პირადი და ოჯახური ცხოვრების...

33
1 პირადი და ოჯახური ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება ( საქართველოს კანონმდებლობის ანალიზი) კვლევა მომზადებულია ნიდერლანდების სამეფოს მთავრობის მიერ დაფინანსებული პროექტის „ადამიანის უფლებათა დაცვის გაძლიერების ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში www.gdi.ge 2014

Upload: others

Post on 01-Jan-2020

5 views

Category:

Documents


0 download

TRANSCRIPT

Page 1: პირადი და ოჯახური ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება · 3 1. შესავალი პირადი

1

პირადი და ოჯახური ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება

( საქართველოს კანონმდებლობის ანალიზი)

კვლევა მომზადებულია ნიდერლანდების სამეფოს მთავრობის მიერ დაფინანსებული პროექტის „ადამიანის უფლებათა დაცვის გაძლიერების ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში

www.gdi.ge 2014

Page 2: პირადი და ოჯახური ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება · 3 1. შესავალი პირადი

2

სარჩევი

1. შესავალი ................................................................................................................................. ............3 2. საქართველოს კონსტიტუცია და საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკა .............. .........4 2.1 მე-20 მუხლი ........................................................................................................................... ............4 2.2 მე-16 მუხლი ......................................................................................................................................13 2.3 36-ე მუხლი .............................................................................................................................. .........14 2.4 41.2-ე მუხლი ....................................................................................................................................16 3. ხარვეზები კანონმდებლობაში ......................................................................................................19 3.1 ოჯახური ცხოვრება .........................................................................................................................20 3.1.1 პატიმრები ..........................................................................................................................................20 3.1.2 ქმედუუნარო პირები .......................................................................................................................22 3.1.3 LGBTIQ პირები ................................................................................................................................24 3.1.4 პაციენტთა პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლება ..................................24 3.2 პირადი საიდუმლოება ...................................................................................................................26 3.2.1 პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება და სისხლის სამართლის კოდექსი ........26 3.2.2 „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი და „ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ ...................................................................................................................27 4. პრაქტიკა ............................................................................................................................................30 5. რეკომენდაციები...............................................................................................................................31

Page 3: პირადი და ოჯახური ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება · 3 1. შესავალი პირადი

3

1. შესავალი

პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ძირითადი უფლებაა. პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას ფართო და მრავალმხრივი შინაარსი გააჩნია, იგი უამრავი უფლებრივი კომპონენტისაგან შედგება, რომლებიც კონსტიტუციის სხვადასხვა მუხლითაა დაცული.1

როგორც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო აღნშნავს, „პირადი ცხოვრების ფართო და მრავალმხრივი შინაარსიდან გამომდინარე, შეუძლებელია მისი ზუსტი და ამომწურავი განმარტება. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოც, რომლის პრაქტიკა ამ სფეროში ძალზე მდიდარია, არაერთ გადაწყვეტილებაში მიუთითებს ამ უფლების სრული განმარტების შეუძლებლობაზე. “სასამართლო არ თვლის შესაძლებლად ან აუცილებლად, ამომწურავად განსაზღვროს “პირადი ცხოვრების” კონცეფცია“ .2

პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება ერთ-ერთი ძირითადი უფლებაა, რომელიც ადამიანს გარანტიას აძლევს, რომ მისი პირადი, კერძო სფერო დაცული იქნება. ამავდროულად ვერც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო და ვერც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ვერ ახდენენ ამ უფლების სრულად განსაზღვრას და მისი ყველა ასპექტის ჩამოთვლას, რაც ასევე ამ უფლების ფართო ხასიათსა და განსაკუთრებულობაზე მიუთითებს.

მოცემულ კვლევაში განხილული იქნება საქართველოს კონსტიტუციის ის ნორმები, რომლებიც იცავს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკა, რომელიც ამ ნორმებთან მიმართებაში არსებობს. კვლევაში შევეხებით უფლების დაცვის იმ შიდა საკანონმდებლო მექანიზმებს, რომელიც დღეისათვის არსებობს საქართველოში და ასევე მიმოვიხილავთ იმ ხარვეზებსა და პრობლემებს, რომელიც გვხვდება შიდა საკანონმდებლო სივრცეში და რომელიც ხელს უშლის უფლების რეალიზაციას, ან წარმოადგენს უფლებაში უხეშ ჩარევას.

ამავდროულად კვლევაში ყურადღება არ გამახვილდება ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ კანონმდებლობასა და ფარული საგამოძიებო მოქმედებების წარმოების წესთან დაკავშირებით არსებულ პრობლემებზე, რადგანაც აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით არსებობს მნიშვნელოვანი კვლევა, რომელიც ცნობილია ჩვენთვის და ხელმისაწვდომია.

1 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 28 თებერვლის #2/1/484 გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და საქართველოს მოქალაქე თამარ ხიდაშელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II.პ.3; 2 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 26 დეკემბრის #1/3/407 გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და საქართველოს მოქალაქე _ ეკატერინე ლომთათიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II.პ.4;

Page 4: პირადი და ოჯახური ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება · 3 1. შესავალი პირადი

4

2. საქართველოს კონსტიტუცია და საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკა

საქმეზე ,,საქართველოს მოქალაქე ლევან სირბილაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ’’ მიღებულ განჩინებაში სასამართლომ განაცხადა: ,,შეცდომა იქნებოდა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების მთელი შინაარსის საქართველოს კონსტიტუციის მხოლოდ მე-20 მუხლით შემოფარგვლა. პირადი ცხოვრებას განკუთვნილი ცალკეული საკითხები დაცულია საქართველოს კონსტიტუციის არაერთი მუხლით, როგორებიცაა: მე-16, 36-ე, 41-ე.”3 ამრიგად კონსტიტუციის მე-20, მე-16, 36-ე და 41-ე მუხლები წარმოადგენენ სწორედ იმ ნორმებს, რომლებიც იცავენ პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის ამა თუ იმ ასპექტს. განვიხილოთ თითოეული მათგანი ცალ-ცალკე.

2.1 მუხლი 20

როგორც აღვნიშნეთ, საქართველოს კონსტიტუციაში პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცვის ერთ-ერთი ძირითადი გარანტია მე-20 მუხლია.

საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლის თანახმად:

1. ყოველი ადამიანის პირადი ცხოვრება, პირადი საქმიანობის ადგილი, პირადი ჩანაწერი, მიმოწერა, საუბარი სატელეფონო და სხვა სახის ტექნიკური საშუალებით, აგრეთვე ტექნიკური საშუალებებით მიღებული შეტყობინებანი ხელშეუხებელია. აღნიშნული უფლებების შეზღუდვა დაიშვება სასამართლოს გადაწყვეტილებით ან მის გარეშეც, კანონით გათვალისწინებული გადაუდებელი აუცილებლობისას.

2. არავის არა აქვს უფლება შევიდეს საცხოვრებელ ბინაში და სხვა მფლობელობაში მფლობელ პირთა ნების საწინააღმდეგოდ, აგრეთვე ჩაატაროს ჩხრეკა, თუ არ არის სასამართლოს გადაწყვეტილება ან კანონით გათვალისწინებული გადაუდებელი აუცილებლობა.

ცნება და დაცულის სფერო:

როგორც თავად მუხლიდან ჩანს საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლის პირველი პუნქტი იცავს ისეთი სიკეთეების ხელშეუხებლობას, როგორიცაა:

ადამიანის პირადი ცხოვრება; პირადი ჩანაწერი; მიმოწერა; საუბარი სატელეფონო და სხვა ტექნიკური საშუალებით; ტექნიკური საშუალებით მიღებული შეტყობინება;

თავისმხრივ ჩამონათვალი ნათლად მიუთითებს იმაზე, რომ საუბარია ადამიანის იზოლირებულ სფეროზე, რაზეც ყველას არა აქვს წვდომა. ამასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლომ განაცხადა: „პირადი ცხოვრების “... უფლების ჩამოყალიბების პერიოდში პირადი

3 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 19 დეკემბრის #1/7/454 განჩინება საქმეზე საქართველოს მოქალაქე ლევან სირბილაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II.პ.1;

Page 5: პირადი და ოჯახური ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება · 3 1. შესავალი პირადი

5

ცხოვრების ხელშეუხებლობა ხშირად ასოცირდებოდა ინდივიდის იზოლირებულ სფეროსთან, რაც გამოხატულებას პოვებდა გარკვეულ ინსტიტუციონალურ სტრუქტურებში: სახლის, ოჯახის და შეტყობინებების საიდუმლოების დაცვაში...ამგვარი სტრუქტურების რიცხვი თანდათან გაიზარდა (ტელეკომუნიკაციები, პერსონალური მონაცემების დაცვა, ა.შ).“4

პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დაცვის სფეროსთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლომ განაცხადა: ,,პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების ფარგლებში პირები უზრუნველყოფილი არიან ფიზიკური და მორალური ხელშეუხებლობის, სახელის, პირადი მონაცემების, საცხოვრებლის, ოჯახისა და სქესობრივი ცხოვრების საიდუმლოების, მიმოწერის და სატელეფონო საუბრის საიდუმლოების ხელშეუხებლობის უფლებებით.“5 მიუხედავად იმისა, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებით დაცული სფეროები, მან დამატებით მაინც აღნიშნა, რომ „პირადი ცხოვრების ფართო და მრავალმხრივი შინაარსიდან გამომდინარე, შეუძლებელია მისი ზუსტი და ამომწურავი განმარტება.“6 ამრიგად, მან არ მოაქცია დაცული სიკეთეები გარკვეულ ჩარჩოში და უფლება განმარტა საკმაოდ ფართოდ, რაც თავისმხრივ ხაზს უსვამს ამ უფლების მნიშვნელობას და ზარდის დაცული სფეროს.

რაც შეეხება კონსტიტუციის მე-20 მუხლს, თავად „ მე-20 მუხლის არსი მდგომარეობს იმაში, (რომ) მას გააჩნია როგორც პოზიტიური, ისე ნეგატიური ასპექტი. ეს უკანასკნელი აკისრებს სახელმწიფოს ვალდებულებას, არ ჩაერიოს კონსტიტუციის მე-20 მუხლით დაცული უფლებებით სარგებლობაში და, შესაბამისად, უზრუნველყოს პიროვნების დაცვა. პოზიტიური ვალდებულება სახელმწიფოსაგან ითხოვს, უზრუნველყოს პირადი ცხოვრების პატივისცემა და ამ უფლებით ეფექტიანი სარგებლობა, რაც, პირველ რიგში, გულისხმობს პიროვნების თავისუფალი განვითარების ხელშემშლელი გარემოებების, შეზღუდვების აღკვეთას.“7

„პირადი ცხოვრება“

როგორც აღვნიშნეთ მე-20 მუხლში ჩამოთვლილია ადამიანის რამდენიმე სხვადასხვა სიკეთე, რომელთა დაცვაც სწორედ კონსტიტუციის ამ მუხლით ხდება. მათგან პირველი არის „პირადი ცხოვრება“, რომელსაც ერთ-ერთი განსაკუთრებული ადგილი უჭირავს პირადი ცხოვრების პატივისცემის სხვა ასპექტებთან შედარებით, ვინაიდან კონსტიტუციის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის ჩამონათვალში ტერმინ ,,პირად ცხოვრებას” სხვა სიკეთეებთან მიმართებაში გააჩნია ზოგადი მნიშვნელობა.8 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ საქმეზე „საქართველოს

4 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ივნისის #1/2/458 განჩინება საქმეზე საქართველოს მოქალაქეები _ დავით სართანია და ალექსანდრე მაჭარაშვილი საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წინააღმდეგ, II.პ.16; 5 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007წლის 26 დეკემბრის #1/3/407 გადაწყვეტილება, II.პ.4; 6 იქვე; 7 ადამიანის უფლებები და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სამართალწარმოების პრაქტიკა, თბილისი 2013, გვ 189; 8 ადამიანის უფლებები და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სამართალწარმოების პრაქტიკა, თბილისი 2013, გვ 189;

Page 6: პირადი და ოჯახური ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება · 3 1. შესავალი პირადი

6

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და საქართველოს მოქალაქე თამარ ხიდაშელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ მიღებულ გადაწყვეტილებაში განაცხადა, რომ ,,კონსტიტუციის ხსენებული დებულებით დაცულია პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების ისეთი მნიშვნელოვანი ასპექტები, როგორიცაა ადამიანის პირადი საქმიანობის ადგილი, კერძო სფეროში განხორციელებული კომუნიკაცია და სხვა.”9 საქმეში „საქართველოს მოქალაქეები - დავით სართანია და ალექსანდრე მაჭარაშვილი საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წინააღმდეგ“ სასამართლომ აღნიშნა, რომ „კონსტიტუციის მე-20 მუხლის პირველ პუნქტში პირადი ცხოვრების მთელ რიგ უფლებრივ კომპონენტებთან ერთად თავშივე მოხსენიებულია ზოგადად ,,პირადი ცხოვრება,” რაც თითქოს იმის ვარაუდს ქმნის, რომ ეს ცნება გულისხმობს პირადი ცხოვრების მთელ სფეროს ამომწურავად. შესაბამისად, მე-20 მუხლი მოიცავს პირადი ცხოვრების ყველა უფლებრივ კომპონენტს, მათ შორის იმათაც, რომელთა დასაცავადაც კონსტიტუციაში არის სხვა სპეციალური ნორმები. ბუნებრივია, იმის უგულვებელყოფა არ შეიძლება, რომ პირადი ცხოვრების ნებისმიერი კომპონენტის ხელყოფისას ირღვევა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება ზოგადად, თუმცა ეს გარემოება არ იძლევა იმის მტკიცების უფლებას, რომ ნებისმიერი ასეთი უფლებრივი კომპონენტის დარღვევით, აუცილებლად ირღვევა მე-20 მუხლი. ამ დროს გასათვალისწინებელია პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის რეგულირების კონსტიტუციაში მოცემული კონსტრუქცია. ამის გათვალისწინების გარეშე მაღალია პირადი ცხოვრების ცალკეული უფლებრივი კომპონენტის შინაარსის, მათში დასაშვები ჩარევის ფარგლების არასწორი განმარტების საფრთხე.“10

აქედან ლოგიკურად გამომდინარეობს, რომ პირადი ცხოვრების გარკვეული ასპექტები გვხვდება არა მხოლოდ კონსტიტუციის მე-20 მუხლში, არამედ სხვა ნორმებშიც. თუმცა პირადი ცხოვრების იმ ასპექტებს, რომლებიც სხვა მუხლებშია გაბნეული (და არა მე-20 მუხლში), გააჩნიათ დაცვის განსხვავებული მექანიზმები, ასევე განსხვავებული ჩარევის საფუძვლები და ფარგლები. შესაბამისად საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაც მათ მიმართ სხვაგვარია.

