სასკოლო სასწავლო გეგმა1...

38
1 დამოუკიდებელი სკოლა „მოძღვარი“ შემუშავებულიავამტკიცებპედაგოგიური საბჭოს მიერ დამოუკიდებელი სკოლა მოძღვარისოქმი № 1 06.09.2017 დირექტორი: ___________________ საბჭოს თავმჯდომარე ________________________ /.გაბათაშვილი/ /დ. ივანიშვილი/ სასკოლო სასწავლო გეგმა 2017-2018 სასწ.

Upload: others

Post on 21-Sep-2020

3 views

Category:

Documents


0 download

TRANSCRIPT

Page 1: სასკოლო სასწავლო გეგმა1 დამოუკიდებელი სკოლა „მოძღვარი“ „შემუშავებულია“

1

დამოუკიდებელი სკოლა „მოძღვარი“

„შემუშავებულია“ „ვამტკიცებ“

პედაგოგიური საბჭოს მიერ დამოუკიდებელი სკოლა „მოძღვარის“

ოქმი № 1 06.09.2017 დირექტორი: ___________________

საბჭოს თავმჯდომარე

________________________ /მ.გაბათაშვილი/

/დ. ივანიშვილი/

სასკოლო სასწავლო გეგმა

2017-2018 სასწ.წ

Page 2: სასკოლო სასწავლო გეგმა1 დამოუკიდებელი სკოლა „მოძღვარი“ „შემუშავებულია“

2

დამოუკიდებელი სკოლა „მოძღვარი“

სარჩევი:

სკოლის მისია…………………………………………………………………………………….........................................................3

თავი 1. საგანმანათლებლო პროცესის ორგანიზება

1. მართვა და ადმინისტრირება…………………………………………………..................................….…………….4

2. დამოუკიდებელი სკოლა „მოძღვარის“ მიზნები და ამოცანები საფეხურების

მხედვით…………………………………………………………………………………...............................................……...5

3. სასწავლო კალენდარი……………………………………..............................…………………...….…………..........5

4. გაკვეთილების განრიგი…………………………………..................................…………………...……….…………...6

5. მოსწავლეთა რაოდენობა კლასებში.............................................................................................7

6. სადამრიგებლო პროგრამა………............................................…………………………………...……............7

7. საგნობრივი კათედრები................................................................................................................10

8. ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებელი/გაუთვალისწინებელი

საგანმანათლებლო და სააღმზრდელო მომსახურება............................................................11

თავი 2. მოსწავლეთა შეფასების სისტემა

9. მოსწავლეთა შეფასების მიზანი.................................................................................................... 14

10. ოფიციალური სტატუსის მქონე ნიშნები........................................................................................17

11. საგნის სემესტრული ნიშნის შემადგენელი ნაწილები (კომპონენტები)...................................18

12. ქულებვის გამოანგარიშების წესი..................................................................................................19

13. შეფასება და გაცდენები..................................................................................................................21

14. გამოცდების ტიპები........................................................................................................................ 21

15. სემესტრული გამოცდა....................................................................................................................21

16. წლიური გამოცდა............................................................................................................................22

17. საშემოდგომო გამოცდა..................................................................................................................22

18. ექსტერნატის ფორმით გამოცდა...................................................................................................22

19. სკოლის გამოსაშვები გამოცდა......................................................................................................23

20. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე (სსსმ) მოსწავლის აკადემიური

მოსწრების შეფასება ......................................................................................................................23

21. სათობრივი ბადე..............................................................................................................................23

22. შემაჯამებელი დავალებების რაოდენობა...................................................................................25

თავი 3. ინკლუზიური განათლება

23. ინკლუზიური განათლება...............................................................................................................26

24. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლე .........................................26

25. ინდივიდუალური სასწავლო გეგმა................................................................................................27

26. სსსმ მოსწავლის აკადემიური მიღწევის შეფასება, დასწრება და გაცდენები..........................28

27. სსსმ მოსწავლის შინ სწავლა .........................................................................................................29

თავი 4 სასწავლო რესურსი

28. საგანმანათლებლო რესურსის ტიპები..........................................................................................30

29. სახელმძღვანელოების ჩამონათვალი..........................................................................................30

30. დამხმარე/დამატებითი რესურსი....................................................................................................35

თავი 5. სწავლა-სწავლების ხარისხის მართვის მექანიზმები

31. მონიტორინგის ჯგუფი და ხარისხის მართვა. ..............................................................................35

32. დანართები....................................................................................................................................... 38

Page 3: სასკოლო სასწავლო გეგმა1 დამოუკიდებელი სკოლა „მოძღვარი“ „შემუშავებულია“

3

დამოუკიდებელი სკოლა „მოძღვარი“

დამოუკიდებელი სკოლა „მოძღვარის“

მ ი ს ი ა

დამოუკიდებელი სკოლა „მოძღვარის“ მისიაა აღზარდოს თავისუფალი, ეროვნული და

ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მქონე პიროვნება, რომელიც მზად იქნება 21-ე საუკუნის

გამოწვევების წინაშე;

✓ მოსწავლე, რომელიც იქნება წიგნიერი და მოაზროვნე, შემოქმედებითი, მიზანდასახული და

კონკურენტუნარიანი;

✓ მოსწავლე, დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებული სამოქალაქო ცნობიერებით;

✓ მოსწავლე, რომელმაც იცის კულტურულ ფასეულობათა პატივისცემა; ოჯახის,

საზოგადოების, სახელმწიფოსა და გარემოს წინაშე გაცნობიერებული აქვს თავისი უფლება-

მოვალეობები.

სკოლის უმთავრესი მისიაა უწყვეტი ზრუნვა მოსწავლეთა პროფესიულ ორიენტაციაზე, მათთვის

ისეთი წინაპირობების შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს მომავალი განვითარების გზის სწორად

არჩევაში.

ამ მისიის მისაღწევად სკოლაში სწავლა-სწავლება დაფუძნებულია კონსტრუქტივისტულ

მიდგომებზე.

Page 4: სასკოლო სასწავლო გეგმა1 დამოუკიდებელი სკოლა „მოძღვარი“ „შემუშავებულია“

4

დამოუკიდებელი სკოლა „მოძღვარი“

თავი 1. საგანმანათლებლო პროცესის ორგანიზება მუხლი 1. მართვა და ადმინისტრირება

1. ქ. თბილისის დამოუკიდებელი სკოლა „მოძღვარის“ სასკოლო სასწავლო გეგმა ეფუძნება

საქართველოს კანონს „ზოგადი განათლების შესახებ“ და ეროვნულ სასწავლო გეგმას,

ორიენტირებულია სასწავლო პროცესის ერთიანობაზე, მოსწავლეზე, მასწავლებლის

პროფესიონალიზმზე, მიღებულ შედეგებზე და შედეგების დემონსტრირებაზე.

2. სკოლის ადმინისტრაცია სკოლას მართავს მოქმედი კანონმდებლობისა და სკოლაში

მოქმედი შინაგანაწესის მიხედვით.

3. სკოლის ადმინისტრაცია ხელმძღვანელობს მართვის დემოკრატიული პრინციპებით.

სკოლის ადმინისტრაციას პედაგოგებთან ერთად განსაზღვრული აქვს სკოლის მისია,

ერთიანი ხედვა, სტრატეგიული გეგმა და ზრუნავს მის განხორციელებაზე.

4. სასკოლო სასწავლო გეგმას დირექტორის მონაწილეობით შეიმუშავებს პედაგოგიური საბჭო

და მტკიცდება დირექტორის მიერ.

5. სამუშაო ჯგუფი სასკოლო სასწავლო გეგმის შემუშავებისას ძირითადად ხელმძღვანელობს

ეროვნული სასწავლო გეგმით და ითვალსწინებს მოსწავლეების და მათი მშობლების

კანონიერ ინტერესებს.

6. დამოუკიდებელი სკოლა „მოძღვარის“ სტრუქტურული ქვედანაყოფები:

1. დირექცია:

• დირექტორი

• ხარისხის მართვის მენეჯერი

• დირექტორის მოადგილე სასწავლო დარგში

• დირექტორის მოადგილე აღმზრდელობით დარგში

• დირექტორის მოადგილე სამეურნეო დარგში

• დაწყებითი საფეხურის კოორდინატორი

• ფინანსური მენეჯერი

2. პედაგოგიური საბჭო

3. სკოლის დამხმარე ტექნიკური პერსონალი:

• საქმის მწარმოებელი

• საინფორმაციო მენეჯერი

• ორგანიზატორი

• ბიბლიოთეკარი

• ექთანი

• ფსიქოლოგი

• დიასახლისი

• მეეზოვე

• დამლაგებელი

• დაცვა

• მძღოლი

4. მოსწავლეთა თვითმმართველობა

Page 5: სასკოლო სასწავლო გეგმა1 დამოუკიდებელი სკოლა „მოძღვარი“ „შემუშავებულია“

5

დამოუკიდებელი სკოლა „მოძღვარი“

მუხლი 2. დამოუკიდებელი სკოლა „მოძღვარის“ მიზნები და ამოცანები საფეხურების

მიხედვით

1. დამოუკიდებელი სკოლა „მოძღვარში“ მიმდინარეობს 12 წლიანი ზოგადსაგანმანათლებლო

სწავლება: სკოლა ზოგადი განათლების მიხედვით იყოფა 3 საფეხურად: დაწყებითი (I-VI კლ),

საბაზო (VII-IX კლ), საშუალო (X-XII კლ).

2. დაწყებითი საფეხურის ძირითადი ამოცანები:

ა) მოსწავლის შინაგანი ძალების გამოვლენა და სწავლა-სწავლების კონსტრუირების გზით

გონებრივი, ფიზიკური, ემოციური და სოციალური უნარების განვითარების ხელშეწყობა;

ბ) სასკოლო გარემოსა და სწავლისადმი პოზიტიური დამოკიდებულების, სამყაროს შემეცნების

მიმართ ინტერესის გაღვივებისათვის შესაფერისი პირობების შექმნა;

გ) საბაზო საფეხურზე სწავლის წარმატებით გასაგრძელებლად წიგნიერებისა და რაოდენობრივი

წიგნიერების საბაზო უნარების განვითარებისთვის ხელშეწყობა.

3. საბაზო საფეხურის ძირითადი ამოცანები:

ა) მოსწავლის ინტერესების, მიდრეკილებების, შესაძლებლობების გამოვლენა და ხელშეწყობა;

ბ) მყარი, დინამუკური და ფუნქციური ცოდნის კონსტრუირებისთვის შესაფერისი პირობების შექმნა;

გ) მოსწავლის კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების, დამოუკიდებლად სწავლისა და

გადაწყვეტილების მიღების უნარების განვითარებისთვის ხელშეწყობა, რათა შეძლოს სწორი

არჩევანის გაკეთება სკოლის საშუალო საფეხურზე სწავლის გაგრძელებასა და პროფესიულ

განათლებასა თუ შრომით საქმიანობაში ჩართვას შორის.

4. საშუალო საფეხურის ძირითადი ამოცანები:

ა) მოსწავლეთა ინტერესების გათვალისწინებით საგანთა გაღრმავებული სწავლებით სისტემური

ცოდნის კონსტრუირებაში ხელშეწყობა;

ბ) დამოუკიდებელი, მოაზროვნე, წიგნიერი, მაღალი პასუხისმგებლობის მქონე მოქალაქის

ფორმირება;

გ) საკუთარი შესაძლებლობებისა და ინტერესების საფუძველზე პროფესიული არჩევანის

დამოუკიდებლად გაკეთების უნარის განვითარებაში ხელშეწყობა.

მუხლი 3. 2017-2018 სასწ. წლის კალენდარი

1. სასწავლო წელი იყოფა ორ სემესტრად. მას სემესტრებად ყოფს ზამთრის არდადაგები.

2. 2017-2018 სასწ. წლის დაწყების თარიღია 2017 წლის 15 სექტემბერი.

3. I კლასის მოსწავლებისთვის 2017-2018 სასწ.წლის დასრულების თარიღია 2018 წლის 25 მაისი;

სასწავლო წელი მოიცავს 161 სასწავლო დღეს (პირველი სემესტრი - 75 დღე, მეორე

სემესტრი - 86 დღე).

4. XII კლასის მოსწავლეებისთვის 2017-2018 სასწ.წლის დასრულების თარიღია 2018 წლის 18

მაისი; სასწავლო წელი მოიცავს 156 სასწავლო დღეს (პირველი სემესტრი - 75 დღე, მეორე

სემესტრი - 81 დღე);

Page 6: სასკოლო სასწავლო გეგმა1 დამოუკიდებელი სკოლა „მოძღვარი“ „შემუშავებულია“

6

დამოუკიდებელი სკოლა „მოძღვარი“

5. II-XI კლ. მოსწავლეების 2017-2018 სასწ. წლის დასრულების თარიღია 2018 წლის 15 ივნისი;

სასწავლო წელი მოიცავს 176 სასწავლო დღეს ( პირველი სემესტრი - 75 დღე, მეორე

სემესტრი - 101 დღე);

6. არდადეგები:

ა) საშობაო არდადეგები - 20.12. 2017 – 14.01. 2018

ბ) საგაზაფხულო არადადეგები - 8.03.2018 – 14.03 2018

7. სასწავლო კვირა ხუთდღიანია.

8. გაკვეთილის ხანგრძლივობა განისაზღვრება 45 წუთით.

9. პირველი კლასის გაკვეთილის ხანგრძლივობა განისაზღვრება 35-წთ-ით.

10. I კლასში III გაკვეთილის შემდეგ - 30-წუთიანი შესვენება (კვება)

11. II-VI კლასებში III გაკვეთილის შემდეგ - 20-წუთიანი შესვენება (კვება)

12. VII-XII კლასებში IV გაკვეთილის შემდეგ - 20-წუთიანი შესვენება

13. I-VI კლასებისთვის სასწავლო დღე იყოფა ორ ეტაპად:

• ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული საგაკვეთილო პროცესი გრძელდება

I-VI კლასებისთვის 9:00 სთ-დან 15:50 სთ-მდე;

• ხოლო დამატებითი საგანმანათლებლო მომსახურება (გახანგრძლივებული

სწავლება) გრძელდება 19:00 საათამდე.

14. ექსტემალური პირობების (ყინვა, სიცხეები და ა.შ.) დროს სკოლა უფლებამოსილია

ცვლილებები შეიტანოს გაკვეთილების ხანგრძლივობაში.

15. 2017-2018 სასწ.წელს უქმე დღეებია:

23 ნოემბერი - გიორგობა;

19 იანვარი - ნათლისღება;

6-9 აპრილი - აღდგომის წინა და შემდგომი დღესასწაულები;

9 მაისი - ფაშიზმზე გამარჯვების დღე.

