ლიტერატურული პროექტი · web viewჩაძირული...

37
ლლლლლლლლლლლლ ლლლლლლლ ლლლლლლლლლ ლლ-ლლლლლლ ჩჩჩჩჩჩჩჩ ჩჩჩჩჩ ჩჩჩჩჩჩ I …ლლლლლლლლ, ლლლ ლლლ ლლლლლ 1492 ლლლლლლ, ლლლ ლლლლლლლ, ლლლლლ ლლლლლლლლლლ ლლლლლლლ ლლლლლლლლ ლლლლლლლლლლ, ლლლლლლლლლ ლლლლლლლლლლლ ლლლლლლლლლლლ ლლლლლლლლლლ ლლლლლლ ლლლლლ ლლ ლლლლლლლლლლლლ ლლ ლლლლლლლლლლლ, ლლლლლლლლლ ლლლლლლლლლ ლლლლლლლლლლლ ლლლლლლლლლ. ლლლლლ ლლლლ ლლლლლლლლ, ლლლ ლლლლლლლლ ლლლლლლლლლლლ ლლლლლლლლლლლ ლლლლლლლლლ, ლლლლლლ ლლლლლლლლლ ლლლლლლლლლლ ლლ ლლლლლლლლ ლლლლლლლლლლ, ლლლ ლლლლლლლ ლლლლლ ლლლლლ ლლლლ ლლლლლლლლლლლ, ლლლ ლლ ლლლლლლლლლლ. …ლლ ლლლ ლლ ლლლლლლლლლლ ლლ ლლლლლლლლლლ ლლლლ ლლლლ ლლლლლლლლლლ ლლლლლლლ, ლლლლლ ლლლლლლლლლლ ლლ ლლლლლლლლლლლლლლ, ლლლლლლ ლლლლლლლლ ლლლლლლლლლ ლლლლლლლლლლლ ლლ ლლლლლლლლ ლლლლლლლლლლლ ლლლლლლლლ, ლლ ლლლლლ ლლლლლლლლლლლ ლლ ლლლლლლლლ ლლლლლლლლლლლ ლლლლლლლლლ. ლლლლ ლლლლლლლ ლლლლლ ლლლლლლ, ლლლლ ლლლლლ ლლლლლ ლლლლლლლლლ, ლლლლლლლლლლლ ლლლლლლლლლლლლლ ლლლლლლ ლლლლლლ ლლლლლლლ, ლლლლლ ლლ ლლლლ ლლლლლლლლლლლლლლლ ლლლლლ, ლლლლლლლლლლ ლლლლ, ლლლლლლლ ლლლლლლლლლ ლლლლლლლ… დდდდ დდდდდდდდდ II …ლლლლლლლ ლლლლლლ ლლლლლ ლლლლლლლლლლლ, ლლლლლლლლლ ლლლლლლ ლლლლლლ ლლლლლლლლლლ ლლ ლლლლლლლლლლ. ლლლლლლლლლლლლლ ლლლლლლ ლლლლლლლლლლ, ლლლლლლლლლლლ ლლლლლლ. ლლლლლლ ლლლლლლლლლლ ლლლლლლ, ლლლლლლლლლლ ლლ, ლლლლლლლლლლლლ ლლლლლლლლლლლლ ლლ ლლლლ, ლლლ ლლლლ, ლლლლლლ ლლლლლლლლლლლლ ლლლლლლ, ლლლლლლლლ ლლლლლლლლლლ, ლლლლლლლლ, ლლლლლ ლლლლლლლლ ლლლლლლ ლლლლლლლლლლლლლლლლლ ლლლლლლლლლლლ, ლლლლლლ ლლლლლლლ ლლლლლ, ლლლლლლლლლლლლლ ლლლლლ.

Upload: others

Post on 17-Sep-2020

3 views

Category:

Documents


0 download

TRANSCRIPT

Page 1: ლიტერატურული პროექტი · Web viewჩაძირული გემის ამბავი. i …ცნობილია, რომ ჯერ

ლიტერატურული პროექტიგააგრძელე მო-თხრობა

ჩაძირული გემის ამბავი

I

…ცნობილია, რომ ჯერ კიდევ 1492 წლამდე, ანუ მანამდე, სანამ ქრისტეფორე კოლუმბი ამერიკას მიადგებოდა, ქართველმა ზღვაოსნებმა გადაწყვიტეს ინდოეთამდე ჩასვლა გემით და აღმოსავლეთის ამ ქვეყანასთან, არამხოლოდ სახმელეთო ურთიერთობის დამყარება. თუმცა ისიც ცნობილია, რომ ესპანელი ზღვაოსნებიც ინდოეთისკენ მიდიოდნენ, მაგრამ ამერიკაში აღმოჩნდნენ და ამიტომაც სავარაუდოა, რომ ქართული გემიც იგივე ბედს გაიზიარებდა, რომ არ ჩაძირულიყო.

…და რომ არ ჩაძირულიყო და ქართველებს უფრო ადრე აღმოეჩინათ ამერიკა, ვიდრე ესპანელებს ან პორტუგალიელებს, როგორი იქნებოდა ამერიკელი ინდიელებისა და ქართველი ზღვაოსნების შეხვედრა, ან როგორ იმოქმედებდა ეს აღმოჩენა საქართველოს მომავალზე. თუკი თითქმის ყველა ხალხმა, ვინც ზღვის პირას ცხოვრობდა, ზღვაოსნობის განვითარებაში თავისი წვლილი შეიტანა, რატომ არ უნდა გამოგვეყენებინა ჩვენც, ქართველებს ზღვა, რომელიც ყოველთვის გვქონდა…

დათო ტურაშვილი

  

II

…ისტორია ძალიან სათუო მეცნიერებაა, ისტორიაში ძალიან ბევრია გამონაგონი და კონიუქტურა. ლიტერატურაშიც ბევრია გამონაგონი, კონიუქტურაც ბევრია. ორივეს ადამიანები ქმნიან, ადამიანები კი, მოგეხსენებათ სრულყოფილები არ ვართ, ვერ ვართ, მაგრამ სრულყოფილება გვინდა, როგორღაც თავისთავად, უნებურად, რაღაც ჩვენთვის უცნობი კანონზომიერებიდან გამომდინარე, მაგრამ სურვილი ერთია, განხორციელება მეორე.

ქართველების ინდოეთისაკენ მიმავალი გემი ჩაიძირა – ეს ისტორიული ფაქტია, შეიძლება გამონაგონიც ამას მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენ ჩვენი ამბავი შევთხზათ. ქართველების გემი არ ჩავძიროთ, გზა აუბნიოთ და ამერიკის მივცეთ გეზი.

Page 2: ლიტერატურული პროექტი · Web viewჩაძირული გემის ამბავი. i …ცნობილია, რომ ჯერ

ლიტერატურული პროექტიგააგრძელე მო-თხრობა

მაშ ასე; მეზღვაურები ნაპირზე გადმოვიდნენ, ყველა დარწმუნებულია რომ ინდოეთში არიან. ინდოეთი დღესაც ზღაპრული ქვეყანაა, იმ დროს კი ამ ზღაპრულობას ზღაპრული სიმდიდრის მითიც ემატებოდა.

ხმელეთზე გადმოსული მეზღვაურები აქეთ-იქით იხედებიან, მათი მზერა ოქროს სასახლეებს ეძებს, მაგრამ ოქროს სასახლეები არსადაა.. მეზღვაურები ტყისკენ მიემართებიან. ღუზაჩაშვებული გემი წყალზე ტივტივებს. მეზღვაურები ტყეში შედიან.. ტყეში უცნაური, საშიში ხმები ისმის. მეზღვაურები ხვდებიან, რომ ახლა ოქროს სასახლეზე მნიშვნელოვანი ადამიანების, თუნდაც ერთი ადამიანის პოვნაა, ერთი აქაური ადამიანის. ოქროს მოძიება ადამიანის მოძიებით იცვლება. მეთაური მარჯვენა ხელს წევს, მეზღვაურები ჩერდებიან.. უცნაური და საშიში ხმები ძლიერდება..

დავით ქართველიშვილი

 

III

 … ჩასულები სხვადასხვა სოციალური წარმომავლობის ადამიანები იყვნენ, მაგრამ როგორც მოგეხსენებათ, ნებისმიერი ტექნიკური თუ მატერიალური მიღწევა გაცილებით ხელმისაწვდომი მაღალი სოციალური ფენისთვის უფროა, ვიდრე ღარიბ-ღატაკი ბოგანოსთვის, თუმცა ასეთ ბოგანოებსაც შეხვდებათ ხოლმე „ნამცეცები სუფრიდან“ და სწორედ ერთ-ერთი ბოგანო, სამსონ მხარგრძელი ახლა ყველაზე წინ იდგა და ბრძანებას ელოდა უზარმაზარი ხეების უკან გაშლილ მდელოზე გაეხედა და ენახა ხმა საიდან მოდიოდა.

მხარგრძელების გვარი თავის დროზე ძალიან განთქმული და ძლევამოსილი იყო. ნახევარი საუკუნის წინ სწორედ პირველი მხარგრძელი იყო, ვინც ანდრონიკე I კომნენოსი სასტიკად დაამარცხა და თავისი მომავალი შვილთაშვილის პატივსაცემად ქალაქი სამსუნი დააარსა. სამსონმა ეს ამბები იცოდა, ისიც იცოდა, რომ წინაპრის სახელი უფრო დიდი ტვირთია ადამიანისთვის, ვიდრე მთელი გემის ეკიპაჟისთვის სამყოფი წყლის თრევა, ამიტომ ახლა გაფაციცებული შესცქეროდა გემის კაპიტანს და ნიშანს ელოდა წინ გავარდნილიყო.

ნიშანმა არ დაახანა და სამსუნიც წინ გადახტა და ხეებს შორის გაუჩინარდა. რამდენიმე ნაბიჯი გაიარა თუ არა, თვალწინ ბიბინა მდელო გადაეშალა. ასეთ მდელოებს საქართველოში ჩოგნის თამაშისთვის იყენებდნენ მისი თანასოფლელები (როგორც ერთი მისი თანამედროვე პოეტი

Page 3: ლიტერატურული პროექტი · Web viewჩაძირული გემის ამბავი. i …ცნობილია, რომ ჯერ

ლიტერატურული პროექტიგააგრძელე მო-თხრობა

იტყოდა „ხელმარჯვედ სცემდნენ ჩოგანსაო“) და მასაც სამშობლო გაახსენდა, შვილები, ოჯახი, რომლებიც მეოთხე წელი იყო არ ენახა.

მდელო ჩვეულებრივი მდელო იქნებოდა, რომ არა ერთი უცნაური რამ. შუა მინდორზე ლითონის ოთხკუთხედი უზარმაზარი წითელი კუბოსმაგვარი რაღაც იდგა, რომელიც ურემივით ოთხ ბორბალზე იდგა (ოღონდ ეს ბორბლები არა ხის, არამედ რაღაც გაურკვეველი შავი მასალის იყო). ასეთი რამ არასოდეს ენახა სამსონს. ლითონის ყუთს წინა ნაწილში ოთხი უზარმაზარი მანათობელი თვალი და უკან კუდისმაგვარი ლითონის ხვრელი ჰქონდა, საიდანაც შავი კვამლი გამოდიოდა და უცნაურ რახრახა ხმას გამოსცემდა. რკინის ყუთის სახურავზე შიშველი კაცი იჯდა, პირიდან თეთრ კვამლს უშვებდა, ერთ ხელში რკინის კათხა, მეორეში კი მომცრო ზომის ქვა ეჭირა, რომელიც ყურზე მიედო და თავისთვის ბურტყუნებდა. . .

გურამ მეგრელიშვილი

 

IV

აიმღვრა წყალი, ყველა ხელს ურევს, საკუთარი საზომით რწყავს და ღვრის. ხუთი საუკუნე ისე გაილია, არავის გახსენებია ეს გემი. ახლა დაივერები დღეში რამდენჯერმე ჩამოდიან, ამოწმებენ, ეძებენ. ერთი შავგვრემანი ქართველი ბიჭის დანახვაზე ქერცლები სულ ყალყზე მიდგება, შესაბამისად, ცურვა მიჭირს და ადგილზე ვშეშდები. ღამ-ღამობით გემბანზე სხდებიან, ავცურდები და ვუსმენ – მაგათი ენა კარგად მესმის, მაგათ სიმღერებზე გულის ძარღვი მენასკვება და მაგათ რაც აინტერესებთ, ისიც მშვენივრად ვიცი – ერთი მთხოვოს “იმან” და ყველაფერს ვუამბობ, – პირი მუდამ წყლით როდი მაქვს სავსე:

1492 წელს ბაბუაჩემს (ძალიან შორეულ ბაბუას – უშორესზე უშორესს!) სულივერ აბდალს კანაფის საუკეთესო მოსავალი აუღია გურიაში, ხელდამშვენებული ასულა ინდოეთისკენ მიმავალი ქართული ხომალდის გემბანზე და უნიკალური ხელბარგის დამსახურებით მალე აღმოჩენილა მეზღვაურების ყურადღების ცენტრში. ისედაც საუცხოო გარეგნობის ვაჟკაცებს სასწაულმოქმედი ბალახის დამსახურებით უფრო დამშვენებიათ ცხვირ-პირი, სულ რიფი-რიფინით გაუვლიათ ბოსფორის სრუტე, მარმარილოს, ეგეოსის, ხმელთაშუა ზღვები, გიბრალტარი და 6 სექტემბერს ჩვენს წყლებში შემოგელვებულან. ამ დროისთვის საკმაოდ ხისტი საზღვაო კვანძები გამოხლართვოდათ  თავებში და ზოგიერთს ეგონა უკვე ინდოეთის ზღაპრულ და მდიდარ მიწაზე ვდგამ ფეხსო, ზოგს უღრანი ტყე ელანდებოდა, ზოგიც წარმოდგენებში ბიბინა მდელოზე დანავარდობდა, მავანს ყურში უცნაური და

Page 4: ლიტერატურული პროექტი · Web viewჩაძირული გემის ამბავი. i …ცნობილია, რომ ჯერ

ლიტერატურული პროექტიგააგრძელე მო-თხრობა

საშიში ხმები ჩაესმოდა, ერთ სახელგანთქმულ და განათლებულ დიდგვაროვანს კი ლითონის ბორბლებზე შემდგარი საფრენი ხომალდი მოლანდებია ოთხი მანათობელი თვალით, კუდისმაგვარი უკანა ხვრელიდან შავ კვამლს რომ უშვებდა…

გემი ისედაც ჩაძირვის პირას იყო, მაგრამ ვინ დააცადა: ბებიაჩემს (ძალიან შორეულ ბებიას – უშორესზე უშორესს!) გემის კიჩოზე ნიფხვისამარა გადმომჯდარი სულივერ აბდალის დანახვაზე ისეთი თავბრუ დასხმია და ისეთი ტალღები ამოუტრიალებია, რომ პალოს-დე-ლა-ფრონტერას ყურედან ქრისტეფორე კოლუმბის თაოსნობით გამოსული გემებიდან ერთ-ერთი, “პინტა” კინაღამ წყალმა დატბორა ჰომეროსის კუნძულთან. მომდევნო სამი კვირის მანძილზე, სანამ ოკეანის ზედაპირზე უხვად ამოტივტივებულ წყალმცენარეებზე მხართეძოზე წამოწოლილი ქართველი ზღვაოსნები ატლანტის ნიმფების გენოფონდის გამდიდრებით იყვნენ დაკავებული, ამავე წყალმცენარეების ხელშეშლით თუ ხელშეწყობით ესპანელებს გზა აებნათ და 16 სექტემბერს სარაგოსის ზღვა აღმოაჩინეს. 7 ოქტომბერს გეზი სამხრეთ-დასავლეთისკენ აიღეს და 12 ოქტომბერს, ღამის 2 საათზე “პინტას” გემბანიდან როდრიგო დე ტრიანამ მიწა დალანდა!

