arnold ciqobavas sakitxavebi xxviii · 1 თსუ არნოლდ ჩიქობავას...

83
arnold Ciqobavas sakiTxavebi XXVIII 2017

Upload: others

Post on 21-Jan-2020

4 views

Category:

Documents


0 download

TRANSCRIPT

Page 1: arnold Ciqobavas sakiTxavebi XXVIII · 1 თსუ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი

arnold Ciqobavas

sakiTxavebi

XXVIII

2017

Page 2: arnold Ciqobavas sakiTxavebi XXVIII · 1 თსუ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი

1

თსუ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერებისინსტიტუტი

არნოლდ ჩიქობავასსაკითხავები

XXVIII

2017 წლის 25-28 აპრილი

მ ა ს ა ლ ე ბ ი

თბილისი2017

Page 3: arnold Ciqobavas sakiTxavebi XXVIII · 1 თსუ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი

2

სამეცნიერო სესია გაიმართება არნ. ჩიქობავას სახელო-ბის ენათმეცნიერების ინსტიტუტის სხდომათა დარბაზში(პ. ინგოროყვას ქუჩა #8, მეორე სართული)

რ ე გ ლ ა მ ე ნ ტ ი

მომხსენებელს _ 10 წუთიმსჯელობაში მონაწილეს _ 3 წუთი

რედაქტორი _ ვ. შენგელია

© ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიარნ. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი

ISBN

Page 4: arnold Ciqobavas sakiTxavebi XXVIII · 1 თსუ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი

3

მ უ შ ა ო ბ ი ს გ ე გ მ ა

25 აპრილი, 11 საათი

ვ. შ ე ნ გ ე ლ ი ა, ფრაგმენტები მოგონებიდან აკადემიკოს არნოლდჩიქობავაზე

გ. გ ო გ ო ლ ა შ ვ ი ლ ი, არნოლდ ჩიქობავასა და ვარლამ თოფურიასპოზიცია ივანე ჯავახიშვილის „სამსჯავროზე“ 1930 წელს

გ. კ ვ ა რ ა ც ხ ე ლ ი ა, მელანქოლიის სემიოტიკა ბარათაშვილთან(„გულის-თქმა ჩემი შენს იქითა... ეძიებს სადგურს“)

ი. ჩ ა ნ ტ ლ ა ძ ე, კოდორული სვანური მეტყველების კვალიფიკაცი-ისათვის

ქ. მ ა რ გ ი ა ნ ი - ს უ ბ ა რ ი, ინფერენციული პერფექტული და არა-პერფექტული ზმნების ნიუანსობრივი ურთიერთმიმართე-ბისათვის

თ. ბ უ რ ჭ უ ლ ა ძ ე, კვლავ შესიტყვებათა გამოყოფის საკითხისთაობაზე

ნ. ჭ ო ხ ო ნ ე ლ ი ძ ე, ღვინის გემოს აღმნიშვნელი ზოგი სიტყვისწარმომავლობისათვის ქართულში

ნ. ს უ რ მ ა ვ ა, თავით, თავეთ/თავიეთ უკუქცევითი ნაცვალსახე-ლების შესახებ

ქ. მ ა რ გ ი ა ნ ი, დალის ხეობის ონომასტიკის რამდენიმე ასპექტი(ახალი კოდორული მასალების მიხედვით)

ი. კ ე კ ე ლ ი ა, ძიებანი ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ოიკონიმი-იდან. I (გარახა, სარაქონი)

დ. კ ა კ ა შ ვ ი ლ ი, საკუთარ სახელთა ბრუნებისათვის წოვათუ-შურ ენაში

Page 5: arnold Ciqobavas sakiTxavebi XXVIII · 1 თსუ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი

4

26 აპრილი, 11 საათი

მ. ჩ უ ხ უ ა, ზოგი ქართველური სიტყვის ისტორიიდან

ვ. მ ა ღ რ ა ძ ე, უცხოური ტოპონიმების დაწერილობისათვის

მ. ს ა ღ ლ ი ა ნ ი, კვლავ რამდენიმე არაიდენტური ხმოვანთკომ-პლექსის ელიზიისათვის სვანურში

ლ. გ უ ლ ე დ ა ნ ი, თ. ლ ო მ თ ა ძ ე, იერუსალიმში/ისრაელში ასვლა

მ. ბ უ კ ი ა, ქართველურ-აფხაზური ენობრივი შეხვედრები. ზედ-სართავი სახელი

მ. ს ა ღ ლ ი ა ნ ი, ნ. შ ა ვ რ ე შ ი ა ნ ი, ეკონომიურობის პრინციპი-სათვის ჩოლურულ მეტყველებაში

ც. ჯ ა ნ ჯ ღ ა ვ ა, რამდენიმე სიტყვა „ვით“ თანდებულის ფუნქცი-ით მეგრულში

ლ. გ ი გ ლ ე მ ი ა ნ ი, რიცხვით სახელთა ჯგუფებისათვის სვანურში

ნ. ხ ო ჭ ო ლ ა ვ ა - მ ა ჭ ა ვ ა რ ი ა ნ ი, კვლავ წმინდა გიორგის ქარ-თველური სახელებისა და მუხის კულტის ურთიერთმიმარ-თებისათვის

მ. რ ო ბ ა ქ ი ძ ე, აღმოსავლური ლექსიკა ლადო ასათიანის შემოქმე-დებაში

Page 6: arnold Ciqobavas sakiTxavebi XXVIII · 1 თსუ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი

5

27 აპრილი, 11 საათი

მ. ღ ლ ო ნ ტ ი, ქართ. კედ-/კიდ- მორფემათა ლექსიკურ-სემანტიკუ-რი ჯგუფისათვის

ს. ო მ ი ა ძ ე, პლეონასტური კომპოზიტების შესახებ თანამედროვემედიადისკურსში

ნ. ხ ა ხ ი ა შ ვ ი ლ ი, უდებება სიტყვის სემანტიკისათვის

ხ. ყ ა ნ დ ა შ ვ ი ლ ი, კვლავ მრავალგზისობის გამოხატვისთვის 1812წლის აჯანყების დოკუმენტების მიხედვით

საგრანტო პროექტი „კავკასიურ-ქართულილექსიკონები...“ (№AR/243/2–132/14)

რ. ლ ო ლ უ ა, პროექტზე მუშაობის შესახებ

ლ. ა ზ მ ა ი ფ ა რ ა შ ვ ი ლ ი, პარემიული ტიპის ატრიბუტივებისშესახებ ხუნძურში

ნ. ა რ დ ო ტ ე ლ ი, ბეჟიტური ანთროპონიმები და მათი წარმოებისძირითადი პრინციპები

რ. ლ ო ლ უ ა, უდიური ლექსიკოგრაფიის ისტორია და თანამედ-როვე მდგომარეობა

ნ. მ ა ჭ ა ვ ა რ ი ა ნ ი, უქონლობის სუფიქსიან სახელთა ასახვის შე-სახებ აფხაზურ ლექსიკონში

რ. ფ ა რ ე უ ლ ი ძ ე, ი. გიულდენშტედტი – ინგუშური ლექსიკისპირველი შემგროვებელი

ვ. შ ე ნ გ ე ლ ი ა, ჩერქეზული ენის სტრუქტურის ძირითადი საკი-თხები

Page 7: arnold Ciqobavas sakiTxavebi XXVIII · 1 თსუ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი

6

28 აპრილი, 11 საათი

ნ. მ ა ჭ ა ვ ა რ ი ა ნ ი, ანთროპომორფულ არსებათა სახელწოდებე-ბის წარმომავლობისათვის აფხაზურში. 4. აჟეჲფშაა „ნა-დირთ ღვთაება“

თ. ვ ა შ ა კ ი ძ ე, თანამედროვე ქართული ენის ორთოგრაფიულილექსიკონი – აგების პრინციპებისათვის (სახელები)

თ. მ ა ხ ა რ ო ბ ლ ი ძ ე, ქართული ზმნისწინი და პოლიპერსონა-ლიზმი

ე. შ ე ნ გ ე ლ ი ა, ზოგი ზმნიზედის წარმომავლობისათვის

თ. ტ ე ტ ე ლ ო შ ვ ი ლ ი, „-ღა“ ნაწილაკიან ნაცვალსახელთა მართლ-წერისათვის თანამედროვე ქართულში

მ. ჯ ღ ა რ კ ა ვ ა, ვარა ელემენტის შესახებ მეგრულ-ლაზურში

მ. ლ ა ბ ა რ ტ ყ ა ვ ა, -ვე და -ც(ა) ნაწილაკდართულ -ზედა, -ზედ,-ზე თანდებულიან სახელთა მართლწერისათვის

ნ. ფ ო ნ ი ა ვ ა, ლექსემა „სულის“ შემცველი ქართველური და აფხა-ზური იდიომების შედარებითი ანალიზი

ლ. კ ო ჭ ლ ა მ ა ზ ა შ ვ ი ლ ი, ერთი კომპოზიტის შედგენილობისთაობაზე ხათურში

ს. ბ ე რ უ ლ ა ვ ა, -შკულე // -შქულე თანდებულის შესახებ ლა-ზურში (საკითხის დასმის წესით)

Page 8: arnold Ciqobavas sakiTxavebi XXVIII · 1 თსუ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი

7

ს ო ფ ი კ ო ბ ე რ უ ლ ა ვ ა

-შკულე // -შქულე თანდებულის შესახებ ლაზურში(საკითხის დასმის წესით)

-შკულე თანდებულის არაერთი ვარიანტი გვხვდება ლაზურ-ში. ესენია: შკულე // შქულე // ჭკულე // შიკულე.

„-შკულე//-შქულე“ თანდებული წარმოადგენს ბრუნვის ნიშ-ნისა (-იშ//-შ//-ში) და საკუთრივ -კულე თანდებულის კონტამინაცი-ის შედეგს. ქართულ საენათმეცნიერო ლიტერატურაში მკვლევრებიმას წერენ ხან სიტყვისგან განცალკევებით (როგორც ცალკე მდგომთანდებულს: ოხორიშ კულე), ხან- დეფისით (ბრუნვის ნიშნის გამო-უყოფლად: ოხორიშ-კულე; ბრუნვის ნიშნის გამოყოფით: ოხორი-შ-კულე), ხან – შერწყმულად (ოხორიშკულე).

-შკულე თანდებულის შერწყმულად ან ცალკე დაწერილობასიმდენად აქვს მნიშვნელობა, რამდენადაც ეს უშუალოდ უკავშირდე-ბა ამ თანდებულის კვალიფიკაციის საკითხსაც, კერძოდ, მივიჩნევთმას ცალკე მდგომ თანდებულად, თუ ბრუნვის ნიშანთან შერწყმულვარიანტად. აღნიშნული საკითხის გადაწყვეტას აქვს მნიშვნელობაენობრივ მონაცემთა კომპიუტერული დამუშავებისათვის.

საკითხში ობიექტურად გარკვევისათვის მიზანშეწონილადმივიჩნიეთ არსებული მდგომარეობა შეგვესწავლა დღემდე გამოცე-მული ლაზური ტექსტებისა და თანამედროვე ლაზური ჟურნალ–გა-ზეთების მასალის გათვალისწინებით. მოხსენებაში განვიხილავთროგორც სამეცნიერო კვლევის შედეგებს, ასევე პერიოდული გამო-ცემების შესწავლისას გამოვლენილ ტენდენციას.

მ ა ნ ა ნ ა ბ უ კ ი ა

ქართველურ-აფხაზური ენობრივი შეხვედრები.ზედსართავი სახელი

ქართველურსა და აფხაზურში მოიპოვება ზედსართავი სახე-ლები, რომლებიც ურთიერთნასესხობის გზითაა გაჩენილი.

ა) ქართველურიდან აფხაზურში შეთვისებული ზედსართავისახელები:

Page 9: arnold Ciqobavas sakiTxavebi XXVIII · 1 თსუ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი

8

ქართ. ამო „საამო, სასიამოვნო “, მეგრ. ჰამო „ტკბილი, სასია-მოვნო“ – აფხ. ა-ხაა „ტკბილი“.

ქართ. ბაქია „მკვეხარა, ტრაბახა“, სვან. ბქ / ბაქ „სიცრუე, ტყუ-ილი“ – აფხ. ა-ბაჳჷ „ტრაბახა“.

ქართ. დამპალი „ლპობით წამხდარი, გახრწნილი“ – აფხ. ა-ბაა„დამპალი“. პ. ჭარაია ერთმანეთს უდარებს ქართულ ლპ (< პლ) დააფხაზურ ბა = ბ-ა და მიიჩნევს საერთო წარმომავლობის სიტყვებად.

ქართ. თაკარა „1. მხურვალე, მცხუნვარე, მწველი, ვარვარა;2. დიდი სიცხე“, მეგრ. თაკარი „თაკარა; ალი; მცხუნვარე, მწველი“ –აფხ. ა-თაკარ „სიცხე, პაპანაქება“.

მეგრ. ლოგო / ლუგა „სულელი, ჩლუნგი“, ლეგ (სვან.) „ცუდი“– აფხ. ა-ლუგა (აბჟ.) / ა-ლჷგ (ბზ.) „სულელი, ბოთე, უგერგილო ადა-მიანი“, შრდ. აბაზ. ლაგა „სულელი“.

ქართ. მძაღე „1. წამხდარი, მომწკლარტო, მომწარო გემოსი“,მეგრ. ძაღე „მძაღე“ – აფხ. ა-ძაა „მძაღე”.

მეგრ. ტარიელი „ძლიერი“ – აფხ. ა-ტარიალ „წარმოსადეგი,ძლიერი“.

მეგრ. წკონდა „წმინდა, ანკარა (წყალი)“ – აფხ. ა-წანდა „წმინ-და, გამჭვირვალე (წყალი)“...

აფხაზურიდან ქართველურში შეთვისებულია შემდეგი ზედ-სართავი სახელები:

ბ) აფხ. არგამა „ღია, ნათელი“, აბაზ. არგამ „აშკარა, ღია, დაუ-ფარავი“ – მეგრ. არგამა „აშკარა“.

აფხ. მაჩხჷმა „ბლომად, ბლომადაა“ – მეგრ. მაჩხომა „საკმარისი“.

საერთო ქართველურ-აფხაზური წარმოშობის ძირებად მიიჩნევა:ქართ. მწარე „სპეციფიკური არასასიამოვნო პირის დამწველი

გემო“, მეგრ. მწარე / ნწარე / წარე „მწარე“ – აფხ. ა-წაა „მლაშე“.ქართ. მწვანე „ნედლი ბალახის, ფოთლის და მისთ. ფერი“,

მეგრ. რწვანე – აფხ. ა-ეა / აიაა „მწვანე“.ქართ. ყვითელი „ერთ-ერთი შვიდ ფერთაგან; ოქროსა და ქარ-

ვის ფერი“, მეგრ. ყვინთელი „ყვითელი“, მეგრ. ყვიჟალი „მოლურ-ჯო“, სვან, ყიჟე „ღვიძლი“– აფხ. ა-ეჟ „ყვითელი“, ადიღ. ჟ „ყვი-თელი“.

Page 10: arnold Ciqobavas sakiTxavebi XXVIII · 1 თსუ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი

9

ზედსართავთა ერთი ნაწილი ნასესხებია ორსავე ენობრივ ერ-თეულში, მაგრამ სესხების შუალედურ რგოლზე საუბარი ძნელია,შესაძლოა, ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ჰქონდეს ნასესხებიქართველურს და აფხაზურს:

ალალი „1. მართალი, პატიოსანი, უცოდველი. 2. ღვიძლი,მკვიდრი, საკუთარი“ (ქეგლ I: 264). არაბული წარმოშობის სიტყვაჯერ კიდევ ძველ ქართულში გვხვდება: ჰალალი განუმარტავია(აბულაძე 1973; 575), ალალი „არაბ. ზედ. სამართლიანი, რჯულიერი“(ჩუბინაშვილი 1887: 18); სალიტერატურო ქართულიდან შესულა მე-გრულ-ლაზურსა და სვანურში: ალალი / ჰალალი (მეგრ.) „id.“ (ყიფ-შიძე 1914: 193, 417), ალალი / ჰალალი / ჰელალი (ლაზ.) „id.“ (ქუთე-ლია 1982: 103); ალალ / ჰალლ (სვან.) „ალალი“ (თოფურია 2000: 40).იგივე სიტყვა გვაქვს აფხაზურ-აბაზურში: აფხ. ა-ჰალალ „ალალი,ხელგაშლილი“ (უსლარი 1887: 138), აბაზ. ჰალ½ალ½ “ალალი” (აბრლ

1967: 410). ამოსავალია არაბ.-სპ. ჰალლ (შაგიროვი 1977-ა: 118). არა-ბული ჰალლ „ნებადართული“, „წმინდა“, „შეუბღალავი“ გვხვდებაოსურ-შიც: ხლარ „სიკეთე“, „მეგობარი“ (აბაევი 1989: 166). არ არისგამორიცხული, რომ სიტყვა ქართულისგან დამოუკიდებლად იყოსშესული აფხაზურში თურქულიდან (გვანცელაძე 2011: 70):

ქართ. არამი „1. რაც არ ეკუთვნის, რაც არ ერგება. 2. ადამიანი,ვისთვისაც რამე არმად მიაჩნიათ“, მეგრ. ჰარამი „1. არამი, არაწესიე-რი. 2. შურიანი, გაუმაძღარი“, ლაზ. ხარამი „არამი“ – აფხ. ა-ჰარამ„ბოროტი, არაკეთილმოსურნე“. შდრ. აბაზ. ჰარამ „ძუნწი“, უბიხ. ჰა-რამ „აკრძალვა“, ადიღ. რმ / არამ „აკრძალული“.

ქართ. აჯამი „უჭკუო, რეგვენი, ბრიყვი“, მეგრ. აჯამი „წარმარ-თი“, „გაუგებარი, უგუნური, ჯიუტი“, ლაზ. აჯამი „უცხო, უცნობი“ –აფხ. ა-ჯამ „სპარსი, ირანელი“.

ქართ. თამამი „ლაღი; გამბედავი ადამიანი“, მეგრ. თამამი„თამამი, ამაყი“, სვან. თამამ „თამამი“ – აფხ. ა-თამამ „თამამი“.

ქართ. დინჯი „დარბაისელი, დაფიქრებული, მშვიდი, წყნარი“ –აფხ. ა-თჷნჩ „დინჯი, წყნარი“.

Page 11: arnold Ciqobavas sakiTxavebi XXVIII · 1 თსუ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი

10

თ ე ა ბ უ რ ჭ უ ლ ა ძ ე

კვლავ შესიტყვებათა გამოყოფისსაკითხის თაობაზე

საენათმეცნიერო ლიტერატურაში შესიტყვებათა გამოყოფისსაკითხის გადაჭრას ყველა ავტორი სხვადასხვანაირად ცდილობს.ამის გარკვევა სინტაქსის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სფეროა. ქარ-თულ ენაში სპეციფიკურია სიტყვათშეკავშირება, რადგანაც აგებუ-ლების მიხედვით სხვადასხვა სახის წინადადებები გვაქვს.

რთულ ქვეწყობილ წინადადებაში სხვა კონსტრუქციისათვისდამახასიათებელი შესიტყვება არ იქმნება, რადგან აქ დაქვემდებარე-ბაა (დამოკიდებული წინადადებისა მთავრისადმი) და მნიშვნელო-ვანია ისიც, თუ რა საშუალებებითაა დაკავშირებული მთავარი წინა-დადება დამოკიდებულზე.

ჩვენი ინტერესის სფეროა შესიტყვებათა გამოყოფის საკითხიისეთ რთულ ქვეწყობილ წინადადებაში, რომელშიც მოგვეპოვება ნე-ტა/ნეტავ, ოღონდ, კიდევ/კიდევაც, იქნებ, კინაღამ, მაინც, ბარემ ნა-წილაკები. ზოგ შემთხვევაში ისინი კავშირის ფუნქციითაც ჩნდება.კითხვა ასე დაისმის − აღნიშნული ნაწილაკები ქმნიან თუ არა შესი-ტყვებას შესაბამის წევრთან ერთად? მაგ.: „გულში გაიფიქრა, ნეტავჩემთან არ მოვიდესო“; „ყველანი თანახმანი იყვნენ, ოღონდ რამე შე-ცვლილიყო“; „კიდეც დააპირა ფრთხილად სიტყვა გაეტარებინა:სიტკბო და სიყვარული არ მომიკლია, შრომა და გულისმოდგინე-ბაო“; „რაც უნდა ბნელი ღამე იყოს, მაინც განთიადს ველით“; „იქნებსაქმე ისე მოაწყო, ვერავინ ვერაფერი გაიგოს?“; „ისე ავად გახდა, რომკინაღამ ბავშვი თან გადაიტანა“.

მიუთითებენ, რომ ცალკე აღებული ნაწილაკები და თანდებუ-ლები არ შედიან შესიტყვებაში, თუმცა ამის საილუსტრაციოდ ძირი-თადად განიხილავენ მიგებით ან უარყოფით ნაწილაკებს: ნუ წა-ხვალ; არ გააფუჭო; დიახ, მოვალ...არ ჩანს მსჯელობა ისეთ შემთხვე-ვებზე, როცა წინადადებაში ნეტა/ნეტავ, ოღონდ, კიდევ/კიდევაც, იქ-ნებ, კინაღამ, მაინც, ბარემ ნაწილაკებია.

ვფიქრობთ, აქ ისეთივე ვითარებაა, როგორიც ცალკე მდგომითანდებულების შემთხვევაში – აღნიშნული ნაწილაკები შესაბამისწევრთან ერთად შევლენ შესიტყვებაში. ცხადია, ნაწილაკი ცალკე არ

Page 12: arnold Ciqobavas sakiTxavebi XXVIII · 1 თსუ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი

11

გამოიყოფა, თუმცა მთლიანი წინადადებიდან მისი უგულებელყოფაშესიტყვების გამოყოფის დროს არ შეიძლება. ნაწილაკი მიემართებაზმნა-შემასმენელს. ამიტომ ის მასთან ერთად ქმნის სიტყვათშეკავ-შირებას შესიტყვებაში მყოფ მეორე წევრთან. როგორც უარყოფითიდა მიგებითი ნაწილაკები (არ მოვა, ვერ გააკეთა) ზმნა-შემასმენლებ-თან ერთად შედიან შესიტყვებაში, ასევეა აღნიშნული ნაწილაკები:მაინც განთიადს ველით; ნეტავ ჩემთან არ მოვიდესო; ოღონდ რამეშეცვლილიყო; კიდეც დააპირა გაეტარებინა. ესე იგი, გამოიყოფა შე-სიტყვებათა სამწევრა ფორმები.

გასათვალისწინებელია ის ფაქტორი, თუ რა წევრს ახლავს უნ-და ნაწილაკი − ზმნა-შემასმენელს თუ სახელზმნას: მას უნდა, რომწავიდეს / მას უნდა წასვლა. ეს ნაწილაკი სპეციფიკურია, რადგანწარმოშობით ზმნაა. თუ ის შემასმენელთან კავშირითაა გამოყოფი-ლი (უნდა, რომ წავიდეს), არ ქმნის შესიტყვებას, ხოლო, თუ სახელ-ზმნას (მას უნდა წასვლა) ახლავს, მაშინ ის, როგორც ზმნა, შევა შესი-ტყვებაში − უნდა წასვლა; მას უნდა. შესაძლებელია, უნდა ნაწილაკიახლდეს სახელსაც − მას უნდა სახლი. აქაც ის შემასმენლის ფუნქცი-ითაა, ცალკე სახით შევა შესიტყვებაში − მას უნდა; უნდა სახლი.გამოიკვეთა, რომ კავშირებითისა და ბრძანებითის მწკრივებთან ისნაწილაკია (უნდა შეძლოს; უნდა იმღეროს) და მაშინ სამწევრა შესი-ტყვებებს მივიღებთ − მან უნდა შეძლოს; მას უნდოდა შეყვარებოდა.

ლ ე ლ ა გ ი გ ლ ე მ ი ა ნ ი

რიცხვით სახელთა ჯგუფებისათვისსვანურში

სამეცნიერო ლიტერატურაში სვანურ რიცხვით სახელთა ტრა-დიციულად განხილული ჯგუფების (რაოდენობითი, რიგობითი დაწილობითი) გვერდით შეიძლება გამოვყოთ დაახლოებითი, დანა-წევრებითი და შემკრებლობითი რიცხვითი სახელები. ამჯერად ჩვენორ უკანასკნელს შევეხებით.

ა) დაახლოებითი რიცხვითი სახელები მიუთითებენ საგანთაარა ზუსტ რაოდენობაზე, არამედ რეალურ რაოდენობასთან ახლოსმყოფზე.

Page 13: arnold Ciqobavas sakiTxavebi XXVIII · 1 თსუ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი

12

ამ ჯგუფის რიცხვითი სახელები კომპოზიტური შედგენილო-ბისაა, რომლებიც შეიძლება იწარმოებოდეს თვლისას ერთმანეთისმომდევნო რიცხვით სახელთა შეერთებით: შთხ- ოხიშდ,,ოთხი-ხუთი“, უსგა-იშგიდ ,,ექვსი-შვიდი“...

კომპოზიტში შემავალი რიცხვითი სახელები შესაძლებელიაერთმანეთის მომდევნო არ იყოს: ეშდ-ეშდოხიშდ ,,ათი-თხუთმე-ტი“, უსგვა-იშგიდეშდ ,,ექვსი-ჩვიდმეტი“...

ბ) დანაწევრებითია რიცხვითი სახელი, რომელიც საგანთა თა-ნაბარ ნაწილებად დაყოფას აღნიშნავს, და სვანურში, სხვა ქართვე-ლური ენების მსგავსად, რედუპლიკაციის საშუალებით იწარმოება,ამასთან, სვანურისთვის (ქართულის მსგავსად) ფუძეუცვლელი გა-ორკეცებაა დამახასიათებელი: სემი-სემი ,,სამ-სამი“, ოხიშდ-ოხიშდ „ხუთ-ხუთი“ იშგიდ-იშგიდ „შვიდ-შვიდი“.... მეგრულრიცხვით სახელებში კი გაორკეცებისას (სვანურისაგან განსხვავე-ბით) გარვეულ ფონეტიკური ცვლილებები ხდება (ც. ჯანჯღავა).

გ ი ო რ გ ი გ ო გ ო ლ ა შ ვ ი ლ ი

არნოლდ ჩიქობავასა და ვარლამ თოფურიას პოზიციაივანე ჯავახიშვილის „სამსჯავროზე“ 1930 წელს

თბილისის უნივერსიტეტის ეროვნული პოზიციები ბოლშე-ვიკური ხელისუფლებისათვის საშიში გახდა. ამიტომაც 1925 წელსიერიში მიიტანეს უნივერსიტეტის ავტონომიაზე; 1926 წლის ივნის-ში ივანე ჯავახიშვილი გადააყენეს რექტორობიდან და ფაქტობრივჩამოაშორეს უნივერსიტეტს. მიუხედავად ამისა, ივანე ჯავახიშვი-ლისა და მისი სკოლის ავტორიტეტი ვერ შელახეს. ამიტომაც 1930წელს უნივერსიტეტი პედინსტიტუტად გადააკეთეს, ხოლო იმაავეწლის დეკემბერში ივანე ჯავახიშვილსა და მის მომხრეებს სამსჯავ-რო მოუწყვეს. ხელისუფლების მიზანი იყო ი. ჯავახიშვილისა და მი-სი სკოლის იდეური განადგურება. მათ ბრალი ედებოდათ ანტიმარ-ქსისტული, ნაცისტური, არამეცნიერული შეხედულებების წამოყე-ნებასა და პროპაგანდაში. პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ წინას-წარ განსაზღვრა „დამნაშავეთა“ სია... სხვა გამოჩენილ მეცნიერთაგვერდით დასახელდნენ ახალგაზრდა მეცნიერები არნოლდ ჩიქობავა

Page 14: arnold Ciqobavas sakiTxavebi XXVIII · 1 თსუ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი

13

და ვარლამ თოფურია... „ეჭვმიტანილებისაგან“ ითხოვდნენ უარე-ყოთ ივანე ჯავახიშვილი და ეღიარებინათ თავიანთი დანაშაული...ბევრმა შეაქცია ზურგი დიდ მასწავლებელს. არნოლდ ჩიქობავამ დავარლამ თოფურიამ ეს გამოცდა ღირსეულად ჩააბარეს...

მოხსენებაში წარმოვადგენთ ამ სამარცხვინო სამსჯავროს მასა-ლებს.

ლ ა ლ ი გ უ ლ ე დ ა ნ ი, თ ა მ ა რ ლ ო მ თ ა ძ ე

იერუსალიმში/ისრაელში ასვლა

ქართველთა და ებრაელთა ოცდაექვსსაუკუნოვანი თანაცხოვ-რება საქართველოში მეგობრული და ჰარმონიული იყო. თუმცა მათარასოდეს დავიწყებიათ თავიანთი ისტორიული სამშობლო, სადაცდაბრუნება საუკუნეების ოცნებად ითვლებოდა. ამიტომ ყოველიახალი წელი ებრაელისთვის იწყებოდა გამოთქმით: הבאה...,(…be Shana haba’a biruShalaim) ,בירושליםבשנה რაც ქართულად ნიშნავს„მომავალ წელს იერუსალიმში”, ხოლო ყოველი ებრაელი ხშირ-ხში-რად იმეორებდა ფრაზას : ירושלים תשכח ימיני...אם אשכחך ( ’im eshqaxexierushalaim tishqax iamini), რაც ქართულად ასე ითარგმნება: „თუ და-გივიწყო იერუსალიმ, დამივიწყოს ჩემმა მარჯვენამ”.

მე-20 საუკუნეში, 1947 წელს, ისრაელის სახელმწიფოს დაარ-სების შემდეგ, მიუხედავად საბჭოური, კომუნისტური რეჟიმისა, ებ-რაელებს გაუჩნდათ დიდი იმედი საუკუნოვანი ნატვრის ასრულე-ბისა. მათ მეტყველებაში გაჩნდა გამოთქმა „იერუსალიმის ალია“ დაიმედს გამოთქვამდნენ, რომ ღმერთი მათაც მისცემდა ძალას, რომშეერთებოდნენ ამ „ალიას“. მაშინ ბევრი იმ ებრაელისთვის, რომ-ლებმაც არ იცოდნენ ენა (ასეთები კი უმრავლესობას წარმოადგენ-დნენ) და მით უფრო, ქართველი ებრაელისათვის გაუგებარი იყო,რას ნიშნავდა ებრაელთა მეტყველებაში დადასტურებული სიტყვა„ალია“. ეს არც არის გასაკვირი, ვინაიდან ცნობილია, რომ რჯულისკანონების ერთგულად მიმდევარი ქართველი ებრაელობა მუდმივადკითხულობდა სინაგოგებში წმინდა წიგნებსა და ლოცვებს, თუმცა უმე-ტესობამ წაკითხული სიტყვების მნიშვნელობა არ იცოდა.

