amba besarioni

87
Download book as pdf : 6225 by lib.ge - http://www.lib.ge ხარანაული ბესიკ წიგნი ამბა ბესარიონისა წიგნი ამბა ბესარიონისა1.არასერიოზულობა, როგორც ადამიანის ცნობიერების დრეკადობის ძალა სამყაროს სიმძიმის მიმართ... 2. არასერიოზულობა, როგორც ადამიანის სერიოზული დამოკიდებულების ძალა არსებობის სიმძიმის მიმართ... მაგრამ ყველაზე ცუდი ის არის, რომ ადამიანს მაინც ეწვევა ხოლმე სერიოზული ფიქრები, რომელთა რაობასა და წარმომავლობაზეც არავითარი სერიოზული ცოდნა არ გააჩნია. ნაწყვეტი რეზიუმედან ავტორს სურდა კიდევ ერთი ეპიგრაფის მოტანა, მაგრამ დაკარგა. ის, რაც ბუნდოვნად (და ღრმად) დაამახსოვრდა, ამ ნაწარმოების სულისკვეთებად იქცა. ავტორი I ომის (1941/45წ.წ.) შემდეგ სოფელში სამხედრო ფარაჯები გაჩნდა. დროთა განმავლობაში, მათ საპატიო საკიდლები მიატოვეს და ღამის მეხრეებისა თუ მოხეტიალე ბოგანოების შესამოსლად იქცნენ. მახსოვს ერთი ასეთი ბოგანო: თმა-წვერგაშვებულს, ქარითა და მზითგამოყვანილ სახიანს, ფარაჯის საყელოდან ლამაზი ყელ-კისერი ისე მოუჩანდა, იფიქრებდი, შიშველ ტანზე აცვიაო. ფარაჯა გამხდარ და სწორ სხეულზე ბერის ანაფორასავით შემოგრაგნოდა, მსხვილი თოკი ჰქონდა წელზე შემორტყმული და თუმცა ტანად მაღალი იყო, ფარაჯა ლამის კოჭებამდე სწვდებოდა. ამ ბოგანოს, მოუცილებლად, ხელში სპილოს ძვალივით პრიალა ჯოხი ეჭირა – არგანად წოდებული, მიდიოდა და მილაპარაკობდა... პრიალა, პრიალა, სწორი და ლიტაო იყო ის არგანი, გეგონება მრავალ თაობას სჭეროდა ხელში და ახლანდელ პატრონს თავის ჭკუაზე გაეწვრთნა, რადგანაც რაღას არ აკეთებინებდა, როცა მიდიოდა და მილაპარაკობდა... თითქოს იმით მიუძღვოდა და წარმართავდა ფიქრებს, რომელთაც არგანი ხან იგერიებდა, ხან ეთანხმებოდა და ხანაც მსჯავრს სდებდა, და, თქვენ წარმოიდგინეთ, ხითხითებდა კიდევაც... ზოგჯერ ისეთი სასტიკი იყო, რომ ბალახისა და მტვრიანი გზის მაგივრად შეგეშინდებოდა, ზოგჯერ კი ისე ნაზი, ლამის სანთელივით მზეში გამლღვალიყო. ჩვენს სოფელზე გაივლიდა ხოლმე. ყველაზე დიდხანს მე მივდევდი შორიახლო. სხვებს ადრე ელეოდათ ცნობისწადილი და მარტო დარჩენილს შიში და პასუხისმგებლობა მემატებოდა. იმისთვის რა! მიდიოდა და მილაპარაკობდა... არც არაფერთან შედგებოდა, არც არავის ესიტყვებოდა, მაგრამ მაინც ყველამ იცოდა, რომ ამბა ბესარიონი ერქვა და უჯიათი, უკმეხი ხასიათის გამო ბერების საძმოდან იყო მოკვეთილი. page 1 / 87

Upload: nastasia-arabuli

Post on 28-Apr-2015

88 views

Category:

Documents


19 download

TRANSCRIPT

Page 1: Amba Besarioni

Download book as pdf : 6225by lib.ge - http://www.lib.ge

ხარანაული ბესიკ

წიგნი ამბა ბესარიონისა

წიგნი ამბა ბესარიონისა1.არასერიოზულობა, როგორც ადამიანის ცნობიერების დრეკადობის ძალასამყაროს სიმძიმის მიმართ...2. არასერიოზულობა, როგორც ადამიანის სერიოზული დამოკიდებულების ძალა არსებობისსიმძიმის მიმართ...მაგრამ ყველაზე ცუდი ის არის, რომ ადამიანს მაინც ეწვევა ხოლმე სერიოზული ფიქრები, რომელთარაობასა და წარმომავლობაზეც არავითარი სერიოზული ცოდნა არ გააჩნია.ნაწყვეტი რეზიუმედან

ავტორს სურდა კიდევ ერთი ეპიგრაფის მოტანა, მაგრამ დაკარგა. ის, რაც ბუნდოვნად (და ღრმად)დაამახსოვრდა, ამ ნაწარმოების სულისკვეთებად იქცა.ავტორი

I

ომის (1941/45წ.წ.) შემდეგ სოფელში სამხედრო ფარაჯები გაჩნდა. დროთა განმავლობაში, მათსაპატიო საკიდლები მიატოვეს და ღამის მეხრეებისა თუ მოხეტიალე ბოგანოების შესამოსლადიქცნენ.მახსოვს ერთი ასეთი ბოგანო: თმა-წვერგაშვებულს, ქარითა და მზითგამოყვანილ სახიანს, ფარაჯისსაყელოდან ლამაზი ყელ-კისერი ისე მოუჩანდა, იფიქრებდი, შიშველ ტანზე აცვიაო.ფარაჯა გამხდარ და სწორ სხეულზე ბერის ანაფორასავით შემოგრაგნოდა, მსხვილი თოკი ჰქონდაწელზე შემორტყმული და თუმცა ტანად მაღალი იყო, ფარაჯა ლამის კოჭებამდე სწვდებოდა.ამ ბოგანოს, მოუცილებლად, ხელში სპილოს ძვალივით პრიალა ჯოხი ეჭირა – არგანად წოდებული,მიდიოდა და მილაპარაკობდა...პრიალა, პრიალა, სწორი და ლიტაო იყო ის არგანი, გეგონება მრავალ თაობას სჭეროდა ხელში დაახლანდელ პატრონს თავის ჭკუაზე გაეწვრთნა, რადგანაც რაღას არ აკეთებინებდა, როცა მიდიოდადა მილაპარაკობდა... თითქოს იმით მიუძღვოდა და წარმართავდა ფიქრებს, რომელთაც არგანი ხანიგერიებდა, ხან ეთანხმებოდა და ხანაც მსჯავრს სდებდა, და, თქვენ წარმოიდგინეთ, ხითხითებდაკიდევაც... ზოგჯერ ისეთი სასტიკი იყო, რომ ბალახისა და მტვრიანი გზის მაგივრად შეგეშინდებოდა,ზოგჯერ კი ისე ნაზი, ლამის სანთელივით მზეში გამლღვალიყო.

ჩვენს სოფელზე გაივლიდა ხოლმე. ყველაზე დიდხანს მე მივდევდი შორიახლო. სხვებს ადრეელეოდათ ცნობისწადილი და მარტო დარჩენილს შიში და პასუხისმგებლობა მემატებოდა. იმისთვისრა! მიდიოდა და მილაპარაკობდა... არც არაფერთან შედგებოდა, არც არავის ესიტყვებოდა, მაგრამმაინც ყველამ იცოდა, რომ ამბა ბესარიონი ერქვა და უჯიათი, უკმეხი ხასიათის გამო ბერებისსაძმოდან იყო მოკვეთილი.

page 1 / 87

Page 2: Amba Besarioni

Download book as pdf : 6225by lib.ge - http://www.lib.ge

ბოგანო და მათხოვარი სხვაც ბევრი დადიოდა სოფელ-სოფელ, ეს კი არავითარ სურვილს არამჟღავნებდა, ნატამალი არ უნდოდა არაფრისა – ამბობდნენ, ბალახსა ძოვსო – მაგრამ, რაღას არიტყვიან ხოლმე კაცზე, მითუმეტეს, როცა არაფერი აინტერესებს.ერთხელ, გავბედე და წინ ისე გადავუდექი, შემთხვევით რომ ხდება კაცთა შორის. ბავშვი ვიყავი,აშკარად მეტყობოდა, რომ ბავშვი ვიყავი, შემომხედა და თვალები ჩამაშტერა, ლამაზი, ჭროღათვალები, მიყურა, მიყურა, თითქოს თვალებიდან თვალებში რაღაც გადმომიღვარა, რაღაცშემომისახლა გულიდან გულში, სულიდან სულში რაღაც მიწილადა, თითქოს ნერწყვიც შეერხაყელში და როცა ყველაფერი გაიღო – ჰააჰ!.. თითქოს ჯოხით გზა გაიწმინდაო, ისევ გამკვახებულიწავიდა. მიდიოდა და მილაპარაკობდა და შორიდან რომ ვუყურებდი, გეგონება გულჯავრიანიპეპელა მიფრინავსო.უკვე ჰორიზონტზე კი – ალბათ ჯოხის წყალობითაც – ქარის წისქვილს ემსგავსა.

– მეც ბესარიონი ვარ-მეთქი, დავაპირე მეყვირა, რაკი შორს იყო და აღარ მეშინოდა. – ბესიკი,ბესარიონი, ორივე მქვია... ამბასაც კი ვთამაშობ ხოლმე, დამიცადე, სახლში გავიქცევი, გრძელპალტოს წამოვიღებ და ერთად ვიაროთ... მეც ძალიან მიყვარს თავის დამარტოხელება. აი, ახლაც,აბა გახედე, ჭიჭია, მათე და თათუკა სად არიან, აგე, ძლივს ჩანან... ერთად წამოვედით, ივრის ტოტიუნდა ავირჩიოთ და ხვალ დავწუროთ, მაგრამ მე ჩემთვის სიარული მირჩევნია, ჩემთვის უფროვერთობი... რატომ ვერ მიცანი? თუ იფიქრე, ბალღია, სად ივლის ქარში და წვიმაშიო...მაგრამ, თითქოს უცებ გავიზარდეო, თავმოყვარე შევიქმენი, სისულელედ ჩავთვალე ჩემი განზრახვადა ისეთი გრძნობა დამეუფლა, თითქოს ნამდვილი ბესარიონი აქ ვიყავი, ის კი, როგორც მოჩვენება,როგორც შორეული კვამლი, ისე გაქრებოდა. ზუსტად ვიცოდი, რომ დღეს მოკვდებოდა, იმიტომაცგაემართა კოხის ტყისკენ, იქა აქვს საფლავი წინასწარ გათხრილი... წეღან რომ მიყურებდა,ყველაფერი მაშინ მითხრა, თვალებით მიამბო მთელი თავის ამბავი. და ანდერძიც მე დამიტოვა...ასე წარმოვისახე მომხდარი და ამაყი შევიქენი: ბესიკი-ბესარიონი – აქედან რაღაც უნდაგამოსულიყო, მითუფრო, თუ `ამბაც~ დაემატებოდა.

ადამიანი ზურგიდან გამოიცნობა. წასულს შევამჩნიე რაღაცა ზადი: თითქოს საკუთარი თავი მხრებზეწამოხურვოდა და ამას კი ვერ ეჯობნა, ვერ წამოეღო და ძირს ვერ დაენარცხებინა, რომ მერე იმისტყავზე გაევლო. ლოდინს კი ისევ ეს ერჩია... მიდიოდა და მილაპარაკობდა.

მე ახლაც არა ვარ დარწმუნებული, რომ ის სიბრძნეს მეტყველებდა, მაგრამ თვითონ ფორმა ამგვარითავისუფლებისა – მიდიოდე და მილაპარაკობდე, ჩემთვის საოცნებო და მიუღწეველია დღემდე...როცა არც წარსული გაქვს, არც აწმყო და არც მომავალი... არაფერი არ გაგაჩნია და, მითუმეტეს,სალაპარაკო.

განა მხოლოდ ახლა, ადრეც მიკითხავს ჩემი თავისთვის – რითი მომხიბლა ამ მიუსაფარმა ბოგანომ?შესაძლოა იმით, რომ დაპირისპირებული იყო ცხოვრებასთან, რომლისგანაც ადამიანებიკეთილგანწყობას მოითხოვენ და შეჩვევას ჯერდებიან, იმით, თავის ნებაზე რომ იყო და ნერვები არუცხრებოდა, კმაყოფილება რომ არ იცოდა, რომ ცხოვრების რჩოლა და ჯიბრი მისთვის ჩვეულებრივიამბავი იყო.ის, ვინც საკუთარ თავს ჰქმნის, საზოგადოებაში ადგილს აღარ უნდა ეძებდეს. საზოგადოება ორპირიდა თვალთმაქცია – აბა, დაგვიძახონ ის სახელი, რასაც გულში გვეძახიან, აბა, ისე მოგვექცნენ,როგორც გულში გვექცევიან!.. და მაინც, როგორ ადვილად მიგვიტყუებს ხოლმე საზოგადოება,როგორ ვცდუნდებით, როგორ გამოვდივართ კოშკიდან, გავშლით მუშტს და ხელს ჩამოვართმევთ.ყველაფრის მიზეზი კი ჩვენი სურვილებია.ამბა შთამბეჭდავი და მკვეთრი არსება იყო. ის რომ გზაზე გაივლიდა, ჰაერი იცვლებოდა, ღობეები

page 2 / 87

Page 3: Amba Besarioni

Download book as pdf : 6225by lib.ge - http://www.lib.ge

კრთოდნენ, ხეები იზნიქებოდნენ, კვალი რჩებოდა იმის გავლილზე, უცხო სუნი დგებოდა, დროის სუნი– სიძველისა... სხვა როლიც ჰქონდა ამბას: ბავშვებს იმისი სახელით აშინებდნენ – უიმე, უიმე,ჩაეყარეთ ახლავე ლოგინში, ამბა მოდისო!სოფლის საზოგადოებაში იყო ერთი პატარა უჯრედი ამ საზოგადოებისა, რომელიც მთელი სოფლისოცნებას ასახიერებდა და აღასრულებდა – დრო უქმად გაჰყავდა. ერთადერთი კონფლიქტი ამსაზოგადოებას ამბასთან მოსვლია, მაგრამ ამ შემთხვევაზე ისე ხმამაღლა როდი ყვებოდნენ.ხაწირის მთის ძირში, ყანების ბოლოს, ფუფქელ გზაზე მიდიოდა თურმე ამბა, როცა ზემოდანმოქეიფეები ჩამოხტომიან, ნახატარის მუხების ჩრდილში ჰქონიათ სუფრა გაშლილი და იქმიუწვევიათ. წიგნი ამბა ბესარიონისახან წინიდან, ხან გვერდიდან შემოუვლიათ და უფრო მეტყურადღებას რომ ვერ ღირსებიან, ვიდრე სხვა რამ გარშემო, ამბასთვის გონზე მოყვანა დაფარაჯაზე ქაჩვა დაუწყიათ. მაშინ ყოფილა, არგანი ქარბორბალასავით რომ დატრიალებულა. თვითპატრონს კი არაფრით შეტყობია გუნების შეცვლა, რადგან იმან, ვინც პირველმა შეძლო თვალებშიგამოხედვა, ღრუბელივით შორს დაინახა.

ამბა ბესარიონი თავისუფალი არსება იყო და ეს შეუძლებელია არ შეშურდეს, ვისაც მოვალეობებივერ აუტანია. თვალშისაცემი იყო და არავის აინტერესებდა, ეს კი ანაზღაურებაზე მეტია, როცათავისუფალი გინდა იყო...ერთი სიტყვით, ამ სახეში მომხიბლავი იყო ის, რაც შეიძლება შემოქმედების წინაპირობადჩაითვალოს. ასეთს – იქნებ `გიჟი`გვეთქვა – წერა რომ შეეძლოს, ერთი ნიჭით მეტი იქნებოდა, ასეკი, მხოლოდ ცხოვრებაზეა მეტი. ცხოვრება ადამიანში თვალებიდან შედის. გიჟი ხედავს მეტს,გაცილებით მეტს, ვიდრე კალამმა შეიძლება აღწეროს და ფიქრობს მეტს და დაულაგებელს – ვიდრეწერაა. გიჟისთვის არ არსებობს დავიწყება და გახსენება, ის დღესაა და ამ წუთშია მხოლოდ დარასაც მილაპარაკობს, ეგრედვე ივიწყებს.აბა, სცადე და შენც გააქრე ერთი სტრიქონი! ვერა, უფრო დაგახსომდება.

სისულელე იქნება, ვთქვა, რომ ის ამბა ბესარიონი დღეს მე ვარ, რომ სულმა, რომელიც ტყავიდანგავიდა, ჩრდილი დატოვა, ჩრდილი კი მეტია, ჩრდილში ისიცაა, რაც სინამდვილეა, და ისიც, რაცდაკარგულია... მაგრამ განა ის კი მართალი იქნება, თუ ვიტყვი, რომ დღეს მე ვარ ის მოწმე ბავშვი –ათი-თორმეტი წლის ბესარიონი?

მიჩნეულია, რომ მძიმე ბავშვობა ნიშნავს ობლობასა და სიღარიბეს. რაღაცა წილი მე ამ ორივეშიმედო, მაგრამ ჩემთვის უფრო მძიმე გასახსენებელია ის განცდები, რომლებიც ერთიდაიმავე მიზეზითმეუფლებოდა ხოლმე და თავი რომ დამეღწია დათრგუნვისაგან, სითამამეს ვეძლეოდი, ანუმაიმუნობას და მასხარაობას ვიწყებდი.რაში გამოიხატებოდა ჩემი მასხარაობა?ჩავიცვამდი დედაჩემის ძველ პალტოს, შემოვირტყამდი ზედ თოკის ნაგლეჯს, გავიკეთებდი შავიმატყლის ნაჩეჩისაგან წვერ-ულვაშს – თმა ისედაც ხუჭუჭი მესხა – დავიჭერდი ხელში თხილის ჯოხსდა შევუდგებოდი მტერ-მოყვარე მეზობლების მონახულებას. –აა, მობრძანდი, ამბა, მობრძანდი,მეტყოდნენ, მაგრამ მე, რა თქმა უნდა, არ ვუჩერდებოდი, რამე ორაზროვანსა და თამამ სიტყვასდავუგდებდი, მასხარას რომ ეპატიება, ისეთს, და გავცილდებოდი. ისედაც კარგა გრძელ ქუჩაზე იყოჩვენი უბანი, ანუ სცენა ჩემი მოღვაწეობისა და მეც ავყვებ-ჩავყვებოდი ჩვენს გზას და უბანს, ჯოხისჯადოსნური ტრიალით, რომლისთვისაც ყველაფერი ობიექტი იყო – ღობეც, ხეც, ქათამიც, ძაღლიცადა მეზობლის ბავშვებიც. რაკი,როლის მიხედვით, უნდა განუწყვეტლივ მელაპარაკა, მებუტბუტა დაშემეთხზა უცაბედი ფრაზები, ხანდახან ისეთი რამე წამომცდებოდა, რომ ვიფიქრებდი, ასეთი რამ,დიდი რომ ვიქნები, მაშინ შეიძლება წამომცდეს-მეთქი.ვინ იცის, წამოცდენილი სიტყვა მეტია, ვიდრე თხზული წინადადება, წინადადება იქნებ მეტი არის,

page 3 / 87

Page 4: Amba Besarioni

Download book as pdf : 6225by lib.ge - http://www.lib.ge

ვიდრე აბზაცი, და აბზაცი მთელს თავს სჯობია.

ეს გარდასახვა კარგა მაგრად მართმევდა ძალას, მახსოვს, როგორი გაოფლილი ვბრუნდებოდი შინდაღამებისას. მაგრამ, უცნაურია, მხიარული და კმაყოფილი როდი ვიყავი.. გულგატეხილივბრუნდებოდი, აივანზე მივყრიდი ჯოხსა და პალტოს, წვერს ისე ჩამოვიგლეჯდი, როგორცჭეშმარიტი მსახიობი, რომელმაც, როლი სცადა და შეასრულა, ტაშიც დაიმსახურა, მაყურებელიცაცდუნა აღფრთოვანებაზე, მაგრამ საკუთარ თავს ვერ აჯობა, და ამად არის მგლოვიარე, რადგანგამოცდილებამ კვლავაც შებორკა. მეც ვგრძნობდი, რომ ვერ შემცვალა ჩემმა თამაშმა, სხვებიავიყოლიე, მაგრამ საკუთარ თავს კი ვერ ვაჯობე, ვერ ვაჯობე ჩემს დარდს და განცდებს, ისე ღრმადყოფილა კაცში საკუთარი თავი, რაც მეტს მიჰყვები, უფრო მეტსა თხრის თხუნელასავით, უფროგეკარგება და შენ ისევ შიშველი ინსტინქტების ამარა რჩები.ასე ნირწამხდარი, სახედაკარგული ვწვებოდი ლოგინში და ველოდი, როდის ამიწევდა სიცხე.

მეორე დღეს საშინელი უიმედობა მეუფლებოდა, ისეთი, როცა გეჩვენება, რომ არ გათენდება, რომარ გაიზრდები და ბავშვად დარჩები, რომ ვერასდროს გასცდები შენს გზას და უბანს, რომ სულ ამსოფელში იქნები, რომელიც სულაც არაა ზღვის ნაპირას, პირიქით, მთებშემორტყმულ პატარავაკეზეა, და რა თქმა უნდა, არავითარი ნავსადგური არ აკრავს, არ ბიბინებს ზღვა და არ ირწევიანიალქნინი გემები. აქ არც ერთი წაკითხული ამბავი არ გათამაშდება, აქ არ იქნება სიყვარული,შურისძიება, აქ არ დარეკენ ცამდის აწვდენილი ეკლესიის ზარები, კიბეები არ იქნება მარმარილოსი,თოკს არავინ ჩამოუშვებს შენთვის სარკმლიდან.. აქ, ქალმა რომ გაიხადოს, უნდა შებრუნდე, რომგული არ გაგიტყდეს, რომ კვლავ გქონდეს მომავლის იმედი: რომ, როცა აგიშვებენ, აუცილებლადშეიქმნები შენს თავზე მეტი და ძალა შეგწევს შეფიცო მომავალს, რომ...

ამავ დედამიწაზე, ქრისტესშობიდან მეოთხე საუკუნეში, ეგვიპტეში, ცხოვრობდა და მოღვაწეობდაწმინდანი და სასწაულთმოქმედი ბერი აბბა ბესარიონი, რომლის შესახებაც წმინდანთა წიგნშივკითხულობთ: `მისი ცხოვრება მსგავსი იყო რომელიღაც ფრინველისა, რომელიც ცაშიდანავარდობს, ან რომელიღაც თევზისა, ან რომელიღაც არამიწიერი არსებისა, რადგანაც მთელიდრო, რაც იცხოვრა, მან გალია წუხილისა და ზრუნვის გარეშე. არ აწუხებდა მას არც სახლზეზრუნვა, არც სახნავ-სათესი, არც სიამოვნებისადმი ლტოლვა, არც ფიქრი რაიმეს შეძენაზე. ისთავისუფალი იყო სხეულზე ზრუნვისაგან, ცხოვრობდა მომავლის იმედით და შემორტყმული იყორწმენის კედლით. ტყვესავით ითმენდა სიცივეს და გახურებული მზის სხივებში, სრულიად შიშველი,ჩრდილს როდი ეძებდა – დევნილის მსგავსად იმალებოდა უდაბნოს კლდეებში და უკიდეგანო დადაუსახლებელ ქვიშის სამყაროში ისე დადიოდა, როგორც ზღვაზე.`კიდევ მრავალ სასწაულს ყვებიან აბბა ბესარიონზე. განსაკუთრებით საინტერესოა, ჩვენიადამიანური შესაძლებლობების კვალობაზე, ასეთი ეპიზოდი: `სავანეში ერთ-ერთმა ძმათაგანმაშესცოდა და განკვეთილ იქნა მონასტრის წინამძღვრის მიერ. როცა ძმა ეკლესიიდან გადიოდა, აბბაბესარიონი ადგა, უკან გაჰყვა განკვეთილს და თქვა – `მეც ცოდვილი ვარ`.

აბბა ბესარიონმა მოახლოებული სიკვდილის წინ მიატოვა თავისი სავანე და უდაბნოს უკაცრიელკლდეებს შეეხიზნა. არავინ იცის, რამდენ ხანს იცოცხლა და როგორ აღესრულა.

რას გაერიდა რწმენით სრული?რატომ გაიქცა?ნუთუ ასეთმაც კი ვერ მოიპოვა სულის სიმშვიდე?ნუთუ ასეთმაც კი ვერ აჯობა საკუთარ თავს?მაშინ ჩვენ რაღა ვქნათ?

page 4 / 87

Page 5: Amba Besarioni

Download book as pdf : 6225by lib.ge - http://www.lib.ge

ვიდინოთ და ვილაპარაკოთ?

ვიდინოთ და ვილაპარაკოთ! ვიბუტბუტოთ, ვისიტყვოთ, ვიციტატაციოთ, თითქოს პეპელა ითვლიდესთავის გზაზე სურათებს, თითქოს გიჟი ნომრავდეს თავის აბდაუბდა ფიქრებს.ჩვენ ეს უფრო შეგვეფერება.

1.და თქვა ამბა ბესარიონმა:კაცი სადაც დაიბადება,იმ ადგილზე ლამაზი არ უნდა იყოს!

და განიძარცვა.და აღიკაზმა უპირველეს შესამოსელით,ჩაიცვა ქარი, ჩაიცვა წვიმა, ჩაიცვა ჰაერიდა მიდის და მილაპარაკობს,ეგრედვე,როგორც ქარი არ დაითვლისთავის წინ ფოთლებს...

ესაა მიწა და არა სამშობლო,ესაა ადგილი და არა სახლი,ესაა ჩვევა და არა სურვილი.

2.თქვა კვლავ ამბა ბესარიონმა:სულ პირველად ორი პროფილი იყო,არწივისა და კურდღლისა,სხვა ყოველი ამათგან იშვა...

და მოიღრუბლა, აღიმაღლა ცხვირი, გამკვახდა,კვლავ შეუბრუნდა თავსა თვისას,შეუმღერა და შეუღრინა,ვითარმედ – ჰეო,ეფარე არწივის პროფილს, კურდღელო!

და მიდის და მილაპარაკობს...მხოლოდღა გული ქანქარიან საათივითეხლება კედლებს.

3.გადავყარო მე ეს ძველი ტანისამოსი,თუ ვითამაშო მასში ახალი?დავამაგრო და ვაჭრელო საკერებლებით,თუ ვაჭყიტო მის სარკმლებში ჩემი ხორცები?იაროს ქარმა ჩემს სხეულზე ერთგულ თაგვივითდა თაგვი რომ მეგონება,

page 5 / 87

Page 6: Amba Besarioni

Download book as pdf : 6225by lib.ge - http://www.lib.ge

ქარი იქნება,და ქარი რომ მეგონება, სხვა რამ იქნებადა არ ექნება დასასრულიჩემს გართობას და გამოცანას...

და მოისროლა მხარუკუღმა,მიაყარა ფანჯრებს,ალუბლებს –რომელთაც რომ,სჩანს, რაღაცას მაინც ერჩოდადაყოველთა უსულოთა სალოცავთან,გადაჭრილი ხის ძირთან დაჯდა.

რადგან, ყველა რაც ზედმეტია,ანუ ტანი ხის და ტოტები,უნდა დაიწვას,ხოლო ხის ძირი უნდა დარჩეს,რომ უსულო საგნებმა იქსალოცავი ხატი მოიწყონ.

რაკიღა ქვეყნად ყველაფერი ქაქანებს, იბრძვისდა ამ ქუჩაზეც იგივეა, რაც ქვეყანაზე,ეს უსწორმასწოროდ გადაჭრილი ხის ყუნჭიღაამარად უძრავი და თვალშისაცემი,რომლისკენაც განუწყვეტლივ მოისწრაფვიანუსულო საგნები –გადაყრილი და ცალ-ცალი ფეხსაცმელები,ბოთლი – დაცლილ-უარყოფილი,ჭრელი ფლასები,ცარიელი ქილა, თავშალი,ცელოფნების ახალი მრევლიდა.. წიგნი ამბა ბესარიონისაარავინ რომ გადააგდებს თავის ნიფხავსღამის ფანჯრიდან.რადგანაც, ღმერთო, თუ ყველაფერსსული ჩაუდგი,დიდმარხვაში რითღა უნდა გამოვიკვებოთ!

და ჩაიცვა ფეხთ კვლავაც გზა –ხამლი უცვეთელი,და მიდის და მილაპარაკობს..

ჩემო ძვლებო, სწორებო, თეთრებო,დაუმთავრებელო კოშკო სიტკბოების,მოუსვენარებო ხორცის კოშმარებით,გაბაწრულნო თავისავ ნერვებით,

page 6 / 87

Page 7: Amba Besarioni

Download book as pdf : 6225by lib.ge - http://www.lib.ge

წადით და იარეთ,წამგებელნო ორი ცხოვრებისა!

4.ო, ეს სურვილი თავის შეცვლისა,რომელიც მუდამ ფრთებს იმსხვრევს ხოლმეფიქრებში და წარმოსახვაში.

ჩვენ ვაშენებთ ფიქრებში კოშკებსდა ცხადში კი ქოხის კარს ვაღებთ.წარმოსახვაში დავთესავთ ყანასდა მკამდე ტკბილად გამოვიძინებთ.ჩვენ სიკვდილიც ისტორიის რომელიმეფურცელზე გვინდა,მაგრამ სულს იმ ზეწარზე ვღაფავთ,რომელიც მცდარად გადაწერა ჩვენმა სხეულმა.

