27 თებერვალი-5 მარტი, 2012

6
- 1 - Website: ei-lat.ge facebook: Liberal Academy Tbilisi YouTube: Liberal Academy flickr: Liberal Academy Tbilisi slideshare: EI LAT Email: [email protected] Telephone: (+995) 32 293 11 28 Fax: (+995) 32 293 11 28 27თებერვალი-5 მარტი, 2012 ქართულ პრესაში ევროპისა და ევროკავშირის თემის ყოველკვირეული მიმოხილვა ამ კვირის „რეზონანსი“ აქვეყნებს ვრცელ ინტერვიუს ორგანიზაცია „ლიბერალური აკადემია -თბილისის“ დირექტორთან ქალბატონ ქეთი ციხელაშვილთან. ჟურნალისტის კითხვები ძირითადად ევროკავშირის საბჭოს მიერ სამხრეთ კავკასიის ქვეყნების შესახებ მორიგ დასკვნას ეხება. ქეთი ციხელაშვილი „რეზონანსთან“ აღნიშნულ საკითხზე საუბრისას აცხადებს : „ამ დასკვნაში ყველა ის მთავარი პრიორიტეტია გამოკვეთილი, რომელიც საფუძვლად დაედება მომავალ თანამშრომლობას. დასკვნაში ჩამოთვლილ პუნქტებს რომ გავყვეთ, პირველი იქ საუბარია ასოცირების შესახებ შეთანხმებაზე და ასევე ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის თემაზე. დასკვნაში ამ საკითხებზე პროგრესის აღნიშვნასთან ერთად საყურადღებოა ის, რომ საჭიროა რეფორმების გაძლიერება. ეს საჭიროებები იდენტიფიცირებულია, მოლაპარაკება დაწყებულია, მაგრამ ცხადია ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ ეს ხელშეკრულება შესრულებული გვაქვს. ამიტომ პროგრესის სისწრაფე ამ რეფორმების წარმატებაზე იქნება დაკავშირებული. ხელშეკრულებაში, რომელიც თავისუფალ ვაჭრობას ეხება, განსხვავებით ვიზის ფასილიტაციის ხელშეკრულებისგან, ძირითადი პასუხისმგებლობები ქართულ მხარეზეა და ეს ვალდებულება ზედმიწევნით უნდა შესრულდეს“. ჟურნალისტის შეკითხვას რეადმისიის პროცესისა და ვიზების გამარტივების საკითხთან დაკავშირებით

Upload: ei-lat

Post on 21-May-2015

883 views

Category:

Education


5 download

TRANSCRIPT

Page 1: 27 თებერვალი-5 მარტი, 2012

- 1 -

Website: ei-lat.ge facebook: Liberal Academy Tbilisi YouTube: Liberal Academy flickr: Liberal Academy Tbilisi slideshare: EI LAT

Email: [email protected] Telephone: (+995) 32 293 11 28 Fax: (+995) 32 293 11 28

27თებერვალი-5 მარტი, 2012 ქართულ პრესაში ევროპისა და ევროკავშირის თემის ყოველკვირეული მიმოხილვა ამ კვირის „რეზონანსი“ აქვეყნებს ვრცელ ინტერვიუს ორგანიზაცია „ლიბერალური აკადემია -თბილისის“ დირექტორთან ქალბატონ ქეთი ციხელაშვილთან. ჟურნალისტის კითხვები ძირითადად ევროკავშირის საბჭოს მიერ სამხრეთ კავკასიის ქვეყნების შესახებ მორიგ დასკვნას ეხება. ქეთი ციხელაშვილი „რეზონანსთან“ აღნიშნულ საკითხზე საუბრისას აცხადებს : „ამ დასკვნაში ყველა ის მთავარი პრიორიტეტია გამოკვეთილი, რომელიც საფუძვლად დაედება მომავალ თანამშრომლობას. დასკვნაში ჩამოთვლილ პუნქტებს რომ გავყვეთ, პირველი იქ საუბარია ასოცირების შესახებ შეთანხმებაზე და ასევე ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის თემაზე.

