პირველად ჯანდაცვაში აივ/შიდსის, c...

87

Upload: others

Post on 21-Aug-2020

2 views

Category:

Documents


0 download

TRANSCRIPT

Page 1: პირველად ჯანდაცვაში აივ/შიდსის, C ჰეპატიტისა და ... HIV TB_Training... · შემთხვევათა
Page 2: პირველად ჯანდაცვაში აივ/შიდსის, C ჰეპატიტისა და ... HIV TB_Training... · შემთხვევათა

საკითხის აქტუალობა ინტეგრაციის მნიშვნელობა და შესაძლებლობები პირველადი ჯანდაცვის როლი C ჰეპატიტის,

აივ/შიდსისა და ტუბერკულოზის ადრეულ გამოვლენაში

C ჰეპატიტის, აივ/შიდსისა და ტუბერკულოზის გამოვლენისა ბაზისური პრინციპები

რეფერალის ორგანიზება კავშირების ჩამოყალიბება

პჯდ/სპეციალიზებულ/სხვა ჯანმრთელობის დაცვის სამსახურებთან

Page 3: პირველად ჯანდაცვაში აივ/შიდსის, C ჰეპატიტისა და ... HIV TB_Training... · შემთხვევათა

საქართველოში გადამდები დაავადებებით გამოწვეული ავადობისა და სიკვდილობის ტვირთი განპირობებულია C ჰეპატიტით, აივ/შიდსითა და ტუბერკულოზით

უნივერსალური ხელმისაწვდომობა სერვისებზე უზრუნველყოფილია დონორული და სახელმწიფო დაფინანსების ფარგლებში:

◦ C ჰეპატიტის სახელმწიფო პროგრამა

◦ აივ/შიდსის მართვის სახელმწიფო პროგრამა

◦ ტუბერკულოზის მართვის სახელმწიფო პროგრამა

◦ გლობალური ფონდის ტუბერკულოზის და აივ/შიდსის პროგრამები

Page 4: პირველად ჯანდაცვაში აივ/შიდსის, C ჰეპატიტისა და ... HIV TB_Training... · შემთხვევათა

ეფექტურობის გაუმჯობესება (გაზიარებული ინფრასტრუქტურა და ადამიანური რესურსი)

გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება

სამივე მიმართულებით სკრინინგის პროგრამებით მოცვის გაზრდის შესაძლებლობა

პაციენტზე ორიენტაცია:

◦ ერთი ფანჯრის პრინციპი

◦ კარგად ორგანიზებული რეფერალი

Page 5: პირველად ჯანდაცვაში აივ/შიდსის, C ჰეპატიტისა და ... HIV TB_Training... · შემთხვევათა
Page 6: პირველად ჯანდაცვაში აივ/შიდსის, C ჰეპატიტისა და ... HIV TB_Training... · შემთხვევათა

C ჰეპატიტი არის ღვიძლის ქრონიკული ვირუსული დაავადება

მსოფლიოში ქრონიკული C ჰეპატიტით ინფიცირებულია დაახლოებით 170 მილიონი ადამიანი, რაც დედამიწის მოსახლეობის 3%–ს შეადგენს

მსოფლიოში C ჰეპატიტით გამოწვეული ღვიძლის დაავადებებით, კერძოდ ღვიძლის ციროზით, ღვიძლ უჯრედული კარცინომით და/ან ღვიძლის უკმარისობით, ყოველწლიურად 399,000 ადამიანი იღუპება

დღეისათვის C ჰეპატიტის გამომწვევი ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა არ არსებობს

Page 7: პირველად ჯანდაცვაში აივ/შიდსის, C ჰეპატიტისა და ... HIV TB_Training... · შემთხვევათა

C ჰეპატიტის ვირუსი ყველაზე ხშირად გადაეცემა: ◦ ნარკოტიკების მოხმარებისას საერთო საინექციო მასალის

გამოყენებით; ◦ სამედიცინო დაწესებულებებში არასტერილური სამედიცინო

იარაღების გამოყენების დროს; ◦ შეუმოწმებელი სისხლისა და სისხლის პროდუქტების გადასხმის

დროს

ვირუსის გავრცელება შესაძლებელია: ◦ ინფიცირებულ ადამიანთან სქესობრივი კონტაქტის დროს და ◦ ინფიცირებული დედიდან ბავშვზე ◦ თუმცა, გადაცემის ეს გზები იშვიათია

C ჰეპატიტის ვირუსი არ გადაეცემა: ძუძუთი კვებით, ხელის ჩამორთმევით, საზიარო აბაზანით ან

ტუალეტით, საზიარო ჭურჭელით, კოღოს კბენით

Page 8: პირველად ჯანდაცვაში აივ/შიდსის, C ჰეპატიტისა და ... HIV TB_Training... · შემთხვევათა

◦ ნარკოტიკების ინექციურად მოხმარებლები; ◦ ინტრანაზალური ნარკოტიკულისაშუალებების მომხმარებლები; ◦ ადამიანები, რომელთაც გადაესხათ სისხლი ან სისხლის პროდუქტები,

ან ჩაუტარდათ სამედიცინო მომსახურება იმ დაწესებულებებში, სადაც ინფექციის კონტროლის პრაქტიკა არასათანადოდაა დანერგილი;

◦ ბავშვები, რომლებიც დაიბადნენ, C ჰეპატიტის ვირუსით ინფიცირებული დედებისაგან;

◦ პირები, რომელთაც ჰყავთ მრავლობითი სქესობრივი პარტნიორი; ◦ ვირუსული C ჰეპატიტით ინფიცირებულთა სქესობრივი პარტნიორი; ◦ აივ /შიდსით ინფიცირებული პირები; ◦ ყოფილი ან ამჟამინდელი პატიმრები; ◦ ადამიანები, რომელთაც აქვთ ტატუ ან პირსინგი. ◦ დიალიზზე მყოფი და ჰემოფილიით დაავადებული პირები ◦ საინექციო ნარკოტიკის მომხმარებელი პირების სქესობრივი

პარტნიორები

Page 9: პირველად ჯანდაცვაში აივ/შიდსის, C ჰეპატიტისა და ... HIV TB_Training... · შემთხვევათა

შემთხვევათა 80%-ს დაავადება მიმდინარეობს უსიმპტომოდ, ამიტომ C ჰეპატიტი მიეკუთვნება ლაბორატორიულად გამოსავლენ დაავადებათა რიგს

C ჰეპატიტის გამომწვევი ვირუსის ორგანიზმში შეჭრიდან 4–8 კვირაში გამომუშავდება ანტისხეულები და შესაძლებელი ხდება დაავადების ლაბორატორიული დიაგნოსტიკა

შემთხვევათა 20%–ში დაავადება გამოვლინდება კლინიკურად მწვავე ფორმით:

ტემპერატურის მომატება სისუსტე უმადობა გულისრევა ღებინება ტკივილი ეპიგასტრიუმის არეში მუქი ფერის შარდი “თიხისფერი” განავალი კანისა და სკლერების სიყვითლე

Page 10: პირველად ჯანდაცვაში აივ/შიდსის, C ჰეპატიტისა და ... HIV TB_Training... · შემთხვევათა

C ჰეპატიტის დიაგნოსტიკა მიმდინარეობს ორ ეტაპად:

◦ C ჰეპატიტის ვირუსის ანტისხეულების გამოვლენა სეროლოგიური სკრინინგით

◦ ანტისხეულების განმსაზღვრელ ტესტზე დადებითი პასუხის შემთხვევაში აუცილებელია რნმ ტესტირება

Page 11: პირველად ჯანდაცვაში აივ/შიდსის, C ჰეპატიტისა და ... HIV TB_Training... · შემთხვევათა

ვირუსის რნმ–ზე პოზიტიური პასუხის შემთხვევაში დამატებით ხდება: ღვიძლის დაზიანების ხარისხის განსაზღვრა

(ღვიძლის ფიბროზი, ციროზი) ვირუსის გენოტიპის განსაზღვრა B ჰეპატიტის მარკერების განსაზღვრა ღვიძლისა და თირკმელის ფუნქციური სინჯების

ჩატარება

შაქრის დონის განსაზღვრა სისხლში მკურნალობის რეჟიმის შერჩევა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ხდება ღვიძლის ფიბროზის ხარისხსა და გენოტიპზე დაყრდნობით

C ჰეპატიტის დიაგნოზის დადასტურება და მკურნალობის დანიშვნა სცილდება პირველადი ჯანდაცვის ექიმის კომპეტენციებს. ეს დეტალები წარმოდგენილია მხოლოდ საინფორმაციო მიზნებისთვის, რაც ექიმს ხელს შეუწყობს პაციენტს მიაწოდოს ამომწურავი ინფორმაცია მკურნალობის შესაძლო გზების შესახებ.