Page 15: arnold Ciqobavas sakiTxavebi XXVIII · 1 თსუ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი

14

1967 წელს 18 ოჯახმა მოახერხა პირველები დაბრუნებულიყ-ვნენ საცხოვრებლად თავიანთ სამშობლოში, რასაც 70-იან და მოგვი-ანებით 90-იან წლებში მასობრივი „ალია” მოჰყვა.

როგორც აღინიშნა, საქართველოში მცხოვრებმა ებრაელებმა ებ-რაული არ იცოდნენ. შედარებით მცირე რაოდენობა, განსაკუთრებითრაბინები და მათი ოჯახის წევრები ფლობდნენ ივრითს. სწორედ ებ-რაულის მცოდნეებისაგან გავრცელდა თავდაპირველად საქართვე-ლოში სიტყვა „ალია“. ისრაელში დაბრუნების შემდეგ ებრაელებმაშეისწავლეს ივრითი, თუმცა ენის ფლობის კომპეტენცია თაობებს შო-რის საკმაოდ განსხვავებული იყო. განსხვავებული იყო ასევე სოცია-ლურ-კულტურული დონეც და ინფორმაციის წვდომის შესაძლებ-ლობები. სწორედ ამის გამო და სხვადასხვა გადმოცემების ზეგავლე-ნით ისრაელში „ასვლას“ საქართველოდან წასული ებრაელები სხვა-დასხვაგვარად განმარტავენ. მაგალითად, 1) იერუსალიმი მაღალზეადა იქ ადიხარ და არა ჩადიხარ 2) ისრაელი წმინდა მიწაა, ღმერთთანსიახლოვე იგრძნობა და ამიტომ ამბობ ასვლას 3) ვინც მუდმივ სა-ცხოვრებლად მოვიდა, მასზე ვამბობთ ასვლას, ხოლო ვინც ტურის-ტულად მოდის (თუნდაც ებრაელი იყოს), მასზე ვამბობთ ჩამოვიდა.

ებრაულში “ალა(ჰ)'-עלה ორი ძირითადი მნიშვნელობითგვხვდება: 1. ავიდა (სიმაღლეზე): 2. ღირდა. სიტყვა „ალია” ასევენიშნავს რეპატრიაციას עלה - 'ალა(ჰ) ძირიდან მომდინარეობს, აქე-დანაა სიტყვა რეპატრიანტი -עולה ('ოლე(ჰ) ), რომელსაც ივრითში სი-ტყვა חדש (ხადაშ) ახლავს ხოლმე, რაც ერთად ისრაელში ახალი ასუ-ლის ანუ ახალი რეპატრიანტის გამოსახატავად გამოიყენება. ზემო-აღნიშნული განმარტებები ზმნის პირველ მნიშვნელობასთან მჭიდ-რო კავშირშია, ვინაიდან ამ სიტყვით გამოიხატება როგორც სულიე-რი (წმინდა ქვეყანაში), ისე ფიზიკური ამაღლება (იერუსალიმი ხომ7 ბორცვზე მდებარეობს, მაღლობი ადგილია).

საყურადღებოა ის ფაქტი, რომ ებრაელი ქართულად მეტყვე-ლებისას მხოლოდ ისრაელში დაბრუნების/გადასვლის/ჩასვლის აღ-სანიშნავად იყენებს ალიას/ასვლას, ანუ ისრაელში/იერუსალიმშიადიან, მაგრამ ნებისმიერ სხვა შემთხვევაში, სხვა ქვეყანაზე იტყვიანჩასვლას, ანუ სხვა ქვეყნებში ჩადიან. ამ აზრის გამოსახატავად ებრა-ულში უკვე სხვა ზმნა გამოიყენება (ებრაული ზმნა: הגיע -higia' -ნიშ-ნავს ჩავიდა, ჩააღწია).

ებრაული სიტყვა „ალია“ დასტურდება სხვა ქვეყნებში მცხოვ-რებ ებრაელებთანაც, რომლებიც რუსულ, ინგლისურ, გერმანულ

Page 16: arnold Ciqobavas sakiTxavebi XXVIII · 1 თსუ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი

15

თუ სხვა ენებზე მეტყველებისას, ჩვეულებრივ, უთარგმნელად იყე-ნებენ აღნიშნულ სიტყვას. ეს ტერმინი დასტურდება ებრაისტიკისდარგის მკვლევარ-მეცნიერთა ლექსიკაშიც. ამდენად, იგი საერთა-შორისო დატვირთვის მქონეა.

ისრაელის სახელმწიფოს დაარსების შემდეგ და მანამდეც(XIXს.-ის ბოლო XXს.-ის პირველი ნახევარი) ებრაელთა სამშობლოში„ალიამ” განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა. ეს პროცესი პერი-ოდებად დაიყო: პირველი „ალია” ... მეორე „ალია” და ა. შ. შეიქმნა„ალიების” ისტორია... ყველა თაობას თავისი ფუნქცია და დატვირთვაჰქონდა, რაზეც მოხსენებაში დაწვრილებით ვისაუბრებთ.

ამდენად, ებრაელთა ქართულ მეტყველებაში დადასტურებუ-ლი ფორმები იერუსალიმში/ისრაელში ასვლა გახლავთ ებრაულისიტყვის „ალიას” პირდაპირი თარგმანი, ანუ ის ამ ებრაულისი-ტყვის კალკია.

თ ა მ ა რ ვ ა შ ა კ ი ძ ე

თანამედროვე ქართული ენის ორთოგრაფიულილექსიკონი – აგების პრინციპებისათვის (სახელები)

არნ. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტისქართული მეტყველების კულტურის განყოფილებამ მუშაობა დაი-წყო თანამედროვე ქართული ენის ორთოგრაფიულ ლექსიკონზე, შე-საბამისად, გამოიკვეთა აგების პრინციპებთან დაკავშირებულითვალსაზრისები.

სახელები:● სახელებს ნათ. ბრუნვის ფორმა მიეწერება მხოლოდ იმ შემ-

თხვევაში, თუ ფუძე იკუმშება ან იკვეცება: მეგობარი (მეგობრისა),დღე (დღისა)...

● ორთოგრამას ნათ. ბრუნვის ფორმა უნდა ახლდეს მაშინაც,თუ ცვლილება გვაქვს კუმშვა-კვეცის თვალსაზრისით, მაგალითად,იყო კუმშვადი სახელი (ქართული ენის ორთოგრაფიული ლექსიკო-ნის მიხედვით) და გადაინაცვლა უკუმშველების რიგში: ხელოვანი(ხელოვანისა) – ან კიდევ: იყო უკვეცელი, მაგრამ დღეს კვეცად სახე-ლებს განეკუთვნება: ძრავა (ძრავისა)...

Page 17: arnold Ciqobavas sakiTxavebi XXVIII · 1 თსუ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი

16

● თუ სახელის მხოლობითი და მრავლობითი რიცხვის ფორ-მები ერთმანეთისაგან განსხვავდება კუმშვა-კვეცის თვალსაზრისით,ორთოგრამას მიეწერება როგორც მხოლობითი რიცხვის ნათ. ბრუნ-ვის, ისე მრავლობითი რიცხვის (სახ. ბრუნვის) ფორმები: მრჩეველი(მრჩევლისა), მაგრამ: მრჩეველები...

● ა-სა და ე-ზე დაბოლოებულ უკვეცელ სახელებს, ტრადიცი-ისამებრ, ფრჩხილებში მიეთითება ნათ. ბრუნვის ფორმა: ნაცარქექია(ნაცარქექიასი), კაფე (კაფესი)...

● ი-ზე ფუძედაბოლოებული სახელები, როგორც წესი, წარმო-დგენილი იქნება მოთხრ., მიც. და ნათ. ბრუნვის ფორმათა მითითე-ბით: რაგბი (მოთხრ. რაგბიმ, მიც., ნათ. რაგბის)...

● თუ სახელი კუმშვადია ან კვეცადი, ხოლო მისგან ნაწარმოე-ბი ამა თუ იმ ფორმის ფუძე უკუმშველია ან უკვეცელი, ეს უკანას-კნელნი ორთოგრამას მიეწერება ფრჩხილებში, მაგ.: ჰოსპიტალი(ჰოსპიტლისა, მაგრამ: ჰოსპიტალური); პროზა (პროზისა, მაგრამ:პროზაული)...

● თუ სახელი იკუმშება მხოლოდ ზმნისართად მოქცევისას,მას მიეთითება როგორც ნათესაობითი, ისე ვითარებითი ბრუნვისფორმები. ეს უკანასკნელნი (ვითარებითბრუნვისფორმიანი ერთეუ-ლები) წარმოდგენილი იქნება შესიტყვებით, მაგალითად, მშვენიერი(მშვენიერისა): მშვენიერად გადაიქცა, მაგრამ: მშვენივრად ცეკვავს...

● ახლად დაშვებული პარალელური ვარიანტები ორთოგრამასმიეწერება მრგვალ ფრჩხილებში პარალელური ხაზებით, მაგ.: და-ანახვებს (// დაანახებს)...

● თუ ახლად დაშვებული ლექსიკური ერთეული და უკვე არ-სებული მართებული ფორმა (ქართული ენის ორთოგრაფიულილექსიკონის მიხედვით) თანაბარი მნიშვნელობისა და ფუნქციისმქონეა (თანამედროვე ქართულ სალიტერატურო ენაში), ისინიწარმოდგენილი იქნება პარალელური ხაზებით – უფრჩხილებოდ:ღვაწლმოსილობა // ღვაწლმოსილება (ახლად დაშვებულია ეს უკა-ნასკნელი – ღვაწლმოსილება)...

● გაქრობის გზაზე მდგომი ფორმა ორთოგრამას მიეწერებაკვადრატულ ფრჩხილებში – პარალელური ხაზებით, მაგ.: დავდე[// დავდევი]...

● თუ ამა თუ იმ ლექსიკური ერთეულის დაწერილობა შეიცვა-ლა, ლექსიკონში აისახება მხოლოდ ეს უკანასკნელი, მაგ.: არაუგვია-ნეს (არა უგვიანეს ვარიანტი აღარ იქნება გათვალისწინებული)...

Page 18: arnold Ciqobavas sakiTxavebi XXVIII · 1 თსუ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი

17

● დახრილი ხაზით გაიმიჯნება სიტყვათშეხამების ცვალება-დი წევრები, მაგალითად: პოემა „გამზრდელი“ / „გამზრდელმა“ /„გამზრდელს“ / „გამზრდელის“ / გამზრდელით“...; „გამზრდელში“,მაგრამ: პოემა / პოემამ / პოემას / პოემის / პოემით...; პოემაში „რამდე-ნიმე სურათი ანუ ეპიზოდი ყაჩაღის ცხოვრებიდამ“...

● პარონიმები ერთმანეთს გამოეყოფა ტირეთი, მაგ.: რეალური(ვითარება...) – რეალისტური (ხედვა...)...

● თანხმოვანფუძიან ზედსართავ სახელებს (საჭიროების შემ-თხვევაში რიცხვით სახელებსა და ნაცვალსახელებსაც) ფრჩხილებშიმიეწერება ნათ. ბრუნვის ფორმა არსებით სახელთან (საზღვრულ-თან) ერთად, მაგ.: ლამაზი (ლამაზზე) (ლამაზი ქალის)...

● რიცხვითი სახელები წარმოდგენილი იქნება ფორმაწარმოე-ბასთან დაკავშირებული ორთოგრაფიის გათვალისწინებით, მაგ.: მე-ცხრე, მე-9, IX; ან კიდევ: ცხრა (ცხრისა): 9-იდან 20-ამდე...; საჭირო-ების შემთხვევაში რაოდენობით რიცხვით სახელს ფრჩხილებში მი-ეწერება რიგობითის ფორმაც: ას ერთი (ასმეერთე)...

● ორთოგრაფიის გათვალისწინებით აისახება ლექსიკონში ნა-ცვალსახელებიც, მაგ.: ჩემი (ჩემს მეგბარს/წიგნს, მაგრამ: ჩემ გამო/შესახებ/გვერდით/წინ...)...

● ახალი ლექსიკური ერთეულებიც, ბუნებრივია, გათვალის-წინებული იქნება შესაბამისი ორთოგრაფიით, მაგ.: პენიტენციური[და არა პენიტენციული]...

● ბარბარიზმები წარმოდგენილი იქნება აკრძალვით: [ვალი-დური კი არა] სარწმუნო, სანდო და სხვ.

დ ი ა ნ ა კ ა კ ა შ ვ ი ლ ი

საკუთარ სახელთა ბრუნებისათვისწოვათუშურ ენაში

არსებით სახელთა ბრუნება ერთ-ერთი რთული, მრავალ-მხრივი და საინტერესო საკითხია ნახური ჯგუფის ენებში, განსა-კუთრებით კი წოვათუშურში.

საკუთარ სახელთა ბრუნება წოვათუშურში განსხვავებულიადანარჩენ ნახურ ენებში არსებული ვითარებისაგან, სადაც ანთრო-პონიმების ბრუნება უფრო მარტივია და მკვეთრად განსხვავებული

Page 19: arnold Ciqobavas sakiTxavebi XXVIII · 1 თსუ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი

18

საზოგადო სახელებისაგან. შედარებითი სიმარტივე ამ საკითხში ახა-სიათებს წოვათუშურსაც, თუმცა არა ჩეჩნურ-ინგუშურის მსგავსი.

მოხსენებაში წარმოდგენილი იქნება ანთროპონიმთა ბრუნე-ბის სახეობათა დადგენის ცდა წოვათუშურ ენაში.

წოვათუშურის საკუთარ სახელთა ბრუნებაში ორი ძირითადიტიპი უნდა გამოიყოს – ე.წ. „ე ტიპი“ და „ი ტიპი“. პირველ ჯგუფშიერთიანდება ქართულიდან ნასესხები თანხმოვანფუძიანი სახელე-ბი, მეორეში – ა, ი, ო ხმოვანფუძიანი სახელები. ცალკე ჯგუფს ქმნისე ხმოვანზე დაბოლოებული სახელები.

წოვათუშურში საკუთარი სახელების ბრუნება ძირითადადმისდევს საზოგადო სახელთა ბრუნების წესს, განსხვავებით მისი ახ-ლომონათესავე ჩეჩნური და ინგუშური ენებისგან.

გარდა ამისა, ჩეჩნურისა და ინგუშურისაგან წოვათუშური ან-თროპონიმები იმითაც სხვაობს, რომ აქ ხშირია ფუძის შეკუმშვის შე-მთხვევები. ენა ცდილობს თავიდან აიცილოს მრავალმარცვლიანობა.ამის გამოვლინებად უნდა ჩაითვალოს ის ფაქტი, რომ ქართულიდანნასესხებ ხმოვანფუძიან სახელებს წოვათუშურში ჩამოსცილდებათბოლოკიდური ხმოვანი, მიუხედავად იმისა, რომ ის ფუძისეულია.

ი გ ო რ კ ე კ ე ლ ი ა

ძიებანი ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ოიკონიმიიდან.I (გარახა, სარაქონი)

გარახა ეწოდება დაბა ჩხოროწყუში შემავალ სოფელს. იგიმდებარეობს მდ. ოჩხომურის მარცხენა მხარეს. სოფელი ორ დიდ ნა-წილად იყოფა. ოჩხომურის მარცხენა ნაპირზე ქვედა გარახა//თუდო-ლენი გარახა მდებარეობს, ხოლო ზედა გარახა//ჟიმოლენი გარახაჩეღალის ხეობაში მდებარე უბნების – ლესორდიესა და ლეფირცხე-ლეს საერთო სახელია.

გამოთქმულია მოსაზრება, რომ გარახა ← გარამი ხა ,,ქვიანფლატეს“ ნიშნავს (მ. კვირტია). ჩვენი აზრით, გარახა პრეპოზიციუ-რი წყობის კომპოზიტური სახელწოდებაა. გა მეგრულში ეწოდებასერს, ქედს, თხემს, ხოლო რახა იგივეა, რაც რეხი, ქვიანი ნიადაგი.ამასთანავე, რახას სამეგრელოში ეძახიან მაღალ, ციცაბო კლდეს. მა-

Page 20: arnold Ciqobavas sakiTxavebi XXVIII · 1 თსუ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი

19

შასადამე, გარახა უნდა გავიაზროთ როგორც ,,ქვიანი, გორმახიანისერი, კლდეღრეებიანი ქედი; მთის კლდოვანი, ქვიანი კალთა“.

სარაქონი ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის კირცხის ტერიტო-რიულ ერთეულში შემავალი სოფელია, რომელიც ხობისწყალსა დაჭანისწყალს შუა მდებარეობს და მუნიციპალიტეტის ცენტრს – დაბაჩხოროწყუს 6 კმ-ით არის დაშორებული. ,,ჩხოროწყუს რაიონის ტო-პონიმის კატალოგში“ მოცემულია სოფლის სახელწოდების რამდე-ნიმე ხალხური ეტიმოლოგია: 1. ამ მაღალ ადგილზე ცხოვრობდნენსარა ჩიტაიას მემკვიდრეები. მაშასადამე, სარაშ განი → სარაქონი;2. სარა კაცის სახელია. ქონი იგივეა, რაც ქონება, ე. ი. სარას ქონება,სარას კარ-მიდამო; 3. სირი ჩიტს ჰქვია, ქონი - ბევრს, ე. ი. ბევრიჩიტი. სარაქონი - სადაც ბევრი ჩიტია. სირი სარად გადაკეთდა; 4. ნი-ადაგი სალაქონია, ოღროჩოღროა, ამიტომ დარქმევია სალაქონი, სა-რაქონი (ელიავა, ფარულავა, შენგელია, 1983: 28-29).

სოფლის სახელწოდების მოტივაციაზე მსჯელობისას გასათ-ვალისწინებელია და საყურადღებოდ გვეჩვენება სარაქო სიტყვის მე-გრულის სალექსიკონო მასალებში დამოწმებული მნიშვნელობა:„ჭორომი, მეჩეჩი, სარაქი, თავთხელი ადგილი მდინარეში“. სარაქონსსამეგრელოში ეძახიან აგრეთვე მდინარის ფსკერზე ამაღლებულქვიშიან მასივს, რაც ქმნის სწრაფ დინებას, ჭორომებიან ადგილს.

გ უ ჩ ა კ ვ ა რ ა ც ხ ე ლ ი ა

მელანქოლიის სემიოტიკა ბარათაშვილთან(„გულის-თქმა ჩემი შენს იქითა... ეძიებს სადგურს“)

ბარათაშვილის მელანქოლია მისი ფილოსოფიის ფარულიმხარე და მისი სიყვარულის მუდმივი თანამგზავრია. ფსიქოანალი-ზის სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ მელანქოლიისადმი მიდრეკი-ლების გარეშე არ არსებობს ფსიქიკა; აღნიშნავენ აგრეთვე, რომ შავინაღველი დიდ ადამიანებს ახასიათებთ.

იონა მეუნარგია თავის ნარკვევს – „ცხოვრება და პოეზია ნი-კოლოზ ბარათაშვილისა“ – ასეთნაირად ამთავრებს: „მე რომ და-ვსწრებოდი იმ რჩევას, საცა გადაწყდა, რა უნდა დაეწერათ ნ. ბარა-თაშვილის საფლავის ქვაზე, აზრს შევიტანდი დაეწერათ ჩაილდ-ჰა-

Page 21: arnold Ciqobavas sakiTxavebi XXVIII · 1 თსუ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი

20

როლდიდან სიტყვები: „დამარხვის მერეც ჩემს სევდასთან ერთადვიცხოვრებდიო“.

ბარათაშვილის სევდაც, ისევე როგორც ბაირონისა, ე. წ. მსოფ-ლიო სევდის ნაწილია; მათ საერთო გამამჟღავნებელი ნიშნები აქვთ,რომლებიც, აღნიშნული მსგავსების მიუხედავად, მაინც ინდივიდუ-ალურად ქმნიან პოეტთა სემიოტიკურ სისტემებს. შეიძლება სევდა-მელანქოლია სწორედ ის ერთადერთი რამ იყოს, რაზეც ლექსის წერაღირს.

მელანქოლია, რომელიც დეპრესიის ფუნდამენტური განწყო-ბილებაა, დეპრესიის მსგავსად, ნეგატიური განცდების სხვადასხვაფორმითა და კომპონენტით ვლინდება.პოეტის სევდა მისი მეტყვე-ლების, მისი კულტურის სარჩულია. ადვილი წარმოსადგენია ამგვა-რი „კულტურულობის“ მაზოხისტური რისკები. ავტორს კი შეუძ-ლია აქედან ამოკრიბოს საზეიმო მომენტები. ემყარება რა საკუთარტანჯვას, იგი მანიპულირებს საგნებითა და ნიშნებით.

ამ ნიშანთა მთლიანობაა მთელი სამყარო, რომლის შეცნობასადამიანი დაბადებისთანავე იწყებს. ამიტომაც ნიშნების ამოცნობა,შესწავლა და შექმნა მთელ მის ცხოვრებას გასდევს.

ნ. ბარათაშვილის სააზროვნო სივრცე დატვირთულია სხვა-დასხვა სემიოტიკური სამყაროებით, რომლებსაც მოხსენებაში შე-ძლებისდაგვარად სრულად წარმოვადგენთ, აქ კი ზოგიერთ მათგანსდავასახელებთ ამა თუ იმ დომინანტური ნიშნის მიხედვით:

წუხილი;ტანჯვა;მარტოობა;ნოსტალგიური კავშირი ბავშვობასთან;საკუთარი ხვედრის ძიება;მაღალი საზოგადოების ფუჭი ცხოვრება;ფილოსოფიური განსჯანი;წუთისოფლის ამაოება და წუთისოფლის საზღვრებს იქით

გასვლის წადილი;პოეტის პიროვნება;ქალებთან ურთიერთობის წარუმატებლობა;მამის ფაქტორი;ბიძის ფაქტორი.

... დაბოლოს, ციტატა ი. კრისტევას ნაშრომიდან: „არისტო-ტელეს მიხედვით, მელანქოლია დიად ადამიანებს ახასიათებთ. მე-

Page 22: arnold Ciqobavas sakiTxavebi XXVIII · 1 თსუ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი

21

ლანქოლია, გაწონასწორებული გენიით, ხდება „ყოფიერებაში ჩავარ-დნილი“ ადამიანის შფოთვის ტოლფარდი. მასში შეიძლება დავინა-ხოთ ჰაიდეგერის წინასწარმეტყველური „აზრისგანგაში“, ასევე, შე-ლინგის „ადამიანური ბუნებისარსი“, ნიშანი ადამიანის სიმპათიისაბუნების მიმართ. ამდენად, ადამიანურობის სიჭარბის გამო, ფილო-სოფოსი მელანქოლიკი უნდა იყოს“.

ალბათ ამითვე აიხსნება ნიკოლოზ ბარათაშვილის ფილოსო-ფიური აზროვნებისკენ მიდრეკილებაც.

ლ ე ვ ა ნ კ ო ჭ ლ ა მ ა ზ ა შ ვ ი ლ ი

ერთი კომპოზიტის შედგენილობის თაობაზეხათურში1

ენობრივ ძეგლთა სიმწირიდან გამომდინარე ხათურ ლექსიკა-ზე სრულყოფილი წარმოდგენის შექმნა დღეისათვის რთულია,თუმცა არსებული მასალა მეტ-ნაკლებად იძლევა სიტყვათა აგებუ-ლებასა და ფუძეთა ნაირგვარობაზე მსჯელობის საშუალებას.

წინამდებარე მოხსენების განხილვის საგანია ხეთურ ტექსტებ-ში დამოწმებული დღეობა, ზეიმის აღმნიშვნელი ხათური სიტყვაDizzištanu. იგი კომპოზიტთა კლასს განეკუთვნება, კერძოდ, კარმად-ჰარაჲას სახეობებს, სადაც გამოიყოფა ზედსართაული განსაზღვრე-ბითი ნაწილი izzi-„კარგი“ და სახელური ფუძე štan-u„დღე“.

ო. სოჲსალი მის აგებულებაში გამოყოფს izzi ištanu ელემენ-ტებს და უკანასკნელს, ე. ლაროშზე დაყრდნობით (Laroche 1947,26, 106), უკავშირებს მზის ღვთაების აღმნიშვნელ სახელს eštan(Soysal 2004, 284). იქვე წარმოდგენილია შუმეროგრამით გადმოცემისშესაძლებლობაც ‒ DUD.SIG5, რომელიც განიმარტება „სასიკეთო დღე“(ტატიშვილი 2013, 120).

ვფიქრობ, štanu და eštan ფუძეთა დაკავშირება ამ შემთხვევაშიუსაფუძვლო არ უნდა იყოს, თუმცა გაიგივება უმართებულოიქნებოდა. ორივე მათგანი ერთი ძირიდან ნაწარმოები ჩანს, რომელ-თაც სხვადასხვა მნიშვნელობა აქვთ. სავარაუდოდ, ამ კომპოზიტში

1 ნაშრომი შესრულებულია შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიეროფონდის ფინანსური მხარდაჭერით (ს/პ: DO/224/1-30/14).

Page 23: arnold Ciqobavas sakiTxavebi XXVIII · 1 თსუ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი

22

შენახულია დღის აღმნიშვნელი ხათური ძირი tan-, რომლისაგანაც,თავის მხრივ, მზის ღვთაების სახელი eš-tan წარმოქმნილა. š-tan-uფორმაში შენახული ჩანს მეორე გრამატიკული კლასის š- თავსართი,რაც მიგვანიშნებს სახელური ფუძის კლასობრივ დაჯგუფებაზე, ბო-ლოსართი -u კი ზოგადობის (resp. ცნებითობის)მაწარმოებელი ჩანს.

tan- ხათური ძირის შესატყვისები აღმოჩნდა ქართველურენებში:

შდრ.:ქართ. თენ-ებ-აკოლხ. (მეგრ.) თან-აფ-ა „აღდგომა, დღესასწაულთა დღესასწა-

ული“სვან. ლი-თნ-ე „დაბადება, შობა“, ნა-თნ „ნაშობი“დაკვირვება მკაფიოდ ცხადყოფს მოცემულ ძირთა შორის

სტრუქტურულ-ფონეტიკურ და სემანტიკურ სიახლოვეს. ქართვე-ლურ ენათა მონაცემებში შენარჩუნებულია სწორედ ის შინაარსი,რაც განაპირობებს ამა თუ იმ დღის საზეიმოდ ქცევას: ქართული თე-ნება, როგორც სასწაულებრივ მოვლენად კვალიფიცირებული მო-ვლენა ღვთისმეტყველებაში, კოლხური თან-აფ-ა „აღდგომა“ ‒ უმ-თავრესი დღე აღმოსავლურ ქრისტიანულ სამყაროში, სვანური ლი-თნ-ე „დაბადება“, რაც სიხარულს განაპირობებს და საზეიმო დღისსაწინდარია.

ვფიქრობ, განხილული მასალა დამატებით არგუმენტად წარმო-ჩნდება ხათურ-კავკასიურ ენათა ურთიერთმიმართების საკითხში.

მ ა კ ა ლ ა ბ ა რ ტ ყ ა ვ ა

-ვე და -ც(ა) ნაწილაკდართულ -ზედა, -ზედ, -ზეთანდებულიან სახელთა მართლწერისათვის

„ის ენობრივი ნორმები, რომლებითაც დღეს ვხელმძღვანე-ლობთ,ძირითადად ნახევარი საუკუნის წინანდელი მეცნიერულირეკომენდაციებია, ხოლო მათ საფუძვლად აღებული უმთავრესიენობრივი მონაცემები საუკუნის ხნოვანებისაა. როცა შთამომავლო-ბას ნორმებს სთავაზობდნენ, ჩვენი ფილოლოგიის პატრიარქები აუ-ცილებლად მიიჩნევდნენ მიეთითებინათ, რომ ცოცხალი ენა ვითარ-

Page 24: arnold Ciqobavas sakiTxavebi XXVIII · 1 თსუ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი

23

დება და დროთა ვითარებაში დასაშვებია ნორმების ცვლაც.ამიტო-მაც, თუ რომელიმე ნორმა მოძველდა(„სოციალური სანქცია“ დაკარ-გა), მისი გადასინჯვა რევიზიად კი არა, სწორედ წინაპართა ნაან-დერძევის ერთგულებად უნდა მივიჩნიოთ“–აღნიშნავს ა.არაბულიმონოგრაფიაში „ენა ჩვენი არსობისა“ .

სწორედ ამ მიზნით „გადაისინჯა“-ზედა, -ზედ, -ზე თანდებუ-ლიან სახელთა მართლწერა ქართული ენის ეროვნული კორპუსისადა გუგლის მონაცემთა მიხედვით.შესაბამისად, გამოიყო ორი შე-მთხვევა:ა)როდესაც თანდებულიან სახელს ნაწილაკი არ დაერთვის(მთაზე, მთაზედ, მთაზედა; სახლზე, სახლზედ, სახლზედა; რომელ-ზე, რომელზედ, რომელზედა; ჩემზე, ჩემზედ, ჩემზედა) და ბ)როცაზემოთ აღნიშნულ თანდებულიან სახელებს დაერთვის -ც(ა) და-ვენაწილაკები. საანალიზოდ შევარჩიეთ რამდენიმე ლექსიკური ერთე-ული (რომელზეც, შდრ.: რომელზედაც, იმაზეც, შდრ. : იმაზედაც,მასზეც, შდრ.: მასზედაც, მთაზეც, შდრ.: მთაზედაც, მიწა-ზეც,შდრ.:მიწაზედაც; თქვენზევე, შდრ.: თქვენზედვე, ჩემზევე,შდრ.: ჩემზედვე, მთაზევე, შდრ.: მთაზედვე, თავზევე, შდრ.: თავ-ზედვე).

-ზედა, -ზედ, -ზე სახეობათაგან თანამედროვე ქართულშიუდავოდ უნდა დარჩეს -ზე სახეობა ერთადერთ მართებულ ფორ-მად, როგორც აღნიშნულია თანამედროვე ქართული სალიტერატუ-რო ენის ნორმებში და რაზედაც მოწმობს ქართული ენის ეროვნულკორპუსსა და გუგლში დადასტურებულ ფორმათა სტატისტიკურიმონაცემებიც.რაც შეეხება -ვე ნაწილაკდართულ ფორმებს, ნორმებშიაღნიშნულია: „ვე ნაწილაკის დართვისას იხმარებოდეს ძველი სახე-ობის ხმოვანმოკვეცილი ვარიანტი -ზედ (მთაზედვე, მიწაზედვე...და არა:მთაზევე, მიწაზევე...)“. მოპოვებული მასალა ცხადყოფს, რომ-ვე ნაწილაკდართული -ზე თანდებულიანი ფორმები რიცხობრივადგაცილებით მეტია, ვიდრე -ვე ნაწილაკდართული -ზედ ვარიანტია-ნი ფორმები.ამდენად, მართებულად უნდა მივიჩნიოთ ორივე შე-მთხვევა: -ზედვე//-ზევე (რომელზედვე // რომელზევე, ჩვენზედვე //ჩვენზევე...). ასევე – „ც(ა) ნაწილაკის დართვისას ძველი (ზედა) სახე-ობა უნდა დარჩეს უცვლელად (მთაზედაც, მიწაზედაც...და არა: მთა-ზეც, მიწაზეც...)“ – აღნიშნულია თანამედროვე ქართული სალიტე-რატურო ენის ნორმებში.ქართული ენის ეროვნული კორპუსისადა გუგლის მონაცემების მიხედვით, ც(ა) ნაწილაკდართული -ზევარიანტიანი ფორმები საგრძნობლად მეტია ც(ა) ნაწილაკდართულ

Page 25: arnold Ciqobavas sakiTxavebi XXVIII · 1 თსუ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი

24

-ზედ თანდებულიან ფორმებზე. ვფიქრობთ, თანამედროვე ქარ-თულში აკრძალვა უნდა მოეხსნას -ზეც ვარიანტიან ფორმებს. ამდენად,მართებულია ორივე შემთხვევა: ზედაც // ზეც (რომელზედაც // რო-მელზეც, ჩვენზედაც // ჩვენზეც...).

