წერილობითი წყაროები

Post on 25-Jul-2015

291 Views

Category:

Education

5 Downloads

Preview:

Click to see full reader

TRANSCRIPT

წერილობით წყაროებზე მუშაობა

სსიპ ქ. თბილისის N 90 საჯარო სკოლის მასწავლებელი

მ. პიტიურიშვილი

პრობლემა:

საქართველოს ისტორიის სახელმძღვანელოში თითქმის ყველა

გაკვეთილს ახლავს წერილობითი წყარო. თვალშისაცემია, რომ

მოსწავლეებს უჭირთ ძველი ქართულის გაგება. ამიტომ

ვცდილობ, რაც შეიძლება ხშირად ვიკითხოთ გაკვეთილებზე

ასეთი ტექსტები ერთად გავარჩიოთ.

როცა ჩავთვალე, რომ მოსწავლეებმა ალღო აუღეს და

დამოუკიდებლად შეუძლიათ წყაროების კითხვა და გაგება,

ახალი თემაზე გადავედი ისე, რომ წინასწარ წაკითხული არ

ქონდათ გაკვეთილი.

გაკვეთილი დავგეგმე IX კლასისთვის, თუმცა ასეთივე

წარმატებით ჩავატარე X და XI კლასებშიც სტანდარტის

მოთხოვნების შესაბამისი ცვლილებით.

გაკვეთილის თემა:

ქართული სამეფო-

სამთავროების წარმოშობა VIII-

IX სს-ში - აშოტ I კურაპალატი

https://

drive.google.com/file/d/0B0ujI

ACG82v9cjdOZlk1ZUxZVXM/vi

ew?usp=sharing

გაკვეთილზე მისაღწევი მიზნები:

მოსწავლემ შეიძინოს ისტორიის ცოდნა;

შეძლებისდაგვარად უნდა შეეძლოს ისტორიული მოვლენის მიზეზების

ახსნა და მისი შედეგების გაანალიზება;

შეეძლოს ისტორიული ეპოქის აღქმა (ისტორიული ეპოქის აღწერისას

მოვლენების დანახვა იმ პერიოდში მცხოვრები ადამიანების თვალით;

რა უნარ-ჩვევები და დამოკიდებულებები:

სივრცეში ორიენტირება;

სწავლის უნარი;

ფაქტებისა და მოვლენების ისტორიული ინტერპრეტაცია;

სამშობლოს სიყვარული

სახელმწიფოსა და მისი გმირებისადმი პატივისცემა

სტანდარტი:

ისტ.IX.3. მოსწავლეს შეუძლია დაახასიათოს ქართული სახელმწიფო მმართველობითი სტრუქტურები.

მსჯელობს სხვადასხვა ეპოქის ქართული სამეფოების სახელმწიფო მოწყობის შესახებ. გამოავლენს მათ შორის მსგავსებებსა და განსხვავებებს;

ისტ.IX.5. მოსწავლეს შეუძლია გაანალიზოს საგარეო და საშინაო ფაქტორების გავლენა ქართული სახელმწიფოს წარმოშობასა და განვითარებაზე.

მსჯელობს კონკრეტულ საგარეო პოლიტიკურ ცვლილებებზე, რომლებმაც გავლენა მოახდინა ქართულ სახელმწიფოებრივობაზე;

აანალიზებს და ადარებს საგარეო ფაქტორების გავლენას ქვეყნის შიდა კონფლიქტებზე;

მენეჯმენტი:

• ჯგუფური მუშაობა;

• ინდივიდუალური.

რესურსები:• წინასწარ მომზადებული

წერილობითი წყაროები(ლინკიმე-3 სლაიდზე);

• საწერი საშუალებები;• დაფა, ცარცი;

აქტივობები:

კითხვა, წერა, უცხო სიტყვების განმარტება, პრეზენტაცია.

გაკვეთილის მსვლელობა: დრო

1. კლასის მოწყობა-ორგანიზება (სიის ამოკითხვა, ჯგუფების შექმნა)

3-4 წთ.

2. დავალებების განაწილება (ჯგუფებს ვურიგებ წყაროებს და ვაძლევ სათანადო ინსტრუქციას)

2 წთ.

3. წყაროზე მუშაობა 15-20 წთ.

4. წაკითხულის გაზიარება, მოსმენა, უცხო სიტყვების გაცნობა.

7-8 წთ.

5. თემის წერა „აშოტ დიდი 813-26 წწ“ 15 წთ.

6. თხზულების კითხვა, საშინაო დავალების მიცემა 3 წთ.

ნაბიჯ-ნაბიჯ

სანამ მუშაობას

შეუდგებოდნენ,

მოსწავლეებს ვთხოვე

კითხვისას ამოეწერათ ყველა

უცხო სიტყვა, რომელიც

ტექსტში შეხვდებოდათ.

ისინ ფურცელზე წერდნენ ამ

სიტყვებს, მე კი მათ ვწერდი

დაფაზე განმარტებებით...

ამ გზით მე დავზოგე დრო,

ამასთან ყველა სიტყვა

მისაწვდომი და გასაგები

გახდა ყველასთვის, იმის

მიუხედავად, წყაროს რომელ

ნაწილს კითხულობდა...

პრეზენტაცია: შინაარსის გადმოცემა, მოსმენა

სამივე ჯგუფი წარმოადგენს იმ

შინაარსს, რომელიც წაიკითხეს;

დანარჩენები ისმენენ და

იწერენ;

პრეზენტაცისსას მასწავლებელი

აკონტროლებს თხრობის ტემპს,

რათა დანარჩენებმა კარგად

გაიგონ და მოასწრონ ჩაწერა.

რეფლექსია მოსწავლეები უბრუნდებიან თავიანთ ადგილებს.

ყოველ მათგანს ხელთ აქვს: ისტორიული წყაროს ერთი

ნაწილი, ხოლო ორი ნაწილი - მოსმენილი და

ჩაწერილი, აგრეთვე ყველა უცხო სიტყვა

განმარტებებით;

მოსწავლეებს ეველებათ დაწერონ მცირე ზომის

შინაარსი „აშოტ კურაპალატი 813-826 წლებში“

საშინაო დავალება

IX კლასის სახელმძღვანელოდან:

„ახალი ფეოდალური სამეფო-სამთავროების წარმოქმნა საქართველოში“

თხზულება: „ტაო-კლარჯეთის სამთავროს ჩამოყალიბება“

შემდეგი გაკვეთილი:

მუშაობა რუკაზე:

შევიტანე საქართველოს რუკა და თანმიმდევრობით

აღვნიშნეთ ყველა გეოგრაფიული დასახელება, რაც

აღნიშნული იყო წყაროში

გმადლობთ ყურადღებისთვის!

(დიდი ინტერესით მივიღებ შენიშვნებს და წინადადებებს)

top related