და განა სიცოცხლით ტკბობა არაა ესაც!

და თქვა ამბა ბესარიონმა:მე იმას კი არ მოგიყვებით, რასაცა ვცხოვრობ,იმას, რასაც წარმოვისახავ.

ამ ცხოვრებასარც მეტი დარაჯობა უნდა, არც მეტი სირბილი,არც მეტი ჭკუა, არც მეტი გული,ყველაფერიწარმოსახვას აჰკიდე და წინ გაიგდე სახედარივით,თანაც გახსოვდეს:რაც გინდა რა ხალიჩაზე მიაბიჯებდე,ერთადერთი ჭეშმარიტი გზა – მტვრიანია.მე ასე ვიცი...

ჩვენ შეგვეძლო ხის ყუნჭთანაც კი გვესაუბრა,მაგრამ ჩემს სხეულში მყოფობს ზურგის ქარი.

5.გაწბილება სჯობს სიმარტოვეში.

6.გიჟი ადამიანებს მათ ჟარგონებზე კიარ ელაპარაკება,თავის ენაზე.

7.იყავ დახვეწილი, როგორც სამართებელი.

page 7 / 87

Page 8: Amba Besarioni

Download book as pdf : 6225by lib.ge - http://www.lib.ge

8.ამ ქვეყნად გიჟისთვის უფრომეტი არის თვალგასადევარი,ვიდრე ბრძენისთვის.

9.ნუ იქნები იმის იმედით, რაც გიანდერძესშენმა მშობლებმა,შენ მემკვიდრე ხარ და არა მძევალი.

10.ისარგებლე ადამიანებით და საქმე აკეთე.

11.ის, რამაც ერთი დღე დაგაკარგვინა,მთელს სიცოცხლეზეც არ იტყვის უარს.

12.ჩვენ ჩვენს თავს ვაფარივართ დავაპირქვავივართ,უბრალო ცნობისმოყვარეც კიმეტს ამჩნევს ჩვენში,ვიდრე ჩვენ თვითონ.

13.ის მიდის და ხელმარცხნივ იფურთხება,ესე-იგი მე მას ხელმარჯვნივ ავუვლი.

14.წყალგაღმა ცოცხალი მამა სჯობს,წყალგამოღმა მკვდარსა.

15.ერთნი ზეცაში ეძებენ პასუხს, სხვანიმიწაზე მოიპოვებენ.

16.ნუ დაჰკრავ დაწყვილებულ ცხოველებს.

17.მთვრალი კი გდია, მაგრამ თავქვეშხელის ამოდება არ დავიწყებია.

18.რამდენი რამ მოხდა,მაგრამ სისუფთავე და წესრიგი

page 8 / 87

Page 9: Amba Besarioni

Download book as pdf : 6225by lib.ge - http://www.lib.ge

ისევ სიმშვიდის ამხანაგებია.

19.წვიმას, რომელიც ჩემი დაკრძალვის შემდეგ იქნება:როცა დეკორაციებს აყრიან,როცა სუფრას აალაგებენ,როცა მიწა ჩაიჭკნობს ვარდებს,მოდი და წაშალე!

20.როცა ყარაული ჩათვლემს...

21.მხოლოდ ბავშვი და კოჭლი ძაღლიჰგავს ადამიანს.

22.ქარი უფრიალებს კაშნესდა მარტო არ ჰგონავ თავი.

23.ყველაზე დიდი მაღალფარდოვნებადუმილი არის.

24.თმათმოზიზღარმამკვდარ ბუზს აჰკიდა დაგდებული თმადა გარეთ უძახა.თმათდამწველმა,დაუნანებლად, ბეწვთან ერთად დაიწვა ხელი...კაცის ამბავიც იმით შეიტყობა,რამდენი თმიანიც დაუდის სახლში.

25.ეშმაკმა ბევრს ამოუყვანა ანგელოზის ფრთები.

26.ის, ვინც არ ახსოვთ, ქუჩაში გადის.

27.ამბობენ, რომ სიკეთე – ნიჭია,სიყვარული და თავგანწირვა მოყვასისთვისგმირობა არის,მაგრამ, როდესაც ცეცხლუკიდებლად,ჩვენს თვალწინ ფეთქავს და იწვის ნიჭი,უქებარი, გარიყული, გარიდებული,

page 9 / 87

Page 10: Amba Besarioni

Download book as pdf : 6225by lib.ge - http://www.lib.ge

ის, ვითომდა ფრთებდაწყობილი არწივი იყოს,მეტაფორა, ჩვენ რომ ვერ ვიხმართ,ანდა სიტყვა,ფეხი რომ არ გაუდგია ლექსიკონს გარეთ,პატარძალივით...

განა ფრთებდაწყობილი არწივიაღარ არის უკვე არწივი?..როგორ იკრებს ძალასა და ენერგიას,როგორ მდუმარებსდა ყოველი სხივი მზისა როგორ ავსებსოქროს თასივით.

28.ბებრები საყარზე.

29.რა ცოდვაა ადამიანი,რომელიც მუდამ ვიღაცის ფიქრის საგანი არის...არც წაბორძიკება, არც დაცემა, არც სიკვდილიიმისი არ არის.

30.დღეს, სრულიად მოულოდნელად,ჩემი მეგობარი ისე გაშიშვლდა,ისე გაშიშვლდა,ისე გაშიშვლდა –რომ იქცა სარკედ, საიდანაცჩემი მტერი შემომყურებდა.

31.ძაღლის კანონი: `სჯობს რომ გთბილოდეს`.

32.ყველა ადამიანში მხოლოდ ერთი ანტიადამიანია?

33.უმაქნისი, თან ხიფათიანი რომ იქნება...

34.ყველა კვდება ზღურბლთან.

35.შვილები იზრდებიან მშობლების ტრაგედიისნაყოფიერ ნიადაგზე.

page 10 / 87

Page 11: Amba Besarioni

Download book as pdf : 6225by lib.ge - http://www.lib.ge

36.რაღაც ანაქრონიზმს ყოველთვის აღმოაჩენსკაცი თავის თავში.

37.ჩემს სულში და ჩემს სხეულში მთელი სამყაროა,მე კი დავდივარბრმა, ყრუ, უენო და გონწართმეული...მე მშია, მცივა, მეშინია,მე მაქვს მამის სახლი,მაგრამ მე არ ვიცი მისი მისამართიდა დავდივარ ბრმა, ყრუ, უენო დაგონწართმეული.

38.პირველ პირში თხრობისასადამიანი თავის თავს არ ჰგავს.განა ოიდიპოსი ჰგავდა მამის მკვლელს?

39.ეს სამყარო, ასე როა მოწყობილიდა სხვანაირადაც რომ შეიძლება მოწყობილიყო,გრძნობს ადამიანი,მაგრამ ხელიდან არ უშვებს კალამსდა არც მიწის ჩიჩქვნას ეშვება,რადგან გრძნობს დასტურს –თვითონ ასე როა მოწყობილიდა სხვანაირადაც რომ შეიძლება მოწყობილიყო.

40.რაკი არსებობს რიცხვების სიზუსტედა გულის ფეთქვა –ესე იგი, სამყაროს სწორია.

41.ვაი მას, ვინც კიდევ ერთხელ შეხედავს ცოლს შარვლის ჩაცმისას. დასჭირდება მეორე დუბლი –მაგრამ ახლა უკვე არა ცხოვრებაში, არამედ სიზმრებში, ცხოვრებაში ის ვერასდროს ვერ გაიქცევა,რადგან, აი, მისი ტყავი ჰკიდია ნესტიან და ექსპონატებით სავსე დარბაზში. სამაგიეროდ იგიმრავალჯერ წამოხტება ჩაძინებული, ხიდიდან-ხიდამდე ტყვიებს შორის გაღვიძებული და დარჩება,როგორც ცხადში, ის მეორე ხიდი კვლავაც გაუღწეველი, რადგან ცხადში არ არსებობს მეორედუბლი.

და განა სიცოცხლით ტკბობა არ არის ესეც?

42.რომც გქონდეს ძალა დასრულებისა,

page 11 / 87

Page 12: Amba Besarioni

Download book as pdf : 6225by lib.ge - http://www.lib.ge

არ დაასრულო,თუ არ გინდა, მაგიაში გამოიცადო.

43.უზნეოსათვის ყველაფერი მიზეზი არის.

44.აქა ვზივარ და მომართვით.

45.ჩვენ კი რა დაგვრჩა?ასვლა და ჩასვლა კიბეებზე,რომლებიც ისევ გვაბრუნებენ საკუთარ თავთან.

46.როგორც მთქნარება შუქნიშნის წინ.

47.სიტუაციებს კი ნუ ადგენ,სიტუაციებში დაადგინე შენი თავი.

48.რომ არ გამოვტოვოთ ცხოვრება.

49.ჩვენ არ ვიყავით, ჩვენ ვართ,ჩვენ აღარ ვიქნებით..…თამაში კი მუდამ იყო, არის და იქნება.

50.კაცმა გაამჟღავნა გულისნადებიდა მარტო დარჩა.

51.ბავშვისთვის დედა მუდამ სუფთაა.

52.მზე რომ ჩავიდა, გზას გავუდექი...

53.ცხოვრების შოკიდან ვეღარ გამოდის ადამიანი.

54.ყველაზე ძნელი რა არის იცი?ყოველ წამს რომ უნდა მორევნა.

page 12 / 87

Page 13: Amba Besarioni

Download book as pdf : 6225by lib.ge - http://www.lib.ge

ძნელია კიდევ,ხალხიც გააბრაზო და ღმერთსაც არ აწყინო.

55.ქრისტე რაც გაჩნდა, ის აღესრულა.

56.იქითა აივანზე,იქითა ტრიბუნაზე და იქითა ესკალატორზე– სუყველა მიყვარს.

57.გინახავთ, როგორ აბნევს ხოლმე ბავშვსთავის სიკეთე?

58.სიკვდილი დაწვა სიცოცხლესთან და მე დამბადა.

59.მხოლოდ მაშინ შეიძლებაადამიანთან მეგობრობა,როცა ის აღარ არის.

60.ვინც არ არიან, რა, არ უნდათ ცოცხლები იყვნენ?

61.პროვინციული პაექრობა მატერიკებთან...

62.ვინც უნდა იყოს ადამიანი,მაინც ღობე და კედელი არის.და სხვებსაც ის ამნაირი აინტერესებთ –ღობე და კედელი...და ეხლება ზედ სამყარო,ვინ ხეთქებით და ვინ ფეთებით,ვინ სიფრთხილით და მლიქვნელობით –გაიღეო, გაირღვიეო...ერთნი, ვინც ზურგით დაგიფარავს,შემოგთხოვენ, არ დაინგრეო,მეორენი კი, გარსმომდგარნი შემოგძახიან,გაიღეო, გაირღვიეო.

63.სადაც არის ცოდნა, იქვე არის ცოდვა,და რამდენიც ცოდვა, იმდენივე ცოდნა.

page 13 / 87

Page 14: Amba Besarioni

Download book as pdf : 6225by lib.ge - http://www.lib.ge

ჰეიჰე...

64.ადამიანს არ შეუძლია შემოზღუდული გარემოს გარეშე. წიგნი ამბა ბესარიონისაგადავარდება,დაიკარგება, თუ არ მოუზომე და არ დაუსაზღვრე, თუ არ ექნა ქოხი, მიწა და ადგილი, სადაც რიხითმოუხმობს ბალღებს და საიდანაც გაიხედავს ვარსკვლავებისკენ. გაშლილ სივრცეში ადამიანი არგაიძლება, არც გაშლილ დროში.

65.აი, ორი ბეწვის ხიდი. ორი კანონი.კანონი ღვთისა და კანონი სიტყვისა.აი, დილა.პირველი დილა თავჩამომხრჩვალისა.აი პასუხი:პირველობას არ თმობს არც ერთიდა ცალ-ცალკე ერთად არიან.ცხადი ესაა... ცხადია დილა.პირველი დილა თავჩამომხრჩვალისა.

66.რასაც ხატს დაარქმევ,ყველაფერზე ილოცებ,მაგრამესმის ხატს ნეტავ ეს თავისიარამყარი მდგომარეობა?ბავშობაში ბებიაჩემი ხატუკას მეძახდა,მაგრამ მე ეს ცხოვრებაში არ გამომდგომია.პირიქით როცა დიდი შევიქმენი,თვითონვე დავუწყე ხატების შერქმევასახეებს,რომლებიც წამწამებზე მესხდნენ მწკრივებადდა რომლებიც მერე უნდა ჩამომერეცხა,როგორც გრიმი, ჩქარა-ჩქარა, ახალ-ახალროლის წინაშე,რომელსაც გრძნობამორეულნი იცილებენისე გულწრფელად,თითქოს უნდათ ძირზე დავიდნენ,სადაც შეეძლებათ დაინახონ თავისი სახე –ნამდვილი და გაუწბილებელი.რადგან ჩვენი ნამდვილი სახეიმ უხილავ სარკეში ცხოვრობსდა საშინელი დრო – სიკვდილამდე –გაჰყავს სარკეში.იქ იწვევს იგი ხალხსა და განცდებს,წარსულს და მომავალს,და ბუნების მოვლენებსაც, თქვენ წარმოიდგინეთ.

page 14 / 87

Page 15: Amba Besarioni

Download book as pdf : 6225by lib.ge - http://www.lib.ge

რადგან იმ სარკეს სიღრმე გააჩნია –როგორც ზამთრის საღამოს.და დროც, სარკეში ჩქარა რომ გადის...

67.ცხოვრობ ცხოვრებით,ეძებ ნაწარმოებს,ნაწარმოებით ეძიებ ცხოვრებასდა ცხოვრობ იმ ნაწარმოებითდა ვერც ერთსა ვერა პოულობ.

68.კაცს უჩვენა, მაგრამ თვითონშერჩა თავის ბაყვები,დაღლილია, კაცი, გზაზემიდის, მიენაყება.ქალიც მიდის, ნებადართულმშვენებათა ჩვენებით,კაცს გახსენდა,ერთ დროს, ასეთჭაკს რომ დააჭენებდა...და დაეხვა ტანზე უცებოფლის ნამი ბზიკებად,გაუმარჯოს გახსენებისწამზე წაბორძიკებას.

69.კაცი და ქალი შექანებულა,არავინ მალავს თავის არსობას.

70.ნაათასარი, ნაათასევი...

71.ბოდიში გაივლისდა კაცი კი იგივე რჩება.

72.ეს უბედურება კი არ არის, ეს ბედნიერებაა – ყველას როდი მოუწევს ჯოჯოხეთში მხიარულობა,რომელსაც არ გააჩნია შესვენებები. დედა არასდროს არ არის ჭუჭყიანი... ისე გემრიელად კოცნისმათხოვარი თავის ორ შვილს, თითქოს წკრიალებდნენ. კოცნის სპექტაკლის ახალ დაწყებამდე,კოცნის ანტრაქტებში, პურისა და წყლის ანტრაქტებში, შესვენებისას, ვიდრე ისინი არ თამაშობენსაცოდავებს და ჭუჭყიანებს. იყო ჯოჯოხეთში და იყო ხალისით!.. ხუთიოდ წლის წინ ხელში ყველასეპყრა ავტომატი, ახლა, ამ სიცხეში მოდაშია წყლის პისტოლეტები. დრო სწრაფად გარბის. ამსიცხეში ყველა აძლევს და იკოცნება, იჭედება ახალი ცხოვრება.

page 15 / 87

Page 16: Amba Besarioni

Download book as pdf : 6225by lib.ge - http://www.lib.ge

73.გადასასვლელზე გახსოვდეს, ვინ ხარ.

74.ვარდი იმიტომაა მარტოდენ ვარდი,რომ გამოხატვა სხვა რამისა არ შეუძლია.ადამიანი კი ათასი ვარდია.

75.ნამდვილი იუმორი სიმორცხვის მიზეზია.

76.თვითონ უნდა კაცს, რომ თვით იყოს,თავის თმებით, თავის სხეულით...მიწას მისცეს, რაც იმისიადა თვითონ კი მარტომ იფრინოს.მაშინ კი ყველგან გაეტევადა აღარსად გაიხლართება,უსხეულო, თავისუფალი...თვითონ უნდა კაცს, რომ თვით იყოს,და არავინ არ შეირიოს.

77.რაც სასარგებლოა არს პოეტიკისთვის,ის საზიანოა პოეზიისთვის.

78.ნუ ახსენებ შენს სისუსტეებს...ეშმაკისაა სისუსტეები.

79.და გმინავს კაცი ათი მცნების უღელქვეშდა მიაქვს მაინც თავისი ტვირთი.მანამ იწვეთებს ოფლად,სანამ არ აუვა საკმევლის სუნი?მანამ ცოდვა არ იქნებოდადა ათი მცნება,მანამ რა იყო?

რა ძალითაც კაცი ცოდვის ჩარხს ატრიალებს,იმავ ძალით ჩანგს ამღერებს სინანულისა.ჩანგს ვერ ეშვება.

80.რომ გული არ შობილიყო ადამიანში,ძვლისა და ხორცის ამ ცარიელ კაკანათში

page 16 / 87

Page 17: Amba Besarioni

Download book as pdf : 6225by lib.ge - http://www.lib.ge

თავისი ნებით ოდესღაც რომ არ გაბმულიყო,რომ გულის ხმა არ მისწვდენოდამის დახშულ სმენას,ქრისტე გზაში დაყოვნდებოდა.რადგანგანა ჩვენს სახედველს და ჩვენს სასმენელს,და ჩვენს გონებას...გულს მოჰყვა ქრისტე.

ალბათ გული ისე იშვა ადამიანში,როგორც ყვავილი,როგორც ია,ხომ ჰგავს კიდევაც იის კონა შენსგულს მკითხველო!რომ გული არ შობილიყო ადამიანში,გრძნობა ყოველი, რომელიც მან ერთად შეკონა,სულ ცალ-ცალკე დაშრებოდა ნაკადულებად.

რატომ ვიჭვრიტები მე გულიდან?რატომ ვიხატები მე იქიდან,რატომ ვიწერები მე იქიდან და სხვა არსაიდან?მე,ცხოვრებაში შემოსული ნაგვისა და შიშის მარაგითდა სავსე ისეთი გამოცდილებებით,რომლებიც, თუკი იპოვნიან გულში ნიადაგს,უკვე გულისხმობენ მხატვრულ გამოსახვას,როდესაც გგონია, რომ რაღაცა ცოდნით მოხვედი,მაგრამ, როგორც კი თვალს გაახელ,უცებ იხილავ,რომ ყველა წუმპე რაც კი გზაზე გამოგიტოპავს,აღწერილია უკვე ისეთ უშუალობით,როგორც რიყეზე სოფლის ბავშვებითავის ნაქნავში ჭიებს ქექავენ...და ამას ჰქვია ლიტერატურადა მოძიება მშრალი ადგილისა.და შენ გიწევს გონების დაძაბვადა ღმერთის წყალობით უცებ აღმოაჩენ,რომ ამ ტექნოკრატიულიმგრძნობელობით შეპყრობილხანაში,აღვირაყრილი უშუალობის ატმოსფეროში,გრჩება ერთადერთი –შენი გული,სინათლისთვის შობილი და ბნელში ნაჭედი,სადაც სახლობს სუყველა გრძნობა

page 17 / 87

Page 18: Amba Besarioni

Download book as pdf : 6225by lib.ge - http://www.lib.ge

და დროშებიც მარადიულ საზღვრებს არჭვია,სადაც სიყვარული და სადაც იმედიერთად დარგულია...და მხოლოდ გულია, რომელიც მიგიძღვის.

81.ეს ცხოვრება კი გადმომდგარაგველის ტანივით დაჭრელებულ მიუვალ კოშკზედა უხმობს ხალხს თავისი ბუკითავანტიურისკენ...ვითომ, ვისაც რა ძალა გაქვთ, რაც შეგიძლიათ,ვისაც რისი ნიჭი გაქვთ და რისი უნარი –ჰქმენით, ნება მომიციაო.თქვენს ძალისხმევას დაერქმევა რჩეული სიტყვები –რომელთაც დღემდის მოიტყუეს კაცობრიობა –შრომა, გარჯა, ნიჭი, სწრაფვა,თავდადება, პატრიოტიზმი...არ იქნება ნახსენები არავითარიჩალიჩი და მაიმუნობა,წუწურაქობა, დაბეზღება, ფეხის დადება,ღალატი, მტრობა, შური, ზიზღი და არგატანა...რადგან ამ სიტყვებმა, დაკარგეს რაძველი შინაარსი,დღეს არსებულ რეალობას უკვე იმით გამოხატავენ,რომ პროგრესის დროშით იბრძვიან,ანუ, უფრო კონკრეტულად,ჩვენი საქმიანი ურთიერთობების სახელებია.

საერთოდაც, ძველი სიტყვებიახალ შინაარსს შეიძენენ თანდათანობით,ხოლო ისინი, რაც გადაშენებულ გრძნობებს ერქვა,მუზეუმში დამკვიდრდებიან.უტრადიციოდ არ ვიქნებით: ჩვენ მიგვაჩნია,რომ დღეს ყველაზე მართალი სიტყვაარის ყველაზე ველური სიტყვა,ნათქვამი წარსულში.

მე რა შემიძლია?როცა ფეხი აუდგამს მთლიანად ქვეყანასდა ყველა ცდილობს, რომ საკუთართავს გადაახტეს.მეტაფორა, რომლითაც ძველი პოეტებისაუკუნეებს თავზე ევლებოდნენდა გზას იგნებდნენსურნელების კლიტედადებულ ვარდის გულშიაც,ცხოვრებაში ჩაკოჭლდა.

page 18 / 87

Page 19: Amba Besarioni

Download book as pdf : 6225by lib.ge - http://www.lib.ge

მე რა შემიძლია?კაცთ ნაცუღლუტარ ლექსიკონშირა სიტყვა დარჩა,ცნობისწადილს რომ აღვიძებდეს...რადგანაც, ღმერთო, ამ ცხოვრებასრომ ვუყურებ,სულ არ მინდა თავის წაგება.

ვიფიქრე რა ამაზე დიდხანს,(ასეთ დროს კი მთავარი არის,ძალები სწორად შეაფასო),აღმოვაჩინე,რომ დღევანდელ დღეს წარმოუდგენელიაუფრო მეტი ავანტიურა,ვიდრე – გულწრფელობა.ძველი ტექსტები მხოლოდღმერთითაა გაფერადებული,დანარჩენი – გულწრფელობაა.ნუ აყვედრი, რომ არიან დაუსრულებელნი,რადგან ასეთ შემთხვევაშიაც,ისინი კაცს სილამაზის პირველსახეს შეახსენებენ.თანაც, ჯერ ერთი, რაც დიდია,ვინა ნახა დასრულებულიდა მეორეც, ის სიტყვები ადამიანსარ ეკუთვნოდა,პირიქით იყო:ადამიანში ჩაცვიოდა ღმერთის მარცვალი,დაიფქვებოდა იმის პირით დასიტყვებად გვეუწყებოდა,მერე სხვები ასველებდნენ მას გულის ნერწყვითდა პურდებოდნენ.ამიტომაა, რომ ორივე მარცვლისაგანწარმოდგებიან:სიტყვაც და პურიც.გარდა ამისა, ტექსტის დაუსრულებლობანიშნავდა მის უსაზღვროებას,მის სიცოცხლეს აშიებს იქით.

82.დავიწყებულივით საინტერესო რომ იყოს ისიც,რაც გვახსოვს,ადამიანი საკუთარ წიგნს წაიკითხავდა,ამიტომაა, შორიდანვე რომ აღელვებსგადაშლილი წიგნის დანახვა,რომელსაც ვარსკვლავიანი ცა თუ შეედრებაიდუმალებით.

page 19 / 87

Page 20: Amba Besarioni

Download book as pdf : 6225by lib.ge - http://www.lib.ge

83.და უფრო მგძნობიარე, უფრო დაკვირვებულიიყავ, ჩემო თავო,ხედავ, ქუჩას როგორ გადადის...ნასხვისარ და მოულოდნელტანსაცმელში გამოწყობილი,და არ ვიცი, ქუჩის ეს მხარე რატომ დათმოდა იქითა რატომ ირჩია,როცა არც ერთი, გული მიგრძნობს,არ უღირს რამედდა არც ისეთი კაცი ჩანს, რომხიფათებში თავის გამოცდა სურდეს.

84.ვიღაცა დადის ქალაქში ისეთი(ცალ-ცალი ფეხსაცმლით – იდეისათვის),რომელმაც თავისიმრავალი წლის ცხოვრებისა და ფიქრის შემდეგაღმოაჩინა,რომ ცხოვრება და ფიქრი ერთადისეთივე უადგილო შეთანხმებაა,როგორც ცალ-ცალი ფახსაცმელი,ისეთივე ბავშვური თამაში,როგორც ერთმანეთს წააჩხუბო შენივ ხელებიდა ისევე შეუძლებელი,როგორც უკან შემოქცევაღრმა უფსკრულზე გადახტომისას.რადგან ორივე წამი არის – ცხოვრებაცადა გადახტომაცდა ცხოვრება და ფიქრი – ერთად,ლაბირინთში საბოლოო გამოკეტვაა.როგორც ცალ-ცალი ფეხსაცმელიფიანდაზებსაც ოღროჩოღრო გზად გადააქცევს.

თუმცაკი კაცი მავალია ცალ-ცალი წყვილით:ცალ-ცალი აზრით, ცალ-ცალი ტვინით,ცალ-ცალი მოსავს ხორცი და სული,ცალ-ცალი არის დედასთან, ცოლთანდა მხოლოდ ცალ-ცალი ფეხსაცმელიგაუხდია თვალშისაცემი.

მაგრამ თუკი შენ მტკიცედ გჯერა,თუკი იხილე,რომ ფიქრის მიღმა არის – ფიქრიდა ცხოვრების მიღმა – ცხოვრება,სადაც ეს ორი აღარ არის დროის შემყურე

page 20 / 87

Page 21: Amba Besarioni

Download book as pdf : 6225by lib.ge - http://www.lib.ge

და თუ შენ იმათ, იმ ამაო ფიქრსდა ცხოვრებასუეცრად კარი მიუხურე და გაეცალე –თუმცა უცებ თვალახელილმა შენმა სხეულმა,ძალმიცემულმა თავხედობით კი არა,რწმენით,კლდეს მიჯაჭვული ამირანის მსგავსად კი არა,ამპარტავნობით შეპყრობილიყინულიანმა ლაბირინთმა რომ შეიწირა –კარის მშვიდი მიცოცებით დასვი წერტილი.რადგან:ცხოვრებისთვის დედისტირებამუდამ იმის ზურგსუკან ხდება.ხოლო ფიქრსა და ცხოვრებას ვერასოდესვერ მოიპოვებ,თუ არა ხარ თავისუფალი.თანაც ეს პოვნა ისე კი არ შეგერგება,რომ ჩაიკრა და მიითვისო,ის იქნება ისეთივე უცნობი და მოულოდნელი,როგორც ქვაზე ფეხისწამოკვრა...განათდება და გაქრება და ტყუილადდაელოდები,რადგან:თავისუფლებას მხოლოდ ის ფლობს,ვისაც იგი საერთოდ არ აინტერესებს,ვინც უხმოა და უჩინარი, გა-ჩე-რე-ბუ-ლი...

85.ადამიანები განუწყვეტლივ ისწრაფვიანკეთილდღეობისა და სილამაზისკენდა რაც უფრო მეტს იღწვიან ამ მიზნისათვის,მით უფრო ეს ღმერთის შემოვლით ხდება.მე კი ღმერთმა აქ იმისათვის დამადგინა,რომ რაღაცა მუდამ იყოს დამცირებული დათვალშისაცემი.

86.ბედი არის სადღაც `წარსულში`დადებული მსჯავრი.ჰოდა, ადამიანის არსებობაცბრძოლა არის `რომელიღაც` მომავლისათვის.

87.მილიონები წააგებენ ცხოვრებას.რადგან:ცხოვრებას უყვარს მსხვერპლი

page 21 / 87

Page 22: Amba Besarioni

Download book as pdf : 6225by lib.ge - http://www.lib.ge

და ეს მისი ერთადერთი უმანკო ცოდვაა.

88.მთელი ღამე ჩემს ფანჯარას ეხლებოდა და თავსურტყამდათევზის წვენივით გაჟღენთილი ჩემი ზურგჩანთა.განთიადისას ისე მიჭირდასაწოლიდან ტანის აღება,როგორც ხორბლის გროვას –ნაბიჯის გადადგმა.მე ვნატრობდი, უჩუმრად ავეკრიფე დილისმზის სხივებს,მარცვალ-მარცვალ... წიგნი ამბა ბესარიონისავით ხორბლის გროვა.და მე მივხვდი, რა იჭერდა ჩანთას ლურსმანზე:ის წინააღმდეგობას არ უწევდა, არ ებრძოდა...ის ნებდებოდა...და ეს გონივრული კომპრომისი კი არ იყო,კაცთ რომ სჩვევიათ,ეს იყო აზრი სამყაროსთან თანაცხოვრებისა.

89.საგნები უფრო გულწრფელნი არიან,ვიდრე მე და შენ, ჩემო მკითხველო.და განა რითია საგნების ღალატიადამიანების ღალატზე ნაკლები?ადამიანები გაგვაჭორებენ,საგნები კიმხოლოდ ჩვენი თავის წინ გვსჯიან.

90.რაც უფრო ებრძვის კაცი უაზრობას,ის მით უფროა...

