ევროპის დღეები...

13
1 ევროპის დღეები 2017 ევროპის დღეები 2017 პროგრამა 7-25 მაისი

Upload: others

Post on 03-Nov-2019

3 views

Category:

Documents


0 download

TRANSCRIPT

Page 1: ევროპის დღეები 2017infocenter.gov.ge/.../2017-05/1494604896_evropis-dgheebi-2017-programa.pdf · 4 ევროპის დღეები 2017 ჩაერთვება

1 ევროპის დღეები 2017

ევროპის დღეები 2017

პროგრამა

7-25 მაისი

Page 2: ევროპის დღეები 2017infocenter.gov.ge/.../2017-05/1494604896_evropis-dgheebi-2017-programa.pdf · 4 ევროპის დღეები 2017 ჩაერთვება

2 ევროპის დღეები 2017

სსიპ საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და ევროკავშირის წარმომადგენლობის მხარდაჭერით, წელს უკვე მეხუთედ ახორციელებს ევროპის დღეებს. ევროპის დღეების მიზანი ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობების, მიმდინარე ინტეგრაციის პროცესის შესახებ საქართველოს მოქალაქეების ინფორმირებაა.

ქვემოთ მოცემულია ის ღონისძიებები და პროექტები, რომლებიც ევროპის დღეების ფარგლებშია დაგეგმილი. საჯარო ღონისძიებებში

მონაწილეობა ყველას შეუძლია.

თარიღი ღონისძიება პარტნიორი

7 მაისი, კვირა

12:00-18:00

ევროპის დღე „ევროპის დღეები 2017“ საზეიმოდ გაიხსნება ევროპის დღის აღნიშვნით, რომელიც რიყის პარკში გაიმართება. ღია ცის ქვეშ წარმოდგენილ „ევრო სოფელში“ სხვადასხვა შემეცნებითი, გასათობი და სპორტული აქტივობა გაიმართება. დღის ბოლოს 19:00 საათზე დაიწყება კონცერტი ცნობილი ქართველი და ევროპელი შემსრულებლების მონაწილეობით. ღონისძიების გამართვის ადგილი: რიყის პარკი ღონისძიების ბმული: https://www.facebook.com/events/679922142208305/?fref=ts

ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში; ევროკავშირის წევრიქვეყნების საელჩოები საქართველოში; თბილისის მერია

7-10 მაისი აქტიურ მოქალაქეთა სკოლა პროექტის ფარგლებში საოკუპაციო ზოლთან მცხოვრები ახალგაზრდებისთვის გაიმართება საინფორმაციო ტური და სემინარები საქართველოს ევროპული ინტეგრაციის შესახებ. ღონისძიების გამართვის ადგილი: საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი.

8-25 მაისი დაბრუნება სკოლაში პროექტი მაღალი თანამდებობების პირების საკუთარ მშობლიურ სკოლებში ვიზიტს ითვალისწინებს. ეწვევიან სკოლებს, სადაც გამართავენ საჯარო შეხვედრებს და უფროსკლასელებს წაუკითხავენ ლექციას საქართველოს ევროპული ინტეგრაციის, ევროპული ღირებულებების შესახებ.

Page 3: ევროპის დღეები 2017infocenter.gov.ge/.../2017-05/1494604896_evropis-dgheebi-2017-programa.pdf · 4 ევროპის დღეები 2017 ჩაერთვება

3 ევროპის დღეები 2017

ღონისძიების გამართვის ადგილი: საჯარო სკოლები

8-25 მაისი პროექტი „ევროკავშირი რეგიონებში“ ნატოსა და ევროკავშირის თემაზე მომუშავე ახალგაზრდული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები რეგიონებში ადგილობრივი სკოლების უფროსკლასელებთან საინფორმაციო შეხვედრებს გამართავენ. სამიზნე ჯგუფი: ადგილობრივი ახალგაზრდები, პედაგოგები ღონისძიების გამართვის ადგილი: საქართველოს რეგიონის სკოლები (სენაკი, ბორჯომი, ოზურგეთი)

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო საქართველოს ახალგაზრდა დიპლომატთა სკოლა YATA Georgia საქართველოს ევროპული ახალგაზრდული ცენტრი

