მდინარეთა აუზების ინტეგრირებული...

Post on 06-Feb-2020

10 Views

Category:

Documents

1 Downloads

Preview:

Click to see full reader

TRANSCRIPT

მდინარეთა  აუზების  ინტეგრირებული  მართვა  მოკლე  სასწავლო  კურსი  

   

მარიამ  შოთაძე          

ბუნებრივი რესურსების ინტეგრირებული მართვა საქართველოს წყალშემკრებ აუზებში

1  

სწავლების  მოკლე  კურსი  Ø   მდინარეთა  აუზების  ინტეგრირებული  მართვის  თეორიული  საფუძვლები  

Ø   მდინარეთა  აუზების  ინტეგრირებული  მართვის  მაგალითი  -­‐  რიონის  და  ალაზნის  აუზები  

Ø   პრაქტიკული  სავარჯიშო:  მდინარეთა  აუზების  ინტეგრირებული  მართვის  გეგმების  შედგენა  ალაზნის  და  რიონის  აუზის  ორი  მცირე  შენაკადის  მაგალითზე   2  

მოდული  1:  თეორია      

3  

მდინარის  აუზის  ინტეგრირებული  მართვა

4  

Ø   რას  წარმოადგენს?  Ø   როდის  და  სად  წარმოიშვა?  Ø   სად  ხორციელდება?  Ø როგორ  ხორციელდება?  Ø ვინ  ახორციელებს?  Ø რა  სარგებლობა  მოაქვს?  

განმარტება  (განმარტება  1)

5  

Ø მდინარის  ჰიდროლოგიური  საზღვრების  (აუზის)  ფარგლებში    მოქცეული    წყლის,  მიწის  და  მათთან  დაკავშირებული  სხვა  ბუნებრივი  რესურსების    კომპექსური  გამოყენება-­‐ათვისება,  დაცვა  და  კონსერვაცია,    სხვადასხვა  სექტორების    ინტერესების  გათვალისწინებით    და  აუზების  ეკოსისტემების  ღირებულების    შემცირების  გარეშე,  მაქსიმალური  ეკონომიკური  და  სოციალური  სარგებლის  მიღების  მიზნით  (წყარო:  წყლის  გლობალური  პარტნიორობა)  

განმარტება  (განმარტება  2)

6  

Ø წყაშეკრები  აუზის  მიწის,  მცენარეული  საფარის  და  წყლის  რესურსების  ანალიზი,  დაცვა,  გამოყენება-­‐ათვისება  ან  შენარჩუნება,  აუზის  ყველა  რესურსის  კონსერვაციის    და  მოსახლეობის  მიერ  სარგებლის  მიღების  მიზნით  

ძირითადი  ელემენტები

7  

Ø ბუნებრივი  რესურსების  კომპლექსური  და  ურთიერთშეთანხმებული  (ინტეგრირებული)  მართვა    

Ø აქცენტები  წყლის  და  მიწის  რესურსებზე  

Ø სხვადასხვა  სექტორების  და  დაინტერესებული  მხარეების  ინტერესების  გათვალისწინება  

Ø ეკოსისტემების  ღირებულების  შენარჩუნება  

Ø რესუსების  მართვა  ბუნებრივ  საზღვრებში  

ისტორია

8  

Ø 1980-­‐90-­‐იანი  წლები  (აშშ):    –  აგრო-­‐ეკოსისტემების  კოპლექსური  მართვა  (აშშ)  -­‐  აქცენტი  მიწის  რესურსებზე  

–  ეკოსისტემების  მართვა  -­‐  აქცენტი  მიწის  და  ბიოლოგიური  რესურსებზე  (საიკის  აქტი)  

Ø 1980-­‐90-­‐იანი  წლები  (მსოფლიო):    –  წყლის  რესურსების  ინტეგრირებული  მართვა  -­‐  აქცენტი  სექტორების  მიერ  წყლის  რესურსების  ურთიერთშეთანხმებულ  გამოყენებაზე  

–  მდინარის  აუზების  ინტეგრირებული  მართვა  -­‐  აქცენტი  წყლის  რესურსების  მართვაზე  მდინარის  აუზების  ფარგლებში  

