდებისა და მუშაობის პროცესში დახმარებისთვის, კომისიის

სხვადასხვა წევრის რეკომენდაციით დაქირავებულ იქნა ოთხი ექსპერტი, მათ

შორის კომისიის უფლებამოსილების ვადით - ზაზა ჭაია, ირაკლი ქადაგიძე და

რაულ გამისონია, ხოლო ერთი თვის ვადით - თამაზ ახობაძე. ასევე, კომისიის

აპარატის ფუნქციონირებისათვის სხვადასხვა ვადით დაქირავებულ იქნა ხუთი

თანამშრომელი, მათ შორის ორი თვის ვადით ვიდეო-ოპერატორი დავით ებანოიძე,

ორი თვის ვადით პრესასთან ურთიერთობის სპეციალისტი მაკა ჟვანია, კომისიის

უფლებამოსილების ვადით მედიამონიტორინგის სპეციალისტი ეკა ექიზაშვილი,

ორი თვის ვადით იურისტი დავით ჯინჯოლავა და კომისიის დასკვნისა და

რეკომენდაციების ტექსტის კორექტირებისა და რედაქტირებისთვის ეკატერინე

ბუჯიაშვილი.

კომისიის მუშაობისთვის სახელფასო ასიგნებების მუხლით, საქართველოს

პარლამენტის ბიუროსა და ხაზინადართა საბჭოს მიერ განისაზღვრა თვეში 11 600

ლარი, საიდანაც კომისიის მუშაობის პირველ თვეს ათვისებულ იქნა 2321.43 ლარი,

კომისიის მუშაობის მეორე თვეს 5084 ლარი, ხოლო კომისიის მუშაობის მესამე თვეს

7475 ლარი. ამასთან, არასრულწლოვანთა გამოკითხვისა და კომისიის

წევრებისთვის ტრენინგის ჩატარების მიზნით, საგამოძიებო კომისიის მიმართვის

და საქართველოს პარლამენტის ბიუროსა და ხაზინადართა საბჭოს

გადაწყვეტილებით, გამარტივებული შესყიდვის წესით ხელშეკრულება გაფორმდა

ა.(ა).ი.პ. „საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდთან“, რომლის

მომსახურების ღირებულება ჯამურად განისაზღვრა 6500 ლარით, საიდანაც 700

ლარი შეადგენს კომისიის წევრების ტრენინგის ღირებულებას, ხოლო 5800 ლარი

არასრულწლოვანი პირების გამოკითხვების საფასურს. ჯამში, დროებითი

საგამოძიებო კომისიის მუშაობის პროცესში, 3 თვის განმავლობაში საქართველოს

პარლამენტმა გასწია 21 280.43 ლარის დანახარჯი.

Page 74: 2017 წლის 1 დეკემბერს თბილისში ... · 2020-01-14 · თბილისი, 2018 წლის 5 სექტემბერი. 2 ... 27

74

დანართი 2 (დახურული)

2017 წლის 1 დეკემბერს თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი დანაშაულის შედეგად ორი

ახალგაზრდის მკვლელობის საქმის ფიგურანტი ახალგაზრდების სახელები და გვარები და

მათი აღმნიშვნელი ინიციალები

Page 75: 2017 წლის 1 დეკემბერს თბილისში ... · 2020-01-14 · თბილისი, 2018 წლის 5 სექტემბერი. 2 ... 27

75

დანართი 3

„2017 წლის 1 დეკემბერს თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი დანაშაულის

შედეგად ორი ახალგაზრდის მკვლელობის ფაქტის შემსწავლელი დროებითი

საგამოძიებო კომისია“-ის მიერ გამოკითხულ პირთა სია

1. ზაზა სარალიძე (დაზარალებული)

2. ნესტან ლონდარიძე (დაზარალებულის ადვოკატი)

3. ნათია საყვარელიძე (დაზარალებული)

4. ხათუნა მაღლაკელიძე (დაზარალებულის ადვოკატი)

5. ქალაქ თბილისის პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს

ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების

უფროსი ზვიად ფხაკაძე

6. შსს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს

პირველი განყოფილების უფროსი კახაბერ სირაძე

7. მოწმე ანა ქობალია

8. მოწმე ქეთევან ქადაგიძე

9. მოწმე ზაზა ციბაძე

10. მოწმე ეკა ასათიანი-კერვალიშვილი

11. მოწმე ნიკოლოზ იორდანიშვილი

12. მოწმე ლიანა ნიკურაძე

13. მოწმე მაია მუჩიაური

14. მოწმე ნიკოლოზ ვაჩეიშვილი

15. მოწმე დიანა ბოლოთაშვილი

16. მოწმე ანტიგონე ზამბახიძე

17. მოწმე მარიამ ნინუა

18. შსს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს

პირველი განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელი ირაკლი

ფიფია

19. შსს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი შალვა ბედოიძე

20. შსს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს

უფროსი იოსებ სიგუა

21. მოწმე ზვიად კუპრავა

22. არასრულწლოვანი მოწმე ა. ბ.