ამრიგად, კონსტიტუციაში ნახსენები ,,პირადი ცხოვრება” მოიცავს ყველა სხვა კომპონენტს, რაც პირდაპირ არ არის მოხსენიებული მე-20 მუხლის პირველ პუნქტში. ზოგადი ხასიათის მქონე ტერმინ ,,პირად ცხოვრებას” სხვა დატვირთვაც გააჩნია. საზოგადოების განვითარების კვალობაზე ჩნდება ადამიანური ცხოვრების ახალი იზოლირებული ინსტიტუტები. ამიტომ ყველა ასეთი ახალი ინსტიტუცია მოექცევა ტერმინ ,,პირადი ცხოვრების” ცნებაში.11

9 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 28 თებერვლის #2/1/484 გადაწყვეტილება საქმეზე, II.პ.5; 10 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ივნისის #1/2/458 განჩინება, II.პ.13; 11 ადამიანის უფლებები და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სამართალწარმოების პრაქტიკა, თბილისი 2013, გვ 190;

Page 7: პირადი და ოჯახური ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება · 3 1. შესავალი პირადი

7

სატელეფონო და სხვა ტექნიკური საშუალების ხელშეუხებლობა

„პირადი ცხოვრების“ გარდა, კონსტიტუციის მე-20 მუხლში ასევე ნახსენებია საუბარი სატელეფონო და სხვა სახის ტექნიკური საშუალებებით, ასევე ასეთი ტექნიკური საშუალებებით შეტყობინებების მიღება. პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის ამ უფლებასთან დაკვშირებით სასამართლომ განაცხადა: „სატელეფონო და სხვა სახის ტექნიკური საშუალებებით წარმოებული შეტყობინების ხელშეუხებლობის უფლების ფარგლებში დაცულია როგორც ზეპირი, ისე წერილობითი ურთიერთობა ტელეფონის, ფაქსის, ინტერნეტის, ელექტრონული და ჩვეულებრივი ფოსტის, პეიჯერისა და ნებისმიერი სხვა ტექნიკური საშუალებით. კონსტიტუციის მიზანი ამ შემთხვევაში არის დაიცვას პირებს შორის ნებისმიერი საშუალებით საუბრისა და მიმოწერის შესაძლებლობა. ამ უფლების უზრუნველყოფის ფარგლებში სახელმწიფოს ზოგადად ეკრძალება, გაეცნოს სატელეფონო და სხვა სახის ტექნიკური საშუალებით წარმოებული საუბრებისა და შეტყობინებების შინაარსს, აგრეთვე, დააწესოს კონტროლი, ვისთან და რა ინტენსივობით შედგა ასეთი ურთიერთობები.“ 12

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოში სხვადასხვა დროს გასაჩივრდა „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის სხვადასხვა ნორმები. მათგან ორი სარჩელი სასამართლომ დააკმაყოფილა, ერთი კი არ მიიღო არსებითად განსახილველად. სამივე საქმეში მოსარჩელეები ასაჩივრებდნენ აღნიშნული კანონის იმ ნორმებს და დებულებებს/წინადადებებს, რომლებიც მათი აზრით წინააღმდეგობაში მოდიოდა საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლთან და წარმოადგენდა უფლებაში უხეშ ჩარევას, რომელსაც არ ჰქონდა გამართლება.

პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების აღნიშნულ ასპექტთან დაკავშირებით განსახილველია ასევე ინტერნეტის მნიშვნელობა, რომელიც „თანამედროვე დემოკრატიული საზოგადოების განვითარებისათვის ძალიან დიდია და ყოველდღიურად მზარდი. ის ადამიანთა კომუნიკაციის, მოსაზრებების გაცვლის, გაზიარების ძალზე ეფექტური და მოსახერხებელი საშუალებაა.“13 სწორედ ამიტომ ინტერნეტთან დაკავშირებით პირადი ცხოვრების ხელშეუვალობის კონტექსტში სასამართლომ სპეციალური განმარტება გააკეთა და აღნიშნა, რომ ,,ინტერნეტი არის ერთ-ერთი შესაძლებლობა ასეთი საჯარო ან კერძო ურთიერთობებისთვის. ამიტომ, თუ არ იქნება ინფორმაციის დაცულობის და პირთა ანონიმურობის დაცვის შესაბამისი გარანტია, ეს კითხვის ქვეშ დააყენებს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას, ამასთან, დააბრკოლებს, გაართულებს ამ გზით კომუნიკაციას ნებისმიერ სფეროში. რაც, საბოლოო ჯამში, ხელს შეუშლის დემოკრატიული პროცესების განვითარებას.”14. ამრიგად ინტერნეტით

12 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 26 დეკემბრის #1/3/407 გადაწყვეტილება, II.პ.6; 13 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 24 ოქტომბრის #1/2/519 გადაწყვეტილება, II.პ.5; 14 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 24 ოქტომბრის #1/2/519 გადაწყვეტილება, II.პ.6;

Page 8: პირადი და ოჯახური ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება · 3 1. შესავალი პირადი

8

კომუნიკაცია ექცევა ადამიანის პირადი ჩანაწერის, მიმოწერის, ტექნიკური საშუალებებით საუბრისა და ტექნიკური საშუალებით მიღებული შეტყობინების უფლებით დაცულ სფეროში.15

დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო პირადი ცხოვრების უფლებით დაცულ სფეროს არ ზღუდავს მხოლოდ იმ ჩამონათვალით, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლის პირველ პუნქტშია მოცემული და მას ანიჭებს უფრო ფართო მნიშვნელობას. საქმეში „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და საქართველოს მოქალაქე თამარ ჩუგოშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ ამ საკითხზე მსჯელობისას სასამართლომ აღნიშნა, რომ პირადი ცხოვრების უფლებით დაცულია პირების კერძო სივრცე, მათ შორის საცხოვრებელი სახლი, პირადი ავტომანქანა და სხვა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ პირადი ცხოვრების უფლებით დაცულ სფეროში ექცევა არამხოლოდ გარკვეული ტერიტორია ან ნივთი, არამედ იმ პირთა წრე რომელთანაც პირადი ცხოვრების მატარებელი პირი ამყარებს კომუნიკაციას, დაცულია ასევე თავად ის საკითხი, რაზეც იგი საუბრობს ამ პირებთან. ამრიგად პირადი ცხოვრების უფლების დაცვის ფარგლებში ექცევა ყველა ის ტერიტორია, ნივთი, პიროვნება, საუბარი თუ სხვა რამ, რომელიც ამ პირის კერძო სივრცეს განეკუთვნება.

უფლებაში ჩარევის სამართლებრივი საფუძვლები

მე-20 მუხლზე საუბრისას მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა, თუ რა შემთხვევაში შეიძლება ამ მუხლით გათვალისწინებულ უფლებაში ჩარევა და მისი შეზღუდვა. თუმცა სანამ უშუალოდ ამ უფლების შეზღუდვის ფარგლებზე ვისაუბრებდეთ ყურადსაღებია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტება, ზოგადად ადამიანის უფლებებში ჩარევის ფარგლებში შესახებ. საკონსტიტუციო სასამართლომ საქმეში „საქართველოს მოქალაქე ლევან სირბილაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ მიღებულ გადაწყვეტილებაში განაცხადა: ,,ნებისმიერი კონსტიტუციური უფლების შინაარსის განსაზღვრისას, არსებითი მნიშვნელობა აქვს უფლებაში ჩარევის ფორმასა და ფარგლებს. ყველა უფლებაში ჩარევა ვერ იქნება ერთნაირი, რაც ერთმნიშვნელოვნად იკითხება კიდეც კონსტიტუციის მეორე თავიდან. ბუნებრივია, ცალკეულ უფლებებში ჩარევის განსხვავებული ფარგლები არ მიუთითებს ამა თუ იმ უფლების უფრო მეტ მნიშვნელობაზე სხვებთან შედარებით. უფლებაში ჩარევის განსხვავებული ფორმა, შინაარსი თუ ინტენსივობა მიუთითებს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში განსხვავებულ საჯარო ინტერესზე, რომლის მისაღწევადაც აუცილებელია უფლებაში ამა თუ იმ ფორმით ჩარევა.“16

რაც შეეხება თავად მე-20 მუხლში ჩამოთვლილ უფლებების შეზღუდვას, როგორც ამავე მუხლის პირველ პუნქტშია მითითებული, მათი შეზღუდვა შესაძლებელია მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით ან ასეთი გადაწყვეტილების გარეშე კანონით გათვალისწინებული გადაუდებელი აუცილებლობისას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ ,,საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” და საქართველოს მოქალაქე თამარ

15 ადამიანის უფლებები და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სამართალწარმოების პრაქტიკა, თბილისი 2013, გვ 197; 16 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 19 დეკემბრის # 1/7/454 განჩინება, I.პ.3;

Page 9: პირადი და ოჯახური ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება · 3 1. შესავალი პირადი

9

ხიდაშელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებაში აღნიშნა, რომ კონსტიტუციის მე-20 მუხლის პირველი პუნქტით დაცული სეგმენტის სამართლებრივი ბუნებიდან და მნიშვნელობიდან გამომდინარე, კონსტიტუცია ამ უფლების დაცვის განსაკუთრებით მაღალ სტანდარტს აწესებს, მე–20 მუხლით გათვალისწინებული უფლების შეზღუდვის შემთხვევაში დაცული უნდა იყოს უფლების შეზღუდვის ფორმალური კონსტიტუციური გარანტიები – სახეზე უნდა იყოს მოსამართლის ბრძანება ან კანონით გათვალისწინებული გადაუდებელი აუცილებლობა.17

მოსამართლის ბრძანება

უფლების შეზღუდვისათვის დაწესებული მოსამართლის ბრძანების არსებობა დაფუძნებულია იმ გარემოებაზე, რომ სათანადო კონტროლის უზრუნველყოფა მოხდეს დამოუკიდებელი და ნეიტრალური ინსტიტუტის მიერ, რომელიც არ წარმოადგენს რომელიმე მხარის ინტერესებს და გარედან აფასებს იმას, თუ რამდენად აუცილებელი და მიზანშეწონილია კონკრეტულ შემთხვევაში პირისათვის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების შეზღუდვა. ასეთი ინსტიტუტს კი მოცემულ შემთხვევაში წარმოადგენს სასამართლო, როგორც „არაპოლიტიკური ხელისუფლება“.18

„თავისთავად სასამართლო გადაწყვეტილების არსებობა აპრიორი უფლებაში თანაზომიერ ჩარევას არ გულისხმობს. იმისათვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე უფლების პროპორციული შეზღუდვა, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს შესაბამისი საკანონმდებლო გარანტიების შექმნას“19

„იმავდროულად, კონსტიტუცია სასამართლო გადაწყვეტილებაში გულისხმობს მხოლოდ დასაბუთებულ და სწორ გადაწყვეტილებას. ბუნებრივია, ამის შესაძლებლობას, პირველ რიგში, ისევ კანონმდებლობა უნდა იძლეოდეს – ის იმდენად კონკრეტული, მკაფიო და ნათელი უნდა იყოს, რომ მოსამართლეს ჰქონდეს შესაძლებლობა მისი სწორად გამოყენებისა. გარდა ამისა, კანონმდებლობაში უნდა იყოს ამომწურავი პასუხი, რა საკითხებს უნდა მოიცავდეს თავად გადაწყვეტილების შინაარსი.“20

რამდენად პასუხობს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილ ამ მოთხოვნებს ოპერატიული-სამძებრო საქმიანობის შესახებ საქართველოს კანონის დღევანდელი რედაქცია ეს უკვე ცალკე საკითხია.

საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ აღნიშნული უფლების შეზღუდვის ლეგიტიმურობის განსაზღვრისათვის მოსამართლის როლის ასეთი დახასიათებიდან გამომდინარე, სასამართლომ

17საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 28 თებერვლის #2/1/484 გადაწყვეტილება, II.პ.17; 18 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 26 დეკემბრის #1/3/407 გადაწყვეტილება, II.პ.24; 19 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 26 დეკემბრის #1/3/407 გადაწყვეტილება, II.პ.24; 20 იქვე;

Page 10: პირადი და ოჯახური ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება · 3 1. შესავალი პირადი

10

არაკონსტიტუციურად მიიჩნია ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ საქართველოს კანონის მე-20 მუხლი, რომელიც პროკურორს ანიჭებდა დისკრეციას კიდევ ექვსი თვით გაგრძელებინა ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ჩატარების ვადა.21

„მაშასადამე, უფლების შეზღუდვა მოსამართლის გადაწყვეტილების საფუძველზე უმნიშვნელოვანესი კონსტიტუციური გარანტიაა როგორც თავად უფლების დაცვის, ისე კერძო და საჯარო ინტერესების დაბალანსებისათვის.“22

გადაუდებელი აუცილებლობა

სასამართლოს ბრძანების გარდა, საქართველოს კონსტიტუცია ითვალისწინებს შეზღუდვის ისეთ საფუძველსაც, რომელსაც ასეთი ბრძანება არ სჭირდება.

თუ როგორ უნდა მოხდეს „გადაუდებელი აუცილებლობის“ რეგლამენტაცია, უნდა განსაზღვროს კანონმდებელმა, ამავრდოულად საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მნიშვნელოვნად მიიჩნევს იმასაც, რომ კანონში მკაცრად უნდა იყოს გაწერილი ყველა ის ნიშანი, რომელიც ამ ცნებაში შეიძლება მოექცეს, ხოლო თუ რაიმე კონკრეტული გარემოება კანონით გაწერილი არ არის, ის არ უნდა დაედოს საფუძვლად უფლების შეზღუდვას „გადაუდებელი აუცილებლობის“ ცნების ქვეშ.