Page 12: პირველად ჯანდაცვაში აივ/შიდსის, C ჰეპატიტისა და ... HIV TB_Training... · შემთხვევათა

C ჰეპატიტის მკურნალობა ხდება პირდაპირი ანტივირუსული მოქმედების აგენტებით (DAA)

პირველი გენოტიპის შემთხვევაში რეკომენდებული მედიკამენტია ჰარვონი (სოფოსბუვირი 400მგ/ლერიპასვირი 90 მგ) ერთი აბი ერთხელ 12 კვირა

მეორე და მესამე გენოტიპის შემთხვევაში ინიშნება ჰარვონის და რიბავირინის (1000 ან 1200 მგ) კომბინაცია 12 კვირა

მესამე გენოტიპისა და ციროზის შემთხვევაში შესაძლოა უპირატესობა მიენიჭოს პეგ–ინტერფერონის შემცველ რეჟიმს –სოფოსბუვირი+რიბავირინი (100 ან 1200 მგ)+პეგ–ინტერფერონი 12 კვირა ან პეგ–ინტერფერონის დანიშვნის უკუჩვენებების შემთხვევაში 24 კვირიან მკურნალობას ჰარვონის+რიბავირინის კომბინაციით

Page 13: პირველად ჯანდაცვაში აივ/შიდსის, C ჰეპატიტისა და ... HIV TB_Training... · შემთხვევათა

C ჰეპატიტი ერთადერთი ქრონიკული ვირუსული ინფექციაა, რომელიც სრულად გამოჯანმრთელდება DAA მკურნალობის ფონზე (ხდება ჰეპატიტის ვირუსის ორგანიზმიდან ერადიკაცია)

DAA ანტივირუსული მკურნალობის დასრულებიდან 12 კვირაში ტარდება სისხლში მყარი ვირუსული პასუხის განსაზღვრელი ტესტი

მყარი ვირუსული პასუხის სტატისტიკური ალბათობა აღემატება 98%–ს და გამოჯანმრთელების ეკვივალენტურია

ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში შესაძლებელია ანტივირუსული თერაპიის განმეორებით ჩატარება– გადახედილი სქემით მყარი ვირუსული პასუხის მიღწევისთვის

Page 14: პირველად ჯანდაცვაში აივ/შიდსის, C ჰეპატიტისა და ... HIV TB_Training... · შემთხვევათა

ნარკოტიკების ინექციური მოხმარებისგან თავის შეკავება ან წინააღმდეგ შემთხვევაში ერთჯერადი სამედიცინო ინსტრუმენტების გამოყენება

საზიარო სამედიცინო ინსტუმენტების გამოყენებაზე კატეგორიულად უარის თქმა

სისხლისა და მისი პროდუქტების აუცილებელი ტესტირება

სისხლისა და მისი პროდუქტების გამოყენება მხოლოდ მკაცრი ჩვენებების შემთხვევებში

ტატუირებისა და პირსინგისგან თავის შეკავება

შემთხვევითი სქესობრივი კონტაქტებისგან თავის არიდება ან უკიდურეს შემთხვევაში კონდომების აუცილებელი გამოყენება, განსაკუთრებით მსმ (მამკაცი ვისაც აქვს სექსი მამკაცთან) ქცევის მამაკაცებში

Page 15: პირველად ჯანდაცვაში აივ/შიდსის, C ჰეპატიტისა და ... HIV TB_Training... · შემთხვევათა

რა ნიშნავს აივ–ი? ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი (აივ) –

რეტროვირუსების წარმომადგენელი– ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ აინფიცირებს CD4+T ლიმფოციტებს და ინტეგრირდება მასპინძელის გენომში

რას ნიშნავს შიდსი? შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომი–ვითარდება აივ–ის

ორგანზმში მოხვედრიდან საშუალოდ 7–8 წლის შემდეგ და იწვევს დაავადების კლინიკურ გამოვლინებას

რას ნიშნავს “ფანჯარა პერიოდი”? “ფანჯარა პერიოდი” ეწოდება პერიოდს აივ–ის ორგანიზმში

მოხვედრიდან აივ–ანტისხეულების გამომუშავებამდე. გრძელდება საშუალოდ 4–8 კვირა.

Page 16: პირველად ჯანდაცვაში აივ/შიდსის, C ჰეპატიტისა და ... HIV TB_Training... · შემთხვევათა

აივ/შიდსი ნელა პროგრესირებადი ინფექციური დაავადებაა, რომლის გამომწვევი მიეკუთვნება რეტროვირუსების ჯგუფს

მსოფლიოში აივ/შიდსით დაავადებულია 36.7 მლნ ადამიანი, მათ შორის 1.8 მლნ 15 წლამდე ასაკის ბავშვია

ყოველწლიურად ავადდება 2 მლნ–მდე ადამიანი, მათ შორის –150 ათასი 15 წლამდე ასაკის ბავშვი

2015 წელს აივ/შიდსთან ასოცირებული დაავადებების გამო გარდაიცვალა 1.1 მლნ ადამიანი

ამჟამად, ავადმყოფთა 60%–მა იცის თავისი აივ სტატუსის შესახებ, რაც იმას ნიშნავს, რომ 40 %–ს ( 14 მლნ) ჯერ კიდევ ესაჭიროება აივ ტესტირება

აივ/შიდსის პროფილაქტიკური ვაქცინა არ არსებობს

მაღალაქტიური ანტირეტროვირუსული თერაპია აკონტროლებს ვირუსის გამრავლებას და ამცირებს დაავადების გავრცელების რისკს

Page 17: პირველად ჯანდაცვაში აივ/შიდსის, C ჰეპატიტისა და ... HIV TB_Training... · შემთხვევათა

საქართველოში აივ/შიდსის პირველი დიაგნოზი დაისვა 1989 წელს აფხაზეთში

2018 წლის 7 მარტის მონაცემებით გამოვლენილია აივ/შიდსის 6885 შემთხვევა (მ.შ. 5153 მამაკაცი და 1732 ქალი), შიდსი განუვითარდა 3761 პაციენტს, გარდაიცვალა 1424 პაციენტი

2015 წელს გამოვლინდა 717 ახალი შემთხვევა, 2016 წელს– 719, 2017 წელს–433 ახალი შემთხვევა, ხოლო 2018 წლის 7 მარტის მდგომარეობით 123 ახალი შემთხვევა.

საქართველოში გადაცემის გზებს შორის ყველაზე ხშირია სქესობრივი გზით გადაცემა

აივ/შიდსის გავრცელება (პრევალენტობა) ყველაზე მაღალია თბილისში, სამეგრელოს რეგიონსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში.

მაღალაქტიურ ანტირეტროვირუსულ თერაპიას იტარებს 3961 აივ ინფიცირებული პაციენტი

აივ/შიდსის დიაგნოსტიკაზე უნივერსალური ხელმისაწვდომობის მიუხედავად, საქართველოში ჯერ კიდევ ორი პაციენტიდან ერთმა არ იცის რომ აივ ინფიცირებულია

Page 18: პირველად ჯანდაცვაში აივ/შიდსის, C ჰეპატიტისა და ... HIV TB_Training... · შემთხვევათა

აივ/შიდსის ვირუსი გადაეცემა: ◦ სისხლის გზით (მაგ: შეუმოწმებელი სისხლისა და მისი

პროდუქტების გადასხმა, საზიარო ნემსისა და შპრიცის გამოყენება, არასათანადოდ გასტერილებული მრავალჯერადი სამედიცინო ინსტრუმენტების გამოყენება, ტატუირება, პირსინგი და ა.შ.)

◦ სქესობრივი გზით (ვაგინალური, ანალური, ორალური) ◦ დედიდან ბავშვზე– მუცლადყოფნის პერიოდში, ორსულობის

დროს, ძუძუთი კვების დროს

აივ/შიდსის ვირუსი არ გადაეცემა: ◦ ხელის ჩამორთმევით, გადახვევით, გადაკოცნით, საზიარო აბაზანით

ან ტუალეტით, საზიარო ჭურჭელით, კოღოს კბენით და სხვა სახის საყოფაცხოვრებო კონტაქტებით

Page 19: პირველად ჯანდაცვაში აივ/შიდსის, C ჰეპატიტისა და ... HIV TB_Training... · შემთხვევათა

◦ პაციენტები B და C ჰეპატიტით ◦ დიალიზზე მყოფ პაციენტები ◦ სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების მქონე

პაციენტები ◦ პირები, რომლებსაც აქვთ ხშირი დაუცველი სქესობრივი

კონტაქტები მრავლობით პარტნიორებთან ◦ მამაკაცები, რომლებიც აღნიშნავენ სქესობრივი კონტაქტს

მამაკაცებთან (მსმ) და მათი სქესობრივი პარტნიორები ◦ კომერციული სექს მუშაკები და მათი სქესობრივი

პარტნიორები ◦ პატიმრები ◦ შრომითი მიგრანტები ◦ მეზღვაურები, რომლებსაც ჰქონდათ აივ სარისკო ქცევა

Page 20: პირველად ჯანდაცვაში აივ/შიდსის, C ჰეპატიტისა და ... HIV TB_Training... · შემთხვევათა

აუცილებლად უნდა შეეთავაზოთ აივ/შიდსზე გამოკვლევა შემდეგი სიმპტომების/სინდრომების მქონე პაციენტებს, მიუხედევად სარისკო ქცევისა : ◦ ინფექციური მონონუკლეოზის მსგავსი სინდრომი ◦ უცნობი ეტიოლოგიის ცხელება ◦ პერსისტული გენერალიზებული ლიმფადენოპათია ◦ გახანგრძლივებული დიარეა ◦ კანის და ლორწოვანი გარსების რთულად სადიაგნოსტიკო

დაავადებები ◦ სასუნთქი სისტემის დაავადებები – მორეციდივე ბაქტერიული

პნევმონიები, ფილტვების ინტერსტიციული ქსოვილის დაზიანებები და ა.შ.

