სულხან საბა ორბელიანის...
TRANSCRIPT
1
სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტი
საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა (რეგულირებადი)
პროგრამის სახელწოდება სამართალი/LAW
სწავლების ენა ქართული
მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი სამართლის ბაკალავრი/Bachelor of Law
პროგრამის მოცულობა კრედიტებით
საბაკალავრო პროგრამა აგებულია ECTS სისტემის საფუძველზე, სტუ-
დენტზეა ორიენტირებული და ემყარება სტუდენტის აკადემიურ
დატვირთვას, რომელიც საჭიროა საგანმანათლებლო პროგრამის მიზნების
მისაღწევად.
სამართლის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა მოიცავს 240 ECTS
კრედიტს, წელიწადში – 60 კრედიტს, სემესტრში – 30 კრედიტს.
შესაბამისად, საბაკალავრო პროგრამის სტანდარტული ხანგრძლივობა 4
წელს ანუ 8 სემესტრს შეადგენს.
სტუდენტის ინდივიდუალური დატვირთვიდან გამომდინარე, წელიწადში
კრედიტების რაოდენობა შეიძლება იყოს 60-ზე ნაკლები ან მეტი, მაგრამ არა
უმეტეს 75-ისა.
პროგრამის ხელმძღვანელი დიმიტრი გეგენავა, სამართლის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი;
ნინო ქათამაძე ასისტენტი.
პროგრამის მიზანი
სამართლის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია სტუდენტს შესძინოს:
ფართო თეორიული ცოდნა ეროვნული სამართლის სისტემის ძირითადი თავისებურებების, პრინციპებისა და
ინსტიტუტების, ზოგადსამართლებრივი პრინციპების, ფასეულობებისა და ღირებულებების, სამართლის პოლიტიკური,
საზოგადოებრივი, ფილოსოფიური, ისტორიული და ეკონომიკური ასპექტების, აგრეთვე ეროვნული და უცხოური
სამეცნიერო აზრისა და კანონმდებლობის შესახებ;
სიღრმისეული ცოდნა და სპეციალური მომზადება საჯარო, კერძო და/ან სისხლის სამართლის დარგებში.
სამართლის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია სტუდენტს გამოუმუშავოს:
საკანონმდებლო ცვლილებების, სასამართლო პრაქტიკისა და მეცნიერული სიახლეებისადმი ყურადღების მიდევნების,
აგრეთვე კომუნიკაციის, ცოდნის მუდმივი განახლებისა და სწავლის უნარი;
სამართლის სფეროში მიღებული ცოდნის პრაქტიკულ საქმიანობაში ეფექტურად გამოყენების უნარი და სპეციალობით
საქმიანობისათვის აუცილებელი სხვა უნარები;
სამართლის სფეროში სამართლებრივი პრობლემების დამოუკიდებლად გადაჭრის, აგრეთვე საკითხის შეფასების,
ანალიზის, მსჯელობის, დასაბუთების, ამოცანების გადაწყვეტისთვის აუცილებელი უნარები;
პროფესიული ეთიკისა და სამართლებრივი ღირებულებების დასამკვიდრებლად სწრაფვის უნარი;
სამართლის სფეროში პრაქტიკული საქმიანობისას სამართლიანობის, ადამიანის უფლებების, სოციალური და
დემოკრატიული ფასეულობების დაცვის უნარი.
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა
2
სამართლის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის უფლება აქვს სრული ზოგადი განათლების
დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატის/ატესტატის ან მასთან გათანაბრებული დოკუმენტის მქონე საქართველოს
მოქალაქეს, ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე.
ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე, სამართლის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე სტუდენტთა
მიღება/ჩარიცხვა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
სამართლის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე მობილობის წესით ჩარიცხვა შესაძლებელია წელიწადში ორჯერ,
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილ ვადებში, სავალდებულო პროცედურებისა და
უნივერსიტეტის მიერ დადგენილი წესების დაცვით.
სამართლის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვა, ან გადმოყვანის წესით ჩარიცხვა უცხო ქვეყნის
აღიარებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან ხორციელდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
სამინისტროს გადაწყვეტილების საფუძველზე.
სწავლის შედეგები/ზოგადი და დარგობრივი კომპეტენციები
ცოდნა და გაცნობიერება აქვს ეროვნული სამართლის სისტემის ძირითადი თავისებურებების, პრინციპებისა და
ინსტიტუტების ფართო, ხოლო საჯარო, კერძო ან სისხლის სამართლის სიღრმისეული
ცოდნა, აგრეთვე საერთაშორისო სამართლისა და ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში
ეროვნული და უცხოური სამეცნიერო აზრისა და კანონმდებლობის ცოდნა;
გაცნობიერებული აქვს სამართლის არსი, კომპლექსური საკითხები და სამართლის
ფუნდამენტური პრინციპების მნიშვნელობა სამართლებრივი სისტემის ფორმირებისათვის:
კურსდამთავრებულმა იცის: განმარტების მეთოდები; სახელმწიფო მოწყობისა და
ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხები; ადამიანის ძირითადი უფლებები და
თავისუფლებები; საერთაშორისო საჯარო სამართლის ძირითადი პრინციპები;
სახელშეკრულებო და კანონისმიერი ვალდებულებითი ურთიერთობები; ქონებრივი
სამართალი; ადმინისტრაციული სამართლის არსი და პრინციპები; დანაშაულის არსი, სახეები
და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის თავისებურებანი; სამოქალაქო,
ადმინისტრაციული და სისხლის სამართალწარმოება; ქართული სამართლის ისტორიული
წყაროები.
ცოდნის პრაქტიკაში
გამოყენების უნარი
შეუძლია სამართლებრივი პრობლემების გადასაჭრელად წინასწარ განსაზღვრული
მითითებების შესაბამისად კვლევითი ან პრაქტიკული ხასიათის პროექტის განხორციელება;
აქვს სამართლებრივი პრობლემების იდენტიფიცირების, მათი გადაწყვეტისათვის
ნორმატიული საფუძვლების მოძიების, განმარტებისა და გამოყენების უნარი;
შეუძლია იურიდიული შინაარსის დოკუმენტების (ნორმატიული აქტის პროექტის,
ხელშეკრულების, საჩივრის, სარჩელის და ა.შ.) შედგენა.
დასკვნის უნარი
აქვს სამართლებრივი პრობლემის მრავალმხრივი ხედვისა და ანალიზის საფუძველზე მისი
გადაწყვეტის თეზისის განვითარებისა და შერჩეული მიდგომის დასაბუთების, აგრეთვე
სამართლებრივად დასაბუთებული დასკვნის ჩამოყალიბების უნარი.
კომუნიკაციის უნარი
აქვს მშობლიურ და B2-ის დონეზე (ხოლო სტუდენტისთვის, რომელმაც ერთიანი ეროვნული
გამოცდების შედეგად აკადემიურ პროგრამაზე ჩარიცხვისათვის სავალდებულო საგნად
ჩააბარა სხვა უცხოური ენა გარდა ინგლისური ენის B1-ის დონეზე) ინგლისურ ენაზე
ინფორმაციის მოძიების და იურიდიული ტერმინოლოგიის გამოყენებით ზეპირი და
წერილობით ფორმით გადაცემის უნარი;
აქვს იდეების, არსებული პრობლემებისა და გადაჭრის გზების შესახებ დეტალური
წერილობითი ანგარიშის მომზადების და ქართულ და B2-ის დონეზე (ხოლო
სტუდენტისთვის, რომელმაც ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად აკადემიურ
პროგრამაზე ჩარიცხვისათვის სავალდებულო საგნად ჩააბარა სხვა უცხოური ენა გარდა
ინგლისური ენის B1-ის დონეზე) ინგლისურ ენაზე ინფორმაციის სპეციალისტებისა და
არასპეციალისტებისათვის ზეპირად გადაცემის უნარი;
აქვს თანამედროვე საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების შემოქმედებითად
გამოყენების უნარი.