91.ადრე ძილი მიტყდებოდა ხოლმე.ჩემი ფანჯრის წინმუდამ იდგნენ: ტრამვაის ხმა, ქუჩა და ფეხები.აი, ძილი თურმე როგორ მოდის:როდესაც შენ უფრო მეტი წარმოდგენაგაქვს ჰარმონიაზე,ვიდრე ნანინაა.

92.დილა უნდა ხმაურობდეს –მზით, ხველებით, ჩაის კოვზით და ასე შემდეგ...

page 22 / 87

Page 23: Amba Besarioni

Download book as pdf : 6225by lib.ge - http://www.lib.ge

ასეთი დილა ერგო ადამიანს.

93.როგორ ამაღლებს ადამიანს საქმე ცხოვრებაზე. როგორ განარიდებს და როგორ დასვამს ხოლმეზურგშექცევით ცხოვრების ზვირთებთან, რადგან, მე შენ კი არ მოგყვებიო, მე ჩემს თავს მივდევო დათუ შემომირბენ და წინიდან შემომხედავო, მნახავ მე, ჩემს ნებაზე მყოფსო. და დაღლილს მიხილავთუ დასვენებულს, სულ ერთია, მე ვიქნები ამაოებას განრიდებული. და ვერაფერი ასეთს უკვე ვერგადამხაზავს. თავს ასწევს ზევით, ჩემზე, ზეცის სიის მკითხველი და შეიძლება ბრაზითაც კი აევსოსგული, რადგან იმასაც კი მივუხვდი, იმანაც კი, ფრთა ისე ვერ გადამატარა, რომ არ მეგრძნო და არმეხილა. მაგრამ რა მითხრას, მთელს დღეს ვხნავდი და ვკვალავდი და ახლა მის ნაპირზე ვზივარზურგ-შექცეული.

როგორ ამაღლებს ადამიანს საქმე ცხოვრებაზე. შეხედე, აქ ზის, დაღლილია თავის ნებაზე, მაგრამშორია მისი დაღლა, ვერ გაზომავ ჩვენი ხალისით.

94.ჭყეტით დაწყებული დილა – ბღვერით დაღამდა.

95.ჩვენ ყველაფერს წასვლის წინ ვსწავლობთ, წასვლის წინ უკვე ვიცით ყველაფერი. სად დანაა, სადსაშაქრეა, საიდან სად იღება კარი და ვის რა ვუთხრათ... ჩვენ ყველაფერს წასვლის წინ ვსწავლობთ.წასვლის წინ უკვე ვიცით ყველაფერი.

II

– მაგას როგორ აკეთებ-მეთქი? – გადევნებულად მინდოდა მეკითხა ამბა ბესარიონისთვის – ვითომროგორ მიდიხარ და მილაპარაკობო, მარტო პირის გაღება გკმარა და წამოვა ხოლმე სიტყვები –საფქვავივით, შენს ნებაზე, თუ უკითხავად მოგაწყდება და გამოგხეთქავს და ტუჩებს აღარგამუწვინებს, მოდის და გთელავს, მოგქუხს და მოგანგრევს – მტერი სიტყვები, გულის რევასავითშეუჩერებელი, ვიდრე ქანცს არ გაგიწყვეტს, არ გაგაბრუებს გრდემლისა და ჩაქუჩის ხმები და გზისპირზე დაეგდები, სოფლიდან შორს, ხაწირის მთას მოფარებული – სადაც მხოლოდ მთოხვნელიქალები დაგინახავენ – სირცხვილის შენახვაში რომ არიან დაოსტატებული...– მაგას როგორ აკეთებ-მეთქი? – მინდოდა მეკითხა… სათქმელს ცოტა სიტყვა სჭირია, საფიქრალს– ბევრი. შენც საფიქრალსა ხარ აყოლილი და იმიტომაა რომ არც კი ჩანხარ, როგორც განიავებულიხორბლისა და ბზის კორიანტელში ნიჩბის ტრიალი, თუ ყველაფერს, რაც გიცხოვრია და რასაცცხოვრობ, რაც გიგრძვნია და რასაც გრძნობ, რაც გინახავს და რასაც ამ წუთას ხედავ – სიტყვებსაყოლებ, ეხმიანები, ამელოდიებ და აშთაბეჭდილებ... ოო, მაშინ მართლა ბზეში გიტრიალია

page 23 / 87

Page 24: Amba Besarioni

Download book as pdf : 6225by lib.ge - http://www.lib.ge

ნიჩაბივით და რას გაუძლებ... წერტილი არ იცი, ვიდრე რეტდასხმული არ დაეგდები სადმე. ერთხელთურმე თოვლში ჩაყინულიც კი ამოგაძვრეს...

– ესენი როდის მოაგროვე მეთქი? – მინდოდა მეკითხა გაღმასოფლელი ნათესავისთვის, როცასახლში მიმიყვანა, შემიძღვა თავის განმარტოებულ ოთახში და სკივრს ამიხადა.

– როცა ვხნავ, როცა ვფარცხავ და როცა ვთოხნიო...– ესე იგი სულ-მეთქი? – ზამთრის გარდაო... – და გაეღიმა შვებიანივით.

ახალ დროებაში რამდენიმე ჰექტარი მიწა მისცეს, ზედ მთის ფერდზე, ტყის პირას, გაყამირებულიადგილი. პირველ წელს რომ მოხნა, უძველესი დროის ნივთების რაღაც-რაღაც ნატეხები იპოვა.აჩვენა სოფლის ისტორიის მასწავლებელს – თავისი ბალღებისას – ოო... ძალიან ძველიაო... მეორეწელსაც მოხნა და კიდევ მეტი იპოვნა. ახლა რაიონულ მხარეთმცოდნეობის მუზეუმში ჩაიტანა –ნარმის ნაჭერში გამოხვეული. – მანდაო, მაგ ადგილას, სადაც შენა ხნავ, ჩვენს წელთაღრიცხვამდექალაქი იყოვო, ხალხი სახლობდაო...

უკვე ათი წელია ეს კაცი ხნავს და პოულობს და ამასობაში განისწავლა კიდევაც, უკვე`მეცნიერულად` უდგება საქმეს და ნელ-ნელა ახირებულიც შეიქნა... იმიტომაა ოჯახს რომგაუნაპირდა და მარტუა იხარშავს ლობიოსა თუ კარტოფილს, გოგრასა თუ ხარშოსა... მოგროვებითკი აგროვებს, მაგრამ ორი ისეთი ნატეხი ვერ იპოვნა, რომ ერთმანეთს მიატოლ-მიამგვანოს, სულთავთავადი ფრაგმენტებია... ბოქლომდადებულ სკივრში ინახავს, სახალხოდ აღარ აფრიალებსნაპოვნ ნივთებს – იდუმალება შესძინა მათაც და თვითონაც გაიდუმალდა. იშვიათ სტუმრებს აუხდისსკივრის სახურავს, მსხვილ თითებს ამოურევს, ააჟღერებს, ააფერადებს, წიწილებივით ამოსხავსნელ-ნელა და წინ დაგილაგებს. თვითონ ხომ ზედ დაჰკანკალებს და თრთის ასეთ დროს, შენცგამომცდელად გათვალიერებს – უნდა აღფრთოვანდე!.. ძალაუნებურად გინდება, ნაწილები მონახოდა რაღაცა შეაკოწიწო. საწყალი ფრაგმენტები... ძველთაძველი შორისდებულები, ნაცვალსახელები,რეპლიკები... ერთმანეთს ვერ მისწებებიან, კაცის თვალი რომ გაახარონ, ზოგი ათასი წლითააერთურთს დაშორებული, ზოგი – ხუთასით, ზოგი აღმოსავლური კულტურისაა, ზოგი –დასავლურის...– დათესილი იყო კაცოო? – ჰკითხავენ ხოლმე. – დრომ დათესა, დრომ – ეტყვის ესეც... დროისნათესია... მაგრამ ორი ერთნაირი ვერ გაიმეტა იმ დალოცვილმა. ყველას რაღაც ამბავი სტანია,რაღაც თავგადასავალი აქვს, ვინაობა-სადაურობა, ეგ არის, რომ მარტო ნამტვრევებია,ნაწყვეტები…სხვებსაც ამასთან მოაქვთ, სადმე რამეს თუ იპოვნიან. – რა ვუყო ახალა ამეებსო? – რომ მკითხოს,პასუხს ვერ გავცემ, მუზეუმებს თავისიც ბევრი აქვთ, გადაყრასაც არავინ ურჩევს...იყოს ასე და უყუროს, როგორც უდაბნოს ქვიშას, როგორც ზღვის სივრცეს, როგორც წარსულს...ყველაფერი უპასუხოა.

მეც ასე დამიგროვდა ათი-თხუთმეტი წელი რაღაც-რაღაც ჩანაწერები– შორისდებულიდანდაწყებული, გრძელ აბზაცებამდე – და ერთ დღესაც რომ დავხედე გაყვითლებულ ფურცლებს,ნაკვალევსა და ნავალს უფრო ჰგავდა ჩემი ნაწერი, ვიდრე ჩქარა-ჩქარა აღნიშნულ სიტყვებსა დაწინადადებებს... დიახ, – `აღნიშნულს`, რადგან როცა `იპოვნი` რამეს, გონებისთვის, ანუმართლწერისა და მართლაზროვნებისთვის არა გცალია, იმის მოსწრებაზე ხარ, რომ აღნიშნოროგორმე ის წამოცდენილი თუ აღმოხდენილი. წიგნი ამბა ბესარიონისაროცა ფეხს წამოკრავ`რამეს`, მაშინ `გადარჩენა` ერთადერთი `გამორჩენაა`.

page 24 / 87

Page 25: Amba Besarioni

Download book as pdf : 6225by lib.ge - http://www.lib.ge

მეც ამოვამხე სქელი საქაღალდიდან ჩემი ფრაგმენტები, რადგან რომ გავხსენი და ჩავხედე,შემეშინდა, დრო-ჟამს ისე დამგვანებოდნენ. თავბრუ დამახვია ამ სიჭრელემ და უთავბოლობამ: ერთიმეორეს არა ჰგავდა, არც ებმოდა, არც წინ უსწრებდა... მაგრამ ყველა ერთად – საქაღალდეში –დრო-ჟამივით იყო შედედებული და მიწაც ერთი ჰქონდათ და ცაც დაჰყურებდათ...მეც არ გადავყარე ჩემი ჩანაწერები, თუმც კი სულ მესმოდა დაცინვა – `არ დაგეკარგოსო`… არდავკარგე. არც ცეცხლში დავწვი, რომ კვამლად იმისთვის მიმებრუნებინა, რისგანაც იშვა – ანუქარისთვის. პირიქით, ერთ-ერთ ამორჩეულ ფრაგმენტს, უფრო თავგანწირული რომელიც ჩანდა,ხელში ჯოხი დავაჭერინე და ვუთხარი გადაწყვეტილად: – წადი, სხვები თვითონ გამოგყვებიან–მეთქი!წადით და იარეთ, თქვენ გაჭერით თქვენი გზა და თქვენი კალაპოტი, თქვენ იფიქრეთ თქვენივეთავზე.

ნაწყვეტ-ნაწყვეტი და ცალ-ცალი შორიდან ერთად ჩანს. – აკი იტყვიან – `წყალი მიდის`, `ქარავანიმიედინება`… – ვის ახსოვს შემხტარი ჩქერი, ანდა კოჭლი აქლემი – შორიდან არც ბორძიკი ჩანს,არც ღელვა და არც ეჭვები, და წინ მიმავალიც მხოლოდ ბოლოს წინ მიმავალია…

– მაგას როგორ აკეთებ-მეთქი, როგორ მიბუტბუტებ და მილაპარაკობ? – ბავშვს მინდოდა, მეკითხაამბასთვის, მაგრამ ვერ ვკითხე...– არავინ უნდა იყო, არაფერი უნდა იყო, თვითონ გაბუტბუტებს და გაფიქრებს შენი თავი, შენითვალები და ყველა გრძნობა, თუ წმინდა იქნები, უბრალო, თუ ყველაფერს აუტირდებ-აუმღერდები,აირეკლავ, აუჟღერდები და ერთად იდგები სამივე დროში.

ამ წიგნში მკითხველის მისატყუებლად საკენკი არ ჰყრია, არც მხსნელი ძაფია სადმე გამობმული,არც თავსატეხია ამოსახსნელი. მასში მხოლოდ და მხოლოდ გულწრფელობაა, კაცის უაზრო,ძალდაუტანებელი თავგადასავალი, როცა იგი – არავინაა, როცა იგი – არაფერია, როცა – თვითონაა.

მთელის მოყვარემ დაე იმკითხავოს – ამთელოს ნატეხები, ნაწყვეტები გააგრძელოს, გინდაგადაყაროს, გინდა სკივრივით ჩახედოს ხოლმე, გინდა შეინახოს და... გინდა ითამაშოს. ყველაზესაშინელია დამწყვდეული და დაჟამებული დრო, დრო, რომელიც ფრაგმენტებით შემორჩენილა.მთელს შეავსებს კაცი, შეძლებისდაგვარად მოერევა კიდევაც, ფრაგმენტებს – ვერა! ფრაგმენტებიმოუხელთებელია შეფასებისთვისაც, ისევე როგორც ანდაზა ან იდიომა, რომლებსაც მხოლოდგრძნობით ეხმიანები, – ან უცხოა, ან შენიანი. ფრაგმენტები მარადიულია. სკივრს უნდა აჰხადო.საქაღალდეს უნდა გაუხსნა საკინძე, რაც მიწაზე ვერ დარჩება ცაში აინაცვლებს.მაგრამ რატომ აგვესვეტება ხოლმე ცხვირწინ სერიოზულობა, როგორც კი ფრთებს ოდნავ ავიქნევთ?მაინც რა არის სერიოზულობა?მისსავე სიტყვებით რომ ვთქვათ, სერიოზულობა არის შეგნებული და ადექვატური აღქმა სამყაროსიდა ბუნების მოვლენებისა, მათთან შეგუება და ერთხელ და სამუდამოდ დაცვა ამ პირობებითნაკარნახევი საცხოვრებელი წესებისა, გაზიარება მათ მიერ შემოთავაზებული სიტუაციებისა,არსებობა ჯერ საერთო და შემდეგ კერძო გარემოებების მიხედვით, მათ დაკრულზე ცეკვა-თამაში.მაგრამ ადამიანს, მისჯილი არსებობის სანაცვლოდ, ასეთი სამაგიერო არ აკმაყოფილებს და ვერცწარმოუდგენია, რითი შეიძლება აუნაზღაურდეს ის დამამცირებელი შეგრძნება, რომ იგი –მარტოოდენ ადამიანია. არ ავიწყდება, რომ დევნილია – ჯერ სამოთხიდან და მერე და მერე თავისთავისგანაც – და სამუდამოდ მისჯილი აქვს ცოდვის ტარება…უაზრო და აბდაუბდა ფიქრი, ეტყობა, ადამმა მაშინვე იწყო, როგორც კი ეს იგრძნო და სამოთხისზღრუბლს გადმოაბიჯა. ეტყობა ამან უშველა დათრგუნულსა და უცნობ გზაზე შემდგარს. სხვავერაფერი იხსნიდა ახლადჩასახული სინდისის წინაშე. ძალზე გამოადგა ალბათ თავისი ჭროღა

page 25 / 87

Page 26: Amba Besarioni

Download book as pdf : 6225by lib.ge - http://www.lib.ge

თვალებიც და აქამდე უცნობ გრძნობებს აყოლა, ისევე, როგორც განსწავლა ბუნების სხვა პირმშოთაშორის… და როგორც კი პირველი არასერიოზული ფიქრი ეწვია, იგრძნო რომ გადარჩებოდა.იგრძნო გონებაც. შეისუნთქა თავისი არსი, გაიხარა დიდად, და ფიქრებით, შეძახილებით,ბუტბუტითა და ლაპარაკ-ლაპარაკით – ახლადშობილმა, ერთი დღის ადამმა – ხელში ჯოხი იპყრა დაგზა განაგრძო… ასე რომ, ადამი იყო ის, ვინც პირველმა დაარღვია სერიოზულობა… და, ვინც,ახლაც მოდის და მოლაპარაკობს…

ოდესღაც ადამიანები ჯოხით დაიარებოდნენ. კაცი გზას ისე არ დაადგებოდა, ხელში ჯოხი რომ არსჭეროდა. სტუმრად მისული ჯოხს მასპინძლის კართან მიაყუდებდა და სახლში ისე შევიდოდა, ასევეიქცეოდა, შინდაბრუნებული. ჯოხი კაცს არასოდეს შორდებოდა, არც იკარგებოდა; ხანდახან ხეს დაქვას თუ მიეფარებოდა, მალევე გამოჩნდებოდა და გაახარებდა პატრონს. ყველას საკუთარი ჯოხიჰქონდა – იღბალივით… სხვა სხვის ჯოხით არ გაივლიდა. ერთს მეორისნაირი ჯოხი არ ეპყრა,განუმეორებელი იყო ყველა – სიგრძითა თუ სიმოკლით, სიმსუბუქითა თუ სიმძიმით, ფერითა თუკიდევ იმით, რომელი ხისგან იყო გამოჭრილი: თხილისა იყო თუ შინდისა, კაკლისა თუ პანტისხისა…თვალწინ სულ ასეთი სურათი მიდგას: მზე, გზა და არგნით მიმავალი კაცი. ეს სურათი შესაძლოაბავშვობაში მქონდეს ნანახი – რეალური ადგილი, რეალური გზა, რეალური კაცი – ალბათ შემდეგიქცა იგი ჩემთვის კაცთა მოდგმის სიმბოლოდ, რომელსაც შეუძლია არა მარტო შორეული წარსულიდაგანახოს – ბიბლიური პატრიარქთა სახეები, ახლადმოშინაურებული ცხვარ-ძროხა, არამედგაგახსენოს – ახლო და შორეული აღმართები, ნინევია, ქანაანი, ეგვიპტე, შუამდინარეთი, ჩინეთი,დედამიწის სიმრგვალეც – უშველებელი კულტურულ-ისტორიული გლობუსი რომელზეც სხივივითდაიარება ჯოხი და ადამიანის განვლილ გზას უჩვენებს, როგორ დაიღალა ეს ადამიანი, მაგრამ ამისწამალიც იცის – ძველის სიკვდილი და ახლის დაბადება. სად არის ჰომეროსის არგანი – იგი ხომჰომეროსს და მის სიბრმავეს – ერთად აღნიშნავდა. კვერთხი, რომელსაც მიწას დაჰკრავდნენ ხოლმედა წყალს ამოადენდნენ, იგივე არგანია, მაგრამ კურთხეული. ამბა ბესარიონიც დაჰკრავდა ხოლმეგამეტებით არგანს დედამიწას მაგრამ წყალს ვერ ამოადენდა!

96.და თქვა ამბა ბესარიონმა:ერთი პიროვნება მილიონჯერ მნიშვნელოვანიაათას საზოგადოებაზე.

97.ადამიანს უფრო მეტი მტვერი შეუძლია მოაგროვოს თავის ფილტვებში, ვიდრე აზრი – თავისგონებაში.

98.თქვა კვლავ ამბა ბესარიონმა:

რომელმან გაგზავნოს ჩვილი ქალიშვილისასმლის მოსატანადდა მიიღოს იმისი ხელით მოტანილი,და სვას და დათვრეს,ჯოჯოხეთს შთაინთქას!

რადგან თან არ ახლდა ქარში და ღამეში,

page 26 / 87

Page 27: Amba Besarioni

Download book as pdf : 6225by lib.ge - http://www.lib.ge

უბეში დამალულს როს მოუზიდავდა,ცრემლიან თვალებით

და ერჩია კი, ლეკვი რომ ჰყოლოდაგულს ჩახუტებულიდა იგი გაეთბო.

დედა იქნებოდა მაშინ,დედასავით...და არსად სირცხვილიდა შიში აღარსად.

99.თქვა კვლავ ამბა ბესარიონმა:ისევ ისა სჯობს,კაცი ღმერთმა შეინახოს,ვიდრე კაცმა შეინახოს თავისი თავი.

100.შესაშურის სუყველასა შურს,იმიტომ, რომ შესაშურია!

ხალხს უნდა მისცე იმის შანსი,რომ რაღაცით გადაგიხადოს –გიმტროს, მოგპაროს, გაგაჭოროს,გადაგიყაროს…

შესაშურის სუყველასა შურს,იმიტომ რომ შესაშურია,და მხოლოდ ღმერთი ფიქრობს გულში –უფრო რატომ არ აღვავსე შესაშურიო!რატომ ცეცხლით არ შევმოსეო…

რაც თვალსა გვწვავს, იმაზე ხომ აზრიც არა გვაქვს,შესაშურის კი ყველასა შურს,ყველასა შურს და ეჯიბრება.

101.შეხედე, ყველგან რაღაცაა დაუმთავრებელი.

მშენებლობა.დიდი, დიდი... წიგნი ამბა ბესარიონისაგრანდიოზული.ფაშვებგადმოყრილი და აჩაჩხული.ეს არის მომავლის გოლიათის სახლი.მაგრამ თუ დავითის გოლიათი ძლივს ეტეოდათავის სამყოფელში,

page 27 / 87

Page 28: Amba Besarioni

Download book as pdf : 6225by lib.ge - http://www.lib.ge

ამ მომავლის გოლიათის სახლიუშველებელგრანდიოზულია,სადაც იჩეკება ყველა ჯურის ხალხი,მკვლელიც და მცველიცროგორც მთისხელა კრუხის თბილ ფრთებქვეშ.და თუ დავითის საწყალი გოლიათიიყო დროით მკაცრად განსაზღვრული,ეს გოლიათი ისე არის აღმატებული,რომ პრიმიტიული ცხრათავა დაცხრაკამეჩა კი არაა,არამედ ყველაფერი.ჰაერიც კი მისი სახლის წინგაჟღენთილია მშვიდი სისასტიკითდა ერთ ნამწვსაც ვერ იპოვნი იმის ფანჯრებქვეშ.დათვლა შეიძლება დღის, საათის, წელიწადისა,მაგრამ რის დათვლაც არ შეიძლება,ესაა ყველაფერიდა მომავლის გოლიათიც არის ყველაფერი.გოლიათს გააჩნია მაგიური გავლენა:იმის გარშემოზამთარს ზაფხულში ნატრობს ყველადა ზაფხულს ზამთარში.და კიდევ ერთი მარტივი ტყუილიაქვს გადანახული,რომლის გამოც თავის მოკვლა ითვლება ცოდვადდა ვერგაძლება სულმოკლეობად...

და ცხოვრობდა გოლიათის სახლის წინ ქალი.დაგვალული, ზრდაშეჩერებული,როგორც დიდი სოკოს ჩრდილის ქვეშ...გარშემო ათასნაირი თესლით მოფუთფუთეწუმპე შემორტყმოდა,მგრძნობიარე და ცოცხალი,მსუნთქავი, ორთქლიანი,სადაც იყო ყოველი, რითაც კი ეს დედაკაციაქამდე ცხოვრობდა.ჩაცუცქულიყო და დუნდულებს არიდებდაწუმპის სიგრილეს,თუმცა უკვე შიგ ჩამბალიყო...ის დრო წავიდა,დედის კარნახით რომ იცვლიდაპერანგსა და პერანგის ამხანაგს,იბანდა და ივარცხნებოდა...ახლა ფეხებზე ფრჩხილები რომ დაიჭრას,რაღაც უნდა მოხდეს,

page 28 / 87

Page 29: Amba Besarioni

Download book as pdf : 6225by lib.ge - http://www.lib.ge

ტანი რომ დაიბანოს,დღესასწაული უნდა დგებოდეს.

102.ნუ იტრიალებ ნურც სხვის ტანჯვაში,ნურც სხვის ზეიმში ნუ იტრიალებ.

103.ეს მე გამიმარჯოს, რომელმაცრამდენიც არ უნდა ვიყურო პირდაპირ,ყველაფერი მაინც მინათდება ზურგიდან.ამიტომაც ვერასდროს მივადგები იმ ნაპირს,ნაპირს, რომელიც თითქოსდა გულს უნდა...რომ არ იყოს ეს `თითქოს`,მაშინ, აუცილებლად, რამეს შევასკდებოდი,მაგრამ `თითქოს` მშველის.`თითქოს` ნაბიჯია, ან ნახევარნაბიჯი...რომ არ გადაიქცეს ნდომა სინამდვილედ.ნდომა საშინელი და გამტყუებელითვალისა გაღმეებში...რას ვხედავ პირდაპირ?.. წინასწარმეტყველებას,რომ რაც უფრო მკვიდრად შენდება სახლები,მით უფრო საშინელი ძალით დაინგრევა.შეერთდებიან ძველი მოძულენი,ძველი მტრები – ცეცხლი და წყალიდა ყველაფერს ერთიან ჩანთქავენ...და ჩემი ქოხიც, სულ ცალკე რომმეგონა მუდამ,მათ შეეწირება.

104.როცა შენს სახეს დაკარგავ,მაშინ იპოვნი სხვას.

105.ჯერ ქვეყნად არ გაჩენილა ისეთი წუმპე,კაცი შიგ არ ჩაწოლილიყო.ჩიხიდან უცებ ვერ გამოიმტვრევი,შეიძლება ხმაური და უნდობლობა გამოიწვიო.

106.კაცი საკუთარ თავს იმიტომ ვერ ხედავს,სხვებზე რომ აქვს თავისი აზრი.`მე` იწყება თავის თავის ვერშემჩნევიდან.

page 29 / 87

Page 30: Amba Besarioni

Download book as pdf : 6225by lib.ge - http://www.lib.ge

107.ეს ისეთი მშვენიერი რამაა,ბატონობდე შენს თავს, საგნებს, სურვილებსდა ტკბებოდე ჭვრეტით,თუ როგორ ჩამოდიან ისინი მაგიერს...

108.აი, რა ეშმაკობა შემიძლია გასწავლო,ტირილი რომ მოგეძალება:კბილი კბილს დააჭირედა ის, რამაც გული გატკინა,ენით სასას მაგრად მიისრისედა ასე გალიე და ნელნელა ნერწყვს ჩააყოლე...

109.შენი ფიქრები არის არეული, უაღვირო,უფორმო...მაგრამ დრო დადგება,როცა იმ ფიქრების უკუგებას იგრძნობ რეალურად,როცა შენი ფიქრები განსხეულდებიან(არა კოცნად და არა ვარდებად),სიტყვად იქცევიან, სილად ან ნაჯახად...შენი ფიქრები იქცევიან ცხოვრების წაგებად,დაცინვად, ღალატად და ფეხის წამოკვრად.როცა შენი ფიქრები სისხლად დაგდინდება,შერცხვენად გექცევა, ინსულტად, ინფარქტად...რადგან ასეა:ხეში შეპარული გაზაფხულიაღძრავს კვირტებს შემთბარ ტოტებზე,ტოტები კი ნაყოფებით დაფასდებიან.ნაყოფი კი ხისთვის არის ტოტების მსხვრევა,სიმძიმე, ტვირთი... და, რაც მთავარია,იმისი არ არის.ასე რომ, ნუ ფიქრობ. ერიდე ფიქრებს.

110.ის ბოთლი რა იქნა,გადადუღებელ წყალს რომ ვინახავდით?– მე გამოვცვალე.-ის რით დაიწუნე?-არაფრით, გასკდა.-აკი არ სკდებოდა!– რა ვიცი, პირველივე მდუღარე რომ მოხვდა,მაშინვე გაიპო. დაიღალა, ეტყობა.ყოველთვის, როცა მდუღარეს ვასხამდი,ვგრძნობდი, მხრები როგორ უვიწროვდებოდა,

page 30 / 87

Page 31: Amba Besarioni

Download book as pdf : 6225by lib.ge - http://www.lib.ge

როგორც ჩვენ ცხელ შხაპქვეშ.შეიძლება, ადამიანს ჰქონდეს ერთი თხოვნა?ოღონდ ჯოჯოხეთში მდუღარეს ნუ დამასხამენ,ამას ვიხვეწები...სოფლის აბანოში, ჩემს ბავშვობაში,სადაც ერთ შხაპზე სამი ჭუჭყიანი მაინც მოდიოდა,წყალქვეშ რომ ვდგებოდი სახეგასაპნული,სულ იმისი შიში მქონდა, არავის ჩაერტყაცივი დანა ცხელი სისხლისთვის...კიდევ ერთი – აბანოზე, რომ არ დამავიწყდეს,რომ არ დავუკარგო სამყაროს თავისიწამი, გადაგდებულ წამწამივით ძვირფასი:სოფლის აბანოში, სადაც ერთადერთისაშხაპე იყოდა ერთიც `ნომერი`,და სადაც ქალებიც და კაცებიც დარჩეულად,ცალ-ცალკე ისხდნენდა თავის რიგს პატიოსნად ელოდებოდნენ,კომისარი და მისი ცოლი მოვიდოდნენდა... `ნომერში` შებრძანდებოდნენ.და ეს მაშინ, როცა მომლოდინე ცოლ-ქმარიც კიცალ-ცალკე იჯდა.

