საგარეჯოს მუნიციპალიტეტის...

17
- 1 - საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მეწყრული ხიფათის, სოციალურ-ეკონომიკური მოწყვლადობისა და შენობების რისკის შეფასება (პროექტი)

Upload: others

Post on 17-Jul-2020

2 views

Category:

Documents


0 download

TRANSCRIPT

Page 1: საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ...drm.cenn.org/hazard_assessment_files/geo/Case_study... · 2012-03-09 · - 1 - საგარეჯოს

- 1 -

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მეწყრული ხიფათის, სოციალურ-ეკონომიკური მოწყვლადობისა და შენობების რისკის შეფასება

(პროექტი)

Page 2: საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ...drm.cenn.org/hazard_assessment_files/geo/Case_study... · 2012-03-09 · - 1 - საგარეჯოს

- 2 -

1. შესავალი 3

2. გამოყენებული მონაცემები 5

3. მეთოდოლოგია 6

3.1 სამუშაოების მიმდინარეობა 6

3.2. მეთოდოლოგია 6

4. შედეგები და დისკუსია 8

4.1. რელიეფის პარამეტრები 8

4.2. აქტიური მეწყრების იდენტიფიკაცია 8

4.3. წონის (მნიშვნელობის)მინიჭება (Weight assignment) 9

4.4. სენსიტიურობის შეფასება 12

4.5. სოციალურ-ეკონომიკური მოწყვლადობის შეფასება 13

4.6. ფიზიკური რისკის შეფასება 15

5. დასკვნები და რეკომენდაციები 16

6. გამოყენებული მასალა: 17

Page 3: საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ...drm.cenn.org/hazard_assessment_files/geo/Case_study... · 2012-03-09 · - 1 - საგარეჯოს

- 3 -

1. შესავალი საქართველოს ტერიტორიის ლანდშაფტი, გეოლოგია, გეომორფოლოგია და კლიმატი ხელსაყრელ პირობებს ქმნის აქტიური გეოლოგიური პროცესების ჩამოყალიბებისთვის. რისი მიზეზითაც ქვეყნის ტერიტორიის დიდ ნაწილზე მრავლადაა გავრცელებული მეწყრული პროცესები. რომლებიც დიდ ზიანს აყენებს ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას. გამომდინარე აქედან აქტუალურია მეწყრული პროცესების შესწავლა, თანამედროვე ტექნოლოგიების და ფართოდ გავრცელებული ახალი მეთოდოლოგიების გამოყენებით. აღნიშნული კვლევის მიზანია საგარეჯოს მუნიციპალიტეტში (საქართველო) მეწყრული პროცესების, სოციალურ-ეკონომიკური მოწყვლადობის და ფიზიკური მოწყვლადობის შეფასება რაოდენობრივი მეთოდოლოგიის (Quantitative method) გამოყენებით, ხსენებული მეთოდოლოგია ძირითადად ეყრდნობა მეწყრების ინვენტარიზაციას, საველე სამუშაოების შედეგად. გარდა ამისა, გამოყენებული იქნა მეწყრული პროცესების განვითარებაზე მომქმედი ისეთი ციფრული ინფორმაცია როგორიცაა, ციფრულ-სასიმაღლო მოდელისაგან მიღებული ფერდობის დახრილობის და ფერდობის ექსპოზიციის, მიწათსარგებლობის და ლითოლოგიის რუკები. აღნიშნული მონაცემების ანალიზის შედეგად მიღებულ იქნა მეწყრების სენსიტიურობის რუკა საგარეჯოს მუნიციპალიტეტში შემავალი თითოეული თემის დონეზე. საკვლევი მუნიციპალიტეტის თემების სოციალურ-ეკონომიკური მოწყვლადობის რუკის შესაქმნელად გამოყენებული იქნა თანამონაწილეობრივი მეთოდოლოგიით მოპოვებული შემდეგი სახის ინფორმაცია: საკვლევ მუნიციპალიტეტში შემავალი თემების სქესობრივ-ასაკობრივი სტრუქტურა, საბიუჯეტო სექტორში დასაქმებული მოსახლეობის რაოდენობა, სოციალურად დაუცველი ოჯახების რაოდენაბა, დაშორება მუნიციპალური ცენტრიდან, ერთ სულზე სასოფლო-სამეურნეო სავარგულების საშუალო ფართობი, მოსახლეობის საშუალო სიმჭიდროვე თემების მიხედვით. პროექტის ძირითადი მიზნებია:

