ზოგადი უნარები - wordpress.com...5 როგორ იქმნება...

232
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი როგორ მოვემზადოთ ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის ზოგადი უნარები დამხმარე მასალათა კრებული კრებული წარმოადგენს `შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის~ საკუთრებას და დაცულია საქართველოს კანონით _ `საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ~. `შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის~ ნებართვის გარეშე დაუშვებელია ტექსტში რაიმე ცვლილების შეტანა, მისი რეპროდუქცია, თარგმნა და სხვა საშუალებებით (როგორც ბეჭდვითი, ასევე ელექტრონული ფორმით) გავრცელება, აგრეთვე იკრძალება კრებულის გამოყენება კომერციული მიზნებისათვის.

Upload: others

Post on 12-Jul-2020

13 views

Category:

Documents


0 download

TRANSCRIPT

Page 1: ზოგადი უნარები - WordPress.com...5 როგორ იქმნება ზოგადი უნარების ტესტი ზოგადი უნარების

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი

როგორ მოვემზადოთ ერთიანი

ეროვნული გამოცდებისთვის

ზოგადი უნარები

დამხმარე მასალათა კრებული

კრებული წარმოადგენს `შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის~ საკუთრებას და

დაცულია საქართველოს კანონით _ `საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ~.

`შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის~ ნებართვის გარეშე დაუშვებელია ტექსტში

რაიმე ცვლილების შეტანა, მისი რეპროდუქცია, თარგმნა და სხვა საშუალებებით (როგორც

ბეჭდვითი, ასევე ელექტრონული ფორმით) გავრცელება, აგრეთვე იკრძალება კრებულის

გამოყენება კომერციული მიზნებისათვის.

Page 2: ზოგადი უნარები - WordPress.com...5 როგორ იქმნება ზოგადი უნარების ტესტი ზოგადი უნარების

2

ს ა რ ჩ ე ვ ი შესავალი ........................................................................................................................................

ზოგადი უნარების ტესტი ......................................................................................................

ვერბალური ნაწილი .....................................................................................................................

ანალოგიები ....................................................................................................................................

ნიმუშები და განმარტებები ..................................................................................................

დავალებები დამოუკიდებელი სამუშაოსთვის ......................................................................

წინადადების შევსება ..................................................................................................................

ნიმუშები და განმარტებები ..................................................................................................

დავალებები დამოუკიდებელი სამუშაოსთვის ..................................................................

ლოგიკა ...........................................................................................................................................

ნიმუშები და განმარტებები ..................................................................................................

დავალებები დამოუკიდებელი სამუშაოსთვის ..................................................................

წაკითხული ტექსტის გააზრება ..........................................................................................

ნიმუშები და განმარტებები ...........................................................................................

დავალებები დამოუკიდებელი სამუშაოსთვის .................................................................

მათემატიკური ნაწილი ...................................................................................................

რაოდენობრივი შედარება ..........................................................................................................

ნიმუშები და განმარტებები ............................................................................................

დავალებები დამოუკიდებელი სამუშაოსთვის .............................................................

ამოცანები .......................................................................................................................................

ნიმუშები და განმარტებები ............................................................................................

დავალებები დამოუკიდებელი სამუშაოსთვის .................................................................

მონაცემთა საკმარისობა ..............................................................................................................

ნიმუშები და განმარტებები ...............................................................................................

დავალებები დამოუკიდებელი სამუშაოსთვის ..................................................................

მონაცემთა ანალიზი ....................................................................................................................

ნიმუშები და განმარტებები .................................................................................................

დავალებები დამოუკიდებელი სამუშაოსთვის ..............................................................

ძირითადი ცნებები და საკითხები .............................................................................................

მათემატიკური ცნობარი .............................................................................................................

რეკომენდაციები ტესტირების პროცესთან დაკავშირებით ................................................

2014 წლის საგამოცდო ტესტები ............................................................................................

I ვარიანტი ............................................................................................................................

II ვარიანტი .............................................................................................................................

III ვარიანტი ..............................................................................................................................

IV ვარიანტი ..............................................................................................................................

პასუხების ფურცლის ნიმუში ...................................................................................................

2014 წლის საგამოცდო ტესტების პასუხები ..........................................................................

დამოუკიდებელი სამუშაოსთვის განკუთვნილ დავალებათა სწორი პასუხები ...........

3

4

9

9

9

20

22

22

30

33

34

46

49

50

57

60

60

61

63

66

66

71

77

77

80

82

82

84

86

89

94

99

99

133

165

197

229

231

232

Page 3: ზოგადი უნარები - WordPress.com...5 როგორ იქმნება ზოგადი უნარების ტესტი ზოგადი უნარების

3

შესავალი

2005 წლიდან საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში აბიტურიენტთა

შესარჩევად ტარდება ერთიანი ეროვნული გამოცდები. საგნობრივ ტესტებთან ერთად

მისაღებ გამოცდებზე გამოიყენება ზოგადი უნარების ტესტი.

2004 წლიდან გამოცდების ეროვნული ცენტრი აქვეყნებს დამხმარე მასალათა

კრებულებს, რომელთა საშუალებით აბიტურიენტები ეცნობიან ზოგადი უნარების

ტესტის დანიშნულებას, სტრუქტურას, ტესტირების პროცედურას.

წინამდებარე კრებულში მოცემულია რეკომენდაციები ტესტის ყოველ ნაწილთან

(ბლოკთან) დაკავშირებით, ასევე, დეტალურადაა აღწერილი სხვადასხვა წელს

გამოყენებული ზოგიერთი დავალების ამოხსნის ხერხი. ამ რეკომენდაციების

დახმარებით აბიტურიენტებს შეუძლიათ შეასრულონ დავალებები დამოუკიდებელი

სამუშაოსთვის.

კრებულში წარმოდგენილია 2014 წლის საგამოცდო ტესტების ოთხივე ვარიანტი.

მათი შესრულება აბიტურიენტებს საკუთარი ძალების მოსინჯვის საშუალებას მისცემს.

კრებულს თან ახლავს ვიდეომასალა (იხ. გამოცდების ეროვნული ცენტრის

ვებგვერდის ვიდეოგალერეაში) ზოგადი უნარების ტესტის, ტესტური დავალებების

შესრულების პრინციპების შესახებ.

ზოგადი უნარების ჯგუფი გისურვებთ წარმატებას ერთიან ეროვნულ გამოცდებზე!

Page 4: ზოგადი უნარები - WordPress.com...5 როგორ იქმნება ზოგადი უნარების ტესტი ზოგადი უნარების

4

ზოგადი უნარების ტესტი ტესტის ზოგადი დახასიათება

რას ნიშნავს ზოგადი უნარები

ტერმინი ზოგადი უნარები გულისხმობს ინფორმაციის ადეკვატურად დამუშავების,

ლოგიკური მსჯელობის, მოვლენათა შორის არსებითი მიმართებების წვდომის უნარებს.

ესაა ცხოვრებისეულ მოთხოვნებზე სათანადოდ რეაგირებისა და გარემოსთან ადამიანის

ადაპტირების საფუძველი. ნებისმიერი ინტელექტუალური საქმიანობის წარმატება მათზეა

დამოკიდებული. ზოგადი უნარები განსხვავდება სპეციფიკური უნარებისგან, რომლებიც

თავს იჩენს ამა თუ იმ კონკრეტულ სფეროში _ მაგ., მათემატიკაში, მუსიკაში და ა.შ.

ზოგადი უნარები ვლინდება უნივერსალური ინტელექტუალური ოპერაციების

(ანალიზის, სინთეზის, განზოგადების, აბსტრაჰირების და ა.შ.) სახით და ადამიანს

თანდათანობით უვითარდება. ამ უნარებს აყალიბებს მეცადინეობა, კითხვა, მეცნიერებასა

და კულტურასთან ზიარება, ადამიანებთან ურთიერთობა. ამიტომ, შეიძლება ითქვას, რომ

აბიტურიენტი წლების განმავლობაში ემზადება ზოგადი უნარების გამოცდისთვის

საშუალო სკოლაში სწავლისა თუ სხვადასხვა სფეროში ცხოვრებისეული გამოცდილების

მიღების პროცესში.

რა არის ზოგადი უნარების ტესტი და რას ამოწმებს ის

ზოგადი უნარების ტესტი მეცნიერული სიზუსტით ადგენს და აფასებს სხვადასხვა

სახით წარმოდგენილი ინფორმაციის გაგების, გააზრების უნარებს, რომლებიც

აუცილებელია უმაღლეს სასწავლებელში ცოდნის შესაძენად. სწორედ ამიტომ ის

აბიტურიენტთა შერჩევის ერთ-ერთი ეფექტური საშუალებაა.

მრავალმა გამოკვლევამ დაადასტურა, რომ აბიტურიენტები, რომლებიც მაღალ

შეფასებას იღებენ ზოგადი უნარების ტესტში, უფრო წარმატებით სწავლობენ, ვიდრე

ისინი, რომლებიც ქულათა მცირე რაოდენობას აგროვებენ. ზოგადი უნარების ტესტირება

უმაღლეს სასწავლებლებში აბიტურიენტების შესაძლო წარმატებათა პროგნოზირების

საშუალებას წარმოადგენს. იმ ქვეყნების გამოცდილებამ, სადაც ამგვარი ტესტების

საფუძველზე ხდება სტუდენტთა შერჩევა, დაარწმუნა მკვლევრები, რომ ტესტირების

შედეგებს მაღალი პროგნოზული შესაძლებლობები აქვს არა მხოლოდ სასწავლო, არამედ

პროფესიული წარმატებების თვალსაზრისითაც.

ზოგადი უნარების ტესტი ეხმარება აბიტურიენტსაც, თავად განსაზღვროს, მზად

არის თუ არა უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გასაგრძელებლად.

ზოგადი უნარების ტესტირების სტანდარტული პროცედურა და შეფასების ერთიანი

სისტემა გულისხმობს ყველა აბიტურიენტისთვის თანაბარი პირობების შექმნას, რაც

პრაქტიკულად გამორიცხავს შედეგების გაყალბებას ან დამახინჯებას. გამოცდის სხვა

ფორმებთან შედარებით, ტესტირება ბევრად უფრო ობიექტურია და მასზე ნაკლებად

ზემოქმედებს სხვადასხვა სუბიექტური ფაქტორი (მაგალითად, გამომცდელის

მიკერძოებული დამოკიდებულება). ამასთანავე, ტესტირება დროის შედარებით მოკლე

მონაკვეთში მრავალი აბიტურიენტის ერთდროულად გამოცდის ეფექტური საშუალებაა.

Page 5: ზოგადი უნარები - WordPress.com...5 როგორ იქმნება ზოგადი უნარების ტესტი ზოგადი უნარების

5

როგორ იქმნება ზოგადი უნარების ტესტი

ზოგადი უნარების ტესტს ქმნის სპეციალისტთა ჯგუფი, რომელშიც მუშაობენ

ფსიქოლოგები, ფილოლოგები, მათემატიკოსები და ლოგიკოსები. ტესტი შემუშავებულია

საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით.

ტესტზე მუშაობა ეტაპობრივად მიმდინარეობს: თავდაპირველად იქმნება ტესტის

ცალკეული დავალებები. ყოველი დავალება წინასწარ მრავალმხრივ მოწმდება. საცდელი

ტესტირების მეშვეობით დგინდება მათი სირთულის ხარისხი და განისაზღვრება ის

სტატისტიკური მახასიათებლები, რომლებიც გვიჩვენებს, თუ რამდენად კარგად ხერხდება

ამა თუ იმ დავალებით აბიტურიენტთა ობიექტური დიფერენცირება მათი

შესაძლებლობების მიხედვით.

ტესტის საბოლოო ვარიანტისთვის დავალებები შეირჩევა სტატისტიკური

შემოწმებისა და ექსპერტული შეფასების საფუძველზე. ტესტი მოიცავს შინაარსობრივად

და სირთულის თვალსაზრისით განსხვავებული დავალებების მთელ სპექტრს.

ტესტის სტრუქტურა

მეცნიერული კვლევის შედეგად დადგენილია ზოგადი უნარების გამოვლენის

რამდენიმე სფერო, რომელთა შორის ძირითადია ვერბალური (ენობრივი) და

მათემატიკური სფეროები. ზოგადი უნარების საკვლევად შექმნილი ტესტი სწორედ

ვერბალური და მათემატიკური (რაოდენობრივი აზროვნების) უნარების ადეკვატურად

შეფასებას ისახავს მიზნად.

ტესტი აერთიანებს სხვადასხვა ტიპის დავალებებს, რომელთა შესრულება არ

მოითხოვს განსაკუთრებულ, სპეციალურ-საგნობრივ ცოდნას. მათი დაძლევა ნებისმიერ

სოციალურ-კულტურულ გარემოში მცხოვრები აბიტურიენტისთვისაა შესაძლებელი.

ტესტში წარმოდგენილია 80 დავალება: 40 ვერბალური, 40 კი _ მათემატიკური.

ზოგადი უნარების ტესტის ყოველ დავალებას ახლავს ოთხი ან ხუთი სავარაუდო

პასუხი, რომელთაგან მხოლოდ ერთია სწორი.

ვერბალური ნაწილი

ტესტის ვერბალური ნაწილის მეშვეობით მოწმდება აკადემიური ცოდნის შესაძენად

აუცილებელი ენობრივი უნარები, კერძოდ, სხვადასხვა შინაარსის ტექსტის გაგებისა და

გააზრების, აგრეთვე, ლოგიკურად, თანმიმდევრულად აზროვნების უნარი.

ამ ნაწილში შემდეგი ტიპის დავალებებია*:

• ანალოგიები;

• წინადადების შევსება;

• ლოგიკა;

• წაკითხული ტექსტის გააზრება.

*2014 წლიდან ანალოგიებსა და ლოგიკის დავალებებს, 4-ის ნაცვლად, 5 სავარაუდო პასუხი აქვთ.

Page 6: ზოგადი უნარები - WordPress.com...5 როგორ იქმნება ზოგადი უნარების ტესტი ზოგადი უნარების

6

ანალოგიები (10 _ 12 დავალება)

ამ ტიპის დავალებათა მეშვეობით მოწმდება:

• სიტყვების მნიშვნელობათა ცოდნა / მათი წვდომის უნარი;

• სიტყვათა მნიშვნელობებს შორის არსებითი კავშირების, მიმართებების

წვდომის უნარი;

• მსგავს მიმართებათა გამოვლენის უნარი.

წინადადების შევსება (8 _ 9 დავალება)

ამ ტიპის დავალებათა მეშვეობით მოწმდება:

• სიტყვებისა და გამოთქმების მნიშვნელობათა ცოდნა / მათი წვდომის უნარი;

• წინადადების ნაწილებს შორის აზრობრივი შესაბამისობის დამყარების უნარი.

ლოგიკა (8 _ 9 დავალება)

ამ ტიპის დავალებათა მეშვეობით მოწმდება:

• არსებული მონაცემების (წანამძღვრების) საფუძველზე დასკვნის სწორად

გამოტანის უნარი;

• არსებული მონაცემების საფუძველზე გამოთქმული ვარაუდის კრიტიკულად

შეფასების უნარი.

წაკითხული ტექსტის გააზრება (ორი ტექსტი და მათთან დაკავშირებული 12-14

შეკითხვა)

ტესტის ამ ნაწილის მეშვეობით მოწმდება, თუ რამდენად ადეკვატურად გაიგო და

გაიაზრა აბიტურიენტმა ტექსტი.

ტექსტის წაკითხვისა და გააზრების შემდეგ აბიტურიენტმა პასუხი უნდა გასცეს

შეკითხვებს, რომლებიც მოითხოვს:

• სიტყვათა მნიშვნელობის განსაზღვრას კონტექსტის შესაბამისად;

• კავშირის დამყარებას ტექსტის სხვადასხვა მონაკვეთს შორის;

• ტექსტისა თუ მისი მონაკვეთის ძირითადი აზრის წვდომას.

Page 7: ზოგადი უნარები - WordPress.com...5 როგორ იქმნება ზოგადი უნარების ტესტი ზოგადი უნარების

7

მათემატიკური ნაწილი

მათემატიკური ნაწილის მეშვეობით მოწმდება რაოდენობრივი ხასიათის

პრომლებების გადაჭრის, რიცხვებითა და მათემატიკური ცნებებით ოპერირების, აგრეთვე,

ცხრილის, გრაფიკის, დიაგრამის სახით წარმოდგენილი ინფორმაციის ანალიზის უნარი.

ამ ნაწილში შემდეგი ტიპის დავალებებია:

• რაოდენობრივი შედარება (10 _ 11 დავალება)

• ამოცანები (18 _ 21 დავალება)

• მონაცემთა საკმარისობა (4 _ 5 დავალება)

• მონაცემთა ანალიზი (5 _ 6 დავალება)

აბიტურიენტს უნდა შეეძლოს:

• მარტივი გამოთვლების ჩატარება;

• მარტივი ალგებრული გამოსახულებების და მათი გარდაქმნების გამოყენება;

• მარტივი გეომეტრიული ცნებებით ოპერირება;

• ლოგიკურად მსჯელობა;

• ცხრილის, გრაფიკის, დიაგრამის სახით წარმოდგენილ მონაცემთა აღქმა და

გაანალიზება.

ხშირად მოსწავლეები საშუალო სკოლაში სწავლის დროს სხვადასხვა მიზეზის გამო

ვერ ახერხებენ საკუთარი შესაძლებლობების სრულად გამოვლენას. ზოგადი უნარების

შემოწმება ასეთ მოსწავლეებს დამატებით შესაძლებლობას სთავაზობს უმაღლეს

სასწავლებლებში სწავლის გასაგრძელებლად.

აბიტურიენტები, რომლებმაც ვერ შეძლეს თავიანთი ცოდნის, ინტელექტუალური

პოტენციის სრულად გამომჟღავნება სხვა გამოცდებზე, ზოგადი უნარების ტესტირების

წყალობით დამატებით ქულებს დააგროვებენ.

ამგვარად, ზოგადი უნარების ტესტირება არ არის ახალი დაბრკოლება

აბიტურიენტისათვის, პირიქით, ესაა მისი შესაძლებლობების უკეთ გამოვლენის კიდევ

ერთი საშუალება.

Page 8: ზოგადი უნარები - WordPress.com...5 როგორ იქმნება ზოგადი უნარების ტესტი ზოგადი უნარების

8

როგორ მოვემზადოთ ზოგადი უნარების ტესტირებისთვის

ტესტირებისთვის მომზადების ძირითადი ეტაპები თქვენ უკვე გავლილი გაქვთ

საშუალო სკოლაში სწავლისა თუ, ზოგადად, სხვადასხვა სფეროში ცხოვრებისეული

გამოცდილების მიღების პროცესში. ხანმოკლე ვარჯიში იმ ვერბალური და

მათემატიკური უნარების გასავითარებლად, რომლებსაც მოცემული ტესტი ამოწმებს,

ნაკლებად ეფექტურია; ტესტირებისთვის მომზადების საუკეთესო საშუალებას

სისტემატური სასწავლო-შემეცნებითი აქტივობა წარმოადგენს.

გთავაზობთ რამდენიმე რეკომენდაციას:

• ყურადღებით წაიკითხეთ კრებული

მისი საშუალებით გაეცნობით ზოგადი უნარების ტესტირების პროცედურას, თავად

ტესტის სტრუქტურას, დავალებათა ტიპებსა და ნიმუშებს. ამით თავს აარიდებთ

უსიამოვნო `სიურპრიზებს~ ტესტირებისას და გამოცდას წარმატებით ჩააბარებთ.

• გაეცანით დავალებათა ინსტრუქციებს

ტესტის ყოველი ნაწილი იწყება ინსტრუქციით, ანუ მითითებით იმის თაობაზე,

თუ რა მოგეთხოვებათ ამ ტიპის დავალების შესრულებისას. ყურადღებით წაიკითხეთ

და კარგად გაიაზრეთ ინსტრუქციები. მათი ცოდნა დაგეხმარებათ, დაზოგოთ დრო

ტესტირებისას.

• გაეცანით დავალებათა ნიმუშებს და მათი შესრულების პრინციპებს

კრებულში მოცემულია ზოგადი უნარების ტესტურ დავალებათა ყველა ტიპის

ნიმუში შესაბამისი განმარტებებითურთ. სცადეთ, ჯერ დამოუკიდებლად შეასრულოთ

დავალებები, შემდეგ კი გაეცანით მათი შესრულების პრინციპებს. რაც უფრო უკეთ

გაიაზრებთ დავალებათა სტრუქტურასა და მათი შესრულების ეტაპებს, მით უფრო

მარტივად დაძლევთ მსგავს დავალებებს ტესტირების პროცესში.

• დამოუკიდებლად შეასრულეთ დავალებები

კრებულში მოცემულია 2014 წლის საგამოცდო ტესტების ოთხივე ვარიანტი.

სცადეთ, ტესტური დავალებები ისეთივე პირობებში ამოხსნათ, როგორიც ტესტირებისას

არის მოსალოდნელი: აკონტროლეთ დრო, რომელიც დაგჭირდებათ ვერბალურ და

მათემატიკურ ნაწილებზე სამუშაოდ; ნუ დახარჯავთ ამა თუ იმ დავალების

შესასრულებლად საშუალოდ ორ წუთზე მეტს. ყურადღებით გაეცანით პასუხების

ფურცელს, რათა გამოცდის პროცესში გაგიადვილდეთ მასზე პასუხების მონიშვნა.

ყოველივე ეს საშუალებას მოგცემთ, სრულად გამოავლინოთ თქვენი

შესაძლებლობები გამოცდაზე.

Page 9: ზოგადი უნარები - WordPress.com...5 როგორ იქმნება ზოგადი უნარების ტესტი ზოგადი უნარების

9

ვერბალური ნაწილი ანალოგიები

ანალოგიების ბლოკის დავალებათა მეშვეობით მოწმდება თქვენი უნარი:

• განსაზღვროთ მიმართება სიტყვათა მნიშვნელობებს შორის;

• იპოვოთ ერთგვაროვანი მიმართებები.

სიტყვათა მნიშვნელობების ურთიერთმიმართების განსაზღვრისას უნდა დაადგინოთ

არსებითი კავშირი ამ მნიშვნელობებს შორის.

მაგალითად:

ტელევიზორი : ეკრანი _ არსებითი კავშირი ამ ორი სიტყვის მნიშვნელობებს

შორის შეიძლება განისაზღვროს, როგორც მთელისა და ნაწილის მიმართება;

ბნელი : ნათელი _ ბნელი და ნათელი ურთიერთსაპირისპირო მოვლენებია.

ნიმუშები და განმარტებები

ანალოგიების ბლოკში შეგხვდებათ ორი ტიპის დავალებები შესაბამისი

ინსტრუქციებით:

I.

ამ სახის დავალებებში მოცემულია მუქი შრიფტით გამოკვეთილი ორი სიტყვა

(საწყისი წყვილი), რომელთა მნიშვნელობებს შორის არსებობს გარკვეული მიმართება.

დაადგინეთ, რა სახისაა ეს მიმართება.

სავარაუდო პასუხთა ყოველ ვარიანტში ასევე მოცემულია მნიშვნელობით

ურთიერთდაკავშირებული სიტყვების წყვილი. აირჩიეთ მათგან ის წყვილი, რომელშიც

სიტყვათა მნიშვნელობებს შორის მიმართება საწყის წყვილში არსებული მიმართების

მსგავსია (ანალოგიურია). პასუხის არჩევისას გაითვალისწინეთ წყვილებში სიტყვათა

თანმიმდევრობა.

1. წერილი : წერს

(ა) ტივი : ტივტივებს

(ბ) ნერგი : რგავს

(გ) სარწყავი : რწყავს

(დ) ხნული : ხნავს

საწყის წყვილში _ წერილი : წერს _ შედეგისა და ამ შედეგის გამომწვევი

მოქმედების მიმართებაა _ `წერილი წერის შედეგია~.

ადვილი შესამჩნევია, რომ საწყის წყვილშიც და პასუხის ყველა ვარიანტშიც

დაწყვილებულ სიტყვებს ერთი და იგივე ძირი აქვთ. საწყის წყვილს პასუხის ყველა

ვარიანტი ამ ნიშნით ემსგავსება. მაგრამ ეს მსგავსება ზედაპირული ხასიათისაა. ჩვენ

სიტყვათა მნიშვნელობებს შორის მიმართება გვაინტერესებს.

მიმართება, რომელიც საწყის წყვილში დადგენილი მიმართების მსგავსია, გვხვდება

პასუხის მხოლოდ (დ) ვარიანტში _ ხნული : ხნავს _ `ხნული ხვნის შედეგია~.

სხვა წყვილებში ამგვარი მიმართება არ გვაქვს:

(ა) ტივი : ტივტივებს

მოცემულ სიტყვებს შორის მიმართება შეიძლება ჩამოყალიბდეს, როგორც

მიმართება ობიექტსა და მისთვის დამახასიათებელ მოქმედებას შორის _ `ტივი

ტივტივებს და ასე მოძრაობს წყლის ზედაპირზე~. ტივი, თავისთავად ცხადია, არ არის

ტივტივის შედეგი.

Page 10: ზოგადი უნარები - WordPress.com...5 როგორ იქმნება ზოგადი უნარების ტესტი ზოგადი უნარების

10

(ბ) ნერგი : რგავს

კავშირი მოცემულ სიტყვებს შორის განისაზღვრება, როგორც მოქმედებასა და ამ

მოქმედების ობიექტს შორის კავშირი _ `ნერგი ის ნორჩი მცენარეა, რომელსაც რგავენ~,

და არა დარგვის შედეგი (ასეთია ნარგავი).

(გ) სარწყავი : რწყავს

მოცემულ სიტყვათა ურთიერთმიმართება შეიძლება ამგვარად ჩამოვაყალიბოთ:

მოქმედებისა და ამ მოქმედებისათვის საჭირო იარაღის/საშუალების მიმართება –

`ადამიანი რწყავს სარწყავის (სპეციალური ჭურჭლის) საშუალებით~. შესაბამისად,

სარწყავი არაა მორწყვის შედეგი.

ამრიგად, სწორია (დ) პასუხი.

2. თევზი : ლაყუჩი

(ა) როიალი : კლავიში

(ბ) ხე : წიწვი

(გ) გზა : ასფალტი

(დ) ტანსაცმელი : ღილი

საწყისი წყვილის სიტყვათა მნიშვნელობებს შორის კავშირი შეიძლება გამოვხატოთ

წინადადებით: `ლაყუჩი ყველა თევზის აუცილებელი ფუნქციური ნაწილია~.

ანალოგიური მიმართების ჩამოყალიბება შეიძლება პასუხის (ა) ვარიანტში:

როიალი : კლავიში _ `კლავიში ყველა როიალის აუცილებელი ფუნქციური

ნაწილია~.

პასუხის სხვა ვარიანტებში წარმოდგენილ წყვილებში განსხვავებული მიმართებებია:

(ბ) ხე : წიწვი

წიწვი წიწვოვანი ხეების სპეციფიკური ნაწილია, მაგრამ არა ყველა ხე-მცენარისა.

(გ) გზა : ასფალტი

ასფალტი გზის საფარია, ანუ, გარკვეული აზრით, მისი ნაწილიცაა. მაგრამ

ასფალტი არ არის გზის აუცილებელი ფუნქციური ნაწილი, არსებობს სხვადასხვა სახის

გზა, მათ შორის _ ასფალტის გარეშეც (მაგ.: შარაგზა, ქვაფენილი).

(დ) ტანსაცმელი : ღილი

ღილი ტანსაცმლის ფუნქციური დანიშნულების მქონე ნაწილია. მაგრამ ყველანაირი

ტანსაცმელი როდი საჭიროებს ღილს, ეს უკანასკნელი არ არის ნებისმიერი ტანსაცმლის

აუცილებელი ნაწილი/ატრიბუტი.

ამრიგად, სწორია (ა) პასუხი.

3. გზის აბნევა : კომპასი

(ა) შეჯიბრი : ჯილდო

(ბ) ავადმყოფობა : მედიკამენტი

(გ) განძი : სამალავი

(დ) სიჩქარე : სპიდომეტრი

საწყის წყვილში სიტყვათა მნიშვნელობებს შორის მიმართება შეიძლება

გამოვხატოთ წინადადებით: `კომპასი ეხმარება ადამიანს, რომელსაც გზა აებნა, დააღწიოს

თავი ამ უსიამოვნო ვითარებას~.

ანალოგიური მიმართება არსებობს პასუხის (ბ) ვარიანტში:

Page 11: ზოგადი უნარები - WordPress.com...5 როგორ იქმნება ზოგადი უნარების ტესტი ზოგადი უნარების

11

ავადმყოფობა : მედიკამენტი _ `მედიკამენტი ეხმარება ადამიანს, დააღწიოს თავი

ავადმყოფობას~.

ამრიგად, დაწყვილებულ სიტყვათა მნიშვნელობების ის ურთიერთკავშირი,

რომელიც ორსავე ზემოაღნიშნულ ვარიანტშია წარმოდგენილი, განზოგადებული სახით

შეიძლება ჩამოვაყალიბოთ, როგორც მიმართება გარკვეულ არასასურველ ვითარებასა და

მისი გამოსწორების საშუალებას შორის.

ამგვარი მიმართება სიტყვათა არც ერთ სხვა წყვილში არ გვხვდება.

(ა) შეჯიბრი : ჯილდო

შეჯიბრი არ არის არასასურველი ვითარება, რომელიც ადამიანმა უნდა

გამოასწოროს ჯილდოს საშუალებით. ჯილდოთი აღინიშნება შეჯიბრში გამარჯვებულის

წარმატება.

(გ) განძი : სამალავი

სამალავი განძისაგან თავის დაღწევის საშუალება კი არაა, არამედ ადგილია, სადაც

შესაძლებელია ინახებოდეს განძი.

(დ) სიჩქარე : სპიდომეტრი

სპიდომეტრი ხელსაწყოა, რომელიც გვაწვდის ინფორმაციას მოძრაობის სიჩქარის

შესახებ. ის უშუალოდ სიჩქარის გაზომვის საშუალებას გვაძლევს, და არა მისგან თავის

დაღწევისა. ამ წყვილში სიტყვათა მნიშვნელობების ურთიერთმიმართება შეიძლება

ჩამოვაყალიბოთ, როგორც მიმართება გარკვეულ სიდიდეს და მის საზომ ხელსაწყოს

შორის.

ამრიგად, სწორია პასუხის (ბ) ვარიანტი.

4. ყვავილი : თაფლი

(ა) ქაღალდი : რვეული

(ბ) საბადო : ფოლადი

(გ) ფქვილი : ცომი

(დ) წვიმა : გუბე

საწყის წყვილში სიტყვათა მნიშვნელობებს შორის მიმართება შეიძლება

გამოვხატოთ წინადადებით: `თაფლი მიიღება ყვავილიდან მოპოვებული წვენის/ნექტარის

გადამუშავებით~.

მსგავსი მიმართება არსებობს (ბ) ვარიანტში _ საბადო : ფოლადი _ `ფოლადი

მიიღება საბადოდან მოპოვებული რკინის მადნის გადამუშავებით~. ამრიგად, სიტყვათა

ორივე წყვილში გვაქვს მიმართება რაიმე მასალის ბუნებრივ წყაროსა და ამ მასალის

გადამუშავებით მიღებულ მეორად ან საბოლოო პროდუქტს შორის.

სხვა ვარიანტებში ამგვარი მიმართება არ გვხვდება.

(ა) ქაღალდი : რვეული

ქაღალდი არის მასალა რვეულისთვის. რვეული მზადდება უშუალოდ

ქაღალდისგან. ამ წყვილში სიტყვათა მიმართება შეიძლება განვსაზღვროთ, როგორც

მიმართება მასალას და მისი დამუშავებით მიღებულ საბოლოო პროდუქტს შორის.

(გ) ფქვილი : ცომი

ფქვილი ცომის ძირითადი ინგრედიენტია და არა მისი ბუნებრივი წყარო.

ქაღალდის მსგავსად, ის უკვე გადამუშავებული მასალაა, რომლისგანაც უშუალოდ

მზადდება პროდუქტი _ ცომი.

Page 12: ზოგადი უნარები - WordPress.com...5 როგორ იქმნება ზოგადი უნარების ტესტი ზოგადი უნარების

12

(დ) წვიმა : გუბე

გუბე შეიძლება გაჩნდეს ჩაღრმავებულ ადგილას წვიმის წყლის ჩადგომით. გუბე

წვიმის უშუალო შედეგია და არა მისი გადამუშავებით მიღებული მეორადი პროდუქტი.

ამრიგად, სწორია პასუხის (ბ) ვარიანტი.

5. კინოეკრანი : კინოკამერა

(ა) თეფში : გაზქურა

(ბ) ვიტრინა : მაღაზია

(გ) სარკე : გამოსახულება

(დ) ისარი : ციფერბლატი

საწყის წყვილში სიტყვების მნიშვნელობებს შორის მიმართება შეიძლება

გამოვხატოთ შემდეგი წინადადებით: `კინოეკრანი არის კინოკამერით დამზადებული

პროდუქციის მომხმარებლისთვის მიწოდების საშუალება~. კინოკამერის მეშვეობით

მზადდება ის პროდუქცია (მხატვრული, დოკუმენტური ფილმი და ა.შ.), რომელსაც

საბოლოოდ კინოეკრანზე ვიხილავთ.

მსგავსი მიმართება გვხვდება სიტყვათა წყვილში თეფში : გაზქურა. გაზქურაზე

მზადდება ის პროდუქცია, რომელსაც საბოლოო სახით თეფშზე ვიხილავთ. პასუხის არც

ერთ სხვა ვარიანტში ამგვარი მიმართება არ გვხვდება.

(ბ) ვიტრინა : მაღაზია

ვიტრინა არის მომხმარებლისთვის მაღაზიაში არსებული საქონლის შესახებ

ინფორმაციის მიწოდების საშუალება. როგორც ვიცით, მაღაზიაში პროდუქცია კი არ

მზადდება, არამედ მხოლოდ იყიდება.

(გ) სარკე : გამოსახულება

სარკეში ვხედავთ მის წინ მყოფი ობიექტის გამოსახულებას. ამ წყვილში სიტყვათა

მნიშვნელობების ურთიერთმიმართება შეიძლება ჩამოვაყალიბოთ, როგორც მიმართება

მოწყობილობასა და მის მიერ `შექმნილ პროდუქტს~ შორის.

(დ) ისარი : ციფერბლატი

ისარი და ციფერბლატი ერთი მთელის (საათის) ორი ნაწილია, რომლებსაც საერთო

ამოცანა აქვთ _ ისინი ერთად გვიჩვენებენ დროს.

ამრიგად, სწორია პასუხის (ა) ვარიანტი.

6. პურის ყანა : ჯეჯილი

(ა) რტო : ფესვი

(ბ) ბუჩქი : ეკალი

(გ) ნაყოფი : ნერგი

(დ) ფოთოლი : კვირტი

საწყისი წყვილის სიტყვების მნიშვნელობებს შორის მიმართება შეიძლება

ჩამოვაყალიბოთ, როგორც მიმართება ობიექტის საბოლოო ფორმას (პურის ყანა) და მისი

განვითარების ადრეულ სტადიას (ჯეჯილი) შორის. ჯეჯილი არის პურეულის

აღმონაცენი, რომელიც გადაიქცევა პურის ყანად.

ანალოგიური მიმართება გვხვდება პასუხის (დ) ვარიანტში _ ფოთოლი : კვირტი.

კვირტი ფოთლის განვითარების ადრეული სტადიაა.

პასუხის სხვა ვარიანტებში წარმოდგენილ წყვილებში განსხვავებული მიმართებები

გვხვდება.

Page 13: ზოგადი უნარები - WordPress.com...5 როგორ იქმნება ზოგადი უნარების ტესტი ზოგადი უნარების

13

(ა) რტო : ფესვი

ფესვი და რტო ერთი მთელის (ხის, ბუჩქის) ორი არსებითი ნაწილია, ანუ ამ

შემთხვევაში გვაქვს მთელის ორი შემადგენელი ნაწილის ურთიერთმიმართება.

(ბ) ბუჩქი : ეკალი

ეკალი ბუჩქის გარკვეული სახეობებისთვისაა დამახასიათებელი. ამ წყვილში

მთელის და მისი შესაძლო ნაწილის მიმართებაა.

(გ) ნაყოფი : ნერგი

ნერგი ნორჩი მცენარეა, რომლის განვითარებული ფორმის შემადგენელ ნაწილს

წარმოადგენს ნაყოფი. ამ შემთხვევაში გვაქვს მიმართება მთელის საწყის სტადიასა და

მისი განვითარებული ფორმის ნაწილს შორის.

ამრიგად, სწორია პასუხის (დ) ვარიანტი.

7. ფარმაცევტი : ავადმყოფი

(ა) რეჟისორი : მსახიობი

(ბ) მონადირე : ზოოლოგი

(გ) მწვრთნელი : მოციგურავე

(დ) კომპოზიტორი : მსმენელი

ფარმაცევტი ამზადებს სამკურნალო საშუალებებს, წამლებს. მის მიერ შექმნილი

პროდუქტი განკუთვნილია ავადმყოფისთვის. საწყისი წყვილის სიტყვათა მნიშვნელობებს

შორის მიმართება შეიძლება წინადადების სახით ასე ჩამოვაყალიბოთ: ავადმყოფი არის

ფარმაცევტის მიერ შექმნილი პროდუქციის მომხმარებელი.

(ა) რეჟისორი : მსახიობი

რეჟისორი ხელმძღვანელობს მსახიობებს სპექტაკლის დადგმისას, ფილმის

გადაღებისას. რეჟისორი ხელმძღვანელია, მსახიობი _ შემსრულებელი. მათი ერთობლივი

შემოქმედებითი პროდუქტი განკუთვნილია მაყურებლისთვის.

(ბ) მონადირე : ზოოლოგი

მონადირისა და ზოოლოგის საქმიანობა ცხოველთა სამყაროს უკავშირდება, თუმცა

მათ სხვადასხვა მიზანი აქვთ: მონადირე მოიპოვებს, მოინადირებს ცხოველს, ფრინველს,

ზოოლოგი კი შეისწავლის ცხოველთა სამყაროს.

(გ) მწვრთნელი : მოციგურავე

მწვრთნელი ასწავლის ციგურებით სრიალს, ხვეწს მოციგურავის საშემსრულებლო

ხელოვნებას, პროფესიულ ჩვევებს.

(დ) კომპოზიტორი : მსმენელი

კომპოზიტორი არის ხელოვანი, რომლის შემოქმედებაც განკუთვნილია

მსმენელთათვის. ამ სიტყვათა მნიშვნელობებს შორის კავშირი შეიძლება ჩამოვაყალიბოთ,

როგორც მიმართება შემოქმედსა და მისი პროდუქციის მომხმარებელს შორის. ასე რომ,

სწორია პასუხის (დ) ვარიანტი.

8. ჯუნგლი : ტაიგა

(ა) ნატურმორტი : პორტრეტი

(ბ) სპექტაკლი : სცენარი

(გ) მუსიკა : სიმფონია

(დ) ტექსტი : სქოლიო

Page 14: ზოგადი უნარები - WordPress.com...5 როგორ იქმნება ზოგადი უნარების ტესტი ზოგადი უნარების

14

ჯუნგლი და ტაიგა ტყის სახეობებია: ჯუნგლი გაუვალი ტროპიკული ტყეა, ტაიგა

კი _ დედამიწის ჩრდილოეთ ნაწილში არსებული, ძირითადად წიწვოვანი ტყე; ზოგადად

რომ ვთქვათ, საწყის სიტყვათა წყვილში მოცემულია მიმართება ერთი გვარის ორ სახეს

შორის.

ასეთივე მიმართებაა წარმოდგენილი პასუხის (ა) ვარიანტში: ნატურმორტი :

პორტრეტი. ნატურმორტი და პორტრეტი ფერწერის ჟანრებია (სახეებია) _ ნატურმორტი

არის ნახატი, რომელზეც გამოსახულია უსულო საგნები: ხილი, ყვავილები და სხვა,

ხოლო პორტრეტი ადამიანის ან ადამიანთა ჯგუფის ფერწერული (ან სკულპტურული ან

ფოტოგრაფიული) გამოსახულებაა.

არც ერთი სხვა წყვილის წევრთა მნიშვნელობები არ უკავშირდება ერთმანეთს

ამგვარი მიმართებით.

(ბ) სპექტაკლი : სცენარი

სპექტაკლი არის თეატრალური წარმოდგენა, სცენარი კი კინოფილმის ან

თეატრალური წარმოდგენის ლიტერატურული საფუძველი, სიუჟეტური სქემა, გეგმა,

რომლის მიხედვით იდგმება სპექტაკლი ან კინოსურათი. ამრიგად, სიტყვათა ამ წყვილში

წარმოდგენილია მიმართება სიუჟეტურ სქემასა და მის ერთ-ერთ შესაძლო

განხორციელებას შორის.

(გ) მუსიკა : სიმფონია

ამ წყვილში წარმოდგენილია მიმართება ზოგადსა და კერძოს (გვარსა და სახეს)

შორის, რადგან სიმფონია მუსიკის, კერძოდ, საორკესტრო მუსიკის ერთ-ერთი სახეა

(ჟანრია).

(დ) ტექსტი : სქოლიო

ტექსტი არის რისამე წერილობით ჩამოყალიბებული შინაარსი, სქოლიო კი არის

მის გარკვეულ ელემენტთან (სიტყვასთან, ფრაზასთან) დაკავშირებული შენიშვნა,

განმარტება, დამატებითი ტექსტი, რომელიც მოთავსებულია ძირითადი ტექსტის ან

გვერდის ბოლოს. ზოგადად, ეს არის მთელისა და მისი სპეციფიკური ნაწილის

მიმართება.

ამრიგად, სწორია პასუხის (ა) ვარიანტი.

9. ბრტყელი : რელიეფური

(ა) ლაკონიური : სხარტი

(ბ) ჰარმონიული : შეთანხმებული

(გ) აბსურდული : კანონზომიერი

(დ) ადაპტირებული : შეგუებული

თუკი დავალების საწყის წყვილს დავაკვირდებით, ვნახავთ, რომ აქ

ურთიერთსაპირისპირო მნიშვნელობის მქონე სიტყვებია მოცემული: ბრტყელი

სწორზედაპირიანს ნიშნავს, ხოლო რელიეფური _ ამოწეულს, ამობურცულს (რელიეფი _

ამობურცული გამოსახულება სიბრტყეზე).

პასუხის (ა) ვარიანტში სინონიმებია მოცემული, ლაკონიური, ისევე როგორც

სხარტი, მოკლედ და მკაფიოდ გამოთქმულს ნიშნავს; სიტყვას სხარტი აქვს სხვა

მნიშვნელობაც _ სწრაფი, მოხერხებული, მაგრამ არც ეს მნიშვნელობა უპირისპირდება

ლაკონიურს.

Page 15: ზოგადი უნარები - WordPress.com...5 როგორ იქმნება ზოგადი უნარების ტესტი ზოგადი უნარების

15

პასუხის (ბ) ვარიანტში სიტყვათა მნიშვნელობებს შორის ზოგადისა და კერძოს

მიმართებაა _ ჰარმონიული შეხმატკბილებულს, მწყობრად შეხამებულს, შეთანხმებულს,

ნიშნავს, თუმცა ყველაფერს, რასაც შეიძლება შეთანხმებული ვუწოდოთ, ჰარმონიულს

ვერ დავარქმევთ (მაგალითად, შეთანხმებული საკითხი, შეთანხმებული მოქმედება).

პასუხის (გ) ვარიანტში მოცემული სიტყვები ურთიერთსაპირისპირო

მნიშვნელობისაა: აბსურდული შეუსაბამოს, აზრს მოკლებულს ნიშნავს. შესაბამისად, ის

გამორიცხავს ყოველგვარ კანონზომიერებას, ყოველივე კანონზომიერს (გარკვეული

კანონის შესაბამისს). როგორც ვხედავთ, (გ) პასუხში სიტყვათა მნიშვნელობებს შორის

მიმართება საწყის წყვილში ჩვენ მიერ დადგენილი მიმართების ანალოგიურია. ე. ი.

დავალების სწორი პასუხია (გ).

იმაში დასარწმუნებლად, რომ (გ) ერთადერთი სწორი პასუხია, განვიხილოთ

პასუხის (დ) ვარიანტიც. ადაპტირებული გარემო პირობებთან შეგუებულს ნიშნავს.

შესაბამისად, ამ წყვილში სიტყვათა მნიშვნელობებს შორის მიმართებას შეიძლება

სინონიმური ვუწოდოთ.

ამგვარად, დავალებას აქვს ერთადერთი სწორი პასუხი _ (გ).

10. ლამბაქი : ლანგარი

(ა) ლიფტი : ესკალატორი

(ბ) რუკა : ატლასი

(გ) გვირაბი : ბორანი

(დ) კედელი : ტიხარი

განვიხილოთ საწყის წყვილში მოცემულ სიტყვათა მნიშვნელობები. ლამბაქი ჭიქის

ან ფინჯნის დასადგმელი პატარა თეფშია, ხოლო ლანგარი _ დიდი (მრგვალი ან

ოვალური) თეფში, რომელზეც ჭურჭელს დგამენ. მას სუფრაზე კერძის მისატანადაც

იყენებენ; ლამბაქი და ლანგარი ჭურჭლის განსხვავებული სახეობებია, თუმცა მათ

მსგავსი ფუნქცია აქვთ.

პასუხის (ა) ვარიანტში მოცემულ სიტყვათა შორისაც ანალოგიური მიმართებაა:

ლიფტი არის მოწყობილობა ადამიანთა ასაყვან-ჩამოსაყვანად ან ტვირთის

გადასაადგილებლად, ხოლო ესკალატორი _ მოძრავი კიბე ადამიანთა

გადასაადგილებლად; ლიფტი და ესკალატორი სხვადასხვა სახის მოწყობილობებია,

თუმცა მათაც მსგავსი ფუნქცია აქვთ. შესაბამისად, (ა) არის სწორი პასუხი.

განვიხილოთ პასუხის დანარჩენი ვარიანტებიც, რათა დავრწმუნდეთ, რომ საწყის

წყვილში არსებული მიმართების მსგავსი მიმართება სხვა პასუხებში არ გვხვდება.

(ბ) რუკა : ატლასი

რუკა დედამიწის ზედაპირის შემცირებული გამოსახულებაა, რომელიც ნახაზის

სახითაა წარმოდგენილი, ხოლო ატლასი გეოგრაფიული რუკების კრებულია;

(გ) გვირაბი : ბორანი

გვირაბიცა და ბორანიც ერთგვარი წინააღმდეგობის (ერთ შემთხვევაში მთის, მეორე

შემთხვევაში _ წყლის) გადალახვის საშუალებაა, თუმცა მათ ერთი ფუნქცია არ აქვთ,

რადგან ბორანი თვითონ არის სატრანსპორტო საშუალება, რომელსაც მდინარისა თუ

სრუტის ერთი ნაპირიდან მეორეზე გადასასვლელად იყენებენ, ხოლო გვირაბი

მიწისქვეშა ნაგებობაა, რომელშიც გაყვანილია გზა, გადის ტრანსპორტი, წყალი და ა.შ.;

Page 16: ზოგადი უნარები - WordPress.com...5 როგორ იქმნება ზოგადი უნარების ტესტი ზოგადი უნარების

16

(დ) კედელი : ტიხარი

კედელი შენობის შვეულად აღმართული ბრტყელი ნაწილი, ასევე სხვადასხვა

დანიშნულების მყარი და მაღალი ზღუდეა; ტიხარი კედლის ერთ-ერთი სახეა, კერძოდ,

ესაა თხელი კედელი, რომელიც ერთმანეთისგან მიჯნავს (გამოყოფს) სივრცის სხვადასხვა

ნაწილს.

II.

ამ სახის დავალებებში მოცემულია მუქი შრიფტით გამოკვეთილი ორი სიტყვა

(საწყისი წყვილი), რომელთა მნიშვნელობებს შორის არსებობს გარკვეული მიმართება.

მათ გასწვრივ მოცემულია სიტყვა, რომელსაც სავარაუდო პასუხებიდან უნდა

შევუსაბამოთ ერთ-ერთი ვარიანტი ისე, რომ სიტყვათა მნიშვნელობებს შორის მიმართება

საწყის წყვილში არსებული მიმართების მსგავსი (ანალოგიური) იყოს.

1. მთა : სიმაღლე ჰავა :

(ა) კლიმატი

(ბ) ბუნებრივი პირობები

(გ) ტენიანობა

(დ) გეოგრაფიული მდებარეობა

სიტყვათა საწყის წყვილში _ მთა : სიმაღლე _ ობიექტისა და მისი ძირითადი

თვისების მიმართებაა. სიმაღლე მთის არსებითი მახასიათებელია.

განვსაზღვროთ საწყისი წყვილის გასწვრივ მოცემული სიტყვის მნიშვნელობის

მიმართება პასუხის თითოეულ ვარიანტთან.

(ა) ჰავა : კლიმატი

ჰავა არის ამა თუ იმ ადგილისათვის დამახასიათებელი მეტეოროლოგიური

პირობების ერთობლიობა, იგივე _ კლიმატი (`ჰავის~ ბერძნული შესატყვისი). ამ

სიტყვების მნიშვნელობათა შორის მიმართებას შეიძლება სინონიმური ვუწოდოთ.

(ბ) ჰავა : ბუნებრივი პირობები

ბუნებრივი პირობები სხვა გეოგრაფიულ თუ ატმოსფერულ ფაქტორებთან ერთად

ჰავასაც მოიცავს. ამ სიტყვათა მნიშვნელობებს შორის მიმართება შეიძლება ასე

ჩამოვაყალიბოთ: პირობათა ერთობლიობა და მისი ერთ-ერთი შემადგენელი კომპონენტი.

(გ) ჰავა : ტენიანობა

ტენიანობა (სინოტივე) ჰავის ერთ-ერთი ძირითადი მახასიათებელია. ეს მიმართება

საწყისი წყვილის სიტყვათა ურთიერთმიმართების ანალოგიურია.

(დ) ჰავა : გეოგრაფიული მდებარეობა

როგორც აღვნიშნეთ, ჰავა გეოგრაფიული გარემოსთვის დამახასიათებელი

მეტეოროლოგიური პირობების ერთობლიობაა. თავის მხრივ, გეოგრაფიული მდებარეობა

განსაზღვრავს ჰავის რაგვარობას. მათ შორის არსებული მიმართება წინადადების სახით

შეიძლება ამგვარად ჩამოვაყალიბოთ: გეოგრაფიული მდებარეობა არის ჰავის ძირითადი

განმაპირობებელი ფაქტორი.

შესაბამისად, სწორია (გ) პასუხი.

Page 17: ზოგადი უნარები - WordPress.com...5 როგორ იქმნება ზოგადი უნარების ტესტი ზოგადი უნარების

17

2. ყური : მელოდიური თვალი :

(ა) მკრთალი

(ბ) მახვილი

(გ) დაკვირვებული

(დ) აღქმული

საწყის წყვილში სიტყვათა მნიშვნელობების ურთიერთმიმართება შეგვიძლია

ამგვარად ჩამოვაყალიბოთ: `ყური არის სმენის ორგანო, რომლითაც შევიგრძნობთ, რომ

გარკვეული ობიექტი (მაგალითად, სიმღერა) მელოდიურია~. მსგავსი მიმართება არსებობს

საწყისი წყვილის გასწვრივ მოცემული სიტყვის მნიშვნელობასა და პასუხის (ა)

ვარიანტში მოცემული სიტყვის მნიშვნელობას შორის _ თვალი : მკრთალი. თვალი არის

მხედველობის ორგანო, რომლითაც შევიგრძნობთ, რომ გარკვეული ობიექტი (მაგალითად,

სინათლე, ფერი...) არის მკრთალი.

სხვაგვარია მიმართება საწყისი წყვილის გასწვრივ მოცემული სიტყვის

მნიშვნელობასა და პასუხის სხვა ვარიანტებში მოცემული სიტყვების მნიშვნელობებს

შორის: პასუხის (ბ) ვარიანტში მოცემული სიტყვა _ `მახვილი~ _ თავად თვალის

მახასიათებელია. `მახვილი~ გადატანითი მნიშვნელობით გამოიყენება შემჩნევის

განსაკუთრებული უნარის მქონე თვალის ეპითეტად. პასუხის (გ) ვარიანტში მოცემული

სიტყვა _ `დაკვირვებული~ _ არის ადამიანის (და არა თვალის) თვისება. ამ სიტყვით

ვახასიათებთ ადამიანს, რომელიც გულდასმით სინჯავს, ათვალიერებს რაიმეს. საწყისი

წყვილის გასწვრივ მოცემული სიტყვისა და (დ) პასუხში მოცემული სიტყვის

მნიშვნელობებს შორის მიმართება ამგვარად შეიძლება ჩამოვაყალიბოთ: ობიექტი,

რომელსაც თვალით ვხედავთ, შეიძლება გახდეს აღქმული, მას შემდეგ, რაც ის

ადამიანის ცნობიერებაში აისახება. თუმცა, აღქმული არ არის ობიექტის მახასიათებელი,

როგორც, მაგალითად, სიმღერა შეიძლება იყოს მელოდიური, ან სინათლე თუ ფერი –

მკრთალი.

ამრიგად, სწორია (ა) პასუხი.

3. ცვლილება : სტაბილური მონოტონურობა :

(ა) მრავალფეროვანი

(ბ) მუდმივი

(გ) მყარი

(დ) კომპლექსური

დავალების შესასრულებლად თავდაპირველად დავადგინოთ მიმართება საწყისი

წყვილის სიტყვათა მნიშვნელობებს შორის.

ცვლილება არღვევს სტაბილურობას. როდესაც ობიექტი ან პროცესი ცვლილებას

განიცდის, ის აღარ არის სტაბილური. ეს ორი სიტყვა შეიძლება განვიხილოთ, როგორც

ანტონიმები.

ამის შემდეგ განვსაზღვროთ საწყისი წყვილის გასწვრივ მოცემული სიტყვის

მნიშვნელობის მიმართება პასუხის თითოეულ ვარიანტთან. შევარჩიოთ მათგან ის

ვარიანტი, რომლის ამ სიტყვასთან შეწყვილებითაც მივიღებთ საწყის წყვილში არსებული

მიმართების მსგავს მიმართებას.

(ა) მონოტონურობა : მრავალფეროვანი

მონოტონურობა ერთფეროვნებას ნიშნავს. ამ სიტყვის პირველადი მნიშვნელობა

ხმას უკავშირდება (მაგ.: მონოტონური საუბარი), თუმცა, მონოტონურობა უფრო ფართო

Page 18: ზოგადი უნარები - WordPress.com...5 როგორ იქმნება ზოგადი უნარების ტესტი ზოგადი უნარების

18

მნიშვნელობითაც გამოიყენება (მაგ.: მონოტონური სამუშაო). ორივე შემთხვევაში

მონოტონურობა გამორიცხავს, უპირისპირდება მრავალფეროვნებას. მაშასადამე,

მონოტონურობასა და მრავალფეროვნებას შორის იგივე მიმართებაა, რაც სიტყვათა საწყის

წყვილში.

(ბ) მონოტონურობა : მუდმივი

(გ) მონოტონურობა : მყარი

მონოტონურობას მსგავსი მიმართება აკავშირებს (ბ) და (გ) პასუხებში მოცემულ

სიტყვათა მნიშვნელობებთან. მონოტონურობა არ უპირისპირდება მუდმივსა და მყარს,

პირიქით, გარკვეული აზრით, ერთფეროვნება რაიმეს მუდმივად და მყარად

შენარჩუნებას შეიძლება გულისხმობდეს.

(დ) მონოტონურობა : კომპლექსური

მიუხედავად იმისა, რომ კომპლექსურობა მოვლენათა ან თვისებათა ერთობლიობას

(გარკვეულ სიმრავლეს) გულისხმობს, ის მაინც არ გამორიცხავს, არ უპირისპირდება

მონოტონურობას (რომელიც, თავის მხრივ, არ ნიშნავს ერთმხრივს, მარტივს, არამედ _

ერთფეროვანს).

ამრიგად, სწორი პასუხია (ა).

4. ერთდროული : სინქრონულობა მიკერძოებული :

(ა) სუბიექტურობა

(ბ) ინდიფერენტულობა

(გ) რადიკალურობა

(დ) სამართლიანობა

დავადგინოთ სიტყვათა მნიშვნელობებს შორის მიმართება საწყის წყვილში.

ერთდროულობა და სინქრონულობა მსგავსი მნიშვნელობის მქონე სიტყვებია _ ორივე

რამდენიმე მოვლენისა თუ პროცესის დროში თანხვედრას აღნიშნავს.

განვიხილოთ პასუხის თითოეული ვარიანტი:

(ა) სუბიექტურობა

სუბიექტურობა და მიკერძოებულობა ასევე მსგავსი მნიშვნელობის მქონე სიტყვებია

_ ორივე ამა თუ იმ მოვლენისადმი არაობიექტურ დამოკიდებულებას აღნიშნავს.

(ბ) ინდიფერენტულობა

ინდიფერენტულობა გულგრილ, განურჩეველ დამოკიდებულებას აღნიშნავს, რაც

მიკერძოებულობას გამორიცხავს.

(გ) რადიკალურობა

რადიკალურობა უკიდურესი პოზიციის გამოხატვას, გადამჭრელი ზომების მიღებას

აღნიშნავს. ის გულისხმობს ამა თუ იმ მოვლენისადმი გარკვეულ დამოკიდებულებას,

თუმცა, არა აუცილებლად მიკერძოებულს.

(დ) სამართლიანობა

სამართლიანობა კანონის, ზნეობრივი პრინციპების შესაბამისად მოქმედებას

გულისხმობს, მიკერძოებულობა და სამართლიანობა გამორიცხავს ერთმანეთს.

მაშასადამე, სწორი პასუხია (ა).

Page 19: ზოგადი უნარები - WordPress.com...5 როგორ იქმნება ზოგადი უნარების ტესტი ზოგადი უნარების

19

ზოგადი რეკომენდაციები ანალოგიების ბლოკის დავალებებისთვის:

• ხშირად სიტყვებს ერთზე მეტი მნიშვნელობა აქვს. შესაბამისად, დაწყვილებულ

სიტყვებს შორისაც შეიძლება იყოს ერთზე მეტი მიმართება. ამიტომ ზოგჯერ საჭიროა

უკვე დადგენილი მიმართების გადასინჯვა, რათა განისაზღვროს (გამოიკვეთოს)

ერთადერთი სწორი პასუხი;

• შესაძლოა, თქვენ მიერ დადგენილი მიმართება საწყის წყვილში სიტყვათა

მნიშვნელობებს შორის იმდენად კონკრეტულია, რომ მას არ შეესაბამება სავარაუდო

პასუხის არც ერთი ვარიანტი. მიმართების უფრო ზოგადი სახით ფორმულირება

დაგეხმარებათ, თავი გაართვათ ამ პრობლემას. შესაძლებელია შეიქმნას საპირისპირო

ვითარებაც, როდესაც თქვენ მიერ დადგენილ მიმართებას შეესაბამება პასუხის რამდენიმე

ვარიანტი. ასეთ შემთხვევაში დაგეხმარებათ მიმართების დაკონკრეტება;

• ანალოგიის დავალებების შესრულება მხოლოდ და მხოლოდ სიტყვათა

მნიშვნელობებს შორის მიმართების განსაზღვრას უნდა ემყარებოდეს. პასუხის არჩევისას

ნუ იხელმძღვანელებთ გარეგნული ან თემატური მსგავსებით სიტყვათა საწყის წყვილსა

და პასუხის რომელიმე ვარიანტს შორის;

• სიტყვების თანმიმდევრობა არჩეულ პასუხში უნდა შეესაბამებოდეს სიტყვათა

თანმიმდევრობას საწყის წყვილში. თუ საწყის წყვილში სიტყვებს შორის მიმართების

დასადგენად შეცვლით მათ თანმიმდევრობას, მაშინ უნდა შეცვალოთ სიტყვათა

თანმიმდევრობა პასუხის ყოველ ვარიანტშიც, რათა შეარჩიოთ სწორი პასუხი.

Page 20: ზოგადი უნარები - WordPress.com...5 როგორ იქმნება ზოგადი უნარების ტესტი ზოგადი უნარების

20

დავალებები დამოუკიდებელი სამუშაოსთვის

1. ჯადოსნური ჯოხი : ნატვრისთვალი

(ა) სარკე : მინა

(ბ) მთვარე : დისკო

(გ) რუკა : მასშტაბი

(დ) საქანელა : კარუსელი

2. მეტყველება : ინტონაცია

(ა) ავეჯი : სავარძელი

(ბ) სოლო : დუეტი

(გ) ხილი : არომატი

(დ) გაკვეთილი : ნიშანი

3. თავისუფლება : ოკუპირებული

(ა) სამართალი : მართალი

(ბ) წყალი : მწყურვალი

(გ) წუხილი : მწუხარე

(დ) ძილი : მძინარა

4. მოიპოვა : დასაჩუქრდა

(ა) განიზრახა : მოიფიქრა

(ბ) დაადანაშაულა : დაიბრალა

(გ) დაიმახსოვრა : დაამახსოვრდა

(დ) ჩაიძირა : დაილექა

5. გემთმშენებელი : ზღვა

(ა) გეოლოგი : ნიადაგი

(ბ) კონსტრუქტორი : პლანერი

(გ) დიზაინერი : ინტერიერი

(დ) ჟურნალისტი : პრესა

6. საღებავებს აზავებს : ნახატი

(ა) კრეფს : თაიგული

(ბ) რწყავს : ბაღი

(გ) ხაზავს : სქემა

(დ) აფასებს : ქულა

7. თვალი მოჰკრა : დაათვალიერა

(ა) შეფერხდა : შეაყოვნა

(ბ) აღნიშნა : ჩაიწერა

(გ) ჩავარდა : ჩავიდა

(დ) მიემხრო : დაეხმარა

Page 21: ზოგადი უნარები - WordPress.com...5 როგორ იქმნება ზოგადი უნარების ტესტი ზოგადი უნარების

21

8. მერყეობა : გადაწყვეტილების მიღება

(ა) იმედი : სასოწარკვეთა

(ბ) რისკი : გაბედვა

(გ) შეცდომა : გამოაშკარავება

(დ) სიახლე : დანერგვა

9. გასდევს : გასწვრივ მიმოფანტავს :

(ა) რიგრიგობით

(ბ) წრიულად

(გ) აქეთ-იქით

(დ) ცალ-ცალკე

10. მიამიტი : უნდობლობა ულმობელი :

(ა) სიმამაცე

(ბ) მზაკვრობა

(გ) მტრობა

(დ) თანაგრძნობა

11. გაიცნო : დაუახლოვდა შებინდდა :

(ა) გაცისკროვნდა

(ბ) ირიჟრაჟა

(გ) მოსაღამოვდა

(დ) დაღამდა

12. თეთრი დათვი : პინგვინი კენჭი :

(ა) ლოდი

(ბ) ნიჟარა

(გ) რიყე

(დ) თიხა

13. ალერსიანი : პირფერი კრიტიკული :

(ა) მკაცრი

(ბ) დამცინავი

(გ) ადეკვატური

(დ) ობიექტური

14. სიტყვა : ტერმინი ტერიტორია :

(ა) არეალი

(ბ) სივრცე

(გ) გარემო

(დ) საზღვარი

Page 22: ზოგადი უნარები - WordPress.com...5 როგორ იქმნება ზოგადი უნარების ტესტი ზოგადი უნარების

22

წინადადების შევსება

ამ ბლოკის დავალებათა მეშვეობით მოწმდება თქვენი უნარი, ჩაწვდეთ სიტყვებისა

და გამოთქმების მნიშვნელობას და სწორად გაიაზროთ ლოგიკური მიმართებები

წინადადების ნაწილებს (ან რამდენიმე წინადადებას) შორის.

ეს მიმართებები მრავალფეროვანია. წინადადების ერთი ნაწილი შეიძლება

განმარტავდეს, აკონკრეტებდეს, უარყოფდეს და ა. შ. მის სხვა ნაწილში გამოთქმულ

აზრს. წინადადების ნაწილების (ან წინადადებების) ურთიერთმიმართების გააზრებისას

საგანგებო ყურადღება მიაქციეთ კავშირებს (რადგან, თუმცა, ამიტომ...) და ჩართულ

სიტყვებს (მაგალითად, ცხადია, მაშასადამე...), ვინაიდან მათი მნიშვნელობა განსაზღვრავს

წინადადების ნაწილთა ურთიერთმიმართებას. ამგვარი სიტყვები შეიძლება შეგხვდეთ

როგორც თვით წინადადებაში, ასევე _ პასუხის ვარიანტებში.

ტესტში წინადადების შევსების ბლოკის დავალებებს ახლავს ამგვარი ინსტრუქცია:

მოცემულია წინადადებები, რომლებშიც გამოტოვებულია რამდენიმე სიტყვა.

გამოტოვებული სიტყვები წინადადებაში ხაზებითაა აღნიშნული. ერთი ხაზი

ზოგჯერ ერთ სიტყვას გულისხმობს, ზოგჯერ კი _ რამდენიმეს.

სავარაუდო პასუხთა ყოველი ვარიანტი შეიცავს სიტყვათა ჯგუფს, რომლის

ნაწილები ერთმანეთისგან დახრილი ხაზებითაა (/) გამიჯნული. აირჩიეთ პასუხის ის

ვარიანტი, რომლის თითოეული ნაწილის თანმიმდევრულად ჩასმა შესაბამის

გამოტოვებულ ადგილებში აზრობრივად გამართულ წინადადებას მოგვცემს.

ნიმუშები და განმარტებები

1. უცნაურია, მაგრამ კოგნიტური დისონანსის თეორიის თანახმად, ფსიქოლოგიური

ექსპერიმენტის მონაწილისათვის რაიმე მოვლენისადმი _____ შესაძლებელია _____ , და

არა ამ თანხის _____ .

(ა) უარყოფითი განწყობის შექმნა / მისთვის გადახდილი გასამრჯელოს გაორმაგებით /

გაზრდით

(ბ) დადებითი განწყობის შექმნა / მისთვის გადახდილი გასამრჯელოს შემცირებით /

გაზრდით

(გ) უარყოფითი განწყობის შეცვლა / გაწეული შრომის ანაზღაურების განახევრებით /

შემცირებით

(დ) დადებითი განწყობის შეცვლა / გაწეული შრომის ანაზღაურების გაზრდით / აშკარა

მატებით

(ა) უცნაურია, მაგრამ კოგნიტური დისონანსის თეორიის თანახმად, ფსიქოლოგიური

ექსპერიმენტის მონაწილისათვის რაიმე მოვლენისადმი უარყოფითი განწყობის შექმნა

შესაძლებელია მისთვის გადახდილი გასამრჯელოს გაორმაგებით, და არა ამ თანხის

გაზრდით.

სიტყვა `უცნაურია~ მიგვანიშნებს, რომ წინადადებაში საუბარი უნდა იყოს

უჩვეულო, დაუჯერებელი ფაქტის შესახებ. შემდეგ ვიგებთ, რომ ფსიქოლოგიური

ექსპერიმენტის მონაწილისთვის რაიმე მოვლენისადმი უარყოფითი განწყობის შექმნა

შესაძლებელია მისი გასამრჯელოს გაორმაგების გზით. ეს, შესაძლოა, მართლაც უცნაური

Page 23: ზოგადი უნარები - WordPress.com...5 როგორ იქმნება ზოგადი უნარების ტესტი ზოგადი უნარების

23

იყოს, რადგან გასამრჯელოს გაორმაგება, ჩვეულებრივ, დადებითი განწყობის შექმნის

საფუძველია და არა _ უარყოფითისა. ამიტომ წინადადების ეს ნაწილი ლოგიკური

შეუსაბამობის შთაბეჭდილებას არ ტოვებს. სიტყვები `და არა~ გვიქმნის იმის

მოლოდინს, რომ მათ უნდა მოსდევდეს `გაორმაგების~ საპირისპირო მნიშვნელობის

ზმნა. ეს კი ასე არაა. თანხის `გაზრდა~ და მისი `გაორმაგება~ ურთიერთშესატყვისი

ცნებებია. მაშასადამე, პასუხის ეს ვარიანტი სწორი არ არის.

(ბ) უცნაურია, მაგრამ კოგნიტური დისონანსის თეორიის თანახმად, ფსიქოლოგიური

ექსპერიმენტის მონაწილისათვის რაიმე მოვლენისადმი დადებითი განწყობის შექმნა

შესაძლებელია მისთვის გადახდილი გასამრჯელოს შემცირებით, და არა ამ თანხის

გაზრდით.

სიტყვა `უცნაურია~ გვიქმნის მოლოდინს, რომ წინადადებაში დასახელებული

იქნება პარადოქსული, გასაოცარი ფაქტი. შემდეგ ვიგებთ, რომ ფსიქოლოგიური

ექსპერიმენტის მონაწილისთვის რაიმე მოვლენისადმი დადებითი განწყობის შექმნა

შესაძლებელია მისი გასამრჯელოს შემცირებით, რაც, შესაძლოა, მართლაც, უცნაური

იყოს. ამიტომ წინადადების ეს ნაწილი ლოგიკურად სავსებით გამართულია. სიტყვებს

`და არა~, წესისამებრ, უნდა მოსდევდეს `შემცირების~ საპირისპირო მნიშვნელობის ზმნა.

მართლაც, ასეთია ზმნა `გაზრდა~. ამგვარად, წინადადებაში აზრი მწყობრადაა

ჩამოყალიბებული. მაშასადამე, პასუხის ეს ვარიანტი სწორია.

(გ) უცნაურია, მაგრამ კოგნიტური დისონანსის თეორიის თანახმად, ფსიქოლოგიური

ექსპერიმენტის მონაწილისათვის რაიმე მოვლენისადმი უარყოფითი განწყობის შეცვლა

შესაძლებელია გაწეული შრომის ანაზღაურების განახევრებით, და არა ამ თანხის

შემცირებით.

სიტყვა `უცნაურია~ მოწმობს, რომ წინადადებაში აღნიშნული უნდა იყოს

არაბუნებრივი ფაქტი. შემდეგ ვიგებთ, რომ ფსიქოლოგიური ექსპერიმენტის

მონაწილისთვის რაიმე მოვლენისადმი უარყოფითი განწყობის შეცვლა (მაგ., დადებითი

განწყობის ჩამოყალიბება) შესაძლებელია მისი გასამრჯელოს განახევრებით, რაც, ალბათ,

მართლაც, უცნაურია. ამიტომ წინადადების ეს ნაწილი ლოგიკურად სავსებით

გამართულია. სიტყვებს `და არა~, წესისამებრ უნდა მოსდევდეს `განახევრების~

საპირისპირო მნიშვნელობის მქონე ზმნა, ეს კი ასე არაა, რადგან განახევრება შემცირებას

გულისხმობს. მაშასადამე, პასუხის ეს ვარიანტი სწორი არაა.

(დ) უცნაურია, მაგრამ კოგნიტური დისონანსის თეორიის თანახმად,

ფსიქოლოგიური ექსპერიმენტის მონაწილისათვის რაიმე მოვლენისადმი დადებითი

განწყობის შეცვლა შესაძლებელია გაწეული შრომის ანაზღაურების გაზრდით, და არა ამ

თანხის აშკარა მატებით.

სიტყვა `უცნაურია~ მიუთითებს, რომ წინადადებაში საუბარი იქნება უჩვეულო

ფაქტის შესახებ. შემდეგ ვიგებთ, რომ ფსიქოლოგიური ექსპერიმენტის მონაწილისთვის

რაიმე მოვლენისადმი დადებითი განწყობის შეცვლა (მაგ., უარყოფითი განწყობის

ჩამოყალიბება) შესაძლებელია მის მიერ გაწეული შრომის ანაზღაურების გაზრდით, რაც,

ალბათ, მართლაც უცნაურია. ამიტომ წინადადების ეს ნაწილი ლოგიკურად სავსებით

გამართულია. სიტყვებს `და არა~, წესისამებრ, უნდა მოსდევდეს `გაზრდის~

საპირისპირო მნიშვნელობის მქონე ზმნა, ეს კი ასე არაა, რადგან `გაზრდა~ და `მატება~

მსგავსი შინაარსის მქონე ცნებებია. მაშასადამე, პასუხის ეს ვარიანტი სწორი არ არის.

Page 24: ზოგადი უნარები - WordPress.com...5 როგორ იქმნება ზოგადი უნარების ტესტი ზოგადი უნარების

24

2. შექსპირის სონეტების მთელ ციკლს ლაიტმოტივად გასდევს _____ . მის მიერ

აღიარებული ფორმულა _ `_____ , რაც ბუნებრივია~ _ _____ საკარო პოეზიისთვის

შემუშავებული პოეტიკისა და ესთეტიკური _____ .

(ა) ხელოვნურობისადმი ერთგვარი სწრაფვა / ცუდია ის / გულისხმობდა / ნორმების

უარყოფას

(ბ) ყოველგვარი ხელოვნურობის უარყოფა / კარგია ის / ამკვიდრებდა / ნორმებისადმი

მორჩილებას

(გ) ხელოვნურობისადმი ერთგვარი სწრაფვა / ცუდია ის / უპირისპირდებოდა /

ნორმების დაცვას

(დ) ყოველგვარი ხელოვნურობის უარყოფა / კარგია ის / მიმართული იყო / ნორმების

წინააღმდეგ

განვიხილოთ პასუხის თითოეული ვარიანტი:

(ა) შექსპირის სონეტების მთელ ციკლს ლაიტმოტივად გასდევს

ხელოვნურობისადმი ერთგვარი სწრაფვა. მის მიერ აღიარებული ფორმულა _ `ცუდია

ის, რაც ბუნებრივია~ _ გულისხმობდა საკარო პოეზიისთვის შემუშავებული პოეტიკისა

და ესთეტიკური ნორმების უარყოფას.

პირველ წინადადებაში აღნიშნულია, რომ შექსპირის პოეზიის ძირითადი

(სახელმძღვანელო) პრინციპი ხელოვნურობისაკენ სწრაფვა იყო. მეორე წინადადებაში

ზემოთ აღნიშნული პრინციპი ილუსტრირებულია ფორმულით: `ცუდია ის, რაც

ბუნებრივია~. მაგრამ ამ ფორმულის მნიშვნელობა განმარტებულია, როგორც

იმდროინდელი საკარო პოეზიისთვის შემუშავებული ნორმების, ანუ `ხელოვნურის~ და

არა `ბუნებრივის~ უარყოფა. ამგვარად, წინადადება შეიცავს აზრობრივ წინააღმდეგობას

და პასუხის ეს ვარიანტი არასწორია.

(ბ) შექსპირის სონეტების მთელ ციკლს ლაიტმოტივად გასდევს ყოველგვარი

ხელოვნურობის უარყოფა. მის მიერ აღიარებული ფორმულა _ `კარგია ის, რაც

ბუნებრივია~ _ ამკვიდრებდა საკარო პოეზიისთვის შემუშავებული პოეტიკისა და

ესთეტიკური ნორმებისადმი მორჩილებას.

პირველ წინადადებაში შექსპირის სონეტების ძირითად პრინციპად დასახელებულია

ხელოვნურობის უარყოფა. მეორე წინადადებაში ეს პრინციპი ილუსტრირებულია

ფორმულით _ `კარგია ის, რაც ბუნებრივია~, მაგრამ შემდეგ ნათქვამია, რომ ის საკარო

პოეზიის ნორმებისადმი მორჩილებას მოითხოვდა. საკარო პოეზიისთვის შემუშავებული

ნორმები კი ხელოვნურია, და მათ მორჩილებას შეუძლებელია მოითხოვდეს

`ყოველგვარი ხელოვნურობის უარყოფის~ პრინციპი. ამგვარად, წინადადება

წინააღმდეგობას შეიცავს და პასუხის ეს ვარიანტი არასწორია.

(გ) შექსპირის სონეტების მთელ ციკლს ლაიტმოტივად გასდევს

ხელოვნურობისადმი ერთგვარი სწრაფვა. მის მიერ აღიარებული ფორმულა _ `ცუდია

ის, რაც ბუნებრივია~ _ უპირისპირდებოდა საკარო პოეზიისთვის შემუშავებული

პოეტიკისა და ესთეტიკური ნორმების დაცვას.

პირველ წინადადებაში შექსპირის სონეტების ძირითად პრინციპად დასახელებულია

ხელოვნურობისკენ სწრაფვა. მეორე წინადადებაში ეს პრინციპი ილუსტრირებულია

Page 25: ზოგადი უნარები - WordPress.com...5 როგორ იქმნება ზოგადი უნარების ტესტი ზოგადი უნარების

25

ფორმულით _ `ცუდია ის, რაც ბუნებრივია~, თუმცა შემდეგ ნათქვამია, რომ

ბუნებრიობის უარყოფა უპირისპირდებოდა იმდროინდელი საკარო პოეზიისთვის

შემუშავებული ნორმების დაცვას. მაგრამ ბუნებრიობის უარყოფა და ხელოვნურობისკენ

სწრაფვა არ უპირისპირდება ხელოვნურად შემუშავებული ნორმების დაცვას. მაშასადამე,

პასუხის ეს ვარიანტი არასწორია.

(დ) შექსპირის სონეტების მთელ ციკლს ლაიტმოტივად გასდევს ყოველგვარი

ხელოვნურობის უარყოფა. მის მიერ აღიარებული ფორმულა _ `კარგია ის, რაც

ბუნებრივია~ _ მიმართული იყო საკარო პოეზიისთვის შემუშავებული პოეტიკისა და

ესთეტიკური ნორმების წინააღმდეგ.

პირველ წინადადებაში აღნიშნულია, რომ შექსპირის პოეზიის ძირითადი პრინციპი

ხელოვნურობის უარყოფა იყო. მეორე წინადადებაში ეს პრინციპი ილუსტრირებულია

ფორმულით _ `კარგია ის, რაც ბუნებრივია~, და ნათქვამია, რომ ბუნებრიობისკენ

სწრაფვა ეწინააღმდეგებოდა იმდროინდელი საკარო პოეზიისთვის შემუშავებულ ნორმებს.

წინადადება აზრობრივად გამართულია, მაშასადამე, პასუხის ეს ვარიანტი სწორია.

3. სუბიექტი და ობიექტი, არსებითად, ურთიერთდაკავშირებული ცნებებია: პირველი

აღნიშნავს იმას, ვინც რაიმეს აკეთებს ან შეიმეცნებს, მეორე კი იმას, რაც პირველის

მიერ კეთდება ან შეიმეცნება. ასე რომ, სუბიექტი და ობიექტი, გარკვეულწილად, _____

კიდეც ერთმანეთს. _____ ეს _____ კი იქცევა, როგორც, მაგალითად, საკუთარი თავის

შემეცნებისას, როდესაც _____ შემმეცნებელი და მისი შემეცნების საგანი.

(ა) უპირისპირდებიან / მიუხედავად ამისა, / დაპირისპირება იგივეობადაც / ერთმანეთს

გამორიცხავენ

(ბ) თანხვდებიან / სწორედ ამიტომ / თანხვედრა დაპირისპირებადაც / ერთმანეთს

გამორიცხავენ

(გ) უპირისპირდებიან / თუმცა ზოგჯერ / დაპირისპირება იგივეობადაც / ერთი და

იგივეა

(დ) თანხვდებიან / შესაბამისად / თანხვედრა დაპირისპირებადაც / ერთი და იგივეა

პასუხის თითოეული ვარიანტის განხილვამდე აღვნიშნოთ, რომ აქ სამი

წინადადებაა წარმოდგენილი: პირველში განმარტებულია სუბიექტისა და ობიექტის

ცნებები. კავშირი `ასე რომ~ მიგვანიშნებს, რომ მეორე წინადადებაში მოცემული უნდა

იყოს პირველი წინადადებიდან გამომდინარე დასკვნა.

(ა) სუბიექტი და ობიექტი, არსებითად, ურთიერთდაკავშირებული ცნებებია:

პირველი აღნიშნავს იმას, ვინც რაიმეს აკეთებს ან შეიმეცნებს, მეორე კი იმას, რაც

პირველის მიერ კეთდება ან შეიმეცნება. ასე რომ, სუბიექტი და ობიექტი,

გარკვეულწილად, უპირისპირდებიან კიდეც ერთმანეთს. მიუხედავად ამისა, ეს

დაპირისპირება იგივეობადაც კი იქცევა, როგორც, მაგალითად, საკუთარი თავის

შემეცნებისას, როდესაც ერთმანეთს გამორიცხავენ შემმეცნებელი და მისი შემეცნების

საგანი.

