თოფი ელექტროღობეებმა უნდა...

6
დირექტორთა საბჭოში იმერეთის წარმომადგენელი ხარაგაულელია „საუნჯე” საერთაშორისო ფესტივალზე როგორ მუშაობს სახელმწიფო შესყიდვების სისტემა საატესტატო გამოცდები ხარაგაულში „მუზეუმების ღამე” ხარაგაულში სპორტული სიახლეები 2 გვ. 3 გვ. 3 გვ. 4 გვ. 4 გვ. 5 გვ. დღეს ნომერშია გამგებელს ღორეშელთა პრობლემები გააცვნეს „უბისის“ წარმატებები ვრცელდება ხარაგაულისა და ჭიათურის მუნიციპალიტეტებში ყოველკვირეული დამოუკიდებელი გაზეთი გამოდის 1998 წლის მარტიდან ფასი 60 თეთრი თოფი ელექტროღობეებმა უნდა ჩაანაცვლოს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ოთხ სოფელში (ახალსოფელი, თეთრაწყარო, ბაზალეთი, ჩხერი) ბუნებრივი აირის ცენტრალური მაგისტრალი გასულ წელს აშენდა. „სოკარ გაზის“ საზოგადოებას- თან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, თეონა რუხაძის, ინ- ფორმაციით ამ სოფლებში მაგის- ტრალის გადმოცემის პროცესი დასრულებულია. მოსახლეობაში დაქსელვის სამუშაოები ივნისის ბოლოს დაიწყება. ისლარსა და ჯაფაროულში გა- ზიფიცირების სამუშაოებს კომპანია „STS-გრუპი“ ახორციელებს. კომ- პანიის მთავარი ინჟინერის, თამაზ სიდამონიძის, ინფორმაციით, ამ ეტაპზე სამღებრო სამუშაოები მიმ- დინარეობს და ამ სოფლებში ცენ- ტრალური მაგისტრალის გაყვანა უახლოეს დღეებში დასრულდება. ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის მიმდებარე სოფლების მოსახ- ლეობას ეროვნული პარკის დირექტო- რი ლევან თაბუნიძე და ა/ო „ქალები ქვეყნის მომავლისათვის“ დამფუძნებე- ლი ხათუნა მანჯავიძე შეხვდნენ. შეხვედრა 31 მაისს ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის ინოვაცი- ების ცენტრში გაიმართა და ეროვნული პარკის საძოვრებზე განსახორციელე- ბელ ახალ პროექტს მიეძღვნა. პროექტი, რომელსაც ა/ო „ქალები ქვეყნის მომავლისათვის“ განახორ- ციელებს, ალპურ საძოვრებზე მწყემ- სების ბინასთან ელექტროღობეებისა და ჰელიონათურების დამონტაჟებას ითვალისწინებს. „ელექტროღობეებისა და ჰელიონა- თურების დამონტაჟება მტაცებელი ცხო- ველებისგან გამოწვეულ ზარალს შეამ- ცირებს, - ამბობს ხათუნა მანჯავიძე, - ამით უსაფრთხო გახდება მწყემსების საქმიანობაც. ვფიქრობთ, რომ ამაღლ- დება გარემოსდაცვითი ცნობიერება და პრობლემების გადასაჭრელად გაღრმავდება დიალოგი ადგილობრივ მოსახლეობასა და ეროვნული პარკის ადმინისტრაციას შორის.“ შეხვედრაზე ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის დირექტორმა ლე- ვან თაბუნიძემ აღნიშნა, რომ ელექტ- როღობეები და ჰელიონათურები წელიწადნახევრის წინ თუშეთის ეროვ- ნული პარკის საძოვრებზე დამონტაჟდა და მწყემსები კმაყოფილები არიან. „ყველამ იცით, რომ არ შეიძლება ეროვნული პარკის ტერიტორიაზე იარა- ღით გადაადგილება, - მიმართა შეკრე- ბილ მოქალაქეებს ლევან თაბუნიძემ, - მტაცებელი ცხოველებისგან ზარალ- დებით. ეს პროექტი ზიანს შეამცირებს, პირუტყვი უფრო დაცული იქნება. თოფი უნდა ჩაანაცვლოს ელექტროღობეებმა.“ ახალსოფელში მცხოვრებმა ბეჟან ჭიპაშვილმა ისაუბრა, რომ თითქმის ყო- ველდღე მის პირუტყვს მგელი იტაცებს. „სოფელში გარეული მხეცების თავდასხ- მა გახშირდა და პირუტყვის დაცვას ვერ ვახერხებთ. რა ღობე უშველის მგელს, როცა სახლში, სოფელში გვჭამს. ჯერ აქ დაგვიცავით, სანამ პირუტყვს მთაში წავიყვანთ,“ - გულისტკივილით აღნიშნა შეხვედრაზე ბეჟან ჭიპაშვილმა. ფარცხნალში მცხოვრები გიორგი ხა- რაძე მიიჩნევს, რომ გარეული ნადირის- გან თავდასაცავად დღეს ხელისუფლე- ბისგან შემოთავაზებული ღონისძიებები არაეფექტურია. მისი თქმით, მგლების რაოდენობა ძალიან გაიზარდა. ამიტომ კარგი იქნება, თუ მწყემსებს საძოვრებზე ისევ იარაღის ტარების უფლებას მისცე- მენ თავდაცვისთვის და არა სანადიროდ. ამის გაკონტროლება კი შესაბამის ორ- განოებს შეუძლიათ. „გაგვაგებინეთ, ადამიანია პრიორი- ტეტი თუ მგელი?! - კითხულობს გიორგი ხარაძე, - ოთხი წლის ნალოლიავებ პი- რუტყს რომ აიყვან საძოვარზე და მგელი შეგიჭამს, როგორ ხასიათზე დადგები.“ ტრადიციული გამოყენების ზონაში მიწის საკუთრების საკითხით დაინ- ტერესდა ფარცხნალში გამგებლის წარმომადგენელი ნიკოლოზ ბირკაძე. მოსახლეობისთვის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე ათასობით მოთხრილი ხის მოსახლეობისთვის გადაცემა მოით- ხოვა ვახანში მცხოვრებმა ვეფხვია ღონ- ღაძემ. დაშვებულია თუ არა ტრადიცი- ული გამოყენების ზონაში მეფუტკრეობა და ამისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის მოწყობა, - ამ თემით დაინტერესდა ისლარში მცხოვრები ლევან ტაბატაძე. ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის დირექტორი ლევან თაბუნიძე მოსახლეობას დაჰპირდა, რომ 12-დან 17 ივნისამდე ხარაგაულში ჩამოვა და ეროვნულ პარკთან დაკავშირებულ ყველა პრობლემას მოსახლეობასთან ერთად განიხილავს. ა/ო „ქალები ქვეყნის მომავლისათ- ვის“ ახალ პროექტს გაეროს განვითა- რების ფონდის მცირე გრანტების პროგ- რამის დაფინანსებით განახორციელებს. პროექტი 50%-იანი თანადაფინანსებით უნდა განხორციელდეს. თანადაფინანსე- ბად განსაზღვრულია შრომითი რესურსი ეროვნული პარკის ადმინისტრაციისა და ადგილობრივი თემის მხრიდან. ალპურ საძოვრებზე ელექტროღობე- ებისა და ჰელიონათურების დამონტაჟები- სას სპეციალისტებთან ერთად ადგილობ- რივმა მოსახლეობამ უნდა იმუშაოს. ორი წლის შემდეგ აპარატურა თემს გადაეცემა. მათი დასამონტაჟებელი ადგილი მოსახ- ლეობასთან კონსულტაციით შეირჩევა. „თავად თემი უნდა იყოს მოტივირებუ- ლი, რომ ამ ინოვაციას მხარი დაუჭიროს, - ამბობს ხათუნა მანჯავიძე, - ამის გარეშე შედეგს ვერ მივიღებთ. გვსურს, რომ პროექტი მოსახლეობამ გაითავისოს. პრიორიტეტი მიენიჭება იმ მწყემსების ბი- ნებს, რომელთაც მაღალი მოტივაცია ექ- ნებათ და საქონლის სულადობა - მეტი.“ ელექტროღობეებსა და ჰელიონათუ- რებს ეროვნული პარკის ტერიტორიაზე შპს „მზის სახლის“ სპეციალისტები და- ამონტაჟებენ. ამ ორგანიზაციის დირექ- ტორის, კოტე კობახიძის ინფორმაციით, ელექტროღობეები შოკის მომგვრელია და არა მომაკვდინებელი. ტექნიკური დეტალების გასაცნობად „მზის სახლის“ წარმომადგენლები მწყემსებს ხარა- გაულში უახლოეს ხანში შეხვდებიან. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველმა მოადგილემ, არჩილ მაღრაძემ მოსახლეობას მოუწოდა, რომ პროექტის მიმართ სკეპტიკურად არ განეწყონ. ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე, ამ პროექტის ფარგლებში, ელექტროღობეები და ჰე- ლიონათურები ხარაგაულის საძოვრების გარდა ადიგენში, ბორჯომში, ბაღდათსა და ახალციხეში დამონტაჟდება. ნინო კაპანაძე ხარაგაულის კულტურის ცენტრ- თან არსებული ქორეოგრაფიული ანსამბლი „უბისი“ საქართველოს და- მოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ კონცერტში მონაწილეობდა. „უბისის“ ქორეოგრაფების ელისო და ზაზა ლურსმანაშვილების ინფორ- მაციით, ქორეოგრაფიის ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებულ კონცერტ- ში 15 ანსამბლი ჩაერთო; ჩეხეთსა და პოლონეთში საერთაშორისო ფესტივა- ლებზე მონაწილეობისთვის კი მათგან მხოლოდ „უბისი“ შეარჩიეს. ფესტივალი ივლისში გაიმართება. ჯერჯერობით უცნობია, შეძლებენ თუ არა გასამგზავ- რებელად თანხის მოძიებას. „უბისი“ ასევე წარმატებით გამოვიდა ახალციხეში ფესტივალზე „რაბათის გაზაფხული 2017“. ახალციხის მერიამ ანსამბლი დიპლომებით დააჯილდოვა. გაზეთის მკითხველებისთვის ცნობილია, რომ 17 მაისს ღორეშა- ში კონკურსის „სტუდენტები თვითმ- მართველობისთვის“ ფარგლებში დასახლების საერთო კრება გა- იმართა. ღორეშის მოსახლეობამ კრებაზე სამი უმთავრესი პრობლე- მა გამოკვეთა - კვადოურის უბნის სასაფლაომდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია და სასაფლაოს შემოღობვა; სპორტული დარბაზის სპორტული ინვენტარით მომარა- გება; ვაჟა-ფშაველას სახელობისა და შინმოუსვლელთა მემორი - ალების მიმდებარე სკვერების რეაბილიტაცია. 31 მაისს „სტუდენტები თვითმ- მართველობისთვის“ ჯგუფის წევ- რებმა ხარაგაულის მუნიციპალიტე- ტის გამგებელ ნიკოლოზ თოფური- ძეს ღორეშის მოსახლეობის მიერ წამოჭრილი ამ სამი პრობლემის შესახებ ინფორმაცია წარუდგინეს. გამგებელმა სტუდენტებს განუცხა- და, რომ „აღნიშნული პრობლემების შესწავლა შესაბამის სამსახურებს დაევალებათ. ხარაგაულის რესურს- ცენტრის ხელმძღვანელობა დაინტე- რესდება, თუ რა სახის სპორტული ინვენტარი სჭირდებათ ღორეშელ ახალგაზრდებს და აუცილებლად შევიძენთ. ღორეშაში არსებული სკვერების მოვლა-პატრონობა ააიპ „ხარაგაულკეთილმოწყობას“ და- ევალება. რაც შეეხება, კვადოურის უბნის სასაფლაომდე მისასვლელი გზის რეაბილიტაციას, სხვა სოფლებ- ში გზები ბევრად უფრო სავალალო მდგომარეობაშია. ამ ეტაპზე, ჩვენ სასაფლაომდე მისასვლელი გზების გაკეთებას არ ვგეგმავთ. საქართ- ველოს მთავრობის გეგმაა, რომ სამ წელიწადში ყველა სოფელში ცენტრალური გზები მობეტონდეს,“ - ამბობს ხარაგაულის გამგებელი ნიკოლოზ თოფურიძე. სტუდენტური ჯგუფის წევრები ამ- ბობენ, რომ პროექტით მათი ვალ- დებულება იყო, სოფლის მოსახლე- ობის პრობლემები ადგილობრივ ხელისუფლებამდე მიეტანათ. ბუნებრივ აირს ელიან 2 ივნისი, პარასკევი, 2017 წ. 20 (734) www.chkh.org

Upload: others

Post on 03-Jul-2020

3 views

Category:

Documents


0 download

TRANSCRIPT

Page 1: თოფი ელექტროღობეებმა უნდა ჩაანაცვლოსchemikharagauli.com/uploads/secbanners/20-734-2017w.pdf · 2 xtvb bvthtsb 2 ივნისი,

დირექტორთა საბჭოში იმერეთის წარმომადგენელი ხარაგაულელია

„საუნჯე” საერთაშორისო ფესტივალზე

როგორ მუშაობს სახელმწიფო შესყიდვების სისტემა

საატესტატო გამოცდები ხარაგაულში

„მუზეუმების ღამე” ხარაგაულში

სპორტული სიახლეები

2 გვ.

3 გვ.

3 გვ.

4 გვ.

4 გვ.

5 გვ.