111.საუბარია ეშმაკზე და ეშმაკეულზე.მაგრამ ჩვენ არ გვესმის, უფრო სწორად,დიდი ხანია, დაკარგული გვაქვსეშმაკის გაგება.საჭირო იყო ახალი სიტყვა და ისიც გამოჩნდა:ინტერესი!ყველა შეკრთება, გამოცოცხლდებადა... შემოგხედავს...ინტერესი...როგორც სიტყვა, დაწერილი ასომთავრულით,როგორც სიმართლე და დადასტურება,როგორც პირმშო სიტყვა ჩვენი დროის,ჩვენი ცხოვრების...ეშმაკი კი ისე დაბერდა,რომ ძლივს მიათრევს დამჭკნარ სხეულსაღმოსავლური აბანოსდაღვინებულორთქლიან ჰაერში,ვარსკვლავებიან იატაკზე მიაჩოჩებსუღონო ფეხებსდა პეშვად შეკრულ ხელების ხონჩითმიაქვს ოდესღაც მთელსაღმოსავლეთში სახელგანთქმული

page 31 / 87

Page 32: Amba Besarioni

Download book as pdf : 6225by lib.ge - http://www.lib.ge

და არაკივით მოარული თავისი ასო,ამჯერად ზედმეტი და გაუქმებული.პატარა ჩაჩუნა ეშმაკის სხეულში,რომელსაც არ გააჩნია მომავალი და... ინტერესი,ჩვენი სიტყვა, ახალი სიტყვა...რადგან სადაც არ არის ინტერესი,იქ არ არის პროგრესი,იქ არ არის აზრი და მომავალი.ხოლო:სადაც არის ინტერესი,იქ ახალგაზრდავდება ბებერი ეშმაკი.

112.წითელი ძაფი დასრიალებს თავებზე...წითელი ძაფი ათასნაირ თავებზე.ქუჩიდან მოფრენილი, ვინმესგან აწყვეტილი,დასრიალებს და არ უნდა ვინმეზე დაფრენა.არაფერი იზიდავს ამ ცარიელ თავებში,არც ამ თმიანებში, არც იმ უთმოებში,არც შეუღებავებში, არც შეღებილებში...დასრიალებს, ბოინობს ზიზღიანი ქორივით.

რიგი ყველაფრისა, რიგი არაფრისა,ყველგან ჩამძვრომია ამ ხალხის თვალებიდა ყველაფერია ამათი გონება...სახლში დაეტოვებინა კვნესა, აქ რომ კვნესის,უჯრაში ჩაეკეტა, ანდა ჩაერეცხა,ჩაეყოლებინა, გაეყოლებინა,სახლში დაეტოვებინა კვნესა, აქ რომ კვნესის...რიგი ყველაფრისა, რიგი არაფრისა,და რიგის ძაფებში გახლართული ხალხები..სახლში დაეტოვებინა კვნესა, აქ რომ კვნესის,რომ მოჰხადა სარქველი აქ თავის სატკივარს.და ყველას შეერყა თავისი შიგანი,შეირხნენ, შეტოკდნენ, შეირყნენ, შექანდნენ,ერთურთს მიეხალნენ, მიემხრნენ, მიეკვრნენდა მიეიდაყვნენ...თვალები, ყურები, ცხვირები, კბილები,ხელები, ჩანთები და ჩანთის შიგთავსი.სუყველა შეირხა. წიგნი ამბა ბესარიონისა`მე` ყველამ ამოთქვა,კინაღამ ამოუდუღდათ, რაც კი რამ უდუღდათდა ისევ დაყუჩდნენ, დალაგდნენ, დატყვევდნენ...ამ კაცს რაც კი რამა აქვს გულში და ჩანთაშიყველაფერი მოუჩანს,არც რაი იმალვის,იმ ქალის ჩანთა კი ღამესავით ბნელია:

page 32 / 87

Page 33: Amba Besarioni

Download book as pdf : 6225by lib.ge - http://www.lib.ge

რა აქვს, რა იშოვადა როცა იშოვა,რად მიჰკარგ-მოჰკარგა ჩანთაში ბნელურად.ისე ვნერვიულობ, ისე მაჟრიალებს,რომ ერთი სული მაქვს, კივილი დავიწყო,მაგრამ რაც ძალა მე კივილს მათმენინებს,იგივე მეორეს ხმას დააძვრევინებსდა ვგრძნობ, რომ სჯობია ყოველთვის ელოდო.ან იქნებ ეს ჩვენი ტანჯვა კი არ არის,მხიარულებაა, ამ ხალხგარეული...და თუკი ვიღაცა გიჟი მხიარულობს,ჩვენც ვიმხიარულოთ ერთურთის კეფაში.და რომ მოიხედავს წინა უკანასკენ,ყველა წინა უკანასკენ თავს რომ მოაბრუნებს,მაშინ ის წინნანი უკან დარჩებიან...მზე აქ თავებს აჩენს, ამხელს ყველა წვრილმანს,ყველა ბეწვს და ბუწუწს, ყველა ქუცს და მაქუცს.

113.ვნახე მქექველი, ნაგავს ქექავდადა, თითქოს ეპოვნოს, რაც დაექადნა,მარგალიტების მთელი აცმა არ გაახარებდა,პრობლემა ათასი არ დაახანებდა,ახლა კი სიხარულით სანაგვეში ჩაეყუდა,სადაც კვერცხით სავსე იდო დიდი ყუთი.კვერცხი კი მეზობელ მარკეტს გაულაყდა,ბევრი შემოზიდეს და არ გაუსაღდათ,გაუფრთხილდნენ მომხმარებელს და მარკეტის სახელსდა კვერცხს სანაგვეში გადაუძახეს.ამასობაში კი მქექველი სინჯავდა პროდუქტსა,გემოც მოსწონდა და სურნელმაც მონუსხა,და ჩქარად აწყობდა ჩანთაში საუნჯეს,შიშობდა, ვაითუ ვაგლახად დაურჩეს,რადგანაც სხვის კუთვნილ სანაგვეს ძარცვავდადა აკი არც გაუმართლეს ხრიკებმა ნაცადმა,რადგანაც გამოჩნდა მქექველი მეორე,და დასცხეს ერთმანეთს... ვინ ვის მოერევა,იარაღიც იხმარეს – გრძელი შამფურები,აივსო ქუჩა მადლიერ მაყურებლით,მომხვდურმა მიიღო ჩხვლეტები მიჯრითადა ბრძოლას შეეშვა, რა საქმე მისჭირდა.გამარჯვებული მენაგვე, ეროვნებით ქართველი,სანაგვეზე შემოჯდა, სახითა ნათელით,მამულის დამცველ გმირს თავსაც ადარებდა,ლაყე კვერცხები კი, ისე, რა, ახარებდა...და გაცხადდა არაკი მრავალჭირნახული:

page 33 / 87

Page 34: Amba Besarioni

Download book as pdf : 6225by lib.ge - http://www.lib.ge

მთავარია პოვნა და პოვნის სიხარული,მაგრამ უპირველესი მაინც არის მამული.

და თქვა ამბა ბესარიონმა: ვნახე, მე ეს. სხვა უარესიც მინახავს მე ჩემს ატლას-გზებზე, ვთქვათნაგვის მცირე ზვინთან მქექველი კაცისა და ძაღლის ორთაბრძოლა, როცა კაცმა ძაღლი არა მარტოგააქცია, გააგიჟა კიდევაც: მტვერში რომ გორავდნენ, კაცი ძაღლს კბილებით დააცხრა ქეჩოში დამაღლა შემართა, გააქანა-გამოაქანა და ტომარასავით მოისროლა ქუჩის სავალზე. ძაღლს ასეთირამ სიზმარშიაც არ წარმოედგინა, თავზარი დაეცა და ცხოვრების აზრიც კი შეეცვალა, გაიქცა,გაიქცა, შესაძლოა უნდოდა, რომ დედამიწას – სადაც ასეთი რამე არის შესაძლებელი – სულგამცდარიყო... დიახ, ვნახე მე ეს, მაგრამ ცუდი ისაა, რომ ეს ხალხმა ნახა.

114.მდიდარი თავის სიხარულით და ღარიბი თავისი ბრაზით, ორივენი გამოვიდნენ სხვადასხვაწერტილიდან. ერთი მანქანით და მეორე ბარგაკიდებული და ორივე აცდუნა თავისმა გრძნობამ.ერთს სიხარულმა გამოუდო ფეხი, მეორეს ბრაზმა და დასცა ორივე თავაყოლამა, რადგანერთმანეთს შეეყარნენ გადასასვლელთან, მდიდარი თავის სიხარულით, ღარიბი ბრაზით და ამგრძნობებს აყოლილებმა, ვერ მოასწრეს დამუხრუჭება და ერთურთს შეასკდნენ. ჭახო!.. მანქანამ...და გადავიდა მდიდარში ბრაზი და ღარიბში კი სიხარულმა დაისადგურა, რადგან იგრძნო, რომბოლოსდაბოლოს, მნიშვნელობა შეიძინა მისმა არსებამ და თან არც ისე იყო დამტვრეული.დღე იყო და ღამე არ იყო და ხევში ვერ გადააგდებდნენ.

115.კარგი წიგნი ხშირად გზადაკარგულსა და უმწეოს გტოვებს, მაშინ, როცა ცხოვრება – როგორეწოდოს მას `კარგი` ან `ცუდი`– ხშირად ფრთას გასხამს და გზას გიჩვენებს.

116.ერთ მშვენირ დღეს ჩვენ გავიგებთ სუყველა იმ ტკივილის გემოს, რომლისგანაც თავს ვიბრუნებდით.ერთ მშვენირ დღეს. მეგობრების, ნათესავების, მთელი ქვეყნის ტკივილის გემოს, რომლისგანაცთავს ვიბრუნებდით. ერთ მშვენიერ დღეს ჩვენ ყველაფრის გემოს გავიგებთ და ისე წავალთ. ასე არა,არა, არა!.. ისე წავალთ ერთ მშვენირ დღეს.

117.`შენ თვითონ`... არაფერია ამქვეყნად ისეთი, ადამიანი თვითონ რომ არ იყოს.რასაც გეტყვიან, ყველაფერზე უთხარ `შენ თვითონ,` არაფერია ისეთი, რომ `თვითონ` არ იყონ.

118.ძაღლი კაცის მეგობარია,განა ძაღლისა,კინაღამ დაახრჩო ქუჩის ძაღლმაძაღლი სახლისა.ისე დაძონძა მისი ტანი,მიწას აგლისა,რომ ირგვლივ ყველა გაახარა,გაახალისა.თანაც რომ ძაღლი იყო ერთილამაზ ქალისა

page 34 / 87

Page 35: Amba Besarioni

Download book as pdf : 6225by lib.ge - http://www.lib.ge

ქუჩას რომ თვალში ჩავარდნოდანაპერწკალისად..

119.მუნჯი მახარობელი

120.მათში მჟღავნდება ჩემი წესრიგი, ისინი ჩემი გაქვავებული ნერვები არიან, ზოგს ჭიქა ჰქვია, ზოგსკალამი, ზოგს საყვავილე... მე იმ სულელებს როდი ვეკუთვნი, ვინც ნერვიულობს `დაიგვიანა,` არც იმსულელებს, ვინც დილიდან დაღამებამდე ესაუბრება იგივეს ან სხვა ვიღაცეებს. ჩემი მეგობრებიესენი არიან, სხვამ არავინ არ ისურვა ჩემი წესრიგი.

121.პირველები იგებენ სვავები. ესაა მათი საკუთარი ნიჭი და ცოდვა... იმან, ვისაც თითებში ძალა ეყო დალომი დააღრჩო, ვერაფერს მოუხერხებს არქილოქეს ერთ მცირე ფრაგმენტს, მაჯაზეც რომ არშემოსწვდება. პირველები იგებენ სვავები და ეს არის მათი საკუთარი ნიჭი და ცოდვა.

122.ისევე, როგორც წყალია ჩვენში, ალბათ, ცეცხლიცაა. თუ ყოველი წერტილიდან იწმინდება აუგიანიკაცის სხეული, ჩვენი სულის გამწმენდი ცეცხლია.

123.რაღაც ნიჭია, რაც საზრდოა სიმღერისათვის და პოეტისთვის არას შემრგები

124.მე იმათი კი არ მშურს, თავის ცხვირწინ ვინც იფურთხება, ასეთი ხომ მე თვითონაც ვარ. მე იმისიმშურს, საკუთარ ფურთხს შურდულივით ვინც რომ მოიხმარს, ან გაწვრთნილი ჰყავს მიმინოსავით.

125.ცხოვრება გაიჟღინთა ლიტერატურული ირონიის შაბლონით, ცხოვრება აღარა ჰგავს ჭიანჭველებისბუდეს.

126.ადამიანი სულ ადვილად დაგეთანხმება, რომ ცოდვილია, მაგრამ ნაკლზე გიჟად გახდება.

127.ცხოვრება არ არის `წუთისოფელი`. ეს იცოდნენ მოგზაურებმა, რომელთა თვალებშიც ჩაძირული იყოუთვალავი ლანდშაფტი. განა ერთი ჩაძინებით იძინებდა ულისე? მის თვალებში იბუდებდნენსივრცეები, განთიადები, ნისლები, სვავები და ზღვის ფარდაგები.

128.წამოდგომა და ასადუღებლად შემოდგმულიჩაიდნის დახედვარა თქმა უნდა, სულ არ არის იმის ბადალი,რომ ღამის ფარდა გადასწიო

page 35 / 87

Page 36: Amba Besarioni

Download book as pdf : 6225by lib.ge - http://www.lib.ge

და სიბნელეში სცადო გარკვევა,ჩადგა თუ არა ქარიხშალი, რომ გაემგზავრო.ეს, რა თქმა უნდა, იმას უფრო ჰგავს,როცა დროს აჩქარებ, როცა ერეკებიდა არ იცი რატომ და რისთვის...რადგანაც დრო, რასაც არ უნდა ნიშნავდეს იგი,ყოველთვის ზურგით დგას.

129.მე წამოვდექი და წავედი,რათა მომენახა ერთი უცხო სიტყვის განმარტება,წიგნში რომ შემხვდა.გზად, უცნობიდან უცნობისაკენ,უცებ ჩემად გადავიქეცი.

130.ერთი აზრი ისე აბათილებს ხოლმე მეორეს,რომ ძნელია ტანზე ჯავშნად შემოიგრაგნო.მათი დენა არ არის რაიმეს ამვსები ნაკადი,რომ შეიძლებოდეს თავზედგომით თვალიერება...ისინი ჩნდებიან და იკარგებიან ჩვენივე არსშიდა მტკიცდება, რომ ადამიანშიარის ერთი სახელშეურქმეველი დარაჯი,რომელიც წონის მარტოდენ ნამდვილსდა ყველა სხვა დანარჩენისადმი ულმობელია...რაღაცა არის ადამიანში,რაც იბადება მასთან ერთად და არ იცვლება.

131.რომ შემეძლოს ისე ცქერა, ისე ყურება,რომ ჩვენს შორისო, სამყაროვ, ფრინველებო, ადამიანო,არ იყოს ჩემი ცხოვრების კვალი...

132.თავისი რიტმით ვერსად ცხოვრობს ადამიანი,თავის ღიმილით, თავის ბრაზითვერსად ვერ არის...ბაზრობაზე მიმავალი სოფლელი ქალიმდინარის პირას,ხიდის ძირში ფეხსაცმელის წმენდას შეუდგა.წყალს არ ამღვრევდა, არ აჩქამებდა,წყალობასავით იღებდა პეშვით და ამიტომაცმის ზედაპირზე თავის სახე გამოეცხადა.არც ერთ სარკეს არ უთქვამს მისთვისასეთი რამე:

page 36 / 87

Page 37: Amba Besarioni

Download book as pdf : 6225by lib.ge - http://www.lib.ge

ყველა სარკეში ის ხედავდა იმ წუთის სახეს,აქ კი თავისი მარადიული სახე იხილა –რაც იყო თურმე დაბადებამდედა რაც სიკვდილის შემდეგ იქნება.და ქალმა ამჯობინა, რომ წყალს გაჰყოლოდა.

133.რამდენჯერ მხოლოდ წამწამებით თუ დაძლეულაუფსკრულები ქალს და კაცს შორის...არა, კედელი ნამდვილად არგამოხატავს ჭეშმარიტებას,არც ორი კიდე, თუ სინონიმად არექნებათ სიცარიელე,როცა კედელი ჰქვია უფსკრულსყველა ორს და ყველა სამს შორის,ყველა საგანს და ყველა არსს შორის.განა კედელია ქალს და კაცს შორის,როცა ისინი ერთურთს ვერ უგებენ? სიცარიელე.ადამიანები თავთავიანთისიცარიელეებით ადგილდებიან,კედლებით ისინი ვერ იმოძრავებდნენ...განა შესძლებდნენ ალერსს, კედლები რომ ერტყათ?სიცარიელე. წიგნი ამბა ბესარიონისაამიტომაა ასე პლასტიკურიმათი სხეული,ხელ-ფეხის მოძრაობა ასე გამიზნული...ერთადერთი მტერი სიცარიელისა სიტყვაა მხოლოდდა ისიც ხან ბევრია ხან კიდევ ცოტა.

134.ჩემი სახე არის შემოღობილი სივრცეში ტილო,რომელზეც უნდა ხატონ და წერონ –უცხოებმა, უხამსებმა,შეტოლებულ-შეთვისებულებმა,ცამ, ხემ, მთვარემ, კაცმა და... ქალმა.მიყურებს მეჩემთან ჯდომა ედამსახურება,მიყურებს მე,მთელი ჩემი სახე იმის თვალებშიადა მძულს მეც ამიტომ.მინდა მოვიშორო და სიმართლეცმინდა რომ ვუთხრა,მაგრამ მეშინია, ვაითუ, ამ გულწრფელობამუფრო მეტად დამაკავშიროს.თვალს ხან მივლულავ, ხან გავახელ...ის კი მიყურებსუნუგეშოდ მიგდებულს საწოლზე

page 37 / 87

Page 38: Amba Besarioni

Download book as pdf : 6225by lib.ge - http://www.lib.ge

და რაკი არ მივიპატიჟე ჩემს `მკლავებში`გარდაცვლილად მხედავს.მე კი ვფიქრობ გულში, რომ საწოლი თუკი გეამა,მაშინ ქალი ზედმეტი არის.მიცვალებული... რომელმაც თავისი სიკვდილითრაღაცა ასცინცლა და გააწბილა,სულ იმედით რომ შესცქეროდა,რომ ეგონა, აი, ახლა, აი, ახლაო.და ამასობაში, აგერ არ წევს, მიცვალებულივით!ეს მე ვწევარ მიცვალებულივით,ამას კი თურმე იმედი ჰქონია...არაფერი არ მინდა ამისიდა არც იმისი, ვისი შეცვლაც ამას საწადია.

ადრე, თურმე თავს ვიტყუებდი,როცა მეგონა,რომ არაფერს მაკარგვინებდა ეს საათები,რომ ნულის ტოლი იყო ჩემი დანაკარგები –იჯდე შენთვის და უყურებდე, აი, ასე,მერე რა მოხდა...თან წრუპავდე, თან ჭორებს ისმენდე,ესწრებოდე ცხოვრებას შენს იქით დაშენს ფიქრებს იქით,თან სხეულის კონტურებზედაგდიოდნენ ქათინაურები,დაგდიოდნენ ფეხაკრეფით, მონურადდა თვალი ფარულად, რომ გულისკენ უჭირავთ,ამას არ ამჩნევდე...მაგრამ შენ ხომ იცოდი, მაგრამ შენ ხომგჯეროდა,და იჯექი მოგვურად, მხოლოდ კარგის მიმთვლელი.მხოლოდ ახლაღა ხვდები, ახლა, როცა შორსა ხარ,თუ იმისი ნართის გორგალივით თვალებითროგორ იწოვებოდა შენი ენერგია.მიდიოდი დაღლილი, იქვე გამოფიტული,გულუბრყვილოდ გიკვირდა შენი უილაჯობა,ის კი, ხარბად გავსილი გრძნობებით, ენერგიით,შენი ნერვების ძაფით დამრგვალებულ თვალებით,(როგორც ხარის ფაშვები...)იმდენად იყო სავსე შენი ძალით და სისხლით,რომ ერთსა და იმავე დროს ორივ საქმე შეეძლო:შეეჭამე კიდევაც და ეტირა კიდევაც.განა ოქროს ოქროზე ახურდავებ?ნახშირში ცვლი, იცოდე...შენი ღვინო, იმისი წყალი,შენი ჭრილობა, იმისი საფენი,

page 38 / 87

Page 39: Amba Besarioni

Download book as pdf : 6225by lib.ge - http://www.lib.ge

შენ ზიარჭურჭელივით იმღვრევი და წყალდებიდა აღარ გაგაჩნია არც სახე, არც სახელი.

135.ჩვეულებრივ, ადამიანი,როგორც კი თვალს გაახელს და ცხოვრებას იწყებსთავიდან, დაახლოებით ათ დარტყმას იღებს(გაუთვალისწინებელს).არც იმისი უნარი აქვს, რომ დაუკვირდეს,თორემ დილის რომელიღაც წამში ყოველთვის არისმთელი დღის განგაში.ამიტომაცაა,ალბათ, ხიფათი რომ არ უკვირს ხოლმე.

136.სუყველაფერი, რაც კი რამ მახსოვს,ყველა წამი ბეწვზე ეკიდა.ის დროც და ის წამიც კი, როდესაც თითქოსგარს სიმშვიდე ისადგურებდა,გამოჯავრება იყო მისი, მასთან თამაში,გზად შეყოვნება...როგორც ღილების შეკვრის წამი,არსადყოფნით არაფერს რომ არა მორჩილებ.სამაგიეროდ ყოველი შენი დაყოვნებაგულს უნდა ეზღოდა კიდევ თითებს,რომლებიც სულ უფრო ყოყმანით სცდებოდნენღილების შეკვრაში...რომ არ გათავდე,ყოველი მეორე განცდა უნდა გამოტოვო,ყოველ მეორე ფიქრს უნდა გადაევლოდა ფეხზე დადგედა... ღიმილი შეინარჩუნო.ო, ღიმილი, კაცთა შორის, სათნოებისა...მაგრამ ღიმილი მაინც ფეთქდება,ღიმილსა და პასუხს გააქვს შენგან შენი დროდა წამი კვლავ ბეწვზე ჰკიდია.

137.ხანდახან მარტო დარჩენა რომ გაბედნიერებსდა გგონია, რომ სიამით გამოსუტავიმის ყოველ წამსდა საქმედ აქცევდა დრო რომ გავა და გაირკვევა,რომ პალოზე დაბმულ ვირივითმხოლოდ შენს თავს უტრიალებდიდა ეს იყო ისეთი ტკბილი –

page 39 / 87

Page 40: Amba Besarioni

Download book as pdf : 6225by lib.ge - http://www.lib.ge

შენი თავის გარშემო ბრუნვა...

138.საქმე უნდა ეძიო ხალხში,სიმარტოვეში შენი თავით უნდა იუქმო.

139.ყველაფერს სჯობია, გასცე, გასცე და მიუხურო.

140.სიკვდილამდე გაეცი და იყავ გულმოწყალე,მაგრამ სიმშვიდე არ შეიმატო.

141.როგორ მახინჯდება საზოგადოება,როგორც კი ვიღაც გამოჩნდება ხოლმე.

142.სჩანს, სიავეს უფრო სუფთა გულით ჩაიდენს კაცი, ვიდრე სიკეთეს, ამიტომაა, ავს რომ მალავს დასიკეთეს კი გამოაჩენს.

143.პატიოსანი, `ჰო`– სა და `არა`– ს რომ გასცდება, დაბნეულია.

144.დუმილი ღმერთის სურვილია, სიტყვა კაცისა.

145.როგორ უყვართ ადამიანებს გამხელა, და როგორ ვოცნებობ მე საიდუმლოზე.

146.ვინც მდინარესთან ერთად მიცურავს,უფრო მეტს ნახავს,ვიდრე ის, ვინც აღმა მიაპობს.

147.ტრაგიზმი იმისა კი არა, რაც დაინგრა,ტრაგიზმი იმისა, რაც დგას.რადგანაც დანგრეულმა უკვე აღასრულათავის საწადელი.ტრაგიზმი მშობიარე ქალისა კი არა,ტრაგიზმი ნაყოფისა,რომელიც ბედის გზაზე შემდგარადა არაფრის შეცვლა უკვე არ შეუძლია.

148.

page 40 / 87

Page 41: Amba Besarioni

Download book as pdf : 6225by lib.ge - http://www.lib.ge

კვლავ ყურება ფანჯრიდან ოთახში,სადაც წეღან ვიმყოფებოდი,შესვლა კვლავ და გადაქცევა იმ ნაყურებლადდა კვლავ გამოსვლა და ყურება იმ მაყურებლის...რომელია რომლისგან რომელი?რომელია, რომ შევიდა დარომელი რომ გამოვიდა?..ბებერი კიტრი, მარტოდ შთენილი,შემოდგომის გადამწვარ მიწაზე,ყუნწდამშრალი, საზრდოს უკვე რომ აღარ იღებს,გასანთლულბაწარწაჭერილიდასაკოდი ულაყის მრგვალ ნაყოფებივით,სიცოცხლე რომ აღარ დაუდის...მზით სავსე და მზით მოხატული ბებერი კიტრი,უკვე საქონლისთვის მოღებულ ეზოში,სავსე მზით და სიცოცხლის მარცვლით,რომელიც ფეთქდება გაჯავრებულცხენის ფლოქვებქვეშ.

149.არის ერთი უწყვეტელი, მარადიული `არასოდეს`.ყველა დროს და ყველგან მყოფი.დაერქვას მას თუნდაც ტანჯვა, თუნდ სიხარული,თუნდაც დაიყოს საათებად, დროებად, წლებად,არსად არ არის, რასაც ჩვენგან შერქმეულისახელი ჰქვია...უწყვეტელი, მარადიული,ყველა დროს და ყველგან მყოფი `არასოდეს`,რომელსაც ვერ წაისწრებ, ვერ იხილავ დავერ გაიგებ...ვერც ფურთხით მისწვდები და ვერც შთაგონებით,არც თოფის სასროლზეა, არც ვარდის მიწვდაზე.

150.1991 წლის აგვისტოს ხუთში,შუაღამისას,მე დამაფრთხო ჩემი შიშველი სხეულის ხილვამ.როცა დასიცხული და გაოგნებული,რაღაც წინათგრძნობამ მძლავრად შემანჯღრიადა გამომაღვიძა.როცა შუქი ავანთე და მოულოდნელადმას გადავეყარე,უცნობის სხეულს.უცხო გვამი იდო ჩემი თვალების გასვწვრივ,ჩავარდნილი მუცლითა და გრძელი ბარკლებით,წარმოსახვით ახდენილი რაღაცა ხსოვნიდან,

page 41 / 87

Page 42: Amba Besarioni

Download book as pdf : 6225by lib.ge - http://www.lib.ge

რომელიღაც წიგნიდან, ფილმიდან, მორგიდან...არც კი ვიცოდი თუ რამ გამაშიშვლა,თვალებმა დაასწრეს ჩემს ტვინს გაღვიძებადა, აი, ვიხილე ჩემი მკვდარი სხეული,ისე კარგად მკვდარი, რომ ღირდა სიკვდილი...და ვიდრე მხოლოდ თვალები ვიყავი,სიძულვილით ვსვამდი საზიზღარ საწამლავსგონებისას, რომელსაც უნდა დავეხსენი.– ფუი, წავიხურე საჩქაროდ ზეწარი,თვალები დავხუჭე და ძილს მივეყრდენი,მაგრამ ჩემი საძინებლის ღია კარისაკენდაიწყეს მოდენა მახინჯმა ჩვენებებმა.წყალი დავლიე, ცარიელი ჭიქა ხელშიჩავიბღუჯედა ასე ვდარაჯობდი ჩემს თავს ძილ-ღვიძილში.

151.სუყველანი წყვილდებიან საკუთარინევროზის მიხედვით:თაფლი და ფუტკარი, ქალი და სარეცხი,გიჟი და რომანი...თუ დღეში ათი გვერდი დავწერე,მაშინ თვეში სამას გვერდს დავწერ.

152.უთვალავ გზებში ერთია ბედის,ის კაცს მიუძღვის ანდა მისდენის,უსიერ ტყეში, როგორც მეგზური...რა ვიცით ჩვენ სიკვდილის შესახებ?სიმარტოვეში, თბილ ბუხართან,როცა ვსხედვართ ერთ ჩვენ კუთვნილმიწის ნაჭერზე,ერთი ჩვენი ცხოვრების ძლივს გამტარებელნი,ერთი ჩვენი გამოცდილების ძლივსღა პატრონნი,რასაც ცოდნაც ზედ ემატება,ანუ ჩვენნაირ ერთმცოდნეთა გამოცდილება,და თუნდაც ყველა გამოცდილებაცერთად ჩვენში რომ ჩუხჩუხებდეს,ჩვენს ქონებას მაინც ვერას მოუმატებდადა ჩვენ კი მაინც,იმ ერთი გამოცდილების ძლივსღა პატრონნი,ვბედავთ და ვფიქრობთ იმ რაღაცა მარადიულზე,რომელიც ჩაუდენელ გმირობის მსგავსად,მუდამ ებრძვის ჩვენს მეხსიერებას..

page 42 / 87

Page 43: Amba Besarioni

Download book as pdf : 6225by lib.ge - http://www.lib.ge

და ზღვის ქაფიდან ამოიზრდებაახალგაზრდა ქალწულის ჩვენება.

153.არამატერიალური `ის`, სიმბოლოდ ქცეული,სიცოცხლის ბოლოს, ბოლო თვეში,ბოლო დღეებში,როცა შეჯამება და წყურვილი ნამდვილის თქმისარამედ კი არ წარმოდინდება,ჰაერში ხელის სავსავით მთავრდება,როცა უკვე ვერც ბოლო ქვას შესდებ კედელზედა ვერც ბოლო ნაყოფს მისწვდები,და სცენაზე უკვე სულ სხვა ვინმე გამოდის,სხვა სახით და აღკაზმულობით.