დასკვნაში ამ საკითხებზე პროგრესის აღნიშვნასთან ერთად საყურადღებოა ის, რომ საჭიროა რეფორმების გაძლიერება. ეს საჭიროებები იდენტიფიცირებულია, მოლაპარაკება დაწყებულია, მაგრამ ცხადია ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ ეს ხელშეკრულება შესრულებული გვაქვს. ამიტომ პროგრესის სისწრაფე ამ რეფორმების წარმატებაზე იქნება დაკავშირებული. ხელშეკრულებაში, რომელიც თავისუფალ ვაჭრობას ეხება, განსხვავებით ვიზის ფასილიტაციის ხელშეკრულებისგან, ძირითადი პასუხისმგებლობები ქართულ მხარეზეა და ეს ვალდებულება ზედმიწევნით უნდა შესრულდეს“. ჟურნალისტის შეკითხვას რეადმისიის პროცესისა და ვიზების გამარტივების საკითხთან დაკავშირებით

Page 2: 27 თებერვალი-5 მარტი, 2012

- 2 -

„ლიბერალური აკადემია-თბილისის“ დირექტორი პასუხობს: “რეადმისიის პროცესის თვალსაზრისით ვალდებულებები საქართველოს მხარეს ისევ უფრო მეტი აქვს, ვიდრე ევროკავშირს. პრინციპში, რეადმისიის პროცესი, ჩემი ინფორმაციით, ნორმალურად მიმდინარეობს. ახლა ველოდებით ახალ მონაცემებს, სავარაუდოდ 500-ით მეტი ადამიანის რეადმისია განხორციელდა ერთი წლის განმავლობაში“. რაც შეეხება ვიზების გამარტივების პროცედურას და მასთან დაკავშირებულ პრობლემებს, ქეთი ცხელაშვილი აცხადებს, რომ მცირედი გაუმჯობესება სახეზეა თუმცა, პრობლემები ისევ არსებობს, მაგალითისთვის კი მოჰყავს პრობლემები ინფორმაციის ხელმისაწვდომობის,სერვისისა და ინფრასტრუქტურის კუთხით. ასევე პრობლემურ საკითხად რჩება ვიზებზე დაუსაბუთებელი უარი : “2009-2010 წლის მონაცემებით ვიზის გაცემაზე უარის შემთხვევები ძალიან მაღალია - 17%-ზე მეტი და ეს არის დაუსაბუთებელი უარები მაშინ, როცა დასაბუთება უნდა ხდებოდეს, თუ რატომ ეუბნებიან ვიზაზე უარს. ადამიანებმა არ იციან, რომ დასაბუთებული უარი უნდა მიიღონ და ასევე არ იციან, რომ ამ უარის გასაჩივრების უფლება აქვთ და პირდაპირ უაპელაციოდ იღებენ ამ უარს და მიდიან სახლში. ჯერ კიდევ ბევრი საკითხია ამ კუთხით მოსაგვარებელი“.

არჩევნების თემასთან დაკავირებით კი, რომელიც ასევე გვხვდება დასკვნაში, ციხელაშვილი აცხადებს: „ევროკავშირმა დააფიქსირა პოზიცია, რომ დააკვირდება საქართველოში არჩევნების პროცესს და იმედი აქვს, რომ თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნები ჩატარდება. ამასთან დასკვნაში წერია, რომ თავად საარჩევნო გარემოს დააკვირდებიან და არა მხოლოდ არჩევნებს დღეს და ეს ძალიან მნიშვნელოვანია“. „ევროკავშირი საქართველოს რეადმისირებულთა და ვიზების მიღების მსურველთა უფლებების დაცვაში ეხმარება“ - შემდეგი სათაურის ქვეშ აქვეყნებს სტატიას გაზეთი „რეზონანსი“, სადაც საუბარია პროექტებზე, რომლებიც ევროკავშირის ინიციატივთა და დაფინანსებით ხორციელდება რეადმისირებულ პირთა რეინტეგრაციის ხელშეწყობისა და რეადმისიის ხელშეკრულებასთან დაკავშირებით საზოგადოების მეტი ინფორმირებულობისათვის. უფრო კონკრეტულად კი, პროექტის „მიზნობრივი ინიციატივა საქართველოსთვის“ ფარგლებში გათვალისწინებულია რეადმისირებულ პირთათვის პროფესიული გადამზადების კურსების გავლა. გარდა ამისა, საჭიროების შემთხვევაში, პროგრამა ითვალისწინებს რეადმისირებული პირების ღამის გასათევით უზრუნველყოფას. ასევე გათვალისწინებულია საზღვარგარეთ დაბადებული ბავშვებისთვის ქართული ენის სასწავლო კურსები და მომგებიანი ბიზნესიდეების დაფინანსება.