მუხლი 4. გაკვეთილების განრიგი

I კლ

გაკვეთილი შესვლის დრო გამოსვლის დრო

I 09.00 09.35

II 09.50 10.25

III 10.40 10.15

IV 11.45 12.20

V 12.35 13.10

VI 13.25 14.00

VII 14.15 14.50

VIII 15.05 15.40

II-VI კლ

გაკვეთილი შესვლის დრო გამოსვლის დრო

I 09.00 09.45

Page 7: სასკოლო სასწავლო გეგმა1 დამოუკიდებელი სკოლა „მოძღვარი“ „შემუშავებულია“

7

დამოუკიდებელი სკოლა „მოძღვარი“

II 09.50 10.35

III 10.40 11.25

IV 11.45 12.30

V 12.35 13.20

VI 13.25 14.10

VII 14.15 15.00

VIII 15.05 15.50

VII-XII კლ

გაკვეთილი შესვლის დრო გამოსვლის დრო

I 09.00 09.45

II 09.50 10.35

III 10.40 11.25

IV 11.30 12.15

V 12.35 13.20

VI 13.25 14.10

VII 14.15 15.00

VIII 15.05 15.50

მუხლი 5. მოსწავლეთა რაოდენობა კლასებში

1. დამოუკიდებელი სკოლა „მოძღვარში“ კლასებში მოსწავლეთა რ-ბა განისაზღვრება 20

მოსწავლით.

2. მოსწავლეთა ინტერესების გათვალისწინებითა და სიღრმისეული სწავლების მიზნით,

ა) XI კლასი იყოფა შემდეგ საგნებში: ბიოლოგია, ქიმია, ფიზიკა, გეოგრაფია;

ბ) XII კლასი - ქართული ენა და ლიტარატურა, მათემატიკა, ინგლისური, ისტორია.

მუხლი 6. სადამრიგებლო პროგრამა

1. სკოლის სადამრიგებლო პროგრამა ეფუძვნება ეროვნული სასწავლო გეგმით მოცემულ

მიზნებსა და ამოცანებს და შექმნილია მასწავლებელთა ეთიკის კოდექსის საფუძველზე.

დამრიგებელი არის სასწავლო-სააღმზრდელო მუშაობის ორგანიზების პირველი რგოლი,

მისი მუშაობა უნდა ემყარებოდეს ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებს და ხელს უწყობდეს

მოსწავლეებში გონებრივი და ფიზიკური უნარების განვითარებას, ჯანსაღი ცხოვრების წესის

დამკვიდრებას, მოსწავლეს უვითარებდეს სამოქალაქო ცნობიერებას და ეხმარებოდეს მათ

ოჯახის, საზოგადოებისა და სახელმწიფოს წინაშე საკუთარი უფლება-მოვალეობის

გაცნობიერებაში. დამრიგებელი მოიაზრება მოსწავლის მრჩევლად.

2. ყველა კლასს ჰყავს თავისი დამრიგებელი. მათ ამტკიცებს დირექტორი.

3. კლასის დამრიგებელს ევალება:

Page 8: სასკოლო სასწავლო გეგმა1 დამოუკიდებელი სკოლა „მოძღვარი“ „შემუშავებულია“

8

დამოუკიდებელი სკოლა „მოძღვარი“

3.1. მოსწავლისა და მისი მშობლისთვის/კანონიერი წარმომადგენლისათვის მათი უფლებებისა და

მოვალეობების (სკოლის შინაგანაწესი, მოსწალის ეთიკის კოდექსი, სასკოლო სასწავლო გეგმის

და სკოლის მიერ შემუშავებული მოსწავლის ქცევის წესების) გაცნობა;

3.2. სწავლის დაწყებამდე 20 წუთით ადრე სკოლაში გამოცხადება და სასწავლო პროცესის

დასრულებამდე სკოლაში/კლასთან ყოფნა;

3.3. კლასის ჟურნალის (როგორც ბეჭდური, ისე ელექტრონული) წარმოების კონტროლი;

3.4. სადამრიგებლო პორტფოლიოს წარმოება;

3.5. მოსწავლისათვის აკადემიური თუ სხვა პრობლემის გადაჭრაში დახმარების გაწევა;

3.6. რეგულარულად (თვეში ოთხჯერ) „კლასის საათის“ ჩატარება. „კლასის საათის“ მიზანია

მოსწავლის კრიტიკული, ანალიტიკური და შემოქმედებითი აზროვნების განვითარება.

დამრიგებელმა ასაკის შესაბამისად უნდა იმუშაოს შემდეგ მიმართულებებზე:

ა) პიროვნული და მორალური განვითარება - მე - პიროვნება, სოციუმი ჩემ გარშემო,

ურთიერთობა თანატოლებთან და უფროსებთან, ტოლერანტობა, ადამიანთა უფლებები,

ზოგადსაკაცობრიო ღირებულებები, ეტიკეტი;

ბ) გარემოსდაცვითი კულტურის განვითარება - გარემოს მნიშვნელობის გაცნობა, გარემოს და

ბუნების მოფრთხილება;

გ) მეწარმეობის უნარების განვითარება - ასაკის შესაბამისი ბიზნეს უნარების განვითარება;

გ.ა) დაეხმაროს მოსწავლეს საკუთარი შესაძლებლობებისა და მიდრეკილებების

გამოვლენასა და გააზრებაში;

გ.ბ) გააცნოს მოსწავლეს პროფესიათა სამყარო ცალკეული პროფესიის თავისებურებები და

ის მოთხოვნები, რომელსაც იგი უყენებს მომუშავეს;

გ.გ) გააცნოს კონკრეტული პროფესიით დასაქმების შესაძლებლობები;

გ. დ) დასაბუთებული რეკომენდაციის საშუალებით დაეხმაროს მოსწავლეს პროფესიის

სწორად არჩევაში;

დ) ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია - პირადი ჰიგიენა, ავადმყოფობის გავრცელების

წყაროები, სასარგებლო საკვები, დროის ორგანიზება, დღის რეჟიმი, სპორტის მნიშვნელობა,

მავნე ჩვევების საფრთხე;

ე) უსაფრთხოება და ძალადობისგან თავისუფალი სკოლის პოპულარიზაცია - ფიზიკური და

ფსიქიკური ძალადობის ფენომენი; კინფლიქტების არაძალადობრივი მეთოდებით გადაჭრის

გზების ძიება;

ვ) მოქალაქეობრივ-პატრიოტული ცნობიერების ამაღლება - ჩემი სკოლა, ჩემი

ქალაქი/სოფელი, ჩემი სამშობლო, ისტორია, გამოჩენილი პიროვნებები, მნიშვნელოვანი

მოვლენები, ტრადიციები, წესები და კანონები;

ზ) თვალსაწიერის გაფართოება - ხელოვნების, ლიტერატურის, ტექნოლოგიური და სამეცნიერო

მიღწევების მნიშვნელობა

3.7. I-IV კლასებში დამრიგებელი ვალდებულია არანაკლებ კვირაში ერთხელ ჩაატაროს კითხვის

საათი, რომელიც ორიენტირებული იქნება წიგნიერების კომპეტენციის გაძლიერებაზე შემდეგი

მეთოდებით:

ა) კითხვის ტექნიკის გაძლიერებით;

ბ) წაკითხულის განხილვა-გააზრებით;

გ) ანალიზის უნარის განვითარებით;

დ) მსჯელობის უნარის განვითარებით;

ე) პრეზენტაციის უნარის განვითარებით;

ვ) შემოქმედებითი უნარების განვითარებით და სხვ.

Page 9: სასკოლო სასწავლო გეგმა1 დამოუკიდებელი სკოლა „მოძღვარი“ „შემუშავებულია“

9

დამოუკიდებელი სკოლა „მოძღვარი“

3.8. მოსწავლეებთან ერთად საკლასო, სასკოლო და სასწავლო/სოციალური პროექტების,

კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით საუბრების, დისკუსიების, ვიქტორინების, ზეიმების,

ექსკურსიების, ლაშქრობების ორგანიზება; მოსწავლეებისათვის შეხვედრების მოწყობა ცნობილ

ადამიანებთან პოეტებთან და სხვა საზოგადო მოღვაწეებთან;

3.9. მოსწავლეთა ინტერესების, მიდრეკილებების გათვალისწინებით მათი საკლუბო თუ საწრეო

მუშაობაში ჩართვის, კულტურულ თუ გასართობ და საგანმანათლებლო დაწესებულებებთან

(მაგ., ბიბლიოთეკებთან, თეატრებთან) ურთიერთობის დამყარების ხელშეწყობა;

3.10. სადამრიგებლო კლასის მოსწავლეების დასწრების ყოველდღიური შემოწმება და გაცდენის

მიზეზის დადგენა, საჭიროების შემთხვევაში კი შესაბამისი რეაგირება

(ადმინისტრაციის/მშობლის/მეურვის გაფრთხილება და ა.შ.)

3.11. საგნის მასწავლებლებისგან მოსწავლის აკადემიური თუ სხვა მნიშვნელოვანი საკითხების

შესახებ ინფორმაციის მოპოვება და პრობლემების წარმოქმნის შემთხვევაში მოსწავლეს,

მშობლებსა და მასწავლებლებს შორის შუამავლობა.

3.12. სემესტრში ორჯერ (სემესტრის დასაწყისში და ბოლოს) მშობელთა კრებების ჩატარება;

საჭიროების შემთხვევაში რიგგარეშე კრების მოწვევა;

3.13. რეგულარულად (მინიმუმ თვეში ერთხელ) მშობლებისათვის შვილის აკადემიური მიღწევის,

დისციპლინის, პიროვნული პრობელემებისა თუ წარმატებების შესახებ ინფორმაციის მიწოდება

(დაუშვებელია ერთი მოსწავლის ყოფაქცევისა და აკადემიური მოსწრების შესახებ სხვისი

თანდასწრებით საუბარი);

3.14. სადამრიგებლო კლასის მოსწავლის სხვა სკოლაში გადასვლის შემთხვევაში, მისი მიმღები

სკოლისათვის დაწეროს მოკლე დახასიათება - მოსწავლის აკადემიური მიღწევის,

გაკვეთილებზე დასწრებისა და ქცევის ანალიზი მასწავლებლებისგან მოწოდებული

ინფორმაციის საფუძველზე. დახასიათებაში აღწერილი უნდა იყოს მოსწავლის ძლიერი

მხარეები, მისი წარმატებები როგორც აკადემიური, ასევე სოციალური ურთიერთობების

თვალსაზრისით, მოსწავლის მონაწილეობა წრეებში, სპორტულ შეჯიბრებებსა თუ სხვა სახის

ღონისძიებებში; დახასიათებაში ასევე გაანალიზებული უნდა იყოს ყველა ის საკითხი, რომელიც

მნიშვნელოვანია (ან არსებითია) მოსწავლის კოგნიტური (შემეცნებითი), ფიზიკური, ემოციური და

სოციალური განვითარებისათვის.

3.15. განსაკუთრებული სირთულის აღმზრდელობით და სადისციპლინო პრობლემების არსებობის

შემთხვევაში კორექციული და პრევენციული ზომების მიღება. პრობლემის გადაუჭრელობის

შემთხვევაში დირექციის ინფორმირება აღნიშნულის შესახებ.

3.16. სასწავლო ოთახის მოწყობა-მოწესრიგებასა და სანიტარულ-ჰიგიენურ მდგომარეობაზე

ზრუნვა.

3.17. საგაკვეთილო პერიოდში დამრიგებლის სკოლიდან გასვლა თანხმდება დირექტორის

მოადგილეებთან.

4. დამრიგებლის სააღმზრდელო მუშაობა უნდა ემყარებოდეს შემდეგ პრინციპებს:

ა) აღზრდის მთლიანობა - სააღმზრდელო მუშაობა მიმართული უნდა იყოს პიროვნების ფიზიკური,

ფსიქიკური, სოციალური და სულიერი განვითარებისკენ. სააღმზრდელო მუშაობის მთავარი

პრინციპი ფიზიკურად და ფსიქიკურად ჯანსაღი მოქალაქის აღზრდაა.

Page 10: სასკოლო სასწავლო გეგმა1 დამოუკიდებელი სკოლა „მოძღვარი“ „შემუშავებულია“

10

დამოუკიდებელი სკოლა „მოძღვარი“

ბ) შემოქმედი, აქტიური პიროვნების აღზრდა - ყველა ბავშვი უნიკალურია. ისინი დაჯილდოებულნი

არიან განსხვავებული ნიჭითა და შესაძლებლობებით. შესაბამისად, დამრიგებლის ფუნქციაა

მოსწავლის შინაგანი ძალების აქტივაცია და მათი ნიჭისა და შესაძლებლობების გამოვლენისათვის

სათანადო პირობების შექმნა.

გ) მოსწავლეთა ჩართულობა - ეს პრინციპი ხელს უწყობს მოსწავლეებში პასუხისმგებლობისა და

ვალდებულების გრძნობის განვითარებას. დამრიგებელმა მოსწავლეთა ჩართულობის

ხელშესაწყობად საშუალება უნდა მისცეს მათ მონაწილეობა მიიღონ აქტივობების (ზეიმები,

ლაშქრობები, ექსკურსიები და სხვ.) დაგეგმვასა და ამ დროს წამოჭრილი პრობლემების

მოგვარებაში. დამრიგებელმა მაქსიმალურად უნდა გაითვალისწინოს მოსწავლეთა ინტერესები.

ამგვარი ჩართულობა მოსწავლეებს გამოუმუშავებს ისეთ უნარ-ჩვევებს, რომლებიც დაეხმარება მათ

დამოუკიდებლად მოაგვარონ ცხოვრებაში წამოჭრილი სირთულეები და ხელს შეუწყობს

თავისუფალი პიროვნების ფორმირებას.

დ) თანამშრომლობის პრინციპი - დამრიგებლის ურთიერთობა მოსწავლეებთან უნდა ემყარებოდეს

თანამშრომლობას, ურთიერთპატივისცემასა და ურთიერთნდობას. დამრიგებლის მუშაობის მიზანი

უნდა იყოს კლასში თანამშრომლობითი გარემოს შექმნა.

ე) მოსწავლეთა შესაძლებლობების გამოვლენა - დამრიგებლის მოსწავლის პოტენციური ძალების

ამოქმედება და მათი ნიჭისა და შესაძლებლობების გამოვლენისათვის სათანადო პირობების შექმნა.

მუხლი 7. საგნობრივი კათედრები

სკოლაში არის 7 საგნობრივი კათედრა:

ა) ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრა;

ბ) მათემატიკისა და ისტ-ის კათედრა;

გ) საბუნებისმეტყველო მეცნიერებების კათედრა;

დ) საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრა;

ე) უცხოური ენების კათედრა;

ვ) I-VI კლასების დაწყებითი კათედრა;

ზ) ესთეტიკისა და სპორტის კათედრა:

I-VI კლ - სპორტი (ფიზიკური აღზრდა)

VII-XII კლ. - კალათბურთი, მაგიდის ჩოგბურთი, ფრენბურთი

ეს კათედრები აერთიანებს საგნობრივ ჯგუფებში ყველა მასწავლებელს.

1. კათედრების ფუნქციებია:

ა) საგნობრივი ჯგუფის საგნის/საგნების სწავლების კოორდინირება;

ბ) კათედრის წევრთა შორის გამოცდილების გაზიარება, წარმატებების წინაპირობების

განსაზღვრა და პრობლემების გადაჭრის გზების ძიება;

Page 11: სასკოლო სასწავლო გეგმა1 დამოუკიდებელი სკოლა „მოძღვარი“ „შემუშავებულია“

11

დამოუკიდებელი სკოლა „მოძღვარი“

გ) გრიფირებული სახელმძღვანელოების შერჩევა;

დ) დამხმარე სასწავლო რესურსის მობილიზება და მისი გამოყენებისთვის რეკომენდაციების

შემუშავება;

ე) შეფასების კომპონენტების შემადგენელი კრიტერიუმების შემუშავება და აღწერა;

ვ) სხვა საგნობრივი ჯგუფების კათედრებთან კოორდინირებული მუშაობის წარმოება (მაგ.

