აიღე სესხი გონივრულად · როგორ ავიღოთ...

7
სესხი აიღე სესხი გონივრულად როგორ ავიღოთ სესხი გონივრულად

Upload: others

Post on 21-Jul-2020

3 views

Category:

Documents


0 download

TRANSCRIPT

Page 1: აიღე სესხი გონივრულად · როგორ ავიღოთ სესხი გონივრულად 1. ისწავლეთ,როგორ

სესხი

აიღე სესხი გონივრულად

როგორ ავიღოთ სესხი გონივრულად

Page 2: აიღე სესხი გონივრულად · როგორ ავიღოთ სესხი გონივრულად 1. ისწავლეთ,როგორ

როგორ ავიღოთ სესხი გონივრულად

1. ისწავლეთ,როგორ უნდა დათვალოთ თქვენი ყოველთვიური დანაზოგი დანაზოგი არის სხვაობა შემოსავალსა და ხარჯს შორის

გაითვალისწინეთ მხოლოდ ის შემოსავალი, რომლის მიღებაშიც ხართ დარწმუნებული შეეცედათ ყოველთვიურად აწარმოოთ თქვენი დანახარჯების აღრიცხვა

არ დაგავიწყდეთ ერთჯერადი ან სეზონური ოჯახური ან პირადი ხარჯის გათვალისწინება

2. იყავით მართალი თქვენს თავთან ნუ გაბერავთ შემოსავლებს, რეალურად გათვალეთ ხარჯები

დაამრგვალეთ უმცირესობისკენ შემოსავლები და დაამრგვალეთ მეტობისკენ ხარჯები

3.

სესხის ყოველთვიური შენატანი არ უნდა აღემატებოდეს ყოველთვიური დანაზოგის 70%

მაგ. თუ შემოსავალი =1000 და ხარჯი=800 მაშინ დანაზოგი=200

ყოველთვიური შენატანი=140 მაქსიმუმ

როგორ დავიანგარიშო რამდენის გადახდა შემიძლია

I II III IV V VI VII VIII IX X Xi XII

1. დაწერეთ თქვენი ყოველთვიური შენატანი შემოსავალი

2. სხვა რა შემოსავალს ღებულობთ წლის მანძილზე,მაგრამ არა ყოველთვიურად ხელზე ასაღები თანხა 1400 1400 1400 1400 1400 1400 1400 1400 1400 1400 1400 1400

3. იყავით კონსერვატიულები -არ მიათვალოთ შემოსავალს პრემიები,რომლის

აღების იმედი გაქვთ

პარტნიორების გადასახადი 500 500 500 500 500

საგადასახადო ფასდაკლება 800

სადღესასწაულო პრემია

4. რამდენს ხარჯავთ ქირაზე,შუქზე,წყალზე,გათბობაზე ხარჯები

გაზზე,ტელეფონზე,ტელევიზორზე,ინტერნეტზე,სხვა ქირის და კომუნალურები 500 500 500 500 500 500 500 500 500 500 500 500

5. დაინგარიშეთ საშუალოდ რამდენს ხარჯავთ საკვებზე საკვები 500 500 500 500 500 500 500 500 500 500 500 500

6. მიათვალეთ დღესასწაულები,ოჯახური წვეულებები, დაბადების დღეები საყოველთაო და ოჯახური დღესასწაულები 600 500 500 1500

7. გააკეთეთ ხარჯების რეალური აღრიცხვა -ისინი ყოველთვის იმაზე მეტია,ვიდრე თქვენ ფიქრობთ ბავშვების სწავლის გადასახადები 500

სხვა ხარჯები:ტრანსპორტი, ტანსაცმელი, სხვა 250 250 250 250 250 250 250 250 250 250 250 250

დანაზოგი (შემოსავალს - ხარჯები) 150 150 -450 950 150 650 450 650 150 150 150 -1350

4. აიღეთ სესხი იმავე ვალუტაში, რომელშიც გაქვთ შემოსავალი. სესხს უცხოურ ვალუტაში შესაძლოა უფრო დაბალი საპროცენტო განაკვეთი ქონდეს, მაგრამ გაცვლითი კურსის (ცვალებადობის) რისკის მატარებელია. ამიტომ, თუ თქვენ შემოსავალი არ გაქვთ იმავე ვალუტაში საბოლოოდ მოგიწევთ იმაზე მეტის გადახდა, ვიდრე გეგონათ რომ გადაიხდით, როდესაც ხელშეკრულებას აწერდით ხელს, რადგან ვალუტის კურსმა თქვენს ვალდებულებებზე იმოქმედა

