„თანამდევი სული” - თეატრალური ...ლი და...

8
გვ. 7 !# BDKBCB7 GFHFCRTDB @_!@ O8 >JDTKRDBHTEKB LFVJERBLT,TKB UFPTSB ufvjlbc !))( okbc vfhnblfy afcb $_ stshb #26 (501) www.chemikharagauli.com 6 ივლისს, ქუთაისში, ლადო მესხიშვი- ლის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში გაიმართა იმერეთის თეატრალუ- რი ფესტივალის დახურვის ცერემონია. ფესტივალში ხარაგაულის ოთარ აბაშიძის სახელობის სახალხო თეატრი მონაწილეობ- და სპექტაკლით „თანამდევი სული” (სცე- ნარის ავტორი და რეჟისორი ირინე ჩხეიძე). სცენარი ილია ჭავჭავაძის ნაწარმოებების მიხედვითაა შექმნილი. ამაღლებული და შთამბეჭდავი ღონის- ძიება მუსიკალური ნომრებით გაალამაზეს „ჯეოსტარი 2011” -ის გამარჯვებულმა მარიტა როხვაძემ და ქუთაისის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლმა. მუსი- კალურ ნომრებს სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებულთა დასახელება მოსდევდა. ფესტივალის როლსა და მნიშვნელობაზე ისაუბრეს თეატრის მმართველმა გიორგი სიხარულიძემ და ფესტივალის ორგანი- ზატორმა ლევან როხვაძემ. თეატრალურ ფესტივალს მომავალში მეტი მხარდაჭერა აღუთქვეს იმერეთის გუბერნატორმა ლაშა მაქაცარიამ და ქუთაისის მერმა გიორგი თევდორაძემ. ჟიურიმ გამოავლინა საუკეთესოები ქორეოგრაფიაში, პლასტიკაში, მუსიკალურ გაფორმებაში, მხატვრობაში, რეჟისურაში, სცენოგრაფიაში, ეპიზოდური და მთავარი როლების შესრულებაში. ჟიურის თავმჯდომარეობდა იმერეთის მწერალთა კავშირის თავმჯდომარე თე- იმურაზ ლანჩავა, წევრები გახლდნენ ცირა შალაშვილი (მწერალთა კავშირის წევრი, ქუთაისის საპატიო მოქალაქე), ევა ხუტუ- ნაშვილი (საქართველოს დამსახურებული არტისტი), გიორგი კიკვაძე (მხატვარი), ანზორ ხერხაძე (საქართველოს დამსახუ- რებული არტისტი), მაცაცო ლოსაბერიძე (მწერალთა კავშირის თავმჯდომარის მოად- გილე, ქუთაისის საპატიო მოქალაქე), ბენია თხილავა (იუმორის ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი), ირმა ქურასბედიანი (პოეტი, ხელოვნებათმცოდნე), ანზორ არველაძე (საზოგადოება „ბაღის კიდის” დირექტორი). ნომინაციებში გამარჯვებულებს ჟი- ურის წევრები აჯილდოებდნენ. ფულადი პრემიები დააწესა კულტურის სამინისტ- რომ, სიმბოლური პრიზები კი - სხვადასხვა ორგანიზაციებმა. ღონისძიების კულმინაცია გახლდათ მთავარი ნომინაციის - ფესტივალის „სა- უკეთესო სპექტაკლის” დასახელება. ამ ნომინაციაში გაიმარჯვა სპექტაკლმა „თა- ნამდევი სული.” ევა ხუტუნაშვილი, საქართველოს თეატრის ვარსკვლავი, ჟიურის წევრი: -მინდა გითხრათ, რომ თეატრალურ ფეს- ტივალს ძალიან დიდი მიშვნელობა აქვს. ვერ წარმომედგინა, ბევრ რაიონში ასეთი მაღალი დონის სპექტაკლებს თუ დგამდ- ნენ. რაიონის თეატრებისთვის ფესტივალს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ქუთაისის თეატრის სცენაზე, უცხო მაყუ- რებელთან სახალხო თეატრებმა შეამოწმეს საკუთარი ნამუშევრები. ეს ლაკმუსივით იყო მათთვის. ვფიქრობ, მეტი ყურადღება სჭირდება თეატრს. სახალხო თეატრის მსა- ხიობები ხომ ენთუზიაზმით, თეატრისადმი სიყვარულის გამო თამაშობენ. ამიტომ ამ ფესტივალს ძალიან დიდი დატვირთვა აქვს. ფესტივალი აუცილებლად უნდა გაგრძელ- დეს, გახდეს ტრადიციული და მასში რაც შეიძლება მეტი თეატრი ჩაერთოს. რაც შეეხება უშუალოდ კონკურსს, ერ- თადერთი სპექტაკლი, რომელზეც ჟიურის ყველა წევრის აზრი თანხვედრილი აღმოჩნდა, „თანამდევი სულია.” ხარაგაულის სახალხო თეატრის მსახიობების საოცარი მეტყველება, საოცარი კულტურა ბევრ თეატრს შეშურდე- ბოდა. ძალიან დახვეწილად, ბრწყინვალედ იყო მოტანილი ილია ჭავჭავაძის შემოქმედება მაყურებლამდე. ჟიურის წევრებმა სპექ- ტაკლის დასრულებისთანავე ვთქვით, რომ „თანამდევი სული” საუკეთესოა. მე თქვენით აღფრთოვანებული ვარ. ნინო კაპანაძე ფოტოზე: სპექტაკლის „თანამდევი სული” მონაწილეები დაჯილდოების შემდეგ „თანამდევი სული” - თეატრალური ფესტივალის საუკეთესო სპექტაკლი ჯანდაცვის სამინისტრო 15-16 ივლისიდან ჯანდაცვის პოლისების დარიგებას იწყებს. პოლისს 6 ათა- სამდე პენსიონერი, 0-დან 5 წლის ჩათვლით ასაკის ბავშვები და 100 ათასამდე სტუდენტი მიიღებს. პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა მანანა მანჯგალაძემ 10 ივლისს პრესკონფერენ- ციაზე ის ფორმები განმარტა, რა ფორმი- თაც პოლისები დარიგდება. მისი თქმით, პენსიონერთა ის ნაწილი, რომელიც პენ- სიას "ლიბერთი ბანკში" იღებს, პოლისს ბანკში პენსიასთან ერთად მიიღებს, პენ- სიონერთა ის ნაწილი კი, ვისთანაც პენ- სია სახლში მიაქვთ, პოლისს "ლიბერთი ბანკის" მეშვეობით სახლში მიიღებს. ასეთივე ფორმით განხორციელდება პოლისების დარიგება იმ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებთან, რომლებიც ანალოგიური მომსახურებით სარგებლობენ. რაც შეეხებათ ბავშვებსა და სტუნდენტებს, ისინი პოლისებს საქარ- თველოს ფოსტის მეშვეობით რეგისტრა- ციის მისამართის მიხედვით მიიღებენ. ოკუპირებულ ტერიტორიებზე რეგის- ტრირებული პირები კი, რომლებიც პენსიას არ იღებენ, დაზღვევის პოლისს სოციალური მომსახურების სააგენტოს რაიონულ სერვის-ცენტრებში მიიღებენ. მანჯგალაძის თქმით, სადაზღვევო პო- ლისების დარიგება 15-16 ივლისიდან ეტაპობრივად განხორციელდება და ეს პროცესი 1 სექტემბრისთვის დას- რულდება. ნათია ინაური პირWელი 15-16 ივლისიდან ჯანდაცვის პოლისები დარიგდება საქართველოს მთავრობის 2012 წლის 28 ივნისის #231 დადგენილებით საჯარო რეესტ- რის ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასურის გადახდის გარეშე ხორციელდება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების ან მასში ცვლილების რეგისტრაცია, თუ სარეგისტრაციო მიწის ნაკვეთზე არ არსებობს სა- ჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის შესაბამისად დაზუსტებული საკადასტრო მონაცემი. ეს წესი არ ვრცელდება იმ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეგისტრაცი- აზე, რომელიც მდებარეობს თვითმმართველი ქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში ან სარეკრეაციო ტერიტორიაზე. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან მოპოვებული ინფორმაციით, აღნიშნული ცვლილება არ ვრცელდება სააგენტოს მიერ დაჩქარებული სარეგისტრაციო მომსახურების განხორციელებაზე. მკითხველთა საყურადღებოდ! გაზეთ „ჩემი ხარაგაულის” შემდეგი ნომერი გამოვა 27 ივლისს. ცვლილება საჯარო რეესტრის მომსახურებაში 7 ივლისს ქუთაისში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, კოალიცია „არჩევანის თავისუფლებისთვის” სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაში მონაწილეობდნენ იმერეთში მოქმედი არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების წარმომადგენლები, სტუდენტები, საარჩევნო საკითხებით დაინტერესებული მოქალაქეები, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები. კოალიცია „არჩევანის თავისუფლებისთვის” წევრებმა ირაკლი მელაშვილმა, კოტე კანდელაკმა და მაგდა პოპიაშვილმა დასწრეთ გააცნეს კამპანია „ეს შენ გეხებას” საქმიანობა და მისი სამომავლო გეგმები. შეხვედრაზე მთავარ თემებად წამოიჭრა ადამიანის უფლებათა საკითხები, საარჩევნო სიებთან დაკავშირებული პრობლემები, მედიისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელთა ურ- თიერთობის სირთულეები, საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებული პრობლემები. კოალიცია „არჩევანის თავისუფლებისთვის” არასამთავრობო და მედია ორ- განიზაციებს, აქტიურ მოქალაქეებს მთელი საქართველოს მასშტაბით შეხვდება. შეხვედრების მიზანია, საზოგადოებამ მიიღოს მეტი ინფორმაცია კამპანიის „ეს შენ გეხება” თაობაზე. შეხვედრების შემდეგ კოალიცია დააფუძნებს ჯგუფებს, რომლებიც აქტიურად გაუწევენ მონიტორინგს წინასაარჩევნო პერიოდში არსებულ ვითარებას, მოაგრო- ვებენ შესაბამის მასალებს და საზოგადოებას წარუდგენენ საკუთარ ანგარიშებს ამ პერიოდში გამოვლენილი დარღვევების შესახებ. კოალიცია „არჩევნის თავისუფლებისთვის” იმერეთის კოორდინატორად ტატო ლილუაშვილი დაინიშნა. ლ. გოგოლაძე კოალიციამ „არჩევანის თავისუფლებისთვის” ქუთაისში შეხვედრა გამართა „მსაჯული ის რჩეული კაცია, რომელსაც აბარია ჩვენი ქონება, ჩვენი ღირსება, ჩვენი სიცოცხლე, ჩვენი სული და ხორცი, ერთი სიტყვით, ჩვენი კაცური კაცობა, ჩვენი ადამიანობა. იგი განხორციელებული ნამუსია და განსახორციელებელი სინდისია მთელი ერისა, ერის უკეთეს კაცთაგან შეძლებისდაგვარად გაწმენდი- ლი და კუთვნილ სიმაღლეზე დაყენებული,” - წერდა ილია ჭავჭავაძე ნაფიცი მსაჯულების შესახებ. ილია ჭავჭავაძე მიიჩნევდა, რომ ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს შეეძლო ჭეშმარიტად სამართლიანი მართლმსაჯულების განხორციელება ქვეყანაში. იგი მომრიგებელი მოსამართლისა და ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტებს პირდა- პირ უკავშირებდა სამართლიანი მართლმსაჯულების იდეების დამკვიდრებას საზოგადოებაში. საერთო სამართლის ქვეყნებში ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს უამრავი მხარდამჭერი ჰყავს. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მსაჯულთა სასამართ- ლოს იმ ქვეყნებში, სადაც ეს ინსტიტუტი უკვე დიდი ხანია მოქმედებს, ჰყავს მოწინააღმდეგეებიც. ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მომხრეების უპირველესი არგუმენტია ის, რომ სახელმწიფო ძალაუფლებისაგან ინდივიდის დაცვის ყველაზე მყარ გარანტიას ქმნის ნაფიც მსაჯულთა სასამართლო. ნაფიც მსაჯულებს კო- რექტივები შეაქვთ მოუქნელი და მკაცრი კანონების აღსრულებაში. ასეთი ტიპის სასამართლო იძლევა პროცესის მაქსიმალურ შეჯიბრებითობასა და მხარეთა თანასწორობას. ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მომხრეები მიუთითებენ, რომ ეს ინსტიტუტი უფრო დემოკრატიულია; მას შემოაქვს საღი აზრი სისხლისსამართ- ლებრივი იუსტიციის სისტემაში და ასევე, უფრო ნაკლებად ექცევიან ბრალდების მხარის ზეგავლენის ქვეშ. ვერდიქტის გამოტანისას მოქმედებენ პრინციპით, რომელიც გულისხმობს ყოველგვარი ეჭვის ბრალდებულის სასარ- გებლოდ გადაწყვეტას. 1 ოქტომბრიდან ნაფიც მსაჯულთა სასამართლო ქუთაისშიც ამოქმედდება

Upload: others

Post on 03-Jul-2020

2 views

Category:

Documents


0 download

TRANSCRIPT

Page 1: „თანამდევი სული” - თეატრალური ...ლი და კუთვნილ სიმაღლეზე დაყენებული,”

გვ. 7

!# BDkBcB7 gfhfcrtDB @_!@ o8 >jDtkrDBhtekB lfvjerBlt,tkB ufptsB ufvjlbc !))( okbc vfhnblfy afcb $_ stshb#26 (501)

www.chemikharagauli.com

6 ივლისს, ქუთაისში, ლადო მესხიშვი-ლის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში გაიმართა იმერეთის თეატრალუ-რი ფესტივალის დახურვის ცერემონია. ფესტივალში ხარაგაულის ოთარ აბაშიძის სახელობის სახალხო თეატრი მონაწილეობ-და სპექტაკლით „თანამდევი სული” (სცე-ნარის ავტორი და რეჟისორი ირინე ჩხეიძე). სცენარი ილია ჭავჭავაძის ნაწარმოებების მიხედვითაა შექმნილი.

ამაღლებული და შთამბეჭდავი ღონის-ძიება მუსიკალური ნომრებით გაალამაზეს „ჯეოსტარი 2011” -ის გამარჯვებულმა მარიტა როხვაძემ და ქუთაისის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლმა. მუსი-კალურ ნომრებს სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებულთა დასახელება მოსდევდა. ფესტივალის როლსა და მნიშვნელობაზე ისაუბრეს თეატრის მმართველმა გიორგი სიხარულიძემ და ფესტივალის ორგანი-ზატორმა ლევან როხვაძემ. თეატრალურ ფესტივალს მომავალში მეტი მხარდაჭერა აღუთქვეს იმერეთის გუბერნატორმა ლაშა მაქაცარიამ და ქუთაისის მერმა გიორგი თევდორაძემ.

ჟიურიმ გამოავლინა საუკეთესოები ქორეოგრაფიაში, პლასტიკაში, მუსიკალურ გაფორმებაში, მხატვრობაში, რეჟისურაში, სცენოგრაფიაში, ეპიზოდური და მთავარი როლების შესრულებაში.

ჟიურის თავმჯდომარეობდა იმერეთის მწერალთა კავშირის თავმჯდომარე თე-იმურაზ ლანჩავა, წევრები გახლდნენ ცირა შალაშვილი (მწერალთა კავშირის წევრი, ქუთაისის საპატიო მოქალაქე), ევა ხუტუ-ნაშვილი (საქართველოს დამსახურებული არტისტი), გიორგი კიკვაძე (მხატვარი), ანზორ ხერხაძე (საქართველოს დამსახუ-რებული არტისტი), მაცაცო ლოსაბერიძე (მწერალთა კავშირის თავმჯდომარის მოად-გილე, ქუთაისის საპატიო მოქალაქე), ბენია თხილავა (იუმორის ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი), ირმა ქურასბედიანი (პოეტი, ხელოვნებათმცოდნე), ანზორ არველაძე (საზოგადოება „ბაღის კიდის” დირექტორი).

ნომინაციებში გამარჯვებულებს ჟი-ურის წევრები აჯილდოებდნენ. ფულადი პრემიები დააწესა კულტურის სამინისტ-რომ, სიმბოლური პრიზები კი - სხვადასხვა ორგანიზაციებმა.

ღონისძიების კულმინაცია გახლდათ მთავარი ნომინაციის - ფესტივალის „სა-უკეთესო სპექტაკლის” დასახელება. ამ ნომინაციაში გაიმარჯვა სპექტაკლმა „თა-ნამდევი სული.”

ევა ხუტუნაშვილი, საქართველოს თეატრის ვარსკვლავი, ჟიურის წევრი: -მინდა გითხრათ, რომ თეატრალურ ფეს-ტივალს ძალიან დიდი მიშვნელობა აქვს. ვერ წარმომედგინა, ბევრ რაიონში ასეთი

მაღალი დონის სპექტაკლებს თუ დგამდ-ნენ. რაიონის თეატრებისთვის ფესტივალს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ქუთაისის თეატრის სცენაზე, უცხო მაყუ-რებელთან სახალხო თეატრებმა შეამოწმეს საკუთარი ნამუშევრები. ეს ლაკმუსივით იყო მათთვის. ვფიქრობ, მეტი ყურადღება სჭირდება თეატრს. სახალხო თეატრის მსა-ხიობები ხომ ენთუზიაზმით, თეატრისადმი სიყვარულის გამო თამაშობენ. ამიტომ ამ ფესტივალს ძალიან დიდი დატვირთვა აქვს. ფესტივალი აუცილებლად უნდა გაგრძელ-დეს, გახდეს ტრადიციული და მასში რაც შეიძლება მეტი თეატრი ჩაერთოს.

რაც შეეხება უშუალოდ კონკურსს, ერ-თადერთი სპექტაკლი, რომელზეც ჟიურის ყველა წევრის აზრი თანხვედრილი აღმოჩნდა, „თანამდევი სულია.” ხარაგაულის სახალხო თეატრის მსახიობების საოცარი მეტყველება, საოცარი კულტურა ბევრ თეატრს შეშურდე-ბოდა. ძალიან დახვეწილად, ბრწყინვალედ იყო მოტანილი ილია ჭავჭავაძის შემოქმედება მაყურებლამდე. ჟიურის წევრებმა სპექ-ტაკლის დასრულებისთანავე ვთქვით, რომ „თანამდევი სული” საუკეთესოა. მე თქვენით აღფრთოვანებული ვარ.

