წლიური ანგარიში · web viewგანათლების...

50
წწწწწწ წწწწწწწწ წწწწწწწ-წწწწწწწწწ, 2017 გგგგგგგგგგ გგგგგგგგ გგგგგგგგგგგგ გგგგგგგგ გგგგგგგ გგგგგ გგგგგგგგგ გგგგგგგგგგგგგ 2017 გგგგ გგგგგგგგ გგგგგგგგ გგგგგგგ 2016-2020 გგგგგგ გგგგგგგგგგ გგგგგგგგგ გგ გგგგგგგგგ გგგგგგგგგ გგგგგგგგგგგ

Upload: others

Post on 31-Jan-2020

2 views

Category:

Documents


0 download

TRANSCRIPT

Page 1: წლიური ანგარიში · Web viewგანათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი

წლიური ანგარიში

იანვარი-დეკემბერი, 2017

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წლიურ ანგარიშში წარმოდგენილია 2017 წლის მუშაობის შედეგები ცენტრის

2016-2020 წლების სტრატეგიულ მიზნებთან და სამოქმედო გეგმასთან მიმართებაში

Page 2: წლიური ანგარიში · Web viewგანათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი

შესავალი

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი (შემდგომში - ცენტრი) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირია (სსიპ), რომელიც ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის №89/ნ ბრძანების საფუძველზე, 2010 წლის 14 სექტემბერს სსიპ -აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის რეორგანიზაციის შედეგად შეიქმნა.

1.

საქმიანობის სფერო

ცენტრი, საგანმანათლებლო დაწესებულებების გარე ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით, ახორციელებს საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციას და საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციას, ასევე მონიტორინგს უწევს ავტორიზაციისა და აკრედიტაციის სტანდარტების შესრულებას. იგი მუშაობს განათლების ხარისხის უზრუნველყოფის როგორც გარე, ასევე შიდა მექანიზმების განვითარებაზე, დანერგვასა და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავებაზე. ცენტრი ხელს უწყობს საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავებასა და განვითარებას. ასევე ევროპულ საგანმანათლებლო სივრცესთან დაახლოების და შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით, იგი მუშაობს ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს დახვეწაზე; აწარმოებს საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრს და ახორციელებს სტუდენტთა მობილობის პროცესის ადმინისტრირებას. საგანმანათლებლო დოკუმენტების სანდოობისა და მიღებული განათლების სწავლის შედეგების სახელმწიფოს მიერ აღიარებულ კვალიფიკაციებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, ცენტრი ახორციელებს საგანმანათლებლო დოკუმენტების აღიარებას, ნამდვილობის დადასტურებას; საგანმანათლებლო დოკუმენტების ლეგალიზაციისა და აპოსტილით დამოწმების მიზნით აწვდის ინფორმაციას სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს. ასევე ამოწმებს განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის-დიპლომის ენობრივ სისწორეს. ცენტრი თანამშრომლობს საერთაშორისო და უცხო ქვეყნების შესაბამის ორგანიზაციებთან და ჩართულია საერთაშორისო პროექტებში.

Page 3: წლიური ანგარიში · Web viewგანათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი

მისია ცენტრის მისიაა საქართველოში განათლების ხარისხის განვითარების მხარდაჭერა, საგანამანათლებლო დაწესებულებებში ხარისხზე ორიენტირებული კულტურისა და მართვის პრაქტიკის გაძლიერების ხელშეწყობა, მომხმარებელზე ორიენტირებული მომსახურების გაწევა და ქვეყნის განათლების სისტემის მიმართ ნდობის უზრუნველყოფა.

ხედვა ცენტრის ხედვაა საქართველოში მიღებული განათლების ხარისხი სრულად პასუხობდეს ეროვნულ და საერთაშორისო მოთხოვნებს, ხოლო ქვეყანაში განათლების ხარისხის უზრუნველყოფისა და განვითარების სფეროში ცენტრი იყოს წამყვანი ინსტიტუცია, რომელსაც აქვს მაღალი ნდობა და აღიარება, როგორც ადგილობრივ, ისე - საერთაშორისო დონეზე.

ღირებულებებიცენტრი, უპირველეს ყოვლისა, ხელმძღვანელობს სწავლის პროცესში ჩართული პირების საუკეთესო ინტერესებით და საქმიანობას წარმართავს მიუკერძოებლობის, გამჭვირვალობის, დაინტერესებულ პირებთან თანამშრომლობისა და უწყვეტი განვითარების პრინციპებზე დაყრდნობით. შესაბამისად, მისი უმთავრესი ღირებულებებია: თანამშრომლობადაინტერესებულ პირებთან მჭიდრო თანამშრომლობა და მათი ჩართულობის უზრუნველყოფა.დამოუკიდებლობა სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში ფუნქციონირების მიუხედავად ცენტრის დამოუკიდებლობა საქმიანობის განხორციელებასა და გადაწყვეტილებების მიღებაში. ობიექტურობის, მიუკერძოებლობისა და გამჭვირვალობის პრინციპების დაცვა.განვითარებასაკუთარი საქმიანობის მუდმივი შეფასება და გაუმჯობესება.პროფესიონალიზმი თანამშრომელთა კვალიფიციურობა, ეფექტურობა და ანგარიშვალდებულება; მომხმარებელთა მიმართ პატივისცემა და მათზე ორიენტირებულობა. საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის გაცნობიერება და სამოქალაქო აქტივობებში ჩართულობა.

ცენტრის 2016-2020 წლების სტრატეგიული მიზნები

Page 4: წლიური ანგარიში · Web viewგანათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი

1. სახელმწიფო პოლიტიკის, მთავრობის პრიორიტეტებისა და საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით, ცენტრის ორგანიზაციული მართვის სისტემებისა და რესურსების განვითარება და მისი ინსტიტუციური დამოუკიდებლობის განმტკიცება;

2. საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და საგანამანათლებლო პროგრამების ხარისხის უზრუნველყოფის შედეგზე ორიენტირებული სისტემის განვითარება და ცენტრის შესაბამისი სერვისების სრულყოფა;

3. საგანმანათლებლო დაწესებულებების მხარდაჭერის სერვისების განვითარება;

4. მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლის პრინციპებზე დაფუძნებული კვალიფიკაციების სისტემის განვითარების უზრუნველყოფა, არსებული საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით განათლების აღიარების სერვისების ოპტიმიზაცია და სრულყოფა;

5. საქართველოს ცნობადობის ამაღლება ევროპის განათლების სივრცეში და განათლების ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობა.

ცენტრის 2017 წლის ანგარიში

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წლიურ ანგარიშში წარმოდგენილია 2017 წლის მუშაობის შედეგები ცენტრის 2016-2020 წლების სტრატეგიულ მიზნებთან და სამოქმედო გეგმასთან მიმართებაში.

Page 5: წლიური ანგარიში · Web viewგანათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი

1. სახელმწიფო პოლიტიკის, მთავრობის პრიორიტეტებისა და საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით, ცენტრის ორგანიზაციული მართვის სისტემებისა და რესურსების განვითარება და მისი ინსტიტუციური დამოუკიდებლობის განმტკიცება

ცენტრის რეორგანიზაცია 2017 წელი განათლების ხარისხის განვითარების ცენტრმა ახალი ორგანიზაციული სტრუქტურითა და სტრატეგიული გეგმით განაგრძო, რომელიც 2016 წლის ბოლოს დამტკიცდა. ახალი 2016-2020 წლის სტრატეგია საფუძვლად დაედო ცენტრის რეორგანიზაციას. რეორგანიზაციის შედეგად მოხდა საშტატო განრიგის ოპტიმიზაცია. შესაბამისად, მოხდა ცენტრის სტრუქტურული ერთეულების უფლებამოსილებათა მარეგულირებელი ნორმების კორექტირება/დახვეწა, რომლებიც ცენტრის გამართული ფუნქციონირების საჭიროებიდან გამომდინარე, თანხვედრაში მოვიდა ცენტრის მიზნებთან და სტრუქტურული ერთეულების რეალურ საქმიანობასთან. გაძლიერდა განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ფუნქცია, რაც აისახა ახალ ორგანიზაციულ სტრუქტურაში. შემუშავდა და დამტკიცდა სტრუქტურული ერთეულების დებულებები. გამოცხადდა კონკურსები ვაკანტურ თანამდებობებზე, ეტაპობრივად ჩატარდა გასაუბრებები და მოხდა თანამშრომელთა შერჩევა გამჭვირვალობისა და ობიექტურობის პრინციპების სრული დაცვით.

ცენტრის საქმიანობის შეფასებისა და ანგარიშგების სისტემის დახვეწა

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის სტრატეგიის მონიტორინგი და შეფასება სტრატეგიის განხორციელების თანმდევი პროცესი და შედეგების გაზომვისა და ზეგავლენის განსაზღვრის მთავარი მექანიზმია. მონიტორინგი რეგულარულად მიადევნებს თვალყურს სტრატეგიის შესრულებას და დაეხმარება განხორციელების პროცესის კორექტირებისათვის საჭირო გადაწყვეტილებების მიღებას მონიტორინგის მიგნებებსა და დასკვნებზე დაფუძნებული რეკომენდაციების შემუშავების გზით. ცენტრი აფასებს თავისი საქმიანობის შედეგებს სტრატეგიასთან მიმართებაში სხვადასხვა დონეზე:

მიმდინარე წლის სამოქმედო გეგმა - სამოქმედო გეგმა, რომლის შემუშავება და დამტკიცება ხდება გასულ წელს და გათვალისწინებულია სტრატეგიის შესრულების გასული წლის შედეგები.

პასუხისმგებლობის გადანაწილება - სტრატეგიული ამოცანები და სამუშაო მიმართულებების ხელმძღვანელობა გადანაწილებულია დირექტორსა და მენეჯმენტის რგოლზე.

ყოველკვირეული განხილვები - მენეჯმენტის ყოველკვირეული შეხვედრები მიმდინარე საქმიანობის მონიტორინგის, წარმოქმნილი პრობლემებისა და მიღწევების განხილვის მიზნით.

Page 6: წლიური ანგარიში · Web viewგანათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი

მიღწეული შედეგების კვარტალური შეფასება - საანგარიშო პერიოდში გაწეული საქმიანობის ანგარიშგება, ანალიზი და შეფასება წლიურ გეგმასთან მიმართებაში. კვარტალური შედეგების განხილვა. კვარტალური ანგარიშის მომზადება.

მიღწეული შედეგების წლიური შეფასება - წლის მანძილზე მიღწეული შედეგების შესახებ ანგარიშგება, ანალიზი და შეფასება სტრატეგიულ მიზნებთან მიმართებაში. წლიური ანგარიშის მომზადება, ფინანსური ანგარიშის ჩათვლით და გამოქვეყნება.

ცენტრის შიდა ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის დახვეწა

2017 წელს ცენტრში ჩატარდა შიდა აუდიტის წლიური გეგმით გათვალისწინებული ცენტრის ხუთი სტრუქტურული ერთეულის გეგმიური აუდიტორული შემოწმება, რომელთაგან ერთი იყო შესაბამისობის, სამი სისტემური, ერთი შესაბამისობისა და ფინანსური შემოწმება. ასევე „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონიდან გამომდინარე, არაგეგმიურად, სსიპ-მონაცემთა გაცვლის სააგენტოსთან თანამშრომლობით ჩატარდა ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემის შესაბამისობის აუდიტი.

2017 წელს შიდა აუდიტის სამსახურის ინსპექტირების კუთხით მომუშავე თანამშრომლებმა შეისწავლეს კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხები და მომზადდა რვა დასკვნა. საკითხების სრულყოფილი ანალიზის შედეგად გამოვლინდა შეუსაბამობებისა და ხარვეზების გამომწვევი მიზეზები. შიდა აუდიტის სამსახურის მიერ გაიცა შესაბამისი რეკომენდაციები, მათ შორის დისციპლინური ზომების გამოყენების შესახებ.

2017 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა ცენტრის საერთაშორისო განათლების სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილების კანონმდებლობასთან შესაბამისობის მონიტორინგი. დამატებით, ცენტრის დირექტორის დავალებით, შიდა აუდიტის სამსახურმა კანონმდებლობაში განხორციელებული და ცენტრის სტრუქტურულ ერთეულებში არსებული პროცესების ცვლილებებიდან გამომდინარე, განახორციელა ცენტრის პროფესიული, ზოგადი და უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურების საქმიანობის მონიტორინგი.

აუდიტორული შემოწმებებისა და წლის განმავლობაში განხორციელებული მონიტორინგების საფუძველზე გაცემული რეკომენდაციების შესრულების შედეგად გაუმჯობესდა რამდენიმე განსაკუთრებით მნიშვნელოვანი პროცესი:

შემუშავდა ცხელი ხაზის ფუნქციონირების ახალი მოდელი. დასაქმებულია სამი ოპერატორი და ერთი კოორდინატორი, რომლებიც თავად გასცემენ ამომწურავ პასუხებს მოქალაქეებს და აღარ განახორციელებენ ცენტრში შემოსული სატელეფონო ზარების გადამისამართებას, რითიც მკვეთრად გაუმჯობესდა მომხმარებელთა მომსახურების ხარისხი.

ცენტრმა დაზოგა ფულადი სახსრები მომსახურების გაწევიდან გადასახდელი დამატებული ღირებულების ჩათვლის გზით.

შეფასდა ცენტრის მიერ გაწეული მომსახურებების რეალური ღირებულება და დაწესდა ახალი საფასურები, რითიც ხელი შეეწყო ცენტრის შემოსავლების ზრდასა და ფულადი სახსრების ეფექტურ ხარჯვას.

Page 7: წლიური ანგარიში · Web viewგანათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი

კანონქვემდებარე აქტებში განხორციელებულმა ცვლილებებმა და დანერგილმა კონტროლის მექანიზმებმა მინიმუმამდე დაიყვანა საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურებისა და განათლების აღიარების თაობაზე არაერთგვაროვანი გადაწყვეტილების მიღების რისკი.

ინფორმაციული უსაფრთხოება

საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 11 მარტის №157 ბრძანებულების შესაბამისად, სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი შესულია „კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტების ნუსხაში“ და შესაბამისად, ახორციელებს ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემის შემუშავების ღონისძიებებს.

„ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად 2017 წელს სსიპ მონაცემთა გაცვლის სააგენტოსთან თანამშრომლობით, ცენტრის შიდა აუდიტის სამსახურმა ჩაატარა ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემის აუდიტი. შიდა აუდიტორული შემოწმების განხორციელებამ და რეკომენდაციების შემუშავებამ ხელი შეუწყო ცენტრის საქმიანობის უფრო ეფექტურად წარმართვას. აუდიტის ფარგლებში შეფასდა ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემის დანერგვის პროცესი და დეტალურად შემოწმდა გავრცელების სფეროს, კერძოდ, ცენტრის რეესტრის სამმართველოს მიერ შესრულებული სამუშაოები იუმს-ის დანერგვის მიმართულებით. აუდიტორულ ანგარიშში აისახა პროცესის გასაუმჯობესებლად და კანონის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად აუცილებელი რეკომენდაციები. შიდა აუდიტის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულება ცენტრს საშუალებას აძლევს, ერთი მხრივ, დაიცვას კანონის მოთხოვნები, მეორე მხრივ კი, უზრუნველყოს ორგანიზაციის ინფორმაციული აქტივების დაცვა დაზიანებისა და არაავტორიზებული წვდომისგან და უზრუნველყოს მათი ხელმისაწვდომობა ნებისმიერ დროს.

