პლატფორმა „tradologic ზე ვაჭრობის...

27
პლატფორმა „Tradologic“-ზე ვაჭრობის ინსტრუქციები ვერსია: 1.3, 03/ივნ/2014 კონფიდენციალური და საკუთრებრივი Tradologic, 2014 გვერდი 1 / 27 პლატფორმა „Tradologic“-ზე ვაჭრობის ინსტრუქციები პლატფორმა „Tradologic“-ზე ხელმისაწვდომი სავაჭრო ფუნქციების გაცნობითი სახელმძღვანელო

Upload: others

Post on 16-Jan-2020

4 views

Category:

Documents


0 download

TRANSCRIPT

Page 1: პლატფორმა „Tradologic ზე ვაჭრობის ინსტრუქციები · დაიწევს აქტივის ფასი მიმდინარე

პლატფორმა „Tradologic“-ზე ვაჭრობის

ინსტრუქციები

ვერსია: 1.3, 03/ივნ/2014

კონფიდენციალური და საკუთრებრივი Tradologic, 2014 გვერდი 1 / 27

პლატფორმა „Tradologic“-ზე ვაჭრობის

ინსტრუქციები

პლატფორმა „Tradologic“-ზე ხელმისაწვდომი სავაჭრო ფუნქციების

გაცნობითი სახელმძღვანელო

Page 2: პლატფორმა „Tradologic ზე ვაჭრობის ინსტრუქციები · დაიწევს აქტივის ფასი მიმდინარე

პლატფორმა „Tradologic“-ზე ვაჭრობის

ინსტრუქციები

ვერსია: 1.3, 03/ივნ/2014

კონფიდენციალური და საკუთრებრივი Tradologic, 2014 გვერდი 2 / 27

შინაარსი

1. შესავალი 4

1.1 ციფრული 5

1.2 ტურბო 6

1.3 One Touch 7

1.4 Touch 7

1.5 ინტერვალი 8

2. ვაჭრობის საფუძვლები 9

2.1 ვაჭრობის დაწყება 9

2.2 ციფრული ოფციონებით ვაჭრობა 10

2.3 ვაჭრობა ტურბო ოფციონებით 11

2.4 მაღალი მოგების Touch-ით ვაჭრობა 11

2.5 Touch / No Touch-ით ვაჭრობა 12

2.6 ინტერვალზე ვაჭრობა 13

2.7 გახსნილი ტრეიდების ნახვა 14

2.8 დახურული ტრეიდების ნახვა 15

2.8.1 იხილეთ ვაჭრობის ისტორია 16

3. ჩემი ვაჭრობები 17

3.1 ვაჭრობები 17

4. კომპლექსური ვაჭრობა 18

4.1 ვაჭრობის სქემები 18

4.1.1 კლასიკური 18

4.1.2 Chart+ 18

4.1.3 მულტი-ხედვა 19

4.2 სავაჭრო ინსტრუმენტები 20

4.2.1 ავტომატური ვაჭრობა 20

4.2.2 გახანგრძლივება 22

4.2.3 დახურვა 23

4.2.4 გაორმაგება 24

5. ვაჭრობის ანალიზი 26

Page 3: პლატფორმა „Tradologic ზე ვაჭრობის ინსტრუქციები · დაიწევს აქტივის ფასი მიმდინარე

პლატფორმა „Tradologic“-ზე ვაჭრობის

ინსტრუქციები

ვერსია: 1.3, 03/ივნ/2014

კონფიდენციალური და საკუთრებრივი Tradologic, 2014 გვერდი 3 / 27

5.1 გასული გარიგებები 26

5.1.1 გასული გარიგებების ძიება 26

Page 4: პლატფორმა „Tradologic ზე ვაჭრობის ინსტრუქციები · დაიწევს აქტივის ფასი მიმდინარე

პლატფორმა „Tradologic“-ზე ვაჭრობის

ინსტრუქციები

ვერსია: 1.3, 03/ივნ/2014

კონფიდენციალური და საკუთრებრივი Tradologic, 2014 გვერდი 4 / 27

1. შესავალი

ბინარული ოფციონები (ასევე ცნობილი, როგორც „ციფრული ოფციონები“) წარმოადგენენ სავაჭრო

ოფციონების სახეობას, რომლის გამოყენებისას ტრეიდერმა უნდა განსაზღვროს მოცემული აქტივის

მხოლოდ საბაზრო ფასის მიმართულება დროის შერჩეული პერიოდისთვის. ვაჭრობის ძირითადი

მოდელი შემდეგი სახისაა:

1. აირჩიეთ აქტივი. => 2. განსაზღვრეთ ვაჭრობის მიმართულება. => 3. აირჩიეთ საინვესტიციო თანხა.

=> 4. ივაჭრეთ

თუ თქვენი ფასის პროგნოზი სწორია, თქვენ მიიღებთ მოგებას. წინააღმდეგ შემთხვევაში მიიღებთ

წაგებას.

მოგება

როდესაც ტრეიდერის პროგნოზი სწორია, გარიგება სრულდება „შემოსავლით“ და მოგებულები

მიიღებენ დაბანდებული თანხის ფიქსირებულ წილს (ჩვეულებრივ, დაბანდებული თანხის 75-81%).

წაგება

როდესაც ტრეიდერის პროგნოზი სწორი არ არის, გარიგება სრულდება „შემოსავლის გარეშე“ და

ტრეიდერები კარგავენ დაბანდებულ თანხას ნაწილობრივ ან სრულად.

თითოეული ბინარული ოფციონით ვაჭრობა დაფუძნებულია სამ ძირითად ელემენტზე: საბაზისო

აქტივი, ბინარული ოფციონის გარიგება და პროგნოზი.

აქტივის სახეები

სავაჭრო პლატფორმა „Tradologic”-ის ბაზაში აქტივები შემდეგ კატეგორიებად იყოფა:

ვალუტები

ინდექსები

აქციები

საქონელი-პროდუქტი

ტრეიდერზეა დამოკიდებული აქტივის რომელ სახეობაზე დაფუძნებული ოფციონით სურს ვაჭრობა.