დღესნომერშია

გამგებელს ღორეშელთა პრობლემები გააცვნეს

„უბისის“ წარმატებები

ვრცელდება ხარაგაულისა და ჭიათურის მუნიციპალიტეტებშიყოველკვირეული დამოუკიდებელი გაზეთი გამოდის 1998 წლის მარტიდან ფასი 60 თეთრი

თოფი ელექტროღობეებმა უნდა ჩაანაცვლოს

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ოთხ სოფელში (ახალსოფელი, თეთრაწყარო, ბაზალეთი, ჩხერი) ბუნებრივი აირის ცენტრალური მაგისტრალი გასულ წელს აშენდა.

„სოკარ გაზის“ საზოგადოებას-თან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, თეონა რუხაძის, ინ-ფორმაციით ამ სოფლებში მაგის-ტრალის გადმოცემის პროცესი დასრულებულია. მოსახლეობაში დაქსელვის სამუშაოები ივნისის ბოლოს დაიწყება.

ისლარსა და ჯაფაროულში გა-ზიფიცირების სამუშაოებს კომპანია „STS-გრუპი“ ახორციელებს. კომ-პანიის მთავარი ინჟინერის, თამაზ სიდამონიძის, ინფორმაციით, ამ ეტაპზე სამღებრო სამუშაოები მიმ-დინარეობს და ამ სოფლებში ცენ-ტრალური მაგისტრალის გაყვანა უახლოეს დღეებში დასრულდება.

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის მიმდებარე სოფლების მოსახ-ლეობას ეროვნული პარკის დირექტო-რი ლევან თაბუნიძე და ა/ო „ქალები ქვეყნის მომავლისათვის“ დამფუძნებე-ლი ხათუნა მანჯავიძე შეხვდნენ.

შეხვედრა 31 მაისს ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის ინოვაცი-ების ცენტრში გაიმართა და ეროვნული პარკის საძოვრებზე განსახორციელე-ბელ ახალ პროექტს მიეძღვნა.

პროექტი, რომელსაც ა/ო „ქალები ქვეყნის მომავლისათვის“ განახორ-ციელებს, ალპურ საძოვრებზე მწყემ-სების ბინასთან ელექტროღობეებისა და ჰელიონათურების დამონტაჟებას ითვალისწინებს.

„ელექტროღობეებისა და ჰელიონა-თურების დამონტაჟება მტაცებელი ცხო-ველებისგან გამოწვეულ ზარალს შეამ-ცირებს, - ამბობს ხათუნა მანჯავიძე, - ამით უსაფრთხო გახდება მწყემსების საქმიანობაც. ვფიქრობთ, რომ ამაღლ-დება გარემოსდაცვითი ცნობიერება და პრობლემების გადასაჭრელად გაღრმავდება დიალოგი ადგილობრივ მოსახლეობასა და ეროვნული პარკის ადმინისტრაციას შორის.“

შეხვედრაზე ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის დირექტორმა ლე-ვან თაბუნიძემ აღნიშნა, რომ ელექტ-როღობეები და ჰელიონათურები წელიწადნახევრის წინ თუშეთის ეროვ-ნული პარკის საძოვრებზე დამონტაჟდა და მწყემსები კმაყოფილები არიან.

„ყველამ იცით, რომ არ შეიძლება ეროვნული პარკის ტერიტორიაზე იარა-ღით გადაადგილება, - მიმართა შეკრე-ბილ მოქალაქეებს ლევან თაბუნიძემ, - მტაცებელი ცხოველებისგან ზარალ-დებით. ეს პროექტი ზიანს შეამცირებს, პირუტყვი უფრო დაცული იქნება. თოფი უნდა ჩაანაცვლოს ელექტროღობეებმა.“

ახალსოფელში მცხოვრებმა ბეჟან ჭიპაშვილმა ისაუბრა, რომ თითქმის ყო-ველდღე მის პირუტყვს მგელი იტაცებს. „სოფელში გარეული მხეცების თავდასხ-მა გახშირდა და პირუტყვის დაცვას ვერ ვახერხებთ. რა ღობე უშველის მგელს, როცა სახლში, სოფელში გვჭამს. ჯერ აქ დაგვიცავით, სანამ პირუტყვს მთაში წავიყვანთ,“ - გულისტკივილით აღნიშნა შეხვედრაზე ბეჟან ჭიპაშვილმა.

ფარცხნალში მცხოვრები გიორგი ხა-

რაძე მიიჩნევს, რომ გარეული ნადირის-გან თავდასაცავად დღეს ხელისუფლე-ბისგან შემოთავაზებული ღონისძიებები არაეფექტურია. მისი თქმით, მგლების რაოდენობა ძალიან გაიზარდა. ამიტომ კარგი იქნება, თუ მწყემსებს საძოვრებზე ისევ იარაღის ტარების უფლებას მისცე-მენ თავდაცვისთვის და არა სანადიროდ. ამის გაკონტროლება კი შესაბამის ორ-განოებს შეუძლიათ.

„გაგვაგებინეთ, ადამიანია პრიორი-ტეტი თუ მგელი?! - კითხულობს გიორგი ხარაძე, - ოთხი წლის ნალოლიავებ პი-რუტყს რომ აიყვან საძოვარზე და მგელი შეგიჭამს, როგორ ხასიათზე დადგები.“

ტრადიციული გამოყენების ზონაში მიწის საკუთრების საკითხით დაინ-ტერესდა ფარცხნალში გამგებლის წარმომადგენელი ნიკოლოზ ბირკაძე. მოსახლეობისთვის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე ათასობით მოთხრილი ხის მოსახლეობისთვის გადაცემა მოით-ხოვა ვახანში მცხოვრებმა ვეფხვია ღონ-ღაძემ. დაშვებულია თუ არა ტრადიცი-ული გამოყენების ზონაში მეფუტკრეობა და ამისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის მოწყობა, - ამ თემით დაინტერესდა

ისლარში მცხოვრები ლევან ტაბატაძე.ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული

პარკის დირექტორი ლევან თაბუნიძე მოსახლეობას დაჰპირდა, რომ 12-დან 17 ივნისამდე ხარაგაულში ჩამოვა და ეროვნულ პარკთან დაკავშირებულ ყველა პრობლემას მოსახლეობასთან ერთად განიხილავს.

ა/ო „ქალები ქვეყნის მომავლისათ-ვის“ ახალ პროექტს გაეროს განვითა-რების ფონდის მცირე გრანტების პროგ-რამის დაფინანსებით განახორციელებს. პროექტი 50%-იანი თანადაფინანსებით უნდა განხორციელდეს. თანადაფინანსე-ბად განსაზღვრულია შრომითი რესურსი ეროვნული პარკის ადმინისტრაციისა და ადგილობრივი თემის მხრიდან.

ალპურ საძოვრებზე ელექტროღობე-ებისა და ჰელიონათურების დამონტაჟები-სას სპეციალისტებთან ერთად ადგილობ-რივმა მოსახლეობამ უნდა იმუშაოს. ორი წლის შემდეგ აპარატურა თემს გადაეცემა. მათი დასამონტაჟებელი ადგილი მოსახ-ლეობასთან კონსულტაციით შეირჩევა.

„თავად თემი უნდა იყოს მოტივირებუ-ლი, რომ ამ ინოვაციას მხარი დაუჭიროს, - ამბობს ხათუნა მანჯავიძე, - ამის გარეშე

შედეგს ვერ მივიღებთ. გვსურს, რომ პროექტი მოსახლეობამ გაითავისოს. პრიორიტეტი მიენიჭება იმ მწყემსების ბი-ნებს, რომელთაც მაღალი მოტივაცია ექ-ნებათ და საქონლის სულადობა - მეტი.“

ელექტროღობეებსა და ჰელიონათუ-რებს ეროვნული პარკის ტერიტორიაზე შპს „მზის სახლის“ სპეციალისტები და-ამონტაჟებენ. ამ ორგანიზაციის დირექ-ტორის, კოტე კობახიძის ინფორმაციით, ელექტროღობეები შოკის მომგვრელია და არა მომაკვდინებელი. ტექნიკური დეტალების გასაცნობად „მზის სახლის“ წარმომადგენლები მწყემსებს ხარა-გაულში უახლოეს ხანში შეხვდებიან.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველმა მოადგილემ, არჩილ მაღრაძემ მოსახლეობას მოუწოდა, რომ პროექტის მიმართ სკეპტიკურად არ განეწყონ.

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე, ამ პროექტის ფარგლებში, ელექტროღობეები და ჰე-ლიონათურები ხარაგაულის საძოვრების გარდა ადიგენში, ბორჯომში, ბაღდათსა და ახალციხეში დამონტაჟდება.

ნინო კაპანაძე

ხარაგაულის კულტურის ცენტრ-თან არსებული ქორეოგრაფიული ანსამბლი „უბისი“ საქართველოს და-მოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ კონცერტში მონაწილეობდა.

„უბისის“ ქორეოგრაფების ელისო და ზაზა ლურსმანაშვილების ინფორ-მაციით, ქორეოგრაფიის ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებულ კონცერტ-ში 15 ანსამბლი ჩაერთო; ჩეხეთსა და პოლონეთში საერთაშორისო ფესტივა-ლებზე მონაწილეობისთვის კი მათგან მხოლოდ „უბისი“ შეარჩიეს. ფესტივალი ივლისში გაიმართება. ჯერჯერობით უცნობია, შეძლებენ თუ არა გასამგზავ-რებელად თანხის მოძიებას.

„უბისი“ ასევე წარმატებით გამოვიდა ახალციხეში ფესტივალზე „რაბათის გაზაფხული 2017“. ახალციხის მერიამ ანსამბლი დიპლომებით დააჯილდოვა.

გაზეთის მკითხველებისთვის ცნობილია, რომ 17 მაისს ღორეშა-ში კონკურსის „სტუდენტები თვითმ-მართველობისთვის“ ფარგლებში დასახლების საერთო კრება გა-იმართა. ღორეშის მოსახლეობამ კრებაზე სამი უმთავრესი პრობლე-მა გამოკვეთა - კვადოურის უბნის სასაფლაომდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია და სასაფლაოს შემოღობვა; სპორტული დარბაზის სპორტული ინვენტარით მომარა-გება; ვაჟა-ფშაველას სახელობისა და შინმოუსვლელთა მემორი-ალების მიმდებარე სკვერების რეაბილიტაცია.

31 მაისს „სტუდენტები თვითმ-

მართველობისთვის“ ჯგუფის წევ-რებმა ხარაგაულის მუნიციპალიტე-ტის გამგებელ ნიკოლოზ თოფური-ძეს ღორეშის მოსახლეობის მიერ წამოჭრილი ამ სამი პრობლემის შესახებ ინფორმაცია წარუდგინეს.

გამგებელმა სტუდენტებს განუცხა-და, რომ „აღნიშნული პრობლემების შესწავლა შესაბამის სამსახურებს დაევალებათ. ხარაგაულის რესურს-ცენტრის ხელმძღვანელობა დაინტე-რესდება, თუ რა სახის სპორტული ინვენტარი სჭირდებათ ღორეშელ ახალგაზრდებს და აუცილებლად შევიძენთ. ღორეშაში არსებული სკვერების მოვლა-პატრონობა ააიპ „ხარაგაულკეთილმოწყობას“ და-

ევალება. რაც შეეხება, კვადოურის უბნის სასაფლაომდე მისასვლელი გზის რეაბილიტაციას, სხვა სოფლებ-ში გზები ბევრად უფრო სავალალო მდგომარეობაშია. ამ ეტაპზე, ჩვენ სასაფლაომდე მისასვლელი გზების გაკეთებას არ ვგეგმავთ. საქართ-ველოს მთავრობის გეგმაა, რომ სამ წელიწადში ყველა სოფელში ცენტრალური გზები მობეტონდეს,“ - ამბობს ხარაგაულის გამგებელი ნიკოლოზ თოფურიძე.

სტუდენტური ჯგუფის წევრები ამ-ბობენ, რომ პროექტით მათი ვალ-დებულება იყო, სოფლის მოსახლე-ობის პრობლემები ადგილობრივ ხელისუფლებამდე მიეტანათ.

ბუნებრივ აირს ელიან

2 ივნისი, პარასკევი, 2017 წ. №20 (734)

www.chkh.org

Page 2: თოფი ელექტროღობეებმა უნდა ჩაანაცვლოსchemikharagauli.com/uploads/secbanners/20-734-2017w.pdf · 2 xtvb bvthtsb 2 ივნისი,

2 xtvb bvthtsb 2 ივნისი, 2017 წ.

პასუხი გამგეობის საფინანსო სამსახურის

უფროსს ბატონ ვლადიმერ გელაშვილს

როგორ მუშაობს სახელმწიფო შესყიდვების სისტემა -

კანონმდებლობის ანალიზის შედეგები

სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარების

მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო

22 მაისს ხარაგაულის მუნიციპა-ლიტეტის საკრებულოს წევრებმა ბიუროსა და საკრებულოს რიგგა-რეშე სხდომებზე, ტრადიციულად, ადგილობრივ ბიუჯეტში ცვლილე-ბები განიხილეს (დამტკიცებულ ბიუჯეტში ყოველთვიურად ცვლი-ლებების შეტანის საჭიროება, ხშირ შემთხვევაში, მისი შემდგენლების არაკომპეტენტურობის ბრალია). დეპუტატთა მიერ დასმულ შეკითხ-ვაზე, იგეგმება თუ არა მიმდინარე წელს ხარაგაულის საკათედრო ტაძრის მშენებლობისთვის თანხის ჩარიცხვა, ვლადიმერ გელაშ-ვილმა უპასუხა: -საკათედრო ტაძარს თანხას მანამდე ვერ გადა-ვურიცხავ, სანამ შარშან მიღებული 45 ათასი ლარი ღირებულების სა-მუშაოების შესრულების ანგარიშს არ მომაწოდებს.