ნინო კაპანაძეფოტოზე: სპექტაკლის „თანამდევი

სული” მონაწილეები დაჯილდოების შემდეგ

„თანამდევი სული” - თეატრალური

ფესტივალის საუკეთესო სპექტაკლი

ჯანდაცვის სამინისტრო 15-16 ივლისიდან ჯანდაცვის პოლისების დარიგებას იწყებს. პოლისს 6 ათა-სამდე პენსიონერი, 0-დან 5 წლის ჩათვლით ასაკის ბავშვები და 100 ა თ ა ს ა მ დ ე ს ტ უ დ ე ნ ტ ი მ ი ი ღ ე ბ ს . პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა მანანა მანჯგალაძემ 10 ივლისს პრესკონფერენ-ციაზე ის ფორმები განმარტა, რა ფორმი-თაც პოლისები დარიგდება. მისი თქმით, პენსიონერთა ის ნაწილი, რომელიც პენ-სიას "ლიბერთი ბანკში" იღებს, პოლისს

ბანკში პენსიასთან ერთად მიიღებს, პენ-სიონერთა ის ნაწილი კი, ვისთანაც პენ-სია სახლში მიაქვთ, პოლისს "ლიბერთი ბანკის" მეშვეობით სახლში მიიღებს. ასეთივე ფორმით განხორციელდება პოლისების დარიგება იმ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებთან, რომლებიც ანალოგიური მომსახურებით სარგებლობენ. რაც შეეხებათ ბავშვებსა და სტუნდენტებს, ისინი პოლისებს საქარ-თველოს ფოსტის მეშვეობით რეგისტრა-ციის მისამართის მიხედვით მიიღებენ.

ოკუპირებულ ტერიტორიებზე რეგის-ტრირებული პირები კი, რომლებიც პენსიას არ იღებენ, დაზღვევის პოლისს სოციალური მომსახურების სააგენტოს რაიონულ სერვის-ცენტრებში მიიღებენ. მანჯგალაძის თქმით, სადაზღვევო პო-ლისების დარიგება 15-16 ივლისიდან ეტაპობრივად განხორციელდება და ეს პროცესი 1 სექტემბრისთვის დას-რულდება.

ნათია ინაურიპირWელი

15-16 ივლისიდან ჯანდაცვის პოლისები დარიგდებასაქართველოს მთავრობის 2012 წლის 28 ივნისის #231 დადგენილებით საჯარო რეესტ-

რის ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასურის გადახდის გარეშე ხორციელდება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების ან მასში ცვლილების რეგისტრაცია, თუ სარეგისტრაციო მიწის ნაკვეთზე არ არსებობს სა-ჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის შესაბამისად დაზუსტებული საკადასტრო მონაცემი.

ეს წესი არ ვრცელდება იმ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეგისტრაცი-აზე, რომელიც მდებარეობს თვითმმართველი ქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში ან სარეკრეაციო ტერიტორიაზე.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან მოპოვებული ინფორმაციით, აღნიშნული ცვლილება არ ვრცელდება სააგენტოს მიერ დაჩქარებული სარეგისტრაციო მომსახურების განხორციელებაზე.

მკითხველთა საყურადღებოდ!გაზეთ „ჩემი ხარაგაულის” შემდეგი ნომერი გამოვა 27 ივლისს.

ცვლილება საჯარო რეესტრის

მომსახურებაში

7 ივლისს ქუთაისში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, კოალიცია „არჩევანის თავისუფლებისთვის” სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაში მონაწილეობდნენ იმერეთში მოქმედი არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების წარმომადგენლები, სტუდენტები, საარჩევნო საკითხებით დაინტერესებული მოქალაქეები, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები.

კოალიცია „არჩევანის თავისუფლებისთვის” წევრებმა ირაკლი მელაშვილმა, კოტე კანდელაკმა და მაგდა პოპიაშვილმა დასწრეთ გააცნეს კამპანია „ეს შენ გეხებას” საქმიანობა და მისი სამომავლო გეგმები. შეხვედრაზე მთავარ თემებად წამოიჭრა ადამიანის უფლებათა საკითხები, საარჩევნო სიებთან დაკავშირებული პრობლემები, მედიისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელთა ურ-თიერთობის სირთულეები, საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებული პრობლემები.

კოალიცია „არჩევანის თავისუფლებისთვის” არასამთავრობო და მედია ორ-განიზაციებს, აქტიურ მოქალაქეებს მთელი საქართველოს მასშტაბით შეხვდება. შეხვედრების მიზანია, საზოგადოებამ მიიღოს მეტი ინფორმაცია კამპანიის „ეს შენ გეხება” თაობაზე.

შეხვედრების შემდეგ კოალიცია დააფუძნებს ჯგუფებს, რომლებიც აქტიურად გაუწევენ მონიტორინგს წინასაარჩევნო პერიოდში არსებულ ვითარებას, მოაგრო-ვებენ შესაბამის მასალებს და საზოგადოებას წარუდგენენ საკუთარ ანგარიშებს ამ პერიოდში გამოვლენილი დარღვევების შესახებ.

კოალიცია „არჩევნის თავისუფლებისთვის” იმერეთის კოორდინატორად ტატო ლილუაშვილი დაინიშნა.

ლ. გოგოლაძე

კოალიციამ „არჩევანის თავისუფლებისთვის” ქუთაისში

შეხვედრა გამართა

„მსაჯული ის რჩეული კაცია, რომელსაც აბარია ჩვენი ქონება, ჩვენი ღირსება, ჩვენი სიცოცხლე, ჩვენი სული და ხორცი, ერთი სიტყვით, ჩვენი კაცური კაცობა, ჩვენი ადამიანობა. იგი განხორციელებული ნამუსია და განსახორციელებელი სინდისია მთელი ერისა, ერის უკეთეს კაცთაგან შეძლებისდაგვარად გაწმენდი-ლი და კუთვნილ სიმაღლეზე დაყენებული,” - წერდა ილია ჭავჭავაძე ნაფიცი მსაჯულების შესახებ.

ილია ჭავჭავაძე მიიჩნევდა, რომ ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს შეეძლო ჭეშმარიტად სამართლიანი მართლმსაჯულების განხორციელება ქვეყანაში. იგი მომრიგებელი მოსამართლისა და ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტებს პირდა-პირ უკავშირებდა სამართლიანი მართლმსაჯულების იდეების დამკვიდრებას საზოგადოებაში.

საერთო სამართლის ქვეყნებში ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს უამრავი მხარდამჭერი ჰყავს. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მსაჯულთა სასამართ-ლოს იმ ქვეყნებში, სადაც ეს ინსტიტუტი უკვე დიდი ხანია მოქმედებს, ჰყავს მოწინააღმდეგეებიც. ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მომხრეების უპირველესი არგუმენტია ის, რომ სახელმწიფო ძალაუფლებისაგან ინდივიდის დაცვის ყველაზე მყარ გარანტიას ქმნის ნაფიც მსაჯულთა სასამართლო. ნაფიც მსაჯულებს კო-რექტივები შეაქვთ მოუქნელი და მკაცრი კანონების აღსრულებაში. ასეთი ტიპის სასამართლო იძლევა პროცესის მაქსიმალურ შეჯიბრებითობასა და მხარეთა თანასწორობას. ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მომხრეები მიუთითებენ, რომ ეს ინსტიტუტი უფრო დემოკრატიულია; მას შემოაქვს საღი აზრი სისხლისსამართ-ლებრივი იუსტიციის სისტემაში და ასევე, უფრო ნაკლებად ექცევიან ბრალდების მხარის ზეგავლენის ქვეშ. ვერდიქტის გამოტანისას მოქმედებენ პრინციპით, რომელიც გულისხმობს ყოველგვარი ეჭვის ბრალდებულის სასარ-გებლოდ გადაწყვეტას.

1 ოქტომბრიდან ნაფიც მსაჯულთა სასამართლო ქუთაისშიც ამოქმედდება

Page 2: „თანამდევი სული” - თეატრალური ...ლი და კუთვნილ სიმაღლეზე დაყენებული,”

2 xtvb [fhfufekb !# BDkBcB @_!@ o

-საკმაოდ მწვავე შეკითხვები შემოვიდა, ბატონო მიხეილ. პირველი შეკითხვა ასე-თია - სმენია თუ არა ბატონ მიხეილს იმის შესახებ, რომ ადამიანებს სამსახურიდან ათავისუფლებენ პოლიტიკური ნიშნით და მათ შორის, ხელისუფლებისგან განსხვავე-ბული აზრის გამოხატვისთვის. მიაჩნია თუ არა მას სიტყვის და გამოხატვის თავისუფ-ლება დემოკრატიის მთავარ ფასეულობად?

-რა თქმა უნდა, მსმენია ამის შესახებ. ცნო-ბილი ფაქტია, რომ პარლამენტის რამდენიმე თანამშრომელმა მაისის აქციების მერე ღიად დააფიქსირა თავისი პოზიცია „მაესტროს,” რადიოების ეთერითა და პრესით. ჩვენი პოზი-ცია პარლამენტში ამასთან დაკავშირებით არის ძალიან მკაფიო. „საჯარო სამსახურის შესახებ კანონის” მიხედვით საჯარო მოხელეები სამუ-შაო საათებში უნდა ემსახურონ სამსახურს, მაგრამ სამსახურის შემდეგ მათ შეუძლიათ ნებისმიერი პოლიტიკური პარტიის მხარდამ-ჭერები იყვნენ. მით უმეტეს, პარლამენტში ბევრი პარტია უნდა იყოს წარმოდგენილი. არჩევნების შემდეგ ჩვენს პარლამენტში ნაწი-ლი პარტიებისა არ შემოვიდნენ.

პარლამენტში მომუშავე იმ ორ ადამიანს, რომლებმაც ღიად დააფიქსირეს ხელისუფ-ლების საწინააღმდეგო პოზიცია, ისევე რო-გორც, მაგალითად ცნობილი პოლიტიკური ლიდერების ახლობლებს, ნათესავებს, ეს არ შეხებიათ. თუმცა მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ამის შესახებ არ მსმენია. პირიქით, - მე, როგორც პარტიის გენერალური მდივანი, ვღებულობ ამ ინფორმაციას „საერთაშორისო გამჭვირვალობისგან,” სხვადასხვა არასამ-თავრობო ორგანიზაციებისგან და ვცდილობ, ჩემი კომპეტენციის ფარგლებში რეაგირება მოვახდინო. ჩვენ დემოკრატიულ ქვეყანას ვაშენებთ და მიმაჩნია, რომ ადამიანს, თუ ის კეთილსინდისიერად, პატიოსნად ემსახურება თავის სამსახურს (სახელმწიფო სამსახური მაქვს მხედველობაში), არასამუშაო დროს მისი პოლიტიკური გემოვნება მასზეა დამო-

კიდებული და არა იმაზე, თუ რომელი პარტია არის ხელისუფლებაში.

-ბოდიშს გიხდით, - თქვენ კი ამას ბრძანებთ, მაგრამ გვახსოვს ბატონი გიგი წერეთლის განსხვავებული განცხადება.

-მე ჩემს თავზე ვაგებ პასუხს. მეტსაც გეტყვით. ქალბატონი ნინო ქავთარაძე, რომელიც ერთ-ერთი არის, ვინც აკრიტი-კებს ხელისუფლებას და პარლამენტს, ჩემი რეკომენდაციით მიიღეს კომიტეტში.

მე, პარლამენტის პირველი ვიცესპიკე-რი, ვადასტურებ, რომ პარლამენტის არც ერთი თანამშრომელი არ უნდა გათავისუფ-ლდეს, თუ ის პატიოსნად ასრულებს თავის მოვალეობას, როგორც საჯარო მოხელე. სამსახურის შემდეგ მას შეუძლია ნებისმი-ერი პარტიის მხარდამჭერი იყოს.

მეტსაც გეტყვით - აქ უკვე გადა-ვიკვეთები, როგორც გენერალური მდივანი. ჩვენ ვატარებთ ღია კარდაკარს. ეს არის ოფიციალური, ლეგალური კარდაკარი. ახლაც, ორი თვით ადრე არჩევნებამდე, ავიყვანთ თანამშრომლებს. ზედმიწევნით ზუსტად ვიცოდი, ესა თუ ის თანამშრომელი, მათი ახლობლები როგორი პოლიტიკური შეხედულებების იყვნენ, მაგრამ ძალიან ვცდილობდით, რომ ყველაფერ ამას არანა-ირი გავლენა არ მოეხდინა მათ საქმიანობაზე.

-თქვენ პარლამენტზე ისაუბრეთ, მაგ-რამ აღნიშნეთ, რომ პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებები გსმენიათ პარლამენტს გარეთაც. მაგალითად, სკოლებთან დაკავ-შირებით პრობლემებია.

-მსმენია, იყო რამდენიმე ფაქტი. თუ ასეთი ფაქტი არის, ყოველთვის ვცდილობთ, ძალიან მკაფიო რეაგირება მოვახდინოთ და ყველას მივაწვდინოთ ხმა, რომ არ დაარღვიოს კანონი.

-სამომავლოდ შეიძლება იკლოს ასეთმა შემთხვევებმა? თქვენ მოგმართოთ, თუ ვინ-მეს რაიმე პრობლემა ექნება?

-ყოველთვის ვეუბნები „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოსაც” , სხვა

არასამთავრობოებსაც, თუ რაიმეს წააწყ-დებით, მომმართეთ პირადად მე.

გიმეორებთ - პარტიული კარდაკარის მეშვეობით ჩემთვის ეს ინფორმაცია ცნო-ბილია, ახლაც ვიცი. ამ ინფორმაციას არა-სოდეს ვიყენებთ ვინმეს საწინააღმდეგოდ. 2008 წლის კარდაკარის შედეგად ჩვენ ვიცოდით მაშინდელი მინისტრის ოჯახის წევრები თუ ახლობლები რა პოლიტიკური შეხედულების იყვნენ, მაგრამ არასოდეს ჩვენ ეს არ გამოგვიყენებია მათ წინააღმდეგ,

-კამათში ვერ შემოვალ თქვენთან, ფორ-მატი არ იძლევა ამის საშუალებას. ამიტომ შემდეგ შეკითხვას დავსვამ.

პრეზიდენტი და პრემიერი რომ თქვენი პარტიის ახალ ლოზუნგს - „მეტი სარგე-ბელი ხალხს,” - განმარტავენ, მხოლოდ ეკონომიკურ ფაქტორებზე საუბრობენ. რა-ტომ არ შედის „ნაციონალური მოძრაობის” საარჩევნო დაპირებებში თავისუფალი სასამართლო და ბიზნესის თავისუფლება.

-ჩვენი თანამოქალაქეები ხედავენ ტე-ლევიზიით, რადიოთი, პირადადაც, რომ რაღაცა წინ მიდის ამ ქვეყანაში, მაგრამ მეორე პრობლემაა - პირადად ვერაფერს გრძნობენ საკუთარ თავზე. განვმარტავ, რა არის ჩვენი ლოზუნგი „მეტი სარგებელი ხალხს” . ჩვენი მიზანია, რომ ეს წინსვლა, რომელიც ქვეყანაშია, იგრძნოს თითოეულმა თანამოქალაქემ. და არა მარტო ესმოდეს რაღაც რეიტინგები ბიზნესის კეთების თვალსაზრისით, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით... ეს არის აბსოლუტუ-რად ადამიანური, ჩვეულებრივი ბუნებრივი მოთხოვნა, რომ თუ საქმე კარგად მიდის, ეს სარგებელი მიიღოს ყველა თანამოქალაქემ.

-რატომ განმარტავთ „სარგებელს,” როგორც ეკონომიკურ სარგებელს?

-მე არ მეგონა, რომ ამაში არ შედიოდა ვთქვათ, სამართლიანი სასამართლო და ბიზნესის თავისუფლება. ჩვენ ამ რვა წლის განმავლობაში ორჯერ შევცვალეთ საგადა-სახადო კოდექსი. გადასახადები 27-დან 5-ზე ჩამოვიყვანეთ და კიდევ უფრო ვამარტივებთ. ძალიან ბევრ იმ ბიზნესში, რომელსაც ეს სჭირდება, გამარტივებულია საგადასახა-დო სისტემა იმისათვის, რომ ადვილი იყოს მეწარმისა და სახელმწიფოს ურთიერთობა.

-დიახ, მაგრამ შეიძლება მინიშნებასავით მიიღოთ ამ კითხვის ავტორის შენიშვნა,

რომ ადამიანებს სარგებელი არ უნდათ რომ გაგებული იყოს, როგორც მხოლოდ ეკონომიკური სარგებელი.

-ვადასტურებ, რომ „მეტი სარგებელი ხალხს” მე ვგულისხობ ბიზნესის თავისუფ-ლებასაც და თავისუფალ სასამართლოსაც.

-ეს, ალბათ, თქვენს დისკურსშიც აისა-ხება, პარტიის ლიდერების დისკურსშიც, რომ ადამიანები მშვიდად იყვნენ ამასთან დაკავში-რებით.

შემდეგი შე-კითხვა ასეთია - როგორ ესიამოვ-ნება ფეხბურთის გულშემატკივარს ფეხბურთის მსოფ-ლიო ჩემპიონატი რომ ფინალამდე აჩვენონ, ხოლო ფინალზე უთხრან, ტრანსლაცია არ იქნება, ვისაც გაინ-ტერესებთ, შედეგს ხვალ გაზეთში წა-იკითხავთო. არჩევ-ნები ფეხბურთზე ნაკლებად მნიშვნელოვანია? რატომ არის დასაშვები მედიის პლურარიზმი მხოლოდ ორი თვე ოთხი წლის განმავლობაში?

-მე საერთოდ არჩევნები წარმომიდგენია როგორც პროცესი. ძალიან ბევრი ჩვენი ოპონენტისგან გავიგე, რომ არჩევნები თურმე იწყება არჩევნების დღის მერე. არჩევნები არ იწყება არჩევნების დღის შემდეგ. არჩევნები თავდება არჩევნების დღეს ყუთთან და ამ ყუთის გახსნის შემდეგ, როდესაც საერთაშორისო დამკვირვებლები (ევროსაბჭო, ეუთო), ადგილობრივი დამკ-ვირვებლები პოლიტიკური პარტიებიდან და არასამთავრობო სექტორიდან დადებენ თავის მონაცემებს (პარალელურ დათვლის შედეგებს, საერთაშორისოდ აღიარებულ მონაცემებს), ეს არის საბოლოოდ არჩევნე-ბის დასრულება.