5. კრისტალი ასევე შეაფასებს თქვენს გადახდისუნარიანობას. ეს გულისხმობს,იმას,რომ ჩვენ შეიძლება შემოგთავაზოთ ნაკლები თანხა ან არ დავამტკიცოთ თქვენს მიერ მოთხოვნილი ოდენობა. როგორც პასუხისმგებლიანი გამსესხებლები, ჩვენ ვალდებულნი ვართ თქვენი ვალი შევინარჩუნოთ უსაფრთხო დონეზე.

Page 3: აიღე სესხი გონივრულად · როგორ ავიღოთ სესხი გონივრულად 1. ისწავლეთ,როგორ

:)

ვიცი რამდენი უნდა გადავიხადო?

შეადარეთ სხვადასხვა შემოთავაზებები, რათა გააკეთოთ სწორი არჩევანი

გამსესხებელი #1 გთავაზობთ [1000] სესხს 12 თვის ვადით. სესხის გადახდა უნდა მოხდეს ყოვეთვიურად [100] შენატანის ოდენობით. სესხს აქვს წინასწარგადახდის საკომისიო/მოსაკრებელი [15]

გამსესხებელი #2 გთავაზობთ [900] სესხს 14 თვის ვადით. სესხის გადახდა უნდა მოხდეს ყოველთვიური [84] შენატანის ოდენობით. სესხს აქვს წინასწარგადახდის საკომისიო/მოსაკრებელი [20]

რომელი სესხია უფრო იაფი?

დაბალი ყოველთვიური შენატანი არ გულისხმობს უფრო იაფ სესხს. კომპანია „სწრაფი ფული“ უფრო ძვირია, მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვიური შენატანი უფრო დაბალი აქვს.

გახსოვდეთ! დაბალი საპროცენტო განაკვეთი არ გაძლევთ იაფი სესხის გარანტიას - დაწრმუნდით, რომ ყოველთვიური შენატანის დაანგარიშებისას გაითვალისწინეთ ყველა ხარჯები და გადასახადები, არა მხოლოდ გადასახდელი პროცენტი.

0% სესხები ძალიან იშვიათია და როგორც წესი შეიცავენ სხვა გადასახადებს (მაგ. სესხის დაზღვევა, მომსახურების გადასახადი) - უფრო მეტი თანხის დაბრუნება გიწევთ უკან, ვიდრე ისესხეთ.

კრისტალი MFC ყველა წევრი ორგანიზაციის მსგავსად აკონკრეტებს ყველა გადასახადს საკომისიოების და ჯარიმების ჩათვლით - ყველა საკრედიტო ორგანიზაცია არ აკეთებს ამას.

თქვენი მოთხოვნა კანონიერია წლიური საპროცენტო განაკვეთის ოდენობის შესახებ, რაც დაგეხმარებათ სესხის ღირებულების განსაზღვრაში

კომპანია „ბედნიერი სესხი“ კომპანია „სწრაფი ფული“

სესხის თანხა 1000 900

გადახდის ვადა (ყოველთვიური გადახდის გრაფიკი) 12 თვე 14 თვე

ყოველთვიური შენატანი (დაფარვა) 100 84

ყოველთვიურად გადასახდელი თანხა 100 x 12 თვე = 1200 84 x 14 თვე = 1176

გამსესხებლისთვის გადასახდელი დამატებითი თანხა (პროცენტი) 1200 - 1000 = 200 1176 - 900 = 276

წინასწარ გადახდის საკომისიო/მოსაკრებელი 15 20

სესხის მთლიანი ღირებულება (ნასესხები თანხის გარდა) 200 + 15 = 215 276 + 20 = 296

სესხის ღირებულება %-ში (215/1000) x 100 = 21,5 % (296/900) x 100 = 32,9 %

Page 4: აიღე სესხი გონივრულად · როგორ ავიღოთ სესხი გონივრულად 1. ისწავლეთ,როგორ

სრულყოფილად გავიგე ხელშეკრულება?