ისტორიასა და ქართულში საერთო თემატიკის შეთანხმება, ექსკურსიებზე საერთო

დავალებების მოფიქრება და სხვა.);

ზ) ზრუნვა მასწავლებლის პროფესიული განვითარებისათვის;

თ) რეკომენდაციების შემუშავება სწავლა–სწავლების თანამედროვე მეთოდოლოგიებისა და

მიდგომების დანერგვასთან დაკავშირებით;

ი) მასწავლებელთა გაკვეთილებზე ურთიერთდასწრება, შედეგების განხილვა და შეფასება;

კ) ისეთი აქტივობების ორგანიზება, რომლებიც გააერთიანებს სხვადასხვა კლასის, ჯგუფების

და განაყოფების მოსწავლეებს;

ლ) სხვადასხვა სახის კონკურსებში, ოლიმპიადებსა და კონფერენციებში მოსწავლეთა

მონაწილეობის უზრუნველყოფა;

მ) შემაჯამებელი დავალებების ამსახველი დოკუმენტაციის, მოსწავლეთა აკადემიური

მიღწევებისა და გაცდენების ანალიზი;

ნ) სკოლის დირექტორისთვის მასწავლებლის შეფასების ჯგუფის წევრის წარდგენა.

2. კათედრის წევრებიდან ერთი სასწავლო წლის ვადით ირჩევა კათედრის თავმჯდომარე.

ერთი და იმავე პირის არჩევა კათედრის თავმჯდომარედ შესაძლებელია ზედიზედ მხოლოდ

სამჯერ.

3. კათედრის თავმჯდომარის ფუნქციებია:

ა) კათედრის შეხვედრების ორგანიზება (დღის წესრიგის მომზადება, ოქმებისა და სხვა

დოკუმენტაციის წარმოება-შენახვა);

ბ) კათედრის სამუშაო წლიური გეგმის შედგენა;

გ) საგნობრივი ჯგუფის გადაწყვეტილებების მიწოდება სკოლის მართვის ორგანოებისათვის

(მაგ. სახელმძღვანელოების შერჩევის თაობაზე);

დ) პროფესიული განვითარებისათვის სასარგებლო აქტივობების (კოლეგებთან

შეხვედრების, ტრენინგების, კონფერენციების და სხვა) ორგანიზება.

4. კათედრა იკრიბება სემესტრში მინიმუმ ორჯერ. კათედრა აუცილებლად უნდა შეიკრიბოს

სასწავლო წლის დაწყებამდე.

მუხლი 8. ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებელი/გაუთვალისწინებელი

საგანმანათლებლო და სააღმზრდელო მომსახურება

1. დამატებითი საგანმანათლებლო მომსახურების მიზნებია:

ა) ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების განხორციელების ხელშეწყობა;

ბ) ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მიზნების მიღწევის ხელშეწყობა;

გ) მოსწავლეთათვის ინტელექტუალური პოტენციალის თვითრეალიზება;

დ) მოსწავლეთა თვალსაწიერის გაფართიებისათვის სათანადო პირობების შექმნა;

Page 12: სასკოლო სასწავლო გეგმა1 დამოუკიდებელი სკოლა „მოძღვარი“ „შემუშავებულია“

12

დამოუკიდებელი სკოლა „მოძღვარი“

ე) არჩევანის თავისუფლების ხარისხის გაზრდა.

2. დამატებითი საგანმანათლებლო და სააღმზრდელო მომსახურების სახეები და

ჩამონათვალი

მოსწავლეთა საჭიროებების გათვალისწინებით , 2017-2018 სასწავლო წელს სკოლა

მოსწავლეებს სთავაზობს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ და

გაუთვალისწინებელ შემდეგ დამატებით საგანმანათლებლო და სააღმზრდელო

მომსახურეობას :

ა) მეორე უცხო ენა: რუსული ენა - II – XII კლასებში - (კვირაში 2 საათი) სავალდებულო;

ბ) მესამე უცხო ენა: გერმანული ენა - V – IX კლასებში-(კვირაში 2 საათი) სავალდებულო

უცხო ენების სწავლების მიზნებია:

მოსწავლეს

• განუვითარდეს სამეტყველო უნარები (მოსმენა, კითხვა, წერა, საუბარი) ამ უცხო ენებზე;

• გამოუმუშავდეს სხვა კულტურის წარმომადგენლებთან წარმატებული კომუნიკაციის უნარი;

• ჩამოუყალიბდეს დადებითი განწყობილება ენობრივ-კულტურული მრავალფეროვნების

მიმართ და გააცნობიეროს იგი, როგორც სამყაროს მრავალფეროვნების კერძო

გამოვლინება;

• განუვითარდეს განსხვავებული კულტურული კონტექსტებისა და ტექსტების გაგების უნარი;

• მოემზადოს თანამოღვაწეობისათვის სხვადასხვა ენობრივ-კულტურული იდენტობის

წარმომადგენლებთან;

• განუვითარდეს ენების ეფექტურად სწავლის უნარი.

დამატებით უცხოურ ენებში შეფასება დაწყებით კლასებში (I -I V ) განმავითარებელია, ხოლო

საბაზო-საშუალოზე - როგორც განმავითარებელი, ისე განმსაზღვრელი.

გ) რელიგიის ისტორა და კულტურა - III – VIII კლასები - (კვირაში 1 საათი) სავალდებულო.

მისი სწავლების მიზნებია: ახალგაზრდებმა გააცნობიერონ ზოგადად რელიგიებისა და კერძოდ,

ქრისტიანობის წარმოშობისა და განითარების მნიშვნელოვანი ასპექტები; გაიაზრონ მსოფლიო და

ქართული კულტურის განვითარებაში მისი როლი და მნიშვნელობა; სხვადასხვა რელიგიის

გაცნობის შედეგად ადვილად შეძლონ ურთიერთობა სხვა კონფესიების წარმომადგენლებთან.

დ) ქართული ცეკვები - I - VI კლასები - ფაკულტატური (კვირაში 2 საათი)

მისი სწავლების მიზანია საცეკვაო ხელოვნების საშუალებით ახალგაზრდა თაობის ზნეობრივ-

ესთეტიკური აღზრდის ხელშეწყობა, ქართული საცეკვაო კულტურის ისტორიული ფესვების გაცნობა

მოზარდ თაობაში ზოგადი კულტურის აღზრდას, დახვეწილი გემოვნების ჩამოყალიბებას; ქართული

ცეკვის მიმართ საკუთარი დამოკიდებულების ჩამოყალიბება; საცეკვაო-შემოქმედებითი უნარის

განვითარება; პლასტიკური გამომსახველობის, კოორდინაციის, მოძრაობის კულტურის

გამომუშავება, ტანადობის ჩამოყალიბების ხელშეწყობა.

Page 13: სასკოლო სასწავლო გეგმა1 დამოუკიდებელი სკოლა „მოძღვარი“ „შემუშავებულია“

13

დამოუკიდებელი სკოლა „მოძღვარი“

2.1. არჩევითი საგნები:

ა) „ქიმიური ტექნოლოგიები“ – X (2 სთ.)

საგნის მიზანია, ასწავლოს საშუალო საფეხურის მოსწავლეებს, რა ინტენსივობით და როგორ

მონაწილეობს ქიმია მათ ყოველდღიურ ცხოვრებაში, რა ტექნოლოგიებით იქმნება მათთვის

ნაცნობი საგნები და გააღრმავოს ქიმიისადმი მათი ინტერესი. ამავე დროს, ეს საგანი აგრძელებს

მოსწავლეებში იმ უნარ-ჩვევების განვითარებას, რომელთა ფლობა აუცილებელია

საბუნებისმეტყველო კვლევებისათვის.

ბ) „შესავალი თანამედროვე ფიზიკაში“ – XI (2 სთ.)

საგნის სწავლების მიზანია საშუალო საფეხურის მოსწავლეებში გააღრმავოს ფიზიკისადმი,

როგორც სამყაროს კანონზომიერებების შემსწავლელი მეცნიერებისადმი, ინტერესი.

ეს საგანი საშუალებას აძლევს მოსწავლეებს დაუკავშირონ ფიზიკა თანამედროვე ტექნოლოგიების

განვითარებას, გაიაზრონ ადამიანის როლი სამყაროს და საზოგადოების განვითარებაში; ასევე

ხელს უწყობს იმ უნარ-ჩვევების განვითარებას, რომელიც აუცილებელია მეცნიერული კვლევის

დაგეგმვისა და წარმართვისათვის.

გ) „მსოფლიო კულტურა“ – XII (2/0 სთ.)

საგნის სწავლების მიზანია მოსწავლემ გააცნობიეროს ცვალებად სამყაროში კულტურის

მრავალფეროვანი ფორმების წარმოშობის, განვითარებისა და მოქმედების მექანიზმები და

შედეგები.

2.2. დამატებითი სავალდებულო საგნის/საგნების შეფასება არ იანგარიშება საფეხურის საერთო

ქულის გამოთვლისას.

2.3. სკოლა „მოძღვარი“ I-VI კლასის მოსწავლეებს სთავაზობს სავალდებულო

გახანგრძლივებულ სწავლებას 14.00-სთ-დან 15.40 სთ.-მდე.

2.4. გახანგრძლივებული სწავლების მიზანია თითოეულ ასაკობრივ ჯგუფში ეროვნული სასწავლო

გეგმით გათვალისწინებულ დისციპლინებში დავალების მომზადება პედაგოგთა დახმარებით;

ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების განხორციელების ხელშეწყობა; მოსწავლეთა

თვალსაწიერის გაფართოებისათვის სათანადო პირობების შექმნა.

3. ეროვნული სასწავლო მიზნების მიღწევისა და მოსწავლეთა საჭიროებებისა თუ სურვილების

გათვალისწინებით სკოლაში გარკვეული საგნები ისწავლება ეროვნული სასწავლო გეგმით

დადგენილისაგან განსხვავებული სქემით. კერძოდ:

3.1. ქართული ენა-ლიტ. – V-XI კლასებში - 6 სთ. (ნაცვლად 5 სთ.-ისა) XII კლასში - 6+1

სთ.(აბიტურის სთ.) (ნაცვლად 5 სთ-ისა)

3.2. მათემატიკა - V-X კლასებში - 5 სთ. (ნაცვლად 4 სთ.-ისა); XI კლასში - 6 სთ. (ნაცვლად 5 სთ-

ისა); XII კლასში - 5+2 (აბიტურის სთ.)

3.3. ინგლისური ენა - I-II კლასებში - 4 სთ. (ნაცვლად 2 სთ.-ისა); III-VI კლასებში - 4 სთ (ნაცვლად

3 სთ.-ისა); VII-VIII კლასში - 5 სთ (ნაცვლად 3 სთ-ისა) IX- XII კლასებში - 5 სთ. (ნაცვლად 2

სთ.-ისა); XII კლასში - 5+2 აბიტურის სთ.

Page 14: სასკოლო სასწავლო გეგმა1 დამოუკიდებელი სკოლა „მოძღვარი“ „შემუშავებულია“

14

დამოუკიდებელი სკოლა „მოძღვარი“

4. სკოლაში დაწესებულია საგნის დღეები:

თითოეული საგნის (პედაგოგს) დამატებითი მეცადინეობისთვის გამოყოფილია კვირის ერთი დღე;

სემესტრის დასაწყისში დგება განრიგი და მოსწავლეებს შესაძლებლობა ეძლევათ ინდივიდუალური

საჭიროებების გათვალისწინებით იმუშაონ კონკრეტული მიმართულებებით.

5. სკოლა სთავაზობს მოსწავლეებს (I-VI კლასებში სურვილისამებრ) გახანგრძლივებულ

მეცადინეობას საგაკვეთილო პროცესის დასრულების შემდეგ 16.00-დან 19.00 საათამდე

6. სკოლაში ფუნქციონირებს სასადილო და ბუფეტი. შესაბამისად, სკოლა I-IV კლასის

მოსწავლეებს სთავაზობს კვებას სურვილისამებრ რეგულარულ სადილს სასადილოში ან

ბუფეტში.

7. სკოლაში ფუნქციონირებს შემდეგი კლუბები და წრეები:

ა) მხარეთმცოდნეობის კლუბი

კლუბის მიზნებია:

• მოსწავლეებმა შეიძლინონ მეცნიერული კვლევის უნარ-ჩვევები, ისწავლონ დამოუკიდებელი

მუშაობა;

• ჩამოუყალიბდეთ მოქალაქეობრივი პოზიცია, პასუხისმგებლობა სამშობლოსა და საარსებო

გარემოსთან მიმართებაში;

• მოახდინონ ცოდნის ტრანსფერი, დაინახონ სკოლაში მიღებული ცოდნის პრაქტიკულად

გამოყენების შესაძლებლობა;

• მიეცეთ ბიძგი მათ ცნობისმოყვარეობას გარე სამყაროს უფრო ღრმად შესასწავლად;

• შეიძინონ ერთობლივი, საზოგადოებრივი შრომის უნარ-ჩვევები.

ბ) თეატრალური სტუდია

სტუდიის მიზნებია:

• მოსწავლეთა შემოქმედებითი პოტენციალის განვითარება;

• ესთეტიკური გემოვნების ჩამოყალიბება;

• გამართული მეტყველების, სიმღერისა და ცეკვის უნარების განვითარება.

თავი 2. მოსწავლის შეფასების სისტემა

მუხლი 9. მოსწავლის შეფასების მიზანი

1. შეფასების მიზანია სწავლა-სწავლების ხარისხის მართვა, რაც გულისხმობს, ერთი მხრივ,

სწავლის ხარისხის გაუმჯობესებაზე ზრუნვას, მეორე მხრივ, სწავლა-სწავლების ხარისხის

მონიტორინგს. ხარისხის გაუმჯობესებაზე ზრუნვა თავის მხრივ გულისხმობს შეფასების

საშუალებით მოსწავლის ძლიერი და სუსტი მხარეების გამოვლენასა და სწავლის

ხელშეწყობას ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებით; მოსწავლემ უნდა იცოდეს,

რომ შეფასება განაჩენი არაა, არამედ წინსვლის საშუალებაა; ხოლო სწავლა-სწავლების

Page 15: სასკოლო სასწავლო გეგმა1 დამოუკიდებელი სკოლა „მოძღვარი“ „შემუშავებულია“

15

დამოუკიდებელი სკოლა „მოძღვარი“

ხარისხის მონიტორინგი - სწავლების კონკრეტული მეთოდიკისა და სასწავლო პროგრამების

ეფექტიანობის შემოწმებასა და სრულყოფას; მასწავლებელმა უნდა იცოდეს, როგორ

გამოიყენოს ინფორმაცია, რომელსაც მოსწავლის შეფასების შედეგად იღებს.