• მეწყრული საფრთხის შეფასებისთვის სივრცული კრიტერიუმების განსაზღვრა ამ კონკრეტული შემთხვევისათვის

• მეწყრის სენსიტიურობის შეფასება სივრცული მრავალკრიტერიუმიანი

შეფასების (SMCE) მეთოდოლოგიის გამოყენებით და ამ მიდგომის უპირატესობების და შეზღუდვების დადგენა

• ფიზიკური რისკის რუკის შედგენა მეწყრული სენსიტიურობის რუკის და

შენობების საკადასტრო მონაცემების კროსირების გზით

Page 4: საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ...drm.cenn.org/hazard_assessment_files/geo/Case_study... · 2012-03-09 · - 1 - საგარეჯოს

- 4 -

• საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოციალურ-ეკონომიკური მოწყვლადობის რუკის შედგენა თემების დონეზე სივრცული მრავალკრიტერიუმიანი შეფასების (SMCE) თანამონაწილეობრივი მიდგომების გამოყენებით

• ინსტრუმენტად კომპიუტერული პროგრამების “ILWIS”-ის და ”ArcGIS”-ის

გამოყენება საგარეჯოს მუნიციპალიტეტი, რომელიც საკვლევ მუნიციპალიტეტს წარმოადგენს, მდებარებს საქართველოს აღმოსავლეთ ნაწილში, კახეთის რეგიონში. მისი საერთო ფართობია - 1 520 კმ2, მოსახლეობის რაოდენობა 2010 წლის ინფორმაციით - 65 067 ადამიანია. მუნიციპალური ცენტრია - ქ. საგარეჯო. საკვლევ მუნიციპალიტეტს ჩრდილოეთიდან ესაზღვრება ახმეტის და თელავის მუნიციპალიტეტები; აღმოსავლეთიდან - გურჯაანისა და სიღნაღის მუნიციპალიტეტები; დასავლეთიდან - გარდაბნის, მცხეთისა და თიანეთის მუნიციპალიტეტბი; სამხრეთიდან - მუნიციპალიტეტის საზღვარი ემთხვევა საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვარს. იხ.რუკა №1

რუკა №1. საგარეჯოს მუნიციპალიტეტი, საქართველო

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ჩრდილო ნაწილი მთაგორიანია და მდებარეობს გომბორის ქედის სამხრეთ-დასავლეთ მონაკვეთში. მისი სამხრეთ ნაწილი მოიცავს ივრის ზეგნის იმ ტერიტორიებს, რომლებიც აღმოსავლეთიდან მდ. იორის ხეობით არის შემოსაზღვრული, ხოლო დასავლეთიდან - ნატახტრის (966 მ.), დემურდაღის (990 მ.) და დიდი უდაბნოს (995 მ.) მთების თხემების ზოლზე გამავალი ხაზით.

Page 5: საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ...drm.cenn.org/hazard_assessment_files/geo/Case_study... · 2012-03-09 · - 1 - საგარეჯოს

- 5 -

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საზღვრებში მუდმივი თხევადი ჩამონადენის მქონე მდინარეებია იორი და მისი შენაკადები- ვაშლიანი და გომბორისხევი. საგარეჯოს მოსახლეობის დიდი უმრავლესობა დასაქმებულია სოფლის მეურნეობაში ადგილობრივი მოსახლობის ძირითადი შემოსავლი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გასაღების შედეგად მიღებული ფინანსური სახსრებია. სოფლის მეურნეობის დარგებიდან განვითარებულია, მევენახეობა, ბოსტნეული და ბაღჩეული კულტურების მოყვანა, აგრეთვე თესავენ, ხორბალს, ქერს და სხვა მარცვლეული კულტურებს. მეცხოველეობის დარგებიდან გავრცელებულია მსხვილფეხა საქონლის მოშენება და მეღორეობა.

