სამოქალაქო პროცესის ზოგადი...

100
საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებანი სამოქალაქო, სამეწარმეო და სხვა კატეგორიის საქმეებზე 2008, # 6 სამოქალაქო პროცესის ზოგადი დებულებანი )კერძო საჩივრები* 1. განსჯადობა 2. დისპოზიციურობის პრინციპი - მხარეთა მორიგების გამო საქმის წარმოების შეწყვეტა - სააპელაციო წესით გასაჩივრებაზე უარის თქმა 3. სახელმწიფო ბაჟის ოდენობა 4. სახელმწიფო ბაჟის ოდენობის განსაზღვრა მხარეთა მორიგების დროს 5. სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების საფუძვლები 6. სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება 7. სასამართლო შეტყობინება და დაბარება - მოსამართლის შეცვლა საქმის წარმოების დროს - მხარისათვის სასამართლო უწყებისა და გზავნილის ჩაბარება - სასამართლო უწყება (გაგზავნა, ჩაბარება) - საჯარო შეტყობინება - შეტყობინება ადრესატის არყოფნის შემთხვევაში 8. საპროცესო (წარმომადგენლის) უფლებამონაცვლეობა 9. სასამართლო მტკიცებულებები - მტკიცების ტვირთი - მტკიცებულებათა დასაშვებობა 1

Upload: others

Post on 27-Dec-2019

6 views

Category:

Documents


0 download

TRANSCRIPT

Page 1: სამოქალაქო პროცესის ზოგადი დებულებანი კერძო საჩივრები*! · სამოქალაქო,

საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებანი

სამოქალაქო, სამეწარმეო და სხვა კატეგორიის საქმეებზე

2008, # 6

სამოქალაქო!პროცესის ზოგადი!დებულებანი!

!

)კერძო!საჩივრები*!! 1. განსჯადობა 2. დისპოზიციურობის პრინციპი - მხარეთა მორიგების გამო საქმის წარმოების შეწყვეტა - სააპელაციო წესით გასაჩივრებაზე უარის თქმა 3. სახელმწიფო ბაჟის ოდენობა 4. სახელმწიფო ბაჟის ოდენობის განსაზღვრა მხარეთა მორიგების დროს 5. სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების საფუძვლები 6. სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება

7. სასამართლო შეტყობინება და დაბარება

- მოსამართლის შეცვლა საქმის წარმოების დროს

- მხარისათვის სასამართლო უწყებისა და გზავნილის ჩაბარება

- სასამართლო უწყება (გაგზავნა, ჩაბარება) - საჯარო შეტყობინება

- შეტყობინება ადრესატის არყოფნის შემთხვევაში 8. საპროცესო (წარმომადგენლის) უფლებამონაცვლეობა

9. სასამართლო მტკიცებულებები - მტკიცების ტვირთი

- მტკიცებულებათა დასაშვებობა

!

1

Page 2: სამოქალაქო პროცესის ზოგადი დებულებანი კერძო საჩივრები*! · სამოქალაქო,

1. განსჯადობა

განჩინება

# -690-911-08

ას 23 ოქტომბერი, 2008 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი), რ. ნადირიანი, თ. თოდრია

დავის საგანი: უძრავი ყადაღისაგან გათავისუფლება აღწერილობითი ნაწილი: შპს „ნეპტუნ-მა» და შ. ს-ძემ სარჩელი შეიტანა სასამართლოში. მოსარჩელის განმარტებით

ქუთაისში, ... და ... ქ. #1/66-სა და ... მე-3 შესახვევი, #2ა-ში მდებარე ქონებაზე საჯარო რეესტრს ამონაწერისა და ყადაღის ცნობის მიღების შემდეგ გაარკვია, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართოლს 2006 წლის 29 ივლისისა და 22 სექტემბრის ბრძანებებით დასახელებული ქონებები დაყადაღებული ყოფილა. ყადაღის დადების საფუძველი გახდა თავისი შვილის - ა. ს-ძის მიმართ წარმოებული სიხხლის სამართლის საქმე. მოსარჩელე მიუთითებს, რომ ... და ... ქ. #1/66-ში მდებარე ფართი მან შეიძინა 2002 წლის 25 ოქტომბერს, ხოლო ახალგაზრდობის გამზირზე მდებარე ქონება არის შპს „ნეპტუნის» საკუთრება. მოსარჩელემ მოითხოვა დასახელებული ქონებების ყადაღისაგან განთავისუფლება.

მოსარჩელემ მოითხოვა ასევე ქუთაისში, ... ქ. #14-ში მდებარე ქონების ყადაღისაგან განთავისუფლება.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა შპს «ნეპტუნმა» და შ. ს-ძემ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 19 ივნისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ - გაუქმდა გასაჩივრებული განჩინება. შ. ს-ძის და შპს «ნეპტუნის» სარჩელი დაუშვებლობის გამო დარჩა განუხილველი.

საქმის მასალებით დადგენილია სემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 2006 წლის 19 ივლისის დადგენილებით შ. ს-ძის შვილს ა. ს-ძეს წარედგინა ბრალი სსკ-ის 2231

მუხლის მე-2 ნაწილით. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 29 ივლისის ბრძანებით ყადაღა დაედო შ. ს-ძის

საკუთრებაში არსებულ ქუთაისში, ... და ... ქ. #1/66-ში მდებარე პურ-ფუნთუშეულის საამქროს. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 22 სექტემბრის ბრძანებით ყადაღა დაედო შ. ს-ძის

სახელზე რეგისტრირებულ, ქუთაისში, ..., მე-3 შესახვევის, #2ა-ში მდებარე, შპს „ნეპტუნის» ბენზოგასამართ სადგურსა და სასურსათო მაღაზიას და ა. ს-ძის საცხოვრებელ სახლსა და საკარმიდამო ნაკვეთს, მდებარეს, ქუთაისში, ... ქ. #14-ში.

პალტამ მიიჩნია, რომ აღნიშნული საქმე არ წარმოადგენდა სამოქალაქო საპროცესო სამართალწარმოებით განსჯად დავას, ვინაიდან გამოძიების ორგანოს მიერ სისხლის სამართლის საქმის წარმოების დროს ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების წესს ითვალისწინებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი და არა სამოქალაქო საქპროცესო კოდექსი.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 19 ივნისის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა შ. ს-ძემ და შპს «ნეპტუნმა».

კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით სააპელაციო პალატამ არასწორად განმარტა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-200 მუხლის მე-2 ნაწილი, სადაც ცალსახად ნათქვამია, რომ თუ „პირს, რომელსაც მიაჩნია, რომ ქონებას ყადაღა უკანონოდ და დაუსაბუთებლად დაედო, მათ შორის საქმესთან კავშირის არმქონე პირსაც, რომლის ქონებაც შეცდომით მოხვდა ოქმში (აღწერაში) უფლება აქვს მოითხოვოს ქონების ყადაღისაგან განთავისუფლება, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დადგენილი წესით

კერძო საჩივრის ავტორის აზრით რაც შეეხება სისხლის სამართლის წესით დაყადაღებული ქონების ყადაღისაგან განთავისუფლებას შპს „ნეპტუნი» და შ. ს-ძე არ არიან სისხლის სამართლის პროცესის მონაწილენი. შესაბამისად, ბრძანებების გასაჩივრების (რომლითაც ყადაღა დაედო ქონებას) უფლება შპს „ნეფტუნს» და მას შ. ს-ძეს არა ქონდა. ამასთან, იმერეთის სამხარეო შს მთავარ სამმართველოში აღძრულია სისხლის სამართლის #8806040 საქმე ა. ს-ძის მიმართ და მათ, საჩივრის ავტორებს, წ/გამოძიებაში არანაირი პროცესუალური უფლება არ ქონიათ.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კერძო საჩივრის ავტორმა მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.

2

Page 3: სამოქალაქო პროცესის ზოგადი დებულებანი კერძო საჩივრები*! · სამოქალაქო,

სამოტივაციო ნაწილი: საკასაციო პალატა გაეცნო საქმეზე წარმოდგენილ კერძო საჩივარს და თვლის, რომ იგი არ უნდა

დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო: განსახილველ შემთხვევაში სარჩელში დასახელებული ქონების დაყადაღება მოხდა სისხლის

სამართლის საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-200 მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, პირს, რომელსაც მიაჩნია, რომ ქონებას ყადაღა უკანონოდ და დაუსაბუთებლად დაედო, მათ შორის, საქმესთან კავშირის არმქონე პირსაც, რომლის ქონებაც შეცდომით მოხვდა ოქმში (აღწერაში), უფლება აქვს, მოითხოვოს ქონების ყადაღისაგან გათავი-სუფლება, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის შესაბამისად.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის პირველი ნაწილის თანახმად საქართველოს საერთო სასამართლოები სამოქალაქოსაქმეებს განიხილავენ ამ კოდექსით დადგენილი წესების მიხედვით.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას თვლის, რომ, ვინაიდან სამოქალაქო საპროცესო კოდექსი არ არეგულირებს სისხლის სამართლის საქმის წარმოების დროს დაყადაღებული ქონების ყადაღისაგან განთავისუფლების საკითხს, შესაბამისად, მოცემული საკითხის განხილვა უნდა მოხდეს სისიხლის სამართლწარმოების წესის მიხედვით, რაც თავისავად განსაზღვრავს განსახილველი საქმის სამართალწარმოების განსჯადობას.

ამასთან, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას, რომ საპელაციო პალატამ არასწორად განმარტა სისიხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-200 მუხლის მე-2 ნაწილი, კანონის მითითებული ნორმა განსაზღვრავს სისხლის სამართლაწარმოების წესით დადებული ყადაღისაგან ქონების გათავისუფლებისას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის გამოყენების შესაძლებლობას და არ გულისხმობს დაყადაღებული ქონების გათავისუფლების შესახებ სარჩელის სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით განხილვას.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და მიიჩნევს, რომ არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

სარეზოლუციო ნაწილი: საკასაციო პალატამ იხელმღვანელდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა: შპს «ნეპტუნის» დირექტორ შ. ს-ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის

19 ივნისის განჩინება. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

2. დისპოზიციურობის პრინციპი

სააპელაციო წესით გასაჩივრებაზე უარის თქმა

განჩინება

#ას-931-1237-07 16 იანვარი, 2008 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლო სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე), რ. ნადირიანი (მომხსენებელი), თ. თოდრია

დავის საგანი: სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა აღწერილობითი ნაწილი: შპს «ჯი ემ თი უძრავი ქონების» წარმომადგენელმა გ. გ-შვილმა სარჩელი აღძრა თბილისის

საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში 65 ფიზიკური პირის, კერძოდ, ი. შ-ძის, მ. ბ-ძის, ლ. ნ-ძისა და სხვათა მიმართ ნივთის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვისა და პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანის თაობაზე.

საქმის განხილვის პროცესში მოსარჩელემ არაერთხელ დააზუსტა მოპასუხეთა წრე და ბოლოს, 2007 წლის 12 იანვრის განცხადებით წარმოადგინა ზუსტი სია იმ პირებისა, რომლებსაც უკანონოდ აქვთ

3

Page 4: სამოქალაქო პროცესის ზოგადი დებულებანი კერძო საჩივრები*! · სამოქალაქო,

დაკავებული თბილისში, ... ქ. #..-ში მდებარე, შპს «ჯი-ემ-თი უძრავი ქონება, ხოლო სარჩელის მოთხოვნა უცვლელად დარჩა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 16 აპრილის გადაწყვეტილებით შპს «ჯი ემ თი უძრავი ქონების» სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ი. შ-ძის, მ. ბ-ძის, ლ. ნ-ძისა და სხვათა უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა შპს «ჯი ემ თი უძრავი ქონების» საკუთრებაში არსებული თბილისში, ... ქ. #.-ში მდებარე მიწის ნაკვეთი და მშენებარე შენობა-ნაგებობები და მოსარჩელეს გადაეცა თავისუფალ მდგომარეობაში.

2007 წლის 6 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართეს მოპასუხეებმა, მათ შორის დ. ჩ-იამაც, რომლებმაც უარი განაცხადეს გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრებაზე.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს დ. ჯ-ძემ, თ. ჩ-იამ, ბ. კ-ძემ, დ. ბ-ძემ, თ. მ-ძემ, კ. ტ-ვამ, დ. ჩ-იამ და მოითხოვეს მისი გაუქმება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 15 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად იმ მოტივით, რომ დ. ჯ-ძე, თ. ჩ-ია, ბ. კ-ძე, დ. ბ-იძე, თ. მ-ძე და კარლო ტყებუჩავა მოსარჩელის მიერ დაზუსტებულ მოპასუხეთა წრეში არ შედიოდნენ და, შესაბამისად, არ წარმოადგენდნენ მხარეებს სასამართლოში, ხოლო დ. ჩ-იამ თავად განაცხადა უარი გადაწყვეტილების გასაჩივრებაზე.

აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრეს დ. ჯ-ძემ, თ. ჩ-იამ, დ. ჩ-იამ, ბ. კ-ძემ, დ. ბ-ძემ, თ. მ-ძემ და მოითხოვეს მისი გაუქმება იმ საფუძვლით, რომ ისინი თავდაპირველ სარჩელში მოპასუხეებად იყვნენ მითითებულნი და მოპასუხეთა რიცხვიდან მათი ამორიცხვის საფუძველი არ შეიძლებოდა გამხდარიყო გასაჩივრებულ განჩინებაში მითითებული არგუმენტი მოპასუხეთა წრის დაზუსტების თაობაზე, ხოლო დ. ჩ-იას, კერძო საჩივარში სადავოდ ხდის გასაჩივრებაზე უარის თქმის განცხადებაზე თავის ხელმოწერას, ვინაიდან, კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, მისთვის ამ განცხადების თაობაზე ცნობილი არ ყოფილა, რის გამოც მოითხოვა შესაბამისი ექსპერტიზის ჩატარება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 417-ე მუხლის საფუძველზე, აღნიშნული კერძო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად განსახილველად გადააგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.

სამოტივაციო ნაწილი: საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, კერძო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ

დ. ჯ-ძის, თ. ჩ-იას, დ. ჩ-იას, ბ. კ-ძის, დ. ბ-ძის, თ. მ-ძის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 364-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს პირველი ინსტანციით გამოტანილი გადაწყვეტილება მხარეებმა და მოსარჩელეებმა დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით შეიძლება კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრონ სააპელაციო სასამართლოში.

აღნიშნული ნორმის თანახმად, გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრების უფლება აქვთ, მხოლოდ მხარეებს, მესამე პირებს დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით, მათ უფლებამონაცვლეებს, თანამონაწილეებს, მათი თანამონაწილეობის საფუძვლებით განსაზღვრულ ფარგლებში, ასევე პირებს, რომლებიც მართალია არ ფიგურირებენ საქმეში როგორც მხარეები, მაგრამ სასამართლო გადაწყვეტილებით განისაზღვრა მათი უფლებები და მოვალეობები ერთ-ერთი მხარის მიმართ.

მოპასუხე არის პირი, რომელმაც მოსარჩელის განცხადებით დაარღვია ან სადავო გახადა მისი უფლება. მოპასუხის დასახელების უფლებამოსილება და მოვალეობაც მოსარჩელეს აქვს. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოსარჩელემ დაზუსტებული სარჩელით, მოპასუხეებად არ დაასახელა კერძო საჩივრის ავტორები (დ. ჩ-იას გარდა). ასევე დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 16 აპრილის გადაწყვეტილებით, შპს «ჯი ემ თი უძრავი ქონების» სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ი. შ-ძის, მ. ბ-ძის, ლ. ნ-ძისა და სხვათა, უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა შპს «ჯი ემ თი უძრავი ქონების» საკუთრებაში არსებული, თბილისში, ... ქ. #7-ში მდებარე მიწის ნაკვეთი და მშენებარე შენობა-ნაგებობები და მოსარჩელეს გადაეცა თავისუფალ მდგომარეობაში, აღნიშნული გადაწყვეტილება დ. ჯ-ძის, თ. ჩ-იას, ბ. კ-ძის, დ. ბ-ძის, თ. მ-ძის მიმართ არ ყოფილა გამოტანილი და არც მათი უფლებები და მოვალეობები არ განსაზღვრულა მოსარჩელე მხარის მიმართ, ვინაიდან აღნიშნული პირების მიმართ მოსარჩელეს მოთხოვნა არ გააჩნდა, შესაბამისად, სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით ვერ მიაკუთვნებდა მოსარჩელეს იმას, რაც მას არ უთხოვია. ამდენად, კერძო საჩივრის ავტორები, არც მხარეები და არც დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით მოსარჩელეები არიან. კერძო საჩივრის ავტორები, სააპელაციო საჩივარში თავად აღნიშნავენ, რომ სასამართლოს მათ მიმართ გადაწყვეტილება არ გამოუტანია. ისინი სააპელაციო წესით ასაჩივრებდნენ სხვა პირების მიმართ გამოტანილ გადაწყვეტილებას, რისი უფლებაც, დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე, მათ არ გააჩნიათ.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ დ. ჯ-ძის, თ. ჩ-იას, ბ. კ-ძის, დ. ბ-ძის, თ. მ-ძის კერძო საჩივარი სააპელაციო სასამართლოს განჩინებით მართებულად დარჩა განუხილველად.

4

Page 5: სამოქალაქო პროცესის ზოგადი დებულებანი კერძო საჩივრები*! · სამოქალაქო,

სამოქლაქო საპროცესო კოდექსის მესამე მუხლის თანახმად, მხარეები თავად განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება დაამთავრონ მორიგებით, მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი. დისპოზიციურობის პრინციპზე დაყრდნობით, რომელიც სამოქალაქო საპროცესო სა-მართალში ნიშნავს მხარეთა თავისუფლებას განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები, პირის უფლებაა, უარი თქვას გასაჩივრებაზე, რაც მისი მხრიდან გასაჩივრების უფლების განკარგვას წარმოადგენს.

ამავე კოდექსის 370-ე მუხლის შესაბამისად, თუ გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ მხარე სასამართლოს ან მოწინააღმდეგე მხარეს წერილობითი ფორმით გამოუცხადებს უარს სააპელაციო გასაჩივრებაზე, სააპელაციო საჩივარი აღარ დაიშვება.

აღნიშნული ნორმის თანახმად, სააპელაციო გასაჩივრებაზე უარის თქმა მხარის უფლებაა, რომელსაც გარკვეული იურიდიული შედეგი უკავშირდება, კერძოდ, მხარე, რომელმაც ასეთი უარი განაცხადა, კარგავს უფლებას გაასაჩივროს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით.

მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ დ. ჩ-იამ წერილობითი ფორმით უარი განაცხადა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებაზე. შესაბამისად, მან განკარგა კანონით მინიჭებული უფლება გასაჩივრებასთან დაკავშირებით და უარი განაცხადა მასზე.

საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის განმარტებას, რომ გასაჩივრებაზე უარის თქმის შესახებ განცხადების თაობაზე დ. ჩ-იასათვის ცნობილი არ ყოფილა, ხელმოწერა მისი ხელით არ არის შესრულებული და შესაბამისად, მის მოთხოვნას, ექსპერტიზის ჩატარების თაობაზე, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს, ვინაიდან სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით საკასაციო სასამართლოს შეუძლია შეამოწმოს მხოლოდ გასაჩივრებული გადაწყვეტილების (განჩინების) კანონიერება, მას შეუძლია იმსჯელოს მხოლოდ იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებიც ასახულია საქმის მასალებში ან ჩამოყალიბებულია გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში.

ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება კანონიერია და არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

სარეზოლუციო ნაწილი: საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე

მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა: დ. ჯ-ძის, თ. ჩ-იას, დ. ჩ-იას, ბ. კ-ძის, დ. ბ-ძის, თ. მ-ძის კერძო საჩივარი არ

დაკმაყოფილდეს; უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის

15 ოქტომბრის განჩინება; საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მხარეთა მორიგების გამო საქმის წარმოების შეწყვეტა

განჩინება

#ას-498-735-08 7 ივლისი, 2008 წ., ქ. თბილისი საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე), ლ. ლაზარაშვილი (მომხსენებელი), ნ. კვანტალიანი

დავის საგანი: უძრავი ქონების მესაკუთრედ ცნობა და თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი: 2007 წლის 7 ივნისს სამტრედიის რაიონულ სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა შპს

«არგომ» მოპასუხე გ. ჯ-ძის, მესამე პირების - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამტრედიის სარეგისტრაციო სამსახურისა და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამტრედიის სამმართველოს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა: გ. ჯ-ძის სახელზე შპს «არგოს» ტერიტორიაზე არსებული 56 მ2 მიწის ნაკვეთის და მასზე განათვსებული შენობა-ნაგებობის რეგისტრაციის ბათილად ცნობა, შპს «არგოს» მითითებული ფართის მესაკუთრედ აღიარება, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამტრედიის სარეგისტრაციო სამსახურისათვის აღნიშნული რეგისტრაციის დავალდებულება და მიწის ფართის უკანონო სარგებლობის გამო მოპასუხისათვის 5660 ლარისა და სასამართლო ხარჯების დაკისრება.

5

Page 6: სამოქალაქო პროცესის ზოგადი დებულებანი კერძო საჩივრები*! · სამოქალაქო,

მოსარჩელე მიუთითებდა, რომ 1999 წელს მისთვის საპრივატიზაციოდ გადაცემულ შენობა-ნაგებობებთან ერთად შეიძინა სამტრედიის რაიონის მუნიციპალიტეტის მიერ დროებით სარგებლობაში გადაცემული, სამტრედიის ყოფილი საკოლმეურნეო ბაზრის ტერიტორიაზე 13580 მ2 მიწის ნაკვეთი. მის მიერ წარდგენილი დოკუმენტების საფუძველზე შპს «არგოზე» გაიცა მიწის საკუთრების დამადასტურებელი სარეგისტრაციო მოწმობა, რის შედეგადაც 1999 წლის 24 მაისიდან შპს «არგო» გახდა ზემოაღნიშნული მიწის ფართის მესაკუთრე.

2000 წლის 8 თებერვალს გ. ჯ-ძემ განცხადებით მიმართა სამტრედიის სარეგისტრაციო სამსახურს, რათა საჯარო რეესტრში რეგისტრაციის საფუძველზე მიეცათ მისთვის სამტრედიის ყოფილი საკოლმეურნეო ბაზრის ტერიტორიაზე მიწის საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა. მოპასუხემ განცხადებას დაურთო ცნობა საგადასახადო ინსპექციიდან იმის თაობაზე, რომ მიწის გადასახადის დავალიანება არ ერიცხებოდა და ტექნიკური პასპორტი, რომლის თანახმადაც, გ. ჯ-ძე ბაზრის ტერიტორიაზე ფლობდა 56 მ2 მიწის ნაკვეთს, რომლიდანაც სასაუზმის შენობის ქვემოთ მდებარე მიწის ფართი შეადგენდა 39.02 მ2-ს, ხოლო ე.წ. თავისუფალი ფართი, შენობა-ნაგებობის გარეშე, 16.98 მ2-ს, რომელზედაც 2004 წლის ივლისიდან მოპასუხემ დადგა «კონტეინერი». წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე გ. ჯ-ძის სახელზე გაიცა 56 მ2 არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე და მასზე არსებულ შენობა-ნაგებობაზე საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა.

სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 20 სექტემბრის განჩინებით დადგინდა მოცემული საქმის სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განხილვა.

რაიონული სასამართლოს 2007 წლის 21 სექტემბრის სხდომაზე მხარეებმა წარადგინეს მორიგების აქტი, მოითხოვეს მისი დამტკიცება და საქმის წარმოების შეწყვეტა.

სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 21 სექტემბრის განჩინებით დაკმაყოფილდა მხარეთა შუამდგომლობა და დამტკიცდა მათ მიერ 2007 წლის 22 აგვისტოს შედგენილი მორიგების აქტი შემდეგი პირობებით: შპს «არგოს» ადმინისტრაცია თანხმობას აცხადებდა, გ. ჯ-ძის საკუთრებაში დარჩენილიყო ძირითადი შენობა 46 კვ.მ-ით და მის ქვეშ განთავსებული 46 მ2 მიწის ნაკვეთით, რომელზედაც არსებული შენობა მყარად იყო დამაგრებული. აღნიშნული ფართის გარეთ შიო ჯ-ძეს აეკრძალა სავაჭრო დახლის, სავაჭრო ადგილის და სხვა ტექნიკის განთავსება შპს «არგოს» ადმინისტრაციასთან სათანადო ხელშეკრულების გაფორმების გარეშე. შენობის გარეთ ყოველი კვადრატული მეტრის სარგებლობისათვის გადასახდელი თანხის ოდენობა განისაზღვრა შპს «არგოსა» და გ. ჯ-ძეს შორის გაფორმებული სახელშეკრულებო პირობებით. სხვა მიწის ფართზე, უძრავ ან მოძრავ ნაგებობებზე შპს «არგოს» ტერიტორიაზე გ. ჯ-ძეს მომავალში რაიმე ქონებრივი პრეტენზია არ ექნებოდა. მხარეებმა აიღეს ვალდებულება, ამჟამად შპს «არგოს» ტერიტორიაზე, გ. ჯ-ძის საკუთრებაში არსებული კონტეინერის ქვემოთ მიწით სარგებლობისათვის გაეფორმებინათ საიჯარო ხელშეკრულება, 2007 წლის 21 სექტემბრიდან 2008 წლის 31 მარტამდე, რომლის საფუძველზეც გ. ჯ-ძე შპს «არგოს» ყოველთვიურად გადაუხდიდა 150 ლარს. ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ გ. ჯ-ძე უპირობოდ უზრუნველყოფდა შპს «არგოს» ტერიტორიიდან კონტეინერის გატანას. გ. ჯ-ძე თანხმობას აცხადებდა, მის სახელზე საჯარო რეესტრში 56 მ2-დან 10 მ2 სათავსი თავისივე მიწის ფართით დაერეგისტრირებინა შპს «არგოს» საკუთრებად. შპს «არგო» უარს ამბობდა მოთხოვნაზე სარჩელის იმ ნაწილში, სადაც ითხოვდა თანხის ანაზღაურებას, როგორც შენობის, ასევე, კონტეინერით სარგებლობისათვის.

მითითებულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა როგორც გ. ჯ-ძემ, ისე - შპს «არგომ», რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.

გ. ჯ-ძის მითითებით, მორიგების აქტზე მას ხელი მოტყუებით მოაწერინეს, რის გამოც მორიგების გამო საქმის წარმოების შეწყვეტის განჩინება გაუქმებას ექვემდებარებოდა.

შპს «არგოს» წარმომადგენელი აღნიშნავდა, რომ გ. ჯ-ძის მიერ მორიგების აქტის შედგენიდან რამდენიმე წუთში დაირღვა მორიგების აქტით გათვალისწინებული პირობები, რამდენადაც მოპასუხის მეუღლე - ლ. ჯ-ძე მას თავის სამუშაო ოთახში შეუვარდა და ბეტონის ნატეხები ესროლა. ამდენად, მოპასუხემ მორიგების აქტით გათვალისწინებული პირობები იმთავითვე დაარღვია, რაც საჭიროებდა საქმეზე სათანადო გადაწყვეტილების მიღებას.

სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე შპს «არგოს» წარმომადგენელმა გ. ჯ-ძის კერძო საჩივარი ცნო იმ ნაწილში, რომლითაც მხარე მოითხოვდა გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას. თავის მხრივ, გ. ჯ-ძემ და მისმა წარმომადგენელმა შპს «არგოს» კერძო საჩივარი ცნეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების მოთხოვნის ნაწილში.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 13 ნოემბრის განჩინებით შპს «არგოს» კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა, გ. ჯ-ძის კერძო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 21 სექტემბრის განჩინება და საქმე არსებითი განხილვისათვის დაუბრუნდა სამტრედიის რაიონულ სასამართლოს.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საქმის მასალებიდან ირკვეოდა, რომ გ. ჯ-ძემ და შპს «არგოს» წარმომადგენელმა კერძო საჩივრები ცნეს და გასაჩივრებული განჩინების გაუქმება მოითხოვეს. ამასთან დაკავშირებით სასამართლომ განმარტა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს ცნოს სარჩელი. ამავე კოდექსის მე-7 მუხლის მე-2

6

Page 7: სამოქალაქო პროცესის ზოგადი დებულებანი კერძო საჩივრები*! · სამოქალაქო,

ნაწილის შესაბამისად, თუ არ არსებობს სამოქალაქო საპროცესო ნორმა, რომელიც არეგულირებს სასამართლო წარმოების დროს წარმოშობილ ურთიერთობებს, სასამართლო იყენებს საპროცესო სამართლის იმ ნორმას, რომელიც აწესრიგებს მსგავს ურთიერთობას. მოპასუხის მიერ სარჩელის (კერძო საჩივრის) ცნობის შემთხვევაში სასამართლოს გამოაქვს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. კანონის ანალოგიიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ კერძო საჩივრის ავტორების მიერ კერძო საჩივრების ცნობის შემთხვევაში სასამართლო უფლებამოსილი იყო, გამოეტანა განჩინება კერძო საჩივრების დაკმაყოფილების შესახებ.

სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილებით შპს «არგოს» სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი გ. ჯ-ძის სახელზე 56 მ2 მიწის ნაკვეთის და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობის სარეგისტრაციო ჩანაწერი, მოსარჩელის მოთხოვნა აღნიშნული მიწის ფართის უკანონო სარგებლობისათვის 5660 ლარის მოპასუხისათვის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

რაიონულმა სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია, რომ შპს «არგო» 1999 წლის 24 მაისიდან 1996 წლის 12 ნოემბრის იჯარა-გამოსყიდვის ხელშეკრულების საფუძველზე გახდა 13580 მ2 მიწის ნაკვეთის მესაკუთრე საპრივატიზაციოდ გადაცემულ შენობა-ნაგებობებთან ერთად (სამტრედიის ყოფილი საკოლმეურნეო ბაზარი).

სასამართლოს განმარტებით, «უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ» კანონის 25-ე მუხლის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოებაზე უარის თქმის შესახებ, თუ უძრავ ნივთზე რეგისტრირებული უფლება გამორიცხავს ამავე უძრავ ნივთზე სარეგისტრაციოდ წარდგენილი უფლების რეგისტრაციას. რამდენადაც საქმეში არსებული მტკიცებუ-ლებებით დასტურდებოდა, რომ შპს «არგომ» 1999 წლის 24 მაისს სამტრედიის სარეგისტრაციო სამსახურში საკუთრების უფლებით რეგისტრაციაში გაატარა არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 13580 კვ.მ მიწის ნაკვეთი, მათ შორის, სადავო 56 მ2 არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიც, მოპასუხის საკუთრებაში მისი დამატებითი რეგისტრაცია წარმოადგენდა რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველს.

შპს «არგოს» მიერ 1999 წლის 24 მაისიდან 1996 წლის 12 ნოემბრის იჯარა-გამოსყიდვის ხელშეკრულების საფუძველზე შეძენილ იქნა 13580 კვ.მ მიწის ნაკვეთი საპრივატიზაციოდ გადაცემულ შენობა-ნაგებობებთან ერთად, რის შემდეგაც იგი გახდა აღნიშნული უძრავი ქონების მესაკუთრე. უძრავი ნივთების მიმართ მოქმედებს რეგისტრირებულ მონაცემთა უტყუარობის პრეზუმფცია, ხოლო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. აქედან გამომდინარე, არსებული სარეგისტრაციო მონაცემების საფუძველზე სამტრედიის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ 1999 წლის 24 მაისს შპს «არგოს» საკუთრებაში აღირიცხა 13580 მ2 მიწის ნაკვეთი, ხოლო 2000 წლის 8 თებერვალს კი იმავე მიწის ნაკვეთის 56 მ2-ზე გ. ჯ-ძემ მოიპოვა საკუთრების უფლება ყოველგვარი საფუძვლის გარეშე, რაც, რაიონული სასამართლოს აზრით, კანონის დარღვევას წარმოადგენდა.

მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით რაიონულმა სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლზე და განმარტა, რომ ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად კი ითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის დენის დასაწყისად სასამართლომ 2006 წლის მარტი მიიჩნია, ანუ ის დრო, როდესაც შპს «არგომ» მიიღო საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამტრედიის სარეგისტრაციო სამსახურის საქმიანობის შემოწმების დასკვნა.

რაიონულმა სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისათვის 56 მ2 მიწის ნაკვეთის უკანონო სარგებლობისათვის 5660 ლარის დაკისრების ნაწილში, ვინაიდან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. საქმის გარემოებანი, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. სასამართლომ საკმარისად არ ჩათვალა მოსარჩელის მხოლოდ განმარტება იმასთან დაკავშირებით, რომ მის საკუთრებაში არსებული მიწის ფართი სხვადასხვა რაოდენობის ქირით განისაზღვრებოდა მისი მდებარეობიდან გამომდინარე და მოცემულ შემთხვევაში 5660 ლარი მიღებული იყო ქირის საშუალო ფასად, რადგან აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებუ-ლებები მოსარჩელეს არ წარუდგენია.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებულ ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. ჯ-ძემ, რომელმაც მოითხოვა აღნიშნულ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა ან ამავე ნაწილში საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება.

საქმის სააპელაციო წესით განხილვისას 2008 წლის 14 მაისის სხდომაზე წარდგენილ იქნა მხარეთა მიერ ხელმოწერილი მორიგების აქტი, რომლის თანახმად, სადავო 56 მ2 ფართიდან მხარეები თანახმანი არიან შიო ჯ-ძეს საკუთრებაში დარჩეს 39.02 მ2 არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი მასზე არსებული შენობა-ნაგებობებით, ფართის ათვლა დაიწყოს წინა - აღმოსავლეთი მხრიდან და

7

Page 8: სამოქალაქო პროცესის ზოგადი დებულებანი კერძო საჩივრები*! · სამოქალაქო,

39.02 მ2-ის შესრულების შემდეგ დარჩენილი შენობის ნაწილი შესაბამისი მიწის ფართით დარჩეს შპს «არგოს» საკუთრებაში. აღნიშნული 39 მ2 მიწის ნაკვეთის და შესაბამისი შენობის გარეთ ყველა მხრიდან გ. ჯ-ძეს აეკრძალოს სავაჭრო დახლის და სავაჭრო ადგილის მოწყობა ანდა სხვა ტექნიკისა და დანადგარის მოწყობა-განთავსება შპს «არგოს» ადმინისტრაციასთან სათანადო მიწათსარგებლობის ხელშეკრულების გაფორმების გარეშე. გ. ჯ-ძე თავის კუთვნილ ობიექტში (39.02 მ2 მიწის ნაკვეთში) გადაიხდის კომუნალური, ბუნებრივი აირისა და ელექტროენერგიის გადასახადს. მხარეები თანახმანი არიან ამ მორიგების პირობებით სათანადო ცვლილებები შევიდეს საჯარო რეესტრის ჩანაწერებში, შესაბამისი ხარჯები გაიღოს გ. ჯ-ძემ. მორიგების აქტის დამტკიცების შემდეგ ამავე დავასთან დაკავშირებით მხარეებს რაიმე პრეტენზია არ ექნებათ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 14 მაისის განჩინებით წარმოდგენილი მორიგების აქტი დამტკიცდა ზემოაღნიშნული პირობებით და საქმის წარმოება შეწყდა.

სააპელაციო სასამართლოს აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა გ. ჯ-ძემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოში საქმის ხელახალი განხილვისათვის დაბრუნება.

კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, იმის მიუხედავად, რომ იგი დღემდე საკუთარი პოზიციების მართებულობაში დარწმუნებულია, მოწინააღმდეგე მხარესთან კეთილმეზობლური ურთიერთობის დამყარების მიზნით, დათანხმდა შეთავაზებული მორიგების პირობას, რომ სადავო მიწის ფართიდან თავის საკუთრებაში დარჩენილიყო მხოლოდ 39.02 კვ.მ სამომხმარებლო ფართი, რაც თავის დროზე ტექნიკური პასპორტით მის საკუთრებას წარმოადგენდა.

სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების მიღების შემდეგ გ. ჯ-ძემ მოწინააღმდეგე მხარეს შესთავაზა სპეციალისტის მიწვევა და ფართის გაზომვა, რაზეც ბაზრის ადმინისტრაციამ უარი განუცხადა. მოგვიანებით შპს «არგომ» დაიწყო ფართის თვითნებურად გაზომვა, რა დროსაც კერძო საჩივრის ავტორი დარწმუნდა, რომ მორიგების აქტზე ხელმოწერის შედეგად იგი მოტყუებული დარჩა. აღნიშნული აქტის არსებობის პირობებში არსებითად ილახება მისი უფლებები.

რაიონულმა სასამართლომ გ. ჯ-ძის სახელზე 56 მ2 მიწის ფართის და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობის სარეგისტრაციო ჩანაწერი მხოლოდ იმ მოტივით გააუქმა, რომ 2000 წლის 8 თებერვლის რეგისტრაციამდე, 1999 წლის 24 მაისიდან მითითებული ფართი შპს «არგოს» სახელზე ირიცხებოდა. აღნიშნული დასკვნის გამოტანისას სასამართლომ ყურადღება არ მიაქცია იმ გარემოებას, რომ შპს «არგოს» მიმართ განხორციელებული პრივატიზაცია წლების განმავლობაში შეჩერებული იყო. მიწის მართვის დეპარტამენტმა ჯერ კიდევ 2003 წლის 31 ივლისს განუმარტა სამტრედიის რაიონის მიწის მართვის სამმართველოს, რომ მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განლაგებული იყო რამდენიმე ფიზიკური ან იურიდიული პირის საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობები, არ შეიძლებოდა დარეგისტრირებულიყო ერთი ფიზიკური ან იურიდიული პირის საკუთრებად, შესაძლებელი იყო მხოლოდ მიწის საერთო საკუთრებად რეგისტრაცია და თანამესაკუთრეთა იდეალური წილის განსაზღვრა. აღნიშნულ საკითხზე სასამართლოს საერთოდ არ უმსჯელია. სასამართლოს ასევე ყურადღება არ გაუმახვილებია იმ გარემოებაზე, რომ პრივატიზაციის დაწყებამდე გ. ჯ-ძის კუთვნილებაში არსებული ნაგებობა არ წარმოადგენდა სამტრედიის მუნიციპალური საკოლმეურნეო ბაზრის საკუთრებას. ასეთ ვითარებაში გაურკვეველია, როგორ მოახდინა სადავო შენობის პრივატიზაცია შპს «არგომ».

გარდა ზემოაღნიშნულია, საგულისხმოა, რომ მორიგების აქტის არსებობის პირობებში გ. ჯ-ძეს რჩება შენობის მცირედი ნაწილი, რისი დანიშნულებით გამოყენებაც შეუძლებელია და მას უწევს შენობის დანგრევა. დღეის მდგომარეობით ერთადერთი პირობა, რომელზეც კერძო საჩივრის ავტორი შესაძლებლად მიიჩნევს მოწინააღმდეგე მხარესთან მორიგებას, არის 46 კვ.მ მიწის ნაკვეთის მის საკუთრებაში აღრიცხვა. სადავო საკითხის გადაწყვეტისას საქმის განმხილველმა სასამართლომ ყურადღება უნდა მიაქციოს იმ გარემოებას, რომ მითითებული ფართი კერძო საჩივრის ავტორის ოჯახის ერთადერთ საარსებო საშუალებას წარმოადგენს და მორიგების აქტით არსებითად ილახება მისი უფლებები.

სამოტივაციო ნაწილი: საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების გამოკვლევის შედეგად

მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება დატოვებულ იქნეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალების თანახმად, სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 14 მაისის სხდომაზე მხარეებმა იშუამდგომლეს მორიგების აქტის დამტკიცება, რასაც დაეთანხმა გ. ჯ-ძე და მისი წარმომადგენელი ე. ს-ძე. აღნიშნულ მორიგების აქტს ხელს აწერს როგორც შპს «არგოს» წარმომადგენელი, ისე გ. ჯ-ძე პირადად. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 14 მაისის განჩინებით წარმოდგენილი ზემოაღნიშნული მორიგების აქტი დამტკიცდა და საქმის წარმოება შეწყდა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილი ითვალისწინებს, რომ მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი. კანონის აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, სამოქალაქო სამართალწარმოებაში მოქმედებს დისპოზიციურობის პრინციპი, რაც ნიშნავს, რომ სამოქალაქო

8

Page 9: სამოქალაქო პროცესის ზოგადი დებულებანი კერძო საჩივრები*! · სამოქალაქო,

სამართალურთიერთობის მონაწილენი აღჭურვილი არიან თავიანთ უფლებათა თავისუფლად განკარგვის სრული უფლებამოსილებით. მხარეთა თავისუფალ განკარგულებაშია ყველა პროცესუალური საშუალება ამ უფლებამოსილების რეალიზებისათვის: მოსარჩელის ნებაზეა დამოკიდებული, დაიწყოს საქმე, არ დაიწყოს ან შეწყვიტოს ნებისმიერ მომენტში, მოპასუხის გადასაწყვეტია, ცნოს ან არ ცნოს სარჩელი, მხარეთა მიერ გონივრული კომპრომისის მიღწევის უნარზეა დამოკიდებული საქმის მორიგებით დამთავრება.

მოცემულ შემთხვევაში მხარეებმა: გ. ჯ-ძემ პირადად, ხოლო შპს «არგომ» წარმომადგენლის - გ. შ-იას მეშვეობით განკარგეს კანონით მინიჭებული უფლებამოსილება საქმის მორიგებით დასრულებაზე. შესაბამისად, მათი აღნიშნული მოქმედება სამართლებრივ შედეგს წარმოშობს. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნული მორიგების აქტი, როგორც მხარეთა მიერ მათი საპროცესო უფლების კანონშესაბამისი რეალიზების შედეგი, ექვემდებარებოდა დამტკიცებას.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მორიგების აქტის გაუქმების საფუძველი ვერ გახდება კერძო საჩივრის ავტორის მითითება აღნიშნული აქტის დამტკიცების შედეგად მისი უფლებების დარღვევის თაობაზე. მორიგების აქტში ჩამოყალიბებულ პირობებს თავად მხარეები განსაზღვრავენ. სადავო შემთხვევაში მხარეთათვის კანონით მინიჭებული აღნიშნული საპროცესო უფლების რეალიზება განხორ-ციელდა გ. ჯ-ძის მიერ მორიგების აქტზე ხელმოწერის გზით, რის გამოც მისი მსჯელობა კერძო საჩივარში დასახელებული პირობების შეუსაბამობის მოტივით აქტის გაუქმების შესახებ საფუძველს მოკლებულია.

მორიგების აქტის გაუქმების საფუძვლად ასევე ვერ ჩაითვლება გ. ჯ-ძის მითითება იმის შესახებ, რომ ამ აქტის მოქმედების პირობებში მის საკუთრებაში რჩება სადავო შენობა-ნაგებობის მცირე ნაწილი, რისი დანიშნულებით გამოყენებაც შეუძლებელია. გადამწყვეტია ის გარემოება, რომ აღნიშნული მორიგების თაობაზე მან ნება უკვე გამოავლინა მორიგების აქტზე ხელმოწერის გზით.

კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს მოსარჩელის მიერ სადავო მიწის ფართის თვითნებურად გაზომვის ფაქტზე, რაც არსებითად არღვევს მის უფლებებს. აღნიშნულთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლოს განმარტავს, რომ მოსარჩელე მხარის ამგვარი ქმედება (მისი არსებობის შემთხვევაში) წარმოადგენს არა მორიგების აქტის გაუქმების, არამედ ამ აქტით გათვალისწინებული პირობების შეუსრულებლობის გამო განჩინების იძულებითი წესით აღსრულების საფუძველს, რაც წარმოდგენილი კერძო საჩივრის განხილვის საგანს არ წარმოადგენს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

სარეზოლუციო ნაწილი: საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე

მუხლით, 419-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა : 1. გ. ჯ-ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს; 2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008

წლის 14 მაისის განჩინება; 3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მხარეთა მორიგების გამო საქმის წარმოების შეწყვეტა

განჩინება*

#ას-433-675-08 9 ივლისი, 2008 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე), რ. ნადირიანი (მომხსენებელი), თ. თოდრია

დავის საგანი: საერთო საკუთრების წილის განკარგვა აღწერილობითი ნაწილი: 2006 წლის 13 დეკემბერს ლ. კ-ოვამ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს

სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას მოპასუხე ტ. კ-ოვას მიმართ და მოითხოვა მოპასუხის თანმხლებ პირებთან ერთად გამოსახლება მისი კუთვნილი, თბილისში, ... ქ. #42-ის, ბინა #4-დან. მოსარჩელის განმარტებით, თანმხლები პირია ტ. კ-ოვას ვაჟი - დ., რომელიც კანონით დადგენილი წესით საქმეში ჩართულ იქნა თანამოპასუხედ.

თავის მხრივ, ტ. და დ. კ-ოვებმა შეგებებული სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას ლ. კ-ოვას წინააღმდეგ და მოითხოვეს სადავო ბინის 5/8-

9

Page 10: სამოქალაქო პროცესის ზოგადი დებულებანი კერძო საჩივრები*! · სამოქალაქო,

ზე საკუთრების უფლების აღიარება, ხოლო 3/8-ზე ლ. კ-ოვას საკუთრების უფლების აღიარება, რაც შემდგომ დააზუსტეს და მოითხოვეს Ѕ1/2-ის მესაკუთრედ ცნობა, ასევე, მოითხოვეს ქ. თბილისში, ... ქ. #29-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის 1/2-ზე მათი საკუთრების უფლების აღიარება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილებით ლ. კ-ოვას სარჩელი ტ. და დ. კ-ოვების უკანონო მფლობელობიდან ქ. თბილისში, ... ქ. #42-ში, I კორპუსში მდებარე #4 ბინის გამოთხოვისა და მათი გამოსახლების შესახებ არ დაკმაყოფილდა, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ტ. და დ. კ-ოვების შეგებებული სარჩელი, ტ. და დ. კ-ოვები ცნობილ იქნენ ქ. თბილისში, ... ქ. #42-ის I კორპუსში მდებარე #4 ბინის 1\2-ის თანამესაკუთრეებად; არ დაკმაყოფილდა ტ. და დ. კ-ოვების შეგებებული სარჩელი მოსარჩელის საკუთრებაში ქ. თბილისში, ... ქ. #29-ში მდებარე უძრავი ქონების შესაბამისი წილის 1\3-ის მესაკუთრედ ცნობასთან დაკავშირებით.

2007 წლის 8 აგვისტოს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას სააპელაციო საჩივრით მიმართა ლ. კ-ოვამ და მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმება შეგებებული სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების ნაწილში და ახალი გადაწყვეტილებით მათი უკანონო მფლობელობიდან არსებული ბინის გამოთხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2007 წლის 18 ოქტომბრის განჩინებით, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის დარღვევის გამო, ლ. კ-ოვას სააპელაციო საჩივარი დაუშვებლად ცნო, რაზეც კერძო საჩივარი შეიტანა ლ. კ-ოვამ მისი გაუქმების მოთხოვნით.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 24 დეკემბრის განჩინებით ლ. კ-ოვას კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა და საქმე განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 18 თებერვლის განჩინებით ლ. კ-ოვას სააპელაციო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

2008 წლის 17 აპრილს თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას, მხარეებმა წარმოადგინეს მორიგების აქტი და სასამართლოს წინაშე იშუამდგომლეს საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე.

მხარეთა მორიგება ითვალისწინებდა შემდეგ პირობებს: ტ. კ-ოვა თანახმა იყო, 2008 წლის 17 ივნისამდე ქ. თბილისში, ... ქუჩის #42-ში მდებარე #4

ბინის წილის სანაცვლოდ ლ. კ-ოვასათვის გადაეხადა 30 000 აშშ დოლარი, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი იღებდა ვალდებულებას, ლ. კ-ოვასათვის 2008 წლის 17 აგვისტომდე გადაეხადა 35 000 აშშ დოლარი;

თავის მხრივ, ლ. კ-ოვა თანახმა იყო, ზემოაღნიშნული თანხის მიღების შემთხვევაში, უარი განეცხადებინა ქ.თბილისში, ... ქუჩის #42-ის, I კორპუსში მდებარე #4 ბინის საკუთარ წილსა და თავისი შვილის წილზე და კისრულობდა ვალდებულებას იმ შემთხვევაში, თუ მის შვილს - ქ. კ-შვილს აღნიშნულ ბინაზე გაუჩნდებოდა პრეტენზია, თავად გადაეხადა მისთვის შესაბამისი თანხა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 17 აპრილის განჩინებით, ლ. კ-ოვას, ტ. და დ. კ-ოვებს შორის დამტკიცდა მორიგების პირობები და შეწყდა საქმის წარმოება.

მხარეთა წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე, აღნიშნული განჩინება ჩამოყალიბდა დასაბუთების გარეშე და მათ უარი განაცხადეს მის გასაჩივრებაზე.

თბილსისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 17 აპრილის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ლ. კ-ოვას წარმომადგენელმა ნ. ა-შვილმა და მოითხოვა მისი გაუქმება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 417-ე მუხლის საფუძველზე, აღნიშნული კერძო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად განსახილველად გადმოაგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2008 წლის 27 მაისის განჩინებით ლ. კ-ოვას წარმომადგენელ ნ. ა-შვილის კერძო საჩივარი დარჩა განუხილევლად დაუშვებლობის გამო.

2008 წლის 20 მაისს ლ. კ-ოვას შვილის - ქ. ი-კი-კ-შვილის წარმომადგენელმა ნ. გ-შვილმა კერძო საჩივრით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 17 აპრილის განჩინების გაუქმება, საქმის წარმოების განახლება და ქ. ი-კის საქმეში მესამე პირად ჩართვა დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით, იმ საფუძვლით, რომ ლ. კ-ოვამ ქ. ი-კის წილზე ისე განაცხადა უარი, რომ შესაბამისი უფლებამოსილება ქალიშვილისაგან არ მიუღია, ამასთან, ქ. იშიცკი, რომლის უფლებებსა და კანონით გათვალისწინებულ ინტერესს უშუალოდ ეხება მორიგების განჩინება, არ ყოფილა მოწვეული საქმის განხილვაზე ისე განკარგა სასამართლომ მისი კუთვნილი ქონება.

10

Page 11: სამოქალაქო პროცესის ზოგადი დებულებანი კერძო საჩივრები*! · სამოქალაქო,

სამოტივაციო ნაწილი: საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, კერძო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ

ქ. ი-კის (კ-შვილი) კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო: სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის

წარმოება მორიგებით დაამთავრონ. დისპოზიციურობის პრინციპი სამოქალაქო სამართალწარმოებაში ესაა სამოქალაქო საპროცესო

კანონმდებლობით გათვალისწინებული და გარანტირებული მხარეთა შესაძლებლობა თავისუფლად ისარგებლონ ან განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებებით.

სამოქალაქო უფლების არსი მდგომარეობს იმაში, რომ ეს უფლება მისი მფლობელის სრულ განკარგულებაშია. პირს შეუძლია ისარგებლოს ამ სიკეთით, გაასხვისოს თავისი უფლება ან საერთოდ უარი თქვას მასზე, თუ ამ უფლების განხორციელება არ ხელყოფს მესამე პირთა უფლებებს (სამოქალაქო კოდექსის მე-9 მუხლი).

განსახილველ საქმეზე დადგენილია, რომ მხარეები მორიგდნენ, კერძოდ, ლ. კ-ოვამ უარი განაცხადა თავისი და თავისი შვილის - ქ. კ-შვილის ბინის წილზე თანხის მიღების სანაცვლოდ.

ასევე დადგენილია, რომ ქ. კ-შვილი საქმეში მხარედ არ ყოფილა მოწვეული. გასაჩივრებული განჩინებით დამტკიცდა მორიგება და შეწყდა საქმის წარმოება.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ გასაჩივრებული განჩინება ეხება ქ. კ-შვილის უფლებებს, სასამართლომ ისე დაამტკიცა მხარეთა შორის მორიგება, რომ არ გაარკვია, ჰქონდა თუ არა ლ. კ-ოვას უფლებამოსილება განეკარგა თავისი შვილის - ქ. კ-შვილის წილი, რაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმების აბსოლუტურ საფუძველს წარმოადგენს.

სასამართლომ საქმის ხელახლა განხილვისას უნდა გაარკვიოს, რა უფლება გააჩნია ქ. კ-შვილს სადავო ბინაზე და უფლებამოსილი იყო თუ არა ლ. კ-ოვა განეკარგა მისი წილი.

სარეზოლუციო ნაწილი: საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე

მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა: ქ. ი-კის (კ-შვილი) კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს; გაუქმდეს ამ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის

17 აპრილის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

3. სახელმწიფო ბაჟის ოდენობა

განჩინება

#ას-792-1114-07 11 თებერვალი, 2008 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე), ნ. კვანტალიანი (მომხსენებელი), მ. ცისკაძე

დავის საგანი: სესხის დაბრუნება აღწერილობითი ნაწილი: ნ. გ-იანმა სარჩელი აღძრა სასამართლოში ც. შ-ლიას მიმართ 3800 აშშ დოლარის დაკისრების

თაობაზე შემდეგი საფუძვლებით: 2001 წლის 25 დეკემბერს მხარეებს შორის დაიდო სესხის ზეპირი ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ნ. გ-იანმა მოპასუხეს ასესხა 1000 აშშ დოლარი, ხოლო ორ დღეში კიდევ - 2000 აშშ დოლარი. სესხის დაბრუნების ვადად განისაზღვრა 2002 წლის აგვისტო. ც. შ-იამ ნაკისრი ვალდებულება არ შეასრულა, რის გამოც უნდა დაეკისროს მოპასუხისათვის ძირითადი ვალის - 3000 აშშ დოლარისა და, ფულადი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, ზიანის - 800 აშშ დოლარის, სულ - 3800 აშშ დოლარის ანაზღაურება. სადავო ვალდებულების არსებობა დასტურდება მოპასუხის მიერ შედგენილი ხელწერილებით.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო შემდეგი დასაბუთებით: მხარეებს შორის დაიდო 300 აშშ დოლარის სესხის ხელშეკრულება ყოველთვიურად 10%-ის დარიცხვით. მოპასუხემ 7-8 თვის განმავლობაში როგორც ძირითადი თანხა, ისე - პროცენტი დაფარა, რისი დამადასტურებელი ხელწერილი დაიტოვა მოსარჩელემ. უსაფუძვლოა მოსარჩელის მითითება 2000 აშშ დოლარის მოპასუხისათვის სესხად გადაცემის თაობაზე, ვინაიდან აღნიშნული გარიგება არ შედგა. 2000 აშშ დოლარის სესხების

11

Page 12: სამოქალაქო პროცესის ზოგადი დებულებანი კერძო საჩივრები*! · სამოქალაქო,

სანაცვლოდ ნ. გ-იანმა მოითხოვა სესხის იპოთეკით უზრუნველყოფა, რისთვისაც ც. შ-იას მიატანინა მისი შვილის სახელზე რიცხული ბინის საბუთები და იპოთეკის ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ გადასაცემ თანხაზე (აშშ დოლარის კუპიურების მითითებით) ხელწერილი წინასწარ დაადებინა, თუმცა თანხის გადაცემა არ მოხდა, რადგან მოპასუხის შვილმა კუთვნილი ბინის იპოთეკით დატვირთვაზე უარი განაცხადა.

ქ. თბილისის, გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილებით ნ.გ-იანის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა - ც. შ-იას მის სასარგებლოდ დაეკისრა 900 აშშ დოლარის გადახდა, რაც მხარეებმა გაასაჩივრეს სააპელაციო წესით.

მოცემული საქმე არაერთხელ განხილულ იქნა სხვადასხვა ინსტანციის სასამართლების მიერ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 29 ივნისის

გადაწყვეტილებით ნ. გ-იანის სააპელაციო და ც.შ-იას შეგებებული სააპელაციო საჩივრები ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და ახალი გადაწყვეტილებით ნ.გ-იანის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ც. შ-იას მის სასარგებლოდ დაეკირა ძირითადი თანხის - 1000 აშშ დოლარის, პროცენტის - 1954 აშშ დოლარისა და ადვოკატისათვის გაწეული ხარჯის - 118 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ ნ. გ-იანი მოთხოვნა ც. შ-ლიას მიმართ სესხის დაბრუნების შესახებ ემყარება 2001 წლის 12 დეკემბრისა და 2002 წლის 17 თებერვლის ხელწერილებს, რომლებიც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2006 წლის 21 აგვისტოს ექსპერტის დასკვნის თანახმად, ხელმოწერილია ც. შ-ლიას მიერ. სასამართლოს მითითებით, 2001 წლის 25 დეკემბრის ხელწერილში აღნიშნულია, რომ მოპასუხემ მოსარჩელისაგან ისესხა «900 დოლარი + 100 პროც. დარჩა = 100 დოლარი. 1 თვის პროცენტი გადახდილია». პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლით და მიიჩნია, რომ დასახელებული ხელწერილით გამოვლენილი ნება უნდა განიმარტოს შემდეგნაირად: ც. შ-ლიამ ნ. გ-იანისაგან ისესხა 1000 აშშ დოლარი და იმავე დღეს მოსარჩელეს გადაუხადა ერთი თვის პროცენტი - 100 აშშ დოლარი. ამდენად, სასამართლომ ჩათვალა, რომ მოცემული დოკუმენტით მხარეთა შორის წარმოიშვა სასესხო სამართლებრივი ურთიერთობა, რომლისთვისაც გათვალისწინებულ იქნა პროცენტი. პალატის მოსაზრებით, საქმის მასალებით არ დასტურდება აპელანტ ნ. გ-იანის არგუმენტი, რომ სადავო გარიგება დაიდო 3 თვით და ასევე არ მოიპოვება მტკიცებულება, რომ სესხი იყო ვადიანი. სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმის მასალებით ასევე არ დადასტურებულა გარიგების შეწყვეტის ფაქტი, რის გამოც, სამოქალაქო კოდექსის 626-ე და 365-ე მუხლების საფუძველზე, ც.შ-იას 1000 აშშ დოლარის დაბრუნების ვალდებულება წარმოეშვა 2003 წლის 17 იანვრიდან - ნ. გ-იანის მიერ სარჩელის აღძვრის მომენტიდან. სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ მოპასუხემ მოსარჩელეს 2002 წლის 25 იანვრიდან 2003 წლის 17 იანვრამდე (11 თვესა და 23 დღეში) უნდა გადაუხადოს ძირითადი თანხის 3% - 353 აშშ დოლარი. სამოქალაქო კოდექსის 403-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლო, მიუთითა, რომ 2005 წლის 2 თებერვლის სასამართლო სხდომაზე მოსარჩელემ იშუამდგომლა დავის საგნის გაზრდის შესახებ და მოითხოვა მოპასუხისაგან ზიანის ანაზღაურება. აღნიშნული მოთხოვნა სასამართლომ გაიზიარა და მიიჩნია, რომ ც. შ-იას 2003 წლის 17 იანვრიდან 2007 წლის 29 ივნისამდე (53 თვესა და 11 დღეში) უნდა დაეკისროს ძირითადი თანხის - 1000 აშშ დოლარის 3%-ის, სულ 1601 აშშ დოლარის გადახდა. სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ ნ.გ-იანის მოთხოვნა 2002 წლის 17 თებერვლის ხელწერილის საფუძველზე 2000 აშშ დოლარისა და ზიანის ანაზღაურების დაკისრების ნაწილში უსაფუძვლოა, ვინაიდან სამოქალაქო კოდექსის 53-ე მუხლის მუხლის შესაბამისად, აღნიშნული ხელშეკრულებიდან გარიგების შინაარსი საერთოდ არ დგინდება, არამედ მითითებულია მხოლოდ 2000 აშშ დოლარის სერიები და ნომრები. აღნიშნულის საფუძველზე პალატამ მიიჩნია, რომ მოცემული გარიგება არ არსებობს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, სასამართლომ ჩათვალა, რომ ნ. გ-იანს უნდა აუნაზღაურდეს ადვოკატის დახმარებისათვის გაწეული ხარჯი - 2954 აშშ დოლარის 4% - 118 აშშ დოლარი.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ც. შ-ლიამ გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა 2001 წლის 25 დეკემბრის ხელწერილი და საქმეში წარმოდგენილი ხელწერილების საფუძველზე მხარეთა შორის სასესხო სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობა არასწორად ჩათვალა, ვინაიდან კასატორმა სასამართლოს განუმარტა, რომ ნ. გ-იანის მიერ წარმოდგენილი 2001 წლის 25 დეკემბრის, 2002 წლის 17 თებერვლის, 6 ივლისისა და 16 აგვისტოს, ასევე წელიწადის მითითების გარეშე 5 აგვისტოს, ხელშეკრულებები ც. შ-იას მიერ ხელმოწერილი არ არის და მისთვის უცნობია, თუ ვის ეკუთვნის სადავო ხელმოწერა. აღნიშნული გარემოება დასტურდება საქმეში წარმოდგენილი ორი გრაფიკული ექსპერტიზის დასკვნით, ასევე, მოწმეების - რ. შ-იასა და ი. ჩ-ძის ჩვენებებით, რომლებმაც განმარტეს, რომ სესხის ხელშეკრულება არ დაიდო, რადგან რ. შ-იამ უარი განაცხადა კუთვნილი ბინის იპოთეკით დატვირთვაზე. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხევდით, სასამართლომ არასწორად დააკისრა ც. შ-იას მოსარჩელის მიერ ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯები, რადგან ნ.გ-იანისათვის სასამართლოს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის თანახმად, ადვოკატი არ დაუნიშნა, ხოლო საკუთარი ხარჯით

12

Page 13: სამოქალაქო პროცესის ზოგადი დებულებანი კერძო საჩივრები*! · სამოქალაქო,

დაქირავებული ადვოკატის ხარჯების მოწინააღმდეგე მხარისათვის დაკისრების შესაძლებლობას დასახელებული ნორმა არ ითვალისწინებს.

საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის საფუძვლებისა და სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ც. შ-ლიას საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო პალატამ დადგენილად ცნო შემდეგი გარემოებები: 2005 წლის 25 დეკემბერს ც. შ-ლიამ ნ. გ-იანთან დადებული უვადო სარგებლიანი სესხის ხელშეკრულების თანახმად, სესხად მიიღო 1000 აშშ დოლარი და იმავე დღეს გამსესხებელს გადაუხადა ერთი თვის პროცენტი - 100 აშშ დოლარი. ც. შ იას ნაკისრი ვალდებულება არ შეუსრულებია. -

სამოტივაციო ნაწილი: საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის სამართლებრივ შეფასებას მოდავე მხარეთა

შორის არსებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის თაობაზე და მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით სავსებით მართებულად იქნა გამოყენებული სამოქალაქო კოდექსის 623-ე, 625-ე, 626-ე, 367-ე და 403-ე მუხლების დანაწესები. ც. შ-ლიას საკასაციო საჩივრის დასაშვებობისას საკასაციო სასამართლომ შეამოწმა რა კასაცია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის გათვალისწინებულ საფუძვლებთან მიმართებით, მიიჩნია, რომ აღნიშნულ ნაწილში საკასაციო პრეტენზია დასაშვები არ არის, ვინაიდან სასესხო ურთიერთობებთან დაკავშირებით არსებობს სასამართლოს პრაქტიკა, რომელიც ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში.

მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლომ ც.შ-იას საკასაციო საჩივარი დასაშვებად მიიჩნია სასამართლო ხარჯების გადახდის დაკისრების ნაწილში, ვინაიდან სასამართლომ ჩათვალა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლისა და 47-ე მუხლის მესამე ნაწილის გამოყენების სამართლებრივ შეფასებას მნიშვნელობა აქვს ამ კუთხით სასამართლო პრაქტიკის განვითარებისათვის.

კასატორი სადავოდ ხდის იმ გარემოებას, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მას დაეკისრა ადვოკატის დახმარების გამო გაწეული ხარჯების ანაზღაურება ნ. გ-იანის სასარგებლოდ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილისა და ამავე კოდექსის 47-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად. აღნიშნულს კასატორი უკანონოდ მიიჩნევს, იმ მოტივით, რომ მითითებული ნორმებით ადვოკატის ხარჯების გადახდა მხოლოდ იმ შემთხვევაშია დასაშვები, თუკი ადვოკატი სახელმწიფოს ხარჯზეა მოწვეული.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს ამ კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ოდენობისა. ამავე კოდექსის 47-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ მხარეს არ შეუძლია ადვოკატის ხარჯების ანაზღაურება, სასამართლოს უფლება აქვს ამ მხარის შუამდგომლობის საფუძველზე მოიწვიოს ადვოკატი სახელმწიფოს ხარჯზე, თუ განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გამო ადვოკატის მონაწილეობა ამ საქმის განხილვაში მიზანშეწონილია. ასეთ შემთხვევაში ადვოკატი მიიღებს ანაზღაურებას სახელმწიფო ბიუჯეტიდან დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტამდე ოდენობით.

მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს მიერ დავის განხილვისას ნ.გ-იანის წარმომადგენლის სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე მოწვევა არ დგინდება. წარმომადგენლის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯების დამადასტურებელი დოკუმენტი მხარეს არ წარმოუდგენია. ზემოაღნიშნულის მიუხედავად, მითითებული ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების ანალიზით, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მხარის მიერ წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობის განსაზღვრისას სასამართლოს შეუძლია დაეყრდნოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის მეორე ნაწილით განსაზღვრული ასანაზღაურებელი თანხის ოდენობის ფარგლებს.

საკასაციო სასამართლოს ეს დასკვნა ეფუძნება შემდეგს: როგორც წესი, მართლმსაჯულების განხორციელება დაკავშირებულია სასამართლო ხარჯებთან და სასამართლოს გარეშე ხარჯებთან. ადვო-კატისათვის გაწეული ხარჯი წარმოადგენს სასამართლოს გარეშე ხარჯებს (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის მესამე ნაწილი). ამგვარი ხარჯების ოდენობა უნდა განისაზღვროს მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილი ფაქტობრივად გაწეული ხარჯების ოდენობის დამადასტურებელი მტკიცებულებების საფუძველზე. ამგვარი მტკიცებულების არარსებობის შემთხვევაში, სასამართლოს მხარის მოთხოვნის საფუძველზე თვითონაც შეუძლია გონივრულ ფარგლებში განსაზღვროს დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობა, თუკი აშკარაა, რომ პირის უფლების დარღვევის აღკვეთის მიზნით ხარჯი გაღებულია (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება «პინკოვა და პინკი ჩეხეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ»). სასამართლომ მხარეს ხარჯების ანაზრაურება უნდა დააკისროს მხოლოდ იმ ოდენობით, რა ოდენობითაც ისინი რეალურად და საჭიროებისამებრ იქნა გაღებული იმ მიზნით, რომ აღკვეთილიყო სამოქალაქო უფლების დარღვევა (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება «ასანიძე საქართველოს წინააღმდეგ»). ამდენად, სასამართლომ ხარჯების განსაზღვრისას მხარე სამართლიანად უნდა დააკმაყოფილოს. აღნიშნულიდან

13

Page 14: სამოქალაქო პროცესის ზოგადი დებულებანი კერძო საჩივრები*! · სამოქალაქო,

გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სასამართლოს შეხედულებით ხარჯების ოდენობის განსაზღვრისას, დავის საგნის ღირებულებიდან გამომდინარე, პროცენტული ცენზის დადგენა (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის მეორე ნაწილი) გამორიცხავს ხარჯების ხელოვნურად გაზრდას და უზრუნველყოფს იმ მხარის ინტერესების დაცვას, რომელსაც ხარჯების გადახდა უნდა დაეკისროს.

სარეზოლუციო ნაწილი: საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ც. შ-ლიას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 29 ივნისის

გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელი. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

სახელმწიფო ბაჟის ოდენობა

განჩინება

#ას-825-1040-08 12 ნოემბერი, 2008 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი), რ. ნადირიანი, თ. თოდრია

დავის საგანი: სახელმწიფო ბაჟის დაკისრების ნაწილში გადაწყვეტილების განმარტება აღწერილობითი ნაწილი: საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს, ... საჯარო სამუსიკო სკოლის

მასწავლებელმა მ. უ-ებამ, ნ. ხ-ძემ, მ. ფ-ძემ» მ. ბ-ძემ, ლ. კ-ძემ, ბ. გ-ძემ, ვ. მ-იანმა, დ. რ-შვილმა, მ. ა-ძემ, მ. ხ-ძემ, მ. ჩ-ძემ, დ. მ-შვილმა, გ-ძემ, ლ. კ-ძემ, რ. ყ-ელმა, ი. კ-იამ, მ. თ-ძემ, მ. ც-იანმა, შ. ზ-ძემ, რ. კ-ძემ, ნ. გ-ძემ, მ. ჩ-ანმა, ს. ვ-ძემ, თ. ჯ-ამ, ნ. ფ-ძემ, ო. დ-ძემ (სულ 31 მასწავლებელი) აღნიშნული სკოლის წინააღმდეგ სარჩელით მიმართეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვეს, სკოლის დირექტორის 2007 წლის 22 თებერვლის #10 ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება

ქუთაისის საქალაქო სასამათრთლოს 2007 წლის 16 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ - მოსარჩელეთა სამუშაოზე აღდგენის საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ... საჯარო სამუსიკო სკოლის დირექტორის 2007 წლის 22 თებერვლის #10 ბრძანება, სამუსიკო სწავლების გაუქმებისა და მუსიკის მასწავლებლების დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ და დაევალა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ... საჯარო სამუსიკო სკოლის დირექტორს, გადაწყვე-ტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროსა და ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ, სამუსიკო სწავლების დაფინანსებაზე უარის თქმის შემთხვევაში, შესაბამისი სამართლებრივი ნორმის მითითებით, მოსარჩელეთა მიმართ გამოეცა ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი; მოსარჩელეებს აუნაზღაურდათ ორი თვის ხელფასი და იძულებითი განაცდური ხელფასის სახით, სადავო საკითხის ხელახლა გადაწყვეტამდე დროის მანძილზე, თითოეულს ინდივიდუალურად შესაბამისი გაანგარიშებით.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 2 აპრილის გადაწყვეტილებით ქ. ... საჯარო სკოლის დირექტორის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა.

გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, კერძოდ: მ. უ-ებას, ნ. ხ-ძის, მ. ფ-ძის, მ. ბ-ძის, ლ. კ-ძის, ბ. გ-ძის, ვ. გ-შვილის, მ. მ-ძის, მ. ბ-ძის, ნ. ბ-ძის, დ. ც-იას, ე. მ-იანის, დ. რ-შვილის, მ. ა-ძის, მ. ხ-ძის, მ. ჩ-ძის, დ. მ-შვილის, გ-ძემ, ლ. კ-ძის, რ. ყ-ელის, ი. კ-იას, მ. თ-ძის, მ. ც-იანის, შ. ზ-ძის, რ. კ-ძის, მ. თ-ძის, მ. ც-იანის, შ. ზ-ძის, ნ. გ-ძის, მ. ჩ-ანის, ს. ვ-ძის, თ. ჯ-ას, ნ. ფ-ძის, ო. დ-ძის სარჩელი სამუშაოზე აღდგენის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

ამავე გადაწყვეტილებით მ. უ-ებას, ნ. ხ-ძეს, მ. ფ-ძეს, მ. ბ-ძეს, ლ. კ-ძეს, ბ. გ-ძეს, ვ. გ-შვილს, მ. მ-ძეს, მ. ბ-ძეს, ნ. ბ-ძეს, დ. ც-იას, ე. მ-იანს, დ. რ-შვილს, მ. ა-ძეს, მ. ხ-ძეს, მ. ჩ-ძეს, დ. მ-შვილს, გ-ძეს, ლ. კ-ძეს, რ. ყ-ელს, ი. კ-იას, მ. თ-ძეს, მ. ც-იანს, შ. ზ-ძეს, რ. კ-ძის, მ. თ-ძის, ნ. გ-ძეს, მ. ჩ-ანს, ს. ვ-ძეს, თ. ჯ-უას, ნ. ფ-ძეს, ო. დ-ძეს დაეკისრათ სახელმწიფო ბაჟის 150 ლარის ოდენობით გადახდა.

14

Page 15: სამოქალაქო პროცესის ზოგადი დებულებანი კერძო საჩივრები*! · სამოქალაქო,

გადაწყვეტილება მხარეთა მიერ არ გასაჩივრებულა და შევიდა კანონიერ ძალაში. 2008 წლის 2 ივლისს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მომართეს მ. უ-ებამ, ნ.

ხ-ძემ და სხვებმა (სულ 31 ფიზიკურმა პირმა) და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 2 აპრილის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის განმარტება მოითხოვეს.

განმცხადებელთა მითითებით, გადაწყვეტილება სახელმწიფო ბაჟის დაკისრების ნაწილში გაუგებარია, როგორც მათთვის, ასევე, აღმასრულებლისათვის და მოითხოვეს 2008 წლის 2 აპრილის გადაწყვეტილების განმარტება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 20 აგვისტოს განჩინებით განმცხადებლების მოთხოვნა ქუთაისის საააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 2 აპრილის გადაწყვეტილების განმარტების თაობაზე დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი სახელმწიფო ბაჟის დაკისრების ნაწილში განიმარტა შემდეგნაირად: მ. უ-ებას, ნ. ხ-ძეს, მ. ფ-ძეს, მ. ბ-ძეს, ლ. კ-ძეს, ბ. გ-ძეს, ვ. გ-შვილს, მ. მ-ძეს, მ. ბ-ძეს, ნ. ბ-ძეს, დ. ც-იას, ე. მ-იანს, დ. რ-შვილს, მ. ა-ძეს, მ. ხ-ძეს, მ. ჩ-ძეს, დ. მ-შვილს, გ-ძეს, ლ. კ-ძეს, რ. ყ-ელს, ი. კ-იას, მ. თ-ძეს, მ. ც-იანს, შ. ზ-ძეს, რ. კ-ძის, მ. თ-ძის, ნ. გ-ძეს, მ. ჩ-ანს, ს. ვ-ძეს, თ. ჯ-უას, ნ. ფ-ძეს, ო. დ-ძეს გადახდეთ სახელმწიფო ბაჟი, თითოეულს 150 ლარის ოდენობით.

პალატამ მიიჩნია, რომ გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში დასახელებულ მოწინააღმდეგე მხარეს, სულ 31 ფიზიკურ პირს გააჩნდა ერთგვაროვანი სასარჩელო მოთხოვნები, კერძოდ, სამუშაოზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება და პირველ ინსტანციაში, მათ მიერ წარდგენილი იქნა გაერთიანებული სარჩელი ერთი და იმავე მოპასუხის მიმართ. აღნიშნულ დავაში თითოეული ფიზიკური პირი წარმოადგენდა დამოუკიდებელ მხარეს. ამდენად, პალატამ განმარტა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ» ქვეპუნქტის თანახმად, თითოეულმა მოწინააღმდეგე მხარემ უნდა გადაიხადოს სახელმწიფო ბაჟი ინდივიდუალური მოთხოვნის პროპორციულად, რაც შეადგენდა 150 ლარს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 20 აგვისტოს განჩინება გასაჩივრდა კერძო საჩივრით.

კერძო საჩივრის ავტორების განმარტებით თითოეულისათვის 150 ლარის სახელმწიფო ბაჟის დაკისრების შესახებ სასამართლოს განმარტება არასწორია ვინაიდან აპელანტმა (... საჯარო სამუსიკო სკოლა) სააპელაციო საჩივრისათვის გადაიხადა 150 ლარი, როგორც ეს გათვალისწინებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ» ქვეპუნქტით, რომ არაქონებრივი დავისათვის სააპელაციო საჩივრის ღირებულება შეადგენს 150 ლარს, აქედან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემული დავა არის არაქონებრივი და რომ მოწინააღმდეგე მხარის მოთხოვნა ერთგვაროვანია, რაც მოსარჩელეებმა მიუთითეს ერთობლივ სასარჩელო განცხადებაში.

კერძო საჩივრის ავტორების აზრით საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 40-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად მოცემულ საქმეზე დავის საგნის ღირებულება შეადგენს იმ თანხების ჯამის (6146 ლარი) 4%-ს, რაც მოთხოვნილი აქვთ განაცდური ხელფასის სახით 31 პედაგოგს და რაც უნდა დაკისრებოდა აპელანტს (...საშუალო სკოლას) და არა 150 ლარი. ამ კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლომ არაქონებრივი დავისათვის 150 ლარი გადაახდევინა აპელანტს, ანუ ჩათვალა, რომ მოსარჩელეებს აქვთ ერთიანი მოთხოვნა და არა თითოეულს ცალ-ცალკე დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნა.

ასევე, კერძო საჩივრის ავტორებს უსაფუძვლოდ მიაჩნიათ სასამართლოს მიერ საპროცესო კოდექსის 86-ე, 55-ე მუხლებზე აპელირება, ვინაიდან აღნიშნული მუხლები მოცემულ საქმეზე გადაწყვეტილების იმგავარად განმარტების საფუძველს არ იძლეოდა.

აღნიშნულიდან გამომდინარე კერძო საჩივრის ავტორებმა მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.

სამოტივაციო ნაწილი: საკასაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, განიხილა კერძო საჩივარი და თვლის, რომ იგი არ

უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო: საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს უფლება აქვს, მხარეთა ან სასამართლოს აღმასრულებლის განცხადებით გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით განმარტოს გადაწყვეტილება სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი ბუნდოვანია.

როგორც საქმის მასალებით ირკვევა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 20 აგვისტოს განჩინებით განმცხადებლების მოთხოვნა ქუთაისის საააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 2 აპრილის გადაწყვეტილების განმარტების თაობაზე დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი სახელმწიფო ბაჟის დაკისრების ნაწილში განიმარტა შემდეგნაირად: მ. უ-ებას, ნ. ხ-ძეს, მ. ფ-ძეს, მ. ბ-ძეს, ლ. კ-ძეს, ბ. გ-ძეს, ვ. გ-შვილს, მ. მ-ძეს, მ. ბ-ძეს, ნ. ბ-ძეს, დ. ც-იას, ე. მ-იანს, დ. რ-შვილს, მ. ა-ძეს, მ. ხ-ძეს, მ. ჩ-ძეს, დ. მ-შვილს, გ-ძეს, ლ. კ-ძეს, რ. ყ-ელს, ი. კ-იას, მ. თ-ძეს, მ. ც-იანს, შ. ზ-ძეს, რ. კ-ძის, მ. თ-ძის, ნ. გ-ძეს, მ. ჩ-ანს, ს. ვ-ძეს, თ. ჯ-უას, ნ. ფ-ძეს, ო. დ-ძეს გადახდეთ სახელმწიფო ბაჟი, თითოეულს 150 ლარის ოდენობით.

15

Page 16: სამოქალაქო პროცესის ზოგადი დებულებანი კერძო საჩივრები*! · სამოქალაქო,

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 86-ე მუხლის პირველი ნაწილის «გ» ქვეპუნქტის თანახმად სარჩელი შეიძლება წარდგენილი იქნეს ერთად რამდენიმე მოსარჩელის მიერ ან რამდენიმე მოპასუხის წინააღმდეგ, თუ სასარჩელო მოთხოვნა ერთგავროვანია, მიუხედავად იმისა ერთგვაროვანია თუ არა მათი საფუძველი და საგანი.

მოცემულ საქმეზე დადგენილია, რომ მოსარჩელე მხარეს წარმოადგენდა 31 ფიზიკური პირი, რომლებსაც გააჩნდათ ერთგვაროვანი სასარჩელო მოთხოვნა, კერძოდ, სამუშაოზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება, მათ მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში გაერთიანებული იქნა სარჩელი ერთი და იმავე მოპასუხის მიმართ. კანონის ზემოთმ მითითებული ნორმის თანახმად. საპროცესო თანამონაწილეობა განსახილველ დავაში დაშვებული იყო მხოლოდ იმ ინტერესით, რომ მომხდარიყო საქმის სწორად და სწრაფად გადაწყვეტა, აღნიშნული კი გავლენას ვერ მოახდენდა მხარისათვის სახელმწიფო ბაჟის დაკისრების საკითხზე, ვინაიდან თითოეული ფიზიკური პირი, მიუხედავად სარჩელის გაერთიანებისა, წარმოადგენდა დამოუკიდებელ მხარეს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ» პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა არაქონებრივ დავაზე სააპელაციო საჩივარზე შეადგენს 150 ლარს.

ზემაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარება კერძო საჩივრის ავტორების მოსაზრებას, რომ განსამარტ გადაწყვეტილებაში მითითებული სახელმწიფო ბაჟი - 150 ლარი სოლი-დარულად უნდა გადაეხადათ და არა თითოეულს ცალ-ცალკე.

ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად განმარტა 2008 წლის 2 აპრილის გადაწყვეტილება. შესაბამისად, კერძო საჩივარი უსაფუძვლოა, რის გამოც არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

სარეზოლუციო ნაწილი: პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა: მ. უ-ებას, ნ. ხ-ძის, მ. ფ-ძის, მ. ბ-ძის, ლ. კ-ძის, ბ. გ-ძის, ვ. გ-შვილის, მ. მ-ძის, მ.

ბ-ძის, ნ. ბ-ძის, დ. ც-იას, ე. მ-იანის, დ. რ-შვილის, მ. ა-ძის, მ. ხ-ძის, მ. ჩ-ძის, დ. მ-შვილის, გ-ძის, ლ. კ-ძის, რ. ყ-ელის, ი. კ-იას, მ. თ-ძის, მ. ც-იანის, შ. ზ-ძის, რ. კ-ძის, მ. თ-ძის, ნ. გ-ძის, მ. ჩ-ანის, ს. ვ-ძის, თ. ჯ-უას, ნ. ფ-ძის, ო. დ-ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 20 აგვიოსტოს განჩინება

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

4. სახელმწიფო ბაჟის ოდენობის განსაზღვრა მხარეთა მორიგების დროს

განჩინება

#ას-982-1182-08 29 დეკემბერი, 2008 წ., ქ. თბილისი საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე), ლ. ლაზარაშვილი (მომხსენებელი), ნ. კვანტალიანი

დავის საგანი: მემკვიდრედ ცნობა, სამკვიდრო ფართიდან გამოსახლება აღწერილობითი ნაწილი: 2007 წლის 17 მაისს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა დ. ს-ძემ

მოპასუხე ა. ნ-ძის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა ქ. ქუთაისში, ... ქ. #37-ში (ყოფილი ... ქ. #31) მდებარე საცხოვრებელი სახლის 29.94 კვ.მ და 28.04 კვ.მ-ზე (სულ - 57.44 კვ.მ) მემკვიდრედ ცნობა და აღნიშნული ფართიდან მოპასუხისა და მისი ოჯახის წევრების გამოსახლება.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 2 ივლისის საოქმო განჩინებით მოცემულ საქმეში დამოუკიდებელი მოთხოვნის გარეშე მესამე პირად ჩაება გელა ს-ძე.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 10 ივლისის გადაწყვეტილებით დ. ს-ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა დ. ს-ძემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილებით დ. ს-ძის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა ქუთაისის

16

Page 17: სამოქალაქო პროცესის ზოგადი დებულებანი კერძო საჩივრები*! · სამოქალაქო,

საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 10 ივლისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, დ. ს-ძის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, დ. ს-ძე აღიარებულ იქნა ქ. ქუთაისში, ... ქ. #37-ში (ყოფილი ... ქ. #31) მდებარე 29.49 კვ.მ და 28.04 კვ.მ ორი ოთახის, მთლიანობაში - 57.44 კვ.მ-გან შემდგარი, 1940 წლის 17 ივლისს გარდაცვლილი ბ. ს-ძის დანაშთი სამკვიდრო ქონებიდან 4/27-ის მემკვიდრედ და მესაკუთრედ; მოსარჩელის მოთხოვნა ქ. ქუთაისში, ... ქ. #37-ში მდებარე 57.44 კვ.მ-დან ა. ნ-ძის გამოსახლების შესახებ არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა დ. ს-ძემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოსათვის დაბრუნება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2008 წლის 24 ივნისის განნჩინებით დ. ს-ძის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

საქმის სააპელაციო წესით განხილვისას 2008 წლის 16 ოქტომბრის სხდომაზე წარდგენილ იქნა მხარეთა მიერ ხელმოწერილი მორიგების აქტი, რომლის თანახმად, მხარეები, ერთი მხრივ, დ. ს-ძე, ხოლო, მეორე მხრივ, ა. ნ-ძე, თანახმანი არიან, გაუქმდეს საზიარო უფლება სამკვიდრო მასაზე, რომელიც 1991 წლის სასამართლო გადაწყვეტილებით აღირიცხა ბ. ს-ძის საკუთრებად და რაც შეადგენს ორ საცხოვრებელ ოთახს - 29,40 კვ.მ-სა და 28,04 კვ.მ-ს.

ერთი ოთახი - 29,40 კვ.მ - აღირიცხოს მოსარჩელე დ. ს-ძის საკუთრებად. მეორე ოთახი - 28,04 კვ.მ - აღირიცხოს მეორე მემკვიდრის - ა. ნ-ძის საკუთრებად. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 16 ოქტომბრის

განჩინებით წარმოდგენილი მორიგების აქტი დამტკიცდა ზემოაღნიშნული პირობებით და საქმის წარმოება შეწყდა, ამავე განჩინებით დ. ს-ძეს დაუბრუნდა სააპელაციო ინსტანციაში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (150 ლარის) ნახევარი - 75 ლარი.

სააპელაციო სასამართლოს დასახელებულ განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა დ. ს-ძემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება მისთვის სააპელაციო ინსტანციაში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნახევრის დაბრუნების ნაწილში და აღნიშნულ ნაწილში ახალი გადაწყვეტილებით სრულად გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (მათ შორის, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში გადახდილი 100 ლარი და საქართველოს უზენაეს სასამართლოში გადახდილი 300 ლარი) ნახევრის დაბრუნება.

კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს მოცემულ დავაზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის მიერ 2008 წლის 24 ივნისს მიღებულ განჩინებაზე, რომლითაც დადგინდა, რომ სასამართლო ხარჯების საკითხი გადაწყდებოდა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების დადგენისას.

კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ ზემოაღნიშნულის მიუხედავად, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების დამდგენმა სასამართლომ, კერძოდ, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ საქმეზე წარმოების დასრულების შემდგომ დ. ს-ძეს მხოლოდ სააპელაციო ინსტანციაში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (150 ლარის) ნახევარი დაუბრუნა, ხოლო საქმის განხილვასთან დაკავშირებით მის მიერ სხვა ინსტანციის სასამართლოებში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხა მხედველობაში არ მიიღო.

კერძო საჩივრის ავტორი მისთვის მხოლოდ სააპელაციო ინსტანციაში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნახევრის დაბრუნებას არასწორად მიიჩნევს და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46.2-ე, 49.4-ე და 53-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებზე დაყრდნობით თვლის, რომ მის მიერ სრულად გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (მათ შორის, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში გადახდილი 100 ლარი და საქართველოს უზენაეს სასამართლოში გადახდილი 300 ლარი) ნახევარი დაბრუნებას ექვემდებარება.

სამოტივაციო ნაწილი: საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების გამოკვლევის შედეგად

მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება დატოვებულ იქნეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 16 ოქტომბრის გასაჩივრებული განჩინება, რომლითაც დადგინდა დ. ს-ძისათვის სააპელაციო ინსტანციაში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (150 ლარი) ნახევრის - 75 ლარის დაბრუნება, წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე მხარეთა მორიგების შედეგად მიღებულ განჩინებას საქმეზე წარმოების შეწყვეტის შესახებ.

სასამართლოს მთავარ სხდომაზე მხარეთა მორიგების შემთხვევაში სახელმწიფო ბაჟის საკითხს არეგულირებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლი, რომლის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება. ამასთან, მითითებული მუხლის მე-4 ნაწილი ადგენს, რომ სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებში სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება ამ მუხლით დადგენილი წესით, მხოლოდ ამ ინსტანციებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟის ოდენობის ფარგლებში. ამდენად, კანონის აღნიშნული ნორმის მოთხოვნა მდგომარეობს იმაში, რომ

17

Page 18: სამოქალაქო პროცესის ზოგადი დებულებანი კერძო საჩივრები*! · სამოქალაქო,

მხარეთა მორიგების შემთხვევაში გადაიხედება მხოლოდ იმ ინსტანციაში გადახდილი ბაჟის საკითხი, სადაც მორიგება შედგა.

იმის გათვალისწინებით, რომ მხარეთა შორის მორიგება სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე შედგა, ხოლო სააპელაციო ინსტანციაში დ. ს-ძის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 150 ლარს შეადგენდა, სააპელაციო სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილების მოთხოვნათა დაცვით აპელანტისათვის დასაბრუნებული სახელმწიფო ბაჟის ოდენობა სწორად განსაზღვრა.

სახელმწიფო ბაჟის დაბრუნება სადავო შემთხვევაში არ განხორციელებულა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების დარღვევით, სადაც საუბარია ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების გამოტანისას სასამართლო ხარჯების განაწილების შეცვლის, ასევე, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოში საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების შემდგომ აღნიშნული ხარჯების განაწილების ზოგად წესზე. ეს ნორმა სადავო შემთხვევას ვერ შეეფარდება, რამდენადაც ამ ნორმით რეგულირებული ურთიერთობა მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ არის. როგორც უკვე აღინიშნა, ამ შემთხვევაში გამოყენებულ უნდა იქნეს სამოქალაქო კოდექსის 49-ე მუხლის მე-4 ნაწილი, რომელიც სასამართლო ხარჯების განაწილების სპეციალურ მოწესრიგებას შეიცავს მხარეთა მორიგების შემთხვევაში და სახელმწიფო ბაჟის ოდენობის განახევრებას მხოლოდ ამ ინსტანციისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟის ოდენობის ფარგლებში ადგენს.

სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2008 წლის 24 ივნისის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მითითებას საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების დადგენისას სასამართლო ხარჯების საკითხის გადაწყვეტის შესახებ. სარეზოლუციო ნაწილი ამ შემთხვევაში მიუთითებდა სასამართლო ხარჯების გადაწყვეტაზე საქმის შედეგის შესაბამისად, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს მიერ სწორად განხორციელდა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

სარეზოლუციო ნაწილი: საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე

მუხლით, 419-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა: დ. ს-ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს; უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის

16 ოქტომბრის განჩინება; საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

5. სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების საფუძვლები

განჩინება

#ას-808-1127-07 28 იანვარი, 2008 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე), მ. ცისკაძე (მომხსენებელი), ნ. კვანტალიანი

დავის საგანი: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო

და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 27 დეკემბრის, 2003 წლის 27 იანვრისა და 2003 წლის 30 მაისის გადაწყვეტილებათა ბათილად ცნობა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება

აღწერილობითი ნაწილი: ნ. მ-ძემ 1999 წელს სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე აჭარის ა/რ შინაგან საქმეთა

სამინისტროს მიმართ და მოითხოვა სამუშაოზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2001 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილებით ნ. მ-ძის სარჩელი

დაკმაყოფილდა: იგი აღდგენილ იქნა წინანდელ სამუშაოზე აჭარის ა/რ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის საკონტროლო მეთოდური ქვეგანყოფილების გამომძიებლის თანამდებობაზე.

18

Page 19: სამოქალაქო პროცესის ზოგადი დებულებანი კერძო საჩივრები*! · სამოქალაქო,

მოპასუხეს დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ იძულებითი გაცდენილი დროის ხელფასის სახით 1527,6 ლარი.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება იძულებითი განაცდურის ანაზღაურების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. მ-ძემ; პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა აჭარის ა/რ შინაგან საქმეთა სამინისტრომ.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა აჭარის ა/რ შინაგან საქმეთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი; გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2001 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილება. ნ. მ-ძეს უარი ეთქვა სამუშაოზე აღდგენისა და ნაცდური ხელფასის ანაზღაურების შესახებ სარჩელზე უსაფუძვლობის გამო; ნ. მ-ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

ნ. მ-ძემ საკასაციო წესით გაასაჩივრა სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის

2002 წლის 1 მაისის განჩინებით არ დაკმაყოფილდა ნ. მ-ძის საკასაციო საჩივარი - უცვლელად დარჩა მოცემულ საქმეზე აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილება.

ნ. მ-ძემ განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003 წლის 17 იანვრის განჩინებით ნ. მ-ძის განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.

ნ. მ-ძემ კვლავ განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმების და საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003 წლის 30 მაისის განჩინებით ნ. მ-ძის განცხადებები საქმის წარმოების განახლების შესახებ დარჩა განუხილველი.

ნ. მ-ძემ 2007 წლის 29 ივნისს განცხადებით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 27 დეკემბრის, 2003 წლის 17 იანვრის და 2003 წლის 30 მაისის გადაწყვეტილებათა ბათილად ცნობა და ახლად აღნიშნულ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება. მან საქმის წარმოების განახლების საფუძვლად მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს თავმჯდომარემ 1999 წლის 25 მაისს გამოსცა §44 ბრძანება ზემოდ მოხსენებული სტრუქტურის ჩამოყალიბება-შექმნის შესახებ, სადაც სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის თავმჯდომარედ მოხსენებული არ არის მოსამართლე ე. კ-ელი და საქმის განმხილველი მოსამართლეები - ი. ქ-ძე, თ. გ-ძე, რ. ბ-ძე, ნ. მ-ძე; ამიტომ მისი მოსაზრებით, იმ მოსამართლეებს, რომლებმაც განიხილეს ნ. მ-ძის სააპელაციო საჩივარ-განცხადებები, კანონის თანახმად უფლება არ ჰქონდათ მონაწილეობა მიეღოთ და განეხილათ საქმე, რის გამოც მის მიმართ მიღებული სასამართლოს გადაწყვეტილებები არ შეიძლება ჩაითვალოს კანონიერად.

განმცხადებელმა მიუთითა, რომ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის 2007 წლის 12 მარტის #1991 წერილით ეცნობა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის არქივში არ არის დაცული აჭარის ა/რ უმაღლეს სასამართლოზე გაგზავნილი წარდგინება კოლეგიების ან პალატების შექმნის და დაკომპლექტების მასალები.

განმცხადებლის მითითებით, ყოველივე აღნიშნული ნ. მ-ძისთვის ცნობილი გახდა 2007 წლის 7 ივნისს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 9 ივლისის განჩინებით განცხადების ავტორს განემარტა განცხადების ხარვეზის შესახებ, კერძოდ, განცხადებით არ ირკვეოდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 427-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა» ქვეპუნქტის თანახმად, რომელი გადაწყვეტილების ბათილად ცნობას ითხოვდა განმცხადებელი, მხარეს განემარტა, რომ სასამართლო სამივე გადაწყვეტილებას ვერ ცნობდა ბათილად, მათ ვერ გააერთიანებდა ერთ წარმოებად და მხარეს უნდა მოეთხოვა მხოლოდ ერთი მათგანის ბათილად ცნობა. განცხადებაში არ იყო მითითება იმ გარემოებასა და მტკიცებულებაზე, რომელიც მოწმობს, რომ დაცულია განცხადების შეტანის ერთთვიანი ვადა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 427-ე მუხლის „გ» ქვეპუნქტის თანახმად; არ იყო წარმოდგენილი იმ გადაწყვეტილებათა ასლები, რომლის ბათილად ცნობასაც ითხოვდა განმცხადებელი, არ იყო გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით და განცხადების ასლები არ იყო წარმოდგენილი იმდენი ასლის დართვით, რამდენი მხარეც იყო საქმეში. ნ. მ-ძეს ხარვეზის შესავსებად მიეცა 7-დღიანი ვადა განჩინების ასლის ჩაბარებიდან.

19

Page 20: სამოქალაქო პროცესის ზოგადი დებულებანი კერძო საჩივრები*! · სამოქალაქო,

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 13 აგვისტოს განჩინებით ნ. მ-ძეს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა იმ საფუძვლით, რომ მას განჩინების ასლი არ ჰქონდა ჩაბარებული კანონით დადგენილი წესით.

2007 წლის 10 სექტემბერს ნ. მ-ძემ განცხადებით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ხარვეზის გამოსწორების შესახებ და მიუთითა, რომ იგი ითხოვს სამივე გადაწყვეტილების ბათილად ცნობას, ვინაიდან სამივე მათგანი ეხება პირადად მის ინტერესებს, წარმოადგინა სასამართლოს მიერ მოთხოვნილი გადაწყვეტილებების ასლები და აღნიშნა, რომ ვინაიდან არის ომის მონაწილე და ვეტერანი, „სახელმწიფო ბაჟის შესახებ» კანონის მე-5 მუხლის „რ» ქვეპუნქტის საფუძველზე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 24 სექტემბრის განჩინებით ნ. მ-ძის განცხადება აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 27 დეკემბრის, 2003 წლის 17 იანვრის და 2003 წლის 30 მაისის გადაწყვეტილებათა ბათილად ცნობა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ ხარვეზის შეუვსებლობის გამო დარჩა განუხილველი.

სააპელაციო პალატის განჩინება ეფუძნება შემდეგ მოტივებს: სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 425-ე მუხლის თანახმად გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და

ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანა და მისი განხილვა წარმოებს საერთო წესების დაცვით, იმ გამონაკლისების გათვალისწინებით, რომლებიც ამ თავშია დადგენილი.

სასამართლომ განმარტა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 427-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ განცხადება არ აკმაყოფილებს მითითებულ მუხლში აღნიშნულ მოთხოვნებს, სასამართლო ავალებს განმცხადებელს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ შეივსება, განცხადება აღარ დაიშვება; ამავე კოდექსის 429-ე მუხლის მიხედვით კი სასამართლო თავისი ინიციატივით ამოწმებს დასაშვებია თუ არა განცხადება საქმის განახლების შესახებ, თუ არ არსებობს განცხადების დასაშვებობის ესა თუ ის პირობა, სასამართლო თავისი განჩინებით განცხადებას ტოვებს განუხილველად.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ განმცხადებლის მიერ სრულად არ იქნა გამოსწორებული ხარვეზის შესახებ განჩინებაში მითითებული მოთხოვნები, კერძოდ ნ. მ-ძის მიერ არ იქნა გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით და მის მიერ არ იქნა დაკონკრეტებული მოთხოვნა და განმცხადებელმა მოითხოვა ისევ სამივე გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.

სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, ნ.მ-ძე არაა გათავისუფლებული სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, ვინაიდან „სახელმწიფო ბაჟის შესახებ» საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „რ» ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან მხოლოდ ის ვეტერანები, რომლებმაც „ომისა და შეიარაღებული ძალების ვეტერანების შესახებ» საქართველოს კანონის მოთხოვნათა დასაცავად მიმართეს სასამართლოს. საქმის მასალებით დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ მოცემული დავა არ განეკუთვნება ზემოთ მითითებული კანონის მოთხოვნათა დასაცავად წარმოებულ დავათა კატეგორიას, ამიტომ განმცხადებელი ვერ გაანთავისუფლა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 24 სექტემბრის განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ნ. მ-ძემ, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და გადაწყვეტილებათა ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის განახლების თაობაზე მისი განცხადების განსახილველად მიღება. კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, იგი არის უსინათლო, I ჯგუფის ინვალიდი, ომის მონაწილე და სასამართლოს შეეძლო გაეთავისუფლებნა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. რაც შეეხება იმ გარემოებას, რომ ითხოვს სამივე გადაწყვეტილების ბათილად ცნობას, მან განმარტა, რომ აღნიშნული არის მისი უფლება და ამის აკრძალვა სასამართლოს არ შეეძლო და ის საკითხი, თუ რამდენად კანონიერად ითხოვდა სამივე გადაწყვეტილების გაუქმებას უნდა გადაეწყვიტა სასამართლოს საქმის არსებითად განხილვის დროს.

სამოტივაციო ნაწილი: საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, კერძო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად

თვლის, რომ ნ. მ-ძის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, მოცემულ საქმეზე უცვლელი უნდა დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 24 სექტემბრის განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 9 ივლისის განჩინებით განმცხადებელ ნ. მ-ძეს ხარვეზის გამოსასწორებლად, კერძოდ, სახელმწიფო ბაჟის გადასახდელად და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 427-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით შედგენილი განცხადების წარმოსადგენად, მიეცა ვადა - ამ განჩინების ჩაბარებიდან 7 დღე. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 13 აგვისტოს განჩინებით განმცხადებელ ნ. მ-ძეს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა ამ განჩინების ჩაბარებიდან ათი დღის ვადით. ამ განჩინებაზე განცხადება შეიტანა ნ. მ-ძემ, სადაც მიუთითა, რომ იგი როგორც ინვალიდი და ომის ვეტერანი «სახელმწიფო ბაჟის შესახებ» კანონის საფუძველზე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 24

20

Page 21: სამოქალაქო პროცესის ზოგადი დებულებანი კერძო საჩივრები*! · სამოქალაქო,

სექტემბრის განჩინებით ნ. მ-ძის განცხადება აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 27 დეკემბრის, 2003 წლის 17 იანვრის და 2003 წლის 30 მაისის გადაწყვეტილებათა ბათილად ცნობის და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ ხარვეზის შეუვსებლობის გამო დარჩა განუხილველი.

საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ მოცემულ შემთხვევაში სწორად გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 429-ე მუხლი. ამ ნორმის თანახმად, სასამართლომ თავისი ინიციატივით უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ რა განცხადება საქმის განახლების შესახებ. თუ არ არსებობს განცხადების დაშვების ესა თუ ის პირობა, სასამართლომ თავისი განჩინებით განცხადება განუხილველად უნდა დატოვოს, რაც შეიძლება გასაჩივრდეს კერძო საჩივრით. საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის «ზ» ქვეპუნქტის საფუძველზე სწორად დააკისრა განმცხადებელ ნ. მ-ძეს სახელმწიფო ბაჟის გადახდა. კერძო საჩივრის ავტორის მიერ მითითებული გარემოება იმის თაობაზე, რომ იგი, როგორც ომის მონაწილე და I ჯგუფის ინვალიდი, თავისუფლდება სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, ვერ იქნება მიჩნეული მისი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების საფუძვლად. «სახელმწიფო ბაჟის შესახებ» კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის «რ» ქვეპუნქტის თანახმად საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან ვეტერანები, რომლებმაც «ომისა და შეირაღებული ძალების ვეტერანების შესახებ» კანონის მოთხოვნათა დასაცავად მიმართეს სასამართლოს. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, ნ. მ-ძე სარჩელით მოითხოვს სამუშაოზე აღდგენას და განაცდურის ანაზღაურებას, შესაბამისად, მისი მოთხოვნა არ უკავშირდება «ომისა და შეირაღებული ძალების ვეტერანების შესახებ» კანონის მოთხოვნათა დაცვას. საკასაციო პალატა ასევე ვერ გაიზიარებს მის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ იგი როგორც I ჯფგუფის ინვალიდი «სახელმწიფო ბაჟის შესახებ» კანონის თანახმად, გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, რადგან მისი ინვალიდობის დამადასტურებელი დოკუმენტი საქმეში წარმოდგენილი არ არის.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ვინაიდან, ნ. მ-ძემ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში არ შეავსო ხარვეზი, ზემოაღნიშნული ნორმების შესაბამისად სააპელაციო სასამართლომ სწორად დატოვა საქმის წარმოების განახლების შესახებ მისი განცხადება განუხილველი.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ გადაწყვეტილებათა ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების თაობაზე ნ. მ-ძის განცხადების დასაშვებობის შემოწმებისას ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს კანონი არ დაურღვევია, რის გამოც არ არსებობს კერძო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

სარეზოლუციო ნაწილი: საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-420-ე, 284-ე მუხლებით

და

დ ა ა დ გ ი ნ ა: ნ. მ-ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. უცვლელად დარჩეს მოცემულ საქმეზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა

პალატის 2007 წლის 24 სექტემბრის განჩინება. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლების საფუძვლები

განჩინება

# -896-120

ას 3-07 4 თებერვალი, 2008 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლო სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე), მ. ცისკაძე (მომხსენებელი), ნ. კვანტალიანი

დავის საგანი: თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების არარა აქტად ცნობა, სამუშაოზე

აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება აღწერილობითი ნაწილი: ლ. გ-იამ 2006 წლის ნოემბერში სასარჩელო განცხადებით მიმართა სასამართლოს მოპასუხე ... #1

საშუალო სკოლის მიმართ და მოითხოვა ... #1 სკოლის 2005 წლის 19 ოქტომბრის #7 ბრძანების

21

Page 22: სამოქალაქო პროცესის ზოგადი დებულებანი კერძო საჩივრები*! · სამოქალაქო,

არარა აქტად ცნობა, მოსარჩელის სასწავლო-აღმზრდელობით დარგში დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე აღდგენა და განაცდური ხელფასის ანაზღაურება. მოსარჩელემ თავისი მოთხოვნა იმით დაასაბუთა, რომ სამუშაოდან გათავისუფლების ბრძანებაში საფუძვლად მითითებულია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის #448 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სკოლის წესდების მე-6 მუხლის VI პუნქტი, რომელშიც აღნიშნულია, რომ სკოლის რეორგანიზაციის, გაერთიანების, კონტიგენტისა და უფლება-მოვალეობების გამო პედაგოგიური რესურსების ოპტიმიზაციის განსახორციელებლად ... #1 სკოლისათვის არ წარმოადენს აუცილებლობას ცალკე დაწყებითი სკოლის სექტორში სასწავლო ნაწილის გამგის საშტატო ერთეულის ფუნქციონირება, რაც მოსარჩელის მითითებით, არასწორია. მოსარჩელის მითითებით, მისი გათავისუფლებისას დარღვეულია საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 36-ე მუხლი. მას თანამდებობაზე დარჩენილ პირებთან შედარებით თანამდებობაზე დარჩენის უპირატესი უფლება გააჩნდა, რადგან ... #1 სკოლაში მუშაობის ყველაზე ხანგრძლივი სტაჟი აქვს და ასევე ოჯახური მდგომარეობის გათვალისწინებით მას სამუშაოზე დარჩენის უპირატესი უფლება ჰქონდა. 2005 წლის 19 ოქტომბერს ... #1 სკოლის დირექტორი იყო ნ. ნ-ძე, ხოლო მისი გათავისუფლების ბრძანება გამოცემული და ხელმოწერილია დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის ი. ბ-ონის მიერ. საქართველოს განათლებისა და მეცნერების მინისტრის #448 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სკოლის წესდების მე-6 მუხლის მეექვსე პუნქტის თანახმად მხოლოდ დირექტორის არჩევა იწვევს დირექტორის მოადგილეების უფლებამოსილების შეწყვეტას და არა დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის დანიშვნა, რომელიც არც იყო დანიშნული. შესაბამისად, მოსარჩელის მოსაზრებით, ... #1 დირექტორის ი. ბ-ონის 2005 წლის 19 ოქტომბრის #7 ბრძანება მისი გათავისუფლების შესახებ უსაფუძვლოა და გამოცემულია არაუფლებამოსლი პირის მიერ და იგი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლის თანახმად არარა აქტად უნდა იქნეს ცნობილი.

... რაიონული სასამართლოს 2007 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილებით ლ. გ-ზიას სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა; არარა აქტად იქნა ცნობილი ... #1 სკოლის 2005 წლის 19 ოქტომბრის #7 ბრძანება სასწავლო-აღმზრდელობით დარგში დირექტორის მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ. მოსარჩელე ლ. გ-ზია აღდგენილ იქნა ... #1 საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე სასწავლო-აღმზრდელობითი მუშაობის დარგში და აუნაზღაურდა იძულებით გაცდენილი ხელფასი 2005 წლის 19 ოქტომბრიდან 1 ნოემბრამდე ყოველთვიურ 64 ლარზე გაანგარიშებით, 2005 წლის 1 ნოემბრიდან 2006 წლის 20 სექტემბრამდე ყოველთვიურად 290 ლარის ოდენობით და 2006 წლის 20 სექტემბრიდან სამუშაოზე აღდგენის დღემდე ყოველთვიურად 300 ლარის ოდენობით.

... რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საჯარო სამართლის იურიდიული პირი ... რაიონის სოფელ ... #1 სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ტ. ქ-ძემ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 19 სექტემბრის განჩინებით დაბა ... #1 საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს ტ. ქ-ძეს ხარვეზის შესავსებად, კერძოდ, სახელმწიფო ბაჟის 160 ლარის გადახდისა და გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოსადგენად მიეცა ამ განჩინების ჩაბარებიდან 7-დღიანი ვადა. მასვე განემარტა, რომ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღებოდა და დარჩებოდა განუხილველი.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 17 ოქტომბრის განჩინებით საჯარო სამართლის იურიდიული პირი ... რაიონის ... #1 საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ტ. ქ-ძის განცხადება ხარვეზის შევსების შესახებ როგორც დაუშვებელი დარჩა განუხილველი; საჯარო სამართლის იურიდიული პირი ... რაიონის ... #1 საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის ტ. ქ-ძის სააპელაციო საჩივარი ... რაიონული სასამართლოს 2007 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველი. საჯარო სამართლის იურიდიული პირი ... რაიონის ... #1 საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ტ. ქ-ძის სააპელაციო საჩივართან დაკავშირებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 160 ლარის ოდენობით დაუბრუნდა საჯარო სამართლის იურიდიული პირი ... რაიონის ... #1 საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელ ტ. ქ-ძეს. სააპელაციო სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩათვალა, რომ აპელანტის მიერ ხარვეზის შევსების შესახებ განცხადება სასამართლოში წარდგენილი იქნა ვადის დარღვევით, კერძოდ, სამი დღის დაგვიანებით. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე და 374-ე მუხლებით და ჩათვალა, რომ აპელანტს ხარვეზი არ შეუვსია და მისი სააპელაციო საჩივარი დაუშვებელია. სააპელაციო სასამართლომ ასევე მიიჩნია, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 185-ე და 374-ე მუხლების საფუძველზე აპელანტს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 17 ოქტომბრის განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა ... რაიონის ... #1 სკოლის დირექტორმა ტ. ქ-ძემ, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და მისი სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღება. კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 19 სექტემბრის განჩინება ხარვეზის შევსების შესახებ მას ჩაბარდა 2007 წლის

22

Page 23: სამოქალაქო პროცესის ზოგადი დებულებანი კერძო საჩივრები*! · სამოქალაქო,

5 ოქტომბერს, აღნიშნულიდან გამომდინარე, ხარვეზი შეავსეს სასამართლოს მიერ მითითებულ ვადაში, სახელმწიფო ბაჟი გადაიხადეს 2007 წლის 9 ოქტომბერს და კორესპონდენცია თანდართულ ქვითართან ერთად გააგზავნეს სასამართლოში 2007 წლის 11 ოქტომბერს. კერძო საჩივრის ავტორმა მიუთითა, რომ სკოლას ხარვეზი მითითებულ ვადაში აქვს შევსებული და გაგზავნილი, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 185-ე მუხლის თანახმად სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საფუძველია.

სამოტივაციო ნაწილი: საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, კერძო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად

თვლის, რომ საჯარო სამართლის იურიდიული პირი ... რაიონის ... #1 საჯარო სკოლის დირექტორის ტ. ქ-ძის კერძო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

როგორც საქმის მასალებით ირკვევა, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 19 სექტემბრის განჩინებით საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, დაბა ... #1 საჯარო სკოლის წარმომადგენელს სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად, კერძოდ, სახელმწიფო ბაჟის გადასახდელად, მიეცა ვადა ამ განჩინების ჩაბარებიდან 7 დღე.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 17 ოქტომბრის განჩინებით საჯარო სამართლის იურიდიული პირი ... რაიონის ... #1 საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის ტ. ქ-ძის სააპელაციო საჩივარი ... რაიონული სასამართლოს 2007 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველი იმ საფუძვლით, რომ აპელანტმა სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში არ გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი.

საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმებისას არ გამოიყენა «სახელმწიფო ბაჟის შესახებ» კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის «უ» ქვეპუნქტი, რომლის თანახმად საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან დაწესებულებები (ორგანიზაციები), რომელთა ხარჯები ფინანსდება მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტიდან - ყველა საქმეზე.

საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ზემოაღნიშნული ნორმის თანახმად სააპელაციო სასამართლოს სახელმწიფო ბაჟის გადასახდელად არ უნდა დაედგინა ხარვეზი აპელანტისათვის, რადგან საჯარო სამართლის იურიდიული პირი ... რაიონის ... #1 საჯარო სკოლა, რომელიც არის ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი დაწესებულება, თავისუფლდება სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 17 ოქტომბრის განჩინებით საჯარო სამართლის იურიდიული პირი ... რაიონის ... #1 სკოლის წარმომადგენლის სააპელაციო საჩივარი არასწორად იქნა განუხილველად დატოვებული.

სარეზოლუციო ნაწილი: საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე, 284-ე

მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა: საჯარო სამართლის იურიდიული პირი ... რაიონის დაბა ... #1 საჯარო სკოლის კერძო საჩივარი

ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს. მოცემულ საქმეზე გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007

წლის 17 ოქტომბრის განჩინება და საქმე სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შესამოწმებლად დაუბრუნდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლების საფუძვლები

განჩინება

#ა-883-ბ-18-08 25 ივნისი, 2008 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ლალი ლაზარაშვილი

ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა ა. ღ-შვილის განცხადების განუხილველად დატოვების საკითხი საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2008 წლის 18 აპრილის განჩინების ბათილად ცნობის თაობაზე

23

Page 24: სამოქალაქო პროცესის ზოგადი დებულებანი კერძო საჩივრები*! · სამოქალაქო,

აღწერილობითი ნაწილი: 2005 წლის 9 აგვისტოს ა. ღ-შვილმა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო

სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას მოპასუხე ი. კ-ძის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხისაგან საადვოკატო მომსახურების საფასურის - 650 ლარის უკან დაბრუნება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 24 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ა. ღ-შვილის სარჩელი დაკმაყოფილდა და ი. კ-ძეს დაეკისრა 650 ლარისა და სახელმწიფო ბაჟის - 18.75 ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ.

აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე საჩივარი შეიტანა ი. კ-ძემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის განახლება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 5 დეკემბრის განჩინებით ი. კ-ძის საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

ამავე სასამართლოს 2005 წლის 22 დეკემბრის საოქმო განჩინებით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 24 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება გაუქმდა და საქმის განხილვა, მხარეთა თანხმობის საფუძვლზე, აღნიშნულ სხდომაზე გაგრძელდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილებით ა. ღ-შვილის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 5 დეკემბრისა და 22 დეკემბრის განჩინებები და ამავე სასამართლოს 2005 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა. ღ-შვილმა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინებებისა და გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის საქალაქო სასამართლოსათვის დაბრუნება მოითხოვა ი. კ-ძის საჩივრის დასაშვებობის შემოწმების ეტაპიდან განსახილველად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 31 მაისის განჩინებით ა. ღ-შვილის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილება, 2005 წლის 5 დეკემბრისა და 2005 წლის 22 დეკემბრის განჩინებები დარჩა უცვლელი.

აღნიშნულ განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა ა. ღ-შვილმა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების, ასევე, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილების, ამავე სასამართლოს 2005 წლის 5 დეკემბრისა და 22 დეკემბრის განჩინებების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად სააპელაციო სასამართლოსათვის დაბრუნება მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2006 წლის 10 ივლისის განჩინებით ა. ღ-შვილს დაევალა აღნიშული განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში 26 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად დასაბუთებულ საკასაციო საჩივრის წარმოდგენა.

ამავე სასამართლოს 2006 წლის 24 ივლისის განჩინებით ა. ღ-შვილის საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.

2006 წლის 18 აგვისტოს ა. ღ-შვილმა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას მოპასუხე ი. კ-ძის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხისაგან სასყიდლიანი დავალების ხელშეკრულების გაუფორმებლობის გამო მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევით გამოწვეული ზიანის - 750 ლარის ანაზღაურება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 18 სექტემბრის განჩინებით ა. ღ-შვილის სარჩელი ი. კ-შვილის მიმართ ზიანის ანაზღაურების შესახებ არ იქნა მიღებული სასამართლოს წარმოებაში და ა. ღ-შვილს დაუბრუნდა მის მიერ 2006 წლის 21 აგვისტოს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 18,75 ლარი.

აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ა. ღ-შვილმა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის წარმოებაში მიღება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 20 ოქტომბრის განჩინებით ა. ღ-შვილს უარი ეთქვა სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლებაზე და დაევალა აღნიშნული განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში 50 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენა.

ამავე სასამართლოს 2006 წლის 24 ნოემბრის განჩინებით ა. ღ-შვილს უარი ეთქვა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებაზე და 10 დღით გაუგრძელდა ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 18 დეკემბრის განჩინებით ა. ღ-შვილს უარი ეთქვა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადებაზე და 10 დღით გაუგრძელდა კერძო საჩივრის ხარვეზის შევსების ვადა.

ამავე სასამართლოს 2007 წლის 8 იანვრის განჩინებით ა. ღ-შვილის შუამდგომლობა ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების შესახებ დაკმაყოფილდა და კერძო საჩივრის ავტორს გაუგრძელდა ხარვეზის შესავსებად მიცემული ვადა 2007 წლის 29 მარტამდე.

