სსიპ - ივანე ჯავახიშვილის ... · 2016-12-22 · iv....

29
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის განვითარების სტრატეგიული გეგმა 2017-2021

Upload: others

Post on 15-Aug-2020

2 views

Category:

Documents


0 download

TRANSCRIPT

Page 1: სსიპ - ივანე ჯავახიშვილის ... · 2016-12-22 · IV. თსუ-ს განვითარების სტრატეგიული

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის

განვითარების სტრატეგიული გეგმა

2017-2021

Page 2: სსიპ - ივანე ჯავახიშვილის ... · 2016-12-22 · IV. თსუ-ს განვითარების სტრატეგიული

www.tsu.edu.ge

I. შესავალი

II. თსუ-ს მისია და ღირებულებები

III. ხედვა 2017- 2021

IV. თსუ-ს განვითარების სტრატეგიული გეგმა

IV.1. სტრატეგიული გამოწვევები და შესაძლებლობები

V. უნივერსიტეტისა და მისი სტუდენტების პროფილი

V.1. დაწესებულების პროფილი

V.2. სტუდენტების პროფილი

VI. ძირითადი პრიორიტეტები 2017-2021 წლებისთვის

VII. სტრატეგიული მიზნები და ამოცანები

Page 3: სსიპ - ივანე ჯავახიშვილის ... · 2016-12-22 · IV. თსუ-ს განვითარების სტრატეგიული

www.tsu.edu.ge

I. შესავალი

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი(შემდგომში, „უნივერსიტეტი“), როგორც სამხრეთ კავკასიის პირველი უმაღლესისაგანმანათლებლო დაწესებულება, არა მხოლოდ ეროვნული და სახელმწიფოებრივი,არამედ რეგიონული მნიშვნელობის სამეცნიერო-კვლევითი და საგანმანათლებლო,კულტურულ-საზოგადოებრივი ცხოვრების კერაა. დაარსდა რა 1918 წელს ევროპულიგანათლებისა და ღირებულებების მატარებელი ქართველი ინტელექტუალების მიერ,დღემდე აგრძელებს მათ დანერგილ ტრადიციას.

უნივერსიტეტი მუდმივად ინარჩუნებს წამყვან პოზიციებს როგორც ეროვნული, ისერეგიონული (როგორც საქართველოს, ისე მთელი კავკასიის) მასშტაბით. მასისტორიულად ჰქონდა და დღემდე აქვს პოტენციალი, რომ გახდეს წამყვანი კვლევითიევროპული უნივერსიტეტი.

უახლოესი ოთხი წელიწადი განსაკუთრებული მნიშვნელობისაა როგორცუნივერსიტეტის, ისე მთელი ქვეყნისა და საზოგადოებისთვის. აუცილებელია, რომდაარსებიდან 100 წლის იუბილეს უნივერსიტეტი შეხვდეს როგორც სამაგალითო,სტაბილური, საერთაშორისო სტანდარტების მქონე სამეცნიერო დასაგანმანათლებლო კერა.

აღსანიშნავია, აგრეთვე, რომ უახლოეს ხანებში უნივერსიტეტს მოუწევს სწავლების,კვლევისა და მართვის ხარისხის დადასტურება ავტორიზაციისა და აკრედიტაციისგანახლებული სტანდარტების პირობებში, რაც აკადემიური და სამეცნიეროპერსონალის, განსაკუთრებით კი რექტორისა და ადმინისტრაციის საგანგებოძალისხმევას მოითხოვს. ასევე, გასათვალისწინებელია ის რისკები, რომლებიცელექტრონული სწავლებისა და დისტანციური განათლების მზარდ ტენდენციასუკავშირდება მთელი მსოფლიოს მასშტაბით. თანამედროვე უნივერსიტეტებსა და მათშორის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსსრულიად განსხვავებულ საინფორმაციო-ტექნოლოგიურ გარემოში, მზარდიკონკურენციის პირობებში უწევს ფუნქციონირება. მნიშვნელოვანია, რომ მანღირსეულად გაართვას თავი ამ გამოწვევას როგორც ქართულ, ისე საერთაშორისოსაგანმანათლებლო სივრცეში. აღსანიშნავია, რომ საქართველო 2005 წლიდანშეუერთდა ბოლონიის პროცესს, ხოლო უახლოეს მომავალში იგეგმება საქართველოსუმაღლესი განათლების სისტემის ევროპის უმაღლესი განათლების სივრცესთან

Page 4: სსიპ - ივანე ჯავახიშვილის ... · 2016-12-22 · IV. თსუ-ს განვითარების სტრატეგიული

www.tsu.edu.ge

შეერთება, რაც განაპირობებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, როგორცქვეყნის წამყვანი კვლევითი და სასწავლო დაწესებულების ინტეგრირებას ევროპულკვლევით და საგანმანათლებლო სივრცეში. ახალ გამოწვევას თბილისის სახელმწიფოუნივერსიტეტი მომზადებული ხვდება, რაც გამოიხატება ისეთ წამყვან ევროპულ დასაერთაშორისო საგანმანათლებლო სააგენტოებში გაწევრიანებით, როგორიცააევროპის უნივერსიტეტთა ასოციაცია, უნივერსიტეტების საერთაშორისო ასოციაცია,ფრანკოფონული საუნივერსიტეტო სააგენტო და სხვ.

Page 5: სსიპ - ივანე ჯავახიშვილის ... · 2016-12-22 · IV. თსუ-ს განვითარების სტრატეგიული

www.tsu.edu.ge

II. თსუ-ს მისია და ღირებულებები

უნივერსიტეტის მისია არის ეროვნულ და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებათადამკვიდრებისა და საზოგადოების განვითარების ხელშეწყობა; ცოდნის გენერირება დაგავრცელება; სამეცნიერო კვლევების განვითარება; აკადემიური თავისუფლების დაცვა;სტუდენტსა და უნივერსიტეტის პერსონალზე ზრუნვა; თავისუფალი სამყაროსსაუნივერსიტეტო საზოგადოების ღირსეული წევრობა. უნივერსიტეტის მისიაა,ღირსეულად ატაროს საქართველოს პირველი ეროვნული უნივერსიტეტის სახელი,ისტორიულ პირველობასთან ერთად შეინარჩუნოს პირველობა საქართველოსუმაღლეს საგანმანათლებლო სივრცეში, მიეკუთვნებოდეს მსოფლიოს მოწინავეუნივერსიტეტთა რიცხვს, ხელი შეუწყოს ეროვნულ და ზოგადსაკაცობრიოკეთილდღეობას.