სწავლის უნარი
აქვს საკუთარი სწავლის პროცესის თანმიმდევრულად და მრავალმხრივად შეფასებისა და
შემდგომი სწავლის საჭიროებების დადგენის უნარი;
აქვს საკანონმდებლო ცვლილებების, სასამართლო პრაქტიკის, მეცნიერების სიახლეების
მიდევნებისა და ცოდნის მუდმივად განახლების უნარი.
ღირებულებები
იცნობს იურისტის საქმიანობის ეთიკის ფარგლებს. მოწოდებულია, ხელი შეუწყოს
ინდივიდთა უფლებების განხორციელებას და იმოქმედოს სამართლიანობის, ადამიანის
უფლებების, სოციალური და დემოკრატიული ფასეულობების გათვალისწინებით.
აქვს ღირებულებების ფორმირების პროცესში მონაწილეობის მიღებისა და მათ
დასამკვიდრებლად სწრაფვის უნარი.
3
სწავლება-სწავლის მეთოდი
ლექცია სამუშაო ჯგუფში მუშაობა პრაქტიკული მუშაობა სემინარი ელექტრონული რესურსით სწავლება
ელექტრონული სწავლება სხვა
სტუდენტის ცოდნის შეფასების სისტემა
სამართლის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული სასწავლო კომპონენტის დაუფლება სწავლების
პროცესში სტუდენტთა აქტიურ მონაწილეობას ითვალისწინებს და შეძენილი ცოდნის უწყვეტი შეფასების პრინციპს ეფუძნება.
სამართლის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელებისას სტუდენტის სწავლის შედეგის მიღწევის დონე
ფასდება ,,უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების კრედიტებით გაანგარიშების წესის შესახებ“ საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 5 იანვრის N3 ბრძანებით დამტკიცებული შეფასების სისტემის
შესაბამისად.
სამართლის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის სასწავლო კომპონენტში სტუდენტის სწავლის შედეგის მიღწევის
დონის შეფასება მოიცავს შეფასების ფორმებს - შუალედურ (ერთჯერად ან მრავალჯერად) და დასკვნით შეფასებას, რომელთა
ჯამი წარმოადგენს საბოლოო შეფასებას (100 ქულა).
შუალედური და დასკვნითი შეფასება (შეფასების ფორმები) მოიცავს შეფასების კომპონენტს/კომპონენტებს, რომელიც
განსაზღვრავს სტუდენტის ცოდნის ან/და უნარის ან/და კომპეტენციების შეფასების ხერხს/ხერხებს (ზეპირი/წერითი გამოცდა,
ზეპირი/წერითი გამოკითხვა, საშინაო დავალება, პრაქტიკული/თეორიული სამუშაო და სხვ.). შეფასების კომპონენტი
აერთიანებს შეფასების ერთგვაროვან მეთოდებს (ტესტი, ესე/ესეი, დემონსტრირება, პრეზენტაცია, დისკუსია,
პრაქტიკული/თეორიული დავალების შესრულება, სამუშაო ჯგუფში მუშაობა, დისკუსიაში მონაწილეობა, კაზუსის ამოხსნა,
იმიტირებულ პროცესში მონაწილეობა და სხვ). შეფასების მეთოდი/მეთოდები იზომება შეფასების კრიტერიუმებით ანუ
შეფასების მეთოდის საზომი ერთეულით, რითაც დგინდება სწავლის შედეგების მიღწევის დონე.
შეფასების თითოეულ ფორმასა და კომპონენტს შეფასების საერთო ქულიდან (100 ქულა) განსაზღვრული აქვს ხვედრითი
წილი საბოლოო შეფასებაში, რაც რაც აისახება კონკრეტულ სილაბუსში და ეცნობება სტუდენტს სასწავლო სემესტრის
დასაწყისში.
დაუშვებელია კრედიტის მინიჭება შეფასების მხოლოდ ერთი ფორმის (შუალედური ან დასკვნითი შეფასება) გამოყენებით.
სტუდენტს კრედიტი ენიჭება მხოლოდ დადებითი შეფასების მიღების შემთხვევაში.
სამართლის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელებისას სტუდენტის შუალედური და დასკვნითი
შეფასების მინიმალური კომპეტენციის ზღვარის ხვედრითი წილი აისახება კონკრეტულ სილაბუსში და ეცნობება სტუდენტს
სასწავლო სემესტრის დასაწყისში.
შეფასების სისტემა უშვებს:
ხუთი სახის დადებით შეფასებას:
(A) ფრიადი – შეფასების 91-100 ქულა;
(B) ძალიან კარგი – მაქსიმალური შეფასების 81-90 ქულა;
(C) კარგი – მაქსიმალური შეფასების 71-80 ქულა;
(D) დამაკმაყოფილებელი – მაქსიმალური შეფასების 61-70 ქულა;
(E) საკმარისი – მაქსიმალური შეფასების 51-60 ქულა.
ორი სახის უარყოფით შეფასებას:
(FX) ვერ ჩააბარა – მაქსიმალური შეფასების 41-50 ქულა, რაც ნიშნავს, რომ სტუდენტს ჩასაბარებლად მეტი მუშაობა სჭირდება
და ეძლევა დამოუკიდებელი მუშაობით დამატებით გამოცდაზე ერთხელ გასვლის უფლება;
(F) ჩაიჭრა – მაქსიმალური შეფასების 40 ქულა და ნაკლები,რაც ნიშნავს, რომ სტუდენტის მიერ ჩატარებული სამუშაო არ არის
საკმარისი და მას საგანი ახლიდან აქვს შესასწავლი.
სამართლის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის სასწავლო კომპონენტში, FX-ის მიღების შემთხვევაში დამატებითი
გამოცდა დაინიშნება დასკვნითი გამოცდის შედეგების გამოცხადებიდან არანაკლებ 5 კალენდარულ დღეში. სტუდენტის მიერ
დამატებით გამოცდაზე მიღებულ შეფასებას არ ემატება დასკვნით შეფასებაში მიღებული ქულათა რაოდენობა. დამატებით
გამოცდაზე მიღებული შეფასება არის დასკვნითი შეფასება და აისახება საგანმანათლებლო პროგრამის სასწავლო კომპონენტის
საბოლოო შეფასებაში. დამატებით გამოცდაზე მიღებული შეფასების გათვალისწინებით საგანმანათლებლო კომპონენტის
საბოლოო შეფასებაში 0-50 ქულის მიღების შემთხვევაში, სტუდენტს უფორმდება შეფასება F-0 ქულა.
4
დასაქმების სფერო
სამართლის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის კურსდამთავრებულს შესაძლებლობა ექნება იმუშავოს ნებისმიერ იმ
თანამდებობაზე სადაც მოითხოვება სამართლის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი და არ არის აუცილებელი სახელმწიფო
სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარება ან/და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული დამატებითი წინაპირობები.
სამართლის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის კურსდამთავრებული იურიდიული საქმიანობის
განსახორციელებლად შეიძლება დასაქმდეს:
საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებში;
სასამართლო ორგანოებში;
სამართალდამცავ და სხვა მაკონტროლებელ ორგანოებში;
საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებში ან სხვა არასამეწარმეო (არაკომერციულ) ორგანიზაციებში.
სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა
სამართლის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის კურსდამთავრებული უფლებამოსილია, სწავლა განაგრძოს
საქართველოს ან სხვა ქვეყნების უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სამართლის მიმართულების სამაგისტრო
პროგრამაზე, რომელიც ორიენტირებულია შემდგომი დონის სპეციალისტისა და მკვლევარის მომზადებაზე.
კურსდამთავრებულს ასევე შეუძლია სწავლა გააგრძელოს ნებისმიერი მიმართულების სამაგისტრო პროგრამაზე, თუ ამ
პროგრამაზე მიღების წინაპირობა არ არის შეზღუდული სხვა სპეციალობის ბაკალავრის აკადემიური ხარისხით.
პროგრამის განხორციელებისათვის აუცილებელი ადამიანური რესურსი
სამართლის საბაკალავრო პროგრამის განხორციელება უზრუნველყოფილია შესაბამისი ადამიანური რესურსით. საგან-
მანათლებლო პროგრამით გათვალისწინებულ სასწავლო კომპონენტებს უძღვება სასწავლო უნივერსიტეტის აკადემიური
პერსონალი, აგრეთვე სათანადო გამოცდილებისა და კომპეტენციების მქონე მოწვეული სპეციალისტები.