◦ ნერვული სისტემის დაავადებები– დემენცია, ნებისმიერი ეტიოლოგიის მენინგიტი, ენცეფალიტი, პოლინეიროპათია, თავის ტვინის მოცულობითი წარმონაქმნები

◦ ყველა სახის სიმსივნე, განსაკუთრებით კი– კაპოშის სარკომა, ჰოჯკინისა და არაჰოჯკინის ლიმფომა, საშვილოსნოს ყელის ინვაზიური კიბო ან ანალური ინვაზიური სიმსივნე

◦ ტუბერკულოზის ნებისმიერი კლინიკური ფორმა

Page 21: პირველად ჯანდაცვაში აივ/შიდსის, C ჰეპატიტისა და ... HIV TB_Training... · შემთხვევათა

აივ/შიდსის დიაგნოსტიკა მიმდინარეობს ორ ეტაპად:

◦ აივ ანტისხეულების გამოვლენა სეროლოგიური სკრინინგით

◦ აივ ანტისხეულების განმსაზღვრელ ტესტზე დადებითი პასუხის შემთხვევაში აუცილებელია დამადასტურებელი კვლევა ინფექციური პროფილის დაწესებულებებში

Page 22: პირველად ჯანდაცვაში აივ/შიდსის, C ჰეპატიტისა და ... HIV TB_Training... · შემთხვევათა

აივ/შიდსის მკურნალობა მოიცავს სამი ან მეტი ანტირეტროვირუსული პრეპარატის კომბინაციას მკურნალობა ინიშნება აივ/შიდსის დიაგნოზის დასმისთანავე და გრძელდება მთელი სიცოცხლის მანძილზე უწყვეტად მაღალაქტიური ანტირეტროვირუსული თერაპია (მაართ) პაციენტისთვის უფასოა და იფარება როგორც სახელმწიფო პროგრამით ასევე, გლობალური ფონდის მიერ აივ/შიდსის სტაციონარული მკურნალობა, ამბულატორიული მეთვალყურეობა, ოპორტუნისტული დაავადებების დიაგნოსტიკა, პროფილაქტიკა და მკურნალობა, ინსტრუმენტული კვლევები პაციენტისთვის უფასოა და იფარება აივ /შიდსის მკურნალობის სახელმწიფო პროგრამით

Page 23: პირველად ჯანდაცვაში აივ/შიდსის, C ჰეპატიტისა და ... HIV TB_Training... · შემთხვევათა

უწყვეტი მაღალაქტიური ანტირეტოვირუსული მკურნალობის შედეგად: ◦ვირუსის კონცენტრაცია სისხლში ხდება არაგანსაზღვრადი ◦დგება სრული იმუნორეაბილიტაცია ◦უმჯობესდება ავადმყოფის სიცოცხლის ხარისხი ◦დროული გამოვლენის და მკურნალობისადმი კარგი დამყოლობის შემთხვევაში აივ პოზიტიური ადამიანი ცხოვრობს იმდენ წელს რამდენსაც აივ ნეგატიური პირი

Page 24: პირველად ჯანდაცვაში აივ/შიდსის, C ჰეპატიტისა და ... HIV TB_Training... · შემთხვევათა

შემთხვევითი სქესობრივი კონტაქტებისგან თავის არიდება ან უკიდურეს შემთხვევაში კონდომების აუცილებელი გამოყენება

ნარკოტიკების ინექციური მოხმარებისგან თავის შეკავება ან წინააღმდეგ შემთხვევაში ერთჯერადი სამედიცინო ინსტრუმენტების გამოყენება

საზიარო სამედიცინო ინსტრუმენტების გამოყენებაზე კატეგორიულად უარის თქმა

• სისხლისა და მისი პროდუქტების აუცილებელი ტესტირება

• სისხლისა და მისი პროდუქტების გამოყენება მხოლოდ მკაცრი ჩვენებების შემთხვევებში

• ტატუირებისა და პირსინგისგან თავის შეკავება

Page 25: პირველად ჯანდაცვაში აივ/შიდსის, C ჰეპატიტისა და ... HIV TB_Training... · შემთხვევათა

2016 წლის მსოფლიოს მონაცემებით:

ტუბერკულოზის გავრცელება - 10.4 მილიონი;

ტუბერკულოზის ახალი შემთხვევა - 6.3 მილიონი;

ტუბერკულოზით გარდაცვალება - 1.3 მილიონი აივ(-), 374 000 აივ(+) პირი;

რიფამპიცინისადმი რეზისტენტული ტუბერკულოზის 600 000 ახალი შემთხვევა, მათგან 490 000 მულტირეზისტენტული ტუბერკულოზი.

[TB გლობალური ანგარიში, 2017]

Page 26: პირველად ჯანდაცვაში აივ/შიდსის, C ჰეპატიტისა და ... HIV TB_Training... · შემთხვევათა

2016 წლის საქართველოს მონაცემებით:

ტუბერკულოზის შემთხვევა - სულ 3 330 (92 ახალი შემთხვევა 100 000 მოსახლეზე);

ტუბერკულოზის ახალი და რელაფსის შემთხვევა - 2983; ტუბერკულოზი/აივ-შიდსის კო-ინფექცია – 61 (2%); რიფამპიცინზე რეზისტენტობა/მულტირეზისტენტობა – სულ

460 (ახალი შემთხვევების 11%-ში, წარსულში ნამკურნალებ შემთხვევათა 31%-ში);

მკურნალობის წარმატებული გამოსავალი: • მულტირეზისტენტული ტუბერკულოზის მხოლოდ 49 % -ში; • ექსტენსიურად რეზისტენტული ტუბერკულოზის (XDR-TB) მხოლოდ

მესამედში (32%);

[TB გლობალური ანგარიში, საქართველოს პროფილი, 2017]

Page 27: პირველად ჯანდაცვაში აივ/შიდსის, C ჰეპატიტისა და ... HIV TB_Training... · შემთხვევათა

ტუბერკულოზის სავარაუდო შემთხვევა - პაციენტი,

რომელსაც აქვს ტუბერკულოზზე სავარაუდო სიმპტომები ან ნიშნები (ნაცვლად წარსულში გამოყენებული განმარტებისა ეჭვი ტუბერკულოზზე).

ფილტვის ტუბერკულოზი - ბაქტერიოლოგიურად დადასტურებული ან კლინიკურად დიაგნოსტირებული შემთხვევა, რომლის დროსაც სპეციფიკური პათოლოგია მოიცავს ფილტვის პარენქიმას ან ტრაქეობრონქულ ხეს.

ფილტვგარეშე ტუბერკულოზი - ბაქტერიოლოგიურად დადასტურებული ან კლინიკურად დიაგნოსტირებული შემთხვევა, რომლის დროსაც სპეციფიკური პათოლოგია მოიცავს ნებისმიერ ორგანოს ფილტვის დაუზიანებლად, მაგ., პლევრას, ლიმფურ კვანძებს, მუცლის ღრუს ორგანოებს, გენიტალურ ტრაქტს, კანს, ძვლებსა და სახსრებს, ტვინის გარსებს.

ტუბერკულოზის მართვის ნაციონალური გაიდლაინის (2017) მიხედვით

Page 28: პირველად ჯანდაცვაში აივ/შიდსის, C ჰეპატიტისა და ... HIV TB_Training... · შემთხვევათა

სენსიტიური ტუბერკულოზი - პაციენტი დაავადებულია ტუბსაწინააღმდეგო მედიკამენტებისადმი მგრძნობიარე M. tuberculosis შტამით;

რეზისტენტული ტუბერკულოზი - პაციენტი დაავადებულია რეზისტენტული M. tuberculosis შტამით (RR-TB - რიფამპიცინისადმი რეზისტენტობა, MDR-TB - მულტირეზისტენტობა, XDR-TB - ექსტენსიური რეზისტენტობა);

სენსიტიურობა/რეზისტენტობა მედიკამენტებისადმი

მგრძნობელობის ტესტირებით (DST-ით) ისაზღვრება და ამაზე დაყრდნობით სენსიტიური ან რეზისტენტული

ტუბერკულოზის სამკურნალო რეჟიმი ინიშნება

Page 29: პირველად ჯანდაცვაში აივ/შიდსის, C ჰეპატიტისა და ... HIV TB_Training... · შემთხვევათა

ტუბერკულოზის ეტიოლოგია

ადამიანის ორგანიზმში ტუბერკულოზს იწვევს Mycobacterium Tuberculosis kompleqsi:

adamianis – M. tuberculosis humanis; xaris – M. tuberculosis bovis ;

afrikuli – M. tuberculosis Africanum; tipis mikobaqteriebi

Page 30: პირველად ჯანდაცვაში აივ/შიდსის, C ჰეპატიტისა და ... HIV TB_Training... · შემთხვევათა