ყოველთვის თავიდან ბოლომდე წაიკითხეთ ხელშეკრულება - ხელშეკრულების ყოველი მუხლი მნიშვნელოვანია, მცირე შრიფტით დაბეჭდილიც კი

გაეცანით გადახდის ვადებს, მეთოდებს, ჯარიმებს და ხარჯებს

თხოვეთ თქვენს სესხის ოფიცერს განგიმარტოთ ხელშეკრულების ყველა მუხლი

ერიდეთ აგრესიულ კრედიტორებს- თქვენ ყოველთვის გაქვთ დრო, რომ განიხილოთ სხვა შემოთავაზება - არ იჩქაროთ ხელი მოაწეროთ ისეთ დოკუმენტს, რომელიც თქვენთვის გაუგებარია

10 შეკითხვა,რომელსაც უნდა უპასუხოთ ვიდრე მოაწერთ ხელს ხელშეკრულებას:

1. რა არის საპროცენტო განაკვეთი? 2. არის თუ არა სხვა საკომისიოები? რა ტიპის და რამდენი?

3. რა არის დაფარვის გრაფიკი?რამდენი უნდა გადავიხადო

ყოველთვიურად და როდის?

4. როგორ ვიხდი?

5. როდის მივიღებ სესხის თანხას?

6. არის თუ არა საშეღავათო პერიოდი? რა პირობებია?

7. არის თუ არა ჯარიმები გადახდის დაგვიანების შემთხვევაში? შეამოწმეთ დაგვიანებული გადახდის პროცედურები. არსებობს თუ არა შეზღდუდვები მაქსიმალურ ჯარიმებზე?

8. როგორ უნდა მოვიქცე თუ პრობლემა შემექმნა დროულად გადახდაზე? კრისტალი თუ სთავაზობს სესხის გრაფიკის შეცვლას/რესტრუქტურიზაციას?

9. შემიძლია თუ არა სესხის წინასწარ გადახდა? არის თუ არა ამ შემთხვევაში რაიმე საკომისიო?

10. რა მოხდება თუ გამოვტოვებ ერთ ან ორ გადახდას?

Page 5: აიღე სესხი გონივრულად · როგორ ავიღოთ სესხი გონივრულად 1. ისწავლეთ,როგორ

დარწმუნდით, რომ კარგად იცნობთ ამ პროცესს, იცით ვის უნდა მიმართოთ საჩივრის შემთხვევაში და რა ფორმით და როდის უნდა მიიღოთ პასუხი

გთხოვთ საჩივრები ან რეკომენდაციები მოგვაწოდოთ ცხელი ხაზის (25 22 44) ან „კრისტალის“ ფილიალებში განთავსებული „კლიენტის ხმა“ ყუთების მეშვეობით

ჩვენ ვაფასებთ თქვენს მოსაზრებას - დაგვეხმარეთ გაგიწიოთ უკეთესი მომსახურება

როგორ უნდა მოვიქცე თუ კმაყოფილი არ ვარ?

გახსოვდეთ: თქვენ გაქვთ საჩივრის წარდგენის უფლება - დარწმუნდით, რომ სარგებლობთ ამ უფლებით. „კრისტალი“ ყოველთვის მიესალმება მომხარებლისგან მიღებულ უკუკავშირს, ამრიგად გთხოვთ შეგვატყობინოთ თუ უკმაყოფილო დარჩით ჩვენი მომსახურებით ან თუ გაქვთ რაიმე რეკომენდაცია, თუ როგორ გავაუმჯობესოთ ჩვენი მომსახურება. ხელშეკრულებაზე ხელის მოწერამდე დარწმუნდით, რომ იცით, თუ როგორ უნდა წარადგინოთ საჩივარი

Page 6: აიღე სესხი გონივრულად · როგორ ავიღოთ სესხი გონივრულად 1. ისწავლეთ,როგორ

სესხი

გონივრული ვალი, გულისხმობს სესხის აღებას ისეთი საგნებისთვის როგორიცაა:

ქონების შესყიდვა - ყოველთვიური შენატანის გადახდით საბოლოოდ თქვენ ფლობთ კერძო საკუთრებას, იმის ნაცვლად რომ ქირის გადახდით ქარს ატანთ ფულს

