energocredit procedures georgian

22
ენერგოკრედიტის გაცემისა და დამტკიცების პროცედურები კორპორატიული სესხებისათვის

Upload: nino-darakhvelidze

Post on 19-Mar-2016

223 views

Category:

Documents


0 download

DESCRIPTION

Georgian Industrial procedures

TRANSCRIPT

Page 1: Energocredit Procedures Georgian

ენერგოკრედიტის გაცემისა და დამტკიცების

პროცედურები კორპორატიული სესხებისათვის

Page 2: Energocredit Procedures Georgian

წინამდებარე დოკუმენტი წარმოადგენს საქართველოს ბანკის შიდა დოკუმენტს და

მასში აღწერილია ენერგოკრედიტის დამუშავებისა და გაცემის პროცედურები

კორპორატიული სესხებისათვის. დოკუმენტი განკუთვნილია ბანკის მცირე და საშუალო

ბიზნესის საბანკო მომსახურების დეპარტამენტის თანამშრომლებისათვის.

წინამდებარე დოკუმენტში წარმოდგენილია მხოლოდ და მხოლოდ

ენერგოკრედიტთან დაკავშირებული პროცედურები, ამასთან, აუცილებელია

საქართველოს ბანკის ყველა სხვა შიდა პროცედურის დაცვაც.

დოკუმენტი განკუთვნილია:

კორპორატიული სესხების ბანკირებისათვის

მენეჯმენტისთვის

Page 3: Energocredit Procedures Georgian

შინაარსი

1. დოკუმენტში გამოყენებული ტერმინოლოგიის განმარტებები ......................................... 4

2. GEEP–ს ჯგუფის წევრთა ფუნქციები ........................................................................................... 6

3. საქართველოს ბანკის თანამშრომელთა ფუნქციები ........................................................... 8

ყოველკვირეული ანგარიშგება.......................................................................................................... 8

4. მენეჯმენტი და კოორდინაცია ..................................................................................................... 9

4.1 ანგარიშგება ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისათვის .............................. 9

4.2 კოორდინაცია GEEP ჯგუფთან ................................................................................................................ 9

5. ენერგოკრედიტის კორპორატიული სესხი ...........................................................................10

5.2 პროდუქტის უპირატესობების კომპანიებისთვის: ....................................................................10

5.3 ენერგოკრედიტის პირობები .........................................................................................................11

5.4 ზოგადი მიდგომა ენერგოკრედიტის განხორციელებასთან დაკავშირებით ..........................12

5.5 შემოთვაზებული ინვესტიციების შესაბამისობა და მაგალითები ................................................14

5.6 ვის შუძლია მოითხოვოს ენერგოკრედიტი .......................................................................................16

5.7 ვის არ შეუძლია მოითხოვოს ენერგოკრედიტი ...............................................................................16

6. ბანკირის პასუხისმგებლობა .....................................................................................................17

7. სესხის გაყიდვის ეტაპები ............................................................................................................17

7.1 კლიენტის იდენტიფიცირება ..................................................................................................................17

7.2 კლიენტთან პირველადი კონტაქტი ...................................................................................................18

8. სესხის დამუშვების ეტაპები .........................................................................................................18

8.1 კონსულტანტთა ჯგუფის მხრიდან რეკომენდაციების მომზადება .............................................18

8.2 სასესხო განაცხადის განხილვა .............................................................................................................19

8.3 კონსულტანტისთვის ცნობის მიწოდება სესხის დამტკიცების თაობაზე ....................................19

8.4 დოკუმენტირების პროცესი ...................................................................................................................20

8.5 სესხის გაცემა ..............................................................................................................................................20

8.6 გადახდები მომწოდებლებისადმი .......................................................................................................20

8.7 სესხის მიზნობრიობის მონიტორინგი ..................................................................................................20

9. ენერგო აუდიტი .............................................................................................................................21

Page 4: Energocredit Procedures Georgian

1. დოკუმენტში გამოყენებული ტერმინოლოგიის განმარტებები

სესხი – ენერგოკრედიტი – სესხის მიზნობრიობა: კომპანიის ან საწარმოს ფარგლებში

ენერგოეფექტურობის ან განახლებადი ენერგო რესურსების დანერგვა ენერგო

რესურსების რაციონალურად გამოყენებისა და საწარმოო ხარჯების შემცირების

მიზნით.

EBRD – ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (რომლის სათაო ოფისი

ლონდონშია, ხოლო ადგილობრივი თბილისში).

ბანკი – სააქციო საზოგადოება ,,საქართველოს ბანკი”

GEEP – EBRD–ს საკონსულტაციო ჯგუფი საქართველოში.

კლიენტი - სესხის მისაღებად განმცხადებელი იურიდიული პირი.