ტუბერკულოზი უპირატესად ფილტვის ფორმის ტუბერკულოზით დაავადებული პაციენტის ხველის, საუბრის ან ცემინების დროს ჰაერის გზით ვრცელდება

ნებისმიერი ადამიანი, რომელიც სუნთქვისას გაიზიარებს ტუბერკულოზით გამომწვევით დაბინძურებულ ჰაერს ტუბერკულოზით დაინფიცირების ან დაავადების რისკის ქვეშ აღმოჩნდება

ტუბერკულოზის გადაცემის რისკი განსაკუთრებით მაღალია დახშულ და ცუდად ვენტილირებულ გარემოში

Page 31: პირველად ჯანდაცვაში აივ/შიდსის, C ჰეპატიტისა და ... HIV TB_Training... · შემთხვევათა

კლინიკური შეფასება

ანამნეზის დეტალური

შეკრება

ტუბერკულოზზე სავარაუდო სიმპტომების გამოვლენა

რისკფაქტორების დადგენა (მაგ. აივ შიდსი, შაქრიანი დიაბეტი)

ფიზიკური გამოკვლევა აუსკულტაცია

პაციენტის გასინჯვა (კლინიკური დათვალიერება)

პაციენტის წონისა და სხეულის მასის ინდექსის (BMI) შეფასება;

EPTB-ზე საეჭვო ნიშნების (მაგ. კიფოზის, ჰიპერტროფიული ლიმფური

კვანძის ფისტულით ან მის გარეშე და სხვ.) გამოვლენა

ინსტრუმენტულ-ლაბორატორიული კვლევები

რადიოლოგიური კვლევები გულმკერდის რენტგენოგრაფია (PTB-ის დიაგნოსტიკისთვის)

შესაბამისი რადიოლოგიური კვლევები EPTB-ის დიაგნოსტიკისთვის

ბაქტერიოლოგიური

კვლევა

ბაქტერიოსკოპია მგბ-ზე

ნახველის მიკროსკოპია მგბ-ზე (PTB-ის დიაგნოსტიკისთვის)

ორგანოსპეციფიკური მასალის მიკროსკოპია (EPTB-ის

დიაგნოსტიკისთვის)

კულტურალური კვლევა

ფენოტიპური DST (I და II რიგის TB პრეპარატების მიმართ

მგრძნობელობის ფენოტიპური ტესტირება)

სწრაფი მოლეკულური

კვლევები

Xpert MTB/RIF ტესტი - M. Tuberculosis-ის დეტექცია და რიფამპიცინის

მიმართ მგრძნობელობის განსაზღვრა;

FL-LPA – I რიგის TB მედიკამენტებისადმი მგრძნობელობის განსაზღვრა;

SL-LPA – II რიგის TB მედიკამენტებისადმი მგრძნობელობის განსაზღვრა.

აღნიშვნები: PTB - ფილტვის ტუბერკულოზი; EPTB - ფილტვგარეშე ტუბერკულოზი

Page 32: პირველად ჯანდაცვაში აივ/შიდსის, C ჰეპატიტისა და ... HIV TB_Training... · შემთხვევათა

ზოგადი სიმპტომები

ორგანოს პეციფიკური სიმპტომები

Page 33: პირველად ჯანდაცვაში აივ/შიდსის, C ჰეპატიტისა და ... HIV TB_Training... · შემთხვევათა

უმადობა;

წონაში კლება;

ტემპერატურის მატება;

ღამის ოფლიანობა.

Page 34: პირველად ჯანდაცვაში აივ/შიდსის, C ჰეპატიტისა და ... HIV TB_Training... · შემთხვევათა

ხველა

სისხლიანი ნახველი

ტკივილი (უსიამოვნო შეგრძნება) გულმკერდის არეში

სუნთქვის გაძნელება

Page 35: პირველად ჯანდაცვაში აივ/შიდსის, C ჰეპატიტისა და ... HIV TB_Training... · შემთხვევათა

ფილტვგარეშე ტუბერკულოზის ორგანოსპეციფიკური სიმპტომების და/ან ნიშნების გამოვლენა პროცესის ლოკალიზაციაზეა დამოკიდებული. მაგ:

შარდ-სასქესო ტუბერკულოზის ორგანოსპეციფიკური

სიმპტომებია: ხშირი შარდვა; წვა შარდვის დროს.

ძვალ-სახსრის ტუბერკულოზის ორგანოსპეციფიკური

სიმპტომებია: სახსრების შეშუპება; ძვლების დეფორმაცია.

Page 36: პირველად ჯანდაცვაში აივ/შიდსის, C ჰეპატიტისა და ... HIV TB_Training... · შემთხვევათა

ფილტვის და ფილტვგარეშე ტუბერკულოზზე სავარაუდო სიმპტომები*

ზოგადი სიმპტომები** ორგანოსპეციფიური სიმპტომები

ფილტვის

ტუბერკულოზი

უმადობა;

წონაში კლება;

ტემპერატურული რეაქცია;

ღამის ოფლიანობა.

ხველა (მშრალი ან პროდუქტიული);

სისხლიანი ხველა;

ტკივილი (უსიამოვნო შეგრძნება)

გულმკერდის არეში;

სუნთქვის გაძნელება.

ფილტვგარეშე

ტუბერკულოზი

კონკრეტული ორგანოს/სისტემის

ანთებითი პროცესისთვის

დამახასიათებელი სიმპტომები და/ან

ნიშნები, მაგ:

ხშირი შარდვა;

შესიებული ლიმფური კვანძ(ებ)ი;

სახსრების ტკივილი და სხვა.

* ფილტვის და ფილტვგარეშე ტუბერკულოზზე სავარაუდო როგორც ზოგადი, ისე

ორგანოსპეციფიური სიმპტომები და ნიშნები 2 კვირაზე მეტად გახანგრძლივებულია;

** ზოგადი სიმპტომები ფილტვის და ფილტვგარეშე ტუბერკულოზისათვის საერთოა.

Page 37: პირველად ჯანდაცვაში აივ/შიდსის, C ჰეპატიტისა და ... HIV TB_Training... · შემთხვევათა

ც.ნ.ს.: აგზნებულობა, ჭირვეულობა, ან მოთენთილობა, ძილიანობა, თავის ტკივილი

საყრდენ-მამოძრავებელი აპარატი: კუნთების და სახსრების მფრინავი ხასიათის ტკივილები ლოკალური დაზიანების ნიშნების გარეშე

გულ-სისხლძარღვთა სისტემა: გულის ფრიალი, აჩქარება, არტერიული წნევის ლაბილურობა ◦ ორგანული დაზიანება არ ვლინდება

საჭმლის მომნელებელი სისტემა: უმადობა, გულზიდვა, მფრინავი ხასიათის, არამუდმივი ტკივილები მუცლის სხვა და სხვა არეში ლოკალური ორგანული დაზიანების გარეშე

სასუნთქი სისტემა: ხშირი „გაცივებები” ანთების დადასტურების გარეშე.

კანი: კვანძოვანი ერითემა, ხშირი ფურუნკულები, ჯიბლიბო

Page 38: პირველად ჯანდაცვაში აივ/შიდსის, C ჰეპატიტისა და ... HIV TB_Training... · შემთხვევათა

ყველა ექიმს უნდა ახსოვდეს, რომ ზემოთ ჩამოთვლილი ნიშნების უკან შესაძლოა

იმალებოდეს TB ინფიცირება. განსაკუთრებით TB ინფიცირების მაღალი რისკის

ჯგუფებში როდესაც არ დასტურდება სხვა ორგანოსპეციფიური

დაავადება (ც.ნ.ს. რევმატიული პათოლოგია, კარდიალური პათოლოგია, გასტრო-ენტერო-კოლიტი, ქოლეცესტიტი, ატინფოზი)

აუცილებელია კანის ტუბერკულოზური სინჯის ჩატარება! მანტუს სინჯის ზომისა და BCG ვაქცინაციის ვადის

მიხედვით გადაწყვეტილების მიღება რეფერალის შესახებ ან სათანადო რეკომენდაციები

Page 39: პირველად ჯანდაცვაში აივ/შიდსის, C ჰეპატიტისა და ... HIV TB_Training... · შემთხვევათა

TB პროცესი, რომელიც ლოკალიზებულია ნებისმიერ ორგანოში ფილტვის პარენქიმის გარეთ, განისაზღვრება როგორც ფილტვგარეთა ტუბერკულოზი (ექსტრაპულმონური TB)

ხშირია აივ პოზიტიურ და შიდსით დაავადებულ პირებში

EPTB ფორმებია: ლიმფური კვანძების, პლევრის, გენიტალური ორგანოების, საშარდე სისტემის, ხელებისა და სახსრების, თავის ტვინის გარსის და თავის ტვინის, პერიტონიუმის და პერიკარდიუმის ტუბერკულოზი, იშვიათია კანის, თვალის TB

ფილტვგარეთა ტუბერკულოზი EPTB

Page 40: პირველად ჯანდაცვაში აივ/შიდსის, C ჰეპატიტისა და ... HIV TB_Training... · შემთხვევათა

EPTB ვითარდება ინფექციის ლიმფო-ჰემატოგენური გზით გავრცელების შედეგად.