8-25 მაისი სამუშაო შეხვედრები ფერმერებთან ქართველი ფერმერებისთვის საინფორმაციო ცენტრის ინიციატივით გაიმართება საინფორმაციო შეხვედრები ასოცირების შესახებ შეთანხმების, უვიზო მიმოსვლისა და სხვადასხვა შესაძლებლობის შესახებ, რასაც საქართველოს მთავრობა და ევროკავშირი ფერმერებს სთავაზობს. სამიზნე ჯგუფი: ფერმერები ღონისძიების გამართვის ადგილი: საქართველოს რეგიონები, საინფორმაციო ცენტრი

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო

8-25 მაისი პროექტი „ჩვენი საქართველო“ ქვემო ბოლნისის N2 აზერბაიჯანული, ქ. ბოლნისის N2 სომხური და სოფ. მუხრანის აზერბაიჯანული სკოლის მოსწავლეები (100 მოსწავლე) ევროპის დღეების ფარგლებში ერთად დაგეგმავენ და განახორციელებენ სხვადასხვა სპორტულ, საგანმანათლებლო და კულტურულ აქტივობას. მოინახულებენ სამხედრო ბაზასა და ეწვევიან თბილისში საინფორმაციო ცენტრს, პრეზიდენტის სასახლესა და ოკუპაციის მუზეუმს. სამიზნე ჯგუფი: ეთნიკური უმცირესობები/მოსწავლეები

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი; საქართველოს სახალხო დამცველის ოფისი.

8-9 მაისი, ორშაბათი, სამშაბათი 09:00 სთ

სემინარი „მასწავლებლი - მეგზური ევროპისკენ“ ორდღიანი სემინარი მასწავლებლებისთვის წელს მეოთხედ გაიმართება. პროექტში საქართველოს რეგიონებიდან და თბილისიდან 100 მასწავლებელი

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი; ფრიდრიხ ებერტის ფონდი;

Page 4: ევროპის დღეები 2017infocenter.gov.ge/.../2017-05/1494604896_evropis-dgheebi-2017-programa.pdf · 4 ევროპის დღეები 2017 ჩაერთვება

4 ევროპის დღეები 2017

ჩაერთვება. ორი დღის განმავლობაში მონაწილეები ევროკავშირის ისტორიას, მნიშვნელობას, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მიმდინარეობასა და სხვა საკითხებს გაეცნობიან. სამიზნე ჯგუფი: პედაგოგები ღონისძიების გამართვის ადგილი: მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი – ქ.თბილისი, გმირ კურსანტთა ქუჩა N1

აღმოსავლეთ პარტნიორობის ესტონური ცენტრი

10-15 მაისი,

ქეთი მატაბელის ნამუშევრების გამოფენა

ევროპის დღეებიის ფარგლებში, მხატვარი ქეთი მატაბელი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის საგამოფენო სივრცეში საკუთარ ნამუშევრებს წარმოადგენს. გამოფენა შ.შ.მ. პირებისათვის სპეციალურად იქნება ადაპტირებული.

სამიზნე ჯგუფი: ფართო საზოგადოება ღონისძიების გამართვის ადგილი: საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, შალვა დადიანის 2/1, თავისუფლების მოედანი

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო.

10-17 მაისი 15:00

დებატები დებატ-კლუბის წევრები დისკუსიას გამართავენ საქართველოს ევროპული ინტეგრაციის შესახებ. სამიზნე ჯგუფი: მოსწავლეები ღონისძიების გამართვის ადგილი: საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, შალვა დადიანის 2/1, თავისუფლების მოედანი

საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი

11 მაისი, ხუთშაბათი 12:00

2008 წლის ომსა და სამშვიდობო მისიებში დაღუპული სამხედრო მოსამსახურის შვილებისთვის საგანმანათლებლო პროექტის შეჯამება და დაჯილდოება 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული და დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეების შვილებმა ტექნოპარკში 4 სხვადასხვა მიმართულებით სასწავლო კურსები გაიარეს. პროექტის ფარგლებში, 3 თვის განმავლობაში 35 ახალგაზრდას მიეცა შესაძლებლობა შეესწავლათ ტექნოლოგიებისა და ინოვაციების მათთვის საინტერესო მიმართულებები.