2. გამოყენებული მონაცემები იმისათვის რათა საგარეჯოს მუნიციპალიტეტში შეგვეფასებინა მეწყრული ხიფათი, მისგან წარმოქმნილი ფიზიკური რისკი, და სოციალურ-ეკონომიკური მოწყვლადობა შემდეგი მონაცემები გამოვიყენეთ:

1. თანამონაწილეობრი მეთოდოლოგიით მიღებული საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მეწყრული ადგილების რუკა

2. საქართველოს ციფრულ-გეოლოგიური რუკა (მასშტაბი: 1:500 000)

3. საქართველოს ტოპოგრაფიული რუკის მონაცემები (მასშტაბი: 1:50 000)

4. საქართველოს მიწათსარგებლობის რუკა (საკადასტრო მონაცემები)

5. საქართველოს შენობების რუკა (საკადასტრო მონაცემები)

6. თანამონაწილეობრი მეთოდოლოგიით მიღებული საგარეჯოს მუნიციპალიტეტის

სოციალურ-ეკონომიკური მონაცემები:

o მოსახლეობის სიმჭიდროვე o ასაკობრივი სტრუქტურა (16 წლამდე და 65 წელზე უფროსი მოსახლეობის

რაოდენობა) o სქესობრივი სტრუქტურა o საციალურად დაუცველი ოჯახების რაოდენობა o საბიუჯეტო სექტორში დასაქმებული პირების რაოდენობა o ერთ სულზე სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ფართობი o დაშორება მუნიციპალური ცენტრიდან

Page 6: საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ...drm.cenn.org/hazard_assessment_files/geo/Case_study... · 2012-03-09 · - 1 - საგარეჯოს

- 6 -

3. მეთოდოლოგია

3.1 სამუშაოების მიმდინარეობა კვლევა, როგორც სქემა №1 ნაჩვენები ემყარება მოწყვლადობის შეფასებას საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მაგალითზე., რომლის შედეგადაც მეწყრული საფრთხისა და ფიზიკური (შენობების რაოდენობის) მოწყვლადობის გადაფარვა განხორციელდა, საბოლოო შედეგი არის მეწყრული საფრთხის ფიზიკური მოწყვლადობის იდენტიფიკაცია. რაც შეეხება გამოყენებულ მონაცემებს, განსაკუთრებით მეწყრების ინვენტარიზაცია (თანამონაწილეობრივი მეთოდოლოგიით განხორციელებული) არის უმნიშვნელოვანესი კომპონენტი მეწყრული მოწყვლადობის შესაფასებლად. გარდა ამისა გამოყენებული იქნა სხვა კომპონენტებიც - ლითოლოგიური, მიწათსარგებლობის, ციფრულ-სასიმაღლო და ტოპოგრაფიული მონაცემები. აღნიშნული ინფორმაციის ანალიზის და გადამუშავების საფუძველზე შესაძლებელია მომავალში მეწყრული პროცესების განვითარების შეფასება და შესაბამისად სამომავლო რისკის განსაზღვრა.

სქემა.№1: ფიზიკური მოწყვლადობის შეფასების ნაბიჯები საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, საქართველო.

3.2. მეთოდოლოგია იმის გამო რომ არ არსებობს მეწყრული პროცესების ისტორიული მონაცემები ჩვენ გამოვიყენეთ მეწყრული მოწყვლადობის შეფასების სტატისტიკური მეთოდოლოგია, დამყარებული ”აქტიურ” მეწყრულ ტიპზე.

Landslide inventory

Landslide assessment ( Statistical Method )

Landslide susceptabiliy map

Physical Vulnerability Assessment

geological map

Lithology DEM

( Slope / Aspect ) Active

Topogra - phic map

Building numbers

Geomorphology

Page 7: საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ...drm.cenn.org/hazard_assessment_files/geo/Case_study... · 2012-03-09 · - 1 - საგარეჯოს