მაშასადამე, -ზედვე და -ზევე ვარიანტიან სახელთაგან ორივეუნდა მივიჩნიოთ მართებულად (მთაზედვე //მთაზევე). ასევე მარ-თებულად უნდა ჩაითვალოს -ზედაც და -ზეც ვარიანტიანი ფორმე-ბი (რომელზედაც // რომელზეც).

მოხსენებაში დაწვრილებით იქნება წარმოდგენილი კვლევისშედეგები, სტატისტიკური მონაცემები ქეეკისა და გუგლის გათვა-ლისწინებით.

ქ ე თ ე ვ ა ნ მ ა რ გ ი ა ნ ი

დალის ხეობის ონომასტიკის რამდენიმე ასპექტი(ახალი კოდორული მასალების მიხედვით)2

2008 წლის ცნობილი მოვლენების შემდგომ კოდოროლები15-წლიანი საბრძოლო ოდისეის ამაოდ ჩავლისა და მშობლიურიხეობის დედასამშობლოსაგან დროებით მოკვეთის გამო დევნილისსტატუსით ცხოვრობენ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში – იმე-რეთში, ქვემო ქართლში, სვანეთში... კოდორული მეტყველება საინ-ტერესო სეგმენტია სვანურისა და, ზოგადად, ქართველური დია-ლექტოლოგიური სივრცისა; შესაბამისად, ჩვენ გასული საუკუნის80–იანი წლებიდან დღემდე ვაწარმოებთ დალისხეობელებთან მუშა-ობას ონომასტიკური და ეთნოლინგვისტური მასალების შეკრება-სისტემატიზაციის მიზნით.

სვანურში საკმაოდ მრავალფეროვანია -ჲ ფორმანტით ნაწარ-მოები როგორც საზოგადო, ასევე საკუთარი სახელები. მრავლადგვხდება ისინი დალის ხეობაშიც. პუბლიკაციის მიზანს სწორედ ამტიპის სახელთა სტრუქტურულ-სემანტიკური ანალიზი და საკუ-

2 პუბლიკაცია შესრულებულია შოთა რუსთველის ფონდის მიერ დაფინან-სებული პოექტის „კოდორული მეტყველების ადგილი სვანური ენის სისტემაში(ინტერდისციპლინური გამოკვლევა სვანურ-გერმანული ლექსიკონი-თურთ)“ ფარ-გლებში.

Page 26: arnold Ciqobavas sakiTxavebi XXVIII · 1 თსუ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი

25

თარ სახელთა სისტემაში -ჲ აფიქსის დისტრიბუციის განსაზღვრაწარმოადგენს.

დალის ხეობის ონომასტიკონში -ჲ ფორმანტით ნაწარმოებისაკუთარი სახელებია – ზოონიმებია: ტაღმჲ , სუნთქჲ, ტიფსðÎ,მეშხლჲ, ბიმბლჲ, ბონდორჲ, თგრჲ, ცხარჲ, ყაფრჲ, კაბჲ,ბურღჲ, გურზჲ, შხარჲ, კოკჩჲ, ბლდგჲ, ოფხჲ, საყლჲ,ლამპრჲ, ფალთჲ ... ჯგრაგჲ /ჯგრგჲ /გერგჲ, ლამრიჲ,გირკჲ, მაცხარჲ, ენშჲ, უსხჲ, ბარბლჲ, ფუსნჲ /ფუსდჲ...ყარჩჲ, ჟეგმჲ, ბახსნჲ ... (სტატიაში წარმოდგენილი იქნება თითო-ეული მათგანის სტრუქტურულ–სემანტიკური ანალიზი; საინტერე-სოა, რომ უმეტეს წილს ზანურ ზოონიმიაში ეძებნება პარალელი,როგორც ეს წინასწარი კვლევის საფუძველზე გამოიკვეთა).

-ჲ მაწარმოებელი სვანურში საკმაოდ ხშირი გამოყენებისაადა ფუნქციურადაც მრავალფეროვანი: -ჲ სუფიქსში საკუთრივ ქო-ნების მაწარმოებლად შეიძლება გამოიყოს ა, რომელიც საერთოა ქარ-თულთან, ი კი წარმოშობით სახ. ბრუნვის ნიშანია (ზ. ჭუმბურიძე).

საინტერესოა, რომ -ჲ ფორმანტით ნაწარმოებ ზოონიმებს –ჯგéრაგðÎ /ჯგéრგჲ /გერგჲ, ლამრიჲ, გირკჲ, მაცხარჲ, ენშჲ,უსხჲ, ბარბლჲ, ფუსნჲ /ფუსდჲ... სემანტიკური ასპექტების გა-თვალისწინებით ზუსტი ანალოგი საქართველოს სხვა კუთხეებშიარ ეძებნება; ეს არის ჯგრაგჲ /ჯგრგჲ /გერგჲ, < (ჯგრგ „წმ. გი-ორგი“); ლამéრიჲ (<ლამრია „წმ. მარიამ ღვთისმშობელი“);გირკჲ (<ლი-გურკე „კვირიკობა“); მაცხარჲ (<მაცხრ „მაცხო-ვარი“); ენშჲ (<იან/იან „წმ. იონა წინასწარმეტყველი“); უსხჲ(<უსხ); ბარბლჲ (<ბარბალ „წმ. ბარბარე“); ფუსნჲ / ფუსდჲ(<ფუსდ „მეუფე, უფალი, ღმერთი“)... ამ ზოონიმთა სახელდების, შე-რქმევის მოტივაცია, შეიძლება ითქვას, რელიგიურ-ეთნოლოგიურიადა დაკავშირებულია უხსოვარი დროიდან სვანეთში, შეასაბამისად,დალის ხეობაში არსებულ ტრადიციასთან მაღალი ღმერთის, შემო-ქმედის, ამა თუ იმ წმინდანის სახელზე ხარ-ძროხის შეწირვა-დაყე-ნებისა, რაც აღინიშნება ტერმინით „ლილგენე“ და „ლლგენე“. სვა-ნურ ლექსიკონში აღნიშნული ლექსემა განმარტებულია შემდეგნაი-რად: ლლგენე (ბზ. ლშხ). ლლგენე (ლნტ.) ლლგნე (უშგ.) – შეწი-რული, სამსხვერპლოზე მისატანი საკლავი. âან ჟი ლლგენე ლიფუსნაბუსდჲშდ (ლშხ.) – ხარი შეწირულია სამყაროს მეუფისა-თვის (თოფურია, ქალდანი 2000: 514-515). ჯგრაგჲ / ჯგრგჲ /გერგჲ, ლამრიჲ, გირკჲ, მაცხარჲ, ენშჲ, უსხჲ, ბარბლჲ,

Page 27: arnold Ciqobavas sakiTxavebi XXVIII · 1 თსუ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი

26

ფუსნჲ / ფუსდჲ... სახელები უაღრესად საინტერესოა სწორედ იმთვალსაზრისით, რომ შესაბამისად იმისა, რომელი წმინდანის,ღვთაების სახელზე ხდება აღთქმა და შელოცვა „ჟილიმზრი“, ზოო-ნიმიც იწარმოება შესაბამისი თეონიმისგან სვანურში საკმაოდ პრო-დუქტიული -ჲ ფორმანტის დამატებით.

მაშასადამე, დალის ხეობის ონომასტიკონში -ჲ ფორმანტი-თაა მარკირებული თეონიმთაგან ნაწარმოები ზოონიმები: ჯგრაგჲ/ჯგრგჲ / გერგჲ, < (ჯგრგ „წმ. გიორგი“); ლამéრიჲ (<ლამრია„წმ. მარიამ ღვთისმშობელი“); გირკჲ (<ლი-გურკე „კვირიკობა“);მაცხæარ (<მაცხრ „მაცხოვარი“); ენშჲ (<იან/იან „წმ. იონა წინას-წარმეტყველი“); უსხჲ, ბარბლჲ (< ბარბალ „წმ. ბარბარე“); ფუსნჲ/ < ფუსდ;

ტოპონიმური ზოონიმები: ყარჩჲ, ჟეგმჲ, ბახსნჲ, რამდენა-დაც მათ არქმევდნენ ჩრდილო კავკასიიდან, კერძოდ, ყარაჩაიდან,ჟეგემიდან და ბახსანიდან გადმოყვანილ ხარებს; მოტივაციის მქო-ნე სახელები: ტაღმჲ, სუნთქჲ, ტიფსჲ, მეშხლჲ, ბიმბლჲ, ბონ-დორჲ, თგრჲ, ცხარჲ, ყაფრჲ, კაბჲ, ბურღჲ, გურზჲ, შხარჲ,კოკჩჲ, ბლდგჲ, ოფხჲ, საყლჲ, ლამპრჲ, ფალთჲ...

დალის ხეობის ონომასტიკის კვლევა სტრუქტურული, ეტი-მოლოგიური თუ ლექსიკურ-სემანტიკური კუთხით იძლევა უაღრე-სად საინტერესო დასკვნების გაკეთების შესაძლებლობას. ონომას-ტიკა ხომ მეცნიერების ის უბანია, რომელშიც ერთიანდება ინტე-რესები ლინგვისტთა, ისტორიკოსთა, ეთნოგრაფთა... რამდენადაცსაკუთარი სახელის კვლევა შეიძლება სხვადასხვა ასპექტით – ლინ-გვისტური, ქრონოლოგიური, სოციალური, სტილისტიკურ-ესთეტი-კური, ექსტრალინგვისტური...

ქ ე თ ე ვ ა ნ მ ა რ გ ი ა ნ ი - ს უ ბ ა რ ი

ინფერენციული პერფექტული და არაპერფექტული ზმნებისნიუანსობრივი ურთიერთმიმართებისათვის

1. ინფერენცია არის ინფორმაციის ერთ-ერთი წყარო და, ვერ-ბალობისგან განსხვავებით, ის გულისხმობს მხოლოდ კვალის ანფონური ცოდნის საფუძველზე მთქმელის მიერ ლოგიკურ დასკვნასმოვლენის ან მოქმედების შესახებ.

Page 28: arnold Ciqobavas sakiTxavebi XXVIII · 1 თსუ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი

27

2. მრავალ ენაში ზმნათა პერფექტულ დროებს განვითარებუ-ლი აქვთ უნახაობის გამოხატვის ფუნქცია. უნახავი მოქმედების(/მოვლენის) შესახებ მთქმელის მიერ გადმოცემული ინფორმაცია კიყოველთვის არის ან ვერბალური, ან ინფერენციული; მაგალითად,ის, რომ „პეტრე წასულა“, მთქმელმა შეიძლება ვერბალური წყარო-დან შეიტყოს ან ინფერენციით (ამ შემთხვევაში კვალის მიხედვით _ვთქვათ, პეტრეს მანქანა არ დგას ადგილზე) დაადგინოს. ნებისმიერშემთხვევაში ის მხოლოდ უნახაობას დააფიქსირებს და, იმის გამო,რომ თავად არ შეესწრო ამ ამბავს, ეჭვქვეშ არ დააყენებს მოვლენას.სანდოობის ხარისხი თურმეობითებით გადმოცემულ ინფორმაციაშიმაღალია (შეიძლება ითქვას, საერთოდ არ ხდება მისი შეფასება ამთვალსაზრისით).

3. ინფერენციული არაპერფექტული მწკრივები ქართულში არგვაქვს (თუ არ ჩავთვლით ხოლმეობითს, რომელიც კონტექსტის მი-ხედვით შეიძლება აღმოჩნდეს არა მოქმედების მრავალჯერადობის,არამედ სწორედ ინფერენციულობის გამომხატველი: _ პეტრე წავი-და? _ წავიდოდა... (=ალბათ წავიდა); სვანურში კი საქმე სხვაგვარა-დაა: აქ არაერთი არაპერფექტული მწკრივია ინფერენციული. ასეთიზმნური ფორმებით მთქმელი გამოხატავს მის მიერ უნახავი მოქმე-დების საეჭვოობას, სავარაუდოობას, ვინაიდან ვარაუდი ეფუძნებაუკვე არა კვალს, არამედ ფონურ ცოდნას.

4. თუ პერეფქტული ფორმებით გამოხატული ინფერენციულიინფორმაცია სანდოობის ხარისხით თითქმის უტოლდება პერცეფ-ციულს, რადგან მთქმელი უშუალო კვალის მიხედვით მსჯელობს,არაპერფექტული ზმნებით გამოხატული ინფერენცია აუცილებ-ლად შეიცავს საეჭვოობას, ვინაიდან ფონური ცოდნის ნიადაგზეგამოტანილი დასკვნა უფრო მეტადაა დაშორებული ფაქტისგან,ვიდრე კვალზე დაფუძნებული. სხვაგვარად: კვალის მიხედვით გა-კეთებული დასკვნა გაცილებით რეალურია, ვიდრე გამოცდილებისან ფონური ცოდნის განზოგადებით მიღებული.

5. მაშასადამე, ა) პერფექტული ფორმებით გამოხატულ ინფე-რენციულ ინფორმაციასა და მთქმელს შორის დისტანცია გაცილე-ბით მცირეა, ვიდრე არაპერფექტული ფორმებით გადმოცემულ ინ-ფორმაციასა და მთქმელს შორის; ბ) პერფექტული ფორმებითგადმოცემული ინფორმაციის შესახებ სანდოობას ან საეჭვოობასმთქმელი არ აფიქსირებს, არაპერფექტული ფორმებით გადმოცემი-სას კი ინფორმაციის დადასტურებულობის, ასევე მთქმელის

Page 29: arnold Ciqobavas sakiTxavebi XXVIII · 1 თსუ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი

28

დარწმუნებულობის ხარისხი ნაკლებია, ის ყოველთვის გულის-ხმობს „ალბათ“-ს და ამგვარი ზმნების პერიფრასტულად გადმოცე-მისას აუცილებელი ხდება რომელიმე საეჭვოობის გამომხატველინაწილაკის ან ლექსემის ჩართვა.

ვ ა ხ ტ ა ნ გ მ ა ღ რ ა ძ ე

უცხოური ტოპონიმების დაწერილობისათვის

უცხოური გეოგრაფიული სახელების გადმოსაცემად თანა-მედროვე ქართულში დგება პრაქტიკული საკითხი მათი დაწერი-ლობისა.

განიხილება უთარგმნელი გეოგრაფიული სახელები (სხვა რი-გის საკითხია ცისფერი ნილოსი, წითელი ზღვა, შავი მთები, ყვითე-ლი მდინარე... თუმცა აღსანიშნავია, რომ გეოგრაფიული სახელებიარ უნდა ითარგმნებოდეს).

ვინაიდან ტოპონიმები მომდინარეობს სხვადასხვა ენიდან, გა-თვალისწინებული უნდა იყოს ამ ენებზე მათი დაწერილობა (ზოგშემთხვევაში ერთგვარობა დარღვეულია: ტოპონიმი (ნიუ-იორკი)ძველად იწერებოდა დეფისით, ამჟამად ცალ-ცალკე – ნიუ იორკი.თუ ტრადიციაა ამოსავალი, მაშინ არ უნდა შევცვალოთ ფორმა.თუმცა ტენდენცია ერთად დაწერილობას (და მართებულადაც)უჭერს მხარს და მასობრივად ასეც გვხვდება: ნიუიორკი. უცხოურიენების დაწერილობის პრინციპები ხშირად მიუღებელია ქართულიორთოგრაფიისათვის.

მსაზღვრელ-საზღვრულის სტრუქტურის მქონე ტოპონიმებიქართულად სამი ვარიანტითაა წარმოდგენილი: ცალ-ცალკე, დეფი-სით და ერთად. ტოპონიმები იწერება ერთად: ნიუპორტი, ნიუკას-ლი, ნიულანდი, ჩერნოგორია, ხუანხაი, ხუანხე, ტიანძინი, ყიზილ-თაუ... ტოპონიმები დეფისითაა: სან-ფრანცისკო, ბუენოს-აირესი, სა-ნტა-კრუსი, ლაჯო-მაჯორე, ხუან-დე-ფუკა… ტოპონიმები ცალ-ცალკეა – ნიუ იორკი, ნიუ მექსიკო…

თუ კანონზომიერებას მივდევთ, თუ მართლწერის პრინციპიმოქმედებს, არ უნდა იყოს ერთი და იმავე ძირებით შედგენილი კომ-პოზიტები სხვადასხვაგვარად გაფორმებული: ნიუ-იორკი – ნიუ-პორტი; ბლეკ-ჰილზი – ბლეკბერნი; ბლუ-რაჯი – ბლუფილდზი;

Page 30: arnold Ciqobavas sakiTxavebi XXVIII · 1 თსუ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი

29

ტიან-შანი (ციური მთები), ტიანძინი (ციური კარი – მდ.); ხუანხაი(ყვითელი ზღვა), ხუანხე (ყვითელი მდინარე); ყიზილთაუ (წითე-ლი ქედი), ყიზილ-ირმაკი (წითელი მდინარე); ყარა-ირტიში (შავიმდინარე), ყარაყული (შავი ტბა)...

ორი და მეტი სიტყვისაგან შემდგარი უცხოური გეოგრაფიუ-ლი სახელი დედანში ცალ-ცალკეა, ქართულად კი იწერებოდა დაზოგი ახლაც იწერება დეფისით: New York State Barge Canal − ნიუ-იორკ-სტეიტ-ბარჯ-კანალი, Buenos aires – ბუენოს-აირესი, bam-bai –ბომბეი, მანმადი – man-mād...

გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებები, ანუ ტოპონიმე-ბი – მხოლოდ და მხოლოდ ადგილმდებარეობის აღმნიშვნელი, მი-სათითებელი, მაორიენტირებელი ფუნქციითაა დატვირთული.

ქართული ორთოგრაფიის პრინციპებით კი, თუ (უცხოური)კომპოზიტი ერთცნებიანია, იგი ერთად უნდა დაიწეროს. ეს წესიუნდა მოქმედებდეს იმ ტოპონიმებზეც, რომლებიც არ არის ნათარ-გმნი. ისინი ერთად უნდა დაიწეროს, მიუხედავად იმისა, როგორაადედაენაში გაფორმებული. უგამონაკლისოდ უნდა შეეხოს ყველატოპონიმს, არა აქვს მნიშვნელობა, იქნება ეს ეტიმოლოგიურად გა-მჭვირვალე (ნიუპორტი (ახალი), სანტაბარბარა (წმინდა), ყარაყული(შავი), ყიზილთაუ (წითელი)... თუ ბუნდოვანი (ანანდაპური[ānanda-pur], ანანტაპური [ānanta-pur]; ადილაბადი [ādil-ābād], ალა-ჰაბადი [alāh-ābād] – ქალაქები ინდოეთში).

ნ ა ნ ა მ ა ჭ ა ვ ა რ ი ა ნ ი

ანთროპომორფულ არსებათა სახელწოდებებისწარმომავლობისათვის აფხაზურში. 4. აჟეჲფშაა„ნადირთ ღვთაება“

აფხაზურში ნადირთ ღვთაების სახელწოდებაა აეჲფშაა, ეს სა-ხელი კომპოზიციით მიღებულის შთაბეჭდილებას ტოვებს: აჟ+ეჲ+ფშ+აა. ვფიქრობთ, რომ ჩვენს წინაშე ოთხკომპონენტიანი კომპოზიტია:

სიტყვის პირველი ელემენტი -ა „ძველი“ ლექსემაა, მეორე-აჲ > ეჲ, საურთიერთო მიმართების პრეფიქსი, მესამე-ფშ < აყაფშ„წითელი“, ხოლო მეოთხე -აა ელემენტი (კრებითი) მრავლობითის

Page 31: arnold Ciqobavas sakiTxavebi XXVIII · 1 თსუ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი

30

გამომხატველი ჩანს. სიტყვასიტყვით: „ძველი (>მოხუცი, ბებერი) +ურთიერთ + წითურ+(ნი)“... „მოხუცი წითური“...(შდრ.: ააჳ აფშ „კა-ცი წითური“, აბგაფშ „მგელი წითური“.)..

კომპოზიტის სტრუქტურა შეესაბამება აფხაზური ენისათვისდამახასიათებელ საზღვრულ-მსაზღვრელის განლაგებას: ვითარები-თი ზედსართავით გამოხატული მსაზღვრელი მოსდევს სა-ზღვრულს.

თუ გავითვალისწინებთ, რომ მსგავს სახელებს აფხაზურშიახასიათებს ტაბუირება, სიტყვის ასეთი გააზრება არ უნდა იყოს მო-ულოდნელი. რაც შეეხება მრავლობითის ფორმანტს, იგი ჩვეულებ-რივია აფხაზურ ანთროპომორფულ სახელთათვის და მრავალღმერ-თიანობის პერიოდიდან მომდინარეობს (შდრ. ანა „ღმერთი“ = დე-დები (ქ. ლომთათიძე) ააა „გამჩენი, დამბადებელი“)

თ ა მ ა რ მ ა ხ ა რ ო ბ ლ ი ძ ე

ქართული ზმნისწინი და პოლიპერსონალიზმი

წარმოდგენილ მოხსენებაში საუბარი იქნება ზმნისწინის ფუნ-ქციებზე ტიპოლოგიური კუთხით ქართულსა და სხვა ქართველურენებში. საერთოდ, ზმნისწინს აქვს განსხვავებული მორფოსემანტი-კური დატვირთვა სხვადასხვა ენებში. ქართველურ ზმნისწინთაფუნქციური სქემა ასე გამოიყურება:

ზმნისწინი

სივრცითი დროითი ობიექტური ლექსიკური

გეზი ასპექტი პირიანობის კლება / მატება სიტყვათწარმოქმნა

ორიენტაცია დროის ცვლილება ობიექტთა ცვლილება

Page 32: arnold Ciqobavas sakiTxavebi XXVIII · 1 თსუ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი

31

სივრცითი, დროითი და ლექსიკური ფუნქციები საკმაოდ კარ-გადაა შესწავლილი ტრადიციული ქართველური სკოლის მიერ. რაცშეეხება ზმნისწინის ობიექტურ ფუნქციას, ეს ფუნქცია პირველადგანიხილება ამ ფორმატით.

ზმნისწინთა ობიექტურ ფუნქციას აქვს დერივაციული ეფექ-ტი, კერძოდ, ის გავლენას ახდენს ზმნის პირიანობაზე. ამ ფუნქციასვუწოდეთ „ობიექტური“, რადგანაც ობიექტურია პირი, რომელიც(ზმნისწინის გამო) განიცდის გარკვეულ ცვლილებებს. ინდოევრო-პულ ენებში ფართოდაა შესწავლილი და აღწერილი ტრანზიტივი-ზაციის ისეთი მოდელი, სადაც ზმნისწინი გავლენას ახდენს ზმნისვალენტობაზე. მეცნიერთა ნაწილი ამ მოვლენას განიხილავს, რო-გორც სინტაქსურ მოვლენას, ნაწილი კი საუბრობს მორფოლოგიაზე.ზელერმა წამოაყენა ჰიბრიდული თეორიაც.

ამ ფონზე, ცხადია, ქართველური ენების მონაცემებს ფასდაუ-დებელი წვლილის შეტანა შეუძლიათ ამ საკითხის ტიპოლოგიურკვლევებში. სამწუხაროდ, უნდა აღინიშნოს, რომ ამ ენათა მასალაარასოდეს ყოფილა გათვალისწინებული ასეთი ტიპოლოგიური ძი-ებების დროს.

მოხსენებაში ასევე განხილული იქნება ობიექტის ალტერნაცი-ის საკითხიც. ეს თემაც ამომწურავადაა დამუშავებული ინდოევრო-პულ საენათმეცნიერო ლიტერატურაში და, როგორც ყოველთვის,არც აქ არის გათვალისწინებული ქართველური ენების მონაცემები.მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ ანალოგიური ტიპის ინდოევ-როპული, სინტაქსური მოვლენისაგან განსხვავებით, ქართველურზმნისწინს აღმოაჩნდა ობიექტის ცვლილების უნარი და თანაც ამენებში ეს მოვლენა დასტურდება მორფოსემანტიკურ დონეზე. მო-ხსენებაში წარმოდგენილი იქნება ახლად გამოვლენილი ობიექტისროლთა ცვლილებანი – გამოწვეული ზმნისწინის დართვით და, რათქმა უნდა, საკითხის თეორიულ ნაწილს საილუსტრაციოდ ექნებაშესაბამისი დამადასტურებელი ემპირიული მასალაც.

Page 33: arnold Ciqobavas sakiTxavebi XXVIII · 1 თსუ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი

32

ს ა ლ ო მ ე ო მ ი ა ძ ე

პლეონასტური კომპოზიტების შესახებ თანამედროვემედიადისკურსში

კომპოზიციის ერთ-ერთი პროდუქტიული მოდელია რთულსიტყვათა პირველ შემადგენელ ნაწილად უკუქცევითი ნაცვალსახე-ლის – „ურთიერთის“ – ფუძის გამოყენება (ურთიერთგაგება, ურთი-ერთკავშირი, ურთიერთსიყვარული, ურთიერთდახმარება და სხვ.).აღნიშნული ნაცვალსახელის მონაწილეობით კომპოზიტი იძენს ერ-თმანეთთან რაიმე დამოკიდებულების, ერთმანეთთან კავშირის გა-მოხატვის შესაძლებლობას.

ბოლო დროის მედიადისკურსში სულ უფრო ხშირად გვხვდე-ბა ახალგაჩენილი კომპოზიტები, რომლებსაც პლეონასტური შეიძ-ლება ვუწოდოთ, რადგან ნაცვალსახელი „ურთიერთ“ ისეთ ფუძეებსუძღვის, რომლებიც თავისთავად გამოხატავენ საურთიერთოგრძნობებსა თუ მოქმედებებს.

უნდა აღინიშნოს, რომ ამგვარად ნაწარმოები ფორმები ქართუ-ლი ენის განმარტებითი ლექსიკონის რვატომეულის ძველ რედაქცი-აშიც არის შეტანილი: ურთიერთმეგობრობა, ურთიერთგაწონასწო-რება, ურთიერთშეთანხმება, ურთიერთშედარება. მათი პლეონას-ტურობის შესამოწმებლად საკმარისია, იმავე ლექსიკონის მიხედ-ვით, ამოსავალ და თხზულ ფორმათა დეფინიციების შედარება, რო-მელთა შორის სემანტიკურ დონეზე არსებითი განსხვავება არ იკვე-თება.

ახალგაჩენილ რთულ სიტყვათაგან მოხსენებაში განხილულიიქნება შემდეგი ერთეულები: ურთიერთთანაცხოვრება, ურთი-ერთთანაარსებობა, ურთიერთთანასწორობა და მისთ. (ურთი-ერთთანამშრომლობა ამავე ყალიბის ერთადერთი კომპოზიტია, რო-მელიც ქეგლის ძველ რედაქციასა და მართლწერის ახალ ლექსიკო-ნებში გვხვდება). დასახელებულ მაგალითებში საურთიერთო შინა-არსის ჭარბად გამოხატვა მეტად თვალსაჩინოა, რადგან „ურთიერთ-“ გამოიყენება ისეთ რთულ ფუძეებთან, რომელთა პირველი ნაწილი„თანა-“ვინმესთან ან რამესთან ერთად ყოფნას აღნიშნავს.

Page 34: arnold Ciqobavas sakiTxavebi XXVIII · 1 თსუ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი

33

მ ი რ ა ნ დ ა რ ო ბ ა ქ ი ძ ე

აღმოსავლური ლექსიკა ლადო ასათიანისშემოქმედებაში

ლადო ასათიანის შემოქმედებაში მრავლადაა ხალხის წიაღში(დიალექტში) შემორჩენილი ძველი ლექსიკა, პოეტი თითქოს საგან-გებოდ ეძებს მას... მაგრამ ხშირად ეს სიტყვები ძველ ქართულშივეასხვა ენებიდან შემოსული:

„მოიმღერა დღემდის უძველესმა ტომმა, შლეგი ჩანჩქერებისნაპრალებზე ხლტომა (,,ქართული ენა"). შლეგი <თურქ. „გიჟი, გადა-რეული, ფეთიანი...“

„მერე ავენთე, ვით ნეკერჩხალი, და ნარიყალას კედელთან და-ვდექ..." (,,წვიმაში"). ლადო ასათიანის ჩანაწერებიდან: ნარიყალა <ნარიგ-ყალა ,,მიუვალი ციხე“ სპარს. სოლოლაკი ,,სარწყავი არხი“(იმავე ენაზე...)".

„გარეული კამეჩების დევნით დაიღალნენ, დახოცეს უშტი დაუშქარი ნადირი, და როცა მთვარემ ტყეზე გადაიარა, სასმური ასწიალევან დადიანმა...“ (,,ნადირობის შემდეგ“). უშტი, უშქარი ძვ.გადატ. მრავალი [უშტი <თურქ.ძვ]

„ათჯერ უშქარი არს უშტი. (საბა), – ათი მილიონი... უშქარიძვ. – ,,ათჯერ ბევრის-ბევრი არს უშქარი" (საბა), – ერთი მილიონი...(ქეგლ.)

„უნდა იმგვარად დავლეწოთ თქვენთა ციხეთა ბურჯები, რომხორნაბუჯში ხორნაბუჯს ეძებდეს ხორნაბუჯელი... სულთნის ბანაკ-ში კაცი აყვირდა: წამოდექითო, მხედრებო, სპა დაგვესხაო ური-ცხვი...“ (,,ბასიანის ბრძოლა")

განსაკუთრებით, აღსანიშნავია აღმოსავლური ლექსიკა თბი-ლისური ყოფის ამსახველ ლექსებში:

„დარდი“ ვარ მარტო, დავდივარ მარტო და ეთიმ გურჯის ბაი-ათს ვმღერი...“ (,,ოთხი უსათაურო“)

„მე ვეტრფი ძლიერ თბილისელ ხაბაზს, დილით ადრე რომააფრენს ლავაშს. (,,ა. ვ-ს“)

„აქ, ამ ქუჩებში დადიოდა, როგორც სიზმარი... ჩამოხეული,ტანმაღალი, მარად ხიზანი...მივალ, მხვდებიან საზანდრები, ქუჩისმგოსნები, ბნელთან მებრძოლი უსინათლო მეთარეები...“ (,,ფიროს-მანის დუქანი“)... და სხვ.