EPTB შეიძლება განვითარდეს პირველად ინფიცირების პერიოდში, ან, როგორც მეორადი _ რეაქტივაციის შედეგად.

EPTB შეიძლება იყოს იზოლირებული ან თან ახლდეს ფილტვის ფორმას.

ფილტვგარეთა ტუბერკულოზი EPTB

Page 41: პირველად ჯანდაცვაში აივ/შიდსის, C ჰეპატიტისა და ... HIV TB_Training... · შემთხვევათა

EPTB კლინიკური გამოვლინება და ნიშნები დამოკიდებულია პროცესის ლოკალიზაციაზე.

EPTB ლოკალური ორგანო სპეციფიკურ ნიშნებთან ერთად გამოხატულია ტბ დამახასიათებელი ზოგადი კლინიკური ნიშნები: სისუსტე, უმადობა, წონაში დაკლება, ოფლიანობა, სუბფებრილური ტემპერატურა დღის მეორე ნახევარში, არ ექვემდებარება ა/ბ მკურნალობას.

EPTB, რომელიც თან ახლავს PTB, ამ უკანასკნელის დიაგნოსტირების შემდეგ, შედარებით იოლი ეჭვმისატანია.

Page 42: პირველად ჯანდაცვაში აივ/შიდსის, C ჰეპატიტისა და ... HIV TB_Training... · შემთხვევათა

კისრის და იღლიის ფოსოში ისინჯება გადიდებული ლ/კვანძები

სავარაუდოა ლიმფური კვანძების TB

პლევრიტის ნიშნები

სუნთქვა არ ტარდება

გულ-მკერდის მკურნალობა შეზღუდული მოყრუება

სავარაუდოა TB პლევრიტი

Page 43: პირველად ჯანდაცვაში აივ/შიდსის, C ჰეპატიტისა და ... HIV TB_Training... · შემთხვევათა

პერიკარდიტის ნიშნები

გულის ტონების მოყრუება

ხელმისაწვდომ პოზიციაში კისრის და მხრის ვენების დაბერვა

კიდურების/მუცლის შეშუპება

სავარუდოა ტბ პერიკარდიტი

მენინგიტის ნიშნები

კისრის რიგიდობა, ნისტაგმი

აგზნებადობა/ნერვული აშლილობა

სავარუდოა ტბ მენინგიტი

კისრის და იღლიის ფოსოში ისინჯება

გადიდებული ლ/კვანძები

სავარაუდოა ლ/კვანძების ტბ

Page 44: პირველად ჯანდაცვაში აივ/შიდსის, C ჰეპატიტისა და ... HIV TB_Training... · შემთხვევათა

ხერხემლის TB კისრის ან ზურგის არეში ლოკალური

ტკივილის ირადიცია ჩამონაწვეთი “ცივი” აბსცესი, მიელიტი და დამბლები, კუზი

სახსრების TB უპირატესად მსხვილი სახსრების

მონოარტიკულარული ართრიტი უმტკივნეულო შეშუპებით, მოძრაობის შეზღუდვით, სიწითლის და სიმხურვალის გარეშე

Page 45: პირველად ჯანდაცვაში აივ/შიდსის, C ჰეპატიტისა და ... HIV TB_Training... · შემთხვევათა

თირკმლის არეში ყრუ ტკივილი, ჰემატურია, პიურია, მტკივნეული შარდვა

“სტერილური პიურია”- არის ლეიკოციტები, არ იზრდება ფლორა

თირკმლის ქრონიკული უკმარისობა

შეიძლება პროსტატიტი, ორხოეპიდიდიმიტი

Page 46: პირველად ჯანდაცვაში აივ/შიდსის, C ჰეპატიტისა და ... HIV TB_Training... · შემთხვევათა

გენიტალური TB

ქალებში _ მენსტრუალური ციკლის დარღვევა, ტკივილი მცირე მენჯის ღრუში, საშ. დეფორმაცია, ლულების შევიწროება და გაუვალობა, უშვილობა.

მამაკაცებში _ ეპიდიდიმიტი: დანამატების უმტკივნეულო შეშუპება, გამკვრივება, სიმძიმის შეგრძნება

შეიძლება ჩაითრიოს პროსტატა

Page 47: პირველად ჯანდაცვაში აივ/შიდსის, C ჰეპატიტისა და ... HIV TB_Training... · შემთხვევათა

პერიტონული TB ასციტი პორტალური ჰიპერტენზიის გარეშე, გადიდებული მეზენტერიული და რეტროპერიტონული ლ/კვანძები, შეიძლება გამოიწვიოს გაუვალობა

პერიკარდიუმის TB უფრო ხშირია აივ-ინფიცირებულ პაციენტებში.

პროგრესირებადი ქოშინი, პარადოქსული პულსი, დაბალი ა/წნევა, გულის ტონების მოყრუება ძლიერი სისუსტე, ტემპერატურა, “ჩაიდნის” ფორმის გული. განვითარდეს კონსტრიქციული პერიკარდიტი

Page 48: პირველად ჯანდაცვაში აივ/შიდსის, C ჰეპატიტისა და ... HIV TB_Training... · შემთხვევათა

გვახსოვდეს!

EPTB ეჭვის ყველა შემთხვევაში სავალდებულოა TB სპეციალისტის დაუყოვნებელი კონსულტაცია, რომელიც უზრუნველყოფს გაიდლაინით გათვალისწინებულ შემდგომ მართვას.

Page 49: პირველად ჯანდაცვაში აივ/შიდსის, C ჰეპატიტისა და ... HIV TB_Training... · შემთხვევათა

შინაარსი

პრეზენტაცია მოიცავს ინფორმაციას ბავშვთა ასაკში ტბ საეჭვო შემთხვევას იდენტიფიკაციისა და მართვის შესახებ

მიზანი

მსმენელმა გაიცნოს თემა და ადგილზე პრაქტიკულად შეძლოს ბავშვთა ტბ ეჭვის მიტანა და სწორი მართვა

ეჭვი ტუბერკულოზზე ბავშვთა ასაკში

Page 50: პირველად ჯანდაცვაში აივ/შიდსის, C ჰეპატიტისა და ... HIV TB_Training... · შემთხვევათა

ბავშვთა ასაკში ეჭვი ტბ-ზე მატულობს:

ოჯახური კონტაქტის პირობებში

დაფიქსირებული მალნუტრიციის შემთხვევაში

რამდენიმე თვის წინ გადატანილ მძიმე ინფექციის დროს (წითელა)

აივ-ინფიცირება

Page 51: პირველად ჯანდაცვაში აივ/შიდსის, C ჰეპატიტისა და ... HIV TB_Training... · შემთხვევათა

TB ალბათობა განხილული უნდა იყოს ყველა ბავშვთან, ვისაც:

ანამნეზში აქვს:

დაუდგენელი მიზეზით წონაში დაკლება, ან ზრდაში ჩამორჩენა

დაუდგენელი მიზეზეზის to 2 კვირაზე მეტი ხანგრძლივობით

ქრონიკული ხველა

კონტაქტი TB დაავადებულებთან

Page 52: პირველად ჯანდაცვაში აივ/შიდსის, C ჰეპატიტისა და ... HIV TB_Training... · შემთხვევათა

გასინჯვით ვლინდება პათოლოგია: სითხე პლევრის ღრუში, პოლისეროზიტი

გადიდებული, უმტკივნეულო ლ/კვანძები, შესაძლო ფისტულით კისრის არეში

მკერდშიდა ლიმფადენოპათია

მენინგიტის ნიშნები: თავის ტკივილი, კისრის კუნთების რიგიდობა, პათ რეფლექსები, ლიმფოციტური ლიქვორი მომატებული ცილით და დაბალი გლუკოზით

შებერილი მუცელი, ასციტი, მეზენტერიული ლ/კ გადიდება

ძვლების და სახსრების, მათ შორის ხერხემლის ლოკალური შეშუპება, დეფორმაცია

კვანძოვანი ერითემა

ფლიქტენური კონუქტივიტი

Page 53: პირველად ჯანდაცვაში აივ/შიდსის, C ჰეპატიტისა და ... HIV TB_Training... · შემთხვევათა

გვახსოვდეს!

ბავშვებში TB ეჭვის დროს აუცილებელია ტბ სპეციალისტის კონსულტაცია და სათანადო გამოკვლევები (რენტგენი, ხელმისაწვდომი მასალის ბაქტერიალური კვლევა, მანტუს სუნჯი) გაიდლაინის მიხევით.

განსაკუთრების საშიშია მილიარული ტუბერკულოზი და TB მენინგიტი

Page 54: პირველად ჯანდაცვაში აივ/შიდსის, C ჰეპატიტისა და ... HIV TB_Training... · შემთხვევათა

ბავშვთა ასაკში მეტია EPTB , განსაკუთრებით დისემინირებული ტუბერკულოზის და მენინგიტის განვითარების ალბათობა

ბავშვთა ასაკისათვის დამახასიათებელია ლიმფადენოპათია

ბავშვები ოლოგობაცილარულები არიან და ბაქტერიოლოგიური დიაგნოსტიკა რთულია

ბავშვებში პრაქტიკულად არ გვხვდება მეორადი რეზისტენტობა; ძირითადია პირველადი, კონტაქტის შედეგად მიღებული რეზისტენტობა

ბავშვებში უცნობი DST დროს მკურნალობა იწყება კონტაქტის DST-ის მიხედვით

Page 55: პირველად ჯანდაცვაში აივ/შიდსის, C ჰეპატიტისა და ... HIV TB_Training... · შემთხვევათა

სენსიტიური

ტუბერკულოზის

მკურნალობა

პირველი რიგის სამკურნალო რეჟიმი:

იზონიაზიდი;

რიფამპიცინი;

ეტამბუტოლი;

პირაზინამიდი.