კეთილი და პატიოსანი. ეს კაცი დაბერდა საფინანსო სამსახურში. თუ სხვა რამეებით არ არის გატა-ცებული, კი უნდა იცოდეს, რომ საკათედრო ტაძრის მშენებლობას მთელი სამი წელი - 2014 წლის აგ-ვისტოდან დღემდე, ადგილობრივი ბიუჯეტიდან მაშინდელი გამგებლის, კობა ლურსმანაშვილის, წყალო-ბით და ვლადიმერის ხელშეწყო-ბით, არც ერთი ლარი არ მიუღია. უფრო მეტიც, ამ ხნის მანძილზე საკრებულომ ოთხჯერ მიიღო გადა-წყვეტილება ტაძრის მშენებლობის 200 ათასი ლარით სუბსიდირებისთ-ვის, რაც არ შესრულდა. ვლადიმერ

გელაშვილმა ახლა ისე წარმოაჩინა, თითქოს ტაძრის მშენებლობის ფონდი ვერ ასრულებს თავის ფუნ-ქციებს. ჩვენთან აღრიცხვა ძალიან მაღალ დონეზეა მოწესრიგებული. მალე, როცა ტაძრის მშენებლო-ბის პროცესის ამსახველი წიგნიც გამოვა, ყველა თავის თავს იცნობს. საინტერესოა, ზოგიერთები შთამო-მავლობას რას ეტყვიან.

2016 წელს ხარაგაულის ადგი-ლობრივი ბიუჯეტიდან 45 ათასი ლარი ჩაერიცხა ეპარქიის განვი-თარების ფონდს და ის არის ვალ-დებული, გამგეობას წარუდგინოს ანგარიში. ტაძრის მშენებლობის ანგარიში კი მე წარვუდგინე ეპარ-ქიას, ფონდის ყველა წევრს და გამგებელს. მიმდინარე წლის იანვარში ამავე გაზეთის ფურც-ლებიდან ანგარიში დაწვრილებით ემცნო საზოგადოებას.

ამიტომ რაიონის ყველა ეპოქის უცვლელ საფინანსო ჩინოვნიკს ვურჩევ, კარგად გაერკვეს საფი-ნანსო საქმეების ანა-ბანაში. მეტ ობიექტურობას და ეკლესიის მშე-ნებლობის საკითხებისადმი ფაქიზ მოპყრობას, ქრისტიანული ეკლე-სიის 20-საუკუნოვანი ისტორიის მანძილზე ხარაგაულში საკათედ-რო ტაძარი პირველად შენდება და მისი ხელშეწყობა ყველას ვალია.

პატივისცემით,ცეზარ ბუბულაშვილი

ტაძრის მშენებლობის ხელმძღვანელი

2017 წლის 20 ივნისიდან საარ-ჩევნო ადმინისტრაციის მოხელე-თა სასერტიფიკაციო გამოცდები იწყება. სერტიფიცირების მიზანია საქართველოს მოქალაქის საარ-ჩევნო კანონმდებლობის ცოდნისა და ზოგადი უნარების დადგენა, შემდგომში საარჩევნო ადმინისტ-რაციის მაღალკვალიფიციური მოხელეების შერჩევის მიზნით.

სასერტიფიკაციო გამოცდების ჩატარებას უზრუნველყოფს სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარე-ბის, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი (სწავლების ცენტრი).

გამოცდის ჩაბარების მსურველ-თა რეგისტრაცია ხორციელდება 2017 წლის 30 მაისიდან 12 ივნისის ჩათვლით, 24:00 საათამდე, ელექ-ტრონული ფორმით, შემდეგ მისა-მართზე: http://registration.cec.gov.ge/

გამოცდის ჩაბარების მსურველს რეგისტრაციისას ეძლევა შესაძ-

ლებლობა, თავისი შეხედულე-ბისამებრ შეარჩიოს გამოცდაზე გამოცხადების თარიღი და დრო.

სასერტიფიკაციო გამოცდები ჩატარდება თბილისში, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-13 კმ. (ცესოს შენობა).

გამოცდის ჩაბარების მსურველებს რეგისტრაციის მიზნით აგრეთვე შეუძლიათ მიმართონ სწავლების ცენტრის სასერტიფიკაციო გამოცდის სამდივნოს, 2017 წლის 30 მაისიდან 12 ივნისის ჩათვლით, მისამართზე: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-13 კმ. (10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შაბათ - კვირისა და უქმე დღეების გარდა). სამდივნოს უნდა წარედგინოს საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტუ-რებელი მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით: 261 21 11 (17).

ძვირფასო ხარაგაულელებო!ხარაგაულის „ერთიანი ნაცი-

ონალური მოძრაობის“ ორგა-ნიზაციიდან მრავალჯერ შეგიტყ-ვიათ იმ უკანონო ქმედებების შესახებ, რასაც „ქართული ოცნე-ბის“ ადგილობრივი ორგანიზაცია ახორციელებს.

ხარაგაულში რახიელას ღელე-ზე უსახურ ხიდს, ღია ესტრადას, ლეღვნის უთავბოლო ხიდს, უწყ-ლოდ დატოვებულ სოფლებს და შანტაჟის ქვეშ ჩატარებულ არჩევ-ნებს, უვადოდ მოწონებულსა და დაუსრულებელ პროექტებს, სო-ფელ უბისაში მცხოვრები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი-სა და ასევე საარჩევნო კომისიის წევრის, დავით მახათაძის, ოჯახზე ფიზიკური თავდასხმა დაემატა.

დღევანდელ დღეს გასაკვირი უკვე არაფერია. თუმცა, სულ სხვაა, თავდასხმას თუ გამგებლის წარმომადგენელი ხელმძღვანე-ლობს. ბორითის ადმინისტრა-ციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენელ ვლადიმერ ბარბაქაძეს აღნიშნულ თავდასხ-მაში ასევე ბორითის ადმინისტ-რაციულ ერთეულში შტატგარეშე თანამშრომელი მალხაზ სებისკ-ვერაძე დაეხმარა.

აღნიშნულ ფაქტს ადას -ტურებს ზესტაფონის რაიონუ-ლი სასამართლოს განაჩენი (№110100117001852656), სადაც მოსამართლე ზურაბ ბალავაძე აღნიშნავს, რომ ვლადიმერ ბარ-ბაქაძემ და მალხაზ სებისკვერაძემ სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინეს. ორივე დამნაშავე ბრალს აღიარებს.

შევეცდებით ზემოთ მოყვა-ნილი ფაქტის დაკონკრეტე-ბას. 2016 წლის 9 ოქტომბერს, დაახლოებით 20 საათზე, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ვლა-დიმერ ბარბაქაძე და მალხაზ სებისკვერაძე „ქართული ოც-ნების“ აქტივისტებთან ერთად თავს დაესხნენ დავით მახათაძის ოჯახს, უმოწყალოდ გაუსწორდ-ნენ ოჯახის დიასახლისს, რძალს, შვილებსა და ორი თვის ბავშვს.

აღნიშნული ფაქტის შესახებ ჩვენმა ფრაქციამ არაერთხელ აც-ნობა საკრებულოს თავმჯდომარეს და ბორითის ადმინისტრაციული ერთეულის მაჟორიტარ დეპუტატს ქალბატონ მანანა ბარბაქაძეს, დღეს უკვე ბაღდათი-ხარაგაულის მაჟორიტარს კობა ლურსმანაშ-ვილს, დაინტერესებულიყვნენ აღნიშნული ფაქტით. თუმცა მათ დღემდე არანაირი განმარტება არ გაუკეთებიათ. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ბატონი კობა დანა-შაულის ჩადენის დღიდან დღემდე აქტიურად ცდილობდა ამ ფაქტის მიჩქმალვას, რაც გამოიხატება დავით მახათაძის ნათესავებთან მოლაპარაკებებში. რაც შეეხება მანანა ბარბაქაძის ქმედებებს, ჩვენ გვაქვს უტყუარი ინფორმაცია, თუ როგორ აძლევდა დამნაშავეებს დირექტივებს აღნიშნული ფაქტის დასაფარად.

ქალბატონო მანანა, ხართ თუ არა აღნიშნული ფაქტის თანა-მონაწილე, გვიპასუხეთ გაზეთის საშუალებით.

მივმართავთ ბორითის ადმი-ნისტრაციული ერთეულის მცხოვ-რებთ, - გჭირდებათ თუ არა სო-

ფელში კრიმინალური დაჯგუფება მანანა ბარბაქაძის, ვლადიმერ ბარბაქაძისა და მალხაზ სებისკ-ვერაძის ხელმძღვანელობით?

ხალხი ბრძენია - ვის თუ არა თქვენ, კარგად უნდა გახსოვდეთ არც თუ ისე შორეული წარსული, როგორ შრომობდნენ და რა სი-კეთეები გაუკეთებიათ ბორითის მაჟორიტარს თეიმურაზ გამცემ-ლიძეს და სოფლის რწმუნებულს ჯონი ხაჩიძეს. თუმცა ბატონი ჯონი (მიუხედავად იმისა, რომ საჯარო მოხელის გამოცდა წარმატებით ჩააბარა) სწორედ კობა ლურსმა-ნაშვილისგან გასაუბრებაზე დას-მულმა „ჩამჭრელმა“ შეკითხვამ, - თუ როგორი დამოკიდებულება ჰქონდა მანანა ბარბაქაძესთან, - გადაწყვიტა მისი დასაქმების ბედი. თანამდებობაზე კი განუ-საზღვრელი ვადით (ბრძანება №49617) დაინიშნა ქალბატონი მანანას მოწონებული, აწ უკვე სისხლის სამართლის დამნაშავე ვლადიმერ ბარბაქაძე.

მივმართავთ ხარაგაულის მუნი-ციპალიტეტის გამგებელს ბატონ ნიკოლოზ თოფურიძეს!

სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად და თქვენი პასუხის თანახმად, გამოდის, რომ მუნიციპა-ლიტეტის გამგეობაში დასაქმებული გყავთ ორი დამნაშავე. ვიმედოვ-ნებთ, რომ არ გაიმეორებთ თქვენი წინამორბედის შეცდომებს, დამნაშა-ვეებს ხელს არ დააფარებთ და მათ დაუყოვნებლივ გაათავისუფლებთ თანამდებობიდან.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ხარაგაულის

ორგანიზაცია

კრიმინალები ხარაგაულის გამგეობაში

დაფინანსებული ფართი

საჯარო ფინანსების გამჭვირ-ვალობისთვის ერთ-ერთი უმ-ნიშვნელოვანესი თემა გახლავთ სახელმწიფო შესყიდვები, რომ-ლის გამართულად მუშაობა კორუფციისგან დაზღვევისთვის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია. ამიტომ საინტერესოა, როგორია საქართველოს სახელმწიფო შეს-ყიდვების შესახებ კანონმდებლო-ბის აღსრულების მონიტორინგის შედეგები, რომელიც ახლახან არასამთავრობო ორგანიზაციამ გამოაქვეყნა. ანგარიშში აღს-რულების სისტემა ძირითადად პოზიტიურად არის შეფასებული, თუმცა ორგანიზაცია გამოყოფს პრობლემებს, რომლებიც შეფა-სების დროს გამოიკვეთა.

არასამთავრობო ორგანიზაცია „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ მიერ მომზადებული გამოკვლევის მი-ხედვით, „საქართველოს სახელ-მწიფო შესყიდვების სისტემას ეფექტიანობასთან დაკავშირე-ბული ორი პრობლემა აქვს: წარუმატებელი (ჩავარდნილი) ტენდერების მაღალი რაოდენო-ბა და პირდაპირი შესყიდვების მაღალი წილი“. IDFI აღნიშნულ გამოკვლევაში შეფასებას აძლევს სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის აღსრულებას.

კვლევის მიხედვით, 2011-2015 წლებში ელექტრონული ტენდე-რების თითქმის ერთი მესამედი (საშუალოდ 30%) წარუმატებელი იყო. „საქართველოს კანონმდებ-ლობის მიხედვით, ტენდერი წარუ-მატებლად შეიძლება ჩაითვალოს რამდენიმე შემთხვევაში: თუ შემს-ყიდველი ორგანიზაცია გააუქმებს ტენდერს, თუ ტენდერის მონაწი-ლეებს შორის კვალიფიცირებული მიმწოდებელი ვერ იქნა ნაპოვნი ან, თუ ტენდერში მონაწილეობის სურვილი არავინ გამოხატა. ეს უკანასკნელი იყო ტენდერების 80%-ის წარუმატებლობის მი-ზეზი. ხარვეზული დაგეგმვა და წლიურ ელექტრონულ გეგმაში ინფორმაციის ნაკლებობა არის წარუმატებლობის ასეთი მაღალი მაჩვენებლის სავარაუდო მიზეზი“, - ნათქვამია გამოკვლევაში.

კვლევის მიხედვით, 2011 წლის შემდეგ, საშუალოდ, სახელმ-წიფო შესყიდვების 35%-ზე მეტი ჩატარდა პირდაპირი შესყიდვის პროცედურებით, რაც სახელ-მწიფო შესყიდვების სისტემის ადგილობრივი და საერთაშო-რისო ორგანიზაციების მხრიდან კრიტიკის მიზეზი გახდა. თუმცა ორგანიზაცია აცხადებს, რომ 2016 წელს დადებითი ტენდენცია შე-ინიშნებოდა და 35%-ით შემცირდა რაოდენობა პირდაპირი კონტ-

რაქტებისა, რომლებიც 4 ყველაზე ხშირად გამოყენებული კანონით განმარტებული გამონაკლისის საფუძველზე დაიდო.

