caucasus healthcare tbilisi beauty tbilisi dental...

10
26-28 ოქტომბერი, 2017 თბილისი, საქართველო CAUCASUS HEALTHCARE სამედიცინო ტექნოლოგიებისა და აპარატურის საერთაშორისო გამოფენა TBILISI BEAUTY ესთეტიკური მედიცინის საერთაშორისო გამოფენა TBILISI DENTAL SHOW სტომატოლოგიისა და სტომატოლოგიური აპარატურის საერთაშორისო გამოფენა სამი გამოფენა ერთი კონცეფციის ფარგლებში! ორგანიზატორი: სამედიცინო ტექნოლოგიები • ესთეტიკური მედიცინა • სტომატოლოგია THF’17 - თბილისის მედიცინის ფორუმი

Upload: others

Post on 24-Feb-2020

2 views

Category:

Documents


0 download

TRANSCRIPT

26-28 ოქტომბერი, 2017

თბილისი, საქართველო

CAUCASUS HEALTHCAREსამედიცინო ტექნოლოგიებისა და აპარატურის საერთაშორისო გამოფენა TBILISI BEAUTYესთეტიკური მედიცინის საერთაშორისო გამოფენა

TBILISI DENTAL SHOWსტომატოლოგიისა და სტომატოლოგიური აპარატურის საერთაშორისო გამოფენა

სამი გამოფენა ერთი კონცეფციის ფარგლებში!

ორგანიზატორი:

სამედიცინო ტექნოლოგიები • ესთეტიკური მედიცინა • სტომატოლოგია

THF’17 - თბილისის მედიცინის ფორუმი

CAUCASUS HEALTHCARE 2017

თბილისის მედიცინის ფორუმის შესახებ

ფორუმის მიზანი

განახლებული კონცეფცია აერთიანებს სამ მსხვილ სავაჭრო გამოფენას, რომლებიც წარმოიშვა დიდი ხნის გამოფენებიდან. Caucasus Healthcare და TBILISI Beauty „ექსპოჯორჯია“-ს ორი უძველესი გამოფენაა, რომლებიც 16 წელია წარმატებით იმართება. განხილვისა და დეტალური კვლევის შემდეგ, ჩვენ გამოვყავით სამი მსხვილი თემა ორი გამოფენიდან. შედეგად მივიღეთ სამი ცალკეული ღონისძიება ერთი კონცეფციის ქვეშ.

სამედიცინო ტექნოლოგიებისა და აპარატურის საერთაშორისო გამოფენა - Caucasus Healthcare,

ესთეტიკური მედიცინის საერთაშორისო გამოფენა - TBILISI BEAUTY და სტომატოლოგიისა და სტომატოლოგიური აპარატურის საერთაშორისო გამოფენა - TBILISI DENTAL SHOW, ასევე პრეზენტაციები და კონფერენციები გაიმართება THF - თბილისის ჯანდაცვის ფორუმის ეგიდის ქვეშ.

საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაცია მოაწყობს 2-3 დღიან კონფერენციას 300-მდე დელეგატით. პარალელურად გაიმართება “ინტეგრაციული მედიცინის ფორუმი”.

ფორუმი შესაძლებლობას იძლევა გაეცნოთ ინდუსტრიის ტექნოლოგიურ პროგრესს, ხელი შეუწყოთ ახალ პროექტებს, წარმოაჩინოთ ახალი პროდუქტები და მომსახურება. ღონისძიება უზრუნველყოფს ადგილობრივი და საერთაშორისო პროფესიონალების, ექსპერტების, მწარმოებლებისა და მყიდველების შეხვედრის ადგილს.

ღონისძიების დანიშნულებაა, უზრუნველყოს

ინოვაციების მოხვედრა ადგილობრივ და რეგიონულ ბაზრებზე. საერთაშორისო მწარმოებლებსა და დისტრიბუტორებს ვთავაზობთ პლატფორმას, სადაც შეხვდებიან ადგილობრივ კომპანიებს და დაამყარებენ ნაყოფიერ პარტნიორობას, რათა შექმნან ეფექტური მიწოდების ქსელი, მიიღონ ორმხრივი სარგებელი და ბიზნესის ზრდა.

