აფხზეთეიფdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/10550/1/biuletini_2011...სოხუმი....

12
#9-10 (51-52) seqtemberi-oqtomberi 2011 weli აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრის ყოველთვიური საინფორმაციო ორგანო წმ. იოთამ ზედგენიძე

Upload: others

Post on 30-Dec-2019

5 views

Category:

Documents


0 download

TRANSCRIPT

Page 1: აფხზეთეიფdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/10550/1/Biuletini_2011...სოხუმი. მოისმინეს სოხუმელი გიორგი კემულარიას

#9-10 (51-52) seqtemberi-oqtomberi 2011 weli

ბიულეტენიაფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრის

ყოველთვიური საინფორმაციო ორგანო

წმ. იოთამ ზედგენიძე

Page 2: აფხზეთეიფdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/10550/1/Biuletini_2011...სოხუმი. მოისმინეს სოხუმელი გიორგი კემულარიას

ბიულეტენი2

ბიულეტენი გამოდის 2007 წლის ივლისიდან

კახთუბნის ტაძარში

“ხსოვნისა და იმედის დღე”

Page 3: აფხზეთეიფdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/10550/1/Biuletini_2011...სოხუმი. მოისმინეს სოხუმელი გიორგი კემულარიას

ბიულეტენი 3

(გაგრძელება მე-4 გვ.)

წამი, როდესაც გინდა მოინანიო ყველა დაშვებული შეცდომა და უფლის სიტყვის გარდა სხვა არაფერი შეისმინო...

კახთუბნის ტაძრის ისტორიიდან

“XX საუკუნის დასაწყისისთვის ქართლ-კახეთში ცნობილი იყო სამი წმინდა ადგილი, რომლებიც იმ ჩვილ-ბავშვიან დედებს მფარველობდა, რძე რომ არ ჰქონდათ. ერთი თბილისის ახ-ლოს, უძოს მთაზე მდებარე ეკლესია გახლდათ, მეორე — წყარო მცხეთის ჯვრისაკენ მიმავალ გზაზე, მესამე კი — კახთუბნის მონასტერი. ეს მონასტერი ღვთისმშობლის მიძინების სახელობისაა და გურჯაანის სამხრეთით, ქალაქიდან სამი კილომეტრის მოშორებით, კახ-თუბნის ხევის მარცხენა ნაპირზე მდე-ბარეობს. VIII-IX საუკუნეებში აგებული ტაძარი XVII საუკუნეში აღუდგენიათ. სწორედ ამ სახით მოაღწია მან ჩვენამ-დე. კახთუბნის ხევს, მონასტრის სახე-ლის გავლენით, ყოვლადწმიდის ხევსაც ეძახიან.

ამბავი, რომელიც 1878 წელს ჩაუწე-რია სოფლის მცხოვრებთაგან ლეო-მე-ლიქსეთ-ბეგს, იმ მიზეზზე გვიამბობს, რომლის გამოც რძენაკლული დედები დღემდე სასოებით მოდიან ტაძრის მო-სალოცად და ღვთის დიდი მოწყალებით განკურნებულნი ბრუნდებიან.

ძველად, როცა კახთუბანში სამო-ნასტრო ცხოვრება ჩქეფდა, აქ უწყვეტ ნაკადად მოედინებოდნენ მლოცველე-ბი, რათა თაყვანი ეცათ ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატისათვის. ერთ-ხელ მაცნემ ამბავი მოიტანა, მტრის რაზმი გვიახლოვდებაო. ტაძარში მყოფ-მა მრევლმა და ბერებმა სამალავებს შე-აფარეს თავი. შემთხვევით გარეთ დარჩა მხოლოდ ქალი, რომელიც ჩვილს ძუძუს აწოვებდა. მტერი მონასტერს უახლოვ-დებოდა. ბედკრულმა დედამ აქეთ-იქით დაიწყო სირბილი. უეცრად ტაძრის კე-დელი გაიხსნა და ქალი დამალა. მალე დედამ იგრძნო, რომ რძე ეღვრებოდა. რძემ კედელი დაასველა და გარეთ გამო-ჟონა. ტაძრის ჩრდილოეთის კედელზე დღემდე ჩანს თეთრი ლაქები.

მონასტრის თავდაპირველი მფლო-ბელის ვინაობა ისტორიულ წყაროებს არ შემოუნახავს. ცნობილია, რომ XVII საუკუნის დასაწყისში იგი ანდრონიკაშ-ვილებს ეკუთვნოდათ. ბრძოლაში, რო-მელსაც მეფე თეიმურაზ I დიდოელთა წინააღმდეგ აწარმოებდა, დაიღუპა უშ-ვილო თავადი ჯანო ანდრონიკაშვილი. მისი კუთვნილი მამულები კახთუბნის მონასტრითურთ თეიმურაზმა ერთგულ თავადს, მართლმადიდებლობისთვის თავდადებული მებრძოლის ზაქარია

ალავერდელის ძმას ნოდარ ჯორჯაძეს უწყალობა.

ამის შემდეგ მონასტერმა სახე იცვა-ლა. ახალმა პატრონმა სავანე აღადგინა, მოახატვინა და ღვთისმშობლის ძვირფა-სი ხატი შესწირა.

თვითონ ნოდარ ჯორჯაძე შთამომავ-ლობითურთ კახთუბნის მონასტერში გა-ნისვენებს. შემორჩენილია სამი საფლა-ვის ქვა. ერთი თავად როსტომ ჯორჯა-ძეს (1832 წ.) ეკუთვნის. დანარჩენ ორზე წარწერები არ იკითხება.

ტაძარში, როგორც ზემოთაც ვთქვით, დავანებული ყოფილა ივერ-თა ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატი, რომლის შესახებ გაზეთი “ივერია” 1889 წელს წერდა: “დახატულია კაკალ-ზედა, მთლად მშვენივრად დაჩუქურთ-მულ ოქროში ზის. იმდენი ოქრო აქვს ამ ხატს, რომ სიმძიმით თითქმის ათ გირ-ვანქაზე მეტი იქნება. ეს ხატი სიმაღლით ათი გოჯი იქნება, სიგანით — შვიდი”.

ამ ხატის შესახებ საინტერესო ამბავს მოგვითხრობს დეკანოზი პოლიევქტოსი (კარბელაშვილი, 1937 წ.).

1615 წლის შემოდგომაზე ხმა გა-ვარდა, შაჰ-აბასის ლაშქარი კახეთისკენ მოემართებაო. კახთუბნის მონასტრის წინამძღვარმა მამა იოანემ ბერები შეკ-რიბა. მამებმა გადაწყვიტეს, მონასტერი არ მიეტოვებინათ, ხოლო სიწმინდეები მიწისქვეშა საცავებში გადაემალათ. იმ ღამეს მამა იოანეს ღვთისმშობელი ეჩვე-ნა და უბრძანა, სასწაულთმოქმედი ხატი კახთუბნიდან ერთი კილომეტრის მოშო-რებით, წამებულის მონასტრის წმინდა გიორგის ტაძრის სვეტში დაემალათ. ბერებმა მეორე დილითვე აღასრულეს დედა ღვთისას ნება.

ცეცხლითა და მახვილით შემოიჭრა კახეთში შაჰ-აბასი. მრავალი მონასტერი სამუდამოდ დაცარიელდა და დაინგრა. დარბევას ვერც კახთუბნის მონასტერი გადაურჩა.

200 წლის შემდეგ, XIX საუკუნის და-საწყისში, მონასტერში მცირერიცხოვა-ნი საძმო მოღვაწეობდა იღუმენ გაბრი-ელის წინამძღვრობით. ბერები დიდხანს ეძებდნენ ხატს მონასტრის საფლავებში, მაგრამ უშედეგოდ. ერთ ღამეს იღუმენს ყოვლადწმიდა ქალწული გამოეცხადა და უბრძანა, ამა და ამ ადგილას ვარ დატყ-ვევებული და გამომიყვანეთო.

იღუმენმა მეორე დღესვე დაიბარა ვეჯინის ამაღლების მონასტრის წინამძ-ღვარი იოსტოსი (ერისკაცობაში — თა-ვადი ანდრონიკაშვილი, 1823 წ.), გურ-ჯაანის მთავარანგელოზის ტაძრის წი-ნამძღვარი მამა აბრაამი (დემუროვი) და სამღვდელოებისა და მრავალრიცხოვანი მრევლის თანხლებით წამებულის მონას-

ტრისკენ გაემართა. ტაძრის შიდა სვეტს ჩრდილოეთიდან მიადგეს კიბე, გამო-იღეს აგურები, ამოაბრუნეს ღვთისმშობ-ლის ხატი და საზეიმო სვლით გადააბრ-ძანეს კახთუბნის მონასტერში.

მონასტერი დაცარიელდა 1845 წელს, როცა ბერები იქვე ახლოს მდება-რე ქაშვეთის წმინდა გიორგის სახელო-ბის ეკლესიაში გადაიყვანეს. წელიწად-ში ორჯერ — ღვთისმშობლის მიძინე-ბის დღესა და ტაძრის დღესასწაულზე (ბრწყინვალე შვიდეულის ორშაბათს) — ღვთისმშობლის ხატს საზეიმოდ მიაბრ-ძანებდნენ კახთუბანში, სადაც უამრავი მლოცველი მიდიოდა ხატის თაყვანსა-ცემად.

XX ს-ის 20-იანი წლებიდან ამ ტაძ-რებში ღვთისმსახურება შეწყდა.