ბინარული ოფციონის სიცოცხლის ხანგრძლივობა

ბინარული ოფციონები ხელმისაწვდომია გარკვეული პერიოდის მანძილზე. წინასწარ განსაზღვრული

სიცოცხლის ხანგრძლივობის მიხედვით, ბინარული ოფციონი შესაძლებელია ხელმისაწვდომი იყოს

Page 5: პლატფორმა „Tradologic ზე ვაჭრობის ინსტრუქციები · დაიწევს აქტივის ფასი მიმდინარე

პლატფორმა „Tradologic“-ზე ვაჭრობის

ინსტრუქციები

ვერსია: 1.3, 03/ივნ/2014

კონფიდენციალური და საკუთრებრივი Tradologic, 2014 გვერდი 5 / 27

სულ რაღაც 1 წუთის განმავლობაში, ან ერთი თვითაც კი.

თუმცა, ტრეიდერები ვალდებულნი არ არიან მაშინვე იყიდონ გარიგება. მათ ოფციონში დაბანდების

უფლება მათი ინიცირების შემდეგაც აქვთ. რეალურად, მათ პროგნოზის გაკეთება გარიგების

დასრულებამდე სულ მცირე დროის ინტერვალშიც კი შეუძლიათ.

შენიშვნა: Touch და One Touch ოფციონები შესაძლოა დაიხუროს ოფციონის ვადის ამოწურვამდე.

>>იხ. მეტი

ბინარული ოფციონის გარიგება

ტრეიდერი ბინარული ოფციონის გარიგების მხარე ხდება, როდესაც ყიდულობს ოფციონს დროის

წინასწარ დადგენილი ვადით. მაგალითად, როდესაც შეიძენთ ოფციონს, თქვენ ხდებით გარიგების

მხარე; თუ იყიდით ორ ოფციონს, ხდებით ორი გარიგების მხარე და ა.შ.

როდესაც ავტომატურად ვაჭრობთ, თქვენ რეალურად ყიდულობთ რამდენიმე გარიგებას. >>იხ. მეტი

პროგნოზი

ტრეიდერმა უნდა განსაზღვროს საბაზისო აქტივის ფასის მოძრაობის მიმართულება. ოფციონის

დახურვისას ყველაფერი ნათელი ხდება: სწორი დაშვებები მოგების მომტანია, არასწორი დაშვებები

კი დაბანდებული თანხების წაგებას გამოიწვევს.

ბინარული ოფციონები

პლატფორმა „Tradologic”-ის მიერ შემოთავაზებული ბინარული ოფციონები გახლავთ:

ციფრული-Digital

ტურბო- Turbo

Touch

One Touch

ინტერვალი- Range

ყველა მათგანს საფუძვლად ერთი იდეა უდევს: გააკეთეთ სწორი პროგნოზი და მოიგეთ.

განსხვავებები დეტალურად აღწერილია შემდგომ პარაგრაფებში.

1.1 ციფრული-Digital

ციფრული ოფციონები (ასევე ცნობილი, როგორც „ბინარული ოფციონები“) ოფციონების ყველაზე

გავრცელებული სახეობაა. უნდა განსაზღვროთ გარიგების დასრულების მომენტისთვის აიწევს თუ

დაიწევს აქტივის ფასი მიმდინარე საბაზრო ფასთან შედარებით.

Page 6: პლატფორმა „Tradologic ზე ვაჭრობის ინსტრუქციები · დაიწევს აქტივის ფასი მიმდინარე

პლატფორმა „Tradologic“-ზე ვაჭრობის

ინსტრუქციები

ვერსია: 1.3, 03/ივნ/2014

კონფიდენციალური და საკუთრებრივი Tradologic, 2014 გვერდი 6 / 27

თუ ვარაუდობთ, რომ შერჩეული აქტივის ფასი გაიზრდება, ყიდულობთ ქოლ( მეტი) ოფციონს. თუ

ვარაუდობთ, რომ შერჩეული აქტივის ფასი შემცირდება, ყიდულობთ ფუთ (ნაკლები) ოფციონს.

საბაზისო აქტივის მიხედვით, მოგება მერყეობს 75-81%-ს შორის.

შენიშვნა: ძალიან იშვიათად ხდება, როდესაც ოფციონის დახურვისას აქტივის საბაზრო ფასი ტოლია

თქვენი ერთ-ერთი ინვესტიციისა. ამ დროს თქვენ ინარჩუნებთ თანხას, რაც ნიშნავს, რომ არც იგებთ

და არც აგებთ. თქვენი ინვესტიცია გიბრუნდებათ ბალანსზე.

გაიგეთ მეტი ციფრული ვაჭრობის შესახებ.

1.2 ტურბო

ტურბო ოფციონები ციფრული ოფციონებია, რომლებიც შექმნილია ძალიან მოკლე-ვადიანი, მხოლოდ

15-წამიანი, ინვესტიციებისთვის. არსებობს ტურბო ოფციონების ორი სახე:

ტურბო

1 წთ

2 წთ

5 წთ

სუპერ ტურბო

15 წმ

30 წმ

45 წმ

ტურბო ძალიან ჰგავს სტანდარტულ ციფრულ ოფციონს; თუმცა თქვენ ვაჭრობთ ზუსტად 1, 2 ან 5

წუთიანი ინტერვალით ტუბრო ოფციონების შემთხვევაში და 15, 20 და 45 წამიანი ინტერვალებით

სუპერ ტურბო ოფციონების შემთხვევაში. კვლავაც, უნდა განსაზღვროთ გაიზრდება თუ შემცირდება

საბაზისო აქტივის ფასი ოფციონის დასრულების მომენტისთვის.

მოგება ტურბო ოფციონებზე შეადგენს 67-81 %-ს.

შენიშვნა: ციფრული ოფციონების მსგავსად, იმ შემთხვევაში, თუ ოფციონის დახურვისას აქტივის

საბაზრო ფასი ტოლია თქვენი ერთ-ერთი ინვესტიციისა, თქვენ ინარჩუნებთ თანხას, რაც ნიშნავს, რომ

არც იგებთ და არც აგებთ. თქვენი ინვესტიცია გიბრუნდებათ ბალანსზე.

Page 7: პლატფორმა „Tradologic ზე ვაჭრობის ინსტრუქციები · დაიწევს აქტივის ფასი მიმდინარე

პლატფორმა „Tradologic“-ზე ვაჭრობის

ინსტრუქციები

ვერსია: 1.3, 03/ივნ/2014

კონფიდენციალური და საკუთრებრივი Tradologic, 2014 გვერდი 7 / 27

ტურბო ოფციონებს ზოგჯერ „კერძო ოფციონებს“ უწოდებენ, რადგანაც ტრეიდერი წყვეტს, როდის

დაიწყოს ვაჭრობა. შესაბამისად, სწორედ მისი პირადი გადაწყვეტილებაა, როდის დასრულდება

ოფციონი (1, 2 ან 5 წუთში/15, 30 ან 45 წამში).