როგორც გამოკვლევაშია აღ-ნიშნული, „ფასი-ხარისხის შე-ფარდება, 2016 წლის ზაფხულში ორეტაპიანი ელექტრონული ტენდერის შემოღება სახელმწი-ფო შესყიდვების შესახებ კანონმ-დებლობაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება იყო 2010 წლის შემდეგ. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ შეიმუშავა ალგორითმი, რომელიც ავტო-მატურად ითვლის შედეგს სხვა-დასხვა კრიტერიუმის შეფასების შემდეგ, კრიტერიუმების წონას კი თავად შემსყიდველი ორგანიზაცია განსაზღვრავს. მათემატიკური ფორმულა ორეტაპიან შესყიდვას უფრო საიმედოსა და ეფექტიანს ხდის, თუმცა ეს პროცედურა პრაქ-ტიკაში იშვიათად გამოიყენება. საქართველოში გამოცხადებული ტენდერების უმრავლესობას არ აქვს ხარისხის კომპონენტი და გამარჯვებული ფასის მიხედვით ვლინდება“,- ნათქვამია გამო-კვლევაში. აქედან გამომდინარე, IDFI ტენდერების წესებში გარკ-ვეულ ცვლილებებსაც სთავაზობს ხელისუფლებას.

ნინო ევგენიძერადიო თავისუფლება

Page 3: თოფი ელექტროღობეებმა უნდა ჩაანაცვლოსchemikharagauli.com/uploads/secbanners/20-734-2017w.pdf · 2 xtvb bvthtsb 2 ივნისი,

3xtvb bvthtsb2 ივნისი, 2017 წ.

დირექტორთა საბჭოში იმერეთის წარმომადგენელი ხარაგაულელია

საქართველოში საატესტატო გამოცდები ელექტრონულად, უკვე 5 წელია, ტარდება. ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მე-12 კლასე-ლებმა გამოცდები 17 საგამოცდო ცენტრში ჩააბარეს.

ხარაგაულის საგანმანათლებ-ლო რესურსცენტრის უფროსის, დავით კიკნაძის, ინფორმაციით, წელს გამოცდების მიმდინარეობის დროს არანაირ შეფერხებას ადგი-ლი არ ჰქონია. სკოლებს ელექტ-როენერგია და ინტერნეტი უწყვე-ტად მიეწოდებოდა. მწყობრში იყო ყველა საგამოცდო კომპიუტერი.

ხარაგაულში 212 კურსდამთავ-რებულიდან საგამოცდო ზღვარი 62-მა მოსწავლემ ვერ გადალახა. თუმცა მათ გაისად კვლავ ექნებათ გამოცდებზე განმეორებით გასვ-ლის შესაძლებლობა.

დავით კიკნაძე მიიჩნევს, რომ „არ არის საჭირო ყველა კურს-დამთავრებულმა ატესტატი აიღოს, უმაღლეს სასწავლებელში ჩააბა-როს და დიპლომი მიიღოს. უმ-ჯობესია, კურსდამთავრებულების ნაწილი მათთვის სასურველ ხე-ლობას დაეუფლოს. პროფესული განათლება ბევრ განვითარებულ ქვეყანაში პრიორიტეტულია.“

ვერტყვიჭალის საჯარო სკოლის პედაგოგი ალექსანდრა ჭიპაშ-ვილი მიიჩნევს, რომ „საატესტა-ტო გამოცდებზე მოსწავლეთა შედეგებში დამნაშავე მხოლოდ პედაგოგი არაა. მასწავლებელი ვერაფერს გახდება, თუ მას მშო-ბელი და მოსწავლე არ დაუდგა გვერდით. მოსწავლემ უნდა თქვას „მე ამას ვისწავლი“ და მაშინ ყვე-ლაფერი კარგად იქნება,“- ამბობს ქალბატონი ალექსანდრა.

კიცხის საჯარო სკოლის დი-რექტორი თამარ წიწილაშვილი ყურადღებას სასწავლო პროცესში მშობელთა მეტ ჩართულობაზე ამახვილებს და აღნიშნავს, რომ „ზოგიერთი მშობელი წლის ბო-ლოს იგებს, რომ მის შვილს სწავ-ლაში უჭირს და გამოცდებს ვერ აბარებს. მოსწავლეს, რომელიც სისტემატიურად დადის სკოლაში და მთელი წელი წიგნთან „მეგობ-რობს“, საატესტატო გამოცდების ჩაბარება არ გაუჭირდება.“

ხარაგაულის №2 საჯარო სკო-ლის პედაგოგი მარიკა გოლუ-ბიანი თვლის, რომ საატესტატო გამოცდების სისტემა დასახვეწია. მოსწავლისთვის ბუნდოვანია, რა დავალება შეასრულა სწორად და რა არასწორად. მისი აზრით, მოსწავლეებს ნერვიულობის გამო საგამოცდო საკითხებზე კონცენტ-რირება უჭირთ.

ბორის საჯარო სკოლის კურს-დამთავრებული ლანა ღონღა-ძე ამბობს, რომ „საატესტატო გამოცდების ტესტები სკოლაში შესწავლილ პროგრამულ მასალს შეესაბამებოდა. საგამოცდო დავა-ლებები იმდენად რთული არ იყო, რომ მოსწავლეს ვერ ჩაებარებინა. მოსწავლეები უფრო აქტიურად უნდა ჩაერთონ საგაკვეთილო პროცესში, ნაკლები უნდა ინერ-ვიულონ და შედეგიც უკეთესი იქნება.“

თამთა გოგოლაძე

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, ალექსანდ-რე ჯეჯელავას, ინიციატივით გასული წლის ბოლოს დირექტორთა მუდ-მივმოქმედი საბჭო შეიქმნა. საბჭოს წევრები არიან დიდი ქალაქების, მაღალმთიანი, კერძო სკოლების დირექტორები, ასევე სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა სკოლების დი-რექტორები და რეგიონების წარმო-მადგენლები.

დირექტორთა საბჭოს წევრებს 3 თვის ვადით ირჩევენ. ამჟამად საბჭო 32 წევრისგან შედგება. ამ ეტაპზე საბ-ჭოში იმერეთის წარმომადგენელი წარმოშობით ხარაგაულელი ქეთე-ვან შარიქაძეა.

მან ხარაგაულის №2 საჯარო სკოლის წარმატებით დასრულების შემდეგ სწავლა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმ-წიფო უნივერსიტეტის ფიზიკა-მათე-მატიკისა და გამოთვლითი ტექნიკის ფაკულტეტზე განაგრძო. ამჟამად ის ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ კვალითის საჯარო სკოლის დირექტორია.

„იმერეთი საქართველოში ყველა-ზე დიდი რეგიონია და 11 მუნიციპა-ლიტეტს აერთიანებს. პირველი მოწ-ვევის დირექტორთა მუდმივმოქმედ საბჭოში იმერეთის წარმომადგენელი თერჯოლის მუნიციპალიტეტის სო-ფელ სიქთარვას საჯარო სკოლის დირექტორი ქალბატონი ია კვატაია იყო. ძალიან მიყვარს ადამიანებთან

ურთიერთობა და ვცდილობ ყველა სიახლეს, რაც განათლების სისტე-მაში იგეგმება, ფეხი ავუწყო. ამიტომ გადავწყვიტე დირექტორთა საბჭოს საქმიანობაში ჩავბმულიყავი,“ - ამ-ბობს ქეთევან შარიქაძე.

29 მაისს ქეთევან შარიქაძე ხარა-გაულის მუნიციპალიტეტში მოქმედი სკოლების დირექტორებს შეხვდა და დირექტორთა საბჭოს სხდომაზე წამოჭრილ საკითხებზე ესაუბრა.

ქეთევან შარიქაძის ინფორმა-ციით, საბჭოს მეორე მოწვევის პირ-ველი სხდომა ოთხ მაისს გაიმართა. მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელა-ვამ საბჭოს სხდომაზე ყურადღება იმ საკითხებზე გაამახვილა, რომლებიც ყველა სკოლისათვის საერთოა.

„ეროვნულ სასწავლო გეგმაში საკითხების რაოდენობის შემცირება და განტვირთვა იგეგმება. ის საკით-ხები, რომლებიც მე-7 - მე-9 კლა-სელებისთვის რთული და ძნელად დაძლევადია, მაღალ კლასებში შეისწავლიან. ეროვნულ სასწავლო გეგმაში თითოეული ცვლილება უნდა განხორციელდეს იმ კუთხით, რომ მოსწავლისთვის სწავლა სასი-ამოვნო გახდეს.

სექტემბრიდან გრიფზე გასატანი ყველა სახელმძღვანელოს ელექტ-რონული ვერსიის ლინკები დაეგ-ზავნებათ დირექტორებს. მასწავ-ლებლებს შეეძლებათ, ავტორებთან კონტაქტით განიხილონ თითოეული სახელმძღვანელო. სკოლები სასწავ-ლო წიგნებს, 6 წლის ვადით, მომა-

ვალი წლის გაზაფხულზე შეარჩევენ.ბაქსვუდის საერთაშორისო სკო-

ლის დირექტორმა არჩილ ზუმბა-ძემ და თბილისის №51 სკოლის დირექტორმა მანანა თურქაძემ დირექტორთა ასოციაცია შექმნეს. ასოციაცია სამომავლოდ მიზნად ისახავს ინოვაციური პროექტების დანერგვას სკოლებში.

უახლოეს მომავალში სამინისტ-რო გეგმავს საკორდინაციო-საკონ-სულტაციო ჯგუფის შექმნას. მასში გაწევრიანდებიან სპეციალისტები, ვინც კარგად იცნობს სკოლის სტრუქ-ტურასა და სასკოლო ცხოვრებას. ეს ჯგუფი სამომავლოდ გადაამზადებს სკოლის ბიბლიოთეკარებს, ტექნიკუ-რი პერსონალის მენეჯერებს, კათედ-რების თავმჯდომარეებს იმისათვის, რომ სკოლის შიგა სტრუქტურული რგოლი გამართულად მუშაობდეს,“ - აღნიშნა რესურსცენტრში გამართულ შეხვედრაზე ქეთევან შარიქაძემ.

ხარაგაულის მინიციპალიტეტში მოქმედმა სკოლების დირექტო-რებმა აღნიშნეს, რომ სასურველია ყურადღება ისეთ პრობლემებზე გამახვილდეს, რომლებიც სოფლის სკოლებს აწუხებთ.

ბაზალეთის საჯარო სკოლის დირექტორის, იზოლდა ოკრიბე-ლაშვილის, აზრით, ყველაზე დიდი პრობლემა სოფლის სკოლებში ახალგაზრდა კადრების სიმცირეა. „მასწავლებლობა სწავლა დაუმთავ-რებელი პროფესია გახდა. სკოლას არ აქვს უფლება, მიიღოს ახალი კადრი უმაღლესი განათლებით, თუ მას სამუშაო გამოცდილება ან სერთიფიკატი არ აქვს,“ - აღნიშნა იზოლდა ოკრიბელაშვილმა.

ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის, დავით კიკნაძის, ინფორმაციით, რესურს-ცენტრში, დასაქმების თხოვნით, 120-მდე განცხადებაა შესული. პე-დაგოგობის მსურველებს უმაღლესი განათლება აქვთ, მაგრამ არ აქვთ პედაგოგიური გამოცდილება და სერთიფიკატი.

„იმერეთის რეგიონის სკოლებში მოსწავლეთა რაოდენობა მცირდება; შესაბამისად, ფინანსური კლასების

რაოდენობა იკლებს. მასწავლებ-ლების რაოდენობა იგივე რჩება, ძველი კადრი არსად მიდის. ახალს ვერ ვიღებთ. რამდენიმე ხნის წინ სამი ვაკანსია გვქონდა ინგლისური ენის მასწავლებლის თანამდებობაზე. ხარაგაულში ამ საგნის სპეციალის-ტები ჭირს. თუ გამოჩნდა, სოფლის სკოლაში მუშაობაზე უარს ამბობენ, რადგან მუნიციპალური ტრანსპორ-ტი არ მოძრაობს და საკუთარი თანხა უნდა დახარჯოს მგზავრობაში. ამ პრობლემის მოგვარება ადგილობ-რივი ხელისუფლების პოლიტიკურ ნებაზეა დამოკიდებული,“ - ამბობს დავით კიკნაძე.

ხარაგაულის №3 საჯარო სკოლის დირექტორმა მარინე ხვედელიძემ ყურადღება მასწავლებელთა სქემა-ზე გაამახვილა. მისი თქმით, სქემამ მასწავლებელს შიშის გრძნობა გა-უჩინა და მოსწავლე დაავიწყა. იმდე-ნი ქაღალდომანიაა, იმდენი საბუთია მოსაწესრიგებელი, მასწავლებელს დრო აღარ რჩება მოსწავლისა და სწავლებისათვის.