გეოგრაფიული  არეალი  -­‐  მდინარის  აუზი  

Ø დედამიწის  ზედაპირი,  საიდანაც  მიწისქვეშა  და  ზედაპირული  წყალი,  მდინარის  სისტემაში,  ტბაში,  ზღვაში  ან  ოკეანეში  ჩაედინება.  შედგება  მიწისქვეშა  და  ზედაპირული  წყალშემკრებებისაგან    

Ø ზედაპირული  წყალშემკრები  არის  დედამიწის  ზედაპირი,  საიდანაც  წყლის  ნაკადი  მდინარეში  ან  მდინარეთა  სისტემაში  ჩაედინება.  მიწისქვეშა  წყალშემკრები  ფაშარი  ქანების  შრეებია,  რომლებიდანაც  წყალი  მდინარის  ქსელში  ჩაედინება   9  

მდინარის  აუზი  Ø აუზების  გეოგრაფიული  საზღვრები  ქედებით  (წყალგამყოფებით)  ან  სიმაღლის  მაღალი  წერტილებით  განისაზღვრება.  ნაკადი  ყოველთვის  მაღლობიდან  დაბლობისკენ  მიედინება  

Ø წყალგამყოფი  -­‐  ორი  მეზობელი  წყლის  ნაკადის  ან  მდინარეთა  სისტემის  გამყოფი  პირობითი  ხაზი  დედამიწის  ზედაპირზე  

Ø მთაში  მკაფიოდაა  გამოხატული  და  თანხვდება  ქედის  თხემს,  ვაკეზე  მეტ-­‐ნაკლებად  წაშლილია  

10  

მდინარის  აუზი  Ø  არსებობს  გამდინარე  და  გაუდინარი  აუზები.  გაუდინარს  უწოდებენ  შიგაკონტინენტური  ჩამონადენის  არეებს,  რომლებიც  მდინარის  მეშვეობით  ოკეანეს  არ  უკავშირდებიან.    

Ø  მდინარის  აუზი  შედგება  მცირე  წყალშემკრებებისაგან,  რომლებიც  მთავარი  მდინარის  შენაკადებს  კვებავს  და  ძირითადი  წყალშემკრებებისაგან  (ქვე-­‐აუზები),  რომელთა  წყლის  ნაკადები  მთავარ  მდინარესა  თუ  მსხვილ  წყალსატევში    ჩაედინება   11  

მდინარის  აუზი  Ø  მდინარის  სისტემის  მიზანია  წყალშემკრებიდან  წყლის  მოშორება  მისი  შეგროვებისა  და  დრენირების  გზით.  ჭარბი  წყალი  წყალშემკრების  ზედაპირზე  ქმნის  მდინარის  ნაკადს,  რომელიც  გადააქვს  მდინარეს  

Ø  ქანების  გამოლექვა-­‐დენუდაციის  მასალები  (მყარი  ნატანი)  და  დამაბინძურებელი  ნივთიერებებიც  მდინარეებით  გადაიტანება  

12  

13  

მდინარის  აუზი  

14  

15  

16  

ამაზონის  აუზი:  718000  კვ.კმ  

მდინარეთა  სისტემების  გრძივი  პროფილი  

17  

მდინარის  აუზი  -­‐  ეკოლოგიური  სისტემა  

Ø მდინარის  აუზი  პრაქტიკულად  არის  ჰიდროეკოლოგიური  სისტემა,  სადაც  ჰიდროლოგიური  და  ბიოგეოქიმიური  ციკლების  ურთიერზემოქმედება  განაპირობებს  აუზის  ეკოსისტემების  და  მათი  შემადგენელი  რესურსების  ნორმალური  ფუნქციონირებას  და  მდგრადობას  

18  

მდინარის  აუზის  ეკოლოგიური  სისტემა  -­‐  ძირითადი  პროცესები  

Ø ჰიდროლოგიური  ციკლი:  წყლის  ცირკულაცია  ატმოსფეროს,  ბიოსფეროს,  ჰიდროსფეროს  და  ლითოსფეროს  შორის  

