Download - gamanawilebeli mowyobilobebi
ზოგადი ცნობები. ელექტროსადგურებზე გამომუშავებული ელექტრული
ენერგიის მომხმარებლისათვის გადაცემა ხდება დამხმარე მოწყობილობების და
აპარატების საშუალებით. გენერატორები, ტრანსფორმატორები და გადაცემის ხაზები
მიერთებული არიან ერთმანეთთან ე.წ. შ ე მ კ რ ე ბ ი ს ა ლ ტ ე ე ბ ი ს საშუალებით. მათი
მიერთება ხდება მაღალი ძაბვის ამომრთველებით და გამთიშველებით. მათში
გამავალი დენი და ძაბვა იზომება იქვე დამონტაჟებული დენის და ძაბვის
ტრანსფორმატორებით.
ყველა ამ ელემენტის შეერთების სქემას ელექტრული სადგურის ან ქვესადგურის
მ თ ა ვ ა რ ს ქ ე მ ა ს უწოდებენ. მთავარ სქემებს მათი გამარტივების მიზნით ხაზავენ
ერთი ფაზისათვის.
მთავარი სქემების გარდა არსებობს ო პ ე რ ა ტ ი უ ლ ი ს ქ ე მ ე ბ ი . ასეთი სქემები
უფრო გამარტივებული არიან და მათზე ამომრთველებს და გამთიშველებს უჩვენებენ
იმ მდგომარეობაში (ჩართული ან გამორთული), რომელიც შეესაბამება დროის
მოცემულ მომენტს. მორიგე პერსონალი იყენებს ამ სქემებს მორიგეობის პერიოდში და
თუ საჭირო ხდება რაიმე ამომრთველის ან გამთიშველის ჩართვა ან გამორთვა,
მორიგეს შეაქვს ოპერატიულ სქემაში სათანადო შესწორება.
არჩევენ კიდევ სქემის ერთ სახეს, ესაა ე ლ ე ქ ტ რ უ ლ ი ე ნ ე რ გ ი ი ს
გ ა დ ა ც ე მ ი ს ს ქ ე მ ა . ამ სქემაზე უჩვენებენ მხოლოდ გენერატორებს,
ტრანსფორმატორებს, შემკრებ სალტეებს და დატვიეთვას. ეს სქემა საჭიროა მხოლოდ
ელექტრული ენერგიის გადაცემის გზების საჩვენებლად. ასეთი სქემის შედგენა
საჭიროა მთავარი სქემის შერჩევისათვის.
მთავარი სქემის შერჩევისას გათვალისწინებული უნდა იქნას შემდეგი
ფაქტორები:
1. ელექტრული სადგურის ან ქვესადგურის ტიპი, გეოგრაფიული მდებარეობა და
ენერგოსისტემაში მისი როლი;
2. მიერთებული მომხმარებლების კატეგორიები. რაც უფრო საპასუხისმგებლოა
მომხმარებელი, მით უფრო ნაკლები დროით არის დასაშვები მისთვის კვების
შეფერხება;
3. ელექტრული სადგურის ან ქვესადგურის ადვილად გაფართოვების
შესაძლებლობა, რისი აუცილებლობაც შეიძლება წარმოიშვას ენერგოსისტემის
განვითერების შესაბამისად;
4. საიმედოობა. აქ იგულისხმება სქემის თვისება უზრუნველყოს ელექტრული
ენერგიით მომხმარებელი შესაძლო ავარიების შემთხვევაშიც კი. ანუ ცალკეული
აპარატის ავარია ან რემონტი არ უნდა იწვევდეს მომხმარებლის ელექტრული
ენერგიით მომარაგების შეწყვეტას;
5. ოპერატიული მოქნილობა. ეს არის სქემის თვისება, რომელიც იძლევა
საშუალებას ამომრთველების და გამთიშველების ჩართვა გამორთვის მინიმალური
რიცხვით მიღწეული იქნას საჭირო რეჟიმი. სქემის მოქნილობა სრულია, თუ ყველა
ჩართვა-გამორთვა ხორციელდება მარტო ამომრთველებით, დისტანციურად და არ
არის საჭირო გამთიშველების ხელით ჩართვა-გამორთვა. ამ შემთხვევაში ავარიული
მდგომარეობის ლიკვიდაცია ხდება მინიმალურ დროში.