ჩვენთვის მთავარია, რომ გახსნილი იყოს მედიასაშუალებები და ხელმისაწვ-დომა ჰქონდეს ყველა ჩვენს თანამოქალაქეს თანაბარ აგიტაციაზე, დებატებზე, მიმართ-

ვებსა და რეკლამებზე. ჩვენთვის მთავარია არჩევნების დღის შემდეგ იყოს იმის შეთანხ-მება, რომ საარჩევნო ხმები დაითვალა და დათვლის პროცესში რა შედეგებიც დაიდო, ამას აღიარებენ საერთაშორისო, ადგილობ-რივი სადამკვირვებლო ორგანიზაციები და პოლიტიკური პარტიები.

მთავარი საარჩევნო პროცესში არის ის, რომ შენი იდეები, შეხედულება მიაწოდო ხალხს და ამის საშუალება ჩვენი ახალი კანონით აქვთ.

-რატომ არის დასაშვები მედიის პლუ-რარიზმი მხოლოდ ორი თვე ოთხი წლის

განმავლობაში, ამაზე გაქვთ პასუხი?-დიახ, გვაქვს პასუხი. რაღაც პერიოდი,

ორი წელი სჭირდება იმას, რომ მაუწყებლო-ბის ნებართვა, ლიცენზია და გასვლა საერთოდ ხელმისაწვდომი იყოს, საქართველოში შემო-დის ახალი ტიპის მაუწყებლობა. ეს ვალდე-ბულება გვაქვს და ამას უკვე აღარ სჭირდება არანაირი „must carry” და „must offer”.

-მაგრამ ეს არ ვიცით, როდის იქნება იმიტომ, რომ ტექნიკურად ძალიან რთულია.

-არ არის რთული, ვალდებულება გვაქვს და გავაკეთებთ. ამას გარდა, მინდა აღვნიშ-ნო, რომ ვახორციელებთ მთელი ქვეყნის ინტერნეტიზაციას. წელს 300 სოფელი ჩაერთვება ინტერნეტში. ჩვენი მიზანია, რომ მომავალ წელს საქართველოში ყვე-ლა სოფლის თემში ხელმისაწვდომი იყოს ინტერნეტი.

რადიოინტერვიუს უძღვებოდა ია ანთაძე

საგაზეთოდ მოამზადა ლაურა გოგოლაძემ

9 ივლისს, ხარაგაულის საოლქო საარ-ჩევნო კომისიას ცესკოს თავმჯდომარე ზურაბ ხარატიშვილი სტუმრობდა. ბა-ტონმა ზურაბმა საარჩევნო კოდექსში შესულ ცვლილებებზე ისაუბრა. მისი თქმით მსგავსი შეხვედრები საქართველოს ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტშია დაგეგმილი. „ჩვენი შეხვედრების მიზანია პოლიტიკურ პარტიებს, არასამთავრებო სექტორს, საარჩევნო ოლქისა და მედიის წარმომადგენლებს გავაცნოთ ცესკოს საქ-მიანობა წინასაარჩევნო პერიოდში. გვსურს, მომავალი არჩევნები უკეთ იყოს ორგანიზე-ბული,” - აღნიშნა ცესკოს თავმჯდომარემ ზურაბ ხარატიშვილმა.

შეხვედრაზე ზურაბ ხარატიშვილმა ისაუბრა საარჩევნო გარემოზე, არჩევ-ნებისთვის მზადების პროცესებსა და იმ ძირითად მიმართულებებზე, რაზეც დღეს ცესკო მუშაობს.

„ჩვენი მიზანია, რომ საარჩევნო პრო-ცესისადმი ნდობა გავზარდოთ. ამისათვის,

პირველ რიგში, საჭიროა ამ სისტემის ადმინისტრაციული განვითარება. სტრუქ-ტურა და მისი მართვა უფრო მოქნილი უნდა გახდეს, უნდა აღიჭურვოს და გაძლიერდეს ტექნიკური პროგრამებით.

უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა ურ-თიერთობა საარჩევნო პროცესში მონაწილე მხარეებთან: პოლიტიკურ პარტიებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და მედიასთან. ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი სამოქმედო სტრატეგიაა ინფორმირებული ამომრჩეველი.

გამოვყოფთ იმ ძირითად ჯგუფებს, რომ-ლებთანაც ვმუშაობთ. ესენია: ახალგაზრდე-ბი, ეროვნული უმცირესობები, შეზღუდული უნარ-ჩვევების მქონე ადამიანები და ქალები.

ვმუშაობთ ყველა იმ საკითხსა და პრო-ცესზე, რაც აზრთა სხვადასხვაობას იწვევს. შევქმენით დავების სახელმძღვანელო, სა-დაც დეტალურადაა აღწერილი, თუ როგორ უნდა ხდებოდეს საჩივრის შეტანა, მიღება, განხილვა. ასევე შევქმენით სახელმძღ-

ვანელო ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების კუთხით, სადაც მეტი დეტა-ლიზაციაა. ყველა დაინტერესებული მხარე ამ სახელმძღვანელოებით დატრენინგდება. სახელმძღვანელოები არასამთავრობო ორ-განიზაციებთან თანამშრომლობით შეიქმნა. მაქსიმალურად ვცდილობთ, პოტენციურად სადაო საკითხი, რომელიც საარჩევნო პროცესში შეიძლება წარმოიშვას, სახელმ-ძღვანელოსა და სამოქმედო ინსტრუქციის სახით ჩამოვაყალიბოთ.”

ზურაბ ხარატიშვილის თქმით, ცესკო დიდ ყურადღებას აქცევს ტექნიკურ საკით-ხებსაც. კერძოდ, სააგიტაციო მასალების საჯარო ადგილებზე გაკვრის ორგანიზებას. ცესკოს რეკომენდაციით, ყველა პოლი-ტიკურ პარტიას თანაბარი ადგილი უნდა გამოეყოს სააგიტაციო მასალების განთავ-სებისთვის.

ცესკოს ინიციატივით პოლიტიკურ პარტიებთან, საერთაშორისო ორგანიზა-ციებთან თანამშრომლობით და საარჩევნო კოდექსის გათვალისწინებით მომზადდა განკარგულების პროექტი სასჯელაღს-რულების დაწესებულებებში სააგიტაციო მასალების განთავსების თაობაზე.

ცესკომ გააფორმა მემორანდუმი რე-გიონალური მედიის ოთხ ასოციაციასთან დამოუკიდებელ მედიასთან მჭიდრო თანამ-შრომლობისთვის. „მაქსიმალურად უნდა ვიმუშაოთ რეგიონულ მედიასთან. დამოუკი-დებელი, კრიტიკული მედია არის საარჩევნო პროცესის მნიშვნელოვანი კომპონენტი,” - განაცხადა ზურაბ ხარატიშვილმა.

მისივე თქმით, საარჩევნო ციკლი საკ-მაოდ რთული და მრავალკომპონენტიანია. ცესკო ცდილობს, თითოეულ ამომრჩე-ველთან პირდაპირი კომუნიკაცია ჰქონდეს ცხელი ხაზისა და ონლაინ მიმოწერის საშუალებით.

ზურაბ ხარატიშვილი დაინტერესდა შეხვედრის მონაწილეთა მოსაზრებით, თუ როგორ ჩატარდა ხარაგაულში ადგილობ-რივი თვითმმართველობის 2010 წლის არჩევნები.

ნოდარ ებანოიძე, ხარაგაულის მუნი-ციპალიტეტის საკრებულოს წევრი რესპუბ-ლიკური პარტიიდან: -2010 წლის არჩევნები ადმინისტრაციული რესურსის უკანონოდ გამოყენებით ჩატარდა. ხარაგაულის საოლ-ქო საარჩევნო კომისიის მიერ დანიშნულ შეხვედრაზე დარბაზში ხუთი მოქალაქის შეკრებაც კი ვერ შევძელით. ხელისუფლება მოსახლეობას მკაცრად აფრთხილებდა, არ მოსულიყვნენ კანდიდატებთან შეხვედრაზე. ვთვლი, რომ 2010 წლის არჩევნები საშინე-ლება იყო. ასეთი რამ აღარ უნდა განმეორ-დეს ხარაგაულში. ეს არ იყო სამართლიანი არჩევნები. არჩევნების ორგანიზაციული ნაწილი, როგორიცაა კაბინების მოწყობა, ხმის მიცემა - ნორმალური იყო.

ნიკო მაჭავარიანი, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი ნაციონალური მოძრაობიდან: -უარესი არჩევნებიც მახსოვს. 2002 წელს არჩევნები შვიდჯერ ჩატარდა. 2010 წელს კი ვთვლი, რომ არჩევნები ნორმალურად წარიმართა. ყველამ დამსახურებულად გაიმარჯვა.

ზურაბ ხარატიშვილმა დამსწრეთ სთხოვა აზრის გაზიარება, თუ რა უნდა გააკეთოს საარჩევნო ადმინისტრაციამ არ-ჩევნების უკეთესად ჩატარებისთვის.

ნოდარ ებანოიძე: -უმთავრესია არ-ჩევნებისადმი ნდობა. ხარაგაულის საოლქო საარჩევნო კომისიას არ ექნება ნდობა. ცესკომ ხარაგაულში საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარედ დანიშნა პიროვ-ნება, რომელიც შევარდნაძის დროსაც, 2003 წლის არჩვენებზე, იყო საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე. ცესკოს ჰქონდა ალტერნატივა, ამ თანამდებობაზე დაენიშნა ნეიტრალური ადამიანი, რომელიც იქნებო-და კანონმორჩილი და მის მიმართ, ბუნებრი-ვია, მეტი ნდობა გვექნებოდა. მაინტერესებს, რატომ გააკეთეთ არჩევანი მასზე? არ გრძნობთ პასუხისმგებლობას ამაზე?!

ზურაბ ხარატიშვილის თქმით, გადა-წყვეტილებას კოლექტიურად იღებენ. ამავე დროს კანდიდატს უნდა ჰქონდეს საარჩევნო მუშაობის გამოცდილება.

ნოდარ ებანოიძე: -გააჩნია გამო-ცდილებას!

ნიკოლოზ მაჭავარიანი დაინტე-რესდა საარჩევნო კომისიების წევრთა გადამზადების საკითხით.

ზურაბ ხარატიშვილის თქმით, ტრე-ნინგი საარჩევნო კომისიების წევრებისთვის ჩატარდება ოთხჯერ. სიახლეა ოქმის შევ-სებაში. ოქმები სხვადასხვა ფერის იქნება, ბიულეტენის ფერის შესაბამისად. ვეცდებით მინიმუმამდე დავიყვანოთ ოქმის შევსების დროს მოსალოდნელი შეცდომები. არჩევ-ნების დღეს მომსვლელ ამომრჩეველთა რა-ოდენობა ყოველ ორ საათში გადაითვლება. ცვლილებაა გასაჩივრების ვადებში.

შეხვედრაზე ნოდარ ებანოიძემ ცეს-კოს თავმჯდომარის ყურადღება მიაპყრო ვადაგასული პირადობის მოწმობების პრობ-ლემას. ბევრ მოქალაქეს უსახსრობის გამო მისი შეცვლა უჭირს. ზურაბ ხარატიშ-ვილმა აღნიშნა, რომ ეს საკითხი ცესკოს კომპეტენციას სცილდება, თუმცა მისივე თქმით, უმთავრესია, რომ ხმის უფლება არ დაეკარგოს არც ერთ ამომრჩეველს.

შეხვედრაზე ისაუბრეს ხარაგაულის ადმინისტრაციულ შენობაში ახლახან შემოღებულ საშვთა სისტემასა და ამის გამო ამ შენობაში დამოუკიდებელი მედიის ჟურნალისტთა თავისუფლად შესვლის შეზღუდვაზე, ოპოზიციური პარტიებიდან საკრებულოს წევრების ამომრჩევლებთან შეხვედრის პრობლემებზე.

ზურაბ ხარტიშვილი: -ადგილობრი-ვი უსარგებლო ინიციატივები ქმნის საფრთ-ხეებს. ინფორმაციის და ადმინისტრაციულ შენობაში შესვლის შეზღუდვა არ შეიძლება. ადმინისტრაციული შენობა საჯარო სივრ-ცეა და ხელისუფლებას შეზღუდვების დაწე-სების უფლება არ აქვს. ასეთი პრობლემების გამო ვუთმობთ სწორედ რეგიონებს მეტ ყურადღებას. უნდა მიმართოთ უწყებათაშო-რის კომისიას და მოიხსნება ეს პრობლემა. განვითარებულ და დემოკრატიულ ქვეყნებ-შიც კი ინდივიდუალურ დონეზეა დასაცავი უფლებები, რომლებსაც კანონი გვანიჭებს. ინფორმაციის ხელმისაწვდომობა არის თავისუფლებისა და დემოკრატიის ფუნდა-მენტური პრინციპი.

სოფო ჭიპაშვილი

ზურაბ ხარატიშვილი: „ჩვენი მიზანია, რომ საარჩევნო პროცესისადმი ნდობა გავზარდოთ“

მიხეილ მაჭავარიანი: „თუ ფიქრობთ, რომ პოლიტიკური ნიშნით გაგათავისუფლეს, პირადად მე მომმართეთ”

რადიო თავისუფლების ყოველკვირეული რუბრიკის „ინტერაქტი-ული დიალოგი“ სტუმარია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომა-რის მოადგილე მიხეილ მაჭავარიანი. იგი საუბრობს თემაზე: „ერთიანი

ნაციონალური მოძრაობის წინასაარჩევნო მზადება“. ორშაბათობით სტუმრისთვის შეკითხვის დასმის საშუალება აქვს ყველას, ვინც თავის

შეკითხვას ტექსტური შეტყობინებით წინასწარ გაგზავნის ნომერზე 15-10 ან მიწერს რადიოს ვებსაიტზე: www.radiotavisupleba.ge

Page 3: „თანამდევი სული” - თეატრალური ...ლი და კუთვნილ სიმაღლეზე დაყენებული,”

3xtvb [fhfufekb!# BDkBcB @_!@ o

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მოსწავლეთა გაზეთი #39

თქვენს წინაშეა ჟურნალისტთა სკო-ლა „იმედი ხვალის” სტუდენტების მიერ განახლებული სამოსწავლო გაზეთი „იმედი ხვალის.” ეს ჩვენი პირველი ნა-ბიჯია ჟურნალისტიკაში. ჟურნალისტთა სკოლაში უკვე შევისწავლეთ რა არის ახალი ამბავი, რამდენად მნიშვნელოვანია სიზუსტე, მიუკერძოებლობა და სიცხადე, რა არის სტატიის ლიდი, როგორ მოვემ-ზადოთ ინტერვიუსთვის, როგორ დავწე-როთ თემატური რეპორტაჟი, გავეცანით ფოტოგრაფიის ძირითად პრინციპებს.

ჟურნალისტთა სკოლაში 12 სტუდენ-ტი ჩავერთვეთ.

სოფო ფერაძე ჟურნალისტობაზე ოც-ნებობს და სწორედ ამიტომ გადაწყვიტა, მიიღოს ცოდნა ამ სფეროში.

ანი ჭიპაშვილის ყურადღება ჟურნა-ლისტობამ პატარაობიდანვე მიიქცია. ფიქრობს, რომ ეს პროფესია საინტე-რესოა.

სალომე ბუხნიკაშვილი ჟურნალის-ტთა სკოლაში სწავლის შემდეგ გადა-წყვეტს, დაეუფლება თუ არა ჟურნალის-ტის პროფესიას.

გიორგი ლომიძე თვლის, რომ აქვს ისეთი ნიჭი, რაც ჟურნალისტურ საქმი-ანობაში აუცილებლად გამოადგება.

ნინო ბლიაძესთვის ჟურნალისტობა რთული, მაგრამ საინტერესო პროფე-სიაა. მას ბავშვობაში ხშირად მოურგია ჟურნალისტის როლი.

ნინო მჭედლიძე ფსიქოლოგობაზე ოცნებობს, მაგრამ ფიქრობს, რომ კარგი ფსიქოლოგი კარგი ჟურნალისტიც უნდა იყოს. ამავდროულად შანსი ეძლევა გამო-სცადოს საკუთარი თავი.

მარიამ მაქაძე დაინტერესებულია ჟურნალისტიკით, რადგანაც ეს ერთ-ერთი საინტერესო და მრავალფეროვანი პროფესიაა.

ანა გოლუბიანს ჯერ არ აქვს არჩე-ული პროფესია, თუმცა იმედოვნებს, რომ ჟურნალისტთა სკოლაში მიღებული ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება დაეხმარება წარმატების მიღწევაში.

ნინო ქველიაშვილმა დიდი ხანია მომა-ვალ პროფესიად ჟურნალისტიკა აირჩია. ეს სკოლა საშუალებას აძლევს, წარმატე-ბული მომავლისთვის მოემზადოს.

გვანცა ლომიძეს სირთულეების გადალახვა ხიბლავს, რაც, მისი აზრით, ჟურნალისტიკაში უმთავრესია.

თიკო ლურსმანაშვილი ამბობს, რომ ირგვლივ ძალიან ბევრი უსამართლობაა. ამიტომ სურს დაეუფლოს ჟურნალისტის პროფესიას და გამოხატოს თავისი აზრი.

ხვიჩა ჭყოიძესთვის ჟურნალისტობა მრავლისმთქმელი პროფესიაა.

ვგრძნობთ ხარაგაულელთა მხარდა-ჭერასა და სიმპათიებს, რაც ჩვენი მომავა-ლი წარმატებების საწინდრად გვესახება.

ჟურნალისტთა სკოლა „იმედი ხვალის” სტუდენტები

ჩვენი პირველი მოკრძალებული ნაბიჯი ჟურნალისტიკაში

ნინო ბლიაძე: -ქალბატონო ირინე, როგორი ბავშვობა გქონ-დათ და როგორი ბავშვი იყავით. გაიხსენეთ კურიოზი მოსწავლე-ობის პერიოდიდან.