Page 3: 27 თებერვალი-5 მარტი, 2012

- 3 -

სტატიაში ვკითხულობთ „მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის“ პროგრამების ხელმძღვანელის მარკ ჰულსტის მოსაზრებას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით: “ვინც დიდი ხანია წასულია, უჭირს საქართველოს შრომით ბაზარზე ადაპტირება. მაგრამ ხორციელდება სხვადასხვა ტრენინგი და დახმარება და იმედი გვაქვს, რომ საბოლოოდ კარგად წარიმართება ეს პროცესი“. ასევე ირკვევა, რომ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული კიდევ ერთი პროექტი “ადამიანის უფლებები რეადმისიისა და სავიზო პროცედურების გამარტივების შესახებ ხელშეკრულებების იმპლემენტაციისას“, რომელსაც არასამთავრებო ორგანიზაცია „ინოვაციებისა და რეფორმების ცენტრი ახორციელებს“, უზრუნველყოფს საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული რეადმისიის ხელშეკრულებასთან დაკავშირებით საზოგადოების მეტ ინფორმირებულობას. პროექტის ხელმძღვანელი თამარ კიკვიძე „რეზონანსთან“ საუბრისას აცხადებს: „ იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნული შეთანხმებები 2011 წლის 1 მარტს შევიდა ძალაში, რეადმისიისა და ვიზების გაცემის პროცედურის გამარტივების საკითხები სიახლეს წარმოადგენს საქართველოს რეალობისათვის; ამდენად, მხარეთა მიერ ამ ხელშეკრულებების სათანადო იმპლემენტაცია ადამიანის უფლებათა პრირიტეტულობის

კვალდაკვალ, სამართლებრივი და ინსტიტუციონალური მექანიზმების განვითარების ხელშეწყობა და სამოქალაქო საზოგადოების სწორად ინფორმირება ხელშეკრულების მნიშვენელობასა და მათთვის მინიჭებული უფლებების თაობაზე აქტუალურია, როგორც სახელმწიფოსათვის, ისე სამოქალაქო საზოგადოებისათვის.“ „რეზონანსში“ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, „ნაბუკოს“ კონსორციუმი ირწმუნება, რომ გაზსადენის მშენებლობა 2013 წელს დაიწყება, ხოლო ევროპის გაზით მომარაგებას ის 2017 წელს შეძლებს, ამ პროცესებში აზერბაიჯანის როლი მკვეთრად გამოხატულია. „აზერბაიჯანმა მზადყოფნა უკვე გამოთქვა, რომ 2017 წლისთვის „ნაბუკოს“ გაზსადენით შაჰდენიზიდან ევროპას 10 მილიარდი კუბური მეტრი გაზი მიაწოდოს, აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიის ინფორმაციით „ნაბუკოს“ გაზსადენის შესავსებად ქვეყანაში საკმარისი რესურსია. კომპანიის ვიცე-პრეზიდენტის ხოშბახტ იუისიფზადეს განცხადებით, აზერბაიჯანს საკმარისი რესურსი აქვს იმისთვის, რომ ნაბუკო დამოუკიდებლად შეავსოს“. - წერს „რეზონანსი“. სტატიაში ნახსენებია აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევისა და ევროკომისიის თავჯდომარის მაუელ ბაროზუს მიერ ხელმოწერილი ერთობლივი დეკლარაცია „სამხრეთ კორიდორის“ შექმნის შესახებ, რომელშიც „ნაბუკოს“ პროექტიც იგულისხმება.

Page 4: 27 თებერვალი-5 მარტი, 2012

- 4 -

დოკუმენტის თანახმად, აზერბაიჯანი ვალდებულებას იღებს ევრკავშირი დიდი მოცულობის ბუნებრივი აირით მოამარაგოს. სპეციალისტების შეფასებით, ნაბუკოს მილსადენი მნიშვნელოვანია ევროპისთვის აზიიდან გაზის მომარაგების თვალსაზრისით, „ნაბუკომ“ ევროპას გაზი კასპიის ზღვიდან და ახლო აღმოსავლეთიდან უნდა მიაწოდოს, ეს პროცესი კი რუსეთზე ევროპის ენერგოდამოკიდებულებას შეამცირებს. „29 თებერვალს, ბრიუსელში გაფორმებული შეთანხმების თანახმად, სისხლის სამართებლივი სისტემის მხარდაჭერისათვის ევროკავშირი 18 მილიონ ევროს გამოყოფს. ამ თანხიდან 16 მილიონი ევრო სახელმწიფო ბიუჯეტისკენ იქნება მიმართული, 2 მილიონი კი ტექნიკური დახმარებისთვისაა გათვალისწინებული,“-ვკითხულობთ „რეზონანსში“. ირკვევა, რომ ახალი პროგრამა მიმართულია ადამიანთა უფლებების გაძლიერებისა და პატიმართა რაოდენობის შემცირებისაკენ. ხელმოწერის შემდეგ ევროკომისარმა გაფართოებისა და ევროპული სამეზობლო პილიტიკის საკითხებში შტეფან ფულემ აღნიშნა საქართველოს წარმატებები სისხლის სამართებლივი სისტემის რეფორმირებაში, ვიცე პრემიერ-მინისტრმა გიორგი ბარამიძემ კი შეხვედრაზე ასოცირების შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკებებში მიღწეული პროგრესის შესახებ ისაუბრა.