სასამართლო აღნიშნავს: ,,გადაუდებელი აუცილებლობა” გულისხმობს ისეთ შემთხვევებს, როდესაც თანაზომიერების პრინციპზე დაყრდნობით, კონსტიტუციით გათვალისწინებული საჯარო ინტერესის მიღწევა, რეალურად არსებული ობიექტური მიზეზების გამო, შეუძლებელია კერძო ინტერესების დაუყოვნებლივი, მყისიერი შეზღუდვის გარეშე. ამასთან, ძალზე მკაფიო, ნათელი და ცალსახა უნდა იყოს, რომ კონსტიტუციის ფარგლებში საჯარო ინტერესის სხვაგვარად დაცვის მცირედი ალბათობაც არ არსებობს. გადაუდებლობა მიუთითებს დროის სიმცირეზე, რაც უფლების შესაზღუდა მოსამართლის ბრძანების მოპოვების საშუალებას არ იძლევა და საჭიროებს დაუყოვნებლივ მოქმედებას.“23

გადაუდებელ აუცილებლობასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია კიდევ ერთი ასპექტის აღნიშვნა, სასამართლომ საქმეზე „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და საქართველოს მოქალაქე- ეკატერინე ლომთათიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ მსჯელობისას, აღნიშნა, რომ ,,გადაუდებელი აუცილებლობის არსებობა შეიძლება გაირკვეს ნორმის ანალიზის, მისი განმარტების შედეგად. ამისათვის კანონმდებლის ნება ამა თუ იმ გარემოების ,,გადაუდებელ აუცილებლობად” მიჩნევის შესახებ, საკმარისად მკაფიო უნდა იყოს, რათა გამოირიცხოს სამართალშემფარდებლის მიერ მისი არასწორი ინტერპრეტაცია და

21 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და საქართველოს მოქალაქე თამარ ხიდაშელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.“ 22 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 26 დეკემბრის #1/3/407 გადაწყვეტილება, II.პ.24; 23 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 26 დეკემბრის #1/3/407 გადაწყვეტილება, II.პ.26;

Page 11: პირადი და ოჯახური ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება · 3 1. შესავალი პირადი

11

თვითნებობის ალბათობა, რისი კანონზომიერი შედეგიც იქნება უფლების დარღვევა. ამასთან, კანონმდებელიც არ არის აბსოლუტურად თავისუფალი ამ ცნებისთვის კონკრეტული შინაარსის მიცემისას. ამ საკითხზე გადაწყვეტილების მიღების საზომს წარმოადგენს კონსტიტუცია, ხოლო ასეთი გადაწყვეტილების შემფასებელს - საკონსტიტუციო სასამართლო.“24

ამრიგად, აღნიშნული განმარტებით სასამართლომ გამოკვეთა საკუთარი როლიც პირადი ცხოვრების უფლებასთან დაკავშირებით, ამავდროულად საკონსტიტუციო სასამართლოს განცხადება ცხადჰყოფს, თუ რამდენად მნიშვნელოვან როლს ანიჭებს იგი პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებაში ჩარევის შეზღუდვის ფარგლებს.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ სატელეფონო და სხვა სახის ტექნიკური საშუალებებით წარმოებული შეტყობინების ხელშეუხებლობის უფლების შემზღუდველი ნორმებისადმი მოთხოვნები, ზოგადად, მათ ხელმისაწვდომობასა და განჭვრეტადობასთან დაკავშრებით, გაცილებით მკაცრია, ვიდრე ჩვეულებრივ გამოიყენება ამა თუ იმ ნორმის კონსტიტუციურობის შეფასებისას.25 ეს რამდენიმე სხვადასხვა მნიშვნელოვანი ფაქტორით არის განპირობებული, მათ შორის უფლებაში ჩარევის ბუნებით, ასევე „მესამე პირების“ ინტერესების ადეკვატური დაცვის სირთულით და იმ ფაქტორით, რომ პირი არ მონაწილეობს იმ სასამართლო პროცესში, სადაც უნდა გადაწყდეს მის მიმართ ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ჩატარების აუცილებლობის საკითხი.26

მნიშვნელოვანია იმის ხაზგასმა, რომ სადავო ნორმით გათვალისწინებული უფლების სუბიექტები არიან როგორც ფიზიკური ისე იურიდიული პირები. სასამართლო თავის გადაწყვეტილებებში უფლებაში ჩარევის ფარგლებთან დაკავშირებით ყურადღებას ამახვილებს ისეთ საკითხებზეც, როგორიც არის კანონის განჭვრეტადობა, ლეგიტიმური საჯარო მიზნები და პროპორციულობა. სასამართლომ ცალსახად გამოხატა საკუთარი დამოკიდებულება ამ საკითხებისადმი და აღნიშნა, რომ :

თუ ფარულ ღონისძიებასთან დაკავშირებით არსებობს ნორმის მრავალგვარი განმარტების შესაძლებლობა, რომელთაგან ერთ-ერთი ეწინააღმდეგება კონსტიტუციას, იქმნება ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობის რისკი; ლეგიტიმური მიზნები, რაც დაკავშირებულია საზოგადოებრივი უსაფრთხოების და სხვა ადამიანის უფლების დაცვასთან, შესაძლოა საფუძვლად დაედოს კონსტიტუციის მე-20 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ უფლებაში ჩარევას ფარულ მიყურადებასა და თვალთვალთან დაკავშირებული უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მომეტებული საფრთხის გამო, კანონმდებელს მოეთხოვება

24 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 26 დეკემბრის #1/3/407 გადაწყვეტილება, II.პ.26; 25 ადამიანის უფლებები და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სამართალწარმოების პრაქტიკა, თბილისი 2013, გვ 202 26 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 26 დეკემბრის #1/3/407 გადაწყვეტილება, II.პ.13

Page 12: პირადი და ოჯახური ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება · 3 1. შესავალი პირადი

12

პროპორციულობის მოთხოვნის შესაბამისად, საჯარო და კერძო ინტერესებს შორის სათანადო ბალანსის დაცვა;27

მე-20 მუხლის მეორე პუნქტი მსგავსად პირველისა ეხება პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას და იცავს ამ უფლების განსაზღვრულ ასპექტებს, კერძოდ საცხოვვრებელ ბინაში შეღწევასა და ჩხრეკის უფლებას. აღნიშნულ პუნქტთან დაკავშირებით ფაქტიურად არ არსებობს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკა. ერთადერთი საქმე, რომელიც სასამართლომ განიხილა ამ პუნქტთაბ მიმართებაში იყო: „საქართველოს მოქალაქეები - კონსტანტინე ყუბანეიშვილი, მიხეილ გუმბათაშვილი და თეიმურაზ მირაზანაშვილი საქართველოს პარლამენტის, საქართველოს პრეზიდენტის და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის წინააღმდეგ“. სადაც მოსარცელეებმა ვერ დაასაბუთეს სადავო ნორმის შეუსაბამობა კონსტიტუციის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტთან.

ამრიგად, საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლის საერთო ანალიზი ცხადყოფს რამოდენიმე მნიშვნელოვან გარემოებას:

კონსტიტუციის მე-20 მუხლით დაცულ ყველა სხვა სიკეთესთან მიმართებით პირად ცხოვრებას გააჩნია ზოგადი ხასიათი. საზოგადოებრივი განვითარების კვალობაზე ადამიანური ცხოვრების ახალი იზოლირებული სტრუქტურის წარმოქმნა გამოიწვევს მასზე კონსტიტუციის მე-20 მუხლის პირველ პუნქტში მითითებული ტერმინის ,,პირადი ცხოვრების” გავრცელებას; კონსტიტუციის მე-20 მუხლის პირველ პუნქტში ტერმინის ,,პირადი ცხოვრების” მითითება არ გულისხმობს იმას, რომ კონსტიტუციის მე- 20 მუხლის პირველი პუნქტის დაცვის ქვეშ ექცევა პირადი ცხოვრების უფლების ყველა ასპექტი. პირადი ცხოვრების უფლების სხვადასხვა კომპონენტებს იცავენ კონსტიტუციის მე-16, 36-ე და 41-ე მუხლები; კონსტიტუციის მე-20 მუხლის პირველი პუნქტი პირადი ცხოვრების უფლების დამცავი სხვა კონსტიტუციური დებულებებისაგან განსხვავდება უფლებაში ჩარევის ფორმით - სასამართლო გადაწყვეტილებით და გადაუდებელი აუცილებლობით. პირადი ცხოვრების სხვა კომპონენტები ხანდახან გამორიცხავენ ჩარევის ამ ორი ფორმის გამოყენების აუცილებლობას;28

კონსტიტუციის მე-16 და 36-ე მუხლები

როგორც უკვე აღვნიშნეთ პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვის გარკვეული კომპონენტები გაბნეულია საქართველოს კონსტიტუციის სხვა მუხლებშიც. მათ შორისაა საქართველოს კონსტიტუციის მე-16 და 36-ე მუხლები, რომლებიც პიროვნული განვითარების და ქორწინების უფლებას ეხება.

ამასთან დაკავშირებით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განაცხადა: „საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლი არ მოიცავს პირადი ცხოვრების უფლების ყველა ასპექტს, და მათ შორის, ოჯახის წევრებთან ურთიერთობის საკითხს. ოჯახურ ურთიერთობებს, 27 ადამიანის უფლებები და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სამართალწარმოების პრაქტიკა, თბილისი 2013, გვ 217 28 ადამიანის უფლებები და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სამართალწარმოების პრაქტიკა, თბილისი 2013, გვ 216

Page 13: პირადი და ოჯახური ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება · 3 1. შესავალი პირადი

13

ისვე როგორც სხვა პერსონალურ კავშირებს ადამიანთა გარკვეულ წრესთან, განსაკუთრებული მნიშვენლობა ენიჭება პიროვნების ავტონომიურობის, მისი თავისუფალი და სრულყოფილი განვითარების უზრუნვესაყოფად. სწორედ ამიტომ, საქართველოს კონსტიტუციის მე–16 მუხლი საგანგებოდ ითავლისწინებს თავისუფალი განვითარების უფლებას, ხოლო 36–ე მუხლი განამტკიცებს სახლემწიფოს ვალდებულებას ხელი შეუწყოს ოჯახის კეთილდღეობას. აღნიშნული მუხლების შინაარსისა და ფარგლების დადგენა საკონსტიტუციო სამართლო პრაქტიკის განვითარების კვალდაკვალ მოხდება“

2.2 მუხლი 16

საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლი თავისი არსით საკმაოდ გამორჩეული და მნიშვნელოვანი ნორმაა, რამეთუ იგი მიმართულია ადამიანის პიროვნულობის განვითარების დაცვისაკენ, მუხლში ნათქვამია, რომ „ყველას აქვს საკუთარი პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება.“ ამრიგად მოცემულ მუხლში ყურადღება გამახვილებულია პიროვნებაზე. ეს მუხლი განამტკიცებს დემოკრატიული საზოგადოების მთავარ მონაპოვარს, რომ ადამიანის პიროვნულობა უზენაესი ღირებულებაა.29

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ საქმეში „საქართველოს მოქალაქე ლევან სირბილაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ’’ განმარტა, რომ კონსტიტუციის მე-16 მუხლით ადამიანის პირადი ცხოვრების განმსაზღვრელი კომპონენტია დაცული. თუმცა მოცემულ საქმეში (განჩინებაში) სასამართლოს არ დაუკონკრეტებია პირად ცხოვრებას მიკუთვნებულ რომელ საკითხს იცავდა საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლი. ამასთან დაკავშირებით სასამართლომ უკვე იმსჯელა საქმეში: ,,საქართველოს მოქალაქეები - ალექსანდრე მაჭარაშვილი და დავით სართანია საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წინააღმდეგ“, სადაც სასამართლომ განმარტა: ,,საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლი არ მოიცავს პირადი ცხოვრების უფლების ყველა ასპექტს... ოჯახურ ურთიერთობებს, ისევე როგორც სხვა პერსონალურ კავშირებს ადამიანთა გარკვეულ წრესთან, განსაკუთრებული მნიშვენლობა ენიჭება პიროვნების ავტონომიურობის, მისი თავისუფალი და სრულყოფილი განვითარების უზრუნველსაყოფად. სწორედ ამიტომ, საქართველოს კონსტიტუციის მე–16 მუხლი საგანგებოდ ითვალისწინებს თავისუფალი განვითარების უფლებას.’’30

ამავე საქმეში მნიშვნელოვანია სასამართლოს მიერ პირადი ცხოვრების ცნების განმარტება. სასამართლომ აღნიშნა: „პირადი ცხოვრების თავისუფლების ფარგლებში იგულისხმება ინდივიდის ფიზიკური და სოციალური იდენტობის, ფიზიკური, ფსიქოლოგიური, სახელის,

29 ადამიანის უფლებები და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სამართალწარმოების პრაქტიკა, თბილისი 2013, გვ 75; 30 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ივნისის #1/2/458 განჩინება საქმეზე საქართველოს მოქალაქეები - ალექსანდრე მაჭარაშვილი და დავით სართანია საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წინააღმდეგ, II.პ.21;

Page 14: პირადი და ოჯახური ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება · 3 1. შესავალი პირადი

14

ინტიმური ცხოვრების ხელშეუვალობა, ასევე პირის უფლება დაამყაროს და განავითაროს ურთიერთობა ადამიანებთან და გარე სამყაროსთან და სხვა.“31

ამავე საქმეში სასამართლომ ხაზი გაუსვა იმას, რომ საქართველოს კონსტიტუციის 36-ე მუხლით რეგულირებული ოჯახის კეთილდღეობის უფლება წარმოადგენს პირადი ცხოვრების განსხვავებულ ასპექტს და იგი მხოლოდ აღნიშნული მუხლით ექვემდებარება დაცვას.32

ამრიგად საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლი პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების ასპექტში მნიშვნელოვანია რამოდენიმე მნიშვნელოვანი გარემოების გამო:

კონსტიტუციის მე-16 მუხლით დაცულია პირადი ცხოვრების უფლების ისეთი ასპექტი, რომელიც დაკავშირებულია გარესამყაროსთან პიროვნული კავშირების განვითარებასა და შენარჩუნებასთან; კონსტიტუციის მე-16 მუხლი ადგენს ადამიანის ავტონომიურობის გარანტიებს; როდესაც ადამიანის სოციალური კავშირი ქორწინებითა და ოჯახით შემოიფარგლება, წარმოდგენილია არა კონსტიტუციის მე- 16 მუხლით დაცული სფერო, არამედ კონსტიტუციის 36-ე მუხლით გათვალისწინებული უფლება;33

2.3 მუხლი 36- პირადი ცხოვრება და ქორწინება

საქართველოს კონსტიტუციის 36-ე მუხლი ამბობს:

„1. ქორწინება ემყარება მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობასა და ნებაყოფლობას.