2HRZE/4HR

რეზისტენტული

ტუბერკულოზის

(RR-; MDR-; XDR-TB)

მკურნალობა

ხანმოკლე სამკურნალო რეჟიმი:

მეორე რიგის მედიკამენტებით 9-12 თვის

განმავლობაში სტანდარტული მკურნალობა

4-6 Cm-Mfx400-Pto-Cfz-Z-Hმაღალი დოზა -E /

5 Mfx-Cfz-Z-E

ხანგრძლივი სამკურნალო რეჟიმი:

ახალი მედიკამენტებით (ბედაქილინით ან

დელამანიდით) და 4 ძირითადი მეორე რიგის

მედიკამენტით 20-24 თვის განმავლობაში

ინდივიდუალური მკურნალობა

Bdq/Dlm+Lfx+Cm+Lzd+Cfz

Page 56: პირველად ჯანდაცვაში აივ/შიდსის, C ჰეპატიტისა და ... HIV TB_Training... · შემთხვევათა

ბავშვთა ფილტვისა და ფილტვგარეშე

ტუბერკულოზის, რეგულარული და რეზისტენტული ტუბერკულოზის სამკურნალო სქემები ეფუძნება იგივე პრინციპებს

განსხვავებულია მხოლოდ მედიკამენტების დოზები

Page 57: პირველად ჯანდაცვაში აივ/შიდსის, C ჰეპატიტისა და ... HIV TB_Training... · შემთხვევათა

მკურნალობის მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები/სიმპტომები რითაც პაციენტმა შესაძლოა პირდაპირ მიმართოს ექიმ-სპეციალისტს, ის შეიძლება მოიცავდეს შემდეგ სიმპტომებს:

◦ ცხელება/გრიპის სინდრომი (სიცხე, შემცივნება, დაღლილობა, თავის ტკივილი, ძვლების ტკივილი)

◦ აუხსნელი ანოროექსია

◦ შარდის გამუქება/ფორთოხლისფერი/წითელი შარდი

◦ სიყვითლე/ჰეპატიტი

◦ ხელის მტევნებისა და ტერფების პერსისტიული პარესთეზია/პერიფერიული ნეიროპათია

◦ პერსისიტიულ დაღლილობა და სისუსტე, რომელიც 3 დღეზე მეტ ხანს გრძელდება

◦ მტკივნეულობა მუცლის არეში, განსაკუთრებით მარჯვენა ზედა კვადრატში

◦ სისხლდენებისკენ ან სისხლჩაქცევებისკენ მიდრეკილება/ პურპურა

◦ ართრალგია

◦ გულისრევას და ღებინებას/ასტრო-ინტესტინური დარღვევები

◦ QT ინტერვალის გახანგრძლივება

Page 58: პირველად ჯანდაცვაში აივ/შიდსის, C ჰეპატიტისა და ... HIV TB_Training... · შემთხვევათა

◦ თრომბოციტოპენია და ანემია

◦ ოპტიკური ნეიროპათია/მხედველობის გაუარესება/ოპტიკური რეტრო-ბულბური ნევრიტი/ფერების აღქმის დაკარგვა

◦ ჰიპოთირეოიდიზმი

◦ ნეირო-ფსიქიკური მოვლენები

◦ სმენის დაქვეითება

◦ ნეფროტოქსიურობა/ თირკმლის მწვავე უკმარისობა

◦ ძილიანობა

◦ კანზე გამონაყარი, აკნე, ჰიპერსენსიტიურობა

◦ შოკი

◦ დეზორიენტაცია დროსა და გარემოში (ივარაუდეთ ღვიძლის მწვავე უკმარისობა, თუ თან ახლავს სიყვითლეც)

◦ ჰიპერურიკემია

Page 59: პირველად ჯანდაცვაში აივ/შიდსის, C ჰეპატიტისა და ... HIV TB_Training... · შემთხვევათა

პაციენტი დაუყოვნებლივ უნდა გაიგზავნოს სპეციალისტთან ან იმ სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც მოხდება მისი მდგომარეობის შემდგომი შეფასება და მკურნალობა.

Page 60: პირველად ჯანდაცვაში აივ/შიდსის, C ჰეპატიტისა და ... HIV TB_Training... · შემთხვევათა

Xpert MTB/RIF ტესტი

სწრაფი, მოლეკულური, სრულად ავტომატიზირებული მეთოდი

მაქსიმუმ 100 წუთში ახდენს M. tuberculosis დეტექციას და

რიფამპიცინისადმი მგრძნობელობის დადგენას

Page 61: პირველად ჯანდაცვაში აივ/შიდსის, C ჰეპატიტისა და ... HIV TB_Training... · შემთხვევათა

ტუბერკულოზის პრევენცია მოიცავს: ტუბერკულოზის სავარაუდო შემთხვევების დროულ

გამოვლენას და მკურნალობას პაციენტის, მისი ოჯახის წევრებისა და ზოგადად

საზოგადოების განსწავლას ტუბერკულოზის გავრცელების რისკის და მისი მართვის გზების შესახებ

ინფექციის კონტროლის ღონისძიებებს ტუბერკულოზით დაავადებული პირების ახლო

კონტაქტების მიდევნებას და მეთვალყურეობას ტუბერკულოზის პრევენციულ მკურნალობას ვაქცინაციას (ბცჟ ვაქცინით)

Page 62: პირველად ჯანდაცვაში აივ/შიდსის, C ჰეპატიტისა და ... HIV TB_Training... · შემთხვევათა

პირველადი ჯანდაცვის დონეზე ექიმისა და ექთნისთვის შესაძლოა რთული იყოს C ჰეპატიტის და აივ/შიდსის მაღალი რისკის ჯგუფების იდენტიფიცირება, ამ დაავადებებთან დაკავშირებული სტიგმისა და პაციენტის მიერ ამ ინფორმაციის არ გაზიარების გამო

ამდენად, C ჰეპატიტსა და აივ ინფექციაზე ტესტირების შეთავაზება რეკომენდებულია რუტინულად, ყველა პაციენტისთვის (18–ის და ზემოთ ასაკის პირებში) ვინც სამედიცინო დაწესებულებას ნებისმიერი მიზეზის გამო მომართვას.

C ჰეპატიტსა და აივ ინფექციაზე ტესტირების ჩატარება რეკომენდებულია სამედიცინო დაწესებულების გარეთაც მაგ. პაციენტის ბინაზე ან სხვა შესაფერის ადგილებში, რაც პირველადი ჯანდაცვის ექიმს მასთან რეგისტირებული მოსახლეობის სკრინინგის პროგრამებით მოცვის გაუმჯობესების საშუალებას მისცემს

Page 63: პირველად ჯანდაცვაში აივ/შიდსის, C ჰეპატიტისა და ... HIV TB_Training... · შემთხვევათა

პირველადი ჯანდაცვის ქსელში ქრონიკული C ჰეპატიტის პირველადი დიაგნოსტიკისათვის რეკომენდებულია სეროლოგიური მეთოდის შეთავაზება 18 წლის და მეტი ასაკის პირებისთვის

C ჰეპატიტის ვირუსის მიმართ მარტივი მეთოდით ანტისხეულების (Anti-HCV) განსაზღვრისთვის ტესტის ჩატარება შეუძლია ლაბორატორიული მედიცინის სპეციალისტს ან ნებისმიერ სხვა პირს, რომელსაც გავლილი აქვს შესაბამისი ტრეინინგი და რომელსაც აღნიშნულ მოვალეობას დააკისრებს სკრინინგის სერვისის მიმწოდებელი დაწესებულების ხელმძღვანელობა

C ჰეპატიტზე ტესტირებისას აუცილებელია ერთჯერადი მასალების (სკარიფიკატორი, ვაკუტაინერი და ა. შ), ასევე, პირადი დაცვის და სადეზინფექციო საშუალებების გამოყენება

Page 64: პირველად ჯანდაცვაში აივ/შიდსის, C ჰეპატიტისა და ... HIV TB_Training... · შემთხვევათა

სარისკო ექსპოზიციის შემდეგ C ჰეპატიტის ვირუსის მიმართ ანტისხეულებზე და რნმ-ზე უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, ტესტირება უნდა განმეორდეს ექსპოზიციიდან 6 თვის შემდეგ

სკრინინგი სეროლოგიური ტესტების გამოყენებით რეკომენდებულია მაღალი რისკის პირებისთვის გარდა იმ პირებისა, რომელთაც:

◦ უკვე ჩატარებული აქვთ C ჰეპატიტის ვირუსის საწინააღმდეგო ანტივირუსული მკურნალობა;