ჩვენ შევეცადეთ, მივყოლოდით ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატის კვალს და მისი დღევანდელი ად-გილსამყოფელი დაგვედგინა. როგორც ირკვევა, XX ს-ის 20-იან წლებში, როდე-საც ბოლშევიკებმა ტაძრების ძარცვა-რბევა დაიწყეს, ქაშვეთის წმინდა გიორ-გის ეკლესიის მახლობლად მცხოვრებმა ერთ-ერთმა ოჯახმა ტაძრის ხატებისა და სიწმინდეების ნაწილი შესანახად წა-იღო. “მერე, როცა განსაცდელმა ჩაიარა, გადავწყვიტეთ, რომ უკვე შეიძლებოდა, სიწმინდენი ტაძარში დაგვებრუნებინა. ასე რომ, მაცხოვრისა და ღვთისმშობ-ლის ხატები, დაფარნები და შანდლები ძველ ადგილას დავაბრძანეთ. შინ და-ვიტოვეთ მხოლოდ ერთი ხატი. იმ დრო-ისათვის ტაძრის შემოგარენი ღრეობისა და გართობის ადგილად იყო ქცეული. ორიოდე წლის შემდეგ ერთ-ერთ ხატზე ნატყვიარი გაჩნდა, ხოლო რამდენიმე დღეში ხატები საერთოდ გაქრა”.

როგორც აღვნიშნეთ, ამ ხატებიდან ერთ-ერთი ღვთისმშობლისა იყო. აღწე-რილობით, ის ძალზე წააგავს მონასტ-რის ცნობილ სასწაულმოქმედ ხატს და შესაძლებელია სწორედ ის იყოს.

იმედს ვიტოვებთ, რომ ხატს დღემდე ინახავს რომელიმე მორწმუნე ოჯახი, რომ დედა ღვთისა კვლავ ინებებს გა-მოჩენას და ღვთის დიდი მოწყალებით კვლავაც მრავალ სასწაულსა და კურნე-ბას აღასრულებს.

კახთუბნის მონასტრის ტაძარი წარ-მოადგენს ორგუმბათიან ბაზილიკას და მსოფლიოში ანალოგი არ მოეპოვება. საინტერესოა, რომ სხვა ორგუმბათოვა-ნი ტაძრებიც — მსოფლიო არქიტექტუ-რის იშვიათი ნიმუშები — დაახლოებით ამავე პერიოდით თარიღდება, თუმცა ასეთი ტოლფასი გუმბათები სხვაგან

Page 4: აფხზეთეიფdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/10550/1/Biuletini_2011...სოხუმი. მოისმინეს სოხუმელი გიორგი კემულარიას

ბიულეტენი4

(დასაწყისი მე-3 გვ.)

არსად გვხვდება. ტაძრის სამხრეთით, შესასვლელის პირდაპირ, მიწის ქვეშ, ყოფილა კამაროვანი ოთახი, საიდანაც, მოსახლეობის გადმოცემით, ვეჯინის ამაღლების მონასტერში მიმავალი გვი-რაბი იწყებოდა. სხვა ვერსიით, გვირაბი ჩადიოდა ხევში, წყაროსთან.

1993 წლის ნოემბერში სრულიად სა-ქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით ტაძარ-ში ღვთისმსახურება აღდგა. თანდათან დაიწყო სამონასტრო ცხოვრების აღო-რიძინებაც.” (ჟურნალი “კარიბჭე”, № 3 (14), 2005 წ.)

სექტემბრის მზიან და თბილ დღეს მომლოცველთა ჯგუფი — წმ. სამების ტაძრის მღვდელმსახურის, დეკანოზ ბიძინა გუნიას მრევლი მოძღვართან ერ-თად გურჯაანში, საოცარ სიმშვიდესა და მწვანეში ჩაფლულ პატარა ტაძარს, ორ-გუმბათოვან ბაზილიკას — კახთუბნის მონასტერს ვეწვიეთ.

მამა ბიძინას მრევლისათვის ეს პირ-ველი მოლოცვითი მოგზაურობა როდი იყო. აქ უკვე ტრადიციად დამკვიდრდა წმიდა ადგილების მონახულება და თაყ-ვანისცემა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში.

რუსუდან ზეითურიძე, მრევლი: “- მამა ბიძინას მრევლი ვარ სოლო-

ლაკის ამაღლების ტაძრის წინამძღვრად მისი კურთხევის დღიდან. ჩვენი მოძღვ-რის წინადადებითა და წინამძღოლობით დავიწყეთ თბილისში და საქართველოს მასშტაბით ეკლესია-მონასტრების მო-ლოცვა. შემოდგომასა და გაზაფხულზე ყოველთვის დავდივართ. ვიყავით წალ-კაში, ქუთაისში, მოწამეთაში, მოვიარეთ რაჭა მთლიანად, ვიყავით წილკანში,

ბოდბეში, ბეთანიაში. ახლახან ვიყავით გურჯაანში და ვემზადებით მარტვილში წასასვლელად. ჩვენი მოძღვარი ძალიან ზრუნავს ჩვენზე. შეიძლება ითქვას, რომ ნული კლასიდან დაგვაწყებინა და უნდა საშუალო დაგვამთავრებინოს. როგორც წერა-კითხვას ვსწავლობთ გოგებაშ-ვილის “აი იათი”, ასევე დაგვაწყებინა მამა ბიძინამ და უნდა ითქვას, რომ ძა-ლიან მრავალრიცხოვანი მრევლი ჰყავს. ამ მოლოცვითი მოგზაურობებით, ჯერ ერთი, საქართველოს ყველა კუთხეს ვეცნობით, ვეცნობით ჩვენი ქვეყნის ისტორიას, საეკლესიო ისტორიას და ეს ჩვენთვის არის ძალიან დიდი მადლი. არ მინდა კვეხნაში ჩამომერთვას, მაგრამ სამებაშიც კი გვითხრეს, რომ მამა ბიძი-ნას მრევლი გამოირჩევა იმ წეს-ჩვეულე-ბების ცოდნით, რასაც მოითხოვს ეკლე-სია. მრევლიც ყველანაირად ვცდილობთ მხარში დავუდგეთ ერთმანეთს მორალუ-რადაც და მატერიალურადაც, როგორც შეგვიძლია.

რაც შეეხება გურჯაანს, მე ვიცოდი ორგუმბათოვანი ტაძრის შესახებ, მაგ-რამ ნანახმა მოლოდინს გადააჭარბა. იქ შესულს თავი სულ სხვა სამყაროში მე-გონა. კულმინაცია იყო მეუფის დალოც-ვა. თავად მოძღვრის ქადაგების დრო-საც იგრძნობოდა ის მოკრძალება, რაც ეკლესიას შეეფერება. ეს შთაბეჭდილება ძალიან დიდხანს გამყვება.”

შორენა გაწერელია, მრევლი: “- 18 სექტემბერი ერთ-ერთი განსა-

კუთრებული დღეა ჩემს ცხოვრებაში. გურჯაანი. ყველაწმინდაში მოძღვრის მიერ ჩატარებული წირვა, წირვის შემ-დეგ ქადაგების მოსმენა. ეს საოცრებაა, ტაძრის წინამძღვარი უფლის სიტყვებით გვარიგებდა და სწორ გზას გვიჩვენებ-და, ამ დროს ტირილამდე ბედნიერი ხარ,

იმიტომ, რომ გრძნობ, უფალი შენთანაა. ლოცვის შემდეგ კი მეუფე ექვთიმეს და-ლოცვა. ეს არის ის სულიერი საზრდო, რომელიც თითოეულ ჩვენგანს სჭირდე-ბა და რომლის შემდეგაც სიკეთის, მიტე-ვების გარდა სხვა არაფრის დანახვა და გაკეთება არ გსურს.

საოცარი განცდა მქონდა, ტაძრი-დან გამოსვლა გამიჭირდა, თითოეული ხატი ისმენდა ჩემს ლოცვა-ვედრებას და მანუგეშებდა. მაგრამ იყო მაცხოვრის ხატი, რომელსაც ვერ ვივიწყებ, ხატის წინ ცრემლები თავისით მოდიოდა, ხატს თვალს ვერ ვუსწორებდი, საკუთარი თა-ვის მრცხვენოდა, მაცხოვრის მზერაში იგრძნობოდა ის ტკივილი და განსაც-დელი, რომელიც ჩვენი ცოდვების მო-სანანიებლად გადაიტანა. ტირილამდე გინდება მოინანიო ყველა დაშვებული შეცდომა და უფლის სიტყვის გარდა სხვა არაფერი შეისმინო. ეს ყველა მარ-თლმადიდებელმა უნდა ნახოს და განი-ცადოს...

მადლობა უფალს, რომ ასეთ ლამაზ ქვეყანაში გაგვაჩინა, სადაც ამდენი წმინდა სალოცავი გვაქვს და თითო-ეულის მოლოცვა უდიდესი სულიერი საზრდოა, რომლის გარეშე რთული იქ-ნებოდა ყოველდღიურ პრობლემებთან გამკლავება. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ღვთის წყალობით შევძელი და მოვილო-ცე ერთ-ერთი ულამაზესი ტაძარი.”

წირვის დასრულების შემდეგ მამა ბიძინამ მრევლი აზიარა, შემდეგ კი ყვე-ლანი დაგვლოცა გურჯაანისა და ველის-ციხის ეპისკოპოსმა ექვთიმემ (ლეჟავა). ტრაპეზის შემდეგ სიღნაღისაკენ გავე-მართეთ, დავათვალიერეთ ისტორიული ქალაქი და სულიერად ამაღლებულნი დავბრუნდით თბილისში.

წამი, როდესაც გინდა მოინანიო ყველა დაშვებული შეცდომა და უფლის სიტყვის გარდა სხვა არაფერი შეისმინო...