დაამყარეთ ახალი ურთიერთობები

• გაყიდეთ თქვენი პროდუქცია ადგილზევე, იპოვეთ ახალი კლიენტები

• გაუზიარეთ ინფორმაცია თქვენი კომპანიისა და ინდუსტრიის შესახებ ფორუმის სხვა მონაწილეებს

• დაამყარეთ და გაამყარეთ პარტნიორობა ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან

• ნახეთ რას გთავაზობენ თქვენი კონკურენტები და ბაზრის სხვა მონაწილეები

აამაღლეთ და შექმენით თქვენი კომპანიის იმიჯი

• მოიწვიეთ თქვენი პარტნიორები• წარმოაჩინეთ თქვენი ბრენდი სტენდის დიზაინის

და საკომუნიკაციო მასალების საშუალებით • შეხვდით ხელისუფლების წარმომადგენლებს

გააპიარეთ თქვენი კომპანია

• გაზარდეთ საცალო გაყიდვები• გაზარდეთ პროდუქციის/კომპანიის/ბრენდის

ცნობადობა• დაამყარეთ ურთიერთობა კორპორატიულ

შემსყიდველებთან• იპოვეთ და გააღრმავეთ ახალი საპარტნიორო

შესაძლებლობები• წარმოაჩინეთ უახლესი პროდუქტები და

ინოვაციები მიზნობრივ სეგმენტთან

გამოიყენეთ გამოფენის მარკეტინგული შესაძლებლობები

• ფართო მედია მხარდაჭერა და ღონისძიების გაშუქება

• სარეკლამო კამპანია სოციალურ მედიაში• სატელევიზიო რეკლამები• რადიო რეკლამები• მიზნობრივ სეგმენტთან პირდაპირი კომუნიკაცია

(მოსაწვევები, მეილები და სატელეფონო ზარები)

• სარეკლამო კამპანია ბეჭდურ მედიაში

რატომ მივიღოთ მონაწილეობა?

CAUCASUS HEALTHCARE 2017

2016 წელს წარმოდგენილი ქვეყნები

პროფესიონალ ვიზიტორთა განაწილება

TBILISI HEALTH FORUM 2016 - ძირითადი მონაცემები

• 62 მონაწილე კომპანია 10 ქვეყნიდან

• მონაწილეთა 80.8%-მა მიაღწია მონაწილეობის მიზანს

• მონაწილეთა 90% კმაყოფილი იყო ღონისძიების ადგილმდებარეობით და ხანგრძლივობით

• მონაწილეთა 81%-მა უმაღლესი შეფასება მისცა ორგანიზატორის მიერ გაწეულ მომსახურებას

• 1053 სავაჭრო ვიზიტორი საქართველოდან და კავკასიის რეგიონიდან

• ვიზიტორთა 90% იყო პროფესიონალი წარმოდგენილი ინდუსტრიიდან

• ვიზიტორთა 91% გეგმავს დაესწროს გამოფენას 2017 წელს

• სხვა სტუმტრებს შორის იყვნენ სავაადმყოფოებისა და სხვა ჯანდაცვის ობიექტების წარმომადგენლები საქართველოს რეგიონებიდან

სტომატოლოგია

ესთეტიკური მედიცინა

სამედიცინო სექტორი

სხვა

• საქართველო

• საბერძნეთი

• თურქეთი

• ბელორუსია

• ირანი

• ა.შ.შ

• ყაზახეთი

• უკრაინა

• რუსეთი

• გაერთანებული არაბთა ემირატები

19%

8%

27%

5%

CAUCASUS HEALTHCARE 2017

CAUCASUS HEALTHCARE

• სამედიცინო სფეროში მიმდინარე ტექნოლოგიური, სამეცნიერო და სხვა სიახლეების გაცნობა

• ახალი პროდუქტების და მომსახურებების გაცნობა

• სამედიცინო სფეროს პროფესიონალების და ექსპერტების შეხვედრა და გამოცდილების გაზიარება