Ø ბიოგეოქიმიური  ციკლი:  აბიოტურ  (არაცოცხალ)  და  ბიოტურ  (ცოცხალ)  კომპონენტებს  შორის  მატერიის  ცვლა-­‐ცირკულირება  

19  

ჰიდროლოგიური  ციკლი  

20  

ჰიდროლოგიური  ციკლი  

21  

ჰიდროლოგიური  ციკლი  

22  

ბიოგეოლოგიური  ციკლი  Ø გეოქიმიური  ციკლი    -­‐  ნივთიერებათა  ცვლა    ატმოსფერული  მოვლენების,  გეოლოგიური  პროცესების  და  ჟანგვა-­‐აღდგენითი  რეაქციების  შედეგად  

Ø ბიოლოგიური  ციკლი  -­‐  საკვები  ნივღიერებების  შთანქმა  ბიომასის,  მცოხნელების  ან  მტაცებლების  მიერ  ან  მათი  გამონთავისუფლება  ბიოლოგიური  ლპობის  (დეკომპოზიცია)  შედეგად   23  

ბიოგეოლოგიური  ციკლი  

Ø წყალბადის  ციკლი  

Ø ჟანგბადის  ციკლი  

Ø ნახშირბადის  ციკლი  

Ø ფოსფორის  ციკლი  

Ø აზოტის  ციკლი  24  

 ნახშირბადის  ციკლი  

25  

აზოტის  ციკლი  

26  

ფოსფორის  ციკლი  

27  

ფოსფორის  ციკლი  

28  

მდინარის  აუზის  მახასიათებლები  Ø თუ  მდინარის  აუზი  მცირეა,  მაშინ  აუზის  ფარგლებში  ნიადაგის,  მცენარეთა  და  ცხოველთა  სამყაროს,  კლიმატური  მახასიათებლების,  მიწის  გამოყენების  ტიპებისა  და  ადამიანთა  ცხოვრების  წესის  ვარიაცია  არ  არის  ძლიერი.  

Ø თუ  მდინარის  აუზი  დიდია,  მაშინ  შესაბამისად  დიდია  განსხვავებები  უშუალოდ  მდინარის  აუზის  ფარგლებშიც.  

29  

საჭიროება  Ø ზედა  დინება  გავლენას  ახდენს  ქვედა  დინებაზე  

Ø ყველა  ქმედება  ზედა  დინებაში,  რომელსაც  გავლენა  აქვს  წყლის  ხარისხზე  და  რაოდენობაზე,  შედეგს  იწვევს  ქვედა  დინებაში  

Ø ამის  შედეგად  –  მდინარის  აუზი  არის  ლოგიკური  ერთეული  წყლის  მართვისათვის  

Ø დიდი  მდინარის  აუზის  შემთხვევაში  იგი  შესაძლოა  დაიყოს  უფრო  მოსახერხებელ  შედარებით  მცირე  აუზებად,  რომლებსაც  ქვე-­‐აუზებს  უწოდებენ.  

30  

31  

მდინარის  აუზის  ტიპიური  ფუნქციები    

Ø   წყლის  გამოყენება  სასმელ-­‐სამეურნეოდ  Ø  წყლის  გამოყენება  საირიგაციოდ  Ø  წყლის  გამოყენება  სამრეწველო  სექტორის  მიერ    Ø  ჰიდროელექტროენერგიის  წარმოება  Ø  ბიომასის  სათბობ-­‐ენერგეტიკული  რესურსების  ბაზის  შექმნა  Ø  ტყის  არამერქნული  რესურსების  ბაზის  შექმნა  და  გამოყენება  Ø  სოფლის  მეურნეობისათვის  მიწის,  წყლის  და  საკვები  ელემენტების  უზრუნველყოფა  

Ø  ბუნებრივი  კატასტროფების  რისკის  შემცირება  Ø  ბიომრავალფერვნების  და  ეკოსისტემების  კონსერვაცია-­‐შენარჩუნება   32  