ხარაგაულის №2 საჯარო სკოლის დირექტორმა ვალერი გოგნაძემ სკოლის დირექტორის უფლებებზე ისაუბრა. „რისი უფლება გააჩნია დირექტორს, - არაკვალიფიციურ მასწავლებელს ვერ ვუშვებთ სკო-ლიდან, ახალს ვერ ვიღებთ. პე-დაგოგს შენიშვნას ვერ მისცემ, თუ ამაში დისციპლინარული კომიტეტი არ ჩაერია. რა გავაკეთოთ ჩვენ, დირექტორებმა, მასწავლებელთა კონტინგენტის გაუმჯობესებისათვის? თითქოს სკოლა ავტონომიურია, თითქოს ბევრი უფლება გვაქვს, მაგრამ სინამდვილეში მივდივართ იქამდე, რომ პედაგოგს უბრალო შენიშვნასაც ვერ მისცემ,“ - აღნიშნა ვალერი გოგნაძემ.

ქეთევან შარიქაძე სკოლების დირექტორებს დაჰპირდა, რომ მათგან წამოჭრილ პრობლემებს დირექტორთა საბჭოს მორიგ სხდო-მაზე აუცილებლად დააყენებს. ის დი-რექტორებთან შეხვედრას იმერეთის ყველა მუნიციპალიტეტში გეგმავს.

თამთა გოგოლაძე

არასამთავრობო ორგანიზაცია CENN-მა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს-თან და განათლებისა და მეცნი-ერების სამინისტროსთან ერთად გამოაცხადა სასკოლო კონკურსი „აღმოაჩინე საქართველო“ ნიკო კეცხოველის 2018 წლის პრემიის მოსაპოვებლად.

კონკურსი 2017 წლის აპრილში დაიწყო და 2018 წლის მარტამდე გრძელდება. შარშანდელთან შედა-რებით, კონკურსი დატვირთულია მრავალფეროვანი აქტივობებით. ქულების დათვლის სისტემა საინ-ტერესოდ დაიხვეწა. თითოეულ სკოლას შეუძლია კონკურსში დაარე-გისტრიროს მაქსიმუმ ათწევრიანი ერთი გუნდი.

კონკურსის ფარგლებში ა/ო CENN-მა ხარაგაულის საგანმანათ-ლებლო რესურსცენტრს, საჯარო სკოლების დამამთავრებელი კლა-სის მოსწავლეთა რაოდენობის მიხედვით, წითელ ნუსხაში შესული უნიკალური ჯიშის 420 ძირი ნერგი გამოუგზავნა საჩუქრად. აქ წარმო-დგენილი იყო: წაბლის, ძელქვის, თელისა და მაღალმთის მუხის სახეობები. ნერგები დირექტორების თათბირზე გადაეცათ სკოლებს. დაბა ხარაგაულის სკოლებმა, იმის გამო, რომ არ გააჩნიათ სათანადო მიწის ნაკვეთი, უარი განაცხადეს წითელი ნუსხის ნერგების დარგვაზე. მათთ-ვის განკუთვნილი ნერგები გადა-ნაწილდა სხვა სკოლებზე. ნერგების

მოვლა-პატრონობაზე პასუხისმ-გებლობა სკოლებს აკისრია. მალე ბაზალეთშიც იშრიალებს მუხისა და ძელქვის ხეივანი.

კონკურსში „აღმოაჩინე საქარ-თველო“ ხარაგაულის მუნიციპა-ლიტეტში მოქმედი ბევრი სკოლა ჩაერთო. შარშან ოთხი სკოლა მონაწილეობდა და ოთხივე გადა-ვიდა ნახევარფინალში. წელს მეტი შესაძლებლობებია, მეტი არჩევანი. იმედი მაქვს, ამ კონკურსს არც ერთი სკოლა არ დატოვებს უყურდღებოდ, ჩაერთვება, იაქტიურებს, გაახარებს მოსწავლესა და დედამიწას ერთობ-ლივად. თითოეული გარემოსდაცვი-თი თემა ხომ დედამიწის სიცოცხლის გახანგრძლივებას ნიშნავს.

იმერეთის კოორდინატორის, მაია კეზევაძის, დახმარებით 5 მაისს ხარაგაულის საჯარო სკოლების მასწავლებლებთან პროექტის განსა-ხილველად ტრენინგი ჩავატარე სა-განმანათლებლო რესურსცენტრში. სულ 14 სკოლის წარმომადგენელი გვესწრებოდა. ტრენინგზე ნაბიჯ-ნა-ბიჯ განვიხილეთ ის საფეხურები, რაც უნდა გაიაროს გუნდმა კონკურსის ფარგლებში. მასწავლებლები ერთ-ხმად აღნიშნავდნენ, რომ ძალიან საინტერესო პროექტია, აუცილებ-ლად ჩაერთვებიან, რადგან აქ დამარცხებული არ არსებობს. თი-თოეული დაგეგმილი აქტივობა წარ-მატებაა პატრიოტი, ბუნებისმოყვარე მოქალაქეების ჩამოსაყალიბებლად.

პროექტი მაღალ ქულებს ანიჭებს

სკოლებს, რომლებიც ერთობლივად ითანამშრომლებენ, ერთად დაგეგ-მავენ ღონისძიებებს, პროექტებს, გაცვლიან იდეებს. სწორედ ამიტომ, ხარაგაულის საჯარო სკოლების ეკოკლუბებმა გადავწყვიტეთ, 5 ივნისს, გარემოს დაცვის საერ-თაშორისო დღეს, მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლების მიზნით, ჩავატაროთ ინტელექტუალური თამაში ეკოვიქტორინა, რომელ-შიც სურვილისამებრ ჩაერთვებიან სკოლის ეკოკლუბები. ვიქტორინის მასალები წინასწარ გადავეცით ყველა სკოლას. თითოეული გუნდი ასევე ვალდებულია, გუნდის წევრთა რაოდენობის მიხედვით, შეკეროს ერთი ნაჭრის ჩანთა მეორადი ნაჭ-რებისაგან, რომელსაც დავარიგებთ საჯარო და კერძო სამსახურებში, რომ კიდევ ერთხელ შევახსენოთ

პოლიეთილენის მავნებლობა და მეორადი ნივთის მრავალჯერადად გამოყენების მნიშვნელობა.

საკონკურსო პერიოდის განმავ-ლობაში მრავალ საინტერესო, ერ-თობლივ ღონისძიებას დავგეგმავთ იმ იმედით, რომ ყველა სკოლიდან შემოგვიერთდებიან.

კიდევ ერთხელ მივმართავ ყვე-ლა სკოლას, - წელს თქვენი ჯერია, თქვენ უნდა გახდეთ „მწვანეები.“

დაინტერესდით პროექტით, ჩაერ-თეთ, გააქტიურდით! ყველამ ერთად აღმოვაჩინოთ უცნობი თუ ნაცნობი საქართველო. ერთად ვიაროთ კეცხოველის მიერ განვლილ ბი-ლიკებზე.

თეა ტალახაძებაზალეთის საჯარო სკოლის

პედაგოგი

საატესტატო გამოცდები ხარაგაულში

„აღმოაჩინე საქართველო“ ჩვენთან ერთად

Page 4: თოფი ელექტროღობეებმა უნდა ჩაანაცვლოსchemikharagauli.com/uploads/secbanners/20-734-2017w.pdf · 2 xtvb bvthtsb 2 ივნისი,

4 xtvb bvthtsb 2 ივნისი, 2017 წ.

„მუზეუმების ღამე“ ხარაგაულში

„საუნჯე“ თურქეთში საერთაშორისო ფესტივალზე წარმატებით გამოვიდა

C ჰეპატიტის გამოკვლევის, მკურ-ნალობისა და დაავადების თავიდან აცილების მიზნით ხარაგაულის მოსახ-ლეობასთან 30 აპრილს საინფორმა-ციო შეხვედრა გაიმართა.

ხარაგაულის ცენტრალური ბიბ-ლიოთეკის ინოვაციების ცენტრში მოქალაქეებს დაავადებათა კონ-ტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართველოს უფროსი გოჩა გიორგიძე ესაუბრა.

„თქვენთან შეხვედრის მიზანია გავაცნობიეროთ, რომ C ჰეპატიტის მკურნალობის პარალელურად, მნიშ-ვნელოვანია შემცირდეს დაავადების ახალი შემთხვევები და გადაცემის წყა-რო მოვსპოთ,“ - აღნიშნა გოჩა გიორ-გიძემ. მან განმარტა, თუ როგორ უნდა ჩაერთოს დაავადებული C ჰეპატიტის მკურნალობის პროგრამაში. ამისთვის კი, პირველ რიგში, საჭიროა გამო-ვლინდეს, აქვს თუ არა ეს დაავადება.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედი ყველა ამბულატორია და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ცენტრი მომარაგებულია C

ჰეპატიტის ტესტსისტემით. ანალიზის გაკეთება ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია.

გოჩა გიორგიძის ინფორმაციით, ხარაგაულში, 2015-2016 წლებში 1 400 მოქალაქე გამოიკვლიეს. მათ-გან 48 C ჰეპატიტითაა დაავადებული.

„ხარაგაულში მოსახლეობის 80% გამოსაკვლევია, - აღნიშნა გოჩა გიორგიძემ, - ვფიქრობ, ეს შეხვედრა მოქალაქეების მხრიდან მომართვი-ანობის გაზრდაში დაგვეხმარება. არ უნდა შეშინდეთ, დაავადება განკურ-ნებადია და მკურნალობა უფასო. მნიშვნელოვანია, რომ გამოკვლევის მეორე ეტაპს მოქალაქეებს მუნიციპა-ლიტეტის ბიუჯეტიდან უფინანსებენ.“

იმ სოფლებში, სადაც მოსახ-ლეობისთვის ამბულატორიული სამედიცინო მომსახურება გაძნელე-ბულია, მობილური ლაბორატორიები მივლენ და მოქალაქეებს ადგილზე გამოიკვლევენ. გოჩა გიორგიძემ ხა-რაგაულის საზოგადოებრივი ჯანმრ-თელობის დაცვის ცენტრს დაავალა, რომ მიაწოდონ ასეთი სოფლების ჩამონათვალი.

შეხვედრაზე ითქვა, რომ კარგი იქნება, თუ მობილური ლაბორა-ტორიები ნადაბურისა და სარგვეშის მოსახლეობას მოემსახურება.

დაავადების თავიდან აცილების ერთ-ერთი გზა სილამაზის სალო-ნებზე კონტროლის გაძლიერებაა. C ჰეპატიტი ამ დაწესებულებებში ჰიგიენური წესების დაუცველობით ვრცელდება.

„გამგეობამ უნდა გამოსცეს ბრძა-ნება, დაამტკიცოს შემოწმების ოქმი, - აღნიშნა გოჩა გიორგიძემ, - ალბათ, უახლოეს მომავალში, ხარაგაულში სილამაზის სალონების შემოწმება დაიწყება.

შეხვედრაზე მყოფმა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ნი-კოლოზ თოფურიძემ აღნიშნა, რომ მეგობარს მიჰყვა ექიმთან და მასაც აღმოაჩნდა C ჰეპატიტი.

„2015 წლის 25 დეკემბერს რომ დავიწყე მკურნალობა, კი გახსოვთ, ჩემო მეგობრებო, რომ 2016 წლის 7 სექტემბერს აქ ვიყავი და საარჩევ-ნო კამპანიაში ჩავერთე, - მიმართა გამგებელმა მოქალაქეებს, - ორი

კვირის წინ გავიკეთე ანალიზი და აბსოლუტურად განკურნებული ვარ. ყველას მოგიწოდებთ, რომ ჩაიტა-როთ გამოკვლევა.“

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული ცენტრის იმერე-თის სამმართველოს უფროსმა გოჩა გიორგიძემ ყურადღება თამბაქოს მავნებლობაზე გაამახვილა და აღ-

ნიშნა, რომ ეს არის ადამიანის ჯანმ-რთელობისთვის C ჰეპატიტზე მეტად მავნებელი.

30 მაისს კიცხში მობილური ლა-ბორატორიის სპეციალისტებმა C ჰეპატიტისა და არტერიული წნევის გამოსავლენად კიცხის, ვარძიის, წყალაფორეთისა და ხიდრის მოსახ-ლეობა გამოიკვლიეს.

ნინო კაპანაძე

ხარაგაულის ხალხური შემოქმე-დების სახლის ქორეოგრაფიული ანსამბლი „საუნჯე“ 20-25 მაისს თურ-ქეთში საერთაშორისო ფესტივალზე იმყოფებოდა. ფოლკლორისტ-თა საერთაშორისო ფედერაციის (სიოფი) ორგანიზებით მუსიკისა და ცეკვის 44-ე საერთაშორისო ფოლკლორული ფესტივალი მერ-სინის მხარის ქალაქ სილიფკეში გაიმართა.

„ამ ფესტივალში მონაწილეობა, ტრადიციულად, ბევრ ქვეყანას და ანსამბლს სურს, - ამბობს „ვოიაჟტუ-რის“ ხელმძღვანელი, ფესტივალის ორგანიზატორი საქართველოს მხრიდან გიორგი წიქარიშვილი, - საქართველოდან ორმოცამდე ანსამბლმა გამოთქვა ფესტივალში მონაწილეობის სურვილი. ორგა-ნიზატორებისგან მიწვევა მხოლოდ ხარაგაულის ანსამბლმა მიიღო.“

საქართველოს, რუმინეთისა და ტაილანდის ქორეოგრაფიულ ან-სამბლებთან ერთად ფესტივალში თურქეთის 9 ქალაქის ქორეოგრა-ფიული ანსამბლი ჩაერთო.

„საუნჯეს“ ქორეოგრაფმა რომან ბუაჩიძემ ფესტივალისთვის ექვსი ცეკვა მოამზადა. ფესტივალის მო-

ნაწილეებმა საფესტივალო ნომრები მაყურებელს ქალაქ სილიფკეს სხვა-დასხვა ღირსშესანიშნავ ადგილებზე წარუდგინეს. შთამბეჭდავი იყო ფესტივალის გახსნის ცერემონია. „დემოკრატიის პარკში“ შეკრებილ საზოგადოებას და მონაწილეებს ქალაქის ტრადიციული კერძებით გვიმასპინძლეს.