• ახალი კავშირების და ხელშეკრულებების დადება

• სამედიცინო ტექნოლოგიები და აღჭურვილობის კომპანიები

• სამედიცინო სახარჯი მასალების კომპანიები

• ფარმაცევტული კომპანიები

• საავადმყოფოები და სამედიცინო დაწესებულებები

• ლაბორატორიები და დიაგნოსტიკური ცენტრები

• სამედიცინო მომსახურების კომპანიები (საპენსიო, სადაზღვევო და სხვა)

• სამედიცინო ტექნოლოგიები და აღჭურვილობის კომპანიები

• სამედიცინო სახარჯი მასალების კომპანიები

• ფარმაცევტული კომპანიები

• საავადმყოფოები და სამედიცინო დაწესებულებები

• ლაბორატორიები და დიაგნოსტიკური ცენტრები

• სამედიცინო მომსახურების კომპანიები (საპენსიო, სადაზღვევო და სხვა)

გამოფენის მიზანი

გამოფენის მონაწილეთა პროფილი

ვიზიტორის პროფილი

CAUCASUS HEALTHCARE 2017

უკანასკნელი 13 წლის განმავლობაში საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში გატარდა ეფექტური რეფორმები, რამაც გააუმჯობესა ჯანმრთელობის მაჩვენებლები და უფრო მეტად დაახლოვა ქართული და ევროპული სტანდარტები.

245

259

235240245250255260265

2014 2015

საავადმყოფოების რაოდენობა

1991 წელს, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომ საქართველოში ჯანდაცვის დაფინანსების ძირითადი წყარო კერძო დანახარჯები გახდა. 1990 წელს ყოველწლიური დაფინანსება ერთ სულ მოსახლეზე US$149-დან US$0.5-მდე შემცირდა. 2002 წელს, ჯანდაცვის დანახარჯი ერთ სულ მოსახლეზე შეადგენდა US$ 64 და უკვე 2002-13 წლებში, მაჩვენებელი გაიზარდა US$ 350-მდე.

2124

2385

1900200021002200230024002500

2014 2015

ამბულატორიული კლინიკების რაოდენობა

ინფრასტრუქტურული განვითარების, გაზრდილი საყოველთაო ჯანდაცვის დანახარჯებისა და მშპ-ის გაზრდის შედეგად, ჯანმრთელობის მაჩვენებლები მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, რაც აისახა ჯანდაცვის ხელმისაწვდომობაზე. ჯანდაცვის დანახარჯები ხშირად სახელმწიფო

საჯარო დანახარჯებში პირველ ან მეორე ადგილს იკავებს. 2016 წელს, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში ჯანდაცვის დანახარჯები შეადგენს US$ 359 მლნ-ს ანუ საერთო ბიუჯეტის 9.3%-ს. ჯანდაცვის დანახარჯების ზრდა მდგრადია, ვინაიდან: 1) სამთავრობო დანახარჯებში ჯანდაცვის წილი ჯერ კიდევ დაბალია (9.3%) 2013 წლის საშუალო მონაცემთან შედარებით (12.2%) - რაც ჯერ კიდევ არ არის საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისი; 2) ჯანდაცვის ხარჯი ნაწილდება პაციენტსა და მთავრობას შორის, ამ უკანასკნელის წილის გაზრდით. სახელწიფო თავის თავზე იღებს ჯანდაცვის დეკლარირებულ დანახარჯებს, მომსახურებების ზრდის მიუხედავად.

გასული ათწლეულის განმავლობაში, საქართველომ მრავალსაფეხურიანი რეფორმები გაატარა საავადმყოფოების ინფრასტრუქტურის განახლების, ახალი სადაზღვევო პროგრამების შემუშავებისა და საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის შემოღების ჩათვლით.