გაიგეთ მეტი ტურბოთი ვაჭრობის შესახებ.

1.3 One Touch

One Touch ოფციონებით უნდა განსაზღვროთ, მიაღწევს („შეეხება“) თუ არა („არ შეეხება“) აქტივი

წინასწარ დადგენილ ფიქსირებულ ფასს გარიგების დასრულებამდე. სწორედ ამიტომ One Touch

ოფციონებს ასევე უწოდებენ შეხება/არ შეხების ოფციონებს.

როდესაც ოფციონი მიაღწევს (შეეხება) ფიქსირებულ ფასს, იგი მაშინვე სრულდება.

ამ ტიპის ოფციონებთან დაკავშირებული რისკი, შესაძლებელია ითქვას, საკმაოდ მცირეა, რაც აისახება

მოგებაში, რომელიც შესაბამისად მერყეობს 60-80%-ს შორის.

გაიგეთ მეტი One Touch-ით ვაჭრობის შესახებ.

1.4 Touch

Touch ოფციონები წარმოადგენენ One Touch ოფციონების ოდნავ უფრო კომპლექსურ ვარიაციას.

მთავარი განსხვავება მათ შორის ისაა, რომ ამ შემთხვევაში უნდა განსაზღვროთ მიაღწევს („შეეხება)“

თუ არა აქტივი წინასწარ დადგენილ მაქსიმალურ ან მინიმალურ ფიქსირებულ ფასს ნებისმიერ დროს

მის დასრულებამდე. თუ ოფციონი დასრულდება ისე, რომ არ მიაღწევს მაქსიმალურ ან მინიმალურ

ფიქსირებულ მნიშვნელობას, თქვენ ფულს კარგავთ.

როგორც One Touch ოფციონების შემთხვევაში, როდესაც ოფციონი მიაღწევს (შეეხება) მაქსიმალურ ან

მინიმალურ ფიქსირებულ ფასს, იგი მაშინვე სრულდება.

მოგება Touch ოფციონების შემთხვევაში ჩვეულებრივ 60-120%-ია. ვინაიდან მოგება აქ მეტია, ვიდრე

One Touch-ის შემთხვევაში, Touch ოფციონებს ზოგჯერ მაღალი მოგების Touch ოფციონებს

უწოდებენ.

გაიგეთ მეტი Touch-ით ვაჭრობის შესახებ.

Page 8: პლატფორმა „Tradologic ზე ვაჭრობის ინსტრუქციები · დაიწევს აქტივის ფასი მიმდინარე

პლატფორმა „Tradologic“-ზე ვაჭრობის

ინსტრუქციები

ვერსია: 1.3, 03/ივნ/2014

კონფიდენციალური და საკუთრებრივი Tradologic, 2014 გვერდი 8 / 27

1.5 ინტერვალი- Range

ინტერვალის ოფციონებით უნდა განსაზღვროთ, დასრულდება თუ არა ოფციონის მნიშვნელობა

წინასწარ დადგენილ ინტერვალში.

მოგება ჩვეულებრივ მერყეობს 60 - 67%-ს შორის.

შენიშვნა: ძალიან იშვიათად ხდება, როდესაც ოფციონის დახურვისას აქტივის საბაზრო ფასი ტოლია

ინტერვალის რომელიმე მნიშვნელობის. ამ დროს თქვენ ინარჩუნებთ თანხას, რაც ნიშნავს, რომ არც

იგებთ და არც აგებთ. თქვენი ინვესტიცია გიბრუნდებათ ბალანსზე.

გაიგეთ მეტი ინტერვალებზე ვაჭრობის შესახებ.

Page 9: პლატფორმა „Tradologic ზე ვაჭრობის ინსტრუქციები · დაიწევს აქტივის ფასი მიმდინარე

პლატფორმა „Tradologic“-ზე ვაჭრობის

ინსტრუქციები

ვერსია: 1.3, 03/ივნ/2014

კონფიდენციალური და საკუთრებრივი Tradologic, 2014 გვერდი 9 / 27

2. ვაჭრობის საფუძვლები

ვაჭრობა მარტივი და სასიამოვნო პროცესია. რაც უფრო მეტს ივაჭრებთ, უფრო მეტად დაიხვეწებით

და ისწავლით ზუსტი პროგნოზების გაკეთებას. სანამ დაიწყებთ, უნდა იცოდეთ რამდენიმე ფაქტი:

შეგიძლიათ პარალელურად ივაჭროთ ოფციონების რამდენიმე სახეობით. მაგალითად,

შეგიძლიათ ერთდროულად ივაჭროთ ციფრული, Touch და ინტერვალის ოფციონებით.

ზემოთ თქმულის მსგავსად, შეგიძლიათ ივაჭროთ რამდენიმე აქტივზე დაყრდნობით.

მაგალითად, შეგიძლიათ ერთდროულად ივაჭროთ ორი ციფრული, სამი Touch და ოთხი

ინტერვალის ოფციონით (თუ ხელმისაწვდომია).

რეალურ დროში შეგიძლიათ იხილოთ, რა ხდება თქვენს ტრეიდებთან დაკავშირებით.

სიცოცხლის ხანგრძლივობიდან გამომდინარე, ოფციონები შესაძლოა იყოს საათობრივი,

დღიური და თვიური (6 თვემდე). ტურბო ოფციონების სიცოცხლის ხანგრძლივობა თხუთმეტი

წამიდან ხუთ წუთამდეა. აგრეთვე, ზოგჯერ შეხვდებით შაბათ-კვირის სპეციალურ

ოფციონებს.

თქვენი გადასაწყვეტია, რამდენს დააბანდებთ. ზოგიერთ ოფციონს შესაძლებელია ჰქონდეს

დაწესებული ფასზე შეზღუდვები, მაგრამ საბოლოოდ, ეს მაინც თქვენი არჩევანია.

2.1 ვაჭრობის დაწყება

ვებ-გვერდის ფუნქციონალურობა ვლინდება რამდენიმე გვერდით, რომლებიც გადანაწილებულია

რამდენიმე ჩანართად, როგორც ეს ნაჩვენებია ეკრანზე:

ვებგვერდის ტაბი აღწერა

ვაჭრობა უზრუნველყოფს წვდომას ყველა სავაჭრო ეკრანსა და ოფციონის ტიპთან.