6. ელექტრომოწყობილობების თავსებადობა რემონტთან, იმგვარად რომ ამ
დროს არ ხდებოდეს მომხმარებლების კვების შეფერხება ან შეზღუდვა.
7. სქემის ეკონომიურობა, რაც გულისხმობს მის შექმნაზე, ექსპლუატაციაზე და
რემონტზე და გამორთვების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურებაზე დახარჯული
თანხის მინიმიზაციას. სქემის დაპროექტებისას ხდება რამდენიმე ვარიანტის შედარება.
მაღალსაიმედო სქემების აშენება, რომლების უზრუნველყოფენ ავარიებისას
მინიმალურ ზარალს, ბუნებრივია ჯდება შედარებით ძვირი, სამაგიეროდ ავარიებისას
მიღებული ზარალი მინიმალურია; დაბალსაიმედო სქემის აშენება, პირიქით, იაფი
ჯდება, სამაგიეროდ ავარიებისას მიღებული ზარალი მაქსიმალური იქნება. ყველაზე
ეკონომიური იქნება ის სქემა, რომელიც დროის საანგარიშო პერიოდში,
უზრუნველყოფს აშენებაზე გაწეული ხარჯებისა და ავარიებისას მიღებული ზარალის
მინიმუმს.
გამანაწილებელი მოწყობილობები სალტეების ერთი სისტემით გამანაწილებელი
მოწყობილობის ყველაზე მარტივი სახეა. ამ შემთხვევაში კვების წყარო (გენერატორები
და ტრანსფორმატორები) და მომხმარებლები (გადაცემის ხაზები) მიერთებული არიან
შემკრებ სალტეებთან ამომრთველების და გამთიშველების საშუალებით ნახ.5.1.
K
egx1 egx2
saxazo gamTiSveli
a1 a2 a3
a4 a5
1 2
sasalteo gamTiSveli
kveba
Semkrebi salte
egx3
ნახ.5.1.
ასეთი სქემის ექსპლუატაცია მარტივია. ყოველი მინაერთის გამორთვა, ხაზი იქნება თუ
კვების წყარო, ხდება თავისი ამომრთველით. ამომრთველის რემონტის შემთხვევაში
საკმარისია მისი გამთიშველების გახსნა. ამასთან, სქემა იაფია. მაგრამ ამ სქემას
გარკვეული ნაკლი გააჩნია: თუ სალტეებზე მშ მოხდა, უნდა გამოირთოს ყველა
ამომრთველი და მომხმარებლები კარგავენ კვებას. გარდა ამისა, ნებისმიერი
სასალტეო გამთიშველის რემონტი იწვევს იმავე შედეგს, ე.ი. მომხმარებლებისათვის
ენერგიის მიწოდების შეწყვეტას. და კიდევ, თუ რომელიმე ხაზზე, მაგალითად K
წერტილში, მოხდა მშ და რაიმე მიზეზით ა1 ამომრთველი არ გამოირთო,
გამოირთვებიან ა2 და ა3 ამომრთველები რაც ისევ დატოვებს ეგხ2 და ეგხ3
მომხმარებლებს კვების გარეშე. სქემის ამ ნაკლის თავიდან ნაწილობრივ აცილება
შეიძლება შემკრები სალტის ორ სექციად დაყოფით, ნახ.5.2.
a1 a2 a3 a4
a5 a6
K
egx1 egx2 egx3 egx4
a7
g1 g2 g3 g4
g5 g6 g7 g8
g9 g10
g11 g12
1 2
ნახ.5.2.
სექციები შეერთებულები არიან სასექციო ამომრთველით, რომელიც შეიძლება
იყოს ნორმალურად როგორც ჩართული ისევე გამორთული. თუ სასექციო
ამომრთველი ჩართულია, მაშინ სექცია-1-ზე მშ გამოიწვევს სასექციო (ა7) და ა5
ამომრთველების ამორთვას. ამ შემთხვევაში ეგხ1 და ეგხ2 კარგავენ კვებას, თუმცა ეგხ3
და ეგხ 4 რჩება მუშაობაში და სათანადო მომხმარებელს კვება არ დაეკარგება.
თუ სასექციო ამომრთველი ნორნალურად გამორთულია და რაიმე მიზეზით 1
კვების წყარო გამოირთო, რეზერვის ავტომატური ჩართვის მოწყობილობა ჩართავს
სასექციო ამომრთველს და ეგხ1-ს და ეგხ2-ს ძალზე მცირე დროში აღუდგება კვება.
