საქართველოს კონსტიტუცია ·...

34
საქართველოს კონსტიტუცია 1. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, რა არის დადასტურება იმისა, რომ საქართველო დამოუკიდებელი, ერთიანი და განუყოფელი სახელმწიფოა? 1. საქართველოს რესპუბლიკის 1921 წლის აღდგენილი კონსტიტუცია 2. 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმი და 1991 წლის 9 აპრილის საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი 3. საქართველოს 1993 წლის 6 ოქტომბრის კანონი სახელმწიფო ხელისუფლების შესახებ4. სამხედრო საბჭოს მიერ მიღებული აქტები პასუხი: 2 2. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, რას უკავშირდება საქართველოს ტერიტორიული სახელმწიფოებრივი მოწყობის განსაზღვრა? 1. 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმს 2. საქართველოში ორპალატიანი პარლამენტის შექმნას 3. ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საქართველოს იურისდიქციის სრულად აღდგენას 4. საქართველოს ევროსაბჭოში გაწევრებას პასუხი: 3 3. საქართველოს პარლამენტის წევრმა საქართველოს პარლამენტში წარადგინა კანონპროექტი საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, სწორია თუ არა საქართველოს პარლამენტის წევრის მოქმედება? 1. სწორია, რადგან საქართველოს პარლამენტს წევრს აქვს საკანონმდებლო ინიციატივის უფლება 2. არ არის სწორი, რადგან საქართველოს მთავრობის სტრუქტურა, უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება კანონით, რომლის პროექტსაც საქართველოს პარლამენტს წარუდგენს საქართველოს მთავრობა 3. არ არის სწორი, რადგან კანონპროექტი, რომლის ავტორია საქართველოს მთავრობა ან აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულება, შეიძლება საქართველოს პარლამენტის წევრმა საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარადგინოს მხოლოდ მთავრობის თანხმობით 4. არ არის სწორი, რადგან კანონპროექტი, რომლის ავტორია საქართველოს მთავრობა ან აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულება, შეიძლება საქართველოს პარლამენტის წევრმა საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარადგინოს მხოლოდ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეთანხმებით პასუხი: 2 4. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, რა მიეკუთვნებაა მხოლოდ საქართველოს უმაღლეს სახელმწიფო ორგანოთა განსაკუთრებულ განმგებლობას? 1. კანონმდებლობა საქართველოს მოქალაქეობის, ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა, ემიგრაციისა და იმიგრაციის, ქვეყანაში შემოსვლისა და გასვლის, საქართველოში სხვა სახელმწიფოების მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა დროებით ან მუდმივად ყოფნის შესახებ 2. საგარეო პოლიტიკა და საერთაშორისო ურთიერთობანი

Upload: others

Post on 07-Sep-2019

23 views

Category:

Documents


0 download

TRANSCRIPT

საქართველოს კონსტიტუცია

1. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, რა არის დადასტურება იმისა, რომ საქართველო

დამოუკიდებელი, ერთიანი და განუყოფელი სახელმწიფოა?

1. საქართველოს რესპუბლიკის 1921 წლის აღდგენილი კონსტიტუცია

2. 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმი და 1991 წლის 9 აპრილის საქართველოს

სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი

3. საქართველოს 1993 წლის 6 ოქტომბრის კანონი „სახელმწიფო ხელისუფლების შესახებ“

4. სამხედრო საბჭოს მიერ მიღებული აქტები

პასუხი: 2

2. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, რას უკავშირდება საქართველოს ტერიტორიული

სახელმწიფოებრივი მოწყობის განსაზღვრა?

1. 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმს

2. საქართველოში ორპალატიანი პარლამენტის შექმნას

3. ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საქართველოს იურისდიქციის სრულად აღდგენას

4. საქართველოს ევროსაბჭოში გაწევრებას

პასუხი: 3

3. საქართველოს პარლამენტის წევრმა საქართველოს პარლამენტში წარადგინა კანონპროექტი

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“

საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“. საქართველოს კონსტიტუციის

მიხედვით, სწორია თუ არა საქართველოს პარლამენტის წევრის მოქმედება?

1. სწორია, რადგან საქართველოს პარლამენტს წევრს აქვს საკანონმდებლო ინიციატივის უფლება

2. არ არის სწორი, რადგან საქართველოს მთავრობის სტრუქტურა, უფლებამოსილება და

საქმიანობის წესი განისაზღვრება კანონით, რომლის პროექტსაც საქართველოს პარლამენტს

წარუდგენს საქართველოს მთავრობა

3. არ არის სწორი, რადგან კანონპროექტი, რომლის ავტორია საქართველოს მთავრობა ან

აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულება, შეიძლება საქართველოს პარლამენტის წევრმა

საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარადგინოს მხოლოდ მთავრობის თანხმობით

4. არ არის სწორი, რადგან კანონპროექტი, რომლის ავტორია საქართველოს მთავრობა ან

აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულება, შეიძლება საქართველოს პარლამენტის წევრმა

საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარადგინოს მხოლოდ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან

შეთანხმებით

პასუხი: 2

4. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, რა მიეკუთვნებაა მხოლოდ საქართველოს უმაღლეს

სახელმწიფო ორგანოთა განსაკუთრებულ განმგებლობას?

1. კანონმდებლობა საქართველოს მოქალაქეობის, ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა,

ემიგრაციისა და იმიგრაციის, ქვეყანაში შემოსვლისა და გასვლის, საქართველოში სხვა

სახელმწიფოების მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა დროებით ან მუდმივად

ყოფნის შესახებ

2. საგარეო პოლიტიკა და საერთაშორისო ურთიერთობანი

3. სახელმწიფო საზღვრების სტატუსი, რეჟიმი და დაცვა; ტერიტორიული წყლების, საჰაერო

სივრცის, კონტინენტური შელფისა და განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის სტატუსი, მათი

დაცვა

4. ყველა პასუხი სწორია

პასუხი: 4

5. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, მხოლოდ საქართველოს უმაღლეს სახელმწიფო

ორგანოთა განსაკუთრებულ გამგებლობას არ მიეკუთვნება:

1. სახელმწიფო ფინანსები და სახელმწიფო სესხი; ფულის მოჭრა; საბანკო, საკრედიტო,

სადაზღვევო და საგადასახადო კანონმდებლობა

2. სტანდარტები და ეტალონები; გეოდეზია და კარტოგრაფია; ზუსტი დროის დადგენა;

სახელმწიფო სტატისტიკა

3. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებებისა და სააქციო საზოგადოებების შექმნა

4. საგარეო ვაჭრობა, საბაჟო და სატარიფო რეჟიმები

პასუხი: 3

6. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, რა მიეკუთვნება მხოლოდ საქართველოს უმაღლეს

სახელმწიფო ორგანოთა განსაკუთრებულ გამგებლობას?

1. სავაჭრო, სისხლის სამართლის, სამოქალაქო სამართლის, ადმინისტრაციული და შრომის

სამართლის, სასჯელის აღსრულებისა და საპროცესო კანონმდებლობა

2. სტანდარტები და ეტალონები; გეოდეზია და კარტოგრაფია; ზუსტი დროის დადგენა;

სახელმწიფო სტატისტიკა

3. ომისა და ზავის საკითხები; საგანგებო და საომარ მდგომარეობათა სამართლებრივი რეჟიმის

დადგენა და შემოღება

4. ყველა პასუხი სწორია

პასუხი: 4

7. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე შესაბამისი

პირობების შექმნისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ფორმირების შემდეგ

საქართველოს პარლამენტის შემადგენლობაში იქნება ორი პალატა:

1. რესპუბლიკის საბჭო და კონგრესი

2. რესპუბლიკის საბჭო და სენატი

3. რესპუბლიკის პალატა და სენატი

4. რესპუბლიკის კოლეგია და კონგრესი

პასუხი: 2

8. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, საქართველოს პარლამენტის შემადგენლობაში ორი

პალატის შექმნის შემთხვევაში რა წესით არჩეული წევრებისაგან შედგება რესპუბლიკის საბჭო?

1. რესპუბლიკის საბჭო შედგება მაჟორიტარული წესით არჩეული წევრებისაგან

2. რესპუბლიკის საბჭოს სრული შემადგენლობის ნახევარს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი,

მეორე ნახევარი კი აირჩევა მაჟორიტარული წესით

3. რესპუბლიკის საბჭოს სრული შემადგენლობის ნახევარს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი,

მეორე ნახევარი კი აირჩევა პროპორციული წესით

4. რესპუბლიკის საბჭო შედგება პროპორციული წესით არჩეული წევრებისაგან

პასუხი: 4

9. საქართველოს მთავრობამ საქართველოს პარლამენტში საკანონმდებლო ინიციატივის წესით

წარადგინა კანონპროექტი სამხედრო ძალთა რაოდენობის დამტკიცების შესახებ, რომელიც

პარლამენტმა სრული შემადგენლობის უმრავლესობით მიიღო და 7 დღის ვადაში გაუგზავნა

საქართველოს პრეზიდენტს ხელმოსაწერად. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, სწორია

თუ არა აღნიშნული მოქმედებები?

1. არ არის სწორი, რადგან სამხედრო ძალების სტრუქტურას ამტკიცებს საქართველოს

პრეზიდენტი, რაოდენობას კი საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს წარდგინებით −

საქართველოს პარლამენტი სიითი შემადგენლობის უმრავლესობით

2. სწორია, რადგან საქართველოს მთავრობას აქვს უფლება, საკანონმდებლო ინიციატივის წესით

წარადგინოს კანონპროექტი სამხედრო ძალთა რაოდენობის დამტკიცების შესახებ, რომელსაც

საქართველოს პარლამენტი იღებს სრული შემადგენლობის უმრავლესობით

3. არ არის სწორი, რადგან კანონპროექტი სამხედრო ძალთა რაოდენობის დამტკიცების შესახებ

საქართველოს პრეზიდენტს ხელმოსაწერად ეგზავნება 10 დღის ვადაში

4. სწორია, რადგან საქართველოს მთავრობას აქვს უფლება, საქართველოს პრეზიდენტთან

შეთანხმებით, საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარადგინოს კანონპროექტი სამხედრო

ძალთა რაოდენობის დამტკიცების შესახებ, რომელსაც საქართველოს პარლამენტი იღებს სიითი

შემადგენლობის უმრავლესობით

პასუხი: 1

10. საქართველოს პარლამენტმა 2012 წლის 21 დეკემბერს მიიღო „ამნისტიის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი და 7 დღის ვადაში გაუგზავნა საქართველოს პრეზიდენტს

ხელმოსაწერად. საქართველოს პრეზიდენტმა 10 დღის ვადაში ხელი არ მოაწერა კანონპროექტს

და მოტივირებული შენიშვნებით დაუბრუნა საქართველოს პარლამენტს. 2012 წლის 28

დეკემბერს საქართველოს პარლამენტმა კენჭი უყარა საქართველოს პრეზიდენტის

მოტივირებული შენიშვნებით დაბრუნებულ კანონპროექტს და არ მიიღო, რის შემდეგაც

პარლამენტის სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტით მიიღო „ამნისტიის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტის პირვანდელი რედაქცია და გაუგზავნა საქართველოს

პრეზიდენტს ხელმოსაწერად. საქართველოს პრეზიდენტმა დადგენილ ვადაში ხელი არ მოაწერა

და არ გამოაქვეყნა კანონი. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ხელი მოაწერა და

გამოაქვეყნა კანონი. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, სწორია თუ არა საქართველოს

პარლამენტის მოქმედება?