Page 35: arnold Ciqobavas sakiTxavebi XXVIII · 1 თსუ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი

34

ენა ყველაზე კარგად ასახავს ერის ისტორიას, ლექსიკურ ერ-თეულებზე დაკვირვებით შეგვიძლია ვიმსჯელოთ თუ რა გზა გამო-იარა ქართულმა ენამ, როდის და რა გზით დამკვიდრდა ენაში აღმო-სავლური ლექსიკა.

მ ე დ ე ა ს ა ღ ლ ი ა ნ ი

კვლავ რამდენიმე არაიდენტური ხმოვანთკომპლექსისელიზიისათვის სვანურში

ამჯერად ჩვენი მოხსენების ძირითადი მიზანია მარტივ ელი-ზიურ პროცესებში მონაწილე რამდენიმე არაიდენტური +ე, ა+ო დაა+უ ხმოვანთკომბინაციის შესახებ მსჯელობა.

+ე. როგორც მრავალფეროვანი საანალიზო მასალის ანალიზ-მა აჩვენა, +ე ხმოვანთკომპლექსი ელიზირდება სვანური ენის სამდიალექტში: ბალსზემოურში, ბალსქვემოურსა და ლენტეხურში.რაც შეეხება ლაშხურს, რომელიც სვანური ენის სხვა დიალექტებისა-გან უუმლაუტობით გამოირჩევა, რასაკვირველია, +ე ხმოვანთკომ-პლექსის შემცველი ფორმებიც არ გამოვლინდებოდა.

როგორც სვანურ პუბლიკაციებში, ასევე თანამედროვე ცო-ცხალ მეტყველებაშიც ელიზირებულ ფორმათა (მ’ნსყე, მ’ნმეჴრე,მ’სერ, სგ’სერ...) პარალელურად უელიზიო ფორმებიც დადასტურ-და (მ ენთხე, მ ენმეჴრე, მ ესერ, შომ ერე...)

+ე კომპლექსის შეხვედრისას ელიზიას ადგილი აქვს არა მხო-ლოდ ნაცვალსახელისა და ზმნის პირიანი ფორმის შეხვედრისას,არამედ ნაცვალსახელისა და სხვათა სიტყვის ნაწილაკის, ასევეზმნისართისა და კავშირის შეხვედრის შემთხვევაშიც (მაგ.: მ’ნჴიდ მ ენჴიდ, მ’ნსყე მ ენსყე, მ’სერ მ ესერ, ნ’სერ ნ ესერ,სგ’სერ სგ ესერ, შომ’რე...).

+ე ხმოვანთკომპლექსის შემთხვევაში უმეტესად კომპლექსისწინა კომპონენტი ხდება მიზეზი მომდევნო კომპონენტის ჩავარდნი-სა, თუმცა სვანურში შეიმჩნევა საწინააღმდეგო ტენდენციაც, კერ-ძოდ, როცა მომდევნო ხმოვანია დამძლევი, წინა კი დასაძლევი (მაგ.:მ’ესერ მ ესერ, ნ’ესერ ნ ესერ, სგ’ესერ სგ ესერ, შომ’ერე

Page 36: arnold Ciqobavas sakiTxavebi XXVIII · 1 თსუ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი

35

შომ ერე...). ე. ი. გვაქვს როგორც რეგრესულ, ასევე პროგრესულ გა-ვლენაზე დამყარებული ელიზიის ნიმუშები.

ა+ო. ა+ო ხმოვანთკომპლექსი, სამეცნიერო ლიტერატურის მი-ხედვით, ელიზიურია იმ შემთხვევაში, თუ ქა- და სგა-||ისგა- პრე-ვერბები ერთვის ო ხმოვნით დაწყებულ ზმნას. ეს წესი, მ. ქალდანისაზრით, მტკიცედ არის გატარებული ბალსქვემოურ კილოში (მაგ.:ქ’ოთბაჟა ქა ოთბაჟა, ქ’ოთჴერნა ქა ოთჴერნა, სგ’ოსდა სგა ოს-და და ა. შ.), ხოლო ბალსზემოურსა და ლაშხურში კომპლექსის წინაკომპონენტის შერწყმა ხდება მომდევნოსთან, რაც ო ხმოვნის და-გრძელებას იწვევს (მაგ.: სგ’დერ სგა ოდერ, სგ’თნახა სგაოთნახა, სგ’თშგბ სგა ოთშგბ, სგ’ჰახ სგა ოჰახ და სხვ.).

ელიზირებულ ფორმათა პარალელურად სვანური ენის დია-ლექტებში, ცხადია, ადგილი აქვს უელიზიო ფორმათა ხმარებასაც(მაგ.: ლეჟა ოხჴერნა, ქა ოხფიშდა, ქა ომჩედელი, ქა ოხსდხ...), რა-საც ხშირად მეტყველების ნელი ტემპი განაპირობებს.

ა+ო ხმოვანთკომპლექსი უმეტესწილად პრევერბიან ზმნებთანიძლევა ერთ ო’ს, თუმცა იგი სხვა შემთხვევაშიც ელიზირდება ბალ-სქვემოურსა და ლენტეხურ დიალექტებში, კერძოდ, მაშინ, როდესაცგვაქვს: ზმნისართი + ზმნის პირიანი ფორმა, არსებითი სახელი +ზმნის პირიანი ფორმა, თანდებულიანი არსებითი სახელი + ზმნისპირიანი ფორმა და ა. შ. ბალსზემოურსა და ლაშხურში ასეთ შე-მთხვევაში, როგორც წესი, ელიზიის ნაცვლად ხმოვანთა შერწყმას-თან გვაქვს საქმე, რომელიც ხორციელდება არა მხოლოდ პრევერბი-სეულ ხმოვანსა და მის მომდევნო ზმნის პირიანი ფორმის ანლაუტი-სეულ ხმოვანს შორის, არამედ სხვა შემთხვევებშიც.

ა+უ. ა+უ კომპლექსისათვის, როგორც სპეციალური ლიტერა-ტურიდანაა ცნობილი, უცხოა ელიზია (მაგ.: ამთეისგა უზად,ზუღა უშხარნენსგა, მიჩა უწადდ, ქა უზად, ყორქა უყუბა და სხვ.),თუმცა თანამედროვე სვანურ მეტყველებაზე დაკვირვებამ ცხადყო,რომ იშვიათად, მაგრამ მაინც აღნიშნულ ხმოვანთკომპლექსსაცშესწევს უნარი ელიზიისა (მაგ.: ამთეისგ’უზად, ზუღ’უშხარნენ-სგა, ეშთეისგ’უნჴრინად, ყორქ’უყუბა და მისთ.).

მოხსენებაში წარმოდგენილი იქნება უფრო დაწვრილებითიანალიზი +ე, ა+ო და ა+უ ხმოვანთკომბინაციების შესახებ.

Page 37: arnold Ciqobavas sakiTxavebi XXVIII · 1 თსუ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი

36

მ ე დ ე ა ს ა ღ ლ ი ა ნ ი, ნ ა ტ ო შ ა ვ რ ე შ ი ა ნ ი

ეკონომიურობის პრინციპისათვისჩოლურულ მეტყველებაში

ჩოლურული, რომლის ცალკე დიალექტად გამოყოფას ჯერკიდევ აკად. ნ. მარი უჭერდა მხარს, მეცნიერთა ერთი ნაწილისთვალსაზრისით, გარდამავალი დიალექტია (ქვემოსვანურ დია-ლექტთა შერწყმის შედეგად მიღებული). ქვემო სვანეთში, რომელიცმოქცეულია ლაშხურსა და ლენტეხურს შორის და ამის გამო ორივესძირითად გრამატიკულ მოვლენებს იზიარებს, თუმცა უკანასკნელხანს მოპოვებული მასალების მიხედვით შესაძლებელი ხდება ჩო-ლურულიც ცალკე ერთეულად (და არა ლაშხურ-ლენტეხურ კილო-თა გარდამავალ ზონად – ა. შანიძე, ვ. თოფურია, მ. ქალდანი) გამო-ვყოთ (ალ. ონიანი). ალ. ონიანის აზრით, „ჩოლურული ისევე გან-სხვავდება სვანურის ყველა სხვა დიალექტისაგან, როგორც თითოე-ული მათგანი – ერთმანეთისაგან. ეს კი ჩოლურულის ცალკე დია-ლექტად გამოყოფის საფუძველს იძლევა“.

მიუხედავად ალ. ონიანის ამ მოსაზრებისა, სპეციალურ ლი-ტერატურაში დღემდე საცილობლადაა ქცეული სვანური ენის დია-ლექტთა რაოდენობის საკითხი. სვანურ დიალექტთა შორის ჩოლუ-რულის ადგილის საბოლოო განსაზღვრისათვის კი, როგორც არაერ-თგზის ითქვა, აუცილებელია მისი სპეციალური შესწავლა ენათმეც-ნიერული თვალსაზრისით, რისთვისაც, რასაკვირველია, ასევე აუ-ცილებელი და ძალზე მნიშვნელოვანია ჩოლურის ხეობის 13-ივე სო-ფელში (ფანაგა, ლეუშერი, თეკალი, ჭველიერი, საყდარი, მამი, უკ-ვლეში, ქუნიში, ლესიერი, ბულეში, დურაში, ჭველფი, ტვიბი) სავე-ლე პირობებში მოძიებულ-მოპოვებული მასალების ფონეტიკა-ფო-ნოლოგიური, მორფოსინტაქსური და ლექსიკური თვალსაზრისითდამუშავება.

აქვე უნდა ითქვას, რომ გარკვეული ენათმეცნიერული მოვლე-ნების ახსნისას უნდა გავითვალისწინოთ ექსტრალინგვისტური ას-პექტებიც:

● დიალექტ-კილოკავთა ურთიერთკონტაქტები;● ინდივიდთა მეტყველების ასაკობრივი თავისებურებანი;

Page 38: arnold Ciqobavas sakiTxavebi XXVIII · 1 თსუ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი

37

● სოციალური ვითარება (გენდერული პრობლემები, მეტყვე-ლების ტემპი და ა. შ.).

ცხადია, ნებისმიერ ჩოლურულ საკითხზე მუშაობისას ყველაეს ასპექტი გათვალისწინებულია, რაც აადვილებს დასკვნების გამო-ტანას.

ამჯერად ჩვენი მოხსენების ძირითადი მიზანია სიტყვათა ცვე-თის (კუმშვა-კვეცის) საკითხი ჩოლურულ მეტყველებაში.

როგორც მასალაზე დაკვირვებამ აჩვენა, ჩოლურულ მეტყვე-ლებაში ხშირია სიტყვის სხვადასხვა პოზიციაში, კერძოდ: ანლაუტ-ში, ინლაუტში და აუსლაუტში როგორც ცალი თანხმოვნის ან ხმოვ-ნის, ისე ერთი, ორი ან მეტი მარცვლის მოკვეცის შემთხვევები, რაცშესაძლოა ე. წ. „ეკონომიურობის პრინციპით“ აიხსნას.

რამდენადაც ცნობილია, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირე-ბით მსჯელობა დღემდე არ ყოფილა საენათმეცნიერო ლიტერატუ-რაში ჩოლურული ტექსტების უქონლობის გამო.

მასალა, რომელიც ძირითადად ამოღებულია ჩვენ მიერ სავე-ლე პირობებში მოძიებული ტექსტებიდან, ცხადია, შედარებული იქ-ნა როგორც ლაშხურ-ლენტეხურ, ასევე ზემოსვანურ დიალექტოლო-გიურ შესაბამის მასალასთან, რის საფუძველზეც ჩოლურულმა აღ-ნიშნული დიალექტებისაგან საკმაოდ განსხვავებული და მეტად სა-ინტერესო სურათი აჩვენა.

ნაშრომში ხმოვანთა და თანხმოვანთა დაკარგვის რამდენიმეშემთხვევა გამოვყავით:

1. ანლაუტში თანხმოვან ან ხმოვანმოკვეცილი ძირებია) სახელები, რომელთაც ანლაუტში ცალი თანხმოვანი ან ხმო-

ვანი აქვთ მოკეცილი. მაგ.: იმრე ← სიმრე „შე კაცო“; ეკეს ←ხეკეს „უნდა“; აკერ ← ხაკერ „უნდა“; ოქ ← ლოქ „სხვათა სი-ტყვის ნაწილაკი“; იტლერ ← ქართ. ჰიტლერ-ი და ა. შ.

ბ) სახელები, რომელთაც ანლაუტში ერთი, ორი ან მეტი მარ-ცვალი აქვთ მოკეცილი. მაგ.: საბედ ← ქართ. ელისაბედ-ი...

2. ინლაუტში თანხმოვან ან ხმოვანმოკვეცილი ძირებია) სახელები, რომელთაც ინლაუტში ცალი თანხმოვანი ან ხმო-

ვანი აქვთ მოკეცილი. მაგ.: თაშსაფარ ← ქართ. თავშესაფარ-ი; ჯე-რან ← ქართ. ჯეირან-ი; ჯგრგ ← სვან. ჯგრაგ/ჯგრგ „წმინდა გი-

Page 39: arnold Ciqobavas sakiTxavebi XXVIII · 1 თსუ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი

38

ორგი“; ფაცაგ ← ფარცაგ ← ქართ. ფარსაგ-ი; ქა ჴენლ ← ქა ჴედნლ„გამოდიოდა“; ლესხენ ← ლესგხენ „გვერდიდან“; დანელ/დანილ ←ქართ. დანიელ-ი; მახღაჟ ← მახეღაჟ/მხეღაჟ „ვაჟკაცი“; მაქანა ←ქართ. მანქანა; ჯადაბა ← ქართ. ჯანდაბა; მილციაჲ/მელციაჲ ←ქართ. მილიცია; კომნისტ ← ქართ. კომუნისტ-ი; ზურბიანლ ← ზუ-რაბიანლ „ზურაბიანები“ და სხვ.

ბ) სახელები, რომელთაც ინლაუტში ერთი, ორი ან მეტი მარ-ცვალი აქვთ მოკეცილი. მაგ.: თასფარ ← ქართ. თავშესაფარ-ი; შე-ბა/შბა/შელებ ← ქართ. შეიძლება; პეტერგ ← ქართ. პეტერბურგ-ი;მარგბ ← ქართ. მორიგეობა; სამარგჲსა ← ქართ. სამორიგეოში;ეჩო/ეჩღო/ეჩო/ეჩნო ← ეჩ{ქ}ნღო „მერე, მას შემდეგ“; ადნე ←ადრნე „წავა“ და ა. შ.

3. აუსლაუტში თანხმოვან ან ხმოვანმოკვეცილი ძირებია) სახელები, რომელთაც აუსლაუტში ცალი თანხმოვანი ან

ხმოვანი აქვთ მოკეცილი. მაგ.: ადიალ ← ქართ. ადიალა; ლქრთ ←ლქრთე „შემოღობილი“; ისგეცახა ← ისგეცახან „თქვენთან ერ-თად“; ლგე ← ლგედ (შდრ. ლგად/ლგდ) „ღვთის სახელზე შე-წირული; აღთქმული“; ცარჲე ← ცარჲელ ← ქართ. ცარიელ-ი; {ჩუ}ემიკ ← ემიკრ „ჩამომიგდე“; ირი ← ირინ „ორჯერ“; ითო ←ქართ. ვითომ; უბრალ ← ქართ. უბრალო; კაპიტო ← ქართ. კაპიტონ-ი; ალოდი ← ქართ. ვალოდია; ბესარიო ← ქართ. ბესარიონ-ი;ჩრ ← ჩრლ „იქნებოდა“; ჟიბო ← ჟიბო „ზემოთ“; ლადიმე← სვან. ლადიმერ ← ქართ. ვლადიმერ-ი და მისთ.

ბ) სახელები, რომელთაც აუსლაუტში ერთი, ორი ან მეტი მარ-ცვალი აქვთ მოკეცილი. მაგ.: ჲერმი ← ქართ. ერმინე; ოლღაცახ ←ოლღაცახან „ოლღასთან ერთად“; მჩბ ← მჩბირ „{ბალს}ქვე-მოელი“; იფროს ← ქართ. ეფროსინე; მაგრაფ ← ქართ. მაგრაფინა; ძეწ← ძეწარ ← ქართ. ზეწარ-ი; ჯი ← ჯრა „მუხა“; ირმიც ← ქართ. ალ-მაცერ-ი; მა ← მარე „მაგრამ“; ბაწ ← ბაწარ ← ქართ. ბაწარ-ი და ა. შ.

მასალაზე დაკვირვებამ ცხადყო, რომ ჩოლურული მეტყველე-ბა აღნიშნულ მოვლენის თვალსაზრისითაც ბევრ თავისებურებას ავ-ლენს, რაც მას საგრძნობლად განასხვავებს სვანურის სხვა (ბალსზე-მოური, ბალსქვემოური, ლაშხური და ლენტეხური) დიალექტებისა-გან.

Page 40: arnold Ciqobavas sakiTxavebi XXVIII · 1 თსუ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი

39

ნ ა რ გ ი ზ ა ს უ რ მ ა ვ ა

თავით, თავეთ/თავიეთ უკუქცევითინაცვალსახელების შესახებ(შავშურ-იმერხეულისა და სამცხურ-ჯავახურის მონაცემებით)

ძველ ქართულში ცნობილია უკუქცევით-განსაზღვრებითი ნა-ცვალსახელები: თჳთ, თავად/თავადი, გარდა ამისა, ძველ ქართულ-შივე იმავე ფუნქციას ასრულებს შესიტყვება, შედგენილი თავი ნა-ცვალსახელის მოქმედებითის ფორმისა და მასთან შეთანხმებულიკუთვნილებითი ნაცვალსახელისაგან: თავით თჳსით (შესაძლებე-ლია სხვა კუთვნილებითი ნაცვალსახელებიც: ჩემით, შენით, მისით).თავით ძველ ქართულში დამოუკიდებლადაც დასტურდება, მაგრამშედარებით იშვიათად (ი. იმნაიშვილი). თვითონ ნაცვალსახელიჩნდება საშუალო ქართულში.

რა სურათია ამ მხრივ თურქეთის ქართულ კილო-თქმებში,რომლებშიც ხშირ შემთხვევაში კარგად არის შემონახული საშუალოქართულის ვითარების ამსახველი მოვლენები?

რეფლექსურ-კუთვნილებითი ნაცვალსახელების გამოყენებისმხრივ გურჯულ კილო-თქმებს შორის ცალკე დგას შავშურ-იმერხე-ული, რომელიც სიახლოვეს ავლენს სამცხურ-ჯავახურთან.

შავშურ-იმერხეულის მიხედვით თავით წარმოგვიდგება რო-გორც უკუქცევით-განსაზღვრებითი ძირითადი ნაცვალსახელიმნიშვნელობით „თვითონ“. მაგ.:

წაასხა მეგერ ძალით სამი შვილი, ერთიც თავით – ოთხი (ქდკ,ზაქიეთი);

თავით არ წაჰყოლია, ზორით („ძალით“) სახლიდამ გეიყუანეს(ქდკ, ჭილაური).

თავით ფორმის პარალელურად გვხვდება თავეთ, რომელიციმავე პოზიციაში დასტურდება, როგორშიც თავით და, ერთი შეხედ-ვით, მისი ფონეტიკური ვარიანტის შთაბეჭდილებას ქმნის: „ერთიბაჴალა ახლა გავათხუე, თავეთ აირჩია, უწინ სხვა იყო (ქდკ, მანატბა)“.

გვხვდება მაგალითები, სადაც თავეთ-ს მრავლობითის გაგებააქვს, მაგალ.: „თავეთ ჩამაგვიყუანეს ცხუარი (ქდკ, მაჩხატეთი)“; „დე-დამთილები არ უყვარან, ამა თავეთაც’ნა გახდნენ დედამთილი (ქდკ,ხევწრული)“.

Page 41: arnold Ciqobavas sakiTxavebi XXVIII · 1 თსუ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი

40

თავით, თავეთ, თავიეთ ფორმები დასტურდება სამცხურ-ჯა-ვახურში, ოღონდ შეცვლილი ფუნქციით: არა როგორც სუბსტანტი-ური ნაცვალსახელი („თვითონ“), არამედ როგორც ატრიბუტულირეფლექსური ნაცვალსახელების თავითი და თავეთი/თავიეთიბრუნვის ფორმები. ისინი ყველაზე ხშირად რეალიზდება ადგილისსახელის განსაზღვრების როლში მიცემითი ბრუნვის ფორმით:რო წამოვიდა თავით სოფელში..., იმათ განაგრძეს თავით გზა..., იქვეთავით ეზოში...

ფორმები თავითი, თავეთი/თავიეთი სამცხურ-ჯავახურშისიმრავლეს გულისხმობს („თავიანთი“), მათი საპირისპირო ცალიამხოლობითში: თავისი. შეინიშნება ამ მრავლობითის ფორმათაგადანაწილება კილო-თქმათა დონეზე.

შავშურ-იმერხეულისა და სამცხურ-ჯავახურის მონაცემთა შე-ჯერება გარკვეული დასკვნების გამოტანის საშუალებას იძლევა:

ა) თავით ფორმის თავდაპირველი ფუნქცია უნდა იყოს უკუ-ქცევით-განსაზღვრებითი ფუნქცია „თვითონ“. იგი წინ უსწრებსთვითონ ნაცვალსახელს. შავშურ-იმერხეულში თავით ნაცვალსახე-ლის აღნიშნული ფუნქციით შემონახვა განაპირობა იმან, რომ ამ ქვე-სისტემაში ვერ მოასწრო დამკვიდრება თვითონ ნაცვალსახელმა.

ბ) თავეთ/თავიეთ მრავლობითის ფორმაა, -ეთ სუფიქსი ასო-ცირდება კოლექტიურ საკუთარ სახელთა, შტო-გვარის სახელებისადა გეოგრაფიულ სახელთა კრებითობის გამომხატველ -ეთ სუფიქს-თან.

გ) თავითი ფორმა წარმოშობით მხოლობითისაა − მოქმედე-ბით-სახელობითი, რომელიც სამცხურ-ჯავახურში მრავლობითადიქნა აღქმული თავისი ფორმის საპირისპირო ცალად გადააზრებისშედეგად. შდრ: იმისი − იმითი, მამამისი − მამამითი, სხვისი − სხვი-თა (ა. მარტიროსოვი).

დ) სამცხურ-ჯავახურში თავით და თავეთ/თავიეთ განსა-ზღვრებით ნაცვალსახელთა ფუნქციის ცვლა და ატრიბუტივთაკლასში გადასვლა გამოწვეული უნდა იყოს ამ ქვესისტემებში (იგუ-ლისხმება სამცხური და ჯავახური) თვითონ/თვითან განსაზღვრები-თი ნაცვალსახელის მიერ ჰეგემონიის მოპოვებით.

Page 42: arnold Ciqobavas sakiTxavebi XXVIII · 1 თსუ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი

41

თ ე ა ტ ე ტ ე ლ ო შ ვ ი ლ ი

„-ღა“ ნაწილაკიან ნაცვალსახელთა მართლწერისათვისთანამედროვე ქართულში

ენაში მუდმივად მიმდინარე ცვლილებების გამო შესაძლოაამა თუ იმ ფორმამ დროთა განმავლობაში გამოყენების არეალი გაი-ფართოოს ან, პირიქით, მოქმედების ასპარეზი დათმოს. სწორედამიტომ პერიოდულად წარმოიშობა სალიტერატურო ენის ნორმათაგადახედვის საჭიროება. ამ თვალსაზრისით ჩვენ უკვე შევეხეთ „-მე“ნაწილაკიანი ნაცვალსახელების მართლწერის საკითხებს („ქართუ-ლი სიტყვის კულტურის საკითხები“, წიგნი XVI), ამჯერად კი ჩვენიინტერესის სფეროში მოექცა „-ღა“ ნაწილაკიანი ნაცვალსახელებისბრუნება ქართული სალიტერატურო ენის მოქმედ ნორმებთან მი-მართებით.

-ღა ნაწილაკი დაერთვის ვინ და რა ნაცვალსახელებს და ვი-ღებთ ვიღა//ვინღა, რაღა ფორმებს. „თანამედროვე ქართული სალი-ტერატურო ენის ნორმების“ თანახმად, ძირითადად მიჩნეულიაშეხორცებული ბრუნვის ფორმები, დასაშვებად ‒ შეუხორცებელი,ნარევი კი უგულებელყოფილია (ნორმები 1986: 92).

„ქართული ენის ორთოგრაფიულ ლექსიკონში“ -ღა ნაწილაკი-ანი ვინ და რა ნაცვალსახელები წარმოდგენილია შემდეგნაირად:

ვიღა [//ვინღა]: მოთხ. ვიღამ, მიც. ვიღას [// ვისღა], ვითარ.ვიღად, ნათ. ვიღას, მოქ. ვიღათი (ვ. თოფურია, ივ. გიგინეიშვილი1998: 277).

რაღა: მოთხ. რაღამ, მიც. რაღას [//რასღა], ვითარ. რაღად [//რად-ღა], ნათ. რაღას [//რისღა], მოქმ. რაღათი (//რითღა) (ვ. თოფურია,ივ. გიგინეიშვილი 1998: 426).

თანამედროვე ქართული სალიტერატურო ენის ნორმებთანმიმართებით ზემოხსენებული ნაცვალსახელების ბრუნების შესწავ-ლისა თუ მოქმედი ტენდენციის გამოვლენის მიზნით მივმართეთგუგლის საძიებო სისტემასა და ქართული ენის ეროვნულ კორპუსს.მოხსენებაში დაწვრილებით წარმოვადგენთ მონაცემების სტატის-ტიკურ ანალიზსა და კვლევის შედეგებს.

Page 43: arnold Ciqobavas sakiTxavebi XXVIII · 1 თსუ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი

42

ნ ა თ ი ა ფ ო ნ ი ა ვ ა

ლექსემა „სულის“ შემცველი ქართველური და აფხაზურიიდიომების შედარებითი ანალიზი

მონათესავე ენებს მსოფლხედვა ძირითადად საერთო აქვთ,რაც საკმაოდ ნათლად აისახება იდიომებში. ეს განსაკუთრებით ით-ქმის ისეთ იდიომებზე, რომელთა საყრდენად სომატური ლექსიკუ-რი ერთეულები გვევლინება.

სული როგორც ქართველურ ენებში, ისე აფხაზურში ერთ-ერ-თი აქტიური ლექსემაა ფრაზეოლოგიზმებში მონაწილეობის თვალ-საზრისით. ლექსემა სულის შემცველი ქართველური (კერძოდ, ქარ-თული და მეგრულ-ლაზური) და აფხაზური იდიომების ნაწილისტრუქტურულ-სემანტიკურ მსგავსებას ავლენს.

ქართ. წმინდა სულისაა, ზან. (მეგრ.) წმინდა || წკონდა შური-შიე, აფხ. იფსჷ ცოპ (ზედმიწ. „მისი სული სუფთაა, წმინდაა“)„პატიოსანია, წესიერია (ადამიანი)“.

ქართ. (მისთვის) სულს მისცემს, ზან. (ლაზ.)(ემუშენი) შუი მე-ჩაფს || მეჩამს (ზედმიწ. „მისთვის სული მისცემს), აფხ. (ი იზჷ) იფსჷითიეიტ (ზედმიწ. „(მისთვის) თავისი სული აძლევს“) „თავს არ და-ზოგავს, მზადაა მოკვდეს (მისთვის)“.

ქართ. სული ამოუღო, ზან. (მეგრ.) შურ(ი) გეშუღუ, ლაზ. შუი ||შური ქჲუღუ, აფხ. ლჷფსჷ თიხიტ (ზედმიწ. „მისი (ქალის) სული მან(კაცმა) ამოიღო“) „გააწვალა, გატანჯა“.

ქართ. სული ამოხდა, ზან. (მეგრ.) შურქ გეშალჷ (ზედმიწ.„სულმა ამოუვარდა“), (ლაზ.) შუი ქჲუხთუ (ზედმიწ. „სული ქე ამო-უვიდა), აფხ. იფსჷ იხჷწიტ (ზედმიწ. „მისი სული ამოძვრა“) „გარდა-იცვალა“.

ქართ. სული უდგას, ზან. (მეგრ.) შურ(ი) უდგჷ, ლაზ. შუი ||შური გედგინ (|| ჯედგინ), აფხ. იფსჷ თოპ (ზედმიწ. „მისი სული შიგ(სხეულში) არის, დგას“) „ცოცხალია“.

ქართ. სული მოიდგა, ზან. (მეგრ.) შური მიდგჷ, ლაზ. შუიქომუღუ (ზედმიწ. „სული ქე მოიტანა), აფხ. იფსჷ ილალეჲტ(ზედმიწ. „მისი სული შიგ (სხეულში) შევიდა“) „გამოკეთდა; გაიუმ-ჯობესა ცხოვრების პირობები“.

მოხსენებაში უფრო ვრცლად იქნება წარმოდგენილი ქართვე-ლურსა და აფხაზურ ენებში დადასტურებული ლექსემა სულისშემცველი იდიომების შედარებითი ანალიზი.

Page 44: arnold Ciqobavas sakiTxavebi XXVIII · 1 თსუ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი

43

მ ე დ ე ა ღ ლ ო ნ ტ ი

ქართ. კედ-/კიდ- მორფემათა ლექსიკურ-სემანტიკურიჯგუფისათვის(კედელი და კიდე; დამოკიდებული და დამოკიდებულება)

I. ქართ. კედელ-ის სემანტიკური მოტივი – „გარეშემოსა-ზღვრულობა რაიმესი (შენობისა და მისი ნაწილებისა, ეზო-მიდამო-სი, ადგილმდებარეობისა და მისთანათა)“ მოინიშნება კიდეს და კი-დურის სემანტიკაშიც, კერძოდ: „საგნისა თუ ადგილმდებარეობისშემოსაზღვრულობა, განაპირებულობა“, და აქედან გამომდინარე –„მისი გამოცალკევება“, შდრ.:

ერთი მხრივ: „კედელი – «ზღუდე», „ზღუდე – «კედელი», «ღო-ბე», „გარსშემოვლებული სიმაგრე“ [ილია აბულაძე]; „გალავანი – არსარა ზღუდე, არამედ კედელი მაგარი გრძლად ნაგები“, „ეზო – არსარა გარე ზღუდედ მოვლებული, არამედ წინათ კერძო ანუ გვერ-დით მოხრილი კედელი“ (ზღუდის ქვეშ), „ყორე – არს ქვითა უკი-როდ აღნაგები ზღუდე, გინა კედელი“ (ყორეს ქვეშ) [სულხან-საბა];„კედელი – ნაგები ზღუდე სახლთა და მისთანათა“; „ზღუდე – გარე-მოვლებული კედელი, ანუ სხვა რამ სიმაგრე“ [ნ. ჩუბ., დ. ჩუბ.];ქართლ., გურ., იმერ. კედარო – „ქვეყანა; მხარე; გვერდი“; ლეჩხ. კე-დერო – „ნაპირი, გარეთა ნაწილი; მხარე“; გურ. კედრით – „მხრით“;„კედელი – სხვადასხვა დანიშნულების მყარი და მაღალი ზღუდე(ქვისა, აგურისა...), გადატ.: გამთიშავი დაბრკოლება, გამყოფი ზღუ-დე, ურთიერთობის დამაბრკოლებელი რამ“; კედლავს – კედლითჰყოფს, კედლით ტიხრავს; ზღუდე – რისამე დასაცავად გარშემოვ-ლებული რამ (კედელი, ღობე...), გადატ.: დაბრკოლება, საზღვარი,ფარგალი; ზღუდარი – ტექნ. წყლის შემკავაბელი საგანგებო კედე-ლი“ [ქეგლი].