154.განა შეიძლება ქარის მიჩემება?განა შეიძლება თქვა `ჩემია` თოვლზე, წვიმაზე?ისინი ხომ მხოლოდ თავის თავს ეკუთვნიან.შვილმა დედაზე რომ შეიტყოს, რომ ისთვითონ არის,ვერ გაიზრდებოდა,რადგან სიყვარულის პირველი სიტყვა მუდამ`ჩემი` არის.ამიტომაა, ალბათ, ქარს რომ სხვა მეორე სიტყვაასე არ აბოროტებს.ეს კარგად იცოდნენ ძველი დროის მეზღვაურებმადა მაშინაც კი, როცა ქარი მიაქანებდათ,ჩუმად ხარობდნენ.ადამიანი თავის თავის `ჩემი` არ არის,ადამიანი არის `რაღაც` ქარში, წვიმაში,სიძულვილში, სიყვარულში,თავის თავის ტარებაში და მის ხარჯვაში.

155.განათება... წიგნი ამბა ბესარიონისანელი, მდორედა მძიმე-მძიმედ შენსკენ წამოსულინისლის შეგუბებადდა უცებ ჩქარა... ჩქარა შენი კარის გამღებიდა იქ დამამწყვდეველი, კარგამოხურულში,რომ იქ იტრიალოს სრულ განათებაში,როგორც უნაპირო, უფსკერო ზღვაში,სადაც რომ ფეხს ვერაფერს მოსდებდა ხელს ვერ ჩასჭიდებ,სადაც ფრთას ვერ გაშლი, მტვერს ვერ დააყენებ,

page 43 / 87

Page 44: Amba Besarioni

Download book as pdf : 6225by lib.ge - http://www.lib.ge

ჯეჯილს ვერ გათელავ...განათება, რომელიც სიბნელის ღამეა.არც მზე, არც მთვარე.

რა იქნებოდა,რომ არ იყოს ღამის ტეხვა თავისთავის უარყოფაში,რა იქნებოდა,რომ არ იყოს შემთხვევა და გადაწყდომა?ნუთუ მხოლოდ სარკე დარჩებოდა?(ნუთუ მხოლოდ სარკე არ იქნებოდა?)ჩვენ ერთგულნი ვართ ჩვენი თავისა,ჩვენ ვივიწყებთ იმას, რაშიც არ ვმეორდებით.იდეები და სახეები, რომლებზეც ფიქრობ,რომ სადღაცა გაქვს დაწერილი,მიდიან და მოდიან...ასე არ გვიყვარს თავის გამეორებაიმათ, ვინაც სულ ვმეორდებით.განა შეიძლება იდეისთვის ხელის შეხება,მათი ხილვა და მათი განცდა,როცა ადამიანის უმეტეს საქმეებშიარც გული და არც გონება არ ურევია.და აი, სწორედ აქ იბადება ერთი იდეა,რომლის პატრონიც ვიღაც მომავლის კაცი გახდება,რადგან აწმყოში გამოჩეკილი ყველა იდეა,ჩასახულია უსახელოდ გადაგებულ წინაპრისაგან.ამ იდეის არსი ისაა,რომ ადამიანს შეუძლია მხოლოდ თავის იმიტირება.არაფერში, რაშიც კი მას გადავაწყდებით,ის რაღაცა არ ურევია,და მაინც კი, როცა იგი სულელია და როცა ბრძენი,ცვალებადობაა ყველაზე მეტი ერთგულება ამ იდეისა.სიბრძნე ის არის, რაც უკვეა ამოკვეთილიდა რაც უკვე დროით იშლება,რადგან რაც იცი, შენი არ არის,ვიდრე ყველასი არ შეიქმნება.და ყველაზე ნამდვილი ფლობა თავის თავისაცვალებადობაა.

156.მე მივცურავდი მღვრიე წყლებშიგანა მხარულით და განა ნებით,უბრალოდ სხვა რამ იქ არ იყო,მარტოდენ წყალი,წყალი და წყალი...მე, მხვნელ-მთესველთა ნაშიერი,

page 44 / 87

Page 45: Amba Besarioni

Download book as pdf : 6225by lib.ge - http://www.lib.ge

მიწის გარდა არაფერი რომ არ მცნობია,ფეხის თითებით დავეძებდი ნახსოვარ მიწას...

157.სიბნელეში უფრო უკეთ იკვეთებაღამეც და მკვიდრიც.

158.ნუ გადასხვასაგნდები.განა შენ ხედ იქცევი ხოლმე, როცა ხეს უმზერ?აკი ხის გვერდით უფრო ნამდვილი ხარ...ადამიანებში კი იკარგები.იდაყვისას დაუთმობ და... შენ უკვეგელაპარაკებიან.

159.თუ მიუდგები ცხოვრებას,დაბადებ გულისგატეხვას,თუ მიუდგები ქალს, დაბადებ ძველ,დაბინდულ სარკეს,თუ მიუდგები შენს თავს, დაბადებ... ტყუპს,აი, ასეთ ცალ-ცალ ფეხსაცმელს.

160.სიმშვიდის პოვნა რომ შესაძლებელი ყოფილიყო,მე მას ვიპოვნიდი,მაგრამ ცხოვრებაბავშვის ლურსმნულივით ამოუცნობია.

161.დილაა, მინდა ბედნიერება!

აი, ყველაზე დამღუპველიკითხვა-სურვილი.განა ყოფნაარყოფნის კითხვა, ფრთებდალაგებული,ეს ციმციმი ნიავისა, ნამშეუმშრალდილის რტოებზე,ბარტყის ბუმბულზე, ველის ყვავილზე,ეს საყელოს გამხსნელი და ხელით შემრხევი,ეს მბიძგებელ-გამღვიძებელი... და რისთვის, რისკენ?..

162.როდესაც ამყუდროებ შენს სხეულს ლოგინში,რომელიც თავის მხრივთავშესაფარი გგონია სულისა,როდესაც იხურავ, ტანს ირგებ, ტრიალებ

page 45 / 87

Page 46: Amba Besarioni

Download book as pdf : 6225by lib.ge - http://www.lib.ge

და ხვდები, როგორ აწევს შენს სულს ეგ სხეული,რომელსაც გარედან ქვეყანა იძულებსდა შიგნით სული...ძალიან მონა და ძალიან თავისუფალი –როგორც ჰგვანან ისინი ერთმანეთს...ძაღლი, რომელიც გადაურჩა ქუჩის სიანცეს,ყველაზე მეტ სიყვარულს იწვევსდა თანაგრძნობას...და დალოცვილი ბოლო მოძრაობადა ბალიში უკვე შენია...მოეწყობი, თითქოს საუკუნო განსვენებისთვის,მაშინ როცა ყველა საგანი შენს გარშემო,გრძნობს, რომ მხოლოდ წუთით ისვენებ...ჩვენ, ერთმანეთის მაშინებლებიდა მარადის ერთგულები... ამ შიშის გამო.

163.ეტყობა ასეთი დაცემაა საჭირო,რომ განთავისუფლდედა ადამიანების ტყუილების ნაცვლადისმინო ბუნების...ო, როგორ მყლაპავები არიან კვირტები...ისინი მე შემახსენებენ საშინელ ზამთარსდა ჩემს ცხოვრებას.

164.ქვა, რომლითაც ველური თავისურთიერთობებს ამჟღავნებდადა სახელებს შეარქმევდა თავის სურვილებს,ჩვენ გვაქვს ყელში დღეს გაჩხერილიდა სუნთქვასთან ერთად ვატარებთ.ამიტომაც, სჯობს იყო წესიერი, ვიდრე ზნეობრივი.

165.პირველსაწყისი მოდელები არის ისეთი,სტიქიები, ვთქვათ, ქარი, წვიმა,მიწისძვრა, ყინვა, ზამთარები, გაზაფხულები,რომ ქვეყნად მშვიდობა არასოდეს ჩამოვარდება...ისინი ხომ მერეც, როცა გაქრებიან,კვლავ აგრძელებენ თავიანთ ყოფნასგულებში, რომლებიც ჩვენზეა მსტოვარიდა ტვინში, რომელიც უსარგებლოდაგრეთვე ჩვენია.

166.ის ხელი, სალმად რომ აფრიალდა,

page 46 / 87

Page 47: Amba Besarioni

Download book as pdf : 6225by lib.ge - http://www.lib.ge

მე არ მეკუთვნის,ჩემია ქარი, რომელსაც უნდა თვალი დავუხუჭო...ქალბატონ ენდო-მენდოს აივანზემტრედები სვავებივით დამსხდარან...ბოზი მტრედები.. ნოეს შემდეგ პენსიით ცხოვრობენ:მოყვასის სიყვარული საშუალოს ხვედრია...რას მოვითხოვ მე ჩემი ფეხებისგან?რომ იდგნენ მზადყოფნაში სახედრებივით.ჩემი თავისგან?დღესვე!დაუმთავრებელს დააკვდესშემოქმედი თუ დამთავრებულს,რა უმჯობეა?რას გვასწავლის ველურობაში გაზრდილი ვარდი?იმას, რომ სილამაზეც კი არაფერია,თუ არ შეასწორე.

167.სილამაზეს არ უყვარს ფეხის უკან წადგმა,გენიოსები დედის საშოში არ იღუპებიან.

168.მოვა ხოლმე დიდი, შავი კლდე-ყინული,შემოცურდება და ტანად მექცევადა მე, თხელი, მოცახცახე აბრეშუმისწყლის საფანელითაღვნიშნავ მხოლოდ მის პირქუშ კონტურებს...ეს არის დარდი, დარდის გარეპირი,რომელსაც შეუძლია აგრეთვე იციმციმოს.და რჩება ერთი:თავი დაუთმო გარემოებებს, მიენდო, მინებდე,ისინი რომ არა, შენი ცხოვრება ცარიელი იქნებოდა.ეს აზრი ღამის აზრი არის, ძილის გასაფრთხობი,როდესაც მთლიანად ჩემი მატერიალური `მე`,მთლიანად ჩემი ცხოველური არსება,აუღრინდება ჩემს სულს და მაშინ...ვცდილოდ გავიაზრო,როგორ უნდა ვიცხოვრო,ადამიანების მიხედვით თუ ჩემი თავის მიხედვით...

169.თითქოსდა დაგვიანებულმა მაყურებელმა,ფარდა გადასწიე და დაინახე:წვიმა!და თუმცა მხოლოდ მის ნაწილს შეესწარი,შენ იცი დასაწყისების შესახებ.

page 47 / 87

Page 48: Amba Besarioni

Download book as pdf : 6225by lib.ge - http://www.lib.ge

170.შენს გარშემო ტრიალებს სამყაროდა კაცს კი არ აგონდები,რადგანაც აქ,ყველასა აქვს ყველაფრის უფლება,იმის გარდა, ვისაც შეუძლია.შენ დაგიტოვეს ერთადერთი მხოლოდ უფლება:საღი სიბნელე, საღი ტანჯვა, საღი სიკვდილი...

171.სიტუაციები თვითონ მოდიან,უხერხულია მათი დასწრება...გენიალურობაზე მაღლა ჩვეულებრივობაიდგა ყოველთვის,თავისი ღობის დარაჯობა პატიოსნებისმწარე ხვედრია...თუ შექსპირის მთელი ნაწერები არისვიღაც ანონიმისა,ეს ყველა ანონიმის ღირსება როდია.თუ შექსპირი იყო თერძი ანდა მევახშე,ესეც არ არის იმათ ღირსებავინც მევახშე, ანდა თერძია.მენანება შექსპირი ასეთი რამეებისთვის..შექსპირი, რომელიც სამჯერ კინაღამ დაახრჩოსაკუთარით აღფროვანების ნერწყვმა.

172.ძველად მოქმედი პირები იყვნენ სულის ნიღბები,შენ გევალებოდა შენი სული სახეზე გხატვოდა,რა თქმა უნდა, დაფნის ჭალაც და ქვის გროვაცსუყველგან იყო.დღეს კი...რა სიხალისეა და რა სიამოვნება,და კიდევ რა შურისძიება...კალენდრის ფურცლის ჩამოხევა.ცოტა ადრეც კი, ვიდრე ახალი დღე დაიწყებოდესდა შემოგხედავდეს ძველი ფანჯრებიდან.

173.უნდა გეგონოს, რომ ზოგიერთი რამნამდვილად იცი.როგორც გიჟს ვერ ამოაცლი თავიდან სიგიჟეს.

174.მე ვიცი, რომ ქენჯნები ისეთი ადამიანებისსპორტია,

page 48 / 87

Page 49: Amba Besarioni

Download book as pdf : 6225by lib.ge - http://www.lib.ge

რომლებიც ვერასოდეს ეთხოვებიანქენჯნის მიზეზებს.

175.მე მინდა ცხოვრება უენო არსებებთან,რომელთა სიტყვაც ისე ღრმადაა დაფლული მიწაში,რომ როდესაც კვირტებად ამეტყველდებიან,შენსკენ კი არ უჭირავთ ბაგე,არამედ ღმერთისკენ.შენ კი მხოლოდ ის შეგიძლია,რომ უამრავ ავადმყოფობებიდან(რადგანაც ყველა ავადმყოფობიდანშენ დასძვრები ხოლმე მარტოდენ ცოცხალი)მხოლოდ ერთი, უკანასკნელი, მიუღძვნა ღმერთს...

176.ახალა რაც გინდა ისა ჰქმენ, ღმერთო,გინდ მომკალი და გინდ დამარჩინე,მე უკვე მოვრჩი ჩემს სიყვარულსდა ჩემს სურვილებს.

177.მზე რომ ჩავიდა, გზას გავუდექი.წყნარი არის ღამე ქალაქში,ჩუმად იზომებს დაღლილ-დაქანცულთ,რა დააკლდათ, რა მოემატათან რა დააკლდათ იმ მომატებით...მე კი ვტრიალებ, მე არ ვისვენებ,და როგორც მთვარე მერიდიანებს,ვიცვლი საწოლებს, ვბრუნავ ლოგინშიდა განთიადის ხმას ველოდები...რაღა ღამით გვეწვევა ხოლმეეს სულის ქენჯნა,კატის თათები რომა აქვს და ყორნის ნისკარტი...ცხოვრება კი ლოგინივითაა,ვინ საპყარივითაა მასზე მიჯაჭვული,ვინ თავისუფლად გაშლის და ალაგებსდა კიდევ, სად არის ისეთი რამ,გაზაფხულივით, ყველასთვის რომ იქცევა ხოლმე.

178.ბავშვს რომ დედის ძუძუს ჩრდილი დაეცემა.

179.ჩემია სახე, გული მძორისა...

page 49 / 87

Page 50: Amba Besarioni

Download book as pdf : 6225by lib.ge - http://www.lib.ge

180.რამდენი ხანია აქა ვარ და აქ არ ვყოფილვარ,რამდენ რამეს შევტოტებივარ,რამდენ რამეზე დამრჩა ფრჩხილები...ეს ცხოვრება და ეს ყველაფერი ხომ მე არა ვარდა ის არსებაც ხომ არა ვარ,ვისაც შეუძლია მიუხვიოს, მოუხვიოს,გაძვრეს გამოძვრეს,მე ხომ ისა ვარ, ვინც პირიქით, იმას ცდილობსრომ ყველაფერს შეეზარდოს და დაუზავდეს.

181.ჩვენ ვკითხულობთ ჩვენს ცხოვრებას, ჩვენს წიგნსვკითხულობთ.მივალთ, მივყვებით, რომელიც არ დაგვიწერიადა ვკრთებით, ღმერთო, ამოდენა კატასტროფები?!და მივყვებით და ვკითხულობთ კვლავჩვენს ცხოვრებას,რომელიც ჩვენ არასოდეს დაგვიწერია,და რაღაცა დანიშნულ გზას ვაბიჯებთ მხოლოდ...მაშ დაე, იმან დაასრულოს ჩვენში ყოველი,რაკი ყველაფერი წინასწარვე დაუწერია.

182.ჩვენ ამოსავლად გვაქვს აღებულისიბერე და არა დაბადება,მოხუცი და არა ბავშვი.ბავშვი გამოტოვებსთავის ზრდაში დაფრენაში სამყაროს,მოხუცი კი მას იზეპირებს...მაშ წამიყვანე, ღმერთო, შენთან უღირსი მონა,ცხოვრებისთვის ვისაც თავი არ ემეტებადა შენთვის კი ეცოტავება.

183.არ მიყვარს მოუტყუებადი ადამიანები...როდესაც მთვარე ფოთლებიდანდაბლა იყურება,ტირილი მინდება...

184.ო, ღამის სარკევ, შენ მოგაქვს ზიზღი,სიმახინჯე, ჩემი ცხოვრება.დღისით მენახვე, მომაშორე ეს ღამის სარკე.

page 50 / 87

Page 51: Amba Besarioni

Download book as pdf : 6225by lib.ge - http://www.lib.ge

185.ამ ცხოვრებას უნდა დიდი პატარა ჭკუა...

186.ყველა ოქრო მიწისკენ მიილტვის.

187.როგორ უნდა დაიხატოს ხე,რომ ის ხეც იყოს და ხეობის მატარებელიც...როგორ უნდა დაიხატოს შენი თავი?ო, თავო ჩემო მერმისისავ, თავო წარსულის...

188.ადამიანს, რომელსაც თავისი თავისორად გაყოფაც კი არ შეუძლია,რა უნდა მოსთხოვო...

189.როგორც თივადადებულ ურმიდან ცვარი,ერთი ნამცეციც ცოდვისა არ გადმოგვვარდება,ისე შევალთ საიქიოში .

190.მე მინდა ვიდგე შიშველი დაყველაფრისთვის მპასუხებელი:არც ჯვარი გულზე და არც სახელი,რადგანაც მახსოვს:ყველაზე ლამაზს, მე მეწერა მარტოს მეთია.

191.ნუ აღვიძებ!.. წიგნი ამბა ბესარიონისამძინარენი კი არ არიან,არამედ მკვდრები.

192.რომ ელოდო ნამდვილ სიხარულს-ამას კი არა, ზედაპირს რომ ქაფივით მოსდევს,ყოველდღიურ გადარჩენას რომ ზეიმობენ..იმას, რომელსაც ჯერ სახელი არც კი გვიქვიან.

193ეს სცენა, სცენა ცხოვრებისა... წაქცევის მნდომი...და მე სცენაზე.ისე რომ არც აზრი ვიცი და არც დასასრულიწარმოდგენისა, უთვალავი კამერის წინაშეუთვალავებს ვეთამაშები.და მინდა მითხრან თუ რა მელის

page 51 / 87

Page 52: Amba Besarioni

Download book as pdf : 6225by lib.ge - http://www.lib.ge

თუ რა იქნება,მაგრამ მაბრალებენ სულმოკლეობას...მინდა მითხრან დასასრულის შესახებ რამე,მაგრამ მეუბნებიან, საინტერესო აღარ იქნებაო...განა შეიძლება გაურკვევლისთვის ამდენი ლოდინიდა ცხოვრება დროის გასაყვანად?

194.ღმერთო, რა სამძიმო რამე არისსიკვდილის წინ სიცოცხლის ნარჩენი,ფარდა იგვიანებს... მზეც კი ერთი წუთით მეტიმოსაწყენი არის.სიცოცხლის ნარჩენი, ყელში გაჩხერილი,რომელიც გაიძულებს იხრიალო, იკრუნჩხო,სიცოცხლისთვის სამყოფი რომ არ არისდა სიკვდილისთვის სასაცილოა.

195.რა შორი რამე არის ცხოვრება,მიჰყვები და ვერ ეწევი,იყურები და ვერა ხედავ...ასე იციან დიდმა სინათლემ და დიდმა სიბნელემ.

196.თუ ჩემში არსებობს დიადი სამყაროსრაიმე ნიშანი,მაშინ არც გაქცევა და გარიდებააჩემი მოგონილიდა გამოდის, რომსამყაროსაც ვიღაცეები ჰყავს დაკარგული,რომლებსაც ეძებს, მაგრამ ვეღარ ცნობს,რადგან ყველა გამოვიცვალეთ...მე იმდენად გამოვიცვალე,რომ სიკვდილიც კი ვეღარაფრით შემიცვლის სახეს,რადგანაც მუდამ წარმოსახვა მყავდა მეგზურად

და, აი ჩემი დარიგებაახალგაზრდას,ან ჩემი როლის შემსრულებელსასი წლის შემდეგ:

ენდე შენს წარმოსახვას,სინამდვილე თვითონ დაემსგავსება.

197.როგორა ვართ გაბმულ-გახლართულ-დაბორკილები.

page 52 / 87

Page 53: Amba Besarioni

Download book as pdf : 6225by lib.ge - http://www.lib.ge

ბოლო შემოხედვა უცნობისა, ბოლო ხლართია...რითი შეიძლება თავის დაღწევასინამდვილის ბორკილებისგან?ლოთობა ცოდვაა, შენ რომ არაფერ შუაში ხარდა შენი ბრალი რომ არაფერია,თავის მოტყუება.ხოლო იმის ცდა, რომ რამე შეცვალოგულუბრყვილობა.და ვფიქრობ, რა მაკლია:ძალა, რომელიც ჩემს ხალხში არ არის.

III

ფიქრი ადამიანის განუყრელი თვისებაა, არაფერი ჰყავს მას უფრო ერთგული, თანმდევი დამოუშორებელი, მტერი და მოყვარე, ჩრდილი და ორეული, უცებ გადამჩეხავი და ხანგრძლივმჭამელი, მაღალი და მდაბალი და ა.შ... ანუ ყოველივე ის, რაც ადამიანია და მოიცავს მისთავგადასავალს.მაგრამ ფიქრიც არის და ფიქრიც: კაცთაგან გამოცდილია, რომ ფიქრმა ადამიანს შესაძლოადააჭარბოს კიდევაც, წამიერად "წარიღოს~, ან მოხდეს უარესი: შესაძლებელია, ადამიანის მთელიცხოვრება `ფუჭმა ფიქრებმა გალიოს~.ამიტომაც, ითვლება, რომ კარგია, როცა ადამიანის ფიქრი `საქმიანია~, შემოქმედებითი,ბოლოსდაბოლოს, საგნობრივი მაინც. მაგრამ ამათ გარეშეც ფიქრობს ადამიანი და მისთვის ისწამები უფრო შემაშფოთებელია, როცა `არ ფიქრობს~, როცა შეამჩნევს, რომ `არ ფიქრობდა~,რადგანაც არ იცის, იმ წამებში სად იყო, ვის ეკუთვნოდა, ცოცხალი იყო თუ მკვდარი. მასსულგრძელად ურჩევნია თავს მოუბოდიშოს `სისულელეს ვფიქრობდიო~, ვიდრე აღმოაჩინოს, რომ`არ ფიქრობდა~.ამიტომაც ხშირად `უაზროდაც~ ფიქრობს, ფიქრობს რათა `გაერთოს~ – ესენი, ასე ვთქვათ,`ურუბრიკო ფიქრებია~, როცა ადამიანის ფიქრს წარმმართველი არა ჰყავს, როცა უბატონოა,უსაგნოა და დაუკონკრეტებელი.ზღვარი `უაზრო~ და `აზრიან~ ფიქრებს შორის მოუხელთებელია, ისევე როგორც ქარს არა აქვსსაზღვარი და ვერც ვერავინ შეძლებს მის ერთ ადგილზე კალთით დაბმას.ადამიანი იღვიძებს ან ფიქრთან ერთად, ან ფიქრისთვის და თუ არ აგრძელებს წინა დღის ან წინაღამის `რუბრიკას~, თუ მისი თავმოყვარე `მე~ არ ისურვებს გატკეპნილი გზით ფიქრს, მაშინ იგიქარს ემსგავსება და იწყებს თხზვას, რადგანაც მნიშვნელოვანია, რომ გაიღვიძა ჩვენმა წინაპარმა კი

page 53 / 87

Page 54: Amba Besarioni

Download book as pdf : 6225by lib.ge - http://www.lib.ge

არა, არამედ დღევანდელმა `ჰომო იმაგინანს~-მა. (იმაგინანს – მთხზველი, წარმომსახველი).რადგანაც ადამიანი განუწყვეტლივ თხზავს, და ღმერთისგან ბოძებული უნარით ამ თხზვაშივერეალიზდება, ამ თხზვით განქარდება, გაუვნებელდება, აშენდება და გამშვენიერდება და ისიცღვთისგანაა, რომ ჯერ ვერვინ შესძლო ამ ქვეყნის ისე აშენება და დანგრევა, როგორც ფიქრსა დათხზვაში. მაშ, გაუმარჯოს ფუჭ და უაზრო ფიქრებს?.. ჯერ ოდითგან რამდენჯერ გადაურჩენიათკაცთა მოდგმა და მით უფრო დღეს, მეორადი გადამუშავებისა და მეორადი მოხმარების ეპოქაში,როცა მეტი შანსი აქვთ, ლიტერატურული ტექსტებისა და მხატვრული თავშექცევის საბადოდ იქცნენ...გაუმარჯოს თხზვას!.. იმიტომ, რომ ადამიანი განუწყვეტლივ თხზავს, იმიტომ, რომ ყველა თხზავს –დიდი, პატარა, გლეხი, მწერალი, ყველა, ვისაც ეკითხება – თუ არ ეკითხება – ადამიანი არისმექანიზმი თხზვისა და მხოლოდ რაიმე ასკეზაში ყოფნის ჟამს შეუძლია სძლიოს ფიქრს.განუწყვეტელი ლოცვა, განუწყვეტელი შემოქმედებითი ასკეზა ხომ ფიქრთან ბრძოლაა, `ფუჭფიქრებთან~ ბრძოლა. ლოცვა არწივივით ერეკება `ფუჭ ფიქრებს~, ასკეზა არ აკარებს ყვავ-ყორნებსხევში ჩაგორებულ მებრძოლის სხეულს.ზღვარდაუდებელ ფიქრსა და თხზვას ადამიანი `აწესრიგებს~, ან `აღემატება~ რელიგიური დაშემოქმედებითი ასკეზით, ფსიქო-ნერვიული მდგომარეობით. ასეთ დროს ადამიანი ჩაერთვებასაკუთარ ფიქრს და წარმართავს, კალაპოტში აქცევს მას.იგი თხზავს აბსურდს, აბამს ქსელებს და ასე იქნებოდა უსასრულოდ, სადღაც გზაში ღმერთი რომ არწამოეწეოდეს... და ის აჰყვება მის ხელს, წამოდგება, გაწბილებული თავის უაზრო შრომით,გამოერკვევა, კვლავ `ადამიანად~ იქცევა, იწყებს ფიქრს ღმერთზე, სინდისზე, სიყვარულზე –უძნელეს სამებაზე... და ნელი-ნელ, შეუმჩნევლად ქვემოთ ცურდება: ლექსზე, ქალზე, ცხოვრებაზე,ყოფაზე, საგნებზე, ინტრიგებზე... და, თვითონაც რომ არ იცის, ხელში ისევ უპყრია ძაფი...ძაფი, ფიქრისა და თხზვის უსასრულო ძაფი, ძაფი, რომელსაც ადამიანი კვლავ ლაბირინთისკენმიჰყავს. და ისიც ისევ თავმიცემული აბამს ქსელებს, იკლავს ჟინს და იხარჯება, აშენებს დაანგრევს...მას არ უყვარს, როდესაც მის ფიქრში შეაღწევენ და თუკი ნაფიქრს უზიარებს სხვებს, მხოლოდფურცელს თხზულებიდან, მხოლოდ გასაგებს, მხოლოდ კონკრეტულს – როგორც დიდი მინდვრიდანერთი ყვავილი ანდა თუნდაც თაიგული აიღო.და, მართლაც, არც საიდუმლო რომ არ ერიოს და არც სამარცხვინო, ადამიანს არ უყვარს, როდესაცმის ფიქრში შეღწევას ცდილობენ. წიგნი ამბა ბესარიონისადა შესაძლოა, ეს ერთი საიდუმლოღადარჩა ადამიანს და მისი დაკარგვა კატასტროფის ტოლფასი იქნება, რადგანაც ფიქრი, იმის გარდა,რომ რეალობას სძენს ადამიანს, ისაა მისი თხზვისა და თამაშის უსასრულო გზა, მისი სამოღვაწეოსცენა და უაზრო წიგნი, `წიგნი თავისთვის და არავისთვის~.მას შემდეგ, რაც ადამიანს საკუთარი ფიქრები ღმერთის კარნახში აღარ ერევა, როცა გადააწყდაცხოვრებას, სადაც ყველაფერი სიძლიერეს მიელტვის და ყველა ფორმა სისრულეს დასრულყოფილებას ლამობს, ადამიანმა აღარ იკმარა ფიქრის თავშესაფარი და როგორც ანტიენერგიასიძლიერის უაღრესი გამოხატვისა, თხზვა იწყო საკუთარი განდგომილი წიგნისა, რომელსაც ყოველნაბიჯზე წერს, ხოლო ყოველ მეორე ნაბიჯზე შლის და ამგვარად, ისეთი, როგორიც თვითონ სურს,მიაბიჯებს ცხოვრების სცენა-გზაზე, ობოლი `ჰომო იმაგინანსი~ და იცის, რომ როგორც კი რაიმეშეაღწევს მის ფიქრში, უმალ არარაობად იქცევა. და რა არის ამ ქვეყნად ისეთი, რასაც ეს არსწადდეს?თხზვა და ფიქრი რომ აირევა, ზღვარი რომ წაიშლება მათ შორის, მაშინაა, თავის ფიქრებს ადამიანიაბდაუბდას და სისულელეს რომ ეძახის. მაგრამ რა დაემართება ადამიანს, მხოლოდ საქმეზე ფიქრირომ მიუსაჯო?.. – რაზე ფიქრობ, ბიჭოო, მეტყოდნენ მე, ბავშვობაში, და ასკვნიდნენ თვითონვე: არაფიქრობ შენ იმაზე, რაზეც უნდა ფიქრობდეო.და მინდა თავი დავიმშვიდო, რომ საქმიანი ფიქრი საქმესთან ერთად მთავრდება, თავისუფალი კიმარად ჰგიეს, რომ არეული, უსაგნო,აბდაუბდა, სულელური ფიქრები ისეთივე ადამიანურია და, მათ

page 54 / 87

Page 55: Amba Besarioni

Download book as pdf : 6225by lib.ge - http://www.lib.ge

გარეშე, შესაძლოა, ადამიანი ერთ რომელიმე `ჭეშმარიტ~ აზრზე აფეთქებულიყო.იმდენი საქმე არ არის ამ ცის ქვეშ და იმდენი შემოქმედებითი მიღწევაც შეუძლებელია, რომ`სულელური~ ფიქრები სანაგვეზე გადაიყაროს. ისინი ადამიანისთვის `აუცილებელია~, სხვანაირად`თხზვა~ არასრულყოფილი ნაერთი იქნებოდა.ჩიტია კიდევ ერთი – წანწკატა! სულ დახტის, დახტის, ხიდან ბუჩქზე, ბუჩქიდან სახურავზე, არაფერსგაუშვებს... და რაკი ასე გამორჩეულად მოძრავია, შესაძლოა ფიქრიც გეგონოს შესადარებლად,თითქოს ფიქრსაც მსგავსი ქორეოგრაფიული ნახაზი გააჩნდეს, მაგრამ ეს შეცდომა იმის ბრალიარის, რომ ფიქრის საზომი – ცდომილებაა, ცდომილება, რომლითაც მიითვლება ვარაუდები. დადღევანდელი აზროვნების თავისებურებაც ხომ ისაა, რომ იგი არასოდეს გეუბნება `ეს ასე არის~.იგი იწყება და თავდება ვარაუდით.ვარაუდი შემოქმედებაა, კატეგორიული აზრი კი შემოქმედებითი პერსპექტივის დასასრულის(ფ)აქტი. მსგავსი იმისა, როგორც ადამიანებს აქვთ სურვილი, ზეპირად იცოდნენ თავიანთიმომავალი ცხოვრება (ჯერ ერთი კვირა, მერე ერთი თვე, ბოლოს მთელი ცხოვრება) და ფინალსღაირჩევენ.ვარაუდი კეთილშობილური ფორმაა ცნობიერებისა და მეც მას ვამჯობინებ, მაგრამ აკვიატება,ახირება, აჩემება, ისეთი შემოქმედებითი თვისებებია, რომელთაც ეს ვარაუდი სცენაზე გამოჰყავთ.ბავშვს დაუკვირდით: თუმცა იგი განუწყვეტელ ვარაუდებშია, მაგრამ სასტიკი ახირებები იცის.ახირება რომ არ ყოფილიყო, დონ-კიხოტის ვარაუდები დარჩებოდა მისსავე ფიქრებში დაკაცობრიობა ამით მრავალ გემოს დაჰკარგავდა. თუ ადამიანს არ შეუძლია აიჩემოს რაიმე, ისთავისი ვარაუდებით ვერ ისარგებლებს, სახეს ვერ მისცემს აზრს და საქმედაც ვერ აქცევს.თვალისგახელიდან – დაძინებამდე, რასაც დასაწყისი არა აქვს, რასაც არა აქვს დასასრული, რაც არიამბება, რასაც არ გააჩნია ხორცშესხმისა და შესრულების სურვილი... მდინარე მიდის, ადამიანიფიქრობს. მდინარეს ჩაუხერგავენ გზას, აიძულებენ, რაღაც აკეთოს, გადაუხვიოს, რაღაც ხიდქვეშგაძვრეს, რაღაც კალაპოტში მოექცეს, ვიღაცას და რაღაცას შეუერთდეს... ადამიანი ფიქრობს,ადამიანი თხზავს, ქსოვს აბსურდს, აგებს ლაბირინთებს... ადამიანი აშენებს პირამიდებს,ცათამბჯენებს, ზღვის და ცის ხომალდებს, მაგრამ არავის და არაფერს ემსგავსება, არც ქვად იქცა,არც ფრინველად, იგი რჩება ადამიანად, ფიქრობს და თხზავს, თამაშობს და წერს (კარგმა წიგნებმა,დაე, დაისვენონ!), წერს საკუთარ უაზრო, უსასრულო წიგნს, რომელიც ყოველ გვერდზე მთავრდებადა ისევ იწყება.

