საერთაშორისო...

16
1 განხილულია ფაკულტეტის საბჭოს სხდომაზე: ოქმი #ს9-20, 08.09.2020 დამტკიცებულია მმართველი საბჭოს გადაწვეტილებით: დადგენილება #ს15 10.09.2020 საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა საერთაშორისო ურთიერთობები უმაღლესი აკადემიური განათლების საფეხური: ბაკალავრიატი სწავლების ენა: ქართული საგანმანათლებლო პროგრამის ტიპი: აკადემიური/ძირითადი დეტალური სფეროს დასახელება და კოდი: 0312 პოლიტიკის მეცნიერებები და მოქალაქეობრიობის საფუძვლები მისანიჭებელი კვალიფიკაცია: საერთაშორისო ურთიერთობების ბაკალავრი / Bachelor of International Relations სწავლის ხანგრძლივობა: 8 სემესტრი საბაკალავრო პროგრამის მოცულობა: 240 კრედიტი პროგრამის ხელმძღვანელი: აფილირებული ასისტ. პროფ. თათია დოლიძე, ელ. ფოსტა: [email protected] პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: ა) საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამაზე სწავლის უფლება აქვს სრული ზოგადი ან მასთან გათანაბრებული განათლების მქონე პირს, რომელსაც გააჩნია სახელმწიფოს მიერ დადასტურებული შესაბამისი დოკუმენტი (ატესტატი/სერტიფიკატი) და რომელიც ერთიან ეროვნული გამოცდებზე მიღებული ქულების კოეფიციენტების რანჟირების საფუძველზე სწავლის უფლებას მოიპოვებს შპს ევროპის უნივერსიტეტში

Upload: others

Post on 18-Aug-2020

6 views

Category:

Documents


0 download

TRANSCRIPT

Page 1: საერთაშორისო ურთიერთობებიƒ¡ასწავლო... · 1 განხილულია ფაკულტეტის საბჭოს

1

განხილულია ფაკულტეტის საბჭოს სხდომაზე:

ოქმი #ს9-20, 08.09.2020

დამტკიცებულია მმართველი საბჭოს გადაწვეტილებით:

დადგენილება #ს15 10.09.2020

საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა

საერთაშორისო ურთიერთობები

● უმაღლესი აკადემიური განათლების საფეხური: ბაკალავრიატი

● სწავლების ენა: ქართული

● საგანმანათლებლო პროგრამის ტიპი: აკადემიური/ძირითადი

● დეტალური სფეროს დასახელება და კოდი: 0312 პოლიტიკის მეცნიერებები და მოქალაქეობრიობის საფუძვლები

● მისანიჭებელი კვალიფიკაცია: საერთაშორისო ურთიერთობების ბაკალავრი / Bachelor of International Relations

● სწავლის ხანგრძლივობა: 8 სემესტრი

● საბაკალავრო პროგრამის მოცულობა: 240 კრედიტი

● პროგრამის ხელმძღვანელი: აფილირებული ასისტ. პროფ. თათია დოლიძე, ელ. ფოსტა: [email protected]

პროგრამაზე დაშვების წინაპირობა:

ა) საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამაზე სწავლის უფლება აქვს სრული ზოგადი ან მასთან გათანაბრებული განათლების მქონე

პირს, რომელსაც გააჩნია სახელმწიფოს მიერ დადასტურებული შესაბამისი დოკუმენტი (ატესტატი/სერტიფიკატი) და რომელიც ერთიან ეროვნული

გამოცდებზე მიღებული ქულების კოეფიციენტების რანჟირების საფუძველზე სწავლის უფლებას მოიპოვებს შპს ევროპის უნივერსიტეტში

Page 2: საერთაშორისო ურთიერთობებიƒ¡ასწავლო... · 1 განხილულია ფაკულტეტის საბჭოს

2

ბ) პროგრამაზე ჩარიცხვისთვის სავალდებულო საგნებია: ქართული ენა და ლიტერატურა, ინგლისური ენა, ისტორია/მათემატიკა

გ) ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მინიმალური კომპეტენციის ზღვარი - კანონმდებლობით განსაზღვრული მინიმალური ბარიერის დაძლევა შემდეგ

საგნებში: ქართული ენა და ლიტერატურა, ისტორია/მათემატიკა, ინგლისური ენა

პროგრამაზე ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლება აქვთ:

ა) უცხო ქვეყნის მოქალაქეებს და მოქალაქეობის არმქონე პირებს, რომლებმაც უცხო ქვეყანაში მიიღეს სრული ზოგადი ან მისი ეკვივალენტური

განათლება;

ბ) საქართველოს მოქალაქეებს, რომლებმაც უცხო ქვეყანაში მიიღეს სრული ზოგადი ან მისი ეკვივალენტური განათლება და სრული ზოგადი

განათლების ბოლო 2 წელი ისწავლეს უცხო ქვეყანაში;

გ)პირებისათვის ( გარდა ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტებისა და გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამის

მონაწილე სტუდენტებისა ), რომლებიც უცხო ქვეყანაში ცხოვრობდნენ ბოლო 1 წლის ან მეტი ხნის განმავლობაში , სწავლობენ / სწავლობდნენ და მიღებ

ული აქვთ კრედიტები / კვალიფიკაცია უცხო ქვეყანაში ამ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულე

ბაში

პროგრამაზე ასევე დაიშვებიან:

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება №10/ნ-ით (4.02.2010) დამტკიცებული, უმაღლესი საგანმანათლებლო

დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ შესაბამისად

მობილობის წესით ჩარიცხული სტუდენტები. მობილობის წესით ჩარიცხვა შესაძლებელია წელიწადში ორჯერ, საქართველოს განათლებისა და

მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილ ვადებში, სავალდებულო პროცედურებისა და უნივერსიტეტის მიერ დადგენილი წესების დაცვით.

პროგრამის აქტუალურობა:

მზარდი პოლიტიკური გლობალიზაციის ეპოქაში, საერთაშორისო ურთიერთობები ერთ-ერთ ყველაზე საჭირო და აქტუალურ სასწავლო პროგრამად

გვევლინება, რამდენადაც მის ძირითად შესწავლის საგანს სწორედ ქვეყნებს შორის ურთიერთობები და ის მექანიზმები თუ ინსტიტუტები

(საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციები, მრავალეროვნული კორპორაციები) წარმოადგენს, რომელთა მეშვეობითაც ერი-სახელმწიფოები

ერთმანეთთან ურთიერთქმედებენ.

