ბრინჯაოს ხანა საქართველოში

Post on 10-Jun-2015

2.208 Views

Category:

Education

6 Downloads

Preview:

Click to see full reader

DESCRIPTION

ბრინჯაოს ხანა. ინფორმაცია. ფოტომასალა.

TRANSCRIPT

ბრინჯაოსხანა

არის საზოგადოების განვითარების ისტორიულ –კულტურული პერიოდი, როდესაც საბრძოლო და სამუშაო იარაღების დასამზადებელი ძირითადი მასალა იყო  ბრინჯაო.

ბრინჯაოს ხანა

1. ადრე ბრინჯაო

3. გვიანი ბრინჯაო , ადრე რკინის

ხანა

2. შუა ბრინჯაო

ადრე ბრინჯაოს ხანაში სამხრეთ კავკასიაში დაწინაურდა მტკვარ-არაქსის

კულტურა. განვითარების მაღალ დონეს აღწევს მიწათმოქმედება მესაქონლეობა მეთუნეობა. ხელოსნობის ცალკე დარგად ყალიბდება მეტალურგია. ამ პერიოდის ნამოსახლარებზე აღმოჩენილია თხის ყალიბები ქურის ნაშთები. საფუძველი ეყრება გუთნურ მიწათმოქმედებას, მიწის დასამუშავებლად უკვე

გამოიყენება გამწევი ძალა – ხარი. მოსავლის ასაღებად იხმარება ნამგალი. შედარებით უფრო გვიან ჩნდება ცხენი. ცხენის გამოყენებას დიდი მნიშვნელობა აქვს – იოლი ხდება შორ მანძილზე გადაადგილება, რაც თავის მხრივ ხელს უწყობს კავშირურთიერთობების გაფართოებას. ცხენოსანი ჯარის გამოყენება ცვლის სამხედრო სტრატეგიასაც და სხვ. მეურნეობაში მომხდარი მნიშვნელოვანი ცვლილებები (მიწათმოქმედების განვითარება, მეტალურგიის დაწყება) აისახება საზოგადოებრივ ურთიერთობებზეც. ნელ-ნელა წინაურდება მამაკაცი. გვარში ახლა უკვე ის ასრულებს წამყვან როლს. მატრიარქატი ირღვევა და მის ადგილს პატრიარქატი (მამამთავრული გვარი) იკავებს.

ადრე ბრინჯაოს ხანა

მტკვარ–არაქსის კულტურის გავრცელების არეალი

ბრინჯაოს ხანის იარაღები

ძველი წელთაღრიცხვის III ათასწლეულის ბოლოს იწყება შუა ბრინჯაოს ხანა. ამ პერიოდის ნამოსახლარები აღმოჩენილია როგორც ბარში, ასევე, მთის ზოლში. კიდევ უფრო ვითარდება მეტალურგია. ჩნდება უფრო მაგარი, კალიანი ბრინჯაოს ნივთები (მანამდე ძირითადად გავცელებული იყო დარიშხანიანი ბრინჯაო). კავკასიაში კალა არ მოიპოვებოდა და, სავარაუდოა, რომ ის სამხრეთიდან შემოჰქონდათ. განვითარების მაღალ დონეს აღწევს ოქრომჭედლობა.  აღმოჩენილია ოქროსა და ვერცხლის მძივები, მილაკები.  წნორის ყორღანში ნაპოვნია ლომის პატარა ოქროს ქანდაკება. ოქრომჭედლობის განვითარებას ხელს ისიც უწყობდა, რომ ოქრო ადგილობრივად მოიპოვებოდა და მისი შემოტანა საჭირო არ იყო.

შუა ბრინჯაოს ხანა

ლომის პატარა ოქროს ქანდაკება წნორის ყორღანიდან

შუა ბრინჯაოს ხანაში დაწინაურდა თრიალეთის კულტურა. მისთვის დამახასიათებელია დიდი ყორღანების  არსებობა. ყორღანების სიმაღლე 10 – 12 მეტრს, ხოლო დიამეტრი 100 მეტრამდე აღწევდა. ყორღანების ცენტრში მდებარეობდა დიდი დასაკრძალავი დარბაზი. ამ ტიპის ყორღანების აგება სამშენებლო ცოდნის საკმაოდ მაღალ დონეს მოითხოვდა. სავარაუდოა, რომ ამ კულტურის წარმომადგენლები სამარხის აგებას დიდ დროსა და ენერგიას ახმარდნენ. დიდ ყორღანებში საზოგადოების რჩეულნი (ტომის ბელადები, ცალკეული გვარის წინამძღოლები) იკრძალებოდნენ. წესად იყო მიღებული მიცვალებულის კრემაცია და შემდეგ ეტლით ან ხის სარეცელით დასაფლავება.