ზემოთ აღწერილი სქემები გამოიყენება ძირითადად 6-10 კვ ძაბვის
ქვესადგურებში და მცირე სიმძლავრის ელექტრულ სადგურებში როგორც
საგენერატორო ასევე მაღალ ძაბვაზე.
გამანაწილებელი მოწყობილობები შემკრები სალტეების ორი სისტემით. ზემოთ
მოყვანილ სქემებთან შედარებით, ნახ.5.3-ზე ნაჩვენები სქემა სალტეების ორი
სოსტემით უფრო საიმედო და უფრო მოქნილია. ამ სქემაში ყველა მინაერთი
მიერთებულია სალტეებთან ამომრთველით და ორი გამთიშველით შედგენილი
“ჩანგლით’.
ნორმალურად მუშაობაშია სალტეების ერთი სისტემა, მეორე კი რეზერვშია. თუ
საჭირო ხდება სალტეების პირველი სისტემის რემონტი, ჩაირთვება სალტეთაშორისო
ამომრთველი, შემდეგ 2 სისტემის სასალტეო გამთიშველები და შემდეგ გაიხსნება 1
სისტემის სასალტეო გამთიშველები. ამის შემდეგ სალტეთაშორისო ამომრთველი
გამოირთვება. როგორც ვხედავთ, სალტიდან სალტეზე გადასვლა მოხდა მინაერთების
გამორთვის გარეშე და არც ერთ მომხმარებელს კვება არ დაეკარგა. გარდაა ამისა, თუ
1 სისტემის 1 სექციაზე მოხდა მშ და გამოირთვება 2 ამომრთველი, საკმარისია გავხსნათ
1 სექციის ყველა სასალტეო გამთიშველი და გადავიყვანით მომხმარებლები
სალტეების 2 სისტემაზე. ამ შემთხვევაში ეგხ1-ს და ეგხ2-ს კვება შეუწყდებათ
გადართვებისათვის საჭირო შედარებით მცირე დროით. ასეთი სქემის საიმედოობა და
მოქნილობა გაცილებით მაღალია წინა სქემებთან შედარებით, მაგრამ ის, შესაბამისად,
უფრო ძვირია და რთული.
egx1 egx2 egx3 egx4
seqcia-1 seqcia-2sistema-1
sistema-2
sa
sSa-2sSa-1 xa1 xa2 xa3 xa4
ka1 ka2
1 2 ნახ.5.3
1 და 2 - კვება; ეგხ -ელექტროგადაცემის ხაზი; ხა ეგხ-ის ამომრთველი; სა - სასექციო ამომრთველი; სშა-
სალტეთაშორისი ამომრთველი; კა- კვების ამომრთველი
ცხადია, რომ გამთიშველების რაოდენობა გაორმაგებულია, რაც ზრდის სქემის
ღირებულებას, სირთულეს და მისი შესრულებისათვის მოითხოვს მეტ ფართობს.
ასეთი სქემა გამოიყენება თბოელექტროცენტრალების საგენერატორო ძაბვის
გამანაწილებელი მოწყობილობებისათვის. მას აგრეთვე იყენებენ 6-10 კვ ძაბვის
ქვესადგურებში, რომლებიც კვებავენ საპასუხისმგებლო მომხმარებლებს და
შედარებით მცირე სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურებში. ეს სქემა შეიძლება
გამოყენებული იქნეს 35-220 კვ ძაბვებვებზეც.
რგოლური სქემები. მაღალი ძაბვის გამანაწილებელ მოწყობილობებში, იმ
შემთხვევაში როდესაც მინაერთების რიცხვი დიდი არ არის და ამავე დროს სქემის
გაფართოვება (ახალი მინაერთების მომავალში მიერთება) არ არის მოსალოდნელი
იყენებენ “რგოლური” სქემებს.
ასეთი სქემები შეიცავენ მინაერთების რიცხვის ტოლ ამომრთველების
რაოდენობას. ამომრთველები შეერთებულები არიან “ რგოლად” და მინაერთები კი
მიერთებულია ამომრთველებს შორის “ მრავალკუთხედის” წვეროებში. 5.4 ნახ.-ზე
ნაჩვენებია “სამკუთხედის”, ოთხკუთხედის” და “ექვსკუთხედის” სქემები.
a1
a2a3
a1
a1
a2
a3
a4 a2
a3a4
a5
a6
egx1 egx2 egx1 egx2 egx1
egx2
egx3
t
t1 t2 t1
t2
t3
ნახ. 5.4.