კომპლექსური ურთიერთდამოკიდებულების პირობებში, საერთაშორისო სისტემაში შემავალი სახელმწიფო თუ არასახელმწიფო აქტორების ეროვნული

უსაფრთხოების გამოწვევებთან გამკლავება და ეკონომიკური კეთილდღეობის საჭიროებების დაკმაყოფილება საერთაშორისო თანამშრომლობის გარეშე

წარმოუდგენელია. აღნიშნული განსაკუთრებით აქტუალურია საქართველოს მსგავსი პატარა ქვეყნებისთვის, რომელთა ეროვნული ინტერესების

Page 3: საერთაშორისო ურთიერთობებიƒ¡ასწავლო... · 1 განხილულია ფაკულტეტის საბჭოს

3

რეალიზება ძლიერ სახელმწიფოებთან მიმართებით მიღებულ საგარეო პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე, საერთაშორისო ორგანიზაციებში

ინტეგრაციასა თუ სხვა საერთაშორისო ჩართულობაზეა დამოკიდებული.

შესაბამისად, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტები კანონმდებელი, აღმასრულებელი, ანალიტიკური თუ წარმომადგენლობითი

პოზიციებიდან თავიანთ ქვეყანას საერთაშორისო სისტემაში თავის დამკვიდრებაში ეხმარებიან და ეს მათი მთავარი ფუნქცია რელევანტურობას არ

დაკარგავს მანამ, სანამ სახელმწიფოები თავიანთი როლისა და გავლენის გაძლიერებისთვის იბრძვიან. ამას გარდა, ომის, პანდემიის, ტერორიზმის,

კლიმატური ცვლილების თუ სხვა თანამედროვე მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევების პოლიტიკურ შედეგებთან გამკლავება

ინტერდისციპლინალურ მიდგომასა და გლობალური განსჯის უნარს მოითხოვს, რაც თავის მხრივ ასევე საერთაშორისო ურთიერთობების

სპეციალობის ძირითად კომპეტენციებს წარმოადგენს.

პროგრამის მიზანი

საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის მიზნებია:

I. მოამზადოს ევროპული საგანმანათლებლო სივრცისა და დასაქმების ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი ცოდნისა და უნარების მქონე

მაღალკვალიფიციური სპეციალისტები, რომლებიც შეძლებენ გადაწყვეტილების მიმღების, აამასრულებელ, ანალიტიკურ და წარმომადგენლობით

პოზიციებზე ნაყოფიერ პროფესიულ საქმიანობას.

II. უზრუნველყოს სტუდენტებში საერთაშორისო ურთიერთობების ინტერდისციპლინარული ხასიათის შემეცნება ყველა იმ ძირითადი მეცნიერების

პერსპექტივიდან, რაც რელევანტურია საერთაშორისო ურთიერთობების კომპლექსური და მრავალმხრივი პრობლემების ანალიზის, პრევენციის, მათზე

რეაგირებისა და მათთან დაკავშირებული რისკების მართვისთვის.

III. ხელი შეუწყოს სტუდენტებს გამოიმუშაონ ‘რბილი’ უნარები, პროფესიული ეთიკა და მორალი, რაც აუცილებელია აკადემიურ, საჯარო, კერძო და

არასამთავრობო სექტორში წარმატებული და ღირსეული მოღვაწეობისთვის.

სქემა #2 საგანთა თემატური ბლოკების შესაბამისი მიზნები

საგანთა თემატური ბლოკი #1: საერთაშორისო სამართალი

თემატური ბლოკის საგნების საერთო მიზანია:

სტუდენტი იცნობდეს საერთაშორისო სამართლის ძირითად

სუბიექტებს და მათ როლს საერთაშორისო მართლწესრიგის დაცვასა

საგანთა თემატური ბლოკი #2: საერთაშორისო ეკონომიკა

თემატური ბლოკის საგნების საერთო მიზანია:

სტუდენტი იცნობდეს ეკონომიკის ძირითად პრინციპებს

მიკრო, მაკრო და საერთაშორისო დონეებზე;

Page 4: საერთაშორისო ურთიერთობებიƒ¡ასწავლო... · 1 განხილულია ფაკულტეტის საბჭოს

4

და განმტიკცებაში;

სტუნდენტი აცნობიერებდეს სამართლის არსის და ფუნდამენტური

სამართლებრივი პრინციპების მნიშვნელობას საერთაშორისო

სამართლებრივი ურთიერთობების ფორმირებისთვის;

სტუდენტს შეეძლოს სამართლებრივი მექანიზმების გამოყენება

დიპლომატიურ მოლაპარაკებებში;

კურსდამთავრებული ხელმძღვანელობდეს ადამიანის უფლებებისა

და სოციალური სამართლიანობის პრინციპებით.

სტუდენტი აცნობიერებდეს პოლიტიკის როლს

ეკონომიკური გადაწყვეტილების მიღებისას და ესმოდეს

პოლიტიკური გადაწყვეტილების ეკონომიკური

კონტექსტი;

სტუდენტს შეეძლოს შიდა და საგარეო პოლიტიკური

გადაწყვეტილების ეკონომიკური მიზანშეწონილობის

განსაზღვრა;

კურსდამთავრებულს ესმოდეს მდგრადი განვითარების

უპირატესობა მოკლევადიანი ეკონომიკური სარგებლის

საპირისპიროდ.

საგანთა თემატური ბლოკი #3: საერთაშორისო უსაფრთხოება

თემატური ბლოკის საგნების საერთო მიზანია:

სტუდენტი იცნობდეს ქვეყნების ეროვნული ინტერესებს,

პრიორიტეტებს, დოქტრინებს და მათ გავლენას პოლიტიკური

გადაწყვეტილების მიღების პროცესზე;

სტუდენტი აცნობიერებდეს უსაფრთხოების თანამედროვე

გამოწვევებს ადგილობრივ, რეგიონალურ და საერთაშორისო

დონეზე;

სტუდენტს შეეძლოს კონკრეტული უსაფრთხოების პრობლემის

გადასაჭრელად სტრატეგიების შემუშავება;

კურსდამთავრებულს ესმოდეს დიპლომატიური მექანიზმების

მნიშვნელობა მსოფლიო მშვიდობისთვის

საგანთა თემატური ბლოკი #4: პოლიტიკური ფილოსოფია

თემატური ბლოკის საგნების საერთო მიზანია:

სტუდენტი იცნობდეს პოლიტიკური აზრის ფილოსოფიას,

პოლიტიკურ იდეოლოგიებს, ცნებებსა და ბაზისურ

პრინციპებს;

სტუდენტი აცნობიერებდეს პოლიტიკური პროცესების

კომპლექსურ ხასიათს;

კურსდამთავრებულს ესმოდეს ეფექტური, ეფექტიანი,

სამართლიანი და გამჭვირვალე გადაწყვეტილების

მიღების პროცესის მნიშვნელობა დემოკრატიისთვის;