მომხმარებელთა მომართვიანობა 2017 წელს მნიშვნელოვნად იმატა ცენტრში მომხმარებელთა მომართვიანობამ. 2013-2017 წლების დოკუმენტბრუნვის სტატისტიკა ნათლად ასახავს ცენტრის სერვისების მომხმარებელთა მომართვიანობის მზარდ ტენდენციას.

Page 8: წლიური ანგარიში · Web viewგანათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი

ცენტრის მისაღების მომხმარებელთა სერვისების გაუმჯობესებაცენტრის სერვისების გაუმჯობესების და მომხმარებელზე ორიენტირებული გარემოს შექმნის მიზნით, ხორციელდება ცენტრის მისაღების მომხმარებელთა კმაყოფილების შესწავლა ანონიმური ყუთისა და სპეციალურად შედგენილი კითხვარის საშუალებით, რომელიც განთავსებულია მისაღებში. ანონიმური ყუთი იხსნება კვარტალში ერთხელ. ანონიმური ყუთიდან ამოღებული კითხვარები მუშავდება და ხდება გამოვლენილი რეკომენდაციების ანალიზი, რის საფუძველზეც ცენტრი ცდილობს გააუმჯობესოს მომსახურების ხარისხი. 2017 წელს ცენტრის მომხმარებელთა კვლევის ანალიზმა ცხადჰყო, რომ ცენტრის მისაღების მომხმარებელთა კმაყოფილებამ მნიშვნელოვნად იმატა წინა წლებთან შედარებით. აღსანიშნავია, ცენტრის მისაღებში განთავსებულ ანონიმურ ყუთში შევსებული ანკეტა-კითხვარების სიმწირე, რაც სავარაუდოდ, ასევე გამოწვეულია ლოდინის დროის შემცირებით და ცენტრის სერვისების მომხმარებელთა კმაყოფილების ზრდით.

Page 9: წლიური ანგარიში · Web viewგანათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი

ცენტრის სერვისების მომხმარებელთა კმაყოფილების კვლევა2017 წელს ჩატარდა ცენტრის სერვისების მომხმარებელთა კმაყოფილების კვლევა. კვლევა მიზნად ისახავდა ცენტრის სერვისების მომხმარებელთა კმაყოფილების დონის განსაზღვრას და შედეგების დადარებას 2015 წელს ჩატარებულ ანალოგიური კვლევის შედეგებთან. კვლევის მეთოდად გამოყენებლი იქნა, კვლევის, როგორც რაოდენობრივი, ასევე თვისებივი მეთოდები.

კვლევის შედეგად რაოდენობრივი კვლევის მეთოდის გამოყენებით გამოკითხული სამიზნე ჯგუფები და შერჩევის მოცულობა

ცენტრის მომხმარებელი ფიზიკური პირები - 837 რესპონდენტი მობილობაში მონაწილე სტუდენტები - 190 რესპონდენტი უმაღლესი, და პროფესიული და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები - 100

რესპონდენტი ცენტრის პერსონალი - 5 თანამშრომელი

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მომხმარებელი იურიდიული პირები საშუალოზე მაღალ შეფასებას აძლევენ ცენტრის საქმიანობას. მნიშვნელოვანია, რომ კერძო და სახელმწიფო საგანმანათლებლო დაწესებულებების შეფასებებში განსხვავებები აღარ დაფიქსირებულა, 2014 წლის კვლევის შედეგებისგან განხვავებით. ამასთან, 2017 წელს იურიდიული პირი მომხმარებლები მთლიანობაში უფრო დადებითად აფასებენ ცენტრის მომსახურებას ვიდრე 2014 წელს.

Page 10: წლიური ანგარიში · Web viewგანათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი

მოქალაქეთა მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, ცენტრში შემუშავდა ქოლ-ცენტრის ახალი მოდელი. ქოლ-ცენტრის გამართულად ფუნქციონირებისთვის თანამშრომლებს ჩაუტარდათ ტრენინგები და დაინერგა სპეციალური პროგრამა, რომლითაც შესაძლებელი გახდა შემოსული ზარების მონიტორინგი. დიაგრამაზე ასახულია პასუხგაცემული და პასუხგაუცემელი ზარების სტატისტიკა თვეების მიხედვით.

იანვარი

თებერვალი

მარტი

აპრილი

მაისი

ივნისი

ივლისი

აგვისტო

სექტემბერი

ოქტომბერი

ნოემბერი

დეკემბერი

0

1000

2000

3000

4000

5000

6000

2877 2756

18771376

2232 1938

3339

4869

29892361

18961528

65 78 36 18 47 64 111 340 111 64 27 25

- დიაგრამა პასუხგაცემული და პასუხგაუცემელი ზარების სტატისტიკა

პასუხგაცემული პასუხგაუცემელი

ცხელი ხაზის სტატისტიკამ გვაჩვენა, რომ ყველაზე მეტი ზარი ცენტრში შემოდის მობილობის პორტალის გახსნისას.

რაც შეეხება პასუხგაუცემელი ზარების სტატისტიკურ მონაცემებს, რომელიც ასევე ცვალებადია თვეების მიხედვით, ძირითადად, გამოწვეულია მოქალაქეების მხრიდან მოლოდინის რეჟიმზე უარის თქმით, ტელეფონის ბალანსის ამოწურვით ან სხვა ცენტრისგან დამოუკიდებელი ტექნიკური ხარვეზით.

ცენტრის თანამშრომელთა პროფესიული განვითარება და ხელშეწყობა

Page 11: წლიური ანგარიში · Web viewგანათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი

2017 წელს ჩატარებული გამოკითხვის შედეგად გამოვლებილი საჭიროებიდან გამომდინარე, დაიგეგმა და ჩატარდა შემდეგი ტრენინგები:

ა) ეფექტური მომსახურება - ტრენინგში მონაწილეობა მიიღეს საზოგადოებასთან ურთიერთობის ცხელი ხაზისა და საქმისწარმოების სამმართველოს ფრონტის თანამშრომლებმა.

ბ) სამართლებრივი წერა - ტრენინგში მონაწილეობა მიიღო ცენტრის იმ სტრუქტურული ერთეულების თანამშრომლებმა, რომელთა ფუნქციაში შედის ოქმების წერა.

ცენტრის თანამშრომელთა კმაყოფილებისა და ჩართულობის კვლევა

ცენტრი პერიოდულად ახორციელებს თანამშრომელთა კმაყოფილებისა და ჩართულობის კვლევას. 2017 წლის მეორე კვარტალში ჩატარდა თანამშრომელთა კმაყოფილებისა და ჩართულობის კვლევა, რომელიც მიზნად ისახავდა, თანამშრომელთა კმაყოფილების დონის დადგენას რამოდენიმე მიმართულებებით და ასევე, შედარებითი ანალიზის გაკეთებას 2015 წლის მსგავს კვლევასთან მიმართებით. კვლევა ჩატარდა შემდეგი მიმართულებებით:

1. შიდა კომუნიკაცია და გუნდურობა;2. სტაბილურობის განცდა სამსახურში;3. სამუშაო გარემო;4. კარიერული წინსვლა და პროფესიული ზრდა.

შიდა კომუნიკაციისა და გუნდურობის მიმართულებებით მდგომარეობა გაუმჯობესებულია შეხვედრებისა და თათბირების ჩატარების ნაწილში. მდგომარეობა ოდნავ გაუარესებულია სტრუქტურულ ერთეულებს შორის კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის ნაწილში.

რაც შეეხება სტაბილურობის განცდას, შედეგები ასეთია: სამსახურში სტაბილურობის განცდასთან დაკავშირებით მდგომარეობა თითქმის უცვლელია. ოდნავ მომატებულია სტატისტიკა თანამშრომელთა სხვა უწყებაში გადასვლის სურვილთან მიმართებით. აღსანიშნავია, რომ გამოკითხულ თანამშრომელთა ნახევარზე მეტს მიაჩნია, რომ მენეჯერები გაცილებით სტაბილურად გრძნობენ თავს სამუშაო ადგილზე, ვიდრე სხვა თანამშრომლები.

მესამე მიმართულებით ასეთი შედეგები გამოვლინდა: დებულება, რომელიც იკვლევდა თანამშრომლების ინტერესებისა და უფლებების დაცულობას ცენტრში, 2015 წლის კვლევასთან მიმართებაში რესპოდენტთა დამოკიდებულება უცვლელია. მეორე დებულებასთან მიმართებაში, რომელიც იკვლევდა თანამშრომლების დამოკიდებულებას საკუთარი საქმიანობის მიმართ, ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ მდგომარეობა გაუარესებულია. ასევე ოდნავ გაუარესებულია მენეჯმენტის დამოკიდებულება თანამშრომლებისგან წამოსული ინიციატივისადმი, ისევე როგორც თანამშრომელთა ანაზღაურებისთან, წახალისებასთან და დაფასებასთან დაკავშირებული საკითხები.

მეოთხე მიმართულებით გამოვლინდა შემდეგი: კარიერული წინსვლისა და პროფესიული განვითარების თვალსაზრისით, გამოკითხულთა აზრით, ცენტრში მდგომარეობა გამოსწორებულია წინა წლებთან შედარებით. გარდა ამისა, გაუმჯობესებულია თანამშრომლების როლისა და პირადი წვლილის აღქმა ცენტრის საქმიანობაში.

Page 12: წლიური ანგარიში · Web viewგანათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი

აღსანიშნავია, რომ ცენტრის საქმიანობას დადებითად აფასებს თანამშრომელთა 73%.

, , ზოგადად მიმაჩნია რომ ცენტრის საქმიანობა არის 20% 53% 20% 7%

ცენტრისსაქმიანობისზოგადი შეფასება

ძალიან გამართული და ეფექტიანი- მეტ ნაკლებად გამართული და ეფექტიანი

საშუალოდ გამართული და საშუალოდ ეფექტიანი არ არის გამართული და ეფექტიანი

„თანამშრომელთა კმაყოფილებისა და ჩართულობის კვლევის“ შედეგებიდან გამომდინარე, თანამშრომელთა სურვილის გათვალისწინებით, 2017 წელს მოეწყო ცენტრის თანამშრომელთა გასვლითი ღონისძიება კახეთში, ე.წ. „თიმბილდინგი“. ღონისძიების მიზანი იყო გუნდურობის გაძლიერება, რაც ხელს შეუწყობს სტრუქტურულ ერთეულებს შორის კომუნიკაციის გაუმჯობესებას და აამაღლებს თანამშრომელთა მოტივაციას.

ღონისძიებაზე თანამშრომლებმა განიხილეს ცენტრის სტრატეგიული გეგმა და ისაუბრეს ცენტრის ორგანიზაციული მართვის სისტემებისა და რესურსების განვითარებაზე, ინსტიტუციური დამოუკიდებლობის განმტკიცებაზე, ხარისხის უზრუნველყოფაზე, მხარდაჭერის სერვისებისა და კვალიფიკაციების სისტემის განვითარებაზე. ასევე, მიმოიხილეს უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპულ ქსელში (ENQA), გაწევრიანების პროცესის წარმართვისა და ბოლონიის პროცესის განხორციელების ხელშეწყობის შესახებ. ღონისძიების ბოლოს ცენტრის თანამშრომლები ჩაერთნენ აქტივობებში, რომლებიც გუნდურ მუშაობას მოითხოვდა.

„თანამშრომელთა კმაყოფილებისა და ჩართულობის კვლევის“ შედეგებიდან გამომდინარე, თანამშრომელთა სამუშაო გარემოს გაუმჯობესების მიზნით, ცენტრში ჩატარდა სარემონტო სამუშაოები, რამაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესა ცენტრის თანამშრომელთა სამუშაო გარემო. მოხდა თანამშრომელთა გადანაწილება, განახლდა ცენტრის საოფისე ავეჯი და საკანცელარიო ინვენტარი, შეძენილი იქნა სხვადასხვა კომპიუტერული ტექნიკა, ცენტრში შეკეთდა და შეძენილი იქნა სავენტილაციო მოწყობილობები. უსაფრთხოების მიზნით, დამონტაჟდა სახანძრო სიგნალიზაციის სისტემა.

Page 13: წლიური ანგარიში · Web viewგანათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი

2. საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და საგანმანათლებლო პროგრამების ხარისხის უზრუნველყოფის შედეგზე ორიენტირებული სისტემის განვითარება და ცენტრის შესაბამისი სერვისების სრულყოფა

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის განახლებული სტანდარტები და საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის განახლებული პროცედურა2017 წლის განმავლობაში ცენტრმა აქტიურად იმუშავა უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების განვითარებისა და ცვლილებების მიმართულებით. ამასთან დაკავშირებით, ჩატარებული სამუშაოები მიზნად ისახავს უსდ-ებში განათლების ხარისხის განვითარებას, სტუდენტებზე ორიენტირებული სწავლა-სწავლების პროცესის უზრუნველყოფა და სტუდენტის როლის გაძლიერება ხარისხის უზრუნველყოფის პროცესში. განხორციელებული ცვლილებები ასევე ეხმიანება უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარებასთან დაკავშირებით ასოცირების შეთანხმების 359 მუხლით გათვალისწინებულ რეკომენდაციებს, უმაღლესი განათლების ევროპულ სივრცეში საქართველოს შემდგომი ინტეგრაციის ხელშეწყობასა და ევროპული უმაღლესი განათლების სივრცის ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტებსა და სახელმძღვანელო პრინციპებთან (ESG) ჰარმონიზაციას.

2017 წლის პირველ კვარტალში დასრულდა მუშაობა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის განახლებულ სტანდარტებსა და ავტორიზაციის პროცედურებზე, რის შედეგადაც უმაღლესი საგანმანათლებლო ავტორიზაციის სტანდარტები და პროცედურები შესაბამისობაში მოვიდა უმაღლესი განათლების ევროპული სივრცის ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტებთან და სახელმძღვანელო პრინციპებთან. აღნიშნულ საქმიანობაში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლებთან ერთად ჩართულები იყვნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, ადგილობრივი, ევროპის საბჭოსა და ENQA-ს წამყვანი ექსპერტები.

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ახალი სტანდარტებით განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა სტუდენტზე ორიენტირებული სწავლა-სწავლების პროცესის და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ მიღწეული შედეგების შეფასებას, როგორიცაა სტუდენტთა დასაქმების მაჩვენებელი, კვლევითი პროდუქტიულობის მაჩვენებელი, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროგრამებისა და სერვისების მიმართ სტუდენტების და სხვა დაინტერესებული მხარეების კმაყოფილების დონე.