2. შეფასების პრინციპები და მიდგომები

ა) მოსწავლის შეფასება უნდა დაეფუძნოს სწავლის კონსტრუქტივისტულ პრინციპებს. შეფასებამ უნდა

აჩვენოს, როგორ მიმდინარეობს მოსწავლის ცოდნის კონსტრუირების პროცესი და მეხსიერებაში

ცოდნათა ურთიერთდაკავშირება; ახალი სასწავლო საკითხის/თემის დაწყებამდე დაადგინოს

მოსწავლის წინარე ცოდნა და წარმოდგენები; გამოავლინოს, რამდენად ახერხებს მოსწავლე

საკუთარი ძლიერი და სუსტი მხარეების დამოუკიდებლად შეფასებას, ასევე რამდენად გააზრებულ

და ეფექტიან ნაბიჯებს დგამს იგი საკუთარი წინსვლის ხელშესაწყობად; მოიცვას სამივე კატეგორიის

ცოდნა (დეკლარატიული, პროცედურული და პირობისეული); აჩვენოს, რამდენად ახერხებს

მოსწავლე ცოდნის ერთობლიობათა ფუნქციურად გამოყენებას შინაარსიან კონტექსტებში.

ბ) მოსწავლის შეფასება უნდა იყოს ხშირი და მრავალმხრივი, რათა მან, ერთი მხრივ, ხელი შეუწყოს

მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას, როგორც ამას მოითხოვს ეროვნული სასწავლო გეგმა

და, მეორე მხრივ, საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენისა და განვითარების თანაბარი

პირობები შეუქმნას განსხვავებული პოტენციალის მქონე ყველა მოსწავლეს. მრავალმხრივი

განვითარების უზრუნველყოფა მოითხოვს მოსწავლის შეფასებას მრავალგვარი კრიტერიუმის

გამოყენებითა და მრავალფეროვანი აქტივობების (მაგ., ესე, პროექტი, ზეპირი გამოსვლა,

ექსპერიმენტი, ცდის ჩატარება, წარმოდგენა, წერითი, ფერწერული ან სხვა ტიპის ნამუშევარი,

არგუმენტირებული მსჯელობა და სხვ.) საშუალებით.

გ) მოსწავლის შეფასების დროს დაცული ინდა იყოს შემდეგი უმთავრესი პრინციპები: ვაიდურობა,

ობიექტურობა, სანდოობა და გამჭვირვალობა.

3. განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასება

1. შეფასების მიზნიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ მოსწავლეთა შემოწმება

დაუკავშირდეს არამხოლოდ სწავლების შედეგს, არამედ სწავლის პროცესსაც. ამის

უზრუნველსაყოფად სკოლაში გამოიყენება ორი ტიპის შეფასება: განმსაზღვრელი და

განმავითარებელი. განმსაზღვრელი შეფასება ადგენს მოსწავლის მიღწევის დონეს საერთო

ნორმასთან მიმართებით და იძლევა იმის განსაზღვრის საშუალებას, თუ რამდენად დაეუფლა

იგი საგნობრივი პროგრამებით განსაზღვრულ ცოდნასა და უნარ-ჩვევებს, რამდენად

დაშორდა ან მიუახლოვდა ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრულ მიზნებს.

განმსაზღვრელი შეფასება აკონტროლებს სწავლის ხარისხს, იგი განსაზღვრავს თითოეული

მოსწავლის ცოდნის დონეს. განმავითარებელი შეფასების მიზანია სწავლის ხარისხის

გაუმჯობესების უზრუნველყოფა, თითოეული მოსწავლის განვითარებისათვის სწავლების

პროცესში მაქსიმალურად ხელშეწყობა. ეს ზოგადი განათლების ყველაზე მნიშვნელოვანი

პედაგოგიური ამოცანაა.

2. განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასებების აღწერილობა

განმავითარებელი განმსაზღვრელი

Page 16: სასკოლო სასწავლო გეგმა1 დამოუკიდებელი სკოლა „მოძღვარი“ „შემუშავებულია“

16

დამოუკიდებელი სკოლა „მოძღვარი“

მიზანი სწავლის ხარისხის გაუმჯობესება;

მოსწავლის განვითარების

ხელშეწყობა

სწავლის ხარისხის

გაკონტროლება; მოსწავლის

მიღწევის დონის დადგენა

ეროვნული სასწავლო გეგმით

განსაზღვრულ მიზნებთან

მიმართებაში; აკადემიური

მოსწრების დონის

განსაზღვრა

შეფასების საგანი სწავლის პროცესი

სწავლის შედეგი

შეფასების შედეგად

მიღებული

გადაწყვეტილ

ება

წინსვლის ხელშესაწყობად

განსხვავებული აქტივობის

შერჩევა, სწავლების სტრატეგიის

შეცვლა, რჩევა-დარიგების მიცემა

და სხვ.

მომდევნო ეტაპზე

(კლასში/საფეხურზე)

დაშვება/არდაშვება

წარმარტების

კრიტერიუმებ

ის განსაზღვრა

კონკრეტული მოსწავლის

წინსვლის საფუძველზე (საკუთარ

მიღწევებთან მიმართებით - რა

დონეს ფლობდა, რა დონეს

ფლობს)

იმის საფუძველზე, თუ რამდენად

მიაღწია სტანდარტით

განსაზღვრულ შედეგებს

(ყველასათვის საერთო,

სტანდარტით დადგენილ

ნორმასთან მიმართებაში)

შეფასების საშუალებები თვით/ურთიერთშეფასების

რუბრიკა;

კითხვარი;

სიტყვიერი

(ზეპირი/წერილობითი)

კომენტარი; უნარის

განვითარების დონის

აღწერა.

ქულა

4. აკადემიური მიღწევის დონეები და შეფასების სისტემა

4.1. შპს დამოუკიდებელი სკოლა „მოძღვარში“ ისევე, როგორც საქართველოს

ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში, შეფასების სისტემა არის ხუთდონიანი და ათქულიანი.

10 ყველაზე მაღალი ნიშანია, 1 კი – ყველაზე დაბალი. ათქულიანი სისტემა, ერთი მხრივ,

უფრო ზუსტი შეფასების საშუალებას იძლევა, მეორე მხრივ, მეტ საშუალებას აძლევს

მასწავლებელს, აჩვენოს მოსწავლეს საკუთარი პროგრესი თუ რეგრესი.

ქულები შეფასების დონეები

10 მაღალი

9

Page 17: სასკოლო სასწავლო გეგმა1 დამოუკიდებელი სკოლა „მოძღვარი“ „შემუშავებულია“

17

დამოუკიდებელი სკოლა „მოძღვარი“

8 საშუალოზე მაღალი

7

6 საშუალო

5

4 საშუალოზე დაბალი

3

2

დაბალი 1

4.2. I-IV კლასებში გამოიყენება მხოლოდ განმავითარებელი შეფასება.

ამ კლასებში სემესტრის ბოლოსა და წლის ბოლოს კლასის დამრიგებელმა, საკუთარი და სხვა

მასწავლებლებისაგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, უნდა დაწეროს მოკლე, შემაჯამებელი

წერილობითი შეფასება, რომელშიც დაახასიათებს მოსწავლეს, აღნიშნავს მის წარმატებებს და

მიუთითებს, რაში სჭირდება მოსწავლეს გავარჯიშება საკუთარი შესაძლებლობების უკეთ

გამოსავლენად (იხ. დანართი...).

4.3. V-XII კლასებში გამოიყენება როგორც განმავითარებელი, ისე განმსაზღვრელი შეფასება.

4.4. მოსწავლე ფასდება ათქულიანი სისტემით.

4.5. საგანში „სპორტი“, „საგზაო ნიშნები და მოძრაობის უსაფრთხოება“ და არჩევით საგნებში

(„ქიმიური ტექნოლოგიები“ – X კლასი, „შესავალი თანამედროვე ფიზიკაში“ - XI კლასი,

„მსოფლიო კულტურა“- XII კლასი) მოსწავლე ფასდება ჩათვლის სისტემით: ჩაეთვალა/არ

ჩაეთვალა.

მუხლი 10. ოფიციალური სტატუსის მქონე ნიშნები

1. ოფიციალური სტატუსი აქვს შემდეგ ნიშნებს:

ა) საგნის მიმდინარე და შემაჯამებელი ნიშნები – საშინაო, საკლასო და შემაჯამებელი კომპონენტის

ნიშნები, რომლებსაც მოსწავლე იღებს სემესტრის განმავლობაში;

ბ) საგნის სემესტრული ნიშანი – საგანში მიღებული შეფასება თითოეულ სემესტრში (სემესტრული

გამოცდის ჩაბარების შემთხვევაში გამოითვლება მისი გათვალისწინებით; გამოთვლის წესი

იხ.ქვემოთ);

გ) საგნის წლიური ნიშანი – სემესტრული ნიშნებიდან გამომდინარე შეფასება საგანში. წლიურ ნიშანში

აისახება წლიური გამოცდის ნიშანიც რომელიც გათვალისწინებულია საბაზო და საშუალო

საფეხურზე. თუ ასეთი გამოცდა გათვალისწინებულია აღნიშნულ სასკოლო სასწავლო გეგმით და

სკოლის მიერ განსაზღვრულია, რომ მას გავლენა ექნება საგნის წლიურ ნიშანზე (იხ. ქვემოთ,

გამოცდის ტიპები);

Page 18: სასკოლო სასწავლო გეგმა1 დამოუკიდებელი სკოლა „მოძღვარი“ „შემუშავებულია“

18

დამოუკიდებელი სკოლა „მოძღვარი“

დ) საფეხურის საერთო ნიშანი – ზოგადი განათლების რომელიმე საფეხურის (საბაზო, საშუალო)

საერთო შეფასება.

მუხლი 11. საგნის სემესტრული ნიშნის შემადგენელი ნაწილები (კომპონენტები)

1. სემესტრის მანძილზე მოსწავლეები ფასდებიან სამი კომპონენტის მიხედვით:

ა) საშინაო დავალება

ბ) საკლასო დავალება

გ) შემაჯამებელი დავალება

2. სამივე კომპონენტს ერთნაირი წონა აქვს.

3. საშინაო და საკლასო დავალებათა კომპონენტები

ა) საკლასო და საშინაო დავალებების კომპონენტებში გამოიყენება როგორც განმსაზღვრელი, ისე

განმავითარებელი შეფასება. შემაჯამებელი დავალების კომპონენტში აუცილებელია

განმსაზღვრელი შეფასების გამოყენება.

ბ) მოსწავლე ვალდებულია შეასრულოს კლასში ჩატარებული ყველა შემაჯამებელი დავალება

(ეროვნული სასწავლო გეგმით დადგენილი სავალდებულო მინიმუმი).

გ) თუ მოსწავლე არ შეასრულებს რომელიმე შემაჯამებელ სამუშაოს გაცდენის გამო, სკოლა

ვალდებულია, მისცეს მას გაცდენილი შემაჯამებელი დავალებების აღდგენის საშუალება.

დ) საშინაო დავალების კომპონენტით ფასდება ნებისმიერი ტიპის დავალება (წერითი, ზეპირი,

ექსპერიმენტი, ნამუშევარი (მაგ. ნახატი, ესე და სხვ.), რასაც მოსწავლე სახლში ამზადებს. საშინაო და

საკლასო დავალებებში განმავითარებელი შეფასების გამოყენება განსაკუთრებით მაშინაა

სასურველი, როცა მოსწავლე ახალი ცოდნის/უნარების შეძენის საწყის ეტაპზეა. ამ დროს

შეცდომების დაშვება, მათი აღმოჩენა-გაანალიზება სასწავლო პროცესის განუყოფელი ნაწილია.

საგნობრივი ჯგუფების სპეციფიკიდან გამომდინარე საშინაო და საკლასო დავალებათა ტიპები

შეიძლება იყოს: ინფორმაციის მოძიება, პრეზენტაცია, სავარჯიშოების შესრულება, ექსპერიმენტი,

დისკუსია და სხვა. ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად, თითოეულ მასწავლებელს

შემუშავებული აქვს სხვადსახვა აქტივობის ინდივიდუალური შეფასების სქემები.

4. შემაჯამებელი დავალებების კომპონენტები

ა) ეს კომპონენტი უკავშირდება სწავლა-სწავლების შედეგს. ამ კომპონენტში უნდა შეფასდეს ერთი

სასწავლო მონაკვეთის (თემა, თავი, პარაგრაფი, საკითხი) შესწავლა-დამუშავების შედეგად

მიღწეული შედეგები. კონკრეტული სასწავლო ერთეულის დასრულებისას მოსწავლემ უნდა

შეძლოს სტანდარტით განსაზღვრული ცოდნისა და უნარების წარმოჩენა. ამდენად, შემაჯამებელი

დავალებები უნდა აფასებდეს შესაბამისი საგნის სტანდარტით განსაზღვრულ შედეგებს.

შემაჯამებელი დავალების კომპონენტში აუცილებელია განმსაზღვრელი შეფასების გამოყენება.

4.1. შემაჯამებელი დავალებების აღდგენის წესი: მოსწავლე ვალდებულია შეასრულოს

კლასში ჩატარებული ყველა შემაჯამებელი დავალება, გაცდენის შემთხვევაში

Page 19: სასკოლო სასწავლო გეგმა1 დამოუკიდებელი სკოლა „მოძღვარი“ „შემუშავებულია“

19

დამოუკიდებელი სკოლა „მოძღვარი“

მოსწავლეს ენიშნება აღდგენითი შემაჯამებელი სამუშაო, რომელიც შეიძლება

შესრულდეს ინდივიდუალური ან ჯგუფური გრაფიკის მიხედვით, გაკვეთილების შემდეგ.

შემაჯამებელი დავალების აღდგენა უნდა მოხდეს მოსწავლის სკოლაში გამოცხადებიდან

2 კვირის ვადაში.

5. სტანდარტის მოთხოვნათა დასაფარად აუცილებელია შემაჯამებელ დავალებათა

მრავალფეროვანი ფორმის გამოყენება. საგნობრივი ჯგუფების სპეციფიკიდან გამომდინარე

შემაჯამებელ დავალებათა ტიპები შეიძლება იყოს: ტესტი, თხზულება, პროექტი/პრეზენტაცია,

მოხსენება-რეფერატი, დისკუსია და სხვა.

6. ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად, თითოეულ მასწავლებელს/კათედრას

შემუშავებული აქვს სხვადასხვა ტიპის შეფასების სქემები/კრიტერიუმები. მასწავლებელი

ვალდებულია, შეაგროვოს და შეინახოს მის მიერ კლასში ჩატარებული შემაჯამებელი

დავალებების დამადასტურებელი დოკუმენტაცია. აღნიშნულ დოკუმენტაციაში

წარმოდგენილი უნდა იყოს: სტანდარტის ის შედეგი/შედეგები, რომლის შეფასებასაც

ემსახურებოდა კონკრეტული შემაჯამებელი დავალება; კრიტერიუმები, რომლითაც შეფასდა

ეს დავალებები; მოსწავლეების მიერ შესრულებული და მასწავლებლის მიერ შეფასებული

სამუშაოს რამდენიმე ნიმუში ან შესრულებული სამუშაოს ამსახველი ვიზუალური მასალა;

თითოეული კლასის მოსწავლეთა მიერ მიღებული ქულები, ანალიზი კლასისა თუ

ცალკეული მოსწავლის მიერ მიღწეული შედეგებისა და შემდგომი ნაბიჯების შესახებ.

სასკოლო-სასწავლო გეგმაში მოცემულია შეფასების სქემების/კრიტერიუმების ნიმუშები (იხ.