ადამიანური რესურსის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ №2 დანართში.
პროგრამის განხორციელებისათვის აუცილებელი მატერიალური რესურსი
სამართლის საბაკალავრო პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების მისაღწევად გამოიყენება სტუდენტებისთვის
შეზღუდვების გარეშე ხელმისაწვდომი სასწავლო უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურა და მატერიალურ-ტექნიკური რესურსი,
კერძოდ:
სათანადო ინვენტარით აღჭურვილი სასწავლო აუდიტორიები და საკონფერენციო დარბაზები;
იმიტირებული სასამართლო დარბაზი;
კომპიუტერული ტექნიკითა და საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებით აღჭურვილი ბიბლიოთეკა;
კომპიუტერული კლასები, ინტერნეტში და შიდა ქსელში ჩართული კომპიუტერული ტექნიკა და სწავლის/სწავლების
პროცესის ადეკვატური კომპიუტერული პროგრამები;
სხვადასხვა ტექნიკური მოწყობილობები და ა.შ.
საგანმანათლებლო პროგრამა უზრუნველყოფილია შესაბამისი სახელმძღვანელო და მეთოდური ლიტერატურით. სასწავლო
უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა სტუდენტებს უზრუნველყოფს სასწავლო კურსების სილაბუსებით გათვალისწინებული
შესაბამისი ბეჭდური და ელექტრონული სახელმძღვანელოებით, სასწავლო-მეთოდური და სამეცნიერო ლიტერატურით,
აგრეთვე ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდის მონაცემთა ბაზით და სასწავლო უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე განთავსებული
ელექტრონული კატალოგით.
სასწავლო უნივერსიტეტის საკუთრებაში და მფლობელობაში არსებული მატერიალური რესურსი უზრუნველყოფს
სამართლის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის მიზნების რეალიზაციასა და დაგეგმილი სწავლის შედეგების
მიღწევას:
შენობა-ნაგებობანი - საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა ხორციელდება სასწავლო უნივერსიტეტის მფლობელობაში და
საკუთრებაში არსებულ შენობა-ნაგებობებში, სადაც დაცულია სანიტარულ-ჰიგიენური და უსაფრთხოების ნორმები (შენობებში
დამონტაჟებულია სიგნალიზაცია, არის ცეცხლმაქრები, პერიმეტრზე მიმდინარეობს ვიდეო კონტროლი, წესრიგს იცავს
სასწავლო უნივერსიტეტის დაცვის თანამშრომელი). შენობა სრულად პასუხობს უმაღლესი საგანმანათლებლო
დაწესებულებისათვის დადგენილ ტექნიკურ მოთხოვნებს, არის სათანადო ტექნიკითა და ინვენტარით (პროექტორი, სკამები,
მერხები, დაფები და სხვ.) აღჭურვული სალექციო და პრაქტიკული მეცადინეობებისთვის განკუთვნილი აუდიტორიები.
ბიბლიოთეკა - სასწავლო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში დაცულია საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამისი
ბეჭდური და ელექტრონული ფონდი, რომელიც ხელმისაწვლომია სტუდენტებისთვის, მოწვეული და აკადემიური
პერსონალისთვის. ბიბლიოთეკას აქვს სათანადო ინვენტარით (სკამები, მაგიდები, კომპიუტერები) აღჭურვილი სამკითხველო
დარბაზი. ბიბლიოთეკაში არის მულტიფუნქციური ქსეროქსის აპარატი, რომლით სარგებლობაც სტუდენტს ბიბლიოთეკის
5
თანამშრომლის დახმარებით შეუძლია. სამკითხველო დარბაზში სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ ისარგებლონ ინტერნეტით
და საერთაშორისო ელექტრონული რესურსით (EBSCO; Cambridge University Press ). სასწავლო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას
აქვს ელექტრონული კატალოგი.
აკადემიური პერსონალის სამუშაო სივრცე - აკადემიური პერსონალისათვის შექმნილია სათანადო ინვენტარითა და ტექნიკით
(სკამები მაგიდები, კარადები, ინტერნეტში ჩართული კომპიუტერი, ქსეროქსის მულტიფუნქციური აპარატი) აღჭურვილი
სამუშაო გარემო.
საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები - სამართლის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელებისა
და ადმინისტრირების ხელშეწყობის მიზნით, სასწავლო უნივერსიტეტი იყენებს საინფორმაციო-საკომუნიკაციო
ტექნოლოგიებს. არსებობს სამართლის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფა,
არსებული კომპიუტერული ტექნიკა პასუხობს თანამედროვე მოთხოვნებს, ჩართულია ინტერნეტში და ხელმისაწვდომია სტუ-
დენტებისთვის, აკადემიური, მოწვეული და ადმინისტრაციული პერსონალისთვის. სტუდენტებისთვის შეფასებების ხელმი-
საწვდომობის, ადმინისტრაციის მხრიდან სტუდენტთა აკადემიური მოსწრების კონტროლისა და სასწავლო პროცესის
ხელშეწყობისთვის გამოიყენება სტუდენტთა ცოდნის შეფასებისა და სწავლების ორგანიზების ელექტრონული სისტემა.
სასწავლო უნივერსიტეტის ვებ–გვერდის მეშვეობით, რომელზეც განთავსებულია საგანმანათლებლო პროგრამების კატალოგი,
საგანმანათებო პროგრამების განხორციელებასთან და სასწავლო პროცესის წარმართვასთან დაკავშირებული და სხვ.
ინფორმაცია, სასწავლო უნივერსიტეტი უზრუნველყოფს ინფორმაცის საჯაროობას და ხელმისაწვდომობას.
პროგრამის სტრუქტურა
სამართლის საბაკალავრო სასწავლო პროგრამა შედგება არასპეციალობის არჩევითი სასწავლო კურსების (A), ინგლისური
ენის/უცხოური (ინგლისური) ენის კომპონენტის (B), სამართლის საფუძვლებისა და მეთოდების მოდულის (C), საჯარო
სამართლის მოდულის (D), კერძო/ბიზნესის სამართლის მოდულის (E), სისხლის სამართლის მოდულის (F), საერთაშორისო
სამართლის მოდულის (G), პრაქტიკული უნარების კომპონენტის (H) და თავისუფალი კომპონენტისგან (I).
მოდულში გაერთიანებული სასწავლო კურსები ერთმანეთთან ლოგიკურ კავშირშია და თითოეული მათგანის შესწავლა
შესაძლებელია, სავალდებულო წინაპირობა იყოს პროგრამის კურიკულუმით გათვალისწინებული დანარჩენი სასწავლო
კურსების შესწავლისა.
სამართლის საბაკალავრო პროგრამის ელემენტები (240 ECTS)
(A) არასპეციალობის არჩევითი სასწავლო კურსები - 12 ECTS არჩევითი სასწავლო კურსები.
არასპეციალობის სასწავლო კურსების საფუძველზე საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი იღებს იმ ზოგადტრანსფერულ
უნარებს, რომლებსაც წარმატებით გამოიყენებს საკუთარი სპეციალობის ათვისების პროცესში.
არასპეციალობის არჩევითი სასწავლო კურსებში სტუდენტმა უნდა დააგროვოს 12 კრედიტი. არასპეციალობის არჩევითი
კურსები მოიცავს საოფისე კომპიუტერული პროგრამების, კომუნიკაციის, პრეზენტაციის და დისკუსიის ტექნიკის,
პოლიტიკის ძირითადი ცნებების, ფილოსოფიის და სხვ. სწავლებას. აღნიშნული სასწავლო კურსები ორიენტირებულია
სტუდენტთა მსოფლმხედველობის გაფართოებაზე, ღირებულებათა ფორმირების ხელშეწყობაზე, წერითი და ზეპირი
კომუნიკაციური უნარების განვითარებაზე და ინფორმაციის მოძიება-გადაცემის მიზნით საინფორმაციო-საკომუნიკაციო
ტექნოლოგიების შემოქმედებითად გამოყენების უნარის გამომუშავებაზე.