198.და თქვა ბესიკ – ბესარიონმაოჰ, მე ამისი!..და რაღაცაზე წამოვარდათუ ფიქრს აუხტა,ეს აღარ იცის.

კაცი სადაც დაიბადებაიქ უნდა მოკვდეს.

ესაა სამშობლო და არა მიწა,ესაა სახლი და არა ადგილი,ესაა სურვილი და არა ჩვევა...

დიდებისთვის გარეთ გასულიშინისაკენ გზას ვერ იპოვნის,

page 55 / 87

Page 56: Amba Besarioni

Download book as pdf : 6225by lib.ge - http://www.lib.ge

და გაბედული ნაბიჯის გადადგმას რომეპირებოდა,კვლავ წრეზე აღმოჩნდა.

და დადგა და ფიქრი დაიწყო,აქტიორივით,სპეკტაკლის ბოლოს რომ მისცემიადრო დუმილისა და ფიქრისათვის,სარკის წინ რომ სახეს იბრუნებსდა იმის მიხედვით, რა გრძნობებიჩამდგარა მასში –პარიკს იშორებს, გრიმს იცილებს,წვერ-ულვაშს იცლის...ესეც მიადგა ტანსაცმელის საკიდებელსდა ძველი პალტო,ლამის კოჭებს რომ უფარავდაზედ ჩამოკიდა,ძველი შლაპა, ფართოდ თავზე რომ ეხურა,საკიდებლის შიგნით შემალადა, მასუკან, განიბანა, გაიპარსა, ტანთ შეიმოსა,დაიბრუნა ძველი პროფილი,ხან არწივისას რომ ჰგავს ხოლმედა ხან კუბოს სახურავისას,მოიხარა, მოიკაკვა, გაუჭკოვდა, გაუნიათდადა რა ემსგავსა თავის ხალხს და თავის ქვეყანას,პირს გაირჭო ასტრა-ომეგა,გრძელი რამე სიგარეტი,ძაღლებსაც რომ მოუგერიებდა,ხელები ჯიბეს შეაფარა,ამოიცვა ფეხთ ისევ გზა –ხამლი, კვლავაც გაუცვეთელიდა მიდის და საბრალისად მილაპარაკობს.

დაჯილდოებული მუდამ ლმობიერებასა და სისასტიკეს შორის დაიარება.

– რად ეგრე, ბიჭო ბესარიონ! – დაუძახა დედამ ზეციდან –მხრებში გასწორდი, გაიშალე, გაიმართეო!– რასღა გავსწორდე – აუღრინა ამანაც ცას –სამოცი წლისა რაღას უნდა გავეშალოო.

ამ სიტყვებზე ჩამოქუხა უფრო ზეცამა:– სამოცის კი არა,სამი წლისაც არა ხარ შენ,არა თუ სამი დღისდაჯერაც არ გამიჩენიხარ!

page 56 / 87

Page 57: Amba Besarioni

Download book as pdf : 6225by lib.ge - http://www.lib.ge

და აღიბეჭდა ეს სიტყვები გულშიბესიკ-ბესარიონმა.როგორც სასჯელი, უღელივით თავსრომ მოგიდრეკსდა თავსსიცილმა თუმცკი მწარედ გაუსვა ბრჭყალი,მაინც იფიქრა:მიწას მკვდარი ვერ ასცდება, დიდებას პოეტი.ჯერ კიდევ დროა, დავიწყო ანბანით.

ჯერ კიდევ დროა დავიწყო იმით, რაც გამოვტოვე,რასაც სწავლობენ ბავშვობაში –სამისანი, ათისანი და ოცისანი...და არ აოცებთ ეს ცხოვრებადა გვერდის ავლაც კარგად იციან...

ჯერ კიდევ დროა, დავიწყო ანბანითდა სკამზე ჯდომაც, დროა, ვისწავლო,რომ არაფერი შემარხევდესარ დამძრავდეს – გამახარებდეს,ყურს არ მომჭრიდესფანჯრებს იქით ქვეყანაც და სულის ქვეყანაც,ნდომათა ქვეყანა,წყალობათა, ღიმილთა და წარმავლობათა...დავმკვიდრდე, დავმაგრდე, დავქვავდე, დავშავდედა დრომ ზედ მათოვოს თავისი წყალობა,გზამ კი თავი მომცეს დაუნანებლადა...

ჯერ კიდევ დროა დავიწყო ანბანით.

`საამაყოს კი ნუ ეძებ, თავი დაიმდაბლედა თუკი საქმე შენი ნამდვილი არის,ეშმაკიც კი შენთვის ეცდება`.

და დუმილი მოსთხოვა გულმა,რადგან იგრძნო, რომ ციდან ხმაც ჩამოიცილადა მიახალა გაღმა ხის ყუნჭს ასტრა-ომეგა –გრძელი რამე სიგარეტი,ძაღლებსაც რომ უგერიებდადაფიქრად შედგა.

რადგან ფიქრი და დუმილი თუ არ შეუღლდაისე სიტყვა ვერ დაიბადება,

199.შენც აფიქრდი?!

page 57 / 87

Page 58: Amba Besarioni

Download book as pdf : 6225by lib.ge - http://www.lib.ge

200.– აჰა, მიიღე, ჩემო ბავშვობავ,გიგზავნი ამ ცხელი რძის ყლუპებს!სხვითი რითი გადაგიხადო,(მე შენ გეტყვი და, მოგწვდები და,შეგიმშრალებ ცრემლიან უპეს)ჩემო ერთადერთფოტოიანო,თაფლიანო, კარაქიანო,(ან ყინულებში გამლხვალ რუზე გადაგასკუპებ),კომშის, მაყვლის, შინდის,კაკლის მურაბიანო,ეჭვიანო, ფრთხილო, მზიანო,ფეხშიშველაო...ნუ გეშინია,გარყვნასა და ბებერ ტვინს მე არ ვმორჩილდები,ისევ მას ვმონებ,რასაც შენში ღმერთი მმონებდა(გაზრდამ ნეტავ რა გვიშველაო),ცხელ რძესა ვსვამ, ყლუპ-ყლუპებით, ამ წუთებშიაც,მაყვლის მურაბით,კარაქიან თონის პურითა,წესს გიყენებ შენ, ამგვარად,ჩემის ჭკვა-ფიქრით,სამხვეწროს გწირავ,ვით წინაპარს და გმირ მოყმესა(ბებოჩვენი რომ ხატის ყორეს ჩოქვით უვლიდა)...ჩემო გუდავ ტყუილებისა, მსახიობო შარა-გზისაო,გაქცეულო, მობრუნებულო,შენზე დამტვრეულ ჯოხებს ახლა დაფნებად ვიმკიდა სულ ვცდილობ, უტყუილო წიგნად განვავრცო,მზით გამშრალო, ქარით ნავარცხნო,დედის მეხრევ, მოტრიალევ დღედაღამესახლის დარაჯად,ოხერო ბიჭო, ვის დასტყუეჯარისკაცის გრძელი ფარაჯა,ბესო-ბესიკ-ბესარიონო!მკვდარს სამარეში იგულებენ,ბავშვობას კი მოგონებებში,შენ სადა ხარ, სად გინახულო,შენც მკვდარი ხარ დედაჩემივით –ერთად ხართ და კალთას უზიხარ,თუ სადმე ჩემს გულში, ტვინში,ანდა უჯრედშიანთიხარ და მემეგზურები?ვეჭვ, რადგან ერთი თმის ღერითაცკი არა მგავხარ.

page 58 / 87

Page 59: Amba Besarioni

Download book as pdf : 6225by lib.ge - http://www.lib.ge

ჩემო ჭკვიანო,მზის ამომსვენ-ჩამსვენებელო,ჩემო ამბა-ბესარიონო,ნუ მიყურებ ეგრე თვალებჩაციებული –რომ არ უნდა შეგარცხვინო,რომ მაგრა ვიყო,შავო, შავო, თეთრ-მარცვალაკბილებითა სახემცინარო!ხიჭვთა, ეკალთა უშიშარო,კოჭ-ლამაზო, ტერფ-აზრიანო,უბნის გამრიგევ,არა ჩქარო, არა გვიანო,ლაზღანდარაო...სადმე რომ შეგხვდე, ღმერთო, როგორ გავიყინები!ჩემო ჩვილო და მაგარო,ასსახიანო,ავანტიურა, რომელიც ჩვენ წამოვიწყეთ,ცხოვრება აღმოჩნდა.

202.დედის ხმა ბნელში.გარდასული ხმა ამ წუთში, აქ, სადაც ვარ,სადაც მაკლია.სამყაროდან მომდინარე და დედაჩემ-გამოვლილიდილის სიბნელეში.ვწევარ დედაჩემის ნასაწოლარზე თუნადედაჩემარ საწოლზე თუნადედაჩემარ ჰაერში გაურკვევლად დავბორიალობ,როცა ჯერ კიდევ არ იცი, თუ რას დაარქმევშენს ირგვლივ საგნებსდა შენი თავი შეგყავს სხეულშიდა იპყრობ ჰაერს,თორემ საგნებს თვითონ უპყრიხარ,თვითონ იციან თავის ფასი, თავის ადგილიდა საიდან რასა ჰგვანან, ისიც იციან...და მაინც კი, შუქს რომ აანთებდა ცხოვრებას რომ დაიწყებ გინდათუარა,დედის ხმა გესმის:

`ეს შენა ხარ?`

`მე გახლავარ, როგორც გუშინ, როგორც გუშინწინ,მე გახლავარ, გინდათუარა`.

კრთები უცებ, როგორც გუშინ, როგორც გუშინწინ

page 59 / 87

Page 60: Amba Besarioni

Download book as pdf : 6225by lib.ge - http://www.lib.ge

და ისეთ რამეს ეუბნები,რაზეც სხვა დროს კრინტს არ დასძრავდი:

~ეტყობა, ამ სახლს ვერ ველევი,ძალა არ მყოფნის,ძალა, რომელიც შენ დამაკელ ჩემს გაჩენისას.არ გეწყინოს,იმას ხომ არ გსაყვედურობ,ფრთები რატომ დამაკელ-მეთქი!ფრთები... წიგნი ამბა ბესარიონისაფრთები... უაზრობაა,რამდენ რამეს გამოედები..."

ნელ-ნელ ვფხიზლდები,ნელ-ნელ ვდგებიწინასწარი ცოდნითა და ისამეებით...

`მე შენ დაგბადე ჯანსაღი და სრულიად საღი.``მაშინ, ეტყობა, ჩასახვისას არ გიხაროდა.`

მეტისმეტი მომივიდა და ახლა ვცდილობ,ამ სახიფათო საუბარს რომ განზე გავუდგე:`მე ამჟამად სულ სხვა რამე მაინტერესებს(ისევ ვირჩევ გაცვეთილ თემას):შენ ეს მითხარი,რატომ ტოვებ სახლის კარს ღიად?მე დავკეტავ, შენ გააღებ,და ასე შემდეგ`.`კარი რას გიშველის, თუკი გულიგაქვს გაგდებული!მე სხვაგან ვარ, ჰოდა მისმინე:~

203.მიწაში ჩამალულისაც კი უნდა გეშინოდეს, გახსოვდეს ეს, როგორც დედის ანდერძი – მაშინაც კი,როცა ბავშვს ეფერები – მე არაფერი მაბრიყვებს ისე, რო თავი მშვიდად ვიგრძნო – ჩვენ ასჯერ უნდავიტყუებოდეთ, ათასჯერ. გიჟი ძროხა ჰო-დედოობით იწველება,მოიტყუე, მოიტყუე, ადამიანებიძალიან საშიშნი არიან. ხალხი მათშივე უნდა გარდაქმნა, სიტყვით, საქმით, მოხერხებით.

204.თან სურვილის ნერწყვი ახრჩობს სუყველას ჩემი,თან დორბლი სდის სიძულვილისა.

205.ყველაფერი, რაც ჩემს თავს არის დადგენილი, იმიტომაა, რომ არც მე ჩავთვალო ვინმე მეგობრად დაარც სხვამ იფიქროს – მეგობარიაო.

206.

page 60 / 87

Page 61: Amba Besarioni

Download book as pdf : 6225by lib.ge - http://www.lib.ge

ვისაც ეჩვენება, რომ ბევრია კარგი, ან თავის თავში ვერ იყურება, ან გარეთ ვერ ხედავს.

207.– შიო იყო, გეფიცები, შიო მურვანიძე, მერსედესში რომ ჯდებოდა, `ძალიან ჰგავდა` და`ზედგამოჭრილი` შიო კი არა, შიო იყო მურვანიძე, ნამდვილი შიო!.. შიო დურაკი, ჩემი ძმა დამეგობარი, დიდი ხანი რომ არ მენახა...– ბიჭო, შიო – დავუყვირე – რადგან უკვე დაძვრას ლამობდა, თუმც მობილური სწორედ მაშინშეეხმიანა, მაგრამ ამან ვერ შეაყოვნა, იმისავით მიიკრა ლოყაზე და მეც გავქანდი, ავცდი-გავცდიმანქანებსა და ყველაფერს და მივასკდი შიოს მანქანას და ის იყო უნდა შემეცინა და შემეკრიჭა,შემომხედა იმანაც და...შიო იყო, გეფიცებით, მაგრამ მშვიდი იყო, მამაძაღლი და გასერიოზულებული და ამდენად არ იყოშიო...

208.პოეტი განუწყვეტლივ გრძნობს, რომ სხვაა და ამიტომ ცდილობს, სხვებს დაემსგავსოს.

209.ადამიანმა მოულოდნელად ცხვირწინ სულ უბრალო რაღაც დაკარგა... მშვიდობით თავო, მშვიდობითიდეებო, თქვენც მშვიდობით, პრინციპებო, თავდადებავ და კაცობაო... დანაკარგმა გააწბილა,გაანაწყენა, დანაკარგი მას ეუბნება, რომ ის პირველ რიგში ადამიანია და არა იდეა, ბრძოლა,თავდადება...დანაკარგი ჩვენ გვეუბნება... უსმინე დანაკარგებს. ადამიანი მარადიული კოჭლია. ამას შეახსენებსხოლმე თავი, როცა აღწევს სრულყოფილებას და წავა ამაყი.

210.ო, ეს სახე ბრძენკაცისა!.. საიდან მოვიდა, ან რამდენი თვალთმაქცობა გახდა საჭირო, რომ მსგავსირამე გამოეძერწათ. რადგან ბუნებას სახე არა აქვს, ანუ არც პოზა.

211.ტანსაცმლის გახდისას მე უცებ ავტირდი.

212.– წამიყვანე, თემურ, წამიყვანე,გეხვეწები, მომაშორე აქაურობას,თუნდ დედა ვიქნები, თუნდ შვილი, თუნდ ცოლი...მომიხმობს მე სადღაც ფანჯრიდან,სხვა სახელით, მაგრამ იმას კი,ვისაც გული შეუტოკდება.

213.იქ, ფანჯარაში ვიღაც შუქს აქრობს,მაგრამ ვიღაცა ანთებს მაშინვე,მე კი კაცთაგან ნამოქმედარისუყველაფერი ისე მაშინებს,რომ ვფიქრობ, ნეტა რა ეშველბაამ სურვილებად ქცეულ ქვეყანას,

page 61 / 87

Page 62: Amba Besarioni

Download book as pdf : 6225by lib.ge - http://www.lib.ge

რამდენს უწია გადაშენებამ,რამდენი თავი ძირს დაეყარა...იქ კი თამაში იყო უბრალო,შესაძლებელი არის სრულიად –შეყვარებულებს ქიშპობა ჰქონდათდა ავი გულშიც არ გაუვლიათ.

214.ხალხი,რომელსაც უკვდავების გარანტია არა აქვს... აბა დაფიქრდი! შენ ზურგს უკან კი რამდენიდიადია – აბა გახედე! ხალხი, რომელსაც უკვდავების გარანტია არ გააჩნია...

215.ის, რაც ყვირილმა ვერ გააკეთაჩურჩულმა შესძლო.

216.რასაც ღამე ჰკრუხავ, დღითაც იმას ჰზი. განა ასომთავრულით ვარ აღნიშნული მ ე – ჩემგან ჩემზემონათხრობებში?

217.და უთხრა ღმერთმა ადამიანს: `მე შენ ყველაზე საძაგელს შეგქმნი და სასჯელად სინდისსდაგიდგენ.~

218.– ბაბუაძე!და ერთმანეთს გადავეხვიეთ,მოვიკითხეთ და გავაბიჯეთ ამ შეხვედრის გასამტკიცებლად.სადღაც შევჩერდით.– აღარა სვამ? – ვეკითხები ხაზგასმულად გამოწყობილ ძველ თანამსმელსა. (და გაზონმფსმელსა) –.– არა, უკვე დიდი ხანია...ცოლისდამ ბალახეულის ექიმბაშთან წამიყვანა (ცოლი მოუკვდა ამასობაში?)და ლამის ღვიძლი გამიხეთქეს შობელძაღლებმა.– მერე შენი ღვიძლის ამბავი ცოლისდისგან გესწავლებოდა?(მომწონს მე ეს ცოლისდის არაკი)– ჰო, მაგრამ, ლამის გამკოჭეს და ისე წამიყვანეს,კინაღამ მოვკვდი და სასმელსაც გადავუკეტე...ეხლა სხვებმა დალიონ, ძმაო,მე ავასრულე ჩემი აზარი და თოფი დავმარხე.(არა და, ვგრძნობ, ბაბუაძეს გასამაგრებლად 200 გრამი მაინცა აქვს უკვე დაკრული)– როგორ, შენ ახლა სულ არაფერი დაგილევია?– ახლა კი არა, ოთხი წელია წვეთი პირში არ ჩამიშვია,ასე რომ ვარ, რაღაცნაირად? უბრალოდა ვარ აღგზნებული, სხვა არაფერი...(თუმც არსაწყენი იყო ყველაფერი, გულში მაინც რაღაც მეწყინა)– მე მატყუებ, ბიჭო, რაც ჩვენ ერთად გვაქვს დალეული...შენს ცოლისდას მე არ ვიცნობ და შენს ნათესავებს, რომ ვისმე ვუთხრა, ფაშა მკვდარია, კანდელაკიცმკვდარი არის,

page 62 / 87

Page 63: Amba Besarioni

Download book as pdf : 6225by lib.ge - http://www.lib.ge

ეს მკვდარია, ის მკვდარია...ვის რას ვეტყვი, ლამის არი ჩვენ ორნივართ დარჩენილები,ან ისეთი კაცი ვარ, რომ ვილაპარაკო?(ამ სიტყვებზე პირი ყურთანმომიტანა შერცხვენილმა ბაბუაძემაც):– ბიჭო ძმა კი ხარ და ყველაფერიც,მაგრამ შენ რომ გითხრა მართალი,დავეჩვევი და ყველასთან დავიწყებ ტიტინს...აღგზნებული ვარ, მორჩა ეგ არის,რაც სმას თავი დავანებე აღგზნებული ვარ...მეც დავისვენე და ყველამაც...აღგზნებული ვარ...და გაიხსნა ბაბუაძე, მეც გავიხსენიდა გავლაღდით და გავიარ-გამოვიარეთამ ცხოვრებაზედა ვიცინეთ და ვიცინეთდა ძლივსღა დავშორდით.

219.სულ სხვა რამეზე ურჩევნია კაცს საუბარი,სულ სხა რამეზე...დურგალს, რომელმაც მწერალს კარი ჩამოუკიდადა მწერალსაციმ დურგალმა წიგნის გამო რომ შეიყვარა...სულ სხვა რამეზე ურჩევნია კაცს საუბარი,სულ სხვა რამეზე...

220.ნეტარი არის ის ცრუ, რომელიც სიკვდილის შემდეგ სინანულს იწვევს მართლებში.

221.– ძუკნა არ მოსულა? – წამოსცდა შიოსუცაბედადდა განაგრძო გზა აბაზანისკენ.და მხოლოდ მერე, წყალმა ცოტარომ გამოაფხიზლა,გაახსენდა და იფიქრა,– ნეტა ვისზე ვთქვიო?

222.მძინარი თითქოს მომავლისთვის ემზადებოდეს, იმისთვის რაც მკვდარმა დატოვა. წიგნი ამბაბესარიონისათითქოს იქ დაწვა, საიდანაც მკვდარი წავიდა.

223.თავდაპირველად შენ გგონია, რომ სიყვარულისთვის მთავარია მხოლოდ – მიეძღვნა.

page 63 / 87

Page 64: Amba Besarioni

Download book as pdf : 6225by lib.ge - http://www.lib.ge

შემდეგ აღმოაჩენ, რომ საჭიროა კიდევ ბევრი რამის გაღება, და ფიქრობ – ეს ხომ ცხოვრებაა,ცხოვრებაში მიმიძღვიან კვლავ. ამიტომაა, სიყვარული თუ არ მოკვდა, თავის ნაყოფს არ გამოიღებს.

224.სიხარული გვაჩვევს ყოფნას. ბრაზი – გავარდნას.

225.სიკეთის ერთი მთავარი თვისება ისაა, რომ იგი მუდამ გვერდს უვლის ნამდვილს.

226.ტყუილი და მართალი : შენ ვერ შესძლებ ზურგით იდგე იმის წინაშე, რასაც უყურებ. შენთვისშეუძლებელია ერთდროულობა.

227.`ბავშვს დავაძინებ`.

228.ქალი კაცს აძლევს თავისუფლებას საკუთარი ნაკლის მიხედვით: ბედოვლათი – შემწყნარებელია,უყურადღებო არ ეჭვიანობს.

229.ყოველი ასე გადავიტანე –ჯერ განვიბანე თავი გუბეში,ვიგორე, ვიღორე და ჭკუა ვიშორე,და სუნთქვა ჩავტოვე ვიღაცის უბეში...

230.ჩამომეძინა შენს გრძნობებზე, ჩამომეძინა,შენ ეს შენიშნე, ღმერთო ჩემო,შენ ეს გეწყინა...

231.მდინარე მიდის, ადამიანი მილაპარაკობს...

232.ჩვენ ორივენი უზნეონი ვართ, მაგრამ შენ მართალი ხარ შენს უზნეობაში, მე კი – მტყუანი.

233.ლიტერატურა უფრო დიდი ჟინით ამსხვრევს სარკეს, რომელშიაც იძულებულია სულ იყურებოდეს,ვიდრე სხვა რამე – ნაკლულოვანი.

234.წუპაკი დედაკაცია, ტანთ აბდა-უბდად აცვია, თავი არ დაუვარცხნია, კვირაა ერთი...

235.

page 64 / 87

Page 65: Amba Besarioni

Download book as pdf : 6225by lib.ge - http://www.lib.ge

ნუ ელოდები შემთხვევებს, მაგრამ მტკიცედ გჯეროდეს მათი. `ბრმა` შემთხვევაც კი შენი ღვაწლია.

236.შენი სიკეთით შემოუშვებ, ჰაერს გაუყოფ, ადგილსაც მისცემ და ყველაფერსაც და ცოტას რომმოეწყობიან, სახელს შეგარქმევენ.

237.რამდენი მოძრაობა და რამდენი რამეა სახიფათო, კაცი რომ მარტოა... ის ხომ წამის არის.

238.ეს ქალი ამ კაცს მთელი ცხოვრება მახეებს უგებდა. სიტყვა – მახე, საქმე – მახე, სუყველგან მახე:ჰაერში, ლოგინში, ალერსში, წყრომაში...და თუკი მახე უმტყუნებდა, სხვა რამეს კი არ დააბრალებდა, იმას ფიქრობდა, უკეთ როგორ დაეგომახე.მახეებს აგებდა თვალის გახელიდან და – როცა ეძინა.

239.დროის უკმარისობის ასეთ პირობებში, კაცობრიობა დღეს რომ იწყებდეს ცხოვრებას, დროისსიმცირის ასეთ პირობებში, ის ძაფის ნასკვსაც ვერ გამოიგონებდა. მას არ ექნებოდა არც პირისგემო, არც ცდუნებები, არც რისხვა და არც ცრურწმენები. ის არ დათვრებოდა, არ მოსწევდა,ცეცხლთან უაზროდ არ ილაპარაკებდა. ის, თუ ვინმესთან შედგებოდა სულ ერთი წამით, ისიცმხოლოდ ტყვიის სასროლად. მას არ ექნებოდა დასახარჯი დრო ხურდის ტოლაც კი, ყავასაც კი ვერმოხარშავდა, არათუ გული გაუწევდა ნაპირებისკენ. მან დაკარგა დროის მოკვლის უნარი.ამიერიდან დრო მას თვითონ კლავს.