24

Page 25: სამოქალაქო პროცესის ზოგადი დებულებანი კერძო საჩივრები*! · სამოქალაქო,

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 22 თებერვლის განჩინებით ა. ღ-შვილის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა და კერძო საჩივრის ავტორს განემარტა, რომ 2007 წლის 8 იანვრის განჩინებით განსაზღვრულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, მისი კერძო საჩივარი აღარ მიიღებოდა და დარჩებოდა განუხილველი.

ამავე სასამართლოს 2007 წლის 19 მარტის განჩინებით ა. ღ-შვილის შუამდგომლობა ხარვეზის შესავსებად დანიშნული ვადის გაგრძელების თაობაზე არ დაკმაყოფილდა და კერძო საჩივრის ავტორს განემარტა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 8 იანვრის განჩინებით განსაზღვრულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, მისი კერძო საჩივარი არ მიიღებოდა და დარჩებოდა განუხილველი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 5 აპრილის განჩინებით ა. ღ-შვილის კერძო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 18 სექტემბრის განჩინებაზე განუხილველად იქნა დატოვებული დაუშვებლობის გამო.

2007 წლის 25 აპრილს ა. ღ-შვილმა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას და ამავე სასამართლოს 2007 წლის 5 აპრილის განჩინების გაუქმება, საქმის წარმოების განახლება და სასარჩელო განცხადების საქალაქო სასამართლოსათვის განსახილველად დაბრუნება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 1 ივნისის განჩინებით ა. ღ-შვილის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განუხილველად იქნა დატოვებული დაუშვებლობის გამო.

აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ა. ღ-შვილმა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების შესახებ განცხადების განსახილველად მისაღებად სააპელაციო სასამართლოსათვის საქმის დაბრუნება და ამ უკანასკნელის მეშვეობით პირველი ინსტანციის სასამართლოსათვის სასარჩელო განცხადების წარმოებაში მიღების დავალება მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 2 ივლისის განჩინებით ა. ღ-შვილს დაევალა აღნიშნული განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში 50 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენა.

ამავე სასამართლოს 2007 წლის 17 ივლისის განჩინებით ა. ღ-შვილს 5 დღით გაუგრძელდა ხარვეზის შესავსებად დადგენილი საპროცესო ვადა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 31 ივლისის განჩინებით ა. ღ-შვილის კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად და კერძო საჩივრის ავტორს გადაედო სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარის გადახდა სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.

ამავე სასამართლოს 2007 წლის 17 სექტემბრის განჩინებით ა. ღ-შვილის კერძო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 1 ივნისის განჩინება გაუქმდა და საქმე დაუბრუნდა იმავე სასამართლოს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ ა. ღ-შვილის განცხადების დასაშვებობის ხელახლა შესამოწმებლად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 29 ოქტომბრის განჩინებით ა. ღ-შვილის განცხადება მიღებულ იქნა განსახილველად და განცხადების ავტორს გადაუვადდა სახელმწიფო ბაჟის - 100 ლარის გადახდა საქმის განხილვის დამთავრებამდე.

2007 წლის 22 ნოემბერს ა. ღ-შვილმა განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 6 თებერვლის განჩინებით ა. ღ-შვილის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 5 აპრილის განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ არ დაკმაყოფილდა; ა. ღ-შვილის სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველი დაუშვებლობის გამო.

აღნიშნულ განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა ა. ღ-შვილმა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება მოითხოვა. კასატორმა ასევე იშუამდგომლა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების ან სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2008 წლის 24 მარტის განჩინებით ა. ღ-შვილის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების ან სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა; ა. ღ-შვილს დაევალა აღნიშნული განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში საპროცესო კანონმდებლობის

25

Page 26: სამოქალაქო პროცესის ზოგადი დებულებანი კერძო საჩივრები*! · სამოქალაქო,

შესაბამისად შედგენილი კერძო საჩივრისა და 50 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2008 წლის 18 აპრილის განჩინებით ა. ღ-შვილის კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 6 თებერვლის განჩინებაზე განუხილველად იქნა დატოვებული ხარვეზის შეუვსებლობის გამო.

2008 წლის 29 აპრილს ა. ღ-შვილმა საკასაციო სასამართლოს მიმართა განცხადებით, რომლითაც საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2008 წლის 18 აპრილის განჩინების ბათილად ცნობა მოითხოვა. იქვე განმცხადებელმა მიუთითა, რომ სახელმწიფო ბაჟის გადამხდელი არ იყო უმუშევრობის გამო.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2008 წლის 3 ივნისის განჩინებით ა. ღ-შვილს დაევალა განცხადების ხარვეზის შევსება, კერძოდ: აღნიშნული განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში 50 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენა.

2008 წლის 16 ივნისს ა. ღ-შვილმა განცხადებით მომართა საკასაციო სასამართლოს და აღნიშნა, რომ იგი ვერ იხდის სახელმწიფო ბაჟს, ვინაიდან არის უმუშევარი, რაც დასტურდება სათანადო მტკიცებულებებით - საქმეში არსებული დასაქმების სამსახურის #593 ცნობითა და განცხადებას თანდართული მისი შრომის წიგნაკის ქსეროასლით. აღნიშნული დოკუმენტები წარმოადგენენ სათანადო უტყუარ მტკიცებულებებს მისი უმუშევრობისა და მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის დასადასტურებლად, რის გამოც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის 1-ლი ნაწილის საფუძველზე უნდა გათავისუფლდეს სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

სამოტივაციო ნაწილი: საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი განცხადების, მასზე თანდართული და საქმეში არსებული

მასალების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ა. ღ-შვილის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქემთა პალატის 2008 წლის 18 აპრილის განჩინების ბათილად ცნობის თაობაზე განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2008 წლის 3 ივნისის განჩინებით ა. ღ-შვილს დაევალა განცხადების ხარვეზის შევსება, კერძოდ: აღნიშნული განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში 50 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენა; განმცხადებელს განემარტა, რომ თუ სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზი არ შეივსებოდა, განცხადება დარჩებოდა განუხილველი. აღნიშნული განჩინება ა. ღ-შვილს 2008 წლის 12 ივნისს ჩაჰბარდა. 50 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი ა. ღ-შვილის მიერ წარმოდგენილი არ ყოფილა.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის1-ლი ნაწილის «ზ» ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ განცხადებაზე შეადგენს 50 ლარს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ა. ღ-შვილმა 2008 წლის 16 ივნისს წარმოდგენილ განცხადებაში ვერ დაასაბუთა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების საფუძვლების არსებობა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს, მოქალაქის ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, თუ მოქალაქე დაასაბუთებს სასამართლო ხარჯების გადახდის შეუძლებლობას და სასამართლოს წარუდგენს უტყუარ მტკიცებულებებს, შეუძლია მთლიანად ან ნაწილობრივ გაათავისუფლოს იგი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, რის თაობაზეც მოსამართლეს გამოაქვს მოტივირებული განჩინება. მოცემულ შემთხვევაში განმცხადებლის მითითება საქმის მასალებში არსებულ სოციალური დახმარებისა და დასაქმების სახელმწიფო სააგენტოს 2006 წლის 18 სექტემბრის #593 ცნობასა და წარმოდგენილ განცხადებას თანდართულ მისი შრომის წიგნაკის ქსეროასლზე, ვერ ჩაითვლება მისი სრული ქონებრივი მდგომარეობის ამსახველ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების ან სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების დამადასტურებელ სათანადო მტკიცებულებაზე მითითებად.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განმცხადებელმა ვერ უზრუნველყო სასამართლოს მიერ დანიშნულ საპროცესო ვადაში განცხადების ხარვეზის შევსება - სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენა, ვერ უზრუნველყო ვერც სახელმწიფო ბაჟისაგან გათავისუფლების შესახებ შუამდგომლობის დადასტურება სათანადო მტკიცებულებებით, რის გამოც, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 425-ე მუხლისა და 427-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ა. ღ-შვილის განცხადება განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული დაუშვებლობის გამო.

26

Page 27: სამოქალაქო პროცესის ზოგადი დებულებანი კერძო საჩივრები*! · სამოქალაქო,

სარეზოლუციო ნაწილი: საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 425-ე,

427-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა : 1. ა. ღ-შვილის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და

გაკოტრების საქმეთა პალატის 2008 წლის 18 აპრილის განჩინების ბათილად ცნობის შესახებ განუხილველად იქნეს დატოვებული დაუშვებლობის გამო;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლების საფუძვლები

განჩინება #ას-628-852-08 10 სექტემბერი, 2008 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე), რ. ნადირიანი (მომხსენებელი), თ. თოდრია

დავის საგანი: სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა აღწერილობითი ნაწილი: თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 11 იანვრის

გადაწყვეტილებით საქართველოს გენერალური პროკურატურის სარჩელი გ. ჩ-ძის მიმართ ზიანის ანაზღაურების თაობაზე დაკმაყოფილდა, გ. ჩ-ძეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა 79 837 ლარისა და 95 თეთრის გადახდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. ჩ-ძემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 13 თებერვლის განჩინებით აპელანტ გ. ჩ-ძეს სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში 3193 ლარისა და 50 თეთრის ოდენობით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ქვითრისა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი წესის შესაბამისად, სააპელაციო საჩივრისათვის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებული ფორმის ნიმუშის შესაბამისად შედგენილი სააპელაციო საჩივრის წარმოდგენა.

2008 წლის 30 აპრილს გ. ჩ-ძემ ხარვეზის შევსების შესახებ განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს, წარმოადგინა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილის წესის შესაბამისად, სააპელაციო საჩივრისათვის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებული ფორმის ნიმუშის შესაბამისად შედგენილი სააპელაციო საჩივარი და იშუამდგომლა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის პირველი მაისის განჩინებით გ. ჩ-ძის განცხადება სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. აპელანტს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების საპროცესო ვადა და დაევალა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მისი ქონებრივი მდგომარეობის შესახებ ისეთი მტკიცებულებების წარმოდგენა, რომლითაც დაასაბუთებდა სასამართლო ხარჯების გადახდის შეუძლებლობას ან 3193 ლარისა და 50 თეთრის ოდენობით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ქვითრის წარმოდგენა.

2008 წლის 12 ივნისს გ. ჩ-ძემ კვლავ იშუამდგომლა სასამართლოს წინაშე სახელმწფიო ბიუჯეტის სასარგებლოდ ბაჟისგან გათავისუფლების თაობაზე, რის დასადასტურებლადაც წარმოადგინა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 11 ივნისის განჩინება ყადაღის დადების შესახებ, «სამართალდამცავი ორგანოების განვითარების ფონდში» გადარიცხვის დამადასტურებელი ქვითარი და საშემოსავლო დეკლარაციები.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები არ ჩათვალა იმ უტყუარ მტკიცებულებად, რომლითაც დადასტურდებოდა აპელანტის მიერ სასამართლო ხარჯების გადახდის შეუძლებლობა და 2008 წლის 16 ივნისის

27

Page 28: სამოქალაქო პროცესის ზოგადი დებულებანი კერძო საჩივრები*! · სამოქალაქო,

განჩინებით, სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის გამო, სააპელაციო საჩივარი დატოვა განუხილველად.

აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა გ. ჩ-ძემ განჩინების გაუქმებისა და საქმის განხილვის განახლების მოთხოვნით. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იგი უნდა გათავისუფლებულიყო სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, ვინაიდან უტყუარი მტკიცებულებები წარუდგინა სასამართლოს თავისი ქონებრივი მდგომარეობის შესახებ, კერძოდ, მის საკუთრებაში არსებული ქონება დაყადაღებულია, ოჯახის შემოსავალს წარმოადგენს მეუღლის ხელფასი, თავად არის უმუშევარი, ხოლო შვილები სტუდენტები, მაგრამ მიუხედავად ამისა, სააპელაციო საჩივარი სასამართლომ განუხილევლად დატოვა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 417-ე მუხლის საფუძველზე, აღნიშნული კერძო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად განსახილველად გადმოაგზავნა უზენაეს სასამართლოში.

სამოტივაციო ნაწილი: საკასაციო სასამართლომ, საქმის ზეპირი განხილვის გარეშე, შეისწავლა საქმის მასალები, კერძო

საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ გ. ჩ-ძის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი არ მიიღება და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის შესაბამისად დარჩება განუხილველი.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ აპელანტ გ. ჩ-ძეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 13 თებერვლის განჩინებით სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში 3193 ლარისა და 50 თეთრის ოდენობით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ქვითრისა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი წესის შესაბამისად, სააპელაციო საჩივრისათვის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებული ფორმის ნიმუშის შესაბამისად შედგენილი სააპელაციო საჩივრის წარმოდგენა.

ასევე დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის პირველი მაისის განჩინებით გ. ჩ-ძის განცხადება სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა, აპელანტს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების საპროცესო ვადა და დაევალა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მისი ქონებრივი მდგომარეობის შესახებ ისეთი მტკიცებულებების წარმოდგენა, რომლითაც დაასაბუთებდა სასამართლო ხარჯების გადახდის შეუძლებლობას ან 3193 ლარისა და 50 თეთრის ოდენობით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ქვითრის წარმოდგენა.

კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იგი უნდა გათავისუფლებულიყო სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, ვინაიდან უტყუარი მტკიცებულებები წარუდგინა სასამართლოს თავისი ქონებრივი მდგომარეობის შესახებ, კერძოდ, მის საკუთრებაში არსებული ქონება დაყადაღებულია, ოჯახის შემოსავალს წარმოადგენს მეუღლის ხელფასი, თავად არის უმუშევარი, ხოლო შვილები სტუდენტები. აღნიშნულს საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს, ვინაიდან მითითებული მუხლის გათვალისწინებით, სასამართლოს შეუძლია სახელმწიფო ხარჯებისაგან მთლიანად ან ნაწილობრივ გაათავისუფლოს მხარე მისი ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, რომლის მტკიცების ტვირთი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, ეკისრება მხარეს. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ გ. ჩ-ძემ ვერ წარმოადგინა რაიმე ისეთი უტყუარი მტკიცებულება, რომელიც საფუძვლად დაედებოდა მის გათავისუფლებას სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლომ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის გამო, გ. ჩ-ძის სააპელაციო საჩივარი სწორად დატოვა განუხილველად და, შესაბამისად, არ არსებობს ამ განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.

სარეზოლუციო ნაწილი: საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით

და

დ ა ა დ გ ი ნ ა: გ. ჩ-ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს; უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის

16 ივნისის განჩინება; განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

28

Page 29: სამოქალაქო პროცესის ზოგადი დებულებანი კერძო საჩივრები*! · სამოქალაქო,

სახელმწიფო ბაჟისგან გათავისუფლების საფუძვლები

განჩინება

#ას-583-810-08 11 დეკემებრი, 2008 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე), თ. თოდრია (მომხსენებელი), რ. ნადირიანი

დავის საგანი: კომლის წევრობის რეგისტრაციის ბათილად ცნობა, ნასყიდობის ხელშეკრულების

ბათილად ცნობა, თანხის დაკისრება და მემკვიდრედ ცნობა აღწერილობითი ნაწილი ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში დ. ჯ-შვილმა სარჩელი აღძრა ნ., ს., ბ., ნა., მ. და ა.

ხ-ძეების, სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ზესტაფონის სარეგისტრაციო სამსახურისა და ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფ. ... ტერიტორიული ორგანოს მიმართ აწ გარდაცვლილი გ. ჯ-შვილის კომლში ნ., ს., ბ., ნა., მ. და ა. ხ-ძეების საადგილმამულო (საკომლო) წიგნის 1996-2000 წლების ჩანაწერისა და ნ. და ს. ხ-ძეების საცხოვრებელი ადგილის რეგისტრაციის ბათილად ცნობის შესახებ.

მოსარჩელემ მიუთითა, რომ მისი მამა გ. ჯ-შვილი გარდაიცვალა 2000 წლის 29 აპრილს. დანაშთ ქონებას შეადგენდა საცხოვრებელი სახლი, მიწის ნაკვეთი და ნივთები. 2007 წლის ივნისში ნ. და ს. ხ-ძეებმა, რომლებიც ცხოვრობდნენ სოფ. ..., დაიწყეს დანაშთი სახლის დანგრევა და გაიტანეს მოძრავი ქონება. მან საარქივო ამონაწერის მიხედვით გაიგო, რომ 1996-2000 წლებში მამამისის კომლში მისი თანხმობის გარეშე ჩაწერილან მოპასუხეები. „მოქალაქეთა რეგისტრაციის შესახებ» კანონის მე-5 მუხლის თანახმად, საცხოვრებლის მესაკუთრის თანხმობა მოპასუხეებს არ მიუღიათ. აქედან გამომდინარე, არ არსებობს სამართლებრივი საფუძველი გ. ჯ-შვილის კომლში მოპასუხეების ჩაწერის შესახებ.

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 19 მარტის გადაწყვეტილებით დ. ჯ-შვილის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა დ. ჯ-შვილმა. იმის გამო, რომ აპელანტს არ ჰქონდა გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, ქუთაისის სააპელაციო

სასამართლოს 2008 წლის 1 მაისის განჩინებით მიეცა 7-დღიანი ვადა ხარვეზის შესავსებად, კერძოდ, მას უნდა გადაეხადა სახელმწიფო ბაჟი - 608,48 ლარის ოდენობით.

2008 წლის 13 მაისს დ. ჯ-შვილმა განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს. მან წარმოადგინა სახელმწიფო ბაჟის – 150 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი და ამასთან, მოითხოვა დარჩენილი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან განთავისუფლება მძიმე ფინანსური მდგომარეობის გამო.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 15 მაისის განჩინებით დ. ჯ-შვილის შუამდგომლობა დარჩენილი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან განთავისუფლების შესახებ არ დაკმაყოფილდა იმ საფუძვლით, რომ განმცხადებელმა ვერ წარმოადგინა მძიმე ქონებრივი მდგომარეობის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულება, რაც სააპელაციო სასამართლოს შესაძლებლობას მისცემდა, ემსჯელა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების შესახებ. ამავე განჩინებით მას გაუგრძელდა ვადა ხარვეზის შესავსებად.

2008 წლის 20 მაისს დ. ჯ-შვილმა განცხადებით მიმართა სასამართლოს, მან წარმოადგინა დამატებით სახელმწიფო ბაჟის – 50 ლარის გადახდის დამადასტურებლი ქვითარი და მოითხოვა დარჩენილი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან განთავისუფლება უსახსრობის გამო.

ქუთაისის სააპელაცო სასამართლოს 2008 წლის 27 მაისის განჩინებით, დ. ჯ-შვილის სააპელაციო საჩივარი, სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობის გამო, დარჩა განუხილველად.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ დ. ჯ-შვილმა ვერ წარმოადგინა უტყუარი მტკიცებულება მძიმე ქონებრივი მდგომარეობის შესახებ, რის საფუძველზეც სასამართლო სსკ-ის 47-ე მუხლის შესაბამისად მას გაათავისუფლებდა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა დ. ჯ-შვილმა. მან მიუთითა, რომ, ვინაიდან სააპელაციო საჩივარზე არ ჰქონდა გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, სააპელაციო სასამართლომ მისცა ვადა ხარვეზის შესავსებად, კერძოდ, დააკისრა სახელმწიფო ბაჟის – 608,48 ლარის გადახდა. მან გადაიხადა ჯერ 150, მერე კი 50 ლარი. ვინაიდან მისი ოჯახის ყველა წევრი უმუშევარია და მატერიალურად უჭირს, დარჩენილი თანხის გადახდა ვერ შეძლო. სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა მისი მძიმე ფინანსური მდგომარეობა და მისი სააპელაციო საჩივარი დატოვა განუხილველად. დ. ჯ-შვილმა მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოებაში მიღება.

29

Page 30: სამოქალაქო პროცესის ზოგადი დებულებანი კერძო საჩივრები*! · სამოქალაქო,

სამოტივაციო ნაწილი: საკასაციო სასამართლო საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო კერძო საჩივარს და მიაჩნია, რომ დ.

ჯ-შვილის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო: სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის პირველი ნაწილის ბოლო წინადადების

შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა არ არსებობს, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.

დადგენილია, რომ სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 1 მაისის განჩინებით დ. ჯ-შვილს განესაზღვრა ვადა ხარვეზის შესავსებად, კერძოდ, მას სააპელაციო საჩივარზე არ ჰქონდა გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, რომელიც შეადგენს 608,48 ლარს. 2008 წლის 13 მაისს, დ. ჯ-შვილმა სასამართლოში წარმოადგინა სახელმწიფო ბაჟის - 150 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი. მან ასევე წარმოადგინა განცხადება, რითაც მოითხოვა დანარჩენილი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან განთავისუფლება. სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 15 მაისის განჩინებით დ. ჯ-შვილის შუამდგომლობა დარჩენილი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან განთავისუფლების შესახებ არ დაკმაყოფილდა იმ საფუძვლით, რომ განმცხადებელმა ვერ წარმოადგინა მძიმე ქონებრივი მდგომარეობის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულება, რაც სააპელაციო სასამართლოს შესაძლებლობას მისცემდა ემსჯელა სახელმწიფო ბაჟისაგან განთავისუფლების შესახებ. ამავე განჩინებით მას დაევალა დარჩენილი სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარის სასამართლოში წარდგენა. 2008 წლის 20 მაისის დ. ჯ-შვილმა დამატებით წარმოადგინა 50 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი და, მძიმე ფინანსური მდგომარეობის გამო, მოითხოვა დარჩენილი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან განთავისუფლება. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 27 მაისის განჩინებით დ. ჯ-შვილის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილევლად.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს, მოქალაქის ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, თუ მოქალაქე დაასაბუთებს სასამართლოს ხარჯების გადახდის შეუძლებლობას და სასამართლოს წარუდგენს უტყუარ მტკიცებულებებს, შეუძლია მთლიანად ან ნაწილობრივ გაათავისუფლოს იგი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, რის თაობაზედაც მოსამართლეს გამოაქვს მოტივირებული განჩინება.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კერძო საჩივრის ავტორმა ვერ დაასაბუთა სასამართლო ხარჯების გადახდის შეუძლებლობა, მას არ წარმოუდგენია სასამართლოში შესაბამისი მტკიცებულება, რის საფუძველზეც სასამართლო გაათავისუფლებდა სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. მხოლოდ იმის მითითება, რომ მისი ოჯახის ყველა წევრი უმუშევარია და მატერიალურად უჭირს არ არის საკმარისი საფუძველი, ვინაიდან მას აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება სასამართლოში არ წარმოუდგენია.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ პასუხობს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება. მოცემულ შემთხვევაში აპელანტმა არ შეავსო ხარვეზი განჩინებით განსაზღვრულ ვადაში და ამდენად, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ სწორად გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლი და განუხილველად დატოვა სააპელაციო საჩივარი.

სარეზოლუციო ნაწილი: საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლით

და

დ ა ა დ გ ი ნ ა: დ. ჯ-შვილის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს; უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის

27 მაისის განჩინება; საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

30

Page 31: სამოქალაქო პროცესის ზოგადი დებულებანი კერძო საჩივრები*! · სამოქალაქო,

სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების საფუძვლები

განჩინება

#ას-944-1148-08 29 დეკემბერი, 2008 წ., ქ. თბილისი საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

მოსამართლე: მ. სულხანიშვილი

საქმის ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა ბ. ლ-შვილის კერძო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 17 ოქტომბრის განჩინებაზე.

პალატამ გამოარკვია: საკასაციო სასამართლო საქმის ზეპირი განხილვის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს და მიაჩნია, რომ

ბ. ლ-შვილის კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო: სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ

სასამართლოებში წარმოებს ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, თუ საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო

ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი არ დაიშვება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკორების საქმეთა პალატის 2008 წლის 10 ნოემბრის განჩინებით კერძო საჩივრის ავტორს დაევალა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 3 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარის ჩარიცხვის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენა.

2008 წლის 14 ნოემბერს ბ. ლ-შვილმა განცხადებით მომართა საკასაციო პალატას და აღნიშნა, რომ არის უმუშევარი და მოითხოვა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლება ან გადავადება.

უზენაესი სასასმართლოს 2008 წლის 19 ნოემბრის განჩინებით კერძო საჩივრის ავტორს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა 5 დღით.

2008 წლის 28 ნოემბერს ბ. ლ-შვილმა განცხადებით მომართა საკასაციო პალატას და მოითხოვა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2008 წლის 8 დეკემბრის განჩინებით კერძო საჩივრის ავტორს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა 5 დღით.

2008 წლის 17 დეკემბეერს ბ. ლ-შვილმა განცხადებით მომართა საკასაციო პალატას და მოითხოვა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლება ან გადავადება.

საკასაციო პალატა გაეცნო განცხადებას და მიაჩნია, რომ განმცხადებლის მიერ მითითებული გარემოება ვერ იქნება გაზიარებული, ვინაიდან სამოქალაქო საპროცესი კოდესის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს, მოქალაქის ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, თუ მოქალაქე დაასაბუთებს სასამართლო ხარჯების გადახდის შეუძლებლობას და სასამართლოს წარუდგენს უტყუარ მტკიცებულებებს, შეუძლია მთლიანად ან ნაწილობრივ გაათავისუფლოს იგი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

მართალია საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ ბ. ლ-შვილი 2001 წლის 22 თებერვლიდან განთავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 95-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, მაგრამ აღნიშნული გარემოება არ წარმოადგენს სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების საფუძველს.

პალატა თვლის, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის ბოლო წინადადების თანახმად, კერძო საჩივარი დაუშვებელია და უნდა დარჩეს განუხილველი.

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით, 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ბ. ლ-შვილის კერძო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

31

Page 32: სამოქალაქო პროცესის ზოგადი დებულებანი კერძო საჩივრები*! · სამოქალაქო,

6. სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება

განჩინება

# -839-11

ას 52-07 15 თებერვალი, 2008 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე), მ. ცისკაძე (მომხსენებელი), ნ. კვანტალიანი

დავის საგანი: ბრძანების ბათილად ცნობა და სამუშაოზე აღდგენა აღწერილობითი ნაწილი: გ. მ-იამ 2007 წლის მარტში სასარჩელო განცხადებით მიმართა სასამართლოს მოპასუხე ... #5

საჯარო სკოლის მიმართ და მოითხოვა სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების გაუქმება, სამუშაოზე აღდგენა, ასევე, შელახული პატივის, ღირსების და საქმიანი რეპუტაციის აღდგენა. მოსარჩელის მითითებით, იგი 2007 წლის 15 თებერვლამდე მუშაობდა ... #5 საჯარო სკოლაში რუსული ენისა და ლიტერატურის, ასტრონომიისა და დაწყებითი სამხედრო მომზადების პედაგოგად. 2007 წლის 15 თებერვლის ბრძანებით იგი გაათავისუფლეს სამსახურიდან, რაც მიაჩნია უკანონოდ და დაუსაბუთებლად შემდეგ გარემოებათა გამო: ბრძანების საფუძველი გახდა მოსწავლეთა საჩივარი და პედაგოგიური საბჭოს სხდომის ოქმი, თუმცა ბრძანებაში მითითებული არ არის სკოლის რომელ ორგანოში, დირექტორთან თუ სამერვეო საბჭოში შევიდა მოსწავლეთა განცხადება მისი სამსახურიდან გათავისუფლების მოთხოვნით. მოსარჩელის განმარტებით, საჯარო სკოლის წესდების მე-15 მუხლში მითითებულია, რომ მოსწავლეთა საჩივარი კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებების დარღვევისას შედის სკოლის დირექტორთან, რომელიც მას განიხილავს ორი კვირის ვადაში. ბრძანებაში აღნიშნულია, რომ განცხადება განხილულ იქნა კრებაზე რომელზეც მოსწავლეებმა და მშობლებმა მოითხოვეს გ. მ-იას სამუშაოდან გათავისუფლება. მოსარჩელის მითითებით, საჯარო სკოლის წესდებით მშობელთა კრება არ არის კომპეტენტური გამოიტანოს გადაწყვეტილება, რომელიც საფუძვლად დაედება ბრძანებას მასწავლებლის განთავისუფლების თაობაზე. გ. მ-იას განმარტებით, დირექტორმა ბრძანების გამოცემისას დაარღვია საჯარო სკოლის წესდების მე-15-ე მუხლი, «საქართველოს ზოგადი განათლების შესახებ» კანონის მე-13 მუხლის მე-6 ნაწილი, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილი, 95-ე მუხლის მეორე ნაწილი და 96-ე მუხლის 1-ლი ნაწილი. მისი აზრით აღნიშნული მუხლების დარღვევა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძველია და მან მოითხოვა 2007 წლის 15 თებერვლის #25 ბრძანების ბათილად ცნობა და სამუშაოზე აღდგენა.

სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილებით გ. მ-იას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა გ. მ-იას წარმომადგენელმა. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 7 ივნისის

განჩინებით გ. მ-იას სააპელაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 4 ივლისის

განჩინებით გ. მ-იას სააპელაციო საჩივარი განსჯადობით გადაეცა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ გ. მ-ია ვერ აკმაყოფილებს «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის მე-4 მუხლის მოთხოვნას, იგი არ არის შეყვანილი საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის #286 ბრძანებულებით დამტკიცებულ საჯარო მოსამსახურეთა რეესტრის ჩამონათვალში და, შესაბამისად, არ წარმოადგენს საჯარო მოსამსახურეს. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით პალატამ განმარტა, რომ გ. მ-იას სამსახურიდან გათავისუფლების კანონიერების საკითხი უნდა განიხილოს სამოქალაქო საქმეთა განმხილველმა სასამართლომ შრომის კოდექსის დებულებათა საფუძველზე.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 11 ივლისის განჩინებით, გ. მ-იას სააპელაციო საჩივრის ხარვეზის შესავსებად, კერძოდ, სახელმწიფო ბაჟის გადასახდელად დაენიშნა 7 დღე განჩინების ასლის ჩაბარებიდან.

გ. მ-იამ 2007 წლის 25 ივლისს განცხადებით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას, რომლითაც მოითხოვა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლება მატერიალური სიდუხჭირის გამო და წარმოადგინა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად ცნობის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილება და პენსიის შესახებ ცნობა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 22 აგვისტოს განჩინებით გ. მ-იას სააპელაციოს საჩივრის ხარვეზის შესავსებად გაუგრძელდა საპროცესო ვადა 7 დღით.

32

Page 33: სამოქალაქო პროცესის ზოგადი დებულებანი კერძო საჩივრები*! · სამოქალაქო,

გ. მ-იამ 2007 წლის 12 სექტემბერს კვლავ მიმართა განცხადებით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას და მოითხოვა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლება ან გადახდის გადავადება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 17 სექტემბრის განჩინებით გ. მ-იას სააპელაციოს საჩივრის ხარვეზის შესავსებად გაუგრძელდა საპროცესო ვადა 7 დღით.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 8 ოქტომბრის განჩინებით გ. მ-იას სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი იმ საფუძვლით, რომ მას ხარვეზის შევსების თაობაზე სააპელაციო პალატის 2007 წლის 17 სექტემბრის განჩინება ჩაბარდა 2007 წლის 21 სექტემბერს, მის წარმომადგენელს ხვიჩა თავაძეს კი 2007 წლის 23 სექტემბერს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით განსაზღვრული წესების დაცვით. სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა ამავე კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილი, რომლის თანახმად, თუ დანიშნულ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი არ მიიღება. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, ვინაიდან გ. მ-იამ გაუშვა ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული 21 დღიანი ვადა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივარი განუხილველად დატოვა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 8 ოქტომბრის განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა გ. მ-იამ, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღება. კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად დატოვა განუხილველი მისი სააპელაციო საჩივარი იმ მოტივით, რომ გ. მ-იამ მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის გამო ვერ შეძლო ხარვეზის შევსება, სახელმწიფო ბაჟის გადახდა. მან კერძო საჩივარში მიუთითა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის შესაბამისად მოითხოვა სასამართლოს გადაედო სახელმწიფო ბაჟის გადახდა გადაწყვეტილების გამოტანამდე, რადგან მის შემოსავალს წარმოადგენს პენსია, რომელიც საკმარისი არ არის სახელმწიფო ბაჟის დასაფარავად და დრო სჭირდებოდა. კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, მოქმედი კანონმდებლობა სასამართლოს უფლებას აძლევს, მხარეს ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით გადაუვადოს სახელწიფო ბაჟის გადახდა. გ. მ-ია ასევე მიუთითებს რომ, აღნიშნული საქმე განხილული უნდა იქნეს ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით, ვინაიდან განათლების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, სკოლის დირექტორი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტს, ხოლო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტის ბათილობის თაობაზე მოთხოვნები განიხილება ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით. ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ კი საქმე განსახილველად გადაუგზავნა სამოქალაქო საქმეთა პალატას, ამის საფუძვლად კი ის გარემოება მიუთითა, რომ პედაგოგი გ. მ-ია არ არის შეტანილი პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის #286 ბრძანებულებით დამტკიცებულ საჯარო მოსამსახურეთა რეესტრის ჩამონათვალში და, შესაბამისად, არ წარმოადგენს საჯარო მოსამსახურეს. კერძო საჩივრის ავტორმა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის «გ» ქვეპუნქის შესაბამისად მიუთითა, რომ, თუ საქმე განსჯადობის დარღვევით იყო განხილული, მოსამართლეს გადაწყვეტილება უნდა გაეუქმებინა და საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაებრუნებინა პირველი ინსტანციის სასამართლოში.

სამოტივაციო ნაწილი: საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, კერძო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად

თვლის, რომ გ. მ-იას კერძო საჩივარი ნაწილობრვ უნდა დაკმაყოფილდეს, მოცემულ საქმეზე უნდა გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 8 ოქტომბრის განჩინება და საქმე გ. მ-იას სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შესამოწმებლად დაუბრუნდეს იმავე პალატას შემდეგ გარემოებათა გამო:

როგორც საქმის მასალებით ირკვევა, გ. მ-იამ 2007 წლის 12 სექტემბერს განცხადებით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას და მოითხოვა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლება ან გადახდის გადავადება. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 17 სექტემბრის განჩინებით გ. მ-იას სააპელაციოს საჩივრის ხარვეზის შესავსებად გაუგრძელდა საპროცესო ვადა 7 დღით. საკასაციო პალატას დაუსაბუთებლად მიაჩნია სააპელაციო პალატის 2007 წლის 8 ოქტომბრის განჩინება გ. მ-იას სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ, რადგან სააპელაციო პალატამ განჩინების სამოტივაციო ნაწილში ერთის მხრივ მიუთითა, რომ გ. მ-იამ 2007 წლის 12 სექტემბერს მოითხოვა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება, მაგრამ საერთოდ არ იმსჯელა ამ შუამდგომლობის თაობაზე; სააპელაციო პალატამ განჩინებაში მიუთითა მხოლოდ, რომ 2007 წლის 17 სექტემბერს აპელანტს ხარვეზის შესავსებად გაუგრძელდა ვადა. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სააპელაციო პალატის 2007 წლის 17 სექტემბრის განჩინებაშიც სასამართლომ საერთოდ არ იმსჯელა გ. მ-იასათვის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლით გათვალისწინებული სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების საფუძვლიანობაზე; სასამართლომ მხოლოდ მიუთითა, რომ გ. მ-იას მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები არ ათავისუფლებენ პირს სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

33

Page 34: სამოქალაქო პროცესის ზოგადი დებულებანი კერძო საჩივრები*! · სამოქალაქო,

ყოველივე ზემოაღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ სააპელაციო სასამართლომ გ. მ-იას სააპელაციო საჩივარი ისე დატოვა განუხილველი, საერთოდ არ იმსჯელა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადადების მოთხოვნის საფუძვლიანობაზე, რის გამოც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის «ე1» ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.

სარეზოლუციო ნაწილი: საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე, 284-ე

მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

გ. მ-იას კერძო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს. გაუქმდეს მოცემულ საქმეზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007

წლის 8 ოქტომბრის განჩინება და საქმე გ. მ-იას სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შესამოწმებლად დაუბრუნდეს იმავე პალატას.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება

განჩინება

#ას-777-1101-07 15 თებერვალი, 2008 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლო სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე), მ. ცისკაძე (მომხსენებელი), ნ. კვანტალიანი

დავის საგანი: სესხის ხელშეკრულების და მოთხოვნის უფლების დათმობის ხელშეკრულების

ბათილად ცნობა. აღწერილობითი ნაწილი: ა. თ-ძემ 2001 წლის აპრილში სასარჩელო განცხადებით მიმართა სასამართლოს მოპასუხე შპს

«კვისკო დიპლომატ მოტორსის» მიმართ და მოითხოვა შპს «არგომაროილსა და შპს «კვისკო დიპლომატ მოტორსს» შორის 2001 წლის 1 სექტემბერს დადებული სესხის და შპს «არგომაროილსა» და ა. თ-ძეს შორის 2001 წლის 27 თებერვალს დადებული ვალის მოთხოვნის უფლების დათმობის ხელშეკრულებების ბათილად ცნობა. მოსარჩელის მითითებით, 2000 წლის 1 სექტემბერს შპს «არგომაროილსა» და შპს «კვისკო დიპლომატ მოტორსს» შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება, რომლის მიხედვით, შპს «არგომაროილმა» მოპასუხეს ასესხა 390000 აშშ დოლარი. ხელშეკრულებით განისაზღვრა პროცენტი სესხით სარგებლობისათვის სესხის თანხის წლიური 10%-ის ოდენობით, ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2002 წლის 1 სექტემბრამდე. სესხის გადახდის გრაფიკის მიხედვით, მსესხებელს არა უგვიანეს ყოველი თვის 30 რიცხვისა უნდა დაებრუნებინა 16250 აშშ დოლარი ძირითადი თანხა და 2083 აშშ დოლარი, სესხზე დარიცხული პროცენტის ყოველთვიური განაკვეთი. ხელშეკრულების 2.5 პუნქტის თანახმად, გრაფიკის დარღვევის შემთხვევაში გამსესხებელს უფლება ჰქონდა შეეწყვიტა ხელშეკრულება და მოეთხოვა მსესხებლისათვის ამავე ხელშეკრულების 2.2 პუნქტში მითითებული თანხის 429 000 აშშ დოლარის ერთდროულად და სრულად დაბრუნება. შპს «არგომაროილმა» 2001 წლის 27 თებერვალს აღნიშნული სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოთხოვნის უფლება დაუთმო ა. თ-ძეს და ამ უკანასკნელმა დაიკავა კრედიტორის ადგილი. მოსარჩელის მითითებით, მოპასუხემ არ შეასრულა სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და მოითხოვა შპს «კვისკო დიპლომატ მორტორსისათვის» 429 000 აშშ დოლარის გადახდის დაკისრება ა. თ-ძის სასარგებლოდ.

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 1 აგვისტოს განჩინებით შპს «კვისკო დიპლომატ მოტორსის» ქონებაზე გაიხსნა გაკოტრების საქმის წარმოება და დაინიშნა გაკოტრების მმართველი, რის შემდეგაც შპს «კვისკო დიპლომატ მოტორსს» განსახილველ დავაში წარმოადგენდა გაკოტრების მმართველი.

თბილისის საოლქო სასამართლოს 2002 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. შპს «კვისკო დიპლომატ მოტორსს» დაეკისრა 429 000 აშშ დოლარის გადახდა ა. თ-

34

Page 35: სამოქალაქო პროცესის ზოგადი დებულებანი კერძო საჩივრები*! · სამოქალაქო,

ძის სასარგებლოდ. გადაწყვეტილება მხარეებს საკასაციო წესით არ გაუსაჩივრებიათ და იგი შევიდა კანონიერ ძალაში.

თბილისის საოლქო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანამდე 2001 წლის 4 ოქტომბერს ზემოაღნიშნულ დავის საგანსა და საფუძველზე დამოუკიდებელი სარჩელი აღძრა მესამე პირმა შპს «კვისკო მოტორსმა». სასამართლოს 2001 წლის 8 ოქტომბრის განჩინებით მესამე პირის დამოუკიდებელი სარჩელი არ იქნა მიღებული წარმოებაში. სასამართლოს ეს განჩინება შპს «კვისკო მოტორსის» კერძო საჩივრის საფუძველზე გაუქმდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2002 წლის 31 ივლისის განჩინებით და სარჩელი განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს. ამ სარჩელის განხილვამდე შპს «კვისკო მოტორსის» და შპს «კვისკო დიპლომატ მოტორსის» წარმომადგენლებმა მოითხოვეს საოლქო სასამართლოს 2001 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა. საოლქო სასამართლოს 2002 წლის 11 დეკემბრის განჩინებით განცხადება მიჩნეულ იქნა დაუშვებლად, რაც კერძო საჩივრით გაასაჩივრეს განმცხადებლებმა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2003 წლის 27 იანვრის განჩინებით კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

სარჩელში მითითებულია, რომ შპს «კვისკო მოტორსი» არის შპს «კვისკო დიპლომატ მოტორსის» ერთადერთი პარტნიორი და მას ეკუთვნის საზოგადოების საწესდებო კაპიტალის 100%. მოსარჩელემ მიუთითა, რომ «მეწარმეთა შესახებ» საქართველოს კანონის 14.3 თანახმად ლიკვიდირებული საზოგადოების დარჩენილი ქონება ვალების დაფარვის შემდეგ უნდა განაწილდეს პარტნიორთა შორის, საზოგადოების ერთადერთ პარტნიორს კი მოსარჩელე წარმოადგენს და ვალების გასტუმრების შემდეგ მისი ქონება უნდა გადაეცეს შპს «კვისკო მოტორსს», რის გამოც უსაფუძვლოდ აღიარებული კრედიტორის მხრიდან საფრთხე ემუქრება მის ქონებრივ ინტერესებს. სარჩელში მითითებულია, რომ 2004 წლის 4 აპრილის სესხის ხელშეკრულებას შპს «კვისკო დიპლომატ მოტორსის» სახელით ხელს აწერდა ა. თ-შვილი. ამ დროს კი საზოგადოების დირექტორი იყო ა. ს-ძე, თ-შვილი კი დირექტორად დაინიშნა 2000 წლის 15 აგვისტოს. მოსარჩელემ მიუთითა, რომ შპს «არგომაროილი» არ არის რეგისტრირებული არც კვიპროსში, არც საქართველოში. იურიდიული პირის უფლებაუნარიანობა, სამოქალაქო კოდექსის 25-ე მუხლის მეოთხე პუნქტის თანახმად, წარმოიშობა მისი რეგისტრაციის მომენტიდან. ამავე კანონის 109-ე მუხლის «დ» ქვეპუნქტის მიხედვით კი წარმომადგენლობითი უფლებამოსილება ქარწყლდება ქმედუუნარობის დადგომით, ე.ი. 2004 წლის 4 აპრილის, 1 სექტემბრის და 2001 წლის 27 თებერვლის ხელშეკრულებები წარმოადგენს შპს «არგომაროილის» სახელით გაქარწყლებული უფლებამოსილების მქონე წარმომადგენლების მიერ დადებულ თვალთმაქცურ გარიგებებს, რის გამოც ისინი ექვემდებარება გაუქმებას. ამასთან, 2000 წლის 1 სექტემბრის ხელშეკრულების 2.1 პუნქტის თანახმად ხელშეკრულებაში მითითებული თანხა გამსესხებელს უნდა ჩაერიცხა ამავე ხელშეკრულებაში მითითებულ ანგარიშზე. ამ ანგარიშზე 2000 წლის 5 აგვისტოს შეტანილია 50000 აშშ დოლარი, ხოლო დანარჩენი თანხა შეტანილია სხვა ანგარიშებზე, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ 2000 წლის 1 სექტემბრის ხელშეკრულება თვალთმაქცურია და მიმართულია მასში მონაწილე მხარეების მხრიდან შპს «კვისკო დიპლომატ მოტორსის» ხელოვნურად გაკოტრებისაკენ.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2003 წლის 10 მარტის გადაწყვეტილებით შპს «კვისკო მოტორსის» სარჩელი მოპასუხე ა. თ-ძის მიმართ 2000 წლის 1 სექტემბრის სესხისა და 2001 წლის 27 თებერვლის მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულებების ბათილად ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2005 წლის 21 ივლისის განჩინებით შპს «კვისკო მოტორსის» საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა - გაუქმდა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2003 წლის 10 მარტის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა თბილისის საქალაქო სასამართლოს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 5 აპრილის გადაწყვეტილებით შპს «კვისკო მოტორსის» სარჩელი 2001 წლის 1 სექტემბრის სესხის ხელშეკრულების და 2001 წლის 27 თებერვლის მოთხოვნის უფლების დათმობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა შპს «კვისკო მოტორსის» დირექტორმა ჯ. გ-შვილმა, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების გამოტანა; სააპელაციო საჩივარს აპელანტმა თან დაურთო შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების შესახებ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე. აპელანტის შუამდგომლობა დასაბუთებულია იმით, რომ შპს „არგომაროელის» სახელით მოქმედმა პირებმა გაკოტრების საქმის წარმოების დაუსაბუთებლად აღძვრის, რომელიც შემდგომ როგორც უკანონო გაუქმდა, ჩამოაცილეს შპს „კვისკო დიპლომატ მოტორსის» და „კვისკო მოტორსის» მართვა, შემდეგ კი, ასევე, უკანონო ვალის გადახდის დაკისრებით საწარმოს ჩამოართვეს მთელი უძრავი ქონება. აპელანტის მოსაზრებით, სასამართლომ არ უნდა დაარღვიოს საწარმოს კონსტიტუციური უფლება სასამართლო წესით დაცვის თაობაზე, ასევე, ევროსაბჭოს 1985 წლის 27-29 ნოემბრის ბუქარესტის ფორუმის „დასკვნების» პირველი პუნქტი; ქ. ბორდოში ეკოლინტერნასიონალი დე ლა მაგისტრატურის შტაბ-ბინაში ევროსაბჭოს ეგიდით ფორუმის კონსენსუალური გადაწყვეტილება.

35

Page 36: სამოქალაქო პროცესის ზოგადი დებულებანი კერძო საჩივრები*! · სამოქალაქო,

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 5 ივნისის განჩინებით არ დაკმაყოფილდა შპს „კვისკო მოტორსის» შუამდგომლობა და აპელანტს ხარვეზის შესავსებად, კერძოდ სახელმწიფო ბაჟის 15600 აშშ დოლარის შესაბამისი ეკვივალენტი ლარის გადასახდელად განესაზღვრა 10 დღე ამ განჩინების ასლის ჩაბარებიდან. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ საქმეში წარმოდგენილი მასალებით დადგენილია, შპს „კვისკო დიპლომატ მოტორსის» მიმართ გახსნილია გაკოტრების წარმოება, ამავდროულად მას არ გააჩნია უძრავი ქონება, რაც საფრთხეს უქმნის მომავალში სახელმწიფო ბაჟის გადახდას. აღნიშნულის გამო სააპელაციო პალატამ არ გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლი.

შპს „კვისკო მოტორსის» წარმომადგენლებმა 2007 წლის 22 ივნისს შუამდგომლობით მიმართეს სააპელაციო სასამართლოს სააპელაციო საჩივრისათვის სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადადების მოთხოვნით და მიუთითეს, რომ სასამართლომ არასწორად ჩათვალა, შპს „კვისკო მოტორსი» გაკოტრებულად, რადგან გაკოტრების საქმე აღძრული იყო არა შპს „კვისკო მოტორსის», არამედ შპს „კვისკო დიპლომატ მოტორსის» მიმართ, შემდეგ კი საქართველოს უზენაესმა სასამართლომ უკანონოდ ჩათვალა გაკოტრების საქმის აღძვრა, განჩინება გააუქმა, რის გამოც გაკოტრების ინიციატორებმა განცხადების გატანით უარი თქვეს გაკოტრების პროცედურის გაგრძელებაზე. შუამდგომლობაში ყურადღებაა გამახვილებული იმ გარემოებაზე, რომ კრედიტორმა აუქციონზე შეიძინა მათი უძრავი ქონება, რომლის რეალური ღირებულებაც 18-ჯერ მაინც აღემატება დაკმაყოფილებული მოთხოვნის ოდენობას. ამის შემდეგ კრედიტორმა საგადასახადოს სარჩელის არარსებობის მიუხედავად, მათი ქონებიდან ორგანიზაციის საგადასახადო „ვალდებულებებიც» გაისტუმრა, ამის დასაკმაყოფილებლად დაიტოვა თავისი „მოთხოვნის» ნაწილი, რის გამოც ყადაღა ადევს ორგანიზაციის მოძრავ ქონებას, რომლის ღირებულებაა 238 288 აშშ დოლარი, ხოლო მოთხოვნის მოცემულობაა 124 266 აშშ დოლარი, ე.ი. ქონების ღირებულება 124 000 აშშ დოლარით აღემატება მოთხოვნას, რის გამოც, სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადადების შემთხვევაში, 124000 აშშ დოლარიდან შესაძლებელია სახელმწიფო ბაჟის სახით დაკისრებული თანხის გადახდა.

შუამდგომლობაში აღნიშნულია, რომ ზემოაღნიშნული თანხა ეკუთვნის არა აპელანტ „კვისკო მოტორსს», არამედ - „კვისკო დიპლომატ მოტორსის», მაგრამ შპს „კვისკო მოტორსი» წარმოადგენს შპს „კვისკო დიპლომატ მოტორსის» 100%-იანი წილის მფლობელ პარტნიორს; შპს „კვისკო მოტორსის» ქონებრივი ვალდებულების, მათ შორის, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულების შესასრულებლად გამოყენებული იქნება მისი კუთვნილი წილი სხვა კაპიტალური საზოგადოებიდან. ამჟამად კი ამ მოძრავ ქონებას ადევს ყადაღა და ამიტომ მისი განკარგვა შეუძლებელია სახელმწიფო ბაჟის გადასახდელად.

შპს „კვისკო დიპლომატ მოტორსის» დირექტორმა ჯ. გ-შვილმა 2007 წლის 29 ივნისს სააპელაციო სასამართლოს წარუდგინა შემდეგი შინაარსის განცხადება; შპს „კვისკო დიპლომატ მოტორსი» გარანტად უდგება მის პარტნიორსა და 100%-იანი წილის მფლობელს შპს „კვისკო მოტორსს» და ღებულობს ვალდებულებას მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს მიერ კრედიტორის მოთხოვნის 124266 აშშ დოლარის დაკმაყოფილების მიზნით დაყადაღებული მისი მოძრავი ქონების (რომლის საბაზრო ღირებულება აუდიტის მიერ შეფასებულია 238288 აშშ დოლარად) რეალიზაციის და კრედიტორის მოთხოვნის დაკმაყოფილების შემდეგ დარჩენილი 114022 აშშ დოლარიდან გადაიხადოს მისი პარტნიორის და 100%-იანი წილის მფლობელის შპს „კვისკო მოტორსის» სახ. ბაჟის სახით გადასახდელი თანხა - 55600 აშშ დოლარი შესაბამისი ეკვივალენტით ლარებში თუ საქმის განხილვის დამთავრების შემდეგ მისი გადახდა საბოლოოდ დაეკისრება შპს „კვისკო მოტორსს».

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 20 ივლისის განჩინებით არ დაკმაყოფილდა შპს „კვისკო მოტორსის» შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადადების თაობაზე და აპელანტს ხარვეზის შესავსებად, კერძოდ, სახელმწიფო ბაჟის სახით 15 600 აშშ დოლარის გადასახდელად განესაზღვრა 20 დღის ვადა ამ განჩინების ასლის ჩაბარებიდან. სააპელაციო სასამართლომ შპს „კვისკო მოტორსის» შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა საქმის მასალებზე დაყრდნობით და აპელანტის ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, ვინაიდა ის გარემოება, რომ დაყადაღებულია შპს „კვისკო მოტორსის» მოძრავი ქონება, ხოლო უძრავი ქონება რეალიზებულია კრედიტორის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, არ წარმოადგენს სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადადების საფუძველს.

შპს „კვისკო მოტორსის» წარმომადგენლებმა 2007 წლის 10 აგვისტოს შუამდგომლობით მიმართეს სააპელაციო სასამართლოს მათი სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღებასთან დაკავშირებით და მიუთითეს, რომ სააპელაციო სასამართლომ სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადადებაზე ისე უთხრა უარი, რომ არ გაარკვია როგორ უნდა მოხდეს ქონების დაყადაღების შემთხვევაში სახელმწიფო ბაჟის გადასახდელად მისი რეალიზაცია. სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ სწორედ მოწინააღმდეგე მხარის მიზანია ქონების დაყადაღების, გაკოტრების წარმოების გახსნის გზით მათ მოუსპო საშუალება სასამართლოს მეშვეობით მოითხოვონ დარღვეული უფლების დაცვა, რადგან სახელმწიფო ბაჟის გადახდის საშუალება აღარ გააჩნიათ. შპს „კვისკო მოტორსის» წარმომადგენლებმა შუამდგომლობაში მიუთითეს ქ. ბორდოში, ეკოლ ინტერნაციონალ დე ლა მაგისტრატურის შტაბ-ბინაში 1985 წლის 27-29 ივნისს ევროსაბჭოს ეგიდით ჩატარებულ ევროპის ქვეყნების მრავალმხრივ წარმომადგენლობით შეხვედრაზე, სადაც აღინიშნა, რომ სასამართლოების ფინანსური უზრუნველყოფის პრინციპებისგან დამოუკიდებლად ნამდვილად უნდა იქნეს უზრუნველყოფილი ყველა ადამიანის

36

Page 37: სამოქალაქო პროცესის ზოგადი დებულებანი კერძო საჩივრები*! · სამოქალაქო,

უფლება, მიიღოს მათი აღიარება და დადასტურება მოსამართლისაგან, მოსამართლისათვის მიმართვის უფლება ეკონომიკური ვითარების მიუხედავად უნდა დარჩეს ძირითადი ზრუნვის საგანი.

შპს „კვისკო მოტორსის» წარმომადგენლებმა 2007 წლის 29 აგვისტოს დამატებითი (დაზუსტებული) შუამდგომლობის მიმართეს სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვეს სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადადება შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მათი კუთვნილი მოძრავი ქონება, რომლის ღირებულებაც აუდიტის შეფასებით შეადგენს 238 288 აშშ დოლარს, დაყადაღებულია კრედიტორის მოთხოვნის - 124 266 აშშ დოლარის - გადახდის უზრუნველსაყოფად. აღნიშნული მოთხოვნის დაკმაყოფილების შემდეგ აპელანტებს დარჩებათ 114 022 აშშ დოლარი, რომელიც შვიდჯერ აღემატება სახელმწიფო ბაჟის სახით გადასახდელი ბაჟის ოდენობას. ამ ღირებულების ქონება ყადაღით სათანადოდაა დაცული და მას არც ფიზიკურად და არც სამართლებრივად საფრთხე არ ემუქრება. მათ იქვე მიუთითეს, რომ დაყადაღებული ქონების ყადაღის-გან გათავისუფლება სახელმწიფო ბაჟის გადახდის მიზნით სამოქალაქო საპროცესო და სააღსრულებო კანონმდებლობით არ არის გათვალისწინებული.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 7 სექტემბრის განჩინებით შპს „კვისკო მოტორსის» შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. განუხილველად იქნა დატოვებული შპს „კვისკო მოტორსის» სააპელაციო საჩივარი. სააპელაციო სასამართლომ თავის განჩინებაში მიუთითა, რომ აპელანტის შუამდგომლობაში მითითებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადადების ის საფუძვლები, რომელზედაც ერთხელ უკვე იმსჯელა სასამართლომ აპელანტის პირველი შუამდგომლობის განხილვისას და უარი უთხრა განმცხადებელს მითითებული საფუძვლით სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადადებაზე.

შპს „კვისკო მოტორსის» წარმომადგენლებმა კერძო საჩივარი შეიტანეს სააპელაციო პალატის 2007 წლის 7 სექტემბრის განჩინებაზე, მოითხოვეს მისი გაუქმება და მათი სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა. მათი კერძო საჩივარი ეფუძნება შემდეგ მოტივებს: სააპელაციო სასამართლომ არ იმსჯელა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადადების შუამდგომლობის იმ საფუძველზე, თუ რა სამართლებრივი მექანიზმი არსებობს დაყადაღებული ქონებიდან სახელმწიფო ბაჟის გადასახდელად. სააპელაციო პალატის განჩინება დაუსაბუთებელია, ვინაიდან სასამართლომ თავი აარიდა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადადებაზე უარის თქმის მოტივებზე მსჯელობას. სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ კერძო საჩივრის ავტორის, მატერიალური მდგომარეობა სწორედ მოწინააღმდეგე მხარის უკანონო მოქმედებითაა გამოწვეული, რადგან მათ არ ჰქონდათ საშუალება, სასამართლოს მეშვეობით დაეცვათ დარღვეული უფლება. კერძო საჩივარში მითითებულია, რომ საქართველოს უზენაესმა სასამართლომ არაერთხელ გაიზიარა მათი შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადადების შესახებ, ამიტომ სასამართლო პრაქტიკის ერთგვაროვნების პრინციპიდან გამომდინარე სააპელაციო სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა აღნიშნული. სასამართლომ არ გაითვალისწინა ასევე საერთაშორისო სამართლის იმ ნორმათა მოთხოვნები, რომლებიც უზრუნველყოფს სასამართლო უფლების დაცვის ხელმისაწვდომობას. კერძო საჩივრის ავტორები უთითებენ ბორდოში, ეკოლ ინტერნაციონალ დე ლა მაგისტრატურის შტაბ-ბინაში 1985 წლის 27-29 ივნისს ევროსაბჭოს ეგიდით ჩატარებულ ევროპის ქვეყნების მრავალმხრივ წარმომადგენლობით შეხვედრაზე, სადაც აღინიშნა, რომ სასამართლოების ფინანსური უზრუნველყოფის პრინციპებისგან დამოუკიდებლად ნამდვილად უნდა იქნეს უზრუნველყოფილი ყოველი ადამიანის უფლება მიიღოს მათი აღიარება და დადასტურება მოსამართლისაგან, მოსამართლისათვის მიმართვის უფლება ეკონომიკური ვითარების მიუხედავად უნდა დარჩეს ძირითადი ზრუნვის საგანი. მათ მიუთითებს, რომ შპს „კვისკო მოტორსი» 2002 წლიდან არ მუშაობს, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა მნიშვნელოვნად აღემატება მათი, როგორც იურიდიული პირის და როგორც მხარის ყოველთვიური შემოსავლის 5 და 20 პროცენტს. საწარმოს არ გააჩნია არც ყოველთვიური და არც პერიოდულობით განსაზღვრული შემოსავალი, რის გამოც უდავოდ უნდა იქნეს გამოყენებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლი.