ენერგოკრედიტის სააპლიკაციო ფორმა – სპეციალური ფორმა, რომელსაც კლიენტი

და ბანკირი ავსებენ ენერგოკრედიტის საკრედიტო ხაზიდან სესხის ასაღებად,

რომელიც ეგზავნება კონსულტანტს მას შემდეგ რაც სესხი დამტკიცდება

სასესხო განაცხადი – ბანკის მიერ მომზადებული სააპლიკაციო ფორმა, რომელსაც

ავსებს კლიენტი სესხის მოთხოვნის მიზნით.

მსესხებელი – იურიდიული პირი, რომელმაც ბანკისგან მიიღო თანხმობა სესხის

მიღებაზე.

VIPB ბანკირი – ბანკირი რომელიც პასუხისმგებელია ვიპ კლიენტების მომსახურებაზე

კორპორატიული საბანკო სექტორი - თანამშრომელთა გუნდი, რომელიც

პასუხისმგებელია 500 000 აშშ დოლარზე მეტი რაოდენობის სესხების დამტკიცებასა და

გაცემაზე

ბანკირი - კორპორატიული განყოფილების მიერ დანიშნული პირი, რომელიც

პასუხისმგებელია სასესხო განაცხადის მიღებაზე და დამუშავებაზე

საბანკო პროცედურები - ჩვეულებრივი საბანკო პროცედურები, რომლებიც მიღებულია

მცირე და საშუალო სესხების განყოფილების ფარგლებში სესხების დამუშავების,

Page 5: Energocredit Procedures Georgian

განხილვის, დოკუმენტირების და გაცემისათვის, მიუხედავად იმისა ენერგოკრედიტის

სესხია ეს თუ არა.

Page 6: Energocredit Procedures Georgian

2. GEEP–ს ჯგუფის წევრთა ფუნქციები

GEEP–ს ოფისის მისამართი და საკონტაქტო დეტალები:

ფალიაშვილის ქ. 17, მე–3 სართული, 0179, თბილისი, საქართველო

ელ.ფოსტა: [email protected]

ტელეფონი, ფაქსი: +995-32-2-224962

ვებ–გვერდი: www.energocredit.ge

GEEP– პროექტის საქართველოს ოფისის წევრები:

GEEP–ს ჯგუფის ადგილობრივი წევრები საქართველოში:

პროექტის ხელმძღვანელი (პასუხისმგებელია ზოგად საბანკო საკითხებზე,

მარკეტინგზე, რეკლამაზე, ჯგუფის მართვაზე, ფინანსურ და რისკების შეფასებაზე,

ანგარიშების ხარისხის უზრუნველყოფაზე)

ჰელენ რაიდინგი

ელ–ფოსტა: [email protected]

მობ. ტელეფონი: +995-595-210215

პროექტის ხელმძღვანელის მოადგილე (კონტაქტს ამყარებს ბანკებთან,

უზრუნველყოფს ადგილობრივი თანამშრომლების კოორდინაციას, უძღვება

მარკეტინგსა და რეკლამირების საკითხებს)

გიორგი ზურაშვილი

ელ.ფოსტა: [email protected]

მობ. ტელეფონი: +995-599-288624

მთავარი ინჟინერი (პასუხისმგებელია ყველა სახის საინჟინრო საკითხზე,

მომწოდებელთა დამტკიცებაზე, ენერგო ეფექტურობის აპარატურისა და მასალების

დამტკიცებაზე)

კირიაკოს არგიროუდის

ელ.ფოსტა: [email protected]

მობ.ტელეფონი: +995-599-993702

მთავარი ადგილობრივი ინჟინერი

მურად ხარაიშვილი

ელ.ფოსტა: [email protected]

მობ.ტელეფონი: +995-595-611110

Page 7: Energocredit Procedures Georgian

EBRD-ის თბილისის წარმომადგენლობა

საბანკო სექტორი:

ირაკლი მექვაბიშვილი

უფროსი ბანკირი:

ირაკლი მექვაბიშვილი

ელ–ფოსტა: [email protected]

ენერგო ეფექტური და განახლებადი ენერგო პროექტების განვითარების მენეჯერი

ირაკლი ვარდიგორელი

ელ–ფოსტა: [email protected]

,,ენერგოკრედიტთან“ საკომუნიკაციო საშუალებები

,,კონსულტანტთან“ ყველა სახის წერილობითი კომუნიკაცია ინგლისურ ენაზე და

ელექტრონულ ფორმატში ხორციელდება, გარდა კონსულტანტის მიერ სესხის

დამტკიცებისა, რომელიც შეიძლება განხორციელდეს როგორც ელექტრონულ

ფორმატში ასევე ქაღალდზე.