უნივერსიტეტის ღირებულებები ეფუძნება ევროპული უნივერსიტეტების დიდი ქარტიითგანსაზღვრულ თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის ეთიკურ იდეალებს;კრიტიკულ, შემოქმედებით და პროგრესულ აზროვნებას; ღია, დინამიურ დაგამჭვირვალე ურთიერთობებს.

Page 6: სსიპ - ივანე ჯავახიშვილის ... · 2016-12-22 · IV. თსუ-ს განვითარების სტრატეგიული

www.tsu.edu.ge

III. ხედვა 2017 - 2021

2021 წლისთვის უნივერსიტეტი იქნება ევროპული ღირებულებების მქონე ეროვნულტრადიციებზე დაფუძნებული კვლევითი დაწესებულება, რომელიც უზრუნველყოფსაკადემიური, კვლევითი და ადმინისტრაციული პროცესების ინტერნაციონალიზაციას.

Page 7: სსიპ - ივანე ჯავახიშვილის ... · 2016-12-22 · IV. თსუ-ს განვითარების სტრატეგიული

www.tsu.edu.ge

IV. თსუ-ს განვითარების სტრატეგიული გეგმა

უნივერსიტეტის განვითარების სტრატეგიული გეგმა არის ინსტრუმენტი, რომელიცსაშუალებას გვაძლევს, თსუ-მ წარმატებულად გაიაროს გზა დასახული ამბიციურიმიზნების მისაღწევად. გეგმა შემუშავდა რექტორის ხელმძღვანელობით და მასსაფუძვლად დაედო ბოლო წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისეფექტიანობისა და საჭიროებათა შეფასების რამდენიმე ფართომასშტაბიანი კვლევა,კერძოდ: 2008 წელს შესრულებული ანგარიში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისმუშაობის ეფექტიანობის შესახებ (შემსრულებელი: Kelly Novak Opportunities), 2008წელს შესრულებული ანგარიში ტექნოლოგიის ინსტიტუციური გამოყენების შესახებ(შემსრულებელი: AACRAO Consulting), 2009 წელს შესრულებული კვლევის ანგარიშიორგანიზაციული ეფექტიანობის შესახებ (შემსრულებელი: ნიუ იორკის უნივერსიტეტისსუნი დელჰაის კამპუსის პრეზიდენტი პროფესორი კენდის ვანკო), 2013 წელსშესრულებული კვლევის ანგარიში „ადმინისტრაციული რეფორმები თბილისისსახელმწიფო უნივერსიტეტში“ (შემსრულებელი: პროფესორი ენ ლონსდეილი), 2015წელს შესრულებული „სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფოუნივერსიტეტის შესაბამისობის აუდიტის ანგარიში 2012-2013 წლებისთვის“(შემსრულებელი: სახელმწიფო აუდიტის სამსახური), 2016 წლის „მისაღები ხარისხისგანათლების უზრუნველყოფა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში“(შემსრულებელი: სახელმწიფო აუდიტის სამსახური). უნივერსიტეტის განვითარებისახალი სტრატეგიული გეგმა დაეფუძნა 2011-2017 წლების გეგმის მიღწეული შედეგებისანალიზს. გარდა ამისა, შეიქმნა სპეციალური ჯგუფი, რომლის მუშაობაში ჩართვაშეეძლო ნებისმიერ დაინტერესებულ მსურველს. მუშაობის პროცესში შეგროვდა დადამუშავდა დიდი ოდენობის მონაცემები როგორც ცენტრალური ადმინისტრაციიდან,ასევე, ფაკულტეტებიდან, რამაც საშუალება მოგვცა დაგვესახა მაქსიმალურადრეალისტური და განხორციელებადი ამოცანები.

მოცემული დოკუმენტი მიმოიხილავს თსუ-ს წინაშე მდგარ ძირითად სტრატეგიულგამოწვევებს და წარმოადგენს მოქმედების ჩარჩოს, რომელიც ამ გამოწვევებისდაძლევასა და არსებული შესაძლებლობების გათვალისწინებით სტრატეგიულიმიზნების მიღწევას გახდის შესაძლებელს.

Page 8: სსიპ - ივანე ჯავახიშვილის ... · 2016-12-22 · IV. თსუ-ს განვითარების სტრატეგიული

www.tsu.edu.ge

IV. 1. სტრატეგიული გამოწვევები და შესაძლებლობები

მოცემული განვითარების სტრატეგიული გეგმის ფარგლებში გამოიკვეთა 7 ძირითადიგამოწვევა, რომელიც ამავე დროს წარმოადგენს შესაძლებლობას თსუ-სგანვითარებისათვის.

1. ბოლო წლებში სამეცნიერო-კვლევითი ერთეულების თსუ-სთან შეერთების შედეგადმივიღეთ ხელოვნური კონგლომერატი, რომლის ფარგლებში არც სამეცნიერო-კვლევით ერთეულებს მიეცათ განვითარების პირობები და ვერც უნივერსიტეტმაშეძლო მათი მდიდარი მატერიალური და/ან ადამიანური რესურსების გამოყენება.თუმცა აღნიშნული გამოწვევა შესაძლებელია გამოყენებულ იქნესინტერდისციპლინური კვლევების წახალისებისა და სამუშაო ადგილზეორიენტირებული სწავლების დანერგვის წინაპირობად;

2. სტუდენტების დასაქმება და შრომის ბაზართან ინტეგრირება დღეს თსუ-ს ერთ-ერთუდიდეს გამოწვევას წარმოადგენს. უნივერსიტეტმა ხელი უნდა შეუწყოს პრაქტიკულიგამოცდილების ინტეგრაციას თეორიული სწავლების პროცესში და ამგვარადდააახლოვოს სტუდენტები და კურსდამთავრებულები შრომით ბაზართან;

3. აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის წახალისების მექანიზმებისდანერგვა უნივერსიტეტის ფართო პრიორიტეტებისა და მიზნების მიღწევის პროცესსუფრო ეფექტიანს გახდის. მსგავსი მექანიზმების არსებობა ხელს შეუწყობს შრომისსაერთაშორისო ბაზარზე არსებული საუკეთესო აკადემიური და ადმინისტრაციულიკადრების მოზიდვას;

4. მზარდი დიგიტალიზაციისა და სწრაფი ტექნოლოგიური განვითარების ეპოქაშიუნივერსიტეტმა უნდა მოახერხოს თავისი რესურსების მართვის პრინციპების სწრაფიადაპტაცია მსოფლიო ტექნოლოგიურ ტენდენციებთან; ეს გულისხმობს სწავლებისა დაუნივერსიტეტის მართვის ელექტრონული სისტემების აქტიურ გამოყენებას,დისტანციური სწავლების მეთოდისა და ღია საგანმანათლებლო რესურსებისათვისებას;

5. კურსდამთავრებულთა აქტივის გამოყენება თსუ-ს ერთ-ერთი მნიშვნელოვანიგამოწვევაა, რაც მოითხოვს შესაბამისი მექანიზმების შექმნასა და ინსტრუმენტებისდანერგვას. კურსდამთავრებულები უდიდესი ინტელექტუალური და ფინანსურირესურსია, რომელიც თსუ-ს თანამედროვე და საყოველთაოდ აღიარებულიდასავლური პრინციპების გაზიარების შესაძლებლობას მისცემს.