ავტორიზაციის განახლებული სტანდარტები და პროცედურები ხელს შეუწყობს განათლების ხარისხის განვითარებას, შედეგების შეფასებაზე ორიენტირებული ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის ჩამოყალიბებას, სტუდენტებზე ორიენტირებული განათლების ხელშეწყობას, საერთაშორისო დონეზე საქართველოში მოქმედი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ მინიჭებული კვალიფიკაციების აღიარებასა და სანდოობას. ასევე, საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შეთანხმების

Page 14: წლიური ანგარიში · Web viewგანათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი

პირობების შესრულებასა და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის გაწევრიანებას ევროპის ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოების ასოციაციაში (ENQA). 

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ სტანდარტების სწორად გაგებისა და დანერგვის მიზნით, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ხელძღვანელებთან, ასევე ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარმომადგენლებთან ცენტრში გაიმართა სამუშაო შეხვედრები, ამას გარდა, ცენტრმა თხოვნით მიმართა საგანმანათლებლო დაწესებულებებს, ავტორიზაციის ახალი სტანდარტებიდან დაესახელებინათ ის საკითხები/სფეროები, სადაც ისინი საჭიროებდნენ დამატებით რეკომენდაციების გაწევას.

ავტორიზაციის ახალი სტანდარტებისა და პროცედურების პილოტირების მიზნით, ურთიერთთანამშრომლობის შესახებ მემორანდუმები გაფორმდა სსიპ - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან, შპს საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ სეუსთან და სსიპ - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტთან. აღნიშნულ დაწესებულებებში ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით განხორციელდა ავტორიზაციის ახალი მოდელის პილოტირება. ვიზიტებში ასევე პირველად მიიღეს მონაწილეობა სტუდენტმა და დამსაქმებელემა.

ასევე, ავტორიზაციის ახალი პროცედურებისა და სტანდარტების პილოტირების მიზნით, სსიპ - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით, განხორციელდა განმავითარებელი შეფასება. აღნიშნულ შეფასებაში მონაწილეობას მიიღო სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის (WFME) მიერ ცენტრისთვის გამოყოფილი სპეციალურმა მრჩეველმა, რომელიც საქართველოში არსებული ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის მსოფლიო ფედერაციის მიერ დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნისთვის, შეიმუშავა შესაბამისი რეკომენდაციები.

უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის განახლებული სტანდარტები და საგანმანათლებლო დაწესებულებების აკრედიტაციის განახლებული პროცედურა

2017 წელს ცვლილებები განხორციელდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 4 მაისის №65/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის დებულებაში", რომლის მიხედვითაც გადაიხედა და განახლდა საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის პროცედურები. აკრედიტაციის პროცედურებს დაემატა ახალი პროცედურები, რომელიც უზრუნველყოფს საგანმანათლებლო პროგრამების სრულფასოვან და სიღრმისეულ შეფასებას.

აკრედიტაციის დებულებაში" განხორციელებული ცვლილებების თანახმად, უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის შემთხვევაში, აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის შემადგენლობაში შედიან ექსპერტთა კორპუსის წევრები – სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა ადმინისტრაციული/აკადემიური/სამეცნიერო/მოწვეული პერსონალი და სტუდენტი, ასევე

Page 15: წლიური ანგარიში · Web viewგანათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი

შემადგენლობაში შეიძლება შედიოდნენ საერთაშორისო ექსპერტები, დამსაქმებლები, რეგულირებადი საგანმანათლებლო პროგრამის შემთხვევაში – ასევე შესაბამისი მარეგულირებელი ორგანოს ან/და პროფესიული ასოციაციის წარმომადგენლები და სხვა შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პირები.შესაბამისად, აღნიშნული ცვლილების შემდგომ დაგეგმილ აკრედიტაციის ყველა ჯგუფის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს სტუდენტებმა. რაც შეეხება დამსაქმებლების ჩართულობას, უმრავლეს შემთხვევაში, მათ ჩართულობაც იყო უზრუნველყოფილი.

შემუშავდა უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის განახლებული სტანდარტების პროექტი. შემუშავებული დოკუმენტის თანახმად, განისაზღვრა აკრედიტაციის სტანდარტების შეფასების კრიტერიუმები და ინდიკატორები. დოკუმენტი განსახილველად გაიგზავნა ყველა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში და ასევე განათლების სფეროს საერთაშორისო და ადგილობრივ ექსპერტებთან. შემუშავებული პროექტი დეტალურად იქნა ასევე განხილული 2017 წლის სექტემბრის თვეში ჩატარებულ კონფერენციაზე, რომელსაც ესწრებოდნენ განათლების ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინსიტროს თანამშრომლები, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები.

საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის განახლებული სტანდარტების პროექტი დასამტკიცებლად გადაიგზავნა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში.

ავტორიზაციისა და აკრედიტაციის ექსპერტთა კორპუსი

განათლების ხარისხის უზრუნველყოფის შეცვლილი მექანიზმების ეფექტურად ამოქმედებისა და დანერგისათვის საკვანძო საკითხს წარმოადგენდა კომპეტენტური ავტორიზაციისა და აკრედიტაციის ექსპერტთა კორპუსის ფორმირება. ამ მიზნით, შემუშავდა და დამტკიცდა ავტორიზაციისა და აკრედიტაციის ექსპერტთა შერჩევის, საქმიანობისა და ექსპერტთა კორპუსის წევრობის შეწყვეტის წესი, რომელიც მიზნად ისახავს, საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და პროგრამების სპეციფიკის გათვალისწინებით, ავტორიზაციისა და აკრედიტაციის პროცესში გამოცდილების ფართო სპექტრის მქონე ექსპერტების ჩართვას და შეფასების პროცესის გაუმჯობესებას.

ავტორიზაციისა და აკრედიტაციის ექსპერტთა შერჩევის, საქმიანობისა და ექსპერტთა კორპუსის წევრობის შეწყვეტის წესით განახლდა ექსპერტთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები, დეტალურად განისაზღვრა ექსპერტთა უფლებები და ვალდებულებები, ექსპერტთა ჯგუფის საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხები, დაკონკრეტდა ექსპერტთა ჯგუფის თავმჯდომარისა და რიგითი წევრის, ასევე მონიტორინგის მიზნით მივლინებული ცენტრის თანამშრომლის ფუნქციები, დადგინდა ექსპერტთა ინტერესთან კონფლიქტთან და ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის შედგენასთან დაკავშირებული საკითხები.

წესის შესაბამისად, მავტორიზაციისა და აკრედიტაციის ექსპერტთა შემადგენლობის განახლება. ამ მიზნით, ცალ-ცალკე კონკურსები გამოცხადდა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ექსპერტთა, უმაღლესი

Page 16: წლიური ანგარიში · Web viewგანათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი

საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის ექსპერტთა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციისა და აკრედიტაციის ექსპერტთა კოსპუსის წევრი სტუდენტის შესარჩევად.

მნიშვნელოვანია, რომ პირველად ავტორიზაციისა და აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფების მუშაობაში, ადგილობრივ ექსპერტებთან ერთად ჩაერთვებიან სტუდენტები და დამსაქმებლები. ცენტრი ახორციელებს ახალი ექსპერტების ტრენინგსა და მომზადებას. მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, საერთაშორისო ექსპერტის მიერ ჩატარდა ექსპერტ ტრენერთა ტრენინგი. გადამზადებული ექსპერტები მუშაობენ ავტორიზაციის ახალი სტანდარტების შესაბამისი სახელმძღვანელოსა და ტრენინგ მოდულების მომზადებაზე. მსოფლიო ბანკის პროექტის ფარგლებში, საერთაშორისო ექსპერტის ჩართულობით მიმდინარეობს მუშაობა ექსპერტთა სახელმძღვანელოს შემუშავებაზე და ექსპერტთა მოსამზადებლად ტრენინგ-მოდულების შემუშავებაზე.

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის, საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის და სააპელაციო საბჭოების ფორმირება

2017 წელს მოხდა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის, საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის და სააპელაციო საბჭოების ფორმირება. ავტორიზაციისა და აკრედიტაციის სტანდარტებისა და პროცედურების განმარტების მიზნით, ცენტრში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების და საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს წევრებთან გაიმართა სამუშაო შეხვედრა.

ამასთან, 2017 წლის 23-24 დეკემბერს საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს წევრებისა და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის თანამშრომლების მონაწილეობით გაიმართა ორ დღიანი სამუშაო შეხვედრა, სადაც განხილული იქნა მოქმედი აკრედიტაციის სტანდარტები და პროცედურები, რეგულირებად პროფესიებში დამტკიცებული დარგობრივი მახასიათებლები, უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის სტანდარტების პროექტი და საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით შეფასებულ საგანმანათლებლო პროგრამებში დაფიქსირებული ძირითადი რეკომენდაციები და რჩევები.

უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის და აკრედიტაციის სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით მონიტორინგის ეფექტური მექანიზმების განვითარება და განხორციელება

ცენტრის ერთ-ერთ ფუნქციას წარმოადგენს ავტორიზაციისა და აკრედიტაციის სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით მონიტორინგის ეფექტური მექანიზმების შემუშავება, განხორციელება და განვითარება.

2016 წლის პირველ სექტემბერს დამტკიცდა ავტორიზაციის ახალი სტანდარტები. გამომდინარე იქიდან, რომ ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებს სჭირდებათ დრო ახალ სტანდარტებზე გადასასვლელად, საკანონმდებლო ცვლილების

Page 17: წლიური ანგარიში · Web viewგანათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი

თანახმად, დაწესდა გარდამავალი პერიოდი. 2018 წლის 1 იანვრამდე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ ავტორიზაციის პირობების შემოწმება განხორციელდება 2016 წლის 01 სექტემბრამდე მოქმედი ავტორიზაციის სტანდარტების შესაბამისად.

ცენტრმა რისკების მართვის მეთოდოლოგიის გამოყენებით შეადგინა იმ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სია, სადაც განხორციელდება გეგმიური მონიტორინგი და დაამტკიცა მონიტორინგის გეგმა შემდეგ კრიტერიუმებზე დაყრდნობით:

დაწესებულებაში განხორციელებული ვიზიტის ხანდაზმულობა; განმეორებადი საჩივრების არსებობა; ექსპერტის დასკვნაში დაფიქსირებული ხარვეზები; წლიდან წლამდე თვითშეფასების განმეორებადობა და მისი არაანალიტიკური

ხასიათი; მობილობის მაღალი მაჩვენებელი; აკადემიური პერსონალის ხშირი ან/და მნიშვნელოვანი ცვალებადობა; უცხოელ სტუდენტთა დიდი რაოდენობა.

აღნიშნული კრიტერიუმების გარდა, ცენტრმა იხელმძღვანელა 2 დამატებითი კრიტერიუმით: სტუდენტთა რაოდენობა და სასწავლებლის მდებარეობის გეოგრაფიული ფაქტორი.

2017 წლის მონიტორინგის გეგმის მიხედვითაც 2017 წლის IV კვარტალში (სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას) განხორციელდება 10 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების გადამოწმება ავტორიზაციის სტანდარტებთან.

ცენტრმა, ასევე, შეიმუშავა გეგმური მონიტორინგისათვის აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამების შერჩევის კრიტერიუმები და მაჩვენებლები.  2017 წლის მონიტორინგის გეგმის შედგენა განხორციელდა შემდეგი კრიტერიუმების გათვალისწინებით:

2011-2012 წელს აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამები  - „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში 2016 წლის 7 მარტს განხორციელებული ცვლილებების თანახმად,  2011-2012 წელს აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამები ჩაითვალა აკრედიტებულად დაწესებულების ხელახალი ავტორიზაციიდან 1 წლის ვადით. ამ ცვლილებამ გამოიწვია საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის ვადის გახანგძლივება 5 წელზე მეტი ვადით. შესაბამისად, მიზანშეწონილია, განათლების ხარისხის უზრუნველყოფის მიზნებიდან გამომდინარე, პირველში რიგში გადამოწმდეს აღნიშნულ პერიოდში აკრედიტებული პროგრამების შესაბამისობა აკრედიტაციის სტანდარტებთან.

დარგობრივი მახასიათებელის ცვლილება  -  2016 წლის თებერვალში შეიცვალა მასწავლებლის მომზადების დარგობრივი მახასიათებელი. საგანმანათლებლო დაწესებულებათა რეესტრის მიხედვით, ხორციელდება დარგობრივი მახასიათებელის ცვლილებამდე აკრედიტებული მასწავლებლის მომზადების 4 საგანმანათლებლო პროგრამა.

Page 18: წლიური ანგარიში · Web viewგანათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი

აკრედიტაციის საბჭოს შუამდგომლობა - საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიატციის საბჭოს მიერ 2014-2015 წლებში მიღებული იქნა გადაწყვეტილებები პროგრამებისთვის აკრედიტაციის მინიჭების შესახებ. გადაწყვეტილების დასაბუთების ნაწილში (ოქმში), საბჭომ შუამდგომლობით მიმართა ცენტრს, რომ შემდგომში მომხდარიყო აღნიშნული პროგრამების გადამოწმება;

აკრედიტაციის ექსპერტთა დასკვნა და აკრედიტაციის საბჭოს გადაწყვეტილება: აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნაში დაფიქსირებული შენიშვნები ან/და რეკომენდაციები, რომელზეც აკრედიტაციის საბჭოს მიერ არ იქნა ყურადღება გამახვილებული; შენიშვნების მიუხედავად საბჭოს მიერ დადებითი გადაწყვეტილების მიღება.

თვითშეფასების ყოველწლიური ანგარიში: საგანამანათლებლო პროგრამის თვითშეფასება ზუსტად იმეორებს წინა წლის თვითშეფასებას და არ აჩვენებს პროგრამის  წინა თვითშეფასების პერიოდიდან მოყოლებული განვითარების ტენდენციას; ანგარიშის მიხედვით განხორციელებულია არსებითი ხასიათის ცვლილებები, კერძოდ: პროგრამის მიზნების, შედეგების, პროგრამის სტრუქტურის, რესურსების - აკადემიური პერსონალისა და პროგრამის შესაბამისი მატერიალური რესურსის ცვლილებები; შესაბამისი დარგის აკადემიური პერსონალის სიმცირე პროგრამაზე.

საგანმანათლებლო პროგრამაზე აქტიურ და შეჩერებულ სტუდენტთა თანაფარდობა. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2016 წლის ეფექტიანობის აუდიტის ანგარიშში

მოცემული მიგნებები (ანგარიშის თანახმად, ზოგიერთ შემთხვევაში საგანმანათელბლო პროგრამის შეფასება განხორციელდა არაკვალიფიციური ექპერტის მიერ).

მონიტორინგის გეგმის შედგენისას, პროგრამების შერჩევის დროს ცენტრმა იხელმძღვანელა დამატებითი კრიტერიუმებით: სახელმწიფოს/კერძო სუბიექტების მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები; გეოგრაფიული ფაქტორი და სტუდენტების საერთო რაოდენობა.

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის და უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, განხორციელდა გეგმიური მონიტორინგები. 2016 წლის 1 სექტემბრამდე მოქმედ ავტორიზაციის სტანდარტებთან მიმართებით შეფასდა 3 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, 14 უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამასთან დაკავშირებით უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან გამოთხოვილ იქნა შესაბამისი დოკუმენტაცია, რომლის შეფასებაც განხორციელდება აკრედიტაციის დარგობრივი ექსპერტების მიერ.

