1 მერი ბოლქვაძის ,,ერთი დღე გაზაფხულის...

Post on 24-Jul-2015

88 Views

Category:

Education

10 Downloads

Preview:

Click to see full reader

TRANSCRIPT

მოკრიალებულ ცაზე გაზაფხულის პატარა ღრუბელი , მოცურავს და ისეთი დაღვრემილია სულ სახე

. ჩამოსტირის მოდის და სულ უფრო ღონდება და. ღონდება

შემოხვდა ერთი წერო. -ეჰეი, ღრუბლიკო! -შორიდანვე შესძახა წერომ, -რადაგმართვია?

-რაღა რა დამმართვია, მეგობარო, საკითხავი აღრა ვარ, -ამოიოხრა ღრუბელმა, -ხომ იცი, პატარაობიდანვე როგორ მიყვარს ყვავილები და ბალახები, მერე რა გამოვიდა? სულ ასე, ზემოდან უნდა დავყურებდე? მეც მინდა ახლოს მივიდე, თვალებში ჩავხედო ნაზად დავყნოსო, არადა აღარ მინდა ასე ცხოვრება... -მსხვილი ცრემლები გადმოყარა პატარა ღრუბელმა.

წერო ჩაფიქრდა. მერე კი უთხრა:-ცოტა დაიცადე რა, სულ ცოტა, კარგი? -და ძირს დაეშვა. დაფრინდა მიწაზე, გრძელი ნისკარტით გადაქექა გაზაფხულის მიწის ხნულები, ამოკრიფა თესლები და აფრინდა ღრუბელთან. უბეში ჩაუყარა და უთხრა: -თბილად შეინახე და ბედნიერი იქნებიო.

ჩაითბუნა ღრუბელმა თესლები და გატრუნული . ფრთხილად გასრიალდა ცაზე რამდენიმე დღის

, , -შემდეგ რაღაცნაირად აწრიალდა აცმუკდა ჯერ ერთი , : ორჯერ ჩაიცინა მერე კი ახითხითდა და აკისკისდა , თურმე თესლები გაღვივდნენ პატარა ფესვები

!აატოკეს და უღიტინებდნენ ღრუბელს

ცოტა ხანში კი, ჰოი, საოცრებავ! ზედ ღრუბლის მკერდზე თავი ამოყო და აბიბინდა ჯეჯილი. ცოტა ხანში გვირილაც ამოიზარდა, მიიხედ-მოიხედა და გაიცინა. მას ყაყაჩოები მოჰყვნენ, აღაღანდნენ წითლად.

გაიხარა ღრუბელმა და სიმღერით გასწია ცაზე. მიდის და მიიმღერის. მღერის და ბედნიერია. ცის ნიავი მის ყვავილებს ეთამაშება. ღრუბლები გაკვირვებით შესცქერიან ამ პატარა ღრუბელ-მდელოს. თუმცა რა არის გასაკვირი? რაღა არ ხდება ამ დალოცვილ ცაზე?

top related