Page 9: სსიპ - ივანე ჯავახიშვილის ... · 2016-12-22 · IV. თსუ-ს განვითარების სტრატეგიული

www.tsu.edu.ge

6. არანაკლებ მნიშვნელოვანია ფინანსებისა და მატერიალური აქტივების მართვისმოდელის ცვლილება და თანამედროვე მოთხოვნებთან მისადაგება, რაც გულისხმობსროგორც არსებული უძრავი ქონების აღწერას, აქტიურ განკარგვა-გამოყენებას, ასევე,უნივერსიტეტის ბიუჯეტის დაგეგმვასა და განაწილებას ეფექტიანობისა დარაციონალურობის პრინციპების გათვალისწინებით.

7. სტარტაპები, პატენტები, ცოდნის სამკუთხედი – ეს, ასევე, ჩვენი ერთ-ერთიგამოწვევაა გლობალურ საგანათლებლო სივრცეში. ამ ინსტრუმენტების დახვეწა დარიგ შემთხვევაში შექმნა შესაბამისი ინტელექტუალური აქტივების წახალისებითცოდნის ეკონომიკის ფორმირების ხელშეწყობის წინაპირობაა.

Page 10: სსიპ - ივანე ჯავახიშვილის ... · 2016-12-22 · IV. თსუ-ს განვითარების სტრატეგიული

www.tsu.edu.ge

V. უნივერსიტეტისა და მისი სტუდენტების პროფილი

თსუ-ს მთავარი პრიორიტეტების განხილვამდე მნიშვნელოვანია უნივერსიტეტისა დამისი სტუდენტების პროფილის მიმოხილვა:

V.1. დაწესებულების პროფილი

- გააჩნია ადამიანური რესურსები და სტრუქტურები, რაც იძლევაინტელექტუალური რისკების გაწევის, ინოვაციების დანერგვისა დაექსპერიმენტირების საშუალებას.

- გააჩნია ისეთი აკადემიური დარგები, რომლებიც ტრადიციულ უმაღლესსაგანმანათლებლო დაწესებულებებს ახასიათებთ.

- ახდენს კვლევისა და სწავლების ინტეგრაციას, რაც ხელს უწყობს სწავლებისაკადემიური დეპარტამენტების დაკავშირებას, ინტერდისციპლინურიმიმართულებების განვითარებასა და თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნაზედაფუძნებული პროგრამების შექმნას.

- სურვილი აქვს, გახდეს ქვეყნისა და რეგიონის მასშტაბით წამყვანი კვლევითიუნივერსიტეტი და პროფესორების კვალიფიკაცია დააფუძნოს კვლევაზე.

V.2. თსუ-ს სტუდენტები

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისკურსდამთავრებულები უნდა იყვნენ შემდეგი ცოდნისა და უნარ-ჩვევების მატარებლები:

- მიიღონ, დახვეწონ და გაიღრმაონ დარგის შესაბამისი ცოდნა და უნარები.

- გამოიმუშაონ კრიტიკული აზროვნების უნარი, რათა შეეძლოთ კომპლექსურიპრობლემების შეფასება; გადაახალისონ არსებული ცოდნა და პროფესიულიპრაქტიკა.

- შეეძლოთ, განასხვაონ ერთმანეთისგან ფაქტები, იდეოლოგიები დაშეხედულებები და ჰქონდეთ მათ შესახებ კრიტიკული აზრის გამოთქმის უნარი.

Page 11: სსიპ - ივანე ჯავახიშვილის ... · 2016-12-22 · IV. თსუ-ს განვითარების სტრატეგიული

www.tsu.edu.ge

- გააჩნდეთ მოქალაქეობრივი თვითშეგნება და წვლილი შეიტანონსაზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა ასპექტში.

- სხვადასხვა საგანმანათლებლო უნარებითა და კომპეტენციებით აღჭურვილებსშეეძლოთ შრომის ბაზარზე შეღწევა, ადგილის დამკვიდრება და კარიერულიზრდა.

- ეზიარონ დემოკრატიული საზოგადოების ღირებულებებს და იმ გამოწვევებს,რომლებიც ასეთ საზოგადოებას აქვს.

Page 12: სსიპ - ივანე ჯავახიშვილის ... · 2016-12-22 · IV. თსუ-ს განვითარების სტრატეგიული

www.tsu.edu.ge

VI. სტრატეგიული პრიორიტეტები 2017-2021 წლებისთვის

უახლოესი ხუთი წლის განმავლობაში უნივერსიტეტმა არსებითად უნდა გაიუმჯობესოსპოზიციები საერთაშორისო მასშტაბით – დაიკავოს წამყვანი ადგილი უნივერსიტეტებისრანჟირების პრესტიჟულ საერთაშორისო სისტემებში. უნივერსიტეტის მიერ გაცემულიდიპლომი კურსდამთავრებულისთვის უნდა იქცეს დასაქმებისა და წარმატებულიპროფესიული საქმიანობის გარანტად.

იმისთვის, რომ უზრუნველვყოთ უნივერსიტეტის წინაშე არსებული პრობლემებისგადაჭრა, მნიშვნელოვანია მოქმედება შემდეგი 3 პრიორიტეტული მიმართულებით:

პრიორიტეტი 1.

სტუდენტური ცხოვრების გაუმჯობესება

პრიორიტეტი 2.

სამეცნიერო-კვლევითი პროცესის ინტეგრაცია სასწავლო პროცესთან

პრიორიტეტი 3.