სამოტივაციო ნაწილი: საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, კერძო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად

თვლის, რომ შპს «კვისკო მოტორსის» დირექტორის ჯ. გ-შვილის კერძო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, მოცემულ საქმეზე უნდა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 7 სექტემბრის განჩინება და საქმე სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შესამოწმებლად უნდა დაუბრუნდეს იმავე პალატას შემდეგ გარემოებათა გამო:

როგორც საქმის მასალებით ირკვევა, შპს «კვისკო მოტორსის» დირექტორმა სააპელაციო სასამართლოს სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადადების შუამდგომლობით თავდაპირველად მიმართა სააპელაციო საჩივრის შეტანისას. მან შუამდგომლობაში მიუთითა, რომ საზოგადოებას მოპასუხესთან ხანგრძლივი დავების გამო მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა გააჩნია და აღნიშნულის დამადასტურებლად სასა-მართლოს წარუდგინა სს «თიბისი» ბანკის ამონაწერები შპს «კვისკო მოტორსის» ანგარიშების თაობაზე 2007 წლის 15 მაისის მდგომარეობით. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 5 ივნისის განჩინებით არ დაკმაყოფილდა შპს „კვისკო მოტორსის» შუამდგომლობა და აპელანტს ხარვეზის შესავსებად განესაზღვრა ვადა. სააპელაციო პალატამ 2007 წლის 5 ივნისის განჩინებაში მიუთითა, რომ საქმეში წარმოდგენილი მასალებით დადგენილია, შპს „კვისკო დიპლომატ

37

Page 38: სამოქალაქო პროცესის ზოგადი დებულებანი კერძო საჩივრები*! · სამოქალაქო,

მოტორსის» მიმართ გახსნილია გაკოტრების წარმოება, ამავდროულად მას არ გააჩნია უძრავი ქონება, რაც საფრთხეს უქმნის მომავალში სახელმწიფო ბაჟის გადახდას. აღნიშნულის გამო, სააპელაციო პალატამ არ გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლი. შპს „კვისკო მოტორსის» წარმო-მადგენლებმა 2007 წლის 22 ივნისს კვლავ შუამდგომლობით მიმართეს სააპელაციო სასამართლოს და მიუთითეს, რომ სასამართლომ არასწორად ჩათვალა, შპს „კვისკო მოტორსი» გაკოტრებულად, რადგან გაკოტრების საქმე აღძრული იყო არა შპს „კვისკო მოტორსის», არამედ შპს „კვისკო დიპლომატ მოტორსის» მიმართ, შემდეგ კი საქართველოს უზენაესმა სასამართლომ უკანონოდ ჩათვალა გაკოტრების საქმის აღძვრა, განჩინება გააუქმა, რის გამოც გაკოტრების ინიციატორებმა განცხადების გატანით უარი თქვეს გაკოტრების პროცედურის გაგრძელებაზე. ამ შუამდგომლობით მოსარჩელე ორგანიზაციამ მოითხოვა შპს «კვისკო მოტორსის» რთული ეკონომიური მდგომარეობის გამო სააპელაციო საჩივრისათვის სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადადება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 7 სექტემბრის განჩინებით შპს „კვისკო მოტორსის» შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა, განუხილველად იქნა დატოვებული შპს „კვისკო მოტორსის» სააპელაციო საჩივარი. სააპელაციო სასამართლომ თავის განჩინებაში მიუთითა, რომ აპელანტის შუამდგომლობაში მითითებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადადების ის საფუძვლები, რომელზედაც ერთხელ უკვე იმსჯელა სასამართლომ აპელანტის პირველი შუამდგომლობის განხილვისას და უარი უთხრა განმცხადებელს მითითებული საფუძვლით სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადადებაზე (723-724). საკასაციო პალატას დაუსაბუთებლად მიაჩნია სააპელაციო პალატის ამგვარი მოსაზრება, რადგან სასამართლომ არ იმსჯელა, შპს «კვისკო მოტორსის» ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით არსებობდა თუ არა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლით გათვალისწინებული სასამართლო ხარჯების გადახდის გადავადების საფუძვლები.

საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს შპს «კვისკო მოტორსისათვის» სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადადების საკითხი უნდა გადაეწყვიტა, მისი ეკონომიური მდგომარეობის თაობაზე მითითებული ფაქტობრივი გარემოებებს გამორკვევისა და შეფასების შედეგად.

ყოველივე ზემოაღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ სააპელაციო პალატის განჩინების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია, რის გამოც იგი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის «ე1» პუნქტის თანახმად, კანონის დარღვევით მიღებულად უნდა ჩაითვალოს.

სარეზოლუციო ნაწილი: საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე, 284-ე

მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა: შპს «კვისკო მოტორსის» დირექტორის ჯ. გ-შვილის კერძო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს. მოცემულ საქმეზე გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის

2007 წლის 7 სექტემბრის განჩინება და საქმე სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შესამოწმებლად დაუბრუნდეს იმავე პალატას.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება

განჩინება

#ას-154-423-08 11 ივნისი, 2008 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე), თ. თოდრია (მომხსენებელი), რ. ნადირიანი

დავის საგანი: აქციონერად დარეგისტრირება. აღწერილობითი ნაწილი: ი. ჩ-ძემ სასარჩელო განცხადება შეიტანა სასამართლოში შპს დამოუკიდებელ რეგისტრატორ

«რეესტრის ცენტრის» მიმართ და მოითხოვა აქციათა რეესტრში ი. ჩ-ძის სახელზე სს «მეგობრობის» აქციათა 63,27 პროცენტის რეგისტრაცია ა. კ-იას აქციების 35,821 პროცენტის ხარჯზე.

38

Page 39: სამოქალაქო პროცესის ზოგადი დებულებანი კერძო საჩივრები*! · სამოქალაქო,

მოსარჩელემ მიუთითა, რომ 2005 წლის 14 ივნისის სანოტარო აქტის საფუძველზე იგი გახდა სს «მეგობრობის» აქციათა 63,27%-ის მესაკუთრე ა. კ-იას კუთვნილი აქციების ხარჯზე. აღნიშნული სანოტარო აქტი კანონიერად იქნა ცნობილი ლანჩხუთის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 12 ოქტომბრის აწ უკვე კანონიერ ძალაში არსებული გადაწყვეტილებით. ა. კ-ია და გ. ე-ძე არ დაელოდნენ სააპელაციო სასამართლოში მისი სააპელაციო საჩივრის განხილვას და შპს «რეესტრ-ცენტრთან» გააფორმეს ხელშეკრულება და რეგისტრატორს წარუდგინეს სანოტარო აქტი და სასამართლოს გადაწყვეტილება, რითაც შეცდომაში შეიყვანეს რეგისტრატორი. მისთვის აღნიშნული ფაქტი შემთხვევით გახდა ცნობილი და მან რეგისტრატორს წარუდგინა სანოტარო აქტი და სასამართლო გადაწყვეტილება. რეგისტრატორმა მას უარი უთხრა სს «მეგობრობის» აქციონერთა რეესტრში მის სახელზე აქციების 63%-ის დარეგისტრირებაზე.

ბათუმის საქალაქო სასამრთლოს 2007 წლის 8 ივნისის გადაწყვეტილებით ი. ჩ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა.

აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა სს «მეგობრობის» დირექტორმა ა. კ-იამ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 27 სექტემბრის განჩინებით აპელანტს, სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობის გამო, მიეცა 7-დღიანი ვადა ხარვეზის შესავსებად.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 7 ნოემბრის განჩინებით ა. კ-იას გაუგრძელდა ვადა ხარვეზის შესავსებად, კერძოდ, მას უნდა განესაზღვრა დავის საგნის ღირებულება და, შესაბამისად, გადაეხადა სახელმწიფო ბაჟი.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 17 დეკემბრის განჩინებით მოცემულ საქმეზე განისაზღვრა დავის საგნის ღირებულება 50000 ლარის ოდენობით და აპელანტს დაევალა აღნიშნული თანხის 4%-ის - 2000 ლარის გადახდა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 8 იანვრის განჩინებით სს «მეგობრობის» დირექტორ ა. კ-იას სააპელაციო საჩივარი სახელმწიფო ბაჯის გადაუხდელობის გამო დარჩა განუხილველად.

აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ა. კ-იამ. მან მიუთითა, რომ სასამართლომ არასწორად დატოვა მისი სააპელაციო საჩივარი განუხილველად. მან გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი 440 ლარის ოდენობით, სააპელაციო სასამართლომ კი არასაკმარისად მიიჩნია გადახდილი სახელმწიფო ბაჟი და დაავალა 2000 ლარის გადახდა, რაც მისი აზრით არასწორია.

სამოტივაციო ნაწილი: საკასაციო სასამართლო საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო კერძო საჩივარს და მიაჩნია, რომ ა.

კ-იას კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო: სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის პირველი ნაწილის ბოლო წინადადების

შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა არ არსებობს, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.

დადგენილია, რომ ა. კ-იას ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 27 სექტემბრის განჩინებით დაევალა დავის საგნის ღირებულების განსაზღვრა და, შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟის გადახდა. ა. კ-იამ სასამართლოში წარმოადგინა სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითარი 150 ლარის ოდენობით. ქუთაისის სააპელაციო სასამრთლოს 2007 წლის 7 ნოემბრის განჩინებით ა. კ-იას კვლავ მიეცა ვადა ხარვეზის შესავსებად, კერძოდ, სასამართლომ მის მიერ გადახდილი 150 ლარი მიიჩნია არასაკმარისად. ა. კ-იამ სასამართლოში წარმოადგინა სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითარი 291 ლარის ოდენობით. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 17 დეკემბრის განჩინებით მოცემულ საქმეზე განისაზღვრა დავის საგნის ღირებულება 50000 ლარის ოდენობით და აპელანტს დაევალა აღნიშნული თანხის 4%-ის – 2000 ლარის გადახდა. ა. კ-იამ განცხადებით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება ან შემცირება. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 8 იანვრის განჩინებით სს «მეგობრობის» დირექტორ ა. კ-იას სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.

მოცემულ შემთხვევაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 17 დეკემბრის განჩინებით ა. კ-იას განემარტა, რომ მის მიერ წარმოდგენილი საკუთრების მინდობის მინდობლობა, სადაც სს «მეგობრობაში» ა. კ-იას სახელზე რიცხული აქცია შეფასებულია 11000 ლარად 2004 წლის 3 სექტემბერს იყო შედგენილი. საქმეში კი წარმოდგენილი იყო ა. კ-იასა და ი. ჩ-ძეს შორის დადებული 2005 წლის 14 ივნისის ხელშეკრულება აქციათა უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის შესახებ, რომლითაც ა. კ-იამ სს «მეგობრობაში» მის სახელზე რიცხული აქციები უსასყიდლოდ საკუთრებაში გადასცა ი. ჩ-ძეს. აღნიშნულ ხელშეკრულებაში მითითებულია, რომ გადასაცემ აქციათა ღირებულება, მხარეთა განცხადებით, 50000 ლარად არის შეფასებული. აქედან გამომდინარე, აპელანტს დაევალა აღნიშნული თანხის 4%-ის – 2000 ლარის გადახდა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-40 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დავის საგნის ფასზე მიუთითებს მოსარჩელე. თუ მოსარჩელის მიერ მითითებული ფასი აშკარად არ შეესაბამება სადავო ქონების რეალურ ღირებულებას, დავის საგნის ფასს განსაზღვრავს მოსამართლე სადავო ქონების საბაზრო ღირებულების მიხედვით.

39

Page 40: სამოქალაქო პროცესის ზოგადი დებულებანი კერძო საჩივრები*! · სამოქალაქო,

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლია ერთ ან ორივე მხარეს გადაუდოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდა ანდა შეამციროს ამ ხარჯების ოდენობა.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში დადგენილია დავის საგნის ღირებულება, კერძოდ, სადავო აქციათა ღირებულება განისაზღვრა 50000 ლარის ოდენობით, შესაბამისად, აპელანტს უნდა გადაეხადა აღნიშნული თანხის 4%, რაც შეადგენს 2000 ლარს. ა. კ-იამ კი გადაიხადა მხოლოდ 440 ლარი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება. მოცემულ შემთხვევაში აპელანტმა არ შეავსო ხარვეზი განჩინებით განსაზღვრულ ვადაში და ამდენად, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ სწორად გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლი და განუხილველად დატოვა სააპელაციო საჩივარი.

სარეზოლუციო ნაწილი: საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლით

და

დ ა ა დ გ ი ნ ა: ა. კ-იას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს; უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 8

იანვრის განჩინება; საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

7. სასამართლო შეტყობინება და დაბარება

მოსამართლის შეცვლა საქმის წარმოების დროს

განჩინება

#ას-897-1204-07 28 იანვარი, 2008 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი), ნ. კვანტალიანი, მ. ცისკაძე

დავის საგანი: სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა აღწერილობითი ნაწილი: 2006 წლის 4 ივლისს მ. კ-ძემ ბათუმის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა თ. ვ-ძის

წინააღმდეგ და უკანონო მშენებლობის მოშლა და საერთო საკუთრებიდან მოპასუხის კუთვნილი წილის გამიჯვნა მოითხოვა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 22 მაისის გადაწყვეტილებით მ. კ-ძის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და თ. ვ-ძეს ქ. ბათუმში, ... ქ. #36-ში აგებული საცხოვრებელი სახლის ნაგებობის მოშლა დაევალა.

2007 წლის 29 ივნისს თ. ვ-ძემ სააპელაციო საჩივრით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიმართა და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით საცხოვრებელი სახლის მშენებლობის ნებართვის მიღება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 26 სექტემბრის განჩინებით თ. ვ-ძის ხარვეზის შევსება, კერძოდ, სახელმწიფო ბაჟის გადახდა, დაევალა და ამისთვის 7-დღიანი ვადა მიეცა. ამავე სასამართლოს 2007 წლის 24 ოქტომბრის განჩინებით თ. ვ-ძის სააპელაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, განუხილველი დარჩა. სააპელაციო პალატის განმარტებით, თ. ვ-ძემ საცხოვრებელი მისამართი შეიცვალა, რის შესახებაც სააპელაციო პალატას არ აცნობა. ასეთი ცნობის უქონლობისას კი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლის შესაბამისად, უწყება სასამართლოსათვის ცნობილ უკანასკნელ მისამართზე იგზავნება და ჩაბარებულად ითვლება, თუნდაც ადრესატი ამ მისამართზე აღარ ცხოვრობდეს.

40

Page 41: სამოქალაქო პროცესის ზოგადი დებულებანი კერძო საჩივრები*! · სამოქალაქო,

2007 წლის 14 ნოემბერს თ. ვ-ძემ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატას კერძო საჩივრით მიმართა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 24 ოქტომბრის განჩინების გაუქმება მოითხოვა. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, მას მისამართი არ შეუცვლია, ხოლო მითითებულ მისამართზე ხარვეზის განჩინების ასლი «სახალხო ფოსტის» თანამშრომლის დაუდევრობის გამო არ ჩაჰბარებია. თ. ვ-ძემ კერძო საჩივარს «სახალხო ფოსტის» საფოსტო სამსახურის უფროსის პასუხი და «სახალხო ფოსტის» მე-7 უბნის კურიერის ახსნა-განმარტებითი ბარათი დაურთო.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 3 დეკემბრის განჩინებით თ. ვ-ძის კერძო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში.

სამოტივაციო ნაწილი: საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი

დასაბუთებულობა და მიაჩნია, რომ თ. ვ-ძის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და საქმე სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ხელახლა შესამოწმებლად ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა იმავე პალატას უნდა დაუბრუნდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმეში წარმოდგენილი საფოსტო შეტყობინებით ირკვევა, რომ სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 26 სექტემბრის განჩინება ადრესატ თ. ვ-ძეს არ ჩაჰბარდა, ჩაუბარებლობის მიზეზად კი მითითე-ბულია, რომ «ამ მისამართზე ასეთი არავინაა». აღნიშნულ განმარტებაზე დაყრდნობით სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ თ. ვ-ძემ საცხოვრებელი მისამართი შეიცვალა, რის შესახებაც საქმის განმხილველ სასამართლოს არ აცნობა, ამიტომ, გზავნილი ჩაბარებულად ჩაითვალა და სააპელაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, განუხილველი დარჩა.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საფოსტო შეტყობინებაზე აღნიშნული მითითება, იმასთან დაკავშირებით, რომ «ამ მისამართზე არავინაა», არ წარმოადგენს მისამართის შეცვლის ფაქტის დადასტურებულად მიჩნევისა და შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს. საკასაციო პალატა თვლის, რომ, ვინაიდან თ. ვ-ძეს ხარვეზის განჩინება 70-ე-78-ე მუხლებით გათვალისწინებული წესების შესაბამისად არ ჩაჰბარდა, ამიტომ ამავე კოდექსის 76-ე მუხლის გამოყენება და აღნიშნული საფუძვლით სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება დაუშვებელია.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 24 ოქტომბრის განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმე სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ხელახლა შესამოწმებლად ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს უნდა დაუბრუნდეს.

სარეზოლუციო ნაწილი: საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 76-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

თ. ვ-ძის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს; მოცემულ საქმეზე გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007

წლის 24 ოქტომბრის განჩინება და საქმე თ. ვ-ძის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ხელახლა შესამოწმებლად დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს იმავე პალატას;

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მისამართის შეცვლა საქმის წარმოების დროს

განჩინება

#ას-956-1262-07 30 იანვარი, 2008 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე), თ. თოდრია (მომხსენებელი), რ. ნადირიანი

დავის საგანი: დავალიანების გადახდა აღწერილობითი ნაწილი: 2000 წლის 21 მარტს თ. ჯ-ძესა და შპს „საქენერგო 2000-ს» შორის გაფორმდა კონტრაქტი

დამოუკიდებელი იურიდიული კონსულტანტის დაქირავების შესახებ. კონტრაქტის 2.1-ე მუხლით, თ.

41

Page 42: სამოქალაქო პროცესის ზოგადი დებულებანი კერძო საჩივრები*! · სამოქალაქო,

ჯ-ძე ვალდებული იყო, განეხორციელებინა 1999 წლის 1 ივლისამდე საქართველოში საბითუმო ბაზრის ამოქმედებამდე დამკვეთზე რიცხული დებიტორული დავალიანების სამართლებრივი წესით ამოღება, ხოლო ყოველ კონკრეტულ დავალებაზე უნდა გაფორმებულიყო დამატებითი დავალების ხელშეკრულება, რომლითაც უნდა განსაზღვრულიყო გასამრჯელოს ოდენობა. კონტრაქტის 3.5-ე მუხლის თანახმად, დამკვეთის მიერ თანხის გადახდის დაგვიანების შემთხვევაში, მას თ. ჯ-ძისათვის უნდა გადაეხადა დავალების ხელშეკრულებით გათვალისწინებული საურავი ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

2007 წლის 2 თებერვალს თ. ჯ-ძემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას მოპასუხე შპს „საქენერგო 2000-ის» წინააღმდეგ, სადაც მან განმარტა, რომ 2001 წლის 7 ივლისს დავალების ხელშეკრულებით „საქენერგო 2000-მა» მას დაავალა, სასამართლოში ეწარმოებინა საქმე თანხის დაკისრების თაობაზე ქ. წყალტუბოს სს „ალიონისა» და ქ. სამტრედიის სს „თელასის» მიმართ, რისთვისაც მარწმუნებელს მოსარჩელისათვის უნდა გადაეხადა მოპასუხისათვის დაკისრებული თანხის 10%, ხოლო გასამრჯელოს ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში მარწმუნებელს ერიცხებოდა საურავი ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხდელი თანხის 0,2%-ის ოდენობით. მოსარჩელის განმარტებით, მან აღნიშნული სასამართლო პროცესი მოიგო.

სასარჩელო განცხადებაში თ. ჯ-ძემ მოითხოვა, მოპასუხე „საქენერგო 2000-ს» მის სასარგებლოდ დაკისრებოდა 2001 წლის 15 ნოემბრის შედარების აქტში მითითებული თანხა და ძირითადი თანხის 0,2% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2001 წლის 15 ნოემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე. სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელემ შეამცირა და დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა, კერძოდ, მან მოითხოვა, მოპასუხეს დაკისრებოდა ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2001 წლის 20 სექტემბრის გადახდის ბრძანებით სს „იმერეთის ენერგოკომპანიისათვის» დაკისრებული თანხის 10% და ასევე, ამ თანხის 0,2% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 31 მაისის გადაწყვეტილებით თ. ჯ-ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა ხანდაზმულობის გამო.

აღნიშნული გადაწყვეტილება თ. ჯ-ძემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით. სააპელაციო საჩივარში აპელანტმა მიუთითა, რომ გადაწყვეტილება არის უკანონო და დაუსაბუთებელი, მოითხოვა მისი გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ ახალი გადაწყვეტილების მიღება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა სააპელაციო პალატამ 2007 წლის 19 ნოემბრის საოქმო განჩინებით თ. ჯ-ძის სააპელაციო საჩივარი განუხილველი დატოვა მხარეთა გამოუცხადებლობის გამო.

აღნიშნულ საოქმო განჩინებაზე თ. ჯ-ძემ საქართველოს უზენაეს სასამართლოში შეიტანა კერძო საჩივარი, სადაც მან მიუთითა, რომ 2007 წლის 19 ნოემბრის საოქმო განჩინება არის უკანონო, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის განსახილველად დაბრუნება თბილისის სააპელაციო სასამართლოში. კერძო საჩივარში თ. ჯ-ძემ განმარტა, რომ სასამართლოს მისთვის არ ჩაუბარებია უწყება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების დაცვით. მისთვის უცნობი იყო სასამართლო სხდომის დანიშვნის შესახებ, რის გამოც ვერ გამოცხადდა პროცესზე. მისი განმარტებით, სასამართლო უწყება არ ჩაჰბარებია არც მის წარმომადგენელს.

სამოტივაციო ნაწილი: საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, კერძო საჩივრის შემოწმების შედეგად თვლის, რომ

თ. ჯ-ძის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო: სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეებს და მათ

წარმომადგენლებს სასამართლო უწყებით ეცნობებათ სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულებად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. წარმომადგენელი ვალდებულია უწყების ჩაბარების შესახებ აცნობოს მხარეს.

მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო საჩივარი შეიტანა თ. ჯ-ძემ. მას მითითებული აქვს შემდეგი მისამართი – თბილისი, ... ქ. #79, ბინა #21 და თავისი ტელეფონის ნომერი. სააპელაციო სასამართლომ სწორედ აღნიშნულ მისამართზე გააგზავნა უწყება, მაგრამ სასამართლოში დაბრუნდა შეტყობინება, რომ ამ მისამართზე ცხოვრობს კ-ძის ოჯახი. სააპელაციო სასამართლომ თ. ჯ-ძის სააპელაციო საჩივრის განხილვა დანიშნა 2007 წლის 19 ნოემბერს. ვინაიდან პროცესზე არ გამოცხადდა არც ერთი მხარე, სააპელაციო სასამართლომ სააპელაციო საჩივარი მხარეთა გამოუცხადებლობის გამო, განუხილველად დატოვა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლის შესაბამისად, მხარეები და მათი წარმომადგენლები მოვალენი არიან, აცნობონ სასამართლოს საქმის წარმოების განმავლობაში თავიანთი მისამართის შეცვლის შესახებ. ასეთი ცნობის უქუნლობისას უწყება გაიგზავნება სასამართლოსთვის ცნობილ უკანასკნელ მისამართზე და ჩაბარებულად ითვლება, თუნდაც ადრესატი ამ მისამართზე აღარ ცხოვრობდეს.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ, მართალია, აპელანტის მიერ მითითებულ მისამართზე გააგზავნა უწყება, მაგრამ იქ მცხოვრებ კ-ძის ოჯახისთვის არ ჩაუბარებია. როგორც საქმის მასალებიდან ჩანს, ყველა უწყება იგზავნებოდა და ჰბარდებოდა აღნიშნულ

42

Page 43: სამოქალაქო პროცესის ზოგადი დებულებანი კერძო საჩივრები*! · სამოქალაქო,

მისამართზე, სადაც ცხოვრობს კალანდაძის ოჯახი, რომელიც შემდეგში გადასცემდა თ. ჯ-ძეს აღნიშნულ გზავნილებს. გარდა ამისა, მას სარჩელში მითითებული ჰქონდა ტელეფონის ნომერი და ასევე ის, რომ კალანდაძის ოჯახს ჩაჰბარებოდა გზავნილები მისთვის გადასაცემად.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ უნდა გაუქმდეს სააპელაციო სასამართლოს საოქმო განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს ამავე სასამართლოს შესაბამის პალატას.

სარეზოლუციო ნაწილი: საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე და 420-ე

მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

თ. ჯ-ძის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს; გაუქმდეს მოცემულ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის

2007 წლის 19 ნოემბრის საოქმო განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად გაეგზავნოს სააპელციო სასამართლოს შესაბამის პალატას;

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მისამართის შეცვლა საქმის წარმოების დროს

განჩინება

#ას-530-874-07 4 თებერვალი, 2008 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე) ნ. კვანტალიანი (მომხსენებელი), მ. ცისკაძე

დავის საგანი: სესხის დაბრუნება აღწერილობითი ნაწილი: ა. ქ-ევამ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე კ. ქ-ძის მიმართ, რომლითაც მოითხოვა სესხის

ძირითადი თანხის - 800 აშშ დოლარისა და მასზე დარიცხული პროცენტის, სულ - 3360 აშშ დოლარის დაბრუნება.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო. გორის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილებით ა. ქ-ევას სარჩელი

ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კ. ქ-ძეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა სესხის ძირითადი თანხის - 800 აშშ დოლარისა და პროცენტის - 1232 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა, რაც ა. ქ-ევამ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვა დაინიშნა 2007 წლის 14 მაისს, რის შესახებ სასამართლო უწყებები მხარეებს გაეგზავნათ. საქმის მასალებში წარმოდგენილი საფოსტო განყოფილების მუშაკის მიერ შედგენილი აქტით ირკვევა, რომ ა. ქ-ევას სასამართლო უწყება არ ჩაჰბარდა, ვინაიდან ადრესატი დიდი ხნის განმავლობაში იმყოფება ქ.ვლადიკავკაზში. უწყება არ ჩაჰბარდა არც კ. ქ-ძეს, რადგან საფოსტო განყოფილების მუშაკის მიერ შედგენილი აქტის მიხედვით, იგი ცხოვრობს სხვა მისამართზე, სოფლად. სასამართლო უწყების მ. გ-ძისათვის ჩაბარების შესახებ ინფორმაცია უცნობია.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 14 მაისის განჩინებით ა. ქ-ევას სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი მხარეთა გამოუცხადებლობის გამო. სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლით, 275-ე მუხლის «დ» ქვეპუნქტით და მიუთითა, რომ მხარეებს სასამართლო უწყებები კანონის მოთხოვნათა დაცვით ჩაბარდათ, თუმცა ისინი სასამართლოსათვის უცნობი მიზეზით საქმის განხილვაზე არ გამოცხადდნენ, რაც სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე ა. ქ-ევას წარმომადგენელმა მ. გ-ლაძემ შეიტანა კერძო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის წარმოების განახლება შემდეგი საფუძვლით: სასამართლომ გასაჩივრებული განჩინებით არასწორად მიუთითა, რომ აპელანტ მხარეს სასამართლო უწყება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების დაცვით ჩაბარდა, ვინაიდან არც ა. ქ-ევას და არც მისი წარმომადგენლის მიერ სასამართლო უწყების ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი საქმის მასალებში არ მოიპოვება. საქმის განხილვის თარიღის შეტყობის შემთხვევაში მხარე

43

Page 44: სამოქალაქო პროცესის ზოგადი დებულებანი კერძო საჩივრები*! · სამოქალაქო,

უთუოდ გამოცხადდებოდა სასამართლო სხდომაზე, რადგან სააპელაციო საჩივრის განხილვა მის ინტერესებში შედიოდა.

სამოტივაციო ნაწილი: საკასაციო სასამართლოს კერძო საჩივრის საფუძვლებისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული

დასაბუთების შემოწმების შედეგად მიაჩნია, რომ ა. ქ-ევას წარმომადგენელ მ. გ-ლაძის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში ა. ქ-ევას სააპელაციო საჩივრის განხილვა დაინიშნა 2007 წლის 14 მაისს, რის შესახებ სასამართლო უწყებები მხარეებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების დაცვით გაეგზავნათ.

საქმის მასალებში წარმოდგენილ საფოსტო კონვერტზე დართული აქტების თანახმად, საქმეში მითითებულ მისამართზე მხარეები არ ცხოვრობენ, კერძოდ, ა. ქ-ევა დიდი ხნის განმავლობაში იმყოფება ქ. ვლადიკავკაზში, კ. ქ-ძე კი ცხოვრობს სხვა მისამართზე, სოფლად. აღსანიშნავია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმის განხილვა მანამდე ერთხელ უკვე გადადო იმ მიზეზით, რომ მხარეებს, მათ შორის, აპელანტსა და მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებები საქმეში მითითებულ მისამართზე ვერ ბარდებოდათ, კერძოდ, საფოსტო განყოფილების თანამშრომელთა მითითებით, ა. ქ-ევა ხანგრძლივი ვადით იმყოფებოდა ქ. ვლადიკავკაზში, ხოლო მ. გ-ძე საქმეში დაფიქსირებეულ მისამართზე არ ცხოვრობდა.

სასამართლოს მიერ დანიშნულ დროს მხარეები არ გამოცხადდნენ, რის გამოც თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 14 მაისის განჩინებით ა. ქ-ევას სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.

დაუსაბუთებელია კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრება, რომ სააპელაციო პალატამ მხარეთათვის სასამართლო უწყება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების დაცვით ჩაბარებულად არასწორად ჩათვალა, ვინაიდან, ამავე კოდექსის 76-ე მუხლის თანახმად, მხარეები და მათი წარმომადგენლები მოვალენი არიან, აცნობონ სასამართლოს საქმის წარმოების განმავლობაში თავიანთი მისამართის შეცვლის შესახებ. ასეთი ცნობის უქონლობისას უწყება გაიგზავნება სასამართლოსათვის ცნობილ უკანასკნელ მისამართზე და ჩაბარებულად ითვლება, თუნდაც ადრესატი ამ მისამართზე აღარ ცხოვრობდეს. მითითებული ნორმით კანონმდებელი დაინტერესებულ მხარეს ვალდებულებას აკისრებს აცნობოს თავისი მისამართი სასამართლოს, აღნიშნული მოვალეობის შეუსრულებლობა კი ფაქტობრივად ართმევს მხარეს მისთვის მინიჭებულ საპროცესო უფლებას, მიიღოს სასამართლო უწყება. განსახილველ ემთხვევაშია. ქ-ევასა და მის წარმომადგენელ მ. გ-ძეს სასამართლოსათვის თავისი შეცვლილი მისამართი არ უცნობებიათ, ამდენად, სააპელაციო პალატის მიერ გაგზავნილი უწყება მათთვის ჩაბარებულად ითვლება.

ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მართებულად გამოიყენა ამავე კოდექსის 275-ე მუხლის «დ» ქვეპუნქტი, რომლის შესაბამისად სასამართლო მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, განუ-ხილველად დატოვებს სარჩელს, თუ არც ერთი მხარე არ გამოცხადებულა. აღნიშნული ნორმის სამართლებრივი ანალიზი ცხადყოფს, რომ სასამართლო განუხილველად დატოვებს სარჩელს, თუკი დაადგენს, რომ სასამართლოს მიერ მხარეთათვის სასამართლო სხდომის თარიღის შეტყობინების მიუხედავად, მხარეები სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდნენ. მოცემულ შემთხვევაში სასამართლო უწყება სხდომის დღის შესახებ მხარეთათვის ჩაბარებულად ითვლება, თუმცა ისინი საქმის განხილვაზე არ გამოცხადდნენ.

ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ ა. ქ-ევას სააპელაციო საჩივარი განუხილველად მართებულად დატოვა, ხოლო განსახილველ კერძო საჩივარში გასაჩივრებული განჩინების გაუქმების რაიმე სამართლებრივი საფუძველი მითითებული არ არის.

სარეზოლუციო ნაწილი: საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა: ა. ქ-ევას წარმომადგენელ მ. გ-ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 14 მაისის განჩინება

დარჩეს უცვლელი. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

44

Page 45: სამოქალაქო პროცესის ზოგადი დებულებანი კერძო საჩივრები*! · სამოქალაქო,

მოსამართლის შეცვლა საქმის წარმოების დროს

განჩინება

#ას-922-1293-07 19 მარტი, 2008 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე), თ. თოდრია (მომხსენებელი), რ. ნადირიანი

დავის საგანი: თანხის დაკისრება აღწერილობითი ნაწილი: ნ. ი-ძემ სარჩელი აღძრა სასამართლოში სს «შავი ზღვის აუქციონის» მიმართ თანხის დაკისრების

შესახებ. მოსარჩელემ მიუთითა, რომ 1998 წლის 22 აპრილს სს «შავი ზღვის აუქციონის ბანკში» გახსნა

საანაბრო ანგარიში, რომელზეც 1998 წლის 24 აპრილს შეიტანა 27000 ლარი, ხოლო 1998 წლის 1 ივნისს 3000 ლარი, სულ 30001 ლარი. ბანკმა თანხა გადარიცხა ბათუმის საზღვაო აკადემიაში, თუმცა თანხა დანიშნულების ადგილზე ვერ მოხვდა იმის გამო, რომ მოპასუხეს იმ დროსათვის არ გააჩნდა ფულადი სახსრები. ამის შემდეგ ბანკი ვალდებული იყო კუთვნილი თანხა დაებრუნებინა მოსარჩელის ანგარიშზე, რის გამოც ბანკის მაშინდელი ხელმძღვანელობა მოსარჩელეს შეჰპირდა, რომ ანაბრის მთლიანი თანხის ჯერ ნახევარს - 14600 ლარს გადაუხდიდა, ხოლო ერთი თვის შემდეგ - დარჩენილ 15 400 ლარს. მოსარჩელის განმარტებით ანაბრის წიგნაკში მასთნ შეუთანხმებლად ბანკის თანამშრომლებმა გააკეთეს ჩანაწერი იმის შესახებ, რომ თითქოს მან ბანკისაგან 14600 ლარი მიიღო, რაც სინამდვილეს არ შეეფერება, რამდენადაც საანაბრე ანგარიშზე რიცხული ანაბრის თანხიდან ბანკს მისთვის არაფერი მიუცია. აქედან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა ანაბრის მთლიანად დაბრუნება.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილებით ნ. ი-ძის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. სს «შავი ზღვის აუქციონის ბანკს» მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 15400 ლარის გადახდა.

აღნიშნულ გადაწყვეტლებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა სს «შავი ზღვის აუქციონის ბანკმა». ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 2 ნოემბრის განჩინებით სს «შავი ზღვის აუქციონის

ბანკის» სააპელაციო საჩივარი მხარეთა გამოუცხადებლობის გამო დარჩა განუხილველად. აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა სს «შავი ზღვის აუქციონის ბანკმა». მან მიუთითა,

რომ პროცესის ჩატარების შესახებ მათ უწყება არ ჩაჰბარებიათ. სს «შავი ზღვის აუქციონის ბანკმა» შეიცვალა მისამართი. ამის შესახებ მათ აცნოებს სასამართლოს, მაგრამ სასამართლომ ძველ მისამართზე გააგზავნა უწყება. აქედან გამომდინარე, კერძო საჩივრის ავტორმა მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს განუხილველად დატოვების განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება.

სამოტივაციო ნაწილი: საკასაციო სასამართლო საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო კერძო საჩივარს და მიაჩნია, რომ სს

«შავი ზღვის აუქციონის ბანკის» კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო: სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 231-ე მუხლის თანახმად, თუ სასამართლო სხდომაზე არ

გამოცხადდება არც ერთი მხარე, რომლებსაც გაეგზავნათ შეტყობინება 70-ე-78-ე მუხლით დადგენილი წესით, სასამართლო გამოიტანს განჩინებას სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ.

სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ სააპელაციო პალატის სხდომაზე არ გამოცხადდა არც აპელანტი და არც მოწინააღმდეგე მხარე, რომლებსაც კანონით დადგენილი წესით გაეგზავნათ სასამართლო უწყებები სასამართლო პროცესის დანიშვნის შესახებ.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლის თანახმად, მხარეები და მათი წარმოადგენლები მოვალენი არაინ აცნობონ სასამართლოს საქმის წარმოების განმავლობაში თავიანთი მისამართის შეცვლის შესახებ. ასეთი ცნობის უქონლობისას უწყება გაიგზავნება სასამართლოსათვის ცნობილ უკანასკნლ მისამართზე და ჩაბარებულად ითვლება, თუნდაც ადრესატი ამ მისამართზე აღარ იმყოფებოდეს.

საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მითითებას იმის შესახებ, რომ სასამართლოს მათ შეატყობინეს მისამართის შეცვლის თაობაზე. აქედან გამომდინარე მათთვის უცნობი იყო პროცესი დანიშვნის დღე. როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, სს «შავი ზღვის აუქციონის ბანკს» არ უცნობებია სასამართლოსათვის მისამართის შეცვლის შესახებ.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 275-ე მუხლის «დ» პუნქტის თანახმად, სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, განუხილველად დატოვებს სარჩელს, თუ სასამართლოში არც ერთი მხარე არ გამოცხადებულა.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ მხარეების გამოუცხადებლობა სასამართლო პროცესზე სწორად მიიჩნია არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლად,

45

Page 46: სამოქალაქო პროცესის ზოგადი დებულებანი კერძო საჩივრები*! · სამოქალაქო,

რაც სააპელაციო სასამართლოს აძლევდა უფლებას, გამოუცხადებელი მხარეების მიმართ გამოეტანა განუხილველად დატოვების განჩინება.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მხარეები სასამართლო სხდომაზე მოწვეულნი იყვნენ კანონით დადგენილი წესით და ამ შემთხვევაში ადგილი არა აქვს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლით გათვალისწინებული გარემოებების არსებობას.

სარეზოლუციო ნაწილი: საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლით

და

დ ა ა დ გ ი ნ ა: სს «შავი ზღვის აუქციონის ბანკის» კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს; უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 2

ნოემბრის განჩინება; საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლის შეცვლა საქმის წარმოების დროს

განჩინება

# ას-240-501-08 21 აპრილი, 2008 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე), ნ. კვანტალიანი (მომხსენებელი), ლ. ლაზარაშვილი

დავის საგანი: სესხის დაბრუნება აღწერილობითი ნაწილი: თ. ხ-ოვამ სარჩელი აღძრა სასამართლოში ზ. მ-ძის მიმართ სესხისა და პროცენტის, სულ - 4603

აშშ დოლარის ანაზღაურების შესახებ შემდეგი საფუძვლებით: 2000 წლის 1 ივნისს მხარეთა შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება 8 წლით, რომლის მიხედვით, მოსარჩელემ მოპასუხეს ასესხა 3280 აშშ დოლარი. სესხის უზრუნველყოფის მიზნით იპოთეკით დაიტვირთა ზ. მ-ძის კუთვნილი ქ. გორში, ... ქ. #172\3-ში მდებარე ბინა. მოპასუხემ ნაკისრი ვალდებულება არ შეასრულა, რის გამოც ძირითადი თანხის გარდა, დამატებით უნდა დაეკისროს 1,5%-ის გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ თვეზე.

გორის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 27 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით თ. ხ-ოვას სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მის სასარგებლოდ დაეკისრა 4603 აშშ დოლარის გადახდა, რაც გაასაჩივრა ზ. მ-ძემ.

გორის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 21 სექტემბრის მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ზ. მ-ძის საჩივარს უარი ეთქვა საჩივრის ავტორის გამოუცხადებლობის გამო, ხოლო თ. ხ-ოვას სარჩელი დაკმაყოფილდა.

რაიონული სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ზ. მ-ძემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 15 დეკემბრის განჩინებით ზ. მ-ძის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ ამავე პალატის 2004 წლის 27 ოქტომბრის განჩინებით ზ. მ-ძის სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და აპელანტს დაევალა ამ განჩინების ჩაბარებიდან 10 დღეში სახელმწიფო ბაჟის გადახდა. ხარვეზის შესახებ განჩინება აპელანტს გაეგზავნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების დაცვით. საქმის მასალებში წარმოდგენილი გორის შს სამმართველოს უბნის ინსპექტორის მიერ შედგენილი აქტის თანახმად, სასამართლომ დაადგინა, რომ საქმეში მითითებულ მისამართზე ზ. მ-ძე არ ცხოვრობდა და, ვინაიდან აპელანტს თავისი ახალი მისამართი სასამართლოსათვის არ უცნობებია, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლის შესაბამისად, პალატამ გზავნილი 2004 წლის 4 დეკემბერს ადრესატისათვის ჩაბარებულად ჩათვალა. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ აპელანტს სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ გამოუსწორებია, რაც სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

46

Page 47: სამოქალაქო პროცესის ზოგადი დებულებანი კერძო საჩივრები*! · სამოქალაქო,

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე ზ. მ-ძემ შეიტანა კერძო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო სასამართლომ არასწორად დატოვა განუხილველი ზ.მ-ძის სააპელაციო საჩივარი, ვინაიდან აპელანტმა სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითარი წარადგინა ჯერ კიდევ გორის რაიონულ სასამართლოში სააპელაციო საჩივრის შეტანისას. სააპელაციო სასამართლოს განჩინება ხარვეზის დადგენის შესახებ ზ. მ-ძეს არ ჩაჰბარებია. როგორც მოგვიანებით მხარისათვის გახდა ცნობილი, აღნიშნული განჩინების ასლი ჩაბარდა ალექსანდრე თ-ძეს, რომელსაც აპელანტი საერთოდ არ იცნობდა.

საქმის მასალებით ირკვევა, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 27 ოქტომბრის განჩინებით ზ. მ-ძეს მიეცა 10 დღის ვადა სააპელაციო საჩივრის ხარვეზის გამოსასწორებლად. აღნიშნული განჩინების ასლი აპელანტს კანონით დადგენილი წესით გაეგზავნა. საქმის მასალებში წარმოდგენილი გორის შს სამმართველოს უფროსის მოადგილე რ. ზ-ძის მიერ გაცემული 2004 წლის 6 დეკემბრის #40/2743 ცნობითა და 2004 წლის 4 დეკემბრის ოქმით ირკვევა, რომ საქმეში არსებულ მისამართზე ზ. მ-ძე არ იმყოფებოდა და სასამართლო გზავნილი ჩაბარდა აპელანტის მეზობელ ალ. თ-ძეს ზ. მ-ძისათვის გადასაცემად. სააპელაციო სასამართლომ ხარვეზის გამოუსწორებლობის მოტივით, ზ.მ-ძის სააპელაციო საჩივარი განუხილველად დატოვა.

სამოტივაციო ნაწილი: საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების

იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ზ. მ-ძის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება გაუქმდეს და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს ზ. მ-ძის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ხელახლა შესამოწმებლად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ზემოჩამოთვლილ მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო განსაზღვრავს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომელიც ხარვეზის შესავსებად უნდა განხორციელდეს და საპროცესო ვადას, რომლის განმავლობაშიც აპელანტი ვალდებულია, შეასრულოს განჩინებაში დადგენილი მოქმედებები. აღნიშნული ვადის ათვლა იწყება აპელანტისათვის ხარვეზის განჩინების ჩაბარების მომდევნო დღიდან და, თუ სასამართლოს მიერ მითითებული ვადის გასვლის შემდეგ მხარე ხარვეზს არ გამოასწორებს, სააპელაციო საჩივარი დარჩება განუხილველი.

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ აპელანტ ზ. მ-ძეს სააპელაციო სასამართლოს განჩინება ხარვეზის დადგენის თაობაზე პირადად არ ჩაბარებია საცხოვრებელ ადგილზე არყოფნის გამო, სასამართლო გზავნილი ადრესატისათვის გადასაცემად ჩაბარდა მის მეზობელ ალ. თ-ძეს. საქმეში წარმოდგენილი აპელანტის მეზობლებისა და თავად ზ. მ-ძის განმარტებების შესაბამისად, ალ. თ-ძე აპელანტის მეზობლად არ ცხოვრობს, არამედ დროდადრო მიდის სტუმრად ზ. მ-ძის მეზობელთან.

ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს 2004 წლის 27 ოქტომბრის განჩინება ჩაჰბარდა არაუფლებამოსილ პირს - ალექსანდრე თ-ძეს, რაც სასამართლოს მიერ დადგენილი საპროცესო ვადის ათვლის საფუძველი ვერ გახდება.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო პალატამ არასწორად იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლით, რომლის მიხედვით, მხარეები და მათი წარმომადგენლები მოვალენი არიან აცნობონ სასამართლოს საქმის წარმოების განმავლობაში თავიანთი მისამართის შეცვლის შესახებ. ასეთი ცნობის უქონლობისას უწყება გაიგზავნება სასამართლოსათვის ცნობილ უკანასკნელ მისამართზე და ჩაბარებულად ითვლება, თუნდაც ადრესატი ამ მისამართზე აღარ ცხოვრობდეს. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ მხარეს სასამართლო უწყება თუ გზავნილი გაეგზავნება საქმეში არსებულ მისამართზე და იგი ჩაბარებულად ჩაითვლება იმ შემთხვევაშიც, თუ ადრესატმა საცხოვრებელი ადგილი შეიცვალა და თავისი ახალი მისამართი სასამართლოსათვის არ უცნობებია.

მოცემულ შემთხვევაში გორის შს სამმართველოს უფროსის მოადგილე რ. ზ-ძის მიერ გაცემული 2004 წლის 6 დეკემბრის #40/2743 ცნობისა და 2004 წლის 4 დეკემბრის ოქმის საფუძველზე სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ზ. მ-ძემ საცხოვრებელი მისამართი შეიცვალა. სააპელაციო სასამართლომ არასწორი შეფასება მისცა დასახელებულ დოკუმენტებს ვინაიდან მათი შინაარსიდან ირკვევა, რომ ადრესატი ზ. მ-ძე სასამართლო გზავნილის მიტანისას ადგილზე არ იმყოფებოდა და სასამართლო გზავნილი ჩაბარდა მეზობელ ალ. თ-ძეს. რაც შეეხება ადრესატის მიერ საცხოვრებელი ადგილის შეცვლას, აღნიშნული სახის ინფორმაციას ზემოხსენებული ცნობა და ოქმი არ შეიცავს.

47

Page 48: სამოქალაქო პროცესის ზოგადი დებულებანი კერძო საჩივრები*! · სამოქალაქო,

სარეზოლუციო ნაწილი: საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა: ზ. მ-ძის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა

სააპელაციო პალატის 2004 წლის 15 დეკემბრის განჩინება და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ხელახლა შესამოწმებლად.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლის შეცვლა საქმის წარმოების დროს; მხარისათვის სასამართლო უწყებისა და გზავნილის ჩაბარება

განჩინება

#ას-104-384-08 23 აპრილი, 2008 წ. ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე), რ. ნადირიანი (მომხსენებელი), თ. თოდრია

დავის საგანი: სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა აღწერილობითი ნაწილი: თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 9 ივლისის

გადაწყვეტილებით ზ. მ-შვილის სარჩელი შპს ცეკავშირის «საქკოოპდამზადებამომსახურების დეპარტამენტის,» ცეკავშირის გამგეობის მიმართ ხელფასისა და სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარე დავალიანების ანაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ზ. მ-შვილმა და მისმა წარმომადგენელმა შ. შ-შვილმა, მოითხოვეს მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 21 ნოემბრის განჩინებით ზ. მ-შვილს დაევალა, სააპელაციო საჩივრის ხარვეზის შესავსებად, განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ქვითრის წარმოდგენა.

აღნიშნული განჩინების ასლი ზ. მ-შვილს მის მიერ მითითებულ მისამართზე გაეგზავნა კანონით დადგენილი წესით. გზავნილი სასამართლოს დაუბრუნდა შეტყობინებით, რომ მითითებულ მისამართზე ადრესატი არ ცხოვრობდა, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლის თანახმად, გზავნილი ჩაბარებულად მიიჩნია.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 11 დეკემბრის განჩინებით, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის გამო, სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად, რომელზეც კერძო საჩივარი შეიტანეს ზ. მ-შვილმა და მისმა წარმომადგენელმა შ. შ-შვილმა განჩინების გაუქმებისა და საქმის განხილვის განახლების მოთხოვნით. კერძო საჩივრების ავტორთა განმარტებით, აპელანტ ზ. მ-შვილს მითითებული ჰქონდა მისი რწმუნებულის - შ. შ-შვილის ბინის მისამართი, ამასთან, შ. შ-შვილმა სააპელაციო საჩივარი ზ. მ-შვილზე ადრე შეიტანა (რომელზეც პალატას არანაირი რეაგირება არ მოუხდენია და არც რაიმე შეტყობინება გაუგზავნია), სადაც მიუთითა მისამართი და საკონტაქტო ტელეფონები, შესაბამისად, სასამართლოსათვის ცნობილი იყო ზ. მ-შვილის წარმომადგენლის საკონტაქტო ტელეფონები.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კერძო საჩივრის ავტორების აზრით, დაირღვა მათი კანონიერი უფლებები, რის გამოც მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის არსებითად განხილვისათვის სააპელაციო სასამართლოსათვის დაბრუნება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 417-ე მუხლის საფუძველზე, აღნიშნული კერძო საჩივრები საქმის მასალებთან ერთად განსახილველად გადმოაგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.

სამოტივაციო ნაწილი: საკასაციო სასამართლომ, საქმის ზეპირი განხილვის გარეშე, შეისწავლა საქმის მასალები, კერძო

საჩივრების საფუძვლები და თვლის, რომ ზ. მ-შვილისა და მის წარმომადგენელ შ. შ-შვილის კერძო საჩივრები უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

48

Page 49: სამოქალაქო პროცესის ზოგადი დებულებანი კერძო საჩივრები*! · სამოქალაქო,

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სამოქალაქო საქმეების წარმოება ხორციელდება საპროცესო კანონმდებლობით, რომლებიც მოქმედებს საქმის განხილვის, ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების ან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების დროს.

აღნიშნული ნორმის თანახმად, სამოქალაქო საქმეების წარმოება სასამართლოში ხორციელდება იმ საპროცესო კანონმდებლობის მიხედვით, რომელიც მოქმედებს საქმის განხილვის, ცალკეული საპროცესო მოქმედების თუ გადაწყვეტილებათა აღსრულების დროს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის იმ დროს მოქმედი 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეებს და მათ წარმომადგენლებს სასამართლო უწყებით ეცნობებათ სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 9 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ზ. მ-შვილმა და მისმა წარმომადგენელმა შ. შ-შვილმა. ასევე დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 21 ნოემბრის განჩინებით ზ. მ-შვილს დაევალა, სააპელაციო საჩივრის ხარვეზის შესავსებად, განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ქვითრის წარმოდგენა. აღნიშნული განჩინების ასლი გაეგზავნა მხოლოდ ზ. მ-შვილს მის მიერ მითითებულ მისამართზე. გზავნილი სასამართლოს დაუბრუნდა შეტყობინებით, რომ მითითებულ მისამართზე ადრესატი არ ცხოვრობდა, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლის თანახმად, გზავნილი ჩაბარებულად მიიჩნია და, დადგენილ ვადაში აპელანტის მიერ ხარვეზის შეუვსებლობის გამო, 2007 წლის 11 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დატოვა განუხილველად.

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ ხარვეზის შევსების შესახებ განჩინება სააპელაციო სასამართლოს ზ. მ-შვილის წარმომადგენელ შ. შ-შვილისათვის არ გაუგზავნია და არც მის შესახებ უცნობებია, მით უმეტეს, რომ შ. შ-შვილის სააპელაციო საჩივარში აღნიშნული იყო მისამართი და საკონტაქტო ტელეფონები, შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლო ვალდებული იყო, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის იმ დროს მოქმედი 70-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ხარვეზის შევსების შესახებ განჩინების ასლი გაეგზავნა, როგორც მხარისათვის, ასევე მისი წარმომადგენლისათვის, ვინაიდან იმ დროისათვის, მითითებული მუხლი პირდაპირ ავალდებულებდა სასამართლოს მხარეებისა და მათი წარმომადგენლებისათვის ეცნობებინათ ცალკეული საპროცესო მოქმედებების შესრულების თაობაზე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მითითებული საპროცესო დარღვევები გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველს წარმოადგენს.

სარეზოლუციო ნაწილი: საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე

მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა: ზ. მ-შვილისა და მის წარმომადგენელ შ. შ-შვილის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს; გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 11

დეკემბრის განჩინება და საქმე სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების სტადიიდან დაუბრუნდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას;

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მისამართის შეცვლა საქმის წარმოების დროს

განჩინება

#ას-129-407-08 2 ივნისი, 2008 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე), ლ. ლაზარაშვილი (მომხსენებელი), ნ. კვანტალიანი

დავის საგანი: თანხის დაკისრება, იპოთეკით და გირავნობით დატვირთული ქონების რეალიზაცია

49

Page 50: სამოქალაქო პროცესის ზოგადი დებულებანი კერძო საჩივრები*! · სამოქალაქო,

აღწერილობითი ნაწილი: 2006 წლის 4 სექტემბერს თ. ფ-ძისა და თ. ც-ძის წარმომადგენელმა ნ. ჩ-ელმა სასარჩელო

განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სს «თი-ბი-სი ბანკისა» და მესამე პირ შპს «გარანტი პლიუსის» მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა მისი მარწმუნებლების საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების იპოთეკისაგან გათავისუფლება.

მოსარჩელის განმარტებით, 2005 წლის ივნისში შპს «გარანტი პლიუსსა» და სს «თი-ბი-სი ბანკს» შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება, რომლითაც შპს «გარანტი პლიუსმა» მიიღო კრედიტი 40000 აშშ დოლარის ოდენობით, რის უზრუნველსაყოფადაც იპოთეკით დაიტვირთა თ. ც-ძის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი. შემდგომ შპს «გარანტი პლიუსმა» აიღო კრედიტი 55000 აშშ დოლარის ოდენობით, რომლის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა თ. ფ-ძის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი. სესხი და დარიცხული პროცენტი შპს «გარანტი პლიუსმა» დაფარა დადგენილი გრაფიკის მიხედვით, მაგრამ ამის მიუხედავად, სს «თი-ბი-სი ბანკმა» უარი განაცხადა უძრავი ქონების იპოთეკისაგან გათავისუფლებაზე.

2006 წლის 10 ნოემბერს სს «თი-ბი-სი ბანკმა» სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - შპს «გარანტი პლიუსის», ნ. ქ-კის, თ. ფ-ძის, ვ. ლ-ძის, თ. ც-ძის, ლ. ი-ძის, ნ. გ-შვილისა და ა. ხ-ძის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა შპს «გარანტი პლიუსისათვის», ნ. ქ-კის, თ. ც-ძისა და ა. ხ-ძისათვის ძირითადი დავალიანების - 150000 აშშ დოლარის, სარგებლის - 31965.16 აშშ დოლარის, პირგასამტეხლოს - 89691.71 აშშ დოლარის, სულ - 271647.87 აშშ დოლარისა და გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 14148 ლარის დაკისრება, ასევე, მოპასუხეთა იპოთეკით დატვირთული და დაგირავებული ქონების რეალიზაცია.

სასარჩელო განცხადების საფუძვლები მდგომარეობდა შემდეგში: 2005 წლის 15 ივნისს შპს «გარანტი პლიუსსა» და სს «თი-ბი-ს ბანკს» შორის გაფორმდა

საკრედიტო ხაზით მომსახურების #31946 ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ბანკმა მსესხებელს გაუხსნა საკრედიტო ხაზი მაქსიმალური ოდენობით - 500000 აშშ დოლარით, საკრედიტო ხაზის მოქმედების ვადა - 20 წელი, სარგებლის მაქსიმალური ოდენობა - 48%. აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში მხარეთა შორის 2005 წლის 12 სექტემბერს გაფორმდა საბანკო კრედიტის #31946-24947 ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ბანკმა გასცა მსესხებელზე კრედიტი 150000 აშშ დოლარის ოდენობით 4 თვის ვადით, სარგებელი - წლიური 20%, პირგასამტეხლო - 0,2% ყოველ ვადაგადა-ცილებულ დღეზე. საკრედიტო ხაზით მომსახურების #31946 ხელშეკრულებისა და მის ფარგლებში გაფორმებული საბანკო კრედიტის #31946-24947 ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით გაფორმდა შემდეგი ხელშეკრულებები: ა) 2005 წლის 15 ივნისის #31946-1 იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ბანკის სასარგებლოდ იპოთეკით დაიტვირთა ვ. ლ-ძისა და თ. ც-ძის თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე მისამართზე - სოფ. ..., ტექნიკური მახასიათებლები: სარეგისტრაციო ზონა - ..., კოდი - 72, სექტორი - ..., კოდი - 14, კვარტლის #40, ნაკვეთის #003, ფართობი - 0,015 ჰა (დაუზუსტებელი); ბ) 2005 წლის 21 ივლისის იპოთეკის ხელშეკრულება #31946-2, რომლითაც დაიტვირთა თ. ფ-ძის კუთვნილი უძრავი ქონება მდებარე, მისამართზე - სოფ. ..., ტექნიკური მახასიათებლები: სარეგისტრაციო ზონა - ..., კოდი - 72, სექტორი - ..., კოდი - 14, კვარტლის #43, ნაკვეთის #149, ფართობი - 0,25 ჰა (დაუზუსტებელი), უფლება - კერძო საკუთრება, ფუნქცია - სასოფლო-სამეურნეო; გ) 2005 წლის 12 სექტემბრის #31946-3 იპოთეკის ხელშეკრულება, რომლითაც დაიტვირთა ნ. გ-შვილის კუთვნილი უძრავი ქონება, მდებარე მისამართზე - სოფ. ..., ტექნიკური მახასიათებლები: სარეგისტრაციო ზონა - ..., კოდი - 72, სექტორი - ..., კოდი - 14, კვარტლის #43, ნაკვეთის #147, ფართობი - 0,25 ჰა (დაუზუსტებელი), უფლება - კერძო საკუთრება, ფუნქცია - სასოფლო-სამეურნეო; დ) 2005 წლის 12 სექტემბრის იპოთეკის ხელშეკრულება #31946-4, რომლითაც დაიტვირთა თ. ფ-ძის კუთვნილი უძრავი ქონება, მდებარე მისამართზე - სოფ. ..., ტექნიკური მახასიათებლები: სარეგისტრაციო ზონა - ..., კოდი - 72, სექტორი - ..., კოდი - 14, კვარტლის #38, ნაკვეთის #127, ფართობი - 0,25 ჰა (დაუზუსტებელი), უფლება - კერძო საკუთრება, ფუნქცია - სასოფლო-სამეურნეო; ე) 2005 წლის 13 სექტემბრის #31946-5 იპოთეკის ხელშეკრულება, რომლითაც დაიტვირთა ლ. ი-ძის კუთვნილი უძრავი ქონება, მდებარე მისამართზე - ..., ტექნიკური მახასიათებლები: სარეგისტრაციო ზონა - ..., კოდი - 72, სექტორი - ..., კოდი - 14, კვარტლის #39, ნაკვეთის #085, ფართობი - 0,25 ჰა (დაუზუსტებელი), უფლება - კერძო საკუთრება, ფუნქცია - სასოფლო-სამეურნეო; ვ) 2005 წლის 31 მაისის გირავნობის ხელშეკრულება, რომლითაც ბანკის სასარგებლოდ დაგირავდა შპს «გარანტი პლიუსის» კუთვნილი სასაქონლო მარაგები (შუშა); ზ) 2005 წლის 15 ივნისის თავდებობის ხელშეკრულება, რომლითაც ნ. ქ-კმა იკისრა სოლიდარული პასუხისმგებლობა მსესხებლის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში 2005 წლის 15 ივნისის #31946 საკრედიტო ხაზით მომსახურების ხელშეკრულებისა და მის ფარგლებში შპს «გარანტი პლიუსსა» და სს «თი-ბი-სი ბანკს» შორის 2005 წლის 12 სექტემბერს გაფორმებული საბანკო კრედიტის #31946-24947 ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებაზე; თ) 2005 წლის 15 ივნისის თავდებობის ხელშეკრულება, რომლითაც თავდებმა ა. ხ-ძემ იკისრა სოლიდარული პასუხისმგებლობა მსესხებლის მიერ ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში 2005 წლის 15 ივნისის #31946 და 2005

50

Page 51: სამოქალაქო პროცესის ზოგადი დებულებანი კერძო საჩივრები*! · სამოქალაქო,

წლის 12 სექტემბრის #31946-24947 ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებაზე; ი) 2005 წლის 15 ივნისის თავდებობის ხელშეკრულება, რომლითაც თ. ც-ძემ იკისრა სოლიდარული პასუხისმგებლობა მსესხებლის მიერ ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში 2005 წლის 15 ივნისის #31946 და 2005 წლის 12 სექტემბრის #31946-24947 ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებაზე.