27 სექტემბერი — ჯვართამაღლების დღე სრულიად საქართველოსათვის ამა-ვე დროს არის დღე სოხუმის დაცემისა, დღე, როდესაც მრავალი ათასი ადამიანი იძულებული გახდა მიეტოვებინა თავისი კერა, ახლობელთა საფლავები და საკუ-თარ ქვეყანაში ხიზნად ქცეულიყო. ძალ-ზე მძიმეა დევნილის ხვედრი, როდესაც ბოლო 18 წელი იმის იმედით იღვიძებ, რომ რაღაც შეიცვლება, რომ სიზმრადქ-ცეულ აფხაზეთს დაუბრუნდები, მაგრამ მწარე რეალობა გაფხიზლებს და გაიძუ-ლებს თვალი გაუსწორო სინამდვილეს

— აფხაზეთი სულ ახლოსაა, აქვე, ხელის ერთ გაწვდენაზე, მაგრამ მაინც მიუწვ-დომელი... ყოველ წელს ამ დღეს ცდი-ლობ პატივი მიაგო იმათ ხსოვნას, ვინც ქვეყნის ერთიანობას სიცოცხლე შესწი-რა, მოეფერო ადამიანებს, ვინც 13 თვე და 13 დღე ვაჟკაცურად უმკლავდებოდა განსაცდელს და სულის სიმხნევე არც დევნილობაში დაუკარგავს.

წელს “ხსოვნისა და იმედის დღეს” ცენტრის ოფისში სოხუმელები შეიკრიბ-ნენ. შეხვედრას ესწრებოდნენ აფხაზე-თის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის

მოადგილე თამაზ ხუბუა, უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ადა მარშანია, ინტე-ლიგენციის წარმომადგენლები — ოთარ ბენიძე, თამაზ ჩოჩია, ნუნუ ერქვანია, დაგმარა ნინიძე, ვალერი ჩიჩუა, გიორ-გი ჩიქოვანი, ჟანა გაბესკირია, სვეტლა-ნა დავითაია, ნელი ბეთაშვილი, მედეა კვარაცხელია, რევაზ სხულუხია, ლალი მელია, გივი კუპრავა და სხვები. მოწ-ვეულთა შორის იყო რეჟისორი გელა კანდელაკი, რომელმაც დიდი ამაგი დას-დო აფხაზეთიდან დევნილ ახალგაზრ-დობას, შექმნა აფხაზეთის კინოცენტრი, ანიმაციური სტუდია, ხელის ჩრდილების თეატრი “ბუდრუგანა-გაგრა” და დღე-საც მათთან ერთად მუშაობს. საღამოს მხატვრულ პროგრამაში მონაწილეობა მიიღეს თბილისის ვანო სარაჯიშვილის

“ხსოვნისა და იმედის დღე”

Page 5: აფხზეთეიფdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/10550/1/Biuletini_2011...სოხუმი. მოისმინეს სოხუმელი გიორგი კემულარიას

ბიულეტენი 5

სახელობის სახელმწიფო კონსერვატო-რიის კურსდამთავრებულებმა, ქალაქ გაგრიდან დევნილმა კომმპოზიტორმა ლალი საბანაძემ და ჯერ ნორჩმა, მაგ-რამ თავისი ასაკისათვის საკმაოდ სო-ლიდური საგასტროლო ტურნეს მქონე პიანისტმა სალომე ჟორდანიამ, რომლის ბაბუას — ვახტანგ ჟორდანიას არაერთ-ხელ უდირიჟორებია აფხაზეთის სიმფო-ნიური ორკესტრისათვის.

შეხვედრა გულთბილ ვითარებაში წარიმართა. დიდი სითბოთი და სიყვა-რულით ჟღერდა სახელები დაღუპული მეგობრების, ქალაქის კოლორიტებისა, რომლებიც ერთნაირად დააკლდნენ რო-გორც ქართულ. ისე აფხაზურ მხარეს. რამდენიმე საათით გაცოცხლდა ძველი სოხუმი. მოისმინეს სოხუმელი გიორგი კემულარიას სიმღერა სოხუმზე, რომ-ლის ჩანაწერიც ცენტრს მიაწოდა ვალე-რი ჩიჩუამ. საუბარში ბუნებრივად აღმო-ცენდა თემა მომავალი თანაცხოვრების გზებზე, მიტევებაზე. საღამო გახსნა ცენტრის თავმჯდომარე სვეტლანა ქეც-ბამ. გადატანილი ტრაგედიისა და მისი დაძლევის გზებზე ისაუბრეს თამაზ ხუ-ბუამ, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დე-პუტატმა ადა მარშანიამ, ოთარ ბენიძემ, გელა კანდელაკმა, გიორგი ჩიქოვანმა, ვალერი ჩიჩუამ, გივი კუპრავამ. გთავა-ზობთ ამონარიდს რამდენიმე გამომსვ-ლელის სიტყვიდან:

გელა კანდელაკი: — დღეს აქ შეკ-

რებილია აფხაზეთის რჩეული ინტელიგენ-ციის პატარა ნაწილი. როდესაც მე ისეთ ხალ-ხთან მაქვს საუბარი, ვინც აფხაზეთი არ იცის, ყოველთვის ვამ-ბობ, რომ საბჭოურ სივრცეში აფხაზეთი, სოხუმი ყოველთვის იყო გამორჩეული თავისი ინ-ტელიგენციით, მათი ინ-ტელექტით. 27 სექტემ-ბერი, მოგეხსენებათ,

ამაღლების დღეა და ამავდროულად და-ცემის დღეცაა. ძალიან სასიამოვნო იყო აქ შესრულებული მუსიკალური ნაწარ-მოებების მოსმენა. დარწმუნებული ვარ, ამას სხვანაირად მოვუსმენდით სოხუმის მუსიკალურ სასწავლებელში, სოხუმის ფილარმონიაში. მინდა ყველა თქვენ-განს, ყველა დევნილს და არადევნილს, ვისაც სულითა და გულით უყვარს აფ-ხაზეთი, წარმატებები ვუსურვო, მალე მომხდარიყოს ჩვენი სულიერი ამაღლე-ბა. რა თქმა უნდა, დაბრუნებაც, მაგ-რამ ეს თავისთავად არ მოხდება. ჩვენი დიდი უბედურებაა, ქართველებისაც და აფხაზებისაც, რომ ერთად დგომა, გაერ-თიანება გვიძნელდება. მთავარია, ჩვენ სულიერად ვიყოთ მდიდრები, ამაღლე-ბულები, რადგან მატერიალურად რაც უნდა კარგად იყო, სულიერად თუ ღა-რიბდები, ეს ნიშნავს, რომ კვდები. სწო-რედ ეს არის გადასარჩენი და გადარჩენა იქნება მაშინ, როდესაც ჩვენ იმ კუთხეში ვიქნებით, სადაც დავიბადეთ. ბუდიდან ამოვარდნილი თუნდაც ფრინველი, და მით უფრო ადამიანი, ძალიან ცოდვაა. ეს განსაცდელი, რაც მოგვივლინა უფალმა, ღირსეულად უნდა გავიაროთ.

ვალერი ჩიჩუა, აფხაზეთის უსი-ნათლოთა და ყრუ-მუნჯთა კავშირ “ჰე-რას” წარმომადგენელი: — ჩვენმა ორგა-ნიზაციამ წელს ევრაზიის ფონდის მიერ გამოცხადებულ კონკურსში გაიმარჯვა.

ჩამოვაყალიბეთ მუსიკალური სტუდია. სადაც უსინათლოთათვის ვახმოვანებთ მხატვრულ ლიტერატურას. ცნობილი არტისტი სოხუმიდან ნუგზარ ყურაშვი-ლი მაღალ პროფესიულ დონეზე ახმოვა-ნებს. ამის შემდეგ ეს ნაწარმოებები იწე-რება კომპაქტ-დისკებზე და ვრცელდება ბიბლიოთეკებში მესტიიდან თელავამდე. თუ ვინმე აფხაზეთის წარმომადგენელს სურს ჩვენთან თანამშრომლობა, შეუძ-ლია მობრძანდეს და ჩვენ მის შემოქმე-დებას, მუსიკალური იქნება ის თუ ლი-ტერატურული, ჩავიწერთ და კომპაქტ-დისკებს გამოვუშვებთ.

თამაზ ჩოჩია: — მეცხრამეტე წე-ლია, რაც ჩვენ ასე ვიგონებთ ამ დღეს. უდიდესი ტრაგედია იყო, რა თქმა უნდა, მშობლიური ქალაქის, მშობლიური მიწის დაკარგვა, მაგრამ კიდევ უფრო დიდი ტრაგედია იყო ის, რომ ჩვენ დავკარ-გეთ ადამიანები — ახლობლები, მეგობ-რები, ნაცნობები და უცნობებიც და არ ვიცით, რატომ დაიკარგნენ. ჩვენ დღეს ვიხსენებთ იმათ, ვისთანაც გვქონდა ურთიერთობა, იგივე ჩვენი ჯუმბერ ბე-თაშვილი. ძნელად დასაჯერებელია, ვის შეიძლებოდა ჯუმბერისათვის ესროლა. დღესაც წარმოუდგენელია ჩემთვის, რომ ის, ვინც მას ესროლა, სოხუმელი ყოფილიყო, ან გაგრელი, ან გულრიფ-შელი, ეს ადგილებია, სადაც მას უმუშა-ვია. ის ისეთი კეთილი იყო, ბუნებით იყო ლამაზი, სული ჰქონდა სუფთა და გული — თბილი, შეეძლო ყველას მიალერსე-ბოდა, გაეთბო. ასეთი იყო რაულ ეშბაც. გურამ გაბესკირია! იგი მართლაც რომ კოლორიტული პიროვნება იყო, ყველას-თან ერთნაირად თბილი, მაგრამ დიდი პატრიოტი, რაც დაამტკიცა კიდევაც, როდესაც ქალაქს ხელმძღვანელობდა. და კიდევ რამდენი?! ნათელში ამყოფოს ღმერთმა მათი სულები.

ცენტრის ოფისში შეკრებილებს ერთ-მანეთთან განშორება უჭირდათ და მათ სახეებს შეხვედრით გამოწვეული მად-ლიერების ნათელი დასთამაშებდა...