სწავლებისა და კვლევის ხარისხის გაუმჯობესება და მიახლოება შრომის ბაზრისმოთხოვნებთან

Page 13: სსიპ - ივანე ჯავახიშვილის ... · 2016-12-22 · IV. თსუ-ს განვითარების სტრატეგიული

www.tsu.edu.ge

VII. სტრატეგიული მიზნები და ამოცანები

სტრატეგიული მიზნების შესრულება წარმოადგენს არსებით პირობას როგორცუნივერიტეტის საერთაშორისო აღიარების მქონე კვლევით და განათლების ცენტრადჩამოყალიბებისთვის, ასევე, იმ ტრადიციული როლის გასაგრძელებლად, რომელიცაკისრია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს საქართველოში ცოდნაზედაფუძნებული, დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობაში.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისათვის მთავარ და ყველაზე მნიშვნელოვანპრიორიტეტს სტუდენტი წარმოადგენს. სტუდენტური ცხოვრების გასაუმჯობესებლადაუცილებლად გვესახება ქვემოთ მოცემული მიზნებისა და ამოცანების განხორციელება:

მიზანი I

სტუდენტური ცხოვრებისთვის აუცილებელი ელემენტების დახვეწა დაგამრავალფეროვნება

ამოცანა 1. სტუდენტური ცხოვრების იდეის გადახედვა და ხელახალიგანსაზღვრა საზოგადოების განვითარების თანამედროვეტენდენციების გათვალისწინებით

ამოცანა 2. სტუდენტთა უფლებებისა და მოვალეობების მკვეთრად განსაზღვრადა შესაბამისი დოკუმენტის დახვეწა

ამოცანა 3. სტუდენტთა ინფორმირების პოლიტიკის შემუშავება და დანერგვამთელი უნივერსიტეტის მასშტაბით

ამოცანა 4. სტუდენტური საკონსულტაციო სერვისების (counseling) დანერგვა

ამოცანა 5. სტუდენტთა მომსახურებაში „ერთი ფანჯრის“ პრინციპის დანერგვა

ამოცანა 6. სტუდენტებისთვის კურიკულუმს გარეთ აქტივობებისმრავალფეროვანი სპექტრის შეთავაზება. მათზე თანაბარი

Page 14: სსიპ - ივანე ჯავახიშვილის ... · 2016-12-22 · IV. თსუ-ს განვითარების სტრატეგიული

www.tsu.edu.ge

ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა

ამოცანა 7. აკადემიური, სოციალური, სპორტული და კულტურულიინტერესებით გაერთიანებული სხვადასხვა სტუდენტური ჯგუფისწახალისება

ამოცანა 8. სტუდენტური თვითმმართველობის გარდაქმნა და მისი მორგებაფართო საუნივერსიტეტო სტუდენტურ საზოგადოებაზე

ამოცანა 9. საუნივერსიტეტო საბიბლიოთეკო სისტემის მართვის თანამედროვეპრინციპებზე გადაყვანა

ამოცანა 10. საბიბლიოთეკო ფონდის გამდიდრება, სტუდენტებისუზრუნველყოფა ახალი ციფრული და ბეჭდური გამოცემებით

ამოცანა 11. უნივერსიტეტის საბიბლიოთეკო ფონდებში დაცული უნიკალურიგამოცემების რესტავრაციის მიზნით საგანგებო ღონისძიებებისგატარება

ამოცანა 12. ომბუდსმენის ინსტიტუტის შექმნა სტუდენტთა უფლებებისდასაცავად

ამოცანა 13. მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე და სოციალურად დაუცველისტუდენტებისათვის სახელმწიფო მხარდაჭერის მექანიზმებისპარალელურად საუნივერსიტეტო სასტიპენდიო პროგრამისშეთავაზება

ამოცანა 14. სტუდენტური გაერთიანებებისა თუ ცალკეული სტუდენტებისიდეებისა და პროექტების განხორციელების ფინანსური მხარდაჭერასაკონკურსო საფუძველზე, გამჭვირვალობის, ობიექტურობისა დასამართლიანობის პრინციპების სრული დაცვით

Page 15: სსიპ - ივანე ჯავახიშვილის ... · 2016-12-22 · IV. თსუ-ს განვითარების სტრატეგიული

www.tsu.edu.ge

ამოცანა 15. სტუდენტებთან საკომუნიკაციო ეფექტური მექანიზმების შექმნა დაამოქმედება: ყოველთვიური ღია კარის დღის ორგანიზება, სადაცსტუდენტები ადმინისტრაციის წარმომადგენლებს უშუალოდგააცნობენ არსებულ პრობლემებს და პასუხს მიიღებენ მათთვისაქტუალურ საკითხებზე

ისტორიულმა გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ ახალი ცოდნის გენერირება და გადაცემისუწყვეტი პროცესი აუცილებლად გულისხმობს სწავლებისა და კვლევის ინტეგრირებას.ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს უახლოესწარსულში სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების შეერთებით ხელსაყრელი პირობებიშეექმნა ამ კუთხით, თუმცა აღნიშნული პოტენციალი დღემდე სათანადოდგამოყენებული არ არის. ქვევით მოცემული მიზნები და ამოცანები ამ გამოწვევისდაძლევას ემსახურება:

მიზანი II

კვლევის მხარდამჭერი გარემოს შექმნა

ამოცანა 1. საერთო საუნივერსიტეტო მინიმალური სამეცნიერო სტანდარტისშემუშავება და დანერგვა

ამოცანა 2. სადოქტორო პროგრამების ხარისხის დაახლოება საერთაშორისოსტანდარტებთან

- დოქტორანტურის საფეხურის როგორც შიდა საგრანტო,ასევე, პროგრამული დაფინანსების უზრუნველყოფა(სასწავლო და სამეცნიერო კომპონენტების)

- სადოქტორო სამეცნიერო კვლევების თანამედროვეშეფასების სისტემის შემუშავება

ამოცანა 3. ინტერდისციპლინური კვლევების მხარდაჭერა

Page 16: სსიპ - ივანე ჯავახიშვილის ... · 2016-12-22 · IV. თსუ-ს განვითარების სტრატეგიული

www.tsu.edu.ge

ამოცანა 4. კვლევითი ცენტრების/სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტებისინტეგრირება საუნივერსიტეტო კვლევასა და სწავლებაში

- ერთობლივი ყოველკვირეული სამეცნიერო სემინარისდაწესება კათედრებზე პროფესორების, სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების მეცნიერ-თანამშრომელთა დასტუდენტთა მონაწილეობით

- უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალისა და კვლევითიცენტრების/სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების მეცნიერ-თანამშრომელთა ერთობლივი საგრანტო პროექტებისგანხორციელების ხელშეწყობა სამივე საფეხურის სტუდენტთაჩართულობით

ამოცანა 5. აკადემიური და სამეცნიერო პერსონალის მიერ მომზადებული იმსამეცნიერო-პერიოდული გამოცემების ადმინისტრაციული დაფინანსური მხარდაჭერა, რომლებიც აკმაყოფილებსსაერთაშორისო მოთხოვნებს საერთაშორისო ელექტრონულბაზებში განსათავსებლად.