წრიულ სქემებში ნებისმიერი მინაერთის ჩართვა-გამორთვა ხდება მისი ორი
”მეზობელი” ამომრთველით. მაგალითად, სამკუთხედის სქემაში ეგხ1-ის გამორთვა
ხდება ა1 და ა3 ამომრთველებით. ანალოგიურად, ეგხ2-ის გამორთვა უნდა მოხდეს ა1
და ა2 ამომრთველებით.
რგოლური სქემის უმნიშვნელო ნაკლოვანებად შეიძლება ჩაითვალოს,
ამომრთველების დისტანციური მართვის სისტემის შედარებითი სირთულე. მაგრამ,
მიუხედავად ამისა, ზემოთ აღნიშნულ სქემებს გააჩნიათ მთელი რიგი დადებითი
თვისებებისა, კერძოდ:
1. ნებისმიერი ამომრთველის რემონტი არ იწვევს ენერგიის მიწოდების
შეფერხებას. მაგალითად, თუ რემონტშია ა3 ამომრთველი, ეგხ1 და ეგხ2 მაინც
იკვებებიან ა1 და ა2 ამომრთველების საშუალებით. ამ დროს ხდება მხოლოდ სქემის
საიმედოობის დაქვეითება. მართლაც, თუ ა3 რემონტშია და ამ დროს მოხდა ეგხ2-ზე მშ,
ერთდროულად გამოირთვება ა1 და ა2 ამომრთველები. შედეგად, გამოირთვება
დაუზიანებელი ეგხ1. იმ დროის გავლის შემდეგ, რომელიც საჭიროა ეგხ2–ის
გამთიშველის გახსნისათვის, შეიძლება ჩართული იქნას ა1 და ა2 ამომრთველები და
აღდგენილი ეგხ1-ის კვება;
2. ნებისმიერი დროს შესაძლებელია ნებისმიერი ამომრთველის შემოწმება, მისი
გამორთვითა და ჩართვით;
3. გამთიშველების რიცხვი მცირეა და ისინი გამოიყენებიან მხოლოდ და მხოლოდ
ხილული წყვეტის შესაქმნელად, წინასწარ გამორთულ წრედში.
ყოველივე აღნიშნული ცხადყოფს სქემის მაღალ საიმედოობას და
ექსპლუატაციის სიმარტივეს. წრიული სქემები გამოიყენება 220-500 კვ ძაბვაზე მძლავრ
ელექტრულ სადგურებსა და ქვესადგურებზე. თუ მინაერთების რიცხვი ექვსზე მეტია
იყენებენ გაერთიანებული ოთხკუთხედების ან ხუთკუთხედების სქემებს, ნახ. 5.5.
a1
egx1 egx2 egx3 egx4
a2
a3 a4
a7 a8
a9 a10
a5
a6
t1 t2 t3 t4
ნახ.5.5.
ამ სქემაში ორი ოთხკუთხედი შეერთებულია ა5 და ა6 ამომრთველებით. ნებისმიერი
ხაზის გამორთვა ხდება ორი ამომრთველით, ტრანსფორმატორის კი სამით.
მაგალითად ეგხ1-ის გამორთვისათვის უნდა გამორთული იქნას ა1 და ა3
ამომრთველები, ტ1 ტრანსფორმატორის გამოსართველად კი ა1, ა4 და ა5
ამომრთველების გამორთვაა საჭირო.
გამანაწილებელი მოწყობილობები სალტეების შემოვლითი
სისტემით. იმ შემთხვევაში, როდესაც მინაერთების რიცხვი დიდია, იყენებენ
გამანაწილებელ მოწყობილობებს სალტეების ერთი ან ორი სისტემით, მაგრამ ჩვენ
უკვე ვნახეთ, რომ ნებისმიერი ამომრთველის რემონტი იწვევს სათანადო მინაერთის
გამორთვას და შესაბამისად გაცემული ელექტრული ენერგიის შემცირებას. ამ ნაკლის
თავიდან ასაცილებლად იყენებენ შემოვლით სალტეს და შემოვლით ამომრთველს.