მეორე წინადადებაში ნათქვამია, რომ სუბიექტი და ობიექტი უპირისპირდებიან

კიდეც ერთმანეთს (რაც გამომდინარეობს მათი განსაზღვრებიდან). შესიტყვება

Page 26: ზოგადი უნარები - WordPress.com...5 როგორ იქმნება ზოგადი უნარების ტესტი ზოგადი უნარების

26

`მიუხედავად ამისა~ გულისხმობს, რომ მესამე წინადადებაში მოყვანილი უნდა იყოს

საპირისპირო თვალსაზრისი. მართლაც, ამ წინადადების მიხედვით, საკუთარი თავის

შემეცნებისას სუბიექტისა და ობიექტის დაპირისპირება იგივეობად იქცევა. მაგრამ

აშკარაა, რომ მესამე წინადადება წინააღმდეგობრივ მსჯელობას შეიცავს, რადგან თუ

საკუთარი თავის შემეცნებისას სუბიექტისა და ობიექტის დაპირისპირება იგივეობად

იქცევა, მაშინ შეუძლებელია, რომ ისინი გამორიცხავდნენ ერთმანეთს.

(ბ) სუბიექტი და ობიექტი, არსებითად, ურთიერთდაკავშირებული ცნებებია:

პირველი აღნიშნავს იმას, ვინც რაიმეს აკეთებს ან შეიმეცნებს, მეორე კი იმას, რაც

პირველის მიერ კეთდება ან შეიმეცნება. ასე რომ, სუბიექტი და ობიექტი,

გარკვეულწილად, თანხვდებიან კიდეც ერთმანეთს. სწორედ ამიტომ ეს თანხვედრა

დაპირისპირებადაც კი იქცევა, როგორც, მაგალითად, საკუთარი თავის შემეცნებისას,

როდესაც ერთმანეთს გამორიცხავენ შემმეცნებელი და მისი შემეცნების საგანი.

მეორე წინადადებაში ნათქვამია, რომ სუბიექტი და ობიექტი, გარკვეულწილად,

თანხვდებიან ერთმანეთს, ეს თვალსაზრისი კი უშუალოდ არ გამომდინარეობს

სუბიექტისა და ობიექტის ურთიერთმიმართების იმ განსაზღვრებიდან, რომელიც პირველ

წინადადებაშია მოცემული. მაკავშირებელი სიტყვები `სწორედ ამიტომ~ მიუთითებს, რომ

მეორე წინადადებაში მოცემული უნდა იყოს მესამე წინადადებაში დასახელებული

ფაქტის მიზეზი. მეორე და მესამე წინადადებები შემდეგნაირად იკითხება: ვინაიდან

სუბიექტი და ობიექტი თანხვდებიან ერთმანეთს, ამიტომ ეს თანხვედრა

დაპირისპირებად იქცევა. ეს აზრობრივად გაუმართავი გამონათქვამია. ამასთან, საკუთარი

თავის შემეცნებისას სუბიექტი და მისი შესამეცნებელი ობიექტი ერთმანეთს ემთხვევა,

ამიტომ შეუძლებელია, რომ ისინი გამორიცხავდნენ ერთმანეთს.

(გ) სუბიექტი და ობიექტი, არსებითად, ურთიერთდაკავშირებული ცნებებია:

პირველი აღნიშნავს იმას, ვინც რაიმეს აკეთებს ან შეიმეცნებს, მეორე კი იმას, რაც

პირველის მიერ კეთდება ან შეიმეცნება. ასე რომ, სუბიექტი და ობიექტი,

გარკვეულწილად უპირისპირდებიან კიდეც ერთმანეთს. თუმცა ზოგჯერ ეს

დაპირისპირება იგივეობადაც კი იქცევა, როგორც, მაგალითად, საკუთარი თავის

შემეცნებისას, როდესაც ერთი და იგივეა შემმეცნებელი და მისი შემეცნების საგანი.

მეორე წინადადებაში ნათქვამია, რომ სუბიექტი და ობიექტი, გარკვეულწილად,

უპირისპირდებიან კიდეც ერთმანეთს (რაც გამომდინარეობს მათი განსაზღვრებიდან).

კავშირი `თუმცა~ გულისხმობს, რომ მესამე წინადადებაში მოხსენიებული უნდა იყოს

ისეთი თვალსაზრისი ან ფაქტი, რომელიც უპირისპირდება მთელ წინა მსჯელობას. ამ

წინადადებიდან ვიგებთ, რომ საკუთარი თავის შემეცნებისას სუბიექტი და ობიექტი

თანხვდება ერთმანეთს და მათი დაპირისპირება იგივეობად იქცევა. სამივე წინადადება

აზრობრივად შეესაბამება ერთმანეთს. მაშასადამე, ეს პასუხი სწორია.

(დ) სუბიექტი და ობიექტი, არსებითად, ურთიერთდაკავშირებული ცნებებია:

პირველი აღნიშნავს იმას, ვინც რაიმეს აკეთებს ან შეიმეცნებს, მეორე კი იმას, რაც

პირველის მიერ კეთდება ან შეიმეცნება. ასე რომ, სუბიექტი და ობიექტი,

გარკვეულწილად, თანხვდებიან კიდეც ერთმანეთს. შესაბამისად, ეს თანხვედრა

დაპირისპირებადაც კი იქცევა, როგორც, მაგალითად, საკუთარი თავის შემეცნებისას,

როდესაც ერთი და იგივეა შემმეცნებელი და მისი შემეცნების საგანი.

Page 27: ზოგადი უნარები - WordPress.com...5 როგორ იქმნება ზოგადი უნარების ტესტი ზოგადი უნარების

27

მეორე წინადადებაში ნათქვამია, რომ სუბიექტი და ობიექტი, გარკვეულწილად,

თანხვდებიან ერთმანეთს, ეს თვალსაზრისი კი უშუალოდ არ გამომდინარეობს

სუბიექტისა და ობიექტის ურთიერთმიმართების იმ განსაზღვრებიდან, რომელიც პირველ

წინადადებაშია მოცემული. კავშირი `შესაბამისად~ გულისხმობს, რომ მესამე წინადადება

აზრობრივად უნდა ეთანხმებოდეს პირველსა და მეორე წინადადებებს, მაგრამ ის არა

მარტო არ შეესაბამება პირველს (რომელშიც არაა საუბარი სუბიექტისა და ობიექტის

თანხვედრის შესახებ), არამედ თავისთავადაც არასწორია _ საკუთარი თავის შემეცნებისას

სუბიექტი და მისი შესამეცნებელი ობიექტი ერთმანეთს ემთხვევა, ამიტომ შეუძლებელია,

რომ მათი თანხვედრა დაპირისპირებად იქცეს.

4. უილიამ ტერნერი ხშირად ხატავდა ნისლიან ლონდონს, ნაწვიმარ ქუჩებს. ოსკარ

უაილდი ამტკიცებდა, რომ ლონდონის _____ . ამ _____ გამოსჭვივის ხელოვნების

ქმედითობის იდეა. _____ , ის _____ .

(ა) ნისლმა შექმნა ტერნერის ფერწერა / შეფასებაში / ხელოვნების ქმედითობას

განაპირობებს სამყაროს მრავალფეროვნება / ვერ ქმნის სამყაროს ხედვის წესს

(ბ) ნისლი ტერნერის ფერწერამ შექმნა / პარადოქსულ მტკიცებაში / ხელოვნების

ქმედითობას განაპირობებს სამყაროს მრავალფეროვნება / ქმნის თვალს, რომელიც

აღიქვამს სილამაზეს, ყურს, რომელიც სწვდება ბგერათა ჰარმონიას

(გ) ნისლმა შექმნა ტერნერის ფერწერა / შეფასებაში / ხელოვნება აყალიბებს სამყაროს

ხედვის წესს / სრულყოფილად ვერ ასახავს სამყაროს ფერადოვნებას

(დ) ნისლი ტერნერის ფერწერამ შექმნა / პარადოქსულ მტკიცებაში / ხელოვნება

აყალიბებს სამყაროს ხედვის წესს / ქმნის თვალს, რომელიც აღიქვამს სილამაზეს,

ყურს, რომელიც სწვდება ბგერათა ჰარმონიას

(ა) უილიამ ტერნერი ხშირად ხატავდა ნისლიან ლონდონს, ნაწვიმარ ქუჩებს. ოსკარ

უაილდი ამტკიცებდა, რომ ლონდონის ნისლმა შექმნა ტერნერის ფერწერა. ამ შეფასებაში

გამოსჭვივის ხელოვნების ქმედითობის იდეა. ხელოვნების ქმედითობას განაპირობებს

სამყაროს მრავალფეროვნება, ის ვერ ქმნის სამყაროს ხედვის წესს.

პასუხის ამ ვარიანტში ერთმანეთს აზრობრივად უპირისპირდება მეორე და მესამე

წინადადება _ თუკი ლონდონის ნისლმა შექმნა ტერნერის ფერწერა, მაშინ ამ შეფასებაში

ჩანს არა ხელოვნების ქმედითობის, არამედ სამყაროს, ბუნების ქმედითობის იდეა.

პირველ და მეორე ხარვეზებში ჩასასმელი სიტყვათა ჯგუფი (თუ სიტყვა),

რომელიც პასუხის ამ ვარიანტშია მოცემული და აზრობრივ დაპირისპირებას

განაპირობებს, პასუხის (გ) ვარიანტშიც მეორდება. მაშასადამე, (გ) პასუხიც არასწორია.

(ბ) უილიამ ტერნერი ხშირად ხატავდა ნისლიან ლონდონს, ნაწვიმარ ქუჩებს. ოსკარ

უაილდი ამტკიცებდა, რომ ლონდონის ნისლი ტერნერის ფერწერამ შექმნა. ამ

პარადოქსულ მტკიცებაში გამოსჭვივის ხელოვნების ქმედითობის იდეა. ხელოვნების

ქმედითობას განაპირობებს სამყაროს მრავალფეროვნება, ის ქმნის თვალს, რომელიც

აღიქვამს სილამაზეს, ყურს, რომელიც სწვდება ბგერათა ჰარმონიას.

პასუხის ამ ვარიანტში ერთმანეთს აზრობრივად უპირისპირდება მესამე და

მეოთხე წინადადება _ თუკი ლონდონის ნისლი ტერნერის ფერწერამ შექმნა, ანუ

Page 28: ზოგადი უნარები - WordPress.com...5 როგორ იქმნება ზოგადი უნარების ტესტი ზოგადი უნარების

28

ხაზგასმულია ხელოვნების ქმედითობის იდეა, მაშინ ხელოვნების ქმედითობის

განმაპირობებელი ვერ იქნება სამყაროს მრავალფეროვნება, პირიქით, ამ პარადოქსული

მტკიცების თანახმად, სამყაროს მრავალფეროვნებას უნდა ქმნიდეს ხელოვნება.

(დ) უილიამ ტერნერი ხშირად ხატავდა ნისლიან ლონდონს, ნაწვიმარ ქუჩებს.

ოსკარ უაილდი ამტკიცებდა, რომ ლონდონის ნისლი ტერნერის ფერწერამ შექმნა. ამ

პარადოქსულ მტკიცებაში გამოსჭვივის ხელოვნების ქმედითობის იდეა. ხელოვნება

აყალიბებს სამყაროს ხედვის წესს, ის ქმნის თვალს, რომელიც აღიქვამს სილამაზეს,

ყურს, რომელიც სწვდება ბგერათა ჰარმონიას.

პასუხის ამ ვარიანტში წინადადებები (თუ წინადადების ნაწილები)

აზრობრივად ეთანხმება (არ უპირისპირდება) ერთმანეთს _ მტკიცებაში ლონდონის

ნისლი ტერნერის ფერწერამ შექმნა (და ეს მართლაც პარადოქსული მტკიცებაა), აშკარად

ჩანს ხელოვნების ქმედითობის იდეა. ამ იდეას შეესაბამება შემდეგი შეფასებაც _

ხელოვნება აყალიბებს სამყაროს ხედვის წესს, ის ქმნის თვალს, რომელიც აღიქვამს

სილამაზეს, ყურს, რომელიც სწვდება ბგერათა ჰარმონიას. ამრიგად, დავალების სწორი

პასუხია (დ).

5. სიტყვა `მარტივი~ გულისხმობს ნაწილთა არარსებობას. _____ , მარტივი _____

საზოგადოებას, რომელიც _____ საზოგადოებებს, ვიდრე თავადაა; რომელიც არა

მხოლოდ ამჟამადაა დაყვანილი _____ სეგმენტამდე, არამედ _____ მანამდე არსებული

სეგმენტაციისა.

(ა) მაშასადამე / უნდა დავარქვათ ყოველ / არ შეიცავს სხვა, იმაზე მარტივ /

ერთადერთ / არც შეიცავს არავითარ ნიშანს

(ბ) მიუხედავად ამისა / შესაძლებელია ვუწოდოთ / არ შეიცავს სხვა, იმაზე მარტივ /

ერთადერთ / არც შეიცავს არავითარ ნიშანს

(გ) მიუხედავად ამისა / შეუძლებელია დავარქვათ ყოველ / შეიცავს სხვა, იმაზე მარტივ

/ რამდენიმე / შეიცავს კიდეც უტყუარ ნიშნებს

(დ) მაშასადამე / უნდა დავარქვათ ყოველ / შეიცავს სხვა, იმაზე მარტივ / რამდენიმე /

შეიცავს კიდეც უტყუარ ნიშნებს

დავალების პირველ წინადადებაში მოცემულია ერთგვარი განმარტება სიტყვისა

`მარტივი~. მეორე წინადადება კი ამ სიტყვის გამოყენებას შეეხება. განვიხილოთ პასუხის

თითოეული ვარიანტი:

(ა) სიტყვა `მარტივი~ გულისხმობს ნაწილთა არარსებობას. მაშასადამე, მარტივი

უნდა დავარქვათ ყოველ საზოგადოებას, რომელიც არ შეიცავს სხვა, იმაზე მარტივ

საზოგადოებებს, ვიდრე თავადაა; რომელიც არა მხოლოდ ამჟამადაა დაყვანილი

ერთადერთ სეგმენტამდე, არამედ არც შეიცავს არავითარ ნიშანს მანამდე არსებული

სეგმენტაციისა.

პასუხის ამ ვარიანტში მეორე წინადადება იწყება მაკავშირებელი სიტყვით

`მაშასადამე~, რაც იმაზე მიგვანიშნებს, რომ შემდგომში მოცემული აზრი უნდა

შეესაბამებოდეს პირველ წინადადებაში მოცემულ განმარტებას. მართლაც, თუკი მარტივი

ნაწილთა არარსებობას გულისხმობს, მაშინ მარტივი უნდა დავარქვათ ყოველ

Page 29: ზოგადი უნარები - WordPress.com...5 როგორ იქმნება ზოგადი უნარების ტესტი ზოგადი უნარების

29

საზოგადოებას, რომელიც არ შეიცავს სხვა, იმაზე მარტივ საზოგადოებებს, ვიდრე

თავადაა; რომელიც ამჟამად დაყვანილია ერთადერთ სეგმენტამდე (სეგმენტი _ ნაწილი)

და მანამდე არსებული სეგმენტაციის არავითარ ნიშანს არ შეიცავს. ამრიგად, (ა) პასუხი

სწორია.

(ბ) სიტყვა `მარტივი~ გულისხმობს ნაწილთა არარსებობას. მიუხედავად ამისა,

მარტივი შესაძლებელია ვუწოდოთ საზოგადოებას, რომელიც არ შეიცავს სხვა, იმაზე

მარტივ საზოგადოებებს, ვიდრე თავადაა; რომელიც არა მხოლოდ ამჟამადაა დაყვანილი

ერთადერთ სეგმენტამდე, არამედ არც შეიცავს არავითარ ნიშანს მანამდე არსებული

სეგმენტაციისა.

პასუხის (ბ) ვარიანტში წინადადებებს შორის აზრობრივ შეუსაბამობას ქმნის

მაკავშირებელი სიტყვები `მიუხედავად ამისა~: თუკი `მარტივი~ გულისხმობს ნაწილთა

არარსებობას, მაშინ მარტივი შესაძლებელია ვუწოდოთ საზოგადოებას, რომელიც არ

შეიცავს სხვა, იმაზე მარტივ საზოგადოებებს, ვიდრე თავადაა და ა.შ. ეს წინადადებები

აზრობრივად ეთანხმება ერთმანეთს. ამიტომ მათ დასაკავშირებლად შესაძლებელია

გამოვიყენოთ სიტყვები `ამიტომ~, `მაშასადამე~, `შესაბამისად~ და არა `მიუხედავად

ამისა~.

(გ) სიტყვა `მარტივი~ გულისხმობს ნაწილთა არარსებობას. მიუხედავად ამისა,

მარტივი შეუძლებელია დავარქვათ ყოველ საზოგადოებას, რომელიც შეიცავს სხვა, იმაზე

მარტივ საზოგადოებებს, ვიდრე თავადაა; რომელიც არა მხოლოდ ამჟამადაა დაყვანილი

რამდენიმე სეგმენტამდე, არამედ შეიცავს კიდეც უტყუარ ნიშნებს მანამდე არსებული

სეგმენტაციისა.

პასუხის ამ ვარიანტშიც პირველი წინადადება მეორეს უკავშირდება სიტყვებით

`მიუხედავად ამისა~, რაც იმაზე მიგვანიშნებს, რომ შემდგომში მოცემული მსჯელობა

უნდა უპირისპირდებოდეს სიტყვის `მარტივი~ განმარტებას. მაგრამ მეორე წინადადებაში

გადმოცემული აზრი ეთანხმება ამ განმარტებას: მარტივი ნაწილთა არარსებობას

გულისხმობს, ის შეუძლებელია დავარქვათ სხვა საზოგადოებებისა თუ სეგმენტების

შემცველ საზოგადოებას. ამიტომ ამ ორი წინადადების დაკავშირება სიტყვებით

`მიუხედავად ამისა~ არასწორია.

(დ) სიტყვა `მარტივი~ გულისხმობს ნაწილთა არარსებობას. მაშასადამე, მარტივი

უნდა დავარქვათ ყოველ საზოგადოებას, რომელიც შეიცავს სხვა, იმაზე მარტივ

საზოგადოებებს, ვიდრე თავადაა; რომელიც არა მხოლოდ ამჟამადაა დაყვანილი

რამდენიმე სეგმენტამდე, არამედ შეიცავს კიდეც უტყუარ ნიშნებს მანამდე არსებული

სეგმენტაციისა.

რადგან პასუხის ამ ვარიანტში პირველი წინადადება მეორეს უკავშირდება

სიტყვით `მაშასადამე~, მეორე წინადადებაში მოცემული მსჯელობა უნდა ეთანხმებოდეს

სიტყვის `მარტივი~ განმარტებას. მარტივი შესაძლებელია (ან უნდა) დავარქვათ

საზოგადოებას, რომელიც სხვა საზოგადოებებსა თუ სეგმენტებს არ შეიცავს. მეორე

წინადადებაში კი საპირისპირო აზრია გამოთქმული _ მარტივი უნდა დავარქვათ ყოველ

საზოგადოებას, რომელიც შეიცავს სხვა, იმაზე მარტივ საზოგადოებებს, ვიდრე თავადაა,

რომელიც არა მხოლოდ ამჟამადაა დაყვანილი რამდენიმე სეგმენტამდე, არამედ შეიცავს

კიდეც უტყუარ ნიშნებს მანამდე არსებული სეგმენტაციისა.

Page 30: ზოგადი უნარები - WordPress.com...5 როგორ იქმნება ზოგადი უნარების ტესტი ზოგადი უნარების

30

ზოგადი რეკომენდაციები წინადადების შევსებისთვის:

• წინადადების შევსებისას მოსინჯეთ პასუხის ყველა ვარიანტი და მხოლოდ

ამის შემდეგ გააკეთეთ არჩევანი;

• გაითვალისწინეთ, რომ წინადადებაში ყოველი ხაზის ნაცვლად უნდა ჩასვათ

პასუხის ამა თუ იმ ვარიანტის ცალკეული ნაწილი. ეს ნაწილი შეიძლება შეიცავდეს

ერთ ან რამდენიმე სიტყვას;

• თუ სავარაუდო პასუხებიდან შეარჩევთ ისეთ ვარიანტს, რომლის ნაწილთა

წინადადებაში ჩასმით მიიღება გამართული აზრი, ეს ვარიანტი სწორ პასუხად უნდა

მიიჩნიოთ, იმ შემთხვევაშიც კი, თუ შევსებული წინადადების შინაარსი არ შეესაბამება

რეალობას, ან თქვენ არ ეთანხმებით მას.

დავალებები დამოუკიდებელი სამუშაოსთვის

1. მოდილიანის ფერწერაში _____ შეხვდებით _____ სახის გამომეტყველებას. _____ ამ

პორტრეტების დამახასიათებელი ნიშანია. _____ , რომ პორტრეტების ფონს უმეტესად

_____ კარი წარმოადგენს.

(ა) ხშირად / `იოლად წასაკითხ~ / გულჩახვეულობა / ამიტომ შემთხვევითია / მაგრად

დაკეტილი

(ბ) ხშირად / `რთულად წასაკითხ~ / გულღიაობა / თუმცა გასაკვირი არაა / ფართოდ

გაღებული

(გ) იშვიათად / `რთულად წასაკითხ~ / გულღიაობა / თუმცა გასაკვირია / ფართოდ

გაღებული

(დ) იშვიათად / `იოლად წასაკითხ~ / გულჩახვეულობა / ამიტომ შემთხვევითი არ არის

/ მაგრად დაკეტილი

2. შუა საუკუნეების დროინდელი ერთ-ერთი მემატიანე წერს, რომ ხანძარმოდებულ

ქალაქში _____ შენობათა ნგრევის _____ . ეს კიდევ ერთი არგუმენტია იმ მოსაზრების

_____ , რომ შუა საუკუნეებში გრძნობად აღქმაში სმენა _____ მხედველობა.

(ა) მასზე ყველაზე ძლიერი შთაბეჭდილება მოახდინა / ხმამ და არა თვით ხანძრის

ხილვამ / სასარგებლოდ / უფრო მნიშვნელოვან როლს ასრულებდა, ვიდრე _

(ბ) მასზე ყველაზე ძლიერი შთაბეჭდილება მოახდინა / ხილვამ და არა ნგრევის ხმამ /

საწინააღმდეგოდ / არ იყო ისე მნიშვნელოვანი, როგორც

(გ) მასზე გაცილებით ნაკლებად იმოქმედა / ხმამ, ვიდრე _ ხანძრის ხილვამ /

საწინააღმდეგოდ / ნაკლები მნიშვნელობისა იყო, ვიდრე _

(დ) მასზე გაცილებით ნაკლებად იმოქმედა / ხილვამ, ვიდრე _ ნგრევის ხმამ /

სასარგებლოდ / არ იყო ისე მნიშვნელოვანი, როგორც

Page 31: ზოგადი უნარები - WordPress.com...5 როგორ იქმნება ზოგადი უნარების ტესტი ზოგადი უნარების

31

3. ტერმინი `მიბაძვა~ ხელოვნებაში სხვადასხვაგვარად ესმოდათ. ამჟამად ყოველი

შემოქმედი _____ წარმოაჩინოს _____ . რენესანსის ეპოქაში მწერლობისა და

ხელოვნების წარმომადგენლებთან _____ შეიმჩნეოდა _ ისინი სიამაყით აცხადებდნენ,

რომ _____ ანტიკურობის საუკეთესო ნიმუშებს.

(ა) ნაკლებადაა დაინტერესებული / საკუთარი თვითმყოფადობა და უარყოს `წინაპართა~

გავლენა / ანალოგიური ტენდენცია / არ ბაძავდნენ

(ბ) განსაკუთრებით დაინტერესებულია / საკუთარი თვითმყოფადობა, ისევე, როგორც

`წინაპართა~ გავლენა საკუთარ შემოქმედებაზე / საპირისპირო ტენდენცია /

ბაძავდნენ

(გ) განსაკუთრებით დაინტერესებულია / საკუთარი თვითმყოფადობა და უარყოს

`წინაპართა~ გავლენა / საპირისპირო ტენდენცია / ბაძავდნენ

(დ) ნაკლებადაა დაინტერესებული / საკუთარი მიმბაძველობა, ისევე, როგორც

`წინაპართა~ გავლენა საკუთარ შემოქმედებაზე / ანალოგიური ტენდენცია /

ბაძავდნენ

4. როცა ვსაუბრობთ _____ , მაშინ ხომ _____ , როგორც მის ზღვარს. ამიტომ როცა ეს

_____ მოგვევლინება, მაშინ მისტიფიკაციად _____ მივიჩნიოთ ის, რაც მოხდა.

(ა) შესაძლებელზე / თავისთავად ვგულისხმობთ შეუძლებელსაც / შეუძლებელი / არ

უნდა

(ბ) შეუძლებელზე / ყოველთვის გამოვრიცხავთ შესაძლებელს / შესაძლებელი / არ უნდა

(გ) შესაძლებელზე / არასოდეს გამოვრიცხავთ შეუძლებელს / შეუძლებელი / უნდა

(დ) შეუძლებელზე / ყოველთვის ვგულისხმობთ შესაძლებელსაც / შესაძლებელი / უნდა

5. ერთი მხრივ, წარსულიდან მომავლისკენ და, მეორე მხრივ, მომავლიდან წარსულისკენ

მიმართული მზერა _____ დაკვირვების ობიექტს. თუ მზერა წარსულიდან

მომავლისკენაა მიმართული, აწმყოს _____ ერთობლიობად აღვიქვამთ. _____ როცა

წარსულისკენ ვიხედებით, _____ .

(ა) არ ცვლის / განსხვავებული ფაქტების / ასევე, / თანაბრად მოსალოდნელ

შესაძლებლობათა მთელ ჯაჭვს ვხედავთ

(ბ) სრულიად ცვლის / თანაბრად მოსალოდნელ შესაძლებლობათა / მაგრამ / რეალობას

ფაქტის სტატუსი ენიჭება

(გ) არ ცვლის / თანაბრად მოსალოდნელ შესაძლებლობათა / მაგრამ / განსხვავებულ

შესაძლო შემთხვევათა ჯაჭვს ვხედავთ

(დ) სრულიად ცვლის / განსხვავებული ფაქტების / ასევე, / რეალობას ფაქტის სტატუსი

ენიჭება

Page 32: ზოგადი უნარები - WordPress.com...5 როგორ იქმნება ზოგადი უნარების ტესტი ზოგადი უნარების

32

6. საერთაშორისო ურთიერთობათა სისტემაში ძალთა წონასწორობის კონცეფციის

ფუნქციაა _____ შენარჩუნება. _____ ძალთა წონასწორობა ამ სისტემაში ყოველთვის

_____ არ გულისხმობს. ეს იქიდანაც ჩანს, რომ სახელმწიფოები _____ ძალთა

წონასწორობის აღსადგენად.

(ა) მშვიდობის და, შესაბამისად, არსებული სისტემის / თუმცა / ომს / მშვიდობას

იცავენ

(ბ) არა მშვიდობის, არამედ თავად სისტემის / ამიტომ / მშვიდობას / ომს მიმართავენ

ხოლმე

(გ) არა საომარი მდგომარეობის აღკვეთა, არამედ მშვიდობის / ამიტომ / მშვიდობას /

ომს თავს არიდებენ

(დ) საომარი მდგომარეობის აღკვეთა და, შესაბამისად, მშვიდობის / თუმცა / ომს / ომს

მიმართავენ ხოლმე

7. თეოფრასტეს აზრით, ____ განცხრომის სურვილთან წილნაყარი შეცოდება, ____

სიმწარესთან წილნაყარი დანაშაული. პირველ შემთხვევაში შემცოდე ____ სათამაშოდ

ქცეული, მეორეში კი, პირიქით, შემცოდე ____ , რომელსაც სწორედ ეს უსამართლობა

____ .

(ა) უფრო მეტი გმობის ღირსია / ვიდრე _ / თვითონ ისწრაფვის უსამართლობისკენ,

საკუთარი ვნებების / უსამართლობის მსხვერპლს უფრო ჰგავს / აღუძრავს რისხვას

(ბ) უფრო მეტი გმობის ღირსია / ვიდრე _ / განიცდის უსამართლობას, სხვათა ნება-

სურვილის / თავად არის უსამართლობის ჩამდენი / აქცევს მსხვერპლად

(გ) თანაბრად დასაგმობია როგორც / ასევე / თავად განიცდის უსამართლობას, სხვათა

ნება-სურვილის / უსამართლობის მსხვერპლს უფრო ჰგავს / აღუძრავს რისხვას

(დ) თანაბრად დასაგმობია როგორც / ასევე / თვითონ ისწრაფვის უსამართლობისკენ,

საკუთარი ვნებების / თვითონ არის უსამართლობის ჩამდენი / აქცევს მსხვერპლად

Page 33: ზოგადი უნარები - WordPress.com...5 როგორ იქმნება ზოგადი უნარების ტესტი ზოგადი უნარების

33

ლოგიკა

ლოგიკის ბლოკის დავალებებით მოწმდება არსებული მონაცემების (წანამძღვრების)

საფუძველზე დასკვნის* სწორად გამოტანისა და არგუმენტირების, აგრეთვე, გარკვეული

ფაქტების ასახსნელად შემოთავაზებული ვარაუდების შეფასების უნარი. დავალებები

მრავალგვარი ფორმითაა წარმოდგენილი და მოითხოვს სხვადასხვა ლოგიკური

ოპერაციის შესრულებას.

ტესტში ლოგიკის ბლოკის დავალებებს ახლავს ამგვარი ინსტრუქცია:

ამ სახის დავალებები განსხვავდება ერთმანეთისგან წინასწარი მონაცემებისა და

გამოსატანი დასკვნების თვალსაზრისით. ამიტომ განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ

შეკითხვას, რომელიც ახლავს თითოეულ დავალებას და მოცემული ვარიანტებიდან

აირჩიეთ შესაბამისი პასუხი.

ზოგიერთ შეკითხვაზე პასუხის გაცემას გაგიადვილებთ მონაცემების გამოსახვა

ნახაზის ან დიაგრამის ფორმით.

ლოგიკის ბლოკში სამი ტიპის დავალებებია:

1. დავალებები, რომლებიც ობიექტთა ჯგუფებს (სიმრავლეებს), ასევე, დებულებებს

შორის მიმართებებს ეხება;

2. დავალებები, რომლებშიც ძირითადი აქცენტი ობიექტებს შორის სივრცით

მიმართებებზეა გადატანილი;

3. დავალებები, რომლებშიც გარკვეული პირობების გათვალისწინებით უკვე

გამოტანილია დასკვნები ან გამოთქმულია ვარაუდები, და საჭიროა მათი

განმამტკიცებელი თუ უარმყოფელი/დამრღვევი არგუმენტების მოძიება.

დავალებებში მონაცემები წარმოდგენილია დებულებების (წანამძღვრების) სახით.

დებულებებში მოცემულ ობიექტებს გარკვეული თვისებები მიეწერება, მაგ.: ყველა

ლიმონი ყვითელია. ლიმონი ამ შემთხვევაში ობიექტია, ყვითელი თვისებაა. თვისებები

ძალზე მრავალფეროვანია, მაგ.: `მაღალია~, `უყვარს მარწყვი~, `დადის თეატრში~,

`ხმამაღლა ყეფს~ და ა.შ.

დავალებებში ზოგჯერ შეგხვდებათ ისეთი მონაცემები, რომლებიც არ შეესატყვისება

სინამდვილეს, არაა ჭეშმარიტი. მაგ.: `მხოლოდ ჟირაფებს აქვთ ფრთები~, ან `ყველა

სევდიანი ადამიანი იცინის~. მაგრამ თქვენი ამოცანაა, იპოვოთ ის ერთადერთი პასუხი,

რომელიც ლოგიკურად გამომდინარეობს წანამძღვრებიდან, და არა ის, რომელიც

რეალობას მეტად შეესატყვისება. ამიტომ დავალების შესრულებისას ნუ დაეყრდნობით

საკუთარ გამოცდილებასა თუ ცოდნას, რომელიც დავალების პირობაში მოცემულ

სიტუაციას უკავშირდება; ლოგიკური მსჯელობა ააგეთ მხოლოდ დავალების მონაცემებზე

(წანამძღვრებზე) დაყრდნობით და შემდეგ აირჩიეთ პასუხი.

*კრებულში გამოყენებულ ცნებებს - მონაცემი და დასკვნა - სამეცნიერო ტერმინოლოგიაში შეესაბამება

წანამძღვარი და დანასკვი.

Page 34: ზოგადი უნარები - WordPress.com...5 როგორ იქმნება ზოგადი უნარების ტესტი ზოგადი უნარების

34

ნიმუშები და განმარტებები:

1. მოცემულია:

• ყველაფერი, რაც ბრწყინავს, ოქრო არ არის.

ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელ დებულებას აქვს იგივე შინაარსი, რაც

მოცემულს?

(ა) არსებობს ისეთი ოქრო, რომელიც არ ბრწყინავს

(ბ) რაც ოქრო არ არის, არ ბრწყინავს

(გ) ზოგიერთი რამ, რაც ბრწყინავს, არ არის ოქრო

(დ) რაც ბრწყინავს, არ არის ოქრო

მოცემულ დებულებაში საუბარია ობიექტთა ორ ჯგუფზე: 1. ყველაფერი, რაც

ბრწყინავს და 2. ყველაფერი, რაც არის ოქრო. დებულების თანახმად, ამ ჯგუფებს

შორის შემდეგი მიმართებაა: პირველი ჯგუფი (მბრწყინავი ობიექტები) მოიცავს ისეთ

ობიექტებს (ერთს მაინც), რომლებიც არ მიეკუთვნება მეორე ჯგუფს (ოქროს ობიექტებს),

ანუ არსებობს ერთი მაინც ობიექტი, რომელიც მიეკუთვნება პირველ (მბრწყინავი

ობიექტების) ჯგუფს და არ მიეკუთვნება მეორე (ოქროს ობიექტების) ჯგუფს.

დავალების შესასრულებლად განვიხილოთ პასუხის თითოეული ვარიანტი:

(ა) არსებობს ისეთი ოქრო, რომელიც არ ბრწყინავს.

ამ დებულებით ნათქვამია, რომ არსებობს ერთი მაინც ისეთი ობიექტი, რომელიც

მიეკუთვნება ოქროს ობიექტების ჯგუფს და არ მიეკუთვნება მბრწყინავი ობიექტების

ჯგუფს. ეს კი განსხვავდება დავალებაში მოცემული დებულების შინაარსისგან და,

შესაბამისად, პასუხის ეს ვარიანტი არასწორია.

(ბ) რაც ოქრო არ არის, არ ბრწყინავს.

ამ დებულების მიხედვით, თუ ობიექტი არ მიეკუთვნება ოქროს ობიექტების

ჯგუფს, ის არც მბრწყინავ ობიექტთა ჯგუფს მიეკუთვნება, რაც იმას ნიშნავს, რომ

ყველაფერი, რაც ბრწყინავს, ოქროა. ეს ეწინააღმდეგება დავალებაში მოცემულ

დებულებას. შესაბამისად, პასუხის ეს ვარიანტი არასწორია.

(გ) ზოგიერთი რამ, რაც ბრწყინავს, არ არის ოქრო.

ამ დებულებით ნათქვამია, რომ არსებობს ისეთი ობიექტები (ერთი მაინც),

რომლებიც ბრწყინავს, მაგრამ ოქრო არ არის, ანუ მბრწყინავ ობიექტთა ჯგუფი მოიცავს

ისეთ ობიექტებს (ერთს მაინც), რომლებსაც არ მოიცავს ოქროს ობიექტების ჯგუფი. ეს

კი იგივეა, რაც დავალებაში მოცემული დებულების შინაარსი და, შესაბამისად, პასუხის

ეს ვარიანტი სწორია.

(დ) რაც ბრწყინავს, არ არის ოქრო.

ამ დებულებით ნათქვამია, რომ თუ ობიექტი მიეკუთვნება მბრწყინავი ობიექტების

ჯგუფს, მაშინ ის არ მიეკუთვნება ოქროს ობიექტების ჯგუფს, ანუ პირველ და მეორე

ჯგუფებს არც ერთი საერთო ობიექტი არ აქვთ. ხოლო მოცემულობა არ გამორიცხავს

იმას, რომ ამ ჯგუფებს საერთო ობიექტი ჰქონდეთ. შესაბამისად, ამ დებულებას

მოცემული დებულებისგან განსხვავებული შინაარსი აქვს და პასუხის ეს ვარიანტი

არასწორია.

Page 35: ზოგადი უნარები - WordPress.com...5 როგორ იქმნება ზოგადი უნარების ტესტი ზოგადი უნარების

35

3. მოცემულია:

• ყველა ბიჭს, რომელსაც აქვს შავი თმა, აცვია ჯინსი;

• ყოველი გოგონა თუ ბიჭი, რომელსაც ჯინსი აცვია, უკრავს გიტარაზე.

დავუშვათ, ეს ორი დებულება ჭეშმარიტია. რომელი დასკვნა გამომდინარეობს

მათგან აუცილებლად?

(ა) ბიჭებს, რომლებიც უკრავენ გიტარაზე, აქვთ შავი თმა

(ბ) გოგონებს, რომლებიც უკრავენ გიტარაზე, აცვიათ ჯინსი

(გ) ბიჭები, რომლებსაც აქვთ შავი თმა, უკრავენ გიტარაზე

(დ) გოგონები, რომლებსაც არ აცვიათ ჯინსი, არ უკრავენ გიტარაზე

უპირველეს ყოვლისა, ყურადღება მივაქციოთ, რომ მეორე წანამძღვარი

ფაქტობრივად არის ორი წინადადების ერთიანობა: `ყველა ბიჭი, რომელსაც აცვია ჯინსი,

უკრავს გიტარაზე~ და `ყველა გოგონა, რომელსაც აცვია ჯინსი, უკრავს გიტარაზე~.

შესაბამისად, დავალებაში გვაქვს სამი წანამძღვარი:

1. ყველა ბიჭს, რომელსაც აქვს შავი თმა, აცვია ჯინსი;

2. ყველა ბიჭი, რომელსაც აცვია ჯინსი, უკრავს გიტარაზე;

3. ყველა გოგონა, რომელსაც აცვია ჯინსი, უკრავს გიტარაზე.

სამივე წანამძღვარსა და პასუხის ვარიანტებში საუბარია ობიექტთა შემდეგ

სიმრავლეებზე: შავთმიან ბიჭებზე, ჯინსიან ბიჭებზე, ბიჭებზე, რომლებიც გიტარაზე

უკრავენ, ჯინსიან გოგონებზე და გოგონებზე, რომლებიც გიტარაზე უკრავენ.

პირველი წანამძღვრის მიხედვით, თუკი ბიჭს აქვს შავი თმა, მას აუცილებლად

აცვია ჯინსი. მაგრამ აქ არაფერია ნათქვამი იმის შესახებ, ჯინსი მხოლოდ შავთმიან

ბიჭებს აცვიათ თუ სხვებსაც. თუ შავთმიანი ბიჭებისა და ჯინსიანი ბიჭების

სიმრავლეებს წრეებით გამოვსახავთ, შავთმიანი ბიჭების აღმნიშვნელი წრე ჯინსიანი

ბიჭების აღმნიშვნელ წრეში ჩაიხაზება ან დაემთხვევა მას.

დიაგრამა 1 დიაგრამა 2

ზუსტად ასევე, მეორე წანამძღვრის მიხედვით, თუკი ბიჭს აცვია ჯინსი, იგი

აუცილებლად უკრავს გიტარაზე. მაგრამ აქ არაფერია ნათქვამი იმის შესახებ, გიტარაზე

მხოლოდ ჯინსიანი ბიჭები უკრავენ, თუ _ სხვებიც. შესაბამისად, იმ ბიჭების სიმრავლის

აღმნიშვნელი წრე, რომლებიც უკრავენ გიტარაზე,

შეიძლება მოიცავდეს ჯინსიანი ბიჭების

აღმნიშვნელ წრეს ან ემთხვეოდეს მას.

პირველი ორი წანამძღვრის მიხედვით,

დიაგრამა ბიჭებისათვის ასეთ სახეს მიიღებს:

დიაგრამა 3

Page 36: ზოგადი უნარები - WordPress.com...5 როგორ იქმნება ზოგადი უნარების ტესტი ზოგადი უნარების

36

მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ საშუალო წრე შეიძლება ემთხვეოდეს პატარას,

ხოლო დიდი _ საშუალოს, ანუ შესაძლებელია სამივე წრე ერთმანეთს ემთხვეოდეს.

გოგონებისათვის დიაგრამა უფრო მარტივია, რადგან გოგონებს მხოლოდ მესამე

წანამძღვარი ეხება: ყველა ჯინსიანი გოგონა უკრავს გიტარაზე; ამავე დროს, ეს

წანამძღვარი არაფერს გვაუწყებს იმის შესახებ, ჯინსიანი გოგონების გარდა სხვა

გოგონებიც უკრავენ თუ არა გიტარაზე. შესაბამისად, დიაგრამა ასეთი სახის იქნება:

დიაგრამა 4

ამ დავალების შესრულება გულისხმობს მოცემულობის სამივე ნაწილის შეჯერებას

და ამის საფუძველზე დასკვნის გამოტანას.

აგებული დიაგრამების მიხედვით განვიხილოთ პასუხების შესაძლო ვარიანტები:

(ა) ბიჭებს, რომლებიც უკრავენ გიტარაზე, აქვთ შავი თმა.

მე-3 დიაგრამიდან ჩანს, რომ იმ ბიჭების სიმრავლე, რომლებიც უკრავენ გიტარაზე,

შეიძლება უფრო ფართო იყოს, ვიდრე შავთმიანი ბიჭებისა. მიუხედავად იმისა, რომ

ყველა შავთმიანი ბიჭი უკრავს გიტარაზე, ყველა ბიჭს, რომელიც უკრავს გიტარაზე,

შეიძლება არ ჰქონდეს შავი თმა. პასუხის ეს ვარიანტი არაა სწორი.

(ბ) გოგონებს, რომლებიც უკრავენ გიტარაზე, აცვიათ ჯინსი.

მე-4 დიაგრამიდან ჩანს, რომ იმ გოგონათა სიმრავლე, რომლებიც უკრავენ

გიტარაზე, შეიძლება უფრო ფართო იყოს, ვიდრე ჯინსიანი გოგონებისა. შესაბამისად,

აუცილებელი არაა, რომ გოგონებს, რომლებიც უკრავენ გიტარაზე, ეცვათ ჯინსი. პასუხის

ეს ვარიანტიც არაა სწორი.

(გ) ბიჭები, რომლებსაც აქვთ შავი თმა, უკრავენ გიტარაზე.

მე-3 დიაგრამიდან ჩანს, რომ შავთმიანი ბიჭების წრე იმ ბიჭების წრეშია

მოქცეული, რომლებიც გიტარაზე უკრავენ, ე. ი. ყველა შავთმიანი ბიჭი აუცილებლად

უკრავს გიტარაზე. პასუხის ეს ვარიანტი სწორია.

(დ) გოგონები, რომლებსაც არ აცვიათ ჯინსი, არ უკრავენ გიტარაზე.

მე-4 დიაგრამიდან ჩანს, რომ იმ გოგონათა სიმრავლე, რომლებიც უკრავენ

გიტარაზე, შეიძლება უფრო ფართო იყოს, ვიდრე ჯინსიანი გოგონებისა. შესაბამისად,

არაა გამორიცხული, რომ გოგონა, რომელსაც არ აცვია ჯინსი, უკრავდეს გიტარაზე.

პასუხის ეს ვარიანტი არაა სწორი.

Page 37: ზოგადი უნარები - WordPress.com...5 როგორ იქმნება ზოგადი უნარების ტესტი ზოგადი უნარების

37

4. მოცემულია ორი დებულება:

• დოღი სასიამოვნო სანახაობაა;

• ზოგადად, ცხენების ჭენება სასიამოვნო სანახაობაა.

მაშასადამე, შეიძლება დავასკვნათ:

არაბული ჯიშის ცხენების დოღი სასიამოვნო სანახაობაა.

ეს დასკვნა:

(ა) გამომდინარეობს მხოლოდ ერთობლივად ორივე დებულებიდან

(ბ) გამომდინარეობს თითოეული დებულებიდან ცალ-ცალკე

(გ) გამომდინარეობს მხოლოდ ერთი რომელიმე დებულებიდან

(დ) არ გამომდინარეობს მოცემული დებულებებიდან

პირველი დებულების თანახმად, დოღი სასიამოვნო სანახაობაა. ეს ეხება, ზოგადად,

ყოველგვარ დოღს. ამიტომ შეუძლებელია დოღის კერძო შემთხვევა _ არაბული ჯიშის

ცხენების დოღი _ არ იყოს სასიამოვნო სანახაობა. ამგვარად, დასკვნა _ არაბული ჯიშის

ცხენების დოღი სასიამოვნო სანახაობაა _ გამომდინარეობს პირველი დებულებიდან.

მეორე დებულების მიხედვით, ზოგადად, ცხენების ჭენება სასიამოვნო სანახაობაა.

ვინაიდან დოღი არის ცხენების ჭენება (კონკრეტული მიზნით _ გამარჯვებულის

გამოსავლენად), ხოლო ცხენების სიმრავლე მოიცავს არაბულ ცხენებსაც, ამიტომ

არაბული ცხენების დოღიც სასიამოვნო სანახაობაა. მაშასადამე, ზემომოყვანილი დასკვნა

გამომდინარეობს მეორე დებულებიდანაც.

როგორც ვხედავთ, დავალებაში წარმოდგენილი დასკვნა გამომდინარეობს

მოცემულობის როგორც პირველი, ასევე მეორე დებულებიდან (ორივე დებულებიდან

ცალ-ცალკე). თუ დასკვნა გამომდინარეობს პირველი ან მეორე დებულებიდან, ის

გამომდინარეობს ორივედანაც, თუმცა ორივე დებულება არაა აუცილებელი ამ დასკვნის

გამოსატანად. შესაბამისად, სწორი არაა (ა) პასუხი, რომლის თანახმად, ეს დასკვნა

გამომდინარეობს მხოლოდ ერთობლივად ორივე დებულებიდან.

ამრიგად, სწორია (ბ) პასუხი.

Page 38: ზოგადი უნარები - WordPress.com...5 როგორ იქმნება ზოგადი უნარების ტესტი ზოგადი უნარების

38

5. მოცემულია:

• თუ იადონს რაიმე სიამოვნებს, ის კარგად გალობს;

• იადონს სიამოვნებს, როდესაც ცისარტყელას ხედავს.

ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელი დებულება გამომდინარეობს ამ

წანამძღვრებიდან?

(ა) თუ იადონი ცისარტყელას ვერ ხედავს, კარგად ვერ გალობს

(ბ) თუ იადონი კარგად გალობს, ის ცისარტყელას ხედავს

(გ) თუ იადონი კარგად არ გალობს, ის ცისარტყელას ვერ ხედავს

(დ) თუ იადონი კარგად გალობს, მას რაღაც სიამოვნებს

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, შეკითხვა _ ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელი

დებულება გამომდინარეობს ამ წანამძღვრებიდან? _ იგივეა, რაც შეკითხვა: რომელი

დებულებაა აუცილებლად ჭეშმარიტი დავალების მოცემულობის განხორციელების

შემთხვევაში? სხვა სიტყვებით, რომელი დებულება არ შეიძლება იყოს მცდარი, თუკი

წანამძღვრები (ე. ი. მონაცემები) ჭეშმარიტია?

პირველი წანამძღვრის თანახმად, იადონი კარგად გალობს, როდესაც მას რაიმე

სიამოვნებს (თუმცა ამით არ გამოირიცხება, რომ ის შეიძლება კარგად გალობდეს სხვა

შემთხვევებშიც). ხოლო მეორე წანამძღვრის თანახმად, ცისარტყელას დანახვა

იადონისთვის სასიამოვნოა. ამრიგად, წანამძღვრების შინაარსი შეგვიძლია ასე

წარმოვადგინოთ: თუ იადონი ცისარტყელას ხედავს, მას ეს სიამოვნებს (თუ პირველი,

მაშინ მეორე), ხოლო როცა მას რაღაც სიამოვნებს, ის კარგად გალობს (თუ მეორე, მაშინ

მესამე). აქედან კი გამომდინარეობს დებულება: თუ იადონი ცისარტყელას ხედავს, ის

კარგად გალობს (თუ პირველი, მაშინ მესამე). მაშასადამე, შეუძლებელია, იადონი

ცისარტყელას ხედავდეს და კარგად არ გალობდეს, რაც, თავის მხრივ, იმას ნიშნავს,

რომ თუ იადონი კარგად არ გალობს, მაშინ ის ცისარტყელას ვერ ხედავს. ამრიგად,

სწორი პასუხია (გ).

ახლა სხვა პასუხები განვიხილოთ. იმის ნათელსაყოფად, რომ ეს დებულებები არ

გამომდინარეობს მოცემული წანამძღვრებიდან, უნდა ვაჩვენოთ, რომ ისინი შეიძლება

მცდარი იყოს მაშინ, როდესაც ორივე წანამძღვარი ჭეშმარიტია.

დავუშვათ, რომ ორივე წანამძღვარი ჭეშმარიტია, და ვნახოთ, შეიძლება თუ არა

ასეთ შემთხვევაში მცდარი იყოს (ა), (ბ) და (დ) დებულებები. ზემოთ უკვე ვთქვით, რომ

პირველი წანამძღვარი არ გამორიცხავს იადონის კარგად გალობას იმ შემთხვევებშიც,

როცა მას არაფერი სიამოვნებს; ასევე, მეორე წანამძღვარი არ გამორიცხავს იმას, რომ

იადონს ცისარტყელას ყურების გარდა კიდევ სხვა რამ სიამოვნებდეს. მაშასადამე,

წანამძღვრების ჭეშმარიტება არ გამორიცხავს შემდეგ ორ შემთხვევას: 1. იადონი

ცისარტყელას ვერ ხედავს, მაგრამ რაღაც სხვა სიამოვნებს და კარგად გალობს; 2.

იადონი ცისარტყელას ვერ ხედავს, არც სხვა რამ სიამოვნებს და მაინც კარგად გალობს.

ორივე შემთხვევაში მცდარია (ა) და (ბ) დებულებები და, მაშასადამე, (ა) და (ბ) პასუხები

სწორი არ არის. მეორე შემთხვევაში მცდარია (დ) დებულება და, მაშასადამე, არც (დ)

პასუხია სწორი.

Page 39: ზოგადი უნარები - WordPress.com...5 როგორ იქმნება ზოგადი უნარების ტესტი ზოგადი უნარების

39

6. მოცემულია:

თუ დიმიტრი ფილმს გადაიღებს სოციალურ თემაზე და კინომცოდნეთა მოწონებას

დაიმსახურებს, ამ ფილმის პრემიერა რომის კინოფესტივალზე მოეწყობა;

თუ დიმიტრის ფილმს პირველად რომის კინოფესტივალზე აჩვენებენ, მაშინ

დიმიტრი მიიღებს დაფინანსებას დოკუმენტური ფილმის გადასაღებად და მას

არქივში მუშაობის უფლებასაც მისცემენ.

გარკვეული პერიოდის შემდეგ აღმოჩნდა, რომ დიმიტრიმ არქივში მუშაობის

უფლება ვერ მიიღო.

დავუშვათ, ეს მონაცემები ჭეშმარიტია. მაშინ ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელი

დებულებაა აუცილებლად ჭეშმარიტი?

(ა) დიმიტრიმ არ გადაიღო ფილმი სოციალურ თემაზე

(ბ) დიმიტრის მიერ გადაღებულმა ფილმმა კინომცოდნეთა მოწონება ვერ დაიმსახურა

(გ) დიმიტრიმ არ გადაიღო ფილმი სოციალურ თემაზე ან მისმა ფილმმა კინომცოდნეთა

მოწონება ვერ დაიმსახურა

(დ) რომის კინოფესტივალზე მხოლოდ იმ ფილმებს უჩვენებენ, რომლებიც სოციალურ

პრობლემებს ეხება

თავიდანვე შევნიშნოთ, რომ პასუხი (დ) სწორი არ არის. მართლაც, რომის

კინოფესტივალზე საჩვენებელი ფილმების თემატიკის შესახებ საუბარია დავალების

მხოლოდ პირველ წანამძღვარში, რომლის თანახმად, ამ ფესტივალზე უჩვენებენ

სოციალურ თემებზე გადაღებულ ფილმებს; თუმცა მასში არაფერია ნათქვამი იმაზე, რომ

ფესტივალი მხოლოდ ასეთი ფილმების ჩვენებით იფარგლება. მაშასადამე, დავალება არ

გვაწვდის საკმარის ინფორმაციას ამასთან დაკავშირებით.

დავალების მოცემულობაში ნათქვამია, რომ დიმიტრის არ მისცეს არქივში

მუშაობის უფლება. აქედან გამომდინარეობს, რომ დიმიტრის ფილმი პირველად რომის

კინოფესტივალზე არ უჩვენებიათ. მართლაც, დიმიტრის ფილმი რომის კინოფესტივალზე

რომ ეჩვენებინათ, მაშინ ის, მეორე წანამძღვრის თანახმად, მიიღებდა დაფინანსებას

დოკუმენტური ფილმის გადასაღებად და არქივში მუშაობის უფლებას. ეს კი არ მოხდა.

რადგან დიმიტრის ფილმის პრემიერა რომის კინოფესტივალზე არ გაიმართა,

ამიტომ უნდა დავასკვნათ, რომ მცდარია დებულება*: დიმიტრიმ ფილმი სოციალურ

თემაზე გადაიღო და კინომცოდნეთა მოწონება დაიმსახურა (იხ. პირველი წანამძღვარი).

ეს დებულება ორი ნაწილისაგან, ორი დაქვემდებარებული დებულებისგან შედგება და

რადგანაც ის მთლიანობაში მცდარია, მცდარია მისი ერთი ნაწილი, ან მცდარია მეორე

ნაწილი, ანდა მცდარია ორივე. სხვა სიტყვებით: მისი ერთი ნაწილი მაინც აუცილებლად

მცდარია; ანუ დიმიტრის სოციალურ თემაზე ფილმი არ გადაუღია ან მისმა ფილმმა

კინომცოდნეთა მოწონება ვერ დაიმსახურა. ეს კი იგივე დებულებაა, რომელიც პასუხის

(გ) ვარიანტშია მოცემული.

*თუ რომელიმე დებულება მცდარია, მაშინ მისი უარმყოფელი დებულება არის ჭეშმარიტი, და, პირიქით

(უარყოფაზე მიუთითებს სიტყვები „არ“, „ვერ“ და ა. შ.). მაგალითად, თუ მცდარია „დიმიტრიმ ფილმი

სოციალურ თემაზე გადაიღო“, მაშინ ჭეშმარიტია „დიმიტრის ფილმი სოციალურ თემაზე არ გადაუღია“,

და პირიქით.

Page 40: ზოგადი უნარები - WordPress.com...5 როგორ იქმნება ზოგადი უნარების ტესტი ზოგადი უნარების

40

ამრიგად, (გ) პასუხში ასახული დებულება აუცილებლად ჭეშმარიტია, თუკი

ჭეშმარიტია დავალების მონაცემები; მაგრამ იმისთვის, რომ (გ) სწორ პასუხად

მივიჩნიოთ, უნდა დავასაბუთოთ, რომ დანარჩენი პასუხები არ არის აუცილებლად

ჭეშმარიტი (ე. ი. თითოეული მათგანი შეიძლება მცდარი იყოს).

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მცდარია დებულება: დიმიტრიმ ფილმი სოციალურ

თემაზე გადაიღო და კინომცოდნეთა მოწონება დაიმსახურა. თუმცა აქ არაა

დაზუსტებული, ამ დებულების რომელი ნაწილია მცდარი და რომელი _ არა. შეიძლება

დიმიტრიმ გადაიღო ფილმი სოციალურ თემაზე, მაგრამ ვერ დაიმსახურა კინომცოდნეთა

მოწონება (მცდარია (ა) პასუხი); შესაძლებელია, აგრეთვე, რომ დიმიტრიმ ფილმი არა

სოციალურ, არამედ სხვა თემაზე გადაიღო და ამ ფილმმა კინომცოდნეთა მოწონება

დაიმსახურა (მცდარია (ბ) პასუხი).

ამრიგად, სწორი პასუხია (გ).

7. მეგობრები _ ანა, ვერიკო, თინა და ლია მაგიდას ირგვლივ უსხედან (არა

აუცილებლად ამ თანმიმდევრობით). ცნობილია, რომ მათ შორის ერთი ყველაზე

მაღალია, ერთი _ ყველაზე ჭკვიანი, ერთი _ ყველაზე ხალისიანი, ერთი კი – ყველაზე

დინჯი.

ასევე მოცემულია, რომ:

თინას ერთ მხარეს უზის ყველაზე ჭკვიანი მეგობარი, მეორე მხარეს _ ვერიკო;

ყველაზე ხალისიანის პირდაპირ ზის ანა;

ვერიკო არაა ყველაზე ხალისიანი.

აღნიშნული ოთხი თვისებიდან რომელი ახასიათებს ლიას?

(ა) ყველაზე მაღალი

(ბ) ყველაზე ჭკვიანი

(გ) ყველაზე ხალისიანი

(დ) ყველაზე დინჯი

ამ დავალების შესასრულებლად თვალსაჩინოდ უნდა

წარმოვიდგინოთ მასში მოცემული სიტუაცია. ამისათვის

მიზანშეწონილია ნახაზის გამოყენება.

ანა, ვერიკო, თინა და ლია სქემატურად წერტილებით

აღვნიშნოთ. ვინაიდან დავალების მოცემულობაში ლიას შესახებ არაფერია ნათქვამი, მისი

მახასიათებლის დადგენა უნდა ვცადოთ სხვა პერსონაჟების შესახებ არსებული

ინფორმაციის საფუძველზე.

საზოგადოდ, ამ ტიპის დავალებათა შესრულებისას აუცილებელია განვსაზღვროთ

მონაცემები, რომლებიც უეჭველად მართებულია, და მათზე დაყრდნობით გავაკეთოთ

უეჭველად მართებული დასკვნები.

Page 41: ზოგადი უნარები - WordPress.com...5 როგორ იქმნება ზოგადი უნარების ტესტი ზოგადი უნარების

41

მოცემულობაში ინფორმაცია პირველად თინას შესახებ

გვეძლევა, ანუ თინა ჩვენთვის პირველი ორიენტირია. ამიტომ

შეგვიძლია მას მოცემული ოთხი წერტილიდან ნებისმიერი

მივაკუთვნოთ.

მოცემულობის მიხედვით, თინას ერთ მხარეს უზის ყველაზე ჭკვიანი მეგობარი,

მეორე მხარეს კი _ ვერიკო.

ამგვარად, დანამდვილებით შეიძლება ვთქვათ, რომ არც ვერიკო და არც თინა არ

არიან ყველაზე ჭკვიანები.

დავალებაში ასევე მოცემულია, რომ ყველაზე

ხალისიანის პირდაპირ ზის ანა, და ეს ყველაზე

ხალისიანი არაა ვერიკო, ე. ი. ანა არ ზის

ვერიკოს პირდაპირ. ნახაზზე კი ჩანს, რომ

ყველაზე ჭკვიანი ისაა, ვინც სწორედ ვერიკოს

პირდაპირ ზის.

მაშასადამე, ანა არაა ყველაზე ჭკვიანი.

თუ არც ანა, არც ვერიკო და არც თინა არ არიან ყველაზე ჭკვიანები, მაშინ

ყველაზე ჭკვიანი ლია ყოფილა. შესაბამისად სწორი პასუხია (ბ).

8. ოთხი ყუთიდან თითოეულში დევს ერთი წითელი და ერთი მწვანე ბურთი. ოთხივე

ყუთი, ოთხივე წითელი და ოთხივე მწვანე ბურთი დანომრილია რიცხვებით 1, 2, 3 და

4. თითოეული ყუთისა და მასში მოთავსებული ორი ბურთის ნომრები (ე. ი. სამივე

ნომერი) განსხვავდება ერთმანეთისგან. გარდა ამისა მოცემულია:

• #1 ყუთში მოთავსებული წითელი ბურთის ნომერი ემთხვევა #2 ყუთში

მოთავსებული მწვანე ბურთის ნომერს

• #2 წითელი და #1 მწვანე ბურთები ერთსა და იმავე ყუთში აწყვია

• #3 ყუთში დევს #3 მწვანე ბურთი

ყუთებში წითელი ბურთების რომელი განაწილება აკმაყოფილებს ამოცანის

პირობებს?

ყუთები #1 #2 #3 #4

(ა) 3 4 2 1

(ბ) 3 4 1 2

(გ) 2 1 4 3

(დ) 4 3 1 2

გავანაწილოთ ბურთები ყუთებში ამოცანის პირობების გათვალისწინებით. ამაში

დაგვეხმარება მონაცემების გრაფიკულად გამოსახვა (გაითვალისწინეთ: მიუხედავად

იმისა, რომ ქვემოთ ოთხი სქემაა მოცემული, რომლებიც დავალების შესასრულებლად

საჭირო ნაბიჯებს ასახავს, რეალურად თქვენ ერთი სქემის თანდათან `შევსება~

მოგიწევთ).

განაწილება დავიწყოთ ბოლო პირობის მიხედვით, რადგან აქ ცალსახად არის

ნათქვამი, რომ #3 ყუთში დევს #4 მწვანე ბურთი.

Page 42: ზოგადი უნარები - WordPress.com...5 როგორ იქმნება ზოგადი უნარების ტესტი ზოგადი უნარების

42

მოცემულობის პირველი პუნქტის თანახმად, მწვანე ბურთს მეორე ყუთში იგივე

ნომერი აქვს, რაც წითელს _ პირველში. შესაბამისად, პირველ და მეორე ყუთებში

მოთავსებული ბურთების ნომრები ვერ იქნება ვერც 1 და ვერც 2 (თითოეული ყუთისა

და მასში მოთავსებული ორი ბურთის ნომრები, ე. ი. სამივე ნომერი, განსხვავდება

ერთმანეთისგან). ბურთების ნომრები შეიძლება იყოს 3 ან 4. თუმცა, როგორც ვნახეთ,

#4 მწვანე ბურთი მესამე ყუთში დევს, მაშასადამე, მეორე ყუთში უნდა იდოს #4

მწვანე ბურთი და პირველში #3 წითელი ბურთი.

მოცემულობის მეორე პუნქტიდან ვიგებთ, რომ ერთ-ერთ ყუთში აწყვია #2

წითელი და #1 მწვანე ბურთები. ეს შეიძლება იყოს მხოლოდ მეოთხე ყუთი, რადგან

დანარჩენებში წითელი თუ მწვანე ბურთების ნომრები უკვე დავადგინეთ.

ახლა შეგვიძლია `შევავსოთ~ ცხრილი. პირველ ყუთში ყოფილა #2 მწვანე ბურთი,

მეორე ყუთში _ #4 წითელი ბურთი (რადგან ის ვერ იქნება მესამეში #4 მწვანე

ბურთთან ერთად), ხოლო მესამეში _ #1 წითელი ბურთი.

ყუთებში წითელი ბურთების განლაგება შეესაბამება (ბ) პასუხში მოცემულ

განლაგებას. მაშასადამე, (ბ) სწორი პასუხია.

Page 43: ზოგადი უნარები - WordPress.com...5 როგორ იქმნება ზოგადი უნარების ტესტი ზოგადი უნარების

43

9. ტურისტი A ქალაქს ესტუმრა და აღფრთოვანდა ქალაქის ქუჩების სისუფთავით,

მაღალი ხარისხის გზის საფარით და უსაფრთხო გარემოთი. ამის საპირისპიროდ,

ინფორმაციის მასობრივი საშუალებებიდან მას ხშირად სმენია A ქალაქში არსებული

რთული კრიმინოგენული სიტუაციის, არეულობისა და დაზიანებული გზების შესახებ.

ტურისტმა ივარაუდა, რომ ინფორმაციის მასობრივი საშუალებები მცდარ ცნობებს

ავრცელებენ A ქალაქის შესახებ.

ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელი ფაქტი აყენებს ეჭვქვეშ ამ ვარაუდს?

(ა) ტურისტი მოხვდა A ქალაქის ცენტრალურ უბანში, რომელიც, პერიფერიული

უბნებისგან განსხვავებით, ქალაქისთვის არატიპურად მოწესრიგებულია

(ბ) A ქალაქის მერია უზრუნველყოფს სანიმუშო წესრიგსა და სისუფთავეს ქალაქის

როგორც ცენტრალურ, ასევე პერიფერიულ უბნებში

(გ) A ქალაქის პოლიციის სამსახური სრულად აკონტროლებს ქალაქის ყველა ქუჩას და,

შესაბამისად, აქ თავდასხმები ადამიანებზე არასოდეს ხდება

(დ) ინფორმაციის მასობრივი საშუალებები, ძირითადად, ეყრდნობიან არასარწმუნო

წყაროებს, და, შესაბამისად, ავრცელებენ მცდარ ცნობებს

დავალების პირობაში ნათქვამია, რომ ტურისტს, რომელიც A ქალაქს ეწვია, აქ

საკუთარი მოლოდინის საპირისპირო სურათი დახვდა. მასობრივი ინფორმაციის

საშუალებებიდან მას ამ ქალაქის შესახებ ნეგატიური (უარყოფითი) ინფორმაცია ჰქონდა

მიღებული. რეალური მდგომარეობა კი, რომელიც მან აქ იხილა, პოზიტიური

(სასიამოვნო) აღმოჩნდა. შესაბამისად, ტურისტმა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით

გავრცელებული ცნობები A ქალაქის შესახებ მცდარად მიიჩნია.

დავალების შესასრულებლად უნდა მოვიძიოთ ფაქტი, რომელმაც შეიძლება

`გაამართლოს~ მასობრივი ინფორმაციის საშუალებები, ანუ ეჭვქვეშ დააყენოს ტურისტის

ვარაუდი მათ მიერ გავრცელებული ცნობების სიმცდარისა და, შესაბამისად, ქალაქში

არსებული მდგომარეობის პოზიტიურობის შესახებ.

განვიხილოთ პასუხის თითოეული ვარიანტი:

(ა) ტურისტი მოხვდა A ქალაქის ცენტრალურ უბანში, რომელიც, პერიფერიული

უბნებისგან განსხვავებით, ქალაქისთვის არატიპურად მოწესრიგებულია.

პასუხის ამ ვარიანტის მიხედვით, ტურისტს ქალაქის არატიპური, ცენტრალური

უბანი უნახავს და ამის საფუძველზე გამოუტანია დასკვნა მთელი ქალაქის შესახებ.

პერიფერიულ უბნებში კი თურმე განსხვავებული ვითარებაა. ისინი, ცენტრალური

უბნისგან განსხვავებით, მოუწესრიგებელია. ამგვარად, შესაძლოა, მასობრივი ინფორმაციის

საშუალებების მიერ გავრცელებული ცნობები ქალაქში არსებული უსიამოვნო გარემოს

შესახებ სინამდვილეს შეესაბამებოდეს. როგორც ვხედავთ, სწორედ ესაა ფაქტი, რომელიც

ეჭვქვეშ აყენებს ტურისტის ვარაუდს მასობრივი ინფორმაციის საშუალებების მიერ

მცდარი ცნობების გავრცელების თაობაზე.

მიუხედავად იმისა, რომ პასუხის ეს ვარიანტი სწორია, განვიხილოთ სხვა

ვარიანტებიც, რათა დავრწმუნდეთ, რომ დავალებას ერთადერთი სწორი პასუხი აქვს.

(ბ) A ქალაქის მერია უზრუნველყოფს სანიმუშო წესრიგსა და სისუფთავეს ქალაქის

როგორც ცენტრალურ, ასევე პერიფერიულ უბნებში.

პასუხის ეს ვარიანტი მიუთითებს გარკვეულ უწყებაზე, რომელიც უზრუნველყოფს

წესრიგს ქალაქში და ამით უფრო განამტკიცებს ტურისტის ვარაუდს ქალაქის

Page 44: ზოგადი უნარები - WordPress.com...5 როგორ იქმნება ზოგადი უნარების ტესტი ზოგადი უნარების

44

მოწესრიგებულობისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებების მიერ მცდარი ცნობების

გავრცელების შესახებ, ვიდრე ეჭვქვეშ აყენებს მას. შესაბამისად, იგი არაა სწორი.

(გ) A ქალაქის პოლიციის სამსახური სრულად აკონტროლებს ქალაქის ყველა ქუჩას

და, შესაბამისად, აქ თავდასხმები ადამიანებზე არასოდეს ხდება.

პასუხის ეს ვარიანტი მიუთითებს გარკვეულ უწყებაზე, რომელიც იცავს

უსაფრთხოებას ქალაქის ქუჩებში და, პასუხის (ბ) ვარიანტის მსგავსად, უფრო

განამტკიცებს ტურისტის ვარაუდს, ვიდრე ეჭვქვეშ აყენებს მას.

(დ) ინფორმაციის მასობრივი საშუალებები, ძირითადად, ეყრდნობა არასარწმუნო

წყაროებს, და, შესაბამისად, ავრცელებენ მცდარ ცნობებს.

პასუხის ამ ვარიანტში დასახელებულია მიზეზი იმისა, თუ რატომ ავრცელებს

მასობრივი ინფორმაციის საშუალებები მცდარ ცნობებს. შესაბამისად, ეს პასუხი

განამტკიცებს ტურისტის ვარაუდს იმის თაობაზე, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც

მასობრივი ინფორმაციის საშუალებების მიერ გავრცელებული ცნობები A ქალაქის

შესახებ შესაძლოა მცდარი იყოს. პასუხის ეს ვარიანტიც არაა სწორი.

ამრიგად, დავალების ერთადერთი სწორი პასუხია (ა).

10. რომის იმპერიის ზოგიერთ რეგიონში წყალს ინტენსიურად იყენებდნენ ენერგიის

წყაროდ. თუმცა დიდ ქალაქებში წყლის ენერგია არ გამოიყენებოდა. ზოგიერთი

ისტორიკოსი ამ ფაქტს ასე ხსნის: მჭიდროდ დასახლებულ ადგილებში მმართველი

ელიტა ამჯობინებდა ენერგიის ტრადიციულ წყაროებს, რაც მოითხოვდა დიდი

რაოდენობის მუშახელის დასაქმებას; წყლის ენერგიის გამოყენების დანერგვა კი

სამუშაოს გარეშე დატოვებდა ბევრ ადამიანს და სოციალურ არეულობას გამოიწვევდა.

ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელი ფაქტი აყენებს ეჭვქვეშ ამ ახსნას?

(ა) რომაელები დიდი ოსტატობით აშენებდნენ აკვედუკებს _ თავისებურ არხებს,

რომელთა საშუალებითაც წყალი შორიდან მიეწოდებოდა დიდ ქალაქებს.

(ბ) რომის იმპერიის ყველა იმ რეგიონში, სადაც წყლის ენერგია არ გამოიყენებოდა,

მდინარეებში წყლის ნაკადი ძალიან არასტაბილური იყო წლის განმავლობაში.

(გ) რომის იმპერიის დიდ ქალაქებში წყლის ენერგიის გამოყენების დანერგვა

შესაძლებელი იყო საკმაოდ მოკლე დროში, თანაც, დიდი დანახარჯების გარეშე.

(დ) რომის იმპერიის ყველა იმ რეგიონში, სადაც წყალი არ გამოიყენებოდა ენერგიის

წყაროდ, ამჯობინებდნენ ენერგიის სხვა, უფრო ტრადიციულ წყაროებს.

დავალების პირობაში ახსნილია, რატომ არ იყენებდნენ წყალს ენერგიის წყაროდ

რომაელები დიდ ქალაქებში _ ერიდებოდნენ სოციალურ არეულობას, რომელიც,

სავარაუდოდ, მოჰყვებოდა ადამიანთა სამუშაოს გარეშე დატოვებას ენერგიის

ტრადიციულ წყაროებზე უარის თქმის შემთხვევაში. ამ ახსნის ეჭვქვეშ დაყენება

გულისხმობს მისი ალტერნატივის, ანუ განსხვავებული ახსნის მოძიებას იმ ფაქტისთვის,

რომ დიდ ქალაქებში წყლის ენერგია არ გამოიყენებოდა.

ამგვარი ახსნა შემოთავაზებულია პასუხის (ბ) ვარიანტში. მართლაც, იმის მიზეზი,

რომ დიდ ქალაქებში წყლის ენერგია არ გამოიყენებოდა, შეიძლებოდა ყოფილიყო წყლის

რესურსების არასტაბილურობა და არა – მმართველი ელიტის მიერ სოციალური

არეულობის თავიდან აცილების მცდელობა.

Page 45: ზოგადი უნარები - WordPress.com...5 როგორ იქმნება ზოგადი უნარების ტესტი ზოგადი უნარების

45

(ა) და (გ) პასუხები არასწორია, რადგან თითოეული მათგანი დამატებით საბუთს

შეიცავს იმისთვის, რომ რომის იმპერიის დიდ ქალაქებში წყლის ენერგიის გამოყენება

შესაძლებელი იყო, და, ამდენად, გარკვეულწილად განამტკიცებს კიდეც ისტორიკოსების

მიერ შემოთავაზებულ ახსნას _ მიუხედავად იმისა, რომ რომაელებს შეეძლოთ

აკვედუკების აშენება და წყლის ენერგიის გამოყენების ეფექტურად დანერგვა, ისინი ამ

გზას მაინც არ მიმართავდნენ, სავარაუდოდ, სოციალური არეულობის საფრთხის გამო.

(დ) პასუხი არასწორია, ვინაიდან მასში სხვა სიტყვებით, უფრო ზოგადი სახითაა

აღწერილი სწორედ ის ფაქტი, რომლის ახსნაც ამოცანის პირობაშია შემოთავაზებული.

ამრიგად, სწორი პასუხია (ბ).

ზოგადი რეკომენდაციები ლოგიკის ბლოკის დავალებებისთვის:

• დავალებები სხვადასხვა ტიპისაა. მიაქციეთ ყურადღება, რა მოგეთხოვებათ

თითოეულ დავალებაში;

• ზოგიერთი დავალების შესრულებისას სასურველია, დავალების პირობა

გამოსახოთ ნახაზის, დიაგრამის მეშვეობით. ამგვარი ნახაზი დაგეხმარებათ პასუხის

თითოეული ვარიანტის განხილვისას და გაგიადვილებთ სწორი დასკვნის გამოტანას;

• კარგად გაიაზრეთ მიმართებები დავალების პირობაში წარმოდგენილ

ობიექტებს შორის. წინააღმდეგ შემთხვევაში, დიაგრამა შეიძლება არასწორად ააგოთ, რაც

ხელს შეგიშლით სწორი პასუხის არჩევაში;

• თითოეული დავალება შეასრულეთ მხოლოდ და მხოლოდ მასში მოყვანილი

მონაცემების საფუძველზე, მიუხედავად იმისა, შეესაბამება თუ არა ეს მონაცემები

რეალობას;

• გაითვალისწინეთ, რომ ზოგჯერ დავალების სწორი პასუხი არ შეესაბამება

რეალობას, ხოლო არასწორი პასუხი ძალზე რეალურია. პასუხი უნდა აირჩიოთ მხოლოდ

თანმიმდევრულ, ლოგიკურ მსჯელობაზე (და არა ფაქტობრივ ცოდნაზე) დაყრდნობით;

• ზოგჯერ დავალების შესრულება ნიშნავს ისეთი პასუხის არჩევას, რომელიც

არ გამომდინარეობს დავალების მოცემულობიდან, შეუძლებელია მომხდარიყო ამ

მოცემულობის პირობებში ან ხელს უშლის გარკვეული დასკვნის გამოტანას, ეჭვქვეშ

აყენებს მას და ა.შ. ამიტომ დავალების შესრულებისას მნიშვნელოვანია კარგად

გაიაზროთ, რა მოგეთხოვებათ დავალების პირობის თანახმად და მხოლოდ ამის შემდეგ

აირჩიოთ პასუხი.

Page 46: ზოგადი უნარები - WordPress.com...5 როგორ იქმნება ზოგადი უნარების ტესტი ზოგადი უნარების

46

დავალებები დამოუკიდებელი სამუშაოსთვის

1. დავუშვათ:

• ყველა მხატვარი არქიტექტორია.

მაშინ ქვემოთ ჩამოთვლილთაგან როგორი ადამიანის არსებობაა შეუძლებელი?

ადამიანისა, რომელიც:

(ა) არის მხატვარიც და არქიტექტორიც

(ბ) არის მხატვარი, თუმცა არ არის არქიტექტორი

(გ) არ არის მხატვარი, მაგრამ არის არქიტექტორი

(დ) არც მხატვარია და არც არქიტექტორი

2. მოცემულია:

• არ არის მართალი, რომ ყვავილი, რომელიც ამ ქოთანში გაიშლება, არის

ეკლიანი და სამფეროვანი.

თუ ეს დებულება ჭეშმარიტია, მაშინ ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელია

აუცილებლად ჭეშმარიტი?

(ა) ეს ყვავილი არ არის ეკლიანი, თუმცა სამფეროვანია

(ბ) ეს ყვავილი არის ეკლიანი, თუმცა არ არის სამფეროვანი

(გ) ეს ყვავილი არის ან უეკლო, ან არასამფეროვანი, ან ორივე ერთად

(დ) ეს ყვავილი არის ან უეკლო, ან არასამფეროვანი, მაგრამ არა ორივე ერთად

3. მოცემულია ორი დებულება:

• თუ კარგად არ იცნობ მტაცებელ ცხოველთა ქცევის თავისებურებებს, კენიაში

ლომებზე დასაკვირვებლად ვერ წახვალ;

• თუ კენიაში ლომებზე დასაკვირვებლად წახვალ, ჟურნალ GEO-ში სტატიის

გამოქვეყნებაზე უარს არ გეტყვიან.

გამოიტანეს დასკვნა:

თუ ჟურნალ GEO-ში სტატიის გამოქვეყნებაზე უარი გითხრეს, როგორც ჩანს, არ

ყოფილხარ კენიაში ლომებზე დასაკვირვებლად.

ეს დასკვნა:

(ა) გამომდინარეობს ორივე დებულებიდან და არ გამომდინარეობს არც ერთიდან ცალ-

ცალკე

(ბ) გამომდინარეობს თითოეული დებულებიდან ცალ-ცალკე

(გ) გამომდინარეობს მხოლოდ ერთ-ერთი დებულებიდან

(დ) არ გამომდინარეობს მოცემული დებულებებიდან

Page 47: ზოგადი უნარები - WordPress.com...5 როგორ იქმნება ზოგადი უნარების ტესტი ზოგადი უნარების

47

4. ყუთში უწესრიგოდ ჩაყრილი საგნებიდან ეკა თვალდახუჭული იღებდა ერთს და

დათვალიერების შემდეგ კვლავ ყუთში აბრუნებდა. ეს ოპერაცია მან მრავალჯერ

გაიმეორა. აღმოჩნდა, რომ ყუთიდან ამოღებული ყველა საგანი იყო წითელი სათამაშო.

აქედან გამომდინარეობს, რომ ყუთში:

(ა) მხოლოდ წითელი სათამაშოებია

(ბ) მხოლოდ წითელი საგნებია

(გ) მხოლოდ სათამაშოებია

(დ) საგნების ნაწილი მაინც წითელი სათამაშოებია

5. დედამ ბავშვებისთვის საშობაო საჩუქრები მოამზადა: სახატავი ალბომი, ზღაპრების

წიგნი და თოჯინა.

თათა: `ნეტავ, სახატავი ალბომი მე შემხვდეს~

რუსუდანი: `მე არ მინდა, რომ სახატავი ალბომი შემხვდეს~

ლიზი: `მე არ მინდა, რომ ზღაპრების წიგნი შემხვდეს~

საჩუქრები ისე განაწილდა, რომ მხოლოდ ერთის სურვილი შესრულდა. როგორ

განაწილდა საჩუქრები გოგონებს შორის?

თათა რუსუდანი ლიზი

(ა) სახატავი ალბომი ზღაპრების წიგნი თოჯინა

(ბ) სახატავი ალბომი თოჯინა ზღაპრების წიგნი

(გ) თოჯინა ზღაპრების წიგნი სახატავი ალბომი

(დ) ზღაპრების წიგნი სახატავი ალბომი თოჯინა

6. მუსიკის მოყვარულები ჯაზური მუსიკის კონკურსში გამარჯვებას B მუსიკოსს

უწინასწარმეტყველებდნენ, მაგრამ, მათ გასაკვირად, კონკურსში D მუსიკოსმა გაიმარჯვა. მუსიკის მოყვარულებმა ეს ფაქტი D-ს მიმართ ჟიურის წევრთა მიკერძოებული

დამოკიდებულებით ახსნეს.

ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელი აყენებს ეჭვქვეშ მუსიკის მოყვარულთა ამ

ვარაუდს?

(ა) B თავის საშემსრულებლო ტექნიკას უკეთ ავლენს სიმფონიური მუსიკის

შესრულებისას.

(ბ) ჟიურის წევრთაგან ბევრი D-ს კოლეგა და მეგობარი იყო.

(გ) B განსაკუთრებული მონდომებით ემზადებოდა ამ კონკურსისთვის.

(დ) ჟიურის თავმჯდომარე ჯაზური მუსიკისადმი განსაკუთრებული სიმპათიით იყო

გამსჭვალული.