“აღსანიშნავია, რომ 2008 წლის შემდეგ ევროკავშირის დახმარებამ სისხლის სამართებლივი სისტემის რეფორმისა და ომბუცმენის ინსტიტუტის გაძლიერების საქმეში 20 მილიონ ევროს გადააჭარბა“. - ვკითხულობთ სტატიის დასასრულს. „ნაბიჯი ევროპის ერთიანი სავაჭრო სივრცისკენ“ - შემდეგი სათაურით აქვეყნებს სტატიას გაზეთი „24 საათი“. როგორც სტატიიდან ირკვევა, თბილისში სამუშაო ვიზიტით მყოფმა ბელგიის ყოფილმა საგარეო მინისტრმა და ამჟამად ევროკომისარმა ვაჭრობის საკითხებში კარლ დე გუხტმა საქართველოსა და ევროკავშრს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებები გახსნა. პრემიერ-მინისტრ ნიკა გილაურთან გამართულ შეხვედრაზე ევროკომისარმა ქართულ მხარეს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებაზე მოლაპარაკებების დაწყება ოფიციალურად მიულოცა და განაცხადა: “მოლაპარაკებების დასაწყებად დიდი ძალისხმევა იქნა გაწეული. ორივე მხარემ მოლაპარაკებების შესახებ ამბიციური გეგმა ჩამოაყალიბა და დღეს უკვე ოფიციალურად ვაცხადებთ, რომ თავისუფალი ვაჭრობის საკითხზე საქართველო-ევროკავშირს შორის მოლაპრაკებები დაიწყება. დღეისთვის საქართველო მეტად

Page 5: 27 თებერვალი-5 მარტი, 2012

- 5 -

მნიშვნელოვანი ისტორიული შანსის წინაშე დგას და თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება მთელ ქვეყანას მნიშვნელოვან სარგებელს მოუტანს“. ნიკა გილაურმა შეხვედრაზე მოლაპარეკებების დაწყების მნიშვნელობაზე ისაუბრა: „პირველი მოსამზადებელი შეხვედრა 2012 წლის იანვარში უკვე გაიმართა. მიმდინარე წლის განმავლობაში მოლაპარაკების ოთხი რაუნდი ჩატარდება. მოლაპარაკებები ასოცირების ხელშეკრულებაზეც წარმოებს. უკვე მუშაობს ევროკავშირთან გამარტივებული მიმოსვლის რეჟიმი და მომავალში მუშაობა ვიზის ლიბერალიზაციის მიმართულებითაც დაიწყება. თავისუფალი ვაჭრობის ხელსშეკრულება საქართველოს ეკონომიკის წინსვლის, დამატებითი ინვესტიციების შემოდინებისა და ვაჭრობის გაზრდის საწინდარი იქნება“. სტატიაში ასევე გამოთქმულია საქართველოს საგარეო მინისტრის მოადგილის თორნიკე გორდაძის მოსაზრება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. მისი განცხადებით მოლაპარაკებების პროცესში მნიშვნელოვანია მიღწეულ იქნას ისეთი შეთანხმებები, რომლებიც ორივე მხარესათვის იქნება მისაღები : “შევეცდებით მოვიპოვოთ გაწერილი ვადები შეთანხმების პირობების შესრულებისთვის იმგვარად, რომ საქართველოს ეკონომიკა არ დაზარალდეს“.- აცხადებს გორდაძე.