სამართლის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე მობილობის წესით ჩარიცხულ სტუდენტს არასპეციალობის
არჩევითი სასწავლო კურსების ნაცვლად შეიძლება ეღიაროს არასპეციალობის სხვა სასწავლო კურსები, რომლებიც
ათვისებული აქვს სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში.
(B) ინგლისური ენის/უცხოური (ინგლისური) ენის კომპონენტი - 29 ECTS.
სამართლის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტისთვის, რომელმაც ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად აკადემიურ
პროგრამაზე ჩარიცხვისთვის სავალდებულო საგნად ჩააბარა სხვა უცხოური ენა, გარდა ინგლისური ენისა უცხოური
(ინგლისური) ენის კომპონენტიდან სავალდებულოა 29 კრედიტის დაგროვება - სასწავლო კურსების ინგლისური ენა (A1),
ინგლისური ენა (A2), ინგლისური ენა (B1), ინგლისური ენა (B1+) და პროფესიული ინგლისური ენის (B1) ხარჯზე.
სამართლის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტისთვის, რომელმაც ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად აკადემიურ
პროგრამაზე ჩარიცხვისთვის სავალდებულო საგნად ჩააბარა ინგლისური ენა ინგლისური ენის კომპონენტიდან
სავალდებულოა 29 კრედიტის დაგროვება - სასწავლო კურსების ინგლისური ენა (B1), ინგლისური ენა (B1+), ინგლისური ენა
(B2), ინგლისური ენა (B2+) და პროფესიული ინგლისური ენის (B2) ხარჯზე.
სამართლის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტისთვის, რომელიც წარმოადგენს ინგლისური ენის B2-ის ან უფრო მაღალ
დონეზე ცოდნის დამადასტურებელ სერტიფიკატს ან უცხოეთში მიღებული განათლების დამადასტურებელ დოკუმენტს
(ატესტატი/დიპლომი) ინგლისური ენის კომპონენტიდან სავალდებულოა 5 კრედიტის დაგროვება - სასწავლო კურსის
პროფესიული ინგლისური ენის (B2) ხარჯზე. ამ შემთხვევებში საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის 240 კრედიტის
დაგროვება ხდება სასწავლო გეგმით გათვალისწინებული არასპეციალობის არჩევითი სასწავლო კურსების, სპეციალობის
არჩევითი კურსების ან/და თავისუფალი კომპონენტის ხარჯზე.
B2 დონის შესაბამისი საერთაშორისო სერთიფიკატების და ქულების ნუსხა
ტოიფელი (TOEFL PBT) ქულათა ოდენობა: არანაკლებ 513 ქულა
6
ტოიფელი (TOEFL IBT) ქულათა ოდენობა: არანაკლებ 65 ქულა
ბრიტანეთის საბჭოსა და კემბრიჯის უნივერსიტეტის ინგლისური ენის
გამოცდები (IELTS)
ქულათა ოდენობა: არანაკლებ 5,5 ქულა
ბრიტანეთის საბჭოსა და კემბრიჯის უნივერსიტეტის ინგლისური ენის
გამოცდები (Cambridge Exam)
ცოდნის დონე: არანაკლებ FCE
(C) სამართლის საფუძვლებისა და მეთოდების მოდული - 18 ECTS, მათ შორის 12 ECTS სავალდებულო სასწავლო
კურსები, 6 ECTS - არჩევითი სასწავლო კურსები.
სამართლის საფუძვლებისა და მეთოდების მოდულიდან სტუდენტმა უნდა დააგროვოს 18 კრედიტი, მათ შორის 12 კრედიტი
მოდულის სავალდებულო სასწავლო კურსების ხარჯზე (შესავალი სამართალმცოდნეობაში, ქართული სამართლის ისტორია),
ხოლო 6 კრედიტი მოდულის არჩევითი სასწავლო კურსების ხარჯზე (რომის სამართლის საფუძვლები, საზღვარგარეთის
ქვეყნების სამართლის ისტორია, პოლიტიკური და სამართლებრივი მოძღვრებანი).
(D) საჯარო სამართლის მოდული - 88 ECTS, მათ შორის 40 ECTS სავალდებულო სასწავლო კურსები, 48 ECTS -
არჩევითი სასწავლო კურსები.
საჯარო სამართლის მოდული შედგება სავალდებულო და არჩევითი სასწავლო კურსებისგან. აღნიშნული მოდულიდან
სავალდებულო კომპონენტს ეთმობა 40 კრედიტი, ხოლო არჩევით კომპონენტს 48 კრედიტი.
საჯარო სამართლის მოდულის არჩევითი სასწავლო კურსები საშუალებას აძლევს სტუდენტს საკუთარი სურვილისა და
ინტერესების გათვალისწინებით მოახდინოს სწავლების კონცენტრირება და გაიღრმავოს ცოდნა საჯარო სამართლის სფეროში.
საჯარო სამართლის მოდულის არჩევითი სასწავლო კურსებიდან სტუდენტმა შეიძლება დააგროვოს მაქსიმუმ 30 კრედიტი,
დანარჩენი 18 კრედიტი სტუდენტმა შეიძლება დააგროვოს კერძო/ბიზნესის სამართლის, საერთაშორისო სამართლის ან/და
სისხლის სამართლის მოდულის არჩევითი სასწავლო კურსების ხარჯზე.
სამართლის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე მობილობის წესით ჩარიცხულ სტუდენტს საჯარო სამართლის
მოდულის არჩევითი სასწავლო კურსების ნაცვლად შეიძლება ეღიაროს საჯარო სამართლის მიმართულების სხვა სასწავლო
კურსები, რომლებიც ათვისებული აქვს სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში.
(E) კერძო/ბიზნეს სამართლის მოდული - 104 ECTS, მათ შორის 56 ECTS სავალდებულო სასწავლო კურსები, 48 ECTS -
არჩევითი სასწავლო კურსები.
კერძო/ბიზნეს სამართლის მოდული შედგება სავალდებულო და არჩევითი სასწავლო კურსებისაგან. აღნიშნული მოდულიდან
სავალდებულო კომპონენტს ეთმობა 56 კრედიტი, ხოლო არჩევით კომპონენტს 48 კრედიტი.
კერძო/ბიზნეს სამართლის მოდულის არჩევითი სასწავლო კურსები საშუალებას აძლევს სტუდენტს საკუთარი სურვილისა და
ინტერესების გათვალისწინებით მოახდინოს სწავლების კონცენტრირება და გაიღრმავოს ცოდნა კერძო/ბიზნეს სამართლის
სფეროში.
კერძო/ბიზნეს სამართლის მოდულის არჩევითი სასწავლო კურსებიდან სტუდენტმა შეიძლება დააგროვოს მაქსიმუმ 30
კრედიტი, დანარჩენი 18 კრედიტი სტუდენტმა შეიძლება დააგროვოს საჯარო სამართლის, საერთაშორისო სამართლის ან/და
სისხლის სამართლის მოდულის არჩევითი სასწავლო კურსების ხარჯზე.
სამართლის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე მობილობის წესით ჩარიცხულ სტუდენტს კერძო/ბიზნეს
სამართლის სამართლის მოდულის არჩევითი სასწავლო კურსების ნაცვლად შეიძლება ეღიაროს კერძო/ბიზნეს სამართლის
მიმართულების სხვა სასწავლო კურსები, რომლებიც ათვისებული აქვს სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში.
(F) სისხლის სამართლის მოდული - 73 ECTS, მათ შორის 25 ECTS სავალდებულო სასწავლო კურსები, 48 ECTS -
არჩევითი სასწავლო კურსები.
სისხლის სამართლის მოდული შედგება სავალდებულო და არჩევითი სასწავლო კურსებისაგან. აღნიშნული მოდულიდან
სავალდებულო კომპონენტს ეთმობა 25 კრედიტი, ხოლო არჩევით კომპონენტს 48 კრედიტი.