Page 8: Energocredit Procedures Georgian

3. საქართველოს ბანკის თანამშრომელთა ფუნქციები

სხვადასხვა მონაწილე ბანკების გამო, ენერგოკრედიტის განხორციელებაზე

პასუხისმგებელი პირები შეიძლება განსხვავდებოდეს, გთხოვთ დაუკავშირდეთ

ენერგოკრედიტის გუნდს დეტალური ინფორმაციისათვის თითოეულ მონაწილე ბანკზე.

ყოველკვირეული ანგარიშგება

ანგარიშგებაზე პასუხისმგებელი თანამშრომელი კონსულტანტს კვირაში ორჯერ

აწვდის ინფორმაციას კლიენტების თობაზე ან მოლაპარაკებების შედეგებზე.

Page 9: Energocredit Procedures Georgian

4. მენეჯმენტი და კოორდინაცია

4.1 ანგარიშგება ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისათვის

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკსა და საქართველოს ბანკს შორის

საკრედიტო შეთანხმებაში მოცემულია ანგარიშგების მოთხოვნები ევროპის

რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისათვის.

4.2 კოორდინაცია GEEP ჯგუფთან

არაოფიციალური საკოორდინაციო შეხვედრები კონსულტანტთან უნდა ჩატარდეს 2

კვირიანი ინტერვალებით შემდეგ საკითხებზე სალაპარაკოდ:

პოტენციური კლიენტების მონახულება

პროექტების ნუსხა

კონსულტანტის ანგარიშების სტატუსი

სესხების დამტკიცების სტატუსი

ანგარიშგებაზე პასუხისმგებელი პირი ყოველკვირეულად აწვდის კონსულტანტს

ინფორმაციას კლიენტებზე ან კონსულტანტთან მოლაპარაკებების მდგომარეობის

შესახებ.

Page 10: Energocredit Procedures Georgian

5. ენერგოკრედიტის კორპორატიული სესხი

5.1. სასესხო პროდუქტის აღწერა საქართველოს ენერგო ეფექტურობის პროგრამა (GEEP), ეს არის პროგრამა,

რომელიც ახორციელებს ენერგოკრედიტს. აღნიშნული ტიპის სესხების მიზანია

კომპანიებს დაეხმარონ ენერგიის მოხმარების შემცირებაში და მათი

კონკურენტუნარიანობის ამაღლებაში, შემდეგი გზებით:

ა) საოპერაციო ხარჯების შემცირება

ბ) გაზრდილი წარმოება იმავე დანახარჯებით.

,,ენერგოკრედიტი“ არის საქართველოს ბანკის მიერ შემუშავებული სასესხო

პროდუქტის ბრენდის სახელი. აღნიშნულ პროდუქტს აფინანსებს ევროპის

რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი საქართველოს ენერგოეფექტურობის

პროგრამის მიერ საქართველოს ბანკისათვის გახსნილი სპეციალური საკრედიტო

ხაზის გავლით.

5.2 პროდუქტის უპირატესობების კომპანიებისთვის:

ენერგოკრედიტის გამოყენებით, კომპანიას აქვს შესაძლებლობა:

მიიღოს უფასო ენერგო აუდიტი (საჭიროების შემთხვევაში)

მიიღოს საერთაშორისო კონსულტაცია სპეციალისტებისაგან

მიიღოს დაბალი საპროცენტო განაკვეთი სხვა სესხებთან შედარებით

Page 11: Energocredit Procedures Georgian

5.3 ენერგოკრედიტის პირობები

სესხის ზედა ზღვარი მტკიცება ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის

მიერ, ზედა ზღვარზე დიდი ოდენობის სესხის დამტკიცება შეიძლება მხოლოდ

ევრობანკის თანხმობით. ქვედა ზღვარი დგინდება ბანკებიდს მიერ.

სესხის ზედა ღვარია 2.5 მილიონი აშშ დოლარი

სასესხო პერიოდია ერთიდან 5 წლამდე და დგინდება ბანკის მიერ

საპროცენტო განაკვეთი დგინდება ბანკის მიერ (ამჟამად 10%-დან)

უზრუნველყოფის პირობები დგინდება ბანკის მიერ

Page 12: Energocredit Procedures Georgian

5.4 ზოგადი მიდგომა ენერგოკრედიტის განხორციელებასთან დაკავშირებით

არსებობს ენერგოკრედიტის განხორციელების 2 ეტაპი: იდენტიფიცირებული და

არაიდენტიფიცირებული

იდენტიფიცირებული - პროექტის წინასწარი შეფასების ანგარიში და პროექტის

საბოლოო შეფასების ანგარიში მზადდება მაშინ, როდესაც კლიენტმა იცის რისთვის

იღებს სესხს.