კომპანია ტაქსიფაი ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სააგენტო თავდაცვის სამინისტრო დემოკრატიის ლაბორატორია

Page 5: ევროპის დღეები 2017infocenter.gov.ge/.../2017-05/1494604896_evropis-dgheebi-2017-programa.pdf · 4 ევროპის დღეები 2017 ჩაერთვება

5 ევროპის დღეები 2017

14 მაისი, კვირა 10:00

ველო-მარათონი - საინფორმაციო აქცია ევროპის დღეების ფარგლებში გაიმართება ველო-მარათონი, სადაც მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეეძლება მიიღებს. სამიზნე ჯგუფი: ფართო საზოგადოება ღონისძიების გამართვის ადგილი: ვაკის პარკის შესასვლელი, ჭავჭავაძის გამზირი ღონისძიება სოციალურ ქსელში: https://www.facebook.com/events/168235490372041/

შინაგან საქმეთა სამინისტრო ასოციაცია „სპორტი ყველასათვის“ ველომოყვარულთა კლუბი

15 მაისი, ორშაბათი 17:00 სთ

კონკურსში „გა-მოხატე ევროპა!“ გამარჯვებულების გამოვლენა და დაჯილდოება; პოსტერების გამოფენა ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის მიერ გამოაცხადებული კონკურსის - „გა-მოხატე ევროპა“ გამარჯვებული ნამუშევრების დაჯილდოვება. კონკურსი მიმდინარეობდა ევროკავშირი-საქართველოს საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში 25 იანვრიდან 28 აპრილის ჩათვლით. სამიზნე ჯგუფი: ფართო საზოგადოება ღონისძიების გამართვის ადგილი: საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, შალვა დადიანის 2/1, თავისუფლების მოედანი

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი; ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში;

15 მაისი, ორშაბათი 13:00 16 მაისი, სამშაბათი

ელსა საქართველო ელსა საქართველო ევროპის დღეების ფარგლებში გამართავს ესსეების კონკურსს ევროკავშირის სამართლის თემაზე, სამართლის სკოლას „საქართველოს გზა ევროკავშირისკენ“ და სადისკუსიო პანელს - ევროკავშირის სამართალი. სამიზნე ჯგუფი: სამართლის ფაკულტეტის სტუდენტები ღონისძიების გამართვის ადგილი: საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, შალვა დადიანის 2/1, თავისუფლების მოედანი

ელსა საქართველო

17 მაისი, ოთხშაბათი 18:00 სთ.

„ერთიანობა მრავალფეროვნებაშია“ პროექტი „ერთიანობა მრავალფეროვნებაში“ წარმოადგენს ევროკავშირის წევრი

ახალგაზრდა დიპლომატთა კლუბი ევროკავშირის წევრი ქვეყნების

Page 6: ევროპის დღეები 2017infocenter.gov.ge/.../2017-05/1494604896_evropis-dgheebi-2017-programa.pdf · 4 ევროპის დღეები 2017 ჩაერთვება

6 ევროპის დღეები 2017

ქვეყნების კულტურულ და საგანმანათლებლო გამოფენას. მონაწილეები წარმოადგენენ 29 ქვეყნის (ევროკავშირის 28 წევრი ქვეყანა + საქართველო) სტენდს, რომლებიც ასახავს თითოეული ქვეყნის მოკლე ისტორიასა და ტრადიციებს. გამოფენა ასევე ითვალისწინებს ტრადიციული კერძების, ტრადიციული სამოსისა და სუვენირებს პრეზენტაციას. ღონისძიების ბმული: http://infocenter.gov.ge/988-ghonisdzieba-erthianoba-mravalferovnebashia.html სამიზნე ჯგუფი: ფართო საზოგადოება ღონისძიების გამართვის ადგილი: ფაბრიკა, ეგნატე ნინოშვილის ქ. 8