240.ყველანი წავიდნენ. ბუდე მიატოვეს. ზეცა, რომელიც ანგელოზების საუფლოდ მიაჩნდათ, საფრენადმოიწყეს, ზღვა, რომელიც საუკუნეობით გადაულახავი ეგონათ, როგორც პიტალო მთები დაკლდეები, გაავაკეს და გადაიარეს. ყველანი წავიდნენ. მარტო ხაწირის მთაღა დარჩა თავისადგილზე და კიდევ მტკვარი მიედინება და კიდევ ეს უსწორმასწოროდ გადაჭრილი ხის ყუნჭი არისმარად უძრავი და თვალშისაცემი და ორიენტირი და შეხვედრის ადგილი და გამოთხოვების,რადგანაც აქ მარტო ლოთები და ბ-ები კი არ ხვდებიან ერთურთს, ქუჩიდან შემოვარდნილიმერსედესიც აქ გამოეთხოვა თავის პირველქმნილ უბიწოებას, როცა ხის ყუნჭს ზედ ჩამოეგო უზადოსხეულით, როგორც ყველაზე დიდი შესაწირი, როგორც მარგალიტი მორთმეული უსულოთაგან... დააიზილა სისხლში მიწა, ხალხი შეგროვდა, დაიკეტა რკინიგზის სადგური, უცებ რაღაც აზრიგახალხდა, რა თქმა უნდა, უგუნური, თვითმფრინავები მიწაზე დარჩნენ, ქვიშაზე ამოყრილფიჩხულებივით, მომლოდინე ავტობუსებმა შეწყვიტეს თუხთუხი, სისხლს ლოკავდა მზე ლიანდაგებზე,ქუჩები ეყარნენ დაბერილი ძარღვების მსგავსად, მელოტები ელვას იზიდავდნენ, თმიანები ფარულადბოლავდნენ. მსხვერპლი დიდი იყო. ხის ყუნჭთან ეყარნენ უსულო მლოცველები.

241.– სად მიდის ხალხი?..-ხალხი მიდის თურმე ქორწილში.-შენ არ მოდიხარ?

page 65 / 87

Page 66: Amba Besarioni

Download book as pdf : 6225by lib.ge - http://www.lib.ge

გზაზე გავლას არ დამაცლიან,-მე არ მოვდივარ!..ძლივს ვპასუხობ ენის ბორძიკით,– რა გინდათ ჩემგან,მე ქორწილი არ გამაჩნია.აგერა ქალი,ნათრევი და ნაქართველარი,ღერი რომ დარჩა,რადგან ყველგან ფურცლებს აცლიანდა შემომცინისზედ შემჯდარი ქალის მხედარი,-არ გინდა, ქალი,თუ კაცობა არ გაგაჩნია!ზედ მყინვარწვერზე შემომჯდარაკვლავ ვიღაც კაცი,და მიწებს ყიდის ოთხივ კუთხივ,ფარჩა-ნაჭრიანი,ხელს იშვერს ჩემსკენ,თავჩაღუნულს გავლას არ მაცლის,-არ გინდა, მიწა,თუ სამშობლო არ გაგაჩნია?!

242.მზე ჩადის ღრუბლებში, მზე თვალს ეფარება, უნდა მოვიწყინო.საძოვრიდან ნახირი, ყანებიდან ხალხი, ბავშვები და ანგელოზები სახლში ბრუნდებიან.უნდა მოვიწყინო.

243.ადამიანში სულ ცხოვრობენ და სულ ერთმანეთს პირს არ უჩვენებენ დამალვისა და ჩვენებისინსტინქტები.

244.რა ჩვენი ნაცხოვრები და რა ჩვენი წიგნი, დაკარგული საერთოდ. მე შემიძლია, თავი იმითმოვიწონო, რომ ჩემი დაკარგული ცხოვრების ტექსტში ერთი მძიმეც არ შემიცვლია.

245.ნერვებს ნუ იშლი, გააგრძელე საქმე, იღვაწე, ეს მტვერი რომ არა, რას მოერეოდი. მარტივირთულად გადაგიქცევია, რთული გამოუცნობად. იმას, რასაც შენი წინაპარი თითით მოუხმობდა, შენჯაჭვით დაბმულსაც კი წინ ვერ ჩაუვლი. ასე ახვედი სამეფო ტახტზე, საიდანაც იხილე მტვერიჩასაძირად წასულ კონტინენტებზე.

246– ვაი, შენ, ჩემო მამის სახლო და სამშობლოო, წასულმა მეტი იცის შენზე ვიდრე შინ დამრჩალმა,ცარიელი ცარიელზე რომ დავიარები, შავი შავზე რომ არ ვაჩნივარ... ყველა სახლი ყინულია, მამისსახლის გარდა... ვაგლახ, აქ კი ყველას უმცირე ყველას უმფროა და ნიჭსაც საკუთარი თავის გარდაარავინ უვის. როგორ ვიყო უსამშობლოოდ, როცა ყველა ჩიტი – ბუდითა და მელი – სოროთი,

page 66 / 87

Page 67: Amba Besarioni

Download book as pdf : 6225by lib.ge - http://www.lib.ge

როგორ დავანთხიო ნიჭი რიყეზე, რომ თავისიანად მივიდე და მიცნოს მამის სახლმა.

და განა სიცოცხლით ტკბობა არ არის ესეც?

246.კარგი ის არის, რასაც გამართლებას არ უძებნიან. ვისაც არც ნაკლი გააჩნია და არც ღირსება,როგორც ბუნებას. რასაც აქებენ ან აძაგებენ, ის სრული არ არის, სრული დუმილს იწვევს. წინათხელოვანი თავის შემოქმედების საფასურად სიყვარულს ითხოვდა, ახლა კი დუმილს, რადგან კარგსქება არ ესაჭიროება და ცუდს ძაგება. რასაც აქებენ და აძაგებენ, ის სრული არაა, სრული ბადებსდუმილს. წიგნი ამბა ბესარიონისაჭეშმარიტი არც ახალგაზრდაა და არც მოხუცი.

247.გასათბობელად, გასაძღომელად, გასაგორებლად, გასაზმორებლად – გვგონია, ვიყოთ ჩვენ აქწვეულნი. მაგრამ, ვაი, რომ დასაღონებლად, ცრემლის სადენად და საოხებლად, შრომისოფლისთვის და სიობლისთვის, ცხვრის საკრეჭად და გზის საჩვენებლად და წაქცეულის ასაყენებლადვყოფილვართ თურმე ჩვენ აქ წვეულნი.

248.`... და ასე შემდეგ...` გაბმულ ქარს რომ კარს დაუკეტავ, თითქოს ეტყვი «და ასე შემდეგ...» უბოდიშებთუ უკრძალავ «და ასე შემდეგ..» წყალს რომ ჩაკეტავ, ჰორიზონტს რომ თვალს მოაცილებ, აზრს რომგაწყვეტ და ასე შემდეგ.

249.ქალებს უხდებათ მახე

250.თუკი რამ გაქრება, თუკი რამეს დაკარგავს დედამიწა, ესაა სუნი. სუნი მიწისა, ხალხების და ერებისსუნი. ზოგი ხალხი, ვისაც უყვარს საუცხოო რამეები, პირველ რიგში გაიხეხებიან, ზოგნი, ამაყები,ხიფათს მიხვდებიან და გაჯიუტდებიან, მაგრამ მეკანონე ძლიერი იქნება, და იმათაც შეაგდებენსაერთო აბანოში და მალე დედამიწა ერთ სუნად ამყრალდება. ცოლი ქმარს ვერ გამოიცნობს დაშვილი დედას და საერთოდაც აღარც ქალი გამოიცნობა, აღარც კაცი. ადამიანის ბოლო ომიგენიტალიების ომი იქნება: იორღა აჯობებს ჩაქჩაქას. ეს პროცესი არ შეეხება მცენარეებს,ცხოველებსა და ვარსკვლავებს, რომლებიც ადამიანებს ჭირიანებივით გაერიდებიან. თითოვარსკვლავი თითო მცენარეს და ცხოველს წაიყვანს. მიწა იქნება სტერილური. ორთქლით რეცხვასაბოლოოდ დაემკვიდრება.

251.თუ დილაადრიან რამე საქმე კარგად გააკეთე, ანუ შენს თავს დაუმტკიცე, რომ რაღაც შეგიძლია, ანუ,ვთქვათ, იმპროვიზებულად, სწორედ იმ დილას, ტოტიაანთ მხარეზე ღობის ძირები, საიდანაცკრუხწიწილი ედინებოდა, ისე გაამთელე და გაამაგრე, რომ ყოველი გაზაფხულისა და შემოდგომისდარდი მოიშორე, უნდა იგრძნო, რომ მთელ დღეს, მერე, არაფერი აღარ მოხდება. დანარჩენი დროკულისებში უნდა განვლო, ღვაწლის განსჯით და აზრის მოსმენით.

252.ჩემი გონება უმოქმედოა, ნერვები კი აქტიური. ჩემი გონება დასვენებულია, ნერვები კიგადაქანცული.

page 67 / 87

Page 68: Amba Besarioni

Download book as pdf : 6225by lib.ge - http://www.lib.ge

253.ღმერთის საყვარელი ადამიანებს არ ეყვარებათ.

254.ვინც ამ ცხოვრებამდე არის ნაცხოვრები, იმას, რა თქმა უნდა, უჭირს ეს ცხოვრება.

255.ეს არ იყო ვარსკვლავი, რომელიც მე შენსკენ მომიძღვოდა, ეს იყო ცხოვრება.

256.ისტორიები უნდა მოიგონო, რომ რამეზე დაეცე მერე.

257.როცა წვიმა წარღვნას ემსგავსება და სტუმრობა ტყვეობას.

258.რა ჰქვია იმ კაცს, ვისაც მთავარი დავიწყებია და წვრილმანი ახსოვს.

259.ძალა კი არ აკლია ადამიანს, სურვილი.

260.ვინც ჩემგან მწყობრ აზრებს მოითხოვს, დაე, იმან ჩამახედოს თავის ფიქრებში.

261.ისე ჩქარა გარბის ცხოვრება, რომ, როცა სარკე ერთხელ, ორჯერ, სამჯერ გეტყვის – ბერდებიო, არდაიჯერებ. ასაწევსა და ასახტომს ისე გაექცევი, თითქოს არასდროს არ განგეცადოს. და, როცაბევრი ფაქტი დაგროვდება, შენ უკვე კვდები. თუმც, ცოტა ადრე, დარაჯობა უნდა იმ წამს, შესაძლოაქალის ყურადღება სიყვარულად გულმა მოგინათლოს. ამიტომაც, თუკი ბედმა გაგიღიმა და ის წამიმართლა გეწვია, ჩაეჭიდე ყველა შენი ჩასაჭიდებელით. და თუკი რამემ უნდა წაგიღოს, დაე, ისევ იმანწაგიღოს. ყველა დრო და ყველა დილა და ნაბიჯიც იმით გაზომე. გეუბნები მე შენ მართალს,დამიჯერე, რომ თუ სადმე გადააწყდი, თუკი შეხვდი... რადგან არც ერთი საგზაო ნიშანი, იქით არანიშნებს, იქით მიანიშნებს ის, რაც მიწაზე სამყოფელად უვარგისია, რაც ზედმეტია ცხოვრებაში,ფრთები, რომლებშიც სხვა ვერავინ ხელს ვერ გაუყრის, გვირგვინი, რომელიც სხვას თავზე არგაუჩერდება.

262.ცხოვრება და ანტიცხოვრება, სურვილი და ანტისურვილი, საქმე და ანტისაქმე... რომ არ შერჩე ამსიტუაციებს, უნდა ყოველ წამს სძლიო და გაშორდე. ფიქრით, როცა საქმე დაგღლის, საქმით, როცაფიქრები გჯიჯგნიან. ერთი მოძრაობა, ერთი ფრაზა, ერთი უარყოფა, ერთი თავის გადაქნევა –საკმარისია. შენი დროის საზომი წამ-ნაბიჯია.

263.ქალი როცა გალამაზდება, სჩანს, ახლოა მისი ქორწილი. ახლოა დღე, როცა ძველებს გადაყრის და

page 68 / 87

Page 69: Amba Besarioni

Download book as pdf : 6225by lib.ge - http://www.lib.ge

ახლებს ჩაიცვამს, განიბანება.

ნეტარია, ვინც მიწაზე განიბანება.

როგორ გამოვტოვოთ ეს ცხოვრება, რომ მიწაზე მხოლოდ განვიბანოთ, რომ სარკეში კი არგამოვეწყოთ, არამედ სულში.

264.თუ ღმერთმა შექმნა ადამიანი, რა სურვილისთვის?... იქნებ უნდა, რომ ზრდას უყუროს, ვიდრე იგიისევ ადამს დაემსგავსება.

ამდენი საუკუნე და ამდენი მილიონები ერთი როლისთვის?

265.ცოდვა არის მარილი სულისა. იგი აცოცხლებს და ინახავს სულს. დიდებმა იცოდნენ ცოდვითმარილობა, დიდებში ცოდვები ანთია ნიჭად.

266.დიდი მომხმარებელი: ნამით განბანილი, ვარსკვლავებით გამოცილებული, მზის უკან მავალი...ცხვარ-ძროხის მწყემსი.

267.დროისთვის თუა `გუშინ`, `დღეს`, `ახლა`, თუ წარმოუთქვამს როდისმე `ხვალე`, ანდა წარსულშიისევ შესვლა თუ შეუძლია, თუ ჩვენსავით აკანკალებს: `გუშინ`, `დღეს`, `ხვალე`..

268.მნიშვნელობები, წარსულ დროში რომ წარმოიშვნენ, და მასუკან რომ ცხოვრობენ შეუცვლელები,თავისით რომ გაჩნდნენ ოდესღაც, შესაძლოა ზოგი კოჭლიც, ზოგი ბოროტი, ოღონდ თვითონ,ოღონდ თავისთვის... საუკუნე-საუკუნე, ნელა, დროთა განმავლობაში, თავსმოხვეული ღირსებებისგამოისობით, ანდა თავის გამოჩენის გიჟური სწრაფვით... გმირი, ლეგენდა, ჰომეროსი,ჭექა-ქუხილი, ევფრატი, განგი, შექსპირი და ლიბანის ნაძვი... ვერვინ გასტანა ცისქვეშეთშიმნიშვნელობის შე-რა– უძენლად...

269.გოგოს გაექცა ბუღასკენ ძროხა...

და განა სიცოცხლით ტკბობა არაა ესეც?...

270.ელოდებოდნენ ისინი დილას.ოღონდ არა კაცთშეყრის დილას, რომ გაისმება ჯოხის ბაგუნი, ან ლაჯებს შორის მოიჩხრეკს კაციდა გააყოლებს თვალს ფსლის ბილიკებს... და ჩაქრება ზღაპარკოცონი. ელოდებოდნენ ისინი დილას,მზე რომ ალერსით შემოიხედავს, ან შუბის ტარით ფარდას გადასწევს. აი, მაშინ კი ზღაპარკოცონსმიატოვებენ, მიატოვებენ ნასუფრალივით, ხარის ძვლებივით გამოხრულ და გამოსუტულთავგადასავლებს, მიატოვებენ ქალწულების გატკვლეცაზე ტკბილ ოცნებასაც და საქმეზე ეშურებიან.ელოდებიან ისინი დილას.

page 69 / 87

Page 70: Amba Besarioni

Download book as pdf : 6225by lib.ge - http://www.lib.ge

271.სულ იმას ვშიშობთ, რომ აღჩნდეს ქალი, რომელიც ჩვენ მოგვიყვება ყველაფერს ქალზე, რომლისშემდეგაც სიცოცხლე ჩალად არ ეღირება, ისე ნამდვილი და ისეთი შემზარავი იქნება ნაამბობი. ასეგადის საუკუნეები. და, აი, აღმონაცენი შავბნელი ეჭვისა: ხან გიჟი და ხან მანიაკი, ხანაც სულთქვეშებუდეთა მცოდნე, ცდილობენ გრძნობა მოგვიწამლონ სასმელ წყალივით...აი, გაიღო ეზოსკენ გამომავალი შუშაბანდის კარი. წიგნი ამბა ბესარიონისაახალგაზრდა ქალმანაბიჯი გადმოდგა, ჩვენსკენ არც კი გამოუხედავს და ხელთნაჭერი პატარა ტაშტით წყალი ეზოსკენგადმოაქცია…მილიონი წლისა არის ეს სურათი, ისე, როგორც ამ წუთებისა – ქალმა წყალიგადააქცია, – სულ ასეა, სულ ასე იყო, მაგრამ ახლა მე მომეთხრო, მე მეამბა, მე მეანდერძა, ქალისთავი მე გამემხილა, ესევე, როგორც მილიონმა წყალმა ჩაიარა ჩემი გულისთვის. წყლის წინაშეყველაფერი უძლურია, უძლურია ყველაფერი ქალის წინაშე. ხმალი, შოლტი, სახრჩობელა,ყველაძალა, ყველა სიმკვეთრე უძლურია, რაც წყალს არ ირევს… ქალი არის თხრობა, ნელი თხრობა,წყალგარეული.

272.დრო არის სივრცეში მიმავალი უჩინარი ბრმა, რომელიც უხმაუროდ ჩაუვლის ყოველთვის იქარამყოფ ადამიანს, ხან ზეცა რომ გამორჩება, ხან დედამიწა.

273.გატრუნული და გრილი სამკითხველო დარბაზი უფრო ეროტიულია, ვიდრე ხმაურიანი და ცხელიზღვის ნაპირი.

274.სიბრძნე არის ცხოვრებაში მაგრა გამოცდილი დედაკაცი, რომელიც ყველა სისულელესთან წოლილა.

275.არის ცდუნება, რომ ადამიანმა დაუჯეროს მასზე შექმნილ ლეგენდებს, რათა ნაწილობრივ მაინცემსგავსოს თავის თავს.

276.დედას არაფერი არ ეცხობა, დედა სულ სუფთაა.

277.პოეტის ოქრო მისი სისხლის ფერია.

278.ქრისტე რეალურია, მაგრამ ძნელია. ცხოვრება რეალურია, მაგრამ ძნელია... მე ოთახიდან ვერგამოვსულვარ, რადგან გარეთ ძაღლი ძნელია, ისე გაწოლილა ზღურბლზე დარაჯად... მე კი ისღადამრჩენია, ვიყურო ფანჯრიდან და პატრონს ველოდო. მაგრამ როგორს?... მაგრამ რანაირს?...ფანჯრიდან დილის მზე იყურება და ერთი ჩემი ნახევარი შუქში გახვეულა, მაგრამ როგორ ვიყოერთი ნახევრით გახარებული, როცა მეორეში შიში გამრევია...

279.ესაა არსებობა: იძულებითი ტკბობა სიცოცხლით.

280.

page 70 / 87

Page 71: Amba Besarioni

Download book as pdf : 6225by lib.ge - http://www.lib.ge

არაფერი ისე არ ჰგავს ჩვენს წარმოსახვას, როგორც ცხოვრება.

281.მე რომ შემეძლოს ჩიტივით ცხოვრება, მაშინ ყველა მიხვდებოდა, რომ არავისაგან არაფერი არმინდა. მე მათ ვუყურებდი ჩემს ნებაზე და განუწყვეტლივ: თან შორს, თან ახლო.

282.არყოფნის სურვილი იმიტომ არა აქვს კაცს გაცნობიერებული, რომ გუბეები მის წინ სულ იცვლება.

283.ადამიანი თვალებით მჭამელი არსებაა.

284.იმის ნიჭს სიზარმაცის კლიტე ედო.

285.აი, საიქიოზე გადაკრულად ნათქვამი:-დილის მზის სხივები შემოდგომის შორ გორაკებზე.

286.ვარსკვლავები სხვის საზღვარს არ გადალახავენ, იქ ძოვას არ დაიწყებენ თვალის ცეცებით.ადამიანი თავის მინდვრის ბატონ-პატრონია.

287.ყველაზე უბედურია, ვისაც უყვარს, მაგრამ ვერ უთქვამს. რაღაც ახალი ლანდი მოიპარებასიყვარულისთვის, რომელსაც შუქი წინ ეღობება, გონების შუქი.

288.სევდის ერთადერთი ნაკლი ისაა, სიხარულებს რომ გამოტოვებს. სიბრძნესაც, ერთი სისულელე რომდააკლდეს, სიბრძნე აღარაა.

289.`მედინი` .. მიდის და მისი ბრალი არ არის, არც მისი სიჩქარეა დამნაშავე, არც მისი სინელე, მიდისდა რა ქნას... ასეთია იმისი წესი.

290.სიმწარეს რომ ამოიცლი, ის ადგილი აღარ ხორცდება.

291.არც ეს ხმები, არც ეს სიტყვები და არც ეს საქციელები არ იყო მაშინ... მარტო მიწას კი არ იცავდნენ.

292.მოუწყე შენს თავს გაღვიძებები. აზრი მუდამ მძინარე იღვიძებს. იძინე ყველგან, სადაც რამდენ წამსმოიხელთებ, წადი, წადი, რომ გაგაღვიძოს ფიქრმა, აზრმა წამოგაფრინოს, რადგან რასაც არასძინავს, აზრს ვერ იხილავს.

page 71 / 87

Page 72: Amba Besarioni

Download book as pdf : 6225by lib.ge - http://www.lib.ge

293.ისე წმინდად გაიღვიძა, ისე წმინდად ადგა ლოგინიდან... თეთრი დუნდულებით.

294.განა სიცოცხლით ტკბობა არაა, ესაც!

295.მზე და ხალხი სულ ცალ-ცალკეა, ბურუსი და ხალხი სულ ერთად.

296.ფილოსოფიური ალიბი.

297.მსხვერპლის შემწირველს აუტირდა იმ ღამით მსხვერპლი.

298.დაწერილმა წიხლი არ იცის.

299.შენსას მეორე ვერ გაიგებს ადამიანი, თუნდ სატკივარზე ხელი დაუდო.

300.ყველა სატრფოს უნდა ერქვას `ილუზია`... რადგან ლამაზი სიტყვაა ილუზია.

301.უნდა იცხოვრო `ჰო`-თი და `არა`-თი.

302.როცა ყველაფერს ტრაგიკულად აღიქვამ, ქენჯნასაც განიცდი, რადგან გრძნობ, რომ შენთვის არამიამზე, მთავარე და ვარსკვლავები, არამია გაზაფხული და შემოდგომა. მაგრამ ესენიც იქნებ მხოლოდპირს გვიჩვენებენ და გული კი დამალული აქვთ?.. არ გაიხსენო არაფერი, რაც არ გეკუთვნით შენ დაცხოვრებას, არ გაიხსენო შთაბეჭდილებები მზისგან, მთვარისგან? ისინი თავის თავს და სამყაროსეკუთვნიან და არა შენ და არა ცხოვრებას. თუ კაცმა თავი არ გამოხატა, პატიმარზე უარესია,პატიმარი იტყვის სიმართლეს და გრძნობს, რომ რაც მას გულზე მოეშვა, მსაჯულს დააწვა ახლასიმძიმედ. ის შეხარის თავის სიმართლეს, ის თავისუფალია, მან გამოხატა და ახლა მშვიდადშეუძლია გაიაროს სასჯელ-ცხოვრება.

303.რაც გაჩენილა, სულ ღმერთს ებრძვის ადამიანი და საკუთარ თავს უდგამს ძეგლებს: სახლი,სასახლე, მემკვიდრეობა, ეპიტაფიები... იყო ერთი მეფე, გახდა ათასი, ერთი ქალაქის ნანგრევებზესხვა ახალი აღმატებულა. ღმერთის ძიება ადამიანის ძიებამ შეცვალა, ამიტომ სულ უფრო მეტიდარაჯი სჭირდება შეშლილს, რომელსაც ყველაფერი შეუძლია რომ დაანგრიოს.

304.ისე ფრთხილად თენდება, თითქოს პატარძალი კვლებში შედიოდეს, ანდა ქმრეულთ კარავში.

page 72 / 87

Page 73: Amba Besarioni

Download book as pdf : 6225by lib.ge - http://www.lib.ge

305.ჭიანჭველების მოსპობით თუ ხარ გართული, თანდათან ვიღაც-ვიღაცეები გაგახსენდება და იმათაცსპობ და უფრო და უფრო მეტი გახსენდება და იმათაც სპობ და როცა ყველას და ყველაფერს მოსპობ,ნათელი გეწვევა: ჯერ ჭიანჭველები და მერე მთელი სამყარო.

306.დედა რომ ბავშვის წინ შესცოდავს, ეგრე არავინ.

307.რამდენი დაიხოცა... რამდენი მოკვდა, კაცი, ქალი... სად გაილალნენ?.. აზრი კი არ მაინტერსებს,დრო და ხალხი, ერთად წასული. დრო ხალხის ნაკადში, თუ ხალხი დროში. სად წავიდნენ, სადგაილალნენ...

308.თუ ცად აჭრილი ჩხიკვის ლანდიმგლის ჩრდილს დაიკრავს – იქნება შიში.

თუ იგივე ჩხიკვის ლანდიდედაბერივით ცაში გაფრინდება,წარმოსახვა იქნება შენი…

309.ყველაფერში ველით ანაზღაურებას, სიყვარულშიც, ფიქრშიც, საქმეშიც.

310.ო, ჩემო დაბადებავ, ჩემო პირველო დაკარგულო საიდუმლოებავ... განა შენს მერე კიდევ უნდავუფრთხილდებოდე მე სხვა რამეებს?.. იესო ქრისტევ, მე ხომ შენ არ გიცნობ, მაშ რატომღა დგახარჩემს გზაზე!.. მე მინდა ჩემი დაბადება მე მეკუთვნოდეს. შენ მოგატყუეს. რწმენის გარდა კიდევა აქვთადამიანებს სხვა საწამლავები.

311.მხოლოდ საიდუმლო სიკვდილია შურისძიება.

312.არც ერთ ქალს ბიწად არ ჩავრჩენილვარ.

313.მარადიულიც და მშვენიერიც მხოლოდ წასვლაა, წასვლა ყოველ წამ-წერტილიდან.

314.ცხოვრებასთან შეუგუებლობის მიზეზი ის არის, რომ მას უნდა, დაადგინოს შენი ფასი.

315.კეთილმა რომ იცოდეს, თუ როგორ დუღს ბოროტის სული, მაშინ სიკეთე გულში აღარ დაელეოდა.

316.

page 73 / 87

Page 74: Amba Besarioni

Download book as pdf : 6225by lib.ge - http://www.lib.ge

ბუნება, თითქოს ჩვილი ბავშვის ტვინში ხდებოდეს, ისეთია მისი ძილი, მისი ღვიძილი, ისე სასტიკი დაისეთი გულუბრყვილოა, დაუდევარი და თავის წესს მიმყოლი მაინც.

317.როგორც მსახურს და ნაბატონარს ვერ შეარიგებ, რაგინდ ორივემ ბაგეებზე თაფლი წაიცხოს,რაგინდ ორივემ დაივიწყოს თავის წარსული და წმინდა გულით ერთმანეთსაც ხელი მოჰხვიონ...

318.არ გიყვარდეს რამე განსაკუთრებით, როგორც მთვარეს, როგორც ლამპარს, როგორც ყალიონს...წიგნი ამბა ბესარიონისაიყავ საჭირო.

319.ადამიანი, როგორც ჭორი.

320.სერიოზულობის ყაპი გადაშორდა და რა გამოჩნდა: ფისის მქმნელი ადამიანი.

321.მხიარულს, პირველ რიგში, გამორჩა ცხოვრება.

322.იქ აკლია ერთი ფრაზა: `დრო – საკუთარი სახელის დაწერისა და დრო – წაშლისა`.

323.და განმეღვიძა მფრინველებრ სწრაფადდა, აჰა, ნაკრტენი ღვთის სიტყვისა, ჩემს ცოდვილ ბაგეზე.

რადგან სიტყვა კი არ მყოფობს ჩვენში,არამედ ექო,რომელიც თან ნამდვილია და თან უსაფრთხო.

324.ყვავებდასხმული კენწერო ხეთა.

325.ღმერთმა რით არ დამაჯილდოვა, მე კი რითი – ღმერთს!

326.და მსგავსია შენი საქმე – იმ კაცისა,რომელმაც პეტრე ნახა თვალითდა არ დაიბა თავი მის ჩრდილზე,არამედ შეირგო და შეიფერა წამი იგი,ვით სხვა წამ-ები.

327.

page 74 / 87

Page 75: Amba Besarioni

Download book as pdf : 6225by lib.ge - http://www.lib.ge

ნოემბერია, ქარია და გრძელი ღამეები,გაზაფხულამდე ძალიან შორია.

328.სულ პატარა, სულ მცირე-წმინდა.. დაეწოდა კაცი, დაეზიდა, ოქროსავით გაუნათდა ხელის თითები,სახეზე წმინდა კვამლი აუდინდა…მაგრამ ვერ აზიდა… და დაუბრუნდა ისევ ის სახე, კვლავ ისხელები, როგორიც ჰქონდა… მიდიოდა ისევ ქუჩაში, კვლავ იგივე ფიქრი მიჰქონდა და ის წამი აღარცახსოვდა – სულ პატარა, სულ მცირე– წმინდა რომ ვერ აზიდა.

329.მოვიწყინოთ, თუმცა რას გვარგებს,დაგვინახავენ და ვეგონებით შე-გუ-ებულნი.

330.ჩვენ ყველანი ტყუილზე ვზივართ,ვზივართ და ვკრუხავთდა მრავლდება ის ტყუილები,რომლებზეც ჩვენ ოდესღაც დაგვსვეს.

331.რას გვიყვებიან მიცვალებულები?იმას, რაზეც არასოდეს გვილაპარაკნია.

332.სანამ ქარიშხალი არ გადაუვლის,ქალაქი თავის თავს ვერ დაინახავს.

ოდესღაც ჭვრეტა დროის უქმად კარგვა არ იყო. ეს იყო დრო თოკების დამაგრებისა – ცასთან დამიწასთან, წარსულთან და მომავალთან, საიქიოსთან, მადლთან და ცოდვასთან. ახლა ისე ვართგაბმულ-გახლართულ-დაბორკილები, რომ სწორედ დროა, იკითხოს კაცმა:– ჭვრეტა როდისღა?