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციაუმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭომ მიიღო: 33 გადაწყვეტილება, მათ შორის:

საგანმანათლებლო პროგრამების დამატებასთან დაკავშირებით მიღებულ იქნა 9 გადაწყვეტილება;

Page 19: წლიური ანგარიში · Web viewგანათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი

წარმოება შეწყდა 11 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის გაუქმებასთან დაკავშირებით;

ავტორიზაცია გაუუქმდა 1 უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას; ცვლილებები შევიდა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის

საბჭოს 8 გადაწყვეტილებაში სტუდენტთა ზღვრული რაოდენობა გაეზარდა 4 უმაღლეს საგანმანათლებლო

დაწესებულებას.

უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაცია საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭომ მიიღო 76 გადაწყვეტილება, მათ შორის:

აკრედიტაცია მიენიჭა - 49 საგანმანათლებლო პროგრამას; აკრედიტაციის მინიჭებაზე უარი ეთქვა 8 საგანმანათლებლო პროგრამას; აკრედიტაცია გაუუქმდა 1 საგანმანათლებლო პროგრამას; აკრედიტაციის გაუქმებასთან დაკავშირებით წარმოება შეწყდა 16

საგანმანათლებლო პროგრამასთან მიმართებით; ცვლილება შევიდა 2 გადაწყვეტილებაში.

განათლების ხარისხის მართვის ელექტრონული სისტემის განვითარება და პილოტირება

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციისა და აკრედიტაციის პროცესების ეფექტურად განსახორციელების მიზნით, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრსა და განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, 2017 წელს მიმდინარეობს ელექტრონული სისტემის ტესტირება. აღნიშნული სისტემის საშუალებით განხორციელდება ავტორიზაციისა და აკრედიტაციის პროცესების ყველა ეტაპი - განაცხადის შემოტანიდან საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღების ჩათვლით. აღნიშნული სისტემა გააერთიანებს რამდენიმე მოდულს, მათ შორის ავტორიზაციისა და აკრედიტაციის ექსპერტთა, საბჭოების მუშაობის მოდულს.

ელექტრონული სისტემა უზრუნველყოფს თითოეული ვიზიტის ობიექტურად, გამჭვირვალედ და ეფექტიანად დაგეგმვას. კერძოდ, სისტემის მეშვეობით მინიმუმამდე იქნება დაყვანილი ექსპერტების მხრიდან აკრედიტაციის მაძიებელ დაწესებულებასთან ინტერესთა კონფლიქტის რისკი, ან საგანმანათლებლო პროგრამის შესაფასებლად არასათანადო კვალიფიკაციის ექსპერტების შერჩევა.

ელექტრონული სისტემა მოიცავს საბჭოების მუშაობისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესის მოდულს. აღნიშნული სისტემის მეშვეობით, საბჭოს წევრები ზეპირი მოსმენის გამართვამდე ელექტრონული ფორმით გაეცნობიან და შეაფასებენ სააკრედიტაციო დოკუმენტაციას. ამასთან, ზეპირ მოსმენაზე საბჭოს წევრები ელექტრონული ფორმით ჩაატარებენ კენჭისყრას და თითოეული წევრი ვალდებული იქნება ელექტრონულ სისტემაში

Page 20: წლიური ანგარიში · Web viewგანათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი

მიუთითოს მის მიერ დაფიქსირებული პოზიციის (კი ან არა) არგუმენტაცია. აღნიშნული ცვლილებები უზრუნველყოფს აკრედიტაციის საბჭოს მიერ გადაწყვეტილებების მიღების პროცესის ობიექტურობას, სამართლიანობასა და გამჭვირვალობას.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროგრამა - „ვისწავლოთ საქართველოში“2017 წლის პირველ კვარტალში მომზადდა და დამტკიცდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროგრამა „ვისწავლოთ საქართველოში“. პროექტი მიზნად ისახავს უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის განახლებული მექანიზმების დანერგვას და მის ჰარმონიზაციას ევროპულ მოთხოვნებთან.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში ურთიერთთანამშრომლობის შესახებ მემორანდუმები გაფორმდა სსიპ - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან, შპს საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ სეუსთან და სსიპ - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტთან.

ასევე, პროექტის ფარგლებში, სსიპ - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით, დაიგეგმა განმავითარებელი შეფასების პილოტირება. აღნიშნულ შეფასებაში მონაწილეობას მიიღებს სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის (WFME) მიერ ცენტრისთვის გამოყოფილი სპეციალური მრჩეველი, რომელიც შემდგომში შეიმუშავებს რეკომენდაციებს საქართველოში არსებული ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის მსოფლიო ფედერაციის მიერ დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნისათვის.

პროექტის - „უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარება და ინტერნაციონალიზაცია“ ფარგლებში უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების ხარისხის განვითარების მიზნით, ცენტრმა დაგეგმა და განახორციელა ცენტრში სააკრედიტაციოდ წარმოდგენილი 21 ინგლისურენოვანი პროგრამის შეფასებაში საერთაშორისო ექსპერტების, სტუდენტებისა და დამსაქმებლების მონაწილეობა.

პროექტის ფარგლებში განხორციელდა 10 რეგულირებადი საგანმაანთლებლო პროგრამის განმავითარებელი შეფასება. ამ მიზნით, ურთერთთანამშრომლობის მემორანდუმები გაფორმდა სსიპ - ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთა, სსიპ - აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, სსიპ - გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტთან, შპს კავკასიის უნივერსიტეტთან და ა(ა)იპ - ნიუ ვიჟენ-უნივერსიტეტთან. რეგულირებადი საგანმანთლებლო პროგრამების შეფასებებში ადგილობრივ ექსპერტებთან ერთად, ასევე მონაწილეობა მიიღეს საერთაშორისო ექსპერტებმა, რომელთა რეკომენდაციის გათვალისწინებითაც მოხდება, როგორც პროგრამების შინაარსისა და რესურსების, ასევე სამართლისა და მედიცინის დარგობრივი მახასიათებლების გადახედვა.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ორგანიზებითა და ცენტრის მხარდაჭერით, 27-28 სექტემბერს ჩატარდა საერთაშორისო კონფერენცია თემაზე - "უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაცია და საერთაშორისო სარეიტინგო სისტემები". კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს სამინისტროს მიერ მოწვეულმა

Page 21: წლიური ანგარიში · Web viewგანათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი

უნივერსიტეტების საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიების წარმომადგენლებმა და იმ სააგენტოების წარმომადგენლებმა, რომლებიც მუშაობენ საერთაშორისო სტუდენტების მოწვევაზე.

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით 2017 წლის 14-15 დეკემბერს გაიმართა კონფერენცია „უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის რეფორმა, შედეგები და შემდეგი ნაბიჯები“. ღონისძიება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროექტ „ისწავლე საქართველოში“ (STUDY IN GEORGIA) მხარდაჭერით განხორციელდა. კონფერენცია მიზნად ისახავდა საქართველოში უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის რეფორმის პირველი ეტაპის შეჯამებას, რაც გულისხმობს ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტებისა და პროცედურების განახლებას და მათ ევროპის უმაღლესი განათლების სივრცის მოთხოვნებთან (ESG 2015) შესაბამისობაში მოყვანას. ამასთან, რეფორმა მიზნად ისახავს განვითარებაზე და შედეგზე ორიენტირებული ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის ფორმირებას, რაც ასევე ხაზგასმულია საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებულ ასოცირების შეთანხმების 2017-2020 წლების დღის წესრიგში. კონფერენციაზე განიხილეს ხარისხის უზრუნველყოფის განახლებული სტანდარტებისა და პროცედურების მიხედვით ჩატარებული ინსტიტუციური და პროგრამული შეფასებების შედეგები, რეფორმის განხორციელების შემდეგი ნაბიჯები და შესაძლებლობები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საქმიანობის გასაუმჯობესებლად. 

კონფერენციაზე მოწვეულები იყვნენ განათლების სფეროს საერთაშორისო ექსპერტები, მაგალითად: უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის (ENQA) ვიცე პრეზიდენტი და ბელგიის უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოს აღმასრულებელი თავმჯდომარე; სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის პრეზიდენტის სპეციალური მრჩეველი; ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციის სადოქტორო განათლების საბჭოს თავმჯდომარე. კონფერენციას ესწრებოდნენ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის და საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს წევრები, პარტნიორი სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, საერთაშორისო პარტნიორები, სტუდენტები, დამსაქმებლები და სხვა დაინტერესებული მხარეები. 

პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების სრულყოფა

მომზადდა პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის მოქმედი სტანდარტების განმარტებების დოკუმენტი. დოკუმენტში აღწერილია ავტორიზაციის ქვესტანდარტები, შეფასების კრიტერიუმები და შესაბამისი მტკიცებულებები. დოკუმენტი გაეგზავნა პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებებსა და მოქმედ ექსპერტებს.

პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის პროცედურებთან დაკავშირებით მომზადდა სტანდარტული გზამკვლევი და განთავსდა ცენტრის ვებგვერდზე.

Page 22: წლიური ანგარიში · Web viewგანათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი

დოკუმენტში მოცემულია ავტორიზაციის პროცესის ეტაპები, თითოეული ეტაპის აღწერა და თან ახლავს პროფესიული განათლების მარეგულირებელი დოკუმენტების ჩამონათვალი.

შემუშავდა პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის განახლებული სტანდარტების პროექტი; ავტორიზაციის განახლებული სტანდარტებისა და პროცედურების შემუშავებული პროექტის განხილვის მიზნით, მოეწყო 5 შეხვედრა დაინტერესებულ მხარეებთან: დასავლეთ საქართველოში მოქმედ კერძო და საჯარო სამართლის იურიდიულ პირ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, მოდულური პროგრამების დანერგვის მხარდაჭერის ექსპერტებთან, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციისა და პროგრამების აკრედიტაციის ექსპერტთა კორპუსის წევრებთან, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს წევრებთან და საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის წევრ პროფესიულ საგანმანთლებლო დაწესებულებებთან. სულ საჯარო განხილვებში მონაწილეობა მიიღო დაახლოებით 130 პირმა.

განახლებული სტანდარტების პროექტის შეჯერებული ვერსია გადაიგზავნა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში შემდგომი რეაგირებისათვის და ეროვნული პროფესიული საბჭოს ხარისხის განვითარების თემატური ჯგუფის სხდომაზე განსახილველად. დეკემბრის თვეში განხილულ იქნა ეროვნული პროფესიული საბჭოს ხარისხის განვითარების თემატური ჯგუფის სხდომაზე, სადაც მიიღო დადებითი რეკომენდაცია.

საგანმანათლებლო დაწესებულებების დონეზე პროგრამის შემუშავებასა და ხარისხის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირების შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით, დაწესებულებების წარმომადგენლებისათვის განხორციელდა სემინარების ციკლი. პირველი სემინარი ჩატარდა მიმდინარე წლის 20-22 ნოემბერს ქ. ბათუმში და მოიცვა აჭარისა და სამეგრელოს რეგიონების საგანმანათლებლო დაწესებულებები. მეორე სემინარი ჩატარდა ქ. თბილისში 30 ნოემბერს და 1 დეკემბერს და მოიცვა საჯარო საგანმანათლებლო დაწესებულებები. მესამე სემინარი ჩატარდა 5 და 6 დეკემბერს ქ. ქუთაისში და მოიცვა იმერეთისა და რაჭის რეგიონების საგანმანათლებლო დაწესებულებები. მეოთხე სემინარი ჩატარდა 11-12 დეკემბერს ქ. ახალციხეში და მოიცვა სამცხე-ჯავახეთის რეგიონის საგანმანათლებლო დაწესებულებები, ხოლო მეხუთე სემინარი ჩატარდა 14-15 დეკემბერს ქ. თელავში და მოიცვა კახეთის რეგიონის საგანმანათლებლო დაწესებულებები.

პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ექსპერტთა კორპუსის მართვა და განვითარებაავტორიზაციისა და აკრედიტაციის ექსპერტთა შერჩევის, საქმიანობისა და ექსპერტთა კორპუსის წევრობის შეწყვეტის წესის მეშვეობით, განახლდა პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის/საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის ექსპერტთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები, წესის შესაბამისად დაიგეგმა ავტორიზაციისა და აკრედიტაციის ექსპერტთა შემადგენლობის განახლება. ამ მიზნით, გამოცხადდა კონკურსი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის/პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის ექსპერტთა

Page 23: წლიური ანგარიში · Web viewგანათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი

შესარჩევად, რადგანაც პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაცია, აკადემიური პროგრამებისაგან განსხვავებით, დაწესებულებას არ აძლევს პირდაპირ ფინანსურ სარგებელს. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების უმეტესი ნაწილი ავტორიზებულ რეჟიმში არსებობს. ამიტომაც, ავტორიზაციის პროცესის სრულფასოვნად განხორციელებისათვის მნიშვნელობა მიენიჭა ექსპერტთა კორპუსის გაძლიერებას დარგობრივი კომპეტენციის მქონე ექსპერტებით. 14 მარტს გამოცხადდა პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ექსპერტთა შესარჩევი კონკურსი, რომლის საფუძველზეც შეიქმნა პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის/საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის ექსპერტთა კორპუსი. კორპუსის წევრებისთვის 2017 წლის პერიოდში ჩატარდა 2 საინფორმაციო სემინარი.

განახლდა პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის მოქმედი ექსპერტების ბაზა.

პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაცია

ავტორიზაციის პროცესისა და საგანმანათლებლო პროგრამების დამატების პროცესის შეუფერხებელი განხორციელების უზრუნველსაყოფად წლის განმავლობაში განხორციელდა 48 ვიზიტი; გეგმიური და არაგეგმიური მონიტორინგის ფარგლებში განხორციელდა 28 ვიზიტი.

პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭომ მიიღო 76 გადაწყვეტილება, მათ შორის:

ავტორიზაცია მიენიჭა 9 პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებას; პროგრამების დამატებასთან დაკავშირებით მიღებულ იქნა 21 გადაწყვეტილება

(მათ შორის, უარი ეთქვა ერთი დაწესებულების ერთ პროგრამას); ავტორიზაციის გაუქმებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების

შეწყვეტის შესახებ მიღებულ იქნა 12 გადაწყვეტილება. ავტორიაციაზე უარი ეთქვა პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულების

სტატუსის მაძიებელ 4 დაწესებულებას; მონიტორინგის შედეგების საფუძველზე 3 დაწესებულებას გაუუქმდა ავტორიზაცია; ავტორიზაციის გადაწყვეტილების ცვლილებასთან დაკავშირებით მიღებულ იქნა 24

გადაწყვეტილება. პროფესიულ სტუდენტთა ზღვრული რაოდენობის გაზრდასთან დაკავშირებით

მიღებულ იქნა 3 გადაწყვეტილება.

პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით მონიტორინგის ეფექტური მექანიზმების განვითარება და განხორციელება

ცენტრის ერთ-ერთ ფუნქციას წარმოადგენს ავტორიზაციისა და აკრედიტაციის სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით მონიტორინგის ეფექტური მექანიზმების შემუშავება, განხორციელება და განვითარება. ცენტრმა დაამტკიცა პროფესიული

Page 24: წლიური ანგარიში · Web viewგანათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი

საგანმანათლებლო დაწესებულებების მონიტორინგის გეგმა შემდეგ კრიტერიუმებზე დაყრდნობით:

თვითშეფასების განმეორებადობა და მისი არაანალიტიკური ხასიათი; პროფესიულ სტუდენტთა მობილობისა და გადინების მაღალი მაჩვენებელი; პროგრამების განმახორციელებელი პერსონალის ხშირი ცვლილება; ავტორიზაციის საბჭოს რეკომენდაცია დაწესებულებებში მონიტორინგის

განხორციელების შესახებ; უცხოენოვანი პროგრამები.

პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულების პორტფოლიო დაიწყო პორტფოლიოს შექმნა პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელი თითოეული ავტორიზებული საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის. შეიქმნა 105 საგანმანათლებლო დაწესებულების პორტფოლიო, რომელიც მოიცავს დეტალურ ინფორმაციას თითოეული ავტორიზებული დაწესებულების შესახებ.

მოდულური / დუალური პროგრამების დანერგვის ხელშეწყობაგანახლდა მოდულური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების დანერგვის მხარდაჭერის კონცეფცია და მომზადდა კითხვარები დაწესებულებებისათვის, ჩატარდა 100-მდე საკონსულტაციო და 18 დარგობრივი შეხვედრა მოდულური პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებების მონაწილეობით. დაწესებულებებში განხორციელდა მოდულური/დუალური პროგრამების დანერგვის კონსულტირების 14 და მხარდაჭერის 150 ვიზიტი; მომზადდა და წლის ბოლოს განახლდა პროფესიული განათლების სისტემაში დღეისათვის არსებული საგანმანათლებლო რესურსების მატრიცა.

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების სრულყოფადაწყებულია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის სტანდარტის გადახედვისა და განახლების პროცესი, რაც მიზნად ისახავს სკოლების პასუხისმგებლობის გაზრდას ხარისხიანი სასწავლო პროცესის განხორციელებაზე, ხარისხის შიდა მექანიზმების უფრო ეფექტურად გამოყენებას, მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო გარემოს შექმნას, სასწავლო რესურსების აქტიურად გამოყენებას მოსწავლეების სწავლის ხელშესაწყობად.

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაცია

Page 25: წლიური ანგარიში · Web viewგანათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი

2017 წელს ჩატარდა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს 28 სხდომა და გამოტანილ იქნა 114 გადაწყვეტილება. მათ შორის:

ავტორიზაცია მიენიჭა 81 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას, უარი ეთქვა ავტორიზაციაზე 3 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას, ავტორიზაცია გაუუქმდა 5 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას; კონტინგენტი გაეზარდა 8 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას; წარმოება შეწყდა 17 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის

გაუქმებასთან დაკავშირებით.

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის და აკრედიტაციის სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით მონიტორინგის ეფექტური მექანიზმების განვითარება და განხორციელება

2017 წელს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭომ (შემდგომში - საბჭო) განიხილა 19 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში განხორციელებული მონიტორინგის შედეგები, აქედან 10 დაწესებულებაში მონიტორინგის ჯგუფის ვიზიტი განხორციელდა 2016 წელს, ხოლო მათი შედეგების განხილვა მოხდა 2017 წლის იანვარ თებერვალში. 5 დაწესებულების საკითხის განხილვა მოხდა 2017 წელს ცენტრში შემოსული განცხადება/საჩივრიდან გამომდინარე. 9 დაწესებულების საკითხის განხილვა კი მოხდა 2017 წლის გეგმიური მონიტორინგის გეგმის შესაბამისად განხორციელებული მონიტორინგის ჯგუფის ვიზიტის შედეგად.

ცენტრის მიერ 2017 წელს განხორციელებული არაგეგმიური მონიტორინგები განხორციელდა მოქალაქეების განცხადების საფუძველზე, სადაც მიზეზი ძირითად შემთხვევებში უკავშირდებოდა ბავშვთა უფლებების დარღვევის ფაქტებს.

საბჭოს გადაწყვეტილებებისა და ოქმების ანალიზმა გამოავლინა, რომ სკოლების უმრავლესობა მაქსიმალურ სარგებელს იღებს გარე შეფასებიდან. ავტორიზაციის ვიზიტიდან მონიტორინიგს ვიზიტამდე და პირიქით, მონიტორინგის ვიზიტიდან ავტორიზაციის ვიზიტამდე, მიღებული რეკომენდაციების საფუძველზე თითქმის ყველა სკოლამ სრულად გამოსწორა ხარვეზები.

რამდენადაც მონიტონგის პროცედურა ითვალისწინებს საბჭოს მიერ დაწესებულებისთვის ხარვეზების გამოსწორების მიზნით 60 დღიანი ვადის განსაზღვრას, ეს მიდგომა რამოდენიმეჯერ იქნა გამოყენებული და ყველა შემთხვევაში დაწესებულებებმა ეფექტურად ისარგებლეს ამ შესაძლებლობით და სრულად აღმოფხვრეს დაფიქსირებული ხარვეზები.

საბჭომ მონიტორინგის დასკვნის საფუძველზე სულ 3 უარყოფითი გადაწყვეტილება მიიღო და სამივე შემთხვევაში სახეზე იყო ისეთი დარღვევები, რომლებიც გამოსწორებას არ ექვემდებარებოდა. მაგ. კანონის დარღვევა მოსწავლეების ჩარიცხვასთან, ამორიცხვასთან და შეფასებებთან დაკავშირებით, მოსწავლეთა უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის მოთხოვნების დარღვევა.

ცენტრში შემოსული საჩივრები, რომელთა საფუძველზეც დაინიშნა არაგეგმიური ვიზიტები უმთავრესად ეხებოდა, ბავშვის მიმართ ძალადობის, არასათანადო მოპყრობის ან ბავშვის უფლებების დარღვევის ფაქტებს.

Page 26: წლიური ანგარიში · Web viewგანათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი

მონიტორინგის დასკვნებში ყველაზე ხშირად დაფიქსირებული ხარვეზები ეხებოდა სკოლაში არსებულ ურთიერთობებს, დამოკიდებულებებსა და ღირებულებებს, ასევე, სასკოლო სასწავლო გეგმას (ძირითადად მოსწავლეთა შეფასების ნაწილში).

მონიტორინგის დასკვნებში გამოვლენილი ტენდენციები გათვალისწინებულ იქნა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ახალი სტანდარტების შემუშავებისას და სტანდარტების პროექტში ცალკე სტანდარტად იქნა ჩამოყალიბებული სკოლის საერთო კულტურა. უფრო მეტად იქნა აქცენტირებული სწავლისა და სწავლების პროცესი, მოსწავლეთა შეფასება, სკოლის ადმინისტრაციის პასუხისმგებლობა სკოლის ხარისხის მართვაზე და მოსწავლეთა მიერ მიღწეულ შედეგეზე. შედეგად, თვლად კრიტერიუმებზე ორიენტირებული ძველი სტანდარტისგან განსხვავებით, ახალი სტანდარტის პროექტი უფრო მეტადაა ორიენტირებული შინაარსზე და ხარისხის გაუმჯობესებაზე.

საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის წარმოების მექანიზმების გაუმჯობესება საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრი წარმოადგენს ქვეყანაში არსებული ავტორიზებული საგანმანათლებლო დაწესებულებების შესახებ ინფორმაციის შემცველ მონაცემთა ბაზას. მასში შეყვანილია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტების, პროფესორ-მასწავლებლებისა და აკადემიური პროგრამების შესახებ ინფორმაცია. საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრს აწარმოებს როგორც ცენტრი, ასევე საგანმანათლებლო დაწესებულებები. მონაცემები გამოიყენება მობილობის, გრანტების აღრიცხვის, მათი განაწილების, სტუდენტთა დაზღვევისა და სხვა პროგრამების განსახორციელებლად.

ხარისხის სისტემის განვითარებისათვის, მნიშვნელოვანია, შესაბამისი მონაცემების ეფექტური აღრიცხვა და მათი მაღალი სანდოობა. შესაბამისად, ცენტრი ზრუნავს მის რეესტრში ასახული მონაცემების აღრიცხვისა და გადამოწმების ქმედითი შიდა მექანიზმების უზრუნველყოფასა და გაუმჯობესებაზე.

უმაღლესი საგანმანთლებლო დაწესებულების მიერ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ პირთა შესახებ ინფორმაციის რეესტრში შეტანის შესაძლებლობის მიზნით, რეესტრში დაემატა ახალი ფუნქციონალი. შემუშავდა „უმაღლესი საგანმანთლებლო დაწესებულებების მიერ რეესტრში სტუდენტის დამატების სახელმძღვანელო“.

საგანმანთლებლო დაწესებულების რეესტრში ზუსტი/უტყუარი და სრულყოფილი ინფორმაციის დაცვის მიზნით 2017 წელს ხორციელდებოდა რეესტრში არსებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების იურიდიული პროფილის, საგანმანთლებლო პროგრამების სახელწოდებებისა და სტატუსების შესახებ ინფორმაციის მონიტორინგი. შეიქმნა 40 საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის ისტორია.

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის ახალი აპლიკაციის eUni-ის შემუშავების მიზნით, სსიპ-განათლების მართვის საინფორმაციო სისტემასთან

Page 27: წლიური ანგარიში · Web viewგანათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი

თანამშრომლობით შემუშავდა პირველი მოდული, კერძოდ, უმაღლეს საგანმანთლებლო დაწესებულებების იურიდიული პროფილი.

შევიდა ცვლილება „საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის წარმოების წესში“, რომელიც დამტკიცებულია განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 22 ივლისის N127/ნ ბრძანებით. საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის წარმოების წესში შესატან ცვლილებებზე მომუშავე ჯგუფის შემადგენლობაშიც შევიდნენ, როგორც ცენტრის, ისე მართვის სისტემის, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლები.

„საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის წარმოების წესში“ განხორციელებული ცვილებების მიზანია, ხელი შეუწყოს სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისა და სსიპ - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის რეესტრის გამართულ ფუნქციონირებას.

ცვლილების საჭიროება გამოწვეული იყო საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში დაცული ინფორმაციის სისტემატიზაციისა და რეესტრის წარმოებასთან მიმართებაში ცენტრისა და მართვის სისტემის საქმიანობის საკანონმდებლო რეგულაციებთან სრულ შესაბამისობაში მოყვანის ინტერესებიდან.

ცვლილებების თანახმად, ცენტრი უფლებამოსილია, რეესტრის წარმოების მიზნით, ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვროს რეესტრის წარმოების მექანიზმები, მათ შორის, რეესტრზე წვდომის/დაშვების, რეესტრში ინფორმაციის შეტანისა და ინფორმაციის დამუშავების წესები და პირობები. ამასთან, რეესტრის წარმოების მიზნით, მართვის სისტემასთან ურთიერთშეთანხმებით, ცენტრი უფლებამოსილია მოახდინოს მართვის სისტემაზე ფუნქციათა დელეგირება, რაც გულისხმობს რეესტრის წარმოებისათვის მართვის სისტემის ნდობითა და უფლებამოსილებით აღჭურვასა და ამ უფლებამოსილებებთან დაკავშირებით მის ანგარიშვალდებულებასა და პასუხისმგებლობას.

„საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის წარმოების წესში“ განხორციელებული ცვილებები ითვალისწინებს რეესტრში ასასახი ინფორმაციის ჩამონათვალს, ამასთან, ამ წესით გათვალისწინებული ინფორმაციის გარდა, ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტითა და მართვის სისტემის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტით (შესაბამისი დელეგირების შემთხვევაში), შესაძლებელია, განისაზღვროს რეესტრში სხვა ინფორმაციის ასახვის აუცილებლობაც, რაც განპირობებული იქნება კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულებების ეფექტიანად შესრულებისა და ინფორმაციის სისტემატიზაციის ინტერესებით. რეესტრის წარმოების მოქმედი წესისაგან განსხვავებით, აღნიშნული დათქმა იძლევა ცენტრისა და მართვის სისტემის მოქნილი, დროული და ეფექტიანი საქმიანობის შესაძლებლობას.

დიდი კონტიგენტის მქონე საგანმანათლებლო დაწესებულებების მხრიდან ვერ ხორციელდებოდა რეესტრში ცვლილებების გამომწვევი ინფორმაციის ასახვაზე დადგენილი ვადის (არაუგვიანეს 1 დღე) დაცვა. შესაბამისად, განხორციელებული ცვლილებების თანახმად, დადგინდა საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ ინფორმაციის რეესტრში ასახვის არაუგვიანეს 5 დღიანი ვადა.

Page 28: წლიური ანგარიში · Web viewგანათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი

3. საგანმანათლებლო დაწესებულებების მხარდაჭერის სერვისების განვითარება

პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების დანერგვის, განხორციელების მხარდაჭერა, კონსულტირება ჩარჩო დოკუმენტზე დაფუძნებული მოდულური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების დანერგვა მიმდინარეობს 40-ზე მეტ საგანმანათლებლო დაწესებულებაში (უსდ, კოლეჯი, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება), პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური ახორციელებს პროგრამების დანერგვის მხარდაჭერას. მომზადდა დანერგვის მხარდაჭერის შედეგების ანალიტიკური დოკუმენტი. დოკუმენტში მოცემულია დანერგვაში ჩაშვებული პროფესიული მოდულური საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების პროცესის გამოწვევები და გაუმჯობესების მიზნით დაგეგმილი აქტივობები და განსახორციელებელი ღონისძიებები. დოკუმენტი განხილულ იქნა დაინტერესებული მხარეების შეხვედრაზე.

შედგა დაწესებულების შიდა მხარდაჭერის სპეციალისტების საინფორმაციო შეხვედრა, სადაც გაზიარებულ იქნა საუკეთესო პრაქტიკა.

ჩატარდა ორი დარგობრივი შეხვედრა პედაგოგებისათვის, მოდულებისა და პროგრამების შინაარსის შემდგომი სრულყოფის მიზნით. მომზადდა წინადადებები ცვლილებების განხორციელების საჭიროებების შესახებ.

პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებებში განხორციელდა კონსულტირების 4 და მხარდაჭერის 50 ვიზიტი. შედგა შეხვედრები დაწესებულებებთან დანერგვის პროცესის მიმდინარეობის საკითხებზე. ავტორიზაციის პროცედურებთან დაკავშირებით, ასევე საგანმანათლებლო პროგრამის, მათ შორის ჩარჩო დოკუმენტზე დაფუძნებული პროგრამების დამატების პროცედურებთან დაკავშირებით სამსახურმა განახორციელა 16 საკონსულტაციო შეხვედრა. ასევე, ჩატარდა 4 დარგობრივი შეხვედრა ოპტიმიზირებული მოდულური პროგრამების ფარგლებში. მოდულური პროგრამების დანერგვის პროცესის მიმდინარეობის საკითხებზე ჩატარდა 5 რეგიონული შეხვედრა.