ყორღანებში გვხდება მიცვალებულისთვის ჩატანებული სხვადასხვა ნივთები:

ბრინჯაოს საბრძოლო იარაღები,კერამიკული ნაწარმი, ოქროსა და ვერცხლისაგან დამზადებული თასები, სასმისები.

ყორღანი

თრიალეთის ერთ-ერთ ყორღანში აღმოჩნდა ოქროს სასმისი, რომელიც გარედან შემკულია

სარდიონისა და მინის თვლებით

ოქროს სასმისისძირი

ვერცხლის თასი

ძველი წელთაღრიცხვის II ათასწლეულის პირველ ნახევარში იწყება გვიან ბრინჯაოს ხანა. ამ პერიოდში ვითარდება აღმოსავლურ–ქართული და დასავლურ–ქართული გვიან ბრინჯაოს ხანის კულტურები. საყოველთაოდ ცნობილია  კოლხური ბრინჯაოს ცულები.  ძველი წელთაღრიცხვის I ათასწლეულის დასაწყისში კოლხური კულტურა თავისი განვითარების მწვერვალს აღწევს. ნელ-ნელა ისახება რკინის მეტალურგიაც.  რკინის ფართო გავრცელება ძველი წელთაღრიცხვის VIII საუკუნიდან იწყება.

გვიანი ბრინჯაოს ხანა

კოლხური ცულების ნაირსახეობა

კოლხური ცული

მეურნეობის წინსვლა და განვითარება გვაროვნული თემის დაშლას იწვევს. ცალკეულ ოჯახებს უკვე შესწევთ ძალა საკუთარ მეურნეობას დამოუკიდებლად გაუძღვნენ. გვარში ცხოვრება აუცილებლობას აღარ წარმოადგენს. ადამიანებს შეუძლიათ ცალკე გავიდნენ და თუნდაც სხვა გვარის ტერიტორიაზე დასახლდნენ. მათ აერთიანებთ უკვე არა იმდენად ნათესაობა, რამდენადაც მეზობლობა ანუ ტერიტორიული სიახლოვე. გვაროვნული თემი იცველბა სამეზობლო თემით. ამავე დროს ჩნდება კერძო საკუთრება. მეურნეობის განვითარების მაღალი დონე საშუალებას იძლევა შეიქმნას ჭარბი პროდუქტი, რომლის გაცვლაც შეიძლება. სანამ ყველაფერი თემის საერთო საკუთრებას წარმოადგენდა, მისი წევრები თანასწორნი იყვნენ, რადგან მოქმედებდა თანასწორი განაწილების პრინციპი. კერძო საკუთრების წარმოშობა უკვე ბუნებრივად გულისხმობს უთანასწორობას: მოსახლეობის ნაწილი მდიდრდება, ნაწილი ღარიბდება.  ღარიბი იძულებულია მდიდარს სთხოვოს დახმარება და სანაცვლოდ რაღაც შესთავაზოს. წინაურდება ტომის არისტოკრატია: ტომის ბელადი და მასთან დაახლოებული წრე, ქურუმები. ისინი იბრძვიან, რომ ბელადის არჩევითობა მემკვიდრეობითობით შეცვალონ. ხშირდება ტომთა შორის შეტაკებები. თუ ადრე გამარჯვებული ტომის წევრები ალაფს თანაბრად ინაწილებდნენ, ახლა ტომის არისტოკრატია უფრო მეტს იღებდა. ბრძოლაში აყვანილ ტყვეებს მონებად აქცევდნენ. ძლიერი ტომი სუსტს იმორჩილებდა და გარკვეულ ვალდებულებებს აკისრებდა. იქმნება ტომთა კავშირები.

სოციალური ურთიერთობები

ბრინჯაოს ხანის ადამიანთა ცხოვრება და საქმიანობა

ადამიანთა საქმიანობა

ბრინჯაოს იარაღის დამზადება

ბრინჯაოს ხანის სახლები

. ბრინჯაოს ხანა საბრძოლო იარაღები

top related