1. არ არის სწორი, რადგან საქართველოს პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნებით

დაბრუნებული კანონპროექტის მიუღებლობის შემთხვევაში საქართველოს პარლამენტი კენჭს

უყრის კანონპროექტის პირვანდელ რედაქციას სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი

მესამედით. ამასთანავე, პარლამენტის თავმჯდომარე უფლებამოსილი არ არის, ხელი მოაწეროს

და გამოაქვეყნოს კანონი

2. სწორია, რადგან, თუ საქართველოს პრეზიდენტმა 10 დღის ვადაში ხელი არ მოაწერა

კანონპროექტს და მოტივირებული შენიშვნებით დაუბრუნა საქართველოს პარლამენტს,

პარლამენტი კენჭს უყრის პრეზიდენტის შენიშვნებს. თუ პარლამენტმა არ მიიღო პრეზიდენტის

შენიშვნები, კენჭი ეყრება კანონპროექტის პირვანდელ რედაქციას. კანონის პროექტი მიღებულად

ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს პარლამენტის სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი. თუ

პრეზიდენტმა დადგენილ ვადაში არ გამოაქვეყნა კანონი, მას ხელს აწერს და აქვეყნებს

პარლამენტის თავმჯდომარე

3. არ არის სწორი, რადგან საქართველოს პარლამენტი 10 დღის ვადაში უგზავნის კანონპროექტს

საქართველოს პრეზიდენტს ხელმოსაწერად. ამასთანავე, პრეზიდენტის მოტივირებული

შენიშვნებით დაბრუნებული კანონპროექტის მიუღებლობის შემთხვევაში პარლამენტი კენჭს

უყრის კანონპროექტის პირვანდელ რედაქციას სიითი შემადგენლობის უმრავლესობით

4. არ არის სწორი, რადგან საქართველოს პარლამენტი ვალდებულია მიიღოს საქართველოს

პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნებით დაბრუნებული კანონპროექტი და პრეზიდენტს

ხელმოსაწერად გაუგზავნოს კანონპროექტის საბოლოო რედაქცია, რის შემდეგაც პრეზიდენტი 7

დღის ვადაში ხელს აწერს და აქვეყნებს კანონს

პასუხი: 2

11. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, საქართველოს მოქალაქეობა მოიპოვება:

1. მხოლოდ დაბადებით

2. მხოლოდ ნატურალიზაციით

3. ნატურალიზაციით და დაბადებით, მხოლოდ განსაკუთრებული პირობების არსებობის

შემთხვევაში

4. დაბადებით და ნატურალიზაციით

პასუხი: 4

12. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, ჩამოთვლილ მსჯელობათაგან რომელია სწორი?

1. საქართველოს მოქალაქე იმავდროულად არ შეიძლება იყოს სხვა სახელმწიფოს მოქალაქე,

გარდა საქართველოს კონსტიტუციით დადგენილი გამონაკლისი შემთხვევისა. საქართველოს

პრეზიდენტის მიერ საქართველოს მოქალაქეობა შეიძლება მიენიჭოს უცხო ქვეყნის მოქალაქეს,

რომელსაც საქართველოს წინაშე აქვს განსაკუთრებული დამსახურება ან მისთვის საქართველოს

მოქალაქეობის მინიჭება გამომდინარეობს სახელმწიფო ინტერესებიდან

2. საქართველოს მოქალაქე იმავდროულად არ შეიძლება იყოს სხვა სახელმწიფოს მოქალაქე,

გარდა საქართველოს კონსტიტუციით დადგენილი გამონაკლისი შემთხვევისა. საქართველოს

პრეზიდენტისა და საქართველოს პრემიერმინისტრის მიერ საქართველოს მოქალაქეობა

შეიძლება მიენიჭოს უცხო ქვეყნის მოქალაქეს, რომელსაც საქართველოს წინაშე აქვს

განსაკუთრებული დამსახურება ან მისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება

გამომდინარეობს სახელმწიფო ინტერესებიდან

3. საქართველოს მოქალაქე იმავდროულად არ შეიძლება იყოს სხვა სახელმწიფოს მოქალაქე,

გარდა საქართველოს კონსტიტუციით დადგენილი გამონაკლისი შემთხვევისა. საქართველოს

პრეზიდენტის მიერ საქართველოს პარლამენტის თანხმობით საქართველოს მოქალაქეობა

შეიძლება მიენიჭოს უცხო ქვეყნის მოქალაქეს, რომელსაც საქართველოს წინაშე აქვს

განსაკუთრებული დამსახურება ან მისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება

გამომდინარეობს სახელმწიფო ინტერესებიდან

4. საქართველოს მოქალაქე იმავდროულად არ შეიძლება იყოს სხვა სახელმწიფოს მოქალაქე,

გარდა საქართველოს კონსტიტუციით დადგენილი გამონაკლისი შემთხვევისა. საქართველოს

პრემიერ-მინისტრის მიერ საქართველოს მოქალაქეობა შეიძლება მიენიჭოს უცხო ქვეყნის

მოქალაქეს, რომელსაც საქართველოს წინაშე აქვს განსაკუთრებული დამსახურება ან მისთვის

საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება გამომდინარეობს სახელმწიფო ინტერესებიდან

პასუხი: 1

13. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, საქართველოს მოქალაქეობის მოპოვებისა და

დაკარგვის წესი განისაზღვრება:

1. კონსტიტუციური კანონით

2. ორგანული კანონით

3. კანონით

4. საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით

პასუხი: 2

14. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, ჩამოთვლილ მსჯელობათაგან რომელია სწორი?

1. საქართველო მფარველობს თავის მოქალაქეს მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე

2. საქართველო მფარველობს თავის მოქალაქეს განურჩევლად მისი ადგილსამყოფელისა

3. საქართველო მფარველობს თავის მოქალაქეს მხოლოდ იმ ტერიტორიაზე, სადაც აქვს

წარმომადგენლობა

4. საქართველო მფარველობს თავის მოქალაქეს იმ ქვეყნის ტერიტორიაზე, სადაც ვრცელდება

მისი იურისდიქცია

პასუხი: 2

15. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, საქართველოს მოქალაქეობის ჩამორთმევა:

1. დასაშვებია მხოლოდ კონსტიტუციით დადგენილი პირობების არსებობის შემთხვევაში

2. დაუშვებელია

3. დასაშვებია მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტის თანხმობით

4. დასაშვებია მხოლოდ საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანხმობით

პასუხი: 2

16. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, საქართველოდან საქართველოს მოქალაქის

გაძევება:

1. დასაშვებია, მხოლოდ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების

საფუძველზე

2. დასაშვებია, მხოლოდ საქართველოს უზენაესი სასამართლოს განაჩენის საფუძველზე

3. დაუშვებელია

4. დაუშვებელია, გარდა იმ შემთხვევისა თუ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა

დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს

გადაწყვეტილების საფუძველზე მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას

პასუხი: 3

17. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, ჩამოთვლილ მსჯელობათაგან რომელია სწორი?

1. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებას ან შეთანხმებას, თუ იგი არ ეწინააღმდეგება

საქართველოს კონსტიტუციას და კონსტიტუციურ შეთანხმებას, აქვს უპირატესი იურიდიული

ძალა შიდასახელმწიფოებრივი ნორმატიული აქტების მიმართ

2. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებას ან შეთანხმებას, თუ იგი არ ეწინააღმდეგება

საქართველოს კონსტიტუციას და კონსტიტუციურ შეთანხმებას, არა აქვს უპირატესი

იურიდიული ძალა შიდასახელმწიფოებრივი ნორმატიული აქტების მიმართ

3. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებას ან შეთანხმებას, თუ იგი არ ეწინააღმდეგება

საქართველოს კონსტიტუციას და კონსტიტუციურ შეთანხმებას, აქვს უპირატესი იურიდიული

ძალა მხოლოდ კანონქვემდებარე აქტების მიმართ

4. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებას ან შეთანხმებას, თუ იგი არ ეწინააღმდეგება

საქართველოს კონსტიტუციას და კონსტიტუციურ შეთანხმებას, აქვს უპირატესი იურიდიული

ძალა მხოლოდ საკანონმდებლო აქტების მიმართ

პასუხი: 1

18. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, ხალხი თავის ძალაუფლებას ახორციელებს:

1. მხოლოდ საკუთარი წარმომადგენლების მეშვეობით

2. მხოლოდ რეფერენდუმის მეშვეობით

3. რეფერენდუმის, უშუალო დემოკრატიის სხვა ფორმებისა და თავისი წარმომადგენლების

მეშვეობით

4. საკანონმდებლო პროცესში უშუალო მონაწილეობით

პასუხი: 3

19. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, ჩამოთვლილ მსჯელობათაგან რომელია სწორი?

1. საზოგადოებრივ და პოლიტიკურ გაერთიანებათა მიერ შეიარაღებული ფორმირებების შექმნა

დაუშვებელია

2. საზოგადოებრივ და პოლიტიკურ გაერთიანებათა მიერ შეიარაღებული ფორმირებების შექმნა

დასაშვებია მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტის მიერ გამოცემული ნორმატიული აქტების

საფუძველზე

3. საზოგადოებრივ და პოლიტიკურ გაერთიანებათა მიერ შეიარაღებული ფორმირებების შექმნა

დასაშვებია მხოლოდ კანონით დადგენილ შემთხვევებში

4. საზოგადოებრივ და პოლიტიკურ გაერთიანებათა მიერ შეიარაღებული ფორმირებების შექმნა

დასაშვებია მხოლოდ საქართველოს პარლამენტის თანხმობით

პასუხი: 1

20. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, საზოგადოებრივ და პოლიტიკურ გაერთიანებათა

საქმიანობის შეჩერება ან მათი აკრძალვა შეიძლება:

1. საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით

2. საქართველოს პარლამენტის დადგენილებით

3. მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით, ორგანული კანონით განსაზღვრულ

შემთხვევებში

4. საქართველოს მთავრობის დადგენილებით

პასუხი: 3

21. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, ჩამოთვლილთაგან რომელია საქართველოს

სახელმწიფოს პოლიტიკური წყობილების ფორმა?

1. აბსოლუტური მონარქია

2. დემოკრატიული რესპუბლიკა

3. საერო რესპუბლიკა

4. საპარლამენტო მონარქია

პასუხი: 2

22. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით სახელმწიფო სამსახურის პირობები

განისაზღვრება:

1. კანონით

2. ორგანული კანონით

3. კონსტიტუციური კანონით

4. საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით

პასუხი: 1

23. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, ადამიანი უდანაშაულოდ ითვლება:

1. ვიდრე მისი დამნაშავეობა არ დამტკიცდება კანონით დადგენილი წესით და კანონიერ ძალაში

შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით

2. ვიდრე მის დამნაშავეობას არ დაამტკიცებს საქართველოს უზენაესი სასამართლო

3. ვიდრე მას პროკურატურა კანონით დადგენილი წესით არ წაუყენებს ბრალს

4. ვიდრე მის დამნაშავეობას არ დაადასტურებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო

პასუხი: 1

24. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, საცხოვრებელ ბინაში და სხვა მფლობელობაში

მფლობელ პირთა ნების საწინააღმდეგოდ შესვლა შესაძლებელია:

1. მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით

2. მხოლოდ საგანგებო მდგომარეობის დროს

3. სასამართლოს გადაწყვეტილებით ან კანონით გათვალისწინებული გადაუდებელი

აუცილებლობის შემთხვევაში

4. მხოლოდ კანონქვემდებარე აქტებით განსაზღვრული შეზღუდვების არსებობის შემთხვევაში

პასუხი: 3

25. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, ადამიანის სიტყვის, აზრის, სინდისის,

აღმსარებლობისა და რწმენის თავისუფლების შეზღუდვა:

1. დასაშვებია საომარი მდგომარეობის დროს

2. დასაშვებია საგანგებო მდგომარეობის დროს

3. დაუშვებელია

4. დასაშვებია, თუ მათი გამოვლინება ლახავს სხვათა უფლებებს

პასუხი: 4

26. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, შემოქმედებითი საქმიანობის სფეროში ცენზურა:

1. დასაშვებია საგანგებო მდგომარეობის დროს

2. დაუშვებელია

3. დასაშვებია საომარი მდგომარეობის დროს

4. დასაშვებია საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით განსაზღვრულ შემთხვევებში

პასუხი: 2

27. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით სახელმწიფო:

1. უფლებამოსილია დააწესოს უცხო ქვეყნის მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა

პოლიტიკური საქმიანობის შეზღუდვა

2. არ არის უფლებამოსილი დააწესოს უცხო ქვეყნის მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე

პირთა პოლიტიკური საქმიანობის შეზღუდვა

3. მხოლოდ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით არის

უფლებამოსილი დააწესოს უცხო ქვეყნის მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა

პოლიტიკური საქმიანობის შეზღუდვა

4. არც ერთი პასუხი არ არის სწორი

პასუხი: 1

28. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, ჩამოთვლილ მსჯელობათაგან რომელია სწორი?