მეორე მხრივ: „კიდე – კიდური; ნაპირი, პირი, განაპირა ნაწი-ლი; კუთხე, მხარე; კალთა; ცალკე; განზე; ბოლო; დასალიერი; აშია;გარდა; კიდევ; გარდა; «ბაგე», «საკიდური»“, კიდება – „საზღვრება;ტვირთვა; ჩამოკიდება“, კიდეგან(ი) – „განაპირებული; განაპირას,ცალკე“, „კიდეგანობა – განკიდურება, განწირულება, განკიდება –გა(ნ)შორება, მოშორება, გაცლა; გაკიდება; გაშლა“; განკიდებული –

Page 45: arnold Ciqobavas sakiTxavebi XXVIII · 1 თსუ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი

44

მოშორებული“; „კიდური – ყოველთათვის ნაპირად ითქმისკე; ნაპი-რი, კიდე“; „წაკიდებული – გარდაკიდებული; წინ წარზიდული“;„ცისკიდე – სამყაროს მხარე, მწვერვალი“, „კედი – საკუთხი ქვა; სა-კუთხე ქვა“ [ი. აბულაძე, ზ. სარჯველაძე; ნ. ჩუბ., დ. ჩუბ.]. მოხ. კი-დურა – „ყუა პურისა“; ხევს. კიდ – „ცალკე, გამორჩევით“; ხევს. კიდე-ლი – „ჰორიზონტი, ტატნობი; კიდე“; „კიდე – რაიმე ბრტყელი სა-გნის ნაპირი; მხარე, კუთხე, განაპირა ნაწილი, ბოლო (ქალაქისა,სოფლისა, მინდვრისა...), პირი (ჭურჭლისა)“; „კიდის-კიდობა – ძვ.ცალკე ყოფნა, გაშორება, მოცილება“; „კიდით-კიდე//კიდის-კიდე –კიდიდან კიდემდე, ერთი მხრიდან მეორემდე, სულ ერთიანად“[ქეგლი].

II. კედ-/კიდ- მორფემათა ლექსიკურ-სემანტიკურ ჯგუფში ყუ-რადღებას იქცევს ძვ. ქართ. დამოკიდებული „ჩამოკიდებული“: „იყ-ვნეს იგინი დამოკიდებულ ძელსა ზედა...“ (ისუ ნავესი 10,27); „უად-ვილეს არს მისა, უკუეთუმცა ქვაჲ ფქვისაჲ დამოეკიდა ყელსა მისსა,ვიდრე არა დაბრკოლებად ერთსა ამას მცირეთაგანსა“ (ლუკა 17,2);შდრ.: ძვ.ქართ. დამოკიდება – „ჩამოკიდება“, კიდება – „ტვირთვა;ჩამოკიდება; საზღვრება“ და სხვა.

საკუთრივ ქართ. დამოკიდებული, დღევანდელი სემანტიკით:„სხვა რამით შეპირობებული; სხვას დამორჩილებული, სხვას და-ქვემდებარებული; ვისაც რაიმეს მიმართ დაუძლეველი ჩვევა, მი-ჯაჭვულობა გასჩენია“ [ქეგლ-ი], ისევე როგორც ქართ. დამოკიდებუ-ლება, მნიშვნელობით: „როდესაც ვინმე ან რამე დამოკიდებულიავინმეზე ან რამეზე; ურთიერთობა, მიმართება; შეხედულება, აზრირაიმე მოვლენის შესახებ; რაიმე დაუძლეველი ჩვევა, მიჯაჭვულობა“[ქეგლ-ი], შდრ.: „დამოკიდებული – повысший, зависящий. отно-шение, დამოკიდებულება – зависимость. დამოკიდებულ-ვარ – бытьв зависимости“ [დ. ჩუბ.] – უწინარესად ფიქსირდება დავით ჩუბი-ნაშვილის „ქართულ-რუსულ-ფრანციცულ ლექსიკონში“ (1840 წ.).

ქართ. დამოკიდებულება იმითაც იპყრობს ყურადღებას, რომძველქართულ ლექსიკურ მარაგში ეს ლექსემა არ მოიძიება. უფრომეტიც, გარდა დამოკიდებულებისა, სულხან-საბა ორბელიანის ლექ-სიკონში ასევე არ იპოვება ლექსემები: დამოკიდება, შთამოკიდება,ჩამოკიდება...

Page 46: arnold Ciqobavas sakiTxavebi XXVIII · 1 თსუ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი

45

ხ ა თ უ ნ ა ყ ა ნ დ ა შ ვ ი ლ ი

კვლავ მრავალგზისობის გამოხატვისთვის 1812 წლისაჯანყების დოკუმენტების მიხედვით

არამ მარტიროსოვი გამოკვლევაში „დიალექტიზმები XV – XVIსაუკუნეების კახურ ისტორიულ საბუთებში“ საინტერესო დასკვნასგვთავაზობს იმის შესახებ, თუ რა ვითარებაა იმდროინდელ კახურდიალექტში ხოლმეობითის ორგანული წარმოების თვალსაზრისით,რომ იშვიათად „გვხვდება II ხოლმეობითის ფორმები; მაგ: კაცმა ცო-ლი გაყიდის და თავი დარჩის“. აქ მხოლოდ ერთი მაგალითია დასა-ხელებული. როგორც ჩანს, ავტორის მიერ შესწავლილ საბუთებშისხვა მაგალითი არ დასტურდება. დასკვნა ის არის, რომXV–XVI საუკუნეების კახურ დიალექტში ხოლმეობითის ორგანულიწარმოება გაქრობის გზაზეა. ეს დასკვნა კითხვას აჩენს: თუ XX საუ-კუნის კახურ დიალექტში ხოლმეობითის ორგანული წარმოება ფაქ-ტია, 4-5 საუკუნით ადრინდელ მასალაში ეს ფაქტი ხომ უფრო მე-ტად უნდა იჩენდეს თავს.

ჩვენ ეს საკითხი შევისწავლეთ 1812 წლის კახეთის აჯანყებისდოკუმენტების მიხედვით, დადასტურდა ხოლმეობითის ფორმათაგამოყენების უამრავი შემთხვევა. თავად ტექსტი იმგვარი შინაარსი-საა, რომ იგი მოითხოვს წარსულში მრავალგიზისი მოქმედებისგადმოცემას, დიალექტში კი ამ დროს ხოლმეობითის მწკრივები ჩვე-ულებისამებრ გამოიყენება.

მოხსენებაში ყურადღებას გავამახვილებთ იმ ფაქტზე, რომხოლმეობითის ფორმები გამოიყენება არა მხოლოდ თავისი ფუნქცი-ით, მრავალგზისობის გადმოსაცემად, არამედ მოსალოდნელ სხვამწკრივის ფორმებსაც ენაცვლება, მაგალითად, უწყვეტელს:

„ამას გარდა, როცა აღარ გვქონდის და ვეღარც სასყიდელშივიშოვნით, გამოგვისიის იარანალმა დრაგუნები და ვაი იმ ტანჯვას“(მირზაანი, 100).

მოცემულ საილუსტრაციო მასალაში მოსალოდნელიაუწყვეტლის მწკრივი – ვშოულობდით, თუმცა მეორე ხოლმეობითისფორმაა დადასტურებული. გამოვლინდა II ხოლმეობითის გამოყე-ნების მსგავსი ფაქტი წყვეტილის ნაცვლადაც:

Page 47: arnold Ciqobavas sakiTxavebi XXVIII · 1 თსუ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი

46

„ჩვენ საქონელი გვებალთებოდა შიმშილითა და მაიორმა ათითხუთმეტი ურემი ბზე თითონ წაგვართვის და შვიდი თუ რვა ურე-მი ქალაქს გაგზავნის“ (ყანდაურა, 118).

შინაარსით კი ერთგზისი მოქმედებაა ნაგულისხმევი. ეს ფაქ-ტები მიუთითებს იმას, რომ ხოლმეობითის მწკრივების გამოყენებაიშვიათი მოვლენა კი არ იყო, არამედ ჩვეულებრივი. მეტიც, სხვამწკრივის ფორმები ხოლმეობითის მწკრივებმა ჩაანაცვლა.

ე თ ე რ შ ე ნ გ ე ლ ი ა

ზოგი ზმნიზედის წარმომავლობისათვის(მეგრული გე/ინაწონი || გე/ინაწონს/ც, გეწონს, კარს)

მოხსენება ეხება წარმოქმნილ ზმნიზედებს:1. აფიქსებით ნაწარმოებს: გე/ინაწონი (გე/ი–ნა–წონ–ი) ||

გე/ინაწონც (გე/ი–ნა–წონ–ც) || გე/ინაწონს (გე/ი–ნა–წონ–ს) || გეწონს(გე–წონ–ს) „შედარებით“ (ზმნზ.). ჯოტოში ცხენიში გენაწონი ბონ-დოში ცხენი ოშინე ვარე „ჯოტოს ცხენთან შედარებით ბონდოს ცხე-ნი სახსენებელი არ არის“; შხვაშ გენაწონც ინა მეტის ირზენც „სხვას-თან შედარებით ის მეტს იძლევა“; იშ გენაწონს ენა მორე (ი. ყიფშ.)„იმასთან შედარებით ეს რაა?“; ჩქიმ გეწონს თქვა ახალგაზრდეფირეთ „ჩემთან შედარებით თქვენ ახალგაზრდები ხართ“ (ო. ქაჯაია,ა. ქობალია).

საანალიზო ფორმები, წარმოების მხრივ, ვნებითი გვარის წარ-სული დროის მიმღეობებია. შეიძლება გამოიყოს: წონ– (წონ–უა)„აწონვა“ ძირი, რომელიც საერთოქართველური ფუძეა (არნ. ჩიქობა-ვა, გ. კლიმოვი, ჰ. ფენრიხი) (შდრ. მეგრ. გეწონუა „წონის დროს და-მატება,– დაწონვა“ (ო. ქაჯაია). ამ განმარტებას შეიძლება დაემატოსშინაარსობრივი ნიუანსი – „წონით, თვისებით შეფარდება, შედარე-ბა, შეტოლება“), აფიქსები: გე/ი– (მარტივი ზმნისწინი), ნა– (წარსუ-ლი დროის ვნებითი გვარის მაწარმოებელი თავსართი (რომელიცგეწონს ფორმაში დაკარგულია), –ი (სახელობითი ბრუნვის ნიშანი),–ც/ს (მიცემითი ბრუნვის ნიშნის ვარიანტები).

Page 48: arnold Ciqobavas sakiTxavebi XXVIII · 1 თსუ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი

47

მოცემული ფორმები წარმოებითაც და შინაარსობრივადაციგივეა, რაც ქართ, შეწონილ–ი (მიმღ. ვნებ. ნამ.) – რაც შეუწონეს ანშეეწონა, წონა–ზომით (ერთმანეთს) შედარებული, შეფარდებული,შეტოლებული (შდრ. ქართ. შეწონა – წონით შეფარდება, შეთანაბრე-ბა, შედარება, შეტოლება; ძვ. ქართ. შეწონა – შეთანასწორება).

2. ბრუნვის ნიშნით გაფორმებულს: კარს „შედარებით“. ალექ-სიში კარს ნიკა ოქრო ორდალი რდˆ „ალექსისთან შედარებით ნიკაკარგი („ოქრო“) გასაზრდელი იყო“. საანალიზო სიტყვა ნაწარმოებიაარსებითი სახელისაგან. ის წარმოადგენს მიცემითი ბრუნვის გაქვა-ვებულ ფორმას. გამოიყოფა კარ– ძირი „კარი“ და მიცემითი ბრუნვისნიშანი –ს.

ზმნზ. კარს გვხვდება ტექსტებსა და ცოცხალ მეტყველებაში,რაც ლექსიკონებში არ დასტურდება და არც სამეცნიერო ლიტერა-ტურაში არის განხილული.

ვ ა ჟ ა შ ე ნ გ ე ლ ი ა

ფრაგმენტები მოგონებიდან აკადემიკოსარნოლდ ჩიქობავაზე. 82-86

82. რეგიონული სამეცნიერო სესიები იბერიულ-კავკასიურენათა სისტემასა და ისტორიის საკითხებზე იმართებოდა 1965 წლი-დან კავკასიის სხვადასხვა ქალაქში. მუდმივ საორგანიზაციო კომი-ტეტს, რომლის შემადგენლობაში, ქართველ და აფხაზ მეცნიერებთანერთად, შედიოდნენ ენათმეცნიერ-კავკასიოლოგები ჩრდილოეთკავკასიის სხვადასხვა სამეცნიერო ცენტრიდან და მოსკოვიდან,ხელმძღვანელობდა აკად. არნ. ჩიქობავა (მისი გარდაცვალების შემ-დეგ – აკად. ქ. ლომთათიძე). 1981 წელს ქ. მაჰაჩყალაში (დაღესტნისავტონომიური რესპუბლიკა) და 1983 წელს ქ. ნალჩიკში (ყაბარდო-ბალყარეთის ავტონომიური რესპუბლიკა) გამართულ X და XI სა-მეცნიერო სესიებს ბ-ნი არნოლდი ჯანმრთელობის მდგომარეობისგამო ვერ დაესწრო, მაგრამ საქართველოს დელეგაციას გაატანა მისა-სალმებელი წერილები და პლენარულ სხდომაზე წასაკითხი მოხსე-

Page 49: arnold Ciqobavas sakiTxavebi XXVIII · 1 თსუ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი

48

ნებები. მისასალმებელი წერილები სესიის მონაწილეებს გააცნო სა-ორგანიზაციო კომიტეტის სწავლულმა მდივანმა პროფ. ალ. მაჰომე-ტოვმა. თუ მეხსიერება არ მღალატობს, მანვე წაიკითხა არნ. ჩიქობა-ვას მოხსენებები (შესაბამისად – დამოუკიდებელი და შემთავსებელიერგატივი იბერიულ-კავკასიურ ენებში; ენის სისტემაში დიალექტუ-რი მეტყველების ადგილის შესახებ).

1984 წელს ალ. მაჰომეტოვის ინიციატივითა და არნ. ჩიქობავასგადაწყვეტილებით დავინიშნე რეგიონალურ სამეცნიერო სესიათასწავლულ მდივნად (კომიტეტის შემადგენლობაში კი რამდენიმეწლით ადრე შემიყვანეს); ამავე წელს ბ-მა არნოლდმა დამაკისრა„იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერების წელიწდეულის“ სარედაქ-ციო კოლეგიის სწავლული მდივნის მოვალეობა (სარედაქციო კო-ლეგიის წევრი ვიყავი 1976 წლიდან). ბ-ნი არნოლდის წინადადებით1984 წელს სარედაქციო კოლეგიის წევრი გახდა რამდენიმე ქართვე-ლი მეცნიერი (ეს იმითაც იყო გამოწვეული, რომ 80-იანი წლების და-საწყისში სარედაქციო კოლეგიის ორი წევრი – თ. შარაძენიძე დაბ. ფოჩხუა, გარდაიცვალა).

83. ნ. ანდღულაძემ თავის მოგონებაში აღნიშნა: არნოლდ ჩი-ქობავა მძვინვარე ეთიკური ავტორიტეტი იყოვო... ეთიკური ნორმე-ბის დარღვევას არავის აპატიებდა. შეეძლო ამ ნორმების დარღვევისგამო ახლობელ ადამიანთან კავშირიც გაეწყვიტა. ამასვე უკავშირდე-ბა ბ-ნი არნოლდის გამონათქვამი: მეცნიერი შეიძლება შეცდეს, მაგ-რამ ტყუილი არ უნდა იკადროსო...

ეტიკეტის დაცვასაც დიდ ყურადღებას აქცევდა. ფამილიარო-ბა ძალიან აღიზიანებდა. ამასთან დაკავშირებით ერთი ფაქტი მახ-სენდება: უნივერსიტეტში ერთ-ერთ სხდომაზე ქალბატონმა ე. ოსი-ძემ, როგორც ყოველთვის, საინტერესო მოხსენება წაიკითხა. შემდეგიყო შეკითხვები, კამათი. ერთმა ცნობილმა პროფესორმა თავისიგამოსვლა ასე დაიწყო: ქალბატონმა კატუნიმ საყურადღებო მოხსე-ნება წარმოადგინა... ბ-მა არნოლდმა უკმაყოფილოდ შენიშნა: კატუ-ნი თუა, ქალბატონი როგორ იქნება...

ერთიც უნდა აღინიშნოს: ბ-ნი არნოლდი მოხსენების შემდეგშეკითხვებისა და კამათის გამიჯვნას მკაცრად მოითხოვდა (ამასთან,შეკითხვა უნდა ყოფილიყო კონკრეტული და გასაგები, კამათი –საგნობრივი).

Page 50: arnold Ciqobavas sakiTxavebi XXVIII · 1 თსუ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი

49

84. ბ-ნი არნოლდის მოთხოვნის შესაბამისად, დამკვიდრებუ-ლი იყო ასეთი წესი: სამეცნიერო საბჭოსა და განყოფილების სხდო-მის ოქმები მომდევნო სხდომაზე იკითხებოდა (სხდომა ამით იწყე-ბოდა). თუ იყო რაიმე უზუსტობა სხდომის მსვლელობის ან ამა თუიმ პირის სიტყვის გადმოცემისას, სწორდებოდა...

ბ-ნ არნოლდს არ სიამოვნებდა, როცა საბჭოს წევრებს რეგალი-ების მიხედვით ჩამოთვლიდნენ (პირველს არნ. ჩიქობავას ასახელებ-დნენ) და მოითხოვდა, რომ მათი ჩამოთვლა ანბანთრიგის შესაბამი-სად მომხდარიყო... როცა ეს გვიან განხორციელდა, კმაყოფილებაგამოხატა...

85. ინსტიტუტის სწავლულ მდივანს დიდი დატვირთვა ჰქონ-და, ამიტომ, ბუნებრივია, სამეცნიერო მუშაობისათვის მცირე დრორჩებოდა... ამის გამო გ. ბედოშვილი, რომელიც სწავლულ მდივნადწლების განმავლობაში მუშაობდა, სადისერტაციო ნაშრომის დასრუ-ლება დაუგვიანდა, რის გამოც მას ბევრს საყვედურობდნენ. ითხოვაორი წლით გაეთავისუფლებინათ დაკავებული თანამდებობიდან.გურამის წინადადებით, ეს თანამდებობა მე შემომთავაზეს. მაშინ მე-ცნიერებათა კანდიდატი (ოთხი წლის დაცული მქონდა დისერტა-ცია) და უმცროსი მეცნიერი თანამშრომელი ვიყავი. ხელფასი დიდიარ მქონდა, მაგრამ ბ-ნი არნოლდისათვის არასოდეს მიგრძნობინე-ბია ფინანსური გაჭირვება... უფროს მეცნიერ თანამშრომლად გადა-ყვანას არაერთი წელი უნდოდა, სწავლული მდივნობის შემთხვევა-ში კი ხელფასი მიორმაგდებოდა. ბუნებრივია, ბ-ნი არნოლდის გა-რეშე ვერაფერს გადავწყვეტდი... მივედი და მოვახსენე შემოთავაზე-ბის შესახებ. ჩვენ შორის დაახლოებით ასეთი საუბარი გაიმართა:

ბ-ნი არნოლდი: ... და თქვენ დათანხმდით?მე: ჯერ არა...ბ-ნი არნოლდი: დირექციაში მუშაობამ გ. თოფურია დაღუპა...

ნიჭიერი კაცია, მაგრამ სათანადო სამეცნიერო მუშაობისათვის ვეღარიცლიდა... აქამდე არ უნდა ჰქონდეს დოქტორის ხარისხი? თქვენ რა-ტომ გადაწყვიტეთ დირექციაში მუშაობა?

მე: ხელფასის გამო. ორჯერ მეტი მექნება...ბ-ნი არნოლდი: თქვენი გულწრფელობა დასაფასებელია. კი-

დევ კარგი არ თქვით, რომ გავალებენ; ასე რომ იყოს, გირჩევდით,რომ უარი გეთქვათ... რაკი ასე გინდათ, გადადით იქ სამუშაოდ, მაგ-რამ – მაქსიმუმ ორი წლით...

Page 51: arnold Ciqobavas sakiTxavebi XXVIII · 1 თსუ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი

50

ინსტიტუტის სწავლულ მდივნად ორწელიწადნახევარს ვიმუ-შავე...

86. ბ-ნი არნოლდი პოეზიის დიდი მოყვარული იყო (ამავედროს, მხატვრული ნაწარმოების არსს კარგად წვდებოდა და აანა-ლიზებდა). ბევრი ლექსი იცოდა ზეპირად. მეოცე საუკუნის ქართვე-ლი პოეტებიდან განსაკუთრებით აფასებდა გიორგი ლეონიძეს დაანა კალანდაძეს.

1984 წელს გამომცემლობა „მერანმა“ დაბეჭდა მანანა ჩიტიშვი-ლის ლექსების მცირე კრებული „მინდვრის ყვავილები“, რომელიცენათმეცნიერების ინსტიტუტის ქართული მეტყველების კულტუ-რის განყოფილების მეცნიერმა თანამშრომელმა თ. ღვინაძემ მიუტა-ნა გასაცნობად ბ-ნ არნოლდს (თინა მ. ჩიტიშვილთან მეგობრობდადა მისი ლექსებითაც აღფრთოვანებული იყო). ერთ დღეს, კერძოდ,1984 წლის 16 ოქტომბერს ალექსი ჭინჭარაული და მე ვესტუმრეთბ-ნ არნოლდს. ეს ის შემთხვევა იყო, როდესაც დღიური დავწერე(სამწუხაროდ, ბატონ არნოლდთან შეხვედრის შესახებ დღიური ბევ-რი არა მაქვს). ცოტა ხნის შემდეგ ალექსი ჭინჭარაული გამოვიდამ. ჩიტიშვილის საღამოზე, ბ-ნ არნოლდთან შეხვედრა და ის მაღალიშეფასება გაიხსენა, რომელსაც ბ-ნი არნოლდი მ. ჩიტიშვილის პოე-ზიას აძლევდა. ზოგი რამ დღიურში მე განსხვავებულად მაქვსწარმოდგენილი...

გვკითხა: ამ წიგნს თუ იცნობთო? მანანა ჩიტიშვილის ლექსე-ბის კრებული იყო. მე უარი ვუთხარი (ალექსი, მგონი, იცნობდა).შემდეგ ბ-მა არნოლდმა დაიწყო საუბარი ლექსებზე (მოგვყავს ფრაგ-მენტები).

„ზოგი ლექსი შესანიშნავია...“„ყველა ლექსი განცდიანია, არცერთი – ყალბი...“„თითქოს ანა კალანდაძეს მოგვაგონებს, მაგრამ ლექსიკა სხვაა

ძალიან მდიდარი...“„გადაეცით საუკეთესო სურვილები და მთავარი სურვილი –

ასე განაგრძოს...“შემდეგ სამი ლექსი წაგვიკითხა: „ლარგვისთან“, „გულს ისევ

ნაყავს დროის როდინი“, „თუთის ხე სასაფლაოზე“.„ამას რუსთაველის პრემია ეკუთვნის, ალალი იქნება...“

Page 52: arnold Ciqobavas sakiTxavebi XXVIII · 1 თსუ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი

51

ალექსი: „საცა სამართალია...“შემდეგ წაიკითხა ლექსი „ვის ბანზეც ია დავთესე“. დაატანა:

„ხალხური მეტყველება ისე მოსდგამს, როგორც გიორგი ლეონიძეს“„არსად ნაკეთები... ნაძალადევი არცერთი ლექსი არაა...“ერთ ლექსს ეძებს და ვერ პოულობს, დანანებით ამბობს:

„...არა, როგორ არ დავინიშნე!“კიდევ ორი ლექსი წაგვიკითხა: „წვიმის მოლოდინში“ და „სა-

ქართველოს“„არცერთი ბანალური, გაცვეთილი ფრაზა...“„პოეტია, მართალი პოეტი, ნიჭიერი პოეტი...“„ვუსურვოთ, ეგრე იაროს და მეტს მიაღწევს... ეს ყველაფერი

შიგნიდან არის“შემდეგ წაგვიკითხა კიდევ ერთი ლექსი, ბოლო ორ სტრიქონ-

ზე („ქსანზე რომ ბალახს ხელს გადავუსვამ, მთელ საქართველოს ვე-ფერები“) ცრემლები მოერია.

„ლექსი თუ კარგი არაა, წაკითხვა მიჭირს...“ „იყო ერთი პოეტი –ჯერ რითმებს წერდა, შემდეგ ლექსებს... ესაა ლექსის კეთება“

ალ. ჭინჭარაულის გამოსვლა ზემოთ უკვე ვახსენე. თ. ღვინა-ძემაც უამბო მანანას ბ-ნი არნოლდის შეფასების შესახებ. მეც, როცამქონდა პატივი გამეცნო მ. ჩიტიშვილი, გადავეცი დიდი მეცნიერისნათქვამი მისი ლექსების გამო...

ი ზ ა ჩ ა ნ ტ ლ ა ძ ე

კოდორული სვანური მეტყველებისკვალიფიკაციისათვის

1. ქართველოლოგთა უმრავლესობა, ჩვენში თუ უცხოეთში,სვანურ ენაში გამოყოფს ოთხ დიალექტს (ბალსზემოური, ბალსქვე-მოური, ლაშხური, ლენტეხური). როგორც ზემო, ისე ქვემო სვანურ-ში თავიანთი სპეციფიკით აშკარად გამოირჩევა კოდორული და ჩო-ლურული მეტყველება, რომლებიც გარდამავალი დიალექტის შთა-ბეჭდილებას ტოვებენ – დიახ, ჯერჯერობით მხოლოდ შთაბეჭდი-ლებას, რადგანაც აქამდე არც ერთი მათგანი ფუნდამენტურად არა-ვის უკვლევია. რაღა თქმა უნდა, ჩვენს დიდებულ მასწავლებლებს –

Page 53: arnold Ciqobavas sakiTxavebi XXVIII · 1 თსუ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი

52

აკაკი შანიძეს, ვარლამ თოფურიას, მაქსიმე ქალდანს (და სხვებსაც:ალ. ონიანს, მ. ქურდიანს, ტ. ფუტკარაძეს, მ. გუჯეჯიანს, შ. ჩართო-ლანს) ცალკეულ სტატიებში აქვთ მსჯელობა ორივე მეტყველებისშესახებ, ოღონდ ფრაგმენტულად.

2. ამ მხრივ გამოირჩევა არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათ-მეცნიერების ინსტიტუტი, სადაც 2002 წლიდან (იხ. იზა ჩანტლაძისმიერ ინსტიტუტის 61-ე სამეცნიერო სესიაზე წაკითხული მოხსენე-ბის – „დეფექტურ ზმნათა თავისებურებანი კოდორის ხეობის სვა-ნურში“ – თეზისები) ჩამოყალიბდა სვანოლოგთა ორი ჯგუფი, რო-მელთაგან პირველი იკვლევს კოდორული მეტყველების ეთნოლინ-გვისტურ პრობლემებს, ხოლო მეორე – ჩოლურული მეტყველებისას.

ორივე ჯგუფს მეტად მძიმე ვითარებაში უწევს მუშაობა – ორ-სავე შემთხვევაში შესაბამისი ტერიტორიები, ძირითადად, დაცლი-ლია მკვიდრი მოსახლეობისაგან, მაგრამ ჩვენი საქმიანობის სირთუ-ლეს ყოველთვის ამსუბუქებდა საქართველოს განათლებისა დამეცნიერების სამინისტროსთან არსებული რუსთაველის ფონდისსაგრანტო დაფინანსება, რაც რამდენიმეჯერ მიიღო როგორც კოდო-რული, ისე ჩოლურული მეტყველების შემსწავლელმა ჯგუფმა.

3. 5 წლის მანძილზე შეიქმნა ფუნდამენტური გამოკვლევა „კო-დორული ქრონიკები“ (სვანური ტექსტების ქართული თარგმანე-ბითურთ), დაცულ იქნა დისერტაცია ქვემო ქართლში ჩასახლებულჩოლურელ ეკომიგრანტთა მეტყველების შესახებ, სვანოლოგთაორივე ჯგუფის წევრებმა გამოაქვეყნეს არაერთი საინტერესო სტა-ტია, რომლებიც ემყარებოდა საგრანტო თემატიკათა პრეზენტაციებ-სა თუ ნაირ-ნაირ (საინსტიტუტო, საუნივერსიტეტო, რესპუბლიკურ,საერთაშორისო) კონფერენციებზე განხილულ მოხსენებებს. გარდაამისა, ფრანკფურტელ კოლეგებთან ერთად ჩავატარეთ სვანურიენის გავრცელების ყველა ტერიტორიული მონაცემის შესაბამისიტექსტების (მათ შორის კოდორულ-ჩოლურულისაც) გლოსარულ-ანოტირებული ანალიზი, მორფოლოგიასა და მორფო-სინტაქსისპრობლემებზე დამყარებული. სწორედ ამ მუშაობის შედეგია დიდე-ბულ ქართველოლოგთან პროფესორ ჰაინც ფენრიხთან თანაავტო-რობით იენაში გამოცემული წიგნი „Tscholurswanisch-DeutschesVerbenverzeichnis“. ბატონი ჰაინცი ამჟამადაც წევრია ჩვენი საგრან-ტო ჯგუფისა, რომელსაც ევალება მნიშვნელოვანი პროექტის („კო-დორული მეტყველების ადგილი სვანური ენის სისტემაში“) განხორ-ციელება 2016-2019 წლების მანძილზე.

Page 54: arnold Ciqobavas sakiTxavebi XXVIII · 1 თსუ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი

53

4. ამიტომ, ვიდრე ფუნდამენტურად არ გამოვიკვლევთ კოდო-რული და ჩოლურული მეტყველების ძირითად ასპექტებს, მანამდეკარგი იქნება, თუ თავს შევიკავებთ მოულოდნელი განცხადებებისა-გან: ამის მაგალითები ადრეც იყო სპეციალურ ლიტერატურაში, მაგ-რამ ამჯერად ჩვენ შევეხებით უკანასკნელ ხანებში დასტამბულ ერთფართოფორმატიან წიგნს. ეს გახლავთ მ. საღლიანის „სვანური ენისსტრუქტურის საკითხები“, რომლის პუბლიკაცია, რაღა თქმა უნდა,მნიშვნელოვანი ფაქტია, მაგრამ რატომ შემოიღო მისმა ავტორმა ზო-გი ახალი ტერმინი, გაუგებარია (ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობითმაინც!). ვიდრე შესაბამისი მონაცემების ანალიზი მონოგრაფიულადარ დამუშავდება, ალბათ, ძალზე უხერხული იქნება სამეცნიერომიმოქცევაში დავნერგოთ: კოდორული დიალექტები, ჩოლურულიკილოკავები (უკვე დავადგინეთ, რომ ჩოლურის თემში შემავალისოფლების მეტყველება დამოუკიდებელ ქვემოსვანურ დიალექტსქმნის?!), ლახამულური დიალექტი და ა. შ.