ჩემი ტრეიდები უზრუნველყოფს წვდომას ყველა წარსულ ვაჭრობასთან.

ჩემი პროფაილი უზრუნველყოფს პროფაილის პარამეტრების ნახვის/ცვლილების

ფუნქციას.

ანალიტიკა უზრუნველყოფს ბაზრის გაანალიზების ინსტრუმენტებს ვებ-გვერდზე

განხორციელებულ ვაჭრობებთან დაკავშირებით.

სხვადასხვა ბინარულ ოფციონებთან წვდომა გადანაწილებლია „ვაჭრობის“ ტაბის ქვე-ტაბებში. ქვე-

ტაბების ზოლი მდებარეობს ვებ-გვერდის მთავარი ტაბების ქვემოთ.

Page 10: პლატფორმა „Tradologic ზე ვაჭრობის ინსტრუქციები · დაიწევს აქტივის ფასი მიმდინარე

პლატფორმა „Tradologic“-ზე ვაჭრობის

ინსტრუქციები

ვერსია: 1.3, 03/ივნ/2014

კონფიდენციალური და საკუთრებრივი Tradologic, 2014 გვერდი 10 / 27

ოფციონის თითოეული ტიპით ვაჭრობა განხილულია წინამდებარე თავის შემდეგ სექციებში:

ციფრული

ტურბო

One Touch და Touch

ინტერვალი

2.2 ციფრული ოფციონებით ვაჭრობა

ციფრული ოფციონებით ვაჭრობისას უნდა განსაზღვროთ, გაიზრდება თუ

შემცირდება შერჩეული აქტივის ფასი ოფციონის დასრულებამდე.

დააჭირეთ “Digital” ტაბს ციფრული ოფციონების ეკრანზე საჩვენებლად.

ვაჭრობის დასაწყებად, მიჰყევით შემდეგ ინსტრუქციას:

1. აირჩიეთ აქტივი.

2. აირჩიეთ ოფციონის დასრულების დრო, შესაბამისი სიიდან.

3. აირჩიეთ ვაჭრობის მიმართულება და დააჭირეთ ზემოთ ან ქვემოთ.

4. შეიყვანეთ საინვესტიციო თანხა.

5. დააჭირეთ ვაჭრობას.

შენიშვნა: ციფრული ვაჭრობა ხელმისაწვდომია ავტომატური ვაჭრობის დროსაც. >>იხ. მეტი

Page 11: პლატფორმა „Tradologic ზე ვაჭრობის ინსტრუქციები · დაიწევს აქტივის ფასი მიმდინარე

პლატფორმა „Tradologic“-ზე ვაჭრობის

ინსტრუქციები

ვერსია: 1.3, 03/ივნ/2014

კონფიდენციალური და საკუთრებრივი Tradologic, 2014 გვერდი 11 / 27

2.3 ვაჭრობა ტურბო ოფციონებით

ტურბო ციფრული ოფციონებით ვაჭრობისას უნდა განსაზღვროთ,

გაიზრდება თუ შემცირდება შერჩეული აქტივის ფასი გარკვეული

პერიოდის ფარგლებში: 1, 2 ან 5 წუთი. როდესაც იწყებთ ვაჭრობას, იწყება

დროის ათვლა და ოფციონი სრულდება წამზომის ამოწურვისას.

დააჭირეთ “Turbo” ტაბს ტურბო ოფციონების ეკრანზე საჩვენებლად.

ვაჭრობის დასაწყებად, მიჰყევით შემდეგ ინსტრუქციას:

1. აირჩიეთ აქტივი.

2. აირჩიეთ ვაჭრობის მიმართულება და დააჭირეთ ზემოთ ან ქვემოთ.

3. აირჩიეთ საინვესტიციო თანხა.

4. დააჭირეთ ყიდვას.

თუ ოფციონის დახურვის მომენტისთვის აქტივის ფასი შეესაბამება იმ ფასს, რომელშიც თქვენ

დააბანდეთ (ფასები ტოლია), თქვენი ინვესტიცია დაგიბრუნდებათ ბალანსზე.

2.4 მაღალი მოგების Touch-ით ვაჭრობა

Touch-ით ვაჭრობისას, უნდა განსაზღვროთ, მიაღწევს თუ არა შერჩეული აქტივის ფასი დინასწარ

დადგენილ მაქსიმალურ ან მინიმალურ ზღვრულ მნიშვნელობას გარიგების დასრულებამდე.

დააჭირეთ “One Touch” ტაბს One Touch ოფციონების ეკრანზე

საჩვენებლად:

Page 12: პლატფორმა „Tradologic ზე ვაჭრობის ინსტრუქციები · დაიწევს აქტივის ფასი მიმდინარე

პლატფორმა „Tradologic“-ზე ვაჭრობის

ინსტრუქციები

ვერსია: 1.3, 03/ივნ/2014

კონფიდენციალური და საკუთრებრივი Tradologic, 2014 გვერდი 12 / 27

ჩამოშალეთ Option Type სავარაუდო სია და აირჩიეთ High Profit

Touch.

ვაჭრობის დასაწყებად, მიჰყევით შემდეგ ინსტრუქციას:

1. აირჩიეთ აქტივი.

2. აირჩიეთ ოფციონის დასრულების დრო, შესაბამისი სიიდან.

3. აირჩიეთ ვაჭრობის მიმართულება და დააჭირეთ ზემოთ ან ქვემოთ.

4. შეიყვანეთ საინვესტიციო თანხა.

5. დააჭირეთ ვაჭრობას.

როდესაც საბაზრო ფასი მიაღწევს ნებისმიერ ფიქსირებულ მნიშვნელობას, ოფციონი მაშინვე

სრულდება. თუ შეხება ოფციონის დასრულების მომენტისთვის საერთოდ არ მომხდარა, თქვენ

დაბანდებულ თანხას წააგებთ.

2.5 Touch / No Touch-ით ვაჭრობა

Touch/No Touch-ით (აგრეთვე One Touch) ვაჭრობისას უნდა განსაზღვროთ, ‘მიაღწევს’ თუ ‘ვერ

მიაღწევს’ შერჩეული აქტივის ფასი წინასწარ დადგენილ ზღვრულ მნიშვნელობას ოფციონის

გარიგების დასრულებამდე.