-ძალიან ლაღი ბავშვობა მქონდა. ვცხოვრობდი საინტერესო ცხოვრებით. ბავშვობიდან ვმონაწილეობდი ყველა იმ ღონისძიებაში, რომელიც იმართებოდა რაიონში. ვიყავი აქტიური. მიყვარდა კითხვა და ბევრს ვკითხულობდი. ჩემი ძირითადი საზრდო ეს იყო. მე და ჩემს თანატოლებს გვქონდა ჩვენი სამყა-რო. იცით ალბათ, ადამიანი, რომელ-საც კითხვა უყვარს, თავის სამყაროს „ქმნის.”

რა თქმა უნდა ბავშვობას ბევრი კუ-რიოზი ახლავს. ამწუთას ეს გამახსენდა: -სკოლაში აბრეშუმის ჭიას ვუვლიდით. გვყავდა ერთი ამხანაგი ნინო დარჩია, რომელიც თბილისიდან იყო გადმო-სული. აბრეშუმის პარკის გაკეთებისას ამბობენ ხოლმე, „აბრეშუმს უნდა ავუკ-რათ პირი.” „პირის აკვრა” ნიშნავდა, რომ უნდა დაგვეწყო ფოთლები, რო-მელზეც ისინი იკეთებდნენ პარკს. ჩვენს თანაკლასელს ეგონა, რომ აბრეშუმის ჭიებისთვის სათითაოდ ხელით უნდა აგვეკრა პირი. ჩვენმა კლასის ხელმძღ-ვანელმა მაყვალა ფერაძემ იხუმრა და ნინოს შეკითხვაზე უპასუხა, - მართლა უნდა მოიტანოთ აბრეშუმის ჭიის პირის ასაკრავად ნაჭრებიო. მეორე დღეს ნი-ნომ მოიტანა უამრავი თეთრი ნაჭერი. ეს იყო ძალიან სასაცილო.

გვანცა ლომიძე: -ქალბატონო ირინე, რამ გამოიწვია თქვენი ინტერესი თეატრისადმი?

-თითქმის ექვსი წლიდან ვდგა-ვარ სცენაზე. ვიყავი დეკლამატორი. მიმყავდა ღონისძიებები. დაწყებით კლასებში სწავლის დროს ჩემი რე-ჟისორობით დავდგით სპექტაკლი „წითელქუდა.” ძალიან მოეწონათ სკოლაში და გვითხრეს, რომ საბავშვო ბაღებში ჩაგვეტარებინა. ასე რომ, ბავ-შვობიდანვე მქონდა დიდი სიყვარული თეატრისადმი. ეს განაპირობა იმანაც, რომ ჩემი ბებია გახლდათ ძალიან კარგი დეკლამატორი. მან ქუთაისის წმინდა ნინოს სახელობის კლასიკუ-რი გიმნაზია დაამთავრა. მისი ნიჭი შეუმჩნეველი არ დარჩენილა. დიდმა რეჟისორმა მიხეილ ჭიაურელმა იგი ქუთაისის დიდ თეატრში მიიწვია. ბებიამ ოჯახი არჩია. გენეტიკური გამოვლინებაც არის ჩემში თეატრი-სადმი სიყვარული.

ამავე დროს მე გავიზარდე ისეთი დიდებული ადამიანების გვერდით, როგორებიც იყვნენ ოთარ აბაშიძე, თამაზ კიკნაძე, ბიჭიკო აბაშიძე. ამ ყველაფრის სინთეზმა განაპირობა ის, რომ მე მიყვარს თეატრი, მიყვარს ხელოვნება.

-როდიდან დაიწყო თქვენი წარმატებული კარიერა და რამ შეუწყო ამას ხელი?

-ვერ ვიტყვი, რომ დიდი და განსა-კუთრებული კარიერა მაქვს. თეატ-

რალური ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ ვმუშაობდი ხარაგაულში. ხარაგაულის ოთარ აბაშიძის სა-ხელობის სახალხო თეატრმა 1990 წელს გურჯაანში გამართულ თეატ-რალურ ფესტივალში სპექტაკლით „დარისპანის გასაჭირი” გრან-პრი დაიმსახურა. ეს იყო დიდი გამარჯ-ვება. მე ვთამაშობდი კაროჟნას როლს და ჩემი პარტნიორი გახლდათ თამაზ კიკნაძე. ეს იყო უბედნიერესი დღეები და წუთები. მას შემდეგ თეატრს დაუკავშირდი სისხლხორცეულად. გარკვეული წლები ვმუშაობდი თბი-ლისში და შემდეგ დავუბრუნდი მშობ-ლიურ რაიონს. ახლა იცით, რომ სულ რამდენიმე დღის წინ ჩვენი მუშაობა აღინიშნა და დაფასდა.

-სპექტაკლი, რომელმაც დიდი წარმატება და ემოციები მოგი-ტანათ.

-„თანამდევი სული.”

გიორგი ლომიძე: -რამდენად გიყვართ თქვენი სამუშაო და რა დროს უთმობთ მას?

-ჩემი სამუშაო ძალიან მიყვარს. შემიძლია თამამად ვთქვა, რომ მთელი ჩემი ცხოვრება და მთელი ჩემი დრო ეკუთვნის ჩემს სამსახურს. ერთადერთ შვილსაც კი იმდენ დროს ვერ ვუთმობ, რამდენსაც ჩემს საქმეს. დილის ცხრა საათიდან საღამოს ექვს საათამდე ვარ სამსახურში. შაბათ-კვირას ვმუშაობ რეჟისორად ოთარ აბაშიძის სახელო-ბის სახალხო თეატრში. ჩვენ ვდგამთ არა მარტო სპექტაკლებს, არამედ თოჯინების თეატრს და საბავშვო სპექ-ტაკლებს. ამას ყველაფერს ახლავს უძილო ღამეები და ფიქრი იმაზე, თუ რა და როგორ გავაკეთო. ასე რომ, სრულიად ჩემი სული, გული, ფიქრი მოცული არის ჩემი საქმიანობით. ეს, რა თქმა უნდა, მიხარია და ასე ცხოვ-რება მომწონს.

ხვიჩა ჭყოიძე: -ქალბატონო ირინე, თქვენ აღნიშნეთ, რომ ძალიან გიყვართ კითხვა. თუ შეიძლება გაიხსენეთ საყვარელი მოთხრობა ან მწერალი.

-ძალიან ძნელია ამის ჩამოთვლა, მაგრამ გეტყვით, რომ ჩემი საყვარელი მწერალია ლევ ტოლსტოი. ქართველი მწერლებიდან ყველა ძალიან მიყვარს და არ ჩამოვთვლი. ლევ ტოლსტოი მხიბლავს თავისი სიდიადით. ამ ბოლო დროს გატაცებული ვარ ჯემალ ქარჩ-ხაძის შემოქმედებით.

მარიამ მაქაძე: -როგორ ფიქ-რობთ, რამდენად შეცვლიდა კულტურული ცხოვრება სო-ფელში მცხოვრებ ხალხს?

-ნამდვილად შეცვლიდა სიტუაციას უკეთესობისკენ. ძალიან დიდი სურვი-ლი მაქვს, რომ ჩვენს სპექტაკლებზე მაყურებელი სოფლებიდან მოვიდეს; სოფლებში ვაჩვენოთ სპექტაკლები, მაგრამ ამის შესაძლებლობა არ არის. ხარაგაულშიც არ არის ისეთი დარ-ბაზი, სადაც შეიძლება ხელოვნება სრულად წარმოვაჩინოთ. ეს, რა თქმა უნდა, საწყენია. იქნებ მომავალში შეიცვალოს რამე.

ამ ბოლო დროს ვიწვევთ საბავშვო სპექტაკლებზე სკოლებს, თოჯინების თეატრით კი დავდივართ მათთან. ასე რომ, ცოტა მისვლა-მოსვლა გვაქვს.

ნინო ქველიაშვილი: -რამდე-ნად შეიცვალა თქვენი კარიერა და ცხოვრება მას შემდეგ, რაც კულტურის სამსახურის ხელმძ-ღვანელი გახდით.

-სხვათაშორის, ბევრი ვიფიქრე, როცა 2004 წელს კულტურის განყო-ფილების გამგედ მუშაობა შემომთავა-ზეს. ძალიან რთულია, ხარაგაულში მოხვიდე კულტურის სამსახურის უფროსად იმიტომ, რომ ხარაგაული

ზუსტად ამ კუთხით წარმოჩინებული რაიონია. დიდი პასუხისმგებლობაა, გაუძღვე ხარაგაულის კულტურულ ცხოვრებას. ყველა ფესტივალიდან და კონკურსიდან ხარაგაული გამარ-ჯვებული ბრუნდება. წარმოიდგინეთ, ასეთი წარმატებული კოლექტივების ბედი რომ გაბარია, რთულია ძალიან. ამავე დროს ხელოვნების დიდი გულ-შემატკივარი უნდა იყო. მე როგორი ხელმძღვანელი ვარ, ამას საზოგა-დოება შეაფასებს, მაგრამ შემიძლია ერთი რამ ვთქვა თამამად - ბოლომდე ვიხარჯები ამ საქმეში.

-უახლოეს მომავალში ხომ არ გეგმავთ ახალი სპექტაკლის დადგმას?

-ხარაგაულის სახალხო თეატრმა 100 წლის იუბილეზე დიდი წარმატება მოიპოვა. ხარაგაულში, 2004 წლის შემდეგ, საკმაოდ რთულ პირობებში, დაიდგა ბევრი სპექტაკლი. რა თქმა უნდა, ასეთი წარმატების შემდეგ არ გავჩერდებით. კვლავ დაიდგმება სპექ-ტაკლები, რომლებიც, დარწმუნებული ვარ, წარმატებას მოგვიტანს.

ანა გოლუბიანი: -როგორც ვიცით, ბევრ სპექტაკლში მონა-წილეობთ. ამსგავსებთ თუ არა თქვენს თავს რომელიმე პერსო-ნაჟს?

-საინტერესო შეკითხვაა... კაროჟ-ნას! კაროჟნა რომ ვითამაშე, ძალიან ახალგაზრდა ვიყავი. როცა თამაშობ, აუცილებელია, გაითავისო როლი და დაემგვანო მას. კაროჟნას ხასიათები აქვს ყველა იმერელ გასათხოვარ სა-პატარძლოს.

თეატრალურ ინსტიტუტში რომ სა-ხელმწიფო გამოცდას ვაბარებდი, საგამოცდო

ჟურნალისტთა სკოლა „იმედი ხვალის” სტუდენტებმა ავირჩიეთ, ინტერვიუ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის

გამგეობის კულტურის სამსახურის უფროსთან, ქალბატონ ირინე ჩხეიძესთან ჩაგვეწერა. ჩვენი შეხვედრა სასიამოვნო

სიახლეს დაემთხვა: ხარაგაულის ოთარ აბაშიძის სახელობის სახალხო თეატრის სპექტაკლმა „თანამდევი სული,” რომლის

რეჟისორიც გახლავთ ირინე ჩხეიძე, იმერეთის თეატრალურ ფესტივალში საუკეთესო სპექტაკლის ტიტული დაიმსახურა. ჩვენ გულწრფელად ვულოცავთ თეატრს და მის რეჟისორს ამ

დიდ აღიარებას და წარმატებას.

ირინე ჩხეიძე: “თეატრი ჩემთვის ნიშნავს ცხოვრებას,

სიცოცხლეს, სუნთქვას, არსებობას...”

გვ. 5

Page 4: „თანამდევი სული” - თეატრალური ...ლი და კუთვნილ სიმაღლეზე დაყენებული,”

4xtvb [fhfufekb!# BDkBcB @_!@ o

27 ივნისს ჩვენ სკოლას აგრარული უნივერსიტეტის მაგისტრატურის სტუ-დენტები და ლექტორი ესტუმრენ. მათ წარმოადგინეს პროექტი, რომლის მი-ზანიც ბუნების დაცვა და მცენარეებზე დაკვირვებაა. პროექტის მორიგ ეტაპზე, სექტემბერში, მოეწყობა გასვლითი ტური ტყეში მცენარეებზე დასაკვირვებლად და ანალიზის გასაკეთებლად. ამის შემდეგ მიღებულ ინფორმაციას შეაჯამებენ პროექტში ჩართული მოსწავლეები და თემის სახით წარადგენენ. პროექტის ხელმ-ძღვანელთა თქმით, საუკეთესო თემების ავტორები დაჯილდოვდებიან.

ნინო მჭედლიძე

პროექტის მიზანი - მცენარეებზე დაკვირვება და ბუნების დაცვა

გაიზრდება მოსწავლეთა დაინტერესება ბუნებაში მიმდინარე

პროცესებითპროექტის „მუხა” ორგანიზატორები რამდენიმე დღის წინ ხარაგაულის სა-

ჯარო სკოლებს ეწვიენ. ისინი გვესაუბრენ, თუ რა ჯიშის ხეებია უმეტესად გავრ-ცელებული ხარაგაულის ტერიტორიაზე, რით განსხვავდება ეს ხეები სხვა ჯიშის მცენარეებისგან და რა საერთო აქვთ მათ. როგორც შეხვედრაზე განგვიმარტეს, ყველა ხეს ჰყავს თავისი მტერი, რომელიც მას აზიანებს, რის შემდეგაც მცენარე წყვეტს სიცოხლეს და ხმება.

მორიგი გასვლითი შეხვედრით მოსწავლეები ბუნებაში უშუალოდ დავაკვირ-დებით და ვისწავლით ხის დეტალურ აღწერას.

თავად ორგანიზატორები დიდ იმედებს გამოთქვამენ, რომ მათ მიერ ჩატარე-ბული ყოველი გაკვეთილი იქნება ნაყოფიერი და საინტერესო. პროექტი ხელს შეუწყობს მოსწავლეების დაინტერესებას ბუნებაში მიმდინარე პროცესებისადმი.

ხვიჩა ჭყოიძენინო ბლიაძისა და გვანცა ლომიძის ფოტო

ჟურნალისტთა სკოლა „იმედი ხვალის” სტუდენტები გვანცა ლო-მიძე და ნინო ბლიაძე მკითხველებს სთავაზობენ რუბრიკას „მოგზაურობა საქართველოში.” დღეს მათ მოამზა-დეს წერილი საქართველოს ერთ-ერთ უმშვენიერეს კუთხეზე - სვანეთზე.

მდებარეობასვანეთი მოიცავს კავკასიონის

ქედის სამხრეთ კალთებს და მდინა-რეების ენგურისა და ცხენისწყალის ზემოწელს. ისტორიულ სვანეთში შე-დიოდა: მდინარე კოდორის ზემოწელის ხეობები, ე. წ. „აფხაზეთის სვანეთი”

ანუ ზემო აფხაზეთი, სამეგრელოს ჩრდილოეთი ნაწილი, ლეჩხუმისა და ზემო რაჭის მოსაზღვრე რეგიონი, ჩრდილო კავკასიაში ყუბანისა და ბაქ-სანის სათავის ხეობები.

ცხოველთა სამყაროზემო სვანეთი მდიდარია ცხოველე-

ბით. ტყეებში ბინადრობს მურა დათვი, მგელი, არჩვი, კვერნა, მელა, ტურა, მაჩვი, დედოფალა. ალპურ ზონაში ბინადრობს ჯიხვი. ფრინველებიდან გავრცელებულია კავკასიური როჭო, დურაჯი, კავკასიური შურთხი, არწივი და სხვა იშვიათი სახის ფრინველები.

მცენარეული საფარიზემო სვანეთის დაბალ ზონაში

გავრცელებულია წიფლნარ-რცხილ-ნარი, იშვიათად წაბლნარიც. ქვეტყეს ქმნის ფოთოლმცვივანი და მარადმწ-ვანე ბუჩქნარი. მთის შუა სარტყელში გავრცელებულია წიფლის ტყეები, ალაგ-ალაგ გვხვდება ნეკერჩხალი და რცხილა. ტყის ზონა მთავრდება სუ-ბალპური ტყით. ზღვის დონიდან 2000-2200 მ ზემოთ სუბალპური მდელოები და დეკანებია, უფრო მაღლა - ალპური მდელოები და ხალები.

ჰავა/კლიმატიზემო სვანეთში ზღვის დონიდან

2000 მ სიმაღლემდე ნოტიო ჰავაა, ზამთარი ცივია და გრძელი, ხოლო ზაფხული - ხანმოკლე, თბილი და ზოგჯერ ცხელიც. ტემპერატურის აბსოლუტური მინიმუმი -25 გრადუსია, მაქსიმუმი +35 გრადუსი. წელიწადში 1035 მმ ნალექი აღინიშნება. ზემო სვანეთის ყველაზე მაღალ ადგილებში ნამდვილ ზაფხულს მოკლებული ნო-ტიო და ნივალური ჰავაა.

სვანური ენასვანური ენა ქართული ენის ერთ-

ერთი უახლოესი მონათესავე ენაა. ქართულთან და ზანურთან ერთად წარმოადგენს იბერიულ-კავკასიური ოჯახის ქართველურ ენათა განშ-ტოებას. სვანური უმწერლობო ენაა. სვანურ ენაში გამოიყოფა 4 დიალექტი: ბალსზემოური, ბალსქვემოური (ზემო სვანეთი), ლაშხური და ლენტეხური (ქვემო სვანეთი).

გვანცა ლომიძე, ნინო ბლიაძე

მოგზაურობა საქართველოში სვანეთი

რა სურვილები აქვთ ხარაგაულე-ლებს, რომლებიც გარკვეული პრობლე-მების გამო ზაფხულის ცხელ დღეებს შავი ზღვის სანაპიროს მაგივრად ჩხერიმელას ნაპირებზე გაატარებენ, - ამის დადგენას ხარაგაულის ქუჩებში შევეცადეთ.

ხარაგაულის მოსახლეობის უმ-რავლესობა ზაფხულის გატარებას ხარაგაულში აპირებს. ამის მთავარი მიზეზი უფულობაა. ერთ-ერთმა ხა-რაგაულელმა, 49 წლის ქალბატონ-მა გვითხრა, - რომ არა ფინანსური პრობლემა, სიამოვნებით დაისვენებდა ზღვაზე ოჯახთან ერთად.

