შესავალი ვიზიტს ახორციელებენ შიდა...

7
შესავალი მოცემული ანგარიში წარმოადგენს 2014 წლის მეორე, მესამე და მეოთხე კვარტლის პერიოდში საქართველოში შიდა მოგზაურობის სტატისტიკურ მიმოხილვას. მონაცემები მოიცავს შინამეურნეობების კვლევის შედეგებს, რომელიც მოწოდებულ იქნა სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ. შიდა მოგზაურობა არის მოცემულ პერიოდში საქართველოს რეზიდენტების მოგზაურობა ჩვეული გარემოს გარეთ 1 , რომლის განმავლობაშიც ისინი ახორციელებენ დანახარჯებს აქტივობებსა და განთავსების საშუალებებზე, რითაც წვლილი შეაქვთ ადგილობრივი ეკონომიკის განვითარებაში. გამოცემის მთავარ ინტერესს წარმოადგენს დასვენებისა და რეკრეაციის, ბიზნესის, მეგობრებისა და ნათესავების მონახულების მიზნებთან დაკავშირებული ვიზიტები, ასევე მოგზაურობის განმავლობაში გაწეული დანახარჯები. შიდა ტურიზმის მნიშვნელობა შიდა ტურიზმს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ეკონომიკურ აქტივობასა და დასაქმებაში. 2013 წელს შიდა ტურიზმის დანახარჯების წილმა მსოფლიოში ტურიზმის მთლიან გამოშვებაში 71.3% 1 ჩვეული გარემოს გარეთ მოგზაურობის იდენტიფიცირებისთვის ერთდროულად ორი ლოკაციისა და რეგულარობის მეთოდი გამოიყენება. პირველი აღნიშნავს შიდა ვიზიტი განხორციელდა თუ არა მუნიციპალიტეტის გარეთ. მეორე მეთოდი განსაზღვრავს კონკრეტულად ვიზიტის სიხშირეს, თუ შიდა ვიზიტორი სტუმრობს სხვა მუნიციპალიტეტს უფრო იშვიათად ვიდრე ორ კვირაში ერთხელ, ეს ვიზიტი არ განიხილება, როგორც რეგულარული. შეადგინა, ხოლო საერთაშორისო ტურიზმის ანალოგიური მაჩვენებელი მხოლოდ 28.7% იყო 2 . რამდენ ვიზიტს ახორციელებენ შიდა ვიზიტორები? შიდა ვიზიტორებმა რამდენჯერმე იმოგზაურეს მოცემული პერიოდისათვის. 2014 წლის მეორე, მესამე და მეოთხე კვარტლის ჯამური ვიზიტების რაოდენობამ 10 416 937 შეადგინა. ყველაზე მეტი ვიზიტი თბილისსა და იმერეთიდან (შესაბამისად 23.9% და 22.5%) დაფიქსირდა, ხოლო დანარჩენ რეგიონებში მცირედი სხვაობა შეინიშნებოდა განხორციელებული ვიზიტების სიხშირის მიხედვით (გრაფიკი 1). 2 World Travel &Tourism Council (2014):“The Economic Impact of Travel & Tourism 2014”. 1

Upload: others

Post on 18-Sep-2019

3 views

Category:

Documents


0 download

TRANSCRIPT

Page 1: შესავალი ვიზიტს ახორციელებენ შიდა ვიზიტორები · რომელია ტურიზმის პოპულარული

შესავალი

მოცემული ანგარიში წარმოადგენს 2014 წლის მეორე,

მესამე და მეოთხე კვარტლის პერიოდში

საქართველოში შიდა მოგზაურობის სტატისტიკურ

მიმოხილვას. მონაცემები მოიცავს შინამეურნეობების

კვლევის შედეგებს, რომელიც მოწოდებულ იქნა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ.