პროექტის განხორციელების პროცესის მაგალითები:

კლიენტი მიმართავს სესხისთვის ბანკს

ბანკი ახდენს კლიენტის კრედიტუნარიანობის შეფასებას

ბანკი უგზავნის კონსულტანტს სასესხო განაცხადს შეფასებისთვის

კონსულტანტი ამოწმებს და ამზადებს წინასწარი შეფასების ანგარიშს, სადაც

ნაჩვენებია სესხის თანხის მიზნობრიობა ან სესხზე უარი

კლიენტი და ბანკი აგრძელებენ მოლაპარაკებებს (თუ არ არის უარი სესხზე და

სესხის თანხა შესაბამისია)

კონსულტანტი ამზადებს პროექტის საბოლოო შეფასების ანგარიშს, სადაც

მოცემულია სესხზე დასტური და ასევე პირობები ან რეკომენდაციები

ბანკისათვის

ბანკი ახდენს სასესხო ხელშეკრულების დასრულებას პირობებისა და

რეკომენდაციების გათვალისწინებით

ბანკი ახდეს ინვესტიციის განხორციელების მონიტორინგს კონსულტანტის

რეკომენდაციების თანახმად

კლიენტს სამუშაოს დასრულების შემდეგ მიაქვს ბანკში დასრულების ანგარიში,

რომელიც შემდგომ ეგზავნება კონსულტანტს

არაიდენტიფიცირებული - ენერგო აუდიტისა და პროექტის შეფასების ანგარიშის

გამოყენება ხდება მაშინაც, როდესაც კლიენტმა არ იცის რისი გაკეთება უნდა, ენერგო

აუდიტის ჩატარებით ხდება რეკომენდაციების გაწევა შესაძლო საინვესტიციო ენერგო

დამზოგავ პროექტებზე.

პროექტის განხორციელების პროცესის მაგალითები:

კლიენტი მიმართავს ენერგო აუდიტის მოთხოვნით ბანკს

ბანკი ამოწმებს კლიენტის კრედიტუნარიანობას

კონსულტანტი ამის შემდგომ ახდენს ენერგო აუდიტის აგნხორციელებას და

ამზადებს ანაგრიშს რეკომენდაციებით

Page 13: Energocredit Procedures Georgian

კლიენტი ითვალისწინებს წარმოდგენილ რეკომენდაციებს და მიმართავს ბანკს

შესაბამისი ზომების მისაღებად

ბანკი უგზავნის სასესხო განაცხადს კონსულტანტს პროექტის შეფასების

ანგარიშის მოსამზადებალდ

კონსულტანტი ამზადებს პროექტის შეფასების ანგარიშს, სადაც მოცემულია

დასტურლი სესხის თანხაზე და წარმოდგენილია შესაბამისი პირობები ან

რეკომენდაციები ბანკისათვის

ბანკი ასრულებს სასესხო ხელშეკრულების გაფორმებას წარმოდგენილი

რეკომენდაციების გათვალისწინებით

ბანკი ახდეს ინვესტიციის განხორციელების მონიტორინგს კონსულტანტის

რეკომენდაციების თანახმად

კლიენტს სამუშაოს დასრულების შემდეგ მიაქვს ბანკში დასრულების ანგარიში,

რომელიც შემდგომ ეგზავნება კონსულტანტს

Page 14: Energocredit Procedures Georgian

5.5 შემოთვაზებული ინვესტიციების შესაბამისობა და მაგალითები

ტექნიკური თვალსაზრისით, პროექტის შემოთავაზებული ინვესტიციით გარკვეულ

პერიოდში უნდა მოხდეს შესაბამისი ენერგიის დაზოგვა, იმისათვის რომ სესხის

დაბრუნება უზრუნველყოფილი იყოს.

კონსულტანტის გუნდი მუშაობს ბანკთან და მის კლიენტებთან შესაძლო ინვესტიციის

რისკების მინიმუმამდე დაყვანის მიზნით და კარგი პროექტების განვითარებისათვის,

რომლის საშუალებითაც ბანკს შეეძლება დაბალი საპროცენტო განაკვეთიანი სესხები

გასცეს, შეამციროს უზრუნველყოფის მოცულობა და სესხის გადახდის პერიოდი

გაზარდოს.

სესხის დაბრუნება ხდება ენერგო დანაზოგებიდან ან გაზრდილი წარმოებიდან

მიღებული შემოსავლების შედეგად, რაც ხდება ინვესტიციის განხორციელების

შედეგად. კონსულტანტი ეხმარება კლიენტებს შესაბამისი დანაზოგების მოძიებასა და

დაანგარიშებაში ან შემოსავლის გაზრდაში.

სესხის დაბრუნებადობის დასტური კეთდება კონსულტანტის დაანგარიშებების

საფუძველზე, რომელზე დაყრდნობითც ბანკი გამოხატავს საკრედიტო ხაზიდან

დაფინანსების გაცემის სურვილს.