11.3 11.6 11.7

12.8

10.511

11.512

12.513

2013 2014 2015 2016

საავადმყოფოს საწოლების რაოდენობა (ათასი)

2003 წლიდან, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ შეარბილა რეგულაციები; 1997 წლიდან კერძო კომპანიებს გაუჩნდათ ბაზარზე შესვლის შესაძლბლობა ძირითადი გადასახადების გადახდის (დამატებული ღირებულებით, სარგებლით, 14 და საკუთრებით).

ლიბერალური კანონმდებლობისა და გატარებული რეფორმების შედეგად, ჯანდაცვის სექტორი მიმზიდველი გახდა ინვესტორებისათვის. ქართულ სამედიცინო ბაზარზე საერთაშორისო მოთამაშეთა რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება.

ჯანდაცვის ძირითადი მონაცემები

ძირითადი მონაცემები 2014-2020

• საყოველთაო ჯანრთელობის პრიორიტეტულობა - ეროვნული მულტისექტორული მიდგომა

• ჯანმრთელობის სექტორის მმართველობის განვითარება

• ჯანდაცვის დაფინანსების სისტემის გაუმჯობესება

• მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურებების განვითარება

• ჯანმრთელობის სექტორში ადამიანური რესურსების განვითარება

• ჯანმრთელობის მართვის საინფორმაციო სისტემების განვითარება

• დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის ხელშეწყობა

• გადამდები დაავადებების პრევენცია და მართვის გაუმჯობესება

• არა-გადამდები დაავადებების პრევენცია და კონტროლი

• საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემის განვითარება

19.4 22.4 24.3 22.9

05

1015202530

2013 2014 2015 2016

ექიმთა რაოდენობა (ათასი)

CAUCASUS HEALTHCARE 2017

დღეისათვისთვის მაღალხარისხიანი სამედიცინო მომსახურება მკურნალობასთან ერთად, თანამედროვე სადიაგნოსტიკო აპარატურასაც გულისხმობს.

21-ე საუკუნეში, მედიცინა სულ უფრო მეტადაა დამოკიდებული ტექნოლოგიაზე. განსხვავებით სხვა მრავალი სფეროსაგან, სამედიცინო ტექნოლოგიის ღირებულება არ მცირდება და მისი მზარდი გამოყენება ხელს უწყობს ჯანდაცვის ღირებულების ზრდას. ბევრი სამედიცინო პროფესიონალი მედიცინის პროგრესს აიგივებს ისეთი დახვეწილი ტექნოლოგიის მზარდ გამოყენებასთან, რომელიც ხშირად ძვირია და მიუწვდომელი საშუალო დონის მოქალაქისათვის. არსებობს გარდაუვალი საჭიროება ამ სიტუაციის განვითარებასთან დაკავშირებისა და საზოგადოების საჭიროებებსა და პრიორიტეტებზე მორგებული შესაბამისი ტექნოლოგიის გამოყენებისა. უბრალო და იაფი ხარისხი გვიჩვენებს, რომ მას გააჩნია შედეგების არსებითად გაუმჯობესების პოტენციალი მაღალი დონის ტექნოლოგიის დაწესებამდე ძვირადღირებული ტექნოლოგიის საჭიროების გარეშე. ისეთი ღირებულების შემცირებაზე გათვლილი ინოვაციების, რომლებიც შეზღუდული რესურსების მქონე გარემოში ხდება, შემოწმება სისტემატურად უნდა ხდებოდეს.

ახალი სამედიცინო ტექნიკის დამუშავება და წარმოება, დაკავშირებულია რა ბევრი მომიჯნავე მეცნიერების და ტექნოლოგიის განვითარებასთან, იყენებს თანამედროვე

მიღწევებს საინფორმაციო ტექნოლოგიების, ქიმიის, პოლიმერების, ფიზიკის, დიზაინის, ნანო-ტექნოლოგიების და ა.შ. სფეროებიდან. ეს განაპირობებს მისი წარმოების განვითარების

სპეციფიურ დინამიკას – ახალი სამედიცინო ტექნიკის შემუშავების და წარმოების სიჩქარე შეიძლება შედარდეს მხოლოდ მობილური ტელეფონების ინდუსტრიას: სამედიცინო ტექნიკის არსებობის საშუალო ვადა (განახლების ან/და მოდერნიზაციის/მოდიფიკაციის ეტაპამდე) შეადგენს სულ რაღაც 18-24 თვეს.