მდინარის  აუზის  რესურსები  

33  

მდინარის  აუზის  ბუნებრივი  რესურსები    

Ø წყალი  (ზედაპირული  და  მიწისქვეშა)  Ø ტყე  Ø ბიომრავალფეროვნება  (ფლორა  და  ფაუნა).  Ø ლანდშაფტი  Ø სასოფლო-­‐სამოეურნეო  სავარგულები  Ø საძოვრები  Ø ინტელექტუალური  რესურსი  

უმნიშვნელოვანესია  ამ  რესურსების  მდგრადად  გამოყენება!!!   34  

რა  არის  მდგრადობა?  Ø არსებული  ბუნებრივი  სიმდიდრის  და  რესურსების  გამოყენება  მაქსიმალური  ეკონომიკური  და  სოციალური  სარგებლის  მიღების  მიზნით  და  ეკოსისტემების  ღირებულების  შენარჩუნების  გზით  ისე,  რომ  მომავალმა  თაობებმაც  შეძლონ  ამ  რესურსების  იმავე  დონეზე  გამოყენება  

    35  

რა  არის  მდგრადობა?  

36  

ადამიანი  

გარემო   ეკონომიკა  

მდგრადობა  

რა  არის  მდგრადობა?  მდგრადობა,  როგორც  წესი,  გულისხმობს  შედეგი  დილემას  დაძლევას            –          გარმოს  კონსერვაცია  –  ეკონომიკური  განვითარების  

წინააღმდეგ   37  

რა  არის  არამდგრადი  გამოყენება?      

არამდგრადი  გამოყენების  მაგალითები    

38  

წყლის  რესურსების  არამდგრადი  გამოყენება  

Ø ჭარბი,  უკონტროლო  წყალაღება  და  წყლის  არაეფექტიანი  მოხმარება  

Ø გაუფილტრავი  ჩამდინარე  წყლების  წყლის  ობიექტებში  ჩაშვება  

Ø ნიაღვრების  უმართავობა  Ø მდინარის  დარეგულირება  გეო-­‐მორფოლოგიის  და  ჰიდროლოგიური  რეჟიმის  გაუთვალისწინებლად  

39  

40  

41  

42  

ტყის  არამდგრადი  გამოყენება    Ø მერქნული  რესურსების  ჭარბი  ან  არალეგალური  მოპოვება  

Ø პირწმინდა  ჭრები  Ø ჭრები  ციცაფო  ფერთობებზე  Ø ტყის  ხელოვნური  ხანძრები  Ø გადაძოვება  

43  

44  

45  

46  

47  

საძოვრების  არამდგრადი  გამოყენება  

•   გადაძოვება  –  საქონლის  გადაჭარბებული  რაოდენობა-­‐სიმჭიდროვე  საძოვრის  ერთეულ  ფართობზე  

–  დაუშვებლად  ხანგრძლივი  პერიოდით  ძოვება  –  საძოვრების  ბრუნვის  პრაქტიკის  უქონლობა  

•  ძოვება  ნაწვიმარზე  •  საძოვარი  ფერდობების  მიშვებით  რწყვა  

48  

49  

50  

სასოფლო  სავარგულების  არამდგრადი  გამოყენება  

Ø ძლიერ  დახრილი  ფერდობების  დამუშავება  

Ø მიწის  დამუშავება  (კულტივაცია)  დახრილობის  პერპენდიკულარულად  

Ø მიწის  დაბელტვა  

Ø სავარგულების  გადაწვა  

Ø არასწორი  მელიორაცია  

51  

52  

53  

54  

არასასოფლო-­‐სამეურნეო  მიწების  არამდგრადი  გამოყენება  

Ø ღია  კარიერული  წესით  რესურსების  მოპოვება  

Ø გზების  არასწორი  მშენებლობა  

55  

56  

ბუნებრივი  რესურსების  არამდგრადი  გამოყენების  შედეგები  

Ø მიწის  დეგრადაცია  და  ნაყოფიერების  კარგვა  Ø ტყის  საფარის  შემცირება  Ø ბიომრავალფეროვნების  შემცირება-­‐დეგრადაცია  Ø წყლის  დეფიციტი  და  ხარისხის  გაუარესება  Ø ბუნებრივი  კატასტროფების  რისკის  ზრდა    –  სიხშირე,  სიმძლავრე  (მაგ.,  წყალდიდობები  და  მეწყრული  მოვლენები)  

Ø ლანდშაფტის  ესთეტიური  ღირებულების  შემცირება  57  

ბუნებრივი  რესურსების  არამდგრადი  გამოყენება  

ყველა  ზემოთჩამოთვლილი  ფაქტორის  შედეგად    

მნიშვნელოვნად  ღარიბდება  უპირველესად  ადგილობრივი  მოსახლეობა,  საერთო  ჯამში  კი  მთლიანად  ქვეყანა.  