ახალგაზრდების უმრავლესობას უფულობის გამო არ შეუძლიათ სასურ-ველ ადგილზე დასვენება და სოფლებში მიდიან. თუმცა, უსახსრობას მათი ოცნებებისთვის არაფერი დაუკლია. ისინი სიამოვნებით დაისვენებდნენ:

იბიცაზე, ანტალიაში, ჰავაიზე, ოქროს ქვიშებზე...

ხარაგაულის მოსახლეობის მხო-ლოდ მცირე ნაწილი აპირებს ზღვაზე დასვენებას. ერთ-ერთი ხარაგაულელი, 27 წლის ქალბატონი, ჯერ აპირებს სოფელში წაიყვანოს შვილები, შემდეგ ზღვაზე გეგმავს დასვენებას ოჯახთან ერთად და ამით ძალიან ბედნიერია.

შეგხვდნენ ისეთი ახალგაზრდები, რომლებიც ზღვაზე ნათესავთან მიდიან, მაგრამ რომ არა ნათესავი, მათ ზღვის შეცვლა ჩხერიმელათი მოუწევდათ, ხოლო ბათუმის ბულვარის - ხარაგა-ულის პარკით.

ჩვენმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ ხა-რაგაულელთა დიდი სურვილია, ჩატარ-დეს მრავალფეროვანი ღონისძიებები ხარაგაულში. მამაკაცების უმრავ-ლესობას სპორტული ღონისძიებები ურჩევნია, თუმცა კარგ კონცერტებსაც

სიამოვნებით დაესწრებიან. გამოითქვა აზრი, რომ გაიმართოს საქველმოქმე-დო საღამოები. შემოსული თანხით კი გაჭირვებულებს დაეხმარონ.

უფროსი თაობის ხარაგაულელთა სურვილები განსხვავებულია. ისინი სი-ამოვნებით ნახავდნენ რაიმე სპექტაკლს როგორც ხარაგაულელი, ასევე ჩამო-სული მსახიობების მონაწილეობით.

რაც შეეხება შედარებით უმცროსი ასაკის ხარაგაულელებს, მათ სურთ ნახონ ბაბილინა, გოგიჩა და ბასტუ-ბუბუს კონცერტი.

ჩამოთვლილთაგან ერთი ღონის-ძიება რომ მაინც შედგეს, ვფიქრობთ, ძალიან გაიხარებენ ხარაგულელები და ერთი დღით მაინც დაივიწყებენ პრობლემებს.

ანი ჭიპაშვილისალომე ბუხნიკაშვილი

ზაფხული ხარაგაულში

*** შემოდგომაა, მოკვდება დღე დატყე ჯადოსნური ხელით ირთვება,ცვივა ფოთლები გულდაწყვეტილი,საიქიოსკენ ცივ ქარს მიჰყვება.გული მწყდება და იშლება დარდი,დარდი, სიკვდილით რომ აიშლება,მაგრამ უეცრად ჩნდება იმედი,გაზაფხულზე რომ სხვა გაიშლება!

მიეგებეთ, პატარებო!ვინც ხელს ახლებს მერცხლის ბუდეს,იცოდეთ, რომ დაისჯებით!თქვენც გაიგებთ მერცხლის შრომას,

როცა დიდი გაიზრდებით.მიეგებეთ, პატარებო,გაზაფხულის მახარობელს,მოჭიკჭიკეს, მოალერსეს,ჩვენი გულის გამხარებელს.უწყინარი ფრინველია,ალამაზებს ჩვენს ბუნებას,განზრახ კვერცხებს ნუ დაუმტვრევთ,ნუ აჰყვებით ავ ცდუნებას.ის არაფერს არ შეგიჭამთ:მარცვალს, ყურძენს, არცა ხილსა,მისი სარჩო-საბადოაჭიაღუა დამპალ ხისა.

გიორგი ლომიძე

ჩვენი შემოქმედება

ლეღვნის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საქველმოქმედო კონცერტი ჩავატა-რეთ. გადავწყვიტეთ, შემოსული თანხით დავხმარებოდით სოფელში მცხოვრებ ინკლუზიურ ბავშვებს. თითოეული მოსწავლე დიდი ენთუზიაზმით ჩაერთო ამ საქმეში. კონცერტის მზადების პროცესში ლექსის დაწერის სურვილი გამიჩნდა. საერთოდ ლექსებს ვწერ, წერა უკვე ჩემი ცხოვრების ნაწილი გახდა. ამ კონცერ-ტისთვის ერთ დღეში დავწერე ლექსი, სადაც შევეცადე გადმომეცა ინკლუზიური ბავშვების მდგომარეობა. ამ ლექსით მინდა ვთქვა, რომ ადამიანმა არასდროს უნდა დაკარგოს იმედი და ღმერთი მას ყოველთვის შეეწევა.

ღმერთის წყალობითღმერთო, შემქმნელო ცისა და მიწის,ღმერთო, შემქნელო ყოველ სულდგმულთა,გთხოვ, დაიფარე ისეთი ხალხი, ვინც კი ცხოვრებამ მწარედ აწამა. მთავარი მაინც ერთი რამ არის, - ღვთის რწმენა გულით და სიდიადე, ამიტომ ყველამ უნდა იცოდეს, რომ ღმერთი არის ჩვენთვის სინათლე.დაგლოცოთ ღმერთმა და ღვთისმშობელმა,ანგელოზთა და წმინდანთა ბაგემ,მათი წყალობა არ მოგკლებოდეთ.უიმედობამ არ გავნოთ არც ერთს. სოფო ფერაძე

„უიმედობამ არ გავნოთ არც ერთს”

Page 5: „თანამდევი სული” - თეატრალური ...ლი და კუთვნილ სიმაღლეზე დაყენებული,”

5xtvb [fhfufekb!# BDkBcB @_!@ o

კომისიის თავმჯდომარემ, ცნობილმა კრიტიკოსმა ნოდარ გურაბანიძემ მით-ხრა: -თქვენ ამთავრებთ ინსტიტუტს წითელ დიპლომზე, ერთადერთ შე-კითხვას დაგისვამთ და ეს გადაწყვეტს თქვენს ნიშანს. მითხარით, რა არის კაროჟნას ტრაგედია? ვუპასუხე, რომ კაროჟნას ტრაგედია არის ლამაზი ქალის ტრაგედია. მან იცოდა, რომ მე ვითამაშე კაროჟნას როლი. -თქვენ შექმენით კაროჟნას სრუ-ლიად სხვა სახე, - მითხრა ბატონმა ნოდარმა. ძალიან საინტერესო იყო ოლღას როლი სპექტაკლში „თანამ-დევი სული.”

ნინო მჭედლიძე: -თქვენ ცხოვ-რების ძალიან დიდი მონაკვეთი განვლეთ ხარაგაულში.

არ გაგჩენიათ პროტესტის გრძნობა იმასთან დაკავშირე-ბით, რომ ხარაგაულში რომ არ ჩამოსულიყავით, უფრო მეტს მიაღწევდით და მეტი წარმატე-ბა გექნებოდათ?

-მე მქონდა და ყოველთვის მაქვს იმის საშუალება, რომ წავიდე ხარა-გაულიდან. ორჯერ ასეც მოხდა. პირ-ველად, როცა დედა გარდამეცვალა, ხარაგაულში სამსახურს დავანებე

თავი და გადავედი თბილისში. ეს განშორება ხარაგაულთან საკმაოდ ხანგრძლივი აღმოჩნდა. რვა წელი ვმუშაობდი სრულიად სხვა სისტემა-ში. ამ ბოლო დროს ოჯახური მდგო-მარეობის გამო გადავედი შვიდი თვე.

მინდა გითხრათ, რომ ეს იყო ძა-ლიან მძიმე დღეები ჩემს ცხოვრებაში. ხარაგაულის გარეშე, როგორც ჩანს, არ შემიძლია ცხოვრება. მე აქ მაქვს ჩემი საქმე და ვფიქრობ, რომ აუცი-ლებლად აქ ვარ საჭირო. ხარაგაულს სჭირდება ადამიანები, ახალგაზრდე-ბი, თქვენნაირები, ჩემნაირები. თქვენ მე უნდა შემცვალოთ. მერე თქვენ სხვამ და ასე უნდა გაგრძელდეს. ვფიქ-რობ, სადაც საჭირო ხარ, იქ უნდა იყო. ვფიქრობ, რომ ამჟამად აქ ვაკეთებ ჩემს საქმეს და აქ ვარ საჭირო.

-რომ შეგეძლოთ, რაიმეს თუ შეცვლიდით თქვენს ცხოვრება-ში და თუ შეცვლით, რას?

-რომ შემეძლოს, ძალიან დიდ თეატრს გავაკეთებდი, მუდმივმოქმედი დასი მეყოლებოდა და ვიმუშავებდი ჩემს თეატრთან.

-თეატრის გარდა რა ჰობი გაქვთ?

-კითხვა და კინო მიყვარს ძალიან. ვწუხარ, რომ ხარაგაულში არ არის ფილმების დიდ ეკრანზე ნახვის შე-საძლებლობა.

-უფრო მეტად რა ჟანრის ფილმები გიზიდავთ?

-სერიოზული ჟანრის ფილმები მიყვარს. ვუყურებ ყველა ჟანრს, საბრ-ძოლო ჟანრის ფილმების გარდა. მიყ-ვარს ისტორიული, ფსიქოლოგიური ფილმები, მელოდრამა,

სოფო ფერაძე: -მიგიტანიათ თუ არა ოჯახური პრობლემები სამსახურამდე?

-სამსახურში ოჯახური პრობლე-მები გამორიცხულია. ძალიან ბევრი ყოფითი პრობლემაა, მაგრამ ყველა-ფერს გავიწყებს შენი საყვარელი საქმე. როცა სცენაზე დგები, როცა მიდიხარ დასთან, როცა გამოდიხარ ბავშვების წინაშე, გავიწყდება ყველა ოჯახური პრობლემა.

-თიკო ლურსმანაშვილი: -თუ ელოდით „თანამდევი სულის” ასეთ წარმატებას?

-გამომდინარე იქედან, რომ მაყუ-რებელმა გამართა ძალიან დიდი ოვა-ცია, ოთხჯერ გამოვედით „ბის” -ზე და

სანამ ფარდა არ დაეშვა, მესხიშვილის თეატრის 800 კაციანი დარბაზი ფეხზე მდგომი უკრავდა ტაშს, ეს უკვე წარ-მატებას ნიშნავდა.

ვიცოდით, რომ ძალიან მოვეწონეთ ჟიურის წევრებს, მაგრამ ძნელი იყო იმის გათვლა და წარმოდგენა, რომ ჩვენ პირველ ადგილზე გავიდოდით.

როცა გამოაცხადეს, რომ საუკეთე-სო სპექტაკლია „თანამდევი სული,” არ მახსოვს არაფერი. არ მახსოვს, როგორ აღმოვჩნდი სცენაზე, რა ვილა-პარაკე. ეს იყო რაღაც შოკირებული ემოცია.

ჩვენი სპექტაკლის თემატიკა იყო ძალიან ძლიერი. ილიას სიტყვა არის ყოველთვის ძალიან თანამედროვე და მასზე თანამედროვე ვერავინ იქნება.

სალომე ბუხნიკაშვილი: -რომ შეგძლებოდათ არჩევა, რომელ ქვეყანაში ისურვებდით სწავ-ლას და რატომ?

-სკოლა რომ დავამთავრე, მაშინ საზღვარგარეთ არავინ მიდიოდა სას-წავლებლად. ახლა რომ შემეძლოს არჩევა, ალბათ ვისწავლიდი ინგლის-ში იმიტომ, რომ უფრო ტრადიციული

ქვეყანაა, მდიდარი თეატრალური ტრადიციებით.

-უახლოეს მომავალში იგეგ-მება თუ არა ხარაგაულში სპექ-ტაკლ „თანამდევი სულის” ჩვე-ნება.

-როგორც გვაქვს ინფორმაცია, ხარაგაულის კინოთეატრი უნდა გარე-მონტდეს. გარემონტების შემდეგ სპექ-ტაკლს აუცილებლად ჩავატარებთ.

ანი ჭიპაშვილი: -რას ნიშნავს თეატრი თქვენთვის?

-ცხოვრებას, სიცოცხლეს, სუნთ-ქვას, არსებობას. ჩემთვის თეატრი ყველაფერს ნიშნავს.

-გაიხსენეთ საუკეთესო წლე-ბი თქვენი ცხოვრებიდან.

-ყველაფერი უკავშირდება ხარა-გაულს. საუკეთესო იყო თამაზ კიკ-ნაძის გვერდით გატარებული წლები. ეს იყო შემოქმედებითად ძალიან სასიამოვნო დღეები, სულ სწავლისა და შემოქმედებით პროცესში ვიყავით. საუკეთესო იყო ჩემთვის სპექტაკლ „ნატვრის ხეზე” მუშაობის პერიოდი. შემოქმედებითი პროცესი ყოველთ-ვის არის ძალიან სასიამოვნო და საუკეთესო.

როცა ბავშვებისთვის მუშაობ, ეს

კიდევ საოცრებაა. ბავშვური ემოცია და სიხარული რომ მოდის, ამას ვე-რანაირი სიმდიდრე ვერ შეედრება. ქუთაისში, ჯილდოს გადმოცემისას ჩვენ წინ ერთმა მოსწავლემ მეორეს გადაულაპარაკა, ხომ გეუბნებოდი, ხარაგაული აიღებს პირველ ადგილს-თქო. ბავშვის ემოცია და ბავშვის სიტყვა საოცარია. ამ ზაფხულს თო-ჯინების თეატრის სპექტაკლები უნდა გავმართოთ, სულ რომ ღია ცის ქვეშ მომიწიოს, მაინც.

რამდენიმე დღის წინ მოვიდნენ მოსწავლეები და მთხოვეს, იქნებ „კონკია” დადგათო.

ჩემი შვილი, მეზობლის შვილები და ჩემი უბნის ბავშვები ყველა „რე-ჟისორები” არიან და ყველა მათგანი სპექტაკლებს დგამენ. ასე რომ, ბევრი რეჟისორი იზრდება ხარაგაულში.

-გაიხსენეთ საუკეთესო შე-ფასება, რომელიც ოდესმე მი-გიღიათ.

-ახლა იყო საუკეთესო შეფასებები. ევა ხუტუნაშვილმა, რესპუბლიკის დამსახურებულმა არტისტმა აღინიშ-ნა, რომ ჩვენი დასის თითოეული წევრი ძალიან კარგად მეტყველებდა. ამას

სცენაზე უდიდესი მნიშვნელობა აქვს. მეათე კლასში ვიყავი, ლაურეატის

წოდება რომ მივიღე მხატვრულ კითხ-ვაში. „გურიის მთებს” და „ლექსი მოყმისა და ვეფხისა” ვკითხულობდი. მაშინ სცენაზე ამოვიდა თათია ხაინდ-რავა და... არ მიყვარს საკუთარი თავის ქება, მაგრამ ძალიან მოვეწონე.

ბევრი კარგი შეფასება მომისმენია. „თანამდევი სული” რომ ვაჩვენეთ, საუკეთესო შეფასება მივიღეთ ხარა-გაულელი პედაგოგებისგან.

ყველაზე დიდი სიხარული იყო ჩემ-თვის ჩემი მოსწავლის შეფასება. ერთი წელი ვასწავლიდი ხელოვნებას ხარა-გაულის #2 საშუალო სკოლაში. ერთი ლეღვნელი გოგონა წერდა, ხელოვნე-ბა შემაყვარა ირინე მასწავლებელმა და ამიტომ ხელოვნებათმცოდნეობაზე ვაბარებო. ეს ჩემთვის ძალიან დიდი შეფასება იყო. მასწავლებლობაც ძალიან მომეწონა - ისიც სცენაა. მასწავლებელიც თითქოს სცენაზე დგახარ და ბოლომდე იხარჯები.

წილად მხვდა უდიდესი ბედნიერება და არ ვიცი, ეს რით დავიმსახურე. შვიდი თვე ვმუშაობდი მამა მირიანთან (სამხარაძე) თამარ მეფის სახელობის სკოლა-პანსიონში. მამა მირიანმა მე მომანდო პატრიარქთან შეხვედრის ღონისძიების რეჟისურა. მქონდა გარკვეული რეგლამენტი. პატრიარქს არ შეეძლო დიდხანს ფეხზე დგომა. ყველაფერი, რაც ხდებოდა სკოლაში, უნდა წარმომეჩინა 7-8 წუთში. იმ სკოლაში ძალიან კარგი კოლექტივია, მამა მირიანი უნიჭიერესი პიროვნებაა, არაჩვეულებრივი ადამიანი. ძალიან წარმატებული გამოვიდა ის შეხვედ-რა. პატრიარქი მოვიდა და დამლოცა ისე, რომ არც მითხოვია, ვერ გავბედე მასთან მისვლა. თვითონ მოვიდა -

მოხდა ასეთი სასწაული. ეს იყო ჩემი ცხოვრების უბედნიერესი წუთები. პატრიარქი უდიდესი პიროვნებაა და ძალიან დიდი გემოვნების მქონე ხელოვნებაში...

-თუ გყავთ მისაბაძი პიროვ-ნება?

-ძალიან ბევრია მისაბაძი პიროვ-ნება. 2004 წელს, ინტერვიუში ვთქვი, რომ გავივლი კი იქ, სადაც გაუვლიათ თამაზ კიკნაძეს, ოთარ აბაშიძეს, ბიჭი-კო აბაშიძეს, შეიძლება კი იქ ჩემი ნაკ-ვალევიც გამოჩნდეს? რა თქმა უნდა, ჩემს საქმეში არსებობენ ადამიანები, რომლებიც არიან ჩემთვის მისაბაძი.

ადამიანი მისაბაძი უნდა იყოს პი-როვნული თვისებებითაც. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ასეთები იყვნენ თამაზ კიკნაძე, ბიჭიკო აბაშიძე. კარგა ხანია, ისინი ჩვენს გვერდით აღარ არიან და არ გადის დღე, რომ კულტურის ცენტრში არ მოვიგონოთ. თუ ამ ადამიანების გვერდით ოდესმე ჩვენი სახელიც მოიხსენიება, ეს იქნება უდიდესი ბედნიერება.