მაყურებლის განსაკუთრებული მოწონება „საუნჯელების“ ცეკვა „აფ-ხაზურმა“ დაიმსახურა.

ფესტივალში მონაწილე ყველა ანსამბლის ხელმძღვანელი და ორ-ორი წევრი ქალაქ სილიფკეს მერმა მუსტაფა ტურგუთმა მიიღო და სიმბოლური საჩუქრები გადასცა. ფესტივალში მონაწილეობისთვის „საუნჯეს“ ყველა წევრი დიპლომებით დაჯილდოვდა. ხარაგაულის ხალ-ხური შემოქმედების სახლმა ქალაქ სილიფკეს მერის სამადლობელი წერილი დაიმსახურა.

„ფოლკლორისტთა საერთაშო-რისო ორგანიზაცია აჯამებს ფეს-ტივალში მონაწილე ანსამბლების შესრულების ხარისხსა და დონეს. ამაზეა დამოკიდებული ევროპის ქვეყნებში დაგეგმილ ფესტივალებზე მიწვევა, - ამბობს გიორგი წიქარიშ-

ვილი, - სავარაუდოდ, „საუნჯეს“ საბერძნეთში ან იტალიაში ქორეოგ-რაფიულ ფესტივალზე მიიწვევენ. თუმცა, საფიქრალია, ანსამბლი რამ-დენად შეძლებს ტრანსპორტირების-თვის საჭირო თანხის მოძიებას.“

ხარაგაულის ხალხური შემოქმე-დების სახლის დირექტორი დალი მაღრაძე ამბობს, რომ საერთა-შორისო ფესტივალებში მონაწი-ლეობა ქართული ფოლკლორის პოპულარიზაციას ხელს უწყობს.

ფოლკლორისტთა საერთაშორისო ფედერაციის მიერ ორგანიზებულ ფესტივალზე მიწვევა კი „საუნჯეს“ ისტორიაში ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია.

ნინო კაპანაძე

27 აპრილს, ხარაგაულის ისტო-რიულ მუზეუმში, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, „მუზეუმების ღამე“ აღინიშნა. ამ ღონისძიების ფარგლებში ხარაგაულის ისტორიულ მუზეუმში მოეწყო თვითნასწავლი მხატვრის, ნუგზარ ლაცაბიძის ნახა-ტებისა და 2016 წელს მუზეუმისთვის შეწირული ექსპონატების გამოფენა.

საგამოფენო დარბაზში ხარაგა-ულელმა ახალგაზრდებმა ცნობილი მხატვრების შედევრების შექმნის პროცესი განასახიერეს. ღონისძიების დასასრულს მუზეუმის დირექტორ-

მა ნინო დიდიძემ „მუზეუმის მეგობ-რის“ სიგელით ის პირები დააჯილდო-ვა, რომლებმაც გასულ წელს მუზეუმს ექსპონატები უსახსოვრეს.

„ძალიან მნიშვნელოვანია „მუ-ზეუმების ღამე,“ - აღნიშნა მუზეუმის ფონდების მთავარმა მცველმა ეკა შველიძემ, - ამით მთავრდება კვირე-ული, რომელიც 18 მაისს, მუზეუმების საერთაშორისო დღეს დაიწყო. ღო-ნისძიებები მოსწავლე-ახალგაზრ-დობის მონაწილეობით ტარდება. აქ ეცნობიან ისინი ჩვენი მხარის ისტო-რიას და პატრიოტებად ყალიბდებიან.

რაც შეეხება თვითნასწავლი მხატვ-რის, ნუგზარ ლაცაბიძის გამოფენას, მას ძალიან საინტერესო ბიოგრაფია აქვს. მისი ცხოვრების განუყოფელი თანამგზავრი სამშობლოს სიყვარუ-ლია. ეროვნული მოძრაობის დროს ერთ-ერთ მიტინგზე, როცა ლიდერე-ბი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, ნუგზარი შერიგებისა და სამოვართან ხელოვნებაზე საუბრისკენ მოგვიწო-დებდა.“

„მძინარე“ - ასე დაასათაურა ნუგ-ზარ ლაცაბიძემ საკუთარი ნამუშევრე-ბი. ხარაგაულის მუზეუმში მისი მესამე პერსონალური გამოფენა შედგა თეატრალური სარდაფისა და ცისფე-რი გალერეის შემდეგ. პორტრეტებში გასული საუკუნის 80-90-იანი წლების ეპოქაა გაცოცხლებული. მხატვარი მათ ქმნიდა ყველგან - მატარებელში, ქუჩაში, ეზოში…

„ბავშვობიდან ვხატავ, - ამბობს ნუგზარ ლაცაბიძე, - ნებოძირში და-ვიბადე და გავიზარდე. სამწყემსურში ჩიტების ჭიკჭიკს ვუსმენდი. ტყეში რომ იელი ყვავის, იქ გავლას და დასვენებას არაფერი სჯობს. საბჭოთა კავშირი რომ იშლებოდა, ქვეყანაში საშინელი ქაოსი იყო, - თბილისში ჩასული ღამის გასათევ ადგილს ვერ იპოვნიდი და ვაგზალში დიდხანს

გვიწევდა ლოდინი. გზაში, ვაგზალზე, მატარებელში ვქმნიდი პორტრეტებს, რომლებიც მეტყველებს არა მარტო წარსულზე, არამედ დღევანდელო-ბაზეც. ყველაზე მეტად გული იმაზე მტკივა, რომ ღირებულებები ჯერ კიდევ ვერ გამოვკვეთეთ. ერის გამო-ღვიძება მომავალმა თაობამ უნდა შეძლოს.“

ხარაგაულის ისტორიული მუზე-უმის დირექტორის, ნინო დიდიძის ინფორმაციით, მნიშვნელოვანი შე-ნაძენია კახა დევდარიანის, ირინე კობახიძის, ლევან კიკნაძის, ლალი ალექსიძის, დალი მაღრაძის, შალვა ჩხეიძის, ლია ფოფხაძის, ჟუჟუნა კა-ლანდაძის, ნუნუ ბრეგვაძის, მარინა დევდარიანის, ლელა ხეცაძის, მუ-რად მაჭარაშვილის, რუსუდან ფცქი-ალაძის, რეზო კვირკვიას, გიორგი ნიორაძის, დიმიტრი ჟვანიასა და მამუკა ცუცქირიძის მიერ მუზეუმისთვის ნაჩუქარი ექსპონატები.

კახა დევდარიანი თბილისში, მშრალ ხიდზე სისტემატურად დადის ძველი ნივთების შესაძენად. მან ხარა-გაულის მუზეუმს კოლხური ბალთა, ხორბლის ასაღები სამაჯური, რომა-ული და არაბული მონეტები გადასცა.

საინტერესო, მრავლისმთქმე-ლი და ისტორიული, - ასე უწოდა

ხარაგაულში „მუზეუმების ღამეს“ დამთვალიერებელმა მარინე არ-ჯევანიძემ და აღნიშნა, რომ ემოცია დიდხანს გაჰყვება.

ხარაგაულის №2 საჯარო სკოლის მეცხრეკლასელი თამარ ჭიპაშვილი, წლებია, მუზეუმის მიერ განხორცი-ელებულ პროექტებში მონაწილეობს. ის მიიჩნევს, რომ ყოველ წელს მუ-ზეუმში გამართული ღონისძიებებიდან ახალ-ახალ ინფორმაციებს იღებს. თამარი წელს ცნობილი მხატვრების ცხოვრებასა და შემოქმედებაზე ბევრ მასალას გაეცნო. „მუზეუმების ღამე“ არა მარტო უფროსი თაობისთვის, არამედ ახალგაზრდებისთვის ძალიან მნიშნელოვანია, - ამბობს თამარი, - მუზეუმის პოპულარიზაციას ხელი უნდა შევუწყოთ.“

ღონისძიებაზე მყოფმა ხარაგა-ულის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ნიკოლოზ თოფურიძემ მადლობა გადაუხადა შემომწირველებს მუზეუმზე ზრუნვისათვის. გამგეობის კულტურის სამსახურის უფროსის, ირინე ჩხე-იძის, თქმით, მუზეუმი ხარაგაულის სავიზიტო ბარათია, რომელიც არაჩ-ვეულებრივი ექსპონატებით გამდიდრ-და, ხოლო მუზეუმის ისტორიაში კიდევ ერთი ლამაზი ფურცელი ჩაიწერა.

ნინო კაპანაძე

C ჰეპატიტზე ხარაგაულის მოსახლეობის 20%-ია გამოკვლეული

Page 5: თოფი ელექტროღობეებმა უნდა ჩაანაცვლოსchemikharagauli.com/uploads/secbanners/20-734-2017w.pdf · 2 xtvb bvthtsb 2 ივნისი,

5xtvb bvthtsb2 ივნისი, 2017 წ.

ხარაგაულში სმენის აპარატი ორმოცდაათამდე გამოკვლეულს სჭირდება

შვილო, ნოდარ! 11 წელი ხდე-ბა, რაც დამტოვე გაუბედურებული დედა და ცათა სასუფეველში დაიმ-კვიდრა შენმა სპეტაკმა სულმა.

დრო ვერ განკურნავს ჩემს გუ-ლისტკივილს, ჩემს ტანჯვას, რაც შენმა მოულოდნელმა გარდა-ცვალებამ დამიტოვა. ყოველდღე თვალცრემლიანი შევჩერებივარ სურათზე გამოსახულ შენს ლამაზ სახეს (დედასთვის საუკეთესოს), ღმერთს ვავედრებ შენს ლამაზ სულს და სულ ამას ვფიქრობ, - რა-ტომ, რატომ გამწირე, ღმერთო?! რატომ დამაშორე ჩემს ერთა-დერთ შვილს, რომელიც სიკეთისა და ყველას მიმართ სიყვარულის განსახიერება იყო? მას ხომ თავის სიცოცხლეში მხოლოდ ყველას სიხარული უხაროდა და ყველას ტანჯვას გულით განიცდიდა.

შვილო, ნოდარ! ყველას უყვარ-დი და ყველა ცრემლებით გიგო-ნებს, როგორც კეთილ და გონიერ

ახალგაზრდას. მე კი დღემდე ვერ გპატიობ, რომ მოხუცი დედა უპატ-რონოდ დამტოვე.

3 ივნისი შენი გარდაცვალების დღეა. მოვალთ, შვილო, შენს სა-მუდამო სამყოფელთან და თბილი მოგონებებით, ცრემლითა და ვარ-დებით აღვნიშნავთ ჩემი უბედურე-ბის - შენი გარდაცვალების დღეს.

შენი უბედური დედა თინა (ნაზი) ამანათოვი

15 მაისს დაიწყო და 2 ივნისს დასრულდა ხარაგაულში სტოკ-ჰოლმის სმენადაქვეითებულთა ასოციაციის ინიციატივით მიმდი-ნარე აქცია. ასოციაციის ექიმებმა I-IV კლასების მოსწავლეთა სმენის მდგომარეობა შეამოწმეს. 30 მაისს შვედეთის ელჩის მოადგილე ლინნ ნეტტელვიკი სამედიცინო შემოწ-მების პროცესს ვერტყვიჭალის სკოლაში დაესწრო.

ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურის უფროსის, შმაგი ხიჯაკაძის, ინფორმაციით, სპეციალისტებმა უფროსკლასე-ლები და სოფლის მოსახლეობაც გამოიკვლიეს.

„დაახლოებით 800 პიროვნების სმენის მდგომარეობა შემოწმდა, - ამბობს შმაგი ხიჯაკაძე, - სმენის აპარატი ორმოცდაათამდე გამო-კვლეულს სჭირდება. აპარატები

მათ უფასოდ გადასცეს. საგანგაშო მდგომარეობა არ გვაქვს, მაგრამ მოსწავლეთა დიდ ნაწილს კონ-სულტაცია გავუწიეთ. ზოგს ყურის ანთება აღმოაჩნდა, ზოგსაც - სა-ცობი.“

„გამოვლინდა შემთხვევები, როცა არც პედაგოგებმა და არც მშობლებმა არ იცოდნენ, მოსწავ-ლეს რომ სმენის პრობლემა ჰქონ-და, - ამბობს პროექტის კოორდი-ნატორი მაია ბერაძე-ჯონსონი, - ძირულას ხეობის სკოლებში მოსწავლეთა დიდ ნაწილს სმენა ქვედა ზღვარზე დაბლა აქვს. ასეთ დროს მშობელმა უნდა იცოდეს, რომ თუ მის შვილს ანტიბიოტი-კი დასჭირდება, ისეთი შეირჩეს, რომელიც სმენის ნერვს არ და-აზიანებს და დაავადების პროგრე-სირებას ხელს არ შეუწყობს.“

სტოკჰოლმის სმენადაქვეითე-ბულთა ასოციაციის აქცია ხა-რაგაულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის თანადა-ფინანსებით განხორციელდა.

სად და როგორ პირობებში უნდა შევინახოთ მოწეული თაფლი, - ამის შესახებ მეფუტკრე ლაშა გურგენიძე გვირჩევს:

-სამწუხაროდ, აკაციის ყვავილობი-სას წელსაც ცუდი ამინდები დაიჭირა, მაგრამ რა მოსავალიც მივიღეთ, უნდა მოვუაროთ. აკაციის თაფლი ფუტკ-რის გამოსაზამთრებლად საკმაოდ კარგია. ამიტომ პირადად მე ჭარბი თაფლი, - რაც ფუტკარმა მაღაზიასა და საკუჭნაოში დააგროვა, ამოვაცა-ლე; დანარჩენი სკაში დავუტოვე.