დღეს  უკვე  საყოველთაიდ  აღიარებულია  და  ეჭვს  აღარ  იწვევს  მჭიდრო  კავშირი  სიღარიბესა  და  ბუნებრივი  რესურსების  დეგრადაციას  შორის  

58  

გამოსავალი  ?!  

59  

გამოსავალი  –  აუზის  ინტეგრირებული  მართვა  

 Ø ბუნებრივი  რესურსების  დეგრადაციას  განიხილავს  როგორც  მრავალსექტორულ  პრობლემას    

Ø ითვალისწინებს  ყველა  დაინტერესებული  მხარის  ჩართვას  პროცესში  

Ø გვთავაზობს  რესურსების  კომპლექსური  და  მდგრადი  მართვის  გზებს  

60  

აუზის  ინტეგრირებული  მართვის  მექანიზმი-­‐ინსტრუმენტი  

Ø აუზის  ინტეგრირებული  მართვის  გეგმა  

Ø გეგმის  განხორციელება,  მონიტორინგი-­‐შეფასება    

61  

აუზების  ინტეგრირებული  მართვის  დაგეგმვის  მიზანი  

Ø შემუშავდეს  დოკუმენტი  –  გეგმა,  რომელიც  უზრუნველყოფს  მდინარის  აუზის  რესურსების  გამოყენებას,  დაცვას  და  აღდგენას  გარემოსდაცვითი,  სოციალური  და  ეკონომიკური  საჭიროებების  ბალანსის  დაცვით.  

62  

მდინარის  აუზის  მართვის  დაგეგმვა  -­‐  ეტაპები    

Ø დაინტერესებული  მხარეების  გამოვლენა,  შერჩევა  და  პროცესში  ჩართვა  

Ø  აუზების  რესურსების  და  ეკოსისტემების  კვლევა  Ø  ძირითადი  ეკოლოგიური  პრობლემების  გამოკვეთა  და  პრიორიტეტიზაცია  დაინტერესებული  მხარეების  მონაწილეობით  

Ø  აუზის  მართვის  მიზნების  და  ამოცანების  განსაზღვრა    Ø  მიზნების  და  ამოცანების  მიღწევის  ტექნიკურად,  ეკონომიკურად  მიზანშეწონილი  და  ეკოლოგიურად  მდგრადი  გზების  დასახვა  

63  

მდინარის  აუზის  მართვის  გეგმის  ტიპიური  სტრუქტურული  ელემენტები  

Ø მიზნები  და  ამოცანები  Ø პრიორიტეტული  პრობლემები  Ø პრიორიტეტული  ღონისძიებები:  სტრუქტურული,  არასტრუქტურული    

Ø ღონისძიების  შესრულების  ვადები  Ø ღონისძიებების  განხორციელებაზე  პასუხისმგებელი  ორგანიზაციები  

Ø ღონისძიებათა  მიახლოებითი  ღირებულება  Ø წარმატების  შეფასების  ინდიკატორები   64  

პოტენციური  დაინტერესებული  მხარეები  Ø ფერმერთა  და/ან  წყალმომხამრებელთა  ასოციაციები  

Ø ადგილობრივი  თემები  Ø ადგილობრივი  და  ცენტრალური  მთავრობა  Ø არამთავრობო  სექტორი  Ø კერძო  სექტორი:  სასმელი  და  საირიგაციო  წყლის  კომპანიები,  ტყის  ლიცენზიანტები,  სამონადირეო  მეურნეობის  მფლობელები-­‐ოპერატორები,  ტურ-­‐ოპერატორები,  თევრეწვის  კომპანიები,  წიაღისეული  რესურსების  მომპოვებლები   65  