1. დაუშვებელია სხვა სახელმწიფოს გადაეცეს შემოხიზნული პირი, რომელსაც დევნიან

პოლიტიკური მრწამსისათვის ან იმ ქმედებისათვის, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით

დანაშაულად არ ითვლება

2. დასაშვებია სხვა სახელმწიფოს გადაეცეს შემოხიზნული პირი, რომელსაც დევნიან

პოლიტიკური მრწამსისათვის ან იმ ქმედებისათვის, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით

დანაშაულად არ ითვლება

3. სხვა სახელმწიფოსთვის შემოხიზნული პირის გადაცემა, რომელსაც დევნიან პოლიტიკური

მრწამსისათვის ან იმ ქმედებისათვის, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დანაშაულად

არ ითვლება, დასაშვებია სასამართლოს გადაწყვეტილებით

4. არც ერთი პასუხი არ არის სწორი

პასუხი: 1

29. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, დასაშვებია თუ არა შემოქმედებით ნაწარმოების

დაყადაღება და გავრცელების აკრძალვა?

1. დაუშვებელია

2. დასაშვებია, თუ მისი გავრცელება ლახავს სხვა ადამიანის კანონიერ უფლებებს

3. დასაშვებია საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ნებართვით

4. ყველა პასუხი სწორია

პასუხი: 2

30. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, რეფერენდუმში, სახელმწიფო და

თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვს:

1. საქართველოს მოქალაქეს 18 წლის ასაკიდან

2. საქართველოს მოქალაქეს 17 წლის ასაკიდან, რომელიც სასამართლომ ცნო ქმედუნარიანად

3. საქართველოს მოქალაქეს 16 წლის ასაკიდან

4. როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქეს 14 წლის ასაკიდან

პასუხი: 1

31. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, ვის ეკისრება ბრალდების მტკიცების მოვალეობა?

1. მოწმეს

2. ადვოკატს

3. ბრალმდებელს

4. მოსამართლეს

პასუხი: 3

32. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, კანონის დარღვევით მოპოვებულ მტკიცებულებას

იურიდიული ძალა:

1. აქვს, მხოლოდ პროკურორის შუამდგომლობით

2. არ აქვს

3. აქვს მხოლოდ სასამართლოს ნებართვით

4. აქვს მხოლოდ ადვოკატის შუამდგომლობით

პასუხი: 2

33. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, ჩამოთვლილ მსჯელობათაგან რომელია სწორი?

1. პირს არ შეიძლება განმეორებით დაედოს მსჯავრი ერთი და იმავე დანაშაულისათვის

2. პირს შეიძლება განმეორებით დაედოს მსჯავრი ერთი და იმავე დანაშაულისათვის მხოლოდ

კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში

3. პირს შეიძლება განმეორებით დაედოს მსჯავრი ერთი და იმავე დანაშაულისათვის მხოლოდ

სასამართლოს გადაწყვეტილებით

4. პირს შეიძლება განმეორებით დაედოს მსჯავრი ერთი და იმავე დანაშაულისათვის

პასუხი: 1

34. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, დეპუტატის უფლებამოსილებათა

განხორციელებისათვის დაბრკოლებათა შექმნა:

1. დასაშვებია კანონით

2. დასაშვებია საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით

3. ისჯება კანონით

4. დასაშვებია საქართველოს პარლამენტის თანხმობით

პასუხი: 3

35. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, ჩამოთვლილ მსჯელობათაგან რომელია სწორი?

1. პირი ვალდებულია მისცეს თავისი ან იმ ახლობელთა საწინააღმდეგო ჩვენება, რომელთა წრეც

განისაზღვრება კანონით

2. პირი არ არის ვალდებული, მისცეს თავისი ან იმ ახლობელთა საწინააღმდეგო ჩვენება,

რომელთა წრეც განისაზღვრება კანონით

3. პირი ვალდებულია მხოლოდ მოსამართლის ნებართვით მისცეს თავისი ან იმ ახლობელთა

საწინააღმდეგო ჩვენება, რომელთა წრეც განისაზღვრება კანონით

4. პირი ვალდებულია მხოლოდ ადვოკატის თანდასწრებით მისცეს თავისი ან იმ ახლობელთა

საწინააღმდეგო ჩვენება, რომელთა წრეც განისაზღვრება კანონით

პასუხი: 2

36. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, ჩამოთვლილ მსჯელობათაგან რომელია სწორი?

1. საქართველოს პარლამენტის წევრს უფლება აქვს, ჩვენება არ მისცეს იმ ფაქტის გამო, რომელიც

მას გაანდეს, როგორც პარლამენტის წევრს

2. საქართველოს პარლამენტის წევრი ვალდებულია მისცეს ჩვენება იმ ფაქტის გამო, რომელიც

მას გაანდეს, როგორც პარლამენტის წევრს

3. საქართველოს პარლამენტის წევრს უფლება აქვს, მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით

მისცეს ჩვენება იმ ფაქტის გამო, რომელიც მას გაანდეს, როგორც პარლამენტის წევრს

4. საქართველოს პარლამენტის წევრს უფლება აქვს, მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით

არ მისცეს ჩვენება იმ ფაქტის გამო, რომელიც მას გაანდეს, როგორც პარლამენტის წევრს

პასუხი: 1

37. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, საქართველოს პარლამენტის წევრი:

1. არის სრულიად საქართველოს წარმომადგენელი, სარგებლობს თავისუფალი მანდატით და

მისი გაწვევა დაუშვებელია

2. არის სრულიად საქართველოს წარმომადგენელი, სარგებლობს თავისუფალი მანდატით და

მისი გაწვევა დასაშვებია 30 000 ამომრჩევლის მოთხოვნით

3. არის მხოლოდ იმ რეგიონის წარმომადგენელი, საიდანაც არჩეულია მაჟორიტარული წესით

და მისი გაწვევა შესაძლებელია მხოლოდ 200 000 ამომრჩევლის მოთხოვნით

4. არის სრულიად საქართველოს წარმომადგენელი, სარგებლობს თავისუფალი მანდატით და

მისი გაწვევა დასაშვებია პარლამენტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობით

პასუხი: 1

38. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, საქართველოს პარლამენტის საგამოძიებო

კომისიის მოთხოვნით მის სხდომაზე გამოცხადება, აგრეთვე საკითხის გამოკვლევისათვის

აუცილებელი საბუთების წარდგენა:

1. სავალდებულოა

2. არ არის სავალდებულო

3. სავალდებულოა მხოლოდ მოსამართლის ბრძანებით

4. სავალდებულოა მხოლოდ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოთხოვნით

პასუხი: 1

39. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, საქართველოს პარლამენტის წევრის დაკავება ან

დაპატიმრება:

1. დაუშვებელია

2. შეიძლება მხოლოდ პარლამენტის თანხმობით. გამონაკლისია დანაშაულზე წასწრების

შემთხვევა, რაც დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს პარლამენტს

3. შეიძლება მხოლოდსაქართველოს მთავარი პროკურორის თანხმობით, გამონაკლისია

დანაშაულზე წასწრების შემთხვევა, რაც დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს პარლამენტს.

4. შეიძლება საქართველოს უზენაესი სასამართლოს თანხმობით, რაც დაუყოვნებლივ უნდა

ეცნობოს პარლამენტს

პასუხი: 2

40. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, საქართველოს პარლამენტის ბიუროს

შემადგენლობაში შედიან:

1. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილეები, პარლამენტის

კომიტეტებისა და საპარლამენტო ფრაქციების თავმჯდომარეები

2. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილეები, პარლამენტის

კომიტეტებისა და საპარლამენტო ფრაქციების თავმჯდომარეები და მათი მოადგილეები

3. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილეები, პარლამენტის

კომიტეტებისა და საპარლამენტო ფრაქციების თავმჯდომარეები და პარლამენტის დროებითი

კომისიების თავმჯდომარეები

4. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილეები, პარლამენტის

კომიტეტებისა და საპარლამენტო ფრაქციების თავმჯდომარეები და პარლამენტის საგამოძიებო

კომისიების თავმჯდომარეები

პასუხი: 1

41. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, ჩამოთვლილთაგან რომელი წინადადება ასახავს

საქართველოს პარლამენტის ერთ-ერთ ძირითად ფუნქციას?

1. საქართველოს პარლამენტი ახორციელებს ქვეყნის საგარეო და საშინაო პოლიტიკას

2. საქართველოს პარლამენტი ზედამხედველობს მართლმსაჯულების განხორციელებას

3. საქართველოს პარლამენტი განსაზღვრავს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის ძირითად

მიმართულებებს

4. საქართველოს პარლამენტი წარმართავს ქვეყნის საშინაო პოლიტიკას

პასუხი: 3

42. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, საქართველოს პარლამენტი უფლებამოსილია:

1. პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობით საქართველოს პრემიერ-მინისტრის

წინაშე დასვას საქართველოს მთავრობის ცალკეული წევრის თანამდებობრივი

პასუხისმგებლობის საკითხი

2. პარლამენტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობით საქართველოს პრემიერ-მინისტრის

წინაშე დასვას საქართველოს მთავრობის ცალკეული წევრის თანამდებობრივი

პასუხისმგებლობის საკითხი

3. პარლამენტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ ერთი მესამედისა,

საქართველოს პრეზიდენტის წინაშე დასვას საქართველოს მთავრობის ცალკეული წევრის

თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხი

4. პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობით საქართველოს პრეზიდენტის წინაშე

დასვას საქართველოს მთავრობის ცალკეული წევრის თანამდებობრივი პასუხისმგებლობის

საკითხი

პასუხი: 1

43. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, საქართველოს პარლამენტი საერთაშორისო

ხელშეკრულებათა და შეთანხმებათა რატიფიცირებას ახდენს:

1. სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთი მესამედით

2. სიითი შემადგენლობის არანაკლებ ერთი მესამედით

3. სრული შემადგენლობის უმრავლესობით

4. სიითი შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედით

პასუხი: 3

44. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, ჩამოთვლილ მსჯელობათაგან რომელი არ არის

სწორი?

1. საქართველოს პარლამენტი ახდენს იმ საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების

რატიფიცირებას, რომლებიც ითვალისწინებს საერთაშორისო ორგანიზაციაში ან

სახელმწიფოთაშორის კავშირში საქართველოს შესვლას

2. საქართველოს პარლამენტი ახდენს იმ საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების

რატიფიცირებას, რომლებიც სამხედრო ხასიათისაა

3. საქართველოს პარლამენტი ახდენს იმ საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების

რატიფიცირებას, რომლებიც დაკავშირებულია სახელმწიფოს მიერ სესხის აღებასა და გაცემასთან

4. საქართველოს პარლამენტი ახდენს იმ საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების

რატიფიცირებას, რომლებიც ითვალისწინებს მხოლოდ შიდასახელმწიფოებრივ

ვალდებულებებს

პასუხი: 4

45. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში

კონსტიტუციური სარჩელის ან წარდგინების შეტანის შემთხვევაში:

1. დაუშვებელია შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულების თუ შეთანხმების რატიფიცირება

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე

2. დასაშვებია შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულების თუ შეთანხმების რატიფიცირება

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე

3. განსაკუთრებულ შემთხვევებში დასაშვებია შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულების თუ

შეთანხმების რატიფიცირება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე

4. კანონით დადგენილ შემთხვევებში დასაშვებია შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულების

თუ შეთანხმების რატიფიცირება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების

გამოტანამდე

პასუხი: 1

46. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, საპარლამენტო ფრაქციის შექმნისა და საქმიანობის

წესი და მისი უფლებამოსილება განისაზღვრება:

1. კონსტიტუციური კანონით

2. ორგანული კანონითა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით

3. კანონითა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით

4. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტითა და საქართველოს პარლამენტის დადგენილებით

პასუხი: 3

47. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, ჩამოთვლილ მსჯელობათაგან რომელია სწორი?