ისინი ნორმალურად ძაბვის ქვეშ არ იმყოფებიან და ის განკუთვნილნი არიან
რომელიმე ამომრთველის შესაცვლელად. თანაც ელექტროენერგიის გაცემის
შეწყვეტის გარეშე. ასეთი სქემა ნაჩვენებია 5.6.ნახ.-ზე.
a1
g1
egx1 egx2 egx3
a2 a3 a4 a5
g2
g3
g4
g5
g6
g7
g8
g9
g10
g11
g12
g13
g14
g15
g16
g17
Sa
t1 t2
SemovliTi salte
t1 t2
ZiriTadi salte
ნახ.5.6.
მინაერეთების შემოვლით სალტესთან დამაკავშირებელი გ1, გ4, გ7, გ10, გ13 და
შემოვლითი ამომრთველის გ16, გ17 გამთიშველები ნორმალურად გახსნილია და
შემოვლითი ამომრთველი გამორთულია. ვთქვათ საჭიროა ა1 ამომრთველის
რამონტში ჩაყენება, ეგხ1-ის გამოურთავად. ამისათვის ა1 ამომრთველი უნდა
დროებით შევცვალოთ შემოვლითი ამომრთველით. რაც ხდება შემდეგი
თანმიმდევრობით:
1. გ16 და გ17 გამთიშველების ჩართვა;
2. შემოვლითი ამომრთველის ჩართვა, რითაც შემოვლით სალტისათვის
მიწოდებული იქნება ძაბვა, გ1 გამთიშველის დანები აღმოჩნდებიან ერთი და იგივე
პოტენციალის ქვეშ. ვინაიდან პოტენციალთა სხვაობა დანებს შორის ნულია,
შესაძლებელია ამ გამთიშველის ჩართვა; ამ მომენტიდან ეგხ1 იკვებება ორი გზით. ა1
და შემოვლითი ამომრთველის გავლით.
3. ა1 ამომრთველის გამორთვა;
4. გ2 და გ3 გამთიშველების გახსნა.
ამ ოპერაციების შემდეგ, ეგხ1 იკვებება შემოვლითი ამომრთველით, ა1
ამომრთველი კი იზოლირებულია წრედიდან და შესაძლებელია მასზე სარემონტო
სამუშაოების ჩატარება.
შემოვლითი სალტის მქონე სალტეების ორი სისტემის შემთხვევაში, ნებისმიერი
მინაერთი ერთი ამომრთველითა და ორი გამთიშველისაგან შემდგარი „ჩანგლით“
უკავშირდება ძირითად სალტეთა სისტემებს 1 და 2, ხოლო შემოვლით სისტემას
უკავშირდება ერთი გამთიშველით. მინაერთების ნაწილი, ჩვეულებრივ
გადანაწილებულნი არიან ძირითად 1 და 2 სალტეთა სისტემებს შორის. სალტეთა
შორისი ამომრთველი და შემოვლითი ამომრთველი ნორმალურად გამორთულნი
არიან.
g3 g7 g11 g15 g19 g23
g1
g8 g12 g16 g20
g2
g4
g5 g6 g9 g10 g13 g14 g17 g18 g21 g22 g24 g25
egx1 egx2 egx3
t1 t2
a1 a2 a3 a4 a5
sSa
Sa
SemovliTi salte
sistema 1
sistema 2
ნახ.5.7.
”3/2” და ”4/3” სქემები. ძალიან მძლავრ ელექტრულ სადგურეზე, სადაც
სიმძლავრის გაცემა ხდება 330, 500 ან 750 კვ ძაბვით, იყენებენ ე.წ. “3/2” და “4/3” სქემებს.
ეს სქემები შეიცავენ სალტეების ორ სისტემას. “3/2” სქემაში თითოეულ მინაერთზე
მოდის საშუალოდ 1,5 ამომრთველი ანუ ორ მინაერთზე სამი ამომრთველი. მართლაც,
სქემის პირველ „ზოლი“ შედგება სამი - ა1, ა2 და ა3 ამომრთველისა და ორი - მ1 და მ2
- მინაერთისაგან. ამიტომ ამ სქემას უწოდებენ “3/2” –ს.
ანალოგიურად “4/3” სქემაში სამ მინაერთზე საშუალოდ მოდის 4 ამომრთველი.