2. სახელმწიფო ხელს უწყობს ოჯახის კეთილდღეობას.

3. დედათა და ბავშვთა უფლებები დაცულია კანონით.“

კონსტიტუციის 36-ე მუხლში არსებულ საკითხებთან დაკავშირებით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საქმე იყო „საქართველოს მოქალაქე - სალომე წერეთელი-სტივენსი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“.

საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნულ მუხლთან დაკავშირებით განაცხადა: ,,უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 36-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცული სიკეთე არ არის პირთა ქორწინების მსგავსი ან ქორწინების გარეშე თანაცხოვრება. აქ საუბარია ქორწინების სამართლებრივად დადგენილ და აღიარებულ ფორმაზე.34 საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით 36-ე მუხლით დაცულია ისეთი მნიშვნელოვანი ფასეულობა და ღირებულება, როგორიც არის ოჯახი და ქორწინება. „კონსტიტუცია იცავს ქორწინებისა და

31 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ივნისის #1/2/458 განჩინება, II.პ.5 32 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ივნისის #1/2/458 განჩინება, II.პ.21; 33 ადამიანის უფლებები და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სამართალწარმოების პრაქტიკა, თბილისი 2013, გვ 81; 34 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 23 ივნისის #2/2/425 გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე სალომე წერეთელი-სტივენსი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II.პ.6;

Page 15: პირადი და ოჯახური ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება · 3 1. შესავალი პირადი

15

ოჯახის ინსტიტუტებს სახელმწიფოს მხრიდან ისეთი მოქმედებებისაგან, რაც ხელყოფდა და გამოფიტავდა მათ არსს, მნიშვნელობას, უმთავრეს პრინციპებს.“35

საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ ქორწინების უფლებას გააჩნია როგორც ნეგატიური, ისე პოზიტიური ასპექტი. ნეგატიური ასპექტი მოიცავს დაქორწინების და ოჯახის შექმნის იძულების დაუშვებლობას, ხოლო პოზიტიური ასპექტი ავალდებულებს სახელმწიფოს, არ დაუწესოს დაქორწინების მსურველ პირებს არაპროპორციული და დემოკრატიული საზოგადოებისათვის მიუღებელი, ხელისშემშლელი ბარიერები.36

რაც შეეხება ქორწინების უფლებასა და პირად ცხოვრებას შორის ურთიერთმიმართებას კონსტიტუციის 36-ე მუხლის კონტექსტში, ამასთან დაკავშირებით სასამართლომ განაცხადა: პირადი ცხოვრების თავისუფლების ფარგლებში იგულისხმება ინტიმური ცხოვრების ხელშეუვალობა, ასევე ადამიანის შესაძლებლობა, უფლება დაამყაროს და განავითაროს ურთიერთობა სხვა ადამიანებთან და გარე სამყაროსთან.37

საკონსტიტუციო სასამართლომ დაამკვიდრა მნიშვნელოვანი პრაქტიკა და პირად ცხოვრებასა და ქორწინებას შორის ურთიერთმიმართების მნიშვნელოვანი განმარტება გააკეთა. მან აღნიშნა, რომ „ადამიანის პირად ცხოვრებასა და ქორწინების უფლებას შორის არსებობს მთელისა და მის შემადგენელი ნაწილის ურთიერთმიმართება. ამის მიუხედავად, კონსტიტუციურმა კანონმდებელმა აირჩია ადამიანის პიროვნული განვითარებისა და ქორწინების უფლების ცალ-ცალკე კონსტიტუციურ-სამართლებრივი რეგულირება, რაც განპირობებულია უფლებაში ჩარევის განსხვავებული საფუძვლებითა და პირობებით.“38 „მაშინ, როდესაც პირადი ცხოვრების უფლება (რასაც აღიარებს საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლი) იცავს არარეგისტრირებულ ქორწინებასაც, ასევე ზოგადად ადამიანის ნებისმიერ სექსუალურ ქცევას (იქნება ეს ჰეტეროსექსუალური, თუ ჰომოსექსუალური), კონსტიტუციის 36-ე მუხლი მხოლოდ სახელმწიფოს მიერ რეგისტრირებული ქორწინებისუფლების აღიარებით იზღუდება.“39

ამრიგად სასამართლომ ერთმანეთისაგან გამიჯნა სახელმწიფოს მიერ რეგისტრირებული ქორწინება, რომელსაც იცავს კონსტიტუციის 36-ე მუხლი და არარეგიტრირებული ქორწინება და ასევე ნებისმიერი სექსუალური ქცევა, რომელიც ასევე პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის ფარგლებშია მოქცეული, თუმცა მისი დაცვა ხდება არა კონსტიტუციის 36-ე მუხლით, არამედ მე-16 მუხლით, რომელიც, როგორც უკვე აღვნიშნეთ ადამიანის პიროვნულ განვითარებას ეხება. ხოლო თავის მხრივ აღნიშნული საკითხები პირადი ცხოვრების პატივისცემის უფლების განუყოფელი ნაწილებია. სასამართლომ აქვე განმარტა ისიც, რომ აღნიშნული საკითხები არ რეგულირდება კონსტიტუციის მე-20 მუხლით. „...წარმოუდგენელია, რომ საქართველოს

35 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 23 ივნისის #2/2/425 გადაწყვეტილება, II.პ.2; 36 ადამიანის უფლებები და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სამართალწარმოების პრაქტიკა, თბილისი 2013, გვ 496 37 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ივნისის #1/2/458 განჩინება საქმეზე საქართველოს მოქალაქეები - დავით სართანია და ალექსანდრე მაჭარაშვილი საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წინააღმდეგ, II.პ.5; 38 საქართველოს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ივლისის #1/2/458 განჩინება, II.პ.12; 39 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 23 ივნისის #2/2/425 გადაწყვეტილება, II.პ.6;

Page 16: პირადი და ოჯახური ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება · 3 1. შესავალი პირადი

16

კონსტიტუციის მე–20 მუხლი არეგულირებდეს პირადი ცხოვრების ისეთ ასპექტს როგორიცაა აბორტი, ჰომოსექსუალური ქორწინება...“40

ამგვარად, იმისათვის, რომ ქორწინება მოექცეს 36-ე მუხლის პირველი პუნქტის მოქმედების სფეროში, იგი უნდა აღიაროს სახელმწიფომ. ეს კი განსაზღვრულ პროცედურებთან და მასთან დაკავშირებულ მატერიალურ სამართლებრივი მოთხოვნებთან არის დაკავშირებული. ქორწინების სახელმწიფო რეგისტრაცია თავის თავში მოიცავს სახელმწიფოს მხრიდან განსაზღვრული პირობების დადგენის შესაძლებლობას. მაშასადამე 36-ე მუხლით არ არის დაცული ფაქტობრივი თანაცხოვრება, თუმცა სასამართლომ ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ 36-ე მუხლი ქორწინებასთან ერთად მოიცავს ქორწინების შედეგად წარმოშობილ საოჯახო თანაცხოვრებას და განქორწინებასაც.

ამრიგად, ქორწინება პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტია. რეგისტრირებული ქორწინება დაცულია კონსტიტუციის 36-ე მუხლით, ხოლო ყველა სხვა სახის თანაცხოვრება და ქორწინებასთან დაკავშირებული საკითხები უკვე ექცევა არა 36-ე, არამედ მე-16 მუხლის დაცვის სფეროში.

2.4 მუხლი 41.2- პირადი ცხოვრება და პირადი საიდუმლოება

როგორც აღვნიშეთ პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების სხვადასხვა ასპექტს საქართველოს კონსტიტუციაში მინიმუმ ოთხი ნორმა არეგულირებს, თითოეულს საკუთარი რეგულირების სფერო გააჩნია, ისე რომ არცერთი მათგანი არ იჭრება სხვა მუხლის დაცულ სფეროში. 41-ე მუხლის მე-2 პუნქტი ოფიციალურ ჩანაწერებში არსებულ პირის შესახებ ინფორმაციას იცავს გამჟღავნებისაგან.41 ნორმაში ნათქვამია:

„ოფიციალურ ჩანაწერებში არსებული ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია ადამიანის ჯანმრთელობასთან, მის ფინანსებთან ან სხვა კერძო საკითხებთან, არავისთვის არ უნდა იყოს ხელმისაწვდომი თვით ამ ადამიანის თანხმობის გარეშე, გარდა კანონით დადგენილი შემთხვევებისა, როდესაც ეს აუცილებელია სახელმწიფო უშიშროების ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ჯანმრთელობის, სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად.“

სასამართლომ პირის ინტერესი - დაცული იყოს მისი კერძო ინფორმაცია და თავად აკონტროლოს ამ ინფორმაციის გავრცელება, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის ერთერთ უმთავრეს ასპექტად მიიჩნია საქმეში „საქართველოს სახალხო დამცველი და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (2008 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილება). გამომდინარე აქედან სასამართლომ აღიარა გარკვეული კავშირის არსებობა კონსტიტუციის მე-20 და 41.2-ე მუხლებს შორის.

40 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ივლისის #1/2/458 განჩინება, IIპ.19; 41 ადამიანის უფლებები და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სამართალწარმოების პრაქტიკა, თბილისი 2013, გვ 583

Page 17: პირადი და ოჯახური ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება · 3 1. შესავალი პირადი

17

ამრიგად მოცემულ ნორმაში გამოყოფილია სამი ძირითადი სფერო, რომლებიც დაცულია პირის თანხმობის გარეშე საჯარო გამოქვეყნებსაგან და წარმოადგენს პერსონალურ ინფორმაციას. ეს სფეროებია ოფიციალურ ჩანაწერებში არსებული:

ინფორმაცია პირის ჯანმრთელობის შესახებ; ინფორმაცია პირის ფინანსების შესახებ; ან ინფორმაცია პირის სსხვა კერძო საკითხებთან დაკავშირებით.

თუმცა აღნიშნული ჩამონათვალი არ არის ამომწურავი. ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლომ განაცხადა 2008 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილებაში, სადაც მიმოხილული და განმარტებულია პირის ფინანსებთან დაკავშირებულ ინფორმაციის საკითხი..

ამრიგად აღნიშნული უფლების დაცულ სფეროში მოქცევისათვის აუცილებელია ინფორმაცია:

დაცული იყოს ოფიციალურ ჩანაწერებში; შეეხებოდეს პირს; იძლეოდეს ამ პირის იდენტიფიკაციის შესაძლებლობას; არსებობდეს მისი დაცვის გონივრული მოლოდინი;42

გასათვალისწინებელია ის ფაქტორიც, რომ სასამართლოს აზრით აღნიშნული პუნქტით დაცული უფლება მხოლოდ მაშინ არსებობს, თუკი პირს აქვს მისი დაცვის გონივრული მოლოდინი. სწორედ ამაზე გააკეთა მინიშნება საკონსტიტუციო სასამართლომ საქმეში „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.“

რაც შეეხება აღნიშნული ნორმის სუბიექტებს, მთავარი სუბუექტი ამ შემთხვევაში არის „პირი, რომლის კერძო სფეროს მიკუთვნებული მონაცემებიც დაცულია ოფიციალურ წყაროებში.“43 ამასთან ერთად სასამართლოს აზრით 41.2-ე პუნქტით დაცული უფლება ვრცელდება არამარტო ფიზიკურ, არამედ იურიდიულ პირებზეც. თუმცა ამავე დროს ლოგიკურია რომ ისეთი სიკეთე, როგორიც არის ჯანმრთელობა და მის შესახებ ინფორმაციის დაცვის უფლება, ვერ გავრცელდება იურიდიულ პირებზე, გამომდინარე ამ სიკეთის სპეციფიკიდან და შინაარსიდან. სასამართლო განმარტავს იმასაც, რომ აღნიშნული მუხლით დაცული უფლება ვრცელდება საჯარო მოხელეებზეც, როგორც კერძო პირებზე.

41.2 მუხლით დაცული უფლების შეზღუდვის საფუძვლები ამავე პუნქტშია ჩამოთვლილი. შეზღუდვის საფუძვლები შეიძლება იყოს:

სახელმწიფო უშიშროების ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფა; ჯანმრთელობის, სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა.

სხვა ნებისმიერ შემთხვევაში საჭიროა იმ ადამიანის თანხმობის არსებობა, რომელზეც ვრცელდება ინფორმაცია. გამომდინარე აქედან მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერი შეზღუდვის

42 ადამიანის უფლებები და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სამართალწარმოების პრაქტიკა, თბილისი 2013, გვ 583 43 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 30 ოქტომბერის #2/3/406,408 გადაწყვეტილება, II.პ.14;

Page 18: პირადი და ოჯახური ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება · 3 1. შესავალი პირადი

18

დაწესებისას კანონმდებელმა გაითვალისწინოს აღნიშნული მიზნები და შეზღუდვის ყველა საფუძველი სწორედ ამ ჩარჩოში მოაქციოს.