დანართი...).

მუხლი 12. ქულების გამოანგარიშების წესი

1. საგნის სემესტრული ქულის გამოანგარიშების წესი:

ა) მოსწავლის მიერ სემესტრის განმავლობაში სამივე კომპონენტში (საშინაო, საკლასო და

შემაჯამებელი) მიღებული ქულების ჯამი უნდა გაიყოს მიღებული ქულების რაოდენობაზე;

ბ) მიღებული ქულა უნდა დამრგვალდეს მთელის სიზუსტით (მაგ., 6.15 მრგვალდება 6-მდე, 7.49

მრგვალდება 7-მდე, 8.5 მრგვალდება 9-მდე);

გ) იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლეს არა აქვს შესრულებული ყველა შემაჯამებელი დავალება, მისი

სემესტრული ქულის გამოსაანგარიშებლად სამივე კომპონენტში მიღებული ქულების ჯამი უნდა

გაიყოს მიღებული ქულებისა და შეუსრულებელი შემაჯამებელი დავალებების რაოდენობის ჯამზე.

2. საგნის წლიური ქულის გამოანგარიშების წესი:

ა) სასკოლო სასწავლო გეგმა ითვალისწინებს წლიური გამოცდის ჩატარებას კლასების და საგნების

მიხედვით და განსაზღვრულია, რომ ამ გამოცდის ქულაც აისახება წლიურ ქულაზე, მაშინ საგნის

წლიური ქულა სამი (ორი - საგნის სემესტრული და ერთი - გამოცდის) ქულის საშუალო

არითმეტიკულია (დამრგვალებული მთელის სიზუსტით).

Page 20: სასკოლო სასწავლო გეგმა1 დამოუკიდებელი სკოლა „მოძღვარი“ „შემუშავებულია“

20

დამოუკიდებელი სკოლა „მოძღვარი“

ბ) იმ საგანში, სადაც წლიური გამოცდები არ არის დანიშნული სასკოლო სასწავლო გეგმის მიხედვით,

საგნის წლიური ქულა გამოიანგარიშება საგნის სემესტრული ქულების ჯამის გაყოფით ორზე,

მიღებული ქულა მრგვალდება მთელის სიზუსტით.

გ) თუ მოსწავლეს, სკოლიდან სკოლაში სემეტრის მიმდინარეობისას გადასვლის გამო, მოუხდება

განსხვავებული საგნების სწავლა და მანამდე ნასწავლ საგანში მიღებული აქვს შეფასება, რომლის

საშუალო არითმეტიკული არის 5.0 ან მეტი, ეს ქულა დაუფიქსირდება ნასწავლი საგნის

სემესტრულ/წლიურ ქულად (თუ საგნის სწავლება მეორე სემესტრში არ გრძელდება). ამასთან,

მიმღები სკოლა ვალდებულია შეაფასოს მოსწავლე ახალ საგანში, თუ ეს ესწრება სემესტრის

დასრულებამდე;

დ) მოსწავლის მიერ სემესტრის დასრულების შემდეგ სკოლიდან სკოლაში გადასვლის გამო, მიმღებ

სკოლაში განსხვავებული საგნის სწავლის შემთხვევაში, განსხვავებული საგნების სემესტრული

ქულები აღირიცხება, როგორც ორი დამოუკიდებელი საგნის წლიური ქულა. (მაგ. თუ მოსწავლე

პირველ სემესტრში უცხოურ ენად სწავლობდა ფრანგულს, მეორე სემესტრში კი ფრანგულის

ნაცვლად - გერმანულს, მაშინ ფრანგული ენის სემესტრული ქულა გადადის ფრანგული ენის წლიურ

ქულად, ხოლო გერმანული ენის სემესტრული ქულა - გერმანული ენის წლიურ ქულად).

3. საფეხურის საერთო ქულის გამოანგარიშების წესი:

ა) საფეხურის საერთო ქულა გამოითვლება იმავე პრინციპით, რომლითაც ითვლება საერთო

წლიური ქულა: ჯამდება საფეხურის მანძილზე ნასწავლი ყველა საგნის წლიური ქულა (მაგ.

მათემატიკა მე-10 კლასი, მათემატიკა მე-11 კლასი, მათემატიკა მე-12 კლასი, ქართული მე-10 კლასი,

ქართული მე-11 კლასი, ქართული მე-12 კლასი და ა.შ.) და ჯამი იყოფა ქულების საერთო

რაოდენობაზე;

ბ) საფეხურის საერთო ქულა მრგვალდება მეათედის სიზუსტით (მაგ., 6.43 მრგვალდება 6.4-მდე, 7.58

მრგვალდება 7.6-მდე).

4. კლასისა და საფეხურის დაძლევა

ა) კლასი დაძლეულად ჩაითვლება, თუ მოსწავლის თითოეული საგნის წლიური ქულა

(დამრგვალების შემდეგ) არის 5.0 ან მეტი და მოსწავლეს მიღებული აქვს ჩათვლა ეროვნული

სასწავლო გეგმით განსაზღვრულ საგნებში, რაც აძლევს მას მომდევნო კლასში გადასვლის

უფლებას.

ბ) დაწყებითი საფეხური დაძლეულად ჩაითვლება, თუ მოსწავლის საფეხურის საერთო ქულა

(დამრგვალების შემდეგ) არის 5.0 ან მეტი და ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად, დაძლეული

აქვს V-VI კლასები, რაც აძლევს მას საბაზო საფეხურზე სწავლის გაგრძელების უფლებას.

გ) საბაზო საფეხური დაძლეულად ჩაითვლება, თუ მოსწავლის საფეხურის საერთო ქულა

(დამრგვალების შემდეგ) არის 5.0 ან მეტი და ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დაძლეული

აქვს საბაზო საფეხურში შემავალი ყველა კლასი, რაც აძლევს მას საბაზო განათლების ატესტატის

აღების ან/და საშუალო საფეხურზე გადასვლის უფლებას.

Page 21: სასკოლო სასწავლო გეგმა1 დამოუკიდებელი სკოლა „მოძღვარი“ „შემუშავებულია“

21

დამოუკიდებელი სკოლა „მოძღვარი“

დ) საშუალო საფეხური დაძლეულად ჩაითვლება, თუ მოსწავლის საფეხურის საერთო ქულა

(დამრგვალების შემდეგ) არის 5.0 ან მეტი და ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დაძლეული

აქვს საშუალო საფეხურში შემავალი ყველა კლასი, რაც აძლევს მას სკოლის გამოსაშვებ გამოცდაზე

გასვლის უფლებას.

მუხლი 13. შეფასება და გაცდენები

1. მოსწავლეთა გაცდენები აღირიცხება მოსწავლეთა გაკვეთილზე დასწრების აღრიცხვის

ჟურნალში, მათ შორის, აბიტურის საათის და ამ მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებით

გათვალისწინებული გაცდენები. გაკვეთილებზე მოსწავლეთა დასწრების ყოველდღიური

აღრიცხვის წარმოებაზე პასუხისმგებელია საგნის მასწავლებელი. თითოეული

მასწავლებელი ვალდებულია გაკვეთილის დასაწყისში აღრიცხოს მოსწავლეთა დასწრება.

2. თუ საბაზო-საშუალო საფეხურებზე მოსწავლემ სასწავლო წლის განმავლობაში გააცდინა

კონკრეტული საგნისთვის წლის მანძილზე დათმობილი საათების 30% და მეტი, მოსწავლე

ფასდება მხოლოდ ექსტერნატის გამოცდის ჩაბარების საფუძველზე;

3. პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნა არ ვრცელდება აბიტურის საათის გაცდენის

შემთხვევაში; ასევე იმ შემთხვევაში, თუკი მოსწავლე აღადგენს კონკრეტულ საგანში

გაცდენილ შემაჯამებელ დავალებას.

4. სკოლა ვალდებულია შინ სწავლების რეჟიმზე გადაიყვანოს ის მოსწავლეები, რომლებსაც

სჭირდებათ მკურნალობა ერთ თვეზე მეტი ვადით და აღნიშნული ცნობილი ხდება

სკოლისათვის სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობის საფუძველზე. ასეთ

შემთხვევაში მოსწავლეზე, შინ სწავლებაზე გადასვლის მომენტიდან, არ გავრცელდება ამ

მუხლის ბ) პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნა.

5. იმ მოსწავლეებისთვის, რომლებიც მონაწილეობენ საერთაშორისო სასპორტო და

სახელოვნებო ღონისძიებებში, აგრეთვე საერთაშორისო და ეროვნულ საგნობრივ

ოლიმპიადებში, სკოლის გაცდენის შემთხვევაში მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის

წერილობითი მიმართვის საფუძველზე, სკოლის დირექტორი უფლებამოსილია მიიღოს

გადაწყვეტილება ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების კონკრეტული

მოსწავლის მიმართ გაუვრცელებლობის თაობაზე.

მუხლი 14. გამოცდის ტიპები

1. ეროვნული სასწავლო გეგმის თანახმად, 2017-2018 სასწავლო წელს სკოლაში შესაძლებელია

ჩატარდეს შემდეგი ტიპის გამოცდები:

ა) სემესტრული გამოცდა;

ბ) წლიური (სასწავლო წლის დამამთავრებელი) გამოცდა;

გ) საშემოდგომო გამოცდა;

დ) ექსტერნატის ფორმით დაძლევის გამოცდა;

ე) სკოლის გამოსაშვები გამოცდა.

მუხლი 15. სემესტრული გამოცდა

Page 22: სასკოლო სასწავლო გეგმა1 დამოუკიდებელი სკოლა „მოძღვარი“ „შემუშავებულია“

22

დამოუკიდებელი სკოლა „მოძღვარი“

1. სემესტრული გამოცდა ინიშნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლე თვლის, რომ მას უფრო

მაღალი შეფასება ეკუთვნის.

2. მოსწავლის მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი წერილობით მიმართავს სკოლის

დირექტორს. დირექტორი განიხილავს საკითხს და იღებს გადაწყვეტილებას მოსწავლის

სემესტრულ გამოცდაზე დაშვება-არდაშვების შესახებ. დაშვებაზე უარის შემთხვევაში,

გადაწყვეტილება უნდა იყოს დასაბუთებული.

3. მოსწავლის გამოცდაზე დაშვების შემთხვევაში, გამოცდაზე გასული მოსწავლის საგნის

სემესტრული ნიშანი გამოითვლება შემდეგი წესით: სემესტრული გამოცდის ქულა ემატება საგნის

სემესტრულ ქულას და ჯამი იყოფა ორზე.

4. სემესტრული გამოცდა ტარდება სემესტრის დასრულებიდან არაუგვიანეს ორი კვირის ვადაში.

მუხლი 16. წლიური გამოცდა

1. 2017-2018 სასწავლო წელს წლიური გამოცდის დანიშვნა იგეგმება წლიური გამოცდები VIII-

IX-X კლასებში შემდეგ საგნებში:

ა) VIII კლასი - ქართული ენა და ლიტერატურა; მათემატიკა

ბ) IX კლასი - ინგლისური ენა; ბიოლოგია

გ) X კლასი - ქიმია; ფიზიკა

2. წლიური გამოცდის ქულას გავლენა აქვს საგნის წლიურ ქულაზე, საგნის წლიური ქულის

გამოთვლისას წლიური გამოცდის ქულა ემატება საგნის სემესტრულ ქულებს და ჯამი იყოფა

სამზე.

3. წლიური გამოცდას აბარებენ ის სსსმ მოსწავლეებიც, რომლებიც ინდივიდუალური სასწავლო

გეგმით სწავლობენ. ამ შემთხვევაში სკოლა ახდენს საგამოცდო მასალის ადაპტირებას - უნდა

შეიქმნას ინდივიდუალური საგამოცდო პროგრამა, რომელიც დაეყრდნობა ინდივიდუალურ

სასწავლო გეგმას.

მუხლი 17. საშემოდგომო გამოცდა

1. იმ შემთხვევაში თუ მოსწავლის საგნის წლიური ქულა არის 5-ზე ნაკლები, სკოლა უნიშნავს

საშემოდგომო გამოცდას ამ საგანში.

2. საშემოდგომო გამოცდა ტარდება სასწავლო წლის დასრულებიდან არაუადრეს ორი კვირისა

და სასწავლო წლის დაწყებამდე მინიმუმ ერთი კვირით ადრე წერილობითი ტესტირების

ფორმით.

3. საშემოდგომო გამოცდამდე სკოლა ვალდებულია, გაუწიოს კონსულტაციები მოსწავლეებს იმ

საგანში/საგნებში, რომლებშიც მათ დაენიშნათ აღნიშნული ტიპის გამოცდა;

4. მოსწავლე საგნის/საგნების წლიურ შეფასებას იღებს საშემოდგომო გამოცდის საფუძველზე

(საშემოდგომო გამოცდის ქულა ხდება საგნის წლიური ქულა).

მუხლი 18. ექსტერნატის ფორმით გამოცდა

Page 23: სასკოლო სასწავლო გეგმა1 დამოუკიდებელი სკოლა „მოძღვარი“ „შემუშავებულია“

23

დამოუკიდებელი სკოლა „მოძღვარი“

1. ექსტერნატის ფორმით ზოგადი განათლების მიღების წესი და პირობები განისაზღვრება

კანონმდებლობით.

2. ექსტერნატის გამოცდას, გარდა იმ პირებისა, რომლებიც ზოგადი განათლების ცალკეული

კლასის/კლასების პროგრამებს ძირითადად დამოუკიდებლად ძლევენ და ექსტერნის

გამოცდას აბარებენ შესაბამისი განათლების დასადასტურებლად, რაც მათ შემდეგ

კლასში/საფეხურზე სწავლის გაგრძელების ან საბაზო/საშუალო განათლების ატესტატის

მიღების საშუალებას მისცემს, აბარებენ აგრეთვე ის მოსწავლეები, რომელთაც

საბაზო/საშუალო საფეხურზე სასწავლო წლის მანძილზე კონკრეტული საგნისათვის

გათვალისწინებული საათების 30% და მეტი აქვთ გაცდენილი.

მუხლი 19. სკოლის გამოსაშვები გამოცდა

1. სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის - ატესტატის მისაღებად

მოსწავლემ უნდა ჩააბაროს სკოლის გამოსაშვები გამოცდები;

2. სკოლის გამოსაშვები გამოცდის ჩატარების ვადები, წესი და პირობები განისაზღვრება

კანონმდებლობით;

მუხლი 20. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე (სსსმ) მოსწავლის აკადემიური

მოსწრების შეფასება

1. სსსმ მოსწავლის აკადემიური მოსწრების შეფასება ხდება იმავე პრინციპით, რომლითაც ხდება

ნებისმირი სხვა მოსწავლის აკადემიური მოსწრების შეფასება. სსსმ მოსწავლისთვის დგება

ინდივიდუალური სასწავლო გეგმა, ფასდება მოსწავლის მიერ მოდიფიცირებული სასწავლო

გეგმით განსაზღვრული მიზნების მიღწევის დონე. მოსწავლე, რომელიც წარმატებით სძლევს

მოდიფიცირებულ სასწავლო გეგმას, ფასდება მაღალი ქულით.