- 7 -

მეწყრული საფრთხის შესაფასებლად, ჩვენ პირველ რიგში შევქმენით მეწყრული სენსიტიურობის რუკა, სტატისტიკური მეთოდოლოგიით, რომელსაც საფრთხის ინდექსის მეთოდი ეწოდება და შემდეგ ფორმულაზე არის დაფუძნებული. სადაც Wi არის წონა, რომელიც მინიჭებული იქნა შემდეგ 4 პარამეტრს: დახრილობა, ექსპოზიცია, ლითოლოგია და მიწათსარგებლობა. Densclas არის მეწყრის სიმჭიდროვე თვითოეულ საპარამეტრო კლასში. Densmap წარმოადგენს მეწყრის სიმჭიდროვეს მთლიან რუკაზე. Area (Si) აღნიშნავს მეწყრის ფართობს თვითოეულ პარამეტრის კლასში. Area (Ni) აღნიშნავს მთლიან ფართობს თვითოეულ საპარამეტრო კლასში. მეთოდოლოგია ეფუძნება აქტიური მეწყრების რუკის კროსირებას თვითოეულ ზემოთხსენებულ 4 პარამეტრის რუკასთან. რუკების კროსირების შედეგი ნაჩვენებია კროსირების შედეგად მიღებულ ცხრილში, რომელიც შესაძლებელია გამოყენებულ იქნას მეწყრული სიმჭიდროვის გამოსათვლელად თვითოეულ საპარამეტრო კლასისთვის. სიმჭიდროვის მონაცემების სტანდარტიზაცია შესაძლებელია მიღებული იქნას მათი დაკავშირებით მთლიანი არეალის სიმჭიდროვესთან. ურთიერთკავშირი შესაძლებელია დამყარებული იქნას გაყოფით ან გამოკლებით. ამ შემთხვევაში თვითოეული კლასისთვის მეწყრული სიმჭიდროვე გაყოფილი იქნა მეწყრულ სიმჭიდროვეზე მთელს რუკაზე. ბუნებრივი ლოგარითმი იქნა გამოყენებული უარყოფითი წონის მისანიჭებლად სადაც მეწყრული სიმჭიდროვე იყო ნორმაზე დაბალი და დადებითი სადაც იყო ნორმაზე მაღალი. აღნიშნული ოთხი კომპონენტის წონის რუკების ერთმანეთთან შერწყმის შედეგად მიღებული იქნა საფრთხის სენსიტიურობის რუკა. ამის შემდეგ მიღებული წონა გადაყვანილი იქნა სამ კლასში: დაბალ, საშუალო და მაღალ სენსიტიურობის კლასში. უფრო დეტალურად აღნიშნული მეთოდი ნაჩვენებია სქემა:№2.

( )( )ln ln( ) ( )i

Area SiDensclas Area SiWArea Ni Area NiDensmap

= =

∑∑

Page 8: საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ...drm.cenn.org/hazard_assessment_files/geo/Case_study... · 2012-03-09 · - 1 - საგარეჯოს

- 8 -

სქემა №2. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ( საქართველო) მეწყრული საფრთხის რუკის

მიღების მეთოდოლოგია

4. შედეგები და დისკუსია

4.1. რელიეფის პარამეტრები ყველა რელიეფური პარამეტრები სამიზნე მუნიციპალიტეტისათვის შეიქმნა ციფრულ-სასიმაღლო მოდელისგან (DEM). ხოლო თავის მხრივ, DEM-ი მიღებულ იქნა კონტურული რუკის გადამუშავებით. ფერდობის დახრილობა და ექსპოზიცია აუცილებელი კომპონენტებია SMCE მეთოდოლოგიაზე დაფუძნებული მეწყრული სენსიტიურობის შეფასებისათვის. იხ. სქემა№2.

4.2. აქტიური მეწყრების იდენტიფიკაცია აქტიური მეწყრების გამოყოფა მოხდა თანამონაწილეობრივი მეთოდოლოგიის გამოყენებით. რაც გულისხმობს ადგილობრივი მოსახლეობის მაქსიმალურ ჩართულობას მეწყრული ადგილების იდენტიფიკაციის პროცესში. აქტიური მეწყრული

Contour Line

Create Segment map ( ILWIS )

Contour with Z value

Contou iinterpolation

DTM / DEM

Filter ( DX , DY

operation )

SLOPEDE G

* Slope Table Active Table

Crossing parameter

Actslope Table

Calculating landslide density

Landslide density Table

Calculating Weight value

Slope _ cl

Calculating Weight Map

Weight Map

Combine Weight Map

Susceptibility Map Number of

Buildings

Crossing parameter

Vulnerability ( High , Moderate ,

Low Hazard )