ამ დროს ქართველების “ფინთა” უკვე ატლანტის ოკეანის ფსკერზე გახლდათ ჩაშვებული, ფაქტს წყალი არ გაუვა  – ყველა ნივთმტკიცება ადგილზე გვაქვს. სულივერ აბდალის შთამომავალი ქალები განსაკუთრებულად ვუფრთხილდებით წინაპრების დანატოვარს. ახლა მთავარია, ამერიკის აღმოჩენის ამბიცია დათმოთ, ის მიიღოთ და გამოიკვლიოთ რასაც  სინამდვილეში მიაგნეს ქართველებმა XV საუკუნის მიწურულს და კონტაქტზე გამოხვიდეთ. დაყოვნებაც არ ივარგებს, ქართველი დაივერი ბიჭის დანახვაზე ერთხელაც თუ მომიარა უშორესზე უშორესი ბებია-ბაბუასავით და გვერდულად გამოვცურე, მტრისას აქ ამბავი ატყდება. ისეთ წყლებს დავატრიალებ, ვინძლო, წყნაროკეანურ სანაპიროს გადავწვდე და თვალეთ მერე ცუნამის სიმძლავრე და მიწისძვრის მაგნიტუდები.

2011 წელი. მარტი. გავცურე!..

მაკა ლდოკონენი

V

მე მახსოვს, რომ ადრე, როცა ადამიანი ვიყავი, ჩიმგელა მერქვა და ჩემი საყვარელი ცხოველი იყო მგელი. მე ისიც მახსოვს, რომ როდესაც კი ცეცხლოვან კაქტუსებს გავღეჭავდი, მაშინვე სოფლის ბოზ ტაკლი-ტუკლისთან გადავდიოდი და მის ეზოში ზეციური ობობის ცეკვას ვასრულებდი ხოლმე.

Page 5: ლიტერატურული პროექტი · Web viewჩაძირული გემის ამბავი. i …ცნობილია, რომ ჯერ

ლიტერატურული პროექტიგააგრძელე მო-თხრობა

სოფლური ალიაქოთის თავიდან ასაცილებლად ტაკლი-ტუკლი ყოველთვის ფართოდ მიღებდა ვიგვამის კარს და ღამეს თავისთან მათევინებდა. სოფელი ვერაფრით ხვდებოდა, თუ რითი ვიყავით მე (მაშინ ჭკუასუსტი ჩიმგელა) და ბოზი ტაკლი-ტუკლი მთელი ღამის განმავლობაში დაკავებული, რადგანაც ღამით ტაკლი-ტუკლის ვიგვამიდან  მოსალოდნელი ვნებიანი კვნესის მსგავსი არაფერი ისმოდა.

ტაკლი-ტუკლიმ ჩემი ხასიათი მშვენივრად იცოდა. ის ხომ იცოდა და იცოდა, რომ მე ის უბრალოდ ცას, ჰაერს, ცეცხლსა და მიწას მერჩივნა, ამიტომ ყოველ ჯერზე ფრთხილად წამომაწვენდა ხოლმე, თავზე მეფერებოდა და თავის გამოგონილ ნამდვილ ამბებს ღიღინით მიყვებოდა.

მე მახსოვს, რომ ადრე, როცა ადამიანი ვიყავი, თვალმილულული ვუსმენდი ტაკლი-ტუკლის, მეძინებოდა და სიზმრად სწორედ მის მოყოლილ ნამდვილ ამბებს ვხედავდი.

როგორც წესი, ტაკლი-ტუკლის მონაყოლში აუცილებლად მონაწილეობდა ხოლმე ჩემი საყვარელი ცხოველი მგელი, ვიღაც ძალიან უცნაური ხალხი და მეც სიზმრებში ყოველთვის ამ ცხოველისკენ ვიყავი. ალბათ წინასწარ თუ ვგრძნობდი, კაი ხნის მერე ბოზი ტაკლი-ტუკლი, შუაღამით, წყაროსთან შავ ანინატეფს რომ უნდა დაეწყევლა, მე კი, ტაკლი-ტუკლის გამოსარჩლებული ჩიმგელა, წითელ მგლად ვექციე, რის პასუხადაც უკვე მგლადქცეულს ავი ყმუილით უნდა დამენაფლეთებინა შავი ანინატეფი.

მართლაც, რაღაც ხნის მერე, დილაუთენიას, როდესაც სოფელმა წითლად შეღებილი წყაროსთავი, ირგვლივ მიმოფანტული შავი ანინატეფის დაჯღვარკული ძვლები ნახა, მაშინვე მიხვდა, რომ მოხუც ანინატეფს ვერასდროს იხილავდა. აი ჩემი მგლად ქცევა კი არავის გაუგია ტაკლი-ტუკლის გარდა.

ჩემი სოფლიდან გადაკარგვა ჩემივე დაულაგებელ ტვინსა და გონებას მიაწერეს. თან არც ტაკლი-ტუკლი იღებდა ხმას, არადა იმ ღამის ხომ ყველაფერი ზეპირად იცოდა, მაგრამ შავი ანინატეფის დაწყევლილს მეტყველების უნარი სულ წართმეოდა და ასე უენოდ და ჩუმად აგრძელებდა ბოზურ ცხოვრებას.

ტაკლი-ტუკლის ასეთი გარდასახვა თავიდან კი ძალიან გაუკვირდა სოფელს, მაგრამ ვინაიდან კრინტი ვერ დააცდენინეს და ვერაფრით მიხვდნენ ტაკლი-ტუკლის ასე ერთბაშად დამუნჯების მიზეზს, ხელი ჩაიქნიეს და ჩვეულად განაგრძეს ცხოვრება. ერთი კი იყო, ტაკლი-ტუკლის ვიგვამთან აღარავინ ცეკვავდა ღამღამობით ზეციური  ობობის ცეკვას, ხოლო ტაკლი-ტუკლისთან ვნების დასაცხრომად გადასულ კაცებს ძალიანაც მოსწონდათ ასეთი ტაკლი-

Page 6: ლიტერატურული პროექტი · Web viewჩაძირული გემის ამბავი. i …ცნობილია, რომ ჯერ

ლიტერატურული პროექტიგააგრძელე მო-თხრობა

ტუკლი, რომელიც დიდი შეერთებისას ხმას არ იღებდა. სამაგიეროდ და ამის პასუხად, ჰაერში ხელისთითებით ხატავდა ამ დროს წესით და რიგით ხმამაღლა გამოსაცემ ბგერებს.

ასე იქცა ბოზი ტაკლი-ტუკლია სოფლის პირველ მუნჯად. მე კი, მგლადქცეული ჩიმგელა ყოველ შუაღამით ქარის ბექობზე ავდივარ და დარდისგან დიდ წყალს შევყმუი.

შავი ანინატეფის წყევლა მე კარგად მახსოვს.

მან მგლად ყოფნა მომისაჯა, ტაკლი-ტუკლის მუნჯობა დააწყევლა და ერთიც დაამატა _ ამ ჯადოს ვერაფრით აიხსნით, თუკი დიდი სავსემთვარობისას ცხრა წყლის იქიდან დიდი ხის სახლით მოსულ, უცნაურ ენაზე მოლაპარაკე ულვაშებაწკეპილ და წარბებშეერთებულ ზე-კაცებს – შენ ბოლომდე არ უერთგულებ და მათთვის ყველაზე მთავარ “მეობის” საიდუმლოს არ დასტყუებო.

მე ჭკუასუსტმა ეს ყველაფერი მაშინ ძალიან დიდ შეურაცხყოფად მივიღე. მგლად ქცეულმა სულ ნაკუწ-ნაკუწ დავანაფლეთე შავი ანინატეფი, ერთი სევდიანად ავხედე ენაჩავარდნილ ბოზ ტაკლი-ტუკლის და ტყისკენ მოვკურცხლე.

იქ მე ტყის ცხოველებთან საერთო ენის გამონახვა ვცადე, მაგრამ ცხოველებს არ ესმით ჩემი. ყველასათვის უცხოა ტყეში უეცრად გადმობარგებული წითელი მგელი, რომელმაც ორ ფეხზე დგომა იცის და შეუძლია ხეზე ასვლა.

მე ჯადოს ახსნა მინდა ძალიან და სულ უფრო ხშირად ვუგდებ დიდ წყალს ყურს.

ბესო ხვედელიძე

 

VI

”მეფე ანათებს” აეკვიატა იმ დღეს დილიდან და რამდენჯერმე წამოსცდა კიდეც მეგობრებთან საუბრისას, რომლებიც კვლავ უშედეგოდ ცდილობდნენ მის დაყოლიებას.

ძმა-ბიჭები რომ შორეული მიწებისკენ აპირებდნენ გამგზავრებას, კარგა ხანია იცოდა, გაყოლის სურვილიც ხშირად შემოუჩნდებოდა ხოლმე, მაგრამ

Page 7: ლიტერატურული პროექტი · Web viewჩაძირული გემის ამბავი. i …ცნობილია, რომ ჯერ

ლიტერატურული პროექტიგააგრძელე მო-თხრობა

სასტიკად უარჰყოფდა  და ცდილობდა ამოეგდო თავიდან. საფიქრალს მოვცდებიო, ღელავდა. მეგობრებსაც არწმუნებდა, ხომ იცით სხვა საქმე მაქვს, უცხო მიწებისთვის არა მცალია, ჩემიც მეყოფაო. თუმცა კი წარმოდგენა უზარმაზარი გემით იმ უზარმაზარ წყალში გასვლისა, რომელიც მისი სამშობლოს ხმელეთს ასჯერ აღემატებოდა, სასწაულებრივ ფანტაზიებს ჰგვრიდა. სამეფო კარზე გაზრდილ ყმაწვილს ზღვაოსნებთან საქმე არასდროს დაუჭერია და საფიქრალიც მართლა სხვა ჰქონდა – განუწყვეტილ ეჭიდებოდა სიტყვებს და მიუხედავად იმისა, რომ სერიოზულად არავის შეუხედავს მისი ნარითმი ამბებისათვის, უკვე საკმაოდ ბევრი რომ ჰქონდა დაგროვილი, მაინც ეჭვი არ ეპარებოდა, სწორედ ეს იყო საქმე, რომლისთვის მოავლინა ღმერთმა ამქვეყნად. ”მეფე ანათებს” წამოსცდა ისევ და ის სასირცხვო ამბავი მოაგონდა, რამდენიმე თვის წინ რომ გადახდა თავს. პერგამენტითა და ბატის ფრთით აღჭურვილი დაეხეტებოდა აღმა-დაღმა. ისე შეჰყვა ფიქრების მდინარებას, რომ ვეღარც კი გრძნობდა სად იყო და ანგარიშმიუცემლად მიუახლოვდა მეფის მდინარეს. იქ უნებურად თვალი მოჰკრა მეფეს და მის მხლებელ დიაცებს, გაშიშვლებულნი რომ ჭყუმპალაობდნენ წყალში. თვალი მოჰკრა კი არა, მზის სხივი ეცა თვალში, სხივი, რომელიც უთუოდ მეფის დიადი მკერდიდან უნდა ასხლეტილიყო. ეს ამბავი მუდამ სიწითლეს ჰგვრიდა სახეზე და სინდისს უფორიაქებდა. მეგობრები არ ცხრებოდნენ – საქმე კი არა, სატრფო გყავს საფიქრალად გახდილი და  გულში დიაცჩავარდნილ ყმაწვილს აბა რას დაგითანხმებთო. იმდენი უჩიჩინეს, რომ ბოლოს მაინც სძლია სურვილმა და გამოეთხოვა სამეფო კარს დროებითა და დიდი გულისწყვეტით. წამს არ მოვაცდენ, წყალში იქნება თუ მიწაზე განუწყვეტლივ ვწერ და იქნებ უკან უკვე დასრულებული ამბითაც დავბრუნდეო, გადაწყვიტა საიმედოდ და ამოჰყო თავი უზარმაზარი ხომალდის გემბანზე, რომელიც ინდოეთისაკენ მიეშურებოდა. მისმა წამოსვლამ ბევრი გაახარა, გზად ბევრს დაუმეგობრდა, ბევრი გაიცნო და ბევრმა გაიცნო, თუმცა არავინ უწყოდა, რომ უცხო ხმელეთზე ჩასვლისთანავე ყმაწვილ შოთას მგელი გაგლეჯდა თავის პერგამენტებიან-ფიქრებიან-რითმებიანად.