სულიერებისა და კულტურის ცენტრ-თან არსებული საეკლესიო ნაქარგობის წრის წევრთა ნამუშევრები არაერთხელ გამოიფინა. ამჯერად მათი შემოქმედება აფხაზეთის სულიერებისა და კულტუ-რის ცენტრმა წარმოადგინა მცხეთაში, სვეტიცხოვლობისადმი მიძღვნილ ზეიმ-ზე. დევნილი მოზარდების ნამუშევართა გამოფენის მოწყობაში ცენტრს დახმა-რება გაუწია მცხეთის მუნიციპალიტე-ტის კულტურისა და სასპორტო დაწე-სებულების ინიციატივით ქალბატონმა ნინო მამულაშვილმა. ახალგაზრდებმა გამოფინეს ნაქარგობები და თექის ნაკე-თობანი, რამაც მცხეთელთა და ზეიმის სტუმართა მოწონება დაიმსახურა.

ნანული თათარაშვილი, მცხე-თობის ერთ-ერთი ორგანიზატორი: სვე-ტიცხოვლობა სრულიად საქართველოს დღესასწაულია. მინდა მცხეთელების სახელით, ყველა კულტურის მუშაკის სახელით, ყველა იმ ადამიანის სახელით, ვინც მცხეთაში შემოვა, სრულიად საქარ-თველოს მივულოცო ეს დღესასწაული. ვუსურვო დიდი ბედნიერება, სიხარული, ულევი სიყვარული, ღვთის მფარველობა არ მოაკლდეს და დედა-ღვთისმშობლის კალთა ფარავდეს აწ და მარადის. სიხა-რულით ავღნიშნავ იმასაც, რომ წელს ზეიმში მონაწილეობენ აფხაზეთიდან დევნილი მოზარდები.

დარეჯან აკიშბაია, ექიმი: დღეს

ქართველი ერის უდიდესი დღესასწაული — სვეტიცხოვლობაა. შეეწიოს უფლის მადლი ქართველ ერს, უფლის ძალით გამთლიანდეს, დაუბრუნდეს დაკარ-გული ტერიტორიები. მე აფხაზეთიდან ვარ. ყველა ქართველს სტკივა გული ამ კუთხეზე, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რადგან იქ დავიბადე, გავიზარდე, უფრო მეტად მტკვივა გული. ღვთის ძალით, ღვთის მადლით მომავალ სვეტიცხოვ-ლობას ქართველ ერს ვუსურვებ გამთ-ლიანებულ, გაერთიანებულ საქართვე-ლოს. შეგვეწიოს უფალი, დაგვიფაროს ყოველგვარი განსაცდელისაგან. ძალიან მიხარია, რომ ჩემი თანამემამულე ახალ-გაზრდები ისეთ ლამაზ და მნიშვნელო-ვან ხელსაქმეს ეუფლებიან, როგორიცაა თექა და საეკლესიო ნაქარგობა. ვუსურ-ვებ მათ ეს საქმიანობა მშობლიურ აფხა-ზეთში გაეგრძელებინოთ.

გამოფენა მცხეთაში

Page 6: აფხზეთეიფdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/10550/1/Biuletini_2011...სოხუმი. მოისმინეს სოხუმელი გიორგი კემულარიას

ბიულეტენი6

წმ. აღმსარებელი ამბროსი ხელაია გასული საუკუნის იმ ავბედით წლებში იყო ქართული ეკლესიის საჭეთმპყრო-ბელი, როდესაც ზეობდა ათეიზმი, ანგ-რევდნენ და წვავდნენ ეკლესია-მონასტ-რებს, გაუგონარ შეურაცხყოფას აყენებ-დნენ სასულიერო პირებს.

უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარ-ქი ამბროსი (ერისკაცობაში ბესარიონ ხელაია) 1861 წელს ზუგდიდის მაზრის სოფელ მარტვილში დაიბადა. დაწყები-თი განათლება სამეგრელოს სასული-ერო სასწავლებელში მიიღო, შემდეგ სწავლობდა თბილისის სასულიერო სემინარიაში. ამ პერიოდში დაოჯახდა, 1887 წელს სოხუმის ეპისკოპოსისგან მღვდლად იკურთხა. მსახურობდა სო-ხუმში, ახალ ათონსა და ლიხნში. ებრძო-და რუსიფიკატორულ პოლიტიკას აფხა-ზეთში, პრესაში ილაშქრებდა იმ პირთა წინააღმდეგ, ვინც აფხაზებს ქართველ-თა სიძულვილს უნერგავდნენ.

1897 წელს, 36 წლის ასაკში, მამა ამბროსი ყაზანის სასულიერო აკადე-მიაში ჩაირიცხა. სწავლის დროს ბერად აღიკვეცა. დაწერა დისერტაცია თემაზე: “ქრისტიანობის ბრძოლა ისლამთან სა-ქართველოში”. 1902 წელს არქიმანდრი-ტის ხარისხში იქნა აყვანილი და ჭელი-შის მონასტრის წინამღვრად დაინიშნა.

არქიმანდრიტმა ამბროსიმ დიდად იღვაწა ჭელიშის მონასტრის აღორძინე-ბისთვის. აქ აღმოაჩინა “მოქცევაჲ ქარ-თლისაჲს” ე.წ. ჭელიშური ხელნაწერი, აგრეთვე წმიდა სახარება, შემდგომში “ჭელიშის ოთხთავის” სახელით ცნო-

ბილი. 1904 წელს არქმიანდრიტი ამბ-როსი თბილისში სინოდური კანტორის წევრად და ფერისცვალების მონასტრის წინამღვრად დაინიშნა. იგი, როგორც სა-ქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისათვის მებრძოლი, 1905 წელს რუსეთში გადაასახლეს, 1908 წელს — ახალი ბრალდება წაუყენეს, თითქოს ეგზარქოს ნიკონის სიკვდილში მიეღოს მონაწილეობა. 1911 წელს გაამართლეს, მაგრამ საქართველოში ჩამოსვლის უფ-ლება მაინც არ მისცეს.

საქართველოში დაბრუნების შემდეგ, 1917 წელს, წმ. ამბროსი ხელაია ჯერ ჭყონდიდის, შემდეგ კი ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტად აკურთხეს. 1921 წლის 14 ოქტომბერს მიტროპოლიტი ამბროსი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად აირჩიეს.

საქართველოს გასაბჭოებიდან რამ-დენიმე თვის შემდეგ ეკლესიის დევნის, ქართული ენის უფლებების შეზღუდვი-სა და ისტორიული მიწების სხვათა გან-კარგულებაში გადაცემის გამო მან ხე-ლისუფლების სხვადასხვა ინსტანციაში გააგზავნა დოკუმენტები — უშედეგოდ. “ერს უგმობენ და ართმევენ მშობლიურ ენას, უბილწავენ ეროვნულ კულტურას, დასასრულს, მას უბღალავენ წმიდათაწ-მიდას, სარწმუნოებრივ გრძნობას”, — ამ-ბობდა კათოლიკოსი 1922 წელს გენუის საერთაშორისო კონფერენციაზე გაგზავ-ნილ მემორანდუმში და ქართველი ერის სახელით საქართველოდან წითელი ჯა-რის გაყვანასა და რეფერენდუმის მოწყო-ბას ითხოვდა. ხელისუფლებამ არ აპატია ეს და გაძლიერდა მისი დევნა.

კათოლიკოს-პატრიარქი ამბროსი სა-კათალიკოსო საბჭოს 9 წევრთან ერთად ოთხი ბრალდებით დააპატიმრეს: კონფე-რენციისადმი მემორანდუმის გაგზავნა, ეკლესია-მონასტრებში დაცული საგან-ძურის გადამალვა, საეკლესიო ქონების სააღრიცხვო წიგნების არასწორი წარ-მოება და სამხედრო ტაძრის (რომელიც დღევანდელი მთავრობის სასახლის ტე-რიტორიაზე იყო) კომკავშირისადმი გა-დაცემის პროცედურაში საპატრიარქოს წამომადგენლის გამოუცხადებლობა.

ამ ბრალდებებით მიუსაჯეს თავი-სუფლების აღკვეთა 8 წლამდე, სასტიკი იზოლაციით და მთელი ქონების კონ-ფისკაციით.

1924 წლის ბოლოს გამოცემული ამ-ნისტიით სასჯელი მოეხსნა. გარდაიცვა-ლა 1927 წლის 29 მარტს.

1995 წელს საქართველოს მართლ-მადიდებელმა ეკლესიამ კათოლიკოსი ამბროსი წმინდანად შერაცხა წმიდა მღვდელმთავარ ამბროსი აღმსარებლის სახელით.

აფხაზეთის მთავრობამ და უმაღლეს-მა საბჭომ 17ოქტომბერს წმ. სამების ტაძარში, ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენ-ტრის დარბაზში მოაწყო წმ. ამბროსი ხელაიას ხსოვნისადმი მიძღვნილი საღა-მო. უწმიდესის მოღვაწეობაზე ისაუბრა ჭყონდიდის მიტროპოლიტმა პეტრემ (ცაავა). სიტყვით გამოვიდნენ აფხაზე-თის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავა, უმაღლესი საბჭოს დეპუტატი, ისტორიკოსი ჯემალ გამა-ხარია, რომელსაც ეკუთვნის ვრცელი გამოკვლევა ამბროსი ხელაიას ცხოვრე-ბასა და მოღვაწეობაზე და სხვები.