მექსიკაში გამართულ „დიდი ოცეულის“ სამიტს ეხმაურება გაზეთი „24 საათი“. ირკვევა, რომ სამიტის მთავარ თემას ევროზონის ვალის კრიზისი და მისი დაძლევის გზები წარმოადგენდა. „მიღებული გადაწყვეტილებით, განვითარებული და განვითარებადი ქვეყნების ფნანსთა მინისტრები ევროპის ფინანსური სტაბილურობის ფონდში დამატებითი თანხების მოზიდვის წინაპირობად საერთაშორისო სავალუტო ფონდისთვის უფრო მეტი უფლებამოსილების მინიჭებას მოითხოვენ. მათი აზრით, სსფ-მ მონაწილეობა უნდა მიიღოს კრიზისში მყოფი ქვეყნების რეფორმებში, რათა ამ ქვეყნებმა ვალის დაფარვის მიზნით დაწყებული მკაცრი ფისკალური პოლიტიკა სრულყოფილად განახორციელონ. გარდა ამისა, ფინანსთა მინისტრები მოითხოვენ მსოფლიო ბანკის პრეზიდენტის არჩევის პრინციპის შეცვლას და ამ თანამდებობაზე არაამერიკელის დანიშვნას,“- ვკითხულობთ „24 საათში“. გაზეთ „24 საათში“ განთავსებული სტატიაში საუბარია ბელარუს-ევროკავშირის დიპლომატური კრიზისზე, როგორც სტატიიდან ხდება ცნობილი, ბრიუსელის მიერ სავიზო სანციების დაწესება 21 ბელარუსი მაღალჩინოსანისათვის მიზეზი გახდა დიპლომატიური ომისა, რომელიც ბელარუსმა ევროკავშირს გამოუცხადა:

Page 6: 27 თებერვალი-5 მარტი, 2012

- 6 -

„ევროპაში მიაჩნიათ, რომ ისინი ზეწოლას ახდენდნენ ოპოზიციაზე და პოლიტიკურად მოტივირებული ვერდიქტები გამოჰქონდათ. მინსკში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი და პოლონეთის ელჩი კონსულტაციებისთვის სამშობლოში დაბრუნდნენ, ხოლო ბელარუსმა თავისი ელჩები გაიწვია უკან. გარდა ამისა, ოფიციალური მინსკი ბელარუსის საზღვრის ჩაკეტვითაც დაიმუქრა ევროკავშირის იმ წევრი ქვეყნების წარმომადგენლებისთვის , რომლებმაც მხარი სანქციების ამოქმედებას დაუჭირეს“.- ნათქვამია სტატიაში. 2012 წლის 2 მარტს გამართულ ეროკავშირის სამიტზე განხილულ საკითხებსა და მიღებულ გადაწყვეტილებებს განიხილავს „24 საათი“ . სტატიის მიხედვით, ბრიუსელის სამიტზე ევროკავშირის ქვეყნების ლიდერებმა, დიდი ბრიტანეთისა და ჩეხეთის გარდა, ხელი მოაწერეს „ფისკალურ პაქტს“, რომლის მიზანი მკაცრი ფისკალური პოლიტიკის გატარებაა. უფრო კონკრეტულად კი, ახალი ევროპული შეთანხმება ისეთი მოთხოვნების შესრულებას ითვალისწინებს, როგორიცაა:

• „სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტის მთლიანი შიდა პროდუქტის მიმართ 0,5%-ის დონეზე შეზღუდვას;

• დეფიციტის „ჭერის“ მშპ-ს მიმართ 3%-იანი ზღვარის გადალახვის შემთხვევაში საჯარიმო სანქციებს;

• აგრეთვე, ეროვნული ბიუჯეტების წარდგენას ევროკომისიის წინაშე, რომელიც ბიუჯეტში შესწორებების შეტანის უფლებას იტოვებს.“

აღნიშნული იდეა, რომელიც ევროკავშირის ქვეყნებს სახელმწიფო ბიუჯეტზე მკაცრი კონტროლის განხორციელებას ავალდებულებს, გერმანიის კანცლერს ანგელა მერკელს ეკუთვნის, ეს უკანასკნელი ახალ შეკრულებას „დიდი ნახტომს“ უწოდებს და აღნიშნავს, რომ ევროკავშირის სტაბილურობის გზაზე პირველი ნაბიჯი უკვე გადადგმულია. „საბერძნეთს არაკონტროლირებადი დეფოლტი ევროზონას შეიძლება, 1 ტრილიონი ევრო დაუჯდეს და შედეგად იტალია და ესპანეთი აუცილებელი დახმარების გარეშე დატოვოს“. - ნათქვამია „24 საათში“ გამოქვეყნებულ სტატიაში. როგორც გამოცემა წერს, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის „კონფიდენციალური“ ინფორმაციით, რომელიც განკუთვნილია საბერძნეთის ობლიგაციების გაცვლაში მონაწილე ინვესტორების გასაფრთხილებლად, საბერძნეთის არაკონტროლირებადმა დეფოლტმა შესაძლოა დამანგრეველი შედეგები გამოიწვიოს: „ძნელია, დაასახელო აღებული ვალდებულების ზუსტი მოცულობა. სავარაუდოდ ეს ერთ ტრილიონ ევროს უნდა აღემატებოდეს“. - ნათქვამია დოკუმენტში.