1. საქართველოს პარლამენტის სხდომები საჯაროა. პარლამენტის სიითი შემადგენლობის

უმრავლესობის გადაწყვეტილებით პარლამენტს შეუძლია ცალკეული საკითხების განხილვისას

სხდომა ან მისი ნაწილი დახურულად გამოაცხადოს

2. საქართველოს პარლამენტის სხდომები საჯაროა. პარლამენტის ერთი მეხუთედის

გადაწყვეტილებით პარლამენტს შეუძლია ცალკეული საკითხების განხილვისას სხდომა ან მისი

ნაწილი დახურულად გამოაცხადოს

3. საქართველოს პარლამენტის სხდომები საჯაროა. პარლამენტის სრული შემადგენლობის

უმრავლესობის გადაწყვეტილებით პარლამენტს შეუძლია ცალკეული საკითხების განხილვისას

სხდომა ან მისი ნაწილი დახურულად გამოაცხადოს

4. საქართველოს პარლამენტის სხდომები საჯაროა დამსწრეთა უმრავლესობის

გადაწყვეტილებით პარლამენტს შეუძლია ცალკეული საკითხების განხილვისას სხდომა ან მისი

ნაწილი დახურულად გამოაცხადოს

პასუხი: 4

48. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, სესიებს შორის პერიოდში საქართველოს

პარლამენტის რიგგარეშე სესიის მოწვევის მოთხოვნის უფლება აქვს:

1. საქართველოს პრემიერ-მინისტრს

2. პარლამენტის წევრთა ექვსკაციან ჯგუფს

3. პარლამენტის კომიტეტს

4. პარლამენტის თავმჯდომარეს

პასუხი: 4

49. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტის მიერ საგანგებო ან

საომარი მდგომარეობის გამოცხადების შემთხვევაში:

1. მისი გამოცხადებიდან 24 საათის განმავლობაში საქართველოსპარლამენტი იკრიბება.

პარლამენტის მუშაობა გრძელდება ამ მდგომარეობის დამთავრებამდე

2. მისი გამოცხადებიდან 48 საათის განმავლობაში საქართველოს პარლამენტი იკრიბება.

პარლამენტის მუშაობა გრძელდება ამ მდგომარეობის დამთავრებამდე

3. მისი გამოცხადებიდან 3 დღის განმავლობაში საქართველოს პარლამენტი იკრიბება.

პარლამენტის მუშაობა გრძელდება ამ მდგომარეობის დამთავრებამდე

4. მისი გამოცხადებიდან 12 საათის განმავლობაში საქართველოს პარლამენტი იკრიბება

პარლამენტის მუშაობა გრძელდება ამ მდგომარეობის დამთავრებამდე

პასუხი: 2

50. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, კონსტიტუციური შეთანხმება დამტკიცებულად

ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს:

1. პარლამენტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობა

2. პარლამენტის სრული შემადგენლობის სულ ცოტა სამი მეხუთედი

3. პარლამენტის სრული შემადგენლობის სულ ცოტა ერთი მეხუთედი

4. პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობა

პასუხი: 2

51. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, საქართველოს სახელმწიფოს სახელწოდებაა:

1. „საქართველოს რესპუბლიკა“

2. „საქართველოს სახელმწიფო“

3. „საქართველო“

4. „საქართველოს სახელმწიფოს რესპუბლიკა“

პასუხი: 3

52. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის

უფროსს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს:

1. საქართველოს პრემიერ-მინისტრი

2. საქართველოს პარლამენტი

3. საქართველოს პრეზიდენტი

4. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე

პასუხი: 3

53. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელ სუბიექტს არ

აქვს საკანონმდებლო ინიციატივის უფლება?

1. საქართველოს მთავრობას

2. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოს

3. საქართველოს პარლამენტის კომიტეტს

4. საქართველოს პრეზიდენტს

პასუხი: 4

54. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტი არ არის

უფლებამოსილი:

1. დანიშნოს საქართველოს პრემიერ-მინისტრი

2. თანხმობა მისცეს საქართველოს მთავრობას საქართველოს პარლამენტში საქართველოს

სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის წარდგენაზე

3. შეიწყალოს მსჯავრდებულები

4. საომარი ან საგანგებო მდგომარეობის დროს გამოსცეს კანონის ძალის მქონე დეკრეტები

პასუხი: 2

55. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, ჩამოთვლილ მსჯელობათაგან რომელი არ არის

სწორი?

1. საქართველოს პრეზიდენტი კონსტიტუციით მინიჭებული უფლებამოსილებების

განსახორციელებლად გამოსცემს ბრძანებულებებსა და განკარგულებებს

2. საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს პარლამენტს თანხმობას აძლევს საქართველოს

მთავარი პროკურორის დანიშვნაზე

3. საქართველოს პრეზიდენტი ხელს აწერს და აქვეყნებს კანონებს

4. საქართველოს პრეზიდენტი დაითხოვს საქართველოს პარლამენტს კონსტიტუციით

განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით

პასუხი: 2

56. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, ჩამოთვლილ მსჯელობათაგან რომელი არ არის

სწორი?

1. საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს სახელმწიფოს სახელით დებს კონსტიტუციურ

შეთანხმებას საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიასთან

2. საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს პარლამენტს წარუდგენს, ნიშნავს და

ათავისუფლებს თანამდებობის პირებს კონსტიტუციით განსაზღვრულ შემთხვევებში და

დადგენილი წესით

3. საქართველოს პრეზიდენტი დაითხოვს საქართველოს პარლამენტს კონსტიტუციით

განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით

4. საქართველოს პრეზიდენტი განსაზღვრავს ქვეყნის საგარეო პოლიტიკას

პასუხი: 4

57. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, საქართველოს პარლამენტს შეუძლია კანონით

დადგენილი წესით თანამდებობიდან გადააყენოს საქართველოს პრეზიდენტი, თუ მის მიერ

კონსტიტუციის დარღვევა ან მის ქმედებაში დანაშაულის შემადგენლობის ნიშნების არსებობა

დადასტურებულია:

1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დასკვნით

2. სპეციალურად ამ საკითხის შესასწავლად პარლამენტის მიერ შექმნილი საგამოძიებო პალატის

დასკვნით

3. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით

4. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დასკვნით

პასუხი: 3

58. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული

კანონპროექტი:

1. 5 დღის ვადაში გადაეცემა საქართველოს პრეზიდენტს. პრეზიდენტი 7 დღის ვადაში ხელს

აწერს და აქვეყნებს კანონს ან მოტივირებული შენიშვნებით უბრუნებს პარლამენტს

2. 7 დღის ვადაში გადაეცემა საქართველოს პრეზიდენტს. პრეზიდენტი 10 დღის ვადაში ხელს

აწერს და აქვეყნებს კანონს ან მოტივირებული შენიშვნებით უბრუნებს პარლამენტს

3. 10 დღის ვადაში გადაეცემა საქართველოს პრეზიდენტს. პრეზიდენტი 15 დღის ვადაში ხელს

აწერს და აქვეყნებს კანონს ან მოტივირებული შენიშვნებით უბრუნებს პარლამენტს

4. 5 დღის ვადაში გადაეცემა საქართველოს პრეზიდენტს პრეზიდენტი 10 დღის ვადაში ხელს

აწერს და აქვეყნებს კანონს ან მოტივირებული შენიშვნებით უბრუნებს პარლამენტს

პასუხი: 2

59. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, ჩამოთვლილ მსჯელობათაგან რომელია სწორი?

1. საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია

საკუთრების ჩამორთმევა ან საკუთრების უფლების სხვაგვარი შეზღუდვა

2. საქართველოს კონსტიტუციით საკუთრების უფლება აღიარებულია, როგორც აბსოლუტური

უფლება, და სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს ეკრძალებათ მისი

რაიმე ფორმით შეზღუდვა, თუმცა კერძო პირისთვის დაშვებულია სხვა პირის საკუთრების

უფლების შეზღუდვა ობიექტური საჭიროების შემთხვევაში

3. საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. აუცილებელი

საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევა დასაშვებია კანონით პირდაპირ

გათვალისწინებულ შემთხვევებში, სასამართლოს გადაწყვეტილებით ან ორგანული კანონით

დადგენილი გადაუდებელი აუცილებლობისას, წინასწარი, სრული და სამართლიანი

ანაზღაურების პირობით

4. საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. მისი ხელყოფა

დასაშვებია მხოლოდ საომარი ან საგანგებო მდგომარეობის დროს, საქართველოს პრეზიდენტის

დეკრეტით დადგენილი წესით, საქართველოს თავდაცვის მინისტრის გადაწყვეტილების

საფუძველზე

პასუხი: 3

60. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, ჩამოთვლილ მსჯელობათაგან რომელია სწორი?

1. კონტრასიგნაცია არის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ევროობლიგაცის ტიპის ფასიანი

ქაღალდების გამოშვებას

2. კონტრასიგნაცია გულისხმობს საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ პრეზიდენტის

სამართლებრივი აქტების თანახელმოწერას მათთვის იურიდიული ძალის მისანიჭებლად

(კონსტიტუციით განსაზღვრული გამონაკლისი შემთხვევების გარდა), რაც ადასტურებს, რომ

საქართველოს მთავრობა ეთანხმება საქართველოს პრეზიდენტის მიერ ამ აქტების გამოცემას და

იღებს მათზე სამართლებრივ პასუხისმგებლობას

3. კონტრასიგნაცია არის საქართველოს მთავრობის მიერ სესხის აღებას

4. კონტრასიგნაცია გულისხმობს საქართველოს იუსტიციის მინისტრისა და ეროვნული

უშიშროების საბჭოს მდივნის მიერ საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტების

ერთობლივ თანახელმოწერას მათთვის იურიდიული ძალის მისანიჭებლად (კონსტიტუციით

განსაზღვრული გამონაკლისი შემთხვევების გარდა), რაც ადასტურებს, რომ ისინი ეთანხმებიან

პრეზიდენტის მიერ ამ აქტების გამოცემას და იღებენ მათზე სამართლებრივ პასუხისმგებლობას

პასუხი: 2

61. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, საქართველოს მთავრობა ანგარიშვალდებულია:

1. მხოლოდ საქართველოს პარლამენტის წინაშე

2. მხოლოდ საქართველოსპრეზიდენტის წინაშე

3. მხოლოდ საქართველოს უზენაესი სასამართლოს წინაშე

4. საქართველოს პრეზიდენტის, პარლამენტისა და საკონსტიტუციო სასამართლოს წინაშე

პასუხი: 1

62. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, როდის უნდა გაიმართოს საქართველოს

ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა და ვის აქვს მისი დანიშვნის უფლება?

1. საქართველოს ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა უნდა გაიმართოს არჩევნებიდან

20 დღის განმავლობაში. პირველი სხდომის დღეს ნიშნავს საქართველოს ცენტრალური

საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე

2. საქართველოს ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა უნდა გაიმართოს არჩევნებიდან

20 დღის განმავლობაში. პირველი სხდომის დღეს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი

3. საქართველოს ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა უნდა გაიმართოს არჩევნებიდან

15 დღის განმავლობაში. პირველი სხდომის დღეს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი

4. საქართველოს ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა უნდა გაიმართოს არჩევნებიდან

30 დღის განმავლობაში პირველი სხდომის დღეს ნიშნავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი

პასუხი: 2

63. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, საქართველოში მართლმსაჯულებას

ახორციელებს:

1. სპეციალური სასამართლოები

2. საერთო სასამართლოები

3. პროკურატურა

4. საარბიტრაჟო სასამართლოები

პასუხი: 2

64. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, რა სახის სასამართლოების შექმნაა დაუშვებელი?

1. საერთო სასამართლოების

2. საკონსტიტუციო სასამართლოების

3. სამხედრო სასამართლოების

4. საგანგებო ან სპეციალური სასამართლოების

პასუხი: 4

65. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო:

1. ახორციელებს მართლმსაჯულებას

2. ახორციელებს საკონსტიტუციო კონტროლს

3. ზედამხედველობს საარბიტრაჟო სასამართლოს

4. ზედამხედველობს საერთო სასამართლოებს

პასუხი: 2

66. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

სასამართლო ხელისუფლებას ახორციელებს:

1. საერთო სამართალწარმოების წესით

2. საერთო სასამართლოებზე ზედამხედველობის წესით

3. საკონსტიტუციო სამართალწარმოების წესით

4. საკონსტიტუციო ზედამხედველობის წესით

პასუხი: 3

67. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, შეიძლება თუ არა საქართველოს საკონსტიტუციო

სასამართლოს წევრი იყოს პირი, რომელსაც ადრე ეკავა ეს თანამდებობა?