წმ. ამბროსი ხელაიას ხსოვნისათვის

სულიერებისა და კულტურის ცენტრ-მა ითავა პირველ სექტემბერს, ერთ-ერთ დასვენების დღეს, აფხაზეთის სტრუქ-ტურების თანამშრომელთათვის შეეთა-ვაზებინა სახელგანთქმული საოპერო მომღერლის ლამარა ჭყონიას საიუბი-ლეო საღამოზე დასასწრები ბილეთე-ბი, რაც მათ, აგრეთვე, ქალაქ ბათუმის ახლადრეკონსტრუირებული თეატრის დათვალიერების საშუალებასაც მისცემ-და. ჩვენს წინადადებას ოცამდე თანამშ-რომელი გამოეხმაურა. მოგზაურობამ მათ დიდი სიამოვნება მოუტანა.

ირმა ფირცხალავა, აფხაზეთის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის აპარატის უფროსი:

— უბედნიერესი ვარ, რადგან წილად მხვდა დავსწრებოდი არაჩვეულებრივ ღონისძიებას ბათუმის ახალ ხელოვნე-ბის ცენტრში. უფალს ვმადლობ, რომ საქართველოს ჰყავს ისეთი შვილები, როგორიცაა ქართველთა სიამაყე, ქალ-

ბატონი ლამარა ჭყონია.მისი 80 წლის იუბილესთან დაკავ-

შირებული საღამო სრული ანშლაგით ჩატარდა. ერთმანეთს ენაცვლებოდნენ მისი აღზრდილი არაჩვეულებრივი ვო-კალისტები, რომლებმაც ქალბატონ ლა-მარას ამაგი დაუფასეს და მადლიერების ნიშნად მის იუბილეზე ჩამოვიდნენ.

სცენაზე ერთმანეთს სცვლიდნენ ლამარა ჭყონიას აღსაზრდელები. მათ საუბრებსა თუ სიმღერებში იუბილარის საოცარი ნიჭი და პროფესიონალიზმი თვალსაჩინოდ ცოცხლდებოდა, მისი რეაქცია კი ყოველ საკონცერტო ნომერ-ზე, მისი უშუალობა სცენიდან საოცარი ენერგეტიკით იღვრებოდა და ავსებდა დარბაზს.

ამ გალა-კონცერტზე ჩვენი დასწრე-ბის ორგანიზატორებს მინდა გადავუხა-დო მადლობა, რადგან ეს იყო სულიერი დასვენებისა და ზეიმის არაჩვეულებრი-ვი საღამო.

ირაკლი ფარფალია, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს სამეურნეო დეპარტა-მენტის თავმჯდომარის მოადგილე:

— დავესწარი შესანიშნავ საღამოს, რომელიც ქალაქ ბათუმში გაიმართა და მიეძღვნა ცნობილი მომღერლის ქალბა-ტონ ლამარა ჭყონიას 80 წლისთავს. იგი ორი ქვეყნის — საქართველოსა და უკ-რაინის დამსახურებული ხელოვანი და საზოგადო მოღვაწეა. მისი პედაგოგი-ური მოღვაწეობის წყალობით თბილის-სა თუ ესპანეთში ბევრმა მაღალ მწვერ-ვალებს მიაღწია ოპერის დარგში. რაც ყველაზე მისასალმებელია, ქალბატონ ლამარას გზას წარმატებით აგრძელებენ მისი შვილები — ქალბატონები ეთერი და ნატა. ძალიან ნასიამოვნები დავრჩი საღამოს პროგრამით, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი მის ორგანიზატორებს და უდიდეს პატივისცემას გამოვხატავ ყველა მონაწილის მიმართ. ასეთი საღა-მოები ხშირად უნდა ჩატარდეს საქართ-ველოში, რათა გაგვაცნოს ჩვენი საამაყო წარსული და ჩაგვისახოს რწმენა ნათე-ლი მომავლისა.

კულტურულად გატარებული უქმე დღე

Page 7: აფხზეთეიფdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/10550/1/Biuletini_2011...სოხუმი. მოისმინეს სოხუმელი გიორგი კემულარიას

ბიულეტენი 7

ვალერი ჩარგაზია აფხაზეთიდან დევნილი მხატვრია, რომელმაც სო-ხუმის სამხატვრო სკოლა დაამთავ-რა, მაგრამ ოჯახური მდგომარე-ობის გამო სწავლა აკადემიაში ვერ გააგრძელა, მხატვრობას მხოლოდ აფხაზეთის ომის შემდეგ მიუბრუნ-და. სოხუმში დარჩენილს ურთულესი დღეების დაძლევაში სწორედ მხატვ-რობა დაეხმარა. ხატავდა ადამიანე-ბისგან დაცლილ ქუჩებს, სახლებს, სანაპიროს, ჰაერს, რომელსაც, მისი აზრით, “მხოლოდ აფხაზეთში აქვს

ფერი და იქ არის ხელშესახები, ზღვას, რომლის საოცარი სილურ-ჯე კიდევ უფრო საოცარ სიმწვანეში გადადის ხოლმე”. 2000 წელს სო-ხუმის პეიზაჟებით სავსე ტომრები ენგურის ხიდზე საკუთარი მხრებით გადმოზიდა და თან თავისი წილი სოხუმიც წამოიყოლა თითქოს. ახლა თბილისშია, ინტენსიურად ხატავს. ჰქონდა პერსონალური გამოფენე-ბი 2000 წელს თბილისში (გალერეა “ჰობი”) და 2008 წელს ბაქოში (გა-ლერეა “იარადანი”). ასევე მონაწი-

ლეობდა სხვადასხვა ჯგუფურ გამო-ფენებში. საქართველოს მხატვართა საერთაშორისო შემოქმედებითმა კავშირმა აფხაზეთის ლიტერატუ-რისა და ხელოვნების შემოქმედებით კავშირსა და აფხაზეთის მხატვართა კავშირთან ერთად 21 ოქტომბერს საქართველოს მხატვართა კავშირის საგამოფენო დარბაზში მისი ნამუ-შევრების საიუბილეო, 70 წლისადმი მიძღვნილი პერსონალური გამოფე-ნა მოაწყო.

“ჰაერი, რომელსაც მხოლოდ აფხაზეთში აქვს ფერი...”

ა.წ. 17-18 სექტემბერს ქ. ხობში ჩა-ტარებულ V საერთაშორისო ფესტი-ვალს ასე ეწოდა. ამ, უკვე ტრადიციად ქცეული ფესტივალის ორგანიზატო-რები არიან საერთაშორისო საქველ-მოქმედო ფონდი “ხობი”, ქართული ხალხური სიმღერის საერთაშორისო ცენტრი და საქართველოს კულტური-სა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო.

ფესტივალის ფარგლებში მონა-წილეობდნენ სამეგრელოსა და სხვა რეგიონის ანსამბლები, ასევე უცხო-ელი მომღერლები (ყოველ მათგანს თითო მეგრული სიმღერა უნდა შეეს-რულებინა); გაიმართა სპორტული და გასართობი ღონისძიებები (ნარდი, ჭიდაობა), მოეწყო სახალხო რეწვის ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა. საგანგებოდ აღინიშნა სახელგანთქ-მული ფოლკლორული კოლექტივის “გორდელას” 50 წლის იუბილე — ხო-ბის ძუკუ ლოლუას სახელობის ქარ-თული ხალხური სიმღერის მუზეუმში მოეწყო ექსპოზიცია, შემდეგ კი კონ-ცერტი ცნობილი ქართველი და უც-ხოელი შემსრულებლების მონაწილე-ობით.

ხობის ფესტივალს დაესწრო სა-ქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სა-აკაშვილი.

საფესტივალო პროგრამა სამეცნი-ერო მუშაობასაც მოიცავდა — ახალ-გაზრდა ფოლკლორისტთა და მუსი-კისმცოდნეთა II სამეცნიერო კონფე-რენცია ორდღიანი სამუშაო რეჟიმით მიმდინარეობდა. საკვლევ საკითხთა შორის აფხაზურ მუსიკასთან დაკავ-შირებული თემატიკა დომინირებდა, ისეთი, როგორიცაა “აფხაზთა მიგრა-ციის დასაწყისი დასავლეთ საქართვე-ლოში” (მომხსენებელი ნათია ფიფია), “სამგალობლო ტრადიციისათვის აფ-ხაზეთში” (მომხს. ნინო კალანდაძე),

“ძუკუ ლოლუას აფხაზური გუნდები” (მომხს. მარინა კვიჟინაძე).

ფესტივალზე განსაკუთრებულად აღინიშნა ძუკუ ლოლუას დამსახუ-რება არა მარტო ქართული, არამედ აფხაზური მუსიკის განვითარებაში. ხალხური სიმღერის დიდი მცოდნე, შემსრულებელი და ლოტბარი, დაუღა-ლავი მოღვაწე და პატრიოტი, მრავა-ლი გუნდის შემქმნელი ძუკუ ლოლუა, მართლაც, ყურადსაღებია. მის კვალ-ზე იარა ქართველ ლოტბართა არაერ-თმა თაობამ, მათ შორისაა საქართვე-ლოსა და აფხაზეთში მოღვაწე კირი-ლე პაჭკორია და რემა შელეგია, კიწი გეგჭკორი და პლატონ ფანცულაია. მათ სახელებთანაა დაკავშირებული XX საუკუნის დასაწყისიდან სალოტ-ბარო საქმიანობის გაშლა აფხაზეთში.

დღეს ჩვენში იშვიათია ანსამბლი, რეპერტუარში აფხაზური სიმღერა არ ჰქონდეს შეტანილი. ქართველი შემს-რულებლები წარსულის ფესვებს სა-მომავლოდ უფრთხილდებიან.

ხობის ფესტივალში მონაწილეობა მიიღო აფხაზეთის ქართული სიმღე-რისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბ-ლმა, რომელიც არაერთი წელია, რაც თბილისში მოღვაწეობს და მას გურამ ყურაშვილი ხელმძღვანელობს.