◦ მკურნალობა ჯერ არ ჩაუტარებიათ, მაგრამ გააჩნიათ ტესტირების დოკუმენტირებული დადებითი პასუხი

Page 65: პირველად ჯანდაცვაში აივ/შიდსის, C ჰეპატიტისა და ... HIV TB_Training... · შემთხვევათა

თითოეულ პირს C ჰეპატიტზე ტესტირებამდე უნდა მივაწოდოთ ამომწურავი ინფორმაცია დაავადების, სკრინინგის მნიშვნელობის და ტესტის შედეგების ინტერპრეტაციის შესახებ

ტესტი ჩატარდება მოხდება პირის თანხმობის მიღების შემდეგ

C ჰეპატიტის სკრინინგულ ტესტზე დადებითი პასუხის მიღების შემთხვევაში პირს უნდა მიეცეს დეტალური განმარტება შემდგომი ნაბიჯებისა და საჭიროების შემთხვევაში C ჰეპატიტის მოვლისა და მკურნალობის პროგრამაში ჩართვის შესახებ

Page 66: პირველად ჯანდაცვაში აივ/შიდსის, C ჰეპატიტისა და ... HIV TB_Training... · შემთხვევათა

C ჰეპატიტი გადადის სისხლის გზით

მიეკუთვნება ლაბორატორიულად სადიაგნოსტიკო დაავადებათა კატეგორიას

ანტისხეულებზე დადებითი პასუხი არ ნიშნავს რომ აუცილებლად განსაზღვრადი იქნება ვირუსის რნმ

C ჰეპატიტი ერთადერთი ქრონიკული ვირუსული ინფექციაა,რომელიც პირდაპირი ანტივირუსული პრეპარატებით მკურნალობის ფონზე მთავრდება სრული გამოჯანმრთელებით

საქართველოში C ჰეპატიტის მკურნალობა შესაძლებელია ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში მაღალ ეფექტური პრეპარატებით

Page 67: პირველად ჯანდაცვაში აივ/შიდსის, C ჰეპატიტისა და ... HIV TB_Training... · შემთხვევათა

C ჰეპატიტიზე ანტისხეულების არსებობაზე დადებითი პასუხის შემთხვევაში პაციენტს მიეწოდება დამატებითი ინფორმაცია:

იმ დაწესებულებათა ნუსხა, სადაც შესაძლებელია ვირუსის რნმ–ის განსაზღვრა

განემარტება, რომ ჰეპატიტის მკურნალობა მოიცავს პირდაპირი ანტივირუსული მოქმედების აგენტებს

ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში პრეპარატები უსასყიდლოდ გადაეცემა პაციენტს

მკურნალობის ხანგრძლივობა შემთხვევათა უმრავლესობაში გრძელდება 12 კვირა

Page 68: პირველად ჯანდაცვაში აივ/შიდსის, C ჰეპატიტისა და ... HIV TB_Training... · შემთხვევათა

ანტისხეულების არსებობაზე უარყოფით პასუხის შემთხვევაში პაციენტს უნდა განვუმარტოთ რომ:

◦ ტესტის უარყოფითი პასუხი ნიშნავს, რომ პაციენტს არასოდეს ჰქონია

შეხება C ჰეპატიტის ვირუსთან

◦ რომელია ჰეპატიტის გადაცემის გზები და სარისკო ქცევები

◦ სავარაუდო ინფიცირების შემთხვევიდან 4–8 კვირაში შეუძლია ჩაიტაროს განმეორებითი ტესტირება C ჰეპატიტის ანტისხეულებზე

Page 69: პირველად ჯანდაცვაში აივ/შიდსის, C ჰეპატიტისა და ... HIV TB_Training... · შემთხვევათა

პირველადი ჯანდაცვის ქსელში აივ ინფექციაზე ტესტირების შეთავაზება რეკომენდებულია რუტინულად, 18 წლის და მეტი ასაკის ყველა პაციენტისთვის ვინც სამედიცინო დაწესებულებას ნებისმიერი მიზეზის გამო მომართვას

მაღალი რისკის ჯგუფებში რეკომენდებულია აივ-ტესტირება ხშირად 3 – 6 თვეში ერთხელ

პირველადი ჯანდაცვის ქსელში აივ ინფექციაზე

ტესტირებისთვის რეკომენდებულია სეროლოგიური ტესტი ექსპრეს დიაგნოსტიკისთვის

Page 70: პირველად ჯანდაცვაში აივ/შიდსის, C ჰეპატიტისა და ... HIV TB_Training... · შემთხვევათა

აივ/შიდსი გადადის სისხლის გზით, სქესობრივი გზით და დედიდან ბავშვზე– ორსულობის დროს, მშობიარობისას, ძუძუთი კვების დროს

მიეკუთვნება ლაბორატორიულად სადიაგნოსტიკო დაავადებათა კატეგორიას

აივ/შიდსი მართვადი ვირუსული ინფექციაა ანტირეტროვირუსული დაავადების ფონზე

საქართველოში აივ/შიდსის დიაგნოსტიკა, სტაციონარული მკურნალობა, თანმხლები დაავადებების მართვა და ანტირეტროვირუსული თერაპია უნივერსალურად ხელმისაწვდომია

Page 71: პირველად ჯანდაცვაში აივ/შიდსის, C ჰეპატიტისა და ... HIV TB_Training... · შემთხვევათა

ანტისხეულების არსებობაზე დადებითი პასუხის შემთხვევაში პაციენტს მიეწოდება დამატებითი ინფორმაცია:

იმ დაწესებულებათა ნუსხა, სადაც შესაძლებელია აივ ინფექციაზე დამადასტურებელი კვლევის ჩატარება

განემარტება, რომ აივ/შიდსის მკურნალობა უნივერსალურად ხელმისწვდომია და დაავადება მართვადია

აივ/შიდსის მკურნალობა მოიცავს ანტირეტროვირუსულ პრეპარატებს, რომლებიც ინიშნება მთელი სიცოცხლის მანძლიზე

მკურნალობის ფონზე აივ პოზიტიური ადამიანი ცოცხლოს იმდენს, რამდენსაც აივ ნეგატიური

Page 72: პირველად ჯანდაცვაში აივ/შიდსის, C ჰეპატიტისა და ... HIV TB_Training... · შემთხვევათა

ანტისხეულების არსებობაზე უარყოფით პასუხის შემთხვევაში პაციენტს დეტალურად განემარტება

აივ/შიდსის გადაცემის გზები და სარისკო ქცევები

დაავადების პრევენციის ძირითადი პრინციპები

და, რომ სავარაუდო ინფიცირებიდან 4–8 კვირაში შეუძლია ჩაიტაროს განმეორებითი ტესტირება აივ ანტისხეულებზე

Page 73: პირველად ჯანდაცვაში აივ/შიდსის, C ჰეპატიტისა და ... HIV TB_Training... · შემთხვევათა

პირველადი ჯანდაცვის ქსელში აქტიურ ტუბერკულოზზე სკრინინგისთვის რეკომენდებულია პაციენტების გამოკითხვა ტუბერკულოზისათვის დამახასიათებელი სიმპტომების გამოსავლენად

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ტუბერკულოზის სიმპტომების აქტიური გამოვლენა პაციენტებთან დადასტურებული C ჰეპატიტით და აივ/შიდსით, ასევე ტუბერკულოზის განვითარების სხვა რისკ-ჯგუფებში.

Page 74: პირველად ჯანდაცვაში აივ/შიდსის, C ჰეპატიტისა და ... HIV TB_Training... · შემთხვევათა

სკრინინგის დროს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია

ტუბერკულოზისათვის დამახასიათებელი სიმპტომების

შეფასება

ტუბერკულოზის მაღალი რისკის ჯგუფებში

Page 75: პირველად ჯანდაცვაში აივ/შიდსის, C ჰეპატიტისა და ... HIV TB_Training... · შემთხვევათა

პირები აივ/შიდსით პირები C ჰეპატიტით ტუბერკულოზით დაავადებულ პაციენტთან ახლო

კონტაქტში (განსაკუთრებით ოჯახურ, ან სამსახურეობრივ კონტაქტში) მყოფი პირები;

ნარკოტიკული საშუალებების, თამბაქოსა და ალკოჰოლის ჭარბი მომხმარებლები;

პატიმრები, ან ყოფილი პატიმრები; შაქრიანი დიაბეტით დაავადებულები; ქრონიკულად დაავადებულები, რომლებიც ხანგრძლივ

სტეროიდულ ან ციტოსტატიურ მკურნალობას საჭიროებენ; წარსულში ტუბერკულოზით დაავადებულები; არასაკმარისი კვების მქონე პირები, ან ცუდად

ვენტილირებულ გარემოში მცხოვრები/მომუშავე პირები.

