ეროვნული სასწავლო გეგმის...

Post on 26-Jun-2015

1.170 Views

Category:

Documents

9 Downloads

Preview:

Click to see full reader

TRANSCRIPT

ეროვნული სასწავლო გეგმის პრიორიტეტული გამჭოლი

კომპეტენციები

ისტორიის მასწავლებელი ნინო აბულაძე

abuladaze1973@gmail.com

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრისბრძანება №36/ნ2011 წლის 11 მარტი ქ. თბილისი

მუხლი 48. ეროვნული სასწავლო გეგმის პრიორიტეტული გამჭოლი კომპეტენციები (11.10.2011 N224/ნ)

1. ზოგადი განათლების ეროვნული მიზნებისა და საზოგადოებრივი მოთხოვნების გათვალისწინებით, ეროვნული სასწავლო გეგმა გამოყოფს ცხრა პრიორიტეტულ გამჭოლ კომპეტენციას, რომელთა ფლობა გადამწყვეტია თანამედროვე სამყაროში თვითრეალიზებისა და სათანადო ადგილის დამკვიდრებისათვის. პრიოტიტეტული გამჭოლი კომპეტენციები მოიცავს იმ ძირითად ცოდნასა და უნარებს, რომელთა გამომუშავებასა და განვითარებას ხელს უწყობს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული ყველა საგნის სწავლება სპეციფიკური კომპეტენციების განვითარებასთან ერთად.

2. პრიორიტეტული გამჭოლი კომპეტენციების დასაუფლებლად აუცილებელია სასწავლო პროცესში საგანთშორისი კავშირების დამყარება. მასწავლებელმა ხელი უნდა შეუწყოს მოსწავლეს, რომ მან ერთ რომელიმე საგანში შეძენილი ცოდნა და გამოცდილება სხვადასხვა შინაარსობრივ კონტექსტში გადაიტანოს და გამოიყენოს.(ე.ს.გ)

სასწავლო პროცესში საგანთაშორისი კავშირის დამყარება აუცილებელია

პრიორიტეტული გამჭოლი კომპეტენციებია

წიგნიერება მედიაწიგნიერება ციფრული წიგნიერება რაოდენობრივი წიგნიერებაეკოლოგიური წიგნიერება მრავალენობრივი

(პლურილინგვური) კომპეტენცია. სემიოტიკური კომპეტენცია. სწავლის სწავლა. სოციალური და სამოქალაქო

კომპეტენცია.

წიგნიერება

ტრადიციული გაგებით, სიტყვა

"წიგნიერება" გულისხმობს : კითხვის, წერის, მოსმენის ,

ლაპარაკის

მიზნით ენის გამოყენების უნარს.

”ცხადია, კითხვის უნარსა და კითხვის მიმართ დადებით განწყობას მნიშვნელოვნად განაპირობებს, თუ როგორ ასწავლიან კითხვას სკოლებში. მასწავლებელი, რომელიც მხოლოდ სახელმძღვანელოების დახმარებით ასწავლის მოსწავლეს კითხვას, ხშირ შემთხვევაში წარუმატებელია. სახელმძღვანელოები ხშირად ხელოვნურ ტექსტებზეა აგებული და მოსწავლეებში მისი კითხვა ჯილდოებთან და სასჯელებთან უფრო ასოცირდება, ვიდრე კითხვიდან მიღებულ სიამოვნებასთან. მნიშვნელოვანია, მასწავლებლებმა იზრუნონ, რომ მოსწავლეებმა სკოლის შემდეგ მათთვის საინტერესო წიგნები იკითხონ. კარგი აზრია მოსწავლეებს შორის წიგნების გაცვლის ორგანიზება და ამისთვის სასკოლო ბიბლიოთეკის წიგნების მაქსიმალურად გამოყენება. ასევე, მრავალ სკოლაში არის იმის შესაძლებლობა, რომ მოსწავლეებმა ინტერნეტში ჩართული კომპიუტერების საშუალებით წაიკითხონ მათთვის საინტერესო ნაწარმოებები ან საინფორმაციო ტექსტები.” სიმონ ჯანაშია