კურსდამთავრებული იზიარებდეს საყოველთაოდ

აღიარებულ ეთიკის ძირეულ ნორმებს ომსა და თუ

მშვიდობაში

Page 5: საერთაშორისო ურთიერთობებიƒ¡ასწავლო... · 1 განხილულია ფაკულტეტის საბჭოს

5

საგანთა თემატური ბლოკი #5: საგარეო პოლიტიკა

თემატური ბლოკის საგნების საერთო მიზანია:

სტუდენტს ესმოდეს საგარეო პოლიტიკის ფორმირების საფუძვლები

თეორიასა და პრაქტიკაში;

სტუდენტი აცნობიერებდეს საშინაო და საგარეო პოლიტიკის

მჭიდრო ურთიერთქმედებას;

სტუდენტს შეეძლოს საერთაშორისო ურთიერთობებში მიმდინარე

პროცესების დაკავშირება ქვეყნის შიდა პოლიტიკურ პროცესებთან

და საგარეო პოლიტიკის ანალიზი დადაგეგმვა;

კურსდამთავრებული იზიარებდეს დასავლურ და ევროპულ

ღირებულებებს.

საგანთა თემატური ბლოკი #6: პროფესიული უნარები

თემატური ბლოკის საგნების საერთო მიზანია:

ხელი შეუწყოს სტუდენტებს, გამოუიმუშაონ დასაქმების

ბაზარზე მოთხოვნადი პროფესიული უნარები, რაც

აუცილებელია გადაწყვეტილების მიმღების,

აღმასრულებელ, ანალიტიკურსა და წარმომადგენლობით

პოზიციებზე წარმატებული მოღვაწეობისთვის;

სტუდენტს შეეძლოს პროგრამის ფარგლებში მიღებული

ცოდნა შეუსაბამოს სამუშაო სიტუაცას და გამოიყენოს

საერთაშორისო ურთიერთობების სფეროში პრაქტიკული

ხასიათის სამუშაოს შესასრულებლად.

სწავლის შედეგები

პროგრამით დასახული მიზნების თანმიმდევრული და სრულფასოვანი განხორციელება უზრუნველყოფს უმაღლესი განათლების კვალიფიკაციათა

ჩარჩოს უმაღლესი განათლების პირველი საფეხურის (ბაკა¬ლავ¬რიატის) კვალიფიკაციათა აღმწერის შესაბამისი შედეგების მიღწევას, კერძოდ:

A. ცოდნა და გაცნობიერება

A1. სისტემა - სტუდენტმა იცის სამართლის, ეკონომიკის, პოლიტიკისა და უსაფრთხოების ფუნდამენტური პრინციპები და თეორიები, შეუძლია

კრიტიკულად გაიაზროს მათი სისტემური თავისებურებები ადგილობრივ, ეროვნულ თუ საერთაშორისო დონეზე და იცნობს ამ დარგებში მიმდინარე

უახლეს ტენდენციებს;

A2. ფუნქციონირება - სტუდენტმა იცის სამართლის, ეკონომიკის, პოლიტიკისა და უსაფრთხოების ძირითადი ინსტიტუციები და სუბიექტები, ისტორია

და მიმდინარე გამოწვევები, თითოეულ დარგში არსებული დინამიკა და მასზე გავლენის მქონე ძირითადი ფაქტორები;

B. უნარები

B1. ანალიტიკა - სტუდენტს შეუძლია საერთაშორისო ურთიერთობების ჭრილში სამართლებრივი, ეკონომიკური, პოლიტიკური და უსაფრთხოებასთან

დაკავშირებული პრობლემებისა და გამოწვევების იდენტიფიცირება, ანალიზი, მათი მოგვარების გზებზე მსჯელობა;

Page 6: საერთაშორისო ურთიერთობებიƒ¡ასწავლო... · 1 განხილულია ფაკულტეტის საბჭოს

6

B2. პრაქტიკულობა - სტუდენტს გააჩნია პრაქტიკული უნარების საბაზისო ერთობლიობა და შეუძლია პროგრამის ფარგლებში შეძენილი ცოდნა

პირდაპირ გამოიყენოს პრაქტიკაში ანალიტიკურ, წარმომადგენლობით, აღმასრულებელ თუ აკადემიურ სექტორში;

C. პასუხისმგებლობა და ავტონომიურობა

C1. ღირებულებები - სტუდენტი აღჭურვილია პროფესიული ეთიკის ცოდნით და საკუთარ შემდგომ განვითარებას წარმართავს ზოგადსაკაცობრიო

ღირებულებებით დადგენილი მორალური ნორმებისა და ისეთი ევროპული ღირებულებების შესაბამისად, როგორიცაა ადამიანის უფლებები, მდგრადი

განვითარება, დემოკრატია და კარგი მმართველობა.

C2. ქმედითობა - სტუდენტს გააჩნია უნარი, დამოუკიდებლად წარმართოს საკუთარ განვითარებაზე ორიენტირებული საქმიანობა და პასუხისმგებლობა

აიღოს მასზე; სტუდენტს გააჩნია ავტონომიურობა და პასუხისმგებლობა, თავად დაგეგმოს შემდგომი სწავლის პროცესი დამოუკიდებლობის მაღალი

ხარისხით.

სწავლება-სწავლის მეთოდები და აქტივობები

სასწავლო პროცესში გამოიყენება სწავლება-სწავლის შემდეგი მეთოდები და აქტივობები: ლექცია, სემინარი, სამუშაო ჯგუფში მუშაობა, ანუ

პრაქტიკული მეცადინეობები, საბაკალავრო ნაშრომი, საკურსო პროექტის/პრეზენტაციის მომზადება და აუდიტორიამდე მიწოდება, კონსულტაცია,

დამოუკიდებელი მუშაობის სხვადასხვა ფორმა.

ლექცია შემოქმედებითი პროცესია, რომელშიც ერთდროულად მონაწილეობს ლექტორი და სტუდენტი. ლექციის ძირითადი მიზანია შესასწავლი

საგნის დებულებათა იდეის გაგება, რაც გულისხმობს გადმოცემული მასალის შემოქმედებით და აქტიურ აღქმას. ლექცია უნდა უზრუნველყოფდეს

შესასწავლი საგნის ძირითადი დებულებების მეცნიერულ და ლოგიკურად თანმიმდევრულ შეცნობას ზედმეტი დეტალებით გადატვირთვის გარეშე;

უნდა მიმდინარეობდეს სტუდენტთა აქტიური მონაწილეობით, მეთოდურ საშუალებათა და აუდიო-ვიზუალური მასალის ფართო გამოყენებით.