სისხლის სამართლის მოდულის არჩევითი სასწავლო კურსები საშუალებას აძლევს სტუდენტს საკუთარი სურვილისა და
ინტერესების გათვალისწინებით მოახდინოს სწავლების კონცენტრირება და გაიღრმავოს ცოდნა სისხლის სამართლის
სფეროში.
სისხლის სამართლის მოდულის არჩევითი სასწავლო კურსებიდან სტუდენტმა შეიძლება დააგროვოს მაქსიმუმ 30 კრედიტი,
დანარჩენი 18 კრედიტი სტუდენტმა შეიძლება დააგროვოს საჯარო სამართლის, საერთაშორისო სამართლის ან/და
კერძო/ბიზნესის სამართლის მოდულის არჩევითი სასწავლო კურსების ხარჯზე.
სამართლის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე მობილობის წესით ჩარიცხულ სტუდენტს სისხლის სამართლის
მოდულის არჩევითი სასწავლო კურსების ნაცვლად შეიძლება ეღიაროს სისხლის სამართლის მიმართულების სხვა სასწავლო
კურსები, რომლებიც ათვისებული აქვს სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში.
(G) საერთაშორისო სამართლის მოდული - 24 ECTS არჩევითი სასწავლო კურსები, საიდანაც მინიმუმ 6 ECTS-ის
დაგროვება სავალდებულოა
საერთაშორისო სამართლის მოდული შედგება მხოლოდ არჩევითი სასწავლო კურსებისაგან. საერთაშორისო სამართლის
მოდულის არჩევითი სასწავლო კურსები საშუალებას აძლევს სტუდენტს საკუთარი სურვილისა და ინტერესების
7
გათვალისწინებით მოახდინოს სწავლების კონცენტრირება და ინგლისურ ენაზე გაიღრმავოს ცოდნა საერთაშორისო
სამართლის სფეროში.
საერთაშორისო სამართლის მოდულის არჩევითი სასწავლო კურსებიდან სტუდენტმა უნდა დააგროვოს მინიმუმ 6 და
მაქსიმუმ 12 კრედიტი, დანარჩენი 12 კრედიტი სტუდენტმა შეიძლება დააგროვოს საჯარო სამართლის, სისხლის სამართლის
ან/და კერძო/ბიზნესის სამართლის მოდულის არჩევითი სასწავლო კურსების ხარჯზე.
სამართლის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე მობილობის წესით ჩარიცხულ სტუდენტს საერთაშორისო
სამართლის მოდულის არჩევითი სასწავლო კურსების ნაცვლად შეიძლება ეღიაროს საერთაშორისო სამართლის
მიმართულების სხვა სასწავლო კურსები, რომლებიც ათვისებული აქვს სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში.
(H) პრაქტიკული უნარების კომპონენტი - 6 ECTS - არჩევითი სასწავლო კურსები/კომპონენტები.
სამართლის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა ითვალისწინებს პრაქტიკული უნარების განვითარებაზე მიმართულ
კომპონენტს.
პრაქტიკული უნარების განსავითარებლად სამართლის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა არჩევითი კომპონენტის
სახით ითვალისწინებს პრაქტიკულ კურსებს კერძო სამართალში, სისხლის სამართალში და საჯარო სამართლში, რაც
გულისხმობს შესაბამის დარგებში პრაქტიკული უნარების განვითარებას და იმიტირებული სასამართლო პროცესის
ორგანიზებას. აღნიშნული კომპონენტიდან სავალდებულოა 6 კრედიტის დაგროვება.
კომპონენტის ითვალისწინებს სტუდენტის აქტივობას პრაქტიკული სამართლის კლინიკაშიც. პრაქტიკული სამართლის
კლინიკა საშუალებას აძლევს ბაკალავრს მიიღოს პრაქტიკულ უნარებზე დაფუძნებული განათლება და მოიპოვოს შესაბამისი
აკადემიური კრედიტი (6 კრედიტი).
(I) თავისუფალი კომპონენტი - 12 ECTS არჩევითი სასწავლო კურსები.
სამართლის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტს უფლება აქვს საჯარო სამართლის, საერთაშორისო
სამართლის, სისხლის სამართლისა და კერძო/ბიზნესის სამართლის მოდულების არჩევითი სასწავლო კურსების ნაცვლად,
უნივერსიტეტის სხვა საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამებიდან წინაპირობების დაცვით, თავისი ინტერესების
შესაბამისად, აირჩიოს ნებისმიერი სასწავლო კურსი, მაგრამ არა უმეტეს 12 კრედიტისა.
სამართლის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე მობილობის წესით ჩარიცხულ სტუდენტს თავისუფალი
კომპონენტის სახით შეიძლება ეღიაროს სხვა სასწავლო კურსები, რომლებიც ათვისებული აქვს სხვა უმაღლეს
საგანმანათლებლო დაწესებულებაში.
8
სამართლის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის საგნობრივი დატვირთვა
№ საგნის კოდი
წინაპირობა
საგანი\ მოდული
ECTS კრედიტი/საათი1
სტუდენტის
სასწავლო
დატვირთვა2
I წელი II წელი III წელი IV წელი
საკო
ნტაქ
ტო
საა
თებ
ი3
დამ
ოუ
კიდ
ებელ
ი
საათ
ები
4
სემესტრი
I
II
III
IV
V
VI
VII
VIII
არასპეციალობის არჩევითი საგნები 6 6
1. LAWB001 არ გააჩნია საოფისე კომპიუტერული პროგრამები 6/150
2. LAWB002 არ გააჩნია ფსიქოლოგია იურისტებისათვის 6/150
3. LAWB003 არ გააჩნია ფილოსოფიის შესავალი 6/150
4. LAWB004 არ გააჩნია დემოკრატია და მოქალაქეობა 6/150
5. LAWB005 არ გააჩნია პოლიტიკის ძირითადი ცნებები 6/150
6. LAWB006 არ გააჩნია კომუნიკაციის, პრეზენტაციის და დისკუსიის ტექნიკა 6/150
7. LAWB007 არ გააჩნია ეკონომიკის პრინციპები 6/150
ინგლისური ენის კომპონენტი5 6 6 6 6 5
8. LAWB008 არ გააჩნია ინგლისური ენა (B1.1) 6/150
9. LAWB009 LAWB008 ინგლისური ენა (B1.2) 6/150
10. LAWB010 LAWB009 ინგლისური ენა (B2.1) 6/150
11. LAWB011 LAWB010 ინგლისური ენა (B2.2) 6/150
12. LAWB012 LAWB011 პროფესიული ინგლისური ენა - (B2) 5/125 48 77
უცხოური (ინგლისური) ენის კომპონენტი6 6 6 6 6 5
13. LAWB013 არ გააჩნია ინგლისური ენა (A1) 6/150
14. LAWB014 LAWB013 ინგლისური ენა (A2) 6/150
15. LAWB008 LAWB014 ინგლისური ენა (B1.1) 6/150
16. LAWB009 LAWB008 ინგლისური ენა (B1.2) 6/150
17. LAWB015 LAWB009 პროფესიული ინგლისური ენა - (B1) 5/125 48 77
სპეციალობის მოდულები
1 ერთეული, რომელიც გამოხატავს სტუდენტისათვის საჭირო სასწავლო დატვირთვას და რომლის მიღებაც შესაძლებელია სწავლის შედეგების მიღწევის შემდეგ. 2 დრო, რომელიც საჭიროა საგანმანათლებლო პროგრამით განსაზღვრული სწავლის შედეგების მისაღწევად. სტუდენტის სასწავლო დატვირთვა ეფუძნება დამოუკიდებელ და საკონტაქტო საათებს. 3 საგანმანათლებლო პროგრამის კომპონენტის განმახორციელებელი პერსონალის ჩართულობით სტუდენტის სასწავლო საქმიანობისთვის განსაზღვრული დრო. 4 საგანმანათლებლო პროგრამის კომპონენტის განმახორციელებელი პერსონალის ჩართულობის გარეშე სტუდენტის სასწავლო საქმიანობის დრო (საშინაო დავალებისა და გამოცდების მომზადება და ა.შ.). 5. ინგლისური ენის კომპონენტი - სამართლის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტისთვის, რომელმაც ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად აკადემიურ პროგრამაზე ჩარიცხვისათვის სავალდებულო
საგნად ჩააბარა ინგლისური ენა. სტუდენტი, რომელიც წარმოადგენს ინგლისური ენის B2-ის ან უფრო მაღალი დონის ცოდნის დამადასტურებელ სერტიფიკატს ინგლისური ენის კომპონენტიდან აგროვებს
მხოლოდ 5 კრედიტს პროფესიული ინგლისური ენის (B2) სასწავლო კურსის ხარჯზე. 6 უცხოური (ინგლისური) ენის კომპონენტი - სამართლის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტისთვის, რომელმაც ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად აკადემიურ პროგრამაზე ჩარიცხვისათვის სავალდე-
ბულო საგნად ჩააბარა სხვა უცხოური ენა გარდა ინგლისური ენისა.