- მაღალი რეიტინგის სამეცნიერო პუბლიკაციებისგამოქვეყნების ხელშეწყობა წამყვან საერთაშორისოსამეცნიერო ჟურნალებში

ამოცანა 6. იმ სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებების იდენტიფიცირება,საუნივერსიტეტო პრიორიტეტად ქცევა და განსაკუთრებულიხელშეწყობა, სადაც უნივერსიტეტის აკადემიური და სამეცნიეროპერსონალის მიერ შექმნილი პროდუქცია არის ინოვაციური დაკონკურენტუნარიანი, ერთი მხრივ, საქართველოს, მეორე მხრივ,საერთაშორისო მასშტაბით.

ამოცანა 7. სამივე საფეხურის სტუდენტების ინტეგრირება კვლევის პროცესში

ამოცანა 8. საინოვაციო ლანდშაფტის შექმნა

Page 17: სსიპ - ივანე ჯავახიშვილის ... · 2016-12-22 · IV. თსუ-ს განვითარების სტრატეგიული

www.tsu.edu.ge

ამოცანა 9. პოსტ-დოქტორანტურის სისტემის დანერგვა

- პოსტ-დოქტორანტების ინტეგრირება სწავლებისა დაკვლევის პროცესში

ამოცანა 10. სამეცნიერო პროდუქტის კომერციალიზაცია

- საპატენტო და საავტორო უფლებების დაცვის გზებისშემუშავება, მათ შორის, უნივერსიტეტის საგამომცემლო დამთარგმნელობით საქმიანობაში

ამოცანა 11. აკადემიური ღირებულებებისა და კულტურის დანერგვა

- აკადემიური თავისუფლების დაცვა

- აკადემიური ეთიკის კომისიის ეფექტიანობის გაზრდა

ამოცანა 12. საავტორო უფლებების სისტემის დანერგვა

- საავტორო უფლებების დაცვა (მათ შორის, სილაბუსებისაც)

- პლაგიატის აღმოფხვრა, მასთან ბრძოლის არსებულისაერთაშორისო გამოცდილების გაზიარება (პლაგიატისაღმომჩენი ქართულენოვანი პროგრამის შექმნა დადანერგვა)

ამოცანა 13. გარე რეფერირების მექანიზმზე გადასვლა

ამოცანა 14. უნივერსიტეტის ბიუჯეტში სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობისდაფინანსების მექანიზმების გაუმჯობესება და სამეცნიერო-კვლევითისაქმიანობისთვის გამოყოფილი თანხების სისტემური ზრდა (შიდასაუნივერსიტეტო და საფაკულტეტო გრანტები, სტუდენტურისამეცნიერო-კვლევითი გრანტები, აკადემიური და სამეცნიეროპერსონალის წახალისების სისტემები და სხვ.

ამოცანა 15. აკადემიური და სამეცნიერო პერსონალის სამეცნიერო-კვლევითიდა ინოვაციური საქმიანობის ხელშეწყობა განსაკუთრებით იმმიმართულებით, რომლებიც უშუალოდ უკავშირდება ქვეყნის

Page 18: სსიპ - ივანე ჯავახიშვილის ... · 2016-12-22 · IV. თსუ-ს განვითარების სტრატეგიული

www.tsu.edu.ge

ეროვნულ და სტრატეგიულ მიზნებს და ეკონომიკურ განვითარებას,აგრეთვე იმ მიმართულებებით, სადაც უნივერსიტეტს მდიდარიტრადიცია და განვითარების პოტენციალი აქვს.

ამოცანა 16. „ცოდნის სამკუთხედის“ შექმნის - უმაღლესი განათლების,მეცნიერებისა და მეწარმეობის კავშირის გაძლიერებისა დამეცნიერების კომერციალიზაციის ხელშეწყობის მიზნით საგანგებოღონისძიებების გატარება და შესაბამისი ინიციატივების წახალისება.

ამოცანა 17. დამატებითი თანხების მოძიება საერთაშორისო დონორიორგანიზაციებიდან, ქართული ფონდებიდან, ორგანიზაციებიდან დასპეციფიკური ფონდის შექმნა ახალგაზრდა კადრების მოზიდვისმიზნით მიზნობრივი პროგრამების განსახორციელებლად(პოსტდოქტორანტურა, სტუდენტების მონაწილეობით სამეცნიერო-კვლევითი პროექტების დაფინანსება და სხვ.).

Page 19: სსიპ - ივანე ჯავახიშვილის ... · 2016-12-22 · IV. თსუ-ს განვითარების სტრატეგიული

www.tsu.edu.ge

თანამედროვე უნივერსიტეტის აკადემიური პრიორიტეტები სწავლასა და სწავლებაშისაერთაშორისო სტანდარტებისა და პრაქტიკის დამკვიდრებით მიიღწევა. ცოდნისმიღებისა და გამოყენების პარადიგმები 21-ე საუკუნეში გლობალიზაციისტენდენციებიდან გამომდინარე ფუნდამენტურად შეიცვალა. ამგვარი ცვლილებასტუდენტს შესაძლებლობას აძლევს, ნებისმიერ დროსა და ადგილას მიიღოს მაღალიხარისხის, საერთაშორისოდ აღიარებული შინაარსის პროდუქტი. მსოფლიოსაუნივერსიტეტო ბაზარზე არსებული მზარდი კონკურენციიდან გამომდინარე ესრთული გამოწვევაა, თუმცა მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა უნივერსიტეტებისგანვითარებისთვის, მათ შორის, დამატებითი შემოსავლის გენერირების კუთხით. ამგამოწვევის წარმატებით დაძლევა შესაძლებლად მიგვაჩნია ქვევით მოცემულიმიზნებისა და ამოცანების რეალიზაციით:

მიზანი III

სწავლისა და სწავლების საერთაშორისო სტანდარტის დამკვიდრება

ამოცანა 1. სამივე საფეხურის უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამებისმოდერნიზაცია და მათი ხარისხის კონტროლი