შიდა მოგზაურობა არის მოცემულ პერიოდში

საქართველოს რეზიდენტების მოგზაურობა ჩვეული

გარემოს გარეთ1, რომლის განმავლობაშიც ისინი

ახორციელებენ დანახარჯებს აქტივობებსა და

განთავსების საშუალებებზე, რითაც წვლილი შეაქვთ

ადგილობრივი ეკონომიკის განვითარებაში.

გამოცემის მთავარ ინტერესს წარმოადგენს

დასვენებისა და რეკრეაციის, ბიზნესის, მეგობრებისა

და ნათესავების მონახულების მიზნებთან

დაკავშირებული ვიზიტები, ასევე მოგზაურობის

განმავლობაში გაწეული დანახარჯები.

შიდა ტურიზმის მნიშვნელობა

შიდა ტურიზმს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს

ეკონომიკურ აქტივობასა და დასაქმებაში.

2013 წელს შიდა ტურიზმის დანახარჯების წილმა

მსოფლიოში ტურიზმის მთლიან გამოშვებაში 71.3%

1 ჩვეული გარემოს გარეთ მოგზაურობის იდენტიფიცირებისთვის

ერთდროულად ორი ლოკაციისა და რეგულარობის მეთოდი გამოიყენება.

პირველი აღნიშნავს შიდა ვიზიტი განხორციელდა თუ არა

მუნიციპალიტეტის გარეთ. მეორე მეთოდი განსაზღვრავს კონკრეტულად

ვიზიტის სიხშირეს, თუ შიდა ვიზიტორი სტუმრობს სხვა მუნიციპალიტეტს

უფრო იშვიათად ვიდრე ორ კვირაში ერთხელ, ეს ვიზიტი არ განიხილება,

როგორც რეგულარული.

შეადგინა, ხოლო საერთაშორისო ტურიზმის

ანალოგიური მაჩვენებელი მხოლოდ 28.7% იყო2.

რამდენ ვიზიტს ახორციელებენ შიდა

ვიზიტორები?

შიდა ვიზიტორებმა რამდენჯერმე იმოგზაურეს

მოცემული პერიოდისათვის. 2014 წლის მეორე,

მესამე და მეოთხე კვარტლის ჯამური ვიზიტების

რაოდენობამ 10 416 937 შეადგინა. ყველაზე მეტი

ვიზიტი თბილისსა და იმერეთიდან (შესაბამისად

23.9% და 22.5%) დაფიქსირდა, ხოლო დანარჩენ

რეგიონებში მცირედი სხვაობა შეინიშნებოდა

განხორციელებული ვიზიტების სიხშირის მიხედვით

(გრაფიკი 1).

2 World Travel &Tourism Council (2014):“The Economic Impact of

Travel & Tourism 2014”.

1

Page 2: შესავალი ვიზიტს ახორციელებენ შიდა ვიზიტორები · რომელია ტურიზმის პოპულარული

გრაფიკი 1: შიდა ვიზიტები რეგიონების მიხედვით

რომელია შიდა მოგზაურობის ძირითადი

მიზნები?

შიდა ვიზიტების უმრავლესობა მეგობრებისა და

ნათესავების მოსანახულებლად (52.3%)

განხორციელდა. ვიზიტების შედარებით მცირე

რაოდენობა დაფიქსირდა „შოპინგის“ (12.4%) და

მკურნალობა, გაჯანსაღების (10.4%) მიზნით.

მხოლოდ 5.8% შეადგენდა პროფესიული,

ეკონომიური საქმიონობის მიზნით

განხორციელებულ ვიზიტებს (გრაფიკი 2).

გრაფიკი 2: ვიზიტის მთავარი მიზანი

თბილისისა და საქართველოს დანარჩენი ნაწილის

რეზიდენტების მიერ განხორციელებული ვიზიტების

მთავარ მიზანში გარკვეული სხვაობა შეინიშნებოდა.

თბილისიდან არსებული ვიზიტების 17%

დასვენების, გართობისა და რეკრეაციის ხასიათის

იყო, ანალოგიური მაჩვენებელი საქართველოს

დანარჩენი ნაწილისათვის 7%-ია. თბილისიდან

ვიზიტების ნახევარზე მეტი (58%) მეგობრების და

ნათესავების მოსანახულებლად განხორციელდა.