1 . Calculate active slope class area 2 . Calculate total area in each slope area 3 . Calculate area with active landslide 4 . Calculate total area 5 . Calcuate total area with landslide

1 . Calculate total area 2 . Calculate area with active landslide 3 . Calculate landslide density

Creating Susceptibility and Vulnerability Map

Repeating the procedure to aspect Stratigraphy , soil depth and landuse data ,

Slope weight Aspect weight stratigraphy weight Landuse weight

Page 9: საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ...drm.cenn.org/hazard_assessment_files/geo/Case_study... · 2012-03-09 · - 1 - საგარეჯოს

- 9 -

პროცესების იდენტიფიკაციისას აღმოჩნდა, რომ მეწყრული პროცესები ძირითადად გავრცელებულია მუნიციპალიტეტის ჩრდილო ნაწილში გომბორის ქედი მთისწინეთში, მათი გამომწვევი მიზეზები და მახასიათებლები სხვადასხვაა. იხ.რუკა:№ 2

რუკა №3. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის აქტიური მეწყრული პროცესების რუკა.

4.3. წონის (მნიშვნელობის)მინიჭება (Weight assignment) იმისათვის, რომ მოგვეხდინა მეწყრული პროცესების გააქტიურების ძირითადი მიზეზების იდენტიფიკაცია ჩვენ მოვახდინეთ შემდეგი პარამეტრების შეწონვის კალკულაცია: ფერდობის დახრილობა, ფერდობის ექსპოზიცია, ლითოლოგია, მიწათსარგებლობა. შემდეგი ფორმულის გამოყენებით: მეწყრული პროცესის გამომწვევ სხვადასხვა ფაქტორს არაერთგვაროვანი ზეგავლენა გააჩნია ამ პროცესზე. კერძოდ ან უწყობს ხელს აღნიშნული გეოდინამიური მოვლენის განვითარებას, ან ხელს უშლის მის აქტივიზაციას. ამ პარამეტრების შეწონვის შედეგები იხ. ქვემოთ.

( )( )ln ln( ) ( )i

Area SiDensclas Area SiWArea Ni Area NiDensmap

= =

∑∑

Page 10: საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ...drm.cenn.org/hazard_assessment_files/geo/Case_study... · 2012-03-09 · - 1 - საგარეჯოს

- 10 -

რუკა№4,5. საგარეჯო მუნიციპალიტეტის ფერდობის და ფერდობის შეწონვის რუკები

რუკა№6,7. საგარეჯო მუნიციპალიტეტის ფერდობის ექსპოზიციის და ფერდობის ექსპოზიციის შეწონვის რუკები

Page 11: საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ...drm.cenn.org/hazard_assessment_files/geo/Case_study... · 2012-03-09 · - 1 - საგარეჯოს

- 11 -

რუკა№8,9. საგარეჯო მუნიციპალიტეტის მიწათსარგებლობის და მიწათსარგებლობის შეწონვის რუკები

რუკა№10,11. საგარეჯო მუნიციპალიტეტის სტრატიგრაფიის და სტრატიგრაფიის შეწონვის რუკები

აღნიშნული პარამეტრების ერთმანეთთან შეწონვის და კროსირების შედეგად მივიღეთ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მთლიანი წონადობის რუკა. იხ. ქვემოთ.

Page 12: საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ...drm.cenn.org/hazard_assessment_files/geo/Case_study... · 2012-03-09 · - 1 - საგარეჯოს

- 12 -

რუკა№12. საგარეჯო მუნიციპალიტეტის წონადობის რუკები

შედეგად მივიღეთ, რომ აქტიური მეწყრული პროცესები ძირითადად გავრცელებულია ჩრდილო-აღმოსავლეთ ექსპოზიციის ფერდობზე, 10-15 გრადუსიან დახრილობის მქონე ფერდობზე და მიწათსარგებლობის კუთხით კერძო საკუთრებაში არსებულ სახნავ და მრავალწლოვან ნარგავების მიწის ნაკვეთებზე (შენიშვნა: სტრატიგრაფიის ციფრული რუკას სამწუხაროდ მონაცემთა ბაზა არ ახლდა თან).