1. შეიძლება

2. არ შეიძლება

3. შეიძლება საქართველოს პრეზიდენტის თანხმობით

4. შეიძლება საქართველოს პარლამენტის თანხმობით

პასუხი: 2

68. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტის მიერ თავისი

უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის ან საქართველოს პრეზიდენტის

უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობას

ასრულებს:

1. საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ხოლო თუ საქართველოს მთავრობა გადამდგარია,

საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობას ასრულებს საქართველოს პარლამენტის

თავმჯდომარე

2. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ხოლო პარლამენტის თავმჯდომარის მიერ

საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში,

აგრეთვე თუ პარლამენტი დათხოვნილია, საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობას ასრულებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი

3. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ხოლო თუ პარლამენტი

დათხოვნილია, საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობას ასრულებს საქართველოს პრემიერ-

მინისტრი

4. ვიცე-პრეზიდენტი, ხოლო ვიცე-პრეზიდენტის მიერ საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის

განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობას

ასრულებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი

პასუხი: 2

69. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს

თავმჯდომარისა და წევრების სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა, დაკავება ან

დაპატიმრება, მათი ბინის, მანქანის, სამუშაო ადგილის ან პირადი გაჩხრეკა:

1. არ შეიძლება

2. შეიძლება საქართველოს პრეზიდენტის თანხმობით

3. შეიძლება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თანხმობით

4. შეიძლება მხოლოდ საქართველოს პარლამენტის თანხმობით

პასუხი: 4

70. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს

თავმჯდომარესა და მოსამართლეებს:

1. ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი

2. ირჩევს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

3. საქართველოს პრეზიდენტის წარდგინებით ირჩევს საქართველოს პარლამენტი სიითი

შემადგენლობის უმრავლესობით

4. პრეზიდენტის წარდგინებით ირჩევს საქართველოს პარლამენტი სრული შემადგენლობის

უმრავლესობით

პასუხი: 3

71. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, გადასახადებისაგან განთავისუფლება:

1. დაუშვებელია

2. დასაშვებია მხოლოდ კანონით

3. დასაშვებია მხოლოდ საქართველოს მთავრობის დადგენილებით

4. დასაშვებია მხოლოდ საერთაშორისო ორგანიზაციების თანხმობით

პასუხი: 2

72. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, სამხედრო ძალების სახეობები და შემადგენლობა

განისაზღვრება:

1. საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით

2. კანონით

3. საქართველოს მთავრობის დადგენილებით

4. საქართველოს პარლამენტის დადგენილებით

პასუხი: 2

73. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, საქართველოს მთავრობა შედგება:

1. საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და სახელმწიფო მინისტრისაგან

2. მინისტრებისაგან. მთავრობის შემადგენლობაში შეიძლება იყოს სახელმწიფო მინისტრი

(სახელმწიფო მინისტრები)

3. საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და მინისტრებისაგან. მთავრობის შემადგენლობაში

შეიძლება იყოს ერთი ან რამდენიმე სახელმწიფო მინისტრი

4. საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და ვიცე-პრემიერისაგან. მთავრობის შემადგენლობაში

შეიძლება იყოს აგრეთვე სახელმწიფო მინისტრი (სახელმწიფო მინისტრები)

პასუხი: 3

74. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, საქართველოს მთავრობის სტრუქტურა,

უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება:

1. მხოლოდ კონსტიტუციით

2. კონსტიტუციითა და ორგანული კანონით

3. კონსტიტუციითა და კანონით

4. საქართველოს მთავრობის დადგენილებით

პასუხი: 3

75. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი თავისი

უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს:

1. ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტს – ბრძანებას

2. დადგენილებას

3. ბრძანებულებას

4. განკარგულებას

პასუხი: 1

76. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადადგომა ან

მისი უფლებამოსილების სხვაგვარად შეწყვეტა:

1. იწვევს მხოლოდ ვიცე-პრემიერისა და სახელმწიფო მინისტრების გადადგომას

2. იწვევს მხოლოდ საელმწიფო მინისტრების გადადგომას

3. იწვევს საქართველოს მთავრობის სხვა წევრთა უფლებამოსილების შეწყვეტას

4. არ იწვევს საქართველოს მთავრობის სხვა წევრთა უფლებამოსილების შეწყვეტას

პასუხი: 3

77. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საქართველოს პარლამენტში საქართველოს მთავრობის

მიერ ინიციირებულ „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და

საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტზე დასვა საქართველოს მთავრობის

ნდობის საკითხი. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, სწორია თუ არა საქართველოს

პრემიერ-მინისტრის მოქმედება?

1. სწორია, რადგან საქართველოს პრემიერ-მინისტრი უფლებამოსილია დასვას საქართველოს

მთავრობის ნდობის საკითხი საქართველოს პარლამენტში მთავრობის მიერ ინიციირებულ

სახელმწიფო ბიუჯეტის, საგადასახადო კოდექსის და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის,

უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტებზე.

პარლამენტის მიერ მთავრობისათვის ნდობის გამოცხადებისას შესაბამისი კანონპროექტი

მიღებულად ჩაითვლება

2. არ არის სწორი, რადგან საქართველოს პრემიერ-მინისტრი არ არის უფლებამოსილი,

საქართველოს მთავრობის ნდობის საკითხი საქართველოს პარლამენტში განსახილველ

რომელიმე კანონპროექტს დაუკავშიროს

3. სწორია, რადგან მხოლოდ საქართველოს მთავრობაა უფლებამოსილი, საქართველოს

პარლამენტს წარუდგინოს „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და

საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი და განუსაზღვროს მას

კანონპროექტის განხილვისა და მიღების პროცედურები

4. არ არის სწორი, რადგან საქართველოს პრემიერ-მინისტრს უფლება აქვს, საქართველოს

მთავრობის ნდობის საკითხი დაუკავშიროს მხოლოდ საქართველოს პარლამენტში საქართველოს

პრეზიდენტის მიერ ინიციირებულ კანონპროექტს

პასუხი: 2

78. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, რომელი საკანონმდებლო აქტით განისაზღვრება

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსი?

1. საქართველოს კონსტიტუციური კანონით

2. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციით

3. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონით

4. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ორგანული კანონით

პასუხი: 1

79. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელ სუბიექტს არ

აქვს საკანონმდებლო ინიციატივის უფლება?

1. საქართველოს მთავრობას

2. საქართველოს პარლამენტის წევრს

3. საქართველოს პრეზიდენტს

4. არანაკლებ 30 000 ამომრჩეველს

პასუხი: 3

80. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელ სუბიექტს აქვს

საკანონმდებლო ინიციატივის უფლება?:

1. საქართველოს პრეზიდენტს

2. საქართველოს უზენაეს სასამართლოს

3. საქართველოს ეროვნულ ბანკს

4. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოს

პასუხი: 4

81. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, ჩამოთვლილ მსჯელობათაგან რომელია სწორი?

1. საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს მთავრობის უფლებამოსილების მოხსნიდან 7 დღის

ვადაში წამოაყენებს პარლამენტის არჩევნებში საუკეთესო შედეგის მქონე სუბიექტის მიერ

მისთვის წარდგენილ პრემიერ-მინისტრის კანდიდატურას, ხოლო პრემიერმინისტრობის

კანდიდატი 7 დღის ვადაში შეარჩევს მინისტრების კანდიდატურებს და საქართველოს

პარლამენტს წარუდგენს მთავრობის შემადგენლობას ნდობის მისაღებად

2. საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს მთავრობის გადადგომიდან, გადაყენებიდან ან

უფლებამოსილების მოხსნიდან 5 დღის განმავლობაში საპარლამენტო ფრაქციებთან

კონსულტაციების შემდეგ შეარჩევს პრემიერ-მინისტრის კანდიდატურას, ხოლო

პრემიერმინისტრობის კანდიდატი საქართველოს პრეზიდენტთან შეთანხმებით 15 დღის ვადაში

– მინისტრების კანდიდატურებს და წარუდგენს საქართველოს პარლამენტს დასამტკიცებლად

3. საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს მთავრობის უფლებამოსილების მოხსნიდან 10

დღის განმავლობაში საპარლამენტო ფრაქციებთან კონსულტაციების შემდეგ შეარჩევს პრემიერ-

მინისტრის კანდიდატურას, ხოლო პრემიერმინისტრობის კანდიდატი საქართველოს

პრეზიდენტთან შეთანხმებით 7 დღის ვადაში – მინისტრების კანდიდატურებს და საქართველოს

პრეზიდენტს წარუდგენს მთავრობის შემადგენლობას ნდობის მისაღებად

4. საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს მთავრობის გადადგომიდან, გადაყენებიდან ან

უფლებამოსილების მოხსნიდან 7 დღის განმავლობაში საპარლამენტო ფრაქციებთან

კონსულტაციების შემდეგ შეარჩევს პრემიერ-მინისტრის კანდიდატურას, ხოლო

პრემიერმინისტრობის კანდიდატი 5 დღის ვადაში – მინისტრების კანდიდატურებს და

წარუდგენს საქართველოს პრეზიდენტს თანამდებობაზე გასამწესებლად

პასუხი: 1

82. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, კანონპროექტი, რომელიც იწვევს მიმდინარე წლის

სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯების ზრდას, შემოსავლების შემცირებას ან სახელმწიფოს მიერ

ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას, საქართველოს პარლამენტმა შეიძლება მიიღოს:

1. მხოლოდ საქართველოს მთავრობის თანხმობის შემდეგ

2. მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტის თანხმობის შემდეგ

3. მხოლოდ საქართველოს ეროვნულ ბანკთან წინასწარი კონსულტაციების შემდეგ

4. ნებისმიერ სხვა სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსთან ან

თანამდებობის პირთან წინასწარი კონსულტაციების ან შეთანხმების გარეშე

პასუხი: 1

83. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, საქართველოს მთავრობის წევრებს

თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს:

1. საქართველოს პრემიერ-მინისტრი

2. საქართველოს პრეზიდენტი

3. საქართველოს პარლამენტის ბიურო

4. საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი

პასუხი: 1

84. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, საქართველოს მთავრობისათვის უნდობლობის

გამოცხადების საკითხის აღძვრის უფლება აქვს:

1. საქართველოს პარლამენტის სიითი შემადგენლობის არანაკლებ ერთ მესამედს

2. საქართველოს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ორ მეხუთედს

3. საქართველოს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთ მესამედს

4. საქართველოს პარლამენტის სიითი შემადგენლობის არანაკლებ ორ მეხუთედს

პასუხი: 4

85. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, ჩამოთვლილ მსჯელობათაგან რომელია სწორი?

1. საქართველოს ელჩებს და სხვა დიპლომატიურ წარმომადგენლებს საქართველოს მთავრობის

წარდგინებით ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი

2. საქართველოს ელჩებს და სხვა დიპლომატიურ წარმომადგენლებს ნიშნავს და გამოიწვევს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარდგინებით

3. საქართველოს ელჩებს და სხვა დიპლომატიურ წარმომადგენლებს ნიშნავს და ათავისუფლებს

საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს პარლამენტის თანხმობით

4. საქართველოს ელჩებს და სხვა დიპლომატიურ წარმომადგენლებს ნიშნავს და გამოიწვევს

საქართველოს პარლამენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრის წარდგინებით

პასუხი: 1

86. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, აღმასრულებელი ხელისუფლების

წარმომადგენლობას საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში

უზრუნველყოფს:

1. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი

2. მთავრობის პირველი ვიცე-პრემიერი

3. საქართველოს მთავრობის კანცელარიის უფროსი

4. სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორი

პასუხი: 4

87. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, პროკურატურის ორგანოები:

1. დამოუკიდებელი სამთავრობო დაწესებულებაა და მათ საერთო ხელმძღვანელობას

ახორციელებს საქართველოს მთავარი პროკურორი

2. შედის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში და მათ საერთო ხელმძღვანელობას

ახორციელებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი

3. დამოუკიდებელი სამთავრობო დაწესებულებაა და მათ საერთო ხელმძღვანელობას

ახორციელებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი

4. შედის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში და მათ საერთო ხელმძღვანელობას

ახორციელებს საქართველოს პარლამენტი

პასუხი: 2

88. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, ყოველწლიურად სახელმწიფო ბიუჯეტის კანონს

საქართველოს პარლამენტი იღებს:

1. სიითი შემადგენლობის უმრავლესობით

2. სრული შემადგენლობის უმრავლესობით

3. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დამსწრეთა უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ

პარლამენტის სრული შემადგენლობის ერთი მესამედისა

4. სრული შემადგენლობის სულ ცოტა სამი მეხუთედით

პასუხი: 1

89. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, ფულის ემისიის უფლება აქვს მხოლოდ:

1. საქართველოს მთავრობას

2. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს

3. საქართველოს ეროვნულ ბანკს

4. საქართველოს პარლამენტს

პასუხი: 3

90. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, ჩამოთვლილ მსჯელობათაგან რომელია სწორი?