Page 48: ზოგადი უნარები - WordPress.com...5 როგორ იქმნება ზოგადი უნარების ტესტი ზოგადი უნარების

48

7. სკოლაში ორი მეთერთმეტე კლასია _ A და B. დამკვირვებელმა, რომელიც სკოლის

მუშაობას ეცნობოდა, შეამჩნია, რომ ქიმიაში A კლასის მოსწავლეებს უფრო მაღალი

შეფასებები ჰქონდათ, ვიდრე _ B კლასის მოსწავლეებს. ამ ფაქტის საფუძველზე მან

ივარაუდა, რომ A კლასის მოსწავლეები, B კლასის მოსწავლეებთან შედარებით, ქიმიას

მეტი მონდომებით სწავლობენ.

ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელი ფაქტი მატებს დამაჯერებლობას ამ ვარაუდს?

(ა) B კლასის ქიმიის მასწავლებელი უფრო მკაცრი გამომცდელია, ვიდრე _ A კლასისა

(ბ) A კლასის ქიმიის მასწავლებელი უფრო ინტენსიურად იყენებს სწავლების

თანამედროვე მეთოდებს, ვიდრე _ B კლასისა

(გ) A კლასის მოსწავლეებს ნაკლებად ჰქონდათ ქიმიის ლაბორატორიაში პრაქტიკული

მუშაობის შესაძლებლობა, ვიდრე _ B კლასის მოსწავლეებს

(დ) B კლასის გაკვეთილების ცხრილში ნაკლები საათი ეთმობა ქიმიას, ვიდრე _ A კლასის ცხრილში

Page 49: ზოგადი უნარები - WordPress.com...5 როგორ იქმნება ზოგადი უნარების ტესტი ზოგადი უნარების

49

წაკითხული ტექსტის გააზრება

ტესტის ეს ბლოკი ამოწმებს წაკითხული ტექსტიდან ინფორმაციის მოპოვების,

გაანალიზებისა და შეფასების უნარს.

ბლოკი შეიცავს ორ ტექსტს. თითოეულ ტექსტს ახლავს 6-7 შეკითხვა. ყოველი

შეკითხვა ითვლება დამოუკიდებელ ტესტურ დავალებად.

შეკითხვებს ერთვის ოთხი სავარაუდო პასუხი, რომელთაგან მხოლოდ ერთია სწორი.

თითოეული შეკითხვის/დავალების მეშვეობით მოწმდება წაკითხული ტექსტის

გასააზრებლად აუცილებელი რომელიმე უნარი.

თქვენ უნდა შეძლოთ:

• ტექსტის თემისა და ძირითადი იდეის გამოკვეთა;

• მიღებულ ინფორმაციაში ძირითადის (არსებითისა) და მეორეხარისხოვანის გარჩევა;

• ტექსტის სხვადასხვა ნაწილებს (წინადადებებსა და აბზაცებს) შორის მიმართების

დადგენა;

• მთელი ტექსტიდან ან მისი ცალკეული ნაწილიდან დასკვნის გამოტანა;

• ცალკეული აბზაცის ფუნქციის განსაზღვრა;

• ცალკეული სიტყვისა თუ გამოთქმის მნიშვნელობის ახსნა ან ამოცნობა კონტექსტის

მიხედვით;

• ტექსტის საკვანძო სიტყვებისა და ფრაზების მოძიება;

• ტექსტში მოცემული პოლემიკური მონაკვეთის გააზრება-შეფასება;

• ვარაუდისა და ფაქტის ერთმანეთისაგან გარჩევა;

• ტექსტში წარმოდგენილ მოვლენათა შორის არსებული კავშირების დადგენა;

• ცალკეული ფრაგმენტის პარაფრაზირება;

• ქვეტექსტის ამოცნობა;

• ტექსტიდან მოპოვებული ინფორმაციის გამოყენება ახალი პრობლემის

გადასაწყვეტად;

• ტექსტში წარმოდგენილსა და სხვა (ჰიპოთეზურ) სიტუაციებს შორის მიმართების

დადგენა.

ტექსტები თემატურად მრავალფეროვანია და მეცნიერებისა და კულტურის

სხვადასხვა სფეროს უკავშირდება. თუმცა დავალებათა შესრულება, ანუ შეკითხვებზე

პასუხის გაცემა არ მოითხოვს ამა თუ იმ სფეროსთან დაკავშირებულ სპეციალურ

ცოდნას. ტექსტები შეიძლება იყოს თხრობითი, პოლემიკური თუ განმარტებითი

ხასიათისა. ისინი ნაირგვარია სტილის მიხედვითაც.

მოცემული ბლოკის დავალებებს ახლავს ამგვარი ინსტრუქცია:

ყურადღებით წაიკითხეთ და გაიაზრეთ ტექსტი. თითოეული შეკითხვის

სავარაუდო პასუხებიდან აირჩიეთ ის ვარიანტი, რომელიც მართებულია მოცემული

ტექსტის მიხედვით.

გაითვალისწინეთ:

ტექსტის შემდეგ მოცემული თითოეული შეკითხვა ტესტის დამოუკიდებელი

დავალებაა. ამიტომ ყოველ შეკითხვაზე პასუხის გაცემისას იხელმძღვანელეთ ტექსტით

და არა წინა შეკითხვაზე გაცემული პასუხით, რათა თავიდან აიცილოთ არასწორ

პასუხთა ჯაჭვი.

Page 50: ზოგადი უნარები - WordPress.com...5 როგორ იქმნება ზოგადი უნარების ტესტი ზოგადი უნარების

50

ნიმუშები და განმარტებები

ძველი ბერძნების რწმენით, მათი კულტურის აღმავლობამდე ეგეოსის ზღვის

აუზში წამყვანი ადგილი წინაბერძნულ ტომებს ეკავათ. ბერძნული ენის

არაინდოევროპული ელემენტების, ეგეოსური ტოპონიმების* შესწავლამ ნათელი გახადა,

რომ ამგვარი წინარე მოსახლეობა მართლაც უნდა არსებულიყო. ამ თვალსაზრისით

მნიშვნელოვანია კუნძულ კრეტაზე აღმოჩენილი დამწერლობის სისტემების შესწავლა.

მათგან ყველაზე ძველია ე. წ. კრეტული _ იეროგლიფურ-პიქტოგრაფიული (ხატოვანი)

დამწერლობა. ამ სისტემის ნიმუშები, ძირითადად, ქვის, სპილოს ძვლისა და ლითონის

ბეჭდებზე შემოგვრჩა. ზოგი მეცნიერი ვარაუდობს, რომ ეს ნიშნები იდეოგრამებს

(დამოუკიდებელი აზრის მქონე სიმბოლოებს) წარმოადგენს, სხვები კი ამ სისტემას

მარცვლოვანი დამწერლობის ადრეულ საფეხურად მიიჩნევენ.

სრულიად ორიგინალურია კრეტაზე, ფესტოს სასახლის ნანგრევებში აღმოჩენილი

თიხის დისკო, რომლის ორივე მხარეს სპირალურად ამოტვიფრულია პიქტოგრაფიული

ნიშნები. ისინი ერთმანეთისგან ვერტიკალური ხაზებით გამოყოფილ ჯგუფებს ქმნის.

განსაკუთრებით საინტერესო ისაა, რომ დისკოზე ნიშნები ამოკაწრული ან დახატული კი

არ არის, არამედ სპეციალური, წინასწარ ჩამოსხმული ლითონის ფორმებით (ფიგურული

ნიშნებით) არის ამოტვიფრული. ეს მსოფლიო კულტურის ისტორიაში მოძრავი ანბანის

გამოყენების პირველი შემთხვევაა. ფესტოს დისკოს სურათოვან ნიშნებს არც კუნძულ

კრეტაზე და არც, ზოგადად, დამწერლობის ისტორიაში სარწმუნო პარალელები არ

მოეპოვება. ისიც არაა გარკვეული, დისკო ადგილობრივი წარმოშობისაა, თუ რომელიმე სხვა

რეგიონიდან არის აქ მოხვედრილი, როგორია დამწერლობის სისტემის ხასიათი და ა. შ.

ე. წ. კრეტული დამწერლობის განვითარების შედეგი უნდა ყოფილიყო მინოსური**

ხაზოვანი დამწერლობა, რომელსაც A-ხაზოვანს უწოდებენ. A-ხაზოვანი დამწერლობით

შესრულებული ტექსტები გვხვდება კერამიკაზე, ქვის ნივთებზე, თიხის ფირფიტებზე. A-

ხაზოვანი წარწერები ჯერჯერობით არ არის გაშიფრული. დღეს მხოლოდ ის შეგვიძლია

ვთქვათ, რომ დამწერლობის ეს სისტემა მარცვლოვანია.

კრეტაზე აღმოაჩინეს პირველი ბერძნული დამწერლობის, ე. წ. B-ხაზოვანის

ნიმუშებიც. ეს დამწერლობა A-ხაზოვანის განვითარების შედეგს წარმოადგენს. B-

ხაზოვანი წარწერები გაშიფრა ინგლისელმა მკვლევარმა ვენტრისმა. მისი თეორიის

დადასტურებას ხელი შეუწყო ცნობილი არქეოლოგის, ბლეგენის მიერ მოპოვებულმა

ეპიგრაფიკულმა მასალამ. ერთ ახლადაღმოჩენილ ფირფიტაზე ყოველ წარწერას თან

ახლდა სხვადასხვა ტიპის კერამიკული ჭურჭლის გამოსახულება. ვენტრისის მიერ

დადგენილი B-ხაზოვანის ბგერითი მნიშვნელობებით თითოეულ წარწერაში იკითხებოდა

შესაბამისი ჭურჭლის ბერძნული სახელწოდება, მაგალითად, `სამფეხა~, `ოთხყურა~.

B-ხაზოვანი დამწერლობა იყენებს სილაბოგრამებს (მარცვლოვან ნიშნებს), რომლებიც

აღნიშნავს ხმოვანს ან ხმოვნისა და თანხმოვნის კომპლექსს, აგრეთვე იდეოგრამებს.

როგორც ჩანს, ბერძნებს მინოსური დამწერლობის სისტემა მოურგიათ თავიანთი

ენისთვის. მათ, ერთი მხრივ, არ გამოუყენებიათ A-ხაზოვანის ზოგიერთი ნიშანი, ხოლო,

მეორე მხრივ, დაუმატებიათ რამდენიმე ახალი გრაფემა, რომელთაც მინოსური

დამწერლობა არ იცნობს. B-ხაზოვანი გავრცელებულა კონტინენტურ საბერძნეთშიც.

თუმცა სისტემის სირთულემ, როგორც ჩანს, განაპირობა ამ დამწერლობის შეზღუდულად

გამოყენება. კრეტა-მიკენის ცივილიზაციის დაცემის შემდეგ B-ხაზოვანი სისტემა

ანბანურმა დამწერლობამ შეცვალა, რომელიც, თავის მხრივ, ფინიკიური დამწერლობის

საფუძველზე ჩამოყალიბდა.

*ტოპონიმი _ გეოგრაფიული ადგილის (მთის, სოფლის, ტყის, მინდვრის და ა. შ.) სახელწოდება.

**მინოსი _ კრეტის მითიური მეფე; კრეტის წინაბერძნულ კულტურას მინოსურსაც უწოდებენ.

Page 51: ზოგადი უნარები - WordPress.com...5 როგორ იქმნება ზოგადი უნარების ტესტი ზოგადი უნარების

51

1. ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელი მოსაზრება შეიძლება მივიჩნიოთ იმის

არგუმენტად, რომ ეგეოსის ზღვის აუზში ბერძნული ცივილიზაციის წარმოშობამდე

არაბერძნული წარმომავლობის ტომები სახლობდნენ?

(ა) კუნძულ კრეტაზე აღმოჩენილ წარწერათა შინაარსობრივი მრავალფეროვნება

ცხადყოფს, რომ ეგეოსის ზღვის აუზში სახლობდნენ სხვადასხვა ენაზე მოლაპარაკე

ტომები

(ბ) ძველი ბერძნების რწმენით, მათი კულტურის ჩამოყალიბებამდე ეგეოსის ზღვის

აუზში წამყვან როლს წინაბერძნული ტომები ასრულებდნენ

(გ) ბერძნული ინდოევროპულ ენათა ჯგუფს განეკუთვნება, თუმცა ამ ენაში და

საბერძნეთის გეოგრაფიული ადგილების ბევრ სახელწოდებაში არაინდოევროპული

ელემენტებია შემორჩენილი

(დ) ბერძნულენოვან სამყაროში უძველესია ე. წ. კრეტული დამწერლობა, რომელსაც

ბევრი პარალელი შეიძლება მოვუძებნოთ სხვა ცივილიზაციებში შექმნილ

დამწერლობათა სისტემებთან

შეკითხვების თანმიმდევრობა (მსგავსად ყველა იმ ტექსტის შეკითხვებისა,

რომლებიც ზოგადი უნარების ტესტში გვხვდება) ძირითადად მიჰყვება ტექსტში

წარმოდგენილი მსჯელობის განვითარებას.

პირველ შეკითხვაზე პასუხის გაცემა პირველი აბზაცის საფუძველზეა შესაძლებელი.

უნდა მოვიძიოთ არგუმენტი, საბუთი იმისა, რომ ეგეოსის ზღვის აუზში წინაბერძნული

(არაბერძნული წარმომავლობის) ტომები სახლობდნენ.

განვიხილოთ პასუხის თითოეული ვარიანტი:

(ა) პასუხი არ შეიძლება იყოს სწორი, რადგან წარწერების შინაარსობრივი

მრავალფეროვნება (რის შესახებაც ტექსტში არაფერია ნათქვამი) არ უკავშირდება

სამეტყველო ენების (და მით უმეტეს, დამწერლობების) სიმრავლეს _ შინაარსობრივად

მრავალფეროვანი მასალა შეიძლება ერთ ენაზე მოლაპარაკე ხალხის მიერ შექმნილ

წყაროებშიც შეგვხვდეს.

(ბ) პასუხი არ შეიძლება იყოს სწორი, რადგან საუბარია მხოლოდ ბერძნების

შეხედულებაზე (მათ სჯეროდათ, რომ ბერძნული კულტურის ჩამოყალიბებამდე ეგეოსის

ზღვის აუზში წამყვან როლს წინაბერძნული ტომები ასრულებდნენ) და არაა

წარმოდგენილი მტკიცებულებები და არგუმენტები ამ მოსაზრების სასარგებლოდ.

დავალების შესრულება კი სწორედ საბუთის, არგუმენტის მოძიებას გულისხმობს.

(გ) სწორი პასუხია. I აბზაცში მოცემულია შემდეგი წინადადება: `ბერძნული ენის

არაინდოევროპული ელემენტების, ეგეოსური ტოპონიმების შესწავლამ ნათელი გახადა,

რომ ამგვარი წინარე მოსახლეობა მართლაც უნდა არსებულიყო~. ტექსტის მიხედვით, ის,

რომ ბერძნებამდე ეგეოსის ზღვის აუზში არაბერძნული წარმომავლობის ტომები

სახლობდნენ, დასტურდება ბერძნულ ენასა და სხვადასხვა გეოგრაფიული ადგილის

სახელწოდებაში არაინდოევროპული ელემენტების არსებობით.

გამოვრიცხოთ (დ) პასუხიც. ის, რომ კრეტულ დამწერლობას ბევრი პარალელი

შეიძლება ჰქონდეს სხვა ცივილიზაციათა დამწერლობებთან, არაფერს გვეუბნება

კონკრეტულად ეგეოსის ზღვის აუზში წინაბერძნული ტომების არსებობის შესახებ.

ამრიგად, I შეკითხვაზე სწორი პასუხია (გ).

Page 52: ზოგადი უნარები - WordPress.com...5 როგორ იქმნება ზოგადი უნარების ტესტი ზოგადი უნარების

52

2. რა საერთო აქვთ ე. წ. კრეტულ დამწერლობასა და ფესტოს დისკოს წარწერებს?

(ა) ორივე ტიპის წარწერები სპირალურად არის ამოტვიფრული ქვაზე, სპილოს ძვალსა

და თიხის ფირფიტებზე

(ბ) ორივე დამწერლობის ნიშნები ვერტიკალური ხაზებით გამოყოფილ ჯგუფებს ქმნის

(გ) ორივე დამწერლობის ნიშნები დამოუკიდებელი აზრის მქონე სიმბოლოებს

წარმოადგენს

(დ) ორივე ტიპის წერილობითი ნიშნები პიქტოგრაფიულია _ ხატოვანი დამწერლობის

ნიმუშებს წარმოადგენს

ამ შეკითხვაზე პასუხის გასაცემად უნდა დავეყრდნოთ I და II აბზაცებს. პასუხის

ვარიანტებში მოცემულია ე.წ. კრეტული დამწერლობისა და ფესტოს დისკოს წარწერის

ერთგვარი მახასიათებლები. ორივე დამწერლობისთვის დამახასიათებელი თავისებურება

პასუხის (დ) ვარიანტში გვხვდება _ კრეტული დამწერლობის შესახებ I აბზაცში

ვკითხულობთ: `მათგან ყველაზე ძველია ე. წ. კრეტული _ იეროგლიფურ-

პიქტოგრაფიული (ხატოვანი) დამწერლობა~. ხოლო II აბზაცი ასეთი წინადადებით

იწყება: `სრულიად ორიგინალურია კრეტაზე, ფესტოს სასახლის ნანგრევებში აღმოჩენილი

თიხის დისკო, რომლის ორივე მხარეს სპირალურად ამოტვიფრულია პიქტოგრაფიული

ნიშნები~.

(ა) და (ბ) პასუხებში მოყვანილი თავისებურებები მხოლოდ ფესტოს დისკოს

წარწერას ახასიათებს (`თიხის დისკო, რომლის ორივე მხარეს სპირალურად

ამოტვიფრულია პიქტოგრაფიული ნიშნები. ისინი ერთმანეთისგან ვერტიკალური

ხაზებით გამოყოფილ ჯგუფებს ქმნის~), ხოლო (გ) პასუხში მოცემული ინფორმაცია

მხოლოდ კრეტულისთვის არის მართებული _ ზოგი მეცნიერი ვარაუდობს, რომ ეს

ნიშნები იდეოგრამებს (დამოუკიდებელი აზრის მქონე სიმბოლოებს) წარმოადგენს.

ამრიგად, სწორი პასუხია (დ).

3.. რატომ მიიჩნევენ ფესტოს დისკოს წარწერებს მოძრავი ანბანის გამოყენების პირველ

ნიმუშად?

(ა) მოძრავი ანბანის ცალკეული ასოებით შეიძლება `ავაწყოთ~ სიტყვა, ფესტოს დისკოზე

წარწერა წინასწარ ჩამოსხმული წერილობითი ნიშნებითაა ამოტვიფრული

(ბ) თანამედროვე პედაგოგიკაში მოძრავ ანბანს იყენებენ წერა-კითხვის სწავლების საწყის

ეტაპზე, კუნძულ კრეტაზეც ფესტოს დისკოს სწორედ ამგვარი დანიშნულება უნდა

ჰქონოდა

(გ) ფესტოს დისკოზე პიქტოგრაფიული ნიშნები სპირალურად არის ამოტვიფრული,

მოძრავი ანბანითაც შეიძლება სპირალურად `დავწეროთ~ სიტყვები

(დ) კრეტაზე აღმოჩენილ ყველა დამწერლობას საფუძვლად უდევს მოძრავი ანბანის

პრინციპი, თუმცა ფესტოს დისკოს წარწერის შესრულების ტექნიკა ყველაზე

დახვეწილია

II აბზაცში ვკითხულობთ: ფესტოს `დისკოზე ნიშნები ამოკაწრული ან დახატული

კი არ არის, არამედ სპეციალური, წინასწარ ჩამოსხმული ლითონის ფორმებით

(ფიგურული ნიშნებით) არის ამოტვიფრული~. ანუ წარწერის შესაქმნელად არსებობდა

საგანგებოდ დამზადებული ფიგურული ნიშნები, რომელთა გამოყენება, სავარაუდოდ,

Page 53: ზოგადი უნარები - WordPress.com...5 როგორ იქმნება ზოგადი უნარების ტესტი ზოგადი უნარების

53

სხვადასხვა კომბინაციით (კონფიგურაციით) იყო შესაძლებელი. მოძრავი ანბანის

დანიშნულებაც (პრინციპი) სწორედ ცალ-ცალკე არსებული ნიშნებით (ასოებით)

სხვადასხვა სიტყვის აწყობაა. სწორედ ამას გვეუბნება პასუხის (ა) ვარიანტი. მაშასადამე,

ის სწორია.

დავრწმუნდეთ, რომ სხვა პასუხები არასწორია:

(ბ) პასუხში მოყვანილი ახსნა არ ეთანხმება ტექსტში მოწოდებულ ინფორმაციას.

ტექსტში არაფერია ნათქვამი ფესტოს დისკოს დანიშნულების შესახებ.

(გ) სიტყვების სპირალურად `დაწერა~ არ არის მოძრავი ანბანის ძირითადი

თავისებურება. ფესტოს დისკოს წარწერისთვის არსებითია მოძრავი ანბანის მთავარი

პრინციპის გამოყენება (პარალელიც ამის საფუძველზეა გავლებული), და არა ის, თუ რა

ფორმითა თუ მიმართულებით არის ნიშნები ამოტვიფრული თიხაზე.

(დ) პასუხში მოცემული ინფორმაციაც არაა მართებული ტექსტის მიხედვით.

მოძრავი ანბანის პრინციპით შესრულებულ სხვა წარწერებზე ტექსტში არსადაა საუბარი,

მით უმეტეს, არაფერია ნათქვამი იმის შესახებ, თუ რა უპირატესობა აქვს მათთან

შედარებით ფესტოს დისკოს წარწერის შესრულების ტექნიკას.

ამრიგად, სწორი პასუხია (ა).

4. ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელი არ იყო მნიშვნელოვანი იმის

დასადასტურებლად, რომ ვენტრისმა სწორად გაშიფრა B-ხაზოვანი დამწერლობა?

(ა) კერამიკულ ნაკეთობათა გამოსახულებანი ახლადაღმოჩენილ ფირფიტაზე

(ბ) კერამიკული ჭურჭლის სახეობანი

(გ) წარწერები ახლადაღმოჩენილ ფირფიტაზე

(დ) ჭურჭლის ბერძნული სახელწოდებანი

ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემა IV აბზაცის საფუძველზეა შესაძლებელი. ის, რომ

ვენტრისმა სწორად გაშიფრა B-ხაზოვანი დამწერლობა, დადასტურდა ბლეგენის მიერ

მოპოვებული მასალის გაშიფვრის შემდეგ. ბლეგენმა მიაკვლია ფირფიტას, რომელზეც

მოცემული იყო როგორც წარწერები, ასევე მათი `ილუსტრაციები~ _ კერამიკული

ჭურჭლის გამოსახულებანი. წარწერებს ვენტრისის მიერ დადგენილი B-ხაზოვანის

ბგერითი მნიშვნელობები მიუსადაგეს და ამგვარად ამოიკითხეს თითოეულ წარწერაში

მის გვერდით გამოსახული ჭურჭლის ბერძნული სახელწოდება. ამით დადასტურდა, რომ

ვენტრისს სწორად გაუშიფრავს B-ხაზოვანი დამწერლობა. როგორც ვხედავთ, მთელ ამ

პროცესში მონაწილეობდა თავად წარწერები, ამ წარწერების შესაბამისი კერამიკული

ჭურჭლის გამოსახულებები და მათი ბერძნული დასახელებები. წარწერათა

ამოკითხვისთვის პრინციპული მნიშვნელობა არ ჰქონდა იმას, `სამფეხა~ იქნებოდა

გამოსახული ფირფიტაზე, `ოთხყურა~, თუ სხვა რომელიმე ჭურჭელი. მთავარი იყო,

წარწერისა (ანუ ჭურჭლის სახელწოდების) და ჭურჭლის გამოსახულების

ურთიერთშესაბამისობა.

მოცემული დავალების სწორი პასუხი ისაა, რომელშიც წარმოდგენილი `ობიექტი~

არ იყო მნიშვნელოვანი ვენტრისის აღმოჩენისთვის. ასეთი პასუხია (ბ).

Page 54: ზოგადი უნარები - WordPress.com...5 როგორ იქმნება ზოგადი უნარების ტესტი ზოგადი უნარების

54

5. მინოსურს უწოდებენ:

(ა) მთელ ბერძნულ კულტურას, რადგან მინოსი იყო ძველი საბერძნეთის მითიური მეფე

(ბ) A-ხაზოვან და B-ხაზოვან დამწერლობებს, რადგან ორივე კრეტაზე შეიქმნა მინოსის

მეფობის დროს

(გ) A-ხაზოვან დამწერლობას, რადგან ეს სისტემა წინაბერძნულ ცივილიზაციაში უნდა

შექმნილიყო

(დ) B-ხაზოვან დამწერლობას, რადგან ეს დამწერლობა ბერძნულია, მინოსი კი

წინაბერძნული მოსახლეობის მითოლოგიური გმირია

ამ შეკითხვის სავარაუდო პასუხები III _ V აბზაცებსა და ერთ-ერთ სქოლიოს

უკავშირდება. ტექსტის III აბზაცში ერთმნიშვნელოვნად არის ნათქვამი, რომ მინოსური

დამწერლობა A-ხაზოვანი დამწერლობაა (`ე. წ. კრეტული დამწერლობის განვითარების

შედეგი უნდა ყოფილიყო მინოსური ხაზოვანი დამწერლობა, რომელსაც A-ხაზოვანს

უწოდებენ~). შესაბამისად, სწორი პასუხია (გ).

დავრწმუნდეთ იმაში, რომ (გ) ერთადერთი სწორი პასუხია.

(ა) პასუხი არაა სწორი, რადგან მინოსი იყო არა ძველი საბერძნეთის, არამედ

კრეტის მითიური მეფე. როგორც სქოლიოშია ნათქვამი, მინოსურს არა ბერძნულ, არამედ

წინაბერძნულ (ბერძნებამდე არსებულ) კულტურას უწოდებენ.

(ბ) B-ხაზოვანი დამწერლობა ბერძნული დამწერლობაა (`კრეტაზე აღმოაჩინეს

პირველი ბერძნული დამწერლობის, ე. წ. B-ხაზოვანის ნიმუშებიც~) და მას არ შეიძლება

მინოსური ვუწოდოთ, რადგან, როგორც ზემოთ ვთქვით, მინოსი წინაბერძნული

ცივილიზაციის მითიური მეფეა და არა საკუთრივ ბერძნული ცივილიზაციისა.

(დ) ეს პასუხი ურთიერთსაწინააღმდეგო დებულებებს შეიცავს _ მინოსურს

უწოდებენ B-ხაზოვან დამწერლობას, რადგან ეს დამწერლობა ბერძნულია, მინოსი კი

წინაბერძნული მოსახლეობის მითოლოგიური გმირია. სწორი იქნებოდა გვეთქვა:

`მინოსურს ვერ ვუწოდებთ B-ხაზოვან დამწერლობას, რადგან ეს დამწერლობა

ბერძნულია, მინოსი კი წინაბერძნული მოსახლეობის მითოლოგიური გმირია~.

6. ცნობილია, რომ კუნძულ კვიპროსზე აღმოჩნდა ე. წ. კვიპრომინოსური ანუ C-

ხაზოვანი დამწერლობა, რომელიც განვითარების ისტორიითა და ხასიათით B-ხაზოვანი დამწერლობის ანალოგიურია. ადგილობრივი მოსახლეობის გარდა, C-ხაზოვან დამწერლობას იყენებდნენ კვიპროსზე გადმოსახლებული ბერძნებიც.

თუ ამ ინფორმაციას ტექსტში მოცემულ ცნობებს დავუკავშირებთ, დავასკვნით:

(ა) C-ხაზოვანი დამწერლობა ხატოვანია, როგორც ე. წ. კრეტული; აქაც გაურკვეველია, C-

ხაზოვანის ნიშნები იდეოგრამებს წარმოადგენს თუ მარცვლოვანი დამწერლობის ადრეული საფეხურია

(ბ) C-ხაზოვანი დამწერლობა პიქტოგრაფიულია, როგორც ფესტოს დისკოს წარწერა,

თუმცა C-ხაზოვანის ნიმუშები წინასწარ დამზადებული სპეციალური მატრიცებით

არის ამოტვიფრული (გ) C-ხაზოვანი დამწერლობა A-ხაზოვანის განვითარების შედეგს წარმოადგენს, ამასთან,

ისიც იყენებს მარცვლოვან ნიშნებს და იდეოგრამებს _ ცნების აღმნიშვნელ პირობით წერილობით ნიშნებს

(დ) C-ხაზოვანი დამწერლობა B-ხაზოვანის განვითარების შედეგს წარმოადგენს, ამასთან,

ისიც მარცვლოვანი სისტემაა და ისიც კონტინენტურ საბერძნეთში გავრცელებულა

Page 55: ზოგადი უნარები - WordPress.com...5 როგორ იქმნება ზოგადი უნარების ტესტი ზოგადი უნარების

55

ამ დავალებაში მოცემულია ინფორმაცია დამწერლობის კიდევ ერთი ტიპის

შესახებ, რომელსაც ვერ ვხვდებით ტექსტში. იმისათვის, რომ შეკითხვას ვუპასუხოთ, ეს

ინფორმაცია ტექსტში მოყვანილ ფაქტებთან უნდა შევაჯეროთ. დავალებაში

წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად, C-ხაზოვანი დამწერლობა განვითარების

ისტორიითა და ხასიათით B-ხაზოვანი დამწერლობის ანალოგიურია, მსგავსია. B-

ხაზოვანის შესახებ ტექსტში ვკითხულობთ: `კრეტაზე აღმოაჩინეს პირველი ბერძნული

დამწერლობის, ე. წ. B-ხაზოვანის ნიმუშებიც. ეს დამწერლობა A-ხაზოვანის განვითარების

შედეგს წარმოადგენს~ (IV აბზაცი). ასევე: `B-ხაზოვანი იყენებს სილაბოგრამებს

(მარცვლოვან ნიშნებს), რომლებიც აღნიშნავს ხმოვანს ან ხმოვნისა და თანხმოვნის

კომპლექსს, აგრეთვე იდეოგრამებს~ (V აბზაცი). ყოველივე ეს თავმოყრილია პასუხის (გ)

ვარიანტში. შესაბამისად, ის არის სწორი.

(ა) და (ბ) პასუხები C-ხაზოვანი დამწერლობის A-ხაზოვანთან მსგავსებაზე

მეტყველებს და არა B-ხაზოვანთან. (დ) პასუხის მიხედვით, C-ხაზოვანი დამწერლობა

განვითარების ისტორიით B-ხაზოვანის ანალოგიური არ ყოფილა, პირიქით, ის მისგან

განვითარებულა.

ამრიგად, სწორი პასუხია (გ).

7. ტექსტის საფუძველზე უნდა ვივარაუდოთ, რომ:

(ა) B-ხაზოვანი დამწერლობა შეიქმნა მინოსურ კრეტაზე, თუმცა სისტემის სირთულის

გამო იგი ვერ გავრცელდა კონტინენტურ საბერძნეთში

(ბ) ბერძნებმა რაციონალური მიდგომა გამოიჩინეს მინოსური წერილობითი ტრადიციების

მიმართ: გამოიყენეს A-ხაზოვანის ყველა ნიშანი და მას დაუმატეს რამდენიმე ახალი

გრაფემა ანბანური დამწერლობიდან

(გ) წინაბერძნული ტომების მიერ შექმნილი B-ხაზოვანი დამწერლობა საფუძვლად

დაედო ანბანური დამწერლობის განვითარებას

(დ) მინოსური დამწერლობის (კრეტულის და A-ხაზოვანის) გაშიფვრამ შესაძლოა

გადაჭრას ეგეოსის ზღვის აუზში ბერძნებამდე მოსახლე არაინდოევროპული

წარმომავლობის ხალხის ეთნიკური ვინაობის საკითხი

ბოლო, ერთგვარად, შემაჯამებელ შეკითხვაზე პასუხის გაცემა მთელი ტექსტის

გააზრებას, დამწერლობათა შესახებ მოცემული ცნობების ურთიერთდაკავშირებას

მოითხოვს. განვიხილოთ პასუხის თითოეული ვარიანტი:

(ა) პასუხში მოყვანილი ფაქტი არ შეესაბამება ტექსტში B-ხაზოვანი დამწერლობის

შესახებ მოცემულ ცნობებს. მინოსური კრეტა წინაბერძნული ცივილიზაციის დროინდელ

კრეტას აღნიშნავს, B-ხაზოვანი კი ბერძნული დამწერლობაა. გარდა ამისა, ტექსტში

ნათქვამია, რომ ის კონტინენტურ საბერძნეთშიც გავრცელებულა (V აბზაცი).

(ბ) V აბზაცში საუბარია იმის შესახებ, თუ როგორ ჩამოყალიბდა B-ხაზოვანი

დამწერლობა A-ხაზოვანის საფუძველზე. კერძოდ, ბერძნებს `არ გამოუყენებიათ A-

ხაზოვანის ზოგიერთი ნიშანი~. ხოლო ახალ ნიშნებს ანბანური დამწერლობიდან ვერ

გადმოიღებდნენ, რადგან B-ხაზოვანი მხოლოდ სილაბოგრამებსა და იდეოგრამებს იყენებს

(ამასთან, იმ დროისთვის ანბანური დამწერლობის არსებობის შესახებ ტექსტში არაფერია

ნათქვამი). პასუხის ამ ვარიანტში კი ეს მოვლენა არასწორადაა ასახული.

Page 56: ზოგადი უნარები - WordPress.com...5 როგორ იქმნება ზოგადი უნარების ტესტი ზოგადი უნარების

56

(გ) პასუხი არაა სწორი, რადგან, როგორც უკვე ბევრჯერ ითქვა, B-ხაზოვანი

დამწერლობა ბერძნულია, ბერძნების მიერ არის შექმნილი და არა წინაბერძნული

ტომების მიერ (წინაბერძნული A-ხაზოვანი დამწერლობაა).

(დ) სწორი პასუხია. ტექსტის დასაწყისში დასმულია საკითხი ეგეოსის ზღვის

აუზში მოსახლე წინაბერძნული ტომების არსებობის შესახებ. A-ხაზოვანი დამწერლობა

სწორედ წინაბერძნულ ცივილიზაციაშია შექმნილი (მას მინოსურსაც უწოდებენ). ტექსტში

ისიცაა ნათქვამი, რომ ეს დამწერლობა ჯერ გაუშიფრავია. მისი გაშიფვრა _ A-

ხაზოვანით შესრულებული წარწერების ამოკითხვა _ მნიშვნელოვან ინფორმაციას

მიაწვდიდა მეცნიერებს მისი შემქმნელი ხალხის წარმომავლობის შესახებ. მაშასადამე,

ტექსტი ნამდვილად იძლევა (დ) პასუხში მოცემული ვარაუდის გამოთქმის საფუძველს.

ზოგადი რეკომენდაციები წაკითხული ტექსტის გააზრებისთვის:

• ყურადღებით წაიკითხეთ ტექსტი. შეეცადეთ, გაიაზროთ მისი ძირითადი

იდეა;

• შეკითხვებზე პასუხის გაცემა დაიწყეთ მხოლოდ მას შემდეგ, რაც ტექსტის

შინაარსი თქვენთვის მთლიანად გასაგები იქნება;

• სანამ პასუხს გასცემდეთ შეკითხვას, ყურადღებით წაიკითხეთ ტექსტის ის

ნაწილი, რომელსაც უშუალოდ შეეხება ეს შეკითხვა (ზოგჯერ ტექსტში შესაბამისი

მონაკვეთის მოძიების გასაადვილებლად შეკითხვაში მითითებულია აბზაცის ნომერი);

• ყურადღებით განიხილეთ ოთხივე სავარაუდო პასუხი. ნუ შემოხაზავთ

პირველსავე ვარიანტს, რომელიც სწორად მოგეჩვენებათ, სანამ დანარჩენ ვარიანტებსაც

არ განიხილავთ;

• პასუხი, რომელიც სწორია მოცემული ტექსტის მიხედვით, შეიძლება არ

თანხვდებოდეს თქვენს წინარე ცოდნას კონკრეტული საკითხის შესახებ. ამიტომ, სანამ

პასუხს აირჩევდეთ, ერთხელ კიდევ წაიკითხეთ (შეამოწმეთ) ტექსტის შესაბამისი

მონაკვეთი და აირჩიეთ ის პასუხი, რომელიც გამომდინარეობს კონტექსტიდან;

• მოიძიეთ ტექსტში თითოეული პასუხის მართებულობისა თუ

უმართებულობის დამადასტურებელი არგუმენტები;

• პასუხი მაშინაც შეიძლება ჩაითვალოს მცდარად, როდესაც ის მხოლოდ

ნაწილობრივაა მართებული (ნაწილობრივ პასუხობს შეკითხვას), ამიტომ ყველა

სავარაუდო პასუხი გულდასმით განიხილეთ.

Page 57: ზოგადი უნარები - WordPress.com...5 როგორ იქმნება ზოგადი უნარების ტესტი ზოგადი უნარების

57

დავალებები დამოუკიდებელი სამუშაოსთვის

ადამიანის და ფუტკრის ყნოსვის ორგანოთა ანატომიური აგებულება სრულიად

სხვადასხვაა. მიუხედავად ამისა, ფუტკრები თითქმის ისევე შეიგრძნობენ სუნს, როგორც

ადამიანები, თუმცა ფუტკარს უფრო გაფაქიზებული აქვს ყნოსვა ყვავილთა სურნელის

მიმართ. ფუტკრებს დავუდგათ რამდენიმე ფიალა, რომელთაგან მხოლოდ ერთში ასხია

თაფლი. ამ ფიალას ლავანდის ესენცია წავუსვათ. მას შემდეგ, რაც ფუტკრები

რამდენჯერმე შეჭამენ თაფლს ფიალიდან, შევცვალოთ ფიალების განლაგება, ამასთან,

არც ერთ მათგანში თაფლი აღარ ჩავასხათ. თუ ფუტკარი მაინც უშეცდომოდ მოძებნის

ლავანდისსურნელიან ფიალას, მაშინ უნდა ვიგულისხმოთ, რომ იგი სუნით ცნობს მას.

შემდეგ ცდაში ლავანდის სურნელი შევცვალოთ სხვა, მისი მსგავსი სურნელით. თუ

ფუტკარი დაჯდება ამ ფიალაზე, უნდა ვივარაუდოთ, რომ იგი ორ მსგავს სურნელს

ერთმანეთისგან ვერ განასხვავებს; თუ არ დაჯდება _ საფიქრებელია, რომ ის

განასხვავებს მათ. ასე თანდათანობით, სურნელისა და მისი ინტენსივობის ცვლით,

შეიძლება ფუტკრის ყნოსვითი უნარის გამოკვლევა.

ცნობილია, რომ მზვერავი ფუტკრები `აცნობებენ~ მთელ სკას საკვებით მდიდარი

ადგილების შესახებ, გარკვეული მოძრაობებით მიანიშნებენ მანძილსა და მიმართულებას,

რომელსაც მზის მიხედვით განსაზღვრავენ. ამ დროს ფუტკრები ულვაშებით ეხებიან

მზვერავის მუცელს და, როგორც ჩანს, შეიგრძნობენ ყვავილის (მაგალითად, აკაციის)

სურნელს, რომლითაც გაჟღენთილია იგი. ისინი ზუსტად განსაზღვრული `საჰაერო

გზებით~ მიეშურებიან ნექტრის შესაგროვებლად. ფრენისას ფუტკრები არ მიაქცევენ

ყურადღებას სხვა ყვავილებს, არ შეხედავენ აყვავებულ წაბლის ხეს, თუნდაც ის მათ

გზაზე იდგეს.

საინტერესოა, სამყარო ფუტკრებისთვის ისეთივე ფერადოვანია, როგორიც ჩვენთვის,

თუ შავ-თეთრი ფოტოგრაფიის მსგავსია? კარლ ფონ ფრიშმა 1956 წელს ჩაატარა

ექსპერიმენტი, რომლის საშუალებითაც დაადგინა, რომ ფუტკრებს აქვთ ფერის შეგრძნების

უნარი. მაგიდაზე დააწყვეს ერთი ლურჯი და რამდენიმე სხვადასხვა ტონის რუხი ფერის

ფირფიტა. ლურჯ ფირფიტაზე ფუტკრის მოსაზიდად ცოტაოდენი თაფლი დაასხეს და ის

მაგიდის ცენტრში მოათავსეს. მას შემდეგ, რაც ფუტკარმა ლურჯი ფირფიტიდან თაფლი

შეჭამა, ის შეცვალეს იმავე ფერის ახალი ფირფიტით, რომელიც ამჯერად მაგიდის

კიდესთან დადეს. რუხ ფირფიტებს შორის იყო რამდენიმე ისეთი ფირფიტა, რომელთა

გარჩევა ლურჯისგან შეუძლებელი იქნებოდა შავ-თეთრ ფოტოზე. ფუტკარს ფერის

შეგრძნების უნარი რომ არ ჰქონოდა, ყველა ამ ფირფიტასთან მიფრინდებოდა, მაგრამ

აღმოჩნდა, რომ მან ლურჯი ფირფიტა დანარჩენებისგან ადვილად გამოარჩია.

ცდებითვე გაირკვა, რომ ფუტკარი ვერ ხედავს ზოგიერთ ფერს, რომელსაც ჩვენ

შევიგრძნობთ, მაგალითად, წითელს; სამაგიეროდ, ხედავს ულტრაიისფერ სხივებს,

რომლებიც უხილავია ადამიანის თვალისთვის: ფუტკარი სხვადასხვაგვარად აღიქვამს ორ

თეთრ დაფას, რომელთაგან ერთი ულტრაიისფერი სხივების ამრეკლავი თეთრი

საღებავითაა შეღებილი, მეორე კი _ ამ სხივების შთანმთქმელი თეთრი საღებავით, თუმცა

ადამიანის მიერ ორივე დაფის ფერი ერთნაირად აღიქმება. ულტრაიისფერ სხივებს

ყველაზე ძლიერად ირეკლავს თეთრი ყვავილები და ამიტომ ისინი ფუტკრებისთვის

მკვეთრად გამოირჩევა ფოთლების ფონზე, რომლებიც მათთვის ღია რუხი ფერისაა.

ფუტკრების უნარზე, შეიგრძნონ ულტრაიისფერი გამოსხივება, მიუთითებს ისიც,

რომ მათ მზის მიხედვით ორიენტირება ღრუბლიან ამინდშიც შეუძლიათ. მზის

ადგილმდებარეობას ისინი განსაზღვრავენ ულტრაიისფერი სხივებით, რომლებსაც

ღრუბლები ვერ აკავებს. თუ იმ მხრიდან, საითაც მზეა, ფუტკრებს დავუდგამთ

ფილტრს, რომელიც ულტრაიისფერ სხივებს არ ატარებს, ისინი ვერ შეძლებენ მზის

მიხედვით ორიენტირებას.

Page 58: ზოგადი უნარები - WordPress.com...5 როგორ იქმნება ზოგადი უნარების ტესტი ზოგადი უნარების

58

1. I აბზაცში აღწერილი ცდების შესახებ შეიძლება ითქვას:

(ა) ფუტკარი ისევე შეიგრძნობს ყვავილთა სურნელს, როგორც ადამიანი, ამიტომ

ყვავილის სურნელისა და მისი ინტენსივობის ცვლით შეგვიძლია ფუტკრის

შეგრძნებათა კვლევა

(ბ) მიუხედავად იმისა, რომ ადამიანისა და ფუტკრის ყნოსვის ორგანოთა ანატომიური

აგებულება განსხვავებულია, I აბზაცში აღწერილი ცდები გვიჩვენებს, რომ ფუტკრები

ზუსტად ისევე შეიგრძნობენ სუნს, როგორც ადამიანები

(გ) ფუტკარი ორ მსგავს სურნელს ერთმანეთისგან ვერ განასხვავებს, სურნელის

ინტენსივობის შეცვლის შემთხვევაში კი მან, სავარაუდოდ, უნდა შეძლოს მათი

გარჩევა

(დ) მიუხედავად იმისა, რომ I აბზაცში ცდების შედეგები არ არის წარმოდგენილი,

ზუსტად არის მითითებული ის გზა, რომლის მეშვეობითაც უნდა დავადგინოთ

ფუტკრის ერთ-ერთი შეგრძნების თავისებურებანი

2. `ფუტკრები არ მიაქცევენ ყურადღებას სხვა ყვავილებს, არ შეხედავენ აყვავებულ

წაბლის ხეს, თუნდაც ის მათ გზაზე იდგეს~, რადგან:

(ა) ისინი ზუსტად განსაზღვრული `საჰაერო გზებით~ მიეშურებიან ნექტრის

შესაგროვებლად

(ბ) მათ ერთი მიზანი აქვთ: ნექტრის ასაღებად იმ ყვავილებთან უნდა მიფრინდნენ,

რომელთა შესახებ მათ მზვერავმა ფუტკარმა აცნობა

(გ) ულვაშებით შეხებისას ფუტკარი შეიგრძნობს მხოლოდ ზოგიერთი ყვავილის

სურნელს იმ სურნელთაგან, რომლებითაც გაჟღენთილია მზვერავი ფუტკარი

(დ) ისინი მიფრინავენ საკვებით უფრო მდიდარი ადგილებისკენ, ვიდრე _ წაბლის ხე

და მის ირგვლივ არსებული გარემოა

3. ფერის შეგრძნების უნარი რომ არ ჰქონოდა:

(ა) ფუტკარი რუხსა და ლურჯ ფირფიტებს ერთმანეთისგან ფერით მაინც განარჩევდა,

თუ თაფლს მხოლოდ რუხ ფირფიტებზე დაასხამდნენ

(ბ) ფუტკრისთვის ხილული სამყარო შავ-თეთრი ფოტოგრაფიის მსგავსი იქნებოდა, მას

რუხი ფერის განსხვავებული ტონების გარჩევაც კი გაუჭირდებოდა

(გ) ფუტკარი იმ რუხ ფირფიტებთანაც მიფრინდებოდა, რომელთა ფერის ინტენსივობა

ლურჯისას დაემთხვეოდა

(დ) ფუტკრისთვის ლურჯი ფირფიტის ამოცნობა მაინც შესაძლებელი იქნებოდა, თუ მას,

ცენტრის ნაცვლად, მაგიდის კუთხეში მოვათავსებდით

4. ტექსტის მიხედვით, არ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ:

(ა) ფუტკრისთვის ადვილია ბალახში იების ფერის გამორჩევა

(ბ) ფუტკრისთვის არაა ადვილი გვირილებისა და იების ფერების ერთმანეთისგან გარჩევა

(გ) ფუტკრისთვის ადვილია გვირილებისა და ყაყაჩოების ფერების ერთმანეთისგან

გარჩევა

(დ) ფუტკრისთვის არაა ადვილი ბალახში ყაყაჩოს ფერის გამორჩევა

Page 59: ზოგადი უნარები - WordPress.com...5 როგორ იქმნება ზოგადი უნარების ტესტი ზოგადი უნარების

59

5. III აბზაცი იწყება შეკითხვით. ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელი პასუხობს მას?

(ა) ფრიშის ექსპერიმენტით დადგინდა, რომ ფუტკრებს აქვთ ფერის შეგრძნების უნარი,

უფრო მეტიც, ისინი იმ სხივებსაც ხედავენ, რომლებიც ადამიანის თვალისთვის

უხილავია

(ბ) ფრიშის ექსპერიმენტით დადგინდა, რომ ფუტკრები ხედავენ მხოლოდ ერთნაირი

ინტენსივობის ფერებს, თუმცა თეთრი ფერი მათთვის მკვეთრად გამოირჩევა

(გ) თეთრი დაფების ეპიზოდი ცხადყოფს, რომ ფუტკრები ადამიანისგან განსხვავებულად

აღიქვამენ ფერებს, ხილული სამყარო მათთვის შავ-თეთრ ფოტოგრაფიას ემსგავსება

(დ) თეთრი დაფების ეპიზოდი ცხადყოფს, რომ ფუტკრები ერთმანეთისგან ვერ

განარჩევენ სხვადასხვა ფერს, თუმცა ხედავენ ულტრაიისფერ სხივებს, ამიტომ

სამყარო მათთვის არ ემსგავსება შავ-თეთრ ფოტოგრაფიას

6. რომელი მოსაზრება შეიძლება მივიჩნიოთ მართებულად, ტექსტის მიხედვით?

(ა) რადგან ფუტკრები მზის მიხედვით ორიენტირებენ, მათ უჭირთ ღრუბლიან ამინდში

საკვებით მდიდარი ადგილების ზუსტად მინიშნება

(ბ) რაკი ღრუბლიან ამინდში მზის ადგილმდებარეობას ფუტკრები განსაზღვრავენ

ულტრაიისფერი სხივებით, უნდა ვიფიქროთ, რომ ღრუბლები ვერ აკავებს ამ სხივებს

(გ) რადგან ფუტკრებს არ უჭირთ ღრუბლიან ამინდში ორიენტირება, უნდა ვიფიქროთ,

რომ მათ ადამიანის მსგავსი მხედველობითი შეგრძნების უნარი აქვთ

(დ) თუ იმ მხრიდან, საითაც მზეა, არ დავდგამთ ულტრაიისფერი სხივების შემაკავებელ

ფილტრს, ეს სხივები ადამიანისთვისაც ხილული გახდება

7. რომელ ორ აბზაცს აქვს ანალოგიური ფუნქცია ტექსტში?

(ა) II და V

(ბ) II და IV

(გ) II და III

(დ) I და V

Page 60: ზოგადი უნარები - WordPress.com...5 როგორ იქმნება ზოგადი უნარების ტესტი ზოგადი უნარების

60

მათემატიკური ნაწილი

ტესტის მათემატიკური ნაწილი შედგება რაოდენობრივი ხასიათის დავალებებისგან. ამ

დავალებების მეშვეობით მოწმდება:

რიცხვებითა და სხვა მათემატიკური ცნებებით ოპერირების უნარი;

სხვადასხვა სახით (ცხრილი, გრაფიკი, დიაგრამა და ა.შ.) წარმოდგენილ

მონაცემთა ანალიზის უნარი.

დავალებები მოიცავს მათემატიკის სხვადასხვა სფეროს (არითმეტიკა, ალგებრა,

გეომეტრია, მონაცემთა ანალიზი) და ოთხი სხვადასხვაგვარი ფორმითაა ჩამოყალიბებული:

1. რაოდენობრივი შედარება;

2. ამოცანები;

3. მონაცემთა საკმარისობა;

4. ცხრილის, დიაგრამის ან გრაფიკის სახით წარმოდგენილ მონაცემთა ანალიზი.

სხვადასხვა ფორმით მოცემული დავალებები სხვადასხვაგვარ მიდგომას მოითხოვს,

ამიტომ რამდენიმე ნიმუშს დეტალურად განვიხილავთ.

ქვემოთ მითითებულია ყველა ძირითადი ცნება და საკითხი, რომლებიც შეიძლება

შეგხვდეთ ტესტის მათემატიკური ნაწილის დავალებებში (იხ. გვ. 86-88).

რაოდენობრივი შედარება (10-11 დავალება)

ამ ტიპის დავალებებში A და B სვეტებში მოცემულია რაოდენობები, რომელთაც ზოგჯერ

თან ახლავს დამატებითი ინფორმაცია.

ამგვარ დავალებათა შესრულებისას მოგეთხოვებათ A სვეტში მითითებული

რაოდენობის შედარება B სვეტის იმავე სტრიქონში მითითებულ რაოდენობასთან. ყოველ

დავალებას ახლავს ოთხი სავარაუდო პასუხი.

რაოდენობათა თითოეული შედარება ტესტის დამოუკიდებელ დავალებად ითვლება.

ტესტში რაოდენობრივი შედარების დავალებებს ახლავს ამგვარი ინსტრუქცია:

შეადარეთ ერთმანეთს A და B სვეტების უჯრებში მოცემული რაოდენობები.

თუ A სვეტის უჯრაში მოცემული რაოდენობა მეტია B სვეტის შესაბამის უჯრაში მოცემულ

რაოდენობაზე, აირჩიეთ (ა);

თუ B სვეტის უჯრაში მოცემული რაოდენობა მეტია A სვეტის შესაბამის უჯრაში მოცემულ

რაოდენობაზე, აირჩიეთ (ბ);

თუ უჯრებში მოცემული რაოდენობები ტოლია, აირჩიეთ (გ);

თუ მოცემული ინფორმაცია საკმარისი არაა იმის დასადგენად, რომელი რაოდენობაა მეტი,

აირჩიეთ (დ).

Page 61: ზოგადი უნარები - WordPress.com...5 როგორ იქმნება ზოგადი უნარების ტესტი ზოგადი უნარების

61

ნიმუშები და განმარტებები

A B

1.

თორნიკემ, სანდრომ, სოფომ და ანამ სოკო შეაგროვეს.

გოგონებმა იმდენივე სოკო შეაგროვეს, რამდენიც - ბიჭებმა.

ანამ შეაგროვა ყველაზე მეტი სოკო.

(ა) (ბ) (გ) (დ)

რაკი ანამ შეაგროვა ყველაზე მეტი სოკო, ამიტომ სოფოს მიერ შეგროვებული სოკოს

რაოდენობა იქნება ყველაზე ნაკლები. მართლაც, თუკი სოფოს მიერ შეგროვებული სოკოს

რაოდენობა იქნება რომელიმე ბიჭის მიერ შეგროვებული სოკოს რაოდენობის ტოლი ან მასზე

მეტი, მაშინ გოგონების მიერ შეგროვებული სოკოს რაოდენობა მეტი გამოვა ბიჭების მიერ

შეგროვებული სოკოს რაოდენობაზე. ეს კი შეუძლებელია, რადგან, პირობის თანახმად,

გოგონებმა იმდენივე სოკო შეაგროვეს, რამდენიც - ბიჭებმა. მაშასადამე, სოფოს შეუგროვებია

ყველაზე ნაკლები რაოდენობის სოკო, კერძოდ, უფრო ნაკლები, ვიდრე - თორნიკეს.

შესაბამისად, სწორი პასუხია (ა).

2.

ნიკამ კიბის საფეხურები გადანომრა. პირველ საფეხურს მან

დააწერა რიცხვი 1, მეორეს - 2 და ასე შემდეგ. ყველა

საფეხურის დასანომრად, სხვა ციფრებთან ერთად, მას სულ 5

ცალი 3-იანის დაწერა დასჭირდა.

(ა) (ბ) (გ) (დ)

პირველი 3-იანი ნიკას დასჭირდებოდა მე-3 საფეხურის დასანომრად, მეორე - მე-13

საფეხურისა, მესამე - 23-ე საფეხურისა, მეოთხე - 30-ე საფეხურისა, ხოლო მეხუთე - 31-ე

საფეხურისა. რაკი მომდევნო, 32-ე საფეხურის დასანომრად კიდევ ერთი 3-იანია საჭირო, ნიკას

კი ყველა საფეხურის დასანომრად სულ 5 ცალი 3-იანის დაწერა დასჭირდა, ამიტომ კიბის

საფეხურების რაოდენობა 31-ის ტოლი ყოფილა. შესაბამისად, სწორი პასუხია (გ).

3.

გიას ხელფასი ნიკას ხელფასის ნახევარზე 250 ლარით მეტია.

(ა) (ბ) (გ) (დ)

ზოგიერთი დავალების ამოხსნაში დაგვეხმარება კონკრეტული შემთხვევების განხილვა.

რაკი გიას ხელფასი ნიკას ხელფასის ნახევარზე 250 ლარით მეტია, ამიტომ ჯერ

განვიხილოთ შემთხვევა, როცა ნიკას ხელფასის ნახევარი ზუსტად 250 ლარის ტოლია. ამ

შემთხვევაში ნიკას ხელფასი იქნება 500250·2 ლარი. გიას ხელფასი კი - 250 + 250 = 500 ლარი,

რაც ნიკას ხელფასის ტოლია. ესე იგი, გიას და ნიკას შეიძლება თანაბარი ოდენობის ხელფასი

ჰქონდეთ.

სოფოს მიერ

შეგროვებული სოკოს

რაოდენობა

თორნიკეს მიერ

შეგროვებული სოკოს

რაოდენობა

კიბის საფეხურების

რაოდენობა 31

გიას ხელფასი ნიკას ხელფასი

Page 62: ზოგადი უნარები - WordPress.com...5 როგორ იქმნება ზოგადი უნარების ტესტი ზოგადი უნარების

62

განვიხილოთ ახლა შემთხვევა, როცა ნიკას ხელფასის ნახევარი 250 ლარზე ნაკლებია,

მაგალითად, როცა ნიკას ხელფასის ნახევარი 200 ლარის ტოლია. მაშინ ნიკას ხელფასი იქნება

400200·2 ლარი, ხოლო გიასი - 200 + 250 = 450 ლარი, რაც ნიკას ხელფასზე მეტია. ესე იგი,

გიას ხელფასი შეიძლება მეტი იყოს ნიკას ხელფასზე.

მაშასადამე, გიას ხელფასი შეიძლება იყოს ნიკას ხელფასის ტოლიც და მასზე მეტიც.

შესაბამისად, სწორი პასუხია (დ).

შევნიშნოთ, რომ გიას ხელფასი ნიკას ხელფასზე ნაკლებიც შეიძლება იყოს. მაგალითად,

თუ ნიკას ხელფასის ნახევარი 300 ლარის ტოლია. მაშინ ნიკას ხელფასი იქნება 600300·2

ლარი, ხოლო გიასი - 300 + 250 = 550 ლარი, რაც ნიკას ხელფასზე ნაკლებია.

4.

ABCD პარალელოგრამის პერიმეტრი 20 სმ-ია;

MNPQ კვადრატის პერიმეტრი 8 სმ-ია.

(ა) (ბ) (გ) (დ)

ცხადია, MNPQ კვადრატის გვერდის სიგრძეა 2 სმ, ფართობი კი - 4 სმ2. რაც შეეხება ABCD

პარალელოგრამის ფართობს, მის გამოსათვლელად მოცემული ინფორმაცია არაა საკმარისი.

მაგალითად, განვიხილოთ ისეთი ABCD პარალელოგრამები, რომელთა თითოეული გვერდის

სიგრძეა 5 სმ. ყოველი მათგანის პერიმეტრი იქნება 20 სმ, მაგრამ მათი ფართობები ტოლი არ

იქნება. ასეთი პარალელოგრამების სიმაღლე h იცვლება 0-დან 5 სმ-მდე (იხ. ნახაზი).

შესაბამისად, მათი ფართობიც შეიძლება

იყოს ნებისმიერი სიდიდე 0-იდან 25 სმ2-მდე.

ამიტომ ABCD პარალელოგრამის ფართობი

MNPQ კვადრატის ფართობზე ნაკლებიც

შეიძლება იყოს, ტოლიც და მეტიც. მაშასადამე,

სწორი პასუხია (დ).

5.

x და y ნებისმიერი დადებითი რიცხვებია. თუ yx , მაშინ

yx აღნიშნავს ამ რიცხვებს შორის უმცირესს, ხოლო თუ

yx , მაშინ xyx .

(ა) (ბ) (გ) (დ)

აქ *-ით აღნიშნულია ახალი ოპერაცია, რომელიც მოითხოვს, შეარჩიოთ ორ რიცხვს შორის

უმცირესი. მაგალითად, 575 .

რადგანაც ორ რიცხვს შორის უმცირესი არ აღემატება თითოეულ მათგანს, ამიტომ

xx 7 , ხოლო yy 9 . მაშინ yxyx 97 . ეს უკანასკნელი კი ნაკლებია

( 1 yx ) -ზე. ამიტომ სწორი პასუხია (ბ).

ABCD პარალელოგრამის

ფართობი

MNPQ კვადრატის

ფართობი

97 yx 1 yx

Page 63: ზოგადი უნარები - WordPress.com...5 როგორ იქმნება ზოგადი უნარების ტესტი ზოგადი უნარების

63

დავალებები დამოუკიდებელი სამუშაოსთვის

შეადარეთ ერთმანეთს A და B სვეტების უჯრებში მოცემული რაოდენობები.

თუ A სვეტის უჯრაში მოცემული რაოდენობა მეტია B სვეტის შესაბამის უჯრაში მოცემულ

რაოდენობაზე, აირჩიეთ (ა);

თუ B სვეტის უჯრაში მოცემული რაოდენობა მეტია A სვეტის შესაბამის უჯრაში მოცემულ

რაოდენობაზე, აირჩიეთ (ბ);

თუ უჯრებში მოცემული რაოდენობები ტოლია, აირჩიეთ (გ);

თუ მოცემული ინფორმაცია საკმარისი არაა იმის დასადგენად, რომელი რაოდენობაა მეტი,

აირჩიეთ (დ).

p a s u x i

1.

(ა) (ბ) (გ) (დ)

2.

3 კგ მსხალი 4,2 ლარი ღირს.

(ა) (ბ) (გ) (დ)

3.

კლასში სულ 35 მოსწავლეა. მოსწავლეთა 53 ნაწილი გოგონაა,

ხოლო გოგონათა 32 ნაწილი - შავგვრემანია.

(ა) (ბ) (გ) (დ)

4.

შაქრის ჭარხლიდან მიღებული შაქრის წონა ჭარხლის წონის

13%-ია, ხოლო შაქრის ლერწმიდან მიღებული შაქრის წონა -

ლერწმის წონის 15%.

(ა) (ბ) (გ) (დ)

A B

888 77

7

13 ლარი10 კგ მსხლის ღირებულება

ამ კლასში შავგვრემან

გოგონათა რაოდენობა 15

შაქრის წონა, რომელიც

მიიღება 50 კგ შაქრის

ჭარხლისგან

შაქრის წონა, რომელიც

მიიღება 40 კგ შაქრის

ლერწმისგან

Page 64: ზოგადი უნარები - WordPress.com...5 როგორ იქმნება ზოგადი უნარების ტესტი ზოგადი უნარების

64

5. b < 0

(ა) (ბ) (გ) (დ)

6.

n ნატურალური რიცხვია.

(ა) (ბ) (გ) (დ)

7.

(ა) (ბ) (გ) (დ)

8.

12 საათის განმავლობაში 5 ერთნაირი ნათურის ნათებისას

იხარჯება 40 თეთრის ღირებულების ელექტროენერგია.

(ა) (ბ) (გ) (დ)

9.

ნებისმიერი x რიცხვისათვის x -ით აღნიშნულია უმცირესი

მთელი რიცხვი, რომელიც მეტია x რიცხვზე.

(ა) (ბ) (გ) (დ)

10.

ტოლგვერდა სამკუთხედის გვერდის სიგრძე მეტია

კვადრატის გვერდის სიგრძეზე.

(ა) (ბ) (გ) (დ)

11.

მართკუთხედის ფართობია 24 სმ2. ABC სამკუთხედის ორი

წვერო ამ მართკუთხედის მცირე გვერდების შუაწერტილებს

ემთხვევა, ხოლო მესამე წვერო მართკუთხედის დიდ გვერდზე

მდებარეობს.

(ა) (ბ) (გ) (დ)

** 4,3x *4,3x

კვადრატისპერიმეტრი

სამკუთხედის პერიმეტრი

50 თეთრი

8 საათის განმავლობაში 8 ასეთივე

ნათურის ნათებისას დახარჯული

ელექტროენერგიის ღირებულება

6 სმ2ABC სამკუთხედის ფართობი

n9·27 323 n

b12

b3

22 ba ba

ba 1

Page 65: ზოგადი უნარები - WordPress.com...5 როგორ იქმნება ზოგადი უნარების ტესტი ზოგადი უნარების

65

12.

ტოლუჯრედებიანი ბადის ერთი

უჯრედის სიგრძეც და სიგანეც

1 სმ-ის ტოლია. გამუქებული

ოთხკუთხედის წვეროები ამ ბადის

კვანძებში მდებარეობს (იხ. ნახაზი)

(ა) (ბ) (გ) (დ)

13.

ABCD მართკუთხედის AB გვერდის სიგრძე მეტია BC

გვერდის სიგრძეზე.

(ა) (ბ) (გ) (დ)

14.

მოცემულია პირამიდა, რომელსაც სულ 8 წიბო აქვს.

(ა) (ბ) (გ) (დ)

15.

ზრდის მიხედვით დალაგებული ნებისმიერი ხუთი რიცხვის

მედიანა ამ რიცხვებიდან შუა რიცხვის ტოლია. მოცემულია

ზრდის მიხედვით დალაგებული ხუთწევრიანი მიმდევრობა,

რომლის მეორე წევრი 17-ზე მეტია.

(ა) (ბ) (გ) (დ)

ამ ოთხკუთხედის ფართობი 12 კვ. სმ

AB გვერდითა და AC

დიაგონალით შედგენილი

მახვილი კუთხის სიდიდე 40°

ამ პირამიდის წვეროების

რაოდენობა 5

ამ მიმდევრობის

მედიანა 17

Page 66: ზოგადი უნარები - WordPress.com...5 როგორ იქმნება ზოგადი უნარების ტესტი ზოგადი უნარების

66

ამოცანები (18-21 დავალება)

ამ სახის დავალებები თქვენ შეგხვედრიათ მათემატიკის სასკოლო სახელმძღვანელოებში.

ამოცანები პირობითად შეიძლება დავყოთ წმინდა მათემატიკურ და ყოფითი შინაარსის

ამოცანებად. წმინდა მათემატიკური ამოცანები ჩამოყალიბებულია მათემატიკური ტერმინების

საშუალებით. ყოფითი შინაარსის ამოცანები სხვადასხვა ცხოვრებისეულ პრობლემას

უკავშირდება. მათ გადასაჭრელად მიზანშეწონილია ამოცანის პირობის გამოხატვა

მათემატიკური ტერმინების მეშვეობით და მათემატიკური მოდელის შექმნა.

თითოეულ ამოცანას ახლავს ხუთი სავარაუდო პასუხი, რომელთაგან მხოლოდ ერთია

სწორი.

ნიმუშები და განმარტებები

1. თამთამ 42 ცალი ფანქარი რამდენიმე კოლოფში ჩააწყო: ზოგში - 2 ცალი, ზოგში - 3.

ჩამოთვლილთაგან რომლის ტოლი შეიძლება იყოს იმ კოლოფთა რაოდენობა, რომლებშიც 3

ფანქარია?

(ა) 9

(ბ) 10

(გ) 11

(დ) 13

(ე) 14 რისი ტოლიც უნდა იყოს იმ კოლოფების რაოდენობა, რომლებშიც თამთამ ორ-ორი

ფანქარი ჩააწყო, მათში ჩაწყობილი ფანქრების საერთო რაოდენობა მაინც 2-ის ჯერადი, ანუ

ლუწი იქნება. რაკი თამთამ კოლოფებში სულ 42 ცალი, ანუ ლუწი რაოდენობის ფანქარი ჩააწყო,

ამიტომ ფანქრების საერთო რაოდენობა იმ კოლოფებში, რომლებშიც სამ-სამი ფანქარი აწყვია,

ასევე ლუწი უნდა იყოს. შესაბამისად, ჩამოთვლილთაგან (ა), (გ) და (დ) ვარიანტები უნდა

გამოვრიცხოთ. იმ კოლოფთა რაოდენობა, რომლებშიც 3 ფანქარია, ვერ იქნება ვერც 14-ის

ტოლი, რადგან ასეთ შემთხვევაში ამ კოლოფებში 423·14 ფანქარი იქნებოდა და არც ერთ

კოლოფში აღარ იქნებოდა 2 ცალი ფანქარი. განსახილველი რჩება მხოლოდ (ბ) ვარიანტი. თუ

თამთა სამ-სამ ფანქარს ჩააწყობს 10 კოლოფში, ხოლო ორ-ორს - 6 კოლოფში, მაშინ მის მიერ

ჩაწყობილი ფანქრების საერთო რაოდენობა იქნება 422·63·10 , რაც არ ეწინააღმდეგება

ამოცანის პირობას. მაშასადამე, იმ კოლოფთა რაოდენობა, რომლებშიც 3 ფანქარია,

შესაძლებელია იყოს 10-ის ტოლი. შესაბამისად, სწორი პასუხია (ბ).

2. დავითმა 2-ჯერ მეტი ფოტოსურათი გადაიღო, ვიდრე - ლევანმა და 3-ჯერ მეტი, ვიდრე -

თორნიკემ. სამივემ ერთად 80-ზე ნაკლები ფოტოსურათი გადაიღო. მაქსიმუმ რამდენი

ფოტოსურათი შეიძლება გადაეღო დავითს?

(ა) 36

(ბ) 42

(გ) 48

(დ) 54

(ე) 60

Page 67: ზოგადი უნარები - WordPress.com...5 როგორ იქმნება ზოგადი უნარების ტესტი ზოგადი უნარების

67

დავითმა 2-ჯერ მეტი ფოტოსურათი გადაიღო, ვიდრე - ლევანმა და 3-ჯერ მეტი, ვიდრე -

თორნიკემ, ამიტომ დავითის მიერ გადაღებული ფოტოსურათების რაოდენობა იქნება როგორც

2-ის, ისე 3-ის ჯერადი, მაშასადამე, 6-ის ჯერადიც. ამიტომ დავითის მიერ გადაღებული

ფოტოსურათების რაოდენობა შეიძლება აღვნიშნოთ x6 -ით, სადაც x მთელი რიცხვია. მაშინ

ლევანის მიერ გადაღებული ფოტოსურათების რაოდენობა იქნება x3 , ხოლო თორნიკესი - x2 .

რაკი სამივემ ერთად 80-ზე ნაკლები ფოტოსურათი გადაიღო, მივიღებთ უტოლობას:

80236 xxx , ანუ 8011 x , რომლის ამონახსნია 1137x . ამიტომ x-ის შესაძლო

მაქსიმალური მთელი მნიშვნელობა ტოლია 7-ის. შესაბამისად, დავითის მიერ გადაღებული

ფოტოსურათების რაოდენობა შეიძლება იყოს მაქსიმუმ 427·6 -ის ტოლი. მაშასადამე, სწორი

პასუხია (ბ).

3. ჩამოთვლილთაგან რომელი შეიძლება იყოს იმ სამკუთხედის

წვეროების კოორდინატები, რომელიც ნახაზზე მოცემული

სამკუთხედის სიმეტრიულია y-ღერძის მიმართ?

(ა) (–1; 1), (–3; 4), (–5; 0)

(ბ) (–3; 3), (–4; 0), (–21; 3)

(გ) (1; –2), (3; –4), (7; –4)

(დ) (2; 2), (6; 10), (12; 2)

(ე) (–2; 2), (–6; 8), (–14; 2)

სამკუთხედი, რომელიც მოცემული სამკუთხედის

სიმეტრიულია y-ღერძის მიმართ, მდებარეობს

საკოორდინატო სიბრტყის II მეოთხედში (იხ. ნახაზი). ამიტომ

ამ სამკუთხედის წვეროთა აბსცისები უარყოფითია,

ორდინატები კი - დადებითი. მოცემული პასუხებიდან

ასეთია მხოლოდ (ე) ვარიანტში მოცემული სამეული: (–2; 2),

(–6; 8), (–14; 2). ეს სამეული მართლაც შეიძლება იყოს

მოცემული სამკუთხედის სიმეტრიული

სამკუთხედის წვეროების კოორდინატები.

შესაბამისად, სწორი პასუხია (ე).

4. სასტუმროში მხოლოდ ერთადგილიანი და ორადგილიანი ნომრებია. მენეჯერმა შეიტყო, რომ

სასტუმროში უნდა განათავსოს 4 უნივერსიტეტის 10 სტუდენტი გოგონა ისე, რომ სხვადასხვა

უნივერსიტეტის სტუდენტები ერთ ნომერში არ მოხვდნენ. მინიმუმ რამდენი ნომერია საჭირო,

რათა მენეჯერმა აუცილებლად შეძლოს სტუდენტების სასტუმროში განთავსება?

(ა) 5

(ბ) 6

(გ) 7

(დ) 8

(ე) 9

Page 68: ზოგადი უნარები - WordPress.com...5 როგორ იქმნება ზოგადი უნარების ტესტი ზოგადი უნარების

68

ამ ამოცანის ამოსახსნელად უნდა მოვძებნოთ გოგონების განთავსების ყველაზე “უარესი”

შემთხვევა, ანუ ისეთი შემთხვევა, როცა ყველაზე მეტი ნომერია საჭირო. თუ რომელიმე

უნივერსიტეტის სტუდენტების რაოდენობა ლუწია, მაშინ მათ განსათავსებლად შესაძლებელია

მხოლოდ ორადგილიანი ნომრების გამოყენება, რაც საშუალებას მოგვცემს ნაკლები

რაოდენობის ერთადგილიანი ნომრები გამოვიყენოთ. ამიტომ განთავსების ყველაზე უარესი

შემთხვევა მაშინ გვექნება, როცა ოთხივე უნივერსიტეტის წარმომადგენელი სტუდენტების

რაოდენობა კენტია. ამ შემთხვევაში, ორადგილიანი ნომრების გარდა, დაგვჭირდება 4

ერთადგილიანი ნომრის გამოყენება. მაგალითად, ერთი უნივერსიტეტის 3 გოგონას

განსათავსებლად საჭიროა 1 ორადგილიანი და 1 ერთადგილიანი ნომერი. ამიტომ თუ 10

გოგონადან პირველ უნივერსიტეტს წარმოადგენს 1 გოგონა, ხოლო დანარჩენ სამს - სამ-სამი

გოგონა, მაშინ მათ განსათავსებლად აუცილებელი იქნება 1 + 2 + 2 + 2 = 7 ნომერი. ამიტომ 4

უნივერსიტეტის 10 სტუდენტი გოგონას სასტუმროში აუცილებლად განსათავსებლად ისე, რომ

სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები ერთ ნომერში არ მოხვდნენ, მინიმუმ 7 ნომერია

საჭირო. შესაბამისად, სწორი პასუხია (გ).

5. რიცხვები x, 2x, y, 7,7 ზრდის მიხედვითაა დალაგებული. განსხვავება ყოველ ორ მეზობელ

რიცხვს შორის 2-ზე ნაკლებია. ჩამოთვლილთაგან რომლის ტოლი შეიძლება იყოს y?

(ა) 5,4

(ბ) 5,5

(გ) 5,7

(დ) 5,8

(ე) 6

რიცხვები x, 2x, y, 7,7 ზრდის მიხედვითაა დალაგებული, ამიტომ განსხვავება x-სა და 2x-ს

შორის იქნება xxx 2 -ის ტოლი. პირობის თანახმად, განსხვავება ყოველ ორ მეზობელ რიცხვს

შორის 2-ზე ნაკლებია. ამიტომ 2x . შესაბამისად, 42 x . განსხვავება 2x-სა და y-ს შორის

ნაკლებია 2-ზე, ამიტომ y ნაკლები უნდა იყოს 624 -ზე, ხოლო რაკი განსხვავება y-სა და 7,7-

ს შორის ნაკლებია 2-ზე, ამიტომ y მეტი უნდა იყოს 7,52–7,7 -ზე. მაშასადამე, y შეიძლება

იყოს ისეთი რიცხვის ტოლი, რომელიც ნაკლებია 6-ზე, მაგრამ მეტია 5,7-ზე. ჩამოთვლილთაგან

ასეთია მხოლოდ 5,8. ამიტომ სწორი პასუხია (დ).

6. ხეხილის ბაღში მსხლის ხეების რაოდენობა 15-ით ნაკლებია ვაშლის ხეების რაოდენობაზე.

ჩამოთვლილთაგან რომლის ტოლი შეიძლება იყოს მსხლის ხეების რაოდენობის შეფარდება

ვაშლის ხეების რაოდენობასთან?

(ა) 31

(ბ) 53

(გ) 72

(დ) 73

(ე) 95

Page 69: ზოგადი უნარები - WordPress.com...5 როგორ იქმნება ზოგადი უნარების ტესტი ზოგადი უნარების

69

მსხლის ხეების რაოდენობა აღვნიშნოთ x-ით, მაშინ ვაშლის ხეების რაოდენობა იქნება

15x , ხოლო მსხლის ხეების რაოდენობის შეფარდება ვაშლის ხეების რაოდენობასთან - 15x

x .

გავარკვიოთ, ჩამოთვლილთაგან რომლის ტოლი შეიძლება იყოს ეს შეფარდება.

თუ 31

15 xx , მაშინ 153 xx . საიდანაც 5,72

15 x , რაც შეუძლებელია, რადგან x-ით

აღნიშნულია მსხლის ხეების რაოდენობა. მაშასადამე, 15x

x არ შეიძლება იყოს

31 -ის ტოლი. ამგვარადვე დავრწმუნდებით, რომ იგივე შეფარდება არ შეიძლება იყოს არც 5

3 -ის,

არც 73 -ის და არც 9

5 -ის ტოლი.

ახლა გავარკვიოთ, შეიძლება თუ არა, რომ ეს შეფარდება იყოს 72 -ის ტოლი. თუ

72

15

xx ,

მაშინ 3027 xx . საიდანაც მივიღებთ, რომ 65

30 x , რაც მიგვანიშნებს, რომ განხილული

შეფარდება შეიძლება იყოს 72 -ის ტოლი. მართლაც, თუ მსხლის ხეების რაოდენობაა 6, ვაშლის

ხეებისა - 21156 , მაშინ მსხლის ხეების რაოდენობის შეფარდება ვაშლის ხეების

რაოდენობასთან იქნება 72

216 . შესაბამისად, სწორი პასუხია (გ).

7. კამათელს აქვს 6 წახნაგი, რომელთაგან თითოეულზე ამოკვეთილია განსხვავებული

რაოდენობის წერტილები (1-დან 6-ის ჩათვლით). რისი ტოლია იმის ალბათობა, რომ ორი

კამათლის გაგორების შემთხვევაში ზედა წახნაგებზე წერტილთა რაოდენობების ჯამი 4-ზე

ნაკლები იქნება?

(ა) 21

(ბ) 61

(გ) 81

(დ) 121

(ე) 361

ორი კამათლის გაგორებისას მიღებულ შედეგს შეიძლება შევუსაბამოთ რიცხვთა წყვილი,

რომლის პირველი რიცხვი გვიჩვენებს წერტილების რაოდენობას პირველი კამათლის ზედა

წახნაგზე, ხოლო მეორე რიცხვი - მეორე კამათლის ზედა წახნაგზე. მაგალითად, წყვილი (3; 2)

გვიჩვენებს, რომ გაგორების შემდეგ პირველი კამათლის ზედა წახნაგზე წერტილების რაოდენობაა

3, ხოლო მეორე კამათლის ზედა წახნაგზე - 2. რაკი კამათლების თითოეულ წახნაგზე წერტილების

რაოდენობა შეიძლება იყოს ნებისმიერი რიცხვი 1-დან 6-ის ჩათვლით, ამიტომ შესაბამისი

წყვილების რაოდენობა 6 · 6 = 36-ის ტოლია, ესე იგი, ორი კამათლის გაგორებისას თანაბრად

მოსალოდნელ ელემენტარულ ხდომილობათა საერთო რაოდენობაა 36. ცხადია, კამათლების ზედა

წახნაგებზე წერტილთა რაოდენობების ჯამი 4-ზე ნაკლები იქნება სულ 3 შემთხვევაში (როცა

შესაბამისი წყვილებია (1; 1), (1; 2) და (2; 1)). ასე რომ, ხელშემწყობ ელემენტარულ ხდომილობათა

რაოდენობაა 3. ამიტომ იმის ალბათობა, რომ ორი კამათლის გაგორების შემთხვევაში ზედა

წახნაგებზე წერტილების რაოდენობათა ჯამი 4-ზე ნაკლები იქნება, ტოლია 121

363 -ის.

მაშასადამე, სწორი პასუხია (დ).

Page 70: ზოგადი უნარები - WordPress.com...5 როგორ იქმნება ზოგადი უნარების ტესტი ზოგადი უნარების

70

8. რიცხვის 4-ზე გაყოფისას მიღებული ნაშთი 3-ის ტოლია. ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომლის

ტოლი არ შეიძლება იყოს ნაშთი ამავე რიცხვის 16-ზე გაყოფისას?

(ა) 3

(ბ) 5

(გ) 7

(დ) 11

(ე) 15

ამ დავალების ამოხსნისას ყურადღება უნდა მივაქციოთ, რომ შეკითხვა უარყოფითი

ფორმითაა დასმული. ესე იგი, ამ დავალების პასუხად უნდა შეირჩეს ისეთი რიცხვი, რომელიც

ვერ იქნება მოცემული რიცხვის 16-ზე გაყოფისას მიღებული ნაშთი. ჯერ გავარკვიოთ, თუ რისი

ტოლი შეიძლება იყოს ნაშთი 16-ზე გაყოფისას.

ვთქვათ, მოცემული რიცხვია m. ამ რიცხვის 4-ზე გაყოფისას მიღებული ნაშთი 3-ის

ტოლია, რაც იმას ნიშნავს, რომ m ცალი საგნის ოთხეულებად დაწყობისას დარჩება 3 საგანი.

იმავე საგნების თექვსმეტეულებად დაწყობისას დარჩენილი საგნების რაოდენობა არის m-ის 16-

ზე გაყოფისას მიღებული ნაშთი. 1 თექვსმეტეული მიიღება 4 ცალი ოთხეულის შეერთებით.

