blog

4

Click here to load reader

Upload: treningi09

Post on 27-Jun-2015

172 views

Category:

Technology


1 download

TRANSCRIPT

Page 1: Blog

1  

GOOGLE Blogger  

ბლოგი არის პერსონალური ელ.დღიური. ყოველდღიური ჩანაწერები. კოლექტიური კოლაბორაციის სივრცე. ახალი ამბებისა და ბმულების კრებული. თქვენი პირადი ფიქრები. ჩანაწერები მსოფლიოსათვის.

თქვენი ბლოგი არის ის, რაც გინდათ რომ იყოს. არსებობს მილიონობით ბლოგები, სხვადსახვა

დიზაინისა და შინაარსის- და არ არსებობს რაიმე რეალური წესები.

მარტივად რომ ვთქვათ, ბლოგი არის თქვენი ვებსაიტი. სადაც თქვენ ათავსებთ, მუდმივად ანახლებთ

ინფორმაციას. სიახლეები ჩნდება დასაწყისში, მაშასადამე, თქვენს ვიზიტორებს, შეუძლიათ ადვილად

შეამჩნიონ, რა არის სიახლე. მათ შეუძლიათ კომენტარი გაუკეთონ იქვე თქვენს ინფორმაციას, ან

ბმულით დააკავშირონ საკუთარ გვერდს/ბლოგს, ან სულაც მოგწერონ ელექტრონული ფოსტით.

Blogger- შეიქმნა 1999 წლიდან. და მან განსხვავება შემოიტანა ვებში, ზეგავლენა მოახდინა

პოლიტიკაზე, გამოაფხიზლა ჟურნალისტიკა, და მილიონობით ადამიანს მისცა საშუალება

გამოეხატათ აზრი და დაკავშირებოდნენ სხვებს.

ბლოგის შექმნა ძალიან მარტივია, ამისათვის მიყევით ქვემოთ მოცემულ ინსტრუქციებს.

1) აკრიფეთ ვებ მისამართი: www.blogger.com ან თქვენი Gmail ანგარიშიდან ამოირჩიეთ ბლოგ სერვისი. შემდეგ დააჭირეთ ღილაკს Create a Blog და მიყევით ინსტრუქციებს.

1) პირველ რიგში, უნდა გაიაროთ რეგისტრაცია. ამისათვის მხოლოდ Display name - მწკრივში მიუთითეთ სახელი, რომელიც გამოყენებული იქნება ბლოგების რეგისტრაციისას. შემდეგ დააჭირეთ ღილაკს - CONTINUE.

Page 2: Blog

2  

2) NAME BLOG – ბლოგის მისამართის მისაღებად, Blog Title-მწკრივში მიუთითეთ თქვენი ბლოგის სახელწოდება, რომელიც გამოჩნდება გამოქვეყნებულ ბლოგებზე და თქვენს პროფილში. შემდეგ ამოირჩიეთ დომენური სახელი, რომლითაც შეიქმნება თქვენი უნიკალური ბლოგ მისამართი. აქვე შეგიძლიათ, შეამოწმოთ არის თუ არა შესაძლებელი სასურველი სახელწოდების გამოყენება მისამართისათვის. დადასტურების შემთხვევაში “This blog address is available”, დააჭირეთ ღილაკს -CONTINUE.

3) Choose template - თქვენ შეგიძლიათ მოცემული ნიმუშებიდან, ამოირჩიოთ თქვენთვის სასურველი დიზაინი, მონიშნეთ ნიმუში და დააჭირეთ ღილაკს -CONTINUE.

გილოცავთ, ამით თქვენი ბლოგის რეგისტრაცია დასრულებულია.

Page 3: Blog

3  

როგორ განათავსოთ ჩანაწერები ბლოგზე?  

• TITLE- მწკრივში მიუთითეთ თემის/ჩანაწერის სახელწოდება;

• თავისუფალ ველში ჩაწერეთ ტექსტი, და შეასრულოთ სურვილისამებრ ტექსტის რედაქტირება თქვენთვის ცნობილი ბრძანებების/ღილაკების მეშვეობით.

• აქვე შეგიძლიათ განათავსოთ სურათი ან ვიდეო ფაილი. ღილაკების გამოყენებით.

• Preview-ფუნქცია მოგცემთ ტექსტის/ვიდეოს და სურათის ვებზე განთავსების საბოლოო სახით წარმოდგენის წინასწარ ჩვენებას.

• Labels for this post: ამ მწკრივში მიუთითეთ საკვანძო სიტყვა, რომელიც შინაარსობრივად უკავშირდება თქვენს ჩანაწერს, რაც გააიოლებს ბლოგ ჩანაწერის ძიებას მომავალში.

• ჩანაწერის მონახაზის დასრულების შემდეგ, შეგიძლიათ შეინახოთ ტექსტი გამოქყვენების გარეშე SAVE NOW ღილაკზე დაჭერით.

• ჩანაწერის გამოქვეყნების მიზნით დააჭირეთ PUBLISH POST ღილაკს.

Page 4: Blog

4  

ბლოგ ჩანაწერების გაკეთებისა და /ან გამოქვეყნების შემდეგ, თქვენ შეგიძლიათ მათი რედაქტირება ან საერთოდ წაშლა. ამისათვის მენიუდან გამოიძახეთ Edit POSTS ბრძანება.

შემდეგ, მონიშნეთ საჭირო ჩანაწერ(ებ)ი და დააწექით ღილაკს DELETE SELECTED , რის შემდეგ, აღნიშნული ჩანაწერები წაიშლება ბლოგ საიტიდან.