1. საქართველოს ეროვნული ბანკის უმაღლესი ორგანოა ეროვნული ბანკის კოლეგია, რომლის

წევრებს საქართველოს პრეზიდენტის წარდგინებით 10 წლის ვადით სიითი შემადგენლობის

უმრავლესობით ირჩევს საქართველოს პარლამენტი

2. საქართველოს ეროვნული ბანკის უმაღლესი ორგანოა ეროვნული ბანკის საბჭო, რომლის

წევრებს საქართველოს პრეზიდენტის წარდგინებით 7 წლის ვადით სიითი შემადგენლობის

უმრავლესობით ირჩევს საქართველოს პარლამენტი

3. საქართველოს ეროვნული ბანკის უმაღლესი ორგანოა ეროვნული ბანკის ბიურო, რომლის

წევრებს საქართველოს პრეზიდენტის წარდგინებით 5 წლის ვადით სიითი შემადგენლობის

უმრავლესობით ირჩევს საქართველოს პარლამენტი

4. საქართველოს ეროვნული ბანკის უმაღლესი ორგანოა ეროვნული ბანკის პლენუმი, რომლის

წევრებს საქართველოს პრეზიდენტის წარდგინებით 9 წლის ვადით სიითი შემადგენლობის

უმრავლესობით ირჩევს საქართველოს პარლამენტი

პასუხი: 2

91. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალურ

აუდიტორს:

1. 5 წლის ვადით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, პარლამენტის თავმჯდომარის

წარდგინებით ირჩევს საქართველოს პარლამენტი

2. 10 წლის ვადით, ნიშნავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი

3. 7 წლის ვადით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, პარლამენტის თავმჯდომარის

წარდგინებით ნიშნავს საქართველოს პარლამენტი

4. 3 წლის ვადით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანხმობით ნიშნავს ფინანსთა მინისტრი

პასუხი: 1

92. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, საქართველოს პარლამენტში კონსტიტუციის

ზოგადი ან ნაწილობრივი გადასინჯვის კანონპროექტის შეტანის უფლება აქვს:

1. პარლამენტის კომიტეტს

2. საქართველოს პრეზიდენტს

3. არანაკლებ 200000 ამომრჩეველს

4. საქართველოს მთავრობას

პასუხი: 3

93. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, საქართველოს პარლამენტის ადგილსამყოფლის

დროებით შეცვლა სხდომის ან სესიის მოწვევის მიზნით:

1. დაუშვებელია

2. დასაშვებია მხოლოდ საგანგებო და საომარი მდგომარეობის დროს

3. დასაშვებია მხოლოდ საომარი მდგომარეობის დროს

4. დასაშვებია, მხოლოდ საგანგებო მდგომარეობის დროს

პასუხი: 2

94. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, ჩამოთვლილ მსჯელობათაგან რომელია სწორი?

1. საქართველოს პარლამენტის მორიგი არჩევნები ტარდება პარლამენტის უფლებამოსილების

ვადის ამოწურვის კალენდარული წლის ოქტომბერში. არჩევნების თარიღს ნიშნავს

საქართველოს პრეზიდენტი არჩევნებამდე არა უგვიანეს 60 დღისა

2. საქართველოს პარლამენტის მორიგი არჩევნები ტარდება პარლამენტის უფლებამოსილების

ვადის ამოწურვამდე კალენდარული წლის სექტემბერში. არჩევნების თარიღს ნიშნავს

საქართველოს პრეზიდენტი არჩევნებამდე არა უგვიანეს 50 დღისა

3. საქართველოს პარლამენტის მორიგი არჩევნები ტარდება პარლამენტის უფლებამოსილების

ვადის ამოწურვის კალენდარული წლის იანვარში. არჩევნების თარიღს ნიშნავს საქართველოს

პრეზიდენტი არჩევნებამდე არა უგვიანეს 30 დღისა

4. საქართველოს პარლამენტის მორიგი არჩევნები ტარდება პარლამენტის უფლებამოსილების

ვადის ამოწურვის კალენდარული წლის ნოემბერში არჩევნების თარიღს ნიშნავს საქართველოს

პრეზიდენტი არჩევნებამდე არა უგვიანეს 50 დღისა

პასუხი: 1

95. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, რომელი სამართლებრივი აქტი გამოიცემა

საქართველოს პარლამენტის დათხოვნის შესახებ?

1. საქართველოს პრეზიდენტის განკარგულება

2. საქართველოს პრეზიდენტის ბრძანება

3. საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტი

4. საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება

პასუხი: 4

96. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, საქართველოს პარლამენტის წევრის

უფლებამოსილების ცნობის ან ვადამდე შეწყვეტის საკითხს წყვეტს:

1. პარლამენტის თავმჯდომარე

2. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი

3. პარლამენტი

4. პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი

პასუხი: 3

97. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, საქართველოს პარლამენტში კომიტეტები იქმნება:

1. საკანონმდებლო საკითხების წინასწარი მომზადების, გადაწყვეტილებათა შესრულებისათვის

ხელის შეწყობის, პარლამენტის მიერ მის წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოების და

საქართველოს მთავრობის საქმიანობის კონტროლის მიზნით

2. საპარლამენტო საქმიანობის ორგანიზების მიზნით, პარლამენტის მიერ მის წინაშე

ანგარიშვალდებული ორგანოების და საქართველოს მთავრობის საქმიანობის კონტროლის

მიზნით

3. საპარლამენტო ფრაქციების, უმრავლესობისა და უმცირესობის კონტროლის მიზნით.

4. საპარლამენტო სხდომების ორგანიზების მიზნით

პასუხი: 1

98. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, საქართველოს პარლამენტის შენობაში სრულ

ადმინისტრაციულ ფუნქციების ახორციელებს

1. პარლამენტის თავმჯდომარე

2. პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე

3. პარლამენტის თავმჯდომარის ერთ-ერთი მოადგილე

4. პარლამენტის აპარატის უფროსი

პასუხი: 1

99. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, ჩამოთვლილ მსჯელობათაგან რომელია სწორი?

1. მხოლოდ საქართველოს მთავრობაა უფლებამოსილი, საქართველოს პარლამენტის

კომიტეტებთან ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების განხილვის შემდეგ პარლამენტს

წარუდგინოს სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი;

2. საქართველოს მთავრობა, საქართველოს ეროვნული ბანკის თანხმობით საქართველოს

პარლამენტს წარუდგენს სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს, პროექტის ასლი ეგზავნება

საქართველოს პრეზიდენტს;

3. მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტია უფლებამოსილი საქართველოს მთავრობასთან და

ეროვნულ ბანკთან მოთათბირების შემდეგ საქართველოს პარლამენტს წარუდგინოს

სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი დასამტკიცებლად;

4. საქართველოს მთავრობა, საქართველოს პრეზიდენტის წინასწარი თანხმობით კანონით

დადგენილი წესით საქართველოს პარლამენტს წარუდგენს სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს.

პასუხი: 1

100. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, ბრალდებულის წინასწარი პატიმრობის ვადა არ

უნდა აღემატებოდეს:

1. 1 თვეს

2. 3 თვეს

3. 9 თვეს

4. 6 თვეს

პასუხი: 3

101. .საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტად შეიძლება აირჩეს

საარჩევნო უფლების მქონე:

1. ნატურალიზაციით საქართველოს მოქალაქე 35 წლის ასაკიდან, რომელსაც საქართველოში

უცხოვრია 10 წელს მაინც

2. ნატურალიზაციით საქართველოს მოქალაქე 40 წლის ასაკიდან, რომელსაც საქართველოში

უცხოვრია 5 წელს მაინც და არჩევნების დანიშვნის დღეს ცხოვრობს საქართველოში

3. დაბადებით საქართველოს მოქალაქე 50 წლის ასაკიდან, რომელსაც საქართველოში უცხოვრია

10 წელს მაინც

4. საქართველოს მოქალაქე 35 წლის ასაკიდან, რომელსაც საქართველოში უცხოვრია 5 წელს

მაინც და არჩევნების დანიშვნის დღემდე ბოლო 3 წლის განმავლობაში ცხოვრობდა

საქართველოში

პასუხი: 4

102. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს

გადაწყვეტილება:

1. საბოლოოა

2. გასაჩივრდება საქართველოს უზენაეს სასამართლოში

3. გასაჩივრდება საქართველოს პარლამენტში

4. გასაჩივრდება საქართველოს პრეზიდენტთან

პასუხი: 1

103. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, მოსამართლის და მისი ოჯახის უსაფრთხოებას

უზრუნველყოფს:

1. სახელმწიფო

2. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური

3. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაცვის სამსახური

4. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია

პასუხი: 1

104. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტისათვის იმპიჩმენტის

წესით წარდგენილი ბრალდების საქართველოს პარლამენტში განხილვა და გადაწყვეტილების

მიღება დაუშვებელია:

1. რიგგარეშე სესიაზე

2. საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს

3. პრეზიდენტის ავადმყოფობის დროს

4. პოლიტიკური კრიზისის დროს

პასუხი: 2

105. .საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, საქართველოში სახელმწიფო ხელისუფლება

ხორციელდება:

1. ხელისუფლების გაერთიანების პრინციპზე დაყრდნობით

2. ხელისუფლების მემკვიდრეობითობის პრინციპზე დაყრდნობით

3. ხელისუფლების გადაცემის პრინციპზე დაყრდნობით

4. ხელისუფლების დანაწილების პრინციპზე დაყრდნობით

პასუხი: 4

106. .საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, საქართველოს პარლამენტის შენობაში სრულ

ადმინისტრაციულ ფუნქციებს ახორციელებს:

1. პარლამენტის აპარატის უფროსი

2. პარლამენტის თავმჯდომარე

3. პარლამენტის აპარატის საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსი

4. პარლამენტის აპარატის საკადრო საკითხთა დეპარტამენტის უფროსი

პასუხი: 2

107. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილების

ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში პრეზიდენტის არჩევნები ტარდება პრეზიდენტის

უფლებამოსილების შეწყვეტის დროიდან:

1. 45 დღის განმავლობაში

2. 40 დღის განმავლობაში

3. 30 დღის განმავლობაში

4. 60 დღის განმავლობაში

პასუხი: 1

108. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილების

ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში პრეზიდენტის არჩევნების ჩატარებას უზრუნველყოფს:

1. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია

2. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

3. საქართველოს პარლამენტი

4. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია

პასუხი: 3

109. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს

საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები:

1. არ ტარდება

2. ტარდება საქართველოს პარლამენტის ნებართვით

3. ტარდება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით

4. ტარდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით

პასუხი: 1

110. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, ვინ ხელმძღვანელობს საქართველოს ეროვნული

უშიშროების საბჭოს?

1. საქართველოს პრეზიდენტი

2. საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი

3. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე

4. საქართველოს თავდაცვის მინისტრი

პასუხი: 1

111. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, ვინ უწევს ზედამხედველობას საქართველოს

ტერიტორიაზე ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვას?