23. არასრულწლოვანი მოწმე ლ. ბ.

24. არასრულწლოვანი მოწმე გ. ჯ.2

25. 51-ე საჯარო სკოლის დირექტორი მანანა თურქაძე

26. 51-ე საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილე თინათინ ყენია

27. პირველი ექსპერიმენტული საჯარო სკოლის დირექტორი ხათუნა ბარაბაძე

Page 76: 2017 წლის 1 დეკემბერს თბილისში ... · 2020-01-14 · თბილისი, 2018 წლის 5 სექტემბერი. 2 ... 27

76

28. 51-ე სკოლის მასწავლებელი ინგა ღუღუნიშვილი

29. 51-ე სკოლის მასწავლებელი ბარბარე ჯიაძე

30. 51-ე სკოლის მანდატური ანა გუშარაშვილი

31. 51-სკოლის მანდატური გიორგი მელიქიძე

32. 51-ე სკოლის მანდატური თეიმურაზ ზადიშვილი

33. არასრულწლოვანი მოწმე დ. ღ.

34. არასრულწლოვანი მოწმე დ. ნ.

35. მოწმე თამარ გოცირიძე

36. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლოს ექსპერტიზის

ეროვნული ბიუროს ექსპერტი გიორგი მაღრაძე

37. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლოს ექსპერტიზის

ეროვნული ბიუროს ექსპერტი სოფიკო ბელქანია

38. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლოს ექსპერტიზის

ეროვნული ბიუროს ექსპერტი გიორგი ცინცაძე

39. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლოს ექსპერტიზის

ეროვნული ბიუროს ექსპერტი ნინო კვიწინაძე

40. არასრულწლოვანი მოწმე დ. შ.

41. არასრულწლოვანი მოწმე ა. დ.

42. არასრულწლოვანი მოწმე თ. ნ.

43. არასრულწლოვანი მოწმე ლ. ს.

44. არასრულწლოვანი მოწმე გ. მ.2

45. ბრალდებული მერაბ მორჩაძე

46. ბრალდებული მირზა სუბელიანი

47. ბრალდებული თენგიზ კალანდია

48. არასრულწლოვანი მოწმე ა. ს.

49. მოწმე მ.კ.

50. თბილისის ყოფილი პროკურორი მიხეილ შაყულაშვილი

51. თბილისის პროკურორის ყოფილი მოადგილე გიორგი გაბოძე

52. მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე მამუკა ვასაძე

53. მთავარი პროკურორის მოადგილრ გიორგი გაბიტაშვილი

54. თბილისის პროკურორი მალხაზ კაპანაძე

55. თბილისის პროკურორია მოადგილე კონსტანტინე სირაძე

56. არასრულწლოვანი მოწმე გ.მ.

57. არასრულწლოვანი მოწმე ს.ფ.

58. არასრულწლოვანი მოწმე გ.მ.3

59. არასრულწლოვანი მოწმე ზ.ტ.

60. არასრულწლოვანი მოწმე ლ.ჯ.

61. არასრულწლოვანი მოწმე თ.ჩ.

62. არასრულწლოვანი მოწმე გ.ი.

63. არასრულწლოვანი მოწმე ზ.ნ.

64. არასრულწლოვანი მოწმე ვ.ბ.

Page 77: 2017 წლის 1 დეკემბერს თბილისში ... · 2020-01-14 · თბილისი, 2018 წლის 5 სექტემბერი. 2 ... 27

77

65. არასრულწლოვანი მოწმე ლ.ნ.

66. არასრულწლოვანი მსჯავრდებული გ.ჯ.

67. არასრულწლოვანი მსჯავრდებული გ.ბ.

68. მოწმე ლუკა კალანდია

69. საქართველოს შინაგან საქმეთა ნინისტრი გიორგი გახარია

70. საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი

71. საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე

72. არასრულწლოვანი მოწმე თ.ბ.

73. არასრულწლოვანი მოწმე ი.ნ.

74. მოწმე თეიმურაზ ქუცნიაშვილი

75. მოწმე ივანე ნაკაიძე

76. ბრალდებული გიორგი შაბურიშვილი

77. ბრალდებული მიხეილ წინწკალაძე

78. არასრულწლოვანი მოწმე ი.ჯ.

79. არასრულწლოვანი მოწმე ლ.ე.

Page 78: 2017 წლის 1 დეკემბერს თბილისში ... · 2020-01-14 · თბილისი, 2018 წლის 5 სექტემბერი. 2 ... 27

78

დანართი 4 (დახურული)

გამოკითხულ პირთა ახსნა-განმარტებები