მოსარჩელის მითითებით, მხარეთა შორის წარმოიშვა სამოქალაქო კოდექსის 316-317-ე მუხლებით გათვალისწინებული ვალდებულებები, მაგრამ ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ, შპს «გარანტი პლიუსი» სისტემატურად არღვევდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით მასზე დაკისრებულ ვალდებულებებს, რის გამოც 2006 წლის 12 ივლისს მოპასუხეებს გაეგზავნათ გაფრთხილება, 3 დღის ვადაში შეესრულებინათ ნაკისრი ვალდებულებები, მაგრამ ისინი არ შესრულდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 12 თებერვლის განჩინებით, სს «თი-ბი-სი ბანკის» შუამდგომლობის საფუძველზე, სამოქალაქო საქმე #2/13334-06 სს «თი-ბი-სი ბანკის» სარჩელისა გამო შპს «გარანტი პლიუსის», ნ. ქ-კის, თ. ფ-ძის, ვ. ლ-ძის, თ. ც-ძის, ლ. ი-ძის, ნ. გ-შვილისა და ა. ხ-ძის მიმართ დავალიანების გადახდევინების, იპოთეკით დატვირთული და დაგირავებული ქონების რეალიზაციის შესახებ და სამოქალაქო საქმე #2/13054-06 თ. ფ-ძისა და თ. ც-ძის სარჩელისა გამო მოპასუხე სს «თი-ბი-სი ბანკის» მიმართ იპოთეკის საგნის გათავისუფლების შესახებ გაერთიანდა ერთ წარმოებად და მიენიჭა ნომერი 2/13334-06.

2007 წლის 20 თებერვალს სს «თი-ბი-სი ბანკმა» დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და დამატებით მოითხოვა 271647.87 აშშ დოლარზე წლიური 20%-ის დარიცხვა დავალიანების სრულ დაფარვამდე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 1 ივნისის გადაწყვეტილებით თ. ფ-ძისა და თ. ც-ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა; სს «თი-ბი-სი ბანკის» სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეებს: შპს «გარანტი პლიუსს,» ნ. ქ-კს, თ. ც-ძესა და ა. ხ-ძეს სს «თი-ბი-სი ბანკის» სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 271647.87 აშშ დოლარის გადახდა. მათვე სს «თი-ბი-სი ბანკის» სასარგებლოდ დაეკისრათ ყოველთვიურად 2500 აშშ დოლარის გადახდა სარჩელის შეტანის დღიდან - 2006 წლის 10 ნოემბრიდან დავალიანების სრულ დაფარვამდე. თანხის გადახდევინება დადგინდა იპოთეკით დატვირთული შემდეგი უძრავი ქონების აუქციონზე რეალიზაციით: ა) ვ. ლ-ძისა და თ. ც-ძის თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე მისა-მართზე - ..., ტექნიკური მახასიათებლები: სარეგისტრაციო ზონა - ..., კოდი - 72, სექტორი - ..., კოდი - 14, კვარტლის #40, ნაკვეთის #003, ფართობი - 0,150 ჰა (დაზუსტებული), უფლება - კერძო საკუთრება, ფუნქცია - სასოფლო-სამეურნეო; ბ) თ. ფ-ძის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე მისამართზე - სოფ. ..., ტექნიკური მახასიათებლები: სარეგისტრაციო ზონა - ..., კოდი - 72, სექტორი - ..., კოდი - 14, კვარტლის #43, ნაკვეთის #149, ფართობი - 0,25 ჰა (დაზუსტებული), უფლება - კერძო საკუთრება, ფუნქცია - სასოფლო-სამეურნეო; გ) თ. ფ-ძის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე მისამართზე - სოფ. ..., ტექნიკური მახასიათებლები: სარეგისტრაციო ზონა - ..., კოდი - 72, სექტორი - ..., კოდი - 14, კვარტლის #38, ნაკვეთის #127, ფართობი - 0,25 ჰა (დაზუსტებული), უფლება - კერძო საკუთრება, ფუნქცია - სასოფლო-სამეურნეო; დ) ნ. გ-შვილის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე მისამართზე - სოფ. ..., ტექნიკური მახასიათებლები: საერგისტრაციო ზონა - ..., კოდი - 72, სექტორი - ..., კოდი - 14, კვარტლის #43, ნაკვეთის #147, ფართობი - 0,25 ჰა (დაზუსტებული), უფლება - კერძო საკუთრება, ფუნქცია - სასოფლო-სამეურნეო; ე) ლ. ი-ძის საკუთრებაში არესებული უძრავი ქონება მდებარე მისამართზე - ..., ტექნიკური მახასიათებლები: სარეგისტრაციო ზონა - ..., კოდი - 72, სექტორი - ..., კოდი - 14, კვარტლის #39, ნაკვეთის #085, ფართობი - 0,25 ჰა (დაზუსტებული), უფლება - კერძო საკუთრება, ფუნქცია - სასოფლო-სამეურნეო; მოპასუხეებს - შპს «გარანტი პლიუსს», ნ. ქ-კს, თ. ფ-ძეს, ვ. ლ-ძეს, თ. ც-ძეს, ლ. ი-ძეს, ნ. გ-შვილს, ა. ხ-ძეს სს «თი-ბი-სი ბანკის» სასარგებლოდ დაეკისრათ სახელმწიფო ბაჟის - 13690 ლარის გადახდა.

აღნიშნული გადაწყვეტილებაზე შპს «გარანტი პლიუსის», ნ. ქ-კის, ვ. ლ-ძის, ლ. ი-ძის, ნ. გ-შვილისა და ა. ხ-ძის სახელით სააპელაციო საჩივარი შეიტანა ნ. ჩ-ელმა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოსათვის დაბრუნება მოითხოვა.

გადაწყვეტილებაზე თ. ფ-ძისა და თ. ც-ძის სახელით ასევე მეორე სააპელაციო საჩივარი შეიტანა ნ. ჩ-ელმა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 16 ნოემბრის განჩინებით შპს «გარანტი პლიუსის», ნ. ქ-კის, ვ. ლ-ძის, ლ. ი-ძის, ნ. გ-შვილისა და ა. ხ-ძის წარმომადგენელ ნ. ჩ-ელის სააპელაციო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული დანიშნული ხარვეზის შეუვსებლობის მოტივით.

სააპელაციო სასამართლომ განჩინებაში მიუთითა, რომ შპს «გარანტი პლიუსის» (დირექტორი ნ. ქ-კი), ნ. ქ-კის, ვ. ლ-ძის, ლ. ი-ძის, ნ. გ-შვილისა და ა. ხ-ძის წარმომადგენელ ნ. ჩ-ელის სააპელაციო საჩივარს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 18 ოქტომბრის განჩინებით დაუდგინდა ხარვეზი. აღნიშნული განჩინება ნ. ჩ-ელს ჩაჰბარდა 2007 წლის 29

51

Page 52: სამოქალაქო პროცესის ზოგადი დებულებანი კერძო საჩივრები*! · სამოქალაქო,

ოქტომბერს, გზავნილის ადრესატთან მყოფ მის ძმაზე გადაცემით. ხარვეზი გამოსწორებული არ ყოფილა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლზე მითითებით, სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ გზავნილი ეგზავნება მხარესა და მის წარმომადგენელს და ჩაბარებულად ითვლება, თუ მას მიიღებს ერთ-ერთი მათგანი, ამავე კოდექსის 74-ე მუხლის მიხედვით კი გზავნილი ბარდება ადრესატთან მყოფ ოჯახის სრულწლოვან წევრს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 16 ნოემბრის განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ა. ხ-ძემ.

აღნიშნული განჩინება ლ. ი-ძის, თ. ფ-ძის, თ. ც-ძისა და სხვათა სახელით კერძო საჩივრით გაასაჩივრა ნ. ჩ-ელმაც.

კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, იგი 2007 წლის 25 ოქტომბრიდან იმყოფებოდა მივლინებაში ქ. ბათუმში ლექცია-სემინარებისა და ფირმების რეგისტრაციისათვის 1 თვით, რისი დამადასტურებელი მტკიცებულებებიც კერძო საჩივარს ვერ დაურთო ფირმის დირექტორის არყოფნის გამო და რამდენიმე დღეში წარმოადგენდა. მისივე განმარტებით, რამდენიმე თვეა, რაც ... ქ. #179, I კორპ. ბინა 13-ში აღარ ცხოვრობს და ძმასთან გაწყვეტილი აქვს ყოველგვარი კონტაქტი, რის გამოც მისთვის უცნობი იყო 2007 წლის 18 ოქტომბრის განჩინების არსებობის შესახებ და არანაირი განჩინება არ ჩაბარებია. ბათუმში გამგზავრებამდე მის მარწმუნებელს, თ. ფ-ძეს სთხოვა, გადაეხადა მინიმალური სახელმწიფო ბაჟი 150 ლარის ოდენობით და წარედგინა სასამართლოში, რაც შესრულდა კიდეც. სააპელაციო საჩივარში მითითებული ჰქონდა, რომ სადავოა თანხის ნაწილი და არა მთლიანი თანხა, რის გამოც სასამართლოს მიერ მითითებული სახელმწიფო ბაჟის ოდენობა არასწორია, რადგან ათვლილია მთლიანი თანხიდან. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის თანახმად, განჩინება ჩაბარებულ უნდა იქნეს 70-ე-78-ე მუხლების შესაბამისად. მოცემულ შემთხვევაში სასამართლო ვალდებული იყო, განჩინება გაეგზავნა როგორც მხარეებისათვის, ასევე, მისთვისაც, რაც არ განუხორციელებია. სასამართლომ მონახა მარტივი გზა და განჩინება გააგზავნა მის ძველ მისამართზე, ხოლო მხარეებისათვის აღნიშნული განჩინების ჩაბარება არ ჩათვალა საჭიროდ. ერთადერთი, ვისაც განჩინება ჩაბარდა, იყო ა. ხ-ძე, რომლისგანაც 2007 წლის 27 ნოემბერს შეიტყო განჩინებების არსებობა. გარდა ამისა, განჩინებაში მითითებულია ა. ხ-ძის გარდა ნ. გ-შვილი, ნ. ქ-კი და შპს «გარანტი პლიუსი», რომელთა მინდობილობებიც მას არ გააჩნდა, ამდენად, გაუგებარია, რატომ არ გაუგზავნა სასამართლომ ხარვეზის განჩინებები მათ და რატომ არ სთხოვა ხარვეზის შევსება. აქვე აღსანიშნავია, რომ მათ სასამართლოს გადაწყვეტილებაც არ ჩაბარებიათ, რის გამოც კვლავ აქვთ სააპელაციო საჩივრების წარდგენის უფლება. თავად მისთვის კი უცნობი იყო ხარვეზის დადგენის შესახებ, უცნობი იყო ხარვეზის არსებობა და ვერც გამოასწორებდა, რადგან 2007 წლის 26 ოქტომბერს ღამით გაემგზავრა ქ. ბათუმში მივლინებით და 2007 წლის 26 ნოემბერს საღამოს დაბრუნდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 10 დეკემბრის განჩინებით განუხილველად იქნა დატოვებული თ. ფ-ძისა და თ. ც-ძის სააპელაციო საჩივარი.

სააპელაციო სასამართლომ განჩინებაში მიუთითა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 18 ოქტომბრის განჩინებით თ. ფ-ძისა და თ. ც-ძის წარმომადგენელ ნ. ჩ-ელის სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობისა და სააპელაციო საჩივრის ავტორის სააპელაციო საჩივრის შეტანაზე უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოუდგენლობის გამო. აღნიშნული ხარვეზი სასამართლოს მიერ დადგენილ საპროცესო ვადაში თ. ფ-ძის მიერ გამოსწორებულ იქნა ნაწილობრივ, კერძოდ, გადახდილ იქნა სახელმწიფო ბაჟი. 2007 წლის 16 ნოემბრის განჩინებით დამატებით განისაზღვრა 5 დღის ვადა 2007 წლის 18 ოქტომბრის განჩინებით დადგენილი ხარვეზის სრულად გამოსასწორებლად. აღნიშნული განჩინება აპელანტებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით ჩაბარდათ: თ. ც-ძეს - 2007 წლის 27 ნოემბერს, ხოლო თ. ფ-ძეს - 2007 წლის 20 ნოემბერს, მაგრამ ხარვეზი გამოსწორებული არ ყოფილა.

აღნიშნული განჩინება თ. ფ-ძისა და თ. ც-ძის სახელით კერძო საჩივრით გაასაჩივრა ნ. ჩ-ელმა. კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, სასამართლომ სააპელაციო საჩივარი 2007 წლის 18

ოქტომბრის განჩინებით დადგენილი ხარვეზის - სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობისა და სააპელაციო საჩივრის ავტორის (ე.ი. ნ. ჩ-ელის) სააპელაციო საჩივრის შეტანაზე უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოუდგენლობის გამო განუხილველად დატოვა. 2007 წლის 18 ოქტომბრის განჩინების არსებობა მისთვისაც და მისი მარწმუნებლებიასთვისაც უცნობია, რადგან განჩინება მიუხედავად მისი წერილობითი მოთხოვნისა, არც მას და არც მის მარწმუნებლებს: თ. ც-ძესა და თ. ფ-ძეს არ ჩაჰბარებიათ. შესაბამისად, ვერანაირ ხარვეზს ვერ გამოასწორებდნენ. სახელმწიფო ბაჟის გადახდის შესახებ მან სთხოვა თავის მარწმუნებლებს, რომ შეეტანათ მინიმალური ოდენობა მის ქალაქიდან გამგზავრებამდე, რაც მათ შეასრულეს კიდეც ისე, რომ ხარვეზის შესახებ არც კი იცოდნენ. რაც შეეხება იმას, თითქოს მას არ გააჩნია სააპელაციო საჩივრის შეტანის უფლება, ესეც არასწორია, რადგან 2006 წლის 19 ივლისს თ. ფ-ძისა და თ. ც-ძის მიერ გაცემულ მინდობილობებში გარკვევით არის მითითებული ამის შესახებ და ეს მინდობილობები მის მიერ წარდგენილი იქნა ჯერ კიდევ პირველი ინსტანციის სასამართლოში. აღნიშნულის დასადასტურებლად კერძო საჩივარს თან ურთავს მინდობილობების ასლებს, სადაც ხაზგასმულია ტექსტის ის ადგილი, სადაც მითითებულია ამ უფლებამოსილების შესახებ.

52

Page 53: სამოქალაქო პროცესის ზოგადი დებულებანი კერძო საჩივრები*! · სამოქალაქო,

კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს მითითება, რომ 2004 წლის 16 ნოემბრის განჩინებით დამატებით განისაზღვრა ხარვეზის შესავსებად 5 დღის ვადა, ასევე არასწორია, ვინაიდან საპელაციო სასამართლომ 2007 წლის 16 ნოემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დატოვა განუხილველი ხარვეზის შეუვსებლობის გამო და აღნიშნული განჩინება დაასაბუთა იმით, თითქოს ნ. ჩ-ელს 2007 წლის 29 ოქტომბერს ჩაჰბარდა 2007 წლის 18 ოქტომბრის განჩინება ხარვეზის დადგენის შესახებ და მის მიერ არ იქნა ხარვეზი შევსებული, რაც ასევე არ შეესაბამება სინამდვილეს.

კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, გასაჩივრებულ განჩინებაში სააპელაციო სასამართლო იყენებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლს, რომლის თანახმად, განჩინება ჩაბარებულად ითვლება, რადგან ნ. ჩ-ელის ძმას ჩაბარდა და ასაბუთებს, რომ აღნიშნულიდან გამომდინარე მხარეებსაც ჩაბარებულად ეთვლებათ, მაგრამ სასამართლო არ მიუთითებს იმაზე, რომ მხარეებისთვის განჩინება არც კი ყოფილა გაგზავნილი. აღნიშნულთან დაკავშირებით 2007 წლის 30 ნოემბერს ნ. ჩ-ელის მიერ შეტანილ იქნა სასამართლოში კერძო საჩივარი, სადაც მიუთითა თავისი ფაქტობრივ საცხოვრებელ ადგილსა და სხვა გარემოებებზე, მაგრამ მიუხედავად ამისა, სასამართლომ მაინც არ ჩააბარა არც მას და არც მის მარწმუნებლებს 2007 წლის 18 ოქტომბრის განჩინება, რითაც არსებითად დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74.1 მუხლი, რომლითაც ადრესატის არყოფნის შემთხვევაში შეტყობინების ჩაბარების წესია განსაზღვრული და მითითებულია, რომ შესაძლებელია, უწყება ჩაბარდეს ოჯახის წევრს, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩაბარებად ჩაითვლება როგორც უწყების პირადად გადაცემა, ასევე - უწყების მიმღების მიერ ადრესატისათვის უწყების შინაარსის ცნობება. მოცემულ შემთხვევაში კი არცერთი არ მომხდარა: მის ძმას მისთვის არაფერი უცნობებია, მან რამდენადაც ნ. ჩ-ელისთვის არის ცნობილი, განცხადებით მიმართა სასამართლოს, რომ ვერ აცნობა განჩინების არსებობის თაობაზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2008 წლის 10 მარტის განჩინებით ა. ხ-ძის კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 16 ნოემბრის განჩინებაზე განუხილველად იქნა დატოვებული.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2008 წლის 10 მარტის მეორე განჩინებით თ. ფ-ძისა და თ. ც-ძის (წარმომადგენელი ნ. ჩ-ელი) კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 10 დეკემბრის განჩინებაზე მიღებულ იქნა განსახილველად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2008 წლის 10 მარტის მესამე განჩინებით ლ. ი-ძის, თ. ფ-ძის, თ. ც-ძის, ვ. ლ-ძის კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 16 ნოემბრის განჩინებაზე მიღებულ იქნა განსახილველად, ხოლო ნ. ჩ-ელს დაევალა აღნიშნული განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში დაეზუსტებინა, გარდა ლ. ი-ძის, ვ. ლ-ძის, თ. ფ-ძისა და თ. ც-ძისა, კიდევ რომელი სხვა პირების სახელით ჰქონდა შემოტანილი კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 16 ნოემბრის განჩინებაზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2008 წლის 24 მარტის განჩინებით შპს «გარანტი პლიუსის» (წარმომადგენელი ნ. ჩ-ელი) კერძო საჩივარი 2007 წლის 16 ნოემბრის განჩინებაზე მიღებულ იქნა განსახილველად. ამასთან, ჩაითვალა, რომ სხვა პირთა მიერ კერძო საჩივარი არ იყო შემოტანილი.

სამოტივაციო ნაწილი: საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრების საფუძვლების გამოკვლევის

შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი კერძო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 16 ნოემბრისა და 10 დეკემბრის განჩინებები დატოვებულ იქნეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 1 ივნისის გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა ნ. ჩ-ელმა აპელანტების - შპს «გარანტი პლიუსის» (დირექტორი ნ. ქ-კი), ნ. ქ-კის, ვ. ლ-ძის, ლ. ი-ძის, ნ. გ-შვილისა და ა. ხ-ძის სახელით. იმავე გაადწყვეტილებაზე თ. ფ-ძისა და თ. ც-ძის სახელით ნ. ჩ-ელმა შეიტანა მეორე სააპელაციო საჩივარი.

პირველ სააპელაციო საჩივარზე ნ. ჩ-ელის მიერ მითითებულია შემდეგი მისამართი: თბილისი, ..., კორპ. I, ბინა 13, ხოლო მეორე სააპელაციო საჩივარზე მისამართის ადგილას მითითებულია: «იგივე».

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 18 ოქტომბრის განჩინებით შპს «გარანტი პლიუსის» (დირექტორი ნ. ქ-კი), ნ. ქ-კის, ვ. ლ-ძის, ლ. ი-ძის, ნ. გ-შვილისა და ა. ხ-ძის წარმომადგენელ ნ. ჩ-ელის სააპელაციო საჩივარზე დადგინდა ხარვეზი, კერძოდ: აპელანტებს დაევალათ სახელმწიფო ბაჟის გადახდა 15000 ლარის ოდენობით, ასევე, აპელანტების მიერ ნ. ჩ-ელის სახელზე გაცემული მინდობილობის ან მათ მიერ ხელმოწერილი სააპელაციო საჩივრის წარმოდგენა. ამავე სასამართლოს 2007 წლის 18 ოქტომბრის მეორე განჩინებით ნ. ჩ-ელის მიერ თ. ფ-ძისა და თ. ც-ძის სახელით შემოტანილ მეორე სააპელაციო საჩივარს ასევე დაუდგინდა ხარვეზი და აპელანტებს დაევალათ სახელმწიფო ბაჟის გადახდა 150 ლარის ოდენობით, ასევე, ნ. ჩ-ელის სახელზე გაცემული მინდობილობის ან მათ მიერ ხელმოწერილი საპელაციო საჩივრის წარმოდგენა.

53

Page 54: სამოქალაქო პროცესის ზოგადი დებულებანი კერძო საჩივრები*! · სამოქალაქო,

თბილისის საპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 18 ოქტომბრის როგორც პირველი, ისე მეორე განჩინება აპელანტს გაეგზავნა და ჩაჰბარდა მის მიერ მითითებულ მისამართზე.

პირველი განჩინების გზავნილი ჩაჰბარდა ასევე ი. ხ-ძესა და ვ. ლ-ძეს, ხოლო მეორე განჩინების გზავნილი - თ. ც-ძეს.

2007 წლის 7 ნოემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოს თ. ფ-ძემ მიმართა განცხადებით და წარადგინა 150 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითარი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 16 ნოემბრის განჩინებით შპს «გარანტი პლიუსის» (დირექტორი ნ. ქ-კი), ნ. ქ-კის, ვ. ლ-ძის, ლ. ი-ძის, ნ. გ-შვილისა და ა. ხ-ძის წარმომადგენლის - ნ. ჩ-ელის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი. ამავე სასამართლოს 2007 წლის 16 ნოემბრის მეორე განჩინებით თ. ფ-ძესა და თ. ც-ძეს გაუგრძელდათ ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადა და აღნიშნული განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში დაევალათ ნ. ჩ-ელზე გაცემული რწმუნებულების ან თავად მათ მიერ ხელმოწერილი სააპელაციო საჩივრის წარმოდგენა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 16 ნოემბრის განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ ჩაბარდათ ა. ხ-ძეს და ვ. ლ-ძეს, ხოლო ამავე სასამართლოს ამავე თარიღის განჩინება ხარვეზის ვადის გაგრძელების შესახებ - თ. ც-ძეს და თ. ფ-ძეს. აღნიშნული განჩინებები, მართალია, გაეგზავნა ნ. ჩ-ელსაც, მაგრამ გზავნილები სასამართლოში დაბრუნდა მითითებით, რომ აღნიშნულ მისამართზე ცხოვრობდა ნ. ჩ-ელის ძმა, რომელიც უარს აცხადებდა განჩინების ჩაბარებაზე.

2007 წლის 29 ნოემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას განცხადებით მიმართა ნ. ჩ-ელის ძმამ, ვ. ჩ-ელმა, წარმოადგინა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალტის 2007 წლის 18 ოქტომბრის განჩინებათა გზავნილები და განმარტა, რომ ოქტომბრის ბოლოს ნ. ჩ-ელზე გადასაცემად ჩაიბარა 2007 წლის 18 ოქტომბრის განჩინებები. მართალია, კურიერს განუმარტა, რომ ნ. ჩ-ელი აღნიშნულ მისამართზე აღარ ცხოვრობდა და ვერ შეჰპირდებოდა ამ დოკუმენტების გადაცემას, მაგრამ მან გზავნილები მაინც დაუტოვა. იმის გამო, რომ ვერ მოახერხა აღნიშნული განჩინებების ნ. ჩ-ელისათვის გადაცემა, რადგან ოჯახური პირობების გამო არ აქვთ ურთიერთობა, ამასთან, როგორც მისთვის ცნობილი იყო, ნ. ჩ-ელი თბილისში არ იმყოფებოდა, იძულებული გახდა, სასამართლოსათვის დაებრუნებინა აღნიშნული განჩინებები.

ამავე თარიღით - 2007 წლის 29 ნოემბერს - სააპელაციო სასამართლოში ასევე შევიდა ნ. ჩ-ელის განცხადება, რომელშიც განმცხადებელმა მიუთითა, რომ, როგორც მისთვის ცნობილი გახდა, სააპელაციო სასამართლომ ა. ხ-ძეს გაუგზავნა განჩინება, რომელშიც აღნიშნულია, თითქოს 2007 წლის 29 ოქტომბერს ნ. ჩ-ელს ჩაჰბარდა 2007 წლის 18 ოქტომბრის განჩინება ხარვეზის დადგენის შესახებ და მან ხარვეზი არ შეავსო, რაც სინამდვილეს არ შეესაბამება, რადგან მას არანაირი განჩინება არ მიუღია, ვინაიდან იმყოფებოდა ქ. ბათუმში მივლინებაში, თანაც ... ქუჩაზე იგი უკვე აღარ ცხოვრობს და არც რაიმე კონტაქტი აქვს. მისი ამჟამინდელი მისამართია: თბილისი, ... II კვ. კორპ. #1, ბ. 119.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 10 დეკემბრის განჩინებით თ. ფ-ძისა და თ. ც-ძის სააპელაციო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული ხარვეზის შეუვსებლობის გამო. აღნიშნული განჩინება ჩაჰბარდა თ. ც-ძეს, ხოლო ნ. ჩ-ელის სახელზე თბილისში, ... #179, კოპ. #1, ბ. #13 მისამართზე გაგზავნილი კონვერტი უკან დაბრუნდა მითითებით: «აღნიშნულ მისამართზე ცხოვრობს ნ. ჩ-ელის ძმა, რომელიც უარს აცხადებს განჩინებების ჩაბარებაზე».

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2007 წლის 16 ნოემბრისა და 10 დეკემბრისათვის მოქმედი რედაქციის 70-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მხარეებს და მათ წარმომადგენლებს სასამართლო უწყებით ეცნობებათ სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედებების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. ამავე კოდექსის 74-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი მოქალაქე ვერ ნახა საცხოვრებელ ან სამუშაო ადგილზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე სრულწლოვან წევრს ან სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას ამ კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილით დადგენილი წესით. უწყების მიმღები ვალდებულია, უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი, გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება ან დაკავებული თანამდებობა. უწყების მიმღები ვალდებულია, უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. ჩაბარებად ჩაითვლება როგორც უწყების პირადად გადაცემა, ასევე, უწყების მიმღების მიერ ადრესატისთვის უწყების შინაარსის ცნობება. ამავე კოდექსის 76-ე მუხლის თანახმად, მხარეები და მათი წარმომადგენლები მოვალენი არიან, აცნობონ სასამართლოს საქმის წარმოების განმავლობაში თავიანთი მისამართის შეცვლის შესახებ. ასეთი ცნობის უქონლობისას უწყება გაიგზავნება სასამართლოსთვის ცნობილ უკანასკნელ მისამართზე და ჩაბარებულად ითვლება, თუნდაც ადრესატი ამ მისამართზე აღარ ცხოვრობდეს.

54

Page 55: სამოქალაქო პროცესის ზოგადი დებულებანი კერძო საჩივრები*! · სამოქალაქო,

საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ ახალი საცხოვრებელი მისამართის შესახებ ნ. ჩ-ელმა სასამართლოს აცნობა მხოლოდ 2007 წლის 29 ნოემბერს, ანუ როდესაც თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 16 ნოემბრის განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე ჩაბარებული ჰქონდათ ა. ხ-ძეს და ვ. ლ-ძეს, ხოლო ნ. ჩ-ელს გაეგზავნა სასამართლოსათვის ცნობილ უკანასკნელ საცხოვრებელ მისამართზე, ხოლო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 16 ნოემბრის განჩინება ხარვეზის შევსავსებად დანიშნული ვადის გაგრძელების შესახებ ჩაბარებული ჰქონდათ თ. ც-ძეს და თ. ფ-ძეს, ხოლო ნ. ჩ-ელს ასევე გაეგზავნა სასამართლოსათვის ცნობილ უკანასკნელ საცხოვრებელ მისამართზე. ამდენად, კერძო საჩივრების ავტორმა ნ. ჩ-ელმა მიუხედავად იმისა, რომ როგორც 2007 წლის 30 ნოემბერს შემოტანილ მეორე კერძო საჩივარში თავად მიუთითებს, უკვე რამდენიმე თვე იყო, რაც აღარ ცხოვრობდა ... ქუჩაზე, ვერ უზრუნველყო სასამართლოსათვის დროულად ეცნობებინა საცხოვრებელი მისამართის შეცვლის თაობაზე, რის გამოც მის მისამართზე გაგზავნილი უწყებები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის იმ დროს მოქმედი რედაქციის 76-ე მუხლის შესაბამისად, სწორად იქნა მიჩნეული მხარისათვის ჩაბარებულად.

ის ფაქტი, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 18 ოქტომბრის განჩინებები ჩაიბარა ნ. ჩ-ელის ძმამ - ვ. ჩ-ელმა და შემდეგ იმ მოტივით, რომ ვერ დაუკავშირდა მის დას, დააბრუნა სააპელაციო სასამართლოში 2007 წლის 29 ნოემბერს, არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს ნ. ჩ-ელისათვის სასამართლო გზავნილის ჩაუბარებლობის დამადასტურებელ საპატიო გარემოებაზე მითითებად, ვინაიდან მისამართის შეცვლის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება იმ მხარეს, რომელიც მისამართს შეიცვლის და სწორედ ის არის ვალდებული აცნობოს სასამართლოს მისამართის შეცვლის შესახებ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მისი, როგორც მხარის მიმართ დადგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული შედეგი.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაპყრობს ასევე იმ გარემოებასაც, რომ კერძო საჩივრის ავტორს დღემდე არ წარმოუდგენია მის მიერ როგორც პირველ, ისე მეორე კერძო საჩივარში მითითებული გარემოების - ბათუმში სემინარზე გამგზავრების დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება. ასევე საფუძველსაა მოკლებული კერძო საჩივრის ავტორის მითითება, რომ მას სასამართლო უწყება არ ჩაბარდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დადგენილი წესით, ვინაიდან მის ძმას მისთვის არაფერი უცნობებია და მან რამდენადაც ნ. ჩ-ელისთვის გახდა ცნობილი, განცხადებით მიმართა სასამართლოს, რომ ვერ აცნობა განჩინების თაობაზე.

საკასაციო სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს მეორე კერძო საჩივარში ნ. ჩ-ელის მიერ მითითებულ არგუმენტს, რომ ვინაიდან საქმის მასალებში არსებობდა თ. ც-ძისა და თ. ფ-ძის მიერ მის სახელზე გაცემული მინდობილობები, სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიიჩნია, რომ ნ. ჩ-ელს არ გააჩნდა სააპელაციო საჩივრის შეტანის უფლებამოსილება. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მართალია თ. ფ-ძისა და თ. ც-ძის მიერ გაცემული მინდობილობები მართლაც არსებობდა საქმის მასალებში, მაგრამ ისინი სააპელაციო საჩივრის შეტანის დროისათვის 2007 წლის 13 აგვისტოსათვის უკვე ვადაგასული იყო. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს გააჩნდა აღნიშნული ხარვეზის დადგენის სრული საფუძველი.

ყოველივე ზემოაღნიშულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კერძო საჩივრები არ შეიცავს გასაჩივრებული განჩინებების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, რის გამოც კერძო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 16 ნოემბრისა და 10 დეკემბრის განჩინებები დატოვებულ იქნეს უცვლელად.

სარეზოლუციო ნაწილი: საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე-420-

ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. თ. ფ-ძის, თ. ც-ძის, შპს «გარანტი პლიუსის», ლ. ი-ძის, ვ. ლ-ძის (თ. ფ-ძის, თ. ც-ძისა და შპს «გარანტი პლიუსის» წარმომადგენელი ნ. ჩ-ელი) კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 16 ნოემბრის განჩინებაზე და თ. ფ-ძისა და თ. ც-ძის (წარმომადგენელი ნ. ჩ-ელი) კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 10 დეკემბრის განჩინებაზე არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 16 ნოემბრისა და 10 დეკემბრის განჩინებები;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

55

Page 56: სამოქალაქო პროცესის ზოგადი დებულებანი კერძო საჩივრები*! · სამოქალაქო,

მისამართის შეცვლა საქმის წარმოების დროს

განჩინება

#ას-494-731-08 7 ივლისი, 2008 წ., ქ. თბილისი საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე), ლ. ლაზარაშვილი (მომხსენებელი), ნ. კვანტალიანი

დავის საგანი: სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება აღწერილობითი ნაწილი: 2004 წლის 18 თებერვალს თბილისის ისანი-სამგორის რაიონულ სასამართლოს სასარჩელო

განცხადებით მიმართა კ. ყ-შვილმა მოპასუხე თ. მ-ელის, მესამე პირის - ნოტარიუს ნათელა გ-ძის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა: 1996 წლის 22 აგვისტოს ქ. თბილისის #15 სანოტარო კანტორაში ნოტარიუს მ. ბ-ძის მიერ დამოწმებული ანდერძის ბათილად ცნობა, 1997 წლის 14 აგვისტოს ნოტარიუს ნ. გ-ძის მიერ გაცემული ანდერძისმიერი მემკვიდრეობის უფლების მოწმობის გაუქმება, პაპის - დ. ყ-შვილის დანაშთი ქონების მემკვიდრედ ცნობა და მემკვიდრეობის მიღების ვადის გაგრძელება.

სასარჩელო განცხადებაში აღნიშნულია, რომ თბილისში, ... ქ. #3-ში მდებარე #27 ბინა 1993 წლის 25 თებერვლის პრივატიზაციის ხელშეკრულების საფუძველზე ირიცხებოდა მოსარჩელის პაპის - დ. ყ-შვილის სახელზე. ბინაში ასევე რეგისტრირებული იყო მოსარჩელის მამა ვ. ყ-შვილი. დ. ყ-შვილი გარდაიცვალა 1996 წლის 1 მარტს, ხოლო ვ. ყ-შვილი - 1996 წლის 22 დეკემბერს, ისე, რომ დ. ყ-შვილის მემკვიდრეობა არ მიუღია. ამის გამო ვ. ყ-შვილის გარდაცვალების მომენტისათვის აღნიშნული ბინა ჯერ კიდევ დ. ყ-შვილის სახელზე ირიცხებოდა.

მოსარჩელე, როგორც დ. ყ-შვილის კანონისმიერი მემკვიდრე, მიიჩნევდა, რომ თბილისში ჩასვლის შემდეგ (კ. ყ-შვილი ცხოვრობდა უკრაინაში, ქ. კიევში) მიიღებდა სადავო ბინას, თუმცა აღმოჩნდა, რომ აღნიშნული ბინა 1997 წლის აგვისტოდან თ. მ-ელის სახელზე ირიცხებოდა, ვ. ყ-შვილის საანდერძო განკარგულების საფუძველზე.

მოსარჩელის მოსაზრებით, 1997 წლის 14 აგვისტოს ანდერძისმიერი მემკვიდრეობის უფლების მოწმობა კანონმდებლობის დარღვევით გაიცა. მართალია, ვ. ყ-შვილი გარდაცვლილი მამის სამკვიდროს ფაქტობრივად ფლობდა, მაგრამ მას არ ჰქონდა მიღებული სამკვიდრო მოწმობა, რის გამოც არაუფლებამოსილი იყო, განეკარგა დ. ყ-შვილის დანაშთი ქონება. გარდა ამისა, შეუძლებელი იყო, ვ. ყ-შვილს ოჯახისთვის სრულიად უცხო ადამიანისთვის ეანდერძებინა ბინა. ამასთან, თბილისის ისნის რაიონის სასამართლოს 1997 წლის 7 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მისი სარჩელი ანდერძის ბათილობისა და მემკვიდრედ ცნობის შესახებ დაკმაყოფილდა, რაც შემდგომში გაუქმდა თბილისის იმჟამინდელი საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა ისნის რაიონულ სასამართლოს.

თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილებით კ. ყ-შვილის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა კ. ყ-შვილმა (წარმომადგენელი გ. ჯ-ძე), რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოსათვის დაბრუნება.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2004 წლის 20 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით კ. ყ-შვილის (წარმომადგენელი გ. ჯ-ძე) სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილება.

აღნიშნულ დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი შეიტანა კ. ყ-შვილმა (წარმომადგენელი გ. ჯ-ძე), რომელმაც დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის არსებითად განხილვა მოითხოვა.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2005 წლის 22 თებერვლის საოქმო განჩინებით კ. ყ-შვილის (წარმომადგენელი გ. ჯ-ძე) საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საოლქო სასამართლოს 2004 წლის 20 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განახლდა საქმის წარმოება.

სააპელაციო სასამართლოში 2005 წლის 3 მაისს დანიშნულ სხდომაზე კ. ყ-შვილის წარმომადგენელ გ. ჯ-ძის გამოუცხადებლობის გამო, მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობის საფუძველზე მიღებულ იქნა მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც უცვლელად დარჩა თბილისის საოლქო სასამართლოს 2004 წლის 20 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა კ. ყ-შვილმა (წარმომადგენელი გ. ჯ-ძე), რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება.

56

gogberashvili_t
Note
Page 57: სამოქალაქო პროცესის ზოგადი დებულებანი კერძო საჩივრები*! · სამოქალაქო,

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2006 წლის 17 აპრილის განჩინებით კ. ყ-შვილის წარმომადგენელ გ. ჯ-ძის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2005 წლის 3 მაისის მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს.

სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 8 დეკემბრის სხდომაზე კ. ყ-შვილის წარმომადგენელმა გ. ჯ-ძემ განაცხადა, რომ მას არ ჰქონდა გავლილი ადვოკატთა ტესტირება სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაციით, რის გამოც მოკლებული იყო წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელების შესაძლებლობას. აღნიშნულის შესახებ კ. ყ-შვილის ინფორმირების მიზნით გ. ჯ-ძემ ითხოვა მისთვის გარკვეული ვადის მიცემა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 3 მაისის განჩინებით მხარეთა გამოუცხადებლობის გამო კ. ყ-შვილის სააპელაციო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული, უცვლელად დარჩა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილება, გაუქმდა სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება და ყადაღა მოეხსნა თბილისში, ... ქ. #3-ში მდებარე, თ. მ-ელის სახელზე რიცხულ #27 ბინას.

სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, იმ პირობებში, როდესაც აპელანტს უწყება მის მიერ მითითებულ მისამართზე გაეგზავნა, მაგრამ აღნიშნული მისამართის მიხედვით უწყების ჩაბარება ვერ მოხერხდა მისი მოუძიებლობის გამო, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლიდან გამომდინარე, იგი ჩაბარებულად უნდა მიჩნეულიყო. კანონის აღნიშნული ნორმის თანახმად, მხარეები და მათი წარმომადგენლები მოვალენი არიან აცნობონ სასამართლოს საქმის წარმოების განმავლობაში თავიანთი მისამართის შეცვლის შესახებ. ასეთი ცნობის უქონლობისას უწყება გაიგზავნება სასამართლოსათვის ცნობილ უკანასკნელ მისამართზე და ჩაბარებულად ითვლება, თუნდაც ადრესატი ამ მისამართზე აღარ ცხოვრობდეს. რაც შეეხებოდა იმ გარემოებას, რომ სააპელაციო სასამართლოს აპელანტის წარმომადგენელი გ. ჯ-ძე 2007 წლის 3 მაისის სხდომაზე არ მიუწვევია, აღნიშნულთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ მიუთითა გ. ჯ-ძის მიერ 2006 წლის 8 დეკემბრის სხდომაზე მიცემულ განმარტებაზე, რომ სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაციით ადვოკატის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაუბარებლობის გამო იგი მონაწილეობას ვერ მიიღებდა საქმის განხილვაში, რის შესახებაც აცნობებდა თავის მარწმუნებელს. 2007 წლის 3 მაისის სხდომის დროის თაობაზე შესაბამისი ხელწერილით გაფრთხილებული იყო აგრეთვე მოწინააღმდეგე მხარე - თ. მ-ელი. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, იძლეოდა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საპროცესოსამართლებრივ საფუძველს.

გარდა ამისა, სააპელაციო სასამართლომ მოცემული საქმის შედეგის გათვალისწინებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლის საფუძველზე გააუქმა სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება და დაადგინა თბილისში, ... ქ. #3-ში მდებარე თ. მ-ელის სახელზე რიცხულ #27 ბინაზე ყადაღის მოხსნა.

სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა კ. ყ-შვილმა (წარმომადგენელი დ. ნ-ძე), რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოსათვის დაბრუნება.

კერძო საჩივრის ავტორი არასწორად მიიჩნევს კ. ყ-შვილის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებას იმ პირობებში, როდესაც აპელანტისათვის გაგზავნილი სასამართლო უწყება სრულიად გაურკვეველი მიზეზით უკანაა დაბრუნებული. მისი მითითებით, კ. ყ-შვილი 9 წლის ასაკიდან უკრაინაში ცხოვრობს და ამ ქვეყნის მოქალაქეა. მოცემული საქმესთან დაკავშირებით მის რწმუნებულად გამოდიოდა გ. ჯ-ძე, რომელმაც სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 8 დეკემბრის სხდომაზე განმარტა, რომ სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაციით ადვოკატის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაუბარებლობის გამო საქმის განხილვაში მონაწილეობას ვერ მიიღებდა, მანვე მიუთითა, რომ კ. ყ-შვილს ქ. კიევში მისამართი შეცვლილი არ ჰქონდა. აღნიშნულს ასევე ადასტურებს კ. ყ-შვილის მიერ 2007 წლის 10 მაისს გ. ჯ-ძეზე გაცემული მინდობილობა, სადაც კ. ყ-შვილის საცხოვრებელ ადგილად მითითებულია ქ. კიევი, ... ქუჩის, სახლი 1-ის, ბინა 15-ზე. აპელანტისათვის აღნიშნულ მისამართზე გაგზავნილი სასამართლო უწყება მოუძიებლობის მიზეზით უკან დაბრუნდა.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კერძო საჩივრის ავტორი სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 3 მაისის სხდომაზე აპელანტის გამოუცხადებლობას საპატიოდ მიიჩნევს, რაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველია.

კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ გასაჩივრებული განჩინების გაუქმების პირობებში, ასევე უნდა გაუქმდეს აღნიშნული განჩინება იმ ნაწილში, რომლითაც დადგინდა სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმება.

სამოტივაციო ნაწილი: საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების გამოკვლევის შედეგად

მიიჩნევს, რომ კ. ყ-შვილის (წარმომადგენელი დ. ნ-ძე) კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს,

57

Page 58: სამოქალაქო პროცესის ზოგადი დებულებანი კერძო საჩივრები*! · სამოქალაქო,

გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 3 მაისის განჩინება და საქმე განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას კ. ყ-შვილის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობის შესახებ.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ სასამართლო უწყება, რომლითაც კ. ყ-შვილს სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 3 მაისის სხდომის დროის შესახებ ეცნობა, გაიგზავნა სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე - უკრაინა, ქ. კიევი, ... #1-ის, ბინა #15. სააპელაციო სასამართლოში დაბრუნებულ საფოსტო კონვერტზე უწყების ჩაუბარებლობის მიზეზად მითითებულია: «მოუძიებლობა». სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ კ. ყ-შვილმა საცხოვრებელი მისამართი შეიცვალა, რის შესახებაც საქმის განმხილველ სასამართლოს არ აცნობა, რაც სასამართლო უწყების ჩაბარებულად მიჩნევის საფუძველი იყო.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარისათვის მის მიერვე მითითებულ მისამართზე უწყების ჩაუბარებლობა მისი მოუძიებლობის გამო, არ ნიშნავს მხარის მიერ საცხოვრებელი მისამართის შეცვლას და არ წარმოადგენს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლის შესაბამისად უწყების ჩაბარებულად მიჩნევის საფუძველს. კანონის აღნიშნული ნორმის თანახმად, მხარეები და მათი წარმომადგენლები მოვალენი არიან, აცნობონ სასამართლოს საქმის წარმოების განმავლობაში თავიანთი მისამართის შეცვლის შესახებ, ასეთი ცნობის უქონლობისას უწყება გაიგზავნება სასამართლოსათვის ცნობილ უკანასკნელ მისამართზე და ჩაბარებულად ითვლება, თუნდაც ადრესატი ამ მისამართზე აღარ ცხოვრობდეს. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოში დაბრუნებული საფოსტო კონვერტით დგინდება არა ის, რომ კ. ყ-შვილი აღარ ცხოვრობს ზემომითითებულ მისამართზე, არამედ ის გარემოება, რომ ადრესატი მის საცხოვრებელ მისამართზე ფოსტის თანამშრომელმა ვერ ნახა, რაც არ არის ერთი და იგივე. შესაბამისად, სადავო შემთხვევაში არ არსებობდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლის გამოყენებისა და სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი.

გარდა ამისა, სააპელაციო სასამართლოს საცხოვრებელ მისამართზე კ. ყ-შვილის მოუძიებლობის პირობებში არ გამოუყენებია მისი ინფორმირების ყველა შესაძლებლობა, მათ შორის, წარმომადგენელ გ. ჯ-ძის მეშვეობით, რომელსაც, მართალია, არ ჰქონდა გავლილი ადვოკატთა ტესტირება სამოქალაქო სამართლის სპეციალობით, მაგრამ საქმეში არსებული მინდობილობით, რომელიც ვადაშია და მარწმუ-ნებლის ან რწმუნებულის მხრიდან წარმომადგენლობის შეწყვეტის დამადასტურებელი დოკუმენტი საქმეში არ მოიპოვება, გააჩნდა კ. ყ-შვილის სახელით ყველა საქმის წარმოების უფლებამოსილება.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება გაუქმებას ექვემდებარება უზრუნველყოფის ღონისძიებების გაუქმების ნაწილშიც, რამდენადაც სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების გაუქმებით საქმის წარმოება გრძელდება და საფუძველი ეცლება უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმებისაც.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 3 მაისის განჩინება და საქმე განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

სარეზოლუციო ნაწილი: საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე

მუხლით, 419-ე-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. კ. ყ-შვილის (წარმომადგენელი დ. ნ-ძე) კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს; 2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 3

მაისის განჩინება და საქმე განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს; 3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

შეტყობინება ადრესატის არყოფნის შემთხვევაში

განჩინება

#ას-377-625-08 9 ივლისი, 2008 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე), თ. თოდრია (მომხსენებელი), რ. ნადირიანი

დავის საგანი: უძრავი ნივთის მიკუთვნება

58

Page 59: სამოქალაქო პროცესის ზოგადი დებულებანი კერძო საჩივრები*! · სამოქალაქო,

აღწერილობითი ნაწილი: თბილისის საქალაქო საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა ც. ლ-ავამ ზ. და თ. ო-ძეების

წინააღმდეგ ნაჩუქრობის ხელშეკრულების ბათილად ცნობისა და ქონების გაყოფის თაობაზე. მოსარჩელემ მიუთითა, რომ ის 1991 წლიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება მოპასუხე ზ.

ო-ძესთან, ჰყავთ ერთი შვილი ბ. ო-ძე, რომელიც დაიბადა 1991 წლის 18 თებერვალს; ორი წელია მხარეთა შორის ცოლქმრული ურთიერთობა შეწყვეტილია; მოსარჩელეს დაქირავებული აქვს სახლი, ხოლო მოპასუხე ზ. ო-ძეს ჰყავს მეორე მეუღლე და ცხოვრობს მათ მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილ სადავო ბინაში.

2005 წლის 19 სექტემბერს სანოტარო წესით დამოწმებული ხელშეკრულებით ზ. ო-ძემ მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება თბილისში, ... მე-3 მ-რ-ში #20 კორპუსში მდებარე ბინა #27 აჩუქა მამას - მოპასუხე თ. ო-ძეს, ამ უკანასკნელმა მოგვიანებით სს „გაერთიანებულ ქართულ ბანკთან» დადო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლითაც ზემოაღნიშნული უძრავი ქონება წარმოადგენს იპოთეკის ხელშეკრულების უზრუნველყოფის საგანს.

მოსარჩელემ მოითხოვა ნაჩუქრობის ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობა და თბილისში, ... მე-3 მ\რ-ში, #20 კორპუსში მდებარე #27 ბინის მესაკუთრედ ცნობა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილებით ც. ლ-ავას სარჩელი დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ზ. და თ. ო-ძეებმა, მოითხოვეს გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 29 ოქტომბრის განჩინებით ზ. და თ. ო-ძეებს განესაზღვრათ ვადა ხარვეზის შესავსებად, კერძოდ, მათ სააპელაციო საჩივარზე არ ჰქონდათ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი.

ხარვეზის შესახებ განჩინების ასლი აპელანტებს გაეგზავნათ და ზ. ო-ძის დას - ი. ო-ძეს ჩაჰბარდა კანონით დადგენილი წესით 2007 წლის 16 ნოემბერს, რომლის თანახმადაც, აპელანტს ხარვეზის გამოსასწორებლად ვადა ჰქონდა 2007 წლის 26 ნოემბრის ჩათვლით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 3 დეკემბრის განჩინებით ზ. და თ. ო-ძეების სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.

ზ. და თ. ო-ძეებმა კერძო საჩივარი შეიტანეს სასამართლოში და მიუთითეს, რომ ხარვეზის შესახებ განჩინების ასლი ჩაჰბარდა ი. ო-ძეს, რომელიც მათთან არ ცხოვრობს, მათ განჩინების შესახებ შეიტყვეს 22 ნოემბერს და ამის შემდეგ 27 ნოემბერს წარადგინეს სასამართლოში ხარვეზის გამოსწორების შესახებ განცხადება. ზ. და თ. ო-ძეებმა მოითხოვეს სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმება.

სამოტივაციო ნაწილი: საკასაციო სასამართლო საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო კერძო საჩივარს და მიაჩნია, რომ ზ.

და თ. ო-ძეების კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო: სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის პირველი ნაწილის ბოლო წინადადების

შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა არ არსებობს, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.

დადგენილია, რომ სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 29 ოქტომბრის განჩინებით ზ. და თ. ო-ძეებს განესაზღვრათ ვადა ხარვეზის შესავსებად, კერძოდ, მათ სააპელაციო საჩივარზე არ ჰქონდათ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი.

ხარვეზის შესახებ განჩინების ასლი აპელანტებს გაეგზავნათ და ზ. და თ. ო-ძის დას - ი. ო-ძეს ჩაჰბარდა კანონით დადგენილი წესით 2007 წლის 16 ნოემბერს, რომლის თანახმადაც აპელანტს ხარვეზის გამოსასწორებლად ვადა ჰქონდა 2007 წლის 26 ნოემბრის ჩათვლით.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ოჯახის წევრი არის პირი, რომელსაც გააჩნია უფლებები და ამავე დროს აკისრია ვალდებულებები, რომლებიც ეფუძნება საოჯახო სამართალურთიერთობას. ამასთან ერთად აღსანიშნავია, რომ სამართლის სხვადასხვა დარგები გარკვეულ მნიშვნელობას ანიჭებენ იმ გარემოებებს, რომლებიც განსაზღვრავენ ამ პირის ოჯახთან კავშირის ხასიათს. აღნიშნული დამოკიდებულება განისაზღვრება კონკრეტული დარგის სამართლებრივი რეგულირების მიზნებით და მარეგულირებელი ურთიერთობების თავისებურებებით.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის პრველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე სრულწლოვან წევრს. უწყების მიმღები ვალდებულია, უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ შეტყობინების და დაბარების ინსტიტუტი საპროცესო სამართალში ემორჩილება იმ კანონზომიერებებს, რომლებიც დამახასიათებელია ზოგადად სამოქალაქო საპროცესო რეგულირებისათვის და ემსახურება საპროცესო სამართლებრივი რეგულირების მიზნებს. უპირველეს ყოვლისა, აღნიშნული მიზნები და თავისებურებები ვლინდება იმაში, რომ მაქსიმალურად უზრუნველყოფილ იქნეს ყოველი პირის უფლების სასამართლო წესით დაცვა, მაგრამ ამასთან ერთად

59

Page 60: სამოქალაქო პროცესის ზოგადი დებულებანი კერძო საჩივრები*! · სამოქალაქო,

აღსანიშნავია, რომ კონკრეტულ შემთხვევაში მხარეებს თავიანთი უფლებების სასამართლო წესით დაცვის პროცესუალური მექანიზმების განხორცილებებისას ასევე აკისრიათ პროცესუალური ვალდებულებები.

კონკრეტულ შემთხვევაში, განსახილველი ნორმის თანახმად იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე სრულწლოვან წევრს, რომელსაც წარმოეშობა გარკვეული პროცესუალური ვალდებულებები. ამასთან ერთად გასათვალისწინებელია, რომ გამოსაძახებელი პირის მიერ მითითებულ მისამართზე მისი არყოფნის შემთხვევაში ამავე მისამართზე სხვა პირის მიერ შეტყობინების ჩაბარება უკვე მიუთითებს იმაზე, რომ ეს უკანასკნელი არის გამოსაძახებელი პირის ოჯახის წევრი. ამდენად, განსახილველი ნორმის თანახმად, ამ პირის მიერ უწყების ჩაბარების მომენტიდან მას წარმოეშობა ამ უწყების (შეტყობინები) ადრესატისათვის გადაცემის ვალდებულება. ოჯახის წევრისათვის უწყების (შეტყობინები) ჩაბარებაზე ვრცელდება პრეზუმფცია, რომელიც გულისხმობს, რომ ოჯახის წევრისათვის უწყების ჩაბარება ნიშნვს მისი ჩაბარებას ადრესატისთვის, რაც კონკრეტულ შემთხვევაში დასტურდება მიმღები პირის (ოჯახის წევრის) ხელმოწერით და ადრესატთან დამოკიდებულების მითითებით.

აღნიშნული სამართლებრივი დანაწესიდან გამომდინარე მტკიცების ტვირთი იმის შესახებ, რომ უწყების (შტყობინები) მიმღები პირი არ იყო მხარის ოჯახის წევრი, აკისრია გამოსაძახებელ მხარეს.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ზ. და თ. ო-ძეებმა ვერ წარმოადგინეს მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდება პროცესუალური ნორმის დარღვევის ფაქტი, გარემოება, რომელიც გამორიცხავს იმას, რომ ია ო-ძე არ არის მათი ოჯახის წევრი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ, საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

საკასაციო პალატას მიაჩნია, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოში სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი ზ. და თ. ო-ძეებს არ წარმოუდგენიათ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში, ნიშნავს, რომ საპროცესო მოქმედება არ შესრულებულა კანონის ნორმების დაცვით. აქედან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ სწორად დატოვა სააპელაციო საჩივარი განუხილველად.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება. მოცემულ შემთხვევაში აპელანტმა არ შეავსო ხარვეზი განჩინებით განსაზღვრულ ვადაში და ამდენად, თბილისის სააპელაციო სასამართლომ სწორად გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლი და განუხილველად დატოვა სააპელაციო საჩივარი.

სარეზოლუციო ნაწილი: საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლით

და

დ ა ა დ გ ი ნ ა: ზ. და თ. ო-ძეების კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს; უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის

3 დეკემბრის განჩინება; საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მისამართის შეცვლა საქმის წარმოების დროს

განჩინება

#ას-1014-1209-08 11 დეკემბერი, 2008 წ., ქ.თბილისი საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი), რ. ნადირიანი, თ. თოდრია

დავის საგანი: სამუშაოზე აღდგენა აღწერილობითი ნაწილი:

60

Page 61: სამოქალაქო პროცესის ზოგადი დებულებანი კერძო საჩივრები*! · სამოქალაქო,

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 7 ივლისის გადაწყვეტილებით მოსარჩელე ც. დ-ძის სარჩელი მოპასუხე თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონის #... საჯარო სკოლის მიმართ ბრძანების გაუქმებისა და სამუშაოზე აღდგენის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ც. დ-ძის წარმომადგენელმა გ. ტ-შვილმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 27 ოქტომბრის განჩინებით ც. დ-ძის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი

დადგენილია, რომ სააპელაციო პალატის 2008 წლის 20 აგვისტოს განჩინებით ც. დ-ძეს სააპელაციო საჩივარზე დაუწესდა ხარვეზი და კანონით დადგენილი წესით განემარტა, რომ ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველი.

ასევე დადგენილია, რომ აღნიშნული განჩინების ასლი ორჯერ გაეგზავნა ც. დ-ძეს სააპელაციო საჩივარზე მითითებულ მისამართზე. ც. დ-ძის სახელზე გაგზავნილი ბოლო გზავნილი დაბრუნდა მინაწერით, რომ „ამ მისამართზე არ ცხოვრობს ეს ადრესატი».