დიდი მადლობა, რომ ჟურნალის-ტთა სკოლამ „იმედი ხვალის” მე ამირჩია პირველ რესპონდენტად. ეს არის ჩემთვის დიდი პატივი. თქვენ ნამდვილად ხართ ხვალინდელი დღის იმედი. მომავალი თაობა რომ ირჩევს შეხვედრას შენთან, ეს ნიშნავს, რომ გიცნობენ და გაფასებენ. ჩვენ თქვენთ-ვის ვმუშაობთ. იმისათვის, რომ თქვენ შეგვაფასოთ, დაგვაფასოთ და გააგრ-ძელოთ ჩვენი გზა.

მიხარია, რომ მომეცით საშუ-ალება მესაუბრა ჩემს ბავშვობაზე, ჩემი ცხოვრების ბედნიერ წუთებზე. ძალიან საინტერესო იყო თქვენთან შეხვედრა.

ირინე ჩხეიძე: “თეატრი ჩემთვის ნიშნავს ცხოვრებას,

სიცოცხლეს, სუნთქვას, არსებობას...”

იმერეთის თეატრალური ფესტივალის გამარჯვებული ხარაგაულის სახალხო თეატრის რეჟისორი ირინე ჩხეიძე

მესამე გვერდიდან

Page 6: „თანამდევი სული” - თეატრალური ...ლი და კუთვნილ სიმაღლეზე დაყენებული,”

6xtvb [fhfufekb!# BDkBcB @_!@ o

7 ივლისს, ბათუმში გამარ-თულ სიმღერისა და ცეკვის ფეს-ტივალზე ,,ჩემი ლამაზი ქვეყანა” ხარაგაულელმა ნინო ავალიშ-ვილმა დიდ წარმატებას მიაღწია. მისმა ვოკალურმა მონაცემებმა ჟიური და მსმენელი აღაფრ-თოვანა.

-ნინო, გვიამბე შენი წარმატე-ბის შესახებ. რამდენად რთული იყო ამ წარმატების მიღწევა?

-თბილისში ყოფნის დროს შემთ-ხვევით მეტროში წავიკითხე განც-ხადება. სტუდია ,,ლურჯა ცხენები” იწვევდა მოსწავლეებს. მსურველებს უნდა დაეკმაყოფილებინათ შემდეგ მოთხოვნები: ვოკალი, მსახიობის ოსტატობა და ცეკვა. შევავსე ანკეტა. გარკვეული დროის შემდეგ დამირეკა კომპოზიტორმა და პედაგოგმა ნანა ბა-ლახაშვილმა და მითხრა, მივსულიყავი სტუდიაში, სადაც შეამოწმებდნენ ჩემს შესაძლებლობებს.

-სად და როდის გაიმართა პირველი კონცერტი?

-რვა მეცადინეობის შემდეგ ჩემ-მა პედაგოგმა, ნანა ბალახაშვილმა, გამიყვანა კონცერტზე, რომელიც

გაიმართა მსახიობ აკაკი ხორავას სახ-ლში. შევასრულე სიმღერა ,,გვიყვარს, როგორც იავნანა.” ჟიურის წევრების-გან ძალიან კარგი შეფასება მივიღე. ერთ-ერთმა ისიც კი მითხრა, ყველაზე საუკეთესო მონაწილე იყავიო. მეორე კონცერტზე რამდენიმე თვის შემდეგ ვიმღერე არტ-ჰოლში.

-გვიამბე ბათუმის ფესტივალ-ზე. შენ იქ დიდი წარმატება გხვდა წილად. რა კრიტერიუმებით შეგარჩიეს.

-ბათუმში გაიმართა ბავშვთა და მოზარდთა შემოქმედების XVIII რეს-პუბლიკური ფესტივალი „ჩემი ლამაზი ქვეყანა.” ფესტივალში მონაწილეობ-დნენ ანსამბლები და ინდივიდუალუ-რი შემსრულებლები საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან. შევასრულე სიმღერა ,,შენ ხარ ვენახი” (კომპო-ზიტორი ნანა ბალახაშვილი, ლექსის ავტორი ზუმრუდ გოდერძიშვილი). სტუდიიდან ბავშვები ძლიერი ხმით და ვიბრაციებით ამოგვარჩიეს. ჟიურის წევრები იყვნენ: მზია დავითაშვილი, რევაზ ჭკადუა, სვეტლანა ჩოჩუა, ინგა ბერაძე და ნანა დაუშვილი. სტუ-დია ,,ლურჯა ცხენებს” მოგვენიჭა ლაურეატის წოდება. პირადად მე კი გავიმარჯვე ნომინაციაში ,,ფესტი-ვალის აღმოჩენა.” ჩემმა პედაგოგმა ამ ფესტივალის შემდეგ მითხრა, შენ პირადად ჩემი აღმოჩენა ხარო.

-რამდენად კმაყოფილი ხარ საკუთარი თავით?

-ვერ წარმოვიდგენდი, თუ ამხელა ასპარეზზე მომიწევდა გამოსვლა. ჯერ კმაყოფილება ცოტა ნაადრევია, რადგან მომავალში უფრო დიდი მიზ-ნები მაქვს და კიდევ ბევრ წარმატებას ველოდები. კმაყოფილი ვარ ჩემი შესრულებით ბათუმის ფესტივალზე. როდესაც ჟიურისგან კარგი შეფასება მივიღე, უფრო მეტად დავრწმუნდი ჩემს შესაძლებლობებში.

სოფო ფერაძე

ნინო ავალიშვილი - ფესტივალის აღმოჩენა პროექტს „ნიჭიერის” წლევანდე-

ლი ფინალისტი, პატარა ვარსკვლავი, მოცეკვავე მარიამ დალალიშვილი ხა-რაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ მოლითში ბებიას და ბაბუას სტუმრობს. რვა წლის ულამაზესი გოგონა, რომე-

ლიც სამი წლიდან მღერის, ცეკვავს და უკრავს ფორტეპიანოზე, მაყურებლის მოხიბვლას ხარაგაულში აგრძელებს.

მარიამი და მისი დედა ნინო ტალა-ხაძე პროექტ „ნიჭიერის” შესახებ და მარიამის სამომავლო გეგმებზე გვესაუბრებიან.

-მარიამ, როდესაც ნიჭიერის შესარჩევ ტურში მონაწილეობა გადაწყვიტე, იფიქრებდი, რომ ფინალში მოხვდებოდი?

-დიახ, დარწმუნებული ვიყავი სა-კუთარ თავსა და შესაძლებლობებში.

-როგორი იყო შენი ემოციები,

როდესაც ფინალში გადაგიყვანა ჟიურიმ?

-ძალიან გამეხარდა. გული მწყდება, რომ „ნიჭიერი” დამთავრდა. კიდევ მინდა იქ ყოფნა.

ნინო ტალახაძე: მართალია, მა-რიამს ძალიან გაეხარდა ფინალში გასვლა, მაგრამ არ გამოუხატავს. მე კის სიხარულისგან არ ვიცოდი, რაგ ამ,ეკეთებია, ემოციებს ვეღარ ვმალავდი.

-მარიამ, სცენაზე ყოვეთვის თავდაჯერებული დგახარ. რო-გორ ახერხებ ამას?

-სცენაზე გასვლის წინ არ ვნერ-ვიულობ. უბრალოდ ვცეკვავ და ამით სიამოვნებას ვიღებ.

ნინო ტალახაძე, მარიამის დედა: -მარიამი სამი წლიდან სცენაზეა. „ბასტი-ბუბუშიც” მონაწილეობდა, სულ მღერის და ცეკვავს. თბილისში ჩატარებულ ყველა კონკურსში ერთვე-ბა. ამიტომ სცენაზე ყოფნა არ უჭირს.

-ქალბატონო ნინო, რა წარმა-ტებები მოიპოვა მარიამმა სხვა კონკურსებში?

-ცეკვის ანსამბლ „ხორუმში” ცეკ-ვის გარდა, მარიამი დადის ხელოვნების სკოლაში, სადაც ეუფლება ფორტეპი-ანოს. ბევრ კონცერში მონაწილეობს, ორკესტრთან ერთადაც ხშირად უკ-რავს. იწვევენ სხვადასხვა კონცერტებ-ში. ცოტა ხნის წინ ბათუმში მიიწვიეს ანსამბლ „ხორუმის” იუბილეზე.

-მარიამ, რომელია შენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ჯილ-დო, რომლის მიღება გაგეხარდა ყველაზე მეტად?

-განსაკუთრებულად ვერც ერთს ვერ გამოვარჩევ. ყველა პრიზის მიღება ძალიან გამეხარდა და ყველა ძალიან მიყვარს.

-ცეკვის, სიმღერის და სწავ-ლის ერთად შეთავსებას როგორ

ახერხებ?-ძალიან მონდომებული ვარ. მიყ-

ვარს ის საქმე, რასაც ვაკეთებ, სწავ-ლითაც კარგად ვსწავლობ და თან ჩემ საყვარელ საქმესაც ვაკეთებ.

-მარიამ, ყველაზე ძალიან რო-მელი ცეკვა გიყვარს?

-ჩემი საყვარელი ცეკვაა „ლეზ-

გინკა.” -შენი საყვარელი მოცეკვავე

ვინ არის?-მას შემდეგ, რაც ვნახე ბალეტი

„გედების ტბა,” ნინო ანანიაშვილის შესრულებით, ის ჩემი საყვარელი მოცეკვავე გახდა. სწორედ ამან გადა-მაწყვეტინა ბალეტზე სიარული. იმე-დია, ერთ დღეს მეც ნინო ანანიაშვილის მსგავსად ვიცეკვებ „გედების ტბაში.”

-სამომავლოდ რა გეგმები გაქვს?

-18 ივლისს მივდივარ თურქეთში ჩემს ანსამბლთან ერთად ორკვირიან გასტროლებზე. ასევე ვაპირებ კონ-კურსში „ანა-ბანა” მონაწილეობას.

ნინო მჭედლიძე

მომავლის ვარსკვლავი

სოფო ფერაძე, ანი ჭიპაშვილი, სალომე ბუხნიკაშვილი, გიორგი ლომიძე, ნინო ბლიაძე, ნინო მჭედლიძე, მარიამ მაქაძე, ანა გოლუბიანი, ნინო ქველიაშვილი, გვანცა ლომიძე, თიკო ლურსმანაშვილი, ხვიჩა ჭყოიძე

„იმედი ხვალის” რედკოლეგია:

6 ივლისს, ქუთაისში არასამთავ-რობო ორგანიზაციებმა „ევრიჩაილდ საქართველო,” „ფონდი ბრეს - საქარ-თველო,” „საქართველოს კარიტასი“ და „მიმღებ მშობელთა ორგანიზაცია“ ბავშვზე სახელმწიფო ზრუნვის ალტერ-ნატიული მომსახურებების - მინდობით აღზრდის, მცირე საოჯახო ტიპის სახ-ლებისა და დღის ცენტრების საჭირო-ებათა კვლევის შედეგები წარადგინეს. კვლევა ევროკავშირის დაფინანსებით ბრიტანული არასამთავრობო ორგანი-ზაცია „ევრიჩაილდის“ მიერ განხორ-ციელებული პროექტის ფარგლებში ჩატარდა. კვლევის მიზანია ბავშვთა უფლებების დაცვის საკითხებში ალ-ტერნატიული მომსახურებების მიმწო-დებელი ორგანიზაციების, პირების და მომხმარებელთა (როგორც ბავშვების, ასევე მათი ბიოლოგიური მშობლების)

ჩართულობის ხელშეწყობა. კვლევა განახორციელა პროექტის პარტნიორმა ორგანიზაციამ „საქართველოს ბავშ-ვები.”

საჭიროებათა კვლევამ აჩვენა, რომ მომსახურების მიმწოდებლები და მომ-ხმარებლები ზოგადად კმაყოფილები არიან არსებული მომსახურებით და მხარს უჭერენ ქვეყანაში მათ არსებობას. თუმცა, მათ დაასახელეს მთელი რიგი საჭიროებები, რომელთა დაკმაყოფილე-ბაც აუცილებელია, რათა ბავშვებისთვის მიწოდებული მომსახურება უფრო მრა-ვალფეროვანი და ხარისხიანი გახდეს.

საჭიროებათა კვლევის შედეგად გამოვლენილ საჭიროებებზე დაყრდ-ნობით, პროექტის 11-მა პარტნიორმა ორგანიზაციამ ერთობლივად შეიმუშავა რიგი რეკომენდაციები, რომლებიც სისტემურ, სტრუქტურულ, ადმინისტ-

რაციულ, ჯანდაცვის, განათლების, დაფინანსებისა და შესაძლებლობების განვითარების სფეროებს ეხება.

შემუშავებული 70 რეკომენდაცი-იდან ერთი უკვე შესრულდა, ხოლო 20 განხორციელების პროცესის სხადასხვა ეტაპზე იმყოფება. თუმცა, რჩება კიდევ 49 რეკომენდაცია, რომელიც ყურადღე-ბას საჭიროებს.

დეინსტიტუციონალიზაციის პრო-ცესი საქართველოში 1999 წლიდან მიმდინარეობს და მისი მიზანი დიდი ზომის ინსტიტუციებიდან, ე.წ. „ბავშვთა სახლებიდან“ ბავშვების ოჯახურ გარე-მოში ან ოჯახთან მიახლოებულ ზრუნ-ვის ალტერნატიულ მომსახურებაში გადაყვანაა. რეფორმის დასაწყისისთვის ბავშვთა სახლებსა და სკოლა-ინტერნა-ტებში 5500-მდე ბავშვი ცხოვრობდა. რეფორმის ფარგლებში მათი ნაწილი საკუთარ ოჯახს დაუბრუნდა, ნაწილი მიმღებ ოჯახებში ცხოვრობს, ხოლო ზოგი მცირე საოჯახო ტიპის სახლებში გადანაწილდა. ამჟამად, მხოლოდ 328 ბავშვი დარჩა 9 სახელმწიფო ინსტიტუ-ციაში, რომლებიც როგორც ჯანმრთელ, ასევე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს ემსახურება. ეს პროცესი 2012 წლის ბოლოსთვის დასრულება.

კვლევისას ინტერვიუები ჩატარდა 344 პირთან მთელი საქართველოს მასშ-ტაბით. ესენი იყვნენ: მიმღები მშობლები და მინდობით აღსაზრდელები, მცირე საოჯახო ტიპის სახლების მენეჯერები, აღმზრდელები და ბენეფიციარები, და ასევე დღის ცენტრების მენეჯერები, პედაგოგები, ბენეფიციარები და მათი ბიოლოგიური მშობლები.

ამჟამად, პროექტის პარტნიორები

ინდივიდუალურ და ჯგუფურ შეხვედრებს ატარებენ პოლიტიკური კურსის განსაზ-ღვრაზე პასუხისმგებელ პირებთან, დო-ნორებთან, ცენტრალური და ადგილობ-რივი მთავრობის წარმომადგენლებთან და თანამშრომლობენ მასმედიასთან.

„მიმღები მშობლების, მცირე სა-ოჯახო ტიპის სახლებისა და დღის ცენტრების მომსახურების მიმღებების აქტიური ჩართულობა სახელმწიფო სამოქმედო გეგმების შემუშავების პროცესში უზრუნველყოფს შემდეგი წლის ბიუჯეტში რეალური საჭირო-ებების უფრო შესაბამისად ასახვას. ამგვარი ჩართულობის მექანიზმების ჩამოყალიბება ხელს შეუწყობს დაგეგ-

მვის პროცესის გამჭვირვალობას და ინფორმაციის რეგულარულ გაცვლა-გამოცვლას იმისათვის, რომ ბავშვთა უფლებები შესაბამისად იყოს დაცული,” - განაცხადა „ევრიჩაილდის” დირექ-ტორმა ანდრო დადიანმა.

პრეზენტაციაში, რომელსაც ქუთა-ისის „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრმა“ უმასპინძლა, მონაწილეობდ-ნენ ადგილობრივი თვითმმართველობის, შესაბამისი სახელმწიფო დაწესებუ-ლებებისა და სააგენტოების, ბავშვთა კეთილდღეობაზე მომუშავე ადგილობ-რივი ორგანიზაციებისა და რეგიონული მედიის წარმომადგენლები.

ლაურა გოგოლაძე

მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს ოჯახურ გარემოში ამ წლის ბოლომდე გადაიყვანენ

სამოსწავლო გაზეთზე „იმედი ხვალის” მუშაობისას

Page 7: „თანამდევი სული” - თეატრალური ...ლი და კუთვნილ სიმაღლეზე დაყენებული,”

7xtvb [fhfufekb!# BDkBcB @_!@ o

რაც შეეხება ნაფიც მსაჯულთა სა-სამართლოს მოწინააღმდეგეებს, ისინი არგუმენტად იშველიებენ მსაჯულთა არაპროფესიონალიზმს. მათი აზრით, ნაფიც მსაჯულთა პროცესი ნელი და მოუქნელია, ასევე იგი საკმაოდ ძვირი უჯდება სახელმწიფოს.

2010 წლის ოქტომბრიდან საქართველოში ამოქ-

მედდა ახალი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, რომლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიახლეა ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს შექმნა. ამ კოდექსის თანახმად, თუ წარდგენილი ბრალდება თავისუფლების აღკვეთას ით-ვალისწინებს, საქმეს განიხილავს ნაფიც მსაჯულთა სასამართლო, გარდა იმ შემ-თხვევებისა, როცა ბრალდებული შუამდ-გომლობს, რომ საქმე განიხილონ ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობის გარეშე.

ნაფიც მსაჯულთა სასამართლო დღეისათვის მოქმედებს მხოლოდ თბი-ლისში. 2012 წლის 1 ოქტომბრიდან კი ქუთაისშიც ამოქმედდება.

„მედია და ნაფიც მსაჯულთა სასამართლო” - ამ თემაზე გა-

იმართა 5 და 6 ივლისს სამუშაო შეხვედ-რა ქუთაისში უზენაესი სასამართლოს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს, საქართველოში ამერიკის საელჩოს, სა-ქართველოს მთავარი პროკურატურის, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის, ამერიკის იურისტთა ასოციაციისა და დასავლეთ საქართველოს მედიის წარმო-მადგენლებს შორის.

შეხვედრაზე საქართველოში ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის, მედიის თა-ვისუფლებისა და მართლმსაჯულების ინტერესების დაბალანსების შესახებ ისაუბრეს უზენაესი სასამართლოს თავ-მჯდომარემ კოტე კუბლაშვილმა და მისმა მოადგილემ ზაზა მეიშვილმა.