ოთხეულების თექვსმეტეულებად გადაწყობისას შეიძლება დაგვრჩეს ან 3 ოთხეული, ან 2

ოთხეული, ან 1 ოთხეული, ან არც ერთი. ამიტომ m რიცხვის 16-ზე გაყოფისას მიღებული ნაშთი

შეიძლება იყოს მხოლოდ 1534·3 , 1134·2 , 734·1 , 334·0 . მაშასადამე, ნაშთი

არ შეიძლება იყოს 5-ის ტოლი. სწორი პასუხია (ბ).

9. მოსაპირკეთებელი იყო მართკუთხედის ფორმის აუზის ფსკერი. 4 საათის მუშაობის შემდეგ

მოსაპირკეთებელი დარჩა ფსკერის ნაწილი, რომელსაც ასევე მართკუთხედის ფორმა ჰქონდა და

რომლის სიგრძე 3-ჯერ ნაკლები იყო ფსკერის სიგრძეზე, სიგანეც 3-ჯერ ნაკლები - ფსკერის

სიგანეზე. რამდენი საათია საჭირო აუზის ფსკერის დარჩენილი ნაწილის მოსაპირკეთებლად,

თუ მუშაობას იმავე ტემპით გააგრძელებენ?

(ა) 0,5

(ბ) 1

(გ) 1,5

(დ) 2

(ე) 2,5

4 საათის მუშაობის შემდეგ დარჩენილი მოსაპირკეთებელი

ფსკერის ნაწილის ფართობი 9-ჯერ ნაკლები იქნება ფსკერის მთლიან

ფართობზე (იხ. ნახაზი). ესე იგი, შესასრულებელია მთელი სამუშაოს 91

ნაწილი, ხოლო შესრულებელია 98

911 ნაწილი. ამიტომ დარჩენილ

სამუშაოს დასჭირდება 8-ჯერ ნაკლები დრო:

4 სთ : 8 = 0,5 სთ. მაშასადამე, სწორი პასუხია (ა).

Page 71: ზოგადი უნარები - WordPress.com...5 როგორ იქმნება ზოგადი უნარების ტესტი ზოგადი უნარების

71

დავალებები დამოუკიდებელი სამუშაოსთვის

1. რამდენით შემცირდება რიცხვი 837076, თუ მის ჩანაწერში ორივე 7-იანს შევცვლით 5-

იანებით?

(ა) 4-ით

(ბ) 2000-ით

(გ) 2020-ით

(დ) 2 200-ით

(ე) 2 220-ით

2. A კლასში 11-ით მეტი მოსწავლეა, ვიდრე B კლასში. რამდენით მეტი იქნება A კლასში

მოსწავლეთა რაოდენობა B კლასში მოსწავლეთა რაოდენობაზე, თუ A კლასიდან B-ში 3

მოსწავლე გადავა?

(ა) 3-ით

(ბ) 4-ით

(გ) 5-ით

(დ) 6-ით

(ე) 7-ით

3. ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომლის მნიშვნელობაა კენტი, n-ის ნებისმიერი ნატურალური

მნიშვნელობისათვის?

(ა) 205n

(ბ) 3n + 205

(გ) 7n

(დ) n + 205

(ე) 2n + 205

4. ჩაიფიქრეს ორი რიცხვი, პირველი - ზედა

სტრიქონიდან, მეორე - ქვედა სტრიქონიდან.

მაქსიმუმ რისი ტოლი შეიძლება იყოს ჩაფიქრებული

რიცხვების ჯამი?

(ა) –20

(ბ) –6 53

(გ) –11

(დ) –1 52

(ე) –1

5. b = 4 · 5 · 6 · 7 · 8 – 7. რისი ტოლია b რიცხვის 6-ზე გაყოფისას მიღებული ნაშთი?

(ა) 1

(ბ) 2

(გ) 3

(დ) 4

(ე) 5

–12 – 53 – 6 – 5

4

– 53 –8 – 5

2 –5

Page 72: ზოგადი უნარები - WordPress.com...5 როგორ იქმნება ზოგადი უნარების ტესტი ზოგადი უნარების

72

6. ლაშამ 8 საათი და 30 წუთი იძინა და დილის 7 საათსა და 20 წთ-ზე გაიღვიძა. რომელ საათზე

დაუძინია ლაშას?

(ა) 22 სთ 10 წთ

(ბ) 22 სთ 50 წთ

(გ) 23 სთ 10 წთ

(დ) 23 სთ 50 წთ

(ე) 00 სთ 10 წთ

7. თაროზე წიგნების 2/9 ნაწილი - ინგლისურია, 2/3 ნაწილი - ქართული. მათ გარდა, თაროზე

აწყვია რუსული წიგნები, რომელთა რაოდენობა 30-ითაა ნაკლები ქართული წიგნების

რაოდენობაზე. სულ რამდენი რუსული წიგნი აწყვია თაროზე? (ა) 6

(ბ) 9

(გ) 12

(დ) 15

(ე) 20 8. a ისეთი რიცხვია, რომ aa 35218 . ჩამოთვლილთაგან რომლის ტოლი შეიძლება იყოს

a3 ?

(ა) 7,5

(ბ) 8

(გ) 8,5

(დ) 9

(ე) 9,5

9. თუ x, y და z ერთმანეთისგან განსხვავებული ნატურალური რიცხვებია, რომელთაგან

თითოეული 10-ზე ნაკლებია, მაშინ z

yx 2 გამოსახულების უდიდესი მნიშვნელობაა:

(ა) 3

(ბ) 4

(გ) 5

(დ) 7

(ე) 9

10. გიას ყულაბაში მხოლოდ 10-თეთრიანი და 20-თეთრიანი მონეტები აქვს, სულ -

16 ლარი. 10-თეთრიანი მონეტების რაოდენობა 3-ჯერ მეტია, ვიდრე 20-თეთრიანი მონეტებისა.

სულ რამდენი ცალი 20-თეთრიანი მონეტა აქვს გიას?

(ა) 35

(ბ) 32

(გ) 30

(დ) 28

(ე) 25

Page 73: ზოგადი უნარები - WordPress.com...5 როგორ იქმნება ზოგადი უნარების ტესტი ზოგადი უნარების

73

11. სამი რიცხვიდან ერთი რიცხვი მეორეზე 5-ით ნაკლებია, მესამეზე კი - 9-ით მეტი. ამ

რიცხვებს შორის უდიდესია n + 6. ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელი გამოსახულებით

ჩაიწერება ამ სამი რიცხვის ჯამი?

(ა) 3n – 1

(ბ) 3n – 4

(გ) 3n + 2

(დ) 3n + 14

(ე) 3n + 20

12. დათო კაფეში სხვადასხვა სამუშაოს ასრულებს. შაბათობით მას 20 ლარს უხდიან,

კვირაობით - 30 ლარს, სხვა დღეებში კი - 10 ლარს. მაქსიმუმ რამდენი ლარი შეიძლება

გამოიმუშაოს დათომ კაფეში ზედიზედ 15 დღის განმავლობაში მუშაობით?

(ა) 190

(ბ) 200

(გ) 210

(დ) 220

(ე) 230

13. ერთობლივი ფირმის დასაფუძნებლად დათომ 27 ათასი ლარი შეიტანა ბანკში, ნინომ - 18

ათასი ლარი. ფირმის მოგებას ისინი თავიანთი შენატანების პროპორციულად ინაწილებენ.

ჩამოთვლილთაგან რომელი შეიძლება იყოს ფირმის მოგების განაწილების შედეგად დათოსა და

ნინოს მიერ მიღებული თანხები?

(ა) 5 ათასი ლარი და 3 ათასი ლარი

(ბ) 6 ათასი ლარი და 4 ათასი ლარი

(გ) 8 ათასი ლარი და 6 ათასი ლარი

(დ) 9 ათასი ლარი და 8 ათასი ლარი

(ე) 15 ათასი ლარი და 6 ათასი ლარი

14. A-დან B ქალაქში მატარებლით ჩასვლა მხოლოდ C ქალაქის გავლითაა შესაძლებელი. A

ქალაქიდან B-სკენ გავიდა ჩქარი მატარებელი, რომლის სიჩქარეა 70 კმ/სთ, იმავე დროს C-დან

B-სკენ გავიდა სატვირთო მატარებელი, რომლის სიჩქარეა 40 კმ/სთ. ჩქარი მატარებელი

წამოეწია სატვირთო მატარებელს მოძრაობის დაწყებიდან 3 საათის შემდეგ. მატარებლები

შეუფერხებლად, შესვენების გარეშე მოძრაობდნენ. რამდენი კილომეტრია რკინიგზის სიგრძე A

და C ქალაქებს შორის?

(ა) 30

(ბ) 90

(გ) 110

(დ) 120

(ე) 210

Page 74: ზოგადი უნარები - WordPress.com...5 როგორ იქმნება ზოგადი უნარების ტესტი ზოგადი უნარების

74

15. სპილენძის მადნის გადამამუშავებელ ქარხანას მადანს ორი საბადოდან აწვდიან. პირველი

საბადოდან მიტანილი მადნის გადამუშავების შედეგად მიღებული სპილენძის წონა მადნის

წონის 6-7 %-ია, ხოლო მეორე საბადოდან მიტანილი მადნიდან მიღებული სპილენძისა - 4-4,5%. მინიმუმ რისი ტოლია პირველი საბადოდან მოტანილი 300 ტონა მადნიდან მიღებული

სპილენძის წონის შეფარდება მეორე საბადოდან მოტანილი 200 ტონა მადნიდან მიღებული

სპილენძის წონასთან?

(ა) 1,5-ის

(ბ) 2-ის

(გ) 2,5-ის

(დ) 3-ის

(ე) 3,5-ის

16. მართკუთხა სამკუთხედიდან, რომლის კათეტების სიგრძეებია

5 სმ და 7 სმ, ამოკვეთილია კვადრატი, რომლის გვერდის სიგრძეა 2

სმ. რამდენი კვადრატული სანტიმეტრია სამკუთხედის

დარჩენილი ნაწილის ფართობი?

(ა) 13,5

(ბ) 20

(გ) 27,5

(დ) 31

(ე) 32,5

17. სიბრტყეზე მოცემულია მართკუთხა

კოორდინატთა სისტემა. ამ სიბრტყეზე მდებარე AC

მონაკვეთი B წერტილით ორ ტოლ ნაწილად იყოფა. B

და C წერტილების კოორდინატები მითითებულია

ნახაზზე.

A წერტილის კოორდინატები (a, b) =

(ა) (2; 3)

(ბ) (4; 6)

(გ) (5; 6)

(დ) (5; 7)

(ე) (6; 7)

18. სანდროს ერთნაირი ხის კუბები ჰქონდა, რამდენიმე

მათგანი მან შუაზე გახერხა. ამ ნახევრებისა და

კუბებისაგან სანდრომ სახლისმაგვარი სხეული ააწყო (იხ.

ნახაზი), ისე, რომ არაფერი დარჩენია.

სულ რამდენი კუბი ჰქონია სანდროს თავდაპირველად?

(ა) 10

(ბ) 12

(გ) 13

(დ) 14

(ე) 15

Page 75: ზოგადი უნარები - WordPress.com...5 როგორ იქმნება ზოგადი უნარების ტესტი ზოგადი უნარების

75

19. რას უდრის ტოლფერდა სამკუთხედის ფუძის სიგრძის შეფარდება ამ სამკუთხედის

პერიმეტრთან, თუ ფუძის სიგრძე 2-ჯერ ნაკლებია ფერდის სიგრძეზე?

(ა) 61

(ბ) 51

(გ) 31

(დ) 32

(ე) 54

20. მართკუთხედის სამი წვერო ტოლგვერდა სამკუთხედის

გვერდებზე მდებარეობს (იხ. ნახაზი). x° = (ა) 35° (ბ) 45° (გ) 50° (დ) 55° (ე) 60°

21. გუნდში, რომელშიც თინას ჩათვლით 8 მომღერალია, მომღერალთა საშუალო ასაკი 12

წელია. რამდენი წლისაა თინა, თუ მისი გუნდიდან წასვლის შემთხვევაში გუნდში

მომღერალთა საშუალო ასაკი 11 წელი გახდება?

(ა) 11

(ბ) 12

(გ) 17

(დ) 19

(ე) 21

22. სეიფის გასაღებად 5-ციფრიანი კოდის აკრეფაა საჭირო. მოლარეს დაავიწყდა ასაკრეფი

კოდის ბოლო 3 ციფრი, მაგრამ მას ახსოვდა, რომ ამ კოდის ბოლო 2 ციფრი ერთნაირი იყო,

ხოლო ბოლოდან მესამე - 8-იანი ან 9-იანი იყო. მინიმუმ რამდენი 5-ციფრიანი კოდის აკრეფა

მოუწევს მოლარეს, რათა მან აუცილებლად გახსნას სეიფი?

(ა) 10

(ბ) 20

(გ) 25

(დ) 30

(ე) 35

Page 76: ზოგადი უნარები - WordPress.com...5 როგორ იქმნება ზოგადი უნარების ტესტი ზოგადი უნარების

76

23. დარბაზში 10 გოგონა და 10 ვაჟი იყო. ცოტა ხნის შემდეგ დარბაზიდან 2 გოგონა და 3 ბიჭი

გამოვიდა. რისი ტოლია იმის ალბათობა, რომ ამის შემდეგ დარბაზიდან შემთხვევით

გამოსული კიდევ ერთი ბავშვი გოგონა იქნება?

(ა) 201

(ბ) 101

(გ) 41

(დ) 52

(ე) 158

Page 77: ზოგადი უნარები - WordPress.com...5 როგორ იქმნება ზოგადი უნარების ტესტი ზოგადი უნარების

77

მონაცემთა საკმარისობა (4-5 დავალება)

ამგვარ დავალებებში, ჩვეულებრივ, მოცემულია ორი პირობა და დასმულია შეკითხვა.

დავალების შესასრულებლად უნდა დაადგინოთ, ამ შეკითხვაზე პასუხის გასაცემად საკმარისია

თუ არა პირობებში მოცემული ინფორმაცია.

ნიმუშები და განმარტებები

1. არჩევნებში მონაწილეობდა სამი კანდიდატი: A, B და C (არჩევნებზე მისულმა ყოველმა

ამომრჩეველმა მხოლოდ ერთ კანდიდატს მისცა ხმა და არც ერთი ბიულეტენი არ

გაბათილებულა). A კანდიდატს ხმა მისცა არჩევნებზე მისულ ამომრჩეველთა 60%-მა.

მოცემულია ორი პირობა:

I. B კანდიდატს ხმა მისცა სამჯერ მეტმა ამომრჩეველმა, ვიდრე C-ს;

II. B კანდიდატს ხმა მისცა 2 ათასმა ამომრჩეველმა.

იმის გასარკვევად, თუ რისი ტოლია B კანდიდატის მიერ მიღებული ხმების პროცენტული

მაჩვენებელი:

(ა) საკმარისია I პირობა, ხოლო II პირობა არ არის საკმარისი

(ბ) საკმარისია II პირობა, ხოლო I პირობა არ არის საკმარისი

(გ) საკმარისია I და II პირობა ერთად, მაგრამ ცალ-ცალკე არც ერთი არ არის საკმარისი

(დ) საკმარისია თითოეული პირობა ცალ-ცალკე

(ე) ორივე პირობა ერთად არ არის საკმარისი, საჭიროა დამატებითი პირობები

რაკი A კანდიდატმა ხმების 60% მიიღო, ამიტომ B და C კანდიდატები ერთად მიიღებდნენ

ხმების 100% – 60% = 40%-ს.

გავარკვიოთ, საკმარისია თუ არა I პირობა იმის დასადგენად, თუ რისი ტოლია B

კანდიდატის მიერ მიღებული ხმების პროცენტული მაჩვენებელი.

ვთქვათ, C კანდიდატს ხმა მისცა ამომრჩეველთა x%-მა. მაშინ, I პირობის თანახმად, B

კანდიდატი მიიღებდა ხმების 3x%ს. ამიტომ 403 xx , საიდანაც 10x . ესე იგი, B

კანდიდატის მიერ მიღებული ხმების პროცენტული მაჩვენებელი ტოლი ყოფილა 3010·3 -ის.

მაშასადამე, I პირობა საკმარისია B კანდიდატის მიერ მიღებული ხმების პროცენტული

მაჩვენებლის მოსაძებნად.

მხოლოდ II პირობა კი იმავე შეკითხვაზე პასუხის გასაცემად არაა საკმარისი. მართლაც,

თუ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობაა, მაგალითად, 10000, მაშინ B კანდი-

დატის მიერ მიღებული ხმების პროცენტული მაჩვენებელი იქნება %20%100·100002000 -ის

ტოლი, ხოლო თუ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 20000-ის ტოლია, მაშინ -

%10%100·200002000 -ის ტოლი, რაც იმაზე მიუთითებს, რომ დასმულ შეკითხვაზე ცალსახა

პასუხის მისაღებად მხოლოდ II პირობა არაა საკმარისი.

მაშასადამე, იმის გასარკვევად, თუ რისი ტოლია B კანდიდატის მიერ მიღებული ხმების

პროცენტული მაჩვენებელი, I პირობა საკმარისია, II კი - არა. შესაბამისად, სწორი პასუხია (ა).

Page 78: ზოგადი უნარები - WordPress.com...5 როგორ იქმნება ზოგადი უნარების ტესტი ზოგადი უნარების

78

2. გამომცემლობამ მთარგმნელობით კოლეგიას შეუკვეთა ესპანური, იტალიური და ფრანგული

მოთხრობების თარგმნა.

I. კოლეგიის წევრებმა იტალიურიდან თარგმნეს სამჯერ მეტი მოთხრობა, ვიდრე

ფრანგული ენიდან;

II. იტალიური ენიდან თარგმნეს 300 მოთხრობა.

იმის გასარკვევად, თუ რისი ტოლია ფრანგული ენიდან ნათარგმნი მოთხრობების რაოდენობა:

(ა) საკმარისია I პირობა, ხოლო II პირობა არ არის საკმარისი

(ბ) საკმარისია II პირობა, ხოლო I პირობა არ არის საკმარისი

(გ) საკმარისია I და II პირობა ერთად, მაგრამ ცალ-ცალკე არც ერთი არ არის საკმარისი

(დ) საკმარისია თითოეული პირობა ცალ-ცალკე

(ე) ორივე პირობა ერთად არ არის საკმარისი, საჭიროა დამატებითი პირობები

იმის გასარკვევად, თუ რისი ტოლია ფრანგული ენიდან ნათარგმნი მოთხრობების

რაოდენობა, ცალკე აღებული არც I პირობაა საკმარისი და არც - II. ვაჩვენოთ, რომ ამ

შეკითხვაზე პასუხის გასაცემად ორივე პირობა ერთად საკმარისია. მართლაც, II პირობის

თანახმად, იტალიური ენიდან თარგმნეს 300 მოთხრობა. მაშინ, რაკი I პირობის თანახმად,

იტალიურიდან თარგმნეს სამჯერ მეტი მოთხრობა, ვიდრე ფრანგული ენიდან, ამიტომ

ფრანგული ენიდან ნათარგმნი მოთხრობების რაოდენობა იქნება 300 : 3 = 100-ის ტოლი.

მაშასადამე, იმის გასარკვევად, თუ რისი ტოლია ფრანგული ენიდან ნათარგმნი

მოთხრობების რაოდენობა, I და II პირობა ერთად საკმარისია, ცალ-ცალკე კი - არც ერთი არაა

საკმარისი. შესაბამისად, სწორი პასუხია (გ).

3. ABCD მართკუთხედი დაყოფილია სამ ტოლ კვადრატად.

მოცემულია შემდეგი ორი პირობა:

I. ABCD მართკუთხედის პერიმეტრია 40 სმ

II. თითოეული კვადრატის პერიმეტრია 20 სმ

იმის გასარკვევად, თუ რის ტოლია ABCD მართკუთხედის ფართობი:

(ა) I პირობა საკმარისია, II კი - არა

(ბ) II პირობა საკმარისია, I კი - არა

(გ) I და II პირობა ერთად საკმარისია, ცალ-ცალკე კი - არც ერთი არაა საკმარისი

(დ) საკმარისია ცალ-ცალკე როგორც I, ასევე II პირობა

(ე) მოცემული პირობები არაა საკმარისი

ABCD მართკუთხედის სამ ტოლ კვადრატად დაყოფის შედეგად მიღებული თითოეული

კვადრატის გვერდის სიგრძე აღვნიშნოთ a -თი, მაშინ მართკუთხედის ერთი გვერდის სიგრძე

იქნება a , ხოლო მეორისა - a3 . შესაბამისად, კვადრატის პერიმეტრი იქნება a4 , ხოლო

მართკუთხედისა - aaa 832 .

Page 79: ზოგადი უნარები - WordPress.com...5 როგორ იქმნება ზოგადი უნარების ტესტი ზოგადი უნარების

79

I პირობის თანახმად, 408 a სმ. საიდანაც დავასკვნით, რომ 5a სმ. ამიტომ

მართკუთხედის ერთი გვერდის სიგრძე იქნება 5 სმ, მეორის - 15 სმ, ხოლო ფართობი - 75155

სმ2. მაშასადამე, იმის გასარკვევად, თუ რის ტოლია ABCD მართკუთხედის ფართობი, მხოლოდ

I პირობა საკმარისია. II პირობის თანახმად კი 204 a სმ. საიდანაც დავასკვნით, რომ 5a სმ. ამიტომ

მართკუთხედის ერთი გვერდის სიგრძე იქნება 5 სმ, მეორის - 15 სმ, ხოლო ფართობი - 75155

სმ2. მაშასადამე, იმის გასარკვევად, თუ რის ტოლია ABCD მართკუთხედის ფართობი,

საკმარისია არა მხოლოდ I პირობა, არამედ - II პირობაც.

შესაბამისად, სწორი პასუხია (დ).

4. დროის მოცემულ შუალედში (მაგალითად, კვირის, თვის თუ წლის განმავლობაში)

ნალექიანობის მაჩვენებელი ეწოდება ნალექიანი დღეების რაოდენობის შეფარდებას მოცემულ

შუალედში დღეების საერთო რაოდენობასთან.

მოცემულია ორი პირობა:

I. ივნისის პირველი 20 დღის განმავლობაში ნალექიანი დღეების რაოდენობა 10-ის ტოლი

იყო;

II. ივნისის ბოლო 20 დღის განმავლობაში ნალექიანი დღეების რაოდენობა 15-ის ტოლი იყო.

იმის გასარკვევად, თუ რის ტოლი იყო ნალექიანობის მაჩვენებელი ივნისის თვეში:

(ა) I პირობა საკმარისია, II კი - არა

(ბ) II პირობა საკმარისია, I კი - არა

(გ) I და II პირობა ერთად საკმარისია, ცალ-ცალკე კი - არც ერთი არაა საკმარისი

(დ) საკმარისია ცალ-ცალკე როგორც I, ასევე II პირობა

(ე) მოცემული პირობები არაა საკმარისი

იმის გასარკვევად, თუ რის ტოლია ნალექიანობის მაჩვენებელი ივნისის თვეში,

აუცილებელია ვიცოდეთ ამ თვეში ნალექიანი დღეების საერთო რაოდენობა.

I პირობით ირკვევა, რამდენი ნალექიანი დღე იყო ივნისის პირველი 20 დღის

განმავლობაში, მაგრამ გაურკვეველი რჩება მათი რაოდენობა ბოლო 10 დღის განმავლობაში.

მართალია, II პირობა გვეუბნება, რომ ივნისის ბოლო 20 დღის განმავლობაში 15 დღე იყო

ნალექიანი, მაგრამ ამით ზუსტად ვერ განვსაზღვრავთ ნალექიანი დღეების რაოდენობას ბოლო

10 დღის განმავლობაში. საჭიროა დამატებით ვიცოდეთ, როგორ იყო განაწილებული ნალექიანი

დღეები - მაგალითად, თუ ბოლო 20 დღიდან პირველი 10 დღე იყო ნალექიანი, მაშინ მეორე 10

დღეში სულ 5 დღე იქნებოდა ასეთი. შეიძლება პირიქითაც მომხდარიყო: ბოლო ათივე დღე

ნალექიანი ყოფილიყო, პირველ 10 დღეში კი მხოლოდ 5 დღე ყოფილიყო ასეთი. მაშასადამე,

დასმულ შეკითხვაზე პასუხის გასაცემად მოცემული პირობები არაა საკმარისი. შესაბამისად,

სწორი პასუხია (ე).

Page 80: ზოგადი უნარები - WordPress.com...5 როგორ იქმნება ზოგადი უნარების ტესტი ზოგადი უნარების

80

დავალებები დამოუკიდებელი სამუშაოსთვის

1. საფულეში 50-ლარიანი და 100-ლარიანი ბანკნოტები დევს, სულ - 300 ლარი.

მოცემულია შემდეგი ორი პირობა:

I. საფულეში 50-ლარიანი ბანკნოტების რაოდენობა 100-ლარიანი ბანკნოტების

რაოდენობაზე მეტია;

II. საფულეში კენტი რაოდენობის 100-ლარიანი ბანკნოტები დევს.

იმის გასარკვევად, თუ რამდენი 50-ლარიანი ბანკნოტი დევს საფულეში:

(ა) საკმარისია I პირობა, ხოლო II პირობა არ არის საკმარისი

(ბ) საკმარისია II პირობა, ხოლო I პირობა არ არის საკმარისი

(გ) საკმარისია I და II პირობა ერთად, მაგრამ ცალ-ცალკე არც ერთი არ არის საკმარისი

(დ) საკმარისია თითოეული პირობა ცალ-ცალკე

(ე) ორივე პირობა ერთად არ არის საკმარისი, საჭიროა დამატებითი პირობები

2. ტურისტთა ჯგუფი ბაკურიანში ჩავიდა. ამ ტურისტთაგან მხოლოდ ერთია ისეთი, რომელსაც

არც თხილამურებით უყვარს სრიალი და არც - ციგურებით. დანარჩენებიდან თითოეულს ან

მხოლოდ თხილამურებით სრიალი უყვარს, ან მხოლოდ - ციგურებით.

მოცემულია შემდეგი ორი პირობა:

I. იმ ტურისტთა რაოდენობა, რომლებსაც თხილამურებით სრიალი უყვართ, 6-ის ტოლია.

II. იმ ტურისტთა რაოდენობა, რომლებსაც ციგურებით სრიალი უყვართ, 2-ჯერ ნაკლებია იმ

ტურისტთა რაოდენობაზე, რომლებსაც თხილამურებით სრიალი უყვართ.

იმის გასარკვევად, თუ რისი ტოლია ამ ტურისტთა საერთო რაოდენობა:

(ა) I პირობა საკმარისია, II კი - არა

(ბ) II პირობა საკმარისია, I კი - არა

(გ) I და II პირობა ერთად საკმარისია, ცალ-ცალკე კი - არც ერთი არაა საკმარისი

(დ) საკმარისია ცალ-ცალკე როგორც I, ასევე II პირობა (ე) მოცემული პირობები არაა საკმარისი

3. სასკოლო ოლიმპიადაში სკოლის მოსწავლეთა 25% მონაწილეობდა. წარმატებას 60-მა

მოსწავლემ მიაღწია, რომელთაგან 40 გოგონა იყო, 20 კი - ვაჟი.

მოცემულია ორი პირობა:

I. სასკოლო ოლიმპიადაში წარმატებას მიაღწია მონაწილეთა 30%-მა;

II. სკოლაში მოსწავლე გოგონათა საერთო რაოდენობა 2-ჯერ აღემატებოდა სასკოლო

ოლიმპიადაში მონაწილე გოგონათა რაოდენობას.

იმის გასარკვევად, თუ რამდენი მოსწავლეა სულ ამ სკოლაში:

(ა) I პირობა საკმარისია, II კი - არა

(ბ) II პირობა საკმარისია, I კი - არა

(გ) I და II პირობა ერთად საკმარისია, ცალ-ცალკე კი - არც ერთი არაა საკმარისი

(დ) საკმარისია ცალ-ცალკე როგორც I, ასევე II პირობა

(ე) მოცემული პირობები არაა საკმარისი

Page 81: ზოგადი უნარები - WordPress.com...5 როგორ იქმნება ზოგადი უნარების ტესტი ზოგადი უნარების

81

4. ABCD პარალელოგრამია.

მოცემულია ორი პირობა:

I. AB გვერდის სიგრძეა 2 სმ;

II. AD გვერდის სიგრძეა 3 სმ.

იმის გასარკვევად, თუ რის ტოლია პარალელოგრამის ფართობი:

(ა) I პირობა საკმარისია, II კი - არა

(ბ) II პირობა საკმარისია, I კი - არა

(გ) I და II პირობა ერთად საკმარისია, ცალ-ცალკე კი - არც ერთი არაა საკმარისი

(დ) საკმარისია ცალ-ცალკე როგორც I, ასევე II პირობა

(ე) მოცემული პირობები არაა საკმარისი

5. ნაკვეთი დიდი და პატარა ტრაქტორებით მოხნეს. დიდი ტრაქტორი პატარასთან შედარებით

2-ჯერ უფრო სწრაფად ხნავდა.

მოცემულია ორი პირობა:

I. დიდ ტრაქტორს ამ ნაკვეთის მოსახნავად 3 დღე დასჭირდებოდა;

II. პატარა ტრაქტორს ამ ნაკვეთის მოსახნავად 6 დღე დასჭირდებოდა.

იმის გასარკვევად, თუ რამდენი დღე დასჭირდა ამ ნაკვეთის მოხვნას:

(ა) I პირობა საკმარისია, II კი - არა

(ბ) II პირობა საკმარისია, I კი - არა

(გ) I და II პირობა ერთად საკმარისია, ცალ-ცალკე კი - არც ერთი არაა საკმარისი

(დ) საკმარისია ცალ-ცალკე როგორც I, ასევე II პირობა

(ე) მოცემული პირობები არაა საკმარისი

Page 82: ზოგადი უნარები - WordPress.com...5 როგორ იქმნება ზოგადი უნარების ტესტი ზოგადი უნარების

82

მონაცემთა ანალიზი (5-6 დავალება) ამგვარ დავალებებში ინფორმაცია წარმოდგენილია ცხრილის, დიაგრამის ან გრაფიკის

სახით. დავალებები ორგვარია და გულისხმობს:

სათანადო მონაცემების მოძიებას გრაფიკზე, დიაგრამაზე ან ცხრილში;

დასკვნის გამოტანას გრაფიკის, დიაგრამისა თუ ცხრილის სახით წარმოდგენილ

მონაცემთა ანალიზის საფუძველზე.

თითოეულ ცხრილს, დიაგრამას ან გრაფიკს რამდენიმე დავალება (შეკითხვა) ახლავს.

ყოველი მათგანი ტესტის დამოუკიდებელ დავალებად ითვლება. ამიტომ თითოეულ

შეკითხვაზე პასუხის გაცემისას იხელმძღვანელეთ ცხრილით ან დიაგრამით, და არა წინა

შეკითხვაზე გაცემული პასუხით, რათა თავიდან აიცილოთ არასწორ პასუხთა ჯაჭვი.

ნიმუშები და განმარტებები

გრაფიკზე წარმოდგენილია მონაცემები იმის შესახებ, თუ ზოგადსაგანმანათლებლო

სკოლის თითოეული საფეხურის (დაწყებითი, საბაზო, საშუალო) მოსწავლეთა რაოდენობის

რამდენ პროცენტს შეადგენდა ამავე საფეხურის იმ მოსწავლეთა რაოდენობა, რომლებიც

სპორტით იყვნენ დაკავებულნი 2001/2002 - 2005/2006 სასწავლო წლებში. მაგალითად, გრაფიკის

მიხედვით ვარკვევთ, რომ 2001/2002 სასწავლო წელს სპორტით დაკავებული ყოფილა საშუალო

სკოლის მოსწავლეთა 14% .

დიაგრამაზე კი წარმოდგენილია მონაცემები იმის შესახებ, თუ ზოგადსაგანმანათლებლო

სკოლის თითოეულ საფეხურზე სპორტით დაკავებულ მოსწავლეთა საერთო რაოდენობის

რამდენ პროცენტს შეადგენდა ფეხბურთით, რაგბით, ჭიდაობით თუ სპორტის რომელიმე სხვა

სახეობით დაკავებულ მოსწავლეთა რაოდენობები 2005/2006 სასწავლო წელს. მაგალითად,

დიაგრამის მიხედვით ვარკვევთ, რომ 2005/2006 სასწავლო წელს დაწყებით სკოლაში

ფეხბურთით დაკავებული ყოფილა დაწყებით სკოლაში სპორტით დაკავებულ მოსწავლეთა

20%.

Page 83: ზოგადი უნარები - WordPress.com...5 როგორ იქმნება ზოგადი უნარების ტესტი ზოგადი უნარების

83

გრაფიკისა და დიაგრამის მიხედვით უპასუხეთ შემდეგ შეკითხვას:

1. დაწყებითი სკოლის მოსწავლეთა რაოდენობის რამდენ პროცენტს შეადგენდა რაგბითა თუ

ფეხბურთით დაკავებულ მოსწავლეთა რაოდენობა 2005/2006 სასწავლო წელს?

(ა) 6%

(ბ) 8%

(გ) 12%

(დ) 14%

(ე) 16%

ამ შეკითხვაზე პასუხის გასაცემად საჭიროა როგორც მოცემული გრაფიკის, ასევე სვეტებიანი

დიაგრამის გამოყენება.

სვეტებიანი დიაგრამის მიხედვით ვარკვევთ, რომ 2005/2006 სასწავლო წელს დაწყებით

სკოლაში რაგბით დაკავებული ყოფილა სპორტით დაკავებულ მოსწავლეთა რაოდენობის 30%,

ხოლო ფეხბურთით - 20%. ამიტომ რაგბითა თუ ფეხბურთით დაკავებულ მოსწავლეთა

რაოდენობა იქნებოდა სპორტით დაკავებულ მოსწავლეთა რაოდენობის

30% + 20% = 50%, ანუ ნახევარი.

გრაფიკის მიხედვით კი ვიგებთ, რომ იმავე სასწავლო წელს სპორტით დაკავებული ყოფილა

დაწყებითი სკოლის მოსწავლეთა რაოდენობის 24%. როგორც გავარკვიეთ, დაწყებით სკოლაში

2005/2006 სასწავლო წელს რაგბითა თუ ფეხბურთით დაკავებული იყო სპორტით დაკავებულ

მოსწავლეთა რაოდენობის ნახევარი. ამიტომ დაწყებით სკოლაში რაგბითა თუ ფეხბურთით

დაკავებულ მოსწავლეთა რაოდენობა იქნებოდა 24%-ის ნახევარი, რაც 12%-ის ტოლია.

შესაბამისად, სწორი პასუხია (გ).

Page 84: ზოგადი უნარები - WordPress.com...5 როგორ იქმნება ზოგადი უნარების ტესტი ზოგადი უნარების

84

დავალებები დამოუკიდებელი სამუშაოსთვის

არასამთავრობო ორგანიზაციამ შეამოწმა რამდენიმე ადგილობრივი და უცხოური ფირმის

მიერ წარმოებული ხორცისა და თევზის კონსერვები იმის გასარკვევად, თუ რამდენად

შეესაბამება ისინი ნორმით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.

ცხრილში მოცემულია, როგორი უნდა იყოს ნორმით თითოეული ფირმის მიერ

წარმოებული კონსერვის ცხიმიანობა და ენერგეტიკული ღირებულება, რა მაჩვენებლებია

მითითებული ეტიკეტზე და რისი ტოლია ისინი ფაქტობრივად. ასევე, მოცემულია კონსერვის

ფაქტობრივი წონა და წონა ეტიკეტის მიხედვით.

ფირმის დასახელება

ცხიმიანობა % ენერგეტიკ. ღირებ. (კკალ/100გრ)

პროდუქციის წონა (გრ)

ნორმით ეტიკეტზე ფაქტობრ. ნორმით ეტიკეტზე ფაქტობრ.

ეტიკეტზე

ფაქტობრ.

ადგილობრივი

გური 56 70 66 170-233 302 180 325 325 კუმისი 56 56 48 170-233 213 213 325 340 ფარავანი 25 36 36 145-150 145 140 240 239

უცხოური

სალიო 56 68 64 170-233 220 214 525 530 ბალატონი 25 30 38 145-150 180 183 240 245

კენი 56 58 52 83-103 75 83 325 300

ცხრილის მიხედვით უპასუხეთ შემდეგ ოთხ შეკითხვას: 1. რამდენით ნაკლებია ფირმა “სალიოს” მიერ წარმოებული კონსერვის ცხიმიანობის

ფაქტობრივი მაჩვენებელი ეტიკეტზე მითითებულ მაჩვენებელთან შედარებით?

(ა) 1-ით

(ბ) 4-ით

(გ) 6-ით

(დ) 9-ით

(ე) 12-ით

2. რომელი ფირმის მიერ წარმოებული კონსერვის ენერგეტიკული ღირებულების ფაქტობრივი

მაჩვენებელი განსხვავდება ყველაზე მეტად ეტიკეტზე მითითებულისგან?

(ა) კენი

(ბ) ფარავანი

(გ) სალიო

(დ) ბალატონი

(ე) გური

3. დასაშვებია, რომ კონსერვის ფაქტობრივი წონა მაქსიმუმ 3%-ით განსხვავდებოდეს ეტიკეტზე

მითითებული წონისგან. რომელია ის ფირმები, რომელთა მიერ წარმოებული კონსერვი არ

აკმაყოფილებს ამ მოთხოვნას?

(ა) “კუმისი” და “კენი”

(ბ) “კუმისი” და “ბალატონი”

(გ) “კენი” და “ფარავანი”

(დ) “სალიო” და “გური”

(ე) “ბალატონი” და “გური”

Page 85: ზოგადი უნარები - WordPress.com...5 როგორ იქმნება ზოგადი უნარების ტესტი ზოგადი უნარების

85

4. ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელი წინადადებაა მართებული?

(ა) ადგილობრივი ფირმების მიერ წარმოებული კონსერვის ცხიმიანობის ფაქტობრივი

მაჩვენებელი შეესაბამება ნორმას, უცხოურებისა კი - არა

(ბ) უცხოური ფირმების მიერ წარმოებული კონსერვის ცხიმიანობის ფაქტობრივი

მაჩვენებელი შეესაბამება ნორმას, ადგილობრივებისა კი - არა

(გ) ზოგიერთი ადგილობრივი ფირმის მიერ წარმოებული კონსერვის ენერგეტიკული

ღირებულების მაჩვენებელი ნორმის ფარგლებში იყო, მაგრამ ის არც ერთ შემთხვევაში

არ ემთხვეოდა ეტიკეტზე მითითებულ მაჩვენებელს

(დ) ზოგიერთი უცხოური ფირმის მიერ წარმოებული კონსერვის ენერგეტიკული

ღირებულების მაჩვენებელი ნორმის ფარგლებში იყო, მაგრამ ის არც ერთ შემთხვევაში

არ ემთხვეოდა ეტიკეტზე მითითებულ მაჩვენებელს

(ე) ადგილობრივი ფირმების მიერ წარმოებული კონსერვის ფაქტობრივი წონა ყოველთვის

ნაკლები იყო ეტიკეტზე მითითებულ წონაზე, უცხოურებისა კი - ყოველთვის მეტი

ზოგადი რეკომენდაციები ტესტის მათემატიკური ნაწილის დავალებებისთვის:

ყურადღებით გაეცანით კრებულში წარმოდგენილ ქვეთავებს: ძირითადი ცნებები და

საკითხები (გვ. 86) და მათემატიკური ცნობარი (გვ. 89), რაც გაგიადვილებთ

ორიენტაციას ცოდნის ამ სფეროში;

ნახაზები, რომლებიც ერთვის ზოგიერთ დავალებას, არაა შესრულებული დავალების

პირობაში მითითებული ზომების ზუსტი დაცვით. ამიტომ მონაკვეთების სიგრძის ან

სხვა სიდიდეების შესახებ დასკვნის გამოტანისას ნუ დაეყრდნობით ნახაზის ზომებს.

ყურადღება გაამახვილეთ დავალების პირობაზე.

Page 86: ზოგადი უნარები - WordPress.com...5 როგორ იქმნება ზოგადი უნარების ტესტი ზოგადი უნარების

86

ძირითადი ცნებები და საკითხები

არითმეტიკა და ალგებრა

1. ნატურალური რიცხვები:

ნატურალური რიცხვების ჩაწერა ციფრებით;

ლუწი და კენტი რიცხვები;

ჯერადი და გამყოფი; მარტივი რიცხვები.

2. წილადები და მთელი რიცხვები:

ათწილადები, დადებითი და უარყოფითი რიცხვები;

რიცხვთა შედარება;

არითმეტიკული მოქმედებები რიცხვებზე;

არითმეტიკულ მოქმედებათა თვისებები.

3. ნაწილი და პროცენტი:

რიცხვის ნაწილისა და პროცენტის პოვნა;

რიცხვის პოვნა ნაწილისა და პროცენტის მიხედვით; იმის დადგენა, თუ ერთი რიცხვი

მეორის რა ნაწილი ან პროცენტია.

4. შეფარდება და პროპორცია:

პროპორციის ძირითადი თვისება;

პროპორციულ ნაწილებად დაყოფა;

მასშტაბი.

5. რიცხვითი ღერძი:

რიცხვების გამოსახვა რიცხვით ღერძზე;

წერტილის კოორდინატი რიცხვით ღერძზე.

6. ალგებრული გამოსახულება:

ალგებრული გამოსახულების რიცხვითი მნიშვნელობა;

ალგებრულ გამოსახულებათა გარდაქმნა: მსგავსი წევრების შეერთება, საერთო

მამრავლის ფრჩხილებს გარეთ გატანა, მამრავლებად დაშლა;

ორი რიცხვის ჯამისა და სხვაობის კვადრატის, აგრეთვე - კვადრატების სხვაობის

ფორმულები.

7. განტოლება; განტოლების ამონახსნი (ფესვი):

წრფივი განტოლების ამოხსნა.

8. წრფივ განტოლებათა სისტემის ამოხსნა.

9. რიცხვის ნატურალური ხარისხი და მისი თვისებები.

10. მიმდევრობა; ფუნქცია; ფუნქციის გრაფიკი.

11. საშუალო არითმეტიკული.

Page 87: ზოგადი უნარები - WordPress.com...5 როგორ იქმნება ზოგადი უნარების ტესტი ზოგადი უნარების

87

გეომეტრია

1. გეომეტრიული ფიგურები სიბრტყეზე:

წერტილი, წრფე, სხივი, მონაკვეთი, ტეხილი;

კუთხე, კუთხის საზომი ერთეული - გრადუსი;

მართი, გაშლილი, მახვილი და ბლაგვი კუთხეები;

მოსაზღვრე, ვერტიკალური, ჯვარედინად მდებარე კუთხეები და მათი თვისებები;

მრავალკუთხედი;

მრავალკუთხედის დიაგონალი, წესიერი მრავალკუთხედი, მრავალკუთხედის

პერიმეტრი;

სამკუთხედის უტოლობა;

სამკუთხედის კუთხეების სიდიდეთა ჯამი;

ტოლფერდა, ტოლგვერდა, მართკუთხა სამკუთხედები და მათი თვისებები;

დამოკიდებულება სამკუთხედის გვერდებსა და მათ მოპირდაპირე კუთხეებს შორის;

პითაგორას თეორემა;

სამკუთხედის ფართობის გამოსათვლელი ფორმულა;

რომბი, მართკუთხედი, პარალელოგრამი, კვადრატი და მათი თვისებები;

მართკუთხედის, პარალელოგრამის, კვადრატის ფართობის გამოსათვლელი

ფორმულები;

წრეწირი, წრე; ცენტრი, რადიუსი, დიამეტრი;

წრეწირის სიგრძის გამოსათვლელი ფორმულა;

წრის ფართობის გამოსათვლელი ფორმულა.

2. სიმეტრიული ფიგურები; ღერძული სიმეტრია.

3. პარალელური და მართობული წრფეები; პარალელურ წრფეთა თვისებები.

4. მართკუთხა კოორდინატთა სისტემა სიბრტყეზე.

5. გეომეტრიული სხეულები:

კუბი, მართკუთხა პარალელეპიპედი, პირამიდა, სფერო, ბირთვი, ცილინდრი;

კუბის, მართკუთხა პარალელეპიპედის მოცულობის გამოსათვლელი

ფორმულები.

მონაცემთა ანალიზი

1. მონაცემთა წარმოდგენის ხერხები:

ცხრილი;

სკალა;

გრაფიკი, წრიული დიაგრამა, ხაზოვანი დიაგრამა, სვეტოვანი დიაგრამა.

ალბათობის თეორია

1. ხდომილობა და მისი ალბათობა.

Page 88: ზოგადი უნარები - WordPress.com...5 როგორ იქმნება ზოგადი უნარების ტესტი ზოგადი უნარების

88

ზომა, ზომის ერთეულები

1. სიგრძე

სიგრძის ერთეულები: სანტიმეტრი (სმ), დეციმეტრი (დმ), მეტრი (მ), კილომეტრი (კმ).

2. ფართობი

ფართობის ერთეულები: კვადრატული სანტიმეტრი (სმ2), კვადრატული მეტრი (მ2),

კვადრატული კილომეტრი (კმ2), ჰექტარი (ჰა).

3. მოცულობა

მოცულობის ერთეულები: კუბური სანტიმეტრი (სმ3), კუბური მეტრი (მ3), ლიტრი.

4. მასა

მასის ერთეულები: გრამი (გ), კილოგრამი (კგ), ტონა (ტ).

5. სიჩქარე

სიჩქარის ერთეულები: მეტრი/წამში (მ/წმ), კილომეტრი/საათში (კმ/სთ).

6. დრო

დროის ერთეულები: წამი, წუთი, საათი, დღე-ღამე, კვირა, თვე, წელიწადი, საუკუნე.

Page 89: ზოგადი უნარები - WordPress.com...5 როგორ იქმნება ზოგადი უნარების ტესტი ზოგადი უნარების

89

მათემატიკური ცნობარი

არითმეტიკა და ალგებრა

ნატურალური რიცხვებია:

1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10, 11, 12, . . .

ათობით პოზიციურ სისტემაში ყოველი ნატურალური რიცხვი ციფრებით ჩაიწერება.

ციფრებია:

0, 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9.

ათობით პოზიციურ სისტემაში, მაგალითად,

ექვსას სამი ათას ოთხას შვიდი ციფრებით ასე ჩაიწერება: 603407

ტესტში მოცემული ყველა რიცხვი ჩაწერილია ათობით პოზიციურ სისტემაში.

თუ a ნატურალური რიცხვი ნატურალურ b რიცხვზე უნაშთოდ იყოფა, მაშინ b არის

a -ს გამყოფი, a კი - b -ს ჯერადი;

მაგალითად, 7-ის ნატურალური ჯერადებია: 7, 14, 21, 28, 35, 42, . . .

12-ის ნატურალური გამყოფებია: 1, 2, 3, 4, 6 და 12.

ნატურალურ რიცხვს, რომელსაც მხოლოდ ორი გამყოფი აქვს (იყოფა თავის თავზე და 1-

ზე), მარტივ რიცხვს უწოდებენ.

მარტივი რიცხვებია: 2, 3, 5, 7, 11, 13, 17, 19, . . .

1 არ არის მარტივი რიცხვი.

მთელი რიცხვებია:

. . . -4, -3, -2, -1, 0, 1, 2, 3, 4, . . .

მთელი რიცხვი ლუწია, თუ ის უნაშთოდ იყოფა 2-ზე.

ლუწი რიცხვებია:

. . . -6, -4, -2, 0, 2, 4, 6, . . .

მთელი რიცხვი კენტია, თუ ის 2-ზე უნაშთოდ არ იყოფა.

კენტი რიცხვებია:

. . . -7, -5, -3, -1, 1, 3, 5, 7, . . .

წილადი - მთელი რიცხვისა და ნატურალური რიცხვის შეფარდებაა.

წილადებია, მაგალითად, 95

, 100

1,

30

, 17

და სხვა.

n

m წილადის მნიშვნელია n , მრიცხველი კი - m .

წილადის მრიცხველისა და მნიშვნელის ერთსა და იმავე, ნულისგან განსხვავებულ

რიცხვზე გამრავლებით ან გაყოფით წილადის მნიშვნელობა არ იცვლება;

მაგალითად: 37

= 6

14;

58

1016

.

წილადების გამრავლებისას ნამრავლის მრიცხველი მრიცხველთა გადამრავლებით

მიიღება, მნიშვნელი კი - მნიშვნელთა გადამრავლებით;

მაგალითად: 356

72

53

.

წილადზე გაყოფა მის შებრუნებულზე გამრავლებაა: c

d

b

a

d

c

b

a: .

Page 90: ზოგადი უნარები - WordPress.com...5 როგორ იქმნება ზოგადი უნარების ტესტი ზოგადი უნარების

90

წილადის მთელ რიცხვზე გამრავლების ან გაყოფის დროს მთელი რიცხვი უნდა

წარმოვადგინოთ წილადის სახით;

მაგალითად: 3

1015

325

32

.

წილადების შეკრებასა და გამოკლებას გაერთმნიშვნელიანება სჭირდება;

მაგალითად: 3529

3515

3514

73

52

.

80-ის 53

ნაწილი ტოლია 80 · 53

= 48;

საზოგადოდ, x -ის n

m ნაწილი უდრის x ·

n

m;

თუ x -ის 72

ნაწილი არის 40, მაშინ x · 72

= 40 და x = 40 · 27

= 140.

პროცენტი ნიშნავს მეასედ ნაწილს და აღინიშნება სიმბოლოთი %;

მაგალითად: რიცხვის 25% იგივეა, რაც რიცხვის 10025

ნაწილი, და ეს იგივეა, რაც

რიცხვის 41

ნაწილი;

80-ის 25% არის 80 · 10025

= 20;

80-ის 100% არის 80;

80-ის 200% არის 160;

საზოგადოდ, a რიცხვის b % არის a · 100

b;

თუ x -ის 5% არის 40, მაშინ x · 100

5 = 40 და x = 40 ·

5100

= 800.

b

a =

d

c პროპორციის კიდურა წევრებია a და d , შუა წევრებია b და c ; პროპორციის

კიდურა წევრების ნამრავლი უდრის შუა წევრების ნამრავლს: bcad

ba, წყვილი პროპორციულია yx, წყვილისა, თუ y

b

x

a ; მაგალითად: bxax,

წყვილი ba, წყვილის პროპორციულია;

cxbxax ,, სამეული cba ,, სამეულის პროპორციულია.

რიცხვითი ღერძი წრფეა, რომელზედაც ყოველ წერტილს გარკვეული რიცხვი

(მისი კოორდინატი) შეესაბამება;

სათავის კოორდინატია 0, სათავიდან ერთ-ერთ მხარეს მდებარე ყოველი წერტი-

ლის კოორდინატი დადებითია და ტოლია ამ წერტილიდან სათავემდე

მანძილისა;

სათავის მიმართ სიმეტრიულად მდებარე წერტილების კოორდინატები

მოპირდაპირე რიცხვებია.

შეკრებისა და გამრავლების ოპერაციებს აქვს გადანაცვლებადობის a+b = b+a, ab = ba და ჯუფთებადობის თვისებები: (a+b)+c = a+(b+c), (ab)c = a(bc). შეკრებისა და გამრავლების ოპერაციები ერთმანეთთან დაკავშირებულია განრიგებადობის

თვისებით: (a + b)c = ac + bc .

Page 91: ზოგადი უნარები - WordPress.com...5 როგორ იქმნება ზოგადი უნარების ტესტი ზოგადი უნარების

91

ალგებრულ გამოსახულებაში ასოების ნაცვლად რიცხვების ჩასმით და მითითებული

მოქმედებების შესრულებით გამოითვლება ალგებრული გამოსახულების მნიშვნელობა;

მაგალითად, (x + 5y) x + 4y გამოსახულების მნიშვნელობა, როცა x = 2 და y = 3,

არის (2 + 5 · 3) · 2 + 4 · 3 = 46;

5x+4y+3x+y გამოსახულება შეიძლება შევცვალოთ მისი ტოლი 8x+5y

გამოსახულებით. ამგვარ გარდაქმნას მსგავსი წევრების შეერთებას უწოდებენ.

შემოკლებული გამრავლების ფორმულები:

(a + b)2 = a2 + 2ab + b2; (a – b)2 = a2 – 2ab + b2; (a + b)(a – b) = a2 – b2 .

უტოლობათა თვისებები:

თუ a – b > 0, მაშინ a > b;

თუ a > b და b > c, მაშინ a > c;

თუ a > b, მაშინ a + c > b + c;

თუ a > b და c > 0, მაშინ ac > bc;

თუ a > b და c < 0, მაშინ ac < bc.

რამდენიმე რიცხვის საშუალო არითმეტიკული არის ამ რიცხვების ჯამის შეფარდება მათ

რაოდენობასთან;

მაგალითად: 6, 5 და 1-ის საშუალო არითმეტიკულია 3

156 = 4.

2a ( a რიცხვის მეორე ხარისხი ანუ კვადრატი) აღნიშნავს ნამრავლს: 2a = a · a; საზოგადოდ,

aaaaan ·...··· ( n -ჯერ) mnmn aaa · mnmn aaa –:

mnmn aa ·

გეომეტრია

მართი კუთხის სიდიდე 90°-ია.

მახვილი კუთხის სიდიდე 0°-ზე მეტია და 90°-ზე ნაკლები.

ბლაგვი კუთხის სიდიდე 90°-ზე მეტია და 180°-ზე ნაკლები.

მოსაზღვრე კუთხეების სიდიდეთა ჯამი 180°-ია:

180

ვერტიკალური კუთხეები ერთმანეთის ტოლია.

31 , 24 .

მრავალკუთხედის პერიმეტრი მრავალკუთხედის გვერდების სიგრძეთა ჯამია.

Page 92: ზოგადი უნარები - WordPress.com...5 როგორ იქმნება ზოგადი უნარების ტესტი ზოგადი უნარების

92

სამკუთხედის ნებისმიერი ორი გვერდის სიგრძეთა ჯამი

მეტია მესამე გვერდის სიგრძეზე (სამკუთხედის

უტოლობა):

acbbcacba ,,

სამკუთხედის კუთხეების სიდიდეთა ჯამი 180°-ია:

α + + = 180

სამკუთხედის ფართობი სამკუთხედის

გვერდის სიგრძისა და ამ გვერდზე დაშვებული

სიმაღლის

ნამრავლის ნახევარია: S = 2

ah.

სამკუთხედის უდიდესი კუთხე უდიდესი გვერდის პირდაპირ მდებარეობს, ხოლო

უმცირესი კუთხე - უმცირესი გვერდის პირდაპირ.

სამკუთხედი ტოლფერდაა, თუ მას ორი ტოლი გვერდი

აქვს. ტოლფერდა სამკუთხედში ფუძესთან მდებარე

კუთხეები ერთმანეთის ტოლია; ფუძეზე დაშვებული

სიმაღლე ფუძეს შუაზე ყოფს.

მართკუთხა სამკუთხედს ერთი მართი კუთხე აქვს;

პითაგორას თეორემა: კათეტების სიგრძეთა კვადრატების

ჯამი ჰიპოტენუზის სიგრძის კვადრატის ტოლია: 222 cba ;

მართკუთხა სამკუთხედის ფართობი კათეტების სიგრძეთა

ნამრავლის ნახევრის ტოლია, 2

abS .

პარალელოგრამის მოპირდაპირე გვერდები ტოლია,

აგრეთვე ტოლია მოპირდაპირე კუთხეები;

პარალელოგრამის დიაგონალები გადაკვეთისას

ერთმანეთს შუაზე ყოფენ;

პარალელოგრამის ფართობი გვერდისა და მასზე

დაშვებული სიმაღლის ნამრავლის ტოლია: ahS .

ყოველი მართკუთხედი, რომბი, კვადრატი - პარალელოგრამია.

რომბის დიაგონალები ურთიერთმართობულია;

მართკუთხედის დიაგონალები ერთმანეთის ტოლია.

მართკუთხედის ფართობი მისი სიგრძისა და სიგანის

ნამრავლის ტოლია: abS ;

კვადრატის ფართობი მისი გვერდის სიგრძის

კვადრატის ტოლია: 2aS .

წრეწირის ყველა წერტილი თანაბრადაა დაშორებული მისი

ცენტრიდან;

წრეწირის სიგრძე L მისი r რადიუსის მიხედვით შეიძლება

გამოვთვალოთ შემდეგი ფორმულით: rL 2 .

რიცხვი მეასედის სიზუსტით 3,14-ის ტოლია.

r რადიუსიანი წრის ფართობი გამოითვლება 2rS ფორმულით.

Page 93: ზოგადი უნარები - WordPress.com...5 როგორ იქმნება ზოგადი უნარების ტესტი ზოგადი უნარების

93

ორი პარალელური წრფის მესამე წრფით გადაკვეთისას

შიდა ჯვარედინა კუთხეები ტოლია: α = β.

მართკუთხა კოორდინატთა სისტემა

ურთიერთმართობული x და y ღერძებისაგან შედგება. ამ

ღერძთა გადაკვეთის წერტილი კოორდინატთა სათავეა;

სიბრტყის ყოველ წერტილს რიცხვთა წყვილი - მისი

კოორდინატები შეესაბამება. წერტილის კოორდინატთა

ჩაწერისას პირველად x-კოორდინატი, ანუ აბსცისა

იწერება, შემდეგ - y-კოორდინატი, ანუ ორდინატა.

მაგალითად, A წერტილის კოორდინატებია (-2; 1),

B წერტილისა - (2; -2), C წერტილისა - (4; 0),

კოორდინატთა სათავისა - (0; 0).

კუბი, მართკუთხა პარალელეპიპედი, პირამიდა

მრავალწახნაგა სხეულებია.

მრავალწახნაგა სხეულები შემოსაზღვრულია ბრტყელი

მრავალკუთხედებით. ამ მრავალკუთხედებს წახნაგები

ეწოდება. წახნაგების გვერდები და წვეროები

მრავალწახნაგას წიბოები და წვეროებია.

მართკუთხა პარალელეპიპედის მოცულობა

პარალელეპიპედის სიგრძის, სიგანისა და სიმაღლის

ნამრავლის ტოლია: abcV ;

კუბის მოცულობა კუბის წიბოს სიგრძის კუბის ტოლია, 3aV .

თუ ფიგურა ნახაზზე გამოსახულია მასშტაბით 1 : 500, მაშინ რეალური ფიგურის

მონაკვეთთა ზომების გასაგებად ნახაზზე მოცემული შესაბამისი მონაკვეთების სიგრძე

500-ზე უნდა გამრავლდეს.

ალბათობის თეორია

ხდომილობის ალბათობა ტოლია ამ ხდომილობის ხელშემწყობ ელემენტარულ

ხდომილობათა რაოდენობის შეფარდებისა ელემენტარულ ხდომილობათა საერთო

რაოდენობასთან, ოღონდ ყველა ელემენტარული ხდომილობა თანაბრად

მოსალოდნელი უნდა იყოს.

თანაფარდობა ზომის ერთეულებს შორის

1 მ = 10 დმ = 100 სმ;

1 კმ = 1000 მ.

1 კმ2 = 1 000 000 მ2;

1 მ2 = 100 დმ2 = 10 000 სმ2;

1 ჰა = 10 000 მ2.

1 მ3 = 1000 დმ3 = 1 000 000 სმ3;

1 ლიტრი = 1 დმ3 = 1000 სმ3.

1 ტ = 1000 კგ, 1 კგ = 1000 გ.

1 კვირა = 7 დღე, 1 დღე-ღამე = 24 სთ, 1 სთ = 60 წთ, 1 წთ = 60 წმ.

Page 94: ზოგადი უნარები - WordPress.com...5 როგორ იქმნება ზოგადი უნარების ტესტი ზოგადი უნარების

94

რეკომენდაციები ტესტირების პროცესთან დაკავშირებით

ზოგადი უნარების ტესტი შედგება ორი - ვერბალური და მათემატიკური - ნაწილისგან. თი-

თოეულ ნაწილში 40 დავალებაა. ტესტის პირველი ნაწილი ვერბალურია, მეორე - მათემატიკური.

ტესტი სხვადასხვა სირთულის დავალებებს მოიცავს.

ცალკეული ბლოკების მიხედვით დავალებათა რაოდენობა ამგვარადაა განაწილებული:

ვერბალური ნაწილი:

ანალოგიები 10 -12

წინადადების შევსება 8 - 9

ლოგიკა 8 - 9

წაკითხული ტექსტის გააზრება (ორი ტექსტი და მათთან დაკავშირებული 12 -14 შეკითხვა)

მათემატიკური ნაწილი:

რაოდენობრივი შედარება 10-11

ამოცანები 18-21

მონაცემთა საკმარისობა 4-5

მონაცემთა ანალიზი 5-6

(მათემატიკურ დავალებებში დაახლოებით თანაბრადაა წარმოდგენილი მასალა

არითმეტიკიდან, ალგებრიდან და გეომეტრიიდან.)

Page 95: ზოგადი უნარები - WordPress.com...5 როგორ იქმნება ზოგადი უნარების ტესტი ზოგადი უნარების

95

გთავაზობთ რამდენიმე რეკომენდაციას ტესტირების პროცესთან დაკავშირებით:

გაეცანით ტესტის ინსტრუქციებს

ზოგადი უნარების ტესტში შეგხვდებათ რამდენიმე ინსტრუქცია.

ტესტის პირველ გვერდზე მოცემულია ზოგადი ინსტრუქცია, რომელიც ეხება ტესტის

როგორც ვერბალურ, ისე - მათემატიკურ ნაწილებს.

ტესტის ვერბალური და მათემატიკური ნაწილების ცალკეულ ბლოკებს საკუთარი

ინსტრუქციები ახლავს.

მათემატიკურ ნაწილს წინ უძღვის მათემატიკური აღნიშვნები და ფორმულები,

რომლებიც შეგიძლიათ გამოიყენოთ ტესტზე მუშაობის პროცესში.

ზოგადი ინსტრუქცია:

ტესტი შედგება ორი - ვერბალური და მათემატიკური - ნაწილისგან.

თითოეული ნაწილი 40 დავალებას შეიცავს. ყოველ დავალებას ახლავს ოთხი ან ხუთი

სავარაუდო პასუხი, რომელთაგან მხოლოდ ერთია სწორი.

ყურადღებით წაიკითხეთ დავალებათა ინსტრუქციები, კარგად გაიაზრეთ, რა

მოგეთხოვებათ თითოეულ დავალებაში, და შემდეგ აირჩიეთ პასუხი.

არჩეული პასუხი აუცილებლად მონიშნეთ პასუხების ფურცელზე, რომელიც ახლავს

ტესტს (შესაბამისი ინსტრუქცია იხილეთ პასუხების ფურცელზე).

ტესტის ფურცლებზე მონიშნული პასუხები არ შემოწმდება.

ზოგადი უნარების ტესტირების შედეგი დადგინდება მხოლოდ და მხოლოდ პასუხების

ფურცლის საფუძველზე.

ტესტის თითოეულ ნაწილზე სამუშაოდ გეძლევათ 1 საათი და 30 წუთი.

დროის ამოწურვის შესახებ გაცნობებთ მეთვალყურე.

თუ გათვალისწინებულზე მეტი დროით შეყოვნდებით ტესტის ამა თუ იმ ნაწილზე,

თქვენი ნაშრომი არ შემოწმდება.

თუ არ გაქვთ რომელიმე დავალების პასუხი, დროს ნუ დაკარგავთ და გადადით შემდეგ

დავალებაზე.

ჩანაწერების ან ნახაზებისთვის გამოიყენეთ მხოლოდ და მხოლოდ ტესტის ფურცლებზე

არსებული ცარიელი ადგილები.

გისურვებთ წარმატებას!

Page 96: ზოგადი უნარები - WordPress.com...5 როგორ იქმნება ზოგადი უნარების ტესტი ზოგადი უნარების

96

მათემატიკური აღნიშვნები და ფორმულები ტესტის მათემატიკურ ნაწილზე მუშაობისას გაითვალისწინეთ:

ნახაზები, რომლებიც ერთვის ზოგიერთ დავალებას, არაა შესრულებული დავალების პირობაში

მითითებული ზომების ზუსტი დაცვით. ამიტომ მონაკვეთების სიგრძის ან სხვა სიდიდეების

შესახებ დასკვნის გამოტანისას ნუ დაეყრდნობით ნახაზის ზომებს. ყურადღება გაამახვილეთ

დავალების პირობაზე;

თუ ნახაზზე მოცემული სწორი ხაზის შესახებ ამოცანის პირობაში დამატებით არაფერია

ნათქვამი, მაშინ უნდა ჩათვალოთ, რომ ეს სწორი ხაზი - წრფეა ან მისი ნაწილი;

ტესტში გამოყენებულია რიცხვთა ჩაწერის მხოლოდ ათობითი პოზიციური სისტემა.

მათემატიკური აღნიშვნები და ფორმულები:

1. ნული არც დადებითია და არც უარყოფითი;

1 არ არის მარტივი რიცხვი.

2. პროცენტი: a რიცხვის k% არის .

3. ხარისხი: an = a · a · a · ...· a (n-ჯერ)

an · am = an + m

an : am = an – m

(an)m

= an · m

4. პროპორცია: თუ , მაშინ ad = bc.

5. სიჩქარე: dro

manZilisiCqare

6. საშუალო არითმეტიკული:

raodenoba monacemTa

jami monacemTasaSualo monacemTa

7. ალბათობა: ხდომილობის ალბათობა ტოლია ამ

ხდომილობის ხელშემწყობ ელემენტარულ

ხდომილობათა რაოდენობის შეფარდებისა

თანაბრად მოსალოდნელ ელემენტარულ

ხდომილობათა საერთო რაოდენობასთან.

თუ ამოცანის პირობაში საწინააღმდეგო

არაა ნათქვამი, ყოველთვის იგულისხმება, რომ

ყველა ელემენტარული ხდომილობა თანაბრად

მოსალოდნელია.

8. შემოკლებული გამრავლების ფორმულები:

(a+b)2 = a2 + 2ab + b2

(a – b)2 = a2 – 2ab + b2

(a + b)(a – b) = a2 – b2

9. ნახაზზე კუთხე შეიძლება

მონიშნული იყოს კუთხის

გვერდებს შორის ჩასმული

პატარა რკალით, მართი კუთხე

კი - პატარა კვადრატით.

A აღნიშნავს A კუთხის სიდიდეს.

10. პარალელური წრფეები:

ორი პარალელური წრფის მესამე

წრფით გადაკვეთისას შიგა ჯვა-

რედინა კუთხეები ტოლია: α = β.

11. სამკუთხედი:

სამკუთხედის კუთხეების სიდიდეთა

ჯამი 180°-ის ტოლია;

პითაგორას თეორემა:

მართკუთხა სამკუთხედის

ჰიპოტენუზის სიგრძის

კვადრატი კათეტების სიგრძეთა

კვადრატების ჯამის ტოლია:

AB2 = AC2 + BC2

სამკუთხედის ფართობი სამკუთხედის

გვერდის სიგრძისა და შესაბამისი სიმაღლის

ნამრავლის ნახევრის ტოლია: . 12. ოთხკუთხედი:

ოთხკუთხედის კუთხეების სიდიდეთა

ჯამი 360°-ის ტოლია;

მართკუთხედის ფართობი მისი სიგრძისა

და სიგანის ნამრავლის ტოლია: S = ab;

პარალელოგრამის ფართობი მისი გვერდის

სიგრძისა და ამ გვერდის შესაბამისი სიმაღლის

ნამრავლის ტოლია: S = ah.

13. წრე, წრეწირი:

წრეწირის სიგრძე L მისი

რადიუსის მიხედვით გამოითვლება

ფორმულით: L = 2r;

რიცხვი, მეასედის სიზუსტით, 3,14-ის ტოლია;.

r რადიუსიანი წრის ფართობი გამოითვლება

ფორმულით: L = r2.

14. მართკუთხა პარალელეპიპედი:

მართკუთხა პარალელეპიპედის

მოცულობა მისი სიგრძის, სიგანისა და

სიმაღლის ნამრავლის ტოლია: V = abc;

კუბის შემთხვევაში: a = b = c.

Page 97: ზოგადი უნარები - WordPress.com...5 როგორ იქმნება ზოგადი უნარების ტესტი ზოგადი უნარების

97

ძალზე მნიშვნელოვანია, წინასწარ გაეცნოთ ინსტრუქციებს, რათა ტესტირების პროცესში

არ დახარჯოთ ბევრი დრო მათ გააზრებაზე. თუმცა, ტესტზე მუშაობის დაწყებამდე კიდევ

ერთხელ წაიკითხეთ ინსტრუქციები, ვინაიდან შესაძლოა წინამდებარე კრებულის

გამოქვეყნების შემდეგ ისინი უმნიშვნელოდ შეიცვალოს.

სწორად მონიშნეთ არჩეული პასუხი

ტესტის თითოეულ ვერბალურ დავალებას ახლავს პასუხის ოთხი ვარიანტი,

თითოეულ მათემატიკურ დავალებას - ხუთი (გამონაკლისს წარმოადგენს რაოდენობრივი

შედარების დავალებები, რომლებსაც პასუხის ოთხი ვარიანტი აქვს).

თქვენ უნდა აირჩიოთ მხოლოდ ერთი ვარიანტი, რომელიც სწორ პასუხად მიგაჩნიათ.

არჩეული პასუხი აუცილებლად მონიშნეთ პასუხების ფურცელზე, რომელიც ახლავს

ტესტს (იხ. პასუხების ფურცლის ნიმუში შესაბამისი ინსტრუქციითურთ, გვ. 229-230).

გაითვალისწინეთ:

პასუხების ფურცელი იმ სახით გასწორდება, რა სახითაც გადასცემთ მეთვალყურეს. თუ

რაიმე შეცდომას დაუშვებთ, პასუხებს არასწორ ადგილას მონიშნავთ და ა.შ., გამოცდის

დასრულების შემდეგ აღარ გექნებათ შესაძლებლობა, გამოასწოროთ ეს შეცდომა.

თქვენი ხელწერის ნიმუშის (და არა ხელმოწერის) დასაფიქსირებლად აუცილებელია,

ზედმიწევნით ზუსტად გადაწეროთ პასუხების ფურცელზე მოცემული ფრაზა შესაბამის

ადგილას: “გავეცანი პასუხების მონიშვნის ინსტრუქციას და მზად ვარ, დავიწყო მუშაობა”.

დაუშვებელია პასუხების ფურცელზე ხელის მოწერა, სახელისა და გვარის, ინიციალების

დაწერა ან რაიმე სხვა აღნიშვნის გაკეთება, რადგან ამ შემთხვევაში თქვენი ნაშრომი არ

გასწორდება.

ძალზე ყურადღებით იმუშავეთ პასუხების ფურცელზე და დროულად მონიშნეთ

არჩეული პასუხი შესაბამის უჯრაში.

სწორად გაანაწილეთ დრო

ზოგადი უნარების ტესტირება 3 საათს გრძელდება.

ტესტირებისთვის განკუთვნილი დრო თანაბრადაა განაწილებული ვერბალური და

მათემატიკური დავალებების შესასრულებლად. შესაბამისად, ტესტის თითოეულ ნაწილზე

სამუშაოდ გექნებათ 1 საათი და 30 წუთი.

ზოგადი უნარების ტესტირებისას თავდაპირველად უნდა იმუშაოთ ტესტის ვერბალურ

ნაწილზე. ვერბალურ ნაწილზე მუშაობისთვის განკუთვნილი დროის გასვლის შემდეგ (იმ

შემთხვევაშიც კი, თუ მუშაობა არ გაქვთ დასრულებული) უნდა შეუდგეთ მათემატიკური

ნაწილის დავალებათა შესრულებას. მათემატიკურ ნაწილზე მუშაობა უნდა დაასრულოთ ასევე

1 საათისა და 30 წუთის ამოწურვისთანავე.

გაითვალისწინეთ:

თუ აბიტურიენტი განკუთვნილზე მეტი დროით შეყოვნდება ტესტის ვერბალურ ან

მათემატიკურ ნაწილზე, მისი ნაშრომი არ გასწორდება.

Page 98: ზოგადი უნარები - WordPress.com...5 როგორ იქმნება ზოგადი უნარების ტესტი ზოგადი უნარების

98

თუ ტესტის ვერბალურ ნაწილზე სამუშაოდ 1 საათსა და 30 წუთზე ნაკლებ დროს

დახარჯავთ, უნდა დაელოდოთ აღნიშნული დროის ამოწურვას. ტესტის მათემატიკურ

ნაწილზე მუშაობის დაწყება მხოლოდ ამის შემდეგაა შესაძლებელი.

ტესტირების პროცედურა ზოგადი უნარების კვლევის მეცნიერული სტანდარტებისა და

საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებითაა შემუშავებული: ზოგადი უნარები

(როგორც ვერბალური, ასევე - მათემატიკური) შეზღუდული დროის პირობებში უნდა

შემოწმდეს.

მნიშვნელოვანია აგრეთვე აბიტურიენტებისთვის ვერბალური და მათემატიკური

უნარების შემოწმების თანაბარი პირობების უზრუნველყოფა (ყველა აბიტურიენტმა ტესტის

თითოეულ ნაწილზე მუშაობას უნდა დაუთმოს არა უმეტეს 90 წუთისა).

ტესტირების პროცესში მნიშვნელოვანია დროის სწორად განაწილება. შეეცადეთ,

აკონტროლოთ დრო და არ შეყოვნდეთ დიდხანს თითოეულ დავალებაზე. თუ დავალებას ვერ

ასრულებთ 2-3 წუთში, გადადით შემდეგზე. ტესტის მარტივი და რთული დავალებები

ერთნაირად ფასდება. ამიტომ ბევრ დროს ნუ დაუთმობთ რომელიმე დავალების შესრულებას.

სჯობს, დაზოგოთ დრო და მოასწროთ რაც შეიძლება მეტი დავალების შესრულება.

თუ დავალებაზე მუშაობისას მიიჩნევთ, რომ ცოტა დრო კიდევ გჭირდებათ მის დასას-

რულებლად, მონიშნეთ ეს დავალება და მოგვიანებით დაუბრუნდით მას. ასეთ შემთხვევაში არ

დაგავიწყდეთ, გამოტოვოთ დავალების შესაბამისი სვეტი პასუხების ფურცელზე.

ტესტის თითოეული ნაწილისთვის განკუთვნილი დროის ამოწურვამდე ცოტა ხნით ადრე

გადახედეთ ნამუშევარს და დარწმუნდით, რომ ყველა დავალების შესრულება სცადეთ. არ

დაგავიწყდეთ, დაუბრუნდეთ გამოტოვებულ დავალებებს. გათვალისწინებული დროის

ამოწურვის შემდეგ მომდევნო ნაწილზე გადასვლას ან მუშაობის დასრულებას მოგთხოვენ. ასე

რომ, აღარ გექნებათ შესაძლებლობა, დაუბრუნდეთ ტესტის რომელიმე ნაწილს.

თუ ტესტის ცალკეულ ნაწილზე სამუშაოდ განკუთვნილი დრო იწურება და ვეღარ

ასწრებთ ყველა დავალების შესრულებას, მაინც მონიშნეთ დარჩენილ დავალებებში პასუხის

რომელიმე ვარიანტი. ზოგჯერ ამგვარი “ამოცნობა” სულაც არაა შემთხვევითი, რადგან

შესაძლოა, პასუხის რამდენიმე ვარიანტი უკვე მართებულად გამორიცხეთ.

ზოგადი უნარების ტესტის საბოლოო ქულა გამოითვლება მხოლოდ სწორი პასუხების

საფუძველზე. არასწორი პასუხის შემთხვევაში ქულა არ დაგაკლდებათ.

ტესტის თითოეული ნაწილის ბოლოს, რამდენიმე წუთით ადრე, შეწყვიტეთ მუშაობა (იმ

შემთხვევაშიც კი, თუ არ გაქვთ შესრულებული ყველა დავალება) და გადაამოწმეთ, გაქვთ თუ არა

გადატანილი პასუხების ფურცელზე ყველა დავალების პასუხი.

ზოგადი უნარების ტესტირებისას აკრძალულია ნებისმიერი დამხმარე მასალით (მაგ.,

კალკულატორით, ლექსიკონით, წიგნებით, დამატებითი ცარიელი ფურცლებით და ა.შ.)

სარგებლობა.

ჩანაწერების, გამოთვლების, ნახაზებისთვის გამოიყენეთ მხოლოდ და მხოლოდ ტესტის

ფურცლებზე არსებული ცარიელი ადგილები.

Page 99: ზოგადი უნარები - WordPress.com...5 როგორ იქმნება ზოგადი უნარების ტესტი ზოგადი უნარების

654007a

Page 100: ზოგადი უნარები - WordPress.com...5 როგორ იქმნება ზოგადი უნარების ტესტი ზოგადი უნარების

100 654007a

ვერბალური ნაწილი ანალოგიები

ამ სახის დავალებებში მოცემულია მუქი შრიფტით გამოკვეთილი ორი სიტყვა (საწყისი

წყვილი), რომელთა მნიშვნელობებს შორის არსებობს გარკვეული მიმართება. მათ გასწვრივ

მოცემულია სიტყვა, რომელსაც სავარაუდო პასუხებიდან უნდა შევუსაბამოთ ერთ-ერთი

ვარიანტი ისე, რომ სიტყვათა მნიშვნელობებს შორის მიმართება საწყის წყვილში არსებული

მიმართების მსგავსი (ანალოგიური) იყოს.

1. ფრონტი : ომი სცენა :

(ა) რეპეტიცია

(ბ) სპექტაკლი

(გ) სცენარი

(დ) ოვაცია

(ე) როლი

2. წარსული : ნაშთი თავგადასავალი :

(ა) მოულოდნელობა

(ბ) შთაბეჭდილება

(გ) ინტერესი

(დ) გართობა

(ე) რისკი

3. იზოლაცია : კარანტინი შეთანხმება :

(ა) დათმობა

(ბ) ჰარმონია

(გ) დამთხვევა

(დ) კონფლიქტი

(ე) კონსენსუსი

4. წისქვილი : ქატო ასანთი :

(ა) კოცონი

(ბ) ცეცხლი

(გ) ნახშირი

(დ) შეშა

(ე) ალი

5. ნიღაბი : გრიმი მიკროსკოპი :

(ა) ლუპა

(ბ) ლინზა

(გ) ფოკუსი

(დ) ობიექტივი

(ე) მიკროფონი

Page 101: ზოგადი უნარები - WordPress.com...5 როგორ იქმნება ზოგადი უნარების ტესტი ზოგადი უნარების

101 654007a

6. თარიღი : პერიოდი ციტატა :

(ა) აფორიზმი

(ბ) ტერმინი

(გ) ტექსტი

(დ) ფრაზა

(ე) სიტყვა

წინადადებების შევსება

მოცემულია წინადადებები, რომლებშიც გამოტოვებულია რამდენიმე სიტყვა.

გამოტოვებული სიტყვები წინადადებაში ხაზებითაა აღნიშნული. ერთი ხაზი ზოგჯერ ერთ

სიტყვას გულისხმობს, ზოგჯერ კი - რამდენიმეს.

სავარაუდო პასუხთა ყოველი ვარიანტი შეიცავს სიტყვათა ჯგუფს, რომლის ნაწილები

ერთმანეთისგან დახრილი ხაზებითაა (/) გამიჯნული. აირჩიეთ პასუხის ის ვარიანტი, რომლის

თითოეული ნაწილის თანმიმდევრულად ჩასმა შესაბამის გამოტოვებულ ადგილებში

აზრობრივად გამართულ წინადადებას მოგვცემს.

7. პერსეკეა ერთ-ერთი უძველესი ----- , რომელიც უჩვეულოდ გამოიყურება, რადგან ----- აქვს.

ეს გარდამავალი ფორმაა ფოთლოვან მცენარეებსა და თანამედროვე კაქტუსებს შორის.

თანამედროვე კაქტუსების წინაპრებსაც ჰქონდათ ----- , რომლებიც უდაბნოს გვალვიან

ჰავასთან შეგუების პროცესში ----- გარდაიქმნა.

(ა) ფოთლოვანი მცენარეა / კარგად განვითარებული მუქი ყავისფერი ეკლები / ეკლები /

ფოთლებად ვერ

(ბ) კაქტუსია / მუქი მწვანე სქელკანიანი ფოთლები / კარგად განვითარებული ეკლები /

ფოთლებად

(გ) ფოთლოვანი მცენარეა / ეკლების ნაცვლად, სქელკანიანი მწვანე ფოთლები / ფოთლები /

ეკლებად მაინც ვერ

(დ) კაქტუსია / კარგად განვითარებული მუქი მწვანე ფოთლები / ფოთლები / ეკლებად

8. ბოროტება, ----- , იმდენად ----- , რომ დანახვისთანავე ----- ; ამიტომ, ----- ცდუნებას, ----- .