ხობის ფესტივალზე ქართულ-აფ-ხაზური ურთიერთობების ყურად-ღების ცენტრში აღმოჩენის ნათელი დადასტურებაა, აგრეთვე, ფესტივა-ლისათვის მომზადებული უმნიშვნე-ლოვანესი ნაშრომი — “ ტრადიციული მუსიკა ქართულ-აფხაზურ დიალოგ-ში” (ავტ. ნინო კალანდაძე და მარინა კვიჟინაძე), რომელსაც ერთვის აფ-ხაზური ხალხური სიმღერების კომ-პაქტ-დისკი, ძველი აფხაზური და თა-ნამედროვე ქართული ახალგაზრდუ-ლი ანსამბლების შესრულებით. წიგნ-

ში თანმიმდევრულადაა მოცემული სოხუმის კულტურული ცხოვრების პანორამა XIX-XX სს-ების მიჯნაზე, საგუნდო-სალოტბარო მოღვაწეობა სათავეებიდან თანამედროვეობამდე, განხილულია აფხაზური ფოლკლორის ზოგიერთი საკითხი, სამგალობლო ტრადიციები აფხაზეთში, აგრეთვე, ხალხური მუსიკის შეკრებისა და გა-მოცემის ისტორია, წიგნი გამდიდრე-ბულია მოგონებებითა და ფოტოებით.

სერიოზული კვლევის მიღმა იკვე-თება ნაშრომის მთავარი “მოტივი” — ესაა ქართულ-აფხაზური ურთიერთო-ბების აღდგენის დიდი იმედი...

აფხაზეთის სულიერებისა და კულ-ტურის ცენტრისა და მისი ხელმძღვა-ნელის ქალბატონ სვეტლანა ქეცბას მოღვაწეობა სწორედ რომ ამ “გაწყ-ვეტილი ძაფების” აღდგენის მცდე-ლობაა. ცენტრის მიერ ჩატარებული ღონისძიებები, გამოცემული წიგნები სასახელო წარსულის გაცოცხლებასა და ახალი ტრადიციების ჩამოყალი-ბებას ისახავს მიზნად, ქალბატონი სვეტლანა აფხაზეთის კომპოზიტორ-თა კავშირის დამაარსებელი და მისი პირველი თავმჯდომარეა. ის მრავალი წლის მანძილზე ხელმძღვანელობდა აფხაზეთის კულტურულ ცხოვრებას, ზედმიწევნით იცნობდა მის ნიუან-სებს. ამიტომაც ქალბატონ სვეტლა-ნას მოგონებებმა საპატიო ადგილი დაიკავა ზემოთ ხსენებული წიგნის (“ტრადიციული მუსიკა ქართულ-აფ-ხაზურ დიალოგში”) ფურცლებზე და ავტორებმა საგანგებო მადლობა გა-დაუხადეს.

მარინა კვიჟინაძე, ეთნომუსიკოლოგი

“სიმღერა სამეგრელოზე”

Page 8: აფხზეთეიფdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/10550/1/Biuletini_2011...სოხუმი. მოისმინეს სოხუმელი გიორგი კემულარიას

ბიულეტენი8

“პირ ვე ლად იყო სიტყ ვა...” “.. ყო ვე ლი სა ი დუმ ლო

ამას ენა სა ში ნა და მარ ხულ არს”იო ა ნე ზო სი მევაჟა-ფშაველა

გულო, არ გასტყდე!

გულო, არ გასტყდე, გამაგრდი, კლდეო, კლდედ იდეგ სალადა! რა ვქნათ, რომ ჯანღი გვეხვევა, მეცა გყევივარ ავადა. ცდა გავუქარწყლოთ საწუთროს, ნუ დავბერდებით შავადა. სინათლე ნუმც გაგიქრება და სხივი — მოძმეთ ნუგეში, ანდერძსა მამა-პაპისას ფრთხილად ვინახავ უბეში. ძალნო ცისანო, გვიშველეთ, საწყალთ ნუ ჩაგვყრით წუმპეში!

გულს ნუ მომიკლავ, უფალო, იმედს ნუ დამინიავებ, დაზიანებულს სიცოცხლეს მეტად ნუ დამიზიანებ; მიშველე რამა, შენს მადლსა, წამალს ნუ დამიგვიანებ! არ მინდა, თავს ლეშად ვგრძნობდე, უსულოდ გდებულს, ტიალად; სვავნი, ორბნი და კაჭკაჭნი მათრევდენ, მჭამდენ ზიარად. ნუ გადამაქცევ, უფალო, შხამისა სასმელ ფიალად!

კაცი ვარ, ვაჟკაცის წესზე გავტყდე, ეს რაღა შნო არი?! სიმტკიცე მიჭირს დიადი, ეხლა ისეთი დრო არი. გამშორდი, სულით სიდაბლევ, გზაო, მაშინებ ვეღარა, - იმ თავად, ჩემო სავალო, შენზე ეკალი ეყარა. გაკაწრულ-გაფხაჭულები დღესაც ისევ მჭირს ბევრგანა. ვიცოდი ძალიან კარგად, ეს უნდა გადამეყარა და დღესაც ისევ ძველებრივ უნდა ვიხადო ბეგარა. გულო, გაკლდევდი, გამაგრდი, ნისლი ნუ გადაგეფარა: თუ აქამომდე გავძელით, დღეს მტერი გაგვტეხს ვეღარა.

წმიდა იოთამ ზედგენიძე სიმხ-ნევით, სარწმუნოებითა და მეფის ერთგულებით ცნობილი აზნაურიშ-ვილი იყო. კეთილმსახურებით აღზ-რდილ წმიდანს კარგად ესმოდა, რომ მირონცხებული მეფის ერთგულება ქვეყნისა და წმიდა ეკლესიის სიყვა-რულს ნიშნავდა. 1446 წელს საქარ-თველოს მეფედ აკურთხეს გიორგი VIII, ძე ალექსანდრე დიდისა. “ყოვ-ლითა სიკეთითა და სამღთო-სამ-ჴედროთი სრულმან და აღმკულმან” თავისი მეფობის ოცი წელი ქვეყნის ერთიანობის შენარჩუნებისათვის ბრძოლას შეალია.

მისი მეფობის ჟამს “განრისხნა ღმერთი ქრისტიანეთა ზედა ცოდ-ვათა ჩუენ ქრისტეიანეთათჳს და აღიღო სულტანმა მაჰმად კონსტან-ტინეპოლი”. რომის პაპმა პიუს II-მ თურქთა წინააღმდეგ განზრახულ ჯვაროსნულ ომში მიიწვია საქართ-ველოს მეფე, გიორგიც ემზადებო-და ამ ბრძოლისათვის. ამასობაში საქართველოში მდგომარეობა ისევ დაიძაბა. სამცხის ათაბაგი ყვარყ-

ვარე მეფეს განუდგა. 1463 წელს კი, ჩიხორთან გამარჯვების შემდეგ, ქუთაისის გამგებელმა ბაგრატმა იმერეთის მეფედ გამოაცხადა თავი. 1465 წელს გიორგი მეფე სამცხეს წარემართა ყვარყვარე ათაბაგთან საომრად, “რათა შურ-აგოს ათაბაგ-სა”. ფარავნის ტბასთან დაბანაკე-ბულ გიორგის “შემოუჩინნეს განდ-გომილთა მოღალატენი, რათა მოკ-ლან იგი და ტაძრეულნივე თჳსნი”. მეფის ამალაში მყოფმა იოთამ ზედ-გენიძემ, შეიტყო მეფის წინააღმდეგ არსებული საზარელი შეთქმულების შესახებ და გააფრთხილა იგი. “მე-ფემან არა ირწმუნა”, — წერს ვა-ხუშტი “ქართლის ცხოვრებაში”, — “ვინაჲთგან უგონებელ იყო მათგან ღალატი მეფისა”. როცა ერთგულმა კარისკაცმა მართალი და უბოროტო მეფე მტყუვარ ქვეშევრდომთა ღა-ლატში ვერ დაარწმუნა, შესთავაზა: “უკეთუ ვცბი და არა ჭეშმარიტ არს სიტყუა ჩემი, აწ გევედრები, რათა არა მოიკლა თავი ცუდად, არამედ ღამესა ამას მე დავწვე დაგებელსა

შინა შენსა და უკეთუ მომკლან მე მგონებელთა შენთა მეფედ, გარნა ნუ დაივიწყებ ძეთა ჩემთა”. მეფე დათანხმდა, თუმცა სრულიად დარ-წმუნებული იყო, რომ იოთამ ზედ-გენიძის ეჭვიანობის მიზეზი სიყვა-რული და ერთგულება იყო და მას არავითარი საფრთხე არ ემუქრებო-და. “ღამესა ამას შემოვიდნენ მობი-რებულნი იგი და მოკლეს იოთამ და განერა მეფე მათგან”. დილით, როცა გიორგი სამეფო კარავში შევიდა, მისი საყვარელი კარისკაცი სისხლ-ში ცურავდა. მან სინანულით დაიტი-რა იოთამი, მტრები კი შეიპყრა და “მოსწყვიდნა ყოველნი”. მადლიერ-მა მეფემ წყალობით აავსო წმიდა იოთამ ზედგენიძის შთამომავლობა. მის ძეს უბოძა სპასპეტობა ქართლი-სა, გორის მოურავობა და ამილახვ-რობა. მეფისათვის თავდადებული ქრისტიანი საქართველოს ეკლესიამ წმიდანთა დასში შერაცხა.

“წმიდათა ცხოვრებანი”, წ. II, თბილისი, 2008

წმიდა იოთამ ზედგენიძე (+1465)30 (12.11) ოქტომბერი

(სიმღერა)

Page 9: აფხზეთეიფdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/10550/1/Biuletini_2011...სოხუმი. მოისმინეს სოხუმელი გიორგი კემულარიას

ბიულეტენი 9

(გაგრძელება მე-10 გვ.)