41-ე მუხლის მე-2 პუნქტთან დაკავშირებით კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხია ინფორმაციის თავისუფლებასა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას შორის დაპირისპირება. როგორც საკონსტიტუციო სასამართლომ განაცხადა: ზოგადად, შეიძლება ითქვას, რომ უფლებების სფეროში ხშირია შემთხვევა, როდესაც უფლებები ერთმანეთთან კოლიზეაში შედიან. ზოგიერთ უფლებას თავისი ბუნებიდან გამომდინარე მეტი პოტენციალი გააჩნია, რომ ამგვარი კონფლიქტის მხარე იყოს. ამ თვალსაზრისითა და ჩვენი კონტექსტის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია ინფორმაციის თავისუფლებისა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების ურთიერთმიმართება.44

სასამართლო ამ ორ მუხლს შორის არსებულ წინააღმდეგობების შესახებაც იმსჯელა ,,ამ შემთხვევაში მოქმედებს პრეზუმფცია, რომ პირს არ სურს მის კერძო საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაციის გამჟღავნება. სახელმწიფო ვალდებულია დაიცვას პირის კერძო სფერო, სანამ თავად ეს პირი არ გამოხატავს საწინააღმდეგო ნებას და არ მოითხოვს ინფორმაციის გაცემას. ამ დროს კონსტიტუციით დაცული მთავარი ფასეულობაა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა. ეს არსებითად განსხვავდება 41-ე მუხლის პირველი პუნქტისაგან, რომლით გათვალისწინებული ინფორმაციის გასაიდუმლოებაც შესაბამისი სუბიექტის ნების გამოვლენის შემდეგ ხდება და სხვა ამოცანებს ემსახურება.’’45

პირადი ცხოვრების საიდუმლოების უფლება და ინფორმაციის თავისუფლება კონკურირებადი უფლებებია. კონკრეტულ შემთხვევაში რომელს მიენიჭება უპირატესობა ეს ყველა ინდივიდუალურ შემთხვევაში ცალ–ცალკე უნდა გაირკვეს. ამის გზა კი პროპორციულობის ტესტია რომელიც აჩვენებს კონკრეტულ სიტუაციაში რა უფრო ღირებულია, კონკრეტული პერსონალური ინფორმაციის დაცვა, თუ საზოგადოებრივი ინტერესი ინფორმაცია მიიღოს ამ საკითხზე. სხვაგვარად რომ ვთქვათ, გასარკვევია, ვინ უფრო მეტად ზარალდება საზოგადოება, რომელიც ინფორმაციულ მოთხოვნილებებს ვერ იკმაყოფილებს, თუ კონკრეტული პირი, ვის შესახებაც ინფორმაცია ვრცელდება.46

ამრიგად, ცალსახა პასუხი იმასთან დაკავშირებით თუ რომელი უფლება გადაწონის მეორეს, არ არსებობს. ყოველი კონკრეტული შემთხვევა ინდივიდუალურად უნდა შეფასდეს და კონკრეტული საქმის ირგვლივ არსებული გარემოებების გათვალისწინებით უნდა გადაწყდეს, მოცემულ შემთხვევაში ინფორმაციის თავისუფლება პრევალირებს თუ პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა.

და ბოლოს, სასამართლომ 41-ე მუხლის მე-2 პუნქტთან დაკავშირებით იმსჯელა საგადასახადო საიდუმლოებაზეც და დაადგინა, რომ უფლების დაცვის ქვეშ მყოფ პირს უნდა ჰქონდეს

44 ადამიანის უფლებები და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სამართალწარმოების პრაქტიკა, თბილისი 2013, გვ 587; 45 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 30 ოქტომბერის #2/3/406,408 გადაწყვეტილება, II.პ.15; 46 ადამიანის უფლებები და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სამართალწარმოების პრაქტიკა, თბილისი 2013, გვ 588;

Page 19: პირადი და ოჯახური ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება · 3 1. შესავალი პირადი

19

გონივრული მოლოდინი იმისა, რომ მისი უფლება არ დაირღვევა და შესაბამისად მისი საიდუმლოება - იქნება ეს ფინანსებთან, ჯანმრთელობასთან ან სხვა კერძო საკითხთან დაკავშირებული საიდუმლო, არ იქნება გამჟღავნებული. „გადასახადის გადამხდელს აქვს სავსებით ლოგიკური და გონივრული მოლოდინი, რომ მის მიერ საგადასახადო ორგანოსათვის მიწოდებული ინფორმაცია იქნება გამოყენებული საგადასახადო და არა სხვა არაპროგნოზირებადი მიზნებისათვის. ამგვარი მოლოდინის არარსებობის შემთხვევაში, საშიშროება ემუქრება თავად გადასახადის გადამხდელის მიერ თავისი მოვალეობების შესრულების ხარისხს და შედეგად კი – გადასახადების აკრეფის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სახელმწიფო ფუნქციის ეფექტურ განხორციელებას. აქედან გამომდინარე, აუცილებელია ამ კუთხით საგადასახადო ურთიერთობის მონაწილეთა სამართლიანი ინტერესების დაბალანსება და გაწონასწორება.“

კონსტიტუციის 41-ე მუხლის მე-2 პუნქტი იცავს პირადი ცხოვრების ისეთ მნიშვნელოვან ასპექტს, როგორიცაა პირის პირადი საიდუმლოება. დაცვის სფეროში შედის ინფორმაცია პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის, ფინანსების ან სხვა კერძო საკითხების შესახებ. ასეთი ინფორმაციის გამჟღავნება კი შესაძლებელია მხოლოდ პირის თანხმობით ან აღნიშნულ ნორმაში ჩამოთვლილი საფუძვლების არსებობის შემთხვევაში. დაცვის სუბიექტები კი არიან როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებიც.

ამრიგად, საქართველოს კონსტიტუციის ნორმები და საქართველოს საკონსტიტუციო პრაქტიკის ანალიზი ცხადჰყოფს, თუ რამდენად მნიშვნელოვანი როლი უჭურავს პირადი და ოჯახური ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას ადამიანის სხვა უფლებებს შორის. ამაზე მიანიშნებს ამ უფლების დაცვის კონსტიტუციურო ნორმების სიმრავლეც და თავად საკონსტიტუციო სასამართლოს მიდგომაც. კონსტიტუციის გარდა უფლების დაცვის მექანიზმები გაბნეულია საქართველოს მთლიან საკანონმდებლო სივრცეში, რომელიც დამატებით გარანტიებს ქმნის, რათა სრულყოფილად მოხდეს კონსტიტუციის მინიჭებული უფლების რეალიზება და დაცვა.

3. ხარვეზები კანონმდებლობაში

როგორც უკვე აღვნიშნეთ, საქართველოს შიდა კანონმდებლობა მრავლად მოიცავს ისეთ კანონებსა და ნორმებს, რომლებიც კონსტიტუციით მინიჭებული უფლების დაცვასა და მათ რეალიზაციას უწყობს ხელს.

მიუხედავად იმისა, რომ უფლების დაცვის ასეთი მექანიზმები, რაოდენობრივად არც თუ ისე ცოტაა, არსებული პრაქტიკა ცხადყოფს, რომ პირად ცხოვრებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო მოწესრიგება არასრულყოფილია და იგი მნიშვნელოვან ხარვეზებს შეიცავს, რომელიც თავის მხრივ განაპირობებს აღნიშნული უფლების უხეში დარღვევის შემთახვევათა სიმრავლეს.

საქართველოს საკანონმდებლო სივრცეში არასრულყოფილია ისეთი დაცვის მექანიზმები, რომლებიც მინიმუმამდე დაიყვანდა სამართალდამცავი ორგანოების, მაუწყებლობების და სხვა

Page 20: პირადი და ოჯახური ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება · 3 1. შესავალი პირადი

20

სუბიექტთა სხვა პირთა პირად და ოჯახური ცხოვრებაში თვითნებული ჩარევის შესაძლებლობას.

ამ ნაწილში სწორედ იმ ხარვეზებისა და ნაკლოვანებების შესახებ ვიმსჯელებთ, რომელიც საქართველოს შიდა კანონმდებლობაში პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლების დაცვის კუთხით გვხვდება.

3.1 ოჯახური ცხოვრება

3.1.1 პატიმრები და მათი პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლება

2010 წლიდან საქართველოში ამოქმედდა პატიმრობის კოდექსი, რომელიც განსაზღვრავს „სასამართლოს მიერ სისხლის სამართლის საქმეზე თავისუფლების აღკვეთის სახით დადგენილი განაჩენის აღსრულების წესსა და პირობებს, ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამართლებრივი დაცვის გარანტიებს, აწესრიგებს პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის ორგანოთა საქმიანობას, ადგენს პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულებაში სახელმწიფო ორგანოთა, საზოგადოებრივ ორგანიზაციათა და მოქალაქეთა მონაწილეობის წესსა და პირობებს.“

მიუხედავად იმისა, რომ კოდექსის ამოქმედება მანამდე არსებულ კანონთან შედარებით გარკვეულწილად წინ გადადგმულ ნაბიჯად შეფასდა, მასში არსებობს გარკვეული ხარვეზები, რომლებიც საფრთხეს უქმნის პატიმართა უფლებების დაცვას და წარმოადგენს მათ უფლებებში უხეშ ჩარევას, მათ შორისა პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლების თვალსაზრისით.

ჯერ კიდევ 2010 წლის სახალხო დამცველმა საკუთარ საპარლამენტო ანგარიშში მნიშვნელოვანი ადგილი დაუთმო კოდექსში არსებული ხარვეზების ანალიზს. ანგარიშში აღნშნულია რომ: „კოდექსის მიხედვით ბრალდებულს/მსჯავრდებულს, მისი წერილობითი თხოვნის საფუძველზე, შეიძლება მიეცეს ხანმოკლე პაემნის უფლება. პირთა ნუსხა, რომელთანაც შეხვედრის უფლება აქვს თავისუფლებააღკვეთილ პირს, განსხვავებით მანამდე მოქმედი საკანონმდებლო აქტისგან, გაზრდილია, რაც მისასალმებელია, თუმცა მნიშვნელოვანია, ჩამონათვალში შედიოდნენ მეგობრებიც, როგორც ამას ითვალისწინებს გაეროს პატიმრებთან მოპყრობის მინიმალური სტანდარტული წესები: „აუცილებელი ზედამხედველობის პირობებში პატიმრებს უნდა მიეცეთ საშუალება, რომ მიმოწერისა და ვიზიტების საშუალებით რეგულარული ურთიერთობა იქონიონ ოჯახებთან და შეუბღალავი რეპუტაციის მქონე მეგობრებთან.“ 47

მართალია, კოდექსით განსაზღვრულია, რომ პაემნის დროს ზედამხედველობა უნდა განხორციელდეს ბრალდებულის/მსჯავრდებულის პატივისა და ღირსების შეუბღალავად, თუმცა მიგვაჩნია, რომ აქვე უნდა იყოს მოხსენიებული ბრალდებულის/მსჯავრდებულისა და 47 37-ე წესი

Page 21: პირადი და ოჯახური ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება · 3 1. შესავალი პირადი

21

მისი საკონტაქტო პირის პირადი ცხოვრების პატივისცემის ვალდებულებაც.48 აღნიშნულია სახალხო დამცველის ანგარიშში.

სახალხო დამცველმა ასევე ნაკლოვანებად მიიჩნია პატიმრობის კოდექსის 54-ე მუხლის ფორმულირება, რომელიც აუდიო-ვიდეოკონტროლის უფლებას იძლევა „ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ყოფაქცევის შესახებ აუცილებელი ინფორმაციის მიღების მიზნით“ და აღნიშნა, რომ ეს საკმაოდ ზოგადი რეგულაციაა და ადმინისტრაციას ანიჭებს საკმაოდ ფართო დისკრეციას. მიუხედავად იმისა, რომ ამ ხარვეზთან დაკავშირებით სახალხო დამცველს არ უსაუბრია პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის შესახებ, მიმაჩნია, აღნიშნული ნორმით განსაზღვრული დისკრეციული უფლებამოსილებით იზრდება პატიმრის პირადი ცხოვრების უფლების დარღვევის რისკიც, რომელიც პატიმარს ისედაც საკმაოდ შეზღუდული აქვს საპატიმრო დაწესებულებაში ყოფნის პერიოდში.

სახალხო დამცველი მნიშვნელოვან ყურადღებას ამახვილებს გრძელვადიანი პაემნით სარგებლობის უფლებაზეც, რომელიც საკმაოდ მჭიდროდ არის დაკავშირებული პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლებასთან.

„წამების საწინააღმდეგო კომიტეტმა, თავის მხრივ, განსაკუთრებით გაუსვა ხაზი პატიმრების მიერ ოჯახის წევრებთან ნორმალური ურთიერთობის შენარჩუნების აუცილებლობას, რის უმნიშვნელოვანეს საშუალებადაც გრძელვადიანი პაემნების კვლავ დაშვება მიიჩნია და რეკომენდაციით მიმართა საქართველოს ხელისუფლებას, შესაბამისი ცვლილებები შეიტანოს კანონმდებლობაში.49 რაც შეეხება მოკლევადიან პაემნებს, კომიტეტის დასკვნაში მითითებულია, რომ ისინი შუშით გადატიხრულ ოთახში, რაც ყოველგვარ ფიზიკურ კონტაქტს გამორიცხავს, მხოლოდ ინდივიდუალურ შემთხვევებში და შესაბამისი დასაბუთებით უნდა ხდებოდეს.50- აღნიშნულია ანაგრიშში

სახალხო დამცველმა მოიშველია ციხის ევროპული წესებიც, რომლის მიხედვითაც: ,,პაემნების ორგანიზაცია ისე უნდა განხორციელდეს, რომ საშუალება მიეცეთ პატიმრებს, შეინარჩუნონ და განავითარონ ოჯახური ურთიერთობები მაქსიმალურად ნორმალურ გარემოში“.51 ,,ციხის ადმინისტრაცია უნდა დაეხმაროს პატიმრებს გარე სამყაროსთან ადეკვატური კონტაქტის შენარჩუნებაში და უნდა უზრუნველყოს ისინი შესაბამისი მხარდაჭერით.“52

წინგადადგმულ ნაბიჯად უნდა მივიჩნიოთ ის ფაქტი, რომ 2010 წლის შემდეგ აღნიშნულ კოდექსში შევიდა საკმაოდ მნიშვნელოვანი ცვლილებები, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად შეეხო ხანძლივ პაემანსაც. თუკი კოდექსის თავდაპირველი ვერსიის მიხედვით ხანგძლივი პაემნის უფლება ჰქონდათ მხოლოდ არასრულწლოვანებს და ისიც მხოლოდ გარკვეულ

48 სახალხო დამცველის 2010 წლის ანგარიში, გვ 60 49 პარ 109 50 პარ 110 51 24.4-ე წესი 52 24.5-ე წესი

Page 22: პირადი და ოჯახური ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება · 3 1. შესავალი პირადი

22

შემთხვევებში.53 ცვლილებების მიხედვით (2012 წლის 22 მაისის ცვლილება) ეს უფლება მიეცათ სხვა მსჯავრდებულებსაც.