5. როგორც კოდორული, ისე ჩოლურული მეტყველება ინტერ-ფერენცირებული მეტყველებაა, ორივეში „შეჯვარებულია“ ორ-ორიდიალექტი, პირველში ზემოსვანურისა (ბალსზემოურ-ბალსქვემოუ-რი), ხოლო მეორეში – ქვემოსვანურისა (ლაშხურ-ლენტეხური). სწო-რედ ამიტომ ვერ ვუწოდებთ მათ ვერც კოდორულ, ვერც ცხენის-წყლურ (აჯობებდა ალბათ ცენისწყლურ, შდრ. ტოპონიმი ცენა, საი-დანაც სათავეს იღებს ეს დიდებული მდინარე), ვერც ენგურულ დაა. შ. (რაც გაგვახსენდება!!!) დიალექტებს. ამის საილუსტრაციოდ მო-ვიყვანთ ორ კონკრეტულ ფაქტს:

ჩვენი ერთ-ერთი მთქმელის, 54 წლის მ ა რ ი კ ა დ ე ვ დ ა -რ ი ა ნ ი - ა ქ ი რ თ ა ვ ა ს წინაპრები 1917 წელს ბალსქვემო სოფელფარიდან (ლამხერიდან) საცხოვრებლად გადასულან კოდორის ხეო-ბის სოფელ ომარიშალში, სადაც მათი მეზობლები ისტორიულადბალსზემოელი სვანები (ჯაჭვლიანები, დადვანები, მარგიანები, გა-სვიანები, გულბანები, ქალდანები) იყვნენ. მართალია, ქალბატონიმარიკა მამითაც და დედითაც (ძიბა არღვლიანი) ბალსქვემოურიწარმომავლობისაა, მაგრამ ბებია – მატი ხოჯელანი მესტიელი იყო.ზემოაღნიშნულ გარემოცვაში დაბადებისა და აღზრდის გამო, სრუ-ლიად ბუნებრივია, რომ მშობლებისგან ნასწავლ მეტყველებაში ისარაერთხელ ურევს ბალსზემოურ ლექსემებსა თუ გრამატიკულფორმებს. რა ვქნათ?! რა ვუწოდოთ მის სვანურს (მ. საღლიანს რომდავუჯეროთ) – კოდორული ბალსქვემოური თუ კოდორული ბალს-

Page 55: arnold Ciqobavas sakiTxavebi XXVIII · 1 თსუ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი

54

ზემოური?! კოდორის ხეობიდან ამჟამად ლტოლვილ მოსახლეობაშიმრავლადაა ანალოგიური ფაქტები, რომლებიც არ თავსდება იდიო-ლექტის ჩარჩოებში, თუმცა ცალკეულ შემთხვევებში არც ამ უკანას-კნელის გამორიცხვა შეიძლება. მაგალითად: ბალსქვემოელ (ისტო-რიულად!) გუჯეჯიანთა რძალი, ლაშხელი ი რ მ ა კ ო ჭ ბ ი ა ნ ირომ ერთადერთხელ (იხ. „კოდორული ქრონიკები, 2007-2010: 30)გამოიყენებს უმლაუტიან ფორმას (ჲ – „ვაი“!)1 ნახევარსაათიან დი-ალოგში, ეს, რაღა თქმა უნდა, იდიოლექტური მოვლენაა, მაგრამ ისრომ მრავლობითობის მაწარმოებლად ხან -ლ მორფემას იხმარს დახანაც -ოლ’ს, აქ უკვე რაღაც სხვა მოვლენასთან გვაქვს საქმე. თუმ. საღლიანის ლოგიკას მივყვებით, მაშინ ირმა კოჭბიანის მეტყვე-ლება, „კოდორული ლაშხური“ გამოგვივა?!

კიდევ ერთხელ ვიმეორებთ: განსაკუთრებული სიფრთხილითუნდა მოვეკიდოთ ინტერფერენცირებული მეტყველების კვლევასროგორც კოდორის, ისე ცხენისწყლის ხეობებში!

მ ე რ ა ბ ჩ უ ხ უ ა

ზოგი ქართველური სიტყვის ისტორიიდან

1. ქრისტიანულ ეკლესიათა გავრცელებამდე საქართველოშიარსებობდა წინარე-ქრისტიანული საკულტო სამლოცველოები,რომლებიც ადგილობრივი რელიგიის არსებობის უტყუარი საბუ-თია. ქრისტიანობამდელ სამლოცველოებს სხვადასხვა სახელი ჰქონ-და. ამ თვალსაზრისით, ყურადღებას იქცევს სვანური საკულტოტერმინი უ̂ითინ / უთინ / ჲითინ / ჷთინ / ლჷთინ, რომლის ძირითა-დი მნიშვნელობაა „ნიში სალოცავ ადგილზე, სადაც ჯვარს ან ხატებსასვენებდნენ“. სვანურის სხვადასხვა ფონეტიკურ ვარიანტებს შორისამოსავალ (არქაულ) სახეობად მიჩნეულია ლჷ-თინ. ვარაუდით, ესუკანასკნელი ნამყო დროის მიმღეობა უნდა იყოს სვანური თენ –„გაჩენა“ ზმნისა (მ. საღლიანი).

1 მოგვიანებით (2016: 695) ამ ფაქტზე მ. საღლიანმაც მიუთითა, თუმცა ჩვენისტატიის დამოწმება რატომღაც დაავიწყდა!

Page 56: arnold Ciqobavas sakiTxavebi XXVIII · 1 თსუ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი

55

დასახელებული ტერმინის საყურადღებო განმარტებას იძლე-ვა პროფ. მ. ქალდანი: სვან. ჲჷ-თინ (ბზ.) „ობელისკი“, ლახამ.ლჷ-თინ „ობელისკი; ღირსეული, გამოჩენილი“.

ეს ინფორმაცია ღირებულია სიტყვის ეტიმოლოგიიდან გამო-მდინარე, ვინაიდან მასში ჩანს სახელდების მოტივაცია, რომელიცარ უნდა იყოს სვანურ თენ-„გაჩენა“ ზმნასთან კავშირში. პირველი,რაც თვალში საცემია, არის განსხვავებული გახმოვანება, ანუ სხვაო-ბა ხმოვნებში თენ- და თინ-. ამგვარი სხვაობა ახსნილი არ არის. ვერცაიხსნება, რადგანაც სხვადასხვა ძირთან გვაქვს შეხება.

ჩვენთვის საინტერესო ლჷ-თინ დერივატში გამოყოფილითინ- სვანურში ოდესღაც არსებული თინ- ზმნის ნაშთია. მას, თავისმხრივ, შესატყვისები უდასტურდება ახლომონათესავე ქართველურენა-კილოებში. ასეთი ჩანს ქართული თნ-ევ-ა / თნ-ებ-ა / სა-თნ-ოფორმებში გამოყოფილი თნ- ზმნური ძირი, რომელსაც მეგრულ-ლა-ზურში თინ- ძირი შეეფარდება, შდრ. ლაზ. მ-თინ-ი „მართებული,მართალი“, მეგრ. თინ-უ „სწორი, გამართული, მართალი“, ე-თინ-უ-ა„აღმართვა, მო-თინ-უ-ა „აღმართვა, შემართვა“, გო-თინ-უ-ა „გასწო-რება“. ვფიქრობთ, სწორედ ქართ. თნ- და ზან. თინ- ფუძეებისთვისდამახასიათებელი სემანტიკა არის სვანური ლჷ-თინ მიმღეობის-თვის (საკულტო ნიშნისთვის) ამოსავალი, ანუ სვანური ლჷ-თინუდრის სწორად / მართლად აღმართულს, არა უბრალოდ აღმართვა /აშენება, არამედ მართლად, კეთილად, სათნოდ, სწორად აღმართვა.

2. ქართველურ მითოლოგიაში საკმაოდ კარგად არის ცნობი-ლი ზღაპრული პერსონაჟი ბეღელ-ა, ქორ-ბეღელ-ა. გარკვეულითვალსაზრისით, პერსონაჟის სახელი მიჩნეულია ქართული ნაგებო-ბა ბეღელისგან მომდინარედ, რაც, ჩვენი დაკვირვებით, არ უნდაიყოს მართებული. ბეღელ- შენობის აღმნიშვნელ ფუძესთან გმირისსახელის დამთხვევა შემთხვევითია, უბრალო ომონიმიასთან გვაქვსსაქმე. ამგვარად ფიქრის მართებულობას თითქოს ამტკიცებს იგივებეღელ- ფორმის პოვნიერება სვანურში, სადაც ამ ენის ლახამულურკილოკავში საანალიზო ლექსემას უდასტურდება „ახმახის, დევ-გმი-რის, ვეებერთელას“ მნიშვნელობები. უფრო მეტიც, ქართული ბეღე-ლა-ს ზანური (resp. მეგრული) შესატყვისიც სვანურში უნდა იყოსდაცული, შდრ. ბზ. ბუღურ „საზარელი, უშნო“. ასევე, ქართველური*ბეღელ- არქეტიპის ნახური შესატყვისი, ვფიქრობთ, ნასესხობის სა-ხით დაცული ჩანს ოსურ სიტყვაში ბოღოლა, რომლის ძირითადიმნიშვნელობაა „ბუა, საზარელი, შემზარავი“ (რუს. бука). გარდა ამი-

Page 57: arnold Ciqobavas sakiTxavebi XXVIII · 1 თსუ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი

56

სა, ქართული ბეღელა-ს ეკვივალენტი თავს იჩენს კიდევ უფროშორს, აღმოსავლეთ კავკასიაში, კერძოდ, ხუნძებში, სადაც პოვნიე-რია ბოჵოლო სიტყვა იმავე რუსული бука-ს მნიშვნელობით. ბეღე-ლა-სთან დაკავშირებული საბოლოო დასკვნა ასეთია: ქართულშიპოვნიერი ბეღელ-ა (დევ-ბეღელა) მკაცრად უნდა გავარჩიოთ ქორ-ბეღელა-ში გამოყოფილი ბეღელა-საგან, ვინაიდან ეს უკანასკნელი(ქორ-ბეღელა) სახლის სიუხვის, საქონლის გამრავლებისა და მოსავ-ლიანობის სიმბოლო ჩანს, ანუ ქორ-ი = სახლი, ხოლო ბეღელ-ა (= ბე-ღელი), შდრ. სვან. ქორ „სახლი“.

3. ქართველურ ენათა ეტიმოლოგიურ ლექსიკონებში ნათქვა-მია, რომ ქართ. ძინ- (მო-გუ-ძინ-ა „მოგვხედა“) ზმნას მეგრულშიჯინ-ა „ყურება; ლოდინი“ შეესატყვისება; ქართველური მასალა შეა-პირისპირა ზ. სარჯველაძემ [ფენრიხი, სარჯველაძე 1990 : 433; 2000 :627]. არადა, დიდი ხნით ადრე იმავე ეტიმოლოგიურ კავშირზე არნ.ჩიქობავა მიუთითებდა. ჩიქობავასეული ანალიზი გამორჩენილიაგ. კლიმოვის 1964 წელს გამოცემულ ეტიმოლოგიურ ლექსიკონში,ხოლო 1998 წლის ინგლისურენოვან ვერსიაში ავტორი ფენრიხი, სა-რჯველაძეს [1990 : 433] იმოწმებს, ანუ იმეორებს იმავე უზუსტობას.ჩვენი მხრიდან დავამატებდით, რომ მეგრული ჯინ- ზმნა ლაზურიდიალექტისთვისაც ბუნებრივია, შდრ. ლაზ. მეკო-ჯინ-აფ-ა „დანახ-ვება“ მეკო-ჯინ-ამ-ან „დაანახვებენ“, თუმცა ლაზურის გამოცემულლექსიკონებში ჯინ- ზმნა ჩვენთვის საინტერესო მნიშვნელობით არფიქსირდება, გამორჩენილია.

ნ ი ნ ე ლ ი ჭ ო ხ ო ნ ე ლ ი ძ ე

ღვინის გემოს აღმნიშვნელი ზოგი სიტყვისწარმომავლობისათვის ქართულში

გემოს მიხედვით ღვინო ტკბილი, მჟავე, ან მწარეა. მაგრამღვინის გემოს ნიუანსების აღსანიშნავად ქართული სალიტერატუროენა და მის დიალექტები მდიდარ ლექსიკას წარმოგვიდგენს.

1. მჭახე (ღვინო) – ქეგლ. მჭახედ ითქმის ღვინო მოძმარებუ-ლი, ანუ ისრიმი წამხდარი – საბა.

Page 58: arnold Ciqobavas sakiTxavebi XXVIII · 1 თსუ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი

57

ზემო იმერული: მიყვარდა, მარა წახთა ვენახი, ჭმახეა (ვახანი). ||იგივეა, რაც ჭვანგი (ზემოიმერული, ქ. ძოწენიძე).

სამეცნიერო ლიტერატურაში ამ სიტყვისათვის ქართულ – ზა-ნური ერთიანობის ხანისათვის აღდგენილია *მჭახ- არქეტიპი (ზ. სა-რჯველაძე, ჰ. ფენრიხი).

2. ჭანკი: ამათ აქთ აი, კაი ღვინო! – კაი არა ისა, ჭანკი იყო, აბა,რა დასალევი იყო ისა?! (საკორ., ქართლური, ბეროზაშვილი და სხვ.).ჭვანკი: ჭვანკის გემო აქ ღვინოს (იმერული, პ. გაჩეჩილაძე).

ქართლურში ამავე შინაარსით იხმარება ასევე ჭლანკ – ფუძია-ნი სიტყვა მოჭლანკებული მომბალი; შეჭანგებული (ღვინო); არცძმრი გემო აქ, ეგრე ყრალია (= ცუდია), ის არი მოჭლანკებული (ოძ.,ქართლური ლექსიკონი, თ. ბეროზაშვილი და სხვ.).

ვფიქრობთ, რომ წანკი „მჟავე“, გადატ. „უხეირო, უვარგისი“ >ჭანკი > ჭვანკი. შდრ. სვან. წაკ, წაკარაი, წაკორია „ძლიერ მჟავე“, „უმ-წიფარი“ (სვანურ – ქართული ლექსიკონი, ა. ლიპარტელიანი).

ზემოაღნიშნული ჭანკ- სიტყვის ფონეტიკური ცვლილებით კიუნდა მიგვეღო ჭანგი // ჭვანგი : ღვინოს ჭვანგი აქ (შროშა,ზემოიმე-რული, ქ. ძოწენიძე).

3. კანჭი „ჭანგი ღვინო“ – საბა.კანჭი (ღვინისა) „მოძმარება“. ე ღვინუკა კაი ქვე იყო, მარა

ახლა კანჭი შეპარვია (რაჭული, კობახიძე). კანჭი წარმომავლობითიგივე უნდა იყოს, რაც კანწარი // კონწარი „მჟავე“ (ხევსურული, ჭინ-ჭარაული). შდრ. კონწარი „მწარე“ (მეგრული, კილანავა). კონწორიანფიცხი, ჯავრიანი (სვანური, ა. ლიპარტელიანი). შდრ. ს.- ქართვ.*კაწ- „გაბრაზება, კაპასობა“ > ქართ. კაწ-არ-: ზან. კონწარ-ი <* კოჭ-არ-ი: სვან. კ„ნჭ<*კ„ჭ (მ. ჩუხუა).

4. ჟიშხა: ნაკლებმწარე ღვინოს „მომწაროს“ უწოდებენ, ხოლოძალიან მწარეს „ჟიშხას“, ჟიშხასავითაა, მამალს თვალს მოთხრისო –იტყვიან (რაჭული, ლ. ფრუიძე).

ზემოიმერულსა და ქართლურში სიმწარის აღსანიშნავად დას-ტურდება ასევე ზისხა. ვვარაუდობთ, რომ ჟიშხა < ზისხა; ხოლოზისხა იგივეა, რაც ს.- ქართვ.*ზისხ-ა „ნიგვზის კაკლის გარეკანისწვენი“ > ქართ. ზისხა : ზან. ჟეშქ-ილ-ა <*ჟიშხ-ილ-ა: სვან. ჟიშხა(მ. ჩუხუა).

5. მხე (ქართლ.) „მოტკბო-მჟავე; მომჟავო“. მხე ღვინო. – ქეგლ.ოკრიბაში – ვენახი მაღლარი, ღWნო მსუბუქი, მხე-გემოიანი (ვახუშტიბატონიშვილი). ამავე მნიშვნელობით ეს სიტყვა დასტურდება მე-სხურში, ქართლურში, ...მწარის შინაარსით კი ჯავახურში.

Page 59: arnold Ciqobavas sakiTxavebi XXVIII · 1 თსუ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი

58

ს.- ქართველურისათვის აღდგენილია*მახ-ე „მჟავე~ (მ. ჩუხუა).6. ჭყაპურტა წყალ-წყალა, უღონო – ქეგლ. ამ მნიშვნელობით

გარეკახურში ჭყიპურტი/ა, ხოლო ზემოიმერულში კი ჭყლიპურტადასტურდება. არც ძმრის გემო აქვს, არც ღვინის, ჭყლიპურტა არიისი, პირშიც ვერ გამეივლეფ (ზემოიმერული, ტაბაკინი, ძოწენიძე).

ჩვენი აზრით, ჭყაპურტა < ჭყაპი. შდრ. ჭყაპი „წყალწყალა“(ქართლური, ბეროზაშვილი და სხვ.), ჭყაპი კი შესატყვისი უნდაიყოს სვანურ „ჭაობის “აღმნიშვნელ ჭ–Òბ//ჭიბ// ჭყიბ// ჭყებ სიტყვის(სვანური, ვ.თოფურია, მ. ქალდანი).

ნ ი ნ ო ხ ა ხ ი ა შ ვ ი ლ ი

უდებება სიტყვის სემანტიკისათვის

უდებება ლექსიკონების განმარტებით არის:„უდებება, უდბება სიზარმაცე, სიზანტე, „მოცალეობაჲ“: „რაჲ

სიტყუაჲ მიუგოთ უდებებისათჳს ჩუენისა ცხორებისაჲ?“ საკ. წიგ. II53, 7. „რომელნი უდებებით ცხონდებიან სოფელსა შინა“ ლიმ. 60, 13.„რომელი სდევნიდეს უდებებასა, აღივსოს სიგლახაკითა“ pb., _ „რო-მელი შეუდგეს მოცალეობასა, აღივსოს იგი სიგლახაკითა“ O იგ.სოლ. 28, 19; „განიღჳძენით სულნი თქუენნი ძილისა მისგან მცონა-რებისა და მოწყინებისა და უდბებისა“ მ. სწ. 97, 29. იხ. უდები“...(ილია აბულაძე, ძვ. ქართ. ენის ლექსიკონი 1973); უდები ილია აბუ-ლაძის ძველი ქართული ენის ლექსიკონში განმარტებულია, რო-გორც: „ზარმაცი, არაგულმოდგინე, დაუდევარი, უნაღვლელი, გულ-დაუდებელი, უქმი: ... „ყოველნი მოძილ ვართ, ყოველნი მედგარვართ და უდებ“ საკ. წიგ. II 52, 1. „მცირედ შემდგომად ვიხილე ძმაჲიგი უდები ფრიად მოსწრაფედ“ ლიმ. 4, 5... იხ. სიუდბე, უუდბესი.

სიუდბე სიზარმაცე: „ოდეს მესმის სიუდბე ძმისაჲ, მძულსიგი“ მ. ცხ. 106v.

უდბესი უზანტესი, უზარმაცესი: „ძალსა მიიღებს და უფროჲს-ღა უდბესთა-რე შორის“ მ. ცხ. 35v. უუდბესი ფრიად ზარმაცი, დაუ-დევარი: „შეემთხვია მას ძმაჲ ვინმე უუდბესი“ საკ. წიგ. II 105, 28.„უუდბეს ყოფს კაცსა“ მ. ცხ. 14r.

Page 60: arnold Ciqobavas sakiTxavebi XXVIII · 1 თსუ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი

59

უდბობა სიზარმაცე, დაუდევრობა: „და ესე არა თუ უდბობითგანრყუნილებასა შინა რაჲმე წარაგო“ ლიმ. 77,18; „ვაი არს მისა, რო-მელმან უდბობით წარჰხადნეს დღენი მისნი ცხორებასა თჳსსა“ მ. სწ.220, 23.

უდებ-ყოფა დაზარება, მოშვება, ზარმაცობა: „მათ უდებ-ყვესდა წარვიდეს“ მთ. 22, 5. „რომელი უდებ-იყოს გზათა თჳსთა, იგიწარწყმდეს“ O იგ. სოლ. 19, 16; „ნუ უდებ-ხარ მარხვასა“ მრთ. S, ოქრ.-მარხ. და იონ. 109, 20... (ილია აბულაძე, ძვ. ქართ. ლექს. 1973).

უდებად, უდბად (ზზ.) ცუდად, ამაოდ, განურჩევლად, დაუ-დევრად, სიზანტით: „არა უდებად რას მიგცემ თქუენ მარადის სწავ-ლასა ამას“ მრთ. S, ოქრ.-მარხ. და იონ. 109, 38. „უკუეთუ კუალადუდებად შეიწყნარო ზრახვაჲ იგი გულის-თქუმისაჲ“ მრთ. A, კ. იერ.-სინან. 65; „რომელი იქმოდის საქმესა უფლისასა უდებად“ I, იერემ.48, 10; „უდბად ტიროდა“ მრთ. S, ოქრ.-მარხ. და იონ. 103, 16... (ილიააბულაძე, ძვ. ქართ. ენის ლექსიკონი 1973).

სულხან-საბა ასე განმარტავს: უდბება იგივე უდებებაა ZAB...უდებება არს მოქმედება ვიდრემე გარნა მცონარებით, გინა თუ და-მწყებელისა მოლბობა CD... უდბი (უდბი, უდები, უდბება CD) უდე-ბი ZAB... უდები (+ 3 ეზრა 6, 32 ZAa) ესე არს მცონარებით, გინა თუდამწყებელისა მოლბობა, (+გინა დაუდებელი ZAa) ZA... (სულხან-საბა II, 1993).

ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის მიხედვით კიუდები არის: „უდებ-ი1 ძვ. ზარმაცი, მცონარი... უდებება ძვ. მოხე-ლის მიერ თავისი მოვალეობის უგულოდ შესრულება (ივ. ჯავახ.), –დაუდევრობა... (ქეგლ).

ვფიქრობთ, ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის, კერ-ძოდ კი ივანე ჯავახიშვილის განმარტება, უდებება სიტყვის თავდა-პირველი შინაარსის წვდომის საშუალებას გვაძლევს: „მოვალეობისუგულებელყოფა; თავისი მოვალეობის უგულოდ შესრულება, _ და-უდევრობა“... (შდრ.: თანანადები „ვისაც თავს ვალი ედვას“, თანამ-დები „მოვალე“ (საბა)...

Page 61: arnold Ciqobavas sakiTxavebi XXVIII · 1 თსუ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი

60

ნ ა ნ ა ხ ო ჭ ო ლ ა ვ ა - მ ა ჭ ა ვ ა რ ი ა ნ ი

კვლავ წმინდა გიორგის ქართველური სახელებისა დამუხის კულტის ურთიერთმიმართებისათვის

1. წმინდა გიორგის მეგრული და სვანური სახელების მრა-ვალფეროვანი ვარიანტები (მეგრ. ჯგეგე/ჯგერგე/ჯეგე, გეგე; სვანუ-

რი: ჯგირგ /ჯგრგ/ ჯგრგ /ჯგრგ), მათი წარმომავლობის სა-კითხი სამართლიანად აღძრავს მკვლევართა ინტერესს (ისევე,როგორც, საზოგადოდ, წმ. გიორგის კულტის წარმოშობა და მისიმნიშვნელობა ქართულ კულტურაში). უდაოა, რომ საკითხი მრავა-ლი მიმართულებითაა საკვლევი, რაც აისახება კიდეც სამეცნიეროლიტერატურაში, თუმცა კვლავ პასუხგაუცემელი რჩება არა ერთიკითხვა. ამასთან, ახალი გამოკვლევების გათვალისწინებით, შესაძ-ლებელია მთელი რიგი საკითხების განსხვავებულად დანახვა. ვფიქ-რობთ, მათ შორისაა აღნიშნულ სახელთა მუხის კულტთან მიმართება.

2. ცნობილია, რომ ნ. მარი მეგრ. ჯგეგესა და სვან. ჯგრგ-სსაკულტო ტერმინებად მიიჩნევდა – სათაყვანო, წმინდა მუხის(მუხის ტყის) სახელებად მოიაზრებდა – და წარმომავლობისთვალსაზრისით გამიჯნავდა წმ. გიორგისაგან (მარის მიხედვით,

სვან. ჯგრგ იშლება ჯგ-რგ, სადაც რაგ შერწყმული, ორმაგიმრავლობითი რიცხვის ნიშანია – სვანურ-ადიღეური (რა-აგ). ამ-გვარი ეტიმოლოგია უარყოფილია ენათმეცნიერთა მიერ, თუმცაფოლკლორულ-ეთნოგარაფიულ მასალაზე დაკვირვება ხელშესა-ხებად წარმოაჩენს მუხის კულტისა და წმინდა გიორგის ქართვე-ლურ სახელთა ურთიერთკავშირს (რაც აღიარებულია კიდეცსპეც. ლიტერატურაში). ვფიქრობთ, შესაძლებელია ამ კავშირისახსნა ენობრივი მონაცემებითაც.

3. ჩვენი ვარაუდის წარმოსადგენად ვეყრდნობით ენათმეც-ნიერთა იმ მოსაზრებებს, რომელთა მიხედვით წმინდა გიორგისაღნიშნული ქართველური სახელები მსაზღვრელ-საზღვრულისშეერთებისა და შემდგომი ფონეტიკური პროცესების განვითარე-ბის შედეგადაა მიღებული: ჯგირი/ჯგერი გიორგი > ჯგერგე, ჯე-გე... (ზან); ჯგრგ... (სვან).

4. ჩვენთვის გადამწყვეტია მსაზღვრელი კომპონენტის, ჯგე-რი-ს, საკითხი. ვვარაუდობთ, რომ ჯგერი/ჯგირი არის ქართულიძეგლ-ის შესატყვისი. შდრ.: ქართ. ძეგ-ლ-ი „კერპი, საკრალური ნი-

Page 62: arnold Ciqobavas sakiTxavebi XXVIII · 1 თსუ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი

61

შანსვეტი სხვადასხვა დანიშნულებით...“; ზან. ჯგ-ირ/ერ- (<*ჯაგ-ირ/ერ) „*კერპი“, „*სალოცავი“, „სათაყვანო“ > „წმინდა“, „კარგი“, „კე-თილი“, „ძლიერი...“; სვან. *ლ-ჯგ-ირ- (<*ჯეგ-ირ) „*სალოცავი“,„*კერპი“ > „კურთხეული“, „ნაკურთხი“, „ჯვარდაწერილი...“; (იხ. ჩვე-ნი: „ძეგლი“-სა და წმინდა გიორგის ქართველური სახელების ურ-თიერთმიმართებისათვის – იბეჭდება).

5. მაგრამ როგორ შეიძლება აიხსნას სემატიკური გადა-სვლები: „კერპი“, „სალოცავი“, „სათაყვანო“ > „წმინდა“, „კარგი“, „კე-თილი“, „ძლიერი...“; კურთხეული“, „ნაკურთხი“, „ჯვარდაწერი-ლი...“? აქ გასათვალისწინებელია გარეენობრივი ფაქტორები.

საქართველოში ქრისტიანობის დამკვიდრებისა და გავრცე-ლების ხანაში ქვეყნის ცენტრალური ნაწილებიდან პერიფერიები-საკენ განხორციელდა სივრცის ე. წ. ქრისტიანიზაცია-საკრალიზა-ცია, რომელიც დროში განგრძობადი პროცესი გახლდათ: ხდებაადგილობრივი (არა მხოლოდ) სალოცავების, კულტების განწმენ-და-კურთხევა (ისტ., ეთნ., არქ., ლიტ. წყაროები ამას ადასტუ-

რებს); ესა თუ ის კერპი-სალოცავი (ძეგლი, *ჯაგერი/ჯეგირი) „იძ-ლევა“ არა მხოლოდ მსხვრევა-განადგურებით და მის სანაც-ვლოდ ჯვრის აღმართვით, არამედ მასზევე ჯვრის დადგმით ანგამოსახვით („ჯვრის წერით“), რის შედეგადაც ის შეიქნება „წმინ-და, კურთხეული, ჯვარდაწერილი...“ სალოცავი. დაკვირვებაცხადყოფს, რომ ამ ეპოქალური მოვლენის წარმმართველად იკვე-თება წმ. გიორგის სახე, მისი სახელი და ავტორიტეტი. ესგარდამტეხი მეტამორფოზა აისახება ენაშიც, მაგ., მეგრულსა დასვანურში ჯგირი (<*ჯაგერი/ჯეგირი) გვევლინება ქრისტიანიწმინდანის ეპითეტად და შემდგომ მისი სახელის ერთ-ერთ ნაწი-ლად, შდრ.: ჯგირი/ჯგერი გიორგი „კურთხეული სალოცავი გიორ-

გი“ > ჯგერგი (მეგრ.); ჯგრაგი (სვან.) „წმინდა გიორგი“. (მოგვია-ნებით მეგრულში ჯგერგე/ჯეგე აღნიშნავს საზოგადოდ „წმინდას“,რაც ქრისტიანულს გულისხმობს და თავად გვევლინება მსაზღვრე-ლად: ჯეგეგიორგი, ჯეგემარიამი...).

6. ვფიქრობთ, წმ. გიორგის ქართველურ სახელთა ამგვარიწარმომავლობის დაშვება მკაფიოს ხდის საკულტო ხეთა, საკრა-ლურ ადგილთა თუ ობიექტთა (ქვები, სვეტები, ცეცხლთაყვანის-ცემის საკურთხევლები...) მიმართებას წმინდა გიორგის სახელთან(მათ ადგილას ძირითადად სწორედ ამ წმინდანის სახელობის

Page 63: arnold Ciqobavas sakiTxavebi XXVIII · 1 თსუ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი

62

ეკლესია შენდება), რაც, საზოგადოდ, ისტორიული საქართველოსმთელ ტერიტორიას მოიცავს, ხოლო მუხას, გამოკვეთს, როგორცგანსაკუთრებული სიძლიერისა და მნიშვნელობის მქონე საკულ-

ტო ობიექტს, რომლის ძლევა-განწმენდა მხოლოდ წმინდა გიორ-

გის სახელით უნდა მომხდარიყო.