საკუთარი ბიზნესისთვის - სამომავლო შემოსავლის შესაქმნელად

თქვენი ან თქვენი შვილების განათლება - კვალიფიკაცია ზრდის შემოსავალს სახლის რემონტი - მაგ. რემონტი ენერგიის დაზოგვისთვის, ახალი საყოფაცხვორებო ნივთების შესაძენად, რომლებიც ნაკლებ წყალს და ენერგიას მოიხმარენ

სახიფათო ვალი, გულისხმობს სესხის აღებას ისეთი საგნებისთვის, როგორიცაა:

სხვა სესხის დაფარვა

დღესასწაულებისთვის და ფუფუნების საგნებისთვის

დაბადების დღეების,ოჯახური წვეულებებისთვის და საჩუქრებისთვის

ამგვარი შესყიდვებისათვის სჯობს დაიცადოთ და გააკეთოთ დანაზოგი, ვიდრე აიღოთ სესხი

4. იზრუნეთ თქვენს საკრედიტო ისტორიაზე - ჩანაწერები იქ სამუდამოდ რჩება

კრედიტ ინფო საქართველო აწარმოებს პრობლემური გადახდების აღრიცხვას, ამიტომ სხვა საფინანსო ორგანიზაციებს შეუძლიათ შეამოწმონ მონაცემები სესხის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე ინფორმაციის განადგურება არ ხდება, ამიტომ დარწმუნდით, რომ თქვენი გადახდის ჩანაწერები, როგორც სანდო გადამხდელის სუფთაა. ნუ აიღებთ სესხს სხვის ნაცვლად, თუნდაც ეს იყოს ახლო მეგობარი ან ოჯახის წევრი თუ თანხას იხდით ნაღდი ანგარიშსწორებით ყოველთვის მოითხოვეთ ჩეკი

5.

ყურადღებით იყავით, როცა სხვისი სესხის თავდები ხართ ნურასოდეს გასცემთ გარანტიას ვინმეს სესხზე, ვისაც არ აქვს სტაბილური შემოსავალი გაარკვიეთ რას გადაიხდით იმ შემთხვევაში, თუ პიროვნება ვისაც თქვენ უწევთ გარანტიას არ იხდის სესხს ხელის მოწერამდე დარწმუნდით, რომ ხელშეკრულებაში თანხის ის ოდენობაა მითითებული, რაც თქვენთვის იყო ცნობილი

6. რაიმე პრობლემის წარმოქმნის შემთხვევაში აცნობეთ კრისტალის სესხის ოფიცერს - ჩვენ აქ ვართ, იმისთვის რომ დაგეხმაროთ

აკონტროლეთ ვალი - არ მისცეთ ვალს უფლება გაგიწიოთ კონტროლი

1.

ბევრმა ვალმა შეიძლება შეგიქმნათ პრობლემები გადახდასთან დაკავშირებით. ისესხეთ მხოლოდ იმდენი, რის დაფარვასაც თქვენ უპრობლემოდ შეძლებთ და 100% იყავით დარწმუნებული, რომ თქვენთვის ცნობილია ყველა ხარჯი.

2.

თავიდან აირიდეთ პარალელური სესხები: რამოდენიმე სესხის ქონის შემთხვევაში თქვენი ზედმეტი ვალდებულებების მაღალი რისკის ქვეშ დგახართ. მოერიდეთ ერთი სესხის მეორე სესხით დაფარვას.

3.

აიღეთ სესხი ინვესტიციისთვის, მოერიდეთ სესხის აღებას იმ საგნების შესაძენად, რომლებიც გსრუთ რომ გქონდეთ,მაგრამ არ გჭირდებათ.

Page 7: აიღე სესხი გონივრულად · როგორ ავიღოთ სესხი გონივრულად 1. ისწავლეთ,როგორ

www.mfc.org.pl/wiseborrowing

Mikro razvoj d.o.o.Micro Development l.l.c.

პარტნიორები

კონტაქტი

მისო "კრისტალი"

მისამართი: ნიკეას #22

ტელეფონი: ( + 995 0431 ) 25 22 44

ელ-ფოსტა: [email protected]

www.crystal.ge