ამასთან, გასათვალისწინებელია ქვეყანაში სამედიცინო ტექნიკის განვითარების ზოგადი ტენდენციები უახლოეს წლებში, რაც გარკვეულწილად დაკავშირებულია ამ მიმართულებით მსოფლიოში არსებულ გამოცდილებასთან. ცნობილია, რომ სამედიცინო ტექნიკის მსოფლიო ბაზარი მნიშვნელოვნად ფორმირდება მსხვილი ტრანსნაციონალური კომპანიებით, როგორიცაა General Electric, Siemens, Philips და ა.შ. ბაზრის განვითარება უმეტესწილად დამოკიდებულია ტრანსნაციონალური კომპანიების პრიორიტეტებზე. თუ ვიმსჯელებთ სამედიცინო ტექნიკის მსხვილი მწარმოებლების გაზრდილ ინტერესზე, მოსალოდნელია მათ მიერ ე.წ. ახალ ბაზარზე (emerged markets) პროდუქციის პოპულარიზაციის აქტივიზაცია, რასაც მოჰყვება მაღალტექნოლოგიური სამედიცინო ტექნიკის იმპორტი.

თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიები

CAUCASUS HEALTHCARE 2017

TBILISI DENTAL SHOW

• სტომატოლოგიურ სფეროში არსებული სიახლეების, დაგეგმილი პროექტების გაცნობა და განხილვა

• სტომატოლოგიური კლინიკების პრეზენტაცია

• სხვადასხვა დაინტერესებული პირის ერთ სივრცეში შეკრება და საჭირო კავშირების პოვნა

Tbilisi Dental Show-ს მიზანია სტომატოლოგიურ სფეროში არსებული სიახლეების, დაგეგმილი პროექტებისა გაცნობა და განხილვა, ახალი და არსებული კლინიკების პრეზენტაცია. თბილისის სტომატოლოგიური გამოფენა შესანიშნავი ადგილია საჭირო კონტაქტების და ბიზნეს ურთიერთობების დამყარებისთვის. გამოფენის პროფილიდან გამომდინარე, ღონისძიება სრულად აკმაყოფილებს ნებისმიერი ვიზიტორის მოთხოვნებსა და ინტერესებს:

• ომატოლოგიური კლინიკები და სტომატოლოგები;

• სამედიცინო აღჭურვილობა და აქსესუარები;• მედიკამენტ.

0

0.5

1

1.5

2

2.5

2010 2011 2012 2013 2014 2015 2016

სტომატოლოგების რაოდენობა

სტმატოლოგიური მომსხურება მთელს მსოფლიოში ზრდის ტემპით ხასიათდება. პირველ ეს გამომდინარეობს მოსახლეობის დაბერების ტენდენციით და ეკოლოგიური მოცემულობების ცვლილებით. შესაბამისად, ერთის მხრივ გაახალგაზრდავდა პაციენტების ასაკი, გახშირდა მიმართვიანობა და მეორეს მხრივ, გაიზარდა პაციენტთა ასაკი. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, იზრდება სტომატოლოგიური კლინიკების და სტომატოლოგების რაოდენობა.

ანალოგიური სურათია საქართველოშიც. წლიდან წლამდე იზრდება როგორც სტომატოლოგიური კლინიკების, ასევე სტომატოლოგების და მიღებული შემოსავლების რაოდენობა.

გამოფენის ფარგლებში, საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის (GSA) და საგამოფენო ცენტრის ექსპოჯორჯია ორგანიზებით გაიმართება წლის შემაჯამებელი სტომატოლოგიური გამოფენა Tbilisi Dental Show და GSA-კონფერენციების სერია, სტომატოლოგიური ინდუსტრიის პროფესიონალების თავშეყრის ადგილია, და ღირებული ინფორმაციისა და თანამედროვე ტენდენციების გაცნობის შესანიშნავი საშუალებაა.