ძალზედ ნიჭიერი ჭაბუკი იყო და ვინ იცის, რა დიდებული წიგნის დაწერა ედო გულშიო, სთქვა ღვინითა და სინანულით ცრემლმორეულმა სამსონ მხარგრძელმა, როდესაც შოთას გვამი ოკეანის ფსკერზე ჩაუშვეს.

 ნიკუშა ანთაძე

 

VII

Page 8: ლიტერატურული პროექტი · Web viewჩაძირული გემის ამბავი. i …ცნობილია, რომ ჯერ

ლიტერატურული პროექტიგააგრძელე მო-თხრობა

ლი ჰენრი, მისი გარებიძაშვილი და ჩემი მეგობარი, იქნებოდა ასე 29 წლისა და სამიოდ თვის. როგორც ამბობენ, ცისფერი თვალები უელავდა – მე ფერებს ვერ ვარჩევ, როგორც ჩვენი ნახევრადბრძენი წინაპრები იტყოდნენ – გაგანია დალტონიკი ვარ. ფერებს ვერა, მკერდს და ფეხებს კი კარგად ვამჩნევ – ამარანტა ჰენრის რა-რა და ეს გარეორგანონი დიახაც არ დაეწუნებოდა. გლუვი სხეული ჰქონდა. ტვინიც. ხანდხან ისე უმიზეზოდ იცინოდა, რომ მე, კაცს, რომლის მშობლებმაც ორი ბინა გაყიდეს, ოკეანე რომ გადმომეფრინა – უკან დაბრუნება მინდებოდა. მარტო სიცილი არაფერ შუაშია. ერთხელ ასე გაღრეჭილი მომიახლოვდა და მხარზე დანა დამცხო. მოკლედ ვერ იყო. ვერ იყო  ლი ჰენრიც. როგორც ვთქვი, იგი იქნებოდა ასე 29 წლისა და სამიოდ თვის. მხარზე ხალი ჰქონდა. მოზრდილი. წელსზევით სულ შიშველი დადიოდა. ზამთარში ერთ პერანგს თუ გადააცმევდნენ ძალით. მე მაინც ვმეგობრობდი. ძირითადად ამარანტას ამბავში. ერთხელ ჰენრიმ ამაზონი  ნახა, მაშინაც გველმა უკბინა -გადაარჩინეს, მაგრამ ჭკუაზე შეცდა. ყველა ნაკადული და გუბე, მას მერე ამაზონი ეგონა. ჰოდა, ერთხელაც საკუთარ აბაზანაში ჩაყვინთა გველის მოსაკლავად და თვითონ ამოიყვანეს მკვდარი. ჩვენ ბევრი ვიტირეთ – მე და ამარანტამ.

მე პლეხანოველი ვარ. შეშლილი ბებიაჩემი მიყვებოდა რომ ჩემი შორეული წინაპარი მხარგძელი იყო. არ მაბოლებდა – თვითონ ვერ იყო. სკლეროტიკებს რა დაეჯერებათ – მე გვარად ლილუაშვილი ვარ. ფერებს ვერ ვარჩევ. ზურგზე ხალი მაქვს. ვარსკვლავს ჰგავს.

 გიორგი კეკელიძე

VIII

მოკლედ, არ ვიცი, სწორედ ამ მხარგრძელი წინაპრის სისხლმა მიყივლა თუ უბრალოდ, პლეხანოვის მტვერის ყლაპვით გაბეზრებულმა გადავწყვიტე აქ წამოსვლა და ექსპედიციაში ჩავეწერე. აბა ისე წინასწარ ვიცოდი, რომ დიდ ფულს აქ ვერ ვიშოვიდი  და გასართობიც ბევრი არაფერი იქნებოდა. კალიფორნია აქ არ არის, ოქროს სანაპიროები, მკერდდაბერილი გოგოები და ელიტარული კლუბები. მთელი დღე წყალქვეშ ვყვინთავ და ჩვენი შორეული წინაპრების ძვლებს და ჩაძირული გემის ნაწილებს დავეძებ. შუადღეს აქვე დაჭერილი თევზით და კიბორჩხალებით ვსადილობთ. კიბორჩხალებს ცეცხლზე ვწვავთ და  დამშეული პირისკენ რომ მივაქანებ, ჯერ ისევ აფართხალებენ წითელ ფეხებს. სასაცილოა, მაგრამ დაივერობა ლაგუნა ვერეს ჭუჭყიან აუზზე ვისწავლე. ჩემს ბავშვობაში იქ წყალქვეშა კლუბი ქონდათ. „80 ათასი კილომეტრი წყალქვეშ“ ერქვა. შეძენილ ცოდნას ზაფხულობით

Page 9: ლიტერატურული პროექტი · Web viewჩაძირული გემის ამბავი. i …ცნობილია, რომ ჯერ

ლიტერატურული პროექტიგააგრძელე მო-თხრობა

კვარიათის და სარფის ნაპირებზე ვიღრმავებდი. ბავშვობისას გემის კაპიტნობაზე ვოცნებობდი, მაგრამ გავიზარდე და მივხვდი რომ ზღვაოსნობაში ბევრი არაფერი  ყრია. უკვე ყველა მიწა აღმოჩენილია. დაივერობა კი ნამდვილად უფრო საინტერესოა. წყალქვეშა არქეოლოგიაა რა. ხელიხელსაგოგმანებელ ობოლ მარგალიტს თუ არა, რამე საინტერესო ძველმანს მაინც გადააწყდები და ისტორიას გაამდიდრებ. ისტორიას კი გაამდიდრებ, მაგრამ აბა რა ვიცი აწყობს კი ეს მოულოდნელი აღმოჩენები ჩვენი სახელოვანი ქვეყნის ომების და გმირების ისტორიას? თუ ესეც, როგორც ყველაფერი სხვა დანარჩენი, ვიდრე გამომზეურდება, აუცილებლად უნდა გადავაკეთოთ და შევალამაზოთ?..

გუშინ საღამოს მუშაობას რომ მოვრჩით და პუშკინის ზღაპრის არ იყოს ერთი ჟანგიანი, ძირგავარდნილი ვარცლის გარდა ვერაფერი ვიპოვეთ, ბიჭები დასავენებლად წავიდნენ. მე სანაპიროზე ჩამოვჯექი. წყლის ზედაპირი ჩამავალი მზის სხივებს ირეკლავდა. დალტონიკი კი ვარ, მაგრამ ბუნების სილამაზის აღქმა ნამდვილად შემიძლია. მაგრამ აქაურობა უკვე მომყირჭდა და  ბუნების სილამაზეს არ დავუტყვევებივარ. ტალღების ხმას რაღაც უცნაური ხმა მოყვებოდა. ხმა ქალის ნაზ კვნესას თუ სევდიან სიმღერას ჰგავდა. სირინოზების და ნიმფების არ მჯერა, მაგრამ ისეთი გრძნეული და გულისმჭრელი ხმა იყო,  დავიჯერე.  ესენი ხომ გემებს ძირავდნენ. ჩემი შავტუხა თავი კი ვის რა ჭირად უნდა. ხმა ძლიერდებოდა, გონებას მიბინდავდა, თავისთან მეძახდა და მეც მისკენ გავცურე.. ასეთი სიმღერა არასდროს მომისმენია. გულს ბაგაბუგი გასდოდა, ხმას მივყვებოდი და  მგონი საბოლოოდ შევიშალე, როდესაც საღამოს მზეში მოლივლივე ოქროსფერთმიანი სირინოზი, მისი მრგვალი მხრები და ულამაზესი მკერდი დავლანდე. სირინოზმა ჩაყვინთა და მეც მივყევი. სირინოზი ვეღარსად, მაგრამ იქ ფსკერზე წყალმცენაარეებსა და მარჯნის რიფებს შორის ლითონის ოთხკუთხედი  კუბოსმაგვარი რაღაც დავინახე. ყუთს ჰგავდა. კისერზე დაკიდებული წყლის ფანარი ავანთე და დაკვირვებით დავათვალიერე. ზედაპირი წყალმცენარეებისგან გავანთავისუფლე და ყუთზე ოთხი დიდი მანათობელი თვალი დავინახე. ვაჰ, მსგავსი არაფერი მენახა. ყუთს თითებით ვსინჯავდი და არ ვიცი ამ სინჯვისას რა წერტილზე მომიხვდა ხელი, რომ ყუთის ერთი უჯრისმაგვარი ნაწილი გაიხსნა და შიგ პატარა, ასეთივე ლითონის განჯინა დავინახე. მთელი დღის ყვინთვისგან დაღლილს და ქანცგაცლილს ფილტვებში ჟანგბადი მელეოდა, ცოტაც და გული წამივიდოდა, განჯინას ხელი დავავლე და ზემოთ ამოვცურდი.

ნაპირზე გამოსულმა განჯინა გაჭირვებით გავხსენი. შიგ რაღაც სითხით სავსე ბოთლი და პერგამენტები ვიპოვე. ბოთლში ჩემი აზრით ექვსი საუკუნის წინ ჩამოსხმული მაგარი კახური ღვინოა. წითელი ღვინო. პერგამენტები კი  თითქმის ხელუხლებლადაა შემორჩენილი. მლაშე წყალს განჯინაში

Page 10: ლიტერატურული პროექტი · Web viewჩაძირული გემის ამბავი. i …ცნობილია, რომ ჯერ

ლიტერატურული პროექტიგააგრძელე მო-თხრობა

ჰერმეტულად ჩაკეტილი ქართული წარწერებისთვის არაფერი დაუკლია. ქართული რომაა წყალი არ გაუვა, მხოლოდ რა წერია და ნუსხურია, ხუცური თუ ასომთარული, ეგ აღარ ვიცი. როგორც ჩანს, ქართული გემის ეკიპაჟიდან ვიღაც წერდა. ალბათ დღიურებს თუ აწარმოებდა ან ჩემი სირინოზის შორეულ წინაპარს უძღვნიდა შეშლილ ლექსებს.. შეიძლება აქ სწორედ ის წერია თუ რა მოხდა სინამდვილეში. რატომ  აიმღვრა წყალი, რატომ აურია ყველამ ჭუჭყიანი ხელი იქ, სადაც ჩვენთვის დიდი აღმოჩენების ეპოქა იწყებოდა… და რას გადააყოლეს ქართველებმა ახალი მიწის პოვნა –დასაკუთრების სახელი და დიდება.

ღამეა. ხელნაწერებს დავცქერი და ისევ ის ხმა მესმის. ეს ხმა თან მაშინებს თან მათრობს, მაგიჟებს… ისე მიზიდავს, არაადამიანური ძალის დაძაბვა მჭირდება, ისევ მას რომ არ გავყვე.. ხელნაწერებს დავყურებ. ვიცი ახლა უნდა გავძლო და გათენდება თუ არა, ისევ იმ მანათობელი ყუთისკენ გავცურო…

 თეონა დოლენჯაშვილი

IX

 ყუთი  ბუნგალოში წავიღე და მეგობრებს დავუძახე. ნუსხურის მცოდნე არავინ აღმოჩნდა.  ერთს ასომთავრულად ეწერა მარჯვენა ხელზე ,,ნიზაბუდუ მატ რადნუიუ”, მაგრამ ასომთავრული სხვაა და ნუსხური კიდევ სხვა. ისეა ასოები დახრილი და დაღვარჭნილი, ოთხი თვალი თუ არ გაქვს, ვერაფრით წაიკითხავ. მთელი კოსტა_რიკა მოვიარე საჭირო მასტის ძებნაში.  ბოლოს ,,გრანდ ხინკალის” მეპატრონე აჩი პირველმა კუბაში წასვლა მირჩია. თავისი ხაკისფერი კატერი მათხოვა, რუგზაკი ნაზუქებით გამივსო, ნაპირიდან ხელი დამიქნია და მომაძახა:

_ფრთხილად იყავი, რაც არ უნდა იყოს ბერმუდის სამკუთხედში ხარ და  პორტში რომ მიხვალ, ვარლამ გალელი იკითხე.

_ რომელ პორტში? _ დავიბენი მე.

_ სულერთია, მთავარია პორტი იყოს.

კატერი ტალღებს მხიარულად მიაპობდა. მე ნაზუქს ვღეჭავდი. აჩის რაღაცფერ სეტერ ლომიკას წინა თათები საჭეზე დაეწყო,  პლასტმასის ძვალს ჩიბუხის ტარივით ღრღნიდა და ჰორიზონტს მშვიდად გასცქეროდა. ერთი საათის შემდეგ მდგომარეობა რადიკალურად შეიცვალა. საიდანღაც

Page 11: ლიტერატურული პროექტი · Web viewჩაძირული გემის ამბავი. i …ცნობილია, რომ ჯერ

ლიტერატურული პროექტიგააგრძელე მო-თხრობა

გამომტყვრალმა ქარმა ღრუბლები მორეკა და ცა მუქად გადაღება. შემდეგ ძრავი ჩაქრა, კატერი ჯორივით დადგა და შეშინებულმა ლომიკამ წკმუტუნი დაიწყო. გადამცემი ჩავრთე, მაგრამ არც კონტაქტი იყო და  შიშინიც  სადღაც გამქრალიყო. ყველაფერი ,,პამეხებს” გადაეფარა და ისეთი ხმები ისმოდა, თავი მარსელების ვარსკვლავთმფრენზე მეგონა.