მუხლი 21. საათობრივი ბადე /2017-2018 სასწ.წ./

სახელმწიფო ენა

ქართული ენა და ლიტ. 7 7 6 6 6 6 6 6 6 6 6 5+1

აბ

73+1

აბ

მათემატიკა

მათემატიკა 5 5 5 5 5 5 5 5 5 5 7 5+2

აბ

62+2

აბ

უცხო ენები

საგნები

კლასი I II III IV V VI VII VIII IX X XI XII სულ

Page 24: სასკოლო სასწავლო გეგმა1 დამოუკიდებელი სკოლა „მოძღვარი“ „შემუშავებულია“

24

დამოუკიდებელი სკოლა „მოძღვარი“

ინგლისური 4 4 4 4 4 4 5 5 5 5 5 5+2

აბ

54+2

აბ

რუსული 2 2 2 2 2 2 2 2 2 2 1+1

აბ

21+1

აბ

გერმანული 2 2 2 2 2 10

საზოგადდოებრივი მეცნიერებები

ისტორია 3 3 4 2 3 2+1

აბ

23+1

აბ

ჩვენი საქართველო 3 3

გეოგრაფია 2 2 2 2 2 10

სამოქ. გაათლება 2 3 5

სამოქ.თავდაცვა და

უსაფრთხ. 0/1 1/0 1/0 2/1

რელიგიის ისტორია და

კულტურა 1 1 1 1 1 1 6

საბუნებისმეტყველო მეცნიერებები

ბუნებისმეტყვ/

ბიოლოგია 2 2 3 3 3 3 3 2 2 3 2 28

ქიმია 2 2 2 3 9

ფიზიკა 2 3 2 2 9

საინფორმაციო ტექნოლოგიები

ისტ 2/1 2 2 6/5

ესთეტიკური აღზრდა

ხელოვნება 2 2 2 2 2 2 2 2/1 ½ 17/17

მუსიკა 2 2 2 2 2 2 2 ½ 2/1 17/17

სპორტი (აერობიკა,

ჭადრაკი) 2 2 2 2 2 2 12

Page 25: სასკოლო სასწავლო გეგმა1 დამოუკიდებელი სკოლა „მოძღვარი“ „შემუშავებულია“

25

დამოუკიდებელი სკოლა „მოძღვარი“

არჩევითი საგნები

მსოფ. კულტურა 2/0 2/0

ქიმიური

ტექნოლოგიები 2 2

შესავალი

თანამედროვე

ფიზიკაში

2 2

სულ საათების

რაოდენობა კვირაში

28/

27 28 29

28/

29

3

6 36 35

38/3

7

40/

40 36

37/

37

23/

20

391/388+7

აბ

მუხლი 22. შემაჯამებელი დავალებების რაოდენობა საგნებისა და კლასების მიხედვით

საგანი

მე-5

კლ

მე-6

კლ

მე-7

კლ

მე-8

კლ

მე-9

კლ

მე-10

კლ

მე-11

კლ მე-12 კლ

I II I II I II I II I II I II I II I II

1 ქართული 3 5 4 5 4 5 4 5 4 5 4 5 4 5 4 4

2 ინგლისური 4 4 4 4 4 4 3 4 3 4 3 4 3 4 3 4

3 რუსული 2 3 2 3 2 3 2 3 2 3 2 3 2 3 1 1

4 მათემატიკა 4 6 5 6 4 6 4 6 4 6 4 6 4 6 4 5

5 ისტ 2 3 2 3

6 ისტორია 2 3 2 3 2 3 3 4 2 3 2 3 1 1

7 ჩვენი

საქართველო 2 3

7 სამოქ.თავდაცვა 2 1

8 სამოქ.

განათლება 2 3 2 3

სპორტი( ფრენბურთი,

კალათბურთი,

ჩოგბურთი)

2 2 2 2 2/1 2 12/11

ცეკვა 2 2 2 2 2 2 12

საგზაო ნიშნები,

მოძრაობის წესები ½ ½

Page 26: სასკოლო სასწავლო გეგმა1 დამოუკიდებელი სკოლა „მოძღვარი“ „შემუშავებულია“

26

დამოუკიდებელი სკოლა „მოძღვარი“

9 გეოგრაფია 2 3 2 3 2 3 2 3 2 3

10 ბუნებისმეტყვ. 3 4 3 4 2 3

11 ბიოლოგია 2 3 2 3 2 3 2 3

12 ქიმია 2 3 2 3 2 3 2 3

13 ფიზიკა 2 3 2 3 2 3 2 3

14 მუსიკა 2 2 2 2 2 3 1 2 2 1

15 ხელოვნება 2 3 2 3 2 3 2 1 1 2

16 გერმანული 2

2 2 3 2 3 2 3 2 3

17 ქიმიური ტექნ.

1 1

18 მსოფლ. კულტ.

1

19

შესავალი

თანამედროვე

ფიზიკაში 1 1

თავი 3. ინკლუზიური განათლება

მუხლი 23. ინკლუზიური განათლება

ინკლუზიური განათლება გულიხმობს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე

მოსწავლის ჩართვას ზოგადსაგანმანათლებლო პროცესში თანატოლებთან ერთად. იმ შემთხვევაში,

თუ სკოლაში ისწავლის ინკლუზიური მოსწავლე, სკოლა უზრუნველყოფს სსსმ მოსწავლის ჩართვას

ზოგადსაგანმანათლებლო პროცესში სხვა მოსწავლეებთან ერთად, მისთვის/მათთვის შემუშავებული

ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შესაბამისად.

მუხლი 24. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლე

1. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლე დამოუკიდებელი სკოლა

„მოძღვარში“ არ ირიცხება (შემდგომში - სსსმ მოსწავლე). სსსმ მოსწავლე შეიძლება იყოს

მოსწავლე, რომელსაც აქვს:

ა) ფიზიკური დარღვევა;

ბ) ინტელექტუალური დარღვევა;

გ) სენსორული დარღვევა (სმენის და/ან მხედველობის);

დ)მეტყველების დარღვევა;

ე) ქცევითი და ემოციური დარღვევა;

ვ) გრძელვადიანი ჰოსპიტალიზაციის საჭიროება;

ზ) სოციალური ფაქტორებით გამოწვეული სირთულეები სწავლაში, რის გამოც ვერ ძლევს

ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებს.

Page 27: სასკოლო სასწავლო გეგმა1 დამოუკიდებელი სკოლა „მოძღვარი“ „შემუშავებულია“

27

დამოუკიდებელი სკოლა „მოძღვარი“

2. ეროვნული სასწავლო გეგმის მოდიფიცირება ნიშნავს ეროვნული სასწავლო გეგმით

განსაზღვრული შედეგების რაოდენობრივ და/ან თვისებრივ ცვლილებებს, რომელიც

შესაძლებელია გულისხმობდეს სასწავლო მიზნების შემცირებას ან გაზრდას, გამარტივებას ან

გართულებას.

3. სასწავლო გარემოსთან ადაპტაცია ნიშნავს ეროვნული სასწავლო გეგმით

გათვალისწინებული სასწავლო გარემოს ისეთ ცვლილებას, რომელიც არ იწვევს ეროვნული

სასწავლო გეგმის შინაარსის შეცვლას, არამედ ხელს უწყობს სპეციალური

საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლისთვის შესაბამისი სასწავლო გარემოს და

პირობების შეცვლას, კერძოდ:

ა) სკოლისა და კლასის ფიზიკური გარემო;

ბ) საათობრივი ბადე;

გ) დღის გრაფიკი, აქტივობების ხანგრძლივობა;

დ) სასწავლო მასალა;

ე) სწავლების სტრატეგია;

ვ) ალტერნატიული შეფასების გამოყენება (ტესტირება, წერითი დავალება, ზეპირი დავალება და

სხვა.) და სხვა.

4. ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შედგენა ნიშნავს მძიმე და/ან ძალიან მძიმე

ინტელექტუალური დარღვევის ან მრავლობითი დარღვევის მქონე მოსწავლეებისთვის

ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული სასწავლო მიზნებისა და შედეგების

რადიკალურ ცვლილებას, რომელიც ორიენტირებულია მოსწავლის ინდივიდუალურ

საჭიროებებზე და ფოკუსირებულია შედეგზე სწავლების მრავალფეროვანი ფორმებისა და

სტრატეგიების გამოყენებით.

მუხლი 25. ინდივიდუალური სასწავლო გეგმა

1. ინდივიდუალური სასწავლო გეგმა არის სსსმ მოსწავლისათვის შექმნილი, ეროვნულ სასწავლო

გეგმაზე დაფუძნებული სასწავლო გეგმა, რომელიც სასკოლო სასწავლო გეგმის ნაწილია.

2. ინდივიდუალური სასწავლო გეგმა მაქსიმალურად უნდა ითვალისწინებდეს სსსმ მოსწავლის

ყველა საგანმანათლებლო საჭიროებას და მისი დაკმაყოფილების გზებს, მოსწავლის ინტერესებსა

და ინდივიდუალურ შესაძლებლობებს, რომელიც აუცილებელია ინდივიდუალური სასწავლო

გეგმით გათვალისწინებული მიზნების მისაღწევად.

3. ინდივიდუალური სასწავლო გეგმა იქმნება სასწავლო წლის დაწყებიდან არაუგვიანეს სამი კვირისა

(იმ მოსწავლეების შემთხვევაში, რომელთა ინდივიდუალური საჭიროებები უკვე

იდენტიფიცირებულია) ან მოსწავლის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების გამოვლენიდან

ერთი თვის ვადაში.

4. ინდივიდუალური სასწავლო გეგმა შეიძლება მოიცავდეს ყველა საგანს ან რომელიმე კონკრეტულ

საგანს/საგნებს სსსმ მოსწავლის საჭიროების შესაბამისად.

5. ყოველი სსსმ მოსწავლისთვის ინდივიდუალური სასწავლო გეგმის ფარგლებში დეტალურად

განისაზღვროს:

Page 28: სასკოლო სასწავლო გეგმა1 დამოუკიდებელი სკოლა „მოძღვარი“ „შემუშავებულია“

28

დამოუკიდებელი სკოლა „მოძღვარი“

ა) სასწავლო შედეგები, სწავლების სტრატეგიები და სასწავლო (როგორც საკლასო, ისე საშინაო)

აქტივობები შერჩეულ საგანში/საგნებში;

ბ) დრო, რომელსაც მასწავლებელი დაუთმობს ინდივიდუალური სასწავლო გეგმით განსაზღვრული

სასწავლო შედეგების მიღწევას თითოეულ საგანში;

გ) მოსწავლისათვის საჭირო დამატებითი ჯგუფური/ინდივიდუალური მეცადინეობები,

მეცადინეობების გრაფიკი, ადგილი და ხანგრძლივობა;

დ) დამატებით ჯგუფურ/ინდივიდუალურ მეცადინეობებზე პასუხისმგებელი პირი: მასწავლებელი,

სპეციალური მასწავლებელი, ასევე მეცადინეობა შესაძლებელია განხორციელდეს ფსიქოლოგის

ჩართულობით და სხვა; სსსმ მოსწავლისათვის დამატებითი დამხმარე პერსონალის (სანიტარი, ძიძა

და სხვა) საჭიროება;

ე) სასწავლო პროცესში გამოსაყენებელი მასალა (სახელმძღვანელოები და მოსწავლისათვის

საჭირო დამატებითი საგანმანათლებლო მასალა) და მასალის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი

პირი (რომელიც შეიძლება იყოს მშობელიც);

ვ) მოსწავლისათვის საჭირო დამატებითი ტექნიკური რესურსი.

6. ინდივიდუალური სასწავლო გეგმა უნდა ითვალისწინებდეს ინფორმაციას ბავშვის ინტერესების,

ძლიერი და სუსტი მხარეების შესახებ აკადემიური, შემეცნებითი, სოციალური, ქცევითი, ემოციური,

მოტორული და სხვა სფეროების მიხედვით.

7. სწავლის პროცესში სირთულეების გამოვლენის შემდეგ სკოლამ უნდა უზრუნველყოს მოსწავლის

შესაძლებლობების შეფასება. საჭიროების შემთხვევაში, მოსწავლის დეტალური შეფასებისთვის და

მის განათლებასთან დაკავშირებული რეკომენდაციებისთვის სკოლას შეუძლია მიმართოს

სამინისტროს ინკლუზიური განათლების მულტიდისციპლინურ გუნდს (შემდგომში –

მულტიდისციპლინური გუნდი).

8. თითოეული სსსმ მოსწავლისათვის სკოლამ უნდა განსაზღვროს ინდივიდუალური სასწავლო

გეგმის შესამუშავებლად სამუშაო ჯგუფი (შემდგომში – ისგ ჯგუფი), რომელიც უზრუნველყოფს სსსმ

მოსწავლისათვის ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შემუშავებას და ხელს შეუწყობს მის

განხორციელებას. ისგ-ს ჯგუფი ვალდებულია მონაწილეობა მიიღოს ისგ-ს შიდა მონიტორინგში და

მასალა წარუდგინოს სკოლის დირექტორს.

9. ისგ ჯგუფში უნდა გაერთიანდნენ ის პედაგოგები, რომლებიც უშუალოდ ასწავლიან მოსწავლეს,

აგრეთვე მშობელი/მშობლები, სკოლის ადმინისტრაციის წევრი/წევრები, ფსიქოლოგი,

მეტყველების თერაპევტი ან სპეციალური მასწავლებელი.

10. ისგ ჯგუფს უნდა ჰყავდეს კოორდინატორი, რომელიც წარმართავს ჯგუფის წევრების მუშაობას და

პასუხისმგებელია ჯგუფის საქმიანობაზე; სასურველია, ჯგუფს ხელმძღვანელობა გაუწიოს

დამრიგებელმა ან სპეციალურმა მასწავლებელმა.

11. ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შედგენის შემდეგ უნდა ჩატარდეს ისგ ჯგუფის წევრების

მინიმუმ ერთი მიმდინარე და ყოველი სემესტრის ბოლოს ერთი შემაჯამებელი შეხვედრა.

შეხვედრებზე განიხილება გეგმის შესრულების მიმდინარეობა და გეგმაში შესატანი ცვლილებები

(თუკი ამის საჭიროება არსებობს). გეგმის განხორციელების მონიტორინგის შედეგად გეგმა

ექვემდებარება პერიოდულ ცვლილებებს.

12. ისგ ჯგუფის შეხვედრებზე იწარმოება სხდომის ოქმები. ყველა სხდომის ოქმი ინახება მოსწავლის

პირად საქმეში.

Page 29: სასკოლო სასწავლო გეგმა1 დამოუკიდებელი სკოლა „მოძღვარი“ „შემუშავებულია“

29

დამოუკიდებელი სკოლა „მოძღვარი“

13. ინდივიდუალური სასწავლო გეგმა შედგენისთანავე დასამტკიცებლად წარედგინება პედაგოგიურ

საბჭოს.

14. ისგ ჯგუფმა სასწავლო წლის ბოლოს სკოლის ადმინისტრაციას უნდა მიაწოდოს სსსმ მოსწავლის

პირად საქმეში შესატანად მოსწავლის შესახებ წარმოებული სრული დოკუმენტაცია

(ინდივიდუალური სასწავლო გეგმა, სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობები და სხვ.).