ამოცანა 2. სასწავლო პროგრამების საერთაშორისო პროგრამულიაკრედიტაციის ეტაპობრივი დანერგვა

ამოცანა 3. უმაღლესი სკოლის განვითარება, სადაც შესაძლებელი იქნებასაბაკალავრო განათლების შემდეგ საფეხურებზე (მაგისტრატურა დადოქტორანტურა) განათლების მიღება და სადაც მოხდებაინტერდისციპლინური ცოდნის გენერირება

ამოცანა 4. ორმაგი და ორმხრივი ხარისხების მიმნიჭებელი სასწავლოპროგრამების განვითარება

ამოცანა 5. მთელი ცხოვრების მანძილზე სწავლების (LLL) პრინციპის დანერგვა

Page 20: სსიპ - ივანე ჯავახიშვილის ... · 2016-12-22 · IV. თსუ-ს განვითარების სტრატეგიული

www.tsu.edu.ge

- საქართველოს საუნივერსიტეტო უწყვეტი განათლებისასოციაციის დაარსება სხვა უნივერსიტეტებთან ერთად

- უწყვეტი განათლების ცენტრის ინსტიტუციურიშესაძლებლობების განვითარება ხელმძღვანელობასთან დაფაკულტეტებთან მჭიდრო თანამშრომლობით

- ფართო საზოგადოებისთვის უწყვეტი განათლებისპროგრამების შეთავაზება

- უნივერსიტეტსა და მის გარეთ უწყვეტი განათლებისპროგრამების განხორციელებისათვის საჭირო ადამიანურირესურსების ძიება და ბაზების შექმნა

- ადამიანური რესურსების განვითარების მიზნით სწავლებისთანამედროვე მეთოდების შესახებ ტრენინგებისა დავორქშოფების ორგანიზება საუნივერსიტეტო უწყვეტიგანათლების პროგრამების პედაგოგებისთვის

ამოცანა 6. კურიკულუმის დაახლოება შრომის ბაზრის მოთხოვნებთან

ამოცანა 7. სწავლების ელექტრონული ფორმების შემოღება, ფაკულტეტებზედანერგვა და განვითარება

ამოცანა 8. ღია საგანმანათლებლო რესურსების ინტეგრირება სწავლებაში

ამოცანა 9. დისტანციური სწავლების შემოღება

- უცხოელი პროფესორების ჩართვა სასწავლო პროცესშიელექტრონული ფორმატის გამოყენებით

ამოცანა 10. დოქტორანტურის სკოლის შექმნა

ამოცანა 11. სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების მეცნიერ-თანამშრომლებისჩართვა სასწავლო პროცესში სტუდენტებისათვის მეტი არჩევითიკურსების შეთავაზების გზით

Page 21: სსიპ - ივანე ჯავახიშვილის ... · 2016-12-22 · IV. თსუ-ს განვითარების სტრატეგიული

www.tsu.edu.ge

21-ე საუკუნეში მობილობა აკადემიური ცხოვრების თანმდევი ნაწილია. სტუდენტთა დაპროფესორთა ცნობიერების ამაღლება, სწავლის, სწავლებისა და აკადემიურიცხოვრების გამრავალფეროვნება და, ზოგადად, მათი გათანაბრება დასავლურსტანდარტთან თსუ-ს უმნიშვნელოვანეს მიზანს წარმოადგენს. ამგვარინტერნაციონალიზაციასთანაა დიდწილად დაკავშირებული უნივერსიტეტის იმიჯისშექმნა და პოპულარიზაცია საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში, აკადემიურიპროცესების დახვეწა, სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების დასაქმება და ა. შ. ესყოველივე ქვემოთ მოცემული მიზნებისა და ამოცანების შესრულებით მიიღწევა:

მიზანი IV

ინტერნაციონალიზაციის ინსტიტუციონალიზაცია

ამოცანა 1. უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციის სტრატეგიისა დაპოლიტიკის დოკუმენტის შექმნა და გაზიარება საუნივერსიტეტოსაზოგადოების მიერ

ამოცანა 2. სამივე საფეხურის სტუდენტების, პოსტდოქტორანტების,აკადემიური და სამეცნიერო პერსონალის კვალიფიკაციისამაღლებაზე ზრუნვა (უცხოეთში სტაჟირება, კვალიფიკაციისამაღლების სხვა შესაძლებლობების შეთავაზება და სხვ.).

ამოცანა 3. ორმაგი და ერთობლივი სასწავლო პროგრამების განვითარება

ამოცანა 4. უცხო ენების სწავლების გაძლიერება

ამოცანა 5. უცხო ქვეყნების მოქალაქე სტუდენტთა მოზიდვა

ამოცანა 6. საერთაშორისო რანჟირების სისტემებში მუდმივი მონაწილეობა

ამოცანა 7. უცხოელი ლექტორებისა და მკვლევრების ჩართვა როგორც

Page 22: სსიპ - ივანე ჯავახიშვილის ... · 2016-12-22 · IV. თსუ-ს განვითარების სტრატეგიული

www.tsu.edu.ge

სწავლებაში, ასევე თსუ-ში მიმდინარე/დაგეგმილ კვლევებში

- საერთაშორისო (საფაკულტეტო) კვირეულების მოწყობისმხარდაჭერა, სადაც უცხოეთიდან მოწვეული პროფესორებიწაიკითხავენ ლექციებს ან საჯარო ფორმატში, ან სასწავლოპროგრამით გათვალისწინებულ საგნებში

ამოცანა 8. საერთაშორისო პროექტების რაოდენობისა და ხარისხის ზრდა

- ერთობლივი სამეცნიერო კვლევებისა და ინოვაციებისხელშეწყობა უცხოეთის წამყვან უნივერსიტეტებთან დასამეცნიერო-კვლევით ცენტრებთან (როგორც აკადემიური დასამეცნიერო პერსონალის ინდივიდუალური ინიციატივებისმხარდაჭერით, ისე სხვა რესურსების გამოყენებით).