27 და 28 ოქტომბერს დაბა გუდაურში ჩატარდა სამუშაო შეხვედრა პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს წევრების შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით. შეხვედრის ფარგლებში ყურადღება გამახვილდა ავტორიზაციის არსებულ სტანდარტებსა და პროცედურებზე, ასევე, მონიტორინგის საკითხებზე. ავტორიზაციის საბჭოს წევრებს მიეწოდათ ინფორმაცია მოდულური/დუალური პროგრამების დანერგვის პროცესებში არსებული გამოწვევებისა და განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ.

შემუშავდა და დაინტერესებულ მხარეებთან მოხდა დანერგვის მხარდაჭრის შედეგების ანალიტიკური დოკუმენტის განხილვა.

დუალური პროგრამების განხორციელების რეგულირების თაობაზე დონორებთან (UNDP და GIZ) ერთად შედგა სამუშაო შეხვედრები, ასევე, ჩატარდა ეროვნული პროფესიული საბჭოს სოციალური პარტნიორობის თემატური ჯგუფის სხდომა.

Page 29: წლიური ანგარიში · Web viewგანათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი

პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის შემუშავებაზე და ხარისხის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირების შესაძლებლობების გაძლიერება

კითხვარების საშუალებით განხორციელდა პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის ტრენინგების საჭიროებათა იდენტიფიკაცია. გამოვლინდა ოთხი სახის ტრენინგის საჭიროება (ავტორიზაციის სტანდარტები და პროცედურები; ხარისხის უზრუნველყოფის შიდა მექანიზმები; პროფესიულ სტუდენტთა შეფასება; მოდულური პროგრამის შემუშავება). დაიწყო ტრენინგ პაკეტების მომზადება.

ხარისხის მართვის ევროპული ფონდის (EFQM) მოდელის დანერგვის ხელშეწყობა საგანმანათლებლო დაწესებულებებში

გერმანიის თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით ცენტრში გაიმართა სამუშაო შეხვედრა იმ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, რომლებსაც დაწყებული აქვთ ხარისხის მართვის ევროპული მოდელის დანერგვა. შეხვედრაზე განხილულ იქნა დაწესებულებების მიერ მომზადებული პროექტების განხორციელების შედეგები და დაიგეგმა სამომავლო ნაბიჯები. გრძელდება ინდივიდუალური შეხვედრები და კონსულტაციები დაწესებულებების წარმომადგენლებთან პროექტების განხორციელების მონტორინგის მიზნით.

დაიწყო ხარისხის მართვის ევროპული ფონდის (EFQM) მოდელის საინფორმაციო და სატრენინგო მასალების ქართულ ენაზე განვითარება.

Page 30: წლიური ანგარიში · Web viewგანათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი

4. მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლის პრინციპებზე დაფუძნებული კვალიფიკაციების სისტემის განვითარების უზრუნველყოფა, არსებული საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით განათლების აღიარების სერვისების ოპტიმიზაცია და სრულყოფა

ევროპულ და საერთაშორისო დონეზე სახელმწიფოს მიერ რეგულირებად პროგრამებთან თავსებადობის უზრუნველყოფის მიზნით სამუშაო შეხვედრებიევროპულ და საერთაშორისო დონეზე სახელმწიფოს მიერ რეგულირებად პროგრამებთან თავსებადობის უზრუნველყოფის მიზნით სამუშაო შეხვედრები

ევროპულ და საერთაშორისო დონეზე სახელმწიფოს მიერ რეგულირებად პროგრამებთან თავსებადობის უზრუნველყოფის მიზნით პროფესიული განათლების განვითარების მიზნით შემუშავდა ანალიზის დოკუმენტი, რომელიც ითვალისწინებს ევროსაბჭოსა და ევროპარლამენტის დირექტივის (2005/36/EC) მოთხოვნებს. აღნიშნული დირექტივით რეგულირდება საგანმანათლებლო საკითხები შემდეგ პროფესიებზე - საექთნო საქმე, ბებიაქალი, ვეტერინარია, ფარმაცია, არქიტექტურა, სტომატოლოგია. კვალიფიკაციების განვითარების სამმართველოს კოორდინაციით შემუშავებული დოკუმენტებით გაანალიზდა საექთნო საქმის, ფარმაციისა და ვეტერინარიის სფეროები, განხილულ იქნა, როგორც საერთაშორისო გამოცდილება, აგრეთვე საქართველოში არსებული პროგრამების შესაბამისობა დირექტივის მოთხოვნებთან, გამოიკვეთა პროფესიული პროგრამების შინაარსი, დაშვების წინაპირობები, სწავლების ხანგრძლივობა, მათი რეგულირების საკითხი.

უმაღლესი განათლების მიმართულებით მომზადდა ეპიდემიოლოგიის სფეროს ანალიზის დოკუმენტი, რომელიც მოიცავს საერთაშორისო გამოცდილებას ეპიდემიოლოგიის დარგში საბაკალავრო და სამაგისტრო დონეზე განსახორციელებელი პროგრამების თაობაზე. დადგინდა, რომ ეპიდემიოლოგიის დარგში სამაგისტრო დონეზე შეთავაზებულია ორი ძირითადი ხარისხი: მაგისტრის აკადემიური ხარისხი საზოგადოებრივ ჯანმრთელობაში (MPH) და მეცნიერების მაგისტრი (MS), რაც გათვალისწინებულია განათლების სფეროების კლასიფიკატორის პროექტში.

ცენტრმა განიხილა საქართველოს სოფლის მეურნეობის სფეროდან დაყენებული ინიციატივა ვეტერინარიის სახელმწიფოს მიერ რეგულირებად პროფესიათა ნუსხაში გადატანის თაობაზე. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დარგის წარმომადგენლებთან გაიმართა სამუშაო შეხვედრები, საკანონმდებლო ცვლილებების გათვალისწინებით გამოიკვეთა ვეტერინარიის სპეციალისტისა და ვეტერინარ-ქირურგის პროფესიულ და უმაღლეს განათლებაში მომზადების საკითხები, დარგობრივი კომპეტენციები, დაშვების წინაპირობები და დასაქმების შესაძლებლობები. გაიმართა რამდენიმე სამუშაო შეხვედრა დარგის, საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან.

საზღვაო სფეროს მარეგულირებლის და საზღვაო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებების ჩართულობით განისაზღვრა საზღვაო სფეროში საბაკალავრო საფეხურზე მისანიჭებელი კვალიფიკაციები და თითოეული კვალიფიკაციის სწავლის შედეგები, რის

Page 31: წლიური ანგარიში · Web viewგანათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი

საფუძველზეც შემუშავდა აკადემიური საგანმანათლებლო პროგრამების დარგობრივი მახასიათებლები. ასევე, ანალიზის დოკუმენტის შედეგად ჩამოყალიბდა საზღვაო სფეროში პროფესიული კვალიფიკაციების ფორმირების შესაძლებლობები.

პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ჩარჩო დოკუმენტის შემუშავების მეთოდოლოგიის ანალიზი და განვითარება

განხორციელდა 2013 წელს ცენტრის მიერ შემუშავებული პროფესიული სტანდარტების, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ჩარჩო დოკუმენტისა და მოდულის/მოდულების შემუშავების მეთოდოლოგიის ანალიზი და განვითარება. შედეგად პროფესიული სტანდარტების, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ჩარჩო დოკუმენტის და მოდულის/მოდულების შემუშავების მეთოდოლოგიაში აისახა ცვლილებები, გამოიკვეთა დოკუმენტების შემუშავების გარე ინიცირების შესაძლებლობა, შემუშავდა მეთოდოლოგიისა და პროცედურების გზამკვლევები, ინსტრუქციები. პროცესების გამჭვირვალობის, მკაფიო ინსტრუქციებისა და დაინტერესებულ მხარეებთა ჩართულობის მიზნით გზამკვლევები, ინსტრუქციები, საერთაშორისო და ადგილობრივი აქტები განთავსებულ იქნა ცენტრის ვებ-გვერდზე „გარე ინიცირების“ ველში.

პროფესიული კვალიფიკაცია განსაზღვრულია ჩარჩო დოკუმენტში, როგორც საგანმანათლებლო სტანდარტში. მეტად მნიშვნელოვანია კვალიფიკაციების გამოკვეთის პროცესი და შემდგომ მოდულთა, სწავლის შედეგების ფორმირება. აღნიშნულიდან გამომდინარე დოკუმენტის შემუშავების განახლებული პროცესი მოიცავს რამდენიმე ეტაპს, კერძოდ ანალიზის დოკუმენტის შემუშავება, ჩარჩო დოკუმენტის მოდულების დარგის სპეციალისტების ჩართულობით ფორმირება, საჯარო განხილვა, გამოკვეთილი საკითხების პროექტებში ასახვა, შესაბამის დარგობრივ საბჭოზე განხილვა, ცენტრის დირექტორის წინაშე დასამტკიცებლად წარდგენა.

2017 წელს შემუშავდა 57 პროფესიული პროგრამის ჩარჩო დოკუმენტის პროექტი, რომელთაგან 19 ფორმირდა გარე ინიცირებით. ინიციატორებს წარმოადგენდნენ საგანმანათლებლო დაწესებულებები, ჯანდაცვისა და ინჟინერიის სფეროში მოქმედი მსხვილი კერძო კომპანიები.

ჩარჩო დოკუმენტების შემუშავების პროცესის პირველ ეტაპზე შემუშავდა 48 ანალიზის დოკუმენტის (ამათგან 20 გარე ინიცირებით), გაანალიზდა შესაბამისი სფეროს განათლებისა და დასაქმების საერთაშორისო კლასიფაკტორები, დაინტერესებული მხარეების ჩართულობის მიზნით გაიმართა საჯარო განხილვები და განხილვის მიზნით წარდგენილ იქნა შესაბამის დარგობრივ საბჭოზე. შემუშავებული 57 ჩარჩო დოკუმენტი ჯამში ითავლსიწინებს 88 პროფესიულ კვალიფიკაციას. 2017 წელს დამტკიცდა 42 ოპტიმიზირებული ჩარჩო დოკუმენტი, რომელიც ითვალისწინებს განათლების საერთაშორისო კლასიფიკატორთან შესაბამის პროფესიულ კვალიფიკაციებს.

Page 32: წლიური ანგარიში · Web viewგანათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი

გარე ინიცირება და დარგობრივი საბჭოებისთვის პროფესიული კვალიფიკაციის ფორმირებისა და განვითარების მიზნით ანალიზი და უკუკავშირიგარე ინიცირებისთვის შემუშავდა რამდენიმე გზამკვლევი, მათ შორის არსებული პროფესიული სტანდარტების გადამუშავება, არსებული ჩარჩო დოკუმენტების/მოდულის ცვლილებების ასახვის მოთხოვნა, ჩარჩო დოკუმენტების შემუშავება-გადამუშავების ეტაპები, ახალი პროფესიული სტანდარტის, ჩარჩო დოკუმენტის, მოდულის შემუშავების გზამკვლევი. შემუშავებული დოკუმენტებია:

ჩარჩო დოკუმენტისა და მოდულში ცვლილებების შესახებ გარე ინიცირების გზამკვლევი

პროფესიული სტანდარტის შემუშავების ან არსებულში ცვლილების შესახებ გარე ინიცირების გზამკვლევი

ჩარჩო დოკუმენტისა და მოდულის შემუშავების გარე ინიცირების გზამკვლევი

თითოეული ჩარჩო დოკუმენტის ფორმირებისას შემუშავებული ანალიზის დოკუმენტის შედეგებიდან გამომდინარე დარგობრივი საბჭოების წინაშე განხილულ იქნა კვალიფიკაციის ფორმირების გზები და შედეგები, ასევე კონკრეტულ დოკუმენტებთან დაკავშირებით განხორციელდა უკუკავშირი შემდეგ ჩარჩო დოკუმენტებზე: აუდიო-ვიზუალური ხელოვნება; გაყიდვების სერვისი, ლოგისტიკა, საბაჟო საქმე, საბუღალტრო საქმე, სამხატვრო საქმე, საოფისე საქმე, სატყეო საქმე, საფინანსო სერვისები, ფოტოგრაფია.

გაანალიზდა კრიმინალისტის, მძღოლის პროფესიების როლი პროფესიულ განათლებაში.

კვალიფიკაციების რეესტრის წარმოება ელექტრონულ სისტემაში

ელექტრონული სისტემისთვის მომზადდა კვალიფიკაციების ჩამონათვალის ცხრილი. კერძოდ, 11 მიმართულების მისანიჭებელი კვალიფიკაციები ქართულ-ინგლისურ ენაზე, უმაღლესი განათლების სამივე საფეხურისათვის და აგრეთვე პროფესიული განათლებისათვის.

ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოში და სწავლის სფეროების კლასიფიკატორში ცვლილების პროცესის უზრუნველყოფაგაანალიზდა მოქმედ ეროვნულ საკვალიფიკაციო ჩარჩოში არსებული პროფესიული სპეციალიზაციები და ამოღებულ იქნა 201 პროფესიული სპეციალიზაცია, ხოლო 19 პროფესიულ სპეციალიზაციას განესაზღვრა ამოღების ვადები.

შეიქმნა 2017-2019 წლების სამოქმედო გეგმა, რომელიც ითვალისწინებს ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსა და სწავლის სფეროების კლასიფიკატორის დამტკიცების, დანერგვისა და რეფერენსირების განხორციელების ეტაპებს. განახლებული ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსა და სწავლი სფეროების კლასიფიკორის დამტკიცების მიზნით მომზადდა და საქართველოს პარლამენტში განსახილველად წარდგენილ იქნა

Page 33: წლიური ანგარიში · Web viewგანათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი

საკანონმდებლო ინიციატივა. პროექტების დამტკიცების შემდეგ შემუშავდება ქვენორმატიული აქტების პროექტები, განხორცილებული ცვლილებების შესახებ ინფორმირებისა და პროცესების განვითარების მიზნით დაიწყება დაინტერესებულ მხარეებთან სამუშაო შეხვედრ-განხილვები.