9
№ საგნის კოდი
წინაპირობა
საგანი\ მოდული
ECTS კრედიტი/საათი1
სტუდენტის
სასწავლო
დატვირთვა2
I წელი II წელი III წელი IV წელი
საკო
ნტაქ
ტო
საა
თებ
ი3
დამ
ოუ
კიდ
ებელ
ი
საათ
ები
4
სემესტრი
I
II
III
IV
V
VI
VII
VIII
მოდული - სამართლის საფუძვლები და მეთოდები
მოდულის სავალდებულო საგნები 12
18. LAWB016 არ გააჩნია შესავალი სამართალმცოდნეობაში 6/150 48 102
19. LAWB017 არ გააჩნია ქართული სამართლის ისტორია 6/150 48 102
მოდულის არჩევითი საგნები 6
20. LAWB018 არ გააჩნია რომის სამართლის საფუძვლები 6/150 48 102
21. LAWB019 არ გააჩნია საზღვარგარეთის ქვეყნების სამართლის ისტორია 6/150 48 102
22. LAWB020 არ გააჩნია პოლიტიკური და სამართლებრივი მოძღვრებანი 6/150 48 102
მოდული - საჯარო სამართალი
მოდულის სავალდებულო საგნები 6 6 9 9 5 5
23. LAWB021 არ გააჩნია შესავალი საკონსტიტუციო სამართალში 6/150 48 102
24. LAWB022 LAWB021 საქართველოს საკონსტიტუციო სამართალი 6/150 48 102
25. LAWB023 LAWB022 ადამიანის ძირითადი უფლებები 4/100 44 56
26. LAWB024 LAWB022 საქართველოს ადმინისტრაციული სამართალი 5/125 45 80
27. LAWB025 LAWB022 ადგილობრივი თვითმმართველობის (მუნიციპალური) სამართალი 4/100 44 56
28. LAWB026 LAWB022 საერთაშორისო საჯარო სამართალი 5/125 45 80
29. LAWB027 LAWB026 ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო სამართალი 5/125 45 80
30. LAWB028 LAWB024
LAWB043
ადმინისტრაციული სამართლის პროცესი
5/125 45 80
მოდულის არჩევითი საგნები 24 24
31. LAWB029 LAWB022 საზღვარგარეთის ქვეყნების საკონსტიტუციო სამართალი 6/150 48 102
32. LAWB030 LAWB024 სამოხელეო სამართალი 6/150 48 102
33. LAWB031 LAWB022 საკონსტიტუციო მართმსაჯულება 6/150 48 102
34. LAWB032 LAWB024 საფინანსო სამართალი 6/150 48 102
35. LAWB033 LAWB024 სამეწარმეო წესრიგის სამართალი 6/150 48 102
36. LAWB034 LAWB023 კაზუსის ამოხსნის მეთოდიკა საჯარო სამართალში 6/150 48 102
37. LAWB035 LAWB028 საგადასახადო სამართალი 6/150 48 102
38. LAWB036 LAWB022 საარჩევნო სამართალი 6/150 48 102
39. LAWB037 LAWB022 საკანონმდებლო ტექნიკა 6/150 48 102
40. LAWB080 LAWB024 საპოლიციო სამართალი 6/150 48 102
41. LAWB082 LAWB028 სააღსრულებო სამართალი 6/150 48 102
მოდული - კერძო/ბიზნესის სამართალი
მოდულის სავალდებულო საგნები 6 10 10 10 20
42. LAWB038 არ გააჩნია შესავალი სამოქალაქო სამართალში 6/150 48 102
43. LAWB039 LAWB038 სანივთო (ქონებრივი) სამართალი 5/125 45 80
10
№ საგნის კოდი
წინაპირობა
საგანი\ მოდული
ECTS კრედიტი/საათი1
სტუდენტის
სასწავლო
დატვირთვა2
I წელი II წელი III წელი IV წელი
საკო
ნტაქ
ტო
საა
თებ
ი3
დამ
ოუ
კიდ
ებელ
ი
საათ
ები
4
სემესტრი
I
II
III
IV
V
VI
VII
VIII
44. LAWB040 LAWB038 ვალდებულებითი სამართლის ზოგადი ნაწილი 5/125 45 80
45. LAWB041 LAWB040 სახელშეკრულებო სამართალი 6/150 48 102
46. LAWB042 LAWB040 კანონისმიერი ვალდებულებითი ურთიერთობები 4/100 44 56
47. LAWB043 LAWB041 სამოქალაქო სამართალის პროცესი 5/125 45 80
48. LAWB044 LAWB041 საოჯახო სამართალი 5/125 45 80
49. LAWB045 LAWB043 სამოქალაქო საქმეთა განხილვა სასამართლოში 5/125 45 80
50. LAWB046 LAWB044 მემკვიდრეობის სამართალი 5/125 45 80
51. LAWB047 LAWB041 შრომის სამართალი 4/100 44 56
52. LAWB048 LAWB041 სამეწარმეო სამართალი 6/150 48 102
მოდულის არჩევითი საგნები 24 24
53. LAWB049 LAWB041 საავტორო სამართალი 6/150 48 102
54. LAWB050 LAWB045 საერთაშორისო კერძო სამართალი 6/150 48 102
55. LAWB051 LAWB045 გადახდისუუნარობის სამართალი 6/150 48 102
56. LAWB052 LAWB041 საბანკო და სადაზღვევო სამართლის საფუძვლები 6/150 48 102
57. LAWB053 LAWB041
LAWB042
კაზუსის ამოხსნის მეთოდიკა სამოქალაქო სამართალში 6/150 48 102
58. LAWB054 LAWB048 სანოტარო სამართალი 6/150 48 102
59. LAWB055 LAWB041 სამრეწველო საკუთრების სამართალი 6/150 48 102
60. LAWB056 LAWB046
LAWB047
ხელშეკრულებათა შედგენის მეთოდიკა 6/150 48 102
მოდული - სისხლის სამართალი
მოდულის სავალდებულო საგნები 5 5 10 5
61. LAWB057 LAWB016 სისხლის სამართალი (ზოგადი ნაწილი) 5/125 45 80
62. LAWB058 LAWB057 სისხლის სამართალი (ადამიანისა და კაცობრიობის წინააღმდეგ
მიმართული დანაშაული)
5/125 45 80
63. LAWB059 LAWB058 სისხლის სამართალი (დანაშაულის სხვა სახეები) 5/125 45 80
64. LAWB060 LAWB058 სისხლის სამართლის პროცესი (ზოგადი ნაწილი) 5/125 45 80
65. LAWB061 LAWB060 სისხლის სამართლის პროცესი (კერძო ნაწილი) 5/125 45 80
მოდულის არჩევითი საგნები 24 24
66. LAWB062 LAWB057 სასჯელის შეფარდება 6/150 48 102
67. LAWB063 LAWB059 კრიმინოლოგია 6/150 48 102
68. LAWB064 LAWB061 სასჯელაღსრულების სამართალი 6/150 48 102
69. LAWB065 LAWB059 ქმედების დანაშაულად კვალიფიკაცია 6/150 48 102
70. LAWB066 LAWB059 კაზუსის ამოხსნის მეთოდიკა სისხლის სამართალში 6/150 48 102
71. LAWB067 LAWB061 კრიმინალისტიკა (დანაშაულის გახსნის მეთოდიკა) 6/150 48 102
11
№ საგნის კოდი
წინაპირობა
საგანი\ მოდული
ECTS კრედიტი/საათი1
სტუდენტის
სასწავლო
დატვირთვა2
I წელი II წელი III წელი IV წელი
საკო
ნტაქ
ტო
საა
თებ
ი3
დამ
ოუ
კიდ
ებელ
ი
საათ
ები
4
სემესტრი
I
II
III
IV
V
VI
VII
VIII
72. LAWB068 LAWB061 არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება 6/150 48 102
73. LAWB069 LAWB061 ადამიანის უფლებები სისხლის სამართლის პროცესში 6/150 48 102 მოდული - საერთაშორისო სამართალი მოდულის არჩევითი საგნები 12 12 74. LAWB070 LAWB026