ც ი რ ა ჯ ა ნ ჯ ღ ა ვ ა

რამდენიმე სიტყვა „ვით“ თანდებულისფუნქციით მეგრულში

მეგრულ-ლაზური თანდებულების სიმცირით გამოირჩევა.მათ ფუნქციას ხშირად სახელის სხვადასხვა ბრუნვის ფორმა (უთან-დებულოდ ან ზმნასთან ერთად) ან ზმნის პრევერბიანი ფორმები ას-რულებს (ნ. მარი, ი. ყიფშიძე, არნ. ჩიქობავა...)

ქართული -ვით თანდებულის ფონეტიკური შესატყვისი მე-გრულ-ლაზურში არ დასტურდება, მაგრამ მისი ფუნქციით მე-გრულში რამდენიმე სიტყვა გამოიყენება, მაგალითად: გვარი, ცალი,შორო... პირველი ორის კავშირი სათანადო ქართულ არსებით სახე-ლებთან ცხადია და მეგრულში ნასესხები ლექსიკური ერთეულებია,თანდებულის ფუნქციით გამოყენებული, შორო კი თანდებულია,რომელსაც სვანურ -შალს-ს უკავშირებენ (ვ. თოფურია, გ. კარტოზია,მ. ლომია...)

-ვით თანდებულის მნიშვნელობით მეგრულში შეიძლება შე-გვხვდეს ქართული ცალი, გვარი, ნერი (ქართ. ნაირი) სიტყვებისგარდაქცევითი ბრუნვის ფორმები – ცალო, გვარო, ნერო:

ჯოღორცალო ლალუა ქიდიჭყ „ძაღლივით ყეფა დაიწყო“.ათეგვარო ვეშილებე ცხოვრება „ამასავით (ამნაირად) არ შეიძ-

ლება ცხოვრება“.კოჩიშნერო თის ხოლო ოკო ჭკომუა „ კაცივით მასაც უნდა ჭამა“.- ნერო შეიძლება დაერთოს ჩვენებითი ნაცვალსახელის რო-

გორც ნათესაობითი ბრუნვის -შ ნიშნიან, ისე მის გარეშე ფორმას:თეშნერო//თენერო „ამასავით“, თიშნერო//თინერო „იმასავით“.

ვფიქრობთ, -ნერო უკვე ჩამოყალიბებულ თანდებულად უნდამივიჩნიოთ.

Page 64: arnold Ciqobavas sakiTxavebi XXVIII · 1 თსუ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი

63

მ ა რ ი ნ ა ჯ ღ ა რ კ ა ვ ა

ვარა ელემენტის შესახებ მეგრულ-ლაზურში

სამეცნიერო ლიტერატურაში განხილულია მეგრულ-ლაზურ-ში გავრცელებული არსებით სახელებთან გამოყენებული შემდეგინაწილაკები:

1. კითხვითი – მეგრულში -ო//ვო (ლაზურის -ი ერთვის მხოლოდზმნას);

2. გაძლიერებითი – ქართული -ც-ს მნიშვნელობით გამოყენე-ბული -თი; ხოლო (ლაზურში რედუცირებული სახით ხოლ//ხოლო);

3. სხვათა სიტყვის – პირველი პირის ნათქვამის გადმოსაცემადლაზურში მა, მეგრულში მაქ//მაქი// მაქჷ//მაქუ; მეორე პირის

-შო; მესამე პირის: მეგრულში -ა (//-ია) , ლაზურში -ა//-ჲა;4. მაკონსტრუირებელი – ო;5. პირობით წინადადებაში – მეგრულში -და, ლაზურში -ნა;6. მოდალური ნაწილაკები : მეგრულში -გე//-გეე და -მე// -მეე,ლაზურში თო.მასალის ანალიზმა გვიჩვენა, რომ ნაწილაკის სახით მეგრულ-

ში გვხვდება ვარა ელემენტიც. ცნობილია, რომ ის მრავალფუნქციუ-რი ფორმაუცვლელი დამხმარე მეტყველების ნაწილია, რომელიცგამოიყენება როგორც: 1. კავშირი: მაპირისპირებელი (ქართ. თორემ),მაცალკავებელი (ქართ. ან), 2. ზმნიზედა (ქართ. მაინც) და 3. მიახ-ლოებითი ნაწილაკი რიცხვით სახელებთან (ქართ.-ოდენ).

სამეცნიერო ლიტერატურაში არ არის აღნიშნული, რომ ვარანაწილაკის ფუნქციით გვხვდება არსებით სახელებთან. მისი შესა-ტყვისია ქართული „მაინც“, რომელიც გაძლიერებით ნაწილაკიცაა(ლ. კვაჭაძე).

მეგრულში ვარა სურვილის გადმოცემის, არჩევითობის სემან-ტიკურ ნიუნსსაც ატარებს (ვარა = „ეს თუ არა, ის მაინც“). მაგ.:

ქობალი ვარა ოჭკუმით („პური მაინც ჭამეთ“).კოჩის ვარა ქუმურთუმუდუკო („კაცი მაინც მოსულიყო“ ).ლაზურში ვარა// ვანა ნაწილაკის ფუნქციით არსებით სახე-

ლებთან არ გვხვდება. ის წინადადებებში ძირითადად ქართულითორემ, თუ, ან, მაგრამ კავშირების ფარდია.

ამრიგად, ვარა მეგრულში არსებით სახელთან ითავსებს ნაწი-ლაკის ფუნქციასაც.

Page 65: arnold Ciqobavas sakiTxavebi XXVIII · 1 თსუ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი

64

საგრანტო პროექტი „კავკასიურ-ქართული ლექსიკონებილინგვისტური კომენტარებით, ინდექსითა და

გრამატიკული ნარკვევებით“(პროექტი № AR/243/2-132/14)

რ ო მ ა ნ ლ ო ლ უ ა

პროექტზე მუშაობის შესახებ

აღნიშნულმა საგრანტო პროექტმა გაიმარჯვა შოთა რუსთავე-ლის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გამოყენებითი კვლევებისა-თვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების 2014 წლის კონკურსში. ამპროექტის ფარგლებში მომზადდა ექვსი ლექსიკონი: აფხაზურ-ქარ-თული (ავტორ-შემდგენელი – ნ. მაჭავარიანი), ჩერქეზულ-ქართუ-ლი (ვ. შენგელია), ინგუშურ-ქართული (რ. ფარეულიძე), ხუნძურ-ქართული (ლ. აზმაიფარაშვილი), ბეჟიტურ-ქართული (ნ. არდოტე-ლი) და უდიურ-ქართული (რ. ლოლუა). თითოეულ ლექსიკონს ერ-თვის ონომასტიკური მასალა, მოკლე გრამატიკული მიმოხილვა დაინდექსი. ამ ექვსი ლექსიკონიდან დღემდე არ მოგვეპოვებოდა ჩერ-ქეზულ-ქართული, ინგუშურ-ქართული, ხუნძურ-ქართული, ბეჟი-ტურ-ქართული და უდიურ-ქართული ლექსიკონები (თუ არ მივი-ღებთ მხედველობაში ევგ. ჯეირანიშვილის მონოგრაფიას დართულმცირე თემატურ-ბუდობრივ სიტყვათკრებულს).

პროექტის განხორციელება დაიწყო 2015 წლის აპრილში. პირ-ველ ექვსთვიან საანგარიშო პერიოდში მიღებულ იქნა ლექსიკონთაშედგენის ერთიანი პრინციპები, დამუშავდა არსებული სპეციალუ-რი ლიტერატურა თითოეული ენის მიხედვით, შედგა იმ ნაშრომთასია (ბიბლიოგრაფია), რომელთა გათვალისწინება იყო საჭირო. შემ-დეგ დაიწყო ამ ნაშრომების ანალიზი როგორც შინაარსობრივი, ასევემასში წარმოდგენილი ერთეულების სიზუსტის თვალსაზრისით(იგულისხმება როგორც თარგმანის სიზუსტე, ისე ფონეტიკური სი-ზუსტე). სისტემატიზებულ იქნა და კრიტიკულად გაანალიზდა ისლექსიკოლოგიური და ლექსიკოგრაფიული ლიტერატურა, რომე-ლიც უშუალოდ ან რაიმე თვალსაზრისით საკვლევ ენებს ეხება. კრი-ტიკული ანალიზისას ყურადღება გამახვილდა არსებულ ნაშრომთაროგორც დადებით მხარეებზე, ისე აღნიშნულ იქნა ის ნაკლიც, რაც

Page 66: arnold Ciqobavas sakiTxavebi XXVIII · 1 თსუ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი

65

დღემდე შედგენილ ლექსიკონებსა და ლექსიკის შესახებ სამეცნიე-რო მიმოქცევაში შემოტანილ ნაშრომებს ახასიათებს. მეტ-ნაკლებისისრულით გათვალისწინებულ და გაანალიზებულ იქნა საენათმეც-ნიერო ნაშრომებიც, რომლებიც ამა თუ იმ ასპექტით ლექსიკის თეო-რიულ საკითხებს უკავშირდება.

პროექტის მეორე საანგარიშო პერიოდი მთლიანად დაეთმოსალექსიკონო მასალის შერჩევა-მოძიებას (სიტყვანის შედგენას).ლექსიკონებში პირველ რიგში აისახა აქტიური ლექსიკური ფონდი,ფუძეენისეული და ადრეული ნასესხობები, ისეთი ნეოლოგიზმები,რომელთაც მეტ-ნაკლები ფონეტიკური ადაპტაცია განიცადეს. ამასგარდა, არნ. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტისსამეცნიერო სესიისათვის „არნოლდ ჩიქობავას საკითხვავები, XXVII“პროექტის თითოეულმა ძირითადმა მონაწილემ მოამზადა საგრან-ტო მუშაობის ამსახველი მოხსენება, რომლის თეზისებიც გამოყვეყ-ნებულ იქნა აღნიშნული სამეცნიერო სესიის მასალების კრებულში.

მესამე საანგარიშო პერიოდის განმავლობაში პროექტის ძირი-თადმა მონაწილეებმა დაამთავრეს შერჩეული სალექსიკონო მასა-ლის ქართული შესატყვისების მოძიება, ლინგვისტური კომენტირე-ბა და საილუსტრაციო მასალის შერჩევა. ლინგვისტური კომენტირე-ბა, ისევე როგორც სხვა ამოცანების გადაწყვეტა, მოხდა საკვლევ ენა-თა სპეციფიკის მაქსიმალური გათვალისწინებით.

მეოთხე საანგარიშო პერიოდი დაეთმო ონომასტიკური მასა-ლის შერჩევა-მოძიებასა და მის ქართულად ტრანლიტერაციას,მოკლე გრამატიკული ნარკვევების მომზადებას, მასალის რედაქტი-რებას.

შედეგად, ნ. მაჭავარიანმა დაასრულა აფხაზურ-ქართულილექსიკონის შედგენა (აფხაზურ-ქართულ ლექსიკონში შესულია7000-მდე სიტყვა), ვ. შენგელიამ – ჩერქეზულ-ქართული (7000-მდესიტყვა), რ. ფარეულიძემ – ინგუშურ-ქართული (5300-ზე მეტისიტყვა), ლ. აზმაიფარაშვილმა – ხუნძურ-ქართული (დაახლ. 5000სიტყვა), ნ. არდოტელმა – ბეჟიტურ-ქართული (7000-მდე სიტყვა),ხოლო რ. ლოლუამ – უდიურ-ქართული (7000-მდე სიტყვა). პროექ-ტი ითვალისწინებს ლექსიკონების ელექტრონული ვერსიის განთავ-სებას არნ. ჩიქობავას სახ. ენათმეცნიერების ინსტიტუტის ვებგვერდ-ზე (www.ice.ge). მომავალში ივარაუდება ლექსიკონების დაბეჭვდაც.

Page 67: arnold Ciqobavas sakiTxavebi XXVIII · 1 თსუ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი

66

ლ ე ვ ა ნ ა ზ მ ა ი ფ ა რ ა შ ვ ი ლ ი

პარემიული ტიპის ატრიბუტივების შესახებხუნძურში

ხუნძურ ენაში, როგორც ცნობილია, გამოიყოფა მარტივი დართული (შედგენილი) ზედსართავები.

მარტივია, მაგ., იკ-აბ „კარგი“, ქეშ-აბ „ცუდი“, კუდი-ჲ-აბ„დიდი“, ჰიტინ-აბ „პატარა“, ჴა-აბ „თეთრი“, ჭეჵერ-აბ „შავი“,ტ¾არი-ჲ-აბ „მსუქანი“, ალაყ-აბ „გამხდარი“ და სხვა მრავ.

რთული (შედგენილი, კომპოზიტური) ზედსართავები: ჵაზუ-ჴააბ „ქათქათა“ (ზედმიწ. „თოვლ-თეთრი“), რა-ჴააბ „რძესავითთეთრი“ (ზედმიწ. „რძე-თეთრი“), „ლა-ჭეჵერაბ „ჭვარტლივით შა-ვი“ (ზედმიწ. „ჭვარტლ-შავი“), რას-ტერენაბ „ბეწვივით წვრილი“(ზედმიწ. „თმა-წვრილი“), რაკ-ბაწადა „გულწრფელი“ (ზედმიწ.„გულ-სუფთა“), ტულალ-ტ¾ერაბ „ყავისფერი“ (ზედმიწ. „ღვიძლისფერი“), კუდი-კუდიჲაბ „დიდ-დიდი“, ტ¾ერ-ტ¾ერაბ „ფერად-ფერა-

დი“ და სხვ.გარდა ზემოხსენებული ზედსართავებისა, რომლებიც ისედაც

კარგადაა ცნობილი, ხუნძურ ენაში შეიძლება გამოიყოს უფრო რთუ-ლი წარმონაქმნებიც. მათ ვუწოდებთ პ ა რ ე მ ი უ ლ ი ტ ი პ ი სა ტ რ ი ბ უ ტ ი ვ ე ბ ს, რამდენადაც სიახლოვეს ავლენენ ანდაზებსათუ მყარ გამონათქვამებთან. ამ ტიპის ატრიბუტივები გამოიყენებაადამიანის ამა თუ იმ თვისების დახასიათებისა და შეფასებისათვის.ნიშანდობლივია მკვეთრად გამოხატული ექსპრესიულობა. მოვუხ-მოთ კონკრეტულ მაგალითს:

ღასტა ქეთო ტ¾არიჲაჲ, ბოტ¾ობ ბოწი ალაყაჲ – ითქმის გა-

ურჯელი და უყაირათო ქალის შესახებ.აქ ზედსართავებია ტ¾არი-ჲ-აჲ „მსუქანი“ და ალაყ-აჲ „გა-

მხდარი“, რომლებიც გაფორმებულია II კლასის (ქალის) -აჲ ნიშნით:„მსუქანი“ [ქალი], „გამხდარი“ [ქალი], რისი მეშვეობითაც გასაგებიხდება, რომ საუბარია ქალის შესახებ; მაგრამ ქეთო („კატა“) და ბოწი(„საქონელი“) ნივთის კლასის სახელებია და ხსენებული ზედსართა-

Page 68: arnold Ciqobavas sakiTxavebi XXVIII · 1 თსუ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი

67

ვები ამ სახელებთან, ერთი შეხედვით, თითქოს III კლასის (ნივთის)-აბ ნიშნით უნდა გვქონოდა გაფორმებული: ტ¾არი-ჲ-აბ, ალაყ-აბ,

რაც ასე არ არის.საქმეც ისაა, რომ მთლიანად ეს გამონათქვამი წარმოადგენს,

ასე ვთქვათ, წინადადება-ზედსართავს, რომელიც გვევლინება ქალისმახასიათებლად. მისი სიტყვასიტყვითი თარგმანი იქნება ასეთი:

„კ ე რ ა ს თ ა ნ - კ ა ტ ა - მ ს უ ქ ა ნ ი [ქალი], ბ ო ს ე ლ შ ი - ს ა -ქ ო ნ ე ლ - გ ა მ ხ დ ა რ ი [ქალი]“.

თუ ამ გამონათქვამს გადავაკეთებთ ისე, რომ ჩამოსცილდესზედსართაულობის გაგება, რაც მას მთლიანობაში ახლავს, მივი-ღებთ უბრალოდ აღწერას სიტუაციისა და არა ქალის კონკრეტულითვისების დახასიათება-შეფასებას. ამისათვის საკმარისია ზედსარ-თავ სახელებს დავურთოთ III კლასის (ნივთის) ნიშანი -აბ: ტ¾არი-ჲ-აბ

„მსუქანი [რამ]“, ალაყ-აბ „გამხდარი [რამ]“, ნაცვლად II კლასის(ქალის) -აჲ ნიშნისა და, აგრეთვე, დავამატოთ მეშველი ზმნა ბუგო„არის“ (შეიძლება მის გარეშეც). მივიღებთ ასეთ სურათს:

ღასტა ქეთო ტ¾არიჲაბ [ბუგო], ბოტ¾ობ ბოწი ალაყაბ [ბუგო]„კ ე რ ა ს თ ა ნ კ ა ტ ა მ ს უ ქ ა ნ ი [არის], ბ ო ს ე ლ შ ი ს ა -

ქ ო ნ ე ლ ი გ ა მ ხ დ ა რ ი [არის]“.ამ შემთხვევაში გამოგვივიდა თხრობითი წინადადება უბრა-

ლოდ, რომელშიც ადამიანი (ქალი) სულაც არ ფიგურირებს.აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ხუნძურ პარემიებში ანტონიმია

„მსუქანი“ ~ „გამხდარი, „მჭლე“ რეგულარული ხასიათისაა; შდრ.მაგ., ჵაქა ხახარაულ – ბეჩე ალაყაბ, ქეთო ტ¾არიჲაულ – ამაალაყაბ, ზედმიწ. „ძროხა-გამომწოვლის [ქალის] – ხბო გამხდარი,კატა-მსუქნის [ქალის] – ვირი გამხდარი“. ამ ანდაზაში გვხვდება ატ-რიბუტივები ჵაქა-ხახარაჲ, ზედმიწ. „ძ რ ო ხ ა - გ ა მ ო მ წ ო ვ ე ლ ი[ქალი]“, რომელშიც ხახარ-აჲ არის ნამყოს მიმღეობის ფორმა (II კლ.)ზმნისა ხახ-ი-ზე „წოვა“ და ქეთო-ტ¾არიჲაჲ, ზედმიწ. „კ ა ტ ა - მ ს უ -ქ ა ნ ი [ქალი]“, ნათესაობითი ბრუნვის ფორმებით: ჵაქა-ხახა-რაულ, ზედმიწ. „ძროხა-გამომწოვლისა [ქალისა]“, ქეთო-ტ¾არი-

ჲაულ, ზედმიწ. „კატა-მსუქნისა [ქალისა]“. ანტონიმიის ანალოგი-ური მაგალითებია ანდაზებში: ჵემერ ქერ – ტ¾არიჲაბ, ცო ქერ –ალაყაბ, ზედმიწ. „ბევრი ხელი – მსუქანი, ერთი ხელი – გამხდარი“;

Page 69: arnold Ciqobavas sakiTxavebi XXVIII · 1 თსუ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი

68

რიჸი ტ¾არიჲაბ, ტ¾ინ ალაყაბ „ზაფხული მსუქანი, ზამთარი გამხდა-

რი“; საუ ტ¾არიჲაბ, ტ¾აუ ალაყაბ „თრთვილი მსუქანი, ჟანგიმჭლე“; შდრ., აგრეთვე: რიჸიდალ ტ¾იჟარაჲ ტ¾არა ჵაშურა, ტ¾ინდალჵაქა ხოლებ რაჵიჭიშ´ დუდა? „ზაფხულში მძინარე მსუქანო აშურა[ქალის სახელია], ზამთარში ძროხა რომ კვდება არ გაგიგონია?“...(მაგალითები აქ და ქვემოთაც მოხმობილია ზ. ალიხანოვისა დას. ალიხანოვის მიერ შედგენილი ანდაზების კრებულიდან).

ანალოგიურია დახასიათება მამაკაცისა:ქანაჲ ტ¾არიჲა, ალტი ალაყა, ზედმიწ. „ჭამა-მსუქანი [მა-

მაკ.], საქმე-მჭლე [მამაკ.]“. ქალის მიმართ რომ ყოფილიყო იგივეთქმული, მაშინ იქნებოდა: ქანაჲ ტ¾არიჲაჲ, ალტი ალაყაჲ.

ნიშანდობლივია, რომ ამგვარი ტიპის ზედსართავები ხშირადთავს იჩენენ სწორედ ანდაზებსა და გამონათქვამებში, გვევლინებიანმათ ორგანულ ნაწილად; მაგალითად:

ცაღურ იკაჲ – ჩე იკაჲ, როს´იკაჲ – ჟიჲგო იკაჲ, ზედ-მიწ. „განჯინა-კარგი [ქალი] – მუცელ-კარგი [ქალი], ქმარ-კარგი[ქალი] – თვითონაც კარგი [ქალი]“.

განსაკუთრებით ხშირად გვხვდება მიმღეობათაგან ნაწარმოე-ბი ატრიბუტივები პარემიული ტიპისა. მაგალითად:

ტ¾არიჲაბ ჟინც´აგო ქუნეჲ, ალაყაბ როს´ას´ე ტ¾ოლეჲ „თვითონმსუქნის მჭამელი [ქალი], ქმრისთვის მჭლის მიმცემი [ქალი]“;

ჵაქაჲილან ქ´უნ, ამა ბეჭ´არაჲ, ზედმიწ. „ძროხა არისო, დაჩე-მებით, ვირის მწველავი [ქალი]“;

წ´ილიწ´ ხელებილან ეოლარეჲ, იმ ტაჵინებილან ჩერო-ლარეჲ, ზედმიწ. „ცოცხი გაფუჭდებაო არ დამგველი [ქალი], წყალიგათავდებაო არ გამრეცხავი [ქალი]“;

ჵაქა ქაქუნ ნახ ქარაჲ, როს´ ქაქუნ რუყ ქარაჲ „ძროხის ლან-ძღვით ერბოს მჭამელი [ქალი], ქმრის ლანძღვით სახლის მჭამელი[ქალი]“;

ბოსიზე ქ´არაბ თარაჲ, თეზე ქ´არაბ ბოსარაჲ „ასაღების დამტო-ვებელი [ქალი], დასატოვებლის ამღები [ქალი]“;

ბერცინალ′ა ჴამურაჲ, ჴააზულ′ა ჲიშ´არაჲ – ბიშ´უნ ქეშაჲჲათარაჲ, ზედმიწ. „ლამაზებს შორის მოტაცებული, თეთრებს შორისამორჩეული – ყველაზე ცუდი გამომდგარი [ქალი]“;

Page 70: arnold Ciqobavas sakiTxavebi XXVIII · 1 თსუ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი

69

აჲ, ბერცინაჲ, ბერცინაჲ, ბეციჭოგო ხურ თარაჲ. აჲ,ჭუარაჲ, ჭუარაჲ, ჭარაჭოგო ხურ თარაჲ „ვაი, ლამაზო, ლამაზო,მოუმკელად ყანის დამტოვებელო [ქალო]. ვაი, მორთულ-მოკაზმუ-ლო, გაუმარგლავად ყანის დამტოვებელო [ქალო]“;

ჩე ჵორწარა – ბერ ბაყარა, რუყ ბეჩედა – რაკ მისქინა,ზედმიწ. „მუცელ-გამძღარი [მამაკ.] – თვალ-მოშიებული [მამაკ.],სახლ-მდიდარი [მამაკ.] – გულ-ღარიბი [მამაკ.]“;

აყიდალ ყულარა, ჵორწიდალ ორხ´არა „შიმშილის დროსმოხრილი [მამაკ.], სიმაძღრის დროს გამართული [მამაკ.]“;

შ´ურუნყერყალდას´აგი ქას ბეტულე, ზედმიწ. „კუსგანაც კიმატყლის ამომგლეჯი [მამაკ.]“ და სხვ. მსგავსი მაგალითების წარმო-დგენა უხვად შეიძლება.

აღნიშნული ტიპის ატრიბუტივების გარდა, ხუნძურ ენაში ყუ-რადღებას იქცევს ადამიანის თვისებათა მახასიათებლებად დასრუ-ლებული შინაარსის მქონე და შედარებით ვრცელი ექსპრესიულიმყარი გამონათქვამებიც, რომლებიც ხასიათდებიან გამოყენებისმეტ-ნაკლები რეგულარულობით. მათ ფუნქციონირებას მეტყველე-ბაში ძირითადად უზუსი განსაზღვრავს, თუმცა მხატვრულ ლიტე-რატურაში ოკაზიონალური მოვლენებიც არ გამოირიცხება. ამ ტიპისგამონათქვამთა რამდენიმე ნიმუში დადასტურებული აქვს ჯერ კი-დევ პ. უსლარს თავის ხუნძურ სიტყვათკრებულში. წარმოვადგენზოგიერთ ნიმუშს:

კალდიბე ბორთა, ბაჵარჵეჩ „პირში ჩავარდი, წითელო ვაშლო!“ –ითქმის ადამიანზე, რომელსაც სურს ყველაფერი ხელის გაუნძრევ-ლად და მუქთად მიიღოს.

ჰან ქიბე არაბ, ჰაჵუ? „ხორცი რა იქნა, წვნიანო?“ – ითქმის ირო-ნიითა და ნიშნის მოგებით.

ქირე არალ დოლ ქუთულ? – აბურაბილა ჵონკოცა, კოროკუნმიÃალგუნ, მეხთარაბ მეხა „სად წავიდნენ ის კატები? – უთქვამსთაგვს სიმთვრალისას, ულვაშების შერხევით“. _ ამ გამოთქმით და-სცინიან მკვეხარა და მშიშარა ადამიანს; შდრ. ანდაზა: მეხთარაბჵონკოცა ქათიდა ინს´ულ წ´არ წეხ´არაბილა „მთვრალ თაგვს კატის-თვის მამის სახელი უკითხავს თურმე“.

სუნდასა ოხარა ლ′ურდუდასა ბურუტ ჵადინ? „რამ გაგახა-რა, თიკანს რქების ამოსვლა რომ უხარია ისე?“; შდრ. ქართ. ხბოსაღტაცება, რუს. щенячий восторг.

Page 71: arnold Ciqobavas sakiTxavebi XXVIII · 1 თსუ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი

70

ყუნწიზე ხუხ უგო ჰა „გასაკრეჭი ბატკანია ეს“. – ითქმისმიამიტ და მოსულელო კაცზე.

ჰამიჲე კერთჵანგი ოტ¾ულა დოიჲე დო, ზედმიწ. „რო-გორც ვირს ჩოჩორი, ისე უყვარს მას [ქალს] იგი [კაცი]“ (დაცინვა).

ხაბალ′ა მუსრუგი ბაÃილა დოს „საფლავიდან სუდარასაც კიამოიღებს იგი“. – ითქმის ყოველგვარ სიმდაბლესა და დანაშაულზეწამსვლელ ადამიანზე.

ჩუÃიცა ჰაურა ჩი უგო ჰა „ეს ჩოხის წყალობით თუ არისკაცი“, ზედმიწ. „ჩოხით გაკეთებული კაცი არის ეს“; შდრ., აგრეთვე,იიზე – ჩი, ათიზე – ჩუÃა „შეხედავ – კაცი, შეგრჩება ჩოხა“.

ბუსურმანუნ ქაქ გურე, ქაფურუნ Ãანჩ გურე, ზედმიწ.„მუსულმანობისათვის ლოცვა (ნამაზი) არა აქვს, ურჯულოობისა-თვის ჯვარი არა აქვს“. – ითქმის ურწმუნო ადამიანზე.

ქარშიცა კალ ბუანი, ხოლე ჩი უგო ჰა „წვნიანითაც თუდაიწვა პირი, კვდება ეგ“. –ითქმის სუსტ, უძლურ ადამიანზე, რომ-ლისთვისაც ოდნავი გაუფრთხილებლობაც კი სახიფათო შეიძლებააღმოჩნდეს.

ჩედ ქანა დოს ნუსიდე ვახინეჵან, ზედმიწ. „პური ჭამა მანასზე ასვლამდე“, ე.ი. ხანგრძლივად იცოცხლა.

ბოჟილარო, ჰაბიჰან, ურულ წურალ მიÃადა „არ გენდობი,მეწისქვილევ, მტვრით სავსე ულვაშებზე“. – ითქმის ცბიერ ადამიან-ზე, რომელსაც სურთ თავი მოარიდონ. დადასტურებული აქვს ჯერკიდევ პ. უსლარს.

არსებობს მისი ვრცელი ვარიანტიც, დიალოგის სახით:– ნუწ´ა ყირე, ყოროლაჲ, ყატი ხ´უტულე უგინ; ყონო

რიჭე, ურულჵინ, ატალ ქაჩალელ რუგინ.– ბოჟილარო, ჰაბიჰან, ურულ წურაბ მაგჟიდა.– ბოჟა, ბოჟა, ყოროლაჲ, დურგო ყაჭაგი ხ´ინინ.„– კარი გამიღე, ქვრივო ქალო, გარეთ ვარ დარჩენილი; ურდუ-

ლი გახსენი, ანგელოზო, ფეხები მეყინება.– არ გენდობი, მეწისქვილევ, მტვრით სავსე წვერზე.– მენდე, მენდე, ქვრივო ქალო, შენი ტომარაც დაიფქვება“.სხვათა შორის, პ. უსლარს ერთი საინტერესო ეთნოგრაფიული

ცნობაც აქვს მოცემული ხუნძურ სიტყვათკრებულში, „მეწისქვილე“(ხუნძ. ჰაბიჰან) სიტყვასთან დაკავშირებით. იგი შენიშნავს, რომ

Page 72: arnold Ciqobavas sakiTxavebi XXVIII · 1 თსუ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი

71

მთიელები (ხუნძები) წისქვილს მოჯადოებულ ადგილად მიიჩნევენ,ხოლო მეწისქვილეს – გრძნეულადო. ანალოგიურ ფაქტად ჩვენ შე-გვიძლია დავასახელოთ, აგრეთვე, სამჭედლოსა და მჭედლის საკრა-ლიზაცია კავკასიის ხალხებში და მსოფლიოს არაერთი ხალხის ეთ-ნოგრაფიულ ყოფაშიც. საყურადღებოა ამ თვალსაზრისით ერთიმცირე ხუნძური პროზაული ტექსტიც, რომელიც ერთვის პ. უსლა-რის მონოგრაფიას „ხუნძური ენა“. ამ ტექსტში მოთხრობილია, რომმარხვის თვის მეთხუთმეტე ღამეს ერთი ქვრივი ქალი სწორედ წის-ქვილში მიდის, რათა ღმერთს სამი სურვილის ასრულება შესთხო-ვოს. მეწისქვილის ცბიერებას შეიძლება პარალელი დაეძებნოსქართულ კულტურულ სივრცეშიც, თუ გავიხსენებთ, რომ ქართულიზღაპრების პერსონაჟი – ქოსატყუილა – სწორედ მეწისქვილეა ხე-ლობით.