საელჩოები

18 მაისი, ხუთშაბათი 18:00 სთ

მე ევროპელი - საჯარო ლექცია ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის მიერ განხორციელებუი პროექტის „მე-ევროპელის“ ფარგლებში, საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი მწერალი გიორგი კეკელიძე წაიკითხავს საჯარო ლექციას საქართველოს, ევროპისა და ევროპული იდენტობის, ფასეულობების შესახებ. სამიზნე ჯგუფი: სტუდენტები, ფართო საზოგადოება ღონისძიების გამართვის ადგილი: საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, შალვა დადიანის 2/1, თავისუფლების მოედანი

18-19 მაისი, ხუთშაბათი, პარასკევი

ტრენინგი - ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენელთათვის პროექტის ფარგლებში ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლები მიიღებენ დეტალურ ინფორმაციას საქართველოსა და ევროკავშირის თანამშრომლობის, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესის შესახებ. სამიზნე ჯგუფი: ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ღონისძიების გამართვის ადგილი: ყვარელი

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი;

19 მაისი, პარასკევი 12:00-18:00 20 მაისი,

„ევროპული ახალგაზრდობა“ პროექტის ფარგლებში 30 სტუდენტისა და 6 პროფესორისთვის საქართველოს 6 რეგიონული უნივერსიტეტიდან (გორი, ქუთაისი, ბათუმი, ზუგდიდი, თელავი და ახალციხე) მოეწყობა ორდღიანი სემინარი. სემინარზე განხილვის მთავარი თემა

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი;

Page 7: ევროპის დღეები 2017infocenter.gov.ge/.../2017-05/1494604896_evropis-dgheebi-2017-programa.pdf · 4 ევროპის დღეები 2017 ჩაერთვება

7 ევროპის დღეები 2017

შაბათი 10:00-16:00

საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები და ჩვენი ქვეყნის ევროპული ინტეგრაცია იქნება.

სამიზნე ჯგუფი: სტუდენტები ღონისძიების გამართვის ადგილი: საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო; საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისიტრო; საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო.

19-20 მაისი, პარასკევი, შაბათი

სამუშაო შეხვედრები პროექტის „ ევროპელი მასწავლებელი“ მონაწილეებისთვის ევროპის დღეების ფარგლებში, სახელმწიფო პროფესიული სასწავლებლებიდან 10 პედაგოგი სასწავლო ვიზიტით გაემგზავრება სლოვაკეთსა და ავსტრიაში. გამგზავრებამდე გაივლიან სასწავლო კურსს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ. სამიზნე ჯგუფი: პედაგოგები ღონისძიების გამართვის ადგილი: ბრატისლავა, ვენა.

მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრი (ICMDP) განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი საქართველოში სლოვაკეთის საელჩო, სლოვაკეთსა და ავსტრიაში საქართველოს საელჩოები

19 მაისი, პარასკევი 17:00

სპექტაკლი „ჯინსების თაობა“ პროექტის ფარგლებში, ფოთის საჯარო სკოლის მოსწავლეები წარმოადგენენ სპექტაკლს „ჯინსების თაობა“ (ახალგაზრდა მონაწილეები განასახიერებენ ჯინსების თაობას. სპექტაკლი არ ეფუძნება დათო ტურაშვილის წიგნს). სამიზნე ჯგუფი: ფართო საზოგადოება ღონისძიების გამართვის ადგილი: საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, შალვა დადიანის 2/1, თავისუფლების მოედანი

19 მაისი, პარასკევი 18:00

მე ევროპელი - საჯარო ლექცია ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის მიერ განხორციელებული პროექტის „მე-ევროპელის“ ფარგლებში, მწერალი დათო ტურაშვილი წაიკითხავს საჯარო ლექციას საქართველოს, ევროპისა და ევროპული იდენტობის, ფასეულობების შესახებ.