დააჭირეთ “One Touch” ტაბს One Touch ოფციონის ეკრანზე

საჩვენებლად:

Page 13: პლატფორმა „Tradologic ზე ვაჭრობის ინსტრუქციები · დაიწევს აქტივის ფასი მიმდინარე

პლატფორმა „Tradologic“-ზე ვაჭრობის

ინსტრუქციები

ვერსია: 1.3, 03/ივნ/2014

კონფიდენციალური და საკუთრებრივი Tradologic, 2014 გვერდი 13 / 27

ჩამოშალეთ Option Type სავარაუდო სია და აირჩიეთ Touch/No

Touch.

ვაჭრობის დასაწყებად, მიჰყევით შემდეგ ინსტრუქციას:

1. აირჩიეთ აქტივი.

2. აირჩიეთ ოფციონის დასრულების დრო, შესაბამისი სიიდან.

3. აირჩიეთ ვაჭრობის მიმართულება და დააჭირეთ Touch ან No Touch.

4. შეიყვანეთ საინვესტიციო თანხა.

5. დააჭირეთ ვაჭრობას.

2.6 ინტერვალზე ვაჭრობა

ინტერვალზე ვაჭრობისას უნდა განსაზღვროთ, მოხვდება თუ არა

შერჩეული აქტივის ფასი წინასწარ დადგნილ ინტერვალში თუ მის გარეთ

ოფციონის დასრულებამდე.

დააჭირეთ “Range” ტაბს ინტერვალის ოფციონების ეკრანზე

საჩვენებლად:

ვაჭრობის დასაწყებად, მიჰყევით შემდეგ ინსტრუქციას:

1. აირჩიეთ აქტივი.

2. აირჩიეთ ოფციონის დასრულების დრო, შესაბამისი სიიდან.

3. აირჩიეთ ვაჭრობის მიმართულება და დააჭირეთ In (ინტერვალში) ან Out (ინტერვალის

Page 14: პლატფორმა „Tradologic ზე ვაჭრობის ინსტრუქციები · დაიწევს აქტივის ფასი მიმდინარე

პლატფორმა „Tradologic“-ზე ვაჭრობის

ინსტრუქციები

ვერსია: 1.3, 03/ივნ/2014

კონფიდენციალური და საკუთრებრივი Tradologic, 2014 გვერდი 14 / 27

გარეთ).

4. შეიყვანეთ საინვესტიციო თანხა.

5. დააჭირეთ ვაჭრობას.

ზემოთ ნაჩვენებია სამი მნიშვნელობა. ისინი მიუთითებენ ინტერვალის მაქსიმალურ და მინიმალურ

მნიშვნელობებსა და მიმდინარე საბაზრო ფასზე.

2.7 გახსნილი ტრეიდების ნახვა

გახსნილი ტრეიდების მონიტორინგი განსაკუთრებით სასარგებლოა, როდესაც ერთდროულად ერთზე

მეტ ვაჭრობას იწყებთ. გააკეთეთ ერთი ან რამდენიმე ტრეიდი და ჩამოყევით თქვენი ყველა გახსნილი

ტრეიდის ჩამონათვალს ოფციონის დახურვამდე. ოფციონის დახურვის შემდეგ, ისინი გადატანილი

იქნება დახურული ტრეიდების სიაში.

Page 15: პლატფორმა „Tradologic ზე ვაჭრობის ინსტრუქციები · დაიწევს აქტივის ფასი მიმდინარე

პლატფორმა „Tradologic“-ზე ვაჭრობის

ინსტრუქციები

ვერსია: 1.3, 03/ივნ/2014

კონფიდენციალური და საკუთრებრივი Tradologic, 2014 გვერდი 15 / 27

გახსნილი ტრეიდების ტაბი საშუალებას გაძლევთ იხილოთ:

თქვენს მიერ არჩეული აქტივ(ებ)ი

დასრულების დრო

ფიქსირებული ფასი

ვაჭრობის ოდენობა

მოგება მიმდინარე დროში: ეს მნიშვნელობა მუდმივად იცვლება ოფციონის დახურვამდე

ახლა შეგიძლიათ ისარგებლოთ ხელმისაწვდომი სავაჭრო ინსტრუმენტებით.

2.8 დახურული ტრეიდების ნახვა

როდესაც თქვენი სავაჭრო ოფციონები დასრულდება, მათი ნახვა შეგიძლიათ „დახურული

ტრეიდების“ ტაბში მოცემულ ჩამონათვალში (იმავე ჩარჩოში, სადაც გახსნილი ტრეიდებია).

აქ შეგიძლიათ იხილოთ მეტი მონაცემი თქვენი ტრეიდების შესახებ:

შეკვეთის ID ნომერი

შეკვეთის თარიღი

ოფციონის სახეობა და არჩეული აქტივი

სავაჭრო განაკვეთი ვაჭრობის დროს

ვაჭრობის ოდენობა

ოფციონის დახურვის დრო

ოფციონის დახურვის განაკვეთი

ოფციონის მოგების განაკვეთი

მოგება / ზარალი

შენიშვნა: დახურული ტრეიდების ჩამონათვალში მოცემულია მხოლოდ მიმდინარე სავაჭრო სესია.

შემდეგ ჯერზე ვებ-გვერდზე შემოსვლის დროს, ჩამონათვალი ცარიელი იქნება, სანამ არ

Page 16: პლატფორმა „Tradologic ზე ვაჭრობის ინსტრუქციები · დაიწევს აქტივის ფასი მიმდინარე

პლატფორმა „Tradologic“-ზე ვაჭრობის

ინსტრუქციები

ვერსია: 1.3, 03/ივნ/2014

კონფიდენციალური და საკუთრებრივი Tradologic, 2014 გვერდი 16 / 27

განახორციელებთ მეტ ტრეიდს.