• სტომატოლოგიური კლინიკები

• სტომატოლოგიური ინსტრუმენტების, აპარატურისა და ავეჯის კომპანიები

• სტომატოლოგიური სახარჯი მასალისა და წამლების კომპანიები

• სტომატოლოგიური კლინიკების დამფუძნებლები და მენეჯერები

• სტომატოლოგიური კლინიკების შესყიდვების მენეჯერები

• სტომატოლოგები

• აკადემიური პერსონალი

გამოფენის მიზანი

TBILISI DENTAL SHOW

გამოფენის მონაწილეთა პროფილი

ვიზიტორის პროფილი

CAUCASUS HEALTHCARE 2017

TBILISI BEAUTY

• ესთეტიკურ მედიცინაში მიმდინარე სიახლეების გაცნობა

• დეკორატიულ და სამედიცინო კოსმეტოლოგიაში არსებული და ახალი პროდუქტების და სიახლეების გაცნობა

• დაინტერებული პირებისთვის სასურველი პროდუქციისადგილზევე შერჩევის შესაძლებლობა

• ახალი კონტაქტების და პარტნიორების პოვნა

ბაზრის კვლების ანალიტიკოსები პროგნოზირებენ, რომ გლობალური ესთეტიკური მედიცინის ბაზარი სტაბილურად გაიზრდება წელიწადში 10%-ით. ისეთმა ფაქტორებმა, როგორიცაა მოსახლეობის დაბერების დონის და მაღალი შემოსავლის მქონე პირთა რაოდენობის ზრდა, გაზრდილი ინფორმირებულობა კოსმეტიკური ქირურგიის შესახებ, განაპირობებს ესთეტიკური მედიცინის აქტუალურობას.

სამედიცინო ლაზერული ტექნოლოგიები (როგორიცაა მაღალი ინტენსივობის მქონე ორიენტირებული ულტრაბგერა, ტრანსდერმული ორიენტირებული ულტრაბგერა და სხვა), არაინვაზიურობის გამო სწრაფად ხდება პოპულარული საზოგადოებაში. მათ შორის

• სამედიცინო მანიპულაციები;• სახის ესთეტიკური პროცედურები;• მკერდის იმპლანტანტები;• სტომატოლოგიური იმპლანტა.

შემოსავლების დონის მატებამ განაპირობა კოსმეტიკურ ქირურგიაზე მოთხოვნის ზრდა.

მოსახლეობაში 30–65 წლის ასაკის ადამიანების რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდება, სწორედ ეს კატეგორია არის ესთეტიკური მედიცინის ძირითადი სეგმენტი. მნიშვნელოვანია ასევე ამ სეგმენტის შემოსავლიანობის ამაღლებაც.

საქართველო ასევე მიჰყვება გლობალური ბაზრის ტენდენციებს. ესთეტიკური მედიცინის ინსტიტუტებისა და კლინიკების რაოდენობა, ასევე სპა და სამკურნალო–გამაჯანსაღებელი, ფრჩხილების და სეულის მოვლის დაწესებულებების რაოდენობა სტაბილურად იზრდება. შესაბამისად იზრდება ამ სეგმენტის შემოსავლების წილი. ქართველი მომხმარებელი ძალიან მგრძნობიარეა თანამედროვე ტექნოლოგიებისა და მომსახურებების მიმართ. აქედან გამომდინარე, შესაბამისი დაწესებულებები ყოველთვის ცდილობენ მსოფლიო სიახლეები შესთავაზონ ქართველ მომხმარებლებს.