LAWB012
საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი (ინგლისურ ენაზე)
6/150 48 102
75. LAWB071 LAWB026
LAWB012
ევროკავშირის სამართალი (ინგლისურ ენაზე)
6/150 48 102
76. LAWB072 LAWB026
LAWB008
საერთაშორისო საზღვაო სამართალი
5/125 34 91
77. LAWB073 LAWB026
LAWB012
საერთაშორისო ეკოლოგიური სამართალი (ინგლისურ ენაზე)
6/150 48 102
78. LAWB081 LAWB026 ასოცირების შეთანხმება და სამართლებრივი აპროქსიმაცია 5/125 34 91 79. LAWB079 LAWB026 საერთაშორისო სახელშეკრულებო სამართლი 6/150 48 56
არჩევითი საგნები 6 80. LAWB075 LAWB028
საჯარო სამართალის პრაქტიკული კურსი 6/150 48 102
81. LAWB076 LAWB045 კერძო სამართლის პრაქტიკული კურსი 6/150 48 102 82. LAWB077 LAWB061 სისხლის სამართალის პრაქტიკული კურსი 6/150 48 102 83. LAWB078 LAWB074 პრაქტიკული სამართალი (კლინიკა) 6/150 48 102
84. თავისუფალი კომპონენტი7 6 6
სემესტრში 30 30 30 30 30 30 30 30
წელიწადში 60 60 60 60
7 სამართლის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტს უფლება აქვს საჯარო სამართლის, საერთაშორისო სამართლის, სისხლის სამართლისა და კერძო/ბიზნესის სამართლის
მოდულების არჩევითი სასწავლო კურსების ნაცვლად, უნივერსიტეტის სხვა საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამებიდან წინაპირობების დაცვით, თავისი ინტერესების შესაბამისად, აირჩიოს
ნებისმიერი სასწავლო კურსი, მაგრამ არა უმეტეს 12 კრედიტისა.
სწავლების შედეგების რუკა
№№
საგნის
კოდი
საგანი
კომპეტენციები
ცო
დნა
და
გაც
ნობი
ერებ
ა
ც
ოდ
ნის
პრაქ
ტი
კაშ
ი
გამ
ოყე
ნებ
ის
უნა
რი
დას
კვნი
ს უ
ნარ
ი
კომუ
ნიკა
ცი
ის
უნა
რი
სწავ
ლი
ს უ
ნარ
ი
ღი
რებ
ულ
ებებ
ი
არასპეციალობის არჩევითი საგნები 1. LAWB001 საოფისე კომპიუტერული პროგრამები X X X X
2. LAWB002 ფსიქოლოგია იურისტებისათვის X X X X
3. LAWB003 ფილოსოფიის შესავალი X X X X X
4. LAWB004 დემოკრატია და მოქალაქეობა X X X X X
5. LAWB005 პოლიტიკის ძირითადი ცნებები X X X X X X
6. LAWB006 კომუნიკაციის, პრეზენტაციის და დისკუსიის ტექნიკა X X X X
7. LAWB007 ეკონომიკის პრინციპები X X X X X X
ინგლისური ენის კომპონენტი 8. LAWB008 ინგლისური ენა (B1.1) X X X
9. LAWB009 ინგლისური ენა (B1.2) X X X
10. LAWB010 ინგლისური ენა (B2.1) X X X
11. LAWB011 ინგლისური ენა (B2.2) X X X
12. LAWB012 პროფესიული ინგლისური ენა - (B2) X X X X
უცხოური (ინგლისური) ენის კომპონენტი 13. LAWB013 ინგლისური ენა (A1.1) X X X
14. LAWB014 ინგლისური ენა (A1.2) X X X
15. LAWB008 ინგლისური ენა (B1.1) X X X
16. LAWB009 ინგლისური ენა (B1.2) X X X
17. LAWB015 პროფესიული ინგლისური ენა - (B1) X X X X
სპეციალობის მოდულები
მოდული - სამართლის საფუძვლები და მეთოდები
მოდულის სავალდებულო საგნები
18. LAWB016 შესავალი სამართალმცოდნეობაში (სამართლის თეორია და
მეთოდები)
X X X X X
19. LAWB017 ქართული სამართლის ისტორია X X X X
მოდულის არჩევითი საგნები
20. LAWB018 რომის სამართლის საფუძვლები X X X X
21. LAWB019 საზღვარგარეთის ქვეყნების სამართლის ისტორია X X X X
22. LAWB020 პოლიტიკური და სამართლებრივი მოძღვრებანი X X X X
მოდული - საჯარო სამართალი
მოდულის სავალდებულო საგნები
23. LAWB021 შესავალი საკონსტიტუციო სამართალში X X X X X
24. LAWB022 საქართველოს საკონსტიტუციო სამართალი X X X X X X
25. LAWB023 ადამიანის ძირითადი უფლებები X X X X X X
26. LAWB024 საქართველოს ადმინისტრაციული სამართალი X X X X X X
27. LAWB025 ადგილობრივი თვითმმართველობის (მუნიციპალური)
სამართალი
X X X X X X
28. LAWB026 საერთაშორისო საჯარო სამართალი X X X X X X
29. LAWB027 ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო სამართალი X X X X X X
30. LAWB028 ადმინისტრაციული სამართლის პროცესი X X X X X X
მოდულის არჩევითი საგნები
31. LAWB029 საზღვარგარეთის ქვეყნების საკონსტიტუციო სამართალი X X X X
32. LAWB030 სამოხელეო სამართალი X X X X X X
33. LAWB031 საკონსტიტუციო მართმსაჯულება X X X X X X
34. LAWB032 საფინანსო სამართალი X X X X X
35. LAWB033 სამეწარმეო წესრიგის სამართალი X X X X X
36. LAWB034 კაზუსის ამოხსნის მეთოდიკა საჯარო სამართალში X X X X
37. LAWB035 საგადასახადო სამართალი X X X X X X
38. LAWB036 საარჩევნო სამართალი X X X X X X
39. LAWB037 საკანონმდებლო ტექნიკა X X X X X
13
40. LAWB080 საპოლიციო სამართალი X X X X X
41. LAWB082 სააღსრულებო სამართალი X X X X X
მოდულის სავალდებულო საგნები
42. LAWB038 შესავალი სამოქალაქო სამართალში X X X X X
43. LAWB039 სანივთო (ქონებრივი) სამართალი X X X X X
44. LAWB040 ვალდებულებითი სამართლის ზოგადი ნაწილი X X X X X
45. LAWB041 სახელშეკრულებო სამართალი X X X X X X
46. LAWB042 კანონისმიერი ვალდებულებითი ურთიერთობები X X X X X
47. LAWB043 სამოქალაქო სამართალის პროცესი X X X X X X
48. LAWB044 საოჯახო სამართალი X X X X X
49. LAWB045 სამოქალაქო საქმეთა განხილვა სასამართლოში X X X X X X
50. LAWB046 მემკვიდრეობის სამართალი X X X X X
51. LAWB047 შრომის სამართალი X X X X X
52. LAWB048 სამეწარმეო სამართალი X X X X X
მოდულის არჩევითი საგნები
53. LAWB049 საავტორო სამართალი X X X X X
54. LAWB050 საერთაშორისო კერძო სამართალი X X X X X X
55. LAWB051 გადახდისუუნარობის სამართალი X X X X X
56. LAWB052 საბანკო და სადაზღვევო სამართლის საფუძვლები X X X X X
57. LAWB053 კაზუსის ამოხსნის მეთოდიკა სამოქალაქო სამართალში X X X X
58. LAWB054 სანოტარო სამართალი X X X X X X