15. ყოველი სასწავლო წლის ბოლოს სსსმ მოსწავლის თითოეული საგნის მასწავლებელმა ისგ

ჯგუფის კოორდინატორისათვის გადასაცემად უნდა მოამზადოს სსსმ მოსწავლის მიღწევის ანგარიში,

რომელიც წარედგინება პედაგოგიურ საბჭოს და მშობელს.

მუხლი 26. სსსმ მოსწავლის აკადემიური მიღწევის შეფასება, დასწრება და გაცდენები

1. სსსმ მოსწავლის აკადემიური მიღწევის შეფასება ხდება იმავე პრინციპით, რომლითაც ხდება

ნებისმირი სხვა მოსწავლის აკადემიური მიღწევის შეფასება. თუ სსსმ მოსწავლე განათლებას იღებს

ინდივიდუალური სასწავლო გეგმით, ფასდება მის მიერ ინდივიდუალური სასწავლო გეგმით

განსაზღვრული მიზნების მიღწევის დონე. სსსმ მოსწავლე, რომელიც წარმატებით სძლევს

ინდივიდუალურ სასწავლო გეგმას, ფასდება მაღალი ქულით.

2. სსსმ მოსწავლისთვის სემესტრული, წლიური, საერთო წლიური და საფეხურის საერთო ქულების

გამოანგარიშება ხდება იმავე პრინციპით, როგორც სხვა მოსწავლეებისთვის, ეროვნული სასწავლო

გეგმის მე-20 მუხლის შესაბამისად.

3. გამონაკლის შემთხვევაში დასაშვებია სსსმ მოსწავლეს არ ქონდეს სემესტრული შეფასება ერთ ან

რამდენიმე საგანში. გამონაკლისი დაიშვება მულტიდისციპლინური გუნდის დასკვნის საფუძველზე.

გამონაკლის შემთხვევაში მოსწავლის საგნის სემესტრული ქულა წარმოადგენს საგნის წლიურ

ქულას. თუ სსსმ მოსწავლე რომელიმე საგანში მოცემულ სემესტრში არ ფასდება, ეს ხელს არ უშლის

მას გადავიდეს მომდევნო კლასში.

4. თუ სსსმ მოსწავლეს აქვს მოწყვლადი ჯანმრთელობის მდგომარეობა და არსებობს ამის

დამადასტურებელი საბუთი მის პირად საქმეში, სსსმ მოსწავლის მიმართ არ ვრცელდება ეროვნული

სასწავლო გეგმის 22-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებები.

მუხლი 27. სსსმ მოსწავლეთა შინ სწავლება

1. იმ შემთხვევაში, თუ სსსმ მოსწავლეს ჯანმრთელობის მდგომარეობა არ აძლევს სკოლაში

სიარულის საშუალებას, სკოლა მიმართავს მულტიდისციპლინურ გუნდს, რომლის დასკვნის

საფუძველზეც სსსმ მოსწავლე სწავლას განაგრძობს შინ სწავლების ფორმით. ამ შემთხვევაში

მოსწავლე ირიცხება სკოლაში, მაგრამ არ ესწრება გაკვეთილებს. სკოლა უდგენს მას

ინდივიდუალური სწავლების სპეციალურ გეგმას, რომლის მიხედვითაც მოხდება სსსმ მოსწავლის შინ

სწავლება.

2. შინ სწავლების მეთოდით გათვალისწინებული ინდივიდუალური სასწავლო გეგმა მაქსიმალურად

უნდა იყოს მიახლოებული ეროვნულ სასწავლო გეგმასთან. სკოლა ვალდებულია დაადგინოს

განრიგი, რომლის მიხედვითაც საგნის მასწავლებელი და საჭიროების შემთხვევაში, სპეციალური

მასწავლებელი განახორციელებენ სსსმ მოსწავლესთან ვიზიტებს. სკოლამ/ისგ ჯგუფმა უნდა

განახორციელოს შინ სწავლების პროცესის მონიტორინგი.

3. შინ სწავლების პროცესში ჩართული უნდა იყოს სსსმ მოსწავლის მშობელი, რომელიც დაეხმარება

მოსწავლეს ყოველდღიური დავალებების შესრულებაში.

4. შინ სწავლების პროცესში რეკომენდებულია ინტერნეტისა და ვიდეოკონფერენციების გამოყენება.

Page 30: სასკოლო სასწავლო გეგმა1 დამოუკიდებელი სკოლა „მოძღვარი“ „შემუშავებულია“

30

დამოუკიდებელი სკოლა „მოძღვარი“

5. სსსმ მოსწავლის შინ სწავლების შემთხვევაში სკოლა უზრუნველყოფს შინ სწავლებაზე მყოფი

მოსწავლისათვის შესაბამისი კლასის საათობრივი ბადით განსაზღვრული თითოეული საგნის (გარდა

ფიზიკური აღზრდისა) კვირაში მინიმუმ ერთი აკადემიური საათის ოდენობით ჩატარებას.

6. იმისათვის, რომ სკოლაში სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლემ (სსსმ) თავი უსაფრთხოდ და

დაცულად იგრძნოს:

ა) სკოლა შექმნის სამუშაო ჯგუფს (შემდგომში ისგ - ჯგუფი) რომელიც უზრუნველყოფს სსსმ

მოსწავლისათვის მიმართულების განსაზღვრას, ინდივიდუალური სასწავლო გეგმების შემუშავებას

და ხელს შეუწყობს მის განხორციელებას.

ბ) ისგ-ჯგუფში გაერთიანებული იქნებიან პედაგოგები, მშობელი, ექიმი/ სპეც. პედაგოგი, ფსიქოლოგი,

დამრიგებელი და ა.შ.

გ) ისგ ჯგუფის მიერ სსსმ მოსწავლის საჭიროების შესაბამისად შემუშავდება ინდივიდუალური

სასწავლო გეგმა (მოდიფიცირებული სასწავლო გეგმა);

დ) მასწავლებელს, მულტიდისციპლინურ გუნდთან შეთანხმებით, საჭიროებისამებრ შეუძლია სსსმ

მოსწავლეს შეუცვალოს გაკვეთილები ან შეუმციროს რაოდენობა.

ე) მასწავლებელს შეუძლია საჭიროებისამებრ შეიმუშაოს ალტერნატიული აქტივობები;

ვ) ცოდნის ხარისხის გაზრდის მიზნით, ჩაუტაროს დამატებითი მეცადინეობა, შეაფასოს

ინდივიდუალური მიღწევების მიხედვით;

ზ) სკოლამ უნდა შეუქმნას მოსწავლეს კონკრეტულ სიტუაციაზე წარმოდგენა;

თ) სკოლამ უნდა წაახალისოს მოსწავლე, ზოგჯერ უბიძგოს კიდეც, გახდეს დამოუკიდებელი,

რამდენადაც ეს მისთვის იქნება შესაძლებელი;

ი) სკოლამ უნდა ჩამოუყალიბოს მოსწავლეს სხვადასხვა უნარები;

კ) მასწავლებელმა უნდა განუვითაროს კითხვის, წერის და აზროვნების უნარები, რომლებიც

დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის არის საჭირო;

ლ) ვიზუალური გზით სწავლებისას გამოყენებული იქნება ნახატმანიპულაციები, (მათემატიკის)

დიაგრამები, ილუსტრირებული სახელმძღვანელოები, ვიდეოები, ფორმატები, სლაიდები და სხვა

თვალსაჩინოებები;

მ) სმენითი გზით სწავლებისას ჩაუტარდებათ დისკუსიები, ლექციები. სადაც ყურადღება

გამახვილებული იქნება მის ინტონაციაზე, მეტყველების ტემპზე;

ნ) გამოყენებული იქნება სხვადასხვა თამაშები სოციალური განვითარებისთვის.

ო) ექნებათ კომპიუტერის გამოყენების საშუალება;

პ) მიეწოდება მოთხრობები სოციალური უნარების დასასწავლად;

ჟ) ურთიერთობა დამყარდება ოჯახსა და სკოლას შორის, აკადემიური ქცევითი და სოციალურ-

ემოციური საკითხების განსახილველად.

თავი 4. სასწავლო რესურსი

მუხლი 28. საგანმანათლებლო რესურსების ტიპებია:

ა) გრიფმინიჭებული სასკოლო სახელმძღვანელოები;

ბ) დამხმარე ლიტერატურა;

გ) საგანმანათლებლო ელექტრონული რესურსები (ვიდეო, DVD, კომპაქტური დისკები);

Page 31: სასკოლო სასწავლო გეგმა1 დამოუკიდებელი სკოლა „მოძღვარი“ „შემუშავებულია“

31

დამოუკიდებელი სკოლა „მოძღვარი“

დ) სხვადასხვა სახის თვალსაჩინოები (რუკები, პლაკატები, მოდელები და სხვ.);

ე) ბიბლიოთეკა, თეატრი, ბუნებრივი გარემო და სხვ.

მუხლი 29. 2017-2018 სასწავლო წლის გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოების ჩამონათვალი

Iკლასი

საგანი გამომცემლობა ავტორი

1 ქართული ენა „მერიდიანი“ ნ. მაღლაკელიძე

2 მათემატიკა გამომცემლობა-

სტამბა“ფორმა“

თინა ბექაური, ავთ.

საგინაშვილი

3 ბუნებისმეტყველება „ბაკურ სულაკაური“ კვანტალიანი

4 ინგლისური ენა “Starter

Pack’’

მაკმილანი მერი ბოუენი, ლიზ

ჰოკინგი

5 ხელოვნება „მერიდიანი“ ნ. მაჭარაშვილი

6 მუსიკა „წყაროსთვალი“ მ. ოთიაშვილი

7 სპორტი „დიოგენე“ აფციაური

II კლასი

საგანი გამომცემლობა ავტორი

1 ქართული ენა „მერიდიანი“ ნ. მაღლაკელიძე

2 მათემატიკა გამომც.-სტამბა“ფორმა“ თ. ბექაური

ავთ. საგინაშვილი

3 ბუნებისმეტყველება „ბაკურ სულაკაური“ კვანტალიანი

4 ინგლისური ენა “English

world” 1

„მაკმილანი“ მერი ბოუენი, ლიზ

ჰოკინგი

5 რუსული ენა დ 01 „ოცდამეერთე“ ბარსეგოვა, ბოლდაკოვა

6 ხელოვნება „მერიდიანი“ ნ. მაჭარაშვილი

7 მუსიკა „წყაროსთვალი“ მ. ოთიაშვილი

8 სპორტი „დიოგენე“ ლ. აფციაური

III კლასი

საგანი გამომცემლობა ავტორი

1 ქართული ენა „მერიდიანი“ ნ. მაღლაკელიძე

2 მათემატიკა გამომც.-სტამბა“ფორმა“ თ. ბექაური

ავთ. საგინაშვილი

3 ინგლისური ენა “English

world” 2

„მაკმილანი“ მერი ბოუენი, ლიზ

ჰოკინგი

4 რუსული ენა დ 1 „ოცდამეერთე“ ბარსეგოვა, ბოლდაკოვა

5 ბუნებისმეტყველება „ბაკურ სულაკაური“ კვანტალიანი

6 ხელოვნება „მერიდიანი“ ნ. მაჭარაშვილი

7 მუსიკა „წყაროსთვალი“ მ. ოთიაშვილი

Page 32: სასკოლო სასწავლო გეგმა1 დამოუკიდებელი სკოლა „მოძღვარი“ „შემუშავებულია“

32

დამოუკიდებელი სკოლა „მოძღვარი“

IV კლასი

საგანი გამომცემლობა ავტორი

1 ქართული ენა „მერიდიანი“ ნ. მაღლაკელიძე

2 მათემატიკა გამომც.-სტამბა“ფორმა“ თ. ბექაური

ავთ. საგინაშვილი

3 ინგლისური ენა “English

world” 3

„მაკმილანი“ მერი ბოუენი, ლიზ

ჰოკინგი

4 რუსული ენა დ 2 „ოცდამეერთე“ ბარსეგოვა, ბოლდაკოვა

5 ბუნებისმეტყველება „ბაკურ სულაკაური“ კვანტალიანი

6 ხელოვნება „მერიდიანი“ ნ. მაჭარაშვილი

7 მუსიკა „წყაროსთვალი“ მ. ოთიაშვილი

9 სამოქ. თავდაცვა და

უსაფრთხოება

შპს“სიდის ეკონ. განათლ. და

განვ. ცენტრი“ათ.