Page 76: პირველად ჯანდაცვაში აივ/შიდსის, C ჰეპატიტისა და ... HIV TB_Training... · შემთხვევათა

ტუბერკულოზის მაღალი რისკის მქონე თითოეულ პირს უნდა მიეწოდოს ინფორმაცია ტუბერკულოზის სავარაუდო სიმპტომების შესახებ;

ტუბერკულოზზე სავარაუდო სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში პირს უნდა განემარტოს სად და როგორ შეუძლია მიიღოს ტუბერკულოზის სადიაგნოზო და სამკურნალო მომსახურება

Page 77: პირველად ჯანდაცვაში აივ/შიდსის, C ჰეპატიტისა და ... HIV TB_Training... · შემთხვევათა

პაციენტმა უნდა იცოდეს, რომ:

თუ პაციენტი დროულად, ჩივილების გაჩენისთანავე მიმართავს სამედიცინო დაწესებულებას და ექიმის დანიშნულების მიხედვით სწორად, დოზის გამოტოვების გარეშე ჩაიტარებს ტუბსაწინააღმდეგო მკურნალობას, თავადაც განიკურნება და სხვისი დაავადების მიზეზიც არ გახდება;

პაციენტის ავადობის შესახებ ინფორმაცია კონფიდენციალურია;

Page 78: პირველად ჯანდაცვაში აივ/შიდსის, C ჰეპატიტისა და ... HIV TB_Training... · შემთხვევათა

პაციენტმა უნდა იცოდეს, რომ

ექიმის დანიშნულების სრულად შესრულების შემთხვევაში

ტუბერკულოზი იკურნება!

Page 79: პირველად ჯანდაცვაში აივ/შიდსის, C ჰეპატიტისა და ... HIV TB_Training... · შემთხვევათა

პაციენტმა უნდა იცოდეს, რომ: ტუბერკულოზის დიაგნოსტიკა და მკურნალობა

პაციენტისთვის უფასოა - ტუბერკულოზზე სავარაუდოდ შეფასებული პაციენტის პირველადი გამოკვლევების და დიაგნოზის დადასტურების შემთხვევაში მკურნალობის ხარჯებს ტუბერკულოზის მართვის სახელმწიფო პროგრამა ფარავს;

მკურნალობისადმი კარგი დამყოლობის (მედიკამენტის ყველა დოზის მიღების) შემთხვევაში პაციენტზე გაიცემა დამატებითი ფულადი წახალისება: o სენსიტიური TB – 160 ლარი (ჯამში); o რეზისტენტული TB – 25 ლარი კვირაში.

Page 80: პირველად ჯანდაცვაში აივ/შიდსის, C ჰეპატიტისა და ... HIV TB_Training... · შემთხვევათა

ტუბერკულოზის სკრინინგის შედეგად გამოვლენილ პაციენტს პირველადი ჯანდაცვის ექიმმა უნდა მიაწოდოს ინფორმაცია:

იმ სპეციალიზირებული დაწესებულებების (ტუბკაბინეტის/დისპანსერის/სტაციონარის) შესახებ, რომელსაც პაციენტმა შეუძლია მიმართოს სპეციალიზირებული დაწესებულების შერჩევისას პაციენტს არჩევანის თავისუფლება უნდა ჰქონდეს;

თუმცა სასურველია პირველადი ჯანდაცვის ექიმმა რეფერალი კონკრეტულ სპეციალიზირებულ დაწესებულებაში, საკონტაქტო ინფორმაციის მითითებით უზრუნველყოს.

Page 81: პირველად ჯანდაცვაში აივ/შიდსის, C ჰეპატიტისა და ... HIV TB_Training... · შემთხვევათა

მნიშვნელოვანია დაწესებულების დონეზე შეიქმნას პროტოკოლი, სადაც დეტალურად იქნება გაწერილი:

პაციენტის მიმართვა ტესტირებისათვის ზპ ექთნის კაბინეტში/კლინიკის ლაბორატორიაში;

ვინ და როგორ უნდა განახორციელოს ტესტირების შედეგების კომუნიკაცია პაციენტთან;

სპეციალისტის/ოჯახის ექიმის ინტერფეისის პროტოკოლის შექმნა და დანერგვა;

სპეციალისტისაგან პაციენტის რეფერალი სპეციალიზებულ ლაბორატორიაში/სერვისებში.

Page 82: პირველად ჯანდაცვაში აივ/შიდსის, C ჰეპატიტისა და ... HIV TB_Training... · შემთხვევათა

სკრინინგული ტესტი არ არის საკმარისი C ჰეპატიტის საბოლოო დიაგნოზის დასასმელად. ტესტის დადებითი შედეგის შემთხვევაში პაციენტს აქტიური ინფექციის გამოსავლენად უნდა ჩაუტარდეს დამატებითი ლაბორატორიული კვლევები (HCV core Ag ან HCV რნმ).

პაციენტისთვის სისხლის აღება კონფირმაციული ტესტისთვის ხდება საყოველთაო ჯანდაცვის სტაციონარული სერვისის მიმწოდებელ დაწესებულებებში, C ჰეპატიტის მკურნალობის სერვისის მიმწოდებელ ცენტრებსა და დკსჯე ცენტრის რეგიონულ განყოფილებაში. შესაბამისად პირველადი ჯანდაცვის სხვა მიმწოდებლებიდან პაციენტის რეფერირება უნდა განხორციელდეს ამ ლოკაციებზე გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის პრინციპით.

რეკომენდებულია, სისხლის ნიმუშის აღება მოხდეს მაშინვე, სკრინინგულ ტესტზე დადებითი პასუხის შეტყობისთანავე, რათა მინიმუმამდე შემცირდეს პაციენტის განმეორებითი ვიზიტის საჭიროება.

Page 83: პირველად ჯანდაცვაში აივ/შიდსის, C ჰეპატიტისა და ... HIV TB_Training... · შემთხვევათა

სისხლის ნიმუშის მომზადებისა და ტრანსპორტირების წესს ადგენს საქართველოს ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი.

C ჰეპატიტზე კონფირმაციული ტესტის პასუხი ხელმისაწვდომია პირველადი ჯანდავის ექიმისთვის ელექტრონული პორტალის საშუალებით.

პირველადი ჯანდაცვის ექიმი ვალდებულია დაიცვას ინფორმაციის კონფიდენციალობა პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

Page 84: პირველად ჯანდაცვაში აივ/შიდსის, C ჰეპატიტისა და ... HIV TB_Training... · შემთხვევათა

აივ ანტისხეულებზე ნეგატიური პასუხის შემთხვევაში – კვლევა წყდება და პაციენტს მიეცემა შესაბამისი განმარტება

აივ ანტისხეულებზე პოზიტიური პასუხის

შემთხვევაში – ხდება შედეგის დადასტურება Western blot ან IFA (immunofluorescence assay) მეთოდების გამოყენებით ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის ლაბორატორიაში რეფერალის სისტემის ფარგლებში

Page 85: პირველად ჯანდაცვაში აივ/შიდსის, C ჰეპატიტისა და ... HIV TB_Training... · შემთხვევათა

აივ ანტისხეულებზე დადებითი პასუხის შემთხვევაში,აივ-ზე კონფირმაციული ტესტის ჩასატარებლად რეკომენდებულია პაციენტის მიმართვა პირდაპირ ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის შიდსის ლაბორატორიაში რეფერალის სისტემის ფარგლებში ან პაციენტის მიმართვა უახლოეს სამედიცინო დაწესებულებაში რაიონის დონეზე, რომელიც ჩართულია ინტეგრირებული სკინინგისთვის სისხლის ნიმუშების ტრანსპორტირების სქემაში.

პირველადი ჯანდაცვის ექიმთან რეგისტრირებული პაციენტებისთვის აივ-ზე კონფირმაციული ტესტის ჩატარების სტატუსი ხელმისაწვდომია პირველადი ჯანდაცვის ექიმისთვის ელექტრონული პორტალის საშუალებით.

Page 86: პირველად ჯანდაცვაში აივ/შიდსის, C ჰეპატიტისა და ... HIV TB_Training... · შემთხვევათა

ფილტვის ტუბერკულოზის დიაგნოზი დასტურდება მხოლოდ ნახველის ანალიზით.

კლინიკური შეფასება და რენტგენოლოგიური გამოკვლევა შესაძლოა ფილტვის პათოლოგიაზე მიუთითებდეს, მაგრამ დიაგნოზის დასადასტურებლად და ადექვატური სამკურნალო რეჟიმის შესარჩევად საკმარისი არ არის.

ტუბერკულოზზე ვარაუდის შემთხვევაში აუცილებელია პაციენტის მიმართვა ტუბერკულოზის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული სამედიცინო დაწესებულებებში სადაც არის ფთიზიატრიული დიაგნოსტიკის შესაძლებლობა.

ტუბერკულოზის დიაგნოსტიკას და მკურნალობას აფინანსებს სახელმწიფო პროგრამა.

Page 87: პირველად ჯანდაცვაში აივ/შიდსის, C ჰეპატიტისა და ... HIV TB_Training... · შემთხვევათა

რეფერალის შემდეგ პირველადი ჯანდაცვის ექიმი/ექთანი უნდა დაუკავშირდეს პაციენტს, რათა დარწმუნდეს რომ რეფერალი შედგა. რეკომენდებულია ინფორმაციის გადამოწმება ფთიზიატრთან;

პირველადი ჯანდაცვის ექიმმა/ექთანმა ფთიზიატრიული სამსახურისაგან რეფერალიდან ერთი კვირის ვადაში უნდა მოითხოვოს ინფორმაცია შემთხვევის დადასტურების შესახებ;