- დარგობრივი საერთაშორისო კონფერენციების ჩატარებისხელშეწყობა, მათ შორის, საქართველოს სხვაუნივერსიტეტებთან ერთად

ამოცანა 9. საერთაშორისო პარტნიორობის რაოდენობრივი და ხარისხობრივიზრდა

- უნივერსიტეტის პროფესორთა და სამეცნიერო-კვლევითიინსტიტუტების მეცნიერ-თანამშრომელთა საერთაშორისოსამეცნიერო თანამშრომლობაში ჩართვის ხელშეწყობა

ამოცანა 10. ინგლისურენოვანი სასწავლო პროგრამების გამრავალფეროვნებაგანსაკუთრებით სამაგისტრო და სადოქტორო დონეზე

ამოცანა 11. უნივერსიტეტის სასწავლო და კვლევითი შესაძლებლობებისმარკეტინგი საერთაშორისო დონეზე (მათ შორის, უცხო ქვეყნისმოქალაქეების მოზიდვის მიზნით)

- უნივერსიტეტის სამეცნიერო შედეგების აქტიურიპოპულარიზაცია ბუკლეტების საშუალებით

ამოცანა 12. საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებების საზღვარგარეთ

Page 23: სსიპ - ივანე ჯავახიშვილის ... · 2016-12-22 · IV. თსუ-ს განვითარების სტრატეგიული

www.tsu.edu.ge

არსებული ცენტრების საქმიანობის ხელშეწყობა. ერთობლივისაგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი პროექტების,აკადემიური და სამეცნიერო პერსონალის გაცვლითი პროგრამებისგანხორციელება, ერთობლივი პუბლიკაციები (მაგალითად, იენის,ვენეციის, ოქსფორდის ცენტრები და სხვ.).

მიზანი V

სტუდენტების დასაქმება და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობა

ამოცანა 1. სტუდენტური დასაქმების შესაძლებლობების შექმნა

ამოცანა 2. კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის სტრატეგიისჩამოყალიბება და სტუდენტთა კარიერული განვითარების ცენტრისმოდერნიზაცია

ამოცანა 3. პოტენციური დამსაქმებლის იდენტიფიცირება და მათსა დაკარიერული განვითარების ცენტრს შორის პირდაპირი კომუნიკაციისხელშეწყობა

ამოცანა 4. საერთაშორისო კვლევით არენაზე მოღვაწე კურსდამთავრებულთაჩართვა უნივერსიტეტში კვლევების დაგეგმვისა დაადმინისტრირების საქმეში

ამოცანა 5. სტუდენტთა სტაჟირების მოქნილი სისტემის ამოქმედება მათიდასაქმების პერსპექტივის გაზრდის მიზნით

Page 24: სსიპ - ივანე ჯავახიშვილის ... · 2016-12-22 · IV. თსუ-ს განვითარების სტრატეგიული

www.tsu.edu.ge

მიზანი VI

სტრატეგიული კომუნიკაციის გაუმჯობესება

ამოცანა 1. სტრატეგიული კომუნიკაციის პოლიტიკის შემუშავება

ამოცანა 2. უნივერსიტეტის იმიჯის განახლება ადგილობრივ და საერთაშორისოდონეზე

ამოცანა 3. კორპორატიული კულტურის ჩამოყალიბება და საერთოსაუნივერსიტეტო იდეის ირგვლივ უნივერსიტეტის საზოგადოებისგაერთიანება

ამოცანა 4. უნივერსიტეტის ელექტრონული საკომუნიკაციო წყაროების დახვეწა

ამოცანა 5. საბავშვო უნივერსიტეტის იდეის პოპულარიზაცია

ამოცანა 6. სოციალური და ახალი მედიის ჩართვა კომუნიკაციის პროცესში

ამოცანა 7. პროფესიული საუნივერსიტეტო სპორტული გუნდების წახალისება

ამოცანა 8. მეცნიერების პოპულარიზაცია

ამოცანა 9. პროფესორის იმიჯის აღდგენა

უნივერსიტეტის ეფექტიანი მართვა და ინფრასტრუქტურის განვითარება სწავლის,სწავლებისა და კვლევის მაღალი სტანდარტის მიღწევისთვის უმნიშვნელოვანესიწინაპირობაა. თსუ-ს სარგებლობაში ამჟამად არსებული ინფრასტრუქტურის სრულადათვისება და გამოყენება თანამედროვე საუნივერსიტეტო პროცესების წარსამართადჩვენი ერთ-ერთი გამოწვევაა, რისი დაძლევაც ქვევით მოცემული მიზნებისა დაამოცანების რეალიზაციით გახდება შესაძლებელი:

Page 25: სსიპ - ივანე ჯავახიშვილის ... · 2016-12-22 · IV. თსუ-ს განვითარების სტრატეგიული

www.tsu.edu.ge

მიზანი VII

უნივერსიტეტის მართვის პრაქტიკის გაუმჯობესება

ამოცანა 1. ადმინისტრაციის ოპტიმიზაცია

- ცენტრალური და საფაკულტეტო ადმინისტრაციის გამიჯვნა,ფუნქცია-მოვალეობების მკაფიოდ განსაზღვრა

- კონკურსის საფუძველზე ადმინისტრაციის არჩევის წესისკორექტირება/შეცვლა

- ადმინისტრაციული პერსონალის მუშაობის შეფასებისმექანიზმის დანერგვა

ამოცანა 2. საერთაშორისო გამოცდილების მქონე აკადემიური დაადმინისტრაციული პერსონალის მოზიდვა

ამოცანა 3. პროცესზე ორიენტირებული მართვის სისტემის გადაყვანა შედეგზეორიენტირებულ სისტემაზე

ამოცანა 4. ხარისხის კონტროლის მექანიზმების დანერგვა (Key PerformanceIndicators)

- შეფასების ინდიკატორთა ზოგადსაუნივერსიტეტო სისტემისშემუშავება სასწავლო პროცესის შეფასების ყველა სუბიექტისადა კომპონენტისთვის

- ხარისხის მართვის შიდასაუნივერსიტეტო მექანიზმებისგამრავალფეროვნება თსუ განვითარების ეტაპისგათვალისწინებით

- თსუ ავტორიზაციის პროცესის წარმატებით დასრულება

- თსუ ხარისხის მართვისა და პროგრამულიაკრედიტაციისთვის ექსპერტთა მომზადება

- სტუდენტთა მიერ აკადემიური პერსონალის შეფასებისჩატარება სანდო და ვალიდური კრიტერიუმებით და ყოველისემესტრის ბოლოს შედეგების დაგზავნა აკადემიურიპერსონალისთვის

Page 26: სსიპ - ივანე ჯავახიშვილის ... · 2016-12-22 · IV. თსუ-ს განვითარების სტრატეგიული

www.tsu.edu.ge

ამოცანა 5. თვითშეფასების პროცესის დანერგვა და შიდა აუდიტის სისტემისმოწესრიგება

ამოცანა 6. მართვის პროცესში გადაწყვეტილებების დაქვემდებარებასტრატეგიულ გეგმასა და მიზნებთან