პალატამ განმარტა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლის თანახმად, მხარს უნდა ეცნობებინა სასამართლოსათვის მისამართის შეცვლის თაობაზე. შესაბამისად პალატამ მიიჩნია, რომ განჩინების ასლი აპელანტს ჩაბარდა კანონით დადგენილი წესით. აპელანტის მიერ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ იქნა შევსებული, რაც სააპელაციო საჩივრის განუხილვევლად დატოვების საფუძველია.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 27 ოქტომბრის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ც. დ-ძის წარმომადგენელმა გ. ტ-შვილმა.

კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით ც. დ-ძე დღესაც ცხოვრობს სარჩელსა და სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე, იგი უმუშევარია და მთელი დღის განმავლობაში იმყოფება სახლში. სარჩელსა და სააპელაციო საჩივარში მითითებულია ასევე წარმომადგენელის სამუშაო ადგილის ფაქტობრივი მისამართი, გზავნილი არ ჩაბარდათ მათგან დამოუკიდებელი, ე.ი. საპატიო მიზეზით.

კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით საქმის განმხილველი სასამართლოს მიერ არ შესრულებულა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი მოთხოვნები. გზავნილი არ ჩაბარებიათ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით გათვალისწინებული წესით, რის გამოც ხარვეზი ვერ შეივსებოდა აღნიშნულიდან გამომდინარე კერჩო საჩივრის ავტორი ითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას.

სამოტივაციო ნაწილი: საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, კერძო საჩივრის შინაარსი და თვლის, რომ იგი არ

უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო: სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სააპელაციო

სასამართლომ უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა სააპელაციო საჩივარი. თუ შემოწმების შედეგად აღმოჩნდება, რომ არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 27 ოქტომბრის განჩინებით ც. დ-ძის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.

მოცემულ საქმეზე დადგენილია, რომ სააპელაციო პალატის 2008 წლის 20 აგვისტოს განჩინებით ც. დ-ძეს სააპელაციო საჩივარზე დაუწესდა ხარვეზი, აღნიშნული განჩინების ასლი აპელანტს ორჯერ გაეგზავნა სააპელაციო საჩივარზე მითითებულ მისამართზე, ხოლო ბოლო გზავნილი დაბრუნდა მინაწერით, რომ „ამ მისამართზე არ ცხოვრობს ეს ადრესატი».

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო უწყება ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფელის) ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის ან სასამართლოსათვის ცნობილი სხვა მისამართის მიხედვით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის 11 ნაწილით, თუ პირველად გაგზავნისას სასამართლო უწყების ადრესატისათვის ჩაბარება ვერ ხერხდება, უწყება დასაბარებელ პირს უნდა გაეგზავნოს დამატებით ერთხელ მაინც იმავე ან სასამართლოსათვის ცნობილ სხვა მისამართზე. 71-ე მუხლის მე-2 ნაწილით, თუ მოსარჩელეს მის მიერ მითითებულ მისამართზე უწყება ვერ ჩაბარდა ამ კოდექსის 73-ე მუხლის 11 ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნათა დაცვით, უწყება (გზავნილი) ჩაბარებულად ჩაითვლება.

ამავე კოდექსის 76-ე მუხლის თანახმად, მხარეები და მათი წარმომადგენლები მოვალენი არიან, აცნობონ სასამართლოს საქმის წარმოების განმავლობაში მისამართის შეცვლის შესახებ. ასეთი ცნობის უქონლობისას უწყება გაიგზავნება სასამართლოსათვის ცნობილ უკანასკნელ მისამართზე და ჩაბარებულად ითვლება, თუნდაც ადრესატი ამ მისამართზე აღარ ცხოვრობდეს.

განსახილველ შემთხვევაში აპელანტს სასამართლოსათვის არ უცნობებია მისამართი შეცვლის თაობაზე, შესაბამისად, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ აპელანტს განჩინების ასლი ჩაბარდა კანონით დადგენილი წესით.

61

Page 62: სამოქალაქო პროცესის ზოგადი დებულებანი კერძო საჩივრები*! · სამოქალაქო,

ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ ზემოხსენებული ნორმებით მართებულად იხელმძღვანელა, შესაბამისად, ც. დ-ძის წარმომადგენლის გ. ტ-შვილის კერძო საჩივარი უსაფუძვლოა, რის გამოც არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი

სარეზოლუციო ნაწილი: პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა: ც. დ-ძის წარმომადგენლის გ. ტ-შვილის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს; უცვლელად დარჩეს თბილსის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის

27 ოქტომბრის განჩინება საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

სასამართლო უწყება (გაგზავნა, ჩაბარება); შეტყობინება ადრესატის არყოფნის შემთხვევაში

განჩინება #ას-821-1138-07 16 იანვარი, 2008 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე), თ. თოდრია (მომხსენებელი), რ. ნადირიანი

დავის საგანი: თანხის დაკისრება აღწერილობითი ნაწილი: თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას სასარჩელო განცხადებით

მიმართეს ლ. ს-შვილმა და ნ. მ-შვილმა მოპასუხეების - ნ. ი-შვილისა და თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 5 აგვისტოს განჩინებით სარჩელი განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა უფლებამოსილ სასამართლოს - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 18 ნოემბრის განჩინებით სარჩელი წარმოებაში იქნა მიღებული. ამავე სასამართლოს 2005 წლის 20 იანვრის განჩინებით, სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, ყადაღა დაედო ნ. ი-შვილის კუთვნილ, იპოთეკით დატვირთულ, ქ. თბილისში, ... ქ. #7-ში მდებარე უძრავი ქონების რეალიზაციის შედეგად დარჩენილ 13500 ლარს, რომელიც ირიცხებოდა ქ. თბილისის სააღსრულებო ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე.

მოსარჩელეებმა მიუთითეს, რომ 2002 წლის 5 დეკემბერს ლ. ს-შვილს, ნ. მ-შვილსა და ნ. ი-შვილს შორის დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, ნ. ი-შვილმა ნ. მ-შვილისაგან ისესხა 1200 აშშ დოლარი, ხოლო ნ. ს-შვილისაგან 2300 აშშ დოლარი. სესხი გაიცა 3 თვის ვადით, ყოველთვიური 2%-ის დარიცხვით. მხარეთა შეთანხმებით, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში სესხის ან სარგებლის დროულად გადაუხდელობის შემთხვევაში სესხს დაერიცხებოდა პირგასამტეხლო თანხის 0,3% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ამავე ხელშეკრულებით, სესხის უზრუნველყოფის მიზნით, იპოთეკით დაიტვირთა ნ. ს-შვილის კუთვნილი მიწის ნაკვეთი და შენობა-ნაგებობები #1 და #2, ხოლო ქ. თბილისში, ... ქ. #37-ში მდებარე #3 ნაგებობა უფლების დამადასტურებელი საბუთის გარეშე. 2003 წლის 9 ივნისს ნ. ი-შვილმა ნ. მ-შვილს გადასცა 170 აშშ დოლარი, ხოლო ნ. ს-შვილს - 330 აშშ დოლარი, 2003 წლის 11 ნოემბერს კი 50 აშშ დოლარი.

იპოთეკის საგანი, მიწის ნაკვეთი შენობა-ნაგებობით, მდებარე გ-ს ქ. #..-ში, დატვირთული იყო იპოთეკით კრედიტორ ი. ჭ-იას სესხის უზრუნველსაყოფად. 2004 წლის 23 დეკემბრის ქ. თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიერ ჩატარდა იძულებითი აუქციონი ნ. ი-შვილის იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის მიზნით, პირველი რიგის იპოთეკარის - ი. ჭ-იას მოთხოვნით. უძრავი ქონება აუქციონზე გაიყიდა 25000 ლარად. პირველი რიგის იპოთეკარის დაკმაყოფილების შემდეგ ზემოაღნიშნული ქონება იპოთეკით დაიტვირთა ორჯერ და, სამოქალაქო კოდექსის 290-ე მუხლის თანახმად, რიგითობა დაცული იყო. გამომდინარე იქიდან, რომ იპოთეკის საგანი უკვე რეალიზებულია პირველი რიგის იპოთეკარის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, მოსარჩელე აღნიშნავს, რომ

62

Page 63: სამოქალაქო პროცესის ზოგადი დებულებანი კერძო საჩივრები*! · სამოქალაქო,

რეალიზაციიდან ამონაგები თანხა უნდა განაწილებულიყო სამოქალაქო კოდექსის 308-ე მუხლის თანახმად, ანუ დეპოზიტზე დარჩენილი თანხით ჯერ უნდა დაკმაყოფილდეს მეორე იპოთეკარი, ხოლო ნაშთი გადაეცეს უძრავი ქონების მესაკუთრეს. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასარჩელო მოთხოვნაა: 1. სამოქალაქო კოდექსის 623-ე, 625-ე, 417-ე, 418-ე, 290-ე, 308-ე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 83-ე მუხლის თანახმად, მოპასუხე ნათელა ს-შვილს ლ. ს-შვილისა და ნ. მ-შვილის სასარგებლოდ, სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, დაეკისროს სესხის - 3160 აშშ დოლარის გადახდა; 2. ნ. ს-შვილს მოსარჩელეების სასარგებლოდ პირგასამტეხლოს სახით დაეკისროს 3460 აშშ დოლარი, მთლიანობაში კი 6620 აშშ დოლარი, რაც სარჩელის სასამართლოსათვის მიმართვის მომენტში შეადგენდა 12 114 ლარს; 3. ვალის გადახდა მოხდეს ნ. ი-შვილის კუთვნილი, იპოთეკით დატვირთული ბინის რეალიზაციიდან ამონაგები თანხიდან; 4. დაევალოს თბილისის სააღსრულებო ბიუროს, არ გასცეს ნ. ი-შვილის სახელზე 13500 ლარი, რომელიც ამოღებულ იქნა ნ. ი-შვილის კუთვნილი მიწის ნაკვეთისა და შენობა-ნაგებობებით იძულებითი რეალიზაციის შედეგად.

2006 წლის 31 მაისის სასამართლო სხდომაზე სამოქალაქო საქმეზე #2\5993-06 შეწყდა საქმის წარმოება თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიმართ მოთხოვნის ნაწილში მოსარჩელეთა მიერ სარჩელზე ამ ნაწილში უარის თქმის გამო.

2006 წლის 31 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ გამოტანილ იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო.

დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ლ. ს-შვილისა და ნ. მ-შვილის სარჩელი მოპასუხე ნ. ი-შვილის მიმართ დაკმაყოფილდა, მოპასუხე ნ. ი-შვილს მოსარჩელეების - ლ. ს-შვილისა და ნ. მ-შვილის სასარგებლოდ დაეკისრა 6620 აშშ დოლარისა და სახელმწიფო ბაჟის - 151 ლარის გადახდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 31 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება გაასაჩივრა ნ. ი-შვილმა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 21 მარტის განჩინებით ნ. ი-შვილის საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნულ განჩინებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა ნ. ი-შვილმა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 17 მაისის განჩინებით ნ. ი-შვილის სააპელაციო

საჩივარი დარჩა განუხილველად. აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ნ. ი-შვილმა. მან აღნიშნა, რომ სააპელაციო

სასამართლოს 2007 წლის 17 მაისის განჩინება არ ჩაჰბარებია და სააპელაციო სასამართლომ არასწორად დატოვა მისი სააპელაციო საჩივარი განუხილველად.

სამოტივაციო ნაწილი: საკასაციო სასამართლო ნ. ი-შვილის კერძო საჩივრის განხილვის შედეგად თვლის, რომ ნ. ი-

შვილის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო: სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეებს და მათ

წარმომადგენლებს სასამართლო უწყებით ეცნობებათ სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს.

მოცემულ შემთხვევაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 17 მაისის განჩინებით ნ. ი-შვილს დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში შეევსო ხარვეზი, წინააღმდეგ შემთხვევაში სააპელაციო საჩივარი განუხილველი დარჩებოდა. ნ. ი-შვილს აღნიშნული განჩინების ასლი გაეგზავნა მის მიერ მითითებულ მისამართზე - თბილისში, ... ქ. #37-ში. სასამართლოში დაბრუნდა შეტყობინება, რომ აღნიშნულ მისამართზე ნ. ი-შვილი არ ცხოვრობს. თბილისის საააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 28 სექტემბრის განჩინებით ნ. ი-შვილის სააპელაციო საჩივარი, სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობის გამო, დარჩა განუხილველად.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს არ უნდა დაეტოვებინა ნ. ი-შვილის სააპელაციო საჩივარი განუხილველად. სააპელაციო სასამართლომ ისე დატოვა სააპელაციო საჩივარი განუხილველად, რომ არ გაარკვია, მართლა ცხოვრობს აღნიშნულ მისამართზე აპელანტი თუ არა. მართალია, შეტყობინებაში მითითებულია, რომ მეზობლების ახსნა-განმარტებით, ნ. ი-შვილი ამ მისამართზე აღარ ცხოვრობს, მაგრამ შემდეგში საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ მას სასამართლოს გზავნილები ეგზავნებოდა აღნიშნულ მისამართზე. ამასთან, საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სასამართლო დაკმაყოფილდა კურიერის ცნობით, სადაც მითითებულია, რომ იგი რამდენჯერმე მივიდა ნ. ი-შვილის მიერ მითითებულ მისამართზე და მეზობლებმა მას განუცხადეს, რომ ნ. ი-შვილი აღნიშნულ მისამართზე არ ცხოვრობს, თუმცა მათი სახელი და გვარი მითითებული არ არის. უნდა აღინიშნოს, რომ ამ აქტით არ შეიძლება დადასტურდეს კურიერის მიერ უწყების არაერთხელ ჩაბარება, რადგან ამ შემთხვევაში კურიერს უნდა შეედგინა კონკრტულ დღეს მიტანილი უწყების ჩაბარების შესახებ აქტი, რაც საქმეში არ მოიპოვება. აღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ სასამართლომ არ შეამოწმა და არ დარწმუნდა სასამართლო გზავნილის ჩაუბარებლობის მიზეზში.

63

Page 64: სამოქალაქო პროცესის ზოგადი დებულებანი კერძო საჩივრები*! · სამოქალაქო,

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ დასტურდება ნ. ი-შვილის მიერ სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 17 მაისის განჩინების ჩაბარების ფაქტი, რის გამოც უნდა გაუქმდეს საააპელაციო სასამართლოს აღნიშნული განჩინება და საქმე დასაშვებობის ეტაპიდან განსახილველად დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს შესაბამის პალატას.

სარეზოლუციო ნაწილი: საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე და 420-ე მუხლით

და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ნ. ი-შვილის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს; გაუქმდეს მოცემულ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის

2007 წლის 28 სექტემბრის განჩინება და საქმე დასაშვებობის შესამოწმებლად გადაეგზავნოს სააპელაციო სასამართლოს შესაბამის პალატას;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

სასამართლო უწყების ჩაბარება

განჩინება

# -914-1221-07

ას 16 იანვარი, 2008 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე), რ. ნადირიანი (მომხსენებელი), თ. თოდრია

დავის საგანი: სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა აღწერილობითი ნაწილი: 2005 წლის 28 თებერვალს რ. კ-ძემ სარჩელით მიმართა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ

სასამართლოს მოპასუხეების: ა. ს-ძისა და მ. ლ-შვილ-ს-ძის მიმართ და მოითხოვა მეუღლეთა თანასაკუთრებაში არსებული ქონების კუთვნილი წილიდან ვალის დაფარვა, კერძოდ, დაზუსტებული სარჩელით მიუთითა, რომ 1990-1992 წლებში მოპასუხეებს ასესხა თანხა, რომელიც მათ ნაწილ-ნაწილ გადასცა - 1990 წლის აპრილში - 10000 მანეთი, 1992 წლის იანვარში - 7000 მანეთი, ხოლო 1992 წლის მაისში - 8000 მანეთი. მოსარჩელის განმარტებით, მ. ლ-შვილ-ს-ძემ 1992 წლის მაისში 8000 მანეთის მიღების ფაქტი წერილობით დაადასტურა, აღნიშნული ვალი მეუღლეთა საერთო ვალია, რის გამოც მოითხოვა სესხის დაბრუნება მეუღლეთა თანასაკუთრებაში არსებული ქონებიდან.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილებით რ. კ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა ქ. თბილისის მთაწმინდის რაიონის სასამართლოს 1997 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილებით რ. კ-ძის სასარგებლოდ ა. ს-ძისათვის დაკისრებული 6517 ლარი და 50 თეთრი ცნობილ იქნა მეუღლეების: ა. ს-ძისა და მ. ლ-შვილი-ს-ძის საერთო ვალად. მ. ლ-შვილ-ს-ძის სახელზე ქ. თბილისში, ... ქ. #54-ში მდებარე ბინა ცნობილ იქნა მეუღლეთა - მ. ლ-შვილ-ს-ძისა და ა. ს-ძის თანასაკუთრებად, ა. ს-ძისა და მ. ლ-შვილ-ს-ძის საერთო ვალის - 6517,5 ლარის გადახდა დადგინდა მათ თანასაკუთრებაში არსებული, მ. ლ-შვილ-ს-ძის სახელზე რიცხული ბინის იძულებითი აუქციონის წესით რეალიზაციის გზით.

საქალაქო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. ლ-შვილი-ს-ძემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 25 სექტემბრის განჩინებით, სასამართლოს მთავარ სხდომაზე სააპელაციო საჩივრის ავტორის - მ. ლ-შვილ-ს-ძის გამოუცხადებლობის გამო, მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 25 სექტემბრის განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა მ. ლ-შვილ-ს-ძემ განჩინების გაუქმებისა და საქმის განხილვის განახლების მოთხოვნით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 417-ე მუხლის საფუძველზე, აღნიშნული კერძო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად განსახილველად გადააგზავნა უზენაეს სასამართლოში.

64

Page 65: სამოქალაქო პროცესის ზოგადი დებულებანი კერძო საჩივრები*! · სამოქალაქო,

სამოტივაციო ნაწილი: საკასაციო სასამართლომ, საქმის ზეპირი განხილვის გარეშე შეისწავლა საქმის მასალები, კერძო

საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ მ. ლ-შვილ-ს-ძის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.

ამავე კოდექსის 229-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდება მოსარჩელე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, მოპასუხის შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლოს შეუძლია გამოიტანოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ მოპასუხე არ მოითხოვს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ, რასაც უკავშირდება 276-ე-278-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგები.

აღნიშნული ნორმების თანახმად, როდესაც მოპასუხე დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წინააღმდეგია, მაშინ სასამართლომ უნდა გაარკვიოს, თანახმა იქნება თუ არა მოპასუხე, სასამართლომ სარჩელი განუხილველად დატოვოს. თანხმობის შემთხვევაში სასამართლო გამოიტანს განჩინებას სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ (სსკ-ის 275-ე მუხლის «გ» ქვეპუნქტი).

მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით დადგენილია, რომ მ. ლ-შვილ-ს-ძესა და მის წარმომადგენელ დ. ა-ძეს სასამართლო უწყება სასამართლო სხდომის დროისა და ადგილის შესახებ გაეგზავნათ კანონით დადგენილი წესით, რომელიც მ. ლ-შვილ-ს-ძეს ჩაჰბარდა 2007 წლის 7 ივლისს, ხოლო მის წარმომადგენელს ვერ ჩაჰბარდა, ვინაიდან ფოსტიდან დაბრუნებული შეტყობინების თანახმად, დ. ა-ძე მის მიერ მითითებულ მისამართზე აღარ ცხოვრობდა. სასამართლო სხდომაზე სააპელაციო საჩივრის ავტორი არ გამოცხადებულა და არც რაიმე საპატიო მიზეზი გამოუცხადებლობის შესახებ ან საქმის განხილვის გადადების თაობაზე სასამართლოსათვის არ უცნობებია, რის გამოც სააპელაციო საჩივარი მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობის საფუძველზე დარჩა განუხილველად.

კერძო საჩივრის ავტორის განმარტებას იმის თაობაზე, რომ მას აღნიშნული უწყება პირადად არ ჩაჰბარებია, არამედ, როგორც მოგვიანებით შეიტყო, ჩაჰბარდა მის შვილს - დ. ს-ძეს, რომელიც აგვისტოში რეზერვისტად წავიდა ჯარში, ხოლო მისთვის არც უწყება გადაუცია და არც მისი შინაარსი უცნობებია; რაც შეეხება მის წარმომადგენელს, იგი მითითებულ მისამართზე ცხოვრობს და შესაძლოა უწყების მიტანის პერიოდისთვის არ იმყოფებოდა სახლში, საკასაციო პალატა არ იზიარებს, ვინაიდან, საქმის მასალებით დადგენილია, რომ უწყება პირადად მას ჩაჰბარდა 2007 წლის 7 ივლისს. ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენელისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. წარმომადგენელი ვალდებულია, უწყების ჩაბარების შესახებ აცნობოს მხარეს. ამ მუხლის შინაარსის მიხედვით, მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის უწყება ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ უწყება გაეგზავნა როგორც მხარეს, ასევე, წარმომადგენელს და ეს უწყება ჩაჰბარდა ერთ-ერთ მათგანს. ეს იმას ნიშნავს, რომ უწყების ჩაბარების თაობაზე, მხარემაც და წარმომადგენელმაც ერთმანეთს უნდა აცნობონ. მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის უწყება ჩაბარებულად ითვლება, აგრეთვე, თუ იგი ჩაჰბარდათ იმ პირებს, რომლებიც ჩამოთვლილია სსკ-ის 74-ე მუხლში, კერძოდ, მხარის ან მისი წარმომადგენლის ოჯახის სრულწლოვან წევრს ან სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას. შესაბამისად, უწყება მის შვილსაც რომ ჩაჰბარებოდა, მითითებული ნორმის თანახმად, ჩაბარებულად ითვლება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ, სააპელაციო საჩივრის ავტორის გამოუცხადებლობის გამო, სააპელაციო საჩივარი სწორად დატოვა განუხილველად, რის გამოც მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო კერძო საჩივარი უსაფუძვლო და არ არსებობს ამ განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები..

სარეზოლუციო ნაწილი: საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე

მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა: მ. ლ-შვილ-ს-ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს; უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის

25 სექტემბრის განჩინება; განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

65

Page 66: სამოქალაქო პროცესის ზოგადი დებულებანი კერძო საჩივრები*! · სამოქალაქო,

სასამართლო უწყების ჩაბარება

განჩინება #ას-32-317-08 2 აპრილი, 2008 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე), რ. ნადირიანი (მომხსენებელი), თ. თოდრია

დავის საგანი: სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა აღწერილობითი ნაწილი: 2006 წლის 28 თებერვლას ე. მ-იანმა განცხადებით მიმართა გურჯაანის რაიონულ სასამართლოს და

მოითხოვა გურჯაანის რაიონის სოფ. ... მეუღლის - ჰ. მ-იანის სახელზე რიცხული საცხოვრებელი სახლის, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობა.

2006 წლის 15 მარტს შ. მ-შვილმა განცხადებით მიმართა სასამართლოს და, როგორც დაინტერესებულმა პირმა, მოითხოვა საქმეში ჩართვა იმ საფუძვლით, რომ ნასყიდობის საფუძველზე იგი აღნიშნული ბინის მესაკუთრეა.

გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2006 წლის პირველი მაისის გადაწყვეტილებით ე. მ-იანის განცხადება დაკმაყოფილდა - ე. მ-იანი ცნობილ იქნა მეუღლის - აწ გარდაცვლილი ჰ. მ-იანის სახელზე რიცხული ქონების მესაკუთრედ.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შ. მ-შვილმა, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოსათვის დაბრუნება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 24 იანვრის განჩინებით, შ. მ-შვილის სააპელაციო საჩივარი, მხარეთა გამოუცხადებლობის გამო, დარჩა განუხილველად, რომელზეც კერძო საჩივარი შეიტანა შ. მ-შვილის წარმომადგენელმა - ნ. ს-შვილმა განჩინების გაუქმებისა და საქმის განხილვის განახლების მოთხოვნით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 417-ე მუხლის საფუძველზე, აღნიშნული კერძო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად განსახილველად გადმოაგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.

სამოტივაციო ნაწილი: საკასაციო სასამართლომ, საქმის ზეპირი განხილვის გარეშე, შეისწავლა საქმის მასალები, კერძო

საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ შ. მ-შვილის წარმომადგენელ ნ. ს-შვილის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 231-ე მუხლის თანახმად, თუ სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდება არც ერთი მხარე, რომლებსაც გაეგზავნათ შეტყობინება 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, სასამართლო გამოიტანს განჩინებას სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ, რასაც უკავშირდება 276-ე და 278-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგები.

აღნიშნული ნორმების თანახმად, სასამართლოს ევალება, შეატყობინოს მხარეს და მის წარმომადგენელს სასამართლო სხდომისა თუ ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. თუ მხარეებს გაეგზავნათ უწყება კანონით დადგენილი წესით, მაგრამ ისინი არ გამოცხადდებიან სასამართლო სხდომაზე, მათი გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს საპროცესო მოქმედების შესრულებას და სასამართლო უფლებამოსილია, განუხილველად დატოვოს სარჩელი. (სსსკ-ის 275-ე მხულის პირველი ნაწილის «დ» ქვეპუნქტი).

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 275-ე მუხლის «დ» ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო თავისი ინიციატივით განუხილველად დატოვებს სარჩელს, თუ სასამართლო სხდომაზე არცერთი მხარე არ გამოცხადდება.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ, მოცემულ შემთხვევაში, მხარეებსა და მათ წარმომადგენლებს სასამართლო უწყება სასამართლო სხდომის დროისა და ადგილის შესახებ, კანონით დადგენილი წესით ეცნობათ, თუმცა სასამართლო სხდომაზე არც ერთი მხარე არ გამოცხადებულა და არც რაიმე საპატიო მიზეზი გამოუცხადებლობის შესახებ ან საქმის განხილვის გადადების თაობაზე სასამართლოსათვის არ უცნობებიათ.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კერძო საჩივრის ავტორის განმარტებას იმის თაობაზე, რომ ავადმყოფობის გამო ვერ შეძლო სასამართლო სხდომაზე გამოცხადება, ვერ გახდება გასაჩივრებული

66

Page 67: სამოქალაქო პროცესის ზოგადი დებულებანი კერძო საჩივრები*! · სამოქალაქო,

საოქმო განჩინების გაუქმების საფუძველი, ვინაიდან აღნიშნულის შესახებ მას სააპელაციო სასამართლოსათვის დროულად არ უცნობებია და არც რაიმე დამადასტურებელი დოკუმენტი არ წარმოუდგენია. ამასთან, თუ თავად ავადმყოფობის გამო არ შეეძლო გამოცხადებულიყო სასამართლოში ან ეცნობებინა ავადმყოფობის თაობაზე, აღნიშნული შეეძლო გაეკეთებინა მის წარმომადგენელს, ვინაიდან საქმის მასალებით დადასტურებულია, რომ მას ჰყავდა წარმომადგენელი - ნ. ს-შვილი, რომელიც ასევე არ გამოცხადებულა სასამართლო სხდომაზე და არც გამოუცხადებლობის მიზეზი არ უცნობებია.

რაც შეეხება კერძოO საჩივრის ავტორის განმარტებას იმის თაობაზე, რომ მოსამართლეთა მიერ დარღვეულ იქნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ნორმები, კერძოდ, სარჩელის განუხილველად დატოვების შემთხვევაში, საქმის წარმოება მთავრდება სასამართლო განჩინებით, ხოლო 2007 წლის 21 სექტემებრს მოსამართლეთა შემადგენლობას არ მიუღია განჩინება, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს, ვინაიდან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების თანახმად, თუ განჩინება მიღებულია სათათბირო ოთახში გაუსვლელად, ის შეიტანება სასამართლო სხდომის ოქმში; განჩინება, რომელსაც სასამართლო იღებს ადგილზე თათბირით, უნდა გამოცხადდეს მიღებისთანავე. თავმჯდომარე ან მოსამართლე, რომელმაც გამოაცხადა განჩინება, განმარტავს ამ განჩინების შინაარსს, მისი გასაჩივრების წესსა და ვადას, რაც აისახება სხდომის ოქმში.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 21 სექტემბრის გასაჩივრებული საოქმო განჩინება კანონიერია, ხოლო კერძო საჩივარი უსაფუძვლო და არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.

სარეზოლუციო ნაწილი: საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე

მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა: შ. მ-შვილის წარმომადგენელ ნ. ს-შვილის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს; უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007

წლის 21 სექტემბრის განჩინება; განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

სასამართლო უწყების ან გზავნილის ჩაბარება

განჩინება #ას-268-526-08 7 მაისი 2008 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი), თ. თოდრია, რ. ნადირიანი

დავის საგანი: უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა აღწერილობითი ნაწილი: 2005 წლის 19 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას

სარჩელით მიმართა ზ. ჩ-ძემ მოპასუხე მ. ქ-ძის მიმართ საცხოვრებელ სადგომზე საკუთრების უფლების გადაცემის თაობაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 12 ნოემბრის გადაწყვეტილებით ზ. ჩ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა - მას გადაეცა საკუთრების უფლება ნ. ე-შვილის სახელზე რიცხულ საცხოვრებელ სახლში ზ. ჩ-ძის მიერ რეალურად დაკავებულ საცხოვრებელ სადგომზე - ქ. თბილისში, ... ქუჩის, 1 გასასვლელის #24-ში მესაკუთრე ნ. ე-შვილისათვის 4300 აშშ დოლარის გადახდის სანაცვლოდ. იმავე გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა ნ. ე-შვილის შეგებებული სარჩელი.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. ე-შვილმა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 29 თებერვლის

განჩინებით ნ. ე-შვილის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი. საქმის მასალებით დადგენილია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება ნ. ე-შვილს და მის

წარმომადგენელს (წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით) ს. ჯ-ძეს პირადად ჩაჰბარდათ შესაბამისად 2008 წლის 5 თებერვალს და 2008 წლის 8 იანვარს. აღნიშნულის საფუძველზე სააპელაციო საჩივრის

67

Page 68: სამოქალაქო პროცესის ზოგადი დებულებანი კერძო საჩივრები*! · სამოქალაქო,

შეტანისათვის კანონით დადგენილი ვადის ათვლა დაიწყო ჯ-ძისათვის გზავნილის ჩაბარებიდან მეორე დღეს - 2008 წლის 9 იანვარს და იგი დასრულდა 2008 წლის 18 იანვარს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 29 თებერვლის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ნ. ე-შვილმა.

კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის «ბ» ქვეპუნქტის თანახმად, თუ უწყება ეგზავნება წარმომადგენელს, ეს შეტყობინება უნდა შეიცავდეს მითითებას იმის თაობაზე, რომ იგი ვალდებულია, ამის შესახებ აცნობოს მხარეს. სასამართლო კოლეგიის მიერ ს. ჯ-ძის სახელზე 2008 წლის 4 იანვრის თარიღით გაგზავნილ მიმართვაში აღნიშნულია მხოლოდ ს. ჯ-ძისათვის სასამართლო კოლეგიის 2007 წლის 12 ნოემბრის გადაწყვეტილების ასლის გაგზავნაზე (რომელიც ს. ჯ-ძეს არ მიუღია), საპროცესო კოდექსის 72-ე მუხლით გათვალისწინებულ მის ვალდებულებაზე, აღნიშნულის შესახებ შეეტყობინებინა მხარისათვის ამ მიმართვაში არაფერია მითითებული.

ასევე, კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, აღნიშნული გარემოებების არსებობისას გზავნილი ს. ჯ-ძის მიერ მისი მიღებულად ჩათვლის შემთხვევაშიც ვერ ჩაითვლება საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით ჩაბარებულად, რის გამოც სასამართლო ვალდებული იყო, გადაწყვეტილების ჩაბარების დღედ ჩაეთვალა მის მიერ ამ გადაწყვეტილების მიღების დღე - 2008 წლის 5 მარტი და მისი გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის ათვლაც ამ დღიდან დაეწყო, ვინაიდან 2007 წლის 8 იანვრით დათარიღებულ გზავნილზე სოსო ჯ-ძის სახელით შესრულებული ხელმოწერა რადიკალურად განსხვავდება 2008 წლის 5 მარტის გზავნილზე სოსო ჯ-ძის ხელმოწერისაგან. აღნიშნული სააპელაციო სასამართლომ კი სრულყოფილად არ გამოარკვია, რაც სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოება იყო. შესაბამისად უსაფუძვლოდ დატოვა სააპელაციო საჩივარი განუხილველი.

აღნიშნულიდან გამომდინერე კერძო საჩივრის ავტორმა მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება.

სამოტივაციო ნაწილი: საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, კერძო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად

თვლის, რომ ნ. ე-შვილის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო: როგორც საქმის მასალებით ირკვევა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა

პალატის 2008 წლის 29 თებერვლის განჩინებით ნ. ე-შვილის სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 12 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველი, იმ მოტივით, რომ ნ. ე-შვილის წარმომადგენელმა ს. ჯ-ძემ, რომელსაც თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 12 ნოემბრის გადაწყვეტილება ჩაბარდა 2008 წლის 8 ინვარს, დაარღვია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლით დადგენილი სააპელაციო საჩივრის შეტანის 14 დღიანი ვადა.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა შეადგენს 14 დღეს. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების შესაბამისად.

პალატა ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას ს. ჯ-ძისთვის უწყების ჩაბარების თაობაზე რადგან საქმეში წარმოდგენილ უწყებაზე ხელმოწერის გრაფაში გაკეთებული აღნიშვნა არ შეიძლება მივიჩნიოთ ხელმოწერად. ის არ შეიცავს ანბანის არცერთ წერილობით ნიშანს და შეუძლებელია მსგავსი სახით გაკეთებული აღნიშვნა იდენტიფიცირებდეს ჩამბარებლის გვართან ან სახელთან. აღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატა თვლის, რომ ს. ჯ-ძეს სასამართლო გადაწყვეტილება არ ჩაჰბარებია. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78 მუხლებით დადგენილი წესით. ხოლო რაც შეეხება ნ. ე-შვილს თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ჩაბარდა 2008 წლის 5 თებერვალს და შესაბამისად, სააპელაციო საჩივარი შეტანილი იქნა კანონით დადგენილ ვადაში.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა უნდა აითვალოს 2008 წლის 6 თებერვლიდან, როცა მხარეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით ჩაჰბარდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.

ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 29 თებერვლის განჩინებით ნ. ე-შვილის სააპელაციო საჩივარი არასწორად იქნა განუხილველად დატოვებული.

სარეზოლუციო ნაწილი: საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე, 284-ე

მუხლებით და

68

Page 69: სამოქალაქო პროცესის ზოგადი დებულებანი კერძო საჩივრები*! · სამოქალაქო,

დ ა ა დ გ ი ნ ა: ნ. ე-შვილის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს. მოცემულ საქმეზე გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის

2008 წლის 29 თებერვლის განჩინება და საქმე სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შესამოწმებლად დაუბრუნდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

სასამართლო უწყების ჩაბარება

განჩინება #ას-379-628-08 19 მაისი, 2008 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე), ნ. კვანტალიანი (მომხსენებელი), ლ. ლაზარაშვილი

დავის საგანი: მემკვიდრეობის უფლების ჩამორთმევა, მემკვიდრედ ცნობა აღწერილობითი ნაწილი: ე. გ-შვილმა სარჩელი აღძრა სასამართლოში ვ. ს-შვილის მიმართ მოპასუხისათვის მემკვიდრეობის

უფლების ჩამორთმევის, მის სახელზე გაცემული სამკვიდრო მოწმობის გაუქმების, ასევე, მოსარჩელის - ჯ. ს-შვილის სამკვიდროს მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობის შესახებ შემდეგი საფუძვლებით: მამკვიდრებელი ჯ. ს-შვილი იყო მოპასუხის მამა და მოსარჩელის დისშვილი. ვლ. ს-შვილი სისტემატურად არიდებდა თავს მამის მოვლა-პატრონობას, მაშინ, როცა ჯ. ს-შვილს პენსიის გარდა სხვა შემოსავალი არ ჰქონდა და დაავადებული იყო ავთვისებიანი სიმსივნით, რის გამოც მუდმივად მკურნალობდა. ამდენად, სამოქალაქო კოდექსის 1311-ე-1312-ე მუხლებზე დაყრდნობით მოპასუხეს მამის სამკვიდრო ქონების მემკვიდრეობის უფლება უნდა ჩამოერთვას და სადავო სამკვიდროს მესაკუთრედ ცნობილ იქნეს ე. გ-შვილი.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოებები დაუსაბუთებელია და რეალობას არ შეესაბამება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 16 იანვრის გადაწყვეტილებით ე. გ-შვილის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 2 აპრილის განჩინებით ე. გ-შვილის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ ამავე პალატის 2008 წლის 7 მარტის განჩინებით სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და მიეცა 10 დღის ვადა სახელმწიფო ბაჟის გადასახდელად. ხარვეზის განჩინება გაეგზავნა როგორც თავად აპელანტს, ისე მის წარმომადგენლებს - ლ. ნ-ძესა და შ. ქ-ძეს. სააპელაციო პალატამ ასევე დაადგინა, რომ საქმის მასალებში წარმოდგენილი საფოსტო შეტყობინების თანახმად, სასამართლო გზავნილები ჩაჰბარდათ 2008 წლის 18 მარტს ლ. ნ-ძეს, 2008 წლის 19 მარტს - შ. ქ-ძის მეზობელს ადრესატისათვის გადასაცემად, 30 მარტს კი თავად ე. გ-შვილს. ამავე წლის 31 მარტს აპელანტმა განცხადებით მიმართა სასამართლოს და ხარვეზის გამოსწორების მიზნით წარადგინა სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითარი. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მხარისათვის ხარვეზის გამოსასწორებლად განსაზღვრული ვადა უნდა აითვალოს ლ. ნ-ძისათვის ხარვეზის შესახებ განჩინების ჩაბარების მომენტიდან - 2008 წლის 18 მარტიდან და იგი იწურება 2008 წლის 28 მარტს. ამდენად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილისა და 63-ე მუხლის შესაბამისად, აპელანტმა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ გამოასწორა, აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ შეტანილი დოკუმენტები კი უნდა დარჩეს განუხილველი.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე ე. გ-შვილის წარმომადგენელმა ლ. ნ-ძემ შეიტანა კერძო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ხელახლა შესამოწმებლად შემდეგი საფუძვლებით: გასაჩივრებული განჩინება ემყარება იმ გარემეობას, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება ხარვეზის დადგენის შესახებ ლ. ნ-ძეს ჩაბარდა 2008 წლის 18 მარტს, რის საფუძვლად სასამართლო უთითებს საქმის მასალებში წარმოდგენილ საფოსტო უწყებას, რომელზეც დასმული ხელმოწერა ფაქტობრივად ლ. ნ-ძეს არ ეკუთვნის. აღნიშნული შეიძლება დადასტურდეს საფოსტო უწყებასა და ჟურნალში ლ. ნ-ძის სახელით შესრულებულ ხელმოწერებზე გრაფიკული ექსპერტიზის ჩატარების შედეგად. ამდენად, სადავო გზავნილის ჩაბარებისას დაირღვა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის მერვე პუნქტი,

69

Page 70: სამოქალაქო პროცესის ზოგადი დებულებანი კერძო საჩივრები*! · სამოქალაქო,

ვინაიდან იგი ადრესატს არ ჩაბარებია. ამასთან, საფოსტო უწყებაზე ლ. ნ-ძის ხელმოწერა მისი პირადობის მოწმობის მონაცემებითა და ფოსტის მუშაკის ხელმოწერით დადასტურებული არ არის. ფაქტობრივად, სააპელაციო სასამართლოს განჩინება ხარვეზის დადგენის შესახებ ლ. ნ-ძეს ჩაბარდა 2008 წლის 20 მარტს მის მეზობლად მცხოვრები ფოსტის მუშაკი ნაირა ადამიასაგან, რა დროსაც სასამართლო გზავნილის ჩაბარების თარიღი კერძო საჩივრის ავტორს რაიმე დოკუმენტზე ხელმოწერით არ დაუფიქსირებია. აღნიშნული გარემოების დასადასტურებლად მიზანშეწონილია, მოწმედ დაიკითხოს ზემოხსენებული საფოსტო მუშაკი ნ.ადამია.

სააპელაციო სასამართლომ დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებანი: თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 7 მარტის განჩინებით ე. გ-შვილის სააპელაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა ხარვეზიანად და აპელანტს მიეცა 10-დღიანი ვადა სახელმწიფო ბაჟის გადასახდელად. საქმეში წარმოდგენილი საფოსტო შეტყობინების თანახმად, აღნიშნული განჩინება 2008 წლის 18 მარტს ჩაჰბარდა აპელანტის წარმომადგენელ ლ. ნ-ძეს, 19 მარტს - აპელანტის წარმომადგენელ შ.ქ-ძის მეზობელს ადრესატისათვის გადასაცემად, ხოლო 30 მარტს თავად ე. გ-შვილს. 2008 წლის 31 მარტს აპელანტმა ხარვეზის შესავსებად წარადგინა სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითარი.

სააპელაციო სასამართლომ აითვალა რა ხარვეზის გამოსასწორებლად აპელანტისათვის მიცემული ვადა 2008 წლის 18 მარტიდან, 2008 წლის 2 აპრილის განჩინებით ე. გ-შვილის სააპელაციო საჩივარი განუხილველად დატოვა.

სამოტივაციო ნაწილი: საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების

იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ე. გ-შვილის წარმომადგენელ ლ. ნ-ძის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში ან სხდომის ოქმში. მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სასამართლო როგორც საკასაციო, ისე კერძო საჩივრის განხილვისას მოკლებულია შესაძლებლობას, თავად დაადგინოს საქმის ფაქტობრივი გარემოებანი და მიიღოს ახალი მტკიცებულებები, მათ შორის, სადავო საკითხის გამოსაკვლევად დაკითხოს მოწმეები და დანიშნოს რაიმე სახის ექსპერტიზა.

ამდენად, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნას საფოსტო უწყებაზე ლ. ნ-ძის ხელმოწერის ნამდვილობის დასადასტურებლად საფოსტო მუშაკის - ნ. ა-იას მოწმედ დაკითხვისა და გრაფიკული ექსპერტიზის დანიშვნის თაობაზე.

დაუსაბუთებელია მხარის მითითება, რომ საქმეში წარმოდგენილ საფოსტო შეტყობინებაზე, რომლითაც ლ. ნ-ძის მიერ სადავო სასამართლო გზავნილის ჩაბარება დასტურდება, ადრესატის ხელმოწერა გაყალბებულია და ლ. ნ-ძეს არ ეკუთვნის, ვინაიდან აღნიშნული გარემოება კერძო საჩივრის ავტორს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, არ დაუდასტურებია.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, ადრესატისათვის სასამართლო უწყების ჩაბარების დრო აღინიშნება მის მეორე ეგზემპლარზე, რომელიც სასამართლოს უნდა დაუბრუნდეს. დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ მხარის ან მისი წარმომადგენლის მიერ სასამართლო უწყებისა თუ გზავნილის მიღებისას უნდა დაფიქსირდეს მათი ადრესატისათვის ჩაბარების ზუსტი თარიღი. აღნიშნული დანაწესი განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია კანონით განსაზღვრული ან სასამართლოს მიერ დადგენილი საპროცესო ვადის ათვლისას. განსახილველ შემთხვევაში, ლ. ნ-ძის განმარტებით, მან სააპელაციო სასამართლოს გზავნილი მიიღო მეზობლად მცხოვრები ფოსტის მუშაკისაგან, რა დროსაც მისი ჩაბარების დასადასტურებლად რაიმე დოკუმენტზე ხელი არ მოუწერია და, შესაბამისად, არც ჩაბარების თარიღი არ მიუთითებია. აღნიშნული განმარტების გაზიარების შემთხვევაშიც ცხადია, რომ წარმომადგენელს უწყების მიღებისას უნდა გაეთვალისწინებინა ზემოხსენებული ნორმის მოთხოვნა და მისი თანმდევი სამართლებრივი შედეგი, კერძოდ, წარმომადგენელს გზავნილის ჩამბარებლისაგან უნდა მოეთხოვა მისი მეორე ეგზემპლარის წარდგენა. ასეთი მოქმედების განუხორციელებლობა მხარეს პასუხისმგებლობისაგან არ ათავისუფლებს და ითვლება, რომ სადავო სასამართლო გზავნილი მხარეს კანონის მოთხოვნათა დაცვით ჩაბარდა.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ მართებულად იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილით, რომლის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ზემოჩამოთვლილ მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო განსაზღვრავს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომელიც ხარვეზის შესავსებად უნდა განხორციელდეს და საპროცესო ვადას, რომლის განმავლობაშიც აპელანტი ვალდებულია, შეასრულოს

70

Page 71: სამოქალაქო პროცესის ზოგადი დებულებანი კერძო საჩივრები*! · სამოქალაქო,

განჩინებაში დადგენილი მოქმედებები. სასამართლოს მიერ მითითებული ვადის გასვლის შემდეგ კი სააპელაციო საჩივარი დარჩება განუხილველი.

მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მსჯელობას იმის შესახებ, რომ აპელანტისათვის ხარვეზის შესავსებად მიცემული 10-დღიანი ვადა უნდა აითვალოს 2008 წლის 18 მარტიდან, ანუ იმ მომენტიდან, როდესაც ხარვეზის დადგენის შესახებ სასამართლოს განჩინება ჩაბარდა აპელანტის წარმომადგენელ ლ. ნ-ძეს და აღნიშნული ვადა ამოიწურა ამავე წლის 28 მარტს.

ამდენად, საფუძვლიანია გასაჩივრებული განჩინების მითითება, რომ ე. გ-შვილს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი დროულად არ გამოუსწორებია, ვინაიდან სასამართლოს სახელმწიფო ბაჟის ქვითარი წარუდგინა 31 მარტს, რაც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო ვადის დარღვევით შეტანილი დოკუმენტების განუხილველად დატოვების საფუძველია.

«სახელმწიფო ბაჟის შესახებ» კანონის მე-6 მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, ე. გ-შვილს უნდა დაუბრუნდეს თ. მ-შვილის მიერ (შემდეგ ანგარიშზე: საიდენტიფიკაციო კოდი #206160606, ანგარიში #200122900, ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდი #300773150, ბანკის #220101222, გადახდის დანიშნულება: სახელმწიფო ბაჟი სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე) 2008 წლის 31 მარტს სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 320 ლარი.

სარეზოლუციო ნაწილი: საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა: ე. გ-შვილის წარმომადგენელ ლ. ნ-ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 2 აპრილის განჩინება

დარჩეს უცვლელი. ე. გ-შვილს დაუბრუნდეს თ. მ-შვილის მიერ (შემდეგ ანგარიშზე: საიდენტიფიკაციო კოდი

#206160606, ანგარიში #200122900, ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდი #300773150, ბანკის #220101222, გადახდის დანიშნულება: სახელმწიფო ბაჟი სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე) 2008 წლის 31 მარტს სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 320 ლარი.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

სასამართლო უწყების გაგზავნა

განჩინება

#ას-277-535-08 27 მაისი, 2008 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე), ნ. კვანტალიანი (მომხსენებელი), ლ. ლაზარაშვილი

დავის საგანი: თანხის დაბრუნება აღწერილობითი ნაწილი: სპს «შ. ვ-ძემ» სარჩელი აღძრა სასამართლოში ზ. გ-ძის მიმართ თანხის ანაზღაურების შესახებ

შემდეგი საფუძვლით: ზ. გ-ძემ ლომბარდიდან გაიტანა 60 000 აშშ დოლარი, საიდანაც დააბრუნა მხოლოდ 3500 აშშ დოლარი. ამდენად, მხარეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ 56 500 აშშ დოლარის გადახდა.

მოცემული საქმე არაერთხელ იქნა განხილული სხვადასხვა ინსტანციის სასამართლების მიერ. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2004 წლის 7 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით,

მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო, სარჩელი დაკმაყოფილდა, ზ. გ-ძეს სპს «შ. ვ-ძის» სასარგებლოდ დაეკისრა 56 500 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის - 2542,50 ლარის გადახდა.

საქალაქო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება გაასაჩივრა ზ. გ-ძემ, თუმცა ამავე სასამართლოს 2005 წლის 18 ოქტომბრის განჩინებით მისი საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაზეც ზ. გ-ძის წარმომადგენელმა დ.კ-ძემ შეიტანა სააპელაციო საჩივარი.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 3 აპრილის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო

71

Page 72: სამოქალაქო პროცესის ზოგადი დებულებანი კერძო საჩივრები*! · სამოქალაქო,

სასამართლომ დაადგინა, რომ ამავე პალატის 2006 წლის 26 იანვრის განჩინებით აპელატს დაუდგინდა ხარვეზი და მიეცა 7-დღიანი ვადა სახელმწიფო ბაჟის გადასახადელად. ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება აპელანტს ჩაჰბარდა 2006 წლის 10 მარტს, თუმცა მას ხარვეზი არ გამოუსწორებია. სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილით და სააპელაციო საჩივარი დაუშვებლად ჩათვალა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე ზ. გ-ძემ შეიტანა კერძო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ხელახლა განხილვა შემდეგი საფუძვლით: ზ. გ-ძე მოცემულ სამოქალაქო საქმეში მონაწილეობას იღებდა წარმომადგენლის - დ. კ-ძის მეშვეობით. მისთვის ცნობილი იყო, რომ დ. კ-ძემ მხარის სახელით შეიტანა სააპელაციო საჩივარი, თუმცა არც ხარვეზის არსებობის და არც საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე წარმომადგენელს მისთვის არ უცნობებია. ზ. გ-ძე არაერთხელ უშედეგოდ შეეცადა დაკავშირებოდა დ. კ-ძეს. საქმის მასალების გაცნობის შემდეგ კი შეიტყო, რომ სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი. სააპელაციო სასამართლო ვალდებული იყო, განჩინება სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის დადგენის შესახებ გაეგზავნა არა მარტო აპელანტის წარმომადგენლისათვის, არამედ თავად მხარისათვისაც, რაც მოცემულ შემთხვევაში არ მომხდარა.

საქმის მასალებით ირკვევა და მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ ის გარემოება, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 26 იანვრის განჩინებით ზ. გ-ძის წარმომადგენელ დ. კ-ძის სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და მიეცა 7 დღის ვადა სახელმწიფო ბაჟის - 1695 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადასახდელად. აღნიშნული განჩინების ასლი გაეგზავნა მხოლოდ დ. კ-ძეს და ჩაჰბარდა მას 2006 წლის 10 მარტს. ზ. გ-ძეს ხარვეზის დადგენის შესახებ სააპელაციო სასამართლოს განჩინება არ გაგზავნია.

სამოტივაციო ნაწილი: საკასაციო სასამართლომ შეისწავლა კერძო საჩივრის საფუძვლები, გასაჩივრებული განჩინების

იურიდიული დასაბუთება და მიიჩნია, რომ ზ. გ-ძის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად (გასაჩივრებული განჩინების მიღების მომენტისათვის მოქმედი რედაქციით), მხარეებსა და მათს წარმომადგენლებს სასამართლო უწყებით ეცნობებათ სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ სასამართლო ვალდებულია, საპროცესო მოქმედების შესახებ სასამართლო უწყება თუ გზავნილი გაუგზავნოს როგორც მხარეს, ისე, მის წარმომადგენელს. მითითებული მუხლით უზრუნველყოფილი იყო მხარისა და მისი წარმომადგენლის უფლება, მიიღონ სასამართლოს მიერ გაგზავნილი საპროცესო დოკუმენტები.

მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება გაუგზავნა მხოლოდ მხარის წარმომადგენელ დ. კ-ძეს, რითაც ზემოხსენებული ნორმის მოთხოვნა დაარღვია.

ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მითითებას, რომ ზ. გ-ძეს სააპელაციო პალატის 2006 წლის 26 იანვრის განჩინება ხარვეზის დადგენის შესახებ კანონის მოთხოვნათა დაცვით არ ჩაბარებია, რის გამოც სააპელაციო სასამართლომ არასწორად იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილით, როდესაც ხარვეზის შევსების ვადა აითვალა დ. კ-ძის მიერ ხარვეზის განჩინების ჩაბარების მომენტიდან და ამ ვადის გასვლის მოტივით სააპელაციო საჩივარი განუხილველად დატოვა.

სარეზოლუციო ნაწილი: საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა: ზ. გ-ძის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 3 აპრილის

განჩინება და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ხელახლა შესამოწმებლად.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

72

Page 73: სამოქალაქო პროცესის ზოგადი დებულებანი კერძო საჩივრები*! · სამოქალაქო,

სასამართლო უწყების ჩაბარება

განჩინება

#ას-176-443-08 2 ივნისი, 2008 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

მოსამართლე: მ. სულხანიშვილი საქმის ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა ე. დ-იანის კერძო საჩივარი (თავის შინაარსით

საკასაციო საჩივრის) დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 14 იანვრის განჩინებაზე, საქმეზე - ა. ა-იანის სარჩელის გამო მოპასუხე ე. დ-იანის მიმართ, მოპასუხის დავალდებულება საცხოვრებელ სახლზე ფანჯრის ამოქოლვის შესახებ.

პალატამ გამოარკვია: საქმის ზეპირი განხილვის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს და მიაჩნია, რომ ე. დ-იანის კერძო

საჩივარი (თავის შინაარსით საკასაციო საჩივარი) განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2008 წლის 4 მარტის განჩინებით კასატორს დაევალა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში, საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის შესაბამისად დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარმოდგენა.

აღნიშნული განჩინების ასლი კასატორს გაეგზავნა კანონით დადგენილი წესით და არ ჩაჰბარდა, ვინაიდან იგი ქალაქიდან დროებით გასული იყო. საკასაციო სასამართლომ 2008 წლის 23 აპრილს ხელახლა გაუგზავნა გზავნილი კასატორს, მაგრამ, არყოფნის გამო, არ ჩაჰბარდა.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ მოსარჩელეს მის მიერ მითითებულ მისამართზე უწყება ვერ ჩაჰბარდა ამ კოდექსის 73-ე მუხლის 11 ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნათა დაცვით, უწყება ჩაბარებულად ჩაითვლება, ეს წესი მოპასუხის მიმართ გამოიყენება მის პასუხის (შესაგებელში) მითითებულ მისამართზე უწყების გაგზავნის შემთხვევაში.

მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიერ ორჯერ იქნა გაგზავნილი გზავნილი ადრესატის მიერ მითითებულ მისამართზე, მაგრამ მისი არყოფნის გამო ვერ იქნა ჩაბარებული.

საკასაციო პალატა თვლის, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის ბოლო წინადადების თანახმად, საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი.

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით, 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ე. დ-იანის კერძო საჩივარი (თავის შინაარსით საკასაციო საჩივარი), როგორც დაუშვებელი, დარჩეს

განუხილველად. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

\

73

Page 74: სამოქალაქო პროცესის ზოგადი დებულებანი კერძო საჩივრები*! · სამოქალაქო,

სასამართლო უწყების ჩაბარება

განჩინება #ას-318-573-08 2 ივლისი, 2008 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე), თ. თოდრია (მომხსენებელი), რ. ნადირიანი

დავის საგანი: სახლის სახურავის მოწყობა და ღიობის ამოქოლვა აღწერილობითი ნაწილი: 2004 წლის 11 აგვისტოს ნ. და პ. ლ-შვილებმა სარჩელით მიმართეს ქუთაისის საქალაქო

სასამართლოს და განმარტეს, რომ მათ თანასაკუთრებაში იმყოფება ქ. ქუთაისში, ... ქ. პირველი შესახვევის #11-ში მდებარე საცხოვრებელი სახლი. ამავე ქუჩის #9 ნომერში მდებარე სახლის მესაკუთრეა გ. ი-შვილი, რომლის საცხოვრებელი სახლი დგას მათი ეზოების საზღვარზე. გ. ი-შვილის საცხოვრებელი სახლის აივანი და სახურავი ისეა მოწყობილი, რომ სახურავს არ აქვს ატმოსფერული ნალექებისაგან დამცავი მოწყობილობები, რის გამოც წყალი მათ ეზოში ჩაედინება. ამასთან, გ. ი-შვილს საზღვარზე აქვს ღია აივანი, რაც ურღვევს მყუდროებას. აღნიშნულის გამო მოსარჩელეებმა მოითხოვეს მოსარჩელეების ეზოს მხარეს არსებული აივნის ღიობის ამოქოლვა და სახლის სახურავის შესაბამისი მოწყობილობით აღჭურვა.

სასამართლოს შეგებებული სარჩელით მიმართა გ. ი-შვილმა, მესამე პირად ქ. ქუთაისის მთავრობის არქიტექტურისა და ქალაქმშენებლობის სამსახური დაასახელა და აღნიშნა, რომ მის საკუთრებაში არსებული სახლი დაკანონებულია 1990 წლის 14 ნოემბერს, რომელიც დარეგისტრირდა ქუთაისის მერიის ტექნიკური აღრიცხვის ტერიტორიულ სამსახურში. მართალია, მისი სახლის დაკანონება და სამართლებრივი რეგისტრაცია მოხდა 1990 წელს, მაგრამ საცხოვრებელი სახლის გადახურვა და აივნის მიშენება განხორციელდა დაახლოებით ორი ათეული წლის წინ, რომელიც ნ. და პ. ლ-შვილებს სადავოდ არ გაუხდიათ, ვიდრე არქიტექტურის სამსახურის სათანადო ნებართვის გარეშე, გ. ი-შვილის კუთვნილი სახლის კედლის მომიჯნავედ, არ ააშენეს დამხმარე სათავსი.

გ. ი-შვილის განმარტებით, აღნიშნული შენობა მიშენებულია მისი კუთვნილი საცხოვრებელი სახლის კედელზე, კონკრეტულად კი სათავსის კედელი მისი საცხოვრებელი სახლის კედლიდან დაშორებულია დაახლოებით 3-5 სმ-ით. აღნიშნულის გამო გ. ი-შვილმა მოითხოვა ნ. და პ. ლ-შვილების მიერ ქ. ქუთაისში, ... პირველი შესახვევის #11-ში მდებარე მინაშენის პროექტის გაუქმება და დამხმარე ნაგებობის დემონტაჟი.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს შეგებებული სარჩელით მიმართა ქუთაისის მთავრობის ქალაქმშენებლობის სამსახურმა და განმარტა, რომ ნ. ლ-შვილის მიერ განხორციელებული დამხმარე სათავის მშენებლობა წარმოებულ იქნა შესაბამისი სამშენებლო პროექტისა და არქიტექტურული სამსახურის მიერ გაცემული ნებართვის გარეშე. აქედან გამომდინარე, ქუთაისის მთავრობისა და ქალაქმშენებლობის სამსახურმა ნაწილობრივ მხარი დაუჭირა გ. ი-შვილის შეგებებულ სარჩელს.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ნ. და პ. ლ-შვილების სარჩელი.