ჩამობნელდა, იელვა, კიდევ იელვა, მერე სადღაც ცა გაიხა და წვიმა წამოვიდა. ტროპიკული თქეში იყო.  თითქოს  მილიონი მონღოლი და მილიონი მონღოლის ცხენი ერთდროულად შარდავდა.

ვითარცა ლერწამი ქართაგან ძლიერთა, კატერი ჩემი, ტალღებს შორის იბრიდებოდა.

_ დაგვერხა ლომიკ; _ ვუთხარი ძაღლს. ყუთიდან ბოთლი ამოვიღე, საცობი მოვაძვრე და სმა დავიწყე. ცოფივით ღვინო იყო. ხუთ ყლუპში ისე გავილეშე ყველაფერი დავიკიდე და სიმღერა შემოვძახე. ერთ მომენტში ხმას ბოლომდე ავუწიე, ლომიკა შეშინებული შემომახტა, ბოთლი ხელიდან გამივარდა და ფსკერისკენ წავიდა.

გავბრაზდი, მზად ვიყავი საწყალი ძაღლი შუაზე გამეგლიჯა, მაგრამ მერე ისეთი რამ მოხდა, ახლაც არ მჯერა.

ჯერ იყო და     ელვის შუქზე კატერის კიდეზე ჩამოწყობილი ხელები შევამჩნიე, დაძარღვული, აქერცლილი და გრძელ ფრჩხილებიანი.

_ ვინ ხარ? _ დავიყვირე შეშინებულმა

_ მოყვასი, _ იყო პასუხი, რომელსაც დიდი პაუზა მოყვა, თითქოს სიტყვის წარმომთქმელს სხვა სიტყვები დავიწყებოდა და წყალქვეშ ლექსიკონს ეძებდა.

შიშისაგან გონება დავკარგე. აზრზე რომ მოვედი, ნავში სამ თეთრწვერა კაცთევზასთან ერთად ვიჯექი.  მეოთხე ძრავს უჩხიკინებდა და ძველქართულად იგინებოდა.

_ კაი გამარჯობა ჭაბუკო, _ მითხრა ერთმა, როდესაც შემატყო ხმის ამოღებას არ ვაპირებდი, თან რაღაც მათარა მომაწოდა და მანიშნა დალიეო.

გამოვართვი და გადავკარი. მერე დავახველე და თვალები ისეთნაირად გადმოვკარკლე კაცთევზებს სიცილი აუვარდათ.  დავიფიცები რომ არაყი იყო,  ორნახადი, ჭაჭის არაყი.

Page 12: ლიტერატურული პროექტი · Web viewჩაძირული გემის ამბავი. i …ცნობილია, რომ ჯერ

ლიტერატურული პროექტიგააგრძელე მო-თხრობა

_ არ შენაძლება დალევა კაცსა და რადა ჰკლავთ, _ გაბრაზდა მეოთხე, რომელსაც ძრავის შეკეთება დაესრულებინა და მაზუთიან ხელებს წვერზე იწმენდა_ მოიტა აქა _ მიბრძანა ხმამაღლა და ხელი გამოიწოდა. მერე მათარა მოიყუდა და რაკრაკით ჩაცალა.

_ მე მქვია  გრიგოლი. ესა _ ხელი ბეჭზე ჩამოადო ყველაზე ჩიას  _ ცვატაა, ეს ორნი კიდევ ტყუპები გიგაი და შალვაი. სამსუნის ძენი ვართ ოთხივენი. წეღან ფსკერზე ლახტსა ვთამაშობდით და უცბად ღვინის სუნი გვეცა . ოჰჰოჰოი, ისეთი სუნი იყო ცხონებული მამაჩვენი გაგვახსენა. ეგეთი ღვინის დაყენება იმან იცოდა, რომ გახსნიდა მეზობელი კუნძულებიდან მოდიოდა ხალხი სასმელად.  აქვე ცხოვრობდა ვარსკლავას კუნძულზე, ერთ თვლიან  ოდაში. მერე აიჩემა დიდ მიწაზე უნდა წავიდეო, ტივი შეკრა და მის მერე აღარ გვინახავს. დედაჩვენი ორსულად იყო მაშინ, ფეხებიანი ბავშვი ყოლია მუცელში და მშობიარობისას ორივე დაიხოცა. ისე   ჩვენც გვაქვს წყალქვეშა ვენახები, მაგრამ მარილიანი ყურძნით ღვინო კარგი არ გამოგვდის და არაყსა ვხანხლავთ. რაც მამა წავიდა გემრიელი არაფერი მისვამს.  აგერ ხო ხედავ შენც კინაღამ გულ-ბოყვი ჩაიწვი. ხოდა იმას გეუბნებოდი. ღვინო მეცნო მაგრამ შენ ვერა გცნობ, ვინ ხარ, საიდან მოდიხარ?

_ დათო ვარ ლილუაშვილი, პლეხანოველი და თბილისელი, ეგ ღვინო წყალქვეშ ვიპოვე, მაშინ მეგონა მოჩვენებას მივდევდი კვალდაკვალ, მაგრამ ახლა ვხვდები, ოქროსფერთმიანმა ქალთევზამ სპეციალურად მიმიყვანა ამ ყუთთან _ რატომღაც სწრაფად მივაყარე. თითქოს დამნაშავე ვიყავი და თავს ვიმართლებდი

_ ესა მამას ჰქონდა, _ ამოიოხრა ცვატამ, როდესაც ყუთი  მივაწოდე, _ რაღაცეებს წერდა და შიგნით აწყობდა. ჩემთვისაც უნდოდა წერა ესწავლებინა, მაგრამ მერე დაეზარა წყალქვეშ მაინც არ გამოგადგებაო, მეუბნებოდა.

_ ჩემს გარდა სხვა ადამიანებსაც ხშირად შეხვედრიხართ? _ დავინტერესდი მე.

_ ბავშვობაში ბევრი გვინახავს, ხის გემებით დაცურავდნენ. ერთი ორი გემი ჩაიძირა კიდეც და რამდენიმეს გადარჩენაში მივეხმარეთ, მაგრამ ლაპარაკი არცერთმა არ იცოდა, რაღაც უცნაურ ხმებს გამოსცემდნენ ან შეშინებულები ზმუოდნენ. მერე ვიფიქრეთ, რომ მამაჩვენის ენაზე ჩვენს გარდა არავინ ლაპარაკობდა და ხალხთან შეხვედრას ვერიდებოდით. წეღან ძაღლს რომ უბრაზდებოდი, მამა მეგონე, ზუსტად მასე ყვიროდა ისიც, როცა დედა საუზმეზე ორაგულის ნაცვლად დელფინს მიუყვანდა. მოგკლავ შე ზვიგენის კერძოო, ასე უყვიროდა, დღესავით მახსოვს, _ გაიხსენა გრიგოლმა.

Page 13: ლიტერატურული პროექტი · Web viewჩაძირული გემის ამბავი. i …ცნობილია, რომ ჯერ

ლიტერატურული პროექტიგააგრძელე მო-თხრობა

_ ქალთევზა ვნახეო, რომ ამბობდი, ლაპარაკობდა? _ მკითხა ერთ_ერთმა ტყუპისცალმა

_ ალბათ კი. სიმღერა ნამდვილად გავიგონე.

_ შეიძლება და იყოს ჩვენი, _ გაუხარდა ცვატას. მერე მე მომიბრუნდა და მკითხა: წყალქვეშ ჩამოსვლა შეგიძლია? მამას შეეძლო, ოღონდ ცოტა ხნით. ვენახს განახებდი, ჩვენს სახლსაც. თენდება. ამ დროს ქვემოთ ძალიან ლამაზია.

_ მეჩქარება, _ ვუპასუხე მე და ვინანე საყვინთავი მოწყობილობა თან რომ არ წავიღე _ კუბაში მელიან.

_ კარგი მაშინ აღარ შეგაყოვნებთ, _ მითხრა გრიგოლმა, _ ყველაფერი წესრიგშია. შეგიძლია წახვიდე.

ცვატამ სასტვენი მომცა. ყურში ჩამჩურჩულა: აქეთ რომ მოხვდები, დაუსტვინე და შენს სანახავად ამოვალო. მე ვერაფერი მოვიფიქრე და ჩემი პანამა ჩამოვაფხატე. მოუხდა, მაგრამ ალბათ წყალქვეშ დაკარგავდა. გამომშვიდობების დროს ოთხივეს სათითაოდ გადავეხვიე და გრიგოლის ზურგზე ვარსკვლავის ფორმის ხალი შევამჩნიე.

კუბამდე უჩვეულო არაფერი შემმთხვევია. ჰავანას პორტში შესულმა, პირველივე მებარგულს ვარლამ გაგრელის მისამართი ვკითხე. მან კი პატარა ვიზიტკა მომაწოდა, რომელზეც ნომერი ეწერა. საბაჟოს შენობიდან დავრეკე. ვარლამი 10 წუთში მოვიდა და დაფახფახებული ყვითელი ტაქსი მოიყვანა. უცნაური გარეგნობა ქონდა. რაღაც შუალედური ბობ მარლისა და ტრულაილას შორის. როდესაც ვუთხარი, ნუსხური ტექსტები ჩამოგიტანეთ და იქნებ წაიკითხოთთქო, ბავშვით გაუხარდა. მერე ჭეშმარიტი თბილისელივით მითხრა.

_ მე სულ ტაქსისტი კი არ ვიყავი, სახლში ორი დიპლომი მაქვსო.

მაგრამ, როდესაც მასთან შევედით, დიპლომები კი არა, სკამებიც ვერსად ვნახე. ვარლამს სასტუმრო ოთახში მათ მაგივრად დიდი ქვები დაეწყო. ნაწერები ამოვიღე და წინ დავუწყე. იმან მოსაწევი მომაწოდა, სანამ ნესტიან სანთებელას ვაჩხაკუნებდი, ვარლამმა კითხვა დაიწყო და ხმამაღლა თქვა.

ამ დღიურის წერა შოთას სიკვდილის შემდეგ დავიწყე.

 მიშა ბახსოლიანი

Page 14: ლიტერატურული პროექტი · Web viewჩაძირული გემის ამბავი. i …ცნობილია, რომ ჯერ

ლიტერატურული პროექტიგააგრძელე მო-თხრობა

 

X

„ვარლამ, ნაღდად ეგრე წერია?“ – მე ვეკითხები. ვარლამა წარბებს შერლოკ ჰოლმსივით ჭმუხნის და თავიდან იწყებს – „წერილსა ამას ვწერ სამსუნ მხარგრძელი, ნუუკუე დამივიწყებდეთ და ნუცა თაყვანს მცემდეთ, რამეთუ გვარად დიდთა სპასალართა შთამომავალი ვარ, წოდებით კი არა მცირედ შევდგებოდი, რომ არა მიწა ესე, რომელზეც ფეხსა ვაბიჯებთ და ახალთა მათთა სამყაროთა კრეტსაბმელებს გადავწევთ“. ახლა ვფიქრობ, ვარლამას მოსაწევია მეცამეტე საუკუნის, თუ ეს წერილი. ვარლამა აგრძელებს: „დიდნი მწუხარებანი მოგვივლინა ღმერთმან, რამეთუ სიკვდილ არს ურიცხვნი ჩვენს შორის, პირველადვე ყმისა შოთაისი და მერმე დაკარგვაი სულივერისა აბდალისი“.. სულივერ აბდალი, სულივერ აბდალი, საიდანღაც მეცნობა – ჩემთვის ვფიქრობ. მახსენდებიან ლიონელ მესი, კარლეს პუიოლი და ბოლოს – ერიკ აბიდალი. სულივერ აბდალი – ერიკ აბიდალი – რაღაც კავშირი უნდა იყოს – ვფიქრობ, ვარლამას ხმა უკვე აქა-იქ მესმის, ამბობს: „სურვილი ესრე ჰქონდა ყმასა შოთას, რაღაცათუ ეწერნა შაირნი გრძელნი და სიბრძნისმოქმედნი და სანამ მგლის ტარიგად იქცა, ანდერძად სთქუა, რამეთუ მე, განდობილს მისას, სამსუნს, დამეწერნა შაირი იგი, შოთაის მიერ არაერთგზის მონათხრობი. ეგრეცა ვიქმ“. ვარლამა უკვე დოქტორ უოტსონს ჰგავს, ამარანტას უყვარდა მაგრად უოტსონი, ამბობდა ჩემ ძმას ჰგავსო, იმ ცხონებულს, ამაზონში რომ უკბინა რაღაცამ. ვარლამა აგრძელებს: „რომელმან შექმნა სამყარო, ძალითა მით ძლიერითა, ზეგარდმო არსნი“.. და ა.შ. ვაჰ. ვფიქრობ. „ვარლამ, პერერივ, ანტრაქტ, რესთ“ – ვეუბნები. ვიგვამიდან გარეთ ვიხედები. სამკუთხედისა რა გითხრათ მაგრამ, გაუსის პირამიდას მაგონებს ეს სანაპირო, ოღონდ აი პინკ ფლოიდის „Dark Side Of The Moon”-ის გარეკანი ხო იცით? ეგეთია. პრიზმული და პლაზმური. ახლა მე თუ ბერმუდის სამკუთხედში ვარ, კუბურ მოსაწევს სამმაგი ძალა უნდა ჰქონდეს, ანუ ლოგიკურად რომ ვიმსჯელოთ, თუ მე სამყარო პირამიდად მეჩვენება სამმაგი ძალით, სამყარო უნდა გავყოთ სამზე და მივიღებთ სამკუთხედს – ეგ არი. ვიგვამში ვბრუნდები. „მერე ვარლამ?“ – ვეკითხები. ვარლამა მიყურებს და პირდაპირ მეუბნება: „მეღადავები, ბიჭი?“. ახლა როგორ გინდა კუბის ერთ-ერთ სანაპიროზე ვიგვამში სკამების გარეშე მცხოვრები ორდიპლომიანი ტაქსისტი თბილისელი ვარლამა დაარწმუნო, რომ კი არ ეღადავები – ეღაღადები. „რა მოხდა, რატო იფიქრე მასე?“. „ვეფხისტყაოსანია ესა“ – ამბობს, ხელი პირთან მოაქვს, შეხვეულს პირიდან მართმევს და არაკეთილგანწყობილად მიყურებს. „ცუდია ესა, წაი ახლა, საიდანაც მოსულხარ“ – მეუბნება. ხელნაწერებს ვიიღლიავებ და გამოვდივარ. დაბნეულობაც ასეთი უნდა. კატერზე ვჯდები. ბევრი უძილობის ბრალია. ჯერ

Page 15: ლიტერატურული პროექტი · Web viewჩაძირული გემის ამბავი. i …ცნობილია, რომ ჯერ

ლიტერატურული პროექტიგააგრძელე მო-თხრობა

ქალთევზა, მერე ეს ჯადოსნური სკივრები, კაცთევზები, ორდიპლომიანი ტაქსისტები. ეჰ. არადა, ეს ცნობისმოყვარეობაც თავისას რომ ითხოვს?