კლიენტი ახდენს შესაბამისი მოწყობილობების შერჩევას კომპანიის ტექნიკური

მოთხოვნებიდან და ფასებიდან გამომდინარე. კონსულტანტს შეუძლია კლიენტს

გაუწიოს რეკომენდაცია ძვირადღირებული თანამედროვე ტექნოლოგიების

შეძენასთან დაკავშირებით, რაც იმის საწინდარია, რომ ენერგო ეფექტურობა

მაქსიმალურად იქნება მიღწეული კომპანიაში. სესხით შეიძლება დაფინანსდეს ასევე

დამონტაჟების ხარჯები და დეტალური საინჟინრო დოკუმენტის მომზადება

მოწყობილობის დამონტაჟებამდე.

ენერგო ეფექტურობისათვის ინვესტიციები შეიძლება განხორციელდეს შემდეგი

მიმართულებებით:

სითბოსა და ელექტროენერგიის კოგენერაცია/ერთად წარმოება

ბოილერების რეაბილიტაცია (გაძლიერებული კონტროლი, ეკონომაიზერები,

გაუმჯობესებული თბოიზოლაცია, რეგენერაციული მწველები, ავტომატური

ფენები და სხვა)

ძველი გაზის ბოილერების გამოცვლა კონდენსატორული ბოილერებით,

ელექტრო ენერგიით გათბობის ჩანაცვლება საწვავზე მომუშავე პირდაპირი

გათბობით,

პროცესის გაუმჯობესება გაძლიერებული კონტროლის ჩათვლით

Page 15: Energocredit Procedures Georgian

ორთქლის განაწილების სისტემის რეაბილიტაცია: ორთქლის ტრაპების

დამონტაჟება, კონენსატის გაძლიერებული ამოღება ხელახალი

გამოყენებისათვის, სხვ

ხელახალი გამოყენებისთვის სითბოს ამოღების მექანიზმის დამონტაჟება

(მაგ. ეკონომაიზრების დამონტაჟება გათბობის წინმსწრები პროცესისთვის,

სითბოს ამოღება სივრცის გასათბობად ხელახალი გამოყენებისთვის,

სითბოს ამოღება გაშრობის პროცესში ხელახალი გამოყენებისთვის და სხვ)

კომბინირებული გამაგრილებლების დამონტაჟება

ახალი გამაგრილებლების დამონტაჟება

განსხვავებული სიჩქარის მოძრავი მექანიზმების დამონტაჟება შერჩეულ

ძრავებზე;

კომპრესირებული აირის რეაბილიტაციის სისტემები (მაგ. დეცენტრალიზაცია

და/ან აირის კომპრესორების ზომის გადაწყობა ახალი ეფექტური

დანადგარებით)

ენერგიის სადისტრიბუციო სისტემების რეაბილიტაცია (მაგ. ძველი ან დიდი

ტრანსფორმატორების გამოცვლა, რეაქტიული ელ. ენერგიის მოხმარების

შესამცირებლად წარმადობის დამონტაჟება და სხვ)

ენერგიის მართვის სისტემების ან მშენებლობის მართვის სისტემების

დამონტაჟება

ენერგიის დაზოგვის ან განახლებადი ენერგიის აღრიცხვის დანერგვა შექმნილ

გარემოში (მაგ. კედლების, ჭრის, იატაკის თბოიზოლაცია, რელსებზე მოძრავი

კარებების დამონტაჟება, ახალი ფანჯრების დაყენება, ახალი გათბობა-

ვენტილაციის დამონტაჟება, ენერგო ეფექტური განათების დამონტაჟება და სხვ)

სხვა ზომების განხორციელება, რომელიც აქ არ არის ჩამოთვლილი

განახლებადი ენერგიის ინვესტიციები შეიძლება განხორციელდეს შემდეგი

მიმართულებებით:

ქარის ელექტრო მეურნეობები

Page 16: Energocredit Procedures Georgian

მდინარის ბუნებრივ რეჟიმში მომუშავე ჰიდროელექტროსადგურები 10

მეგავატზე ნაკლები წარმადობით

მზის სისტემის წყლის გამათბობლები

ბიომასის სისტემები სითბოს ან სითბოსა და ელექტროენერგიის წარმოებით

გაზის ძრავები ბიოგაზის გამოყენებით

დიზელის ძრავები ბიოდიზელის გამოყენებით

გეოთერმული სითბოს ტუმბოები

ბიოდაიჯესტერები ბიოგაზის წარმოებით

5.6 ვის შუძლია მოითხოვოს ენერგოკრედიტი

ნებისმიერ კერძო სექტორში მომუშავე კომპანიას შეუძლია მიმართოს ბანკს

ენერგოკრედიტის მცირე და საშუალო ბიზნეს სესხის აღების მიზნით, რომელიც:

