თვითშეფასების კითხვარი

Post on 17-Jan-2017

674 Views

Category:

Art & Photos

0 Downloads

Preview:

Click to see full reader

TRANSCRIPT

თვითშეფასების კითხვარი

როგორია თვითშეფასების კითხვარის სტრუქტურა?

თვითშეფასების კითხვარი შედგება ორი მიმართულებისაგან: 1. სასწავლო პროცესის მართვა; 2. პროფესიული პასუხისმგებლობები.

თვითშეფასების კითხვარი სფეროების მიხედვით დაყოფილია ოთხ ნაწილად:

A -სასწავლო პროცესი/სასწავლო გარემო; B -სასწავლო პროცესის დაგეგმვა და

სწავლება;C -სასწავლო პროცესის შეფასება; D -პროფესიული პასუხისმგებლობა;

მიმართულება A - სასწავლო პროცესი/სასწავლო გარემო, სისტემაში წარმოდგენილია ოთხი ქვესფეროს სახით:

A1a სასწავლო გარემო; A1b თანასწორუფლებიანობა;

A2 კლასის მართვა; A3 სასწავლო რესურსი

მიმართულება B - სასწავლო პროცესის დაგეგმვა და სწავლება, სისტემაში წარმოდგენილია სამი ქვესფეროს სახით:

B1 სასწავლო მიზნები; B2 სასწავლო სტრატეგიები;

B3 მოტივაცია;

მიმართულება C - სასწავლო პროცესის შეფასება, წარმოდგენილია ერთი ქვესფეროს სახით:

C1 შეფასება

მიმართულება D - პროფესიული პასუხისმგებლობები, სისტემაში წარმოდგენილია ორი ქვესფეროს სახით:

D1 პროფესიული ქცევა; D2 პროფესიული განვითარება;

თვითშეფასების კითხვარის შევსება სავალდებულოა სქემაში ჩართული ნებისმიერი სტატუსის მქონე მასწავლებლისთვის. შევსების მიზნით ბრაუზერში აკრიფეთ მისამართი: eschool.emis.ge

ავტორიზაციის გასავლელად, შესაბამის ველებში ჩასაწერია სახელი, პაროლი და მერე ღილაკი ,,შესვლა“; ასარჩევია პუნქტი ,,თვითშეფასების კითხვარი“.

სისტემა ინფორმაციას ინახავს ავტომატურად პასუხის მითითებისთანავე. ერთადერთი შეზღუდვა: ნებისმიერი სფეროს შემთხვევაში, შემადგენელი ქვესფეროების შევსება უნდა განახორციელდეს სრულყოფილად და აუცილებლად იმ თანმიმდევრობით, როგორი თანმიმდევრობითაც სისტემაშია განთავსებული. მაგალითად:

B - სასწავლო პროცესის დაგეგმვა და სწავლება შედგება:

B1 - სასწავლო მიზნები, B2- სწავლების სტრატეგიები და B3- მოტივაცია ქვეპუნქტებისაგან. ვერ დაიწყებ B2-

ს შევსებას, თუ სრულყოფილად არ გაქვს შევსებული B1.

გმადლობთ, ყურადღებისათვის!

ქ. ზუგდიდის N4 საჯარო სკოლა

ნათია გვილია

top related