2.8.1 იხილეთ ვაჭრობის ისტორია

დააჭირეთ View Trade History ბმულს (ჩამონათვალის ქვედა მარჯვენა კუთხეში) თქვენი ვაჭრობის

შესახებ დეტალური ისტორიის გასახსნელად. >>იხ. მეტი

Page 17: პლატფორმა „Tradologic ზე ვაჭრობის ინსტრუქციები · დაიწევს აქტივის ფასი მიმდინარე

პლატფორმა „Tradologic“-ზე ვაჭრობის

ინსტრუქციები

ვერსია: 1.3, 03/ივნ/2014

კონფიდენციალური და საკუთრებრივი Tradologic, 2014 გვერდი 17 / 27

3. ჩემი ვაჭრობები

“ჩემი ვაჭრობების” ტაბი უზრუნველყოფს ქვე-ტაბებში გადანაწილებულ ინსტრუმენტებს ვაჭრობის

სანახავად. იგი ასევე გაძლევთ საშუალებას მოიძიოთ ვაჭრობების წარსული თარიღები, ვაჭრობის

მიმდინარეობა და სტატისტიკა, სადაც ეს სამივე მაჩვენებელი განაწილებულია სამ ქვე-ტაბში:

3.1 ვაჭრობები

“ვაჭრობების” ქვე-ტაბი უზრუნველყოფს დახურული ვაჭრობების ფართომასშტაბიან ნახვას, რაც

დამატებით გაუმჯობესებულია ძიების ფუნქციით და აქტივის მიხედვით ფილტრით დროის

შერჩეული პერიოდისთვის.

გასული ვაჭრობების მოსაძიებლად, მიჰყევით შემდეგ ინსტრუქციას:

1. აირჩიეთ ვაჭრობის აქტივი (ყველა მონიშნულია დეფოლტით).

2. აირჩიეთ საძიებელი პერიოდი (დაწყება: თარიღი დამთავრება: თარიღი).

3. დააჭირეთ Search (ძიებას), რათა გაიხსნას საძიებო პერიოდის ფარგლებში განხორციელებული

ყველა ვაჭრობის შემცველი ცხრილი (წინასწარ შერჩეული ან ყველა აქტივის მიხედვით).

შედეგები მოცემულია ცხრილში, რომელიც ძალიან ჰგავს დახურული ტრეიდების ცხრილს.

Page 18: პლატფორმა „Tradologic ზე ვაჭრობის ინსტრუქციები · დაიწევს აქტივის ფასი მიმდინარე

პლატფორმა „Tradologic“-ზე ვაჭრობის

ინსტრუქციები

ვერსია: 1.3, 03/ივნ/2014

კონფიდენციალური და საკუთრებრივი Tradologic, 2014 გვერდი 18 / 27

4. კომპლექსური ვაჭრობა

4.1 ვაჭრობის სქემები

თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ ვაჭრობის სქემების რამდენიმე განსხვავებული სახე. თქვენზეა

დამოკიდებული, თუ რომელ მათგანს მიანიჭებთ უპირატესობას. არ არსებობს „უნივერსალურად

უკეთესი“ დიაგრამა. სხვადასხვა სქემები სათანადოა სხვადასხვა ტრეიდერებისა და მათი

ჩვეულებებისთვის.

4.1.1 კლასიკური

კლასიკური სქემა არის ზოგადი დიაგრამა, რომელიც უზრუნველყოფს ვაჭრობის ყველა ძირითად

ფუნქციას. შეგიძლიათ მარცხნივ მოცემული ცხრილიდან აირჩიოთ ხელმისაწვდომი აქტივები, მათი

შესაბამისი სქემების სანახავად.

4.1.2 Chart+

Chart+ არის ფართომასშტაბიანი დიაგრამა, რომელიც უზრუნველყოფს აქტივის ფასის მოძრაობის

ამსახველ უკეთეს გრაფიკას. მას ასევე აქვს ღილაკები ვაჭრობისთვის, რომლებიც აქტიურდება მათზე

დაჭერით.

Page 19: პლატფორმა „Tradologic ზე ვაჭრობის ინსტრუქციები · დაიწევს აქტივის ფასი მიმდინარე

პლატფორმა „Tradologic“-ზე ვაჭრობის

ინსტრუქციები

ვერსია: 1.3, 03/ივნ/2014

კონფიდენციალური და საკუთრებრივი Tradologic, 2014 გვერდი 19 / 27

4.1.3 მულტი-ხედვა

რამდენიმე დიაგრამის ნახვის ფუნქცია სათანადოა რამდენიმე პარალელურად მიმდინარე ვაჭრობის

შემთხვევაში. მულტი-ხედვით შეგიძლიათ განახორციელოთ ოთხი სხვადასხვა ოფციონის

მონიტორინგი რეალურ დროში და შეგიძლიათ ნახოთ, თუ როგორ ზემოქმედებენ სხვადასხვა

ფინანსური აქტივების ფასები ერთი მეორეზე. გაითვალისწინეთ, რომ როდესაც ხელმისაწვდომია ოთხ

ოფციონზე მეტი, შეგიძლიათ დიაგრამის შესაბამის ჩარჩოში აქტივების ჩამონათვალის მეშვეობით

აირჩიოთ, თუ რომელი მათგანი გამოჩნდება ეკრანზე.

Page 20: პლატფორმა „Tradologic ზე ვაჭრობის ინსტრუქციები · დაიწევს აქტივის ფასი მიმდინარე

პლატფორმა „Tradologic“-ზე ვაჭრობის

ინსტრუქციები

ვერსია: 1.3, 03/ივნ/2014

კონფიდენციალური და საკუთრებრივი Tradologic, 2014 გვერდი 20 / 27

4.2 სავაჭრო ინსტრუმენტები

სავაჭრო ინსტრუმენტები გაძლევენ თქვენი მოგების გაზრდის ან ზარალის შემცირების

შესაძლებლობას. სავაჭრო ინსტრუმენტები ხელმისაწვდომია ციფრული ოფციონებისთვის,

რომელშიც თქვენ უკვე დააბანდეთ თანხა.

აქ მოცემულია იმ სავაჭრო ინსტრუმენტების მოკლე ჩამონათვალი, რომელიც შეგიძლიათ გამოიყენოთ:

ავტომატური ვაჭრობა – შერჩეულ აქტივზე დაყრდნობით ციფრულ ოფციონებზე

თანმიმდებრული ვაჭრობების განხორციელების მეთოდი. >>იხ. მეტი

გახანგრძლივება – ტრეიდერის მიერ ციფრული ოფციონის ამოწურვის სესიის

გახანგრძლივების მეთოდი. >>იხ. მეტი

დახურვა – თქვენი მიმდინარე ციფრული ვაჭრობ(ებ)ის მიმდინარე განაკვეთზე დახურვის

მეთოდი. >>იხ. მეტი

o როდესაც დახურავთ შემოსავლით, უკან დაიბრუნებთ თქვენს მიერ დაბანდებულ

თანხას და ამასთანავე მიიღებთ გარკვეულ მოგებას.

o როდესაც დახურავთ შემოსავლის გარეშე, მიიღებთ თქვენს მიერ დაბანდებული

თანხის ნაწილს.