წარმოადგენს არსებულ მსესხებელს, რომლის სესხი ან მისი ნაწილი

შეიძლება ჩაითვალოს ენერგოეფექტურად (იმის გათვალისწინებით,

რომ სესხი გაიცა დაახლოებით 6 თვის უკან, ინვესტიცია ჯერ არ

დასრულებულა, კლიენტს სურს ენერგოკრედიტის აღება)

ბ) წარმოადგენს პოტენციურ მსესხებელს

გ) არის არსებული და პოტენციური არამსესხებელი კლიენტი

5.7 ვის არ შეუძლია მოითხოვოს ენერგოკრედიტი

ქვემოთ მოცემულ სფეროებში მომუშავე კომპანიებს არ შეუძლიათ მოითხოვონ

ენერგოკრედიტი

კომპანიები რომლებიც აწარმოებენ ალკოჰოლსა და თამბაქოს

მშენებლობის პროექტები რომელთა მიზანია გაყიდვა

სამშენებლო სამუშაოები რომლებიც არ უკავშირდება ენერგიის დაზოგვას

სამუშაო კაპიტალი კომპანიებისთვის

Page 17: Energocredit Procedures Georgian

იმ კომპანიების საქმიანობის ჩამონათვალი, რომელიც არ შეიძლება მოხვდეს

ენერგოკრედიტის სესხით დაფინანსების ფარგლებში წარმოდგენილია კონსულტანტის

სახელმძღვანელოში (დანართში 4).

6. ბანკირის პასუხისმგებლობა

სესხისათვის შესაფერისი კლიენტის დადგენა;

კლიენტისათვის სესხის შეთავაზება;

სასესხო განაცხადის შევსების პროცესის მართვა;

კონსულტანტსა და კლიენტს შორის კომუნიკაციაში მხარდაჭერა;

მენეჯმენტსა და კლიენტს შორის კომუნიკაციის პროცესის მართვა;

საბოლოო განაცხადის წარდგენა საკრედიტო კომისიისადმი;

კლიენტის, კონსულტანტისა და ბანკში შესაბამისი თანამშრომლის

ინფორმირება სესხის დამტკიცების შესახებ;

სესხის მიზნობრიობის მონიტორინგი;

დასრულების ანგარიშის წარმოდგენა

7. სესხის გაყიდვის ეტაპები

7.1 კლიენტის იდენტიფიცირება

კლიენტის იდენტიფიკაცია შეიძლება მოხდეს სამგვარად:

ვიპ ბანკირი და კორპორატიული საბანკო სექტორი ახდენს პოტენციური

კლიენტების იდენტიფიკაციას ბანკის არსებული კლიენტებიდან

კონსულტანტს აქვს უფლება წარმოიწყოს მოლაპარაკებების პროცესი შესაძლო

კლიენტთან, მაგრამ კლიენტი უნდა იყოს მიღებული ბანკის მიერ სასესხო

განაცხადის შევსებამდე

Page 18: Energocredit Procedures Georgian

ბანკსა და კონსულტანტს ერთობლივად შეუძლიათ მოაწყონ ღონისძიებები

ენერგოკრედიტის პროდუქტის პოპულარიზაციის მიზნით, მაგ. რეგიონებში,

გარკვეული სამრეწველო სექტორისთვის, და ა.შ.

7.2 კლიენტთან პირველადი კონტაქტი

ბანკი ხვდება კლიენტს კონსულტანტთან ერთად, სასურველია კლიენტის ოფისში,

რადგან ამგვარად უფრო ადვილია საწარმოს დათვალიერება და თავდაპირველი

წინადადებების/რეკომენდაციების მიწოდება. ეს კლიენტისთვის უფასო სერვისს

წარმოადგენს.

ბანკირი და კონსულტანტთა ჯგუფის წევრი აწვდიან დეტალურ ინფორმაციას კლიენტს

ენერგოკრედიტის თობაზე, ისინ უხსნიან მას პროდუქტის არსს, ასევე იმ უპირატესობებს,

რასაც ის მიიღებს შესაბამისი ინვესტიციის განხორციელებით. ბანკირი და

კონსულტანტი აწვდიან შესაბამის ბროშურებს კლიენტს, ასევე მასალას და აცნობებენ

ვებ-გვერდის შესახებ (www.energocredit.ge), სადაც შესაზლებელია უფრო დეტალური

ინფორმაციის მიღება ენერგო ეფქეტურ პროდუქტებზე.