სტუდენტის დამოუკიდებელი მუშაობა გულისხმობს სტუდენტის მიერ საკითხების დამოუკიდებლად შესწავლას მისთვის მისაღები და საინტერესო

ფორმით, რაც კრიტიკული აზროვნების, ანალიზისა და დასკვნების გაკეთების უნარების განვითარების საშუალებაა.

სამუშაო ჯგუფში მუშაობა/პრაქტიკული/სემინარი მიზნად ისახავს ლექციებზე მიღებული ცოდნის გაღრმავებასა და დაკონკრეტებას; ჯგუფურად ხდება

პრაქტიკული ხასიათის ქეისების განხილვა, დისკუსია-დებატების წარმართვა, საშინაო დავალების განხილვა.

საბაკალავრო ნაშრომი უზრუნველყოფს სტუდენტის მინიმალური კვლევითი უნარების განვითარებას. საბაკალავრო ნაშრომის შესრულების

ფარგლებში სტუდენტი შეძლებს მოცემული თემის ირგვლივ მასალების მოძიებას, დარგში არსებული სამეცნიერო ნაშრომების კრიტიკულად

წაკითხვას, მოძიებული მასალების ძირითადი იდეების კრიტიკულად შერჩევას, შეჯამებას და მისთვის საინტერესო კონტექსტში შეფასებას.

Page 7: საერთაშორისო ურთიერთობებიƒ¡ასწავლო... · 1 განხილულია ფაკულტეტის საბჭოს

7

წერილობითი პროდუქტის მომზადების გარდა, საბაკალავრო ნაშრომი გულისხმობს აუდიო-ვიზუალური მასალის გამოყენებით აუდიტორიის წინაშე

საკუთარი მოსაზრებების წარდგენას.

კონსულტაცია ეხმარება სტუდენტს, გაერკვიოს დამოუკიდებელი მუშაობისას წამოჭრილ საკითხებში და საკონტაქტო საათებისთვის გამოყოფილი

დროის მიღმა, მიიღოს ცოდნა და დაკვალიანდეს კურსის ლექტორის მიერ.

სწავლების პროცესის ორგანიზება მიზნად ისახავს ისეთი მეთოდების გამოყენებას, რომელიც საბაკალავრო პროგრამის რეალიზაციის შედეგად

უზრუნველყოფს მისანიჭებელი აკადემიური ხარისხის შესაბამისი ცოდნის, უნარებისა და კომპეტენციების მიღწევას. სასწავლო პროცესში გამოიყენება

სწავლება-სწავლის მეთოდები მოიცავს შემდეგ აქტივობებს:

- ვერბალური, ანუ ზეპირსიტყვიერი - გულისხმობს სალექციო მასალის გადაცემას სტუდენტისათვის ვერბალური გზით, რომლის დროსაც ხდება

კითხვა–პასუხის, ინტერაქტიული მუშაობის, პრაქტიკული სიტუაციის აღწერის საფუძველზე თეორიული დებულებების ახსნა;

- წიგნზე მუშაობა - გულისხმობს დამოუკიდებლად მიცემული საკითხავი მასალის გაცნობას, დამუშავებასა და ანალიზს;

- წერითი მუშაობა - გულისხმობს თეზისების ჩამოყალიბებას, რეფერატის, პროექტის ან არგუმენტირებული ესეს შესრულებას და სხვა.

- პრაქტიკული მუშაობა - გულისხმობს პრაქტიკით მიღებული და დადასტურებული გამოცდილების ათვისებას. ესაა სტუდენტის მიერ

შესრულებული სამუშაო, პრაქტიკული დავალება, დაგეგმილი და ჩატარებული კვლევა და სხვა სახის ისეთი აქტივობები, რომელიც ავითარებს ცოდნის

გამოყენებით ხასიათს. სტუდენტი თვითონ ერთვება თუნდაც მოდელირებულ მოვლენათა ეპიცენტრში; გეგმავს, ასრულებს და ახორციელებს პროცესს

ან მის ნაწილს.

- დისკუსია/დებატები მკვეთრად ამაღლებს სტუდენტთა ჩართულობის ხარისხს; უვითარებს სტუდენტს კონსტრუქციული კამათისა და საკუთარი

აზრის დასაბუთების უნარს.

- ჯგუფური (COLLABORATIVE) მუშაობა - გულისხმობს სტუდენტთა ჯგუფებად დაყოფას და მათთვის სასწავლო დავალების მიცემას. ჯგუფის წევრები

ინდივიდუალურად ამუშავებენ საკითხს და პარალელურად უზიარებენ მას სხვებს. დასახული ამოცანიდან გამომდინარე, შესაძლებელია ჯგუფის

მუშაობის პროცესში წევრებს შორის მოხდეს ფუნქციების გადანაწილება. ეს სტრატეგია უზრუნველყოფს ყველა სტუდენტის მაქსიმალურ ჩართულობას

სასწავლო პროცესში.

- პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება (PBL) - ახალი ცოდნის მიღების და ინტეგრაციის პროცესის საწყის ეტაპად იყენებს პრობლემას და ეძებს მისი

გადაჭრის გზებს.

- შემთხვევის ანალიზი (Case study) - ლექტორი სტუდენტებთან ერთად ლექციაზე განიხილავს კონკრეტულ შემთხვევას. სტუდენტები ყოველმხრივ და

საფუძვლიანად შეისწავლიან და აანალიზებენ მოვლენას - ფაქტებს და პროცესს.

- გონებრივი იერიში (Brain storming) - გულისხმობს კონკრეტული თემის ფარგლებში კონკრეტული საკითხის/პრობლემის შესახებ მაქსიმალურად

მეტი, სასურველია რადიკალურად განსხვავებული, აზრის, იდეის ჩამოყალიბებასა და გამოთქმის ხელშეწყობას. აღნიშნული ხელს უწყობს

პრობლემისადმი შემოქმედებითი მიდგომის განვითარებას. გონებრივი იერიშის გამოყენება ეფექტურია სტუდენტთა მრავალრიცხოვანი ჯგუფის

არსებობის პირობებში და შედგება რამდენიმე ძირითადი ეტაპისგან: პრობლემის/საკითხის შემოქმედებითი კუთხით განსაზღვრა; დროის გარკვეულ

Page 8: საერთაშორისო ურთიერთობებიƒ¡ასწავლო... · 1 განხილულია ფაკულტეტის საბჭოს

8

მონაკვეთში აუდიტორიისგან საკითხის ირგვლივ არსებული იდეების კრიტიკის გარეშე ჩანიშვნა (ძირითადად დაფაზე); გამორიცხვის გზით იმ

იდეების გამორჩევა, რომლებიც ყველაზე მეტ შესაბამისობას ავლენს დასმულ საკითხთან; კვლევის მიზანთან იდეის შესაბამისობის დასადგენად

შეფასების კრიტერიუმების განსაზღვრა; შერჩეული იდეების შეფასება წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმებით; უმაღლესი შეფასების მქონე იდეის,

როგორც დასახული პრობლემის გადაჭრის საუკეთესო საშუალების გამოვლენა.