ორმაგი – თქვენს მიერ დაბანდებული თანხის გაორმაგების მეთოდი. >>იხ. მეტი

4.2.1 ავტომატური ვაჭრობა

ვაჭრობის ეს სახეობა საშუალებას აძლევს ტრეიდერებს ექსპონენციალურად გაზარდონ კაპიტალი

ბაზრის ტრენდებზე - 2,000%-მდე! მიმდინარე ინსტრუქციების გამოქვეყნების დროისთვის

ავტომატური ვაჭრობა ხელმისაწვდომია მხოლოდ ციფრული ოფციონებისთვის.

ავტომატურ ვაჭრობასთან წვდომა

1. აირჩიეთ აქტივი ციფრული ვაჭრობისთვის.

2. აირჩიეთ ვაჭრობის მიმართულება და დააჭირეთ ზემოთ ან ქვემოთ.

3. დააჭირეთ “Auto Trade” ღილაკს.

Page 21: პლატფორმა „Tradologic ზე ვაჭრობის ინსტრუქციები · დაიწევს აქტივის ფასი მიმდინარე

პლატფორმა „Tradologic“-ზე ვაჭრობის

ინსტრუქციები

ვერსია: 1.3, 03/ივნ/2014

კონფიდენციალური და საკუთრებრივი Tradologic, 2014 გვერდი 21 / 27

ავტომატური ვაჭრობის სესიის შექმნა

1. აირჩიეთ საინვესტიციო თანხა.

2. აირჩიეთ დასაბანდებელი გარიგებების რაოდენობა.

3. დარწმუნდით, რომ შეამოწმებთ საბოლოო დახურვის დროს და შესაძლო მოგებას.

4. თუ მზად ხართ, დააჭირეთ Trade ღილაკს.

I შემთხვევა: მოგება

თუ ავტომატური ვაჭრობის გამოყენებით დააბანდებთ თანმიმდევრულ ოფციონებში...

და

გექნებათ გარკვეული მოგება…

მაშინ

თქვენი შემდეგი ვაჭრობის საინვესტიციო თანხა გაიზრდება თქვენს მიერ მოგებული თანხის

ოდენობით.

ასე გრძელდება ავტომატური ვაჭრობის სესიის დასრულებამდე ან მანამ, სანამ არ წააგებთ.

II შემთხვევა: წაგება

თუ ავტომატური ვაჭრობის გამოყენებით დააბანდებთ თანმიმდევრულ ოფციონებში...

და

წააგებთ თქვენს მიერ დაბანდებულ თანხას…

Page 22: პლატფორმა „Tradologic ზე ვაჭრობის ინსტრუქციები · დაიწევს აქტივის ფასი მიმდინარე

პლატფორმა „Tradologic“-ზე ვაჭრობის

ინსტრუქციები

ვერსია: 1.3, 03/ივნ/2014

კონფიდენციალური და საკუთრებრივი Tradologic, 2014 გვერდი 22 / 27

მაშინ

ავტომატური ვაჭრობის სესია სრულდება.

4.2.2 გახანგრძლივება

გახანგრძლივების ინსტრუმენტი საშუალებას გაძლევთ გაახანგრძლივოთ იმ ოფციონის დასრულების

სესია, რომელზეც უკვე ივაჭრეთ. შეგიძლიათ გაახანგრძლივოთ ოფციონის სამომავლო დასრულების

თარიღამდე, რაც დამოკიდებულია არჩეულ აქტივთან დაკავშირებულ მიმდინარე გახსნილ

ოფციონებზე და მათი დახურვის დროებზე.

გაითვალისწინეთ, რომ ყოველი გახანგრძლივებით, თქვენ იხდით პრემიუმს (ვაჭრობის თანხის) 5%-

100%-ის ოდენობით, რაც დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენი ფული მოიგეთ ან წააგეთ.

ოფციონის გახანგრძლივებისთვის:

1. დააჭირეთ Trading Tools (სავაჭრო ინსტრუმენტები).

2. დააჭირეთ Extend (გახანგრძლივება).

3. აირჩიეთ, სანამდე გსურთ თქვენი ოფციონის გახანგრძლივება.

4. დააჭირეთ Execute (შესრულება).

რა უნდა იცოდეთ გახანგრძლივების შესახებ:

შეგიძლიათ იმდენჯერ გაახანგრძლივოთ ოფციონი, რამდენჯერაც მოგესურვებათ

(ხელმისაწვდომობის მიხედვით).

Page 23: პლატფორმა „Tradologic ზე ვაჭრობის ინსტრუქციები · დაიწევს აქტივის ფასი მიმდინარე

პლატფორმა „Tradologic“-ზე ვაჭრობის

ინსტრუქციები

ვერსია: 1.3, 03/ივნ/2014

კონფიდენციალური და საკუთრებრივი Tradologic, 2014 გვერდი 23 / 27

შეგიძლიათ გახანგრძლივება ვაჭრობის გახსნიდან 5 წუთის შემდეგ და ოფციონის

დახურვამდე 10 წუთით ადრე პერიოდში.

ამავე პერიოდში შეგიძლიათ დახუროთ გახანგრძლივებული ოფციონი.

გახანგრძლივება ხელმისაწვდომია მხოლოდ ციფრული ოფციონებისთვის სავალუტო

აქტივებით.

4.2.3 დახურვა

დახურვის ინსტრუმენტი შესაძლებლობას გაძლევთ დახუროთ ვაჭრობა ოფციონის ამოწურვამდე. ამ

გზით, თქვენ შეგიძლიათ მნიშვნელოვნად შეამციროთ ზარალი.

ოფციონის დახურვა ამოწურვამდე ძალიან სასარგებლოა, როდესაც ბაზრის ტრენდი თქვენი

პროგნოზისგან განსხვავდება. სხვა შემთხვევაში, ის სასარგებლოა, როდესაც თქვენი ვაჭრობა

მომგებიანია, მაგრამ ტრენდები მიუთითებენ მაღალ ალბათობაზე, რომ ოფციონი თქვენთვის

წამგებიანად დასრულდება. დროულად დახურვა ტრეიდერებს უზოგავს ინვესტიციას, ამიტომ

გირჩევთ, ეს ინსტრუმენტი წინდახედულად გამოიყენოთ.

ოფციონის დახურვისთვის:

1. დააჭირეთ Trading Tools (სავაჭრო ინსტრუმენტები).