გეგმების  დაფინანსების  სავარაუდო  წყაროები  

Ø ცენტრალური  და  ადგილობრივი  ბიუჯეტი  Ø განვითარების  სააგენტოები  Ø განვითარების  ბანკები  Ø არასამთავრობო  ორგანიზაციები  Ø კერძო  კომპანიები  Ø წყალმოხმარების  ან  ეკოსისტემების  სერვისებით  მომსახურების  გადასახადები  

Ø კერძო  შემოწირულობები  Ø   საწევრო  გადასახადები  

66  

აუზების  მართვის  ტიპიური    ორგანიზაციული  მოდელები    

67  

Ø მდინარის  აუზის  კომისია  ტრანსსასაზღვრო  დონეზე  Ø წყლის  ეროვნული  სააგენტო  და  მისი  ადგილობრივი  ერთეული  -­‐  მდინარის  აუზის  ადმინისტრაცია  

Ø მდინარის  აუზის  დამოუკიდებელი  კომიტეტი/კომისია/ბორდი  

Ø აუზის  ან  წყლის    რეგიონული  სახელმწიფო  ან  კერძო  კორპორაცია/კომპანია  

Ø არასამეწარმეო  ორგანიზაცია  -­‐  ასოციაცია  Ø საკონსულტაციო  საბჭო  

აუზების  მართვის  ორგანიზაციების  ტიპიური  ფუნქციები  

68  

Ø  უზის  კვლევა,  მონაცემთა  შეგროვება,  ანალიზი-­‐შენახვა  

Ø  აუზის  რესურსების  დაგეგმვა,  გეგმის  განხორციელების  კოორდინაცია,  მონიტორინგი  

Ø  წყლის  რესურსების  განაწილება  სექტორებს  შორის  (ლიცენზირება,  კვოტირება)  

Ø  წყლის  ხარისხის  სათანადო  უზრუნველყოფა,  მონიტორინგი  

Ø  წყლის  ინფრასტრუქტურის  (სასმელი  წყლის,  საირიგაციო-­‐სადრენაჟე,  სანიაღვრე,  საკანალიზაციო  სისტემები)  მართვა  

69  

ორგანიზაცია   მდებარეობა   სტატუსი   ფუნქცია  მდინარე  კოლუმბიის  მართვის  კომისია  

აშშ-­‐კანადა   საერთაშორისო  კომისი   ჰიდროელექტრო-­‐სადგურების  ერთობლივი  მართვა  

მდინარე  ტენესის  აუზის  ადმინისტრაცია  

აშშ   სახელმწიფო  კორპორაცია  

ელეტროენერგიის  წარმოება,  მდინარის  აუზის  დაგეგმვა  

მდინარე  დელევარის  აუზის  კომისია  

აშშ   შტატთაშორისი  კომისია   წყლის  რესურსების  განაწილება  და  მართვა  ,  გვალვების  და  წყალდიდობების  რისკების  მართვა  

მდ.  პოტომაკის  კომისია  

აშშ   შტატებშორისი  კომისია   მდინარის  მონიტორინგი,  წყალდიდობების  და  გვალვების  რისკის  მართვა,  კონსულტაციები  

პრაიერების  წყლის  კომისია  

კანადა   რამოდენიმე  პროვინციის  მმართველობა  

წყლის  მონიტორინგი  საზღვარზე  

წყლის  სააგენტოები   საფრანგეთი   სახელმწიფო  კორპორაცია  

გადასახადების  აკრეფა,  წყლის  ხარისხის  გაუმჯობესების  ინვესტირება;  მდინარის  აუზების  გეგმების  შემუშავება  

აუზის  კომიტეტები   საფრანგეთი   არჩევითი  რეგიონული  სტრუქტურა  

რჩევები  გადასახადებზე;  გადასახადების  დამტკიცება;  მდინარის  აუზების  გეგმების  შემუშავება  

დიდი  მადლობა!!!  

ბუნებრივი რესურსების ინტეგრირებული მართვა საქართველოს წყალშემკრებ აუზებში

70  

top related