- დემონსტრირება - ინფორმაციის ვიზუალურად წარმოდგენას გულისხმობს და შედეგის მიიღწევის თვალსაზრისით ის საკმაოდ ეფექტურია. ხშირ

შემთხვევაში უმჯობესია, მასალა ერთდროულად აუდიო და ვიზუალური გზით მიეწოდოს სტუდენტებს. შესასწავლი მასალის დემონსტრირება

შესაძლებელია განხორციელდეს როგორც ლექტორის, ისე სტუდენტის მიერ. დემონსტირება ეხმარება ლექტორს თვალსაჩინო გახადოს სასწავლო

მასალა. აღნიშნული შესაძლოა ისეთ მარტივ სახესაც ატარებდეს, როგორიცაა, მაგალითად, მათემატიკური ამოცანის ამოხსნა, მისი საფეხურების დაფაზე

თვალსაჩინოდ წარმოდგენის სახით.

- ახსნა–განმარტება - ეფუძნება მსჯელობას მოცემული საკითხის ირგვლივ. პროფესორს მასალის გადმოცემისას მოჰყავს კონკრეტული მაგალითი,

რომლის დაწვრილებით განხილვაც ხდება მოცემული თემის ფარგლებში.

- ქმედებაზე ორიენტირებული სწავლება - მოითხოვს ლექტორისა და სტუდენტის აქტიურ ჩართულობას სწავლების პროცესში, სადაც განსაკუთრებულ

დატვირთვას იძენს თეორიული მასალის პრაქტიკული ინტერპრეტაცია.

- ელექტრონული სწავლება (E-learning) ეს მეთოდი ითვალისწინებს უცხო ენის სწავლების პროცესში CD დისკების გამოყენებას. სასწავლო კურსის

სილაბუსში კონკრეტულად არის წარმოდგენილი სწავლება-სწავლის პროცესში სასწავლო კურსის განხორციელებისას გამოყენებული

მეთოდები/აქტივობები;

- აუდიო-ვიზუალური მუშაობა- გულისხმობს ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენებით სლაიდების, ვიდეო რგოლების, აუდიო ჩანაწერების,

ფოტოების და სხვა ელექტრონული მასალის გამოყენებით კითხვა-პასუხის სესიის წარმართვას.

- როლური თამაში - მიმართულია რომელიმე უნარ-ჩვევის განვითარებაზე, გარკვეული შინაარსის მონაწილეების თვალთახედვიდან განხილვაზე,

სტერეოტიპული აზროვნების დაძლევაზე და სხვ. როლური თამაშის პროცესი წარმოადგენს ადამიანთა ჯგუფის მიერ ამა თუ იმ სიტუაციის

მოდელირებას. მოთამაშეების მოქმედება ბოლომდე არაა წინასწარ განსაზღვრული სცენარით. სცენარში მოცემულია მხოლოდ ის პირობები, რომელიც

აუცილებელია თამაშის ბიძგის მისაცემად.

სწავლის შედეგების მიღწევისათის ასევე გამოიყენება მეცნიერული აზროვნების იმგვარი მიდგომები, რომლებიც სამეცნიერო კვლევის საწყის

მეთოდებადაა ცნობილი და სასწავლო პროცესში ცოდნის მიღწევის გზებს სწორედ ამ კომპონენტის განვითარებისათვის სახავს. ესაა:

- ინდუქცია - განსაზღვრავს ნებისმიერი საგნობრივი ცოდნის ისეთ ფორმას, როდესაც სწავლის პროცესში აზრის მსვლელობა განზოგადებისკენ არის

მიმართული, ანუ მასალის გადმოცემისას პროცესი მიმდინარეობს კონკრეტულიდან ზოგადისკენ.

- დედუქცია - შემეცნების ისეთი მეცნიერული მიდგომაა, რომელიც გულისხმობს საერთო ნიშან-თვისებიდან კერძო ნიშნების გამოყოფას. ამ დროს

აზროვნება ისე მიმდინარეობს, რომ ყოველი კომპონენტი ლოგიკურად გამომდინარეობს წინა აზრიდან.

- ანალიზი - გულისხმობს საკითხის მანამდე უცნობი მხარეების გამოკვლევას და გვეხმარება სასწავლო მასალის, როგორც ერთი მთლიანის,

შემადგენელ ნაწილებად დაშლაში.

Page 9: საერთაშორისო ურთიერთობებიƒ¡ასწავლო... · 1 განხილულია ფაკულტეტის საბჭოს

9

- სინთეზი - გულისხმობს ცალკეული საკითხების თავმოყრით მთლიანის შესახებ წარმოდგენის შექმნას. იგი ხელს უწყობს პრობლების, როგორც

მთელის დანახვის უნარის განვითარებას.

საბაკალავრო პროგრამის მოცულობა

● საბაკალავრო პროგრამა აგებულია ECTS სისტემის საფუძველზე

● პროგრამის ხანგრძლივობა შეადგენს 4 აკადემიურ წელს, ანუ 8 სემესტრს და მოიცავს 240 კრედიტს;

● 1 კრედიტი მოიცავს 25 ასტრონომიულ საათს; კრედიტი დროის ერთეულში (სთ.) ასახავს საკონტაქტო და დამოუკიდებელი სამუშაოს იმ

მოცულობას, რომელიც საჭიროა სტუდენტის მიერ პროგრამის შესაბამისი სასწავლო კურსის ასათვისებლად და სწავლის შედეგების

მისაღწევად. კერძოდ: ლექციებზე დასწრება; სამუშაო ჯგუფში მუშაობა; პრაქტიკული მეცადინეობა; პროექტებზე მუშაობა; შუალედური და

დასკვნითი გამოცდებისთვის მომზადება-ჩაბარება; სამეცნიერო-კვლევით პროექტებში მონაწილეობა; საკონფერენციო და სამეცნიერო

კვლევების შესრულება და პრეზენტაცია/დაცვა; დამოუკიდებელი მუშაობა; წერილობითი ნაშრომების მომზადება; და ყველა სხვა სახის

აქტივობა, რომელიც დაკავშირებულია ცოდნის მიღებასთან, პრაქტიკულ საქმიანობის ჩვევების გამომუშავებასთან და სწავლის სხვა შედეგების

მიღწევასთან.