გ. ი-შვილის შეგებებულ სარჩელს უარი ეთქვა უსაფუძვლობის გამო. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ნ. და პ. ლ-შვილებმა და მოითხოვეს

მისი ნაწილობრივ გაუქმება და მათი სასარჩელო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება. თავის მხრივ, გ. ი-შვილმაც შეგებებული სააპელაციო საჩივრით არ ცნო სააპელაციო საჩივარი და

გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება ითხოვა. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 19 დეკემბრის განჩინებით აპელანტებს

განესაზღვრათ ვადა, განჩინების ასლის ჩაბარებიდან 7 დღე და განემარტათ, რომ, თუ დანიშნულ ვადაში ხარვეზს არ შეავსებდნენ, სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველი.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 30 იანვრის განჩინებით ნ. და პ. ლ-შვილების სააპელაციო საჩივარი სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობის გამო დარჩა განუხილველად.

აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანეს ნ. და პ. ლ-შვილებმა და მიუთითეს, რომ მ. ლ-შვილი არ არის მათი ოჯახის წევრი. მათ ხარვეზის განჩინება არ ჩაჰბარებიათ და აქედან გამომდინარე, მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.

სამოტივაციო ნაწილი: საკასაციო სასამართლო საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო კერძო საჩივარს და მიაჩნია, რომ ნ.

და პ. ლ-შვილების კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

74

Page 75: სამოქალაქო პროცესის ზოგადი დებულებანი კერძო საჩივრები*! · სამოქალაქო,

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის პირველი ნაწილის ბოლო წინადადების შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა არ არსებობს, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.

სააპელაციო სასამართლომ 2007 წლის 19 დეკემბრის განჩინებით ნ. და პ. ლ-შვილების სააპელაციო საჩივარი მიიჩნია ხარვეზიანად სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობის გამო. მას ხარვეზის შესავსებად განესაზღვრა 7-დღიანი ვადა მხარისათვის განჩინების ასლის ჩაბარების დღიდან.

დადგენილია, რომ ნ. და პ. ლ-შვილების ოჯახის წევრ მ. ლ-შვილს განჩინების ასლი ჩაჰბარდა 2007 წლის 26 დეკემბერს, მაგრამ აპელანტმა სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ხარვეზი არ შეავსო, არ გადაიხადა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული სახელმწიფო ბაჟი, კერძოდ, მას სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი უნდა წარმოედგინა განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში, ე.ი. 2007 წლის 2 იანვრის ჩათვლით. აპელანტებმა კი არ გადაიხადეს სახელმწიფო ბაჟი. ვინაიდან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ხარვეზი არ იქნა გამოსწორებული, სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 30 იანვრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ოჯახის წევრი არის პირი, რომელსაც გააჩნია უფლებები და ამავე დროს აკისრია ვალდებულებები, რომლებიც ეფუძნება საოჯახო სამართალურთიერთობას. ამასთან ერთად აღსანიშნავია, რომ სამართლის სხვადასხვა დარგები გარკვეულ მნიშვნელობას ანიჭებენ იმ გარემოებებს, რომლებიც განსაზღვრავენ ამ პირის ოჯახთან კავშირის ხასიათს. აღნიშნული დამოკიდებულება განისაზღვრება კონკრეტული დარგის სამართლებრივი რეგულირების მიზნებით და მარეგულირებელი ურთიერთობების თავისებურებებით.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის პრველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე სრულწლოვან წევრს. უწყების მიმღები ვალდებულია, უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ შეტყობინების და დაბარების ინსტიტუტი საპროცესო სამართალში ემორჩილება იმ კანონზომიერებებს, რომლებიც დამახასიათებელია ზოგადად სამოქალაქო საპროცესო რეგულირებისათვის და ემსახურება საპროცესო სამართლებრივი რეგულირების მიზნებს. უპირველეს ყოვლისა, აღნიშნული მიზნები და თავისებურებები ვლინდება იმაში, რომ მაქსიმალურად უზრუნველყოფილ იქნეს ყოველი პირის უფლების სასამართლო წესით დაცვა, მაგრამ ამასთან ერთად აღსანიშნავია, რომ კონკრეტულ შემთხვევაში მხარეებს თავიანთი უფლებების სასამართლო წესით დაცვის პროცესუალური მექანიზმების განხორცილებებისას ასევე აკისრიათ პროცესუალური ვალდებულებები.

კონკრეტულ შემთხვევაში, განსახილველი ნორმის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე სრულწლოვან წევრს, რომელსაც წარმოეშობა გარკვეული პროცესუალური ვალდებულებები. ამასთან ერთად გასათვალისწინებელია, რომ გამოსაძახებელი პირის მიერ მითითებულ მისამართზე მისი არყოფნის შემთხვევაში ამავე მისამართზე სხვა პირის მიერ შეტყობინების ჩაბარება უკვე მიუთითებს იმაზე, რომ ეს უკანასკნელი არის გამოსაძახებელი პირის ოჯახის წევრი. ამდენად, განსახილველი ნორმის თანახმად, ამ პირის მიერ უწყების ჩაბარების მომენტიდან მას წარმოეშობა ამ უწყების (შეტყობინები) ადრესატისათვის გადაცემის ვალდებულება. ოჯახის წევრისათვის უწყების (შეტყობინები) ჩაბარებაზე ვრცელდება პრეზუმფცია, რომელიც გულისხმობს, რომ ოჯახის წევრისათვის უწყების ჩაბარება ნიშნვს მისი ჩაბარებას ადრესატისთვის, რაც კონკრეტულ შემთხვევაში დასტურდება მიმღები პირის (ოჯახის წევრის) ხელმოწერით და ადრესატთან დამოკიდებულების მითითებით.

აღნიშნული სამართლებრივი დანაწესიდან გამომდინარე მტკიცების ტვირთი იმის შესახებ, რომ უწყების (შტყობინები) მიმღები პირი არ იყო მხარის ოჯახის წევრი, აკისრია გამოსაძახებელ მხარეს.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ნ. და პ. ლ-შვილებმა ვერ წარმოადგინეს მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდება პროცესუალური ნორმის დარღვევის ფაქტი, გარემოება, რომელიც გამორიცხავს იმას, რომ მ. ლ-შვილი არ არის მათი ოჯახის წევრი.

საკასაციო პალატას მიაჩნია, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოში სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი აპელანტებმა არ წარმოადგინეს სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში სააპელაციო სასამართლომ სწორად დატოვა სააპელაციო საჩივარი განუხილველი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება. მოცემულ შემთხვევაში აპელანტმა არ შეავსო ხარვეზი განჩინებით განსაზღვრულ ვადაში და ამდენად, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ სწორად გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლი და განუხილველად დატოვა სააპელაციო საჩივარი.

75

Page 76: სამოქალაქო პროცესის ზოგადი დებულებანი კერძო საჩივრები*! · სამოქალაქო,

სარეზოლუციო ნაწილი: საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლით

და

დ ა ა დ გ ი ნ ა: ნ. და პ. ლ-შვილების კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს; უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის

30 იანვრის განჩინება; საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

სასამართლო უწყების ჩაბარება

განჩინება #ას-451-693-08 16 ივლისი, 2008 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე) რ. ნადირიანი (მომხსენებელი), თ. თოდრია

დავის საგანი: სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა აღწერილობითი ნაწილი: 2007 წლის 26 ივლისს ა. კ-შვილმა სარჩელით მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს

მოპასუხეების - გ. კ-ოვისა და ხ. კ-შვილის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 22 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ა. კ-შვილის

სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა. კ-შვილის წარმომადგენელმა - მ. ს-

ძემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 25 იანვრის

განჩინებით, ა. კ-შვილის წარმომადგენელ მ. ს-ძეს სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში სსსკ-ის 440-ე მუხლის საფუძველზე ადვოკატთა ტესტირების გავლისა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრობის დამადასტურებელი დოკუმენტის, გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ქვითრისა და, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ნორმათა შესაბამისად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებული ფორმის მიხედვით შედგენილი სააპელაციო საჩივრის წარმოდგენა.

2008 წლის 25 თებერვალს ა. კ-შვილის წარმომადგენელმა - მ. ს-ძემ განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას და მიუთითა, რომ მათ მიერ სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზი ნაწილობრივ აღმოფხვრილია, კერძოდ, წარმოდგენილია სსსკ-ის 440-ე მუხლის საფუძველზე ადვოკატთა ტესტირების გავლისა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრობის დამადასტურებელი დოკუმენტი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ნორმათა შესაბამისად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებული ფორმის მიხედვით შედგენილი სააპელაციო საჩივარი და სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის გადახდის ქვითარი, ხოლო მძიმე მატერიალური მდგომარეობის გამო, მოითხოვა სახელმწიფო ბაჟის დარჩენილი ნაწილის გადახდის ვალდებულებისაგან განთავისუფლება.

თბილისის სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მოთხოვნა სახელმწიფო ბაჟის დარჩენილი ნაწილის გადახდისაგან განთავისუფლების თაობაზე და 2008 წლის 6 მარტის განჩინებით აპელანტს სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შევსების ვადა 10 დღით გაუგრძელა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 24 აპრილის განჩინებით, სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის გამო, სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად, რომელზეც კერძო საჩივარი შეიტანა ა. კ-შვილის წარმოამდგენელმა - მ. ს-ძემ განჩინების გაუქმებისა და საქმის განხილვის განახლების მოთხოვნით. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, მათ ხარვეზი სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში შეავსეს, ხოლო საფოსტო შეტყობინებაზე შესრულებული ხელმოწერა შეუძლებელია ეკუთვნოდეს ა. კ-შვილის დედას, ვინაიდან, იგი ავადმყოფობის გამო, რამოდენიმე წელია ვერ ახერხებს სოფელში არსებული სახლიდან გამოსვლას. ამასთან, შეტყობინებაზე ხელს აწერს ვინმე ბ-შვილი, მაშინ, როდესაც ა. კ-შვილის დედის გვარია - კ-ძე, რის დასადასტურებლადაც წარმოადგინა ა. კ-შვილის დაბადების მოწმობის ასლი და მისი მეზობლების მიერ ხელმოწერილი განცხადება.

76

Page 77: სამოქალაქო პროცესის ზოგადი დებულებანი კერძო საჩივრები*! · სამოქალაქო,

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 417-ე მუხლის საფუძველზე, აღნიშნული კერძო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად განსახილველად გადმოაგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.

სამოტივაციო ნაწილი: საკასაციო სასამართლომ, საქმის ზეპირი განხილვის გარეშე, შეისწავლა საქმის მასალები, კერძო

საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ ა. კ-შვილის წარმომადგენელ მ. ს-ძის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, ფოსტით ან კურიერის მეშვეობით მოქალაქისათვის გაგზავნილი სასამართლო უწყება მას უნდა ჩაჰბარდეს პირადად. ამავე კოდექსის 74-ე მუხლის თანახმად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი მოქალაქე ვერ ნახა საცხოვრებელ ან სამუშაო ადგილზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე წევრს. უწყების მიმღები ვალდებულია, უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი, გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება ან დაკავებული თანამდებობა. უწყების მიმღები ვალდებულია, უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. ჩაბარებად ჩაითვლება როგორც უწყების პირადად გადაცემა, ასევე უწყების მიმღების მიერ ადრესატისათვის უწყების შინაარსის ცნობება.

განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 25 იანვრის განჩინებით, ა. კ-შვილის წარმომადგენელ მ. ს-ძეს სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში სსსკ-ის 440-ე მუხლის საფუძველზე ადვოკატთა ტესტირების გავლისა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრობის დამადასტურებელი დოკუმენტის, გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ქვითრისა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ნორმათა შესაბამისად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებული ფორმის მიხედვით შედგენილი სააპელაციო საჩივრის წარმოდგენა, ხოლო ამავე სასამართლოს 2008 წლის 6 მარტის განჩინებით აპელანტს 10 დღით გაუგრძელა სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შევსების ვადა.

ასევე დადგენილია, რომ აღნიშნული განჩინების ასლი ა. კ-შვილსა და მის წარმომადგენელს გაეგზავნათ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით.

თბილისის სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ 2008 წლის 6 მარტის განჩინების ასლი აპელანტ ა. კ-შვილის დედას ჩაჰბარდა 2008 წლის 26 მარტს, ხოლო მისმა წარმომადგენელმა ხარვეზი სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდგომ, კერძოდ, 2008 წლის 14 აპრილს გამოასწორა, რის გამოც სააპელაციო საჩივარი დატოვა განუხილველად. კერძო საჩივრის ავტორი სადავოდ ხდის და განმარტავს, რომ საფოსტო შეტყობინებაზე შესრულებული ხელმოწერა შეუძლებელია ეკუთვნოდეს ა. კ-შვილის დედას, ვინაიდან, იგი ავადმყოფობის გამო, რამოდენიმე წელია ვერ ახერხებს სოფელში არსებული სახლიდან გამოსვლას. ამასთან, შეტყობინებაზე ხელს აწერს ვინმე ბ-შვილი, მაშინ, როდესაც ა. კ-შვილის დედის გვარია - კ-ძე, რის დასადასტურებლადაც წარმოადგინა ა. კ-შვილის დაბადების მოწმობის ასლი და მისი მეზობლების მიერ ხელმოწერილი განცხადება. აღნიშნულ განმარტებას საკასაციო სასამართლო იზიარებს, ვინაიდან კერძო საჩივრის ავტორის მიერ წარმოდგენილი ა. კ-შვილის დაბადების მოწმობით ირკვევა, რომ დედამისი არის ლ. კ-ძე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ კერძო საჩივარი დასაბუთებულია და საქმე დასაშვებობის შემოწმების სტადიიდან უნდა დაუბრუნდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ა. კ-შვილის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს; ამ საქმეზე გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის

24 აპრილის განჩინება და საქმე სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების სტადიიდან დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს;

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

77

Page 78: სამოქალაქო პროცესის ზოგადი დებულებანი კერძო საჩივრები*! · სამოქალაქო,

სასამართლო უწყების ჩაბარება

განჩინება

#ას-1013-270-08 25 თებერვალი, 2008 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე), ნ. კვანტალიანი (მომხსენებელი), ლ. ლაზარაშვილი

დავის საგანი: უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა აღწერილობითი ნაწილი: ა. გ-უამ სარჩელი აღძრა სასამართლოში შ. დ-ძის მიმართ უკანონო მფლობელობიდან ნივთის

გამოთხოვის შესახებ შემდეგი საფუძვლებით: ქ. თბილისში, ... ქ. #22-ში მდებარე მიწის ნაკვეთი და სახლი წარმოადგენს მოსარჩელის საკუთრებას. მოპასუხე უკანონოდ ფლობს და სარგებლობს სადავო უძრავი ნივთით და ნებაყოფლობით მას არ ათავისუფლებს.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ა. გ-უამ სადავო სახლზე თავისი საკუთრების უფლება სათანადოდ ვერ დაადასტურა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 3 მიასის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც ა. გ-უამ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 21 ნოემბრის განჩინებით, ა.გ-უას გამოუცხადებლობის გამო, მისი სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ სააპელაციო საჩივრის განხილვის შესახებ უწყება, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის შესაბამისად, ჩაჰბარდა მის მეუღლეს, რაც უწყების მხარისათვისაც ჩაბარებულად მიჩნევის საფუძველია. სასამართლოს მიერ დანიშნულ დროს მხარე საქმის განხილვაზე არ გამოცხადდა. პალატამ მიუთითა, რომ ა. გ-უას წარმომადგენელ ნ. ნ-ძეს სასამართლო უწყება არ გაეგზავნა, რადგან მის მინდობილობას ვადა გაუვიდა. სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის მესამე ნაწილით, 229-ე მუხლის მეორე ნაწილით, 372-ე მუხლით, 275-ე მუხლის «გ» ქვეპუნქტით და შ.დ-ძის შუამდგომლობა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე დააკმაყოფილა.

ა. გ-უას წარმომადგენელმა ნ. ნ-იძემ განცხადებით მიმართა სასამართლოს 2007 წლის 21 ნოემბრის განჩინების ბათილად ცნობისა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის «გ» ქვეპუნქტის საფუძველზე საქმის წარმოების განახლების შესახებ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 21 დეკემბრის განჩინებით ა. გ-უას განცხადება განჩინების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახილების შესახებ დარჩა განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო: სასამართლომ დაადგინა, რომ სააპელაციო პალატის 2007 წლის 21 ნოემბრის განჩინებით ა. გ-უას სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად. აღნიშნული განჩინება აპელანტს ჩაბარდა 2007 წლის 21 დეკემბერს, 13 დეკემბერს კი მხარემ მოითხოვა მისი ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება. სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიიჩნია, რომ დასახელებული ნორმის მიხედვით, საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებულ საქმეზე. პალატამ მიუთითა, რომ, სანამ აღნიშნული გადაწყვეტილებები და განჩინებები შევიდოდეს კანონიერ ძალაში, მათი გასაჩივრება, დასაბუთებულობისა და კანონიერების შემოწმების მიზნით, შეიძლება სააპელაციო და საკასაციო წესით, მაგრამ კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ მათი აღნიშნული კუთხით გასაჩივრება აღარ დაიშვება. სასამართლომ მიუთითა, რომ მოცემულ შემთხვევაში საქმის წარმოების განახლების შესახებ ა. გ-უას განცხადების სასამართლოში შემოტანის მომენტისათვის 2007 წლის 21 ნოემბრის განჩინების კერძო საჩივრით გასაჩივრების 12-დღიანი ვადა გასული არ იყო.

სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 21 ნოემბრის განჩინებაზე ა. გ-უას წარმომადგენელმა ნ. ნ-ძემ შეიტანა კერძო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და სააპელაციო საჩივრის არსებითად განხილვა იმ საფუძვლით, რომ მისი სააპელაციო საჩივარი არასწორად დარჩა განუხილველი. ფაქტობრივად, საქმის მასალებში 2007 წლის 21 ნოემბრის სასამართლო სხდომის დანიშვნის შესახებ ა. გ-უსათვის შეტყობინების დამადასტურებელი უწყება არ მოიპოვება. 2007 წლის 13 დეკემბრის განცხადებით, ა. გ-უამ მოითხოვა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის «გ» ქვეპუნქტის შესაბამისად, გასაჩივრებული განჩინების ბათილად ცნობა, რადგან მხარე საქმის განხილვაზე სათანადო წესით მიწვეული არ ყოფილა, თუმცა აღნიშნული განცხადების მოთხოვნა უგულებელყოფილ იქნა.

ა. გ-უას წარმომადგენელმა ნ. ნ-ძემ კერძო საჩივარი შეიტანა ასევე სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 21 დეკემბრის განჩინებაზეც, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლო-

78

Page 79: სამოქალაქო პროცესის ზოგადი დებულებანი კერძო საჩივრები*! · სამოქალაქო,

სათვის ხელახლა განსახილველად იმ საფუძვლით, რომ საქმის განმხილველი მოსამართლის მიერ გასაჩივრებული განჩინება ერთპიროვნულად უკანონოდ იქნა მიღებული.

უდავოა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოში ა. გ-უას სააპელაციო საჩივრის განხილვა დაინიშნა 2007 წლის 21 ნოემბერს, რის შესახებ მხარეებს სასამართლო უწყებები გაეგზავნათ. საქმის მასალებში წარმოდგენილი სახალხო ფოსტის მიღება-ჩაბარების უწყების მიხედვით, ა. გ-უას მხრიდან უწყება ჩაჰბარდა მის მეუღლეს - ჟ. კ-ვას. აღნიშნულის მიუხედავად, სასამართლოს მიერ დანიშნულ დროს აპელანტი საქმის განხილვაზე არ გამოცხადდა და არც თავისი გამოუცხადებლობის მიზეზი სასამართლოს არ აცნობა. მოწინააღმდეგე მხარემ იშუამდგომლა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ, რაც სააპელაციო პალატამ 2007 წლის 21 ნოემბრის განჩინებით დააკმაყოფილა. აღნიშნული განჩინების ასლი აპელანტს ჩაბარდა 2007 წლის 21 დეკემბერს, 13 დეკემბერს კი მხარემ განცხადებით მიმართა სასამართლოს 2007 წლის 21 ნოემბრის განჩინების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ.

სააპელაციო სასამართლომ 2007 წლის 21 დეკემბრის განჩინებით ერთპიროვნულად იმსჯელა ზემოხსენებული განცხადების დასაშვებობაზე და იგი განუხილველად დატოვა.

სამოტივაციო ნაწილი: საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლებისა და გასაჩივრებული განჩინებების იურიდიული

დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ა. გ-უასა და მის წარმომადგენელ ნ. ნ-ძის კერძო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეებს და მათ წარმომადგენლებს სასამართლო უწყებით ეცნობებათ სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. ამავე კოდექსის 74-ე მუხლის შესაბამისად კი, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე სრულწლოვან წევრს. დასახელებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ სასამართლო უწყება მხარისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, იმ შემთხვევაშიც, თუ ადრესატის არყოფნისას იგი ჩაბარდება მისი ოჯახის სრულწლოვან წევრს.

მოცემულ შემთხვევაში, ა. გ-უას ნაცვლად, სასამართლო უწყება 2007 წლის 21 ნოემბრის სასამართლო სხდომის თაობაზე ჩაიბარა მისმა მეუღლემ, რაც უწყების მხარისათვისაც ჩაბარებულად მიჩნევის საფუძველია. ამდენად, ვერ იქნება გაზიარებული კერძო საჩივრის ავტორის მითითება, რომ საქმის მასალებში 2007 წლის 21 ნოემბრის სასამართლო სხდომის დანიშვნის შესახებ ა. გ-უსათვის შეტყობინების დამადასტურებელი უწყება არ მოიპოვება.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლის შესაბამისად, მართებულად გამოიყენა ამავე კოდექსის 275-ე მუხლის «დ» ქვეპუნქტი, რომლის მიხედვით სასამართლო მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, განუხილველად დატოვებს სარჩელს, თუ არც ერთი მხარე არ გამოცხადებულა. აღნიშნული ნორმის ანალიზი ცხადყოფს, რომ სასამართლო განუხილველად დატოვებს სარჩელს, თუკი დაადგენს, რომ სასამართლოს მიერ მხარეთათვის სასამართლო სხდომის თარიღის შეტყობინების მიუხედავად, მხარეები სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდნენ. მოცემულ შემთხვევაში სასამართლო უწყება სხდომის დღის შესახებ მხარეთათვის ჩაბარებულად ითვლება.

საკასაციო პალატა ასევე ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას, რომ სააპელაციო სასამართლომ 2007 წლის 21 დეკემბრის განჩინებით საქმის წარმოების განახლების შესახებ ა. გ-უას განცხადების დასაშვებობაზე ერთპიროვნულად არასწორად იმსჯელა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 425-ე მუხლის მიხედვით, გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანა და მისი განხილვა წარმოებს საერთო წესების დაცვით, იმ გამონაკლისების გათვალისწინებით, რომლებიც ამ თავშია დადგენილი. ამავე კოდექსის 429-ე მუხლით, სასამართლომ თავისი ინიციატივით უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა განცხადება საქმის განახლების შესახებ. მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ სასამართლო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადებას განიხილავს ამ ინსტანციისათვის დადგენილი წესების შესაბამისად. მოცემულ შემთხვევაში ამავე კოდექსის 373-ე მუხლი ადგენს, რომ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხს წყვეტს სააპელაციო სასამართლოს მომხსენებელი მოსამართლე ერთპიროვნულად, რის შედეგადაც ამზადებს შესაბამის განჩინებას. ამდენად, საქმის წარმოების განახლების თაობაზე ა. გ-უას განცხადების დასაშვებობა მომხსენებელმა მოსამართლემ ერთპიროვნულად სწორად შეამოწმა.

სარეზოლუციო ნაწილი: საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა: ა. გ-უასა და მის წარმომადგენელ ნ. ნ-ძის კერძო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.

79

Page 80: სამოქალაქო პროცესის ზოგადი დებულებანი კერძო საჩივრები*! · სამოქალაქო,

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 21 ნოემბრისა და 21 დეკემბრის განჩინებები დარჩეს უცვლელი.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

სასამართლო უწყების ჩაბარება

განჩინება

#ას-741-957-08 27 ნოემბერი, 2008 წ., ქ. თბილისი საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე), თ. თოდრია (მომხსენებელი), რ. ნადირიანი

დავის საგანი: თანხის დაკისრება და გამოსახლება აღწერილობითი ნაწილი: 2003 წლის 1 აპრილს გლდანი-ნაძალადევის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა შპს

«პრიზმამ» კვების მრეწველობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მიმართ. მოსარჩელემ მიუთითა, რომ მოპასუხემ შპს «პრიზმას» საკუთრებაში არსებულ შენობაში მოაწყო ავტოპროფილაქტორია და გააქირავა. აღნიშნული შენობა შპს «პრიზმას» საკუთრებაშია სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 2002 წლის 3 სექტემბრის #1-3/617 ბრძანების საფუძველზე. აქედან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა აღნიშნული შენობის შპს «პრიზმასათვის» დაბრუნება, ასევე მიღებული სარგებლისა და სასამართლო ხარჯების მოპასუხისათვის დაკისრება.

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის კვების მრეწველობის სამეცნიერო-კვლევითმა ინსტიტუტმა (ამჟამად სსიპ «კვების მრეწველობის ინსტიტუტმა») შეგებებული სარჩელი შეიტანა სასამართლოში და აღნიშნა, რომ სადავო ქონება გადაცემული ჰქონდათ უზურფრუქტით და მათ უფლება ჰქონდათ, არ დაეშვათ შპს «პრიზმას» მიერ ამ შენობით სარგებლობა. გარდა ამისა, მათივე განმარტებით, შპს «პრიზმას» ეკავა ინსტიტუტის შენობაში რამდენიმე ოთახი. აქედან გამომდინარე, შეგებებული სარჩელის ავტორმა მოითხოვა შპს «პრიზმას» გამოსახლება და მისთვის ბიუჯეტის სასარგებლოდ 18 576 ლარის დაკისრება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 18 აპრილის გადაწვეტილებით შპს «პრიზმას» სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ასევე, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის კვების მრეწველობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის (ამჟამად სსიპ «კვების მრეწველობის ინსტიტუტის») შეგებებული სარჩელი:

სსიპ «კვების მრეწველობის ინსტიტუტის» მფლობელობიდან გამოთხოვნილ იქნა შპს «პრიზმას» საკუთრებაში არსებული ე.წ. «ავტოპროფილაქტორია» და ეს ნივთი დაუბრუნდა შპს «პრიზმას»; შპს «პრიზმას» სასარჩელო მოთხოვნას თანხის დაკისრების თაობაზე ეთქვა უარი;

გამოთხოვილ იქნა შპს «პრიზმას» მფლობელობიდან სსიპ «კვების მრეწველობის ინსტიტუტის» შენობის მესამე სართულზე მდებარე სამი ოთახი; შეგებებულ სარჩელს თანხის დაკისრების ნაწილში ეთქვა უარი.

აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა შპს «პრიზმამ», ასევე სააპელაციო საჩივარი შეიტანა სსიპ «კვების მრეწველობის ინსტიტუტმა».

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 23 მაისის განჩინებით აპელანტს სააპელაციო საჩივარში არსებული ხარვეზის შესავსებად განესაზღვრა საპროცესო ვადა და დაევალა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდა, სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენა და, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი წესის შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის წარდგენა სააპელაციო საჩივრისათვის საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებული ფორმის ნიმუშის მიხედვით განჩინებით დადგენილ 10-დღიან ვადაში.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 28 ივლისის განჩინებით სსიპ «კვების მრეწველობის ინსტიტუტის» სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ სააპელაციო პალატის 2008 წლის 23 მაისის განჩინება ხარვეზის შევსების შესახებ, აპელანტს ჩაჰბარდა 2008 წლის 14 ივლისს, განჩინებით დადგენილი საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა კი ამოიწურა 2008 წლის 24 ივლისს. განჩინებით დადგენილ ვადაში აპელანტს სააპელაციო საჩივარში არსებული ხარვეზი არ გამოუსწორებია. მითითებული დოკუმენტები აპელანტის მიერ წარმოდგენილ იქნა ხარვეზის განჩინებით განსაზღვრული საპროცესო ვადის დარღვევით. აღნიშნული გარემოება კი გამორიცხავს სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღებას.

80

Page 81: სამოქალაქო პროცესის ზოგადი დებულებანი კერძო საჩივრები*! · სამოქალაქო,

აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა სსიპ «კვების მრეწველობის ინსტიტუტმა». მან მიუთითა, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება ხარვეზის შევსების შესახებ სსიპ «კვების მრეწველობის ინსტიტუტს» არ ჩაჰბარებია. ამას ადასტურებს ის, რომ უწყების ჩაბარებაზე ხელს არ აწერს ინსტიტუტის არც ერთი თანამშრომელი. ამდენად, მათ აღნიშნული განჩინება არ ჩაჰბარებიათ. განჩინება ჩაჰბარდა მეზობელი ორგანიზაციის დარაჯს - ჟ. ლ-შვილს, რომელმაც 2008 წლის 18 ივლისს გადასცა ეს განჩინება ინსტიტუტს. განჩინების მიღების შემდეგ, 2008 წლის 25 ივლისს, მათ შეავსეს ხარვეზი. კერძო საჩივრის ავტორმა მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოებაში მიღება.

სამოტივაციო ნაწილი: საკასაციო სასამართლო საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო კერძო საჩივარს და მიაჩნია, რომ

სსიპ «კვების მრეწველობის ინსტიტუტის» კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლომ 2008 წლის 23 მაისს სსიპ «კვების მრეწველობის ინსტიტუტს» მიეცა 10-დღიანი ვადა ხარვეზის შესავსებად. სსიპ «კვების მრეწველობის ინტიტუტმა» ხარვეზის შევსების შესახებ სასამართლოს მიმართა 2008 წლის 25 ივლისს. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 28 ივლისის განჩინებით სსიპ «კვების მრეწველობის ინსტიტუტის» სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.

საკასაციო პალატა იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მითითებას იმის შესახებ, რომ მას პირადად არ ჩაჰბარებია ხარვეზის განჩინება და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს არ უნდა დაეტოვებინა მისი სააპელაციო საჩივარი განუხილველად.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, ფოსტით ან კურიერის მეშვეობით მოქალაქისათვის გაგზავნილი სასამართლო უწყება მას უნდა ჩაჰბარდეს პირადად, ხოლო მოქალაქის სამუშაო ადგილზე, ასევე, ორგანიზაციისათვის გაგზავნილი უწყება უნდა ჩაჰბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს ანდა პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში - ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს. ამ ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში უწყების ჩაბარება დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.

ამავე კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე სრულწლოვან წევრს, ხოლო თუ უწყება ბარდება სამუშაო ადგილის მიხედვით - სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას, ამ კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილით დადგენილის წესით, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ისინი განსახილველ საქმეში მონაწილეობენ როგორც მოწინაღმდეგე მხარეები. უწყების მიმღები ვალდებულია, უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება, დაკავებული თანამდებობა. უწყების მიმღები ვალდებულია, უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ჩაბარება ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაითვლება უწყების ჩაბარებად ადრესატისათვის, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, ზემოაღნიშნული მუხლების შესაბამისად, არ ჩაჰბარებია სსიპ «კვების მრეწველობის ინტიტუტს» ხარვეზის განჩინება, კერძოდ, გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინების ბარათზე არ არის მითითებული განჩინების მიმღები პირის სახელი და გვარი, ასევე, არ არის მითითებული ადრესატთან დამოკიდებულება. შეტყობინების ბარათზე არის მხოლოდ ხელმოწერა, რომლითაც არ დასტურდება განჩინების მიმღები პირის ვინაობა.

აქედან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სსიპ «კვების მრეწველობის ინტიტუტს» სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული წესით არ ჩაჰბარებია ხარვეზის განჩინება და სააპელაციო სასამართლომ არასწორად დატოვა მისი სააპელაციო საჩივარი განუხილველად.

სარეზოლუციო ნაწილი: საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლით

და

დ ა ა დ გ ი ნ ა: სსიპ «კვების მრეწველობის ინსტიტუტის» კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს; გაუქმდეს მოცემულ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის

2008 წლის 28 ივლისის განჩინება და საქმე დასაშვებობის ეტაპიდან ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს შესაბამის პალატას;

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

81

Page 82: სამოქალაქო პროცესის ზოგადი დებულებანი კერძო საჩივრები*! · სამოქალაქო,

სასამართლო უწყების გაგზავნა

განჩინება

#ას-687-908-08 28 ნოემბერი, 2008 წ., ქ. თბილისი საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე), თ. თოდრია (მომხსენებელი), რ. ნადირიანი

დავის საგანი: ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა აღწერილობითი ნაწილი: მ. შ-შვილმა სარჩელი აღძრა სასამართლოში ფ. კ-ძისა და ე. ც-ძის მიმართ. მოსარჩელემ

მიუთითა, რომ მის მშობლებს ჰქონდათ უთანხმოება, რის გამოც სასამართლოს მიმართეს განქორწინების თაობაზე. მართალია, სასამართლომ უარი თქვა განქორწინებაზე, მაგარამ ქონება გაიყო. დედას - ნ. ხ-აშს სასამართლომ მიაკუთვნა საცხოვრებელი სახლის 14 კვ.მ ოთახი, აივნის, კიბისა და სველი წერტილების საერთო სარგებლობის უფლებით. მოსარჩელემ ასევე მიუთითა, რომ მათ ოჯახში მდგუმარად შევიდა მოპასუხე ფ. კ-ძე, რომელმაც ისარგებლა ოჯახში არსებული მდგომარეობით და დაუახლოვდა მ. შ-შვილს. 1991 წელს მ. შ-შვილი გახდა ავად, განუვითარდა აზროვნებისა და მეტყველების დეფექტი. მ. შ-შვილის ავადმყოფობის დროს, ქონების ხელში ჩაგდების მიზნით, ფ. კ-ძემ მოახერხა მ. შ-შვილთან ქორწინების გაფორმება, ისე რომ მ. შ-შვილი უკვე დაქორწინებული იყო. აღნიშნულის გამო, მ. შ-შვილმა და ნ. ხ-აშმა მიმართეს სასამართლოს ქორწინების ბათილობის შესახებ, რაც დაკმაყოფილდა.

1996 წლის 11 ნოემბერს მ. შ-შვილმა მთელი თავისი ქონება საჩუქრად გადასცა ფ. კ-ძეს. მოსარჩელემ გაასაჩივრა ჩუქების ხელშეკრულებაზე მ. შ-შვილის ხელმოწერის ფაქტი და საბოლოდ გაირკვა, რომ ჩუქების ხელშეკრულებაზე იყო არა მ. შ-შვილის ხელმოწერა, არამედ სხვა პირის. ამის შემდეგ, ფ. კ-ძე გაურიგდა მეზობლად მცხოვრებ დ. ც-ძესა და მის შვილებს, კერძოდ, ქონება 2 ეტაპად გადაფორმდა დ. ც-ძის შვილის - ე. ც-ძის სახელზე, რაც, მისი აზრით, უკანონოა. მოსარჩელემ მოითხოვა 1996 წლის 11 ნოემბრის ქობულეთის ნოტარიუსის - მ. კ-ძის მიერ გაფორმებული ჩუქების ხელშეკრულების, ასევე, ქ. ბათუმის ნოტარიუსის - ნ. ს-ძის მიერ გაფორმებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა და მ. შ-შვილის დანაშთ ქონებაზე კანონიერ მემეკვიდრეებად გამოცხადება.

ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 17 აპრილის გადაწყვეტილებით მ. შ-შვილის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ - ბათილად იქნა ცნობილი 1996 წლის 11 ნოემბერს ქობულეთის ნოტარიუსის მ. კ-ძის მიერ გაფორმებული ჩუქების ხელშეკრულება მ. შ-შვილსა და ფ. კ-ძეს შორის და მ. შ-შვილის კანონიერ მემკვიდრეებად გამოცხადდნენ ქალიშვილი მ. შ-შვილი და მეუღლე ნ. ხ-აში, ხოლო მოსარჩელის მოთხოვნას ბათუმის ნოტარიუსის - ნ. ს-ძის მიერ გაფორმებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე უსაფუძვლობის გამო ეთქვა უარი.

ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 17 აპრილის გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანეს ფ. კ-ძემ და ე. ც-ძემ, ასევე, სააპელაციო საჩივარი შეიტანეს მ. შ-შვილმა და ნ. ხ-აშმა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 1 ივლისის განჩინებით ფ. კ-ძისა და ე. ც-ძის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ, ვინაიდან სააპელაციო საჩივარი შეტანილი იყო ხარვეზით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 2 ივნისის განჩინებით აპელანტებს განესაზღვრათ ვადა ხარვეზის შესავსებად. აღნიშნული განჩინება ე. ც-ძეს ჩაჰბარდა 2008 წლის 7 ივნისს, ხოლო ფ. კ-ძისათვის გაგზავნილი კორესპონდენცია სასამართლოს დაუბრუნდა უკან. საფოსტო გზავნილზე ფოსტის კურიერის მიერ გაკეთებული შენიშვნით ირკვევა, რომ ფ. კ-ძე ამ მისამართზე არ ცხოვრობს. ვინაიდან, აპელანტებმა სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში არ შეავსეს ხარვეზი, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ფ. კ-ძისა და ე. ც-ძის სააპელაციო საჩივარი დატოვა განუხილველად.

აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ფ. კ-ძემ. მან მიუთითა, რომ მისი და ე. ც-ძის წარმომადგენლის - ვ. გ-ძის მიერ შეტანილ იქნა სააპელაციო საჩივარი. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 2 ივნისის განჩინებით მიეცათ ვადა ხარვეზის შესავსებად, კერძოდ, სააპელაციო საჩივარზე არ იყო აპელანტების ხელმოწერა, ასევე არ იყო გადახდილი სახელმწიფო ბაჟი და წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმნეტი. ხარვეზის შევსების შესახებ განჩინება მას პირადად არ ჩაჰაბარებია. აღნიშნულის თაობაზე მას აცნობა ც-ძის წარმომადგენელმა ვ. გ-ძემ 2008 წლის 19 ივნისს. მან კი 2008 წლის 20 ივნისს ფოსტის მეშვეობით გააგზავნა სასამართლოში სახელმწიფო ბაჟის დამადასტურებელი ქვითარი. ამდენად, მან სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში შეავსო ხარვეზი. ქუთაისის საპელაციო სასასამართლომ მისი სააპელაციო საჩივარი

82

Page 83: სამოქალაქო პროცესის ზოგადი დებულებანი კერძო საჩივრები*! · სამოქალაქო,

არასწორად დატოვა განუხლველად, რის გამოც კერძო საჩივრის ავტორმა მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოებაში მიღება.

სამოტივაციო ნაწილი: საკასაციო სასამართლო საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო კერძო საჩივარს და მიაჩნია, რომ ფ.

კ-ძის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო: მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ 2008 წლის 2 ივნისის განჩინებით ფ. კ-ძისა და

ე. ც-ძის სააპელაციო საჩივარი მიიჩნია ხარვეზიანად სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობის გამო, ასევე, სააპელაციო საჩივარს ხელს აწერდნენ არა აპელანტები, არამედ აწერდა ვ. გ-ძე, რომლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი არც სააპელაციო საჩივარს ერთვის და არც საქმის მასალებში მოიპოვება. აპელანტებს ხარვეზის შესავსებად განესაზღვრათ 10-დღიანი ვადა მხარისათვის განჩინების ასლის ჩაბარების დღიდან.

დადგენილია, რომ ე. ც-ძეს განჩინების ასლი ჩაჰბარდა 2008 წლის 7 ივნისს, ხოლო ფ. კ-ძისათვის გაგზავნილი კორესპონდენცია სასამართლოს დაუბრუნდა უკან. 2008 წლის 25 ივნისს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში შევიდა ე. ც-ძისა და ფ. კ-ძის განცხადება ხარვეზის შევსების შესახებ. ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ 2008 წლის 1 ივლისის განჩინებით განუხილველად დატოვა ფ. კ-ძისა და ე. ც-ძის სააპელაციო საჩივარი იმის გამო, რომ 3 დღის დაგვიანებით შეიტანეს სასამართლოში ხარვეზის შევსების შესახებ განცხადება.

საკასაციო პალატა იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მითითებას იმის შესახებ, რომ მას პირადად არ ჩაჰბარებია ხარვეზის განჩინება და ქუთაისის სააპელაციო სააპელაციო სასამართლოს არ უნდა დაეტოვებინა მისი სააპელაციო საჩივარი განუხილველად.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის 11 ნაწილის თანახმად, თუ პირველად გაგზავნისას სასამართლოს უწყების ადრესატისათვის ჩაბარება ვერ ხერხდება, უწყება დასაბარებელ პირს უნდა გაეგზავნოს დამატებით ერთხელ მაინც იმავე ან სასამართლოსათვის ცნობილ სხვა მისამართზე.

აღნიშნული მუხლის შესაბამისად, თუ მხარეს უწყება ვერ ბარდება გარკვეული მიზეზით, მაშინ სასამართლო ვალდებულია, დამატებით გაუგზავნოს მხარეს უწყება და მხოლოდ ამის შემდეგ არის შესაძლებელი, იმსჯელოს უწყების ჩაბარება-არჩაბარების შესახებ, რასაც შესაბამისად მოჰყვება პროცესუალური შედეგი. კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლომ მხოლოდ ერთხელ გაუგზავნა მხარეს ხარვეზის განჩინება და ვინაიდან აპელანტი ფ. კ-ძე მეზობლების განმარტებით, აღნიშნულ მისამართზე არ ცხოვრობდა, ამ საფუძვლით მისი სააპელაციო საჩივარი დატოვა განუხილველად. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ ისე დატოვა განუხილველად ფ. კ-ძის სააპელაციო საჩივარი და ისე ჩათვალა ხარვეზის განჩინება ჩაბარებულად, რომ, 73-ე მუხლის 11-ლი ნაწილის თანახმად, დამატებით არ გაუგზავნია ხარვეზის განჩინება.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 2 ივნისის განჩინება არ შეიძლება ჩაითვალოს ფ. კ-ძისათვის ჩაბარებულად. აქედან გამომდინარე, ვინაიდან კანონით დადგენილი წესით ფ. კ-ძეს არ Gჩაჰბარებია ხარვეზის განჩინება, შესაბამისად, მას ხარვეზის შევსების ვადა არ დაურღვევია.

სარეზოლუციო ნაწილი: საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლით

და

დ ა ა დ გ ი ნ ა: ფ. კ-ძის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს; გაუქმდეს მოცემულ საქმეზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008

წლის 1 ივლისის განჩინება და საქმე დასაშვებობის ეტაპიდან ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს შესაბამის პალატას;

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

83

Page 84: სამოქალაქო პროცესის ზოგადი დებულებანი კერძო საჩივრები*! · სამოქალაქო,

საჯარო შეტყობინება

განჩინება

#ას-713-933-08 27 ნოემბერი, 2008 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე), თ. თოდრია (მომხსენებელი), რ. ნადირიანი

დავის საგანი: დავალიანების გადახდა და იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია აღწერილობითი ნაწილი: სს „პროკრედიტბანკმა» სარჩელით მიმართა სასამართლოს შპს თავთავი 2000-ის», დ. დ-შვილის,

გ. პ-შვილისა და გ. მ-შვილის მიმართ დავალიანების გადახდევინებისა და იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის შესახებ. მოსარჩელემ მიუთითა, რომ სს „პროკრედიტბანკსა» და შპს „თავთავი 2000-ს» შორის 2001 წლის 23 ოქტომბერს გაფორმდა გენერალური ხელშეკრულება საკრედიტო ხაზის შესახებ. აღნიშნული ხელშეკრულების თანახმად, 2003 წლის 5 თებერვალს ბანკსა და მსესხებელს შორის გაფორმდა დამატებით საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის შესაბამისად მოსარჩელემ მოპასუხეს გადასცა 100000 აშშ დოლარი 24 თვის ვადით, ყოველთვიური 1,5% სარგებლის დარიცხვით. 2003 წლის 30 სექტემბერს ბანკსა და მსესხებელს შორის გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელს დამატებით გადაეცა 25000 აშშ დოლარი 18 თვის ვადით და 1,5% სარგებლის დარიცხვით.

მოსარჩელემ ასევე, მიუთითა, რომ ბანკის მიერ გაცემული თანხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა დ. დ-შვილის კუთვნილი საცხოვრებელი ბინა, ასევე, დაგირავდა შპს „თავთავი 2000-ის» კუთვნილი ხორბლის გადამამუშავებელი თურქული წარმოების ფირმა „დესას» ორვარცლიანი მინი წისქვილი და ამავე საწარმოს ბრუნვაში არსებული საქონელი.

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ სესხის უზრუნველსაყოფად სს „პროკრედიტ ბანკსა» და დ. დ-შვილს, გ. პ-შვილსა და გ. მ-შვილს შორის გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულებები, რომლის თანახმად, თავდებმა პირებმა სოლიდარული პასუხისმგებლობა იკისრეს მსესხებლის მიერ ნაკისრი ვალდებულების დროულად შეუსრულებლობის შემთხვევაში.

მოსარჩელემ მოითხოვა 45394,43 აშშ დოლარისა და სახელმწიფო ბაჟის - 2054,09 ლარის დაკისრება. ასევე, დავალიანების დაფარვის მიზნით იპოთეკით დატვირთული და დაგირავებული ქონების რეალიზაცია. ამასთან მოსარჩელემ გ. მ-შვილის მოთხოვნის ნაწილში უარი თქვა და ამ ნაწილში მოითხოვა საქმის წარმოების შეწყვეტა, რაც თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 28 ივნისის საოქმო განჩინებით დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 23 ივლისის გადაწყვეტილებით სს „პროკრედიტბანკის» წარმომადგენელმა ნ. ზ-უამ განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას და მოითხოვა ამავე სასამართლოს 2007 წლის 23 ივლისის გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობის გასწორება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 28 ნოემბრის განჩინებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა სს „პროკრედიტბანკის» წარმომადგენლის - ნ. ზ-უას მოთხოვნა და 2007 წლის 23 ივლისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მეორე პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი სახით: „მოპასუხეებს - შპს „თავთავი 2000-ს», დ. დ-შვილს და გ. პ-შვილს დაეკისროთ სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის - 37481,77 აშშ დოლარისა და პროცენტის - 7204,66 აშშ დოლარის გადახდა სს „პროკრედიტბანკის» სასარგებლოდ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 23 ივლისის გადაწყვეტილებაზე 2000 წლის 6 ნოემბერს გაცემულ იქნა სააღსრულებო ფურცელი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 23 ივლისის გადაწყვეტილებაზე 2008 წლის 4 იანვარს სააპელაციო საჩივრით მიმართეს შპს „თავთავი 2000-ის» წარმომადგენელმა დ. დ-შვილმა და გ. პ-შვილმა. მათ მიერ ასევე კერძო საჩივრით გასაჩივრებულ იქნა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 28 ნოემბრის განჩინება გადაწყვეტილებაში უსწორობის შეტანის თაობაზე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 17 იანვრის განჩინებით შპს „თავთავი 2000-ის» დ. დ-შვილისა და გ. პ-შვილის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად სააპელაციო საჩივრის კანონით დადგენილი ვადის დარღვევის გამო.

ამავე სასამართლოს 2008 წლის 17 იანვრის განჩინებით ასევე განუხილველად დარჩა შპს „თავთავი 2000» და დ. დ-შვილის კერძო საჩივარი კერძო საჩივრის შეტანისათვის კანონით დადგენილი ვადის დარღვევის გამო, ხოლო გ. პ-შვილის კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 31 მარტის განჩინებით, სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობის გამო, დარჩა განუხილველად.

84

Page 85: სამოქალაქო პროცესის ზოგადი დებულებანი კერძო საჩივრები*! · სამოქალაქო,

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 17 იანვრის განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანეს შპს „თავთავი 2000-მა», დ. დ-შვილმა და გ. პ-შვილმა. კერძო საჩივრის ავტორების აზრით, არასწორია სასამართლოს მოსაზრება იმის შესახებ, რომ, რადგან სასამართლოს 2007 წლის 23 ივლისის გადაწყვეტილების ასლი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 78-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით 2007 წლის 14 სექტემბერს ჩაჰბარდა ისანი-სამგორისა და ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგეობას, ამ დროიდან გადაწყვეტილების ასლი ჩაბარებულად ითვლება და სააპელაციო საჩივრის წარდგენის ვადა ამოიწურა 2007 წლის 30 ოქტომბერს, მათ კი სააპელაციო საჩივარი შეიტანეს 2008 წლის 4 იანვარს.

სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 17 იანვრის განჩინებით ირკვევა, რომ ადრესატისათვის გაგზავნილი გადაწყვეტილებები მხარეებს არ ჩაჰბარებიათ მათი არყოფნის გამო.

ადრესატის დროებით ადგილზე არყოფნის შემთხვევაში გზავნილის მიმღები პირი ვალდებული იყო, გზავნილის ეგზემპლარზე აღენიშნა სად იყო იგი წასული, როდის დაბრუნდებოდა და ეს ცნობები უნდა დადასტურებულიყო ადგილობრივი თვითმმართველობის ან მმართველობის ორგანოს მიერ.

სასამართლო უფლებამოსილი არ იყო, მოპასუხის ადგილსამყოფელი მიეჩნია დაუდგენლად და უფლება არ ჰქონდა, ემოქმედა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 78-ე მუხლით დადგენილი წესის თანახმად. ეს წესი არ გამოიყენება იმ ადრესატის მიმართ, რომელიც არ იმყოფება საცხოვრებელ ან სამუშაო ადგილზე. 78-ე მუხლის დანაწესი გამოიყენება მხოლოდ იმ პირთა მიმართ, რომელთა ადგილსამყოფელიც დაუდგენელია. მოპასუხეთა ადგილსამყოფელი კი დაუდგენელი არასდროს ყოფილა.

ამრიგად, რაიონულმა სასამართლომ დაარღვია მოპასუხეთათვის გზავნილის ჩაბარების კანონით დადგენილი წესი, რის გამოც სააპელაციო სასამართლოს გზავნილი ადრესატისთვის ჩაბარებულად არ უნდა მიეჩნია.

სამოტივაციო ნაწილი: საკასაციო სასამართლო საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო კერძო საჩივარს და მიაჩნია, რომ შპს

„თავთავი 2000-ის», დ. დ-შვილისა და გ. პ-შვილის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა შეადგენს 14 დღეს. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების შესაბამისად.

დადგენილია, რომ შპს „თავთავი 2000-ს», დ. დ-შვილსა და გ. პ-შვილს საქმეში არსებულ მისამართებზე სასამართლოს მიერ გაგზავნილი გადაწყვეტილებები არ ჩაჰბარებიათ მათი არყოფნის გამო. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 23 ივლისის გადაწყვეტილების ასლები მხარეებისთვის ჩასაბარებლად გაეგზავნა თბილისის ვაკე-საბურთალოსა და ისანი-სამგორის რაიონის გამგეობებს. აღნიშნული გადაწყვეტილება გამგეობებს ჩაჰბარდათ 2007 წლის 14 სექტემბერს. სასამართლოში დაბრუნდა ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგეობისა და ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგეობის წერილი იმის შესახებ, რომ მხარეებს გადაწყვეტილება არ ჩაჰბარებიათ მითითებულ მისამართზე არყოფნის გამო. შპს „თავთავი 2000-ის» წარმომადგენელმა დ. დ-შვილმა და გ. პ-შვილმა სააპელაციო საჩივარი შეიტანეს 2008 წლის 4 იანვარს. აღნიშნულის გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 17 იანვრის განჩინებით მათი სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, თუ მხარეებს ამ კოდექსით დადგენილი წესით ვერ ეცნობათ სასამართლო სხდომის დრო და ადგილი, მოსამართლეს შეუძლია, აღნიშნული პირებისათვის სასამართლო უწყების ჩაბარება განჩინებით დაავალოს ადგილობრივი თვითმმართველობის ან მმართველობის ორგანოს ანდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების საუბნო სამსახურებს (უბნის ინსპექტორებს). ადგილობრივი თვითმმართველობის ან მმართველობის ორგანოები ანდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების საუბნო სამსახურები (უბნის ინსპექტორები) ვალდებული არიან, განჩინებით დადგენილ ვადაში უზრუნველყონ მხარეებისათვის სასამართლო უწყების ჩაბარება და მისი ჩაბარების შეუძლებლობის მიზეზების ან ჩაბარებაზე უარის თქმის შესახებ აცნობონ სასამართლოს.

ამავე კოდექსის 78-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ მხარის ადგილსამყოფელი უცნობია ან მისთვის სასამართლო უწყების ჩაბარება სხვაგვარად ვერ ხერხდება, სასამართლო უფლებამოსილია, გამოიტანოს განჩინება სასამართლო შეტყობინების საჯაროდ გავრცელების შესახებ. საჯარო შეტყობინება ხორციელდება იმ გაზეთის საშუალებით, რომელიც მასობრივადაა გავრცელებული მხარის საცხოვრებელი ადგილის შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, შპს „თავთავი 2000-ს», დ. დ-შვილსა და გ. პ-შვილს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 23 ივლისის გადაწყვეტილება არ გაეგზავნათ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის შესაბამისად. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს უნდა გამოეტანა განჩინება სასამართლო შეტყობინების საჯაროდ გავრცელების შესახებ, რაც არ გაუკეთებია.

85

Page 86: სამოქალაქო პროცესის ზოგადი დებულებანი კერძო საჩივრები*! · სამოქალაქო,

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად დატოვა შპს „თავთავი 2000-ის», დ. დ-შვილისა და გ. პ-შვილის სააპელაციო საჩივარი განუხილველად.

სარეზოლუციო ნაწილი: საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლით

და

დ ა ა დ გ ი ნ ა : შპს „თავთავი 2000-ის», დ. დ-შვილისა და გ. პ-შვილის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს; გაუქმდეს მოცემულ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის

2008 წლის 17 იანვრის განჩინება და საქმე დასაშვებობის ეტაპიდან ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს შესაბამის პალატას;

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

8. საპროცესო უფლებამონაცვლეობა

განჩინება #ას-999-1300-07 18 თებერვალი, 2008 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე), ნ. კვანტალიანი (მომხსენებელი), მ. ცისკაძე

დავის საგანი: უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა აღწერილობითი ნაწილი: რ. ვ-შვილმა სარჩელი აღძრა სასამართლოში ბ. გ-იას მიმართ უკანონო მფლობელობიდან ნივთის

გამოთხოვის შესახებ შემდეგი საფუძვლებით: 2005 წლის აპრილში მოსარჩელემ აუქციონზე შეიძინა ქ. თბილისში, ... ქ. #8-ში მდებარე ბინა, რომელიც საჯარო რეესტრში აღრიცხა თავის სახელზე. მოპასუხე უკანონოდ ცხოვრობს რ. ვ-შვილის კუთვნილ ბინაში და ნებაყოფლობით მას არ ათავისუფლებს.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ აუქციონზე ბინის გასხვისება მოხდა უკანონოდ, რაც მან გაასაჩივრა ადმინისტრაციული სამართალწარმოების გზით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 22 ივლისის გადაწყვეტილებით რ. ვ-შვილის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბ. გ-ია, მასთან მცხოვრებ პირებთან ერთად, ქ. თბილისში, ... ქ. #8-ში მდებარე ბინიდან გამოსახლდა, რაც მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას ა. ს-ძემ იშუამდგომლა პალატის წინაშე რ. ვ-შვილის უფლებამონაცვლედ საქმეში ჩაბმის შესახებ იმ საფუძვლით, რომ 2006 წლის 4 იანვარს მოსარჩელისაგან იყიდა სადავო ბინა და გახდა მისი მესაკუთრე.

მოწინააღმდეგე მხარემ შუამდგომლობას მხარი არ დაუჭირა, ვინაიდან იგი დაყენებულ იქნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისიწნებული ფორმის დარღვევით, ამასთან, ა. ს-ძეს საქმეში ჩაბმა აქამდე უნდა მოეთხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 14 ნოემბრის განჩინებით ა. ს-ძის წარმომადგენელ მ.წიკლაურის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა, ა. ს-ძე საქმეში ჩაება რ. ვ-შვილის უფლებამონაცვლედ. სასამართლომ დაადგინა, რომ 2006 წლის 4 იანვარს რ. ვ-შვილსა და ა. ს-ძეს შორის დაიდო სადავო ბინის ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც მის მესაკუთრედ საჯარო რეესტრში აღირიცხა ა. ს-ძე. პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით და ჩათვალა, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა საფუძვლიანია.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე ბ. გ-იას წარმომადგენელმა გ. კ-ძემ შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო პალატამ ა. ს-ძის შუამდგომლობა არასწორად დააკმაყოფილა, ვინაიდან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლი ადგენს უფლებამონაცვლეობის შესაძლო შემთხვევებს, რომელთაგან არც ერთი მესაკუთრის შეცვლისას ახალი მესაკუთრის უფლებამონაცვლეობის შესაძლებას არ გულისხმობს. ამასთან, სადავო შუამდგომლობა სასამართლოს წარედგინა ამავე კოდექსის 215-ე მუხლის პირველი ნაწილის დარღვევით, ზეპირი ფორმით. აღნიშნული შუამდგომლობა არ შეიძლება ჩაითვალოს არსებითი გარემოების საფუძველზე

86

Page 87: სამოქალაქო პროცესის ზოგადი დებულებანი კერძო საჩივრები*! · სამოქალაქო,

სასამართლო სხდომაზე დაყენებულ შუამდგომლობად, რადგან სადავო ბინა ა. ს-ძემ შეიძინა ჯერ კიდევ 2006 წელს. გარდა ამისა, საქმეში წარმოდგენილია 2007 წლის 14 ნოემბრამდე რამდენიმე თვით ადრე შეტანილი ა. ს-ძის განცხადება საქმის გაცნობის შესახებ.

სამოტივაციო ნაწილი: საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლებისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული

დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ბ. გ-იას წარმომადგენელ გ. კ-ძის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

მოცემულ შემთხვევაში რ. ვ-შვილის სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხე ბ. გ-იას უკანონო მფლობელობიდან ქ. თბილისში, ... ქ.#8-ში მდებარე ბინის გამოთხოვის შესახებ ემყარება სადავო უძრავ ნივთზე მოსარჩელის საკუთრების უფლებას.

