კულტურა

7
1. ქქქქქქქ ქქქქქქქ 2. ქქქქქქ ქქქქქქქ ქქქქქქ 3. ქქქქქქქქქქქ ქქქქქქქქქქქქ ქქქქქქქ ქქქქქქქ ქქქქქქქ

Upload: beqa-dvalishvili

Post on 22-May-2015

175 views

Category:

Documents


9 download

TRANSCRIPT

Page 1: კულტურა

1. ქართული ცეკვები2. ქართულ ხალხური მუსიკა3. საქართველოს ლიტერატურული მუზეუმი

ქართული კულტურა

Page 2: კულტურა

ქართული ცეკვებიქართულ ხალხურ ქორეოგრაფიას მრავალი საუკუნის ისტორია აქვს. მისი განვითარების პროცესში აღმოცენდა თეატრალიზებული ქართული ცეკვა და საფუძველი ჩაეყარა ეროვნულ-საბალეტო ხელოვნებას. ჩვენამდე მოღწეული არქეოლოგიური და უძველესი ლიტერატურული ძეგლებით დასტურდება, რომ ქართული ხალხური ქორეოგრაფიის ისტორიული წინამორბედი ყოფილა სამონადირეო ცეკვა, ნაყოფიერების ღმერთის - მთვარის პატივსაცემად შესრულებული რიტუალური ფერხული. უძველესი ფერხულის რიტუალურ ხასიათს ატარებს თრიალეთის გათხრების დროს აღმოჩენილი ვერცხლის ფიალის გამოსახულება (ძვ. წ. II ათსწლეული) - ნიღბებიან მონადირეთა ფერხული, რომელიც ზოგიერთი მეცნიერის აზრით, სვანური ნადირობის ღვთაების - დალისადმი უნდა იყოს მიძღვნილი. სვანეთში დღემდეა შემორჩენილი: ,,სამონადირეო ფერხული’’, ,,ლემჩილი’’, ,,ბეთქილის ფერხული’’ და სხვ. დროთა განმავლობაში პირველყოფილ სამონადირეო ცეკვაში რიტმული ტანვარჯიშის ილეთები შეიჭრა, უფრო გვიან კი საბრძოლო ხასიათის ტონებითაც შეივსო.

Page 3: კულტურა

ასე შეიქმნა საცეკვაო პანტონიმა - ფართოდ გავრცელებული ცეკვა ,,ხორუმი’’. ბაგინეთის გათხრების დროს აღმოჩენილია

ძვლის ფირფიტაზე გამოსახული მოცეკვავე ფიგურა (ძვ. წ. VI ს.).გვაფიქრიანებს, რომ ნაყოფიერების ღმერთის ტაძრად იმართებოდა

ქალთა რიტუალური ცეკვებიცჩვენს დრომდე მოღწეული რომანტიკული ხასიათის წყვილთა ცეკვებიდადნ უძველესია.

ეს ცეკვა ქართული ხალხური ქორეოგრაფიის მწვერვალად შეიძლება ჩაითვალოს, (ძველად იწოდებოდა ,,სადარბაზო’’, ,,სანადიმო’’,

,, საარშიყო’’, ,,დავლური’’, ,,ლეკური’’). ქართული ცეკვა - სადარბაზო, სატრფიალო, საარშიყო, ქალ-ვაჟთა უძველესი, რომანტიკული

შინაარსის წყვილური ცეკვაა. ქართული ხალხური ქორეოგრაფიის მწვერვალი ჩაისახა თატრალიზებული სინთეზური სანახაობის - სახიობის წიაღში ( XI-XII სს). თავდაპირველად სრულდებოდა

გაცეკვებული დიალოგის სახით. ცეკვა ხუთ ნაწილიანია, ზოგჯერ სრულდება ოთხ ნაწილად. შესრულების აუცილებელი პირობაა -

ქალთათვის - სამდაკვრით სვლაზე აგებული გედისებური სინარნარე, ვაჟთათვის - მრავალნაირი გასმები ტანის შეურყევლად.

მუსიკალური ზომაა 6/8. ცეკვა ქართულის კლასიკური ნიმუში გვხვდება ზ. ფალიაშვილის ოპერებში ,,აბესალომ და ეთერი’’ და ,,დაისი’’,

დ. არაყიშვილის ,,თქმულება შოთა რუსთაველზე’’, მ. ბალანჩივაძის ,,დარეჯან ცბიერი’’ და სხვ. მთიულური.

Page 4: კულტურა

ქართული ხალხური მუსიკა სათავეს უძველეს დროში იღებს. იგი თავიდანვე დაკავშირებული იყო ჩვენს წინაპართა ყოფასთან. მასში, როგორ სარკეში, არეკლილია ქართველი ერის უმდიდრესი ისტორია, სულიერი მისწრაფებანი, ზნეობრივი სისპეტაკე, კაცთმოყვარეობა, პატრიოტული და გმირული შემართება. ხალხური მუსიკა ოდითგანვე ერის სულიერ საზრდოს წარმოადგენდა და ქართველი კაცის ყოველ სამეურნეო თუ ყოფით საქმიანობას უკავშირდებოდა. მღეროდნენ ომის, შრომის, ავადმყოფობის, მხიარულების, მწუხარების დროს. სიმღერა სწორედ ის ძალა იყო, რომელიც გაჭირვებაში მხნეობასა და სიმტკიცეს მატებდა. ამიტომაც უფრთხილდებოდა ქართველი კაცი თავის მრავალსაუკუნოვან მუსიკალურ ენას.