კარგი. მოდი დალაგებულად ვიფიქროთ. მეთხუთმეტე საუკუნის ბოლოს აქ ქართველების გემი ჩაიძირა. სამსუნ მხარგრძელი. ეს ეტყობა ერთ-ერთი წინამძღოლი იყო ამ ექსპედიციის. სულივერ აბდალი ვინღაა. არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, ყველაზე ძლიერად მაგან გაიდგა ფესვები. ჰო სირინოზები საქმეს აფუჭებენ, თუმცა მოხერხებულმა და ენამოსწრებულმა ქართველებმა ეტყობა სირინოზებსაც მოუძებნეს „სუსტი წერტილი“ და შთამომავლობის გამრავლება მიწის ნაცვლად წყალში ისურვეს. მაგრამ, ვეფხისტყაოსანი? საიდან, როგორ? უეჭველი უნდა გავარკვიო. „ბერმუდის სამკუთხედი ერთგვარი პორტალია პარალელური სამყაროებისკენ. თუ იქ მოხვდი და არ გაგიმართლა, ან დროში დაიკარგები, ან სივრცეში.. თუმცა ვინ იცის, იქნებ ესაა გამართლება სწორედაც?“ – მეუბნებოდა ლი ჰენრი. არ გაუმართლა საწყალს, აბაზანაში მოიწყო ბერმუდის ოვალი. იქნებ დრო აირია? სივრცე? არ არსებობს. თუმცა..

უეცრად კატერის ძრავი ჩერდება. ეჰ სად არიან ახლა კაცთევზები, გააკეთებდნენ. მაგრამ არა. ძრავი არ გაფუჭებულა, ძრავი ისევ მოძრაობს, მაგრამ არც ხმა აქვს და არც კატერი იცვლის ადგილს. კუბის სანაპირო შორსაა უკვე, არც კოსტა-რიკაა აქვე. საერთოდაც ასე იოლად ნუ გგონიათ ყველაფერი. რატომღაც სკივრს ვიღებ და პერგამენტებს ვაკვირდები. არ ვიცი ეს ასოთმთავრული და მომკალით, მაგრამ მხოლოდ ეს არაა. ბოლო პერგამენტის უკანა მხარეს რუქაა დახატული. რას გაუგებ ამ სამსუნ მხარგრძელს, იქნებ უბრალოდ საქართველო მოენატრა და დახატა. არაა გამორიცხული, მაგრამ უცნაური ისაა, რომ ეს რუქა არ ჰგავს სხვა რუქებს, არც ამერიკას, არც კუბას, არც კოსტა-რიკას და არც არაკი რომ სთქვა, იმ რუქას. რუქის მარჯვენა ქვედა კუთხეში მგლის თავია გამოსახული. ახლა მე თუ ბერმუდის სამკუთხედში მოვხვდი – დამერხა, – ვფიქრობ. ჩემგან მარცხნივ, იქ სადაც წესით არაფერი არ იყო რამდენიმე წამის წინ, ახლა მიწა ჩანს.. მიწამდე დაახლოებით 50-იოდე მეტრი იქნება. უცნაურია – ვფიქრობ, მაგრამ ბერმუდის სამკუთხედში მოხვედრას, ისევ ეს ჯობს. სკივრს თოკებით ტანზე ვიმაგრებ, ვკეტავ და ნაპირისკენ მივცურავ. უცნაური ადგილია, ალბათ რომელიღაც კერძო კუნძულია, მარტოობის მოსურნე წყვილებზე ან ქარაფშუტა მწერლებზე რომ აქირავებენ ხოლმე მფლობელები. არა უშავს, თუ დამაჯარიმებენ ამ კუნძულზე გადმოსვლისთვის, როგორც მინიმუმ იმას მაინც ვიტყვი, რომ დავიკარგე. ტყიდან უცნაური ხმები მოისმის. იქნებ, ვინმეს გადავეყარო. 27 ნახევრად შიშველი ქალწული, ან ჯანდაბას, ერთი ჩაცმული ლამაზმანიც არ მაწყენდა. იფ, იფ. ტყეში შევდივარ, მზის სხივები ხეებს მიღმა მდელოს აჩენენ, რომელზეც გაურკვეველი სილუეტი იხატება. ვუახლოვდები და..

Page 16: ლიტერატურული პროექტი · Web viewჩაძირული გემის ამბავი. i …ცნობილია, რომ ჯერ

ლიტერატურული პროექტიგააგრძელე მო-თხრობა

შუა მინდორზე ლითონის ოთხკუთხედი უზარმაზარი წითელი კუბოსმაგვარი რაღაც დგას, ურემივით ოთხ ბორბალზე (ოღონდ ეს ბორბლები არა ხის, არამედ რაღაც გაურკვეველი შავი მასალისაა). ასეთი რამ არასოდეს მინახავს. ლითონის ყუთს წინა ნაწილში ოთხი უზარმაზარი მანათობელი თვალი და უკან კუდისმაგვარი ლითონის ხვრელი აქვს, საიდანაც შავი კვამლი გამოდის და უცნაურ რახრახა ხმას გამოსცემს. რკინის ყუთის სახურავზე შიშველი კაცი ზის (ინატრე ამის მერე სექს-ბომბები. ფუ, შენი), პირიდან თეთრ კვამლს უშვებს, ერთ ხელში რკინის კათხა, მეორეში კი მომცრო ზომის ქვა უჭირავს, რომელიც ყურზე აქვს მიდებული და თავისთვის ბურტყუნებს..

 ალექსანდრე ლორთქიფანიძე

 

XI

            გაშეშებული ვდგავარ და ვუყურებ შიშველ, ქოსა, ალბათ საშუალო ასაკის მამაკაცს. ცოტათი მეშინია და ინსტიქტურად უკან ვიხედები - ოკეანე. წინ - მინდორი, ცენტრში რაღაც კონსტრუქცია, რომელიც ბოლს უშვებს, ზედ კი ეს კაცი. გვერდით - სანაპირო. ვხვდები, რომ სხვა გზა არ მაქვს, ღრმად ვისუნთქავ და კაცთან მივდივარ რაც შეიძლება ფრთხილად.

            _ გამარჯობა. _ ყბა მიკანკალებს. ზედაც არ მიყურებს. პირიდან თეთრ კვამლს უშვებს. ბუტბუტებს რაღაცას. სუნთქვას ვიკრავ, მაგრამ მაინც ვერ ვარჩევ მის სიტყვებს. ალბათ აქაური დიალექტია. ყოველ შემთხვევაში, არც ქართულია და არც გერმანული. მეტი კი მე არ ვიცი.

            ვცდილობ მის თვალთახედვის არეში მოვხვდე. იქნებ ყრუა და სულაც ვერ გაიგო ჩემი მოახლოვება. ხო, ნამდვილად ასე იქნება. წინ ვუდგები და ვუღიმი ნაძალადევად. როგორც იქნა მამჩნევს და თავით ფეხამდე მათვალიერებს. ვიძაბები.

            _ გამარჯობა. _ ვიმეორებ დაბნეული.

            ხმას არ მცემს. ჩამოდის მანქანიდან, რომელიც უკნიდან შავ კვამლს უშვებს და ჩემგან ერთ ნაბიჯში დგება. მის მყრალ სუნს ვგრძნობ. იქნებ ჩემი სუნიცაა - არაა გამორიცხული, ძალიან მეშინია, დავსველდი ალბათ და ავყროლდი. ასეთ სისულელეებზე ვფიქრობ, ტვინი წესიერად ვერ მუშაობს. ვდგავარ უძრავად და ველი რას იზამს. მინდა დინებას გავყვე.

            _ კუნი ცუ კუნი გამა ცუ! _ ალბათ მე მეუბნება. ნერწყვს ძლივს-ძლივობით ვყლაპავ. არ ვიცი რა ვუპასუხო.

Page 17: ლიტერატურული პროექტი · Web viewჩაძირული გემის ამბავი. i …ცნობილია, რომ ჯერ

ლიტერატურული პროექტიგააგრძელე მო-თხრობა

            _ უკაცრავად, მე ტურისტი ვარ, იჰ ბინ ტუღისტ, არ ვიცი თქვენი ენა, მე ბინ ტუღისტ... _ ენა მებმის.

            _ კუნი ცუ კუნი გამა ცუ!!! _ ხმას უმატებს. გონებას ვძაბავ. როგორმე უნდა ავამუშავო. ვცდილობ მივხვდე, რა უნდა. გამომდინარე მისი მზერიდან და ინტონაციიდან, რომელშიც ბრაზს ვამჩნევ, ვასკვნი რომ რაღაცას მიბრძანებს. რა უნდა მიბრძანოს? მე რომ შიშველი კუნძულელი ვიყო და ამ ჯანდაბაზე ვიჯდე და პირიდან თეთრ ბოლს ვუშვებდე, რას ვუბრძანებდი პლეხანოველ დათო ლილუაშვილს? ამუშავე გონება დავით. ალბათ... ხო, ეგაა: ალბათ ვეტყოდი, რომ გააჯვას აქედან, განა ვერ ხედავს, რომ მანქანაზე ვზივარ, რომელშიც ვაკუებ და რომელიც ამ გაზებს შავ ბოლად გარდაქმნის და გარეთ უშვებს? განა ვერ ხედავს, რომ კათხით სითხეს ვსვამ, რომელიც პირშივე ორთქლდება და თეთრ კვამლად გამოდის გარეთ? და განა ვერ ხედავს, რომ პარალელურად ინფორმაციას გადავცემ უფროსობას მუშაობის შესახებ? ჰოდა ხელს ნუ მიშლის, გააჯვას რა! რა მაგარი მოსაწევი იყო, საიდან მივხვდი ამ ყველაფერს. საკუთარი მახვილგონიერებით გახარებული მოწიწებით ვუხრი თავს და რამდენიმე ნაბიჯს უკან ვდგამ. ახლა უეჭველად ისევ შეჯდება თავის მანქანაზე და განაგრძობს საქმიანობას. ველი მოვლენების განვითარებას. ეგაა - ყველაფერი ზუსტად ასე ხდება. ბრუნდება, კუილის გარდამქმნელ მანქანაზე ჯდება და აგრძელებს ბუტბუტსა და თეთრი ბოლის გამოშვებას. როგორ თქვა? კუნი ცუ გამა კუ თუ რაღაცა, რა მოხერხებული ენაა რა ჩვენი ენა, ერთი „გააჯვის“ სათქმელად ტიპმა დაღლამდე ილაპარაკა. ჰეჰ, დავიმახსოვრო მაინც, კუნი ცუ გამა თუ რაღაც ხო, გავაგიჟებ ჩემებს რომ დავბრუნდები.

            შიშველი კუნძულელი ახალი შემჯდარი იყო თავის მანქანაზე, რომ უეცრად ყიჟინი გავიგონე:

            _ აეეეეე! მოკვდიმცა რჯულძაღლო!

            მეტი ვერაფერი გავიგე, თუმცა ღრიალი არ შეწყვეტილა. მხოლოდ ისღა შევამჩნიე, რომ შიშველი მეკუილე თუ გამკუებელი მანქანიდან ჩამოვარდა და მიწაზე მუცლით გაიშხლართა. მის ზურგში კი უზარმაზარი ისარი იყო შერჭობილი. მუხლები მომეკეცა. ამდენ ემოციას და გაურკვევლობას ჩემმა დაბოლილმა ტვინმა ვერ გაუძლო და ცოტა ხნით გაითიშა.

            როდესაც გამოვფხიზლდი, თვალში ზორბა ტანის მქონე ადამიანი გამეჩხირა. ხელში მშვილდი ეჭირა და მრისხანედ მიყურებდა.

            _ ვინა ხარ? _ ამოვიკნავლე უიმედოდ. ალბათ აქაური იყო ესეც, თუმცა მოკლულს არ გავდა არაფრით. სხვა აქ ვინ უნდა ყოფილიყო აბა. ოხ, სამშობლოს გავყიდდი ახლა კუნძულელთა ენის ცოდნის სანაცვლოდ.

Page 18: ლიტერატურული პროექტი · Web viewჩაძირული გემის ამბავი. i …ცნობილია, რომ ჯერ

ლიტერატურული პროექტიგააგრძელე მო-თხრობა

            _ საიდამ უწყი ენაი ესე ქართული? _ გამომეპასუხა ზორბა და აქ მეორედ დავაპირე გულის წასვლა, იმდენად დავიშოკე. რატომღაც არ წამივიდა, არადა ლოგიკური იქნებოდა.

            _ ქართველი ბრძანდებით? _ შევეკითხე მოწიწებით.

            _ გახლავართა.

            _ გვარი, სახელი...

            _ სამსუნაი მხარგრძელი! საიდამ გაქვსთ ჩვენი სუნდუკი ესე, მითხარ მალ თორემ მიგაყოლებცა რჯულძაღლსა! ჩვენთან წამოხველ თუ მუნ დაგვხვდი? ქურდ ხარა?