მაგალითად, სქემის პირველ ზოლი შედგება ოთხი - ა1, ა2, ა3 და ა4 - ამომრთველისა
და სამი - მ1, მ2 და მ3 - მინაერთისაგან.
a1
a2
a3
t1 t2
m1
m2
a1
a2
a3
m1
m2
m3
a4
t1 t2 t3
egx1 egx2
egx1 egx2 egx3 egx4 egx5 egx6
სქემა ”3/2” სქემა ”4/3”
ნახ 5.8
ღია გამანაწილებელი მოწყობილობები (ღგმ)
გ ა მ ა ნ ა წ ი ლ ე ბ ე ლ ი მ ო წ ყ ო ბ ი ლ ო ბ ა ეს არის კონსტრუქციების
ერთობლიობა. იგი შედგება ელექტრული აპარატების, სალტეებისა და დამხმარე
მოწყობილობებისაგან. მისი დანიშნულებაა ელექტროენერგიის მიღება და
განაწილება.
გამანაწილებელი მოწყობილობები შეიძლება განლაგებული იქნას შენობაში ან
ღია ცის ქვეშ, შესაბამისად არსებობს დახურული და ღია გამანაწილებელი
მოწყობილობები. ჩვეულებრივ, 35 კვ-ზე მაღალ ნომინალური ძაბვებზე მათ
ასრულებენ ღია ცის ქვეშ. ეს აიხსნება შემდეგი ღგმ-ის შემდეგი უპირატესობებით დგმ-
სთან შედარებით:
სამშენებლო სამუშაოები შედარებით ადვილია და მცირე მოცულობის, რაც
ამცირებს ღგმ-ის აშენების ღირებულებას. საჭიროა მხოლოდ ფართის მომზადება,
გზების მოწყობა, საძირკვლების გამზადება და საყრდენების ჩამაგრება;
ადვილია აშენებული ღგმ-ის რეკონსტრუქცია და გაფართოვება;
შესაძლებელია ნებისმიერ აპარატზე დაკვირვების წარმოება.
ღგმ-ის აპარატები მონტაჟდება დაბალ (ლითონის ან რკინაბეტონის)
საყრდენებზე. ღგმ-ის ტერიტორიაზე უნდა იქნას მოწყობილი მისასვლელი გზები,
მოწყობილობების მონტაჟის, რემონტისა და მომსახურებისათვის. ძალოვანი
ტრანსფორმატორებისა და ზეთიანი რეაქტორების ქვემოთ უნდა იქნას მოწყობილი 25
სმ სისქის ხრეშის საფენი, ავარიულ სიტუაციებში ზეთის ჩაღვრისა და კოკისპირული
წვიმის წყლის გაწოვისათვის.
ოპერატიული, სარელეო დაცვის და ავტომატიკის კაბელები თავსდება
რკინაბეტონის კონსტრუქციისაგან დამზადებულ ღარებში, ან ღგმ-ის კონსტრუქციებზე -
ლითონის საკიდ ღარებში.
აუცილებელია ღგმ-ის შეღობვა.
ღგმ-ის ძალოვანი წრედი, ჩვეულებრივ, შეიცავს
ძ ა ლ ო ვ ა ნ ი ტ რ ა ნ ს ფ ო რ მ ა ტ ო რ ე ბ ი , რომელთა საშუალებით ხდება
ელექტროენერგიის სასურველი ძაბვის საფეზურზე გარდაქმნა;
ა მ ო მ რ თ ვ ე ლ ე ბ ი დ ა გ ა მ თ ი შ ვ ე ლ ე ბ ი , რომლეთა მიერ ხორციელდება
გადართვებისა და გამორთვების (კომუტაციის) ოპერაციები;
დ ე ნ ი ს ა დ ა ძ ა ბ ვ ი ს ტ რ ა ნ ს ფ ო რ მ ა ტ ო რ ე ბ ი , რომლებიც აღრიცხვის,
დაცვისა და ავტომატიკის წრედებს აწვდიან ინფორმაციას ძაბვისა და დენის სიდიდის
შესახებ;
ს ა ლ ტ ე ე ბ ი , რომლებიც ერთმანეთთან აკავშირებს ქვესადგურის მკვებავ
(მაგალითად, ძალოვანი ტრანსფორმატორის) და მოხმარების (მაგალითად, ეგხ-ის)
წრედებს. სალტეები შეიძლება იყოს მოქნილი - მრავალძარღვა სადენებით
შერულებული ან ხისტი - მილის ფორმით. მოქნილი სალტეები პორტალებზე
მაგრდება საკიდი იზოლატორების საშუალებით, ხოლო ხისტი სალტეები - საყრდენ
იზოლატორებზე, რკინაბეტონის ან ლითონის დგარებზე.
