ბრაუზერები

13
ბბბბბბბბბბ

Upload: keti-papava

Post on 07-Jun-2015

87 views

Category:

Education


1 download

TRANSCRIPT

Page 1: ბრაუზერები

ბრაუ

ზერებ

Page 2: ბრაუზერები

ბრაუზერები

ინტერნეტში მუშაობა წარმოუდგენელია ბრაუზერის გარეშე. დღეს დღეისობით არსებობოს ათზე მეტი სახეობის ბრაუზერი, მათგან ყველაზე ხშირად გამოყენებადია ხუთი. ამ ინსტრუქციაში იხილავთ ბრაუზერების დადებით და უარყოფით მხარეებს, ამის შემდეგ თქვენ გაგიადვილდებათ არჩევანის გაკეთება.

Page 3: ბრაუზერები

INTERNET EXPLORERერთ-ერთი ყველაზე მასიურად გავრცელებული ბრაუზერია Internet

Explorer, რომელიც იკავებს ბაზრის საკმაოდ დიდ ნაწილს. მაგრამ ნიშნავს ეს იმას, რომ ის პოპულარულია? არა, მისი იმდენად გავრცელების მიზეზი არის ის, რომ Internet Explorer მოყვება იპერაციულ სისტემა Windows, როდესაც სხვა ბრაუზერები უნდა დავაყენოთ. უნდა ვაღიაროთ, რომ Internet Explorer არის ნელი და მოუხერხებელი ბრაუზერი, უმეტეს შემთხვევაში მასთან მუშაობენ ისინი ვისაც ახალი გაცნობილი აქვს ინტერნეტი და შემდეგ მიეჩვია მას.

Page 4: ბრაუზერები

GOOGLE CHROMEმომხმარებლების თითქმის იგივე რაოდენობა ყავს Google Chrome -

ს. მისი მთავარი პრიორიტეტია სწრაფი მუშაობა. პროგრამის ინტერფეისი მაქსიმალურად გამარტივებულია, მასში არ არის არაფერი ზედმეტი. Coogle Chrome შესანიშნავია ინფორმაციის მოძიებაში და უბრალოდ "ინტერნეტში ბოდიალისთვის", მაგრამ მნიშვნელოვანი საქმისთვის ის ნაკლებად გამოსადეგარია. მასში რთულია ფაილებთან მუშაობა, პარამეტრების გასწორება და დეველოპმენტი, თუმცა არსებობს ე.წ. Extension-ები, ანუ იგივე გაფართოებები (ჩანართები) მაგრამ რათქმაუნდა ახალი ბრაუზერისთვის ეს ყველაფერი ჯერ დასახვეწია.

Page 5: ბრაუზერები

MOZILLA FIREFOXმომხმარებლების რაოდენობით მესამე ადგილზეა Mozilla Firefox. ის

ძალიან კარგი და ნორმალურად სწრაფი ბრაუზერია, მომხმარებელს შეუძლია დაამატოს უამრავი მოდული (ჩანართი), გაზარდოს მისი შესაძლებლობები. ევროპაში Mozilla Firefox უკვე ასწრებს Internet Explorer . თუ თქვენ გჭირდებათ სწრაფი, მუდმივად განახლებადი ბრაუზერი, მაშინ აირჩიეთ Mozilla Firefox. ასევე თუ გიზიდავთ ვებ-პროგრამირება, ვებ-დიზაინი და ზოგადად დეველოპმენტი უნდა გაჩერდეთ ამ შესანიშნავ ბრაუზერზე.

Page 6: ბრაუზერები

SAFARI

ბრაუზერი Safari ვერ იტრაბახებს მომხმარებლების დიდი რაოდენობით და ვერც მუშაობის დიდი სისწრაფით, ზემოთ აღნიშნულებისგან განსხვავებით. ამის მიუხედავად აღიარებულია როგორც ყველაზე საიმედო და უსაფრთხო ბრაუზერად. მასში არის ინტეგრირებული დაცვის მექანიზმი, რომელიც იცავს შეტევებისგან, ზოგიერთ საიტზე XSS ბაგებით. ღილაკის მხოლოდ ერთი დაჭერით თქვენ შეგიძლიათ წაშალოდ საიტების მონახულების ისტორია. ეს ბრაუზერი მოსახერხებელია იმ შემთხვევაშიც, როდესაც კომპიუტერს მოიხმარს რამოდენიმე ადამიანი, მას შეუძლია თქვენი საქმიანობა ქსელში შეუზღუდოს სხვა მომხმარებლებს. ინტერფეისით ის გავს IE, რეკომინდირებული იქნება იმ მომხმარებელზე რომელიც მიჩვეულია IE.