            თავიდან ვერ მივხვდი რაზე მეუბნებოდა, ჩემდეგ კი პერგამენტები გამახსენდა, რომლებიც პატარა ყუთში მედო და ხელში მეჭირა. სამსუნ მხარგრძელი, სამსუნ მხარგრძელი, სამსუნ მხარგრძელი... ღმერთო, ცოტა ჩქარა გამინათე გონება, თორემ თვალდაუხამხამებლად მიმაკლავს ეს მოზვერი. სამსუნ მხარგ... გამახსენდა! ვარლამმა პერგამენტების კითხვა დაიწყო ასე: „წერილსა ამას ვწერ სამსუნ მხარგრძელი...“. მერე რაღაცეები, რა მნიშვნელობა აქვს. ღმერთო შენ მიშველე.

            სამსუნ მხარგრძელს აკანკალებული ხელით ვუწვდი სუნდუკს, ძლივს ვდგები ფეხზე, თავს ვხრი და დასახვრეტი დამნაშავესავით მივყვები უკან. ვერაფერზე ვფიქრობ. რაიმე დასკვნის გაკეთების მეშინია. ღმერთო შენ მიშველე, ღმერთო შენ მიშველე, ღმერთო შენ მიშველე...

 ჯაბა ზარქუა

 

XII

წელს აქ რაღაც უცნაური ამბები ხდება. მესამე წელია, ამერიკაში ვსწავლობ და ყოველ წელს, ორ კვირას დედაჩემის მეგობრების საზაფხულო სახლში ვატარებ, ოკეანის სანაპიროზე. ადრე ოკეანიდან ამოსული ნათება არასოდეს შემიმჩნევია, მაგრამ რამდენიმე დღის წინ ისე თვალისმომჭრელად გაანათა რაღაცამ, შეშინებულს მთელი ღამე არ დამეძინა. დილით სანდროს ვკითხე, შენც ხომ არ დაინახე რაიმე-მეთქი და ისე დამცინა, საუზმობისას საერთოდ აღარ ამომიღია ხმა.

Page 19: ლიტერატურული პროექტი · Web viewჩაძირული გემის ამბავი. i …ცნობილია, რომ ჯერ

ლიტერატურული პროექტიგააგრძელე მო-თხრობა

დედაჩემი და სანდროს დედა ბავშვობის მეგობრები არიან. წესით, მე და სანდრო ერთად უნდა გავზრდილიყავით, რომ არა მისი მშობლების გადაწყვეტილება, დაქორწინების შემდეგ ოკეანის იქით ეცხოვრათ. სანდრო ამერიკის მოქალაქედ დაიბადა. ჩემზე სამი წლითაა უფროსი და რაც მეც აქეთ გადმოვბარგდი, ქართული დაუზარლობით ცდილობს შტატიდან შტატში ჩემი ცხოვრების გაკონტროლებას, ისე, როგორც ბავშვობაში, როცა სანდრო სამი თვით ჩამოდიოდა საქართველოში და მშობლებს ერთად დავყავდით დასასვენებლად. მერე რა, რომ მალე ოცდახუთის ვხდები და ორ წელიწადში პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორიც მერქმევა _ ეს ამერიკაშიც ისე გაზარდეს, ჩვენთან რომ ქართულად გაზრდას ეძახიან, მე კი საქართველოშიც იმას მეუბნებოდა დედაჩემი, რომ ჩემი თავის პატრონი მარტო მე თვითონ ვარ და სხვა არავინ.

ჰო, ნათებაზე ვყვებოდი. რაღაცნაირი იყო, წყლის ზედაპირზე მოძრაობდა. აივნიდან ვუყურებდი. რაღაცნაირი ხმაც იყო თითქოს. როგორ შეიძლებოდა, ჩემს გარდა ვერავის დაენახა, არ ვიცი.

სანდრომ რომ დამცინა, ირინამ თქვა, დედამისმა, რომ ადრე დამხმარე ჰყავდა სახლში, რომელიც უცნაურ ისტორიებს ყვებოდა, თითქოს ყურეში ქალთევზები ცხოვრობდნენ და საუკუნეების წინ აქ გემები იღუპებოდნენ. მე არასოდეს არაფერი შემიმჩნევიაო, მხრები აიჩეჩა ირინამ, მერე გაიღიმა და დაამატა _ დედაშენი დაინტერესდებოდა ამ ამბით.

კი, დაინტერესდებოდა. დედაჩემი გაეროში მუშაობს, თან წერს. სულ გზაშია, სულ წასულია. მთელი ბავშვობა მენატრებოდა დედაჩემი, მაგრამ ისიც ვიცოდი, რომ დედა მაგარი გოგოა და ბევრს რაიმეს აკეთებს იმისთვის, რომ ადამიანებმა კარგად იცხოვრონ და კარგად ვიცხოვროთ ჩვენც. მე თუ მკითხავთ, უფრო იმაზე ფიქრობს, რომ სხვები იყვნენ კარგად და მიუხედავად იმისა, რომ სულ მაკლდა, რაც დრო გადის, უფრო და უფრო კარგად მესმის მისი და უფრო და უფრო ვემსგავსები მას და არა მამას. რაღა დაგიმალოთ და ეს მიხარია. ყოველთვის ასე იყო _ სანამ დედა დადიოდა და წიგნებს წერდა, მამა თავის ისედაც ფართო ბიზნესს აფართოვებდა. მისთვის ყველაფერი უცხოა, რასაც დედა აკეთებს, დედას კი საერთოდ არ აინტერესებს, როგორ მსხვილდება მამას საბანკო ანგარიშები. თითქმის 27 წელია, ასე არიან და გაგიკვირდებათ, რომ ერთმანეთზე, უბრალოდ, გიჟდებიან.

_ ანკა, მე წავედი _ დაიძახა სანდრომ.

_ სად მიდიხარ? _ სამზარეულოდან გამოვიდა ირინა.

_ ქართველი დაივერები არიან სანაპიროზე, ერთი ბიჭია, დათო, ერთი კვირის წინ გავიცანი. ვნახავ და ამოვალ.

Page 20: ლიტერატურული პროექტი · Web viewჩაძირული გემის ამბავი. i …ცნობილია, რომ ჯერ

ლიტერატურული პროექტიგააგრძელე მო-თხრობა

_ დაპატიჟე ჩვენთან _ გაუხარდა ირინას.

სანდრომ კარი გაიხურა. ასე იცის, წესიერად არაფერს გიპასუხებს, მაგრამ მე მაინც ყველაზე ძალიან მიყვარს სანდრო.

იმ ღამით ისევ განმეორდა ნათება. თავიდან დავაპირე, სანდრო გამეღვიძებინა, მაგრამ მერე გადავიფიქრე, მაინც მეტყოდა, ნავები დაცურავენ და ანათებენო ან რაღაცას გამოიგონებდა. აივანზე ვიჯექი და ოკეანეს ვუყურებდი.

ბავშვობაში, ძალიან, ძალიან იშვიათად, მაგრამ ხანდახან, როგორც ყველა ბავშვს, მეც მეძინა დედასთან. ეს იმ იშვიათ დღეებში ხდებოდა, როცა დედა არ მუშაობდა, არც წერდა, არც სტუმრები გვყავდა და არც დილაადრიან იყო სადმე წასასვლელი. მიყვარდა გაღვიძება დედაჩემის ფართო საწოლში, რომლის თავზეც ყოველთვის იყო გადაკიდებული თეთრი, ლურჯზოლიანი, მექსიკური შარფი, ტუმბოზე კი, ლამპასთან და რამდენიმე საყვარელ წიგნთან ერთად ანდერსენის „პატარა სირინოზის“ მინიატურული ქანდაკება იდო, რომელიც დედამ ჩემს დაბადებამდე ჩამოიტანა, უფრო სწორად, როგორც თვითონ ამბობდა, „ჩამოიყვანა“ კოპენჰაგენიდან.

_სად ცხოვრობს? _ ვეკითხებოდი დედას.

_ კოპენჰაგენში _ მპასუხობდა.

_ შენ ნახე?

_ არა, სამოგზაუროდ იყო.

_ ქალთევზები მოგზაურობენ?

_ ყოველთვის _ იღიმებოდა დედა.

უკვე 20 წლის ასაკში გავიგე, რომ მაშინ, ჩემს დაბადებამდე, კოპენჰაგენში წასულმა დედამ თითქმის მთელი ქალაქი შემოიარა ფეხით ამ ქანდაკების სანახავად, ადგილზე მისულს კი ქანდაკება იქ არ დახვდა _ იაპონიაში, რაღაც საერთაშორისო გამოფენაზე ქალბატონი ქალთევზა დანიას წარმოადგენდა.

დედას ყველაფერი მივწერე უცნაური ნათებების შესახებ. ახლა ანტვერპენშია, არ ვიცი, გლობალურ შიმშილს ებრძვის, თანამედროვე მონობას თუ გენდერულ უთანასწორობას, მაგრამ პასუხი, ჩემდა გასაოცრად, დილითვე მომივიდა.

Page 21: ლიტერატურული პროექტი · Web viewჩაძირული გემის ამბავი. i …ცნობილია, რომ ჯერ

ლიტერატურული პროექტიგააგრძელე მო-თხრობა

„ანკა, მგონი, ადრეც მომიყოლია შენთვის, რომ ჩემი აფხაზი დიდი ბებია, ანა, ძალიან უცნაური ქალი იყო, ათასი შელოცვა იცოდა და უფრო მეტი მითი და ზღაპარი. მის ზღაპრებს ყურადღებას არავინ აქცევდა. ახლა სულ ვდარდობ, ნეტავ ისეთ ასაკში ვყოფილიყავი, რომ ჩამეწერა. ქალთევზებზეც ყვებოდა, ამბობდა, რომ ადრე უნახავს, გაგრასთან ახლოს და ესმოდა მათი, როცა მღეროდნენ. იმასაც ხშირად ამბობდა, რომ ამერიკის კონტინენტისკენ ყველაზე ადრე ქართველები დაიძრნენ. ესეც ქალთევზებისგან იცოდა თურმე. მახსოვს, ღამით გადიოდა სახლიდან ხანდახან და ძალიან გვიან ბრუნდებოდა. მამა სიცილით ამბობდა, ზღვის პირას დადის იმ იმედით, რომ ქალთევზები ისევ მოაკითხავენო. მამაჩემს არც იმ განძის არსებობის სჯეროდა, რომელზეც ბებიამისი ყვებოდა _ მის ოქრომჭედელ მამას ყველაფერი წაართვეს კომუნისტებმა, მხოლოდ ერთი სკივრი გადაარჩინეს ოჯახის წევრებმა და საიდუმლო ადგილას ჩამარხეს. ანა ამბობდა, ხვამლის მთის განძიდანააო. ალბათ შენც იცი, თქმულების მიხედვით, ხვამლის მთაში თამარის საგანძური ინახებოდა. რა იყო იმ სკივრში და რა უნდოდა ჩვენს ოჯახში ამ განძს, არ ვიცი. რადგან მისი არსებობის არავის სჯეროდა, არავინ დაინტერესებულა ამით.

მე ხუთი წლის ვიყავი, როცა ჩემი დიდი ბებია ბრმა ტყვიამ იმსხვერპლა, ომის დროს. ბიძაჩემმა თქვა, რომ რაც ომი დაიწყო, ბებია სანაპიროს არ შორდებოდა, ამბობდა, შეშინებული ქალთევზები აღარ დაბრუნდებიანო და ტალღებს მიშტერებოდა. ჩვენები ფიქრობდნენ, რომ საღ გონებაზე აღარ იყო. რომ გარდაიცვალა, ტყვიების ზუზუნსა და ალიაქოთში სასაფლაოზე გადასვენებაზე არც უფიქრიათ, იქვე, ზღვის პირას დამარხეს.“

დილის 7 საათი იყო. სანდრო ყოველ დილით დარბოდა სანაპიროზე. აივანზე რომ გავედი, ზუსტად მაშინ შემოვიდა ეზოში და ამომძახა, ქართველი დაივერი დათო დაიკარგა და საძებნელად მივდივართო.

_ მეც წამოვალ _ მივაძახე.

_ სად წამოხვალ _ შემომიღრინა სანდრომ.

_ მოვდივარ _ ვუპასუხე და ოთახში შევვარდი. ძალიან ვინანე, რომ ჩემი ძველი ზურგჩანთა ბოსტონში დავტოვე.

უკანა ეზოში ველოსიპედის გამოსაყვანად გავედი. კედელთან ინდიელი მებაღე ჯო იყო ატუზული.

_ მის ანა _ შემაჩერა მან _ რაღაც უნდა გიამბოთ, სანამ წახვალთ.

Page 22: ლიტერატურული პროექტი · Web viewჩაძირული გემის ამბავი. i …ცნობილია, რომ ჯერ

ლიტერატურული პროექტიგააგრძელე მო-თხრობა

გამიკვირდა. არასოდეს გამომლაპარაკებია. საერთოდ, ისე ცოტას ლაპარაკობდა, სანდროს მთელი ბავშვობა მუნჯი ეგონა.

_ მის ანა, ჩვენს ტომში ერთი ლეგენდა გადაეცემოდა ოჯახიდან ოჯახს. ძალიან, ძალიან დიდი ხნის წინ, ჩემი წინაპარი ცხოვრობდა, შავი ქურუმი ანინატეფი...

 სალომე ბენიძე

XIII

კუთხეში ვდგევარ, თვალყურს ვადევნებ და ვფიქრობ: მე ვინ შეიძლება ვყოფილიყავი ამათ შორის? ვინ? თუ თეთრი ხალათი კაბა იქნება, ჩაჩი გვირგვინი, იტაკის საწმენდი ჯოხი სკიპტრა?