● ერთი აკადემიური სასწავლო წელი მოიცავს 40 კვირას, ხოლო სემესტრი 20 კვირას, რომელშიც შედის შუალედური და დასკვნითი გამოცდები

გადაბარებებითურთ.

Page 10: საერთაშორისო ურთიერთობებიƒ¡ასწავლო... · 1 განხილულია ფაკულტეტის საბჭოს

10

*1

პროგრამის სტრუქტურა

პროგრამა არის ინტერდისციპლინარული ხასიათის და გასცემს ცოდნას საერთაშორისო ეკონომიკისა და სამართლის, საერთაშორისო უსაფრთხოების,

პოლიტიკური ფილოსოფიისა და საგარეო პოლიტიკის მიმართულებით, ასევე გამოუმუშავებს სტუდენტებს რიგ პროფესიულ უნარებს, რაც

აუცილებელია გადაწყვეტილების მიმღების, აღმასრულებელ, ანალიტიკურსა და წარმომადგენლობით პოზიციებზე წარმატებული მოღვაწეობისთვის.

საგნები პროგრამაში გადანაწილებულია აღნიშნული სასწავლო მიმართულებებისათვის მინიჭებული პრიორიტის მიხედვით, რაც საერთაშორისო

ურთიერთობების დისციპლინისთვის მათი შესაბამოსობისა და აუცილებლობის მიხედვით განისაზღვრა (8:7:6:4:4).

კურსების მეტი წილი საგარეო პოლიტიკის ქოლგის ქვეშ ერთიანდება და 8 სავალდებულო საგანს მოიცავს, პოლიტიკური ფილოსოფიის განხრით

პროგრამაში გათვალისწინებულია 7 სავალდებულო საგანი, საერთაშორისო უსაფრთხოების მიმართულება ფარავს 6 სავალდებულო საგანს, ხოლო

საერთაშორისო ეკონომიკასა და სამართალს ენიჭება თანაბარი პრიორიტეტი 4-4 სავალდებულო საგნით.

მსგავსი პრიორიტეტიზაცია ხდება მხოლოდ სავალდებულო სასწავლო კურსების შემთხვევაში, ხოლო არჩევითი საგნები ყველა ზემოაღნიშნული

მიმართულებით 4-4-ია. ამას გარდა პროგრამაში გათვალისწინებულია 8 საგანი, რომლებიც პროფესიული უნარების განვითარებას ემსახურებიან და

* სავალდებულო კომპონენტი = 195 კრედიტი, აქედან ზოგადი საუნივერსიტეტო სავალდებულო კურსები - 48 კრედიტი; სპეციალობის სავალალდებულო კურსები - 147 კრედიტი; არჩევითი

კომპონენტი 126, აქედან 36 კრედიტი სავალდებულოა და სემესტრულად გადანაწილებულია 9 კრედიტებად მესამე და მეოთხე კურსზე; თავისუფალი კრედიტების ოდენობა: 9; ჯამში 195 + 36 + 9 = 240

კრედიტი

Page 11: საერთაშორისო ურთიერთობებიƒ¡ასწავლო... · 1 განხილულია ფაკულტეტის საბჭოს

11

მათგან არცერთს არ აქვს სავალდებულო ხასიათი. კრედიტები იმგვარად არის გადანაწილებული, რომ სავალდებულო საგნების გარდა, მესამე

აკადემიური წლიდან, სტუდენტი ირჩევს 2 კურსს და მათგან ერთი აუცილებლად არის პროფესიული უნარი.

სასწავლო მიმართულებების მიხედვით საგნების დაჯგუფება და მათი ზემოაღნიშნული პრიორიტეტიზაცია მიზნად ისახავს, ინტერდისციპლინარულ

პროგრამას შესძინოს თანმიმდევრულობა და მოაქციოს ერთიანი ლოგიკური ჩარჩოს ქვეშ. წინააღმდეგ შემთხვევაში, არსებობს გაფანტული და

ზედაპირული ცოდნის გაცემის რისკი. შესაბამისად, პროგრამა არ არის მასში შემავალი 58 საგნის (+10 საუნივერსიტეტო) მექანიკური ჯამი, არამედ ქმნის

ერთიან მთელს.

ინგლისური ენის ცოდნა A2 დონეზე და შემდგომი გარღმავება B2.2 დონის ჩათვლის არის სავალდებულო. მეორე უცხო ენად სტუდენტს შეუძლია

აირჩიოს გაეროს დანარჩენი 5 სამუშაო ენიდან ნებისმიერი და შეისწავლოს A1 დონიდან B1.2-მდე

სქემა #1. სპეციალობის საგანთა გადანაწილება თემატურ ბლოკებად

საგანთა თემატური ბლოკი #1: საერთაშორისო სამართალი

სავალდებულო (4)

1. შესავალი საერთაშორისო სამართალში

2. საერთაშორისო საჯარო სამართალი

3. საერთაშორისო ხელშეკრულებები

4. ადამიანთა უფლებების საერთაშორისო სამართალი

საგანთა თემატური ბლოკი #2: საერთაშორისო ეკონომიკა

სავალდებულო (4):

1. ეკონომიკის პრინციპები: მიკროეკონომიკა

2. ეკონომიკის პრინციპები: მაკროეკონომიკა

3. საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობები

4. მწვანე ეკონომიკა

Page 12: საერთაშორისო ურთიერთობებიƒ¡ასწავლო... · 1 განხილულია ფაკულტეტის საბჭოს

12

არჩევითები (4)

1. დიპლომატიური და საკონსულო სამართალი

2. საერთაშორისო სისხლის სამართალი

3. საერთაშორისო კონსტიტუციური სამართალი და დემოკრატია

4. ევროკავშირის სამართალი

არჩევითები (4):

1. გეოეკონომიკა

2. ევროკავშირის ეკონომიკა

3. პოსტ-კომუნისტური ეკონომიკური ტრანზიცია

4. საერთაშორისო პოლიტ-ეკონომიკა

საგანთა თემატური ბლოკი #3: საერთაშორისო უსაფრთხოება

სავალდებულო (6):

1. საერთაშორისო უსაფრთხოების თეორიები

2. ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკა

3. საერთაშორისო კონფლიქტების მოგვარება

4. ევროპული და ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოება

5. საქართველოს კონფლიქტების ანალიზი

6. ჰიბრიდული ომის წარმოება

საგანთა თემატური ბლოკი #4: პოლიტიკური ფილოსოფია

სავალდებულო(7):

1. პოლიტიკური აზრის ისტორია

2. პოლიტიკური იდეოლოგიები

3. პოლიტიკური სისტემები და რეჟიმები

4. საერთაშორისო ურთიერთობების თეორიები

5. ევროპული ინტეგრაციის თეორიები

6. შედარებითი პოლიტიკა

7. ევროპეიზაცია და დემოკრატიზაცია

არჩევითები (4):