აღნიშნული მაჩვენებელი დანარჩენი

საქართველოსთვის 51% იყო (გრაფიკი 3).

გრაფიკი 3: ვიზიტის მთავარი მიზანი

რეზიდენტობის მიხედვით

23.9% 22.5%

8.9% 8.9% 8.6% 8.5% 7.9% 6%3% 1.8%

52.3%

12.4%

10.4%

9.2%

5.8%

5.3%

1.9%

2.6%

მეგობრების, ნათესავების

მონახულება

შოპინგი

მკურნალობა, გაჯანსაღება

დასვენება, გართობა, რეკრეაცია

პროფესიული, ეკონომიკური

საქმიანობა

მეორე სახლის მონახულება

რელიგია/მომლოცველობა

სხვა

7%

17%

51%

58%

43%

25%

დანარჩენი საქართველო

თბილისი

დასვენება, გართობა, რეკრეაცია

მეგობრების, ნათესავების მონახულება

სხვა

1

2

Page 3: შესავალი ვიზიტს ახორციელებენ შიდა ვიზიტორები · რომელია ტურიზმის პოპულარული

რომელია ტურიზმის პოპულარული

ტიპები?

შიდა ვიზიტორები სხვადასხვა ტიპის ტურიზმში

მონაწილეობდნენ. დასვენება, გართობა, რეკრეაციის

მიზნით განხორციელებულ ვიზიტებს შორის

ტურიზმის ყველაზე პოპულარულ ტიპს

კულტურული ტურიზმი (41%) წარმოადგენდა,

შემდეგია დასვენება-რელაქსაცია (17%) და ეკო-

ტურიზმი (6%) და (გრაფიკი 4).

გრაფიკი 4: პოპულარული ტურიზმის ტიპები

რომელ რეგიონებს სტუმრობენ შიდა

ვიზიტორები?

2014 წლის მეორე, მესამე და მეოთხე კვარტალში

შიდა ვიზიტების 25% საქართველოს დედაქალაქში

განხორციელდა, შემდეგ მოდის იმერეთი (19%) და

აჭარა (12%).

დასვენების მიზნით განხორციელებულ ვიზიტებს

შორის ყველაზე ხშირად მონახულებადი რეგიონები

იყო: აჭარა (27%), სამცხე-ჯავახეთი (16%) და მცხეთა-

მთიანეთი (12%) (გრაფიკი 5).

გრაფიკი 5: მონახულებული რეგიონები

შიდა ვიზიტორებისათვის ყველაზე სასურველ

ადგილებს წარმოადგენდა: თბილისი (25%), ქუთაისი

(8%) და ბათუმი (7%) (გრაფიკი 6).

44%

17%

6%

3%

2%

2%

2%

24%

კულტურული ტურიზმი

დასვენება-რელაქსაცია

ეკო-ტურიზმი

სპორტული ტურიზმი

აგრო-ტურიზმი

სათავგადასავლო ტურიზმი

ღვინის ტურიზმმი

სხვა

25%

19%

12%

8% 7% 7% 6% 6% 5%

3% 1%

5%8%

27%

9%

5%3%

4%

16%12%

7%

3%

სულ დასვენება, გართობა რეკრეაცია

3

3

Page 4: შესავალი ვიზიტს ახორციელებენ შიდა ვიზიტორები · რომელია ტურიზმის პოპულარული

გრაფიკი 6: ყველაზე ხშირად მონახულებული

ადგილები

რა ხანგრძლივობით მოგზაურობენ შიდა

ვიზიტორები?