(ა) როცა ის სათნოების ნიღაბს არ ეფარება / შემზარავია / გვაფრთხობს / ის მხოლოდ მაშინ

შეძლებს ჩვენს / თუ თავისი ნამდვილი სახით წარმოგვიდგება

(ბ) როცა ის სათნოების სახით წარმოგვიდგება / მიმზიდველია / გვაცდუნებს / ჩვენ ვერასოდეს

დავაღწევდით თავს მის / სათნოების ნიღაბს რომ არ ეფარებოდეს

(გ) თავისი ნამდვილი სახით / შემზარავია / გვაფრთხობს / ის ვერასოდეს შეძლებდა ვინმეს /

ამა თუ იმ სათნოების ნიღაბს რომ არ ეფარებოდეს

(დ) როცა ის თავის ნამდვილ სახეს ფარავს / მიმზიდველია / გვაცდუნებს / ჩვენ მხოლოდ მაშინ

დავაღწევთ თავს მის / თუ მის ნამდვილ სახეს ვერ ვიხილავთ

Page 102: ზოგადი უნარები - WordPress.com...5 როგორ იქმნება ზოგადი უნარების ტესტი ზოგადი უნარების

102 654007a

9. ----- სოციალიზაცია კულტურული ნორმებისა და ღირებულებების გათავისების პროცესია,

ეს ----- იმას, რომ ის ----- მათ. ადამიანებს კულტურის ელემენტების ----- აქვთ. მათ ----- ,

რომელი კულტურული როლის თამაში სურთ და როგორ შეასრულებენ არჩეულ როლს.

(ა) მიუხედავად იმისა, რომ / არ ნიშნავს / თავს გვახვევს / ინტერპრეტაციის გარკვეული

თავისუფლება / შეუძლიათ, გადაწყვიტონ

(ბ) რადგან / ნიშნავს / გარკვეულწილად თავს გვახვევს / ინტერპრეტაციის თავისუფლება არ /

შეუძლიათ, გადაწყვიტონ

(გ) მიუხედავად იმისა, რომ / აუცილებლად გულისხმობს / თავს არ გვახვევს /

ინტერპრეტაციის თავისუფლება არ / არ შეუძლიათ, თავად განსაზღვრონ

(დ) რადგან / აუცილებლად არ გულისხმობს / თავს არ გვახვევს / ინტერპრეტაციის გარკვეული

თავისუფლება / არ შეუძლიათ, თავად განსაზღვრონ

10. წიგნში „ფრინველების ცხოვრება“ ნათქვამია: „რაც უნდა გასაკვირი იყოს, XIX საუკუნეში

ავსტრალიაში ჩაყვანილი ევროპული შაშვების იმ შთამომავლებმა, რომლებსაც ----- სმენა -----

ხმებით უნდა დაეტკბოთ, ----- აქცენტი ----- “.

(ა) ავსტრალიელი აბორიგენების / უცხოური / საკმაოდ გამოკვეთილი ევროპული / შეიძინეს

(ბ) ევროპელი ახალმოსახლეების / მშობლიური / საკმაოდ გამორჩეული ავსტრალიური /

შეიძინეს

(გ) ავსტრალიელი აბორიგენების / უცხოური / ევროპული / მაინც ვერ დაივიწყეს

(დ) ევროპელი ახალმოსახლეების / მშობლიური / ავსტრალიური / მაინც ვერ შეიძინეს

Page 103: ზოგადი უნარები - WordPress.com...5 როგორ იქმნება ზოგადი უნარების ტესტი ზოგადი უნარების

103 654007a

ლოგიკა

ამ სახის დავალებები განსხვავდება ერთმანეთისგან წინასწარი მონაცემებისა და

გამოსატანი დასკვნების თვალსაზრისით. ამიტომ განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ შეკითხვას, რომელიც ახლავს თითოეულ დავალებას და მოცემული ვარიანტებიდან აირჩიეთ შესაბამისი პასუხი.

ზოგიერთ შეკითხვაზე პასუხის გაცემას გაგიადვილებთ მონაცემების გამოსახვა ნახაზის ან დიაგრამის ფორმით. 11. ხელოვნების მუზეუმში კვადრატული ფორმის დარბაზში სხვადასხვა კედელზე ოთხი

სხვადასხვა მხატვრის – სეზანის, მოდილიანის, რივერას და შაგალის – ნამუშევრები ჩამოკიდეს.

თითოეული მხატვრის ყველა ნამუშევარი ერთი და იმავე მასალითაა შესრულებული: ერთის –

პასტელით, ერთის - აკვარელით, ერთის - ზეთის საღებავებით, ერთისა კი - გრაფიტით. გარდა

ამისა, ცნობილია:

კედელი რივერას ნამუშევრებით ესაზღვრება კედელს, რომელზეც კიდია გრაფიტით

შესრულებული ნამუშევრები.

კედელი შაგალის ნამუშევრებით ერთი მხრიდან ესაზღვრება კედელს სეზანის

ნამუშევრებით, ხოლო მეორე მხრიდან – კედელს, რომელზეც კიდია აკვარელით

შესრულებული ნამუშევრები.

შაგალის ნამუშევრები არ არის შესრულებული პასტელით, ხოლო რივერას ნამუშევრები

არ არის შესრულებული აკვარელით.

ქვემოთ მოცემულთაგან რომელ სტრიქონშია სწორად მითითებული, რომელი მხატვრის

ნამუშევრები რა მასალითაა შესრულებული?

პასტელი აკვარელი ზეთი გრაფიტი

(ა) სეზანი მოდილიანი რივერა შაგალი

(ბ) რივერა სეზანი შაგალი მოდილიანი

(გ) სეზანი მოდილიანი რივერა შაგალი

(დ) რივერა მოდილიანი შაგალი სეზანი

(ე) მოდილიანი შაგალი რივერა სეზანი

Page 104: ზოგადი უნარები - WordPress.com...5 როგორ იქმნება ზოგადი უნარების ტესტი ზოგადი უნარების

104 654007a

12. მოცემულია ოთხი წინადადება:

I. ამ ტყეში ყველა მარადმწვანე მცენარე წიწვოვანია.

II. ამ ტყეში ბუჩქის ტიპის ყველა მცენარე წიწვოვანია.

III. ამ ტყეში მხოლოდ ბუჩქის ტიპის მცენარეებზე იკეთებს ბუდეს ბულბული.

IV. ამ ტყეში ზოგიერთ მარადმწვანე მცენარეზე ბუდეს იკეთებს ბულბული.

ჩამოთვლილთაგან რომელი წინადადებები უნდა ავიღოთ წანამძღვრებად, რათა შევძლოთ

დავასკვნათ, რომ ამ ტყეში ზოგიერთი მარადმწვანე მცენარე ბუჩქის ტიპს განეკუთვნება?

აღნიშნული დასკვნის გამოსატანად:

(ა) საკმარისია I, II და III წინადადებები.

(ბ) საკმარისია II და III წინადადებები.

(გ) საკმარისია III და IV წინადადებები.

(დ) აუცილებელია ოთხივე წინადადება.

(ე) ოთხივე წინადადება ერთობლივადაც არ არის საკმარისი.

13. უცხოური ენის სპეციალური კურსის დასრულების შემდეგ სერტიფიკატის მოსაპოვებლად

გამოცდაზე კურსდამთავრებულთა მხოლოდ ერთი ნაწილი გავიდა. საგამოცდო კომისიის

წევრებმა ივარაუდეს, რომ გამოცდაზე მხოლოდ ის გავიდა, ვინც წარმატებით დაასრულა

კურსი და დარწმუნებული იყო საკუთარ ცოდნაში.

ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელი აყენებს ეჭვქვეშ კომისიის წევრთა ვარაუდს?

(ა) უცხოური ენის სერტიფიკატი კურსდამთავრებულებს დასაქმების საინტერესო

შესაძლებლობებს უქმნის, ამიტომ ის, ვინც თავს წარმატებულად მიიჩნევდა, დროულად

ცდილობდა სერტიფიკატის მოპოვებას.

(ბ) წარმატებულ კურსდამთავრებულებს არ ესაჭიროებოდათ გამოცდაზე გასვლისთვის

საგანგებო მოსამზადებელი პერიოდი, რადგან საფუძვლიანად ჰქონდათ ათვისებული მის

ჩასაბარებლად აუცილებელი მასალა.

(გ) გამოცდის საფასური საკმაოდ მაღალი იყო და კურსდამთავრებულები მხოლოდ იმ

შემთხვევაში აძლევდნენ თავს მისი გადახდის უფლებას, თუკი იცოდნენ, რომ გამოცდაზე

ხელმეორედ გასვლა არ მოუწევდათ.

(დ) საგამოცდო კომისიის წევრები თვითონ ასწავლიდნენ კურსის მონაწილეებს უცხოურ ენას

და, შესაბამისად, სწორად აფასებდნენ თითოეული მათგანის ცოდნასა და

შესაძლებლობებს.

(ე) ის კურსდამთავრებულები, რომლებიც გამოცდაზე გავიდნენ, სამუშაოს დაკარგვის

საშიშროების წინაშე იდგნენ, სერტიფიკატი კი სამუშაოს შენაჩუნების აუცილებელი პირობა

იყო.

Page 105: ზოგადი უნარები - WordPress.com...5 როგორ იქმნება ზოგადი უნარების ტესტი ზოგადი უნარების

105 654007a

14. თეა და ბესო მსჯელობენ:

თეა: როგორც ჩანს, დღეს ბათუმში კარგი ამინდია.

ბესო: რატომ ფიქრობ ასე?

თეა: ვიცი, რომ ან დღეს ბათუმშია კარგი ამინდი, ან გუშინ ჩოხატაურში გაწვიმდა - ერთ-

ერთი მაინც.

ბესო: და რატომ ფიქრობ, რომ ბათუმში ნამდვილად კარგი ამინდია?

თეა: იმიტომ, რომ თუ გუშინ ჩოხატაურში გაწვიმდა, მაშინ ანა უკვე წამოსული იქნება

იქიდან.

ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელი მტკიცება უნდა დაამატოს თეამ, რათა მისი არგუმენტაცია

დამაჯერებელი იყოს?

(ა) გუშინ ჩოხატაურში გაწვიმდა.

(ბ) ანა ჩოხატაურიდან უკვე წამოვიდა.

(გ) ანა ჩოხატაურიდან ჯერ არ წამოსულა.

(დ) გუშინ ჩოხატაურში გაწვიმდა და ანა იქიდან წამოვიდა.

(ე) გუშინ ჩოხატაურში გაწვიმდა ან ანა იქიდან არ წამოსულა.

Page 106: ზოგადი უნარები - WordPress.com...5 როგორ იქმნება ზოგადი უნარების ტესტი ზოგადი უნარების

106 654007a

წაკითხული ტექსტის გააზრება ყურადღებით წაიკითხეთ და გაიაზრეთ ტექსტი. თითოეული შეკითხვის სავარაუდო

პასუხებიდან აირჩიეთ ის ვარიანტი, რომელიც მართებულია მოცემული ტექსტის მიხედვით.

XIII საუკუნიდან ფლორენციის ხელისუფლების ადგილსამყოფელია “პალაცო ვეკიო”, რომლის სათათბირო დარბაზის ერთ კედელზე 1503-1506 წლებში ლეონარდო და ვინჩიმ

ანგიარის ბრძოლის ეპიზოდი გამოსახა. ეს ფრესკა მოგვიანებით გაუჩინარდა. 1555-1572 წლებში

ამ დარბაზის რეკონსტრუქციას ხელმძღვანელობდა ცნობილი მხატვარი და არქიტექტორი

ჯორჯო ვაზარი. საფიქრებელია, რომ ამ დროს გაქრა ლეონარდოს შედევრი. 35 წელზე მეტია,

რაც ლეონარდოს შედევრის პოვნა აკვიატებულ იდეად ექცა ფლორენციელ მკვლევარს,

მაურიციო სერაჩინის. ნამუშევრის არსებობას იგი სათათბირო დარბაზის აღმოსავლეთ

კედელზე ვარაუდობს, სადაც ჯორჯო ვაზარის “მარჩიანოს ბრძოლაა” გამოსახული. ვარაუდს

აძლიერებს ვაზარის ფრესკაზე მარჯვენა მხარეს გამოსახული ცხენზე ამხედრებული მამაკაცი,

რომელიც ძალიან ჰგავს ლეონარდო და ვინჩის. მისი მზერა ქვემოთ არის მიმართული. ხომ არ

მიანიშნებს ვაზარი, რომ მისი ნამუშევრის ქვემოთ ლეონარდოს ნახატია?

სერაჩინიმ განაცხადა, რომ ვაზარის ფრესკის კედლის უკან კიდევ ერთი კედელია,

რომელზეც, სავარაუდოდ, ლეონარდოს ფრესკაა შესრულებული, მათ შორის კი ცარიელი

სივრცეა - 10-დან 16 მილიმეტრამდე სიგანის ვიწრო კამერა. არ არის გამორიცხული, რომ ის

თავად ვაზარის აშენებული იყოს ლეონარდოს ფრესკის დასაცავად. შეიქმნა კომისია, რომელმაც

დარბაზის კედლების კვლევა დაგეგმა. მთავარი ამოცანა იყო, ნეიტრონული აქტივაციის

მეშვეობით დაემტკიცებინათ 1503-1506 წლებში გამოყენებული ფერის პიგმენტების არსებობა.

სერაჩინიმ ბირთვული ენერგეტიკის იტალიური სააგენტოსა და ამერიკელი მეცნიერების

დახმარებით შექმნა სპეციალური საკვლევი მოწყობილობა, თუმცა, 2011 წლის მარტში იაპონიის

ცუნამის შემდეგ, რომელმაც გამოიწვია ფუკუშიმას ატომურ ელექტროსადგურზე ბირთვული

რეაქტორის კატასტროფა, გაჩნდა სკეპტიკური დამოკიდებულება, ზოგადად, ბირთვული

ტექნოლოგიების მიმართ. ასე რომ, ნეიტრონული აქტივაციის აპარატურა უკვე მზად იყო,

როდესაც სერაჩინის უარი უთხრეს კვლევის გაგრძელებაზე.

ძალიან მალე სერაჩინის ხელმძღვანელობით დაიწყო კვლევა ახალი მეთოდით -

ენდოსკოპიური ზონდირებით. ვაზარის ფრესკაში შესაღწევად გაკეთდა ექვსი ჭრილი ნახატის

უკვე არსებულ ნაპრალებზე. მხოლოდ ერთი ჭრილიდან მიაღწია სამედიცინო ტიპის

მინიატურულმა ზონდმა შიდა კედლამდე. სერაჩინიმ შეძლო სინჯის აღება. იქ აღმოაჩინეს შავი

და ჩალისფერი საღებავები, ასევე, წითელი ლაქი, რომელსაც მხატვრები იყენებენ საღებავის

დასაცავად. ლაქი ჩვეულებრივ კედელზე ვერ მოხვდებოდა - იქ აუცილებლად ნახატი უნდა

იყოს. ქიმიური ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ შავი პიგმენტი იმ პიგმენტს შეესაბამება,

რომელიც “ჯოკონდას” შესაქმნელად გამოიყენა ლეონარდომ.

ბევრი მეცნიერი სკეპტიკურადაა განწყობილი სერაჩინის კვლევის მიმართ. მის გამო

საფრთხე ექმნება ვაზარის ფრესკასაც. ფლორენციის მერი, მათეო რენცი, დარწმუნებულია, რომ

თანამედროვე ტექნოლოგიები საშუალებას მოგვცემს, დავტკბეთ როგორც ლეონარდოს, ასევე,

ვაზარის ფრესკით. “ჩვენ არ ვართ ვანდალები, ჩვენ უბრალოდ არ გვეშინია, ამოვხსნათ

ხელოვნების ისტორიის ეს საიდუმლო. მაგრამ თუ მაინც არჩევანი უნდა გავაკეთოთ,

უპირატესობას ლეონარდოს მივანიჭებდი”, - გამოტყდა რენცი. სერაჩინიც იმედს არ კარგავს,

რომ აღმოაჩენს “ანგიარის ბრძოლას”, რომელიც “ხუთი საუკუნის განმავლობაში დაცული იყო

გარემოს ზემოქმედების, ვანდალიზმისა თუ რესტავრაციის წარუმატებელი მცდელობებისგან”.

Page 107: ზოგადი უნარები - WordPress.com...5 როგორ იქმნება ზოგადი უნარების ტესტი ზოგადი უნარების

107 654007a

15. I აბზაცში მოცემულია რამდენიმე ინფორმაცია ერთი ფრესკის შესახებ. მათგან რომელია

ვარაუდის სახით გამოთქმული?

(ა) “პალაცო ვეკიოს” ერთ-ერთი დარბაზის კედელზე ლეონარდო და ვინჩიმ გამოსახა

“ანგიარის ბრძოლა”; დარბაზის აღმოსავლეთ კედელზე ვაზარის ფრესკაა დახატული.

(ბ) ლეონარდოს ფრესკა დაიკარგა დარბაზის რეკონსტრუქციის დროს; ვაზარის ფრესკაზე

გამოსახული მამაკაცი რაღაცას მიგვანიშნებს.

(გ) “პალაცო ვეკიოს” დარბაზის რეკონსტრუქციას ხელმძღვანელობდა ჯორჯო ვაზარი;

ვაზარის ფრესკაზე გამოსახული მამაკაცი ძალიან ჰგავს ლეონარდო და ვინჩის.

(დ) ლეონარდო და ვინჩის “ანგიარის ბრძოლა” გაუჩინარდა; 35 წელზე მეტია, რაც ლეონარდოს

შედევრის პოვნა აკვიატებულ იდეად ექცა მაურიციო სერაჩინის.

16. ტექსტის მიხედვით, რა მიმართებაა ლეონარდოს ერთ-ერთი ფრესკის ძიებასა და

ბირთვული რეაქტორის კატასტროფას შორის?

(ა) სერაჩინის უარი უთხრეს ლეონარდოს ფრესკის ძიების გაგრძელებაზე, რადგან ბირთვული

რეაქტორის კატასტროფის შემდეგ შეუძლებელი იყო ნეიტრონული აქტივაციის

აპარატურის გამოყენება.

(ბ) ლეონარდოს ფრესკის მოსაძებნად ბირთვული ენერგეტიკის იტალიური სააგენტოს

დახმარებით შეიქმნა სპეციალური საკვლევი აპარატურა, რომელიც იაპონიის ცუნამის

შემდეგ განსაკუთრებით სახიფათო გახდა.

(გ) სერაჩინის უარი უთხრეს ლეონარდოს ფრესკის მოძებნაზე ნეიტრონული აქტივაციის

აპარატურით, რადგან თანამედროვე მსოფლიოში ყველა უარს ამბობს ბირთვული

ტექნოლოგიების გამოყენებაზე.

(დ) ლეონარდოს მიერ გამოყენებული პიგმენტების ძიება დაიგეგმა ნეიტრონული აქტივაციის -

ბირთვული ტექნოლოგიის მეშვეობით, რის მიმართაც ნეგატიური განწყობა დამკვიდრდა

ფუკუშიმას კატასტროფის შემდეგ.

17. ჩამოთვლილთაგან რომელ შეკითხვას არ მოეძებნება პირდაპირი პასუხი IV აბზაცში?

(ა) რომელი მეთოდით აიღო სინჯი სერაჩინიმ ვაზარის ფრესკის უკანა კედლიდან?

(ბ) რატომ უნდა იყოს ნახატი ვაზარის ფრესკის უკან არსებულ კედელზე?

(გ) რატომ გაკეთდა ჭრილები ვაზარის ფრესკის უკვე არსებულ ნაპრალებზე?

(დ) რომელი ფერის პიგმენტია საერთო ვაზარის ფრესკის უკანა კედელსა და ლეონარდოს

“ჯოკონდას” პორტრეტზე?

Page 108: ზოგადი უნარები - WordPress.com...5 როგორ იქმნება ზოგადი უნარების ტესტი ზოგადი უნარების

108 654007a

18. სერაჩინიმ ვაზარის ფრესკაზე “მარჩიანოს ბრძოლა” ყურადღება მიაქცია მწვანე დროშას,

რომელიც ჯარისკაცებს უჭირავთ. დროშაზე წერია CERCA TROVA, ანუ “ეძიებდე და ჰპოვებდე!”

ტექსტში აღნიშნული რომელი ფაქტის ანალოგიური როლი შეიძლება შეასრულოს ამ

წარწერამ კვლევის პროცესში?

(ა) ვაზარის ფრესკაზე გამოსახული მამაკაცი ლეონარდოს ჰგავს; მის უკან ხომ არ უნდა

ვეძებოთ ლეონარდოს ფრესკა?

(ბ) ორ კედელს შორის ცარიელი სივრცეა; ხომ არ ააშენა ეს საკანი ვაზარიმ ლეონარდოს

ფრესკის დასაცავად?

(გ) ვაზარის ფრესკის უკანა კედელზე აღმოჩნდა წითელი ლაქი; ხომ არ არის იმ კედელზე

ლეონარდოს ნახატი?

(დ) ხუთი საუკუნის განმავლობაში ლეონარდოს ფრესკა დამალული იყო კედლის მიღმა; ხომ

არ დაიცვა ის ვაზარიმ ვანდალიზმისა თუ რესტავრაციის წარუმატებელი

მცდელობებისგან?

19. ლეონარდოს შემოქმედების ექსპერტი, კარლო პედრეტი, აცხადებს: ვაზარიმ “დამალა”

რამდენიმე ნახატი. როდესაც “სანტა კროჩეში” ვაზარის მიერ აშენებული ხის საკურთხეველი

მოხსნეს, მის უკან ჯოტოს ფრესკა აღმოჩნდა ხელუხლებელი. ასევე იპოვეს მაზაჩოს ერთი

ფრესკა. უფიცის ძველ დარბაზში თავად ვაზარის მიერ აღმართული კედლის უკან აღმოაჩინეს

მე-13 საუკუნის უცნობი ავტორის “ხარების” სცენა. ასევე ცნობილია, რომ ვაზარი სხვა

მხატვრებს ურჩევდა, კარგად დაკვირვებოდნენ ლეონარდოს “ანგიარის ბრძოლას” და მისგან

ესწავლათ ცხენების ხატვა.

ამ ინფორმაციის ტექსტთან შეჯერების საფუძველზე გამოტანილი რომელი დასკვნა არ არის

მართებული?

(ა) ვაზარიმ გადაარჩინა ჯოტოსა და მაზაჩოს ფრესკები ხის საკურთხევლის ამოშენებით;

შეიძლებოდა, მსგავსი ხერხი გამოეყენებინა “ანგიარის ბრძოლისთვისაც”.

(ბ) ვაზარიმ კედელი აღმართა მე-13 საუკუნის უცნობი ავტორის ფრესკის - “ხარების” - წინ და

დაიცვა ის; შესაძლოა, ასევე დაეცვა ლეონარდოს ფრესკა.

(გ) ვაზარი პირადი სიმპათია-ანტიპათიის მიხედვით მოქმედებდა; ამიტომ საკუთარი

შეხედულებისამებრ შეეცდებოდა ლეონარდოს ნახატის გადაკეთებას.

(დ) ვაზარი ცდილობდა, დაეცვა სხვა ხელოვანთა ნამუშევრები; სავარაუდოდ, ლეონარდოს

ფრესკასაც დაიფარავდა ხელყოფისგან.

Page 109: ზოგადი უნარები - WordPress.com...5 როგორ იქმნება ზოგადი უნარების ტესტი ზოგადი უნარების

109 654007a

20. ჩამოთვლილთაგან რომელშია ყველაზე ზუსტად ჩამოყალიბებული ფლორენციის მერის,

მათეო რენცის, პოზიცია?

(ა) მათეო რენცის სურს, ამოხსნას ხელოვნების ისტორიის ერთი საიდუმლო, თუმცა,

სიფრთხილეს იჩენს, ვანდალიზმში არ დასდონ ბრალი.

(ბ) მათეო რენცის სწამს თანამედროვე ტექნოლოგიების შესაძლებლობების და სურს,

გამოიყენოს ისინი ნებისმიერი ხელოვანის ნამუშევრის გადასარჩენად.

(გ) მათეო რენცი სკეპტიკურად არის განწყობილი ვაზარის შემოქმედების მიმართ და

ნებისმიერი საშუალებით სურს ლეონარდოს ფრესკის გადარჩენა.

(დ) მათეო რენცი პატივს სცემს თავისი ქალაქის კულტურულ მემკვიდრეობას, თუმცა, არ

ეშინია, თამამი ნაბიჯი გადადგას დიდი ხელოვანის სასარგებლოდ.

ანალოგიები

ამ სახის დავალებებში მოცემულია მუქი შრიფტით გამოკვეთილი ორი სიტყვა (საწყისი

წყვილი), რომელთა მნიშვნელობებს შორის არსებობს გარკვეული მიმართება. დაადგინეთ, რა სახისაა

ეს მიმართება.

სავარაუდო პასუხთა ყოველ ვარიანტში ასევე მოცემულია მნიშვნელობით ურთიერთ-

დაკავშირებული სიტყვების წყვილი. აირჩიეთ მათგან ის წყვილი, რომელშიც სიტყვათა

მნიშვნელობებს შორის მიმართება საწყის წყვილში არსებული მიმართების მსგავსია

(ანალოგიურია). პასუხის არჩევისას გაითვალისწინეთ წყვილებში სიტყვათა თანმიმდევრობა.

21. თესავს : მკის

(ა) ურევს : აზავებს

(ბ) მსჯელობს : ასკვნის

(გ) ბაძავს : ახმოვანებს

(დ) აღიარებს : აფასებს

(ე) ხატავს : აფერადებს

22. უჰაერო სივრცე : სკაფანდრი

(ა) თვითმფრინავი : პარაშუტი

(ბ) ჟანგბადი : აირწინაღი

(გ) შენობა : მეხამრიდი

(დ) მაღარო : ჩაფხუტი

(ე) წყალი : აკვალანგი

Page 110: ზოგადი უნარები - WordPress.com...5 როგორ იქმნება ზოგადი უნარების ტესტი ზოგადი უნარების

110 654007a

23. ფხვნილი : ფქვილი

(ა) პლასტილინი : ცომი

(ბ) კაკაო : შოკოლადი

(გ) სითხე : ორთქლი

(დ) ლითონი : რკინა

(ე) თიხა : ქვიშა

24. ეფემერული : წარმავლობა

(ა) ჯიქური : შეუპოვრობა

(ბ) ცხოველური : წვრთნა

(გ) დათვური : სამსახური

(დ) ქორული : ნადირობა

(ე) მგლური : კანონი

25. წამმზომი : დროის გაზომვა

(ა) კლავიატურა : ინფორმაციის გადაცემა

(ბ) ტელესკოპი : ვარსკვლავების განლაგება

(გ) თერმოსი : ტემპერატურის შენარჩუნება

(დ) კალეიდოსკოპი : გამოსახულების შეცვლა

(ე) სეისმოგრაფი : მიწისძვრის პროგნოზირება

26. ეკვატორი : დიაფრაგმა

(ა) შუქურა : ორიენტირი

(ბ) მოედანი : პერიმეტრი

(გ) ზენიტი : მწვერვალი

(დ) უღელტეხილი : ქედი

(ე) სცენა : არენა

Page 111: ზოგადი უნარები - WordPress.com...5 როგორ იქმნება ზოგადი უნარების ტესტი ზოგადი უნარების

111 654007a

წინადადებების შევსება

მოცემულია წინადადებები, რომლებშიც გამოტოვებულია რამდენიმე სიტყვა.

გამოტოვებული სიტყვები წინადადებაში ხაზებითაა აღნიშნული. ერთი ხაზი ზოგჯერ ერთ

სიტყვას გულისხმობს, ზოგჯერ კი - რამდენიმეს.

სავარაუდო პასუხთა ყოველი ვარიანტი შეიცავს სიტყვათა ჯგუფს, რომლის ნაწილები

ერთმანეთისგან დახრილი ხაზებითაა (/) გამიჯნული. აირჩიეთ პასუხის ის ვარიანტი, რომლის

თითოეული ნაწილის თანმიმდევრულად ჩასმა შესაბამის გამოტოვებულ ადგილებში

აზრობრივად გამართულ წინადადებას მოგვცემს.

27. ჩვენი ცოდნა უეჭველი ----- არის, როცა ის ----- - ცოდნის ზრდას აუცილებლად ----- ეჭვების

----- .

(ა) მაშინაც კი არ / არცთუ ისე მცირეა / როდი მოსდევს თან / გაჩენა

(ბ) მხოლოდ მაშინ / ყოვლისმომცველია / როდი მოსდევს თან / გაფანტვა

(გ) მაშინაც კი არ / ყოვლისმომცველია / თან მოსდევს / გაფანტვა

(დ) მხოლოდ მაშინ / ძალიან მცირეა / თან მოსდევს / გაჩენა

28. მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ მრავალ ინდივიდს, რომელიც ინსომნიას (ქრონიკულ

უძილობას) უჩივის, ----- ახასიათებს. ----- აღმოჩენა, რომ ძილის ქრონიკული დარღვევის მქონე

ზოგიერთი ადამიანი ----- ინსომნიას. ყოველივე ეს ----- მეტყველებს, რომ ----- , თუ რა არის

ნორმალური ძილი.

(ა) ჩაძინების უნარის დარღვევა და ძილის სხვა სირთულეებიც / ასევე, კურიოზულია /

გამუდმებით უჩივის / იმაზე / ადამიანთა სხვადასხვა ჯგუფს ერთნაირად ესმის

(ბ) რეალურად ძილის სრულიად ნორმალური ფიზიოლოგიური მდგომარეობა / ასევე,

კურიოზულია / არ უჩივის / იმაზე / ადამიანებს სხვადასხვაგვარად ესმით

(გ) ჩაძინების უნარის დარღვევა და ძილის სხვა სირთულეებიც / თუმცა, საგულისხმოა / არ

უჩივის / იმის საწინააღმდეგოდ / ადამიანთა სხვადასხვა ჯგუფს ერთნაირად არ ესმის

(დ) რეალურად ძილის სრულიად ნორმალური ფიზიოლოგიური მდგომარეობა / თუმცა,

საგულისხმოა / გამუდმებით უჩივის / იმის საწინააღმდეგოდ / ადამიანებს

სხვადასხვაგვარად ესმით

Page 112: ზოგადი უნარები - WordPress.com...5 როგორ იქმნება ზოგადი უნარების ტესტი ზოგადი უნარების

112 654007a

29. განათლების თეორიაში მუდმივად უპირისპირდება ერთმანეთს ორი იდეა: ერთის

მიხედვით, განათლება განვითარებისა და ფორმირების ----- პროცესია, მეორის მიხედვით კი,

პირიქით, იგი ----- ; პირველი თვალსაზრისით, განათლება ემსახურება ინდივიდის ----- , მეორე

თვალსაზრისით კი, იგი არის ბუნებრივი მიდრეკილებების ----- და გარეშე ფაქტორების -----

პროცესი.

(ა) შიგნიდან მართვადი / გარედანაა თავსმოხვეული / ბუნებრივი უნარისა და

შესაძლებლობების განვითარებას / დათრგუნვისა / ზეწოლის შედეგად შეძენილი ჩვევებით

მათი ჩანაცვლების

(ბ) გარედან მართული / შინაგანი იმპულსებითაა განპირობებული / მისწრაფებების

სოციალური მოთხოვნების თარგზე გამოძერწვას / წახალისებისა / ზეწოლის გზით

სოციუმთან შეგუებული პიროვნების ჩამოყალიბების

(გ) შიგნიდან მართვადი / გარედანაა თავსმოხვეული / მისწრაფებების სოციალური

მოთხოვნების თარგზე გამოძერწვას / დათრგუნვისა / ზეწოლისაგან სულ უფრო მეტად

გათავისუფლების

(დ) გარედან მართული / შინაგანი იმპულსებითაა განპირობებული / ბუნებრივი უნარისა და

შესაძლებლობების გამოვლენასა და განვითარებას / რეალიზებისა / ზეწოლისაგან

დამოუკიდებლად ფორმირების

30. ----- , რომ ერთ ადამიანსაც ვერ მოძებნით ისეთს, თავის მანკიერ თვისებებს რომ ----- .

მართლაც, ვისაც მანკიერი თვისება აქვს, ----- ; ზუსტად ასევე, ჩვენი სიზმრის მოყოლა ხომ -----

შეგვიძლია.

(ა) გასაკვირი არ არის / ვერ აცნობიერებდეს / მას ხომ მრავალჯერ უცდია მისგან თავის

დაღწევა / გამოღვიძების შემდეგაც არ

(ბ) პარადოქსია / აცნობიერებდეს / მან ხომ ყველაზე ნაკლებად იცის მის შესახებ /

სრულყოფილად ჩვენ თვითონაც არ

(გ) გასაკვირი არ არის / აცნობიერებდეს / მას ხომ ჯერ არ დაუღწევია თავი მისგან / მხოლოდ

გამოღვიძების შემდეგ

(დ) პარადოქსია / ვერ აცნობიერებდეს / მან ხომ პირველმა იცის მის შესახებ / მხოლოდ თავად

ჩვენ თუ

Page 113: ზოგადი უნარები - WordPress.com...5 როგორ იქმნება ზოგადი უნარების ტესტი ზოგადი უნარების

113 654007a

ლოგიკა

ამ სახის დავალებები განსხვავდება ერთმანეთისგან წინასწარი მონაცემებისა და

გამოსატანი დასკვნების თვალსაზრისით. ამიტომ განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ

შეკითხვას, რომელიც ახლავს თითოეულ დავალებას და მოცემული ვარიანტებიდან აირჩიეთ

შესაბამისი პასუხი.

ზოგიერთ შეკითხვაზე პასუხის გაცემას გაგიადვილებთ მონაცემების გამოსახვა ნახაზის

ან დიაგრამის ფორმით.

31. გამოთქმა “პირში წყალს თევზივით ჩავიგუბებ და დავდუმდებიო”, სავარაუდოდ,

უკავშირდება იმ ფაქტს, რომ თევზებს არ აქვთ ხმის იოგები. უფრო მეტიც, ზოგიერთი

მკვლევარი ვარაუდობს, რომ მათ არ უნდა ჰქონდეთ ბგერების გამოცემის უნარი.

ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელი ფაქტი ეწინააღმდეგება ამ ვარაუდს?

(ა) პროფესორმა დიანა რეისმა შეძლო, დელფინებისთვის ესწავლებინა ელემენტარული ენა,

რომელიც სიმბოლოების სახით იყო წარმოდგენილი.

(ბ) თევზები ლაყუჩის სარქველებს აღებენ და ხურავენ, რის შედეგადაც სხვადასხვაგვარ ხმებს

- ყრუ თუ ტაშის შემოკვრის მსგავს ბგერებს გამოსცემენ.

(გ) თევზებს კარგი სმენა აქვთ. მათ ბევრ სახეობას სხეულის ორივე გვერდის შუაში, სიგრძივი

ზოლის გასწვრივ განლაგებული უჯრედების მეშვეობით ბგერითი ტალღების

გავრცელებით წარმოქმნილი წნევის ამოცნობა შეუძლია.

(დ) ოკეანოლოგ რობერტ ბერჯესის თანახმად, ხმელეთის ცხოველების მსგავსად, საპირისპირო

სქესის წარმომადგენელთა ყურადღების მისაპყრობად თევზებიც იყენებენ სხვადასხვაგვარ

სიგნალებს, მაგალითად, ფარფლების სპეციფიკურ მოძრაობებს.

(ე) წყალქვეშა ნავების ეკიპაჟები წყლის ბინადართა ხმებს იყენებენ საკუთარი ხმაურის

შესანიღბავად.

32. მოცემულია ორი დებულება:

არც ერთი მოჭადრაკე არ არის უნებისყოფო.

ზოგიერთი მოჭადრაკე კარგი პოლიტიკოსია.

ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელი გამომდინარეობს ამ ორი დებულებიდან?

(ა) ზოგიერთი პოლიტიკოსი უნებისყოფოა.

(ბ) ზოგიერთი პოლიტიკოსი არ არის უნებისყოფო.

(გ) ზოგიერთი უნებისყოფო ადამიანი არ არის პოლიტიკოსი.

(დ) ზოგიერთი მოჭადრაკე არ არის პოლიტიკოსი და არც უნებისყოფოა.

(ე) ზოგიერთი ადამიანი პოლიტიკოსია და თან უნებისყოფოა, მაგრამ მათ შორის

მოჭადრაკეები არ არიან.

Page 114: ზოგადი უნარები - WordPress.com...5 როგორ იქმნება ზოგადი უნარების ტესტი ზოგადი უნარების

114 654007a

33. მეგობრებს - დათოს, ნათიას, ქეთისა და გიორგის - სხვადასხვა მარკის ავტომობილები

ჰყავთ: პორშე, ჰიუნდაი, ტოიოტა და მერსედესი. ამასთან, ცნობილია, რომ ქვემოთ მოცემული

ოთხი მტკიცებიდან მხოლოდ ერთია მართალი.

დათოს ჰყავს პორშე.

ნათიას არ ჰყავს პორშე.

ქეთის არ ჰყავს მერსედესი.

გიორგის არ ჰყავს პორშე.

ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელი სტრიქონი შეიძლება ასახავდეს სწორად ავტომობილების

განაწილებას მეგობრებს შორის?

დათო ნათია ქეთი გიორგი

(ა) პორშე ჰიუნდაი მერსედესი ტოიოტა

(ბ) მერსედესი ჰიუნდაი ტოიოტა პორშე

(გ) პორშე მერსედესი ჰიუნდაი ტოიოტა

(დ) ტოიოტა მერსედესი ჰიუნდაი პორშე

(ე) ტოიოტა პორშე მერსედესი ჰიუნდაი

34. წინადადებათა ქვემოთ მოცემული წყვილებიდან რომელი შედგება ერთი და იმავე

შინაარსის მქონე წინადადებებისგან?

(ა) არ შეიძლება ქუჩაზე გადასვლა, თუკი შუქნიშანზე წითელი ანთია.

როცა შუქნიშანზე წითელი არ ანთია, ქუჩაზე გადასვლა შეიძლება.

(ბ) ეს კოშკი ამ ქალაქში ყველა შენობაზე უფრო მაღალია.

ამ ქალაქში არც ერთი შენობა არ არის ამ კოშკზე უფრო მაღალი.

(გ) არასოდეს მოინდომო იმის მიღება, რაც არ გეკუთვნის.

არასოდეს თქვა უარი იმის მიღებაზე, რაც გეკუთვნის.

(დ) თუ ხვალ კარგი ამინდი იქნება, ქალაქგარეთ გავისეირნებ.

ხვალ ქალაქგარეთ არ გავისეირნებ, თუ კარგი ამინდი არ იქნება.

(ე) არ არის მართალი, რომ ხვალ კარგი ამინდი იქნება.

ცდება ის, ვინც ფიქრობს, რომ ხვალ კარგი ამინდი იქნება.

Page 115: ზოგადი უნარები - WordPress.com...5 როგორ იქმნება ზოგადი უნარების ტესტი ზოგადი უნარების

115 654007a

წაკითხული ტექსტის გააზრება ყურადღებით წაიკითხეთ და გაიაზრეთ ტექსტი. თითოეული შეკითხვის სავარაუდო

პასუხებიდან აირჩიეთ ის ვარიანტი, რომელიც მართებულია მოცემული ტექსტის მიხედვით.

ცხოველთა ჯგუფური ქცევის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და ბიოლოგიურად

მნიშვნელოვანი სახეა მიბაძვა, ანუ იმიტაცია. იმიტაციური ქცევა ფართოდაა გავრცელებული

ცხოველთა სამყაროში და მნიშვნელოვან როლს ასრულებს ცალკეული ინდივიდებისა და,

ზოგადად, სახეობის შეგუებაში გარემოს ცვალებად პირობებთან. თუმცა, ნამდვილად

იმიტაციურ ქცევაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება საუბარი, თუ ინდივიდი ბაძავს ქცევის

იმ ფორმებს, რომლებიც მისი სახეობისთვის თანდაყოლილ ქცევით რეპერტუარში არ შედის.

ნამდვილი იმიტაციური ქცევა განსაკუთრებით გავრცელებულია მაღალგანვითარებულ

ორგანიზმებში - პრიმატებსა და ვეშაპისნაირებში, რომელთა გუნდურად ცხოვრება

სხვადასხვაგვარ მიბაძვით ქცევას მოითხოვს.

დელფინების ზოგიერთ სახეობას, ძირითადად, აფალინებს, შეუძლიათ ადამიანის ამა თუ

იმ ქცევის მიბაძვა. მაგალითად, დელფინების მკვლევრები, ს. ტაილერი და ჯ. საიმანი,

შეისწავლიდნენ ერთ აუზში მოთავსებული აფალინების “ინსტრუმენტული ქცევის”

თავისებურებებს. აფალინები დიდი ინტერესით აკვირდებოდნენ მათი აუზის გაწმენდის

პროცესს. ხელსაწყო, რომელსაც იყენებდნენ აუზის მომვლელები, საფხეკისა და რეზინის

მილისგან შედგებოდა. ერთხელ ეს ხელსაწყო ღამით აუზში დარჩათ. მას ერთ-ერთი აფალინა

დაეპატრონა და დიდხანს მანიპულირებდა მისით. ადამიანის წაბაძვით, მან მკერდის

ფარფლებით ჩაიჭირა მილი, პირი დაავლო საფხეკს და დაატარებდა მას აუზის ფსკერზე.

როდესაც დელფინებს ეს ხელსაწყო დაუმალეს, მათ აუზის “დასალაგებლად” კაფელის

ფილების ნატეხების გამოყენება დაიწყეს. კბილებით ჩაჭერილი კაფელის ნატეხებით

აფალინები აგროვებდნენ ზღვის წყალმცენარეებს, რომლებსაც ისინი საკვებად იყენებდნენ.

იარაღის, როგორც სათამაშოდ (აუზის დასუფთავების იმიტაცია), ისე საკვების

შესაგროვებლად გამოყენების მაგალითები მეტყველებს იმაზე, რომ დელფინებს შეუძლიათ არა

მხოლოდ ადამიანის გარკვეული ტიპის ქცევების გადაღება, არამედ, აგრეთვე, მათი

მოდიფიცირება თავიანთი მოთხოვნილებების შესაბამისად.

დელფინებთან ჩატარებული სხვა კვლევების საფუძველზე გაირკვა, რომ მათ

სხვადასხვაგვარი ბგერების იმიტირების უნარიც აქვთ, იქნება ეს აკვალანგებიდან ამოსული

ჰაერის ბუშტუკების ბუყბუყის მსგავსი ხმები თუ ადამიანების მიერ წარმოთქმული სიტყვები

და მარტივი ფრაზები. გაირკვა, აგრეთვე, რომ საკმარისია, დელფინებმა 1-3-ჯერ მოისმინონ

მათთვის უცნობი ხმოვანი სიგნალები, რომ შეძლონ ამ ხმების გამეორება.

სავარაუდოა, რომ მაღალ დონეზე განვითარებული “ვოკალური” იმიტაციის უნარი

არსებით როლს ასრულებს დელფინებს შორის კომუნიკაციის დამყარებაში მათ ბუნებრივ

გარემოში. ცნობილია, რომ აფალინებს ახასიათებთ ე. წ. ინდივიდუალური “სტვენა-

ავტოგრაფები” - ერთგვარი ხმოვანი სიგნალები, რომლებიც დელფინებს ერთმანეთის

ამოცნობაში ეხმარება. სავარაუდოა, რომ ამ “სტვენა-ავტოგრაფებმა” გუნდის წევრთა

ერთმანეთისათვის მიბაძვის შედეგად შეიძინოს იმგვარი საერთო თვისებები, რომლებიც მათ

სხვა გუნდის წევრების “სტვენა-ავტოგრაფებისგან” განასხვავებს. ამ სიგნალებით დელფინებს

შეუძლიათ თავიანთი თანამოძმეების სხვა ჯგუფის წევრებისგან გამორჩევა და საკუთარი

გუნდის პოვნა.

მიუხედავად იმისა, რომ მკვლევართა ვარაუდები დელფინების სხვადასხვაგვარ ჯგუფურ

აქტივობაში “ვოკალური” და მოტორული იმიტაციის როლის შესახებ ძალზე საინტერესოა და

სარწმუნოდაც გამოიყურება, კრიტიკოსთა აზრით, მათ ჯერ კიდევ სჭირდება ექსპერიმენტული

დამტკიცება.

Page 116: ზოგადი უნარები - WordPress.com...5 როგორ იქმნება ზოგადი უნარების ტესტი ზოგადი უნარების

116 654007a

35. ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელი დებულებაა მართებული?

I აბზაცში:

(ა) დასაბუთებულია ცხოველების გარემო პირობებთან შეგუების მნიშვნელობა და

დახასიათებულია მისი განმაპირობებელი მექანიზმის ერთ-ერთი ფორმა, რომელიც

სპეციფიკურია ცხოველთა მხოლოდ ორი სახეობისათვის.

(ბ) საუბარია ცხოველთა სამყაროში მოქმედ მნიშვნელოვან ადაპტაციურ მექანიზმზე, რომლის

ერთ-ერთი ფორმა ძირითადად მაღალგანვითარებულ ორგანიზმებთან გვხვდება და ხელს

უწყობს მათ სოციალურ ცხოვრებას.

(გ) დახასიათებულია გუნდურად მცხოვრები ცხოველების გარემოსთან შეგუების ის

მექანიზმი, რომელიც მხოლოდ მათი სახეობისთვის სპეციფიკური მოქმედებების

შესრულებას ემყარება.

(დ) ხაზგასმულია გარემოსთან ადაპტაციის იმ ძირითადი მექანიზმის მნიშვნელობა, რომელიც

საფუძვლად უდევს მაღალგანვითარებული ორგანიზმების სოციალურ ცხოვრებას.

36. რა მიმართებაა ტექსტის I და II აბზაცებს შორის?

(ა) II აბზაცში მოყვანილი მაგალითი წარმოადგენს მიბაძვის ერთ-ერთი ფორმის

ილუსტრაციას, რომლის შესახებ I აბზაცში იყო საუბარი.

(ბ) II აბზაცში მოყვანილი მაგალითი მიუთითებს მიბაძვის თავისებურებაზე, რომლის შესახებ

I აბზაცშია საუბარი.

(გ) II აბზაცში მოცემული მაგალითი გამოკვეთს დელფინების იმ თავისებურებას, რომლის

კვლევის მნიშვნელობა ხაზგასმულია I აბზაცში.

(დ) II აბზაცში მოცემული მაგალითი ასახავს დელფინების ადამიანებთან ურთიერთობის იმ

ფორმას, რომელიც განხილულია I აბზაცში.

37. აფალინების “ინსტრუმენტულ ქცევაზე” დაკვირვების შედეგები ტექსტში მოყვანილია იმის

საჩვენებლად,

(ა) რომ აფალინებს შეუძლიათ ადამიანების მოქმედებების მიბაძვა და, ასევე, საკუთარი

მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად რაიმე ობიექტის იარაღად გამოყენება.

(ბ) შეუძლიათ თუ არა აფალინებს ნამდვილი ინსტრუმენტების ნაცვლად სხვა ობიექტების

გამოყენება “ინსტრუმენტული ქცევის” წარმატებით შესასრულებლად.

(გ) რომ აფალინებს, ადამიანებზე დაკვირვებით, შეუძლიათ ობიექტების სათამაშოდ

გამოყენება და, აგრეთვე, აუზის დასუფთავება.

(დ) შეუძლიათ თუ არა აფალინებს აუზის მომვლელებისთვის მიბაძვისას სხვადასხვა

ინსტრუმენტის გამოყენება.

Page 117: ზოგადი უნარები - WordPress.com...5 როგორ იქმნება ზოგადი უნარების ტესტი ზოგადი უნარების

117 654007a

38. ტექსტში “სტვენა-ავტოგრაფი” დელფინებს შორის კავშირის დამყარების ერთ-ერთ

მნიშვნელოვან საშუალებად არის მიჩნეული, რადგან:

(ა) ეხმარება დელფინებს როგორც ცალკეული ინდივიდების, ისე საკუთარი გუნდის

იდენტიფიცირებაში.

(ბ) ყოველი ცალკეული დელფინისთვის სახელის როლს ასრულებს და თავის ბუნებრივ

გარემოში სხვებთან თანაარსებობის ერთადერთ საშუალებას წარმოადგენს.

(გ) თავისი ბუნებით ერთგვარ ხმოვან სიგნალებს წარმოადგენს, რომელთა აღქმა მხოლოდ

მისივე თანაგუნდელებს შეუძლიათ.

(დ) დროთა განმავლობაში იმგვარ თვისებებს იძენს, რომ სხვა გუნდის წევრ დელფინთა

ავტოგრაფებს ემსგავსება.

39. ტექსტის ბოლო აბზაცში:

(ა) მოყვანილია არგუმენტები დელფინებთან ექსპერიმენტების ჩატარების საჭიროების

სასარგებლოდ.

(ბ) გამოკვეთილია იმიტაციის უნარის შესწავლის მნიშვნელობა დელფინების ჯგუფური

აქტივობის კვლევის პროცესში.

(გ) იმედია გამოთქმული, რომ მომავალი ექსპერიმენტები საბოლოოდ დაადასტურებენ

დელფინების უნიკალურ უნარებს და შესაძლებლობებს.

(დ) მითითებულია დელფინების ჯგუფურ აქტივობაში იმიტაციის როლის შემდგომი კვლევის

საჭიროება.

40. ქვემოთ მოყვანილია რამდენიმე ცნობა დელფინების შესახებ. მათგან რომელი უკავშირდება

ტექსტს ყველაზე ნაკლებად?

(ა) საკმარისია დელფინისთვის ტრიუკის 2-3-ჯერ ჩვენება, რომ მან ის ადვილად გაიმეოროს.

ამასთან, დელფინები შემოქმედებით უნარსაც ავლენენ. მაგალითად, როცა ისინი

მწვრთნელის დავალებას ასრულებენ, მას სხვა ტრიუკებითაც ამდიდრებენ.

(ბ) დელფინარიუმში ყოფნისას დელფინმა დაიწყო სხვა ბინადართა ნომრების გამეორება,

თუმცა, მას ამას სპეციალურად არ ასწავლიდნენ; როცა ის თავის ბუნებრივ გარემოს

დაუბრუნდა, ამ ნომრების შესრულება თანაგუნდელებს ასწავლა.

(გ) ერთ აუზში მყოფი სხვადასხვა სახეობის დელფინები ერთმანეთის ქცევას ბაძავდნენ.

მაგალითად, აფალინები მათთან ერთ აუზში მობინადრე ე. წ. მბრუნავი დელფინის

ნახტომებს იმეორებდნენ.

(დ) ერთ-ერთ ექსპერიმენტში დელფინებს ახალი, უჩვეულო მოძრაობების შესრულებისთვის

თევზით აჯილდოებდნენ. როგორც კი ამოცანის “არსს ჩასწვდნენ”, დელფინებმა დაიწყეს

მათი სახეობისთვის არადამახასიათებელი მოქმედებების გამოგონება.

Page 118: ზოგადი უნარები - WordPress.com...5 როგორ იქმნება ზოგადი უნარების ტესტი ზოგადი უნარების

118 654007b

მათემატიკური ნაწილი

I ტესტის მათემატიკურ ნაწილზე მუშაობისას გაითვალისწინეთ:

ნახაზები, რომლებიც თან ერთვის ზოგიერთ დავალებას, არ არის შესრულებული

დავალების პირობაში მითითებული ზომების ზუსტი დაცვით. ამიტომ მონაკვეთების

სიგრძის ან სხვა სიდიდეების შესახებ დასკვნის გამოტანისას ნუ დაეყრდნობით ნახაზის

ზომებს. ყურადღება გაამახვილეთ დავალების პირობაზე;

თუ ნახაზზე მოცემული სწორი ხაზის შესახებ ამოცანის პირობაში დამატებით არაფერია

ნათქვამი, მაშინ უნდა ჩათვალოთ, რომ ეს სწორი ხაზი წრფეა ან მისი ნაწილი;

ტესტში გამოყენებულია რიცხვთა ჩაწერის მხოლოდ ათობითი პოზიციური სისტემა. მათემატიკური აღნიშვნები და ფორმულები:

1. ნული არც დადებითია და არც უარყოფითი;

1 არ არის მარტივი რიცხვი.

2. პროცენტი: a რიცხვის k% არის .

3. ხარისხი: an = a · a · a · ...· a (n-ჯერ)

an · am = an + m an : am = an – m (an)m = an · m

4. პროპორცია: თუ , მაშინ ad = bc.

5. სიჩქარე: dro

manZilisiCqare

6. საშუალო არითმეტიკული:

raodenoba monacemTa

jami monacemTasaSualo monacemTa

7. ალბათობა: თუ ყველა ელემენტარული

ხდომილობა თანაბრად მოსალოდნელია, მაშინ

ხდომილობის ალბათობა ტოლია ამ ხდომილობის

ხელშემწყობ ელემენტარულ ხდომილობათა

რაოდენობის შეფარდებისა ელემენტარულ

ხდომილობათა საერთო რაოდენობასთან.

თუ ამოცანის პირობაში საწინააღმდეგო არაა

ნათქვამი, ყოველთვის იგულისხმება, რომ

ელემენტარული ხდომილობები თანაბრად

მოსალოდნელია.

8. შემოკლებული გამრავლების

ფორმულები:

(a + b)2 = a2 + 2ab + b2

(a – b)2 = a2 – 2ab + b2

(a + b)(a – b) = a2 – b2

9. ნახაზზე კუთხე შეიძლება

მონიშნული იყოს კუთხის

გვერდებს შორის ჩასმული

პატარა რკალით, მართი კუთხე კი - პატარა

კვადრატით.

A აღნიშნავს A კუთხის სიდიდეს.

10. პარალელური წრფეები:

ორი პარალელური წრფის მესამე

წრფით გადაკვეთისას შიგა

ჯვარედინა კუთხეები ტოლია: α = β.

11. სამკუთხედი:

სამკუთხედის კუთხეების სიდიდეთა ჯამი 180°-ის ტოლია;

პითაგორას თეორემა: მართკუთხა სამკუთხედის ჰიპოტენუზის სიგრძის კვადრატი კათეტების სიგრძეთა კვადრატების ჯამის ტოლია:

AB2 = AC2 + BC2

სამკუთხედის ფართობი სამკუთხედის

გვერდის სიგრძისა და შესაბამისი სიმაღლის

ნამრავლის ნახევრის ტოლია: .

12. ოთხკუთხედი:

ოთხკუთხედის კუთხეების სიდიდეთა ჯამი 360°-ის ტოლია;

მართკუთხედის ფართობი მისი სიგრძისა და სიგანის ნამრავლის ტოლია: S = ab;

პარალელოგრამის ფართობი მისი გვერდის სიგრძისა და ამ გვერდის შესაბამისი სიმაღლის ნამრავლის ტოლია: S = ah.

13. წრე, წრეწირი:

წრეწირის სიგრძე მისი რადიუსის მიხედვით გამოითვლება ფორმულით: L = 2r;

რიცხვი, მეასედის სიზუსტით, 3,14-ის ტოლია;

r რადიუსიანი წრის ფართობი გამოითვლება ფორმულით: S = r2.

14. მართკუთხა პარალელეპიპედი:

მართკუთხა პარალელეპიპედის მოცულობა მისი სიგრძის, სიგანისა და სიმაღლის ნამრავლის ტოლია: V = abc;

კუბის შემთხვევაში: a = b = c.

Page 119: ზოგადი უნარები - WordPress.com...5 როგორ იქმნება ზოგადი უნარების ტესტი ზოგადი უნარების

119 654007b

რაოდენობრივი შედარება

შეადარეთ ერთმანეთს A და B სვეტების უჯრებში მოცემული რაოდენობები.

თუ A სვეტის უჯრაში მოცემული რაოდენობა მეტია B სვეტის შესაბამის უჯრაში მოცემულ

რაოდენობაზე, აირჩიეთ (ა);

თუ B სვეტის უჯრაში მოცემული რაოდენობა მეტია A სვეტის შესაბამის უჯრაში მოცემულ

რაოდენობაზე, აირჩიეთ (ბ);

თუ უჯრებში მოცემული რაოდენობები ტოლია, აირჩიეთ (გ);

თუ მოცემული ინფორმაცია საკმარისი არაა იმის დასადგენად, რომელი რაოდენობაა მეტი,

აირჩიეთ (დ).

A B

41. (ა) (ბ) (გ) (დ)

42.

a დადებითი რიცხვია.

(ა) (ბ) (გ) (დ)

43.

კვადრატის ფართობი ტოლია იმ მართკუთხედის ფართობისა,

რომლის სიგრძეა 9 სმ, ხოლო სიგანე - 4 სმ.

(ა) (ბ) (გ) (დ)

aa

8463

43

3207 · (29 + 56) 3156 · (32 + 53)

ამ კვადრატის პერიმეტრი 24 სმ

Page 120: ზოგადი უნარები - WordPress.com...5 როგორ იქმნება ზოგადი უნარების ტესტი ზოგადი უნარების

120 654007b

A B

44.

ზღვის წყალს, რომელშიც მარილის წონა ზღვის წყლის წონის

4%-ს შეადგენდა, დაუმატეს 1 გ სუფთა წყალი და 1 გ მარილი.

(ა) (ბ) (გ) (დ)

45.

A და B პუნქტებიდან ერთმანეთის შემხვედრი

მიმართულებით ერთდროულად გამოვიდა ორი კატერი.

პირველი კატერი, რომლის სიჩქარე მეტი იყო მეორის

სიჩქარეზე, ჩავიდა B პუნქტში, ხოლო მეორე - A-ში. როგორც

პირველი, ასევე, მეორე კატერი შეუფერხებლად, თანაბარი

სიჩქარით მოძრაობდა.

(ა) (ბ) (გ) (დ)

46.

ABC ისეთი სამკუთხედია, რომ ACBCAB .

(ა) (ბ) (გ) (დ)

ზღვის წყალში

მარილის

პროცენტული წილი

მიღებულ ხსნარში

მარილის

პროცენტული წილი

კატერების შეხვედრის

შემდეგ მეორე კატერის

მიერ გავლილი მანძილი

კატერების შეხვედრის

შემდეგ პირველი კატერის

მიერ გავლილი მანძილი

A 80°

Page 121: ზოგადი უნარები - WordPress.com...5 როგორ იქმნება ზოგადი უნარების ტესტი ზოგადი უნარების

121 654007b

ამოცანები

47. 6

01,902,903,901,1702,1703,17

(ა) 2

(ბ) 4

(გ) 6

(დ) 8

(ე) 10

48. ერთი ტრაქტორი ყოველი სამუშაო დღის განმავლობაში 9 ჰექტარს ხნავს. რამდენ ჰექტარს

მოხნავს 3 ასეთი ტრაქტორი 3 სამუშაო დღის განმავლობაში?

(ა) 15

(ბ) 27

(გ) 54

(დ) 72

(ე) 81

49. ტოლუჯრედებიან ბადეზე მოცემულია მართკუთხედები, რომელთა წვეროები ბადის

კვანძებს ემთხვევა (იხ. ნახაზი). ამ მართკუთხედებიდან რომელს აქვს ყველაზე დიდი

ფართობი?

(ა) I (ბ) II (გ) III (დ) IV

(ე) V

Page 122: ზოგადი უნარები - WordPress.com...5 როგორ იქმნება ზოგადი უნარების ტესტი ზოგადი უნარების

122 654007b

50. a ორნიშნა რიცხვია. ამ რიცხვის ციფრულ ჩანაწერში ციფრების გადანაცვლებით მიღებული

ორნიშნა რიცხვი b-ს ტოლია. ჩამოთვლილთაგან რომლის ტოლი არ შეიძლება იყოს a + b ?

(ა) 88

(ბ) 66

(გ) 132

(დ) 154

(ე) 172

51. ნაძვის სიმაღლეა x მ, ხოლო წაბლისა - y მ. ნაძვის სიმაღლე 5 მ-ით მეტია წაბლის

სიმაღლეზე. ჩამოთვლილთაგან რომელი აღწერს ამ მიმართებას?

(ა) 5 yx

(ბ) 5 yx

(გ) yx 5

(დ) 5 yx

(ე) 5 yx

Page 123: ზოგადი უნარები - WordPress.com...5 როგორ იქმნება ზოგადი უნარების ტესტი ზოგადი უნარების

123 654007b

მონაცემთა ანალიზი

დიაგრამაზე მოცემულია, თუ რამდენი კილოგრამი ხილი, მარცვლეული და ბოსტნეული

მოიყვანეს ქვეყანაში ერთ სულ მოსახლეზე 2001-2005 წლებში.

დიაგრამის მიხედვით უპასუხეთ შემდეგ 4 შეკითხვას:

52. რამდენი კილოგრამით შემცირებულა მარცვლეულის წარმოება ერთ სულ მოსახლეზე 2004

წელს 2002 წელთან შედარებით?

(ა) 40

(ბ) 55

(გ) 60

(დ) 70

(ე) 80

53. რომელ წელს იყო ქვეყანაში მოყვანილი ბოსტნეულის რაოდენობა იმავე წელს მოყვანილი

ხილისა და მარცვლეულის საერთო რაოდენობაზე ნაკლები, მაგრამ ხილისა და მარცვლეულის

საერთო რაოდენობის ნახევარზე მეტი?

(ა) 2001

(ბ) 2002

(გ) 2003

(დ) 2004

(ე) 2005

Page 124: ზოგადი უნარები - WordPress.com...5 როგორ იქმნება ზოგადი უნარების ტესტი ზოგადი უნარების

124 654007b

54. რა ფარგლებში მერყეობდა ხილის მოსავალი ერთ სულ მოსახლეზე 2001-2005 წლებში?

(ა) 10-50 კგ

(ბ) 20-30 კგ

(გ) 20-60 კგ

(დ) 30-60 კგ

(ე) 30-80 კგ

55. ქვეყნის მოსახლეობის რაოდენობა 2004 წელს 2001 წელთან შედარებით 20%-ით გაიზარდა.

რამდენჯერ მეტია ქვეყანაში 2004 წელს მოყვანილი ბოსტნეულის საერთო რაოდენობა 2001

წელთან შედარებით?

(ა) 1,2-ჯერ

(ბ) 1,6-ჯერ

(გ) 2-ჯერ

(დ) 2,4-ჯერ

(ე) 2,8-ჯერ

ამოცანები

56. p და q ნატურალური რიცხვებია. როგორც 1p , ასევე, 26p უნაშთოდ იყოფა q-ზე.

ჩამოთვლილთაგან რომლის ტოლი შეიძლება იყოს q ?

(ა) 2

(ბ) 3

(გ) 4

(დ) 5

(ე) 6

57. თუ x4 სამჯერ ნაკლებია 24 -ზე, მაშინ 2x

(ა) 1

(ბ) 2

(გ) 3

(დ) 4

(ე) 5

Page 125: ზოგადი უნარები - WordPress.com...5 როგორ იქმნება ზოგადი უნარების ტესტი ზოგადი უნარების

125 654007b

58. კოლოფში 8 ლურჯი, 6 წითელი, 5 მწვანე და 4 თეთრი ბურთულაა. კოლოფიდან, მასში

ჩაუხედავად, იღებენ ბურთულებს. მინიმუმ რამდენი ბურთულა უნდა ამოიღონ კოლოფიდან,

რომ მათ შორის აუცილებლად იყოს ყველა ფერის ორ-ორი ბურთულა მაინც?

(ა) 12

(ბ) 15

(გ) 18

(დ) 21

(ე) 23

59. ABC სამკუთხედის AB გვერდის სიგრძე 5-ჯერ მეტია BC გვერდის სიგრძეზე. AC გვერდის

სიგრძე BC გვერდის სიგრძეზე შეიძლება მეტი იყოს:

(ა) 2-ჯერ

(ბ) 3-ჯერ

(გ) 4-ჯერ

(დ) 5-ჯერ

(ე) 6-ჯერ

60. კომპანიის მიერ შეძენილი სამშენებლო მასალიდან 32 ტონა ქვიშა იყო, ხოლო 18 ტონა -

ცემენტი. ქვიშის 25% და ცემენტის 50% კომპანიამ საწყობში შეინახა, დანარჩენი კი სამშენებლო

მოედანზე წაიღო. შეძენილი სამშენებლო მასალის რამდენი პროცენტი შეუნახავს საწყობში

კომპანიას?

(ა) 30%

(ბ) 31%

(გ) 32%

(დ) 33%

(ე) 34%

Page 126: ზოგადი უნარები - WordPress.com...5 როგორ იქმნება ზოგადი უნარების ტესტი ზოგადი უნარების

126 654007b

რაოდენობრივი შედარება

შეადარეთ ერთმანეთს A და B სვეტების უჯრებში მოცემული რაოდენობები.

თუ A სვეტის უჯრაში მოცემული რაოდენობა მეტია B სვეტის შესაბამის უჯრაში მოცემულ

რაოდენობაზე, აირჩიეთ (ა);

თუ B სვეტის უჯრაში მოცემული რაოდენობა მეტია A სვეტის შესაბამის უჯრაში მოცემულ

რაოდენობაზე, აირჩიეთ (ბ);

თუ უჯრებში მოცემული რაოდენობები ტოლია, აირჩიეთ (გ);

თუ მოცემული ინფორმაცია საკმარისი არაა იმის დასადგენად, რომელი რაოდენობაა მეტი,

აირჩიეთ (დ).

A B

61.

ორი რიცხვის ჯამი ნაკლებია ამ რიცხვებიდან თითოეულზე.

(ა) (ბ) (გ) (დ)

62.

მაღაზიაში ერთნაირი ჩანთები, ერთნაირი ქუდები და

ერთნაირი სათვალეები იყიდება. ჩანთა 4-ჯერ ძვირია

სათვალეზე. ქუდი 5 ლარით იაფია ჩანთაზე.

(ა) (ბ) (გ) (დ)

63.

წრიულ დიაგრამაზე მოცემულია საწარმოში

წვენების დასამზადებლად შემოტანილი

ხილის პროცენტული თანაფარდობა.

ალუბლის წვენის დამზადებისას დანაკარგი

ალუბლის წონის 22%-ია, ხოლო ქლიავისთვის

ეს მაჩვენებელი 32%-ია.

(ა) (ბ) (გ) (დ)

ამ რიცხვებს შორის უდიდესი 0

შემოტანილი ქლიავისგან

დამზადებული წვენის

რაოდენობა

შემოტანილი ალუბლისგან

დამზადებული წვენის

რაოდენობა

3 სათვალის ფასი ქუდის ფასი

Page 127: ზოგადი უნარები - WordPress.com...5 როგორ იქმნება ზოგადი უნარების ტესტი ზოგადი უნარების

127 654007b

A B

64.

ფიგურის განფენის მაჩვენებელი ვუწოდოთ უდიდესი

მონაკვეთის სიგრძეს ყველა იმ მონაკვეთიდან, რომლებიც ამ

ფიგურის წერტილებს ერთმანეთთან აერთებს.

ABCD ოთხკუთხედის პერიმეტრი 18 სმ-ის ტოლია.

(ა) (ბ) (გ) (დ)

65.

1-დან n-ის ჩათვლით ნატურალური რიცხვების

მიმდევრობაში მარტივი რიცხვების რაოდენობა -ის

ტოლია.

(ა) (ბ) (გ) (დ)

ამოცანები

66. ლევანს და დათოს ტოლი რაოდენობის ფერადი კენჭები ჰქონდათ. სანდრომ კიდევ 8 კენჭი

მოიტანა. ყველა კენჭი სამივემ თანაბრად რომ გაინაწილა, ლევანს უფრო ნაკლები კენჭი

აღმოაჩნდა, ვიდრე ჰქონდა. სანდროს 14 კენჭი რომ მოეტანა, ლევანს განაწილების შემდეგ

უფრო მეტი კენჭი ექნებოდა, ვიდრე თავიდან ჰქონდა. რამდენი კენჭი ჰქონდა ლევანს

თავდაპირველად?

(ა) 9

(ბ) 10

(გ) 11

(დ) 12

(ე) 13

2n

9 სმ ABCD ოთხკუთხედის

განფენის მაჩვენებელი

4 n

Page 128: ზოგადი უნარები - WordPress.com...5 როგორ იქმნება ზოგადი უნარების ტესტი ზოგადი უნარების

128 654007b

67. თუ a და b ისეთი რიცხვებია, რომ 43

baa , მაშინ:

(ა) 732

aba

(ბ) 2a

ba

(გ) 54

2 ba

a

(დ) 4ba

(ე) 51

2 bab

68. პარალელოგრამის ერთი გვერდის სიგრძე 1,5-ჯერ მეტია მეორე გვერდის სიგრძეზე.

რის ტოლია პარალელოგრამის დიდი გვერდის სიგრძის შეფარდება პარალელოგრამის

პერიმეტრთან?

(ა) 0,2-ის

(ბ) 0,3-ის

(გ) 0,4-ის

(დ) 0,5-ის

(ე) 0,6-ის

69. იმ ნატურალური რიცხვებიდან, რომლებიც მეტია 10-ზე, მაგრამ ნაკლებია 100-ზე, რამდენია

როგორც 4-ის, ისე 6-ის ჯერადი?

(ა) 4

(ბ) 6

(გ) 8

(დ) 9

(ე) 10

Page 129: ზოგადი უნარები - WordPress.com...5 როგორ იქმნება ზოგადი უნარების ტესტი ზოგადი უნარების

129 654007b

70. მიმდევრობის პირველი წევრია 30, მეორე კი 60. მიმდევრობის ყოველი მომდევნო წევრი c

გამოითვლება მისი წინა ორი a და b წევრების მიხედვით შემდეგნაირად: 3bac . რის ტოლია

ამ მიმდევრობის მეხუთე წევრი?

(ა) 10

(ბ) 15

(გ) 20

(დ) 25

(ე) 30

71. მართკუთხა პარალელეპიპედი, რომლის უდიდესი წიბოს სიგრძეა

6 სმ, დაყოფილია 8 ტოლ კუბად (იხ. ნახაზი). რამდენი კუბური

სანტიმეტრია ამ მართკუთხა პარალელეპიპედის მოცულობა?

(ა) 27

(ბ) 36

(გ) 48 (დ) 64 (ე) 72

მონაცემთა საკმარისობა

72. ნიკამ უჯრედებიანი და ცალხაზიანი რვეულები იყიდა. სულ - 20 ცალი.

მოცემულია ორი პირობა:

I. უჯრედებიანი რვეულების რაოდენობა ცალხაზიანი რვეულების რაოდენობის მესამედი

იყო.

II. უჯრედებიანი რვეულების რაოდენობა ცალხაზიანი რვეულების რაოდენობაზე 10-ით

ნაკლები იყო.

იმის გასარკვევად, თუ რამდენი ცალხაზიანი რვეული იყიდა ნიკამ:

(ა) I პირობა საკმარისია, II კი - არა

(ბ) II პირობა საკმარისია, I კი - არა

(გ) I და II პირობა ერთად საკმარისია, ცალ-ცალკე არც ერთი არ არის საკმარისი

(დ) საკმარისია ცალ-ცალკე როგორც I, ასევე, II პირობა (ე) მოცემული პირობები არ არის საკმარისი

Page 130: ზოგადი უნარები - WordPress.com...5 როგორ იქმნება ზოგადი უნარების ტესტი ზოგადი უნარების

130 654007b

73. ერთმანეთისგან განსხვავებული ოთხი ნატურალური რიცხვის ჯამი 16-ის ტოლია.

მოცემულია შემდეგი ორი პირობა:

I. ამ რიცხვებიდან უმცირესი 2-ის ტოლია.

II. ამ რიცხვებიდან უდიდესი 7-ის ტოლია.

იმის გასარკვევად, თუ რის ტოლია ეს რიცხვები:

(ა) I პირობა საკმარისია, II კი - არა

(ბ) II პირობა საკმარისია, I კი - არა

(გ) I და II პირობა ერთად საკმარისია, ცალ-ცალკე არც ერთი არ არის საკმარისი

(დ) საკმარისია ცალ-ცალკე როგორც I, ასევე, II პირობა (ე) მოცემული პირობები არ არის საკმარისი

74. ABCD მართკუთხედის გვერდები საკოორდინატო

ღერძების პარალელურია (იხ. ნახაზი).

მოცემულია ორი პირობა:

I. A წვეროს კოორდინატებია 3;4 .

II. B წვეროს კოორდინატებია 8;4 .

იმის გასარკვევად, თუ რის ტოლია C წვეროს კოორდინატები:

(ა) I პირობა საკმარისია, II კი - არა

(ბ) II პირობა საკმარისია, I კი - არა

(გ) I და II პირობა ერთად საკმარისია, ცალ-ცალკე არც ერთი არ არის საკმარისი

(დ) საკმარისია ცალ-ცალკე როგორც I, ასევე, II პირობა (ე) მოცემული პირობები არ არის საკმარისი

75. k ლუწი სამნიშნა რიცხვია.

მოცემულია ორი პირობა:

I. k-ს ჩანაწერში ასეულების ციფრი სამჯერ მეტია ერთეულების ციფრზე.

II. k-ს ჩანაწერში ასეულების ციფრი ორჯერ მეტია ათეულების ციფრზე.

იმის გასარკვევად, თუ რის ტოლია k-ს ჩანაწერში ასეულების ციფრი:

(ა) I პირობა საკმარისია, II კი - არა

(ბ) II პირობა საკმარისია, I კი - არა

(გ) I და II პირობა ერთად საკმარისია, ცალ-ცალკე არც ერთი არ არის საკმარისი

(დ) საკმარისია ცალ-ცალკე როგორც I, ასევე, II პირობა (ე) მოცემული პირობები არ არის საკმარისი

Page 131: ზოგადი უნარები - WordPress.com...5 როგორ იქმნება ზოგადი უნარების ტესტი ზოგადი უნარების

131 654007b

ამოცანები

76. დიდ კასრში 3-ჯერ მეტი ღვინო ეტევა, ვიდრე - პატარაში. ღვინით შევსებულია პატარა

კასრის 31 ნაწილი და დიდი კასრის 6

1 ნაწილი. დიდი კასრის მერამდენედი ნაწილი იქნება

შევსებული ღვინით, თუ პატარა კასრიდან მთელ ღვინოს დიდ კასრში გადავასხამთ?

(ა) 185

(ბ) 127

(გ) 67

(დ) 65

(ე) 21

77. ნინომ k ცალი საჩუქარი შეიძინა, თითო - 7 ლარად, და მეგობრებს ფოსტით გაუგზავნა.

ერთი საჩუქარი საზღვარგარეთ გაგზავნა, რაშიც მან გადაიხადა 4 ლარი, ხოლო დანარჩენი

საჩუქრებიდან თითოს გაგზავნაში - თითო ლარი. სულ რამდენი ლარი დახარჯა ნინომ

საჩუქრების შეძენასა და გაგზავნაში?

(ა) 38 k

(ბ) 48 k

(გ) 28 k

(დ) 37 k

(ე) 47 k

78. საერთო ცენტრის მქონე სამი წრეწირიდან ერთის რადიუსის

სიგრძეა r, მეორისა - r3 , ხოლო მესამისა - r4 . დიდი წრე, მცირე

წრეწირებით შემოსაზღვრული რგოლის გარდა, გამუქებულია

(იხ. ნახაზი).

რის ტოლია დიდი წრის გამუქებული ნაწილის ფართობის

შეფარდება გაუმუქებელი ნაწილის ფართობთან?

(ა) 32 -ის

(ბ) 1-ის

(გ) 34 -ის

(დ) 23 -ის

(ე) 2 -ის

Page 132: ზოგადი უნარები - WordPress.com...5 როგორ იქმნება ზოგადი უნარების ტესტი ზოგადი უნარების

132 654007b

79. რიცხვთა ღერძის ერთეულოვანი მონაკვეთის სიგრძეა 1 სმ. ამ ღერძზე მდებარე cC და

dD წერტილების კოორდინატები აკმაყოფილებენ პირობებს 4,52,1 c და

122,8 d . ცნობილია, რომ c მთელი რიცხვია. მინიმუმ რამდენი სანტიმეტრის ტოლი

შეიძლება იყოს CD მონაკვეთის სიგრძე?

(ა) 1,2-ის

(ბ) 1,8-ის

(გ) 2,8-ის

(დ) 3,2-ის

(ე) 6,6-ის

80. მასწავლებელმა ბავშვებს 40 ბარათი ისე გაუნაწილა, რომ ბარათის გარეშე არც ერთი მათგანი

არ დარჩენილა. თითოეულს ერთმანეთისგან განსხვავებული რაოდენობის ბარათები შეხვდა.

მაქსიმუმ რის ტოლი შეიძლება იყოს ბავშვების რაოდენობა?

(ა) 7

(ბ) 8

(გ) 9

(დ) 10

(ე) 11

Page 133: ზოგადი უნარები - WordPress.com...5 როგორ იქმნება ზოგადი უნარების ტესტი ზოგადი უნარების

654008a

Page 134: ზოგადი უნარები - WordPress.com...5 როგორ იქმნება ზოგადი უნარების ტესტი ზოგადი უნარების

134 654008a

ვერბალური ნაწილი ანალოგიები

ამ სახის დავალებებში მოცემულია მუქი შრიფტით გამოკვეთილი ორი სიტყვა (საწყისი

წყვილი), რომელთა მნიშვნელობებს შორის არსებობს გარკვეული მიმართება. მათ გასწვრივ

მოცემულია სიტყვა, რომელსაც სავარაუდო პასუხებიდან უნდა შევუსაბამოთ ერთ-ერთი

ვარიანტი ისე, რომ სიტყვათა მნიშვნელობებს შორის მიმართება საწყის წყვილში არსებული

მიმართების მსგავსი (ანალოგიური) იყოს.

1. ომი : მსხვერპლი ზავი :

(ა) ტაქტიკა

(ბ) დიალოგი

(გ) მშვიდობა

(დ) პოლიტიკა

(ე) კონფლიქტი

2. ქარბორბალა : მბრუნავი ისარი :

(ა) ირიბი

(ბ) ზუსტი

(გ) სწრაფი

(დ) მოძრავი

(ე) მიმართული

3. შეთხზვა : კომპოზიცია გამეორება :

(ა) კადრი

(ბ) პასაჟი

(გ) დუბლი

(დ) ტრიუკი

(ე) სიუჟეტი

4. წისქვილი : ქატო ასანთი :

(ა) ალი

(ბ) შეშა

(გ) ცეცხლი

(დ) ნახშირი

(ე) კოცონი

5. ნიღაბი : გრიმი მიკროსკოპი :

(ა) მიკროფონი

(ბ) ობიექტივი

(გ) ფოკუსი

(დ) ლინზა

(ე) ლუპა

Page 135: ზოგადი უნარები - WordPress.com...5 როგორ იქმნება ზოგადი უნარების ტესტი ზოგადი უნარების

135 654008a

6. თარიღი : პერიოდი ციტატა :

(ა) ფრაზა

(ბ) ტექსტი

(გ) სიტყვა

(დ) ტერმინი

(ე) აფორიზმი

წინადადებების შევსება

მოცემულია წინადადებები, რომლებშიც გამოტოვებულია რამდენიმე სიტყვა.

გამოტოვებული სიტყვები წინადადებაში ხაზებითაა აღნიშნული. ერთი ხაზი ზოგჯერ ერთ

სიტყვას გულისხმობს, ზოგჯერ კი - რამდენიმეს.

სავარაუდო პასუხთა ყოველი ვარიანტი შეიცავს სიტყვათა ჯგუფს, რომლის ნაწილები

ერთმანეთისგან დახრილი ხაზებითაა (/) გამიჯნული. აირჩიეთ პასუხის ის ვარიანტი, რომლის

თითოეული ნაწილის თანმიმდევრულად ჩასმა შესაბამის გამოტოვებულ ადგილებში

აზრობრივად გამართულ წინადადებას მოგვცემს.

7. “სნეკბოტი” რობოტია, რომელიც თანამედროვე ტექნოლოგიების სკოლის კაფეში შეკვეთებს

იღებს და საკვებს არიგებს. მას ----- ეშლება პროდუქტის ან ხურდის მოტანა და ამით ირგვლივ

მყოფთა ----- იწვევს. ----- , თუ რობოტი წინასწარ იძლევა გაფრთხილებას, რომ ----- ,

ადამიანები მის მიმართ ----- .

(ა) არასოდეს / აღფრთოვანებას / თუმცა / ის რობოტია და გამორიცხულია, შეცდომა დაუშვას /

ლმობიერებას იჩენენ

(ბ) ზოგჯერ / გაღიზიანებას / თუმცა / შეიძლება შეცდომა დაუშვას, ანდა თუ შეცდომის

დაშვების შემდეგ ბოდიშს მოიხდის / ლმობიერებას იჩენენ

(გ) არასოდეს / გაღიზიანებას / შესაბამისად / ის რობოტია და გამორიცხული არ არის, შეცდომა

დაუშვას / მეტ პრეტენზიებს აცხადებენ

(დ) ზოგჯერ / აღფრთოვანებას ვერ / შესაბამისად / შეიძლება შეცდომა დაუშვას, ანდა თუ

შეცდომის დაშვების შემდეგ ბოდიშს მოიხდის / მეტ პრეტენზიებს აცხადებენ

8. ერთმანეთში არ უნდა ავურიოთ ადვილი და მარტივი, ან ძნელი და რთული: პტოლემეოსის

ძველი ასტრონომიული სისტემა უფრო ----- იყო თავისი ციკლებითა და ეპიციკლებით, ვიდრე

კოპერნიკის სისტემა. მაგრამ სანამ ასტრონომიული მოვლენების გაგებას საფუძვლად

კოპერნიკისეული პრინციპი დაედებოდა, ყველაზე ----- გზა სწორედ ძველი,

პტოლემეოსისეული ინტელექტუალური ტრადიციით ხელმძღვანელობა იყო - გაკვალული

გზებით სიარული ხომ ყოველთვის უფრო ----- , ვიდრე ახალი ხედვისა და ახალი კურსის

ჩამოყალიბება.