საქმის მასალებით ირკვევა, რომ 2006 წლის 4 იანვარს რ. ვ-შვილმა სადავო ბინა მიჰყიდა ა. ს-ძეს, რის შედეგად ნივთზე საკუთრების უფლება გადავიდა ამ უკანასკნელზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სადავო ან სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი სამართლებრივი ურთიერთობიდან ერთ-ერთი მხარის გასვლის შემთხვევაში (მოქალაქის გარდაცვალება, იურიდიული პირის რეორგანიზაცია, მოთხოვნის დათმობა, ვალის გადაცემა და სხვა) სასამართლო დაუშვებს ამ მხარის შეცვლას მისი უფლებამონაცვლით. უფლებამონაცვლეობა შესაძლებელია პროცესის ყოველ სტადიაზე. დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ მოქალაქის გარდაცვალების, იურიდიული პირის რეორგანიზაციის, მოთხოვნის დათმობის, ვალის გადაცემისა და სხვა შემთხვევებში კანონმდებელი ითვალისწინებს სამართლებრივი ურთიერთობიდან მხარის გასვლასა და მის უფლებამონაცვლეობას. განსახილველ შემთხვევაში მოსაჩელე რ. ვ-შვილმა მიჰყიდა რა კუთვნილი უძრავი ნივთი ა. ს-ძეს, ამავდროულად დაუთმო მას უფლება, მოეთხოვა გარიგების საგნის - სადავო ბინის საკუთრების უფლების ხელშეშლის აღკვეთა. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ სავსებით სწორად იხელმძღვანელა აღნიშნული ნორმით და ა. ს-ძე რ. ვ-შვილის უფლებამონაცვლედ საქმეში მართებულად ჩააბა.

გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი ვერ გახდება კერძო საჩივრის ავტორის მითითება, რომ ა. ს-ძემ სადავო შუამდგომლობა წარადგინა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის პირველი ნაწილის დარღვევით, ვინაიდან ამავე კოდექსის 393-ე მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით, საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევა მხოლოდ მაშინ შეიძლება გახდეს გადაწყვეტილების გაუქმე-ბის საფუძველი, თუ ამ დარღვევის შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი. მოცემულ შემთხვევაში კი, როგორც ზემოთ აღინიშნა, გასაჩივრებული განჩინება მიღებულ იქნა კანონისმოთხოვნათა სრული დაცვით.

სარეზოლუციო ნაწილი: საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა: ბ. გ-იას წარმომადგენელ გ. კ-ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 14 ნოემბრის

განჩინება დარჩეს უცვლელი. ბ. გ-ია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

საპროცესო უფლებამონაცვლეობა

განჩინება

#ას-135-411-08 26 მარტი, 2008 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი), რ. ნადირიანი, თ. თოდრია

დავის საგანი: ვალდებულების შეუსრულებლობის გამო პირგასამტეხლოს მოთხოვნა აღწერილობითი ნაწილი: 2005 წლის 5 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა ლ. კ-შვილმა,

მოპასუხე სს «ბიოფარმის» მიმართ მისთვის პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნით. სასამართლოს 2007 წლის 25 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა. ზემოაღნიშნული

87

Page 88: სამოქალაქო პროცესის ზოგადი დებულებანი კერძო საჩივრები*! · სამოქალაქო,

გადაწყვეტილება 2007 წლის 31 ივლისს სააპელაციო წესით იქნა გასაჩივრებული ლ. კ-შვილის მოთხოვნის უფლების მიმღების რ. ვ-შვილის წარმომადგენლის ლ. ჩ-ძის მიერ, რომლითაც აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

სააპელაციო პალატის 2007 წლის 28 სექტემბრის განჩინებით ლ. კ-შვილის უფლებამონაცვლედ საქმეში დაშვებულ იქნა რ. ვ-შვილი.

სააპელაციო პალატამ მიიჩნია რომ, სააპელაციო საჩივარზე დართული 30.07.2007წ. ხელშეკრულებით დასტურდებოდა, რომ ლ. კ-შვილსა და არასრულწლოვან რ. ვ-შვილის კანონიერ წარმომადგენლებს (მშობლებს) გ. ვ-შვილსა და ნ. პ-შვილს დადებული ჰქონდათ ცესიის ხელშეკრულება. ხელშეკრულების თანახმად უძრავი ქონების საკუთრების უფლების გადაცემის შესახებ წინარე ხელშეკრულებიდან გამომდინარე 1000000 აშშ დოლარის მოთხოვნის უფლება სს «ბიოფარმის» მიმართ, ლ. კ-შვილმა გადასცა რ. ვ-შვილს. აღნიშნული ხელშეკრულება პალატის განმარტებით წარმოადგენდა სადავო ურთიერთობიდან ლ. კ-შვილის გასვლისა და მის ნაცვლად მოთხოვნის უფლების მიმღების, რ. ვ-შვილის სამართალწარმოებაში დაშვების საფუძველს.

აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ს.ს. «ბიოფარმის» წამომადგენელმა დ. გ-იამ. კერძო საჩივრის ავტორის აზრით სამოქალაქო საპროცესო კოდექსის შესაბამისად

უფლებამონაცვლეობას შესაძლოა ადგილი ჰქონდეს მოქალაქის გარდაცვალებისას, იურიდიული პირის რეორგანიზაციისას, მოთხოვნის დათმობის, ვალის გადაცემის და სხვა გარემოებების არსებობისას. მოცემულ შემთხვევაში ლ. კ-შვილმა თავისი ე.წ. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება დაუთმო რ. ვ-შვილს, ხოლო პირგასამტეხლო თავისი არსით არის აქცესორული უფლება, რომელიც უშუალოდ არის დაკავშირებული ძირითად ვალდებულებასთან და წარმოადგენს მისი შესრულების გარანტს, რის გამოც ის ცალკე სამოქალაქო ბრუნვის ობიექტი არ შეიძლებოდა ყოფილიყო.

კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით იმისთვის რომ პირგასამტეხლო გადაცემად მოთხოვნად იქცეს, განსახილველ შემთხვევაში საჭირო იყო კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე, რასაც მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულების მომენტისათვის არ მომხდარა. ამდენად საჩივრის ავტორის აზრით, სასამართლოს აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით უარი უნდა ეთქვა რ. ვ-შვილისთვის უფლებამონაცვლედ ჩართვის თაობაზე და მისი სააპელაციო საჩივარი უნდა დაეტოვებინა განუხილველი.

ამასთან კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულება მიზნად ისახავდა მხარის მიერ 50000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავის არიდებას, ვინიდან რ. ვ-შვილი წარმოადგენდა II ჯგუფის ინვალიდს, რის გამოც იგი გათავისუფლებული იყო სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კერძო საჩივრის ავტორმა მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის დაბრუნება სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შესამოწმებლად.

სამოტივაციო ნაწილი: საკასაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, განიხილა კერძო საჩივარს და თვლის, რომ იგი არ

უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო: საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2007 წლის 30 ივლისს გაფორმებული მოთხოვნის უფლების

დათმობის ხელშეკრულებით ლ. კ-შვილმა მოთხოვნის უფლება სს «ბიოფარმის» მიმართ გადასცა რ. ვ-შვილს. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 28 სექტემბრის განჩინებით ლ. კ-შვილის უფლებამონაცვლედ საქმეში დაშვებული იქნა რ. ვ-შვილი, რ. ვ-შვილის წარმომადგენლის ლ. ჩ-ძის სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 25 მაისის გადაწყვეტილებაზე მიღებული იქნა წარმოებაში.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სადავო ან სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი სამართლებრივი ურთიერთობიდან ერთ-ერთი მხარის გასვლის შემთხვევაში (მოქალაქის გარდაცვალება იურიდიული პირის რეორგანიზაცია, მოთხოვნის დათმობა, ვალის გადაცემა და სხვა) სასამართლო დაუშვებს ამ მხარის შეცვლას მისი უფლებამონაცვლით. უფლებამონაცვლეობა შესაძლებელია პროცესის ყოველ ეტაპზე.

აღნიშნული მუხლიდან გამომდინარე საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ 2007 წლის 30 ივლისს გაფორმებული მოთხოვნის უფლების დათმობის ხელშეკრულება წარმოადგენს კანონით გათვალისწინებულ საფუძველს, რამაც შეიძლება განაპირობოს უფლებამონაცვლეობა სამოქალაქო სამართალწარმოებაში. შესაბამისად პალატა ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას, რომ განსახილველ შემთხ-ვევაში არ არსებობდა უფლებამონაცვლეობის დაშვების საფუძველი. როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულება დაიდო და გაფორმდა მისთვის დადგენილი ფორმის დაცვით, მაგრამ ის საკითხი, რამდენად ნამდვილია უფლება, რომელიც ამ ხელშეკრულებით მხარეს გადასცეს წარმოადგენს საქმის არსებითად განხილვის საგანს და არა უფლებამონაცვლეობის უარყოფის საფუძველს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატა თვლის, რომ კერძო საჩივრის ავტორის მიერ მითითებული გარემოებები იურიდიულად ვერ ამართლებს და ვერ ასაბუთებს მის

88

Page 89: სამოქალაქო პროცესის ზოგადი დებულებანი კერძო საჩივრები*! · სამოქალაქო,

მოთხოვნას. შესაბამისად არ არსებობს 2007 წლის 28 სექტემბრის განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

სარეზოლუციო ნაწილი: საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე, 284-

ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

სს «ბიოფარმის» წარმომადგენლის დ. გ-იას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 28 სექტემბრის

განჩინება დარჩეს უცვლელად. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

წარმომადგენლის უფლებამონაცვლეობა

განჩინება

#ას-161-430-08 31 მარტი, 2008 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე), ნ. კვანტალიანი (მომხსენებელი), ლ. ლაზარაშვილი

დავის საგანი: უძრავი ნივთიდან წილის მიკუთვნება

აღწერილობითი ნაწილი: ჰ. გ-შვილი-ა-შვილმა სარჩელი აღძრა სასამართლოში ე. ა-შვილისა და საჯარო რეესტრის

ეროვნული სააგენტოს ახმეტის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ საცხოვრებელი სახლიდან ორი ოთახის მიკუთვნებისა და საჯარო რეესტრში შესაბამისი ცვლილების შეტანის შესახებ შემდეგი საფუძვლებით: ახმეტის რაიონის სოფ. ... მდებარე საკარმიდამო მიწის ნაკვეთი და სახლი ირიცხებოდა მოსარჩელის მამათილის, როგორც კომლის უფროსის სახელზე, რომლის გარდაცვალების შემდეგ კომლში დარჩა მოსარჩელე თავის მეუღლესათან ერთად. 1980 წელს ჰ. გ-შვილი-ა-შვილის მეუღლე გარდაიცვალა და ამ დროიდან მოსარჩელე სადავო სახლში მარტო ცხოვრობდა. მისმა შვილებმა - ზ. და შ. ა-შვილებმა გააუმჯობესეს სახლი და #1, 2 და 3 ფიცრული ოთახების გარდა დანარჩენი სახლის ნაწილი მათ ააშენეს და გადახურეს. მოსარჩელის მულმა ე. ა-შვილმა ყალბი დოკუმენტების საფუძველზე აღნიშნული უძრავი ქონება უკანონოდ მთლიანად აღრიცხა თავის სახელზე, ფაქტობრივად კი სახლის ნაწილი ჰ. გ-შვილი-ა-შვილის საკუთრებაა.

საქმეში დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის არმქონე მესამე პირებად ჩაერთვნენ შ. და ზ. ა-შვილები.

მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს იმ დასაბუთებით, რომ სადავო უძრავი ნივთი ე. ა-შვილის სახელზე აღირიცხა კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით. ე. ა-შვილის განმარტებით, მოსარჩელეს სადავო სახლში არ უცხოვრია, რადგან იგი მეუღლესათან ერთად ცხოვრობდა მამის მიერ ნაყიდ სხვა სახლში, რომელიც მოსარჩელემ გაყიდა.

თელავის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც ჰ. გ-შვილი-ა-შვილმა, შ. და ზ. ა-შვილებმა გაასაჩივრეს სააპელაციო წესით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 29 ნოემბრის განჩინებით შ. და ზ. ა-შვილების სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი, ხოლო ჰ. გ-შვილი-ა-შვილს დაუდგინდა ხარვეზი და მიეცა ვადა მის გამოსასწორებლად, სახელმწიფო ბაჟის გადასახდელად და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დასადასტურებლად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 21 იანვრის განჩინებით ჰ. გ-შვილი-ა-შვილის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი და აპელანტს დაუბრუნდა მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 150 ლარი შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ ჰ. გ-შვილი-ა-შვილის სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და მიეცა ვადა მის გამოსასწორებლად. საფოსტო გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინების ბარათის თანახმად, ხარვეზის განჩინება ჩაბარდა აპელანტის წარმომადგენლებს, კერძოდ, 2007 წლის 29 დეკემბერს - თ. მ-ელს, ხოლო 2008 წლის 4 იანვარს - დ. ბ-ძეს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, პალატამ წარმომადგენლებისათვის განჩინების ჩაბარება მის მხარისათვისაც ჩაბარებად ჩათვალა, ხარვეზის შევსების ვადა აითვალა 2007 წლის 30 დეკემბრიდან და იგი ამოწურულად მიიჩნია 2008 წლის 8 იანვარს. პალატამ მიიჩნია, რომ, ამავე კოდექსის 63-ე

89

Page 90: სამოქალაქო პროცესის ზოგადი დებულებანი კერძო საჩივრები*! · სამოქალაქო,

მუხლის შესაბამისად, აპელანტმა ხარვეზის შევსების საპროცესო ვადა გაუშვა, ვინაიდან სასამართლოს ხარვეზის შევსების მიზნით მიმართა 2008 წლის 10 იანვარს.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე ჰ. გ-შვილი-ა-შვილმა შეიტანა კერძო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო პალატამ ხარვეზის შევსების ვადა აითვალა ხარვეზის შესახებ განჩინების თ. მ-ელისათვის ჩაბარების მომენტიდან, რომელიც მხარის ინტერესებს ორდერის საფუძველზე იცავდა მხოლოდ პირველი ინსტანციის სასამართლოში და ვალდებული არ იყო, ხარვეზის თაობაზე განჩინება კერძო საჩივრის ავტორისათვის გადაეცა. დაუსაბუთებელია სასამართლოს მითითება, რომ თ.მ-ელს ხარვეზის განჩინება 2007 წლის 29 დეკემბერს ჩაჰბარდა, ვინაიდან გზავნილის ჩაბარების შესახებ ბარათი მის მიერ ხელმოწერილი არ არის.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ ჰ. გ-შვილი-ა-შვილის სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი, დაევალა სახელმწიფო ბაჟის გადახდა და სააპელაციო საჩივრის შეტანის უფლებამოსილების დადასტურება. ხარვეზის შესახებ განჩინება გაეგზავნა როგორც აპელანტს, ისე მის წარმომადგენლებს - თ. მ-ელსა და დ. ბ-ძეს. საქმის მასალებში წარმოდგენილი საფოსტო შეტყობინების ჩაბარების ბარათის თანახმად, განჩინების ასლები თ. მ-ელს ჩაჰბარდა 2007 წლის 29 დეკემბერს, დ. ბ-ძეს კი - 2008 წლის 4 იანვარს.

2008 წლის 10 იანვარს ჰ. გ-შვილი-ა-შვილმა განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს არსებული ხარვეზის შევსების მიზნით, წარადგინა აპელანტის მიერ ხელმოწერილი სააპელაციო საჩივარი და სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითარი.

სააპელაციო სასამართლომ ხარვეზის შევსების ვადა აითვალა რა თ.მ-ელისათვის ხარვეზის თაობაზე განჩინების ჩაბარების მომენტიდან - 2007 წლის 29 დეკემბრიდან, მიიჩნია, რომ 2008 წლის 10 იანვარს ხარვეზის გამოსასწორებლად აპელანტმა სასამართლოს მიმართა აღნიშნულისათვის დადგენილი ვადის დარღვევით, რის საფუძველზეც სააპელაციო საჩივარი დაუშვებლად ჩათვალა.

სამოტივაციო ნაწილი: საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწვალისა და გასაჩივრებული განჩინების

იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ჰ. გ-შვილი-ა-შვილის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება გაუქმდეს და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ხელახლა შესამოწმებლად შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას, რომ სააპელაციო სასამართლომ ხარვეზის გამოსწორების 10-დღიანი ვადა 2007 წლის 29 დეკემბრიდან - თ. მ-ელისათვის სასამართლო გზავნილის ჩაბარების მომენტიდან არასწორად აითვალა, ვინაიდან დასახელებული პირი ჰ. გ-შვილი-ა-შვილის ინტერესებს პირველი ინსტანციის სასამართლოში იცავდა სსიპ «საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის» ამხანაგობა «თელავის საადვოკატო ბიუროს» #358 ორდერის საფუძველზე, რომლის მიხედვით ადვოკატი თ. მ-ელი უფლებამოსილია, წარმოადგინოს მარწმუნებელი სასამართლოში, თუმცა მარწმუნებლის სახელით სხვა სახის საპროცესო მოქმედებების განხორციელების, მათ შორის, სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება აღნიშნული ორდერით გათვალისწინებული არ არის.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ სასამართლო უწყება თუ გზავნილი მხარისათვის ჩაბარებულად უნდა ჩაითვლოს მაშინაც, როდესაც იგი ჩაბარდება მის წარმომადგენელს. მოცემულ შემთხვევაში კანონმდებელი მხარის წარმომადგენელში გულისხმობს ისეთ პირს, რომელსაც მხარის სახელით ამავე კოდექსის 98-ე მუხლით დადგენილი შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებამოსილება გააჩნია.

ამდენად, ჰ. გ-შვილი-ა-შვილის მიერ თ. მ-ელისათვის მინიჭებული უფლებამოსილება შემოიფარგლებოდა რა სასამართლოში წარმომადგენლობით, მას კანონით დადგენილი წესით სააპელაციო საჩივრის შეტანის უფლება არ გააჩნდა და სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის დადგენის შესახებ სასამართლო განჩინება არ უნდა გაგზავნოდა. შესაბამისად, თ. მ-ელისათვის აღნიშნული სასამართლო გზავნილის ჩაბარება სააპელაციო სასამართლომ აპელანტის მხრიდან უფლებამოსილი პირის მიერ ჩაბარებად არასწორად ჩათვალა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს ჰ. გ-შვილი-ა-შვილის სააპელაციო საჩივრის ხარვეზის შევსების ვადა 2007 წლის 29 დეკემბრიდან (ხარვეზის შესახებ განჩინების თ. მ-ელისათვის ჩაბარების მომენტიდან) არ უნდა აეთვალა და მითითებული ვადის დარღვევის გამო სააპელაციო საჩივარი არასწორად დარჩა განუხილველი.

სარეზოლუციო ნაწილი: საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და

90

Page 91: სამოქალაქო პროცესის ზოგადი დებულებანი კერძო საჩივრები*! · სამოქალაქო,

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ჰ. გ-შვილი-ა-შვილის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 21

იანვრის განჩინება და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ხელახლა შესამოწმებლად.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

საპროცესო უფლებამონაცვლეობა

განჩინება

#ას-125-403-08 7 მაისი, 2008 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე), თ. თოდრია (მომხსენებელი), რ. ნადირიანი

დავის საგანი: სამუშაოზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება. აღწერილობითი ნაწილი: თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართეს ვ. შ-ტამ, ნ.

ს-უამ, ლ. ი-შვილმა და სხვებმა და მოითხოვეს თბილისის 204-ე საჯარო სამუსიკო სკოლა-პანსიონის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის - ს. წ-ძის 2007 წლის 22 თებერვლის #67 ბრძანების ბათილად ცნობა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება 2007 წლის 1 იანვრიდან 22 თებერვლამდე პერიოდის შრომის ანაზღაურების ოდენობით. მოსარჩელეთა განმარტებით, სკოლის ადმინისტრაციამ 2007 წლის იანვრიდან სკოლის სასწავლო პროგრამიდან ამოიღო მუსიკის სწავლება, რითაც ხელი შეეშალათ შრომითი ვალდებულების შესრულებაში. 2007 წლის 22 თებერვლით დათარიღებული ბრძანებით ისინი დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლეს 2007 წლის 1 იანვრიდან. მათივე განმარტებით, სკოლას სახელმწიფო დაფინანსება მუსიკის სწავლებისათვის განათლების სამინისტრომ შეუწყვიტა არა 2007 წლის 1 იანვრიდან, არამედ უფრო ადრე, კერძოდ, 2005 წლის 15 სექტემბრიდან, რასაც ხელი არ შეუშლია სკოლის ადმინისტრაციისათვის, გაეცა ხელფასები და მიაჩნიათ, რომ სკოლას აქვს საკუთარი სახსრები სამუსიკო სწავლებისათვის და უარი დაფინანსებაზე არ წარმოადგენს მათი სამუშაოდან განთავისუფლების კანონიერ საფუძველს. მოსარჩელეთა განმარტებით, სამუშაოდან განთავისუფლების ისეთ საფუძველს, როგორიცაა დაფინანსების შეწყვეტა, საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლი არ ითვალისწინებს.

სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელეებმა შეამცირეს სასარჩელო მოთხოვნა და მოითხოვეს #204 საჯარო სამუსიკო სკოლა-პანსიონის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2007 წლის 22 თებერვლის #67 ბრძანების ბათილად ცნობა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 19 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს დ. ქ-შვილმა, ნ. ნ-ძემ, მ. მ-შვილმა და სხვებმა და მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოში შესაგებელი წარადგინა #204 სამუსიკო სკოლა-პანსიონის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა წ-ძემ, სადაც განმარტა, რომ #204 საჯარო სამუსიკო სკოლა-პანსიონი 2007 წლის 1 სექტემბრიდან აღარ არსებობს და არც იურიდიული სამართალმემკვიდრე ჰყავს. 2007 წლის იანვრიდან სკოლას 70%-ით შეუმცირდა დაფინანსება შემდგომ კი განათლების სამინისტროს მითითებით სამუსიკო სწავლება შეწყდა. კულტურის სამინისტრომაც თქვა უარი მათ დაფინანსებაზე. მისივე განმარტებით, #204 საჯარო სამუსიკო სკოლა-პანსიონში სამუსიკო სწავლება შეწყდა 2007 წლის იანვრიდან, პანსიონი კი გაუქმდა 2007 წლის სექტემბრიდან, ხოლო სკოლა განათლებისა და მეცნიერების მინისტრის #512 ბრძანების თანახმად, შეუერთდა #129 საჯარო სკოლას. სასწავლებლის დარჩენილი ქონებაც ამ სკოლას გადაეცა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 19 დეკემბრის საოქმო განჩინებით საქმეზე დადგენილ იქნა უფლებამონაცვლეობა. მოწინააღმდეგე მხარის - #204 საჯარო სკოლის უფლებამონაცვლედ საქმეში ჩაბმულ იქნა #129 საჯარო სკოლა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული საოქმო განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა თბილისის #129 საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ი. ა-შვილმა. კერძო საჩივარში მან განმარტა, რომ #204 საჯარო სამუსიკო სკოლა-პანსიონში სამუსიკო სწავლება შეწყდა 2007 წლის 1 იანვრიდან, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის #512 ბრძანებით გაუქმდა

91

Page 92: სამოქალაქო პროცესის ზოგადი დებულებანი კერძო საჩივრები*! · სამოქალაქო,

პანსიონიც და მხოლოდ საჯარო სკოლის ნაწილი შემოუერთდა #129 საჯარო სკოლას. ამდენად, კითხვის ნიშნის ქვეშ დგას 129-ე საჯარო სკოლის სამართალმემკვიდრეობის საკითხი. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, საჯარო სკოლის სპეციფიკა ძირეულად განსხვავდება სამუსიკო სკოლა-პანსიონის სპეციფიკისაგან და 129-ე საჯარო სკოლა ვერ იქნება საქმეში ჩაბმული მოპასუხედ.

სამოტივაციო ნაწილი: საკასაციო პალატა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო კერძო საჩივარს და მიაჩნია, რომ ი. ა-

შვილის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო: კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, ქ. თბილისის #204 საჯარო სამუსიკო სკოლა-პანსიონში

სამუსიკო სწავლება შეწყდა 2007 წლის 1 იანვრიდან; განათლებისა და მეცნიერების მინისტრის #512 ბრძანებით გაუქმდა პანსიონიც და მხოლოდ საჯარო სკოლის ნაწილი შემოუერთდა #129 საჯარო სკოლას. მისივე განმარტებით, 204-ე საჯარო სკოლის 197 მოსწავლიდან #129 საჯარო სკოლაში დარჩა მხოლოდ 70-მდე მოსწავლე. ამდენად, კითხვის ნიშნის ქვეშ დგას 129-ე საჯარო სკოლის სამართალმემკვიდრეობის საკითხი. საჯარო სკოლის სპეციფიკა ძირეულად განსხვავდება სამუსიკო სკოლა-პანსიონის სპეციფიკისაგან და კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით 129-ე საჯარო სკოლა ვერ იქნება საქმეში ჩაბმული მოპასუხედ.

საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ კერძო საჩივრის ავტორის მიერ გასაჩივრებულია თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 19 დეკემბრის საოქმო განჩინება, რომლითაც მოცემულ საქმეზე დადგენილ იქნა უფლებამონაცვლეობა და მოწინააღმდეგე მხარის #204 საჯარო სკოლის უფლებამონაცვლედ ჩართულ იქნა #129 საჯარო სკოლა.

საქმის მასალებიდან ასევე ირკვევა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს აღნიშნულ განჩინებას საფუძვლად უდევს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება #512. აღნიშნული ბრძანების თანახმად, ქ. თბილისის #204 საჯარო სკოლაში ჩატარდა რეორგანიზაცია, აღნიშნულ სკოლაში სწავლა მიმდინარეობდა დაწყებით-საბაზო საფეხურზე და შეუერთდა ქ. თბილისის #129 საჯარო სკოლას.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ადგილი აქვს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საჯარო სკოლის რეორგანიზაციას, რომელიც განხორციელდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანების საფუძველზე და ადგილი აქვს უფლებამონაცვლეობას. „ზოგადი განათლების შესახებ» კანონის 26-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ნ» ქვეპუნქტის თანახმად, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ზოგადი განათლების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის - საქართველოს კონსტიტუციის, კონსტიტუციური შეთანხმების, საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, ამ კანონის, სხვა კანონებისა და კანონქვემდებარე აქტების საფუძველზე აფუძნებს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას საჯარო სამართლის იურიდიული პირის სახით და ამტკიცებს მის წესდებას. უფლებამოსილია მოახდინოს მისი რეორგა-ნიზაცია და ლიკვიდაცია.

კონკრეტულ შემთხვევაში უფლებამონაცვლეობის დადგენისას აუცილებელია იმ ფუნქციური უფლებამოსილების განსაზღვრა, რაც გააჩნია სკოლას, როგორც საჯარო იურიდიულ პირს. კონკრეტულ შემთხვევაში განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით განისაზღვრა #129 სკოლის, როგორც საჯარო იურიდიული პირის ის უფლება-ვალდებულებები, რაც გააჩნია #204 სკოლას. ამრიგად, კონკრეტულ შემთხვევაში უფლებამონცვალეობის დადგენაზე გავლენას არ ახდენს სკოლაში გარკვეული პროფილის არსებობა-არსებობის საკითხი. პროფილი, როგორც სკოლაში არსებული ერთ-ერთი მიმართულება არ არსებობს როგორც დამოუკიდებელი ორგანიზაციური წარმონაქმნი, არამედ აღნიშნული წარმოადგენს საჯარო იურიდიული პირის (სკოლის) ერთ-ერთ დამატებით ფუნქციას. იმ სტრუქტურულ ელემენეტს, რომელიც დაკავშირებულია სკოლის, როგორც საჯარო იურიდიული პირის - უფლებამოსილებასთან. ზუსტად ამ უფლებამოსილების უფლებამონაცვლეს წარმოადგენს #129-ე სკოლა.

საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს 129-ე საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის ი. ა-შვილის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ საჯარო სკოლის სპეციფიკა ძირეულად განსხვავდება სამუსიკო სკოლა-პანსიონის სპეციფიკისაგან და ვინაიდან მხოლოდ საჯარო სკოლის ნაწილი შემოუერთდა 129-ე საჯარო სკოლას, იგი არ უნდა იქნეს საქმეში ჩაბმული მოპასუხე მხარის უფლება-მონაცვლედ.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სადავო ან სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი სამართლებრივი ურთიერთობიდან ერთ-ერთი მხარის გასვლის შემთხვევაში (მოქალაქის გარდაცვალება, იურიდიული პირის რეორგანიზაცია, მოთხოვნის დათმობა, ვალის გადაცემა და სხვა) სასამართლო დაუშვებს ამ მხარის შეცვლას მისი უფლებამონაცვლეობა შესაძლებელია პროცესის ყოველ სტადიაზე.

საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს კერძო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი, რის გამოც, სასამართლო მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის 129-ე საჯარო სკოლა ჩაბმულ უნდა იქნეს საქმეში #204 საჯარო სკოლის უფლებამონაცვლედ.

92

Page 93: სამოქალაქო პროცესის ზოგადი დებულებანი კერძო საჩივრები*! · სამოქალაქო,

სარეზოლუციო ნაწილი: საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლით

და

დ ა ა დ გ ი ნ ა: ქ. თბილისის 129-ე საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის ი. ა-შვილის კერძო

საჩივარი არ დაკმაყოფილდეს; უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის

19 დეკემბრის საოქმო განჩინება; საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

საპროცესო უფლებამონაცვლეობა

განჩინება #ას-257-515-08 22 მაისი, 2008 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე), რ. ნადირიანი (მომხსენებელი), თ. თოდრია

დავის საგანი: უფლებამონაცვლედ ცნობა აღწერილობითი ნაწილი: 2003 წლის პირველ მაისს შპს „ზარმა», შპს „მედეგმა», შპს „ქსენონმა» და ინდივიდუალურმა

მეწარმეებმა ნ. მ-ელმა და ა. ქ-ვამ სარჩელი აღძრეს თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონულ სასამართლოში სს „უნივერსალის» მიმართ საერთო სარგებლობის გზის - სერვიტუტის აღდგენის თაობაზე. სარჩელის საფუძვლად აღნიშნეს, რომ საკუთრების უფლებით ეკუთვნით ქ. თბილისში, ... ქ. #2-ში მდებარე შენობა და მიწის ნაკვეთი, თუმცა მათ არ გააჩნდათ ამ შენობასთან მისასვლელი გზა. დიდი ხნის მანძილზე ამავე მისამართზე განთავსებული ორგანიზაციები სარგებლობდნენ მოპასუხის ტერიტორიაზე გამავალი საერთო სარგებლობის გზით, რომელიც ამჟამად სს „უნივერსალმა» მიისაკუთრა, რითაც შეეზღუდათ სადავო გზით სარგებლობის უფლება.

ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 23 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მოსარჩელეებს აღუდგათ ქ. თბილისში, .... ქ. #2-ში მდებარე შენობასთან მიმავალი სს „უნივერსალის» კუთვნილი საერთო გზით სარგებლობის უფლება.

აღნიშნული საქმე განხილულ იქნა ზემდგომი ინსტანციების მიერ და საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2006 წლის 18 ივლისის განჩინებით საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალტას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა ნ. ჯ-შვილმა და მოითხოვა მოსარჩელის - შპს «ზარის» უფლებამონაცვლედ მისი ჩაბმა იმ საფუძვლით, რომ შპს «ზარისგან» ნასყიდობის ხელშეკრულებით შეიძინა ... ქ. #2-ში მდებარე შენობა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 13 იანვრის საოქმო განჩინებით შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და შპს «ზარი» შეიცვალა მისი უფლებამონაცვლით - ნ. ჯ-შვილით.

აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა შპს «უნივერსალის» წარმომადგენელმა ლ. ე-შვილმა. მოითხოვა ამ განჩინების გაუქმება იმ საფუძვლით, რომ, ვინაიდან მოსარჩელემ გაასხვისა შენობა, დაკარგა მოთხოვნის უფლება და გახდა არასათანადო მოსარჩელე, შესაბამისად, სასამართლოს უნდა გამოეყენებინა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 84-ე მუხლი და არა 92-ე მუხლი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 417-ე მუხლის საფუძველზე, აღნიშნული კერძო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად განსახილველად გადმოაგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.

93

Page 94: სამოქალაქო პროცესის ზოგადი დებულებანი კერძო საჩივრები*! · სამოქალაქო,

სამოტივაციო ნაწილი: საკასაციო სასამართლომ, საქმის ზეპირი განხილვის გარეშე, შეისწავლა საქმის მასალები, კერძო

საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ შპს «უნივერსალის» წარმომადგენელ ლ. ე-შვილის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო, საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სადავო ან სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი სამართლებრივი ურთიერთობიდან ერთ-ერთი მხარის გასვლის შემთხვევაში, (მოქალაქის გარდაცვალება, იურიდიული პირის რეორგანიზაცია, მოთხოვნის დათმობა, ვალის გადაცემა და სხვა) სასამართლო დაუშვებს ამ მხარის შეცვლას მისი უფლებამონაცვლით. უფლებამონაცვლეობა შესაძლებელია პროცესის ყოველ სტადიაზე.

აღნიშნული ნორმის თანახმად, უფლებამონაცვლეობის საფუძველია არა საქმიდან ერთ-ერთი მხარის გასვლა, არამედ სამართლებრივი ურთიერთობიდან ერთ-ერთი მხარის გასვლა. საპროცესო უფლება-მონაცვლეობის საფუძველია უფლებამონაცვლეობა მატერიალურ სამართალში, როდესაც მატერიალური სამართლის ნორმების მიხედვით, დასაშვებია სამართლებრივ ურთიერთობებში უფლებებისა და მოვალეობების სუბიექტების შეცვლა, როდესაც ახალი სუბიექტი მთლიანად ან ნაწილობრივ იღებს თავის თავზე თავისი წინამორბედის უფლებებს ან მოვალეობებს.

განსახილველ შემთხვევაში, შპს «ზარი» სარჩელით ითხოვდა საერთო სარგებლობის გზის - სერვიტუტის აღდგენას თავის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ჯეროვანი გამოყენებისათვის, საჯარო გზასთან აუცილებელი კავშირის უზრუნველსაყოფად.

საქმეში არსებული მასალებით დადგენილია, ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე ქ. თბილისში, ... ქ. #2-ში მდებარე შენობის ახალი მესაკუთრეა ნ. ჯ-შვილი.

შპს «უნივერსალის» წარმომადგენლები კერძო საჩივარში განმარტავენ, რომ, ვინაიდან მოსარჩელემ გაასხვისა შენობა, დაკარგა მოთხოვნის უფლება და გახდა არასათანადო მოსარჩელე, შესაბამისად, სასამართლოს უნდა გამოეყენებინა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 84-ე მუხლი და არა 92-ე მუხლი. აღნიშნულ განმარტებას საკასაციო სასამართლო არ იზიარებს, ვინაიდან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 84-ე მუხლით მოწესრიგებულია საკითხი იმასთან დაკავშირებით, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმების საფუძველზე, სარჩელის აღმძვრელ პირს, ჰქონდა თუ არა მოთხოვნის უფლება, ანუ რამდენად სათანადო იყო მოსარჩელე სარჩელის აღძვრისას. უფლებამონაცვლეობის საკითხს კი აწესრიგებს სსსკ-ის 92-ე მუხლი, რომლის დანაწესიდან გამომდინარე, უფლებამონაცვლეობა განსხვავდება პროცესში არასათანადო მხარის შეცვლისგან. არასათანადო მხარე არის პირი, რომელიც არ არის სადავო სამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტი, ამიტომ მას არ აქვს მოთხოვნის უფლება. უფლებამონაცვლეობის დროს კი პირიქით, თავდაპირველი მხარე იყო სათანადო მხარე, როგორც სამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტი და მხოლოდ იმის შედეგად, რომ მისი ადგილი ამ სამართლებრივ ურთიერთობაში დაიკავა სხვა პირმა, შესაბამისად, ეს სხვა პირი იკავებს მის ადგილს სამოქალაქო სამართალწარმოებაში.

ამდენად, განსახილველ შემთხვევაში უძრავი ქონების ახალ მესაკუთრეზე - ნ. ჯ-შვილზე გადავიდა წინამორბედი - შპს ‚ზარის» უფლებები, ანუ სამართლებვრივ ურთიერთობებში შეიცვალა უფლებებისა და მოვალეობების სუბიექტი, შესაბამისად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ არსებობს ამ განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.

სარეზოლუციო ნაწილი: საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე

მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა: შპს «უნივერსალის» წარმომადგენელ ლ. ე-შვილის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს; უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის

13 ნოემბრის საოქმო განჩინება; განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

94

Page 95: სამოქალაქო პროცესის ზოგადი დებულებანი კერძო საჩივრები*! · სამოქალაქო,

საპროცესო უფლებამონაცვლეობა

განჩინება #ას-913-1121-08 12 დეკემბერი, 2008 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე), რ. ნადირიანი (მომხსენებელი), თ. თოდრია

აღწერილობითი ნაწილი: ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 7 აგვისტოს გადაწყვეტილებით სს „საქართველოს

საზღვაო ბანკის» სარჩელი მოპასუხე შპს „ბარელის» მიმართ დაკმაყოფილდა. შპს „ბარელს» მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 410628 აშშ დოლარის გადახდა; მასვე დაეკისრა იურიდიული მომსახურებისა და სახელმწიფო ბაჟის გადახდა.

აღნიშნული გდაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „ბარელის» წარმომადგენელმა. სააპელაციო პალატის 2008 წლის 24 იანვრის განჩინებით შპს „ბარელის» წარმომადგენელს დაევალა გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ქვითრისა და წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი მინდობილობის წარმოდგენა. შპს „ბარელის» წარმომადგენელმა ხარვეზი არ შეავსო.

სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა შპს „ბარელი-1-ის» წარმომადგენელმა, სადაც აღნიშნა, რომ შპს „ბარელი» ლიკვიდირებულია, მის უფლებამონაცვლეს წარმოადგენს შპს „ბარელი-1», იმავდროულად მოითხოვა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლება და სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 15 ივლისის განჩინებით შპს „ბარელი-1-ის» სააპელაციო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

ამავე სასამართლოს 2007 წლის 10 სექტემბრის განჩინებით შპს „ბარელი-1-ის» წარმომადგენლის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 7 აგვისტოს გადაწყვეტილება და შპს „ბარელის» მიმართ სს „საზღვაო ბანკის» სარჩელთან დაკავშირებული სამოქალაქო საქმის წარმოება შეწყდა.

სააპელაციო პალატამ დადგენილად ცნო, რომ შპს „ბარელის» ლიკვიდაციის რეგისტრაცია განხორციელდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2002 წლის 2 სექტემბრის დადგენილებით. სარჩელის წარდგენის დროისათვის მოპასუხე მხარედ დასახელებული შპს „ბარელი» უკვე ლიკვიდირებული იყო. საქმეში არ მოიპოვებოდა მისი უფლებამონაცვლეობის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება, შესაბამისად პირველი ინსტანციის სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა ლიკვიდირებული საზოგადოების წინააღმდეგ.

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ვინაიდან არ არსებობს სათანადო მტკიცებულება იმის თაობაზე, რომ, შპს „ბარელი-1» წარმოადგენს შპს „ბარელის» უფლებამონაცვლეს, შპს „ბარელი-1-ის» წარმომადგენლის მოთხოვნა საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე საფუძვლიანია.

სააპელაციო პალატის 2007 წლის 10 სექტემბრის განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა სს „საქართველოს საზღვაო ბანკის» წარმომადგენელმა. კერძო საჩივრის ავტორი მოითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნებას იმ საფუძვლით, რომ განჩინება მიღებულია საპროცესო ნორმების დარღვევით, სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ, არასწორად დაადგინა, რომ „ბარელი-1» არ წარმოადგენს „ბარელის» უფლებამონაცვლეს.

სამოტივაციო ნაწილი: საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და თვლის, რომ გასაჩივრებული განჩინება

უნდა გაუქმდეს შემდეგ გარემოებათა გამო: სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 364-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს პირველი ინსტანციის

გამოტანილილ გადაწყვეტილება მხარეებმა და მესამე პირებმა დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით შეიძლება კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრონ სააპელაციო სასამართლოში.

აღნიშნული ნორმის ანალიზი ცხადყოფს, რომ გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრების უფლება აქვთ მხარეებს (მოსარჩელეს, მოპასუხეს) და მესამე პირებს დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით. გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრების უფლება აქვთ აგრეთვე ზემოთ აღნიშნულ პირთა უფლებამონაცვლეებს, მათ შეუძლიათ შეასრულონ ყველა ის საპროცესო მოქმედება, რომლის შესრულების უფლება ექნებოდა მის წინამორბედს, რომ არ გასულიყო საქმიდან (სსსკ-ის 92-ე მუხლი). სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა არ არსებობს, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ, რომელზეც შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა.

95

Page 96: სამოქალაქო პროცესის ზოგადი დებულებანი კერძო საჩივრები*! · სამოქალაქო,

მოცემულ საქმეზე დადგენილია, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „ბარელის» წარმომადგენელმა, რომელიც წარმოადგენდა მოპასუხე მხარეს. სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების სტადიაზე, სასამართლოს განცხადებით მიმართა შპს „ბარელი-1-ის» წარმომადგენელმა, სადაც აღნიშნა, რომ წარმოადგენდა შპს „ბარელის» უფლებამონაცვლეს.

სასამართლომ „ბარელი-1-ის» წარმომადგენელს დაუნიშნა ვადა უფლებამონაცვლეობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოსადგენად. შპს „ბარელი-1-ის» წარმომდგენელმა არ წარმოადგინა აღნიშნული დოკუმენტი, მიუხედავად ამისა სასამართლომ „ბარელის» სააპელაციო საჩივარი ჩათვალა „ბარელი-1-ის» სააპელაციო საჩივრად, წარმოებაში მიიღო „ბარელი-1-ის» სააპელაციო საჩივარი, განიხილა და დააკმაყოფილა კიდეც. ამასთან, დადგენილად ცნო, რომ შპს „ბარელი-1» არ წარმოადგენს შპს „ბარელის» უფლებამონაცვლეს». ამდენად, სასამართლომ მიუხედავად იმისა, რომ მთავარ სხდომაზე გამოარკვია, რომ „ბარელი-1» არ წარმოადგენს „ბარელის» უფლებამონაცვლეს, ჩათვალა, რომ შპს „ბარელი-1-ის» მოთხოვნა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

საკასაციო პალატა თვლის, რომ გასაჩივრებული განჩინება გამოტანილია საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევით, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ამ განჩინების გაუქმების საფუძველს წარმოადგენს. სააპელაციო პალატამ დააკმაყოფილა არაუფლებამოსილი პირის არარსებული სააპელაციო საჩივარი (სააპელაციო საჩივარი შეიტანა „ბარელიმ» და არა „ბარელი-1-მა»). თუ „ბარელი-1» არ წარმოადგენს „ბარელის» უფლებამონაცვლეს, სსსკ-ის 364-ე მუხლის თანახმად, იგი არც გასაჩივრებაზე არ არის უფლებამოსილი პირი, შესაბამისად „ბარელის» მიერ შეტანილი სააპელაციო საჩივარი არ შეიძლება მივიჩნიოთ „ბარელი-1-ის» მიერ შეტანილად.

საქმის ხელახლა განმხილველმა სასამართლომ სსკ-ის 92-ე მუხლით დადგენილი წესით უნდა განიხილოს შპს „ბარელი-1-ის» განცხადება უფლებამონაცვლით შეცვლის თაობაზე და იმ შემთხვევაში თუკი სასამართლო ამ განცხდებას არ დააკმაყოფილებს, მაშინ სასამართლომ სსსკ-ის 374-ე მუხლის შესაბამისად უნდა იმსჯელოს შპს „ბარელის» სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხზე და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება

სარეზოლუციო ნაწილი: საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა: სს „საქართველოს საზღვაო ბანკის» კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს; გაუქმდეს ამ საქმეზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის

10 სექტემბრის განჩინება და საქმე შპს „ბარელის» სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების სტადიიდან განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

9. სასამართლო მტკიცებულებები

მტკიცების ტვირთი; მტკიცებულებათა დასაშვებობა

განჩინება #ას-866-1176-07 11 თებერვალი, 2008 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე), ნ. კვანტალიანი (მომხსენებელი), მ. ცისკაძე

დავის საგანი: უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა აღწერილობითი ნაწილი: ი. და მ. კ-ძეებმა სარჩელი აღძრეს სასამართლოში რ. და ქ. კ-ძეების მიმართ უკანონო

მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის შესახებ შემდეგი საფუძვლებით: მოსარჩელეები ცხოვრობენ სამტრედიის სოფ. ... მდებარე ი. კ-ძის საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ სახლში. მოპასუხეები არიან მათი შვილი და რძალი, რომლებიც 1984-2003 წლებში ცხოვრობდნენ მათი საცხოვრებელი სახლის გვერდით მდაბარე საკუთარ სახლში. 2003 წელს, მოსარჩელეებსა და მათთან მცხოვრები ძმის

96

Page 97: სამოქალაქო პროცესის ზოგადი დებულებანი კერძო საჩივრები*! · სამოქალაქო,

ოჯახს შორის წარმოშობილი კომფლიქტის გამო, ძმას და რძალს ნებაყოფლობით გაუცვალეს საცხოვრებელი სახლი და თავად გადავიდნენ საცხოვრებლად მშობლებთან. მხარეებს შორის არსებული დაძაბული ურთიერთობის გამო მათ ერთად ცხოვრება შეუძლებელია. ამასთან, რ. კ-ძის აქვს საკუთარი სახლი, სადაც რეგისტრირებულია კომლის უფროსად, ხოლო მისი მეუღლე კომლის წევრად.

მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს იმ დასაბუთებით, რომ სადავო სახლი წარმოადგენს მათ საერთო საკუთრებას.

სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 8 აგვისტოს გადაწყვეტილებით ი. კ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეები სამტრედიის რაიონის სოფ. ... მდებარე საცხოვრებელი სახლიდან გამოსახლდნენ, მ. კ-ძეს კი უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება რ. და ქ. კ-ძეებმა გაასაჩივრეს სააპელაციო წესით, მოითხოვეს მისი გაუქმება და კომლიდან წილის გამოყოფა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 4 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი კომლიდან წილის გამოყოფის ნაწილში დარჩა განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო სასამართლომ საქმის მასალებით დაადგინა, რომ რ. და ქ. კ-ძეებს შეგებებული სარჩელი სასამართლოში არ აღუძრავთ, რაც დასტურდება სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 6 აგვისტოს სასამართლო ოქმში დაფიქსირებული მოპასუხეთა წარმომადგენელ ნ.ს-ძის განმარტებით. სასამართლომ მიიჩნია, რომ აპელანტებმა კომლიდან წილის გამოყოფა სააპელაციო საჩივრით მოითხოვეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 381-ე მუხლების დარღვევით, რაც ამ ნაწილში სააპელაციო საჩივრის დაუშვებლად მიჩნევის საფუძველია.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე ქ. კ-ძემ შეიტანა კერძო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და კომლიდან წილის გამოყოფის ნაწილში სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიუთითა, რომ კომლიდან წილის გამოყოფა მხარეს პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას არ მოუთხოვია. ფაქტობრივად, სადავო მოთხოვნა მათ დააფიქსირეს როგორც შეგებებულ სარჩელში, ისე სასამართლო სხდომაზე.

სამოტივაციო ნაწილი: საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლებისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული

დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. კ-ძის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მითითებას, რომ ქეთევან და რ. კ-ძეებმა სამტრედიის რაიონულ სასამართლოში საქმის განხილვისას წარადგინეს შეგებებული სარჩელი და მოითხოვეს კომლიდან წილის გამოყოფა, იგივე მოთხოვნა ასევე დააყენეს სასამართლო სხდომაზეც.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მითითებული ნორმა ითვალისწინებს მხარის ვალდებულებას, სათანადო მტკიცებულებით გაამყაროს მის მიერ დასახელებული კონკრეტული გარემოებები. მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით არ დასტურ-დება, რომ მოპასუხეებმა სასამართლო სხდომაზე ან შეგებებული სარჩელით მოითხოვეს კომლიდან წილის გამოყოფა. სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 6 აგვისტოს სასამართლო ოქმში დაფიქსირებული მოპასუხეთა წარმომადგენელ ნ. ს-ძის განმარტებით კი დასტურდება, რომ მოპასუხეებმა სასამართლოში შეიტანეს არა სარჩელი ან შეგებებული სარჩელი, არამედ - შესაგებელი. ამდენად, კერძო საჩივრის აღნიშნული არგუმენტი საფუძველს მოკლებულია.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლი, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, პირს შეუძლია, სურვილისამებრ, თავისი კანონიერი ინტერესები დაიცვას სასამართლოს მეშვეობით, რისთვისაც შეაქვს განცხადება ან სარჩელი. ასეთ შემთხვევაში სასამართლო ვალდებულია, იმსჯელოს სარჩელის საფუძვლიანობაზე მხოლოდ სარჩელში მითითებულ ფარგლებში.

ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 381-ე მუხლის შესაბამისად, დავის საგნის შეცვლა ან გადიდება, შეგებებული სარჩელის შეტანა და ხარჯების განსაზღვრა სააპელაციო სასამართლოში დაუშვებელია. დასახელებული ნორმის მიხედვით, მხარეებს ეზღუდებათ სააპელაციო ინსტანციაზე გარკვეული საპროცესო მოქმედებების შესრულება, მათ შორის, ისეთი მოთხოვნის დაყენება, რომელიც პირველი ინსტანციის სასამართლოში მხარეს არ ჰქონია.

97

Page 98: სამოქალაქო პროცესის ზოგადი დებულებანი კერძო საჩივრები*! · სამოქალაქო,

სარეზოლუციო ნაწილი: საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა: ქ. კ-ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 4 ოქტომბრის

განჩინება დარჩეს უცვლელი. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მტკიცებულებათა უზრუნველყოფა

განჩინება

#ას-258-516-08 10 აპრილი, 2008 წ., ქ.თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი), რ. ნადირიანი, თ. თოდრია

დავის საგანი: მტკიცებულების უზრუნველყოფა აღწერილობითი ნაწილი: თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 16 ივლისის

გადაწყვეტილებით ა. გ-შვილის და ვ. გ-შვილის უფლებამონაცვლე ნ. გ-შვილის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ამ საქმეზე თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 5 მაისის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება. ა. გ-შვილის და ვ. გ-შვილის, უფლებამონაცვლე ნ. გ-შვილის, სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ა. და ნ. გ-შვილებმა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის

2007 წლის 29 ნოემბრის განჩინებით და ამავე სასამართლოს 21 დეკემბრის განჩინებით ა. და ნ. გ-შვილების საკასაციო საჩივარი დაუშვებლობის გამო დატოვებული იქნა განუხილველად.

2008 წლის 14 იანგვარს სს „...» წარმომადგენელმა ა. ფ-შვილმა განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და აღნიშნა, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 21 იანვრის განჩინებით დაკმაყოფილდა ა. და ვ. გ-შვილების განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე; ყადაღა დაედო სს „...» საკუთრებაში არსებულ, ყოფილ სამსხმელო მოწყობილობათ ქარხნის და მის ბაზაზე აშენებულ რობოტებისა და მანიპულატორების ქარხნის ქონებას, კერძოდ, ქ. თბილისში, ... ქუჩა #69-ში, ... ქ. #190-ში და სამგორის რაიონში ორხევის სამრეწველო ზონაში მდებარე მიწის ნაკვეთებს და აღნიშნულ მიწის ნაკვეთებზე განლაგებულ შენობა-ნაგებობებს, ასევე სს „...» ბალანსზე არსებულ მოძრავ ქონებას.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლის და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 28 დეკემბრის საოქმო განჩინებით დაკმაყოფილდა ს.ს. „...» წარმომადგენლის შუამდგომლობა და გაუქმდა ამავე სასამართლოს 2004 წლის 21 იანვრის განჩინება.

თბილისის საოლქო სასამართლოს 2005 წლის 21 თებერვლის განჩინებით არ დაკმაყოფილდა ა. გ-შვილის კერძო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლის და საგადა-სახალო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წის 28 დეკემბრის საოქმო განჩინების გაუქმების თაობაზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2005 წლის 25 მაისის განჩინებით დაკმაყოფილდა ა. გ-შვილის კერძო საჩივარი; შესაბამისად, გაუქმდა ამ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2004 წლის 28 დეკემბრის და 2005 წლის 21 თებერვლის განჩინებები.

განმცხადებელმა ასევე აღნიშნა, რომ მოცემულ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 16 ივლისის გადაწყვეტილება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა ა. და ვ. გ-შვილების, უფლებამონაცვლე ნ. გ-შვილის, სარჩელი კანონიერ ძალაშია შესული, რის გამო განმცხადებელმა მოითხოვა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმება, კერძოდ, სს „...» საკუთრებაში არსებული უძრავ-მოძრავ ქონებაზე ყადაღის მოხსნა.

98

Page 99: სამოქალაქო პროცესის ზოგადი დებულებანი კერძო საჩივრები*! · სამოქალაქო,

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 31 იანვრის განჩინებით სს „...» წარმომადგენლის ა. ფ-შვილის განცხადება დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 21 იანვრის განჩინებით გატარებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება და ყადაღა მოეხსნა სს „...» საკუთრებაში არსებულ, ყოფილ სამსხმელო მოწყობილობათა ქარხნის და მის ბაზაზე აშენებულ რობოტებისა და მანიპულატორების ქარხნის ქონებას, კერძოდ, ქ. თბილისში, ... ქ. #69-ში, ... ქ. #190-შ და სამგორის რაიონში ორხევის სამრეწველო ზონაში მდებარე მიწის ნაკვეთებს და აღნიშნულ მიწის ნაკვეთებზე განლაგებულ შენობჰა ნაგებობებს, ასევე სს „...» ბალანსზე არსებულ მოძრავ ქონებას.

აღნიშნულ განჩინებაზე მისი გაუქმების მოთხოვნით კანონით დადგენილ ვადაში საჩივარი შეიტანა ა. გ-შვილმა.

2008 წლის 25 თებერვალს ავთანილ გ-შვილმა განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და აღნიშნა, რომ სს „...-მ» დაყადაღებული ქონების ნაწილი გაყიდა, საქმეში ჩადო ზედნადებები #274460-დან 274468-ის ჩათვლით. განმცხადებლის განმარტებით, ამ ზედნადებებში თითქოს ნაჩვენებია იმ ქონების დასახელება და მყიდველი. სს „...-მ» აღებული თანხა შეიტანა სს „პროკრედიტ ბანკის» ცენტრალურ ფილიალში 2005 წლის 10 აგვისტოს #1 შემოსავლის ორდერის თანახმად.

განმცხადებელმა მოითხოვა მტკიცებულებათა უზრუნველყოფის მიზნით სს „პროკრედიტ ბანკის» ცენტრალური ფილიალიდან ზემოაღნიშნული ზედნადებების და სალაროს შემოსავლის ორდერის ქსეროასლების გამოთხოვა, რათა გაირკვეს დაყადაღებული ქონებიდან რეალურად რა დასახელების ჩარხ-დანადგარებია გაყიდული და ვისზე, ვინაიდან წარმოდგენილი ზედნადებებით აღნიშნული არ ირკვევა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 10 მარტის განჩინებით ა. გ-შვილის განცხადება მტკიცებულეთა უზრუნველყოფილს შესახებ დაუშვებლობის გამო დარჩა განუხილველი.

აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ა. გ-შვილმა. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით მტკიცებულებათ უზრუნველყოფა ესაჭიროებოდა რათა

სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს მოეხდინა საბუღალტრო ექსპერტიზა და ფარდა ახდოდა «...» თაღლითობას. მას როგორც დაზარალებულ კრედიტორს სჭირდებოდა სს «პროკრედიტ ბანკიდან» ზედნადებების და სალაროს შემოსავლების ამოღება იმისათვის, რათა მოეთხოვა ჩარხ-დანადგარებისა და ქონების გაყიდვით შემოსული თანხებიდან მისი კუთვნილი წილი, რაც სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა.

კერძო საჩივრის ავტორმა მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და მისი მოთხოვნის დაკმაყოფილება.

სამოტივაციო ნაწილი: საკასაციო პალატა გაეცნო ა. გ-შვილის მიერ წარმოდგენილ კერძო საჩივარს და თვლის, რომ კერძო

საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო: საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა

პალატის 2007 წლის 16 ივლისის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა ა. გ-შვილის და ვ. გ-შვილის, უფლებამონაცვლე ნ. გ-შვილის სარჩელი. აღნიშნულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ პირს, რომელსაც საფუძველი აქვს იფიქროს, რომ მისთვის საჭირო მტკიცებულებათა წარდგენა შემდგომში შეუძლებელი ან ძნელი გახდება, შეუძლია სთხოვოს სასამართლოს ამ მტკიცებულებათა უზრუნველყოფა. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, მტკიცებულებათა უზრუნველყოფა დასაშვებია სასამართლოში საქმის აღძვრამდეც.

ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე მტკიცებულებათა უზრუნველყოფა დასაშვებია, როგორც საქმის განხილვის დროს, ისე საქმის აღძვრამდე. სამოქალაქო საპროცესო კოდექსით არ არის გათვალისწინებული მტკიცებულებათა უზრუნველყოფა საქმის განხილვის დასრულების შემდეგ,

საქმეზე არსებული გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ვინაიდან საქმის წარმოება დამთავრებულია და გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში, შესაბამისად მტკიცებულებათა უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება კარგავს აზრს, ვინაიდან თავისთავად მტკიცებულებათა უზრუნველყოფის მიზანი საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტების დადგენის უზრუნველყოფაა. შესაბამისად იგი უნდა განხორციელდეს საქმის წარმოების დამთავრებამდე, ხოლო მოცემულ შემთხვევაში, როცა დავა არსებითად გადაწყვეტილია, მოცემუ]ლი სადავო სამართლებრივი ურთიერთობისათვის მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების სამართლებრივი საფუძველი აღარ არსებობს.

რაც შეეხება კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნას მტკიცებულებათა დამატებით ან განმეორებით უზრუნველყოფის თაობაზე, პალატა განმარტავს რომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 117-ე მუხლის

99

Page 100: სამოქალაქო პროცესის ზოგადი დებულებანი კერძო საჩივრები*! · სამოქალაქო,

შესაბამისად, მტკიცებულებათა დამატებითი და განმეორებითი უზრუნველყოფა სასამართლოს შეუძლია დაადგინოს საქმის განხილვის დროს და არა საქმის წარმოების დასრულების შემდეგ.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად დატოვა განუხილველი ა. გ-შვილის განცხადება მტკიცებულებათა უზრუნველყოფის ღონისძიების გატარების თაობაზე და არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

სარეზოლუციო ნაწილი: საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე 419-

ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა: ა. გ-შვილის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს; თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 10 მარტის განჩინება

დარჩეს უცვლელად; განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

100