ჩვე ნი მოძღ ვა რი

სა ეკ ლე სიო კა ლენ და რი

/გაგრძელება/ადამიანი მარადიულობისთვისაა შექ-

მნილი, მაგრამ ღვთის ნებისაგან გარ-დასვლის გამო, დროებით სიკვდილს დაექვემდებარა. სწორედ ამიტომ, თვით ყოვლადწმიდა ღვთისმშობელმაც გაი-არა ცათა სასუფევლისაკენ მიმავალი სიკვდილის “კარიბჭე”, რასაც ასე უგა-ლობს ჰიმნოგრაფი:

– “ვითარცა ძემან მისმან ჯერიჩინა დადებად ნებსით საფლავსა შინა, ვი-თარცა მკუდარმან, შემოქმედმან ცათა-მან, ეგრეთვე დედამან მისმან, მიიღო სასმელი სიკუდილისა” (იქვე, საცისკრო კანონთა მე-4 გალობის II კანონის ტრო-პარი).

– “ბუნებისაგან მოკუდავისა იშევ, რომელმან გვიშევ ჩუენ ცხოვრება, და მოიწია შენდა დღეს, თანამდები ბუნე-

ბისა და ცხოვრებად მიგცვალა შენ ძისა შენისა ღვთისმშობელო” (იქვე, საცისკ-რო კანონთა მე-3 გალობის II კანონის ტროპარი).

სამოთხეში ცხოვრება მანამ იყო უსაფრთხო, სანამ მას სიკვდილზე ფიქ-რი იცავდა: – “ხოლო ხისაგან ცნობადი-სა კეთილისა და ბოროტისა არა სჭამოთ მისგან, რამეთუ რომელსა დღესა სჭა-მოთ მისგან, სიკუდილით მოჰკუდეთ” (დაბ. 2. 17). მაგრამ, მტერმა შეძლო და განაშორა ადამისა და ევასაგან სიკვდი-ლის შიში: “და ჰრქუა გუელმან დედაკაც-სა: არა სიკუდილით მოჰკუდეთ” (დაბ. 3.4), და შედეგად სიკვდილი შევიმოსეთ.

ამგვარად, შევიცნობთ რა ჩვენი და-ცემის სიღრმეს, არ უნდა მივეცეთ სასო-წარკვეთას, და მორჩილებით და მინდო-ბით მივყვეთ დედა ეკლესიის სწავლებას,

შედეგად კი პიროვნულ ფერისცვალებას მივეახლოთ, ფერისცვალებას, რომელიც ძირეულად ცვლის ადამიანს (გარეგანი კაციდან შინაგანისაკენ).

სწორედ ამიტომ, მიძინების დღესას-წაულს ფერისცვალების დღესასწაული უძღვის წინ, რათა თითოეულმა გაიაზ-როს პიროვნული ფერისცვალების უაღ-რესად დიდი მნიშვნელობა, რის გარეშეც სიკვდილის “კარიბჭის” გავლა უდიდეს განსაცდელს მოუვლენს მოუმზადებელ ადამიანს.

მართლმადიდებელი ქრისტიანი პი-როვნული ფერისცვალების შედეგად სიკვდილის შიშის მძლეველიც უნდა გახ-დეს. მისი სული სიკვდილის წინ ღვთისა და მოყვასის სიყვარულით, სიხარულითა და იმედით უნდა იყოს აღვსილი. მხო-

მიძინება - დღე მარადიულ ნეტარ ცხოვრებაში შობისა

3 ნოემბერი (ხუთშ.) — ღირ. ილარიონ დიდის ხსენება (371-372წ.);4 ნოემბერი (პარ.) — შვიდთა ყრმათა ეფესელთა ხსენება (დაახ. 250წ.); — დღესასწაული ყაზანის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხატისა;5 ნოემბერი, დიმიტრის შაბათი: — მიცვალებულთა ხსენება; — მოც. იაკობის, უფლის ხორციელად ძმის ხსენება (დაახ. 63წ.);6 ნოემბერი, სულთმოფენობიდან 21-ე კვირა — ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხატის “ყოველთა მწუხარეთა სიხარულის” ხსენება (1688წ.);7 ნოემბერი (ორშ.) — მოწ. მარკიანეს და მარტვირის ხსენება (დაახ. 355წ.);8 ნოემბერი (სამშ.) — დიდმოწამე დიმიტრი თესალონიკელის ხსენება (დაახ. 306წ.);10 ნოემბერი (ხუთშ.) — მღვდელმოწამე ნეოფიტესი, ურბნელი ეპისკოპოსის ხსენება (VII ს.);11 ნოემბერი (პარ.) — ღირ. მამისა ჩვენისა სერაპიონ ზარზმელის ხსენება (900წ.);12 ოქტომბერი (შაბ.) — მოწ. იოთამ ზედგენიძის, მეფისათვის თავდადებულის ხსენება (1465წ.);13 ნოემბერი, სულთმოფენობიდან 22-ე კვირა — წმიდათა ათთა ბევრთა (100 000) მოწამეთა ხსნება (1227წ.);14 ნოემბერი (ორშ.) — უვეცხლოთა და საკვირველთმოქმედთა კოზმა და დამიანე ასიელთა ხსენება (III ს.);16 ნოემბერი (ოთხშ.) — ხსენება ღირ. ნიკოლოზ ქართველთა მნათობისა, აკოლუთიათა აღმწერელისა (1308წ.);20 ნოემბერი, სულთმოფენობიდან 23-ე კვირა — 33 მელიტინელ მოწამეთა ხსენება (III ს.);21 ნოემბერი (ორშ.) — კრება წმიდისა მთავარანგელოზისა მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა;23 ნოემბერი (ოთხშ.) — ხსენება წმიდისა დიდისა მოწამისა და ძლევაშემოსილისა გიორგისა (303წ.);26 ნოემბერი (შაბ.) — ხსენება წმ. იოანე ოქროპირისა, კონსტანტინეპოლელი მთავარეპისკოპოსისა (407წ.);27 ნოემბერი, სულთმოფენობიდან 24-ე კვირა: — წმ. მოციქულ ფილიპეს ხსენება (I); — შობის მარხვის აღება!28 ნოემბერი (ორშ.) — მოწ. გურისა და სამონის (299-306წ.) და აბიბოს აღმსარებლის (322წ.) ხსენება; — შობის მარხვის დასაწყისი! 29 ნოემბერი (სამშ.) — წმ. დიდებულის, ყოვლადქებული მოციქულის და მახარებლის თომას ხსენება (60წ); 30 ნოემბერი (ოთხშ.) — დიდმოწამე მიქაელის, რომელსა ეწოდა გობრონ და მისთა 133-თა მხედართა ხსენება (914წ.);

Page 10: აფხზეთეიფdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/10550/1/Biuletini_2011...სოხუმი. მოისმინეს სოხუმელი გიორგი კემულარიას

ბიულეტენი10(დასაწყისი მე-9 გვ.)

ლოდ ასეთ შემთხვევაში მოგვევლინება სიკვდილი ზეცად აღმავალ კიბედ. ამგ-ვარი სიკვდილი მარადიული სიხარულის, ზეციური დიდების და ადამიანის ღმერ-თთან განუშორებელი ერთობის საწინ-დარია.

როგორც ზემოთაც შევნიშნეთ, ჯე-როვანია ფიქრი სიკვდილზე, როგორც მომავალ უმნიშვნელოვანეს მოვლენაზე, რისთვისაც გულმოდგინე მზადება წინ-დაწინაა საჭირო, რაც უფლის ძალითა და მადლით, სიხარულითა და იმედით გააცისკროვნებს მორწმუნე ადამიანის გონებას. სიკვდილზე ფიქრი დაგვიცავს ყოველივე უჯეროსაგან, იმავდროულად ყოველივე იმისგანაც, რაც სიკვდილს საზარელს ხდის. და თუ ოდენ წუთისოფ-ლით ტკბობის მიზეზით განვიშორებთ “აბეზარ” აზრს სიკვდილზე, არათუ მხო-ლოდ სხეულებრივს, არამედ საშინელ, სულიერ, მარადიულ სიკვდილს მივეახ-ლებით.

ამრიგად, მიძინების დღესასწაულის საგალობლებისა და ლოცვების შინაარ-სიდან გამომდინარე, სიკვდილის წუთებ-ში (ამ ქვეყნიდან მარადიულ ცხოვრება-ში გადასვლისას) სულიერი მხნეობისა და სიმშვიდის მისაღწევად, ქრისტიანს ამქვეყნიურ ცხოვრებაში სამი ძირითადი საშუალება გააჩნია:

1. ეკლესიური ცხოვრება და პირა-დული ღვაწლი (რომელიც რა თქმა უნდა საკმარისი არ არის);

2. ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შემწეობა (რაც რწმენასა და ეკლესიურ ცხოვრებაზე ბევრად არის დამოკიდებუ-ლი);

3. ღვთის განუზომელი მოწყალება, რისი იმედიც მუდამჟამ უნდა ჰქონდეს თითოეულ მორწმუნეს, და რომლის გა-რეშეც შეუძლებელია ცხონება.