(ა) რთული / ადვილი / ადვილია

(ბ) მარტივი / ძნელი / ადვილია

(გ) რთული / ძნელი / ძნელია

(დ) მარტივი / ადვილი / ძნელია

Page 136: ზოგადი უნარები - WordPress.com...5 როგორ იქმნება ზოგადი უნარების ტესტი ზოგადი უნარების

136 654008a

9. საზოგადოებაში წარმატებული და მისაღები რომ იყოს, ადამიანმა ----- იქ დამკვიდრებული

ნორმები და წესები. ეს კი ----- დონეს, რადგან წესების ----- : ცხოვრებაში ხშირად ჩნდება -----

სიტუაციები, რომლებიც გადაწყვეტილების მიღებაში აზროვნების მონაწილეობას ----- .

(ა) უნდა გაიზიაროს / მოითხოვს სოციალური ინტელექტის გარკვეულ / ბრმად შესრულება

საკმარისი არ არის / არასტანდარტული / მოითხოვს

(ბ) ბრმად არ უნდა გაიზიაროს / მოითხოვს მორჩილების გარკვეულ / გაუაზრებლად

შესრულება საკმარისი არ არის / სრულიად სტანდარტული / არ მოითხოვს

(გ) უნდა გაიზიაროს / არ მოითხოვს სოციალური ინტელექტის მაღალ / ზედმიწევნით დაცვა

სავსებით საკმარისია / არასტანდარტული / მოითხოვს

(დ) ბრმად არ უნდა გაიზიაროს / სინამდვილეში სულაც არ მოითხოვს მორჩილების მაღალ /

ზედმიწევნით შესრულება სავალდებულოა / სტანდარტული / არ მოითხოვს

10. წიგნში „ფრინველების ცხოვრება“ ნათქვამია: „რაც უნდა გასაკვირი იყოს, XIX საუკუნეში

ავსტრალიაში ჩაყვანილი ევროპული შაშვების იმ შთამომავლებმა, რომლებსაც ----- სმენა -----

ხმებით უნდა დაეტკბოთ, ----- აქცენტი ----- “.

(ა) ავსტრალიელი აბორიგენების / უცხოური / ევროპული / მაინც ვერ დაივიწყეს

(ბ) ევროპელი ახალმოსახლეების / მშობლიური / ავსტრალიური / მაინც ვერ შეიძინეს

(გ) ავსტრალიელი აბორიგენების / უცხოური / საკმაოდ გამოკვეთილი ევროპული / შეიძინეს

(დ) ევროპელი ახალმოსახლეების / მშობლიური / საკმაოდ გამორჩეული ავსტრალიური /

შეიძინეს

Page 137: ზოგადი უნარები - WordPress.com...5 როგორ იქმნება ზოგადი უნარების ტესტი ზოგადი უნარების

137 654008a

ლოგიკა

ამ სახის დავალებები განსხვავდება ერთმანეთისგან წინასწარი მონაცემებისა და

გამოსატანი დასკვნების თვალსაზრისით. ამიტომ განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ

შეკითხვას, რომელიც ახლავს თითოეულ დავალებას და მოცემული ვარიანტებიდან აირჩიეთ

შესაბამისი პასუხი.

ზოგიერთ შეკითხვაზე პასუხის გაცემას გაგიადვილებთ მონაცემების გამოსახვა ნახაზის

ან დიაგრამის ფორმით.

11. ბიბლიოთეკაში მრგვალი მაგიდის გარშემო სხედან სტუდენტები: ანა, ნინო, გიორგი და

დავითი. ერთ-ერთი მათგანი ქიმიას მეცადინეობს, ერთი - ფილოსოფიას, ერთი - მათემატიკას,

ერთი კი - ინგლისურს. გარდა ამისა, ცნობილია:

გიორგის ერთ მხარეს უზის ის, ვინც მათემატიკას მეცადინეობს.

ანა ზის ნინოსა და მას შორის, ვინც ქიმიას მეცადინეობს.

ანა არ მეცადინეობს ინგლისურს, ხოლო გიორგი არ მეცადინეობს ქიმიას.

ქვემოთ მოცემულთაგან რომელ სტრიქონშია სწორად მითითებული, რომელი სტუდენტი რას

მეცადინეობს?

ინგლისური მათემატიკა ფილოსოფია ქიმია

(ა) ნინო ანა გიორგი დავითი

(ბ) დავითი ანა გიორგი ნინო

(გ) გიორგი ანა ნინო დავითი

(დ) ნინო დავითი ანა გიორგი

(ე) გიორგი ნინო ანა დავითი

12. მოცემულია:

არც ერთ განათლებულ ადამიანს არ მიაჩნია თავი ყოვლისმცოდნედ.

დავუშვათ, ეს დებულება ჭეშმარიტია. მაშინ ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელია

აუცილებლად მცდარი?

(ა) მათგან, ვინც განათლებული არ არის, ზოგიერთს თავი ყოვლისმცოდნედ არ მიაჩნია.

(ბ) მათგან, ვისაც თავი ყოვლისმცოდნედ მიაჩნია, ზოგიერთი განათლებული არ არის.

(გ) მათგან, ვინც განათლებულია, ზოგიერთს მიაჩნია, რომ არ არის ყოვლისმცოდნე.

(დ) მათგან, ვისაც თავი ყოვლისმცოდნედ არ მიაჩნია, ზოგიერთი განათლებულია.

(ე) მათგან, ვისაც თავი ყოვლისმცოდნედ მიაჩნია, ზოგიერთი განათლებულია.

Page 138: ზოგადი უნარები - WordPress.com...5 როგორ იქმნება ზოგადი უნარების ტესტი ზოგადი უნარების

138 654008a

13. თანამშრომელთა შრომის პროდუქტიულობის გაზრდის მიზნით ორგანიზაციის

ხელმძღვანელმა მათთვის ანაზღაურების გაზრდა გადაწყვიტა. თუმცა, გარკვეული პერიოდის

შემდეგ აღმოაჩინა, რომ ანაზღაურების გაზრდით შედეგს ვერ მიაღწია.

ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელია ამ ფაქტის საუკეთესო ახსნა?

(ა) თანამშრომლებისთვის ანაზღაურების გაზრდის სქემის შესამუშავებლად ორგანიზაციის

ხელმძღვანელმა კვალიფიციური ექსპერტები მოიწვია, რომლებსაც საკმაოდ მაღალი

ჰონორარი შესთავაზა.

(ბ) თანამშრომელთა შრომის პროდუქტიულობას ორგანიზაციის ხელმძღვანელი

ანაზღაურების გაზრდამდე და გაზრდის შემდეგ ერთი და იმავე მეთოდით აფასებდა.

(გ) შრომის პროდუქტიულობის გაზრდის ძირითად საშუალებად მიიჩნევა თანამშრომელთა

ფინანსური წახალისება ხელმძღვანელობის მხრიდან.

(დ) შრომის პროდუქტიულობაზე რამდენიმე ფაქტორი ახდენს ზეგავლენას, რომელთა შორის

შრომის ანაზღაურება ერთ-ერთია.

(ე) თანამშრომელთა შრომის პროდუქტიულობას განსაზღვრავს სამუშაოთი მათი

კმაყოფილება, რისი მთავარი კომპონენტიც სამუშაოს მატერიალური ასპექტებით

კმაყოფილებაა.

14. ნიკო და ელენე მსჯელობენ:

ნიკო: როგორც ჩანს, გუშინ ვანო კლუბში იყო.

ელენე: რატომ ფიქრობ ასე?

ნიკო: ვიცი, რომ ის გუშინ ან მეგობრის დაბადების დღეზე იყო, ან კლუბში, ან კიდევ

ორივეგან.

ელენე: მაინც რატომ ფიქრობ, რომ კლუბში ნამდვილად იყო?

ნიკო: მითხრა, რომ თუ მეგობრის დაბადების დღეზე წავიდოდა, მაშინ სამსახურიდან ადრე

გამოვიდოდა.

ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელი მტკიცება უნდა დაამატოს ნიკომ, რათა მისი არგუმენტაცია

დამარწმუნებელი იყოს?

(ა) გუშინ ვანო სამსახურიდან ადრე გამოვიდა.

(ბ) გუშინ ვანო სამსახურიდან ადრე არ გამოსულა.

(გ) გუშინ ვანო მეგობრის დაბადების დღეზე იყო.

(დ) გუშინ ვანო სამსახურიდან ადრე გამოვიდა და მეგობრის დაბადების დღეზე იყო.

(ე) გუშინ ვანო მეგობრის დაბადების დღეზე იყო ან სამსახურიდან ადრე არ გამოსულა.

Page 139: ზოგადი უნარები - WordPress.com...5 როგორ იქმნება ზოგადი უნარების ტესტი ზოგადი უნარების

139 654008a

წაკითხული ტექსტის გააზრება

ყურადღებით წაიკითხეთ და გაიაზრეთ ტექსტი. თითოეული შეკითხვის სავარაუდო

პასუხებიდან აირჩიეთ ის ვარიანტი, რომელიც მართებულია მოცემული ტექსტის მიხედვით.

ფლორენციელ მკვლევარს, დოქტორ მაურიციო სერაჩინის, წლები დასჭირდა, რომ

ბიუროკრატიული ბარიერები გადაელახა და ნეიტრონულ-სხივური ტექნოლოგიის გამოყენების

ნებართვა მიეღო ლეონარდო და ვინჩის ცნობილი შედევრის, “ანგიარის ბრძოლის”,

აღმოსაჩენად. ფლორენციის სამხედრო გამარჯვებების ამსახველი ეს ფრესკა ლეონარდომ

დახატა პალაცო ვეკიოს დიდი დარბაზის ერთ კედელზე. სურათი დაუმთავრებელი დარჩა,

რადგან ლეონარდომ მასზე მუშაობა 1506 წელს შეწყვიტა, თუმცა, ცენტრალური სცენა,

რომელზეც ცხენზე ამხედრებული მეომრების შეტაკებაა ასახული, დასრულებული იყო. წლების

შემდეგ ნახატი გაუჩინარდა. შემოგვრჩა მხოლოდ მისი რამდენიმე ასლი. მათ შორის საუკეთესო

რუბენსს ეკუთვნის, ის ლუვრში ინახება.

ლეონარდოს ამ ფრესკის შექმნიდან დაახლოებით 70 წლის შემდეგ მედიჩების გავლენიანმა

ოჯახმა სათათბირო დარბაზის რეკონსტრუქცია გადაწყვიტა და ეს ცნობილ მხატვარსა და

არქიტექტორს, ჯორჯო ვაზარის, დაავალა. სერაჩინის ვარაუდით, აღმოსავლეთ კედელზე,

სადაც ახლა ჯორჯო ვაზარის “მარჩიანოს ბრძოლაა” გამოსახული, “ანგიარის ბროლა” უნდა

ყოფილიყო. ვარაუდს აძლიერებს ამ ფრესკაზე დახატული უცნაური მწვანე დროშა წარწერით:

CERCA TROVA (ეძიებდე და ჰპოვებდე!).

ლეონარდოს ფრესკის გაუჩინარებასთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობაა. ფიქრობენ,

რომ და ვინჩის უყვარდა ექსპერიმენტები და მან ისეთი მასალით შეასრულა “ანგიარის

ბრძოლა”, რომ ის 500 კაცის თვალწინ აორთქლდა. არსებობს სხვა პოზიციაც: ჩვენ უნდა

ჩავუღრმავდეთ რენესანსის პერიოდის მხატვართა ურთიერთდამოკიდებულებებს. შეიძლება

ითქვას, რომ ლეონარდო გარიყული იყო თავისი ეპოქის მხატვართაგან. ვაზარი, მართალია,

აღიარებდა ლეონარდოს გენიას, მაგრამ მას მაინც ერეტიკოსს უწოდებდა.

და ვინჩის შემოქმედების ერთ-ერთი ექსპერტის, კარლო პედრეტის აზრით, ვაზარიმ

“დამალა” ლეონარდოს ფრესკა, რათა დაეცვა ის განადგურებისგან. ცნობილია, რომ მაზაჩოს

“წმინდა სამება” მე-19 საუკუნეში აღმოაჩინეს “სანტა მარია ნოველაში”, მას შემდეგ, რაც მოხსნეს

ვაზარის მიერ აშენებული ხის საკურთხეველი. ასევე აღმოაჩინეს მე-13 საუკუნის უცნობი

ავტორის “ხარების” სცენა ვაზარის მიერ აღმართული კედლის უკან. პედრეტის თანახმად, ეს

არქიტექტორი ხშირად ერეოდა “ხელოვანთა საქმიანობაში, თუმცა, ხელოვნების ნიმუშებს არ

ანადგურებდა”. გაუგებარია, რატომ უნდა გაენადგურებინა მას “ანგიარის ბრძოლა”, როდესაც თავად

აღფრთოვანებული იყო ამ ფრესკით და ერთ ვენეციელ მოგზაურს ურჩია კიდეც, ლეონარდოს

ცხენების წინ შეჩერდი და მზერა მიაპყარიო. 30-წლიანი კვლევის შემდეგ სერაჩინიმ განაცხადა,

რომ მან ვერ იპოვა ფაქტები, რომლებიც დაამტკიცებდა ნამუშევრის სრულ განადგურებას,

მეტიც, სწორედ ვაზარის უნდა დაეტოვებინა თავის ნახატზე მინიშნება, დამაინტრიგებელი

ფრაზა: CERCA TROVA. სერაჩინის თქმით, ყველაზე ინოვაციური ტექნოლოგიების (ლაზერული

სკანერი, რადარი და თერმოგრაფია) მეშვეობით შესაძლებელი გახდა სათათბირო დარბაზის

აღმოსავლეთ კედლის უკან ცარიელი სივრცის - ვიწრო კამერის აღმოჩენა. არ არის

გამორიცხული, რომ ის თავად ვაზარის აშენებული იყოს ლეონარდოს ფრესკის დასაცავად.

მიუხედავად ყველა იმ დაბრკოლებისა, რაც “ანგიარის ბრძოლის” ძიებას ახლავს თან, მაინც

არსებობს იმედი იმისა, რომ კონკრეტული შედეგები გვექნება და მკვლევრები შეძლებენ,

ამოხსნან ლეონარდოს შემოქმედებასთან დაკავშირებული ეს უძველესი გამოცანა.

Page 140: ზოგადი უნარები - WordPress.com...5 როგორ იქმნება ზოგადი უნარების ტესტი ზოგადი უნარების

140 654008a

15. ქვემოთ წარმოდგენილია რამდენიმე მოსაზრება ლეონარდოსა და ვაზარის ფრესკების

შესახებ:

I. “ანგიარის ბრძოლა” ფლორენციის სამხედრო გამარჯვებებს ასახავს; მისი ცენტრალური

ნაწილი დარბაზის რეკონსტრუქციის დროს დაზიანდა.

II. “მარჩიანოს ბრძოლა” ეკუთვნის რენესანსის ეპოქის მხატვარსა და არქიტექტორს;

სავარაუდოდ, მან დატოვა საინტერესო მინაწერი ფრესკაზე.

III. “მარჩიანოს ბრძოლა” დარბაზის რეკონსტრუქციის დროს გაუჩინარდა; სავარაუდოდ,

ვაზარიმ გაანადგურა და სხვა ნახატით ჩაანაცვლა.

IV. “ანგიარის ბრძოლა” ასახავს ცხენზე ამხედრებული მეომრების შეტაკებას; მასზე შეგვიძლია

ვიმსჯელოთ რუბენსის ასლის მიხედვით.

მათგან რომელია მართებული?

(ა) I და II

(ბ) I და III

(გ) II და IV

(დ) III და IV

16. რატომ არის მნიშვნელოვანი ლეონარდოს ფრესკის კვლევისთვის რენესანსის პერიოდის

მხატვართა ურთიერთდამოკიდებულების შესწავლა?

(ა) ვრწმუნდებით, რომ ლეონარდოს ფრესკა ექსპერიმენტული ტექნოლოგიით შეიქმნა და

ხუთასი კაცის თვალწინ აორთქლდა.

(ბ) ვრწმუნდებით, რომ რენესანსის პერიოდის მხატვრებისგან ლეონარდო გარიყული იყო და

მათთვის მისი ფრესკა არ წარმოადგენდა მხატვრულ ღირებულებას.

(გ) ვინაიდან ვაზარი ლეონარდოს ერეტიკოსად მიიჩნევდა, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მის

“ანგიარის ბრძოლას” უჩინარს გახდიდა რიგითი მნახველისთვის, თუმცა, არ

გაანადგურებდა მას.

(დ) ვინაიდან ლეონარდოს ექსპერიმენტები უყვარდა, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ამ ფრესკის

შესაქმნელად ისეთ მასალას გამოიყენებდა, რომელიც უცხო და მიუღებელი იყო მისი

თანამედროვე მხატვრებისთვის.

17. კარლო პედრეტის ცნობების გაანალიზების შედეგად ვერ დავასკვნით, რომ:

(ა) ვაზარი პირადი სიმპათია-ანტიპათიის მიხედვით მოქმედებდა; ამიტომ საკუთარი

შეხედულებისამებრ შეეცდებოდა ლეონარდოს ნახატის რესტავრირებას.

(ბ) ვაზარი აღტაცებული იყო ლეონარდოს შემოქმედებით და სხვებსაც ურჩევდა მისი ფრესკის

ნახვას; სავარაუდოდ, დაიფარავდა კიდეც მას ხელყოფისგან.

(გ) ვაზარიმ გადაარჩინა მაზაჩოს “წმინდა სამება” ხის საკურთხევლის ამოშენებით;

შეიძლებოდა ანალოგიური ხერხი გამოეყენებინა “ანგიარის ბრძოლისთვისაც”.

(დ) ვაზარიმ კედელი აღმართა მე-13 საუკუნის უცნობი ავტორის ფრესკის - “ხარების” - წინ და

დაიცვა ის; შესაძლოა, ასევე დაეცვა ლეონარდოს ფრესკა.

Page 141: ზოგადი უნარები - WordPress.com...5 როგორ იქმნება ზოგადი უნარების ტესტი ზოგადი უნარების

141 654008a

18. ცნობილია, რომ ლეონარდო და ვინჩის “ანგიარის ბრძოლის” საუკეთესო ასლი ეკუთვნის

რუბენსს, რომელიც 1577-1640 წლებში ცხოვრობდა. ამ ცნობის გათვალისწინებით შეიძლება

ვივარაუდოთ:

(ა) რუბენსმა ასლი ლეონარდოს ფრესკიდან მანამდე გააკეთა, სანამ ვაზარი სათათბირო

დარბაზის რეკონსტრუქციას დაიწყებდა.

(ბ) ლეონარდო და ვინჩის “ანგიარის ბრძოლა” ვაზარიმ დამალა, რუბენსმა კი ამ ფრესკის ასლი

სხვა მხატვრის ასლიდან შექმნა.

(გ) “ანგიარის ბრძოლის” საუკეთესო ასლი ლუვრში ინახება, რაც იმას ნიშნავს, რომ რუბენსს

ასლი უნდა გაეკეთებინა ლეონარდოს ორიგინალიდან.

(დ) რუბენსმა ასლი ლეონარდოს ორიგინალიდან გააკეთა, რაც იმას ნიშნავს, რომ ვაზარის

მართლაც გაუნადგურებია “ანგიარის ბრძოლა”.

19. ავტორის თქმით, CERCA TROVA არის დამაინტრიგებელი ფრაზა, რადგან ეს სიტყვები:

(ა) გამოსახულია ვაზარის მიერ დახატულ ფრესკაზე; შესაძლოა, მათი საშუალებით ვაზარი

მიგვანიშნებდეს, რომ ლეონარდოს ფრესკა ამ ნახატის ქვეშ არის საძიებელი.

(ბ) წერია მწვანე დროშაზე, რომელიც ჯარისკაცებს უჭირავთ და მტერთან ბრძოლაზე უნდა

მიგვანიშნებდეს.

(გ) მიგვანიშნებს ვიწრო კამერაზე, რომელიც ამოაშენა ვაზარიმ ლეონარდოს ფრესკის

გადასარჩენად.

(დ) ზუსტად იმ ადგილას წერია, სადაც სერაჩინიმ გამოიყენა ინოვაციური ტექნოლოგიები -

ლაზერული სკანერი, რადარი და თერმოგრაფია.

20. ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ, 2012 წელს სერაჩინიმ მიიღო ნებართვა, ახალი

მეთოდით, ენდოსკოპიური ზონდირებით, გაეგრძელებინა ლეონარდოს “ანგიარის ბრძოლის”

ძიება. ვაზარის ფრესკაში შესაღწევად გაკეთდა 6 ჭრილი ნახატის უკვე არსებულ ნაპრალებზე.

მხოლოდ ერთი ჭრილიდან მიაღწია მინიატურულმა ზონდმა შიდა კედლამდე. სერაჩინიმ

შეძლო სინჯის აღება. იქ აღმოჩნდა შავი და ჩალისფერი საღებავები. ქიმიური ანალიზის

შედეგად დადგინდა, რომ შავი პიგმენტი იმ პიგმენტს შეესაბამება, რომელიც “ჯოკონდას”

შესაქმნელად გამოიყენა ლეონარდომ.

თუ ამ ინფორმაციას შევაჯერებთ მოცემულ ტექსტთან, შეიძლება ვთქვათ:

(ა) ბიუროკრატიული ბარიერი ხელს უშლიდა სერაჩინის, რომ გამოეყენებინა ნეიტრონულ-

სხივური ტექნოლოგია და აღმოეჩინა ლეონარდოს მიერ გამოყენებული საღებავი.

(ბ) სერაჩინის მიერ გამოყენებული ინოვაციური მეთოდებით დადგინდა, რომ ვაზარის

ფრესკის უკან იყო კიდევ ერთი კედელი, ენდოსკოპიური ზონდირების შედეგად კი გაჩნდა

იმედი, რომ შეიძლებოდა, ამ კედელზე ლეონარდოს ფრესკა ყოფილიყო.

(გ) სერაჩინის მიერ გამოყენებული ინოვაციური მეთოდები უშედეგო აღმოჩნდა ლეონარდოს

ფრესკის საძიებლად, ენდოსკოპიური ზონდირება კი გაუმართლებელია, რადგან რისკის

ქვეშ აყენებს ვაზარის ცნობილ ფრესკას.

(დ) ლეონარდოს მიერ “ჯოკონდას” დახატვისას გამოყენებულ შავ და ჩალისფერ პიგმენტებს

ვერ აღმოაჩენდნენ, ვაზარის რომ არ დაეტოვებინა მინიშნება - CERCA TROVA.

Page 142: ზოგადი უნარები - WordPress.com...5 როგორ იქმნება ზოგადი უნარების ტესტი ზოგადი უნარების

142 654008a

ანალოგიები

ამ სახის დავალებებში მოცემულია მუქი შრიფტით გამოკვეთილი ორი სიტყვა (საწყისი

წყვილი), რომელთა მნიშვნელობებს შორის არსებობს გარკვეული მიმართება. დაადგინეთ, რა სახისაა

ეს მიმართება.

სავარაუდო პასუხთა ყოველ ვარიანტში ასევე მოცემულია მნიშვნელობით ურთიერთ-

დაკავშირებული სიტყვების წყვილი. აირჩიეთ მათგან ის წყვილი, რომელშიც სიტყვათა

მნიშვნელობებს შორის მიმართება საწყის წყვილში არსებული მიმართების მსგავსია

(ანალოგიურია). პასუხის არჩევისას გაითვალისწინეთ წყვილებში სიტყვათა თანმიმდევრობა.

21. ვარსკვლავი : ცა

(ა) კუნძული : ოკეანე

(ბ) მინდორი : ტყე

(გ) ხმელეთი : ზღვა

(დ) აისბერგი : მთა

(ე) ფსკერი : ტბა

22. ნახატი : ფონი

(ა) ფილმი : ეკრანი

(ბ) კონკურსი : ჯილდო

(გ) კარნავალი : სანახაობა

(დ) სპექტაკლი : დეკორაცია

(ე) ფესტივალი : ოლიმპიადა

23. ქარი : ღრუბლები გაიფანტა

(ა) განთიადი : ვარსკვლავი ამოვიდა

(ბ) მტვერი : ქარიშხალი ამოვარდა

(გ) ჯებირი : მდინარე ადიდდა

(დ) მზე : ცისარტყელა გაჩნდა

(ე) ნალექი : წვიმა შეწყდა

24. გვერდიგვერდ : მხარდამხარ

(ა) გაღმა : მიღმა

(ბ) პირქვე : პირაღმა

(გ) უკუღმა : ყირამალა

(დ) შორს : შორიახლოს

(ე) ნახევრად : ნაწილობრივ

25. კამერტონი : ტონის მიცემა

(ა) თერმოსი : ტემპერატურის შენარჩუნება

(ბ) სეისმოგრაფი : მიწისძვრის პროგნოზირება

(გ) კლავიატურა : ინფორმაციის გავრცელება

(დ) კალეიდოსკოპი : გამოსახულების შეცვლა

(ე) ციფერბლატი : დროის კონტროლი

Page 143: ზოგადი უნარები - WordPress.com...5 როგორ იქმნება ზოგადი უნარების ტესტი ზოგადი უნარების

143 654008a

26. ეკვატორი : დიაფრაგმა

(ა) სცენა : არენა

(ბ) უღელტეხილი : ქედი

(გ) შუქურა : ორიენტირი

(დ) მოედანი : პერიმეტრი

(ე) ზენიტი : მწვერვალი

წინადადებების შევსება

მოცემულია წინადადებები, რომლებშიც გამოტოვებულია რამდენიმე სიტყვა.

გამოტოვებული სიტყვები წინადადებაში ხაზებითაა აღნიშნული. ერთი ხაზი ზოგჯერ ერთ

სიტყვას გულისხმობს, ზოგჯერ კი - რამდენიმეს.

სავარაუდო პასუხთა ყოველი ვარიანტი შეიცავს სიტყვათა ჯგუფს, რომლის ნაწილები

ერთმანეთისგან დახრილი ხაზებითაა (/) გამიჯნული. აირჩიეთ პასუხის ის ვარიანტი, რომლის

თითოეული ნაწილის თანმიმდევრულად ჩასმა შესაბამის გამოტოვებულ ადგილებში

აზრობრივად გამართულ წინადადებას მოგვცემს.

27. ----- ადამიანის სახე მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მთავარი

წყაროა, ის ზოგჯერ ----- , ვიდრე მისი სხეული. ეს განპირობებულია იმით, რომ სახის

მიმიკური გამომეტყველება ცნობიერად გაცილებით ----- კონტროლდება, ვიდრე სხეულის

მოძრაობები. მაგალითად, როცა ადამიანი ცდილობს, დამალოს თავისი გრძნობები, მისი სახე

----- , ხოლო სხეული ----- პარტნიორისთვის.

(ა) რადგან / უფრო ინფორმაციულია / უკეთ / ნაკლებად ინფორმაციული ხდება /

ინფორმაციის მთავარ წყაროდ რჩება

(ბ) მიუხედავად იმისა, რომ / ნაკლებად ინფორმაციულია / ნაკლებად / ინფორმაციის მთავარ

წყაროდ რჩება / ნაკლებად ინფორმაციულია

(გ) რადგან / უფრო ინფორმაციულია / ნაკლებად / უკვე აღარ წარმოადგენს ინფორმაციის

მთავარ წყაროს / ნაკლებად ინფორმაციული ხდება

(დ) მიუხედავად იმისა, რომ / ნაკლებად ინფორმაციულია / უკეთ / ნაკლებად ინფორმაციული

ხდება / ინფორმაციის მთავარ წყაროს წარმოადგენს

Page 144: ზოგადი უნარები - WordPress.com...5 როგორ იქმნება ზოგადი უნარების ტესტი ზოგადი უნარების

144 654008a

28. ადამიანებს უკიდურესობების ენაზე ლაპარაკი უყვართ. ისინი თავიანთ შეხედულებებს

ხშირად “ან… , ან…” დაპირისპირების სახით აყალიბებენ, ----- აღიარებენ. ხოლო როდესაც ამა

თუ იმ მიზეზის გამო იძულებულნი ხდებიან, აღიარონ, რომ ----- , ისინი კვლავ დაჟინებით

ამტკიცებენ, რომ ----- , უბრალოდ, არსებულ პირობებში ----- .

(ა) შუალედური შესაძლებლობის არსებობას კი არ / უკიდურესობების შესაბამისად მოქმედება

დაუშვებელია / უკიდურესობები თეორიულად მისაღებია / ისინი განუხორციელებელია

(ბ) თუმცა, შუალედური შესაძლებლობის არსებობასაც / უკიდურესობებიდან მხოლოდ ერთია

განხორციელებადი / ოქროს შუალედი ყოველთვის საუკეთესოა / ის განუხორციელებელია

(გ) შუალედური შესაძლებლობის არსებობას კი არ / მხოლოდ შუალედური გზით მოქმედებაა

დასაშვები / შუალედური შესაძლებლობა თეორიულად მიუღებელია / ის

განუხორციელებელია

(დ) თუმცა, შუალედური შესაძლებლობის არსებობასაც / ოქროს შუალედი მართლაც

განხორციელებადია / უკიდურესობები თეორიულადაც კი მიუღებელია / მხოლოდ ისინია

განხორციელებადი

29. განათლების თეორიაში მუდმივად უპირისპირდება ერთმანეთს ორი იდეა: ერთის

მიხედვით, განათლება განვითარებისა და ფორმირების ----- პროცესია, მეორის მიხედვით კი,

პირიქით, იგი ----- ; პირველი თვალსაზრისით, განათლება ემსახურება ინდივიდის ----- , მეორე

თვალსაზრისით კი, იგი არის ბუნებრივი მიდრეკილებების ----- და გარეშე ფაქტორების -----

პროცესი.

(ა) შიგნიდან მართვადი / გარედანაა თავსმოხვეული / მისწრაფებების სოციალური

მოთხოვნების თარგზე გამოძერწვას / დათრგუნვისა / ზეწოლისაგან სულ უფრო მეტად

გათავისუფლების

(ბ) გარედან მართული / შინაგანი იმპულსებითაა განპირობებული / მისწრაფებების

სოციალური მოთხოვნების თარგზე გამოძერწვას / წახალისებისა / ზეწოლის გზით

სოციუმთან შეგუებული პიროვნების ჩამოყალიბების

(გ) შიგნიდან მართვადი / გარედანაა თავსმოხვეული / ბუნებრივი უნარისა და

შესაძლებლობების განვითარებას / დათრგუნვისა / ზეწოლის შედეგად შეძენილი ჩვევებით

მათი ჩანაცვლების

(დ) გარედან მართული / შინაგანი იმპულსებითაა განპირობებული / ბუნებრივი უნარისა და

შესაძლებლობების გამოვლენასა და განვითარებას / რეალიზებისა / ზეწოლისაგან

დამოუკიდებლად ფორმირების

Page 145: ზოგადი უნარები - WordPress.com...5 როგორ იქმნება ზოგადი უნარების ტესტი ზოგადი უნარების

145 654008a

30. ცირკის საფუძველი ექსცენტრიკაა, ის, თუ გნებავთ, მისი ფორმაა, მის გარეშე ცირკის

არსებობა შეუძლებელია. ----- ცირკის ბუნების განსაზღვრა ----- მიხედვით. ხომ -----

დაეთანხმება პოეზიის სპეციფიკის ასეთ განსაზღვრას: “ლექსი გარითმული სტრიქონებია”.

მართლაც, ----- .

(ა) მაგრამ არასწორია / მხოლოდ მისი ფორმის / არავინ / ლავუაზიეს კანონი რომ გავრითმოთ,

პოეზია ნამდვილად არ იქნება

(ბ) ამიტომ აუცილებელია / მისი შინაარსის / არავინ / არსებობს თეთრი ლექსი, რომელიც

შეიძლება იყოს ნამდვილი პოეზიის ნიმუში

(გ) მაგრამ არასწორია / მისი შინაარსის / ყველა / ლავუაზიეს კანონი რომ გავრითმოთ, ეს

პოეზია ნამდვილად არ იქნება

(დ) ამიტომ აუცილებელია / მხოლოდ მისი ფორმის / ყველა / არსებობს თეთრი ლექსი,

რომელიც შეიძლება იყოს ნამდვილი პოეზიის ნიმუში

ლოგიკა

ამ სახის დავალებები განსხვავდება ერთმანეთისგან წინასწარი მონაცემებისა და

გამოსატანი დასკვნების თვალსაზრისით. ამიტომ განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ

შეკითხვას, რომელიც ახლავს თითოეულ დავალებას და მოცემული ვარიანტებიდან აირჩიეთ

შესაბამისი პასუხი.

ზოგიერთ შეკითხვაზე პასუხის გაცემას გაგიადვილებთ მონაცემების გამოსახვა ნახაზის

ან დიაგრამის ფორმით.

31. გამოთქმა “პირში წყალს თევზივით ჩავიგუბებ და დავდუმდებიო”, სავარაუდოდ,

უკავშირდება იმ ფაქტს, რომ თევზებს არ აქვთ ხმის იოგები. უფრო მეტიც, ზოგიერთი

მკვლევარი ვარაუდობს, რომ მათ არ უნდა ჰქონდეთ ბგერების გამოცემის უნარი.

ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელი ფაქტი არ ეწინააღმდეგება ამ ვარაუდს?

(ა) წყალქვეშა ნავების ეკიპაჟები წყლის ბინადართა, მათ შორის, თევზების ხმებს იყენებენ

საკუთარი ხმაურის შესანიღბავად.

(ბ) თევზები ლაყუჩის სარქველებს აღებენ და ხურავენ, რის შედეგადაც სხვადასხვაგვარ ხმებს -

ყრუ თუ ტაშის შემოკვრის მსგავს ბგერებს გამოსცემენ.

(გ) ოკეანოლოგ რობერტ ბერჯესის თანახმად, ხმელეთის ცხოველების მსგავსად, თევზებიც

გამოსცემენ ბგერებს საპირისპირო სქესის წარმომადგენელთა ყურადღების მისაპყრობად.

(დ) ზოგი თევზი თავისი საცურავი ბუშტების კედლებთან მიმაგრებული კუნთებით იწვევს ამ

კედლების ვიბრაციას, სანამ “ბუშტები”, დოლის მსგავსად, ვიბრაციას არ დაიწყებს.

(ე) თევზებს კარგი სმენა აქვთ. მათ ბევრ სახეობას სხეულის ორივე გვერდზე განლაგებული

უჯრედების მეშვეობით ბგერითი ტალღების გავრცელებით წარმოქმნილი წნევის ამოცნობა

შეუძლია.

Page 146: ზოგადი უნარები - WordPress.com...5 როგორ იქმნება ზოგადი უნარების ტესტი ზოგადი უნარების

146 654008a

32. მოცემულია:

არც ერთი ჩემი ნაცნობი არ არის მოცეკვავე.

ზოგიერთი ჩემი ნაცნობი კარგი პიანისტია.

ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელი გამომდინარეობს ამ ორი დებულებიდან?

(ა) ზოგიერთი პიანისტი მოცეკვავეა.

(ბ) ზოგიერთი მოცეკვავე არ არის პიანისტი.

(გ) ზოგიერთი პიანისტი არ არის მოცეკვავე.

(დ) ზოგიერთი ჩემი ნაცნობი არც პიანისტია და არც მოცეკვავე.

(ე) ზოგიერთი ადამიანი პიანისტიცაა და მოცეკვავეც, მაგრამ მათ შორის ჩემი ნაცნობები არ

არიან.

33. ქვეყანა შედგება 4 შტატისაგან, პირობითი სახელებით: A, B, C და D. მოცემულია გარკვეული

ცნობები ამ ოთხი შტატის მოსახლეობის რაოდენობისა და მოსახლეობის სიმჭიდროვის შესახებ:

ოთხივე შტატი ერთმანეთისაგან განსხვავდება ორივე მაჩვენებლით.

მოსახლეობის არც რაოდენობის და არც სიმჭიდროვის მაჩვენებლით A არ არის ქვეყანაში

ბოლო ადგილზე.

C წინ უსწრებს D-ს როგორც მოსახლეობის რაოდენობის, ისე სიმჭიდროვის მაჩვენებლით.

B-ს ორიდან ერთ-ერთი მაჩვენებელი მაინც აქვს დანარჩენი შტატების შესაბამის

მაჩვენებლებზე უფრო მაღალი.

ამ ორიდან ერთ-ერთი მაჩვენებლით მეორე ადგილზეა D.

ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელია აუცილებლად ჭეშმარიტი?

(ა) A ორივე მაჩვენებლით ჩამორჩება C-ს.

(ბ) A მხოლოდ D-ს უსწრებს რომელიმე მაჩვენებლით.

(გ) A მხოლოდ ერთ-ერთი მაჩვენებლით ჩამორჩება B-ს.

(დ) A ორივე მაჩვენებლით ერთსა და იმავე ადგილზეა.

(ე) A თავისი ორი მაჩვენებლით სხვადასხვა ადგილზეა ქვეყნის შტატებს შორის.

Page 147: ზოგადი უნარები - WordPress.com...5 როგორ იქმნება ზოგადი უნარების ტესტი ზოგადი უნარების

147 654008a

34. წინადადებათა ქვემოთ მოცემული წყვილებიდან რომელი შედგება ერთი და იმავე

შინაარსის მქონე წინადადებებისგან?

(ა) არასოდეს მოინდომო იმის მიღება, რაც არ გეკუთვნის.

არასოდეს თქვა უარი იმის მიღებაზე, რაც გეკუთვნის.

(ბ) არ არის მართალი, რომ ხვალ კარგი ამინდი იქნება.

ცდება ის, ვინც ფიქრობს, რომ ხვალ კარგი ამინდი იქნება.

(გ) არ შეიძლება ქუჩაზე გადასვლა, თუკი შუქნიშანზე წითელი ანთია.

როცა შუქნიშანზე წითელი არ ანთია, ქუჩაზე გადასვლა შეიძლება.

(დ) ეს ნაძვი ამ ტყეში ყველა ხეზე უფრო მაღალია.

ამ ტყეში არც ერთი ხე არ არის ამ ნაძვზე უფრო მაღალი.

(ე) თუ ხვალ დასვენების დღე იქნება, ქალაქგარეთ გავისეირნებ.

ხვალ ქალაქგარეთ არ გავისეირნებ, თუ დასვენების დღე არ იქნება.

Page 148: ზოგადი უნარები - WordPress.com...5 როგორ იქმნება ზოგადი უნარების ტესტი ზოგადი უნარების

148 654008a

წაკითხული ტექსტის გააზრება ყურადღებით წაიკითხეთ და გაიაზრეთ ტექსტი. თითოეული შეკითხვის სავარაუდო

პასუხებიდან აირჩიეთ ის ვარიანტი, რომელიც მართებულია მოცემული ტექსტის მიხედვით. მკვლევრები გუნდურად მცხოვრებ ცხოველებში განასხვავებენ იმიტაციის ორ ძირითად

ფორმას: სახეობისთვის ტიპური, თანდაყოლილი მოქმედებების სტიმულირებას და სწავლას

მიბაძვის გზით, ანუ ნამდვილ იმიტაციურ ქცევას. მიბაძვის პირველი ფორმა გულისხმობს, რომ

ცხოველის მიერ რომელიმე ტიპური მოქმედების შესრულება იმავე მოქმედებას იწვევს მისი

გუნდის სხვა წევრებში (მაგალითად, ერთმანეთის მიდევნება, ფრენის სწავლა და ა. შ.).

ნამდვილი იმიტაციის, ანუ “დაკვირვებით სწავლისას” კი ცხოველი ბაძავს მოქმედებებს,

რომლებიც მისი სახეობისთვის თანდაყოლილი არ არის და რომლებსაც, შესაძლოა, თავისივე ან

სხვა სახეობის ინდივიდი ასრულებდეს. ამ ტიპის იმიტაციური ქცევით განსაკუთრებით

გამოირჩევიან მაიმუნები და დელფინები.

ს. ტაილერმა და ჯ. საიმანმა შეისწავლეს ქცევის იმიტირების უნარი დელფინებში. ორი

მდედრი დელფინი და მამრი ზღვის კატა ერთსა და იმავე აუზში მოათავსეს. აუზში ყოფნის

პირველ ხანებში დელფინები ღამითაც დაცურავდნენ, მაშინ, როცა ზღვის კატა გაუნძრევლად

იწვა ერთ გვერდზე წყლის ზედაპირზე, წყლიდან ამოშვერილი უკანა ფარფლ-ფეხებით.

ზოგჯერ კი ის წყლის ზედაპირზე პირაღმა იწვა, მუცელზე გადაჯვარედინებული ფარფლ-

ფეხებით. ცოტა ხნის შემდეგ დელფინებმა გადაიღეს ზღვის კატის პოზები, რომლებსაც ის

ძილის დროს იღებდა. დროდადრო დელფინები წყლის ზედაპირზე გვერდულად ან პირაღმა

იწვნენ, მუცელზე შემოკრული ფარფლებით და წყლიდან ამოშვერილი კუდის ფარფლით.

მიუხედავად იმისა, რომ ამგვარი პოზები დელფინებისათვის მოუხერხებელი იყო, ისინი

ხშირად იყენებდნენ მათ, როცა მძინარე ზღვის კატის გვერდით იმყოფებოდნენ. აღსანიშნავია,

რომ ზღვის კატას არასოდეს მიუბაძავს დელფინების პოზებისა თუ მოძრაობებისათვის.

ჰ. ადლერი და მისი კოლეგები ექსპერიმენტულად იკვლევდნენ დელფინების მიერ

“დაკვირვებით სწავლას”. ექსპერიმენტში მონაწილეობდა სამი დელფინი, რომლებიც ბადით

ოთხად გადატიხრულ მრგვალ აუზში იყვნენ მოთავსებულნი. დელფინებს უნდა

შეესრულებინათ ოთხი ამოცანა: აუზში ჩამოეტანათ თოკი წყალში ჩამოშვებული ერთ-ერთი

ბოლოს მოქაჩვით; ერთმანეთისგან გაერჩიათ ორი - ჰორიზონტალურ და

ვერტიკალურზოლებიანი - ოთხკუთხედი, აგრეთვე, წითელი და მწვანე ფერის ორი

ოთხკუთხედი; გაერჩიათ ობიექტები მათი ადგილმდებარეობის (მარცხნივ თუ მარჯვნივ

განლაგების) მიხედვით.

ამა თუ იმ ამოცანის შესრულებას ჯერ მხოლოდ ერთ დელფინს – “დემონსტრატორს”

ასწავლიდნენ, დანარჩენები ამ დროს აუზის სხვა გადატიხრულ სექტორებში იმყოფებოდნენ და

შეეძლოთ, დაკვირვებოდნენ იმას, რაც საექსპერიმენტო სექტორში ხდებოდა. მას შემდეგ, რაც

“დემონსტრატორს” სათანადო ჩვევა შეუმუშავდებოდა, საექსპერიმენტო სექტორში

“დამკვირვებელი” გადაჰყავდათ და ამოცანის შესრულებას უკვე მას ასწავლიდნენ. სხვადასხვა

ამოცანის სწავლებისას დელფინები ხან “დემონსტრატორები”, ხან კი “დამკვირვებლები” იყვნენ.

დელფინი-დამკვირვებლები უკვე პირველივე მცდელობიდან წარმატებით ასრულებდნენ

ამოცანას, მაშინ, როცა დელფინ-დემონსტრატორს გაცილებით მეტი ვარჯიში სჭირდებოდა.

ბოლო დავალების შესრულება “დამკვირვებელ” დელფინებს “დემონსტრატორისთვის” მისი

სწავლებიდან რამდენიმე დღის შემდეგ უხდებოდათ. მიუხედავად ამისა, ისინი წარმატებით

ართმევდნენ თავს ამ ამოცანას.

მეცნიერთა აზრით, მიბაძვის უნარი ძალზე მნიშვნელოვან როლს ასრულებს დელფინების

სოციალურ ცხოვრებაში. მიიჩნევა, რომ ეს უნარი წამოადგენს მათი კოორდინირებული

ჯგუფური აქტივობის საფუძველს, იქნება ეს სინქრონული ცურვა, კოლექტიური ნადირობა თუ

თავდაცვითი ქცევა.

Page 149: ზოგადი უნარები - WordPress.com...5 როგორ იქმნება ზოგადი უნარების ტესტი ზოგადი უნარების

149 654008a

35. ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელშია აღწერილი ყველაზე ზუსტად I აბზაცის ფუნქცია? I აბზაცი:

(ა) თავიდანვე მიანიშნებს იმ მთავარ საკითხზე, რომელსაც ეძღვნება ტექსტი.

(ბ) ხაზს უსვამს იმ საკითხის შესწავლის მნიშვნელობას, რომელსაც ეძღვნება ტექსტი.

(გ) ასრულებს ერთგვარი ფორმალური შესავლის როლს, რომლითაც იწყება ამ ტიპის

ნებისმიერი ტექსტი.

(დ) ეხმარება ავტორს, თავიდანვე განაწყოს მკითხველი იმ პოზიციის გასაზიარებლად,

რომელსაც თავად ემხრობა განხილულ საკითხთან დაკავშირებით.

36. ტექსტის თანახმად, ს. ტაილერმა და ჯ. საიმანმა დელფინებზე დაკვირვების გზით

შეისწავლეს:

(ა) იმიტაციის პირველი ფორმა - სახეობის თანდაყოლილი მოქმედებების მიბაძვა

(ბ) იმიტაციის მეორე ფორმა - ნამდვილი იმიტაცია

(გ) როგორც პირველი, ისე მეორე ფორმა - თანდაყოლილი მოქმედებების იმიტირება და

სწავლა მიბაძვის გზით

(დ) იმიტაციის სრულიად განსხვავებული ფორმა, რომელიც მხოლოდ ამ ექსპერიმენტის

შედეგად აღმოაჩინეს

37. “ზღვის კატა არ ბაძავდა დელფინების პოზებსა და მოძრაობებს”, რადგან:

(ა) დელფინები, ზღვის კატისგან განსხვავებით, ორნი იყვნენ და მათ შეეძლოთ, ერთმანეთის

მიბაძვის გზით ესწავლათ ზღვის კატის პოზები თუ მოძრაობები.

(ბ) დელფინებისგან განსხვავებით, ზღვის კატები ნაკლებად მოქნილები არიან და არ აქვთ

სხვადასხვა პოზის მიღებისა და რთული მოძრაობების შესრულების უნარი.

(გ) ზღვის კატა, დელფინებისგან განსხვავებით, ძირითადად, უმოძრაოდ იწვა და ამიტომ ვერ

შეძლებდა, დაკვირვებოდა დელფინების ქცევას.

(დ) ზღვის კატებს, სავარაუდოდ, ნაკლებად ახასიათებთ სხვა სახეობისათვის სპეციფიკური

ქცევების მიბაძვის უნარი.

38. ადლერისა და მისი კოლეგების ექსპერიმენტში სხვადასხვა ამოცანის შესრულებისას

დელფინები ხან “დემონსტრატორები” იყვნენ, ხან კი - “დამკვირვებლები”. სავარაუდოდ, რა

მიზანს ისახავდა ექსპერიმენტის ეს პირობა?

(ა) საექსპერიმენტო სექტორში ყოფნა და შესაბამისი ამოცანის შესრულება განსაკუთრებულ

უნარებს მოითხოვს, ამიტომ საჭირო იყო ყველა დელფინისთვის ამ უნარების გავარჯიშება.

(ბ) მკვლევრებს სურდათ, დარწმუნებულიყვნენ, რომ დაკვირვებით სწავლის უნარი არა

მხოლოდ რომელიმე კონკრეტული დელფინისთვის არის დამახასიათებელი, არამედ სხვა

დელფინებისთვისაც.

(გ) ექსპერიმენტის ამოცანების შესრულება დელფინებისგან განსხვავებულ აქტივობას

მოითხოვდა, შესაბამისად, საჭირო იყო ყველა დელფინის მონაწილეობა ამ პროცესში.

(დ) მკვლევრებს მიაჩნდათ, რომ “დემონსტრატორის” როლის შესრულება ყველა

დელფინისთვის ისეთივე იოლი იქნებოდა, როგორიც “დამკვირვებლისა”.

Page 150: ზოგადი უნარები - WordPress.com...5 როგორ იქმნება ზოგადი უნარების ტესტი ზოგადი უნარების

150 654008a

39. ბოლო ამოცანის შესრულება “დამკვირვებელ” დელფინებს უხდებოდათ

“დემონსტრატორისთვის” მისი სწავლებიდან რამდენიმე დღის შემდეგ. მიუხედავად ამისა,

ისინი წარმატებით ართმევდნენ თავს ამ დავალებას, რაც იმაზე მეტყველებს, რომ:

(ა) ბოლო ამოცანამდე “დამკვირვებლებმა” ისწავლეს სამი სხვა რთული დავალების

შესრულება, რამაც მნიშვნელოვნად შეამცირა მათთან სათანადო ჩვევის შემუშავების დრო.

(ბ) “დემონსტრატორებს” იმდენად ხანგრძლივი ვარჯიში სჭირდებოდათ ჩვევის

შესამუშავებლად, რომ დამკვირვებლები პირველივე მცდელობიდან ადვილად

ასრულებდნენ სათანადო ამოცანას.

(გ) სხვაზე დაკვირვებით ობიექტების გარჩევის ჩვევის შესამუშავებლად დელფინებს საკმაოდ

დიდი დრო სჭირდებათ.

(დ) დელფინებს დაკვირვებით ნასწავლი აქტივობა საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში

ამახსოვრდებათ.

40. ქვემოთ აღწერილია მიბაძვის რამდენიმე შემთხვევა:

I. სამეცნიერო ლიტერატურაში აღწერილია შემთხვევა, როცა მდედრმა დელფინმა

დელფინარიუმში ყოფნის პერიოდში დაიწყო სხვა ბინადართა ნომრების გამეორება,

თუმცა მას ამას სპეციალურად არ ასწავლიდნენ.

II. როცა დელფინარიუმიდან ეს დელფინი თავის ბუნებრივ გარემოს დაუბრუნდა, ამ

ნომრების შესრულება მისგან თანაგუნდელებმაც ისწავლეს.

III. არსებობენ ფრინველები, რომლებიც სხვა სახეობის ფრინველების გალობას ან ადამიანის

ხმას ბაძავენ.

IV. მგალობელი ფრინველები მხოლოდ იმ შემთხვევაში იწყებენ მათი სახეობისთვის ჩვეული

წესით გალობას, თუ მათ თავისივე სახეობის სხვა ინდივიდის გალობის მოსმენის

საშუალება აქვთ.

მიბაძვის რომელ ფორმებს მიეკუთვნება აღწერილი შემთხვევები?

(ა) I და III - ნამდვილ იმიტაციას, II და IV - თანდაყოლილი მოქმედებების სტიმულირებას

(ბ) I და IV - თანდაყოლილი მოქმედებების სტიმულირებას, II და III - დაკვირვებით სწავლას

(გ) I, II და III - დაკვირვებით სწავლას, IV - თანდაყოლილი მოქმედებების სტიმულირებას

(დ) ოთხივე შემთხვევა - ნამდვილ იმიტაციას

Page 151: ზოგადი უნარები - WordPress.com...5 როგორ იქმნება ზოგადი უნარების ტესტი ზოგადი უნარების

151 654008b

მათემატიკური ნაწილი

II ტესტის მათემატიკურ ნაწილზე მუშაობისას გაითვალისწინეთ:

ნახაზები, რომლებიც თან ერთვის ზოგიერთ დავალებას, არ არის შესრულებული

დავალების პირობაში მითითებული ზომების ზუსტი დაცვით. ამიტომ მონაკვეთების

სიგრძის ან სხვა სიდიდეების შესახებ დასკვნის გამოტანისას ნუ დაეყრდნობით ნახაზის

ზომებს. ყურადღება გაამახვილეთ დავალების პირობაზე;

თუ ნახაზზე მოცემული სწორი ხაზის შესახებ ამოცანის პირობაში დამატებით არაფერია

ნათქვამი, მაშინ უნდა ჩათვალოთ, რომ ეს სწორი ხაზი წრფეა ან მისი ნაწილი;

ტესტში გამოყენებულია რიცხვთა ჩაწერის მხოლოდ ათობითი პოზიციური სისტემა. მათემატიკური აღნიშვნები და ფორმულები:

1. ნული არც დადებითია და არც უარყოფითი;

1 არ არის მარტივი რიცხვი.

2. პროცენტი: a რიცხვის k% არის .

3. ხარისხი: an = a · a · a · ...· a (n-ჯერ)

an · am = an + m an : am = an – m (an)m = an · m

4. პროპორცია: თუ , მაშინ ad = bc.

5. სიჩქარე: dro

manZilisiCqare

6. საშუალო არითმეტიკული:

raodenoba monacemTa

jami monacemTasaSualo monacemTa

7. ალბათობა: თუ ყველა ელემენტარული

ხდომილობა თანაბრად მოსალოდნელია, მაშინ

ხდომილობის ალბათობა ტოლია ამ ხდომილობის

ხელშემწყობ ელემენტარულ ხდომილობათა

რაოდენობის შეფარდებისა ელემენტარულ

ხდომილობათა საერთო რაოდენობასთან.

თუ ამოცანის პირობაში საწინააღმდეგო არაა

ნათქვამი, ყოველთვის იგულისხმება, რომ

ელემენტარული ხდომილობები თანაბრად

მოსალოდნელია.

8. შემოკლებული გამრავლების

ფორმულები:

(a + b)2 = a2 + 2ab + b2

(a – b)2 = a2 – 2ab + b2

(a + b)(a – b) = a2 – b2

9. ნახაზზე კუთხე შეიძლება

მონიშნული იყოს კუთხის

გვერდებს შორის ჩასმული

პატარა რკალით, მართი კუთხე კი - პატარა

კვადრატით.

A აღნიშნავს A კუთხის სიდიდეს.

10. პარალელური წრფეები:

ორი პარალელური წრფის მესამე

წრფით გადაკვეთისას შიგა

ჯვარედინა კუთხეები ტოლია: α = β.

11. სამკუთხედი:

სამკუთხედის კუთხეების სიდიდეთა ჯამი 180°-ის ტოლია;

პითაგორას თეორემა: მართკუთხა სამკუთხედის ჰიპოტენუზის სიგრძის კვადრატი კათეტების სიგრძეთა კვადრატების ჯამის ტოლია:

AB2 = AC2 + BC2

სამკუთხედის ფართობი სამკუთხედის

გვერდის სიგრძისა და შესაბამისი სიმაღლის

ნამრავლის ნახევრის ტოლია: .

12. ოთხკუთხედი:

ოთხკუთხედის კუთხეების სიდიდეთა ჯამი 360°-ის ტოლია;

მართკუთხედის ფართობი მისი სიგრძისა და სიგანის ნამრავლის ტოლია: S = ab;

პარალელოგრამის ფართობი მისი გვერდის სიგრძისა და ამ გვერდის შესაბამისი სიმაღლის ნამრავლის ტოლია: S = ah.

13. წრე, წრეწირი:

წრეწირის სიგრძე მისი რადიუსის მიხედვით გამოითვლება ფორმულით: L = 2r;

რიცხვი, მეასედის სიზუსტით, 3,14-ის ტოლია;

r რადიუსიანი წრის ფართობი გამოითვლება ფორმულით: S = r2.

14. მართკუთხა პარალელეპიპედი:

მართკუთხა პარალელეპიპედის მოცულობა მისი სიგრძის, სიგანისა და სიმაღლის ნამრავლის ტოლია: V = abc;

კუბის შემთხვევაში: a = b = c.

Page 152: ზოგადი უნარები - WordPress.com...5 როგორ იქმნება ზოგადი უნარების ტესტი ზოგადი უნარების

152 654008b

რაოდენობრივი შედარება

შეადარეთ ერთმანეთს A და B სვეტების უჯრებში მოცემული რაოდენობები.

თუ A სვეტის უჯრაში მოცემული რაოდენობა მეტია B სვეტის შესაბამის უჯრაში მოცემულ

რაოდენობაზე, აირჩიეთ (ა);

თუ B სვეტის უჯრაში მოცემული რაოდენობა მეტია A სვეტის შესაბამის უჯრაში მოცემულ

რაოდენობაზე, აირჩიეთ (ბ);

თუ უჯრებში მოცემული რაოდენობები ტოლია, აირჩიეთ (გ);

თუ მოცემული ინფორმაცია საკმარისი არაა იმის დასადგენად, რომელი რაოდენობაა მეტი,

აირჩიეთ (დ).

A B

41.

(ა) (ბ) (გ) (დ)

42.

(ა) (ბ) (გ) (დ)

43.

კვადრატის ფართობი ტოლია იმ მართკუთხედის ფართობისა,

რომლის სიგრძეა 6 სმ, ხოლო სიგანე - 3 სმ.

(ა) (ბ) (გ) (დ)

44.

ზღვის წყალს, რომელშიც მარილის წონა ზღვის წყლის წონის

4%-ს შეადგენდა, დაუმატეს წყალი, რომელშიც

25 გ მარილი იყო გახსნილი.

(ა) (ბ) (გ) (დ)

x + 2 3

6x

ზღვის წყალში მარილის

პროცენტული წილი მიღებულ ხსნარში მარილის

პროცენტული წილი

(3267 – 2192) · 73 (3189 – 2285) · 72

ამ კვადრატის პერიმეტრი 20 სმ

Page 153: ზოგადი უნარები - WordPress.com...5 როგორ იქმნება ზოგადი უნარების ტესტი ზოგადი უნარების

153 654008b

A B

45.

A და B ქალაქებიდან ერთმანეთის შემხვედრი მიმართულებით

ერთდროულად გამოვიდა ორი ავტომობილი. პირველი

ავტომობილი, რომლის სიჩქარე ნაკლები იყო მეორის

სიჩქარეზე, ჩავიდა B ქალაქში, ხოლო მეორე - A-ში. როგორც

პირველი, ასევე, მეორე ავტომობილი შეუფერხებლად,

თანაბარი სიჩქარით მოძრაობდა.

(ა) (ბ) (გ) (დ)

46.

ABC სამკუთხედში |AB| = |BC| და A = B.

(ა) (ბ) (გ) (დ)

ამოცანები

47. 6

05,1204,1203,1205,1604,1603,16

(ა) 2

(ბ) 3

(გ) 4

(დ) 5

(ე) 6

48. ერთი ტრაქტორი ყოველი სამუშაო დღის განმავლობაში 6 ჰექტარს ხნავს. რამდენ ჰექტარს

მოხნავს 3 ასეთი ტრაქტორი 4 სამუშაო დღის განმავლობაში?

(ა) 13

(ბ) 18

(გ) 24

(დ) 42

(ე) 72

ავტომობილების

შეხვედრის შემდეგ

მეორე ავტომობილის

მიერ გავლილი მანძილი

ავტომობილების

შეხვედრის შემდეგ

პირველი ავტომობილის

მიერ გავლილი მანძილი

|AB| |AC|

Page 154: ზოგადი უნარები - WordPress.com...5 როგორ იქმნება ზოგადი უნარების ტესტი ზოგადი უნარების

154 654008b

49. ტოლუჯრედებიან ბადეზე მოცემულია მართკუთხედები, რომელთა წვეროები ბადის

კვანძებს ემთხვევა (იხ. ნახაზი). ამ მართკუთხედებიდან რომელს აქვს ყველაზე მცირე

ფართობი?

(ა) I (ბ) II (გ) III (დ) IV

(ე) V

50. a ორნიშნა რიცხვია. ამ რიცხვის ციფრულ ჩანაწერში ციფრების გადანაცვლებით მიღებული

ორნიშნა რიცხვი b-ს ტოლია. ჩამოთვლილთაგან რომლის ტოლი შეიძლება იყოს a + b ?

(ა) 78

(ბ) 96

(გ) 132

(დ) 164

(ე) 220

51. ნაძვის სიმაღლეა x მ, ხოლო წაბლისა - y მ. ნაძვის სიმაღლე 2-ჯერ მეტია წაბლის სიმაღლეზე.

ჩამოთვლილთაგან რომელი აღწერს ამ მიმართებას?

(ა) yx 2

(ბ) 2 yx

(გ) 2:yx

(დ) 2:yx

(ე) yx 2

Page 155: ზოგადი უნარები - WordPress.com...5 როგორ იქმნება ზოგადი უნარების ტესტი ზოგადი უნარების

155 654008b

მონაცემთა ანალიზი

დიაგრამაზე მოცემულია, თუ რამდენი კილოგრამი ხილი, მარცვლეული და ბოსტნეული

მოიყვანეს ქვეყანაში ერთ სულ მოსახლეზე 2001-2005 წლებში.

დიაგრამის მიხედვით უპასუხეთ შემდეგ 4 შეკითხვას:

52. რამდენი კილოგრამით გაზრდილა ბოსტნეულის წარმოება ერთ სულ მოსახლეზე 2004 წელს

2001 წელთან შედარებით?

(ა) 40

(ბ) 55

(გ) 60

(დ) 70

(ე) 80

53. რომელ წელს იყო ქვეყანაში მოყვანილი მარცვლეულის რაოდენობა იმავე წელს მოყვანილი

ხილისა და ბოსტნეულის საერთო რაოდენობაზე ნაკლები, მაგრამ ხილისა და ბოსტნეულის

საერთო რაოდენობის ნახევარზე მეტი?

(ა) 2001

(ბ) 2002

(გ) 2003

(დ) 2004

(ე) 2005

Page 156: ზოგადი უნარები - WordPress.com...5 როგორ იქმნება ზოგადი უნარების ტესტი ზოგადი უნარების

156 654008b

54. რა ფარგლებში მერყეობდა ხილის მოსავალი ერთ სულ მოსახლეზე 2001-2005 წლებში?

(ა) 30-40 კგ

(ბ) 30-50 კგ

(გ) 50-60 კგ

(დ) 30-60 კგ

(ე) 40-60 კგ

55. ქვეყნის მოსახლეობის რაოდენობა 2005 წელს 2002 წელთან შედარებით 20%-ით გაიზარდა.

რამდენჯერ მეტია ქვეყანაში 2005 წელს მოყვანილი ბოსტნეულის საერთო რაოდენობა 2002

წელთან შედარებით?

(ა) 1,5-ჯერ

(ბ) 2-ჯერ

(გ) 2,5-ჯერ

(დ) 3-ჯერ

(ე) 3,5-ჯერ

ამოცანები

56. k და n ნატურალური რიცხვებია. როგორც k , ასევე, 28k უნაშთოდ იყოფა n-ზე.

ჩამოთვლილთაგან რომლის ტოლი შეიძლება იყოს n ?

(ა) 3

(ბ) 4

(გ) 5

(დ) 6

(ე) 8

57. თუ 2x ნაკლებია 5 -ზე 4-ით, მაშინ 11x

(ა) 2

(ბ) 1

(გ) 1

(დ) 2

(ე) 3

Page 157: ზოგადი უნარები - WordPress.com...5 როგორ იქმნება ზოგადი უნარების ტესტი ზოგადი უნარების

157 654008b

58. უჯრაში 7 ლურჯი, 8 მწვანე და 9 ყვითელი ფურცელია. უჯრიდან, მასში ჩაუხედავად,

იღებენ ფურცლებს. მინიმუმ რამდენი ფურცელი უნდა ამოიღონ უჯრიდან, რომ მათში

აუცილებლად იყოს 3 მაინც მწვანე ფურცელი?

(ა) 24

(ბ) 19

(გ) 16

(დ) 10

(ე) 7

59. ABC სამკუთხედის AB გვერდის სიგრძე 4-ჯერ მეტია BC გვერდის სიგრძეზე. AC გვერდის

სიგრძე BC გვერდის სიგრძეზე შეიძლება მეტი იყოს:

(ა) 2-ჯერ

(ბ) 3-ჯერ

(გ) 4-ჯერ

(დ) 5-ჯერ

(ე) 6-ჯერ

60. კომპანიის მიერ შეძენილი სამშენებლო მასალიდან 35 ტონა ქვიშა იყო, ხოლო 15 ტონა -

ცემენტი. ქვიშის 20% და ცემენტის 40% კომპანიამ საწყობში შეინახა, დანარჩენი კი სამშენებლო

მოედანზე წაიღო. შეძენილი სამშენებლო მასალის რამდენი პროცენტი შეუნახავს საწყობში

კომპანიას?

(ა) 22%

(ბ) 24%

(გ) 26%

(დ) 28%

(ე) 30%

Page 158: ზოგადი უნარები - WordPress.com...5 როგორ იქმნება ზოგადი უნარების ტესტი ზოგადი უნარების

158 654008b

რაოდენობრივი შედარება

შეადარეთ ერთმანეთს A და B სვეტების უჯრებში მოცემული რაოდენობები.

თუ A სვეტის უჯრაში მოცემული რაოდენობა მეტია B სვეტის შესაბამის უჯრაში მოცემულ

რაოდენობაზე, აირჩიეთ (ა);

თუ B სვეტის უჯრაში მოცემული რაოდენობა მეტია A სვეტის შესაბამის უჯრაში მოცემულ

რაოდენობაზე, აირჩიეთ (ბ);

თუ უჯრებში მოცემული რაოდენობები ტოლია, აირჩიეთ (გ);

თუ მოცემული ინფორმაცია საკმარისი არაა იმის დასადგენად, რომელი რაოდენობაა მეტი,

აირჩიეთ (დ).

A B

61.

ორი რიცხვის ჯამი მეტია ამ რიცხვებიდან თითოეულზე.

(ა) (ბ) (გ) (დ)

62.

მაღაზიაში ერთნაირი ზურგჩანთები, ერთნაირი კარვები და

ერთნაირი საძილე ტომრები შეიტანეს. კარავი 6-ჯერ ძვირია

საძილე ტომარაზე. ზურგჩანთა 2-ჯერ იაფია კარავზე.

(ა) (ბ) (გ) (დ)

63.

წრიულ დიაგრამაზე მოცემულია საწარმოში

წვენების დასამზადებლად შემოტანილი

ხილის პროცენტული თანაფარდობა.

ქლიავის წვენის დამზადებისას დანაკარგი

ქლიავის წონის 40%-ია, ხოლო

ბროწეულისთვის ეს მაჩვენებელი 70%-ია.

(ა) (ბ) (გ) (დ)

ამ რიცხვებს შორის უმცირესი 0

3 საძილე ტომრის ფასიზურგჩანთის ფასი

შემოტანილი ქლიავისგან

დამზადებული წვენის

რაოდენობა

შემოტანილი ბროწეულისგან

დამზადებული წვენის

რაოდენობა

Page 159: ზოგადი უნარები - WordPress.com...5 როგორ იქმნება ზოგადი უნარების ტესტი ზოგადი უნარების

159 654008b

A B

64.

ფიგურის განფენის მაჩვენებელი ვუწოდოთ უდიდესი

მონაკვეთის სიგრძეს ყველა იმ მონაკვეთიდან, რომლებიც ამ

ფიგურის წერტილებს ერთმანეთთან აერთებს.

MNEF კვადრატის გვერდის სიგრძე ABCD რომბის გვერდის

სიგრძეზე მეტია.

(ა) (ბ) (გ) (დ)

65.

1-დან n-ის ჩათვლით ნატურალური რიცხვების

მიმდევრობაში მარტივი რიცხვების რაოდენობა -ის

ტოლია.

(ა) (ბ) (გ) (დ)

2n

MNEF კვადრატის

განფენის მაჩვენებელი

ABCD რომბის განფენის

მაჩვენებელი

n 9

Page 160: ზოგადი უნარები - WordPress.com...5 როგორ იქმნება ზოგადი უნარების ტესტი ზოგადი უნარების

160 654008b

ამოცანები

66. თამთას და ეკას ტოლი რაოდენობის ფერადი კენჭები ჰქონდათ. ნინომ კიდევ 7 კენჭი მოიტანა.

ყველა კენჭი სამივემ თანაბრად რომ გაინაწილა, თამთას უფრო ნაკლები კენჭი აღმოაჩნდა,

ვიდრე ჰქონდა. ნინოს 13 კენჭი რომ მოეტანა, თამთას განაწილების შემდეგ უფრო მეტი კენჭი

ექნებოდა, ვიდრე თავიდან ჰქონდა. რამდენი კენჭი ჰქონდა თამთას თავდაპირველად?

(ა) 7

(ბ) 8

(გ) 9

(დ) 10

(ე) 11

67. თუ a და b ისეთი რიცხვებია, რომ 56

baa , მაშინ:

(ა) 322

aba

(ბ) 511

aba

(გ) 12 ba

a

(დ) 5ba

(ე) 61

2 bab

68. პარალელოგრამის ერთი გვერდის სიგრძე 9-ჯერ მეტია მეორე გვერდის სიგრძეზე.

რის ტოლია პარალელოგრამის დიდი გვერდის სიგრძის შეფარდება პარალელოგრამის

პერიმეტრთან?

(ა) 0,9-ის

(ბ) 0,75-ის

(გ) 0,6-ის

(დ) 0,45-ის

(ე) 0,3-ის

69. იმ ნატურალური რიცხვებიდან, რომლებიც მეტია 10-ზე, მაგრამ ნაკლებია 100-ზე, რამდენი

იყოფა უნაშთოდ როგორც 6-ზე, ისე 9-ზე?

(ა) 4

(ბ) 5

(გ) 6

(დ) 7

(ე) 8

Page 161: ზოგადი უნარები - WordPress.com...5 როგორ იქმნება ზოგადი უნარების ტესტი ზოგადი უნარების

161 654008b

70. მიმდევრობის პირველი წევრია 20, მეორე კი 80. მიმდევრობის ყოველი მომდევნო წევრი c

გამოითვლება მისი წინა ორი a და b წევრების მიხედვით შემდეგნაირად: 5bac . რის ტოლია

ამ მიმდევრობის მეხუთე წევრი?

(ა) 8

(ბ) 12

(გ) 16

(დ) 20

(ე) 25

71. მართკუთხა პარალელეპიპედი, რომლის უდიდესი წიბოს

სიგრძეა 3 სმ, დაყოფილია 12 ტოლ კუბად (იხ. ნახაზი). რამდენი

კუბური სანტიმეტრია ამ მართკუთხა პარალელეპიპედის

მოცულობა?

(ა) 1

(ბ) 1,5

(გ) 2 (დ) 2,5 (ე) 3

მონაცემთა საკმარისობა

72. ნიკამ უჯრედებიანი და ცალხაზიანი რვეულები იყიდა.

მოცემულია ორი პირობა:

I. უჯრედებიანი რვეულების რაოდენობა ცალხაზიანი რვეულების რაოდენობის მეორედია.

II. თუ ნიკა დამატებით 1 უჯრედებიან და 5 ცალხაზიან რვეულს იყიდის, მაშინ

უჯრედებიანი რვეულების რაოდენობა ცალხაზიანი რვეულების რაოდენობის მესამედი

გახდება.

იმის გასარკვევად, თუ სულ რამდენი რვეული იყიდა ნიკამ:

(ა) I პირობა საკმარისია, II კი - არა

(ბ) II პირობა საკმარისია, I კი - არა

(გ) I და II პირობა ერთად საკმარისია, ცალ-ცალკე არც ერთი არ არის საკმარისი

(დ) საკმარისია ცალ-ცალკე როგორც I, ასევე, II პირობა (ე) მოცემული პირობები არ არის საკმარისი

Page 162: ზოგადი უნარები - WordPress.com...5 როგორ იქმნება ზოგადი უნარების ტესტი ზოგადი უნარების

162 654008b

73. ერთმანეთისგან განსხვავებული ოთხი ნატურალური რიცხვის ჯამი 13-ის ტოლია.

მოცემულია შემდეგი ორი პირობა:

I. ამ რიცხვებიდან უმცირესი 1-ის ტოლია.

II. ამ რიცხვებიდან უდიდესი 6-ის ტოლია.

იმის გასარკვევად, თუ რის ტოლია ეს რიცხვები:

(ა) I პირობა საკმარისია, II კი - არა

(ბ) II პირობა საკმარისია, I კი - არა

(გ) I და II პირობა ერთად საკმარისია, ცალ-ცალკე არც ერთი არ არის საკმარისი

(დ) საკმარისია ცალ-ცალკე როგორც I, ასევე, II პირობა (ე) მოცემული პირობები არ არის საკმარისი

74. ნახაზზე მოცემული ABCD კვადრატის გვერდები

საკოორდინატო ღერძების პარალელურია. მისი A

წვეროს კოორდინატებია 1;3

მოცემულია ორი პირობა:

I. B წვეროს კოორდინატებია 7;3 .

II. C წვეროს კოორდინატებია 7;9 .

იმის გასარკვევად, თუ რის ტოლია D წვეროს კოორდინატები:

(ა) I პირობა საკმარისია, II კი - არა

(ბ) II პირობა საკმარისია, I კი - არა

(გ) I და II პირობა ერთად საკმარისია, ცალ-ცალკე არც ერთი არ არის საკმარისი

(დ) საკმარისია ცალ-ცალკე როგორც I, ასევე, II პირობა (ე) მოცემული პირობები არ არის საკმარისი

75. n კენტი სამნიშნა რიცხვია.

მოცემულია ორი პირობა:

I. n-ის ჩანაწერში ათეულების ციფრი სამჯერ ნაკლებია ერთეულების ციფრზე.

II. n-ის ჩანაწერში ათეულების ციფრი ორჯერ ნაკლებია ასეულების ციფრზე.

იმის გასარკვევად, თუ რის ტოლია n-ის ჩანაწერში ათეულების ციფრი:

(ა) I პირობა საკმარისია, II კი - არა

(ბ) II პირობა საკმარისია, I კი - არა

(გ) I და II პირობა ერთად საკმარისია, ცალ-ცალკე არც ერთი არ არის საკმარისი

(დ) საკმარისია ცალ-ცალკე როგორც I, ასევე, II პირობა (ე) მოცემული პირობები არ არის საკმარისი

Page 163: ზოგადი უნარები - WordPress.com...5 როგორ იქმნება ზოგადი უნარების ტესტი ზოგადი უნარების

163 654008b

ამოცანები

76. დიდ კასრში 2-ჯერ მეტი ღვინო ეტევა, ვიდრე - პატარაში. ღვინით შევსებულია პატარა

კასრის 21 ნაწილი და დიდი კასრის 3

2 ნაწილი. დიდი კასრის მერამდენედი ნაწილი იქნება

შევსებული ღვინით, თუ პატარა კასრიდან მთელ ღვინოს დიდ კასრში გადავასხამთ?

(ა) 43

(ბ) 65

(გ) 67

(დ) 6

11

(ე) 1211

77. დათომ n ცალი საჩუქარი შეიძინა, თითო - 6 ლარად და მეგობრებს ფოსტით გაუგზავნა.

ერთი საჩუქარი საზღვარგარეთ გაგზავნა, რაშიც მან გადაიხადა 3 ლარი, ხოლო დანარჩენი

საჩუქრებიდან თითოს გაგზავნაში - თითო ლარი. სულ რამდენი ლარი დახარჯა დათომ

საჩუქრების შეძენასა და გაგზავნაში?

(ა) 26 n

(ბ) 46 n

(გ) 27 n

(დ) 37 n

(ე) 47 n

78. საერთო ცენტრის მქონე სამი წრეწირიდან ერთის რადიუსის სიგრძეა

r, მეორისა - r4 , ხოლო მესამისა - r5 . დიდი წრე, პატარა წრეწირებით

შემოსაზღვრული რგოლის გარდა, გამუქებულია (იხ. ნახაზი).

რამდენჯერ ნაკლებია დიდი წრის გამუქებული ნაწილის ფართობი

გაუმუქებელი ნაწილის ფართობზე?

(ა) 5,1 -ჯერ

(ბ) 2-ჯერ (გ) 2,5-ჯერ (დ) 3-ჯერ (ე) 3,5-ჯერ

Page 164: ზოგადი უნარები - WordPress.com...5 როგორ იქმნება ზოგადი უნარების ტესტი ზოგადი უნარების

164 654008b

79. რიცხვთა ღერძის ერთეულოვანი მონაკვეთის სიგრძეა 1 სმ. ამ ღერძზე მდებარე mM და

nN წერტილების კოორდინატები აკმაყოფილებენ პირობებს 2,42 m და

5,113,7 n . ცნობილია, რომ n მთელი რიცხვია. მინიმუმ რამდენი სანტიმეტრის ტოლი

შეიძლება იყოს MN მონაკვეთის სიგრძე?

(ა) 3,8-ის

(ბ) 3,1-ის

(გ) 7,3-ის

(დ) 5,3-ის

(ე) 2,2-ის

80. მასწავლებელმა ბავშვებს 30 ბარათი ისე გაუნაწილა, რომ ბარათის გარეშე არც ერთი მათგანი

არ დარჩენილა. თითოეულს ერთმანეთისგან განსხვავებული რაოდენობის ბარათები შეხვდა.

მაქსიმუმ რის ტოლი შეიძლება იყოს ბავშვების რაოდენობა?

(ა) 4

(ბ) 5

(გ) 6

(დ) 7

(ე) 8

Page 165: ზოგადი უნარები - WordPress.com...5 როგორ იქმნება ზოგადი უნარების ტესტი ზოგადი უნარების

654009a

Page 166: ზოგადი უნარები - WordPress.com...5 როგორ იქმნება ზოგადი უნარების ტესტი ზოგადი უნარების

166 654009a

ვერბალური ნაწილი ანალოგიები

ამ სახის დავალებებში მოცემულია მუქი შრიფტით გამოკვეთილი ორი სიტყვა (საწყისი

წყვილი), რომელთა მნიშვნელობებს შორის არსებობს გარკვეული მიმართება. მათ გასწვრივ

მოცემულია სიტყვა, რომელსაც სავარაუდო პასუხებიდან უნდა შევუსაბამოთ ერთ-ერთი

ვარიანტი ისე, რომ სიტყვათა მნიშვნელობებს შორის მიმართება საწყის წყვილში არსებული

მიმართების მსგავსი (ანალოგიური) იყოს.

1. აიგივებს : იდენტიფიცირებული აღადგენს :

(ა) ადეკვატური

(ბ) გამეორებული

(გ) ანტიკვარული

(დ) მიმსგავსებული

(ე) რესტავრირებული

2. ჩაანაცვლა : კასკადიორი უკარნახა :

(ა) რეჟისორი

(ბ) დუბლიორი

(გ) სუფლიორი

(დ) პარტნიორი

(ე) დეკორატორი

3. ზამბარა : სპირალი დედამიწა :

(ა) ღერძი

(ბ) სფერო

(გ) განედი

(დ) პოლუსი

(ე) ეკვატორი

4. წისქვილი : პური ტელესკოპი :

(ა) ცის რუკა

(ბ) გალაქტიკა

(გ) ობსერვატორია

(დ) თანავარსკვლავედი

(ე) მეტეორიტების წვიმა

5. ავანგარდული ხელოვნება : კლასიკური მისტიკა :

(ა) მაგიური

(ბ) მითოსური

(გ) რიტუალური

(დ) რეალისტური

(ე) ტრადიციული

Page 167: ზოგადი უნარები - WordPress.com...5 როგორ იქმნება ზოგადი უნარების ტესტი ზოგადი უნარების

167 654009a

6. გაცურავს : ისრიალებს გამოძერწავს :

(ა) ფორმას მისცემს

(ბ) თიხას მოზელს

(გ) მიამსგავსებს

(დ) შეღებავს

(ე) დახატავს

წინადადებების შევსება მოცემულია წინადადებები, რომლებშიც გამოტოვებულია რამდენიმე სიტყვა.

გამოტოვებული სიტყვები წინადადებაში ხაზებითაა აღნიშნული. ერთი ხაზი ზოგჯერ ერთ

სიტყვას გულისხმობს, ზოგჯერ კი - რამდენიმეს.

სავარაუდო პასუხთა ყოველი ვარიანტი შეიცავს სიტყვათა ჯგუფს, რომლის ნაწილები

ერთმანეთისგან დახრილი ხაზებითაა (/) გამიჯნული. აირჩიეთ პასუხის ის ვარიანტი, რომლის

თითოეული ნაწილის თანმიმდევრულად ჩასმა შესაბამის გამოტოვებულ ადგილებში

აზრობრივად გამართულ წინადადებას მოგვცემს.