პროექტი ,,საქართველოში სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებული სისტემების გაფართოება და პროფესიული განათლების მოდერნიზაცია“

2017 წელს დაიწყო პროფესიულ განათლებაში ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის ინტეგრირების პილოტირება, რასაც წინ უსწრებდა მნიშვნელოვანი მოსამზადებელი სამუშაოები: პილოტირებისთვის შეირჩა 2 პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა - მეხილეობა და მეცხოველეობა. მომზადდა და დამტკიცდა ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის „ინტეგრირებული“ მოდულები. კერძოდ, 5 მოდული - კომუნიკაცია ქართულ ენაზე, მათემატიკური წიგნიერება, მეცნიერება და ტექნოლოგიები, მეწარმეობა, მოქალაქეობა; შემუშავდა შესაბამისი გზამკვლევები მასწავლებლებისათვის. მომზადდა პილოტირების დეტალური სამოქმედო გეგმა, პილოტირებისათვის შეირჩა სამი საგანმანათლებლო დაწესებულება, შეირჩა 18 მასწავლებელი, გაიმართა შეხვედრები და ტრენინგები შერჩეული დაწესებულებების ადმინისტრაციისა და მასწავლებლებისათვის, გაიწერა სასწავლო გეგმები. 2017 წლის ივლისიდან დაიწყო პილოტირების პროცესი და მონიტორინგი. პარალელურად, პროცესში ჩართულ მასწავლებლებთან და ადმინისტრაციასთან, საჭიროების შესაბამისად იმართებოდა შეხვედრები და ტრენინგები. მონიტორინგის შედეგების ანალიზის საფუძველზე მომზადდა პილოტირების შედეგების ამსახველი შუალედური ანგარიში;

2017 წელს პროექტმა დაიწყო მუშაობა სოფლის მეურნეობისა და ინჟინერიის (სასურსათო პროდუქტების წარმოების) მიმართულებით ჩარჩო დოკუმენტების, მოდულების შექმნაზე, რომელსაც წინ უძღოდა სოფლის მეურნეობის სფეროს ანალიზი, საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება და დარგის სპეციალისტებთან შეჯერება. სოფლის მეურნეობისა და ინჟინერიის (სასურსათო ტექნოლოგიები) სფეროს მიმართულებით გამოიკვეთა სხვადასხვა საფეხურის პროფესიული კვალიფიკაციები, კერძოდ, მესამე საფეხურზე - მებოსტნეობა, მევენახეობა, მეცხენეობა, მეფუტკრეობა; მეოთხე საფეხურის კვალიფიკაციები სოფლის მეურნეობაში, მებაღეობაში, მექანიზაციაში, სასურსათო პროდუქტების გადამუშავებაში, მეხუთე საფეხურზე ბიომეურნებასა და ვეტერინარიაში. აღნიშნული კვალიფიკაციებით სრულად იფარება სოფლის მეურნეობის სფერო, ასევე ინჟინერიის სფეროს სურსათის გადამუშავების მიმართულებით.

პროექტმა დაიწყო მუშაობა საგანმანათლებლო რესურსების განვითარებაზე აგრარული VET პროგრამებისათვის. ამ მიზნით, 2017 წელს შეიქმნა საგანმანათლებლო რესურსების მატრიცა, რომელშიც თავმოყრილი და სტრუქტურირებულია სოფლის მეურნეობის სფეროში არსებულ საგანმანათლებლო პროგრამებთან დაკავშირებული საგანმანათლებლო რესურსები. წინასწარ შემუშავებული კრიტერიუმების მიხედვით მოხდა მატრიცის ვალიდაცია. განისაზღვრა სოფლის მეურნეობისა და ინჟინერიის (სასურსათო პროდუქტების წარმოების) მიმართულებით საგანმანათლებლო რესურსების შექმნისათვის

Page 34: წლიური ანგარიში · Web viewგანათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი

საჭირო ადამიანური და მატერიალური რესურსი, დაიგეგმა სამუშაო პროცესი და გამოცხადდა კონკურსი რესურსების/სახელმძღვანელოების ავტორთა შესარჩევად.

2017 წელს პროექტმა დაასრულა მუშაობა სკოლის მოსწავლეთა საორიენტაციო და მოსამზადებელი კურსების პილოტირებაზე. პროექტის ფარგლებში კონკურსის წესით შერჩეული ფსიქოლოგების, დარგის სპეციალისტებისა და პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის სპეციალისტების ერთობლივი მუშაობით შეიქმნა 20 ადაპტირებული მოდული, რომლებშიც ინტეგრირებულია მეთოდოლოგიური რეკომენდაციები. პილოტირებისათვის შეირჩა 4 საგანმანათლებლო დაწესებულება, განხორციელდა პროცესის მონიტორინგი და შეფასება. მომზადდა პილოტირების შედეგების ამსახველი საბოლოო ანგარიში და გაიმართა კონფერენცია, რომელზეც დაინტერესებული მხარეები გაეცნენ პილოტირების შედეგებს.

მონიტორინგის შედეგებისა და საორიენტაციო კურსის პილოტირების ფაზის დასრულების შედეგად, პროექტის მიერ შემუშავებული მეთოდოლოგია და მონიტორინგის მექანიზმი გადაეცა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, რაზე დაყრდნობითაც 2017 წლიდან სამინისტრომ დაიწყო ქვეპროგრამის ,,შრომითი უნარების განვითრება სკოლის მოსწავლეებში" განხორციელება. პროექტი ასევე დაეხმარა სამინისტროს, რომ შესაბამის ქვეპროგრამასა და საკონკურსო განაცხადის ფორმაში სათანადოდ ასახულიყო მეთოდოლოგიის ელემენტები.

სტუდენტთა მობილობა

ცენტრმა 2017 წელს ორჯერ - გაზაფხულისა და შემოდგომის სემესტრებში განახორციელა მობილობის პროცესის ადმინისტრირება.

2016-2017 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის მობილობაზე პორტალის მომსახურებით ისარგებლა 2357 -მა სტუდენტმა, აქედან მობილობის უფლება მოიპოვა 2083 -მა სტუდენტმა.

2017-2018 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის მობილობაზე პორტალის მომსახურებით ისარგებლა 5691 -მა სტუდენტმა, აქედან მობილობის უფლება მოიპოვა 4955 -მა სტუდენტმა.

განათლების დადასტურება (აღიარება, ნამდვილობა, აპოსტილი და ლეგალიზაცია) განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ახორციელებს უცხოეთში მიღებული განათლების საქართველოს ტერიტორიაზე აღიარებას, ადასტურებს დევნილების ან ლიკვიდირებულ/საგანმანათლებლო საქმიანობაშეწყვეტილ დაწესებულებაში განათლებამიღებული პირების განათლების მიღების ფაქტს. ცენტრი ახორციელებს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული უმაღლესი განათლების აღიარებასაც. ცენტრი ასევე ახორციელებს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებას, კერძოდ, ცენტრი ადგენს პირის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის სრულად ან ნაწილობრივ გავლის, აგრეთვე მისთვის

Page 35: წლიური ანგარიში · Web viewგანათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი

კვალიფიკაციის მინიჭების თაობაზე სათანადო დოკუმენტის გაცემის ფაქტებსა და მათ შესაბამისობას საქართველოს კანონმდებლობასთან.

2017 წელს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების თაობაზე წარმოდგენილ იქნა 6474 განცხადება, 6374 დოკუმენტთან დაკავშირებით დასრულდა ადმინისტრაციული წარმოება.

საქართველოში გაცემული ოფიციალური დოკუმენტების ლეგალიზაციასა და აპოსტილით დამოწმებასთან დაკავშირებით, განხილულ იქნა სულ 9422 დოკუმენტი.

2017 წელს ცენტრში შემოვიდა 11000 -მდე განცხადება უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების მოთხოვნით; ცენტრში შემოსული განცხადებების საფუძველზე ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების შედეგად მომზადდა უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების 10392 დოკუმენტი;

2017 წელს ცენტრში შემოვიდა 397 განცხადება ლიკვიდირებულ და საგანმანათლებლო საქმიანობაშეწყვეტილ საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღებული განათლების აღიარების მიზნით ან დევნილების მიერ მიღებული განათლების აღიარების თაობაზე; მომზადდა 369 გადაწყვეტილება განათლების მიღების ფაქტის დადასტურების/დადასტურებაზე უარის თქმის თაობაზე;

ცენტრში შემოვიდა 13 განცხადება ლიცენზირებულ რეჟიმში მიღებული განათლების აღიარების თაობაზე; მომზადდა 18 გადაწყვეტილება ლიცენზირებულ რეჟიმში მიღებული განათლების აღიარების თაობაზე;

ცენტრში შემოვიდა 9 განცხადება ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული უმაღლესი განათლების აღიარების მოთხოვნით; მომზადდა 11 გადაწყვეტილება ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული უმაღლესი განათლების აღიარების შესახებ;

განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტების ენობრივი სისწორის შემოწმების მიზნით, ცენტრში შემოსული 175 დიპლომის ფორმებიდან ენობრივად შეთანხმებულია 79 ფორმა, ხარვეზი დაუდგინდა 67;

საანგარიშო პერიოდში დამზადდა და გაიცა 72 დიპლომი.

ცენტრის მონაწილეობა ესპანეთში გამართულ სასწავლო ვიზიტში ელეტქრონულ აპოსტილთან დაკავშირებით

ცენტრმა 2017 წლის 15-18 მარტს მონაწილეობა მიიღო ესპანეთში ელეტქრონულ აპოსტილთან დაკავშირებით გამართულ სასწავლო ვიზიტში ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „საქართველოს მიგრაციის მენეჯმენტის განვითარება" ფარგლებში. ვიზიტის მიზანი იყო, ელექტრონული დოკუმენტების ელექტრონული აპოსტილით დამოწმების პროექტის დაგეგმვის საკითხში საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება და შესაძლო შეცდომების თავიდან აცილება. პროექტში ჩართული უწყებების სასწავლო ვიზიტი ესპანეთში საერთაშორისო ორგანიზაცია ICMD - ის მხარდაჭერით განხორციელდა.

Page 36: წლიური ანგარიში · Web viewგანათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი

ელექტრონული მთავრობა (E-governance), სრულყოფილად ვერ იფუნქციონირებს ელექტრონული დოკუმენტის გარეშე. ელექტრონული დოკუმენტი თავისთავად გულისხმობს დოკუმენტების გაყალბების შემცირების და უსაფრთხოების საერთაშორისო  სტანდარტებთან შესაბამისობას, მონაცემების უსაფრთხოების და სტანდარტული გაცვლის წესების დანერგვის თვალსაზრისით. საქართველო, ვიზა ლიბერალიზაციის მიღწევების  შემდგომი განვითარებისთვის,  ახორციელებს საჯარო სექტორში ელექტრონული დოკუმენტის დანერგვის საკანომდებლო მხარდაჭერის  და პრაქტიკულად გამოყენების აქტივობებს.

ელექტრონული დოკუმენტების შექმნის შემდგომ, აქტუალური ხდება ასეთი ტიპის დოკუმენტების ელექტრონული აპოსტილით დამოწმების საკითხი, ვინაიდან ჰააგის კონვენცია სავალდებულოდ მიიჩნევს უცხო ქვეყანაში წარსადგენი დოკუმენტების აპოსტილით დამოწმებას.

ესპანეთში არსებული ელექტრონული აპოსტილის სისტემა, საშუალებას აძლევს, კერძო და სახელმწიფო ორგანიზაციებს, ინტეგრაციის სერვისების საშუალებით, საკუთარი სისტემებიდან მიუერთდნენ მას, გაუგზავნონ ელექტრონული განაცხადი დოკუმენტის აპოსტილით დასამოწმებლად და მიიღონ ელექტრონულად დამოწმებული დოკუმენტები. აღნიშნული ინსტრუმენტი უადვილებთ საჯარო და კერძო ორგანიზაციებს ოპერირების პროცესებს. საქართველოში არ არსებობს ანალოგიური სერვისი და სავარაუდოდ, ელექტრონული მთავრობის კონტექსტში მოხდება მისი ინიცირება.

ჰააგის კონვენციის მიხედვით, საქართველოს აქვს რეკომენდაცია მიიღოს ელექტრონული აპოსტილით დამოწმებული დოკუმენტები ელექტრონული ან მატერიალური სახით. ელექტრონული აპოსტილის სისტემის დანერგვა მნიშვნელოვნად გაამარტივებს აღნიშნულ პროცესს, რადგან შესაძლებელი იქნება ელექტრონული აპოსტილით დამოწმებული დოკუმენტის ელექტრონული (არა მატერიალური) სახით მიღება, რაც გააუმჯობესებს  საჯარო სერვისების  ხარისხს, ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას (Save environment - less printing is better) და შეამცირებს ფიზიკური მომსახურეობის ოფისებში, განმცხადებლის მისვლის აუცილებლობას და სერვისების მიწოდებისთვის სახელმწიფოს ხარჯებს, უფლებამოსილი  ორგანოების ტერიტორიული ერთეულებში მომსახურეობაზე მოთხოვნის შემცირების გამო.

საჯარო დოკუმენტების ელექტრონული აპოსტილით დამოწმების სერვისის დანერგვის შემდეგ, განმცხადებელს არ მოუწევს მატერიალურად აპოსტილით დამოწმებული დოკუმენტის გამოთხოვა და ფიზიკურ ოფისში მისვლა. ელექტრონული აპოსტილით დამოწმებული  დოკუმენტის ელექტრონულად გადაგზავნა შესაძლებელი იქნება ჰააგის კონვენციის წევრ ყველა ქვეყანაში. მიმღებ ქვეყანას ექნება, ღია ელექტრონულ სივრცეში, ელექტრონულად დამოწმებული დოკუმენტის ნამდვილობის ელექტრონულად გადამოწმების შესაძლებლობა, ელექტრონულ აპოსტილზე დატანილი უნიკალური კოდის მიხედვით. 

"ევროპული საინფორმაციო ცენტრებისა და ეროვნული აკადემიური აღიარების საინფორმაციო ქსელთან" (ENIC-NARIC Network) თანამშრომლობა

Page 37: წლიური ანგარიში · Web viewგანათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი

სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი წარმოადგენს საქართველოს enic-naric-ის ქსელში. აღნიშნული ფუნქციის შესრულების მიზნით საერთაშორისო განათლების სამსახური აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს enic-naric-ის ქსელის წარმომადგენლებთან. თანამშრომლობა გამოიხატება როგორც უცხოელი კოლეგებისათვის ქართული საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და დიპლომების თაობაზე ინფორმაციის მიწოდებაში, ისე უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების მოთხოვნით შემოსული განცხადებების თაობაზე ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში enic-naric-ის ქსელის წარმომადგენლების ჩართვაში, მათგან უცხოური საგანმანათლებლო დაწესებულებების, სხვადასხვა ქვეყნის განათლების სისტემისა თუ უცხო ქვეყანაში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების თაობაზე ინფორმაციის მოპოვების გზით.

2017 წლის 25-27 ივნისს დანიაში, ქალაქ კოპენჰაგენში გაიმართა "ევროპული საინფორმაციო ცენტრებისა და ეროვნული აკადემიური აღიარების საინფორმაციო ქსელის" (ENIC_NARIC Network) წარმომადგენლების 24-ე ყოველწლიური შეხვედრა. ყოველწლიური შეხვედრის მთავარ თემებს წარმოადგენდა მე-4 ინდუსტრიული რევოლუციის კვალდაკვალ განათლების აღიარების წინაშე არსებული ახალი გამოწვევები, ლისაბონის კონვენციით გათვალისწინებული "არსებითი განსხვავებების" განმარტება, განათლების აღიარების გლობალური კონვენცია და ლტოლვილების მიერ მიღებული განათლების აღიარება.

Page 38: წლიური ანგარიში · Web viewგანათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი

5. საქართველოს ცნობადობის ამაღლება ევროპის განათლების სივრცეში და განათლების ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობა.

უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპულ ასოციაციასთან (ENQA) თანამშრომლობა ცენტრი განაგრძობს თანამშრომლობას უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპულ ასოციაციასთან (ENQA) აფილირებული ორგანიზაციის სტატუსით და 2018 წლისათვის გეგმავს ორგანიზაციის სრული წევრობის მოპოვების მიზნით წინასწარი შეფასების განხორციელებას. ENQA-სთან თანამშრომლობა ხელს უწყობს საქართველოს განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტების ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებასა და თავსებადობას, განათლების ხარისხის უზრუნველყოფის შიდა და გარე მექანიზმების დახვეწას, საქართველოს განათლების სისტემის მიმართ ნდობის ამაღლებას საერთაშორისო დონეზე.

პირველ კვარტალში ცენტრმა მონაწილეობა მიიღო უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის მიერ განხორციელებული ღონისძიებების შეფასებაში.

ბოლონიის პროცესის სამუშაო ჯგუფის (BFUG) საქმიანობაში მონაწილეობაცენტრმა ბოლონიის პროცესის განხორციელების ჯგუფის მეოთხე შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც 20-21 მარტს ავსტრიის ქალაქ ვენაში გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდნენ ბოლონიის პროცესის წევრი ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა სტუდენტების და აკადემიური პერსონალის მობილობის ხელშემწყობ ფაქტორებსა და დაფინანსების საჭიროებაზე. აღინიშნა, რომ დაფინანსება მნიშვნელოვანია მობილობის ხელშესაწყობად და გასავითარებლად.

შეხვედრაზე განხილულ იქნა ბოლონიის პროცესის ჯგუფის ანგარიშის სამუშაო ვარიანტი და მოხდა შეთანხმება, რომ საბოლოო ანგარიში ორგანიზებული იქნება ორ ნაწილად:

პირველი ნაწილი - ძირითადი ვალდებულებების განხორციელება

მეორე ნაწილი - ერევნის კომუნიკეს რეკომენდაციები

კვალიფიკაციების ჩარჩო ხარისხის უზრუნველყოფა აღიარება სოციალური ასპექტები დასაქმება

სამუშაო ჯგუფი შეთანხმდა იმ საკითხებზე, რომლებსაც ძირითადი რეკომენდაციების სახით წინ წამოწევდნენ:

Page 39: წლიური ანგარიში · Web viewგანათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი

1. ერთობლივი საექსპერტო განხილვები (Reversed peer review), როგორც ეფექტური და ინოვაციური საშუალება ძირითადი ვალდებულებების და ლისაბონის კონვენციის განხორციელების ხელშესაწყობად;

2. მოკლე ციკლი: თბილისის შეხვედრის ძირითადი საკითხი. ვენაში გამოითქვა მოსაზრება ახალი დონის შექმნის შესახებ და გამოიხატა ინტერესი - ახალი დონე რამდენად შეეწყობა ევროპულ კვალიფიკაციების ჩარჩოს და დუბლინის აღმწერებს;

3. სოციალური განზომილება /ჩართულობა.

ბოლონიის პროცესის სამეთვალყურეო ჯგუფის (BFUG) სამდივნოსა და ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული რეესტრის (EQAR) მიწვევით, ცენტრმა 2017 წლის 22-25 მაისს მიიღო მონაწილეობა კუნძულ გოზოზე (მალტა) ბოლონიის პროცესის სამეთვალყურეო ჯგუფის მუშაობასა და ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული რეესტრის გენერალურ ასამბლეაში.

2017 წლის 1-4 ოქტომბერს ცენტრმა მონაწილეობა მიიღო ბოლონიის მეორე სამუშაო ჯგუფის შეხვედრაში ქალაქ ზაგრებში (ხორვატია).

ცენტრმა 2017 წლის 9-10 ნოემბერს მონაწილეობა მიიღო ქალაქ ტარტუში (ესტონეთი) გამართულ ბოლონიის პროცესის სამუშაო ჯგუფის (BFUG) შეხვედრაში.

„ტრანსნაციონალური განათლების ხარისხისა და აღიარების ხელშეწყობა სომხეთსა და საქართველოში“ (QA_TNE)

ცენტრი 2015 წლიდან ჩართულია ტემპუსის პროექტში „ტრანსნაციონალური განათლების ხარისხისა და აღიარების ხელშეწყობა სომხეთსა და საქართველოში“ (QA_TNE), რომლის მიზანია ტრანსნაციონალური განათლების ხარისხის უზრუნველყოფის შიდა და გარე მექანიზმების შემუშავება OCED/UNESCO სახელმძღვანელო პრინციპებისა და გზამკვლევების შესაბამისად. პროექტის კოორდინატორია ფრანგული უნივერსიტეტი სომხეთში, პარტნიორები არიან: დიდი ბრიტანეთის უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტო (QAA), ხარისხის უზრუნველყოფის განვითარების ევროპული ფონდი (EFMD), სომხეთის განათლების ხარისხის ცენტრი (ANQA), იუნესკოს განათლების დაგეგმვის საერთაშორისო ინსტიტუტი (საფრანგეთი), კავკასიის უნივერსიტეტი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია, საზღვარგარეთ არსებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები.

5-8 ივნისს ქალაქ ბასში (დიდი ბრიტანეთი), ბას სპა უნივერსიტეტის მიწვევით, ცენტრმა მონაწილეობა მიიღო ტემპუსის პროექტის „ტრანსნაციონალური განათლება - ხარისხის უზრუნველყოფა“ ევროპის, საქართველოსა და სომხეთის უნივერსიტეტებს შორის საპარტნიორო პროგრამის ფარგლებში, აკრედიტაციის შედეგების სამუშაო ჯგუფში. ღონისძიებაში სხვა ქვეყნების წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობას იღებდნენ როგორც ცენტრის, ასევე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლები, კავკასიის უნივერსიტეტის, ქუთაისის ა. წერეთლის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტის და ბათუმის საზღვაო აკადემიის წარმომადგენლები.

Page 40: წლიური ანგარიში · Web viewგანათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი

შეხვედრის ძირითად მიზანს წარმოადგენდა პროექტის ფარგლებში განხორციელებული საპილოტე აკრედიტაციის შედეგების განხილვა. საერთაშორისო ექსპერტებმა განიხილეს ტრანსნაციონალური განათლების სტანდარტები, რომლებიც არსებული პროექტის ფარგლებში შემუშავდა და რომლის მიხედვითაც მოხდა ტრანსნაციონალური უმაღლესი სასწავლებლების (სომხეთში) და ერთობლივი/ორმაგი პროგრამების (საქართველოში) შეფასება.

პროექტში ჩართულმა უნივერსიტეტებმა ისაუბრეს თავიანთი გამოცდილების შესახებ საპილოტე აკრედიტაციისას და ყურადღება გაამახვილეს სტანდარტების სუსტ და ძლიერ მხარეებზე. ხარისხის ცენტრებმა წარმოადგინეს თავიანთი ხედვა თუ როგორ უნდა მოხდეს მომავალში არსებული სტანდარტების გადახედვა და მათი დანერგვა.

2017 წლის ბოლოს დასრულდა ტემპუსის პროექტი „ტრანსნაციონალური განათლება - ხარისხის უზრუნველყოფა“. მომზადდა და გაიგზავნა პროექტის დანერგვის საბოლოო ანგარიში.

ხარისხის მართვის ევროპულ ფონდთან (EFQM) თანამშრომლობა

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი 2016 წლიდან არის ხარისხის მართვის ევროპული ფონდის (EFQM) წევრი. ცენტრის მიზანია, გახდეს EFQM-ის პარტნიორი საქართველოში და ხელი შეუწყოს ხარისხის მართვის ევროპული მოდელის დანერგვას როგორც საგანმანათლებლო დაწესებულებში, ასევე კერძო სექტორში.

ცენტრმა 2017 წელს გააგრძელა ხარისხის მართვის ევროპულ ფონდთან (EFQM) თანამშრომლობა. გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით, კონკურსით შერჩეულ ექსპერტებს, ხარისხის მართვის ევროპული ფონდის (EFQM) მოწვეული ექსპერტი, დოქტორი სიუზან კალდშმიტი 2016 წლიდან ეტაპობრივად უტარებდა ტრენინგებს. ტრენინგები დასრულდა 2017 წლის მარტში, რის შემდეგაც ჩატარდა შერჩეულ ექპერტთა აკრედიტაცია. ქართველმა ექსპერტებმა წარმატებით გაიარეს აკრედიტაცია და მათ ხარისხის მართვის ევროპული ფონდის მიერ აკრედიტებული შემფასებლებისა და ტრენერების სტატუსი მიენიჭათ. აკრედიტებულ ტრენერებსა და შემფასებლებს უფლება ეძლევათ, საქართველოს მასშტაბით ხელი შეუწყონ ხარისხის მართვის ევროპული ფონდის (EFQM) მოდელის დანერგვას სხვადასხვა ტიპის დაწესებულებებში.

სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციასთან (WFME) თანამშრომლობა

სამედიცინო მიმართულების პროგრამები დიდი პოპულარობით სარგებლობს, როგორც ადგილობრივ ისე საერთაშორისო სტუდენტებში. მარტის მონაცემებით, ჯანდაცვის მიმართულებით საქართველოში სწავლობს 17139 სტუდენტი, აქედან 4868 უცხოელია. შესაბამისად, ძალიან მნიშნველოვანია, ამ მიმართულებით გვქონდეს მაღალი ხარისხის პროგრამები, რათა მომავალში მოხდეს უფრო მეტი საერთაშორისო სტუდენტის ჩართვა.

Page 41: წლიური ანგარიში · Web viewგანათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი

არსებული მონაცემებით, ჯანდაცვის მიმართულების 141 უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამას ახორციელებს 31 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება. 141 საგანმანათლებლო პროგრამიდან რეგულირებადი პროგრამაა 27, საიდანაც 13 ხორციელდება ქართულ ენაზე, 12 ინგლისურ ენაზე, 2 კი - რუსულ ენაზე.

სამედიცინო განათლების კურსდამთავრებულთა ევროპულმა განათლების საბჭომ (ECFMG) 2010 წელს განაცხადა, რომ 2023 წლიდან მხოლოდ იმ სამედიცინო პროგრამების კურსდამთავრებულები შეძლებენ ECFMG-ის სერტიფიკატზე განაცხადის გაკეთებას, რომლებიც შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს და აღიარებულია ისეთი ხარისხის უზრუნველყოფის ორგანიზაციის მიერ, რომელიც შესაფასებლად იყენებს საერთაშორისოდ აღიარებულ კრიტერიუმებს და თავად აკმაყოფილებს საერთაშორისო მოთხოვნებს სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის (WFME) სტანდარტებს.

სწორედ ამ მიზნით, განათლების განვითარების ეროვნულმა ცენტრმა დაიწყო სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციასთან (WFME) მოლაპარაკებები. იმ შემთხვევაში, თუ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი მოიპოვებს ფედერაციის აღიარებას, მაშინ მის მიერ გაცემული აკრედიტაცია იქნება მსოფლიოში აღიარებული. ეს ნიშნავს, რომ საქართველოში მოქმედი სამედიცინო პროგრამების კურსდამთავრებულები შეძლებენ მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში სწავლის გაგრძელებას და დასაქმებას.

მიმდინარე წლის 4-7 აპრილს საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მოწვევით საქართველოში ვიზიტით იმყოფებოდა სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის (WFME) პრეზიდენტი ბ-ნი დევიდ გორდონი და ფედერაციის ხაზინადარი ქ-ნი სიობხან ფიტცპატრიკი. ვიზიტს ჰქონდა გაცნობითი ხასიათი და მიზნად ისახავდა მჭიდრო ურთიერთობების დამყარებას საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრსა და სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციას შორის.

დასკვნით სამუშაო შეხვედრაზე შეჯამდა ვიზიტის შედეგები და დაისახა სამომავლო თანამშრომლობის კონკრეტული გეგმა. ცენტრი სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის აღიარების მოპოვებას 2018 წლის ბოლომდე გეგმავს.

WorldSkills Georgia 2017 - რიგით მესამე ეროვნული შეჯიბრი პროფესიულ უნარებში

WorldSkills-ის ეროვნულ და საერთაშორისო შეჯიბრებებში მონაწილეობა ხელს უწყობს პროფესიული განათლების ინტერნაციონალიზაციას, გამოცდილების გაზიარებას და ხარისხის განვითარებას. ქართველი ექსპერტების მეშვეობით, ხორციელდება დარგში მიმდინარე უახლესი ტენდენციების იმპორტი საქართველოში, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას; მიღებული გამოცდილება აისახება პროფესიულ სტანდარტებსა და პროგრამებში და მნიშვნელოვან წვლილს შეტანს ქართული პროფესიული განათლების ხარისხის დაახლოებას საერთაშორისო სტანდარტებთან.

2017 წლის 18-19 იანვარს თბილისში ჩატარდა WorldSkills Georgia რიგით მესამე ეროვნული შეჯიბრება ექვს პროფესიაში: ვებ დიზაინი, გრაფიკული დიზაინი, სამზარეულო

Page 42: წლიური ანგარიში · Web viewგანათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი

საქმე, სარესტორნო სერვისი, საკონდიტრო საქმე და საპარიკმახერო საქმე. 22 წლამდე ახალგაზრდები ორი დღის განმავლობაში ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს პროფესიულ უნარებში. სპეციალურად შერჩეული ჟიური ორი დღის განმავლობაში აკვირდებოდა ახალგაზრდებს დავალებების შესრულების პროცესში და WorlsSkills-ის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად აფასებდა.

სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის, საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვია WorldSkills International-ის პრეზიდენტი ბატონი საიმონ ბართლი, ეროვნულ შეჯიბრს დაესწრნენ ასევე, სამთავრობო, კერძო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

WorldSkills Georgia-ს რიგით მესამე პროფესიული უნარების ეროვნულ შეჯიბრებაში გამარჯვებულმა ახალგაზრდებმა მონაწილეობა მიიღეს WorldSkills–ის რიგით 44-ე საერთაშორისო შეჯიბრებაში, რომელიც გაიმართა 2017 წლის 14-19 ოქტომბერს  აბუ დაბიში, სადაც 78 ქვეყნის 1300 წარმომადგენელი მონაწილეობდა, საქართველოს გუნდი შვიდ პროფესიაში იყო წარმოდგენილი: სამზარეულო საქმე, საკონდიტრო საქმე, სარესტორნო სერვისი, საპარიკმახერო საქმე, გრაფიკული დიზაინი, საინფორმაციო ქსელების გაყვანილობა და ვებდიზაინი. WorldSkills  არის ერთ-ერთი მასშტაბური პროექტი მსოფლიოში, ყოველ ორ წელიწადში ერთხელ სხადასხვა ქვეყანაში იმართება და ჰყავს ასი ათასობით დამთვალიერებელი სკოლის მოსწავლეებით დაწყებული, მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლებით დამთავრებული. შვიდი ქართველი მონაწილიდან ერთ-ერთს, ქობულეთის პროფესიული კოლეჯის „ახალი ტალღა“ კურსდამთავრებულს, სარესტორნო სერვისის შეჯიბრში ქვეყნიდან საუკეთესო წარმომადგენლის (BEST OF NATION AWARD) ჯილდო მიენიჭა.

საკონტაქტო ინფორმაცია

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, 0193, . . 1საქართველო თბილისი მ ალექსიძის ქ

ტელ.: (+995 32) 2 200 200

E-mail [email protected]

www.eqe.ge