1. საქართველოს მთავარი პროკურორი

2. საქართველოს სახალხო დამცველი

3. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი

4. საქართველოს პრეზიდენტი

პასუხი: 2

112. საქართველოს კონსტიტუცია მიღებულია:

1. 1993 წლის 24 აგვისტოს

2. 1995 წლის 24 აგვისტოს

3. 1998 წლის 25 აგვისტოს

4. 2000 წლის 6 თებერვალს

პასუხი: 2

113. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, საქართველოს სახელმწიფო საზღვრების შეცვლა

შეიძლება მხოლოდ:

1. რეფერენდუმით

2. საქართველოს პარლამენტის დადგენილებით

3. მეზობელ სახელმწიფოსთან დადებული ორმხრივი შეთანხმებით

4. ვენის კონვენციის შესაბამისად

პასუხი: 3

114. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს

სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის ურთიერთობა განისაზღვრება:

1. ორგანული კანონით

2. კანონით

3. კონსტიტუციური შეთანხმებით

4. საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით

პასუხი: 3

115. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, ვინ იღებს გადაწყვეტილებას საქართველოს

სახელმწიფო ბიუჯეტში საქართველოს პარლამენტისათვის გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრების

განაწილების თაობაზე?

1. პარლამენტი

2. პარლამენტის ბიურო

3. პარლამენტის თავმჯდომარე

4. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

პასუხი: 1

116. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, საქართველოს პარლამენტი საქმიანობას წყვეტს:

1. პარლამენტის სესიების დამთავრებისთანავე

2. პარლამენტის დათხოვნის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების

ამოქმედებიდან

3. პარლამენტის კომიტეტების საქმიანობის დამთავრებისთანავე

4. საპარლამენტო ფრაქციების საქმიანობის დამთავრებისთანავე

პასუხი: 2

117. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, საქართველოს პარლამენტის უფლებამოსილება

წყდება:

1. პარლამენტის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის

ბრძანების ამოქმედებისთანავე

2. პარლამენტის დათხოვნის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების

ამოქმედებიდან

3. ახალი პარლამენტის არჩევნების ჩატარების დღიდან

4. ახალარჩეული პარლამენტის პირველი შეკრებისთანავე

პასუხი: 4

118. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, ჩამოთვლილ მსჯელობათაგან რომელია სწორი?

1. ადამიანი უდანაშაულოდ ითვლება, ვიდრე მისი დამნაშავეობა არ დამტკიცდება კანონით

დადგენილი წესით და კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით

2. ადამიანი უდანაშაულოდ ითვლება, ვიდრე მის დამნაშავეობას არ დაადგენს საქართველოს

საკონსტიტუციო სასამართლო

3. ადამიანი უდანაშაულოდ ითვლება, ვიდრე მას პროკურატურა კანონით დადგენილი წესით არ

წაუყენებს ბრალს

4. ადამიანი უდანაშაულოდ ითვლება, ვიდრე მის დამნაშავეობას არ დაადასტურებს ადამიანის

უფლებათა ევროპული სასამართლო

პასუხი: 1

119. საქართველოს პარლამენტის სამართალდამცავი ორგანოების ზოგიერთი თანამდებობის

პირის ანტიკონსტიტუციურ ქმედებათა შემსწავლელმა დროებითმა საგამოძიებო კომისიამ

მოსთხოვა საქართველოს მთავარ პროკურორს, გამოცხადებულიყო საგამოძიებო კომისიის

სხდომაზე და წარმოედგინა მისთვის ცნობილი, კომისიის მიერ შესასწავლი საკითხის

გამოკვლევისათვის აუცილებელი საბუთები, რაზედაც მთავარმა პროკურორმა უარი განაცხადა

იმ მოტივით, რომ არ იყო ვალდებული, გამოცხადებულიყო საგამოძიებო კომისიის სხდომაზე.

საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, სწორია თუ არა საქართველოს მთავარი პროკურორის

მოქმედება?

1. სწორია, რადგან საქართველოს პარლამენტის საგამოძიებო კომისიის მოთხოვნით მის

სხდომაზე გამოცხადება, აგრეთვე საკითხის გამოკვლევისათვის აუცილებელი საბუთების

წარდგენა სავალდებულო არ არის

2. არ არის სწორი, რადგან საქართველოს პარლამენტის საგამოძიებო კომისიის მოთხოვნით მის

სხდომაზე გამოცხადება, აგრეთვე საკითხის გამოკვლევისათვის აუცილებელი საბუთების

წარდგენა სავალდებულოა

3. სწორია, რადგან საქართველოს პარლამენტის საგამოძიებო კომისიის მოთხოვნით მის

სხდომაზე გამოცხადება და საკითხის გამოკვლევისათვის აუცილებელი საბუთების წარდგენა

სავალდებულოა მხოლოდ მოსამართლის ბრძანებით, საგამოძიებო კომისიას კი ეს მოთხოვნა

შესრულებული არ ჰქონდა

4. სწორია, რადგან მხოლოდ საქართველოს პარლამენტის საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარეს

აქვს უფლება, მოითხოვოს კომისიის სხდომაზე გამოცხადება და საკითხის გამოკვლევისათვის

აუცილებელი საბუთების წარდგენა

პასუხი: 2

120. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს

თავმჯდომარისა და წევრების სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა, დაკავება ან

დაპატიმრება, მათი ბინის, მანქანის, სამუშაო ადგილის ან პირადი გაჩხრეკა:

1. არ შეიძლება

2. შეიძლება საქართველოს პრეზიდენტის თანხმობით

3. შეიძლება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თანხმობით

4. შეიძლება მხოლოდ საქართველოს პარლამენტის თანხმობით

პასუხი: 4

121. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, საქართველოს სახალხო დამცველს:

1. 3 წლის ვადით ნიშნავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი

2. 5 წლის ვადით ირჩევს საქართველოს პარლამენტი სრული შემადგენლობის უმრავლესობით

3. 7 წლის ვადით ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრის

თანხმობით

4. 5 წლის ვადით ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს პარლამენტის თანხმობით

პასუხი: 2

122. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, ჩამოთვლილ მსჯელობათაგან რომელია სწორი?

1. საქართველოს პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრის, პარლამენტის თავმჯდომარის

თანამდებობა შეიძლება ეკავოს საქართველოს იმ მოქალაქეს, რომელიც იმავდროულად უცხო

ქვეყნის მოქალაქეა

2. საქართველოს პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრის, პარლამენტის თავმჯდომარის

თანამდებობა არ შეიძლება ეკავოს საქართველოს იმ მოქალაქეს, რომელიც იმავდროულად უცხო

ქვეყნის მოქალაქეა, გარდა კანონით დადგენილი გამონაკლისი შემთხვევებისა

3. საქართველოს პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრის, პარლამენტის თავმჯდომარის

თანამდებობა შეიძლება ეკავოს საქართველოს იმ მოქალაქეს, რომელიც იმავდროულად უცხო

ქვეყნის მოქალაქეა, გარდა პრეზიდენტის ბრძანებულებით დადგენილი გამონაკლისი

შემთხვევებისა

4. საქართველოს პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრის, პარლამენტის თავმჯდომარის

თანამდებობა არ შეიძლება ეკავოს საქართველოს იმ მოქალაქეს, რომელიც იმავდროულად უცხო

ქვეყნის მოქალაქეა

პასუხი: 4

123. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, ჩამოთვლილ მსჯელობათაგან რომელია სწორი?

1. საქართველოს პარლამენტის ან არანაკლებ 30 000 ამომრჩევლის მოთხოვნით ან საკუთარი

ინიციატივით საქართველოს პრეზიდენტი კონსტიტუციითა და კანონით განსაზღვრულ

საკითხებზე ნიშნავს რეფერენდუმს მისი ჩატარების მოთხოვნის მიღებიდან 30 დღის

განმავლობაში

2. საქართველოს პარლამენტის, საქართველოს მთავრობის ან არანაკლებ 200 000 ამომრჩევლის

მოთხოვნით საქართველოს პრეზიდენტი კონსტიტუციითა და კანონით განსაზღვრულ

საკითხებზე ნიშნავს რეფერენდუმს მისი ჩატარების მოთხოვნის მიღებიდან 30 დღის

განმავლობაში

3. საქართველოს პარლამენტის ან არანაკლებ 200 000 ამომრჩევლის მოთხოვნით ან საკუთარი

ინიციატივით საქართველოს პრეზიდენტი კონსტიტუციითა და კანონით განსაზღვრულ

საკითხებზე ნიშნავს რეფერენდუმს მისი ჩატარების მოთხოვნის მიღებიდან 15 დღის

განმავლობაში

4. საქართველოს პარლამენტის ან არანაკლებ 200 000 ამომრჩევლის მოთხოვნით ან საქართველოს

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით საქართველოს პრეზიდენტი

კონსტიტუციითა და კანონით განსაზღვრულ საკითხებზე ნიშნავს რეფერენდუმს მისი

ჩატარების მოთხოვნის მიღებიდან 10 დღის განმავლობაში

პასუხი: 2

124. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, მოსამართლის თანამდებობა შეუთავსებელია

ნებისმიერ ანაზღაურებად საქმიანობასთან, გარდა:

1. პედაგოგიური მოღვაწეობისა

2. პოლიტიკური საქმიანობისა

3. საადვოკატო საქმიანობისა

4. სასამართლოში თარჯიმნად მუშაობისა

პასუხი: 1

125. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, შეიძლება თუ არა მოსამართლე იყოს

პოლიტიკური პარტიის წევრი და მონაწილეობდეს პოლიტიკურ საქმიანობაში:

1. შეიძლება, თუ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო მიიღებს შესაბამის

გადაწყვეტილებას

2. არ შეიძლება

3. არ შეიძლება, გარდა კანონით დადგენილი შემთხვევებისა

4. შეიძლება, მხოლოდ საერთო სასამართლოს მოსამართლეთათვის

პასუხი: 2

126. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, საქართველოში სახელმწიფო ხელისუფლების

წყაროა:

1. საქართველოს პრეზიდენტი

2. საქართველოს პარლამენტი

3. ხალხი

4. კონსტიტუცია

პასუხი: 3

127. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, საქართველოს სახელმწიფო ენა არის:

1. ქართული და რუსული

2. ქართული, ხოლო აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში-აგრეთვე აფხაზური

3. ქართული და ინგლისური

4. ქართული, რუსული და ინგლისური

პასუხი: 2

128. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, საქართველოს ახალარჩეული პრეზიდენტი ფიცს

დებს:

1. არჩევის დღიდან მეორე კვირა დღეს

2. არჩევის დღიდან მესამე კვირა დღეს

3. არჩევის დღიდან პირველ კვირა დღეს

4. არჩევის დღიდან მესამე შაბათ დღეს

პასუხი: 2

129. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, როდის წყდება საქართველოს პრეზიდენტის

უფლებამოსილება?

1. ახალი პრეზიდენტის არჩევის დღეს

2. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომიისიის მიერ პრეზიდენტის არჩევნების შესახებ

შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნების დღეს

3. ახალარჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე

4. ახალარჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მეორე დღეს

პასუხი: 3

130. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება,

შეცვლა ან შეჩერება შეუძლია:

1. მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტს

2. მხოლოდ საქართველოს პარლამენტს დადგენილებით

3. მხოლოდ საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს

4. მხოლოდ სასამართლოს, კანონით განსაზღვრული წესით

პასუხი: 4

131. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, საქართველოს მთავრობის წევრს აქვს უფლება:

1. დააფუძნოს საწარმო

2. ეწეოდეს სამეწარმეო საქმიანობას

3. იღებდეს ხელფასს რაიმე სხვა საქმიანობიდან

4. ეწეოდეს სამეცნიერო საქმიანობას

პასუხი: 4

132. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, აქვს თუ არა საქართველოს პრეზიდენტს

უფლება, ეკავოს პარტიული თანამდებობა?

1. არ აქვს

2. აქვს

3. არ აქვს, გარდა საქართველოს პრეზიდენტის, პარლამენტის და ადგილობრივი

თვითმმართველობის ორგანოების არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდებისა

4. აქვს, თუ თანხმობას მისცემს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

პასუხი: 1

133. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტი არ არის

უფლებამოსილი:

1. თანხმობა მისცეს საქართველოს მთავრობას საქართველოს პარლამენტში საქართველოს

სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის წარდგენაზე

2. მიანიჭოს სახელმწიფო ჯილდოები, უმაღლესი სამხედრო, სპეციალური და საპატიო

წოდებები, უმაღლესი დიპლომატიური რანგები

3. საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით მიიღოს სხვა სახელმწიფოთა და საერთაშორისო

ორგანიზაციათა ელჩების და სხვა დიპლომატიური წარმომადგენლების აკრედიტაცია

4. დაითხოვოს საქართველოს პარლამენტი კონსტიტუციით განსაზღვრულ შემთხვევებში და

დადგენილი წესით

პასუხი: 1

134. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, რეფერენდუმის დანიშვნასა და ჩატარებასთან

დაკავშირებული საკითხები განისაზღვრება:

1. კანონით

2. კონსტიტუციური შეთანხმებით

3. ორგანული კანონით

4. კონსტიტუციური კანონითა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით

პასუხი: 3

135. საქართველოს პრეზიდენტმა გამოსცა ბრძანებულება 1800 მსჯავრდებულის შეწყალების

საკითხთან დაკავშირებით საქართველოს მთელ ტერიტორიაზე რეფერენდუმის მოწყობის

თაობაზე. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, სწორია თუ არა საქართველოს

პრეზიდენტის გადაწყვეტილება?