• ესთეტიკური მედიცინა• სამკურნალო და დეკორატიული კოსმეტიკა• ფიტნეს ცენტრის, სოლარიუმის და სპა

მოწყობილობა• სალონის პროდუქცია, ავეჯი და

აღჭურვილობა• კანისა და სხეულის მოვლის აღჭურვილობა• ფრჩხილების მოვლა• თმის მოვლა და კოსმეტიკა• სუნამოები და არომათერაპია• არომათერაპია

• თმის, ფრჩხილის, ტანის მოვლის საშუალებებით, სუნამოებით და არომათერაპიის საშუალებებით დაინტერესებული ყველა პირი

• კლინიკების, სპა, კოსმეტიკური და სამედიცინო ცენტრების დამფუძნებლები, ხელმძღვანელები და შესყიდვების მენეჯერები

გამოფენის მიზანი

ესთეტიკური მედიცინა

გამოფენის მონაწილეთა პროფილი

ვიზიტორის პროფილი

CAUCASUS HEALTHCARE 2017

ორგანიზატორის შესახებ

„ექსპოჯორჯია” ერთადერთი საგამოფენო ცენტრია საქართველოში და აგრეთვე ერთ-ერთი წამყვანი ცენტრი კავკასიის რეგიონში. კომპანია ორგანიზებას უწევს გამოფენებს, სხვადასხვა სახის კონფერენციებს, კონგრესებსა და ღონისძიებებს.

საგამოფენო ცენტრის ისტორია 1958 წელს იწყება. ამ დროს ქვეყანამ დროებითი საგამოფენო პავილიონები ააშენა და თბილისის 1500 წლის იუბილეს აღსანიშნავად მოაწყო ინდუსტრიული გამოფენა. ფართომასშტაბიანი სამშენებლო სამუშაოები 1961 წელს დაიწყო და შედეგად თბილისის ცენტრში განთავსდა 11 პავილიონი, ორანჟერეა, აუზი და პარკი. საბჭოთა პერიოდში საგამოფენო ცენტრში საბჭოთა მიღწევების ხაზგასასმელად, ეწყობოდა ინდუსტრიისა და სოფლის მეურნეობის პერმანენტული გამოფენები. წელიწადში ერთხელ სივრცე ეთმობოდა საერთაშორისო გამოფენებს. 1994-1998 წლებში მოხდა ორგანიზაციის

მისამართი: ა. წერეთლის გამზ. 118

თბილისი 0119, საქართველო

ტელ.: +995 3 2 234 11 00

ვებ-გვერდი: www.expogeorgia.ge

ელ.ფოსტა: [email protected]

Facebook: www.expogeorgia.ge/ExpoGeorgia

პრივატიზაცია და კომპანია გარდაიქმნა სააქციო საზოგადოებად. განახლდა ინფრასტრუქტურა. „ექსპოჯორჯია”-ს დაეკისრა მნიშვნელოვანი როლი – ერთის მხრივ უცხოური კაპიტალის მოზიდვა საქართველოში და მეორე მხრივ ქართული ბიზნესებისთვის საერთაშორისო ბაზრების გახსნა.

წლების განმავლობაში, „ექსპოჯორჯია”-ს ღონისძიებები, გადაწყვეტილების მიმღებ-თათვის, გახდა შესანიშნავი პლატფორმა ახალი პროდუქტების შესაფასებლად, კონტაქტების დასამყარებლად, მომწოდებლებთან ურ-თიერთობების გასაფართოვებლად და შესყიდვების განსახორციელებლად. ბევრი ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანია მიიჩნევს „ექსპოჯორჯია”-ს საიმედო პარტნიორად და მნიშვნელოვან მოკავშირედ ბიზნეს ურთიერთობების დამყარებისა და განვითარებისთვის.

THF’17 - თბილისის ჯანდაცვის ფორუმი

გელით!

არ გამოტოვოთ შანსი

ადევნეთ თვალი გამოფენას

დარჩით კავშირზე მთელი წლის განმავლობაში

www.youtube.com/user/ExpoGeorgiawww.TbilisiHealthForum.ge

დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ დაგვიკავშირდეთ:

საგამოფენო ცენტრი „ექსპოჯორჯია“მისამართი: ა.წერეთლის გამზ.118, 0119

თბილისი, საქართველოტელ: +995 3 2 234 11 00

ელ.ფოსტა: [email protected]ვებ-გვერდი: www.expogeorgia.ge

გაყიდვების დეპარტამენტი:ელ.ფოსტა: [email protected]

მარკეტინგის დეპარტამენტი:ელ.ფოსტა: [email protected]