1. ომის თეორიები

2. სამხედრო ოპერაციების გააზრება

3. საერთაშორისო ტერორიზმი

4. საქართველოს ენერგო უსაფრთხოება

არჩევითები(4):

1. პარტიული პოლიტიკა

2. პოლიტიკური პიარი

3. ჰოლოკოსტის ნარატივი

4. საჯარო პოლიტიკა

საგანთა თემატური ბლოკი #5: საგარეო პოლიტიკა

სავალდებულო (8):

1. შესავალი საერთაშორისო ურთიერთობებში

2. დიპლომატიის ისტორია

3. საერთაშორისო ორგანიზაციები და ინტეგრაციული პროცესები

4. ევროპული ინტეგრაციის ისტორიები

საგანთა თემატური ბლოკი # 6 : პროფესიული უნარები

სავალდებულო (0)

Page 13: საერთაშორისო ურთიერთობებიƒ¡ასწავლო... · 1 განხილულია ფაკულტეტის საბჭოს

13

5. საქართველოს საგარეო პოლიტიკა

6. საერთაშორისო ენერგეტიკული ურთიერთობები

7. პოსტ-საბჭოთა პოლიტიკა

8. საგარეო პოლიტიკის ანალიზი

არჩევითები (4):

1. რეგიონალიზაციის პროცესები სამხრეთ კავკასიაში

2. ევროკავშირის ინსტიტუტები და მმართველობა

3. ამერიკის საგარეო პოლიტიკა

4. რუსეთის საგარეო პოლიტიკა

არჩევითები (8):

1. პროექტების წერა

2. საჯარო მეტყველება

3. მოლაპარაკებები და მედიაცია

4. დებატების ხელოვნება

5. კვლევითი უნარები

6. ადვოკატირება და ლობი

7. სტრატეგიული დაგეგმარება

8. სოციალური მედია და სტრატეგიული კომუნიკაცია

სტუდენტის ცოდნის შეფასების სისტემა

სტუდენტის ცოდნის შეფასების სისტემა შეესაბამება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 5 იანვრის N3 ბრძანებით

დამტკიცებულ „უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების კრედიტებით გაანგარიშების წესს“, რომელიც ითვალისწინებს:

ა) ხუთ სახის დადებით შეფასებას:

ა) (A) ფრიადი – შეფასების 91-100 ქულა;

ბ) (B) ძალიან კარგი – მაქსიმალური შეფასების 81-90 ქულა;

გ) (C) კარგი – მაქსიმალური შეფასების 71-80 ქულა;

დ) (D) დამაკმაყოფილებელი – მაქსიმალური შეფასების 61-70 ქულა;

ე) (E) საკმარისი – მაქსიმალური შეფასების 51-60 ქულა.

Page 14: საერთაშორისო ურთიერთობებიƒ¡ასწავლო... · 1 განხილულია ფაკულტეტის საბჭოს

14

ბ) ორი სახის უარყოფით შეფასებას:

ა) (FX) ვერ ჩააბარა – მაქსიმალური შეფასების 41-50 ქულა, რაც ნიშნავს, რომ სტუდენტს ჩასაბარებლად მეტი მუშაობა სჭირდება და ეძლევა

დამოუკიდებელი მუშაობით დამატებით გამოცდაზე ერთხელ გასვლის უფლება;

ბ) (F) ჩაიჭრა – მაქსიმალური შეფასების 40 ქულა და ნაკლები, რაც ნიშნავს, რომ სტუდენტის მიერ ჩატარებული სამუშაო არ არის საკმარისი და მას

საგანი ახლიდან აქვს შესასწავლი.

დასკვნით გამოცდაზე დაშვების წინაპირობა: დასკვნით გამოცდაზე გასვლის უფლება ეძლევა სტუდენტს, რომელსაც შუალედური შეფასებებისა და

დასკვნითი გამოცდის მაქსიმალური ქულის გათვალისწინებით უგროვდება 51 ქულა.

სტუდენტს უარყოფითი შეფასების (FX) მიღების შემთხვევაში დამატებით გამოცდაზე გასვლის უფლება აქვს იმავე სემესტრში. დასკვნით და შესაბამის

დამატებით გამოცდას შორის შუალედი უნდა იყოს არა ნაკლებ 5 დღე დასკვითი გამოცდის შედეგების გამოცხადებიდან.

სასწავლო კურსის მაქსიმალური შეფასება შეადგენს 100 ქულას. რომელიც ნაწილდება შემდეგნაირად:

შუალედური სემესტრული შეფასება - მაქსიმუმ 60 ქულა;

დასკვნითი გამოცდა - მაქსიმუმ 40 ქულა.

სასწავლო კურსის განხორციელების პერიოდში ტარდება ერთი შუალედური გამოცდა მე-8 კვირას - მაქსიმალური შეფასება - 30 ქულა. კომპონენტების

შინაარსსა და ხვედრით წილს განსაზღვრავს კურსის ლიდერი და აღწერს ამავე კურსის სასწავლო პროგრამაში - სილაბუსში. სილაბუსში ასევე

აღწერილია შეფასების კომპონენტები და მათი წილობრივი დანაწილების სქემა.

ზემოთ დასახელებულ გათვლებს თითოეული კურსის ლიდერი ეწევა საკუთარი კომპეტენციისა და აკადემიური თავისუფლების გამოხატვის

ფარგლებში, რეალური მდგომარეობის შეფასების და სწავლის შედეგების მიღწევის მიზანშეწონილობიდან გამომდინარე. ამავე პრინციპით

შესაძლებელია შუალედური შეფასების კომპონენტის და ქულების დაგროვების სქემის დაზუსტებაც სასწავლო პროცესის მიმდინარეობის დროს,

დაუძლეველი დაბრკოლების აღმოჩენის და მისი გადალახვის გზების მოძიების მიზნით.

სტუდენტი დასკვნით გამოცდაზე დაიშვება, თუ მას შუალედურ (სემესტრულ) შეფასებებში დაგროვილი აქვს მინიმუმ 30%.

დასკვნითი გამოცდის მინიმალური ბარიერი - 50%.

საბაკალავრო ნაშრომის შეფასება

საბაკალვრო ნაშრომის შეფასება ხდება შუალედური და დასკვნითი შეფასებებით. შუალედური შეფასებები გულისხმობს საბაკალვრო ნაშრომის

მონახაზის შესრულებას, რომელიც ფასდება 20 ქულით და სამეცნიერო ხელმძღვანელის შეფასებას, რომელიც ნაშრომს აფასებს 40 ქულით. ხოლო

დასკვნითი შეფასება გულისხმობს საბაკალავრო ნაშრომის დაცვას, რომელიც ფასდება 40 ქულით.