2014 წლის მეორე, მესამე და მეოთხე კვარტალში

ღამისთევების ჯამურმა რაოდენობამ 24 570 534

შეადგინა, ხოლო საშუალო ღამისთევების

რაოდენობამ - 2 ღამე. შიდა ვიზიტების 48% მინიმუმ

ერთ ღამისთევას მოიცავდა. თბილისელი

ვიზიტორები უფრო მეტი დროით (საშუალო

ღამისთევების რაოდენობა-4 ღამე) მოგზაურობდნენ,

სხვა რეგიონებიდან ვიზიტორები კი საშუალოდ 2

ღამით ჩერდებოდნენ (ცხრილი 1).

ცხრილი 1: საშუალო გაჩერების ხანგრძლივობა

რეზიდენტობის ადგილი საშუალო

ხანგრძლივობა

თბილისი 4

სამეგრელო-ზემო სვანეთი 2

ქვემო ქართლი 2

იმერეთი 2

აჭარა 2

გურია 2

შიდა ქართლი 1

სამცხე-ჯავახეთი 1

კახეთი 1

მცხეთა-მთიანეთი 1

დასვენება, გართობა, რეკრეაციის მიზნით ვიზიტების

საშუალო ხანგრძლივობა 5 ღამეს შეადგენდა.

ყველაზე ხანგრძლივი ვიზიტები მეორე სახლის

მოსანახულებლად დაფიქსირდა და საშუალოდ 7

ღამე შეადგინა, ხოლო ეკონომიკური და

პროფესიული მიზნით განხორციელებული

ვიზიტების საშუალო ხანგრძლივობა იყო 2 ღამე.

25%

8%7%

2% 2% 2% 2% 2% 2% 1%

5%

2%

14%

0% 2% 3% 1%

12%

0%

6%

სულ დასვენება, გართობა, რეკრეაცია

4

Page 5: შესავალი ვიზიტს ახორციელებენ შიდა ვიზიტორები · რომელია ტურიზმის პოპულარული

რომელი ინფორმაციის წყაროებით

სარგებლობენ შიდა ვიზიტორები?

საქართველოში მოგზაურობის დაწყებამდე

ვიზიტორებმა დანიშნულების ადგილის შესახებ

ინფორმაცია სხვადასხვა წყაროდან მოიძიეს.

აღსანიშნავია, რომ მათ უმეტეს ნაწილს (79%) უკვე

მოეპოვებოდა ინფორმაცია წინა ვიზიტიდან,

მოგზაურთა 30%-მა კი ინფორმაცია მეგობრებისა და

ნათესავებისგან მიიღო (გრაფიკი 7).

გრაფიკი 7: ინფორმაციის წყარო

როგორია შიდა მოგზაურების სქესობრივ-

ასაკობრივი პროფილი?

შიდა ვიზიტორების 55%-ს ქალები წარმოადგენდნენ,

ხოლო 45%-ს - კაცები. 25-34 ასაკის კატეგორია შიდა

ვიზიტორების ყველაზე დიდ ნაწილს (20%)

შეადგენდა. შემდეგ მოდის 45-54 ასაკის (19%) და 35-

44 ასაკის კატეგორია (18%) (გრაფიკი 8).

გრაფიკი 8: შიდა ვიზიტორების ასაკობრივი

პროფილი

რომელი განთავსების საშუალებებში

ათევდნენ ღამეს შიდა ვიზიტორები?

შიდა ვიზიტორებმა ვიზიტისას გატარებული

მთლიანი ღამისთევების ჯამური რაოდენობის 61%

მეგობრის, ნათესავის სახლში გაატარეს. 23%-

საკუთარ სახლში, 7% კი ნაქირავებ სახლში.

დასვენების მიზნით მოგზაურმა ვიზიტორებმა

მთლიანი ღამისთევების რაოდენობის 37%

მეგობრის, ნათესავის ბინაში გაატარეს, 27% -

ნაქირავებ სახლში, ხოლო 16% - საკუთარ სახლში

გაატარეს (გრაფიკი 9).