Page 7: ბრაუზერები

OPERA

ერთ-ერთი ყველაზე მოსახერხებელი, როგორც ფაილებთან მუშაობით, ასევე ინტერფეისით, არის ბრაუზერი სახელად Opera. თუ თქვენ გიყვართ ყველაფრის გადაკეთება ისე როგორც თქვენ მოგწოთ, მაშინ თამამად ამოირჩიეთ ეს ბრაუზერი. ჩემი პირადი სუბიექტური აზრია, რომ ამ ბრაუზერს გააჩნია ყველაზე მოსახერხებელი ე.წ Download Manageri-ი, ანუ გადმოსაწერი ფუნქცია (მენეჯერი), შეწყვეტილი გადმოწერის უნიკალური გაგრძელების გზა და სხვა ბევრი მრავალი საინტერესო შესაძლებლობა. თუმცა მსოფლიოს მაშტაბით, ბრაუზერებში მეხუთე ადგილს იკავებს.

არსებობს ვერსია Opera AC, რომელიც შექმნილია მისი თაქყვანისცემლებით, რომელსაც აქვს უფრო მეტი შესაძლებლობები, (თუმცა მე მაინც ოფიციალურის მომხრე ვარ).

სხვადასხვა პარამეტრების დასკვნით ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის ერთ-ერთი საუკეთესო ბრაუზერია.

Page 8: ბრაუზერები

მოდით ეხლა იმ ბრაუზერებზე ვისაუბროთ რომლებიც ჩვენთვის უცნობია!

Page 9: ბრაუზერები

COMETBIRD

CometBird –კომპაკტური და ამავედროს მძლავრი კომუნიკაციური პროგრამა, რომლის სწრაფი ბრაუზერი ფუნქციონირებს: მრავალდოკუმენტური ინტერფეისით (გვერდები რომელიც იხსნება ერთ ფანჯარაში), საფოსტო პროგრამით Gmail მხარდაჭერით და მოდული ფორმატით RSS, რომელიც დაგეხმარებათ საიტებიდან ახალი ინფორმაცის მიღებაში.

Page 10: ბრაუზერები

MAXTHON

Maxthon - ვებ ბრაუზერი Maxthon-გან გახსნილი გამავალი კოდით, ვებ-მოწყობილობების მხარდაჭერა და ძიების გაფართოებული შესაძლებლობები. Maxthon 2.5.9.2246-ს გააჩნია ყველა დადებითი თვისება Apple WebKit და Mozilla Firefox-ის. სასიამოვნო ინტერფეისი და ახალი ძრავი JavaScript V8, რომელიც დაეხმარება ბრაუზერს ახალი თაობის ვებ-მოწყობილობებთან მუშაობაში…

Page 11: ბრაუზერები

CHROMEPLUS

GOOGLE-მა გამოუშვა ახალი ბრაუზერი ChromePlus რომელსაც აქვს ყველა ის ფუნქცია რომელიც აქვს Google Chrom-ს და დამატებული აქვს ბევრი კარგი ფუნქცია:Mouse gesture, Super drag, IE tab, და ა.შ.

Page 12: ბრაუზერები

THE WORLD BROWSER

The World Browser -მრავალფუნქციური ბრაუზერი რომელიც მუშაობს ინტერნეტ ექსპლორერის ძრავზე და ფუნქციებითაც წააგავს მას ხოლო დიზაინით კი მოგვაგონებს მოზილა ფაერვოქსს. მისი საშუალებით ადვილად და სწრაფად მოინახულებთ მსოფლიო ვებ-სივრცეს. წინა ვერსიებისგან განსხვავებით გამოსწორდა ყველა შეცდომა და ახლა უკვე მე-2 ვერსიაში მას აქვს Windows 98/2000/xp/Vista- მხარდაჭერა. რაც შეეხება უსაფრთოებას, თქვენ ამ მხრივაც აღარ შეგექმნებათ პრობლემები განსხვავებით ადრინდელი ვერსიებასგან.

Page 13: ბრაუზერები