არადა, კარგა ხანია რაღაც დიდი და იდუმალი წამოიწყეს. ჯერ ვერ ვხვდები. შეთქმულებივით იქცევიან,  ყველას გვერიდებიან. მხოლოდ ერთმანეთში აქვთ კონტაქტი. ჯანდაბა! თავიდან ვერაფერს ვიგებდი, ახლა კი მგონია, რომ ყველაფერს ავუღე ალღო. ჩემი საქმე რაა, ამათი თვალყურის დევნების და დანაგვიანებულის წმენდის გარდა, არც არაფერი. ამიტომაც ვხვდები უფრო მეტს, ვიდრე ყველა დანარჩენი. ვხვდები, მაგრამ ვმდუმვარ. ვაკვირდები, ვაკვირდები, ვაკვირდები.  ჩემი  12 მოციქული - გავიფიქრებ, ხოლმე და მეღიმება. თუმცა ყოველთვის ვცდილობ ეს უფროსმა არ შეამჩნიოს. რა თქმა უნდა, არ უნდა შეამჩნიოს.   მათზე სახლშიც ვფიქრობ ხოლმე, ხანდახან მესიზმრებიან კიდეც. რაც ეს თამაში წამოიწყეს, თავად კი მოთამაშეები გახდნენ,  გონებით სულ მათთან ვარ.  მათზე ფიქრი ჩემი ერთდაერთი გატაცებაა. მათი თვალყურის  დევნება - ჩემი საქმე. როცა გატაცება და საქმე ერთმანეთს ემთხვევა, ამას რა სჯობს?

ყველაფერი ალბათ ორი თვის წინ დაიწყო, ოღონდ ეს მე მოგვიანებით შევამჩნიე. ალბათ, სამი-ოთხი დღის მერე. შეიძლება ერთი კვირის მერეც, არ ვიცი.  ეჭვი მაქვს, რომ თავიდან ერთ-ერთმა უხუცესმა დაიწყო მაგრამ რომელმა ვერ გამირკვევია. უხუცესებს მე ვეძახი, თორემ ორივე დაახლოებით 35-45 წლის მამაკაცია. ორივე რაღაცნაირად ჰგავს ერთმანეთს. ორივე ძალიან სერიოზულია, ორივე ძირითადად დუმს. ორივეს ძალიან ღირსეული იერი ადევს და როგორც გავიგე ორივეს ერთნაირი სახელი ჰქვია. მალევე მესამე მოთამაშე, შედარებით ახალგაზრდა,  წვერიანი მამაკაცი აიყოლიეს. ის უცებ გახდა ყველაზე ხმაურიანი. ეს მან დაიწყო მაგიდის გარშემო სირბილი და ყვირილი: „ანათებს, ანათებს“. ხშირად სიმონ მხარგრძელის სახელს ახსენებს. სიმონის თუ სამსონის, კარგად ვერ ვიგებ. ამ სამსონზე მესამე პირში

Page 23: ლიტერატურული პროექტი · Web viewჩაძირული გემის ამბავი. i …ცნობილია, რომ ჯერ

ლიტერატურული პროექტიგააგრძელე მო-თხრობა

ლაპარაკობს, მაგრამ რატომღაც მგონია, რომ სამსონი თვითონაა, თუმცა არ ვიცი, რომ ჰკითხო რა ჰქვია რას გიპასუხებს. ალბათ სამსონს. ამ დროს ორივე უხუცესი  ძალიან წყნარად იწყებს საუბარს. კარგი სმენა არ მაქვს, ახლოს მისვლაც არ შემიძლია, მაგრამ შიგადაშიგ მაინც მესმის სიტყვები. ჩაძირულ გემზე და რაღაც ექსპედიციაზე საუბრობენ. მაინც ვფიქრობ, რომ ყველაზე საინტერესო შავთვალება ქალიდან იწყება. შავთვალება მე დავარქვი. აბა, მათი სახელები არცერთის არ ვიცი. ძალიან შავი და ლამაზი თვალები აქვს.  ის გაუნძრევლად, ფეხებშეტყუპებული ზის სკამზე, ხანდახან კიდურებს ერთდორულად ამოძრავებს, თითქოს ცურავს. არ ვიცი,  ალბათ სირინოზია. ალბათ კი არა, არის. ამას წინათ პერნაგის გამოცვლაში როცა ვეხმარებოდი, ვკითხე :  შენ ვინ ხარ? „სირინოზი“ ჩუმად, ძალიან ჩუმად მითხრა. კიდევ ერთი მოთამაშე წითური მამაკაცია, ყველას ერიდება. ისიც დუმს. ყოველთვის განცხალკევებით დგას. როგორც მითხრეს, ღამღამობით ყმუილს იწყებს. მე არ შევსწრებივარ, მე აქ მხოლოდ დღის საათებში ვმუშაობ. არადა საინტერესო სანახავი იქნებოდა. კი, საინტერესო სანახავი იქნებოდა, ნამდვილად.  მისი გამოცნობა ადვილია. რა დიდი მიხვედრა უნდა. ეს კაცი მგელია. 

ერთი ახალგაზრდა ბიჭიც ჰყავთ ჩართული.   ახალგაზრდა ბიჭი რამდენიმე გვყავს, მაგრამ ამას გამოარჩევ - განსაკუთრებულად ლამაზია. ისინი ძირითადად ერთად არიან. ეს კი უფრო მარტოა, თუმცა იმ დანარჩენ სამს შეუერთდება ხოლმე.  ხელით დაშლილი ტუალეტის ქაღალდი დააქვს და ზედ წარმოსახვით რაღაცეებს წერს. საწყალს ძალიან უნდა კალამი ჰქონდეს, მაგრამ აბა კალამი აქ როგორ შეიძლება. ჩვენთან ყველანაირი ბასრი და წვტიანი საგანი იკრძალება. ამას წინათ უფროსმა, სანამ ნემსს გაუკეთებდა, თქვა: აბა სად არის ჩვენი რუსთაველი? იმ წუთშივე ნათელი გახდა ყველაფერი. იმ ტუალეტის ქარალდზე რასაც წერს, უკვე ეგეც გასაგებია. კიდევ ერთი მოთამაშე ძალიან გამხდარი, გაფითრებული მამაკაცია. სადღაც ვიღაცამ თქვა, რომ პოეტია. პოეტები ისე ყოველთვის ასეთი  წარმომედგინა. ყველაზე არაკონტაქტური და გამოუცნობია. ვერაფერი გავუგე, მაგრამ მისი სვირინგი ძალიან მომწონს. ხშირად წელს ზემოთ გახდილია. ამ დროს გაუნძრევლად მდგომს საათობით შემიძლია ვუყურო ზურგზე ამოტვიფრულ სვირინგზე  -  ზედ დიდი ვარსკვლავი აქვს მიხატული. ხადახან ვოცნებობ ნეტა მეც მქონდეს ასეთი სვირნიგი. კიდევ ერთი გვყავს - მაღალი, გამხდარი გრძელთმიანი ქალი. ის გაუჩერებლად დადის, წრეებს ურტყავს, შემდეგ უცებ დაიხრება და სკამების ქვეშ რაღაცას უწყებს ძებნას. საათობით ეძებს, რაღაცნაირად ჯიუტად და დაუღალავად. ძალიან ვგულშემატკივრობ. იქნებ ერთხელ იპოვნოს კიდეც, რასაც ასე ეძებს, ასე დაუღალავად. თამაშში კიდევ სამი ახალგაზრდა მამაკაცია ჩართული. ისინი სხვებისგაბ განსხვავებით სულ ერთად არიან, ძალიან ხმურობენ, რაღაცაზე ხან თანხმდებიან ხან ვერა, ისინიც რაღაცას ეძებენ. ვერაფრით გამიგია რას. ხშირად შეჯგუფდებიან და თითქოს სმას იწყებენ. ძალიან ხმაურობენ ამ დროს. ხანდახან „რუსთაველს“ ქაღალდს

Page 24: ლიტერატურული პროექტი · Web viewჩაძირული გემის ამბავი. i …ცნობილია, რომ ჯერ

ლიტერატურული პროექტიგააგრძელე მო-თხრობა

გლეჯენ ხოლმე ხელიდან და აფრიალებენ.  მგონია, რომ ისინი მოგზაური რაინდები არიან. კიდევ ერთი გოგოა მათთან. ქერათმიანი. როცა ხმას იღებს, სულ დედამისზე ლაპარაკობს.  სულ დედა აკერია პირზე. სულ დედამისს ეძახის. როგორც გავიგე დედამისი ვიღაც ძალიან ცნობილი ქალია. არადა სწრედ დედამისმა მოიყვანა და გამოკეტა აქ.

ეს ყველაფერი კი იმდენად სინქრონული, იმედანად ერთია, რომ დაუძლეველი სურვილი მიპყრობს მათი მეტი მესმოდეს, მათთან ერთად მეც ვიყო. ამიტომ ამ ბოლო დროს ხშირად ვფიქრობ: ვინ შეიძლება ვყოფილიყავი ამ დიდ თამაშში? თუ ჩემი ხალათი სადედოფლო კაბაა, ჩაჩი - გვრიგვინი, იატაკის საწმენდო ჯოხი კი სკიპტრა, ვინ შეიძლება ვიყო მე,  მთავარი ფსიქიატრიული კლინიკის რიგითი სანიტარი, თუ არა თამარ მეფე? რატომაც არა. იქ სადაც რუსთაველი, ვეფხისტყაოსანი და მოგზაური რაინდები არიან, თამარის გარეშე აბა როგორ შეიძლება?

 თამთა მელაშვილი

XIV

როცა ზღვაოსნები შოთას უსულო სხეულს ოკეანის ფსკერზე უშვებდნენ, მისი გულისსწორი გაბზარულ სარკეთან იდგა და მოშიშვლებულ ძუძუებს გულდასმით აკვირდებოდა. მკერდზე ჯერ კიდევ ეტყობოდა შოთას გაკრული ხელით მიწერილი სიტყვები „მე მალე მოვალ და ჩამოგიტან ინდურ ფარჩას, ისეთ ფარჩას, შენ რომ მოგიხდება“…

თხელი თითები გადაუსვა ქალმა შოთას სიტყვებს, თვალებზე ჩამოშლილი ხშირი შავი თმა თავის ერთი მოქნევით უკან გადაიყარა და ახლა მზერა მუცლისკენ გააპარა. რაღაც უცნაურად სციოდა ქალს. ოთახში ბუხარი გიზგიზებდა, მაგრამ მაინც სციოდა. არა, სიშიშვლე არაფერშუაში იყო, ის და მისი შოთა ხშირად ეალერსებოდნენ ერთმანეთს ასე შიშვლები, ვეფხვის ტყავზე წამოგორებულები… სიშიშვლეს მიჩვეული იყო. რაღაც სხვა სიცივეს უგრძნობდა სხეული. თითქოს გაყინული წყლის შხეფები უსერავდა გულ-მუცელს ქალს. გააჟრიალა, ოდნავ გაღუნულ ფეხებს გაუშტერა თვალები და გაიფიქრა: „რა მოხდებოდა მე რომ თევზი ვიყო, ქალი თევზი, ცესფერი კუდით, ოქროს ფარფლებით, გავცურავდი შორს, ძალიან შორს, ვიპოვიდი გემს, გემზე ჩემ შოთას და ერთად ვიყიდიდით ისეთ ფარჩას, რომელიც მარტო მე მომიხდებოდა“… მოიღუშა, სკამზე მიგდებულ პერანგს წამოავლო ხელი, თვალისდახამხამებაში გადაიცვა და საწოლში შეწვა.

სიზმარი ნახა უცნაური: შოთას ეხვივნენ ქალი თევზები, გრძელთმიანები, ლამაზები, ოქრომკედით ნაქარგი ფარჩის კუდებით, უმღეროდნენ უცნობ ენაზე… შოთას კი ხელში გრძელზე-გრძელი, უსასრულო სუფთა ქაღალდი

Page 25: ლიტერატურული პროექტი · Web viewჩაძირული გემის ამბავი. i …ცნობილია, რომ ჯერ

ლიტერატურული პროექტიგააგრძელე მო-თხრობა

ჩაებღუჯა, თვალებს აქეთ-იქით აცეცებდა და ფრთას ეძებდა, ბატის ფრთას, წერა სწყუროდა… გარშემო კი ჭრელ-ჭრელი ბატები დაცურავდნენ, ყიყინებდნენ, ფრთებს იქნევდნენ…

 ***

როცა მეზღვაურები შოთას უსულო სხეულს ოკეანის ფსკერზე სევდიანი სახეებით უშვებდნენ, ოთახის კარი თეთრხალათიანმა სანიტარმა შემოაღო, ხელში იატაკის ჯოხი ეჭირა, თავზე ჩაჩი ჩამოეფარებინა:

 -         რით ვერ ჩაუშვით  ეგ ბიჭი ფსკერზე? იატაკი მაქვს მოსაწმენდი. გამომეცალეთ. დავინახავ, რომ კიდევ ერთხელ დაღვრით წყალს იატაკზე და მთავარ ექიმთან დაგასმენთ. მაგ ურჩობისთვის ხომ იცით რაც გელით, არა? საღამოობით არ წაგიკითხავთ ამბავს ერთ გემზე, რომელიც ინდოეთისკენ მიმავალ გზაზე ჩაიძირა, გაუჩინარდა… შენ კიდე, შოთა, რა მოგივიდა, გაუშვი ხელი მაგ ტუალეტის ქაღალს, რომ დაგჭირდება, აღარ გექნება.