გამომწვევი მიზეზების

რუკები

ფერდობი (გრადუსებში)

ფერდობის ექსპოზიცია

მიწათსარგებლობა სტრატიგრაფია

ყველაზე დიდი

ზეგავლენის მქონე ტიპები

10-15 ჩრდილო-აღმოსავლეთი

კერძო საკუთრება - სახნავი,

მრავალწლოვანი ნარგავები

N/A

4.4. სენსიტიურობის შეფასება საერთო მეწყრული წონის რუკაზე დაყრდნობით ჩვენ მოვახდინეთ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მეწყრული სენსიტიურობის შეფასება და შესაბამისი რუკის შექმნა. იხ. რუკა№13

Page 13: საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ...drm.cenn.org/hazard_assessment_files/geo/Case_study... · 2012-03-09 · - 1 - საგარეჯოს

- 13 -

რუკა№13. საგარეჯო მუნიციპალიტეტის მეწყრული სენსიტიურობის რუკა

მეწყრული სენსიტიურობის რუკის შეწონვის ამპლიტუდა მერყეობს - 7.28-დან 9.86-მდე. აღნიშნული რუკა გვაძლევს კარგ საშუალებას მეწყრული ხიფათის შესაფასებლად შესასწავლ მუნიციპალიტეტში. რათა ადვილი აღსაქმელი იყოს მეწყრული სენსიტიურობის რუკა გადაწყვეტილების მიმღები პირებისთვის და სხვა დაინტერესებული მხარეებისთვის რუკზე გამოყოფილი იქნა სამი ფერი, წითელი, ყვითელი და მწვანე. შესაბამისად წითელი ნიშნავს მაღალი მეწყრული ხიფათის ზონას (0-10-მდე), ყვითელი - საშუალო მეწყრული ხიფათის ზონას (-4-დან 0-მდე) და მწვანე - დაბალი მეწყრული ხიფათის ზონას (-7.28-დან -4-მდე). აღნიშნული რუკის ანალიზის საფუძველზე მივიღეთ შემდეგი მონაცემები: საგარეჯოს მუნიციპალიტეტში დაბალი მეწყრული ხიფათის ზონაში მოქცეულია 1.082 კმ2,

მუნიციპალიტეტის მთლიანი ფართობის 71%, საშუალო მეწყრული ხიფათის ზონაში 418 კმ2, მუნიციპალიტეტის ფართობის 27% და მაღალი მეწყრული ხიფათის ზონაში 20 კმ2, მუნიციპალიტეტის ფართობის 2%.

4.5. სოციალურ-ეკონომიკური მოწყვლადობის შეფასება გარდა მეწყრული ხიფათის რუკის შექმნისა, აღნიშნული პროექტის ფარგლებში, შევქმენით საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოციალურ-ეკონომიკური მოწყვლადობის რუკა თემების დონეზე. სოციალურ-ეკონომიკური მოწყვლადობის შეფასება მოხდა მონაწილეობრივი მეთოდოლოგიის გამოყენებით მუნიციპალიტეტში შემავალი 20 თემის და 1 ქალაქის დონეზე. შესაფასებლად გამოვიყენეთ შემდეგი ინდიკატორები:

Page 14: საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ...drm.cenn.org/hazard_assessment_files/geo/Case_study... · 2012-03-09 · - 1 - საგარეჯოს

- 14 -

თემში მცხოვრები ქალების პროცენტული მაჩვენებელი, 0-დან 16 წლამდე და 65 წელზე უფროსი მოსახლეობის პროცენტული მაჩვენებელი მთლიანი თემის მოსახლეობაში, ადგილობრივი მოსახლეობის საბიუჯეტო სექტორში დასაქმების პროცენტული მაჩვენებელი, სოციალურად დაუცველი ოჯახების პროცენტული მაჩვენებელი, დაშორება მუნიციპალური ცენტრიდან, მოსახლეობის საშუალო სიმჭიდროვე თემში, ერთ სულზე საშუალოდ სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ფართობი (ჰექტარში). იხ. რუკა№14.