7. ერთი ცნობილი მწერლის დამოკიდებულება ხელოვნების მიმართ კარგად ჩანს მის შემდეგ

მოსაზრებაში: “ზოგჯერ ამბობენ, რომ ხელოვნების ესა თუ ის ნაწარმოები ----- გაუგებარია

ადამიანთა ----- ნაწილისათვის. ჩემი აზრით კი, ეს ისეთივე აბსურდია, როგორც იმის თქმა, რომ

ესა თუ ის საკვები ძალიან ----- ადამიანთა ----- .”

(ა) ძალიან კარგია, მაგრამ / უდიდესი / სასარგებლოა, მაგრამ / აბსოლუტურ უმრავლესობას

ვნებს

(ბ) სრულიად ბანალურია და, ამიტომ, / გარკვეული / უგემურია, მაგრამ მხოლოდ /

უმცირესობას ვნებს

(გ) ძალიან დახვეწილია და, ამიტომ, / დიდი / სპეციფიკურია და, ამიტომ, მხოლოდ /

უმცირესობას მოსწონს

(დ) სრულიად ბანალურია, მაგრამ / მხოლოდ მცირე / გემრიელია და, ამიტომ, / უმრავლესობას

მოსწონს

8. ადამიანებს შორის შრომის განაწილებამ ყოველგვარ წარმოებას, ხელობასა თუ ხელოსნობას

მოუტანა სარგებლობა: როდესაც ერთი ადამიანი ----- , არამედ თითოეული ადამიანი ----- ,

თავისი შესრულების წესით შესამჩნევად რომ ----- , ყოველი საქმე უფრო ----- სრულდება.

(ა) არა მხოლოდ ერთი ტიპის საქმეს აკეთებს / შემოიფარგლება გარკვეული ამოცანით /

განსხვავდება სხვა ამოცანებისაგან / ძნელად

(ბ) კი აღარ აკეთებს ყველაფერს / შემოიფარგლება გარკვეული ამოცანით / განსხვავდება სხვა

ამოცანებისაგან / ეფექტურად

(გ) არა მხოლოდ მრავალ სხვადასხვა ამოცანას ეჭიდება / ცდილობს, ისეთი საქმეები აკეთოს /

არ განსხვავდება ერთმანეთისაგან / ძნელად

(დ) მხოლოდ ერთ ამოცანას კი არ ასრულებს / დაკავებულია მრავალი სხვადასხვა საქმით / არ

განსხვავდება ერთმანეთისაგან / ეფექტურად

Page 168: ზოგადი უნარები - WordPress.com...5 როგორ იქმნება ზოგადი უნარების ტესტი ზოგადი უნარების

168 654009a

9. ცხოველთა სამყაროს ზოგიერთ წარმომადგენელს ----- უნარი. ცნობილი ფსიქოლოგი ვ.

კელერი ექსპერიმენტული გზით მივიდა დასკვნამდე, რომ მაიმუნის ერთ ჯიშს, შიმპანზეს,

ახასიათებს ----- . აქედან ----- იმ დასკვნის გამოტანა, რომ მაიმუნი იმგვარადვე ----- , როგორც

ადამიანი. თუმცა, ის კი ცხადია, რომ მაიმუნში ადამიანური აზროვნების ჩანასახი

ექსპერიმენტულად ----- .

(ა) შეუძლებელია, ჰქონდეს აზროვნების რაიმე / გონივრული ქცევა, მაგრამ არა იმავე რიგის,

როგორიც ადამიანს / არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება / არ აზროვნებს / უკვე

დასტურდება

(ბ) შესაძლოა, ჰქონდეს აზროვნების გარკვეული / გონივრული ქცევა, მაგრამ არა იმავე რიგის,

როგორიც ადამიანს / სავსებით შესაძლებელია / აზროვნებს / მაინც არ დასტურდება

(გ) შეუძლებელია, არ ჰქონდეს აზროვნების რაიმე / გონივრული ქცევა იმავე რიგისა, როგორიც

ადამიანს / სავსებით შესაძლებელია / ვერ აზროვნებს / მაინც ვერ დასტურდება

(დ) შესაძლოა, ჰქონდეს აზროვნების გარკვეული / იმავე რიგის გონივრული ქცევა, როგორიც

ადამიანს / არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება / აზროვნებს / უკვე დასტურდება

10. მეცნიერთა შესწავლის საგანია ----- ფაქტების ორი რიგი: ფაქტები, რომლებიც ----- ,

როგორებიც ----- , და ფაქტები, რომლებიც ----- , ანუ ფაქტები, როგორც ნორმალური და

როგორც პათოლოგიური მოვლენები.

(ა) ერთმანეთის მსგავსი / არ არიან ისეთნი / უნდა იყვნენ / უნდა ყოფილიყვნენ ზუსტად

ისეთნი, როგორებიც არიან

(ბ) ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული / არიან ზუსტად ისეთნი / არ უნდა იყვნენ /

არიან იმის მსგავსნი, როგორებიც არ უნდა ყოფილიყვნენ

(გ) ერთმანეთის მსგავსი / არ არიან იმისგან განსხვავებულნი / უნდა ყოფილიყვნენ / არ არიან

ისეთნი, როგორებიც უნდა იყვნენ

(დ) ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული / არიან ზუსტად ისეთნი / უნდა იყვნენ / უნდა

ყოფილიყვნენ არა ისეთნი, როგორებიც არიან

Page 169: ზოგადი უნარები - WordPress.com...5 როგორ იქმნება ზოგადი უნარების ტესტი ზოგადი უნარების

169 654009a

ლოგიკა

ამ სახის დავალებები განსხვავდება ერთმანეთისგან წინასწარი მონაცემებისა და

გამოსატანი დასკვნების თვალსაზრისით. ამიტომ განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ

შეკითხვას, რომელიც ახლავს თითოეულ დავალებას და მოცემული ვარიანტებიდან აირჩიეთ

შესაბამისი პასუხი.

ზოგიერთ შეკითხვაზე პასუხის გაცემას გაგიადვილებთ მონაცემების გამოსახვა ნახაზის

ან დიაგრამის ფორმით.

11. წინადადებათა ქვემოთ მოცემული წყვილებიდან რომელი შედგება ერთი და იმავე

შინაარსის მქონე წინადადებებისგან?

(ა) ყოველთვის გვახსოვდეს, რომ მადლიერებაზე მეტად არაფერი ამშვენებს ადამიანს.

ნურასოდეს დაგვავიწყდება, რომ უმადურებაზე უარესი არაფერია.

(ბ) არც ერთი არგენტინელი ფეხბურთელი არ არის მარადონაზე უკეთესი.

მარადონაზე უკეთესი ფეხბურთელი არ არსებობს.

(გ) სარეცხი მანქანა არ მუშაობს, თუკი მას წყალი არ მიეწოდება.

თუკი სარეცხი მანქანა მუშაობს, მას წყალი მიეწოდება.

(დ) უკეთესია, თუ საქმე დროზე გაკეთდება და არა - დაგვიანებით.

უკეთესია, საქმე გვიან მაინც გაკეთდეს, ვიდრე არასოდეს.

(ე) არ არის მართალი, რომ ხვალ კარგი ამინდი არ იქნება.

ცდება ის, ვისაც ჰგონია, რომ ხვალ კარგი ამინდი იქნება.

12. მოცემულია:

ჩვენს მხარეში ზოგიერთი მდინარე ძალიან სწრაფია.

ყველა სწრაფ მდინარეში, რომელიც ჩვენს მხარეში ჩამოედინება, წყალი ძალიან ცივია.

ჩვენს მხარეში ყველა მდინარის პირას ხარობს მაყვალი.

ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელი გამომდინარეობს ამ დებულებებიდან?

(ა) ყველა ძალიან სწრაფი მდინარის პირას ხარობს მაყვალი.

(ბ) ჩვენს მხარეში ზოგიერთი მდინარე სწრაფი არ არის.

(გ) ჩვენს მხარეში ზოგიერთი მდინარის წყალი არ არის ძალიან ცივი.

(დ) ზოგიერთ მდინარეში, რომლის პირასაც მაყვალი ხარობს, წყალი ძალიან ცივია.

(ე) ყველა ძალიან სწრაფი მდინარე, რომელშიც წყალი ძალიან ცივია, ჩვენს მხარეში

ჩამოედინება.

Page 170: ზოგადი უნარები - WordPress.com...5 როგორ იქმნება ზოგადი უნარების ტესტი ზოგადი უნარების

170 654009a

13. ბოლო ათწლეულების განმავლობაში დასავლეთ ევროპისა და ჩრდილო ამერიკის უმაღლეს

სასწავლებლებში მნიშვნელოვნად შემცირდა ჰუმანიტარული დარგების სტუდენტთა

რაოდენობა. ზოგიერთმა მკვლევარმა ეს ტენდენცია იმით ახსნა, რომ ბოლო ათწლეულებში,

პროფესიულ შრომაში ქალთა ჩართულობის ზრდასთან ერთად, ქალ სტუდენტთა სულ უფრო

დიდი წილი ირჩევს სპეციალობად არაჰუმანიტარულ დარგებს.

ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელ ვითარებას შეიძლება ეფუძნებოდეს აღნიშნული ახსნა?

(ა) ბოლო საუკუნის განმავლობაში შრომის ბაზარზე სტაბილურად მცირდება

დამქირავებელთა მოთხოვნა ჰუმანიტარულ განათლებაზე.

(ბ) ჰუმანიტარული დარგების გარდა, ბოლო ათწლეულებში ასევე მნიშვნელოვნად შემცირდა

სტუდენტთა რაოდენობა ზოგიერთ საბუნებისმეტყველო სპეციალობაზე.

(გ) სტატისტიკური მონაცემების თანახმად, ჰუმანიტარული განათლების მქონე პირთა შორის

ყველაზე მეტი ადამიანია დასაქმებული საკუთარი სპეციალობით.

(დ) კვლევების შედეგად, შრომით კმაყოფილების განსაკუთრებით მაღალი დონე დაფიქსირდა

ჰუმანიტარული განათლების მქონე და საკუთარი სპეციალობით დასაქმებულ პირთა

შორის.

(ე) ეკონომიკური კვლევების თანახმად, ბოლო ათწლეულების განმავლობაში ორგანიზაციებში

ძალიან მკვეთრად გაიზარდა განსხვავება ხელმძღვანელ პოზიციებზე დასაქმებულთა და

რიგით თანამშრომელთა ანაზღაურებას შორის.

14. ანა და ნიკო მსჯელობენ:

ანა: ვშიშობ, ნინიკო ავად გახდა.

ნიკო: რატომ ფიქრობ ასე?

ანა: ვიცი, რომ ავად გახდა ან ძალიან ბევრი საქმე აქვს, თორემ დღეს ვარჯიშს არ

გააცდენდა.

ნიკო: და რატომ ფიქრობ, რომ სწორედ ავად გახდა?

ანა: მითხრა, რომ თუ ძალიან ბევრი საქმე ექნებოდა, მაშინ გუშინ კლუბში ვერ წავიდოდა.

ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელი მტკიცება უნდა დაამატოს ანამ, რათა მისი არგუმენტაცია

დამაჯერებელი იყოს?

(ა) ნინიკოს ძალიან ბევრი საქმე აქვს და გუშინ კლუბში არ წასულა.

(ბ) ნინიკოს ძალიან ბევრი საქმე აქვს ან გუშინ კლუბში წავიდა.

(გ) ნინიკო გუშინ კლუბში არ წასულა.

(დ) ნინიკოს ძალიან ბევრი საქმე აქვს.

(ე) ნინიკო გუშინ კლუბში წავიდა.

Page 171: ზოგადი უნარები - WordPress.com...5 როგორ იქმნება ზოგადი უნარების ტესტი ზოგადი უნარების

171 654009a

წაკითხული ტექსტის გააზრება

ყურადღებით წაიკითხეთ და გაიაზრეთ ტექსტი. თითოეული შეკითხვის სავარაუდო

პასუხებიდან აირჩიეთ ის ვარიანტი, რომელიც მართებულია მოცემული ტექსტის მიხედვით.

რამდენიმე წლის წინ თბილისში ერთ ოჯახში სტუმრობისას ცნობილმა მკვლევარმა,

ხელოვნებათმცოდნე დალი ლებანიძემ, ყურადღება მიაქცია პიკასოს გრაფიკულ ნამუშევარს,

“დონ-კიხოტს”. როგორც მასპინძელმა აუხსნა, ეს ლითოგრაფია მას უცხოეთში მცხოვრებმა

ახლობელმა აჩუქა. მკვლევარი გააკვირვა მოლურჯო-მომწვანო ტონალობამ, რომლის მსგავსი

“დონ-კიხოტის” ცნობილ ვერსიებს შორის მანამდე არ ენახა. ყველაფერი ძალიან ძველი ჩანდა:

ქაღალდის დამცავი არშიაც, ჩარჩოც, ჩაჟანგებული ლურსმნებიც. გამადიდებელი მინით

დათვალიერების შემდეგ მკვლევარს ეჭვი გაუჩნდა, რომ მის წინ ორიგინალი იყო. პიკასოს ამ

ნახატს მსოფლიო კარგად იცნობს. მისი ორიგინალი დაკარგულად ითვლება.

პიკასოს “დონ-კიხოტი” 1955 წლის 11 აგვისტოს შეიქმნა. ნამუშევარი მიეძღვნა

სერვანტესის “დონ-კიხოტის” I ტომის გამოცემის 350-ე წლისთავს. მას შემდეგ ეს გრაფიკული

ნახატი ძალიან ხშირად გამოიყენება სერვანტესის წიგნის ილუსტრირებისთვის. იგი მხატვარს

ფრანგული ყოველკვირეული ლიტერატურული გაზეთისთვის შეუკვეთა ცნობილმა მწერალმა,

ლუი არაგონმა, რომელიც იმ დროს ამ გაზეთის რედაქტორი გახლდათ. გაზეთის ეს ნომერი,

ძირითადად, სერვანტესის შემოქმედებას დაეთმო, ბოლო, მეთორმეტე გვერდზე კი პიკასოს

ნახატი დაიბეჭდა. ორიგინალის კვალი მას შემდეგ გაქრა.

მალე ეს გრაფიკული ნამუშევარი ძალიან პოპულარული გახდა. მას იყენებდნენ აფიშებსა

და სხვადასხვა პოლიგრაფიულ გამოცემაში. ცხადია, გაზეთში დაბეჭდილი ნახატი შავ-თეთრი

იყო, შავ-თეთრად ბეჭდავდნენ სხვაგანაც, რადგან სწორედ გაზეთიდან აღებულ ვერსიას

იყენებდნენ; ორიგინალთან შედარების საშუალება არ არსებობდა და ფიქრობდნენ, რომ ის ან

ტუშით, ან ტუშითა და ფუნჯით, ან ნახშირით იყო შესრულებული. ქართველი მკვლევრის

აზრით კი, ორიგინალი შესრულებულია ფლომასტერით და არც შავ-თეთრია, ორი ფერის

ფლომასტერით არის დახატული - ღია მომწვანო-მოლურჯო და უფრო ინტენსიური ლურჯით.

საინტერესოა, რომელი წლიდან ხატავდა პიკასო ფლომასტერით. ცნობილია, რომ

ფლომასტერი 1960 წლიდან არის მასობრივ წარმოებაში. იქნებ პიკასოსთვის გაცილებით ადრე

გახდა ხელმისაწვდომი ეს ახალი ტექნოლოგია? მომდევნო წლებში მას სხვა ნახატებიც აქვს

შესრულებული ფლომასტერით. მაგრამ ხომ შეიძლებოდა, წლების წინ ვიღაცას ამავე

ტექნოლოგიით შეესრულებინა “დონ კიხოტის” ასლი?

დალი ლებანიძის აზრით, “ხაზების წყობის ამგვარი თავისუფლება პიკასოსთვის არის

დამახასიათებელი. განსაზღვრულ არეში ხატვის ასეთი სპონტანური ბუნების გამეორება ან

კოპირება სრულიად შეუძლებელია.” მისი თქმით, ნახატის მხოლოდ ერთი ტონალობით

გამოქვეყნება გაზეთის სპეციფიკით იყო განპირობებული. მასში ფერადი ილუსტრაციები არ

იბეჭდებოდა. მკვლევარმა გააკეთა სავარაუდო ორიგინალის კომპიუტერული შავ-თეთრი

ანაბეჭდი, რომელიც აბსოლუტური სიზუსტით იმეორებდა “დონ-კიხოტის” საყოველთაოდ

გავრცელებულ ვერსიას. ამასთან, თბილისში აღმოჩენილი ნამუშევრისა და ფრანგულ

ლიტერატურულ გაზეთში დაბეჭდილი “დონ-კიხოტის” ზომები ზუსტად დაემთხვა

ერთმანეთს. აქვე ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ ნახატის ორიგინალურობის დადასტურებას

სპეციალური კომისიის დასკვნა სჭირდება, რომელიც ჯერ არ ჩანს.

Page 172: ზოგადი უნარები - WordPress.com...5 როგორ იქმნება ზოგადი უნარების ტესტი ზოგადი უნარების

172 654009a

15. ტექსტის თანახმად, გრაფიკული ნამუშევარი “დონ-კიხოტი”:

(ა) უცხოეთში აჩუქეს მის ამჟამინდელ ქართველ პატრონს; ის პიკასოს “დონ-კიხოტის”

დაკარგული ორიგინალი აღმოჩნდა.

(ბ) თბილისში აღმოაჩინა ერთმა მკვლევარმა; ნახატს თანამედროვე ჩარჩო და ქაღალდის

დამცავი არშია აქვს.

(გ) მსოფლიოსთვის კარგად არის ცნობილი, თუმცა, თბილისში აღმოჩენილი ნახატი ცნობილი

ვერსიისგან ტონალობით განსხვავდება.

(დ) პიკასოს ილუსტრაციის საუკეთესო ასლი აღმოჩნდა, რაც ქართველმა მკვლევარმა

დათვალიერებისთანავე განაცხადა.

16. რატომ ეგონათ, რომ პიკასოს “დონ-კიხოტი” შესრულებული იყო ტუშით, ან ტუშითა და

ფუნჯით, ან ნახშირით?

(ა) მსჯელობდნენ გაზეთში დაბეჭდილი შავ-თეთრი ვერსიის მიხედვით, რადგან ორიგინალი

არ ჰქონდათ ნანახი.

(ბ) იმ პერიოდში ლიტერატურული გაზეთისთვის შეკვეთებს ძირითადად ამ ტექნოლოგიით

ასრულებდნენ.

(გ) პოლიგრაფიულ გამოცემებში უფრო ხშირად ტუშითა და ფუნჯით შესრულებულ ნახატებს

იყენებდნენ.

(დ) ორიგინალის ტონალობა მომწვანო-მოლურჯოა და პიკასო ხშირად ხატავდა მწვანე ან

ლურჯი ტუშით.

17. მკვლევარმა დალი ლებანიძემ ივ მონტანის ბიოგრაფიულ წიგნში მოიძია ასეთი ჩანაწერი:

“1951 წელს, როდესაც სიმონა სინიორე და ივ მონტანი დაქორწინდნენ, პიკასომ მათ საჩუქრად

მიართვა ფლომასტერით შესრულებული ნახატი, რაც იმ დროს იშვიათობას წარმოადგენდა”.

ტექსტის გათვალისწინებით, ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომლის არგუმენტად შეიძლება

გამოვიყენოთ ეს ინფორმაცია?

(ა) ფლომასტერის მასობრივი წარმოება 1960 წლიდან კი არ დაწყებულა, არამედ, როგორც ჩანს,

უფრო ადრე - 1951 წლიდან.

(ბ) 1960 წლის შემდეგ პიკასოს ბევრი ნამუშევარი აქვს დახატული ფლომასტერით; შესაძლოა

ლუი არაგონის შეკვეთაც ამ ტექნიკით შეასრულა.

(გ) რადგან ფლომასტერი 1951 წელს იშვიათობას წარმოადგენდა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ

პიკასოს გრაფიკული ნახატი ამ ტექნიკით შეესრულებინა.

(დ) რადგან პიკასოს ფლომასტერით 1955 წლამდეც დაუხატავს, შეიძლება დავუშვათ, რომ

“დონ-კიხოტი” ამავე ტექნოლოგიით შეასრულა.

Page 173: ზოგადი უნარები - WordPress.com...5 როგორ იქმნება ზოგადი უნარების ტესტი ზოგადი უნარების

173 654009a

18. რას გულისხმობს მკვლევრის სიტყვები, რომლებიც ბოლო აბზაცშია ციტირებული?

ეს გრაფიკული ნამუშევარი:

(ა) არ შეიძლება იყოს ასლი, რადგან მასში ჩანს პიკასოს ხატვის უშუალო, თავისთავადი

ბუნება, რისი მიბაძვაც, მით უმეტეს, ამ ფორმატზე, თითქმის გამორიცხულია.

(ბ) შეუძლებელია ასლი არ იყოს, რადგან აქ არ ჩანს პიკასოს ხატვის თავისუფალი ბუნება,

განსაზღვრულ არეში ზუსტად შესრულებული ორიგინალისეული ხაზების წყობით.

(გ) არ შეიძლება იყოს ასლი, რადგან მასში ჩანს პიკასოს ხატვის სპონტანური ხასიათი,

განსაზღვრულ ფორმატზე კი ეს იოლად მისაღწევი უნდა ყოფილიყო.

(დ) შეუძლებელია ასლი არ იყოს, რადგან აქ ჩანს პიკასოს ხატვის მანერის ზედმიწევნით

ზუსტად მიბაძვის მცდელობა, ხაზების წყობის იმგვარივე თავისუფლება.

19. რატომ გააკეთა მკვლევარმა თბილისში აღმოჩენილი ნამუშევრის კომპიუტერული შავ-

თეთრი ანაბეჭდი?

(ა) თუ შავ-თეთრი ანაბეჭდი ზუსტად გაიმეორებდა ფრანგული გაზეთიდან ამობეჭდილ

ვერსიას, მკვლევარი დარწმუნდებოდა, რომ თბილისში აღმოჩენილი ნახატი პიკასოს

ნამუშევრის საუკეთესო ასლია.

(ბ) თუ თბილისში აღმოჩენილი ნახატის კომპიუტერული შავ-თეთრი ანაბეჭდის ტონალობა

ზუსტად არ გაიმეორებდა აფიშებისა და პოლიგრაფიული გამოცემების ვერსიის

ტონალობას, მკვლევარი დარწმუნდებოდა, რომ მის წინ პიკასოს ორიგინალი იყო.

(გ) თუ შავ-თეთრი ანაბეჭდი ზუსტად დაემთხვეოდა გაზეთიდან გავრცელებულ ვერსიას,

რომელიც ორიგინალიდან გაკეთდა, მაშინ მკვლევარს კიდევ უფრო გაუმყარდებოდა აზრი,

რომ თბილისში აღმოჩენილი მოლურჯო-მომწვანო ვერსია პიკასოს ხელით არის

დახატული.

(დ) თუ თბილისში აღმოჩენილი ნახატის კომპიუტერული ანაბეჭდის ზომა დაემთხვეოდა

ფრანგულ გაზეთში დაბეჭდილი “დონ-კიხოტის” ზომას, მკვლევარი დარწმუნდებოდა,

რომ საყოველთაოდ ცნობილი შავ-თეთრი ვერსია გაზეთიდან გავრცელდა.

Page 174: ზოგადი უნარები - WordPress.com...5 როგორ იქმნება ზოგადი უნარების ტესტი ზოგადი უნარების

174 654009a

20. ქვემოთ მოცემულია განხილულ საკითხთან დაკავშირებული რამდენიმე თვალსაზრისი.

მათგან რომელი არ არის მართებული ტექსტის მიხედვით?

(ა) ლუი არაგონის რედაქტორობით გამოცემულ ლიტერატურულ გაზეთში ფერადი

ილუსტრაციები არ იბეჭდებოდა. შესაძლოა, სწორედ ამ სპეციფიკამ განსაზღვრა

გავრცელებული ვერსიისა და ორიგინალის ტონალობათა სხვაობა.

(ბ) მას შემდეგ, რაც ორიგინალი დაიკარგა, გავრცელებულ ასლებს მას ვერ შეადარებდნენ და

ამიტომ ამ ასლების ტონალობამ ბევრს აფიქრებინა, რომ ორიგინალი ან ტუშით იყო

შესრულებული, ან - ნახშირით.

(გ) პიკასოს “დონ-კიხოტი” მწვანე და ლურჯი ფლომასტერებით არის შესრულებული და ამავე

ტექნოლოგიით წლების წინ მისი რეპროდუცირება სრულიად წარმოუდგენელი იყო.

(დ) რამდენიმე არგუმენტი არსებობს თბილისში აღმოჩენილი ნახატის ორიგინალობის

დასამტკიცებლად, თუმცა, ეს პოზიცია ჯერ არ არის საყოველთაოდ აღიარებული.

Page 175: ზოგადი უნარები - WordPress.com...5 როგორ იქმნება ზოგადი უნარების ტესტი ზოგადი უნარების

175 654009a

ანალოგიები

ამ სახის დავალებებში მოცემულია მუქი შრიფტით გამოკვეთილი ორი სიტყვა (საწყისი

წყვილი), რომელთა მნიშვნელობებს შორის არსებობს გარკვეული მიმართება. დაადგინეთ, რა სახისაა

ეს მიმართება.

სავარაუდო პასუხთა ყოველ ვარიანტში ასევე მოცემულია მნიშვნელობით ურთიერთ-

დაკავშირებული სიტყვების წყვილი. აირჩიეთ მათგან ის წყვილი, რომელშიც სიტყვათა

მნიშვნელობებს შორის მიმართება საწყის წყვილში არსებული მიმართების მსგავსია

(ანალოგიურია). პასუხის არჩევისას გაითვალისწინეთ წყვილებში სიტყვათა თანმიმდევრობა.

21. გეგმავს : დაგეგმილი

(ა) ზომავს : ზუსტი

(ბ) იცავს : ჭეშმარიტი

(გ) კინძავს : გაბნეული

(დ) უვლის : მზრუნველი

(ე) ასაიდუმლოებს : დაფარული

22. თვალი : გუგა

(ა) ხრტილი : ფარფლი

(ბ) ძარღვი : კაპილარი

(გ) უჯრედი : ბირთვი

(დ) კუნთი : მყესი

(ე) აპკი : კანი

23. ინსცენირება : გარდასახვით

(ა) ოპერაცია : დიაგნოზით

(ბ) ინაუგურაცია : ნდობით

(გ) დეპორტაცია : იძულებით

(დ) ფალსიფიკაცია : შეცდომით

(ე) დიფერენციაცია : დაჯგუფებით

24. ვულკანი : ლავა

(ა) ნამქერი : ქარი

(ბ) კოცონი : კვამლი

(გ) ნალექი : მეწყერი

(დ) უდაბნო : გვალვა

(ე) ცუნამი : სანაპირო

25. წინდაწინ : კვალდაკვალ

(ა) მყის : უეცრად

(ბ) ძლივს : თითქმის

(გ) უფრო : თანდათან

(დ) მანამდე : ამიერიდან

(ე) ხშირად : მრავალგზის

Page 176: ზოგადი უნარები - WordPress.com...5 როგორ იქმნება ზოგადი უნარების ტესტი ზოგადი უნარების

176 654009a

26. მესვეური : წარმართავს

(ა) ადვოკატი : პასუხს აგებს

(ბ) მეცენატი : მფარველობს

(გ) ქომაგი : რჩევას აძლევს

(დ) მეურვე : ასწავლის

(ე) მოკავშირე : იცავს

წინადადებების შევსება

მოცემულია წინადადებები, რომლებშიც გამოტოვებულია რამდენიმე სიტყვა.

გამოტოვებული სიტყვები წინადადებაში ხაზებითაა აღნიშნული. ერთი ხაზი ზოგჯერ ერთ

სიტყვას გულისხმობს, ზოგჯერ კი - რამდენიმეს.

სავარაუდო პასუხთა ყოველი ვარიანტი შეიცავს სიტყვათა ჯგუფს, რომლის ნაწილები

ერთმანეთისგან დახრილი ხაზებითაა (/) გამიჯნული. აირჩიეთ პასუხის ის ვარიანტი, რომლის

თითოეული ნაწილის თანმიმდევრულად ჩასმა შესაბამის გამოტოვებულ ადგილებში

აზრობრივად გამართულ წინადადებას მოგვცემს.

27. ჩვენ რომ დედამიწაზე კი არა, ვთქვათ, პლანეტა ვენერაზე გვეცხოვრა, რომლის მძლავრი

ატმოსფერო ----- მზერისთვის, სამყაროს უდიდესი ნაწილი ჩვენთვის ----- იქნებოდა, ----- ციურ

მნათობებს და მათს მოძრაობას. ----- ბუნების უმთავრეს კანონთა აღმოჩენა, მაგალითად,

მსოფლიო მიზიდულობის კანონისა, მრავალი ----- .

(ა) სრულიად გაუმჭვირვალეა / ადვილად შესაცნობი / ვეღარ დავინახავდით / მიუხედავად

ამისა, / წლით უფრო ადრე იქნებოდა შესაძლებელი

(ბ) სავსებით გამჭვირვალეა / ნაკლებად უცნობი / თავისუფლად დავაკვირდებოდით /

მიუხედავად ამისა, / წლით უფრო ადრე იქნებოდა შესაძლებელი

(გ) სავსებით გამჭვირვალეა / ადვილად შესაცნობი / კარგად დავაკვირდებოდით / ამიტომ /

ასწლეულით გადაიდებოდა

(დ) სრულიად გაუმჭვირვალეა / უცნობი / ვეღარ დავინახავდით / ამიტომ / ასწლეულით

გადაიდებოდა

Page 177: ზოგადი უნარები - WordPress.com...5 როგორ იქმნება ზოგადი უნარების ტესტი ზოგადი უნარების

177 654009a

28. იმ კულტურებში, სადაც ბავშვებს ნაკლები ფიზიკური სტიმულაცია აქვთ, ისინი სიარულს

შედარებით გვიან იწყებენ. ----- , ყველა ჯანმრთელი ახალშობილისთვის გადაადგილების

უნარის განვითარების საფეხურების თანმიმდევრობა ----- . მაგალითად, ამერიკელი

ინდიელები ბავშვებს ზურგზე მოსაკიდებელი მჭიდროდ შეკრული არტახებით ატარებენ, რაც

აფერხებს სიარულის სწავლას, ----- ბავშვი გათავისუფლდება არტახებისგან, იგი ლოკომოციის

განვითარების ----- .

(ა) თუმცა / ერთნაირია / მაგრამ როგორც კი / ზუსტად იმავე საფეხურებს გაივლის

(ბ) შესაბამისად / სხვადასხვაა / თუმცა, როგორც კი / ზოგიერთ საფეხურს გამოტოვებს

(გ) მიუხედავად ამისა / სხვადასხვაა / ამიტომ, როდესაც / ზოგიერთ საფეხურს გამოტოვებს

(დ) აქედან გამომდინარე / ერთნაირი როდია / და როდესაც / ზუსტად იმავე საფეხურებს

გაივლის

29. მნიშვნელოვანია, ერთმანეთისაგან განვასხვაოთ ადვილი და მარტივი: თუკი რაღაც წესი, ----- ,

ოდესღაც დამკვიდრდა და ტრადიციასა და რუტინაში მყარად გაიდგა ფესვი, მის მიხედვით

ქცევა ----- ; ხოლო იმის აღმოჩენა, რაც ----- , შემდეგ კი ამ აღმოჩენის შესაბამისად მოქმედება,

----- .

(ა) თუნდაც ხელოვნური და რთული / ადვილია / მარტივი და სადაა / უაღრესად ძნელია

(ბ) მართლაც მარტივი და სადა / საკმაოდ ადვილია / ხელოვნური და რთულია / ასევე ძნელია

(გ) თუნდაც მარტივი და სადა / მართლაც ძნელია / ხელოვნური და რთულია / ადვილი და

მარტივია

(დ) მართლაც ხელოვნური და რთული / ძნელია / მარტივი და სადაა / ასევე ძალიან მარტივი

და ადვილია

30. უსაფრთხოებისკენ სწრაფვის მნიშვნელობის ----- . ეს სწრაფვა ----- გვხვდება ბუნებაში, მას

----- პატარა ბავშვები. საფრთხისაგან მუდმივად მალვა საბოლოო ჯამში ----- . თანაც, სიცოცხლე

ხომ მხოლოდ მაშინ არის სიცოცხლე, თუ ის სარისკო თავგადასავალია!

(ა) დაკნინება სერიოზული შეცდომაა / არ / განიცდიან მხოლოდ / სულაც არ არის უსაფრთხო

(ბ) გაზვიადება დიდწილად ცრურწმენაა / არ / არ განიცდიან / სულაც არ არის უსაფრთხო

(გ) დაკნინება სერიოზული შეცდომაა / ყველგან / არ განიცდიან მხოლოდ / უსაფრთხოების

ერთადერთი გარანტიაა

(დ) გაზვიადება დიდწილად ცრურწმენაა / ყველგან / არ განიცდიან მხოლოდ / უსაფრთხოების

ერთადერთი გარანტიაა

Page 178: ზოგადი უნარები - WordPress.com...5 როგორ იქმნება ზოგადი უნარების ტესტი ზოგადი უნარების

178 654009a

ლოგიკა

ამ სახის დავალებები განსხვავდება ერთმანეთისგან წინასწარი მონაცემებისა და

გამოსატანი დასკვნების თვალსაზრისით. ამიტომ განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ

შეკითხვას, რომელიც ახლავს თითოეულ დავალებას და მოცემული ვარიანტებიდან აირჩიეთ

შესაბამისი პასუხი.

ზოგიერთ შეკითხვაზე პასუხის გაცემას გაგიადვილებთ მონაცემების გამოსახვა ნახაზის

ან დიაგრამის ფორმით.

31. სხვადასხვა სახეობის ცხოველები მნიშვნელოვნად განსხვავდებიან ერთმანეთისგან იმის

მიხედვით, თუ რამდენად სწრაფად და წარმატებით სწავლობენ ადამიანთა მიერ საგნებზე

მითითების ჟესტის გაგებას და გამოყენებას. ამ მხრივ სპილო ყველა სხვა სახეობაზე უფრო

“ნიჭიერია”. ექსპერიმენტების საფუძველზე ზოგიერთი მკვლევარი ვარაუდობს, რომ სპილოებს,

სხვა ცხოველთაგან განსხვავებით, ადამიანის მიერ ხელით მითითების გაგება წინასწარი

წვრთნის გარეშე შეუძლიათ.

ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელი ვითარება განამტკიცებს ყველაზე მეტად აღნიშნულ

ვარაუდს?

(ა) სხვადასხვა სახეობის ცხოველებში მითითების ჟესტის გაგების უნარის საკვლევად

ექსპერიმენტები ჩატარდა როგორც მოშინაურებულ, ისე ნაკრძალებსა და ველურ ბუნებაში

მცხოვრებ ინდივიდებზე.

(ბ) აღნიშნული ვარაუდის ავტორებმა ექსპერიმენტები ჩაატარეს მოშინაურებულ სპილოებზე,

რომელთაც ადგილობრივი მოსახლეობა ტურისტების ტრანსპორტირებისთვის იყენებს.

(გ) მითითების ჟესტის გაგების უნარის საკვლევად სხვადასხვა სახეობის ცხოველებზე

ჩატარებულმა ექსპერიმენტებმა აჩვენა, რომ ზოგიერთი ცხოველი ამ ჟესტის გაგებას

თვითონ ექსპერიმენტის მსვლელობისას სწავლობს.

(დ) სპილოებში მითითების ჟესტის გაგების უნარის საკვლევად ექსპერიმენტები ჩატარდა

მხოლოდ ზრდასრულ, ასაკოვან ინდივიდებზე.

(ე) ექსპერიმენტების შედეგად გამოვლინდა, რომ სპილოებს ზოგიერთ სხვა ცხოველზე უფრო

მეტად უჭირთ ადამიანის მიერ მზერით, ხელის გამოყენების გარეშე, მითითების გაგება.

32. მოცემულია ორი დებულება:

არც ერთი დიდი ქალაქი არ გამოირჩევა სისუფთავით.

ზოგიერთ დიდ ქალაქში ცხოვრების ხარჯები ძალიან მაღალია.

ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელი გამომდინარეობს ამ ორი დებულებიდან?

(ა) ზოგიერთ გამორჩეულად სუფთა ქალაქში ცხოვრების ხარჯები არ არის მაღალი.

(ბ) ზოგიერთ გამორჩეულად სუფთა ქალაქში ცხოვრების ხარჯები მაღალია.

(გ) ზოგიერთი ქალაქი, რომელშიც ცხოვრების ხარჯები ძალიან მაღალია, სისუფთავით არ

გამოირჩევა.

(დ) ზოგიერთი დიდი ქალაქი სისუფთავით არ გამოირჩევა, სამაგიეროდ, მათში ცხოვრების

ხარჯები მაღალი არ არის.

(ე) ზოგიერთი ქალაქი სისუფთავით გამოირჩევა და მასში ცხოვრების ხარჯები ძალიან

მაღალია, მაგრამ ასეთთა შორის დიდ ქალაქებს ვერ შეხვდებით.

Page 179: ზოგადი უნარები - WordPress.com...5 როგორ იქმნება ზოგადი უნარების ტესტი ზოგადი უნარების

179 654009a

33. თეამ საახალწლოდ სხვადასხვა ფერის – მწვანე, ლურჯი, წითელი და ყვითელი – ყუთით 4

საჩუქარი მიიღო. ოთხივე საჩუქარს სხვადასხვა წონა და მოცულობა აქვს. მოცემულია შემდეგი

ცნობები ყუთების შესახებ:

მწვანე ყუთი არც წონით და არც მოცულობით არ არის ბოლო ადგილზე ამ ოთხიდან.

წითელი ყუთი ყვითელ ყუთზე მძიმეც არის და მოცულობითაც აღემატება მას.

ლურჯ ყუთს დანარჩენ სამზე უფრო მეტი აქვს მოცულობა ან წონა - ერთ-ერთი მაინც.

ყვითელი ყუთი ყუთებს შორის მეორე ადგილზეა მოცულობით ან წონით - ერთ-ერთით

მაინც.

ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელია აუცილებლად ჭეშმარიტი?

მწვანე ყუთი:

(ა) წონითაც და მოცულობითაც ჩამორჩება წითელს.

(ბ) მხოლოდ ერთ-ერთი პარამეტრით ჩამორჩება ლურჯს.

(გ) მხოლოდ ყვითელ ყუთს უსწრებს რომელიმე პარამეტრით.

(დ) წონითაც და მოცულობითაც ერთსა და იმავე ადგილზეა ოთხს შორის.

(ე) ოთხ ყუთს შორის სხვადასხვა ადგილზეა თავისი წონისა და მოცულობის მიხედვით.

34. დათო, ნათია, ქეთი და გიორგი სწავლობენ სხვადასხვა აღმოსავლურ ენას: ჩინურს,

იაპონურს, კორეულსა და არაბულს. ამასთან, თითოეული მათგანი მხოლოდ ერთ ენას

სწავლობს. ცნობილია, რომ ქვემოთ მოცემული ოთხი მტკიცებიდან მხოლოდ ერთია მართალი.

დათო სწავლობს არაბულს.

ქეთი არ სწავლობს ჩინურს.

ნათია არ სწავლობს არაბულს.

გიორგი არ სწავლობს არაბულს.

რომელ ენას სწავლობს ქეთი?

(ა) ჩინურს

(ბ) არაბულს

(გ) კორეულს

(დ) იაპონურს

(ე) მოცემული ინფორმაცია საკმარისი არ არის ამის დასადგენად

Page 180: ზოგადი უნარები - WordPress.com...5 როგორ იქმნება ზოგადი უნარების ტესტი ზოგადი უნარების

180 654009a

წაკითხული ტექსტის გააზრება ყურადღებით წაიკითხეთ და გაიაზრეთ ტექსტი. თითოეული შეკითხვის სავარაუდო

პასუხებიდან აირჩიეთ ის ვარიანტი, რომელიც მართებულია მოცემული ტექსტის მიხედვით.

ცხოველებს შორის დელფინები გამოირჩევიან ყველაზე ხანგრძლივი სოციალური

მეხსიერებით. თავიანთ სოციალურ კავშირებში რომ არ დაიბნენ, ისინი იყენებენ სახელებს -

ერთგვარ ხმოვან სიგნალებს, ე. წ. სტვენა-ავტოგრაფებს, რომლებიც ყოველი ინდივიდისთვის

უნიკალურია. როცა სხვებს მიმართავს, დელფინი ჯერ თავს “წარუდგენს” მათ - დაუსტვენს

თავის “სახელს” და მხოლოდ ამის შემდეგ იწყებს “საუბარს”. თავის მხრივ, სხვა დელფინები,

როცა გადაწყვეტენ, “დაელაპარაკონ” მეგობარს, მას “სახელით” მიმართავენ, რისთვისაც ბაძავენ

მისთვის დამახასიათებელ სტვენას.

დელფინები ჯგუფურად ცხოვრობენ, თუმცა, ყოველ მათგანს შეუძლია, წავიდეს

“მეზობლებთან”, ცოტა ხნით იცხოვროს მათთან, შემდეგ კი ისევ დაუბრუნდეს თავის

თანაგუნდელებს. ამგვარი სოციალური ორგანიზაციის პირობებში დელფინებისთვის

მნიშვნელოვანია, იცოდნენ, ვინ არის მათთან მოსული – უცნობი თუ მოგზაურობიდან

დაბრუნებული ძველი მეგობარი. “სახელის” ცოდნისა და მისი დამახსოვრების გარეშე ამის

გაგება ძნელია.

ჩიკაგოს უნივერსიტეტის მკვლევრებმა, ჯეისონ ბრუკმა და მისმა კოლეგებმა, თავიანთი

ექსპერიმენტისთვის გამოიყენეს ბიოსადგურებსა და ზოოპარკებში სხვადასხვა დროს

მცხოვრები დელფინების ხმების აუდიოჩანაწერები. მკვლევრები თავადაც იწერდნენ

სხვადასხვა ასაკის როგორც მდედრი, ისე მამრი დელფინების ხმოვან სიგნალებს. ყოველი

დელფინი, რომლის ხმებსაც იწერდნენ, დროდადრო გადაჰყავდათ ერთი ადგილიდან მეორეზე,

და ამ გადაადგილებების ისტორიას ზუსტად აღნუსხავდნენ. იმ დელფინებს შორის, რომელთა

ჩაწერა მოხერხდა, იყვნენ სულ პატარა - 4 თვის, და საკმაოდ ხანდაზმული – 47 წლის

ინდივიდები.

მკვლევრებმა ეს აუდიოჩანაწერები მოასმენინეს სხვა დელფინებს. ხმები, რომლებსაც

ექსპერიმენტში მონაწილე დელფინები ისმენდნენ, ეკუთვნოდა როგორც მათთვის ნაცნობ, ისე

უცნობ ინდივიდებს. ნაცნობი დელფინებიდან ზოგი იყო ისეთი, რომელიც მათ სულ რამდენიმე

თვე არ ჰყავდათ ნანახი, ზოგი კი – ცხრამეტი ან ოცი წლის განმავლობაში. დელფინები არ

რეაგირებდნენ მათთვის უცნობ ხმაზე, თუნდაც ის მათივე ასაკისა და სქესის დელფინის

ყოფილიყო. მაგრამ თუ ხმის პატრონი ოდნავ მაინც იყო მათთვის ნაცნობი, დელფინები უმალვე

პასუხობდნენ მას, უახლოვდებოდნენ ხმის გამომცემ დინამიკს და ცდილობდნენ მასთან

“გამოლაპარაკებას”. ერთხელ დედა დელფინმა შვილიც კი მიიყვანა თავისი ძველი მეგობრის

ხმის მოსასმენად.

გაირკვა, რომ დელფინებს ძველი მეგობრების სახელები შეიძლება ახსოვდეთ მრავალი

წლის განმავლობაში. მაგალითად, ორმა მდედრმა დელფინმა ხმით იცნო ერთმანეთი,

მიუხედავად იმისა, რომ მათი დაშორებიდან 20 წელზე მეტი იყო გასული. დელფინებისთვის

ხმის დამახსოვრება ყველაზე მოსახერხებელი გზაა სოციალური ურთიერთობების

შესანარჩუნებლად: დელფინების სტვენა-ავტოგრაფი არ იცვლება დაახლოებით წლინახევრის

ასაკიდან სიცოცხლის ბოლომდე. მაშინაც კი, თუ დელფინი გარეგნულად შეიცვლება,

მოიმატებს ზომებში, კანზე ნაიარევები ან ლაქები გაუჩნდება, თანაგუნდელები მას მაინც

იცნობენ ხმით.

მკვლევრები აღნიშნავენ, რომ დელფინების ხანგრძლივი სოციალური მეხსიერება

გამოიხატება არა მარტო საკუთარი თანაგუნდელების სახასიათო ხმების, არამედ ძველ

ნაცნობებთან ურთიერთობის ხასიათის დამახსოვრებაშიც. მაგალითად, როდესაც ორ მამრ

დელფინს მოასმენინეს ოდესღაც იქ მცხოვრები ორი დომინანტური მამრი დელფინის ხმა, მათ

ქცევას სიფრთხილე და გარკვეული შეშფოთება დაეტყო, თითქოსდა ისინი “უფროსისგან

დატუქსვას” ელოდნენ.

Page 181: ზოგადი უნარები - WordPress.com...5 როგორ იქმნება ზოგადი უნარების ტესტი ზოგადი უნარების

181 654009a

35. სიტყვა “ავტოგრაფი” ლექსიკონებში განმარტებულია, როგორც ადამიანის ხელმოწერა, მის

მიერ საკუთარი ხელით რაიმეზე გაკეთებული წარწერა. რა მიზნითაა გამოყენებული ტექსტში

ეს სიტყვა?

იმის მისანიშნებლად, რომ:

(ა) დელფინები, ადამიანების მსგავსად, სოციალური არსებები არიან და სტვენა-სახელებს

იყენებენ.

(ბ) დელფინების სტვენა-ავტოგრაფები ერთგვარი წარწერების სახით არსებობს მათი

თანაგუნდელების მეხსიერებაში.

(გ) დელფინები მხოლოდ სახელებით არჩევენ ერთმანეთისგან ნაცნობ და უცნობ ინდივიდებს.

(დ) ყოველი სტვენა-ავტოგრაფი მხოლოდ მისი მფლობელი დელფინისთვისაა

დამახასიათებელი.

36. II აბზაცის მიხედვით, დელფინი უსტვენს თავის სახელს, რათა:

(ა) შეახსენოს სხვა დელფინებს თავისი სახელი.

(ბ) დაემორჩილოს გუნდში მიღებულ წესებს.

(გ) გააგებინოს თანაგუნდელებს, თუ ვინ არის.

(დ) ამცნოს სხვა გუნდის წევრებს, რომ სურს, გახდეს მათი თანაგუნდელი.

37. რა იყო ის ძირითადი საკითხი, რომლის გარკვევას შეეცადნენ მკვლევრები თავიანთი

ექსპერიმენტის მეშვეობით?

(ა) რატომ არ რეაგირებდნენ დელფინები უცნობ ხმოვან სიგნალებზე, თუნდაც ის მათივე

ასაკისა და სქესის დელფინისა ყოფილიყო.

(ბ) როგორ მოქმედებს ერთ ზოოპარკში თუ ბიოსადგურში ცხოვრების ხანგრძლივობა ამა თუ

იმ დელფინის სტვენის ამოცნობის სისწრაფეზე.

(გ) რამდენი ხნის განმავლობაში შეიძლება ახსოვდეთ სხვადასხვა ასაკისა თუ სქესის

დელფინებს თავიანთი ნაცნობი დელფინების “სტვენა-სახელები”.

(დ) რამდენი თვე ან წელია საჭირო, რომ ამა თუ იმ ასაკის ან სქესის დელფინმა დაიმახსოვროს

თავისი თანაგუნდელის “სტვენა-სახელი”.

38. ბოლო აბზაცში მოყვანილი მაგალითიდან გამომდინარე, რა დასკვნის გამოტანაა

შესაძლებელი დელფინების გუნდში ურთიერთობის ხასიათის შესახებ?

(ა) დელფინების გუნდის წევრები განსხვავდებიან თავიანთი სოციალური სტატუსით.

(ბ) დელფინებისთვის დამახასიათებელია დასჯა-დაშინებაზე დამყარებული ურთიერთობა.

(გ) დელფინები ყოფილი თანაგუნდელების მიმართ იჩენენ სიფრთხილესა და მორჩილებას.

(დ) დელფინებს შორის არსებული კონფლიქტი მრავალი წლის განმავლობაში ინარჩუნებს

სიმწვავეს.

Page 182: ზოგადი უნარები - WordPress.com...5 როგორ იქმნება ზოგადი უნარების ტესტი ზოგადი უნარების

182 654009a

39. ინგლისელმა მკვლევრებმა ექსპერიმენტი ჩაატარეს: ისინი ვიდეოფირზე იღებდნენ

რამდენიმე ცხენს. მათი ჯოგის დანარჩენი წევრები გვერდით ისე მიდიოდნენ, რომ ამ ცხენების

მხედველობის ველში ვერ ხვდებოდნენ. პარალელურად ექსპერიმენტში მონაწილე ცხენებს

ასმენინებდნენ გვერდით მიმავალი ან სულ სხვა, მათთვის უცნობი ცხენის ჭიხვინის

აუდიოჩანაწერს. თუ მოსმენილი ჭიხვინი გვერდით მიმავალ ცხენს ეკუთვნოდა, ექსპერიმენტში

მონაწილე ცხოველი თავის საქმეს არ წყდებოდა, ხოლო თუ ჭიხვინი მისთვის უცნობ ცხენს

ეკუთვნოდა, ის მყისვე შემობრუნდებოდა, თითქოსდა ამბობდა: “ეს ხომ შენ არ იყავი”.

ცხენების შესახებ ზემოთ მოცემული ინფორმაცია უშუალოდ ეხმიანება ტექსტის:

(ა) I აბზაცს

(ბ) II აბზაცს

(გ) III აბზაცს

(დ) IV აბზაცს

40. ტექსტის მთავარი მიზანია:

(ა) დაგვანახოს, როგორ ხდებოდა იმ ექსპერიმენტული მასალის მოპოვება, რომელიც

საფუძვლად დაედო დელფინების ქცევის შესახებ ცოდნის დაგროვებას.

(ბ) გაგვაცნოს დელფინების ის კონკრეტული თავისებურება, რომელიც მათ ერთმანეთის

იდენტიფიცირებაში უწყობს ხელს.

(გ) გამოავლინოს ის ფაქტორები, რომლებმაც განაპირობა დელფინებს შორის ურთიერთობის

ხასიათი.

(დ) დელფინთა მაგალითზე გვიჩვენოს, როგორ ხდება ცხოველთა სამყაროს შეგუება გარემო

პირობებთან.

Page 183: ზოგადი უნარები - WordPress.com...5 როგორ იქმნება ზოგადი უნარების ტესტი ზოგადი უნარების

183 654009b

მათემატიკური ნაწილი

III ტესტის მათემატიკურ ნაწილზე მუშაობისას გაითვალისწინეთ:

ნახაზები, რომლებიც თან ერთვის ზოგიერთ დავალებას, არ არის შესრულებული

დავალების პირობაში მითითებული ზომების ზუსტი დაცვით. ამიტომ მონაკვეთების სიგრძის ან სხვა სიდიდეების შესახებ დასკვნის გამოტანისას ნუ დაეყრდნობით ნახაზის

ზომებს. ყურადღება გაამახვილეთ დავალების პირობაზე; თუ ნახაზზე მოცემული სწორი ხაზის შესახებ ამოცანის პირობაში დამატებით არაფერია

ნათქვამი, მაშინ უნდა ჩათვალოთ, რომ ეს სწორი ხაზი წრფეა ან მისი ნაწილი;

ტესტში გამოყენებულია რიცხვთა ჩაწერის მხოლოდ ათობითი პოზიციური სისტემა. მათემატიკური აღნიშვნები და ფორმულები:

1. ნული არც დადებითია და არც უარყოფითი;

1 არ არის მარტივი რიცხვი.

2. პროცენტი: a რიცხვის k% არის .

3. ხარისხი: an = a · a · a · ...· a (n-ჯერ)

an · am = an + m an : am = an – m (an)m = an · m

4. პროპორცია: თუ , მაშინ ad = bc.

5. სიჩქარე: dro

manZilisiCqare

6. საშუალო არითმეტიკული:

raodenoba monacemTa

jami monacemTasaSualo monacemTa

7. ალბათობა: თუ ყველა ელემენტარული

ხდომილობა თანაბრად მოსალოდნელია, მაშინ

ხდომილობის ალბათობა ტოლია ამ ხდომილობის

ხელშემწყობ ელემენტარულ ხდომილობათა

რაოდენობის შეფარდებისა ელემენტარულ

ხდომილობათა საერთო რაოდენობასთან.

თუ ამოცანის პირობაში საწინააღმდეგო არაა

ნათქვამი, ყოველთვის იგულისხმება, რომ

ელემენტარული ხდომილობები თანაბრად

მოსალოდნელია.

8. შემოკლებული გამრავლების

ფორმულები:

(a + b)2 = a2 + 2ab + b2

(a – b)2 = a2 – 2ab + b2

(a + b)(a – b) = a2 – b2

9. ნახაზზე კუთხე შეიძლება

მონიშნული იყოს კუთხის

გვერდებს შორის ჩასმული

პატარა რკალით, მართი კუთხე კი - პატარა

კვადრატით.

A აღნიშნავს A კუთხის სიდიდეს.

10. პარალელური წრფეები:

ორი პარალელური წრფის მესამე

წრფით გადაკვეთისას შიგა

ჯვარედინა კუთხეები ტოლია: α = β.

11. სამკუთხედი:

სამკუთხედის კუთხეების სიდიდეთა ჯამი 180°-ის ტოლია;

პითაგორას თეორემა: მართკუთხა სამკუთხედის ჰიპოტენუზის სიგრძის კვადრატი კათეტების სიგრძეთა კვადრატების ჯამის ტოლია:

AB2 = AC2 + BC2

სამკუთხედის ფართობი სამკუთხედის

გვერდის სიგრძისა და შესაბამისი სიმაღლის

ნამრავლის ნახევრის ტოლია: .

12. ოთხკუთხედი:

ოთხკუთხედის კუთხეების სიდიდეთა ჯამი 360°-ის ტოლია;

მართკუთხედის ფართობი მისი სიგრძისა და სიგანის ნამრავლის ტოლია: S = ab;

პარალელოგრამის ფართობი მისი გვერდის სიგრძისა და ამ გვერდის შესაბამისი სიმაღლის ნამრავლის ტოლია: S = ah.

13. წრე, წრეწირი:

წრეწირის სიგრძე მისი რადიუსის მიხედვით გამოითვლება ფორმულით: L = 2r;

რიცხვი, მეასედის სიზუსტით, 3,14-ის ტოლია;

r რადიუსიანი წრის ფართობი გამოითვლება ფორმულით: S = r2.

14. მართკუთხა პარალელეპიპედი:

მართკუთხა პარალელეპიპედის მოცულობა მისი სიგრძის, სიგანისა და სიმაღლის ნამრავლის ტოლია: V = abc;

კუბის შემთხვევაში: a = b = c.

Page 184: ზოგადი უნარები - WordPress.com...5 როგორ იქმნება ზოგადი უნარების ტესტი ზოგადი უნარების

184 654009b

რაოდენობრივი შედარება

შეადარეთ ერთმანეთს A და B სვეტების უჯრებში მოცემული რაოდენობები.

თუ A სვეტის უჯრაში მოცემული რაოდენობა მეტია B სვეტის შესაბამის უჯრაში მოცემულ

რაოდენობაზე, აირჩიეთ (ა);

თუ B სვეტის უჯრაში მოცემული რაოდენობა მეტია A სვეტის შესაბამის უჯრაში მოცემულ

რაოდენობაზე, აირჩიეთ (ბ);

თუ უჯრებში მოცემული რაოდენობები ტოლია, აირჩიეთ (გ);

თუ მოცემული ინფორმაცია საკმარისი არაა იმის დასადგენად, რომელი რაოდენობაა მეტი,

აირჩიეთ (დ).

A B

41.

(ა) (ბ) (გ) (დ)

42.

b დადებითი რიცხვია.

(ა) (ბ) (გ) (დ)

43.

ტოლგვერდა სამკუთხედის თითოეული გვერდის სიგრძე 8

სანტიმეტრზე ნაკლებია.

(ა) (ბ) (გ) (დ)

52

22:3,124 44:6,248

32 სმ2 სამკუთხედის ფართობი

bb

10563

Page 185: ზოგადი უნარები - WordPress.com...5 როგორ იქმნება ზოგადი უნარების ტესტი ზოგადი უნარების

185 654009b

A B

44.

კვირის განმავლობაში შაქრის ფასი ორჯერ შეიცვალა: შაქარი

ჯერ გაძვირდა 25%-ით, შემდეგ გაიაფდა 20%-ით.

(ა) (ბ) (გ) (დ)

45.

1 ლიტრი ბენზინი 1,8 ლარი ღირს, ხოლო დიზელის საწვავი -

1,2 ლარი. ავტომანქანა ბენზინის ყოველი ლიტრით 15 კმ-ს

გადის, ხოლო მიკროავტობუსი დიზელის საწვავის ყოველი

ლიტრით - 12 კმ-ს. მოძრაობისას ავტომანქანამ და

მიკროავტობუსმა ერთი და იმავე ღირებულების საწვავი

დახარჯეს.

(ა) (ბ) (გ) (დ)

46.

ABC სამკუთხედში C = 80° და |BC| > |AC|.

(ა) (ბ) (გ) (დ)

შაქრის ფასი კვირის

დასაწყისში

შაქრის ფასი კვირის

ბოლოს

მიკროავტობუსის მიერ

გავლილი მანძილი

ავტომანქანის მიერ

გავლილი მანძილი

B 45°

Page 186: ზოგადი უნარები - WordPress.com...5 როგორ იქმნება ზოგადი უნარების ტესტი ზოგადი უნარების

186 654009b

ამოცანები

47. 3

0,401,402,403,404,405,40

(ა) 1,0

(ბ) 2,0

(გ) 3,0

(დ) 4,0

(ე) 5,0

48. წყლის თითოეული ტუმბო საცავიდან ყოველ საათში ერთი და იმავე რაოდენობის წყალს

იღებს. 4 ტუმბო 2 საათში 32 ტონა წყალს იღებს. რამდენ ტონა წყალს იღებს 1 ტუმბო 1 საათში?

(ა) 2

(ბ) 4

(გ) 6

(დ) 8

(ე) 16

49. ტოლუჯრედებიან ბადეზე მოცემულია მართკუთხა სამკუთხედები, რომელთა წვეროები

ბადის კვანძებს ემთხვევა (იხ. ნახაზი). ამ სამკუთხედებიდან რომელს აქვს ყველაზე დიდი

ფართობი?

(ა) I (ბ) II (გ) III (დ) IV

(ე) V

Page 187: ზოგადი უნარები - WordPress.com...5 როგორ იქმნება ზოგადი უნარების ტესტი ზოგადი უნარების

187 654009b

50. ორი ორნიშნა რიცხვის ჯამი 195-ის ტოლია. ჩამოთვლილთაგან რომლის ტოლი შეიძლება

იყოს ამ რიცხვების სხვაობა?

(ა) 3

(ბ) 5

(გ) 7

(დ) 9

(ე) 11

51. a და b ისეთი რიცხვებია, რომ a ნაკლებია b-ზე 30-ით. ჩამოთვლილთაგან რომელი აღწერს ამ

დამოკიდებულებას?

(ა) 30 ba

(ბ) 30 ba

(გ) 30 ba

(დ) 30 ba

(ე) ba 30

Page 188: ზოგადი უნარები - WordPress.com...5 როგორ იქმნება ზოგადი უნარების ტესტი ზოგადი უნარების

188 654009b

მონაცემთა ანალიზი

დიაგრამაზე მოცემულია, თუ რამდენი კილოგრამი ხორბალი, სიმინდი და შაქრის ჭარხალი

მოიყვანეს ქვეყანაში ერთ სულ მოსახლეზე 2005-2009 წლებში.

დიაგრამის მიხედვით უპასუხეთ შემდეგ 4 შეკითხვას:

52. რამდენი კილოგრამით შემცირებულა სიმინდის წარმოება ერთ სულ მოსახლეზე 2008 წელს

2006 წელთან შედარებით?

(ა) 30-ით

(ბ) 35-ით

(გ) 40-ით

(დ) 45-ით

(ე) 50-ით

53. რომელ წელს იყო ქვეყანაში მოყვანილი შაქრის ჭარხლის რაოდენობა იმავე წელს მოყვანილი

სიმინდისა და ხორბლის საერთო რაოდენობის მესამედზე მეტი, მაგრამ ნახევარზე ნაკლები?

(ა) 2005

(ბ) 2006

(გ) 2007

(დ) 2008

(ე) 2009

Page 189: ზოგადი უნარები - WordPress.com...5 როგორ იქმნება ზოგადი უნარების ტესტი ზოგადი უნარების

189 654009b

54. 2005-2009 წლებში ქვეყანაში მარცვლეული კულტურებიდან მხოლოდ სიმინდი და ხორბალი

მოჰყავდათ. მარცვლეულის მოსავლის რამდენ პროცენტს შეადგენდა ქვეყანაში მოყვანილი

სიმინდის მოსავალი 2009 წელს?

(ა) 55%

(ბ) 60%

(გ) 65%

(დ) 70%

(ე) 75%

55. ქვეყნის მოსახლეობის რაოდენობა 2008 წელს 2005 წელთან შედარებით 10%-ით შემცირდა.

რამდენჯერ მეტია ქვეყანაში 2008 წელს მოყვანილი შაქრის ჭარხლის საერთო რაოდენობა 2005

წელთან შედარებით?

(ა) 1,1-ჯერ

(ბ) 1,2-ჯერ

(გ) 1,3-ჯერ

(დ) 1,4-ჯერ

(ე) 1,5-ჯერ

ამოცანები

56. ნატურალური რიცხვი n ნაკლებია 14-ზე. რის ტოლია n, თუკი 14-ის n-ზე გაყოფისას

მიღებული ნაშთია 6n ?

(ა) 6

(ბ) 7

(გ) 8

(დ) 9

(ე) 10

Page 190: ზოგადი უნარები - WordPress.com...5 როგორ იქმნება ზოგადი უნარების ტესტი ზოგადი უნარების

190 654009b

57. თუ x2 ექვსჯერ მეტია 5-ზე, მაშინ 3x

(ა) 1

(ბ) 2

(გ) 3

(დ) 4

(ე) 5

58. ზრდის მიხედვით დალაგებული 3 ერთმანეთის მომდევნო მთელი რიცხვის საშუალო

არითმეტიკული 9-ის ტოლია. რის ტოლია ამ რიცხვებიდან უდიდესი?

(ა) 8

(ბ) 9

(გ) 10

(დ) 11

(ე) 12

59. მანძილი გიას სახლიდან სკოლამდე 1200 მეტრის ტოლია. სკოლის შემდეგ გია ჯერ

მეგობარს ეწვია, რომლის სახლიც სკოლიდან 100 მეტრითაა დაშორებული, ხოლო შემდეგ

მეგობართან ერთად სპორტდარბაზში წავიდა, რომელიც მეგობრის სახლიდან 200 მეტრითაა

დაშორებული. ჩამოთვლილთაგან რომლის ტოლი არ შეიძლება იყოს მანძილი

სპორტდარბაზიდან გიას სახლამდე?

(ა) 800 მეტრი

(ბ) 900 მეტრი

(გ) 1200 მეტრი

(დ) 1400 მეტრი

(ე) 1500 მეტრი

60. სამშენებლო კომპანიამ დაამზადა 1600 კუბური მეტრი ნაძვის ხისა და 400 კუბური მეტრი

ფიჭვის ხის მასალა. ნაძვის ხის მასალის 20% და ფიჭვის ხის მასალის 50% კომპანიამ საწყობში

შეინახა, ხოლო დანარჩენი გაყიდა. დამზადებული ხის მასალის რამდენი პროცენტი შეუნახავს

საწყობში კომპანიას?

(ა) 26%

(ბ) 30%

(გ) 35%

(დ) 42%

(ე) 70%

Page 191: ზოგადი უნარები - WordPress.com...5 როგორ იქმნება ზოგადი უნარების ტესტი ზოგადი უნარების

191 654009b

რაოდენობრივი შედარება

შეადარეთ ერთმანეთს A და B სვეტების უჯრებში მოცემული რაოდენობები.

თუ A სვეტის უჯრაში მოცემული რაოდენობა მეტია B სვეტის შესაბამის უჯრაში მოცემულ

რაოდენობაზე, აირჩიეთ (ა);

თუ B სვეტის უჯრაში მოცემული რაოდენობა მეტია A სვეტის შესაბამის უჯრაში მოცემულ

რაოდენობაზე, აირჩიეთ (ბ);

თუ უჯრებში მოცემული რაოდენობები ტოლია, აირჩიეთ (გ);

თუ მოცემული ინფორმაცია საკმარისი არაა იმის დასადგენად, რომელი რაოდენობაა მეტი,

აირჩიეთ (დ).

A B

61.

x > y > z > 0, x + y + z = 9.

(ა) (ბ) (გ) (დ)

62.

სასწორების თეფშებზე აწყვია ერთნაირი მსხლები, ასევე,

ერთნაირი ვაშლები და ერთნაირი ბანანები (იხ. ნახატი).

(ა) (ბ) (გ) (დ)

63.

ექვსი ნატურალური რიცხვის ჯამი 7-ის ტოლია.

(ა) (ბ) (გ) (დ)

x 5

2ამ რიცხვების ნამრავლი

2 მსხლის წონა1 ვაშლის და 1 ბანანის

საერთო წონა

Page 192: ზოგადი უნარები - WordPress.com...5 როგორ იქმნება ზოგადი უნარების ტესტი ზოგადი უნარების

192 654009b

A B

64.

მრავალკუთხედის შემოსაზღვრულობის მაჩვენებელი

ვუწოდოთ ამ მრავალკუთხედის მომცველი წრეებიდან

უმცირესის რადიუსის სიგრძეს.

ABCD რომბის დიაგონალების სიგრძეა 8 სმ და 4 სმ.

(ა) (ბ) (გ) (დ)

65.

(ა) (ბ) (გ) (დ)

ამოცანები

66. სათამაშო ბურთი ღირს 3 ლარი, მანქანა კი 6 ლარი. თორნიკემ შეიძინა სათამაშო ბურთები

და მანქანები. ჩამოთვლილთაგან რომლის ტოლი შეიძლება იყოს თორნიკეს მიერ დახარჯული

თანხა?

(ა) 26 ლარი

(ბ) 28 ლარი

(გ) 35 ლარი

(დ) 40 ლარი

(ე) 57 ლარი

67. თუ 22 yxxy , მაშინ x

(ა) 12

2

y

y

(ბ) 12

2

y

y

(გ) 2

2 1y

y

(დ) 2

2 1y

y

(ე) 11

2

2

y

y

ABCD რომბის შემოსაზღვრულობის

მაჩვენებელი 6 სმ

უდიდესი მარტივი

რიცხვი, რომელზეც

უნაშთოდ იყოფა 90

უდიდესი მარტივი

რიცხვი, რომელზეც

უნაშთოდ იყოფა 35

Page 193: ზოგადი უნარები - WordPress.com...5 როგორ იქმნება ზოგადი უნარების ტესტი ზოგადი უნარების

193 654009b

68. ABCD მართკუთხედის გვერდები საკოორდინატო ღერძების პარალელურია. A წვეროს

კოორდინატებია 1;4 , ხოლო მისი მოპირდაპირე C წვეროსი - 3;2 . რის ტოლია

მართკუთხედის დიდი გვერდის სიგრძის შეფარდება მცირე გვერდის სიგრძესთან?

(ა) 1,5-ის

(ბ) 2-ის

(გ) 2,5-ის

(დ) 3-ის

(ე) 3,5-ის

69. 9-ის ჯერადი იმ ნატურალური რიცხვებიდან, რომლებიც მეტია 15-ზე, მაგრამ ნაკლებია 100-

ზე, რამდენი არაა 4-ის ჯერადი?

(ა) 11

(ბ) 10

(გ) 9

(დ) 8

(ე) 7

70. რიცხვები x, 14, 12, 10, y, 7 კლების მიხედვითაა დალაგებული და ცნობილია, რომ

xy 240 . ჩამოთვლილთაგან რომელი რიცხვი შეიძლება იყოს x-ის ტოლი?

(ა) 14,5

(ბ) 15,1

(გ) 16,7

(დ) 17,2

(ე) 18,3

71. მართკუთხა პარალელეპიპედი, რომლის ფუძის წიბოების

სიგრძეებია 7 სმ და 15 სმ, დაყოფილია ოთხ მართკუთხა

პარალელეპიპედად, რომელთაგან სამი კუბია, მეოთხე კი - არა (იხ.

ნახაზი). რამდენი კუბური სანტიმეტრია დაყოფის შედეგად

მიღებული მეოთხე მართკუთხა პარალელეპიპედის მოცულობა? (ა) 105

(ბ) 135

(გ) 150 (დ) 165 (ე) 180

Page 194: ზოგადი უნარები - WordPress.com...5 როგორ იქმნება ზოგადი უნარების ტესტი ზოგადი უნარების

194 654009b

მონაცემთა საკმარისობა

72. უჯრაში წითელი და ლურჯი ფანქრები აწყვია. წითელი ფანქრების რაოდენობა 4-ჯერ მეტია

ლურჯი ფანქრების რაოდენობაზე.

მოცემულია ორი პირობა:

I. უჯრაში სულ 20 ფანქარია.

II. ლურჯი ფანქრების რაოდენობა უჯრაში ფანქრების საერთო რაოდენობის მეხუთედია.

იმის გასარკვევად, თუ რამდენი წითელი ფანქარია უჯრაში:

(ა) I პირობა საკმარისია, II კი - არა

(ბ) II პირობა საკმარისია, I კი - არა

(გ) I და II პირობა ერთად საკმარისია, ცალ-ცალკე არც ერთი არ არის საკმარისი

(დ) საკმარისია ცალ-ცალკე როგორც I, ასევე, II პირობა (ე) მოცემული პირობები არ არის საკმარისი

73. m და n ნატურალური რიცხვებია.

მოცემულია ორი პირობა:

I. nm ლუწი რიცხვია.

II. nm კენტი რიცხვია.

იმის გასარკვევად, ლუწია თუ კენტი n რიცხვი:

(ა) I პირობა საკმარისია, II კი - არა

(ბ) II პირობა საკმარისია, I კი - არა

(გ) I და II პირობა ერთად საკმარისია, ცალ-ცალკე არც ერთი არ არის საკმარისი

(დ) საკმარისია ცალ-ცალკე როგორც I, ასევე, II პირობა (ე) მოცემული პირობები არ არის საკმარისი

74. პარალელოგრამის მეზობელი გვერდები არაა ერთმანეთის ტოლი.

მოცემულია ორი პირობა:

I. პარალელოგრამის დიდი გვერდის სიგრძე 9 დმ-ით მეტია მცირე გვერდის სიგრძეზე.

II. პარალელოგრამის დიდი გვერდის სიგრძე 4-ჯერ მეტია მცირე გვერდის სიგრძეზე.

იმის გასარკვევად, თუ რის ტოლია პარალელოგრამის პერიმეტრი:

(ა) I პირობა საკმარისია, II კი - არა

(ბ) II პირობა საკმარისია, I კი - არა

(გ) I და II პირობა ერთად საკმარისია, ცალ-ცალკე არც ერთი არ არის საკმარისი

(დ) საკმარისია ცალ-ცალკე როგორც I, ასევე, II პირობა (ე) მოცემული პირობები არ არის საკმარისი

Page 195: ზოგადი უნარები - WordPress.com...5 როგორ იქმნება ზოგადი უნარების ტესტი ზოგადი უნარების

195 654009b

75. წრიულ დიაგრამაზე წარმოდგენილია ქალაქის

მოსახლეობის პროცენტული განაწილება ეროვნების

მიხედვით.

მოცემულია ორი პირობა:

I. ქალაქში იტალიელი ეროვნების მოქალაქეთა

რაოდენობა 450 ათასის ტოლია.

II. ქალაქში ესპანელი ეროვნების მოქალაქეთა რაოდენობა

150 ათასის ტოლია.

იმის გასარკვევად, თუ რის ტოლია ქალაქში ფრანგი ეროვნების მოქალაქეთა რაოდენობა:

(ა) I პირობა საკმარისია, II კი - არა

(ბ) II პირობა საკმარისია, I კი - არა

(გ) I და II პირობა ერთად საკმარისია, ცალ-ცალკე არც ერთი არ არის საკმარისი

(დ) საკმარისია ცალ-ცალკე როგორც I, ასევე, II პირობა (ე) მოცემული პირობები არ არის საკმარისი

ამოცანები

76. პარტერში 2-ჯერ მეტი მაყურებელი ეტევა, ვიდრე - ამფითეატრში. მაყურებლებით

შევსებულია პარტერის 43 ნაწილი, ხოლო ამფითეატრის 3

2 ნაწილი. რამდენჯერ მეტი

მაყურებელია პარტერში ამფითეატრთან შედარებით?

(ა) 811 -ჯერ

(ბ) 211 -ჯერ

(გ) 321 -ჯერ

(დ) 412 -ჯერ

(ე) 432 -ჯერ

77. ორი რიცხვის ნამრავლი პირველ რიცხვზე 6-ჯერ მეტია, ხოლო მეორეზე 2-ჯერ ნაკლებია.

რის ტოლია ამ რიცხვების ნამრავლი?

(ა) 3

(ბ) 4

(გ) 8

(დ) 9

(ე) 12

Page 196: ზოგადი უნარები - WordPress.com...5 როგორ იქმნება ზოგადი უნარების ტესტი ზოგადი უნარების

196 654009b

78. წრიდან ამოჭრილია პატარა წრე, რომლის რადიუსის

სიგრძე 3-ჯერ ნაკლებია დიდი წრის რადიუსის სიგრძეზე. რის

ტოლია დიდი წრის დარჩენილი ნაწილის ფართობის

შეფარდება მცირე წრის ფართობთან?

(ა) 3

(ბ) 4

(გ) 6

(დ) 8

(ე) 9

79. რიცხვთა ღერძის ერთეულოვანი მონაკვეთის სიგრძეა 1 სმ. ამ ღერძზე მდებარე aA და

bB წერტილების a და b კოორდინატები მთელი რიცხვებია. ცნობილია, რომ 8,24,3 a

და 65,4 b . მაქსიმუმ რამდენი სანტიმეტრის ტოლი შეიძლება იყოს AB მონაკვეთის

სიგრძე?

(ა) 4-ის

(ბ) 8,1-ის

(გ) 7-ის

(დ) 9-ის

(ე) 9,3-ის

80. ნანა მონეტებს აგროვებს. რის ტოლია იმის ალბათობა, რომ ნანა შეძლებს შეგროვებული

ყველა მონეტის 4 მეგობრისთვის თანაბრად განაწილებას?

(ა) 0,4-ის

(ბ) 0,3-ის

(გ) 0,35-ის

(დ) 0,2-ის

(ე) 0,25-ის

Page 197: ზოგადი უნარები - WordPress.com...5 როგორ იქმნება ზოგადი უნარების ტესტი ზოგადი უნარების

654010a

Page 198: ზოგადი უნარები - WordPress.com...5 როგორ იქმნება ზოგადი უნარების ტესტი ზოგადი უნარების

198 654010a

ვერბალური ნაწილი

ანალოგიები

ამ სახის დავალებებში მოცემულია მუქი შრიფტით გამოკვეთილი ორი სიტყვა (საწყისი

წყვილი), რომელთა მნიშვნელობებს შორის არსებობს გარკვეული მიმართება. მათ გასწვრივ

მოცემულია სიტყვა, რომელსაც სავარაუდო პასუხებიდან უნდა შევუსაბამოთ ერთ-ერთი

ვარიანტი ისე, რომ სიტყვათა მნიშვნელობებს შორის მიმართება საწყის წყვილში არსებული

მიმართების მსგავსი (ანალოგიური) იყოს.

1. აკვარიუმი : გალია ლაყუჩი :

(ა) ზურგის ფარფლი

(ბ) საცურაო ბუშტი

(გ) ქვირითი

(დ) ქერცლი

(ე) ფილტვი

2. რთავს : ლამაზი თარგმნის :

(ა) მსგავსი

(ბ) გასაგები

(გ) მხატვრული

(დ) ადეკვატური

(ე) ორიგინალური

3. ზამბარა : სპირალი დედამიწა :

(ა) ეკვატორი

(ბ) პოლუსი

(გ) განედი

(დ) სფერო

(ე) ღერძი

4. მონა : მძევალი მიწის მესაკუთრე :

(ა) მეურვე

(ბ) მოიჯარე

(გ) მემკვიდრე

(დ) მობინადრე

(ე) მეპატრონე

5. ავანგარდული ხელოვნება : კლასიკური მისტიკა :

(ა) მაგიური

(ბ) მითოსური

(გ) რიტუალური

(დ) ტრადიციული

(ე) რეალისტური

Page 199: ზოგადი უნარები - WordPress.com...5 როგორ იქმნება ზოგადი უნარების ტესტი ზოგადი უნარების

199 654010a

6. გაცურავს : ისრიალებს გამოძერწავს :

(ა) დახატავს

(ბ) შეღებავს

(გ) მიამსგავსებს

(დ) თიხას მოზელს

(ე) ფორმას მისცემს

წინადადებების შევსება

მოცემულია წინადადებები, რომლებშიც გამოტოვებულია რამდენიმე სიტყვა.

გამოტოვებული სიტყვები წინადადებაში ხაზებითაა აღნიშნული. ერთი ხაზი ზოგჯერ ერთ

სიტყვას გულისხმობს, ზოგჯერ კი - რამდენიმეს.

სავარაუდო პასუხთა ყოველი ვარიანტი შეიცავს სიტყვათა ჯგუფს, რომლის ნაწილები

ერთმანეთისგან დახრილი ხაზებითაა (/) გამიჯნული. აირჩიეთ პასუხის ის ვარიანტი, რომლის

თითოეული ნაწილის თანმიმდევრულად ჩასმა შესაბამის გამოტოვებულ ადგილებში

აზრობრივად გამართულ წინადადებას მოგვცემს.

7. შემოქმედებაში ----- მეტად არსებითი; ----- მისი შეფასებისთვის ----- სტანდარტები

გვქონდეს.

(ა) ტექნიკური ოსტატობაა სიახლეზე / ამიტომ, აუცილებელია, / მუდმივად განახლებადი

(ბ) ნიჭი და გამოცდილებაა ოსტატობაზე / ამის მიუხედავად, შეუძლებელია, / მუდმივად

განახლებადი

(გ) მისი სიახლეა ყველა სხვა ასპექტზე / ამიტომ, შეუძლებელია, / ერთხელ და სამუდამოდ

დადგენილი

(დ) ტრადიციის გათვალისწინებაა ყველაფერზე / ამის მიუხედავად, აუცილებელია, / ერთხელ

და სამუდამოდ დადგენილი

8. ცნობილი მკვლევრის, დ. მაკ-ფარლენდის, გამონათქვამის თანახმად, რაც უფრო იზრდება

ჩვენი ცოდნა ცხოველთა ქცევის შესახებ, მით უფრო ----- ადამიანსა და ცხოველებს შორის. ადრე

მიაჩნდათ, რომ ----- შეუძლია, შექმნას და გამოიყენოს იარაღი, თუმცა, ამჟამად ცნობილია

მრავალი დადასტურებული შემთხვევა ამ უნარის ----- . მაგალითად, ჩიტი მთიულა კაქტუსის

ეკლის დახმარებით, რომელიც ნისკარტში აქვს “მომარჯვებული”, ხის ქერქის ბზარებში ეძებს

მწერებს.

(ა) მცირდება განსხვავება / მხოლოდ ადამიანს / არსებობისა ცხოველებში

(ბ) იზრდება მსგავსება / მხოლოდ ადამიანს როდი / არსებობისა ცხოველებში

(გ) მცირდება მსგავსება / ცხოველთა გარკვეულ სახეობასაც / არარსებობისა ცხოველებში

(დ) იზრდება განსხვავება / ცხოველთა მხოლოდ ზოგიერთ სახეობას თუ / არსებობისა

გარკვეული სახეობის ცხოველებში

Page 200: ზოგადი უნარები - WordPress.com...5 როგორ იქმნება ზოგადი უნარების ტესტი ზოგადი უნარების

200 654010a

9. არტურ კონან დოილი წერდა: შეიძლება ყველას დაგვიდგეს ისეთი დრო, როცა ახალი

ცოდნისკენ გადადგმული ყოველი ნაბიჯი ----- , რაც მანამდე ვიცოდით. ----- , ძალიან

მნიშვნელოვანია, ----- ფაქტებით, ----- .