გ ა დ ა ძ ა ბ ვ ი ს ა რ ა წ რ ფ ი ვ ი შ ე მ ზ ღ უ დ ვ ე ლ ე ბ ი ა ნ ვ ე ნ ტ ი ლ უ რ ი
მ ც ლ ე ლ ე ბ ი , რომელთა დახმარებით ხდება ხაზიდან ქვესადგურისკენ შემავალი
გადამეტძაბვის ტალღის ჩაქრობა;
მ ე ხ ა მ რ ე დ ი ა ნ ძ ე ბ ი , რომლებიც მაგრდებიან პორტალებზე და იცავენ
ატფოსფერული გადამეტძაბვის უშუალო ზემოქმედებისგან (მეხის დაცემისგან)
აღნიშნულ ანძებს შორის გარკვეულ საანგარიშო სივრცეში განლაგებულ
მოწყობილობებს;
გღმ-ის მოწყობილობისათვის გამოიყენება წინა პარაგრაფში აღწერილი
ქვესადგურების სქემები.
egx1
g1
a1
dt1g2
t1
g3 g4dt2
a2
egx1 g1
a1
dt1
g2 g3
dt2
a2
g4 t1
Semkrebisalteebi
egx2 g5
a3
dt3
g6 g7
dt4
a4
g8 t2
g9
Zt
ZaS
egx1 g1
a1
dt1
g2 g3
dt2
a2
g4 t1
egx1
g1
a1
dt1g2
t1
g3 g4dt2
a2
Semkrebisalteebi
egx2 g5
a3
dt3
g6 g7
dt4
a4
g8 t2
dt5
sa
g9
g10
g9
Zt
ZaS
g2
g5
A
B
X
Y
Wrili AX
Wrili BY
a1
dt1 g3
g1
a1
dt1
g3
g1 g2
g4
a2
dt2
g6
g7
sSa
dt3
sSa
dt3
g8
g9
Zt1
ZaS1
g10
Zt2
ZaS2
g7 g8
egx
egx
t
g2
a1
dt1
g1 g3
a3
dt3
g4
t
g2
a2
dt2g1 g3
a3
dt3g4
g6
a1
dt1
g5
g7
g9 g8
A
B
X
Y
Wrili AX
Wrili BY
Zt1
vmc1
Zt2
ZaS1
Zt3
ZaS2
Semkrebisalteebi
Semkrebisalteebi
Semkrebisalteebi
Semkrebisalteebi
g10 g11
g12
g6
a1
dt1g5
g6
ZiriTadisalte
SemovliTisalte
egx
egx
t
g1
a1
dt1g2 g3
g1
a1
dt1
g2 g3
g4
a2
dt2
g5
g7
Sa
dt3
g8
g9
Zt1
ZaS1
g10
Zt2
ZaS2
g6
g2
A
B
X
Y
Wrili AX
a1
dt1 g3
a1
dt1
g3
g1 g2
g5
a2
dt2
g7
g8
sSa
dt3
g9
g12
Zt1
vmc1
g13
Zt2
vmc2
egx
egx
t
g14
Zt3
vmc3
g11
Sa
dt4
g12
SemovliTisalte
ZiriTadisalte-1
ZiriTadisalte-2
g4
g1
g10
g4
g8
Wrili BY
Sa
dt4g10 g11
SemovliTisalte
ZiriTadisalte-1
ZiriTadisalte-2
g12
si
si
egx1
a1
dt1
Semkrebi salteebi a2
dt2
a3
dt3
Semkrebi salteebi
a1 a2 a3
dt1 dt2 dt3
a4 a5 a6
dt4 dt5 dt6
t1
egx1
egx2
Zt1
ZaS1
Zt1
ZaS2
t1
t2
a1
dt1
a2
dt2
a3
dt3
a4
dt4
Semkr
ebi
sal
teebi
Semkr
ebi
sal
teebi
a1
a2
a3
a4
a5
a6
a7
a8
dt1
dt2
dt3
dt4
dt5
dt6
dt7
dt8
egx1
egx2
egx3
egx4
egx1
egx2
Zt1
ZaS1
Zt2
ZaS2
t1
t2
t1