1%

1%

2%

2%

30%

79%

სხვა

ჟურნალ-გაზეთები

ორგანიზაცია

ტელევიზია, რადიო

მეგობრები, ნათესავები

წინა ვიზიტი

4%

13%

20% 18% 19%

15%

12%10%

18%

26%

19%

12%

9%7%

15-17 18-24 25-34 35-44 45-54 55-64 65 და

მეტი

სულ დასვენება, გართობა, რეკრეაცია

4

5

Page 6: შესავალი ვიზიტს ახორციელებენ შიდა ვიზიტორები · რომელია ტურიზმის პოპულარული

გრაფიკი 9: განთავსების საშუალებები

რამდენს შეადგენს შიდა ვიზიტორების

განხორციელებული დანახარჯები?

შიდა ვიზიტორების მიერ განხორციელებული

დანახარჯების ჯამური მაჩვენებელი 1 410 მილიონ

ლარს აღემატებოდა, ხოლო ერთი ვიზიტისას

გაწეული საშუალო დანახარჯი 135 ლარს შეადგენდა.

დანახარჯების ყველაზე დიდი წილი საკვებზე

დაფიქსირდა (448 მილიონ ლარზე მეტი, მთლიანი

ხარჯების 32%). ასევე მნიშვნელოვანი წილით იყო

წარმოდგენილი საყიდლები (27%, 385 მილიონ

ლარზე მეტი). ტრანსპორტირებაზე გაწეული

დანახარჯები კი 17%-ს შეადგენდა. რეკრეაციასა და

კულტურულ აქტივობებზე შიდა ვიზიტორებმა

მთლიანი დანახარჯის მხოლოდ 2% გასწიეს (23

მილიონზე მეტი) (ცხრილი 2).

ცხრილი 2: დანახარჯები

კომპონენტები

მთლიანი

ხარჯი ლარი

(x1000)

დანახარჯის

წილი

საკვები და სასმელი 448,956 32%

საყიდლები 385,341 27%

ტრანსპორტი 244,340 17%

განთავსების

საშუალება 61,032 4%

რეკრეაცია,

კულტურული

აქტივობები

23,976 2%

სხვა ხარჯი 246,790 18%

რამდენად კმაყოფილი არიან შიდა

ვიზიტორები?

შიდა ვიზიტორების 52% იყო კმაყოფილი

განხორციელებული ვიზიტით, 34%-ძალიან

კმაყოფილი, ხოლო 2%-მა თავი შეიკავა პასუხის

გაცემისგან. ზოგადი კმაყოფილების დონე 4.2-ს

შეადგენდა (5-დან).

4%

6%

0%

10%

27%

16%

37%

2%

2%

2%

3%

7%

23%

61%

სხვა

სასტუმრო

საავადმყოფო

საოჯახო

სასტუმრო

ნაქირავები

ბინა

საკუთარი

სახლი

მეგობრის, ნა

თესავის ბინა

სულ დასვენება, გართობა, რეკრეაცია

6

Page 7: შესავალი ვიზიტს ახორციელებენ შიდა ვიზიტორები · რომელია ტურიზმის პოპულარული

ვინ არიან შიდა ვიზიტორები ეკონომიკური

აქტივობის მიხედვით?

შიდა ვიზიტორების უმრავლესობა წარმოადგენდნენ

დაქირავებულ მომუშავეებს. შიდა ვიზიტების 25%

სწორედ მათ მიერ განხორციელდა. შემდეგ მოდის

უმუშევრებისა (18%) და თვითდასაქმებულების (15%)

კატეგორია (გრაფიკი 10).

გრაფიკი 10: შიდა ვიზიტორების ეკონომიკური

აქტივობა

ანგარიში მომზადდა საქართველოს ტურიზმის

ეროვნული ადმინისტრაციის კვლევებისა და

დაგეგმვის სამმართველოს მიერ.

ტელ: +995 322 43 69 99 (30)

ელ. ფოსტა: [email protected]

დასაქმებული

უმუშევარი

თვითდასაქმებული

დიასახლისი

პენსიონერი

სტუდენტი/მოსწავლე

დამსაქმებელი

სხვა

5

7