ამგვარად, მიძინების დღესასწაულის საღვთისმეტყველო მნიშვნელობიდან გამომდინარე, ორი უაღრესად მნიშვ-ნელოვანი მომენტი საცნაურდება, კერ-ძოდ ის რომ:

1. მორწმუნეებს ასწავლოს სხეულებ-რივი სიკვდილისადმი ქრისტიანული და-მოკიდებულება, და ეკლესიის წიაღში, ამ გარდაუვალი მომენტის სათანადოდ შესახვედრად მოამზადოს ისინი;

2. გააცნობიერებინოს თითოეულ მორწმუნეს ყოვლადწმიდა ღვთისმშობ-ლის განსაკუთრებული როლი, სიკვდი-ლის წუთებში მისი შემწეობისა, რისთვი-საც ჰიმნოგრაფთან ერთად დაუცხრომ-ლად უნდა განვადიდებდეთ ყოვლადწმი-და ღვთისმშობელს:

– “საღმრთოსა რა და ყოვლადწმი-დასა მცნებასა გარდავხედით, მიწად მივიქცევით, ვინა იგი პირველ დავიბა-დენით, ხოლო შენ მიერ სძალო, ზეცად ავმაღლდით ქუეყანისაგან, და სიკუდი-ლისა ხრწნილებაჲ განვაგდეთ, ამისთვის გნატრით ყოვლადუბიწოო” ;

– “ყოვლადწმინდაო ღვთისმშობე-ლო, დღეთა ცხოვრებისა ჩემისათა ნუ დამაგდებ, და კაცობრივსა განზრახვასა

ნუ მიმანდობ, არამედ შენ მეოხ მეყავ და მაცხოვნე მე”;

– “გიხაროდენ ქალწულო რომელმან ჰშევ ღმერთი ხორცითა, ცხოვრებად ნა-თესავისა კაცთასა, და ბუნებამან ჩუენ-მან ჰპოვა შენ მიერი გამოხსნა, მეოხები-თა შენითა წარგვიძეხუ ჩუენ სამოთხედ, ღმრთისმშობელო მარადის კურთხე-ულო” და სხვა.

დასაწყიში საეკლესიო წელიწადის საკითხს შევეხეთ, აქ კი გვსურს მეტი სიცხადისათვის ყოვლადწმიდა ღვთის-მშობლის შობისა (8.09) და მიძინების დღესაწაულთა (15.08) შორის არსებუ-ლი საღვთისმეტყველო კავშირი წარ-მოვაჩინოთ, რისთვისაც წმ. გრიგოლი პალამას (XIVს.) სწავლებას მოვუხმობთ, რომელიც საუბრობს რა ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, ასე გვმოძღვ-რავს:... “ეხლა შემოდგომაა, და უპირა-ტესი ადგილი ამ თვეს (სექტემბერს) განეკუთვნება, რომელიც ჩვენთვის პირ-ველი თვე და წლის დასაწყისია, მიჯნა სადაც ჩვენი გადარჩენის საქმემ დაიდო სათავე,... ესაა პირველი წმიდა დღესას-წაული, რასაც ჩვენი განახლება უკავ-შირდება,... რადგან დღეს განგვეხსნა (იშვა – დკ. ბ.გ.) ახალი სამყარო და მშვე-ნიერი სამოთხე (ღვთის განცხადების წი-აღი – დკ. ბ.გ.), რომელშიც განკაცდა, და რომლისგანაც იშვა ახალი ადამი”...

ამგვარად, ლიტურგიკული ღვთის-მეტყველების თვალსაზრისით, შემოდ-გომა და მისი პირველი თვე სექტემბერი, რომელიც არის კიდეც საეკლესიო წლის დასაწყისი, იმავდროულად კავშირშია ჩვენი ხსნის დასაწყისთან – საღმრთო აღმშენებლობის გზასთან. ასე რომ, ყოვ-ლადწმიდა ღვთისმშობლის შობა გახლ-დათ წინკარი, კარიბჭე, იესო ქრისტეს ხორციელი მოსვლისა. იგი მოასწავებ-და ცოდვისა და სიკვდილისაგან დახს-ნის ჟამის მოახლოებას, რის შესახებაც სწავლება უაღრესად ნათლადაა წარმო-ჩენილი საეკლესიო ჰიმნოგრაფიაში. ასე მაგალითად:

– “დღეს ბერწისა ბჭენი განიხმიან და ქალწულებისა საღმრთო ბჭე იშუების, დღეს იწყო დიდებულად აღყვავებად მადლმან, და ღვთისმშობელსა სოფელსა აღმოუბრწყინვებს, რომლისაგან ქვეყა-ნისანი ზეცისათა შეართნეს საკვირუ-ელად”... (ღვთისმშობლის შობის დღსას-წაულის განგების დიდი მწუხრის უფალო ღაღადჰყავსა ზედა მე-4 დასდებელი);

– “დღეს უნაყოფო ანნა ჰშობს მშო-ბელსა ღვთისასა,... რომლისა მიერ ხორ-ცნი შეისხა მაცხოვარმან, აღსრულებად საღმრთოსა განგებისასა”... (იქვე, უფა-ლო ღაღად-ვჰყავსა ზედა მე-6 დასდებე-ლი);

– “დასაბამი ცხოვრებისა ჩვენისა დღეს იქმნა კრებულნო მორწმუნეთანო, რამეთუ ესე პირველთა ნათესავთაგან განჩინებული დედა და ქალწული, და ტაძარი ღვთისა ბერწთაგან აღმოსცენ-და”... (იქვე, ლიტანიასა ზედა I დასდე-ბელი);

– “გვაუწყე ჩუენ დავით, რასათვის გეფუცა შენ ღმერთი, ხოლო იგი ღაღა-

დებს, რასათვის იგი მეფუცა აღმისრუ-ლა, რამეთუ აჰა ესერა მუცლისა ჩემი-საგან მომცა ქალწული, რომლისაგან ახალი ადამ ქრისტე დამბადებელი იშვე-ბის ხორციელად”... (იქვე, დიდი ცისკა-რი, წარდგომა შემდგომად I ფსალმუნე-ბისა);

– “დღეს ხიდი ცხოვრებისა იშუების რომლისა მიერ კაცთა ჰპოვეს აღმოწო-დებაი ჯოჯოხეთით”... (იქვე, საცისკრო კანონთა I გალობის I კანონის ბოლო ტროპარი) და სხვა...

ახლა გულისყურს წმ. გრიგოლი პა-ლამას 37-ე ჰომილიას მივაპყრობთ, სადაც ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინებასთან დაკავშირებით ვკითხუ-ლობთ: ეს უდიდესი მოვლენა გახლდათ -... “დასასრული, ან თუ უკეთ ვიტყვით – დასაწყისი და ძირი ადრე აღსრულე-ბულ სასწაულთა, – ღვთის აღთქმის აღ-სრულება, რომელიც იოაკიმესა და ანას მიეცათ”...

იგივე აზრია გამოხატული ჰიმნოგრა-ფის მიერაც:

– „უღირდა მხედველთა სიტყვისათა და მსახურთა, რათა იხილონ აღსრულე-ბად რომელი იგი ხორცითა დედა არს მისი, რამეთუ დასასრული საიდუმლოსა მას შინა დადგრომილ არს,”... (მიძინების დღესასწაულის განგების “ლიტანიასა ზედა” I დასდებელი);

– „განზრახვა პირველ-საუკუნეთა ღვთისა ჩვენისა მოვალს აღსრულე-ბად,”... (“Совет Превечный Превечнаго Бога во исполнение грядет,”... ტაძრად მიყვანების წინადღესასწაულის საცისკ-რო კანონთა I გალობის II ტროპარი).

ამდენად, ყოვლადწმიდა ღვთისმშობ-ლის შობისა და მიძინების დღესასწაულ-თა საღმრთისმსახურო ინტერვალით, დედა ეკლესია ადამიანთა ხსნის საღმრ-თო განგებულების გზას სახავს, თითო-ეულის ამ ქვეყანაზე მოვლინებიდან მის აღსრულებამდე.

მართლაც და, გონიერი მზერით მი-მოვიხილავთ რა ყველა იმ საშუალებას, რასაც დედა ეკლესია ფლობს მორწმუ-ნეთა ნებელობასა, გულსა და გონებაზე ზემოქმედების მოხდენის მიზნით, სავ-სებით მართებულად, ეკლესია დედის მუცელს შეიძლება შევადაროთ. ჩვილი მუცლადყოფნის პერიოდში ვითარდება და შემდეგ იბადება ამქვეყნიური ცხოვ-რებისათვის. მსგავსად ამისა, ეკლესიის წიაღში ადამიანი (ნათლისღებით) სუ-ლიერად იშვება, ხოლო საიდუმლოთა მღვდელმოქმედებით, ღვთისმსახურება-ში მონაწილეობით, საეკლესიო წესჩვე-ულებების აღსრულებით, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის, ანგელოზებისა და წმი-დანთა მეოხებით, სულიერად იზრდება, ძლიერდება და ვითარდება, რითაც მისი სული უნარს იძენს, მუდამ უფლის სიახ-ლოვეს მყოფებოდეს, და ამ ქვეყნიდან გასვლის შემდეგ, იშვება კიდეც მარადი-ული ნეტარი ცხოვრებისათვის. ამინ!

წმიდა სამების ლავრის მღვდელმსახური

დეკანოზი ბიძინა (გუნია)

Page 11: აფხზეთეიფdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/10550/1/Biuletini_2011...სოხუმი. მოისმინეს სოხუმელი გიორგი კემულარიას

11ბიულეტენი

გამოფენა მცხეთაში

“ჰაერი, რომელსაც მხოლოდ აფხაზეთში აქვს ფერი...”

Page 12: აფხზეთეიფdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/10550/1/Biuletini_2011...სოხუმი. მოისმინეს სოხუმელი გიორგი კემულარიას

ბიულეტენი12

სარედაქციო კოლეგია: სვეტლანა ქეცბა, დეკანოზი ბიძინა (გუნია), ლია სეხნიაშვილი, ალექსანდრე ფარფალია, ირინა ქეცბა

პასუხისმგებელი რედაქტორი ციცინო ჯულუხიძე სსიპ “სულიერებისა და კულტურის ცენტრი”

მისამართი: თბილისი, რუსთაველის გამზ. №37, IV სართ. ტელ.: 93-17-20, 895-41-21-70. ტირაჟი: 500 ცალი

ყოვლადწმიდის (კახთუბნის) მონასტერი