წიგნიერება

მედიაწიგნიერება

თანამედროვე მსოფლიოში მედია ყველაზე მძლავრი კულტურული იარაღია, რომელმაც ადამიანის ცხოვრების ყველა სფერო მოიცვა. ამიტომ, აუცილებელია მოსწავლემ შეძლოს, ერთი მხრივ, ამ ახალი სტილისა და მრავალგვარი ფორმის მულტიმედია ტექსტების აღქმა-გააზრება, ინტერპრეტირება, გამოყენება და შექმნა, მეორე მხრივ, მედია სამყაროში ორიენტირება, სწორი არჩევანის გაკეთება (ინფორმაციის „გაფილტვრა“) და მიღებული ინფორმაციის კრიტიკულად შეფასება. ამ თვალსაზრისით, მედიაწიგნიერება ხელს უწყობს კრიტიკული აზროვნების განვითარებას; (ე.ს გ)

მედიაწიგნიერება_ ”არის იმ ცოდნისა და ინსტრუმენტების კრებული, რომელიც გვეხმარება შევქმნათ სწორი გზავნილები და შემხვედრი გზავნილების მნიშვნელობა სწორად განვმარტოთ.”

სწავლის პროცესში მოსწავლეს სხვა უნარ-

ჩვევებთან ერთად ,

უნდა განუვითარდეს კვლევითი ჩვევა და

პრობლემის გადაჭრის

უნარი, ამისათვის საჭიროა მოსწავლემ შეძლოს

ინფორმაციების მოძიება

დახარისხება, ძირიათადის გამოყოფა , ასევე

მსჯელობითა და ავთენტური

დოკუმენტური მასალებზე დაყრდნობით სწორი

დასკვნების გაკეთება .

ნინო აბულაძე

ციფრული წიგნიერება (იგივეა, რაც კომპიუტერული წიგნიერება).

თანამედროვე მსოფლიოში საკომუნიკაციო და ციფრული ტექნოლოგიების განვითარებამ წიგნიერების ცნება კიდევ უფრო გააფართოვა. იგი ამჟამად მოიცავს ქსელური ძიების, ტექსტების ელექტრონული დამუშავებისა და ტექსტური შეტყობინების პროგრამების გამოყენების უნარსაც, რასაც მთლიანობაში ციფრული წიგნიერება ეწოდება. ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება ხელს უწყობს შემოქმედებითი და ინოვაციური მიდგომების გამომუშავებას მოსწავლეებში; (ე.ს.გ )

კომპიუტერი და ინტერნეტი სასწავლო პროცესის აუცილებელი ნაწილი გახდა, ციფრული წიგნიერების მოთხოვნა სასწავლო გეგმებში აისახა.

”ციფრული წიგნიერების ცნება პირველად პოლ გლისტემა გამოიყენა 1997 წელს. მისი განსაზღვრებით, ციფრული წიგნიერება ინფორმაციის სხვადასხვა ციფრული წყაროდან მიღებასა და გამოყენებას გულისხმობდა. "ცოდნის საზოგადოებაში” ტექნოლოგიების გამოყენებით ინფორმაციის მიღება აუცილებელი ფუნქციონალური უნარ-ჩვევაა. მოგვიანებით ციფრული წიგნიერების ცნება უფრო მეტად გაფართოვდა და ტექნოლოგიების მეშვეობით პროდუქტის შექმნაც მოიცვა.”

თეო ნეფარიძე

რაოდენობრივი წიგნიერება.