1. სწორია, რადგან შეიძლება რეფერენდუმის მოწყობა შეწყალების გამო

2. არ არის სწორი, რადგან არ შეიძლება რეფერენდუმის მოწყობა შეწყალების გამო

3. არ არის სწორი, რადგან რეფერენდუმის მოწყობა დასაშვებია მხოლოდ ამნისტიის გამო

4. არ არის სწორი, რადგან რეფერენდუმის მოწყობა დასაშვებია მხოლოდ საერთაშორისო

ხელშეკრულებათა და შეთანხმებათა რატიფიცირებისა და დენონსირების შესახებ

პასუხი: 2

136. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, ჩამოთვლილ მსჯელობათაგან რომელია სწორი?

1. არ შეიძლება რეფერენდუმის მოწყობა კანონის მისაღებად ან გასაუქმებლად, ამნისტიისა და

შეწყალების გამო, საერთაშორისო ხელშეკრულებათა და შეთანხმებათა რატიფიცირებისა და

დენონსირების შესახებ, აგრეთვე ისეთ საკითხებზე, რომლებიც ზღუდავენ ადამიანის ძირითად

კონსტიტუციურ უფლებებსა და თავისუფლებებს

2. რეფერენდუმის მოწყობა შეიძლება კანონის მისაღებად ან გასაუქმებლად, ამნისტიისა და

შეწყალების გამო, საერთაშორისო ხელშეკრულებათა და შეთანხმებათა რატიფიცირებისა და

დენონსირების შესახებ, აგრეთვე ისეთ საკითხებზე, რომლებიც ზღუდავენ ადამიანის ძირითად

კონსტიტუციურ უფლებებსა და თავისუფლებებს

3. არ შეიძლება რეფერენდუმის მოწყობა კანონის მისაღებად ან გასაუქმებლად, გარდა ამნისტიის

კანონისა და შეწყალების გამო, საერთაშორისო ხელშეკრულებათა და შეთანხმებათა

რატიფიცირებისა და დენონსირების შესახებ

4. რეფერენდუმის მოწყობა დასაშვებია მხოლოდ საერთაშორისო ხელშეკრულებათა და

შეთანხმებათა რატიფიცირებისა და დენონსირების შესახებ, აგრეთვე ისეთ საკითხებზე,

რომლებიც ზღუდავენ ადამიანის ძირითად კონსტიტუციურ უფლებებსა და თავისუფლებებს

პასუხი: 1

137. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, ჩამოთვლილ მსჯელობათაგან რომელია სწორი?

1. საქართველოზე შეიარაღებული თავდასხმის შემთხვევაში საქართველოს პრემიერ-მინისტრი

აცხადებს საომარ მდგომარეობას და თავის გადაწყვეტილებას არა უგვიანეს 24 საათისა

დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს პრეზიდენტს

2. საქართველოზე სხვა ქვეყნის შეიარაღებული ძალების თავდასხმისას საქართველოს მთავრობა

აცხადებს ომს საქართველოს სახელით და ამ გადაწყვეტილებას არა უგვიანეს 24 საათისა

წარუდგენს საქართველოს პარლამენტს დასამტკიცებლად

3. საქართველოზე სხვა ქვეყნის შეიარაღებული ძალების თავდასხმისას საქართველოს

ეროვნული უშიშროების საბჭო აცხადებს საომარ მდგომარეობას და ამ გადაწყვეტილებას არა

უგვიანეს 48 საათისა დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს მთავრობას

4. საქართველოზე შეიარაღებული თავდასხმის შემთხვევაში საქართველოს პრეზიდენტი

აცხადებს საომარ მდგომარეობას, სათანადო პირობების არსებობისას დებს ზავს და ამ

გადაწყვეტილებებს არა უგვიანეს 48 საათისა წარუდგენს საქართველოს პარლამენტს

დასამტკიცებლად.

პასუხი: 4

138. საქართველოს პარლამენტმა პარლამენტის წევრს, მ. მაზმიშვილს, ვადამდე შეუწყვიტა

უფლებამოსილება პარლამენტის წევრის სტატუსთან შეუთავსებელი საქმიანობის მოტივით. მ.

მაზმიშვილმა პარლამენტის მიერ მიღებული დადგენილება პარლამენტის წევრის

უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში

გაასაჩივრა. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, სწორია თუ არა პარლამენტის წევრის

მოქმედება?

1. არ არის სწორი, რადგან პარლამენტის დადგენილება პარლამენტის წევრის უფლებამოსილების

შეწყვეტის შესახებ საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება

2. სწორია, რადგან პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს წყვეტს

პარლამენტი. პარლამენტის ეს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს

საკონსტიტუციო სასამართლოში

3. არ არის სწორი, რადგან პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს

წყვეტს პარლამენტი. პარლამენტის ეს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს

უზენაეს სასამართლოში

4. არ არის სწორი, რადგან საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში შეიძლება

გასაჩივრდეს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტასთან დაკავშირებული

მხოლოდ ის საკითხი, რომელიც ეხება არასაპატიო მიზეზით ოთხი თვის განმავლობაში

პარლამენტის მუშაობაში მონაწილეობის მიუღებლობას

პასუხი: 2

139. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, ჩამოთვლილ მსჯელობათაგან რომელია სწორი?

1. საქართველოს პარლამენტი უფლებამოსილია პარლამენტის სიითი შემადგენლობის

უმრავლესობით საქართველოს პრემიერ-მინისტრის წინაშე დასვას საქართველოს მთავრობის

ცალკეული წევრის თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხი. თუ პრემიერ-მინისტრი არ

გაათავისუფლებს მთავრობის წევრს, ასეთ შემთხვევაში იგი სამი კვირის ვადაში პარლამენტს

წარუდგენს თავის მოტივირებულ გადაწყვეტილებას

2. საქართველოს პარლამენტი უფლებამოსილია პარლამენტის სრული შემადგენლობის

უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ პარლამენტის წევრთა ერთი მესამედისა, საქართველოს

პრემიერ-მინისტრის წინაშე დასვას მთავრობის ცალკეული წევრის თანამდებობრივი

პასუხისმგებლობის საკითხი. თუ პრემიერ-მინისტრი არ გაათავისუფლებს მთავრობის წევრს,

ასეთ შემთხვევაში იგი ერთი კვირის ვადაში პარლამენტს წარუდგენს თავის მოტივირებულ

გადაწყვეტილებას

3. საქართველოს პარლამენტი უფლებამოსილია პარლამენტის შემადგენლობის არანაკლებ სამი

მეხუთედით საქართველოს პრემიერ-მინისტრის წინაშე დასვას საქართველოს მთავრობის

ცალკეული წევრის თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხი. თუ პრემიერ-მინისტრი არ

გაათავისუფლებს მთავრობის წევრს, ასეთ შემთხვევაში იგი 10 დღის ვადაში პარლამენტს

წარუდგენს თავის მოტივირებულ გადაწყვეტილებას

4. საქართველოს პარლამენტი უფლებამოსილია პარლამენტის სრული შემადგენლობის

უმრავლესობით საქართველოს პრემიერ-მინისტრის წინაშე დასვას საქართველოს მთავრობის

ცალკეული წევრის თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხი.

პასუხი: 4

140. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, აქვს თუ არა საქართველოს პრეზიდენტს

უფლება, საკუთარი ინიციატივით სესიებს შორის პერიოდში მოიწვიოს საქართველოს

პარლამენტის რიგგარეშე სესია?

1. აქვს

2. არ აქვს

3. აქვს უფლება, მხოლოდ მორიგი სესიის მიმდინარეობისას მოიწვიოს რიგგარეშე სხდომა

4. აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რიგგარე სესია სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის

განსახილველად უნდა იქნეს მოწვეული

პასუხი: 2

141. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, რა შემთხვევაშია ხელმისაწვდომი ოფიციალურ

ჩანაწერებში არსებული ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია ადამიანის

ჯანმრთელობასთან, მის ფინანსებთან ან სხვა კერძო საკითხებთან?

1. თვით ამ ადამიანის თანხმობით, გარდა კანონით დადგენილი შემთხვევებისა

2. როდესაც ეს აუცილებელია სახელმწიფო უშიშროების ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების

უზრუნველსაყოფად

3. როდესაც ეს აუცილებელია ჯანმრთელობის, სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების

დასაცავად

4. ყველა პასუხი სწორია

პასუხი: 4

142. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, ვრცელდება თუ არა კონსტიტუციაში

მითითებული ძირითადი უფლებები და თავისუფლებები, მათი შინაარსის გათვალისწინებით,

იურიდიულ პირებზედაც?

1. ვრცელდება

2. არ ვრცელდება

3. ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ იურიდიულ პირთა საქმეებს საერთო

სასამართლოები განიხილავენ

4. არ ვრცელდება, გარდა კანონით დადგენილი გამონაკლისი შემთხვევებისა

პასუხი: 1

143. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, ქვეყნის რომელიმე ნაწილში საგანგებო

მდგომარეობის შემოღების შემთხვევაში ქვეყნის დანარჩენ ტერიტორიაზე არჩევნების ჩატარების

შესახებ გადაწყვეტილებას იღებს:

1. საქართველოს პრემიერ-მინისტრი

2. საქართველოს პარლამენტი

3. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე

4. საქართველოს პრემიერ-მინისტრი საქართველოს პრეზიდენტის თანხმობით

პასუხი: 2

144. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, იკრიბება თუ არა დათხოვნილი პარლამენტი და,

თუ იკრიბება, რა შემთხვევაში?

1. დათხოვნილი პარლამენტის შეკრება დაუშვებელია

2. დათხოვნილი პარლამენტი იკრიბება მხოლოდ საომარი მდგომარეობის გამოცხადების

შემთხვევაში საომარი მდგომარეობის დამტკიცების, ანდა საომარი მდგომარეობის გაგრძელების

საკითხის გადასაწყვეტად

3. დათხოვნილი პარლამენტი იკრიბება საგანგებო ან საომარი მდგომარეობის გამოცხადების

შემთხვევაში საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დამტკიცების, ანდა საგანგებო ან საომარი

მდგომარეობის გაგრძელების საკითხის გადასაწყვეტად

4. დათხოვნილი პარლამენტი იკრიბება მხოლოდ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების

შემთხვევაში საგანგებო მდგომარეობის დამტკიცების, ანდა საგანგებო მდგომარეობის

გაგრძელების საკითხის გადასაწყვეტად

პასუხი: 3

145. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტის მორიგი არჩევნები

ტარდება პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის კალენდარული წლის:

1. სექტემბერში

2. ოქტომბერში

3. ნოემბერში

4. დეკემბერში

პასუხი: 2

146. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტის მორიგი არჩევნების

თარიღს არჩევნებამდე არა უგვიანეს 60 დღისა ნიშნავს:

1. საქართველოს პრემიერ-მინისტრი

2. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე

3. საქართველოს პრეზიდენტი

4. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე საქართველოს პრეზიდენტის თანხმობით

პასუხი: 3

147. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, საქართველოს პარლამენტის დათხოვნა:

1. დაუშვებელია

2. დასაშვებია, თუ ამის შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებს თავად პარლამენტი სრული

შემადგენლობის არანაკლებ სამი მეხუთედით

3. დასაშვებია განსაკუთრებულ შემთხვევებში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს

გადაწყვეტილებით, საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრული შეზღუდვების

გათვალისწინებით

4. დასაშვებია საქართველოს პრეზიდენტის მიერ, საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრულ

შემთხვევებში, კონსტიტუციითვე განსაზღვრული შეზღუდვების გათვალისწინებით

პასუხი: 4