არის დრო წასვლისადა დრო – დაბრუნებისა,არის დრო დაკარგვისა.და დრო – შეძენისა,არის დრო სიყვარულობისადა დრო – დაცხრომისა,არის დრო ფულისადა დრო – სურვილისა,არის დრო დაფანტვისადა დრო – მოგროვებისა,არის დრო მთქნარებისა,არის დრო ძილისა,არის დრო სიცოცხლისაარის დრო სიკვდილისა…

page 75 / 87

Page 76: Amba Besarioni

Download book as pdf : 6225by lib.ge - http://www.lib.ge

ჭვრეტა როდისღა?!

მაშინ, როდესაცქარიშხალგადავლილი ლერწმიანიც კი ჭვრეტსთავის თავს.

333.მამალი ყივის, დღე ეპირება... მალე აქ ისევ ირბენენ ბავშვები.

334.სიკეთე – როგორც უკეთესი.

335.`ერთ დღეს, როდესაც დრო მექნება თავისუფალი,მე შენთან მოვალ, ჩემო დედილო,დავსხდებით და ვილაპარაკებთ` –ვიწყებდი ასე.მარტო შემდეგი სიტყვები მაკლდადა კიდევ... ფორმა,ფორმა ჩემიც და სათქმელისაც.არ ვიცოდი, თუ როგორი წარვმდგარიყავი,და რანაირი...და სიტყვები?ნუთუ ისე ვარჩევდი მათ, რომ ერთიცკი არ მომეწონა.

336.ეს მწვანე პარკი კუნძულივითაა შუაგულ ქალაქში, ანუ ოთხივ მხრივხმაურიანი ქუჩები აკრავსდა მაინც, მაღალ ნაძვებზე დახტიან ციყვები.საიდან გაჩნდნენ?ვთქვათ, რომელიმე ქუჩა გადმოლახეს შუაღამისას,მაგრამ საიდან შენიშნეს ეს მწვანე კუნძული?..ხეებს კიდევ ციყვებიანად ხომ არ დარგავდნენ,ამ ნახევარ საუკუნის წინ?ამიტომ მე გავბედავ და ვივარაუდებ,რომ ისინი რაღაც თესლისმარცვლისაგან იბადებიან.თესლი კი ან ქარს მოაქვს ხოლმე,ან ნისკარტიდან უცვივდებათბედოვლათ ფრინველებს.

337.ნუთუ იმით დავამტკიცებ სიყვარულს ჩემსას, რისი დამტკიცებაც არასოდეს მე არ მომიწევს –საუკუნო სიყვარულითა!მტრედმა მწვანე შტო მოჰგვარა უკვე დამცხრალ მიწიდან ნოეს, რაც მშვიდობას ნიშნავდა და პირველ

page 76 / 87

Page 77: Amba Besarioni

Download book as pdf : 6225by lib.ge - http://www.lib.ge

გაზაფხულს.რა უპყრიათ ხელთ ამ მოხუცებს, ფართო ხეებით დაჩრდილულ ბაღში,და ვინ უყვარდათ?ან რამდენ ხანს უყვარდათ და ვისი უფრო მეტი იყო ის სიყვარული?..სიყვარული ხომ იმ წამების განცდაა მხოლოდ,რასაც არაფერს არ ანაცვალებ!რამდენ ხანს შერჩათ-შეუყოვნდათ ის სისხლი გულში, ღვიძლში, ძარღვებში...სხედან სკამებზე და ისვენებენ ყოველივე ცოცხალისაგან.რა აგონდებათ?გარდაცვლილ მეუღლეს ვინ დაეძებს თავის ლოგინში,როცა ცაში გაშორებია.და, მტრედები...ოჰ, ეს მტრედები,ერთხელ ჩადენილ გმირობის ხარჯზე მოხუცების ჩრდილს რომ კენკავენდა ასე ჰგვანან სვავებსაც და თვითონ იმათაც.

338.შენ წიგნის ყდებით იფარავდი სახეს,მე კი ჩემი ხელის თითებით,შენ ემალვოდი ამ ცხოვრებას,მე კი ვითმენდი.

339.ჩემი მეგობრისა ყველაფერი ქარმა წაიღო,მარტო სიტყვა დარჩა,რომელიც მან მემაწვნეს უთხრა თავსსიცილითა:– ერს, რომელმაც მაწონი შექმნა,გადაშენება არ უწერია.

340.კვლავ ერთი ფრაზა, რომელიც, წესით, ასევე ოსტატს უნდა უკუთვნოდეს:– პოეზია?.. ძალიან ადვილია:ცხოვრების პროზა უნდა აქციო განწირულებად.

341.ნუ იხარჯები იმათთან, ვისაც მხოლოდ განსჯა შეუძლია.

342.ყველაფერი რატომ არის ჩემგარეული.

343.არ ვიცი, ეს ძაღლი იყო და იმიტომ ძაღლს მივამსგავსე, არ ვიცი, მოხუცი ქალი იყო და ქალსმივამსგავსე... ფეხებს რომ ძლივს მიითრევდა თავსხმა წვიმაში, რაღაც სველი და ჩაშავებული...უმწეო არსება, მაგრამ საიდანღაც...ორივე შემთხვევაში ეს იყო დედაჩემი.

page 77 / 87

Page 78: Amba Besarioni

Download book as pdf : 6225by lib.ge - http://www.lib.ge

344.როდესაც ასეთ ბრძოლას მოიგებ და სიტუაციებს შენსკენ მოაბრუნებ,მაშინ რატომღა უნდა გეშინოდეს კაცის სიტყვისა,რატომ უნდა დაინდო და ვერ უთხრა მართალი,რატომ ვერ უნდა მიაბრუნ-მოაბრუნო აბობოქრებულ ზღვაში ხომალდი.

345.ეს ხორცი და ეს სხეულიდედაჩემის ერთადერთი სახსოვარია.

346.რამდენი რამ შეუძლია შეამჩნიოს შეუმჩნეველმა:ეს ორი ქალი, მათხოვრები თუ მათხოვრებივით –ძნელი არის ამის გარჩევა –რადგან ერთად მიდიან და მიირწევიან სასწორის თეფშებივით.

347.მოდი, დავსხდეთ და ვილაპარაკოთ,მე და შენ ორმა იმ მესამეზე,ან თუნდ ის იყოს ჩვენ ორთაგანი –ან პირველი, ანდა მეორე,ან მე ვიქნები ის მესამე, ან შენ იყავი:უბრალოდ, ჩვენთვის საჭიროა, ორი ერთზე რომ გამოვიდეს.

348.ნამდვილი `მე` არ არის ნიჰილისტური `მე`, როცა ცივი გონებით უარყოფ ყველაფერს. ნამდვილიარასოდეს არაა უარყოფა.

349.უცნობი კაცი მუდამ უფრო მეტი არის, ვიდრე თვითონ შეუძლია წარმოიდგინოს.

350.დადგება ხოლმე დრო, როცა კვეხნაღა გვშველის.

351.წოლა და ცდა, ჯდომა და ლოდინი, რადგან სიარული კვლავ ვერდაწევაა... წიგნი ამბაბესარიონისასურნელი კი ედება მინდვრებს, აღებული პურის ყანისა, დედის სურნელი დალოდინისა... ლოდინისა, რომელიც რომ არ იყოს მარადიული, უნდა დაყო მოგონილ საზღვრებად დადასვა სამანი, როგორც მინდვრები პეტრე-პავლესი, რომელზეც იდგნენ მკვიდრად და ელოდნენ დასურნელი კი ვრცელდებოდა სამანთა მიღმა, აღებული პურის ყანისა, დედის სურნელი...

352.ყველა სულდგმული მოვალეა, იყოს ერთგული საკუთარი წარმოშობისა.მე მარტო გავჩნდი, ნება მომეცით ვითამაშო იგი ბოლომდის.

353.

page 78 / 87

Page 79: Amba Besarioni

Download book as pdf : 6225by lib.ge - http://www.lib.ge

სარკე – პარტნიორი.

354.მე ის ბავშვი ვარ, საშობაო საჩუქრებით შინ რომ ბრუნდებასხვისი სახლიდან.

355.მე იქ გავთავდი, სადაც ტკბილად ჩამესმოდა ჩემი სახელი.

356.ღმერთს მინდა რომ ვუთხრა მადლობა, ხოლო კაცთ კი შენდობა ვთხოვო.

357.რომ ჩამაჭედე ლურსმანივით ბეჭებში ნიჭი.

358.ცეცხლი შიშისთვის.

359.ადექით, მკვდრებო! მე კი ნუ მიხმობთ, თქვენ დამენახეთ.

360.დედაჩემი ისე გაილია, რომ აღარც კი ჩანს...მხიარულიც და ბრაზიანიც, თოვლიან დღეებში,აივანზე ამოსული, მხრის შალს უცებ რომ გადაიგდებდა,დაიბერტყებოდა და შემოვიდოდა...იმედი სიცოცხლის, იმედი ხვალის, იმედი პურისა...

361.ყოველ დილას ზურგს შემაქცევს ხოლმე და წავა.

362.მე ვარ სარკე, რომელშიაც ირეკლებიან მწყურვალნი.

363.მაგრამ ამას დედაჩემი ვეღარა ხედავს.

364.უნდა იცხოვრო ცოდვაზე დიდხანს.

365.ვერ გაარკვევდი თუ რა ხდებოდა: გიჟი იყო თუ ავადმყოფი, სახლიდან თუ საავადმყოფოდანგამოქცეული, ანთუ მკვდარი, კუბოსა და ჭირისუფლებს რომ მიატოვებს, ნასხვისარ კოსტუმში,მაგრამ ფეხშიშველი.

page 79 / 87

Page 80: Amba Besarioni

Download book as pdf : 6225by lib.ge - http://www.lib.ge

366.ისტორია იმისთვისაა, რომ გძულდეს და გახსოვდეს.

367.საალერსო სიტყვა, გულის არჩეული და გონებისთვის შესაძლოა, სრულიად უაზრო,როგორ ილევა ამ ყოყმანში, ამ წარმოთქმა-ვერწარმოთქმაში და, ბოლოს და ბოლოს, ნერწყვთანერთად რომ გეკარგება... და რჩებიან პირისპირ მზერა და საგანი, ორი უაზრო და გაწბილებული,როგორც სიცოცხლე და მომაკვდავი, ერთს რომ ცოტა კიდევ სჭირდება და მეორე ვერაფრით ვერდაეხმარება... უაზრო წამი, როგორც ძალზე ლამაზი ბავშვი, ამანათივით ერთი ხელიდან მეორისკენწასული... გზაში.

368.სხვა მდინარეების ჯიბრით მიყვარხარ, თორემ განა ვერა ვხედავ, თუ როგორი ნაგავი მოგაქვს.განა არ ვიცი, ჩემს მუხლებს რომ ეხლებოდა და ჩემს ბარკლებს ელამუნებოდა, ის ტალღები, დიდიხანია, სხვაგან დაახრჩვე... ახლა მოდიხარ მღვრიე და ბოროტი, და თითო ტალღაში თითომახრჩობელი ბეწვი გირევია.. წარსულის ბეწვი..

369.ქალებს რომ გაუვათ ვადა ლოდინისა.

370.პოეზიას სხვადასხვა ხალხების ენებში ერთიდაიგივე რჩეული სიტყვები აქვს.

371.რა თქმა უნდა, ღირს შეჩერება : როცა ყვავილს ყნოსავ, როცა პურს მოიტეხ, როცა ვაშლს აირჩევ...და შეიძლება ამ დროსაც კი არა ხარ შემდგარი... მე იმ იშვიათ წამებს ვგულისხმობ, როცა რაიმეერთისკენა ხარ მიმართული, დანარჩენ დროს კი შენ წარსულსა თხზავ. მთელ დანარჩენ დროს შენმარტო არა ხარ.

372.დღესაც მკლავზე უწევს თავის დამამდაბლებელი, დღესაც მასთან სძინავს.

373.ვისაც მცირე საჩუქარი არ აღაფრთოვანებს,დიდს ვერ ეღირსება.

374.ღმერთო ჩემო! რა მკვდარია ლიტერატურა,ცხოვრებას ის აღარ სჯობია:არა თუ წინ უსწრებს,ტყავში ძვრება, რომ არ ჩამორჩეს.ვერც ერთი პოეტი ხალხს ზემოდანვეღარ დახედავს,ბრბო გადიადდადა პოეტი ცდილობს თავი მას შეაფაროს.

page 80 / 87

Page 81: Amba Besarioni

Download book as pdf : 6225by lib.ge - http://www.lib.ge

რატომ ძერა არ დაემხო დაბლა მიწაზე?რატომ ბოინობს მაღლა ცაშიდა აშინებს მინდვრის თაგვებსმარტო ჩრდილითაც?

375.სჯობს, კაცმა იცხოვრო რისამე ხსოვნად, ვიდრე რისამე პატივისცემად.

376.არ გამოცადო ფიქრები ხალხში.

377.ნიჭი ხარისხით დარჩება, უნიჭობა – სიმრავლითა.

378.უსაქმურები უფრო ერთგულებია ერთმანეთის და განუყრელები.

379.ესეც ადამიანებთან გამოსალმების ხერხია – როცა აპურებშენი გაჭირვებით.

380.ადამიანი სულ ასე იყო, სულ ასე იქნება… სანამ იმ რუკას არ მოიპოვებს, სულ ასე ივლის.

381.ვერაფრით ვერ დაეწევი ადამიანს, გარდა ტყუილისა.

382.ადრე, როცა სინდისი მეტი იყო, ვიდრე ამის საჭიროება (საქართველოს დამოუკიდებლობამდე),ცხოვრობდა დიპო, გადაცილებული სამოცსა წელსა, მტრედივით ტკბილ ქალიშვილთან დამეუღლესთან ერთად. დიპო იყო გამოჩენილი გეოლოგი, ამ ხანებში დარჩენილი უსაქმოდ დაუსახსროდ და უაზროდაც კი, თუმც მომლოდინე. დიპო გახლდათ არტისტული და ლაღი კაცი,ბაბუაძის კლასელი და მეგობარი და ანდიპოდი, რადგან არ იყო არც მსმელი და არც გაზონმთევი,უბრალოდ, ანცი იყო ხოლმე და უყვარდა ხოლმე მოლხენა. უსაქმოდ და უსახსროდ და უაზროდაცდარჩენილ დიპოს ბოლო ხანებში ძაან მაგრა გაუჯდა სევდა. ღვინომაც კი ვერ უშველა, თქვენწარმიდგინეთ, პირიქით, გული დაუავადდა და დარჩა კვლავ სევდის ამარა.ამიტომ დიპო თავის სევდას მკურნალობდა მდუმარე დღეებითა და უძილო ღამეებით.ამ ნიადაგზე, მუდამ ჩუმმა, მზრუნველმა დოდომ (იქნებ ასე ვარგო მოწყენილ ქმარსო), იმ დილასვე,როგორც კი ეს ფიქრი გაუჩნდა, ქმარს შეუძახა;-რა მოგივიდა, დიპო, მითხარ, ვაჟკაცი არ ხარ?!-ვაჟკაციც ხარ და ორჯერ მეტიც, თუ კაია-ო!ამ სიტყვების შემდეგ დიპომ გამოაღო ლოჯიის კარი და აივანს გადაეყუდა.ნირწამხდარმა დოდომ გასარეცხ რამეებს დაუწყო ძებნა.

383.დედაჩემი სულ თვალებში მყავს,

page 81 / 87

Page 82: Amba Besarioni

Download book as pdf : 6225by lib.ge - http://www.lib.ge

მაგრამ თვალები სულ იჩქარიან.

384.კვდებოდა კაცი და ტყუილის გემოსა გრძნობდა,გემოსა გრძნობდა და ტყუილი არ უჩნდებოდა,კვდებოდა კაცი და ტყუილი აქა რჩებოდა,მასთან ერთად რომ მომკვდარიყო,ათასჯერ სჯობდა,მაგრამ კვდებოდა და ტყუილი აქა რჩებოდა,მის ეზო-კარში, მის ოჯახში დაპარპაშობდა,ხან აქ და ხან იქ დამცინავად ელანდებოდა,სახეს იცვლიდა, სახელი არ დაერქმეოდა,კვდებოდა კაცი და ტყუილის გემოსა გრძნობდატანჯვასა გრძნობდა, ტკივილსგრძნობდა, სიკვდილსა გრძნობდაკვდებოდა კაცი და ტყუილი აქა რჩებოდა.

385.უსაქმური ანგელოზი

386.როგორ უნდა, რომ მომეტმასნოს,მე, ჩემს ამბავს, ჩემს ისტორიას,თითქოს ყოველთვის ჩემთან იყო და ჩემით იყო,ბავშვობაშიც, სიბერეშიც და ჩემს უწინაც…

387.დაე, ნუ ყვირის ნურავინ– მამა!..ამ შუაღამისასდა ნუ მაღვიძებს.თუ წყურვილი კლავს მამის ხილვის,თუ ენატრება,დაკეტოს მაშინ ფანჯრები და ისე იყვიროს…და თუ ქარია, ზღაპარია თუ სიზმარიადა თუ არავინ ეძახის – მამას,მაშინ მე ნუ მომეჩვენება!შუაღამისას ნუ გამაღვიძებს.

388.მე რო არა, ეგდებოდიეგრე, რიყის ქვასავით,არსაიდან წამოსული, წახვიდოდი არსაით…

389.მხოლოდ თოფის სასხლეტზე არა ზის ტყუილი.

page 82 / 87

Page 83: Amba Besarioni

Download book as pdf : 6225by lib.ge - http://www.lib.ge

390.რაც კი რამე გთხოვე და გითავაზეა,არაფერი მიიღე, არ დააფასეა,ახლა დაივიწყე, რაც მიანდაზია,გინდ იუშნოვე და გინდ ილამაზეა…

391.მსხვერპლმა (კაცმა) თავის ფასი რომ იცოდეს,უფრო მეტად დაიტანჯებოდა.

ნუ შეახსენებთ, ვინ არის ან რაზომ დიდია,იყოს ასე, რიყის ქვასავით.

392.ისინი, ვინც ბუნებაში გვერდ-გვერდ სახლობენ, ნაწერ სტრიქონებში ერთურთისთვის უცხონი არიან.წიგნი ამბა ბესარიონისაგაშლილი ბადესავით რომ მოისროლო შენი მზერა და, რასაც დაიტანს, ისრომ დახატო, სულ ერთია, შიგ რა მოჰყვება, ისეთივე ჰარმონია თუ იქნება შენს ნაწერში, თუჩაერევა, შენს უნებურად, შენი ნერვები, შენი ფიქრი და წარმოსახვა... ფანჯრის შიდა მხარეს თეთრიფერის საღებავით შეღებილი რაფა იდაყვებითაა გაპრიალებული, გარეთ მტრედის ნასკლინტებია.მომაკვდავ მოხუცს ჭირისუფლები ბოლო წამამდე აქ ელოდებიან, არ მიჰყავთ სახლში. ფანჯრისგადაღმა უშველებელფაშვიანი ქალები და კაცები დაძუნძულებენ, პატარები მაიმუნებივით გისოსებშიიჭყიტებიან. ბებერ სანიტარს, ხან რაღაცას რომ შეეტოტება და ხან რაღაცას რომ ჩახედავს, თითქოსთვალებს კიბე ჩაუდგაო, სახე, ამასობაში, კარგა გაეწვეტა, რომ უკეთ გაკვეთოს ნაგვამდე ჰაერი დამიაყოლოს ზედ წვრილი თვალები, რადგან რაც კი რამ აქ ლპობადი და ხრწნადია, ამას ეკუთვნის დაავადმყოფის თავთით დადგმული ყვავილების სუნსაც მაშინ გრძნობს მხოლოდ, როცა ისინიგადაჭკნებიან.

393.განა დაგდებულს ღატაკი უფრო არ დაიტაცებს?.. რამდენჯერა აქვს წართმეული მაძღრისათვისმშიერ ძაღლს ძვალი! ` ჩემი იყოო` – ამისი თქმა ვის რას უშველის.

394.ჩემმა ნაფიქრმა რატომ არ უნდა მაქციოს მარილის სვეტად, მერე რა, რომ არ ვთქვი, რომგადავასხვაფერე.

395.ხომ გვექნებოდა საშინელი უკმარისობა, შვილები უცებ რომ გვეზრდებოდნენ. და მაინც ვჩქარობთ.

396.მოდი, დავიწყოთ გამოთხოვება.

397.მხოლოდ მტაცებელ ნადირს შეუძლია ასე ახლოს მისვლა თავის ნანატრ მსხვერპლთან, თუნდაცმხოლოდ დორბლი დაეწვეთოს იმის კარის წინ.. თეთრი…ბალნით ასხმული ბურუსი ჩემი აივნის წინაკედლილიყო, ეზოსა და ხეებს მოწყვეტილი სახლი რძისფერ ზღვის ტალღებზე შემდგარ გემს

page 83 / 87

Page 84: Amba Besarioni

Download book as pdf : 6225by lib.ge - http://www.lib.ge

დაემსგავსა… გემს, ქოხს, საიქიოს ... რომ უცებ კარს დედაჩემი მოადგა და უღონოდ, თუმცა კიმთელი არსებით მოაწვა. თავი ჩაეკიდა, კუზი ამოსვლოდა, ჩემი სიცოცხლის მომცემი ძუძუებიმუცელს მიკვროდა და თეთრად იყო ისიც შემოსილი: თავისი არსების ნამდვილი ფერით, ყინულისადა აყვავებული ტყემლების ფერით, რადგან ორი დრო გვიჭირდა მუდამ – გაზაფხული და ზამთარი..ღმერთო, რატომ არ აღვიჭურვები წმინდა გიორგის ძალით და რისხვით, ეს ხომ ჩემი სამშობლოა,ჩემი სახლი ჩამონგრეული.

398.– მე ისე იოლად გავაგდე იგი!– მე იგი ისე იოლად მივითვისე!ერთად:რა ჩვენი ბრალია, თუკი ის თვითონვე ვერ გაერკვა საკუთარ გრძნობებში, არ ეყო არც ჭკუა და არცვაჟკაცობა.

399.ცხოვრება არასდროს არა არის იმათი, ვინც მასზე მაღლდება.

400.საკუთარ სიგიჟეს კაცი სხვაში არ აფასებს.

401.არც ერთი წამი არ არის რეალური, რეალურია მხოლოდ წამის განცდა.

402.მე ვიდექ ზღურბლთან, როცა შემომესმა, რომ სინამდვილე წარსულს მაკარგვინებს, და თუმცა,წარსულიც ნაჩუქურთმალია სისულელეებით, მაინც მეგულვის იქ ისეთი რამეები, რასაც კალთასდავუკოცნიდი.

403.კაცი – თავკლება.

404.არასოდეს არ უნდა აირჩიო ფონად არც შენზე უარესი და არც უმჯობესი..ყველაზე უკეთესია მეგობრობა კაცთან, რომ რაიმე მისი ნაკლი საიდუმლოდ იცოდე.

405.ჩემი სიზარმაცე იყო მუდამ ჩემი საიდუმლო ენა, ჩემი სიმძიმე, ჩემი წინააღმდეგობის უნარი,რომელიც საგანძურს იცავდა ენთუზიაზმისგან.

406.პოეტმა უნდა დატოვოს სული და არა მემკვიდრეობა.

407.ყველაზე დიდი გენია, თავის თავს რომ არ უარყოფდეს, მაშინ ყველაფერს წაიღებდა და წავიდოდა.

page 84 / 87

Page 85: Amba Besarioni

Download book as pdf : 6225by lib.ge - http://www.lib.ge

408.დაე, ყველამ გაინაპიროს ობოლი, დაე, ყველამ გაიმეტოს, დაე, არ იცოდნენ, რა გალავანი აქვსშემორტყმული იმას ღმერთისგან.

409.პოეტი და ენა მრავალსიტყვაობის პირობებში.

410.ვალმოხდილი ქუჩაში არ გამოიცნობა.

411.ადამიანი, ვინც გინდა იყოს,აქიდან – იქამდე,ერთხელ მაინც არის ავტორი.

412.დუმილია ძნელი, სიცოცხლეს რომ დაამთავრებ,ასევეა ძნელი, წიგნს რომ დაამთავრებ.

413.ადამიანი არ არის წარსულის.ასე რომ არ იყოს,მაშინ ძნელი იქნებოდამისი მოწყვეტა კონტინენტიდან,რადგანაც სქელი ბაგირით იქნებოდაწარსულს მიბმული.

ადამიანი ამ წამისაა,ამ ბოლო წამის,ამიტომაც ფარვანასავითჰაერშივე იჭერს სიკვდილი.

414.მამის დაკრძალვის წინა საღამოს უფროსმა ვაჟმაც ჩამოაღწია. ატყდა წრიალი და თავიდან გაიხსნაჭრილობა. მერე ისევ შეიკრა, ჩათბა, ჩამყუდროვდა და უფროსმა ვაჟმაც მოახერხა ეამბა, თუ რათავგადასავლები გადახდა, როგორ იწვალა, როგორ გადაიდო ზოგჯერ ფრენა, ზოგჯერ კი სხვა რამმოხდა და… როცა ყველაფერი ჩამოფქვა და თავი შვილად იგრძნო, როცა შუაღამეც გადავიდა –თითქოს ოდნავ ნიშნის მოგებით – შენიშნა: თმა მამაჩემისთვის სხვანაირად დაგივარცხნიათო.სხვებიც დაეთანხმნენ და უფროსი ქალიშვილის თაოსნობით საქმესაც შეუდგნენ – თითქმის ისედავარცხნეს მამა, როგორც ახსოვდათ, მაგრამ რაღაც საიდუმლო მაინც დარჩათ ამოუხსნელი დაიმითღა დაკმაყოფილდნენ, რომ რაღაცა მაინც შეცვალეს.– ხომ ხედავთ – თქვა უმცროსმა შვილმა – ჩვენ თმაც კი ვერ დავვარცხნეთ ისე, მამაჩემს რომჰქონდა და გულუბრყვილოდ კი გვგონია, რომ კარგად ვიცნობდით.მამაჩემი ლამაზი იყო!..

415.

page 85 / 87

Page 86: Amba Besarioni

Download book as pdf : 6225by lib.ge - http://www.lib.ge

გნახე, შვილო, მე შენ ერთხელ, როცა უკვე მკვდარი ვიყავი:შენ ქუჩაზე გადადიოდი.შუა გზაზე შეყოვნდი და რაღაც იფიქრე,რაღაც მანქანას გაასწარი და დატოვეგაწბილებული,სახლის კარი შეაღე და რაღაც უთხარი,უკმაყოფილო გამობრუნდი, ისევ გავარდი…მაშინ იყო, რომ დაგიძახე,მაგრამ სიკვდილმა გამაჩერა,სიცოცხლეც რომ მაჩერებდა, –პირზე ისე დამადო ხელი,შენ კი ძახილზე თავი დაგრჩა მობრუნებული,და ისევ იმას დააბრალე, რომ მოგეჩვენა.მეც რამდენჯერ მომჩვენებია დედის ძახილი,მაგრამ საბრალოსთურმე კი არ მეჩვენებოდა,ვერ ვიჯერებდი იმას, რასაც ვერა ვხედავდი.ამიტომაც თუკი რამე მოგეჩვენა, არ შეამოწმო.სინამდვილე მართალს არ გეტყვის,დაიჯერე, რაც გეჩვენება.

416.ცოტაოდენითამბაქოსსუნი –რადგანაც მამა,სამზარეულოში,გამოღებულ ფანჯარასთან იჯდა ხოლმედა ეწეოდა –არასოდესაღარიქნება.სკამი კი!..ძველი, ზურგიანი,ისევ იდგება.ყველაფერი ისევ იქნება,მაგრამსამზარეულოს კარს რომ შეაღებ დაშიგ რომ შეხვალ,იქარასდროსაღარიქნება,ცოტაოდენითამბაქოსსუნი.

417.დიადი ფრაზა სიკვდილის წინარასოდეს დასრულებულა.ის იწყება, და…

`ეს დაიმახსოვრე, ეს აუცილებლად უნდა იცოდე, შვილო!~

აი ფრაზა, რომელიც მამაშენმა ვერ დაასრულა!

page 86 / 87

Page 87: Amba Besarioni

Download book as pdf : 6225by lib.ge - http://www.lib.ge

რა უნდა იცოდე?– წვიმა?.. წიგნი ამბა ბესარიონისაქარი?..თუ ისა, რომ…`ტყუილისა და მართლის რკვევაშიარ დაკარგო სიცოცხლის გემო~.

რა უნდა იცოდე?

418.თან ჩხიკვს დავდევ თვალებით,თან მინდა ვიფიქრო…

419.ჩემთვის რომ ეყურებინათ ადამიანებს, ისინი მეორე სართულს არ ააშენებდნენ, არც მეხუთეს, არცმეათეს და მეასესა...ჩემთვის რომ ეყურებინათ,არ ასცილდებოდნენ თავისი ცეცხლის კვამლს…ისინი იცხოვრებდნენ მიწის პირზე, ქოხებში,რადგანაც, მე, თუკი ცოტა ფიქრის ძალა მეყო, ვაცნობიერებ:– ბავშვივითა ვარდა არაფერი არ მინდა..არ მინდა აღზევება, ბრწყინვალება, სიმდიდრე, რაიმეს დაუფლება..ბავშვივით შემიძლია ვიტირო და ვიანჩხლო,ტყუილიც ასევე ბავშვივით მიზიდავს..და ჩემი ცოდვებიც იმაზე მეტი არაა,ვიდრე ბავშვის თამაში თავის წარმოსახვებთან..

420…

დაიწერა, შემცირების, გაზრდის,გამეორების, დავიწყებისა და დაკარგვის უფლებით.დაიწერა, რომ არ დასრულდეს… ვიდრე მკვდარს არ იპოვნის მიწა.

ავტ. 1992-2002.

Powered by TCPDF (www.tcpdf.org)

page 87 / 87