Page 15: საერთაშორისო ურთიერთობებიƒ¡ასწავლო... · 1 განხილულია ფაკულტეტის საბჭოს

15

კომისიის მიერ საბაკალავრო ნაშრომის დაცვის შეფასების კომპონენტებია: ნაშრომისა და მოხსენების ლოგიკურობა (10 ქულა), ნაშრომისა და

პრეზენტაციის ვიზუალური გაფორმება (10 ქულა), სტუდენტის პრეზენტაცია/მოხსენება (10 ქულა), სტუდენტის მიერ კითხვებზე პასუხის გაცემა (10

ქულა).

საბაკალავრო ნაშრომის დაცვა ხდება სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე, უნივერსიტეტის რექტორის მიერ

დანიშნული საგამოცდო კომისიის წინაშე. საბოლოო შედეგები ფორმდება შესაბამისი ოქმით.

დასაქმების სფერო

საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამის კურსდამთავრებულს შეუძლია იმუშავოს აკადემიურ, საჯარო, კერძო და არასამთავრობო

სექტორში გადაწყვეტილების მიმღების, აღმასრულებელ, ანალიტიკურ და წარმომადგენლობით პოზიციებზე.

დასაქმების პოტენციური სექტორები შესაძლოა იყოს კვლევითი ცენტრი, არასამთავრობო ორგანიზაცია, საჯარო სექტორში საგარეო საქმეთა

სამინისტრო ან ნებისმიერი სხვა სამინისტროსა თუ უწყების საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი, აკადემია, რეგიონალური და

საერთაშორისო ორგანიზაციები და მათი ნებისმიერი სააგენტო ან ინსტიტუტი, დიპლომატიური სამსახური და ა.შ.

სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა

საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებულს სწავლის გაგრძელება შეუძლია უმაღლესი აკადემიური განათლების მეორე საფეხურზე –

მაგისტრატურაში, კანომდებლობით დადგენილი წესით. საბაკალავრო პროგრამა ითვალისწინებს განვითარებას საერთაშორისო ურთიერთობების

(გაძლიერებული სამართლის თუ ეკონომიკის მიმართულებით), პოლიტიკური მეცნიერებების, ევროპათმცოდნეობის, უსაფრთხოების

კვლევევის, სტრატეგიული სწავლების განხრით. პროფესიული ზრდა მიიღწევა სამუშაო გამოცდილების მიღების და თვითგანვითარების გზით.

პროგრამის განხორციელების მატერიალური რესურსი

საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამების განსახორციელებლად და პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების მისაღწევად ევროპის

უნივერსიტეტს გააჩნია შესაბამისი მატერიალურ–ტექნიკური ბაზა: სასწავლო აუდიტორიები, ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდი, აკადემიური პერსონალის

სამუშაო სივრცე, საინფორმაციო–საკომუნიკაციო ტექნოლოგიები შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფითა და ინტერნეტით. სასწავლო

უნივერსიტეტში უზრუნველყოფილია საერთაშორისო ელექტრონულ საბიბლიოთეკო ქსელში ჩართულობა. სასწავლო უნივერსიტეტის შენობა

აღჭურვილია პროგრამის განხორციელებისთვის საჭირო შესაბამისი ინვენტარით.

კონკრეტულად საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამისთვის გამოიყენება გურამიშვილის #76 ნომერში განთავსებული ადმინისტრაციული

შენობის მეორე, მეოთხე და მეხუთე სართულზე არსებული 10 აუდიტორია, საშუალოდ 32-34 სტუდენტზე გათვლილი; ასევე 70 ადამიანზე გათვლილი

Page 16: საერთაშორისო ურთიერთობებიƒ¡ასწავლო... · 1 განხილულია ფაკულტეტის საბჭოს

16

საკონფერენციო დარბაზი და 25 კომპიუტერით გაწყობილი ლაბორატორია. თითოეული მათგანი აღჭურვილია მინიმუმ მერხებით, სკამებით,

დაფებით, კომპიუტერებით, პროექტორებით, უსადენო ინტერნეტით.

ევროპის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში წარმოდგენილია სილაბუსებით გათვალისწინებული ყველა საკითხავი მასალა ფიზიკური ან ელექტრონული

ფორმით. ამას გარდა, ევროპის უნივერსიტეტს წვდომა აქვს შემდეგ სამეცნიერო ბაზებზე: Elsevier, EBSCO EP Package ELITE, eIFL - ელექტრონული

ინფორმაცია ბიბლიოთეკებისათვის.

ბიბლიოთეკის მხრიდან ხორციელდება საორიენტაციო შეხვედრები, სადაც ხდება ინფორმაციის მიწოდება არსებული რესურსის გამოყენების გზების

შესახებ. გარდა შეხვედრებისა, ბიბლიოთეკის თანამშრომლების მიერ შექმნილია როგორც სამეცნიერო ბაზების, ასევე ბიბლიოთეკის ელექტრონული

კატალოგის მოხმარების ინსტრუქციები და ეს ინფორმაცია ელექტორნული ფოსტით რეგულარულად ეგზავნება სტუდენტებსა და აკადემიურ

პერსონალს.

საბაკალავრო პროგრამის განხორციელების ადამიანური რესურსი

საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის განსახორციელება უზრუნველყოფილია მაღალკვალიფიციური პერსონალით (იხ. დანართი #6).

საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებულ სასწავლო კურსებს უძღვება ევროპის უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი, სათანადო

გამოცდილებისა და კომპეტენციის მქონე მოწვეული ლექტორები და დარგის სპეციალისტები.

შენიშვნა. : საბაკალავრო პროგრამის დანართები წარმოადგენს პროგრამის განუყოფელ ნაწილს.

დანართი 1: პროგრამის მიზნებისა და სწავლის შედეგების შესაბამისობის რუკა

დანართი 2: სწავლის შედეგების რუკა

დანართი 3: სწავლება-სწავლის მეთოდების/აქტივობების სწავლის შედეგებთან შესაბამისობის რუკა

დანართი 4: საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის სწავლის შედეგების შეფასება

დანართი 5: პროგრამის სასწავლო გეგმა პროგრამის კომპონენტების კრედიტებისა და სასწავლო სემესტრების მითითებით

დანართი 6: პროგრამის განმახორციელებელი აკადემიური და მოწვეული პერსონალი

პროგრამის ხელმძვანელი: აფილირებული ასისტ. პროფ. თათია დოლიძე