8. სესხის დამუშვების ეტაპები

სასესხო სელშეკრულების პირობები კლიენტებისათვის შემდეგნაირად დგინდება:

ბანკირი უხსნის კლიენტს შემდეგს:

სასესხო პირობებს

საკომისიოებს

უზრუნველყოფისა და დაზღვევის პირობებს (თუ ასეთი შეესაბამება პროექტს)

კლიენტი და ბანკი თანხმდებიან უზრუნველყოფაზე, ყოველთვიურ გადასახადს და

სესხის პირობებზე. მას შემდეგ, რაც კლიენტი დაეთნხმება პირობებს, ბანკირი მასთან

ერთად ავსებს ელექტრონულ სასესხო განაცხადს (დანართი 1) ჩვეულებრივი

პროცედურის შესაბამისად და იწყება სესხის დამუშავება.

8.1 კონსულტანტთა ჯგუფის მხრიდან რეკომენდაციების მომზადება

მას შემდეგ რაც მოხდება ბანკში ფინანსური დოკუმენტაციის წარდგენა და მოხდება მისი

შესაბამისობის დადგენა საკრედიტო კომიტეტის მოთხოვნებთან, ბანკი უგზავნის

ენერგოკრედიტის სასესხო განაცხადს კონსულტანტს (დანართი 2) იმისათვის, რომ

კონსულტანტმა განახორციელოს პროექტის წინასწარი შეფასების ანგარიში. ასლები

უნდა გაეგზავნოს ასევე სექტორის უფროსს, მენეჯერსა და ანგარიშგების ოფიცერს,

თემით „Energocredit Application - კომპანიის სახელწოდება“.

Page 19: Energocredit Procedures Georgian

კონსულტანტისადმი წარდგენილი განაცხადის საფუძველზე, ხდება კლიენტისა და

კონსულტანტის შეთანხმება წინასწარ ანგარიშზე, რომელიც მზადდება 1 კვირის ვადაში,

მას შემდეგ რაც კლიენტი წარმოადგენს ყველა საჭირო საბუთს. წინასწარ ანგარიშში

შეიძლება სესხის უარყოფილი იყოს, ან მოხდეს მხოლოდ ნაწილზე უარი ან

დამტკიცდეს ის ნაწილობრივ ან მთლიანად. ნაწილობრივი დასტურის შემთხვევაში

კლიენტის და ბანკის გადასაწყვეტია სურთ თუ არა სესხის მიღების პროცედურების

გაგრძელება.

კლიენტისა და ბანკისაგან „თანხმობის“ შემდეგ კონსულტანტი ამზადებს პროექტის

საბოლოო შეფასების ანგარიშს, რომელიც მზადდება საჭირო დოკუმენტების

მიღებიდან 2-3 კვირაში. პროექტის საბოლოო შეფასების ანგარიშის მომზადების ვადაა

2-3 კვირა მცირე პროექტის, ხოლო 4-8 კვირა დიდი ზომის პროექტის შემთხვევაში.

პროექტის საბოლოო შეფასების ანგარიში ეგზავნება შესაბამის კოორდინატორს, მცირე

და საშუალო ბიზნეს სესხების დეპარტამენტის უფროსს და EBRD-ს.

8.2 სასესხო განაცხადის განხილვა

პროექტის საბოლოო შეფასების ანგარიშის დამტკიცების შემდეგ, ბანკირი

კონსულტანთან ერთად საჭიროების შემთხვევაში უგზავნიან საკრედიტო კომიტეტს

მოთხოვნას ამ ანგარიშის შინაარსის გათვალისწინების მოთხოვნით ასევე რისკის

შეფასებებს და რეკმენდაციებს მცირე და საშუალო ბიზნეს სესხების დეპარტამენტში

არსებული წესების თნახმად, რომლის ფარგლებშიც უნდა მოხდეს ენერგოკრედიტის

სესხის ლიმიტისა და საპროცენტო განაკვეთის დაფიქსირება.

სესხის გაცემაზე პოზიტიური გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ბანკირი აცნობებს

საკრედიტო კომიტეტის გადაწყვეტილებას კლიენტს ტელეფონით მის სასესხო

განაცხადში მოცემული კონტაქტების გამოყენებით ან უგზავნის მას წერილობით

შეტყობინებას.

თუ მსესხებელი ეთნხმება ბანკის პირობებს, ბანკირი აცნობებს მას საჭირო

დოკუმენტაციის თაობაზე, რომელიც მან უნდა წარადგინოს ბანკში.

8.3 კონსულტანტისთვის ცნობის მიწოდება სესხის დამტკიცების თაობაზე

სესხზე დადებითი ან უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, საკრედიტო

ექსპერტი აცნობებს კონსულტანტს ელ-ფოსტით შემდეგს:

Page 20: Energocredit Procedures Georgian

დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში თემაში ჩაიწერება “Energocredit

Approval – კომპანიის სახელწოდება”

უარის შემთხვევაში “Energocredit Reject – კომპანიის სახელწოდება”

ასლი ეგზავნება: მენეჯერს და ანგარიშგების ოფიცერს

8.4 დოკუმენტირების პროცესი

დოკუმენტირების პროცესი ხორციელდება ბანკში არსებული სტანდარტული

პროცედურის შესაბამისად.