Page 8: ევროპის დღეები 2017infocenter.gov.ge/.../2017-05/1494604896_evropis-dgheebi-2017-programa.pdf · 4 ევროპის დღეები 2017 ჩაერთვება

8 ევროპის დღეები 2017

სამიზნე ჯგუფი: სტუდენტები, ფართო საზოგადოება ღონისძიების გამართვის ადგილი: საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, შალვა დადიანის 2/1, თავისუფლების მოედანი

20 მაისი, შაბათი

„ჩართე ახალგაზრდები“ პროექტის ფარგლებში ვანის, ქუთაისის, ბოლნისის, მუხრანისა და ნიქოზის სკოლებიდან, ახალგაზრდები ესტუმრებიან ქალაქ თბილისს - ეწვევიან საინფორმაციო ცენტრს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, გაეცნობიან ცენტრის საქმიანობას, მოწვეული ექსპერტები წაიკითხავენ ლექციებს ნატოსა და ევროკავშირის, ევროპული ღირებულებებისა და ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის შესახებ. ახალგაზრდები მოინახულებენ პრეზიდენტის სასახლესა და ოკუპაციის მუზეუმს. პროექტის მიზანია ახალგაზრდების ინფორმირება ნატოსა და ევროკავშირის შესახებ.

სამიზნე ჯგუფი: მოსწავლეები ღონისძიების გამართვის ადგილი: საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, შალვა დადიანის 2/1, თავისუფლების მოედანი

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია. საქართველოს ეროვნული მუზეუმი YATA Georgia

20-21 მაისი, შაბათ-კვირა

ევროპული WeekEnd ბაზალეთის სასწავლო ცენტრში ორი დღის განმავლობაში 70 სტუდენტს ექნება შესაძლებლობა შეხვდეს დიპლომატებს, ექსპერტებსა და პროფესორებს და მოისმინოს ლექციები ევროკავშირის პოლიტიკის, ეკონომიკისა და საქართველოსთვის გახსნილი ახალი შესაძლებლობების შესახებ. მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა, აქტიურად ჩაერთონ დისკუსიებში და გაიღრმავონ ცოდნა აღნიშნულ თემებზე. ღონისძიება სოციალურ ქსელში: https://www.facebook.com/events/284036678710971/

ევროპულ-ქართული ინსტიტუტი

20 მაისი, შაბათი

ევროპის დღე ზუგდიდში ევროპის დღეების ფარგლებში ევროპის დღე აღიშნება ქალაქ ზუგდიდშიც. მოეწყობა „ევრო სოფელი“, რომლის ფარგლებშიც გაიმართება სხვადასხვა

ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში; ზუგდიდის მერია;

Page 9: ევროპის დღეები 2017infocenter.gov.ge/.../2017-05/1494604896_evropis-dgheebi-2017-programa.pdf · 4 ევროპის დღეები 2017 ჩაერთვება

9 ევროპის დღეები 2017

შემეცნებითი, გასათობი და სპორტული აქტივობა ღია ცის ქვეშ. სამიზნე ჯგუფი: ფართო საზოგადოება ღონისძიების გამართვის ადგილი: ზუგდიდი

21 მაისი, კვირა

ევროპის დღე ოზურგეთში ევროპის დღეების ფარგლებში ევროპის დღის აღიშნება ქალაქ ოზურგეთშიც, მოეწყობა „ევრო სოფელი“, რომლის ფარგლებშიც გაიმართება სხვადასხვა შემეცნებითი, გასათობი და სპორტული აქტივობა ღია ცის ქვეშ. სამიზნე ჯგუფი: ფართო საზოგადოება ღონისძიების გამართვის ადგილი: ოზურგეთი

ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში; ოზურგეთის მერია;

21-25 მაისი, კვირა-ხუთშაბათი

სასწავლო ვიზიტი სლოვაკეთში ევროპის დღეების ფარგლებში, სახელმწიფო პროფესიული სასწავლებლებიდან 10 პედაგოგი სასწავლო ვიზიტით გაემგზავრება სლოვაკეთსა და ავსტრიაში. სამიზნე ჯგუფი: პედაგოგები ღონისძიების გამართვის ადგილი: ბრატისლავა, ვენა.

მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრი (ICMDP) განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი საქართველოში სლოვაკეთის საელჩო, სლოვაკეთსა და ავსტრიაში საქართველოს საელჩოები

22 მაისი, ორშაბათი

„სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაცია“ ევროპის დღეების ფარგლებშიგ გაიმართება სამოქალაქო განათლების მრგვალი მაგიდა, სადაც მონაწილეობას მიიღებენ ის აქტორები, რომლებიც მუშაობენ სამოქალაქო განათლების სფეროში სხვადასხვა მიმართულებით. ღონისძიების ფარგლებში მოეწყობა ელ-ჟურნალ „CIVICUS“-ის პრეზენტაცია, რომელიც სამოქალაქო განათლების საკითხებს ეძღვნება და მისი ერთ-ერთი ბოლო ნომერი სრულად მიეძღვნა ევროპას - ღონისძიებაზე სწორედ აღნიშნული ნომრის პრეზენტაცია გაიმართება.

სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაცია

Page 10: ევროპის დღეები 2017infocenter.gov.ge/.../2017-05/1494604896_evropis-dgheebi-2017-programa.pdf · 4 ევროპის დღეები 2017 ჩაერთვება

10 ევროპის დღეები 2017

ღონისძიების ბოლოს გაფორმდება მემორანდუმი ასოციაციასა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის, რომელმაც თავის მხრივ გამოთქვა მზადყოფნა დანერგოს სამოქალაქო განათლების სწავლება. სამიზნე ჯგუფი: სამოქალაქო განათლების სფეროში ჩართული ორგანიზაციები. ღონისძიების გამართვის ადგილი: სინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, შალვა დადიანის 2/1, თავისუფლების მოედანი

22-23 მაისი, ორშაბათი, სამშაბათი

ტრენინგი - ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენელთათვის პროექტის ფარგლებში ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლები მიიღებენ დეტალურ ინფორმაციას საქართველოსა და ევროკავშირის თანამშრომლობისა და საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესის შესახებ. სამიზნე ჯგუფი: ადგილილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ღონისძიების გამართვის ადგილი: წყალტუბო

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი;

23 მაისი, სამშაბათი

დავითიანი - ევროპული სკოლა ევროპის დღეების ფარგლებში, არასამთავრობო ორგანიზაცია დავითიანი გეგმავს ერთი კვირის განმავლობაში სემინარებს ევროკავშირის, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებისა და საქართველოს ევროპული ინტეგრაციის შესახებ. საინფორმაციო ცენტრში გაიმართება მონაწილეთა დაჯილდოვების ცერემონია. სამიზნე ჯგუფი: არასამთავრობო ორგანიზაცია დავითიანის წევრები ღონისძიების გამართვის ადგილი: საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, შალვა დადიანის 2/1, თავისუფლების მოედანი

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი; არასამთავრობო ორგანიზაცია დავითიანი.

24 მაისი, ოთხშაბათი 10:30

ევროპა - ისტორიული არჩევანი ევროპის დღეების ფარგლებში საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები ეწვევიან ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, სადაც ერთი დღის მანძილზე მოისმენენ მოხსენებებს საქართველოსა და ევროპის ისტორიულ ურთიერთობებზე, ევროკავშირის, საქართველოსა და ევროკავშირის თანამშრომლობის, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის შესახებ.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო

Page 11: ევროპის დღეები 2017infocenter.gov.ge/.../2017-05/1494604896_evropis-dgheebi-2017-programa.pdf · 4 ევროპის დღეები 2017 ჩაერთვება

11 ევროპის დღეები 2017

სამიზნე ჯგუფი: ადგილილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ღონისძიების გამართვის ადგილი: ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო

24 მაისი, ოთხშაბათი

კამპანია „დაიცავი გზაზე გადასვლის წესი“ ევროპის დღეების ფარგლებში თბილისში, ბათუმში, გორსა და ახალქალაქში მოიხატება არსებული ქვეითთათვის განკუთვნილი გადასასვლელები. პროექტის მიზანია ხელი შევუწყოთ სამანქანო მოძრაობის წესების დაცვას. სამიზნე ჯგუფი: ფართო საზოგადოება

თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია; ქალაქ თბილისის, ბათუმის, გორისა და ახალქალაქის მერიები;