ტალახაძე

V კლასი

საგანი გამომცემლობა ავტორი

1 ქართული ენა „მერიდიანი“ ნ. მაღლაკელიძე

2 მათემატიკა გამომც.-სტამბა“ფორმა“ თ. ბექაური

ავთ. საგინაშვილი

3 ინგლისური ენა “English

world” 4

„მაკმილანი“ მერი ბოუენი, ლიზ

ჰოკინგი

4 რუსული ენა დ 3 „ოცდამეერთე“ ბარსეგოვა, ბოლდაკოვა

5 ბუნებისმეტყველება „ბაკურ სულაკაური“ კვანტალიანი

6 ხელოვნება „მერიდიანი“ ნ. მაჭარაშვილი

7 მუსიკა „წყაროსთვალი“ მ. ოთიაშვილი

8 ჩვენი საქართველო „ლოგოს პრესი“ სურგულაძე, ნეიძე

9 ისტ

„დიოგენე“ ჯამასპიშვილი

10 გერმანული ენა 1 ნაწ. „ინტელექტი“ კობახიძე, მეტრეველი

VI კლასი

საგანი გამომცემლობა ავტორი

1 ქართული ენა „მერიდიანი“ ნ. მაღლაკელიძე

2 მათემატიკა გამომც.-სტამბა“ფორმა“ თ. ბექაური

ავთ. საგინაშვილი

3 ინგლისური ენა “English

world” 5

„მაკმილანი“ მერი ბოუენი, ლიზ

ჰოკინგი

4 რუსული ენა დ 4 „ოცდამეერთე“ ბარსეგოვა, ბოლდაკოვა

5 ბუნებისმეტყველება „ბაკურ სულაკაური“ გ. კვანტალიანი

Page 33: სასკოლო სასწავლო გეგმა1 დამოუკიდებელი სკოლა „მოძღვარი“ „შემუშავებულია“

33

დამოუკიდებელი სკოლა „მოძღვარი“

6 ხელოვნება „მერიდიანი“ ნ. მაჭარაშვილი

7 მუსიკა „წყაროსთვალი“ მ. ოთიაშვილი

8 ჩვენი საქართველო „ლოგოს პრესი“ სურგულაძე, ნეიძე

9 გერმანული ენა II ნაწ. „ინტელექტი“ ლ. კობახიძე, ლ. მეტრეველი

11 ისტ „დიოგენე“ ჯამასპიშვილი

VII კლასი

საგანი გამომცემლობა ავტორი

1 ქართული ენა „სწავლანი“ როდონაია, ნაკუდაშვილი

2 მათემატიკა „ინტელექტი“ გოგიშვილი, ვეფხვაძე

3 ინგლისური ენა

“Top Score” 1

„ ბაკურ სულაკაური“ Yayne Wildman, Yames

Styring ,Kathy Fiude,

4 რუსული ენა ს 3 „არტანუჯი“ ლორთქიფანიძე, ჩხეიძე

5 ბუნებისმეტყველება „დიოგენე“ ბურდილაძე

6 ხელოვნება „მერიდიანი“ ნ. მაჭარაშვილი

7 მუსიკა „წყაროსთვალი“ მ. ოთიაშვილი

8 ისტორია „ბაკურ სულაკაური“ სანიკიძე.ფირცხალავა,

გორდეზიანი

9 გეოგრაფია "„ბაკურ სულაკაური“ ბლიაძე, ჭანტურია

10 გერმანული ენა ს2 „ინტელექტი“ ლ. კობახიძე, ლ. მეტრეველი

VIII კლასი

საგანი გამომცემლობა ავტორი

1 ქართული ენა „სწავლანი“ როდონაია, ნაკუდაშვილი

2 მათემატიკა „ინტელექტი“ გოგიშვილი, ვეფხვაძე

3 ინგლისური ენა

“Top Score” 2

„ ბაკურ სულაკაური“ Yayne Wildman, Yames

Styring ,Kathy Fiude,

4 რუსული ენა ს 4 „არტანუჯი“ ლორთქიფანიძე, ჩხეიძე

5 ბიოლოგია „ტრიასი“ ზაალიშვილი, იოსებაშვილი

6 ფიზიკა „ინტელექტი“ გედენიძე, ლაზარაშვილი

7 ქიმია „ინტელექტი“ ვარდიაშვილი

8 ისტორია „ბაკურ სულაკაური“ სანიკიძე.ფირცხალავა,

ასათიანი

9 გეოგრაფია "„ბაკურ სულაკაური“ კერესელიძე, ბლიაძე,

ჭანტურია

10 გერმანული ენა ს 3 „ინტელექტი“ ლ. კობახიძე, ლ. მეტრეველი

11 ხელოვნება „კლიო“ კლდიაშვილი

12 მუსიკა „ინტელექტი“ ჩიკვაიძე

13 სამოქ. თავდ. და უსაფრ. შპს’ სიდის ეკონ. განათ. და

განვით ცენტრი“

ტალახაძე

Page 34: სასკოლო სასწავლო გეგმა1 დამოუკიდებელი სკოლა „მოძღვარი“ „შემუშავებულია“

34

დამოუკიდებელი სკოლა „მოძღვარი“

IX კლასი

საგანი გამომცემლობა ავტორი

1 ქართული ენა „სწავლანი“ როდონაია, არაბული

2 მათემატიკა „ინტელექტი“ გოგიშვილი, ვეფხვაძე

3 ინგლისური ენა

“Top Score” 3

„ ბაკურ სულაკაური“ Yayne Wildman, Yames

Styring ,Kathy Fiude,

4 რუსული ენა ს 5 „არტანუჯი“ ლორთქიფანიძე, ჩხეიძე

5 ბიოლოგია „ტრიასი“ ზაალიშვილი, იოსებაშვილი

6 ფიზიკა „ინტელექტი“ გედენიძე, ლაზარაშვილი

7 ქიმია „ინტელექტი“ ვარდიაშვილი

8 საქართველოს ისტორია „ბაკურ სულაკაური“ ლორთქიფანიძე, ასათიანი,

ლომაშვილი

9 გეოგრაფია "საქ. მაცნე“ ბერუჩაშვილი,

ელიზბარაშვილი

10 გერმანული ენა „ინტელექტი“ კობახიძე, მეტრეველი

11 სამოქალაქო განათლება „ბაკურ სულაკაური“ ნ. ტალახაძე, თ. ქალდანი

12 ხელოვნება „კლიო“ კლდიაშვილი

13 მუსიკა „ინტელექტი“ ჩიკვაიძე

X კლასი

საგანი გამომცემლობა ავტორი

1 ქართული

ენა

„დიოგენე“ მუზაშვილი

2 მათემატიკა „ინტელექტი“ გოგიშვილი, ვეფხვაძე

3 ინგლისური

ენა Activate

A2

“PEARSON” Carolyn Barrclough,Elaine

Roderick

4 რუსული ენა

ს 6

„არტანუჯი“ ლორთქიფანიძე, ჩხეიძე

5 ბიოლოგია „ტრიასი“ ზაალიშვილი, იოსებაშვილი

6 ფიზიკა „ინტელექტი“ გედენიძე, ლაზარაშვილი

7 ქიმია „ინტელექტი“ ვარდიაშვილი

8 ისტორია „ბაკურ სულაკაური“ ფირცხალავა, სანიკიძე,

ოთხმეზური, გორდეზიანი

9 გეოგრაფია "„ბაკურ სულაკაური“ კერესელიძე, ბლიაძე, ჭანტურია

10 სამოქალაქო

განათლება

„ბაკურ სულაკაური“ თ.ბრეგვაძე,ი.პეტრიაშვილი, ნ.

ტალახაძე

Page 35: სასკოლო სასწავლო გეგმა1 დამოუკიდებელი სკოლა „მოძღვარი“ „შემუშავებულია“

35

დამოუკიდებელი სკოლა „მოძღვარი“

11 შესავალი

თანამედროვე

ფიზიკაში

ლექტრონული ვერსიები

გიორგი გედენიძე

XI კლასი

საგანი გამომცემლობა ავტორი

1 ქართული ენა „დიოგენე“ მუზაშვილი

2 მათემატიკა „ინტელექტი“ გოგიშვილი, ვეფხვაძე

3 ინგლისური ენა Activate

B1

“PEARSON” Carolyn Barrclough,Elaine

Roderick

4 რუსული ენა ს 7 „არტანუჯი“ ლორთქიფანიძე, ჩხეიძე

5 ბიოლოგია „ტრიასი“ ზაალიშვილი, იოსებაშვილი

6 ფიზიკა „ინტელექტი“ გედენიძე, ლაზარაშვილი

7 ქიმია „ინტელექტი“ ვარდიაშვილი

8 ისტორია „ბაკურ სულაკაური“ ასათიანი, კიღურაძე

9 გეოგრაფია "„ბაკურ სულაკაური“ კერესელიძე, ბლიაძე,

ჭანტურია

10 საგზაო ნიშნები და

მოძრაობის უსაფრთხ.

შპს „მეპ“ ნოდარ სააკაშვილი

XII კლასი

საგანი გამომცემლობა ავტორი

1 ქართული ენა „დიოგენე“ მუზაშვილი

2 მათემატიკა „ინტელექტი“ გოგიშვილი, ვეფხვაძე

3 ინგლისური ენა Activate

B1+

“PEARSON” Carolyn Barrclough,Elaine

Roderick

4 რუსული ენა ს 8 „არტანუჯი“ ლორთქიფანიძე, ჩხეიძე

5 სამოქ. თავდ. და უსაფრ. შპს’ სიდის ეკონ. განათ. და

განვით ცენტრი“

ტალახაძე

6 ისტორია „ბაკურ სულაკაური“ კიღურაძე, კუპატაძე,

სანიკიძე, ფირცხალავა

7 მსოფ. კულტურა ელექტრონული ვერსიები ნინო ჩიქოვანი, ივანე

წერეთელი, ქეთევან

კაკიტელაშვილი და სხვ.

მუხლი 30. დამხმარე/დამატებითი რესურსი:

კლასი საგანი გამომცემლობა ავტორი

Page 36: სასკოლო სასწავლო გეგმა1 დამოუკიდებელი სკოლა „მოძღვარი“ „შემუშავებულია“

36

დამოუკიდებელი სკოლა „მოძღვარი“

III - VIII რელიგია და კულტურა

(ფაკულტატური)

„საქ. მაცნე“ რ. თვარაძე

V - IX ქართული ენა "საქ. მაცნე“ ა. შანიძე

მათემატიკა: საანგარიშო, მაგნიტური დაფა, რიცხვები მაგნიტური სამაგრით, ბრტყელი

გეომეტრიული ფიგურები მაგნიტური სამაგრით, სახაზავი, სანტიმეტრი, საათი, წამზომი,

თერმომეტრი და ა.შ

ქართული: ქართული ანბანი, ბიოგრაფიული თვალსაჩინოებები და ა.შ

საზოგადოებრივი მეცნიერებები: რუკები, ნახევარსფეროების ფიზიკური რუკა, მაგნიტები, კომპასი,

გლობუსი და ა.შ

საბუნებისმეტყველო მეცნიერებები: ლაბორატორიის სრული კომპლექტი, მულაჟების, პლაკატები,

რეაქტივები და ა.შ

სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება: ნატურიდან ხატვისთვის საჭირო სხვადასხვა თვალსაჩინოება,

დაზგა, დეკორატიული და გეომეტრიული ფიგურები, მხატვრების ალბომები და პლაკატები,

ფანქრები, სახატავი მასალები და ა.შ..

მუსიკა: პიანინოები, კომპაქტ დისკები, ქართული ხალხური საკრავების პლაკატები და ა.შ

სპორტი: ბურთები, ჭადრაკი დაფები, ჰულაჰუპები, ჩოქბურთის მაგიდა და სხვა.

(დამატებითი სასწავლო რესურსის ჩამონათვალი იხ. დანართის სახით)

თავი 5. სწავლა-სწავლების ხარისხის მართვის მექანიზმები

მუხლი 31. მონიტორინგის ჯგუფი და ხარისხის მართვა

1. დამოუკიდებელ სკოლა „მოძღვარში“ სასკოლო სასწავლო გეგმის შეფასებისა და შემდგომი

გაუმჯობესების მიზნით შექმნილია მონიტორინგის ჯგუფი და შემუშავებულია სწავლა-

სწავლების ხარისხის მართვის მექანიზმები.

2. სასკოლო სასწავლო გეგმა ხელს უნდა უწყობდეს სკოლის მისიით განსაზღვრული მიზნების

მიღწევას, ის უნდა პასუხობდეს მოსწავლეთა მოთხოვნებს და საშუალებას აძლევდეს მათ,

შეიძინონ ეროვნული სასწავლო გეგმითა და სკოლის მისიით გათვალისწინებული ცოდნა და

უნარ-ჩვევები.

3. სასკოლო სასწავლო გეგმის შემუშავების, მონიტორინგისა და შეფასების პროცესში

ჩართულია მთელი სასკოლო საზოგადოება. თითოეული მათგანის პოზიცია

მნიშვნელოვანია, რათა შემუშადეს ეფექტიანი სასკოლო სასწავლო გეგმა, რაც შესაძლებელი

მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ადმინისტრატორებსა და სასკოლო საზოგადოებას აქვთ

ერთიანი ხედვა ძირითად სასწავლო შინაარსსა და სწავლების საერთო პრინციპებსა და

მიდგომებზე.

4. სკოლის ხელმძღვანელობამ უნდა უზრუნველყოს სასკოლო საზოგადოების ფოკუსირება

სკოლის მისიასა და მიზნებზე. ის სკოლის უმთავრეს ამოცანად აღიარებს მოსწავლის

Page 37: სასკოლო სასწავლო გეგმა1 დამოუკიდებელი სკოლა „მოძღვარი“ „შემუშავებულია“

37

დამოუკიდებელი სკოლა „მოძღვარი“

მიღწევებსა და წარმატებებს და სკოლის მთელ საზოგადოებას ანგარიშვალდებულს ხდის მის

განხორციელებაზე. სასწავლო პროცესის ხელმძღვანელობისა და ადმინისტრაციული

ფუნქციების წარმატებულად შესრულებით იგი უზრუნველყოფს პოზიტიური ცვლილებების

განხორციელებას და სკოლის მიზნების მიღწევას;

5. მიზნების მიღწევა შესაძლებელია, თუ სასწავლო გეგმები, სწავლება და შეფასება

თანმიმდევრულია და შეესაბამება ეროვნულ სტანდარტებს. მუდმივად მიმდინარეობს

მონაცემთა შეგროვება მოსწავლეებისა და მასწავლებლების მიღწევების შესახებ და

აღნიშნული ინფორმაცია გამოიყენება სწავლების პრაქტიკის გაუმჯობესებისა და

მოსწავლეების შედეგების ამაღლების მიზნით;

6. უსაფრთხო, დისციპლინირებული, პოზიტიური, ჯანსაღი, წამახალისებელი და

ინტელექტუალურად მასტიმულირებელი გარემო ქმნის მოსწავლეების სწავლისა და

წარმატებისთვის ხელსაყრელ პირობებს.

7. სკოლაში სასწავლო პროცესის შეფასებისა და გაუმჯობესების პროცესს გეგმავს და

ზედამხედველობას უწევს მონიტორინგის ჯგუფი და ხარისხის მართვა. სკოლის

ადმინისტრაციასთან ერთად იგი შეიმუშავებს:

ა) შეფასებისა და დაკვირვების ფორმებს;

ბ) ამუშავებს შეფასების სტრატეგიის დოკუმენტს;

გ) აფასებს თემატურ და სასწავლო გეგმებს;

დ) ამუშავებს პედაგოგთა შეფასების სტრატეგიებს;

ე) შეიმუშავეს კითხვარებს მოსწავლეების, მასწავლებლებისა და მშობლებისათვის;

ვ) ამუშავებს გაკვეთილის შეფასების სტრატეგიებს;

ზ) მონიტორინგს უწევს შეფასების პროცესის მიმდინარეობას;

თ) აჯამებს და აანალიზებს მიღებულ შედეგებს;

ი) შედეგებიდან გამომდინარე სთავაზობს სკოლის დირექციას მომავალი სასწავლო წლის

დაგეგმვის რეკომენდაციებს.

მონიტორინგის სფერო პასუხისმგებელი პირები

სწავლა-სწავლების პროცესის მონიტორინგი

საგნობრივი კათედრები;

ხარისხის უზრუნველყოფის

სამსახური

სააღმზრდელო პროცესის მონიტორინგი

კლასის დამრიგებლები;

დირექტორის მოადგილე

აღმზრდელობით დარგში

ეროვნული სასწავლო გეგმით

გათვალისწინებული საგნობრივი სტანდარტის

მიღწევების მონიტორინგი

საგნობრივი კათედრები;

ადმინისტრაცია

მოსწავლეთა მიღწევების მონიტორინგი მასწავლებლები;

საგნობრივიკათედრები;

ადმინისტრაცია

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების

მონიტორინგი

საგნობრივი კათედრები;

ადმინისტრაცია

სასკოლო გარემო და სკოლის საერთო კულტურა ადმინისტრაცია;

მოსწავლეები და მშობლები.

Page 38: სასკოლო სასწავლო გეგმა1 დამოუკიდებელი სკოლა „მოძღვარი“ „შემუშავებულია“

38

დამოუკიდებელი სკოლა „მოძღვარი“

8. შეფასებაში სკოლის საზოგადოების ჩართულობა ხელს უწყობს სწავლების ხარისხის

გაუმჯობესებას. მასწავლებლების აზრის გათვალისწინება დადებითად აისახება სწავლა-

სწავლების პროცესზე, ვინაიდან შეფასება აღქმული იქნება როგორც პროფესიული

განვითარების ხელშემწყობი ფაქტორი. გარდა ამისა, მონიტორინგის ჯგუფი განივითარებს

კვლევის უნარ- ჩვევებს, რაც დაეხმარებათ როგორც პროფესიულ განვითარებაში, ასევე

საგაკვეთილო პროცესის უკეთ დაგეგმვასა და მოსწავლეთა მიღწევების ანალიზში.

განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მოსწავლისა და მასწავლებლის მიერ პროცესის

შეფასებას.