ხვალიდან, 3 ივნისიდან, წაბლის თაფლზე ღალიანობა იწყება. წაბლის თაფლი გამოირჩევა საუკეთესო საგე-მოვნო თვისებებით, ფართოდ გამო-იყენება საკონდიტრო წარმოებაში და სამკურნალოდ. ხარაგაულის თაფლი

ევროსტანდარტებს აკმაყოფილებს. ამიტომ მნიშვნელოვანია წესების დაცვა თაფლის შენახვისას.

ნესტიან პირობებში თაფლი წყალდება. ამიტომ მისი შენახვა სარდაფში არ არის რეკომენდირებუ-ლი. თაფლს არც სხვენი უხდება, +20 გრადუსზე ზემოთ თაფლი სასარგებ-ლო თვისებებს კარგავს. თუ ძალიან მშრალ ადგილზე შევინახავთ, სადაც მუდმივად ორპირი ქარია და მზე აცხუნებს, ჩაიშაქრება. ამიტომ თაფ-ლის შესანახი ადგილი მეფუტკრემ ამ პირობების გათვალისწინებით უნდა შეარჩიოს.

თაფლი აუცილებლად უჟანგავ ჭურჭელში უნდა მოთავსდეს. ძა-ლიან კარგია მინის ჭურჭელი ან ისეთი პლასტმასის, რომელიც არ

შედის თაფლთან რეაქციაში. თაფ-ლის შენახვა კარგია სპეციალურ რეზერვუარში, რომელიც ძვირად-ღირებულია.

ამიტომ არის კოოპერატივი საჭი-რო და აუცილებელი, - სხვადასხვა პროგრამების ფარგლებში მეპაიეები თაფლის შესანახი ჭურჭლის შეძე-ნას შეძლებენ. ამ რეზერვუარებში თაფლის თვისებებბი სრულად ნარჩუნდება. პირველ რიგში, ქარ-თველ მომხმარებელს მივაწვდით საუკეთესო ხარისხის თაფლს და მერე - ევროკავშირის ბაზარს.

უმჯობესია, წაბლის თაფლი ცალ-კე გამოვხადოთ.

მომდევნო წერილში ფუტკრის შემოდგომისთვის მომზადების თა-ობაზე ვისაუბრებთ.

მეფუტკრის რჩევები

როგორ დავაბინაოთ თაფლის მოსავალი

ჩემო ხალისიანო და ლამაზო ლელა, 4 ივნისს ორი წელი გიხდება, რაც ჩვენს გვერდით აღარ ხარ. გაუსაძლისი და ტკივილიანია უშენოდ დღეები, თვე-ები. წელიწადს წელიწადი დაემატა. მამიდას მოურჩენელი ტკივილი ხარ. წახვედი და თვალში ცრემლი, გულში სევდა დამიტოვე; სევდა, რომელიც არ განელდება, სანამ ცოცხალი ვიქნები.

ამბობენ, დრო მკურნალიაო. არ არის ეს მართალი. რაც დრო მიდის, მით უფრო მეტად მენატრები. საკუთარი ოჯახის შექმნა გინდოდა. შექმენი კიდეც, თუმცა შენმა ბედისწერამ მალე დაგა-შორა ქმარ-შვილს. გიორგი დაგრჩა 6 თვის, ატირებული. ძალიან გიყვარდა ყველა ბავშვის მოფერება. შენი გიორგი კი მოუფერებელი დაგრჩა. მას ყველა ეფერება, მაგრამ აკლია დედის სითბო, რომელსაც ვერავინ შეუცვლის. გიორგი ძალიან კარგი ბავშვია, - ხალისიანი, ადამიანების მოყვარული. მას რომ ვუყუ-რებ, შენი ბავშვობა მახსენდება. გიორგიმ იცის, რომ მისი დედა ზეცაშია, იქედან უყურებს და ლოცავს. ამბობს, კარგად უნდა მოვიქცე, დედას გაეხარდებაო. ვინ იფიქრებდა იმას, რომ შენზე მოსაგონა-რი წერილის დაწერა მამიდას მოუწევდა. გვჯერა, რომ შენი სული ნათელშია. მოვალთ შენს საფლავზე და სანთლებს აგინთებთ. მსუბუქი ყოფილიყოს შენს ნორჩ გულზე დაყრილი საქარის მიწა.შენი მამიდა გულიკო თაბუკაშვილი

ლელა თაბუკაშვილის მონატრება

31 მაისს 41 წლის გახდებოდი. სულ 21 წელი იცოცხლე შენს საყვარელ ოჯახ-თან და კეთილ ნათესავებთან ერთად. თუმცა დღემდე, როგორც ცოცხალ ადა-მიანს, ისე გილოცავენ ყოველ დაბადების დღეს 31 მაისს. არასოდეს დაგვავიწყ-დები. გია ბერაძის სახელი დავიწყებას არ მიეცემა. გაანათლოს შენი წმინდა და ალალი სული ღმერთმა იმქვეყნად. ნელ-ნელა იზრდება შენი დატოვებული ოჯახი. ჩვენს გულებში მუდამ ცოცხალი იქნები.

მეუღლე ნონა ზურაბიანი, შვილები ზაური და ნათია,

სიძე ბაჩო ქადაგიძე

გია ბერაძის ხსოვნას

ნოდარი ტაბატაძის გახსენება

ზვარეს საჯარო სკოლის დირექ-ცია, პედკოლექტივი და ტექპერსო-ნალი სამძიმარს ვუცხადებთ ჩვენი სკოლის პედაგოგებს ნიკოლოზ მჭედლიშვილსა და ნატო არევა-ძეს სიძის

მამუკა კაკიაშვილისტრაგიკულად დაღუპვის გამო.

ღმერთმა ნათელი დაუმკვიდროს გარდაცვლილის სპეტაკ სულს.

ხარაგაულის №2 საჯარო სკო-ლის ადმინისტრაცია და პედაგო-გიური კოლექტივი თანაუგრძნობენ ტატული ცუხიშვილს დის

ციმა ცუხიშვილისგარდაცვალების გამო.

მოლითის საჯარო სკოლის პედკოლექტივი და ტექპერსონა-ლი სამძიმარს უცხადებენ ამავე სკოლის პედაგოგს ხათუნა ღონ-ღაძეს დედის

რიმა ღონღაძისგარდაცვალების გამო.

ნადაბურის საჯარო სკოლის პედკოლექტივი და ტექპერსონა-ლი იუწყებიან, რომ გარდაიცვალა ამავე სკოლის ყოფილი პედაგოგი

გულნარა კურტანიძე-ნოზაძედა თანაუგრძნობენ განსვენებუ-

ლის ოჯახს.

ლარისა ფხაკაძე ოჯახით იუწ-ყება, რომ გარდაიცვალა ოჯახის ახლობელი

დავით გიორგაძედა თანაუგრძნობს განსვენებუ-

ლის ოჯახს.

ლიანა და რამაზი ყიფიანები ოჯახებით მწუხარებით იუწყებიან

დათო ჯონდოს ძე გიორგაძისგარდაცვალებას და თანაუგრძ-

ნობენ ნაილი, ლამარა და მურადი კიკნაძეებს ძვირფასი მეუღლისა და სიძის გარდაცვალების გამო.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის თანამშ-რომლები თანაუგრძნობენ ლელა ჭყოიძეს დედისეთერი არღუნაშვილი-ჭყოიძის

გარდაცვალების გამო.

სოფიო ჭანკოტაძე საქართველოს ჩემპიონია

სპორტული სიახლეეები

თბილისში 28 მაისს დასრულდა საქართველოს პირველობა კიკ-ბოქსინგში. შეჯიბრებაში ქართველ სპორტსმენებთან ერთად სომხე-თის, აზერბაიჯანის, ირანისა და თურქეთის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

ტურნირში ხარაგაულის სპორ-ტის განვითარებისა და მართვის მუნიციპალური ცენტრის (დირექ-ტორი დავით გელაშვილი) ხუთი სპორტსმენი მონაწილეობდა.

ხარაგაულელმა სოფიო ჭანკო-ტაძემ ფინალი ნოკაუტით მოიგო და 57 კგ. წონით კატეგორიაში საქართველოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

ვულოცავთ სოფიოს ამ წარმა-ტებას და შემდგომ გამარჯვებებს ვუსურვებთ.

ფოტოზე: სოფიო ჭანკოტაძე მწვრთნელებთან - ზვიად კურტა-ნიძესთან და მამუკა შარიქაძესთან ერთად

20 მაისს ხაშურში დავით კვი-ნიკაძის ხსოვნის პირველი საერ-თაშორისო ტურნირი ჩატარდა თავისუფალ ჭიდაობაში 2005-2007 წლებში დაბადებულ მოჭიდავეთა შორის. 38 კგ. წონით კატეგორი-აში პირველი ადგილი დაიკავა ვახტანგ ნიქაბაძემ, ხოლო 29 კგ. წონით კატეგორიაში მესამე ადგილზე გავიდა ზურაბ ტორო-შელიძე (მწვრთნელი რევაზ შერ-გელაშვილი).

26 მაისს ზესტაფონში გამართუ-ლი ქართული ჭიდაობის ტურნირი საქართველოს დამოუკიდებლო-ბის დღეს მიეძღვნა. 80 კგ.-მდე წონით კატეგორიაში მეორე საპ-

რიზო ადგილი დაიკავა თენგიზ თხელიძემ (ბორითი, მწვრთნელი ლევან დონაძე).

27 მაისს ხაშურში რამაზ ხარ-შილაძის სახელობის ტურნირი ჩატარდა ძიუ-დოში. შეჯიბრებაში ხარაგაულის სპორტის განვითარე-ბისა და მართვის მუნიციპალური ცენტრის სპორტსმენმა ზურაბ ლო-მიძემ მესამე საპრიზო ადგილი და-იკავა (მწვრთნელი სოსო ხაჩიძე).

ვეფხვია ღონღაძეხარაგაულის სპორტის

განვითარებისა და მართვის მუნიციპალური ცენტრის პროგრამების მენეჯერი

Page 6: თოფი ელექტროღობეებმა უნდა ჩაანაცვლოსchemikharagauli.com/uploads/secbanners/20-734-2017w.pdf · 2 xtvb bvthtsb 2 ივნისი,

6 xtvb bvthtsb 2 ივნისი, 2017 წ.

593 900 501

მის.: ხარაგაული, სოლომონ მეფის №59

ტელ.: 0 433 22 16 27

593 900 501

[email protected]

გაზეთი რეგისტრ. №47/5-ბ-12

დიზაინერიშოთა ლომიძე

557 10 20 47 [email protected]

მთავარი რედაქტორილაურა გოგოლაძე

რედაქტორის მოადგილენინო კაპანაძე

593 35 65 80

თამთა გოგოლაძე577 68 39 87

დ. ხარაგაული02.06 - მზიანი დარი, დღე +22ºC,

ღამე +12ºC;03.06 - მზიანი დარი, დღე +24ºC,

ღამე +14ºC;04.06 - მზიანი დარი, დღე +26ºC,

ღამე +17ºC;05.06 - ცვალებადი მოღრუბლულობა

უნალექოდ, დღე +31ºC, ღამე +21ºC;06.06 - ცვალებადი მოღრუბლულობა

უნალექოდ, დღე +35ºC, ღამე +21ºC;07.06 - ცვალებადი მოღრუბლულობა

უნალექოდ, დღე +34ºC, ღამე +22ºC.

ბორითი02.06 - მზიანი დარი, დღე +21ºC,

ღამე +12ºC;03.06 - მზიანი დარი, დღე +23ºC,

ღამე +14ºC;04.06 - მზიანი დარი, დღე +26ºC,

ღამე +16ºC;05.06 - მზიანი დარი, დღე +28ºC,

ღამე +18ºC;06.06 - ცვალებადი მოღრუბლულობა

ნალექით, დღე +33ºC, ღამე +21ºC;07.06 - ცვალებადი მოღრუბლულობა

ნალექით, დღე +32ºC, ღამე +20ºC.

კიცხი02.06 - მზიანი დარი, დღე +21ºC,

ღამე +10ºC;03.06 - მზიანი დარი, დღე +23ºC,

ღამე +12ºC;04.06 - მზიანი დარი, დღე +25ºC,

ღამე +16ºC;05.06 - ცვალებადი მოღრუბლულობა

უნალექოდ, დღე +29ºC, ღამე +19ºC;06.06 - ცვალებადი მოღრუბლულობა

უნალექოდ, დღე +33ºC, ღამე +20ºC;07.06 - ცვალებადი მოღრუბლულობა

უნალექოდ, დღე +33ºC, ღამე +21ºC.

მოლითი02.06 - მზიანი დარი, დღე +19ºC,

ღამე +10ºC;03.06 - მზიანი დარი, დღე +22ºC,

ღამე +12ºC;04.06 - მზიანი დარი, დღე +25ºC,

ღამე +14ºC;05.06 - ცვალებადი მოღრუბლულობა

უნალექოდ, დღე +26ºC, ღამე +16ºC;06.06 - ცვალებადი მოღრუბლულობა

უნალექოდ, დღე +31ºC, ღამე +19ºC;07.06 - ცვალებადი მოღრუბლულობა

უნალექოდ, დღე +32ºC, ღამე +20ºC.

amindi

ძალიან გვიყვარს სამშობლო

ხშირად გამიგონია, წამლით კი არა, ექიმმა სიტყვით მომარჩინაო. ამ სიტყვებში უფლის ძალაა, რომელიც გულუხვად აქვს მიმადლებული მის რჩეულს. არ გადავაჭარბებ, თუ ვიტყ-ვი, რომ უფლის ასეთი რჩეულია ექიმი ბესო ფოცხვერაშვილი. მის პიროვნება-ში პროფესიონალიზმთან შერწყმულია ზნეობრივი სიმაღლე, ადამიანურობა, ადამიანის სიყვარული...