სახალხო დამცველი გრძელვადიან პაემნებთან დაკავშირებით პრობელმად მიიჩნევს გადაწყვეტილების ფორმასაც. სახალხო დამცველი მიზანშეწონილად მიიჩნევს ადმინისტრაციის გადაწყვეტილება ხანგძლივი პაემნის დაშვების თაობაზე წერილობითი ფორმით ჩამოყალიბდეს. ამასთან ერთად სახალხო დამცველი ყურადღებას ამახვილებს საქართველოში არსებული მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე და პრობლემად მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ ხანგძლივი პაემნის ხარჯების ანაზღაურება თავად მსჯავრდებულს ან იმ პირებს უწევთ რომლებიც პატიმრობის კოდექსის 17’’ მეორე პრიმა მუხლის მე-2 პუნქტით არიან განსაზღვრულნი.

ბუნებრივია, ხანგრძლივი პაემნის მოსაწყობად საჭირო ინფრასტრუქტურის მომზადება და პაემნით მოსარგებლეთათვის შესაბამისი პირობების უზრუნველყოფა სახელმწიფოს ფინანსურ ვალდებულებებს წარმოშობს. თუმცა გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ პატიმრის უფლება, კავშირი იქონიოს ოჯახის წევრებთან, მათ შორის პაემნის განხორციელების გზით, ეროვნული და საერთაშორისო კანონმდებლობით აღიარებული უფლებაა და სახელმწიფოსგან შესაბამისი ნაბიჯების გადადგმას საჭიროებს. აღნიშნული ვალდებულებების გათვალისწინებით მიზანშეწონილია, სოციალურად დაუცველი ოჯახების წარმომადგენლებს მიეცეთ პაემნის უფასოდ განხორციელების შესაძლებლობა.54 აღნიშნულია ანგარიშში.

ამრიგად, პირადი ცხოვრების უფლების დაცვა პატრიმრებთან მიმართებაში წარმოადგენს ცალკე რეგულირების სფეროს. მიუხედავად იმისა, რომ ამ საკითხში საქართველოს კანონმდებლობაში იგრძნობა გარკვეული პროგრესი, სამწუხაროდ ჯერ კვლავ არსებობს ხარვეზები, რომლებიც ან ხელს უშლის უფლების რეალიზებას, ან წარმოადგენს უფლებაში უხეში ჩარევის ფორმას. განსაკუთრებით კი ეს ეხება პატიმრების პაემნის საკითხს.

3.1.2 ქმედუნარიანობა და ქორწინების უფლება

საქართველოს სამოქალაქო კოდექსით ქმედუნარიანად პირი მიიჩნევა სრულწლოვანების ასაკიდან, ხოლო არასრულწლოვანი (16 წლის ასაკიდან) ქორწინების შემთხვევაში. ქმედუუნაროდ მიიჩნევა ასევე სრულწლოვანი პირი, რომელიც ჭკუასუსტობის ან სულით ავადმყოფობის გამო სასამართლოს მიერ ასეთად იქნება აღიარებული. ამ პირის უფლებებს ახორციელებს მისი კანონიერი წარმომადგენელი (მეურვე).55

გამომდინარე იქიდან რომ ქმედუუნარო პირის უფლებებს ახორციელებს მისი კანონიერი წარმომადგენელი (მეურვე), მას არ აქვს უფლება დამოუკიდებლად შევიდეს კერძო თუ საჯარო სამართლებრივ ურთიერთობაში. იგი ფაქტიურად ვერ ახორციელებს საკუთარი უფლებების

53 პატიმრობის კოდექსის მე-17 მუხლის მე-8 მუხლი [24.03.2010-ის რედაქცია] 54 სახალხო დამცველის 2010 წლის ანგარიში, გვ 64 55 სამოქალაო კოდექსის მე-12 მუხლის მე-5 პუნქტი;

Page 23: პირადი და ოჯახური ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება · 3 1. შესავალი პირადი

23

ნაწილს არათუ მეურვის თანხმობის ან მოწონების გარეშე, არამედ ასეთი თანხმობის/მოწონების არსებობის შემთხვევაშიც კი.

სამოქალქო კოდექსის 1120-ე მუხლი დაუშვებლად მიიჩნევს ქორწინებას „იმ პირებს შორის, რომელთაგან თუნდაც ერთი სულით ავადმყოფობის ან ჭკუასუსტობის გამო სასამართლოს მიერ ცნობილია ქმედუუნაროდ.“56

ამრიგად საქართველოს კანონმდებლობით ქმედუუნარო პირებს შეზღუდული აქვთ პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლების ის კომპონენტი, რომელიც ქორწინების უფლებას ეხება. მათ არ აქვთ დაქორწინების შესაძლებლობა.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში უკვე შესულია სარჩელი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, რომელთან დაკავშირებითაც სასამართლოში არსებითი განხილვა უკვე შედგა. საკონსტიტუციო სარჩელში „საქართველოს მოქალაქეები ირაკლი ქვემოკლიძე და დავით ხარაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, მოსარჩელეების ერთ-ერთი მოთხოვნაა არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი სამოქალაქო კოდექსის 1120-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის სიტყვები „ან ჭკუასუსტობის“ კონსტიტუციის მე-14 და 36-ე მუხლებთან მიმართებაში. მათი აზრით ქმედუუნაროდ მიჩნევა ავტომატურად არ გულისხმობს ყოველგვარი უნარისა და შესაძლებობის დაკარგვას. შესაბამისად ქმედუუნარი პირს უნდა ეკრძალებოდეს მხოლოდ იმ ქმედებების განხორციელება, რომელიც მის გონებრივ შესაძლებლობებს აღემატება.

ადამიანის უფლებათა საყოველთა დეკლარაციის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით: „თავის უფლებათა და თავისუფლებათა განხორციელებისას ყოველი ადამიანი უნდა განიცდიდეს მხოლოდ ისეთ შეზღუდვას, როგორიც კანონითაა დადგენილი მარტოოდენ იმ მიზნით, რათა უზრუნველყოფილ იქნეს სხვების უფლებათა და თავისუფლებათა ჯეროვანი აღიარება და პატივისცემა და დაკმაყოფილდეს ზნეობის, საზოგადოებრიცი წესრიგისა და საერთო კეთილდღეობის სამართლიანი მოთხოვნები დემოკრატიულ საზოგადოებაში.“ გასათვალისწინებელია ევროპული პრაქტიკაც, სადაც ქმედუუნარო პირებს უმეტეს შემთხვევაში არ აქვთ შეზღუდული ქორწინების უფლება.

ამასთან ერთად, გასათვალისწინებელია ის ფაქტორიც, რომ საქართველოს კონსტიტუციის 36-ე მუხლი არ იცნობს რაიმე სახის საგამონაკლისო შემთხვევას და არ უზღუდავს არავის ქორწინების უფლებას. პირიქით, იგი სახელმწიფოს ანიჭებს ვალდებულებას, ხელი შეუწყოს ოჯახის კეთილდღეობას.

ამრიგად, ქმედუუნარო პირისათვის ქორწინების უფლების აბსოლუტური შეზღუდვა არ არის გამართლებული და ეწინააღმდეგება ერთის მხრივ საერთაშორისო სტანდარტებსა და პრაქტიკას, მეორს მხრივ კი საქართველოს კონსტიტუციას. ქმედუუნარო პირებისათვის ქორწინების უფლების შეზღუდვა უნდა გადაწყდეს ინდივიდუალურად, მათი შესაძლებლობებიდან გამომდინარე. უფლების ასეთი ცალსახა შეზღუდვას კი არ აქვს არანაირი გამართლება და

56 სამოქალქო კოდექსის 1120-ე მუხლის 1-ლი პუნქტის ე) ქვეპუნქტი;

Page 24: პირადი და ოჯახური ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება · 3 1. შესავალი პირადი

24

წარმოადგენს ერთი მხრივ პირადი და ოჯახური ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დარღვევას და მეორეს მხრივ დისკრიმინაციული ხასიათისაა.

3.1.3 LGBTIQ პირები

კიდევ ერთი მოწყვლადი ჯგუფის წევრები, რომელიც კანონმდებლობაში არსებული რეგულაციების (ან რეგულაციათა ნაკლოვანების ან არარსებობის) გამო განიცდის პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლების დარღვევას არიან LGBTIQ პირები, რომლებსაც არ აქვთ ქორწინების (სამოქალაქო რეგისტრაციის) უფლება. უფლების დარღვევას წარმოადგენს არა თავად ქორწინების უფლების არარსებობა, არამედ ქორწინების, როგორც სამოქალაქო გარიგების შედეგად სხვა სიკეთეებით სარგებლობაზე ხელმისაწვდომობის შეუძლებლობა.

სამოქალაქო კოდექსის 1106-ე მუხლი ცალსახად მიუთითებს, რომ „ქორწინება არის ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი...“ ამასთან ერთად გასათვალისწინებელია საქართველოს კონსტიტუციის 36-ე და მე-16 მუხლები და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაც. როგორც უკვე განვიხილეთ და აღვნიშნეთ, სასამართლოს განმარტებით კონსტიტუციის 36-ე მუხლი იცავს მხოლოდ რეგისტრირებულ ქორწინებას. ამრიგად, ჰომოსექსუალთა ქორწინების უფლება არ არის გარანტირებული კონსტიტუციის 36-ე მუხლით. თუმცა ჰომოსექსულუთა თანაცხოვრებას ისევ საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით იცავს მე-16 მუხლი, რომელიც პიროვნულ განვითარებას ეხება.

ქორწინება მისი სამართლებრივი შინაარსის გათვალისწინებით (თუ მას გამოვაცლით თანაცხოვრების კომპონენტს, რომელიც დაცულია კონსტიტუციის მე-16 მუხლით) წარმოადგენს რა სამოქალაქო გარიგებას, მხოლოდ სექსუალური ორიენტაციის ნიშნით ადამიანთათვის შეზღუდვის დაწესება, ხელმისაწვდომი იყოს ის სიკეთეები, რომლების გარანტირებასაც საქართველოს კანონმდებლობა ქორწინებაში მყოფი პირებისათვის ადგენს დისკრიმინაციულიცაა. მაგალითად ასეთ ბენეფიტებს განეკუთვნება მემკვიდრედ ყოფნის უფლება (კანონისმიერი მემკვიდრეობა და პირველი რიგის რიგითობა), ურთიერთრჩენის ვალდებულება, საწინააღმდეგო ჩვენების მიცემაზე უარის თქმის უფლება, პატიმრის ნახვის უფლება და სხვა.

3.1.4 პაციენტთა პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლება

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ერთ-ერთ საქმეში აღნიშნა: „პირადი ინფორმაციის დაცვა, მათ შორის სამედიცინო ინფორმაციის, არის ფუნდამენტური მნიშვნელობის პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლების დასაცავად. სამედიცინო მონაცემების კონფიდენციალობა არის წევრ-სახელმწიფოების სამართლებრივი სისტემების მნიშვნელოვანი პრინციპი. უმნიშვნელოვანესია არა მხოლოდ პირადი ცხოვრების პატივისცემა, არამედ

Page 25: პირადი და ოჯახური ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება · 3 1. შესავალი პირადი

25

პაციენტის ნდობის შენარჩუნება სამედიცინო პროფესიის და, ზოგადად, ჯანდაცვის სერვისების მიმართ.“57

ამრიგად, პირად და ოჯახურ ცხოვრების პატივისცემის უფლების განსაკუთრებულ დაცვას საჭიროებენ პაციენტებიც. მიუხედავად იმისა, რომ „პაციენტთა შესახებ“ საქართველოს კანონში მოცემულია უფლების დაცვის გარკვეული მექანიზმები, უფლებათა დარღვევის ფაქტები საკმაოდ ხშირია, რასაც სავარაუდოდ დაცვის ეფექტური საშუალებების სიმცირე, ბუნდოვანება და სათანადო კულტურის არარსებობა განაპირობებს.

ერთის მხრივ „პაციენტის უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონი და მეორეს მხრივ „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ და „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონები გარკვეულწილად წინააღმდეგობრივ და ამავე დროს ბუნდოვანს ნორმებს შეიცავენ. „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ,“ „პაციენტის უფლებების შესახებ“ და „საექიმო საქმიანობის შესახებ“ პაციენტის ინფორმაციის დაცვისა თუ დაუცველობის განსხვავებულ ინტერპრეტაციებს გვთავაზობს.58 აღნიშნული ასუსტებს უფლების დაცვის შესაძლებლობას და საფრთხეს უქმნის პაციენტის პირადი ცხოვრების კონფიდენციალურობას.

„კანონი ჯანმრთელობის დაცვის შესახებ” ვერ უზრუნველყოფს პაციენტის კონფიდენციალურობის უფლების დაცვას, უფრო მეტიც, არღვევს პაციენტის კონფიდენციალურობის უფლებას. აღნიშნული კანონის მიხედვით − „მედიცინის მუშაკი და სამედიცინო დაწესებულების ყველა თანამშრომელი მოვალეა, დაიცვას სამედიცინო (საექიმო) საიდუმლო, გარდა იმ შემთხვევებისა როცა კონფიდენციალური ინფორმაციის გამჟღავნებას მოითხოვს გარდაცვლილის ნათესავი ან კანონიერი წარმომადგენელი, სასამართლო, საგამოძიებო ორგანოები, ან ეს აუცილებელია საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად.“59 სამედიცინო საიდუმლოს გამჟღავნების მსგავსი წინაპირობები საკმაოდ დიდ საფრთხეს უქმნის პაციენტის კონფიდენციალურობის უფლებას, ვინაიდან იგი არის საკმაოდ ფართო და ამ საიდუმლოს მიმღებ პირთა წრეც საკმაოდ დიდია. შესაბამისად ირღვევა პაციენტის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება.