25 მაისი, ხუთშაბათი 18:00

მე ევროპელი - საჯარო ლექცია ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის მიერ განხორციელებუი პროექტის „მე-ევროპელის“ ფარგლებში, პროფესორი ლევან გიგინეიშვილი წაიკითხავს საჯარო ლექციას საქართველოს, ევროპისა და ევროპული იდენტობის, ფასეულობების შესახებ. სამიზნე ჯგუფი: სტუდენტები, ფართო საზოგადოება ღონისძიების გამართვის ადგილი: საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, შალვა დადიანის 2/1, თავისუფლების მოედანი ღონისძიების შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსდება საინფორმაციო ცენტრის სოციალურ ქსელში.

25 მაისი, ხუთშაბათი 11:00

პროექტი „შეფ-მზარეული ელჩები“ პროექტის ფარგლებში ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩები, სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენლები მოამზადებენ ნაციონალურ კერძებს. პროექტი ემსახურება ევროპული ქვეყნების კულტურების მრავალფეროვნების ხაზგასმას. სამიზნე ჯგუფი: ფართო საზოგადოება ღონისძიების გამართვის ადგილი: საქართველოს კულინარიის აკადემია თავისუფალი უნივერსიტეტი).

ევროკავშირის წევრი ქვეყნების საელჩოები საქართველოში ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი კულინარიის აკადემია (თავისუფალი უნივერსიტეტი)

Page 12: ევროპის დღეები 2017infocenter.gov.ge/.../2017-05/1494604896_evropis-dgheebi-2017-programa.pdf · 4 ევროპის დღეები 2017 ჩაერთვება

12 ევროპის დღეები 2017

რეგიონები

7-21 მაისი კინგსის ოლიმპიადა საქართველოს სხვადასხვა ქალაქში

ორგანიზაცია კინგსი

7-25 მაისი საინფორმაციო აქტივობები სხვადასხვა ქალაქსა და მუნიციპალიტეტში

ქალაქების საკრებულოები, მერიები და გუბერნიები

ბათუმი

საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის ვიზიტი, კინგსის ოლიმპიადა - "ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი", პიარ-აქცია, ფლეშმობი - „ევროკავშირთან ერთად“, ველომარათონი - „ევროპისკენ“, დასუფთავების აქცია შავი ზღვის სანაპიროზე, საინფორმაციო აქცია, ინტელექტუალური თამაში.

ხელვაჩაური შ.შ.მ. პირების ნამუშევრების გამოფენა - „ეს ევროპაა“

ქედა

ევროპის დღე ქედაში -სხვადასხვა გასართობ-შემეცნებითი ღონისძიება ღია ცის ქვეშ

ქობულეთი

ასოციაცია „ღირსეული სიბერე“ - კულტურული და სპორტული აქტივობები

ქუთაისი

ღონისძიებები მე-15 და 23-ე საჯარო სკოლებში, სხვადასხვა კულტურული, შემეცნებითი და სპორტული აქტივობა მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში, საქართველოს პარლამენტის მიერ დაგეგმილი ღონისძიებები

თელავი

შვედეთის საელჩოს მიერ ორგანიზებული გამოფენა შ.შ.მ. პირების მონაწილეობით, I და IV საჯარო სკოლის მიერ ორგანიზებული აქტივობები, ღონისძიება თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში, თელავის მერიის კულტურის სამსახურის მიერ ორგანიზებული კონცერტი

ნიქოზი

საინფორმაციო შეხვედრა ნიქოზში.

ფოთი შეხვედრები ეპარქიაში, ფოთის უნივერსიტეტის მიერ

Page 13: ევროპის დღეები 2017infocenter.gov.ge/.../2017-05/1494604896_evropis-dgheebi-2017-programa.pdf · 4 ევროპის დღეები 2017 ჩაერთვება

13 ევროპის დღეები 2017

დაგეგმილი ღონისძიება

ზესტაფონი შეხვედრები ეპარქიაში მარტვილი

შეხვედრები ეპარქიაში

დეტალური ინფორმაციისთვის მოგვწერეთ: https://www.facebook.com/EUNATOinfo/

ტელ: 2 158 100