 ნინო თარხნიშვილი

XV

მიწაა, მიწააო, არც არავის დაუყვირია. ერთი კვირის უსმელ–უჭმელები გემბანზე ვეყარენით და ველოდებოდით, ტალღა როდის გაგვრიყავდა ნაპირზე, ხმის ამოღების თავიც აღარ გვქონდა. შტორმი და მარშრუტიდან იძულებითი გადახვევა რომ არა, საჭმელ–სასმელიც უნდა გვყოფნოდა, ჩემო ბატონო და წესით, უკვე ინდოეთს უნდა ვყოფილიყავით, იქაურ ლამაზმანებს ჩახუტებულები. ამბობენ, წარბგადარაზული ქალები ჰყავთო. შავები და კოკლოზინებიო. ჭორს რა დაეჯერება, მაგრამ შეიძლება, ეგრეც ყოფილიყო, ვინ იცის. ან უკვე რაღა მნიშვნელობა აქვს, ინდოეთს კარგა გვარიანად ვართ აცდენილები და სადღაც, ჯერ რომ კაციშვილს ფეხი არ დაუდგამს, ისეთ ადგილას ვართ მოხვედრილი.

კაპიტანს როგორღაც მოეხერხებინა ფეხზე წამოდგომა და ტუჩების მოძრაობით მივხვდი, რომ „მიწაა, მიწაა“–ს გაჰკიოდა, უფრო სწორად,

Page 26: ლიტერატურული პროექტი · Web viewჩაძირული გემის ამბავი. i …ცნობილია, რომ ჯერ

ლიტერატურული პროექტიგააგრძელე მო-თხრობა

უნდოდა ეკივლა, მაგრამ ყელიდან ხმის მაგივრად ჰაერის სუსტ ნაკადს უშვებდა. აღმოაჩინა ამანაც ამერიკა (ნეტავ, საიდან მომაფიქრდა ეს სიტყვა?) –  მიწას ისედაც ყველანი ვხედავდით, თუმცა სანამ ჩვენი გემი ნაპირზე არ შექანდა და სანაპიროს შლამში ჭვინტით არ ჩაეფლო, ვერც ვიჯერებდით, ოდესმე თუ დამთავრდებოდა ეს ჯოჯოხეთი.

მაგრამ, როგორც ჩანს, ჯოჯოხეთი ასე ადვილად არ აპირებდა დამთავრებას. სანაპიროზე ხეირიანად გამოსულები არ ვიყავით, რომ გარს შვილდისრიანი შიშველი კაცები შემოგვეხვივნენ და ალყაში მოგვაქციეს. ერთი განსაკუთრებით შიშველი და განსაკუთრებით მრისხანე კაცი ძუ მგელივით გაჰკიოდა, ეტყობოდა, რომ ეგ იყო მაგათი უსტაბაში. მგონი, შეჭმას გვიპირებენ ეს ველური უპატრონოები, უეჭველად ეგ ამბავია, – გავიფიქრე გულში და ცოტა არ იყოს, გამცრა ტანში. გამახსენდა, დიდი ბაბუა რომ მიყვებოდა კაციჭამია ტომების შესახებ.

მერე მოგვდგნენ და დაგვჩხრიკეს ყველანი, სამოსი აგვყარეს და ასე დედიშობილები წინ გაგვირეკეს. რაღაც გვირაბივით იყო, იქ გაგვატარეს, მერე მდელო გამოჩნდა, სადაც რაღაც ოთხთვალა დავლანდეთ, ოღონდ ჩვეულებრივი ოთხთვალა არ ყოფილა, ბორბლები უფრო ფუმფულა ჰქონდა და უკანა მხარეს ისეთი კვამლი გასდიოდა, იფიქრებდი, მწვადსა წვავენო (უჰ, კაი ცვრიანი მწვადი რას დაგვხატავდა?!) იმ დემონურ ოთხთვალაზე კაცი იწვა და იმასაც კვამლი გასდიოდა პირიდან. რაღაც ეშმაკეულების  ქვეყანაში ვართ მოხვედრილი, ისე ჩანს, – გავიფიქრე.

–        მგონი, ცუდადაა ჩვენი საქმე, – გადავძახე მინავლული ხმით ჩემ წინ მიმავალ კაპიტანს.

ამის თქმა იყო და მოყაყანე ჯგრო ერთბაშად ჩაჩუმდა და ყველამ ერთდროულად ჩემკენ გამოიხედა. წარმოიდგინე ოცდაათამდე სასტიკი სახე, რომელიც შენკენაა მომართული. მერწმუნეთ, ძალიან, ძალიან საშიში სანახავია. ბელადი ჩემკენ გამოიწია, ნიკაპზე ხელი ამომდო, ამიწია და თვალებში ჩამხედა.

–        ქართუელი ჰარ, ბიჩო?

გაოგნებისგან ხმაც ვერ ამოვიღე. ვიფიქრე, მომესმა–მეთქი, კაპიტანს გადავხედე, ორივეს ერთდროულად ხომ არ მოგვესმებოდა. მაგრამ კაპიტანს მკვდრის ფერი ედო, ჩემი არ იყოს, ვერც მას გაერკვია, რა ხდებოდა.

დიახ–მეთქი, რომ ამოვიკვნესე, გაეცინა და იმ დემონურად მხრჩოლავ ოთხთვალაზე მოკალათებულ კაცს გასძახა: ქამონ, მისტერ დვალი, ესენიც ქართუელები ყოფილან, შენებურებიო.

Page 27: ლიტერატურული პროექტი · Web viewჩაძირული გემის ამბავი. i …ცნობილია, რომ ჯერ

ლიტერატურული პროექტიგააგრძელე მო-თხრობა

მისტერ დვალად წოდებული გახარებული მოვარდა, „ქართველები ხართ, ბიჭებო, თქვენ გენაცვალეთო?“ და ყველას სათითაოდ გადაგვეხვია. ძალიან გაგვიხარდა ჩვენებური კაცის ნახვა, თუმცა დიდი მატყუარა ვინმე ჩანდა. გვითხრა, მე ცნობილი ფიზიკოსი გია დვალი ვარ, ეს ოთხთვალა კი დროის მანქანა არისო, ამით შესაძლებელია მომავალში ან წარსულში გადაადგილდეო. მოკლედ, რამდენი სისულელეც იბჟუტურა, იმდენი სიკეთე მე და ჩემს ნაგრამს. მეცნიერი ვარო, ესაო ისაო, იკვეხნა და იკვეხნა, მომავლიდან ვარ მეო, იქ, მომავალში, 21–ე საუკუნეში, ცნობილზე ცნობილი მეცნიერი ვარო, აქ ეს დროის მანქანა გამიფუჭდა და ხელსაწყოები თან არ მაქვს, რომ შევაკეთო, ამიტომ ამათთან ვარ დარჩენილიო.  ესენი კიდე ინდიელები არიან, ოქრო ხალხი, ამათ ხაჭაპურის ცხობა, ღვინის ჩვენებურად დაყენება და ქართული ვასწავლე,  ნამეტანი მოეწონათ ჩვენებური საჭმელები, ამიტომაც აქ დიდ–პატარას ვუყვარვარო.

ერთი სიტყვით, დიდი ბაქია ვინმე ჩანდა, თუმცა, რაც მართალია, მართალია, ქართული მართლაც ყველამ კარგად იცოდა, უბრალოდ, ცოტა უცნაურ სიტყვებსაც აყოლებდნენ, მაგალითად „ტეხავს“,  „ბოიშვილივიყო“ და ა.შ. ეტყობა, ეგ უკვე ინდიელთა ენაზე ნიშნავდა რამეს, მაგათ რას გაუგებ.

ინდიელთა ბელადმა ლაპარაკი აღარ გვაცალა, დასჭექა, ახლა აქედან ყველანი მივდივართ ჩემთანო, წინ გაგვიძღვა და თავის ქოხში შეგვიყვანა. ბელადის ქალიშვილმა ანკხიმ ჩვენს პატივსაცემად ხელათ მეგრული ხაჭაპური დააცხო (გია დვალის რეცეპტით, ცხადია), ბელადისავე ძმიშვილმა კუსამ ღომი დადგა და ისეთი კარგი სუფრა გაიწყო, ისეთი, მეტი რომ  არ შეიძლება. ღვინო ცოტა მწკლარტე იყო, მაგრამ მაგას ვინ ჩიოდა.

ნამეტანი პატივი გვცეს, ჩემო ბატონო.

პაატა შამუგია

XVI

მაინც რამ წამომიყვანა ამ გემზე.

მშვენიერი სამუშაო მქონდა, ისეთ ცხელ-ცხელ პურსა და ნამდვილ, მეგრულ სულგუნს მოგართმევდნენ ჩემს დუქანში -  გაგიხარია!  გადასარევ

Page 28: ლიტერატურული პროექტი · Web viewჩაძირული გემის ამბავი. i …ცნობილია, რომ ჯერ

ლიტერატურული პროექტიგააგრძელე მო-თხრობა

ქართულ და არამხოლოდ ქართულ კერძებს ვამზადებდი- (მონღოლურ წვნიანებს ეტანებიან ამ ბოლო დროს ქართველები), ხოდა მშვენივრად  ვმუშაობდი, ფულიც მქონდა, საჭმელიც და ყველაფერიც.

ყველაზე ძალიან ჩემთან მომსვლელებს ოპიზრების გაკეთებული ჩუქურთმიანი მაგიდები ახალისებდათ, კაი ფული კი გადავყარე, მაგრამ  გაამართლა, სულ პირველ მაგიდაზე ეწერა „ ნისია სხვისია“, მეორეზე – „ოდეს ყოფილ არს დედათა და მამათა ერთად ეჭამოთ პური“( ამის გამო მეფესთან მიჩივლეს ფემინისტმა უსაქმურებმა), მესამეზე „ სმა, ჭამა დიდად შესარგი, დება რა სავარგულია“  – (რაც ამ წარწერის ავტორს ჩემთან უფასო ჩიხირთმა უხვრეპია. . . ), მოკლედ, მოდერნიც ვიცი და ანტიკაც.

ვიფიქრე, წავალ, უცხო ქვეყნებს ვნახავ, ახალ რეცეპტებს ჩამოვიტან – მეთქი, თან სულ სამი კვირაა, რაც კრავაი იმ მელოტთან ერთად გაიქცა – ცოტა გულის გადაყოლება არ მაწყენდა .   გემზე რომ ავედი  და ნაპირს გადავხედე , გულმა რეჩხი მიყო, მაგრამ თავგადასავლების სიყვარულმა გადამძალა, გემის სამზარეულოში შევედი და ჩაჩი მოვირგე…

             საუზმე – სადილი-ვახშამი

              შტორმი-ქარი-წყნარი ამინდი

             ზღვა-ზღვა -ზღვა

             მფრინავი თევზები,მცურავი თევზები

             თევზი შემწვარი-თევზი მოხარშული – თევზი დამარილებული

            თევზის წვნიანი – თევზის გუფთა – თევზის სოუსი

            საუზმე – სადილი-ვახშამი

              შტორმი-ქარი-წყნარი ამინდი

             ზღვა-ზღვა -ზღვა

             მფრინავი თევზები,მცურავი თევზები

             თევზი შემწვარი-თევზი მოხარშული – თევზი დამარილებული

            თევზის წვნიანი – თევზის გუფთა – თევზის სოუსი . . .

Page 29: ლიტერატურული პროექტი · Web viewჩაძირული გემის ამბავი. i …ცნობილია, რომ ჯერ

ლიტერატურული პროექტიგააგრძელე მო-თხრობა

 ცოტაც და ამ მზარეულის ჩაჩს ზღვაში გადავაგდებ და მეც თან გადავყვები – მეთქი, ვიფიქრე, ისე მომბეზრდა ამ თავხედი მეზღვაურების ჭკუაზე, კი არადა, კუჭის ძახილზე სიარული, ხოდა, როცა წყლის უკანასკნელი მარაგიც კი გათავდა და  ზღვის წყალზე მომზადებულმა საჭმელმა ლამის ყველას კუჭის წყლული გაგვიჩინა – მიწა გამოჩნდა. თუ მაინც და მაინც, მიწაზე მოვკვდები, რომ თევზების შესაჭმელი არ გავხდე.

მიწას ვკოცნიდით, მიწას ვჭამდით, მიწას თავზე ვიყრიდით – რაღაცნაირი სხვანაირი მიწა იყო, დაღერღილ ხორბალს ჰგავდა ისეთი ფხვიერი და სურნელოვანი იყო, ოქროს მარცვლებგარეული, მცხუნვარე მზეზე ისე ლამაზად ბზინავდა – ეგრევე ოცნებებში წავედი, წარმოვიდგინე რამდენ დარიჩინს და ილს,პილპილს და კიდევ სხვა, ჯერ უცნობ სუნელს ჩავიტან ჩემი სამზარეულოს გასამდიდრებლად, მერე იქნებ სამეფოს მთავარი მზარეულიც გავხდე, მეფე კი წმინდანი გვყავს, მაგრამ ამბობენ, რომ გემრიელი საჭმელები მასაც უყვარს.  მერე ქსელსაც გავაფართოვებ, დიდუბე-ისნის მიდამოებზეც გავხსნი ფილიალებს, რამდენიმე ცხენოსანს დავიქირავებ, ფერად უნაგირებს გამოვაჭედინებ ჩემი ინიციალებით (ესეც შენ, კრავაი!)  და მიტანის სერვისიც მექნება – როგორია, ერთს დაუსტვენ და ბინაზე თუ ბანზე მოგართმევენ ცხელ-ცხელ ქადასა და ხავიწს, თუ დამატებით გადაიხდი წყაროს წყალსაც მოგიტანენ . . . – ოცნებებში გართულმა თვალი გავახილე და რას ვხედავ – ყველა ჩემი თანამგზავრი გაკოჭილი გდია, ვიღაც თეთრჩაჩიანი კი მათ შორის დადის და დასაკლავი ბატკნებივით ითვლის და ათვალიერებს – ეს ალბათ მათი მზარეულია.

 ესეც შენი ზაფრანა და დარიჩინი. მე ყველაზე მსუქანი ვარ – ალბათ პირველად მე შემჭამენ.

ნეტავ რა სანელებლით შემაზავებენ  . . .

ოღონდ ხახვი არა, ხახვს ვერ ვიტან!

დიანა ანფიმიადი