(ა) იმ ყველაფრის მობილიზებას მოითხოვს / ამის მიუხედავად / თავი არ გამოვიჭედოთ

უსარგებლო / რომლებიც ახალი ცოდნის შეძენის საწინდარია

(ბ) მოითხოვს რაღაცის დავიწყებას იქიდან / ამიტომ / ცოდნა შევივსოთ სასარგებლო თუ

უსარგებლო / თუნდაც მათ მეხსიერება გადატვირთონ

(გ) იმ ყველაფრის მობილიზებას მოითხოვს / ამის მიუხედავად / ცოდნა შევივსოთ

სასარგებლო თუ უსარგებლო / თუნდაც მათ მეხსიერება გადატვირთონ

(დ) მოითხოვს რაღაცის დავიწყებას იქიდან / ამიტომ / თავი არ გამოვიჭედოთ უსარგებლო /

რომლებიც სასარგებლო ცოდნას შეავიწროებენ

10. მეცნიერთა შესწავლის საგანია ----- ფაქტების ორი რიგი: ფაქტები, რომლებიც ----- ,

როგორებიც ----- , და ფაქტები, რომლებიც ----- , ანუ ფაქტები, როგორც ნორმალური და

როგორც პათოლოგიური მოვლენები.

(ა) ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული / არიან ზუსტად ისეთნი / არ უნდა იყვნენ /

არიან იმის მსგავსნი, როგორებიც არ უნდა ყოფილიყვნენ

(ბ) ერთმანეთის მსგავსი / არ არიან იმისგან განსხვავებულნი / უნდა ყოფილიყვნენ / არ არიან

ისეთნი, როგორებიც უნდა იყვნენ

(გ) ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული / არიან ზუსტად ისეთნი / უნდა იყვნენ / უნდა

ყოფილიყვნენ არა ისეთნი, როგორებიც არიან

(დ) ერთმანეთის მსგავსი / არ არიან ისეთნი / უნდა იყვნენ / უნდა ყოფილიყვნენ ზუსტად

ისეთნი, როგორებიც არიან

Page 201: ზოგადი უნარები - WordPress.com...5 როგორ იქმნება ზოგადი უნარების ტესტი ზოგადი უნარების

201 654010a

ლოგიკა

ამ სახის დავალებები განსხვავდება ერთმანეთისგან წინასწარი მონაცემებისა და

გამოსატანი დასკვნების თვალსაზრისით. ამიტომ განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ

შეკითხვას, რომელიც ახლავს თითოეულ დავალებას და მოცემული ვარიანტებიდან აირჩიეთ

შესაბამისი პასუხი.

ზოგიერთ შეკითხვაზე პასუხის გაცემას გაგიადვილებთ მონაცემების გამოსახვა ნახაზის

ან დიაგრამის ფორმით.

11. წინადადებათა ქვემოთ მოცემული წყვილებიდან რომელი შედგება ერთი და იმავე

შინაარსის მქონე წინადადებებისგან?

(ა) ცდება ის, ვისაც ჰგონია, რომ ხვალ კარგი ამინდი იქნება.

არ არის მართალი, რომ ხვალ კარგი ამინდი არ იქნება.

(ბ) უკეთესია, თუ საქმე დროზე გაკეთდება და არა - დაგვიანებით.

უკეთესია, საქმე გვიან მაინც გაკეთდეს, ვიდრე არასოდეს.

(გ) არც ერთი ბრაზილიელი ფეხბურთელი არ არის პელეზე უკეთესი.

პელეზე უკეთესი ფეხბურთელი არ არსებობს.

(დ) ყოველთვის გვახსოვდეს, რომ მადლიერებაზე მეტად არაფერი ამშვენებს ადამიანს.

ნურასოდეს დაგვავიწყდება, რომ უმადურებაზე უარესი არაფერია.

(ე) თუკი ავტომობილი დაიძრა, მაშინ მისი ბენზინის ავზი ცარიელი არ არის.

ავტომობილი არ დაიძვრება, თუკი მისი ბენზინის ავზი ცარიელია.

12. ბოლო ათწლეულების განმავლობაში დასავლეთ ევროპისა და ჩრდილო ამერიკის უმაღლეს

სასწავლებლებში მნიშვნელოვნად შემცირდა ჰუმანიტარული დარგების სტუდენტთა

რაოდენობა. ამ ტენდენციის ასახსნელად ზოგიერთმა მკვლევარმა ივარაუდა, რომ ბოლო

ათწლეულებში მკვეთრად შემცირდა დამქირავებელთა მოთხოვნა ჰუმანიტარული განათლების

მქონე სპეციალისტებზე.

ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელი ვითარება განამტკიცებს ყველაზე მეტად აღნიშნულ

ვარაუდს?

(ა) ჰუმანიტარული დარგების გარდა, ბოლო ათწლეულებში მნიშვნელოვნად შემცირდა

სტუდენტთა რაოდენობა ზოგიერთ საბუნებისმეტყველო სპეციალობაზეც.

(ბ) ეკონომიკური კვლევების თანახმად, ბოლო ათწლეულების განმავლობაში ორგანიზაციებში

მკვეთრად გაიზარდა განსხვავება ხელმძღვანელ პოზიციებზე დასაქმებულთა და რიგით

თანამშრომელთა ანაზღაურებებს შორის.

(გ) ბოლო ათწლეულებში, პროფესიულ შრომაში ქალთა ჩართულობის ზრდასთან ერთად,

მკვეთრად გაიზარდა არაჰუმანიტარული დარგების სტუდენტებს შორის ქალთა

რაოდენობა.

(დ) კვლევების შედეგად, შრომით კმაყოფილების განსაკუთრებით მაღალი დონე დაფიქსირდა

ჰუმანიტარული განათლების მქონე და საკუთარი სპეციალობით დასაქმებულ პირებში.

(ე) სტატისტიკური მონაცემების თანახმად, ჰუმანიტარული განათლების მქონე პირთა შორის

ყველაზე მეტი ადამიანია დასაქმებული საკუთარი სპეციალობით.

Page 202: ზოგადი უნარები - WordPress.com...5 როგორ იქმნება ზოგადი უნარების ტესტი ზოგადი უნარების

202 654010a

13. მოცემულია:

არც ერთი ალპური ყვავილი არ არის ულამაზო.

ქვემოთ ჩამოთვლილთაგან, რომელი დებულებაა აუცილებლად მცდარი, თუკი მოცემული

დებულება ჭეშმარიტია?

(ა) ზოგიერთი ყვავილი, რომელიც ალპური არ არის, არ არის ულამაზო.

(ბ) ზოგიერთი ყვავილი, რომელიც ულამაზოა, არ არის ალპური.

(გ) ზოგიერთი ყვავილი, რომელიც არ არის ულამაზო, ალპურია.

(დ) ზოგიერთი ყვავილი, რომელიც არ არის ლამაზი, ალპურია.

(ე) ზოგიერთი ყვავილი, რომელიც ალპურია, ლამაზია.

14. მოცემულია ოთხი წინადადება:

I. უნივერსიტეტის საფეხბურთო გუნდის ყველა წევრი სრულწლოვანია.

II. უნივერსიტეტის მათემატიკის ფაკულტეტის ყველა სტუდენტი სრულწლოვანია.

III. უნივერსიტეტში მხოლოდ მათემატიკის ფაკულტეტის სტუდენტები სწავლობენ

პროგრამირებას.

IV. უნივერსიტეტის საფეხბურთო გუნდის ზოგიერთი წევრი პროგრამირებას სწავლობს.

ჩამოთვლილთაგან რომელი წინადადებები უნდა ავიღოთ წანამძღვრებად, რათა შევძლოთ,

დავასკვნათ, რომ უნივერსიტეტის საფეხბურთო გუნდის წევრებს შორის მათემატიკის

ფაკულტეტის სტუდენტებიც არიან?

აღნიშნული დასკვნის გამოსატანად:

(ა) საკმარისია I, II და IV წინადადებები.

(ბ) საკმარისია I და III წინადადებები.

(გ) საკმარისია III და IV წინადადებები.

(დ) აუცილებელია ოთხივე წინადადება.

(ე) ოთხივე წინადადება ერთობლივადაც არ არის საკმარისი.

Page 203: ზოგადი უნარები - WordPress.com...5 როგორ იქმნება ზოგადი უნარების ტესტი ზოგადი უნარების

203 654010a

წაკითხული ტექსტის გააზრება ყურადღებით წაიკითხეთ და გაიაზრეთ ტექსტი. თითოეული შეკითხვის სავარაუდო

პასუხებიდან აირჩიეთ ის ვარიანტი, რომელიც მართებულია მოცემული ტექსტის მიხედვით.

1998 წლის 30 იანვარს ნიუ-იორკის კრისტის აუქციონზე გასაყიდად გამოიტანეს

ახალგაზრდა ქალბატონის პორტრეტი. იმ დროს არც ამ ქალის და არც ავტორის სახელი არავინ

იცოდა. პორტრეტის ანოტაციაში ეწერა: გერმანელი ფერმწერი; ფერადი ცარცი და მელანი;

პერგამენტი; მე-19 საუკუნე. ეს ნახატი ნიუ-იორკელმა ხელოვნების ნიმუშებით მოვაჭრემ

იყიდა. მოგვიანებით პორტრეტი კანადელმა კოლექციონერმა, პიტერ სილვერმანმა, შეიძინა.

სწორედ მას გაუჩნდა ეჭვი: იქნებ პორტრეტი მე-19 საუკუნეში კი არაა შესრულებული, არამედ

რენესანსის ეპოქისაა? სილვერმანი იმასაც კი ამბობდა, შეიძლება ავტორი ლეონარდო და

ვინჩიაო.

არ არსებობდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ლეონარდოს ოდესმე პერგამენტზე

უმუშავია. ასეთი ცნობა გაამყარებდა სილვერმანის მოსაზრებას. სილვერმანმა ნახატის

ციფრული ფოტო მარტინ კემპს, ოქსფორდის უნივერსიტეტის ხელოვნების ისტორიის

მკვლევარს, გაუგზავნა. კემპმა სილვერმანს უპასუხა, სურათი ლეონარდოს არ ეკუთვნისო,

თუმცა, ახალგაზრდა ქალის სახე იმდენად “იდუმალი და ცოცხალი” იყო, რომ კემპს სურვილი

გაუჩნდა, პორტრეტი საკუთარი თვალით ეხილა. ის ციურიხში გაემგზავრა. თაბახის ფურცლის

ზომის სურათი სილვერმანს ბანკის საცავში ჰქონდა შენახული.

კემპმა კვლევა თავად დაიწყო. სურათის სპექტრული სკანირების შემდეგ კემპმა შეძლო,

დეტალურად შეესწავლა ნახატის ყველა შრე. ექსპერტის თვალი ლეონარდოს ხელწერის უფრო

მეტ მტკიცებულებას პოულობდა - ფერების ჰარმონიული მონაცვლეობა თუ მკვეთრი და ზუსტი

კონტურები. ჩრდილები აშკარად მარცხენა ხელით იყო შესრულებული. ცნობილია, რომ

ლეონარდო მარცხენა ხელით ხატავდა. თუმცა, ეს ყველაფერი საკმარისი არ არის იმის

დასამტკიცებლად, რომ პორტრეტი ნამდვილად ლეონარდოს მიერ იყო შესრულებული.

ხბოს ტყავისგან დამზადებულ პერგამენტს ნახშირბადის რადიოიზოტოპური ანალიზი

ჩაუტარდა. დადგინდა, რომ ის 1440-1650 წლებში დამზადდა. სამოსის მიხედვით, ნატურა მე-15

საუკუნის 90-იანი წლების მილანის უმაღლესი არისტოკრატიის წარმომადგენელი უნდა

ყოფილიყო. სწორედ ამ დროს შემოდის მოდაში თმის ასეთი ვარცხნილობა. ამ პერიოდში (1482-

1499) ლეონარდო მილანში ცხოვრობდა და თავისი მფარველის, ჰერცოგ ლუდოვიკო

სფორცასგან, იღებდა შეკვეთებს. ნახატის კიდეზე პატარა ნაწიბურები მიანიშნებს, რომ ის

წიგნიდან ან ალბომიდანაა ამოღებული.

კემპმა ნატურის სახელიც დაადგინა. ეს იყო ბიანკა სფორცა, მილანის ჰერცოგის

ქალიშვილი, რომელიც 1496 წელს ცოლად გაჰყვა გალეაცო სანსევერინოს, მილანის გარნიზონის

მეთაურს. პორტრეტის შექმნისას ბიანკა 13-14 წლის იქნებოდა. განსაკუთრებით

დამაფიქრებელი იყო, თუ სად იყო პორტრეტი კრისტის აუქციონამდე. რენესანსის ეპოქის

ფერწერის ექსპერტმა, ფლორიდის უნივერსიტეტის პროფესორმა, ედუარდ რაიტმა, კემპს

შესთავაზა, კითხვაზე პასუხი ეძებნა ვარშავაში, პოლონეთის ეროვნულ ბიბლიოთეკაში დაცულ

წიგნში, სახელად “სფორციადა”. რაიტის აზრით, ეს წიგნი ბიანკა სფორცას სამახსოვრო

საქორწინო ალბომი უნდა ყოფილიყო.

მალე დადგინდა, რომ “სფორციადას” მართლაც აკლდა ფურცელი. ბიანკას პორტრეტის

ასლი ალბომში ფრთხილად ჩასვეს. ნახატი მილიმეტრების სიზუსტით მოერგო ამოღებული

ფურცლის ადგილს. ეს იყო გადამწყვეტი არგუმენტი კემპისთვის. კვლევის შედეგები კემპმა

უამრავ წამყვან სპეციალისტს გაუგზავნა, თუმცა, თითქმის ყველამ თავი აარიდა კომენტარებს.

Page 204: ზოგადი უნარები - WordPress.com...5 როგორ იქმნება ზოგადი უნარების ტესტი ზოგადი უნარების

204 654010a

15. I აბზაცში წამოჭრილია ხელოვნებათმცოდნეობის ერთი საკითხი. ქვემოთ

ჩამოთვლილთაგან რომელშია წარმოდგენილი მართებულად ამ საკითხის არსი?

(ა) ვინ შეიტანა ეჭვი ამ ნახატის ანოტაციის შინაარსში.

(ბ) ვინ იყიდა კრისტის აუქციონზე გამოტანილი ერთი ნახატი.

(გ) კრისტის აუქციონზე გამოტანილი ერთი პორტრეტის ავტორის ვინაობა.

(დ) აუქციონზე გამოტანილ ერთ ნახატზე გამოსახული ქალბატონის ვინაობა.

16. რატომ შეიტანა ეჭვი სილვერმანმა ანოტაციაში, რომელიც ახალგაზრდა ქალის პორტრეტს

ახლდა?

(ა) ნახატზე ჩანდა რენესანსის ხანის ფერწერისთვის დამახასიათებელი ნიშნები.

(ბ) პორტრეტს აშკარად ეტყობოდა ლეონარდო და ვინჩის გავლენა.

(გ) პორტრეტი პერგამენტზე იყო შესრულებული, რაც უჩვეულოა რენესანსის ხანის

ფერწერისთვის.

(დ) კრისტის აუქციონზე ანოტაციები მკაცრად არ კონტროლდება და შესაძლოა, მცდარ

ინფორმაციას შეიცავდეს.

17. პორტრეტის კვლევის პროცესში გამოიკვეთა რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი. მათგან

რომელი განამტკიცებს ყველაზე მეტად ვარაუდს, რომ პორტრეტის ავტორი არის ლეონარდო

და ვინჩი?

(ა) სურათის სპექტრული სკანირებისა და პერგამენტის რადიოიზოტოპური ანალიზის

შედეგები

(ბ) რენესანსის პერიოდის თმის ვარცხნილობა და მილანის არისტოკრატიისთვის

დამახასიათებელი სამოსი

(გ) ფერთა ჰარმონიული მონაცვლეობა, ზუსტი კონტურები და მარცხენა ხელით

შესრულებული ჩრდილები

(დ) ნატურის ასაკი და ნახატის კიდეზე პატარა ნაწიბურების აღმოჩენა

18. ცნობილია, რომ მე-16 საუკუნის დასაწყისში სფორცას ოჯახი და პოლონეთის სამეფო გვარი

დანათესავდნენ. ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელი დასკვნის გამოსატანად შეიძლება

გამოვიყენოთ ეს ინფორმაცია?

(ა) რაიტი მიხვდა, რომ პოლონეთის ეროვნულ ბიბლიოთეკაში დაცული ბიანკა სფორცას

პორტრეტი ნამდვილად ლეონარდო და ვინჩის შესრულებული იყო.

(ბ) არ შეიძლებოდა, ბიანკა სფორცას პორტრეტი ამოღებული ყოფილიყო ვარშავის

ბიბლიოთეკაში აღმოჩენილი ალბომიდან, რადგან ეს ნახატი მე-16 საუკუნეში შეიქმნა

(გ) კემპისთვის ნათელი გახდა, რა გზით შეიძლებოდა, აღმოჩენილიყო ბიანკა სფორცას

პორტრეტი ჯერ პოლონეთის სამეფო ოჯახში, შემდეგ კი - ეროვნულ ბიბლიოთეკაში

(დ) “სფორციადა” ციურიხის ბანკის საცავში ინახებოდა, რადგან ლეონარდოს ნახატს საგანგებო

დაცვა ესაჭიროებოდა, მით უმეტეს, რომ ალბომს უკვე აკლდა ფურცლები

Page 205: ზოგადი უნარები - WordPress.com...5 როგორ იქმნება ზოგადი უნარების ტესტი ზოგადი უნარების

205 654010a

19. პორტრეტს ახლდა ანოტაცია, რომელშიც მითითებული იყო 4 მახასიათებელი:

I. გერმანელი ფერმწერი;

II. ფერადი ცარცი და მელანი;

III. პერგამენტი;

IV. მე-19 საუკუნე.

კვლევის შედეგად მათგან ნამდვილად მცდარი აღმოჩნდა:

(ა) მხოლოდ I

(ბ) II და III

(გ) II და IV

(დ) მხოლოდ IV

20. ედუარდ რაიტის რჩევის გათვალისწინების შედეგად დადგინდა:

(ა) “სფორციადას” ნამდვილად აკლდა ამ ზომის ფურცელი, მაგრამ ეს ნახატი ფერადი

ცარცითა და მელნით იყო შესრულებული და არ არსებობს ცნობები იმის შესახებ, რომ

რენესანსის პერიოდში ამ ტექნიკას იყენებდნენ

(ბ) პორტრეტი ამოღებულია “სფორციადადან”, მაგრამ ლუდოვიკო სფორცა ბევრ მხატვარს

მფარველობდა და, საფიქრებელია, ის სხვას დაუკვეთავდა ბიანკას პორტრეტს და არა -

ლეონარდოს

(გ) “სფორციადას” ნამდვილად აკლდა ამ ზომის ფურცელი, მაგრამ ლეონარდოს პერგამენტზე

არასოდეს უმუშავია, შესაბამისად, ბიანკა სფორცას პორტრეტი მას არ უნდა ეკუთვნოდეს

(დ) პორტრეტი ამოღებულია “სფორციადადან”, შესაბამისად, კიდევ ერთი არგუმენტი გაჩნდა

იმ მოსაზრების გასამყარებლად, რომ ბიანკა სფორცას პორტრეტი შეიძლება ლეონარდოს

ეკუთვნოდეს

Page 206: ზოგადი უნარები - WordPress.com...5 როგორ იქმნება ზოგადი უნარების ტესტი ზოგადი უნარების

206 654010a

ანალოგიები

ამ სახის დავალებებში მოცემულია მუქი შრიფტით გამოკვეთილი ორი სიტყვა (საწყისი

წყვილი), რომელთა მნიშვნელობებს შორის არსებობს გარკვეული მიმართება. დაადგინეთ, რა სახისაა

ეს მიმართება.

სავარაუდო პასუხთა ყოველ ვარიანტში ასევე მოცემულია მნიშვნელობით ურთიერთ-

დაკავშირებული სიტყვების წყვილი. აირჩიეთ მათგან ის წყვილი, რომელშიც სიტყვათა

მნიშვნელობებს შორის მიმართება საწყის წყვილში არსებული მიმართების მსგავსია

(ანალოგიურია). პასუხის არჩევისას გაითვალისწინეთ წყვილებში სიტყვათა თანმიმდევრობა.

21. უჯრედის ბირთვი : უჯრედის გარსი

(ა) სასახლე : გალავანი

(ბ) ღერძი : ხერხემალი

(გ) დედამიწა : განედი

(დ) შენობა : ფასადი

(ე) კეფა : სახე

22. გამოფენა : აღლუმი

(ა) კონკურსი : ნომინაცია

(ბ) ბიზნესი : კონკურენცია

(გ) სპექტაკლი : რეპეტიცია

(დ) ატმოსფერო : რადიაცია

(ე) ტესტირება : დეგუსტაცია

23. დათვური სამსახური : ზიანის მოტანა

(ა) ჯუნგლის კანონი : ძალმომრეობა

(ბ) კენგურუს ჩანთა : შთამომავლობა

(გ) ძაღლის ერთგულება : მოშინაურება

(დ) პინგვინების კოლონია : საზოგადოება

(ე) ცხოველური ინსტინქტი : დეგრადირება

24. ყინული : ყინულმჭრელი

(ა) ძრავა : კატარღა

(ბ) სიბნელე : ფარანი

(გ) მიწა : ექსკავატორი

(დ) ჟანგბადი : აკვალანგი

(ე) ლიანდაგი : მატარებელი

25. წინდაწინ : კვალდაკვალ

(ა) ხშირად : მრავალგზის

(ბ) მანამდე : ამიერიდან

(გ) უფრო : თანდათან

(დ) ძლივს : თითქმის

(ე) მყის : უეცრად

Page 207: ზოგადი უნარები - WordPress.com...5 როგორ იქმნება ზოგადი უნარების ტესტი ზოგადი უნარების

207 654010a

26. მესვეური : წარმართავს

(ა) მოკავშირე : იცავს

(ბ) მეურვე : ასწავლის

(გ) ქომაგი : რჩევას აძლევს

(დ) მეცენატი : მფარველობს

(ე) ადვოკატი : პასუხს აგებს

წინადადებების შევსება

მოცემულია წინადადებები, რომლებშიც გამოტოვებულია რამდენიმე სიტყვა.

გამოტოვებული სიტყვები წინადადებაში ხაზებითაა აღნიშნული. ერთი ხაზი ზოგჯერ ერთ

სიტყვას გულისხმობს, ზოგჯერ კი - რამდენიმეს.

სავარაუდო პასუხთა ყოველი ვარიანტი შეიცავს სიტყვათა ჯგუფს, რომლის ნაწილები

ერთმანეთისგან დახრილი ხაზებითაა (/) გამიჯნული. აირჩიეთ პასუხის ის ვარიანტი, რომლის

თითოეული ნაწილის თანმიმდევრულად ჩასმა შესაბამის გამოტოვებულ ადგილებში

აზრობრივად გამართულ წინადადებას მოგვცემს.

27. როცა ადამიანი ცდილობს, დამალოს თავისი გრძნობები ან გვაწვდის იმთავითვე ცრუ

ინფორმაციას, მისი სახე ----- ინფორმაციული ხდება, ხოლო სხეული ----- პარტნიორისთვის.

ამიტომ ურთიერთობისას საჭიროა, იცოდე, რა ინფორმაციის მიღებას შეძლებ, თუ დაკვირვების

ფოკუსს გადაიტან ----- , რადგან ჟესტები, ექსპრესიული ქცევის სტილი ----- ინფორმაციას

შეიცავს.

(ა) ძალზე / ინფორმაციის წყაროდ ნამდვილად ვერ გამოდგება / ადამიანის სხეულიდან ან

მოძრაობებიდან მის სახეზე / გაცილებით მეტ

(ბ) ნაკლებად / ინფორმაციის მთავარ წყაროდ იქცევა / ადამიანის სხეულიდან ან

მოძრაობებიდან მის სახეზე / შედარებით უმნიშვნელო

(გ) ძალზე / ინფორმაციის წყაროდ ნამდვილად გამოდგება / ადამიანის სახიდან მის სხეულზე

ან მოძრაობებზე / შედარებით უმნიშვნელო

(დ) ნაკლებად / ინფორმაციის მთავარ წყაროდ იქცევა / ადამიანის სახიდან მის სხეულზე ან

მოძრაობებზე / გაცილებით მეტ

Page 208: ზოგადი უნარები - WordPress.com...5 როგორ იქმნება ზოგადი უნარების ტესტი ზოგადი უნარების

208 654010a

28. ერთ-ერთი ფოტოხელოვანი წერდა: ------ , რომ სამყაროსთან განსაკუთრებული

მიზეზშედეგობრივი კავშირის წყალობით ფოტოგრაფია უზადო ჭეშმარიტებას გვიმხელს. ------

ფოტოგრაფია ------ ჭეშმარიტებას, ის, ------ საკუთარი თავისა თუ სხვებისათვის ------ .

(ა) საკმაოდ დამაჯერებელი აზრია / მაგრამ თუნდაც / სქელი საბურველით არ ფარავდეს

ჩვენგან / სულ მცირე, გვიძნელებს სინამდვილის უარყოფას, გვიბიძგებს / სიმართლის

თქმისკენ

(ბ) შეიძლება ვინმემ იფიქროს / მაგრამ თუნდაც / ლანგრით არ მოგვართმევდეს მზამზარეულ /

სულ მცირე, გვიძნელებს სინამდვილის უარყოფას, არ გვაძლევს / ტყუილის თქმის

საშუალებას

(გ) არ უნდა ვიფიქროთ / მართლაც, თუკი / ლანგრით მოგვართმევს მზამზარეულ / იმავე

დროს, უნდა გვიძნელებდეს სინამდვილის უარყოფას, გვიბიძგებდეს / ტყუილის თქმისკენ

(დ) ძნელია არ დავეთანხმოთ აზრს / მართლაც, თუკი / სქელი საბურველით ფარავს ჩვენგან /

იმავე დროს, გვიძნელებს სინამდვილის უარყოფას, არ გვაძლევს / სიმართლის თქმის

საშუალებას

29. მნიშვნელოვანია, ერთმანეთისაგან განვასხვაოთ ადვილი და მარტივი: თუკი რაღაც წესი, ----- ,

ოდესღაც დამკვიდრდა და ტრადიციასა და რუტინაში მყარად გაიდგა ფესვი, მის მიხედვით

ქცევა ----- ; ხოლო იმის აღმოჩენა, რაც ----- , შემდეგ კი ამ აღმოჩენის შესაბამისად მოქმედება,

----- .

(ა) მართლაც ხელოვნური და რთული / საკმაოდ ძნელია / მარტივი და სადაა / ასევე ძალიან

მარტივი და ადვილია

(ბ) მართლაც მარტივი და სადა / საკმაოდ ადვილია / ხელოვნური და რთულია / ასევე ძნელია

(გ) თუნდაც ხელოვნური და რთული / მართლაც ადვილია / მარტივი და სადაა / უაღრესად

ძნელია

(დ) თუნდაც მარტივი და სადა / მართლაც ძნელია / ხელოვნური და რთულია / ადვილი და

მარტივია

Page 209: ზოგადი უნარები - WordPress.com...5 როგორ იქმნება ზოგადი უნარების ტესტი ზოგადი უნარების

209 654010a

30. ყოველი ----- , გარკვეული აზრით, თავადვეა ----- : იმისათვის, რომ ----- , იგი ისევე უნდა

გვსურდეს, როგორც ----- , რომლის ----- .

(ა) საშუალება / მიზანი / საშუალება ავამოქმედოთ / მიზანი / რეალიზაციასაც ის ემსახურება

(ბ) მიზანი / საშუალება / მიზანს მივაღწიოთ / საშუალება / რეალიზაციასაც ის ემსახურება

(გ) საშუალება / მიზანი / მიზანს მივაღწიოთ / საშუალება / მიღწევა მისი მეშვეობითაა

შესაძლებელი

(დ) მიზანი / საშუალება / საშუალება ავამოქმედოთ / მიზანი / მეშვეობითაც ის მიიღწევა

ლოგიკა

ამ სახის დავალებები განსხვავდება ერთმანეთისგან წინასწარი მონაცემებისა და

გამოსატანი დასკვნების თვალსაზრისით. ამიტომ განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ

შეკითხვას, რომელიც ახლავს თითოეულ დავალებას და მოცემული ვარიანტებიდან აირჩიეთ

შესაბამისი პასუხი.

ზოგიერთ შეკითხვაზე პასუხის გაცემას გაგიადვილებთ მონაცემების გამოსახვა ნახაზის

ან დიაგრამის ფორმით.

31. თეა და ბესო მსჯელობენ:

თეა: ვფიქრობ, რომ ანამ გუშინ პრეზენტაციის მომზადება ვერ მოასწრო.

ბესო: რატომ ფიქრობ ასე?

თეა: ვიცი, რომ ანა გუშინ ან კონცერტზე არ უნდა წასულიყო, ან პრეზენტაციის მომზადებას

ვერ მოასწრებდა - ერთ-ერთი მაინც.

ბესო: და რატომ ფიქრობ, რომ პრეზენტაციის მომზადება ვერ მოასწრო?

თეა: მითხრა, რომ თუ გუშინ კონცერტზე არ წავიდოდა, მაშინ თავის ბილეთს მაკას

უთმობდა.

ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელი მტკიცება უნდა დაამატოს თეამ, რათა მისი არგუმენტაცია

დამაჯერებელი იყოს?

(ა) გუშინ ანა კონცერტზე არ წასულა.

(ბ) ანამ თავისი ბილეთი მაკას დაუთმო.

(გ) ანამ თავისი ბილეთი მაკას არ დაუთმო.

(დ) გუშინ ანა კონცერტზე არ წასულა და თავისი ბილეთი მაკას დაუთმო.

(ე) გუშინ ანა კონცერტზე არ წასულა ან თავისი ბილეთი მაკას არ დაუთმო.

Page 210: ზოგადი უნარები - WordPress.com...5 როგორ იქმნება ზოგადი უნარების ტესტი ზოგადი უნარების

210 654010a

32. ახალგაზრდა პიანისტების კონკურსში მონაწილეობდა ოთხი შემსრულებელი: ანდრო, გუგა,

თათია და ელენე. თითოეულ მათგანს ორ-ორი ნაწარმოები უნდა შეესრულებინა - ერთი სონატა

და ერთი ნოქტიურნი. მათი შედეგების შესახებ ასეთი ცნობები გვაქვს:

ანდროს არც ერთი ნაწარმოებისთვის არ მიუღია ყველაზე დაბალი ქულა.

თათიამ ორივე ნაწარმოებისთვის ელენეზე მაღალი ქულები მიიღო.

გუგამ ერთ-ერთი ნაწარმოებისთვის მაინც მიიღო ყველაზე მაღალი ქულა.

ერთ-ერთი ნაწარმოებისთვის რიგით მეორე ქულა დაიმსახურა ელენემ.

ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელი ვითარება განხორციელდა აუცილებლად?

(ა) ანდრომ მხოლოდ ელენეს გაასწრო.

(ბ) ანდრომ ორივეჯერ თათიაზე დაბალი ქულა მიიღო.

(გ) ანდრომ ორივეჯერ ერთი და იგივე ადგილი დაიკავა.

(დ) ანდრომ მხოლოდ ერთხელ მიიღო გუგაზე დაბალი ქულა.

(ე) ანდრომ ორი ნაწარმოების შესრულებისათვის სხვადასხვა ადგილი დაიკავა.

33. სხვადასხვა სახეობის ცხოველები მნიშვნელოვნად განსხვავდებიან ერთმანეთისგან იმის

მიხედვით, თუ რამდენად იოლად სწავლობენ ადამიანთა მიერ საგნებზე მითითების ჟესტის

გაგებას. ამ მხრივ სპილო ყველა სხვა სახეობაზე უფრო “ნიჭიერია”. მეტიც, მას, სხვა

ცხოველთაგან განსხვავებით, ადამიანის მიერ ხელით მითითების გაგება წინასწარი წვრთნის

გარეშე შეუძლია. ზოგიერთი მკვლევრის ვარაუდით, სპილოებში ამ განსაკუთრებული უნარის

არსებობა იმით აიხსნება, რომ ისინი ერთმანეთთან ურთიერთობისას აქტიურად იყენებენ

ხორთუმს ამა თუ იმ საგანზე მისათითებლად.

ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელი ვითარება განამტკიცებს ყველაზე მეტად აღნიშნულ

ვარაუდს?

(ა) აღნიშნული ვარაუდის ავტორებმა ექსპერიმენტები ჩაატარეს შინაურ სპილოებზე,

რომელთაც ადგილობრივი მოსახლეობა ტურისტების ტრანსპორტირებისთვის იყენებს.

(ბ) ექსპერიმენტებმა აჩვენა, რომ ყველა ის სპილო, რომელიც ზოოპარკში დაიბადა და იქვე

ცხოვრობს სხვა სპილოებისაგან იზოლირებულად, შედარებით იშვიათად იგებს

მითითების ჟესტის მნიშვნელობას საგანგებო წვრთნის გარეშე.

(გ) ექსპერიმენტებმა აჩვენა, რომ სპილოები უფრო იოლად იგებენ ადამიანის მიერ ამა თუ იმ

ობიექტზე ხელით მითითების ჟესტის მნიშვნელობას, როდესაც ადამიანის მზერაც იმავე

ობიექტისკენაა მიმართული.

(დ) ექსპერიმენტებმა აჩვენა, რომ სპილოები უფრო იოლად იგებენ ადამიანის მიერ ამა თუ იმ

ობიექტზე ხელით მითითების ჟესტის მნიშვნელობას, როდესაც ადამიანი ახლოს დგას ამ

ობიექტთან.

(ე) სპილოებში მითითების ჟესტის გაგების უნარის საკვლევად ექსპერიმენტები ჩატარდა

როგორც ნაკრძალებში, ისე ველურ ბუნებაში მცხოვრებ ინდივიდებზე.

Page 211: ზოგადი უნარები - WordPress.com...5 როგორ იქმნება ზოგადი უნარების ტესტი ზოგადი უნარების

211 654010a

34. ოთხი მეგობარი - ირაკლი, ნათია, ანა და მიშიკო - არდადეგებზე სხვადასხვაგვარად

ისვენებს: ერთ-ერთი ზღვისპირეთშია, ერთ-ერთი მთაში წავიდა ლაშქრობაში, ერთ-ერთი

ბებიასთანაა სოფელში, ერთ-ერთი კი გემით მოგზაურობს (არა აუცილებლად ამ

თანმიმდევრობით). ამასთან, ცნობილია, რომ ქვემოთ მოცემული ოთხი მტკიცებიდან მხოლოდ

ერთია მართალი.

ირაკლი ისვენებს ზღვისპირეთში.

ნათია არ ისვენებს ზღვისპირეთში.

ანა არ მოგზაურობს გემით.

მიშიკო არ ისვენებს ზღვისპირეთში.

როგორ ისვენებს ანა?

(ა) ზღვისპირეთშია

(ბ) გემით მოგზაურობს

(გ) მთაშია ლაშქრობაში

(დ) ბებიასთანაა სოფელში

(ე) მოცემული ინფორმაცია საკმარისი არ არის ამის დასადგენად

Page 212: ზოგადი უნარები - WordPress.com...5 როგორ იქმნება ზოგადი უნარების ტესტი ზოგადი უნარების

212 654010a

წაკითხული ტექსტის გააზრება ყურადღებით წაიკითხეთ და გაიაზრეთ ტექსტი. თითოეული შეკითხვის სავარაუდო

პასუხებიდან აირჩიეთ ის ვარიანტი, რომელიც მართებულია მოცემული ტექსტის მიხედვით.

ადამიანის უნარი, შექმნას განსაკუთრებული ხმოვანი სიგნალები საკუთარი თავის

აღსანიშნავად და დაიმახსოვროს ანალოგიური სიგნალები, რომლებსაც სხვები ქმნიან, ძალზე

იშვიათად გვხვდება ცხოველებში. მეცნიერები ამტკიცებენ, რომ დელფინები ცხოველთა

სამყაროს ის იშვიათი წარმომადგენლები არიან, რომელთაც ამგვარი უნარი აქვთ.

დელფინები ერთმანეთს მიმართავენ “სახელით”, რომელსაც სიცოცხლის პირველივე

დღეებიდან იძენენ. ესაა ერთგვარი ხმოვანი სიგნალი, ე. წ. სტვენა-ხელმოწერა, რომელიც

ყოველი ინდივიდისთვის სპეციფიკურია და მათ თვითიდენტიფიკაციას ემსახურება.

დელფინი ამ ხმას გამოსცემს, რათა საკუთარი გუნდის წევრებს ან ნათესავებს თავისი იქ

ყოფნის შესახებ შეატყობინოს, ხოლო რომელიმე მათგანის მოსახმობად ამ უკანასკნელის

სტვენას ბაძავს, თუმცა, ოდნავ ცვლის მას, რათა ის ორიგინალში არ აერიოთ. სტვენა-

ხელმოწერით დელფინი არა მხოლოდ აღნიშნავს თავის თავს, არამედ ამავე სტვენით პასუხს

სცემს მათ, ვინც მას უხმობს.

დელფინების ურთიერთობის ამ თავისებურების შესასწავლად შოტლანდიელი

ბიოლოგები სტეფანი კინგი და ვინსენტ ჯენიკი რამდენიმე ზაფხულის განმავლობაში

აკვირდებოდნენ დელფინების სხვადასხვა ჯგუფს შოტლანდიის დასავლეთ სანაპიროსთან.

ისინი იწერდნენ დელფინების “სტვენა-გადაძახილებს”, შემდეგ კი აუდიოჩანაწერებს

წყალქვეშა ჰიდროფონებით ასმენინებდნენ დელფინთა გარკვეულ გუნდს. დელფინები

ისმენდნენ როგორც საკუთარ, ისე თანაგუნდელების სტვენა-ხელმოწერებს, სხვა ჯგუფის

დელფინების სტვენა-ხელმოწერებს, რომლებსაც “დელფინი-მსმენელები” არასოდეს

შეხვედრიან, ასევე, სტვენებს, რომლებიც სულაც არ იყო “ხელმოწერები”. გაირკვა, რომ

დელფინები მხოლოდ საკუთარ “სტვენა-ხელმოწერას” ეხმიანებოდნენ ზუსტად იმავე

სტვენით, თითქოსდა თავიანთ იქ ყოფნას ატყობინებდნენ მას, ვინც მათ სახელით

მიმართავდა. გარკვეულწილად ეს ადამიანებს შორის კომუნიკაციას ჰგავდა – როცა გეძახიან,

პასუხობ.

შესაძლოა, ამგვარი ურთიერთობა დელფინებს იმიტომ სჭირდებათ, რომ არ დაკარგონ

კონტაქტი თავიანთი გუნდის წევრებთან მაშინაც კი, როცა დიდი მანძილით შორდებიან მათ.

კინგისა და ჯენიკის მონაცემებით, მანძილი, რომლის ფარგლებში დელფინებს შეუძლიათ

ერთმანეთს ხმა მიაწვდინონ, ერთი კილომეტრია. ჯენიკის სიტყვებით, “დელფინებს არ აქვთ

ბუდე ან ბუნაგი, სადაც შეუძლიათ დაბრუნდნენ. დროის უმეტეს ნაწილს ისინი ისე ატარებენ,

რომ გარშემო ვერაფერს ხედავენ. წყლის ქვეშ არ შეიგრძნობა სუნი, რომლითაც ხმელეთის

ძუძუმწოვრები ერთმანეთს ცნობენ, ამიტომ მათთვის სახასიათო ხმების მეშვეობით

ერთმანეთის ცნობის უნარი ერთადერთი საშუალებაა, რომ არ დაკარგონ თავიანთი

ნათესავები თუ ნაცნობები”. ამ მკვლევრის თანახმად, სახელების მინიჭება-გამოყენების

პრაქტიკა დელფინების სხვადასხვა ჯგუფში დამოუკიდებლად ყალიბდება, მსგავსად იმისა,

როგორც თავის დროზე ადამიანებთან აღმოცენდებოდა სხვადასხვა ენა.

მიუხედავად იმისა, რომ მეცნიერები დიდ ინტერესს იჩენენ ამ უნიკალური არსებების

მიმართ, ჯერ არ დადასტურებულა, აქვთ თუ არა დელფინებს თავიანთი ენა. სტვენა-

ხელმოწერების გარდა, დღემდე გაუშიფრავი რჩება მათი სხვა “სტვენები” – ამ მხრივ ეს

უკანასკნელნი შეიძლება შევადაროთ ე. წ. “ნარჩენ დნმ-ს”, რომელსაც მეცნიერები დიდი ხნის

განმავლობაში უფუნქციოდ მიიჩნევდნენ და მხოლოდ უახლესი კვლევებით დასტურდება, რომ

ის ორგანიზმისთვის მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს.

Page 213: ზოგადი უნარები - WordPress.com...5 როგორ იქმნება ზოგადი უნარების ტესტი ზოგადი უნარების

213 654010a

35. ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელ დებულებაშია მართებულად გადმოცემული I და II

აბზაცებს შორის კავშირი?

(ა) I აბზაცში მითითებულია ადამიანებისათვის დამახასიათებელი ის თავისებურება, რომლის

არსებობა დადასტურებულია II აბზაცში.

(ბ) I და II აბზაცებში ნაჩვენებია ადამიანებსა და ცხოველთა სამყაროს ზოგიერთ

წარმომადგენელს შორის არსებული მსგავსება და განსხვავება.

(გ) II აბზაცში გაშუქებულია ის საკითხი, რომლის კვლევის მნიშვნელობა ხაზგასმულია I

აბზაცში.

(დ) II აბზაცში დაკონკრეტებულია ის საკითხი, რომელიც მინიშნებულია I აბზაცში და

რომელსაც მთელი ტექსტი ეძღვნება.

36. ფრაზა - დელფინი “სხვის მოსახმობად ამ უკანასკნელის სტვენას ბაძავს, თუმცა, ოდნავ

ცვლის მას, რათა ის ორიგინალში არ აერიოთ” - არ გულისხმობს, რომ:

(ა) დელფინებისთვის არა მარტო ცნობილია მათი თანაგუნდელის სტვენა-ხელმოწერა, არამედ

მისი გამოყენებაც შეუძლიათ მასთან კონტაქტის დასამყარებლად.

(ბ) სტვენა-ხელმოწერა იმდენად სპეციფიკურია ყოველი ცალკეული დელფინისათვის, რომ

მის ზუსტ იმიტირებას სხვა ვერ შეძლებს.

(გ) დელფინის სტვენა-ხელმოწერა ემსახურება მის თვითიდენტიფიცირებას, ისევე, როგორც

სხვებთან კონტაქტის დამყარებას.

(დ) სხვა დელფინის სტვენა-ხელმოწერის ზუსტი იმიტირება ამ სტვენის პატრონის და გუნდის

დანარჩენი წევრების დაბნეულობას გამოიწვევს.

37. სტეფანი კინგისა და ვინსენტ ჯენიკის კვლევის მიზანი იყო:

(ა) იმის გარკვევა, რამდენად განსხვავდება დელფინებს შორის ურთიერთობა ადამიანებს

შორის ურთიერთობისგან.

(ბ) იმის გარკვევა, თუ რა მახასიათებლებით განსხვავდება დელფინების სტვენა-ხელმოწერები

სხვა ტიპის ხმოვანი სიგნალებისგან.

(გ) იმის დადასტურება, რომ დელფინები არა მარტო გამოარჩევენ საკუთარ სტვენას სხვების

სტვენისგან, არამედ საპასუხოდაც იმავე სტვენას გამოსცემენ.

(დ) იმის დადასტურება, რომ დელფინებს საკუთარი სტვენა-ხელმოწერის მოსმენისას

შეუძლიათ მისი ზუსტად გამეორება.

Page 214: ზოგადი უნარები - WordPress.com...5 როგორ იქმნება ზოგადი უნარების ტესტი ზოგადი უნარების

214 654010a

38. რა მიზნით მოჰყავს ავტორს IV აბზაცში ვინსენტ ჯენიკის ციტატა?

(ა) დელფინებს შორის ურთიერთობის თავისებურების სავარაუდო მიზეზების ასახსნელად.

(ბ) დელფინების საარსებო გარემოს და იქ არსებული პირობების საილუსტრაციოდ.

(გ) დელფინების სხვა - ხმელეთის ძუძუმწოვრებისგან - მნიშვნელოვანი განმასხვავებელი

ნიშნების გამოსაკვეთად.

(დ) დელფინებს შორის ურთიერთობის ხელშემშლელი ფაქტორების წარმოსაჩენად.

39. ტექსტის ბოლო აბზაცში მოყვანილია “ნარჩენი დნმ-ის” მაგალითი. ავტორს ამ მაგალითით

სურდა, ეთქვა, რომ:

(ა) შესაძლოა, არა მარტო დელფინების სტვენა-ხელმოწერებს, არამედ მათ სხვა სტვენებსაც

აკისრიათ გარკვეული ფუნქცია მათი მფლობელების ცხოვრებაში.

(ბ) შესაძლოა, “ნარჩენი დნმ-ის” მსგავსად, დელფინების სტვენა-ხელმოწერები, ისევე, როგორც

სხვა ხმოვანი სიგნალები, გაუშიფრავი დარჩეს მკვლევართა მიერ.

(გ) მიუხედავად მეცნიერთა დიდი ინტერესისა დელფინების ენისადმი, დღემდე გაურკვეველი

რჩება, რა როლს ასრულებს ის დელფინებს შორის ურთიერთობაში.

(დ) მიუხედავად დიდი ინტერესისა დელფინებისადმი, დღემდე მიიჩნევენ, რომ დელფინების

სტვენა-ხელმოწერების გარდა, მათი სხვა სტვენები ისეთივე არაინფორმაციულია, როგორც

“ნარჩენი დნმ”.

40. ქვემოთ მოცემულია რამდენიმე ცნობა დელფინების შესახებ. მათგან რომელი

არ ეხმიანება უშუალოდ ტექსტში მოცემულ ინფორმაციას?

(ა) დედა-დელფინი პირველი რამდენიმე კვირის განმავლობაში სპეციალურ სტვენას

გამოსცემს ყოველთვის, როცა კი თავის ახალშობილს მიმართავს. მეცნიერთა აზრით, ამ

სტვენით დედა კავშირს ამყარებს თავის შვილთან, ანუ, ფაქტობრივად, მას სახელით

მიმართავს.

(ბ) ასაკთან ერთად დელფინების ხმოვანი სიგნალები თანდათან რთულდება, ეს ტყვეობაში

მყოფ დელფინებთანაც შეიმჩნევა, თუმცა არა ისეთი ხარისხით, როგორც ველურ

დელფინებთან.

(გ) ახალგაზრდა დელფინები, რომლებიც ბიოსადგურებსა და ზოოპარკებში იზრდებოდნენ,

თანაგუნდელების მოსახმობად ბაძავდნენ მწვრთნელის სტვენას. ეს მეტყველებს ხმოვანი

სიგნალების მნიშვნელოვან ფუნქციაზე დელფინებს შორის კომუნიკაციაში.

(დ) ერთ არეალში მყოფ დელფინებს ერთმანეთთან თავიანთი ნათესავებისა და მეგობრების

ხმოვანი სიგნალების მეშვეობით აქვთ ურთიერთობა. ცხოველები ვერ ხედავენ ერთმანეთს,

მაგრამ ესმით ერთმანეთის ხმები და გამოსცემენ მათთვის დამახასიათებელ სტვენებს, რათა

შეძლონ თავიანთ გუნდთან შეერთება.

Page 215: ზოგადი უნარები - WordPress.com...5 როგორ იქმნება ზოგადი უნარების ტესტი ზოგადი უნარების

215 654010b

მათემატიკური ნაწილი

IV ტესტის მათემატიკურ ნაწილზე მუშაობისას გაითვალისწინეთ:

ნახაზები, რომლებიც თან ერთვის ზოგიერთ დავალებას, არ არის შესრულებული

დავალების პირობაში მითითებული ზომების ზუსტი დაცვით. ამიტომ მონაკვეთების სიგრძის ან სხვა სიდიდეების შესახებ დასკვნის გამოტანისას ნუ დაეყრდნობით ნახაზის

ზომებს. ყურადღება გაამახვილეთ დავალების პირობაზე; თუ ნახაზზე მოცემული სწორი ხაზის შესახებ ამოცანის პირობაში დამატებით არაფერია

ნათქვამი, მაშინ უნდა ჩათვალოთ, რომ ეს სწორი ხაზი წრფეა ან მისი ნაწილი;

ტესტში გამოყენებულია რიცხვთა ჩაწერის მხოლოდ ათობითი პოზიციური სისტემა. მათემატიკური აღნიშვნები და ფორმულები:

1. ნული არც დადებითია და არც უარყოფითი;

1 არ არის მარტივი რიცხვი.

2. პროცენტი: a რიცხვის k% არის .

3. ხარისხი: an = a · a · a · ...· a (n-ჯერ)

an · am = an + m an : am = an – m (an)m = an · m

4. პროპორცია: თუ , მაშინ ad = bc.

5. სიჩქარე: dro

manZilisiCqare

6. საშუალო არითმეტიკული:

raodenoba monacemTa

jami monacemTasaSualo monacemTa

7. ალბათობა: თუ ყველა ელემენტარული

ხდომილობა თანაბრად მოსალოდნელია, მაშინ

ხდომილობის ალბათობა ტოლია ამ ხდომილობის

ხელშემწყობ ელემენტარულ ხდომილობათა

რაოდენობის შეფარდებისა ელემენტარულ

ხდომილობათა საერთო რაოდენობასთან.

თუ ამოცანის პირობაში საწინააღმდეგო არაა

ნათქვამი, ყოველთვის იგულისხმება, რომ

ელემენტარული ხდომილობები თანაბრად

მოსალოდნელია.

8. შემოკლებული გამრავლების

ფორმულები:

(a + b)2 = a2 + 2ab + b2

(a – b)2 = a2 – 2ab + b2

(a + b)(a – b) = a2 – b2

9. ნახაზზე კუთხე შეიძლება

მონიშნული იყოს კუთხის

გვერდებს შორის ჩასმული

პატარა რკალით, მართი კუთხე კი - პატარა

კვადრატით.

A აღნიშნავს A კუთხის სიდიდეს.

10. პარალელური წრფეები:

ორი პარალელური წრფის მესამე

წრფით გადაკვეთისას შიგა

ჯვარედინა კუთხეები ტოლია: α = β.

11. სამკუთხედი:

სამკუთხედის კუთხეების სიდიდეთა ჯამი 180°-ის ტოლია;

პითაგორას თეორემა: მართკუთხა სამკუთხედის ჰიპოტენუზის სიგრძის კვადრატი კათეტების სიგრძეთა კვადრატების ჯამის ტოლია:

AB2 = AC2 + BC2

სამკუთხედის ფართობი სამკუთხედის

გვერდის სიგრძისა და შესაბამისი სიმაღლის

ნამრავლის ნახევრის ტოლია: .

12. ოთხკუთხედი:

ოთხკუთხედის კუთხეების სიდიდეთა ჯამი 360°-ის ტოლია;

მართკუთხედის ფართობი მისი სიგრძისა და სიგანის ნამრავლის ტოლია: S = ab;

პარალელოგრამის ფართობი მისი გვერდის სიგრძისა და ამ გვერდის შესაბამისი სიმაღლის ნამრავლის ტოლია: S = ah.

13. წრე, წრეწირი:

წრეწირის სიგრძე მისი რადიუსის მიხედვით გამოითვლება ფორმულით: L = 2r;

რიცხვი, მეასედის სიზუსტით, 3,14-ის ტოლია;

r რადიუსიანი წრის ფართობი გამოითვლება ფორმულით: S = r2.

14. მართკუთხა პარალელეპიპედი:

მართკუთხა პარალელეპიპედის მოცულობა მისი სიგრძის, სიგანისა და სიმაღლის ნამრავლის ტოლია: V = abc;

კუბის შემთხვევაში: a = b = c.

Page 216: ზოგადი უნარები - WordPress.com...5 როგორ იქმნება ზოგადი უნარების ტესტი ზოგადი უნარების

216 654010b

რაოდენობრივი შედარება

შეადარეთ ერთმანეთს A და B სვეტების უჯრებში მოცემული რაოდენობები.

თუ A სვეტის უჯრაში მოცემული რაოდენობა მეტია B სვეტის შესაბამის უჯრაში მოცემულ

რაოდენობაზე, აირჩიეთ (ა);

თუ B სვეტის უჯრაში მოცემული რაოდენობა მეტია A სვეტის შესაბამის უჯრაში მოცემულ

რაოდენობაზე, აირჩიეთ (ბ);

თუ უჯრებში მოცემული რაოდენობები ტოლია, აირჩიეთ (გ);

თუ მოცემული ინფორმაცია საკმარისი არაა იმის დასადგენად, რომელი რაოდენობაა მეტი,

აირჩიეთ (დ).

A B

41.

(ა) (ბ) (გ) (დ)

42.

(ა) (ბ) (გ) (დ)

43.

მართკუთხა სამკუთხედის თითოეული გვერდის სიგრძე

6 სანტიმეტრზე მეტია.

(ა) (ბ) (გ) (დ)

y + 4 2

8y

1,4:597 151

18 სმ2 სამკუთხედის ფართობი

Page 217: ზოგადი უნარები - WordPress.com...5 როგორ იქმნება ზოგადი უნარების ტესტი ზოგადი უნარების

217 654010b

A B

44.

კვირის განმავლობაში შაქრის ფასი ორჯერ შეიცვალა: შაქარი

ჯერ გაძვირდა 50%-ით, შემდეგ გაიაფდა 40%-ით.

(ა) (ბ) (გ) (დ)

45.

1 ლიტრი ბენზინი 2,4 ლარი ღირს, ხოლო დიზელის საწვავი -

1,6 ლარი. ავტომანქანა ბენზინის ყოველი ლიტრით 15 კმ-ს

გადის, ხოლო მიკროავტობუსი დიზელის საწვავის ყოველი

ლიტრით - 10 კმ-ს. მოძრაობისას ავტომანქანამ და

მიკროავტობუსმა ერთი და იმავე ღირებულების საწვავი

დახარჯეს.

(ა) (ბ) (გ) (დ)

46.

ABC სამკუთხედში C = 70° და |BC| < |AC|.

(ა) (ბ) (გ) (დ)

შაქრის ფასი კვირის

დასაწყისში

შაქრის ფასი კვირის

ბოლოს

მიკროავტობუსის მიერ

გავლილი მანძილი

ავტომანქანის მიერ

გავლილი მანძილი

B 55°

Page 218: ზოგადი უნარები - WordPress.com...5 როგორ იქმნება ზოგადი უნარების ტესტი ზოგადი უნარების

218 654010b

ამოცანები

47. 3

1,602,603,604,606,608,60

(ა) 1,0

(ბ) 2,0

(გ) 3,0

(დ) 4,0

(ე) 5,0

48. წყლის თითოეული ტუმბო საცავიდან ყოველ საათში ერთი და იმავე რაოდენობის წყალს

იღებს. 3 ტუმბო 4 საათში 48 ტონა წყალს იღებს. რამდენ ტონა წყალს იღებს 1 ტუმბო 1 საათში?

(ა) 2

(ბ) 4

(გ) 8

(დ) 12

(ე) 16

49. ტოლუჯრედებიან ბადეზე მოცემულია მართკუთხა სამკუთხედები, რომელთა წვეროები

ბადის კვანძებს ემთხვევა (იხ. ნახაზი). ამ სამკუთხედებიდან რომელს აქვს ყველაზე მცირე

ფართობი?

(ა) I (ბ) II (გ) III (დ) IV

(ე) V

Page 219: ზოგადი უნარები - WordPress.com...5 როგორ იქმნება ზოგადი უნარების ტესტი ზოგადი უნარების

219 654010b

50. ორი ორნიშნა რიცხვის ჯამი 196-ის ტოლია. ჩამოთვლილთაგან რომლის ტოლი შეიძლება

იყოს ამ რიცხვების სხვაობა?

(ა) 1

(ბ) 2

(გ) 3

(დ) 4

(ე) 5

51. a და b ისეთი დადებითი რიცხვებია, რომ a ნაკლებია b-ზე 2-ჯერ. ჩამოთვლილთაგან

რომელი აღწერს ამ დამოკიდებულებას? (ა) 2:ab

(ბ) 02 ab

(გ) 2:ba

(დ) 2 ba

(ე) ab 2

Page 220: ზოგადი უნარები - WordPress.com...5 როგორ იქმნება ზოგადი უნარების ტესტი ზოგადი უნარების

220 654010b

მონაცემთა ანალიზი

დიაგრამაზე მოცემულია, თუ რამდენი კილოგრამი ხორბალი, სიმინდი და შაქრის ჭარხალი

მოიყვანეს ქვეყანაში ერთ სულ მოსახლეზე 2005-2009 წლებში.

დიაგრამის მიხედვით უპასუხეთ შემდეგ 4 შეკითხვას:

52. რამდენი კილოგრამით შემცირებულა შაქრის ჭარხლის წარმოება ერთ სულ მოსახლეზე 2006

წელს წინა წელთან შედარებით?

(ა) 10-ით

(ბ) 15-ით

(გ) 20-ით

(დ) 25-ით

(ე) 30-ით

53. რომელ წელს იყო ქვეყანაში მოყვანილი სიმინდის რაოდენობა იმავე წელს მოყვანილი

ხორბლისა და შაქრის ჭარხლის საერთო რაოდენობის მესამედზე მეტი, მაგრამ ნახევარზე

ნაკლები?

(ა) 2005

(ბ) 2006

(გ) 2007

(დ) 2008

(ე) 2009

Page 221: ზოგადი უნარები - WordPress.com...5 როგორ იქმნება ზოგადი უნარების ტესტი ზოგადი უნარების

221 654010b

54. 2005-2009 წლებში ქვეყანაში მარცვლეული კულტურებიდან მხოლოდ სიმინდი და ხორბალი

მოჰყავდათ. რომელ წელს შეადგენდა ქვეყანაში მოყვანილი ხორბლის მოსავალი მარცვლეულის

მოსავლის 25%-ს?

(ა) 2005

(ბ) 2006

(გ) 2007

(დ) 2008

(ე) 2009

55. ქვეყნის მოსახლეობის რაოდენობა 2009 წელს 2005 წელთან შედარებით 20%-ით შემცირდა.

რამდენჯერ მეტია ქვეყანაში 2009 წელს მოყვანილი სიმინდის საერთო რაოდენობა 2005 წელთან

შედარებით?

(ა) 1,2-ჯერ

(ბ) 1,4-ჯერ

(გ) 1,6-ჯერ

(დ) 1,8-ჯერ

(ე) 2-ჯერ

ამოცანები

56. ნატურალური რიცხვი n ნაკლებია 15-ზე. რის ტოლია n, თუკი 15-ის n-ზე გაყოფისას

მიღებული ნაშთია 7n ?

(ა) 10

(ბ) 11

(გ) 12

(დ) 13

(ე) 14

Page 222: ზოგადი უნარები - WordPress.com...5 როგორ იქმნება ზოგადი უნარების ტესტი ზოგადი უნარების

222 654010b

57. თუ 3x მეტია 12 -ზე 5-ით, მაშინ 4x

(ა) 1

(ბ) 2

(გ) 3

(დ) 2

(ე) 3

58. ზრდის მიხედვით დალაგებული 3 ერთმანეთის მომდევნო მთელი რიცხვის საშუალო

არითმეტიკული 8-ის ტოლია. რის ტოლია ამ რიცხვებიდან უმცირესი?

(ა) 5

(ბ) 6

(გ) 7

(დ) 8

(ე) 9

59. მანძილი გიას სახლიდან სკოლამდე 1400 მეტრის ტოლია. სკოლის შემდეგ გია ჯერ

მეგობარს ეწვია, რომლის სახლიც სკოლიდან 200 მეტრითაა დაშორებული, ხოლო შემდეგ

მეგობართან ერთად სპორტდარბაზში წავიდა, რომელიც მეგობრის სახლიდან 100 მეტრითაა

დაშორებული. ჩამოთვლილთაგან რომლის ტოლი არ შეიძლება იყოს მანძილი

სპორტდარბაზიდან გიას სახლამდე?

(ა) 1200 მეტრი

(ბ) 1400 მეტრი

(გ) 1600 მეტრი

(დ) 1700 მეტრი

(ე) 1800 მეტრი

60. სამშენებლო კომპანიამ დაამზადა 1200 კუბური მეტრი ნაძვის ხისა და 800 კუბური მეტრი

ფიჭვის ხის მასალა. ნაძვის ხის მასალის 10% და ფიჭვის ხის მასალის 40% კომპანიამ საწყობში

შეინახა, ხოლო დანარჩენი გაყიდა. დამზადებული ხის მასალის რამდენი პროცენტი შეუნახავს

საწყობში კომპანიას?

(ა) 18%

(ბ) 22%

(გ) 25%

(დ) 34%

(ე) 50%

Page 223: ზოგადი უნარები - WordPress.com...5 როგორ იქმნება ზოგადი უნარების ტესტი ზოგადი უნარების

223 654010b

რაოდენობრივი შედარება

შეადარეთ ერთმანეთს A და B სვეტების უჯრებში მოცემული რაოდენობები.

თუ A სვეტის უჯრაში მოცემული რაოდენობა მეტია B სვეტის შესაბამის უჯრაში მოცემულ

რაოდენობაზე, აირჩიეთ (ა);

თუ B სვეტის უჯრაში მოცემული რაოდენობა მეტია A სვეტის შესაბამის უჯრაში მოცემულ

რაოდენობაზე, აირჩიეთ (ბ);

თუ უჯრებში მოცემული რაოდენობები ტოლია, აირჩიეთ (გ);

თუ მოცემული ინფორმაცია საკმარისი არაა იმის დასადგენად, რომელი რაოდენობაა მეტი,

აირჩიეთ (დ).

A B

61. a > b > c > 0, a + b + c = 12.

(ა) (ბ) (გ) (დ)

62.

სასწორების თეფშებზე აწყვია ერთნაირი მსხლები, ასევე,

ერთნაირი ვაშლები და ერთნაირი ბანანები (იხ. ნახატი).

(ა) (ბ) (გ) (დ)

63.

ხუთი ნატურალური რიცხვის ჯამი 7-ის ტოლია.

(ა) (ბ) (გ) (დ)

c 3

3ამ რიცხვების ნამრავლი

3 ბანანის წონა 1 ვაშლის, 1 მსხლისა და

1 ბანანის საერთო წონა

Page 224: ზოგადი უნარები - WordPress.com...5 როგორ იქმნება ზოგადი უნარების ტესტი ზოგადი უნარების

224 654010b

A B 64.

მრავალკუთხედის შემოსაზღვრულობის მაჩვენებელი

ვუწოდოთ ამ მრავალკუთხედის მომცველი წრეებიდან

უმცირესის რადიუსის სიგრძეს.

MNKD პარალელოგრამის დიაგონალების სიგრძეებია 8 სმ

და 6 სმ.

(ა) (ბ) (გ) (დ)

65.

(ა) (ბ) (გ) (დ)

ამოცანები

66. სათამაშო ბურთი ღირს 3 ლარი, მანქანა კი - 9 ლარი. ნოდარმა შეიძინა სათამაშო ბურთები

და მანქანები. ჩამოთვლილთაგან რომლის ტოლი შეიძლება იყოს ნოდარის მიერ დახარჯული

თანხა?

(ა) 28 ლარი

(ბ) 32 ლარი

(გ) 35 ლარი

(დ) 45 ლარი

(ე) 52 ლარი

67. თუ 22 2 abba , მაშინ b

(ა) 22

2

aa

(ბ) 32

2

a

a

(გ) 2

2 2a

a

(დ) 2

2 3a

a

(ე) 22

2

2

aa

MNKD პარალელოგრამის

შემოსაზღვრულობის მაჩვენებელი 4 სმ

უდიდესი მარტივი

რიცხვი, რომელზეც

უნაშთოდ იყოფა 40

უდიდესი მარტივი

რიცხვი, რომელზეც

უნაშთოდ იყოფა 45

Page 225: ზოგადი უნარები - WordPress.com...5 როგორ იქმნება ზოგადი უნარების ტესტი ზოგადი უნარების

225 654010b

68. ABCD მართკუთხედის გვერდები საკოორდინატო ღერძების პარალელურია. B წვეროს

კოორდინატებია 1;4 , ხოლო მისი მოპირდაპირე D წვეროსი - 3;6 . რის ტოლია

მართკუთხედის დიდი გვერდის სიგრძის შეფარდება მცირე გვერდის სიგრძესთან?

(ა) 2-ის

(ბ) 2,5-ის

(გ) 3-ის

(დ) 3,5-ის

(ე) 4-ის

69. იმ ნატურალური რიცხვებიდან, რომლებიც ნაკლებია 100-ზე, რამდენია ისეთი, რომელიც

უნაშთოდ იყოფა 7-ზე, მაგრამ უნაშთოდ არ იყოფა 3-ზე? (ა) 13

(ბ) 12

(გ) 11

(დ) 10

(ე) 9

70. რიცხვები 14, x, 8, 4, y, z, 3 კლების მიხედვითაა დალაგებული და ცნობილია, რომ yxz 2 .

ჩამოთვლილთაგან რომელი რიცხვი არ შეიძლება იყოს x-ის ტოლი?

(ა) 9,3

(ბ) 10,1

(გ) 10,9

(დ) 11,4

(ე) 12,5

71. მართკუთხა პარალელეპიპედი, რომლის ფუძის წიბოების

სიგრძეებია 5 სმ და 16 სმ, დაყოფილია ხუთ მართკუთხა

პარალელეპიპედად, რომელთაგან ოთხი კუბია, მეხუთე კი - არა

(იხ. ნახაზი). რამდენი კუბური სანტიმეტრია დაყოფის შედეგად

მიღებული მეხუთე მართკუთხა პარალელეპიპედის მოცულობა? (ა) 21

(ბ) 42

(გ) 50 (დ) 64 (ე) 80

Page 226: ზოგადი უნარები - WordPress.com...5 როგორ იქმნება ზოგადი უნარების ტესტი ზოგადი უნარების

226 654010b

მონაცემთა საკმარისობა

72. უჯრაში წითელი და ლურჯი ფანქრები აწყვია.

მოცემულია ორი პირობა:

I. წითელი ფანქრების რაოდენობა ლურჯი ფანქრების რაოდენობის ნახევარია.

II. თუ უჯრაში დამატებით 1 წითელ და 2 ლურჯ ფანქარს ჩავდებთ, მაშინ წითელი

ფანქრების რაოდენობა ლურჯი ფანქრების რაოდენობის ნახევარი იქნება.

იმის გასარკვევად, თუ სულ რამდენი ფანქარია უჯრაში:

(ა) I პირობა საკმარისია, II კი - არა

(ბ) II პირობა საკმარისია, I კი - არა

(გ) I და II პირობა ერთად საკმარისია, ცალ-ცალკე არც ერთი არ არის საკმარისი

(დ) საკმარისია ცალ-ცალკე როგორც I, ასევე, II პირობა (ე) მოცემული პირობები არ არის საკმარისი

73. m და n ნატურალური რიცხვებია.

მოცემულია ორი პირობა:

I. nm კენტი რიცხვია.

II. nm5 კენტი რიცხვია.

იმის გასარკვევად, ლუწია თუ კენტი ნამრავლი nm :

(ა) I პირობა საკმარისია, II კი - არა

(ბ) II პირობა საკმარისია, I კი - არა

(გ) I და II პირობა ერთად საკმარისია, ცალ-ცალკე არც ერთი არ არის საკმარისი

(დ) საკმარისია ცალ-ცალკე როგორც I, ასევე, II პირობა (ე) მოცემული პირობები არ არის საკმარისი 74. პარალელოგრამის მეზობელი გვერდები არ არის ერთმანეთის ტოლი.

მოცემულია ორი პირობა:

I. პარალელოგრამის დიდი გვერდის სიგრძე 2 დმ-ით მეტია მცირე გვერდის სიგრძეზე.

II. პარალელოგრამის დიდი გვერდის სიგრძე 2-ჯერ მეტია მცირე გვერდის სიგრძეზე.

იმის გასარკვევად, თუ რის ტოლია პარალელოგრამის დიდი გვერდის სიგრძის შეფარდება

პარალელოგრამის პერიმეტრთან:

(ა) I პირობა საკმარისია, II კი - არა

(ბ) II პირობა საკმარისია, I კი - არა

(გ) I და II პირობა ერთად საკმარისია, ცალ-ცალკე არც ერთი არ არის საკმარისი

(დ) საკმარისია ცალ-ცალკე როგორც I, ასევე, II პირობა (ე) მოცემული პირობები არ არის საკმარისი

Page 227: ზოგადი უნარები - WordPress.com...5 როგორ იქმნება ზოგადი უნარების ტესტი ზოგადი უნარების

227 654010b

75. წრიულ დიაგრამაზე წარმოდგენილია, ქალაქის

მოსახლეობის პროცენტული განაწილება ეროვნების

მიხედვით.

მოცემულია ორი პირობა:

I. ქალაქში იტალიელი ეროვნების მოქალაქეთა

რაოდენობა 5-ჯერ აღემატება ფრანგების რაოდენობას.

II. ქალაქში ფრანგი ეროვნების მოქალაქეთა რაოდენობა 24

ათასის ტოლია.

იმის გასარკვევად, თუ რის ტოლია ქალაქში ესპანელი ეროვნების მოქალაქეთა რაოდენობა:

(ა) I პირობა საკმარისია, II კი - არა

(ბ) II პირობა საკმარისია, I კი - არა

(გ) I და II პირობა ერთად საკმარისია, ცალ-ცალკე არც ერთი არ არის საკმარისი

(დ) საკმარისია ცალ-ცალკე როგორც I, ასევე, II პირობა (ე) მოცემული პირობები არ არის საკმარისი

ამოცანები

76. პარტერში 3-ჯერ მეტი მაყურებელი ეტევა, ვიდრე - ამფითეატრში. მაყურებლებით

შევსებულია პარტერის 32 ნაწილი, ხოლო ამფითეატრის

43 ნაწილი. რამდენჯერ მეტი

მაყურებელია პარტერში ამფითეატრთან შედარებით?

(ა) 321 -ჯერ

(ბ) 431 -ჯერ

(გ) 322 -ჯერ

(დ) 432 -ჯერ

(ე) 413 -ჯერ

77. ორი რიცხვის ნამრავლი პირველ რიცხვზე 4-ჯერ მეტია, ხოლო მეორეზე 2-ჯერ ნაკლებია.

რის ტოლია ამ რიცხვების ჯამი ?

(ა) 4,5

(ბ) 2,5

(გ) 6

(დ) 4

(ე) 2

Page 228: ზოგადი უნარები - WordPress.com...5 როგორ იქმნება ზოგადი უნარების ტესტი ზოგადი უნარების

228 654010b

78. წრიდან ამოჭრილია პატარა წრე, რომლის რადიუსის

სიგრძე 4-ჯერ ნაკლებია დიდი წრის რადიუსის სიგრძეზე. რის

ტოლია დიდი წრის დარჩენილი ნაწილის ფართობის

შეფარდება მცირე წრის ფართობთან?

(ა) 16

(ბ) 15

(გ) 12

(დ) 8

(ე) 4

79. რიცხვთა ღერძის ერთეულოვანი მონაკვეთის სიგრძეა 1 სმ. ამ ღერძზე მდებარე bB და

cC წერტილების b და c კოორდინატები მთელი რიცხვებია. ცნობილია, რომ 6,39,2 b

და 85,5 c . მაქსიმუმ რამდენი სანტიმეტრის ტოლი შეიძლება იყოს BC მონაკვეთის

სიგრძე?

(ა) 5-ის

(ბ) 9,4-ის

(გ) 10-ის

(დ) 10,7-ის

(ე) 11-ის

80. ელენე მონეტებს აგროვებს. რის ტოლია იმის ალბათობა, რომ ელენე შეძლებს

შეგროვებული ყველა მონეტის 2 ძმისთვის თანაბრად განაწილებას?

(ა) 0,1-ის

(ბ) 0,2-ის

(გ) 0,3-ის

(დ) 0,4-ის

(ე) 0,5-ის

Page 229: ზოგადი უნარები - WordPress.com...5 როგორ იქმნება ზოგადი უნარების ტესტი ზოგადი უნარების
Page 230: ზოგადი უნარები - WordPress.com...5 როგორ იქმნება ზოგადი უნარების ტესტი ზოგადი უნარების

230

პასუხების მონიშვნის ინსტრუქცია

პასუხის მონიშვნისას: პასუხების ფურცელზე მოძებნეთ დავალების შესაბამისი ნომერი; ნომრის ქვეშ იპოვეთ უჯრა, რომელიც თქვენ მიერ არჩეულ პასუხს შეესაბამება; დასვით X ნიშანი ამ უჯრაში.

მაგალითად, თუ მე-6 დავალების პასუხად

აირჩიეთ პასუხის (ბ) ვარიანტი, მაშინ პასუხების

ფურცელზე უნდა მოძებნოთ მე-6 დავალების სვეტი

და ამ სვეტში, პასუხის (ბ) ვარიანტის შესაბამის

უჯრაში, დასვათ X ნიშანი (იხ. ნიმუში).

გაითვალისწინეთ:

პასუხის მონიშვნისას გამოიყენეთ მხოლოდ ის კალამი, რომელიც გადმოგეცემათ გამოცდების

ეროვნული ცენტრის მიერ; პასუხის მონიშვნისას დავალების ნომერი უნდა ემთხვეოდეს იმ სვეტის ნომერს, რომელშიც

სვამთ X ნიშანს;

თქვენ მიერ არჩეული პასუხის სწორად მონიშვნის ერთადერთი გზა სათანადო უჯრაში X ნიშნის დასმაა. არც ერთი სხვა აღნიშვნა - ჰორიზონტალური თუ ვერტიკალური ხაზები, შემოხაზვა და ა.შ. ელექტრონული პროგრამის მიერ არ აღიქმება;

დასაშვებია, რომ X ნიშანი გადასცდეს თეთრ უჯრას (იხ. ნიმუში), მაგრამ იგი არ უნდა იყოს

ძალზე მცირე ზომის; თითოეული დავალების შესაბამის სვეტში უნდა მონიშნოთ მხოლოდ ერთი პასუხი, ანუ

მხოლოდ ერთ უჯრაში დასვათ X ნიშანი. თუ სვეტში ერთზე მეტ X ნიშანს დასვამთ, ამ დავალების არც ერთი პასუხი არ ჩაითვლება სწორად;

თუ გსურთ პასუხების ფურცელზე მონიშნული პასუხის გადასწორება, მთლიანად გააფერადეთ

უჯრა, რომელშიც დასვით X ნიშანი, და შემდეგ მონიშნეთ პასუხის ახალი ვარიანტი (დასვით X ნიშანი ახალ უჯრაში). ელექტრონული პროგრამა არჩეულ პასუხად მხოლოდ X ნიშნიან უჯრას აღიქვამს (იხ. ნიმუში). ამიტომ შეუძლებელია ხელმეორედ აირჩიოთ ის პასუხი, რომელიც

გადაასწორეთ (ანუ ის პასუხი, რომლის შესაბამისი უჯრა უკვე მთლიანად გააფერადეთ). პასუხების ფურცელი იმ სახით შემოწმდება, რა სახითაც გადასცემთ კურატორს. თუ შეცდომას

დაუშვებთ, პასუხებს არასწორ ადგილას მონიშნავთ და ა.შ., გამოცდის დასრულების შემდეგ

აღარ გექნებათ შესაძლებლობა, გამოასწოროთ ეს შეცდომა. ამიტომ ძალზე ყურადღებით იმუშავეთ პასუხების ფურცელზე;

პასუხების აღნიშვნისთვის არაა გამოყოფილი დამატებითი დრო. ასე რომ, დროულად მონიშნეთ

არჩეული პასუხი შესაბამის უჯრაში. ტესტირების დასრულებისას, კურატორის თანდასწრებით უნდა დაითვალოთ გადასწორებულ

პასუხთა რაოდენობა და აღნიშნოთ უწყისის შესაბამის გრაფაში (თითოეული სრულად გაფერადებული უჯრა ერთ გადასწორებად ითვლება).

იმისათვის, რომ დააფიქსიროთ თქვენი ხელწერა, პასუხების ფურცელზე საგანგებოდ გამოყოფილია

ადგილი, სადაც მუშაობის დაწყებამდე უნდა დაწეროთ სტანდარტული ფრაზა:

გავეცანი პასუხების მონიშვნის ინსტრუქციას და მზად ვარ, დავიწყო მუშაობა. იმ შემთხვევაში, თუ არ გადაწერთ აღნიშნულ ფრაზას, მის ნაცვლად დაწერთ სხვა ფრაზას, მოაწერთ

ხელს და ა.შ., თქვენი ნაშრომი არ შემოწმდება.

გისურვებთ წარმატებას!

Page 231: ზოგადი უნარები - WordPress.com...5 როგორ იქმნება ზოგადი უნარების ტესტი ზოგადი უნარების

231

2014 წლის საგამოცდო ტესტების სწორი პასუხები

N I II III IV N I II III IV

1 ბ გ ე ე 41 ა ა გ ბ

2 ბ ე გ ბ 42 გ დ ა დ

3 ე გ ბ დ 43 გ ბ ბ ა

4 გ დ ა ბ 44 ბ დ გ ა

5 ა ე დ ე 45 ბ ა ბ გ

6 გ ბ ე ა 46 დ გ დ ა

7 დ ბ ა გ 47 ბ ა გ დ

8 გ ა ბ ა 48 ე ე ბ ბ

9 ა ა დ დ 49 გ ე ბ ა

10 ბ დ დ გ 50 ე გ ა ბ

11 დ ე გ ე 51 ა ე გ ე

12 გ ე დ გ 52 ე დ დ გ

13 ე დ ა დ 53 გ გ ბ დ

14 გ ბ ე გ 54 გ დ ე გ

15 ბ გ გ გ 55 დ ბ ბ ა

16 დ გ ა ა 56 დ ბ ე ბ

17 გ ა დ გ 57 ა ბ ე ა

18 ა ბ ა გ 58 დ ბ გ გ

19 გ ა გ დ 59 დ გ ა ე

20 დ ბ გ დ 60 ე გ ა ბ

21 ბ ა ე ა 61 ბ ა დ დ

22 ე დ გ ე 62 დ გ დ ბ

23 ა დ გ ა 63 ა გ გ დ

24 ა გ ბ ბ 64 ბ დ ბ გ

25 გ ა დ ბ 65 დ ბ ბ გ

26 გ ე ბ დ 66 გ დ ე დ

27 დ დ დ დ 67 ე ა ა ა

28 ბ ა ა ბ 68 ბ დ ა ბ

29 ა გ ა გ 69 გ ბ დ დ

30 გ ა ბ ა 70 გ ა ბ ე

31 ბ ე ა გ 71 ა ბ გ დ

32 ბ გ გ დ 72 დ გ ა ე

33 ე გ ბ ბ 73 გ ბ ე დ

34 ე ბ ა ბ 74 ე დ გ ბ

35 ბ ა დ დ 75 ა ე დ გ

36 ა ბ გ ბ 76 ა ე დ გ

37 ა დ გ გ 77 ა გ ა ა

38 ა ბ ა ა 78 ბ ა დ ბ

39 დ დ დ ა 79 დ ა დ გ

40 დ გ ბ ბ 80 ბ დ ე ე

Page 232: ზოგადი უნარები - WordPress.com...5 როგორ იქმნება ზოგადი უნარების ტესტი ზოგადი უნარების

232

დამოუკიდებელი სამუშაოსთვის განკუთვნილ დავალებათა პასუხები

ვერბალური ნაწილი

ანალოგიები წინადადებისშევსება

ლოგიკა წაკითხულიტექსტის გააზრება

1. (დ) 8. (ა) 1. (დ) 1. (ბ) 1. (დ)

2. (გ) 9. (გ) 2. (ა) 2. (გ) 2. (ბ) 3. (ბ) 10. (დ) 3. (გ) 3. (გ) 3. (გ) 4. (გ) 11. (დ) 4. (ა) 4. (დ) 4. (ბ) 5. (დ) 12. (ბ) 5. (ბ) 5. (დ) 5. (ა) 6. (ა) 13. (ბ) 6. (ბ) 6. (ა) 6. (ბ) 7. (გ) 14. (ა) 7. (ა) 7. (გ) 7. (ა)

მათემატიკური ნაწილი

რაოდენობრივი შედარება ამოცანები მონაცემთა

საკმარისობა

1. (გ) 9. (დ) 1. (გ) 13. (ბ) 1. (დ)

2. (ა) 10. (დ) 2. (გ) 14. (ბ) 2. (გ)

3. (ბ) 11. (გ) 3. (ე) 15. (ბ) 3. (ა)

4. (ა) 12. (გ) 4. (ე) 16. (ა) 4. (ე)

5. (ბ) 13. (დ) 5. (ე) 17. (ბ) 5. (დ)

6. (გ) 14. (გ) 6. (ბ) 18. (ე)

7. (გ) 15. (ა) 7. (ა) 19. (ბ)

8. (ბ) 8. (ა) 20. (გ) მონაცემთა ანალიზი 9. (გ) 21. (დ) 1. (ბ)

10. (ბ) 22. (ბ) 2. (ე)

11. (ა) 23. (ე) 3. (ა)

12. (ე) 4. (დ)