რაოდენობრივი წიგნიერება არის იმ უნარ-ჩვევების ერთობლიობა, რომელთა დაუფლება მოსწავლეს უადვილებს რიცხვის არსის გააზრებას, რაოდენობის სხვადასხვა ხერხით გამოსახვას, რიცხვებს შორის მიმართებების გაგებას, რაოდენობათა შედარებას. ეს უნარ-ჩვევები მოსწავლეს სჭირდება არა მხოლოდ მათემატიკის, არამედ სხვა საგნების შესასწავლადაც; (ე.ს.გ)

პოზიციური სისტემის გამოყენება რაოდენობის დადგენისას და რიცხვის ჩაწერისას

რაოდენობრივი წიგნიერების ჩამოყალიბებაში პოზიციური სისტემის გააზრებას ერთ-ერთი ცენტრალური ადგილი უკავია. გარდა ამისა, იგი წარმოადგენს რიცხვებზე ოთხი ძირითადი არითმეტიკული მოქმედების სრულყოფილი გააზრების საფუძველს. როგორც კვლევები აჩვენებს, სასკოლო მათემატიკის კურსში პოზიციური სისტემა ერთმანეთთან აკავშირებს მრავალ მნიშვნელოვან ცნებასა და ოპერაციას და საფუძველს უყრის მომავალში უფრო აბსტრაქტული ალგებრული ცნებების შესწავლას.

ზაქარია გიუნაშვილი 

ეკოლოგიური წიგნიერება.

ეკოლოგიური წიგნიერება გულისხმობს გარემოსადმი ადამიანის ჯანსაღი დამოკიდებულების ჩამოყალიბებას, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსწავლემ უნდა გააცნობიეროს პირადი პასუხისმგებლობა გარემოში მიმდინარე პროცესების მიმართ, შეძლოს მონაწილეობა მის დაცვასა და აღდგენაში; (ე.ს.გ)

მრავალენობრივი (პლურილინგვური) კომპეტენცია.

მრავალენობრივი კომპეტენცია არის ადამიანის შინაგანი უნარი, დაეუფლოს და გამოიყენოს ენა/ენები. ნებისმიერ საგანში ცოდნასა და უნარებს მოსწავლე ენობრივი აქტივობების საშუალებით იძენს. შესაბამისად, ყველა საგანს შეუძლია თავისი წვლილი შეიტანოს მოსწავლის მრავალენობრივი კომპეტენციის განვითარებაში;

უცხო ენის სწავლების კომპეტენციები

”თვალი გადავავლოთ უცხო ენების სწავლების ისტორიას: ანტიკურ ეპოქაში უცხო ენისა და იმავდროულად უცხო კულტურის შესწავლა ხშირად სამიზნე ქვეყანაში ხდებოდა. იმ ეპოქის ადამიანებს ესმოდათ, რომ ენა მხოლოდ ინფორმაციის გაცვლის საშუალება როდია; მისი მეშვეობით ადამიანები შეიცნობენ სამყაროს. ენა ერთი თაობის მიერ დაგროვილი ინფორმაციისა და კულტურული ღირებულებების მეორისთვის გადაცემის საშუალებაა.”

მარიკა სიხარულიძე

სემიოტიკური კომპეტენცია.

სემიოტიკური კომპეტენცია არის ვერბალური და არავერბალური (რუკის, დიაგრამის, სქემის, ნახატის, მელოდიისა და სხვ.) საშუალებით გადმოცემული ინფორმაციის გააზრებისა და ინტეპრეტირების, საკუთარი ნააზრევისა და განცდილის სხვადასხვა საშუალებით გადმოცემის უნარი; ინფორმაციის ნიშანთა ერთი სისტემიდან მეორეში გადატანის (მაგ. სიტყვიერ ტექსტში ან მუსიკალურ ნაწარმოებში გადმოცემული აზრის ილუსტრაციით გამოხატვის, სიტყვიერი ტექსტისა და ნახატის ერთმანეთთან დაკავშირების, სიტყვიერად გადმოცემული ინფორმაციის დიაგრამის სახით წარმოდგენისა და ა.შ.) უნარი;

სწავლის სწავლა.სწავლის სწავლა არის სწავლის პროცესის დამოუკიდებლად მართვის უნარი. მასწავლებელმა უნდა მიმართოს მოსწავლის ყურადღება სწავლის პროცესზე, მის მიმდინარეობაზე; დაეხმაროს მოსწავლეს იმ ფაქტორებისა და პირობების გაცნობიერებაში, რომლებიც აფერხებს ან ხელს უწყობს სასწავლო პროცესის მსვლელობას; აღმოაჩენინოს ის ხერხები და მიდგომები, რომლებიც აუმჯობესებს სწავლის შედეგებს და გამოუმუშავოს სწავლის სტრატეგიების დამოუკიდებლად გამოყენების უნარი; (ე.ს.გ)

რას ნიშნავს სწავლის სწავლა?!