8.5 სესხის გაცემა

სესხის გაცემა ხდება ბანკში არსებული პროცედურის მიხედვით

8.6 გადახდები მომწოდებლებისადმი

სესხის გაცემის შემდეგ, მომწოდებლებთან გადახდა ხორციელდება საბანკო

გადარიცხვით, ან თუ ასეთი შეუძლებელია ნაღდი ანგარიშსწორებით, იმის

ვალდებულებით, რომ ყიდვის დოკუმენტის წარდგენა უნდა მოხდეს ბანკში.

8.7 სესხის მიზნობრიობის მონიტორინგი

ენერგო ეფექტური მოწყობილობების დამონტაჟების შემდეგ მსესხებელმა უნდა

წარმოადგინოს სამუშაოს დასრულების ანგარიში (დანართი 3) და დაურთოს მას

ყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. საბოლოო ანგარიშში, კლიენტმა უნდა

წარმოადგინოს ფინანსური დოკუმენტაცია, რომელიც ასახავს ენერგო ხარჯებს (გაზი,

ელექტროენერგია, წყლის გადასახადი), ბანკირი (ვიპ, კორპორატიული

სექტორი)ვალდებულია აღნიშნული დოკუმენტაცია კონსულტანტს როგორც

„ენერგოკრედიტის მცირე და საშუალო ბიზნეს სესხების დამტკიცების პროცესის

მიმოხილვა“.

Page 21: Energocredit Procedures Georgian

9. ენერგო აუდიტი

GEEP კონსულტანტი ახდენს პროექტის მოცულობისა და პოტენციალის შეფასებას

წინასწარი გამოკვლევებით, ადგილზე სტუმრობით და ინფორმაციის მოძიებით.

კონსულტანტი ახდენს წინასწარ ტექნიკურ შეფასებას შემდეგზე:

კლიენტის მოკლე აღწერა მის ბიზნესზე და სამუშაოზე ბაზისური ინფორმაციით;

პროექტის კონცენფციის მოკლე აღწერა, პროექტის მოცულობისა და

მოსალოდნელი ინვესტიციის გათვალისწინებით.

წინასწარი შეფასება შესაბამისობის კრიტერიუმებთან მიმართებაში.

GEEP ახდენს ენერგო დამზოგავი ღონისძიებების პოტენციალის შეფასებას რაც

მოიცავს მცირე, საშუალო და მაღალ ხარჯებს, შეიძლება ხარჯებს საერთოდაც არ

მოიცავდეს. ალტერნატიული გადაწყვეტილს გზების არსებობის შემთხვევაში ხდება

მათი განხილვა და შეფასება. შეფასებაში წარმოდგენილია სადისკონტო ბრუნვები და

მომგებიანობა (შიდამომგებიანობის კოეფიციენტი, პროექტის ნეტო ღირებულება და

აშ.), ასევე ტექნიკური რისკების ანალიზი მშენებლობასთან დაკავშირებით,

მოწყობილობის მოვლა და მოქმედება, შემოთავაზებული განხორციელების გეგმა,

პროექტის შესაბამისობა გარემოსდაცვით, ჯანდაცვის, უსაფრთხოებისა და

კანონიერების მოთხოვნებთან.

ენერგო აუდიტის ანგარიში მოიცავს შემდეგ საკითხებს:

სამრეწველო ოპერაციების ენერგო ბალანსი (თუ ასეთი შესაბამისია)

ენერგიის მოხმარებასთან დაკავშირებული ხარჯების ანალიზი (თუ ასეთი

შესაბამისია)

შემოთავაზებული ღონისძიებების ტექნიკური ანალიზი

Page 22: Energocredit Procedures Georgian

დამატებითი ენერგო დაზოგვის შესაძლებლობების იდენტიფიკაცია

შემოთავაზებული ღონისძიებების ბრუნვისა და მომგებიანობის ანალიზი

(მინიმალულრი შიდამომგებიანობის, პროექტის ნეტო ღირებულების ჩათვლით)

მოსალოდნელი ენერგიის დანაზოგის შეფასება განხორციელებული

ინვესტიციის შედეგად

ინვესტიციის ფინანსური გეგმა

გარემოსდაცვით, ჯანდაცვის, უსაფრთხოების კანონებთან და სტანდარტებთან

შსაბამისობის შეფასება

სათბურისებური გაზების გამოყოფის შემცირების ანალიზი