რუკა№14. საგარეჯო მუნიციპალიტეტის სოციალურ-ეკონომიკური მოწყვლადობის რუკა

სენსიტიურობის რუკაზე მწვანიდან წითლისკენ გარდამავალი ფერები შესაბამისად აღნიშნავენ უკეთესიდან უარესისკენ ცვალებად სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას ზემოთ ხსენებული ინდიკატორების ანალიზის შედეგად გამოვლინდა, რომ საგარეჯოს მუნიციპალიტეტში სხვა თემებთან შედარებით მძიმე სოციალური-ეკონომიკური მდგომარეობაა ბოგდანოვკის, შიბლიანის, თოხლიაურის, უჯარმის, გომბორის, კოჭბაანის და ჩაილურის თემებში. შედარებით უკეთესი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობაა იორმუღანლოს, დუზაგრამას, ლამბალოს, თულარის და პატარძეულის თემებში. აღნიშნული რუკის მისაღებად გამოყენებული იქნა სივრცული მრავალკრიტერიული შეფასება (SMCE). შეიქმნა კრიტერიუმების ხე, რომელშიც შეტანილი იქნა ყველა ის მონაცემი, რომლებიც საველე სამუშაოების განხორციელების შედეგად იქნა მოპოვებული საგარეჯოს მუნიციპალიტეტის თვითოეული თემისათვის.

Page 15: საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ...drm.cenn.org/hazard_assessment_files/geo/Case_study... · 2012-03-09 · - 1 - საგარეჯოს

- 15 -

4.6. ფიზიკური რისკის შეფასება ფიზიკური რისკის შეფასებისას ჩვენ გამოვიყენეთ შენობების საკადასტრო მონაცემები. აღნიშნული მონაცემების კროსირების საშუალებით გადაფარული იქნა მეწყრული ხიფათის რუკაზე, რის შედეგადაც გამოვლინდა მაღალი, საშუალო და დაბალი რისკის ზონაში არსებული შენობები. (წითელი ფერი-მაღალი რისკის ზონა, ყვითელი ფერი - საშუალო რისკის ზონა, მწვანე ფერი - დაბალი რისკის ზონა). რისკის ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ მთლიანად საგარეჯოს მუნიციპალიტეტში 22,382 შენობაა. აქედან მაღალი რისკის ზონაში მდებარეობს 240 შენობა (1%), 12,829 შენობა (57%) - საშუალო რისკის ზონაში, ხოლო 9,313 შენობა (42%) - დაბალი რისკის ზონაში. იხ. რუკა.№15.

რუკა№15. საგარეჯო მუნიციპალიტეტი, სოფ. გომბორი, შენობების რისკის რუკა

Page 16: საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ...drm.cenn.org/hazard_assessment_files/geo/Case_study... · 2012-03-09 · - 1 - საგარეჯოს