„კანონი პაციენტის უფლებების შესახებ“ შეიცავს დამოუკიდებელ თავს პირადი ცხოვრების კონფიდენციალურობისა და ხელშეუხებლობის სახელწოდებით. თუმცა, აღნიშნული სახელწოდების მიუხედავად, პაციენტის შესახებ ინფორმაციის დაცვის მექანიზმი არ იკითხება.60

57 მ.ს. შვედეთის წინააღმდეგ (27/08/1997/ და ზ. ფინეთის წინააღმდეგ (1998) 25 ევროპის ადამიანის უფლებათა ანგარიში (EHRR) 371 58 http://www.nplg.gov.ge/gsdl/cgi-bin/library.exe?e=d-01000-00---off-0samartal--00-1--0-10-0--0-0---0prompt-10--..-4----4---0-1l--11-ka-10---10-help-50--00-3-1-00-0-00-11-1-0utfZz-8-10-0-11-1-0utfZz-8-00&cl=CL4.6&d=HASH015a596882dd6e42681882ee.4.2&gc [უკანასკნელად ნანახია 13.09.2013 18:00] 59 ჯანმრთელობის დაცვის შესახებ საქართველოს კანონის 42-ე მუხლი; 60 http://www.nplg.gov.ge/gsdl/cgi-bin/library.exe?e=d-01000-00---off-0samartal--00-1--0-10-0--0-0---0prompt-10--..-4----4---0-1l--11-ka-10---10-help-50--00-3-1-00-0-00-11-1-0utfZz-8-10-0-11-1-0utfZz-8-00&cl=CL4.6&d=HASH015a596882dd6e42681882ee.4.2&gc= [უკანასკნელად ნანახია 13.09.2013 18:00] ;

Page 26: პირადი და ოჯახური ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება · 3 1. შესავალი პირადი

26

ვინაიდან იგი უფრო მეტად არეგულირებს იმ შემთხვევებს თუ როდისაა შესაძლებელი კონფიდენციალური ინფორმაციის გამჟღავნება, ვიდრე თავად ამ უფლების დაცვის მექანიზმებს.

სამედიცინო საიდუმლოს გამჟღავნების წინაპირობები უკეთაა ჩამოყალიბებული „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანანონის 48-ე მუხლით, რომლის მიხედვითაც:

2. დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტს უფლება აქვს გაამჟღავნოს პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობისა და პირადი ცხოვრების შესახებ კონფიდენციალური ინფორმაცია, თუ:

ა) პაციენტი აძლევს ინფორმაციის გამჟღავნების უფლებას;

ბ) ინფორმაციის გაუმჟღავნებლობა საფრთხეს უქმნის მესამე პირის (რომლის ვინაობაც ცნობილია) ჯანმრთელობას ან/და სიცოცხლეს;

გ) თუ არსებობს დასაბუთებული ეჭვი სავალდებულო აღრიცხვას დაქვემდებარებულ დაავადებაზე;

დ) ინფორმაცია მიეწოდება სამედიცინო მომსახურების მონაწილე სხვა სამედიცინო პერსონალს;

ე) ინფორმაციის გამჟღავნება აუცილებელია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზისათვის;

ვ) ინფორმაციის გამჟღავნებას, სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, მოითხოვენ სამართალდამცველი ორგანოები;

ზ) ინფორმაცია მიეწოდება სახელმწიფო ორგანოებს პაციენტისათვის სოციალური შეღავათების დაწესების მიზნით. ამ შემთხვევაში აუცილებელია ინფორმაციის გამჟღავნებაზე პაციენტის თანხმობა;

თ) სასწავლო-სამეცნიერო მიზნით ინფორმაციის გამოყენებისას მონაცემები ისეა წარმოდგენლი, რომ შეუძლებელია პიროვნების იდენტიფიკაცია.

3.2 პირადი საიდუმლოება

3.2.1 პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება და სისხლის სამართლის კოდექსი

პირადი და ოჯახური საიდუმლოების ხელყოფის კრიმინალიზაცია მნიშვნელოვანი მექანიზმია აღნიშნული უფლების დარღვევის პრევენციისათვის. სისხლის სამართლის კოდექსში რამდენიმე მუხლი აწესებს პასუხისმგებლობას პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების ხელყოფისთვის. მათ შორის განსაკუთრებული ადგილი უკავია 157-ე მუხლს, რომლის თანახმადაც დასჯადია პირადი ან ოჯახური საიდუმლოს, პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ან პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გამოყენება, გავრცელება ან ხელმისაწვდომობის სხვაგვარი უზრუნველყოფა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

Page 27: პირადი და ოჯახური ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება · 3 1. შესავალი პირადი

27

კოდექსით ასევე დასჯადადაა გამოცხადებული კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევა და პირადი მიმოწერის ან საფოსტო გზავნილის, ტელეფონით ან სხვაგვარი ხერხით შეტყობინების საიდუმლოების დარღვევა.

მიუხედავად აღნიშნული რეგულაციებისა, ბოლო პერიოდში საჯარო სივრცეში გავრცელებულმა რამდენიმე, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებით ჩანაწერის განსაჯაროება ცხადყოფს, რომ ხსენებული დანაშაულებისათვის დაწესებული სანქციები და თავად სამართალდამცავთა რეაგირება ვერ უზრუნველყოფს სათანადო პრევენციულ ხასიათს.

3.2.2 „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი და „ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“

აღნიშნული სამართლებრივი აქტები, პირადი საიდუმლოების (პერსონალურ მონაცემთა) დაცვის მნიშვნელოვან მექანიზმებს წარმოადგენენ. „პერსონალურ მონაცემთა შესახებ“ საქართველოს კანონის მიღებამდე, ზოგად ჩარჩოებს პირად საიდუმლოებას მიკუთვნებული ინფორმაციის დასაცავად კონსტიტუციის შემდგომ „ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ ქმნიდა, თუმცა მნიშვნელოვანი გარანტიები არის სხვა საკანონმდებლო აქტებშიც (მაგალითად საგადასახადო საიდუმლო - საგადასახადო კდოექსში).

პერსონალურ მონაცემთა შესახებ კანონი სრულად ამოქმედებული ჯერ კიდევ არ არის (კერძო პირთა ვალდებულებების თვალსაზრისით). ამავდროულად პერსონალურ მონაცემთა ინსპექტორის ინსტიტუტი, რომელიც ამ კანონის პირმშოა ახლადჩამოყალიბებულია და სწორედ ამის ათვალისწინებით კანონის განმარტების თვალსაზრისითაც პრაქტიკა მწირია.

ამ ნაწილში შევეცდებით ყურადღება გავამახვილოთ იმ ნორმებზე, რომლებმაც შესაძლოა მათი ბუნდოვანების ან არაერთაზროვნების გამო სმომავლოდ შექმნას პრობლემები პირადი საიდუმლოების დაცვის კუთხით.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის მეორე პუნქტი თავადვე ადგენს იმ შემთხვევათა ჩამონათვალს, როდესაც შესაძლებელია პირის პირად საიდუმლოს მიკუთვნებული ინფორმაციის გამჟღავნება. ეს შემთხვევები უნდა იყოს კანონით დადგენილი და როდესაც: „ეს აუცილებელია სახელმწიფო უშიშროების ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ჯანმრთელობის, სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად’’. ყველა სხვა შემთხვევაში პირის შესახებ ინფორმაცია არ უნდა იყოს არავისათვის ხელმისაწვდომი თვით ამ ადამიანის თანხმობის გარეშე.

ამის პარალელურად „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი ითვალისწინებს პერსონალური მონაცემების დამუშავების შესაძლებლობას თავად ამ ადამიანის თანხმობის გარეშე. ასეთი წინაპირობების რაოდენობა კი საკმაოდ მაღალია. აღნიშნული კანონის მე-5 მუხლი ჩამოთვლის მონაცემთა დამუშავების საფუძვლებს:

მონაცემთა დამუშავება დასაშვებია, თუ:

Page 28: პირადი და ოჯახური ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება · 3 1. შესავალი პირადი

28

ა) არსებობს მონაცემთა სუბიექტის თანხმობა;

ბ) მონაცემთა დამუშავება გათვალისწინებულია კანონით;

გ) მონაცემთა დამუშავება საჭიროა მონაცემთა დამმუშავებლის მიერ მისთვის კანონმდებლობით დაკისრებული მოვალეობების შესასრულებლად;

დ) მონაცემთა დამუშავება საჭიროა მონაცემთა სუბიექტის სასიცოცხლო ინტერესების დასაცავად;

ე) მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მონაცემთა დამმუშავებლის ან მესამე პირის კანონიერი ინტერესების დასაცავად, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს მონაცემთა სუბიექტის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის აღმატებული ინტერესი;

ვ) კანონის თანახმად, მონაცემები საჯაროდ ხელმისაწვდომია ან მონაცემთა სუბიექტმა ისინი ხელმისაწვდომი გახადა;

ზ) მონაცემთა დამუშავება აუცილებელია კანონის შესაბამისად მნიშვნელოვანი საჯარო ინტერესის დასაცავად;

თ) მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მონაცემთა სუბიექტის განცხადების განსახილველად (მისთვის მომსახურების გასაწევად).

რამდენად შესაბამისობაშია აღნიშნული ჩამონათვალი საქართველოს კონსტიტუციასთან საკამათო თემაა. ფაქტია, რომ დამუშავების საფუძვლები საკმაოდ ფართოა და ამავე დროს არ არის მკაფიო, რაც მონაცემთა დამმუშავებელს საშუალებას აძლევს თავის სასარგებლოდ მოახდინოს კანონის ინტერპრეტირება და შესაბამისად პირის პერსონალურ მონაცემთა დამუშავებაც (მათ შორის განსაჯაროებაც) მარტივად შეძლოს.

ამასთან ერთად ყურადღებას იმსახურებს თავად მონაცემთა დამუშავების ცნება, რომელიც გულისხმობს: ავტომატური ან არაავტომატური საშუალებების გამოყენებით მონაცემთა მიმართ შესრულებულ ნებისმიერ მოქმედებას, კერძოდ, შეგროვება, ჩაწერა, ფოტოზე აღბეჭდვა, აუდიო- ან ვიდეოჩაწერა, ორგანიზება, შენახვა, შეცვლა, აღდგენა, გამოთხოვა, გამოყენება ან გამჟღავნება მონაცემთა გადაცემის, გავრცელების ან სხვაგვარად ხელმისაწვდომად გახდომის გზით, დაჯგუფება ან კომბინაცია, დაბლოკვა, წაშლა ან განადგურება61 . აღნიშნულ დეფინიციაში პრობლემურია ის, რომ მონაცემთა დამუშავების ყველა სახე ერთ სიბრტყეშია მოქცეული და არ ხდება მათთვის გარკვეული პრიორიტეტების მინიჭება. ცხადია თითოეული მათგანი ცალკე აღებული წარმოადგენს უფლების შეზღუდვის საკმაოდ მნიშვნელოვან მოქმედებას, თუმცა აქვე გასათვალისწინებელია ისიც, რომ მაგალითად მონაცემთა გამჟღავნება გაცილებით უფრო მეტად შესაძლოა აყენებდეს ზიანს პირის ინტერესს, ვიდრე მონაცემთა შეგროვება.

მნიშვნელოვან ყურადღებას იმსახურებს განსაკუთრებულ მონაცემთა დამუშავების მოწესრიგება. განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემი, ეს არის: მონაცემი, რომელიც დაკავშირებულია პირის რასობრივ ან ეთნიკურ კუთვნილებასთან, პოლიტიკურ

61 პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის დ) ქვეპუნქტი

Page 29: პირადი და ოჯახური ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება · 3 1. შესავალი პირადი

29

შეხედულებებთან, რელიგიურ ან ფილოსოფიურ მრწამსთან, პროფესიული ორგანიზაციის წევრობასთან, ჯანმრთელობის მდგომარეობასთან, სქესობრივ ცხოვრებასთან ან ნასამართლობასთან, ასევე ბიომეტრული მონაცემი, რომლითაც შესაძლებელია პირის იდენტიფიცირება ზემოაღნიშნული ნიშნებით;“62

აღნიშნული კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტი კრძალავს განსაკუთრებული მონაცემების დამუშავებას, თუმცა მეორე პუნქტში აწესებს გამონაკლისებსაც, როდესაც ასეთი მონაცემების დამუშავება დასაშვებია. ეს გამონაკლისებია:

ა) მონაცემთა სუბიექტმა გამოხატა წერილობითი თანხმობა განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემთა დამუშავებაზე;

ბ) მონაცემთა დამუშავება ხორციელდება კანონის შესაბამისად მნიშვნელოვანი საჯარო ინტერესის დასაცავად;

გ) მონაცემთა სუბიექტმა საჯარო გახადა მის შესახებ მონაცემები მათი გამოყენების აკრძალვის გარეშე;

დ) მონაცემთა დამუშავება ხორციელდება ჯანმრთელობის დაცვის დაწესებულების (მუშაკის) მიერ საზოგადოების ან ფიზიკური პირის ჯანმრთელობის დაცვის მიზნებისათვის, აგრეთვე თუ ეს აუცილებელია ჯანმრთელობის დაცვის სისტემის მართვისათვის ან ფუნქციონირებისათვის.