59. LAWB055 სამრეწველო საკუთრების სამართალი X X X X X
60. LAWB056 ხელშეკრულებათა შედგენის მეთოდიკა X X X X X
მოდული - სისხლის სამართალი
მოდულის სავალდებულო საგნები
61. LAWB057 სისხლის სამართალი (ზოგადი ნაწილი) X X X X X
62. LAWB058 სისხლის სამართალი (ადამიანისა და კაცობრიობის წინააღმდეგ
მიმართული დანაშაული)
X X X X X X
63. LAWB059 სისხლის სამართალი (დანაშაულის სხვა სახეები) X X X X X X
64. LAWB060 სისხლის სამართლის პროცესი (ზოგადი ნაწილი) X X X X X X
65. LAWB061 სისხლის სამართლის პროცესი (კერძო ნაწილი) X X X X X X
მოდულის არჩევითი საგნები
66. LAWB062 სასჯელის შეფარდება X X X X X X
67. LAWB063 კრიმინოლოგია X X X X X
68. LAWB064 სასჯელაღსრულების სამართალი X X X X X X
69. LAWB065 ქმედების დანაშაულად კვალიფიკაცია X X X X X X
70. LAWB066 კაზუსის ამოხსნის მეთოდიკა სისხლის სამართალში X X X X
71. LAWB067 კრიმინალისტიკა (დანაშაულის გახსნის მეთოდიკა) X X X X X X
72. LAWB068 არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება X X X X X
73. LAWB069 ადამიანის უფლებები სისხლის სამართლის პროცესში X X X X X
მოდული - საერთაშორისო სამართალი
მოდულის არჩევითი საგნები
74. LAWB070 საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი (ინგლისურ ენაზე) X X X X X
75. LAWB071 ევროკავშირის სამართალი (ინგლისურ ენაზე) X X X X X
76. LAWB072 საერთაშორისო საზღვაო სამართალი X X X X X
77. LAWB073 საერთაშორისო ეკოლოგიური სამართალი (ინგლისურ ენაზე) X X X X X
78. LAWB081 ასოცირების შეთანხმება და სამართლებრივი აპროქსიმაცია X X X X
79. LAWB079 საერთაშორისო სახელშეკრულებო სამართლის საფუძვლები X X X X X
არჩევითი საგნები
80. LAWB075 საჯარო სამართალის პრაქტიკული კურსი X X X X X X
81. LAWB076 კერძო სამართლის პრაქტიკული კურსი X X X X X X
82. LAWB077 სისხლის სამართალის პრაქტიკული კურსი X X X X X X
83. LAWB078 პრაქტიკული სამართალი (კლინიკა) X X X X X
დანართი №1
14
ინფორმაცია ადამიანური რესურსების შესახებ
სისხლის სამართლის მიმართულებით
1. გოჩა მამულაშვილი პროფესორი
2. დავით კარიაული ასოცირებული პროფესორი
3. ლავრენტი მაღლაკელიძე ასოცირებული პროფესორი
4. სერგო ჭელიძე ასოცირებული პროფესორი
5. ირინა აქუბარდია სამართლის დოქტორი, მოწვეული სპეციალისტი
6. თეა შაყულაშვილი სამართლის დოქტორი, მოწვეული სპეციალისტი
7. ალექსანდრე გიორგიძე სამართლის დოქტორი, მოწვეული სპეციალისტი
8. იური ტყეშელაშვილი სამართლის დოქტორი, მოწვეული სპეციალისტი
9. ბესო მეურმიშვილი სამართლის დოქტორი, მოწვეული სპეციალისტი
10. ზუხრა მაცაბერიძე სამართლის დოქტორი, მოწვეული სპეციალისტი
11. უშანგი ბახტაძე მოწვეული სპეციალისტი
12. დავით წულაია მოწვეული სპეციალისტი
13. ზოია ხასია მოწვეული სპეციალისტი
14. გიორგი ჩაკვეტაძე მოწვეული სპეციალისტი
15. ხატია შეყილაძე მოწვეული სპეციალისტი
საჯარო სამართლის მიმართულებით
16. ზვიად როგავა ასოცირებული პროფესორი
17. ხათუნა ლორია ასოცირებული პროფესორი
18. გიორგი გორაძე ასოცირებული პროფესორი
19. ლევან მოსახლიშვილი სამართლის დოქტორი, მოწვეული სპეციალისტი
20. არჩილ ლორია სამართლის დოქტორი, მოწვეული სპეციალისტი
21. რატი ბრეგაძე სამართლის დოქტორი, მოწვეული სპეციალისტი
22. თამარ ურუშაძე მოწვეული სპეციალისტი
23. ლაშა მარგიშვილი მოწვეული სპეციალისტი
24. ირაკლი კალანდაძე მოწვეული სპეციალისტი
25. ლევან მადათოვი მოწვეული სპეციალისტი
26. ილონა თოდუა მოწვეული სპეციალისტი
27. დავით ფეტვიაშვილი მოწვეული სპეციალისტი
28. სალომე წურწუმია მოწვეული სპეციალისტი
29. კახაბერ გოშაძე მოწვეული სპეციალისტი
15
30. ეკატერინე ახალკაცი მოწვეული სპეციალისტი
საერთაშორისო სამართლის მიმართულებით
31. ნაზიბროლა ჩინჩალაძე ასოცირებული პროფესორი
32. მამუკა ანდღულაძე სამართლის დოქტორი, მოწვეული სპეციალისტი
33. დავით გეფერიძე სამართლის დოქტორი, მოწვეული სპეციალისტი
34. საბა ფიფია სამართლის დოქტორი, მოწვეული სპეციალისტი
35. სალომე კუჭუხიძე სამართლის დოქტორი, მოწვეული სპეციალისტი
36. ეკატერინე ქარდავა სამართლის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი
37. ნიკოლოზ მელქაძე მოწვეული სპეციალისტი
კერძო სამართლის მიმართულებით
38. დავით ძამუკაშვილი ასოცირებული პროფესორი
39. როინ მიგრიაული ასოცირებული პროფესორი
40. თეიმურაზ თოდრია ასოცირებული პროფესორი
41. ზურაბ ძლიერიშვილი ასოცირებული პროფესორი
42. ლელა ნადიბაიძე სამართლის დოქტორი, მოწვეული სპეციალისტი
43. გია ლილუაშვილი სამართლის დოქტორი, მოწვეული სპეციალისტი
44. ეკატერინე ბაღიშვილი სამართლის დოქტორი, მოწვეული სპეციალისტი
45. ალექსანდრე იოსელიანი სამართლის დოქტორი, მოწვეული სპეციალისტი
46. ნუნუ კვანტალიანი სამართლის დოქტორი, მოწვეული სპეციალისტი
47. მაკა კარტოზია სამართლის დოქტორი, მოწვეული სპეციალისტი
48. ბესიკ სეხნიაიძე სამართლის დოქტორი, მოწვეული სპეციალისტი
49. ეროსი ბზეკალავა მოწვეული სპეციალისტი
50. გურამ სულხანიშვილი მოწვეული სპეციალისტი
51. თორნიკე რევიშვილი მოწვეული სპეციალისტი
52. ნინო მესხიშვილი მოწვეული სპეციალისტი
53. ქეთევან ბერძენიშვილი მოწვეული სპეციალისტი
სამართლის საფუძვლებისა და მეთოდების მიმართულებით
54. ლევან თოთლაძე სამართლის დოქტორი, მოწვეული სპეციალისტი
55. დავით ბოსტოღანაშვილი სამართლის დოქტორი, მოწვეული სპეციალისტი
56. მინდია ბერეკაშვილი მოწვეული სპეციალისტი
57. ირაკლი თაბორიძე მოწვეული სპეციალისტი
58. დიმიტრი გეგენავა მოწვეული სპეციალისტი
16
59. ნინო მეგრელი მოწვეული სპეციალისტი