ორი დღის მანძილზე ქართველ ჟურ-ნალისტებს მედიისა და ნაფიც მსა-ჯულთა სასამართლოს ურთიერთობის გამოცდილებას გვიზიარებდნენ აშშ კალიფორნიის ფედერალური მოსამართ-ლე დევიდ კარტერი, აშშ იუსტიციის დეპარტამენტის სამართლებრივი ატაშე ჯარედ კიმბოლი, კალიფორნიის მედია

სწავლების ასოციაციის პრეზიდენტი ლარი უელბორნი, ამერიკის იურისტ-თა ასოციაციის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი როლანდ ვოლფსონი.

ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით საქართველოში სასამართლო პროცესი, ჯერჯერობით, მხოლოდ სამჯერ ჩატარ-და. ქუთაისში გამართულ შეხვედრაში მონაწილეობდნენ, გამოცდილება და მო-

საზრებები გაგვიზიარეს ნაფიც მსაჯულ-თა მონაწილეობით გამართულ პროცესში ჩართულმა ქართველმა ადვოკატებმა და პროკურორებმა.

ნაფიც მსაჯულთა სასამართლო 12 მსაჯულისა და 2 სათადა-

რიგო მსაჯულისგან შედგება. ნაფიცი მსაჯულების ასარჩევად მოსამართლე სამოქალაქო რეესტრის სააგენტოდან მიწოდებული სიებიდან შემთხვევითი შერჩევის პრინციპით ადგენს ნაფიცი მსაჯულობის კანიდატთა სიას არა უმე-ტეს 100 კაცის შემადგენლობით. ნაფიც მსაჯულებს ბრალდებისა და დაცვის მხარეები ირჩევენ.

„დღევანდელი შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოების ზოგა-დი განათლებისთვის, -აღნიშნა ჩვენთან

საუბარში უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ კოტე კუბლაშვილ-მა, - თბილისში, ჯერჯერობით, სამი პროცესი ჩატარდა ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით.

ყველა შერჩეულ ნაფიც მსაჯულს წინასწარ ეძლევა ძალიან დეტალური ახსნა-განმარტებები, თუ რას უნდა მიაქ-ციონ ყურადღება. ნაფიცი მსაჯულობა

არის მათი სამოქალაქო ვალდებულება და პასუხისმგებლობა.

საქართველოში დღეისათვის ნაფიცი მსაჯულების სასამართლო განიხილავს განზრახ მკვლელობას დამამძიმებელი გარემოებებით. ნაფიცი მსაჯულები შეირჩევა ასეთი საქმის არსებობისას. სხვათაშორის, თბილისში რომ ნაფიც მსაჯულთა სასამართლო ამოქმედდა, ანუ 2010 წლის 1 ოქტომბრიდან, პირველი რვა თვის განმავლობაში არ მოხდა ასე-თი დანაშაული - განზრახ მკვლელობა დამამძიმებელი გარემოებებით. განზრახ მკვლელობა ხდებოდა, მაგრამ არ ჰქონდა მას დამამძიმებელი გარემოებები. ძალიან ბევრი უცხოელი თუ ქართველი გვეკით-ხებოდა, თუ რატომ ვერ ვიწყებდით ამ პროექტს.

ნაფიც მსაჯულთა შესარჩევად მო-სამართლე, პროკურორი და ადვოკატი აიღებენ საარჩევნო სიას და იტყვიან, რო-მელმა ნომერმა უნდა მიიღოს მონაწილე-ობა. შემდეგ ასე შერჩეულ კანდიდატებს სასამართლო გაუგზავნის მოსაწვევს. მოსაწვევში ძალიან დეტალურადაა გან-მარტებული, თუ რა ევალებათ. პირმა, რომელსაც კანონის მიხედვით აქვს უფ-ლება, არ მივიდეს (მაგალითად, თუ არის იურისტი, ფსიქოლოგი ან ფსიქიატრი), სასამართლოში უნდა გამოგზავნოს ეს ინფორმაცია. ყველა დანარჩენი მოვა და მოსამართლე კი არა, მხარეები, - პროკუ-რორი და ადვოკატი შეარჩევენ.

თუ წარდგენილი ბრალდება სასჯე-ლის სახით ითვალისწინებს უვადოდ თა-ვისუფლების აღკვეთას, მხარეს უფლება აქვს 12-ჯერ მოითხოვოს აცილება ისე, რომ არ დაასაბუთოს თავისი მოთხოვნა. დანარჩენ შემთხვევებში მხარე უფლება-მოსილია, განაცხადოს 6 დაუსაბუთებე-ლი აცილება.

ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით თბილისში გამართულ პირველ პროცეს-ზე მსაჯულები 100 კანდიდატიდან შეირ-ჩა. მათგან რამდენიმე საზღვარგარეთ აღმოჩნდა, ორი კანდიდატი პატიმარი გამოდგა. შერჩევის პროცესზე სასამართ-ლოში 89 კანდიდატი მივიდა.”

-ნაფიც მსაჯულთა სასამართ-ლო თბილისში დღემდე მხოლოდ ერთ მუხლზე - განზრახ მკვლელო-ბა დამამძიმებელი გარემოებებით - განიხილავდა საქმეს. ნაფიც მსა-ჯულთა ინსტიტუტის დამკვიდრე-ბის შემდეგ ხომ არ გაფართოვდება ნაფიცი მსაჯულების მიერ განსა-ხილველ საქმეთა კატეგორია?

-თბილისში უკვე დაემატა კიდევ ხუთი მუხლი. ეს სისტემა შემოვიდა დიდი სიფრთხილით - ჯერ თბილისში, ორი წელი, ახლა ქუთაისში მოდის მცირე რაოდენობის მუხლებზე. ეს იმიტომ, რომ საფრთხილოა. ძალიან კარგად უნდა აუღოს ალღო მოსახლეობამ. ეს არ არის ჩვეულებრივი, თუნდაც საარჩევნო გადა-წყვეტილება. ეს ადამიანის ბედს ეხება და ამას წყვეტს ჩვეულებრივი მოქალაქე და არა იურისტი და მოსამართლე. ნაფიცმა

მსაჯულმა უნდა გაისიგრძეგანოს ეს პასუხისმგებლობა. 2014 წლის 1 ოქ-ტომბრის შემდეგ, ალბათ, სავარაუდოდ, დაემატება კიდევ რამდენიმე მუხლი.

-1 ოქტომბრიდან რომ ქუთაის-ში ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი დამკვიდრდება, საუბარია მხოლოდ ქუთაისზე თუ მთლიანად დასავ-ლეთ საქართველოზე?

-ახლა, ჯერჯერობით, ეხება მხოლოდ ქუთაისს. ჩემი ინიციატივაა, რომ ახალი პარლამენტის არჩევის შემდეგ ეს შეეხოს მთლიანად დასავლეთ საქართველოს. რაც მეტია მოსახლეობის რაოდენობა, უფრო თავისუფლად შეიძლება ნაფიც მსაჯულებად ნეიტრალური და ობიექ-ტური ადამიანების შერჩევა.

-ბატონო კოტე, გაიხსენეთ ნა-ფიც მსაჯულთა განწყობა, რო-დესაც თქვენ შეგვხვდნენ გადა-წყვეტილების მიღების შემდეგ?

-ძალიან კარგი შეხვედრა იყო. საკ-მაოდ კარგად ესმოდათ ეს პასუხისმ-გებლობა. „ჩვენს ცხოვრებაში ყველაზე რთული ოთხი საათი” უწოდეს ამ პრო-ცესს ნაფიცმა მსაჯულებმა. პირველ სამ საათში ვერ მიიღეს გადაწყვეტილება, კიდევ ერთი საათის დამატება დას-ჭირდათ. კანონით, პირველ სამ საათში უნდა მიიღონ გადაწყვეტილება. ჩვენ ვეკითხებოდით არა იმაზე, თუ ვინ რას მსჯელობდა, არამედ იმაზე, თუ რა შეამ-ჩნიეს სასამართლოში და რა ხარვეზები აღმოაჩინეს. გამოთქვეს სურვილი, კიდევ მიიღონ მონაწილეობა ნაფიც მსაჯულე-ბად. თუმცა ერთი წლის განმავლობაში მათ შეუძლიათ უარი თქვან ამაზე. შემ-დეგ, თუ კიდევ მოუწევთ ნაფიცი მსაჯუ-ლობა, მერე სავალდებულო იქნება, თუ მხარეებმა უარი არ უთხრეს.

-ბატონო კოტე, ერთი წინადადე-ბით შეაფასეთ ეს სიახლა - რითაა კარგი ნაფიც მსაჯულთა ინსტი-ტუტი?

-ხალხი შემოდის ქართულ მართ-ლმსაჯულებაში. ეს არის ერთადერთი მექანიზმი, რომ სასამართლოში ხალხმა მიიღოს გადაწყვეტილება.

ლაურა გოგოლაძე

„საზოგადოების განწყობა საქართ-ველოში” - ეს უკვე რიგით მეხუთე გამოკვლევაა, რომელსაც ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის დაკვეთით კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტ-რი ყოველ 6 თვეში ერთხელ ატარებს. კვლევამ მთელი საქართველო მოიცვა და 6000-ზე მეტი ადამიანი გამოიკითხა. საველე სამუშაოები ორი კვირის განმავ-ლობაში - 4 ივნისიდან 22 ივნისის ჩათვ-ლით - განხორციელდა. გამოკვლევის მიხედვით ირკვევა, რომ უკანასკნელი 6 თვის განმავლობაში საზოგადოების აზრი დემოკრატიისა და მათი ოჯახების მდგომარეობის შესახებ უარესობისკენ შეიცვალა. რა საკითხები გამოიკვლია ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტი-ტუტმა და რა საკითხები დარჩა გამო-კვლევის ავტორთა ყურადღების მიღმა? თუკი ეროვნულ-დემოკრატიული ინს-ტიტუტის მიერ თებერვლის თვეში ჩატარებულ გამოკვლევაში კოალიცია „ქართული ოცნების” ლიდერის ბიძინა ივანიშვილის გარშემო მხოლოდ ზოგადი ხასიათის კითხვები ისმებოდა, როგორი-ცაა „ემხრობით თუ არა ბიძინა ივანიშვი-ლისათვის საქართველოს მოქალაქეობის ჩამორთმევას“ და „უნდა აღუდგეს თუ არა ბიძინა ივანიშვილს საქართველოს მოქალაქეობა“, ივნისში ჩატარებულ გამოკვლევაში ამ კითხვებს დაემატა სრულიად კონკრეტული კითხვები, რომლებიც თავად კოალიციის ლიდერის საჯარო გამოსვლებიდან მოხმობილ, სამომავლო გეგმების ამსახველ ციტა-ტებს ეხება. „იცით თუ არა ივანიშვილის გეგმების შესახებ?“ - როგორც გამო-კვლევა მიუთითებს, გამოკითხულთა 71-მა პროცენტმა „ქართული ოცნების” ლიდერის გეგმების შესახებ არაფერი იცის, გამოკითხულთა 53 პროცენტი კი აცხადებს, რომ არჩევნების გაყალბების შემთხვევაში ბიძინა ივანიშვილის მოწო-დებას ქუჩის საპროტესტო აქციებისკენ არ შეუერთდება. ფსიქოლოგი მარინა ჩიტაშვილი მიიჩნევს, რომ კითხვები, რომლებიც ბიძინა ივანიშვილის გეგმების

გარშემო დაისვა, საკუთარ თავშივე მო-იცავს უარყოფით პასუხს, რადგან, მისი თქმით, გამოკითხვის პერიოდში ბიძინა ივანიშვილს მხოლოდ ორი - თბილისის და ქუთაისის - აქცია ჰქონდა ჩატარე-ბული, რომლებიც ქვეყნის მასშტაბით მაუწყებელ ტელევიზიებს თითქმის არ გაუშუქებიათ და, შესაბამისად, საზოგა-დოება ინფორმირებული ვერ იქნებოდა: „ამიტომ ამ შედეგის განზოგადება იქნება ყალბი დასკვნა. არ მგონია, რომ ვინმემ ასეთი დასკვნა გამოიტანოს, მაგრამ ასო-ციაციებისა და დემაგოგიის დისკურსის განვითარებისათვის სრულიად ნაყო-ფიერი საფუძველია,” - ამბობს მარინა ჩიტაშვილი.

შემოდგომაზე დაგეგმილ არჩევნებს ეთმობა განსაკუთრებული ადგილი გამო-კვლევაში და ბარემ აქვე ვთქვათ, რომ კითხვაზე „მიიღებდით თუ არა მონაწი-ლეობას საპარლამენტო არჩევნებში, ის რომ ხვალ ტარდებოდეს“, მოსახლეობის 75 პროცენტი დადებითად პასუხობს. თუკი არჩევნების თემას დემოკრატიას დავუკავშირებთ, მაშინ უნდა ვთქვათ, რომ ქვეყანაში დემოკრატიულობის მაჩ-ვენებლად სამართლიან და თავისუფალ არჩევნებს გამოკითხულთა 16 პროცენტი ასახელებს. და რაკი სიტყვა დემოკრატი-ულობაზე ჩამოვარდა, მაშინ უნდა ითქვას იმ მნიშვნელოვანი ვარდნის შესახებაც, რაც უკანასკნელმა გამოკვლევამ აჩვენა. ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუ-ტის საქართველოს ოფისის ხელმძღ-ვანელი ლუის ნავარო გამოკვლევაზე დაყრდნობით ამბობს, რომ ქვეყანაში არსებული დემოკრატიისა ახლა უკვე 11 პროცენტით ნაკლებ ადამიანს სჯერა. „კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ცვლილე-ბა, წინა გამოკვლევასთან შედარებით, არის ის, რომ კითხვაზე, არის თუ არა საქართველოში დემოკრატია, იმ ადამი-ანების რიცხვმა, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ საქართველოში დემოკრატიაა, 49 პროცენტიდან 38 პროცენტამდე დაიწია. ხოლო იმ ადამიანების რიცხვი, რომ-ლებიც ამბობენ, რომ საქართველოში

დემოკრატია არ არის, 34 პროცენ-ტიდან 43 პროცენტამდე გაიზარდა.” კიდევ ერთი კითხვა, რომელიც გამო-კვლევის ავტორებმა რესპონდენტებს დაუსვეს, პრეზიდენტ სააკაშვილის

შესაძლო გაპრემიერებას შეეხება. რო-გორც აღმოჩნდა, მიხეილ სააკაშვილის პრემიერ-მინისტრად დანიშვნას 33 პროცენტი ემხრობა, 36 პროცენტი კი მოწინააღმდეგეა.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ივნისში ჩატარებულ გამოკვლევაში თითქმის ყველა იმ ცვლილებისა თუ მოსალოდნე-ლი ცვლილების შესახებ დაისვა კითხვა, რომელიც უკანასკნელ თვეებში საქარ-თველოს პარლამენტმა განიხილა თუ დაამტკიცა, მათ შორის - პარლამენტის წევრის მინიმალური ასაკის შემცირები-დან დაწყებული, ერთი სქესის ადამიანებს შორის ქორწინების აკრძალვით დამთავ-რებული. ერთი სქესის ადამიანებს შორის ქორწინებას გამოკითხულთა 89 პრო-ცენტი ეწინააღმდეგება. ამ ფონზე ისიც უნდა ითქვას, რომ, ისევე როგორც წინა გამოკვლევაში, არც ამ გამოკვლევაში

აღმოჩნდა კითხვა ისეთი მნიშვნელოვა-ნი ცვლილების შესახებ, როგორიცაა ცვლილება „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონში” და მას მოყოლილი მთელი რიგი ქმედებები

კონტროლის პალატის მხრიდან, დაწ-ყებული მოქალაქეთა დაჯარიმებით, დამთავრებული ქონების დაყადაღებით. რადიო თავისუფლებამ, ისევე როგორც გასული გამოკვლევის პრეზენტაციაზე, 10 ივლისსაც დაუსვა კითხვა ეროვ-ნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელს ლუის ნავაროს, თუ რატომ ვერ მოხვდა გამოკვლევაში კითხვები ამ საკითხებთან დაკავშირებით, რაზედაც მან გვიპასუხა: „რაც შეეხება კონტროლის პალატას, საზოგადოებრივი აზრის გამოკვლევის ჩატარებამდე ვმუშაობთ ფოკუს ჯგუფებ-თან, რაც გვეხმარება კითხვარის შედ-გენაში. ფოკუს ჯგუფებთან მუშაობისას გამოჩნდა, რომ ისინი ასე თუ ისე ეთანხ-მებოდნენ აზრს, რომ უნდა არსებობდეს გარკვეული მექანიზმები, რათა გაკონ-ტროლდეს პარტიათა დაფინანსების

საკითხი. ამასთანავე, მოსახლეობას არ ჰქონდა საკმარისი ინფორმაცია კონტრო-ლის პალატის ქმედებებთან დაკავშირე-ბით, რათა განესაჯათ, თუ რა სამუშაოს ასრულებდა კონტროლის პალატა.” ისევე როგორც გასული გამოკვლევის პრეზენტაციისას, ლუის ნავარომ ამ-ჯერადაც დადო პირობა, რომ კითხვები კონტროლის პალატის მიერ განხორცი-ელებულ ქმედებებთან დაკავშირებით მომავალ გამოკვლევაში მოხვდება, თუმცა იქვე ისიც დაამატა, რომ მოსახ-ლეობისათვის გაცილებით გასაგები არის კითხვები, მაგალითად, ახალი ქალაქის - ლაზიკის - მშენებლობის შესახებ, ვიდრე კითხვები პოლიტიკური პარტიების დაფინანსების თაობაზე. რაკი სიტყვამ მოიტანა, გეტყვით, რომ ახალი ქალაქის - ლაზიკის - მშენებ-ლობას, რომელსაც გამოკვლევა ხუთ კითხვას უძღვნის, გამოკითხულთა 54 პროცენტი მხარს უჭერს. უკანასკნელ გამოკვლევაში აღმოჩნდა კითხვები რელიგიასთან დაკავშირებითაც. მაგალი-თად, „რამდენად მნიშვნელოვანია თქვენი რელიგიური მრწამსი ყოველდღიური გადაწყვეტილების მიღებაში?“ თუკი ორ პასუხს - ძალიან მნიშვნელოვანსა და მნიშვნელოვანს გავაერთიანებთ, მათი ჯამი 84 პროცენტს შეადგენს. რაც შეეხება გამოკვლევის კიდევ ერთ თავს, საერთაშორისო ურთიერთო-ბებს, საქართველოს ნატოში გაწევ-რიანებას მხარს გამოკითხულთა 62% უჭერს. არ მოსწონს რუსეთთან საქარ-თველოს ამჟამინდელი ურთიერთობა გამოკითხული მოქალაქეების 87%-ს. აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ სა-პარლამენტო არჩევნებამდე ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი საზოგა-დოების განწყობის შესახებ კიდევ ერთ გამოკვლევას გამოაქვეყნებს, თუმცა მანამდე, უახლოეს ერთ კვირაში, ის პო-ლიტიკურ პარტიებს წარუდგენს გამო-კვლევას მათი რეიტინგების თაობაზე.