ვფიქრობ განსაკუთრებული მონაცემების დამუშავების აღნიშნული საფუძვლები, საფრთხეს უქმნის პირის პირადი ცხოვრების იმ ასპექტებს, რომელიც კანონმდებელმა სავსებით სწორად მიიჩნია განსაკუთრებულ მონაცემებად. პირადი ცხოვრების ისეთი ასპექტები, როგორიცაა რელიგიური მრწამსი, პოლიტიკური შეხედულება, რასობრივი კუთვნილება და ასე შემდეგ მოითხოვენ განსაკუთრებულ დაცვას და მათი გამჟღავნების შესაძლებლობა ან საერთოდ არ უნდა იყოს, ან უნდა იყოს მხოლოდ მინიმალურ ფარგლებში. მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებელმა იგრძნო აღნიშნული ასპექტების განსაკუთრებულობა და მათი რეგულირება ცალკე მოახდინა, აშკარაა, მათი დამუშავების შესაძლებლობა და საფუძველი საკმაოდ ფართოა, რასაც ემატება ტერმინთა ბუნდოვანება. როგორიც არის მაგალითად ისევ და ისევ „მნიშვნელოვანი საჯარო ინტერესი“ .

გაურკვეველია გასაჩივრების უფლების მოწესრიგება. აღნიშნული კანონის 26-ე მუხლის მიხედვით „მონაცემთა სუბიექტს უფლება აქვს, ამ კანონით გათვალისწინებული უფლებების დარღვევის შემთხვევაში კანონით დადგენილი წესით მიმართოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს ან სასამართლოს, ხოლო თუ მონაცემთა დამმუშავებელი საჯარო დაწესებულებაა, საჩივრის წარდგენა შესაძლებელია ასევე იმავე ან ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში.“ მსგავსი სახის დისპოზიცია გარკვეულწილად ბუნდოვანს ხდის, სახეზე გვაქვს გასაჩივრების ალტერნატიული გზები თუ საფეხურებრივი მექანიზმი. პრობლემურია ის

62 პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ბ) ქვეპუნქტი

Page 30: პირადი და ოჯახური ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება · 3 1. შესავალი პირადი

30

საკითხიც, რომ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონის მოქმედება არ ვრცელდება მედია საშუალებების მიერ ინფორმაციის დამუშავებაზე.63

ამრიგად, მიუხედავად იმისა რომ „პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი წარმოადგენს მნიშვნელოვან მცდელობას დაარეგულიროს პერსონალური მონაცემების დამუშავების პროცესი და უზრუნველყოფს კონსტიტუციით გარანტირებული უფლებების დაცვა, იგი შეიცავს გარკვეულ ხარვეზებსაც, რომლებმაც შესაძლოა მნიშვნელოვან საფრთხე შეუქმნან პირის პირადი ცხოვრების პატივისცემის უფლების დაცვას.

გარკვეულ წინააღმდეგობას შეიცავს პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონისა და ზოგადი ადმინისტრაციულო კოდექსის ის ნორმები, რომლებიც ინფორმაციის დამუშავების უფლებას არეგულირებენ. მაშინ როდესაც კანონი ჩამოთვლის ინფორმაციის დამუშავების იმ საფუძვლებს, რომელსაც არც მონაცემთა სუბიექტის თანხმობა და არც სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილება არ სჭირდება, ზოგად ადმინისტრაციული კოდექსის 44-ე მუხლში მითითებულია, რომ: „საჯარო დაწესებულება ვალდებულია არ გაახმაუროს პერსონალური მონაცემები (25.05.2012. N6327) ინფორმაცია თვით ამ პირის თანხმობის ან კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში – სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების გარეშე, თანამდებობის პირთა (აგრეთვე თანამდებობაზე წარდგენილ კანდიდატთა) პერსონალური მონაცემების გარდა.“

4. პრაქტიკა

როგორც უკვე აღვნიშნეთ, პრაქტიკაში საკმაოდ ხშირია პირადი ცხოვრების პატივისცემის უფლების დარღვევის შემთხვევები, განსაკუთრებით ეს ეხება პირის პირადი საიდუმლოების გამჟღავნებასა და სატელეფონო მოსმენებს.

მაგალითად, 2013 წლის 14 იანვარს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ საზოგადოებას მიაწოდა ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელთა მიერ ხდებოდა სექსუალურ უმცირესობას მიკუთვნებულ პირთა პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალის ფარულად და უკანონოდ გადაღება, ხოლო შემდგომ აღნიშნული კადრების გავრცელების მუქარით მათი იძულება, ეთანამშრომლათ სპეციალურ სამსახურებთან.64 პროკურატურამ მედიას გადასცა შესაბამისი ჩანაწერები, რომლებიც გამოქვეყნდა.65

2013 წლის 14 იანვარს საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებულ მასალებში ზემოაღნიშნულ პირთა სახე დაფარული იყო, მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც ვიდეოჩანაწერის მონტაჟი ვერ უზრუნველყოფს გადაღებული პირების იდენტიფიცირებისგან სრულ დაცვას. ვიდეომასალაში შესაძლებელია გადაღებული პირების აღნაგობის, თმის ფერის

63 პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტი; 64 < http://www.liberali.ge/ge/liberali/articles/113633/ > [ბოლოს ნანახია 2013 წლის 14 სექტემბერს]. 65 : < http://www.youtube.com/watch?v=9sJ0NAr11WU> [ბოლოს ნანახია 2013 წლის 14 სექტემბერს].

Page 31: პირადი და ოჯახური ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება · 3 1. შესავალი პირადი

31

და ტანსაცმლის გარჩევა.66 შესაბამისად, შესაძლებელი ხდება გარკვეული კატეგორიის პირთა მიერ იმ პირთა იდენტიფიცირება, რომლებიც კადრებში არიან აღბეჭდილნი.

2013 წლის 3 მაისს ინტერნეტით გავრცელდა ფარული ვიდეოჩანაწერი, რომელზეც ასახული იყო სავარაუდოდ ერთ-ერთი ჟურნალისტის - გიორგი ფარესაშვილის - პირადი ცხოვრების ამსახველი დეტალები. გავრცელებულ ვიდეოჩანაწერთა ავთენტურობა, მართალია, გიორგი ფარესაშვილმა უარყო, მაგრამ ჩანაწერების გავრცელებაში რამდენიმე მაღალი თანამდებობის პირი დაადანაშაულა, ხოლო მისი გავრცელება სწორედ მის აქტიურ ჟურნალისტურ საქმიანობასა და აღნიშნული თანამდებობის პირების შესახებ საზოგადოებაში მნიშვნელოვანი ინფორმაციის გავრცელებას დაუკავშირა. გიორგი ფარესაშვილი ვიდეოჩანაწერის გავრცელებაში ადანაშაულებდა შინაგან საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილეს - გელა ხვედელიძეს, მთავარი პროკურორის მოადგილეს - ლაშა ნაცვლიშვილსა და გია ხუხაშვილს, რომელიც პრემიერ-მინისტრის მრჩეველია, ხოლო მოტივად ხსენებული ადამიანების საერთო ბიზნესინტერესების შესახებ მის მიერ მოპოვებული ინფორმაციის გასაჯაროებას ასახელებდა.

აღსანიშნავია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ინფორმაციაზე დაყრდნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროში საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ინახებოდა 17000-მდე უკანონო ვიდეოჩანაწერი, რომელთა დიდ ნაწილზე სწორედ მოქალაქეთა მაკომპრომეტირებელი ინფორმაცი იყო ჩაწერილი. როგორც სამინისტროში აცხადებდნენ, აღნიშნული ინფორმაცია მათ ხელისუფლების გადაბარების შემდეგ სამინისტროს არქივში, ხოლო ნაწილი სპეციალურ საცავებში აღმოაჩინეს. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს კანონმდებლობა67 შინაგან საქმეთა სამინისტროს ავალდებულებდა ხსენებული მასალების დაუყოვნებლივ განადგურებას, ვიდეომასალა საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ინახებოდა, მეტიც მოეწყო ამ ვიდეო მასალის დახურულ ჯგუფში ჩვენება. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გადაარჩია 144 პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო და გადაწყვიტა მათი განადგურება, თუმცა ათასობით ვიდეოჩანაწერი ჯერ კიდევ ინახება შინაგან საქმეთა სამინისტროში.

ამრიგად, აღნიშნული პრაქტიკა ცხადყოფს, რომ როგორც საქართველოს კანონმდებლობა, ასევე სამართალდამცავი ორგანოების საქმიანობის პრაქტიკა საჭიროებს მნიშვნელოვან ცვლილებებს, რათა სამომავლოდ უზრუნველყოფილი იყოს მსგავსი ფაქტების შედარებით მაღალი ხარისხით პრევენცია.

6. რეკომენდაციები

კვლევაში მიმოვიხილეთ საქართველოს კონსტიტუციის ის ნორმები, რომლებიც პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას ეხება, ასევე გავეცანით საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკას აღნიშნულ უფლებასთან დაკავშირებით. უფლების დაცვის შიდა საკანონმდებლო

66 < http://www.ombudsman.ge/index.php?page=1001&lang=0&id=1627 > [ბოლოს ნანახია 2013 წლის 14 სექტემბერს]. 67 საქართველოს კანონი „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“. მუხლი 6.4.

Page 32: პირადი და ოჯახური ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება · 3 1. შესავალი პირადი

32

მექანიზმებმა და არსებულმა ხარვეზებმა კი გვიჩვენა რომ უფლების დაცვის კუთხით წინ გადადგმულ ნაბიჯებთან ერთად, საქართველოს საკანონმდებლო სივრცეში მაინც რჩება პრობლემები, რომლებიც აფერხებენ უფლების დაცვის შესაძლებლობას და განაპირობებენ ისეთ პრაქტიკას, რომელიც პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას არღვევს.

ყოველივე ზემოთ აღნიშნულისგან გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია კვლევაში წარმოჩენილი პრობლემური საკითხების გადასაწყვეტად სათანადო აქტივობების განხორციელება, რაც ერთი მხრივ ხელს შეუწყობს უფლებათა დარღვევის პრევენციას და მეორე მხრივ აღმოფხვრის არსებულ პრობლემებს. მათ შორის:

1. მნიშვნელოვანია საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელება კანონმდებლობის კონსტიტუციით დაცულ პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის სტანდარტთან მოსაყვანად;: 2. საჭიროა პატიმართა კოდექსის იმ ნორმების შეცვლა, რომლებიც მსჯავრდებულისა და ბრალდებულის უფლებებს ეხება, რაც მათ პირადი ცხოვრების უფლებით უფრო ფართოდ სარგებლობის საშუალებას მისცემს; 3. აუცილებელია ცვლილებები საქართველოს კანონმდებლობაში რომლებიც უზრუნველყოფენ ქორწინების უფლების შეზღუდვას მხოლოდ იმ ქმედუუნარო პირთათვის, რომელთაც ამის შესაძლებლობები აქვთ შეზღუდული; 4. საჭიროა პაციენტთა უფლებების დაცვის უფრო ეფექტური მექანიზმების შემოღება და პაციენტთან დაკავშირებული საკანონმდებლო აქტების ერთმანეთთან შესაბამისობაში მოყვანა; 5. პრევენციისთვის მნიშვნელოვანია ცვლილებების განხორციელება სისხლის სამართლის კოდექსის იმ ნორმებში, რომელიც პირადი ცხოვრების უფლების ხელშეუხებლობას ეხება და რომლებიც მიმართული იქნება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის გამკაცრებისაკენ ამ უფლებასთან დაკავშირებული დანაშაულებებისათვის. 6. შედარებით განჭვრეტადად გაიწეროს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონის დებულებები რათა უზრუნველყოფილი იყოს მონაცემთა დამუშავება მხოლოდ კონსტიტუციით განსაზღვრული საფუძვლების არსებობის შემთხვევაში და ისიც მხოლოდ შეზღუდულ შემთხვევებში.

გამოყენებული ლიტერატურა:

სამართლებრივი აქტები:

1. საქართველოს კონსტიტუცია; 2. საქართველოს კანონი „ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“; 3. საქართველოს კანონი „სისხლის სამართლის კოდექსი“; 4. საქართველოს კანონი „სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი“; 5. საქართველოს კანონი „საქართველოს სამოქალაქო კოდექსი“; 6. საქართველოს კანონი „პატიმრობის კოდექსი“;

Page 33: პირადი და ოჯახური ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება · 3 1. შესავალი პირადი

33

7. საქართველოს კანონი „პერსონალური მონაცემთა დაცვის შესახებ“; 8. საქართველოს კანონი პაციენტის უფლებების შესახებ“; 9. საქართველოს კანონი „საექიმო საქმიანობის შესახებ“; 10. საქართველოს კანონი „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“; 11. საქართველოს კანონი „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“.

საკონსტიტუციო სასამართლოს საქმეები:

1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 28 თებერვლის #2/1/484 გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და საქართველოს მოქალაქე თამარ ხიდაშელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ; 2. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 26 დეკემბრის #1/3/407 გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და საქართველოს მოქალაქე _ ეკატერინე ლომთათიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ; 3. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 19 დეკემბრის #1/7/454 განჩინება საქმეზე საქართველოს მოქალაქე ლევან სირბილაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ; 4. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ივნისის #1/2/458 განჩინება საქმეზე საქართველოს მოქალაქეები _ დავით სართანია და ალექსანდრე მაჭარაშვილი საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წინააღმდეგ; 5. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 24 ოქტომბრის #1/2/519 გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და საქართველოს მოქალაქე თამარ ჩუგოშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ; 6. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 23 ივნისის #2/2/425 გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე სალომე წერეთელი-სტივენსი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ; 7. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 30 ოქტომბერის #2/3/406,408 გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს სახალხო დამცველი და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ;

დამატებითი მასალები:

1. სახალხო დამცველის 2010 წლის ანგარიში 2. ადამიანის უფლებები და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სამართალწარმოების პრაქტიკა, თბილისი 2013 3. http://www.nplg.gov.ge/gsdl/cgi-bin/library.exe?e=d-01000-00---off-0samartal--00-1--0-10-0--0-0---0prompt-10--..-4----4---0-1l--11-ka-10---10-help-50--00-3-1-00-0-00-11-1-0utfZz-8-10-0-11-1-0utfZz-8-00&cl=CL4.6&d=HASH015a596882dd6e42681882ee.4.2&gc 4. http://www.liberali.ge/ge/liberali/articles/113633/ 5. http://www.youtube.com/watch?v=9sJ0NAr11WU 6. http://www.ombudsman.ge/index.php?page=1001&lang=0&id=1627