სულ ორიოდე კვირაა, რაც მარა-დიულ ცხოვრებას შეუერთდა ჩემი უსაყვარლესი სიძე დავით (დათო) გიორგაძე. გადაადგილების უნარდა-კარგულმა, ვერ შევძელი საბოლოოდ მისი გულში ჩახუტება, ცხედარზე ცრემ-ლის დადენა...

ბესო ექიმის მადლიანმა მარჯვე-ნამ, მთელი სიზუსტით გაკეთებულმა ანალიზებმა, უტყუარმა დიაგნოზმა და შესაბამისად დანიშნულმა მედიკამენ-ტებმა სულ რამდენიმე დღეში შეცვალა ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა.

დიდი მადლობა ბესო ექიმის მშობ-ლებს - ქალბატონ მანანა კიკნაძესა და ბატონ ტარიელ ფოცხვერაშვილს - შვი-ლის ასეთი თვისებებით აღზრდისათვის. ჩემს საიმედო მკურნალს კი წრფელი დედური გრძნობით მინდა ვუთხრა, - სა-კუთარ შვილებში არ გარჩევ, ბესო ექიმო!

სიყვარულითა და მადლიერებითლამარა ყიფიანი-კიკნაძე

სოფელი ჩხერი

მუზეუმების ღამეს, ხარაგაულის ისტორიულ მუზეუმში

გიორგი ბუხნიკაშვილი: -მიხარია, რომ ქართველი ვარ. ვამაყობ და ბედ-ნიერი ვარ ჩემი წინაპრების ცხოვრებითა და გმირული წარსულით. მუდამ მახსოვს ჩვენი საამაყო ისტორია. ქართველ ერს

ია-ვარდით მოფენილი, დალხენილი ცხოვრება არასდროს ჰქონია. ჩვენს წინაპრებს მუდამ უწევდათ ურიცხვ და ძლიერ მტერთან ბრძოლა. ხშირად იარაღთან ერთად იძინებდნენ. მათ მიერ განვლილი ცხოვრება ჩვენთვის კარგი მასწავლებელია. მუდამ გულით უნდა ვა-ტარებდეთ საქართველოს სიყვარულს. ვუშუშებდეთ იმ ჭრილობას, მტერმა რომ მიაყენა. ჩვენი ქვეყნის დღევანდელი ჭრილობა აფხაზეთი და სამაჩაბლოა. ვიმედოვნებ, ისტორიის ფურცლებზე დარჩება ჩვენი ლამაზი ქვეყნის ეს ტკი-ვილიანი, ცრემლიანი და დაბეჩავებული წლები. საქართველო გამთლიანდება და გაბრწყინდება. ძალიან მიყვარს ჩემი სამშობლო, ჩემი საქართველო.

გვესაუბრებიან სარგვეშის საჯარო სკოლის მოსწავლეები:ანასტასია ციცვიძე: -სკოლაში რომ

პირველად შევდგი ფეხი, საკუთარი გუ-ლისცემა მესმოდა. არ ვიცი, მიხაროდა თუ ახალი გარემოსადმი შიშს განვიც-დიდი. საოცარი განწყობა მქონდა. მიხაროდა, რომ მერხზე კომპიუტერი და წიგნები დამხვდებოდა. წიგნი ყველაზე კარგი მეგობარი და მოსაუბრე გახდა ჩემთვის. „დედა ენა“ ჩემი საყვარელი წიგნია. წიგნის სიყვარული არის სითბო, რომელიც დედის ნანას ჰგავს; სიკეთე, რომელიც გულით უნდა ვატაროთ; სიყვარული ჩვენი სამშობლოს მიმართ.

გიორგი აბულაშვილი: -სიმართლე უნდა ვაღიარო, - სასკოლო ასაკის რომ

გავხდი და სკოლაში უნდა წავსულიყავი, ძალიან განვიცდიდი. დღეს რომ მკით-ხოთ, არ ვიცი, რატომ არ მინდოდა სკო-ლაში სიარული. დღეს ძალიან მიყვარს ჩემი სკოლა - ჯადოსნური სამყარო, მასწავლებლები, წიგნები, - განსაკუთ-რებით, „დედა ენა“, კომპიუტერი.

„დედა ენაში“ მთელი სამყაროა ჩა-სახლებული. ეს პატარა, ლამაზი წიგნი სამშობლოს სიყვარულს, დედ-მამის პატივისცემას, წინაპართა დაფასებას, მეგობრისადმი ერთგულებას გვასწავ-ლის. მჯერა, მომავალში სკოლაში კიდევ უფრო მეტ საინტერესო ცოდნას შევიძენ.

20 მაისს 77 წელი შეუსრულდა რეზო ვანოს ძე გოგოლაძეს. მან ცხოვრების საინტერესო გზა განვლო. მრავალშვილიან ოჯახში გაიზარდა. თერთმეტი დედმამიშვილიდან სამი ძმა მეორე მსოფლიო ომში დაიღუპა.

ვერტყვიჭალის საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა ქ. თბი-ლისის 31-ე პროფესიულ სასწავლე-ბელში, ფერადი ბეჭდვის ტექნოლოგიის ფაკულტეტზე განაგრძო. აღნიშნული სასწავლებლის დამთავრების შემდეგ დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საქონელმცოდნეობის ფაკულტეტი, ბაქოს პარტიული სკოლა.

შრომითი საქმიანობა 16 წლისამ დაიწყო მცხეთის ასანთის საწარმოში. შრომისმოყვარე ახალგაზრდა შეუმჩნე-ველი არ დარჩენიათ და საწარმოს კომ-კავშირის კომიტეტის მდივნად აირჩიეს. სხვადასხვა დროს მუშაობდა „ელექტ-როაპარატში,“ უნუვერმაღ „თბილისის“ გამგედ, თეატრალური საზოგადოების ბაზის უფროსად, სასტუმრო „კოლხე-

თის“ დირექტორის მოადგილედ. ჰყავს მეუღლე სოფიო იორდანიძე, შვილი ვანო და შვილიშვილი სანდრო.

სტუმართმოყვარე და კარგი მასპინ-ძელია, ცნობილი მონადირეცაა და მე-გობრების დიდი წრე ჰყავს, საინტერესო ამბების თხრობაც უყვარს. დაბადების დღეს ვულოცავთ. ჯანმრთელობასა და დიდხანს სიცოცხლეს ვუსურვებთ.

მურთაზ ციცქიშვილი, ნუგზარ ბარბაქაძე, კობა სხილაძე, თამაზ,

თემურ, თენგიზი, ბადრი და ნუგზარ გოგოლაძეები, ჯემალ მუმლაძე

სიკეთით განვლილი 77 წელი

ვულოცავთ ჩვენს თანამშრომელს ეთერი ალხაზიშვილს შვილების, ნანა ალხაზიშვილისა და ნიკა ლომიძის ბედნიერებას. ახლადშექმნილ ოჯახს ვუსურვებთ ულევ სიყვარულს, შვილთა სიმრავლეს, ჯანმრთელობას, დღეგრ-ძელობას, სიკეთესა და სიხარულს.

ზვარეს საჯარო სკოლის დირექცია, პედკოლექტივი და

ტექპერსონალი

ვულოცავთ მაისის თვეში დაბადე-ბულ ქალბატონებს ზინა ამყოლაძეს, ლილი მანჯავიძეს და ლალი ჭიქავას დაბადების დღეებს. ვუსურვებთ მათ ჯანმრთელობას, ოჯახებთან ერთად დიდხანს ბედნიერად ცხოვრებას.

ვახანის საჯარო სკოლა

2 ივნისს დაბადებულ მარიამ მიხე-ილის ასულ ოსეფაშვილს ვულოცავთ დაბადებიდან 88 წლის შესრულებას. ვუსურვებთ ჯანმრთელობას, უფალი იყოს მისი მფარველი.

შვილი იური ცხრაკბილაშვილი, რძლები: ვიგა, ილვა, ნატაშა,

შვილიშვილები გია, ქეთევანი, ინგა, სიძე (ქეთევანის მეუღლე) კასპერი, შვილთაშვილები პალინა, ოლიევა

ვულოცავთ ჩვენს საყვარელ, შრო-მისმოყვარე ბაბუას ოთარ კვინიკაძეს დაბადების დღეს. ვუსურვებთ ჯანმრ-თელობას, დიდხანს სიცოცხლეს, შვი-ლიშვილების სიმრავლეს და უფლის მფარველობას.

შვილიშვილები ილია და თამარ კაპანაძეები, ნიკოლოზ, ანდრია,

მარიამ კვინიკაძეები

ლევან შველიძეს ვულოცავთ მეოთხე ქალიშვილის - თაიას შეძენას. უფლის-გან მუდამ დალოცვილი ყოფილიყოს, ბედნიერად და წარმატებით განვლოს ცხოვრების გზები პატარა ანგელოზმა.

ააიპ „ხარაგაულკეთილმოწყობის” თანამშრომლები

ვულოცავთ გულნაზი ვეფხვაძეს მარიკა მესხისა და ბესო ბილისეიშვილის ქორწინებას. ახალდაქორწინებულებს ვუსურვებთ ულევ ბედნიერებას, სიხარულს, სითბოსა და სიყვარულს. უფალი ფარავდეს მათ ლამაზ ოჯახს. შვილთა სიმრავლე და ღვთის წყალობა არ მოჰკლებოდეთ.

ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ცენტრის თანამშრომლები

ვულოცავთ ჩვენი სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეს თამარ ჭიპაშ-ვილს საქართველოში მსოფლიო სა-ფოსტო კავშირის მიერ ორგანიზებუ-ლი წერილის წერის საერთაშორისო კონკურსში გამარჯვებას (პედაგოგი ნაზი ჭიპაშვილი). ვუსურვებთ თამარს შემდგომ წარმატებებს.

ხარაგაულის №2 საჯარო სკოლის ადმინისტრაცია და

პედაგოგიური კოლექტივი

ჩვენი სკოლის მათემატიკის მას-წავლებელს იმბურგი იჩქიტიძეს ვულოცავთ 80 წლის იუბილეს.

ბატონო იმბურგი, დიდხანს სი-ცოცხლესა და ჯანმრთელობას გისურვებთ. კიდევ მრავალ წელს გეღვაწოთ მოსწავლე-ახალგაზრ-დობის სამსახურში.

ღორეშის საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგიური

კოლექტივი

ჩვენი სკოლის პედაგოგებს ლია და ლეილა ტარიელაშვილებს ვუ-ლოცავთ შვილისა და დისშვილის გა-ბედნიერებას. ახალშეუღლებულებს, ლევანსა და თამარს, ვუსურვებთ ბედნიერებასა და შვილთა სიმრავ-ლეს. უფლის წყალობა ყოფილიყოს მათი ოჯახის თანმდევი.

ვახანის საჯარო სკოლა

ნანა ინასარიძესა და ნინო ჭყო-იძეს ვულოცავთ დისშვილების შეძე-ნას. ვუსურვებთ პატარა გიორგისა და დავითს ბედნიერ ბავშვობას. ნამდ-ვილ ქართველ ვაჟკაცებად აღზრდას.

ვახანის საჯარო სკოლა

ვულოცავთ ნანა ჭყოიძესა და აკაკი ფერაძეს მეორე ვაჟიშვილის და გიორგი ფერაძეს შვილიშვილის და-ბადებას. პატარა დავითს ვუსურვებთ ლაღ ბავშვობას. აღზრდილიყოს ჩვენი ქვეყნის ღირსეული მამულიშვილი.

ვახანის საჯარო სკოლა

***

***

***

***

***

***

***

***

***

იყიდება ოროთახიანი კუთხის ბინა III სართულზე ხარაგაულში, გიმნა-ზიასთან. ფასი შეთანხმებით. ბინის შეძენის მსურველები დაგვიკავშირდით ტელეფონით 555 56 90 20.

იყიდება ოთხოთახიანი ბინა სარდაფით ხარაგაულში, სოლომონ მეფის ქ. №7. ფასი შეთანხმებით. მსურველები დაგვიკავშირდით ტელე-ფონებით: 577 71 77 99; 555 13 58 08.

იყიდება 0,15 ჰა სამოსახლო მიწის ნაკვეთი პატარა ხარაგაულში ნიორაძის ქუჩაზე (ყოფილი გამთიშველების ქარხნის მიმდებარე ტერი-ტორია), ჩასხმულია ფუნდამენტი.

ასევე იყიდება ხანდების სამშენებლო ქვა 300 ცალი, ზომე-ბით 0,40X0,40X0,18. მსურველები დამიკავშირდით ტელეფონით 593 202 206 (პაატა).

იყიდება

სილამაზის სალონი „ნონა“ გთა-ვაზობთ სიხლეს, - ფოტოლაზერულ ეპილაციას. მსურველები დაგვიკავ-შირდით ტელეფონებით 577 14 01 91, 597 66 55 30 (ინგა).

საკუთარ შვილებში არ გარჩევ, ბესო

ექიმო!

სილამაზის სალონი

გთავაზობთ