ამოცანა 7. უნივერსიტეტის პერსონალის კვალიფიკაციის განახლება-ამაღლება, მათ შორის შიდა რესურსის გამოყენებით (LLL)

ამოცანა 8. საუნივერსიტეტო მართვის ერთიანი ელექტრონული სისტემისდანერგვა

ამოცანა 9. სტუდენტებისა და აკადემიური წრის ჩართულობის უზრუნველყოფასაუნივერსიტეტო მართვაში როგორც ცენტრალურ, ასევესაფაკულტეტო დონეზე

ამოცანა 10. უნივერსიტეტის ბიუჯეტის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა

ამოცანა 11. ფინანსური მართვის ელექტრონული სისტემის გაუმჯობესება დამისი ინტეგრირება საუნივერსიტეტო მართვის ერთიანელექტრონულ სისტემასთან

ამოცანა 12. უნივერსიტეტის ფუნქციონირება სრული და უპირობო ავტონომიისფარგლებში, სახელმწიფოსა და უნივერსიტეტის კომპეტენციებისმკვეთრი გამიჯვნით

ამოცანა 13. საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირება: უმაღლესი განათლებისდაფინანსების არსებული სისტემის შეცვლა შედეგებზეორიენტირებული მოდელით, სადაც მხოლოდ სტუდენტებისრაოდენობა არ იქნება განმსაზღვრელი

Page 27: სსიპ - ივანე ჯავახიშვილის ... · 2016-12-22 · IV. თსუ-ს განვითარების სტრატეგიული

www.tsu.edu.ge

ამოცანა 14. დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების მართვისა დაგანხორციელების სისტემის დახვეწა

მიზანი VIII. ინფრასტრუქტურის განვითარება

ამოცანა 1. უნივერსიტეტის სარგებლობაში არსებული უძრავი და მოძრავიქონების აღწერა და მათი მართვის გრძელვადიანი პოლიტიკისშემუშავება

- თსუ-ს ყველა კორპუსში ინფრასტრუქტურის შექმნასპეციალური საჭიროების მქონე სტუდენტებისათვის

- კვების ობიექტების შექმნა

ამოცანა 2. აკადემიური (სასწავლო და კვლევითი) პროცესის წარმართვისათვისსაბაზო ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფა და მისი სისტემატურიგანახლება-განვითარება

- უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამეცნიეროსაქმიანობისთვის საბაზო ინფრასტრუქტურის შექმნა

- დოქტორანტების სამეცნიერო საქმიანობისინფრასტრუქტურული უზრუნველყოფა, ბაკალავრებისა დამაგისტრანტების სამეცნიერო კვლევაში ჩართვისთვისპირობების შექმნა (სამუშაო სივრცე და ინფრასტრუქტურა)

- პოსტ-დოქტორანტებისთვის კვლევითი ინფრასტრუქტურისშექმნა და გაუმჯობესება

- უნივერსიტეტისა და სამეცნიერო ინსტიტუტების ბალანსზეარსებული საველე ბაზების ინფრასტრუქტურის განახლება-განვითარება და სასწავლო პროცესში გამოყენება

ამოცანა 3. ინვენტარიზაციის ელექტრონული სისტემის შექმნა

Page 28: სსიპ - ივანე ჯავახიშვილის ... · 2016-12-22 · IV. თსუ-ს განვითარების სტრატეგიული

www.tsu.edu.ge

ამოცანა 4. უნივერსიტეტის ვებსივრცის განვითარება

- უნივერსიტეტის საერთაშორისო ხილვადობის გაზრდავებსივრცეში ქართული და ინგლისურენოვანი ინფორმაციისგანთავსებით

- უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალისა და სამეცნიეროინსტიტუტების მეცნიერ-თანამშრომელთა აკადემიური დასამეცნიერო საქმიანობის ამსახველი ვებსივრცის შექმნა (ანარსებულის დახვეწა), სადაც განთავსდება მათი CV-ები,ელექტრონული სალექციო კურსები, სახელმძღვანელოები,სამეცნიერო ნაშრომები და ა.შ)

ამოცანა 5. სოციალურად დაუცველი სტუდენტებისათვის სტუდენტურისაცხოვრებლების მოწყობა

ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკის წარმმართველ ძალასუნივერსიტეტების/კვლევითი ორგანიზაციების, ინდუსტრიისა და ინოვაციებისსამკუთხედი წარმოადგენს. უნივერსიტეტში აკუმულირებული რესურსი ამ იდეისგანხორციელების რეალურ შესაძლებლობას იძლევა ქვევით მოცემული მიზნებისა დაამოცანების იმპლემენტაციის შემთხვევაში:

მიზანი IX

ფინანსური რესურსების დივერსიფიცირება

ამოცანა 1. ფინანსური სტაბილურობის პოლიტიკის ჩამოყალიბება

ამოცანა 2. მთელი ცხოვრების მანძილზე სწავლების რესურსის გამოყენებადამატებითი შემოსავლის გენერირების მიზნით

ამოცანა 3. სახელმწიფოსთვის დაფინანსების ალტერნატიული სისტემისშეთავაზება

Page 29: სსიპ - ივანე ჯავახიშვილის ... · 2016-12-22 · IV. თსუ-ს განვითარების სტრატეგიული

www.tsu.edu.ge

ამოცანა 4. უნივერსიტეტის დახმარების კულტურის დანერგვა, რათა ხელიშეეწყოს სამეცნიერო და ტექნოლოგიურ ინოვაციებს

ამოცანა 5. უნივერსიტეტისა და ინდუსტრიის პარტნიორობა

ამოცანა 6. ინტელექტუალური საკუთრების კომერციალიზაცია, დაპატენტება,Start up-ების ხელშეწყობა დამატებითი შემოსავლების გენერირებისმიზნით

მიზანი X

აკადემიური პერსონალის კონკურსის ჩატარების წესისა და შრომის ანაზღაურებისდახვეწა

ამოცანა 1. აკადემიური პერსონალის კონკურსის ჩატარების წესის დახვეწა

ამოცანა 2. აკადემიური პერსონალის მინიმალური მოთხოვნებისშესაბამისობაში მოყვანა ფაკულტეტების მიხედვით, ერთიანისაუნივერსიტეტო კრიტერიუმების შემუშავება

ამოცანა 3. აკადემიური პერსონალის შრომის ანაზღაურების სისტემისმოდერნიზაცია, სამეცნიერო-კვლევითი და ინოვაციური საქმიანობისწახალისების მიზნით სამოტივაციო პაკეტის შექმნა