- 16 -

5. დასკვნები და რეკომენდაციები აღნიშნული პროექტის მიზანი იყო საგარეჯოს მუნიციპალიტეტისთვის (საქართველო), მეწყრული ხიფათის, სოციალურ-ეკონომიკური და შენობების რისკის რუკების შექმნა სივრცული მრავალკრიტერიუმიანი შეფასებისა (SMCE) და თანამონაწილეობრივი მეთოდოლოგიების გამოყენებით. ხოლო კომპიუტერული პროგრამების მხრივ გამოყენებული ყოფილიყო კომპიუტერული პროგრამები ”ILWIS” და ”ArcGIS”. აგრეთვე გამოვლენილიყო ამ მეთოდოლოგიების ნაკლოვანებები და უპირატესობები ამ კონკრეტული პროექტისათვის. კვლევის შედეგად დადგინდა, რომ საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მაღალი მეწყრული რისკის ზონაშია მუნიციპალიტეტში არსებული შენობების 1% (240 შენობა), საშუალო რისკის ზონაში - 57% (12,829), ხოლო დაბალი რისკის ზონაში - 42% (9,313). რვა სოციალურ-ეკონომიკური ინდოკატორის ანალიზის შედეგად გამოვლინდა, რომ საგარეჯოს მუნიციპალიტეტში არსებული 20 თემიდან და 1 ქალაქიდან შედარებით უარესი სოციალური-ეკონომიკური მდგომარეობაა 7 თემში - ბოგდანოვკა, შიბლიანი, თოხლიაური, უჯარმა, გომბორი, კოჭბაანი და ჩაილური. შედარებით უკეთესი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობაა 5 თემში - იორმუღანლო, დუზაგრამა, ლამბალო, თულარი და პატარძეული. აღნიშნული რუკის მისაღებად გამოყენებული იქნა სივრცული მრავალკრიტერიული შეფასება (SMCE). მეწყრული ხიფათის თვალსაზრისით საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მთლიანი (1,520 კმ2) ფართობის 2% (20კმ2) მოქცეულია მაღალი მეწყრული ხიფათის ზონაში, 27% (418კმ2) - საშუალო ხიფათის ზონაში, ხოლო 71% (1,082კმ2) - დაბალი ხიფათის ზონაში. სხვადასხვა პარამეტრის ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ მეწყრული პროცესების ხელშემწყობი ფაქტორებია 10-15 გრადუსიანი ფერდობის დახრილობა, ჩრდილო-აღმოსავლეთის ფერდობის ექსპოზიცია და მიწათსარგებლობის კუთხით კერძო საკუთრებაში არსებული მრავალწლოვანი ნარგავების და სახნავი მიწების ტერიტორიები. გამოყენებული მეთოდოლოგიის, ციფრული მონაცემების მოპოვების და სივრცული ანალიზის ინსტრუმენტის (ILWS) კუთხით შეგვიძლია ვთქვათ, რომ სივრცული ანალიზის გასაკეთებლად საჭირო ციფრული ინფორმაცია საქართველოში საკმაოდ მცირეა, ხოლო არსებობის შემთხვევაში საკმაოდ ძვირია მისი შეძენა. გარდა ამისა, როგორც ავღნიშნეთ, კვლევის ჩასატარებლად გამოვიყენეთ თანამონაწილეობრივი მეთოდოლოგია. აღნიშნულ მიდგომაში ადგილობრივი მოსახლეობა წარმოადგენს სხვადასხვა სახის სოციალურ-ეკონომიკურ თუ ბუნებრივი კატასტროფების შესახებ ინფორმაციის ძირითად წყაროს. თანამონაწილეობრივი მეთოდოლოგიის დადებით მხარეს წარმოადგენს ის ფაქტი, რომ ადგილობრივი მოსახლეობა მაქსიმალურად არის ჩართული ინფორმაციის მოწოდებაში, ადგილობრივი

Page 17: საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ...drm.cenn.org/hazard_assessment_files/geo/Case_study... · 2012-03-09 · - 1 - საგარეჯოს

- 17 -

პრობლემების იდენტიფიკაციაში, მათი გადაწყვეტის გზების ძიებაში და ა.შ. ხოლო უარყოფით ფაქტორს წარმოადგენს ინფორმაციის სიზუსტის ნაკლებობა, რადგანაც ადგილობრივი მოსახლეობისგან მიღებული ინფორმაცია ძირითადად არაპროფესიული სახისაა და კონკრეტული სპეციალისტებისგან საჭიროებს დაზუსტებას. ასევე ზოგ შემთხვევაში გართულებულია პრობლემის მიზეზ-შედეგობრივი კავშირის დამყარება. აღნიშნული კვლევისას გამოყენებული სივრცული ანალიზის ახალი ინსტრუმენტი - ILWIS - საკმაოდ ეფექტური აღმოჩნდა რამოდენიმე მიზეზის გამო, კერძოდ, პირველ რიგში რისკის და ხიფათის რუკების შექმნა მაქსიმალურად ზუსტად ახდენს პრობლემის ვიზუალიზაციას. მეორეს მხრივ, აღნიშნული ინსტრუმენტი არა მხოლოდ არსებული პრობლემის იდენტიფიკაციას ახდენს, არამედ ხდება მომავალში პოტენციური რისკის არეების გამოყოფა და ვიზუალიზაცია, რაც ეფექტური საშუალებაა გადაწყვეტილების მიმღები პირებისათვის პრიორიტეტული მიმართულებების, ადგილების და შესაბამისად პრევენციული ზომების დაგეგმვისათვის.

6. გამოყენებული მასალა: 1. ”Multi-hazard risk assessment” - Distance education course, RiskCity Exercise book, Cees van Westen (ed.), United Nations University – ITC School on Disaster Geoinformation Management (UNU-ITC DGIM) Version May 2009.