2. დააჭირეთ Close (დახურვა).

3. დააჭირეთ Execute (შესრულება).

რა უნდა იცოდეთ დახურვის შესახებ:

Page 24: პლატფორმა „Tradologic ზე ვაჭრობის ინსტრუქციები · დაიწევს აქტივის ფასი მიმდინარე

პლატფორმა „Tradologic“-ზე ვაჭრობის

ინსტრუქციები

ვერსია: 1.3, 03/ივნ/2014

კონფიდენციალური და საკუთრებრივი Tradologic, 2014 გვერდი 24 / 27

როდესაც დახურავთ ‘შემოსავლის გარეშე’ პოზიციაზე, შეგიძლიათ ამოიღოთ თქვენი

ინვესტიციის ნაწილი. ეს შესაძლებელია იყოს თქვენი თავდაპირველი ინვესტიციის 0-100%.

როდესაც დახურავთ ‘შემოსავლით’, შეგიძლიათ მიიღოთ თქვენი ინვესტიციის 30%-მდე

სარგებელი. მოგება გამოითვლება იმის მიხედვით, თუ რამდენ ფულს იგებთ; ასევე რამდენი

დროა დარჩენილი ოფციონის დახურვამდე; აქტივის ცვლებადობაზე და ვაჭრობის

მოცულობაზე.

დახურვა შეგიძლიათ ვაჭრობის გახსნიდან 5 წუთის შემდეგ და ოფციონის დახურვამდე 10

წუთით ადრე პერიოდში.

ამავე პერიოდში შეგიძლიათ დახუროთ გახანგრძლივებული ოფციონი.

ოფციონის დახურვამდე, ნაჩვენებია მოგების განაკვეთი ისე, რომ დახურვის მომენტისთვის

იცით რამდენი მოიგეთ/წააგეთ.

დახურვა ხელმისაწვდომია მხოლოდ ციფრული ოფციონებისთვის სავალუტო აქტივებით.

4.2.4 გაორმაგება

გაორმაგების ინსტრუმენტი საშუალებას გაძლევთ განახორციელოთ იგივე ინვესტიცია ოფციონში,

გარკვეულ დროს.

1. დააჭირეთ Trading Tools (სავაჭრო ინსტრუმენტები).

2. დააჭირეთ Double (გაორმაგება).

3. დააჭირეთ Execute (შესრულება).

რა უნდა იცოდეთ გაორმაგების შესახებ:

არ არის შეზღუდვა, თუ რამდენჯერ შეგიძლიათ გაორმაგება.

გაორმაგება შეგიძლიათ ვაჭრობის გახსნიდან 5 წუთის შემდეგ და ოფციონის დახურვამდე 10

წუთით ადრე პერიოდში.

Page 25: პლატფორმა „Tradologic ზე ვაჭრობის ინსტრუქციები · დაიწევს აქტივის ფასი მიმდინარე

პლატფორმა „Tradologic“-ზე ვაჭრობის

ინსტრუქციები

ვერსია: 1.3, 03/ივნ/2014

კონფიდენციალური და საკუთრებრივი Tradologic, 2014 გვერდი 25 / 27

გაორმაგებისას თქვენ რეალურად ახორციელებთ მეორე ინვესტიციას იმ განაკვეთით,

რომელიც მოცემულია გაორმაგების დროის მიხედვით. ამის გამო, არ არის აუციელებელი,

რომ ორივე ვაჭრობიდან მიღებული მოგება ტოლი იყოს თავდაპირველი მოგების

გაორმაგებული ოდენობისა.

გაორმაგება ხელმისაწვდომია მხოლოდ ციფრული ოფციონებისთვის სავალუტო აქტივებით.

Page 26: პლატფორმა „Tradologic ზე ვაჭრობის ინსტრუქციები · დაიწევს აქტივის ფასი მიმდინარე

პლატფორმა „Tradologic“-ზე ვაჭრობის

ინსტრუქციები

ვერსია: 1.3, 03/ივნ/2014

კონფიდენციალური და საკუთრებრივი Tradologic, 2014 გვერდი 26 / 27

5. ვაჭრობის ანალიზი

“ანალიტიკის” ტაბი საშუალებას გაძლევთ იხილოთ გასული გარიგებების სია და წარმოგიდგენთ

დიაგრამას ტრეიდერის ანალიზით. ორივე მათგანი ხელმისაწვდომია შესაბამისი ქვე-ტაბების

მეშვეობით.

5.1 გასული გარიგებები

ეს ქვე-ტაბი თავიდანვე არჩეულია პროგრამულად. იგი მოიცავს დახურული ვაჭრობების

ჩამონათვალს. ფუნქციონალურობა მოიცავს საძიებო ველს და მონაცემთა ველს, რომელიც განათავსებს

ინფორმაციას, რომელიც გაფილტრულია საძიებო კრიტერიუმებით.

5.1.1 გასული გარიგებების ძიება

პროგრამულად დაყენებული საძიებო კრიტერიუმები

მოიცავს ყველა აქტივს (მითითებულია, როგორც

განუსაზღვრელი აქტივების ჩამონათვალში).

შეგიძლიათ აირჩიოთ ცალკეული აქტივების გასული

გარიგებების ნახვა. ამისთვის, მიჰყევით ინსტრუქციას:

1. აირჩიეთ აქტივი აქტივთა ჩამონათვალიდან.

2. აირჩიეთ ძიების პერიოდი დაწყება: და

დამთავრება: თარიღების მითითებით.

3. დააჭირეთ ძიებას.

როგორც ქვემოთ მოცემული ეკრანიდან ხედავთ, ცალკეული დღის ასარჩევად, უნდა აირჩიოთ ერთი

და იგივე თარიღი დაწყება: და დამთავრება: თარიღების მითითებისას.

ძიების შედეგები გადანაწილებულია ცხრილში, რომელიც შეიცავს ინფორმაციას აქტივის შესახებ;

Page 27: პლატფორმა „Tradologic ზე ვაჭრობის ინსტრუქციები · დაიწევს აქტივის ფასი მიმდინარე

პლატფორმა „Tradologic“-ზე ვაჭრობის

ინსტრუქციები

ვერსია: 1.3, 03/ივნ/2014

კონფიდენციალური და საკუთრებრივი Tradologic, 2014 გვერდი 27 / 27

მისი დახურვის თარიღს და დროს; და მისი დახურვის განაკვეთს.