ნ ო დ ა რ ა რ დ ო ტ ე ლ ი

ბეჟიტური ანთროპონიმები და მათი წარმოებისძირითადი პრინციპები

1. ბეჟიტურ ონომასტიკაში, კერძოდ, ანთროპონიმიაში გამოი-ყოფა ადამიანის სახელთა სამი ძირითადი ჯგუფი: 1) პირის სახელე-ბი; 2) მეტსახელები; 3) თოხუმთა სახელწოდებანი. წარმომავლობისმიხედვით, პირის სახელები შეიძლება შემდეგნაირად დაჯგუფდეს:ა) ადამიანის საკუთრივ ბეჟიტური სახელები, რომელთა რიცხვიცმცირეა და ძველისძველ ფენას მიეკუთვნება: გამო (შდრ. გამმო „გა-მხდარი“), წაფა (შდრ. წაფო „მათხოვარი“, „მაწანწალა“), ბილდო,შოხტე, ალუკა ზედმიწ. „მარიამსაკმელა“ (შდრ. დიდ. ალუკა „წითე-ლი“, „მწითური“)...; ბ) არაბული წარმოშობის ანთროპონიმები, რომ-ლებიც დაკავშირებულია დაღესტნის მთიანეთში ისლამის ფართოდგავრცელებასთან: ლი, ღაზი, ჟამალ, ყურბან, ყადირ, მურად, მუხ-თარ, დავუდ, შარიფ, შამილ (მამაკაცის სახელები); ფატიმათ, მალი-ქათ, ლელა,ზაჰიდათ (ქალის სახელები)...; გ) ხუნძური ანთროპო-ნიმები შედარებით მცირეა: მამაკაცის სახელები: ყებედა (ზედმიწ."მჭედელა"), ‡ადალა, ლაჩენილა (ზედმიწ. "შევარდენა"),

Page 73: arnold Ciqobavas sakiTxavebi XXVIII · 1 თსუ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი

72

მუამადტინა...; ქალის სახელები: კიილა, ნუცალაჲ, მესედო(ზედმიწ. "ოქრუა")...; დასტურდება ისეთი სახელებიც, რომლებიცხუნძურში ამჟამად აღარ შეინიშნება [ისაყოვი 1996 : 88]: ქანწა (ზედ-მიწ. "შუქია"), გენულაჲსა და მისთ. დ) მამაკაცის თურქული სახელე-ბი: არსლან, აჰმედ-ხან, ჰამზათ-ბეგ, დანიელ-სულთან, არსლან-ბეგ...; ქალის სახელები: ფახან, ბიქა, ხალუმ...; ე) სპარსული საკუ-თარი სახელები შეთვისებული ჩანს ქართული და ხუნძური ენებისმეშვეობით: ზალუმხან, ბულათ, მირზა, ფარი, ანა...; ვ) შედარებითნაკლებად გვხვდება ქართული საკუთარი სახელები, რომლებიცფართოდ უნდა ყოფილიყო გავრცელებული ისლამის საყოველთაოგავრცელებამდე. მამაკაცის სახელები: ჰერეკლი, ილიტა, გელანი,გია, წულუკი...; ქალის სახელები: თამარო, ელენი...; ზ) XX ს.-ში,ინდური ფილმების გავლენით, შეთვისებულ იქნა ინდური ანთრო-პონიმები: რაჯუ, სურაჯ, გიტა, ზიტა...; თ) ბოლო დროს რუსულიენის ძლიერი გავლენის პირობებში უხვად ვრცელდება რუსული დაევროპული წარმომავლობის პირთა სახელებიც [ხალილოვი 2015 :619-622].

2. არაიშვიათად გვხვდება კომპოზიტური წარმოების საკუთა-რი სახელები, რომლებიც ორი დამოუკიდებელი სახელის შეერთე-ბით არის მიღებული, მაგ.: ჟავათ-ხან, ჟამალ-უდინ, აბდულ-მუს-ლიმ, მუსა-დიბირ, ჰაჯი-მურად, მუსა-შახ, მარიამ-შამსიათ...

ორკომპონენტიანი ანთროპონიმები დამახასიათებელია თურ-ქული წარმომავლობის საკუთარ სახელთა წყებისათვის, რომელთამეორე ნაწილი ხშირად წოდების ან თანამდებობის (სულთანი, ხანი,ბეგი...) გამომხატველია: ღაირ-ბეგ, ბათირ-ხან და მისთ.

ჩვენი შეხედულებით, ამგვარი კომპოზიტური სტრუქტურისპირის საკუთარი სახელები ერთ ცნებას აღნიშნავენ, მთლიან მონო-ლითურ ერთობას ქმნიან და მახვილი მოეპოვებათ, ამიტომ ისინიუდეფისოდ უნდა იწერებოდეს, მაგ.: ჰარუნბეგ, დელიმხან, ხანბიქა,აბდულმაჟიდ და ა. შ.

3. იშვიათად გვხვდება ბიბლიური პერსონაჟებისა და ებრა-ულ-ბერძნული წარმომავლობის სახელები, რომლებიც არაბული,ხუნძური ან ქართული ენების გზით არის შეთვისებლი, მაგ.: შამილ(< სამოელ), ისა (‡ისა < იესო), ჰავა (ჰ>აა < ევა), ისაყ (ძვ. ებრ. ისააკ),ილიტა (ძვ. ებრ. ელია), ჲაყუფ (ძვ. ებრ. იაკობ), სულეიმან (სულეჲ-მან < სოლომონ) და მისთ.

Page 74: arnold Ciqobavas sakiTxavebi XXVIII · 1 თსუ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი

73

ბოლო დროს თავი იჩინა რთული აგებულების მრავალმარ-ცვლიან სახელთა გამარტივების ტენდენციამ, როდესაც პირის სახე-ლები იკუმშებიან ან იკვეცებიან, მაგ.: აბუბაქარ > აბაქარ, უზლიფათ> უზი, ზარიფათ > ზარი, აბულმუსლიმ > აბუსი...

4. ბეჟიტურ ანთროპონიმიაში ხელშესახებია მეტსახელის (თი-კუნის) პროდუქტიულობა, რომელიც მამაკაცთა მეტად ინდივიდუა-ლურ არაოფიციალურ სახელს წარმოადგენს. იგი მათ ახასიათებსრაიმე ნიშან-თვისების, ხასიათის, გარეგნული იერ-სახის ან ჩადენი-ლი საქციელის მიხედვით, მაგ.: ჭეჭერა (შდრ. ჭეჭერო „გალეული“,„გამხდარი“), ბიოან ზედმიწ. „მონადირე“, ლამადურ ზედმიწ.„სტაფილო“...

საყურადღებოა ისიც, რომ არაიშვიათად ამგვარი სახელები სა-ფუძვლად ედებოდა ჩამომავლობის (მამიშვილობის) ან გვარის ჩამო-ყალიბებას. გვარები მეტწილად სწორედ ამგვარი სახელებისაგანსათანადო სუფიქსის დართვით არის წარმოქმნილი, მაგ.: აბდალ„აბდალი“ – აბდალოვ, ბილდო „ბილდო“ – ბილდოევ და ა. შ.

5. რაც შეეხება თოხუმთა სახელებს, ისინი ხშირად იწარმოებასათანადო მეტსახელისაგან, უფრო ნაკლებად საკუთარი სახელისა-გან და იშვიათად სხვა სახელებისაგანაც. კერძოდ, ერთი რიგის თო-ხუმთა სახელები იწარმოება საკუთრივ ბეჟიტური წესით, როდესაცსახელი წარმოდგენილია მრავლობითი რიცხვის ნათესაობითიბრუნვის ფორმით ან -ა, -სა სუფიქსებით, მაგ.: ჟარბალლა-ს „ჟაბ-რაილათ (ჯიში)“, აბდუზარაყლა-ს „აბდუზარაყლათ (ჩამომავლო-ბა)“, თოატა-სა „თოვაიტლასათ (მოდგმა)“...

გარდა აღნიშნული წესისა, გამოიყენება ხუნძური ეთნონიმე-ბის წარმოების მოდელი, როდესაც ჯიშ-ჩამომავლობის გამომხატვე-ლი სახელი დგას ნანათესაობითარ მრავლობით რიცხვში, მაგ.:ილას-ილ-ალ ზედმიწ. „ილასისნი“, რაჟაბ-ილ-ალ ზედმიწ. „რაჟაბის-ნი“ და სხვ.

Page 75: arnold Ciqobavas sakiTxavebi XXVIII · 1 თსუ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი

74

რ ო მ ა ნ ლ ო ლ უ ა

უდიური ლექსიკოგრაფიის ისტორია დათანამედროვე მდგომარეობა

უდიური ლექსიკოგრაფიის ისტორია XIX საუკუნის I ნახევ-რიდან იწყება. რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის აღმოსავლეთ-მცოდნეობის ინსტიტუტის სანკტ-პეტერბურგის ფილიალის ხელნა-წერთა ფონდში ინახება ხელნაწერი (№ “Armenica” C-7) რომელიცდასათაურებულია „Начальные основания грамматики на агванскомязыке, писанной армянскими буквами“. ხელნაწერის შედგენის თა-რიღი უცნობია, თუმცა ვიცით, რომ ეს ხელნაწერი სხვა ხელნაწერებ-თან ერთად 1842 წელს რუსეთის საიმპერატორო აკადემიას გადასცაეჩმიაძინის სინოდის წევრმა, უდი ეროვნების თომა კორღანოვმა.

ხელნაწერში სულ მოცემულია დაახლ. 150 უდიური სიტყვა,ბრუნებისა და უღვლილების პარადიგმები, ფრაზეოლოგია, ცალკე-ული წინადადებები და ბოლოში (მე-19 გვერდზე) წარმოდგენილია43-სიტყვიანი სომხურ ენაზე თარგმნილი სიტყვების სია. ამრიგად,ხელნაწერი, სახელწოდების მიუხედავად, ძირითადად უდიურლექსიკას ეთმობა.

1853 წელს სანკტ-პეტერბურგში გამოიცა უდიური ენის პირვე-ლი ლექსიკონი, რომელიც სულ რაღაც 322 უდიურ სიტყვას შეიცავ-და. ლექსიკონი შემდეგნაირადაა დასათაურებული: „Словарь обще-употребительных терминов кавказских удинов с переводом нарусский язык“.

1863 წელს ა. შიფნერმა გამოსცა თავისი „ცდა უდიური ენისშესახებ“ (Versuch über die Sprache der Uden). ამ მონოგრაფიას თანერთვის 1650-სიტყვიანი უდიურ-გერმანული სიტყვათკრებული.როგორც თავად ა. შიფნერი აღნიშნავს, მას საშუალება არ მისცემიაუდი ინფორმანტებთან ემუშავა. სიტყვაკრებულისთვის საჭირომასალები ავტორმა სხვადასხვა გზით მიიღო. მას ხელთ ჰქონდაუდიური ენის სასაუბრო და რუსულ-უდიური დაუსრულებელილექსიკონი (ა-დან ო ასო-ბგერამდე), რომელიც შედგენილი იყოგიორგი ბეჟანოვის მიერ. ამას გარდა, ა. შიფნერმა გამოიყენა ვინმეარტემ ჰამაიანცის მიერ შეგროვებული ნიჯური კილოს მასალა დაა. შეგრენის ლექსიკონი.

Page 76: arnold Ciqobavas sakiTxavebi XXVIII · 1 თსუ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი

75

1891 წელს სანკტ-პეტერბურგში გამოქვეყნდა ა. სტარჩევსკისვრცელი შრომა „Кавказский толмач“, რომელშიც წარმოდგენილიარუსული ლექსიკის თარგმანი 27 კავკასიურ ენაზე, რომელთა შორისუდიურიცაა. ამ ნაშრომში გვხვდება 1756 უდიური სიტყვა (გვ. 481-509).ამას გარდა, გვაქვს უდიური წინადადების ნიმუშები (გვ. 612-616) დაუდიური ენის მოკლე გრამატიკული მიმოხილვა (გვ. 667-669).

1895 წელს ვენაში გამოიცა რ. ერკერტის მონოგრაფია „DieSprachen des kaukasischen Stammes“. ამ ნაშრომში განხილულია 30კავკასიური ენა, მათ შორის – უდიურიც. რ. ერკერტი კავკასიურენებზე თარგმნის 545 სიტყვას, თუმცა უდიური ენის მიმოხილვაშიწარმოდგენილია ოდენ 497 სიტყვა და, ამას გარდა, 194 ფრაზა დაუდიური ენის მოკლე გრამატიკული მიმოხილვა (იხ.: ნაწ. I, გვ.17-204; ნაწ. II, გვ. 60-68, 222-225, 368-370, 374, 379).

XX საუკუნეში უდიური ლექსიკის კვლევა ახალ საფეხურზეავიდა. ამ მხრივ სრულიად გამორჩეული ნაშრომია ვ. გუკასიანის„უდიურ-აზერბაიჯანულ-რუსული ლექსიკონი“ (Гукасян В. Л.,Удинско-азербайджанско-русский словарь, Баку, 1974 – შეიცავს და-ახლ. 6000 სიტყვას). ეს ლექსიკონი დღემდე ფაქტობრივად ერთა-დერთ პროფესიულ დონეზე შესრულებულ უდიური ენის თარ-გმნით ლექსიკონს წარმოადგენს. სხვა ნაშრომთაგან აღსანიშნავიაევგ. ჯეირანიშვილის აგრეთვე მაღალ პროფესიულ დონეზე შესრუ-ლებული „უდიურ-ქართული და ქართულ-უდიური მოკლე თემა-ტურ-ბუდობრივი ლექსიკონი“, რომელიც მის მონოგრაფიას „უდიუ-რი ენა“ ერთვის (გვ. 193-267, 1971 წ.), ვ. შულცეს უდიური ოთხთავისეტომოლოგიური ინდექსი (V. Schulze, The Udi Gospels, 2001, გვ.233-338), მ. ნეშუმაშვილის „უდიურ-ქართული ლექსიკონი“ (თბი-ლისი, 2009), რ. მობილის „უდიურ-აზერბაიჯანულ-რუსული ლექ-სიკონი“ (ბაქო, 2010), ქართულ-უდიური ელექტრონული ლექსიკო-ნი (http://www.ice.ge/liv/liv/udur.php; შემდენელი – რ. ლოლუა) დაზოგიერთი სხვა ნაშრომი.

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გამოყე-ნებითი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების 2014წლის კონკურსში გაიმარჯვა საგრანტო პროექტმა „კავკასიურ-ქარ-თული ლექსიკონები... რომლის ფარგლებშიც სხვა ლექსიკონებთანერთად (აფხაზურ-ქართული, ჩერქეზულ-ქართული, ინგუშურ-ქარ-თული, ხუნძურ-ქართული და ბეჟიტურ-ქართული) მომზადდაუდიურ-ქართული ლექსიკონიც (შემდგენელი – რ. ლოლუა). ლექსი-კონი შეიცავს დაახლ. 7000 სიტყვა-სტატიას, მას ერთვის ონომასტი-კური მასალა, მოკლე გრამატიკული მიმოხილვა და ინდექსი.

Page 77: arnold Ciqobavas sakiTxavebi XXVIII · 1 თსუ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი

76

ნ ა ნ ა მ ა ჭ ა ვ ა რ ი ა ნ ი

უქონლობის სუფიქსიან სახელთა ასახვის შესახებაფხაზურ ლექსიკონში

აფხაზურ ენაში უქონლობას გამოხატავს -да სუფიქსი, რომე-ლიც სახელის ფუძეს დაერთვის: ахы "თავი" – хы-да "უთავო", аҽы"ცხენი" – ҽыда "უცხენო", аҩны "სახლი" – ҩны-да "უსახლო".

უქონლობის კატეგორიის წარმოებისას, ისევე როგორც ინ-სტრუმენტალისის კატეგორიაში, სახელს ზოგადობა/განსაზღვრუ-ლობის а- პრეფიქსი ჩამოსცილდება და მხოლოდ ამის შემდეგ ფორ-მდება -да უქონლობის სუფიქსით. ამგვარ ფორმებს აფხაზურშიზმნისართული მნიშვნელობაც აქვს.

ასეთი ფორმები ლექსიკონში უნდა განთავსდეს შესაბამის ად-გილას (ანბათრიგით) და მიეცეს მორფოლოგიური კვალიფიკაცია„ზმნისართი.“

რ ო ს ტ ო მ ფ ა რ ე უ ლ ი ძ ე

ი. გიულდენშტედტი – ინგუშური ლექსიკისპირველი შემგროვებელი

1767 წელს პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემიამ მოაწყოსწავლულთა ექსპედიციები რუსეთის იმპერიის რეგიონებისა და მო-საზღვრე ქვეყნების შესასწავლად. ერთ-ერთი ასეთი ექსპედიციისხელმძღვანელად ბერლინიდან მოიწვიეს 23 წლის იოჰან გიულდენ-შტედტი, რომელიც 1763-1767 წლებში სწავლობდა ბერლინის სა-მდიცინო-ქირურგიულ სასწავლებელში, სპეციალობით ბუნებისმე-ტყველი იყო და 22 წლის ასაკში დოქტორის სამეცნიერო ხარისხიჰქონდა მოპოვებული.

ი. გიულდენშტედტი 1768 წელს ჩავიდა პეტერბურგში და იმა-ვე წელს გამოემგზავრა სამხრეთ რუსეთისა და კავკასიისაკენ. ამ მო-გზაურობაში მან დაყო დაახლოებით შვიდი წელი.

Page 78: arnold Ciqobavas sakiTxavebi XXVIII · 1 თსუ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი

77

1787 და 1791 წლებში ი. გიულდენშტედტის ნაშრომების ნაწი-ლი, ბიოგრაფიული ცნობების დართვით, ორ ტომად გამოაქვეყნააკადემიკოსმა პეტრე სიმონის ძე პალასმა პეტერბურგში. ორივე ესწიგნი ქართული თარგმანით დაიბეჭდა თბილისში 1962 და 1964წლებში (მთარგნელი გ. გელაშვილი).

ი. გიულდენშტედტი კავკასიაში ჩამოვიდა 1770 წლის დასა-წყისში, ექსპედიციის წევრებს ბანაკი ყიზლარში ჰქონდათ, საიდანაცმოგზაურობდნენ სხვადასხვა ადგილისა და ხალხის გასაცნობად. ი.გიულდენშტედტი მოგზაურობისას დღიურს ადგენდა (სად იყო დარა ნახა – მოსახლეობა, მათი საქმიანობა, ადგილი, ნიადაგი, წყალი,ფლორა ფაუნა...).

გარდა სხვადასხვა დავალებისა, მას ჰქონდა სიტყვათა სია,რომელთა შესატყვისებიც უნდა ჩაეწერა ადგილობრივ ხალხთა ენებ-ზე კავკასიაში.

1770 წელს მარტში ი. გიულდენშტედტი მოზდოკიდან ჩავიდაინგუშეთში – კავკასიის მთიელთა შორის ეს პირველი ხალხია, რო-მელთაც გავეცანიო, წერს იგი.

სიტყვათა სიაში, რომლის შესატყვისებიც ექსპედიციის წევ-რებს უნდა მოეპოვებინათ კავკასიაში, პირველ ადგილზე არისღმერთი, რომელსაც მოსდევს ნაცვალსახელები, ზმნისართები, რი-ცხვითი სახელები, ვინ-ჯგუფის საზოგადო სახელები, რა-ჯგუფისსახელები (სხეულის ნაწილთა სახელები, ცხოველთა, მცენარეთა სა-ხელები, ზედსართავი სახელები, ცოტაა ზმნა – ოციოდე ერთეულიდა ა. შ.). ინგუშური ლექსიკა შედგება 281 ერთეულისაგან. ინგუ-შურთან ერთად, მიცჯეგური ენების სახელწოდებით, წარმოდგენი-ლია 280 ჩეჩნური და 271 თუშური (ასე უწოდებს იგი ბაცბურს) პარა-ლელური ლექსიკა.

ლექსიკური მასალის შედარების საფუძველზე (ენათა ნათესა-ობის დადგენის სხვა მეთოდები მაშინ არც არსებობდა) ი. გიულდენ-შტედტმა კავკასიურ ენათა შორის ცალკე გამოყო ნახური ჯგუფისენები, ამ ენათა ლექსიკური მასალაც პირველად მან დააფიქსირა.

ინგუშური (და სხვა ენების) ლექსიკის ჩაწერა ხდებოდა ლა-თინური ან გუთური ანბანით, რაც, რა თქმა უნდა, საკმარისი არ იყოკავკასიურ ენათა სპეციფიკური ბგერების გადმოსაცემად, ამიტომშეცდომებიც მოსალოდნელი იყო. „გასაკვირი... შეცდომები კი არ

Page 79: arnold Ciqobavas sakiTxavebi XXVIII · 1 თსუ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი

78

არის, არამედ ის, რომ მეტი უზუსტობა არ დასტურდება; ეს უთუოდი. გიულდენშტედტის, როგორც მეცნიერის, დაკვირვების საფუძ-ვლიანობას მოწმობს“ (არნ. ჩიქობავა).

ი. გიულდენშტედტის მასალაში დაფიქსირებულია სიტყვები,რომლებიც ინგუშურში არ იძებნება. ასეთი სიტყვები ფონემურადსავსებით განსხვავებულია თანამედროვე შესატყვისებისაგან. მაგა-ლითად:

გილდენშტედტი თან. ინგუშური„ძაღლი“ ფოე (Poe) ჯ ‘ ალი„აქლემი“ თოია (Teua) ინქალ„კალა“ სუხ (Such) ღლი„მწვანე“ ჲ აშილ (Jaschil) ბცცარა„პატარა“ ზანგო (Zango) ზ‘ამიგა...გვხვდება სიტყვები, რომლებიც დღეს აღნუსხული არ არის

არც ერთ ორენოვან (ინგუშურ-რუსულ, რუსულ-ინგუშურ ან ჩეჩ-ნურ-რუსულ და პირიქით) ლექსიკონში, მაგრამ დაფიქსირებულიაჩვენ მიერ ქისტურში, როგორც თევზის ერთ-ერთი სახეობა. ასეთია:

ჰა[ჰ]ამ (Haam) - (ჭყრა – თევზის ზოგადი სახელი ინგუშურ-ში)...

ირკვევა, რომ ი. გიულდენშტედტის დროს ინგუშურში „ათა-სი“ იყო „ით-ბა‘ა“ (ითთ „ათი“ + ბა‘ა „ასი“, ახლა: ბ‘). ამ სახით დას-ტურდება „ათასი“ ი. კლაპროთთანაც (1814). მე-19 საუკუნის 60-იანწლებში პ. უსლარი ჩეჩნურში აფიქსირებს სპარსულიდან ნასესხებ„ეზირ“-ს (დღეს: ეზარ) „ათასის“ მნიშვნელობით „ეზარ“ იმავე მნიშ-ვნელობით გვხვდება ინგუშურში (ზ. მალსაგოვი, 1925). მაშასადამე,ჩეჩნურ-ინგუშურში „ეზარ“ სიტყვის სესხების დათარიღება შესაძ-ლებელია – XIX საუკუნის I ნახევარი.

მოხსენებაში მოცემულია, აგრეთვე, ნაცვალსახელების, ზმნე-ბის და ზოგი სხვა სიტყვის ანალიზი ი. გიულდენშტედტის მასალი-დან.

შეცდომების, უზუსტობების მიუხედავად, ი. გიულდენშტედ-ტის ლექსიკური მასალა ფასეულია ნახური ენების ისტორიის შესას-წავლად.

Page 80: arnold Ciqobavas sakiTxavebi XXVIII · 1 თსუ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი

79

ვ ა ჟ ა შ ე ნ გ ე ლ ი ა

ჩერქეზული ენის სტრუქტურის ძირითადისაკითხები

ჩერქეზული (ადიღეური) ენა იბერიულ-კავკასიურ ენათაოჯახის აფხაზურ-ჩერქეზულ ჯგუფში შედის. ამჟამად ამ ენაზე კავ-კასიაში ლაპარაკობენ ადიღეს რესპუბლიკასა და კრასნოდარის მხა-რის ლაზარევსკისა და ტუაფსეს რაიონების შაფსუღურ აულებში.ამას გარდა, ჩერქეზულად მეტყველებენ, ახლო აღმოსავლეთის ქვეყ-ნებში (თურქეთში, სირიაში იორდანიაში, ერაყში) კომპაქტურადმცხოვრები ჩერქეზები (მუჰაჯირთა შთამომავლები). მშობლიურენაზე მოლაპარაკე ჩერქეზები ცხოვრობენ, აგრეთვე, ევროპისა დაამერიკის სხვადასხვა ქვეყანაში.

ჩერქეზული ენის ფონოლოგიური სისტემა ხმოვანთა სიმცი-რითა და თანხმოვანთა სიმრავლით გამოირჩევა სალიტერატუროენასა და დიალექტებში: 53-დან 70-მდე თანხმოვანი გამოიყოფა.გვაქვს დიფთონგებიც (დამახასიათებლად აღმავალი დიფთონგებიმიიჩნევა).

ჩერქეზულ სალიტერატურო ენაში, ხშულთა სამეულებისა დასპირანტთა წყვილეულების გვერდით, სპირანტთა სამეულებიცდასტურდება. თანხმოვანთა სისტემაში აღსანიშნავია საერთოკავკა-სიური მკვეთრი ხშულები, ხოლო სპეციფიკურია სისინ-შიშინა სპი-რანტთა სამეულები, მაგარი (ინტენსიური) და ლაბიალიზებულითანხმოვნები, ლატერალურ სპირანტთა სამეული. თანხმოვანთასიმრავლე ჩერქეზულში თანხმოვანთკომპლექსების სიმრავლეს არგანაპირობებს (თანხმოვანთა რაოდენობა გაცილებით მეტია, ვიდრე –ქართულში, კომპლექსები კი – გაცილებით ნაკლები); არსებულიკომპლექსების მეტი წილი დეცესიურია.

ჩერქეზული ენის მორფოლოგია ძირითადად აგლუტინაციურიბუნებისაა, ამასთან სახელი შედარებით მარტივია ზმნა – რთული.

არსებით სახელს აქვს კუთვნილების, განსაზღვრულობის,ბრუნვისა და რიცხვის კატეგორიები. კუთვნილების კატეგორია ორისახისაა – ორგანული და ნივთიერი, რომლებიც პრეფიქსებით გამოი-

Page 81: arnold Ciqobavas sakiTxavebi XXVIII · 1 თსუ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი

80

ხატება. გამოიყოფა ოთხი ბრუნვა – სახელობითი, ერგატივი, მოქმე-დებითი და გარდაქცევითი. გაირჩევა განსაზღვრული და განუსა-ზღვრელი ბრუნება; დამახასიათებელია ორფუძიანობა: პოლიფუნ-ქციურ ერგატივს ემყარება მოქმედებითი ბრუნვა.

თვლის სისტემა ჩერქეზულში შერეულია: „ოცი“ და „ოცდაა-თი“ ათეულებრივი სისტემით არის ნაწარმოები, ხოლო „ორმოცსა“და შემდგომ ათეულებში („ოთხმოცდაათის“ ჩათვლით) ოცეულობი-თი სისტემა გვაქვს.

ნაცვალსახელების თავისებურებათაგან უნდა აღინიშნოს შემ-დეგი: ჩერქეზულს მოეპოვება მხოლოდ I და II პირის ნაცვალსახე-ლები, ხოლო III პირის ნაცვალსახელის როლს სამი რიგის ჩვენები-თი ნაცვალსახელები ასრულებს; კითხვით ნაცვალსახელში (ქართუ-ლის მსგავსად) ადამიანისა და ნივთის დაპირისპირებაა წარმოდგე-ნილი; პირის ნაცვალსახელებში სახელობითი და ერგატივი არ არისგარჩეული; ჩვენებით ნაცვალსახელებში ერგატივის არქაული ნიშა-ნი -შ გამოვლინდება...

ჩერქეზულში გაირჩევა პოლიპერსონალური და მონოპერსო-ნალური გარდამავალი და გარდაუვალი, დინამიკური და სტატიკუ-რი ზმნები. გარდამავალი და გარდაუვალ ზმნებს ერთმანეთისაგანპირის ნიშანთა განლაგება განარჩევს: გარდამავალ ზმნებში პირველადგილზეა პირდაპირი ობიექტის ნიშანი, მას მოსდევს ირიბი ობიექ-ტის ნიშანი შემდეგაა სუბიექტის ნიშანი; გარდაუვალში პირველ ად-გილს იკავებს სუბიექტის ნიშანი, შემდეგია ირიბი ობიექტის ნიშანი(თუ ზმნა მრავალპირიანია). დინამიკურ ზმნას აწმყოში სათანადომაწარმოებელი აქვს.

ზმნა მდიდარია სიტყვაწარმოებითი კატეგორიებით – გამოი-ყოფა ქცევის, კაუზატივის, თანაობის, საურთიერთო, საზიარო, პო-ტენციალისისა და უნებურების კატეგორიები; მათი მაწარმოებლებიპრეფიქსებია (მხოლოდ პოტენციალისს პრეფიქსის გვერდით სუ-ფიქსიც აწარმოებს).

ჩერქეზული მდიდარია დრო-კილოებით; მათგან ძირითადია:აწმყო, მყოფადი (I და II), ნამყო სრული, ნამყო უსრული, ნამყო წინა-რეწარსული...

Page 82: arnold Ciqobavas sakiTxavebi XXVIII · 1 თსუ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი

81

ატრიბუტული სინტაგმა პოსტპოზიციურია, თუ მსაზღვრე-ლად ზედსართავი სახელი ან რიცხვითი სახელია („ერთის“ გარდა);ჩვენებითი ნაცვალსახელები პრეპოზიციურად გამოიყენება. მსა-ზღვრელ-საზღვრულს შორის ბრუნვასა და რიცხვში შეთანხმება არაგვაქვს.

მარტივი წინადადება ნომინატიურ და ერგატიულ კონსტრუქ-ციებს წარმოგვიდგენს. ნომინატიურ კონსტრუქციას ქმნის გარდაუ-ვალი ზმნა და მასთან დაკავშირებული სუბიექტი სახელობითბრუნვაში, ხოლო ერგატიულ კონსტრუქციას გარდამავალი ზმნა,სუბიექტი ერგატივში და პირდაპირი ობიექტი სახელობით ბრუნვაში.

რთული წინადადება საბოლოოდ ჩამოყალიბებული არ არის.სათანადო შინაარსი გადმოიცემა, როგორც წესი, ინფინიტურ ზმნა-თა და მასთან დაკავშირებული სახელებისა და ფინიტური ზმნის მე-შვეობით.

Page 83: arnold Ciqobavas sakiTxavebi XXVIII · 1 თსუ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი

82

ტექნიკური რედაქტორი ლ. ვაშაკიძე

კომპიუტერული უზრუნველKყოფა: თ. გაბროშვილირ. გრიგოლია