ნინო თარხნიშვილირადიო თავისუფლება

10.07.2012

1 ოქტომბრიდან ნაფიც მსაჯულთა სასამართლო ქუთაისშიც ამოქმედდებაპრიველი გვერდიდან

NDI: საქართველოში დემოკრატიის მაჩვენებელმა დაიწია

Page 8: „თანამდევი სული” - თეატრალური ...ლი და კუთვნილ სიმაღლეზე დაყენებული,”

8 xtvb [fhfufekb !# BDkBcB @_!@ o

vsfDfhB htlfMNjhB

kfehf ujujkf't

redaqtoris moadgile

nino kapanaZe 593 35 65 80

sofiko WipaSvili 557 26 77 99

593 900 501

vBc5 xaragauli, 9 aprilis q. #17

ntk5 _ $## @@ !^ @*%)# )_ _% _!

E-mail: [email protected] htubcnh81$*2%-,-!@

lfb,tzlf igc 3v,v gjkbuhfaib4

m8 mesfbcb ak. wereTlis q.1!(^

ntk8 %)) )% )^ (^Þ ( $#! @# $% %$

დ. ხარაგაული13.07 - მზიანი დარი, დღე +29ºC,

ღამე +17ºC;14.06 - მზიანი დარი, დღე +29ºC,

ღამე 18ºC;15.06 - მზიანი დარი, დღე +28ºC,

ღამე +19ºC;16.06 - მზიანი დარი, დღე +32ºC,

ღამე +20ºC;17.06 - ცვალებადი მოღრუბლულობა

ნალექით, დღე +32ºC, ღამე +22ºC;18.06 - ცვალებადი მოღრუბლულობა

ნალექით, დღე +24ºC, ღამე +20ºC.

ბორითი13.06 - მზიანი დარი, დღე +31ºC,

ღამე +14ºC;14.06 - მზიანი დარი, დღე +31ºC,

ღამე +15ºC;15.06 - ცვალებადი მოღრუბლულობა

ნალექით, დღე +30ºC, ღამე +18ºC;16.06 - მზიანი დარი, დღე +33ºC,

ღამე +18ºC.17.06 - ცვალებადი მოღრუბლულობა

ნალექით, დღე +32ºC, ღამე +21ºC.18.06 - ცვალებადი მოღრუბლულობა

ნალექით, დღე +27ºC, ღამე +19ºC

კიცხი13.06 - მზიანი დარი, დღე +30ºC,

ღამე +18ºC;14.06 - ცვალებადი მოღრუბლულობა

ნალექით, დღე +30ºC, ღამე +19ºC;15.06 - მზიანი დარი, დღე +29ºC,

ღამე +19ºC;16.06 - მზიანი დარი, დღე +33ºC,

ღამე +21ºC.17.06 - ცვალებადი მოღრუბლულობა

ნალექით, დღე +32ºC, ღამე +22ºC.18.06 - ცვალებადი მოღრუბლულობა

ნალექით, დღე +25ºC, ღამე +21ºC.

მოლითი13.06 - მზიანი დარი, დღე +29ºC,

ღამე +11ºC;14.06 - მზიანი დარი, დღე +30ºC,

ღამე +12ºC;15.06 - ცვალებადი მოღრუბლულობა

უნალექოდ, დღე +29ºC, ღამე +17ºC;16.06 - მზიანი დარი, დღე +32ºC,

ღამე +15ºC.17.06 - ცვალებადი მოღრუბლულობა

ნალექით, დღე +31ºC, ღამე +18ºC.18.06 - ცვალებადი მოღრუბლულობა

ნალექით, დღე +25ºC, ღამე +17ºC.

amindi

კიდევ ერთი ღირსეული ხარაგა-ულელი შეუერთდა მარადიულობას, კიდევ ერთხელ დაგვწყვიტა გული ამ განშორებამ.

ვერა წერეთელი - უმშვენიერესი ქალბატონი, საოცრად აკურატული, მოწესრიგებული, მუდამ შემართული, თავისი საქმის ღრმა პროფესიონალი. სრულიად ახალგაზრდა მოსულა იგი საბიბლიოთეკო სისტემაში. ერთ პა-ტარა, უსახურ ოთახში დაუარსებია საბავშვო ბიბლიოთეკა, მაგრამ სულ მალე ეს ოთახი წესრიგის, სისუფთა-ვის, მშვენიერების და წიგნიერების არაჩვეულებრივ გარემოდ უქცევია. რამდენიმე წელიწადში ხარაგაულის საბავშვო ბიბლიოთეკა მთელ რესპუბ-ლიკაში საუკეთესოდ უღიარებიათ სპე-ციალისტებს და მის შემდეგ ათწლე-ულები აღარ დაუთმია ეს პირველობა.

ქალბატონი ვერა პატარა, ცნო-ბისმოყვარე მკითხველს იზიდავდა თავისი არაჩვეულებრივი გარეგნო-ბით, გემოვნებიანი, მოწესრიგებული ჩაცმის სტილით, საუბრის ლამაზი, დამაჯერებელი მანერით, გულწრ-ფელი სიყვარულით მათდამი და იმ წიგნებისადმი, რომლის სიყვარულსაც რაღაც უცნაური ძალით, მირონივით აცხებდა-ხოლმე პატარებს. ამ კედ-ლებში თუნდაც ერთხელ მოხვედრილი ბავშვი, ქალბატონ ვერა წერეთლის წიგნიერების და პროფესიონალიზმის `ტყვედ~ქცეული, უსათუოდ საბავშვო ბიბლიოთეკის სამუდამო სტუმრად იქ-ცეოდა და წლების გასვლის შემდეგაც, როცა ბავშვობის ასაკს უკან მოიტო-ვებდნენ, გული და სული იმ კედლებში რჩებოდა და ხშირად აკითხავდნენ უკვე დიდები, თავისი ბავშვობის სუ-ლიერების კერას და ამ კერიის დიდ და გულუხვ მასპინძელს - ქალბატონ ვერა წერეთელს, რომელმაც ყველაზე დიდი მადლი და წიგნის ნათელი გაატანა მათ საგზლად ცხოვრების დიდ შარაგზაზე.

უდიდეს ტკივილს და სევდას ატა-რებდა გულით ეს უმშვენიერესი ქალ-ბატონი - ოცდასამი წლის შვილის დამკარგავი დედის და საყვარელი მეუღლის დაკარგვით გამოწვეულ უსაზღვრო მწუხარებას, მაგრამ ისე ღირსეულად ატარებდა ამ ტკივილს, რომ თითქოს ეს სევდა აკეთილშო-

ბილებდა კიდეც. როგორც თავად ამბობდა, ის სიყვარული და ენერგია, რომელიც მან ოჯახს ვერ მოახმარა, ბიბლიოთეკის კედლებში გადმოიტანა. ამიტომაც იყო, რომ მთელი ნახევარი საუკუნის მანძილზე ვერა წერეთელს ვერავინ დაუდო ტოლი ბიბლიოთეკის და მკითხველის სიყვარულში.

მე მქონდა ბედნიერება, თითქმის 10 წელი მემუშავა ქალბატონ ვერასთან ერთად და ვყოფილიყავი მისი უმც-როსი მეგობარი. მუდამ მაოცებდა მისი საოცარი ერთგულება, გულმოდგინება საქმისადმი, ის გარემო და განწყობა, რომელსაც ქმნიდა საბავშვო ბიბლი-ოთეკის კედლებში. მას, ერთ ადამიანს, შეეძლო გაეკეთებინა ის საქმე, რასაც ჩვენ რამდენიმე ადამიანი ვაკეთებდით ცენტრალურ ბიბლიოთეკაში. მის მიერ გაკეთებული თუნდაც უმნიშვნელო დეტალიც კი საბიბლიოთეკო საქმე-ში, ეს იყო ჭეშმარიტი პროფესიული ზეიმი, ჭეშმარიტი პროფესიონალის მიერ შემოქმედებითად ნაკეთები საქმე. ამიტომაც იყო, რომ მას მიღებული ჰქონდა უთვალავი მადლობა, სიგელი, ჯილდო, გახლდათ რესპუბლიკის დამ-სახურებული ბიბლიოთეკარი, ღირსე-ბის ორდენის კავალერი, და შეიძლება გადაუჭარბებლად ითქვას, რომ მთელი საქართველოს მასშტაბით, საქართვე-ლოს საბავშვო ბიბლიოთეკების ქსელს არ ჰყოლია უფრო ღრმად პროფესი-ონალი, თავდადებული და ერთგული მუშაკი, როგორიც ვერა წერეთელი გახლდათ, რომელიც მთელი ნახევა-რი საუკუნე ღირსეულად ემსახურა უსაყვარლეს და უკეთილშობილეს პროფესიას - წიგნის სიყვარულს და ამ სიყვარულის განვრცობას მომავალ თაობებში.

ქალბატონ ვერას წესად ჰქონდა არა მარტო ბავშვებთან მეგობრობა, არამედ მათ მშობლებთან, პედაგო-გებთან, სკოლებთან, კლასის დამრი-გებლებთან. ამით უფრო დიდ ეფექტს აღწევდა წიგნიერების გავრცელების საქმეში. ერთობლივი მცდელობით ყველა კატეგორიის მკითხველის მიზიდვას ახერხებდა. თითოეულ მათ-განს ოსტატურად ურჩევდა შესაბამის ლიტერატურას. ბავშვები, რომლებიც ხშირად სკოლაში დიდი წარმატებებით

არ გამოირჩეოდნენ, საბავშვო ბიბლი-ოთეკის უერთგულესი მკითხველები იყვნენ. სკოლებთან ერთად უმშვენი-ერეს ღონისძიებებს აწყობდა, დაუვიწ-

ყარ დღეებს ჩუქნიდა პატარებს, ბევრ კლასის დამრიგებელს წესად ჰქონდა სასწავლო წლის დასაწყისში საბავშვო ბიბლიოთეკაში ექსკურსიის მოწყობა, რადგან იცოდნენ, რომ ქალბატონი ვერა წიგნის სიყვარულის საოცარ მადლს აზიარებდა და განუმეორებელ სამყაროს დაახვედრებდა პატარებს ბიბლიოთეკაში.

ქალბატონმა ვერამ საბავშვო ბიბ-ლიოთეკაში აღზარდა ბიბლიოთე-კართა არა ერთი თაობა, აზიარა არა მარტო პროფესიის დიდ მადლს, არა-მედ წესრიგის, აკურატულობის, პრო-ფესიისადმი თავდადების, საქმისადმი შემოქმედებითი მიდგომის საოცარი მაგალითი უჩვენა.

წავიდა მართლაც ღირსეული ქალ-ბატონი, ღირსეული დედა და მეუღლე. დატოვა არაჩვეულებრივი შთამო-მავლობა და რაც მთავარია, უკვდავი საქმე, დიდი და ნათელი კვალი. მისი პატარა მკითხველების გულში ის განუმეორებელ ვერა დეიდად დარჩება მუდამ, ვინც მათ ბავშვურ სამყაროს და ფანტაზიებს უსაზღვრო სივრცეებში დაუდო ბინა და მირონი აცხო წიგნის სიყვარულისა.

იზა ვეფხვაძე

ხარაგაული დაემშვიდობა წიგნის მეგობარს!

ჩვენო საოცნებო ქმნილებავ,ჩვენო საფიცარო არსებავ,მარად იხარე და იჯანმრთელე, შენთვის ყველა ნატვრა ახდება.პეტრე-პავლობას ხარ მოვლენილი,ასე ყველასთვის ხომ არ ხდება,უფლის რჩეული ხარ - დალოცვილი,მადლი გიწყალობა განგებამ.იზარდე ლამაზი სულით და ხორცით,არათუ ამაყი და თანაც თავნება,

გარდა სითბოსი და გარდა სიკეთისა,ჩვენს კოდში სხვა მცნება არაფრით

არ ჯდება.შენსავით ლამაზებს, შენსავით

ჭკვიანებს,ლაღად უწინამძღვრე და-ძმებს,აფრქვიეთ ამქვეყნად მადლი და სინაზე,ბოროტს და უწმინდურს ყოველთვის

დაძლევთ.ნიკო წიკლაური

ერთი წლის მარიამ წიკლაურს

ვულოცავთ რობიზონ გრიგალაშვილს დაბადების დღეს. ვუსურვებთ ჯანმრთელობას, ხანგრძლივ, ბედნიერ სიცოცხლეს, გახარებას და ღვთის ულევ წყალობას.

მეუღლე, შვილები

ხარაგაულის ცენტრალურ ბიბლიოთეკასთან არსებული რეზო თაბუკაშ-ვილის სახელობის სახალხო ლიტერატურული თეატრი მიმდინარე წლის 4 აგვისტოს გამართავს ტრადიციულ ლიტერატურულ კონკურს „ოდეონი 7.”

კონკურსი გაიმართება ქუცუმას მთაზე, წმიდა გიორგის მამათა მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე (ხევის ტერიტორიული ერთეული).

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად ვიწვევთ ყველა მსურველს, ვი-საც შეუძლია ერთი დღის განმავლობაში, ღია ცის ქვეშ, ლიტერატურული ნაწარმოების შექმნა (ასაკი 16 წლის ზემოთ). ლიტერატურული ჟანრი შეუზღუდავია.

გამარჯვებული კონკურსანტები დაჯილდოვდებიან.მონაწილეობის მსურველებს ვთხოვთ დაგვიკავშირდნენ ამა წლის 1 აგ-

ვისტომდე. ტელ.: 557 19 23 32, 22 19 18.ხარაგაულის ცეტრალური ბიბლიოთეკის

ლიტერატურული თეატრი

ლიტერატურული კონკურსი “ოდეონი 7”

ოცდაშვიდი წლის დაქვრივდი,მძიმე დაგაწვა უღელი,სიმწრით გაზარდე ქალ-ვაჟი,ათას განსაცდელს უძელი.არ შეირცხვინე ქალობა,არც წინაპართა სულები, გმირულად სძლიე ტკივილებს,შვილებს გაუთბე გულები.დააფრთიანე ლამაზად,სიკეთე მიეც ულევი,ოჯახებიც აქვთ ნანატრი,არ დაგრჩნენ დაჩაგრულები.ოთხმოცი წელი დაგნათის,აყვავდა შენი ხნულები, ჩამჯდარხარ შვილთაშვილებში,დამწიფდა შენი რგულები.ჯანმრთელ სიცოცხლეს გისურვებ,სულ ხალისიან გუნებით,ასი წლის იუბილეზეერთს კარგად გამოვბრუვდები.

ნიკო წიკლაური

ნინო ჯიბუტი, იზა ვეფხვაძე, თამაზ ორჯონიკიძე თანაუგრძნობენ ბუხუტი, დალი ორჯონიკიძეებს ძმისშვილისა და მაზლისშვილის

თემური ორჯონიკიძისგარდაცვალების გამო.

ღუტუ კალანდაძე, მამია აბაშიძე, ჟორა ბლუაშვილი, მიტუშა ბუაჩიძე, პავლე სახვაძე იუწყებიან გამორჩეული პიროვნების, ბავშვების დიდი მეგობ-რის, სახელოვანი ოჯახის წარმო-მადგენლის

ვერა წერეთელისგარდაცვალებას და თანაუგრძნობენ

მის ახლობლებს მწუხარებაში.

ვეტერანთა კავშირი დიდ სინანულს გამოთქვამს დამსახურებული ბიბლი-ოთეკარის, ღირსების მედლის კავა-ლერის, კოლორიტული ქალბატონის

ვერა წერეთელისგარდაცვალების გამო და სამძიმარს

უცხადებს განსვენებულის ოჯახს მწუხარებაში.

გაზეთ „ჩემი ხარაგაულის” რე-დაქცია ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ გარდაიცვალა დამსახურებული ბიბლიოთეკარი, ღირსების მედლის კავალერი, ქალბატონი

ვერა წერეთელიდა თანაუგრძნობს განსვენებულის

ოჯახსა და ახლობლებს.

მიხეილ კაციტაძის ხსოვნას40 დღე სრულდება, რაც ჩვენ შორის

აღარ ხარ. წახვედი და უსაზღვრო სევდა დაუტოვე შენს ოჯახს, ნათესავებს. საუკე-თესო მეუღლე, მამა, სიმამრი და ბაბუა იყავი. შენი ცხოვრების ყოველი დღე ოჯახისა და მოყვასის სიყვარულით იყო გამთბარი. უყ-ვარდი ყველას, შენმა გარდაცვალებამ დიდი მწუხარება მოუტანა შენს შვილებს, შვილიშ-ვილებს, შენს ოჯახს. ძალიან გვენატრები და გვაკლიხარ, ჩვენო ერთგულო, კეთილო და სანდო, უღალატო ადამიანო. როგორ უეც-რად გამოგვეცალე, რამხელა ტკივილი და დარდი დაუტოვე შენს მეუღლეს. სიცოცხლე გრძელდება. შენი შვილები არ შეარცხვენენ შენს სახელს და ოჯახს. გვჯერა, იმქვეყნად გზას გაგინათებს შენი კეთილი საქმეები. განისვენე მშვიდად, სადაც მართალნი გა-ნისვენებენ. ჩვენ კი შენი გარდაცვალებიდან მეორმოცე დღეს მოვალთ შენს საფლავთან, წმინდა სანთელს დაგინთებთ და ვილოცებთ შენი კეთილი სულისათვის.

თეიმურაზ ბერაძე ოჯახით

80 წლის ციალა ლომსაძე-გაბუნიას