ეს არის პროცესი, რომელიც გულისხმობს ადამიანის მიერ საკუთარი სწავლის მართვის გაცნობიერებას, რაც მოიცავს სწავლის დაგეგმვას, შეფასებას და მუდმივ მონიტორინგს. სწავლის სწავლა ეხება ცოდნას იმის შესახებ, თუ როგორ სწავლობს ადამიანი ეფექტიანად (კონკრეტული ამოცანის მოთხოვნების მიღება, მისი გადაჭრის ეფექტური სტრატეგიების ცოდნა) და საკუთარი სასწავლო გამოცდილებების რეგულაციას (მოცემული ამოცანის წარმატებით გადაჭრის გზების ცოდნა და გამოყენება).

სამოქალაქო განათლების ლექსიკონი

სოციალური და სამოქალაქო კომპეტენცია.

სოციალური და სამოქალაქო კომპეტენცია გულისხმობს სამოქალაქო ცხოვრებაში ინტეგრირებისათვის აუცილებელი ისეთი უნარებისა და ღირებულებების ჩამოყალიბებას, როგორებიცაა: კონსტრუქციული თანამშრომლობა, პრობლემების მოგვარება, კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნება, გადაწყვეტილების მიღება, შემწყნარებლობა, სხვისი უფლებების პატივისცემა, დემოკრატიული პრინციპების აღიარება და სხვა.

(ე.ს.გ)

სამოქალაქო აღზრდა – ზოგადი განათლების ძირითადი მიზანი

” ნებისმიერ ქვეყანაში დემოკრატიის არსებობა დამოკიდებულია სწორედ მოქალაქეების უნარებზე, ცოდნასა და განწყობებზე. სამოქალაქო აღზრდის სწავლების შედეგად მოსწავლეები იგებენ იმას, თუ რას ნიშნავს, იყო მოქალაქე. ამასთან, მოქალაქე არა მხოლოდ უფლე ბე ბით არის აღჭურვილი, არამედ მას შესაბამისი ვალდებულებები და პასუხისმგებლობებიც აქვს. მნიშვ ნელოვანია ისიც, რომ თუ ადამიანი საკუთარ მოქალაქეობრივ ვალს ვერ აცნობიერებს, ის ვერ გამოიყენებს ვერც საკუთარ უფლებებსა და თავისუფლებებს და ვერც მიღებულ ცოდნას.”

გიორგი გახელაძე

გისურვებთ წარმატებას ...

გმადლობთყურადღებისათვი

ს!

გამოყენებული ლიტერატურა :

რა არის წიგნიერება http://wigniereba3.blogspot.com/2011/03/blog-post_23.html

ეროვნული სასწავლო გეგმა 2011-1016

წერა-კითხვის ცოდნა გუშინ და ციფრული წიგნიერება დღეს http://mastsavlebeli.ge/?action=page&p_id=19&id=91

ზაქარია გიუნაშვილი - პოზიციური სისტემის გამოყენება რაოდენობის დადგენისას და რიცხვის ჩაწერისას

http://www.mastsavlebeli.ge/?action=news&npid=335

ნინო აბულაძე. მედიაწიგნიერება .

http://gamogadgeba.blogspot.com/2012/05/blog-post.html უცხო ენის სწავლების კომპეტენციები. მარიკა სიხარულიძე

http://www.mastsavlebeli.ge/?action=page&p_id=7&npid=12&id=83

http://www.karensscrapsandgraphics.com/poetry/nameautism.htm

სამოქალაქო აღზრდა – ზოგადი განათლების ძირითადი მიზანი გიორგი გახელაძე

http://mastsavlebeli.ge/?action=page&p_id=7&npid=14&id=93

top related