უძველესი ცნობები ქართული ხალხური მუსიკის შესახებ არქეოლოგიურ მასალებსა და ძველბერძნულ წყაროებში მოიპოვება. აღმოჩენილია სხვადასხვაგვარი საკრავი, რომლებიც ჯერ კიდევ ჩვენს წელთ აღრიცხვამდე დაუმზადებიათ: სალამურები, ჩანგი, ლირა

უნდა აღინიშნოს, რომ ქართულ ხალხურ სიმღერებს უხსოვარი დროიდან მრავალხმიანობა ახასიათებდათ. მრავალხმიანობა, ანუ პოლიფონიურობა, კი უნიკალურ მოვლენად ითვლება და მსოფლიოს ხალხთა შორის ერთეულები თუ დაიტრაბახებენ ასეთი სიმდიდრით. ქართული მრავალხმიანობა მათ შორისაც სრულიად განსაკუთრებულია, განსხვავებული და მრავალეფროვანი. საქართველოს ყველა კუთხეს თავისებური მუსიკალური დიალექტი აქვს, ასეთი დიალექტები 15-მდე აღწევს.

ქართულ ხალხური მუსიკა

Page 5: კულტურა

ქართული ხალხური სიმღერები ერთგვარ წარმოდგენას გვიქმნიან ჩვენს წინაპართა ადათებსა და ცხოვრების წესზე. ამდენად, ქართულ ხალხურ სიმღერას ისტორიული მნიშვნელობაც აქვს. საქართველოში დღემდეა შემორჩენილი უძველესი სარწმუნოების კვალი, რომელშიც ქართველთა მითოლოგიური წარმოდგენებია ასახული. ქართულ სოფელში დღესაც შეიძლება მოისმინოთ უძველესი შელოცვები, ამინდის ღვთაების საგალობლები, მზის სადიდებელი ჰიმნი, სამკურნალო სავედრებელნი და სხვა. მათი შესწავლა საშუალებას გვაძლევს წარმოვიდგინოთ, როგორ მღეროდნენ ჩვენი წინაპრები 2-3 ათასი წლის წინ. აღსანიშნავია, რომ უძველესი სიმღერები მრავალხმიანია და გუნდურად სრულდება, რაც ქართული ხალხური მუსიკის ყველაზე უფრო დამახასიათებელი და გამორჩეული მხარეა. საუკუნეების მანძილზე ქართული ხალხური სიმღერა იხვეწებოდა და მდიდრდებოდა. „ჩაკრულოს“, „ლილეს“, „ჰასანბეგურას“, „მრავალჟამიერის“, „იავნანას“ და კიდევ მრავალ უბრწყინვალეს სიმღერათა სამშობლო – საქართველო „მსოფლიო ხალხური მუსიკის სატახტო ქვეყნად იქცა“*, ხოლო ქართული ხალხური მრავალხმიანი სიმღერა მსოფლიო შედევრად აღიარეს.ქართველ ხალხს სამართლიანად შეუძლია იამაყოს წინაპართა მიერ შექმნილი უძველესი და უმდიდრესი მუსიკალური კულტურით, რომლის მოვლა-პატრონობაც ახალგაზრდა თაობის ვალია.

Page 6: კულტურა

საქართველოს ლიტერატურული მუზეუმი

გ. ლეონიძის სახელობის საქართველოს ლიტერატურული მუზეუმი, დაარსდა XX საუკუნის 30-იან წლებში. 1929 წელს მთაწმინდაზე ალექსანდრე გრიბოედოვის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო გამოფენის ბაზაზე შეიქმნა რუსი მწერლის მუზეუმი, რომელსაც 1931 წლიდან წმ. დავითის ეკლესიაში მოთავსებული მწერალთა მუზეუმი შეუერთდა. 1935 წელს მას საქართველოს მწერალთა მუზეუმი, ხოლო 1938 — საქართველოს სახელმწიფო ლიტერატურული მუზეუმი ეწოდა. ამავე წელს საქართველოს ლიტერატურული მუზეუმმა ბინა დაიდო ჯორჯიაშვილის ქუჩაზე, სადაც ამჟამადაც იმყოფება. 1967 წელს მას გიორგი ლეონიძის სახელი მიეკუთვნა. 1940-1952, 1982-2005 წლებში ლიტერატურული მუზეუმი გამოსცემდა „ლიტერატურის მატიანეს“. .

Page 7: კულტურა

პროექტზე მუშაობდნენ

არსაკიძე ქეთი ხაბაზიშვილი ნინო ჩიკვილაძე ლელა კახნიაშვილი თემური კლიმიაშვილი გიორგი ჭულუხაძე ალიკა დვალიშვილი ბექა